შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ზღვარზე (2 თავი)


11-05-2023, 00:16
ავტორი ავრორა
ნანახია 1 737

***
რომ გითხრათ წვიმიანი ამინდი უყვარდა თქო მოგატყუებთ ,მაგრამ ამჯერად მართლა ზედმეტი იყო ,მთლიანად სველი იყო, ქერა თმა კი სახეზე ეკვროდა ,კარზე მაინც დააზარუნა და რამდენიმე წუთში ან შეიძლება წამში დამხმარემ გაუღო კიდეც კარები
-გამარჯობა,ქეთი დეიდამ იცის რომ უნდა მოვსულიყავი,იმედია ცალია
-დიახ ,გელოდებათ უკვე ქ-ბ ლიზა, უბრალოდ მე მეგონა ერეკლესთან იყავით.მობრძანდით...რამეს ხომ არ ინებებთ
-არა მადლობა.
მისაღებში შევიდა,საერთოდ აქ ხშირად ყოფილა,არა ხშირად კი არა ის,იო,ლილე,თორნიკე და ერეკლე კვირაში არსებულ ხუთივე დღეს ერთად ატარებდნენ.
ტელეფონი ამოიღო და ინსტაგრამზე შევიდა...
-ელიზაბედ?აქ რა გინდა?წარღვნაში მოყევი-კიბეებზე ჩამოვიდა ერეკლე თმა მთლიანად აწეწილი ქონდა ,ლიზა მიხვდა რომ ახალგაღვიძებული იყო და სანამ სამზარეულოში შევიდოდა თვალი მოკრა ნაცნობ ფიგურას.
-არა,ზევსმა გადმომასხა ზემოდან წყალი რომ გავგრილებულიყავი.
-ზედმეტი მოსვლია აშკარად, ალბათ ახლა რამდენი პროცედურა დასჭირდება შენს კანს ბინძური წვიმის წყალი რომ მოიშოროს
-შენც იცი რომ რაღაცეებს ბოდიალობ, რა პროცედურები
-აქ რას აკეთებ?
-მე დავურეკე და მოსვლა ვთხოვე ,ბოდიში ლიზ,გალოდინე,გაუთვალისწინებელი ზარი იყო და უნდა მეპასუხა.დარე 2 შავი ჩაი თუ შეგიძლია-ქეთიც
გამოჩნდა თავის არისტოკრატულობით,ლიზას ყოველთვის აინტერესებდა ბავშვობაში ქეთი უფრო არისტოკრატი იყო თუ დედამისი მაგრამ შემდეგ წლებთან ერთად დაადგინა რომ ქეთის ისეთი ადამიანური გრძნობები როგორიც:შვილებზე ზრუნვა,სიყვარული,სიბრალული,დაკარგული არ ჰქონდა.
ლიზამ თვალით ანიშნა ერეკლეს,,ესეც შენი პასუხიო"რაზეც ბიჭმა თვალები აატრიალა
-კარგჯთ,მანდილოსნებს მარტო დაგტოვებთ ,მე გავდივარ ,დე საღამოს თიკა მოვა,
-შენი ტყუპისცალი სადაა?-ქეთიმ საკმაოდ უცნაურად გადაიტანა თემა. გამაგიჟენს ეგ გოგო ,უი გამახსენდა წყნეთში არიან ეგ და რამდენიმე დაქალი ასული წუხელ მითხრა,თუმცა მე მეგონა გადადებდნენ წვიმის გამო... ლიზა ძვირფასო ასეთი სველი საიდან ხარ?მძღოლმა არ მოგიყვანა?
-არა ,მძღოლმა არა
-რატო?აბა მძღოლი რისთვის არის ...იმედია არ გაცივდები
-კაარგით,გტოვებთ მანდილოსნებ,დედა საღამოს როგორც შევთანხმდით...
ერეკლე გავიდა ალბათ იოსთან და თორნიკესთან ერთად მიდიოდა სადმე
-თიკა ,თიკა ,თიკა ,თითქოს რამე დამსახურება ჰქონდეს ,თავის დროზე უნდა გამეგდო დედამისი და იმ გოგო ვერც გაიცნობდა-თქვა ქეთიმ და გვერდით სავარძელში მოკალათდა,დამხმარემ შავი ჩაი შემოიტანა და დაუსხათ
-მადლობა -ჩუმად თქვა ლიზამ, გაკვირვებული იყო ,როგორც ჩანს ეს ქეთიმაც შენიშნა
-გიკვირს?
-სიმართლე რომ გითხრათ კი,უბრალოდ არ ველოდი ,მე მეგონა რომ
-კარგი რა ლიზა ,ძვირფასო როგორც დედას, და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ როგორც დედას არ მომწონს ერეკლესთვის თიკა არა მხოლოდ მე არც ელენას არ მოსწონს
(ელენა ერეკლეს ტყუპისცალი იყო)
-ერეკლესთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორც ჩანს ,რადგან უყვარს.
-მოდი სიყვარულს ნუ დავარქმევთ,იყოს გატაცება,ვნება შესაძლოა ამბოხიც ოჯახის წინააღმდეგ თუმცა არა სიყვარული.
-გუშინ რომ დამირეკეთ და მოსვლა მთხოვეთ-ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა ,ამიტომ ეცადა შეეხსენებინა მისვლის მიზეზი თუმცა როგორც ჩანს აზრი არ ჰქონდა
-ზუსტად ამ თემაზე მინდოდა საუბარი, როგორც ერეკლეს მეგობრები ,შენ ,იო,თორნიკე და ლილე ყველაზე უკეთ იცნობთ მას და ყველაზე ახლოს ხართ ,თუ ელენას არ ჩავთვლით თუმცა ის მისი დაა
-გასაგებია, თუმცა ერეკლე თიკაზე უარს არ იტყვის ,როგორც მეგობრებს ჩვენ არ მგონია რამე შეგვეძლოს თანაც
-საინტერესოა,მოდი ერთ შეკითხვაზე მოპასუხე, მეგობრობა კარგია თუმცა გიყვარს?
-ბოდიში,ვერ გავიგე?ამდენი წელია ვმეგობრობთ ,რა თქმაუნდა მიყვარს და ძვირფასია
- რას გრძნობ როცა თიკასთან ერთად ხედავ?არ გინდა რომ მის ადგილას იყო ,რა სისულელე ვთქვი მის ადგილას შენ ვერ იქნები საყვარელო ,რადგან სულ სხვა დონე ხარ ,ისეთი როგორიც ერეკლეს შეეფერება ,თუმცა მგონი მიხვდი რასაც ვგულისხმობ ,გთხოვ მითხარი რომ გიყვარს,და არ დაუთმობ ერეკლეს თავს თიკას ,
-მე არავითარ ბრძოლას არ ვაპირებ.
-აი მეკი შენს მხარეს ვარ ,ბრძოლა უკვე დაწყებულია ,ვერ გრძნობ შენ გულში?
-მართლა ვერ ვხვდები ,მთხოვთ რო ერეკლეს ჩემი თავი შევაყვარო?უბრალოდ გვიანაა ,ერეკლემ გაიგო რო მიყვარს ,თიკაზე ჩხუბის დროს წამოვიდა, შესაბამისად ან ახლა როგორც მეგობარი ,ისეც კი თავს შორს იჭერს ჩემგან ამიტომ მგონი ყველაფერი ნათელია...
-ვახშმზე გეპატიჟები,მინდა რომ შენც იყო,იმედია მოხვალ
-სისულელეა,ერეკლეს არავითარ შემთხვევაში არ ენდომება ოჯახურ ვახშამზე ,იქ სადაც თიკაა მეც ვიყო.
-ლიზა,იბრძოლე,თორემ გპირდები რომ ვერ გაუძლებ

***
აქ რას აკეთებდა ,თავის თავს დაახლოებით მეხუთედ ჰკითხა ბოლო 35 წუთში ეს შეკითხვა,ახლა სახლში უნდა მჯდარიყო ,რომელიმე რომანი წაეკითხა ლოგინში გახვეულს და კლასიკური ჰანგებისთვის მოესმინა, ამის მაგივრად საოჯახო ვახშამზე იჯდა და ცდილობდა სტეიკი რაც შეიძლება ნელი მოძრაობით დაეჭრა
თუმცა ხელი უკანკალებდა.
-სწავლის გაგრძელება ჯერ სად მინდა არ ვიცი ,თუმცა ერეკლე მეუბნება რომ მე ყველგან შემიძლია მოვხვდე და გაუმართლებს იმ უნივერსიტეტს სადაც მოვხვდები-"კარგია,ბატონო ერეკლე,მოტივაციის მოცემა საყვარელი ადამიანისთვის კარგად გამოგდის,გიყვარს,არა ნამდვილად გიყვარს"გულში ფიქრობდა.
-ტკბილო მე იმას ვამბობ რაც სიმართლეა"-გვერდიდან აშკარად ელენას ჩაცინების ხმა მოესმა.ერეკლემ კი თვალები დაუსისინა
-იქნებ შენ და ერეკლე ერთ უნივერსიტეტშიც კი მოხვედრილიყავით თუმცა არა ,ამის შანსი ნულია რადგან ,ერეკლე და ლიზიკო გერმანიაში მიდიან-წაკბინა ელენამ.
-მართალია,თუმცა ამ თემას ბოლო რამდენიმე თვეა რაც მე და იკაც განვიხილავთ და იკა აპირებს რომ გერმანიაში ლიზასთან ერთად წასვლა გადაიფიქროს, მანძილის გაზრდაც არ გვინდა ჩვენს ურთიერთობაში, თან მონატრება.
ამ სიტყვებზე მთელი ვახშმის განმავლობაში პირველად შეხედა ლიზამ ერეკლეს ,ან რატომ შეხედა ,იქნებ იმიტომ რო უარყოფას ელოდა ,თუმცა ეს ნამდვილად არ მომხდარა, შენიშნა რო ერეკლეს მშობლებიც და დაც დაჟინებით უმზერდნენ ბიჭს,რაც იმას ადასტურებდა რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა ,თუმცა მის გონებაში მხოლოდ ერთი კადრი მეორდება,,ლიზასთან ერთად გერმანიაში წასვლაზე უარი თქვას,აპირებს უარი თქვას,აპირებს უარი თქვას",,არა ,არა შენ მე ამას დამპირდი"
14 წლის ასაკში
ლიზა სკოლის ეზოში იჯდა და ხატავდა
-დარწმუნებული ვარ ზარის ხმა გაიგე,ისე ეხლა ფიზიკა გვაქვს რომ იცოდე -უკნიდან ერეკლე მიეპარა
და გვერდით დაუჯდა,თუმცა მიპარებას ნამდვილად ვერ დავარქმწვდით ლიზა სურნელზე მიხვდა ვინც უახლოვდებოდა.
-და შენ ახლა გაკვეთილზე ხარ და ცდილობ დენის ძალასა და ძაბვას შორის არის თუ არა პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება დაადგინო?
-არა მე ახლა შენს გვერდით ვარ ,ხედავ ?!
-მაგ გაკვეთილზე ჯდომა მეზარება ,თან ფიზიკის მასწავლებელზე ნერვები მაქვს მოშლილი. მისი აზრით პროკურორი ვერ გამოვალ
-იცი,ჩემთან პირიქით ყველა ნაცნობი ფიქრობს რომ სამართალზე უნდა ჩავაბარო, აუცილებლად მამის გზას გავყვე და მოსამართლე გამოვიდე..
-გეშინია?
-რისი უნდა მეშინოდეს ლიზ?
-იმის რომ მამის ჩრდილში იქნები?
-ისედაც ვიქნებით არაა,შენც იქნები როგროც შეიძლება პრემიერ მინისტრის შვილი ჩრდილში არ მოექცეს როცა საქართველოში პროკურორის სტატუსით დაბრუნდება?არ გადარდებს?
-არა,მამაჩემის საქმიანობას ჩემთან არანაირი კავშირი არ ექნება მე ჩემი შრომით გავხდები პროკურორი.მაგრამ შენ სამართალი არ გიზიდავს არა?
-არ ვიცი, იქნებ უკეთესი არქიტექტორი გამოვდივარ,ბიზნესმენი ან ნებისმიერი რამ....
-შენ ყველაფერში საუკეთესო იქნები იცი?-ერეკლემ ამაზე გაუღიმა
-კარგი მაშინ შენ უკვე საუკეთესო ხარ ,უთხრა და ცხვირზე ხელი ჩამოკრა
-საიდან მიხვვდი რომ აქ ვიქნებოდი?
-უბრალოდ მივხვდი,შენ საიდან იცი რომ საუკეთესო ვიქნები ყველაფერში?
-მაშინ მეც უბრალოდ ვიცი....
რამდენიმე წუთის შემდეგ ერეკლემ ისეთი რამ თქვა რამაც ის დღე ლიზას ცხოვრებაში სამუდამოდ ჩაბეჭდა.
-ელიზაბედ, მე ერეკლე ნაკანი გპირდები რომ მე და შენ ერთად წავალთ გერმანიაში, იმისთვის რომ შენ საუკეთესო პროკურორი გახდე და ორივე ვისწავლით სამართალზე.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

საინტერესოდ დაიწყო იმედია არ დააგვიანებდა სა მალე დადებ ახალ თავს .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent