შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსტრაქტული კომედია 18+ (სრულად)


3-06-2023, 22:03
ავტორი someonecute
ნანახია 9 163

პირველი თავი

როცა თვალი გაახილა, პირველი რაც შენიშნა ეს იყო ხმამაღლა მოწრიპინე აპარატი. 
-ექიმო, გონს  მოვიდა! მონუმენტური აღნაგობის ქალმა წამოიძახა და მისი მიმართულებით წავიდა გაშლილი ხელებით. 
-კარგი, ნათია გეყოფა, ნუ გადარიე გოგო. ჩაფსკვნილმა მამაკაცმა ბეჭებში ჩაავლო ხელი და წამოაყენა.
მადლიერი მზერა შეაგება უცნობს და შეეცადა არ შემემჩნია როგორ საშინლად ტკიოდა მთელი სხეული. ზემოთხსენებულმა პიროვნებამ ჩაშავებული თვალები დაუბრიალა ქალბატონს.
 -ნუ გეშინია მამი, ყველაფერი კარგად იქნება. 
ნეტავ ცალი თვალით მაინც შეგახედათ როგორ დარჩა გაშეშებული. პირის მომუწვა ძლივს მოასწარო, როცა ოთახში თეთრი ხალათის შრიალით შემოიჭრა მაღალი წარბშეჭმუხნული მამაკაცი, სავარაუდოდ, ექიმი, რომელსაც უკან მოსდევდა მისივე აღნაგობის ბიჭი.
-ყველა გავიდეს, დარჩეს მხოლოდ ახლობელი.
-ბატონო უჩა, აქ მხოლოდ მშობლები ვართ, გარეთ გველოდებიან ოჯახის სანათესაო. 
უკან მდგარმა ბიჭმა პალატაში ყველანი შეათვალიერა და ბოლოს მორღვეული ღიმილი მასზე შეაჩერა. გოგონამ მისი მზერა დაიჭირა და გაიფიქრა: "კატისფერი თვალები იმდენად უელავს, რომ ცოტაც და ამოვთხრი. 
რომ იცოდეთ, არ ვიტყუები, მართლა მორღვეული ღიმილი აქვს, ასე ალბათ „პარეზიანი“ ადამიანები იღიმებიან, ან იდიოტები... "
ექიმი მკვეთრად მოტრიალდა მისკენ  და მარჯვენა ქუთუთო ჩამოუქაჩა. 
-როგორ გრძნობ თავს? თავბრუსხვევა ხომ არ გაწუხებს? - თავს იქნევს უარყოფის ნიშნად. - ასწიე მარჯვენა ხელი.ძალიან კარგი, გადარჩენას გილოცავ. ბედი გქონია.
"რა ჯანდაბის გადარჩენას მილოცავს ეს უცნაურად სიმპატიური კაცი? თავს მშვენივრად ვგრძნობ, თუმცა...
როგორ მოვხვდი აქ? ე.ი. მე ვარ გოგონა, რომელიც გუშინ.. თავის არეში ტკვილმა გამაბრუა და მე არ მახსოვს რა იყო გუშინ! არც გუშინწინ... არაფერი არ მახსოვს, სრულიად არაფერი! "
მის გონებაში აღმოცენებულ უზარმაზარ შავ ხვრელს აკვირდება შუშის თვალებით და გრძნობს, როგორ ეყინება კიდურები, თითქოს გაყინული წინდები ამოაცვეს.
ქალმა სახელად ნათიამ ტუჩები ააცმაცუნა და დაბნეულმა მის ქმარს ხელი ძლიერად მოუჭირა.
-თქვენი სახელი თუ შეიძლება? 
-სახელი? - ძლივს ამოილუღლუღა. უეცრად ტემპერატურის მატება იგრძნო და გაყინული კიდურები გაუთბა. ისტერიულად აიტანა ხელების ქავილმა, რომელიც თავის ქალის მიმართულებით აღოღდნენ.
"სადღაც აქ უნდა იყოს რაღაც.. რაც დამეხმარება გახსენებაში."
-თავი გაქვს დაზიანებული და ტამპონი გადევს. - მაჯაში ჩაავლო ხელი ექიმმა. 
ნათიას სახე მოეღვენთა, თითქოს სანთლისგან ჩამოსხმულ ბიუსტს ქვევიდან ცეცხლი წაუკიდეს. მარტო წამწამებს ახამხამებდა, ტიკიანივით. თავს გზამოჭრილ ირემად გრძნობდა, გინდ ტყვია უსვრიათ, გინდ თავისი შვილი ვერ ცნობდეს.
-რადა, შვილო, რა გემართება? - ყურთან ესმის ჩაფსკვნილი კაცის შეშფოთებული ხმა. - რას ნიშნავს ყოველივე?!
თავზე საბანი გადაიფარა და ყველას ზურგი შეაქცია. კარის გაჯახუნების ხმაზე გაიგო როგორ ეუბნებოდა ექიმი წყვილს ამნეზიის შესახებ თუ სმენოდათ რამე.

**

-საღამო მავიდობისა.
ესმის საოცრად მშვიდი ინტონაცია და შვებას გვრის, მეტიც, ნორმალური ადამიანი ჰგონია თავი და არა - ტვინგაყინული კრეტინი. ნელა ამოყვინთა საბნის ბნელი ლაბირინთიდან, ბალიშზე გადაესვენა და მზერა შეაჩერა მორღვეულად მომღიმარ ბიჭზე.   
სულ ახლოს ხედავდა მის სახეს. სიღრმიდან იყურება არანაკლებ გაკვირვებული კატის თვლები. ამჯერად ელვარება ჩაცხრომოდა. ქვედა ტუჩი უფრო სავსეა და კარგად განვითარებული, ზედა თხელი და დაკალაკნილი. ექიმის ხალათში გამოწყობილ სპორტსმენს ჰგავს, ალბათ, კუნთების გამო. 
-რომ დავაკმაყოფილო თქვენი ცნობიერება ამისთვის უნდა ვიცოდე რამდენად ღრმადაა წასული  მახსოვრობის ჩავარდნის პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში მაგავსი შემთხვევები კატასტროფაა. შეგიძლიათ დანიელი დამიძახოთ. 
რადამ თავი დაუქნია და შეიშმუშნა.
-თქვენი აზრით, სად ხართ ახლა და ვის ელაპარაკებით? 
- საავადმყოფოში ვარ და ექიმს.
"საიტერესოა რამდენი წლის ვარ და როგორ გამოვიყურები?"
ქვემცნობიერის კითხვაზე გაღიზიანდა და მიუგო:
"ასე გიჟებს ეკითხებიან: შემთხვევით, ხმები ხომ არ გესმისო? არა, ბატონო, მე არ მესმის არავითარი ხმები, მაგრამ ისიც არ მესმის რატომ მიყურებს ეს ბიჭი ასეთი თვალებით."
-რომ გეთქვათ, ჰოლუვიდში კინოს გადაღებებზე ვარ და ჯონი დეპსს ველაპარაკებიო, ეს იქნებოდა ცრუ მოგონება. 
-როგორ მოვხვდი აქ?
-ავარიაში მოყევით.
-თავი გატეხილი მაქვს?  
-მცირეოდენი დაჟეჟილობაა, მაგრამ კიდევ ერთხელ იქნება საჭირო რენტგენზე გაშუქება. 
მან თეთრი ხალათი გაისწორა და სკამზე ჩამოჯდა.
-თუ გსმენიათ წიგნზე, სახელწოდებით „დაკითხვა სისხლის სამართლის დანაშაულთა საქმეზე და აღიარებითი ჩვენებები“?
პასუხი რომ ვერ მიიღო ისევ გააგრძელა დანიელმა და ჩვეულებრივი ხმა გაუმკაცრდა.
-ინბაუმ, რეიდმა და ბაკლიმ გამოსცეს წიგნი, რითაც საფუძველი ჩაუყარეს იმას, რაც შემდგომში დასავლურ სამყაროში დაკითხვის წარმართვის აღიარებულ წესად იქცა. ცხადია, ეს ტექნიკა მანამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ავტორებმა თავიანთ მოდელში განაზოგადეს FBI-ში ეჭვმიტანილებისგან აღიარებითი ჩვენების მიღების ასწლიანი გამოცდილება. მეთოდი უაღრესად ეფექტიანი აღმოჩნდა როგორც დამნაშავეთა, ისე უდანაშაულოთა დაკითხვისას. მოგეხსენებათ ვისაც ხალათი აცვია ყველა ექიმი როდია.. ჩემი მიზანია, ქალბატონო რადა, ვაიძულო პირი აღიაროს, რომ მისი ჩვენება ბლეფია. თუ იგი ცხრავე საფეხურს გაივლის და მაინც არ აღიარებს, მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ჩემს წინ მჯდომი ქალი თამაშობს მეხსიერების დაკარგვას.
-ბატონო დანიელ...
-ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენი მეთოდები ბევრზე მოქმედებს, მაგრამ ჩემთან შოუს მოწყობას აზრი არა აქვს. ცოტა დაძაბული მეჩვენებით, როგორც ჩანს, ამ საქმეში კონკურენტები გყავთ, არა? 
რადა იძულებული გახდა, ნერწყვი გადაეყლაპა, რათა მოწოლილი ბრაზი რაღაცნაირად დაეცხრო.
-ყველაფერი მშვენივრად მესმის, შენ პროფესიონალი ხარ,  გინდა, დამკვეთს სამუშაო კარგად შეუსრულო, ბოლოს და ბოლოს, ხომ სწორედ ამაში გიხდიან ფულს. სულელური სულაც არ იყო ამნეზიის გათამაშება, შენ ადგილას მეც რაღაც მსგავსს ვიტყოდი.
ყურებს არ უჯერებდა. ადამიანი, რომელიც ეგონა, რომ აუხსინდა რა ხდებოდა საერთოდ, უცხადებს, რომ სპექტაკლის მოწყობაზე ხელი აეღო. ახლა კი მეორე საფეხურზე გადავიდა, რომელსაც ინბაუს, რეიდისა და ბაკლის მიხედვით „ეჭვმიტანილისადმი თანაგრძნობის გამოხატვა მისი კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით“ ჰქვია. ყველაზე დაუჯერებელი კი ის არის, რომ, სათქმელი არაფერი აქვს, თითქოს რომელიღაც სერიალს უყურებდა.
"კარტის გახსნისას ცდილობს ჩემი ნულოვანი მეხსიერებით. "
სიცილი ძლივს შეიკავა.
-ვერ ვხვდები, რისი თქმა გსურთ.
-ძალიან კარგად ხვდებით რადა, გპირდებით გისოსებში აღმოჩნდებით ბოლოს იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინეთ. ღირდა კი ამის გულისთვის საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება?ისეა თქვენი დამკვეთის სისტემა მოწყობილი, რომ თვითგანადგურებისკენ მიისწრაფვის და ფრთხილად იყავით თავზე არ ჩამოგემსხვრეთ.
„ნეტავ ვინე მოვკალი?“
„აიღე შპრიცი რადა და ჩაარტყი კისერში, მერე კი გაიქეცი.“
იგრძენო, რომ მისი აზრები სიროფში ეფლობოდა. რაღაცის თქმა დააპირა, როდესაც კარი გაიღო და ექთანმა საკვები შემოიტანა. დანიელმა თავი დაუკრა და უამრავი კითხვით დატოვა.
***

მეხსიერებაში ცალკეული ნაგლეჯ-ნაგლეჯი სურათები ამოუტივტივდა.
მის თავზე დახრილი მაღალი, გამხდარი ბუნდოვანი სახე, მიხვეულ-მოხვეული გზებით მთელი სისწრაფით მიმავალი მანქანის უკანა სავარძელი, სადაც ვიღაცის სისხლიანი ხელი ეჭირა.
კვლავ მოუნდა იქ, მაგრამ გონება კარნახობდა, რომ ეს პირობითი ფუფუნება იყო, რომ ქვიშის საათი მუშაობას განაგრძობდა.
ფიქრი მტკივნეული იყო, უფრო რთული, ვიდრე ხელის ჩაქნევა, მაგრამ მოვლენების ამ სულელურ, ტრივიალურ მსვლელობაში გაღიზიანებას ის იწვევდა, რომ ასე საკუთარ თავს კარგავდი. მაშასადამე, უნდა ეფიქრა. უნდა გაეხსენებინა თავისი ცხოვრების თუნდაც მცირე დეტალებიც.
დერეფნიდან რაღაც ხმები შემოესმა. კისერზე გაკეთებული სახვევი მოისინჯა. წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ მასთან შეხვედრას ნათია ისევ ელოდებოდა. 
"თუ პოლიციამ აღმოაჩინა ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალი, ან თუნდაც გვამი.. ამიტომ ხომ არ მომიგზავნეს დანიელი?"
"მხოლოდ ერთ კაცს არ გამოგზავნიდა, რომელიც მორიდებით იჯდა და გელოდებოდა, სანამ არ მიეცემოდა საბაბი გასასაუბრებლად.“
მის ქვემცნობიერს თავი დაუქნია.
"სავარაუდოდ, ეს მომკვლევი უნდა ყოფილიყო მომხდარის თაობაზე შეკითხვების დასასმელად. ახლა შესაძლოა, თავს ვიმშვიდებდი, რომ პოლიციის წარმომადგენელმა მომაკითხა, მაგრამ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა მეზრუნა და მათთვის, ალბათ, ყველაფერი გულახდილად მომეყოლა."
"კი, რადა, რომ გახსოვდეს.“
მთავარი, რაც იგრძენო, ის იყო, რომ მასში სიცილის სურვილი თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა. ჰოი, საკვირველებავ! 
მან ტელეფონში კამერა გახსმა და გამოსახულებაში მელანქოლიური ფიზიონომია დააფიქსირა. მთელი სახე ავადმყოფურად ჩაშავებულ დიდ ყავისფერ თვალებს მოეცვა. უკმაყოფილოდ შეჭმუხნული ცხვირი აშკარად ამოსაპუტი წარბები... "საერთოდ, საინტერესო გარეგნობა მქონია. მე თუ მკითხავთ შემიძლია ვიყო მახინჯიც და ლამაზიც, როგორც იმ მულტფილმში, დილას რომ გადიოდა ტელევიზორში. ვასილისა ხან საზიზღარი გომბეშო იყო, ხანაც კალმით ნახატი მზეთუნახავი."
გაუღიმა თავის თავს და თვალი აარიდა დალურჯებულ ადგილებს.
"ჩვენში დარჩეს და უფლისწული როგორ ეშმაკურად ითრია?! რომ ჰკითხო, მამა-აბრამის ბატკანია..."
საღამოსკენ მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ოთახის ზღურბლზე დგას ყვავილებით ხელში, წარუდგინეს მშობლებმა და მარტო დატოვეს. 
"ვაუ, ჰალსტუხიანი მთა მტვრიანი ფეხსაცმელებით. "
-გამარჯობა რადუშა. - ხმაც შესაფერისი ჰქონდა, ბუხუნა, თითქოს მითოლოგიური ზევსი მეტყველებდა ქართულ ენაზე.
-კრიტიკულად რატომ მათვალიერებ? 
ირაკლიმ ტანსაცმელზე დაიხედა და ფანჯრის მინაში საკუთარ ანარეკლს გაეკრიჭა. გუშინდელიდან განსხვავებით ამ სტუმრის მიღება გულწრფელად გაუხარდა.
-გარეთ ყური მოვკარი, რომ თითქოს ამნეზია დაგემართა.. რას ბოდავენ ესენი ამიხსნი? - სკამზე ჩამოჯდა და შავი მტაცებლური თვალები მიანათა.
-ვწუხვარ, მაგრამ ჯერ ჩემთვისაც გაურკვეველია ვინ ამბობს სიმართლეს, ან რა ხდება საერთოდ.
-რა ძალით უნდა დაარტყა ასე თავი, რომ ჩემნაირი სრულყოფილება დაგავიწყდეს?! - ამჯერად მას გაეკრიჭა.
-სადავოა შენი ქება ამჯერად. - რადამ ბოლო სიტყვები გაწელა, რაზეც ირაკლიმ წარბი აწია.
-რაზე მიმანიშნებ პატარა ალქაჯო?
-რას წაგიჭერია ამ სიცხეში ჰალსტუხი? ასეთ ამინდში არც შავი პერანგია რეკომენდებული. თუ შთაბეჭდილების მოხდენა გსურს, მინიმუმ ფეხსაცმელები უნდა გაგეწმინდა. 
-ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს მრისხანე და აჩაჩულ-დაჩაჩული. ვიცი, არც შენ მოგწონს ზედმეტად სტერილური კაცები.
-მაგრამ დამტვერილი ფეხსაცმელები?
-რადუშა, რაღაც ძალიან გამიშინაურდი ამნეზიის კვალობაზე, სად არის შენი მორიდება?
"ბიჭოს, რა გამოკვეთილი ყვრიმალები აქვს..ჯერ იყო ექიმი დანიელის ხელებს ვერ მოვწყვიტე თვალები.. და მაინც რა სრულყოფილად ლამაზი კანი აქვს, თანაც დაძარღვული.”
თავი გააქნია, რადგან არაფრის მომცემი ფიქრები გაექარწ....ბინა.
-მომიყევი შენს შესახებ და ეცადე მაინც ამიხსნა, რა მჭირს საერთოდ?!
-რა პრობლემაა დავიბადე ქალაქ თბილისში, როგორც შენ. იმ განახვავებით, რომ ჩემი ოჯახი არაორდინალურია. სკოლაშიც და სპორტშიც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ვაღწევდი სასურველ შედეგს, მაგრამ თექვსმეტი წლისას ეს მომბეზრდა და საეჭვო წრეებს დავუკავშირდი, რომელთა ნაკლებობას გლდანი ნამდვილად არ განიცდიდა. ჩემი ოჯახი შეადგენდა ნაჯახას კლუბს, რომელიც მერე სხვათა შორის კანონიერი ქურდი გახდა. იქ არც ძველი მეგობრები მყავდა და არც ახალი, სამაგიეროდ, ფული მქონდა. სისტემატურად ვუსინჯავდი გემოს ყველაფერს, რაც აკრძალული იყო: ალკოჰოლს, ს, მეძავებს, წვრილმან ქურდობასა და უფრო უარესსაც. შემდეგ გადმოვედით საცხოვრებლად საბურთალოზე, სადაც შენ გაგიცანი ჩემო გიჟო.. მაშინ მეგონა უფრო პატარა იყავი, თურმე ჩემი ტოლი ყოფილხარ. მასხრად გიგდებდი სიმაღლის გამო და სულ გამწარებული ფინიასავით მივარდებოდი საკბენად ფეხებში. კომპლექსი ჩამოგიყალიბდა, კლასში რომ გეკითხებოდნენ რამდენი ხარ სიმაღლეშიო პასუხობდი ცოტაო.
ერთხელაც მოთმინების ფიალა რომ აგევსო ისეთი მთხლიშე ორი კვირა გაღიმებული დავდიოდი.. სერიოზულად რა გაცინებს! ყბა ჩამისვი და ისე მიხაროდა.. ამის მერე დამყავდი უბნის გარჩევაზე.
გახსოვს, მამაჩემს ეგონა, რომ კრივზე დავდიოდი და ამიტომაც ვბრუნდებოდი შინ გასივებული ცხვირ-პირით ან ჩაშავებული თვალით. სულ უფრო მეტ დროს ვატარებდი ისეთ ადგილებში, სადაც მიშვებდნენ და თავს არ მაბეზრებდნენ. არ ვიცი, მომწონდა თუ არა ჩემი ახალი ცხოვრება. გარშემო მყოფნი ჩემში უცნაურ, მარტოობის მოყვარულ, ვინ იცის, საიდან გაჩენილ თექვსმეტი წლის მოზარდს ხედავდნენ. სწორედ ეს გიზიდავდა შენც. რაღაც დროის შემდეგ ამგვარი ცხოვრება ჩემს ნიშნებზეც აისახა, რაც არც თუ ძალიან მაღელვებდა. მაგრამ უეცრად მამაჩემს თვალი აეხილა და იმას მივაღწიე, რაც სულ მინდოდა, მისი ყურადღება.
-მე როგორი ურთიერთობა მქონდა მამასთან?
-საკმაოდ ლოალურია მამაშენი, გია ბიძია რომ არა იმ საღამოს შენ ჩასმულ ყბას ისევ ამომიგდებდნენ ჩემები. მახსოვს, როგორ მოხვედი
და მაფიცებდი კარგად მესწავლა, შემეცვალა რადიკალურად ჩემი ცხოვრება. „თ“-ზე დაწყებული სამი სიტყვა ჩამოვწერეთ: თავდაჯერებულობა, თვითკრიტიკულობა და თვითშეგნება. 
-დამიჯერე საბოლოოდ? 
-რა თქმა უნდა, სკოლა დავამთავრეთ ერთად და მე სწავლა გავაგრძელე იურიდიულზე. შენ კი მოეწყვე სამხატვრო აკადემიაში. 
-ახლა რამდენი წლის ვარ და სად ვმუშაობ?
-ოცდახუთის შესრულდი იანვარში, ხოლო გაქვს შენი ოფისი, სადაც აკეთებ კლიენტების სურვილებს და უხატავ, უღებ ფოტოებს, რომლებსაც შემდგომ შენვე ამჟღავნებ. საკმაოდ გავლენიანი ბიზნესი გაქვს პატარა ალქაჯო.
-როგორ შემემთხვა ავტოკატასტროფა?
ირაკლის ძარღვები დაეჭიმა და თვალებში სევდა ჩაუდგა. მისკენ გადაიხარა და დაბინტულ ხელზე ეამბორა.
-აკადემიიდან შინ ბრუნდებოდი, როდესაც მანქანა დაგეჯახა, კიდევ კარგი გადარჩი.. ვერც კი აღგიწერ, როცა გვითხრეს რაც მოხდა რა ვიგრძენით. გაგვიმართლა, რომ მძღოლი, რომელიც დაგეჯახა კარგი კაცი აღმოჩნდა, პოლიციაში დაურეკავს ეგრევე.
-ანუ მან გადამარჩინა?
-კი.
-სად არის ახლა? მინდა მადლობა ვუთხრა.
-ორი კვირა იყავი კომაში, ის ახლა კარგადაა და არაფერი მოაკლო გია ბიძიამ, ყველაფრით დავეხმარეთ.
ირაკლის სტუმრობის მერე კვლავ აღვიძებდა კოშმარები, ყოველთვის ერთი და იგივე რაღაც ხდებოდა. ბინტები მოხსნეს და ახლა ასი წლის ტუალეტის ქაღალდს აღარ გავდა. კითხვები კვლავაც გაუცემელი რჩებოდა. არც ის ეშმაკი დანიელი აღარ გამოჩენილა.
„ნეტავ მიწამ ხომ არ ჩაყლაპა?“
"ძალიან გამიხარდება!"
„მაგრამ მისი ხელები.. მაინც გაწირავ რადა?“
საღამოს ექიმმა უჩამ შემოვლაზე კიდევ ერთხელ შეამოწმა და კითხა, თუ როგორ იყო. 
-რამე ნიშანი ხომ არ შეიძლება იყოს მუქი ფერის სიზმრები? - გამოთქვა რადამ ვარაუდი..
-აღქმა რაღაცას გვამცნობს ნათების, კატასტროფული შემთხვევების თაობაზე, მაგრამ არაფერს გვეუბნება ჩვენი საკუთარი თავის შესახებ. 
სიზმართა უმეტესობა ეხება მათი მნახველის პირად სურვილებსა და ინსტინქტურ მოთხოვნილებებს.. შენს შემთხვევაში ჩემო გოგონა გონებას ებრძვი, რომ გაიხსენო მომხდარი. 
-რომ შევწყვიტო ბრძოლა, ნორმალურად დავიძინებ?
-შენი კატასტროფის ამბავი მოთხრობილია დრამატული სიმბოლოების საშუალებით, და სიზმართა უმეტესობაში ეს სიმბოლოები უფერულია.
-რატომ უნდა იყოს ასე?
-ჩემი ვარაუდით, სიმბოლოები არ საჭიროებენ გაფერადებას. ასოები, რომლითაც ვარდების შესახებ ვწერთ, არ არის აუცილებელი, წითელი იყოს, და შეგვიძლია, აღვწეროთ ცისარტყელა თეთრ ქაღალდზე მელნის ლაქების გამოყენებით. გარესამყარო ფერადად არის აღქმული. სიზმრები, რომლებიც მოცემული კი არა, გამოგონილია პირადი ქვეცნობიერის მიერ, ჩვეულებრივ, შავ-თეთრად აღიქმებიან. ამიტომაც ხედავ სისხლს მუქ ფერებში.
-ანუ, სადაც არ არის არანაირი დრამა, არანაირი სიმბოლური მიმართება კონფლიქტთან, ის სიზმარი ფერადია..
-სიზმარში არსებული ფერი არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის იმ პიროვნების შესახებ, ვისაც ის ესიზმრება. ამეთ დროს ბიოლოგიურად გამოუსადეგარი, მაგრამ ესთეტიკურად და ხანდახან სულიერად ღირებული მასალის მსგავსი შემოჭრები შეიძლება მოხდეს, და პირი, რომელიც ამნეზიის ზემოქმედებას განიცდის, ხილვების ხედვას იწყებს. დროთა განმავლობაში ეს კოშმარები მიწყნარდება.
***
ორი სატრანსპორტო საშუალების შეჯახება ფიზიკის საკითხია. ეს შემთხვევითი მოვლენაა, თუმცა ყოველი შემთხვევითობა შეგვიძლია განტოლების სახით აღვწეროთ: ენერგია, გამრავლებული დროზე, უდრის მასისა და სიჩქარეთა სხვაობის ნამრავლს. ამ ისტორიას სხვადასხვა გაგრძელება მოჰყვება, მაგრამ ორი რამ ყველას გააერთიანებს: ეს ტრაგედია იქნება და თანაც ყოველთვის მსუბუქი ავტომანქანისთვის.
სისხლიანი მტევანი ხელში ეჭირა გრძნობდა,მინგრეულ-მონგრეულ გზაზე მანქანა მაღლა აიჭრა, გზისპირა დამცავ ზღუდეს გადააფრინდა და ფერდობის ძირში, მდინარის გასწვრივ მჭიდროდ მდგარ ნაძვებში დაეცა. სანამ მათ კენწეროებში შეიჭრებოდა, მოასწარო ყვირილი და ჰაერში ორ-ნახევარი სალტო შეასრულა. რბილად დაეცა გვერდით მჯდომ სხეულზე და რაღაც ხმა ნათლად დაამახსოვრდა, სანამ გაითიშებოდა. იქნებ შუშის ნამსხვრევების ხრაშახრუშიც მოესმა. კოშმარის გაგრძელება კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. 
ეჭვი არ ეპარებოდა - მანქანა ამოტრიალებული ეგდო და გზიდან მას მდინარის გასწვრივ ამოსული ხეები ფარავდა. 
ბენზინის, ზეთისა და სისხლის სუნი ყოველი მხრიდან მოედინებოდა და წვეთავდა.
ის, რაც სისხლიანი ხელისგან დარჩა, მუყაოს ფიგურასავით ორად გაკეცილიყო. ხედავდა, როგორ უყურებდა საკუთირი ფეხებიდან. სუნთქვაც უჭირდა. თუმცა აღქმის ორგანოები მშვენივრად მუშაობდა. ესმოდა, როგორ ფრუტუნებდა და ახველებდა მუყაოს ფიგურასავით მოკეცილი ხელის პატრონი. ჩამსხვრეული მინიდან ხედავდა მამაკაცის ფიგურას ბუნდოვნად. რადამ ზუსტად იცოდა, რომ იმ ფიგურას აინტერესებდა, გაინძრეოდა თუ არა. ლოგიკურად ვინ გადარჩებოდა ასეთი შეჯახების შემდეგ? თუმცა ადამიანს გაცილებით მშვიდად სძინავს, როცა საკუთარი თვალით იხილავს ყველაფერს და დარწმუნდება...
ახლა უკვე ზუსტად იცოდა, რა და როგორ მოხდა. გვერდით ისეთი პიროვნება ეჯდა, რომლის გვამიც კი ვერ აღმოაჩინეს. საბედნიეროდ ისიც გადარჩა..
ახლა კი ყველაფერი გაედინებოდა. "ჩემი სიცოცხლე უპატრონო სახლს დაემსგავსა. ტვინი მასში არსებულ ავეჯს აშალითებდა, ყველა კარს კეტავდა და დენის გათიშვასაც აპირებდა. "
თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა შუბლის გავლით თმის ძირებამდე მიაღწია.




თავი ორი

სასამართლო მედიკოსი უჟანგავ ფოლადით შემოჭედილ მაგიდაზე გაშოტილ ორმოციოდე წლის კაცის სხეულზე დახრილიყო.
ექიმი რეზინის ხელთათმანებს იძრობს, უჟანგავი ფოლადის ტაშტში ყრის და პირსაბანის ონკანს უშვებს, თან დეტექტივებს მიმართა.
-სავსებით დარწმუნებული ვარ, ნარკოტიკების არავითარი კვალი არაა. -მაშინ რა შეიძლება მომხდარიყო? ინფარქტი? - ივარაუდა არჩილმა.
უჩა საჭიროზე უფრო დიდხანს იბანს ხელებს, იწმენდს სპირტით, მერე მათ უბრუნდება და სთხოვს, გულმოდგინედ დაათვალიერონ მიცვალებულის სხეული.
დანიელი მზერით ამოწმებს კაცის სხეულს. ექსპერტის ღიმილში გამკრთალი ქედმაღლობა აღიზიანებს. ის მარცხენა მხარსა და კისერს შორის პატარა, თითქმის შეუმჩნეველ ლილისფერ ლაქას აჩვენებს. აი, მეორეც, მარჯვენა ფერდზე, ნეკნებშუა.
-სპეციალურ ტერმინებს თუ მოვიშველიებ, ვიტყოდი, რომ შეინიშნება განსაზღვრული ნერვების კვანძზე ერთდროული და თანაბარი ძალის ზემოქმედებით საუღლე ვენებისა და საძილე არტერიის ობსტრუქცია. თანაც ეს ისეთი სიზუსტითაა ჩადენილი, რომ ამან სხეულის ზედა ნაწილის სრული პარალიზება გამოიწვია.
დეტექტივი არაფერს პასუხობს, უფრო მეტად აღიზიანებს შექმნილი ვითარება. ცდილობს წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება ადამიანის დახრჩობა დღისით, მზისით, თანაც იმ წონის გათვალისწინებით, რასაც გარდაცვლილი შეადგენდა. რადას უდანაშაულობას მუდამ უმტკიცებდნენ. სასამართლო მედიკოსი კი გრძნობს, რომ ახლა ბაქიაობა და პროფესიული ტერმინოლოგიით თავის მოწონება არ ღირს. მას, როგორც ყოველთვის, საკუთარი თავი შეეცოდა.
-მოკლედ რომ ვთქვა, კაცი დაახრჩეს, არის ერთი უცნაურობაც. ეს ჩვეულებრივი დახრჩობა რომ ყოფილიყო, ორივე მხარეს კვალი დააჩნდებოდა იმის დამადასტურებლად რომ ბოროტმოქმედი ახრჩობდა, მსხვერპლი კი წინააღმდეგობას უწევდა, ანუ იბრძოდნენ. ჩვენს შემთხვევაში კი მან ერთი ხელით, უფრო სწორად, თითებით გადაკეტა ტვინისთვის სისხლის მიმწოდებელი არტერია, მეორეთი კი მსხვერპლი დაადამბლავა. ასეთი მოქმედება დახვეწილ ტექნიკასა და ანატომიის შესანიშნავ ცოდნას მოითხოვს.
-შეიძლება სადმე სხვაგან მოკლეს და მერე იქ მიიტანეს, სადაც გამვლელებმა აღმოაჩინეს? - ივარაუდა დანიელმა.
-ამ შემთხვევაშიც კვალი უნდა დარჩენილიყო. მე, უპირველესად, დალურჯებულ ადგილებს კოჭებსა და მაჯებზე დავუწყე ძებნა და ვერაფერი ვნახე. ეტყობა, არ უთრევიათ...
დანიელმა საფეთქლები დაისრისა, როდესაც კაბინეტში შევიდა და ვინ იცის მერამდენედ წაიკითხა თავისი ანგარიში რადაზე.
„როდესაც პალატაში შევედი, ისევე გამოიყურებოდა რადა, როგორც მაშინ, როდესაც პირველად დავინახე დამფრთხალი ყავისფერი თვალებით. სახის ორივე მხარეს ჩამოშვებული თმა, ოდნავ მოხრილი მხრები, უფორმო და გაუგებარი ფერის ტანსაცმელი შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ამ გოგოს საკუთარი სხეულის დამალვა უფრო სურდა, ვიდრე გამოჩენა. არადა, ამის მიზეზი ნამდვილად არ აქვს. თან ახლავს მუდამ თავისი ახლო მეგობარი და კლასელი ირაკლი, რომელსაც აქვს კერძო ფილიალი გახსნილი. კარგად შოულობს ფულს თავისივე გახსნილი საქმეებით. საინტერესოა თუ იცის, რა საქმიანობას ჩადის მისი საუკეთესო მეგობარი.
რადა იმ ტიპის ადამიანს მიეკუთვნება ვინც არასდროს იღებს იმას, რასაც იმსახურებს. შესაძლოა, ამან გააღვიძა ჩემში ის, რაზეც აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ - ხომ შეიძლება ის მკვლელი იყოს. მე შევიძინე კომპანიისგან კარგი პროდუქტი. ისინი ნამცეცა, თითქმის უხილავ გადამცემებს აკეთებენ. თუ მას ადამიანს მიამაგრებ, შემდეგ მის მოძებნასაც შეძლებ მძლავრ GPS-სისტემასთან მიერთებული მიმღები მოწყობილობის საშუალებით. მათ თანამფლობელობაში არსებული ხელოვნური თანამგზავრების პრიორიტეტული გამოყენება და ასე შემდეგ. მოწინავე ტექნოლოგია შთანთქმის კანდიდატია.
გადამცემს მივყევი იმ დღეს. მესამე სართული. კარზე გვარი არ მიეთითებინათ, მაგრამ ვიცოდი რომ არ მეშლებოდა. პირველ ცდაზე გასაღები საკეტს ვერ მოვარგე. როდესაც ადამიანი მიზანშია ამოღებული,თურმე,იარაღის გადატენას ვერ ახერხებს. მეორე ცდაზე გასაღები ღრიჭოში შევიდა და მსუბუქად გადატრიალდა. გუშინდელი სულელური აზრი გამახსენდა. ვაითუ, ის დაძაბულობა არ მყოფნოდა, ასე რომ მივეჩვიე? იმედია არ დამიგვიანია.
პირველივე შესუნთქვაზე ცხვირი, პირი და ფილტვები ლატექსის საღებავის, ლაქისა და წებოს გამხსნელების სუნით გამევსო. ჯონდის
ნაცრისფერი დამცავი ქაღალდი, მუხის უჯრედებიანი პარკეტი, ხის პანელები, ძველი, შესაცვლელად გამზადებული ფანჯრები პატარა ზომის საცეკვაო დარბაზის მსგავსი ოთახების ანფილადა აქვს.
რადას გადამცემმა ამ უცნაურ სახლში მიმიყვანა, მაგრამ სად იყო თვითონ?
ოთახები მოვიარე და ჯონდის სხეულს არაბუნებრივ პოზაში გადავაწყდი.
ქუთუთოებიც კი არ შესთამაშებია. თითქოს გაზაფხულის მზე ღრუბელმა დაფარაო, სიცივემ დამიარა და შევკრთი. ნაირგვარი ბგერების გამოცემის ნაცვლად მხარზე ხელი მოვკიდე ჯონდის და ოდნავ შევანძრიე. კვლავ არავითარი რეაქცია. ახლა უფრო ძლიერად შევაჯანჯღარე. ყოველგვარი წინააღმდეგობის გაუწევლად თავი აქეთ-იქით გადაუქანდ-გადმოუქანდა. საჩვენებელი თითი კისერზე იმ ადგილას დავადე, სადაც, ჩემი აზრით, არტერია გადიოდა, თუმცა ვერ გავიგე რას ვგრძნობდი - მის პულსს თუ საკუთარი გულის ბაგაბუგს. ცივი იყო. უნებლიეთ უკან დავიხიე, როდესაც უსიცოცხლო თვალის გუგები მომაჩერდა. საკუთარი თავი ყოველთვის ისეთ ადამიანად მიმაჩნდა, რომელსაც კრიტიკულ სიტუაციებში მკაფიოდ აზროვნება შეეძლო და პანიკა არ ახასიათებდა. თვალები დავხუჭე და ამ აზრის თავიდან მოცილება ვცადე, რომ რადა არ იყო მკვლელი. როდესაც კვლავ გავახილე, უნდა გამოვტყდე, რომ იმედის ნაპერწკალი კიდევ მიღვიოდა გულში. მაგრამ არა, რეალობა არ შეიცვალა და გვამი არ გამქრალა. ერთ რამეში ეჭვი არ მეპარებოდა, ჯერ რადა უნდა დამეკითხა და მერე პოლიცია გამომეძახა.
მაგრამ სად არის თვითონ?“
დანიელმა საქაღალდე მოისროლა და თავი ხელებში ჩარგო. ის ენთუზიაზმით ჩასწვდა პოლიციურ სიბრძნეს, გამოცდებზე თეორიულ დისციპლინებში მაღალი ქულები მიიღო, საშიშ სიტუაციაში მარცხი რომ არ მოსვლოდა, ივითარებდა ძალასა და ამტანობას, სწავლობდა მიზანში სროლას, თუმცა არასოდეს არავის მოკვლა არ დაუპირებია.
კარგა ხნის მანძილზე ყველაფერი უცვლელად, ადრინდელივით რჩებოდა, მხოლოდ ერთი რამ ემატებოდა:
ქაღალდები.
გაუთავებელი ოქმები, მოხსენებები, დაწვრილებით აღწერა, სად, როგორ და რატომ მოხდა ესა თუ ის შემთხვევა. ისეთი წვრილმანი რამეც, როგორიცაა უადგილო ადგილზე დაყრილი ნაგავი, ძირფესვიან გამოძიებას მოითხოვდა. საბოლოოდ საქმეს დახურავდნენ – ორივე მხარისთვის სავსებით უშედეგოდ. საქართველოში ძალმომრეობითი დანაშაული იშვიათად ხდებოდა.
დანიელმა პოლიცია გამოიძახა და რადას გადამცემი დამალა. ავარიამ თითქოს გახსნა მისთვის კვანძი, მაგრამ როდესაც განმეორდა
მკვლელობა მომდევნო დღეებში ახალი თეორია დაებადა.
ტელევიზორში ოპერატორი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა.
-ქალაქში მოქმედებს სერიული მკვლელი. სამივე მკვლელობა ჩადენილია ეშმაკური და არატრადიციული ხერხით, ამიტომაც მათ შორის კავშირის დანახვა ძნელია.
თუმცა დანიელის თეორიით სერიული მკვლელს თანამზრახველები ყავს, რომელთაგან ერთს უკვე მიაგნო.
თანდათან აღტაცება იპყრობს. როგორც იქნა, შეუძლია მთელი თავისი ნაჯღაბნი თანაშემწეებს აჰკიდოს, თვითონ კი ის გააკეთოს, რაზეც მუდამ ოცნებობდა - გახსნას ყოველგვარ ლოგიკასთან დაპირისპირებული მკვლელობა. როგორ სურს, რომ არ ცდებოდეს და თბილისის ქალაქის მცხოვრებთა დამატერორებელი სინამდვილეში სერიული მკვლელი აღმოჩნდეს. იმ დღეებში ინფორმაცია ელვისებური სისწრაფით ვრცელდება, ასე რომ, ის ყურადღების ცენტრში მოექცევა და ყველას აუხსნის, რომ ეს ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობაა, რომ არავის სჯეროდა მისი, კამერები კი მანამდე გააგრძელებენ ნათებას, სანამ დამნაშავეს არ დაიჭერენ.
რადაში და მის დამკვეთში ხედავს მისწრაფებას დიდებისკენ.
სახელგანთქმულობა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და თანამოქალაქეების კეთილდღეობა არ ანაღვლებს?
ახლა უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია: ჯერ ერთი, უნდა შეიტყოს, ვინ ჩაიდინა დანაშაული და მკვლელი მანამდე დაიჭიროს, სანამ კიდევ ერთი გვამი გამოჩნდება.
„ლოგიკა... ლოგიკურად უნდა განვსაჯო. ვის აქვს ზუსტი ცნობა დანაშაულის რაოდენობაზე? „
ლოგიკური პასუხი: არავის. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რაც ამ წუთში მოხდა. ჯერჯერობით ვერავინ ხვდება და ვერც ვერასოდეს მიხვდება, რომ მიცვალებული მოკლულია ან კარგად გაწვრთნილ მანიპულატორი ქალის მიერ, ანდაც მისი დამკვეთის.
არალოგიკური პასუხია: ყოველთვის მოიძებნება ისეთი ვინმე, ვინც სხვებისგან განსხვავებით ფიქრობს, და, მაშასადამე, პირველი შესაძლებლობისთანავე, სათანადო ახსნა განმარტების მიცემა გახდება აუცილებელი. უნდა მოიწვიოს პრეს-კონფერენცია, მაგრამ, ამასთან, ილაპარაკოს მხოლოდ გარდაცვლილზე უსიცოცხლოდ მჯდარი რომ იპოვა. ამ შემთხვევაში ყველა დანარჩენი ეპიზოდი უმალ დაავიწყდებათ.
ამის შემდეგ ვინ დაინტერესდება ყველასთვის უცნობი გოგონას ავარიით? და თუნდაც დაინტერესდნენ, ძიების დაწყებისთანავე გამოტანილ დასკვნას დაუჯერებენ - სიკვდილი ნარკოტიკების გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია.

***
უფროსი შეშფოთებულია, პრესა სერიული მკვლელობის შესახებ ხმების გავრცელებას დაიწყებსო, - ეუბნება დანიელს მისი მეწყვილე.
-ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ასეთი საქმეებით მატულობს აჟიოტაჟი და ვიღაც პენსიონერის უფერულ ცხოვრებას წარმტაც და მომხიბლავ თავგადასავლად აქცევს.
-მიიღებდი, სასამართლო მედიცინის ექსპერტიზის დასკვნას. როგორ ფიქრობ, რას უნდა მოველოდეთ? მანიაკი მოქმედებს თუ კრიმინალური გარჩევებია?
-მივიღე. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დანიელმა. -სამივე დანაშაული ერთი ხელწერითაა შესრულებული, რაც ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს, საქმე გვაქვს მანიაკთან.
-ეტყობა, სერიული მკვლელია.
-მედიცინის ექსპერტიზის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, სექსუალური ძალადობა არ მომხდარა...
-ცხადია, არავის შეუძლია მამაკაცის გაუპატიურება ხალხმრავალ ვახშამზე ანდა გოგონასი – მერხზე, თბილისის ცენტში, მაგრამ ახლა არის ერთი ლოგიკური კითხვა, ის გოგონა, რომელზეც შენ გამოძიებას ატარებ და ეჭვობ, რომ მან მამაკაცი მოკლა.. იმ ორ მსხვერპლს როგორ მოერეოდა? ვადასტურებ, რომ ჯანიანი გოგოები იყვნენ.
-მე ხომ არ ვმუშაობ იმ ვერსიაზე, რომ მაინც და მაინც სამივე მან დახოცა...რაც ბევრი სერიული მკვლელობისთვისაა დამახასიათებელი; და ბევრი მათგანი ხელმძღვანელობს, „ჰუმანური მოსაზრებით“. არიან ისეთებიც, ვინც საზოგადოების გარდაქმნას ცდილობენ - მათი მსხვერპლნი, უპირველეს ყოვლისა, მეძავები ხდებიან... როგორც ის ორი გოგონა. მესამეზე როცა მიდგა საქმე, მან მოისყიდა თავისი ახალი პოტენციური ლუკმა, ან დააშანტაჟა.. შემდეგ გეგმა გაწერა და ბოლოს, როცა პოლიციამ კინაღამ გამოიჭირა თაგვი ხაფანგში ავარია მოუწყო.
-საინტერესოდ ჟღერს დანიელ, ნამდვილად ფიქრობ, რომ ჩვენ წინაშე სერიული მკვლელია?
-ჩემს ვარაუდზე ვმუშაობ, გადაჭრით მეტს ვერაფერს გეტყვი.
-განცხადება გაქვს გასაკეთებელი ხომ იცი, ჟურნალისტებთან.
-ასე აჩქარება?! იქნებ სჯობდა, დავიცადო სანამ საბოლოოდ არ აებნევათ თავგზა და მაშინ წარვადგინო მათთვის პასუხი?
-შენიც მესმის, დამნაშავე მოქმედებს ძალზე დახვეწილად, არასტანდარტულად და ცალკეულ შემთხვევაში სხვანაირად კლავს - შხამით ან შიშველი ხელებით. მან მშვენივრად იცის ანატომია და ჩვენთვის ერთადერთი ხელ-ჩასაჭიდი ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის.
-მთავარი კვალიც გამოგრჩა არჩილ, მისი ბოლო მსხვერპლი მოკლულია უიარაღოდ. ის მომავალ მსხვერპლს უახლოვდება, მასთან მეგობრულ ურთიერთობას ამყარებს.
-და შენ როგორ აპირებ მის დაჭერას?
-პირველ რიგში რადას უნდა დავუახლოვდე.
***
მას სახე უხურდა. ღმერთო, როგორ უმძიმდა ახლა ამაზე ფიქრი ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა, თითქოს მახსოვრობიდან რაღაცები წამოუტივტივდებოდა და ჭრილობებს უტოვებდა. თავი ხელებში ჩარგო. უნდოდა ყურები დაეცო, დაებლოკა იმ მყვირალა ჟურნალისტის ხმა, რომელიც მისივე ჩადენილ მკვლელობებს გადამოსცემდა. ტკივილი რომ გაექრო გაახსენდა გოგო, რომელსაც წინა საღამოს აეკიდა. გემრიელი გოგო იყო, ვიღაც ქერა, არა? სანამ მას კუდში დასდევდა, რამდენჯერმე შეიყნოსა კოკაინი. უკვე მშვენივრად გრძნობდა თავს, საკუთარი თავის რწმენაც განუმტკიცდა და ის სულელური მარცხიც მიავიწყდა. მაგრამ ახლა რატომღაც ეს მოგონება აეკვიატა – დიახ, სწორედაც რომ აეკვიატა და სირცხვილით იწვოდა. სირცხვილის ტალღებმა მთელ ცხოვრებას გადაუარეს, ყველაფრის განადგურებას ცდილობდნენ: სისხლის, კოკაინის, სასმლის და სექსის, რომელიც ყოველ ღამე ჰქონდა სხვადასხვა ქალთან. თუ უფრო მეტიც მოუნდებოდა დანა ყოველთვის თან ჰქონდა. 
მაგრამ ის წუეული რადა..ყველაფერი განადგურდებოდა და საბოლოოდ არაფერიც აღარ დარჩებოდა. 
იგი სკამიდან წამოხტა. ჭერი ისე ირყეოდა, თმა ყალყზე დაუდგა. 
ოდესღაც უფალ ღმერთს, იესო ქრისტესაც კი მოუხდა გაეძლო ისეთი გამოცდისთვის, როგორიც ახლა მის წინაშე დგას. ესაა ეშმაკის ცდუნება და ის კბილებითა უნდა ჩაეჭიდოს თავის რწმენას, რათა არ შედრკეს. ეშმაკი კი სთხოვს, შეჩერდეს, გადაიფიქროს, მიუტევოს, და უარყოს განზრახული. 
მან სასმლის ბოთლი კედელს ესროლა და გასაპარსი წვერი მოიქავა.
-კეთილი განზრახვა, ზნეობრიობა, მიზანდასახულობა. რა არის ეს? 
უყვირა დამსხვრეულ ბოთლს და არანორმალურად გახელილი თვალის გუგები ჩამსხვრეულ სარკეს მიაპყრო. -ომში ჯარისკაცები ერთმანეთს მათთვის გაურკვეველი იდეალების გამო ხოცავენ და ამითაც სრულდება ყველაზე კეთილი განზრახვა, ზნეობრიობა და მიზანდასახულობა?
ხმამაღლა გადაიხარხარა და მართვის დისტანციონით ტელევიზორს სულ ბოლომდე აუწია ხმა.
-არა, ყველაფერი ასე არაა: სიკეთის გამო ცოდვის ჩადენა ზნეობრიობაა, სიკეთის ქმნა ბოროტებისთვის ლოცვა ცოდვაა?
მიმართა ხმამაღლა მომყვირალ ჟურნალისტს, რომელიც წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხს სცემდა.
უკვე გრძნობდა, რომ ეშმაკმა, მისთვის სიმშვიდე რომ დაერღვია, მიტევება სთხოვა და უთხრა: „შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც ეს გადაუტანია."
სიბრძნეს შეუძლია დაძლიოს ეს ცდუნება. 
მან ფანჯრიდან ეკლესიას გახედა.
-ნება არ მისცეს მათ, სული აგიმღვრიოს! - მიუბრუნდა ჟურნალისტს. - თუ ერთხანს კიდევ მტკიცედ გაუძლებ, ეშმაკის ხმა თანდათან შესუსტდება და საბოლოოდ სულ მიწყდება. 
ერთ- ერთი მათგანი, ვინც სამოთხეში გააგზავნა, ჯონდი ეუბნება: ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი სწორია, უდიდესი განსხვავებაა „მიტევებასა“ და „დავიწყებას“ შორის. მას გულში სიძულვილის ნატამალიც არ აქვს, რაც ჩაიდინა.
მან არ იცის, ერთ დღეში ჩადენილი სამი მკვლელობა მეტისმეტად თუ ამძაფრებს თბილისის კრიმინალურ სტატისტიკას: თუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამის გამო პოლიცია ვერაფერს იეჭვებს. 
-თუ გავზარდო რიცხვი? - კვლავ უთხრა ჟურნალისტს.
***
დანიელი წინ იყურებოდა, იქნებ რადას გადავაწყდე შინიდან გამომავალსო, მაგრამ ვერსად შეხვდა. სახლის კართან შეჩერდა, ეზოში გადაიხედა. უკვე წინასწარ გაწერა გეგმა თუ როგორ გააცნობდა თავის თავს მშობლებს, რადგან ზედმეტი ეჭვი არ აეღოთ.
ზარი დარეკა, თუმცა შინ ნამდვილად არ იყვნენ, მაგრამ მეზობელიც რომ არავინ ჩანდა?!
სახელური ნელა დაწია, სამზარეულოს კარი გააღო. უხმოდ, კატასავით შეძვრა. სახლში დამწვარი ზეთის სუნი იფრქვევოდა.
„ისე მივძვრები კიბეებზე, მოჩვენება ვარ, სიზმრებში რომ დაძრწის.“
მეორე სართულზე პირველივე კარი შეაღო. მაგიდაზე დახვავებული თავისა და კანის მოვლის საშუალებები მოხვდა პირველი თვალებში.
რადას თმა უწესრიგოდ ასჩეჩოდა, ცხვირი და ტუჩები, მის თხელ სახეს კიდევ იფრო ნაზ შესახედაობას აძლევდა, მბზინვარე ოქროსფერ კანს, ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა, მოშრებით მჯდომსაც კი ისე აბრურბდა დანიელს, როგორც საუკეთესო ხარისხის ღვინო.
დახვავებული ნივთები სწრაფად გადაქექა და მისთვის საინტერესო ობიექტს მიაგნო.
ჩამოჯდა სავარძელში და გადაფურცლა ჩანაწერების წიგნაკი.
„დღეს კვლავ მივიღე იმ ავადმყოფისგან წერილები.. მერამდენედ უნდა წავიღო კუკიის სასაფლაოზე და გავანადგურო? სანამ მთლად არ გავგიჟებულვარ, მათემატიკას ჩავუჯდები. წიგნი გადავშალე. ამ წყეული ლოგარითმების გამო ცოტაკ და ჩავრჩებოდი კლასში. ვწერ log და ვამბობ a log (A, B)= a log A+a log B. ყველაფერი რვეულში ლამაზად გადმოვწერე. მომეწონა ჩემი ნაწერი. ოთხი გვერდი ჩავაწიკწიკე. რას ერჩით ჰა? თურმე მცოდნია მუშაობა. ესეც თქვენი ლოგარითმები. ახლა მაგალითსაც ამოვხსნი: ამის ლოგარითმი იპოვეთო. ვიპოვი. მაგას რა უნდა! დრო ისე ჩქარა გადიოდა, მაგრამ თავში არაფერი შემდიოდა. ვერ გავიგე, რა რაზე უნდა გამემრავლებინა, რა რაზე უნდა გამეყო, ან როგორ შემეკვეცა. ნერვები მომეშალა. ავდექი. ისევ ის წყეული წერილის ავტორი მიტრიალებს თავში, იქნებ სერიული მკვლელია? მაგრამ, ჩემგან რა უნდა მესმოდეს მაინც! ხომ შეიძლება, ვიღაც მწარედ მხუმრებოდეს?
დავჯექი, კალამი ავიღე და ამოხსნა დავაპირე, მაგრამ მხოლოდ რვეულის დაჯღაბნა მოვახერხე.
მათემატიკა გვერდზე გადავდე და ინგლისურის წიგნი გადავშალე, მაგრამ ჩემს გადაღლილ ტვინს აღარაფერი შეუძლია. ღმერთმა დასწყევლოს ეს მისის და მისტერ ბრაუნები! ერთი და იგივე სურათები: ყველა წიგნში დიდი გინდა თუ პატარა ინგლისელები ცივი და კმაყოფილი გამომეტყველება. ესენი არიან ვითომ მკაცრები? ამათ ჩემი მეზობელი ქსენია უნდა ვანახო, აი ისაა მკაცრი გამომეტყველება. თანაც გატკიცინებული პიჯაკები აცვიათ,ხან მაგიდაზე, ხან მაგიდის ქვეშ, ხან მაგიდასთან ალაგებენ და სხვა რა გზა მაქვს, მეც უნდა დავიზეპირო: ონ, ინ, ანდერ.
უცებ მომბეზრდა წიგნი იატაკზე დავანარცხე: რა შემიკიკინე დღეა!“
დანიელმა ჩაიხითხითა და შემდეგი გვერდი გადაშალა. ფანჯრიდან ოდნავ აღწევდა მთვარის სინათლე, რის ფონზეც რადა მიმზოდველი მოეჩვენა. თვალი ძლივს მოწყვიტა და სრულიად მოულოდნელად იდეა დაებადა. წიგნაკი თავის ადგილას დააბრუნა და მას გვერდით ჩუმად მიუწვა. რადამ მხოლოდ საათნახევრის შემდეგ იგრძნო მისი გვერდით ყოფნა. გადაბრუმდა მისი მიმართულებით, მაისური ხელში მაგრად ჩაიბღუჯა და ძილი განაგრძო, რამდენიმე წუთში კი ტყვია ნაკრავივით წამოხტა საწოლზე.
-შენ აქ.. როგორ ბედავ?
-შენც დილამშვიდობისა.. ხო, რატომ მიყურებ დაფეთებული?
-აქ რას აკეთებ?
-შენთან გადმოვცხოვრდი.
-გადი ჩემი ოთახიდან. - რადას ძარღვები დაეჭიმა.
-უკვე გაგახსენდა რომ შენია? - მოჩვენებითი დამწუხრებული მიმიკა აიკრა დანიელმა.
-კარგი, შენს თავს დააბრალე. - წამოდგა საწოლიდან და თხელი ხალათი ტანზე მჭიდროდ მიკვროდა. ამაზე ფიქროს დრო არ არისო, ჩაიქირქილა გონებაში და გაბრაზებული გაემართა ბარბაცით კარისკენ.
-ტყუილად ცდილობ შენების გაფრთცილებას, სახლში არ არიან.
-იტყუები. - სახელურზე გაუშეშდა ხელი.
-როგორ ფიქრობ, როგორ შემოვაღწიე?
-შენთან კამათს აღარ ვაპირებ. - მოკლედ მოუჭრა და დოინჯი შემოირტყა.
-შეგიძლია გვერდით მომიწვე და ძილი განაგრძო მშვიდად.
-აქედან მიბრძანდი თვითმარქვია ექიმო! სანამ პოლიციას არ გამოვუძახე.
-პირდაპირ გულზე მომხვდა. - გაეცინა დანიელს. - თანაც დაურეკე იქნებ მათ მაინც უთხრა სიმართლე.
რადას თაბრუ კვლავ დაეხვა და იქვე სავარძელში ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო და მძიმედ ამოისუნთქა.
-სად წაიღე სასიყვარულო ჩანაწერი? - ხმა გაიმკაცრა დეტექტივმა.
-მე არ ვიცი, რას გულისხმობ..
გაოგნებული რადა ენა ჩაყლაპული იჯდა და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა.
„ეტყობა რომ ყველაფერი იცის, შესაბამისად ადამიანების მოკვლაც შეუძლია მარტივად.“
რადას ქვემცნობიერი კვლავ ამოქმედდა. მოსვენებას უკარგავდა ის აზრი, რომ დეტექტივი მკვლელობაში ადანაშაულებს.
„ზოგადად პოლიციელებიც ან თუნდაც გამომძიებლები იმიტო ხდებიან, რომ თავიანთი ჩადენილი მკვლელობის საქმეები მიჩქმალონ.“
-სწრაფად მოწესრიგდი მივდივართ.
-მაგრამ სად?
-კუკიის სასაფლაოზე.
-იქ რა დამჩენია?
-დროა სასაფლაოების დადებით მხარეებზე ვიფიქროთ? მაგალითად, ვაკის სასაფლაოზე ბოდიალს არაფერის სჯობს, მწვანე კიპარისები ირხევიან, ავსულებს ჩიტების ჭიკჭიკი აფრთხობს, ჩვენი წინაპრები განისვენებენ, შესაბამისად ყველაზე გამომწვევი რაც გაქვს ის არ ჩაიცვა, როგორც შენ იცი ხოლმე.
-რა?
-არ გახსოვს ხომ? - სევდიანი მზერა მიიღო დანიელმა. - როგორ დამავიწყდა.. შენ ხომ მეხსიერება დაგეკარგა. ზოგადად ისე იმოსები, რომ შენი სხეულის მხოლოდ მინიმალური ნაწილს ფარავს ტანისამოსი.
რადამ თვალები გადაატრიალა და პირველივე რაც მოხვდა ხელში ჩაიცვა. ბოლოს სარკეში თავის თავი შეაფასა და კმაყოფილმა გაუღიმა. ეს უკვე მეორედ ხდებოდა.
„ნუთუ ნარცისი ვარ?“
-თუ არ გადაიხრები უკანალი არ გამოგიჩნდება. - სარკასტულად ჩაიცინა დეტექტივმა.
-ვინმე გადაკუზვას მიპირებს და არ ვიცი?
-მოდი აქ ვცადოთ.
-რა გინდა ჩემგან? - რადა ვერ მიხვდა ისე აუმაღლა ხმას.
-გეთამაშები. - გურწლფელად უპასუხა ბიჭმაც.
-მეთამაშები, რატომ? იმიტომ, რომ გინდა მკვლელობა ვაღიარო?
-უფრო მეტი მინდა, მსურს შენი ორგნიზაცია ჩავძირო.
-სინამდვილეში შენც არ იცი რა გინდა! მოგწონს, რომ მამცირებ, როცა შენს უპირატესობას მიმტკიცებ, როცა თავს არარაობად მაგრძნობინებ, მაგრამ ეს დროებითია, გამახსენდება ყველაფერი და მერე მე ვიცი.
-მორჩი? ახლა წავედით.


***
-თბილისში, თუნდაც ისეთ არარომანტიკულ ადგილზე, როგორიც სასაფლაოა, ასეთი პირქუში, არ მეგონა სარკოფაგის მსგავსი სახლი თუ დამხვდებოდა. - ჩაილაპარაკა შთაფეჭდილების ქვეშ მოხდენილმა დეტეტივმა.
-არ მომწონს ეს სახლი, - ჩაიბუზღუნა რადამ, – თავი საშინელებათა ტრილერში მგონია. რა უნდა მომისაჯონ, რომ სასაფლაოს მახლობლად დავიდო ბინა?ქარიან ამინდში, როცა ხის ტოტები საფლავის ქვებზე მარშირებენ, როგორი სანახავია?
-გააჩნია, ვისთვის. შენა ბოსს ალბათ სიამოვნებს კიდეც. უცნაური სუბიექტია. არის მასში რაღაც საიდუმლო. უეჭველად მოჩვენებები სახლობდნენ.
-მერე, წავიდეთ დეტექტივო, შევამოწმოთ, მოჩვენება გაგვიღებს კარს, თუ ჩვეულებრივი მოკვდავი.
კარი ღია დახვდათ, მეტიც, შინ არავინ იყო. სახლი ერთი შეხედვით ნორმალური ჩანდა, თუ, რა თქმა უნდა, შუქს აანთებდა ინდივიდი. ჩაბნელებულ ოთახებში სიარულს არცერთი აპირებდა, ამიტომაც დეტექტივმა რადასთვის უცნაური მოწყობილობა ჩართო და ციმციმა ხაზს გაყვა.
-სად მიდიხარ?
-შენს გადამცემთან, რომელიც ავარიამდე ჩაგიმაგრე, როგორც ჩანს სირთულეების მოყვარული დამნაშავე ხარ.
-რას ნიშნავს ჩამიმაგრე? - დანიელს მკლავში ჩაეჭიდა და მისკენ შემოაბრუნა. მოწყობილობის განათების ფონზე დეტექტის რაღაც საშუალო ჩვეულებრივ მოკვდავსა და მოჩვენებას შორის კომშისფერი კანი, მეფისტოფელის გამოხედვა შეექმნა.
„სასაფლაოზე რომ შემხვედროდა, შიშით სულს გავაფრთხობდი, თუმცა ასეთმა სიმაპტიურმა მოჩვენებამ რომ დამაბას და სულაც იძალადოს ჩემზე, ხმა თუ ამოვიღო რადა..“
„ახლა ამის დრო არაა!“
-რა იყო, თავი შეურაცხყოფილად იგრძენი?
-მაგრამ რა ჩავიდინე ასეთი?!
-აქ სწორედ ამიტომ ვართ, რომ გავარკვიო. - ხელი გააშვებინა და ფანარი იატაკს დაანათა.
-გარეთ დამელოდე, მეც ახლავე მოვალ.
სუფთა ჰაერმა სულ სხვანაირად იმოქმედდა მასზე. გაბრაზებული კართან სვეტად იქცა და ფიქრებში წავიდა.
„სანამ აქ მოვიდოდი შევნიშნე ველზე მდებარე ნაგავსაწვავი. იქნებ შემიძლია, ეს აქვს მოვკლა, გვამი შევფუთო, ნაგავსაწვავ ღუმელთან მივიდე და ქვემოთ ცეცხლისკენ დავაგორო ბატონი ტვინიკოსი?“
„არა რადა,ამ გეგმას ის უარყოფითი მხარე აქვს, რომ დაბინტული გაქვს ტვინი, იქნებ არც ხარ მკვლელი? როგორც ის გიმტკიცებს?“
მისი ტელეფონი ახმაურდა და ეკრანზე გამოჩმდა ირაკლის შეტყობინება. ხმა სახლიდან გამოსვლამდე გაუთიშა და ვერც გაეგო როდის გამოეპარა ოცი გამოტოვებული ზარი მშობლებისგან.
„სად ხარ რადა? ნათია და გია გეძებენ.“
„გთხოვ, მიპასუხე და მითხრი რომ კარგად ხარ.“
„ჯერ არ დაგბრუნებია მეხსიერება, სად წახვედი?“
-ჯანდაბა, დავიღალე! - ცას ახედა გაბრაზებულმა და ეკრანზე შეტყობინება მიწერა ირაკლის.
ცოტახანში თვალებ გაბრწყინებული დეტექტივი გამოვიდა და ხელში ფურცლის ნაგლეჯები გააქნია.
-ვიპოვე.
-რა არის ესენი?
-წაიკითხე და თავად მიხვდები.
„შენს უბანში მანქანით ჩამოვედი რადა ვიღაც უსაქმური რომ არ ვეგონო-მეთქი, ფეხს ავუჩქარე. ასე ვიარე მეტროდან. დამცხა, ოფლში გავიხვითქე. სულის მოსათქმელად ჩამოვჯექი. ვიღაც გოგო დატოვა ტაქსმა და წავიდა. ვუყურებდი იმ გოგოს და შენზე ვფიქრობდი.
დღეს გნახე სანაპიროზე საცურაო კოსტუმშო საოცარი სანახავი იყავი! წიგნებში წერია, ანგელოზები არსებობენო. მე კი ვფიქრობ, სატანაც არსებობს, სატანაც და სხვა რამეებიც. ეტყობა, ეს იმიტომ ვიფიქრე, მინდოდა, შემშინებოდა. შემეშინდება, მერე შემრცხვება, მერე ამ გრძნობას გავექცევი. გუგუნი და ხორცის გროვა დანაშაულზე, ცოდვაზე, სატანაზე დაგაფიქრებს. დროდადრო ხორცის მასას ვინმე ჩამრგვალებული ტიპი გამოეყოფა. ამ ფიქრებით შენს სახლამდე ისე მივსულვარ, არც კი გამიგია. ვუყურებ თქვენი ფანჯრებსა და კედლებს. ნეტავ, რას აკეთებ? იქნებ წევხარ და შუადღისას დაძინებას აპირებ? როცა გძინავს, ალბათ, როგორი ლამაზი ხარ! რადა, შენი სახის ხატვამ ყველაფერი დამავიწყა: სიძულვილიც, მკვლელობებიც, დავივიწყე ცოდვები, რომ მეგონა, ყელამდე ვიყავი ჩაფლული. რა ცოდვა უნდა მქონდეს? მე მათ როდი ვგავარ, მე შენნაირი ვარ.
ეს აბდაუბდა ოცნებაც მომბეზრდა. მალე გაიგებ ჩემს ვინაობასაც, სულ ცოტაც მოითმინე კარგი?“
წერილი წაკითხული არ ჰქონდა ბოლომდე, მეორეზე გადავიდა.
„იცი? შენთან მოვედი სასაფლაოზე, როგორ ჩუმად ჯდები ხოლმე იმ სახლში და მარტოვდები. რატომ მაინც და მაინც ჩაბნელებული სახლი რადა? ამ წერილებს შენს ფანჯარაზე ვტოვებ, მაგრამ ამიერიდან აქაც დაგიტოვებ. ვიცი გაგიხარდება. მივდიოდი და აქეთ ვიყურებოდი: იქნებ, გზაში შევხვდე-მეთქი. მაგრამ ვერსად შეგხვდით, ქალბატონო!
გუშინ დაგიმახე. ერთბაშად შენი ჩახუტება მინდა, თავი ძლივს შევიკავე, მხოლოდ შევხედე და რა ვქნა, რა ვიღონო, რომ შევუყვარდე-მეთქი, გავიფიქრე. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ერთი მდაბალი ვიღაც ვიყავი. ამავე დროს წიგნებისა და სიმღერების სულელური სიტყვებით განდიდებული, ამაღლებული გრძნობაც გამჩენოდა, რაც საკუთარ თვალში ღირსებას მმატებდა. ჩემი თავი მეამაყებოდა და ეს ბრიყვული სიამაყე იყო. ეს განცდა მსიამოვნებდა, მაგრამ ვაი თუ, ვინმეს გაეგო ჩემი ფიქრი. ხომ შევრცხვებოდი! მერჩია, არავის გავხსენებოდი, მერე კი მომინდა, შენი ყურადღების ღირსი გავმხდარიყავი. სწორედ ამიტომაც ხვალ შევხვდებით ერთმანეთს რადა.“
„მიყვარს მთელი ეს საზიზღრობა, რომელიც არც ცდილობს შენიღბვას, თავის მოჩვენებას. ქუჩაში გოგოებს ზედ არ ვუყურებდი. მეშინოდა, ვაი თუ მომეწონოს რომელიმე და მერე გული მეტკინოს-მეთქი. „მერსედესი" რომ მყავდეს, ქუჩაში გამოფენილი გოგოებიდან ერთს მეც დავითრევდი. მიყვარხარ, რადა! ცხოვრებაც კი მიყვარს ცოტათი.
შენს სიახლოვეს უცხო ტიპი შევნიშნე, მაღალი დაკუნთული და ცოტა ბერძნულ მითოლოგიებში აღწერილ ღმერთსაც კი გავს.
შენგან რა უნდა? ნუთუ იცნობ რადა?
უცნაურად დაგყვება, უფრო მეტიც, მგონი შენც კი ვერ ამჩნევ მის სიახლოვეს, მაგრამ ეს როგორ მოხდება, როდესაც შენს მეგობარ ირაკლისთან ერთად ხარ.
მასზე ვეჭვიანობ, არ მინდა რაღაც დავუშავო, იმედია არ მომიწევს რადა.
ძალიან ცდილობდნენ წვწულების ორგანიზატორები სევდიანი მუსიკა ყოფილიყო, სინამდვილეში კი მტირალა და წირპლიანი გამოსდიოდათ. როგორც იქნა, მუსიკა გამოცოცხლდა და საცეკვაო მოედანი გართობის სურვილით ანთებულმა ბრბომ დაიკავა. საინტერესოა, ნუთუ ჰგონიათ, რომ ცეკვავენ? მუხლებში იღუნებიან და სულელი ქათმებივით თავებს აკანტურებენ. განა ძალიან მოსწონთ? სხვას ჰბაძავენ. ის კი არ იციან, რომ სასაცილო მოძრაობები უფრო სასაცილო ხდება, თუ მუსიკას საერთოდ ვერ გრძნობ. როცა ვცეკვავ, სულ მგონია სისულელეს ჩავდივარ, მაგრამ რა ვქნა? ჩემი მკვლელობების შემდეგ სული ხომ უნდა შეგაყვარო? ამისთვის კი ხანდახან საზიზღარი მოძრაობებიც საჭიროა. იმასაც ვფიქრობ, ამ სულელებს ვყვები და მეც მათნაირი ვხდები-მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არ არის. სხვებივით ვიქცევი, მაგრამ იმად ვრჩები, ვინც ვარ. ეს ყველას არ შეუძლია.
ის უცნაურად ლამაზი ბიჭი მოგიახლოვდა და დაგეჯახა, აი ჩანთაც კი დაგაგდებინა, რამდენად უინტელექტო და მოუქნელია!
სულ ცოტაც რადა, ამაღამ ერთმანეთს შევხვდებით.“
დანიელი მთელი დროის განმავლობაში მზერას არ აშორებდა გოგონას, რომელიც იმდენად ღრმად ჩავიდა წერილში, რომ თითქოს რეალობაც კი დაავიწყდა. წამით ეჭვიც კი შეეპარა, ნუთუ მართლა პირველად კითხულობსო.
-შენი აზრით, ვინ მომწერა? – კარგა ხნის შემდეგ იკითხა რადამ.
-იმან, ვინც იმ წვეულების ღამეს გვნახა. ასეთი ადამიანი უამრავია, რომლის გამოკვლევაც ვერ მოხერხდება, რადგან იქ კამერები არ ეყენა.
-იქნებ ირაკლიმ იცის, ვინ არის წერილის ავტორი?! - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა რადამ.
-საფუძვლიანად უნდა დაიკითხოს.
უკანა გზაზე პროცესიას გადაეყარნენ. კუბოს წინ არანაკლებ ძვირფასი გვირგვინები უძღოდა. აქა-იქ გაწკრიალებული სიცილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყვავის ხნის მიცვალებულს მოასვენებდნენ.
-კიდევ ერთი სული გაფრინდა საიქიოს, - ფილოსოფიურად აღნიშნა რადამ.
-კი არ გაფრინდა, ფეხები გაჭიმა. ვერ ხედავ, რა ხალისიანად მიაცუნცულებენ?!
„გამოდის, რომ მანიაკი მწერდა წერილებს, მაგრამ მანვე მომიწყო ავარია?“
-ის კაცი თუ გადარჩა ჩემს გვერდით რომ იყო?
-ვის გულისხმობ? - ადგილზე გაქვავდა დეტექტივი. - მხოლოდ შენ გიპოვეთ.
-მაგრამ მე მახსოვს, რომ საჭეს ტაქსისტი მართავდა, ხოლო უკანა სავარძელზე მე და მამაკაცი ვისხედით.
-ახალი ვარაუდისთვის ძალიან ადრე ხომ არაა? ჯერ შენს ბოსს უნდა შეუთანხმდე, მოითათბიროთ და..
-თუ ეს მანიაკი ჩემს გვერდით იჯდა და გადარჩა, აბა შორიდან ვინ მიყურებდა?! - ხმამაღლა ჩაილაპარაკა რადამ, თითქოს არც გაუგია დანიელის სიტყვები.
***

შინ მისულებს ირაკლი დახვდათ აშკარად განაწყენებულ მშობლებთან ერთად კიბეზე. სახეზე მოუსვენრობა ეწერა. რადას დანახვაზე ნათია წავიდა და გულში ჩაიხუტა.
-როგორ მანერვიულე, ასე აღარ მოიქცე იცოდე.
-ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ ამხელა ამბავი აგეწიათ. - კბილებში გამოსცრა რადამ.
-და შენ ამას არაფერს ეძახი? - ხმას აუწია გიამ. - ცოტაღა გვაკლდა სასწრაფოში რომ არ დაგვერეკა დედაშენს გინდა ინფაქტი დამართო? ან რა საქციელია სახლიდან დაუკითხავად წასვლა! გუშინ კინაღამ მოკვდი და დღეს ისე უჩინარდები, რომ არც კი იციან მშობლებმა. სირცხვილი იყოს შენს ნამუსზე! ასე არ გამიზრდია ჩემი შვილი, რომ ქუჩაში დამეწყო მისი პოვნა.
რადას არცერთი სიტყვა არ მოხვდა გულზე, რამაც ძალიან გააკვირვა და ცოტა არ იყოს გაჯავრდა კიდევაც.
„ის ხომ მამაშენია, რა გჭირს?“
ნათიამ ცრემლები გადაყლაპა და დაინტერესებული მეზობლები რომ იცქირებოდნენ ჩუმად ფანჯრებიდან არ გამოპარვია.
-კარგი გია, ამაზე სახლში ვისაუბროთ.
-არა, - გაჯიუტდა რადა, - რატომ შინ? მიდი გააგრძელე ჩემი დამცირება საჯაროდ, აშკარად გეხერხება, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო მამიკო, შენი არცერთი სიტყვა არ მომხვედრია გულზე.
გიას ფერი დაეკარგა სახეზე და რომ არა ირაკლი, შვილზე გაიწეოდა.
-აჰა, ასე ექცევი ქალებს? რა აზრიც არ მოგეწონება ყველას ურტყავ? მაშინ ძალიან მიხარია რომ დამავიწყდით.
-რადა. - ძლიერი ბიძგი იგრძნო უკნიდან, - ტონი შეარჩიე, როდესაც მშობლებს ესაუბრები.
-შენ მიმითითებ ზრდილობაზე ბატონო დეტექტივო? ხომ არ გინდა შეგახსენო შენი ადგილი?
-საიდან იცნობ რადას? - ფიქრებიდან გამოერკვია ირაკლი და მისთვის უცნობს მიუბრუნდა.
-მის საქმეს მე ვიძიებ.
-სასიამოვნოა, მე ადვოკატი ირაკლი გახლავართ.
„რატომ აიძულებენ ადამიანები ერთმანეთს, ვიღაცის გაცნობას? როგორც თავის დროზე მე მაიძულა უჩა ექიმმა ამ უცხო ოჯახის გაცნობა.“
-იმედია დავმეგობრდებით - ხელი ჩამოართვა დეტექტივმა.
„და მერე, ჩვენ სამს, სვინგერებივით, მეგობრული სექსი გვექნება?"
-მაპატიეთ ბატონო გია და ქალბატონო ნათია, ასეთ ვითარებაში რომ მომიწია თქვენი გაცნობა, მაგრამ რადამ ვერ მოახერხა თქვენი გაფრთხილება, გამოძიების ინტერესებიდამ გამომდინარე, მე წავიყვანე შემთხვევის ადგილზე, რადგან რაღაცეები დამეზუსტებინა.
ნათიამ ღრმად ჩაისუნთქა და მადლოერი მზერა მიაგება უცნობ ყმაწვილს. გია კი კვლავ მწყრალად უყურებდა თავის შვილს.
-ახლა დაგტოვებთ, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. - ბოლო სიტყვები სარკასტულად წარმოთქვა რადას გასაგებად, რაზეც მას ნერვები მოეშალა.
„ვალში ხომ არ დავრჩები არა?“
-დანი საყვარელო, - წასასვლელად გაბრუნებულ დეტექტივს დაეწია და გაუღიმა. – შენს ოთახში ტელეფონი დამრჩა და აქედან რომ წახვალ გაიარე, მომიტანე საღამოს კარგი? ხვალ მჭირდება.
ბიჭმა გაფართოებული თვალებით შეხედა ხომ არ მომესმაო.
- აჰ, ჰო.. შენი ტელეფონი.. ისევ იქ არის, საწოლში, ხელი არ მიხლია. - მშვიდად მოუგო.
- ჰო, კიდე რაღაც დამრჩა შენთან, მაგრამ ამას ცალკე გეტყვი, უხერხულია ხალხში მაინც. 
ირაკლიმ უხერხულად ჩაახველა და ერთ ადგილზე წრიალი დაიწყო.
-ახლა კი დროებით. - ფეხის წვერებზე აიწია და ისე აკოცა კისერში.


***

ადამიანი ტალღების გუგუნის მოსმენისას მუდამ ფიქრობს, რომ ეს ნამდვილი ზღვაა! სწორედ ასეთი შვება მოგვარა ნაზმა სიომ ირმას, რომელსაც მძიმე დღის მიუხედავდ გამოენახა მცირე დრო თავის განსატვირთად. იგი იღიმოდა მისი მხლებელი კი კვლავინდებურად სერიოზული იჯდა.
-არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ ვხედავ, ქალაქს მშვენივრად იცნობთ.
თანაც იმასაც დავამატებ, რომ მხოლოდ ერთ დღეში გამოვცადე სასოწარკვეთაც, მარტოობაც და სასურველი საზოგადოებისგან მიღებული სიამოვნებაც. ერთბაშად რამდენი სხვადასხვანაირი გრძნობაა!
-სწორედ ამის გამო მომინდა თქვენთან გასაუბრება ქალბატონო ირმა, მოგეხსენებათ, - სტუმარმა ჯიბიდან რაღაც საგანი ამოიღო. - სამყარო სავსეა საფრთხით. სადაც არ უნდა იყო, ყველგან შეიძლება შეხვდე მას, არავის შეუძლია თავის დაცვა. ყველანი ჩვენზე ძლიერის ხელში ვართ.
-მართალია. ალბათ, ეს რაღაც ამიტომ გაქვთ, ზიანი რომ არავინ მოგაყენოთ.
უცნობმა მამაკაცმა ტუჩები ააცმაცუნა და საგანი მაგიდაზე მოათავსა. თითქოს მხატვარი თავის შედევრზე გამოიწვევ მონასმებს აკეთებსო.
-ამ იარაღის გამოყენებით ზუსტად უნდა იცოდე, სად მიაყენო დარტყმა. სერიოზული ჭრილობის მისაყენებლად სადაც მოგხვდება, იქ თუ გაუყრი, ეფექტი არ ექნება.
-მაგალითად სხეულის რომელ ნაწილზე გულისხმობთ? - მამაკაცის მკლავს ნაზად შეეხო და გამომწვევად შეხედა თვალებში.
-ავიღოთ თუმდაც კისერი, - საგანი მის კანს ოდნავ შეახო, რაზეც ირმას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. - იდეალური ადგილია, ცოტა მაღლა კი დარტყმას თავის ქალის ძვლები უკუაგდებს.
-დაბლა რომ გადავინაცვლოთ?
-თუ ვენაში მოხვდება, ადამიანი კვდება, მაგრამ თუკი იარაღი ექნება, შეიძლება რეაგირება მოასწროს და თავდამსხმელს საპასუხო დარტყმა მიაყენოს, რადგან თავდამსხმელი მასთან ძალიან ახლოს იქნება...
უცნაური ლითონის საგანი ნელა დაცოცავს ქალის სხეულზე, ეხება მკერდს... ირმა ფიქრობს, რომ მამაკაცს უნდა, ერთდროულად მასზე შთაბეჭდილებაც მოახდინოს და აღაგზნოს კიდეც.
წვერი კი ქალის მკერდზე დაცოცავს, მაგრამ გული გულმკერდითაა დაფარული.
და მაინც რას აკეთებს სრულიად უცხო ადამიანთა ერთად, რომელიც ასეთ საშინელ თემებზე მსჯელობს?! ირმა ძლივს ასწრებს ამის გაფიქრებას, რომ დენის დარტყმასავით ბიძგს გრძნობს და სხეულს ვეღარ იმორჩილებს. სული ეხუთება. მოულდნელად მაგიდაზე ორი რამ ხდება, პირველი ის რომ ირმას თავი უვარდება, მეორე კი ის გულის შემხუთველი ხმაა, რომელსაც დაცემისას გამოსცემს.
სტუმარმა ღრმად ჩაისუნთქა და ფეხზე წამომდგარმა უცნობი იარაღი ხელსახოცით საგულდაგულოდ გაწმინდა. ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ ისმოდა, რაც მოსაწყენს ხდიდა იქაურობას.
მან გაწმენდილი სტილეტი წყალში გადააგდო. მისმა მსხვერპლმა თავად აირჩია სიკვდილი. როცა ქალე ტელევიზორში რეპორტაჟი მიყავდა, ხედით მტკვარი ჩანდა. მოწყენილი უცნობი კი მარტო იჯდა, ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, წარსულს იხსენებდა. ასჯერ მაინც შეეძლო გაქცევა ირმას, მაგრამ მაინც ერთ ადგილზე იჯდა და არც კი შეშფოთებულა.
მან მსხვერპლის ტელეფონიდან შეტყობინება გაგზავნა სავარაუდო მეუღლესთან, შემდეგ კი ისიც მტკვარში მოისროლა.
ერთი საათის შემდეგ იმავე მიმართულებით სირენების გამაყრუებელი წივილით, სახურავზე მოციმციმე შუქებით სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა.
ესე იგი, პოლიცია იფიქრებს, რომ მის დანაშაულს ვიღაც მოწმე ჰყავდა. ეს „ვიღაც“ როგორ აღწერდა მას?
დაბინტული მანიაკი, რომელიც საავადმყოფოდან ახალ გამოწერილს გავდა, იქნებ გამოიპარა კიდევაც ვინ იცის? ეცვა თხელი კაბა და ლამაზ გრძელ თმებს უფრიალებდა ქარი.
მან დააზეპირებინა ტექსტი ქუჩის უსახლკარო ლოთს და შეპირდა ულევ ნარკოტიკს. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით სიტყვიერ პორტრეტს შეადგენენ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება და მაძებრები მალე მიხვდებიან, რომ ეს აღწერა ათეულობით, ასეულობით ადამიანს მიესადაგება, მაგრამ არსებობს ერთი ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია მსგავს საქმეში.
-შენი დროც მოვიდა რადა. - მან ხმამაღლა ჩაიცინა და შუბლზე ჩამოყრილი თმა ნაჩქარევად გადაიწია.
-წყეული ბო*ი, ხელი როგორ დამისახიჩრა. - საროჩკის სახელო აიწია და დამწვარ კანს ზიზღით შეხედა.
პოლიციელები ბარებში ინტელექტუალებივით სხედან და მასალებს აგროვებენ ისეთი თავსატეხისთვის, როგორიცაა, გახშირებული მკვლელობები თბილისში.
იშვიათად ხედავდა დახოცილთა სახეებს, რაც „მტრის“ აბსტრაქტულ გაგებას უნიკალურობას ანიჭებს.
სულს კი სახელი არ გააჩნია. ის რაღაც გარკვეული დროის მანძილზე გამოკეტილია სხეულის გარსში და ერთხელაც ტოვებს მას; და როდესაც განკითხვის დღეს უფლის წინაშე წარდგება, იმას კი არ ჰკითხავს, ვინ ხარო, ჰკითხავს ოდესმე თუ გყვარებიაო. ყოფის არსი სწორედ ამაში
მდგომარეობს – სიყვარულის ნიჭში და არა სახელში, ამიტომაც არც კი ინტერესდებოდა მსხვერპლის ვინაობით.
ის ხომ სულებს ათავისუფლებდა და არა მათ რაობას. სიყვარული მისთვის იმდენად სენსიტიური თემა აღმოჩნდა რადას გაცნობის მერე, რომ აღტაცებით დაიწყო სიკეთვის თესვა და სულების გაწმენდა. ასე, ხომ უფრო შეიყვარებდა იგი მასს.


თავი სამი


მეორე დღეს გაზეთები და ტელევიზიები ახალმა გახმაურებულმა შემთხვევამ ააჭრელა. წამყვანი ჟურნალისტი ირმა მკვდარი იპოვეს. საღამოს მარტო გავიდა სასეირნოდ და მას შემდეგ არავის უნახავს ცოცხალი, მხოლოდ მისი მეუღლის ტელეფონში დაფიქსირებულმა შეტყობინებამ გამოიწვია რეაგირება. ირმას სხეული 21:00 საათზე აღმოაჩინეს მტკვარის სანაპიროზე. სასწრაფო დახმარება ადგილზე გამოცხადდა თუ არა, მისი შემადგენლობის მემანქანემ პირველივე სადგურზე შეატყობინა შესაბამის სამსახურს, რომ ჯერჯერობით, ვერ დაედგინათ, როგორ მოხდა ქალის სიკვდილის მიზეზი. შესაძლოა, მემანქანე სიმართლეს ბოლომდე არ ამბობდა, მაგრამ შემდგომ გამოძიებას აზრი არ ჰქონდა: მოხდა ტრაგიკული, უბედური შემთხვევა, რომელშიც ბრალი არავის მიუძღოდა. საქმე უნდა დაეხურათ, რაზეც მისი მეუღლე პროტესტს გამოთქვამდა.
ამტკიცებდა, რომ ცოლი მოუკლეს. ცხადია, არ იცოდა, ეს ვინ, როგორ და რატომ ჩაიდინა, მაგრამ შესაძლო გონივრულ ახსნა-განმარტებებს ახლოს არ იკარებდა.
უჩამ მორიგ მსხვერპლს დაუსვა დიაგნოზი და დაფიქრდა, საერთოდ რატომ მოხვდა ამ ორგანიზაციაში. არასდროს უოცნებია გარდაცვლილი ადამიანის შემოწმებაზე, მაგრამ ეს მისი სამსახურის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა. ექიმს მოსწონდა ოპერაციების ჩატარებისთვის მინიჭებული დამოუკიდებლობა, თუმცა კეთილგონიერებას იჩენდა და ამ აზრს არავის უმხელდა. სიამოვნებდა ის ფაქტი თუ ილუზია, რომ საკუთარ ბედს თვითონ წყვეტდა. წინსვლა ლოგიკური ჩანდა. ზედმეტი შეკითხვების დასმა არ უყვარდა. ცხოვრებაში გაუმართლა და თავისი კოლეგის ქალიშვილი შეირთო ცოლად, ვისგანაც ერთადერთი ვაჟი დანიელი დარჩა. ბედნიერება იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ უჩა მხოლოდ პაციენტების უზრუნველყოფას შეუდგა ცოლის გარდაცვლის შემდგომ. სიმამრმა მაღალკვალიფიციური ექიმის შესაფერისი ხელფასი დაუნიშნა, რის შემდეგადაც დანიელი მოაწყო იურიდიულ ფაკულტეტზე.მარცხისგან შვილის დასაცავად ექიმი საკუთარ სიცოცხლესაც არ დაიშურებდა.
მაგრამ ახლა ვითარება მისგან გმირობას არ მოითხოვდა, აქ მის წინ გადაღლილი დეტექტივი იდგა, რომელსაც ცხოვრებისგან ნატანჯი მომტირალი თვალები ჰქონდა. ეს გენეტიკუტი სახის ნაკვთები მასაც გააჩნდა და ამაყობდა გარეგნობით.
უჩას სიფრთხილე მართებდა. იმ გრძნობას არ უნდა აჰყოლოდა, რომელმაც შეიძლება ჟურნალისტის მეუღლის ეჭვები გააქარწყლოს.
თუ სწორ დიაგნოზს არ დასვამდა, მკვლელობის შესახებ აგორებული ჭორები ცომივით გაფუვდებოდა, ხალხში გავრცელდებოდა, მათ შეშფოთებას გამოიწვევდა და ჩრდილს მიაყენებდა თავის ვაჟის საქმიანობას.
მან ღრმად ჩაისუნთქა და დეტექტივს თვალები გაუსწორა.
-მკვლელობის შესახებ საუბარი დრამატულ ეფექტს იწვევს ხალხში, განსაკუთრებით მგრძნობიარე ქართველ ერში.
-თუ საქმე აქამდე მივიდოდა, არ ვვაარაუდობდით მამა, მოგვიწევს მე რა არჩილს სისასტიკის გამოჩენა.
დანიელმა მეწყვილეს გადახედა დაატურის ნიშნად, მან კი თავი დაუქნია გულდაწყვეტილ ექიმს.
-კი, ასეა, მოქალაქე ირმამ შეცდომა დაუშვა, რამაც მისი სიცოცხლე შეიწირა. ამ გაუფრთხილებლობას ახალი მსხვერპლი არ უნდა მოჰყოლოდა.
-მაგრამ ასე მოხდა. - სარკასტულად ჩაიცინა დეტექტივმა. - თანაც როდის? როდესაც მკვლელის თანაშემწე მყავდა გამოჭერილი.
-გაქვს ვარაუდი, როგორ მოახერხა შეტყობინება მისთვის, შენ ხომ თვალწინ გყავდა მთელი ეს დრო ეჭვმიტანილი?
-სინამდვილეში არც დაჭირდებოდა რამის გადაცემა მისი ბოსისთვის, რადგან უფროსმა მასზე დაიწყო ნადირობა ვფიქრობ.
არჩილმა წვერზე ხელი ჩამოისვა და სმენად იქცა.
-როცა შემთხვევის ადგილზე მივედით, ხომ გახსოვს,დაგვხვდა მანქანა ამოტრიალებული, შიგნით მხოლოდ ერთი გოგონა იყო, მაგრამ როცა მან გაიხსენა ის საღამო, ვარაუდობს, რომ მძღოლი და მისი ბოსიც იყვნენ იმ ავტომობილში.
-დამამტკიცებელი საბუთი თუ არსებობს?
-ამაზე ბევრი ვიფიქრე და კითხვა გამიჩნდა, სათვალთვალო კამერებში ტაქსის გადაადგილება არ ფიქსირდება, ვფიქრობ განზრაზ დაგეგმილი ავტოავარიაა, რომლის დროსაც უნდა გარდაცვლილიყო ის მოწმე, რომელიც მანიაკს უკვე აღარ სჭირდებოდა.
-თანაც წერილებიდან ჩანს, რომ უყვარდა.
-კი, ამაზე მუშაობას განვაგრძობდი, რომ არა ეს ახალი შემთხვევა.
-შენი ვარაუდიდან გამომდინარე, - საუბარში ჩაერთო უჩა. - ჩანს, რომ სერიულ მკვლელს, რომესაც შეუყვარდა გოგონა, შემდეგ კი დანაშაული ჩაიდინეს ერთად, რაც ჯერ მხოლოდ შენი ეჭვია დანიელ, მოითავეს საქმე და გადაწყვიტა ბოსმა მოიშოროს პირი, რომელიც უყვარს?
-ვაღიარებ მამა, ბანალური ვარაუდია, თუმცაღა არ არის ლოგიკის ჯაჭვს მოკლებული. რომ გეგმავდა უკვე მის მკვლელობას, წამაწყდა მე, დეტექტივი და უკვე ამოქმედდა დროულად, მოაწყო ავარია, მაგრამ აქაც ჩაფლავდა.
-შენ ამტკიცებდი, რომ რადას მეხსიერება არ დაეკარგა, თამაშობდა, გამოდის შეცდი? - მკაცრად გადახედა არჩილმა მის მეწყვილეს.
-არა, ისევ ჩემს აზრზე ვარ, უბრალოდ ის შეიცვალა, რომ რადამ თავად მიმიყვანა პასუხამდე, მაგრამ რატომ? აი აქ, უკვე შენი ახლა ნათქვამი ფრაზა ჩამესმის არჩილ.
-საკმაოდ ჩახლართულია!
-შევაჯამოთ, ამ ინციდენტის მარცხის გამო მკვლელმა ახალი მსხვერპლი დაგვიდო წინ, რადგან მასზე გადავერთოთ და დაწყებული, ანუ რადას მკვლელობა დაასრულოს.
-ბატონო უჩა, თქვენ რას გვირჩევთ?
-ირმას მეუღლე, მშობლები და ნათესავები ახლა საღად ვერ აზროვნებდნენ. მათთვის ფაქტები უნდა გადმოგელაგებინათ. მათთვის რწმენა აღედგინას ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უთხარით, რომ
შვილი მანიაკმა მოუკლა და არა ქუჩის მაწანწალამ, მესმის, არ გინდათ სოციუმში პანიკა დათესოთ, მაგრამ მე ვერ მოვატყუებ ვერავის და არ დავწერ მცდარ დიაგნოზს.


***

რადამ ირგვლივ მიმიოხედა და გაუკვირდა, როდესაც ექთანი შენიშნა, რომელსაც თვალების ნაცვლად შავი ხვრელები ჰქონდა. იგი უხსნიდა, რომ იქ ადრე საგიჟეთი იყო, რომელსაც მოგვიანებით სახელი უცვალეს და ფსიქიატრიული განყოფილება შერჩა.
-გვამები ქვედა სართულზეა.
უეცრად კადრი იცვლება და უცნობი მამაკაცის ხმა ჩაესმის.
-რატომ აღშფოთდი საყვარელო, ეს ხომ მხოლოდ გაცივებულ გვამია.
იმდენად ამაზრზენად ჩაიცინა უსახო არსებამ, რომ რადას ძვლებშიც შეაღწია სითრთოლემ.
-მიცვალებულსა და გვამს შორის არსებითი განსხვავებაა. რასაც ახლა უყურებ გარდაცვლილ ადამიანს ხორცის ნაჭრად აქცევს, რომელსაც გული აღარ უცემს. მერე რა? იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ გვამებს არ შეუძლიათ უმცირესობის სტატუსის მოთხოვნა.
კოშმარმა ოფლში გაწუწული გამოაღვიძა. ხმის ამოღება ვერ გაბედა. რადგან ეგონა ენა გადაეყლაპა. წყურვილი ახრჩობდა, სწორედ იმ დროს უსახელო სილუეტი მის წინ გაჩნდა არსაიდან. ხელში წყალი და ტაბლეტი ეჭირა, რომელიც რადამ გამოართვა და დალია, თავადაც ვერ მიხვდა ამას რატომ აკეთებდა.
-ნარკოტიკი შეუცვლელი საშუალებაა საყვარელო, მალე მიღებიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ ორგანიზმი გამოგეფიტება და ახალ დოზას მომთხოვ.
მან ტაბლეტი ოთახში მოისროლა და გაუჩინარდა ხარხარით.
რადამ წამოიყვირა და საწოლში გასწორდა. თვალები ტირილისგან ჩასიებოდა. სწრაფად წამოდგა და თაბრუსხვევით სინათლე აანთო.
ახლა შეუძლებელი იყო იმის დადგენა, აქცია თუ არა იგი პარანოიკად ნარკოტიკის მიღებამ, რადგან პარანოია მძლავრ მხსნელად მოევლინა, სათნოებად, რომელსაც სათუთად მოვლა და გახარება სჭირდებოდა. თუ მეტამფეტამინი მას აძლიერებდა, მაშასადამე, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ იყო კი ეს კოშმარები რეალობა?
დაიწყო ნასროლი ტაბლეტის ძებნა, რადგან გაენადგურებინა ის აზრი, რომ არ გაგიჟებულა და მხოლოდ სიზმარი იყო.
საწოლს საბანი, ზეწარი მოაცილა, ბალიში და მატრასი გადაატრიალა და გაფაციცებით დაიწყო ზედაპირის ყოველი სანტიმეტრის შემოწმება. იმ უსინათლოს ჰგავდა, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ბიბლიას რომ კითხულობს. მან ვერაფერს მიაგნო და წიგნის თაროებზე გადაერთო. ყოველი წიგნი გადაფურცლა იმაში დასარწმუნებლად, რომ შიგნით არაფერი იდო. შემდეგ კამოდის უჯრებისკენ გადაინაცვლა, ერთ-ერთი გამოსწია, და აკურატულად დაწყობილ ნივთებს დახედა. სათითაოდ იღებდა მათ, ყურადღებით სინჯავდა და ფერთხავდა, შემდეგ კი იატაკზე ისროდა. მალე ყველა უჯრა დააცარიელა, არაფერი იყო. შემოტრიალდა და ოთახი მოათვალიერა. რადამ არც ჩარჩოში მოთავსებული ის ფოტოსურათი შეიბრალა, რომელზეც მთელი ოჯახი ერთად იყო. მან იატაკზე დაახეთქა მინა და ხმაურზე ოთახში ნათია შევიდა.ნანახმა იმდენად შეაშფოთა, რომ მეუღლეს ჩამოეყრდნო ადგილზე შესამაგრებლად.
-სადღაც აქ უნდა იყოს, რომ ვიპოვი დანიელიც თავს დამანებებს, ყველაფერი დალაგდება.. - ერთი და იმავე წინადადებას იმეორებდა პანიკური შეტევისგან გამძაფრებული რადა, თანაც წინ და უკან დადიოდა.
გიას გულში საშინლად მოუჭირა რაღაც გრძნობამ, რომელმაც აიძულა შვილისგან მიყენებულუ წყენა დაევიწყებინა და მისკენ წავიდა.
ნათიამ შებოჭა თავისი ქალიშვილი და აიძულა გაჩერებულიყო.
ძლივს ამოისუნთძა და თვალი გაახილა. გვერდით დედა ეჯდა და მის დამშვიდებას ცდილობდა. მისი გონება ნაწილობრივ სიზმრების სამყაროში საკუთარ ბინაში, საკუთარ საწოლში იწვა, რომლის წინაც უსახელო მანიაკი დაძრწოდა. გიას გაწვდენილ ხელს ხელი დაადო და ჩურჩულით მიაყარა:
-დანიელმა უნდა გაიგოს ეს, მოვიდეს და დარწმუნდეს, რომ მე არაფერ შუაში ვარ, მოვიდეს, უთხარით.
ნათიამ წყალით დაისველა ხელები და რადას სახე დაუზილა.
გამთენიისას, როდესაც გოგონას ჩაეძინა შეწუხებული მშობლები მაგიდასთან ისხდნენ და ცარიელ სივრცეს უყურებდნენ.



***


როდესაც დანიელი რადას ოჯახში მივიდა, მოკრძალებით დარეკა ზარი. ამჯერად ოჯახის დიასახლისი ღიმილით შეეგება და შინ შეუშვა.
სახუქრად კი ყვავილები და ტკბილეული გადასცა დეტექტივმა, როგორც „თავისი შეყვარებულის დედას“. ამ ჟესტმა აშკარა კეთილგანწყოფა მოაპოვებინა.
-უკაცრავად დილიდანვე რომ გაწუხებთ, მაგრამ საქმე არ ითმენს, ეს არის მიზეზი, თუ რატომაც მოვედი.
-არ არის საჭირო შვილო თავის მართლება, მართალია, გავჯავრდი რომ დამიმალეთ თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ვხედავ მას პირველივე შენ გაახსენდი. - ნათიამ გულის წყენა ვერ დამალა ამ ფაქტზე. - რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთ პატივისცემა გაგაჩნიათ.
დანიელს ნამუსმა შეაწუხა, რომ უწევდა ამ გულუბრყვილო ქალბატონის მოტყუება. ცოტა გაუკვირდა კიდევაც, ასეთ სათნო ადამიანს, როგორ შეიძლება ყავდეს დამნაშავე შვილი. თვალები სიკეთით ჰქონდა სავსე.
-ჩემი მეუღლე ცოტა რთული ხასიათის მატარებელია, მაგრამ დამიჯერე მხოლოდ კარგი უნდა რადასთვის, იმიტომ შეესწარი ოჯახის კამათს.
-როგორ გეკადრებათ, არაფერი მაქვს დასაძრახი თქვენი პატივისცემის გარდა.
-რას მიირთმევ? წვნიანი მაქვს დაგვეწვიე.
-რომ არ მეჩქარებოდეს დიდი სიამოვნებით, მაგრამ სულ გადარბენაზე მიწევს ყოფნა.
-კარგი, მაშინ რადა ოთახშია, შეგიძლია მოინახულო, გუშინ პანიკური შეტევა დაემართა ღამით და მინდა დღეს ექიმთან წავიყვანო.
-არ შეწუხდეთ, მის ექიმს პირადად ვიცნობ და შინ მოვიყვან თუ საჭირო გახდა.
-ასე ვერ გაგაწვალებ. - ცოტათი დაიბნა ნათია.
-რას ბრძანებთ, ბატონი უჩა მამაჩემი გახლავთ, მისი დავალებით ვარ აქ სხვა მიზეზებთან ერთადაც, ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თანაც საკონტაქტო ნომერს დაგიტოვებთ და პირადად გაესაუბრებით.
მის ოთახში როდესაც შევიდა, გოგონას თვალები ჩასწითლებოდა და ერთ წერტილზე გაეშტერებინა მზერა. წინ ფურცლის ნაგლეჯი ედო და ფიქრებში ღრმად დაფრინავდა. დანი წერილს დასწვდა და სწრაფად ჩაიკითხა.
„სწორედ ასე იქცევა ცივსისხლიანი, სიძულვილით აღვსილი მოთამაშე საყვარელო, როდესაც გამარჯვებიდან ერთ ნაბიჯში მდგომს, მეტოქე მოულოდნელად სახეში, ყველაზე მტკივნეულ ადგილას ურტყამს და მის შიშსაც ამოიცნობს, მაგრამ შენ არ ითვალისწინებ, რომ შენზე წინ ვარ მუდამ ორი ნაბიჯით. თვალთახედვის არიდან არ გკარგავ.
გგონია, იაფფასიანი ხრიკებით გამაცურებ და ჩამომიშორებ? ამაში ნურც ირაკლის გამოიყენებ და ნებისმიერი მამარობითი სქესის წამომადგენელს რადა, რადგან ყველას ჩამოვიშორებ გზიდან, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი ხელის აუკანკალებლად. იმ საღამოს არ მოხვედი, მაგრამ არაუშავს, ხედავ გოატიობ? შიშს მალავ და ახალი გეგმის შედგენას იწყებ, თუმცა სულ ტყუილად.
მინდა გაგაფრთხილო, რომ გითვალთვალებენ, გავარკვიე მისი ვინაობაც, ის დეტექტივი ნაბი**არია. მაგიდის ბოლოში ვიჯექი და ვხედავდი, როგორ ამოძრავებდა ტუჩებს, როგორ ეძაბებოდა და უდუნდებოდა ლოყები სიტყვების წარმოთქმისას. ოჰ, ეს პირი როგორ მძულს, მერე იგი შენც ისე გაცდუნებდა, როგორც ამას მე ვაკეთებ ჩემი მორიგი მსხვერპლის შერჩევისას. ვუყურებდი და ყველაზე მეტად მისი ტუჩები მძულდა, რომლებიც შენს კანს, სავარაუდოდ, საშოსაც კი მალე შეეხებოდა. ეს გინდოდა შენც რომ მეფიქრა არა? იმიტომ დაიქირავე, რომ გზდიოს და მე დამაფრთხო, მაგრამ ვერ გაიმარჯვებ რადა.
საინტერესოა, იყვირებდი, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ გქონდათ სექსობრივი კავშირი. შენ ხომ იოლი ლუკმა ხარ საკუთარი ჟინის მოსაკლავად. შეძლებს რომელიმე წმინდანი შენსავით ყვირილს?“
კითხვისას გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და გაბრაზებით დაკუჭა ფურცელი, რომელიც ჯიბეში მოითავსა ექსპერტიზაზე გასაგზავნათ.
რადას კვლავ არ შეუმჩნევია მისი იქ ყოფნა, რაზეც დეტექტივმა ცოტა არ იყოს სიბრალურიც კი იგრძნო. ჩაახველა და მის წინ გამომწვევად ჩამოჯდა.
-გუშინ შეტევა გქონია, მორიგი კოშმარი გესიზმრა? - იმდენად დამცინავად გამოუვიდა, რომ გოგონას თვალებში ტკივილის ძაფი განახლდა.
-ის ნარკომანია.
-კარგი კაცო, დედა დაიფიცე არ მჯერა.
-მეც მაიძულა ავარიის წინ აბის დალევა. - ყურადღება არ მიუქცევია დანის ცინიკური ღიმილისთვის და ისე განაგრძო ჩალხლეჩილი ხმით მსჯელობა.
-სხვა არაფერი გაგხსენებია?
-საგიჟეთში ვყავდი გამომწყვდეული ეს დანამდილებით ვიცი, ახლაც მახსოვს ცხადად ის საშინელი სიბნელე, მეშინოდა, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა. - ცრემლი ჩამოუგორდა თვალებზე რადას.
თითქოს სამყაროს ამძიმებდა მისი არსებობა, ფიქრობდა, რომ რაც გაახილა თვალები, მას შემდეგ ცდილობს იპოვოს ადგილი, სადაც იქნებოდა ის, ვინც სინამდვილეში არის, მაგრამ მთავარი კითხვა ის არის, განა თავად იცოდა ვინ იყო? წამის მეასედში ამოგლიჯეს თავის ქალიდან ყველა ემოცია თუ მოგონება და რა დარჩა?
სიცარიელე.
-ჩემთან თამაშს მოეშვი, არ გამოგდის მსახიობობა, დანამდვილებით გეუბნები ყოველგვარი შელამაზების გარეშე. სურვილებიბს კონტროლი გაცილებით უკეთ გამოგდის, კარგად ნიღბავ, მაგრამ სხვა რამის გამო მოვედი აქ.
-ფსიქო ანალიზისგან დავიღალე, პირდაპირ მითხარი, რა გინდა?
-გამოძიებას ვთხოვე შენთვის პირადი მცველი დაენიშნათ, რადგან საფრთხე თავიდან ავიცილოთ.
-ანუ დამიჯერეთ?
-მე ეს არ მითქვამს, თუმცა, როგორც ეჭვმიტანილს ვალდებული ვარ დაგიცვა, შესაბამისად დღეიდან ყველგან ერთად ვიქნებით, მოგწონს ეს შენ თუ არა.
რადა ნამცეცა ოთახში ვეღარ ძლებდა. აფორიაქებული ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, რამე უნდა ეკეთებინა, თუმცა ხვდებოდა, რომ სწორედ ეს იყო იმ გაჭირვებული მდგომარეობის მთავარი საფრთხე, რომელშიც აღმოჩნდა: ვერაფერს გააკეთებდა. დეტექტივისგან არც ელოდა მხარდაჭერას, იგი დიდხანს გააგძელებდა მის ნერვებზე ასე თამაშს, ამით ხომ სიამოვნება უნდა მიეღო. თავის მართლების დრო
ამოიწურა. მან მიუტევებელი საქციელი ჩაიდინა და არ ცდებოდა, რომ ეზიზღებოდა დანიელს იგი. შეცდომა კი იმაში მდგომარეობდა, რომ საერთოდ გაიღვიძა კომიდან. გულმოდგინედ იცილებდა თავიდან მსგავს აზრებს, უკრძალავდა კიდეც საკუთარ თავს ამაზე ფიქრს.
მაგრამ მისი მორალური პრინციპების ნანგრევებში ერთი ფაქტი არ იცვლებოდა: რაფას დასდევდა მანიაკი, რომელმაც დეტექტივის მტკიცებით რაღაც ცუდი ჩაადენინა, მაგრამ რა იყო?
ეს სიგიჟეს ჰგავდა.
მომდევნო დღეებში ირაკლიმ რადა ვახშამზე დაპატიჟა, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან აშფოთებდა. დეტექტივის დანახვა მას აშკარად არ გაკვირვებია, მეტიც მეგობრულად ჩამოართვა ხელი და მაგიდასთან მიიპატიჟა ორივე. საუბრით მხოლოდ მასპინძელი იყო დაკავებული, რომელიც თავი საუკეთესო მეგობარს აღწერდა, თუმცა რომ ვერ გააცინა ტაქტიკა შეცვალა და მასზე გადავიდა კითხვებით.
-ჩემთვის, არ მოგიყოლია ერთმანეთი როგორ გაიცანით, რაც ცოტა საწყენია.
რადა თვალებით მას უმზერდა, მაგრამ გონებით სულ სხვაგან იყო. ინტუიცია კარნახობდა, რომ მძიმე ენერგეტიკას იღებდა იქ მსხდომი პირებისგან. ოთახი მოათვალიერა, თუმცა ვერაბინ იცნო. ცოცხალი მუსიკის ჰანგებიც ვერ ასწორებდა მის განწყობას დადებითისკენ.
-ჩვენთან ხარ? - ხელზე შეეხო გაყინული ლამაზი თითები, რამაც უკან რეალობაში დააბრუნა. - ძვირფასო, იქნებ სუფთა ჰაერზე გირჩევნია გასვლა?
-არა, გმადლობ. - ხელი უხეშად გამოსტაცა, რაც ირაკლის არ გამორჩენია.
-ჩვენს ურთიერთობაზე გკითხა, შენ კი არ მოგისმენია.
-გარემო არ მომწონს.
-მაშინ შენ რა მოგწონს ჩემს ალქაჯ მეგობარში? - მიუბრუნდა დეტექტივს.
-მასზე შემიძლია დაუღალავად ვისაუბრო, ისედაც ხომ მთელი დღე რადაზე ფიქრში ვატარებ, ყველაზე მეტად მასში მაოცებს ის ფაქტი, რომ არ შეუძლია სიცრუე, ერთ ნაკლსაც კი ვერ უპოვნი.
-გეთანხები!
-ნამდვილად ასიამოვნებს ადამიანს.. - პაუზა აიღო და მზერა რადაზე გადაიტანა, რომელსაც ეტყობოდა მიმიკებში, მიმხვდარიყო ბიჭის უზომო ცინიზმს.
-მე ვიცი რაც გაგამხიარულებთ. - თვალები გაუბრწყინდა ირაკლის და მუსიკოსებთან გადაინაცვლა.
-ასე უხეშად არაა საჭირო მომექცე. - მკაცრად უთხრა დანიელმა რადას.
-ჰა ჰა, გამაცინეთ ბატონო დეტექტივო, ეს გრძნობა ხომ ორმხივია.
ოთახში გაისმა წყნარი მელოდია, რაზეც გოგონას ტანში დაბურძგლა. თვალები დახუჭა და თითქოს ტვინში რაღაც ძველი დანაოჭებული საცობი გაეხსნა. თვალი, რომ გაახილა გაკრეჭილი ირაკლი დაინახა.
-გაგახსენდა?
-ეს სიმღერა, საიდან ვიცი?
-შენი საყვარელი რეპერტუარია, ამაზე ცეკვავდი ხოლმე.
-კი, ნამდვილად ასეა. - კვერი დაუკრა დანიელმა და რადა ფეხზე წამოაყენა. - ვიცეკვოთ.
ირაკლიმ ბედნიერად გაიკრიჭა და ადგილზე რხევა დაიწყო მარტო.
-იმ მანიაკს თუ დავუჯერებთ, - დაიწყო საუბარი რადამ ცეკვასთან ერთად. - ინტიმურადაც არაჩვეულებრივი ვარ.
-რა საჭიროა აპელირება? მასე თეორიას რომ მივყვეთ, შიშველი ისედაც მყავხარ ნანახი.
-ამას უკვე მეორედ აღნიშნავ, პირველად ჩემს ოთახში მითხარი გახსოვს?
-ჩვენ ახლა შენი ბოსის შეხედულებას ვციტირებთ, თუმცაღა არც ჩემი იყო აზრს მოკლებული, დარწუნებული ვარ რომ არა მამაშენი დღესაც ყველაზე მოკლე კაბას ჩაიცვამდი.
-შენი მიხვიდრილება მაოცებს დეტექტივო!
-ირაკლიმ მკითხა თუ რას ვფიქრობდი შენზე, მართლა გაინტერესებს სწორი განმარტება?
-მოიცა, კიდევ გინდა მანახო, თუ რამდენად კარგად შეგიძლია სიძულვილის ენის ფლობა? გზა ხსნილია.
-შენ გაქვს უნარი იყო კარგი მანიპულატორი, მაგალითად ახლა რომ არ ვიცოდე შენი წარსული, თავისუფლად მოიგებდი ჩემს გულს.
-გაქვს რომ? მეგონა არ გქონდა.
-გიყურებ და მთელ სხეულს მზერით მიბურღავ, როცა გესაუბრები ისე მნუსხავ მხოლოდ შენ გამჩნევ, საკუთარი რეალობაც წარმოსახვა მგონია. ისე სუსტად მოგაქვს თავი.. სინამდვილეში რა ნაღმიც ხარ ჯერ ბოლომდე არ დამიდგენია.
-მაშინ ამ ნაღმზე გასვლას ასე ძალიან რატომ ცდილობ?
-სიმართლის დასადგენად.
სიმღერა დასრულდა და როდესაც მაგიდისკენ ბრუნდებოდნენ ორივეს სარკასტული ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.

**

საპირფარეშოს კარი მიიხურა, მამაკაცი იმაზე ახლოს აღმოჩნდა მასთან, ვიდრე ელოდა. უეცრად შეამჩნია, რომ მისკენ ლითონის საგანი მოქროდა. დროის სიმცირისა და ცოცხალი მუსიკის ხმის გამო მისი გარჩევა ვერ მოასწრო. ნივთი ღაწვზე შეეხო. ტკივილი იგრძნო, რომელმაც ხერხემლისკენ გადაინაცვლა და მთელ სხეულს თავიდან ფეხებამდე მოედო. კუნთები მოუდუნდა, ფეხები მოეკეცა და ხელების უშედეგო ქნევას დასახმარებლად აზრი დაეკარგა.
იქნებ თუ დამორჩილდება, თავი დაანებოს? ბოლომდე მოდუნდა და დაელოდა მოქმედების განვითარებას, თუმცა საპირისპიროში დაარწმუნდა, როდესაც საგანი მუცლის არეში შეერჭო. თუ სიკვდილი ეწერა დაე აქვე აღესრულებოდა.
ორივენი ძირს დაცვივდნენ. წამით ინატრეს სინათლე მაინც აენთო ვინმეს. თავმდასხმელი ზემოდან აღმოჩნდა, მისთვის შარვლის გახდას ცდილობდა და რაღაცნაირად იცინოდა. ის უკვე ფიქრობდა, თუ გვამი საჭირო ზომის ნაჭრებად დაეჭრა, პოლიეთილენის პარკებში ჩაეწყო და შიგ ორიოდე ორიოდე სუვენირიც მეყოლებინა. რატომაც არა ხო?
ერთგან სისხლის წვეთს დაღვრიდა, მეორეგან ხერხის კბილის კვალს,
როდესაც გვამის ნაწილები წყლის ზედაპირს შეეხებოდა, საოცრად სუსტი, სლუკუნის მსგავსი თქაფუნის ხმა გაისმებოდა, თითქოს მტკვარი ბნელ საქმეში გვერდით ამოუდგებოდა.
ქვეშ მოქცეულმა მსხვერპლმა რაღაც ძალით ჩამოგლიჯა კარს სახელური და მთელი ძალით გაუქანა მოძალადეს სახეში. მან გამაყრუებლად შეყვირა, შემდეგ კი გვედზე გადაქანდა. შეეძლო კიდევ და კიდევ ჩაერტყა, მოეკლა კიდეც, მაგრამ გაქცევის სურვილმა გადაწონა.
საპირფარეშოსკენ ნაბიჯების ხმა გაისმა, მსხვერპლს იმედი ჩაუდგა თბალებში და მეორე გასასვლელისკენ გახოხდა.
-მაინც მოგკლავ რადა. - ჩაესმა ზურგს უკან და ადგილზე გაქვავდა.
პირველი გასასვლელისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით დამნაშავე და თან სისხლის ლაქები ეწვეთებოდა იატაკზე.
საპირფარეშოში სინათლე აინთო და კარი ხმაურით შეანგრიეს. დეტექტივმა დაბნეულმა მიმოიხედა ირგვლივ და ძილს მწოლიარე სხეულთან დაიჩოქა.
-ირაკლი?
ეშმაკივით საშინელი და მკვდარივით გაფითრებული მუცელზე ხელს იჭერდა. ერთიანად გალუმპულს ტანსაცმელი სისხლში ამოსვროდა. ცოტათი გამოცოცხლდა და ამღვრეული მზერა მიაპყრო მის თავზე მდგომს.
-შეძლებ სიარულს? საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო.
ირაკლიმ რაღაც დაიხრიალა, მაგრამ ვერ გამოკვეთა. ქვედა ყბა ჩვეულებრივზე წინ წამოსწეოდა, ასე რომ, აღდგომის კუნძულის ქანდაკების ჰგავდა.
-რ..დდ..
-რადა მაგიდასთან დავტოვე, მას არაფერი ემუქრება, აქ დარჩი გასაგებია?

**


მაგიდას სამნი შემოსხდომიან: სასამართლო მედიკოსი და ორი დეტექტივი. მათ ერთობლივი განცხადება უნდა გააკეთონ გარეთ საავადმყოფოათან თავმოყრილი პრესის წარმომადგენლებისთვის.
-ქალაქში მკვლელი დასეირნობს, რომლის სამიზნე უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ეჭვმიტანილი რადა. - დაიწყო არჩილმა.
-არა მაქვს უფლება რაიმე ვამტკიცო მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებაზე. - ჩაფიქრებით ჩაილაპარა ექიმმა. - მაგრამ არის რაიმე მტკიცებულება ამისთვის?
-რა თქმა უნდა, ირაკლის აღენიშნება მუცლის არეში ჭრილობა იარაღის სიგრძე დაუდგენელია, თუმცაღა ვვარაუდობთ, რომ ჟურნალისტის ჭრილობა იდენტურია ახლანდელი სამიზნე პირის. ჩვენებიდან დასტურდება, რომ სანამ მანიაკი წავიდოდა მიაძახა მაინც მოგკლავ რადაო, გამოდის, რომ ჯერ მის გაუპატიურებას აპირებდა, შემდეგ კი
პირი უნდა ამოევსო ქვებით, რაც კარებთან აღმოვაჩინეთ.
მაშასადამე, მკვლელმა იგი თან მოიტანა. გამოდის, მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.
-ჩემი ვალია სიკვდილის მიზეზისა და სიკვდილის სავარაუდო დროის განსაზღვრა, მკვლელობის იარაღის დადგენა და მსხვერპლის ვინაობის გამორკვევა, პრესას ავუხსნი ზოგად დეტალებს ძებნილი პირის მიერ დახოცილ მსხვერპლებზე.
-მე მაქვს რაღაც თეორია მასზე, - გრძელი თმა გადაიწია ყურებს უკან დანიელმა. - ის ქვეცნობიერად მოქ-მედებს, ქცევის რაღაც განსაზღვრული მოდელით.
-რას გულისხმობ? - მიუბრუნდა მეწყვილეს არჩილი.
-თუ წინა სამ შემთხვევას გავიხსენებთ, მან მსხვერპლები დაყო, პირველი შორიდან მოკლა, მეორესთან მანძილი შეამცირა, ხოლო ჯონდისა და ირმასთან კი რადიკალურად ახლოს იყო. ამ მოდელს თუ მივყვებით, შემდგომი დანაშაული მაშინ იქნება ჩადენილი, როდესაც მსხვერპლი კვლავ ახლოს იქნება.
გარეთ ბრბბო შეკრებილიყო, მიკროფონებთან ერთად კამერებიც ანათებდნენ. დანიელმა იცოდა, რომ ისინი ტყავიდან გამოძვრებიან, ოღონდ ის მოისმინონ, რაც მათ სურთ. თვალებს აქეთ-იქით არ უნდა აცეცებდეს, პირდაპირ უნდა იყურებოდეს, მხრები დაუშვას და ოდნავ უკან გადაიწიოს, გაჭიმული დგომა შინაგან დაძაბულობას გასცემს: ყველა მიხვდება, რომ სხეულის ენა მიანიშნებს, მკვლელის ვინაობაზე ვარუდიც კი არ გააჩნიათ.

-მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული იყო ცივი იარაღი. მოქალაქე ირაკლი, ადვოკატი ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადარჩა. მოწმე მაშინ შევიდა დანაშაულის ადგილას, როცა მკვლელი აპირებდა მის განეიტრალებას. უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც ვიდეო დაკვირვებას აწარმოებს, შენიშნა, როგორ თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა დამნაშავე. ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება ჩვენმა წარმომადგენლებმა, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაგზავნეს ექიმი. ადვოკატი გადაყვანილ იქნა კლინიკაში, მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენს ჭრილობა.
-მოხდა თუ არა ამ პირის ამოცნობა? - გაისმა პირველი შეკითხვა.
-გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გვსურს ამ საკითხის განვრცობა, თუმცა გარკვეული შეხედულებები გაგვაჩნია.
განცხადების შემდეგ უკან შებრუნდა დეტექტივი და საღამომდე ირაკლის პალატასთან იცდიდა. მის გონებაში ქაოსი ტრიალებდა, რასაც ლოგიკური ბმა ჭირდებოდა. გაახსენდა, თუ როგორ გაფითრდა რადა, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანით მისი მეგობარი წაიყვანეს. სახიდან ყველანაირი ემოცია გაუქრა და სანამ უჩა ექიმმა არ თქვა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებაო ხმა არ ამოუღია.
დაღლილი მოათავსეს გვერდითა პალატაში და დამამშვიდებელი გაუკეთეს.
ოთახის კარი შეაღო და თვალ ცრემლიანი რომ დაინახა თითქოს წამით დაავიწყდა მისი დანაშაული, რომელიც კითხვის ნიშნების ქვეშ იყო ისევ. ტელევიზორში ცალკეული განყოფილებები ჯიუტად არ აღიარებდნენ მკვლელობებს შორის რამე კავშირის არსებობას, რაც მას მედიას ხელს აძლევდა ათასი სიუჟეტი მოამზადონა ცხელ თემაზე. მოსახლეობაში უამრავი ჭორი დადიოდა, იმასაც კი მოჰკრა ყური, თითქოს რომელიღაც ნადირი გარეუბნებში უსწორდებოდა სხვადასხვა ადამიანს. ხალხი ზებუნებრივ მოვლენებზეც კი ალაპარაკდა.
დეტექტივმა ტელევიზორი გათიშა და უსასრულობაში გაშეშებულ რადას თვალებს დააკვირდა, ნეტავ რას ფიქრობდა იგი, აინტერესებდა.
სკამი მაქსიმალურად ახლოს მიაჩოჩა და ჩამოჯდა.
-მესმის ახლა რასაც გრძნობ. - დაიწყო დანიელმა, რაზეც გოგონამ ჩაიცინა.
-და გადაწყვიტე დამცინო?
დანიელს ხმა არ ამოუღია, მის სევდით ნატანჯ სახეს დააკვირდა, განა შეიძლება ადამიანმა ასე ითამაშოს? გულში ეჭვი უღრღნიდა, რომ არა, რის გამოც უნებურად მის ხელს შეეხო. უკან წაღება უკვდ გვიანი იქნებოდა.
-ამაში რაც მოხდა, შენ არ ხარ დამნაშავე. ირაკლისგან ავიღეთ უკვე ჩვენება.
-არ ვიცი, რა უნდა გიპასუხო.
-უჩა ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი გაგახსენდა.
-ასეა.
-გთხოვ, - მისი ხელები მუჭში მოიქცია. - დამეხმარე მკვლელის დაჭერაში.
-რა იცი, იქნებ მოგატყუებ, შენ ხომ არ გჯერა ჩემი ერთი სიტყვის.
-დამარწმუნე შენს უდანაშაულობაში.
გოგონამ ხელი გაინთავისუფლა და ჩაწითლებული თვალებიდან კვლავ ცრემლი ჩამოუგორდა.
-თავიდან საგიჟეთი მეგონა, მაგრამ არ იყო კლასიკური გაგებით. უფრო ფოტოგრაფის სახელოსნოს ჰგავდა, ვიდრე სახიფათო აურის ოთახს. შენ მოგიყევი კიდევაც ეს სიზმარი, თუ გახსოვს. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მოგონებს თითქოს ობი გაუქრა. იქ, სადაც მე ვიყავი, „Pentax“-ის ფირმის ფოტოაპარატი, ფერადი ლაზერული პრინტერი და ძვირადღირებული ბეჭდი ქაღალდების გახსნილი შეკვრა ვნახე. მე რატომღაც საწოლში ვიწექი, ხოლო გარშემო შიშველი ხალხის ფოტოები მიყურებდნენ. წამოდგომა რომ ვცადე, მაშინ შემოვიდა ის.
-უნდა მომკლა? - ვკითხე სწრაფად, თან შიში საერთოდ გამქრალიყო ჩემში.
-შენ თვითონ განსაჯე, რაში მჭირდე, ცოცხალი მოწმე, მომიწევს ჩემო საყვარელო.
-მაშინ პირდაპირ მომკალი, ნუ მაწვალებ, გთხოვ.
-რატომ? მიყვარს სიამოვნების გაჭიმვა.
თვალებში მიყურებდა გველური პირდაპირობით, ამდენი წელია ამ კაცს ვიცნობდი. წვრილი, ორი გრძელი წარბები საფეთქლისკენ მიიკლაკნება ჩიტის ფრთებივით. ვარცხნილობა მგონი დაბადებიდან არ შეუცვლია.
-შენს ოპტიმიზმს წყალი გადავასხი, ახლა კი იმიტომ აყოვნებ დაწყებულს, რომ გაიგო კიდევ ვინმეს ხო არ ვუთხარი არა? როგორ გაბედა ვიღაცამ და გაგიტეხა ინტერნეტ-გვერდი.
-ვაღიარებ რადა, მაშინ ოფლმა დაამასხა. რას წარმოვიდგენდი, რომ გოგო, რომელსაც თვალი დავადგი, ჰაკერი აღმოჩნდებოდა.
-გეგონა შენი წერილები შემაშინებდა? კალიგრაფია მაინც დაგეხვეწა.
-გული ნუ ამიჩუყე, თორემ გადავიფიქრებ და არ მოგკლავ.
-უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, რატომ?
-დედაჩემს ალბათ ვუყვარდი, მაგრამ მე არასოდეს მაკმაყოფილებდა მისი სიყვარული, მე გაცილებით მეტი მსურდა. ყოველ ღამეს ველოდი, ის მოვა და მაკოცებს, როგორც სხვა ბავშვებს კოცნიან ძილის წინ... ზღაპარს წამიკითხავდა, რომელი დამაძინებდა. დაღლილი ქალი იყო, მოუფერებელი, მეტი არც მოეთხოვებოდა. შვილს ხანდახან უნდა შეუძახო უთხრა, რომ ყველაზე ლამაზია. ეს არ იცოდა მან, რაც სულ მაკლდა, ამიტომაც დავსაჯე. პირველი იყო, რომელიც გავგუდე გაზით, შემდეგ კი დავანაწევრე.
-გულს მირევ!
-წიგნში არ ხარ საყვარელო, ყველაფერი ადვილად წყდება იქ, მთავარია, სწორად დასახო მზაკვრული გეგმა, დამნაშავე უნდა მოკვდეს.
-შენი ბოლო ზუსტად ეგ არის, იმედია ჯოჯოხეთის ცეცხლში დალპები.
მან ავადმყოფურად ჩაიცინა და საწოლის ქვეშიდან დიდი ყუთი გამოაძვრინა. იმდენად ყარდა რომ ისტერიული ხველა ამიტყდა. ის
სითხით გაჟღენთილი საფენების ახსნას შეუდგა.
-სტუმარი მოგვივიდა, დე.
მისმა მშვიდმა ინტონაციამ უარესად დამზაფრა. აძაგძაგებული მუხლისთავები შევატყუპე და შევეცადე, გამეაზრებინა უჩვეულო სიტუაცია. მან დიდი ხნის გახრწნილი, ჩონჩხად ქცეული გვამი აიტაცა ხელში და გვერდით მომისვა. თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.
-ამიერიდან სამნი ჯიქნებით
ტერფები, ისე გამეყინა, მალე მგრძნობელობას დავკარგავდი. თვალები დავხუჭე. ჩუმი შრიალი მესმოდა მხოლოდ, და ნაბიჯების ხმა.
-რატომ არ მიაბარე მიწას?
-ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან.
-რატომ მოკალი, თუ ასე გიყვარდა?
გაკვირვებულმა შემომხედა, თითქოს რაღაც წარმოუდგენელი ტყუილი მოისმინა და უცებ გამიღიმა. მესიანისტური იდეებით შეპყრობილი ადამიანისთვის დამახასიათებელი მიმზიდველ-უარყოფითი ქარიზმა ჰქონდა - მგრძნობელობას პლუს ცხოველური ინსტინქტი. ალბათ, ასე იზიდავდა მახვერპლებს, შემდეგ კი კლავდა.
-მოკლედ შენც ასე ფიტულად გადაგაქცევ.
იგი უკვე შარვლის შესაკრავს იხსნიდა, როდესაც, ჯონდი, შემოვიდა ოთახში და მას სახეში დაარტყა. აცილება ან თავის დაცვა არც უფიქრია, უსიტყვოდ მიიღო დარტყმა და ძირს დაეცა. მაშინ ვიფიქრე, რომ გადარჩენის შანსი წინ მქონდა, მაგრამ მანიაკმა თავი მოიკატუნა, თითქოს დარტყმის შემდეგ გონზე კარგად ვერ მოსულიყო, ნელა წამოდგა და წელში გაიმართა. ჯონდი ზურგით იდგა რომ ჩემი შეკრული ხელები გაეხსნა. ბოლოს წამოდგა მაინც ის და რაღაც ნემსი გაუკეთა რის შემდეგაც წაიქცა. მერე ბუნდოვნად მახსოვს რა მოხდა, ის სახლი სადაც შენ ჩემი გადამცემი იპოვე, ჯონდის სისხლიანი სხეული. საბოლოოდ მან ისე მოაწყო, რომ გგონებოდა, თითქოს მე მოვკალი ჩემი მხსნელი.
-მისი სახელი მითხარი რადა.
-მამაჩემი.
დანიელი სკამიდან წამოდგა და გოგონას მკლავები შემოხვია. იმდენად აზრჩობდა ბრაზი, რომ ხელები უცახვახებდა, მაგრამ ვერ მიატოვებდა მას ასე აღელვებულს.
ამის შანსი მას შემდეგ მიეცა, როდესაც გია დააკავეს, იგი ჯიუტად იმეორებდა, რომ უდანაშაულო იყო. მკვლელობა მხოლოდ დედის აღიარა.
-გგონიათ, დუმილით ღირსებასა და საკუთარი თავის პატივისცემას. შეინარჩუნებთ? - ცხარობდა არჩილი დაკითხვისას.
-მხოლოდ სია მჭირდება სახელებითა და გვარებით. ფაქტებზე ჯიუტი ამქვეყნად არაფერია. აი, რატომ ვერ იტანთ მათ. ისინი თქვენ შეურაცხგყოფენ. მითხარით მათი სახელები, ვინც კიდევ დახოცეთ.
-ჩემს უდანაშაულობას პირად შეურაცხყოფად აღიქვამთ, ვინაიდან გსურთ, რომ დამნაშავე ვიყო.
ნათიამ, როდესაც მისი მეუღლე დააკავეს შოკი დაატყდა თავს. ირაკლი და რადა ზედ ევლებოდნენ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა რომ მოეხერხებინათ. ის ხომ მისთვის მნიშვნელობა გრძნობებს მხოლოდ გიას ანდობდა. ეს ოცნება ნამსხვრევებად რამდენიმე თვის წინ ექცა. მაგრამ რატომ არ უხორცდებოდა გულის იარა? რატომ ვერ ამბობდა მასზე უარს. მის გარდა, არავინ უყვარდა და ვერავინ ეყვარებოდა. გულის სიღრმეში ჯერაც არ გადასწუროდა იმედი, რომ ის რეალობა არ იყო და ერთი დიდი უწყინარი კოშმარი ესიზმრებოდა. შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ ის და გია ახლოს უწინ არასდროს ყოფილან. დიახ, ისინი ერთმანეთს აღარ კოცნიდნენ. აღარც სქესობრივი კავშირი ჰქონდათ. მათი უწინდელი გამოცდილება ქმრიდთვის არაფერს ნიშნავდა. უფრო მეტიც - შესაძლოა, არც კი სიამოვნებდა.
საბოლოოდ მას მედიამ ამოისუნთქა, როდესაც მკვლელი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ პანიკა მაშინ დაიწო, როდესაც დაკავებიდან მალევე ახალი სასტიკი შემთხვევა განხორციელდა ბავშვზე.
გიამ სიცილი დაიწყო და დეტექტივებს გაყვითლებული კბილებით გაუღიმა.
-მთავარი ნაღმი ახლა აფეთქდება იდიოტებო.


___

გრამატიკული შეცდომები ვიცი რომ არის, მაგრამ მიყვარს წერა და მოკლედ იმედი მაქვს თქვენი გაღიმება მაინც შევძელი.
გავაგრძელო?



№1  offline წევრი ლილა ნესი

მთელ რიგ შეცდომებზე ყურადღებას არ გავამახვილებ იმიტომ რომ საერთო ჯამში ისეთი საინტერესო სიუჟეტი იყო სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე, ჩემი აზრით ეს ისტორია ნამდვილად იმსახურებს მეორე ნაწილს blush

 


№2  offline წევრი someonecute

ლილა ნესი
მთელ რიგ შეცდომებზე ყურადღებას არ გავამახვილებ იმიტომ რომ საერთო ჯამში ისეთი საინტერესო სიუჟეტი იყო სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე, ჩემი აზრით ეს ისტორია ნამდვილად იმსახურებს მეორე ნაწილს blush

მადლობა შეფასებისთვის❤️

 


№3 სტუმარი Marie Bibilashvili

საინტერესო სიუჟეტი იყო თუ გრამატიკულ შეცდომებს არ გავითვალისწინებთ მართლაც რომ შესანიშნავად დაწერილი იყო ( ჩემთვის )
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი შემდეგ ნაწილს იმედი მაქვს რომ გეგმაში გაქვს☺️ წარმატებები! :)

 


№4  offline წევრი someonecute

Marie Bibilashvili
საინტერესო სიუჟეტი იყო თუ გრამატიკულ შეცდომებს არ გავითვალისწინებთ მართლაც რომ შესანიშნავად დაწერილი იყო ( ჩემთვის )
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი შემდეგ ნაწილს იმედი მაქვს რომ გეგმაში გაქვს☺️ წარმატებები! :)

მაქვს და მალე იხილავთ გაგრძელებას❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი lika

მადლობა მომეწონა ველი გაგრძელებაა❤✌

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესო ისტორიაა.. ველოდებით შემდეგს ისეთი ქაოსური და დამაინტრიგებელი შინაარსი აქვს ყველა შემთხვევაში ინტერესს იწვევსს.. ..

 


№7  offline მოდერი 13.

გრამატიკა ზემოთ უკვე ახსენეს, ამიტომ მე აღარ ავღნიშნავ.
სიუჟეტი ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, კარგად არის ერთმანეთზე აგებული.
ჩემი აზრით, დეტექტიური ჟანრისთვის შესაფერისი ხარ.
ერთი სიტყვით, რაც ზემოთ წავიკითხე, მომეწონა და გაგრძელებაც რომ ყოფილიყო, სიამოვნებით წავიკითხავდი.

ამის კითხვა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ "სრულად" იყო. ხელში კი, არასრული შემრჩა.
მოწონებაზე მეტად, იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მოთხრობის დასასრულს ვეღარ ვკითხულობ. ხვალ, ზეგ, 1 კვირის მერე და მით უმეტეს 1 თვის შემდეგ საერთოდ აღარ მემახსოვრება, დღეს რა წავიკითხე.
ამიტომ, ჩემი რჩევაა, შემდეგში ნუ დააწერ მითხრობას სათაურში "სრულადს", როცა მის გაგრძელებას აპირებ.
--------------------
ნინი.

 


№8 სტუმარი სტუმარი gvantsa

სიუჟეტი მომეწონა ძალიან,მაგრამ როცა ისტორიას აწერია სრულად და ხელში დაუსრულებელი ამბავი გრჩება ძალიან ცუდია,იმედი მაქვს გაგრძელებას მალე დადებ.კარგად დაიწყე და ასევე საინტერესოდ გააგრძელე ...

 


№9  offline წევრი someonecute

13.
გრამატიკა ზემოთ უკვე ახსენეს, ამიტომ მე აღარ ავღნიშნავ.
სიუჟეტი ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, კარგად არის ერთმანეთზე აგებული.
ჩემი აზრით, დეტექტიური ჟანრისთვის შესაფერისი ხარ.
ერთი სიტყვით, რაც ზემოთ წავიკითხე, მომეწონა და გაგრძელებაც რომ ყოფილიყო, სიამოვნებით წავიკითხავდი.

ამის კითხვა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ "სრულად" იყო. ხელში კი, არასრული შემრჩა.
მოწონებაზე მეტად, იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მოთხრობის დასასრულს ვეღარ ვკითხულობ. ხვალ, ზეგ, 1 კვირის მერე და მით უმეტეს 1 თვის შემდეგ საერთოდ აღარ მემახსოვრება, დღეს რა წავიკითხე.
ამიტომ, ჩემი რჩევაა, შემდეგში ნუ დააწერ მითხრობას სათაურში "სრულადს", როცა მის გაგრძელებას აპირებ.



მისაღებია, რაც შეეხება ისტორიის ნაწილს, მქონდა იდეა რომ აქვე დამესრულებინა, სულ ბოლოს გადავიფიქრე და სიახლის დამატებისას დამავიწყდა შესწორება სათაურში, შემდეგ თავში აუცილებლად შევა ეს ნაწილი თავიდან დასასრულითვე, ამიტომ არ შეექმნება ვინმეს დისკომფორტი❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთა

საინტერესო, დამაინტრიგებელი სიუჟეტია. მაგრაამ.... ასეთი ქაოსური, წინადადებაში აცდენილი სიტყვები, რამოდენიმეჯერ მიწევდა გადაკითხვა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი დისკომფორტია კითხვის დროს. გრამატიკული შეცდომებიც უხვადაა ისტორიაში. ამ ყველაფრის გამოსწორებას ნელ-ნელა თუ შეეცდები, უდავოდ საინტერესო დეტექტივი გამოვა. ველოდები მეორე ნაწილს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent