შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილებს მიღმა (ნაწილი 3)


3-06-2023, 18:48
ავტორი Butterfly7
ნანახია 1 260

დილიდან უაზრო ხასიათზე გაეღვიძა, არც ყავა უნდოდა და არც სადმე წასვლა, მითუმეტეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება არ ეხამუშებოდა, უკვე 7ის ნახევარი იყო და საკუთარ თავს ლოგინიდან ადგომასაც ვერ აიძულებდა, ჭოტივით დაეჭყიტა თვალები და ერთი და იგივე ფიქრებს ვერ იგდებდა თავიდან, გიორგის სურნელი ცხვირის წვეტზე დასთამაშებდა და მოსვენებას უკარგავდა, ახსენდებოდა როგორი სიმძლავრით ეკვროდა მამაკაცს და ჟრუანტელი მთელ ტანში უვლიდა, 26წლის ასაკში მსგავსი მიზიდულობა ბევრი კაცის მიმართ ქონია, ადამიანი იყო და გრძნობები მასაც გააჩნდა, ასე რომ უგრძვნია, მაგრამ არა სამსახურში და არა დავალებაზე. ეს ყველაფერი გონებას მაქსიმალური სისწრაფით ედებოდა და გაუჩერებლად ტრიალებდა. გამორიცხავდა ყველა შესაძლო სიმპათიას და წითელი კალმით ჯღაბნიდა თითოეულ ზედმეტ ფიქრს კაცზე, საკუთარი თავის კონტროლის გარდა ცხოვრებაში არაფერი უსწავლია და არც ახლა ხდებოდა გამონაკლისი, იმ დონეზე წაშალა მისი ტვინის ყველა ტაბლოდან, ისიც კი დაავიწყდა 8საათზე კაფეში რომ უნდა ყოფილიყო, დაავიწყდა თუ უბრალოდ საკუთარ თავს დასვენების და განტვირთვის უფლება მისცა ზუსტად ვერ გეტყვით, ფაქტია რომ გადაბრუნდა და ჩვილი ბავშვივით დაეძინა.

*****
მთელი ერთი საათი იჯდა და რაღაცას ელოდებოდა, ელოდებოდა ოღონდ არ იცოდა რას ან რატო, მესამე ჭიქა ყავას სვამდა, რაც მისთვის ახალი იყო, ცარიელი სავარძლისკენ თვალი უშეშდებოდა და ნერვულად ათამაშებულ ფეხს ვერაფერს უშვრებოდა, ბოლოს მიხვდა რომ მოსვლას არ აპირებდა, ან უბრალოდ იმედი გადაეწურა, საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ მის მოსვლას მხოლოდ იმიტომ ელოდა, აინტერესებდა სამსახურთან დაკავშირებით რა გადაეწყვიტა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში კარგად იცოდა რომ სამსახური არაფერ შუაში იყო, ბოლო ყავის ყლუპიც მოსვა ჭიქა მძიმედ დააბრუნა ფინჯანზე, კიდევ ერთხელ გააპარა თვალი ვივიენის ადგილისკენ და წასასვლელად წამოდგა.



*****
ფრენის რეჟიმზე ტელეფონის დაყენება, კარგი იცოდა, გაიღვიძა თუარა ტელეფონზე დახედვა და გულის ხელით დაჭერა ერთი იყო, ამდენ ხანს ბოლოს ალბათ ბაღის ასაკში ეძინა, 14:45
თვალები რამდენიმეჯერ მოიფშვლიტა, ეგონა მეჩვენებაო ან საერთოდაც სიზმარში ვიქნებიო, ფრენის რეჟიმი გამორთო და მეორე წრეზე გაქცეული გულიც მოაბრუნა რაღაცნაირად; 3გამოტოვებული ზარი ბატონი დავითისგან,
7გამოტოვებული ზარი ლილუსგან,
1გამოტოვებული ზარი უცხო ნომრიდან.
სანამ გაიფიქრებდა ყველას გადავურეკავო, ლილუს ზარმა დაასწრო ბზუილი.

-ჰო ლილუ...
ძილისგან დაბოხებული ხმით გასცა პასუხი ყურმილის ერთი ბოლოდან

-ღმერთს მადლობაა თუ ცოცხალი ხარ და სასაფლაოებზე შენი ძებნა აღარ მომიწევს!
ლილუს გააფთრებულმა ხმამ, ღიმილი მოგვარა სახეზე

-ცხოვრებაში ამდენი არ მძინებია, აზრზზე არ ვარ რა დამემართა, ფეხზე ვერ ვდგები.

-ტელეფონი რატო გქონდა გათიშული?!

-გათიშული არ მქონდა, ღამით ფრენის რეჟიმზე ვაყენებ ხოლმე, ჩვევა მაქვს ეგეთი

-გინდა მოვიდე?

-გცალია მერე ჩემთვის?

-გოგო შენ ვერ ხარ ხო? გუშინ დამპირდი დილით გაგყვები მყიდველთანო, დღეს დილის მერეა გეძებ, შენთან სახლში რო ნამყოფი არ ვარ და მისამართიც არ ვიცი დღეს აღმოვაჩინე, გიორგისაც ვურეკავდი მეთქი, სამსახურში ხო არ აიყვანა და იქ ხო არ არისთქო!

-კაი მოგწერ მისამართს, მართლა არაფრის თავი არ მაქ, გეფიცები არ ვიცი რა დამემართა, არც გამხსენებია რას დაგპირდი

-კაი კაი მოვალ ნახევარ საათში!


სადღაც 15წუთი დაჭირდა მოსასვლელად, სულ თავი იწყევლა რას ჩავრაზე გუშინ ღამე ყველა კარიო, ადგომა რომ მოუწია.
ატლასის მოკლე თეთრი პენუარი ეცვა, ჰოლის სარკეში წამიერად მოკრა თვალი მის თავს და მაშინვე შედგა, კიდევ კარგა ხანს შეყოვნდებოდა მისი დასიებული სახის და აწეწილი თმების დაკვირვებაში, მეორედ რო არ დაეზარუნებიათ კარზე და არ გამოეფხიზლებია ქალი.
კარი გააღო თუარა, რაღაც ისეთი დაემართა, კომიდან რომ გამოდიან და თეთრ შუქს მკვეთრად ხედავენ, მაშინვე ორივე ხელი აიფარა სახეზე.

-აუ გთხოვ მალე შემოდი
ხელაფარებული გვერდულად დადგა კარებში და ანიშნა შემოსულიყო

-რა გჭირს, ხო ხარ კარგად?! კარებშივე ალაპარაკდა და კაცი წინ გაუშვა -შედი მიდი!
ცალი თვალი გაახილა, იმით დაინტერესებულმა ვის ეპატიჟებოდა ლილუ პირველს და გაოცებისგან ვეღარც დახუჭა

-არა რადგან კარგად არი წავალ, ჩემი საქმე გავაკეთე!
კარგად აათვალიერა ქალი და დეიდაშვილს გადახედა

-ბარემ შემოსულიყავი, რადგან მოხვედი.
სანამ ერთ აზრამდე მივიდოდნენ ვივიენი უცებ ადგილიდან მოწყდა, მაშინვე მივარდა გიორგი და ხელში აიყვანა, დამფრთხალმა ლილუმ ვეღარ გაიგო რა გაეკეთებინა, გიორგის წინ გაუძღვა და რომელიღაც ოთახისკენ რომლის კარიც ვივიენს გამოსვლის დროს ღია დაეტოებინა, იქ შევიდნენ. ქალი ლოგინზე დააწვინა თუ არა გიორგიმ, ლილუ ფერწასული მივარდა

-რავქნა სასწრაფო გამოვიძახო? ლავასავით ცხელია
სახეზე ხელს ოდნავ ურტყავდა და ცდილობდა გონზე მოეყვანა.

-წადი წყალი მოიტანე მალე!
ნერვიულად აუწია ტონს დევდარიანმა და დეიდაშვილს კარებისკენ ანიშნა,
ახლა თვითონ ცდილობდა ქალის სახიდან რაიმე სიცოცხლის მისხალის დანახვას, ლილუს წამები დაჭირდა უცხო სახლში ყველაფრის მოძიებისთვის, გიორგის წყლით ხელში მივარდა და გაუწოდა, კაცმა არც აცია არც აცხელა პირდაპირ თავზე გადაავლო ერთი ჭიქა გაყინული წყალი ვივიენს, ქალმა ღრმად ამოისუნთქა და შოკისგან როგორც იქნა გონს მოვიდა, ორივე დეიდაშვილის თვალებში წამსვე სიმშვიდემ დაისადგურა, ვივიენი გაკვირვებული აკვირდებოდა ორივეს და თან სახეს იწმენდდა.

-რა მოხდა?

-როდის მერეა ასე ხარ?
კითხვაზე კითხვით უპასუხა კაცმა და შუბლზე ხელით ტემპერატურა შეუმოწმა

-დილიდან ვერ ვარ, ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს ამდენ ხანს მძინებოდეს, კარი გავაღე თუარა მაშინვე თავბრუ დამეხვა, მერე აღარ მახსოვს

-ლილუ მოდი აქ! მიდი ჩაი გაუკეთე და გვერდიდან არ მოცილდე 10წუთში მოვალ
დაარიგა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან.

10წუთიც არ დაჭირვებია მთელი აფთიაქის მოზიდვისთვის, აფთიაქარსაც არ დაზარებია ყველაფრის დეტალურად ახსნა, მგონი ყველანაირი ტიპის, ფორმის და ფერის წამალი გადააყლაპვინა, თან შიგადაშიგ შუბლს უმოწმებდა, ლილუ გაკვირვებით აკვირდებოდა მის ყველა მოქმედებას და თვითონაც ეხმარებოდა ვივის დაყოლიებაში, რომ მიუხედავად იმისა ამდენი წამალი ცხოვრებაში რ ქონდა დანალევი, ესენი აუცილებლად უნდა დაელია, ბოლოს როგორც იქნა სიცხემაც დაუწია და გონზეც მოვიდა, ფეხზე არაფროს დიდებით არ წამოაყენეს, ლილუმ გავალ რაიმე წვნიანს გაგიკეთებო და მისი დეიდაშვილი შეუტოვა ხელში.

-აქ საიდან მოხვდი?

-ლილუმ დამირეკა დილით, შეშინებული იყო არ იცოდა სად იყავი, მერე ჩემთან შემოიარა და თან მთხოვა გამიყვანეო, მეც ამ გზაზე მოვდიოდი

-ბოდიში თუ საქმეს მოგწყვიტეთ, მართლა შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ოდნავი სურდოც არ ვიცი რას ნიშნავს, ახლა რა დამემართა მე თვითონაც ვერ ვხსნი

-რა ბოდიშებს მიხდი, კიდევ კარგი გადმოვყევი მანქანიდან, თორე მაგასთან რო ესეთი რამე დაგმართნოდა თვითონაც მოსასულიერებელი იქნებოდა.
ხუმრობა ცადა და თვითონვე გაეღიმა, სავარაუდოდ სამზარეულოს მიმართულებით გახედა ლილუს, მერე ოთახს მოავლო თვალი, ყველა კუთხე სიღრმისეულად შეისწავლა, ვივიენიც აკვირდებოდა და გულში ეცინებოდა, თავისთვის ფიქრობდა, ზედმეტად ადრე მოხვდი აქო.
ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა, ბოლოს რომ დარწმუნდა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდებოდა, ლილუს შეთავაზა დღეს მაინც დარჩი აქ და დილით მე მოგაკითხავთო და წავიდა.


ლილუმ დაიჩემა გინდა თუ არა ლოგინში მოგიტან წვნიანს, შენი ადგომა არაფრით არ შეიძლებაო თვითონაც პატარა პუფი მიაჩოჩა ტუმბოსთან და იქ შეექცა მისივე გაკეთებულ წვნიანს.

-ძალიან მადლობელი ვარ, ლილუ!

-რა მადლობელი ღადაობ, აბა მეგობარი რისთვის ვარ?

-მთელი ცხოვრებაა შენნაირად ჩემზე არავის უზრუნია,ყოველთვის მე ვიყავი, რაც არ უნდა გამჭირვებოდა მხოლოდ ჩემი თავი მყავდა, მადლობა რომ ჩემს ცზოვრებაში გამოჩნდი

-სხვათაშორის მარტო მე არ მიზრუნია დღეს შენზე და გიოს ნუ დავუკარგავთ მის ნაშრომს!
ორივეს გაეცინა და ჭამას შეუდგნენ

-ისეე, გეფიცები არ ვიცოდი ჩემ დეიდაშვილს ასეთების ჩატარება თუ შეეძლო, ნუ მე გიოს მისახედი არც არასდროს გავმხდარვარ მარა, რავი გამოვშტერდი, ეგ რო არ ყოფილიყო ჩათვალე ახლა გვერძე გეწვებოდი

-თვითონაც ეგრე თქვა.
სიცილის ხასიათზე მოსულებმა კიდევ ბევრი რამე გაიხსენეს, ბოლოს მიუხედავად ვივიენის დაჟინებული თხოვნისა, რომ სხვა ოთახში დაწოლილიყო რადგან გაციებას გადადებდა, ლილუ მაინც გვერდით მიუწვა, მერე გიორგიმ დაურეკა ხომ კარგად ხართო, ამანაც უკეთესად არც შეიძლებაო და გაუთიშა, გვიანობამდე რაღაც ფიმს უყურებდნენ, მერე ორივეს ერთმანეთზე თავმიდებულს ტკბილად ჩაეძინათ.


*****
შუა ღამისას ტელეფონის გაუწყვეტელმა ზარმა რომლის ფრენის რეჟიმზე დაყენებაც, რატომღაც სულ გადაავიწყდა, გააღვიძა.
ძლივს მოიძია, ბალიშის ქვეშიდან ამოაძვრინა და დახედა, მერე გაახსენდა რომ დავითისთვის არ გადაურეკავს, ძალიან ფრთხილად ადგა ლოგინიდან ლილუ რომ არ გაეღვიძებინა და ოთახიდან გავიდა.

-გისმენთ!

-ასე გვიან, რომ გირეკავ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დილიდან ვერ გიკავშირდები, რამე ხდება?!
სრულიად აუღელვებლი ეჩვენა, უფროსის ტემბრი.

-დიახ, დრო არ მქონდა დასარეკად, ყველაფერი იმაზე კარგად მიდის ვიდრე გგონიათ, დეტალებს დილით მოგახსენებთ, ახლა უნდა გავთიშო.

-ძალიან კარგი, ღამე მშვიდობის!

-ღამე მშვიდობის.

ტელეფონი გათიშა და უკან, ოთახში შებრუნდა, ლილუს თვალები მოეჭუტა და კითხვის ნიშნის გამომეტყველებით უყურებდა, ვინ იყოოო

-მეგობარმა მომიკითხა, გერმანიიდან, სულ ავიწყდება ხოლმე დროებს შორის განსხვავებაა

-მეგობარმა? თუ...
ეშმაკურად გაუცინა და პასუხის მოლოდინში ლოგინიდან წამოიწია

-მეგობარმათქო, მეგობარმა
გაუცინა და გვერდით მიუწვა.


*****
დილით 7ის ნახევარზე ორივე ფეხზე იყო, ლილუ ფანქეიკებს აცხობდა და ყავას ამზადებდა, ვივიენი წინ დახლზე იჯდა, უყურებდა, და ბევრ რამეზე ფიქრობდა, იმის გაფიქრებაც კი რომ ლილუს ოდესმე დაკარგავდა, გულს უწვავდა, უყურებდა და ტკბებოდა ამ სანახაობით.


-ლილუუუ...
ბავშვივით გამობზეკილი ტუჩებით დაუძახა

-ჰოუ

-დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს მე და შენ ასე დავრჩებით

-რა სისულელეებს მეუბნები გოგო!
გაბრაზებულმა ამოხედა და მარწყვს კბილებით წაეთამაშა

-არა მართლა!

-ჰო ჰო გპირდები, არ იტირო ოღონდაც!
გაეხუმრა და ისეთი მადისაღმძვნელი თეფში დაუდო წინ, წამში მთელი ლიტრი ნერწყვი გადაყლაპა ვივიენმა

-ცხოვრებაში არ მისადილია...
დანანებით დახედა თეფშს

-მეორე გიორგი! ოღონდ დილით ყავა დაალევინე და მთელი დღე გამოურთველად იმუშავებს.
გაეცინა და მაშინვე წამოიძახა...
-უი გიორგიიი...
ტელეფონი ამოაძრო ჯიბიდან და ფეხის ბაკუნით დოინჯშემორტყმულმა დაელოდა როდის უპასუხებდა

-დილამშვიდობის დეიდაშვილო... რას შვები სად ხარ... ხო გამომივლი?... წამოდი უკვე, ისეთი ფანქეიქები დავაცხვე, უარი რო მითხრა მაგრად გამიტეხავ! კაი მიდი გკოცნი.

-მოვა?

-მაშ?!

-ხო არ დაველოდოთ?

-მიდი მიდი ჭამე, რო მოვა მაინც კიდე დაგაძალებ ჭამას.
გაუცინა და უზარმაზარი ლუკმა ჩაიტენა პირში

*****
უკვე გამზადებული იყო კარზე რო დააზარუნა, ჰოლში მიმავალმა თავისი თავი შეათვალიერა და ნამდვილად მოიხიბლა სარკეში ნანახით, ამაყად თავ აწეული გააგრძელა გზა

-დილამშვიდობის, შემოდი...

-უკეთ ხარ?

-რა განსხვავებაა

-ძალიან კარგი, შეგიძლია ლილუს დაუძახო, მეჩქარება!

-მობრძანდი, სამზარეულოშია და იმდენი იწვალა ნამდვილად არ მინდა მაგ სიტყვების გადაცემის შემდეგ ჯოხი ჩემზე გადატყდეს

-კარგი, კარგი

მამაკაცს წინ გაუძვა და სამზარეულომდე მიიყვანა, მიუხედავად გიორგის თავდაჯერებული უარისა, ლილუმ მაინც ატენა ფანქეიქები, მერე ზევიდან ყავაც დააყოლებინა და თვითკმაყოფილმა აივანზე გავალ ერთ ღერს მოვწევ და გავიდეთო შესთავაზა, მარტო დარჩნენ თუ არა ვივიენმა დრო იხელთა

-მადლობა მინდა მოგიხადო! შენ რომ არა და თქვენ რომ არაა, არ ვიცი რა დამემართებოდა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ გამოვხატავ, მინდა იცოდე, რომ ძალიან მადლიერი ვარ!

-არარის საჭირო, ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა!

-არა ყველა არ მოიქცეოდა!
თვალები, თვალებში გაუყარა და აგრძნობინა, რომ ხვდებოდა მის მიმართ გულგრილი არ იყო, კაცმა თვალები მოჭუტა, არ მოეწონა მსგავსი რეპლიკა, ან ჩათვალა, რომ სააშკარაოზე გამოამზეურეს მისი ღრმა ფიქრები და თვალებს შორის იმხელა ღარი გაუჩნდა, მთლიანად შეეცვალა გამომეტყველება, სანამ რაიმე პასუხს გაცემდა ლილუ შემოვიდა

-ჰე წავედით?
ჯერ ერთს გახედა, მერე მეორეს, მერე თვითონაც "რა ხდებას" სახე მიიღო

-კი წავედით!
მაშინვე ფეხზე წამოხტა და წინ გაიჭრა, გარეთ გასულები დიდი დილემის ქვეშ დადგნენ, ლილუ ვივიენს სთავაზობდა რომ მათთან ერთად წამოსულიყო, ვინაიდან საქმე მაინც არაფერი ჰქონდა, ვივიენი სამსახურში იყო გასასვლელი და ამჯერად არ აწყობდა მათ გაყოლოდა, თან მანქანის გარეშე მთელი დღე ვერ გაძლებდა, ასე რომ დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ ლილუს დაპირდა საღამოს გამოვალ, სადმე გავისეირნოთო და დაიშალნენ.



№1  offline წევრი Annia

❤️ გამიხარდა მესამე თავი ❤️ შენი ძველი გვერდიდან ვიცი რამდენად გსურდა რომ კომენტარები დაეწერათ მკითხველებს და მოეცათ მოტივაცია შენთვის, ეთქვათ მიდიოდი თუარა სწორ გზაზე და ღირდა თუ არა ეს ისტორია გაგრძელებად ❤️ გეტყვი რომ ღირს გააგრძელო და წერო უსასრულოდ რადგან გამოგდის და შენში ზის ❤️ მოტივაციას ბევრი რამ შეუძლია და იცოდე დღეიდან მე ვარ შენი მოტივაცია და ველოდები შენს ნაწერს დიდი სიხარულით ❤️

 


№2  offline წევრი Butterfly7

Annia
❤️ გამიხარდა მესამე თავი ❤️ შენი ძველი გვერდიდან ვიცი რამდენად გსურდა რომ კომენტარები დაეწერათ მკითხველებს და მოეცათ მოტივაცია შენთვის, ეთქვათ მიდიოდი თუარა სწორ გზაზე და ღირდა თუ არა ეს ისტორია გაგრძელებად ❤️ გეტყვი რომ ღირს გააგრძელო და წერო უსასრულოდ რადგან გამოგდის და შენში ზის ❤️ მოტივაციას ბევრი რამ შეუძლია და იცოდე დღეიდან მე ვარ შენი მოტივაცია და ველოდები შენს ნაწერს დიდი სიხარულით ❤️


უღრმესი მადლობა, არ იცი რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები ♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგი იყო!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent