ერთმანეთის პირისპირ(7)
თავი 7 დევდარიანი ქალქში დაბრუნების შემდეგ არასად გამოჩენილა, სახლიდან არ გასულა. სვამდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა. თავში გამუდმებით ის მომენტი უტრიალებდა როგორ წავიდა კირა. ბრაზობდა არა გოგოზე არამედ საკუთარ თავზე, ვერ იტანდა იმ გრძნობას რომ მის გარეშე სუნთქვა არ შეეძლო, თითქოს მისი ცხოვრება იმ მომენტში გაჩერდა როცა ის წავიდა. კირას დაუფლების სურვილი კლავდა, უნდოდა მისი სახისთვის ეცქირა. სახლში იჯდა და ელოდებოდა დაჩი როდის მიუტანდა ახალ ამბავს, დაჩი იყო მისი კონტაქტი გარესამყაროსთან -ახალი ამბებით მოვედი-ჩაბნელებულ ოთახში შუქი აანთო და სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი-ახალი მაგრამ არა კარგი ამბებით -დროზე თქვი -ლევანის სახლშია, დაბრუნების შემდეგ სახლი არ დაუტოვებია -რამდენად რთული იქნება იქ შესვლა -ლაშა უნდა დაწყნარდე მთავარი ჯერ არ მითქვამს -ვიცი სადაც არის ასე რომ დანარჩენი არ მაინტერესებს -არც ის გაინტერესებს რომ რამდენიმე დღეში ქორწინდება -რა თქვი -ლაშა ფეხზე წამოიჭრა -თხოვდება ძმაო, უნდა დაამთავრო ეს თამაშები, რამდენიმე დღეში სხვა კაცის ცოლი იქნება -ეგ არ მოხდება -რას აპირებ, ხომ გთხოვა რომ სისულელე არ ჩაგედინა -თუ კირას ვერ მივწვდები იმ ნაგავს მოვკლავ და ქორწილიც არ შედგება -შენ სულ გაგირეკია ძმაო, ახლა ადამიანის მოკვლაზე საუბრობ -ფეხებზე, ის ჩემია და ვერავინ შეეხება. -კი მაგრამ -ფსიქოანალიზი არ მჭირდება სასიძოს ვინაობა დამიდგინე წინა საქორწინო წვეულებას მე მოვუწყობ-ლაშა საკუთარ თავს არ გავდა დაჩისაც კი აშინებდა. მისი მეგობარი თავის დაღუპვას ცდილობდა დაჩი კი ხელის შეშლასაც ვერ ახერხებდა. ლაშა ასეთი არასდროს უნახავს. ბევრი ფიქრის შემდეგ დაჩის ერთადერთი აზრი მოუვიდა თავში, დახმრება იმ ადამიანისთვის უნდა ეთხოვა ვისაც ლაშას შეკავება შეეძლო -ბატონო ალექსანდრე სტუმარი გყავს -შემოვიდეს -გამარჯობა ბიძია -აქ რამ მოგიყვანა დაჩი? -თქვენი დახმარება მჭირდება -ამჯერად რა შარში გაეხვიე -მე არ ლაშაა შარში -რა გააკეთა ? -ალექსანდრეს სახეზე სიბრაზის ტალღამ გადაუარა -დოლიძე გოგოს ათხოვებს, ლაშას კი სასიძოს მოკვლა უნდა. თქვენ უნდა დამეხმაროთ მის შეჩერებაში -ხომ თქვა რომ ეგ გოგო არ უყვარს -ეს სიყვარულზე მეტია ბიძია, ლაშას ბევრი გოგო ყოლია მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, ამ გოგოთი შეპყრობილია მანამ არ გაჩერდება სანამ ლევანს თავს არ მოაკვლლევინებს -მოუწევს ეგ გოგო თავიდან ამოიგდოს არ ვაპირებ ლევან დოლიძესთან ომში თინეიჯერული დრამების გამო ჩავება -ბიძია შენ არ გესმის, ლაშა არ გაჩერდება, ის მიჩვეულიია სასურველის მიღებას. მოკვდება და იმ გოგოზე უარს არ იტყვის -ის ჩემი შვილია და რა თქმა უნდა სასურველის მიღება მე ვასწავლე. ერთი სიტყვით ლაშასთან წადი და უთხარი არაფერი გააკეთოს. მე მოვაგვარებ ამ საქმეს. დაჩი ლაშასთან დაბრუნდა, მაგრამ წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა გაეკეთებინა ან ალექსანდრე რის გაკეთებას გეგმავდა -ძმაო უნდა ვილაპარაკოთ-ფიქრებიდან გამოაფხიზლა -იცი ვინ არის? -მაგაზე არა სხვა რამეზე უნდა ვისაუბროთ -მაინც რაზე? -უნდა ვიცოდე ამას რატომ აკეთებ, ეს ყველაფერი ერთი გოგოსთვის მეტის მეტია -ის ჩვეულებრივი გოგო არაა, შენ მე კარგად მიცნობ ბევრი ურთიერთობა მქონია მაგრამ ეს სხვაა -შეგიყვარდა?-დაჩიმ გაოცებიულმა დასვა შეკითხვა და პასუხი იმაზე მეტად აშინებდა ვიდრე ერთი შეხედვით ეტყობოდა -ეს სიყვარულზე მეტია, არავინ არასდროს მდომებია ასე, მის გარეშე ვერ ვსუნთქავ. მაშინ აგარაკზე როცა პირველად დავინახე იმ წამიდან ვიცოდი რომ ყველაფერი შეიცვალა. მისი მზერა პირველდ რომ დამინახა ისეთი ამაყი და მშვენიერი იყო. ისე მიყურებდა თითქოს ჩემს სულს ხედავდა. ჩემი არ შეშინებია, არ აინტერესებდა ვინ ვიყავი, ის მე მხედავდა და არა ფულსა და ძალაუფლებას. -გამოდის მე დაგღუპე ძმაო, მე შეგახვედრე მას -მისნაირს არავის შევხვედრივარ დაჩი. არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა აგიხსნა, მაგრამ მას შეუძლია ყველაფერი დამავიწყოს და თან გამუდმებით წყობიდან გამოვყავარ. ეს შეიძლება ყველაზე არაჯანსაღი ურთიერთობაა მაგრამ მის გვერდით თავს ცოცხლად ვგრძნობ -ეს ყველაფერი მისთვის რომ გეთქვა იქნებ ლევანს არ გაყოლოდა -ის მე ვერ მიტანს ჩემთან შეხვედრის შემდეგ რამდეი უბედურება გადახდა თავს -ვფიქრობ ის უბრალოდ გაბრზებულია, იმ ადამიანისთვის რომელსაც ვერ იტან ყველაფერს არ გარისკავ, ის კი იმ ღამეს მოვიდა საწყობში და შენი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი ცხოვრება გაიღო მსვერპლად -მე მას ცხხოვრება ავურიე, მე რომ არ შემხვედროდა ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებდა, ახლა კი პატიმარია მამაისის სახლში -რაღაც უნდა ვაღიარო-დაჩიმ თავი დახარა -რა ჩაიდინე? -ალექსანდრეს შევხვდი და შენი გაგიჟების ამბავი მოვუყევი -ეგ რატომ გააკეთე? -იმიტომ რომ უცხო კაცის მოკვლა გინდოდა, დამპირდა რომ ყველაფერს მოაგვარებს და შენ წყნარად უნდა იყო -არ ვიცი რას დაგპირდა მაგრამ 24 საათი აქვს, დროის ამოწურვის შემდეგ მე ჩემებურად ვიმოქმედებ. კირა პატიმრობას ჭკუიდან გადაყავდა, ვერ იტანდა იმ დაწყევლილ სახლს და ვერც მის მეპატრონეს რომელიც თავისუფლებას ართმევდა. დღეები გადიოდა არაფერი იცვლებოდა, გოგოს აშინებდა მოახლოებული ქორწილის თარიღი, ვერაფრით იჯერებდა რომ ეს მართლაც ხდებოდა. კიდევ ერთი გათენებული და ფიქრებისგან აფორიაქებული ღამე ელოდა წინა, მაგრამ რაღაც შეიცვალა. ფანჯრიდან ეზოში შემომავალი რამდენიმე მამაკაცი დაინახა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. ლევანი ქვეყნიდან წასული იყო ამიტომ ეს უცხო ხალხი კიდევ უფრო აფორიაქებდა გოგოს. ხმაური, გასროლის ხმა და მის ოთახში შემოსული ორი უცხო კაცია. ისინი ლევანის ხალხს არ ჰგვანდნენ. თავზე ტომარა ჩამოაცვეს, უძალიანდებოდა თუმცა უშედეგოდ. განათებულ ოთახში შეიყვანეს, ტომრის გამო მხოლოდ სილუეტებს ხედავდა. ხელ ფეხ შეკრული სკამზე დასვეს და გაუჩინარდნე. რამდენიმე წუთში ფეხის ხმა გაისმა, ვიღაც მიუახლოვდა და ტომარა მოხსნა -თქვენ -გოგო გაოცებას ვერ მალავდა-რის გაკეთებას ცდილობთ ბატონო ალექსანდრე -შენ ახლგაზრდა ქალბატონო ჩემი შვილი დაღუპე -რაა? ლაშას რა მოუვიდა?-პაასუხის მოლოდინში თითქოს ჰაერი გაიშვიათდა სუნთქვა უჭირდა -შენ მას თავგზა აურიე, თავის თავს აღარ გავს. მკვლელობაზეა წამსვლელი რომ უკან დაგიბრუნოს -ჩემგან რას ითხოვთ ბატონო ალექსანდრე? -როგორც მამას ერთადერთი რაც მსურს ჩემი შვილის უსაფრთხოება, ის არ მისმენს შენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხარ გთხოვ ჩემი შვილი გადაარჩინე -მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია თუ შეამჩნიეთ ლევანითან ყველა ბრძოლა წავაგე -გთხოვ თუ საჭირო იქნება დაგიჩოქებ კიდეც -თვენი საქციელი ჩემთვის ძალიან უცხოა, ლევანს ჩემთვის მამობა არასდროს გაუწევია, მისთვის არავინ ვარ -ეს ტყუილია ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი -მეგონა ლევანს იცნობდით, მას მხოლოდ სახელი და ღირსება აინტერესებს. მე არ ვიცი როგორ უნდა დაგეხმაროთ -თუ გეტყვი რომ ვიცი როგორც უნდა გადარჩეთ ორივე შენც და ლაშაც -გისმენთ, როგორც ჩანს გეგმა გაგვთ -ლევანი იმიტომ გათხოვებდა რომ ხალხის თვალში რეპუტაცია დაეცვა, ამიტომ ამ კოზირის გამოყენება ჩვენც შეგვიძლია -გინდათ თქვენი რძალი გავხდე?-კირა დაბნეული უყურებდა მის წინ მდგარ კაცს -თუ ლაშას ცოლი გახდები მოუწევს თქვენი კავშირი ხალხის თვალის ასახვევად აღიაროს ეს დროს მოგვცემს რომ სიტუაცია დავალაგოთ -მე რომც დაგთანხმდეთ ლევანი ამას არ მაპატიებს -ვიცი კირა შვილო რომ ცუდ მდგომარეობაში გაყენებ მამის წინააღმდეგ წასვლას გთხოვ, მაგრამ ახლა სხვა გზა არ არსებობს -კარგი მე დაგეხმარებით მაგრამ ლაშა დათანხმდება ამ ყველაფერს? -მას მე მივხედავ მთავარია შენ თანახმა ხარ. ახლა ჩემი ხალხი უსაფრთხო ადგილას წაგიყვანს მე კი ჩემს შვილს უნდა შევხვდე -თქვენ მე ახლახანს ომში ჩამითრიეთ ბატონო ალექსანდრე, ამიტომ ეცადეთ სვლები სწორად გათვალოთ თორემ ყველანი დავიხოცებით -ყველაფერს მივხედავ და კიდევ ერთხელ მადლობა შვილო -მადლობა მაშინ გადამიხადეთ თუ გადავრჩებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.