... შენ მაიძულე მეცხოვრა... (მეცხრე თავი)
მთელი კვირა სამსახურში გავატარე. პარასკევი საღამო მალე მოვიდა. სახლში მშვიდად ყოფნა ვამჯობინე, არსად წასვლა არ მოვინდომე. ხან რა გავაკეთე ხან რა და ბოლოს ინსტაგრამზე შევიჭყიტე. თემოს მოწერილი მესიჯები დამახვდა. -როგორ ხარ? რაღაც არ ჩანხარ აქ. ასეთი დაკავებული ხარ სულ თუ აქ ყოფნაზე არ კარგავ ძვირფას დროს? გამეცინა... მართალია არ მეცალა იქ საჩათაოდ. იქ მხოლოდ იშვიათად შევდიოდი .ყველა ვინც მნიშვნელოვანი და ახლობელი იყო ვოცაპში მწერდა. ყველანაირ ურთიერთობას ვარიდებდი თავს. ასე მერჩია. მშვიდი და ნაკლებად პრობლემური ცხოვრება ავირჩიე. ასეთი მომწონდა. ასეთი ერთფეროვანი. შიგნით მქონდა ქარიშხალი და აღარ მინდოდა გარეთაც ქაოსი ყოფილიყო. არ ვფიქრობდი წარსულ დღეებზე . არ ვფიქრობდი ჩემს უდიდეს პრობლემებზე. არც მომავალს ვგეგმავდი. ასე ყოველდღიურობით ვიყავი ბედნიერი. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. თემოს პასუხი დავუბრუნე. -კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? ერთიც და მეორეც. არც დრო მაქვს და არც აქ ყოფნა მხიბლავს დიდად. საიტზე იყო და წაიკითხა. მალევე მომწერა. - მგონი აქ დაგიჭირე. - კიი. დამიჭირე. დღეს პარასკევია და მოვიცალე. -სად მუშაობ რა მითხარი? თუ არც გითქვამს? -არა .არ მითქვამს. ფსიქოლოგი ვარ. ნევროლოგიურ კლინიკაში ვმუშაობ. -კარგია. მე პატარა ბიზნესი მაქვს. გადამზიდი კომპანია მაქვს და. დიდი ტვირთები გადამაქვს ევროპის და აზიის ქვეყნებში. -კაია. ნახავდი ბევრ ქვეყნებს. -კიი .ბევრგან ვარ ნამყოფი. კიდევ ხო არ გეგმავ ტურში წასვლას? - არა მგონია. შვებულებამდე რამის დაგეგმვას არ ვფიქრობ. -ვიფიქრე თუ მიდიოდი მეც წამოვიდოდი. -არა, თუ რამე გაგაგებინებ. -ძაან კაი . რთული სამსახური გაქვს? -კი .ძალიან სტრესული და საპასუხისმგებლო . შენ? -მე ხან როგორ ხან როგორ . პირადში როგორაა საქმეები? -სტაბილურად მშვიდად. შენსკენ? -ჩემსკენ დიდი გაუგებრობაა. მერე მოგიყვები სხვა დროს. -ფოტოგრაფია გიტაცებს? ლამაზი ფოტოები გავს. - კი .ეს ჩემი ჰობია . -მეეც ძალიან მიყვარს. საერთო აღმოგვაჩნდა ინტერესი . - ძაან კაი. სასაუბროს გამოვნახავთ ამაზე მაინც. -შენ ძალიან კომუნიკაბელური ჩანხარ. ტურზე სულ ყველას გამოელაპარაკე. - სამაგიეროდ შენ იჯექი მონაბული. -ხოო მე ასეთი ვარ. არ მიყვარს დიდიად კომუნიკაცია და მირჩევნია მშვიდად ვიყო იქ სადაც არ მოითხოვენ ჩემგან აქტიურობას . -გამიხარდა ,რომ მომწერე. გავდივარ და მოგწერ მოგვიანებით. -კაი. დროებით.... გამოვედი ინსტაგრამიდან. რა „დროებით. „გამებრაზა საკუთარ თავზე ... რა კარგი ნაცნობივით დავემშვიდობე?! მაგრამ დავიკიდე და სხვა გასართობი მოვიფიქრე. ფილმი ჩავრთე , პლედი მივიფარე და ფილმის სამყაროში გადავეშვი. „მე შენამდე“ ასე ერქვა ფილმს. ფილმი ჯოჯო მოიესის რომანის ეკრანიზაცია იყო. საოცრად დადებითი ემოციები დამიტოვა. გულწრფელობა და მზრუნველობა სასწაულებს რომ ახდენს კიდევ ერთხელ ვირწმუნე. ამაღლებულ ნოტაზე მყოფმა, საწოლს მივაშურე და დასაძინებლად დავწექი. ახლა ამ ემოციებით დამუხტულს, ძალიან ტკბილად დამეძინებოდა ვიცოდი. .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.