ერთმანეთის პირისპირ (11)
თავი 11 ერთი შეხედვით ადვილია გასწირო სიცოცხლე ძვირფასი ადამიანისთვის, თუმცა აუტანელია მისი მიტოვება იმ მიზეზით რომ მან შენს გარეშე იცოცხლოს, იცხოვროს ბედნიერად უშენოდ. ეს თავგანწირვაა, ამას ყველა ასე აღიქვამს თუმცა კირასთვის ეს თვითმკვლელობა იყო, მან ზურგი აქცია იმ ერთადერთს რომელსაც კი ოდესმე ყვარებია. "მან უნდა იცოცხლოს" ამას უმეორებდა საკუთარ თავს. მიზანი ნამდვილად დასაფასებელი იყო, თუმცა არავინ იცოდა რას იზამდა დევდარიანი გაღვიძების შემდეგ, შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას თუ ის ქალი მიატოვებდა რომელიც მისი სიცოცხლის აზრს წარმოადგენდა. -კირა რა ჯანდაბას აკეთებ? -აქ რატომ ხარ დაჩი?-გოგო სწრაფად აგროვებდა მის ნივთებს -საავადმყოფოდან ისე გამოიქეცი ვინერვიულე. სადმე მიდიხარ? -დაჩი ყველაფერი უნდა დასრულდეს, მე უნდა დავსვა წერტილი, მან რომ იცოცხლოს მე უნდა წავიდე -შენი აზრით გაგიშვებს? -სხვაა გზა არ ექნება, რამდენიმე საათში აქედან უკვე ძალიან შორს ვიქნები -კირა მისმინე ჩვენ ცუდად დავიწყეთ, მე ჩაგითრიეთ ორივე ამ არეულობაში ... -ამაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს ჩვენ ყველამ ის გავაკეთეთ რაც შეგვეძლო -მისმინე შენ დევდარიანს კარგად არ იცნობ, მართალია ახლა წასვლა შეგიძლია მაგრამ როგორც კი ფეხზე დადგება სამყაროს თავდაყირა დააყენებს შენს საპოვნელად -სწორედ მაგიტომ მივდივარ, შენ კი მის გვერდით უნდა იყო და არ მისცე ჩემი გამოყოლის უფლება -მაგარია მაგის თხოვნას მერჩივნა ფანჯრიდან გადახტომა გეთხოვა -ლაშამ უნდა იცოცხლოს და ეს შეუძლებელი იქნება თუ ჩემს გვერდით დარჩება -ვხედავ ვერ გადაგაფიქრებინებ, მაგრამ ის მაინც მითხარი რას აპირებ -მაგას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მე ყველაფერს მოვაგვარებ და წავალ -ნეტავ თქვენ ორნი სხვა გარემოებაში შეხვედროდით ერთმანეთს -ალბათ სხვა რეალობაში ეგ შესაძლებელია თუმცა არა ჩვენს რეალობაში. ჩვენ ამ ჭუჭყიანი სამყაროს მსხვერპლი ვართ -მშვიდობით კირა-ბიჭი კირას მოეხვია და სახლიდან ნივთების გატანაში დაეხმარა. კირამ დევდარიანის სახლი დატოვა. წასვლა საკმარისი არ იყო, მთავარი ლევანის გაჩერება იყო. გოგოს თავ გზა ჰქონდა არეული, სახლში დაბრუნებამ კიდევ უფრო დააბნია. ერთ მხარეს მამა მეორე მხარეს საყვარელი კაცი. დაბნეული მიაბიჯებდა სახლის ეზოში -ახალგაზრდა ქალბატონო უნდა წახვიდეთ -თქვენ ვინ ხართ?-კირა შეაშინა მოულოდნელად გამოჩენილმა -მაგას მნიშვნელობა არ აქვს აქ უსაფრთხოდ არ ხართ -მე შენ გიცნობ-გოგოს ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის-შენ ალექსანდრესთან მუშაობ, ის აქ არის? -გთხოვთ ...-კირამ სწრაფად შეირბინა სახლში -ეს არ გააკეთოთ -აქ რას აკეთებ კირა?-ალექსანდრე ოთახის ცენტრში იდგა მის წინ კი ლევანი მუხლებზე იდგა -არ მოკლა -რატომ იცავ მან ჩემი შვილის მოკვლა სცადა-ალექსანდრეს მრისხანებისგან გონება ჰქონდა დაბინდული -ის მამაჩემია -როგორ მიხარია შენგან ამ სიტყვების მოსმენა -ხმას ნუ იღებ ლევან, შენ ეს ყველაფერი დაიმსახურე -თუმცა შენ მე არ მგავხარ არ დაუშვებ ჩემს სიკვდილს -როგორც არ უნდა იყოს მე შენი შვილი ვარ და როგორ ამბობ ხოლმე მხოლოდ მოლაპარაკებას ვცემ პატივს -გადასარევია ძვირფასო, როგორც იქნა ჩემი შვილივით საუბრობ -მიდი ლევან გისმენ რას შემომთავაზებ შენი სიცოცხლის სანაცვლოდ -არავითარი გარიგება აქვე მოვკლავ ძაღლივით-ალექსანდრე არ წყნარდებოდა -ბატონო ალექსანდრე თვენ მე ერთხელ უკვე მენდეთ როცა შვილის გადარჩენა მთხოვეთ და გთხოვთ ახლაც მენდოთ -კარგი -გისმენ ლევან -ყველაფერს გავაკეთებ გადასარჩენად და შენ ეს იცი კირა -გადასარევია მაშინ მე შენთვის ორი პირობა მაქ -ყურადღებით გისმენ ძვირფასო -პირველი აღარასდროს შეეხები დევდარიანების ოჯახს, მეორე წასვლის უფლებას მომცემ და არ დამედევნები -შევთანხმდით -თუ პირობას დაარღვევ სიტყვას გაძლევ შუბლზე მიბჯენილი იარაღი არაფერი იქნება იმასთან რასაც მე გაგიკეთებ -პატარავ ახლა ფიქრობ რომ მამას აჯობე-ლევანს გაეღიმა -კი არ ვფიქრობ დარწმუნებული ვარ-კირამ ჯიბიდან USB ბარათი ამოიღო-როგორც იქნა მივხვდი თუ მინდა გავიმარჯვო იმას უნდა დავემუქრო რაც მართლაც ძვირფასია შენთვის -და ეგ რა არის შვილო -შენი კომპანია, შენი ფული, შენი სახელი. ამ ბარათზე ყველა შენი უკანონო საქმის მტკიცებულებაა თუ სიტყვას გატეხავ სამყაროს თავზე დაგანგრევ -აი ახლა კი ვხედავ-ლევანი წამოდგა და შვილს მიუახლოვდა-შენ გაიმარჯვე, მოსწავლემ მასწავლებელს აჯობა. კირამ ალექსანდრესთან ერთად დატოვა სახლი, რძალი თავისი ხელით ჩასვა თვითმფრინავში და მსოფლიოს მეორე ბოლოში გაუშვა. მისი შვილის ერთადერთი სისუსტე ახლა კილომეტრების მოშორებით იყო, ის არ დაბრუნდებოოდა. ალექსანდრემ იცოდა ეს როგორი დარტყმა იქნებოდა ლაშასთვის ის უბედური თუმცა ცოცხალი იქნებოოდა. ბიჭმა რომ გაიღვიძა პალატაში მამის დანახვამ გააკვირვა -ჩემი ცოლი სადაა? -ახლა ამაზე საუბარი არ ღირს-შვილს თვალებში ვერ უყურებდა -მამა რა მოხდა? ცოცხალია?-ლაშამ წმაოდგომა სცადა თუმცა ყველაფერი სტკიოდა -ცოცხალი და ჯამრთელია -დაურეკე მოვიდეს მასთან საუბარი მინდა -ეს შეუძლებელია -რას ბოდავ? -ის წავიდა -სად?-ლაშას სუნთქვა უჭირდა -შორს. ლევანთან გარიგება დადო, კიდევ ერთხელ გადაგარჩინა და თავისსუფლებაც მოიპოვა -იმ ღორს გაურიგდა და შენ ამის უფლება მიეცი -ის მამამისია რა უნდა გამეკეთებინა -ჩემზე დაქორწინება და სიცოცხლის გარისკვა ხომ სთხოვე, ახლა რატომ არ დაიცავი. როგორ მიეცი იმ ერთადერთს წასვლის უფლება რომელიც ჩემი სიცოცლის აზრია -უნდა გაუშვა შვილო, ასე ორივესთვის უკეთესი იქნება -არა ასე შენ თვლი, ახლა წადი. ამ კარიდან რომ გახვალ უკან აღარ დაბრუნდე, შენი ნახვა აღარასდროს მინდა. ეს იყო ბოლო რაც მამას უთხრა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, საკუთარ სახლში ვერ დაბრუნდა იქ ყველგან კირას ხედავდა, გული ჰქონდა გატეხილი, გამუდმებით გაბრაზებულლი იყო. სძულდა ყველა და ყველაფერი. ერთ დღესაც ნივთები შეაგროვა და ქალაქი დატოვა, იქ წავიდა სადაც ცოტახნით თუმცა მანიც ბედნიერი იყო. 6 თვის შემდეგ კირამ სიცოცხლე განაგრძო თუმცა ცხოვრება არა. გამუდმებით სახლში იყო, გარეთ მხოლოდ მაშინ გამოდიოდა როცა ქალაქში არავინ იყო, შუა ღამისას. იცოდა რაც დაემართა ლაშას, წასვლის მიუხედავად საუკეთესო მეგობართან ურთიერთობა არ შეუწყვეტია ანა იმფორმაციას აწვდიდა ლევანზე, ლაშაზე და გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ანამ არაერთხელ უთხრა კირას რომ მასთან ჩამოვიდოდა თუმცა გოგო უარზე იყო, მარტოობა ეს სასჯელი იყო რომელიც თავად მიუსაჯა საკუთარ თავს. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, სიმარტოვე აუტანელი ტკივილი და ანას ზარები. თუმცა ერთ დილას ყველაფერი შეიცვალა, კირა კარზე ხმაურიანმა დაკაკუნებამ გააღვიძა. გოგო შეშფოთებული მიუახლოვდა კარს, არავის ელოდა იქ არავის იცნობდა, კაკუნი განმეორდა. კირამ კარი ფრთხილად გააღო და ნანახით შეშფოთებულმა უკან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა -აქ რატომ ხარ? -ყველაფერი შეიცვალა, შვილო უნდა დამეხმარო -ლევან ჩვენ შეთანხმება გვქონდა -ვიცი და მნიშვნელოვანი რომ არ იყოს შეთანხმებას არ დავარღვევდი-კირამ ლევანი სახლში შეიყვანა, მისაღებში მის პირდაპირ იჯდა და აკვირდებოდა, მის წინ თითქოს იგივე კაცი აღარ იყო, მასში რაღაც შეიცვალა -გისმენ აქ რატომ ხარ? -შვილო მინდა ბოდიში მოგიხადო -უკვე გვიანია და მე არ დავიჯერებ ამ სპექტაკლს -გთხოვ დამამთავრებინე. მე არასწორი ვიყავი ყველას და ყველაფერს შენზე წინ ვაყენებდი, მაგრამ შენი წასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ერთგულებმა ზურგი მაქციეს, კომპანია ნაწილებად იშლება, მე სულ მარტო ვარ. ჩემმა მდგომარეობამ მიმახვედრა რომ მხოლოდ შენ მყავხარ და ახლა ერთადერთი რაც შემიძლია შენთვის პატიების თხოვნაა. მაპატიე საყვარელო -ბევრი დრო დაგჭირდა იმის მისახვედრად რომ ჩემს გარდა აავინ გყავს -ვიცი და ძალიან ვნანობ.კირა დედაშენის სიკვდილის შემდეგ მე შევიცვალე, სამყაროს ნდობა შევწყვიტე. ვფიქრობდი რომ შიში ერთადერთი რამ იყო რითიც შენს დაცვას შევძლებდი -გთხოვ არ გინდა დედას ნუ გამოიყენებ შენი საქციელის გასამართლებლად -ვიცი ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ მინდა რომ უკან დაბრუნდე, მინდა როომ დაკარგული დრო ავინაზღაუროთ -გინდა ისევ მაკონტროლო აქ მაგიტომ ხარ? -არა მინდა რომ ამდენი წლის შემდეგ სწორად მოვიქცე, უბრალოდ მინდა შენი ცხოვრების ნაწილი ვიყო. თუ ისევ მასთან ყოფნა გინდა ჩემგან დალოცვას მიიღებთ -მასთან...-კირამ ღრმად ამოისუნთქა-რამ გაფიქრებინა რომ მას უნდა ჩემთან ყოფნა -მე ყველაფერი გავაფუჭე თუმცა იმ ბიჭის გამოხედვაში ყოველთვის გულწრფელი გრძნობები იკითხებოდა, ამის წართმევა მეც კი არ შემეძლო -მართალია ეგ მე გავაკეთე, საავადმყოფოს საწოლზე მწოლიარე მივატოვე რადგან შენგან დამეცვა. მას მე და მთელი სამყარო სძულს -შენ ვერ გეცოდინება ის რას გრძნობს -ვიცი რადგან მე საკუთარი თავი მძულს იმ ყველაფრის გამო რაც გავაკეთე -მე არ მიგითითებ როგორ უნდა მოიქცე, თუმცა მინდა რომ უკან დაბრუნდე, რაც არ უნდა გადაწყვიტო მე შენს გვერდით ვიქნები. თუ აქ გადაწყვეტ დარჩენას მეც აქ ვიქნები თუ დაბრუნდები ყველაფერი რაც ჩემია ისედაც შენ გეკუთვნის -მე ყველაფერზე უნდა დავფიქრდე -მე წავალ, ხვალ უკან ვბრუნდები-ლევანმა ბილეთი დადო მაგიდაზე-თუ წამოსვლას გადაწყვეტ ფრენის დეტალები ბილეთზეა. თუ არ მოხვალ არაუშავს მე სახლში დაგელოდები -ის ჩემი სახლი არასდროს ყოფილა მე იქ ტყვე ვიყავი -არა იმ სახლს ვგულისხმობ რომელიც მე და დედაშენმა ვიყიდეთ ახლა იქ ვცხოვრობ და შენი ოთახიც ძველებურად გამოიყურება. ლევანი წავიდა. კირა იჯდა ფანჯარასთან განვლილ დროზე და მომხდარზე ფიქრობდა. გაახსენდა ის დრო როცა ლაშას პირველად შეხვდა, გაახსენდა მისი მზერა როგორ უყურებდა პირველი დანახვისას. გაახსენდა ცხოვრება რომელიც რეალურად მისი იყო. თუმცა შიში იმის რომ უკან დაბრუნებულს ლაშა არ მიიღებდა ძალიან დიდი იყო. მთელი დღე მოჩვენებასავით დადიოდა სახლში, სძულდა ეს კედლები სძულდა ბოლო ექვსი თვე რომელიც ცრემლებსა და საკუთარი თავის სიძულვილში გაატარა. ლევანი აეროპორტში მგზავრებს ათვალიერებდა, თვალებით კირას ეძზებდა, იმედი თანდათან ეწურებოდა, რეისზე ჩასხდომა გამოცხადა, ლევანს იმედი გადაეწურა, ფოიე კიდევ ერთხელ მოათვალიერა და რეგისტრაციის გასავლელად გაემართა -მამა -შორიდან ნაცნობი ხმა მოესმა- დამელოდე -აქ ხარ მოხვედი-კაცს თვალები ცრემლებით აევსო, კირა უყურებდა და მის წინ მდგარი კაცი ნელნელა იმ ადამიანს ემსგავსებოდა რომელიც მის ბავშობაში იყო -არ მინდა მთელი ცხოვრება ვიმალლებოდე, მინდა თავიდან დავიწყოთ-ლევანი შვილს მოეხვია, სათქმელი აღარფერი იყო, მისი მოსვლა უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.