შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... შენ მაიძულე მეცხოვრა... (მეოთხე თავი)


23-02-2022, 21:22
ნანახია 1 449

ყველა ახალი დღის გათენება ახალ ემოციებს მმატებს.სხვანაირად დავიწყე ცხოვრების აღქმა. განცდა მქონდა, რომ სადღაც კარში ვიდექი.ეს კარი ტკივილის და სიხარულის ზღვარზე იყო. ძალიან მიჭირდა ნაბიჯის გადადგმა.ვერც წინ მივდიოდი,ვერც უკან. ასე რამოდენიმე თვე გაგრძელდა.
ვხვდებოდი ახალი გარემო,ახალი ადამიანები,ახალი „ცხოვრება“ მჭირდებოდა. სხვაგან უნდა გადავსულიყავი სამუშაოდ. ვიცოდი ჩემი საქმის სიყვარული გადამატანინებდა, ამ გაუსაძლის ყოფას. ძველი სამსახური დავტოვე, ახალი ძალიან ადვილად ვიპოვე და ჩემ საქმეს დიდი სიყვარულით შევუდექი. აღარ ვფიქრობდი,უფრო სწორად თავს ვარიდებდი, ფიქრს ჩემს შინაგან განცდებზე. ასე გავიდა რამოდენიმე თვე. ყველა ჩემს უახლოეს ადამიანს საოცარი მზერა ჰქონდა. ვერ იგებდნენ ვთამაშობდი ამ სიმშვიდეს, თუ მართლა მშვიდად განვაგრძე ცხოვრება. ეს მზერა მარწმუნებდა,რომ უცხო თვალისთვის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვიყავი. მომწონდა ეს განცდა.ვიცოდი, რომ მოვერეოდი.თავს ვირწმუნებდი ერთ დღესაც შინაგანადაც აღარ შემაწუხებდა ჩემი ემოციები,განცდები და დარდი. შევეჩვიე ასეთ ცხოვრებას. აღმოვაჩინე თურმე აქამდე ზედმეტად ყურადღებიანიც კი ვიყავი ადამიანების მიმართ, რომელთაც ამ ურთულეს პერიოდში „მარტო დამტოვეს“. დავივიწყე ის დრო, როცა საკუთარ თავზე ვიღებდი,სხვების მხიარულებას და ბედნიერების ფერებში მათი ცხოვრების გაფერადებას. წუთებით რომლითაც მე ვიყავი ბედნიერი, თურმე მე ვქმნიდი. ახლა,ამ ახალ ცხოვრებაში სიმშვიდე ავირჩიე. ემოციების მართვა დავიწყე. წყენა დავივიწყე და ადამიანები გავაუფერულე. ვინც ჩემს ახლოს „დავტოვე“ ძალიან მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩემთვის. მომწონდა ასეთი ცხოვრება ,ყველა ახალი დღით ვისწავლე მეცხოვრა.
ასე გადიოდა თვეები, სანამ ერთ შაბათ დღეს თავდაყირა არ დადგა ჩემი ცხოვრება. არ შევიცვალე მე და არ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ბედისწერით.
თავისუფალ დროს რაიმე საინტერესო და სასიამოვნოს ვგეგმავდი.ამჯერად ექსკურსია მოვინდომე.ფეისბუქზე ერთ ტურისტულ კომპანიას მივწერე, რომ ბოდბეში წავიდოდი, მათ დაგეგმილ ტურში. ყველა საკითხი მოვაგვარე და ამ დღის მოსვლას ველოდი. თუმცა ამ დღემ საბოლოოდ დამარწმუნა,რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent