შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ზღვარზე


9-05-2023, 21:59
ავტორი ავრორა
ნანახია 2 714

ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებ ,რისი გაკეთებაც არ გსურს.
ზოგჯერ ისეთ ადამიანად იქცევი,როგორებიც თავად გეზიზღება.ზუსტად მათნაირი ქცევები და ხასიათი გიყალიბდება.
ელისაბედსაც ასე მოუვიდა....
მხოლოდ ერთი გრძნობის სიყვარულის გამო

***
-ლიზა,არ მაინტერესებს შენ ვის თვლი და ვის არა ჩემ შესაფერისად ,როცა ვამბობ რომ თიკა მიყვარს ესეიგი მიყვარს და
-ორივემ ვიცით რომ თიკა ,რომელიღაც მოსამსახურის იდიოტკა შვილი არ არის შენი შესაფერისი.
-და შენ ხარ ?რატომ ? შენი ოჯახის გამო ?უი ბოდიში ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ...ნახე საერთო მეგობრები გვყავს ,საერთო წრიდან,
-თიკა
-თიკა,თიკა რატო იმეორებ სულ ?სიყვარული გსმენია ამ გრძნობის შესახებ?აი ეს ის გრძნობაა ნებისმიერ ფულზე და საერთოდ ყველაფერზე მაღლა რო უნდა დააყენო შენც და ყველამ ,ახლა აკვიატება გჭირს მაგრამ თიკას გამოჩენამდეც არ ვიყავით ჩვენ ერთად და ვერც ვერასდროს ვიქნებით. -საბოლოოდ შეანათა თავისი მწვანე თვალები ქერას და ჩოგბურთის კორტი უკან მოუხედავად დატოვა ,არც თავის განუყრელ მეგობრებს იოანეს და თორნიკეს დალოდებია,თუმცა ამ ბოლო დროს მათთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ელისაბედის გამო ,არ იცოდნენ რომელი მეგობრის მხარე აერჩიათ...
მაგრამ თქვენ რა დაგემართებოდათ ლიზას ადგილზე ,როცა თქვენი ბავშვობის და საერთოდ ცხოვრების სიყვარულად წოდებული იგივეთი არ
გპასიხობს ,ერეკლე მისთვის ყოველთვის სხვა იყო ,არასდროს უყურებდა ისეთი თვალით როგორითაც თორნიკეს ან იოანეს ,
აქ საქმე თიკაში ან საზოგადოების ფენებად დაყოფა არაფერ შუაში არ იყო და ეს ელისაბედმაც იცოდა ...არასდროს ყოფილა ისეთი ვინც ვინმეს ზემოდან უყურებდა(მიუხედავად მშობლებისა რომლებიც ყოველთვის ჩასჩიჩინებდნენ შენი დონე ყოველთვის იცოდეო) ,პირიქით ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა მას ვისაც უჭირდა ,არასდროს დაუძახია თავისი ან სხვისი მოსამსახურის შვილისთვის იდიოტკა,ღატაკი ,გომბეშო მაგრამ ახლა ასე იქცეოდა რადგან სწორედ ის ,,ახევდა "ხელიდან და გულიდან ერეკლეს...სხვანაირი წესებით იბრძოდა ,მზად იყო დაემცირებინა,დაებულინგებინა და საერთოდ ყველაფერი ექნა...

***
-აუუ ნახევარი საათია ამ ოთახში ვზივართ ,დროზე გააღვიძე შენში ელიზაბედ I -ლილე თავის პოზიტიურობის ფაზაში იყო როგორც ყოველთვის-აუუ აბა თქვენ ხართ რაა ,დასტირიხართ თავზე -ახლა თორნიკეს და იოანეს მიუბრუნდა
-რა შემატყე ტარიელობის ?!- ქართული ენის და ლიტერატურის მომზადებიდან შეძენილი ცოდნა გამოიყენა თორნიკემ
-მართალი ხარ ჩემო თოკო,შენ ავთანდილობა უფრო მოგიხდება-არც ლილე ჩამორჩა "ვეფხისტყაოსნი"ცოდნაში
-სუფთა ავთანდილი მე კი არა ჩვენი ერეკლეა რაა ,თინათინი აქ მიმიგდო და ვიღაცა ,,ყვავ" ფატმანს დაედევნა
-ბიჭო რო ამოალაგეთ ლალის მოცემული ცოდნა და რუსთაველს აბრუნებთ საფლავში ,ეშველა ეხლა რამე ელისაბედს?
-აი ყოჩაღ იო,როგორც ყოველთვის გამოსავლის ძებნაში ხარ ,შენ მალე თამარ მეფის საფლავსაც იპოვი ,ოღონდ ჯერ ჩემი დაკარგული ჰუდი რო მომიძებნო ,მინისტრი რო გავხდები გავიხსენებ იცოდე....
მათთან სულ ესეთი სიტუაცია იყო ...პოლემიკა,დიალოგი ,სიტყვას არ შეარჩენდნენ ერთმანეთს სიყვარულით ,თუმცა ახლა ერთი წევრი ერეკლე ნამდვილად ეკლდათ.
ნუ აბა როგორ იქნებოდა ,ელისაბედს ერეკლეს გამო სჭირდებოდა დამშვიდება.
უცებ თავი ასწია და
-არა ისე ეს თიკა ძაანაც ლამაზია ,რა არა ? არც უჭკუა არაა ,გონიერი გოგოა ,მართალია საქართველოს მასშტაბით საუკეთესო კერძო სკოლაში ვერ სწავლობს როგორც ჩვენ მაგრამ მისი მცდელობები უფრო დასაფასებელია
-აუუ კაი ეხლა ნუ დაიწყე თვითგვემა. ვაფშე არაფერი გოგო არაა რა ლიზ,აი მე მაგალითად ხო გგონიათ რო მაგარი მოფლირტავე ტიპი ვარ მარა საერთოდ არ შევხედავდი თიკას
-აუ თოკო ,თავისთავად ეხლა ძმაკაცის გოგოს რატო გაუბამდი ფლირტს?
-ჩემი ნათქვამიდან ეგ გაიგე ?
-არა,მე ეხლა ერეკლეს კი არ ვამართლებ და რაღაც მაგრამ-დაიწყო ლილემ-უბრალოდ აირია,ხო იცით რა ტიპია ეს თიკაც ისეთია ,უცებ თავი მოაწონა მარა მოწონება ხო სიყვარულს არ ნიშნავს
-ლილე ზუსტად 18 წელია მე მიცნობს ერეკლე,ნუ კაი ძაან ღრმა ბავშვობა დავიკიდოთ 15 წლიდან ვცდილობ რო ჩემში მეგობარზე მეტი დაენახა,შევყვარებოდი და ეხლა თიკამ რო ეგ ყველაფერი 6 თვეში მოახერხა უნდა მამშვიდებდეს?
-აი ეგაა ზუსტად -თქვა იომ-ნახე შენზე მიჩვეულია,ვერ გრძნობს როგორი ძვირფასი ხარ მისთვის რადგან სულ სულ ერთად მოვდივართ ანუ შეიძლება უყვარხარ მარა გრძნობებში ვერ ერკვევა
-სერიოზულად?ერეკლეზე ვსაუბრობთ ხალხო,ერეკლე და რამეში ვერ ერკვევა, უბრალოდ ვკიდივარ , ყველას რომ ვერ ეყვარები და არც არის საჭირო ხომ.მაგრამ ღმერთო ხო შეიძლება იმას ვუყვარდე ვინც მე მიყვარს ?
ძაან რთულს ვითხოვ
ამ შეკითხვას დუმილი რომ მოჰყვა მიხვდა რთულს ითხოვდა.
-აი ელიზაბედ, ჩემ არარსებულ შეყვარებულს ვფიცავარ თიკას რძლად არ მივიღებ მე
-აუ ჩემი ამან მთლად აურია,კარგად გვქონია თოკო საქმე ერეკლემ თუ ცოლად მოიყვანა ის თიკა ,მაგრამ ისე ეგ საქმე მართლა არ გამოვა შანსი არაა ერეკლეს მშობლები მაგას დათანხმდნენ.
-აუ მაგან არ მოინდომოს თორე რას ვერ დათანხმებს
-იწყევლები თუ რას აკეთებ?
-კი არ იწყევლება ჩვენს თვალწინ არსებულ რეალობას გვანახებს-თქვა ლიზამ.
-ისე ეხლა რა ,რო ჩავაბარებთ და სასწავლად წავალთ ევროპაში ლიზა შენ და ერეკლეს ხო ერთად მოგიწევთ წასვლა გერმანიაში სამართლაზე ხოდა ეს თიკა ვერ წამოვა და
-იო ტყუილად ნუ წელავ რა ,თუ მის გულში თიკა იქნება რა აზრი აქ ერთ ქვეყანაში ვიქნევით თუ მე სხვაგან და ის სხვაგან
-ვაიმე ჯადო კი არ აქ,დაივიწყებს კი არა დავიწყებინებ.,,ეშმაკი ქალია და
მას შენი სახელი აქ ელიზაბედ"-თქვა ლილემ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent