მაცდური ( სრულად )
- ფოტოს გადამიღებთ? -წკრიალა ხმით მითხრა და ფოტოაპარატი მომაჩეჩა ხელში, გარს შემოჯარული ფიქრებიდან გამორკვეულმა მძიმედ ავწიე თავი მაღლა და შევხედე, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა და ვიგრძენი როგორ ჩემდაუნებურად გამიპო ბაგეები ღიმილმა, ულამაზესი იყო, ან იქნებ მე მეჩვენებოდა ასე, არ ვიცი... - იმედია ძალიან არ შეგაწუხებთ, სულ ორი ფოტო მჭირდება ან სამი, -სასაცილოდ გაფარჩხა თითები და გამიღიმა, ვარდისფერი მსხვილი ტუჩები ოდნავ შეხსნა და ერთმანეთზე გადაჯვარედინებული აცაბაცა კბილები გამოაჩინა, ღიმილის დროს ლოყებზე საყვარელი ფოსოები გაუჩნდა, საჩვენებელი თითით ცხვირის წვერს შეეხო და უცნაურად ჭრელი თვალები მომაპყრო. - ჩემს კატას გიგავს თვალები, -ვუთხარი და მანაც უფრო ფართოდ გამიღიმა. - ლამაზი თვალები ჰქონია შენს კატას, -მოურიდებლად მიპასუხა. - ულამაზესი თვალები აქვს, -დავუდასტურე და ვანიშნე რომ ფოტოსთვის სასურველი პოზა მიეღო, მეტალის მოაჯირთან რომელიც გაზონს ბილიკისგან ყოფდა უკუსვლით მივიდა, ზურგით მიეყრდნო, თავისუფლად გაშლილი თხელ თეთრი სარაფანი რომელიც ისედაც მოკლე იყო კიდევ უფრო დაიმოკლა და მარჯვენა ფეხს მოიშიშვლა, ხელები მაღლა ასწია, მარცხენა ხელი მკერდზე მიიდო, გრძელი თხელი თითები ნელა ააცურა ზემოთ, ყელს გაუყვა, მერე ღაწვს, კეფაზე შეკრულ თმასთან მიაღწია და გაიშალა, მბზინავი წაბლისფერი თმა ტალღებად ჩამოეშალა მხრებზე, სუნთქვაშეკრული, პირგამშრალი შევცქეროდი, ჩემს წინ ნამდვილი ღვთაება იდგა... რამდენიმე ფოტოს ისე გადავუღე რომ ადგილიდან არ ავმდგარვარ, შემეშინდა რომ თუ ავდგებოდი ალბათ არეული ნაბიჯები გამყიდდა, ისედაც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად და მისმა დანახვამ საერთოდ მომიღო ბოლო, სულაც არ მინდოდა მის წინ გავშხლართულიყავი უსულოდ, ვიგრძენი როგორ გამიძნელდა სუნთქვა და დამეჭიმა სხეული როცა ნაზი მოძრაობით თმა ზურგს უკან გადაიყარა, მკერდი წინ გამოსწია და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩებს შორის შეიცურა მზერა მიბნედილმა, კიდევ ერთ ფოტო გადავიღე და თან მთელი ძალით ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია იმისთვის რომ ორგანო ჩემს ფეხებს შორის სახიფათოდ გამკვრივდა... - მოვრჩით, დღეისთვის საკმარისია, მადლობა, დარწმუნებული ვარ კარგი ფოტოები გამოვიდოდა, -გვერდით მომიჯდა, აპარატი გამომართვა და ისე ჩადო ჩანთაში რომ არც კი შეუმოწმებია საერთოდ გადავიღე თუ არა რამე, ერთ ხანს ასე ჩუმად იჯდა ჩემს გვერდით, ხელები მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი, თმა უწესრიგოდ ჩამოყრილი მხრებზე, მძიმედ სუნთქავდა და უმიზნოდ გასცქეროდა ჩვენს წინ გადაშლილ უსახურ ხედს, ვხვდებოდი უნდოდა რაღაც ეთქვა, ველოდი როდის დაიწყებდა და მისგან წამოსული გრილი, სასიამოვნო სურნელით ვტკბებოდი. - რაღაც მინდა გთხოვო, -როგორც იქნა ამოღერღა, ათრთოლებული ხმა ჰქონდა... მისკენ შევბრუნდი და კიდევ ერთხელ შემეკრა სუნთქვა გაოცებისგან, სადღაც გამქრალიყო გოგო რომელიც ცოტა ხნის წინ თამამად პოზირებდა ჩემს წინ, მორცხვად მხრებაწურული იჯდა, მღელვარებისგან ტუჩები უთრთოდა და ისე მიყურებდა მივხვდი თუნდაც ერთი სიტყვა უხეშად და ოდნავ ხმამაღლა რომ მეთქვა მისთვის პატარა ბავშვივით აღრიალდებოდა, გული მომეწურა, კბილი კბილს მაგრად დავაჭირე და მუშტები მთელი ძალით შევკარი რომ მისი მკერდში ჩაკვრის სურვილს როგორმე გავმკლავებოდი... - მითხარი, გისმენ, -მივმართე ნაძალადევი მშვიდი ხმით, თვალები დახუჭა ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი. - მინდა რომ ჩემთან ერთად ყავა დალიო, მე გეპატიჟები, -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა და სიკვდილმისჯილივით გაყუჩდა პასუხის მოლოდინში... გამეცინა, არ ვიცი რატომ ვიცინოდი, ალბათ სიმწრის სიცილი თუ იყო, წარმოდგენაც არ მინდოდა როგორ გამოვიყურებოდი რამდენიმე დღის უძილარი და ნაბახუსევი, დილით სარკეში არ ჩამიხედავს მაგრამ დარწმუნებული ვიყავი თმები აჩეჩილი მექნებოდა და თვალები დასიებული, ძველისძველი გაცრეცილი ნაცრისფერი მაისური მეცვა და მუხლებთან გადაქექილი მუქი ჯინსის შარვალი, ფეხსაცმლის თასმებიც კი არ შემიკრავს ისე გამოვედი დილით სახლიდან და არც კი ვიცოდი ახლა რატომ ვიჯექი პარკში მარტოდმარტო... - დამცინი? -თვალები აუწყლიანდა და ისე შეიშმუშნა მივხვდი ყოყმანობდა წამომხტარიყო და გაქცეულიყო თუ ცოტა მეტი გამბედაობა გამოეჩინა და მოეცადა, ახლა პატარა დაუცველ ბავშვს გავდა, დაბნეული აცეცებდა თვალებს და მკერდი არაბუნებრივი სისწრაფით აუდ-ჩაუდიოდა, ჩანთას ისე მაგრად მოუჭირა თითები რომ გაუთეთრდა, თავი დახარა და წამოსადგომად მოემზადა, ტანში გამცრა იმის გააზრებისას რომ შეიძლებოდა წასულიყო... - რატომ მეპატიჟები? -ვკითხე და ვიგრძენი როგორ მოეშვა, ჩანთას ხელი უშვა და თავი ასწია, ჭრელი თვალები გამისწორა რომლებში ჩამდგარ სისველეშიც ფოთლებს შორის გამოპარული მზის ანცი სხივები ირეკლებოდა და საოცრად ლამაზ სანახაობას ჰქმნიდა. - უბრალოდ მინდოდა რომ გველაპარაკა და ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, -პირდაპირ მომახალა და ეცადა გაეღიმა თუმცა ცუდად დაფარულმა ღელვამ ამის საშუალება არ მისცა, ვუყურებდი და ვცდილობდი გამეგო ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან, რა მიზანი ჰქონდა, რის გამო ცდილობდა ჩემთან დაახლოებას, ერთი წუთითაც კი არ გამივლია თავში აზრად რომ... - მგონი ისეთი არაფერი მითქვამს რომ ამდენ ხანს გეფიქრა პასუხზე, -ნაწყენი ბავშვივით ტუჩებგაბუსხულმა ჩაილაპარაკა და მოახერხა გავეღიმებინე. - რამდენი წლის ხარ? -ვკითხე და გონებაში ღმერთს ვევდრებოდი სრულწლოვანი მაინც აღმოჩენილიყო, სხვა თუ არაფერი ნაკლებად ვიგრძნობდი დანაშაულს მის მიმართ ჩემი უხამსი ფიქრების გამო. - თითქმის ოცდაერთი წლის ვარ, -გახარებულმა მიპასუხა, ალბათ ის თუ უხაროდა რომ მასთან საუბარს ვცდილობდი. - იცი მე რამდენი წლის ვარ? -კიდევ ერთი კითხვა დავუსვი, უარის ნიშნად თავი გააქნია, ან საიდან უნდა ცოდნოდა, მას კი არა ლამის მე დამვიწყნოდა ჩემი წლოვანება. - ერთ თვეში ორმოცდაოთხი წლის ვხდები, -სევდიანად გამეღიმა იმის წარმოდგენისას, თუ როგორ გაიქცეოდა უკანმოუხედავად როცა ჩემს ასაკს გაიგებდა თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა, უხმოდ მიყურებდა და საერთოდ არ ეტყობოდა რომ ამ ციფრებმა გააოცა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა. - ხომ არ ჯობია აქედან წავიდეთ, ერთი ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ადგილი ვიცი, უგემრიელეს ყავას აკეთებენ და ისეთი ალუბლის ნამცხვარი აქვთ თითებს ჩაიკვნეტ, -უცნაურად გათამამებული ტიტინებდა თითქოს საერთოდ არ გაეგო ჩემი წლოვანება, არ ვიცი რამდენი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობდა ამ ჰაეროვანი გოგონას შიგნით და როგორ ახერხებდა ასე უცბად ცვლილებას მაგრამ ახლა საერთოდ აღარ ეტყობოდა რიდი ან მღელვარება, გახალისებული იყო თითქოს უხაროდა იმის აღმოჩენა რომ ჩვენი ურთიერთობის ერთადერთ დამაბრკოლებელ მიზეზად ასაკი მიმაჩნდა... - წამოხვალ? -კიდევ ერთხელ შემომანათა მოციმციმე თვალები და ჯანდაბა, ამის დედაც, ყველანაირი წინააღმდეგობის სურვილი წამში გამიქრო, ხელი შევაგებე და წამოვდექი, მაგრად მომიჭირა წვრილი თითები, შებრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა, ღიმილით მივყევი უკან, ასე პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული გამიყვანა პარკიდან და მაშინღა გამახსენდა რომ მანქანა თან არ მყავდა... - მოითმინე, -ოდნავ დავქაჩე, შედგა და გაფართოებული თვალებით შემომხედა. - რა ხდება? - მე ფეხით ვარ... - ანუ? - აქვე ახლოს ვცხოვრობ, ჰოდა ფეხით მოვედი პარკამდე, მანქანა არ მყავს. - ვერ ვხვდები ამას რატომ მეუბნები? -გულწრფელად გაეღიმა. - იმიტომ რომ საფულეც არ წამომიღია და ჯიბეში ერთი თეთრიც კი არ მაქვს რომ ტაქსით წაგიყვანო, -როგორც იქნა ამოვთქვი რაც მაწუხებდა და მგონი ცხოვრებაში პირველად გავწითლდი, ასე უსუსურად თავი არასოდეს მიგრძვნია. - შენ რატომ უნდა წამიყვანო? -მხრები აიჩეჩა და ავტობუსის გაჩერებისკენ მანიშნა ხელით, წამოდი, ხომ გითხარი რომ მე გეპატიჟები. - გზის ფულიც შენ უნდა გადამიხადო? -უნებურად გამეღიმა იმის წარმოდგენისას თუ რას იფიქრებდნენ ჩემი მეგობრები და თანამშრომლები ასეთ ფორმაში რომ დავენახე ავტობუსში, თანაც მაშინ სხვა რომ იხდის ჩემს მაგივრად მგზავრობის საფასურს. - რატომაც არა, რამე პრობლემაა? -საყვარლად აწია წარბი, თავი გავაქნიე უარის ნიშნად, ისეთი იყო ალბათ ჯოჯოხეთში ჩაყოლაზეც არ ვეტყოდი უარს, თანაც რა მოხდებოდა თუ დღეს ოდნავ გავიხალისებდი, ყავას დავლევდით ერთად, ცოტას ვისაუბრებდით და მერე ვეღარასოდეს ვნახავდი... - რაზე ჩაფიქრდი? -ბარათი დააფიქსირა, ცარიელი სკამისკენ მიბიძგა და გვერდით მომიჯდა, შიშველი მკლავით მკლავზე მეხებოდა, ფეხით ფეხზე, მისი სურნელი თავგზას მირევდა და საერთოდ მიკარგავდა აზროვნების უნარს. - იმაზე ვფიქრობ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საშინლად მოუხერხებელია, -ჩავილაპარაკე და ლამის მინას ავეკარი რომ ოდნავ მაინც მოვშორებოდი. - მე კი მგონია რომ სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდი, ეშმაკურად ჩაეღიმა და ჩემსკენ მოიწია. - დისტანცია დაიცავი, -ამოვიხრიალე და მანაც ცივად დაიწია უკან. - ნამდვილი უჟმური ხარ, -ჩაილაპარაკა უკმაყოფილო სახით. - არაუშავს, როგორმე ავიტანთ ერთმანეთს რამდენიმე საათით. - რამდენიმე საათით? -გაიკვირვა. - დღეს ერთმანეთს დავემშვიდობებით და აღარ შევხვდებით ასე რომ... - სულაც არა, ცდები თუ ასე ფიქრობ, -საყვარლად ჩაიცინა და მკლავზე შემომაჭდო თითები, -შენთან დაკავშირებით ხანგრძლივი გეგმები მაქვს. - რა გჭირს? ასე რატომ იქცევი? -გაოგნებულმა შევხედე ლაღად მომღიმარს. - როგორ ასე? - იქ პარკში ორი სიტყვის თქმაც კი გერიდებოდა მაგრამ ახლა... საერთოდ რა გეგმებზე მელაპარაკები? - თავიდან დაწყება იყო ძნელი თორემ ახლა ყველაფერი მშვენივრად მიდის, -ბრძნული გამომეტყველებით, თით აწეულმა შემაწყვეტინა სიტყვა, -ჰო და რაც შეეხება ჩემს გეგმებს შენს შესახებ, ჯერ ადრეა, დრო მოვა და ყველაფერს აგიხსნი, -ის იყო უნდა შევპასუხებოდი რომ გაჩუმდა და წამოხტა. - ესეც ჩვენი გაჩერება, მოვედით. - ყავის სასიამოვნო არომატით გაჟღენთილ, პატარა მყუდრო კაფეში ვისხედით, ალუბლის ნამცხვარს შეექცეოდა და ლამის იყო ნეტარებისგან ფისოსავით ეკრუტუნა. - შენ რატომ არ ჭამ? -ამოილუღლუღა პირგამოტენილმა და ენით მოიწმინდა ტუჩებზე შერჩენილი ნამცეცები, მაგიდის ქვეშ მუხლზე მთელი ძალით მოვიჭირე ხელი და ვეცადე მთელი ყურადღება ჩვენს პირდაპირ მჯდარ წყვილზე გადამეტანა, თუმცა არაფერი გამომდიოდა, მის ტუჩებს და პატარა მაგრამ მკვრივ მკერდს რომელსაც კაბის თხელი მატერია ლანდავდა თვალს ვერ ვაშორებდი, ბევრი ქალი მყოლია, სხვადასხვა ასაკის, ეროვნების და გამოცდილების მქონე მაგრამ არცერთი არ მდომებია ისე როგორც ეს პატარა უცნაური გოგონა, არცერთს არ ავუღელვებივარ ასე და არცერთის მიმართ არ მირძვნია ასეთი გიჟური სურვილი, ამის გამო თავი ცუდად უნდა მეგრძნო? ვინ იცის... - შენზე არაფერს მომიყვები? -ვკითხე არა მხოლოდ ზრდილობის გამო, მართლა მაინტერესებდა ვინ იყო, რას წარმოადგენდა და ჩემგან რა უნდოდა. - მართლა გინდა რომ ჩემზე მოგიყვე? -გულწრფელმა სიხარულმა გაუნათა სახე, ჭიქა და თეფში გვერდზე გააჩოჩა და მოემზადა. - როგორც უკვე გითხარი სულ მალე ოცდაერთი წლის გავხდები, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ, დედისერთა ვარ და მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, უფრო სწორად ახლა მარტო ვცხოვრობ, იმიტომ რომ მშობლები სამოგზაუროდ არიან წასულები ერთი თვით, მანამდე კი მე ვცხოვრობდი საზღვარგარეთ, ცხრა წლის ვიყავი როცა სასწავლებლად გამგზავნეს, სამიოდე თვეა რაც დავბრუნდი და იმის მაგივრად რომ ჩემთან ერთად გაატარონ დრო სამოგზაუროდ წავიდნენ, აი სულ ეს არის ჩემი ცხოვრება, -ხელები გაშალა და გამიღიმა, თუმცა ცხადად ვგრძნობდი თუ რაოდენი სიმწარე და ტკივილი იმალებოდა ამ მოჩვენებითი ღიმილის უკან, მარტო იყო, სულ მარტო, იქნებ ჩემში უბრალოდ უფროს მეგობარს ეძებს, რომელიც... - არ გაბედო და არ შემიცოდო, -მუქარით დამიქნია თითი, -იმაზე ფიქრითაც ნუ დაიღლი თავს თუ რატომ მინდა შენთან ურთიერთობა, ამ ყველაფერს ახსნა არ აქვს, უბრალოდ მივყვეთ დინებას და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს. - რომელ დინებაზე მელაპარაკები? -ვიგრძენი როგორ შემეპარა სიბრაზე, ხომ გითხარი რომ აქედან რომ გავალთ ჩვენ ჩვენს გზაზე წავალთ და აღარასოდეს შევხვდებით. არაფერი უთქვამს, საოცრად მშვიდი იყო, ერთხანს გამჭოლი მზერით მიყურებდა, მერე ჩანთიდან ქაღალდის კუპიურა ამოიღო, მაგიდაზე დადო და წამოდგა. - არ წავიდეთ? - წავიდეთ? სად? -მეც წამოვდექი და დაბნეულმა მიმოვიხედე. - გეტყოდი ჩვენ ჩვენს გზაზეთქო მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო, -მოულოდნელად გულიანად გადაიკისკისა, ხელი ჩამკიდა და თითები ჩემს თითებში ახლართა. - დღეს შენთან ვრჩები... - ესე იგი აქ ცხოვრობ, ლამაზი სახლია, -ერთხანს ღიმილით შესცქეროდა ჩემს სახლს მერე კარი გააღო და ტაქსიდან გადავიდა, -არ მოდიხარ? -მომაძახა და პატარა ბავშვივით ხტუნვა ხტუნვით წავიდა ჭიშკრისკენ, სხვა რა გზა მქონდა, გაოგნებული მივყევი უკან, როცა მითხრა შენთან ვრჩებიო ვიფიქრე რომ ხუმრობდა, მერე თითქმის ძალით რომ ჩამიხტა ტაქსში აღარ გამიპროტესტებია, რატომღაც მეგონა რომ სახლთან მოსვლისას მაინც დაიხევდა უკან და გადაიფიქრებდა, იმ თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში რაც აქამდე მოსასვლელად დაგვჭირდა არ გვისაუბრია, მე დაძაბული, დაბნეული და აღელვებული ვიჯექი, მას კი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და მხიარულად ღიღინებდა... - მოდი რაღას უდგეხარ, კარი გააღე, -ხელი დამიქნია, სახეზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა ერთი მსუბუქი მოძრაობით გადაიყარა ზურგსუკან, თავი უკან გადასწია და მოშიშვლებულ ყელზე და მკერდზე ჩამოიტარა გრძელი თითები, გამშრალი ტუჩები მოვილოკე და ყველანაირად ვეცადე სხეულში დავლილი ჟრუანტელისთვის ყურადღება არ მიმექცია, არ ვიცოდი ვინ იყო და რატომ ცდილობდა ჩემს გაგიჟებას მაგრამ ფაქტია რომ ძალიან კარგად გამოსდიოდა, ამ წუთას მხოლოდ ერთი რამ იყო აშკარა მოთმინება დიდხანს არ მეყოფოდა... კარი გავაღე და ეზოში შევუძეხი, ყურადღებით მოათვალიერა ეზო, მერე მოურიდებლად ჩამკიდა ხელი და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. - მოიცადე, -უნებურად მთელი ძალით დავქაჩე და შემობრუნებული მკერდით შემასკდა მკერდზე, წელზე მოვხვიე ხელი რომ არ დაცემულიყო, თვითონაც თითქოს დრო იხელთაო მომეხვია და ფისოსავით თვალებმინაბულმა ამომხედა ქვემოდან. - უნდა ვილაპარაკოთ ასე არ შეიძლება, შენი სახელიც კი არ ვიცი, შენ კი ისე იქცევი... -სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს, არ მინდოდა რომ წასულიყო რადგან საშინლად მიზიდავდა მაგრამ ასეთი გაურკვეველი სიტუაციის გაგრძელებაც არ შემეძლო. - მოდი ერთ რამეზე თავიდანვე შევთანხმდეთ, სახელები საჭირო არ არის, ნურც ჩვენს ურთიერთობას ნუ დავარქმევთ რამეს, უბრალოდ მივყვეთ დინებას... - არ გესმის რას გეუბნები? -გაბრაზებულმა ხმას ავუწიე, -ის რასაც შენ აკეთებ სწორი არ არის. - სერიოზულად? -მის ხმაში დამცინავი ნოტების დაჭერა არ გამჭირვებია, -რატომ არ არის სწორი? არასწორს რას ვაკეთებ შეგიძლია მითხრა? შენი აზრით არასწორია რომ მომწონხარ? -ყელში ხმაურიანად მაკოცა და მივხვდი არ გაუჭირდებოდა შეემჩნია როგორ დამეჭიმა მთელი სხეული. - აი ზუსტად ამ ყველაფერზე მინდა რომ გელაპარაკო, -ვეცადე რაც შეიძლებოდა მტკიცედ მეთქვა თუმცა მისი სიახლოვე თავგზას მირევდა. - კარგი თანახმა ვარ, ოღონდ სახლში შევიდეთ და ჯერ ცოტა დავისვენოთ დღეს ძალიან დავიღალე, -მშვიდად გამომიცხადა, მკლავები მომაშორა და უკან დაიხია. - ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი. - და შენ? - მე რა შუაში ვარ? - გიყვარს როცა ყველაფერში სხვას ადანაშაულებ? -ხელები გაშალა და სახეზე ირონიული ღიმილი აიკრა, -მე აქ ვარ შენს სახლში და შენი სურვილი რომ არ ყოფილიყო აქ არ ვიქნებოდი, რომ არ გდომებოდა არც ყავის დასალევად წამომყვებოდი და არც მანქანაში ჩაჯდომის უფლებას მომცემდი, აქ ვარ იმიტომ რომ მოგწონვარ, გინდივარ და ერთი სული გაქვს როდის ჩაგადნები მკლავებში, ერთი სული გაქვს როდის გავხდები შენი მაგრამ გეშინია რომ ამაში საკუთარ თავს გამოუტყდე, მითხარი ასე არ არის? -ფრთხილად მიახლოვდებოდა და ისე შემპარავად და მონოტონურად მესაუბრებოდა ადგილიდან დაძვრას ვერ ვახერხებდი, მგონი ჰიპნოსს მიკეთებდა და ძალიან ხალისობდა ჩემი რეაქციებით, ჩემს წინ აისვეტა თითის წვერებზე აიწია და გადმოიხარა, ის იყო ტუჩებზე უნდა შემხებოდა რომ უკან დავიხიე. - გეშინია, -დაასკვნა თვალებმოწკურულმა და გულიანად გადაიკისკისა, -შუახნის კრიზისი გაქვს? არაუშავს მოვუვლით მაგ შენს კრიზისს და კომპლექსებს. - ახლა გავგიჟდები, -სახეზე ავიფარე ხელები და ამოვიოხრე, საოცრად უხდებოდა სიცილი, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლაღი, ისეთი სასურველი, კომპლექსები? როგორ შეიძლებოდა მის გვერდით კომპლექსებს არ შევეწუხებინე, ორმოცდაოთხი წლის ვხდებოდი ის კი ოცდაერთი წლისაც არ იყო, სრულიად შესაძლებელია ახლა მისი ასაკის შვილი მყოლოდა... - თავს ნუ იდანაშაულებ იმის გამო რომ მოგწონვარ, -ჩამჩურჩულა და ხელები ჩამომაწევინა, ღიმილით შემომყურებდა და საყვარლად მიციმციმებდა ჭრელ თვალებს, -შემომხედე, -ჩემს წინ დაბზრიალდა და ცალ ფეხზე შედგა ხელებგაშლილი, -სულაც არ არის გასაკვირი რომ ჩემზე გიჟდები. - ყველაფერთან ერთად ნარცისიც ყოფილხარ, -მაინც მოახერხა ჩემი გაღიმება. - ნარცისი არ ვარ, უბრალოდ ვიცი როგორიც ვარ, -თვალი ჩამიკრა შებრუნდა და სხეულის მაცდური რხევით წავიდა სახლისკენ, კიბეები ისე აიარა და ისე შევიდა სახლში უკან არ მოუხედავს, გაშეშებული ვიდექი და ჩემს თავზე მეცინებოდა, ქვედა კიბეზე ჩამოვჯექი, მოაჯირს ზურგით მივეყრდენი და ჩავფიქრდი, ასეთ უცნაურ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, რაც ოცი წლის გავხდი იმის შემდეგ მარტო ვცხოვრობდი, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულიად დამოუკიდებლად და მათი დახმარების გარეშე დავიწყე ცხოვრება და დღეს თუ რამეს ვფლობდი და რამე გამაჩნდა, კომპანია, ფული, უძრავი ქონება, ყველაფერი ჩემი თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი იყო, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემი პირადი ცხოვრება შეიწირა, დაქორწინებული არასდროს ვყოფილვარ, ვერ ვიტყვი რომ ოჯახზე, ცოლზე და შვილებზე არ მიფიქრია მაგრამ იქამდე ვერასოდეს მივედი რომ ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა გამება, ყოველთვის მცირეხნიანი სასიყვარულო ურთიერთობებით შემოვიფარგლებოდი, ახალი სახე, ახალი სხეული, რამდენიმე ცეცხლოვანი ღამე, ეს იყო და ეს, არანაირი ოჯახური ურთიერთობები, ეს სახლი სამი წლის წინ შევიძინე და აქ არასდროს მომიყვანია ვინმე, ახლა კი იქ შიგნით, ჩემგან სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდა მელოდა, ტელეფონის გულისგამაწვრილებელმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან. - ცოცხალი ხარ? -ჩემი მეგობარი ლექსო მის მხიარულ ხმას თუ გავითვალისწინებთ თავს მშვენივრად გრძნობდა, ერთადერთი იყო ჩვენს სამეგობროში რომელიც რამდენიმე დღიანი გადაბმული სმის შემდეგაც კი ისე გამოიყურებოდა თითქოს ერთი ჭიქაც კი არ დაელია. - შეიძლება ითქვას რომ ცოცხალი ვარ მაგრამ მგონი ამ ღამეს ვერ გადავიტან, -ღიმილით შევხედე მიხურულ კარს და კიბეზე სირბილით ავედი. - მარტო არ ხარ? ვინ გყავს? - ვინ უნდა მყავდეს? -გავიკვირვე და ისე ფრთხილად ჩამოვწიე სახელური თითქოს დანაღმულ ტერიტორიაზე შევდიოდი, -მარტო ვარ უბრალოდ დავიღალე, უკვე ზედმეტად მოხუცი ვარ ასეთი სისულელეებისთვის, რამდენიმე დღე გადაბმულად სმა და უაზრო გართობა? როცა ასეთ გართობას დააპირებთ მე აღარ დამირეკოთ, ისედაც უამრავი საქმე დამიგროვდა სამსახურში. - ისე წუწუნებ ვიღაცას მართლა მოხუცი ეგონები, ამ კვირის ბოლოს ლევანი ჩამოდის, დაბადების დღე რომ აქვს ხომ არ დაგავიწყდა? - რა დამავიწყებს, -გამეღიმა როცა ჩემი ბავშვობის მეგობარი გამახსენდა რომელიც ძმა რომ მყოლოდა ალბათ მასზე უფრო მეტად ვერ მეყვარებოდა. - რა დაგავიწყებს, თქვენ ხომ სიამის ტყუპები ხართ, -პატარა ნაწყენი ბავშვივით ჩაიბურტყუნა. - ეჭვიანობ? -სიცილი ძლივს შევიკავე, ასეთი იყო ყოველთვის ეჭვიანობდა ჩემსა და ლევანის ურთიერთობაზე, ის უფრო მეტად გიყვარსო მეწუწუნებოდა ხოლმე. - არაფერსაც არ ვეჭვიანობ, მართალია ლევანის შენ უფრო უყვარხარ მაგრამ სამაგიეროდ ანუკი ჩემზე გიჟდება, -პატარა ბავშვივით ნიშნის მოგებით მითხრა. - რა გასაკვირია რომ შენზე გიჟდება, ოცდაოთხი საათი სკაიპში ხარ თავჩარგული და ელაპარაკები, შენნაირი გიჟი ნათლია რომ მყავდეს მეც ასე ძალიან მეყვარებოდა. - იმიტომ ვურეკავ ხოლმე ხშირად რომ შორსაა და ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება, სულ მარტოა და დედამისი და მამამისი გართობაზე ფიქრობენ მხოლოდ, ისე შენ რატომ არ ურეკავ ხოლმე, ერთხელაც არ დალაპარაკებიხარ, არ გახსოვს როგორ უყვარდი. - ვერ ვხვდები რატომ იყო ხოლმე ჩემზე მოწებებული არადა ვერ ვიტან ბავშვებს. - ნუ ხარ უჟმური და იცოდე კვირა დილით საჩუქრის საყიდლად უნდა გამყვე, საღამოს კი ექვსზე ლევანისთან უნდა ვიყოთ, -პასუხის გაცემა არ დამაცადა ისე გათიშა ტელეფონი, გახალისებული შევედი მისაღებში, ჩემი დაუპატიჟებელი სტუმარი არსად ჩანდა, სამაგიეროდ მიო იყო გაშხლართული დივანზე და ეძინა, ჩავიჩოქე და თავზე ხელი გადავუსვი, გაიზმორა და ზანტად გაახილა ულამაზესი ჭრელი თვალები. - მართლა მისნაირი თვალები გაქვს, -გამეღიმა და ისიც ჩემი მოფერების საპასუხოდ აკრუტუნდა, გულაღმა გადატრიალდა და ფუმფულა თათები ჰაერში აიშვირა. სამზარეულოდან ხმაური რომ მომესმა გამიკვირდა, მიოს თავი დავანებე და წამოვდექი, ფრთხილად შევაღე კარი, აშკარად ძალიან შინაურულად გრძნობდა თავს, ზუსტად ისე როგორც საკუთარ სახლში შეიძლება იგრძნოს თავი ადამიანმა, ფეხშიშველი იდგა ქურასთან, წინსაფარი ეკეთა რომელიც წარმოდგენა არ მქონდა სად იპოვა, რაღაც ძალიან ნაცნობ მელოდიას ღიღინებდა და ტაფაზე რაღაცას ურევდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე მაგრამ ვიცი რომ სწორედ ამ მომენტში მივიღე ის გადაწყვეტილება რამაც ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა და თავდაყირა ამოატრიალა... - მოხვედი? -ღიმილით მობრუნდა ჩემსკენ, -სპაგეტისთვის სოუსს ვამზადებ, უკვე თითქმის მოიხარშა, მალე მზად იქნება, შენს მაცივარში ბევრი ვერაფერი ვიპოვე მაგრამ სპაგეტს ეყოფა, ისევ ქურას მიუბრუნდა და ახლა ქვაბს ამოურია, ბევრი აღარ მიფიქრია, მივუახლოვდი, წელზე მოვხვიე მკლავები და სახე მის თმებში ჩავრგე - მგელივით მშია, აშკარად გამიმართლა, სპაგეტი ძალიან მიყვარს. - წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ გაგიმართლა, -ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ჩემს მკლავებში შემოტრიალდა, მიყურებდა ქვემოდან ფართოდ თვალებ გახელილი და ბაგეებშეხსნილი, მკერდი მძიმედ აუდ ჩაუდიოდა, არაფერს აკეთებდა თითქოს დღევანდელი თამამი საქციელის შემდეგ ახლა ჩემგან ელოდა ნაბიჯს და მეც აღარ დამიყოვნებია, თავის შეკავება აღარ შემეძლო და ამის არც სურვილი მქონდა, კეფაზე შევუცურე თითები, თავი უკან გადავაწევინე, ერთხანს თვალმოუშორებლად ვუყურებდი, საყვარლად გამობურცულ ვარდისფერ ტუჩებს და მერე ნელა, ფრთხილად, ძალიან ნაზად შევეხე... - ნუ გეშინია, ბროლისგან არ ვარ შექმნილი, არ დავიმსხვრევი, -ზედ ჩემს ტუჩებზე ამოილაპარაკა, მომეხვია და უფრო მეტი სითამამისკენ მიბიძგა, სხეულზე მომეკრო, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემში შემოძრომა და ერთ სხეულად ქცევა სურდა, გახელებული ვუკოცნიდი ბაგეებს, სახეს, ნაქანდაკევ ყელს და მხრებს, არ გამძალიანებია როცა მაგიდაზე შემოვსვი, მის ფართოდ ფაშლილ ფეხებს შორის მოვექეცი და კაბის სამხრეები ფრთხილად ჩამოვუცურე მხრებზე, პატარა მკვრივი მკერდის და სურვილისგან დაბერილი ძუძუსთავების დანახვაზე ამოვიგმინე... - გაჩერდი, გაჩერდი გთხოვ, -მკერდზე მომაბჯინა ხელისგულები და მაიძულა უკან დამეხია, ძირს ჩამოხტა და კაბა გაისწორა, ლოყებაწითლებული და თვალებანთებული ღიმილით შემომცქეროდა. - მეთამაშები? -სიმწრით გამეცინა და მაგიდის კიდეს მაგრად მოვუჭირე ხელი რომ როგორმე მასზე გადამეტანა ბრაზი და დაუკმაყოფილებელი სურვილისგან მოგვრილი სიშმაგე. - უბრალოდ არ მინდა რომ სოუსი დაიწვას, შენ კი ჯობია სახეზე ცივი წყალი შეისხა რომ ცოტა დამშვიდდე, -აუღელვებლად ჩაილაპარაკა და ისევ ქურას მიუბრუნდა. - კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა, -ვუთხარი უკვე შედარებით დამშვიდებულმა, საყვარლად მოშიშვლებულ მხარზე ვაკოცე და სამზარეულოდან გავედი, აშკარად არ მაწყენდა მისი რჩევის გათვალისწინება და გაგრილება, საბაზანოში სარკის წინ ვიდექი და დაბნეული შევყურებდი საკუთარ თავს, არ ვიცი რა თამაშს თამაშობდა მაგრამ ის ნამდვილად ვიცოდი რომ ახლა სიმშვიდე და მოთმინება მმართებდა, აუცილებლად ამოვხსნიდი ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან... - ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი რა უნდა? -ირონიულად ჩაიქირქილა მეორე მემ. - არ მჯერა, -ნიჟარას ორივე ხელით დავეყრდენი და სარკეს შევხედე საიდანაც შავთმიანი და შავთვალა, მაღალი, სპორტული აღნაგობის მქონე სიმპათიური მამაკაცი შემომცქეროდა, საფეთქლებთან ოდნავ ჭაღარაშერეული თმით და დახვეწილი სახის ნაკვთებით. ნუთუ შესაძლებელია რომ მართლა მოვწონდე და ჩემთან ყოფნა უნდოდეს? იქნებ ჯობს რომ საერთოდ არ ვიფიქრო სხვა შესაძლო ვარიანტებზე და როგორც მან თქვა დინებას მივყვე, მაგრამ... მაგრამ რას მომიტანს მასთან ურთიერთობა? იქნებ უბრალოდ რაღაც ახალგაზრდული აკვიატება ვარ მისთვის, უბრალოდ სურვილი ვარ რომელსაც მოიკლავს და მერე გაქრება და როცა ეს მოხდება არამგონია ცხოვრების ისე გაგრძელება შევძლო ვითომ არაფერი მომხდარა... - კარგად ხარ? -კაკუნი და შეშფოთებული ხმა მომესმა და გამოვფხიზლდი, კარი გავაღე, იქვე კედელზე იყო მხრით მიყრდნობილი და ყურადღებით მათვალიერებდა. - ნახევარი საათია აქ ხარ ჩაკეტილი, სპაგეტი გაცივდა, -უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები, -მართლა კარგად ხარ? რა გჭირს? ელვის სისწრაფით მივიჭერი მასთან, კედელზე ავაკარი და მთელი გრძნობით ვაკოცე, კვნესა აღმოხდა და თვითონაც ამყვა, მაისურის ქვეშ შემიცურა თითები და გადამაძრო, მინაბულ თვალებში ჩავხედე და როცა იქ სურვილისგან აზვირთებული ზღვა დავინახე აღარ მიყოყმანია, ხელში ავიტაცე, თითქმის სირბილით ავიარე კიბეები და საძინებელში შევიყვანე... - შემიძლია დავიფიცო რომ ის სამი დღე რაც ჩემთან გაატარა საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, საოცრად ვნებიანი იყო, სასურველი, გასაგიჟებლად სექსუალური და ამავე დროს ისეთი ბავშვური და მიამიტი... მხოლოდ საჭმელად თუ ვდგებოდით საწოლიდან, ასეთი რამ არასდროს არავის მიმართ არ მიგრძვნია, მისით ვერ ვძღებოდი, არ მყოფნიდა და ცხოვრებაში პირველად არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა გარდა იმისა რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო ჩემთან, ჩემები გავაფრთხილე რომ სახლში არავის მოეკითხა, მას ისედაც არავინ ურეკავდა რაც ძალიან მიკვირდა თუმცა ასეთ თემებზე საუბარი არ სიამოვნებდა და მეც ჯერჯერობით შევეშვი, ძალიან მაინტერესებდა ყველაფერი მის შესახებ, თუმცა ჯერ მისი სახელიც კი არ ვიცოდი, თვითონაც არაფერს მეკითხებოდა, ჭკვიანი იყო, მხიარული, კარგი მსმენელი და საინტერესო მოსაუბრე, ვსაუბრობდით ყველაფერზე ყველანაირ თემაზე გარდა იმისა რაც პირადად ჩვენ შეგვეხებოდა... - ნიჭიერი მოსწავლე ხარ, -მის გვერდით დავეშვი საწოლზე თვალდახუჭული და აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას შევეცადე. - კარგი მასწავლებელი მყავს, -ზემოდან მომექცა და ჩემს მკერდზე თითებით უცნაური ფიგურების ხაზვა დაიწყო, თვალები გავახილე, გაშლილი თმით, მოშიშვლებული მკერდით და ანთებული თვალებით ნამდვილი საოცრება იყო, ვერ შევეჩვიე, ვერ ვახერხებდი რომ მისი ყოველი დანახვისას აღფრთოვანებული არ დავრჩენილიყავი. - ნუ ცუღლუტობ, დაწექი და დაისვენე, არამგონია მეტის თავი გქონდეს, -თეძოებში ჩავავლე ხელი თუმცა არ დამანება. - შენ ჯერ კიდევ არ იცი რისი თავი მაქვს, -ეშმაკურად გამიღიმა, ქვევით ჩაცოცდა და ჩემი უკვე გამკვრივებული პე*ისი მუჭში მოიქცია... წელსზემოთ შიშველი აივანზე ვიდექი და მთვარიანი ღამით განათებულ ბაღს გადავყურებდი, მას მშვიდად ეძინა ჩემს საწოლში, მე ვერ ვიძინებდი, მეშინოდა რომ თუ დავიძინებდი წავიდოდა და დილით გამოღვიძებულს აღარ დამხვდებოდა, ვეღარ ვიპოვიდი... - რატომ არ გძინავს? -ვერც მივხვდი როდის მომიახლოვდა, წელზე შემომხვია წვრილი მკლავები და ზურგზე მომეკრო, -გავიღვიძე და საწოლში არ დამხვდი. - წამოდი დავწვეთ, -მისკენ შევბრუნდი, ხელში ავიტაცე და ასე წავიყვანე საწოლისკენ, ჩვეულებისამებრ ჩემს გაშლილ მკლავზე დადო თავი და კატასავით მომეკრო მკერდზე. - დაიძინე ნუ გეშინია, არსად წასვლას არ ვაპირებ, -ჩაიბუტბუტა ნახევრად მძინარემ და უფრო მოხერხებულად მოკალთდა... რომ გავიღვიძე მას ისევ ღრმად ეძინა, ჩემსკენ ზურგშექცევით იწვა და ხელი ლოყის ქვეშ ჰქონდა ამოდებული, დიდხანს დავყურებდი და ვცდილობდი გონებაში კარგად აღმებეჭდა მისი სახის ყოველი ნაკვთი, ვიცოდი, ქვეცნობიერად ვგრძნობდი რომ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მეშინოდა, მაცოფებდა უძლურების შეგრძნება, იმაზე ფიქრი რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო მის შესანარჩუნებლად, ის წავიდოდა, აუცილებლად წავიდოდა... საწოლიდან წამოდგომისას თვალში იქვე ხალიჩაზე მიგდებული მისი ტელეფონი მომხვდა და გონებაარეულმა ის გავაკეთე რაც არასოდეს გამიკეთებია, ტელეფონი თავიდან ბოლომდე გავჩხრიკე თუმცა ვერაფერი ვიპოვე, კონტაქტებში ნომრები არ ეწერა, არც შეტყობინებები ჰქონდა, არც რომელიმე სოციალური ქსელი, გალერეაში კი მხოლოდ რამდენიმე ფოტო იყო და იმ ფოტოებზეც მხოლოდ მე ვიყავი გამოსახული, ძილის დროს გადაეღო სხვადასხვა პოზაში, მისი ჩანთა გავხსენი, იქნებ იქ მაინც მეპოვა რამე ისეთი რაც მისი ვინაობის დადგენაში დამეხმარებოდა, ჩანთაში მხოლო საფულე იდო, საფულეში კი რამდენიმე ქაღალდის კუპიურა, არც პირადობა არც საბანკო ბარათები... - თუ რამე გაინტერესებს შეგიძლია მკითხო, -ნამძინარევი ხმა მომესმა და ცივად გავუშვი ხელი ჩანთას, მისკენ შევბრუნდი, საწოლში ფეხმორთხმით იჯდა, აბურდული თმა შიშველ მკერდზე ჰქონდა ჩამოყრილი და გვერდზე თავგადახრილი, თვალებმოჭუტული, ღიმილით შემომცქეროდა, ახლაც ვერ მოვახერხე თავის შეკავება, მივუახლოვდი, მკლავებში მოვიქციე და ტუჩებზე დავეწაფე. - მაპატიე შენი ნივთები არ უნდა გამეჩხრიკა მაგრამ კითხვებზე არ მპასუხობ, -ვუთხარი როგორც კი მის ტკბილ ტუჩებს მოვწყდი და სული მოვითქვი, -გთხოვ მითხარი ვინ ხარ? ის მაინც მითხარი რა გქვია? მხოლოდ სახელი... - ჩემი სახელი რას მოგცემს, -რატომღაც სევდა ჩაუდგა თვალებში და თავი გვერდზე მიაბრუნა. - და როდემდე ვაპირებთ ასე გაგრძელებას? -უნებურად წამომცდა და ვიგრძენი როგორ დაიძაბა, აწყლიანებული თვალებით შემომხედა. - შენ რა ტირი? -თვალებს არ ვუჯერებდი, -რა გატირებს? - უკვე მოგბეზრდი არა? ასეც ვიცოდი, -გაბზარული ხმით ჩაილაპარაკა, ეგოისტურად მესიამოვნა რომ ეშინოდა მოვიბეზრებდი, მესიამოვნა მაგრამ მისი ასეთის ყურება არ შემეძლო, მთელი ძალით ჩავიკარი გულში. - ყველაფერი არასწორად გაიგე, უბრალოდ მინდა ვიცოდე ვინ ხარ, რომ წახვიდე... ჯანდაბა, რომ წახვიდე ხომ უნდა ვიცოდე სად მოგძებნო. - რომ წავიდე მომძებნი? მართლა? -ქვემოდან ამომხედა უცნაურად ანთებული თვალებით, -ნელ-ნელა ვიწყებდი მის გაცნობას, ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, ერთი სიტყვა იყო საკმარისი იმისთვის რომ თვალები აცრემლიანებოდა ან სიხარულისგან ეცინა. - მართლა მომძებნი? -კითხვა გამიმეორა და თან მომლოდინე მზერას არ მაშორებდა. - შენი აზრით ასე უბრალოდ და მარტივად შევძლებ შენს დავიწყებას? რათქმაუნდა მოგძებნი სულელო, -შუბლზე ვაკოცე და აჩეჩილი თმა შევუსწორე, -მაგრამ ჯობს თუ საძებნელი არ გამიხდები. - გპირდები რომ ჩემი ძებნა არ მოგიწევს, -ეშმაკური ღიმილით გამომიწოდა ხელი, -დაარტყი... იმ დღემაც ძალიან კარგად ჩაიარა, ისე კარგად რომ წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ყველაფერს რამე ისეთი არ მოყოლოდა რაც ყველაფერს გააფუჭებდა, მთელი დღე ერთმანეთის ფერებაში გავატარეთ, ერთად მოვამზადეთ სადილი და ვახშამი, მისაღებში ხალიჩაზე გაწოლილებმა ვუყურეთ ფილმებს და მერე დიდხანს ვკამათობდით სხვადასხვა თემაზე, საყვარელ წიგნებზე, საყვარელ საქმიანობაზე, ცხოველებზე, გლობალურ დათბობაზე და პოლიტიკაზეც კი, ბოლოს საძინებელში ალერსით დაღლილებს ჩაგვეძინა... დილით თვალი რომ გავახილე და ჩემს გვერდით მძინარე არ დამხვდა ცუდად მენიშნა, აბაზანაშიც არ იყო, არც სამზარეულოში, მთელი სახლი ძირისძირობამდე დავიარე და ბოლოს ღონემიხდილი დავეშვი მისაღებში მდგარ დივანზე, არსად იყო, პატარა მატყუარა, აკი შემპირდა რომ მისი ძებნა არ მომიწევდა, წავიდა და თანაც ისე რომ არანაირი კვალი არ დაუტოვებია რაც შესაძლებლობას მომცემდა რომ მომეძებნა... - რა გჭირს? ტელეფონს არ პასუხობ, რამდენი ხანია გირეკავ, -შიშისგან შევხტი როცა თავს დამდგარმა ლექსომ ჩამყვირა ყურში, თავიდან გამიკვირდა და მერე გამახსენდა რომ ჩემი სახლის გასაღები ჰქონდა. - აქ რას აკეთებ? - დაგავიწყდა დღეს რა დღეა? - რა დღეა ასეთი? არაფრის თავი არ მაქვს ლექსო, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს და შენც ნუ დამიმატებ ძალიან გთხოვ, -ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი რომ ყავა მომედუღებინა, ისიც უკან მომყვა. - კარგად ხარ? -მხარზე ხელი დამადო და ყურადღებით ჩამხედა თვალებში, სიცხე ხომ არ გაქვს? - ხუმრობ? -დავიღრინე, ცხელი სითხე ფინჯანში ჩამოვასხი და ხმაურით გამოვწიე სკამი. - არ ვხუმრობ მართლა ცუდად გამოიყურები. - ყურადღებას ნუ მომაქცევ, შენ ის მითხარი ამ დილაუთენია რა მოგიყვანა. - დღეს ლევანის დაბადების დღეა, გახსოვს ალბათ რომ საჩუქარი უნდა ვუყიდოთ. - შენ რომ წახვიდე მარტო და აარჩიო? - უნდა წამომყვე, მშვენივრად იცი რომ არ მეხერხება ასეთი რაღაცეები და თანაც აშკარად სალაპარაკო გვაქვს, მიდი დალიე უცბად ყავა და გაემზადე. - - შენ რა სულ მთლად გააფრინე? რა გჭირს? ასე როგორ გამოგაშტერა რომ სრულიად უცნობი გოგო სამი დღე სახლში გყავდა ისე რომ მისი სახელიც კი არ იცოდი, ამ ყველაფერმა როგორ არ დაგაეჭვა... - მოიცა რა თუ კაცი ხარ, -თავმობეზრებულმა ავუქნიე ხელი, -კაფეში ვისხედით, გვერდით უკვე შეფუთული საჩუქრები გვეწყო, წინ სურნელოვანი ყავით სავსე ჭიქა მედო და ყველანაირად ვცდილობდი გონს მოსვლას, მითუმეტეს მას შემდეგ რაც საშინელი შეცდომა დავუშვი და ლექსოს ყველაფერი მოვუყევი, არ ვაპირებდი მაგრამ ვინმესთვის რომ არ მომეყოლა რაც მოხდა, რომ არ მეთქვა რას ვგრძნობდი და როგორც ვიყავი ალბათ გული გამისკდებოდა. - მოვიცადო კი არა ცოტა დაფიქრდი, ვინ იცის რა მიზანი ჰქონდა, -ჩაფიქრებული სახე მიიღო. - რა გინდა მითხრა რომ მხოლოდ რაღაც მიზნის გამო იყო ჩემთან? მხოლოდ იმიტომ რომ თითქმის ჩემი შვილის ტოლი იყო არ შეიძლებოდა რომ უბრალოდ მოვწონებოდი და... - გეყოფა ამის თქმა არ მინდოდა, -ხელები ასწია და მობოდიშების ნიშნად საცოდავად გაიღიმა, აშკარად არ მქონდა ნორმალური გამომეტყველება თორემ ლექსო ასე ადვილად არ დაიხევდა უკან. - ახლა რას აპირებ? - უნდა მოვძებნო ოღონდ არ ვიცი როგორ? -თავი ხელებში ჩავრგე და ამოვიოხრე, -ასე მგონია შევიშლები თუ ვერ ვიპოვი, იცი როგორია? ნამდვილი საოცრებაა, უნდა ნახო რომ მიხვდე რას ვგულისხმობ. - კი მაგრამ როგორ მოახერხა? - რა როგორ მოახერხა? - ასე უცბად როგორ გაგაბა? -ეშმაკურმა ღიმილმა მოუბრიცა ტუჩი, -აშკარად ძალიან გამოცდილი უნდა იყოს. - იმის მაგივრად რომ როგორმე დამეხმარო ცდილობ რომ გამაგიჟო? - არა, უბრალოდ ძალიან მინდა გავიგო რა მოხდა, -ლექსო მართლა დაინტერესებული ჩანდა, თუმცა მისი სისულელეების მოსმენას აღარ ვაპირებდი, ასე თუ ისე ადამიანების ცნობა შემეძლო და ის ნამდვილად არ იყო ისეთი რომ ჩემში რამე ეჭვი გამოეწვია, რატომღაც ვენდობოდი არა იმიტომ რომ მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი, მხოლოდ ამიტომ არა... - დარწმუნებული ხარ რომ სახლიდან არაფერი დაკარგულა? -მაინც ვერ მოითმინა და კიდევ ერთი ბრძნული ვარაუდი გადმოაფრქვია, აღარაფერი მითქვამს წამოვდექი და პაკეტებს ხელი დავავლე, კიდევ რამე რომ ეთქვა ნამდვილად შემომაკვდებოდა ასე რომ ჯობდა დაბადების დღეზე წასასვლელად მოვმზადებულიყავი. - - როგორ დაისვენე? -მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვკითხე და სადღესასწაულოდ მორთულ ბაღში, თეთრგადასაფარებლიან მაგიდებს შორის ხელში შამპანიურის ჭიქებით მოსიარულე წყვილები შევათვალიერე. - მე კი კარგად დავისვენე მაგრამ შენ რა გჭირს? რა სახე გაქვს? -ლევანმა ლექსოს ნაჩუქარი საათი მოირგო მაჯაზე და გვერდით მდგარ მეუღლეს აჩვენა, ლიკამაც ღიმილით დაუქნია თავი და დაქალებთან შეწყვეტილი საუბარი გააგრძელა. - რაც მოხვედი თავპირი ჩამოგტირის, ასე გაგიხარდა ჩემი ნახვა, -ისევ მე მომიტრიალდა და პასუხი რომ ვერ მიიღო ლექსოს გადახედა, -რა ჭირს ბიჭო ამას? - დეპრესიაშია, გოგო გაექცა და გლოვობს, პირდაპირ საწოლიდან გაეპარა და სახელიც არ იცის რომ იპოვოს, -მხიარულად ჩაიფხუკუნა და მუჯლუგუნიც მიიღო ჩემგან. - ოჰ, როგორ მოხდა და ქალთა გულისმპყრობელ დემეტრეს ვინმე გული გაუტეხა? -გაიკვირვა ლევანმა, -ასეთი ვინ არის რომ ამ დღეში ჩაგაგდო, მგონი როგორც იქნა გვეღირსა და ვიღაცამ შენც მოგამტვრია რქები, დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, შენ სად იპოვე? - გრძელი ამბავია, დაივიწყე, -ხელი ჩავიქნიე და სასმელი მოვსვი, ერთადერთი ისღა დამრჩენოდა რომ მის გამოჩენას დავლოდებოდი, რათქმაუნდა თუ ისევ მოუნდებოდა ჩემი ნახვა. - თქვენთვის სიურპრიზი მაქვს ბიჭებო, -განსაკუთრებით შენ უნდა გაგახარო ლექსო, -მხარზე ხელი დაარტყა და გაიღიმა. - ოჰო, ასეთი რა ხდება? -პატარა მოუთმენელი ბავშვივით აუციმციმდა თვალები ლექსოს. - შენი ნათლული ჩამოვიდა, ახლა აქ არის და ცოტა ხანში შემოგვიერთდება. - ანუკი აქ არის? უყურე მაგ ეშმაკუნას, -ლექსოს აშკარად ეტყობოდა გულწრფელი სიხარული, -მე რატომ არ მითხრა რომ ჩამოდიოდა? - თქვენთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა, გამაფრთხილა არავის უთხრა რომ აქ ვარ და შენს დაბადების დღეზე ვუთხრათ ყველას რომ აქ საცხოვრებლად დავბრუნდიო. - დიდი ხანია აქ არის? -ვკითხე და თან ღიმილს ვერ ვიკავებდი როცა ვუყურებდი როგორი აღფრთოვანებით საუბრობდა ერთადერთ ქალიშვილზე, მართალია ლექსოს მიაჩნდა რომ ლევანი და ლიკა საკმარის ყურადღებას არ უთმობდნენ შვილს მაგრამ მე ხომ ვიცოდი ლევანი როგორ გიჟდებოდა ანაზე, საზღვარგარეთაც იმიტომ გაუშვა რომ უკეთესი განათლება მიეღო და დამოუკიდებლობას შეჩვეოდა, ხშირად ჩადიოდნენ ხოლმე მის სანახავად და როგორც ვიცოდი, კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ. - უკვე თითქმის სამი თვეა რაც ჩამოვიდა, რაღაც საქმეებს აგვარებდა, აკადემიაში გადმოიტანა საბუთები, მერე მე და ლიკაც წავედით და... - ალბათ ძალიან შეცვლილია. - ულამაზესი ნათლული მყავს, -გაიჯგიმა ლექსო, ხომ არ გგონია ყოველთვის ისეთი პატარა და პუტკუნა დარჩებოდა, ადრე როგორიც იყო. - გახსოვს როგორ უყვარდი? -გაეღიმა ლევანს, -სულ დემეტრე ეკერა პირზე, ნათლობის წინა დღეს რომ არ წასულიყავი გერმანიაში ახლა მარტო ლექსოსი კი არა შენი ნათლულიც იქნებოდა. - აუცილებელი რომ არ ყოფილიყო ხომ იცი არ წავიდოდი. - ვიცი ძმაო ვიცი, -ბეჭებზე მომითათუნა ხელი და ლიკას გადაულაპარაკა ანუკის დაუძახეო. - აი მოდის, -გახარებულმა ლექსომ სახლიდან ჩვენსკენ მომავალი ბილიკისკენ გაიშვირა თითი, მის თითს თვალი გავაყოლე და ელდანაცემი გავშეშდი, ჩემი იდუმალი ცეცხლოვანი სტუმარი, ლამაზ შავ კაბაში გამოწყობილი მოდიოდა პირდაპირ ჩემსკენ, მიღიმოდა და ანთებულ თვალებს არ მაშორებდა... - - - - არ გააგრძელებ? -მშვიდი დაბალი ხმით მკითხა, მუხლს ზემოთ აწეული კაბა საგულდაგულოდ ჩამოიწია ქვემოთ, ოდნავ ჭაღარაშერეული თმა ყურს უკან გადაიწია და საჩვენებელი თითით შეისწორა ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე. - რაა? -შევხტი და ფიქრებიდან გამორკვეულმა უაზროდ ავახამხამე თვალები. - გააგრძელე გისმენ, -გამამხნევებლად გამიღიმა. - სად გავჩერდით? -უხერხულად მოვიქექე კეფა და უკეთ მოვერგე ფუმფულა სავარძელს, უკვე ერთი თვე იყო კვირაში სამი დღე ფსიქოლოგთან დავდიოდი, თავიდან მიჭირდა ლაპარაკი მაგრამ შევეჩვიე, ახლა მხოლოდ მე ვლაპარაკობდი ხოლმე და ის მისმენდა, თავიდან ჯერ მხოლოდ ვუყურებდი ამ ყველაფერს რადგან ფრთხილობდა, ერიდებოდა რჩევების მოცემას და ცდილობდა ვეიძულებინე რაც შეიძლებოდა ბევრი მომეთხრო მისთვის, მერე მივეჩვიე და მივხვდი რომ სეანსის შემდეგ შენობიდან გასული თავს უკეთ ვგრძნობდი, უფრო ლაღად და მსუბუქად ვიდრე მანამდე... - იქ გავჩერდით ლევანის დაბადების დღეზე რომ შეხვდი ანას. - ჰოო, -თავი ჩავღუნე და საკუთარ ფეხსაცმელს დავაშტერდი, მტვრიანი იყო, ოდნავ დასვრილი ლანჩებით არადა რატომღაც თეთრი ნოხი ეგო კაბინეტში... - გინდა ამ ნაწილს გადავახტეთ? -პატარა ანცი გოგოსავით გამიცინა და თვალებთან კანი საყვარლად დაუნაოჭდა, უხდებოდა სიცილი. - მირჩევნია თავიდან ბოლომდე მოგიყვე ზუსტად ისე როგორც იყო, -როგორც იქნა მოვიკრიბე გამბედაობა და გასაგრძელებლად მოვემზადე. - სანამ გააგრძელებ კარგად დაფიქრდი და ერთი რამ მითხარი, ნანობ? - იმას რომ მასთან ვიწექი? - არა, იმას რომ შეხვდი. - არასოდეს, -წამიც კი არ დამჭირვებია პასუხის გასაცემად, -არაფერს ვნანობ რაც მას უკავშირდება, არცერთ ჩემს მოქმედებას... - და შედეგები? - შედეგები... მაშინ არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში აღმოვჩნდი, -მწარედ გამეცინა როცა გამახსენდა როგორ ვიდექი ლევანის გვერდით და როგორ მიყურებდა ანა თვალებში ისე თითქოს მისთვის ამ სამყაროში არავინ და არაფერი არ არსებობდა ჩემს მეტი. - შეგიძლია დაწვრილებით მომიყვე რა იგრძენი როცა დაინახე და მიხვდი რომ ლევანის შვილი იყო? - ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, -თვალებდახუჭულმა გადავხარე თავი უკან და ვეცადე თავისუფლად ჩამესუნთქა ჰაერი. - ცადე აღმიწერო. - ჰმ, ვერც კი წარმოიდგენთ რა დამემართა როცა დავინახე როგორ მოფარფატებდა ჩემსკენ, ისე მოდიოდა თითქოს მიწაზე ფეხს არ აბიჯებს და ჰაერში ლივლივებსო, თვალს ვერ ვაშორებდი, მეგონა სამყარო თავზე ჩამომექცა. - რა გჭირს ასე ხელს მომტეხავ, -ლექსოს ხმამ გამომაფხიზლა და მაშინღა მივხვდი რომ თურმე მკლავზე მთელი ძალით ვუჭერდი, -სახეზე ფერი არ გადევს ძმაო. - კარგად ვარ, გადაღლილობის ბრალია, -ჩავილაპარაკე და ახლა მაგიდას დავეყრდენი რომ როგორმე წონასწორობა შემენარჩუნებინა, ამქვეყნად ვიყავი და თან არ ვიყავი, თავს ჰაერში გამოკიდებულივით ვგრძნობდი, ტვინი არ მიმუშავებდა, ვერ ვაზროვნებდი, ვერ ვხვდებბოდი რა უნდა გამეკეთებინა, ვუყურებდი როგორ აბზრიალებდა ლექსო ჰაერში და ისიც როგორ კისკისებდა და ეხუტებოდა მონატრებულ ნათლიას, ვუყურებდი როგორ უკოცნიდა ლევანი ლოყებს... - დემეტრე გახსოვს? -ჩემთან მოიყვანა ლევანმა და ღიმილით წარუდგინა ჩემი თავი, წარბიც არ შეუხრია, ჩემგან განსხვავებით მშვენივრად ფლობდა თავს, საერთოდ არ გაკვირვებია ჩემი დანახვა და მივხვდი რომ თავიდანვე იცოდა ვინც ვიყავი. - როგორ შეიძლება არ მახსოვდეს, -გულწრფელი სიხარულით წამოიძახა, კისერზე ჩამომეკიდა და ჩამეხუტა, ხელებგაშლილი გავშეშდი, ძლივს მოვახერხე რომ გამეღიმა და მისთვის ზურგზე ხელი მომეთათუნებინა, ვერ აგიხსნით რად დამიჯდა თავის შეკავება რომ სიმწრისგან ბოლო ხმაზე არ მეღრიალა, ჩემი ბავშვობის მეგობრის წინ ვიდექი, თვალებში ურცხვად შევყურებდი და მის ქალიშვილს ვეხუტებოდი რომელიც ამ დილით ჩემი საწოლიდან ადგა, რომელთან ერთადაც... - მიხარია შენი ნახვა, -რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა და ახლა უცნაურად სევდიანი თვალებით შემომცქეროდა, ისევ იღიმოდა მაგრამ აშკარად ვგრძნობდი და ვხედავდი როგორ ცდილობდა ამ ღიმილით დაეფარა მღელვარება. - მეც გამიხარდა შენი ნახვა, -ძლივს მოვაბი თავი ორ სიტყვას და ლევანს მივუბრუნდი. - უნდა წავიდე რაღაც ვერ ვარ კარგად. - მე გავაცილებ, -გვერდით ამომიდგა ლექსო, არ გამომპარვია როგორი ეჭვით გადახედა ანას რომელიც თვალს არ მაშორებდა. - საჭესთან მე დავჯდები, -ლექსომ უხეშად გამომგლიჯა ხელიდან გასაღები და საჭეს მიუჯდა, უკვე ვხვდებოდი მისი უხეშობის მიზეზს, არ გამკვირვებია როცა გზიდან გადაუხვია და გაჩერდა, გადავიდა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, მეც მივყევი და მის გვერდით მივეყრდენი ავტომობილს, ვხედავდი როგორ ნერვიულობდა და როგორ უჭირდა რომ ეკითხა. - ის არის არა? -ამოღერღა როგორც იქნა და თვალი გამისწორა, არაფერი მითქვამს, ჩემს თვალებში ამოიკითხა სიმართლე, სიგარეტი მოისროლა და მთელი ძალით დამარტყა სახეში, არ შევწინააღმდეგებივარ, თავს ისე ვგრძნობდი რომ შემძლებოდა მე თვითონ ვცემდი საკუთარ თავს, სისხლი გადავაფურთხე და გავსწორდი, საყელოში ჩამავლო ხელი და შემაჯანჯღარა. - ხვდები რა ჩაიდინე? ხვდები? - შენი აზრით ვერ ვხვდები რაც გავაკეთე? -მოთმინებიდან გამოსულმა ვიღრიალე, ვაიძულე მომშორებოდა და სახეზე ხელებ აფარებული ჩავჯექი ასფალტზე, რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა და მერე ისიც ჩემს გვერდით დაჯდა. - ლევანის შვილია, ეს რას ნიშნავს გესმის? მას ისე უნდა უყურებდე როგორც ძმისშვილს, მისი პატარაობა გახსოვს, ერთად ველოდებოდით საავადმყოფოში როდის დაიბადებოდა და მერე ერთად აღვნიშნავდით მთელი ღამე, ერთადერთი პატარა გვყავს სამეგობროში, შეიძლება შენს თვალწინ არ გაზრდილა მაგრამ... ამის დედაც დემე, ლევანის შვილია, ჩემი ნათლულია... - რა გინდა რომ გითხრა? -ჩაწითლებული, ამღვრეული თვალებით ჩავხედე თვალებში, მეშინოდა იქ ზიზღი არ დამენახა მაგრამ... - ვიცი რომ არ იცოდი ვინც იყო, ვიცი და ამიტომ არ გადანაშაულებ, -მოკლედ მოჭრა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა რომ წამოვეყენებინე. - არ ვიცი ახლა რა უნდა გავაკეთო ლექსო. - უყვარხარ. - რაა? - ვხედავდი როგორ გიყურებდა, შეყვარებულია შენზე, როგორც ვხედავ არც შენ ხარ გულგრილი... - რას ამბობ? - იმას ვამბობ რომ უყვარხარ, ჩემი პატარა პრინცესა შენზეა შეყვარებული და... - ახლა უნდა დამემუქრო რომ გული არ ვატკინო? -დაძაბული სიტუაციის მიუხედავად მაინც გამეცინა. - არ მჯერა რომ ამ თემაზე შენ გელაპარაკები, -ამოიოხრა და ზურგი შემაქცია, ხომ შეიძლებოდა შენს ადგილზე ვინმე ოცი წლის ლაწირაკი ყოფილიყო, ნებისმიერი ვიღაც ოღონდ არა შენ, წარმოგიდგენია რას იზავს ლევანი როცა ამ ყველაფერს გაიგებს? - უნდა დაველაპარაკო. - გაგიჟდი? მოგკლავს. - არ შემიძლია ისე მოვიქცე ვითომ არაფერი მომხდარა. - და ანუკი, ანას რას უპირებ? - ანუკი, ანუკი, ანუკი, -გიჟივით ვიმეორებდი და ვცდილობდი რამე მომეფიქრებინა რომ როგორმე ამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი მეპოვა. - ვერანდაზე ვიჯექი ვისკის ჭიქით ხელში და ჩაბნელებულ ბაღს გავყურებდი, წინ დაცლილი ბოთლი მედგა და მაინც ვერ ვგრძნობდი სიმთვრალეს, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, ხვალ დილით ლევანს ყველაფერს ვეტყოდი... კიდევ ერთხელ მოვსვი სასმელი და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავახეთქე, რატომ ვსვავდი? გამბედაობას ვიკრებდი რომ საკუთარი თავისთვის საკუთარი თავის გარდაცვალება მიმესამძიმრებინა... - მაპატიე, -არ გამკვირვებია, როცა ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა და ვიგრძენი როგორ მომეხვია მხრებზე ათრთოლებული მკლავებით, სახე ჩემს ყელში ჩარგო და როცა სისველე ვიგრძენი მივხვდი რომ ტიროდა, იმის მაგივრად რომ ცივად მომეშორებინა გავყუჩდი და ურცხვად მოვიპარე მისი სურნელი. - მითხარი რომ მაპატიებ, -უკვე სლუკუნებდა, მთელი სხეულით თრთოდა, -მისი მკლავები გაჭირვებით მოვიშორე და ვანიშნე ჩემს წინ ჩამჯდარიყო სავარძელში, ისევ ის შავი კაბა ეცვა, თვალები ტირილისგან ჰქონდა ჩაწითლებული და მაინც ისე უსაშველოდ ლამაზი და სასურველი იყო... აკანკალებულ თითებს მუხლებზე იჭერდა და თვალს ვერ მისწორებდა, ვუყურებდი და ყველანაირად ვცდილობდი მასში ის პატარა გოგონა ამომეცნო რომელიც მახსოვდა თუმცა არ გამომდიოდა, ჩემს წინ ჩემი სასურველი ქალი იჯდა, უბრალოდ არ შემეძლო, რაც არ უნდა მეცადა არ შემეძლო მისთვის სხვა თვალით რომ შემეხედა. - მითხარი რომ მაპატიებ, -კიდევ ერთხელ შემევედრა. - ახლაც თამაშობ? -ჩემი გაბზარული ხმა თვითონაც კი მეუცხოვა. - რას გულისხმობ? - იცოდი ვინც ვიყავი, იცოდი რომ მამაშენის მეგობარი ვიყავი და მაინც არ დაიხიე უკან, ცოტა ხნის წინ მამაშენის წინაშე ისე იქცეოდი ვითომც არაფერი მომხდარა და ახლა ასე ღვრი ცრემლებს? რატომ თავიდანვე არ მითხარი ყველაფერი? რატომ? -გამწარებულმა ვიღრიალე და ხელი მთელი ძალით დავცხე მაგიდას, ანა შიშისგან შეხტა და მოიბუზა. - არ შემეძლო რომ მეთქვა, -საცოდავად ამოიკნავლა. - არ შეგეძლო? იცი რას გააკეთებს ლევანი როცა ამ ყველაფერს გაიგებს? მომკლავს და ღირსი ვიქნები. - ნანობ? ნანობ არა? - არ ვნანობ, -სრულიად გულწრფელად ვუთხარი და დავინახე როგორ გაკრთა მის ცრემლიან თვალებში რაღაც სიხარულის მაგვარი, -არ ვნანობ და არასოდეს ვინანებ არცერთ წამს რაც შენთან ერთად გავატარე, მაგრამ ის რაც გავაკეთეთ არასწორია. - არასწორია რომ მიყვარხარ? -მოულოდნელად ისტერიული სიცილი აუტყდა, ფიქრობ რომ ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ არასწორია? -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს და ვერაფრით ახერხებდა დაწყნარებას, ასე შორიდან ყურება ვეღარ შევძელი, ხელში ავიყვანე და კალთაში ჩავისვი, მკერდზე მომეკრო და მომეხვია, თვალდახუჭულს მის თავზე მედო ლოყა, მის სურნელს ვისრუტავდი, მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი და ვხვდებოდი უკვე რამდენად ბევრი იყო ჩემში... - როდის და როგორ მოახერხე ჩემი შეყვარება? -ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა. - გახსოვს დაბადების დღის აღსანიშნავად რომ ჩამოვედი საქართველოში, -ჩახლეჩილი ხმით დაიწყო მოყოლა, -მაშინ ჩვიდმეტი წლის ვხდებოდი, არ გახსოვს არა? მამამ უზარმაზარი დაბადების დღე გადამიხადა. - მახსოვს, უამრავი სტუმარი გყავდათ, -გაჭირვებით გავიხსენე პომპეზური წვეულება. - დაგვიანებით მოხვედი, თან ქალი გახლდა, ძალიან ლამაზი, მაღალი ქერათმიანი... - აი ამას კი ვერ ვიხსენებ? არც შენ არ მახსოვხარ. - არ მიკვირს რომ ვერ იხსენებ, რომ მოხვედით უკვე ნასვამი იყავი და ალბათ ამიტომაც არ გახსოვს, აივნიდან გადავყურებდი ეზოს, დავინახე როგორ გადმოხვედით მანქანიდან, ისეთი განსხვავებული იყავი, ისეთი მიმზიდველი... მოხვედი, მამას მიესალმე, საჩუქარი გადმომეცი და მომილოცე, თუმცა სახეშიც კი არ შემოგიხედავს ჩემთვის ისე იყავი იმ ქალთან არშიყით გართული, რატომღაც გამაბრაზა შენმა ასეთმა უყურადღებობამ, გამწარებული გავვარდი ეზოში, ცოტა ხანში თქვენც გამოხვედით, უზარმაზარი ხის უკან ვიდექი და ვერ მხედავდით მე კი ყველაფერს ვამჩნევდი, დავინახე როგორ მოგეხვია და გაკოცა, საერთოდ არ გამჭირვებია რომ თავი მის ადგილზე წარმომედგინა, წარმოვიდგინე როგორ მკოცნიდი, მეხვეოდი... - გეყოფა გთხოვ, -შევეცადე გამეჩერებინა თუმცა ამის უფლება არ მომცა. - ყველაფერი უნდა მოგიყვე თორემ უკვე გულში აღარ მეტევა, უნდა მოგიყვე როგორ ვოცნებობდი შენზე მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორ ვიკლავდი გულში გრძნობებს რომლებიც შიგნიდან მჭამდნენ და მანადგურებდნენ... - ანუკი გთხოვ. - მიყვარხარ, -თქვა ერთადერთი სიტყვა და მოიბუზა, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და გამეღიმა. - უნდა გეთქვა. - ყველაფერი რომ თავიდანვე მეთქვა, რომ მეთქვა ვინც ვიყავი, ისე შემომხედავდი როგორც ახლა მიყურებ? ახლოსაც არ გამიკარებდი, მე კი შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია გესმის? არ მაინტერესებს რომ მამაჩემის მეგობარი ხარ, მჭირდები და ვიცი რომ შენც გჭირდები, ჩემგან წასვლა არ გაბედო, მოვკვდები რომ მიმატოვო, -ჩემი ტუჩები მოძებნა და გაავებული დამაცხრა, თითქოს ამ კოცნაში ცდილობდა ყველა ის გრძნობა ჩაექსოვა რომელსაც გულში ვეღარ იტევდა. შუაღამემდე ვსაუბრობდით და მერე ჩემს მუხლებზე ჩაძინებული, ხელში ატატებული ავიყვანე საძინებელში, მშვიდად ეძინა მე კი მთელი ღამე მის მშვიდ ძილს ვდარაჯობდი. - - დილით რა მოხდა? -მოუთმენლად მკითხა როცა თხრობა შევწყვიტე რომ ცოტა ხნით სული მომეთქვა, თვალებგაფართოებული მისმენდა და ნერვიულად იწვალებდა ქვედა ტუჩს, ახლა სულ აღარ ჰგავდა ფსიქოლოგს რომელიც პაციენტს უსმენდა, ვხვდებოდი რომ თავით იყო გადაშვებული ჩვენს ისტორიაში და ერთი სული ჰქონდა დასასრულის შესახებ მომეთხრო, იქვე მდგარი წყლით სავსე ჭიქა ავიღე და მოვსვი... - დილით ლევანთან წავედი და ყველაფერი მოვუყევი. - მერე? -ჩემსკენ გადმოიხარა აღელვებული, -რა გითხრა? - შეგვიძლია ამ ადგილს გადავახტეთ, -გამეღიმა როცა მის თვალებში გაელვებული უკმაყოფილება დავინახე. - ის მაინც მითხარი გაპატია? - შენი აზრით? -ხელები გავშალე და შევეცადე უდარდელად გამეღიმა, -რათქმაუნდა ვერ შეძლო პატიება მაგრამ იმედი არ დამიკარგავს რომ ერთ დღესაც შეძლებს და მაპატიებს, შენ? შენ მის ადგილზე რომ ყოფილიყავი შეძლებდი პატიებას? - ალბათ... სიყვარულის გამო... - ჰოო ასეა, სიყვარულის გამო უამრავი სისულელე შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა, თუნდაც ამ სეანსებზე სიარული. - ეს სეანსები სისულელედ მიგაჩნია? - ეს სეანსები არა, სისულელედ ის მიმაჩნია რომ ჩემი ძვირფასი მეუღლის ახირებას დავთანხმდი რომ აქ მევლო, სამსახურის გამო ვიყავი გადაღლილი მან კი ჩათვალა რომ იმ ამბების გამო ისევ მაწუხებდა დანაშაულის გრძნობა და იმიტომ ვიყავი ცუდ ხასიათზე. - ანუ დანაშაულის გრძნობა არ გაწუხებს? - არა, ნამდვილად არ მაწუხებს, უბრალოდ არ შეიძლება რომ მაწუხებდეს, -გამეღიმა და წამოვდექი, -მადლობა რომ ასეთი კარგი მსმენელი იყავი, ეს ჩვენი ბოლო სეანსია ასე რომ... ოდნავ შეღებულ ფანჯარასთან მდგარი უყურებდა როგორ გავიდა შენობიდან მამაკაცი, იქვე შესასვლელთან ხის ჩრდილში მდგარ სკამზე მჯდარმა გოგონამ დაინახა თუ არა წამოხტა და მისკენ დაიძრა, თეთრი თხელი სარაფანი ეცვა და საყვარლად ეტყობოდა წამოზრდილი მუცელი, მის წინ ჩაიმუხლა დემეტრემ, წელზე მოხვია ხელები და მუცელზე ნაზად აკოცა, თმაში შეუცურა თითები ანამ... გაღიმებული შებრუნდა ფსიქოლოგი, ფანჯარა დაკეტა, სავარძელში ჩაჯდა, თმაზე ხელი გადაისვა, სათვალე გაისწორა და ღილაკს თითი დააჭირა... - მაიკო შემდეგ პაციენტს უთხარი რომ შემოვიდეს. - დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.