Don't forget Me
-წახვედი? -კი. -აღარ დაბრუნდები? -არ ვიცი. -არ გინდა ჩემთან? -აღარ მინდა. -რომ მოგენატრო? -არ მომენატრები. -დამივიწყებ? -შესაძლოა. -კესანე... -გისმენ. -მომენატრები. -ანუ დასრულდა? -არ მინდა დასრულება, შენ? -დავასრულოთ. -კარგი, დროებით. -დროებით? ხომ დავასრულეთ? -დავასრულეთ? -სამუდამოდ. -ვნახოთ... *** სიტყვის თქმა აღარ დააცადა, ისე იბრუნა პირი და წავიდა. ზეცას ფიანდაზად გაეშალა თავისი წვიმის ხალიჩა და აცილებდა. შორს, შორეულ ქვეყანაში მიდიოდა და საყვარელ ქალს ტოვებდა. ქალს არ უტირია. არ უგლოვია. იცოდა... დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ვერ დაივიწყებდა... ან იქნებ არ უნდოდა რომ დაბრუნებულიყო? ვინ იცის... *** "-კესანე...ჩემო ლამაზო, ჩემო მშვენიერო... შენი სახელი, იცი რას ნიშნავს? -რას? -არ დამივიწყო. არასდროს დაგივიწყებ, გესმის? არასდროს. ჩემი ხარ და სამუდამო ჩემად დარჩები. -გთხოვ, მიჩურჩულე ისევ. -..."მე არ დაგტოვებ, კესანე... კიდევაც გნახავ მრავალჯერ, მეორედაც და მესამედ... კესანევ, შენი კვნესამე." -მიყვარხარ!" *** საათის ისრებმა, 3 საათამდე მიაღწია. ღია ფანჯარაში იჯდა...ხელში დიდი ფინჯანი ჰქონდა-ყავისფერი სითხით პირამდე გავსებული და ძალიან ნელა, მშვიდად და საოცარი სინაზით სვამდა. თითოეული ყლუპი, სიამოვნებას გვრიდა მთელ სხეულში. სიცივისგან მოვარდნილ ტალღებს, კანკალით ახაშობდა. ცას გახედა. ერთი... ორი... სამი... "-თუ დაძინება გაგიჭირდება, ვარსკვლავები დათვალე. -ვარსკვლავების დათვლა შეიძლება? -შენთვის კი...ჩვენთვის კი. -ანდრო, ხანდახან როგორი ბავშვური ხარ. -შენი სიყვარულით მემართება ყველა ფერი, ჩემო კესანე. და კესანე...დათვლისას, თუ ვარსკვლავი ჩამოვარდება, აუცილებლად უნდა დამირეკო. -რატომ? -რადგან ძალიან მენატრები და მჭირდები. -იქნებ უბრალოდ ვარდება? -გამორიცხულია. ჩემი მონატრების ხილული ნაწილია თითოეული ვარსკვლავი. -კარგი, ყოველთვის დაგირეკავ. -მპირდები? -გპირდები." ერთი... ორი... სამი... ოთხი...ცას ვარსკვლავი მოსწყდა. არ დაურეკავს. პირობა დაარღვია, რომელიც წლების წინ მისცა. *** მარტოობის რამდენიმე თვე, ისე გაილია და გაქრა, როგორც ნისლი. ახალი ისევ არაფერი იყო. მოგონებები რჩებოდა მხოლოდ, მაგრამ საკმარისი არ იყო. გული ითხოვდა...ყველა უჯრედი თრთოდა მოსალოდნელი, ან მოულოდნელი ემოციებისგან. ადამიანები მიდიან... სახსოვრად, მხოლოდ იმ დღეების მოგონებები გვრჩება, რომელიც ერთად ყოფნის ჟამს დაგროვებულა. ზაფხულის სევდიან და წვიმიან ამინდში, ქუჩებს მხოლოდ ერთი ქალი მიუყვებოდა ისე, რომ არც მან იცოდა სად მიდიოდა. მიუყვებოდა დაღმართებს და ფიქრობდა. გონება ფიქრს აიძულებდა. "-ფანჯრიდან გამოიხედე, კესანე. -ანდრო? გაგიჟდი? სველდები! -ქვემოთ ჩამოდი, კესანე. -წვიმს, ანდრო. -ჩამოდი, ვიცეკვოთ! -მთვრალი ხარ? -კი. შენი სიყვარული, ნებისმიერ სასმელზე მეტად მათრობს. ჩამოდი. -მოვდივარ." გაახსენდა. ყველა კადრი, თვალწინ დაუდგა და ნაღვლიანად გაიღიმა. შემდეგ ტელეფონი აიღო და საათს დახედა. მალე 12 ხდებოდა. ბინდი თანდათან უფრო ჭამდა სამყაროს და ამუქებდა. ფერები იცრიცებოდა, იკარგებოდა და ქრებოდა ღამის წყვდიადში. ქალს, რომელსაც ერთ დროს სიფერადე შთანთქავდა და წვავდა, ახლა მხოლოდ სიბნელე გასდევს ლანდად. ღმერთმა იცის, რამდენჯერ გაუთელავს ადგილები, რომელთაც მამაკაცის სურნელი შერჩენოდა... რამდენჯერ უნატრია, ან უტირია მოგონებების მორევში დაკარგულს მაშინ, როდესაც ვეღარ ბრუნდებოდა უკან და ყოველივე, დანასავით უსერავდა სხეულს და ყველა ძალას, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე აცლიდა... წვიმამ გადაიღო. ზაფხულის თბილმა სიომ, ის სურნელი მოიტანა, რაც კარგა ხანია არ უგრძვნია. ნესტოები საშინლად აეწვა. მონატრების ძალამ, ობოლი ცრემლი ჩამოუგორა ღაწვებზე და ყელზე ჩამოგორდა. სიცოცხლის ხაზს, ბოლომდე გაუყვა ცრემლი და დაიკარგა. უსასრულობაში დაიკარგა. ყურთა სმენას, სიმფონიასავით მისწვდა ბარიტონი, რომელიც ყველაზე ღრმა მოგონებებს აცოცხლებდა და ფერებს სძენდა...: -კესანე. -შენ? -ჰო, მე ვარ. -შენ...არ დამივიწყე? -არასდროს. -აქ ხარ... -აქ ვარ. შენთან ვარ. -დამიბრუნდი? -დაგიბრუნდი, რათა დაგიბრუნო. -მოგენატრე? -ძალიან. -ისევ გიყვარვარ? -ყოველთვის. -ანდრო... -გისმენ, კესანე. -გთხოვ, ისევ მითხარი. -"ნუ გეშინია სიობლის, მე არ დაგტოვებ, კესანე... კიდევაც გნახავ მრავალჯერ, მეორედაც და მესამედ..." -და, ანდრო... -"კესანევ, შენი კვნესამე, შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე!" -ჩემი დავიწყება სცადე? -განა შეიძლება მსგავსი რამე? -რატომ? -შეუძლებელია. -რა არის შეუძლებელი? -შენი დავიწყება, კესანე. -მაპატიებ? -რა გაპატიო, ჩემო კესანე? -როდესაც ვარსკვლავები ცას მოსწყდნენ და მე შენთან არ მოვედი. -გაპატიებ, შენც თუ მაპატიებ. -რას? -რომ გამიშვი და მეც დაგტოვე. -გაპატიებ. -ისევ წახვალ? -გინდა რომ წავიდე? -აღარასდროს. -დამპირდი! -გპირდები, კესანე! -ვარსკვლავებს ისევ ერთად ვუყურებთ? -ყოველთვის. -და გილოცავ... -რას, ანდრო? -ცაზე ჭორფებლად დაყრილი ვარსკვლავებიდან, ერთი-ერთი ვარსკვლავის ჩამოვარდნას და შენს დაბადებას, კესანე. 31 აგვისტოა, კესანე. -ანდრო... -მიყვარხარ, კესანე! -მეც მიყვარხარ, ანდრო! *** ბედნიერება წვრილმანებშია, არა?! ზოგისთვის შეიძლება სულ უბრალო რაღაც იქცეს უდიდეს ბედნიერებად, როგორც ეს კესანეს და ანდროს შემთხვევაში მოხდა, ხოლო ზოგი, ამ მცირედსაც ვერ ირგებს და ისევე მარტოსულად დადიან, როგორც ობოლი ფოთოლი ქარში, მიჰყვებიან დინებას და მხოლოდ ცხოვრობენ. _____________________________ გამარჯობა...))) ისევ მოვედი.. პირველ რიგში, ვიტყვი იმას რომ შეიძლება ვიღაცას უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, თუმცა თუ დავუკვირდებით, სულაც არ არის უმნიშვნელო))) (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.) წერის პროცესში, ძალიან ვისიამოვნე და იმავეს თუ თქვენც განგაცდევინებთ, ჩავთვლი რომ ტყუილად არ დამიწერია. პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.