შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილით დაწყებული დიდი სიყვარული ნაწილი 5


16-06-2023, 15:28
ავტორი Mia_sia
ნანახია 4 309

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა ყველაფერი აირია.არვიცი ამის გამოსწორებას როგორ შევძლებ რაც დღეს გავიგე...
ეს ყველაფერი მაღიზიანებს ჩემი ცხოვრება კატასტროფააა.ჩემს პრობლემებს იმდენად ჩავუღრმავდი რომ ტასო სულ დამავიწყდა არმინდა ჩემი პრობლემების გამო ტასო დაზარალდეს...ჯანდაბა რადღეში ვარ.როდესაც სახლში მივედი ანდრია თავის ოთახში იწვა და ეძინა.
ვიცი ჩემმა ძმამ ცუდი რაღაც გააკეთა მაგრამ ის ხომ ჩემიძმაა.გვერძე მივუწექი და ჩავეხუტე.
-მოხვედი?
-გღვიძავს?
-სად იყავი.
-არსად უბრალოდ გავისეირნე.
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-ძმაო შენ შეცდომა დაუშვი და ამას არ გიწონებ მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორება შეგიძლია თუ...
-არა ამინდა რომ ეს შეცდომა გამოვასწორო არ ვნანობ რაც გავაკეთე.
-ანუ ანა არ გყვარებია?
ცოტახანი ჩუმათ იჯდა მერე კი მიპასუხა.
-არა.
-ტყუილია.ნურც საკუთარ თავს ტანჯავ და ნურც ანას მას ისევ უყვარხარ შეგიძლია ამის გამოსწორება მიდი ანასთან და პატიება სთხოვე.
-მეღადავები?მეუბნები რომ იმ კაცის შვილთან მივიდე ვინც ოჯახი დაგვინგრია?არა არასოდეს.მე არვნანობ რაც გავაკეთე და არც ვინანებ.
-ინანებ დამიჯერე ინანებ.
-მია გადი გთხოვ.
-ძმაო...
-გადი!
-დაფიქრდი ანა ცოცხალი რატომააა დაფიქრდი იმაზე რაც შენ გაუკეთე მაგ ყველაფრის შემდეგ თავი რატომ არ მოიკლა ისე როგოც დედამ იმაზეც იფიქრე დემნა ან ირაკლი შენს მოკვლას რატომ არ ცდილობენ.
ამაზე დაფიქრდი!იძიე ყველაზე იძიე შური მაგრამ ანას არაფერი დაუშაო თორემ მოგკლავ,ის არ არის დამნაშავე მას არაფერი დაუშავებია.
ლოგინიდან ავდექი და გაბრაზებულმა გასვლისას ოთახის კარი მივაჯახუნე.სახლში გაჩერება აღარ შემეძლო ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა ამდენი პასუხ გაუცემელი კითხვები რომლებზეც პასუხები არ მქონდა და ვერც მეპოვნა.ცალკე დემნაზე შურისძიებას ვგეგმავდი ცალკე ლიზიზე და ანაზე ვფიქრობდი ჩემი ტვინი გახეთქვას იყო.სააბაზანოში შევედი შხაპი მივიღე და გარეთ გავედი.ეხლა ყველაზე მეტად ტასოსთან მინდოდა ყოფნა ტელეფონზე ველაპარაკე,საღამოთი კლუბში წავედით და ცხოვრებაში პირველად დავლიე არა მეორედ ხო მეორედ მაგრამ ამჯერად ძალიან ბევრი ძალიან დავთვერით არ ვიცი კლუბიდან როგორ წავედი სახლში.
დილით როცა გავიღვიძე ჩემს ოთახში ნამდვილად არ ვიყავი,როდესაც თვალები გავახილე ჯერ ბუნდოვნად მაგრამ შემდეგ ნათლად დავინახე შავი ფერის ოთახი ყველაფერი შავი იყო თავიდან ვერ მივხვდი ვისი ოთახი იყო მაგრამ როცა გამოვფხიზლდი გავაანალიზე რომ დემნას სახლში და ოთახში ვიყავი.გიჟივით ავდექი და სარკეში ჩავიხედე ჩემზე ორი ზომით დიდი შავი მაისური მეცვა.
ჩემს ტანსაცმელებს ძებნა დავუწყე მაგრამ ვერ ვიპოვე და ყვირილი დავიწყე ჩემს ყვირილზე ოთახში დემნა შემოვარდა.
-რამხდა.?
-ჩემი ტანსაცმელი სად ჯანდაბაშია ან აქ რას ვაკეთებ.
-შენი ტანსაცმელი სასმლიანი იყო ამიტომ გავრეცხე.
-და აქ რაჯანდაბას ვაკეთებ?!
-გუშინ კლუბში ძალიან მთვრალი იყავი ფეხზე ძლივს იდექი და წამოგიყვანე რაიყო!
-ამ სახლში რატომ მომიყვანე!ჩვენშორის ხომ არაფერი მომხდარა.
-მოხდა.
-რა?რამოხდა.
-ვერხვდები?თუ მიგახვედრო.
-ვერგიტან მეზიზღები გაეთრიე აქედან!ასე მშვიდად როგორ ხარ!მაგიჟებ!
სიცილი დაიწყო.
-დაწყნარდი არაფერი არ მომხდარა გათიშული მთვრალი იყავი.ალბათ თავი გისკდება წამო წამალს მოგცემ.
-შენი წამალი არ მჭირდება!ჩემი ტანსაცმელი მინდა.
-მიდი და აიღე.
-მომიტანე!
-შენთვითონ აიღე გარეთ კიდია.
-აივანზე?
-ჰორაიყო
-ასე ხო არ გავალ მომიტანე.
-გადი მე რა?
-უნამუსო ხარ.
-ვიცი.
თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
დემნას მაისურით მისაღებში გავედი აივანზე გასვლის მრცხვენოდა ამიტომ მდივანზე დავჯექი.
-გადი აიღე შენი ტანსაცმელი მანდვეა.
-მრცხვენია,ვინმემ რომ დამინახოს.
-სხვისი გრცხვენია და ჩემი არა?
-შენი რატომ უნდა შემრცხვეს შენ ხომ მიჩვეული ხარ უკვე ასეთ რაღაცეებს ბევრი გოგო მოგყავს სახლში.
-ეს ეხლა რაშუაშია?
-შუაში არა თავშია.
-კარგი და შენ ეგ განაღვლებს?
-არა რა სისულელეა.
-მაშინ საიდან მოიტანე ეხლა ეს.ქალების არმესმის.
-მართალია ქალების არგესმით თქვენ კაცები უნამუსოები ხართ ქალებს იყენებთ.მათზე ძალადობთ სასიკვდილოდ იყენებთ.
-მე არასოდეს მიძალადია არავიზე.არასდროს ვაძალებ მათ ჩემთან დაწოლას.
-ხო მაგრამ შენი გენები სხვა რამეს ამბობს.
დემნას ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა.
-რამოხდა?მამაშენი გაგახსენდა?
-მახარაძე კიდევ გიმეორებ რომ ის კაცი მამაჩემი არარის!
-შეიძლება შენ არ აღიარებ მაგრამ ის შენი მამაა.
-მამაჩემი არ არის მეთქიიიი!
-ვიცი რომ მან დედაჩემს ცუდი რაღაც გაუკეთა მაგრამ შენ რა გაწუხებს?ასე რატომ იქცევი!?
-დედაშენის გამო ვწუხვარ...
-წუხარ,მეღადავები?ასე მშვიდად ამას როგორ მეუბნები გივიმ დედაჩემი...
-ვიცი რაც გააკეთა ამას უკვე ათასჯერ მიმეორებ.
-გაგიმეორებ მილიონჯერ გაგიმეორებ!მე გითხარი რომ შენზე შურს ვიძიებდი და ასეც მოვიქცევი მძულხარ მართლა ძალიან მძულხარ მეგონა საერთო არაფერი მქონდა შენთან მაგრამ შევცდი.
-ხოდა იძიე შური ჩემზე მაგრამ ანას და ირაკლის შეეშვი.
-ანას გარდა ყველა დადიანზე ვიძიებ შურს,ანაც ხომ თქვენი ბინძური საქმის მსხვერპლია.
ანდრიამ მითხრა სიმართლე მითხრა.ვიცი რაც გაუკეთა ანას ისიც ვიცი რომ ლიზი ჩემი ძმიშვილია.
-არმიკვირს.
-ერთი რამ ვერ გავიგე რატომ?ანდრიაზე შური რატომ არ იძიე მან ხომ შენს ერთადერთ დას გული ატკინა.
-მე უგულო ვარ მახარაძე.
-რა?
აივანზე გავიდა და ჩემი ტანსაცმელი მომიტანა.
-მიდი გამოიცვალე და წადი საქმეები მაქ.
-მართალიხარ უგულო ნაგავი ხარ.
შენ სიყვარული არიცი რაარის!
-ხო არვიცი!სიყვარულის არმჯერა!
მიდი მალე გამოიცვალე და წადი!
-ის შენი დაა უნდა დაიცვა.
-კი გეუბნებოდი რომ გიცავ მეთქი მაგრამ მე არავის დაცვა არ შემიძლია.
-შენი დაცვა მე არ მჭირდება,მაგრამ შენსდას...
-ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი,თუ ჩემზე გინდა შურისძიება იძიე.
ტანსაცმელიხელიდან გამოვგლიჯე და ოთახში გამოსაცვლელად შევედი.
-უგულო იდიოტი,თუ შენზე შურისძიება მინდა ვიძიებ კიდეც.
ტანსაცმელი ჩავიცვი დემნას მაისური ლოგინზე გადავისროლე და ოთახის გაჩხრეკვა დავიწყე.თითქმის ვერაფერი ვერ ვიპოვე,როდესაც კარადის უჯრა გამოვაღე ძალიან ბევრი სურათები იყო იმ გოგოსი ადრე დემნას სახლში ჩარჩოში ჩასმული სურათი რომ ვნახე,ერთ ერთის სურათი ავიღე შარვლის ჯიბეში ჩავიდე და ოთახიდან გავედი,დემნა აივანზე სიგარეტს ეწეოდა არ მინდოდა რომ დავენახე ამიტომ სახლიდან ჩუმად გავიპარე და სახლში წავედი,როდესაც სახლში მივედი ანდრია არ დამხვდა. შხაპი მივიღე გამოვიცვალე.ისევ იმ სურათზე ვიყავი მიჩერებული და გოგონას ვაკვირდებოდი,ლამაზი ქერა გოგონა იყო რომელსაც ზღვასავით ცისფერი თვალები ჰქონდა ცოტა მომწვანოშიც გადასდიოდა მოვარდისფრო ლოყები და ლამაზი პატარ ცხვირი.არვიცი დემნასი ვინ არის მაგრამ გავიგებ,ეტყობა რომ დემნას ეს გოგო ძალიან უყვარდა.
ამ გოგოს ვიპოვი და შენზე შურს ვიძიებ "დემნა დადიანი".სურათს კარგად ვაკვირდებოდი მის ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალსაც კი ვაქცევდი ყურადღებას და აი ისიც...ეს სურათი საავადმყოფოსთან იყო გადაღებული სახელწოდებით hospital city,ქალაქის საავადმყოფო.
ტელეფონი ავიღე და ეს ადგილი დავგუგლე,მისამართიც მალევე გავიგე და მითითებულ მისამართზე წავედი.დიდი მდიდრული საავადმყოფო,შევედი პირველი სართული მოვიარე ყველას ვკითხე მაგრამ არავინ არაფერი არ იცოდა.
მეორე სართულზეც იგივე სიტუაცია იყო.შენობა ისეთი მაღალი იყო რომ ლიფტით გადავწყვიტე 14 სართულზე ასვლა იმის მიუხედავად რომ კლაუსტროფობია მაქვს შურისძიებით ისე ვიყავი დაბრმავებული რომ ლიფტში შევედი.ჩემს გვერდით ერთი ექიმი იდგა რომელმაც ჩემი ნერვიულობა შეამჩნია.
-უკაცრავად კარგად ხართ?
-არვიცი,ლიფტის მეშინია.
-კლაუსტროფობია?
-კიი.
-კარგი,ღრმად ისუნთქეთ მალე ავალთ მეთოთხმეტე სართულზე.
-ქალბატონო,ლიფტი ხომ არ გაჩერდება?
-არა შვილო არ გაჩერდება არ ინერვიულო,ღრმად ისუნთქე.
-ვერვსუნთქავ.
როდესაც ლიფტი მეთოთხმეტე სართულზე ავიდა გიჟივით გავვარდი გარეთ და ამოვისუნთქე.
-სულ ოფლიანი ხარ წამოდი ცოტა დაისვენე.
-არა მადლობა აქ ვიღაცის მოსაძებნად ვარ მინდა რომ მალე ვიპოვო.
-შენი ნათესავია?
-ჩემი მეგობაარია.
-წამოდი შეიძლება მე ვიცოდე თან დაისვენებ.
თავი დავუქნიე და ქალს თავის კაბინეტში გავყევი.
-მოდი დაჯექი,მე ქირურგი მანანა დოლიძე ვარ.
-სასიამოვნოა,მე მილანა ტურაშვილი.
-ჩემთვისაც,აბა მომიყევი შენი მეგობრის შესახებ.
-დიდი ხანია ის არ მინაცავს არვიცი რა დაემართა მხოლოდ ის ვიცი რომ ამ საავდამყოფოში იყო ხომ არ იცით აქ რატომ მოვიდა,ჩემთვის არაფერი უთქვია ალბად იმიტომ რომ არ მენერვიულა გთხოვთ თუ რამე იცით მითხარით,სურათიც მაქვს გაჩვენებთ.
ქალს სურათი გავუწოდე.
-აბა იცნობთ?
დიდი ხანი აკვირდებოდა და ბოლოს მითხრა..
-კი ვიცი ეს გოგო,ვენები ჰგონდა გადაჭრილი თუ არ ვცდები.
-შეგიძლიათ მომიყვეთ.
-კი რათქმაუნდა,მოკლედ დაახლოებით 8 თვის წინ ეს გოგონა ერთმა ბიჭმა მოიყვანა ვენები ქონდა გადაჭრილი არვიცი რამოხდა მაგრამ ამ გოგონას გადარჩენა ვერ შევძელი მე გავუკეთე მას ოპერაცია მაგრამ ვერ გადავარჩინე.
-მოკვდა?
-კი ვწუხვარ.
ყალბი ცრემლები გადმოვყარე.
-ის ბიჭი ხომ არი იცით ვინ იყო ანუ ვინც აქ მოიყვანა.
-არა არვიცი მაგრამ ძალიან ნერვიულობდა ამ გოგოზე როდესაც გაიგო გოგონას სიკვდილის შესახებ გატყდა.
-ვინ იყო ის ბიჭი მისი.
-არვიცი ალბად შეყვარებული.
-კარგით მადლობა.
სურათი ავიღე კიბეებით დაბლა ჩავედი მანქანაში ჩავჯექი და ყველაზე მაღალ შენობაზე ავედი.
როცა გაბრაზებული ვარ ცუდადვარ სულ ასე ვიქცევი მაღალი შენობის სახურავზე ავდივარ და მთელ თბილისს გავყურებ.ეს მამშვიდებს არვიცი რატომ...
ისევ ავედი ამჯერად რა მიზეზით არ ვიცოდი ძალიან დავიბენი,ეს გოგო დემნასთვის ასეთი მნიშვნელოვანი რატომაა?ვინარის.შემიძლია რომ ამ გოგოთი დემნაზე შური ვიძიო მაგრამ რა მაჩერებს.....მე ის მძულს მეზიზღება,ხვალე ანას შევხვდებიდა ამ გოგოზე სიმართლეს გავიგებ შემდეგ კი დემნაზე შურს ვიძიებ.ტელეფონი ავიღე და ანას შეტყობინება გავუგზავნე.
-გამარჯობა,როგორ ხარ?მოკლედ მინდა რომ რაღაცაზე დაგელაპარაკო და თუ გეცლება ხვალ ნაშუადღევს hospital city სთან ახლო მდებარე კაფეში შევხვდეთ.
ჩემი ძმიშვილიც წამოიყვანე ნახვა მინდა.
-გამარჯობა მია,კარგად ვარ შენ როგორ ხარ?შევხვდეთ მაგრამ იმედია ანდრია არ იქნება.
-არა არ იქნება არ ინერვიულო.
-კარგი მაშინ ლიზასაც წამოვიყვან.
-კარგი.
ტელეფონი გვერძე მივაგდე და ქალაქის ყურება გავაგრძელე.როდესაც დაბინდდა სახლში წავედი,ანდრიას რო ვხედავ ლიზი მახსენდება მამამის ძალიან გავს ჯერ 9 თვისაა ანდრიას ასლია და რომ გაიზრდება რაღა იქნება.
-მია არგინდა ხვალ სადმე წავიდეთ?
რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ.
-არა ძმაო ხვალ საქმეები მაქ.
-რა საქმეები??
-ისეთი არაფერი მოვაგვარებ და მერე..
-კარგი როგორც გინდა.
ამოიოხრა და მდივანზე დაჯდა მე ჩემს ოთახში შევედი დავწექი და ხვალინდელი დღისთვის მოვემზადე ხვალინდელ დღეში სიმართლი გაგებას ვგულისხმობ.


ვფიქრობ ეს თავი წინა თავებთან შედარებით ცოტა დიდი გამოვიდა წინა თავზე დამავიწყდა 4 ნაწილის დაწერა და იმედია მიხვდით.შემდეგი ნაწილი ზუსტად არ ვიცი როდის დაიდება მაგრამ ვეცდები რომ მალე დავდო



№1  offline წევრი Soraya

ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი მალე ხდება, ემოცია აკლია ისტორიას, თითქოს ყველაფერს ერთიანად გვახლი მკითხველს, რაც ცუდად ჩანს…თავის პირველ ნაწილში ერთი მძიმეც არ არის დასმული, რაც ცუდი წასაკითხია
წარმატებები!

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

მდივანი არა რაა , კოშმარია ესეთი შეცდომების ნახვა, ასე მგონია სკოლის მოსწავლე წერს

 


№3 სტუმარი Marie Bibilashvili

იმედი მაქვს შემდეგს მალე ვიხილავ! წარმატებები♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დიდება შემდეგი

 


№5 სტუმარი სტუმარი სალომე

Soraya
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი მალე ხდება, ემოცია აკლია ისტორიას, თითქოს ყველაფერს ერთიანად გვახლი მკითხველს, რაც ცუდად ჩანს…თავის პირველ ნაწილში ერთი მძიმეც არ არის დასმული, რაც ცუდი წასაკითხია
წარმატებები!

შემდეგი როდისდაიდებაა?

შემდეგი როდის დაიდება ძანმაინტერესებს
innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent