შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდი და ბურთი (სრულად)


21-06-2023, 01:03
ავტორი სესო
ნანახია 14 897

“დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით, მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები.”-შექსპირი

“თვით სული ჩემი, ვით ვთქვა ენითა,

დაიღვარა და შენ შეგენივთა,

ჩემს სულს შენ მიეც შენებრი ფშვენა,

ალერსით ასე მიტომ ვარ მკვდარი.”-რუმი

საწოლზე მწოლიარეს თავზე ვკოცნი, ვიცი რომ ფრენისგან დაღლილია და შუა დღემდე არ გაიღვიძებს, ამიტომ დროს ვიგებ, სახლს ვტოვებ და საკუთარ თავს ვპირდები რომ უკან აღარ მოვბრუნდები. სამსახურში ყველაფერი რამდენიმე კვირის წინ მოვაგვარე, ფრანგულ ფილიალში გადაყვანა მოვითხოვე და თანხმობაც მალევე მივიღე. სახლში მივდივარ, საღამოს აეროპორტში უნდა წავიდე, ფრენა ღამის თორმეტის ნახევარზეა. დავრჩებოდი ამის ატანა რომ შემეძლოს, მაგრამ უკვე დავიღალე.

მე რომ დათა გავიცანი, ის თავის კარიერას იწყობდა. ყველას უყვარდა ახალგაზრდა მორაგბე დავითი, რომელსაც წინ დიდ მომავალს უქადდნენ. მეც ერთ-ერთი თამაშის შემდეგ მივხვდი თუ რა ძალიან მომწონდა ეს ბიჭი, იმ დროს 20ის იყო, საოცარი მონაცემების მქონე, სწრაფი მორაგბე, ყველა გოგოს გული ხელში ეჭირა, არც მე ვიყავი გამონაკლისი. მე რით გამოვირჩეოდი სხვებისგან? მისგან ყველა ისეთ ურთიერთობებს ითხოვდა, რომელშიც ვალდებულებები მთავარ პოზიციას იკავებდა, მე კი ურთიერთობა მივეცი ვალდებულებების გარეშე, სრული თავისუფლებით.

იმ დროს საფრანგეთში თამაშობდა, მე კი გერმანიაში გაცვლითი პროგრამით წასვლის შემდეგ, მუშაობა დავიწყე, გაცვლითი პროგრამის ვადა 5 თვე იყო, მუშაობით დანაზოგიც მქონდა, ამიტომ საფრანგეთის მონახულება ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად გადავწყვიტე. არ წავსულვარ პარიზში, სხვა დიდ და ლამაზ ქალაქს ვესტუმრე, უგემრიელესი საკვები, საოცარი ხედები, უძველესი შენობები და რაგბის სტადიონი. ზუსტად ის სარაგბო კლუბი, სადაც იმ დროს დათა თამაშობდა. ერთი პროცენტიც არ მქონდა იმის იმედი რომ ვნახავდი, სტადიონის კაფეში ვსაუზმობდით მე და თეკლა, თან ქართულად ვლაპარაკობდით უცბათ რომ მაგიდასთან ახლოს ჩაგვიარა ორმა სხეულმა. მე ვიცანი, თეკლამ ვერა. მე რაგბი მიყვარდა, თეკლას არა.

-ქართველები ხართ?-გვკითხა გიორგიმ, რომელსაც მე ეკრანიდან ძალიან კარგად ვიცნობდი.

-კი.-თეკლამ დამასწრო პასუხის გაცემა.

-ვაა, კაი ხანია ამ ქალაქში ქართველი არავინ მინახავს.-ჩაეცინა გიორგის.-გვიცნობთ, თუ არა?

-მე გიცნობთ.-გავუღიმე ორივეს.-მიხარია თქვენი ნახვა, მართლა არ გელოდით.-დრო იყო ენა ამომედგა.-თეკლა, ჩვენი ნაკრების მორაგბეები დავითი და გიორგი.-გაურკვევლობაში მყოფი აზრზე მოვიყვანე.

-ოუ, სასიამოვნოა.-თეკლამაც სხვაგვარად უპასუხა.

-დიდი ხნით ხართ ამ ქალაქში?

-3 დღე დაგვრჩა.-გავუღიმე.

-კარგი იქნებოდა საღამოს ერთად გვევახშმა.-დავითის სიტყვებზე ჟრუანტელმა დამიარა, როგორი საოცარი ბიჭი იყო.

-მე არ მაქვს პრობლემა.-თეკლამ ხელები აწია დანებების ნიშნად.

-არც მე.-საბოლოოდ შევთანხმდით, საღამოს იტალიურ რესტორანში მივდიოდით, მე თავი სიზმარში მეგონა, როცა გავაცნობიერე რომ ეს სიზმარი სულაც არ იყო, უკვე შხაპს ვიღებდი.

-ამ ბიჭს 1 წელია გიჟივით ვქრაშავ.-ემოციებისგან ვეღარ მოვითმინე და სააბაზანოში ვიყვირე.

-ვის?-ფარდის იქედან გაკვირვებული ხმა გავიგე.-დავიჯერო ეს ის დავითია?-უცბათ მოვიდა აზრზე.-ო ჩემო ღმერთო.-კივილი დაიწყო, მას უფრო უხაროდა თუ მე ვერ ვიგებდი.

-კაი გეყოფა.-გამეცინა, სააბაზანოდან გადმოვდგი ფეხი, თმაზე პირსახოცი მოვიკარი და მისაღებში გავედი. უკვე შვიდი იყო, რვაზე ვხვდებოდით. კიდევ კარგი ახლოს ვცხოვრობდით და დიდად პრობლემა არ იქნებოდა ტრანსპორტზე. წითელი, კოპლიანი კაბა მეცვა, ღრმა დეკოლტით, ბრეტელზე და თეთრი კეტები, ალუბლის სუნი ჰქონდა ჩემს სუნამოს და მივიჩქაროდი იქით, საითაც ის მიუწვდომელი ბედნიერება მელოდა.

-ქართველებს მაინც სხვა სილამაზე გაქვთ.-გიორგი ძალიან კომუნიკაბელური იყო, დავითი ღიმილით დაეთანხმა, ან არ დაეთანხმა, ვერ გავიგე მისი ღიმილის მნიშვნელობა.

-მადლობა, დიდი პატივია.-გამეღიმა, იტალიური რესტორანი მყუდრო და ლამაზი იყო. წითელი ყვავილები იყო ირგვლივ და სასიამოვნო კლასიკური მუსიკა.

-მე და გიორგი ხშირად მოვდივართ აქ.-დათამ ამოიღო ხმა და წითელი ღვინო მოსვა.

-ძალიან კარგი აურაა.-თეკლაც აჰყვა, მე ირგვლივ მიმოვიხედე, სასიამოვნო მსუბუქად ნათქვამი იყო ამ რესტორნისთვის.

-მიხარია თუ მოგეწონათ.-გიორგიმ გაგვიღიმა.

...............................................................................................................

3 დღის განმავლობაში ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა გიორგის და დათას სახელით. მე ბედნიერი ვიყავი, თეკლა ერთობოდა ამ სიტუაციით. 3 დღის შემდეგ აეროპორტშიც მათ წაგვიყვანეს და ყველანაირი საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის შემდეგ გავიარეთ უკან დაბრუნებისთვის რეგისტრაცია. დათას მკლავებში ჩაკარგვა ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა, მართლა მჭირდებოდა. თითქოს ამდენ ხანს რაღაცისთვის ვიბრძოდი და მიზანს საბოლოოდ მივაღწიე.

-დასრულდა?-მკითხა თეკლამ, როგორც კი თბილისის აეროპორტში დავდგით ფეხი.

-მგონი ახლა დაიწყო.-ტელეფონის ჩართვისთანავე მომივიდა დათას მესიჯი.

......................................................................

-ჩამოსვლას როდის აპირებთ?-ვეკითხები ლეპტოპის ეკრანიდან მომზირალს.

-გაზაფხულისთვის დაიწყება თამაშები, ალბათ მერე.-წყალს სვამს და ეკრანის წინ კომფორტულად თავსდება.

-კარგია.-გამეღიმა.

-ის ტიპი ისევ დაგდევს?-სიცილით მეკითხება, ეს სიცილი უფრო იმის მანიშნებელია რომ ის საცოდავი როგორ ბედავს საერთოდ რომ გამარჯობას მაინც მეუბნება. ხო სწორედ ასეთი თავდაჯერებულია დავით თოიძე.

-მიყუჩებულია ჯერ, ალბათ წითელი ვარდების გიგანტურ თაიგულს ან რამე მსგავსს ამზადებს.-მეცინება.-ისე არაა ცუდი ბიჭი.

-ხო, არა?-მოჭუტული თვალებით მიყურებს ეკრანიდან, მინდა ის ლოყები დავუჩქმიტო, რომელზეც ნაჩვრეტები უჩნდება სიცილისას.

-ხო, შენ ეგრე არ ფიქრობ? სიმპატიურია, არც განათლება დაეწუნება, არც გვარიშვილობა.-მეღიმება.

-ბებიაჩემივით ლაპარაკობ.-ამოიოხრა და წყალი ისევ მოსვა.

-ხო, არა?-მეცინება, დათა სასაცილოა, როცა მსგავს სიტყვებს ვუბრუნებ და ხვდება სიტყვა-პასუხში მწარედ წააგო.

-ო, შენ რა ხარ.-ეცინება, ეკრანიდან ვხედავ როგორ უწითლდება ლოყები.-მანდ ვიყო, გაჩვენებდი სიცილს.

-მე არსად მივდივარ, ჩამოდი და მაჩვენე.-მეცინება ისევ.

......................................................................

-აეროპორტში არ დამხვდები?-მიყურებს, თან ბარგს ალაგებს, გამოფრენისთვის ემზადება, მე ვახსენებ წინასწარ ჩამოწერილი სიიდან, რა არ უნდა დარჩეს.

-ბევრი ხალხი არ იქნება?-სიიდან თავს ვწევ და ცხვირზე ჩამოწეულ სათვალეს ვისწორებ.

-დედა, მამა და ჩემი და. გიორგის ოჯახი და შეიძლება კიდევ ცოტა ხალხი.-ეცინება, თან ითვლის. თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავს, მალე ნახავს მონატრებულ ხალხს, მე არ ვიცი ამ სიას მივეკუთვნები თუ არა.

-და ფიქრობ რომ ჩემთვის დრო დაგრჩება?-ვუღიმი.-მგონი აჯობებს მეორე დღეს გნახო.

-ეგოისტო. შენ რა მითხარი, სად ვცხოვრობო?

-მისამართი მილიონჯერ მოგწერე.-მეცინება.-ხო, მართლა წეღან მივიღე შენი სუნამო, მადლობა, გემრიელი სუნი აქვს.-სახეზე სითბო მეკვრება. დათას უყვარს ადამიანების გახარება, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.

-გემრიელი სუნი როგორია, ელ?-იცინის.

-აი ისეთი, ამ სუნამოს რომ აქვს. მე ტკბილი სუნები არ მიყვარს, მაგრამ ამ სუნამოს სხვანაირი თბილი და ტკბილი სუნი აქვს.

-ეგ იმიტომ, რომ მე გაჩუქე.

-ხო ალბათ. არმანს აღარაფერი უკეთებია.-მეცინება.

-სერიოზულად, ბევრნაირი იყო, მაგ სუნამოზე კიდევ შენ გამახსენდი.

-დათა, საფრანგეთში ხარ, რა თქმა უნდა ბევრნაირი იქნებოდა.-გამეცინა.-მადლობა, რომ ჩამოხვალ საჩუქარს მეც დაგახვედრებ.

-დავინტრიგდი, იცი?

-ვიცი.-მეცინება.

-კარგია, რომ გაგიცანი.-ეკრანის წინ ზის და საყვარლად მიყურებს.

-არ შემიძლია არ დაგეთანხმო.-მეც ვუღიმი.-სპორტული ყურსასმენები ჩადე?-უცბათ მახსენდება.

-მაგას თავზე ვიკეთებ.-ეცინება.

-და დედაშენის საჩუქარი?

-კარგია, რომ გაგიცანი.-ეცინება და საჩუქრის ძებნას იწყებს.

......................................................................

გიორგის ინსტაგრამზე სთორი დევს, უკვე თბილისის აეროპორტიდან, ვხედავ როგორ ეხუტება დათა მამამისს და კადრში გიორგი თავის დას უსვამს თავზე ხელს. უკვე აქ არიან, ახლა შემიძლია მშვიდად განვაგრძო სწავლა. ტელეფონზე დათას ვწერ, დაბრუნებას ვულოცავ და ისევ წიგნებს ვუბრუნდები. ტელეფონი რეკავს.

-გისმენთ.-ნომერი უცხოა.

-შენს სადარბაზოში ხალხი არ დადის?-ოხრავს პიროვნება ყურმილის მეორე მხრიდან.

-დათა?-გაკვირვებული ვიყურები სივრცეში.

-სერიოზულად ელ, თუ ვინმეს რომანტიულად უნდა ადამიანს თავზე დაადგეს, ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ეს დედა ნატირები ჩიპიანი კარი დააყენეს.-ეცინება ტელეფონში.-ცოტა ცივა, ამომიშვებ?

-სად ხარ დავით?-ჯერ ისევ გაოცებული ვარ. საათნახევრის წინ ჩამოფრინდა, ახლა რანაირად დგას ჩემს სახლთან?!

-შენს სადარბაზოსთან, მგონი.

-ჭკუიდან შეიშალე?!-დივნიდან ვხტები, კარს ვაღებ და გასაღების თანხლებით ჩავრბივარ კიბეზე. ჩუსტები მაცვია, საღამურები და თმა არანორმალურად მაქვს თავზე დამაგრებული კალმით. სადარბაზოდან გავრბივარ და იქვე ატუზულს ვხედავ, ცხვირი წითელი აქვს, სცივა. მისკენ გავრბივარ და ვეხუტები.-იდიოტო, პირდაპირ აქ როგორ წამოხვედი?

-ხომ ხედავ, დაგიმტკიცე, რომ მართლა მომენატრე.-თავზე მისვამს ხელს და უფრო მჭიდროდ მეხუტება.

-მჯერა.-მეცინება.

-აქ რითი მოხვედი?

-მამაჩემმა მომიყვანა და წავიდა. საჩუქარიც ჩამოგიტანე.

-შენი საჩუქრებით გამევსო სახლი.-ვშორდები და ლიფტისკენ ვუძღვები.

-ჩემს საჩუქარზე არ დამვიწყებია.-ეცინება, ლიფტი საშუალო ზომისაა, უბრალოდ დავითია დიდი, ზედ ვეწეპები და ქვემოდან ავყურებ.

-ასეთი მაღალი არ მახსოვდი.-მეცინება.

-დიდი დრო გავიდა.-თავზე მკოცნის, ლიფტი მეშვიდეზე ჩერდება და სახლში შევდივარ.-სწავლობდი? უი, ხელი შეგიშალე.

-ნუ სულელობ.-მეცინება და არ მჯერა რომ წინ მიდგას. ეს რაღაც საოცარი სიზმარია? მაშინ არ მინდა გამოღვიძება.

-რა საყვარელი ხარ, ელ.-ეცინება, ქურთუკს იხდის და დივანზე ჯდება. საჩუქარს მაწვდის, ვხსნი, მეცინება. ყუთში მუსიკალური ყუთი დევს, ზუსტად ისეთი მულტფილმ “ანასტასიაში” რომ არის და მეღიმება. ადრე ვუთხარი, რომ ეს მულტფილმი მიყვარდა.

-შეგჭამ, ისეთი კარგი ხარ.-თვალები მიცრემლიანდება და ოთახში გავდივარ. იქედან ნახატით გამოვდივარ და ვუყურებ.

-ჩემია?-მეკითხება და იღიმის.

-კი.-მეცინება. ტილოს მისკენ ვაბრუნებ, ის საკუთარ თავს უყურებს, ოღონდ ჩემი ხელით დახატულს.

-შენთვის ასეთი სიმპატიური და ნათელი ვარ?-ეღიმება, დგება და ჩემსკენ მოდის. ნახატს უყურებს, ხელში იღებს და გვერდით დებს. ხელებს მხვევს, მჭიდროდ მიხუტეს, მის გულზე მიდევს თავი და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მგონი.

-ხო, ჩემთვის ასეთი ხარ.-თავზე ისევ მკოცნის. ალბათ მასთან ჩახუტება ისაა, რაც ყოველთვის გამაძლიერებს.

-კარგია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ.

-კარგია, რომ მაშინ მოგზაურობა გადავწყვიტე.-გამეცინა, ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე და ამოვიოხრე. კარგია ასე დგომა, ენერგიით გავსებს საყვარელ ადამიანთან ჩახუტება, თუნდაც მან არაფერი იცოდეს ამის შესახებ.

......................................................................

-ელი.-ტელეფონზე ვპასუხობ, თბილად ნათქვამი ჩემი სახელი, მისი მხრიდან ისაა რასაც ვერასდროს გადავეჩვევი ალბათ.

-გისმენ.-უნივერსიტეტის დერეფანში მივდიოდი, მისი ხმა ყველა დაღლას წამიერად აქრობს.

-საღამოს გამოგივლი, ბარში გავიდეთ, მეგობრები უნდა ვნახო და გაგაცნობ თან.-დილის 11დან ლექცია-სემინარებზე მჯდარს საერთოდ არ მომწონდა ის იდეა რომ საღამოს ბარში უნდა გავსულიყავი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. სახლში წავედი, ცოტა დავისვენე და საღამოს მზადება დავიწყე. ცხრისკენ გამომიარა მანქანით, სადარბაზოსთან მდგარ მანქანასთან იდგა, გადავკოცნე და მანქანაში ჩავჯექი.

-გიორგი და თეკლაც იქნებიან, ხო?-გავხედე, პროფილიც კი საოცარი ჰქონდა.

-კი, თეკლამ ჩემით მოვალო, მაგრამ გიორგი წავიდა, მივაკითხავ სამსახურშიო.-წითელზე გაჩერდა და გამომხედა.-შავი ფერი გიხდება.

-მადლობა დათი.-გავუღიმე და ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები, ყურები და ყველაფერი.

-მიყვარს კომპლიმენტებზე რომ წითლდები.-იცინის და მანქანას ძრავს. ბარი მყუდროა, გასული საუკუნის მუსიკა ისმის, პატარა ფართია, ფერადი განათება, მეგობრული გარემო. მაგიდისკენ მივყავარ, რამდენიმე ბიჭს და გოგოს ვხედავ.

-დათუნაც მოსულა.-წამოდგა მისი გუნდელი და გადაეხვია. მოკითხვების შემდეგ ჩემი გაცნობის დრო დადგა. არ იყვნენ ცუდები, მაგრამ მე ინტროვერტი ადამიანი ვიყავი და დავითის ზურგს ისე ვეფარებოდი, თითქოს ჩემს გამოჭერას ან მოკვლას ცდილობდნენ. თეკლა და გიორგიც რომ დავიგულე თავი მშვიდად ვიგრძენი. ისე ვიყავი დათაზე მიწეპებული, როგორც ბავშვი, რომელსაც ეშინია მარკეტში მშობლის გარეშე დარჩენის.

-გოგო, თავი დამცავი ფარი მგონია, რა იყო.-ეცინება, ჩუმად მეუბნება და ხელზე ხელს მიჭერს.

-ნუ აზვიადებ.-მეცინება და სასმელს ვწრუპავ.-მთვრალს ხო არ დამტოვებ აქ?-ისევ ვუცინი.

-არ დაგტოვებ, დალიე.-ეცინება, მეც დალევას ვიწყებ. ვაკვირდები, ის უშუალოა ყველასთან და სითბოს იჩენს რამდენიმესთან. მომწონს მისი ხასიათი, მისი დამოკიდებულებები, პრინციპები და ურთიერთობები. მგონი მომეკიდა.

-რაზე ფიქრობ?-თეკლა მეკითხება და გაბრწყინებული თვალებით მიყურებს. ჩვენი კავშირი ხომ ერთმანეთის ემოციების წაკითხვასაც გულისხმობს.

-იმაზე რომ მოწონება რარაც სხვაში გადამდის, მე კიდევ არ მინდა გული მეტკინოს.-მეღიმება, მას ჩემი ესმის, ამას მის თვალებში და უცვეულო ღიმილში ვიჭერ.

-მიეცი შენს თავს რისკის უფლება და მე ვფიქრობ წაგებული არ დარები.-მიღიმის, მერე ისევ ტავის ნაცნობთან ამბავს საუბარს, რომელიც სასწაულებრივად აღმოაჩინა ამ მაგიდასთან.

-მეცეკვები, დათუნა?-მისკენ ვბრუნდები და მეღიმება.

-გეცეკვები, ოღონდ ისევ დათა დამიძახე.-მიღიმის, დგება, ხელს მიწოდებს და მეც მის ნაბიჯებს მივყვები. მე ყოველთვის ძლიერი ვიყავი, მის სხეულზე მიხუტებულმა გავაცნობიერე, ის ჩემზე ძლიერი იყო, ემოციურად სტაბილური და თავის თავში დარწმუნებული. ალბათ საყრდენი იყო, რომლისთვისაც უნდა მებრძოლა. მის ნელ ტემპს ავყევი, თვალებში შევხედე. ბარში სინათლე არ იყო, არც სიბნელე, ფერადი განათებები მოძრაობდა, მომწონდა აურა, ხალხის და ადგილისაც. ლანა დელ რეის სიმღერა ისმოდა ჩემს ყურებში და დარბაზში. დათამ დამატრიალა და ისევ ამიკრო სხეულზე. თვალებში ვუყურებდი, ვიღიმოდი. სასმელი უკვე მქონდა მოკიდებული, ის ფხიზელი იყო და მიყურებდა ღიმილით, თვალებით რომელიც ბრწყინავდა.

-ელ.-ყურში მიჩურჩულა, მე მომატებული მგრძნობელობის გამო სხეულზე პატარა ეკლები გამიჩნდა, დაძაბულობა იყო ჩვენს შორის და მაინც უდიდესი თავისუფლება.

-გისმენ.-ვუღიმი, ორივემ ვიცით სადამდე მივდივართ და მაინც, ზღვარს უპრობლემოდ ვუახლოვდებით. ზღვარი ახლოსაა, ნაბიჯის გადაკვეთას ვყოყმანობთ. საბოლოოდ ნაბიჯს ვდგამ, წითელი ზღვარი გადაკვეთილია, ჩემი ტუჩები მისაზე ჩნდება. კოცნა ხანმოკლეა, თუმცა ყველაფერს გადმოსცემს, მუსიკა მთავრდება, ნაბიჯი უკან, ზღვარი ისევ გადმოკვეთილია. ვშორდები, ისევ მაგიდასთან ვჯდები და ისევ სასმელს ვწრუპავ. ვიცი, სულ რომ გავითიშო, დათა სახლში მიმიყვანს, არ ვნერვიულობ, მით უმეტეს სულელური სიმთვრალე არ მაქვს. მეღიმება, გვერდით მიჯდება და ჩემს ხელს თავისასი იქცევს, ეს არის ნუგეში და იმედი იმის რომ ზღვარი ჩამოიშლება.

......................................................................

-საოცარი თამაში იყო, მართლა.-საქართველოს ნაკრებმა იტალია რომ დაამარცხა მეორე დღეს მე და თეკლამ ვნახეთ გიორგი და დათა...... დათას სახლში.

-მესამე ტაიმიც მაგარი იყო.-იცინოდა გიორგი და ბორჯომ მომარჯვებულ დათას დასცინოდა.

-აუ გიორგი, შემეშვი.-ამოიდუდღუნა და დივანზე მიწვა.

-ჩემი ყბიდან ვერ ამოხვალ, შე საცოდავო.-უფროსი დათას აქტიურად დაცინვას არ წყვეტდა.

-მე უნდა გავიქცე, ჩემი ბიძაშვილის ღლაპს მიტოვებენ.-თეკლა შემოვარდა სამზარეულოდან.

-მეც წამოვალ.

-არა რა, შენ ამასთან მარტო არ დამტოვო.-დათას მავედრებელი ტონი ალბათ ყოველთვის ის იყო, რასაც ვერ უარვყოფდი და უკუვაგდებდი.

-მეც მივდივარ, დაისვენე.-გიორგიც წამოდგა.-გაგიყვან, მანქანით ვარ.-თეკლას გახედა მანაც თავი დაუკრა.

-მეც წავალ თუ გიორგი ნერვების მომშლელად არ გეყოლება.-გამეცინა, წამოვდექი.

-არა, მარტო არ დამტოვო, მეშინია.-ცანცარებდა და პატარა ბავშვივით მეკიდებოდა ხელზე.

-კარგი, კარგი.-გამეცინა.-მაშინ მულტფილმს ვუყურებთ.

-არა, ფილმს ვუყურებთ.

-დათა!

-ელენე, ფილმი!

-გცემ, დავით.

-დაგავიწყდა ვინ ვარ?-გაეცინა დავითს, ვერ ვცემდი, მართალი იყო.

-წავედით, დაგიხოცავთ ერთმანეთი.-გიორგიმ შემოგვძახა და კარის გახურვის ხმაც გავიგეთ.

-არც ერთი არ გვინდა, მარტო დავტოვოთ ისინი. დაჯექი და დავიძინებ, ან შენც დაიძინე.-რადიკალურად შეიცვალა დათა უცებ.

-კარგი, ისედაც მეძინებოდა.-წამოდგა, საძინებელში გავედით, სახლის ფორმა ისედაც მეცვა, მათთან აღარაფრის მერიდებოდა, უშუალოები და კარგები იყვნენ. საწოლზე პლედი გადააფინა, გარეთ მარტის სუსხი იყო, სახლში ჩართული გათბობა ამ სუსხს ებრძოდა, პლედის ქვეშ დავწექი და დათას საყვარელი დინოზავრის სათამაშოც ჩავიხუტე, მისკენ გადავბრუნდი, ისიც ჩემკენ გადმობრუნდა, თვალებში მიყურებდა, მიყურებდა და ისევ მიყურებდა.

-მოდი ვცადოთ.

-რა ვცადოთ?-ვკითხე გაკვირვებულმა.

-ურთიერთობა, ვალდებულებების გარეშე. ვიყოთ ერთად და მაინც შეყვარებულები არ გვერქვას. ან გვერქვას, ოღონდ მხოლოდ ჩვენთვის.

-აბა სხვა რა გვერქვას, საყვარლები?-გამეცინა.-ხომ გითხარი იმ ღამეს, ის კოცნა უბრალოდ სიმთვრალის გამო იყო.-თავი დავხარე და ჰუდის ქუდით დამეფარა სახე.

-უბრალოდ ურთიერთობა გვქონდეს, არ შეიძლება?-ამოიოხრა.-ურთიერთობა სახელის გარეშე.-გავჩუმდი, ის ისევ მიყურებდა, მის მზერას ყველა ადგილიდან და მანძილიდან ვიცნობ.

-კარგი.-ავხედე, წამოიწია და გაბრწყინებული თვალებით დამხედა.-ოღონდ მითხარი, რატომ გეშინია სახელის დარქმევა ურთიერთობებზე?

-არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა.-ამოიოხრა. წელზე მომხვია ხელი და გულზე მიმიკრა.-სტატუსი პასუხისმგებლობაა, რომლის აღების დროც მე არ მაქვს. არ მინდა რამეში შეგზღუდოს იმან რომ დავით თოიძის შეყვარებული გქვია, ამ რამე მსგავსი. ვბოდავ, არა?

-არა.-მეც მოვხვიე ხელი და დამეძინა, ტკბილად. მაინც ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი, რადგან ჩემი ოცნების ბიჭი ჩემს გვერდით იწვა და მის სურნელში ჩაძირულს ტკბილად მეძინა მის გულზე.

......................................................................................................................................................

-როდის მიდიხარ?-შიშველ ზურგზე მეფერებოდა, თვალები დახუჭული მქონდა და მოსალოდნელ განშორებაზე ფიქრით გული დამძიმებული მქონდა.

-2 კვირაში.-მხარზე მაკოცა და ძველ პოზიციას დაუბრუნდა.-როგორ შეგელიო? მოდი წამომყევი.

-დავით, არანაირი ვალდებულებები.-გამეცინა და წამოვიწიე.

-სად მიდიხარ?

-სასწავლი მაქვს, ორშაბათს გამოცდები მეწყება.-გავუღიმე, მისი ჰუდი და ჩემი სპორტულის შარვალი ჩავიცვი, თბილი წინდებიც მოვპარე კარადიდან და ოთახიდან გავედი.

-იცი რა ვიფიქრე?-თავადაც ჩაცმული გამომყვა.-მოდი ერთად შევხვდეთ ახალ წელს, თეკლასთან და გიორგისთან ერთად.

-მე არ მაქვს პრობლემა, დედაჩემი და ჩემი და ჩამოსვლას ვერ ასწრებენ.-მხრები ავიჩეჩე.

-ანუ რომ არ მეთქვა მარტო აპირებდი შეხვედრას?

-კარგი რა დათა, უბრალოდ კიდევ ერთი ახალი წელია.-გამეღიმა და კონსპექტებს ჩავხედე, სათვალის გაკეთება შვება იყო.

-გიხდება ეგ სათვალე.-ტუჩზე იკბინა და წინ დამიჯდა.-არ გინდა აქ იცხოვრო? მაინც უნდა დავკეტო ეს ბინა. თუ გინდა კატა ან ძაღლი მოიყვანე.-გამაჟრიალა, შინაური ცხოველი ჩემთვის ოჯახთან ასოცირდებოდა, არ მყავდა იმიტომ რომ ვთვლიდი, შემდგარი ოჯახი ჯერ არ მყავდა.

-დავით, მე შენთან მხოლოდ სე*სი მაკავშირებს, ისიც მაშინ როდესაც აქ ხარ. შენს გარეშე ამ სახლში არაფერი მესაქმება.

-ტელეფონითაც სიამოვნებით მექნებოდა სე*ქსი.-ამოიოხრა და თვალები აატრიალა.-და საერთოდაც ყოველთვის ნუ ახსენებ მაგას.-გაბრაზდა, წარბები შეკრა. ასე მაშინ აკეთებს, როდესაც თამაშს აგებს. წაგება დავითისთვის ისაა, რასაც ვერასდროს აპატიებს საკუთარ თავს. არ ვიცი რატომ მგონია რომ ჩვენმა ახლანდელმა ურთიერთობამ ჩვენს შორის რაღაცები გადააფასა და გააცია.

-რას?

-იმას რომ გრძნობები არ გვაქვს. მე არასდროს მითქვამს რომ გრძნობები არ მქონდა.- ამოვიოხრე.

-კარგი.-საგამოცდო საკითხებს ჩავხედე. კითხვა დავიწყე თუ არა ისიც ადგა და სამზარეულოში გავიდა. 3 საათი კითხვაში ისე მიილია ვერც გავიგე. იქამდე დავითი მაღაზიაშიც წავიდა, პროდუქტებიც მოიტანა და საჭმელიც გააკეთა.

-წამოდი, ჭამე და გააგრძელე.

-რა გააკეთე?-სათვალე მოვიხსენი და ლოყაზე ვაკოცე.

-არ ვიცი სახელი, მაგრამ გემრიელია, მენდე.-გამეცინა. წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, ყველაფერი მილაგებული იყო, საჭმელი ცხელი, მაცივარი სავსე ლუდებით.

-ეს რა, აზიური რეცეპტით გააკეთე?-გაოცებულმა გავხედე.

-ხო, რაღაც ტუკბიკი თუ რაღაც ეწერა.-თავი მოიქავა.

-ტოკბოკი საყვარელო.-გამეცინა და კოვზით გავსინჯე წვენი, უგემრიელესი იყო.-რაგბის კარიერას რომ დაამთავრებ კულინარი გახდი, კარგი?-ლოყაზე ვაკოცე.-ყველი ძაან მოუხდა.

-გამასინჯე.-კოვზით ამოვიღე საჭმელი და პირთან მივუტანე.-ეს არ მინდა.-კოვზი გამაწევინა და ტუჩებზე დამაკვდა. ხო აი, ეს ნამდვილად იყო პეპლების ჯოგის გადაფრენა ხერხემლიდან მუცელში, მუცლიდან გულისკენ.-გემრიელია.

-ოუ, არ ველოდი.-ლოყაზე ვაკოცე. ჭამის შემდეგ ჭურჭელს რეცხავდა, უკნიდან მოვეხვიე და ხერხემლის თავში მივაკარი ტუჩები.

-რაო?

-როდის ჩამოხვალ?

-გაზაფხულის ტურებზე.-ბოლო თეფშიც გარეცხა და მობრუნდა.

-აპრილში?

-აჰამ.-ცხვირზე მაკოცა.

-კარგი.-ყელში ვაკოცე, საბოლოოდ საწოლში დავბრუნდით....

.............................................................................................................................................................

ასე გადიოდა წლები. დათა ჩამოდიოდა წელიწადში რამდენჯერმე საქართველოში, რამდენჯერმე კი მე წამიყვანა თავისთან, მაგრამ მაინც, გრძნობების გაჩენისას ვერაფერს ვატყობდი. მუდმივი, ოფიციალური საყვარლები უფრო გვერქვა, ვიდრე შეყვარებულები ან რამე მსგავსი. ამასობაში უნივერსიტეტიც დავასრულე და ფრანგული კოსმეტიკის ფირმაში პიარზეც დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა ამისთვის რეკომენდაციების და მთელი საბრძოლო ეტაპების გავლა მომიწია. დათას კარიერა საფრანგეთიდან უელსში გადავიდა და ახლა უფრო რთული, დატვირთული და დამღლელი იყო.

-ელი, რასშვრები.-ტელეფონზე მისი ზარის შემოსვლას სევდიანი ღიმილით შევეგებე. სიახლეებს ვკითხულობდი მასზე და წარმატებულ ქართველ მოდელზე.

-სიახლეებს ვკითხულობ შენზე.-გამეღიმა.-ლამაზი გოგოა.

-ხო რა ვიცი.-ჩაახველა, უხერხულად გრძნობდა თავს, ვიცოდი, ხუთი თითივით ვიცნობდი მის ყველა მიმიკას და ქმედებას.

-რომელზე დაგხვდე?

-მშობლები და ჩემი და დამხვდებიან, ხვალ დილით მოდი ბინაში, კარგი? ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი და საინტერესო რამეებიც ჩამოგიტანე.

-კარგი, მე გიორგის და თეკლას ვეტყვი და წამოვლენ, გინდა?

-არა, ჯერ მარტო შენი ნახვა მინდა. მომენატრე.-გამიღიმა, ლამაზი ღიმილი ჰქონდა, მიჭირდა მისი დათმობა.

-კარგი, ხვალამდე დათი.-გავუღიმე. წამოვდექი და სააბაზანოში მოვწესრიგდი, შავი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, მხოლოდ იმიტომ რომ დავითს აღარ დავხვდები დღის გაფუჭებას არ ვაპირებ. კომპანიაში მივდივარ, უაზროდ ბევრი საქმე დამიგროვდა, ისეთი რომ ვერც ვამჩნევ როგორ გადის დრო.

-რა ლამაზად გამოიყურებით დღეს, თქვენო უდიდებულესობავ?-კოსმეტოლოგი ილია როგორც ყოველთვის კომპლიმენტებით მამკობს.

-არა მარტო დღეს, ის ყოველთვის ბრწყინავს.

-კარგით, მაწითლებთ.-გამეცინა. საათს გავხედე, უკვე შვიდის ნახევარი იყო. კიდევ წავიმუშავე ცოტა და რვაზე თეკლას ესემესიც მომივიდა, გარეთ მელოდებოდა. გრძელ თმაზე სავარცხელი ჩამოვისვი, პიჯაკი მოვიცვი, წითელი პომადა გადავისვი და კომპიუტერი საგულდაგულოდ გამოვრთე.

-ოუ, ვინმეს ხვდები?-ჩემი თანამშრომლები სახლებში წასვლას არ ჩქარობდნენ.

-არა.-გამეცინა.-ორშაბათამდე საყვარლებო.-ლიფტთან მივედი და შიგნით შესვლის შემდეგ კომპანიის გასასვლელისკენ წავედი. ტელეფონი ამოვიღე და კომპანიიდან გასვლის შემდეგ გავშეშდი. წინ იდგა დათა, მიღიმოდა, პატარა თაიგული ეჭირა, დაღლილი თვალები ჰქონდა, თეთრი პერანგი და შავი შარვალი ამშვენებდა. როგორც ყოველთვის საოცარი იყო. ნაბიჯს ავუჩქარე, როგორც კი აზრზე მოვედი და გამეღიმა, ყოველთვის უყვარდა სურპრიზები.

-Surprends mon amour (ფრანგ. სიურპრიზი ჩემო საყვარელო).

-მეჩვენები?-გამეცინა, მასთან ახლოს მყოფმა თავი სახლში ვიგრძენი, ხელები მოვხვიე კისერზე და თავი მის ყელში ჩავრგე. ტირილი მინდოდა, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი განშორება, დაახლოებით 6 თვით.

-მგონი სულ დაგავიწყდი.-წარბი აწია და ამათვალიერა.-ვინმეს ხვდებოდი?

-კი, სახლში ბოთლ ღვინოს.-ტუჩები ტუჩებზე მივაკარი.

-ზედმეტად გალამაზდი.-დამატრიალა და მანქანას მოშორდა.-მომენატრე.

-ამდენი თბილი სიტყვა... ხომ არ შეგიყვარდი, შემთხვევით?-წარბები ოდნავ შეკრა და შუბლზე მაკოცა.

-ჯერ არა.-გაიცინა, მანქანის კარი გამიღო, ჩავჯექი, ყვავილებს დავსუნე, სად იშოვა ამ სიცივეში მაისის ვარდის სუნის მქონე ვარდები ვერ გეტყვით, საოცარი სუნი ჰქონდა, თან ჩემი საყვარელი ფერი იყო, თეთრი.

-სად მივდივართ?

-ჩვენთან, სახლში.-ხელზე მაკოცა. ვიცოდი მისთვის ეს სახლი ჩემთან ასოცირდებოდა, რადგან ყიდვის შემდეგ იმ სახლში მხოლოდ მე და დათა ვიყავით, მხოლოდ ჩვენი სუნი იდგა.

-ის გოგო მართლა მოგწონს თუ ჭორია?

-მომწონდასავით.-გზას მიაშტერდა.

-მერე?-წარბები შევკარი.

-რა?-მანაც შეკრა.

-არ გგონია რომ ჩვენი დაშლის დროა?-ხელზე ხელის მოჭერა ვიგრძენი.

-არ მინდა.

-დათა, ჩემზე მოჯაჭვული ხარ, ასე არ შეიძლება.-თავი გავაქნიე, ვეცადე მისი მტევანი მომეშორებინა, უშედეგოდ.

-და შენ არ ხარ ჩემზე მოჯაჭვული?

-მე შემიძლია უშენოდ ცხოვრება, თავიდანვე შევეგუე იმ ფაქტს რომ არ უნდა შემყვარებოდი, არ უნდა მოგჯაჭვოდი, იმიტომ რომ ერთ დღეს შენ სხვა მოგეწონებოდა, მე კიდევ გატეხილი გული არაფერში მჭირდებოდა.

-ელი, მოდი სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე, გთხოვ.-ისევ მაკოცა მტევანზე, მე გავჩუმდი, დავპატარავდი და მტკივანი გულის დამშვიდებას შევეცადე. -ასე რატომ ხარ გამხდარი?-ლიფტში შემათვალიერა.-საერთოდ არ უვლი შენს თავს?

-დათა, ვუვლი ჩემს თავს, სწორედ ამიტომ ვარ ასეთ კარგ ფორმაში.

-მაგრამ ლოყები მომწონდა.

-აწი აღარ დაგჭირდება აღარც ლოყები და აღარც სხვა რამ.-გამეცინა. ბინის კარს გასაღები მოარგო და შევედით, მომნატრებია ეს სურნელი.

-კარგი რა, ასე მგონია კვდები.-უკნიდან მომეხვია და ყელში მაკოცა.-დიდი დრო გავიდა. უკვე 27 წლის ვარ.-ჩემს ყელში სუნთქავდა.

-უკვე 6 წელია ჩვენი ურთიერთობა გრძელდება. ექვსი წელი ცოტა დრო არ არის.

-ჩემს ხელში დაქალდი.-გაეცინა. მისკენ შევბრუნდი და ხელები მოვხვიე წელზე.-მოგენატრე ელიკო?

-ნუ მეძახი ელიკოს.-ამოვისრუტუნე.

-რა გატირებს გოგო.-გაეცინა, თმაზე მომეფერა.-თმაც როგორ გაგზრდია.

-შევიჭრი.

-რატო შეიჭრი? მე მიყვარს გრძელი თმა.

-იმ მოდელსაც გრძელი თმა აქვს, აწი იმას გააზრდევინე.

-ნუ ატრა*კებ.-მოკლე კაბა ამიწია და უკა*ნალზე მომიჭირა ხელი.-შენ რა შიშველი ფეხებით დადიხარ ამ სიცივეში?

-ხო.-კისერზე მოვხვიე ხელები.

-ოუ, ამისთვის დასჯა არ აგცდება.-წელზე შემომისვა და საძინებლისკენ გაიქცა.

-უნდა გამტყიპოთ უფროსო?

-დიახ.-საწოლზე დამაგდო, კაბა გამხადა და მწარედ მიკბინა ლავიწებზე, მეცინებოდა, მალე კი სიცილი კვნესაშიც გადამივიდა.

..................................................................................................................................

-შენები არ უნდა ნახო?-დილით ვკითხე და ნავარჯიშევ მკერდზე ვაკოცე.

-ვნახე უკვე, იციან რომ ორშაბათამდე არ მივალ.-თმაზე მეთამაშებოდა.

-ცუდი ბიჭი ხარ.-კერტზე ვუკბინე.

-მეტკინა გოგო.-სიცილით წამოიკვნესა.-ის ყ*ლე ნიკოლოზი კიდე გწერს?

-არა, ეშინია და მემალება.-გამეცინა. ბალიშზე დავდე თავი და ტელეფონი ავიღე.

-ასე მგონია შენთან რომ სე*სი მაქვს ისეთი ვეღარავისთან მექნება.-არაუშავს დათ, მე ალბათ საერთოდ აღარ მექნება.

-მზად ხარ რომ ლიზიკოსთან ურთიერთობას სახელი დაარქვა?

-არა.-უყოყმანოდ მიპასუხა.-უბრალოდ ჩემი და მისი გრაფიკი, მიმართულება და ხასიათი ემთხვევა. აღარ მინდა მასზე ლაპარაკი, ეს ფურცელი, ჩემს ცხოვრებაში გადაიშალა, ვსო.

-ლოგინში კარგი იყო?-სიცილით ვკითხე.

-შენ არ გჯობია.-ძლივს მოვახერხე ჰაერის ჩასუნთქვა და შემდეგ ამოსუნთქვა.

-ანუ გქონდა მასთან სე*სი.

-ხო.-თვალები დახუჭა და წარბები შეკრა.

-მის გარდა სხვებთანაც იწექი ხოლმე?

-სე*ქსის გარეშე ცხოვრება შემიძლია. მხოლოდ შენთან მქონდა წინა წლებში.-ტონს აუწია.

-ტონს დაუწიე, თუ შეიძლება.-მეც არ დავაკელი.-ასე რომ ორივეს გვღალატობ ხვდები?

-არ გესმის რას გეუბნები? ჩემ თავს ვერ ვერევი, მასთან ურთიერთობა გავწყვიტე, იმიტომ რომ მინდა შენთან გავერკვიო, შენთან ვიყო.

-არაფერია დავით გასარკვევი, მე და შენ 7 წელია ერთად ვწევართ, მაგრამ გრძნობების გარეშე. შენ თუ გინდა მასთან გქონდეს ასეთი ურთიერთობა ვერ გექნება, მაგრამ მაინც მე დამშორდები.

-ეგ ისედაც ცხადია.-თავზე მოიჭირა ხელები.

-მოდი შევწყვიტოთ ეს მარაზმი. სუნთქვა აღარ შემიძლია უკვე.-წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.-დავრჩეთ როგორც მეგობრები და აღარანაირი საუბარი სექ*სზე.

-ვერ გავძლებთ, ხომ იცი. ჩემსა და შენს შორის სექსუალური დაძაბულობაა რომელსაც ვერ გადავლახავთ.

-უი, მართლა? შენ 1 თვეში წახვალ, მე კი რამეს მოვიფიქრებ, გთხოვ, აღარ მაიძულო.-ამოვიოხრე და მისკენ შევბრუნდი.

-აღარ მინდა გაურკვეველი გრძნობებით წასვლა.-საწოლიდან უხეშად წამოდგა.

-მე სამუდამოდ შენი საყვარელი ვერ ვიქნები. შვილები მინდა.-ამოვიტირე.

-ელენე, მაშინ რომ შენ ბავშვი შეგენარჩუნებინა, სხვაგვარად გაგრძელდებოდა ყველაფერი.

-რა, შენ გგონია ცოლად გამოგყვებოდი? უსიყვარულო ოჯახში ჩემსა და შენს შვილს არ აღვზრდიდი, რომც გადარჩენილიყო.-ახლა ნამდვილად დავიწყე ტირილი. 3 წლის წინ მისგან დავორსულდი, საფრანგეთიდან ორსული ჩამოვედი და უკვე ორი თვის ვიყავი რომ გავიგე. მაშინვე დავურეკე დათას.

...................................................................................................................................

-დათუნა.-ტირილით ვურეკავდი, მასთან ალბათ ღამის პირველი საათი იქნებოდა.

-ელი, რატომ არ გძინავს?-მისმა თბილმა და ნამძინარევმა ხმამ უფრო მომანდომა ტირილი.

-დათი, რაღაც უნდა გითხრა.

-მითხარი, რა მოხდა, ნუ მაშინებ.-სწრაფდ გამოფხიზლდა მაგრამ მაინც დაღლილი თვალები ჰქონდა.

-ფრანგული პრე*ზერვატივები აპარებს.-ვღნაოდი ბოლო ხმაზე.

-რა?-აშკარად ვერ გაიაზრა.

-ორსულად ვარ. ხომ არ მომაშორებინებ დათი?-ცრემლები არ ჩერდებოდა. შიში იმისა რომ შვილს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვგეგმავდი როგორ გავზრდიდი თავად მამამისი მომაშორებინებდა, უდიდესი იყო. Ორსულობის ჰორმონებიც თავისას შვრებოდა, ვერ ვწყნარდებოდი.

-ელე, ცრემლები მოიწმინდე და შემომხედე.-მკაცრი მაგრამ თბილი იყო მისი ხმა. ცრემლები შევიმშრალე და შევხედე.-ელი, ის ჩემი შვილია, მის მოკვლას ვერ შევძლებ. რადგან ღმერთმა ასე ინება, ასეც უნდა იყოს, კარგი? და საერთოდ, ასეთი ადამიანი რატომ გგონივარ?! ახლა დაიძინე, იცოდე რომ უბედნიერესი კაცი ვარ ამ წამს. დაისვენე, ყველაფერს მოვაგვარებ და მალე ჩამოვალ.

მის ნებას დავყევი, თვალები დავხუჭე და დამეძინა, უახლოეს ფრენაზე იყიდა ბილეთი, გუნდიდან შვებულება აიღო, საბუთების საქმეებიც მოაგვარა. მხოლოდ გიორგი გააფრთხილა და რამდენიმე დღეში, ახალგაღვიძებული საწოლზე რომ ვეგდე მისმა კაკუნმა მომიყვანა გონს. მაშინ ბედნიერი ვიყავი, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე. დამინახა თუ არა დამშვიდდასავით, ხელები მომხვია, ჩამეხუტა, დიდხანს ვიყავი მასზე აკრული, აცრემლებული, მოკანკალე, მერე კარი მიხურა და ხელში აყვანილი შემიყვანა შიგნით.

ექიმთან ვიზიტი დავჯავშნე, ყველგან დამყვებოდა, ჩემზე ზრუნავდა, მიფრთხილდებოდა, მუცელზე მეფერებოდა, მეც ბედნიერი ვიყავი. ექიმის კაბინეტში შესული უცნაურად ავკანკალდი, ანალიზებიც გავიკეთე და ეხოზეც დავწექი, ცივი გელის შეხება მესიამოვნა ნერვიულობისგან გახურებულ კანზე. დათას ხელი მეჭირა, გამუდმებით მეფერებოდა და მკოცნიდა.

-მოდი ვნახოთ.-აკვირდებოდა, სხვადასხვა მხარეს აბრუნებდა კამერას, მონიტორსაც ხან შორიდან აკვირდებოდა, ხან გარედან.-რამე ვირუსი ხომ არ გქონიათ, ბოლო თვეებში?

-არა.-ორივემ ერთდროულად ვუპასუხეთ.

-მაშინ არ ვიცი, გინეკოლოგს გავესაუბროთ.-გინეკოლოგის კაბინეტისკენ მიდიოდა, როგორც კი ოთახში შემოვიდნენ მაშინვე მათკენ გავიხედე აკანკალებულმა.

-რამე სერიოზულია?-კითხა დათამ, აღელვებული იყო.

-ვფიქრობ კი, იმედია ვცდები.-თავი გააქნია ექიმმა. გელი ისევ დამასხა და გინეკოლოგს შეახედა, ყველა მხრიდან მოუარეს ნაყოფს, სამედიცინო ტერმინებით იმსჯელეს, საბოლოოდ ჩვენ გინეკოლოგის კაბინეტში გადავინაცვლეთ.

-ვწუხვარ ბავშვებო, მაგრამ ნაყოფი ვერ განვითარდა, არ აქვს თავის და ზურგის ტვინი, რაც უნდა ჰქონდეს 8 კვირის ნაყოფს. არ აქვს ნერვული სისტემა, მას ნაყოფიც კი ვერ ეწოდება, ვინაიდან არც ერთი დამახასიათებელი თვისება არ აქვს ნაყოფის.-ჩემმა ყურებმა გუგუნი დაიწყეს, დათამ ხელი ჩემს მტევანს უფრო მოუჭირა და გულზე მიმიკრო, მახსოვს როგორ არაამქვეყნიურად მეტკინა გული, როგორ ჩამომკაწრეს სულის კედლები რაღაც დემონურმა ძალებმა, მესმოდა როგორ მამხნევებდა ექიმი, მაგრამ არ მაინტერესებდა მისი სიტყვები. მე შვილი მინდოდა, რომელიც ვერ გამიჩნდა, ის შვილი მინდოდა დათასგან რომ უნდა დამრჩენოდა და არ დამრჩა.

-ელი, გამოფხიზლდი.-თავზე მკოცნიდა დათა.-გთხოვ, გამაგრდი.-ძლიერად მეხვეოდა.

-ქირურგიული ჩარევაა მოსაშორებლად საჭირო?-ღმერთმა იცის როგორ მიჭირდა ამ სიტყვების თქმა და ცრემლების მოწმენდა.

-დიახ.-მძიმედ ამოიოხრა ექიმმა.-ვწუხვარ, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინაა, კიდევ ბევრი შვილი გეყოლება, დამიჯერე.-გამიღიმა და ხელზე ხელი თბილად მომიჭირა, გასამხნევებლად.

დათამ თეკლას დაურეკა, ჩემი ნივთების მოტანა დაავალა და სიტუაცია აუხსნა. თეკლა და გიორგი მაშინვე გაჩნდნენ საავადმყოფოში, მაგრამ როგორც კი წამალი გამიკეთეს, მაშინვე გაიყვანეს პალატიდან, იქ ყოფნა მხოლოდ დათას შეეძლო. აბორტის შემდეგ რომ გამომეღვიძა მტკიოდა ყველაფერი, გული, თავი, ნერვები, წელს ქვემოთ ყველაფერი. ჩემს გვერდით იდგა და მაიძულებდა გამეძლო ამ ჯოჯოხეთისთვის. ცრემლებს და ოფლს მწმენდდა სახიდან.

იმ დღეს, ჩემი ვერ განვითარებული შვილი მოვიშორე ორგანიზმიდან. მომდევნო რამდენიმე თვე კი მწვავე დეპრესია მტანჯავდა, ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი ვაკადრე დათას და საკუთარ თავს, ვპანიკდებოდი სე*სის შემდეგ ორსულად არ დავრჩენილიყავი. მან გმირულად გამიძლო, მიუხედავად იმისა რომ მისთვის ეს დაუგეგმავი ამბავი იყო, მერე კი გამიყოლა კიდეც საფრანგეთში, ისევ. დეპრესია მასთან ერთად დავძლიე, ის იყო ჩემი გმირი მაშინაც და ახლაც. ერთადერთი გამონათება, იმ ბნელ სამყაროში, რომელშიც ჩემი პატარა გავუშვი.

..........................................................................................................................................

-ანუ მაშინ ცოლად არ გამომყვებოდი?-გატეხილი ხმით მიპასუხა.

-თუ გეყვარებოდი, იმის იქითაც წამოგყვებოდი, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი მამაკაცის იდეალი, იდიოტო!-ამოვიტირე.-აბა ამდენ ხანს შენთან რატომ გავჩერდებოდი?

-რატომ არა?-შუბლი დაიზილა.

-იმიტომ რომ რთული ხარ, იმდენად რომ ხანდახან მგონია საერთოდ ვერ გაგიცანი, არ გიყვარვარ და წელიწადში ორჯერ გხედავ. კიდევ ბევრი მიზეზია საჭირო?

-ვალდებულებების გარეშე, ეს იყო ჩვენი პირობა.-მიყვირა.

-ხო და ასე გავაგრძელოთ. იმ დაწყევლილ პერიოდს ნუღარ გამახსენებ დათა, გთხოვ.-ამოვიტირე და სააბაზანოში შევიკეტე. ჯოჯოხეთი იყო ის დრო ჩემთვის, არასდროს დამავიწყდება ის ტკივილი, ის იმედგაცრუება, ის სისასტიკე...

-მაპატიე.-სააბაზანოდან გამოსული თავდახრილი დამხვდა, ასეთი არასდროს მენახა. ვიცოდი, მასაც სტკიოდა, შეიძლება ჩემზე მეტადაც, მაგრამ მაინც, სიკვდილამდე, ჯოჯოხეთამდე მტკივნეულად განვიცადე მე ეს.

-უბრალოდ ერთ დღეს მიხვდები რომ ჩემი და შენი ურთიერთობა შეცდომა იყო, მე ასე ვერასდროს ვიფიქრებდი. ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვისურვებდი სხვაგვარადაც გაგჩენოდა ჩემს მიმართ გრძნობები, მაგრამ რაც არის იყოს. ისედაც არ დაგვრჩა ბევრი დრო, როგორც ვხედავ.-გავუღიმე, ჩავიცვი და ხელები მოვხვიე. ცოტა ხანს ვეხუტებოდი, მერე სამზარეულოში გავედი, მაგრამ მაცივარი და კარადები ცარიელი იყო. საჭმელი შევუკვეთე და თეკლას შემოსულ ზარს ვუპასუხე.

-ვერ ხართ კარგად?-მიყვირა, შევშინდი.

-რა ხდება?

-ვიღაცამ შენი და დათას პაპარაცული ფოტოები გაავრცელა შენი კომპანიის წინ რომ გულითადად ეხუტებით ერთმანეთს.

-კოცნაც არის?-თავბრუ დამეხვა, ეს არ მომეწონა, არა, ეს საშინელება იყო.

-კი, ეგეც არის, თან მთავარ ფოტოდ.

-ღმერთო.-სააბაზანოდან გამოსულ დათას ავხედე.-ჩვენი გუშინდელი ფოტოები აუტვირთავთ.

-მერე?-მხრები აიჩეჩა.-მე არ მადარდებს.

-მაგრამ დათა, ჩვენი კოცნის ფოტოა.

-მერე რა ელენე?!-ამოიოხრა.-მე არ მადარდებს, იმიტომ რომ შეყვარებულის ყოლა დანაშაული არ არის და არც ხალხის აზრი მაინტერესებს. რა უნდა თქვან? ლამაზი წყვილი ვართ.-თვალი ჩამიკრა და ოთახში შებრუნდა.

-წყვილი არ ვართ, არც შეყვარებულები.-ამოვიოხრე, ცოტა მომეშვა, მე ისევ მის რეპუტაციაზე ვფიქრობ. ფოტოები ვნახე, ხალხის დადებით კომენტარებსაც გადავხედე, გამეღიმა, იმდენი დადებითი მოდიოდა კომენტარებიდან. ვჭამეთ და დივანზე მის გვერდით დავჯექი, თავი მკერდზე დავადე, ხელი მომხვია და უკეთ მიმიხუტა. მისი სუნიც კი მონატრებული მქონდა. ტელეფონი აწკრიალდა და თვალები აატრიალა.

-გისმენ დედა.-უპასუხა, მე დედამისს არ ვიცნობდი, არ გვქონია არანაირი შეხება. ერთადერთი რაც გვაკავშირებდა დავითი იყო.

-დათი, არ უნდა გეთქვა?-მწყრალი, რბილი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა დედამისს.

-რა მეთქვა, დედა?-გაეცინა და თავზე მაკოცა.

-ასეთი ლამაზი შეყვარებული რომ გყავდა.-ამოიოხრა დედამისმა.-ახლა მასთან ხარ?-შეპარვით ჰკითხა.

-კი, ელენესთან ერთად ვარ.-თავზე მაკოცა ისევ.

-მოკითხვა გადაეცი და გამაცანი.-ჩაეცინა ქალს.-მინდა ის ქალი გავიცნო, ჩემს შვილს რომ უძლებს.

-კარგი დედა, მამას მიხედე, ორშაბათს მოვალ.-გათიშა და ტელეფონი ბალიშებს ქვეშ მიმალა.

-დედაშენი რომ ვიყო ცხვირს მიგინაყავდი.-დავამთქნარე მის ყელში.

-შენი აზრით რაგბზე რატომ შემიყვანა? პირველივე წელს ცხვირი ორჯერ გავიტეხე.-გაეცინა და ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია.

.............................................................................................................................................

-ორშაბათ კითხვების დიდი გროვა დამხვდა სამსახურში. დილით დათამ მიმიყვანა და თავისებთან წავიდა, მე კი საომრად მომზადებული შევედი შიგნით. უამრავ კითხვას მისვამდნენ, მობეზრებულად ვცემდი პასუხებს. მერე უფროსთან შევედი.

-ბატონო ანდრე.-გავუღიმე.

-მოდი ელენე, დაჯექი.-გამიღიმა და სავარძლისკენ მანიშნა.

-რაღაც მინდა გთხოვოთ.

-გისმენ.-სერიოზული, სანდო, კეთილი, მაგრამ მკაცრი კაცი იყო ანდრე. ნახევრად ფრანგი, ნახევრად ქართველი.

-ადრე იყო შემოთავაზება, მინდა საფრანგეთის ფილიალში გადავიდე, თუ შესაძლებელია.

-იქ უკვე გავგზავნეთ ერთი თანამშრომელი მაგრამ რამეს მოგიხერხებ. შეიძლება მიზეზი გავიგო?

-პირადი პრობლემების გამო.-მოკლედ მოვუჭერი და წამოვდექი. არ ვიცი რამდენად სწორს ვაკეთებ, მაგრამ მინდა, ასეა საჭირო. საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი დავითის არსებობას ჩემს ცხოვრებაში.

........................................................................................................................................

არაფერი მითქვამს დავითისთვის, 1 თვის შემდეგ ასე ავდექი, გამოვიხურე კარი და წამოვედი. აეროპორტში მისულმა რეგისტრაცია გავიარე, თეკლას მოვეხვიე და წავედი. იმ დილით თურქეთიდან ჩამოფრინდა და დაიძინა, ჯერ ისევ ეძინებოდა, თამაშის და ფრენის შემდეგ 24 საათი თავისუფლად სძინავს, თუ მეც იქ ვარ მითუმეტეს. მომენატრება, ალბათ რომ გადავიყვარებ სადმე შევხვდები, მოვიკითხავ, მის ოჯახსაც გავიცნობ მაგრამ ახლა მხოლოდ მისგან შორს ყოფნაა ყველაზე ლოგიკური გამოსავალი. საფრანგეთში ჩასულს ისევ დათა გამახსენდა რადგან ეს ქვეყანა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისად ითვლება. პარიზში ჩემი ბინა კომპანიამ დაიქირავა, ეიფელის ხედით. ჩემს ქუჩაზე კრუასანების საცხობები, ლამაზი რკინის აივნები, ფერადი ყვავილები და ქვით მოფენილი გზებია. აქაურობა ლამაზია, ეტლებიც თუ ივლიან თავი მეცხრამეტე საუკუნეში მეგონება. შაბათ კვირას ქალაქის თვალიერებაში ვატარებ, დავითის ზარებს ყურადღებას არ ვაქცევ, თეკლამ მითხრა რომ გაგიჟებული მეძებს, მე კიდევ დიდად არ მაინტერესებს. კომპანიაში ხალხი თბილად მხვდება, კაბინეტი მაქვს და მომატებული საქმე. ჩვენი ფირმის მაღაზიებსი დავდივარ და ვამოწმებ ყველაფერს რომ გაყივებმა მოიმატოს, რომ პიარი წარმატებული იყოს და ბრენდის სახელიც გაიზარდოს. დილით კრუასანით და ყავით ვსაუზმობ ჩემი ქუჩის კუთხის კაფეში. მერე სამსახურში მივდივარ და სიახლეებს ვეცნობი. კომპანიას ახალი სახე სჭირდება, მაგიდაზე რამდენიმე ვარიანტს მიდებენ. ერთ-ერთს ვარჩევ და მოლაპარაკებების წარმოებას იწყებენ. დათასგან ზარები არ ჩერდება, მესიჯი კი პირველად მომდის 1 თვიანი განშორების შემდეგ.

“ჩემთვის აზრი არ გიკითხავს ისე დაამთავრე ყველაფერი. ამას ერთ დღეს მწარედ ინანებ!”

მეტირება, სამსახურში, კაბინეტში ვზივარ და ცხარე ცრემლებით ვტირი. ნეტავ შემეძლოს ერთი დღის გახსენება როცა ისეთი სიყვარულით მიყურებდა როგორიც მე მენდომებოდა. მე მაქსიმალისტი ვარ. მას ვუყვარდი, მაგრამ ისე არა როგორც მე ვისურვებდი.

...................................................................................................................................................

1 წელი ისე გადის დათას ეკრანებზე ვხედავ, ხშირად იწვევენ გადაცემებში. ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო კაცია, ვინ გაუშვებს ამ შანსს ხელიდან. ეკითხებიან პირად ცხოვრებაზე, მეგობრებზე, ოჯახზე, კარიერაზე. არასდროს პასუხობს ამომწურავად, ეუბნება რომ პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება და მოლოდინის რეჟიმშია, მეღიმება, ნეტავ ვის ელოდება? ეგოისტურად მინდა ისიც დაიტანჯოს არადა ვიცი მისი ბრალი არაფერია.

-როგორ ხარ დაკარგულო?-გიორგი მირეკავს, მეღიმება, ის სულ მკითხულობს.

-შენ როგორ ხარ დაკარგულო?

-პარიზში ჩამოვედით მე და დათა, თამაში გვაქვს ერთ კვირაში და ვემზადებით, გაგაფრთხილე, მაინც.

-მადლობა, შენ რომ არ მყავდე არ ვიცი.-სული შემეგუბა, ახლა დაიწყება ჩემი გადაცმით სიარული, როგორც ეს 6 თვის წინ მოხდა.

-ისე ელე, იქნებ დროა შეხვდე? კარგად არც ერთი ხართ. როგორ გახდი, ლოყები საერთოდ აღარ გაქვს.

-გიორგი ვარჯიში იწყება.-დათას ხმა გავიგე, ის მონატრებული და საოცარი ხმა, მე რომ ასე მიყვარს, ასე ვეტრფი, ასე მენატრება.-ვის ელაპარაკები?

-თეკლა იყო, გათიშა.-გიორგიმ ტელეფონის კამერა მიაბრუნა, მიკროფონი გამოვრთე და ავქვითინდი, როგორი შეცვლილია. კამერები სხვაგვარად აჩვენებენ, უფრო ნავარჯიშევია, უფრო სერიოზული, უფრო მონატრებული.

-კაი, დაგელოდები.-გიორგიმ გათიშა, ტელეფონი იქვე მივაგდე და დივანზე დავეცი.

-როგორ მენატრები.-ამოვიხავლე, ჩემს ხმაზე და ჩემს უბედურებაზე ათმაგად მომინდა ტირილი და მოვუმატე კიდეც.

.............................................................................................................................................................

-ჯანდაბა, დამაგვიანდა!-ბოლო ხმაზე ვიყვირე და საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი. დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვქონდა გერმანულ კომპანიასთან და ვერ დავაგვიანებდი, ვერც ერთი წამით. გერმანელებთან წამებით დაგვიანებაც კი ჩამიშლის საქმეს. სასწრაფოდ მოვწესრიგდი, მაკიაჟი არც გამიკეთებია, სახე პროდუქტის ჩვენებისთვის შემოვინახე, სადარბაზოდან სირბილით გავიქეცი და წინ მომავალ ტაქსის დავუქნიე ხელი. კიდევ კარგი თავისუფალი იყო და კიდევ ლოდინი არ მომიწია. კომპანიის წინ გადმოვხტი და კუპიურები ისე დავუყარე არც დამინახავს, სავარაუდოდ ზედმეტიც გადავაყოლე. ზუსტად 10 წუთი მრჩებოდა, მდივანი მირეკავდა, ტელეფონს დავხედე და შეჯახებაც ვიგრძენი. ყოჩაღ იდიოტო!

-მაპატიეთ.-ინგლისურად მოვუბოდიშე ისე რომ არც შემიხედავს, მაგრამ ნაცნობმა მზერამ გამიჭრა სული. ავიხედე, მიყურებდა, უცნაურად, ბრაზით და სიცივით სავსე თვალებით.-დათა.-მისი ნახვა ალბათ თევზის წყალში ჩაბრუნების ტოლფასი იყო. ან წყლიდან ჩიტის ამოყვანის და განთავისუფლების. ამოვისუნთქე, ღრმად და სუფთად. ფილტვებში დაგუბებული ჰაერი მხუთავდა აქამდე, ახლა თითქოს ნანატრი თავისუფლება იგრძნო დაგუდულმა ორგანომ. არ ვიცი ამ საქმეში რის ან ვისი ხელი ერია, მაგრამ შუაგულ პარიზში მასთან შეხვედრა სასწაულს ჰგავდა.

-მაპატიეთ, ჩემი ბრალი იყო.-ინგლისურადვე გამცა პასუხი და მხარზე ოდნავი გაკვრით ჩამიარა გვერდით. მეგონა გავიყინე და ვიღაცამ ურო შემომცხო. იქვე ნაწილებად დავიშალე. მისი გაყინული სიტყვები მხოლოდ იმაზე მიმანიშნებდა რომ ყველაფერი დამთავრდა. გზა განვაგრძე, ცრემლები უხეშად მოვიწმინდე, თუ ასე უნდა, ასეც იქნება. ან რატომ ვბრაზდები, ყველაფერი ისედაც ჩემმა საქციელმა არ გამოიწვია?

-მაპატიეთ, ცოტა ცუდად ვგრძნობ თავს და ამიტომ დამაგვიანდა.-უფროსს მოწიწებით ვუთხარი და სათათბიროში სკამზე მოვთავსდი. თათბირს ისე წარვმართავდი, ჩემი შინაგანი დანგრეული სული რომ არ გამომემჟღავნებინა. მეტი ეფექტისთვის ვიზაჟისტებმა იქვე, ჩვენი პროდუქტით გამიკეთეს მაკიაჟი და გერმანელებზე ეს ხერხი ეფექტურიც გამოდგა. ხალ კონტრაქტს ხელი მოეწერა.

-ელენა, შეგიძლია წახვიდე თუ თავს ცუდად გრძნობ.-უფროსმა თავი დამიკრა და გამიღიმა. ხო, ახლა სახლში წასვლა, მსუბუქად ჭამა და წითელ ღვინოსთან ერთად პლედში ჩაძრომა ყველაფერს მერჩივნა. ამიტომ ჩანთა ავიღე და კომპანია დავტოვე. უჩვეულო დღე იყო, კრუასანის და ყავის გარეშე დაწყება აშკარად არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. ამიტომ გადავწყვიტე სადმე წყნარ ქუჩაზე გამევლო, ყავა დამელია და დათაზე მეფიქრა, როგორც ამას ბოლო წელია ვაკეთებ. ესპრესო შევუკვეთე და მისმა სიმწარემ გონების ნორმალურად აზროვნების საშუალება მომცა. როგორი ცივი იყო მისი თვალები, როგორი გამაღიზიანებელი და ჩუმი იყო მისი სიტყვები. არ ვიცი ასეთი დათას დანახვა ჩემი ბედნიერების აწყობის ხარჯზე მიღირდა თუ არა. რაში ჭირდებოდა ეს ყველაფერი როცა მისი ასეთი სახის დანახვა უკანასკნელია რაც გამაბედნიერებს. ტელეფონი ამოვიღე, გიორგის დავურეკე.

-გისმენ ელი.-ღიმილიანი და თბილი ხმა ჰქონდა გიორგის, ზუსტად ისეთი როგორიც ძმებს აქვთ ხოლმე დებთან საუბრისას.

-გიო, საით ხართ? დათა შემხვდა, მალვას აზრი აღარ აქვს. შენი ნახვა მინდა.-მივაყარე და მის პასუხს დაველოდე, ამოიოხრა.

-კარგი, მითხარი სად ცხოვრობ და მოგაკითხავ საღამოს.-მისამართი გავუგზავნე და სახლისკენ წავედი. იქამდე პროდუქტები ვიყიდე და გიორგის საყვარელი სალათი და კერძი გავაკეთე. მის გემოვნებას ვიცნობ, ქართული სამზარეულო უყვარს, მეც ვეცადე მეგობარი გამეხარებინა. ახლა რომ თეკლაც აქ იყოს, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. საღამოს კარზე ზარი დარეკა, გამოვაღე და გაღიმებულ გიორგის, რომელსაც ხელში შარდონე ეჭირა მაგრად მოვეხვიე.

-როგორ მომენატრე.-ვქვითინებდი, ხელებს მაგრად მხვევდა და თავზე მკოცნიდა.

-ჩემო პატარა, როგორ მომენატრე გოგო.-ლოყაზე მაკოცა და სახლში შემოვიდა. პირველი ხედი შეაქო.-რა გულჩვილი გახდი, ჰა?-გამიცინა. ვახშამი ეიფელის ხედზე გვქონდა გაშლილი. პარიზი, ეიფელის კოშკი, მაგიდაზე ქართული კერძები, შარდონე და მეგობარი, გულითადი საუბრებისთვის. იდეალური ატმოსფერო იყო.

-არაფერი უთქვამს?

-მთელი დღეა არ გამოჩენილა, მე რომ მოვდიოდი სტადიონზე შევიარე და იქ იყო, ძირს იწვა და ბურთით თამაშობდა.-ჩაეცინა.-ახლა ალბათ საკუტარ თავს აჯერებს რომ შენ არ იყავი და ისევ მოეჩვენე.

-ისევ?-გაკვირვებულმა გავხედე.

-არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ღამით ეჩვენები, გელაპარაკება სიზმარში და ჰგონია რომ იქ ხარ. ერთხელ უელსში ვიღაც გოგოს გაეკიდა და სანამ არ შემობრუნდა ის გოგო იქამდე შენ ეგონე. არ ვიცი რა გითხრა ელ, შეიძლება შენი გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო და იცი რომ ამაში მხარს გიჭერ, მაგრამ ცუდად არის. გაურკვევლობამ და სინდისის ქენჯნამ შეცვალა.-ამოიოხრა.

-არ ვიცი რა ვქნა. რომ დავბრუნდე, ჩემი თავი გადავდო და მასთან ვიყო მაინც არ მაპატიებს, ხომ იცი.-ამოვიოხრე, აღარ შემეძლო უკვე.-დღეს ისე ცივად მიყურებდა, ისე ცივად მელაპარაკა ლამის ჭკუიდან შევიშალე. ჩემი ნაწილები ავკრიფე და გზა განვაგრძე, არ ვიცი გიორგი, რა გავაკეთო? არ მინდა ასეთს ვუყურებდე.

-სულ ამბობს რომ არ უყვარხარ მაგრამ მის ამ მდგომარეობას რა ჰქვია ვერ გეტყვი.

-ჩემზე მოკედლებული იყო გიორგი, იცოდა რომ სულ ვეყოლებოდი და ვერ იტანს იმას რომ ასე დავტოვე.

-შენი წერილი წამაკითხა. შენ ხომ იცი, რომ მის გადაყვარებას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებ? მე არ ვიცოდი რომ გიყვარდა თორემ ამისგან დაგიცავდი.

-სანამ გაგიცნობდით, მაშინ, პირველად, იქამდე მომწონდა მე დათა.-გამეღიმა.-რომელიღაც თამაშზე მომეწონა. მერე მალევე შემაყვარა თავი. მისი შეყვარება ძალიან ადვილია გიორგი. ის ბავშვივით არის, რომელსაც მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, სწორედ ამიტომ შევიყვარე ასე ძალიან.

-მგონი ყველაზე ძლიერი ქალი ხარ ვინც ოდესმე მინახავს.

-მე მასთან ყოფნა მინდოდა, ნებისმიერი გზით, ეს სიძლიერე კი არა სისუსტეა გიორგი.-ამოვიოხრე.-ძლიერი მაშინ გავხდი მისგან შორს ყოფნა რომ გადავწყვიტე.-ტელეფონმა დაურეკა, მე ღვინო მოვსვი. სწრაფად უპასუხა დათას.

-გისმენ.

-მასთან ხარ?

-ვისთან?

-ელენესთან.-ოდნავი ყოყმანის შემდეგ გასცა პასუხი.

-ხო, ელენესთან ვარ.-მე გამომხედა გიორგიმ, ნერვიულობისგან ლამის ფრჩხილები დამეჭამა.

-მისამართი მომწერე, სანამ ერთმანეთზე დაგადუღეთ.-საშინლად ბრაზიანი და გაგიჟებული ხმა ჰქონდა, გულწრფელად შემეშინდა.

-ელე.-გიორგიმ გამომხედა, თავი ოდნავ დავუკარი, ამ ყველაფერს არ ვგეგმავდი, მაგრამ არც დროის გაწელვა იყო საუკეთესო გამოსავალი. ნახევარი საათის განმავლობაში გიორგი მამხნევებდა, თავზე მეფერებოდა და გულზე მიხუტებდა, მერე ზარის ხმა გაისმა და მეც ფეხზე ავდექი. კარისკენ კანკალით მივდიოდი და თან ვფიქრობდი რატომ მემართებოდა ეს ყველაფერი მე. გასაღები გადავწიე, საკეტის გაღების ხმა ექოდ ჩამესმა ყურებში. მე დათასი ყველაზე კარგად მესმოდა და ვიცოდი, მასაც ჰქონდა ასეთი გრძნობები ამ წამს. კარი გამოვაღე თუ არა, თვალებში შემომხედა, მისი მზერა ისევ ცივი და უცნაური იყო. უჩვეულო ბოროტებით სავსე. ოთახში შემოვიდა და მისაღებისკენ წავიდა, უკან გავყევი, დივანზე დაჯდა, სახლი მოათვალიერა, ირონიულად ჩაეცინა. მის წინ ჩამოვჯექი.

-მე წავალ.-გიორგი წამოდგა.

-არ გვიშლი, იყავი, არ შემომაკვდეს მეშინია.-დათას ხმა გაისმა, ცივი და ბოროტი ხმა. ავკანკალდი, საშინლად მეშინოდა, არა იმის რომ მართლა რამე მსგავსს გააკეთებდა, იმის მეშინოდა. განა იმიტომ რომ დათა მოძალადე იყო, არამედ იმიტომ რომ ვიცოდი, ეს საუბარი დაგვამსხვრევდა, მისი ხმა და მზერა ბოლოს მომიღებდა.

-დავით, ზედმეტები მოგდის, ხომ ხედავ რომ ეშინია?!-გიორგი ყოველთვის მკაცრი იყო დათასთან, რამდენიმე წლით უფროსი, უცხო ქვეყანაში უფროსი ძმასავით ედგა გვერდით და ახლაც გრძელდებოდა მათი ეს ურთიერთობა.

-მაგაში ნუ ერევი, უბრალოდ დაჯექი და გაჩუმდი.-ასეთი უხეში დათა პირველად ვნახე, შეიცვალა. -ერთდერთი კითხვა მაქვს.-ამოიოხრა ცოტა ხნის შემდეგ. მასაც უჭირდა საუბარი.-რატომ წახვედი უსიტყვოდ? მე პათოლოგი ვიყავი და დაშორებაზე უარს გეტყოდი თუ ვიძალადებდი, ყელს გამოგჭრიდი ან რამე მსგავსი?! რომ გიყვარდი, ამდენ წელს რატომ დამალე? რატომ მოგვექეცი მე და შენს თავს ასე?! მართლა მაინტერესებს, წინა ღამეს ხელებგაშლილი დამხვდი, ჩემთან ჩახუტებულს გეძინა, შენი სუნით გაბრუებული მშვიდად ვიყავი და შენ ფურცლის ნაგლეჯთან ერთად დამტოვე იმ ოთახში.-ჩაეცინა, ისევ ცრემლები მომერია, ამ ბოლო დროს მართლა გულჩვილი გავხდი. ისევ მოზრდილი თმა და ულვაში ჰქონდა, ისევ თეთრი კბილები და ალბათ საოცარი ღიმილი. მე აღარ მიღიმოდა, ვეღარ, ამის უფლება თავად წავართვი საკუთარ თავს.

-დავით..-ძლივს ამოვიღე ხმა და გავხედე.

-არა, თუ ისევ იმ აზრზე ხარ რომ გადარჩენისთვის აუცილებელი იყო შენი ამ აყროლებულ ქალაქში გადმოხვეწა, ჯობს არაფერი თქვა.-წამოდგა.-მე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც წერილში დაწერე. შენ კიდევ სამუდამოდ ინანებ ამას.-ჩემსკენ წამოვიდა, დაიხარა და სახე გამისწორა.-ჭკვიანი ქალი მეგონე ელენე, შენ კიდევ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მიიღე გამოქცევით.-თავზე ვიგრძენი მისი ტუჩები და ცრემლები კიდევ ერთად გადმომცვივდა. წავიდა, კარიც გაიხურა, მე კიდევ გამეღიმა. ეს ალბათ იყო ახალი ცხოვრებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. დაშორება? დამთავრებული ურთიერთობა და დახურული კარი? რაღაც ახლის საწყისია. ცხოვრება უწყვეტი ჯაჭვია, აღმართ-დაღმართი. წარმატებას ჩავარდნა მოჰყვება, დაშორებას ახალი ურთიერთობა, მწვერვალიდან უფსკრულში ეშვები და უფსკრულიდან ისევ მწვერვალისკენ იწყებ სვლას. მერე უკვე შენს გაძლებაზეა, რამდენად მოინდომებ სწრაფი ნაბიჯების გადადგმას და დიდი ლოდების ატანას. ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, არა? ხო და დავითის დატოვებით, ცხოვრებაში უამრავი ახალი კარი გამეხსნა, ნუ, ასე მგონია მაინც. პოზიტიურად ვფიქრობდი მთელი ცხოვრება, ამიტომ დავიწყე დავითთან ურთიერთობა, ამიტომ ვმუშაობ ამხელა კომპანიაში პიარმენეჯერად და ამიტომ მეღიმება ახლა, სახლიდან მიმავალ დათას რომ ვუყურებ. არადა ვიცი როგორ ქარიშხალში გავხვიე, როგორი პესიმისტია თვითონ, ან იქნებ რეალისტი? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ანტიდოტია, ალბათ ამიტომაც შემიყვარდა.

......................................................

-მოგესალმებით საფრანგეთში, იმედი მაქვს სასიამოვნო თანამშრომლობა გვექნება.-ვუღიმი კომპანიის ახალ სახეს და თან არ ვიშურებ თავაზიან სიტყვებს.

-მეც ამის იმედი მაქვს.-თავადაც არ ჩანდა ურიგო პიროვნება, იმის კვალობაზე რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახლდათ, თან იმდენად ლამაზი, იმ კოსმეტიკის გარეშეც ბრწყინავდა, რომლის სახეც უნდა გამხდარიყო. კომპანიაში, პიარის ჯგუფთან ერთად განვიხილავდი ფოტოსესიის ამბებს და თან ყველაფერს ვინიშნავდი, ესემესი მომივიდა. ტელეფონს სწრაფად დავხედე, გიორგის ნომერი ადვილად ამოვიცანი.

-ელენე.-არც ისე კარგი ხმა ჰქონდა გიორგის.

-გიორგი, რამე მოხდა?-ცალკე გავედი და ფანჯრიდან გავიხედე.

-დათას ტრავმა აქვს, საავადმყოფოშია.-ამოიოხრა.

-რა დაემართა? როგორ არის?-გული შემიქანდა, სერიოზულად, საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ეს არ იყო რაღაც რაც უეჭველად გამოსწორდებოდა. სპორტსმენისთვის ტრავმა ისაა, რასაც ვერასდროს შეეგუება.

-ახლა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მგონი მყესები ჩაუწყდა.-თვითონაც ვერ ლაპარაკობდა კარგად, ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ხელები.

-ელენა, კარგად ხარ?-ჩემმა თანამშრომელმა მხარზე დამადო ხელი.

-კი ემილი, მადლობა.-ოდნავ გავუღიმე და ამოვიოხრე.-საავადმყოფოს მისამართი მომწერე, მივალ.

-ჩაგიგდებ, მე და ბიჭები მივდივართ უკვე.-გავთიშე და შეკრებილ გუნდს გადავხედე.

-პრობლემაა ელენა?-მკითხა ერთ-ერთმა.

-ჩემი მეგობარი საავადმყოფოში დააწვინეს, შეიძლება წავიდე? თავს გაართმევთ?

-წადი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მასალებს გამოგიგზავნი, იქნებ საღამოს გადახედო.-თავი დავუქნიე და კომპანია სწრაფად დავტოვე. ტაქსიში ჩავჯექი, მისამართი ვუკარნახე და თავი მინას მივადე. მანქანიდან გადმოვედი თუ არა გიორგი დავინახე და მასთან მივედი. იქ კიდევ მათი ორი თანაგუნდელი იყო, მომესალმნენ, მეც მივესალმე და იქით წამიყვანეს საითაც დათა ეგულებოდათ.

-ექიმი ჯერ არ გამოსულა.-გიორგიმ ზურგზე დამისვა ხელი და მიმიხუტა. ისეთი გრძნობა მქონდა რომ ძმა მედგა გვერდით და არა მეგობარი.

-ბატონ დავითთან თქვენ ხართ?-ექიმი გამოვიდა და გადმოგვხედა. წამოვდექი, მისი ფრანგული არ მესმოდა, გიორგი ელაპარაკებოდა, მაგრამ სახის გამომეტყველებით ისედაც მივხვდი ყველაფერს.

-ჯანდაბა.-ხელი კედელს მიარტყა გიორგიმ.-თამაშს დიდხანს ან საერთოდ ვერ შეძლებს.-ამოიოხრა, სკამზე ვიჯექი. მისთვის სტადიონი ყველაფერი იყო, როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ კიდეც. ბურთი, მწვანე ბალახი, ტალახი, ორი კარი და სირბილი. საქართველოს უსწრაფესი მორაგბე, სირბილს ვეღარ შეძლებს?! Კარმა და ბედის ირონია!

-ნახვა შეიძლება?-კითხა გიორგიმ და ექიმმაც თავი დაუქნია. პალატაში სამივენი შევიდნენ, მე გარეთ ვიჯექი, ველოდებოდი, არც მასთან სესვლა მინდოდა, არც იქიდან წასვლა. ვიცოდი, რომ შევსულიყავი გამომაგდებდა. ჩამეცინა, თითებზე დავიხედე და ბეჭდებს წავეთამაშე. ცხოვრება ხომ არ მთავრდება, არა? ცუდს ყოველთვის მოჰყვება რაღაც კარგი. ახლა ისე მინდოდა ეს სიტყვები ჩემთვის ეთქვათ, როგორც უდაბნოში მოხეტიალეს წყლის დალევა ენდომებოდა.

-ელე, უნდა შეხვიდე, მგონი სჭირდები.-ბიჭები ჩემს წინ, სკამზე ისხდნენ, გიორგი ჩემს წინ იყო ჩამუხლული. თავი მსუბუქად დავუკარი და წამოვდექი. პალატის კართან გავჩერდი და ამოვიოხრე. შიგნით შევედი, შუბლზე ოფლი ჰქონდა, სახე ოდნავ დამანჭული, თვალები დახუჭული, ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ელაპარაკებოდა.

-არა დედა, ცოტა მტკივა.-დედამისს ელაპარაკებოდა.-არ ჩამოხვიდეთ, მე ისედაც ჩამოვალ, ასე აღარ მათამაშებენ. გეყოს ტირილი, კარგად ვიქნები.-ტელეფონი გათიშა და თვალები გაახილა.-ოუ, სინდისის ამბავია თუ მორფის? აქ რა გინდა?

-ძალიან გტკივა?-მისი კითხვები დავაიგნორე, მის საწოლთან სავარძელზე დავჯექი და შევხედე.

-მტკივა.-გაეღიმა ტკივილიანად.-აუცილებლად აქ უნდა დავწოლილიყავი რომ მოსულიყავი?

-დათა, არ გინდა რა.-ამოვიოხრე.

-არაფერს ვაკეთებ, არც ვამბობ.-გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მის ხელს საკუთარი დავადე და თითებზე ვაკოცე, მანაც მაკოცა თითებზე. არ ვიცი ეს რა იყო, უთქმელი ბოდიშები? Ის სიტყვები რომელიც ერთმანეთს ვერ ვუთხარით თუ რამე მსგავსი? ალბათ ეს ყველა გრძნობა რომელიც გულში მრავლად გვებადა ამ კოცნაში ჩავაქსოვეთ, ჩვენებურად, თბილად.

-კარგად იყავი, გთხოვ.-შუბლიდან ოფლი მოვწმინდე და თვალები დავუკოცნე.

-კარგად ვიქნები.-სახე ახლოს მიმატანინა და ორივე ხელი ლოყებზე მომკიდა.-ჩემი იღბალი შენ იყავი და ბედისწერაც შენ ყოფილხარ. შენი წასვლით ალბათ ის ნაპერწკალი ჩამიქრა, ადრე რომ ბრძოლას ყველგან მაიძულებდა. ამაზე უარესი თამაში და წინაღობებიც მქონია ელ, ჩემს გონებაში შენზე ფიქრებმა დამამარცხა და დამაგდო მოედანზე. ვწუხვარ, რომ აქამდე მოვედით და დროულად ვერ გავანძრიე გონება, ვწუხვარ რომ ლაპარაკის ნაცვლად წამოსვლა არჩიე და ვწუხვარ რომ დავმთავრდით.-ტუჩებზე მომაკრო ტუჩები.-ახლა წადი, იმედია ერთ დღეს ისევ შევხვდებით.

პალატიდან გამოვედი, გიორგის გავხედე და ცრემლებს გადმოსვლის საშუალება არ მივეცი, სწრაფად მოვეხვიე და საავადმყოფო დავტოვე. ჩემს იქ დარჩენას ალბათ აზრიც არ ჰქონდა, ეს იყო დამშვიდობება, კარის დახურვა და ახალი ცხოვრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. არ ვიცი სადმე ღმერთი თუ არსებობდა, რატომ მოგვცა იმის უფლება რომ ასე დაგვესვა წერტილი, ან რა იყო ის რაც მომავალში გველოდებოდა? კითხვები ჩემს თავში ერთმანეთს ცვლიდნენ, პასუხები არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი, აწი ყველაფერი შეიცვლებოდა. მე ალბათ მის ცხოვრებაში დავრჩებოდი გოგოდ, რომელმაც შეძლო მისი სურვილების მზეზე გამოტანა და მათი დაკმაყოფილება, მისი სულის გამოკვება. ის კი ჩემთვის იქნებოდა ბიჭი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და დანებების საშუალება არ მომცა.

..................................................................................................................................

-ქალბატონო ელენე, მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის!-კორპორაციულ საღამოზე, მიკროფონიდან გაჟღერდა ჩემი სახელი, და მეც იძულებული გავხდი გამეღიმა, ალბათ საღამოს განმავლობაში პირველად.-ჩვენს კომპანიას სჭირდება თქვენისთანა გულითადი თანამშრომლები.-ვცდილობდი მადლობა ჟესტების ენით გამომეხატა, არა და მთელი ეს შრომა, ალბათ იყო სტრესისგან გაქცევა.

-ასეთი სილამაზე თუ ჩვენს კომპანიაში დაიარებოდა არ მეგონა.-ინგლისური საუბარი გავიგე და უკან მივბრუნდი, ერთ-ერთი მეწილე იყო, ადრიანე. ვიცოდი მის შესახებ, ძალიან დაფასებული პიროვნება იყო, ნიჭიერი, სიმპატიური, ახალგაზრდა მამაკაცი. ალბათ უნაკლო იქნებოდა ზედმეტად ფლეიბოი და ნარცისი რომ არ ყოფილიყო.

-პატივია თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა.-მისი ყოფილების გათვალისწინებით, რომლებიც სუპერმოდელები იყვნენ, ნამდვილად იყო პატივი, მითუმეტეს მაშინ, როცა მე დიდად არ გამოვირჩეოდი სილამაზით და არც წონა მქონდა მოდელის.

-როგორც ჩანს კარგად იცი ვინც ვარ, მაგრამ მაინც მე ადრიანე ვარ.-ხელი გამომიწოდა, გამეღიმა.

-სასიამოვნოა, ელენე.-ხელი ჩამოვართვი, დაიხარა და მტევანზეც მეამბორა, ღმერთმანი, რა სნობია, მძულს მსგავსი ფლირტი. ორივემ კარგად ვიცოდით რა უნდოდა ჩემგან მაგრამ მაინც, ხმას არ იღებდა ამ თემაზე. მთელი საღამოს განმავლობაში მესაუბრებოდა, გვერდიდან არ მშორდებოდა და მაინც არაფერი თქვა. ბოლოს სახლში წაყვანა შემომთავაზა და კოცნა დააპირა, მაგრამ მე გულისრევის შეგრძნება გამიმძაფრდა და უხეშად მოვშორდი.

-გმადლობთ ბატონო ადრიანე, თავადაც შემიძლია სახლამდე მისვლა, ვფიქრობ აქ უნდა დავასრულოთ.-გავუღიმე ნაძალადევად და დარბაზი დავტოვე, გარეთ ტაქსიში ჩავჯექი და სახლისკენ წავედი. მძულდა ყველაფერი, ეს ქალაქიც, ეს ხალხიც, ეს ენაც, მხოლოდ სახლი მინდოდა. იქ მინდოდა სადაც მოგონებები და ძველი ბედნიერება მეგულებოდა. ალბათ დედაც მენატრებოდა. სამსახურიდან წამოსვლაც მინდოდა, უკვე ვეღარაფრის ინტერესს ვგრძნობდი, ამიტომ ახალი კომპანიების ძებნასაც შევუდექი. ამ ყველაფერს დროს სჭირდება, მე კი დრო ბევრი მქონდა.

.................................................................................................................................

-რეაბილიტაცია როგორ მიდის?-ვკითხე გიორგის და საჭმელს მოვურიე.

-სწრაფად გამოჯანმრთელდა, ფეხიც კარგად აქვს, დადის კიდეც მაგრამ არამგონია თამაში გააგრძელოს, მგონი ერა დასრულდა.-სევდიანად გაეღიმა გიორგის.-არც თვითონ უნდა თამაში, პოზიტიურად არის განწყობილი. ამბობს ახლა მწვრთნელად ვიმუშავებ და ბავშვებს უკეთესად აღვზრდიო, მაგრამ მეც და შენც კარგად ვიცით რომ ბურთი მისთვის ყველაფერი იყო.

-იქნებ კარგიც იყოს. ჩვენ ხომ ყოველთვის გვესმოდა ყველაფერი ღმერთის ნებააო. იქნებ ასე უკეთესიც იყოს.-გამეღიმა.

-ხო ელ, იქნებ ასე უკეთესიც იყოს. ყველა ამაზე საუბრობს, ხალხიც და მწვრთნელიც შოკშია, ასეთი დებილური ტრავმა არასდროს არავის მიუღია, ამხელა სერიოზულობით.

-ვიცი, ვნახე ვიდეო.-თეფშზე ამოღებულ სპაგეტს სერვირება გავუკეთე და მაგიდასთან დავჯექი.

-ჩამოსვლას არ აპირებ?

-სამსახურიდან უნდა წამოვიდე, მანდ ვნახავ რამე კომპანიას, მგონი სიხარულით მიიღებენ ჩემს შეთავაზებას.

-ახლა ისეთ კომპანიაში მუშაობ, საერთოდ არავინ წამოვიდოდა მანდედან.

-მომბეზრდა, ხო იცი არ მიყვარს ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება, წელიწადნახევარია უკვე აქ ვარ.-ამოვიოხრე.-თეკლა სად არის?

-ბანაობს, ორი წყეული საათია.-ამოიოხრა.

-წავედი, უნდა ვჭამო, მიმიხედე დაქალს.-გავუღიმე და ზარიც გაწყდა.-სპაგეტიც უგემურია აქ.-ამოვიოხრე და მაგიდაზე ავათამაშე თითები.

.............................................................................................................................................

-კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ჩემო საყვარელო.-თეკლა მომეხვია, მერე გიორგიც და აეროპორტიდანაც გავედით.

-მომნატრებია აქაურობა.-გამეღიმა, ჩემ ბინას შორიდან რომ გავხედე და ჩაბნელებული ფანჯრები დავინახე გამეღიმა, დრო იყო ჩემი სახლისთვის სიცოცხლე დამებრუნებინა.

-აწი აღარსად გაგიშვებ.-თეკლა ისევ მომეხვია, მიყვარდა მისი სითბო.-და ჩემი ქორწილიც ვერ ჩაივლის მეჯვარის გარეშე, არა?-გაოცებულმა გავხედე, სახესთან მომიტანა ხელი, მის არათითზე ბრწყინავდა ბეჭედი, რომელიც ალბათ იყო გიორგის და თეკლას სიყვარულის ნიშანი და სიმბოლო.

-არა?-გამეღიმა.

-კიი.-თავი დამიქნია. ჩემ დაქალს მოვეხვიე, მიყვარდა, ის იყო ადამიანი, რომელიც ყველა რთულ მომენტში გვერდით მედგა, ვუყვარდი ყველა ნაკლისა და შეცდომის მიუხედავად, კი, ასე დედაც არ მედგა გვერდით.

-გილოცავთ ბავშვებო.-გიორგისაც გადავწვდი და ლოყაზე ვაკოცე.-როდისთვის გეგმავთ ქორწილს?

-ოქტომბერში, ალბათ.-გაეღიმა თეკლას. ხო, მე ნამდვილად ვიყავი ბედნიერი მათ გამო, იმის გამოც, რომ დათას კიდევ ერთხელ ვნახავდი.

-გიორგი, შენი მეჯვარე ვინ იქნება?-გავხედე და სარკიდან ვიგრძენი მისი მზერა.

-დათა მინდოდა, მაგრამ ჩემი ბავშვობის მეგობარი იქნება.

-დათა რატო არა?-გამეღიმა.

-თავს ნუ ისულელებ.-გაეცინა.-თან ფეხზე ვერ ვიდგები დიდხანსო და ვერც ქორწილის საქმეებს მივხედავ ამ ფეხითო, ასე გამომიცხადა.

-სტკივა?-გული მეტკინა მისი მდგომარეობის წარმოდგენისას.

-კი, სტკივა ხოლმე.-ისევ იგივე პასუხი. სევდიანად გამეღიმა, ხელზე ხელის მოჭერა ვიგრძენი, ჩემ დაქალს ჩემი უსიტყვოდაც ესმოდა. თავი მხარზე დამადო და თითებზე მომეფერა.

......................................................................................................................

-დე, თეკლამ, აუცილებლად უნდა იყოს ჩემს ქორწილშიო.-ტელეფონით ველაპარაკებოდი დედაჩემს.

-ვეცდები დე, ხო იცი აქ რთულადაა ყველაფერი.-გამიღიმა. დედა უკვე 10 წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს ჩემ დასთან ერთად, იქ თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა და ახლა ბედნიერია, დაქორწინებული, მუდამ მომღიმარი, და მე მიყვარს ასეთი დედაჩემი.

-ვიცი კი.-გამეღიმა. დივანზე ჩემი და იწვა, კადრში კარგად ჩანდა როგორ ეთამაშებოდა ფისუნიას და როგორ ჭამდა ნაყინს.-დაო, გაზრდას არ აპირებ?

-შემეშვი დაო.-ჩემი 18 წლის და ჯერ ისევ ბავშვად გრძნობდა თავს. დედასთან გაზრდამ ალბათ მიაჩვია იმ აზრს რომ მუდამ ბავშვი იქნება, მეცინება მის საქციელებზე. საბოლოოდ კავშირს ვწყვეტ და მეც დივანზე ვწვები. ახლა რა ვქნა? ფიქრს თუ გავაგრძელებ, ისევ ცხოვრების საიდუმლოებებს ჩავუღრმავდები, მგონი მეც მჭირდება მეგობარი, რომელიც მუდამ სიყვარულს მაჩუქებს. თეკლა მყავს, მაგრამ ის ადამიანია. მეცინება. ტელეფონს ვიღებ და გიორგის ვურეკავ.

-გიუშ, გცალია?

-კი, რახდება?-საქმიანი ხმა აქვს, ვარჯიშიდან იქნება გამოსული, დაღლილიც არის, მგონი.

-ზოო მაღაზიაში წამომყვები?

-გამოგივლი, ვარჯისიდან გამოვედი, ნახევარ საათში მანდ ვიქნები და წავიდეთ.

-ოქეი, სუპერ სასიძო ხარ.

-სასიძომდე მეგობარი ვიყავი ელ.-გაეცინა, მეც გამეცინა და გავთიშე. ჩავიცვი, 15 წუთში მზად ვიყავი და გიორგის ველოდებოდი, ფანჯრიდან ვიხედებოდი, მისი მანქანა გამოჩნდა თუ არა სახლი დავკეტე და ქვემოთ ჩავედი.-რასშვრები ლამაზო?-გადავკოცნე და გამიცინა.

-პატარა კნუტი მინდა, გიორგი.-ხელები გავუსვი ერთმანეთს.-სადმე მაშოვნინებ?

-გაშოვნინებ, თეკლას გავუაროთ სალონთან და წავიდეთ.

-მომკლავს, გუშინ მეხვეწა წამომყევიო და მეზარებოდა.

-კი, ნამდვილად გაბრაზებულია მაშინ.-გაეცინა და შუქნიშანზე მწვანეს ანთების შემდეგ მანქანა დაძრა. თეკლას გავუარეთ, უკან გადავჯექი და მის დაბღვერილ სახეს შევხედე.

-თე.-ხელი მოვხვიე უკნიდან.

-შემეშვი.-წარბები შეკრა.

-რა ვქნაა, წინაზე რომ წამოგყევი 3 საათი ვიჯექი უმოძრაოდ.

-ჩემს გამო სამი საათი ვერ მოგითმენია?-მომიბრუნდა, შემეშინდა და უკან გავიწიე.

-კარგი, ამის შემდეგ წამოგყვები.

-სად მივდივართ?-წინ მიბრუნდა გიორგის მოკიდა ლოყაზე ხელი.-დაიღალე?

-ცოტა.-გახედა, გაუცინა და მაჯაზე აკოცა. თვალებიდან გულები გადმომცვივდა მათ ყურებაში.-ელეს უნდა პაწუკა კნუტი.

-რა კნუტი, ხო იცი ალერგია მაქვს.-ისევ მომიბრუნდა, მე ისევ შემეშინდა.

-რა ვქნა თე, მინდა.-გამეღიმა.

-არა, რამე პატარა, ჩუმი და შეუმჩნეველი იყიდე, ყველგან ბეწვებს რომ არ ყრიდეს.

-ანკარა გველი ხომ არა?-გამეცინა.

-მაგას ისევ კნუტი ჯობია.

-კარგი, მივიდეთ და ვნახავ.-ამოვიოხრე. თეკლას ალერგია სულ დამავიწყდა, არა და ჩემ სახლში 7 დღიდან 5 დღეს აუცილებლად ატარებს. მგონი ისევ ბავშვობის ოცნებას ავისრულებ და ზღვის გოჭს ვიშვილებ. მიყვარს ცხოველები, ყველა და ყველანაირი. მხოლოდ მწერებს და ქვეწარმავლებს ვერიდები. ზოო მაღაზიაში მისვლისას უამრავი ისეთი საყვარლობა დამხვდა, როგორების შვილებაც არასდროს მომბეზრდება. მაგალითად თუთიყუშები, ზაზუნები, პაწუკა ლეკვებიც დარბოდნენ და ფუმფულა შინშილაც იქვე ჰყავდათ.

-ვაიმე გიორგი, ის ახლა ამ ბეწვიანს იყიდის.-თეკლა მაშინვე მიხვდა, როგორც კი შინშილა შეამჩნია და ამოიოხრა.

-ვაიმე რა საყვარელია.-მასთან მივედი და ბეწვზე მოვეფერე.-თე, ნახე რა საყვარელია.-ხელში დავიჭირე, გული ისე სწრაფად უცემდა, როგორც მე მიცემს ხოლმე დათასთან ახლოს ყოფნისას.

-კარგი ხო, ეს მართლა საყვარელია.-თეკლამ ხელი გადაუსვა ოდნავ.-ვაიმე რანაირი კუდი აქვს.-გაეცინა.-ეს იყიდე რა.-დიდი თვალებით შემომხედა. შინშილა და მისი ინვენტარი უკვე ჩემთან სახლში გადავანაცვლე და მისი სიყვარულიც იმ დღიდან დავიწყე, როცა დავინახე. აწი მარტო აღარ ვიყავი, მე და ჩემი შინში ერთად ვიწყებდით ცხოვრებას.

............................................................................................................................

დრო გადიოდა, მე ახალი სამსახური დავიწყე. ამჯერად სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის პიარ მენეჯერად. ნაკლები სამუშაო დრო, მეტი დასვენება. მე ცხოვრების იმ ეტაპზე ვიყავი, როცა ადამიანს აღარაფერი აკვირვებს. არც ძვირადღირებული აქსესუარები და საჩუქრები, აღარც უბრალო ყვავილები და წიგნები. ჩემი ცხოვრება მხოლოდ სახლით, სამსახურით, შინშით და მეგობრებით შემოიფარგლებოდა. დედას ყველაფერი როცა მოვუყევი, არაფერი უთქვამს, პირიქით, შენს ცხოვრებას თავად მიხედეო და გამიღიმა ეკრანიდან. ეს ალბათ ყველაზე კარგი რამ იყო, რაც მშობლისგან შეუძლია შვილს მიიღოს, სრული თავისუფლება და საკუთარი ცხოვრების საკუთარი გზებით წარმართვის შესაძლებლობა. დრო ახლა ისაა რისიც ყველაზე მეტად მეშინია, ალბათ ცხოვრებისეული კრახებისგან სწრაფად გასაქცევი გზა არ არსებობს, დრო კი იმდენად იწელება, უკვე ყელში მიჭერს. 25 სექტემბერი იყო, კარზე ზარი დარეკეს და მეც უცნობ მამაკაცს ავხედე, ხელში წითელი და თეთრი ტიტებით სავსე ყვავილების ბუკეტი ეჭირა.

-გამარჯობა.-მივესალმე ბიჭს.

-გამარჯობა, ელენე ბრძანდებით?-მიღიმოდა ბიჭი, მთლად კურიერსაც ვერ ჰგავდა.

-დიახ.

-ეს თქვენთან გამომატანეს.-ყვავილები მომაჩეჩა და ზემოდან ფურცელი დაადო.

-მოიცადეთ, ვისგან არის?-ძალიან კარგად ვიცოდი ვისგანაც იყო. ამ დღეს მხოლოდ ის მჩუქნიდა ყვავილებს, ყოველ წელს.

-გადმოგცეს რომ კარგად იცით ვისგანაც არის.-გამიღიმა და ლიფტში გაუჩინარდა. სახლში შევედი, ყვავილები მაგიდაზე დავდე და წერილს დავხედე, ცოტათი მეშინოდა. გული საოცრად მიცემდა, მისგან დიდი ხანი აღარაფერი მსმენია. ღრმად ჩავისუნთქე და დივანზე დავჯექი, ფურცელი ავიღე და გადავშალე.

“გამარჯობა ელ.

არ გკითხავ როგორ ხარ, პასუხსაც კი ვერ მივიღებ და ისედაც ვიცი რომ კარგად არ ხარ. დიდი ხანია შენთან არ მილაპარაკია, თავს ცოტათი მარტოდ ვგრძნობ. ირგვლივ ბევრი ადამიანია მაგრამ შენს გარეშე მაინც სხვანაირი სიცარიელეა. ალბათ ჩვენი სიშორე, თუნდაც რამდენიმე წელს გაგრძელდეს საჭიროა, არა? მხოლოდ ამით ვიიმედებ თავს, შენ გამიგებ, შენ ხომ არნახულად ოპტიმისტი ხარ. წინა წელს იასამნები გიშოვე, წელს ტიტებს გიგზავნი, სიმბოლურია. თეთრი მშვიდობას და სიწმინდეს ნიშნავს, ჩვენს წმინდა ურთიერთობას ვერა მაგრამ მშვიდობას ასახავს, არა? წითელი კი შენც იცი, ვნების, მონატრების და სიყვარულისაა. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, არა? ტიტების ფერები ჩემგან არ გესწავლება, შენც მათ ჰგავხარ. ალბათ როცა ოჯახი გექნება, როცა შვილები გეყოლება ვარდისფერი ტიტა გახდები, ჩემთვის ახლა მხოლოდ წითელი ხარ. ვბოდავ, მეცინება, მენატრები. არ გეგონოს, დაბრუნებას გთხოვდე. მგონი ჩვენი არჩევანი ორივემ გავაკეთეთ, არა? მაგრამ მაინც, ჩემგან ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენი გაცნობის დღეს მიიღებ ყვავილებს, ნიშნად იმის, რომ ჩემი ცხოვრების გალამაზება, გაფერადება, აყვავება გამოიწვიე. მადლობა ელ, ყველა იმ გრძნობისთვის, რომელიც შენთან განვიცადე, მადლობა შენი ნაჩუქარი სიყვარულისთვის, მადლობა რომ არსებობ, მადლობა რომ გიცნობ, ერთ დღეს მჯერა მოვგვარდებით. იქამდე კი ყვავილებს გიგზავნი, საყვარელო.

შენი დათა.”-

მეღიმება, წერილს ტუჩებს ვადებ და ნაზად ვკოცნი ნაწერს. და მაინც რამდენად რომანტიკოსია? მეცინება, ტირილი მინდა მაგრამ ჩემ თავს ამის უფლებას დღეს ვერ მივცემ. ამოვიოხრე, ფანჯრიდან გავხედე ხედს და უმისამართოდ გამეღიმა.

-დაგელოდები, ალბათ სიცოცხლის ბოლომდეც რომ დამჭირდეს, დაგელოდები დათი.-ჩავილაპარაკე, ყვავილები საყვავილეში ჩავდე და ფოთლებზე მოვეფერე. ტელეფონი ავიღე და დათას ნომერზე ესემესი გავგზავნე, მერე დავჯექი და მულტფილმების ყურება დავიწყე, როგორც ყოველთვის.



“-ჩვენი ურთიერთობა ლურჯ და წითელ ტიტას გავს დავით, მადლობა!”

შეტყობინება წაკითხულია, პასუხი არ არის.

არც ველოდი.

..................................................................................................................................................

-Კაცი, რომელიც მუზეუმებში შენთან ერთად დადის და ხელოვნება უყვარს, სახიფათო და ღრმა პიროვნებაა.

-ასე ეუბნები ყველა გოგოს, რომელიც მუზეუმში მიგყავს?-მეცინება, მისი ცისფერი თვალები და წითური თმა მაფიქრებინებს რომ თვითმარქვიაა, არ ვიცი რატომ ბავშვობიდან ვინც კი გავიცანი მსგავსი გარეგნობთ, ყველა ასეთი აღმოჩნდა.-თუ ესეც ტაქტიკაა და პირველად ამიტომ მიგყავს ისინი მუზეუმში.

-ასე რატომ ფიქრობ? ვფიქრობ, ადამიანების მიმართ ნდობა გაქვს დაკარგული.-თვალებს აცეცებს და ისევ ფიროსმანის ნახატს შეჰყურებს.

-ხო?-გამეცინა.-იცი, ამ მუზეუმში დაახლოებით თხუთმეტჯერ მაინც ვარ ნამყოფი, ვფიქრობ არც ერთი ხელოვნების ტიპი, ნიმუში და შედევრი არ არის ბანალური მაგრამ ქალი რომელიც ეროვნულ გალერეაში პირველად მიგყავს პაემანზე ყოველთვის ამას იფიქრებს.-მეცინება ისევ.

-მგონი ასე იმიტომ მექცევი რომ სხვა გიყვარს და ვერ ივიწყებ.

-სტუდენტობიდან მოგწონვარ, ვიცი. ამიტომ მოგეცი შანსი გაგეოცებინე, ვიცოდი შენი ხასიათი დიტო. გთხოვ, აწი ამ საოცარ ადგილებს შენი ხასიათის გამო ნუ შებღალავ.-გავუღიმე და იქედან წამოვედი. საერთოდ რას ველოდი სხვას? ტელეფონს დავხედე, გიორგი უკვე 20 წუთია გაუჩერებლად მირეკავს.-გისმენ გიორგი.

-სად ხარ გოგო?-შვების მომგვრელი ხმა ჰქონდა გიორგის.

-ახლა გამოვედი გამოფენიდან.-ამოვიოხრე.-რამე ხდება?

-ვისთან ერთად იყავი?-მანაც ამოიოხრა.

-გიორგი ისე რატომ მაკონტროლებ თითქოს მკაცრი უფროსი ძმა იყო ან რამე მსგავსი?

-შენთვის იგივე ძმა ვარ და მაინტერესებს მანდ რატომ იყავი და ვისთან ერთად.

-გვერდით რომ გიზის, მაგას უთხარი შიკრიკებს ნუ ამადევნებს ხოლმე და ჩემი ცხოვრება მას აღარ ეხება.

-ელენე.

-არ გინდა რა, დავიღალე უკვე.-გამეცინა ოდნავ.-ხო მითხრა რო შემეშვებოდა, ხო და შემეშვას!-გავთიშე, გაჩერებაზე დავდექი და ჩემს ავტობუსს დაველოდე.

ისეთ ოჯახში არ გავზრდილვარ, სადაც ცხოვრება ყველას მოუნდება. დედა და მამა ჩემს გამო იყვნენ ერთად, მერე ვეღარ გაუძლეს ერთმანეთს, მიუხედავად იმისა რომ ლამაზი და ხალხის თვალში სამაგალითო წყვილი იყო, იმდენად ტოქსიკურები იყვნენ, ყოველთვის ვნატრობდი, რომ ერთად არ ყოფილიყვნენ. მერე დედა მეორედ გათხოვდა, ჩემი დაც გაჩნდა და საზღვარგარეთ წავიდა, მე კი აქ დავრჩი, ჯერ მამასთან ვცხოვრობდი, მერე მანაც მოიყვანა ცოლი და ცალკე გადავედი. დედინაცვალს ვერ შევეწყე, ვერც მან ამიტანა, მამასთან კონტაქტი იშვიათად მაგრამ მაინც მაქვს, მაგრამ მის ახალ ოჯახთან ვერა. არ მინდა მეც ასეთი ცხოვრება მქონდეს, არ მინდოდა 30 წლის ასაკში 12 წლის შვილით ცხოვრებას შიშველი ხელით შევრკინებოდი, ამიტომ მოვედი ალბათ აქამდეც. ამიტომ არ იყო ჩემთვის პრობლემა დავითთან ურთიერთობა სტატუსის გარეშე. ალბათ ჩვენი ბავშვობა განაპირობებს ჩვენს მომავალსაც. რაც უფრო ბევრი ტრავმაა შენს ბავშვობაში, მით უფრო მეტია ზრდასრულ ასაკშიც. დავითისგან შვილი უსიყვარულოდ რომ გამეჩინა, თავს ვერასდროს ვაპატიებდი, ვერც იმას ვაპატიებ თავს დავითის გრძნობებზე მანიპულირებით რომ მოვედით აქამდე. მაგრამ მაინც, მე დათას თვალში ალბათ ის ქალი ვიქნები, რომელმაც ცხოვრება ასწავლა, გვერდი გაუმაგრა და ყველაფერი მისცა რაც უნდოდა, მაგრამ მაინც არ დარჩა მის გვერდით ბოლომდე.

სახლთან გაჩერებული ავტობუსიდან ჩამოვდივარ და გიორგის მანქანას ვხედავ, იქიდან გადმოსულ გიორგისაც და მეორე კარიდან გადმოსულ დათასაც, რომელსაც ჯოხს აწვდის გიორგი. არ მინდოდა მისი ასეთად ნახვა. დათა სულ ის ძლიერი ბიჭი უნდა ყოფილიყო ჩემს თვალში, რომელიც ყველაზე სწრაფი და ძლიერი მორაგბის სტატუსს წლები ატარებდა.

-ელენე.-მესმის გიორგის ხმა, მე დათას ჯოხს ვუყურებ და ვცდილობ გრძნობები არ ამოვუშვა გულიდან.

-აქ რა გინდა?-ვუყურებ ჯერ გიორგის, მერე დათას.

-გიორგის არაფერი, მე მინდა საუბარი.-მკაცრი, დამჯდარი და გაწონასწორებულია დათას ხმა, ისეთი აღარ არის როგორიც საფრანგეთში იყო.

-მე მეგონა მოვრჩით.-ამოვიოხრე და სადარბაზოსკენ წავედი.

-ელენე, დამელოდე, ვერ დავდივარ სწრაფად.-გულის ჩხვლეტები ვიგრძენი, ცრემლებსაც დიდი სიამოვნებით გადმოვუშვებდი, გიორგი სიარულში ეხმარებოდა, ჩემთან ახლოს რომ დაიგულა, მე მივეხმარე და ლიფტამდე მივიყვანე.-ძველებურად რომ მქონდეს ფეხი ეს არ დაგვჭირდებოდა.-სევდიანად იღიმის და მიყურებს. მისი მზერა ყვირის ტკივილს და მონატრებას, ჩემიც იგივეს. ლიფტში სიჩუმეა, უხერხული არა, წყნარი სიჩუმე უფროა. სახლის კარის საკეტს გასაღებს კანკალით ვავლებ და სახლში შევდივარ. დათაც ნელი ნაბიჯით შემოდის და მისაღებში დივანზე ჯდება. ფეხს შლის და ოდნავ მიაქვს წარბები ერთმანეთთან. დიდ გალიაში მჯდარ შინშის უყურებს და ეცინება.-შენ გგავს.-ყურადღება არ მიმიქცევია, მის პირისპირ დავჯექი და დაველოდე როდის დაიწყებდა საუბარს.

-გისმენ დავით.-ამოვიოხრე, შინში გამოვიყვანე და ისევ იქ დავჯექი სადაც ვიჯექი.

-მოდი ახლიდან დავიწყოთ.-თავის ხელებს უყურებდა.-შენ იცი რომ შენს გარეშე ვერ გავძლებ და ვერც შენ იქნები ჩემს გარეშე კარგად.-მიყურებს, ისეთი თვალებით, როგორითაც ადრე საყვარლობა შემომთავაზა.

-და ბოლოს ისევ იქამდე მივალთ, სადაც ახლა ვართ.-გამეცინა მწარედ.

-არ მივალთ. შენ ხომ იცი რომ შენსვით მაქსიმალისტი ვარ. ჩვენი ურთიერთობა შენ მიგყავდა ელ, მე ვერ ვგრძნობდი იმხელა პასუხისმგებლობას, ვერ გაჩვენებდი იმ გრძნობებს, რომელიც შენს მიმართ გამაჩნდა და არანაირად არ ვარ მართალი, მაგრამ ვერ ვიაზრებდი რომ შეიძლებოდა სხვანაირი გრძნობები გაგჩენოდა ჩემს მიმართ. ახლა ვხვდები, ადამიანებს, რომლებიც წარმავლები არიან ისე არ უყურებენ, როგორც შენ მიყურებდი მე.-ამოიოხრა.

-დავით, არ მინდა იგივე გამოვირო, არ მინდა საკუთარი თავი შენთვის დავკარგო. ოჯახური ბედნიერება, სიმშვიდე და ის სითბო მინდა, რომელიც არასდროს მქონია.-თავი ხელებში ჩავრგე და შინაგანი აფორიაქება თვალების სრესვით დავიმშვიდე. მიყვარდა, ღმერთმა იცის, როგორ მიყვარდა და როგორ მინდოდა ახლა შევხებოდი, ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ არასდროს დავივიწყებდი ჩვენს პირველ შეხვედრას.

-ერთი შანსი ელ, მხოლოდ ერთი შანსი მინდა და გპირდები არ ინანებ. ვიმსახურებთ ელ, ჩვენი ურთიერთობა იმსახურებს კიდევე ერთ შანსს.-მიყურებდა, ვერ დგებოდა, უნდოდა ახლოს ყოფილიყო ჩემთან, თვალებში სევდა და სიახლოვის წყურვილი უჩანდა. ავდექი, მის წინ მაგიდაზე დავჯექი და თვალებში შევხედე, ჩემი თვალები ცრემლებით იყო სავსე, ისევე როგორც წარსულში.

-ჩემს თვალებში ცრემლებია, შენსაში სევდა დავით. გვიღირს? გვიღირს არ გამართლების შემთხვევაში ისევ ის ჯოჯოხეთი გავიაროთ?-ცრემლები შევიმშრალე.

-შენთვის ყველაფერს გავუძლებ ელენე.-თვალებში შევხედე, მისი თვალებიც წყლით იყო დაფარული. მას თვალების მაგივრად შავი ოკეანეები ჰქონდა, რომლებშიც მე ყოველთვის ღრმად ვიძირებოდი. მისი თვალები ტრანსში მაგდებდა, მისი მზერა ამ ტრანსს ყვავილების მდელოდ აქცევდა. მე მიყვარდა დავით თოიძე, იმაზე მეტადაც, ვიდრე ამის წარმოდგენა თავად მე შემეძლო. არ მინდოდა გამეაზრებინა, იმიტომ რომ სიგიჟის ზღვარზე მყოფს ორი ნაბიჯი მაკლია, სიყვარულის გააზრებასა და ფსიქოპატობას შორის საზღვარი ავშალო.

-მენატრებოდი.-ცრემლებს გასაქანი მივეცი, ბოლომდე მინდოდა დაცლა, მის გვერდით გადავჯექი, ყელზე ხელები სუროსავით შემოვხვიე და მის ყელში ავქვითინდი.

-ეს ალბათ ყველაზე ლამაზი შერიგებაა, რაც კი ოდესმე გვქონია.-თმაზე და წელზე ვგრძნობდი მის ხელებს და მისი სიტყვები ჩურჩულად ჩამესმოდა ყურებში.-მეც მენატრებოდი, ელ.-მისი თვალებიც ცრემლიანი იყო, მის ლოყაზეც ვგრძნობდი ცრემლებს. თვალებზე დამიტოვა კოცნები, მერე აწითლებულ ლოყებზე, მე კი მის ლოყებს ვაშორებდი მარილიან წყალს, რომელიც მისი შავი ოკეანიდან გადმოიღვარა. მაგიდაზე შინშილა იდგა ორ ფეხზე და იყურებოდა, გამეცინა და ხელებში მოვიქციე.-ეს ვინ არის?-ხელებში მოიქცია დათამ და ფაფუკ ბეწვზე გადაუსვა თითები.

-ჩემი ბავშვი.-გამეცინა.

-ჩვენი.-გაეცინა თვითონაც და ლოყაზე მაკოცა.-რა ლამაზი ხარ, ელ. ტირილიც კი გიხდება, მაგრამ აღარ მინდა რომ იტირო.

-ასეთ სიტყვებს როდის მერე აფრქვევ?-საფექელზე ვაკოცე.

-ცხოვრება ყველას გვასწავლის რაღაცას, არა?-გაეღიმა ოდნავ და შინშის ბეწვზე ეფერებოდა, ისიც გაიყუჩა.

-ხო, გვასწავლის.-ლოყაზე მივეფერე.-ჯოხით სექსუალური ხარ.-გამეცინა.

-ნუ დამცინი.-თვითონაც ახითხითდა.

-მართლა გეუბნები.-ტუჩებზე ვაკოცე და თვალებში შევხედე.

-არ მეყო.-ტუჩები გაილოკა.

-არ გშია?-ისევ ვაკოცე.

-მშია, რას გამიკეთებ?-მკლავი დივნის საზურგეზე გადადო და ისე შემომხედა.

-არ ვიცი, მოვიფიქრებ რამეს.

-მანამდე ჩამეხუტე.-მის მკერდს მივეხუტე.-აღარ მშია, ასე იყავი.-ხელები მოხვია და კალთაში ჩამისვა.

-ფეხი გეტკინება.-წამოწევა ვცადე, არ დამაცადა.

-შენ რომ ფეხი მომაჭრა იმასაც გავუძლებ, საყვარელო.-ნიკაპზე და ყბის ძვალზე ვიგრძენი მისი ტუჩები და თავი გულზე დავადე. მისი ქული ფეთქავდა, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ჩემი. გაცვეთილია ეს ფრაზა, მაგრამ მისი გულის მელოდია, საუკეთესო კლასიკა იყო, რომელსაც ოდესმე მოვუსმენდი.

........................................................................................................................................

ალბათ ჩვენი ისტორია ხალხმა რომ იცოდეს, გამაკრიტიკებდნენ. საკუთარ თავს მეც ხშირად ვაკრიტიკებდი იმის გამო, რომ ასეთი ურთიერთობა დავიწყე, მერე იმის გამო რომ დათა შემიყვარდა. როცა დედაჩემს მოვუყევი, მითხრა ეგ ამბავი დაგეგმილი გექნებოდაო, მაგრამ ახლა ვხვდები ყველაფერს. ჩემი და დათას ძაფები დიდ გორგალს ქმნიდა, რომლის დაშლაშიც ღმერთს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ის არ ჩანდა, ალბათ იმიტომ რომ ჩვენი თავები ჩვენვე მოგვანდო. მომწონს იმაზე ფიქრი რომ ერთმანეთთან დაკავშირებული ის სულები ვიყავით, რომლებმაც საბოლოოდ იგრძნეს შვება, გამოიკვებნენ და ახლა მშვიდად არიან. მე ის სიმშვიდე ვიპოვე მასში, რომელსაც ასე ვეძებდი მთელი ცხოვრება. მან კი ის ბედნიერება და თავისუფლება, რომელიც ყველას სხვაგვარად ესმოდა ყოველთვის.

-რაზე ფიქრობ?-უკნიდან მეხვევა, ოთახში საოცარი ჩაის სუნი ტრიალებს.

-ჩვენზე.-მის ხელებს ჩემსას ვხვევ და თავს მხარზე ვადებ.-მომწონს, იმაზე ფიქრი რომ ჩემი ხარ.

-შენი ვარ, სულ ვიქნები.-მოღერებულ ყელზე მკოცნის და ცხვირს იქვე ტოვებს, კარგად რომ ისუნთქოს ჩემი სურნელი.

-დაჯექი, ფეხი გეტკინება.

-მოგხვდება.-მეცინება და ლოყაზე ვკოცნი.

-დედაზე გამახსენდა, დედაჩემმა დაგპატიჟა ვახშამზე.-ეცინება ოდნავ.

-ოუ, როგორი მოულოდნელია.

-ეს გაცნობა წლების წინ უნდა ყოფილიყო, როგორც მახსოვს.-ეშმაკურად ამომყურებს და ჩაის ყლუპს უშვებს საყლაპავში.

-როდის დამპატიჟა?-სიტყვას ბანზე ვუგდებ და მის გვერდით ვჯდები.

-პარასკევს.

-პარასკევი ხვალ არის, დავით.

-ზუსტად.-გამიცინა.

-აქამდე არ უნდა გეთქვა?

-არაა საჭირო.-ლოყაზე მკოცნის და წარბებს შორის მადებს თითს.-გახსენი წარბები.-იცინის.

-მგონი შოკოლადი უყვარს, არა?-ვეკითხები და მის თითებზე ვთამაშობ.

-დედაჩემს ყველა და ყველაფერი უყვარს, ფოთოლი რომ მიუტანო, სამუდამოდ შეინახავს.-ეღიმება და ლოყაზე მკოცნის.

-შეიძლება მოყოლილი მაქვს ის ამბავი ბავშვობაში ერთი ბიჭი მიყვარდა, რომელიც ჩემს ბიძაშვილსაც მოსწონდა პარალელურად.-მეცინება, ყოველთვის როცა ამ ამბავს ვიხსენებ.

-მახსოვს კი, მერე ამერიკაში არ წავიდა ის ბიჭი?-ჩაახველა და წარბები ოდნავ შეკრა.-რატომ გაგახსენდა?

-ჩემმა ბიძაშვილმა ფოტო დადო, მაგ ბიჭმა ხელი სთხოვა და ქორწილში დამპატიჟეს.-მეცინება და ფოტოს ვაჩვენებ.

-ბედის ირონიაა.-ეცინება დათასაც და ფოტოს აკვირდება.-მერე მიდიხარ ქორწილში?-ტელეფონს მაგიდაზე დებს.

-მივდივართ, საყვარელო. წამომყვები?-ქვემოდან ავყურებ.

-ამ თვალებით თუ შემომხედავ ჯოჯოხეთშიც წამოგყვები.-ეცინება.-კარგი, ანუ მივდივართ ქორწილში.

-ხო, ჩემი ოჯახის სრული შემადგენლობა იქნება. თუ გინდა გადავდოთ ერთად გამოჩენა და მარტო წავალ.

-დიდი დრო გავიდა ელი, მგონი უკვე დროა ერთად გამოვჩნდეთ.-მიღიმის, ეს ღიმილი ჩემს სულში არსებულ არეულობას, კიდევ ერთხელ ალაგებს და იქაურობას ახალ ხალისს სძენს.

...................................................................................................................................................

-გამარჯობა.-დათას დედას ვესალმები, ხელს ვართმევ და შეპატიჟების შემდეგ მისთვის ნაყიდ შოკოლადს და ყვავილებს ვაწვდი.

-რატომ შეწუხდით შვილო?-მიღიმის ბედნიერი, ხალისიანი სახით და საჩუქარს მართმევს.

-ელ, დედჩემი ნინო, მამაჩემი გია და ჩემი და მაკუნა.

-მე დაგავიწყდი.-ხანში შესული ქალი მისაღებიდან გამოვდა, შავი ტანსაცმელი ეცვა, უბრალოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც ულამაზესი იყო.

-და ბებიაჩემი მადონა.-ეცინება დათას.

-მადონას გაჩვენებ შენ.-შეუბღვირა ქალმა.-მანანო მქვია შვილო.-ხელი ჩამომართვა, მეც გავუღიმე.

-ეს ჩემი ელენეა.-დათამ ხელი მომხვია მხრებზე.

-სასიამოვნოა.-ღიმილით მოვათვალიერე ყველა. სახლში ნათელი და სუფთა აურა ტრიალებდა, მომწონდა მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ვგრძნობდი იმ სითბოს, რომელიც არ იგრძნობოდა ჩემს ოჯახში. დათას ვუღიმოდი, ჩემი ხელი ეჭირა მთელი საღამო და ჩემს შინაგან მღელვარებას ამით უმკლავდებოდა.

-ძალიან საყვარლები ხართ.-დათას დედა გვიღიმის და ყავასთან ერთად ტკბილეული შემოაქვს სამზარეულოდან.-სულ მაინტერესებდა, როგორ გოგოს გამაცნობდა დათა, ის ხო ასეთი ჩამოუყალიბებელი იყო ყოველთვის, როცა საქმე ურთიერთობებს და სიყვარულს ეხებოდა.-ეცინება და შვილის შეკრულ შუბლს აჯავრებს.-მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვიცი, შენ ხარ ის ვინც მას დაიმორჩილებს.

-დედა.

-გაჩუმდი და ამ გოგოს აღარ აწყენინო.-თვალებს უბრიალებს ნინო და მეც ნიშნის მოგებით ვუყურებ.

-თვითონ მიმატოვა.

-და ახლა ჩემს გვერდით ზიხარ.-თვალი ჩავუკარი, ეცინება, მეც მეცინება, მის ოჯახსაც ეცინება. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ასეთი ბედნიერი, ან საერთოდაც რა საჭიროა ვადები? ბედნიერი ვარ, ხო და მომენტით ვიცხოვრებ. სიკვდილი ბევრჯერ მდომებია, მაგრამ აქ შენ მეგულები, ამიტომ გავუძლებ სამყაროს რომ შენს გვერდით დავრჩე. მაგიდასთან მისულს, დათა სკამს მიწევს და მეც ღიმილით ვჯდები. მაგიდაზე დეკორაციად სამი შანდალი და სამი ლარნაკი დევს, შიგ წითელი ვარდებით. ამ ოჯახში ყვავილები საოცრად უყვართ, როგორც დათასგან მსმენია.

-ქორწილს როდის გეგმავთ?-გვეკითხება ნინო და ვგრძნობ დათას ხელს, ჩემს ხელზე.

-დედა, გთხოვ, პროცესს ენდე.-უღიმის და თავაზიანად გადააქვს საუბარი სხვა თემაზე. მიყვარს ის ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ყველაზე მთავარი ის დიპლომატიური თვისებებია, რომლითაც აქამდე მოიყვანა თავი. ის თვისებები მიყვარს, რომელთა გამოც არასდროს უწევს ხმას, არასდროს ჩხუბობს და ბილწსიტყვაობს, მან იცის როგორ მოაგვაროს, როგორ შენიღბოს საქმე ენით და დიახ, ეს ყველაზე მთავარი მიზეზია, ჩემი სიყვარულის მისდამი.

Სახლში მისული წყლის გადასავლებად შევდივარ და ცოტა ხანში მესმის, როგორ იღება კარი, სხვას არც არაფერს ველოდი.

-ახლა ორი წუთითაც აღარ დამტოვებ?-თვალებს ვახელ და მისკენ ვიყურები.

-რა საჭიროა? წყალი დავზოგოთ.-იცინის, ზუსტად ისე იცინის როგორც მაშინ, სულ თავიდან. კბილები უჩანს, ოდნავ უნაოჭდება ლოყები და თვალები, ხო, თვალებიც უბრწყინავს. რაც ვეღარ ვარჯიშობს, ცოტათი მოპუტკუნებულია, ის პრესიც სადღაც გაქრა და ბარძაყებიც, მაგრამ მაინც ათლეტური ტანი აქვს. ჩემს წინ დგება და ზემოდან მიყურებს.

-მომწონს შენი სრული ფორმები.-მოღერებულ ყელში კოცნებს მიტოვებს და ნელ-ნელა ადის საფეთქელთან.

-მეც მომწონს შენი პაწუკა ღიპი.-ვუყურებ, ისევ მეცინება. ქვედა ტუცს კბილებს ვდებ და დიდხანს აღარც ყოყმანობს, ტუჩებზე ფრთხილად მკოცნის და კოცნას აღრმავებს.

Ადამიანებს “კაიფისთვის” ტაბლეტები და სხვა მრავალი უაზრობა სჭირდებათ. მე კი დავითის ტუჩები ყველაფერს მირჩევნია, ესაა ჩემი ნარკოტიკიც და გატაცებაც, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მექნება ის შეგრძნება, რომ მისი ტუჩები მაცოცხლებს და როცა ის აღარ მეყოლება, სავარაუდოდ მოვკვდები. ეს დრო, რაც მის გარეშე გავატარე ჯოჯოხეთი იყო, მეორედ უდავითობას ვეღარ გავუძლებ. რა ვქნა, ასეთი ვარ, სენტიმენტალური, მიჯაჭვულობისკენ და დასაკუთრებისკენ მიდრეკილი, მე ალბათ ის ყვავილი ვარ, ერთისთვის რომ ამოდის და მხოლოდ ერთს ერთგულებს. არ შემიძლია მის გარეშე და არცაა სავალდებულო, რომ შემეძლოს. დავით თოიძეა ჩემი ამ სამყაროსთან გადასაბმელი ჯაჭვის რგოლი და ამით უკმაყოფილო, სრულებითაც არ ვარ.

...................................................................................................................................

-დედა, ხომ მითხარი ხორცს აღარ გაჭმევო.-კიკინებიანი, პატარა, მწვანეთვალება გოგო აჰყურებს დედას და წარბებს კრავს, ქალს ეცნობა ეს მზერა, ზუსტად ასე უბღვერს ხოლმე საყვარელი ქმარი, როცა მისთვის დრო აღარ რჩება.

-აუცილებელია დე, თვეში ერთხელ მაინც.-თავზე კოცნის ბავშვს.-თან ისეთია, შენ რომ გიყვარს. ბათუს უყურე, მთლიანი თეფში ცარიელი აქვს.-პატარა გოგონა საყვარელი 8 წლის ძმისკენ იყურება და მის თეფშს აკვირდება.

-ისევ არ ჭამს?-თავზე კოცნის ქმარი და გაბუტულ ქალიშვილს აკვირდება.-მამი, ასე როგორ შეიძლება?-უცინის და წარბებს შორის კოცნის.

-3 კოვზს შევჭამ.-თითებით აჩვენებს დედას და მამას ეკრობა მხარზე. მისი საიმედო ადგილია მამის მხრები, იქ ეფლობა და მერე თუ გინდა დანგრეულა სამყარო, აღარაფერი ანაღვლებს. ამაში დედას ჰგავს. ან და, დავით თოიძის მხრები ვისთვის არ იქნებოდა საიმედო, უსაფრთხო ადგილი?

-მამა, მათემატიკას დამაწერინებ?-ბართლომე თოიძე დავითისგანაც და ელენესგანაც. ბავშვი იმდენად გაწონასწორებულია, ხშირად ეშინოდათ რამე ხომ არ სჭირსო, თუმცა ბავშვი თავიდან ბოლომდე ჯანმრთელია.

-ამ კიკინას ვაჭამოთ და დავწეროთ.-შვილს თავზე კოცნის და ნიტასკენ მიაქვს საჭმლით სავსე კოვზი. ელენე ღიმილით უყურებს სამივეს და გული უფართხალებს სიხარულისგან. მარჯვენა არათითზე ბეჭედი უკეთია, გამუდმებით აწვალებს და იღიმის. ნიტა მალე მიიწევს მისაღებში გაფანტული სათამაშოებისკენ. დავითი ბათუს აწერინებს მათემატიკას, ბავშვი თავის ოთახში მიდის და იქ აგრძელებს მეცადინეობას. სახლი, რომელიც საკუთარი ძალებით ააშენეს და გამართეს, უკვე 10 წელია ბედნიერ ხმებს ისისხლხორცებს. ახსოვს ყველა სიხარული, სიყვარულით და ვნებით სავსე ღამეები, ჩხუბიც ახსოვს, პირველი ბავშვის დაბადებაც, მისი ტირილიც. ყველაფერი, ყველაფერი ახსოვს და იღიმის ხოლმე როცა მარტო რჩება. სხვებისთვის უბრალო სახლია გარეუბანში, ელენესთვის და დავითისთვის კი სულიერი არსებაა, რომელშიც ცხოვრობენ. ცოლს უღიმის და წინ უდგება.

-როგორი ლამაზი ხარ, ძვირფასო.-თავზე კოცნის.

-ხორცის ფაფის სუნი მიდის, თმა დასაბანი მაქვს, თვალები ჩაშავებული და მოსვრილი ზედა მაცვია, დავით.-იცინის და ქმრის მკლავების ძლიერ მოხვევას გრძნობს სხეულზე.

-და მაინც, ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მიმზიდველი და სექსუალური ქალი ხარ მთელ მსოფლიოში.-თმაზე ყნოსავს ცოლს.-და საოცარი სუნი გაქვს.-ოდნავ დაეჭვებულია თავის ნათქვამში.

-ზღვარი იცოდე, იდიოტო!-ხითხითებს ელენე.

-კარგი, სუნზე ცოტა გავაზვიადე, დანარჩენზე არა.-დავითიც იცინის და შუბლზე კოცნის. ბაკებთან ოდნავ ჭაღარა აქვს, მაგრამ დავითია, ისევ ის დავითი, გოგოების გულთამპყრობელი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ტრავმირებული დავით თოიძე.

-მიყვარხარ, შეშლილო.-ყელზე ხვევს ხელებს და ღრმად სუნთქავს.

-ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ, ელენიკო.-ყელში ისევ კოცნის.

-მეც მინდა ჩახუტება.-კიკინებიანი ისევ შერბის სამზარეულოში.

-ჩემდა ჭირად გაგაჩინე შვილო?-იცინის ელენე, შვილს ხელში იყვანს და იხუტებს.-გაიქეცი და ბათუს ჩაეხუტე, მამა ჩემია.

-არა, მამა ჩემია.-წარბებს კრავს ისევ პატარა.

-მამა ჩემია.-ბათუს ხმა ისმის და უკვე დავითის მკლავებშია გახვეული.-დაგასწარით.-ენას უყოფს დედას და დას და მამის ყელში იცინის.

გასრულდა ესე ამბავი? არა, ჯერ მხოლოდ ახლა იწყება! ესაა დასაწყისი ბედნიერების და დასასრული ყველა ტკივილის. იპოვეს ბედნიერება? იპოვეს, რა თქმა უნდა იპოვეს. ყველაფერს აქვს დასასრული, ამბის თხრობასაც და ცხოვრებასაც. მოდი, ამჯერად თხრობა დავასრულოთ, ვაცადოთ ბედნიერება და ერთად სიხარული. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, სიკვდილს ვერსად დავემალებით. მთავარი ისაა რომ ვიბრძოლოთ და რაც უფრო ძლიერად ვიბრძვით, მით უფრო გვიან ვმარცხდებით. უძლეველი ალექსანდრეც დაამარცხა სიკვდილმა, ჩვენი დავით მეფეც და კიდევ ბევრს დაგვამარცხებს. იცხოვრეთ წამით, ამ წამით, რომელიც ახლა გაქვთ და როცა იგრძნობთ რომ თქვენი დრო მოვიდა, მოსაგონი ბედნიერი წუთები მეტი გექნებათ. შეხვედრამდე მკითხველო.



21.06.2023წ.


გამარჯობა, საკმაოდ დიდხანს დავიკარგე, არა? დიდი ხანია ამის ატვირთვა მინდა, თუმცა ვერ ვასრულებდი. არ ვიცოდი ელენე და დავIტი როგორ დასასრულს იმსახურებდნენ და თვეობით გავწელე წერის პროცესი. :( <3 მოკლედ, იმედია ისიამოვნებთ, ბევრი შეცდომის მიუხედავად, რომელიც ჩემმა სულსწრაფობამ გამოიწვია, მაინც სასიამოვნოდ წაიკითხება, მგონი. მოკლედ, წარმატებები! <3



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ისეთი კარგი იყოო,სასიამოვნო ,საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორიააა..

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

არ ვიცი ასეთ არაჩვეულებრივ ისტორიას რატომ არ აქვს კომენტარები? ძალიან თბილი, ემოციური და უკარგესი გამოვიდა. ცოტა არ იყოს გავბრაზდი ელენეზე. დაყარა ფარ-ხმალი და თავი ტანჯვისთვის გაწირა. გაქცევა ამჯობინა, დარჩენას და საუბარს. მაგრამ ადამიანის ბუნება ასეთია, სულ რაღაც ეჭვი გჭამს, ყველაფერს გვინდა სახელი დავარქვათ. დათა კი ნამდვილი მამაკაცის სახეა, ყველას ასეთი მეორე ნახევარი უნდა ჰყავდეს:დ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან თბილი იყო, ამას გვიმალავდი?
საოცრად ემოციურია

 


№4  offline წევრი სესო

Daldoni Daldoni
ისეთი კარგი იყოო,სასიამოვნო ,საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორიააა..

თქვენი კომენტარი მუდმივად გულს მიხარებს❤️

სტუმარი ქეთა
არ ვიცი ასეთ არაჩვეულებრივ ისტორიას რატომ არ აქვს კომენტარები? ძალიან თბილი, ემოციური და უკარგესი გამოვიდა. ცოტა არ იყოს გავბრაზდი ელენეზე. დაყარა ფარ-ხმალი და თავი ტანჯვისთვის გაწირა. გაქცევა ამჯობინა, დარჩენას და საუბარს. მაგრამ ადამიანის ბუნება ასეთია, სულ რაღაც ეჭვი გჭამს, ყველაფერს გვინდა სახელი დავარქვათ. დათა კი ნამდვილი მამაკაცის სახეა, ყველას ასეთი მეორე ნახევარი უნდა ჰყავდეს:დ

ალბათ ელენეს ადგილას მეც ძალიან დამღლიდა მსგავსი ცხოვრება❤️ დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის!❤️

სტუმარი ნატალია
ძალიან თბილი იყო, ამას გვიმალავდი?
საოცრად ემოციურია

წერტილი დავსვი და მაშინვე ავტვირთე❤️ მადლობა❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

სუნთქვაგაჩერებული რომ წაიკითხავ.... ბრავოო

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკო

რა კარგი იყო,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

 


№7  offline წევრი სესო

სტუმარი ნათია
სუნთქვაგაჩერებული რომ წაიკითხავ.... ბრავოო

დიდი მადლობა❤️

სტუმარი მაკო
რა კარგი იყო,ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

გმადლობთ!

 


№8 სტუმარი ეთული

საოცარი ისტორია სიტყვები არ არსებობს ამის ვადმოსაცემად რაც მე განვიცადე ამის წაკითხვისას.სულ უნდა წერო საოცარი იყო

 


№9 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა. ტკბილი თბილი და ლამაზი ისტორია იყო. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№10  offline წევრი სესო

ეთული
საოცარი ისტორია სიტყვები არ არსებობს ამის ვადმოსაცემად რაც მე განვიცადე ამის წაკითხვისას.სულ უნდა წერო საოცარი იყო

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია თქვენი კომენტარი❤️

Ana-maria
ძალიან მომეწონა. ტკბილი თბილი და ლამაზი ისტორია იყო. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

გამახარებთ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ისტორიაა????კარგი და პოზიტიური დღის დასაწყისია????ყოველთვის მიხარია თქვენი ისტორიების გამოჩენა.წარმატებებს გისურვებთ????????????

 


№12  offline წევრი სესო

სტუმარი მარი
ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ისტორიაა????კარგი და პოზიტიური დღის დასაწყისია????ყოველთვის მიხარია თქვენი ისტორიების გამოჩენა.წარმატებებს გისურვებთ????????????

ძაალიან დიდი მადლობა❤️❤️

 


№13 სტუმარი ანიუტა

ძალიან სასიამოვნო და პოზიტიური ისტორიაა. ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მადლობა ამ ემოციებისთვიდ.

 


№14  offline წევრი სესო

ანიუტა
ძალიან სასიამოვნო და პოზიტიური ისტორიაა. ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მადლობა ამ ემოციებისთვიდ.

რეალურ სამყაროშიც გვეყოფა ნეგატივი❤️ მადლობა შეფასებისთვის❤️

 


№15  offline წევრი მარიამ. ნ

ძალიან კარგი ოყო ♥️ ელენესი მესმოდა როცა გაიქცა და ძალიან შემეცოდა ორივე. საკმაოდ დიდი დრო იყ მენ ერთად და რთულია როცა ამხელა დროის ურთიერთობიდან არაფერი გრჩება ამ შიშს გაუმკლავდე , დათა სასწაულია მაგრამ მასაც აქვს შეცდომები არესმოდა ელენესი და მიხარია რომ გაუმკლავდენ დროს და მაინც ერთად დარჩნენ ♥️♥️

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი ნაწარმოებია სასიამოვნო საოცარ ცოტა სევდიანი და ტკივილიანი მაგრამ კარგია მიხვდნენ ერთმანეთი რომ უყვარდათ მთავარია დასრულდა კარგად

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მადლობა წარმატებები ველოდები ახალ ნაცნობებს ♥️♥️♥️

 


№18 სტუმარი ნი-კე

კარგი იყო♥️სასიამოვნოდ იკიხებოდა..წარმატებები

 


№19  offline წევრი სესო

მარიამ. ნ
ძალიან კარგი ოყო ♥️ ელენესი მესმოდა როცა გაიქცა და ძალიან შემეცოდა ორივე. საკმაოდ დიდი დრო იყ მენ ერთად და რთულია როცა ამხელა დროის ურთიერთობიდან არაფერი გრჩება ამ შიშს გაუმკლავდე , დათა სასწაულია მაგრამ მასაც აქვს შეცდომები არესმოდა ელენესი და მიხარია რომ გაუმკლავდენ დროს და მაინც ერთად დარჩნენ ♥️♥️

მიხარია ასეთი შეფასება <3

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი ნაწარმოებია სასიამოვნო საოცარ ცოტა სევდიანი და ტკივილიანი მაგრამ კარგია მიხვდნენ ერთმანეთი რომ უყვარდათ მთავარია დასრულდა კარგად

მადლობა შეფასებისთვის <3

სტუმარი ნესტანი
მადლობა წარმატებები ველოდები ახალ ნაცნობებს ♥️♥️♥️

მადლობა <3

ნი-კე
კარგი იყო♥️სასიამოვნოდ იკიხებოდა..წარმატებები

მადლობაა <3

 


№20 სტუმარი სტუმარი თეო

მართლაც ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ,ერთი ამოსუნთქვით ❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინა

სასიამოვნო და კარგი წასაკითხია,კარგად წერთ,სიმოვნებით დაველოდები შემდეგს ,წარმატებები ♥️♥️

 


№22  offline წევრი შარზენ

კარგია ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent