შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(12)


4-05-2023, 22:01
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 121

თავი 12

კირა წავიდა, ლაშას ნაწილიც თან წაიღო. ბიჭი მოჩვენებას დაემსგავსა. ყოველ ღამე ნატრობდა რომ იმ წყეულ ავარიაში მომკვდარიყო. დაჩი ღელავდა მეგობარზე, უფრო სწორად იმაზე რაც დარჩა მისგან. ისინი ისხდნენ ჩაბნელებულ ოთახში, სიტყვის უთქმელად.
-ლაშა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
-რა გინდა რომ გავაკეთო, მე ცოცხალი ვარ მასა ხომ ეს უნდოდა
-ერთი კვირა გავიდა რაც საავადმყოფოდან გამოხვედი, არ ჭამ არ გძინავს შენი აზრით ეს სიცოცხლეა?
-იმას ვაკეთებ რაც შემიძლია, ვსუნთქავ, გაჭირვებით თუმცა მაინც ვსუნთქავ
-ბარის დივანზე ძილს როდემდე აპირებ? სახლში როდის უნდა დაბრუნდე?
-არასდროს. იმ სახლის ყველა კუთხეში ის არის, კედლებში მისი სურნელია გამჯდარი
-ძმაო ეს ნორმალური არაა, მისმინე თუ გინდა რომ მოვძებნო უბრალოდ მითხარი
-რატომ უნდა მოძებნო, ის წავიდა მიმატოვა ისე რომ არაფერი უთქვამს
-წასვლამდე ბევრი რამ გითხრა, ალბათ არ გახსოვს, საავადმყოფოს პალატაში ის გითხრა რისი მოსმენაც გაგაბედნიერებდა
-რა მნიშვნელობა აქვს ის წავიდა მე კი აქ სულ მარტო ვარ
-მე ხომ აქ ვარ-დაჩის გაეღიმა
-შენ მიეცი წასვლის უფლება შენ და ალექსანდრემ. ახლა კი შეეგუეთ ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ასეთია
-გინდა სასმელში ჩაიხრჩო. შენი აზრით კირამ ყველაფერი იმიტომ მიატოვა რომ ასე გეცხოვრა
-მისი სახელი არ ახსენო -დევდარიანს სახეზე მრისხანების ტალღამ გადაუარა.
დაჩი წავიდა ის კი იჯდა ჩაბნელებულ ოთახში. ყველაფერი სძულდა მის გარშემო რადგან ყველაფერი მის თავს ახსენებდა. აუტანელ ტკივილს განიცდიდა, იმდენად სტკიოდა რომ სუნთქვა უჭირდა. ვეღარ უძლებდა უნდოდა ეს ტკივილი როგორმე გაეყუჩებინა თუმცა ეს შეუძლებელი იყო. საათს დახედა უკვე შუა ღამე იყო. სკამიდან წამოდგა, სპორტულ ჩანთას დაავლო ხელი და სასწრაფოდ დატოვა ბარი.
ერთ საათში ქალაქი უკან მოიტოვა და იმ ადგილს მიაშურა სადაც ცოვრებაში ერთხელ, ცოტა ხნით ბედნიერი იყო. მანქანა ეზოში გააჩერა, ტელეფონი გამორთო და მთიდან მონაბერი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მარტოობამ და ტკივილმა არ გაუარა თუმცა მცირედი შვება მოჰგვარა გარშემო გამეფებულმა სიმშვიდემ. იჯდა აივანზე სიგარეტით ხელში და იმ დღეს იხსენებდა როცა სვანეთის მთები სხვა თვალით დაინახა, იმ ქალის თვალით რომელიც უყვარდა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეყვარებოდა. წარსული გაიხსენა, მის წინ კვლავ კირა იჯდა ისე თითქოს ხელი რომ გაეწვდინა შეეხებოდა
-ნეტავ მართლა აქ იყო-ღრმად ამოისუნთქა და წარსულის აჩრდილთან საუბარი განაგრძო-იცი რაც წახვედი მას მერე ვფიქრობ ნეტავ როდის შემიყვარდი, როდის გახდა უცნობი გოგო ჩემი გულის მესაკუთრე. ალბათ მაშინ როცა აგარაკზე მძინარე დაგინახე, ჩემში რაღაც შეიცვალა. მერე გაგიცანი, ამაყი და მშვენიერი ქალი რომელსაც არ ადარდებდა ვინ ვიყავი. შენს თვალებში დანახული ცეცხლი შემიყვარდა, შენი შეუპოვარი ხასიათი შემიყვარდა. ახლა შემომხედე ისევ ის კაცი ვარ ვისთან ერთადაც ისურვებდი ყოფნას?! შენ წახვედი მე კი აჩრდილად ვიქეცი, მეშინია რომ ნელ-ნელა გავუფერულდები და გავრქრები. მინდა ისეთ სამყაროში ვცხოვრობდე სადაც შენი გაშვება არ მომიწევდა. -სიგარეტი ჩააქრო და სახლში შევიდა.
მთაში ყველა დღე ერთმანეთს გავდა. სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და საყვარელი ქალის აჩრდილი.
6 თვის შემდეგ.
მთელი დღე ხეტიალში გაატარა. გარშემო კვლავ ტკივილი იყო. საღამოს იჯდა აივანზე სასმილით და სიგარეტით ხელში და კვლავ საკუთარ თავს ესაუბრებოდა. სიბნელე მანქანის შუქებმა გაფანტეს. მანქანა ჭიშკართან გაჩერდა, ნაცნობმა სილუეტმა ეზო გაიარა და მძიმე ნაბიჯებით აიარა კიბეები, ის კიდევ ერთ წარსულის აჩრდილს გავდა, თუმცა რაღაც შეიცვალა
-ვხედავ უჩემოდ გამოიქეცი მთაში-გოგოს სიტყვები მეხის გავარდნასავით გაისმა სიჩუმეში-არაფერს მეტყვი?
-დაბრუნდი... -ბიჭმა გაჭირვებით ამოილაპარაკა. სიგარეტი ჭიქაში ჩააგდო, გოგოს გვერდი აუარა და სახლში შევიდა
-სხვა არაფრის თქმა არ გინდა?-კირა უკან გაყვა, ცრემლებს ძვლივს იკავებდა
-რისი მოსმენა გინდა?
-არ ვიცი მე ...
-ახლა თუ იმის თქმას აპირებ რომ ეს ჩემთვის გააკეთე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ
-ლაშა გთხოვ არ შემიძულო-გოგოს ხმა გაუტყდა და სახე ცრემლებმა დაუსველა
-დაგაგვიანდა. ახლა ვერაფერს ვგრძნობ ჩემს სულში სიცარიელეა. კარგად შემომხედე კმაყოფილი ხარ ჩემი სიცოცხლით?
-დევდარიანო შენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეს ეს რატომ გავაკეთე. შენ ის კაცი არ ხარ რომელმაც შეცდომის გამოსასწორებლად მამაჩემის იარაღს შუბლი მიუშვირა
-მერე მაგან რა მომიტანა. დაუსრულებელი ტკივილი-თვალს ვერ აშორებდა მის წინ მდგომ გოგოს, მის თვალებში დანახული ცეცხლი მის გულს ძველებურად აჩქარებას აიძულებდა
-ვიცი ვერაფერს ვიტყვი ისეთს რაც გასულ ექვს თვეს დაგავიწყებს, მაგრამ მინდა იცოდე იმ ღამეს ჩვენს სახლში ყველაფერი მესმოდა, ის უთქმელი სიტყვები რომელიც მძინარეს ჩამჩურჩულე მესმოდა.
-გასულ ექვს თვეს ვერაფერი წაშლის, თუმცა მეც მესმოდა რაც საავადმყოფოში მითხარი, თუმცა მერე გაუჩინარდი. ახლა კი ისე მიყურებ თითქოს არაფერი მომხდარა
-ვიცი რომ მოხდა, ვიცი რომ ცუდად მოგექეცი თუმცა კარგად არც მე არ ვყოფილვარ, გასული ექვსი თვე ჩემთვისაც ჯოჯოხეთი იყო.
-ეგ შენი არჩევანი იყო
-ვიცი და იმასაც ვხვდები რომ ასე მარტივად ვერ მაპატიებ, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე რომ ყველაფერი ვცადე იმ გრძნობის გადასარჩენად რაც ჩვენს შორის არის- ჯიბიდან USB ბარათი ამოიღო მაგიდაზე დადო და ისევე სწრაფად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა.
ლაშა იდგა გაუნძრევლად მომხდარს ვერ იჯერებდა. შოკიდან გამოსვლის შემდეგ მისი ყურადღება მაგიდაზე დადებულმა მეხსიერების ბარათმა მიიქცია. სწრაფად ჩართო, ბარათზე ვიდეო იყო. ხელის კანკალით დააჭირა ჩართვის ღილაკს
-დევდარიანო ეს როგორ დაგვემართა?!-თვალცრემლიანი კირას დანახვამ ბიჭს გული კიდევ უფრო ატკინა- შენ არსაიდან გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრების აზრი გახდი. ახლა ვზივარ ბნელ ოთახში და ვფიქრობ როდის შემიყვარდი. უხეში, ცივი და ამპარტავანი კაცი რომელიც ყველაფერზე წინ საკუთარ თავს აყენებდა. თუმცა ეს შენი ნიღაბი იყო, ამას მაშინ მივხვდი როცა ლევანის წინ მუხლებზე იდექი და მის იარაღს შუბლს ამაყად უშვერდი. იმ წამს მივხვდი რომ უცხო კაცი ჩემთვის სიკვდილისთვისაც მზად იყო. იცი წარმოდგენა არ მაქ ამ ვიდეოს რატომ ვიღებ, შენი მიტოვება ჩემთვის ყველაზე რთული ნაბიჯი იყო, ამ ნაბიჯს ყოველი გასული წამის შემდეგ უფრო და უფრო ვნანობ. მე შენ გული გაგიტეხე, მაგრამ კარგად არც მე არ ვარ, მინდა რომ ეს ტკივილი დასრულდეს.-ლაშამ ვიდეო გათიშა, ტელეფონი მოძებნა და დაჩის დაურეკა
-რით დავიმსახურე ეს პატივი-ბიჭს ნაწყენი ხმა ჰქონდა
-მინდა გადაამოწმო ის გასული ექვსი თვის განმავლობაში რას აკეთებდა
-რა შეიცვალა?
-ის დაბრუნდა
-რა? როდის? ნახე?
-კი ჩემთან მოვიდა, ბოდიში მომიხადა და წავიდა
-წასვლის უფლება მიეცი?
-გაარკვიე რაც გთხოვე და სვანეთში მომაკითხე
რამდენიმე საათი, ნაცნობების შეწუხება და ყველა ინფორმაცია დაჩის ხელში იყო. რამდენიმე საათიანი მგზავრობა და კვლავ დევდარიანის წინ იჯდა, ისე თითქოს არაფერი შეცვლილა
-რა გაარკვიე?
-არ მოგეწონება რაც გავიგე
-მითხარი
-ლაშა მგონი აჯობებს არ იცოდე
-დაჩი ვერ ვიტან შორიდან შემოვლებს ასე რომ პირდაპირ მითხარი
-კარგი მე გაგაფრთხილე. აქედან გერმანიაში წავიდა, იქ ექვსი თვე ცხოვრობდა. უკან ლევანმა დააბრუნა როგორც გავიგე მამას შეურიგდა.გამგზავრებიდან ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოში იწვა, მიზეზი მედიკამენტური ინტოქსიკაცია
-თავი მოიწამლა?-ლაშამ გულმა პასუხის მოლოდინში რამდენიმე დარტყმა გამოტოვა
-ოფიციალური დასკვნით ენობრივი ბარიერის გამო მედიკამენტის დოზა აერია, თუმცა მისი პირადი საქმიდან ვიცი რომ გერმანულად ისევე საუბრობს როგორც ქართულად
-კიდევ რა გაიგე?- ლაშას მოსმენილი ჭკუიდან შლიდა
-საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგთან დადიოდა. სულ ეს არის. ჩემი აზრით აჯობებს თუ ამ ყველაფერზე მას დაელაპარაკები და არა მე.

გაამთენისას მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა სახლის გალავანთან. ხმაურზე დაცვა გამოვიდა ეზოდა, თუმცა სტუმრის ვინამობის გაგების შემდეგ დამშვიდდა და სტუმარი მისაღებ ოთახამდე მიაცილა.
-ქალბატონო მაპატიეთ რომ ასე ადრიანად გაწუხებთ
-რა მოხდა?
-სტუმარი გყავთ
-ასეთ დროს? ვინ არის?
-თქვენი მეუღლე მოვიდა, ძალიან განერვიულებულია და მისაღებში იცდის-კირა საწოლიდან წამოხტა, ხალათი მოიცვა და კიბეები ჩაირბინა
-აქ ხარ მეგონა...
-ამის გაკეთება როგორ შეგეძლოა
-მე ხომ აგიხსენი უნდა წავსულიყავი რომ ...
-წასვლაზე არა თვითმკვლელობაზე გეუბნები-ბიჭმა გაუცნობიერებლად აუწია ტონს
-როგორ გაიგე?
-როგორ შეგეძლო შენი თავისთვის რამე დაგეშავებინა
-მე ცუდად ვიყავი, გული მტკიოდა, მარტო ვიყავი უცხო ქვეყანაში და შენი მონატრება ნელ-ნელა მკლავდა-გოგომაც აუწია ხმას
-მიმატოვე, საავადმყოფოს საწოლზე მიჯაჭვული მიმატოვე, რადგან გინდოდა მეცოცხლა, შენ კი წასვლიდან ერთ თვეში სცადე. ეს რა ჯანდაბაა ეს რანაირი სიყვარულია
-არ ვიცი დევდარიანო ეს რა არის, სიყვარული, მიჩვევა თუ აკვიატება მაგრამ ის კი ვიცი რომ არ მინდა იმ სამყაროში ცხოვრება სადაც შენთან ყოფნა არ შემეძლება.
-შენი აზრით მე მინდა იმ სამყაროში ცხოვრება სადაც შენ არ იქნები. თუმცა ჩემი აზრი არც აქამდე გიკითხავს
-ამის შემდეგ სულ ასე იქნება?
-ასე როგორ?
-გამუდმებით გამახსენებ რომ წავედი
-არ ვიცი მომავალში რა იქნება, თუმცა ის კი ვიცი რომ ახლავე ჩემთან ერთად მოდიხარ
-სად უნდა წამოვიდე?-გოგო დააბნია საუბრის ასეთმა განვითარებამ
-ჩვენს სახლში. შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent