შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგი შენ ხარ (სრულად)


7-05-2023, 17:41
ავტორი Katerina.
ნანახია 21 752

„შემდეგი შენ ხარ„





პროლოგი



როცა პოლიციის განყოფილების კარი წვიმისგან გალუმპულმა ვარდისფერკაბიანმა ქალმა ხმაურით შეაღო, მომენტალურად ყველას ყურადღება მისკენ გადავიდა. ოფიცრები და იქ შეკრებილი მოქალაქეები ალბათ ორიოდე წამში დაივიწყებდნენ მას, რომ არა ქალის სისხლიანი კაბა, Სახეზე მიცხებული წითელი შხეფები და მოკანკალე სხეული.
-ქალბატონო!-იქვე, შორიახლოს მყოფმა ოფიცერმა სიტუაციის გაანალიზებისთანავე ქალს მიმართა და ფრთხილად მიუახლოვდა. ხალხი აჩოჩქოლდა, ვარდისფერკაბიანი კი უძრავად იდგა. ცივი, უემოციო მზერა იატაკის მომწვანო ფილებისკენ მიემართა. გათოშილი მთლიანად თრთოდა. Შავი, გრძელი, სველი თმიდან წურწურით ჩამოსდიოდა წყლის წვეთები, თხელი კაბა ტანზე შემოტმასნოდა და თითქმის მთლიანად აშიშვლებდა. ფეხზე ტალახიანი, შელახული ბათინკები ეცვა.
-ქალბატონო, კარგად ხართ?-ერთ-ერთი ლურჯფორმიანი ნელა, მშვიდად მიუახლოვდა, ოფიცრის ქურთუკი მოახვია მხრებზე
-ადამიანი მოვკალი. -ამოიჩურჩულა მზერაგაშეშებულმა ქალმა და შოკისგან დაღლილს გული წაუვიდა.








***



ორი თვით ადრე:

თინათინმა მზერა აივანზე გასულ კაცს მიაპყრო. ყოველთვის უკვირდა, ასეთი შარმის პატრონს, როგორ შეეძლო ხშირად შეუმჩნეველი დარჩენილიყო. დას შეხედა, რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდა ტელეფონზე, ამიტომ არ გაუჭირდა მისი წრიდან ჩუმად გაპარვა, გამჭვირვალე კართან მივიდა, კარი გააღო და მაღალ სხეულს მიუახლოვდა.
-როი.
კაცი მისკენ შემოტრიალდა. ქალის დანახვაზე ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეებში. ღრმად ლურჯი თვალები აუკიაფდნენ.
-არ მითხრა, რომ მოიწყინე, აქ წამოსვლა შენი იდეა იყო.
-არა, უბრალოდ ცოტა დავიღალე. -მიუახლოვდა, მისგან ოდნავ მოშორებით, გვერდით დადგა და მოაჯირს თავადაც მიეყრდნო. -როგორი ბედნიერია, არა?-ჰკითხა კაცს. წყვილი შიგნით არსებულ სიტუაციას დააკვირდა. რესტორნის ხალხმრავალ ოთახში ერთ-ერთ მაგიდაზე სავახშმო სუფრა გაშლილიყო, მაგიდასთან მჯდარი ადამიანი კვლავ რაღაცაზე კამათობდა ტელეფონში. ქალი ემოციურად იქნევდა ხელებს, კოპებშეკრული ბაასობდა და ხანდახან, სიცილი ეპარებოდა, ხმამაღლა ხარხარებდა.
-გინდა ახლა, ამ წუთას შენც გაგაბედნიერო? -ალმაცერად გახედა როიმ თინათინს. კეჟერაძემ საპასუხოდ თვალები დააწვრილა.
როიმ პიჯაკის შიდა ჯიბიდან პატარა, ლურჯი ხავერდის კოლოფი ამოიღო, თავი ახადა და მოაჯირზე მიყრდნობილ ქალს გაუწოდა. თინათინს წამიერად სუნთქვა შეეკრა. Კოლოფში ნიშნობის ბეჭდის თვალი ციალებდა საღამოს თეთრი განათებების ფონზე.
-გუშინ, სამსახურის კორპორატიულზე მინდოდა მოცემა, მაგრამ გამახსენდა, რომ ხალხმრავალ ადგილში ხელის თხოვნას უსიამოვნებად მიიჩნევ და გადავიფიქრე.
-როი...
-ცოლად გამომყვები თინო?
-კი.
-დაფიქრდი!-ჯაბადარს სიცილი წასკდა ქალის მყისიერ პასუხზე. Მის მიმიკებს დააკვირდა, უკვირდა, როგორ შეეძლო ამხელა სიხარული დაეტია ქალს მზერაში.
-თანახმა ვარ!-თინათინი ერთ ნაბიჯში მისწვდა კაცს, კისერზე მკლავებით მოეხვია და სხეულზე მჭიდროდ მიეტმასნა. Საპასუხოდ კაციც ჩაეხუტა.
-პრინციპში, რატომ არ იქნები, ორი წელია ელოდები ამ მომენტს.
-ნუ ხარ დამპალი-ქალმა მხარზე ხელი დაარტყა.-მომეცი, გამიკეთე თითზე!-გაუწოდა მარცხენა ხელი. Როიმ დინჯად ამოიღო ვერცხლის ბეჭედი და ქალს არათითზე მოარგო.
-გიხდება.
-შენ უფრო მიხდები-აკოცა ლოყაზე და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა საქმროს.
Როიმ შვებით ამოისუნთქა. წინ მდგომ სხეულს მკლავები კვლავ შემოხვია და გამჭვირვალე კარის მეორე მხრიდან მომზირალ ქალს გაუღიმა.
-მოდი, შევიდეთ, შენს დას ახალი ამბავი ვაცნობოთ. Რეაქცია მაინტერესებს.
თინათინი კაცს მოშორდა. ღიმილით გაბადრულიყო. Როიმ მარჯვენა ხელი მჭიდროდ მოუჭირა და კარში შეატარა.
შორიდანვე აუფრიალა დას ბეჭდიანი მარცხენა. Მარიას მზერა გაუშეშდა თავიდან, მერე სიტუაცია ელვისსისწრაფით გააანალიზა და ღიმილი აიკრა სახეზე. თუმცა ეს ღიმილი ყალბი იყო, ყველანაირად შეეცადა თინათინსა და მომავალ სიძეს არ შეემჩნიათ მისი რეალური ემოცია.
-დაადგით საშველი?-წამოდგა ფეხზე და შემოსულებს მიეგება. -Მაგარია! Ოფიციალურად მოგვეცა დალევის მიზეზი!-ჯერ ტყუპისცალს გადაეხვია, მერე როის. კაცის შეხებისგან მარიამ ახლაც აუტანელი მოუსვენრობა იგრძნო. თავადაც არ იცოდა რატომ, გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, მაღალ სხეულს მალევე მოშორდა და მაღალყელიან ჭიქებში ღვინო გადაანაწილა.
-მომავალი ოჯახისა იყოს!-წარმოსთქვა სადღეგრძელო როიმ, მცირე წკარუნით შეახეს ჭიქები ერთმანეთს.
მარია კიდევ ერთხელ დააკვირდა ჯაბადარს, მათი ნაცნობობის მანძილზე, ვინ იცის, მერამდენედ. Ცუდი ბიჭი არ იყო როი, ამას ერთი შეხედვით შეამჩნევდით და ათასით მითუმეტეს, მუდამდღე თინათინსა და მის დაზე ზრუნავდა; მარიას აოცებდა მისი თავდაჯერება, გაგებისა და თანადგომის უნარი, თავი დამნაშავედ უნდა გეგრძნო, როისნაირ ადამიანზე რაიმე ცუდი რომ გაგეფიქრა, მაგრამ მაინც...
მარიამ როის მზერაზე საპასუხოდ გაუღიმა. მერე კაცმა მის ზურგსუკან გადაიტანა თვალები და მისი აშკარად შეკავებული უარყოფითი ემოციის გამო, მარიამაც უკან გაიხედა.
სავსე მაგიდებს შორის გზას ნელა იკვლევდა ვიღაცის სხეული. სუფრას კაცი უახლოვდებოდა. როის სიცივე შეეპარა კიდურებში. ეს სიარულის მანერა, ეს ღიმილი, როგორც არ უნდა უერყო, მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. სამეულის სუფრას თავზე ჭაღარათმიანი მამაკაცი დაადგა.
-გამარჯობა... როგორ გიკითხოთ, ბატონო როი?-ღიმილისგან მოჭუტულ თვალებშიც კი ემჩნეოდა ირონია.
როიმ თინათინისა და მარიას გაოცებული მზერა დააიგნორა. ფეხზე წამოდგა, შეეცადა არ დაბნეულიყო და კაცს მკლავზე ხელი მოჰკიდა. რესტორნიდან ისე უხეშად გაიყვანა, სტუმრების გაკვირვებული მზერა გაჰყვა თან.
-ვინ იყო ეს კაცი, თინო?
ქალმა არცოდნის ნიშნად თავი გააქნია.
-უნდა გავყვე! აქ დარჩი!-გააფრთხილა ტყუპისცალი, სუფრა დატოვა და შენობიდან გავიდა. ვერ იპოვა ვერც ერთი. მერე პარკინგისკენ წავიდა, გაუმართლა, როი თავის მანქანასთან დახვდა, წინ უცნობი ედგა და ელაპარაკევოდა. თუმცა შორიდან შემჩნეულ ჯაბადარის გამომეტყველებას მშვიდი ლაპარაკი ნამდვილად არ ეთქმოდა. თინათინს გაუკვირდა, კაცის ხმა რომ არ აღწევდა თავისთან. დაელოდა, არ უნდოდა ჩარეულიყო, იცოდა, როი სიტუაციის გამწვავებას არ დაუშვებდა. დაინახა ჯაბადარი როგორ მოშორდა უცხოს, თავზე ხელები წაიჭირა და თავი ჩაქინდრა. მერე მშვიდად, მოდუნებული შეუტრიალდა და რაღაც უთხრა. მის წინ მდგომს აშკარად გამომეტყველება შეეცვალა. თინათინს გამოხედა, ქალმა უტეხად გაუსწორა თვალები ირონიულ გამომეტყველებას. როიმ კიდევ ერთხელ მიუგო რაღაც და მოთმინებით დაელოდა როდის გაქრებოდა კაცი პარკინგიდან. ქალი ჯაბადარს მიუახლოვდა.
-როი...
-გთხოვ... ისე ვარ გამოფიტული...
-წავიდეთ სახლში, კარგი?-როიმ მხოლოდ თავი დაუქნია-აქ დამელოდე, მარიას ვეტყვი. თინათინი წავიდა. როის კაცის გახსენებაზე ღიმილმა გაჰკრა. ოღონდ ეს ღიმილი არც ბედნიერებისა იყო და არც სიმწრისა. ირონიისაც ნაკლებად ეწოდებოდა. ბრაზობდა როი. და როცა ბრაზობდა, სიცილს ვერ იკავებდა.







***



ბნელოდა.
ვიწრო ჩიხში მომლოდინე მამაკაცმა წვიმა ინატრა, მაგრამ მცხეთის ღამის ცა იმდენად სუფთა და კრიალა იყო, მიხვდა, დღეს ეს ოცნება ნამვდილად არ აუხდებოდა. ამიტომ იდგა და მოთმინებით ელოდა. მოთმინება ხომ ყველაზე კარგად გამოსდიოდა.
ამ ლოდინს იმედგაცრუების შიში ახასიათებს. Რამდენი ღამე უდარაჯებდა იმ ქალს, ზუსტად იცოდა, სახლისკენ მისასვლელად რა ადგილები უნდა გაევლო ან რამდენ ხანში. ისიც კი იცოდა, სახლამდე, მაღაზიაში რამდენი წუთით შედიოდა პროდუქტების საყიდლად. Ხოდა, იმედგაცრუების შიში იმისა იყო, რომ ქალი რუტინას დაარღვევდა.
ასე არ მოხდა.
როცა ტანდაბალმა ჩრდილმა ლამპიონის განათებებს ზურგი აქცია და ჩიხში შემოაბიჯა, მამაკაცმა შვებით ამოისუთქა. კედლების ბნელი სიღრმისკენ კიდევ უფრო მიიწია ისედაც შავოსანი და სუნთქვაც კი შეიკავა, სწრაფად მომავალი მსხვერპლი რომ არ დაეფრთხო. გული უძგერდა საშინლად წრაფად, და ეს სისწრაფე მხოლოდ მოსალოდნელი სიამოვნების დამსახურება იყო.
საცა იყო ქალი გვერდს აუქცევდა, უმალ გამოაბიჯა, ოსტატურად შემოხვია ადამიანს ერთი ხელი პირზე, რათა არ ეყვირა, მეორე კი წელზე, რათა არ გაქცეულიყო და მძიმედ და შეუბრალებლად აგურის კედლებს ზურგით მიახეთქა სუსტი სხეული. ტყავის ხელთათმანიანი ხელი მჭიდროდ ეჭირა ქალის ტუჩებზე. იმდენად მტკივნეულად, რომ კბილებზე ზეწოლის გამო ქალს ტუჩიდან სისხლი წასკდა. მამაკაცი მბჟუტავი სინათლის მიუხედავად ცხადად არჩევდა მსხვერპლის აცრემლებულ, სველ თვალებს. და უხმო ვედრება, რომელიც ასე აღ*აგზნებდა, სურდა მარადიულად გაგრძელებულიყო. თავისუფალი მარჯვენათი შეუმჩნევლად ამოაცურა ჯიბის პატარა დანა, გახსნა და სასოწარკვეთილ ქალს მტანჯველი სინელით შეუსრიალა ფერდში.
ღიმილი ვერ შეიკავა ყრუ ყვირილის გაგონებისას, რომელსაც მისი ხელისგული ახშობდა.
დანა ახლა უფრო ზემოთ მიმართა. ოდნავ ამოსწია ჭრილობიდან და ქალის კანს გადაატარა მკერდის მიმართულებით. ქალს სამოსი გაეხა, ჭრილობის ზოლიდან გამოჟონილი ბლანტი და წითელი სითხის სუნმა პირსაბურავშიც შეაღწია და მამაკაცს თავბრუ დაახვია. Მსხვერპლს სახე ახლოს მოუტანა, შეშინებულსა და დატანჯულს, კეფაში ჩაურგო თავი და ქალის ტკივილნარევ კვნესას დაუდარაჯდა. ჯიბის იარაღს ფრთხილად, ბრმად ასობდა ნეკნებს შორის. Გრძნობდა, როგორ ელეოდა კედელსა და მას შორის მოქცეულ სუსტ მსხვერპლს ძალა, კიდევ უფრო ძლიერად უჭერდა ტუჩებზე მტევანს. კიდევ უფრო მტკივნეულად ასობდა დანას და როცა მიხვდა, რომ ქალი საბოლოოდ გაითიშა, თავადაც მოეშვა. ძირს ჩაცურებულ სხეულს თან დაჰყვა და მუხლებზე მჯდარმა დანა გააგდო, ქალს თვალი გაუსწორა. Მსხვერპლი ჯერ კიდევ გონზე იყო, მაგრამ ამჯერად ვეღარც ხმას იღებდა. უღონოდ შექმნილი კაცმა ცივ მიწაზე გადააწვინა, Გაასწორა და ზემოდან დააჯდა. Გაუღიმა, ისე ალერსითა და თბილად, ქალი შეზარა სახის გამომეტყველების ასეთმა ცვლილებამ. შიშისისგან სასოწარკვეთილმა მხოლოდ ერთი სიტყვა ამოიხრიალა:
-გთხოვ....
-როგორ მიყვარს, როცა მთხოვენ-გულისამრევად ჩასჩურჩულა მამაკაცმა ყურში. მერე კეფაზე თითებით მიეალერსა. ეს თითები ბაგეებსა და ცხვირზე ნელა მიეპარნენ განწირულს და კაციც ხელებით დააწვა. უჰაერობისგან დამფრთხალმა ქალმა სუსტად გაიბრძოლა, მაგრამ სისხლისგან სანახევროდ დაცლის მხოლოდ ხელის ჰაერში სუსტად აქნევა გამოუვიდა. Უკანასკნელი ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან და მამაკაცმა იგრძნო, თავადაც როგორ დაუბნელთა თვალებში. თავადაც უღონო ქალის მხარს მიეყრდნო. Სიამოვნებისგან აკანკალებდა მთელ სხეულში.
ცოტახნით იჯდა ასე, სანამ ექსტაზში მყოფი გონზე არ მოვიდა.
მერე ქალს დახედა. Მერე ცას. თენდებოდა.
-მადლობა...-ჩასჩურჩულა უსულო სხეულს და ჩიხიდან ისე მიიმალა, თითქოს იქ არც არსებულიყო.





***



-„ეთერშია საინფორმაციო გამოშვება, დღეს, ექვს მაისს, განთიადზე, მცხეთის ცენტრში პოლიციამ გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინა.“
თინათინმა ორ ფინჯანში ადუღებული წყალი გადაანაწილა და შუბლშეკრული ჩამოჯდა სკამზე. Ტელევიზორს მიაპყრო მზერა.
-„ცხედარს აღენიშნება მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა ადგილას... აღნიშნული შემთხვევა ბოლო ერთი თვის მეორე, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მეოთხე მკველობაა, რომელსაც ეჭვმიტანილი არ ჰყავს. პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე სერიულ მკვლელობას შეეხება...“
საძინებელი ოთახის კარი გაიღო. Როიმ გამოაბიჯა.
- გაღვიძებას ყოველთვის როგორ უნდა მასწრებდე?-შესჩივლა ქალს. უკან ამოუდგა მომღიმარს, წელზე ხელები შემოჰხვია და ლოყაზე ნაზად ეამბორა. Როის ყოველთვის ეგონა, რომ თინათინი ფაიფურს ჰგავდა, თეთრს, მიმზიდველს, ფაქიზსა და მოსაფრთხილებელს. Ნეტარებით ჩარგო თავი ქალის კისერში.
-„ განზრახ მკვლელობას ადასტურებს ადგილზე დატოვებული მკვლელობის იარაღი. ესაა დანა, რომელსაც...
როის მომენტალურად გაუშეშდა ხელები. Სხეულში ჯერ აქამდე განუცდელი სიცივე შეეპარა. Უნდოდა, ღრმად ამოესუნთქა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა, თავი ისევ საცოლის კეფაში ჩაერგო, მხოლოდღა ამოიღმუვლა:
-ამ სულელებმა ვერ ისწავლეს მკვლელობასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებში საიდუმლოებების დაცვა? თან მკვლელი ნაპოვნიც არაა!
-რა უპასუხისმგებლობაა. -დაეთანხმა ქალი.
-გათიშე, რა გეხვეწები. -თინათინმა თხოვნა შეუსრულა, ტელევიზორი გამორთო.
-დაჯექი, ჩაი გაგიცივდება, დალიე.
როი მის გვერდით ჩამოჯდა. Ქალის მარცხენაზე მორგებულ ბეჭედს დახედა ღიმილით.
-მოგწონს?
-კი! Საიდან იცოდი რომ ასეთი სტილი მიყვარდა, ამაზე არასოდეს ამომიღია ხმა!-სკამი კაცთან ახლოს მიაჩოჩა ქალმა, ლურჯ ირისებში ჩაიკარგა, როის სიცილი წასკდა.
-როგორ შეიძლება, არ გიცნობდე?
-კიდევ რა იცი ჩემ შესახებ?-გაუღიმა კეკლუცურად.
-გეყოფა, ჭამე, სამსახურში მშიერი არ წახვიდე-ბაგეებზე ეამბორა საყვარელს და სუფრას მიუბრუნდა.
თინათინს ხანდახან საკუთარი თავი ილუზიაში ეგონა. ჯაბადარის მოდუნებულ, განიერ ბეჭებს გახედა, როგორ შეიძლებოდა მათი პატრონი ამდენად მზრუნველი და ძვირფასი ყოფილიყო?
მერე როის პროფილს დააკვირდა დაჟინებით.
-უხერხულად ვარ.-ჩაეცინა კაცს.
-ბოდიში, ჭამე-მიუგო გაღიმებულმა საპასუხოდ და ჩაი მოსვა. Ფიქრები წამით მოსმენილი ამბისკენ გაექცენენ. Არ გამოხატა, მაგრამ გული მწუხარებისგან ეტკინა.



***



ინათინს გამოეღვიძა. წოლისას მხარი დაბუჟებოდა, გვერდი იცვალა. ის იყო, ძილის შებრუნებას აპირებდა, ჩურჩული რომ მოესმა. თავიდან ყურადღება არ მიაქცია ძილ-ბურანში წასულმა, მაგრამ თავს ძალა დაატანა, გამოფხიზლდა, სწრაფად გადასწვდა საწოლიდან სანათს და შუქი აანთო. Საათს დახედა, ღამის სამი ხდებოდა, მერე კი Როის გახედა. კაცი მთლიანად ოფლში ცურავდა, ბოდავდა და აშკარა იყო, სუნთქვა უჭირდა.
-როი!-ჯაბადარისკენ მიიწია ქალი-როი, გამოფხიზლდი-კაცი ოდნავ შეანჯღრია, ლოყაზე ხელი მოუთათუნა, თავადაც ნერვიულობას იწყებდა. ფეხზე წამოდგა, საცვლისამარა გაიქცა სააბაზანოში, პირის ტილო ცივ წყალში დაასველა, გაწურა და უკან დაბრუნდა.
-საყვარელო, შეეცადე გაიღვიძო, რა!-ცდილობდა საღი გონება შეენარჩუნებინა და საქმროს სველ ტილოს გულ-მკერდზე მონდომებით უსვამდა. ნელ-ნელა კაცი დამშვიდდა, სუნთქვა მყობრში ჩაუდგა და მოდუნდა. Თინათინმა შვებით ამოისუნთქა. თავი დახარა, ჯაბადარს გულ-მკერდზე შუბლი მიადო.
-რა გჭირს, როი...
-ვერ გამექცევი, ხომ იცი...
სიტყვები იმდენად მკვეთრი იყო, თინათინს ეგონა გაეღვიძაო, გაშეშდა, თავი წამოსწია, მაგრამ კაცს ისევ ეძინა. -ვერ გაიქცევი...
-კარგი რა, ისევ დაგეწყო?-ჯაბადარის ტანჯვით შეწუხებულს თვალებში სისველე ჩაუდგა, წამოდგა, ტილო ხელახლა უნდა დაესველებინა, ის იყო ნაბიჯი გადადგა, რომ მომენტალურად სიცივემ დაუარა სხეულში.
-მიყვარს, როცა გეშინია...
შემობრუნდა. Მძინარე როის დახედა. Კაცი განაგრძობდა:
-გაიქეცი, მე მაინც დაგიჭერ... შენს კივილს მაინც მოვისმენ, ხომ იცი... მაინც შემევედრები...
სახეზე სათნო ღიმილი გადაჰკვროდა. კეჟერაძეს ეს სიტყვები რომ არ მოესმინა, ეგონებოდა, რაიმე ლამაზს ხედავდა სიზმარში. ქალმა ნაბიჯიც ვერ გადადგა, საწოლზე ჩამოჯდა.
-მაინც შემევედრები...
უკვე მეორედ ხდებოდა ასე. Პირველად ეგონა, მომეჩვენაო, ნასვამი იყო, თავი სტკიოდა და მძინარე კაცის ბოდისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. მაგრამ მეორედაც განმეორდა, და მის უტყუარობაში ეჭვის შეტანა თინათინის მხრიდან ძალიან დიდი სისულელე იქნებოდა. ქალი ხვდებოდა, რომ როის სიტყვებში სიჯანსაღე დაკარგულიყო.
-ასეთს რას ხედავ, საყვარელო?-შუბლზე ხელი მოუსვა მძინარეს.
თინათინი საკუთარმა სიტყვებმა დააფრთხო, რადგან მიხვდა, რომ მათი წარმოთქმისას შიში ჩასდგომოდა ხმაში. დაიზაფრა. Კაცის გაღვიძება კიდევ უფრო გამალებით დაიწყო და ძლივ-ძლივობით გამოუვიდა. ლურჯი ირისები რომ შეეგებნენ, შვებით ამოისუნთქა, თვალები ზოზინით მოიფშვნიტა კაცმა და ცალთვალმოჭუტულმა გახედა საცოლეს:
-რა მოხდა?- ახლადგაღვიძებულის ხმა ბოხი და მძიმე იყო, სულაც არ ჰგავდა წეღანდელს, იმ უსიამოვნო სიტყვებს სინაზით რომ წარმოსთქვამდა.
-როი! Ბოდავდი!
-მე?-გონზე მოვიდა კაცი.
-იცი როგორ მანერვიულე?
-მე... რა მჭირდა...-სველ ტანზე დაიხედა, კეფაზე ხელი მოისვა. ოფლიანი იყო. დისორიენტირებული წამოჯდა.
-შეგაშინე?-გახედა ქალს მწუხარებით.
-იცი როგორ?-აღიარა კეჟერაძემ. და ამ აღიარებამ გულში რაღაც ჩასწყვიტა. როიმ ქალის ნახევრად შიშველ სხეულს აატარა მზერა, მისკენ გაიწია ჩასახუტებლად, მაგრამ შუა გზაში გაჩერდა.
-სულ სველი ვარ, წავალ წყალს გადავივლებ, შენ დაწექი, დაიძინე.-შუბლზე ეამბორა საყვარელს და წამომდგარი შეეცადა ნაბიჯები სწორად გადაედგა, რათა არ დაცემულიყო.
-დახმარება არ გინდა?
-არა, პატარავ, კარგად ვარ. დაწექი შენ. -სთხოვა და სააბაზანოს კარში გაუჩინარდა.



***



რა ხდებოდა მის თავს?
არ იცოდა მარიამ.
მხოლოდ ის იცოდა, რომ შინაგანი შფოთვა, რომელიც ყოველთვის აწუხებდა დისა და მომავალი სიძის სახლის კართან მდგომს, ერთხელაც იქნებოდა, ამოხეთქავდა და ვიღაცას უსათუოდ დააზარალებდა.
-დიდხანს იდექი? Შემო!-მოუთმენლად შეიყვანა თინათინმა სახლში და სამზარეულოსკენ გავარდა.
-რა ამბავია? -გაოცებული შეჰყვა ტყუპისცალი-ბოლოს შენ გარშემო ასეთი არეულობა ორი წლის წინ ვნახე, როცა როიმ ძლივს პაემანზე დაგპატიჟა.
-დაბადების დღე აქვს და შევპირდი, რომ სადილს მოვუმზადებდი!-სამზარეულოს წინსაფარში გამოწყობილმა ქალმა ენთუზიაზმით მოურია გასქურაზე შემომდგარ ქვაბს.
-ვისი დაბადების დღეა?
-რა გჭირს? როისი!
-აა ჰო...მოიცა... დილაადრიან ამისთვის დამიბარე?
-სორი!-აიჩეჩა მხრები თინათინმა და ახლა კვერცხის ათქვეფაც განაგრძო ჯამში.
მარია მიხვდა, შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, დანებდა და სკამზე ჩამოჯდა, მოუთმენლად ახედა დას.
-რატომღაც მეგონა, რომ სახლის საქმეები შენი სტიქია არ იყო.-არ აღიარა, რომ ჯაბადარისადმი გამოხატულ დის მზრუნველობაზე იეჭვიანა.
-ყველგან მოიძებნება გამონაკლისი, კარგო!-კოცნა გაუგზავნა მარიას.
მარიამ ხმა ჩაიწმინდა.
-წინა კვირას მომხდარზე რამე გითხრა როიმ? ვინ იყო ის კაცი?
-არაფერი უთქვამს, რამდენჯერმე ვუხსენე, მაგრამ თავი აარიდა. არ უნდა ლაპარაკი. მთხოვა დავლოდებოდი და მერე თავად ამისხნიდა.
-როდის აპირებთ... დაქორწინებას?-წარბი მოიქექა.
-როდის იყო ჩემი და როის ურთიერთობით ინტერესდებოდი?-ეჭვით გახედა თინათინმა, მერე ღიმილი შეეპარა.
-ოდესმე აუცილებლად გამოიძებნება გამონაკლისი!-მოუგო ნიშანი.
-არ ვიცი, მარია, მაქსიმუმ ორ თვეში... არ მინდა ზამთარმა მოგვისწროს და ქორწილში მკლავებდაფარული კაბა მეცვას.
-ნეტა შენი სადარდებელი მომცა...-თმაში ხელი შეიცურა და თვალები დახუჭა.
-რამე მოხდა?-საქმეს შეეშვა თინათინი.
-თავი მტკივა-ახედა ტყუპისალმა.-ასე მგონია, საფეთქლებიდან უნდა გამომიჟონოს ტვინმა.
-ისევ ბევრს ფიქრობ?
-ფსიქოლოგთან უნდა წავიდე!
-მაგაზე გამახსენდა, შეგიძლია რომელიმე მათგანის ნომერი მომცე?
-რაში გჭირდება?
-როისთვის. შევთავაზე, მაგრამ უარზეა. მთელი კვირაა, ღამეებია არ სძინავს.
-რა სჭირს?-მარიას გაუკვირდა, გულწრფელი სევდა რომ იგძნო.
-არ ვიცი... რაღაც ესიზმრება... ბოდავს და მაშინებს!
მარია ჩაფიქრდა.
-თუ ფსიქოლოგი არ უნდა, რატომ აძალებ?
-მეშინია მარია...-ხმას დაუწია თინათინმა და დას თვალებში ჩახედა-ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ამბობს, რასაც საღი გონების ადამიანი არ იტყვის. Როის რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ...
-რომ?
-არაფერი... დაივიწყე, მოდი, სალათა მოამზადე რა, ინგრედიენტები დახლზეა, უბრალოდ უნდა დაჭრა...
აშკარა იყო, თინათინმა საუბარს თავი აარიდა.
მარია ერთხანს დააკვირდა დას, მერე უსიტყვოდ წამოდგა, სააბაზანოში გავიდა ხელების დასაბანად.
-მარ... მე მარკეტში გავიქცევი, მაიონეზი დამრჩა ამოსატანი!-შესძახა თინაინმა და პასუხსაც არ დაელოდა, სახლის კარი სწრაფად გამოიჯახუნა.
ხუთიოდე წამში კარის ხმა კვლავ გაისმა.
-ნეტავ რა დარჩა!-ჩაიჩურჩულა ქალმა თავისთვის და ის იყო, სააბაზანოს კარი უნდა გამოეღო ჯერ რაღაცის გატეხვის ხმა, შემდეგ კი ხმამაღალი გინება გაიგო.
სააბაზანოს კარი ოდნავ გამოაღო კეჟერაძემ. ზურგშექცევით მდგარი ჯაბადარი უხმოდ დაჰყურებდა იატაკზე მიმოფანტულ წითელი მინის ნამსხვრევებს.
მარიას როის გინება არასოდეს გაეგონა.
-რა ხდება?-გავიდა მისაღებში. Მისკენ შემობრუნებული კაცის მშვიდ გამომეტყველებას რომ ჰკიდა თვალი, ეუცნაურა.
-არაფერი, ლარნაკს ფეხი წამოვკარი...
-კარგად ხარ?
-ჰო... წავალ გამოვიცვლი... არ ვიცოდი რომ აქ იყავი...-გაუღიმა ქალს და ზურგი აქცია.

საღამოს, როდესაც სამივე მათგანი სუფრას მიუსხდა, თინათინმა თქვა:
-ნეტავ სულ ასე ბედნიერები ვიყოთ.
როიმ თავის მხარზე თავმიდებულ ქალს დახედა. მერე მარიას მიმართა:
-შენი და ყოველთვის ისეთი სენტიმენტალურია!
-გირჩევნია მისი სენტიმენტალურობა დააფასო!-თვალი ჩაუკრა ჯაბადარს და ტყუპის სიცილით გამოწვდილ ხელს თავისი ჩამოართვა.
-თქვენ ორთან ჩემი ძალები არ გამდის!-თვალები აატრიალა კაცმა.
როგორც წესი, როი ყოველთვის მხიარული იყო, მაგრამ მარიას მოეჩვენა, რომ კაცი დღეს ნერვიული ჩანდა. ტელეფონის ხმა გაისმა.
-ვუპასუხებ და მოვალ-მიმართა ქალებს ჯაბადარმა და სამზარეულოში გავიდა.
-ტორტი შემოვიტანოთ ხო?
-იჯექი, მე წავალ-არ დაანება მარიამ თინათინს და სუფრა დატოვა. სამზარეულოში შევიდა, დაინახა აივანზე გასული როი, მისგან ზურგშექცევით მდგარი. მაცივრიდან ტორტი გამოიღო, მერე სანთლები მოძებნა. კაცი ისევ გარეთ იდგა. კეჟერაძე ყოველთვის უწყრებოდა თავს ამგვარი ინტერესის გამო, მაგრამ ვერც ახლა დაძლია ცდუნება, აივანთან მიიპარა. Შვებით ამოისუნთქა, როდესაც კარი ოდნავ ღია დახვდა. ფარდის უკან დადგა და როი რომც შემოტრიალებულიყო, ვერ დაინახავდა.
-მისმინე... ხომ იცი, ტყუილად მემუქრები?-ჩაიცინა ირონიით ჯაბადარმა-გამთენიისას მინდა რომ სადღაც შეგხვდე... ეგ უკვე ჩემი საქმეა... თინათინი შენ არ გეხება!-ამჯერად გამძვინვარდა ტონი.
მარიასთვის ამ სახელის გაგონებაც საკმარისი იყო. სასწრაფოდ დაუბრუნდა ტორტს, სასადილოში გაიტანა.
-სანთლები ძლივს ვიპოვე-აუხსნა დას დაგვიანების მიზეზი და ოთახში შემოსულ გამხიარულებულ როის გაუღიმა.
-მოდი, სიძე, სანთლები ჩააქრე! ჯერ სურვილი ჩაიფიქრე, ოღონდ.-მარია საკუთარი თავით ამაყობდა, რომ ემოციებისა და ფიქრების დამალვის ნიჭი ჰქონდა.







***



როი წამოდგა, როცა ბეტონზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. მამაკაცის ოდნავ დაბალი სხეული მიუახლოვდა და იგრძნო, როგორ მოაწვა რისხვა. ახლადმოსულს ისევ ის ეცვა, რაც ამდენი ხნის შემდეგ, პირველ შეხვედრაზე: შელახული, ჭუჭყიანი მაისური. გაუპარსავი წვერი და გრძელი თმა ჰქონდა წლებისგან დაღარულს. როის სიბინძურისგან გულისრევა მოაწვა, ესეც რომ არა, მხოლოდ კაცის სახის დანახვასაც გამოჰყავდა წყობიდან. ყველანაირად შეეცადა, თავი ხელში აეყვანა, ბრაზისგან ჩაწითლებული თვალები დახარა, არ უნდოდა მისკენ მომავალს დაენახა.
-რატომ დამიბარე, შვილო? მეც მინდოდა შეგხვედროდი, დაბადების დღე მომელოცა შენთვის.
ჯაბადარმა საძულველი ხმის გაგონებაზე მტვრიანი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. Თვალები განთიადის ცას გაუსწორა. Აღმოსავლეთიდან ყვითლად ამოწვერილი მნათობი მშენებარე კორპუსის უკედლო იატაკიდან ჩარჩოში ჩასმულ ზანტი ზოზინით მოძრავ სურათს ჰგავდა.
-სიტყვები გააკონტროლე. -როიმ მომღიმარს შეხედა. მისი სიტყვები ისეთივე მშვიდი იყო, როგორც ეს აისი. მაგრამ მიმიკების გაკონტროლება ამჯერად მაინც უჭირდა ჯაბადარს.
-ყველაფერი რიგზეა? განა რა ვთქვი ასეთი?
როის ეგონა თავისკენ ამავალი სისხლის ხმა გაიგო კაცის ხმაში გარეული სიყალბის გამო.
-მისმინე, იაგო, ჩემთან თამაშს არ გირჩევ.
-რატომ? Საკუთარ მამას რაიმეს დაუშავებ?
კაცს სახეზე დამცინავი ღიმილი გადაჰკვროდა. Როიმ წარმოიდგინა იაგოს კისერზე წაჭერილი თავისი ხელები და სასიკვდილოდ განწირული კაცის ხროტინი. მოეწონა, და ისე მოეწონა, სპონტატური გადაწყვეტილების საფრთხე არაფრად ჩაუგდია. დაძაბული მოდუნდა, სახე დაუმშვიდდა და ლურჯ თვალებში ნაცნობი ჭინკები აუთამაშდნენ. სწორედ ისეთი, როგორც მტაცებელს აქვს, მსხვერპლზე თავდასხმის წინ-ინტრიგით, ინტერესით, საკვების მოხელთებითა და მოუთმენელი, მაგრამ მშვიდი აღტკინებით აღსავსე.
როის ეს ცვალებადობა იმდენად სწრაფი იყო, იაგოს სახიდან ღიმილი გადაეყარა. მამა-შვილმა როლები გაცვალეს.
-რატომ გამოჩნდი ჩემი თვალთახედვის არეში, იაგო?
შვილის ხმაში გაფრთხილება ჟღერდა, სწორი პასუხის მოლოდინში მშვიდად იცდიდა როი.
-გჭირდებოდი. მე ეს კარგად ვიცი. შენი მომავალი ცოლიც ვერ განგიქარვებს შენს დარდს...
-მოდი, ვითომ მისი სახელი არ გამიგია კარგი? --კაცისკენ წაიწია როი. იაგოს არ უნდოდა საკუთარ თავში გამოტყდომა, რომ ნაბიჯი შიშის გამო გადადგა უკან.-რა ჯანდაას აკეთებ აქ?
-საკუთარი თავი უნდა დაგებრუნებინა.
-კვირაც არაა გასული, რაც მიპოვე და საკუთარ თავში ის აღმოვაჩინე, რასაც მთელი ცხოვრება გავურბოდი.-ზიზღით გადმოაფურთხა როიმ. კაცისკენ წაიწია და მალამოდ დაეფინა მამის უკან გადადგმული ნაბიჯები. წინ მდგომ სხეულს დააკვირდა-თრთოდა.
„ახლა ხმა აუკანკალდება“-გაიფიქრა ჯაბადარმა.
-მითხარი, იაგო, ღირდა შენი გამოჩენა? მითხარი, რისთვის მიპოვე?-ნაბიჯები ნაბიჯებს მიჰყვებოდნენ. -ფული შემოგაკლდა იაგო?-ზიზღით დახედა კაცის სამოსს.-შე პატარა მათხოვარო, ფული გინდა?-შეკავებული სიცილისგან როის თვალები აეწვა, მაგრამ ემოცია შეიკავა როცა კორპუსის კიდეს მიადგა. ტრიუმფის მოლოდინში გული სწრაფად აუფართხალდა.
-საერთოდაც, სხვას რას ველოდი? მეგონა გაინტერესებდა როგორი გაიზარდა შენი შვილი!
ხმაჩავარდნილი იაგო ამჯერად შიშით გაფართოებული თვალებით უყურებდა ვაჟს და მიხვდა, რომ როი ძველი როი აღარ იყო.
-მინდოდა უბრალოდ მენახე, ოჯახდები... მომელოცა...-ამოიხრიალა მოხუცმა და როის მოლოდინი გამართლდა-კაცს სიტყვების გადაბმა გაუჭირდა.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე, ჩემი ოჯახი არ გეხსენებინა, მამიკო!-თბილად გაუღიმა. მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯით გაიწია და როცა მამაკაცი მიხვდა, რომ უკან გადასადგმელი სივრცე აღარ ჰქონდა, თვალებში ვედრება ჩაუდგა.
-როი, შვილო...
-არ უნდა გამოჩენილიყავი, იაგო-სახე სახესთან მიუტანა ვაჟმა. -იცი, რაც გამოჩნდი, კოშმარები მაწუხებს...ის მესიზმრება, რასაც ჩემი გაცემა შეუძლია...-ნაწყენი თვალები შეანათა მამას. როის ხომ ესოდენ კარგად გამოსდიოდა მიმიკების შეცვლა.
-როი...
-გახსოვს, სანამ დამტოვებდი, რა მითხარი?-ყურთან მიუტანა ტუჩები-შენი ხსნა მხოლოდ ჩემი სიკვდილიაო... მოდი, ვცადოთ, იქნებ სიმართლეა?
-არ.. არ გინდა.-იაგო შეშინდა. და ეს შიში იმდენად უცნობი იყო, დაიზაფრა.
აღტკინებულმა ჯაბადარმა საპასუხოდ გულწრფელად გაუღიმა და კაცს მხარზე უბიძგა.
იაგომ ვეღარ მოასწრო როის პერანგზე ხელის ჩაჭიდება, ბიძგისგან უკან გადავარდა და აისის ნამიანი ჰაერი განწირული ყვირილით გააპო. მერე მტკივნეული სისწრაფით დაენარცხა შენობის ქვემოთ განლაგებულ ბლოკებზე.
როის წარბიც არ შეუხრია. Სიამოვნების ჟრჟოლამ დაუარა სხეულში.
-იცოდე, თუ შენგან ახლაც არ გავთავისუფლდი, ჯოჯოხეთშიც გიპოვი და პასუხს გაგებინებ!-ბოლო სიტყვები შეატოვა სისხლმდინარეს.



მარიას სუნთქვა შეეკრა. თავადაც არ იცის როგორ შეიკავა პირზე მომდგარი შიშის კივილი, ან ხელში დაჭერილი ტელეფონი, მთელი მიმდინარე პროცესი რომ ჩაიწერა მოვლენებისა.
მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ როგორღაც მოიფიქრა, ტელეფონი გაეთიშა, ბოძს ამოფარებოდა და სწრაფი ნაბიჯით ჩავლილ ჯაბადარს არ დაენახა მოთვალთვალე.
თინთინი.
ეს სახელი იყო, რის გამოც გამთენიისას დაუდარაჯდა როის და ფეხაკრეფით უკან გაყოლილი ვერც წარმოიდგენდა, რა სანახაობის შემსწრე გახდებოდა.
როცა ბეტონის კიბეებზე ჩამავალი კაცის ნაბიჯების ხმა მიწყდა, შეეცადა, კანალი შეეკავებინა და ღრმა ჩასუნთქვებით თავი დაეწყნარებინა. ცრემლისგან გადღაბნილი მზერა გაიწმინდა და სამალავიდან გამოვიდა. ისე თრთოდა, ეგონა საცა იყო გული წაუვიდოდა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და შენობის კიდესთან მივიდა, იქ საიდანაც ჯაბადარმა კაცი უმოწყალოდ გადააგდო.
სისხლიანი ბლოკებისა და უგონოდ მწოლიარე ადამიანის დანახვისას ბევრი არც უფიქრია, გონებაგათიშულმა ინსტიქტურად აკრიფა ას თორმეტი და ძირს დამჯდარს მანამდე არ აუწევია მუხლებიდან თავი, სანამ პოლიციის თანამშრომელმა არ გამოაფხიზლა.




***



-ხომ გითხარი, როი! საფულე შეამოწმე მეთქი!-წუწუნით გაემართა თინათინი კარის გასაღებად და როცა პოლიციის ორი ოფიცერი შერჩა ხელში, წარბები გაოცების ნიშნად ასწია.
-დიახ?
-გამარჯობა, მე გამომძიებელი ზურაბ უზნაძე ვარ-პოლიციის საბუთი უჩვენა ახალგზარდა კაცმა მასპინძელს-თინათინ კეჟერაძის ბინაა?
-დიახ, რა გნებავთ?
-როი ჯაბადარს ვეძებთ, აქ ცხოვრობს?
თინათინმა იეჭვა ფორმიანების სტუმრობა.
-დიახ, მაგრამ...
-გავატარეთ, თუ შეიძლება!-ქალი მსუბუქად გასწიეს და ოთახში შევიდნენ. კეჟერაძეს ის უფრო გაუკვირდა, სადარბაზოში სამიოდე პოლიციელი რომ იცდიდა.
-ბინაში ასე შემოჭრის უფლება ვინ მოგცათ?-გაცხარდა ქალი.
-პროკურატურის მიერ გაცემულმა დაკავების ორდერმა. როი ჯაბადარის დაკავების ბრძანება გვაქვს! აქაურობა გაჩხრიკეთ!
-რა დაკავება! Რა ხდება საერთოდ?-თინათინი დაიბნა, და ამ გაურკვევლობასთან ერთად შიშიც შემოეპარა სხეულში.
-მოქალაქე როი ჯაბადარმა მკველობა ჩაიდინა, თქვენ, კი, როგორც მასთან ერთად მცხოვრები პირი, ჩემი თხოვნაა, გამოკითხვაზე გამოგვყვეთ, ქალბატონო.
თინათინს გაეღიმა.
-აშკარად რაღაც გეშლებათ, ბატონო!-ირონიას მკაცრი ტონი დასდევდა. არ დაუშვა თინათინმა, არც ერთი მისი უჯრედით, რომ როი ვიღაცას ზიანს მიაყენებდა. ეს მოეწონა ქალს-ჯაბადარის სჯეროდა.
-ბინაში არავინაა!
-ქალბატონო თინათინ, გთხოვთ, ნუღარ გააჭიანურებთ, ცხელ კვალზე გვინდა გასვლა, გამოგვყევით განყოფილებაში.
კეჟერაძემ გადაწყვიტა წასულიყო, უნდა გაერკვია სიმართლე, როის უდანაშაულობა უნდა დაემტკიცებინა. გამალებითა და მძიმედ მფეთქავი გულის დამშვიდებას შეეცადა.
-კარგით, მაგრამ ჩემი მანქანით წამოვალ!
-როგორც გენებოთ.-კვერი დაუკრა პოლიციელმა და სადარბაზოში გავიდა. კარის დაკეტვით დაკავებულ ქალს დააკვირდა.
-შემიძლია ვიკითხო, ამ ბინის მისამართი ვინ მოგცათ?
-ყველაფერს, რაც გაინტერესებთ, განყოფილებაში გაარკვევთ-მოკლედ მოუჭრეს.
თინათინმა გზაში ინანა, პოლიციელებთან ერთად რომ არ წავიდა. Ხელები ისე უკანკალებდა, ინსტიქტურად მართავდა საჭეს და რომ არა წინ მიმავალი სამართალდამცავების მანქანა, ქუჩებში ალბათ გზასაც ვეღარ გაიკვალავდა.
სექტემბრის სიცხე სიცივედ მოეჩვენა, როცა მოსაცდელში მარია დაინახა.
-შენც დაგიბარეს? -მიახლოებულმა პირველი ეს უთხრა. მერე როცა სკამზე მჯდარმა ტყუპისცალმა უემოციოდ ამოხედა, ფიქრები თავისით გაუფრინდნენ გონებიდან და დაცარიელდა.
-აქ რას აკეთებ?-ჩაიჩურჩულა.
-ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვწუხვარ, თინო-ახლაღა შეძლო უმცროსმა კეჟერაძემ ტირილი. თითქოს აქამდე უფლება არ ჰქონოდა, ღრმად ამოისუნთქა და შვებისგან ამოიქვითინა, რომ თავად უსაფრთხოდ იყო, რომ და ახლა გვერდით ჰყავდა.
-რა მოხდა?-თინათინი შეეცადა ხმა არ გასტყდომოდა, სკამზე მიუჯდა და გულში ჩაიკრა მხრებმოცახცახე სხეული.
გამომძიებელი დაადგათ თავზე.
-ქალბატონო თინათინ, შეგიძლიათ გამომყვეთ?-საპასუხოდ ქალმა თავი დაუქნია, მარიას ცრემლები მოსწმინდა და წამოდგა.
კეჟერაძე პოლიციელს პატარა ოთახში შეჰყვა.
-დაბრძანდით-მიუთითა ქალს თეთრ სავარძელზე და თავადაც მის წინ ჩამოჯდა.
-აქ პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოთ, სავალდებულოა-სწორად.-გაუწოდა დაფაზე მიმაგრებული ფურცელი.
-მაშ ასე, როი ჯაბადარს იცნობთ.-დაიწყო, როცა თინათინმა ანკეტა უკან დაუბრუნა.
-ვიცნობ.-ხმა ჩაიწმინდა თინათინმა.
-რა სახის ურთიერთობა გაკავშირებთ?
-პირადი კითხვები აუცილებელია? Საერთოდაც, აქ რატომ ვარ, რა დანაშაულზე მელაპარაკებოდით?-ცდილობდა ბრაზი შეეკავებინა.
-ქალბატონო თინათინ, როი ჯაბადარის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ადამიანის განსზრახ მკვლელობის გამო.-ზურაბ კეჟერაძემ მაგიდაზე დადებული ლეპტოპი გახსნა და ჩართული ვიდეო ქალისკენ შეატრიალა. თავიდან ორ მოსაუბრე ადამიანს უემოციოდ უყურებდა, მერე ორივე მათგანმა შენობის ნაპირისკენ დაიწყო სვლა, და როცა როიმ კაცს ხელი ჰკრა და გადააგდო, ხელები ტუჩებზე უნებურად აიფარა თინათინმა. თვალები დაუსველდა. მხრებში მოიხარა და ჩუმად მოპარულ თრთოლვას შეხვდა. ვიდეო მალევე დასრულდა. სანამ გამომძიებელი ეკრანს თავისკენ შეატრიალებდა, შეაჩერა, ვიდეო ხელახლა ჩართო. ხმა არ ისმოდა. არც იყო საჭირო. ისე გარკვევით ჩანდა ჯაბადარი და ერთი კვირის წინ ნანახი უცნობი კაცი, რომ ისიც ვეღარ დაუშვა, იქნებ ვინმეში ერეოდათ. სინამდვილე იმდენად ცხადი აღმოჩნდა, მისი უარყოფა მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა.
-რა სახის ურთიერთობა გაკავშირებთ თქვენ და როი ჯაბადარს?-გაუმეორა პოლიციელმა შეკითხვა. თინათინმა თავი ჩახარა, მზერა თავის ფეხსაცმელზე გაუშეშდა. ხმას ვერ იღებდა, რადგან იცოდა, სიტყვასაც ვერ წარმოსთქვამდა.
-წყალი გნებავთ?
თინათინმა თავის დაქნევა მოახერხა, მერე კი მაგიდაზე წყლით სავსე ერთჯერადი ჭიქა დაუდგეს.
ჯერ ზედაპირზე მოტივტივე წყალს დააკვირდა, მერე მთლიანად სითხეს. და იგრძნო, რომ სიმართლე არასოდეს ყოფილა ასეთი გამჭვირვალე. ჭიქა ხელში აიღო და სანამ კანკალი კიდევ უფრო შესამჩნევი გაუხდებოდა, სულმოუთქმელად გამოცალა სასმელი. ცარიელი პლასტმასი ხელებში მოჭმუჭნა.
-სად არის?
-ძებნაშია. აქ იმიტომ ხართ რომ...
-მის დაკავებაში დაგეხმაროთ.-სუსტი ირონია გაურია.
-დიახ-თავი დაუქნია ზურაბმა-ჩემი თხოვნაა რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოთ. იცოდით, რომ გარდაცვლილი როი ჯაბადარის მამა იყო?-ინტერესით უმზერდა წინ მჯდომს. თინათინი შეკრთა, თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა.
-არა...-ამოთქვა და უარყოფით პასუხზე მეტად, ეს უფრო რეალობის უარყოფა აღმოჩნდა.
-არასდროს შეხვედრილხართ ბრალდებულის ოჯახის წევრებს?
-არასდროს-კიდევ უფრო დაუწია ხმას ქალმა და როცა გამომძიებლის დაჟინებულ მზერას ვეღარ გაუძლო, თვალები კაცის უკან მდგარ მაღალ მცენარეზე გადაიტანა.
-რამდენი ხანია იცნობთ?-ბლოკნოტი გადაშალა ზურაბ უზნაძემ.
-სამი წელი...-ჩაიჩურჩულა. გრძნობდა, ვეღარ აზროვნებდა, მაგრამ გამოფხიზლება არ უნდოდა, მზად არ იყო პირისპირ დასდგომოდა საშინელ აწმყოს.
-ვინ არის როი ჯაბადარი თქვენთვის...
-ჩემი საქმროა...-თქვა თინათინმა და რატომღაც შვებით ამოისუნთქა წარსულში რომ არ მოიხსენია ურთიერთობის სტატუსი.
-რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?
-წელიწადი...-თინათინს შესცივდა.
-ბოლო დროს რაიმე უცნაური ხომ არ შეამჩნიეთ მის თავს?
-არ ვიცი...-ინსტიქტურად უპასუხა და უნდოდა შვებით ამოესუნთქა დამალული სიმართლის გამო.
-კარგით ქალბატონო, სულ ესაა, რისი კითხვაც თქვენთვის მინდოდა.
-რამდენი წელია?
-უკაცრავად?
-რამდენი წელია სასჯელი?-შეხედა კაცს.
-ჩვეულებრივ ათიდან თხუთმეტ წლამდე-განზრახ მკვლელობა, მაგრამ, ვინაიდან ახლა დამამძიემებელი გარემოებაა, რაც ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს, თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უფრო მეტიც შეიძლება მიუსაჯონ... გააჩნია თვითონ თუ ინდომებს ჩაბარებას... მისმინეთ, ამგვარ შემთხვევებში, როცა დამნაშავე მიმალულია, ზოგჯერ კავშირი აქვს ხოლმე ახლობლებთან, შემიძლია ამ საკითხში თქვენი იმედი მქონდეს?
თინათინმა ჭიქა კიდევ უფრო მოჭმუჭნა, დაფიქრდა, წამოდგა. დაცვარული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა.
-როის ერთი თვისება აქვს, გამომძიებელო...თუ არ უნდა, არ აკეთებს. ვერც აიძულებენ...-მზერა აარიდა და ოთახი დატოვა. შენობიდან გავარდა. სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა აცრემლებულმა, მაგრამ არ ეყო, გაქცევა მოუნდა.
-თინო...-მარია ამოუდგა მხარში.
-იცოდი?
იდენტურსა და იმედგაცრუებულ სახეს დააკვირდა მარია.
-ვიდეო შენ გადაუღე?
მარიამ თვალი აარიდა. ცას ახედა. ცრემლები შეიკავა.
-მისმინე, თინო...
-შენ რა... -ვერაფერი უთხრა, იმდენად სტკიოდა.-უნდა წავიდე. -მისკენ გამოწეულ დას გაერიდა-არ მომძებნო... ცუდად ვარ...-ზედაც არ შეუხედია, სწრაფი ნაბიჯით გაემართა პარკინგისკენ.
-თინო... არ დაჯდე რა საჭესთან!
-ნუ მომყვები მეთქი, მარტო მინდა ყოფნა!-ცხოვრებაში პირველად უყვირა და მერე სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, უგულისყუროდ გაიყვანა პარკინგიდან და ქუჩაში გაიჭრა.
იდგა მარია და თვალმოუშორებლად უყურებდა ლურჯ სედანს, რომელიც ნელ-ნელა პატარავდებოდა და ბოლოს თვალს მიეფარა. სიმწრისგან თმა მოიქაჩა. დის გამომეტყველება გაიხსენა და გული მიეწურა. თინათინი არ იყო ის ადამიანი, ვისი დასუსტებაც მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ ახლა კეჟერაძე მის თვალწინ წამში დაიშალა და მარიას შეეშინდა, რომ ვეღარ გამთელდებოდა.




***

გამძვინვარებულს ისღა შეეძლო ბრაზი უკანასკნელ წვეთამდე ამოენთხია, და მაინც მრისხანებით სავსე დარჩენილიყო. ცარიელ სახლში მარტოდ-მარტო იყო, იჯდა სავარძელში და მზერას ჩაბნელებული ოთახის ბრმა კუთხეს აპყრობდა. მისხალი ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მარიამ ჩაუშვა. მისი ყოველი უნდობელი გამოხედვა ცუდად ხვდებოდა თვალში; გოგონას ყოველ ყალბ ღიმილს იმდენად მარტივად სცნობდა, მარტო დარჩენილს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მისი მცდელობები, თავი კეთილგანწყობილად მოეჩვენებინა. უცდიდა, მოთმინებით უცდიდა, როდის ამოუვიდოდა მარიას როის არსებობა ყელში და მოლოდინით დაინტრიგებული განაგრძობდა მასთან დაუსრულებელ თამაშს. ელოდა, მაგრამ მაინც გააოცა უხმო ქიშპობის ამგვარმა დაგვირგვინებამ. პოლიცია, ო, ეს ზედმეტი იყო. ნამდვილად არ მოელოდა...
მაინც რა გამოეპარა? რა დეტალი გამორჩა მხედველობიდან, ქალმა პირველივე შეხვედრიდან რომ აითვალწუნა? ვერ ხვდებოდა და ეს აგიჟდბდა. უპასუხო კითხვები მისი ტანჯვა იყო.
ყველაფერს კი საბოლოოდ მაინც თინათინამდე მიჰყავდა. საცოლეს კარგად იცნობდა, პირველი სიმართლე მათ შორის უხილავ კედლად აღიმართებოდა, მერე ეს კედელი ისე გამკვეთრდებოდა და გამყარდებოდა, ვერც ერთი მათგანი შეამჩნევდა და ვერც წინ აღუდგებოდა როი, ძალიანაც რომ ეცადა.
თინათინი... თინათინი...
ქალზე ფიქრმა გონება გაუთიშა. უნებურად წარმოიდგინა მისი პირსახე, სხეული, რძისფერი კანი და შიშველ ტანზე ჩაცურებული ატლასის პენუარი. თითქოს მერცხალი ცაზე გასრიალებულიყოს- ისე ჩამოეშლებოდა გრძელი, მრეში თმა. უნებურად გასწია შარვალთან ხელი, ქამარი შეიხსნა, ღილი გახსნა, ელვაშესაკრავი ჩაიწია. საცვალში ხელი ჩაიცურა და ე*ეგ*ირებული ორგანოს მოეფერა. ფიქრებში წასულს წარსულიდან ქალის ვნებიანი კვნესა მოესმა, მისი ბაგეები შეეხნენ ყელზე, მკერდზე, ქალის თითები- პ*ნისზე. თინათინის ამღვრეული თვალები, ცხელი სუნთქვა, აღ*ზნებული სხეული, მთრთოლვარე, მომთხოვნი, სასურველი... Მისი ბაგეებიდან წარმოთქმული კაცის სახელი და ცხელი ენა ტუჩებზე. Ქალის ცივი ტანი, მისი მკლავები ჯაბადარის მხრებს შემოხვეული და უკან გადაგდებული ყელი, რომელიც საკოცნელად იწვევდა. მთვრალი გამოხედვა, მისი მკე*დი, გამკვრივებული კე*ტები, ჟრუანტელდაყრილი კიდურები, შეზნექილი მუცელი; ბარძაყებს შორის ჩაცურებული თითები...
არასდროს ყოფილა ამ ქალის მონატრება ასეთი მტკივნეული.



როგორც კი შებინდდა, შავებით შეიმოსა, პირბადე გაიკეთა, ქუდი დაიხურა და შენობის კარი გამოიკეტა. ყველაფერი გადაყარა:ტელეფონი, საბანკო კარტები, ყველა ელექტრო მოწყობილობა, რომელსაც თან დაატარებდა. მანქანაც თავის ძველ ბინასთან დატოვა. Უემოციოდ გახედა ერთსართულიან სახლს, რომელსაც გვერდით მიტოვებული ფერმა გასდევდა. ვიწრო ბილიკი გაიარა, მერე ლამპიონების განათებასა და მთავარ გზას გვერდი აუქცია და ტყეს შეეფარა. ჭალის ტბასთან რამდენიმე წუთში მივიდა. საგულდაგულოდ დამალული მანქანა გამოიყვანა და ცოტა ხანში, სანამ მხეთაში შევიდოდა, გააჩერა და Გზა ფეხით განაგრძო: მანქანის ნიშანი არსად უნდა დაფიქსირებულიყო.
მსხვერპლს ყოველთვის დაკვირვებით ირჩევდა-ამჯერად ვინმე სუსტი უნდა ყოფილიყო, ვინმე მარტივად გასამკლავებელი, რადგან ბრაზობდა, ხოლო სიბრაზეს შეიძლებოდა ხელი შეეშალა გეგმებში. უცნაურად გრძნობდა თავს, უფრო აღტკინებული იყო, რადგან ბოლოდროინდელ მკვ*ლელობით ჯერ კიდევ აღფრთოვანებას განიცდიდა. არასდროს აკეთებდა საქმეს დაგეგმვის გარეშე, და კაცის შენობიდან უცბად გადაგდებულმა სხეულმა, აზარტი დაბადა მასში. ფიქრობდა, რომ თუკი უწინ ერთი მსხვერპლის მოხელთებას მთელი ორი კვირა სჭირდებოდა, ახლა ყველაფერს განთიადამდე მოაგვარებდა, ამიტომ ჩაბნელებული ქუჩის კუთხიდან დაკვირვებით დაუწყო თვალიერება უღიმღამო გამვლელებს. ბავშვებს ზედაც არ უყურებდა-მიაჩნდა, ზედმეტად სუსტები იყვნენ თავდასაცავად, რაც ჯაბადარს გართობის სურვილს ჩანასახშივე უკლავდა, ისევე, როგორც მოხუცი ქალბატონები. Კაცები დიდი ვერაფერი სიამოვნება იყო-გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ თითქმის უბრძოლველად ნებდებოდნენ, ხოლო აი ქალები კი მაშინაც სიცოცხლისკენ ისწრაფვოდნენ, სანამ ტუჩებზე უკანასკნელი სუნთქვაც შემოადნებოდათ.
ცხელი სეზონი აღიზიანებდა-შიშველი მკლავების ხილვა გული*რევის შეგრძნებას უტოვებდა. ამიტომ ცდილობდა, ვინმე ისეთი დაეგულებინა, ვინც ხალვათად არ იქნებოდა შემოსილი და აი, იპოვა კიდეც. დააკვირდა და შვებით ამოისუნთქა. მის პირდაპირ, გაჩერებაზე იდგა, ქუჩის მეორე მხარეს. გრძელმკლავიანი თხელი მოსაცმელი ეცვა, მუხლებამდე კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი. მოკლე თმა ცხენის კუდად შეეკრა. Ტელეფონზე ღიმილით საუბრობდა, თუმცა შებოჭილი ჩანდა, მართკუთხა გაჩერების კუთხეში იდგა-დაასკვნა, თავდაცვისთვის განკუთვნილ საბრძოლო უნარებს არ ფლობდა. მეტი აღარ უფიქრია, გამოვიდა, ქუჩას შემოუარა და გაჩერების უკან დადგა. ბედად ლოდინი აღარ მოუწია, ბოლო ავტობუსიც მოვიდა და ქალს ჩუმად აჰყვა ტრანსპორტში. საგულდაგულოდ წამოღებული პატარა წიგნი გადაშალა-ხელში ლექსების კრებული მოჰყოლოდა. ქალს არ უყურებდა, მაგრამ ბრმა თვალით უმზერდა, ამიტომ არ გამოჰპარვია სამიოდე გაჩერებაში ჩამოსული მსხვერპლი და თავადაც ჩავიდა. იგრძნო, მარტოდ მყოფმა შეამჩნია, ამიტომ პირველი წავიდა წინ. ფიქრობდა, თუკი ბედი იქნებოდა, ქალიც მის გზაზე წამოვიდოდა, მაგრამ შეცდა-უკან მიიხედა, მხოლოდღა ზურგსა და თმას ხედავდა მიმავალისას. გაღიზიანდა, წიგნს ხელები მწარედ მოუჭირა, ჯიბეში ჩაიდო, და მოთმინებაამოწურულმა გარშემო მიმოიხედა. არავინ იყო, მიდამო დაზვერა: წინ, რამდენიმე მეტრში უფანჯრო, ძველი შენობა მოჩანდა. დასახლება-კორპუსები ამ შენობის უკან იყო განლაგებული. ირგვლივ მხოლოდ ლამპიონთა ყვითელი განათება იფრქვეოდა, მანქანებიც კი არ მოძრაობდნენ გზაზე. აღარ დაუყოვნებია, ტყავის ხელთათმანები ელვისსისწრაფით მოირგო და რამდენიმე ნაბიჯში დაფარა ქალსა და თავის შორის არსებული მანძილი. სულისსშეკვრამდე მოუჭირა ქალს ტუჩებზე ხელი, მეორე მკლავით მჭიდროდ შებოჭა და ხელში ბუმბულივით ატაცებული მიტოვებულ შენობაში შეათრია. ბევრი აღარ უვლია, ბნელ, ცივ დერეფანში გაჩერდა, ქალს ხელი შეუშვა და სანამ მსხვერპლი გონზე მოსვლას ან ყვირილს მოასწრებდა, მოქნეული მუშტი სახეში მწარედ გაარტყა-ქალი ინერციით ძირს დავარდა და თავი უღონოდ გადაუვარდა აყრილ ფილაქანზე.

ხანდახან ფიქრობდა, რას მოიმოქმედებდა უსაზღვრო მოთმინება რომ არ შესძლებოდა? თითქმის საათნახევარი იყო, და მსხვერპლი ჯერაც არ გამოფხიზლებულიყო. კედელზე მიეყუდებინა მჯდომი და ბინდისფერ ბნელში აკვირდებოდა მის შეხეთქილ ტუჩს.
-„ნეტავ პირის გაღებას თუ შეძლებს ყვირილისთვის? ასე ძლიერ არ უნდა დამერტყა!“ გაუწყრა თავს და ფანჯრის რაფიდან ძირს ჩამოხტა, როცა ქალმა თავი შეარხია. გაბედნიერებული წინ დაუჯდა და სიხარულით დაელოდა, როდის შეხედავდა შიშნარევი, გაოცებული თვალები, როდის ჩაუდგებოდათ ცრემლების ოკეანე და ვედრებისია და სასოწარკვეთის უფსკრულში როდის გადაიჩეხებოდა. სიამოვნებისაგან ერთიანად გააჟროლა, როცა ქალმა სიტუაცია გაანალიზა, თვალები უცხო სივრცეს მოავლო.
-სად ვარ?-ჩაიჩურჩულა დაზაფრულმა, ხმის ამოღება არ შეეძლო. ყბა სტკიოდა.
-იცი რამდენი ხანი გელოდი? დიდხანს ძილი გყვარებია!-როის ხმაში იმხელა გაკვირვება და წყრომა ჩანდა, ქალი დაიბნა, მაგრამ ერთიანად აკოწიწებული იმედები თავზე წამში ჩამოემსხვრა-თუ ასეა აღარ გავწელავ, მოდი, უცებ მოვაგვაროთ ჩემი საქმე და წავალ, კარგი? -ყურის უკან გადაუწია ჩამოვარდნილი თმის ღერი.
-არ შემეხო!-კედლისკენ გაიწია ქალი და შეძლებისდაგვარად დაიყვირა. ნახევარ მეტრში მის წინ მჯდარი კაცი გაქცევის ყველა იდეას უქარწ....ბდა.
-ჩუუ, ჩუუ!-ტუჩებზე თითის მიდებით დუმილი ანიშნა-შენი გაუპა*ტ*რიურება არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზად გამოიყურები, მე მხოლოდ შენს სიცოცხლეს ვითხოვ, ბევრი ხომ არაა?-შეეკითხა ჯაბადარი რიდით. უცნობ ქალს სწრაფი ძგერისგან გული ყელში მოებჯინა:
-არ გინდა... მიშველეთ!-შეძლო, ხმა დაიმორჩილა და იყვირა, მაგრამ მამაკაცმა წამოსადგომად გამზადებულ ფეხებში ხელი მოჰკიდა, დაქაჩა და თავი ფილებს მტკივნეულად დაარტყა. ორიოდე წამის შემდეგ, სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, როი უკვე სხეულზე აჯდა, მუცელზე ტკივილი იგრძნო სიმძიმის დაწოლისგან, მაგრამ ამ ტკივილზე უარესი ყელში წაჭერილი მაარწუხები აღმოჩნდა.
-არ მინდა დავისვარო, ხომ გესმის, ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია!-შეთქმულივით ჩასჩურჩულა მსხვერპლს და შებოჭა. ბნელშიც გაარჩია უჰაერობისგან გაწითლებული სახე, გადმოკარკლული თვალები, თავისი ჟაკეტის სახელოებზე ძლივძლივობით მოჭერილი ხელები სუსტდებოდნენ. ცრემლიანი მზერისგან აღ*ზნებულ სხეულს ვერ აკონტროლებდა, კიდევ უფრო ძლიერად უჭერდა ხელებს, მკლავზე სუსტი დარტყმაც იგრძნო და გაეღიმა, სიამოვნებისგან გააჟროლა.
-ცოტაც, სულ ცოტაც...-თავისთვის ჩაიჩურჩულა და მის ქვეშ მოქცეულმა სხეულმაც მოძრაობის უნარი შეწყვიტა. ათიოდე წამი დაჰყო კიდევ ასე, მერე ხელები გაწითლებულ ყელს შეუშვა და ქალის სახისკენ დაიხარა:
-რა ლამაზი იყავი, ნეტავ შენი თავი განახა!-გაუღიმა მზერაბინდულმა. იქამდე დარჩა ქალის მხარზე თავმიდებული, სანამ სუნთქვა არ დაუმშვიდდა, მერე ლოყაზე აკოცა და უსულო სხეული ბნელ დერეფანში ჩამოიტოვა.




***



მთელი სამი კვირა უშედეგოდ ცდილობდა მომხდარის გააზრებას. ჯაბადარის გაუჩინარება კიდევ უფრო ურევდა თავგზას. Პასუხები უნდოდა, სურდა ისინი როისგან მოესმინა, თორემ საცა იყო ტკივილისა და უმისამართო ფიქრებისგან თავი გაუსკდებოდა. კლინიკაში დღეგამოშვებით დადიოდა და მაშინაც გათიშული იჯდა პირდაღებულ პაციენტებთან საათობით. ტვინი და სხეული გაეყინა, ინსტიქტურად აკეთებდა ყველაფერს. Გონება ხშირად ეფანტებოდა, რაც ცალკე ღლიდა და ამაოდ ელოდა კარის გაღებას და ოთახში ნაცნობი სხეულის შემობიჯებას.
ენატრებოდა. ვერ ტიროდა, მხოლოდღა საღამოს თბილ ნიავს შეეძლო ღრმა ჩასუნთქვით წამიერად გაეფანტა ჩაბუდებული დარდი და მაინც, ისევ გულდამძიმებული დარჩენილიყო.
სად იყო როი?
იმაზეც თანახმა იყო, პოლიციას დაეჭირა, ოღონდ საღ-სალამათი ენახა, მის წინ დამჯდარიყო და ელაპარაკათ.
იმდენი გაურკევევლი რამ იყო...
მარიას აღარ შეხვედრია. აღიარებდა, დას ადანაშაულებდა, მაგრამ მერე საკუთარ თავს უწყრებოდა-რა შუაში იყო იგი? აბა რა ეღონა, მკვლელისთვის ხელი დაეფარებინა? საკუთარი მორალისთვის გადაებიჯებინა?
არ სურდა იმ ვიდეოზე ეფიქრა, ვერც ფიქრობდა. მისი როისადმი დამოკიდებულების გამო გონება თავდაცვით ფაზაში გადავიდა და გრძნობდა, როგორ შეუდგა გზას, რომელსაც რეალობის უარყოფა ერქვა. ეს არ მოსწონდა თინათინს. როი უნდა დაბრუნებულიყო.
მარცხენა არათითზე შემორჩენილ ბეჭედს ატრიალებდა და სასურველს იხსენებდა. უკვირდა, როგორ მოვიდნენ აქამდე?
მისი ხმა ენატრებოდა, მისი მკლავები, ჩახუტება...
ნელ-ნელა ოქტომბერი ახლოვდებოდა, საცა იყო აციებას დაიწყებდა და კეჟერაძეს ეშინოდა, რომ ზამთრის სიმარტოვე მის სულშიც დაივანებდა.




***


მეორე სართულის კიბეები დაღლილმა აათავა. გასაღები ამოიღო ჩანთის ჯიბიდან. ის იყო, ანჯამისთვის უნდა მოერგო, ზურგსუკან რაღაც რაღაცამ გაიშრიალა და დამფრთხალი შემობრუნდა. არაფრის გააზრება დასცალდა, პირზე ხელი მჭიდროდ ააფარეს და კარს მიაჯახეს.
- მე ვარ, თინო...-მოესმა ნაცნობი ხმა, რომელიც დამშვიდებას მოუწოდებდა. საგულედან ამოვარდნილი გული დაუწყნარდა, სხეული მოუდუნდა და გათავისუფლებული ბაგეები ენით დაისველა. მერე კაცს ახედა.
წინ მდგარმა შავოსანმა პირბადე მოიხსნა და მერეღა გაარჩია კაცის ლურჯად მოელვარე თვალები.
-როი.-ხელისგულები აექავა ჩახუტების სურვილისგან, მაგრამ მისკენ გამოწეული კაცი ხელის აწევით გააჩერა. Აქამდე თუ ყოველ კუთხე-კუნჭულში ეძებდა, ახლა, მოულოდნელად მოუნდა მისგან გაქცეულიყო.
-სად იყავი?-ჩურჩულით ჰკითხა. შეეშინდა, ვინმეს არ გაეგო მისი აქ ყოფნა.
-უნდა ვილაპარაკოთ-დაძაბული დასცექეროდა კაცი.
თინათინმა იცოდა, არასწორი იყო, მაგრამ თავს ვეღარ მოერია, მისი ნახვის ასეთი შესაძლებლობა მეტჯერ აღარ მოეცემოდა, სწრაფად გადაატრიალა გასაღები და ბინის კარი შეაღო. ფეხაკრეფით მიჰყვა ჯაბადარი და შინ შესულმა კარი ჩაკეტა.
როიმ სახლის სუნი ღრმად ჩაისუნთქა და ნეტარება მთელი სისავსით გაუჯდა სხეულში. ქალს შეხედა. ისე მოუნდა მისი კოცნა, როგორც მყურვალეს წყალი. წეღანდელი უარყოფა არაფრად ჩააგდო, ერთ ნაბიჯში მისწვდა სასურველს და ამდენხნიანი ნატვრა აიხდინა, ქალს წელზე ხელები მჭიდროდ შემოხვია და ბაგეებზე დაეწაფა. არ აჰყოლია კეჟერაძე კოცნაში. მზერადაბინდულმა მოატარა ბნელში მის სახეს თვალები.
-ნეტავ იცოდე როგორ მენატრებოდი!-სახეზე ხელი შემოჰხვია, ღაწვზე მიეალერსა.
-სად იყავი?-მხოლოდ მაშინღა შეძლო თინათინმა ცრემლების ჯებირებისგან გათავისუფლება. მხრიდან ჩანთა ჩამოუცურდა და ხმაურით დავარდა იატაკზე. ახლა, როცა მონატრებული ისევ ძველებურად ეხვეოდა, ეგონა უსასრულო ოკეანის სიღრმიდან ამოყვინთა და მაინც, მარტო იყო უკიდეგეანო სივრცეში.
-მაპატიე...-ხმა ჩაუწყდა კაცს.
-გამეცალე.-მისი ხელები ჩამოიშორა სხეულიდან, გვერდი აუარა, სამზარეულოში გავიდა და შუქი აანთო. დოქიდან წყალი ჩამოასხა და დალია. უკან შემოყოლილ ჯაბადარს გამჭოლი მზერა მიაპყრო.
-დაჯექი!
-თინო...
-დაჯექი მეთქი! -მრისხანებისგან ათრთოლდა ქალი, მუხლები უკანკალებდა, თავადაც სკამი გამოწია და მაგიდასთან მჯდარისკენ შეატრიალა და პირისპირ ჩამოუჯდა.
-რა სისულელე გააკეთე, ხვდები როი?!
კაცმა კეპი მოიხადა, მაგიდაზე დადო. ატკიებულ კისერზე ხელი მოისვა, თავი გვერდზე გაატრიალა.
-მითხარი, რა ჯანდაბას აპირებ?
-ნუ მიყვირი!-დაუღრინა. მოელვარე თვალები შეანათა. -თავადაც ვიცი დანაშაულის შედეგები.
-მიხარია, რომ არ უარყოფ მაინც... შენ...-ქალს სუნთქვა შეეკრა.-შენ ადამიანი მოკალი!-ჩაიჩურჩულა და აკანკალებული ხელები კაცისკენ მიმართა. -ეს როგორ შეძელი... საკუთარი მამა...
-ის მამაჩემი არ იყო!-თავი ასტკივდა ჯაბადარს, მოუნდა თინათინი უბრალოდ გაჩუმებულიყო.
-ესეც არ იკმარე... გაიქეცი.. დაიმალე...
-რომელი ჭკუათმყოფელი ჩაუვარდება ძაღლებს თავისი ნებით?
-როი...-თინათინი ტირილს იკავებდა-ვერ გცნობ.
-ალბათ იმიტომ, რომ არც არასდროს მიცნობდი...-ტუჩის კუთხე აეწია მამაკაცს ირონიისგან. ტანში მრისხანება გასჯდომოდა კეჟერაძის განსჯისგან.
იმედგაცრუებული თინათინი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ამღვრეული თვალები კაცს მიაპყრო. ასეთი ქცევის მანერები, სარკაზმი, მომავლის უგულვებელყოფა მისგან არ ახსოვდა.
-რას აკეთებ? -შეეკითხა და ამ შეკითხვამ მამაკაცს მთელი აზრები ამოუტრიალა თავში. -რას ვაპირებთ, როი?
ჯაბადარმა ამოიოხრა, წამოდგა. იცოდა, მარტივი არ იქნებოდა გამჟღავნებული მკ*ვლელობის შემდეგ თინათინთან ურთიერთობა, მაგრამ გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ქალთან სიახლოვეს რამენაირად მოახერხებდა.
დახლს დაეყრდნო, დაფიქრდა. Რეალობის სიცხადე მთელი ძალით შემოაწვა და აიძულებდა საბოლოო გადაწყვეტილება წამის მეასედებში მიეღო.
-როი...
-კაცი მოვკალი, ასე მშვიდად როგორ წარმოთქვამ ჩემს სახელს?-ისევ ირონია.
ზურგს უკან ნელი ნაბიჯების ხმა მოესმა.
-ვერაფერზე ვფიქრობ. მინდა რომ სიმართლე არ იყოს. მთელი ჩემი სხეული ცდილობს სინამდვილისგან გაქცევას და მაინც, ვიცი, რომ ვერსად წავუვალ. -ჯაბადარი თავისკენ შეატრიალა და აიძულა ამღვრეულ თაფლისფერებში ჩაეხედა-მიყვარხარ...და ისე მეშინია შენი დაკარგვის...
სასოწარკვეთა, რომელიც ორივე მათგანს შემოაწვა, სულთამხუთავის ფრთას ჰგავდა, აუტანელსა და მიუწვდომელს-არც ერთ მათგანს შეეძლო ხელი შეეხო და გაენადგურებინა.
თინათინის შუბლს თავისი შუბლი მიაყრდნო და ხარბად შეისუნთქა ის სურნელი, გასული დროის მანძილზე ყოველ ღამით მტკივნეულ ეიფორიად რომ აწყდებოდა.
-არ ვიცი, რა ვქნა, თინო, რაც უფრო გადის დრო, წინასწარ ვხედავ როგორ ვშორდებით ერთმანეთს.
-ამას რატომ ამბობ?-თვალებში ჩახედა კაცს. უნდოდა ყოველი წამით გაეხანგრძლივებინა მათთან სიახლოვე.
-მაკოცე რა-დაჩურჩულა ბაგეებზე ქალს-იცი, როგორ მენატრებოდი?
შეხების სურვილისგან ამწვარი სხეული სანატრელის ხელებს ითხოვდა. აუღელვებლად შეიყოლია საძინებელში კაცი და მოუთმენლად დაიწყო სამოსის გახდა.
-არ გეშინია? რომ გიპოვიან...
-შენთან? Შენთან სიკვდილისაც არ მეშინია.-უპასუხა ჯაბადარმა და გახევდა. არასოდეს ყოფილა ასეთი გულწრფელი. ქალის გრძელ, თმას, რომელიც ბნელში კიდევ უფრო მუქი ჩანდა, მღელვარე მზერა ჩამოატარა. აქამდე მსგავსი სიტყვები რატომ არასდროს ეთქვა მისთვის?
როცა თინათინი მიუახლოვდა და შიშველი მკლავები შემოეხვია კისერზე, ისევ ძველებურად დაუბნელდა თვალებში. კანზე ფრთხილად შეახო თითები, შიშველ, დახორკლილ წელზე მიჯრით აათამაშა თითისწვერები. ტუჩები შეაღო და ისე მოწიწებით ეამბორა კეჟერაძის ბაგეებს, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ნეტარება, რომელსაც ამ ქალის თითო შეხება განაცდევინებდა, იმდენად აღემატებოდა ბნელი სურვილების კასკადს, თავადაც ვერ ხვდებოდა, როგორ მორჩილდებოდა, ნებდებოდა და უფლებას აძლევდა ბოლო მოეღოთ მისთვის. კოცნა გააღრმავა, ხელისგულები საჯდომზე ჩაუცურა და მჭიდროდ მოუჭირა თითები. Მის ტანზე აკრულ ქალს უფლება მისცა პერანგი გაეხადა და მაშინღა მისწვდა მთელი სურვილით, როცა თავადაც განთავისუფლდა სულისშემხუთველი ტანსაცმლისგან. ყელი დაუკოცნა ისე ნელა და ფაქიზად, თავად დაუარა ამ შეხებისგან ტანზე თრთოლვამ. Საწოლზე გადააწვინა ქალი, ამღვრეულ თაფლისფერებში ჩახედა და მიხვდა, რა აწუხებდა თინათინს. ბოლო იყო მათი ერთად ყოფნა. Როიმ თავიდან ეს ფიქრები ამოიგდო, და გადაწყვიტა, ქალსაც იგივე უნდა გაეკეთებინა. უნდა დაევიწყებინა ყელაფერი და ამ წუთების სიტკბო მთელი სისავსით შეეგრძნო.
მანამდე ჰკოცნიდა, სანამ ტუჩები არ დაუბუჟა. ტანზე დააწვა აღ*ნებული, გამ*ვრივებულ, ტაოდაყრილ *ერტებს ენა აუსვა, ხელში მოიქცია და ზელვა დაუწყო. ვნებისგან ღელვაატანილს მოუთმენლობისგან სხეულში სტეხდა, მაგრამ ისე უნდოდა ყოფა გაეხანგრძლივებინა, არად ჩააგდო მძაფრი მოთხოვნილება და შესაშური მოთმინებით დაუკოცნა მხრები. ქალის ღრმა სუნთქვა გონებას ურევდა, შეზნექილ დიაფრაგმაზე დაჭირა ხელი.
-რამე მითხარი, თინათინ!-ხმა ჩახრინწოდა. ქალმა ჯაბადარის სახელი ამოიკვნესა, როცა ბარძაყებს შორის ჩაცურებული თითები იგრძნო და ეს თითები ცხელ სისველეს უკითხავად შეერწყნენ. კაცი ქალის ტუჩებს დაუბრუნდა, ენა პირში შეუსრიალა და განძრევის უფლება არ მისცა სიამოვნებისაგან დაკლაკნილს.
-როი...-თვალებდახუჭულ ქალს მოძრაობის უნარი აღარ შესწევდა. კაცის ფართო მხრებზე მოჭიდებული ფრჩხილებით უნებურად ცდილობდა შეეკავებინა ყელზე მომდგარი კვნესა, მაგრამ არ გამოსდიოდა. იგრძნო ნეკნებზე ცივი თითებისა და ცხელი ტუჩების მუდარანარევი, მოალერსე შეხება, იგრძნო როგორ შეეგება მკე*დზე ცივი ჰაერი, როცა ჯაბადარი წამოიწია. მერე კაცი მჭიდროდ დააწვა შეერთებულ სხეულს, მკლავები ზურგსუკან შეუცურა და მომთმენი ბიძგებით ააყოლა ტანი პარტნიორის ნელ რხევას. თინათინმა მონდომებით შემოჰხვია თეძოებზე ფეხები და იგრძნო იმ ერთიანობის სისავსე, რომელსაც გამომშვიდობების წინა პრელუდია უფრო ერქვა, ვიდრე უბრალოდ მონატრებული შეყვარებულების ინ*იმური აქტი.




***



სასიამოვნო დაღლილობა ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა და ვეღარ დაითვალა ჯაბადარის მკლავსზემოთ მწოლიარემ მერამდენედ შეხედა სახეზე თვალდახუჭულს. არც ერთს ეძინა. ფარდაგადაწეული ფანჯრებიდან მხოლოდ მცხეთის ღამე და ყვითელი ლამპიონები მოჩანდნენ. თავისი და როის გულისფეთქვის ჩუმი ხმა ესმოდა ქალს, და იმდენად ტემპარეული იყო ორივე მათგანისა, მძაფრმა შეგრძნებებმა ყურები დაუგუბა.
-რაზე ფიქრობ?-ოთახის სიგრილე დაბალმა ხმამ გაჰკვეთა.
-შენზე, მარიაზე, ყველაფერზე...
-ჩემი და რა შუაშია, როი? -წუთის შემდეგ ამოთქვა. გული ყელში მოებჯინა. გონების ღრმა კუნჭულში სწორედ როის ტუჩებიდან დის სახელის წარმოთქმისა ეშინოდა. კაცისკენ გადატრიალდა და თავი ჩამოაწევინა.
-თვალები გაახილე და მიპასუხე.-ჯაბადარმა არც ერთი შეუსრულა. წამოჯდა, საცვალი და შარვალი ამოიცვა, ფანჯარას მიუახლოვდა.
-თენდება...-საწოლზე წამომჯდარი ქალის გასაგონად ჩაილაპარაკა და შარვლის ჯიბეები მოისინჯა. სიგარეტის კოლოფი ამოიღო და წვრილი ღერი ტუჩებშორის მოიქცია.
-ეწევი?-ქალს ხმა ჩაუწყდა. არადა, მთელი ნაცნობობისა თუ ურთიერთობის მანძილზე იცოდა, რომ როის ნიკოტინი სძულდა.
-არა, ახლახან დავიწყე. -ანუგეშა ქალი, ფანჯარა ოდნავ გამოაღო, ცივი ჰაერი მაშინვე შემოსრიალდა ოთახში და ჟრუანტელდაყრილი კეჟერაძე აიძულა საწოლის რბილ საზურგეს აჰკვროდა. ჯაბადარი ფანჯრისგან ზურგშექცევით დადგა, სიგარეტს მოუკიდა და მშვიდად, აუღელვებლად გააბოლა.
-შენ თუ იცი, რა მეზიზღება ყველაზე მეტად?
-ადრე რომ დაგესვა ეგ კითხვა, გიპასუხებდი დასვრილი იატაკი მეთქი, მაგრამ ახლა ნამვდილად არ ვიცი...-წყენის ნოტები შესამჩნევად იგრძნობოდა პასუხში.
-ახლაც ეგ მძულს, მაგრამ ცოტა მეტაფორულად-ნიკოტინი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში-მეზიზღება, როცა ადამიანი სხვის ცხოვრებას დაუკითხავად ურევს.
ქალმა როის ნატიფ სხეულს თვალი მოაშორა, როგორც კი მოსმენილი გაიაზრა. Წამოიწია, წამოდგა, მკერდზე შემოხვეული ზეწარი ძირს დაუცურდა და დედიშობილა დაუდგა წინ.
-განაგრძე.-თითებიდან აართვა ღერი და ახლა თავად მოიქცია ტუჩებშორის.
-არ მიყვარს, როცა ვინმე ჩემს დალაგებულ, აწყობილ ცხოვრებას თავისი ბინძური ნაფეხურებით სვრის...-საჩვენებელი თითით მკერდის ღარი მოუხაზა თინათინს-არ მიყვარს, როცა გეგმებს მინგრევენ... როცა წინასწარ განსაზღვრულს თავდაყირა მიყენებენ და... მერე, ისე განაგრძობენ ცხოვრებას, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს-ძნელი არ იყო როის ხმაში შეფარული მუქარის ამოცნობა. კეჟერაძემ ხელი ფანჯრის რაფას ჩამოაყრდნო და კიდევ უფრო მიუახლოვდა მამაკაცს.
-მერე, მარია?
საპასუხოდ ჯაბადარმა მხრები აიჩეჩა, ქალის თითებშორის მოქცეული, თითქმის ჩამწვარი ღერი ააცალა და ფანჯრიდან მოისროლა.
-როი, მარიას არაფერს დაუშავებ.
მაშინღა ინება მამაკაცმა თავისი ავი, ლურჯი თვალების ქალის მზერისთვის გასწორება. და თინათინს თუკი ადრე ეს თვალები საფიცარ ღმერთისფერებად მიაჩნდა, ახლა მიხვდა, რომ ილუზიის ნამსხვრევები ერთიმეორის მიყოლებით დაიწყებდნენ ციდან ცვენას და თუ თავს არ უშველიდა, უსათუოდ დაიღუპებოდა.
მაგრამ გაქცევა არ უნდოდა. ჯერ კიდევ იმედის ნაპერწკალი უღვიოდა გულში.
-როგორი თხრობითია შენი წინადადება...-მისი მარცხენა ხელი მოიქცია თავის ხელში. მუჭი გაუშალა, თბილ ხელისგულზე თვალდახუჭულმა აკოცა. მერე ნიშნობის ბეჭედს შეხედა.
-ვიცი, რომ არჩევანს ისე გააკეთებ, არც დაფიქრდები. შენი არ მესმის, მაგრამ მინდა, რომ გაგიგო... რატომ გირჩევნიათ ხოლმე ადამიანებს თქვენი ბედნიერებით მოსაზრდოვე ცხოვრების მეგზურს ოჯახის ის წევრი, რომელიც ყოფას გინგრევთ?-თავისი მარჯვენა ხელის თითები ქალის მარცხენას გადააჭდო. ორივე მონუსხულივით დააკვირდა ერთმანეთში შე*წმულ მტევნებს.
-ალბათ, იმიტომ, რომ ცხოვრება ზედმეტად მკაცრი და ხანმოკლეა ამგვარი ულტიმატიუმებისთვის...
-და?...-თინათინისკენ დაიხარა სუნთქვაშეკრული.
-და გვეშინია ყველაზე ახლოს დაკარგვის...
-გამოდის, შენთვის საკმარისად ახლობელი არ ვყოფილვარ...-ტუჩის კუთხეში აკოცა ქალს და მაშინვე იგრძნო მის ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლის სიმლაშე. -არადა, მე მთელ სამყაროს გარჩიე, როცა დაგინახე.
-მარიას არაფერს დაუშავებ, როი...-ახლა ტუჩები ყელზე იგრძნო, სხეული დაუბუჟდა გარედან შემომავალი სიცივისა და შინაგანი მღელვარებისგან.
-ადამიანები ეგოისტები ვართ, თინო...
-აკი მთელს სამყაროს მარჩიე...
-რაღა აზრი აქვს, თუ შენ არ განიცდი იმავეს ჩემ მიმართ...
თინათინი მიხვდა, რომ ჯაბადარმა მახეში შეიტყუა და არჩევანი, რომელიც ეგონა, რომ აარიდა, წინ დაახვედრა. გაჭირვებით ამოთქვა:
-რა გინდა, რომ გავაკეთო. -თვალები ვერ გაუსწორა მის მზერას. შეეშინდა რომ საყვარელი ადამიანი კიდევ უფრო გაუცხოვებული დახვდებოდა.
-აღარაფერი შეგიძლია, პატარავ, აღარც მე, აღარც შენ... აქ წყდება ჩვენი ცხოვრების ხაზი.-თინათინს თავის ღაწვებზე, ყბებზე, თვალებსა და ყელზე მდორედ მოთარეშე ტუჩები წვავდნენ.
მამაკაცის დაბალი ხმა კი, ეგონა, უკანასკნელ ძალებს ართმევდა სხეულიდან.
-მატკენ როი...
-ვიცი, საყვარელო...-გაჩერდა, ქალს თავი ააწევინა-შემომხედე.
ვერ მიხვდა თინათინი, რა დაინახა კაცმა მის მზერაში, მაგრამ ხელი რომ შეუშვა და გვერდი აქცია, უკვე საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ ჯაბადარს კატეგორიულად გადაეწყვიტა შურისძიება.
-ეს არ ქნა...-უკვე შესამჩნევად კანკალებდა. -შემიძლია სხვისი მკვ*ლელობა გაპატიო, მაგრამ გთხოვ, მარიას ნურაფერს დაუშავებ-მიხვდა კეჟერაძე, ყველაფერზე წამსვლელი იყო მიზნის მისაღწევად ჯაბადარი, და ნიღაბი, რომელსაც წლების განმავლობაში ოსტატურად ირგებდა, მხოლოდ უცხო თვალის ასახვევად განკუთვნილი თავდასაცავი საშუალება იყო ისევ და ისევ როისთვის განკუთვნილი.
ინსტიქტი სიყვარულში გაიხლართა და ისე მოუნდა ერთადერთი ოჯახისწევრის დაცვა, აგონიაში მყოფმა იფიქრა, ამისთვის ყველა მისხალ ძალას იღონებდა.
თინათინმა ვერ შეამჩნია მის წინ, ქურთუკის ასაღებად დახრილი კაცი, მაგრამ დაინახა, ჯაბადარმა პატარა ბოთლის მეშვეობით როგორ გაჟღინთა ბინტი სითხეთი. უნებურად უკან დაიხია და იმ ფანჯარას მიეყრდნო, რომლიდანაც აისის ცივი ნიავი იჭრებოდა ოთახში.
-როი...-პირველად იგრძნო თინათინმა ამ კაცისადმი შიში. და ეს შიში იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, მასთან შეგუებას ფანჯრიდან გადახტომა ერჩია.
-არ გინდა, გთხოვ...-ტუჩები სატირლად აუთრთოლდა, მაგრამ სანამ კაცის სწრაფად გადმოდგმულ ნაბიჯებს გაქცევით უპასუხებდა, როიმ მიუსწრო, წამიერად მჭიდროდ ააკრო ტუჩებსა და ცხვირზე სველი ნაჭერი, ელვისსისწრაფით შეუცურა ქალს წელზე მკლავი და მერე ბინტმომარჯვებული ხელი მოადუნა, ნელ -ნელა თინათინს ფეხები მოეკვეთა, ცრემლიანი თვალები დაეხუჭა და ჯაბადარის მკლავზე მოხვეული მტევნები, რომლებითაც გაბრძოლების ნიშნად ეჭიდებოდა, ჩამოუვარდა. აღარ გააწვალა, ხელში აიტაცა და საწოლზე დააწვინა ქალი. ერთხანს უყურა, მერე სააბაზანოში გავიდა, ბინტი გადააგდო, ხელები საგულდაგულოდ დაიბანა. ოთახში დაბრუნდა. შუქის ანთებაც არ უფიქრია, თავისი გარდერობიდან მაისური გამოიღო და შიშველ ქალს მიუახლოვდა. ფრთხილად ჩააცვა, გრძელი, თბილი საღამური. ქალის საცვალიც მოიძია მის გარდერობში. ისიც მოარგო. ძირს დაგდებულ ნაჭერს არც დახედა და კარადიდან თბილი პლედი გამოიღო. ქალს დააფარა. მეტხანს აღარ დაუყოვნებია. სწაფად ჩაიცვა თავისი პერანგი და ქურთუკი, ფეხსაცმელები, მძინარე თინათინს თავზე აკოცა და სანამ ოთახიდან გავიდოდა, რაღაც გაახსენდა. ბრაზით აატრიალა თვალები, მიბრუნდა და გამოღებული ფანჯარა დაკეტა. მერე უკანმოუხედავად გავიდა სახლიდან. თავისი გასაღებით ჩაკეტა ბინა და ქალი კიდევ უფრო მტკივნეულ კოშმარს შეატოვა.





***



ეგონა მხოლოდ თავის აუტანელმა ტკივილმა გამოაღვიძა, მაგრამ გონზე მოვიდა თუ არა, მიხვდა, კარზე ატეხილი დაუსრულებელი ხმაურის ბრალი იყო დარღვეული ძილი. ზოზინით წამოიწია, არეულ მისაღებს თვალი მოავლო. დივანზე ტანსაცმლიანად იწვა და მძიმე ბათინკები, რომელიც ფეხზე ჯერ კიდევ ემოსა, მოუთმენლად გაიხადა-ფეხები ასტკიებოდა. ბარბაცით გადააბიჯა პატარა მაგიდასთან დაყრილ ლუდისა და არაყის ბოთლებს და შეუჩერებელი კაკუნისგან სიმშვიდედაკარგულმა ბრაზით გამოაღო კარი. თუმცა, მაშინვე იგრძნო მოდუნება და სიმშვიდე, რომელიც წიმ მდგარი ორეულის დანახვისას დაუფლა.
-თინო....
ქალმა გონზე მოსვლა არ აცალა, დას ჩაეხუტა და იმდენად მტკივნეულად, ბახუსზე მყოფ მარიას თავბრუ დაეხვა.
-კარგად ხარ?-ენა ძლივს მოატრიალა პირში. თინათინი ადრე ხშირად ეხუტებოდა, მაგრამ თითქმის მთელი თვის უნახაობის შემდეგ, მიზეზიდან გამომდინარე, ამას ნამდვილად არ ელოდა.
-შენ ხომ კარგად ხარ? Ხომ არაფერი გჭირს?-მარიას სახე ხელებში მოიქცია. ახლაღა შეამჩნია მარიამ დის ცრემლიანი თვალები, დანამული ლოყები, და მოკანკალე სხეული, გრძელ მაისურში გამოწყობილი.
-შემო...-კარი დახურა.-რა მოხდა...
-მეგონა ვეღარ გნახავდი.-კეჟერაძემ ისევ მოჰხვია ხელები, თავი მხარზე ჩამოადო და შვებისგან ამოისუნთქა. გაურკვევლობაში მყოფ მარიას ისღა დარჩენოდა თავადაც მოეხვია მკლავები, იქამდე, სანამ უფროსი ტყუპისცალი არ მოშორდებოდა.
-ყველაფერი რიგზეა, თინო?-აბურდულ, დაუვარცხნელ თმაზე ჩამოუსვა დას ხელი. Დატკბა იმ წუთებით, მონატრებული ოჯახის წევრი რომ უძღვნიდა. -ასე რამ შეგაშინა?
-როი...
-რამე დაგიშავა?- მრისხანებადავლილმა მკლავებზე ჩაჭიდებული ხელებით მოიშორა სხეული და დაჟინებით შეხედა იდენტურ თაფლისფერებს.
-მე არა... შენ გავნებს, მარია... მაპატიე, რომ აქამდე არ გნახე, ბოდიში რომ ასე მოგექეცი, უბრალოდ ისე ცუდად ვიყავი როის გამო...
-დაწყნარდი, მოდი, დაჯე...-მარიას თავისტკივილი სულ გადაავიწყდა. Როგორც წესი, თინათინი ამშვიდებდა ხოლმე მუდამ, ამიტომ ეუცნაურა მისი სისუსტე. დივანთან მიიყვანა, ზედმეტად დაყრილი ბალიშები მოიშორა და ქალი ჩამოსვა. მის წინ ჩაიმუხლა.-თინო, შემომხედე...-მოკანკალე ხელები დაუჭირა.-ამიხსენი რა მოხდა.
-როი იყო ჩემთან... ვისაუბრეთ, მითხრა, რომ შენზე შურისძიებას აპირებს...
-ასეც ვიცოდი!-წამოხტა ფეხზე და მოუთმენლად მოჰყვა ბოლთის ცემას, ნერვიულად გადაისვა მარიამ მოკლე თმაზე ხელი-მისმინე, მაშინვე პოლიციაში რატომ არ წახვედი, ან.... თინათინ, გინდა შემშალო?
-დამაძინა...-ამოთქვა ქალმა. -იცოდა შენ გამო გამკეთებელი ვიყავი, ხოდა დამაძინა. როცა გავიღვიძე, მეგონა ყველაფერი უკვე დამთავრებული ჰქონდა... ნახევარი სიცოცხლე დავკარგე სანამ აქ მოვიდოდი...-ხელებში ჩარგო თავი და შეეცადა დამშვიდებულიყო, ჯერ კიდევ სწრაფად მძგერი გული დაემშვიდებინა.
-კიდევ რამე ხომ არ უთქვამს?
თინათინი დაფიქრდა.
-ისეთი გაუცხოვებული იყო... მეგონა სულ სხვა ადამიანს ველაპარაკებოდი...-მის ცრემლიან მზერაში როისადმი მიმართული იმედგაცრუება ამოიკითხა მარიამ და გული ეტკინა. -მეგონა, არავის არაფერს დაუშავებდა ცხოვრებაში და, ისე მარტივად მელაპარაკებოდა სამაგიეროს გადახდაზე...აღარ ვიცი, რა ვიფიქრო...
მარია მიუახლოვდა, მაგიდაზე მის წინ ჩამოჯდა, თითების მტვრევას მოჰყვა.
-პოლიციას უნდა ვუთხრათ, თინო...
-აზრი არ აქვს.
-რატომ?
-იმიტომ, რომ დილით წავიდა და მთელი თორმეტი საათი უგონოდ ვიყავი. მიმალული იქნება... არ მინდა უარესად გახელდეს...
-ახლა საღამოა?-ჯერ გაწეულ ფარდებსა და ჩაბნელებულ ოთახს მოავლო თვალი, მერე კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა მარიამ და უნებური გაოცებისგან წარბები აზიდა.
-რას გავს აქაურობა... ან შენ, თვალები რას გიგავს.
-დეპრესია.-აიჩეჩა მხრები. Წამოდგა, დივანის კუთხეში ბალიში დადო. -დაიძინე შენ, თუ გინდა... არ გშია?
-მშია.
-ვნახავ რამეს... შეშლილი მან*იაკი. -ზიზღით ჩაიჩურჩულა ჯაბადარის მისამართით, შუქი აანთო მისაღებში და სამზარეულოში გავიდა.-თორმეტი საათი აშიმშილა ადამიანი!-მაცივარი გამოიღო და როცა საჭმელი არაფერი დახვდა უხერხულად მოიკვნიტა ტუჩი. გადამალულ Ბურღულეულს მაინც მიაგნო, დარჩენილი რძე გააცხელა და ჟამში ერთად ჩაყარა, კოვზი მოიმარჯვა და დივანზე უღონოდ მიყრდნობილ თინათინს გაუტანა.
-ჭამე...
უხმოდ ღეჭავდა ქალი ლუკმებს. ყელში ძლივს გადასდიოდა. მარია იჯდა და უყურებდა, აცდიდა, როდის დანაყრდებოდა, მერე ჭურჭელი სამზარეულოში გაიტანა და ჭიქა წყალი გამოუტანა.
-რას ვაპირებთ, თინო?-გვერდით დაუჯდა ქალს.
-როისნაირი მიზანდასახული ადამიანი ჯერ არ მინახავს, მარია. ამიტომაც ვერ იპოვა პოლიციამ მთელი სამი კვირა. ისღა დაგვრჩენია მის გამოჩენას დაველოდოთ და... გვერდიდან არ მოვშორდეთ ერთმანეთს.
-გეშინია? -თინათინის კითხვანარევ თვალებს დააკვირდა-მისი გეშინია?
-მე შენ გამო მეშინია...
-საკუთარი მამა მოკლა, არ გეშინია, რომ შენც გავნებს?
თინათინმა არაფერი უპასუხა. მზერა კედელზე ჩამოკიდებულ მოლბერტზე გაუშეშდა. Აბსტრაქციულ ნაშრომში უსხეულო ფიგურები იკვეთებოდნენ.
ერთმანეთის მხრებს გრძნობდნენ დები და ეგონათ, რადიკალურად განსხვავებული ემოციებს ამ შეხებით უნაწილებდნენ.
-როის ყოველთვის ეჭვის თვალით რატომ უყურებდი?
-ალბათ იმიტომ, რომ მოსალოდნელი საფრთხისადმი მძაფრი აღქმა მაქვს-ასე განმიმარტა ფსიქოლოგმა.-სიმწრით ჩაიცინა- თორემ, გეფიცები, თავადაც არ ვიცოდი... მისი წრიდან სულ გაქცევა რატომ მინდოდა. მინდოდა შენთვის ხელი მომეკიდა და ამ კაცისგან ჩამომეშორე, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევდი უაზრო შიშების გამო შენთვის ბედნიერება დამეშალა... პოლიციაში უნდა წავიდეთ, იქნებ ჯერ ისევ სადმე ახლოა...
-თუ შენ წახვალ, ის იმედის ნაპერწკალიც ჩაქრება, რასაც როის დარწმუნება ჰქვია. თუ მე წავალ, არ მაპატიებს...
-შვილო!-გაბრაზებული შეტრიალდა ქალისკენ-პატარა ხომ არ ხარ, რაღაც სულელურ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე რომ იფიქრო, ეს კაცი ჭკუაზე ვერაა! გესმის? Შეუძლია რამე დაგვიშავოს, იაზრებ?-ხელებს ვერ იმორჩილებდა ემოციებისგან.
-მხოლოდ მჭირდება რომ გამოჩნდეს, კარგი? და იმისათვის რომ არაფერი დაგიშავოს, მე შენს გვერდით უნდა ვიყო!
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ, რომ შენ შეგიბრალებს? ან დაგიჯერებს?
ყვირილში აშკარა იყო დატუქსვის ტონი და თინათინი დაფიქრდა, სადამდე შეეძლო კაცის ნდობა?

პასუხი არ ჰქონდა, მხრები ჩამოუშვა. დანებდა.
გამარჯვებულმა მარიამ ქალს სამოსი გამოუძებნა და სააბაზანოსკენ მიუთითა.
ერთ საათში თინათინის მანქანით მცხეთის პოლიციის მთავარ განყოფილებისკენ მიუყვებოდნენ გზას.






***


შენობიდან გამოსულ ქალს ეგონა სუნთქვა არ ჰყოფნიდა. ქალაქში შემოპარულ ღამეს ფრთები გაეშალა. შეხტა, როცა მხარზე დის ხელი მოეხვია.
-ყველაფერი კარგად იქნება. სხვანაირად არც უნდა იყოს!
ხანდახან მარიას ოპტიმიზმი აოცებდა. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც შეეძლო სიმტკიცე შეენარჩუნებინა და დაეჯერა ის, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა. მისგან განსხვავებით თინათინს არ შეეძლო იღბალს დალოდებოდა- ვერ მოისვენებდა თუ თავისი ძალებით არ დაანგრევდა უბედურების საწყის წერტილს.
-შენთან გადმოვდივარ საცხოვრებლად.
-შიშს უფლებას აძლევ მოგერიოს?
-უბრალოდ ვფრთხილობ, მარია!
ვერ ელეოდა იმ ბედნიერ წლებს, რომელიც ჯაბადარმა აჩუქა, მაგრამ ამ ბედნიერებას ერთიანად უსვამდა ხაზს ისევ და ისევ როი. თინათინს უკვირდა, როგორ შეეძლო კაცს ასე შეკოწიწებული, რიდით, მოთმინებით, თითქმის ყველაფრის ფასად აწყობილი ურთიერთობის ჩამოშლა. თავი სტკიოდა. ვერასოდეს იფიქრებდა, რომ დის საყვარელი კაცისგან დაცვა მოუწევდა. აზრებისგან გაბრუებული მგზავრის სავარძელზე დაჯდა, კარი მოიხურა და გაშეშდა. ერთ რამეს მიხვდა.

როის არ უყვარდა.
და არც არასოდეს ჰყვარებია.

რომ ჰყვარებოდა თავს აარიდებდა მარიასთვის სამაგიეროს გადახდას, და მითუმეტეს განზრახვის თინათინისთვის გამხელას. არ ატკენდა ძვირფას ადამიანს. არ გაწირავდა ამგვარი ტანჯვისთვის.
ამის გაანალიზებამ ერთიანად გამოუფიტა ორგანიზმი, თვალები დაუშრა და ყელში აუტანელი წვა იგრძნო. სავარძელს მიყრდნობილი წინ გადაიხარა და ფანჯარა ჩამოსწია, ჰაერი რომ ჩაესუნთქა.
-კარგად ხარ?-გვერდით მჯდარმა მარიამ შეშფოთებით ჰკითხა.
-დამაცადე... ვერ ვსუნთქავ!-მანქანის კარი გამოაღო, გადავიდა, მაგრამ მეტი ნაბიჯი ვეღარ გადადგა, იქვე, ძირს ჩაიკეცა და შეეცადა თხელი მაისური ყელიდან მოეშორებინა-საყელო მოქაჩა. არ უშველა, ცრემლები თავისით გადმოუცვივდნენ, კანკალმა, რომელსაც ამდენი ხანი იკავებდა, ერთიანად შემოუტია.
-კარგი! კარგი!-მის გვერდით გაჩენილმა ტყუპისცალმა ყელზე ოფლისგან მიწებებული თმა მოაშორა, ბოთლიდან წყლით დაისველა ხელები და თითქმის გონებაგათიშულს სახესა და ყელზე მოუსვა.
-ისუნთქე, თინათინ! შენთან ვარ, ხედავ? ისუნთქე!
ეგონა მარწუხები უჭერდნენ ყელზე. წინ ჩამჯდარ დის სილუეტსაც ბუნდოვნად ხედავდა.
-დედაზე იფიქრე, თინო, დედაზე იფიქრე... წარმოიდგინე როგორ ჩაუდებ კალთაში თავს, წარმოიდგინე, როგორ ჩაეხუტები... როგორ მოგეფერება თმაზე-ვერ მიხვდა მარია, როგორ შეძლო ამ სიტყვების პირიდან ამოთქმა, მაგრამ მოეშვა, როცა თინათინმა ხმაურით შეუშვა ფილტვებში ჰაერი და ღონემოცლილი მიესვენა მის მკლავებს.
-როგორ შეუძლია მარია? ასე როგორ შეუძლია მატკინოს?
მარიას პასუხი არ ჰქონდა. ისღა შეეძლო ქალის სხეული მჭიდროდ მიეკრა თავისაზე და ის სითბო გაენაწილებინა, მხარში მდგომ ადამიანს რომ ახასიათებს ხოლმე: სიმშვიდენარევი, უწყინარი და დამცველი.





***



შიშნარევი, მშფოთვარე, უძილო ღამეებით სავსე კვირა მიილია. მარიას ხანდახან ეგონა გვერდით მწოლი ტყუპისცალი ძილშიც კი უთვლიდა სუნთქვებს. ყოველი უჯრედი ეწვოდა მისი გამოფიტული სახის გამო. იმ თვალების გამო, თავისას რომ ჰგავდა და მაინც, მისგან განსხვავებით სიცოცხლის სხივი დაჰკარგვოდა. მარია ხვდებოდა, რომ უხმოდ გლოვობდა ქალი დაკარგულ საქმროს. აღარც თითზე მორგებული ბეჭედი შეუნიშნავს და აღარც ის ღიმილი, ბაგეებზე რომ გადაეფინებოდა ჯაბადარის გახსენებისას ადრე.
სადამდე უნდა გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი? მთელი თვე? იქნებ წელიწადიც? როი საერთოდ რომ ვერ გამოჩენილიყო, ნუთუ თინათინს მთელი ცხოვრება ოჯახის წევრის დაკარგვის შიშში უნდა გაეტარებინა? ვერ აიტანდა მარია ამას. ეგონა მხრებზე მძიმე ლოდი აწვა და მხოლოდ მაშინ გათავისუფლდებოდა მისგან, როცა დაურეკავდნენ და შეატყობინებდნენ, რომ საკუთარი მამის მკ*ვლელი დაკავებული იყო.
არადა თავად არ ეშინოდა. საკუთარი თავი არ აღელვებდა. მხოლოდ ის ანერვიულებდა, რომ თინათინს ამხელა წნეხი საბოლოოდ, ოდესმე გაანადგურებდა და მის თვალწინ ისე დაიშლებოდა, დასახმარებლად ხელის გაწვდენასაც ვერ მოახერხებდა.
ქალის თხოვნით მარტო არსად გადიოდა. ცოცხალ აჩრდილად ექცა თინათინი. ტატუ სტუდიაში მიჰყვებოდა, მარიას მუშაობის პროცესში საათობით ფეხმოუცვლელად იჯდა ერთ ადგილზე და შენობაში შემომავალ ყველა ადამიანს დაკვირვებით ათვალიერებდა.
თინათინი ცუდად იყო და მარიას არაფრის გაკეთება შეეძლო. ალბათ, საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ეს იყო ამქვეყნიური ჯოჯოხეთი.





***



მარტო იყო სინათლისგან გაჩახჩახებულ სახლში. ტელევიზორი ხმამაღალ რეჟიმზე ჩაერთო და სამზარეულოში კერძის მომზადებით გართული ფილმს უსმენდა. თვალები აატრიალა მოულოდნელად გაჟღერებულ სინფორმაციო გადაცემის მუსიკაზე და ჟურნალისტის მკვეთრმა ხმამაც არ დააყოვნა. მწვანილის ჭრას მხოლოდ მაშინ დაანება თავი, როცა ქალაქში მომხდარი კიდევ ერთი მკვლელობა ახსენეს.
-„ერთი კვირის წინ, მიტოვებულ შენობაში, მოზარდებმა გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი შემთხვევით იპოვეს... ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე გვამის ხანგრძლივობა შვიდ დღეს აღემატება... “-მისაღებში გასულმა მარიამ უნებურად გამოყოლილ დანას ტარზე მჭიდროდ მოუჭირა ხელი. იგრძნო, როგორ გაუელვა კეფასთან რაღაცამ. თვალები სიმწრისგან დახუჭა, თავი გადაატრიალა.
-„ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე სოციალურ მედიაში აღნიშნული ინფორმაცია არ საჯაროვდებოდა, თუმცა ახლა, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს. “-Რატომღაც ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა. -“იმისათვის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, ინკოგნიტოდ რჩება დამნაშავის სახელი და გვარი...“
მარია ვერ მიხვდა, რატომ დაუარა უცნაურმა ძრწოლამ ტანში. უნებურად ამოიცურა შარვლიდან ტელეფონი და სანამ ტყუპისცალთან დარეკვას მოასწრებდა, ინსტიქტურად უპასუხა შემომავალ ზარს.
-მოგესალმებით, მარია კეჟერაძეს ვესაუბრები?
-დიახ-ხმა ჩაიწმინდა.
-მე ზურაბ უზნაძე გახლავართ, როი ჯაბადარის საქმის გამომძიებელი...
-დიახ, მახსოვხართ.
-ქალბატონი თინათინი არ გვპასუხობს, ამიტომ თქვენ დაგირეკეთ. თქვენი და თქვენი დის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იძულებული ვარ საიდუმლო გაგიმხილოთ... ახლახანს გასულ საინფორმაციო გამოშვებას თუ უყურეთ?-ყურმილში რაღაცის შრიალი მოესმა.
-დიახ!-მარიამ ფეხებში ძალა ვერ იგრძნო, დივნის კიდეზე ჩამოჯდა.
-სერიული მკველი, რომელსაც წელიწადნახევარი ვეძებდით... როია...
მარიას ის ხელი დაუბუჟდა, რომლითაც ტელეფონი ეჭირა. დანა კი თითებიდან დაუცურდა და ხალიჩაზე დაეცა.
რატომ ელოდა მსგავს ამბავს?
-უნდა დავრწმუნდე, რომ თქვენ და თინათინი სახლში ხართ... ოფიცრებს გამოვაგზავნი...
-ზურაბ...-მარიამ ძალა მოიკრიბა, რომ ხმა ამოეღო. -ჩემი და ჩემთან არაა. გარეთ... გარეთ გავიდა...
-რა... ჯანდაბა! რამდენი ხნის წინ? ახლავე ვგზავნი ოფიცრებს, გიორგი! მარია კეჟერაძის ბინა, დროზე!
-რა ხდება...
-რამდენი ხნის წინ გავიდა!-ტელეფონში ჩაჰყვირა გამწარებულმა გამომძიებელმა.
-არ ვიცი... ათი...თხუთმეტი წუთის წინ...
-დროზე, ბიჭო!-ვიღაცას უყვიროდა უზნაძე-მარია, სახლიდან ფეხი არ გაადგა, გასაგებია?
-ჩემი და საფრთხეშია?-წამოიწია, მაშინვე გასასვლელისკენ გავარდა.
-ჯერ არ ვიცით, შეეცადე დაუკავშირდე, კარგი? ჯაბადარის სამალავს ვეძებთ, ეს კაცი თითქოს აორთქლდა. ახლა თქვენ ორი საფრთხეში ხართ. სახლში დაგველოდე, გამიგონე რასაც ვამბობ?
-ხო...-უპასუხა და პარალელურად ბათინკების ჩაცმა განაგრძო. თხელ სარაფანზე მხოლოდ ჟაკეტი შემოიცვა. დაელოდა, როდის გათიშავდა ზურაბი ზარს. მერე მოუთმენლად, ხმაურით გადაატრიალა გასაღები და კარში გავარდა. კიბეს, რამოდენიმე საფეხურის გამოტოვებით, სირბილით ჩაუყვა და გარეთ ოქტომბრის სიგრძილე შემოეგება.
თინათინთან ზარი გაუშვა და აკანკალებული დაელოდა პასუხს.
ეგონა საღამოს ბინდში მზემ ისევ აღმასვლა დაიწყო, როცა ტყუპისცალის ხმა გაიგონა.
-სად ხარ!
-რა გაყვირებს, გზაში.
-რომელ გზაში?!
-ერთი ქუჩა მაშორებს შენი სახლისგან, მარკეტში ვიყავი.
-სწრაფად წამოდი, მალე შეგხვდები.
-აღარ ამოთქვამ?
-პოლიციამ როი სერიულ მკვლელობაში სცნო ეჭვმიტანილად. ძებნაა გამოცხადებული მთელი კვირა და სად ჭურში ვსხედვართ! ის მანიაკი შეიძლება ყოველ წუთს დაგვადგეს თავზე!
საპასუხოდ თინათინის ღრმა ამოსუნთქვა გაიგო. ნაბიჯებს აუჩქარა. მარჯვნივ შეუხვია. შვებისგან ხმით ამოიოხრა, როცა პატარა ქუჩის ბოლოში თინათინს ჰკიდა თვალი, მაგრამ ერთ ადგილზე გახევებული მისი სილუეტის დანახვისას უნებურად შეუნელა ნაბიჯებს. იქითკენ გაიხედა, საითკენაც კეჟერაძე იყურებოდა. ანთებული ლამპიონის ქვეშ ცხადად და მკვეთრად გამოირჩეოდა ნაცნობი აღნაგობის შავოსანი სხეული. ეს სხეული სირბილით მიუახლოვდა თინათინს, მკლავში ხელი ჩაავლო და ისე წაიყვანა ახლოს დაყენებული მანქანისკენ, თითქოს თოჯინა ყოფილიყოს. მარიას მოეჩვენა, რომ ქალი არ გაუძალიანდა და გულში ჩუმი ჩხვლეტა იგრძნო. ხოლო როცა მანქანამ ძრავა ჩართო და ქუჩაში გაიჭრა, ეს ჩხვლეტა ტკივილად იქცა, ტკივილი გაძლიერდა, გაიზარდა და მთელ სხეულს მოედო. Მუხლებმა უმტყუნეს. მოკირწყლულ მიწაზე დავარდა და ისღა შეძლო, სასოწარკვეთილს ღრმად ჩაესუნთქა, რომ დამშვიდებულიყო და ზურაბ უზნაძის ნომერი აეკრიფა.
-წაიყვანა.




***


იგრძნო, როგორ შემოხედა. თითები ისევ მშვიდად ელაგა კალთაზე. აუღელვებლად სუნთქვდა. დაეფიცება, არც ერთი წამით აუჩქარებია მის გულს ძგერის ტემპი, არც ყვირილის საჭიროება იგრძნო, არც განწირულობის განცდა და არც შიში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე დიდი საფრთხის გვერდით იჯდა. თხუთმეტ წუთზე მეტი იყო ჯაბადარი ჩუმად მართავდა მანქანას და არ იცოდა, ამ ქარიშხლისწინა სიმშვიდის დარღვევა სურდა თუ არა.
-არ ღელავ, რომ შენს დას რამეს დავუშავებ?-ერთ დროს სანატრელმა ხმამ გაჰკვეთა სალონის მდუმარება.
-სანამ ჩემ გვერდით ხარ, არა.
როის ჩაეცინა, პასუხი ეამა.
-და ჩემი არ გეშინია?
-შენი?-რიტორიკულ კითხვასთან ერთად, ამჯერად ქალმა მიაპყრო მზერა. თვალი ვერ მოსწყვიტა მის ნაკვთებს და მონატრებისგან რომ ხელისგულები აეწვა, თავს ვერ აპატია- მარია რატომ არ წამოიყვანე ჩემ მაგივრად?
-მინდა თამაში კიდევ უფრო აზარტული გავხადოთ, პატარავ.-გზისთვის თვალმოუშორებლად უპასუხა და თინათინს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, როცა მამაკაცის ხმაში ტყუილის ნოტები ამოიცნო: დაურწმუნებლობით, ორჭოფობით და ყოყმანით აღსავსე. ახლა ნერვიულობის მიზეზი აღარ ჰქონდა. სანამ როი მისი თვალთახედვის არეში იქნებოდა, მარიას საფრთხე არ ემუქრებოდა.
კალთაში ჩადებულ პარკს დახედა. ნატურალური წვენების პატარა შეკვრა ამოიღო, გახსნა და დალია. ეამა ტკბილი ვაშლის გემო.
-გინდა?-ჰკითხა და ორივე უცხო თვალს შინისაკენ მიმავალი გზით დაღლილი წყვილი ეგონებოდა.
კაცმა ჯერ ეჭვის თვალით შეხედა, მერე თავი ნელა დაუქნია. თინათინი მისკენ გადაიხარა, ბოთლის თავი ტუჩებთან მიუტანა და რამდენიმე ყლუპი წვენის მოსმაში დაეხმარა ჯაბადარს.
-მალე მივალთ? მეძინება.-სათავსოში შეალაგა წვენები.
-დაიძინე, ჯერ კიდევ ადრეა. -მშვიდად მიუგო.
თინათინმა სავარძელი ოდნავ უკან გადაწია, თვალები დახუჭა და კიდევ ერთხელ შეეცადა, საკუთარი თავი ერთ აზრში დაერწმუნებინა, რომ მარტოდ-მარტო სერიულ მკვლელთან კი არა, უბრალოდ საკუთარ შეყვარებულთან ერთად იყო დარჩენილი.
შეყვარებული. საქმრო.
სიმწრით გაეღიმა.



***

თვალები გაახილა და ბუნდოვანი მზერა უცხო საძინებელს მოავლო, შეკრთა, სწრაფად წამოიწია. არ ახსოვდა როდის ჩაეძინა, ან საკუთარ თავს ამის უფლება როგორ მისცა. Შვებით ამოისუნთქა, როცა კაცი საწოლის გვერდით მჯდარ სავარძელში დახვდა. ხელში სიგარეტი მოექცია, გვერდით საფერფლე დაედო და აუჩქარებლად ურევდა ფილტვებიდან ამონასუნთ კვამლს დაძაბულ აურაში. თინათინმა ტანზე დაიხედა. მოკლემკლავიან მაისურზე ორი ზომით დიდი ჟაკეტი ემოსა. წელსქვემოთ კი თხელი საბანი ეფარა. მარიას ბათინკები ძირს ეწყო. საწოლის ზურს მიეყრდნო წამომჯდარი და ჯაბადარის დაჟინებულ მზერას შეხედვით უპასუხა.
-რომელი საათია?
-ღამის ათია...ადრე ჩემ გვერდით უფრო დიდხანს გეძინა.
-ნორმალურია, რომ ხანდახან რაღაცები იცვლება ხოლმე, როი. -ჩაეღიმა.
კააცმა ჩამწვარი ღერი საფერფლეს დაასრისა. წამოდგა, ქალს მიუახლოვდა, მასთან ახლოს ჩამოჯდა საწოლზე. სახეზე ჩამოყრილი გრძელი წინამო ყურსუკან გადაუწია და გაუღიმა.
იცნობდა თინათინი ამ ღიმილს, რაღაცის მოლოდინითა და წინასწარ განზრახულის სისრულეში მოყვანით აღტკინებით სავსეს. წამოიწია, ამ ღიმილთან სახე მიაახლოვა და ტუჩებს ნაზად შეახო საკუთარი ბაგეები. კაცმა მოუთმენლად მოჰხვია წელზე ხელი და ამბორში მომთხოვნად აჰყვა. როცა ტუჩები მწველი კოცნით ჩაუცურა ყბიდან ყელზე, ქალმა მკლავები მოჰხვია კისერზე, თვალები გაახილა და ფილტვები ჰაერისგან დაცალა.
-რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
სიტყვებმა ჯაბადარს შეჩერება აიძულეს, არეული მზერა ქალის უემოციო სახეს მოატარა.
-იქამდე, სადამდეც მე გადავწყვეტ. -კატეგორიული იყო მისი ტონი.
-ვიღლები, როი.- კეჟერაძე როის თბილ სუნთქვას გრძნობდა სახეზე, მენთოლის სურნელით გაჯერებულს.
-რითი იღლები, პატარავ?-მოთმინებით, მოწიწებით მიეფერა თითებით ღაწვზე.
-შენით. -უპასუხა და ახლაღა იგრძნო ის შიშის ნაპერწკალი, მთელი მონდომებით რომ მალავდა სხეულში. მარია სამშვიდობოს იყო, მაგრამ თავად ცოცხალი ნაღმის ხელებში მოქცეული, ვინ იცის, როდის აფეთქდებოდა.
თუ გადარჩენა სურდა ყოველი სიტყვა ფრთხილად უნდა შეერჩია.
-რა შემიძლია შენთვის გავაკეთო?-ვერ მიხვდა თინათინი ეს სიტყვები გულწრფელად იყო ნათქვამი თუ ჯაბადარმა ისევ თამაში დაიწყო, ამიტომაც დაფიქრდა.
-ახლა გეშინია.
ამხილა როიმ და გულისძგერამ ტემპს მოუმატა.
-შენი გულის რიტმიც აჩქარდა. ახლა პირი გაგიშრა...-გაუღიმა.
თინათინმა მართლაც იგრძნო ყელში სიმშრალე.
-აი აქ, -თითები თმის ქვეშ, კეფაზე შეუცურა-ოფლმა დაგასხა...
კეჟერაძემ მტაცებლის ხელში ჩავარდნილ უმწეო კურდღლად იგრძნო თავი და გაქცევა მოუნდა, მაგრამ კაცის მარწუხებში მოქცეულს ამაზე ოცნებაც ამაოდ მოეჩვენა. ისღა შეძლო თვალები ეკონტროლებინა, არ ამღვრეოდა და თავისთვისაც ამოუცნობი გრძნობები ბოლომდე არ გაეცა.
-ოდესმე გახსენდება, რომ შენთვის ხმას ამეწიოს?-ტონი კიდევ უფრო დაუტკბა. ლოყაზე ფრთხილად ეამბორა. -ოდესმე შენთვის მიტკენია? შენთვის რამე დამიშავებია? მიპასუხე, საყვარელო.
-არა.-თრთოლვით ამოთქვა.
-ხოდა ახლა რატომ გეშინია ჩემი?-უღონოდ ჩამოეყრდნო მკლავები კაცის მხრებზე თინათინს. სახეზე ფრთხილ მოფერებას გრძნობდა. ახსოვს, როი ასე ადრეც როგორ ეალერსებოდა ხოლმე და ღრმა ძილიდან როგორ აღვიძებდა.
-რატომ გგონია, რომ გავნებ?-ჟინით მიაპყრო თვალები.
კეჟერაძემ საპასუხოდ პირი შეაღო. მაგრამ თავიდან ამოფრენილი ყველა აზრი სიტყვების დალაგების უფლებას არ აძლევდა. ტანი დაუბუჟდა.
-შემომხედე, კარგად დამაკვირდი... ვის მხედავ? შენი როი ვარ, სხვა არავინ, გესმის? Მხოლოდ შენი როი.-თვალებში ჩახედა თინათინმა, მაგრამ ახლა უსაზღვროდ ლურჯი ზღვის ნაცვლად ხახადაფჩენილი უფსკრული დაინახა. შეკრთა. უკან გაიწია, მაგრამ ხელებმა არ გაუშვეს. გონებაში ელვისსისწრაფით ჰქროდნენ საზარელი ფიქრები. მარიას ხმა ჩაესმოდა: „სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილად სცნეს...“
მარჯვენა საფეთქელი ყრუდ ასტკივდა. როის სახეს ვეღარ ხედავდა-თვალებში დაუბნელდა. ყურები დაუგუბდა. ეგონა უწონადო სივრცეში გადაინაცვლა, როცა მაჯები მოუდუნდა. ცხვირში ცხელი სითხე იგრძნო და რამდენიმეწამიანი უმოქმედობის შემდეგ ტვინის რომელიღაც ღრმა, მიყრუებულ ნაწილში თავდაცვის ინსტიქტმა იმედის სხივივით გააელვა ერთი სახიფათო აზრი.
-თინათინ!-როგორც იქნა, კაცის ხმა გაიგო-თინო...
საწოლის საზურგეს მიყუდებული ხელებით ეკავა კაცს. ცხვირიდან წამსკდარი სისხლდენის შეჩერებას გამალებით ცდილობდა და ქალს გონზე დარჩენას აიძულებდა.
-არ გაითიშო, გესმის? თვალები გაახილე...
-კარგად ვარ-სუსტი, მინავლებული ხმა გაიგო თუ არა, ჯაბადარმა ჩაწითლებული თვალები ჭერს წამიერად მიაპყრო.-წყალი მინდა...
საწოლის გვერდით მდგარ ტუბმოს გადასწვდა. წყლის ბოთლს თავსაფარი მოხსნა და თინათინს მიუტანა ტუჩებთან. ქალს ჟანგის გემო ჩაჰყვა სასმელში. ტუჩსა და ცხვირზე შერჩენილი სისხლი მაჯით მოიწმინდა.
-შეგეშინდა?-კაცის არეულ სახეს ამჯერად თავად დააკვირდა გამოფხიზლებული ირონიანარევი ღიმილით.
ჯაბადარმა მზერა აარიდა, თავი ხელებში ჩარგო.
-მახსოვს, ადრე სადღაც წავიკითხე... ფსიქოპატებს სიყვარული არ შეუძლიათო... მართალია, როი?
არც ამჯერად მიუღია პასუხი. მის ღრმა სუნთქვისგან შერხეულ მხრებს აკვირდებოდა და მიხვდა, საცა იყო იფეთქებდა. მაგრამ ახლა ისეთი სულერთი გამხდარიყო ყველაფერი, რისკზე წასვლას არ ერიდებოდა. უნდა გაერკვია, სადამდე შეეძლო კაცის ინსტქიქტებს მინდობოდა, რომ გადარჩენილიყო. უნდა გაეგო სად გადიოდა ვნების ხაზი მასსა და როის შორის.
-მითხარი, რას მიპირებ, მეც სხვა ქალებივით მაწამებ?-წამოიწია, მუშტები შეკრა მოლოდინისგან. -მომკლავ?!
ვერც კი მიხვდა, როგორ სწრაფად წამოხტა კაცი და როცა მომხდარი გაიაზრა, ყელზე მის ძალმომრე მტევნებს აღიქვამდა მხოლოდ.
-გაჩუმდი, თინათინ.
-მხოლოდ ეს შეგიძლია...-როგორც შეეძლო ზიზღით ჩაილაპარაკა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა როცა ჯაბადარი მოშორდა.
-ცეცხლს ეთამაშები, თინო?-ახლა მხრებში ჩაავლეს ხელები მტკივნეულად. სიმწრისგან გადმოცვენილ ცრემლებზე გაშეშებულ მის მზერას დააკვირდა. გულში გაეღიმა, როცა როი საბოლოოდ მოშორდა და ხმაურით გავარდა ოთახიდან-კარი ძალისძალად გაიჯახუნა.
ამწვარ ყელზე შემოიჭდო ქალმა ხელები. ფეხები ძირსჩამოსწია და საწოლზე დაქცეულ ბოთლს დასწვდა. Მორჩენილი წყალი სულმოუთქმელად გამოცალა.
კარს დააკვირდა. რამდენადაც შეეძლო უნდა მოეთმინა. ახლა თავისი თამაშის ჯერი იყო. Ხედავდა, ბეწვის ხიდზე გადადიოდა, მაგრამ სხეული ყველაფრის შემდეგ ძალაუნებურად აღიქვამდა უარყოფითს და ჯაბადარისადმი ლტოლვას უკანა ხაზზე სწევდა. თუკი სიცოცხლე უნდოდა, მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა როის მისდამი დამოკიდებულება, რომელსაც სახელს ვერ უძებნიდა.
ძალას აცლიდა გაუცხოებული მამაკაცის პიროვნების გააზრება. რადიკალურად შეცვლილი ხასიათი რომ მისი რეალური სახე იყო, კიდევ უფრო სტკენდა და საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ ყალბი ოჯახობანას უკან დამალული საფრთხე გამოეპარა.
ერთიანად მოთენთილმა სხეული საწოლზე გადააგდო. ემბრიონის პოზაში მოიხარა და თვალები დახუჭა. ძილი მოერია. ძალაგამოცლილს ცოტახნით რეალობისგან მოწყვეტა სჭირდებოდა.





***



როცა ბნელში კიდევ უფრო გამძაფრებული ხეების სუნი ჩაისუნთქა და აკანკალებული ხელები მაინც ვერ დაიმორჩილა, მუხლებზე დაიჩოქა და თავი ჩახარა. რამდენიმე წამით დაჰყო ასე, მერე ხის იატაკზე დაჯდა და თავი მოაჯირს მიაყრდნო. მუხლები მოხარა.
თვითკონტროლის დაკარგვა აგიჟებდა. სხეული ბრაზისგან უხურდა. არ მოეწონა, როცა თინათინის ფერწასულ სახის გამო თავად შიშის ჟრუანტელმა დაუარა. პირველად არ ხდებოდა, აღიარებდა, მაგრამ როგორც თავდაპირველად, ახლაც არ მოსწონდა, როცა სხვას მასზე ზემოქმედება ასე მარტივად შეეძლო. მამამისი გაახსენდა. იაგო იმდენად მკაცრი მშობელი იყო, მუდამდღე გადამეტებული წესრიგისა და სწავლის იძულებამ, ფიზიკური დასჯის სიმკაცრემ, ფსიქოლოგიურმა წნეხმა ჯაბადარი საბოლოოდ ანტისოციალურ ადამიანად ჩამოაყალიბა. მაგრამ მის ამ ხასიათს ყოველთვის ამძაფრებდა დომინანტობისა და ძალაუფლების აღმატებული, მარადიული სურვილი.
ახლა თინათინის ამგვარი გავლენა ახელებდა. არასდროს უგრძვნია დანაშაულის იოტისოდენა შეგრძნებაც კი, და ქალი, რომელიც ასეთი სიმძაფრით იზიდავდა, თავს უსუსურად აგრძნობინებდა. ხვდებოდა, როგორ ღუპავდა ნელ-ნელა. საკუთარი თავის ვერ გაეგო: მთელი მათი ნაცნობობის მანძილზე, თინათინთან ერთად გატარებული ყოველი დღე ამოცანას ჰგავდა ჯაბადარისთვის-აზარტით, გზნებით, ვნებითა და ქალის შეცნობის სურვილით აღსავსეს.
მაგრამ, რატომ?

მოაგონდა პირველი შეხვედრა. პირველად განცდილი მძაფრი ინტერესი. ოღონდ ეს არ იყო, შეგრძნება, რომელიც ადამიანის მანიპულაციისკენ უბიძგებდა. უნდოდა უბრალოდ თინათინის სულში შეეხედა და იქაურობა კარგად დაეთვალიერებინა.
როცა დამღლელი სამსახურის შემდეგ კაფის კუთხეში მჯდარმა ვიწრო სივრცეს მოავლო მზერა, თვალში ორი თითქმის იდენტური სხეული მოხვდა.
მარიას თავი ჰქონდა გადაპარსული. იმდენად ჭრელი და მრავალფეროვანო სამოსი ეცვა, ძნელი იქნებოდა, არ შეემჩნია. Მისი ენერგიული ქცევების, მიმიკებისა და საუბრისგან განსხვავებით რადიკალურად სხვა იყო გვერდით მჯდომი.
კლასიკურ სამოსში გამოწყობილს გრძელი თმა კუდად აეწია. მაშინ წინამო არ ჰქონდა თინათინს და კიდევ უფრო კარგად ჩანდა მისი მშვიდი გამომეტყველება. ქალის დაკვირვებული თვალი მდუმარედ ათვალიერებდა კაფეს. და რა გასაკვირია, რომ შეჩეხებულ მზერაში ჯაბადარმა საკუთარი თავის პატარა ნაწილი ამოიცნო.
მაშინვე მიხვდა, ქალს უცხოებთან კონტაქტი დიდად არ მოსწონდა, როცა მზერა აარიდა. ინტროვერტულ ბუნებაში კი მაშინ დარწმუნდა, როცა ტყუპების მაგიდას მიუახლოვდა და სკამზე მხოლოდ მარიას თანხმობის შემდეგ ჩამოჯდა.
-როი ჯაბადარი-თინათინს თავი დაუკრა მხოლოდ. მიხვდა, ვერბალური კონტქტი უსიამოვნო შეგრძნებას აღუძრავდა, მარიას კი ღიმილით ჩამოართვა ხელი. მაშინვე იგრძნო მისი უშუალო დამოკიდებულება როგორ გაცივდა მოულოდნელად. მაგრამ არაფრად ჩააგდო, იმდენად იყო გართული თინათინით.
-ბოდიშით, რომ ასე ჩაგეჭერით. ვიცი რომ უხერხულია, ცოტა უსიამოვნოც, მაგრამ თქვენი გაცნობა შეიძლება?-თავისი ლურჯი თვალები შეანათა სასურველს. თვალის ბრმა კუთხიდან დაინახა როგორ წამოდგა მარია მაგიდიდან და კაფე დატოვა.
მარტოდ დარჩენილმა თინათინმა სკამი გასწია, უნდა წამომდგარიყო. მერე კაცს დააკვირდა.
მერე დარჩა.
მერე ილაპარაკეს.
და მერე, დღეების გასვლასთან ერთად, როი ხედავდა, როგორ იზრდებოდა თინათინის მისდამი სიმპათია და ამ ფაქტმა იმდენად აღაფრთოვანა, ვერც კი მიხვდა, ურთიერთობის სტატუსით რიგითი ადამიანის უბრალო ცხოვრება და განსხვავებული ვინაობა როგორ მოირგო.
მაგრამ ამ უბრალოებასაც თავისი ბნელი საიდუმლოებები გააჩნდა.


ახლაც კი ვერ ხვდებოდა, სადამდე შეტოპა.
რას წარმოადგენდა თინათინი მისთვის? ვნებების დასაცხრომად გამოყენებულ სუბიექტს? მისით იყო შეპყრობილი? უყვარდა? ბოლო-ბოლო, რა უნდოდა მისგან?
მისი უკანასკნელი ამოსუნთქვის ხილვა?-ამ ფიქრზე გააჟროლა.
ოქტომბრის საღამოს სიომ ცივი ხელები შემოჰხვია და ჯაბადარმა ღრმად ამოიოხრა. თავი ჩახარა.
-შენ ჩემი პირველი მსხვერპლი იყავი, თინათინ, და ამას ვერცერთი ვხვდებოდით.
უნებურად აეწვა თვალები ცხელი, მლაშე სითხისგან.
გაიაზრა, როგორ მოსძვრა ნიღაბი.
და როიმ, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად, სასოწარკვეთა იგრძნო.






***


-სად უნდა გახვიდე? გამაგებინე, სად უნდა ეძებო?
-არ ვიცი, სადმე, სადაც შემეძლება-მოუთმენლად ამოიყვირა მარიამ და ბოლთის ცემა განაგრძო. ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
-ხომ გითხარი, ბიჭები ეძებენ-მეთქი.
-და შენ რატომ მიზიხარ აქ სულთამხუთავივით?-ვერც მიხვდა ისე გაუშინაურდა გამომძიებელს.
-წეღანს აქეთია კითხვების დასმას ვცდილობ შენთან, იქნებ ყურადღება მომაქციო!-ჩიხში მომწყვდეულიყო ზურაბ უზნაძე. -მარია, ნერვიულობით შენ დას ვერაფერს უშველი.
-იმ მანი*აკმა გაიტაცა... გაფრიქრებაც არ მინდა ახლა რას...
-დაწყნარდი, შემომხედე!-აცრემლებული ქალი გააჩერა, იდაყვებში ხელები ჩაავლო და შეხედა-მშვიდად, კარგი? მესმის შენი, მაგრამ ახლა ყველაზე სწორი ვარიანტი რაციონალურად ფიქრია, გასაგებია?
-ჰო...-ფერი გადასვლოდა სახეზე.
-დაჯექი, მოდი, წყალი დალიე-ჭიქა მაგიდის კიდესთან მიუწია დივანზე დამჯდარს. მაინც ვერ ისვენებდა კეჟერაძე, ფეხებს მოუთმენლად ათამაშებდა.
-მკითხე, მალე...
-მარია... თქვენ სამნი, ან, თინათინი და როი, ხშირად დადიოდნენ პიკნიკებზე? ან ლაშქრობებზე, ვთქვათ?
-არ მახსოვს... მე არასდროს ვყოფილვარ მათთან ერთად ლაშქრობებზე... -თმაში თითები შეიცურა-მაგრამ თინათინისგან ვიცი რომ იმ ჩ*ემისას ტყე არ უყვარს. Საერთოდ, ალბათ ყველაფერზე ღიზიანდება, რაც კი ბაქტერიებთან ასოცირდება...

ზურაბ უზნაძემ სწრაფად ჩაიწერა ნაკარნახევი.
-ქალაქგარეთ ხშირად გადიოდნენ?
-მე რა ვიცი!-წამოიყვირა მარიამ-კი არ ვუდარაჯებდი!
მის წინ, დივნის კიდეზე ჩამომჯდარმა ახალგაზრდა კაცმა წარბი მოიქექა.
-რამე უცნაური შეგინიშნავს მათ ურთიერთობაში? ოდესმე როისგან ძალადობა, ხმის, ან ტონის აწევა, ან თუნდაც შენ მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება...
-მიჭირს ამის თქმა, მაგრამ არა. ღმერთო, ის ნა*იჭ*ვარი როგორ მალავდა!
-მარია... პასუხს სრულყოფილად გაეცი პასუხი, გთხოვ.
-არა, მეთქი, ზურაბ! არც ღ*რუზინული გაჭედვები ჰქონია, არც მოკლე კაბის ჩაცმას უკრძალავდა თინათინს, არც...-უცებ გოგო გაშეშდა. -ბიჭის გარემოცვაში მარტო არასოდეს უშვებდა.
-როი რომ ჩვეულებრივი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ სტანდარტულ ეჭვიანობას ემგვანებოდა, რაც წარსულით არაჯანსაღ დაინტერესებას გულისხმობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი დასკვნა ისაა, რომ ის შენ დაზე მიჯაჭვულია.
-მაგ შეუ*რაცხადმა გოგო გაიტაცა და შენ აქ ზიხარ და მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენ?
-დიახ, მარიამ, რადგან მისი მომდევნო ქმედებები გამოვიცნოთ და ამ გამო*ირებულმა რომელიმე კეჟერაძე არ გამოგასალმოთ სიცოცხლეს!....ბოდიში-დაამატა ცოტახნის შემდეგ, როცა დამშვიდდა. მარიასთვის განკუთვნილი წყალი თავად მოსვა. -მახსოვს, პირველ ჩვენებაზე მითხარი, ამ კაცში ეჭვი ყოველთვის შემქონდაო, რატომ?
-არ ვიცი... პირადი ანტიპათია უფრო იყო თავიდან... მერე, მისი და თინათინის ურთიერთობის შემხედვარე მივხვდი, რომ ეს ეჭვი უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა...-თითები ერთმანეთში ახლართა.
-განაგრძე.
- რასაც ვხედავდი, ეს ურთიერთობა... ჯანსაღი არ იყო-ნერწყვი გადაყლაპა-არც ერთ მათგანს პირადი სივრცე არ ჰქონდა. საპირისპირო სქესისადმი, თუ ის რომელიმე მათგანთან რაიმე სახის კონტაქტში იყო, მეგობარი იქნებოდა ეს თუ, უბრალო თანამშრომელი, აგრესიული განწყობა ჰქონდათ. არა, მთლად აგრესიული არა, მაგრამ ამას სიტყვით გამოხატავდნენ და ერთმანეთს საზღვრების დაწესებას სთხოვდნენ... ამის შემხედვარეს, მიჭირდა იმის გააზრება, ამ ორს, ასეთ ტოქსიკურ გარემოცვაში ცხოვრება თავისუფლად შეეძლოთ... უერთმანეთობა აგიჟებდათ...
-მარია-შეაწყვეტინა უზნაძემ-თინათინი ასე როის გამოჩენამდეც იქცეოდა?
-მგონი როიზე ვლაპარაკობდით.
-მინდა გავარკვიო, რამხელა გავლენა გააჩნია როის შენს დაზე.
მარიამ კაცს შეხედა. ტუჩი მოიკვნიტა. თავი ოხვრით ჩახარა.
-ჩემი და წინა შეყვარებულს თავისი ეჭვიანობის გამო დაშორდა-ჩაიჩურჩულა ხმადაბლა, ისე, რომ ზურაბს გაეგო და მერე თვალები ისევ მას მიაპყრო.
უზნაძე ერთხანს დააკვირდა მის ჩაცვენილ უპეებს, გამოფიტულ სახეს და თავი დაუქნია.
-შეიძლება შენი და შენთან დასაკონტაქტებლად და დასაშანტაჟებლად გამოიყენოს.-ბრაზჩამდგარ თვალებს დააკვირდა.
-მაგით რისი თქმა გინდა...-გოგო ფეხზე წამოიწია და მიუახლოვდა.
- მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. არავინ ვიცით გონებაში უცებ რა გადაუტრიალდება. Შეიძლება ახლა შენზე გაბრაზებულია, რომ ჩაუშვი. მამამისის ჩათვლით ექვსი ადამიანი მო*კლა... შენ ჩვენთან უსაფრთხოდ იქნები, მაგრამ თინათინი მაღელვებს.
-თუ მისით შეპყრობილია, ხომ არაფერს დაუშავებს?-იმედის სხივი გაკრთა მარიას თვალებში.
-არა, არაფერი შეუძლია. თუ მისთვის შენი და ძვირფასია, არაფერს დაუშავებს. ვერ შეძლებს ამას. ფსიქოპათი საკუთარი სიამოვნებისთვის აყენებს სხვას ზიანს, მაგრამ თუ თინათინის გვერდით ყოფნაც კი მისდამი სიამოვნებას და დადებით შეგრძნებებს აღძრავს, შეიძლება მისი მოკვლის საშუალებას ვერ ხედავდეს. მაგრამ, როგორც ვთქვი, მისი ფსიქიკა არამდგრადია. ალბათ თავადაც არ იცის, როგორ მოიქცეს...





***



სანამ კარს შეაღებდა, ვერც მიხვდა, ისე იყოყმანა დაეკაკუნებინა, თუ არა. ცალი ხელით ლანგარი მჭიდროდ დაიჭირა, მეორე ხელის მტევანი რამდენჯერმე მომუშტა და გაშალა. მერე ანჯამა სწრაფად ჩამოსწია. როცა კარი უხმაუროდ დახურა და საწოლზე მძინარე არ შეირხა, მოეშვა. ჩუმად მიუახლოვდა და ტუმბოზე საჭმლით სავსე სინი დადო.
მერე თხელი საბანი აიღო, მაგრამ სველი აღმოჩნდა. წყალი დაღვრილიყო საწოლზე. კარადიდან პლედი გამოიღო და ის გადააფარა თინათინს. მის პარალელურად დაწვა, სახით ქალისკენ. Როგორ მოუნდა, ხელები შემოეხვია მის მხრებზე და მარტოობის შეგრძნება, ძილშიც რომ ასე ცხადად ჩაჰყოლოდა, გაექარვებინა. მძინარეს წარბები შეჭმუხნოდა, აშკარა იყო, სიმშვიდეს ვერ გრძნობდა. როიმ ძველი დრო ინატრა.ის დრო, როცა ქალის ჩახუტება თავისუფლად შეეძლო. როცა მისკენ გამოქცეულის მკლავებს კეფასა და წელზე შემოჭდობილს გრძნობდა; როცა ქალის მკერ*დზე თავმიდებული მის წყნარ, და ესოდენ მელოდიურ გულისფეთქვას უდარაჯებდა. თავი ვერ შეიკავა და მისკენ ახლოს მიიწია. ბაგეებს დააკვირდა. Მოშვებულს, მოდუნებულს და სანუკვარს. ფრთხილად მიიწია მისკენ, მშვიდად და აუჩქარებლად აკოცა. მერე თინათინს დააკვირდა. Რომ არ შეირხა, ჩაეღიმა. თვალებზე ჩამოწეული წინამო ფრთხილად გადაუწია ყურს უკან და სუნთქვა შეეკრა, როცა თაფლისფერებს წააწყდა. სანამ შემკრთალი და დაბნეული გაწევას მოასწრებდა, დაასწრო. მკლავით შებოჭა და მისგან გაწევის უფლება არ მისცა.
-გამიშვი...
კეჟერაძის სიტყვაში ნაგრძნობმა შიშმა ერთიანად ააღელვა. ვერ მიხვდა, რა უფრო დიდი დოზით იგრძნო: იმედგაცრუება, წყენა, თუ აქამდე უცნობი ტკივილი.
-მოიცადე...-მოუთმენლად აფართხალებულს ზემოდან დააწვა, რომ არ განძრეულიყო-თინათინ!
-ხელები გამიშვი, როი!-მკაცრად წარმოსთქვა ქალმა დასიტყვებში ამჟერად ზიზღი ჩააქსოვა.
-ნეტავ შეგეძლოს სულ ორიოდე წამით, ისევ ძველებურად შემომხედო.
-ამჩნევდი საერთოდ ჩემს მზერას?
-როგორ არა-თავადაც ჩურჩულზე გადავიდა-როცა ჩემზე ბრაზობდი, თვალები წყენით გევსებოდა, და არა ასეთი სიძულვილით. როცა ბედნიერი იყავი, ანათებდი და შენს თვალებში მოცეკვავე ჭინკები მიცინოდნენ.
-შენგან მსგავსი სიტყვების მოსმენა მაკვირვებს. ისევ ძველებური როის იმიჯი მოირგე? ჩამომშორდი და გაიწიე!
-ისე მინდა შენი კანის სითბო ვიგრძნო...
-როი!-ახლა კი ხმა წაერთვა ქალს და ამ კრთომამ ჯაბადარი დაზაფრა.
-ნეტავ მარია სხვის საქმეებში ცხვირს არ ყოფდეს, ახლა ასეთი შეშინებული თვალებით არ შემომხედავდი!-მრისხანებადავლილი ერთიანად მოშორდა სასურველს და საწოლზე წამოჯდა. Კეფაზე ხელი მოისვა, თავი ნერვიულად გაავარჯიშა.
-იცოდე, თუ მიეკარები, სიცოცხლეს განანებ!
-და რა იცი, რომ არ ვნანობ?-ირონია, ველურ ღიმილში გადაეზარდა და ისე შეხედა კეჟერაძეს. ქალი უნებურად უკან გაჩოჩდა.-საჭმელი შეჭამე-ხმა ჩაიწმინდა კაცმა.-ორი დღეა, ლუკმა არ ჩაგიდია პირში.
-რატომ წამომიყვანე?
-ყოველ შემთხვევაში მოსაკლავად არა. -აიქნია ხელი და ფეხზე წამოდგა. იცოდა, ახლა თინათინი რაღაც ცუდს ეტყოდა და ღრმად ჩაისუნთქა, რომ მოთმინება, რომლითაც ადრე ასე ამაყობდა, მოეკრიბა.
-ოდესმე ჩემ მიმართ რაიმე გიგრძვნია?
ამ კითხვას არ ელოდა. Შეტრიალდა. ქალი ფეხზე წამომდგარიყო. ნელა უახლოვდებოდა.
-რაც შენ შესახებ სიმართლე გავიგე, სულ ეს აზრები მიტრიალებენ თავში. ოდესმე, შენთვის ძვირფასი ვყოფილვარ, როი?
-ახლაც ძვირფასი ხარ-მოინუსხა, როცა მის თაფლისფერებს დააკვირდა. დაიხარა, უნდოდა ბაგეებს მისწვდენოდა, მაგრამ თინათინმა თავი აარიდა.
-სადამდე შეგიძლია ეს თამაში გააგრძელო?
-გგონია ვთამაშობ?
-სულ ამას არ აკეთებდი? უბრალოდ ახლა მიზეზს ვერ ვხედავ.
-როგორ გგონია, შენ გვერდით, სამი წელი როგორ ვიცხოვრე? -ახლა თავად გაურია ჟინი ხმაში-თუ ჩემთვის არაფერი ხარ, რატომ გიძლებდი? შენს დას რატომ ვუძლებდი?
- გაძლებაზე გქონდა საქმე?-ირონია.
-ჩემს ნერვებზე თამაშობ?-თვალები თვალებს გაუსწორდნენ.
-მითხარი, რა არის შენი მომდევნო ნაბიჯი. მე რას მიპირებ. ან საკუთარ თავს.
-ვიცი, შენთან მოსასვლელი ყველა გზა საკუთარი ხელებით მოვიჭერი და თუნცაც ჩემს შურისძიებაზე ხელი ავიღო, მაინც უარმყოფ.
-იქნებ ასე არაა?
-ნუ ცდილობ შენი დის დაცვას, თინო. მისი ბრალია, რომ ახლა ასე შორს ვართ ერთმანეთისგან, და ის მილიმეტრები, რომლებიც გვაშორებს, უფსკრული უფროა...
ქალმა მოულოდნელად კეფაზე მტევნები შემოხვია და მიიზიდა, გავარვარებულ ტუჩებს დაეწაფა. მომთხოვნად და სულსწრაფად აკოცა.
-მზად ვარ შენთან დავრჩე, ოღონდ მარიას არაფერი ავნო...
-აზრი არ აქვს, პატარავ. შენი გრძნობები ნელ-ნელა ფერებს კარგავენ...-უპასუხა გულისტკივილით და სასურველ ტუჩებს მიუბრუნდა.
-როი...
-ცოტა ხანი, თინო, არაფერი თქვა.-გააჩუმა. მოუთმენლად და უხეშად სწვდა მის სარაფანს, კალთიდან აუწია და სწრაფად გახადა. შიშველ ძუ*ძუსთავებს დააკვირდა, სიცივისგან აშოლტილებსა და გამკვრივებულებს. ქალის შეღებული ტუჩები, ღრმა სუნთქვები, ეს გრძელი, მუქი თმა...
-და შენ მეკითხები, სიყვარული თუ შემიძლია?
-საყვარელ ადამიანებს ასე არ ექცევიან, როი-ცრემლები, რომლებიც დამალვას თაკილობდნენ, პირსახეზე ცხელ ლავად დაეღვინთა.
-ყველა სიყვარული ერთმანეთს ჰგავს-გტკენს.
-შემეშვი-უკან გაიწია, როცა ჯაბადარმა წელზე ხელი მოავლო. როცა მისკენ მისწია და ტანზე აიკრა. ისევ გაბრუვდა, ფიქრებმა ისევ იწყეს გონებიდან გაქრობა.
-ცოტა ხანი, საყვარელო...-ყელზე მიაწება ტუჩები და თავი მხრებზე გადმოყრილ კეფაში ჩაურგო. ორივე ხელი მკლავი სუროსავით შემოხვია და ისე გამეტებით ჩაიხუტა, თითქოს ეს იყო უკანასკნელი შეხება და მოუნდა, სამუდამოდ ასე დარჩენილიყო. ვერ ელეოდა თინათინის კანის სურნელს და ჩუმად მთრთოლვარე სხეულს.
-ჩამეხუტე, რა. -ხმა ჩაუწყდა.
ქალმა საპასუხოდ ხელები არ შემოჰხვია. ხესავით გაშეშებული მოთმინებით იცდიდა როდის დაასრულებდა ჯაბადარი ამ ინტიმურ გამომშვიდობებას. რამე უნდა მოეფიქრებინა. ამ სახლიდან უნდა გაეღწია.
-საჭმელი ჭამე!
ერთიანად მოშორდა, შებრუნდა და გარეთ გავიდა.
თინათინმა კაბა გადაიცვა, ფანჯარასთან მივიდა. ფარდა გადასწია. მზის სინათლემ თვალი მოსჭრა. დაინახა, ჯაბადარი ფანჯრის წინ დაყენებულ მანქანაში ჩაჯდა. დააკვირდა,როგორ გადასწია სავარძლის საზურგე-შვებით ამოისუნთქა: როი ჯერ არსად წასვლას აპირებდა.
ოთახის კარს ეცა. საბედნიეროდ ღია დახვდა, რასაც ვერ იტყოდა სახლის კარზე. ჯაბადარს ჩაეკეტა. საკუთარ თავზე სიმწრით გაეცინა თინათინს და მერე სახლის დათვალიერება დაიწყო. სადმე რაიმე ბასრს, ან ბლაგვ ნივთს ეძებდა, რომელიც როის შეჩერებაში დაეხმარებოდა. სახლს სამზარეულო არ ჰქონდა. მცირე დერეფნიდან Პატარა სააბაზანოში შევიდა, იქ კი დახვდა მხოლოდ უნიტაზი და დაჟანგებული ონკანი, საიდანაც წყალი წვეთავდა. მაშინღა შეახსენეს ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა თავი.
საპიფარშოში პატარა ფანჯარა შეამჩნია. მაღლა იყო, მაგრამ იფიქრა, რომ სკამით ადვილად მისწვდებოდა, იმედოვნებდა, გაეტეოდა კიდეც. საძინებელში დაბრუნდა. ოთახი მოათვალიერა. საწოლის მოპირდაპირე კუთხეში პატარა მაგიდა და ორად ორი სკამი იდგა. Მის გვერდით კარადა-ისიც ცარიელი. ტუმბოს უჯრები გადაქექა-მაგრამ ამაოდ. ჯაბადარს ყველაფერზე წინასწარ ეზრუნა და ირგვლივ არც ერთი ნივთი დაეტოვებინა, რაც თინათინს გაქცევაში დაეხმარებოდა. ქალმა ტუმბოზე დადებული საჭმელი აიღო, კვლავ ფანჯარაში გაიხედა. მანქანა ისევ ეზოში ეყენა. ძლივძლივობით გადაყლაპა ლუკმა და სინანულით დააცქერდა ფანჯრის გისოსებს.




***



მთელი დღე საწოლზე იჯდა ფეხმორთხმით და ცუდის მოლოდნში გამძაფრებული ემოციებისგან ატკიებული თავის დამშვიდებას ცდილობდა. ოთახი სულს უხუთავდა, გარეთ გასვლა უნდოდა, აქედან გაქცევა უნდოდა. ყვირილსა და დახმარების თხოვნას აზრი არ ჰქონდა, ჯაბადარს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. თუ სახლის ირგვლივ შემოვლენულ ტყეს დაუჯერებდა, სადღაც მიყრუებულში იყვნენ. არც როისთვის ვედრება გაჭრიდა-საკმაოდ ჯიუტი ხასიათის პატრონი იყო.
ლოდინისგან დაღლასაც ვერ გრძნობდა, არადა, მთელი სხეული დაძაბვოდა. Შვება არ შეიმჩნია, როცა კაცმა ოთახის კარი შემოაღო.
-ნეტავ არასოდეს გამეცანი!-ზიზღით გამოსცრა მის გასაგონად და წყენისგან თავად აეწვა გულ-მუცელი.
ჯაბადარმა ერთხანს უემოციოდ უყურა. მერე კარი მშვიდად გაიხურა.
თავი მარტო დაიგულა თუ არა, შეუკავებელი ემოციებისგან დაღლილმა თვალები მჭიდროდ დახუჭა გამბედაობა რომ მოეკრიბა. ფანჯრის კუთხიდან გააყოლა მზერა ტალახიან გზაზე ნელა გასულ მანქანას და იქამდე უდარაჯებდა, სანამ თვალს არ მიეფარა. სახლის დაზვერილი თიოთეული კუთხე სწრაფ მოქმედებაში დაეხმარებოდა, ამიტომ აღარ დააყოვნა. სააბაზანოში გავარდა. კედლის ზედა ნაწილში არსებულ პატარა ფანჯარას რომ მისწვდომოდა, ხის სკამი მიიდგა. ძლივძლივობით გასწია ხის ჩარჩო. ერთი პირობა იფიქრა, ჩაემტვრია, მაგრამ მერე მინებშორის უსაფრთხოდ გაძრომა გაუჭირდებოდა, ამიტომ ძალა მოიკრიბა და ნატკენი, ძველი ხისგან დაჩხვლეტილი თითების ხარჯზე მაინც მიაღწია საწადელს, ფანჯარა გააღო. ფეხისწვერებზე აიწია, ქვედა ჩარჩოს დაეყრდნო, მოქნილად შეხტა ვიწრო რაფაზე და თავი ფანჯარაში გაყო. მუცელს დაეყრდნო, მერე სხეული ფანჯარაში გააძვრინა, მოტრიალდა, ჩარჩოზე დაჯდა. მაღლა აიხედა, ხელის მოსაჭიდებლად რკინის მილს მოეჭიდა, რომელითაც სახლში გაზი შეჰყავდათ. ჯერ ერთი ფეხი გამოაძვრინა ძლივძლივობით. მერე მეორე. თავს ძლივს იმაგრებდა ხელებს მინდობილი. როცა გარეთ გამოვიდა, ნიადაგის მოსასინჯად დაბლა ჩაიხედა და მილს ხელი გაუშვა. მსუბუქად დაეშვა ნამიან მიწაზე და გამოღწევით აღტკინებული და გულამოვარდნილი მუხლებს დაეყრდნო დასამშვიდებლად. მთავარი ახლა იწყებოდა. ვინმე უნდა მოეძებნა და დახმარება ეთხოვა. მარია უნდა გაეფრთხილებინა. თავი უნდა გადაერჩინა. იმდენი საფიქრალი დაუგროვდა ერთდროულად, დაბნეულმა ვეღარ მოისაზრა საით გაქცეულიყო. ტალახიან გზას დააკვირდა, არ უნდოდა გზაზე როის შეჩეხებოდა, ამიტომ გზისკან საპირისპიროდ დაიწყო სვლა და სველ, შემოდგომის ცივი ამინდებისგან გაყვითლებულ ტყეს შეერია.
ფეხი ყოველ სამ წამში უსრიალებდა. ტყე ტალახიანი არ იყო, მაგრამ ნამიანი ფოთლები სიარულში ხელს უშლიდნენ. მოზღვავებული ადრენალინის გამო თხელი კაბის ამარა სიცივეს ვერ გრძნობდა. გაღწევის სურვილით შეპყრობილი ვეღარაფერს აღიქვამდა ირგვლივ. მალევე ფეხებში სისუსტე იგრძნო, კიდურები ასტკივდა, სუნთქვა გაუძნელდა და ერთიანად აწითებული ღრმა ჩასუნთქვებისგან გაბრუვდა. არ შეჩერებულა. ბრმად მიიწევდა პირდაპირ და გამართლების იმედზე მყოფს ერთი სული ჰქონდა გზა დაენახა. ასეც მოხდა. ხეებს შორის ნაცრისფერი ზოლი გამოიკვეთა. და როცა მაგიტრალის ჯებირებს გადააბიჯა, უკვე ვეღარ სუნთქავდა. თითქმის ნახევარსაათიანი სირბილ-სიარულის შემდეგ გული ყელში მობჯენოდა და მუხლებს დაეყრდნო სუნთქვის დასარეგულიერებლად. გზაზე ერთი ტრასნპორტიც არ ჩანდა. მზე ჩადიოდა. დასავლეთის სიწითლეს ზურგი აქცია და დაბნეულმა აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი. გზას გაუყვა.
ახლაღა იგრძნო ის სიცივე, ოქტომბრის საღამო რომ უძღვნიდა. ცაზე ნელ-ნელა იკრიბებოდნენ საავდროდ გამზადებული ღრუბლები. ცივი ქარი და ჩუმი შიში იყვნენ მისი მეგზურები. ინანა, მოსაცმელი მაინც წამოეღო, მაგრამ იმდენად ზარავდა იმ სახლის გახსენება, ფიქრები გონებიდან ამოიგდო და ცოტა დასვენებულმა ნაბიჯებს აუჩქარა. ზურგსუკან ტრანსპორტის ხმა მოესმა. შეჩერდა, უკან მიიხედა. ტრაილერის დანახვისას შვებით ამოიოხრა და ჰაერში ხელების ქნევას მოჰყვა, მძღოლს რომ შეემჩნია. არ იცოდა, სიხარულისგან უნდა ეტირა თუ არა, ტრანსპორტი რომ გაუჩერეს. ფანჯარა ჩასწიეს და იქიდან ასაკოვანმა კაცმა გადმოიხედა.
-საით შვილო...
-შეგიძლიათ მითხრათ რა ადგილას ვარ? ტყეში ლაშქრობაზე ვიყავი, მაგრამ გზა ამერია...
კაცმა უცნობის ჩაცმულობა შეათვალიერა. დაეჭვოდ მოეჩვენა გრძელი სარაფანი და მაღალძირიანი ბათინკები მოლაშქრესათვის, მაგრამ აღარ დაუყოვნებია.
-მარტაზისხევის ტყეა ეს შვილო. აქვეა მცხეთა.
-შეგიძლიათ, დამიმგზავროთ?-გული ძგერსიგან უვარდებოდა. არც კი იცოდა ეს ადგილი სად იყო.
-შეგიძლია მოუარო, დაჯექი.
ქალმა სიტყა არ დაასრულებინა, სატვირთოს ცხვირთან შემოუარა და ძლივ-ძლივობით ავიდა სალონში. Კარები რომ მოიჯახუნა, მაშინღა იგრძნო, რომ გათავისუფლდა და ტირილი მოუნდა.
-რამე ცუდი შეგემთხვა, შვილო?-ჭაღარათმიან კაცს დააკვირდა.
-თქვენ რომ არ ყოფილიყავით, არ ვიცი, რას მოვახერხებდი.-შვების ამოსუნთქვას ამოაყოლა თვალები დასაწყნარებლად დახუჭა. მთელი სხეულით კანკალებდა.
-ტელეფონი ხომ არ გაქვთ?-ჰკითხა, როცა კაცმა ტრანსპორტი დაძრა.
-კი, როგორ არა, გამომართვი. -ძველი ნოკია გაუწოდა. -ოღონდ იჩქარე, საცაა დაჯდება.
თინათინმა გამალებით აკრიფა დის ნომერი, რამდენჯერმე ციფრი შეეშალა და მერე, მოუთმელად დაელოდა მარიას ხმას. ტელეფონი გამორთული იყო. ზარი გაამეორა, არც ერთხელ უპასუხეს. ზურაბ უზნაძის ნომერი არ ახსოვდა. ას თორმეტი აკრიფა, ზარი გაუშვა და ის იყო, ოპერატორის ხმა მოესმა, ტელეფონი დაჯდა.
-ჯანდაბა, ღმერთო!-სიმწრით ამოიტირა.
საგონებელში ჩავარდნილი შეეცადა გეგმა დაეწყო სახლში მისასვლელად. როგორმე მარიამდე უნდა მიეღწია. თუ როი გზაში არსად შეყოვნდებოდა, წესით მცხეთისაკენ მიმავალ გზას ადგა. მოუთმენლად ცმუკავდა და ქალაქამდე მავალ დროს საუკუნედ აღიქვამდა.
ხუთწუთიანი მგზავრობის შემდეგ, როცა კაცმა სატვირთო ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა, გაოცებული მიუტრიალდა.
-ტელეფონის დატენვას შევძლებთ?!
-კი, შვილო, თან მე საწვავი მაქვს ჩასასხმელი. მერე გზას განვაგრძობთ.-სანდომიანად გაუღიმა. როცა სატვირთოდან ჩამოვიდნენ, ქალმა გარემო მოათვალიერა. დაღლილობამ და შვებამ ერთიანად შემოუტიეს. მერე სადგურის მეორე მხარეს ნაცნობ მანქანას მოჰკრა თვალი.
ძველი, შავი მოდელი, სწორედ ისეთი... როგორიც ამ საღამოს როიმ წაიყვანა. და გაშეშდა.
მანქანის კარი გაიღო. კაცი გადმოვიდა. მისი დანახვისას იგრძნო, როგორც ჩაეღვარა კიდურებში ტკივილი.
აღარაფერი გაუგია თინათინს. აღარაფერი დაუნახავს. შორიდანაც შეამჩნია კაცის თვალებში ჩაბუდებული მხეცი და ისღა მოისაზრა, შებრუნებულიყო და მთელი ძალით გაქცეულიყო.
დიდხანს ირბინა. ისე გამალებით და სწრაფად, უკან არც მიუხედია. თვითგადარჩენის ინსტიქტისგან ენერგიამოკრებილი ვეღარც დაღლილობას აღიქვამდა, და ვეღარც ჩქარი ფეთქვისგან ყელში მობჯენილ გულს. ხოლო როცა თავისსა და მდევარს შორის დისტანციის შემოწმება გადაწყვიტა, თავი წამით მიატრიალა. ზურგსუკან მძიმე ნაბიჯების ხმამ დააბნია და ძალაგამოლეულს მარტივად მისწვდა ჯაბადარი, მკლავში მტკივნეულად ჩაავლო ხელი თა თავისკენ ისეთი სიმძლავრით დაქაჩა, ქალი მთელი ძალით შეასკდა როის სხეულს.
-გამიშვი, გამიშვი!-განწირულ ყვირილში ჩაქსოვილი ზიზღით ცდილობდა კაცი მოეშორებინა, მაგრამ ამაო აღმოჩნდა თავდასახსნელად ხელებისა და ფეხების ქნევა.
-გაჩერდი, პატარავ! Გაჩერდი!-ძალუმად მოუჭირა მკლავებზე ხელი და სახე ახლოს მიუტანა. Ჩაეღიმა გაშეშებულ თინათინზე-რას აპირებ... გეგონა, გამექცეოდი?
-მომკლავ? მეც მათსავით მომკლავ?
-გაჩუმდი, და გამომყევი!
-როი!-დაუყვირა. და ეს ყვირილი გამოფხიზლებას სთხოვდა ჯაბადარს.
-რა გინდა? სიკვდილი არ გინდა? Არც მე მინდა შენი სიკვდილი, გასაგებია? არც მე!-მჭახე ყვირილითვე უპასუხა. -ჩემს საქმეს მოვამთავრებ და გაგიშვებ! ხომ გაიგე?
-შენი პირით მეუბნები რომ ჩემს დას რაღაცას დაუშავებ და როგორ მთხოვ, რომ დავწყნარდე?! ვინმე ჩემზე იგივეს რომ გეტყოდეს, შენ რა ჯანდაბას გააკეთებდი?!-ყელი აეწვა ყვირილისგან.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. კაცმა თვალებში ჩახედა კეჟერაძეს.
-მოვკლავდი.
ოღონდ ამ სიტყვას უგუნებობის, დანებებისა და ტკივილის ნოტები ახლდა.
-წამოდი, თინათინ. ბნელდება და გცივა. -ხელი შეუშვა ქალს და ბენზინგასამართი სართულისკენ გატრიალდა.
კაცის ზურგს დააკვირდა. მერე მისკენ უნებურად დაიწყო სვლა. ოღონდ ვერ მიხვდა, ამას მართლა მარიასთვის აკეთებდა თუ იმ შინაგანი შიმშილისთვის, რომელსაც მხოლოდ ძველი როის ღიმილი დაანაყრებდა.





***



-რას ელოდები?
სადამდე უნდა გაეძლო კეჟერაძეს, ვერ ხვდებოდა.
როისგან ზურგშექცევით იწვა საწოლზე.
სკამზე მჯდარ მამაკაცს თავი საზურგეზე გადაედო, ქალის ღრმა და ჩუმ სუნთქვას უდარაჯებდა თვალებდახუჭული.
-უნდა გამიშვა.
-ვიცი.
-არა, ახლავე უნდა გამიშვა. არავის ვეტყვი შენზე. არც შენს სამალავზე. არც შენს გეგმებზე. -მისკენ გადაბრუნდა
-ეგეც ვიცი.
-რას ელოდები?-გაუმეორა კითხვა. წამოჯდა.
-იმ კაცმა, ერთხელ მითხრა, რომ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გავთავისუფლდებოდი.
ქალი მიხვდა, მამამისზე ლაპარაკობდა.
-ამიტომ მოიქეცი ისე... როგორც მოიქეცი?
-არა. მისი ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენა გეგმებს აგვირევდა. იდილიას დაგვირღვევდა- აი ამიტომ. -კაცმა ჩაიცინა-ასეც მოხდა. ვიცი, შენ მე არაფერს მაპატიებ. ამიტომაც მივიყვან დაწყებულს ბოლომდე და, მერე გავქრები. ყველაფერი დიდი ხნის წინ აირია. ეს ის შემთვეევაა, როცა სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება
-გთხოვ როი. არ გინდა, რა.-ამოიტირა.
საპასუხოდ ჯაბადარი წამოდგა, მიუახლოვდა. მერე მისი ტუჩები იგრძნო თავზე. მერე მოშორდა. კარი გაიღო.
-სააბაზანოს ფანჯრის იმედი ნუღარ გექნება. იმედია წეღან ჩაქუჩის ხმა გესმოდა.-თინათინმა აღიარა, ეს ირონია სძულდა.
და უცებ გაიაზრა, რომ მარიას რეალურად ელოდა საფრთხე.
-როი!
წამოხტა, გაეკიდა, მაგრამ ვერ მიუსწრო. კაცს კარი გაეკეტა.
სააბაზანოში გაიქცა, ფანჯარაზე ხის ფიცრები იყო აკრული, მერე ისევ შემოსასვლელ კარს ეცა-ვერ გააღო. უღონობისგან, უძალობისგან გაგულისებულმა ხმამაღლა იკივლა, და კიდურებში დავლილ მრისხანებას უფლება მისცა ოთახი თავდაყირა დაეყენებინა. სკამები მთელი ძალით მიახეთქა კედლებს. ფანჯარას შეშლილივით ესროლა დამტვრეული სკამის ნატეხები. შუშა ჩატყდა და ოქტომბრის ღამის სიცივემ ოთახში შემოაღწია. არ გაჩერებულა: საწოლზე დაყრილ ბალიშებზე იყარა ჯავრი. ძირს ჩაიკეცა. Მთელი სხეულით აკანკალდა. თმაში ხელები შეიცურა და რწევას მოჰყვა. ფანჯრის გისოსებს მზერა აარიდა.
-მეზიზღები, როი! Ნეტავ იცოდე! Როგორ მეზიზღები!
მოთქმით ატირდა.






***



საფრთხე, რომელსაც აქამდე ბრმად აღიქვამდა, ახლა ისე ცხადად იგრძნო, ეგონა ჰაერში დამუხტული ნაწილაკებიც კი დაინახა დაძაბულობისგან. აივანზე მჯდარმა ღამის ცას ახედა. საავდროდ გამზადებულ ღრუბლებში შემალულიყო მთვარე და თავი რატომღაც კიდევ უფრო მარტოდ იგრძნო. წამით ისიც ინანა, გამომძიებელ უზნაძეს სახლის დატოვება რომ აიძულა. სამი სართულით დაბლა, ქუჩა მოათვალიერა. მერე კაცის ნათქვამი გაახსენდა:
-“რამე ხდება და მირეკავ!“-დარიგებაზე უფრო, გაფრთხილებას ჰგავდა სიტყვები-ღელვითა და უხმო შიშით გაჯერებულს.
მშვიდად და აუღევებლად წამოდგა. ოთახში შევიდა და კარი საგულდაგულოდ დაკეტა. გამჭვირვალე კარს მუქი ფარდა ჩამოაფარა. მერე სწრაფად აიღო ტელეფონი და მესიჯი აკრიფა.
-„მოვიდა.“
საკუთარ წინათგრძნობაში ღრმად იყო დარწმუნებული,
გაგზავნილ შეტყობინებას დააკვირდა. ხელშესახებად იგრძნო ცუდის მოახლოების აუტანელი განცდა. კარზე დააკაკუნეს-შეხტა. არ ახსოვდა, შემოსასვლელი კარი ჩაკეტა თუ არა და პანიკამ მოიცვა. წამში საძინებელ ოთახში შეიჭრა და ამჯერად ეს კარი დაკეტა. მის პირდაპირ, ფანჯარასთან დადგა. თვალები დახარა, გარეთ არსებულ ჩუმ ხმაურს დაუდარაჯდა: მძიმე კარი გააღეს. რიტმული, აუჩქარებელი და სახასიათო ნაბიჯები ეცნო. გული სწრაფი ძგერისგან აეწვა და პირით ჰაერი ღრმად, ჩუმად ჩაისუნთქა. გულსა და მუცელს შორის დაჭიმულობა იგრძნო. მხრები აეწვა. მოეჩვენა, თითები გაეყინა. ცივ მინას ზურგით აეკრო.
ესოდენ საძულველი ნაბიჯები ჯერ ჩაჩუმდნენ, მერე ნელ-ნელა უფრო ახლოდან მოესმა და ეგონა, კარის უკან მდგარი კაცის სილუეტიც კი გაარჩია. ოღონდ, ამ სილუეტს სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული-ბოროტი, მსხვერპლის მოხელთებით აღსავსე.
-მარია?
ასე როი ადრე მიმართავდა ხოლმე. ეგონა ამჯერად ტონი შეეცვლებოდა: გაბრაზებულს ხმაში მრისხანება ჩაუდგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
-აქ ხარ?-ფრთხილად დააკაკუნეს კარზე. მერე ანჯამა ჩამოსწიეს. არ გაიღო. ოფლით დაცვარულ ხელისგულები შარვალზე გაისვა და ტელეფონზე მოსული შეტყობინება, რომელიც ზარით გაიგო, გახსნა.
-„მოვდივარ!“
შვება ვერ იგრძნო, კისერზე დაჭიმულობა მოაწვა. ხერერხემალში დავლილმა უსიამოვნო ჟრჟოლამ აიძულა ხელები საკუთარი სხეულისთვის შემოეხვია.
-ძვირფასო, ხომ არ შეგიძლია კარი გამიღო?
-შვიდი წლის ბავშვს ვგავარ, ჯაბადარო?!-საკუთარმა თავმა გააოცა, სიტყვებში სიმტკიცე ესოდენ ხმამაღლა რომ ჟღერდა. Რამენაირად დრო უნდა გაეწელა უზნაძის მოსვლამდე.
-ვის ელოდები დასახმარებლად, მარია?-იკითხეს კარს მიღმა და ქალს ეგონა გულისრევა მოაწვა. ხმა ვერ ამოიღო. შიშისგან ატკიებულ თავზე ხელები მოიჭირა. არ ნანობდა არაფერს. ახლაც, როცა ჯაბადარს წუთი-წუთზე შეეძლო ოთახში შემოჭრა, მაინც საკუთარ თავს აგულიანებდა. კარზე მძიმე დარტყმის ხმა გაისმა, ჩარჩო შეირყა. მხოლოდ ის ინანა, ანჯამის ქვეშ კარს სკამიც რომ არ მიუდგა, მაგრამ ადგილიდან განძრევაც ვერ შეძლო, რადგან კარი შემოამტვრიეს.
-ცოტა გამძლე უნდა დაგეყენებინა!-მხრის ზელვით გაუღიმა შემოჭრილმა. მარიას გაქრობა მოუნდა. უნდოდა მინას შეზრდილიყო, ჰაერს შერ*მოდა.

ფერები გადაუვიდა სახეზე, ჯაბადარის შეცვლილ გამომეტყველებას რომ ჰკიდა თვალი. კაცმა ქურთუკის სახელოები გულისყურით აიკეცა და მსხვერპლისკენ ნაბიჯი გადაგდა.
-არადა, შენი და როგორ მთხოვდა, შემებრალებინე.
-თინათინი სადაა?!-ამოთქვა. ხმაში კარეული კანკალის გამო როის ღიმილი გაეპარა.
-კარგად არის, ნუ ღელავ. -ფრთხილად მიუახლოვდა მარიას. კაცის გაშლილი თითები, რომელნიც მისკენ მიიწევდნენ, წამით მახრჩობელა გველებად მოეჩვენა. ახლა, თვითგადარჩენის ინსტიქტზე მეტად მოუნდა წინ მდგარისთვის საკუთარი სიკდილით მოგვრილი სიამოვნება არ მიენიჭებინა. სანამ როი მიუახლოვდებოდა, შეტრიალდა, მეტალოპლასმასის ფანჯარა გააღო და არც დაფიქრებულა ისე გაიწია, თავით გადაეშვებოდა სივრცეში, რომ არა კეფაში მტკივნეულად მოჭერილი ხელი.
-სად გამირბიხარ, ძ*კნა!
მიუხედავად გამეტებული გაბრძოლებისა, ფეხზე ფეხი გამოუდეს და ოთახის იატაკზე მტკივნეულად დააგდეს ზურგით. ხელები თავს ზემოთ მჭიდროდ გაუკავეს.
-არ ქნა ეს, როი!-ცრემლები მოაწვა ყელში-თინათინისაკენ მიმავალ უკანასკნელ ხიდს ნუ ჩატეხავ! -ფეხებს ვერ ამოძრავებდა. კაცი მთელი ძალით აწვა მუხლებზე.
-ყველა ხიდი ისედაც ჩატეხილია!-ჩაილაპარაკა დანანებით. მეორე, თავისუფალი ხელით ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო, გახსნა და თვალებგაფართოებულ ქალს ღიმილით მიუტანა სახესთან.
-იცი, რატომ არ ვეხები მსხვერპლების სახეებს?-დაიხარა მისკენ-სიკვდილი უფრო ლამაზი რომ იყოს!-თაფლისფერებმა, რომლებიც ესოდენ ნაცნობნი იყვნენ, უცებ ირსახე შეიცვალეს და მარიას მზერა თინათინის თვალებმა ჩაანაცვლა. წამით შეკრთა ჯაბადარი, ყელზე ჩააცურა თითები, ყურადღება რომ მოეკრიბა და საცოლის თბილი, ვნებიანი გამოხედვა გონებიდან გაექრო.
“ის მარიაა!“-ამაში დასარწმუნებლად ქალის მოკლე თმას შეავლო თვალი. მერე მის შეშინებულ გამომეტყველებას დააკვირდა. არა, თინათინი ბოლო წამამდე ჯიუტი შემართებითა და იმედით გაუძალიანდებოდა. სანამ გონება სულ მთლად გაეთიშებოდა, დანის წვერი მკერდიდან ფერდამდე მტკივნეულად ჩაუცურა და რამდენიმე დარტყმა მიაყენა ნეკნების ქვემოთ. Შემკრთალმა ამოკვნესა. თვალებში დაუბნელდათ ორივეს. Როის სიამოვნებისგან, კეჟერაძეს-აუტანელი ტკივილისგან. მონუსხულივით დააკვირდა კაცი მის გაწამებულ თვალებს, ცრემლებად ქცეულებს. ტკბილი და სისხლიანი შურისძიებისგან აღ*ნებულმა ქალს სუნთქვაშეკრულმა შეხედა. პირი უნებურად გაეღო. უნდოდა ეს განწირული გამომეტყველება შეესისლხორცებინა, მაგრამ არ დასცალდა- ღია ფანჯრიდან პოლიციის სირენის ხმა შემოესმა.
- მთავარია, რომ ეს უხმო ვედრება მაინც მისახსოვრე, მარია!-სისხლიანი ხელით მიეალერსა გათიშულს. ქალის გახელილმა თვალებმა, რომელიც ტკივილით უნებურად დაეხუჭა, უკანასკნელი ცრემლი ვერ დაიტიეს. ჯაბადარმა დანა სწრაფად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და ფანჯარას გადაევლო. რაფის დახმარებით ქვემოთ აივანზე ჩავიდა. სიმაღლისდამიუხედავად მოქნილად გადახტა მიწაზე და სწრაფი ნაბიჯებით ქუჩის კუთხეში მიიმალა.





***


ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა სტკენოდა თინათინს ტყუპისცალის დაკარგვა ასე. ან რატომ უნდა აეკლო ყვირილით სახლი, რომელიც ისედაც თავდაყირა იყო დაყენებული. Რატომ უნდა დასჭირვებოდა წამის მეასედებში შეშლილად გარდაქმნილი ქალის დამშვიდება. თავის მარწუხებში მოქცევა და მისგან სალანძღავი სიტყვების ატანა:
-ნაბი*ვარი ხარ, მკვლ*ლო! შენ გამინადგურე ცხოვრება! მეზიზღები! გამიშვი! მეზიზღები!
ისიც უკვირდა, რითი დაიმსახურა სიძულვილის ასეთი გამოვლინება მისთვის ძვირფასი ქალისგან.
-არაუშავს, პატარავ, გადაგივლის-ძალით იხუტებდა გულში მოფართხალე სხეულს. მერე, როცა კეჟერაძეს ძალა გამოეცალა და მის მკლავებში ბავშვივით ატირდა, როის გაეღიმა. გრძელ თმაზე მოწიწებით, თბილად ჩამოუსვა ხელები. -გაივლის, საყვარელო. ყველაფერი კარგად იქნება.
თინათინს ასე უსუსურად თავი არასოდეს ეგრძნო. ხელები, რომლებიც ეხვეოდნენ, სულს უხუთავდნენ, სხეული, რომელიც ეკვროდა, შინაგან ძალას ს*წოვდა; ხმა, რომელიც ამშვიდებდა, კიდევ უფრო ახელებდა გატანჯულს, და მაინც, ძალა აღარ ჰქონდა, გაებრძოლა. იმიტომ, რომ კაცი, რომელიც ერთ დროს უყვარდა, ახლა მისი დის მკვლელი გამხდარიყო.
-გთხოვ, როი... გევედრები, გამიშვი.
-რა თქმა უნდა, ოღონდ ცოტა ხანი მოიცადე. დაწყნარდი...რომ არ გაქცეულიყავი, მარიას ცოტა გვიან მივხედავდი, შენ მაიძულე, საყვარელო, მაგრამ არაუშავს. -ძირს ჩაიკეცა ქალის სხეულთან ერთად.
ეს სიტყვები თინათინმა შეისრუტა და სწორედ მათი დახმარებით მოიკრიბა მოთმინების უსაზღვრო უნარი. არაფერზე ფიქრობდა. ემოციებისგან სრულიად დაშრეტილს გლოვის დასრულებაც არ დასცალდა-რომ არ გაგიჟებულიყო და ჯაბადარის ხელში მარიონეტად არ ქცეულიყო, კაცისავით გაქვავდა. განთიადამდე უძრავად იწვა საძულველ მკლავებში. ჯაბადარის ჩუმ, წყნარ სუნთქვებს დროდადრო თავის მღელვარე და უხმო ამოოხრებას აყოლებდა. ფანჯრიდან ცისკრის წითელი ელფერები დაინახა, და თავის გულშიც, პატარა, მტკივნეული, მაგრამ იმედისმომცემი სხივი დაიჭირა. სუნთქვა ნელ-ნელა დაუწყნარდა. მზერა ჩამსხვრეული მინიდან ძირს გადაიტანა. ერთი ხელის გაწვდენა კმაროდა, შუშის მოზრდილ, ბასრ ნაჭერს რომ მისწვდენოდა.
„მარიასთან საქმე დასრულებულია-სიტყვები და ღიმილი“
მაშინ, როცა აგონიას მომაკვდავები გრძნობენ, ცოცხლებს შეუძლიათ სასოწარკვეთა იგემონ. ოღონდ ეს სასოწარკვეთა ხანმოკლე და მკვეთრია-ზუსტი და მიზანმიმართული; სიბნელეში გამკრთალ ელვასავით შეუძლიათ გზის წამიერად განათება.
იმ მომენტში თინათინ კეჟერაძეს ეს შეგრძნება დაეუფლა. იგრძნო ბოლო წვეთი საკუთარი მოთმინებისა და ძალისა.
და ისე, თავადაც რომ ვერ გაიაზრა, შუშას ხელი მჭიდროდ მოუჭირა, სწრაფად, მოუთმენლად, შიშით, თუმცა მყისიერად, დამიზნების გარეშე შეუცურა კაცს ფერდში.
დასერილი ხელისგული ვერ იგრძნო. სამაგიეროდ ცხადად აღიქვა შემკრთალი, მტკივნეული მოულოდნელობისგან დამფრთხალი სხეული.
-თინათინ!-მუქარამ შეაკრთო, კიდევ უფრო ღრმად ჩაასო ხორცში ბასრი იარაღი და მაშინღა შეძლო მოდუნებული მკლავებისგან, რომელიც ზურგზე ჩამოუცურდნენ, თავის დაღწევა. მუხლებზე დაჩოქილი გასწორდა, მზერადაბინდულმა, გონზე ვერმოსულმა შეხედა ჯაბადარის არეულ სახეს, ტკივილისგან ფერწასულს.
-რა გააკეთე...-თინათინმა იფიქრა, რომ ამ საყვედურს უნამუსობისა და არაადამიანობის სუნი ასდიოდა.
-ჩემი დის სანაცვლოდ, როი! მარიამ კი არა, შენმა სიზმრებმა გაგცეს!-ზიზღით ჩააცქერდა თვალებში კაცს. მაგრამ აგონიის მაგივრად ლურჯ ირისებში გამარჯვება დაინახა და დაპატარავდა. ჯაბადარმა მარჯვენა ხელი ნელა ასწია, ხელის ზურგით მიეალერსა ღაწვზე თავის ჯალათს. გაუღიმა.
-როცა პირველად დაგინახე, შენში საკუთარი თავი ამოვიცანი-ჩაიჩურჩულა ქალის გასაგონად და სისხლი ამოახველა.
თინათინი შეკრთა.
- და მაინც-განაგრძო კაცმა-შენი თვალები ისეთი სუფთა და უმწიკვლონი არიან, როგორც თმაგაშლილი ქალწულები...
აღარ უნდოდა კეჟერაძეს ამ კაცის პირიდან წარმოთქმული ერთი სიტყვის გაგონებაც კი, შუშის სისხლიანი ნაჭერი კიდევ ერთხელ, მწარედ ჩასცა მუცელში. ჯაბადარს ტკივილისგან თვალები მიელულა, სხეული მოუდუნდა და აკანკალებულ ქალის მხარს დააყრდნო თავი.
-შენ ჩემს ერთ წვეთ ცრემლსაც კი არ იმსახურებ, ნაბი*არო!-წარმოსთქვა ზიზღით თინათინმა და შეეცადა, თვალის კუთხიდან გაპარული სისველე შეეკავებინა. ვერ გამოუვიდა. მჭიდროდ დაჭერილი შუშა სწრაფად გამოაძრო სხეულიდან, ხელის უხეში კვრით როი მოიშორა და მომაკვდავი შეუბრალებლად დააგდო იატაკზე. სისხლიანი შუშაც ძირს მოისროლა და ისიც წვრილი, პატარა ნამსხვრევების სახით წკარუნით მიმოიფანტა. შარვლის ჯიბეები შეუმოწმა, მანქანის გასაღები ამოაცალა ჯერ კიდევ გონზე მყოფსა და ტკივილისგან მოხრილს. ფეხზე წამოდგა. იმ ლოყაზე ჩამოისვა უდიერად ხელი, რომელზეც წეღან კაცი შეეხო და მერე აკანკალებულ, საკუთარ მტევნებს დააკვირდა-სისხლიანი ჰქონდა. მომაკვდავს დააკვირდა. გაშეშდა. სანამ გონება მომხდარის სრულად აღქმას მოასწრებდა, ღია კარში გავარდა და მანქანაში ელვისსისწრაფით ჩაჯდა. თრთოლვით ჩართო ძრავა და ტალახიან გზას გაუყვა.



***


ნაცნობ ბენზინგასამართ სადგურს ისე ჩაუარა, არც შეუნიშნავს. სიჩქარე წამითაც არ დაუგდია. მხოლოდღა მაშინ გააჩერა მანქანა, როცა წვიმა დაიწყო და იძულებით მობილიზებული გონება გაეფანტა. გზიდან მზერა თავის ხელებზე გადაიტანა-საჭეს გაუშვა თითები. სისხლი მოსცხებოდა მტევნებზე. დაბლა დაიხედა, კალთა სრულიად წითელი იყო. ჯაბადარის სისხლით იყო მოსვრილი.
ის ხომ დაჭრა და მოკლა.
მოკლა.
ელვანაკრავმმა ფანჯარა ჩამოსწია. ციებანივით აკანკალდა. მიმოიხედა. Მცხეთის შესასვლელთან იდგა.
ცას ახედა-მოღრუბლულიყო.
უცებ ეს ღრუბლები გალურჯდნენ, და თინათინს სუნთქვა შეეკრა. თავი ფანჯარაში გაყო და სახეზე ცივი სისველე იგრძნო.
-მე შენ არ გგავარ! Შენ მაიძულე! უბრალოდ მაიძულე!-შეეცადა კაბაზე შეეწმინდა შემხმარი სისხლი, არ გამოუვიდა. Ნერვიულად დაიწყო გამშრალება, მანამ, სანამდე, სანამ თითები არ ასტკივდა. დასერილი ხელისგული ახლაღა აეწვა.
რამდენიმე მანქანამ ჩაუარა. გაახსენდა, პოლიციის განყოფილება რომ ახლოს იყო. შეიბოჭა. დანაშაულის დაუნდობელმა შეგრძნებამ ისე წაუჭირა ყელში, მარიაც გადაავიწყდა.
-მე მკვლელი არ გავხდები! მკვლელი არ გავხდები!-უმეორებდა საკუთარ თავს და გადაჭარბებული სიჩქარით იკვლევდა გზას ქალაქში. მოწყვეტით დაამუხრუჭა ნაცნობ შენობასთან. თავსხმა წვიმაში გადააბიჯა და ფეხი არც აუკანკალდა, ისე შევიდა შენობაში.
წვიმისგან სულ გალუმპულმა ხმაურით დაიხურა ზურგს უკან კარი და მომენტალურად ყველას ყურადღება მისკენ გადავიდა. ოფიცრები და იქ შეკრებილი მოქალაქეები ალბათ ორიოდე წამში დაივიწყებდნენ მას, რომ არა ქალის სისხლიანი კაბა და სახეზე მიცხებული წითელი შხეფები.
-ქალბატონო!-იქვე, შორიახლოს მყოფმა ოფიცერმა სიტუაციის გაანალიზებისთანავე თინათინს მიმართა და ფრთხილად მიუახლოვდა. ხალხი აჩოჩქოლდა, კეჟერაძე კი უძრავად იდგა. ცივი, უემოციო მზერა იატაკის მომწვანო ფილებისკენ მიემართა. მოშვებულიყო. ტკივილისგან სხეულში სტეხდა; გათოშილი მთლიანად თრთოდა. Შავი, გრძელი, სველი თმიდან წურწურით ჩამოსდიოდა წყლის წვეთები, თხელი კაბა ტანზე შემოტმასნოდა და თითქმის მთლიანად აშიშვლებდა. ფეხზე ტალახიანი, შელახული ბათინკები ეცვა.
-ქალბატონო, კარგად ხართ?-ერთ-ერთი ლურჯფორმიანი ნელა, მშვიდად მიუახლოვდა, ოფიცრის ქურთუკი მოახვია მხრებზე
-ადამიანი მოვკალი. -ამოიჩურჩულა ქალმა და შოკისგან დაღლილს გული წაუვიდა.




***


ზურაბ კეჟერაძე დაკვირვებით უმზერდა საწოლზე მწოლარე ქალს.
-მარიას ნახვა მინდა.
-მთავარია გადარჩა. შენ აქედან ჯერ არავინ გაგიშვებს. ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ როის სხეულს არ იპოვიან.
-გვამი...გინდოდა გეთქვა გვა-მი! -თვალებში შეხედა კაცს. ზურაბმა ამ თვალებში სიცივე ამოიცნო. დამწუხრება იგრძნო.
-შენ თავს იცავდი.
-არა, მინდოდა ის კაცი თავის სისხლში ჩამხრჩვალიყო! მოვიდა, სიხარულით მახარა მარიას რაც დაუშავა და...-ხმა ჩაუწყდა. მთელი სხეული სტკიოდა.
-ყველაფერი კარგადაა. მარია კარგადაა.
-ეს არაფერს ცვლის.
-ეს ყველაფერს ცვლის. ვხედავ შენს თვითგვემას. მარიას შემთხვევა ფატალურად რომ დასრულებულიყო, საღი გონებით ვერ იაზროვნებდი.
არაფერი უპასუხა კეჟერაძემ გამომძიებელს. თეთრ ზეწარზე დალაგებულ თავის სუფთა მტევნებს უყურებდა. თითები ერთმანეთს გაუსვა-დარწმუნდა, წითელი, ბლანტი სითხე სრულლიად მოეშორებინათ მისთვის. დასერილი ხელისგული გადაეხვიათ.
თინათინი საშინელ დაღლლილობას გრძნობდა, მაგრამ თვალის მოხუჭვაც არ შეეძლო. გონებაში მაშინვე უნებართვოდ უტივტივებოდნენ თვალები, რომელთა დავიწყებაც სურდა. არსაიდან გამოჩენილი ხმა ესმოდა ძილისკენ წასულს და მაშნვე ფხიზლდებოდა: „შენს აჩრდილად ვიქცევი და მოსვენებას მაინც არც ერთს გვერგება“.
არ იცოდა რამდენად შეეძლო საკუთარი ნამოქმედარის ატანა. არ ნანობდა, და ეს კიდევ უფრო უხუთავდა ჰაერს. დანაშაულს გრძნობდა, მაგრამ სინანულს მძაფრად არ განიცდიდა. საკუთარ თავს გამოუტყდა, საშუალება რომ ჰქონოდა, ისევ იგივეს იზამდა. ისიც კი გაიფიქრა, სანამ მარიასთან წავიდოდა, მანამდე მაინც...

-სასჯელზე ჯერ ვერაფერს გეტყვი დაზუსტებით. სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმუმ სამი წელი, ჩვენებას ჩამოგართმევენ-თუ იტყვი, რომ თავს იცავდი, წაგადგება, შეიძლება არ დაგაპატიმროთ.
-თავს არ ვიცავდი! ის კაცი თავს არ მესხმოდა!-გაშმაგდა.
-შენ მსხვერპლი ხარ, თინათინ! გაგიტაცეს, გასაგებია?
-არ გავუძალიანდი.
-იმიტომ რომ გეშინოდა.
-არ მეშინოდა!
-სერიული მკვლელის გვერდით იყავი, სხვანაირად როგორაა შესაძლებელი?
ვერაფერი უპასუხა ქალმა გამომძიებელს. თავი ხელებში ჩარგო.
-რეალობას თვალი გაუსწორე, გიღირს ვიღაც მოძალადის გამო ციხეში იყურყუტო?
-არა.
-ხოდა დამიჯერე.
-რატომ ხარ ჩემ მხარეს?
-შენ მხარეს არ ვარ. სამართლიანობის მხარეს ვარ.
-ამბობ, რომ უნდა მომეკლა? რაც გავაკეთე, სწორია?
-საქციელს არ გიწონებ. მაგრამ არც გამტყუნებ.
ქალმა თავი გააქნია. სხეულის კანკალს ვერ იმორჩილებდა.
-ოდესმე ვინმე მოგიკლავს?
ზურაბი შეყოვნდა.
-არა.
თინათინმა ტყუილი მარტივად ამოიცნო.
-როგორც ჩანს, ჯერ საკუთარი თავისთვისაც ვერ გიპატიებიათ, ბატონო ზურაბ.
პალატის კარზე ოფიცერმა დააკაკუნა. გამომძიებელი გავიდა.

მარტოობამ თავი კიდევ უფრო გაუცხოებულად აგრძნობინა გარესამყაროსთან. თინათინს ეგონა, რომ ჭარბი ემოციებისგან საცა იყო შეიშლებოდა. ერთადერთი რაც შვებას ჰგვრიდა, მარიას უსაფრთხოება იყო. უხაროდა, როიმ მიზანს ვერ მიაღწია.
ოთახში დაბრუნებულ ფერშეცვლილ უზნაძეს დააკვირდა.
-მოხდა რამე?-წამოიწია.
-ბიჭები შენს აღწერილ ადგილას მივიდნენ.
-მერე?
-სახლში მხოლოდ სისხლის კვალი ვიპოვეთ. სხეული-ვერა.
ამჯერად ქალმა სიცივე იგრძნო. გამყინავი სიცივე და უკიდეგანო სიცარიელე.


***

ხოლო ერთი კვირის შემდეგ თინათინ კეჟერაძის ბინაში ამანათი მიიტანეს.
კონვერტში ჩადებული ფურცელი აღმოჩნდა.
ფურცელზე სამად სამი სიტყვა ეწერა.







დასასრული.



კატერინა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ისეთი საინტერესო და ჩამთრევი იყო..მიყვარს ასეთი ისტორიებ8.. ბოლოს 3 სიტყვა ვერ გამოვიცანი :(

 


№2  offline მოდერი Katerina.

სტუმარი ნინო
ისეთი საინტერესო და ჩამთრევი იყო..მიყვარს ასეთი ისტორიებ8.. ბოლოს 3 სიტყვა ვერ გამოვიცანი :(


მადლობაა heart_eyes

სათაურს დააკვირდით :დ

 


№3 სტუმარი Елка

Момецона мадлоба.

 


№4 სტუმარი აუუუ

გაგრძელება არ იქნება?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

აუუ ანუ გაგრძელება იქნებააა...რა მაგარიააააა

 


№6  offline წევრი ანა გაბაიძე

იმედია მეორე ნაწილი იქნებააა.

 


№7 სტუმარი სტუმარი lika

იმედია გაგრძელება იქნება????

 


№8 სტუმარი Ana-maria

ძალიან განსხვავებული ისტორიაა. კითხვისას შიშის გრძნობა არ მტოვებდა. გამიხარდა დებმა თავს რომ უშველეს,მაგრამ უშველეს კი? ძალიან მომეწონა ისტორია,არაფერს ვამბობ კარგადაც დაწერილი რომ იყო. სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ისტორიის გაგრძელებას.
წარმატებები ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№9  offline წევრი მირცა.

გაგრძელება მინდა სასწრაფოდ! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და დავაჟრიალა.

 


№10  offline წევრი likuu_s

თუ კარგი ითქმის ამაზე, კარგი იყო!

ზოგადად, ასეთი ტიპის ისტორიებზე კარგის თქმა მეხამუშება :დდ ტიპმა ექვსი კაცი მოკლა და რა ნამუსით ვთქვა კარგი იყოთქო? :დ
თუმცა როგორც ნაწერი, მართლა იდეალური იყო. ამ მხრივ ძალიან მომწონხარ, შენი მოთხრობები მაქვს წაკითხული და მიყვარს.

რაც შეხება ამას, თავიდანვე დაძაბული ვიყავი. მკვლელი რომ გამოჩნდა, არ მინდოდა, დამეჭერებინა, რომ როი იყო, თუმცა სკმართლეს ვერსად გავექეცი :დ
მკვლელის გამართლება არ შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რამდენად იმოქმედა მამამისმა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და სწორედ ამან მოიყვანა აქამდე. ეს ძალიან სამწუხარო თემაა.აღზრდას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ ვერ ხვდებიან მშობლები, რომ შესაძლოა მათ ქმედებებს სავალალო შედეგები მოჰყვეს? გული მწყდება. დარმწუნებული გარ ბევრი სასტიკი რამ გამოიარა მამამისისგან, რაც აქ არ ჩანს, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე აღვიქვამთ. როგორი საყვარელიც არ უნდა გამოჩენილიყო თავიდან, მკვლელია, სამწუხაროდ. ამიტომ არ და ვერ ვიტყვი მასზე რამე კარგს. გაუმართლებელია.

ვფიქრობ, თინათინი უყვარდა, უბრალოდ ძალიან, ძალიან ეგოისტი იყო. შეშლილია და თავისებურად, თუმცა მაინც უყვარდა. ამ გრძნობას ხომ ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს?

მეორე ნაწილი ექნება? ეჭვი მეპარება, რომ მეორე ნაწილი გქონდეს ჩაფიქრებული. ისე დაასრულე, რომ თითქოს დაახლოებით ჩემთვის ნათელი გახდა გაგრძელება. როი აკეთებს იმას, რასაც ამბობს.

შესანიშნავად წერ.

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№11  offline მოდერი Katerina.

likuu_s
თუ კარგი ითქმის ამაზე, კარგი იყო!

ზოგადად, ასეთი ტიპის ისტორიებზე კარგის თქმა მეხამუშება :დდ ტიპმა ექვსი კაცი მოკლა და რა ნამუსით ვთქვა კარგი იყოთქო? :დ
თუმცა როგორც ნაწერი, მართლა იდეალური იყო. ამ მხრივ ძალიან მომწონხარ, შენი მოთხრობები მაქვს წაკითხული და მიყვარს.

რაც შეხება ამას, თავიდანვე დაძაბული ვიყავი. მკვლელი რომ გამოჩნდა, არ მინდოდა, დამეჭერებინა, რომ როი იყო, თუმცა სკმართლეს ვერსად გავექეცი :დ
მკვლელის გამართლება არ შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რამდენად იმოქმედა მამამისმა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და სწორედ ამან მოიყვანა აქამდე. ეს ძალიან სამწუხარო თემაა.აღზრდას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ ვერ ხვდებიან მშობლები, რომ შესაძლოა მათ ქმედებებს სავალალო შედეგები მოჰყვეს? გული მწყდება. დარმწუნებული გარ ბევრი სასტიკი რამ გამოიარა მამამისისგან, რაც აქ არ ჩანს, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე აღვიქვამთ. როგორი საყვარელიც არ უნდა გამოჩენილიყო თავიდან, მკვლელია, სამწუხაროდ. ამიტომ არ და ვერ ვიტყვი მასზე რამე კარგს. გაუმართლებელია.

ვფიქრობ, თინათინი უყვარდა, უბრალოდ ძალიან, ძალიან ეგოისტი იყო. შეშლილია და თავისებურად, თუმცა მაინც უყვარდა. ამ გრძნობას ხომ ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს?

მეორე ნაწილი ექნება? ეჭვი მეპარება, რომ მეორე ნაწილი გქონდეს ჩაფიქრებული. ისე დაასრულე, რომ თითქოს დაახლოებით ჩემთვის ნათელი გახდა გაგრძელება. როი აკეთებს იმას, რასაც ამბობს.

შესანიშნავად წერ.

წარმატებები!❤️❤️❤️

მადლობა შეფასებისთვის, ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, თუმცა მეორე ნაწილის რა გითხრა, დასასრულს ინტრიგა ამბის გაგრძელების მიზნით ნამდვილად არ ჩამიგდია. :დ

Ana-maria
ძალიან განსხვავებული ისტორიაა. კითხვისას შიშის გრძნობა არ მტოვებდა. გამიხარდა დებმა თავს რომ უშველეს,მაგრამ უშველეს კი? ძალიან მომეწონა ისტორია,არაფერს ვამბობ კარგადაც დაწერილი რომ იყო. სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ისტორიის გაგრძელებას.
წარმატებები ❤❤❤❤❤❤❤❤

მადლობა დიდი heart_eyes

Елка
Момецона мадлоба.

მადლობა წაკითხვისთვის და შეფასებისთვისheart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან ცუდათ დამთავრეთ სულ სხვანაის ველოდებოდი. ისე ძალიან კაი იტორია იყო ასეთები დაწერეთ ყოველთვის

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

საოცარი და საინტერესო წასაკითხი იყო... და მაინც ) იმედი .აქვს გაგრძელება იქნება ...წარმატებები

 


№14 სტუმარი სტუმარი ლიკა

საკმაოდ კარგი ისტორია იყო, გქგრძლებაც შეიძლება, მარიამისა და გამომძიებლის მომავალი სიყვარულის ელფერი იგრძნობოდა ❤️
რატომღაც ველოდი, რომ როი გადარჩებოდა. ბოლოს წერილი დახვდა მხოლოდ სამი სიტყვითო... პირველად ვიფიქრე მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მერე ისტორიის სათაური წავიკითხე და ბოროტულად გამეცინაა ????????:დ თინათიმა გადიკიდა ახლა როი... მარიას სატრფო უშველის დებს თან არც თინათინს დააპატიმრებენ არ მოუკლავს კაცი და არც ფსიქიკურად შეიშლება. კარგი იყო საბოლოო ჯამში ❤️

 


№15  offline მოდერი Katerina.

სტუმარი ლიკა
საკმაოდ კარგი ისტორია იყო, გქგრძლებაც შეიძლება, მარიამისა და გამომძიებლის მომავალი სიყვარულის ელფერი იგრძნობოდა ❤️
რატომღაც ველოდი, რომ როი გადარჩებოდა. ბოლოს წერილი დახვდა მხოლოდ სამი სიტყვითო... პირველად ვიფიქრე მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მერე ისტორიის სათაური წავიკითხე და ბოროტულად გამეცინაა ????????:დ თინათიმა გადიკიდა ახლა როი... მარიას სატრფო უშველის დებს თან არც თინათინს დააპატიმრებენ არ მოუკლავს კაცი და არც ფსიქიკურად შეიშლება. კარგი იყო საბოლოო ჯამში ❤️

მადლობა, რომ წაკითხე და შემიფასე heart_eyes ახალი სიყვარულის ელფერიც მინდოდა და მიხარია რომ გამოვიდა :დ

სტუმარი ნინო
საოცარი და საინტერესო წასაკითხი იყო... და მაინც ) იმედი .აქვს გაგრძელება იქნება ...წარმატებები

მადლობა heart_eyes heart_eyes ]

სტუმარი ხათუნა
ძალიან ცუდათ დამთავრეთ სულ სხვანაის ველოდებოდი. ისე ძალიან კაი იტორია იყო ასეთები დაწერეთ ყოველთვის

მადლობა დიდი

 


№16 სტუმარი თინა

ველოდი აუცილებლად ბავშვობის ეპიზოდებს, იმას, რამაც როი ასეთად აქცია, მისი ბავშვობის მოგონებებსა და განცდებს. ამის გარეშე ნაწარმოები სრულყოფილი არ გამოვიდა, არ შეიკრა სრული ამბავი. არადა ძალიან ველოდი...

 


№17  offline მოდერი Katerina.

თინა
ველოდი აუცილებლად ბავშვობის ეპიზოდებს, იმას, რამაც როი ასეთად აქცია, მისი ბავშვობის მოგონებებსა და განცდებს. ამის გარეშე ნაწარმოები სრულყოფილი არ გამოვიდა, არ შეიკრა სრული ამბავი. არადა ძალიან ველოდი...


მოგვიანებით, როცა მეც გადავიკითხე ანალოგიური უკმაყოფილების შეგრძნება დამრჩა. მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის heart_eyes

 


№18 სტუმარი სტუმარი ხათუნა

შემდეგი შენ ხარ- ეწერა ფურცელზე. ძალიან საინტერესო დასასრულია. როგორ გადარჩა ღვიძლიდან სისხლდენით. პოლიცია უსუსურადაა გამოყვანილი. ისე, ასეც არის! ჩლუნგები! ერთი რამ დააკლდა ისტორიას- მძიმე ბავშვობის ეპიზოდები,რამაც ასეთი ფსიქიკური გადახრა გამოიწვია. მადლობა ავტორს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent