იმერული ოდა (სრულად)
-არიქა,გოგია,ადექი,გათენდა!-ექვსი ძლივს იყო შესრულებული,ზაფხულის გამთენიისხანს თავშალწაკრული მაყვალა რომ დაადგა თავს 75 წელს მიტანებულ მეუღლეს. სულ თეთრად გაათენა ღამე და კრულვას ატანადა ყოველ ამოსუნთქვას ქმრისას,ნერვებმოშლილი,რა აძინებსო. შვილი-შვილიშვილები ჩამოდიოდა სტუმრად და მესამე ღამეს ათენებდა ასე უგზოუკვლო ჯავრში,ხომ კარგად იმზგავრებენ ქალაქიდანო. -მომასვენე ადამიანო,ადრეა ჯერ.-ცალი თვალი გაახილა გოგიმ ჯერ,ფანჯარაში ძლივს შემოსულ შუქს უკმაყოფილოდ გახედა და ადგა,ძლივს გამართა ნაჯაფი მუხლები. ამ ბოლო დროს სახსრებმა შეაწუხა და ჯერ მაინც ვერ იმეტებს შვილიშვილის გამოგზავნილ წამალს,სულ რომ გამიჭირდება,მერე დავიწყებო,იტყოდა. -დაწყდა ქათმები მშივრები!-გაასავსავა ხელები დილიდან ენერგიაზე მყოფმა მოხუცმა და აღარ დალოდებია ძლივს მოფუთფუთე ქმრის გამოფხიზლებას. სათლზე დაყრილ სიმინდის კაკალს ხელი დაავლო და უკვე ქათმებს დაურღვია მშვიდი ძილი. -ასე პატრონს ემგვანებოდეს წვრილფეხი,პირველად ვნახე. -მამალს შეუბღვირა და მხოლოდ შემდეგ დაყივლა ჭრელფერმა ზრდილობის გამო. დიდად არ ეპიტნავებოდა სისხამ დილას წამოფრენა. -წია,წია,წია!-რიტმული მელოდიასავით წამოიწყო მაყვალამ შემოძახილები გაგულისებულმა და თან უყრიდა საკვებს. -წია,ყოყლოჩინა,გამეიხედე თვალებში! დარჩი მშიერი.-თავტვლიპინა კიტაია ქათამს დაუყვავა და რომ დარწმუნდა,ყველა დააპურა, უკვე სადგომისკენ გაიკვლია გზა. თვალხატულა,ჭრელ ,მოვლილ ძროხებში დიასახლისს მოულოდნელი საჩუქარი დახვდა.. -დედა!მომიკვდეს თავი,გოგია!-ისეთი ხმით შეიცხადა,სახლში ჯერ კიდევ ჩაუცმელმა მოხუცმა სულ დაივიწყდა მუხლის ჭრიალი,ისეთი სიჩქარით გაიქცა ცოლისკენ. -გოგია!-გულშეღონებულ ქვითინში მხიარული ნოტები რომ დაიჭირა,მერე ამოისუნთქა და სირბილიდან ჩქარ ნაბიჯზე გადავიდა. იქ შესულს ატირებული,ცრემლებმოღვარღვარე ცოლის წინ ახალდაბადებული,კოპლიანი ხბო რომ დახვდა,გაიღიმა როგორც იქნა. -ნახე რა უქნია ხატულას!-დამჭკნარი მუშტით თვალები შეიმშრალა და ფეხადგმული შობილი დედის ძუძ*სთან მიიყვანა. -რატომ არ დამიძახე ხატულა?!-სიხარულისგან გახეთქვამდე მისული გულის მიუხედავად,მაინც გაუწყრა დედას.. სულ დაავიწყდათ დილის საქმეები, ფერებით და მოსიყვარულებით რომ გააძღეს დედა-შვილი,მაშინ ამოიწვერა გვარიანად მზე. -წადი ახლა შენ გოგია გადენე ე ძროხები საძოვარზე,სანამ დეიწყენ ღმუილი, ხატულიას მე მივხედავ.-შემორიგებულ მეუღლეს საქმე გადააბარა და კიდევ დაჰყო მათთან დრო. შინ დაბრუნებულმა მაყვალამ სახლს კიდევ ჩამოუარა ცოცხითა და აქანდაზით და ისევ ეზოში ამოსულ სარეველას დაერია. -რავა არ გაგწყვიტავთ ღმერთი ჩემსაჭიროდ,თქვენ უნდა მომკლათ?!-წიწკნიდა ბალახს და მეშოკში გაბრაზებული ყრიდა. -არა,გინახიათ ამისთანა?! -წელში გაიმართა და ისე მოავლო მიწას თვალი,ვითომ შებედავდა ვინმე პასუხს.-ნამუსიც კაი საქონელია!-მოგლიჯა თავი ჯერკიდევ წინა კვირაში გასხიპულ ბალახს და ძლივს გამართა წელი. თბილი ხელისგული თეძოზე შემოიდო და ღობის იქით,ხის პარმაღზე გამომდგარ საფერთხშემართულ მეზობელს თვალმოჭუტულმა გასძახა. -მთვარო,არ მევიდა ყავის დრო?!-დილიდან ძალაგაცლილს საწვავი სჭირდებოდა უკვე, თერთმეტი სრულდებოდა. არ გაუდია თავპაიჯი სოფლის სტაჟიან რძალს, თავშალი მოიძრო,თმები გადაივარცხნა და კარისყურის მეზობელს დილა მშვიდობისა გაუცვალა. -ხო გადამრია ხატულამ ამ დილას,ჯერ რავა ველოდი მაგის მოლოგინებას,სამი დღე მინიმუმ მქონდა იმედად. -მიწკრიალებულ სახლში,ხის ტაბლაზე თეთრი,გაკრახმალებული ჩაისტილო დააფინა და ორი ფინჯანი ,თიხის ჯეზვეში მოდუღებული თურქული ყავა დადგა,საკამფეტეში ჩაყრილი შოკოლადების თანხლებით. მუდამ თავშენახულ მაყვალას სახლში არაფერი ელეოდა,არათი სტუმრისთვის მისაწოდებელი ტკბილეული. უყვარდათ ღობეყორის მცხოვრებლებს მასთან სტუმრობა, მცოდნე,მის საქმეში გაწაფული და რჩევა-დარიგებებით განთქმული თავიქალი საამაყო იყო სოფლისთვის. -ხვალ ბაზარზე თუ მოდიხარ მაყვო შენ ეგ მითხარი-დაგროვილი ჭირ-ჭორები რომ გაცვალეს ყავით,მთვარისა წასასვლელად მოემზადა. -აბა რას ამბობ,დღეს ბავშვები ჩამოდიან,მაგათ ვუნახე ყველი და კვერცხი,ვერაფრით წავიღებ.-იუარა მომენტალურად და ღობის ყურემდე გააცილა მეცეცხლური. სანამ ისევ სახლში შევიდა,გოგიაც შეამჩნია,ღიღინღიღინით რომ მოიკვლევდა დაღმართს. -გოგი!-შესძახა შორიდან. -არ მოვსულვარ ჯერ!-გამხიარულებულმა ტილოს პერანგი შეიხსნა და ოდასთან დადგმულ წყლის რეზერვუართან სახე შეიგრილა. უკვე გაუსაძლისად აჭერდა მზე. -დამიკალი შენი ჭირიმე ი ქათამი ისე,ხმა რო ვერ გევიგონო და სისხლი რო არ დევინახო,თორე გამისკდება გული.-შეევედრა ახალმოსულს და დიდი ხის გობი გამოიღო განჯინიდან. ტომარიდან პურის ფქვილი გვარიანად მოაპირქვავა და ცომის ზელას შეუდგა. -ან თავს რად იკლავ,ან იმათ რას მაკვლევინებ თუ ღმერთი გწამს მაყვალა.-ცოლის კაპრიზებით გულგაწყალებულმა გოგიამ ერთი გახედა უკვე საქმეში გართულს ცოლს და სანამ გაპუტულ-გატრუსული საცოდავი ქათამი არ მიუყვანა,აღარ შეუწუხებია. -ხმა არ გეიღო ზედმეტად ცომი არ გააბრაზო თორე წაგაცლი თავს!-ჩურჩულით შეუბღვირა დედალაკიდებულ ქმარს და ჩამოართვა მისი გაზრდილ-აღზრდილი. არ შეუხედია ზედმეტად,ისე გაასუფთავა და გაამზადა შესაწვავად,გული ეწურებოდა და არ ეთმობოდა ღმერთის ქმნილებები. სახაჭაპურედ გადმოდებული ორი წველა იმერული,კრიჭინა ყველი აჭყინტა თბილი ხელისგულებით და პატარა მანიც მოაყარა,გოგიასგან დამალულად,რომ არ გაპარულიყო ცომში. აქეთ,ოდის პარმაღზე,თხილის ტეხვით თავშექცეული მოხუცებული ულვაშებში ღიმილს ვერ იკავებდა. წუთებს ითვლიდა,ყოველდღიურობისგან გალეული სახლი როდის აჟრიამულდებოდა. როდის შემოირბენდნენ ყოველ კუთხე-კუნჭულს მისი შვილთაშვილები. როდის შემოაღებდა დინჯად ჭიშკარს მხრებშიგაშლილი მისი ერთად დარჩენილი უცოლშვილო შვილიშვილი . ერთი სული ჰქონდა,როდის მოვიდოდა მისი იოსები და მარჯვეხელებით შეუკეთებდა ყველაფერს სახლში.. -ნიგოზიც დამიმტვრიე გოგია,ფხალიზა,ხო იცი რაფერ უყვარს შენ შვილს! -გამოსძახა დიასახლისმა სამზარეულოდან. თხილის ბაჟესთვის საკმაზები დაენაყა ნიორთან ერთად და დარჩეულ თხილს ატარებდა. ქათმის ბულიონში გახსნა და თვალდახუჭულად დაჭრილი დედალი ჩააწყო,მიინახა და ტყემალს დაუწყო ჩხაკვა. -არიქა,ომბალო დამიკრიფე!-შუა პროცესში გაახსენდა მთავარი და ფიქრებში წასული გოგია ისევ შეაფხიზლა. -ღმერთო,შენ გამაძლებიე !-ამოიხვნეშა უკანასკნელმა და კვლებში აბიბინებულ,ხასხასა ბოსტანში ძლივს გამოარჩია ომბალო პიტნისგან. -მიბრძანებთ კიდევ რამეს თუ შემიძლია თვალი მოვატყუო ცოტა ხანს?!-იცოდა,ბედს რომ ეთამაშებოდა,მაგრამ,მაინც გარისკა. 55 წლის წინ,ზუსტად ამით მოხიბლა სოფლის თვალი,ლოყაღაჟღაჟა მაყვალა. ერთი კი გადახედა ქვისგამხეთქავი მზერით ქალმა,მაგრამ,აღარაფერი უთხრა. სანამ შუადღემ მოატანა, იმერული სისწრაფით მაყვალამ ექვსამდე კერძი უკვე შეკმაზა და, მეორედ ჩაზილა ცომი. -გოგია!რავერ მოტყუვდა მაგ დასაფსები თვალი?!-აქოთქოთებულმა ვეღარ აიტანა მეორე ნახევრის უსაქმურობა. უკვე გზისკენ მოქცეოდა ნახევრად თვალები. ყოველგაფაჩუნებაზე სახე გადაებადრებოდა და გაიქცეოდა კარში, მაგრამ, დაღვრემილი მობრუნდებოდა ისევ.. -დოურეკე იოს,რატო აგვიანდებათ.-ქანცგაწყვეტილი ჩამოესვენა ბებო და გაფქვილულ წინსაფარზე შეიმშრალა ხელები. ყველაფერი მომთავრებული ჰქონდა. კარმიდამო მესამედ ჩამოხვეტა და, უჯვე ვეღარ იმშვიდებდა გულს.. -ხო გვითხრა,მაყვო,მოვალთო,რა გადარდებს,მოვლენ აბა სად წავლენ?!-მისი სარეცელის გამყოფის დაღლილი ხელები მისაში მოიქცია გოგიამ და მოავლო სახლს თვალი. მაინც,რამდენ რამეს ასწრებდა ეს ორი დამჭკნარი ხელი და,რამდენი შეეძლო.. -ნეტა ყველა მოდის?! ბოვშები არ დამიტოვონ გოგია,გადევირევი! -გაკაპასდა ისევ,აქამდე კიარ უფიქრია,ყველას სამყოფი კი დაამზადა,მაგრამ,მაინც,ვინ მოდიოდა სოფლად?! -დაიწყე შენ ხაჭაპურები და სანამ დაცხობა,მოვლენ.-მზრუნველი თვალები მოავლო და შეაგულიანა მისი სიტყვებით.. გადაეყარა თითქოს ჯავრი მაყვალა ბებოს.. ცხობაში გვარიანად გაერთო და მზეც რომ გადაიწვერა,ბოლო ხაჭაპური შედო გაზქურაში. -მაყვალა!-ამჯერად გოგიამ შემოძახა მჭექარედ და გადაუცია გული ქალს. მანქანის ფარების შუქი მოადგა რკინის ჭიშკარს. თავწაკრული,წინსაფარგაფქვილული,ხელების სავსავით გაიქცა შესაგებებლად ბებია.. სულ დაავიწყდა დაღლილობა,სამი დღის უძილობა.. ჯავრი და ფიქრი. სიხარულით გული ამოუსკდა.. მოადგა თვალებზე ცხელი ცრემლი. -თქვენ გენაცვალათ თქვენი ბებია!-ჯერ არ გადმოსულებს ხელებგაშლილი გამოეგება და უკან,დინჯი ნაბიჯებით მომავალ,იმერულ ულვაშში ღიმილგაპარულ გოგია პაპას ხელს უქნევდა,მოუჩქარეო. რაღაცას მალავდა ეს ღიმილი და ეს რაღაც, მთელი ეს სამი დღე რომ გაუთქმელობისგან გულს უჭამდა,მანქანიდან მორცხვად გადმოდიოდა მისი ერთადერთი ეულად დარჩენილ შვილიშვილთან ერთად.. -იო,ბებია!-ცრემლებიან თვალებს ჯერ არ აღუქვამს გოგონას მორცხვი ღიმილი და აწურული მხრები. ისე ჩაეკრა ბიჭის მტკიცე მკერდს,ვეღარ მოსცილდა. -ბე!-რბილად შეეხო აცახცახებულ მხრებს და გაუცინა.. -გაიცანი,ეს ჩემი მარიანაა!-გოგი ბაბუსთან მდგომ გოგონასკენ შეატრიალა და სიამაყით წარუდგინა.. დაიბნა მაყვალა.. თან გული გაუჩერდა და ათასმაგად აუძგერდა. ანგელოზი ედგა წინ.. მისი სიზმრებიდან გადმოსული თეთრკაბიანი,სახემოცინარი გოგო. გაუთბა სული.. თვალებზე მომდგარი ცრემლი ხელის დამჭკნარი გულებით შეიმჭრალა და თავშალი მოიხსნა თავიდან.. გაბდღვერილი წინსაფარი მოიძრო,გოგიას გადაულოცა და გულში ჩაიკრა იოს მარიანა.. -ბებია,მოშიებული იქნებით ახლა თქვენ,შემობრძანდით სახლში.-ცისკრის ვარსკვლავივით აციალებულ სახეზე თბილი ხელებით მოეფერა უკვე დათვისებულს და,შეუძღვა შინ. თითქოს ხასხასა ფერი დადებოდა იმერულ ოდას.. სულ სხვა სითბო მოდიოდა ხის პარმაღიდან. -მომიკვდეს თავი,დამეწვა ხაჭაპური!-ისე შეიცხადა აღელვებულვა მაყვალამ,იმ ხმაში ჩაატია ყველა თრთოლვა და შვილიშვილის სიყვარულით აძგერებული გულისგან აღტკინებული სული.. დატრიალდა.. ხუთ წუთში გააწყო სუფრა.. არ დაიხმარა იოს მარიანა,დაისვენე და მერეც გეყოფა ჩემი მოხმარებაო,ჩაუცინა კეკლუცურად. უღიმოდა მის გაზრდილს, მის უბეში გამოკერებულ უკვე მთასავით მყარ,ძლიერსა და ყველა ღირსებით შემკულს და უხაროდა, ბებიის მთელი გრძნობებით სავსეს ჰორიზონტამდე უხაროდა,მისი სიყვარული.. -დაჯექი ახლა მაყვალა და გვაჭამე ორი ლუკმა,დამეხვა თავბრუ!-გოგიამ დინჯი მზერით დაუყვავა ჯერ კიდევ მოტრიალე ცოლს და დასვა როგორც იქნა.. შესწრებული ხაჭაპური ჩუმად მიჩქმალა და,ფითქინა იმერულის ნაჭრები გადმოუღო თეფშზე,სუსტ,კაფანდარა გოგოს. -არ მოგერიდოს ბებია!-დატრიალებდა თავს და აღარ იცოდა,როგორ ეცა პატივი.. ამის შემყურე ,ოცდაათს გადამცდარი იოსები,შეფარული ღიმილით ცლიდა ჩაციებულ ციცქა-ცოლიკაურს და მისი გადაწყვეყილების სისწორეში რწმუნდებოდა.. ჯერ ბებია-ბაბუას რომ გააცნო მისი გულის სწორი.. მოხუცებულებს რომ გაუხარა გული.. -ბებია,ხატულამ ხბო მეიგო,ნეტა დაგანახა რა ლამაზია! -შუა ვახშმობაში,ოთახიდან გამოსულმა მაყვალამ ხელში რაღაც მომალა და წარბშეხრილ გოგიას თვალი ჩაუკრა.-წამომყევი ორი წუთი,დაგანახებ და მანამდე გოგია მარიანას იმ ამბებს მოუყვება,მეზობელს საქათმიდან 15 ცალი კვერცხი რომ მოპარე. გაყვა იოსები. გაკვირვებული და თან, იცოდა,მაყვალა ბებოს ხბოს სანახავად სულ რომ არ მიჰყავდა.. ასეც იყო.. მოეფარნენ თუარა ოდას, სარკმლიდან გამოსული მკრთალი შუქის ფონზე, ოქროს რგოლი აბრჭყვიალდა მაყვალას გაშლილ ხელისგულზე.. -ეს ბებია შენი ცოლისთვის მქონდა შენახული..-მოხუცის მომტკბარ,მომტყდარ,ხავერდშეპარულ ხმაში მთელი სითბო,სიყვარული და მზრუნველობა იგრძნო იომ.. ხაშხაშა,დაღლილ,ბევრ გამოვლილ,დაჩამიჩებულ ლოყებზე სათითაოდ აკოცა და ყვრიმალებზე გამოპარული გრძნობები შეუმშრალა.. -მე კი ვიცი შენც რომ უყიდი ბებია,მაგრამ, სულ რომ არ გაიკეთოს,სამახსოვროდ გექნებათ..-შეეცადა მოხუცი სევდა დაემალა,მაგრამ,მიუხვდა იოსები.. გულში მაგრად ჩაიკრა გამზრდელი ბებია და ხელში შეათამაშა ოქროს რგოლი. -ამაზე ძვირფასს მე ვერაფერს ვაჩუქებ ბე,მადლობა!-გულით გაუღიმა და სახლში შეუძღვა.. სიცილისგან სახეაფორაჯებული მარიანას ზურგსუკან დამდგარმა გოგიას საჩვენებელსა და ცერა თითშორის მოქცეული ბეჭედი წამით დაანახა და მოხუცის აცისკროვნებულ თვალებზე გულიანად გაიცინა.. -მაყვალა!-სამზარეულოში მოფუსფუსე ძალაშესხმულ,წელშიგამართულ ცოლს შესძახა სუფრის თავიდან გოგიამ და ფეხზე წამოდგა.. -წავალ,ძროხებს რძეს ვესესხები მე,თორემ,ხვალ ბევრი ხაჭაპურების დაცხობა გვიწევს და,არ შევრცხვეთ ამ ანგელოზივით გოგოსთან.-რძისთვის გამოწყობილ ვედროებს ხელი დაავლო და ღიღინით გაუყვა გზას სადგომისკენ.. სხვანაირი,სიამაყით სავსე მზერა ჰქონდა თვალებში ტბაჩამდგარ მაყვალასაც. თითქოს საუკუნის ძალა ჩასხმოდა ძარღვებში, აღარ იცოდა სად წაეღო ამდენი სიხარული.. შორს,ჰორიზონტისგან კილომეტრობით მოცილებულ მომავალს შეფარული ღიმილით გაყურებდა ფიქრებში წასული იოსებიც და, წვრილი,ლერწამივით წელისთვის სარეველასავით შემოეხვია ხელი.. -შენი აზრით,წლების შემდეგ,ჩვენ როგორი სიბერე გვექნება იო?!-რბილი ხმა სითბოთი გაჭღენთოდა მარიანას.. თვალებიდა. აურაცხელი სითბო ეღვრებოდა და, ის,ბავშვობაში დაკლებული სითბოსგან აძგერებული გული საგულეში აღარ ეტეოდა.. მაყვალას დაცქვეტილ სმენაზე და წამში გაქრობაზე სიცილი ვეღარ შეიკავა იოსებმა.. თვალები გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულს აუკაშკაშდა და უფრო აიკრო სხეულზე სანატრელი ქალი.. -მაგაზე პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ მექნება იანა..-ჯიბიდან ოქროს რგოლი ამოიღო და მტკიცედ გაუღიმა..-ცოლად გამომყვები?! __ -დედა,მომიკვდეს თავი! გოგია!-ფანჯრიდან ქურდულად მომზირალმა მაყვალამ ლოყაზე ხელისგული მწარედ იტკიცა და,რომარ შემჩნეულიყო,უცებ ჩაიმალა.. სადგომიდან ჩქარი ნაბიჯით გამოქცეული მოხუცი ნახევარ რძეს სიჩქარეში აქცევდა და რომარა ცოლის ქურდული მზერა,ალბათ უთვალავ ქოქოლას დააყრიდა.. -ხმა არ გეიღო იცოდე!-პირზე ხელი ააფარა და ჩუმად შეახედა ფანჯარაში.. იოს გულში მაგრად ჩაეკრა გოგოს ფარატინა სხეული და ოთახს ბედნიერებისგან აფერადებდნენ. -რა გაყვირებდა კიმარა დედაკაცო,სული არ მომყვა აქამდე!-მაინც უსაყვედურა,არადა,გული უსკდებოდა შვილიშვილის ბედნიერებით. -ტყემლის დასხმა დამავიწყდა! რასიფიქრებს რძალი.-წეღანდელი შფოთვები ისევ გაახსენდა მოხუცს და ჯავრით გადააქნია თავი,თან თვალს არ წყვეტდა წინ გადაშლილ სურათს. ამოიხვნეშა გოგი ბაბუამ.. ხელები მაღლა აღაპყრო და საცოდავად ახედა კაბაფონს.. -ღმერთო,მომეცი გაძლება,ამის ხელში! ___ სულ ციცქნა,ამ ღამეს შემოწერილი,მთელი გულით და სულით სავსე სიკოხტავოთ მოვედი.. გამითბეთ გული.. მომენატრეთ, მიყვარხართ, თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.