შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური საღამო ...


1-11-2018, 00:38
ნანახია 9 439

რა უცნაური საღამოა, თითქოს ვეღარ ვგრძნობ,
ტკივილებს ჩემს და ახლა სხვისი ცხოვრება მტკივა.
თავს გავექეცი აღარც მახსოვს როდის ჩემგან შორს
ან რად მაცხელებს, როცა გარეთ საშინლად ცივა.

ადამიანებს...
ძველ მეგობრებს....
ქუჩებს...
უცნობებს...
ჩემს სახლს რომელმაც ბავშვობიდან მატარა დღემდე.
გავამპარტავნდი ახლა ჩემს თავს ხან ღმერთს ვუტოლებ,
ხან ვთავმდაბლობ და თავსაც ვუხრი გამომხმარ ხეებს.

შემოდგომიდან შევიყვარე მხოლოდ ფერები,
შემზიზღდა წვიმა - ფრაზებს ვპარავ ვოლფანგ გოეთეს.
რას აღარ ვცდილობ, ყველა კუთხეს ჩემებრ ვედები,
მაგრამ ვერასდროს კალენდრიდან ვერ ვშლი ნოემბერს.

ვყვები მარტივად თუკი ჩემს თავს ცუდი მოხდება,
კარგ ამბებს გულის გასაღებით სკივრში ვინახავ.
სარკის წინ მდგომი ჩემი სული ისე ორდება,
ყოველ ნოემბერს გაზაფხულის სურნელს ვიპარავ.

მძულს ამ თვის წვიმა, მეზიზღება რიცხვი ჩვიდმეტი,
ვერ ვიტან ღიმილს უნებურად ბაგეს რომ მიპობს.
მოხუც ბებოსთან წიგნებში მყოფ მომკვდარ იების,
გაცოცხლებას და მისი სუნის შეგრძნობას ვითხოვ.

მე ჩემი თავი დავღუპე და მუზაც დანებსა
მკვდარი თევზი ვარ უსულგულოდ წყალს რომ მიჰყვება.
მეცხრე სონეტში შექსპირიც კი ჩემზე ამღერდა
რომ ვერასოდეს ვიქნებოდი სხვისთვის იმედად..

როდესაც უნდა სახლს ვტოვებდე - ვტოვებ ქვეყანას,
როდესაც უნდა ვიღიმოდე ცრემლებს ვიმშრალებ.
ჩემზე 'ვინ?' ითქმის?
- არა უფრო მე კითხვა 'რა?' ვარ
რომლის პასუხსაც ერთლ ლამაზ დღეს კედლებს მივაწერ.

მკვდარი ფიტული...
უხმო გლოვა...
სუსხი ნოემბრის...
და ახლა ჩემში გეფიცები სხვაგვარად ცივა.
თუ ტკივილისთვის დავიბადე რისთვის მოვედი
ამ ქვეყნად, სადაც წლები არის ვერ ვიგებ ვინ ვარ.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ეს ვინ დაგვიბრუნდა heart_eyes ლამაზი ლექსია ძალიან, სამწუხაროდ ძველებურად ლექსიდ ვერ გიპასუხებ, მაგრამ სამაგიეროდ უფრო ყურადღებით წავიკითხავ heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი გაფრთხილებთ

გაიხსნა ახალი სოციალური ქსელი
lovecity .tk
ახალი ანგარიშის შექმნა... |
უფასოა და ყოველთვის ასე იქნება... |
შემოგვიერთდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები .... |
ჩვენთან ნამდვილად არ მოიწყენთ ... |
ქართული სოციალური ქსელი .... |

 


№3  offline წევრი sweetgirl

Au dzalian momewona❤️❤️❤️❣️❣️

 


№4  offline წევრი luana

ძალიაან ძალიან კარგია ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent