შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბა,აბა(მერვე ნაწილი)


9-05-2023, 00:52
ავტორი PPO
ნანახია 882

Ხო ვიცი ,ჯერ სათაურს რომ დაინახავდით ბრაზი შემოაგწვებოდათ სად დაეთრეოდა ეს ამდენი ხანიო,მაგრამ მერე მაინც ,ასე საყვარლად ,ცნობისმოყვარეობას გაამარჯვებინებთ და ჰოპ ამასაც კითხულობთ???? ვიცი დიდი სიამოვნებით მაპროწიალებდით,მაგრამ ამისგან რომ თავი დავიზღვიო დიდი თავი გავაბიზინე და პლუს სიურპრიზიიი,ქვემოთ ნახავთ.როგორც ჩემი ფიზიკის მასწი იტყოდა “დაისხომეთ და გაისიგრძეგანეთ” რომ ქვემოთ უბრალოდ თხოვნა შეგხვდებათ,ვალდებულები არავითარ შემთხვევაში არ ხართ,უბრალოდ ვინაიდან კომენტარებიდან და მოწონებებიდან სასწაულ ენერგიას ვიღებ(მადლობა თითოეულს ვინც კი ნახულობთ???? )მინდოდა უფრო კარგად გაგცნობოდით .ჩაგესუსნიეთ!





Მარიამი წინ მიუძღოდა ,ცხენებზე ამხედრებულ მეგობრებს და შეეძლო დაეფიცა რომ გულს მოლოდინის შეგრძნება გაუხეთქავდა . Მონატრებისგან ხშირად სიზმარში ჩაყოლილი ადგილები უნდა მოევლო, სიამაყით უნდა გაჭიმულიყო.

-იკაა-გასძახა ძმას,რომელიც ნარესთან ერთად მოდიოდა.ხითხითით დაღლილი სახე ცოტახანი მოუშვა და მშვიდობააო გასძახა მარის.

-მდინარეზე ჩავიდეთ რა-მომლოდინე თვალებით შეხედა ირაკლის.

-შუადღეა უკვე მერიემ, ხეობა მოშორებითააა და ჩამოგვაღამდება უკან რო გამოვბრუნდებით

-ჰმჰ-სარკაზმულად ჩაეცინა გოგოს- იცი რომ მთელს სვანეთში საუკეთესო ბედაურზე გიდევთ თქვენ ორს საჯდომები?! შენს უკან გადაუშვი ნარე და …-თქმა ვერ დაასრულა თითქოს მარის ცხენმა გამოწვევა მიღებულიაო და წინ გაიჭრა-წამოო-იყვირა მარიამმა და მისი კისკისი გარემოს მოედო .

-შეშლილი-ჩაილაპარაკა გოგიმ და ნიკასთან ერთად ცხენი წინ გააჭენა.

Მომლოდინედ დახედა ირაკლიმ წინ მოსკუპებულ გოგოს.ნარესაც რომ დააინტერესდა ჩვენ რატო არ მივყვებითო ბიჭს ახედა.

-მდინარეზე ჩასვლა მეც მინდა რავიცი-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა .რა დროსაც მიწაზე აღმოჩნდა,რას აკეთებო უნდა ეთქვა ,მაგრამ გამოწვდილ ხელს რომ დახედა,ინსტიქტურად შეაგება თავისი და ირაკლის ზურგს უკან დაისაკუთრა ადგილი.

-ალქაჯო ახლა შეგიძლია სიტუაციით ისარგებლო და შენი დიდი ხნის სურვილი აიხდინო-გვერდზე მოქცეული თავით ,რა დონეზეც შეეძლო აკვირდებოდა ნარეს რეაქციას,გოგოს მაჯებს ხელი სტაცა და წელზე ისე შემოიხვია თითქოს კატაპულტირებისთვის ემზადებოდა 1000 კილომეტრის სიმაღლიდან.

-იდიოტო ლოყა კბილებში ჩამყ...-ნერვებ აცეკვებული ნარე ,რომელიც ნასროლი ტალახივით შეწებებოდა ირაკლის ზურგს გაგრძელებას აპირებდა ,მაგრამ ცხენის ჭიხვინმა მისი ხმა დაფარა.

-მომეჭიდე ნარეეე-ხმამაღლა შეუძახა ირაკლიმ და ოდნავი დაღმართიდან ცხენი მოსწყვიტა.

( ავტორი ჩვენს სცენაზე????: მოკლედ ვიტყვი,ვინაიდან მუსიკა ჩემი დამხმარეა ყველა სიტუაციაში და ჩემი სულის ნაწილია ,მინდა შემოგთავაზოთ ის სიმღერა რომელიც ქვემოთ წარმოდგენილი მომენტების წერისას გამახსენდა.ჩართეთ ,მდორედ დაიწყეთ კითხვა , და იგრძენით აღწერილი(თვითონვე მიხვდებით vibe-ის ცვლილებას) ჩაგესუსნეთ სულ სულ ყველას???? სიმღერა: https://youtu.be/SqDjQPoJxiw /as the world caves in - matt maltese (cover by sarah cothran) )

Უყვარდა ნარეს სისწრაფე, უყვარდა კიარა გიჟდებოდა.ადრენალინი სხვა ადამიანად აქცევდა ხოლმე ,მაგრამ ასეთი არაფერი უნახავს.ჭენებიდან გიშრისფერმა ცხენმა ,თითქოს ფრენაზე გადაინაცვლა-აღარ იგრძნობოდა ცხოველის რწევაც კი. Ცოტახანში კი როცა ირაკლიზე შემოხვეულმა თვალების გახელა გაბედა ,გაოცდა-მთელი სურათი გაედღაბნა სისწრაფეს.სუნთქვა შეეკრა, შიში მოაწვა ,თავბრუსხვევა იგრძნო,თითქოს ბიჭის წელიდანაც ხელები უკან უცურდებოდა და სადღაც უსასრულობაში მიდიოდა ჯერ სულით ,შემდეგ კი სხეულით, რა დროსაც იგრძნო როგორ გადმოუგორდა უზარმაზარი ცრემლი თვალიდან .მაგრამ რაღაც ენერგიამ ,მომართვის ძალა მისცა,კისერში შეუძვრა ცხელი ტალღა ,მერე ხერხემალში გაიარა ,კიდურები,მუცელი ამოუტრიალდა,გულმკერდი აეწვა.შემოხვეული ხელები ზემოთ აასრიალა,და ხელისგული ირაკლის მკერდს მიაჭდო,ისე თითქოს ბიჭის გულს უნდოდა შეხებოდა.ნარეს ამ ცხოველივით თავისუფალი შინაგანობა , სივრცეს ითხოვდა.წამწამების ერთმანეთში შეზრდამდე დააჭირა თვალები ერთმანეთს.ირაკლის მკერდზე დადებულ ხელში ბიჭის მისური მომუჭა ,მასვე მიენდო,ფილტვები გახეთვქამდე შეივსო ჟანგბადით,რის საშუალებასაც ყიფიანის ფართო მხრები აძლევდა და გასკდა-ისე ატირდა თითქოს სამყაროს დასასრული ყოფილიყო ,ყველაფრის და ყველას აღსასრული.იგრძნო იკრაკლიმ ,არა მხოლოდ ზურგდამპალი მაისური,არამედ მთლიანად ნარე იგრძნო,იგრძნო და მდელოზე მიშვებული ცხენის ლაგამის ნელ-ნელა უკან მომართვა დაიწყო.ნარემ ,უკვე გაჩერებული ,გაოფლილი ცხენიდან ,არემარეს მოავლო ცრემლებშემხმარი თვალები.პირველად აღიარებდა რომ რეალობამ,მის ფანტაზიას აჯობა.მწვანედ ახასხასებულ მინდორს, უამრავი დაბალი ,ფერადი გვირილა გამორეოდა,ჩამავალი მზე კი თითოეულ მათგანს ,თავისი მორანჯრისფრო,სპილენძისფერი სხივებით,სხვა,დამალულ ფერს ააშკარავებინებდა. Ბუნების ალერსს რომ თავი დააღწია , ყიფიანის ზემოთ-ქვემოთ მოძრავ მხრებს მოჰკრა თვალი.ოთხივე კიდურში დაჭიმულობისაგან ტკივილი იგრძნო,სასიამოვნო,ჟრუანტელის მომგვრელი ტალღა .ოდნავ რომ მოეშვა,ყიფიანმაც დრო იხელთა.ავაზას მოძრაობით ,მოხერხებულად ჩამოქვეითდა. Შავ ბედაურზე დარჩენილი Ნარესთვის არც შეუხედავს. Ლაგამი გადმოატარა თავზე ცხენს და მინდორში,დაიწყო ნელი სიარული,რომ აპრიალებული ცხოველი გამშრალიყო. Ნარეს რაც შეეხება ეგონა ვიღაცამ ისე დაუამასაჟა მთელი სხეული ,რომ ყველა ნეგატივი უბრალოდ მასში გაქრა .ფიქრის უნარი დაეკარგა თითქოს,უბრალოდ შავ,ბურუსიან სამყაროს კლანჭებიდან დაუსხლტა და ახლა აქ,სამოთხეში დასეირნობდა,ოღონდ დედამიწაზე და სურვილმა მისი გული და გონება მოიცვა,სურვილმა რომ იგივე სიძლიერე ეგრძნო რაც რამოდენიმე წუთის წინ.მზისაგან გამთბარი სახე ღიმილმა დაუმშვენა და შემხმარი ცრემლებისგან მოჭიმული კანი გაუთავისუფლდა .

-იკა-ამოიხრიალა.ბიჭი რომ არ გაჩერდა ,ხმა გაიწმინდა-ირაკლი,ჩამომიყვანე.

Უფრო გაეხა ბაგეები ,როცა ყიფიანის დაჟინებული მზერა ვერ იგრძნო.მაშინაც კი როცა წელზე მისი ტორები მოხვდა და ბუმბულივით გადმოასრიალა გოგო უნაგირიდან. Ირაკლის მისი სჯეროდა,მისის სიძ₾იერის სჯეროდა,იცოდა რომ ნაჭუჭის გატეხვა გარედან კიარ მოუწევდა ,თვითონ ნარე გააქრობდა მას,უბრალოდ თავის ენერგიას უანგაროდ უზიარებდა ,იმიტომ რომ,იმტიომ რომ.....

Გათავისუფლებული გონება ,სასიამოვნო ჩხვლეტებმა მოიცვა.ცხენსა და ყიფიანის შორის მოქცეული ნარე, მზის სხივებისათვის ძლივსღა იყო ხილული.წელზევე დატოვებულ ბიჭის ძლიერ მკლავებს ,თავისივე ხელი ააყოლა.გაეღიმა როცა გულზე მოკუჭულ მაისურს ჰკიდა თვალი.ლოყაზე შეუცურა გრილი ხელი და ღაწვზე მოეფერა.ეღიმებოდა ამ დრომდე,ვინ იცის რის ფასად თავჩაკიდებულ ,გატრუნულ ყიფიანზე,რომელსაც ნარეს ხასხასა თვალები სწყუროდა. Გოგომ მთელი მისი თავი მკლავებში მოიქცია ,თითის წვერებზე აიზიდა და თავის მზეს შეეზარდა.თითქოს ირაკლიც ამას ელოდაო იმდენად ძლიერად მოეხვია რბილ სხეულს რამდენადაც ,იმის შიში აძლევდა უფლებას რომ ნარე შემოეფშვნებოდა. Ნაცნობი ფრაზაა სიტყვები ზედმეტიაო.ზუსტად ეს მომენტი იდგა სვანეთში,მწვანდ ახასხასებულ,მზესთან ჩასახუტებლად მომზირალი გვირილებით გადაფერადებული მინდვრის გულში...



….....................................................

( ქოლდფლეის გამმღმერთებელი ავტორი : https://youtu.be/y6y8bfyUWOw /adventure of a lifetime ჩაგეპროშნეეეთ????))

-ისკუპე გოგო მიდი-შეუჩნდა მარიამს გოგი ,რომელიც გორაზე შემდგარიყო და უკან მყოფ გოგოს მოლოდინის მზერით შესცქეროდა.

-აუ...-ტუჩის კუთხე შგნიდან მოიქცია კბილებში მარიამმა და წარბები შეჭმუხნა თითქოს ყოყმანობდა და ერთულებოდა 3 მეტრიდან ,ხეობაში დაგუბებულ კრიალა წყალში.გადახტომა.

-მე თქვენი არ ვიცი ,მიმიშვით-ნიკომ ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მაისური და იქვე მდგომ სანდროს ,რომელიც ცხენიდან გადმოსულ ელენს ეჭიკჭიკებოდა,დემონსტრაციულად ესროლა ნუ მღალატობ მწყინსო.საყვარლად მოპრუწა ტუჩები და სანდროს ბღავილი რომ მისწვდა ყურს, ყელში ამოვიდაო ხარხარით გავარდა შემაღლებულის კიდისაკენ ,ქუსლებზე ვარ ნუ მომდევ იდიოტოო თან უყვიროდა და წყალში გადაეშვა.წყლის დგუფუნი ატყდა ,ერთმანეთის მიყოლებით გადაეშვნენ გაქცეული ნიკო და სანდრო სარკისებურ სითხეში.

-ნწ აქედან მე ვერ გავრისკავ-შეშინებული სახე ორჯერ გააქნია მარიამმა,ელენემ რომ საყვარლად დაამშვიდა არაუშავს ქვემოთ ჩავიდეთ და ისე შევიდეთ წყალშიო,მარიამმა მრავლისმეტყველად გადახედა და ხელი გადაჰხვია

-გაჩვენო პატარავ ექსტრემი?

Წარბები რომ აუთამაშა, ელენემ გადაიკისკისა ვერ ხარ ნორმალურიო.

-ფუ ჩემი დახოცეს ამათმა ერთმანეთი- გოგი წყალში მოფართხალე წყვილს მიაშტერდა-სანდროს ნიკა სველი თმით და კისერზე შემოვლებული ხელით ეჭირა და ისიც განწირული ,დაწვრილებული ხმით გაჰკიოდა , აქ არ გინდა ,ოთახამდე მივიდეთ სანდრიოო. Მხიარულად ხარხარებდნენ შემაღლებულზე მდგომნიც.გოგიმ რომ მიმოიხედა და ქერა თმა ვეღარ დაინახა ,უნდა ეფიქრა ქვემოთ ჩავიდაო,როცა ზედა კონცხზე გმირივით შემდგარმა მარიამმა გადმოსძახა

-მე ხომ არ მეძებ გოგუნიი-და თვალი ჩაუკრა .

Ელენესაც კი ყბა დაუვარდა , როცა ქალღმერთივით მომართულ მარიამს ჰკიდა თვალი. Ჩამავალი Მზე ,წელამდე ქერა თმას და ფითქინა კანს ატლასივით უბზინვარებდა.

-მარიამ-გამაფრთხილებლად გადასძახა მეორე მხარეს მყოფ გოგოს კალათბურთელმა.

-ოუუ ნუ ნერვიულობ პატარავ- ხელს აკოცა და კალათში ჩასაგდებად გაისროლა ბურთივით.

Ნწნწ -ღიმილით გაიქნია თავი გოგიმ,ვითომ კოცნა მიიღო დაიჭირა და გულში ჩაიძვრინა.

-ეელ მიყურე და ისწავლე-იყვირა ქერათმიანმა ქალღმერთმა და გადასახტომად გაემზადა როცა მეგობრის შეძრწუნებულმა კივილმა გაყინა.

- რა მანევრს მაპარებდი შე გათახსირებულოო-აღარ მოჰრიდებია თვალებ ანთებულ ნარეს,რომელიც იქვე ტანსაცმელზე მიგდებულ კამერას ეცა ,მოიმარჯვა -ახლა გადმოხტი -შეუძახა და აქამდე გაყინულ დაქალზე გაეცინა ერთიანად რომ მოეშვა.ქვემოთაც შეეწყვიტათ დაჭმა და სტვენა ააწვდინეს მომართულ მარიამს.

-მიდი მარიიიი-გაჰკიოდა კამერიანი

გოგომაც საყვარლად შეიფერა ,უკან გაიწია ღრმად ჩაისუნთქა,ადრენალინ მოწოლილს ყვირილი აღმოხდა და ადგილს რომ მოსწყდა,გოგის წამით სუნთქვა დაავიწყდა.ქერა თმა ჰაერში აფრიალდა.მარიამმა 2 სალტო მოასწრო და წყალში თითქმის უხმაუროდ ფეხებით ჩაეშვა...

-ჩემი დაქალია ბიჭოოოო-გაჰკიოდა ნარე და მხიარულად ავლებდა გარშემომყოფებს თვალებს .წყლიდან ამოყვინთულმა ქერამ რომ შემოსძახა დიდხანს გელოდო გულოო?! ,კამერა ვიღაცას დაუდევრად მიაჩეჩა ,კომბინიზონი ერთი ხელის მოსმით გაიძრო ,გაქანებულმა ელენეს წაავლო ხელი და ორის ყვირილმა არემარე დააყრუა.

Ასე ბედნიერი ბოლოს როდის იყო ნარე აღარ ახსოვდა. Მარიამიც ამჩნევდა მეგობრის ასეთ ყოფას,მაგრამ მის ცისფერ ირისებს ნარეს ნაპერწკლებით სავსე , აურაც კი არ გამორჩენია.ბედნიერებას,ადრენალინს მიაწერა და ბოროტულად რომ ჩაიღიმა და ელენესაკენ დაიძრა,რომელიც სანდროსკენ მიცურავდა სანდრო კი ნიკასკენ,ფეხზე შეხება იგრძნო

-შენთვის არავის სცალია მანდ ,მოდი აქ მოდი-შეჰღიმოდა გოგი

-შენ ნაბიჯით ჩამოხვედი თუ ხმა რატომ ვერ გავიგე?!-მაჯაზე შემოხვეულ ბიჭის ხელს მიენდო.

-აბა ვითევზაოთ მარიკოო-შეუძახა ბიჭმა და თავზე დადებული ხელით წყალში ჩააძვრინა

-ფუ შენი-წყლიდან ამომხტარმა გოგომ ამოიოხრა-ჩემი თავი ბურთში ხოარ გერევა?

Გოგის რომ ბაგე გაეხა და სველი წამწამებით შემოსაზღვრული თვალები მიეკუჭა,ქერამ წარბი აზიდა

-სულით გველაძუა-დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა და მკლავით კისერში ეცა



( გია ყანჩელის -ის აქ არის. Გავყავი და მეორე წუთამდე უნდა უსმინოთ,შეგიძლიათ უფრო ნაკლები,როგორც თქვენი კითხვის სისწრაფე მოითხოვს,მოკლედ სანამ მეორე ლინკი დაგხვდებათ რა....ჰო კიდე ჩაგპროშნეთ https://youtu.be/su6H2qQaQxY )



Მზემ რომ სხივები დამალა და ცა იასამნისფრად აელვარდა ,წამოსვლა გადაწყვიტეს.თედომ და თინათემ ისეთი სუფრა დაახვედრეს,წყლისგან მოშიებულებს შიმშილი გაუსამმაგდათ.ყვითელი განათებით მორთულმა ეზომ რომ ციმციმი დაიწყო,ყიფიანების გარდა თითქმის ყველას ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან.შუაგულ სვანეთში,უკვე ასაკში შესული წყვილის სახლი ისე ჰღუოდა ,როგორც თვითონ მასპინძლები.

Ჰამაკში მწოლიარე ნარე გაიბადრა. Იმას რასაც იმ წამს გრძნობდა კომფორტთან სიახლოვეშიც კი არ იყო.ის უფრო სიმყუდროვეს შეზავებულ ბედნიერებას განიცდიდა და თანაც იმდენად ძლიერად,გულმა რომ ვეღარ დაიტია გარეთ თვალებიდან გამოუშვა.მწვანე გარემოს მოავლო თვალი-სუფრასთან ერთმანეთზე ახითითებული ბიჭები,თინათესთან მოჭუკჭუკე ელო და მარი,მაყალთან მდგომი თედო პაპა და ირაკლი. Თვალი გაუშეშდა და რამოდენიმე საათის წინ განვლილი გაახსენდა.ფიქრებში წასულს ,ემოციებმა მიმიკა უცვალა სახეზე .ახლა მხოლოდ ერთთან იყო მისი ყურადღება,ნებსით თუ უნებლიეთ. Კბილები აუწაკწაკდა და ხელები მოეჭიმა იმდენად მოუნდა ბიჭი გულში ჩაეკრა და გამოუთქმელი მადლიერებით გამოჭედილი თვალები მისითვის მიეპყრო. Აი ირაკლის მჭექარე ხითხითმა რომ ეზო გადაკვეთა და მუხის ქვეთ გაბმულ ჰამაკზე მისვენებულ გოგოს ყურები დაუამა,თვითონაც გაეცინა,თითქოს ენერგია მოეტანა ხმის ტალღას ,პლედი ჰამაკშივე მიაგდო და ჩუსტების გზაში სწორებით ამოუდგა მხარში თედო პაპას.როცა კაცმა ზემოდან გადმოხედა ,ბავშვივით გაუღიმა გოგომ გაბრწყინებული თვალებით, თედომაც ფართო მკლავი გაუშალა და ნარეც მამის ფრთას ამოფარებული ბარტყივით მიეკრა.

-მოგეწონა სვანეთი ქალაქელო?-ჰკითხა მასპინძელმა ისე რომ მისთვის ხელი არ გაუშვია და თან ირაკლის მიანიშნა შამფური შეეტრიალებინა.

-ოოო თედო პაპა სამოთხე დავათვალიერე დღეს -თქვა ნარემ და თვალი ჯერ პირისპირ მდგარის ლამაზი, მამაკაცური ხელებისკენ გაექცა ,შემდეგ კი მისი ყელისკენ ,მაგრამ უფრო ზემოთ თვალთახედვის აცოცება ვერ გაბედა-მაგრამ არც მე ვარ ქალაქელი-ამაყად გამოუვიდა,რაზეც მასპინძელსაც და ყიფიანსაც ჩაეღიმათ.

(https://youtu.be/tdKmewyZPXE /jonas brothers suckerმოგესუნსულეეთ, ნელა იკითხეეთ არ მიაყაროთ????))))

Პირველ საათამდე გაისმოდა თინათესა და თედოს ყველაზე უბრალო,მაგრამ ყველაზე განსხვავებული სამყოფელიდან მხიარული სიცილი და შეძახილები. Ნარე რაღაცას აეწრიალებინა,რომ ვეღარ მოისვენა ,ბოდიში მოიხადა და ძველ ადგილს მიუბრუნდა.ჰამაკში ჩაწოლილმა კვლავ არემარე მოათვალიერა ,თვალები დახუჭა და რომ გაახილა სუნთქვა შეეკრა-თითქოს ყველა არსებულ ვარსკვლავს მის გასწვრივ ,მილიონობითა და მილიარდობით კილომეტრის დაშორებით მოეყარათ თავი.მათი სიდიადითა და მშვენიერებით მოდუნდა და ქუთუთოები მიელულა,როცა რაღაც ხმა შემოესმა, უცბადვე ჭყიტა თვალები,რომ დარმუწნდა არაფერიაო კვლავ თავის პოზას დაუბრუნდა.კიდევ რომ გაისმა ფხუკუნის ხმა ,უკვე გაღიზიანდა ფეხზე წამოდგა და მთვარის სინათლისაკენ გაიწია ,უკეთ რომ დაენახა რომელი ცოდვილი ურღვევდა სანატრელ სიმშვიდეს.მაინც ვერაფერი შეამჩნია და ფეხების ბაკუნით უკან მოტრიალებულს რომ ჰამაკში გაშხლართული სხეული დაუხვდა.წამოკივლება ხელით ჩაახშო

-უხ შენი,შემაშინე-ამოთქვა გულზე ხელმიდებულმა ნარემ ,რომელიც საქანელაში გაწოლილ ირაკლის თავზე დაჰყურებდა.

-ჰოო?! Მოდი დაგწყნარებ-ღიმილით გაშალა ხელები ყიფიანმა

-აჰამ დაიწყო?-გულხედაკრეფილმა მობეზრებული სახის უკან შემალა ღიმილი.

-ნუ გრცხვენია ბეიბ მოდი, მოდი, თავისუფლად რა-თითები აათამაშა ირაკლიმ თავისკენ

-ჩემი ადგილი იყო ,სხვა მოძებნე რამე.თან არამგონია ამხელა გორილას გაგიძლოს.

-ალქაჯი ჩემზე ზრუნავს?!რომელ პლანეტას მივაწერო?

-ნწ...კაი მაშინ .ხვალ დილამდეე-მიბრუნდა ნარე

-ოპაა რას მოესწრო ბიჭო ჩემი თვალები,ალქაჯს ვხედავ დაჟე ხელჩაქნეულს -გამომწვევად მიაძახა ყიფიანმა და თან ნარეს რეაქციას დააკვირდა

Სიჯიუტემ და გაუტანლობამ ნარე ადგილზე გააქვავა,,ან ახლა ნებისმიერ ფასად მიტრიალდები ან ამოგხდი სულს თვითგვემაშიო”.სახე, ფართო ღიმილმა უცვალა ჰამაკში ხელზე დაყრდნობით გაწოლილ ბიჭს.ინერციით რომ შემოტრიალდა დოლიძე და მისკენ ქარშხალივით გაქანდა,იფიქრა სულს ამომაძრობსო და უამლ დასერიოზულდა.

-მიიწიე-ბრაზისგან აელვარებული თვალებით დახედა ზემოდან ნარემ და რა დონეზეც შეეძლო დარჩენილ ადგილზე მოთავსდა.სიჩუმე ჩამოწვა .დოლიძეს ბრაზი ღამის გრილ ჰაერში გაეფანტა. Თეძოზე მოჭერილი ჰამაკის თოკმა საბოლოოდ იმდენად შეაწუხა, ირაკლის რომ არ შეხებოდა ისე ეცადა ზემოთ აწულიყო.

-ალქაჯო მოისვენე ,დავიჯერო მასე გიყვარს მიწაზე წოლა?

-ერთი სულიერის გამო დავლურჯდი-მიმანიშნებლად გადაჰხედა გვერდზე მწოლიარეს,რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გაშხლართულიიყო.

-ოუოუ -აუელვარდა თვალები ყიფიანს-რამე შემილოცე და ახლა ზურგზე ფრჩხილების კვალიც უნდა ვეძებო?-ჩაეცინა

-იდიოტო ჰამაკის თოკმა მატკინა მხარი და თეძო.

-ვინ გაძალებს ,წამოსკუპდი და წაცუნცულდი-თვალი ჩაუკრა ყიფიანმა და სარკაზმით სავსე ღიმილი აჩუქა მის გვერდზე მხრით აკრულს .

-იოცნებე გორილა-სიჯიუტით ამოთქვა ნარემ და მხარი იცვალა.ვერ მოთავსდა ,კიდევ შეიცვალა ,კიდევ და ტკაცანის ხმა რომ შემოესმა გაიყინა

-იკა წყდება-სუნთქვას ამოაყოლა.

-აჭარულის ცეკვასაც მოასწრებ მიდი კაცო-მთელი სერიოზულობით დახედა უცნაურ ფორმაში გაყინულ გოგოს და სიცილი ძლივს შეიკავა როცა ხელში ქურდულად მომარჯვებული,გადატეხილი ტოტი ცხვრწინ ჩამოუტარა უკვე მკლავებ ატკივებულ ნარეს.გოგოს რამოდენიმე წამი დასჭრდა რომ გაეგო რა ჯანდაბას ხლართავდა ბიჭი.

-ირაკლი ყიფიანო,შელოცვებზე რა მოგახსენო ,მაგრამ შენი ხუჭუჭა თმის ღერები დასაწიწკნად მეძახიან-ბრაზით ჩახედა თვალებში და ხელი რომ გააქანა ,შე გველოო ,ირაკლიმ ხელები გაუკავა ,თავისი მკლავები გარშემო შემოხვია რბილ სხეულს და ყელში ჩარგული ნესტოებით ღრმად შეისუნთქა დოლიძეს არომატი.

(ხოოო აქედან უკვე არჩევანის თავისუფლებას განიჭებთ????)))-გათახსირებული ავტორი მპუა)

-ვგიჟდები შენს სუნზე ხალიანო,წყლის არომატს ატარებ-მინაბულმა ამოთქვა გოგოს ,ამოფეთქვას მყოფ არტერიასთან მიდებული ტუჩებიდან და ჩაეცინა როცა ნარეს გააკანკალა.დოლიძე გაქვავებულიყო ,თავს უკან სწევდა რომ ირაკლის ხვეულ,პრიალა თმაში არ ჩარგულიყო და მთელი სხეულით მოჭიმული გახევებულიყო.მხოლოდ მაშინ შეკრთა როცა ირაკლიმ თეძოზე ჩაუცურა ხელი და მაისურის შიგნით შეასირალა თითები.გულისცემა თავის ქალაში აუვარდა და სუნთქვა დაავიწყდა

-ისუნთქე ხალიანო-ამოთქვა ყიფიანმა. “ბერმუნდის სამკუთხედთან” დაუტოვა კოცნა , და ჰამაკისაგან ნატკენი ადგილს თავისი ცხელი ტორი შეაგება .ირაკლის ხელისგულიდან წამოსულმა სითბომ ,ნარეს სხეული მთლიანად მოიცვა და ოდნავ მოდუნდა.მხარზე რომ გადაინაცვლა ტუჩებით ბიჭმა,თვალდახუჭლმა ნარემ სუნთქვას ამოაყოლა ბგერები

-იკა ნუ მეთამაშები

Ჩაეცინა ირაკლის.

-ისე რომელ გველს დაუნახე თმა თავზე .

Ბრეტელ გადაწეულ ლავიწზე მიკრული ტუჩებით მიხვდა ნარე, ირაკლის ეღიმებოდა.

-მმმ ამწამს დამსისინებს-ამოთქვა ნარემ და ინსტიქტურად შეასრიალა ხელი ბიჭის კისრიდან თმაში და უკან დაქაჩა-გეყოს.

Ირაკლიმ ამოიზმუვლა და თითები აზღუდის შესაკრავს გადაატარა

-შენს ხელში მეცოდება-ჩაიცინა და მხარზე რომ ცხელი ჰაერი დააფქრვია და სველი კოცნით დაუკვალა ყელი გოგოს ,ნარეს მოთმინება სამყარომ შთანთქა ,თავის საამაყო სითამამეს მოუხმო ,გრძნობასთან დამარცხებულმა ,ნიკაპთან მოდებული ირაკლის ხვეულები ნაზად გადასწია და ათრთოლებული ტუჩები ,თვალდახუჭულმა ,წარბების გასაყარზე მიაკრო .

-მადლობა იკა-ნარეს ამოთქმული ისეთი მადლიერებით იყო გადატენილი,რამდენის განცდაც ადამიანს შეეძლო.

Ირაკლი გაშეშდა .მოელოდა ნარეს შინაგანი სამყაროს ხილვას ,მაგრამ არ იცოდა ასე თუ იმოქმედებდა მასზე. Დოლიძეს ზემოთ-ქვემოთ მოძრავ მკერდთან დახრილმა წარბაწევით აჰხედა გოგოს და მის მთვარით განათებულ თვალებში ,იმ ნაპერწკლების ძებნა დაიწყო,რამაც აიძულა ეს ეთქვა.მთელი დღის შეკავებული სურვილი ,რომ მისი მომწვანო თვალები შეესრუტა ახლა შემოაწვა.ნარესთვის ირაკლის მზერა იმდენად ინტიმური აღმოჩნდა ,რომ ტუჩების შებრუნებით სცადა ცოტახანი ჰაერი შეეკავებინა და აცეკვებული გულისათვის ჰანგები დაეხშო.

-ჰოო?!-მის სახესთან გასწორებულმა ბიჭმა ცხელი სუნთქვა მიაფრქვია და ცალ ხელზე დაყრდნობილმა უსწორმასწოროდ დაყრილი თმის წვალება დაუწყო გოგოს -მაინც რისთვის მიხდი მადლობას ხალიანო,მმ?-დაობეხებული ხმა რომ მისწვდა ყურთასმენას ,ნარემ ნერწყვი და ჰაერი ერთად გადაუშვა გულისკენ,ჩახველა რომ ჩაგდებული ხმა ამოედგა.

-იცი რატომაც-ამოიხრიალა საცოდავად და ყიფიანის მზერისაგან გასაქცევად ,თვალების ცეცება და ხამხამი რომ დაიწყო,ირაკლი მისმა დაბნეულობამ გააღიმა . ტუჩებისკენ სვლა რომ დაიწყო ბიჭმა,აქ უკვე გუგებმა თვალები შთანთქეს ,გული გარედან სცემდა მოლოდინში . Ისედაც ირაკლიზე მიყრდნობილს კიდევ უფრო დასცხა,მაგრამ ცივი წყლის მაგივრად სხვა რამ სწყუროდა ახლა.რომ მიხვდა რაზეც ფიქრობდა , მთელი სახე ღიმილისაგან მოკუჭულმა კანმა დაუფარა.

-საშიში ხარ ხალიანო,ძალიან საშიში-ჩატეხილ ტუჩზე დაწებებული თვალებით ,ნელა ჩაჰხედა მომწვანო ირისებში ირაკლიმ და ბაგეები, ახურებულ ლოყაზე ,ყველაზე ჰაეროვნად და ამავდროულად ყველაზე მომთხოვნად მიაკრო. Მკვრივ მკერდზე მინდობილი მტევანში ნარემ ისევ მაისური მოიქცია

-სუგლუვესთან აშკარად ვერ ხარ შენ.გახდილს ჩემი კანი რომ შეგრჩება ამ წიწილას მუჭებში ,უფფ-ვითომ შეაჟრჟოლა-არც მინდა წარმოვიდგინო.

-იოცნებე-ღიმილით მოიქცია ხვეული თმები თითებს შორის.

-სადაც ჩემგან კოცნას მოელი და წინააღმდეგობას არ მიწევ ,იქიდან გახდამდე შორი არაა დამიჯერე.

Წარბი ინსტიქტურად აექაჩა ,ირაკლის ფართო მხრებს ამოფარებულ ნარეს

-აშკარად გამოცდილი ხარ ხო?-არ დარჩა ვალში

- ნწუ ნწუ აბა ახლა,პატარა ხარ შენ მასეთებისთვის-გაეცინა ნარეს “ბოდიში?!” სახეზე და წამოდგომა დააპირა ,ნარემ რომ კვლავ მაისურის ყელით მოქაჩა თავისკენ ,თვალები შეუთვალიერა გაკვირვებულ ბიჭს და არტერიის მახლობლად იმდენაც მწარედ უკბინა ,ირაკლიმ ბარძაყზე უჩმიტა “კაი ხოო კაიო” .

-ახალ მთვარეობას ველოდო თუ თქვენთან როგორაა?- ზემოდან დაჰყურებდა ნარეს რომელიც, ინერციით წამომდგარი ბიჭის გამო ჰამაკში ახლართულიყო .დაღონებულმა ,ხელები რომ ჩამოყარა. Ირაკლიმ მკლავები მუცელზე შემოჰხვია “მოდი აქ მოდიო” და ნარეს რბილი სხეული მხარზე გადაიკიდა. Კარისაკენ წასულმა ,სუფრასთან მსხდომებს წასვლა ამცნობა და კარი ფრთხილად გაიარა.

-ირაკლი დიაფრაგმა ამომივარდა ჩამომსვი -მძინარე დაღლილი ,ხმით გადასძახა ირაკლის მკვრივ მხარზე გადაკიდებულმა .ყიფიანმა ბუმბულივით გადმოასრიალა გოგო და წელსა და მუხლებს ქვეშ შემოხვეული ხელებით მიიკრა მკერდზე.

-მმმ აქამდე გექნა გორილა-ამოიდუდუნა ნარემ და ჩაყოლილი თმა გაათავისუფლა.

Ჩაეცინა ყიფიანს საყვარლად მობუზულ ნარეზე ,რომელსაც თვალები დიდი სანდოებით მიელულა და ხელის გული ირაკლის გულზე მიედო,თითქოს უსასრულო ენერგიას ინაწილებდა.იმისდა მიუხედავად რომ ცივი საწოლი სიგიჟემდე ესიამოვნა,მაინც ვერ აიტანა რომ ხელის ,ერთი სულიერის ,ძლიერი გულის ფეთქვას ვეღარ გრძნობდა. Მაგრამ მზრუნველად გადაფარებულმა პლედმა და ყიფიანის სიტყვებმა “ფრთხილად იყავი სხვა ალქაჯებთან სიზმრებშიო” დაათბო და სიფხიზლე საბოლოოდ გაუქრო.



№1 სტუმარი ნათია46

იმდენხანს გელოდე რომ ბოლოს აღარც მეგონა თუ გააგრძელებდი????

 


№2  offline წევრი PPO

ნათია46
იმდენხანს გელოდე რომ ბოლოს აღარც მეგონა თუ გააგრძელებდი????

ცუდად ვგრძნობ თავს ამის გამო... აქაუნთის წაშლაზეც ვფიქრობდი ,ვეღარ ვწერ თქო ვერ ვიტყვი სხვა რამეა...თუ ისტორიას შევქმნი ჯერ ჩემთვის მთლიანად/სრულად დავწერ და ისე შემოგთავაზებთ

 


№3 სტუმარი Nino

Kargi iqneba mase ty izav mtlianad dawere da mere dade imitom rom davigalet ukve lodinit da uinteresoc gaxda istoria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent