უკანასკნელი მზე (სრულად)
პირველად ვნახე იმ დღეს სიკვდილი.. ჩასაფრებული. დამჭკნარი. გაოხრებული.. დაღარული სახით იდგა პატარა ჩიხის დიდ თავში და ხორხის გახლეჩამდე ხარხარებდა.. ყველას გასაგონად. ყველას დასანახად. -აბა შემომხედეთ,მათხოვრებო!-იოგებს იხეთქავდა ყვირილისგან. -აბა დამენახეთ!-გადმოგვხედავდა თითქოს და გვზაფრავდა.. იდგა წელში გაშლილი, მედიდური მზერით და თითქოს სასიკეთოდ მოსულიყო,მთელი სახე უნათებდა სისასტიკისგან.. ბროლივით ძვირფასი, ტანკერანივით აშოლტილი,, ატმის ყვავილისფერი გოგო-მარიკო წაიყვანა და ხელში შეგვიტოვა ყველას იმ კონკრეტულ წამს დასრულებული სიცოცხლე.. მეგონა ხელს შევახებდი ტრაგედიას,იმდენად გაიყინა ჰაერში მისი მწარე არომატი და გაგვაშრო ერთ ტრაექტორიაზე.. უძრავად.. არ გაწყვეტილა არცერთი წამით ზარივით უწყვეტად დარეკილი ხავილი.. გოდება და ღმერთის ხმობა.. სუნთქვა მხოლოდ ინსტიქტური გაგვიხდა.. -მარიკო!-ბღაოდა ქალის განწირული ხმა ქუჩაში და არცერთს,არც კი თითოს შეგვეძლო მისთვის გაძლება.. ვიდექით თავჩახრილი, სიკვდილს მზერაარიდებულები და თითო პეშვი წყალი იმედივით გვეჭირა თითოს,თითქოს,ელექ იყო შვილმკვდარი დედისთვის.. ვეძებდით გადამწყვეტი წამის გამქრობ ძალას, მაგრამ აღარაფერი გააფერადებდა მის ფერმკრთალ ღაწვებს.. როცა ვიფიქრეთ,როცა ცალი ფილტვი სასუნთქად გაგვეხსნა, ზუსტად იმ წამს შეერია ჰაერს სიკვდილზე უფრო დიდი, მწარე და გამხრწნელი ხმა.. მოდიოდა.. ფრთამოტეხილი.. ოთხად მოკეცილი.. სიცოცხლე დასრულებული მარიონეტი ნელი ნაბიჯით და თითოზე თითო წამს ტოვებდა,ჩვენს თვალწინ.. ხელში ერთი მზის სხივისფერი მზესუმზირა დაეჭირა და ყველანაირად ცდილობდა არ ჩამომსხვრეულიყო ათას ნაწილად.. -მოვიდა!-გვერდიდან გავიგონე მორიდებული ჩურჩული.. კარგად ვიცნობდით.. მისი მედიდური მიმოხვრაც გაზეპირებული გვქონდა.. ადამიანს არ ჰგავდა ახლა.. კანიდან ეღვრებოდა თითქოს თავზარდამცემი ყვირილი,იმდენად აღარ ედო სახეზე აღარცერთი ფერი.. ხელზე ყველა ვენას დაუთვლიდი,სიფერმკრთალისგან და, თითქოს ამოსკდომას ლამობდაო, გული კისერში უცემდა.. მის სუნთქვას ვითვლიდით. მძიმეს. მკვდარს და, აღარაფრისმთქმელს.. ჩამოყრილ მხრებზე დაუდევრად მოცმული მოსახური კართან ჩამოუცურდა, ოთახის შუაგულში, სასახლეში წუთების ჩასვენებული მისი სული რომ დაინახა.. მისი მარიკო. მისი ყოველი ამოსუნთქვა და გულის თითო აძგერება.. გავიყინეთ.. შემოქმედმა თითქოს ამ წამს დაასრულა სპექტაკლი.. სცენაზე,ფარდის მიღმა მხოლოდ ორი, სულით მკვდარი და ხორცით მიცვალებული დარჩენილიყო და, ჩვენ,მაყურებლები, ბუტაფორიებად დავრჩენილიყავით.. ვეღარ აღიქვამდა გონება მის ყოველ ნაბიჯს.. მხოლოდ ორი,საცრისხელა,უარაფრო თვალი უყურებდა როგორ მივიდა მასთან.. დაიხარა.. ლერწამივით სუსტ თითებზე ეამბორა და მუხლებზე დავარდა. მთელი სიმძიმით დაენარცხა იატაკს.. სიცოცხლის განშორებას ჰგავდა სხეულიდან.. მისი სული, მთელი მისი გული იქ,ბროლისფერ მარიკოსთან იყო, მაგრამ, ტანი, მთრთოლვარე,უძალო და უსიცოცხლო,ვეღარ აზიდა ვეღარცერთი დღე ძველებურად.. ____ წვიმდა. კოკისპირულად. ზეცას პირი მთლიანად მოეღო და დაგროვილ ცრემლებს ღვრიდა ერთიანად,რომ ვეღარ დაიტია.. თქეშად ჩამოყრილი ცოდვა და მადლი ნიაღვრებს ეხეთქებოდა და გაუსაძლისს ხდიდა სიარულს,ფეხთმავლებისთვის.. არც კი ჰქონდა თითქოს სამყაროს გათენება გადაწყვეტილი,იმდენად უკუნითი ჩამოწოლილიყო გამთენიის შვიდზე.. -ღმერთო,ოღონდ სახლამდე მიმიყვანე..-ჩუმი ბუტბუტით მიუყვებოდა თქორიან ალიონს ერთ მაისურში არც კი გახვეული ფარატინა სხეული.. კანკალებდა.. ცახცახებდა.. ძვალ-რბილში ატანდა თითო წვეთი,მაგრამ,მაინც არ ეთმობოდა სოცოცხლის მაუწყი იმდენად,საწვიმრით ევლო.. -ხუთი ან ათი და,სახლში ხარ მარიკო!-იხალისებდა გულს,მაგრამ,მაინც არ მოკლდებოდა გზა.. არადა,ერთსადაიმავე ბილიკს უკვე იმდენჯერ ტკეპნიდა,თითო ქვასაც ცნობდა მიწაზე და, ტოტს ხეზე.. მაინცდამაინც დღეს გაგრძელდა ისე უსაშველოდ ეს გზა,ერთი სული რომ ჰქონდა როდის გამოიძინებდა გვარიანად.. -მარიამ!-სულ ბოლო ძალები რომ ელეოდა ფეხებში,ჩუმი ძახილის ხმა გაიგონა.. ისე ადევნებოდა გათოშილს მანქანა,ვერც კი მიმხვდარა.. შეჩერდა მხოლოდ იმიტომ,რომ ბგერები ეცნო,მაგრამ,პირველად უყურებდა ასე ახლოდან მას .. ხელის გაწვდენაზე.. ასე უსიტყვოდ მხოლოდ მისი ხმა ჰქონოდა გაზეპირებული.. მშვიდ,წარბშეხრილ,მყარ ნაკვთებს კი მხოლოდ ამწამს შეეჩეხა.. არაერთ გამთენიისხანს შეხვედროდა მარიამი წინმდგომის ჩუმი,მელოდიური ლოცვის ფონზე.. გაახსენდა მომენტალურად როგორ ბრაზდებოდა თავდაპირველად და მერე, რომ მიეჩვია,როგორ ელოდა გაფაციცებული,როდის დაიწყებდა დილის ფარძს უცხო მეზობელი.. -ნუ შეგეშინდებათ,აიაზი ვარ,გვერდიგვერდ ვცხოვრობთ.ერთი გზა გვაქ,თუ წინააღმდეგი არ იქნებით,მიგიყვანდით..გაითოშებით..-ალბათ რომარ დაეფრთხო,მაგიტომ აუჩქარა მთავარ სათქმელს და პასუხის ლოდინში იმ სახის შესწავლა გადაწყვიტა კაცმა,აქამდე მხოლოდ შორიდან რომ ენახა და ანდამატივით იზიდავდა.. მოსაზღვზე ფანჯრიდან ხშირად დალანდავდა ხოლმე მხიარულს.. ზოგჯერ გამწყრალს.. ხანდახან გულის მოწურვამდე დარდიანს და ყოველ ჯერზე, კანი ეგლიჯებოდა,ისე უნდოდა ახლოდან მისულიყო და უკეთ დაეჭირა მის სულში აშლილი თითო ტალღა. უცხო სანახავი იყო ერთიანად სველი.. ცეცხლისფერი, მოკლე, წვიმისგან ახვეული თმა სახეზე მიკროდა და ქანდაკებას ჰგავდა,ფერმკთალი სახით.. სუნთქვა შეეკრა კანიდან წამოსული ენერგიისგან.. მთელ ცხოვრებად დაუჯდა სიმშვიდის შენარჩუნება. არასდროს,არცერთი წამით არ უგრძვნია ასეთი მიზიდულობა,მითუფრო სრულიად უცხო და,ამავდროულად,გაზეპირებული არსებისგან.. -მაპატიეთ..-გულწრფელი მობოდიშება დაფრთხობისთვის გულზე სასიამოვნოდ რომარ მოდებოდა,ალბათ იმ დილით არც კი ჩაჯდებოდა მის მანქანაში და ცხოვრების სულ სხვა,ამოუცნობ ფურცელს არ გადაშლიდა.. ბედის ირონიის , მწერლისა და მეამინის ბრალი იყო, მაინცდამაინც ახლა რომ გადაეყარნენ ერთმანეთს.. თორემ,ბარე მეოთხე თვე იწურებოდა,რაც გადმოსულიყო ერთი პატარა ჩიხის მეზობლად და აქამდე მხოლოდ ხმა ესმოდა მარიკოს მისი .. უცხო,გრილი,სასიამოვნო არომატი იყო მანქანაში. მისი თავის გაუკვირდა,უხერზულობა რომვერ იგრძნო.. თითქოს სახლში იყო.. მყუდროდ და თავისუფლად. -ამისწინ მისაყვედურა ნელიმ,დილით შენი ხმა გვაწუხებს მეზობლებს და,შეწყვიტეო.-რბილად ჩაიცინა. მხოლოდ წამით გახედა..-არ ვიცი,თუ მას,ალბათ თქვენც შეგაწუხეთ. უნდა მაპატიოთ. არ გამორჩენია აიაზს მარიამის აწკეპილი წარბები და თვალებში გაკვესებული წამიერი სიბრაზე. -ნელის რაცკი რამ დადის ქუჩაში,ყველაფრის ხმა აწუხებს.. არუნდა მიგექციათ ყურადღება.. საბოდიშოც არაფერი გაქვთ, არ აქვს უფლება შეგზღუდოთ..ესეც რომ არ იყოს,თქვენი არცერთ რაქა არ ისმის შემაწუხებლად..-რაც კი შეეძლო,გააკონტროლა მოწოლილი სიშმაგე.. ჩამოწეული მინიდან შემოსულ ცივ ჰაერს სახე მოუღერა და ღრმად ჩაისუნთქა დილის რიჟრაჟი.. ყველანაირად შეეცადა აიაზი არ დატყობოდა მისი ნათქვამისგან გამოწვეული სიამოვნება,მაგრამ,ვერც ტუჩებს მოუყარა თავი.. უნდოდა მეტად მოესმინა მისი ხმა.. მეტად შეესწავლა,მაგრამ, არც ამის უფლებას აძლევდა თავს ზემდეტად.. არცერთ სტანდარტში არ ჯდებოდა მისი გადაჭარბებული ინტერესი და საუბრის დაუძლეველი სურვილი.. საჭეს მჭიდროს შემოაჭდო ხელები და მანამ აღარ უთქვამთ რამე,სანამ ჩიხში არ შეუხვიეს.. ნაცრისფერ ცას სულ ოდნავ მოდებოდა შუქი.. წვიმას არც კი ჰქონდა ფიქრად გავლებული გადაღება. თავგამოდებით ტიროდა დილა.. -ყოველი წვიმის შემდეგ დამდგარ დარს ცაზე ერთი ახალი ვარსკვლავის დაბადება ახლავსო,სადღაც მითხრეს და მის შემდეგ,ყოველთვის ვამოწმებ,თითქოს დავითვლიდე კაბადონზე მანათობელ წერტილებს -ჩუმი ხმით ამოილაპარაკა მარიკომ,გადასვლამდე სულ ერთი წუთით გაჩერდა სრულ სიჩუმეში და გული ამოუჯდა დამუხტული ჰაერისგან.. -რთულია ცაზე ეძებო ის,რაც დედამიწაზეა მარიამ..-სანამ გადავიდოდა,მანამ ამოილაპარაკა იმდენად ჩუმად აიაზმა,არც კი უფიქრია,რომ გაიგებდა .. არადა,ადრესატამდე სიტყვები ზუსტად ისე მივიდა,როგორც ითქვა.. იდუმალებით სავსე.. ვეღარ დაიძინა.. ორი სახლის ორი სარკმლიდან შუქი არა, მაგრამ,უწყვეტი ფიქრები იღვრებოდა და, ვერცერთი ძალა ვერ აფერმკრთალებდა.. ამოუხსნელი, ამოუცნობი, დაუჯერებელი, ურწმუნო და, ამავე დროს, უთვლელი უტყვი სიტყვებით სავსე არაფრისმომცემი დიალოგიდან დარჩენილი ეიფორია თითქოს სისხლად დადიოდა ძარღვებში და, ვერ ერეოდნენ თავს, ყოველი წამი არ გაეხსენებონათ ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ერთად გატარებული წუთებიდან.. ძალა,რომელსაც აქამდე აკავებდნენ,თითქოს ერთიანად ამოიფრქვა და ნიაღვარად მოდიოდა.. არ იყო ეს სტანდარტული.. არც შორიდან,ჩუდამ თვალთვალი და, არც ერთიანად დაძრული სიტყვების რიგი.. არ შეწყვეტილა მთელი ქუფრი დღე წყლის წვეთები.. მხოლოდ შემოსაღამებულს გადაიწმინდა ცა, ახალი ვარსკვლავის დაბადების წამს.. ___ იშა ნამაზის დასრულებას ელოდა მეზობელი სახლიდან.. სარკმელთან ფიჭის სანთელი დაენთო და რიტმულად აყოლებდა მისდაუნებურად ლოცვის ხმას აიაზის რაქას მარიამი.. გულის კარი მთლიანად გამოეღო და ღმერთის კვალს თითოდ მიუყვებოდა,სულგანაბული.. სხეულში დამკვირდებული სიმშვიდე მთლიანად შემოეჭდო მკლავებზე და, სითბოში გამოახვია რწმენამ.. არაფრად არ ეთმობოდა ეს განცდა.. არცერთ მიწიერ ცდუნებად.. მშვიდად ჩალიცლიცდა სანთელი.. ხელები ჩამოუშვა და გაიმართა.. განათდა უცაბედად.. სარკმელიდან იდეალურად ჩანდა ფანჯარასთან მდგარი აიაზი.. გამჭოლი მზერით.. ფართო ღიმილით.. მშვიდი თვალებითა და, წარმოუდგენელი ძალით.. მწარედ იკბინა სიტყვის სათქმელად დაწყობილ ტუჩზე მარიამმა.. მის წინ მდგარმა მამაკაცმა რომ ტელეფონზე ანიშნა,თვალები შუბლზე აუვიდა.. არ დააყოვნა შეტყობინებამ დაფარული ნომრიდან.. “თუ დამთანხმდებით,იმ ადგილს განახებდით,საიდანაც ყოველი ვარსკვლავის დაბადება ხელის გულზე ჩანს”.. გაცისკროვნებული ღიმილი რომ დაეფარა ზურგით შებრუნდა და მანამ დაჰყურებდა შეტყობინებას აკიაფებული მზერით,სანამ გული გეგმას აწყობდა,როგორ დაეთანხმებინა გონება.. ნდობამ,რომელიც არსაიდან დაუძვრებოდა გულში,გონებაზეც იმარჯვა და ისე აღმოჩნდა უცხოს მანქანაში,არც უყოყმანია.. ამწამს გზის დასასრულამდეც გაყვებოდა,იმდენად გულწრფელი იყო მისი მზერა.. გრილოდა გარეთ და ცაზე უთვალავი წერტილი ანათებდა.. მანქანაში სიმშვიდე და სითბო ერთმანეთში ახლართულიყო და, იდუმალებას ქმნიდა.. აიაზის მზერა ჰორიზონტს ჭვრეტდა.. მარიამის-აიაზს.. მოზრდილი წვერი შაქრისფერ სახეზე მამაკაცს კოხტად დაეყენებინა.. თმა გულდაგულ გადაევარცხნა და რეზინით მოეყარა მათთვის თავი.. ძლიერი შუბლი ჰქონდა.. კლდესავით უძრავი და უდრეკი.. ყვრიმალთან,თვალის გასწვრივ, საფეთქელზე თვალშისაცემი ხალი ჰქონდა.. მართვის დროს ხშირად ჩამოისვამდა ხოლმე სახეზე გრძელ თითებს,ალბათ,ჩვევად ჰქონდა.. არ გამოპარვია მახვილ თვალს.. მანამ არ იცოდა მამაკაცმა გზა სად მიიყვანდა,სანამ იმ აღმართს არ დაადგნენ,ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილზე რომ იყო.. ყოველთვის გაწერილ გეგმებს მიუყვებოდა აიაზი.. არ ახსოვს ბოლოს როდის გადაუხვია გზიდან და, როდის აჰყვა იმწამის გრძნობებს.. არც ის წუთი ახსოვს,როგორ აკრიფა სიტყვები.. მხოლოდ ის უნდოდა, ჩაკეტილი სივრციდან გაეყვანა და ერთხელ მაინც ესმინა გულის თქმისთვის.. არ შემცდარა გუმანი.. ხელის გულზე ჩანდა მთელი ქალაქი მიწისქვეშ და, თავს ზემოთ-გაცისკროვნებული კაბადონი.. ასე ახლოს ცასთან და თან,უთვალავი წლით დაშორებული.. -სასწაულია..-ხელები აეზიდა და ფეხისწვერებზე დამდგარიყო მარიამი.. უნდოდა სულ მცორედ მაინც მიახლოებოდა ცას და, მთელი მისი ძალა შეესრუტა.. -ზემოთ ცა და, აქ,თქვენ..-ისევ ჩუმად,მაგრამ,არც იმდენად,გაყურსულ გარემოში ლოდებად რომ არ ჩამოკიდებულიყო თითო ბგერა.. გაეღიმა.. მაგრამ,არ შეიმჩნია.. ხელები როგორც კი დაეღალა, მომშრალ ლოდზე ჩამოჯდა და იქამდე უყურებდა თითო ვარსკვლავის თითო ამონათებას,სანამ მთლიანად არ აემღვრა მზერა მარიამს.. ოცდაათამდე ნაბიჯით შორს, არც ახლოს და არც ძალიან განცალკევებით, აიაზი მდგარიყო.. უწყვეტ ჯაჭვს ერთ დგოლად ემატებოდა.. ის ვერ აყურებდა ზეცას.. მისი ვარსკვლავი წინ,ცივ ლოდზე ჩამომჯდარიყო და ყველა ციურ სხეულზე მეტად კაშკაშებდა.. ვერ ხსნიდა მის სხეულში დატრიალებულ უცხო შეგრძნებებს.. უნდოდა მიახლოება და არც ის სიშორე ეთმობოდა,მისი სრულად აღქმის საშუალებას რომ აძლევდა.. ვერ ჯეროდა, როგორ მოაწყო შემოქმედმა ყველაფერი ისე, რომ ფანჯრიდან მალულად მოთვალთვალეს, მას,ვისაც თვალს ვერასდროს არიდებდა და თან გაურბოდა შეხვედრას,ახლა ასე ღიად უყურებდა.. -აიაზ,თქვენი აზრით მართალია ის ,რასაც ამბობენ?!-ბევრი წუთის შემდეგ მოაცილა მზერა მარიამმა კაბადონს.. სუსხი მოძლიერებულიყო, ალბათ,შუა ღამე იდგა უკვე.. ორს გადაცდენილი იქნებოდა.. - თუ თქვენ დაინახეთ დღეს ახალი ვარსკვლავი,მაშინ მეც დავიჯერებ..-ყოველგვარი ფიქრის გარეშე უპასუხა და მიუახლოვდა.. თხელ მაისურზე მისი საწვიმარი მოახურა ისე,რომ არ შეხებოდა და გვერდით,მცირე დისტანციით,მიუჯდა.. ერთიანად მოსულ სითბოში კომფორტულად მოეწყო და გაინაბა.. აღარ თქმულა დარჩენილი ღამე არც ერთი სიტყვა.. ზოგჯერ,ალბათ,ათასში იმ ერთხელ,ჰაერში დატრიალებული ყოველი ამოსუნთქვა იმაზე მეტს ამბობდა,ვიდრე ტყვიებად გასროლილი სიტყვები.. ცის კამარის იიქით,ღრუბლებისგან განცალკევებით, ბედის მწერალი დედამიწისთვის ახალ ვარსკვლავსა და,სამყაროსთვის,ჯერ არ განცდილს ქმნიდა.. __ -იწვიმებს,მარიკო,გადაიღოს და მერე წადი!-დედის დარიგება ყურად არ იღო. ეჩქარებოდა.. სული არ უჩერდებოდა სახლში არცერთი ზედმეტი წამით.. იცოდა, თითქოს უკვე გაეზეპირებინა გვერდითა მეზობლის ლოცვის დროები.. მიზგითიდან უკვე უნდა წამოსულიყო და, ერთი სული ჰქონდა, როდის გადაეყრებოდა გზად. ის სახლისკენ მიმავალი, მარიკო კი,სამსახურისკენ. თხელი პერანგი მხოლოდ ხათრით მოიხურა და სირბილით ჩაუყვა კიბეებს. -დილა მშვიდობისა,მარიკო!-სისხამს თვალშეგებებული ხალათშემოხვეული ნელიკო ჯერკიდევ შენაცრისფერებულ ცას წარბშეხრით უყურებდა და ნამიან სარეცხს გაბრაზებული ხსნიდა. ხელი ნაჩქარევად დაუქნია და ჩიხის გასაყარზე სული მოითქვა. გული ხუთი ნაბიჯის გარბენაზეც კი ცუდად ჰქონდა. სულ ორი წამით შეისვენა და ციდან გადმოსროლილ პირველ ცრემლს ღიმილით შეხვდა. -ღმერთო,ამდენი ვარსკვლავი როგორ უნდა დაიტიო?!-ცას ინტერესით ახედა და განაგრძო სვლა. სიცივე ფეხს იკიდებდა.. ინანა,დედას მერამდენედ რომ აღარ დაუჯერა და, არ დაითბილა მხრები.. მაგრამ, მას ხომ ის უნდა გადაჰყროდა.. მისი გამთენიის ხანის ხიზნად მონათლული.. -თუ ახლაც შევხვდებით,მაშინ ბედია!-გულში მერამდენედ იმეორებდა და თან ის მოკლე ფეხით გასავლელი გზაც ეცლებოდა,წვიმის დროს ასე რომ იწელებოდა.. უკვე იმედიც კი ეწურებოდა, როგორც იქნა, ნაცნობი მანქანა რომ დაინახა და მას აიაზის ცისკრის ფერი სახეც მოჰყვა.. შაქრისფერი ნაკვთები მოეჩვენა,თითქოს უელავდა.. -მარიამ!-შვებისგან ჟანგბადს მთელი დაგროვილი სიხარული,მოლოდინი და მოუთმენლობა ამოაყოლა მამაკაცმა.. გულზე დაკიდებულ მინიატურულ ყურანს ხელები მადლიერებით ძლიერად მოსჭიდა და მთელი სახით გაუღიმა. -სანამ დასველებულხართ,მე მიგიყვანთ,არ გაცივდეთ!-ისევ ცხრა ფენაში შეფუთა მისი ნახვის დაუოკებელი სურვილი. უცხო,მაგრამ,სულივით ახლო,ისე ესაკუთრებოდა,ფიქრებს ვერ უყრიდა თავს. -უკვე მეორედ მიხსენით,აიაზ,თქვენთან ვალში ვარ..-თბილ სალონში მყუდროდ მოეწყო და თითქოს დაჩვეულ ქცევებს მიჰყვა.. ის მას უყურებდა.. მის უცხო ფერის ნაკვთებს მისხალმისხალ იზეპირებდა და სწავლობდა.. აიაზი კი,ვერ უბედავდა პირისპირ მზერებს.. გზას ჯიქურ გაჰყურებდა და ნატრობდა უსაშველოდ გაწელილიყო. -არ ვიცი,ამის უფლება თუ მაქვს,მაგრამ,ბედს გამოვცდი.-სულ ერთი წამით გახედა მის ატმისყვავილისფერ სახეს..გაეღიმა მომლოდინე თვალების დანახვისას..საპასუხო ენერგიით გავსებული სალონში სუნთქვაც აღარ შეიძლებოდა..-მიყვარს გამთენიისხანი,გვიანი ღამეც და ყოველი ახალი ვასკვლავის დაბადება,მაგრამ,თუარ მიწყენთ,იქნებ დღის შუქზეც გიხილოთ..თქვენი თმა განსაკუთრებით თვალისმომჭრელი იქნება მზის სხივებზე..-სარჩულამოკრული სიტყვები საბედისწეროდ ისროლა სასურველისკენ და განაჩენის მოლოდინში,გაირინდა.. უკვე სამსახურშიც კი მისულიყვნენ.. გავეშებით წვიმდა და თითქოს,მთელი ქვეყნის დასატევ წვეთებს ყრიდა ღმერთი ციდან,ერთჯერზე. -არ ვიცი,როგორ გაურიგდით მწერალს..-აფორიაქებული გული ძლივს დაიმშვიდა..გაუღიმა და მისი მთელი დღის განწყობა შექმნა..-თუ დღესაც ცაზე ახალ ვარსკვლავს დამანახებთ,თამახმა ვარ! -ბოლო სიტყვებზე ბონუსად ეშმაკური,კეკლუცური ღიმილიც დაურთო და სასწაულის მომლოდინე მამაკაცი საკუთარ ფიქრებს დაუტოვა.. ელოდა. ილოცა. ევედრა და მაინც, ისე მოეღო ცას პირი,ბოლო არუჩანდა კოკისპირულ წვიმას.. გაბრაზდა. გაცხარდა. გაჯავრდა, მაგრამ,არ მოილია კაბადონმა უღმერთო გლოვა.. არადა,როგორ სჯეროდა და როგორ უნდოდა, ხელზე დაუთვლელად ენახა უცხო.. -ნეტავ არ მეთქვა..-ჯავრით გადაიქნევდა თავს ყოველჯერზე მარიამი,ფანჯრიდან რომ გახედავდა ნაცრისფერ დღეს.. მთელი საათები სევდით მიდიოდა და, შუა ღამეს რომ სახლში დაბრუნდა, საბოლოოდ ჩაუქრა იმედის სხივი.. მძიმედ გახვეულიყო ღუნღულა პლედში და არაფრის დიდებით არ ეკარებოდა ძილი.. სარკმლებს დაბინდული მზერით გაჰყურებდა და.. ნატრობდა,გადაეღო.. ერთმანეთზე მჭიდროდ გადაეჭდო ხელისგულები და სულის ფიცართან,იქ,სადავ ღმერთი ეგულებოდა,დაეწყო სალოცავად. -“გარეთ გამოიხედეთ,მარიამ”-საათის შემდეგ,როცა აღარაფერს აღარ ელოდა, ინათა ბნელმა.. გული ამოუჯდა.. სუნთქვა შეეკრა.. გაიყინა და ერთიანად შეაცხელა,იმდენად სწამდა ამ წამს სასწაულების.. აივანზე ფეხაკრებით გასულს მორიგი შეტყობინება მოუვიდა.. -“შუაგულ გზაზე გელოდებით” არაფერი არ სჩანდა.. არც კი სხეული და სულიერი,იმდენი უკუნითი იდგა.. ტელეფონით გაინათა გზა და უხმაუროდ გავიდა ეზოდან.. აიაზი მართალი იყო.. იდგა და ელოდა როდის მივიდოდა შემცივნებული, მობუზული და მაინც,ცისკარამდე ლამაზი მარიამი.. მხრებშიგაშლილი,უსაზღვრო ძალითა და მამაკაცური სიამაყით სავსე უცხო მეზობელს გაუპირისპირდა და მოულოდნელად წვიმამ რომ გადაიღო,გაოცებისგან ხმა ვერ დაძრა.. მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ მიხვდა,ირგვლივ თავსხმა რომ იყო და მხოლოდ იქ, შუაგულ ქუჩაზე,სადაც ორი სხეული იდგა,არ ატანდა.. -ბედმა მიმუხთლა,არ ველოდი,აქამდე მეგონა,რომ მისი საჩუქარი იყავით,მაგრამ,ალბათ,სულ ცოტა ჩვენც უნდა გავაკეთოთ,რომ დავარწმუნოთ,დროის დახარჯვად ვღირვართ.-უფსკრულის კარამდე ღრმა მზერით თითქოს მთელი სულის წაკითხვა უნდოდა აიაზს,ისე უყურებდა და ყოველ სიტყვას ზომა-წონიდა თქმამდე. გრძნობდა როგორ დნებოდა,ლღვებოდა და თბებოდა სახეზე ყოველი მისი ნათქვამი და მეტი გამბედაობა ესხმებოდა მხრებზე,წვიმის მაგიერ. -ზემოთ აიხედეთ მარიამ.-აღარ გამოამზიურა მეტად შეუცნობელი გრძნობები.. უყურებდა თვალცრემლიან, გაოცებულ, ცისკრის მნათობივით მოკაშკაშეს და,საკუთარ გადაწყვეტილების სისწორწში ცამდე რწმუნდებოდა.. სიგიჟე,მოულოდნელი,გაუფიქრებელი და,არც კი არსად წაკითხული იყო რეალობა. მაღლა, თავს ზემოთ, რაღაც სასწაულით საკუთარ თავს უყურებდა მარიკო და არ იცოდა,ეს აღელვება როგორ დაემალა.. -თქვენ ხართ ვარსკვლავი მარიამ! ყველა ცისა და მიწის.. დღისა და ღამის.. ორი რწმენის ერთი სიდიადე და, მთავარი ძალა.. შორიდან ესმოდა და გულში ღრმად ინახავდა ყველა ბგერას.. როგორ უნდოდა არასდროს დამთავრებულიყო ეს წუთები და, უსასრულოდ ესმინა მისთვის.. -აიაზ,დაუჯერებელია!-თვალები გაუაზრებლად აემღვრა და ძლიერად დახუჭა,გადაჭარბებულ ემოციებს რომ არ ეღალატათ. ვის დააჯერებდა ან საკუთარი თავისთვის როგორ ერწმუნებინა, მესამედ ნანახი ასე რომ ეთვისებოდა.. სული ეწვოდა,ისე უნდოდა ის სითბო,რომელსაც მამაკაცი ასხივებდა,კანიდან კანზე ეგრძნო, მაგრამ, ვეღარ გაბედა… მხოლოდ უზღვავი მადლიერება გაუგზავნა თვალებიდან და, იმ ერთ დღეს შეპირდა.. მზიანს და თბილს.. ___ არ გამოუდარებია ავდარს სამი გადაბმული დღე და ღამე.. ფანჯრის რაფასთან მომლოდინე ორი სხეული შუშის მინებიდან შესცქეროდნენ ერთმანეთს და მოუთმენლად ელოდნენ ერთ მაცოცხლებელ მზეს.. თითქოს სამი შეხვედრის უკან დაბრუნდნენ.. უსმენდნენ ერთმანეთის ლოცვას და მალულად დარაჯობდნენ შუქს,ფანჯრიდან.. “არ ვიცი როგორ მოვიპარო კოსმოსიდან მზე,რომ თქვენი ნახვა შევძლო” მაინც ვერ მოითმინა სითბოს დადგომამდე.. ენატრებოდა ,როგორც უცხოს მონატრება შეეძლო სულს.. არ ესმოდა, ვერ იგებდა, ვერ ხსნიდა და ვერ იჯერებდა, ვერცერთი გული, როგორ გაუხდათ ერთი სუნთქვა, ერთი ფიქრი და ერთი სურვილი ისე,რომ ერთმანეთთან მხოლოდ შორი-შორს მზერები და სამი გამთენიისხანი,ღამის პირული აკავშირებდათ.. “იქნებ თუ ერთად ვიფიქრებთ ამაზე,გამოსავალიც გვეპოვნა” ისე აკრიბა საპასუხო წერილი,არ ამოუსუნთქავს.. თვითონაც ვერ გაიაზრა,ისე ადგა და გავიდა გარეთ.. შუა ღამე ჯერ არ იყო დამდგარი. საერთოდ, პირველი იწყებოდა… ერთი წამითაც არ გაკვირვებია, მოსასხამით ხელში მეზობელი კარიდან აიაზი რომ გამოვიდა.. არც ის ,მხრებზე,ისე რომ არც კი შეხებია,საწვიმარი რომ მოახურა და,უხმოდ გაუყვნენ გზას.. გული გამალებით უცემდა და ვერ იმშვიდებდა მარიამი… უხაროდა, გვერდიდანაც ასეთი მძლავრი,გამაყრუებელი ხმაური რომ ესმოდა. -ნელის ალბათ ჯავრით არ დაეძინება,ახლა რომ დაგვინახოს.-უცხო მუხტისგან უძრავად ჩამოკიდებული ჰაერის განსამუხტად,რას არ მოედო მარიამი.. -ნელის რაც გადმოვედი,მას შემდეგ დაერღვა რეჟიმი. -გულღიად ეცინება აიაზს და სულ ერთი ნაბიჯით ამცირებს მანძილს,მის გვერდით.. კანი კანს საერთოდ ვერ ეხება.. წვიმა,მოსასხამი და,ვერ გაძლეული შიშები აკავებდათ. რომელ კანონში წერია, ასე ერრთმანეთის სურვილში შემონათება და,მცხუნვარე მზის მოლოდინი. -მაინც,რა მოიფიქრეთ აიაზ,როგორ მოგყავთ მზე?!-წვიმის წვეთების შხარუნში,ლამაზად შეეერია ჰაერს ნაზი ხმა.. -გულწრფელად ვერ ვხვდები,განგება მიწყობს თუ თქვენ იცოდით რომ არ გამოიდარებდა და,ასე შეეცადეთ ჩემი გზიდან ჩამოცილება..-ალმაცერად გამოხედა წარბშეხრილ გოგოს და ჩაეღიმა,ასე აშკარა რომ იყო მისი უარყოფა. -ეს თქვენ დაიჩემეთ დღის შუქი,თორემ მე ღამის ბნელშიც კი კარგად ვხედავ თქვენს თვალებს..მიუხედავად იმისა,რომ მოქუფრული ცის ღრუბლიანი ფერი გაქვთ..-ისე წამებში გამოაშკარავა მისი ფიქრები მარიამმა,შეცბა, მამრამ,ადრესატამდე უკვე ზუსტად,სიტყვასიტყვით მისულიყო.. გაეღიმა.. მთელ სიცოცხლედ უღირდა ახლა ერთი გაცინება,თავნება,შეფაკლული გოგოს დანახვისას, მაგრამ,არაფრის დიდებით არ გააფუჭა ეს წამი.. მიუყვებოდნე ქუჩას და, ვინ იცის,რამდენი ფიქრი ურევდათ თავს.. რამდენი გრძნობა ერეოდათ ერთმანეთში და, რამდენ სიტყვას ვერ უყრიდნენ თავს, რომ გაეთქვათ და გადაელახათ.. ასეთი ხელშეუხებელი, თქმაშეპარული, თქვენობას არ გადამცდარი გრძნობა ზუსტად ისეთი ერთი იყო დედამიწაზე,როგორც თვითონ ისინი. -მარიამ!-სანამ დღის შემოსვლასთან ერთად ისიც გაქრებოდა,შეაჩერა.. დამშვიდობება არ უნდოდა.. არ ემეტებოდა.. თვალები სასწაულად უციმციმებდა და პატარა ცისკრის ვარსკვლავები კიაფობდა შიგნით. -გპირდები,დღეს მზეს მოგიტან და მერე,შენ უნდა დამპირდე,რომ ამ მზეს იქამდე ვატარებთ,სანამ ბოლო სხივი არ ჩაუქრება და ,აღარ გაგვათბობს.. კარგი?! -სული ხელებში შემოეცალა,სანამ პასუხს მიიღებდა.. საიდან რა უნდა გაეჩინა?! წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ, იცოდა, მისთვის,შეძლებდა.. -კარგი!-ცხრათვალასავით გაიკაშკაშა მისმა თანხმობამ.. გულში დიდი,სიცოცხლით სავსე გრძნობა გაუსკდა და ისე მოიცვა მისი არსება,უთქმელად ირწმუნა, რომ აიაზს ღმერთის ძალა ჰქონდა ხელებში.. ჯადოსნობა,რომელიც მისი ხმის გაგონებიდან დაიწყო, საფეხურებივით მიუყვებოდა მზას წარმოუდგენელ მწვერვალამდე.. ის ბოლო კი, ანდამატივით იზიდავდათ.. ____ მუხლებზე ჩამჯდარი უსმელი, უსულო, უთქმელი, უპურო, უგულო აიაზი სასახლის კიდეს ჩაჭიდებოდა უკანასკნელი ღონით.. ხელებში ჩამჭკნარი მზის სხივისფერი მზესუმზირა უღონოდ ჩაეკრა გულში და ვედრებად გადაქცეულიყო.. მისხალი ძალა,ხელში რომ შერჩენოდა, მხოლოდ იმას აკმარა, პირველად და, უკანასკნელად რომ შეხებოდა და, მერე, იმ წამიდან, ბოლო წუთამდე, დაჩოქილი ლოცულობდა ღმერთს პასუხის ღირსი რომ გაეხადა.. რატომ არ დააანახა,რომ ფერმკრთალი ხელების მიღმა სუსტი გული იყო და, უბრალო აღელვებებს აბრალებდა მარიკო გულის უცაბედ აჩქარებასა და,მოულოდნელ მისუსტებას. ენანებოდა, სული ნაფლეთებად ეგლიჯებოდა, ისე რომ გაეპარა მისი სიცოცხლე, მზე რომ ვერ ჩამოუსწრო.. საკუთარი თავის უკიდეგანო ზიზღისგან ტანი ვერ აზიდა, კარებში გახიდული სიკვდილის შემზარავი,ჯოჯოხეთური ლანდი რომ გაეფანტა.. -გააგდეთ ეს კაცი!-წუთში ერთხელ უჰორიზონტო მღელვარებით ამოიყვირებდა ხოლმე და, სიცოცხლის სურვილს გვაცლიდა ყველას ხელებიდან. -გააგდეთ,გევედრებით..-ადამიანობა გაცლილი გადმოგვხედავდა და ჩვენც,დაბარებულივით,ყველაფერი შეგვეძლო,ამ ერთის გარდა.. დამპალი სიკვდილი არ გვცილდებოდა, ისევ იქ იყლ. დაგლეჯილი ფრთების მახინჯი რხევით შემოიფრენდა ხოლმე სასახლის თავს და თითქოს ყოველჯერზე იმედებს კლავდა ყველას გულში.. საკუთარი სხეულების თვალწინ წაგლიჯა ახ ალგაზრდა, ცოცხლადმკვრად აიაზიდს საღი გონების ყოველი ნატამალი და, გასვენების დღეს, მხოლოდ სხეულიღა დაგვიტოვა მისი.. უარაფრო, უსულგულო, უსიცოცხლო.. არასდროს გვინახავს აქამდე და, არც მას შემდეგ შევსწრებივართ ჯერ არ დაბადებული სიყვარულის სიკვდილს.. ის,რაც გამთენიისხანს იბადებოდა, იქვე დარჩა და, არასდროს უხილავს მას მზის კაშკაშა, მანათობელი, მათბობი სხივი.. სულწასული აიაზი ხშირად გამოვიდოდა ხოლმე იმ წლის შემდეგ აივანზე.. არცერთ ლოცვას არ ტოვებდა, მხოლოდ ფარდაგზე დაჩოქილს თუ დავინახავდით მის სახეზე არაამქვეყნიურ სიმშვიდეს.. როგორც კი აკეცავდა და ბედს დაუბრუნდებოდა, ისევ ისე, გუდა-ნაბად აკრული დაიწყებდა ქუჩა-ქუჩა მზის ძებნას.. მისი მარიამისთვის.. აყვავებული ატმისყვავილისფერი კაფანდარა, მკვდარი გოგონასთვის.. ___ ემოციებს თავს ვერ ვუყრიდი.. ეს მჭირდებოდა.. გული მეტკინა .. გელით თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.