შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ნაბიჯი (2 თავი)


2-02-2022, 00:59
ავტორი analiza505
ნანახია 1 305

საფულეში მხოლოდ 15 ლარი მედო.
პირველ რიგში წასასვლელი სადაც მეგულებოდა, ეს დედა იყო.
ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე და წავედი დედასთან.
სასაფლაოზე შევედი თუ არა, თითქოს ჰაერი შეიცვალაო, ვუყურებდი ქვებს რომლებზეც ფოტოები იყო, ყველას ღიმილი აკვროდა.
ვცდილობდი საფლავებისთვის ფეხი არ დამებიჯებინა.
და დედასთანაც მივედი.
- მოვედი დე, პირველად მოვედი ყვავილების გარეშე, მტკივა ძალიან, მე ეს გავაკეთე, ვნანობ თუ არა? არა, ,მარტო დავრჩი, მაგრამ თავისუფლება პირველად ვიგრძენი.მაპატიე თუ ამით იმედები გაგიცრუე. - საფლავის ქვას ვაკოცე და წამოვედი.
ისევ საღამოს კაბით დავდიოდი, შემცივდა კიდეც.
ისევ ტაქსი გავაჩერე, და მარიკოსთან წავედი.
მარიკო, მეგის დეიდაა.
რადგან მეგის დედა ცოცხალი არ იყო, მასთან მივდიოდით ხოლმე და ვრჩებოდით მე და ჩემი ძმა.
მარიკო ათონელის ქუჩაზე ცხოვრობს.
ზარი დავრეკე, და კარის გაღებას დაველოდე.
კარი რომ გაიღო, გამოჩნდა მარიკო გაკვირვებული სახით.
- როზა? მშვიდობაა? - მომაყარა კითხვები
- კი მშვდობაა მარიკო - გავუღიმე
- ასეთ ფორმაში აქ რა გინდა? - კაბაზე მიმითითა
- შემოვალ მარიკო კარგი? - ვუთხარი
- რათქმაუნდა ჩემო გოგო შემოდი - გვერდზე გაიწია და კარი ფართოდ გააღო - მე ჩაის დავადგამ, თან ის ნამცხვარი მაქვს შენ რომ გიყვარს - თვალები სიხარულისგან აენთო. არავინ ყავდა მარიკოს, უხარდა რომ მივდიოდით.
- მე გამოვიცვლი და მოვალ - ვუთხარი და ოთახში შევიკეტე. კაბა მხრებიდან ჩავაცურე, მწვანე ნაჭერი ფეხებთან დამეცა. გრძელი სარკის წინ, საცვალის ამარა ვიდექი. სარაფანი გადავიცვი და ფეხშიშველა გავედი სამზარეულოში.
უხმოდ დამიდგა, ჩაით სავსე ფინჯანი წინ, ნამცხვარიც დადო მაგიდაზე და თვითონაც დაჯდა.
სიგარეტის კოლოფი ჩემსკენ გამოაცურა, და ჩაი მოსვა.
მარიკო პირველი ადამიან იყო, რომელმაც გაიგო რომ ვეწეოდი, არ უჩხუბია, თუმცა მასთან როცა მივდიოდი სულ ვეწეოდი ისიც შენიშვნას მაძლევდა.
- პირველად მოგეცი ჩემი ნებით - მანიშნა კოლოფზე
ჩაის დალევა და ნამცხვრის ჭამა რომ დავასრულე.სიგარეტის ღერს დავწვდი და მოვუკიდე.
ვიცოდი რომ აინტერესებდა რატომ ვიყავი მასთან ღამით და არა სახლში, რა მჭირს და რატომ ამოვიყურებოდი ისე.
- სახლიდან წამოვედი - ვუთხარი ჩუმი ხმით
- ვიცოდი ერთ დღეს ესე რომ მოხდებოდა - მითხრა და მზერა ფანჯარას გაუსწორა.საიდანაც ნახევარ მთვარე გვიმზერდა.
არაფერი ვუპასუხე, და მოწევა განვაგრძე.
მე ყოველთვის მეგის საწოლ ოთახში ვიძინებდი.
ეს ოთახი ისევ ისე იყო, როგორც მეგიმ დატოვა, თავისით მორთული, ნახატებით გაფორმებული კედლები,მეგის და მისი მეგობრების ფოტოები, მეგის და შოტას ფოტოები, როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
ერთ - ერთ ფოტოზე მეგი და შოთა თოვლში არიან ჩაფლულები და ანგელოზებს აკეთებენ.
კედლებზე აღბეჭდილი იყო მეგის და შოთას ახალგაზრდობა.
აქაც დანაშაულის გრძნობა მომაწვა, აქაც ჩემი თავი დავიდანაშაულე, ვინ იცის კიდევ რამდენი ფოტო იქნებოდა ამ ოთახში მე რომ არა.
თავს ზევით ხელებ დაწყობილი, ისევ ჭერს ვუყურებდი, რომელზეც მეგის მოეხატა, მახსოვს მარიკომ მითხრა ამ ნახატებს რომ ხატავდა კიბიდან ბევრჯერ გადმოვარდაო, მაგრამ მაინც არ ანებებდა ამ ყველაფერს თავს.
ფიქრებში გართულს ჩამეძინა.
დილით, მზის სხივებმა გამაღვიძეს.
საწოლიდან წამოვდექი, ღრმად ჩავისუნთქე, და ფეხშიშველა წავედი სამზარეულოში.
- მარიკო - დავიძახე ხმამაღლა მაგრამ ხმა არავინ გამცა.
მაცივარზე ფერადი წებოვანი ქაღალდი შევამჩნიე, სადაც ლამაზად გარკვევით ეწერა „ვერ გაგაღვიძე,სამსახურში წავედი, გაზზე საუზმე საღამოთი დავბრუნდები. მარიკო“ გამახსენდა. მარიკო ერთ - ერთ ოჯახში მზარეულად მუშაობდა, უდაოდ კარგ კერძებს აკეთებდა ჩვენი მარიკო.
ტაფას დავხედე, შემწვარი ლორი და კვერცხი იყო.
აბაზანაში შევედი და ჩემს თავს შევხედე,ვხედავდი გოგოს, ყავისფერი თვალებით, ერთი წამით თავი შემეცოდა, თიტქოს ვინანე ჩემი ნაბიჯი.
ბოლოს წყალი შევისხი და გაუმშრალებელი წვეთებით, რომელიც უკვე ცემს კისერზე დასრიალებდნენ, ისევ სამზარეულოში გავედი.
ვისაუზმე.
მუშაობა უნდა დამეწყო, უნივერსიტეტი არ მაქვს დამთავრებული. ჯერ კიდევ ერთი წელი დამრჩა რომ დავასრულო. ახლა ზაფხულია უნივერსიტატამდე მუშაობ უნდა დავიწყო.
საღამომდე სახლში ვიჯექი, მომბეზრდა, ამიტომ ჩავიცვი და გარეთ გავედი. წერილიც დავუტოვე მარიკოს „არ შეგეშინდეს, სასეირნოდ გავედი, მალე მოვალ. როზა“
ქუჩებს მივუყვებოდი, მზეც დასავლეთისკენ ჩაწეულიყო,ჯიბეებში ხელ ჩაწყობილი მივდიოდი, და ვათვალიერებდი ვერის უბნებს, პატარა ქუჩებს, პირველად დავდიოდი მარტო, დაცვის გარეშე, მანქანის გარეშე, ქუჩებში.
სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც განცხადებას წავაწყდი „ვეძებთ პიანისტს“ , რათქმაუნდა განცხადება კედლიდან მოვაძრე და გახარებული წავედი სახლში.
- მარიკო არც კი იცი რა ვიპოვე - შევყვირე შემოსასვლელიდან - როცა ხმა არავინ გამცა, ოთახსი შევედი.
- მარიკო გასულია - მომესმა უკნიდან ხმა - უკან გავიხედე, ჯიბეებში ხელჩაწყობილი „ის“ იდგა. სახლის შუქზე მისი ნაკვთები უფტო კარგად ჩანდა. გრძელი თმა უკან გადაეწია, სწორი ცხვირი, მუქი წაბლისფერი თვალები, და ამავე ფერის თმა.
- შენ...შენ აქ რას აკეთებ? - დავიბენი.
- აჰ...მიცანი? მარიკო ჩაის მოსატანად გავიდა, ნამცხვარზე უნდა გეახელოთ - გამომცდელი მზერით მიყურებდა. მხრები ავიჩეცე და ოთახში შევედი.
ის აქ იყო,აქ რა უნდოდა? მარიკოს საიდან იცნობდა? ცნობის მოყვარეობამ აქამდე ასე პირველად შემიპყრო.
- ანდრო, მოვედი, ჩაიც მოვიტანე შენ დაჯექი ესეც მალე ადუღდება - მესმოდა მარიკოს ხმა.
სამზარეულოში, გავედი, ისევ ფეხშიშველა ვიყავი, მიყვარდა ფეხშიშველა სიარული.კარებზე მიყუდებულს გვერდი ავუარე და სკამზე დავჯექი.
- უიჰ, როზა მოხვედი? ეს ანდროა, ანდრო ორბელიანი, მის ოჯახსი ვმუშაობ, მან მომიყვანა სახლამდე - თან იღიმოდა და თან მელაპარაკებოდა,მე უემოციო სახით, მოვუკიდე სიგარეტს, და ცემს წინ მჯდომს, სახესი შევაფრქვიე, ჩაიცინა, შემდეგ კი დასერიეზულდა.



№1  offline მოდერი ნეაკო

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent