შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ მხოლოდ ათჯერ შევხვდით (სრულად)


22-06-2023, 18:33
ავტორი ვე რა
ნანახია 9 028

ჩვენ მხოლოდ ათჯერ შევხვდით

ეს ისტორია მათთვისაა, ვისაც ჰაეროვანი რომანტიკა უნდა დიდი დრამების გარეშე. ))))

1

_ ოიი, ჩვენი აისბერგიც მოდის!_ ჩაიცინა ნუცამ.

_ მაგან მერვე კლასში რომ ითამაშა ყინულის დედოფალი, იმის მერე მაგ როლში ჩარჩა!_ აკისკისდა თეაც. მეგობრები პარკში ისხდნენ ყავის ჭიქებით ხელში და თებერვლის ჯერ კიდევ სუსტ და უძალო მზეს ეფიცხებოდნენ.

_ მაგას თავისი შესაფერისი ტიტანიკი არ შეხვედრია ჯერ თორემ, ვნახავ რა აისბერგიცაა!_თვალები მოჭუტა ნუცამ თან მომავალ მეგობარს თვალი ვერ მოაშორა, რომელიც საკუთარი ხელით მოხატულ ყვავილებიან ჩემოდანს მოაგორებდა.

_ ხომ არ გავიწყდება , რა დამართა აისბერგმა მაგ შენს ტიტანიკს! მანამდე სანამ მაგისი გაყინული გული ლღობას დაიწყებს, კიდევ ბევრს გაისტუმრებს უიმედობის ოკეანის უძირო სიღრმეებში.

_ აშკარად ისევ მე მჭორავთ არა?_ ღიმილით მოუჯდა გოგოებს აისბერგად წოდებული ცია, ლამაზი და მხიარულთვალება გოგონა.

_ რას ამბობთ თქვენო უდიდებულესობავ? მაგას გაკადრებთ პრინცესა?_ თავი გადააქნია ნუცამ.

_ კარგი რა, შეწყვიტე და სულ ნუ ცდილობ გული შემიღონო! მორჩა დღეიდან უარი ვთქვი პრინცესას სტატუსზე, აწი მეც თქვენსავით ღარიბი მოკვდავი ვარ!_წამით უკმაყოფილება გამოესახა ტუჩებზე გოგონას, მაგრამ თაფლისფერი თვალები მაინც ძველებურად უციმციმებდა.

_ რაო მამიკომ? რა უნდოდა?_ დაინტერესდა თეა.

_ წადიო და სწავლა საზღვარგარეთ დაამთავრეო! მერე დაბრუნდი და შენი დასავით მომეხმარე ბიზნესშიო. _ სახე შეეცვალა , და წამით თვალებიც ჩაუქრა.

_ მერე რა უთხარი?_ დაინტერესდნენ გოგონები.

_ რა და ვუთხარი მხატვარი ვარ და მხატვრადვე აღვესრულებიმეთქი!

_ იმან რაო?_ ვერ დაიკმაყოფილეს ინტერესი.

_ რაო და ღარიბ_ ღატაკ მხატვრად მიგიწევს აღსრულება და ნიკოსავით ნახშირით ხატვაო! აი ასე სიტყვა სიტყვით._ ისევ აენთო თვალებში ციცინათელები.

_ ხოდა ახლა თავისუფალი ვარ და შეგიძლიათ გაითვალოთ, ვინც გავარდება იმისი ვარ!_ გოგონებს სიცილი აუტყდათ.

_ არ უნდა მაგას მაგდენი ლაი_ ლაი, ჩემი ხარ ჩემი!_ თეამ ტაში შემოჰკრა და მეგობრის სასაცილო ჩემოდანს ხელი დაავლო.

_ გაუმარჯოს თავისუფლებას!_ დაიყვირა ნუცამ.

_ გჯერააათ? მე არა!_ ბედნიერი ღიმილით შეხედა მეგობრებს თაფლისფერთვალება გოგომ. შუაში ჩადგა და ორივეს ხელი გადახვია.

_თავისუფალო ცხოვრებავ დაგვხვდი!

_ თავისუფალო მაგრამ ღარიბოო!_ მიდიოდნენ და სიცილ _სიცილით მიარახრახებდნენ მოზრდილ ჩემოდანს და ეტყობოდათ საკუთარი სიტყვები აბედნიერებდათ.

პარკის გადასწვრივ შავი სოლიდური და გაკრიალებული მანქანა იდგა.

_ ბატონო თემურ, შევაჩეროთ? _ მოხედა მძღოლის გვერდით მჯდომმა ზორბა დაცვამ , უკან მჯდომ გადაღლილსახიან ჭაღარაშერეულ მამაკაცს.

_ არა, გაუშვით, მაგრამ თვალი ადევნეთ. თმის ერთი ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეს. ყველაფერში დაეხმარეთ, რაშიც დასჭირდება, მაგრამ ისე, რომ თავად ვერაფერს მიხვდეს. მის ჩრდილად იქეცით._ მკაცრი ხმა ჰქონდა კაცს, კეთილი სახისთვის შეუსაბამოდ მკაცრი. დაცვამ თავი დაუკრა და მანქანიდან გადავიდა.

_ ბატონო თემურ! _ მცირე ხნიანი სიჩუმის შემდეგ შეეხმიანა მძღოლი ჩაფიქრებულ კაცს.

_ კარგი რა გიორგი, ბატონო თემურ, ბატონო თემურ! მარტო როცა ვართ მაშინ მაინც მოიშორე ეგ ფორმალობა!_ ამოილაპარაკა თვალდახუჭულმა.

_ თემურ, ასე თუ ნერვიულობ იქნებ..._ წამოიწყო საშუალო ასაკის კაცმა.

_ არა, გიორგი არა! უნდა გავუშვა, რომ დაბრუნება მოუნდეს. თუ შევაჩერებ, მეშინია, რომ ერთ დღეს დედამისივით დამატოვებს და თავისუფლების ძებნაში სადმე გაფრინდება. ძალიან ჰგავს ლილის. თვალებით, ხასიათით. ყველაფრით.
მაია მე მგავს, მკაცრია , მოზომილი, დინჯი. მაგრამ ეს სულ სხვაა. ჩიტივითაა, გალიაში ვერ იქნება ბედნიერი, თუნდაც გალია სულ ოქროსი იყოს._ წყნარად საუბრობდა თემურ ბურდული. როცა დაინახა, მძღოლი ისევ აპირებდა რაღაცის თქმას, უარის ნიშნად თავი გააქნია და უთხრა.

_ დავბრუნდეთ ოფისში! ყველამ ის საქმე ვაკეთოთ, რაც გვაბედნიერებს.

საქმე ნამდვირად აბედნიერებდა საქმოსან თემურ ბურდულს. მემკვიდრეობით მიღებულ ბიზნესს სათავეში ედგა და თავს არ ზოგავდა. მისი ღვინო ექსპორტზე წარმატებით გადიოდა. შემოსავალი დღითი_დღე იზრდებოდა. ყველაფერი, რაც საქმეს ეხებოდა მყარ კალაპოტში დიოდა. ყველაფერი პირადი ცხოვრების გარდა.

ცოლი სიყვარულით მოიყვანა თემურმა. უყვარდა და აღმერთებდა ლილის, მაგრამ ვერ იქნა და ვერაფრით მოიდრიკა უხეში და მკაცრი ხასიათი. თან და თან ჩაიბჟუტა ერთ დროს მზესავით ქალი. როგორც სჩანს არ იყო სიმდიდრე და ფუფუნება მისი ბედნიერებისთვის სამყოფი. ამას ვერაფრით იგებდა და ეგუებოდა.
ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენთა სიის სათავეში მოქცეული კაცი. არ ესმოდა, რატომ არ შეეძლო მის ცოლს სხვების ცოლებივით ფუფუნებით ტკბობა. მოგზაურობა და გამუდმებული საყიდლებზე სიარული. ვერაფრით იპოვნა ის იდუმალი რამ , რაც მისი გულის მბრძანებელს გააბედნიერებდა. ვერ მიხვდა, რომ ზოგისთვის სიმდიდრე და მაღალი სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ ოქროს გალიაა და მეტი არაფერი. რომ ზოგის სული იმდენად თავისუფალი და ფაქიზია სულის შებერვითაც კი ატკენ და დაამსხვრევ. ორი გოგონა შეეძინათ და თითქოს ეს უნდა ჰყოფნოდათ სიხარულისთვის, მაგრამ არა! პატარა ცქრიალა ლილი ნელ_ ნელა ჩაიბჟუტა და ბოლოს სულაც ჩაიფერფლა. მიწასთან გასწორდა იმ დღეს თემურ ბურდული. და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა კვლავ წამომდგარიყო ფეხზე. საკუთარი თავის ხელში აყვანა მოახერხა, მაგრამ ახლა გარეგნული სიცივის და ამაყი სახის მიღმა გულგატეხილი კაცი იმალებოდა. რომლისთვისაც მისი ორი, მზე და მთვარესავით განსხვავებული, გოგონა გამხდარიყო სამყაროს ცენტრი და ბედნიერების ათვლის წერტილი.

უფროსი ქალიშვილი მაია, მამას ჰგავდა როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით. მაღალს და ნარნარას, სწორი შავი თმა ზუსტად მხრებამდე შეეჭრა, გამხდარი და ჩამოქნილი იყო, მუდამ ამაყი და წელში გამართული სიარული იცოდა. ხასიათიც მკაცრი, დინჯი და გაწონასწორებული ჰქონდა. საკუთარ ვალდებულებად მიაჩნდა მამის გვერდით დგომა. ბიზნესშიც საოცარი ალღო გამოიჩინა და მშობელთან ერთად მართავდა უზარმაზარ კომპანიას.
რაც შეეხება უმცროს ქალიშვილს, ციას, დის სრულიად საპირისპირო ადამიანი იყო. ზუსტად დედის ასლი . ნაზი , არც თუ მაღალი, წაბლისფერი ხვეული თმით და თაფლისფერი თვალებით. მზიანი სახით და უფრო მზიანი ხასიათით. ბავშვობიდან ცნობისმოყვარე, კეთილი და მხიარული. თუმცა ამასთან ძალიან ურჩი და ჯიუტი. იტყოდა , პატარა ფეხს დააბაკუნებდა და მორჩა ვერც ნებით, ვერც ძალით სურვილს ვერავინ გადაათქმევინებდა.
დიდხანს ეძებდა საკუთარ თავს. ხან უკრავდა, ხან მღეროდა, უცხო ენებს სწავლობდა, ცურავდა, ყველაფერს აკეთებდა, მხოლოდ მამამისის საქმეს არ ეკარებოდა ახლოს. ბოლოს ინტერესი ხატვაზე შეაჩერა და კიდევაც ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში. სწორედ მაშინ მოუვიდა პირველი კამათი ციას მამასთან. ამას სხვა მოჰყვა, კიდევ სხვა და ბოლოს წესიერად, მშვიდად და მამაშვილურად თითქმის საერთოდ აღარ ურთიერთობდნენ.

_ არ მჭირდება ეს შენი ღვინის კომპანია თუ მაიასავით უჟმური და ცივი გინდა ვიყო! _ ბრაზობდა გოგონა.

_ ამ კომპანიის დამსახურებაა, რასაც გინდა იმას რომ აკეთებ და მაიას თავგანწირული მუშაობის გამოა, არაფერი რომ არ გაკლია და დაქრი ქარივით._ ხმას უწევდა მამაც.

_ აჰაა! ასე არა!

_ ზუსტადაც!

_ არც თქვენი დამადლებული ფული მჭირდება რამედ!

_ ხოდა ვერც მიიღებ!

_ სულ კარგად ბრძანდებოდე ძვირფასო მამა!

_ ინანებ!

_ არასდროს!

სწორედ ასე დაასრულეს ბოლო ჩხუბი . ჩაალაგა ციამ ნივთები და დატოვა მამის სახლი. უზარმაზარი , სასახლე სახლი კი არა, სადაც არასდროს არაფერი აკლდა, სადაც მისი ერთი წარბის აწევაც საკამარისი იყო სასურველის მისაღებად. დიდი ლამაზი ჭიშკარი გამოიარა. თან რიხინით მიაგორებდა ჭრელა_ ჭრულა ჩემოდანს.
ზუსტად ჭიშკრის წინ გაჩერდა. ფანჯრიდან მოთვალთვალე მამას იმედი მიეცა, იქნებ უკან მობრუნდესო, მაგრამ არა! ციამ თავისუფლების ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და რახრახით გაუყვა მოკირწყლულ გზას ისე რომ უკან ერთხელაც არ მოუხედავს.

მთელი ქუჩა სულ ასე რიხინით ჩაიარა, უზარმაზარი ჩემოდნის ბორბლებს ქვაფენილზე გორვა უჭირდათ და მთელი ძალის გამოყენება სჭირდებოდა ციას, რათა ადგილიდან დაეძრა საკუთარი, ამჯერად უკვე მთელი ქონება. ქანცი გასძვრა. ასეთი მძიმე არასოდეს არაფერი ეტარებინა მის ლამაზ საღებავებით მოსვრილ თითებს. გადაიღალა.''მოდი ყავას დავლევო." გაიფიქრა , როცა ყავის ჯიხურს ჩაუარა გვერდით. ერთი ჭიქა სასურველი ყავა შეუკვეთა, ყურებში ყურსასმენები გაიკეთა, საყვარელი სიმღერა ჩართო, შეტრიალდა და ჩემოდნის სახელურს ცალი ხელით დაებღაუჭა. ბორბალი ისევ არ დაემორჩილა. უკან მოუხედავად მთელი ძალით მოქაჩა, ძლივს გადაათრია და მხიარული ღიღინით გაუყვა ქუჩას.
საერთოდ არ გაუგონია რიგში მდგომი ახალგაზრდა კაცის გამწარებული ყვირილი , როცა მძიმე ჩემოდანი ფეხზე უხეშად გადააგორა და სული გაუმწარა.

_ რას აკეთებ ფრთხილად! გოგონი! ეეეი!უკანაც რომ არ იხედება! გიჟია ვიღაცაა!_ ციას სითავხედით გაცოფებული კაცი კოჭლობით წამოეწია და მკლავში ჩაავლო ხელი.

_ აქეთ მოიხედე შე გაუზ..._ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული , რომ დამფრთხალი ცია მოულოდნელობისგან შეხტა, შეჰკივლა და სწრაფად შემოტრიალდა. შიშისგან დამრგვალებოდა თაფლისფერი თვალები.
მაგრამ მაინც საკმარისად ლამაზი იყო იმისთვის, რომ კაცს სიტყვა შუაზე გაწყდომოდა და ჩხუბი შეეწყვიტა. ყურადღებით შეათვალიერა კაცმა შეშინებული გოგო, რომელსაც ცალი ყურსასმენი მოეშორებინა ყურიდან და გაოცებით უცქერდა.

_ რა გინდა, გამიშვი!_ ცდილობდა ხელი წაერთმია მისთვის.

_ აჰ, ბოდიში _ უცნაურად გაუღიმა უცნობმა ციას.

_ სხვაში შემეშალეთ!_როგორც იქნა მიხვდა, რომ გოგოს მისი ხმა უბრალოდ არ გაუგონია და ძლიერად მოჭერილი ხელიც გაუშვა.

_ მეტკინა იცი!_ შეკრული წარბებით ჰკითხა გაბრაზებულმა ციამ უცნობს.

_ ბოდიში !_ საყვარლად გაუღიმა ბიჭმა. ციამაც შეათვალიერა საკმაოდ სიმპატიური ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოეწონა მაინც შუბლშეკრულმა აქცია ზურგი. არ უყვარდა უხეში ხალხი და გზა გააგრძელა.

_ ეს ნახე რა, იქით არ მომახდევინა ბოდიში?!_ გაოცებით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ინტერესიანი, თან აფრთოვანებული მზერა გააყოლა უცნაურ გოგოს.

_ ყველა სიმპატიური გიჟი რატომაა? _ მხრები აიჩეჩა ღიმილით ციამ. ცალი თვალით უკან მოიხედა , ბიჭი ისევ ისე იდგა და მის გზას გამოსცქეროდა.
ციას რატომღაც საოცრად მოუნდა გაებრაზებინა უცნობი და საკუთარი თავისგან მოულოდნელადაც კი პატარა გოგოსავით ენა გამოუყო, დაეჭყანა და კვლავ ზურგი აქცია. მის სმენას მისწვდა ბიჭის მხიარული სიცილი.
2

მშვიდი, მზიანი და ხალისიანი დილა გაუთენდა ციას. რაც სახლიდან წამოვიდა, სულ ასე ბედნიერად გრძნობდა თავს. წამითაც კი არ უნანია მიღებული გადაწყვეტილება.დიდად არც იმაზე უფიქრია, რომ აწი საკუთარი თავის რჩენა თავად მოუწევდა. თუ გოგოები ახერხებდნენ ასე ცხოვრებას, მაშინ არც ციას უნდა გასჭირვებოდა.
ინტერნეტში ვაკანსიების საიტი მოიძია და ყურადღებით ჩამოუყვა. როცა ერთი საათის შემდეგაც ვერაფერს მიაგნო საინტერესოს , მაშინ კი დაფიქრდა. იქნებ სჯობდა ხატვა მართლა ჰობად დაეტოვებინა და პროფესიად რამე უფრო გამოსადეგი აერჩია. იქნებ მამამისი მართალიც იყო? როცა საზრუნავი არ გაქვს ადამიანს, მაშინ კიდევაც გეხატინება. თუმცა ეს მხოლოდ წამიერად გაიფიქრა. ცია რის ცია იქნებოდა დარდი გულში რომ შეეშვა? გამოსავალი უცებ მონახა .
"შევასწავლი ხატვას, ყველას ვისაც ხატვა უყვარს. ასაკი შეზღუდული არ არის." სასწრაფოდ გააშანშალა განცხადება, თავისი საკონტაქტო მიუწერა და მაგალითისთვის თავისი რამდენიმე ნამუშევრის ფოტოც დაამატა.
რამე მშვიდი სამსახური რომ ეპოვნა ნახევარგანაკვეთზე და თან რამდენიმე მოსწავლეც აეყვანა... ზუსტადაც, ჯერ ხომ ახლა იწყებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას და ახლავე ყურებს ხომ არ ჩამოყრიდა? ისევ ვაკანსიებს მიუბრუნდა.
მოულოდნელად რაღაც საინტერესოს მოჰკრა თვალი და სახეზე ღიმილი მოეფინა.
" გვესაჭიროება ახალგაზრდები მიმტანის პოზიციაზე, აუცილებელი უნარები კომუნიკაბელურობა და გორგოლაჭებზე დგომა"
თუ ხატვის გარდა რამე უყვარდა და გამოსდიოდა ციას ეს გორგოლაჭებზე კატაობა იყო. შეეძლო საათობით არ გაეხადა ფეხიდან. ბავშვობაში წრეში ბურთსაც კი გორგოლაჭებზე მდგარი თამაშობდა.
_ აჰა , ბატონო თემურ! ნახავ თუ ვერ შევძლებ! _ კვლავ მამაისს გადასწვდა ჯიუტი გოგოს ფიქრები. მისამართი ამოიწერა და გორგოლაჭები ამოქექა უზარმაზარი ჩემოდნიდან, რომელიც ჯერ არც ჰქონდა ამოლაგებული.
მეგობრის ალაგებულ საწოლს გადახედა. უკვე უნივერსიტეტში წასულიყო თეა. ახლა თავადაც იმუშავებდა და იცხოვრებდნენ ბედნიერად. ცოტა უცნაური კი იყო, საკუთარ ღვიძლ დაზე მეტად ამ გოგოებს რომ უგებდა. არა, უყვარდა მაია, თანაც საკუთარ თავზე მეტადაც კი. მისთვის სულსაც არ დაიშურებდა, მაგრამ არ ესმოდა მისი ცხოვრების მკაცრი და სერიოზული წესის. მით უფრო დედის სიკვდილის შემდეგ შეიცვალა მაია. გასვენების დღეს მოკლედ რომ შეიჭრა წელამდე გაზრდილი გიშერივით შავი თმა, მას შემდეგ ვარცხნილობაც კი არ შეუცვლია. არადა განა ბევრით? სულ რაღაც ხუთი წლით დიდი იყო უმცროს დაზე. არ ახსოვდა ციას, ბოლოს როდის ეთამაშა მაიკო თოჯინებით? არ ახსოვდა, როდესმე მასავით უდარდელად გაეტარებინა მის დას თუნდაც ერთი დღე. ღიმილიც კი სერიოზული ჰქონდა მაიას. ამოიოხრა, იცოდა, ახლა მისი წასვლის შემდეგ სულ მთლად მუშაობით მოიკლავდა თავს. მაგრამ გულით სჯეროდა, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ერთხელ ბოძებული სიცოცხლე სურვილისამებს გალიოს. განა ეგოისტი ან თავქარიანი იყო? არა! უბრალოდ ჯერ კიდევ ბავშვური და წეფელი გულით საკუთარ ბედნიერებას ეძებდა.
გორგოლაჭები ამოიცვა, თავში აზრადაც არ მოსვლია, გამოსაცვლელად რამე ფეხსაცმელი წაეღო. ასეც კომფორტულად გრძნობდა თავს. თან უნდოდა მომავალ უფროსზე შთაბეჭდილება მოეხდინა.
ლიფტში შეგორდა და ბედის საძებნელად გზას გაუდგა.
მითითებულ მისამართზე ავტობუსით გაემართა და რაღაც ნახევარ საათში ადგილზე იყო.
კაფეს კარებთან ორივე ხელის შუა და საჩვენებელი თითები წარმატების მოსაზიდად გადაიჯვარედინა. სამამდე დაითვალა და კარებში თამამად შეგორდა.

_ ეს რაღაა? საიდან მოიფიქრე ეს "როლიკები?"_გაოცებული უყურებდა მეგობარს ლუკა.
_ ყველა უცნაურობა შენ რატო მოგდის თავში?
_ ნახავ თუ არ მოეწონოთ! შენ თუ არ მოგწონს, მაგას არა უშავს !_ გაეცინა ბაჩანას. სწორედ ბაჩანა ცერცვაძეს ეკუთვნოდა კაფე "ტერასა" ახალგაზრდებზე გათვლილი, მხიარულ ფერებში გადაწყვეტილი, ნათელი სივრცე. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა, ეს ადგილი მალე სტუდენტების საყვარელ კაფედ გადაიქცეოდა.
სურნელოვანი ყავით, გემრიელი საჭმლით და სასიამოვნო მუსიკით. მოულოდნელად ფართო შუშის კარს მიღმა იმ უცნაურ გოგონას მოჰკრა თვალი, რამდენიმე დღის უკან ასე რომ აუფორიაქა გრძნობები. რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო , გოგონა გორგოლაჭებზე იდგა. და განა რა იყო უცნაური? მიხვდა, ალბათ ვაკანსიას მოაკითხაო.
_ ლუკა მისმინე, რაც არ უნდა იყოს, ის გოგო მუშაობაზე დაითანხმე!_ სწრაფად უთხრა ლუკას და ჯერ კიდევ საცდელ ვარიანტად მომზადებული მენიუ აიფარა სახეზე.
_ რა? რომელი გოგო?_ დაიბნა კარისგან ზურგით მჯდომი ბიჭი.
_ ის, ფერადი!_ ამაზე უკეთ ვერც დაახასიათებდა ბაჩანა ციას.
_ რა ხდება?_ თვალები მოჭუტა ლუკამ.
_ რაც გითხარი ის გააკეთე! მოდის !_ ჩაილაპარაკა და მენიუ უკეთ მოიფარა. რატომღაც ეგონა ცია აუცილებლად იცნობდა.
_ გამარჯობა!_ ბედნიერი სახით მოგორდა ცია._ ვერ მეტყვით მენეჯერს სად ვნახავ?_ ჰკითხა ინტერესით მომზირალ ლუკას.
_ გისმენ,_ კეთილად გაუღიმა ბიჭმა.
_ ვაკანსიაა თქვენთან! აი როგორც ხედავთ მთავარ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ!_ თითით ფეხებზე ანიშნა.
_ ჰოოო!_ გართობა გადაწყვიტა ლუკამ._დაჯექი! ხელით ბაჩანას გვერდით მიანიშნა.
ციამ ერთი კი გახედა მენიუში მოკირკიტე კაცს და მიამიტი ღიმილით მიუჯდა გვერდით.
_ და გამოცდილება გაქვთ?_ დაინტერესდა ლუკა.
_ კი ექვსი წლიდან ვკატაობ!_ თავი დაუქნია ციამ. აზრადაც არ მოსვლია, თუ მუშაობის გამოცდილებაზე ეკითხებოდნენ.
_ აჰაა!_ თავი დაუქნია ლუკამ და ღიმილი შეიკავა.
_ მინდა გაგაფრთხილო, რომ აქ ბევრ უცნაურ ადამიანს შეხვდები, და როგორ გგონია ..._ სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ციაკომ სიხარულით ახარა.
_ ბავშვობიდან კრივზე დავდიოდი, თავს დავიცავ!_ ისევ ვერ მიხვდა, რომ ლუკას მისი კომუნიკაბელურობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე თავდაცვის უნარები.
_ ალბათ ექვსი წლიდან ხომ?_ აშკარად ხუმრობდა ლუკა.
_ არა, ათიდან!_ მთელი სერიოზულობით შეუსწორა ციამ.
_ კარგი და რა გქვია, სახელი არც კი გითქვამს!_ ყველაზე მთავარს მიადგა ლუკა.
_ ცია ბურდული ვარ!_ გაუღიმა გოგონამ.
_ ცია!_ გაიმეორა ლუკამაც. ვერაფრით მიხვდა, რატომ იმალებოდა ბაჩანა მენიუს უკან.
_ კარგი ცია, ჩათვალე მიღებული ხარ!_ თითები მაგიდაზე დააკაკუნა მან. ცალი თვალი მეგობრისკენ გააპარა. რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე ხმა არ ამოუღია.
_ მიხარია!_ მხიარულად გაიღიმა ციამ და ფეხზე წამოდგა.
როდესაც გოგონა გაისტუმრა, ქორივით დააცხრა მეგობარს
_ ვინ იყო ამოღერღე!
_ არავინ! უბრალოდ კარგ ხასიათზე მაყენებს!_ მართალიც იყო ბაჩანა. ციას ისეთი დადებით მუხტი ჰქონდა, მისდაუნებურად გარშემო ყველას და ყველაფერს ახალისებდა.
_ აშკარაა იცნობ!_ ვერ ისვენებდა ლუკა.
_ ამას წინ, უზარმაზარი ჩემოდნით კინაღამ ფეხი მომტეხა და ბოდიშიც ისევ მე მომახდევინა!_ გაეცინა მის გახსენებაზე ბაჩანას.
_ ეგ როგორ ?
_ აზზე არა ვარ!_ მხრები აიჩეჩა მან.
_ანუ აქამდეც ნახე? ბაჩი, ფრთხილად იყავი! ისევ ძველებურად შარში არ გაეხვე! როცა იგებენ ვინ ხარ სინამდვილეში , ეს ვითომ გულუბრყვილო ქალები მაშინვე რადიკალურად იცვლებიან!_ დასერიოზულდა ლუკა.
_ არა ძმაო, ეს სხვაა, გულით ვგრძნობ, მათ არ ჰგავს!_ თავი გადააქნია ბაჩანამ.
კაცმა რომ თქვას ლუკა არ ტყუოდა. ბაჩანას მამა ნოე ცერცვაძე იყო. არ მოგესმათ, სწორედ ის, საქვეყნოდ ცნობილი ქართველი მილიონერი. თუმცა ამას ბაჩანა საგულდაგულოდ მალავდა. როგორც კი ცნობილი ხდებოდა მისი ვინაობა, ყველაფერი რადიკალურად იცვლებოდა. გულწრფელობა სადღაც ქრებოდა. მის ადგილს მხოლოდ მლიქვნელობა და გამორჩენის მაძიებელი ხარბი მზერა ცვლიდა. მით უმეტეს , როცა საქმე სიყვარულს და ქალებს ეხებოდა. ბაჩანას ბოლო ურთიერთობაც სწორედ მამისის მილიონებს შეეწირა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სიყვარულს არც არასდროს უარსებია, ყოველ შემთხვევაში, როცა არჩევნის წინაშე აღმოჩნდა მან ბაჩანას მაგივრად ფული აირჩია და უკანმოუხედავად მიატოვა. მას შემდეგ აკვიატებად ექცა ბაჩანას საკუთარი გავლენიანი ოჯახის დამალვა. უცნაური კომპლექსი აეკვიატა, და ადამიანების ნდობაც დაკარგული ჰქონდა. მაგრამ ციას დანახვისთანავე მიხვდა, გოგონას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ ვინ იყო ბაჩანა. და საერთოდაც არ აღელვებდა მისი წარმომავლობა. სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისი ვინაობით. ჩათვალა უბრალო გოგონა იყო, კეთილი ბავშვური და გულწრფელი.
ამიტომ პირველი დანახვისთანავე კიდევ უფრო მოუნდა მისი გაცნობა, რას წარმოიდგენდა, რომ საკუთარი ფეხით მიადგებოდა სამუშაოს საძებნელად.
_ რაღაც მინდა გთხოვო ლუკა!_ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მიუბრუნდა ლუკას . _ მინდა ყველა დავაჯერო , რომ ამ ადგილის მფლობელი შენ ხარ. მე კი მხოლოდ და მხოლოდ შენი ბარისტა ვარ. ხომ იცი ეს საქმე რა კარგად მეხერხება, მგონი არ გამიჭირდება .
_ შენ სულ გაგიჟდი არა?_ შეიცხადა ლუკამ.
_ ანუ გინდა დამალო ვინ ხარ და ისიც ამ პატარა გოგოს გამო? მართლა გგონია, რომ შენში ყველა მარტო ფულის ტომარას ხედავს?
_ არა, ცია არაფერ შუაშია, უბრალოდ თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობ, თუ არავის ეცოდინება ვინ ვარ. უბრალოდ მინდა, ნამდვილი მეგობრები მყავდეს და მეც უბრალო ადამიანივით ვცხოვრობდე, რაღაც დაფარულს და ანგარებიანს არ ვეძებდე ყველა ადამიანის მიღმა. რა არის ამაში გაუგებარი? ეჭვი გეპარება, რომ თუ ვინმე გაიგებს სინამდვილეში ვინც ვარ დამოკიდებულებას შეიცვლის ჩემს მიმართ? ლუკას გულით შეებრალა მეგობარი. სადღაც მართალიც იყო ბაჩანა. განა ერთი ან ორი მსგავსი შემთხვევა ჰქონდათ ?
_ კარგი მასე იყოს, როგორც შენ იტყვი!_ დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია ლუკამ.
_ დაე ვიყო შენი უფროსი, არაფერი დაშავდება! _ მაინც გაეცინა, გულში ფიქრობდა, რომ სწორედ ციას უმალავდა მისი მეგობარი ვინაობას. გამოდის ამ უცნაური გოგონათი მართლაც დაინტერესებული იყო.
_ დაველოდოთ "ხვალეს" და ყველაფერს გავიგებთ!_ ჩაეღიმა ეშმაკურად და კარიდან გამავალ მეგობარს გახედა, რომელიც აშკარად წუთის წინ წასული გოგონას კვალს მიჰყვებოდა

ბაჩანა გარეთ გამოვიდა და მოუთმენლად მიმოიხედა, გორგოლაჭების მიუხედავად შორს წასვლას ვერ შეძლებდა ცია.
მართლაც ჩამოსასხმელი ნაყინის ჯიხურთან მოჰკრა თვალი და მისკენ გაემართა. არ იცოდა, რის თქმას აპირებდა, მაგრამ მისი ყურება სიამოვნებდა. ამიტომ გულის ხმას მიჰყვებოდა.ის ის იყო მიუახლოვდა, რომ გოგონამ გზა გადაჭრა და მოპირდაპირე მხარეს გაჩერებულ მუქ შუშებიან მანქანას მიუახლოვდა. ფანჯარაზე მოხრილი საჩვენებელი თითი მიაკაკუნა და როცა შუშა ჩასწიეს მძღოლს გაცხარებით დაუწყო საუბარი. ხმადაბლა, მაგრამ ემოციურად საუბრობდა გოგონა და საუბრისას ხელებსაც გაბრაზებით იქნევდა. შემდეგ მანქანის კარი გააღო და გაბრაზებული ჩაეხეთქა, კარი მთელი ძალით მიაჯახუნა და მანქანაც ადგილიდან დაიძრა.
ნანახმა გააოცა ბაჩანა. ნეტავ ვის ელაპარაკებოდა? ასეთი მანქანა ამ უბრალო გოგოს ვერ ეყოლებოდა. იქნებ მისი შეყვარებული იყო? ამ სულაც ქმარი? ოჯახურ მდგომარეობაზე ხომ არაფერი უკითხავთ მისთვის.
უკან კაფეში დაბრუნდა და ციას შევსებული ბლანკი მოითხოვა. თუმცა იქაც ვერაფერ საინტერესოს ვერ მიაგნო.
_ ლუკააა! _ გასძახა ბართან მდგომ მეგობარს.
_ რა იყო ბაჩი?_ მოუახლოვდა მეგობარი.
_ ციაზე ყველაფერი უნდა გავიგო, ვინაა, რას წარმოადგენს , რას საქმიანობს! ყველაფერი გესმის?_ იმდენად სერიოზული ხმა ჰქონდა, ლუკამ გაოცებით დაუსტვინა.
_ რა ხდება?_ ჰკითხა ინტერესით. მის აღელვებულ სახეს დააკვირდა და თავი დაუქნია.
_ერთი ორი დღე მომეცი და ყველაფერი გეცოდინება მასზე!_ გულში კი გაიფიქრა.
" მგონი გაები მეგობაროო!"

_ გიორგი ძია! აკი გამომიშვა? აკი აღარ ჩავერევიო? საერთოდ არ მენდობა არა?_ არ ცხრებოდა ცია და მძღოლს ეჩხუბებოდა მამის ნაცვლად.
_ ცია შვილო, მასე არაა!_ ამშვიდებდა გიორგი და ვერაფრით გადაეწყვიტა სიმართლე როგორ ეთქვა.
_ ბატონ თემურს... ის ... ცუდად გახდა შვილო!_ ძლივს ამოღერღა კაცმა.
_ რაოოო!_ შეჰკივლა ახლა ციამ.
_ რას ქვია ცუდად გახდა? რას ამბობ! მამა როგორაა! სადაა!_ უეცარი ელდისგან ხელები უკანკალებდა გოგონას
_ რატომ მაშინვე არ მითხარი? ვაიმე მამიკო! შიშისგან ტირილი აუვარდა. მართალია, რამე სერიოზული რომ არ ყოფილიყო ციას არც კი გააგებინებდა მამამისი. არ ანერვიულებდა, ესეიგი რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა მის თავს.
_ ვაიმე მამიკო!_ პატარა შეშინებული ბავშვივით ატირდა ცია.
_ დამშვიდდი შვილო! დამშვიდდი!_ თან ციას ამშვიდებდა გიორგი, თან გზას არ აშორებდა თვალს, რომ განერვიულებულს მართვაზე კონტროლი არ დაეკარგა და ხიფათი არ მოსვლოდა. რომელიღაც კერძო საავადმყოფოს წინ გააჩერა გიორგიმ მანქანა, ციას უკვე მოესწრო გორგოლაჭების გახდა და ახლა მანქანიდან პირდაპირ ფეხშველა გადახტა. მაშინვე მიმღებისკენ გავარდა .
არც მედ.პერსონლის გაოცებული თვალებისთვის მიუქცევია ყურადღება ისე აიჭრა მითითებული ვიპ. პალატისჯენ. პალატის წინ, მოსაცდელ სკამზე, მჯდარ დას თვალი მოჰკრა, მივარდა და მაგრად ჩაეხუტა.
თან მთელი ხმით ტიროდა და კანკალებდა.
_ მაიკო მითხარი მამა როგორაა! მითხარი!_ უფროსმა დამ ჩაწითლებული თვალები ასწია და თავზე პატარა ბავშვივით გადაუსვა ხელი.
_ დამშვიდდი ცია, ახლა უკეთაა კრიზისმა გადაიარა. გულის ბრალია , არ უნდოდა მამას შენ გენერვიულა და არაფერი უთქვამს , მაგრამ რამდენიმე ხანია გული აწუხებს. ახლა კი სტენდის ჩადგმა დასჭირდა. მისი ნერვიულობა არ შეიძლება, დამშვიდდი და თავი მოიწესრიგე. _ ამ სიტუაციაშიც კი ახერხებდა მაია ცივი გონების შენარჩუნებას. გიორგის მიუბრუნდა და რამდენიმე განკარგულება გასცა. შემდეგ მედდას ციასთვის საავადმყოფოს თეთრი ჩუსტები მოატანინა. დას პირის დაბანა და ტირილის შეწყვეტა აიძულა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუღო პალატის კარები.

საავადმყოფოს საწოლზე იწვა გოროზი და ზორბა თემური. თვალები პალატის ჭერზე გაეშეშებინა და გონებით სულ სხვაგან იყო. ცხოვრება ვერ მოერია ბურდულს, ვერც საყვარელი მეუღლის დაკარგვამ დაჯაბნა, ვერც მტრებმა დასცეს ბეჭებზე. ერთადერთი მხოლოდ ასაკმა და ავადმყოფობამ მოახერხეს მისთვის ბრძოლის მოგება. მაგრამ დანებებას არ აპირებდა მებრძოლი სულის კაცი. ჯერ კიდევ სჭირდებოდათ მამა მის გოგონებს. ჯერ კიდევ ბევრი ეკალი ჰქონდა შვილების გზიდან ამოსაძირკვი. სად ეცალა ლოგინში გორაობისთვის? წამოიწია და გულმაც უმალ მოუჭირა, სუნთქვა შეუკრა. ოხ , ეს მოღალატე გული! მთელი სიცოცხლე მის გამოწრთობას შეალია და ეს კი მაინც ჩვილად დარჩენილა. უღონოდ გადაწვა ბალიშზე. უცებ კარი მისმა ნაბოლარამ შემოაღო. თვალებზე შეატყო მამის გულმა, როგორი ანერვიულებული იყო მისი პატარა გოგონა. გაუღიმა. მამის ღიმილმა გაათამამა ცია. მივიდა და ნაზად ჩაეხუტა.
_ მამიკო, ჩემო მამიკო! ერთი წამი დაგტოვე და ეს რა მოგსვლია?_ საყვედური გამოურია ხმაში.
_ ახლა მალე გამოკეთდი და სახლში დავბრუნდეთ! დღეიდან თვალს აღარ მოგაშორებ! ჩემი პირადი პატიმარი იქნები! შენ რომ რამე მოგსვლოდა..._ ისევ მოუგუბდნენ ლამაზ თვალებზე ცრემლები.
_ არ იტირო მამას გოგო! არ მიცნობ? ყველაფერი კარგად იქნება!_ თავზე გადაუსვა ლომის ტორივით ხელი ციას და გოგონამ კვლავ იგრძნო მამის ხელის სიძლიერე.
რა უცნაურია ადამიანი, რაც ცოტა ხნის წინ მთავარი პრიორიტეტი იყო, წამის შემდეგ სრულიად უმნიშვნელო გახდა. როდესაც საფრთხე უფრო მნიშვნელოვანს და ძვირფასს დაემუქრა, ყველა მანამდე არსებულმა პრობლემამ, დაკარგა საკუთარი მნიშვნელობა.
3

სადღა ეცალა ციას კაფეში დასაბრუნებლად, ან რაღა დროს კაფე და სამსახური იყო. უყურებდა საავადმყოფოს პალატაში მწოლ მამას და სინდისი არ ასევენებდა. ალბათ მისი წასვლა იდარდა! ალბათ მასთან ჩხუბის გამო ინერვიულა! ოხ, ეს თავქარიანი და ჯიუტი ცია! ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები. გადაწყვეტილება მიიღო და პალატის კუთხეში მდგარ სავარძელში ჩაეშვა, სევდიანი. ეგონა მამას ეძინა. ტელეფონი ამოიღო და "ტერასას" ნომერი აკრიფა.

_ კაფე "ტერასა" გისმენთ!_ უპასუხა სასიამოვნო ხმამ. ციას ჩვევა ჰქონდა. თუ მხოლოდ ადამიანის ხმა ესმოდა და ვერ ხედავდა, მის წარმოდგენას ცდილობდა, როგორც მხატვარს და შემოქმედ ნატურას, თანაც უღმერთოდ მეოცნებეს, ეს სულ არ უჭირდა. ახლაც სწრაფად მოარგო ხმას გარეგნობა. რატომღაც სწორედ ის კაცი წარმოუდგა თვალწინ, ამას წინ უხეშად რომ ატკინა მკლავი. საოცრად ჰგავდა ეს ხმა იმ ადამიანს.

_ გამარჯობა!_მიესალმა ციაც._ მენეჯერთან მინდოდა საუბარი, მე ცია ვარ ცოტა ხნის წინ მიმიღეს.

_ გისმენთ!_ სწრაფად უპასუხა სასიამოვნო ხმამ.

_ ბოდიში უნდა ..._ არ ეთმობოდა ძლივს ნაპოვნი სამსახური, თანაც როგორ მოეწონა იქაურობა. ცალი თვალით მამას გახედა, არა! ახლა მხოლოდ მამა იყო მთავარი!_ მაპატიეთ, ალბათ იტყვით უპასუხისმგებლო ვარ, მაგრამ უარი უნდა გითხრათ პირადი პრობლემების გამო!

_ ბატონო?_ მართლა გაოცდა ხმა.

_ დიახ, ბოდიში გადაეცით ლუკას! და მადლობაც, რომ მენდო! _ მოიბოდიშა და ტელეფონი გათიშა. წამოდგა და ფანჯრიდან გადაიხედა, მაინც რა საოცარი ამინდი იყო, ისეთი ამინდი , რომელიც იმედს გაძლევს, რომ უკეთესი დღეებიც მოვა.

გაოცებულმა დადო ყურმილი ბაჩანამ და ტელეფონს დააცქერდა. ანუ არ მოვა? ნეტა რა მოხდა? გაახსენდა ის კამათი, რომელსაც შეესწრო და დარწმუნებით გაიფიქრა, რომ ციას ვიღაც უშლიდა მუშაობას. თან რა სევდიანი ხმა ჰქონდა? ნოუთბუკი მოიჩოჩა და ბართან მდგარ მაღალ სკამზე ჩამოჯდა. სოც. ქსელი გახსნა და ცია ბურდული აკრიფა. ვერაფერს მიაგნო. დაუჯერებელი იყო ამ ასაკის გოგონას სოც.ქსელი არ ჰქონოდა. იქნებ ფსევდონიმს იყენებდა? ლუკას უნდა დალოდებოდა, მაგრამ მოუთმენლობა იპყრობდა. უცებ იდეა მოუვიდა, ადგა და ციას ნომერი ჩაწერა საძიებელში და ოპაა! განცხადებასაც გადააწყდა, ხატვს შესწავლის მსურველთათვის.
ცი ბუ ეწერა აქაუნთს ანუ ცია ბურდული. გაეღიმა. იქნებ ასე ჯობდა კიდეც? მის პროფილზე გადავიდა, სულ ხატვასთან და შემოქმედებასთან დაკავშირებული პოსტები იდო, ასევე მუსიკა ხასიათის მიხედვით, ხატვის პატარ _ პატარა ვიდეოები. ბუნების და ცხოველების კადრები და თავად ციას უცნაური სურათები, მაგალითად საღებავით დასვრილი თითები, აჩეჩილ თმაში აბრჭყბიალებული მზის სხივი, ცისფერი წინწკლებით დასვრილი ყელი და ლავიწის ძვალი. აშკარა იყო ცია სწორედ იქ ხედავდა სილამაზეს, სადაც სხვა აურზაურს დაინახავდა მხოლოდ. უამრავი პოსტი ჰქონდა გამოქვეყნებული, სადაც საკუთარ შეგრძნებებზე და სურვილებზე საუბრობდა.
დაინტერესებულმა ნოუთბუკი უფრო ახლოს მიიწია და ციას საოცრებათა სამყაროში ისე გადაეშვა , როგორც ალისა საათიანი კურდღლის სოროში.

"ზოგჯერ უწესრიგობაში ვპოულულობ, რაღაც თავისებურ ესთეთიკას. უწესრიგო წყობა ქმნის საზღვრების დარღვევის და თავისუფლების შეგრძნებას. უცნაურია შეიძლება, მაგრამ პირწმინდად მიჯრით და დიდ-პატარად დაწყობილი ნივთები თავისი ჰარმონიის მიუხედავად ჩაკეტილობის, დამწყვეულობის და ზეგავლენის შეგრძნებას იწვევს ჩემში. ხშირად ვუყურებ ყვავილების უწესრიგო არათანმიმდევრულ განლაგებას და სწორედ აქ ვიჭერ სინათლის და ფერების ისეთ თამაშს, რომელიც სცდება ყველა წესს და წესრიგს. ცხოვრებაც ასეა , თუ ვინმეს ცხოვრება არეული გეჩვენება, შეიძლება მხოლოდ შენთვის იყოს ის ასეთი. მემილიონეჯერ ვრწმუნდები, რომ არ უნდა გაზომო სხვისი სიმშვიდე და ბედნიერება შენზე მორგებული საზომით."

წერდა ცია. ამ სიტყვებმა დააფიქრა და ააღელვა ბაჩანა. სწორედ ამას გრძნობდა თვითონაც. სწორედ ეს მიაჩნდა ცხოვრებად და არა ის მზამზარეული, გაკრიალებული და მისთვის ზედმეტად "სტერილური" გარემო, რომლებსაც მისი მშობლები ახვევდნენ თავს. უნდოდა თავადაც დაცლილიყო, დაღლილიყო, სტკენოდა და ამ ტკივილით რაღაც ესწავლა. რაღაც , რასაც გამოცდილებას დაარქმევდა. მის გარშემო მუდამ ტრიალებდნენ იდეალური ლამაზმანები , იდეალური პარამეტრებით, იდეალური წარმომავლობით, თითქოს მარმარილოსგან გამოთლილები და სპეციალურად მისთვის დამუშავებულები.
იმ კომედიის არ იყოს "comming to America", რომ ებრძანებინა სწორედ ისე იხტუნავებდნენ მისი პოტენციური საცოლეები ცალ ფეხზე და ლეკვივით იწკავეკავებდნენ, როგორც იმ ფილმში.
მაგრამ ბაჩანა საერთოდ სხვა რამეს ეძებდა ადამიანში და დედამისის თქმის არ იყოს, მისი ეს ძიება უკვე საკმაოდ იწელებოდა. ბაჩანა 30 წლის იყო, თავად ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდა დედამისს ახირებული მისი მარტოობა. თუმცა ერთ რამეში თანხმდებოდნენ დედა_შვილი. სოფიასნაირ საცოლეს მართლა ჯობდა საერთოდ თუ არ მოიყვანდა ცოლს. ხომ ასე ძალიან უნდოდა ინგა ქორთუას შვილის დაქორწინება , მაგრამ მელიასავით ფულზე დაგეშილ ქალებს ვერ იტანდა. ერთი შეხედვითვე ხვდებოდა რა ედო გუმანში ადამიანს. სოფიაც მაშინვე ამოიცნო და გააფრთხილა შვილი, მაგრამ ბაჩანამ არ მოუსმინა. სხვა გზა არ დაუტოვა და ინგამაც იმ რაოდენობის თანხა შესთავაზა სოფიას, რამდენადაც მისი მახინჯი სულის ყიდვა შეიძლებოდა. მოლოდინმაც არ უმტყუნა. თუმცა ბაჩანამ არ აპატია დედას ასეთი რადიკალური ჩარევა პირად ცხოვრებაში , მაგრამ ქალი არ ნანობდა. ისევ რომ დასჭირვებოდა, იგივეს იზამდა. თუმცა კი შვილი აი უკვე წელიწადი ხდებოდა სახლიდან იყო გაქცეული და დაბრუნებას არ აპირებდა. თუმცა ინგა იმედს არ ჰკარგავდა , რომ ბაჩანა ადრე თუ გვიან იპოვნიდა იმ ერთადერთს და მაშინდელი ურთიერთობის დანგრევის გამო დედას მადლობასაც კი გადაუხდიდა.
ასეა, ვერ გაიგებ ვინ რას და რისთვის ცდილობს. ყველას საკუთარი სიმართლე აქვს ცხოვრებაში. პრინციპები, რომლებსაც ურყევად მისდევენ და ხანდახან ხდება, რომ ადამიანების გზები სწორედ ამ უცნაური პრინციპების გამო საბედისწეროდ გადაიკვეთება ხოლმე.

დაახლოებით ორი კვირა იწვა საავადმყოფოში თემურ ბურდული და უმცროსი შვილი გვერდიდან არ შორდებოდა. მაია ფირმას მართავდა და უმამობას არავის აგრძნობინებდა. ხოლო ცია თემურზე ზუნავდა და სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ ორ კვირაში თემური ოჯახს დაუბრუნდა. აკრძალული ჰქონდა ლამის ყველაფერი, გულიანი სიცილიც კი. გამოწერის დღეს მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო ციამ:
_ ექიმმა რა გითხრა, ხომ გაიგონე!
_გავიგონე!_ თავს უქნევდა ღიმილით თემური და გულში ეცინებოდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, თავს იპოლიტეს ტყავში თუ ამოყოფდა ოდესმე.
_ არ დალიოო, ხომ გაიგინე?_ სრული სერიოზულობით მოძღვრავდა გოგონა მამას.
_ გავიგონე!_ ეთანხმებოდა ღიმილით მამა. თან ახლა იაზრებდა, რას გრძნობდა მაშინ საწყალი იპო.
_ არ მოწიოო, ხომ გაიგონე!_ არ ცხრებოდა ცია.
_ გავიგონე!_ თავს იქნევდა თემური და ერთი გულიანი გადახარხარება ყველაფერს ერჩია.
ციას კი "შპარგალკასავით" გაეშალა ექიმის დანიშნულება და ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა.
_ მამიკო, ჩემო მთასავით მამიკო, ჩემო ლომივით მამიკო!_ მამის დაკარგვის რეალურმა საფრთხემ ისე შეაშინა საბრალო გოგონა, აღარ იცოდა როგორ დაეჯერებინა თავი, რომ მამა ისევ უძლეველი და უკვდავი იყო , როგორც ეს ბავშვობაში წარმოედგინა.
თემურიც შეცვალა იმ მოულოდნელმა საშიშროებამ. განა რა იყო სიცოცხლე? სიცოცხლე ის იყო, რაც იმ წამს ხდებოდა, რადგან ვერავინ მისცემდა ხვალინდელი დღის გარანტიას. ახლა კი გაიაზრა თემურმა, რა აწამებდა ლილის. მაგრამ სამწუხაროდ უკვე ძალიან გვიანი იყო. ციას გადახედა. "გპირდები ლილი, ჩვენს გოგონებს ავუხდენ იმ ოცნებებს, რასაც შენ ვერ მიგიხვდი!" ჩაიჩურჩულა და შვილს თავზე აკოცა.
საძინებელი მზად იყო, ყველაფერი ბოლო დეტალამდე გაეთვალათ გოგონებს და თემურს არც კი აცადეს ამოსუნთქვა ისე გააქანეს ლოგინში. მიხვდა მათთან კამათს აზრი არ ჰქონდა და მორჩილად ჩაწვა საწოლში.
ხანდახან ამჩნევდა უხმო სევდას ციას თვალებში, სწორედ ისეთს , როგორსაც ლილის და გამოსავალს ეძებდა. ბოლოს ერთი აზრი მოუვიდა თავში, გაეღიმა და თავის მარჯვრნა ხელს, გიორგის მოუხმო.

ციას რამდენიმე ადამიანმა დაურეკა, ხატვის მასწავლებელს ეძებდნენ. მაგრამ მან ყველას უარი უთხრა მობოდიშებით. ახლა ნამდვილად არ ეცალა არაფრისთვის.
ერთ საღამოს ტელეფონზე ზარი შემოვიდა.

_ გამარჯობა ციბუ მინდოდა!_ მიესალმა უცნობი და წამიერად კვლავ ნაცნობი სახე ამოუტივტივდა გონებაში.

_ გისმენთ,_ მიხვდა ცია ისევ ხატვის გამო ურეკავდა ეს ადამიანიც. რით ვეღარ მოიფიქრა , რომ განცხადება აეღო?
მაგრამ კვლავ ის უცნობი რატომ გაახსენა ამ ხმამ?

_თქვენ ხართ ხატვის მასწავლებელი?_ ჰკითხა უცნობმა.

_ დიახ ,მაგრამ უნდა გითხრათ , რომ არ მაქვს თავისუფალი დრო და..._ უცნობმა სიტყვა შეაწყვეტინა.

_ ესეიგი ბედი არაა?!
_ ბატონო?

_ ბედი არაა, ბედი! ძლივს გავბედე ამ ოცნების განხორციელება და თქვენს განცხადებას გადავაწყდი. მაგრამ ეს ეტყობა ნიშანია, რომ არაფერი გამოვა!_ვინ გაუგებდა და უთანაგრძნობდა უცნობს აუხდენელ ოცნებაზე დარდისას, თუ არა ცია. ამოიოხრა.

_ ხატვა თქვენი ოცნებაა?_ ჰკითხა ინტერესით.

_ როგორ გითხრათ, ხატვა ისაა, რაც გზას მაპოვნინებს, ყოველ შემთხვებაში ასე მეგონა აქამდე. ახლა სხვა გზის პოვნა მომიწევს._ გულწრფელი ჩანდა უცნობი.

_ რატომ სხვა გზის!_ მოულოდნელად გამოცოცხლდა ცია._ მე ხომ ჯერ უარი არ მითქვამს !

_ მართლა?

_ მართლა, მხოლოდ თქვენი აუხდენელი ოცნების ხათრით!

შეხვედრა დათქვეს, არაფერი დაშავდებოდა, სადმე სახლთან ახლოს თუ შეხვდებოდა ერთი საათით. იქვე ქუჩის გადაღმა სკვერში დაუთქვა შეხვედრა მეოცნებე უცნობს და კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი. თუ ვინმეს ოცნების ასრულება მის ხელში იყო, ციას არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა.

რადგან სავარაუდოს უნდა დაეხატათ, ხატვისთვის განკუთვნილი ჯინსის კომბინოზონი ჩაიცვა , პატრონივით ჯიუტი თმა ჭრელი თავსაფრით აიხვია და შუბლზე გაინასკვა. საჭირო ნივთები ჩანთაში ჩაილაგა. მოლბერტი იღლიაში ამოიდო და სახლიდან ლამის ორმოცი წუთით ადრე გავიდა. სკვერის შუაგულში მოჩუხჩუხე შადრევანი იდგა, სწორედ მას მიაშურა ციამ. მოლბერტი გააწყო. ტილო შემოდგა და დაფიქრდა. რატომღაც უცნობზე ფიქრობდა და მის წარმოსახვაში კვლავ სიმპატიური უცნობი ცოცხლდებოდა. ხატვა ინსტიქტურად დაიწყო და სამყაროს გამოეთიშა. ყურსასმენებში საყვარელი მელოდია ჰქონდა ჩართული.
ჯერ ადამიანის ანფასის წინასწარი მონახაზი გააკეთა, შემდეგ დაკვირვებით შეხედა და ხატვა მისი თვალებით დაიწყო. ფანქრით ხატავდა. უცნაურმა აღტყინებამ შეიპრო, შიგადაშიგ თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა დეტალების გახსენებას. სწრაფად მუშაობდა, თითქოს მუზას ასწრებდა. თვალებს ცხვირი, ტუჩები და წარბები მიჰყვა და როცა წამით უკან დაიხია რათა ნახატი ერთიანობაში აღექვა, თვალი წამით ნახატს მიღმა გაექცა. თითქოს მისი წარმოსახვა ნახატიდან გადმოსულიყო და ციას ცხოველი ინტერესით აკვირდებოდა. ციამ გაოცებისგან თვალები დაახამხამა. ხომ არ მელანდებაო.

_ გამარჯობა ციბუ!_ მიესალმა საკუთარი ფანტაზია და მომაჯადოებლად გაუღიმა. თვალები დაქაჩა გაოცებულმა ციამ. ფანქარი ხელიდან გაუვარდა. ეს ხმა, ეს ხმა? ეს ხომ უცნობი მეოცნებეა. ნუთუ? ესეთი რამ შესაძლებელია? ხმას ვერ იღებდა გოგონა.
კაცი დაიხარა, ფილაქანზე გაგორებული ფანქარი აიღო და გაუწოდა. შემდეგ ნახატს შეხედა და გაშრა.

_ ეს როგორ?_ ამოილაპარაკა ციამ.

_ ასეც ხდება?_ თვალებში შეხედა უცნობს.

_ ასეც ხდება!_ გაუღიმა ბაჩანამ.
4

_ ძვირფასო, რადგან შენ ვერ იცლი, მე უნდა წავიდე_ ეუბნებოდა ინგა ქმარს. _ შენი მუდმივი მოუცლელობის გადამკიდეებმა ძველ მეგობრებთან კავშირი თითქმის დავკარგეთ. არადა, შენ ხომ იცი, როგორ მიყვარდა ლილი? ღმერთო რა საოცარი ქალი იყო!

ფიქრებით წარსულში გადაეშვა . უდროოდ გარდაცვლილ მეგობარს იხსენებდა ინგა. მეგობარს, ძალიან შორეული წარსულიდან. ყოველთვის აღფრთოვანებული იყო მისით . მიწიერ არსებას არ ჰგავდა მისი პაწაწინა, ლამაზი მეგობარი. მტყუანი იყო მასთან ქალი, ვერ შეინარჩუნა მის ოჯახთან მეგობრობა. ვერ იზრუნა მის შვილებზე . უსიამო ფიქრების გასაფანტავად თავი გააქნია ინგამ.

_ თემური ყოფილა ცუდად, სიკვდილს ძლივს გადარჩენილა! ვფიქრობ დრო მოვიდა, ძველი ურთიერთობები განვაახლოთ და გავამყაროთ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ნოე ინტერესით უსმენდა ცოლს. ყველაფერში ეთანხმებოდა, მხარს უჭერდა და სჯეროდა მისი მახვილი ინტუიციის.
მხოლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდა ნოეს. ეს მისი შვილი იყო, ყველაფერს, რასაც ნოე აკეთებდა, შვილისთვის აკეთებდა, მთელი ცხოვრება იბრძოდა და კარგად იცოდა, რის ფასად დაუჯდა იმ ყველაფრის მოპოვება, რასაც ახლა ფლობდა, მაგრამ რა გამოდიოდა? მისი ვაჟი ყველაფერზე უარს ამბობდა? არც ისე პატარა იყო, რომ ვერ გაეგო თუ რა სურდა ცხოვრებისგან. და იმის მაგივრად მამას დახმარებოდა, მისი საქმის სიმძიმე გაეზიარებინა, სახლიდან წავიდა და იმასაც კი არ აღიარებდა , რომ მისი ვაჟი იყო.
_ იცი ნოე?_ მოუბრუნდა უცებ ინგა ქმარს._ თემურს ორი ქალიშვილი ჰყავს, რა იქნებოდა რომ...
_ გაჩერდი ინგა!_ გააწყვეტინა ნოემ._ ხომ გახსოვს წინა ჩარევა როგორც დამთავრდა? მოეშვი მისი ურთიერთობების დალაგებას! ნეტა ვის ჰგავს ასეთი ჯიუტი და უჯიათი?_ ჩაილაპარაკა ბავშვივით გაბუტულმა კაცმა და კაბინეტისკენ წავიდა წარბებშეკრული.
ცოლმა თვალი სიყვარულით გააყოლა , გაეღიმა.

_ ნეტა ვის ჰგავს?_ ჩაილაპარაკა ორაზროვნად და წასასვლელად მოემზადა.
მშვენიერი დღე იყო, ნათელი მზიანი. მანქანის ნახევრად ჩაწეული ფანჯრიდან ათვალიერებდა ქალაქის ლამაზ ქუჩებს.
მანქანამ ნაცნობ ქუჩაზე აუხვია. სკვერს ჩაუარა გვერდით და ინგას თვალში მოხვდა აცეკვებული ფანტანი. უცებ წამოიწია, მძღოლი შეაჩერა და მზის სათვალე მოიხსნა. არა , თვალი არ ატყუებდა,მისი ვაჟი იდგა მოლბერტზე გაშლილი ტილოს წინ და რაღაცას მხიარულად ხატავდა.

_ ბაჩანა? ბაჩანა და ხატვა?_ გულწრფელად გაოცდა ქალი. უცებ ბაჩანა ერთი ნაბიჯით უკან გადგა და მის გვერდით კომბინიზონში გამოწყობილი გამხდარი, გოგონა დაინახა ქალმა. ვიღაც მოაგონა გოგონამ, თითქოს სადღაც ენახა. მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. ცოტა ხანს აკვირდებოდა მის წინ გათამაშებულ უცნაურ სცენას. ხედავდა, როგორი აღფრთოვანებით უხსნიდა ეს ფერადი გოგონა ბაჩანას რაღაცას და ტილოზე ანიშნებდა. ხოლო მისი შვილი, ასეთივე აღფრთოვანებით, თვალს არ აცილებდა მხატვარს და აშკარად გოგონა უფრო აინტერესებდა, ვიდრე ნახატზე გამოყვანილი ფერთა გამები. ოდნავ გაეღიმა ინგას. სათვალე მოირგო და მძღოლს ანიშნა გზა გააგრძელეო.

_ კარგი პირველი გაკვეთილისთვის საკმარისია მგონი!_ უთხრა ციამ და ნივთების ალაგება დაიწყო._ იმედია თქვენც ისეთივე სიამოვნება მიიღეთ ხატვის პროცესით, როგორც მე.

_ ვერ ვარ ნიჭიერი მოსწავლე არა?_ ჰკითხა თვალებაციმციმებულმა ბაჩანამ გოგონას.

_ მასეც ნუ იტყვით! ხატვა ინდივიდუალურია ყველასთვის. მალევიჩის " შავ კვადრატზე" რამე გსმენიათ? 2008 წელს 60 მილიონ დოლარად გაიყიდა!_ უპასუხა ჩაფიქრებულმა ციამ_ წარმოგიდგენიათ? თეთრ ფონზე შავი კვადრატი.

_ მხოლოდ კვადრატი? მეტი არაფერი?_ გაოცდა ბაჩანაც.

_ მეტი არაფერი!_ შეანათა მხიარული თვალები ციამ და დაემშვიდობა.

_ შემდეგ ადგილს მე ავირჩევ შეხვედრისთვის!_ დააწია ბაჩანამ და იქვე ჩამოჯდა სკამზე. მოუთმენლად აკრიფა გუგლში მალევიჩი და გაიცებისგან წაუსტვინა.

_ მართლაც მხოლოდ შავი კვადრატი და მეტი არაფერი და 60 მილიონი? _ ის სცენა გაახსენდა ფილმიდან "ხელშეუხებელნი" , სადაც ომარ საის პერსონაჟს უკვირს ძვირადღირებული ნახატის აბსურდულობა და მას ცხვირიდან წამსკდარი სისიხლით დასვრილ ტილოს ადარებს.

_ ეს მდიდრები და მათი ოფოფები!_ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა და კაფისკენ გასწია. ბაჩანასთვის ხელოვნება, უფრო სილამაზესთან და შინაარსთან ასოცირდებოდა, მისი აზრით ნახატი პირველ რიგში შინაარსის მქონე, გასაგები და ლამაზი უნდა ყოფილიყო, როგორც მაგალითად ვან გოგი, რემბრანტი, რუბენსი, ან მონე, გინდაც დალი, მაგრამ რა ჯანდაბა იყო შავი კვადრატი? ვერ მიხვდა, რატომ უნდა მონდომებოდა ადამიანს ამხელა ფულის გადახდა იმაში, რასაც თავადაც მარტივად დახატავდა, თუ ამას დახატვა ერქვა. ჩაფიქრებულმა მხრები აიჩეჩა და მანქანა დაქოქა.

ციამ სახლში შესვლისთანავე, ჰოლში მიყარა ნივთები და ისე, რომ ხელებიდან საღებავებიც კი არ მოუშორებია, მამის ოთახისკენ აირბინა. უნდოდა დაეხედა, დარწმუნებულიყო, რომ არაფერი უნდოდა, თავის მოწესრიგებას კი მერეც მოასწრებდა. კარიდანვე დაუძახა მამას.

_ მამიკო, აბა ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?_ კარი შეაღო და მხიარულად შეირბინა ოთახში. მაგრამ მოულოდნელი სტუმრის დანახვისას გაოცებული შედგა.

_ უკაცრავად!_ მოიბოდიშა. მამის საწოლის გვერდით, სავარძელში მჯდომი, ელეგანტური და ლამაზი ქალბატონი გულმოდგინედ შეათვალიერა .
ვერ იცნო, მეტიც დაიფიცებდა, რომ აქამდე არასდროს ენახა.

_ ინგა, გაიცანი ჩემი უმცროსი ქალიშვილი ცია!_ სიამაყით წარუდგინა თემურმა შვილი ქალს.

_ სასიამოვნოა, ალბათ შენ აღარც კი გახსოვარ არა?_ ჰკითხა ქალმა და უცნაური ღიმილით გაუნათდა სახე.

_ ღმერთო ჩემო , აი რატომ მეცნე! რა ძალიან ჰგავხარ ლილის!

_ ბატონო?_ დედის ხსენებამ გააოცა ცია. ქალის ნათქვამს ყურადღება აღარ მიაქცია.

_ უკაცრავად! არ ვიცოდი , სტუმარი თუ გვყავდა. თორემ ხელებს მაინც დავიბანდი._ მოიბოდიშა და საღევებით დასვრილი თითები ზურგს უკან დამალა, თუმცა არიცოდა, რომ ლოყა და ცხვირის წვერიც ფერადი ჰქონდა. ქალს გაეცინა.

_ როგორც მივხვდი ხატვა გიყვარს არა?_ ჰკითხა გოგონას.

_ დიახ მიყვარს!_ გრძნობით უპასუხა გოგონამ და მამის ფეხებთან ჩამოჯდა. მამას პლედის ზემოდან ფეხზე მოუცაცუნა ხელი. ისეთი სითბო ჩაეღვარა გულში ინგას, თავადაც გაოცდა ქალი. ეს არ იყო მხოლოდ იმის დამსახურება, რომ გოგონა მისი საყვარელი ლილის შვილი იყო. არა! თავად ცია იყო ძალიან სასიამოვნო.
ეს ალერსის პატარა ჟესტი, თუ როგორ მიეფერა ქალუშვილი ავადმყოფ მამას ფეხზე. ყველაფერს მეტყველებდა მისთვის.

_ახლა უნდა დაგტოვოთ! მაგრამ ამის შემდეგ ხშირად მიხილავთ, ნოეც აუცილებლად გინახულებს თემურ და ჩემს ვაჟსაც გაგაცნობთ! ვფიქრობ ეს დღე, რაღაც ახლის დასაწყისი იქნება!_ ქალი წამოდგა თემურს გაუღიმა. ციას კი დამშვიდობების ნიშნად საღებავით დასვრილ ლოყაზე მიეფერა და ბურდულების სახლი ბედნიერი ღიმილით დატოვა. უცნაური ქალი იყო ინგა, თუ რამეს მიზნად დაისახავდა, აუცილებლად აასრულებდა. ახლაც სწორედ მიზნისკენ მიმავალ გზას აწყობდა გონებაში და მხიარულად იღიმებოდა.

ბაჩანა " ტერასაში" რომ მივიდა, მაშინვე ლუკა იკითხა.

_ აქ ვარ ძმაო!_ გამოხედა საწყობიდან ლუკამ.

_ აბა , რა ქენი ? როგორ ჩაიარა პირველმა გაკვეთილმა? რაო იყოჩაღა მოსწავლემ?_ გაეხუმრა ლუკა მეგობარს.

_ იცი რა საინტერესო ვინმეა? საოცარია!_ ჩაეღიმა ბაჩანას.

_ კი აშკარად საინტერესო გოგოა! ვერ შეგეკამათები! მაგრამ შენგან გამკვირვებია მართლა?_ ახლა მართლა სერიოზული იყო ლუკა. _ სოფიადან ციამდე? ანდაც პირიქით! ცია საერთოდ არ ჰგავს სოფიას ყაიდის გოგონებს! ხვდები ხომ?

_ აი მაგაშია მთელი ამბავი! ცია სხვა სამყაროდანაა! უბრალო, ძალიან უბრალო! ყოველგვარი მატერიალურისგან შორს!_ დაეყრდნო ბარს და ცივი წყალი ჩამოისხა ჭიქაში. ეამა ცივი სითხე.

_ მატერიალურისგან შოორს?_ გაეცინა ლუკას_ იცი მაინც, ვისი შვილია ცია?
ლუკა სასმელების თაროსთან მივიდა და წითელ, ნახევრადმშრალ , ძვირადღირებულ ბოთლს მიუკაკუნა თითი, რომელსაც ეტიკეტზე " ლილისფერი"
ეწერა.

_ ეს ყველაფერი მისია ძმაო!

_ ვერ მივხვდი?_ გაოცდა ბაჩანა და ტუჩთან მიტანილი ჭიქა დაუშვა.

_ დიახ ბატონო! ცია თემურ ბურდულის უმცროსი პრინცესაა!_ გაეცინა ლუკას. უკვე მოეძიებინა გოგონაზე მთელი ინფორმაცია და სწორედ იმ დღეს აპირებდა მეგობრისთვის ყველაფრის მოყოლას.

_ რას ამბობ? იქნებ გეშლება? _ ვერ დაიჯერა კაცმა.

_ რა მეშლება ბიჭო? განა რამდენი ცია ბურდულია ამ ქვეყანაზე? მაგრამ ვერ გამიგია, ასეთი პრინცესა ჩვენთან რატომ მოვიდა სამუშაოს საძებრად? ან ხატვის გაკვეთილებს რატომ ატარებს?

_ ვერ წარმოვიდგენდი! _ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ბაჩანამ.

_ იქნებ, ესეც ერთგვარი ხრიკია?_ ეჭვით შეხედა ლუკამ მეგობარს. დაფიქრდა და თავი უარის ნიშნად გააქნია ბაჩანამ

_ შეუძლებელია, რას წარმოიდგენდა, რომ ხატვის გამო დავურეკავდი! არა! აქ სხვა რაღაცაშია საქმე! თუმცა დრო აჩვენებს!_ მეგობრებს ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ. თუმცა ცალ_ ცალკე ორივე ფიქრობდა გოგონაზე. ამოსახსნელი გამოცანასავით იყო ეს პატარა ფერადი გოგო მათთვის.

_ ნუუც, იცოდე არაფერი დაგეგმოთ, მე გეპატიჟებით ორივეს , ისეთი საყვარელი ადგილი ვიპოვნე, რომ აუცილებლად მოგეწონებათ!_ ტელეფონზე ესაუბრებოდა ცია მეგობრებს.

_ დიდი წვეულების თავი არ მაქვს, ნამდვილად. ჩვენ დავსხდეთ გემრიელობები ვჭამოთ, დავლიოთ და ეგაა. მამას მაინც ვერ დავტოვებ დიდხანს. როგორც კი თვალს ვაშორებ , მაშინვე მოძვრება ლიგინიდან! ასეთი მოუსვენარი პაციენტის მნახველი არ ვარ!_ მამაზე ბრაზობდა ცია.
მხოლოდ ერთი საათით გავიდა წინა დღეს სახლიდან და უკან დაბრუნებულს მამა ბაღში დახვდა სკამზე გამოჭიმული, თან ერთი ხელი გულზე წაევლო. როგორც კი შვილს მოჰკრა თვალი მაშინვე დამალა , რომ გული აწუხებდა. მაგრამ ძალიან გაუბრაზდა შვილი მშობელს . მაშინვე საწოლში დააბრუნა და დაემუქრა, რომ მაიკოს მოუყვებოდა მის სიჯიუტეზე.

_ მაია მოვა? _ დაინტერესდა თია_ ჩვენი ყინულის დედოფალი თუ გვიკადრებს?

_ ვეცდებიო!_ ასე კი უპასუხა მაგრამ , დიდი იმედი არ ჰქონდა ციას. მაიკო ვერასდროს იცლიდა დასთან და მეგობრებთან სასეირნოდ, მაგრამ ამ ჯერად ხომ ციას დაბადების დღე იყო. ვინ იცის? იქნებ კიდევაც მოსულიყო?

სწორედ "ტერასაში" დაპატიჟა გოგოები ციამ. მართალია იქ მუშაობაზე უარის თქმა მოუწია, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა კლიენტის რანგით სწვეოდა ამ მყუდრო და ფერად გარემოს.
სამივენი ერთად შევიდნენ კაფეში და დიდ ფანჯარასთან მდგარ ცარიელ მაგიდას მიუსხდნენ.

_ ბიჭო, არ მიიხედო!_ თვალი მოჰკრა თუ არა ციას მაშინვე გააფრთხილა ლუკამ ძმაკაცი.
_ შენი ციაა აქ!
_ რაოო? სადა?
_ მეექვსე მაგიდასთან სხედან!_ ბაჩანამ თვალი გააპარა მათ მხარეს .
_ ახლოს უნდა მივიდე!_ უთხრა ლუკას და მაგიდას იქიდან მიუახლოვდა, საითაც ცია იჯდა ზურგით. მის უკან თავადაც ზურგით დაჯდა და გოგონების საუბარს მიაყურადა.
იტყვით , რა საქციელია სხვისი პირადი საუბრების მოსმენაო, მაგრამ ბაჩანას ძალიან იზიდავდა ცია. სურდა მის სულს ჩასწვდომოდა.მასზე ყველაფერი აინტერესებდა და თავს ანგარიშს ვეღარ უწევდა. გოგონებს თავად ლუკა მიუახლოვდა.

_ რას ინებებთ?_ ჰკითხა და მიესალმა მათ . მერე ვითომ მოულოდნელობისგან გაიოცა.
_ ვაა, ცია? შენ ხარ?

_ გამარჯობა ლუკა, კი მე ვარ!_ გაუღიმა გოგონამ.

_ როგორ ხარ? რატომ დაგვტოვე? ცოტა გამიკვირდა იცი?_ დაინტერესდა ლუკა .

_ მამა გამიხდა ლუკა ავად, ძალიან ვჭირდებოდი! ამიტომ მომიწია წასვლა. ძალიან ცუდად კი გამომივიდა, მაგრამ არ მქონდა სხვა გზა!_ მოუბოდიშა გოგონამ.

_ რას ამბობ, მთავარია რომ მშობელი იყოს კარგად, რას მიქვია ცუდად გამოსვლა. მაგრამ იცოდე თუ გადაიფიქრებ, ჩვენ აქ ვართ!_ ლუკამ შეკვეთა მიიღო. გავლისას ბაჩანას თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში გაუჩინარდა.

_ ახლა როგორ არის თემური ძია?_ დაინტერესდა ნუცა. ხშირად ვერ მოვდივართ, არ გვინდა შევაწუხოთ!_ დაინტერესდა თია.

_ რას ამბობთ, არ იცით მამას როგორ უყვარხართ? სულ რომ ჩვენთან გადმოცხოვრდეთ მაინც არ შეწუხდება, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ თქვენც თავის ბიზნესში არ გიკრავთ თავს!_ გაეცინა ციას._ სულ ცოტახანში მაიკო ორი და მაიკო სამი გახდებით მის ხელში!_
გოგოები აკისკისდნენ.
_ ძალიან საყვარელია თემური ძია!_ ალაპარაკდა ნუცა_ იცი ცი, მე რომ მამა მყოლოდა ზუსტად მისნაირს ვისურვებდი!
_ ხოდა წამოდი ჩემთან! მამას იმხელა გული აქვს ოთხივეს გვეყოფა! მხოლოდ ეგაა, ვერ ვიტან , რომ მაიძულებს იმ წესებს დავემორჩილო , რაც მას მიაჩნია სწორად! ამიტომაც გავიქეცი სახლიდან იმ დღეს! რომ არა მისი გული, ამ კაფეში ვიმუშავებდი ახლაც!_ გულწრფელი იყო გოგონა. და მისმა სიტყვებმა გააოცა ბაჩანა , თუ ასე ძალიან უყვარდა მამა, რატომ გარბოდა სახლიდან თავქარიანს და ქარაფშუტას არ ჰგავდა. იქნება ციას პრობლემაც სწორედ ისეთი იყო , როგორიც მისი. იქნებ ციაც თავისუფლებას და საკუთარ თავს ეძებდა. იქნებ მისთვისაც არ იყო მატერიალური სამყარო მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი ამ ცხოვრებაში. გაუხარდა, რომ გოგონასთან რაღაც საერთო აღმოაჩინა.

_ ვაააა, მაიკოოოო!_ სიხარულს ვერ ფარავდნენ გოგონები.
_ მიხვედი დაიკო? _ ყელზე ჩამოეკიდა დას ცია.
_ აბა რას ვიზამდი გოგო? მართლა რობოტი კი არა ვარ!_ გაეცინა ახალმოსულს. უცნაურად მშვიდი და გაწონასწორებული ხმა ჰქონდა ქალს.

_ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო პატარა!_ მიულოცა ქალმა ციას და საჩუქარი გადასცა.
_ დაბადების დღე გაქვს?_ ჩაილაპარაკა ბაჩანამ ჩუმად. ტელეფონი ამოიღო და ლუკას მიწერა:
" დღეს ციას დაბადების დღე ყოფილა, ბიჭო!" დაინახა , როგორ გამოვიდა სამზარეულოდან ლუკა, ხელში დიდი ხის ლანგარი ეკავა და ზედ შეკვეთა ეწყო.
თვალებში შეხედა და თვალი ჩაუკრა.

_ ეს ყველაფერი ჩვენგან გოგოებო, ჩვენი იღბლიანი კლიენტები ხართ!_ გაუღიმა ლუკამ ციას და მაგიდაზე გადააწყო ნაირ_ ნაირი ნამცხვრები და სასმელის ჭიქები.

_ ვერ ვხვდები მიზეზს! თუ შეიძლება გამარკვიეთ!_ იკითხა ერთ_ერთმა ლუკამ შეხედა და თვალი ვეღარ მოაშორა. საოცარი კონტრასტი იყო, შავი გიშერივით თმა და მწვანეზე მწვანე თვალები, მკაცრი გამოხედვით. თითქოს მოინუსხა კაცი. ხმა ვეღარ ამოიღო.

_ მაი ეს ლუკაა, ჩემი მეგობარია, ხო ლუკა!_ პერანგის სახელოზე მოქაჩა ციამ და შეხედვა აიძულა გაოცებულ კაცს.

_ ხო, რა თქმა უნდა!_ ამოილაპარაკა ლუკამ. შებრუნდა და კვლავ სამზარეულოში დაბრუნდა. მის ნაცვლად მაგიდას ერთ_ერთი მიმტანი მოემსახურა. მიხვდა ბაჩანა, რაღაც მოხდა და წამოდგა, მეგობარს შეაკითხა.

_ რა მოხდა ლუკა?_ ჰკითხა გაკვირვებულმა კედელზე მიყუდებულ ძმაკაცს.

_ ძმაო _ შეხედა ლუკამ და თვალები აუელვარდა_ ერთხელ ნახვით სიყვარულის გჯერა? მე ახლა , ამ წამს ვირწმუნე! აუცილებლად უნდა გავიგო, ვინ არის ეს ქალღმერთი?

ბაჩანამ ცოტა ხანს უყურა და თავშეუკავებელი ხარხარი აუტყდა.

_გაები ლუკაა? როგორც იქნა გაები, არა?! არც მეტი, არც ნაკლები ციას დაა ეგ შენი ქალღმერთი!
_ მართლა?_ აირია ლუკა.
_ მართლა!_ იყო პასუხი.

_ ნოე, რომ იცოდე, რა ვნახე! რომ იცოდე, გაგიჟდები!_ ძლივს გამოიჭირა ქმარი სალაპარაკოდ ინგამ.

_ გახსოვს რამდენიმე დღის უკან , რომ თემურთან ვიყავი!
_ კი ინგა , რა თქმა უნდა მახსოვს! _ გაოცდა კაცი. ისე იყო მისი ცოლი აჟიტირებული, მიხვდა , რაღაც ახალი ამბავი იყო მის თავს და ეს ამბავი უკვალოდ არ ჩაივლიდა, რამდენადაც თავის ცოლს იცნობდა ნოე.
_ სკვერში ბაჩანა ვნახე, ხატავდა გესმის!
_ რას შვებოდა?_ გაოცებისგან გაზეთი დაკეცა კაცმა.
_ თან განა მარტო! თემურის უმცროს ქალიშვილთან ერთად!_ აღტყინებული იყო ქალი.
_ იცი, ეს რას ნიშნავს? _ ტაში შემოჰკრა ქალმა. _ მგონი ოცნების სარძლო ვიპოვნე ნოე!
_ რა იპოვნე?_ კაცს ეგონა მოესმა.
_ ოცნების სარძლო ნოე! ოცნების სარძლო!_ წამოხტა ქალი და ღიღინით წავიდა საძინებლისკენ .

ნოემ თავი გადაიქნია და გაოცებისგან წარბებაქაჩულმა გახედა ქალს. არაფრის თქმას არ ჰქონდა აზრი . ინგა საკუთარ სტიქიაში იყო ახლა. და მას ვეღარაფერი შეაჩერებდა.
5

დიდხანს არ უფიქრია ინგას. საკმაოდ მალე იპოვნა გამოსავალი. ახალი სახეების აღმოჩენის მიზნით, საკუთარ გალერეაში გამოფენა დაგეგმა და მისივე დაარსებული ფონდის ხელმძღვანელს, ვისაც ათი ახალი თანამედროვე მხატვრის შერჩევა დაავალა, ფრთხილად უხსენა ცია ბურდულიც. რა თქმა უნდა, იცოდა, მის სურვილს აუცილებლად განიხილავდნენ და თუ ცია თავის საქმეში მართლაც კარგი იყო, მოიწვევდნენ კიდეც მონაწილეობის მისაღებად. ხოლო თუ ის კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებდა, მოსაწვევს გაუგზავნიდნენ, როგორც საპატიო სტუმარს. ეს კი პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა ინგას გული უგრძნობდა, რომ ცია მის მოლოდინებს გაამართლებდა და ასეც მოხდა. როცა გალერიის მენეჯერმა მონაწილეების სია გადასცა, ცია სიის სათევეში იყო.
ინგა გაოცდა.

_ ნუთუ ამდენად კარგია?_ იკითხა და თითი მისი გვარის გასწვრივ დააკაკუნა.
_ დიახ ქალბატონო. მის ნამუშევრებს რომ გადავხედეთ, გავვოცდით. არც კი ვიცი, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიეთ. სავარაუდოდ, გამოფენებში მონაწილეობას არ იღებს ხოლმე. ისე თავისთვის ხატავს.
მაგრამ საოცარი ხედვა აქვს, დიდი თვალსაწიერი. ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ თავისებური სტილი უკვე იგრძნობა მის ნახატებში. საკმაოდ თავისუფალია სურვილის გადმოცემისას._ მენეჯერის პასუხი ესიამოვნა ქალს.
ყველაფერი დაგეგმეს.
მოსაწვევები მონაწილეებსაც და სტუმრებსაც გაუგზავნეს. რა თქმა უნდა, მათ შორის ციას და ბაჩანასაც.
ორ საქმეს ერთდროულად აკეთებდა ინგა, ახალგაზრდა უცნობ მხატვრებს ეხმარებოდა და საკუთარ სურვილსაც ფრთებს ასხამდა. ნელ_ ნელა და ნაბიჯ_ ნაბიჯ.

_ ლუკა რა იყო? რაღაც არ მომწონხარ, სად დაფრინავ ამ ბოლოს?_ წინ დაუჯდა მოწყენილ მეგობარს ბაჩანა.
_ შენ რა გენაღვლება, უეჭველი იცი ციასთან შეხვედრას მოახერხებ. მე რა ვქნა? არ ვიცი მასთან როგორ და რა გზით მივაღწიო. _ დაფიქრებით დააჩერდა ლუკა საკუთარ ხელებს.
_ხოო! მაიკო აშკარად სხვანაირია. არც გარეგნულად და არც ხასიათით არ ჰგვანან დები ერთმანეთს._ დაეთანხმა ბაჩანა.
_ იცოდი, რომ მამამისის კომპანიას თავად მართავს?_ ამითაც კი აღფრთოვანებული იყო ლუკა.
_ ქალი და ასეთი ძლიერი! არა, დღეს იშვიათობა აღარაა, მაგრამ პირადად არ შევხვედრივარ ასეთ მაგარ გოგოებს!

_ დანებებას აპირებ?_ გაეღიმა ბაჩანას. იცოდა ლუკას თავიდან მოშორება გაუჭირდებოდა მაიკოს. იმიტომ რომ საოცრად ჯიუტი მეგობარი ყავდა.

_ მე და დანებება?_ გაეცინა ლუკას._ არა! უბრალოდ ვერაფერი მოვიფიქრე ჯერ! მართლა, ნახე მოსაწვევები მოგივიდა.
_ ოჰ, ინგას გალერიაა, _უწადინოდ აიქნია ხელი ბაჩანამ, მაგრამ ნაცნობი სახელი რომ ეცა თვალში, დაინტერესდა_რაო? ციაც გამოფენს სურათებს? ეს რა უცნაური დამთვხვევაა?

ცოტა ხანს იფიქრა და ლუკას მიუბრუნდა თვალმოჭუტული.

_ ისე საინტერესოა, ციას გამოფენაზე მისი და არ მოვა ნეტა?_ლუკას გახარებული სახის დანახვისას ერთი მოსაწვევი უსიტყვოდ გადააწოდა.

_ შენი შანსია, გამოიყენე!

ცია გოგოებთან ერთად სახლის ბაღში იჯდა. აღფრთოვანებული უყვებოდა მათ გამოფენაში მონაწილეობის შესახებ. იმ ნახატებს არჩევდა მათთან ერთად, რომლებიც გალერეაში უნდა გადაეგზავნა.
ერთ_ ერთი ბაჩანას პორტრეტი იყო. ციას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ბაჩანა იმ გამოფენას დაესწრებოდა. და არც ის იცოდა, თუ მთავარი სპონსორი და გალერიის მფლობელი მის მიერ დახატული კაცის დედა იყო. ნახატი კი მართლაც საოცარი გამოსულიყო. ისეთი გრძნობით შემოსცქეეოდა ტილოდან ავტორს, თითქოს ეს არის და გადმოაბიჯებსო.

_ რა ლამაზია!_ ნუცა თვალს ვერ აშორებდა სურათს.
_ და გინდა დამაჯერო რომ ეს ბიჭი მართლა არსებობს? _ ცხვირი ლამის ზედ დახატული ბაჩანას ცხვირზე მიედო თეას და ისე აკვირდებოდა.
_ კი არსებობს!_ გაეცინა ციას. _ და თქვენს გულზე გასახეთქათ გეტყვით, რომ რეალურად ბევრად კარგია! თუმცა მისგან დიდი მხატვარი ვერ დადგება!

გაეცინა ბაჩანას უნიჭო მცდელობების გახსენებისას ციას.
_ბევრი_ ბევრი შავი კვადრატის დახატვა მოახერხოს._ ღიმილით თქვა მან.
_ რა შავი კვადრატი გოგო? _ ბაჩანასი არ იყოს, ვერც თეა ერკვეოდა ფერწერაში. მათემათიკას სწავლობდა მთელი დღე და მოსწრება. ხელოვნება თეასთვის ციათი იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა.

_ მისმინეთ! ხომ მოხვალთ არა? როგორც მონაწილეს რამდენიმე მოსაწვევი მაქვს . თქვენ და მაიკო, მამა ისედაც ვერ მოვა._ ციას სიხარულის გაზიარებაზე, უარს როგორ იტყოდნენ. ორივემ მაშინვვე აიღო კუთვნილი მოსაწვევი.
სახლიდან მაიკო გამოვიდა, თითქოს მოფრიალებდა კი არ მოდიოდა.
_ რა ლამაზია ეს ოხერი?!_ გახედა ნუცამ.
_ რა აზრი აქვს მერე? გული გაყინული აქვს!_ ტუჩი აიბზუა თემ. მაგრამ თვალებში ეტყობოდა, ისიც ეთანხმებოდა ნუცას.
_ ოჰ, ჭორ_ ბიურო სრული შემადგენლობით!_ ირონიულად გაეცინა მაიკოს და გოგონების გვერდით დაჯდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და უკვე შეგრილებული ყავა მოსვა.
_ გაცივებულა!_ დაიჭყანა უსიამოვნოდ.
_ შენსავით!_ გაეცინა თეას.
_ ნეტა შენ როდის გაიზრდები!_ ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა და ორივე ფეხი აიკეცა სკამზე.
_ ჩემს მაგივრადაც შენ გაიზარდე არ გინდა?_ ენა გამოუყო თეამ.
_ მაინც ლამაზი ვიქნები!_ თავდაჯერებული იყო მაიკო.
ნუცამ პატარა სარკე აიღო , გრაციოზულდ ჩაიხედა და თეატრალური ხმით მიმართა:

_სარკევ სარკევ მითხარი, ვინ არის ჩემზე ლამაზი?
თეამაც მაშინვე შეთანხნებულივით გააგრძელა:
_ შენ ყველაზე მშვენიერი ხარ დედოფალო მაიკო, მაგრამ ცია მაინც შენზე ლამაზია!
მაიკომ თავი ვერ შეიკავა და გულიანად აკისკისდა. თავი ოდნავ უკან გადახარა, საზურგეს მიეყრდნო და დიდხანს იცინა მეგობრების მავნებლობაზე.

_ მაი, _მიუცუცქდა ცია გამხიარულებულ დას. _ ხომ წამოხვალ გამოფენაზე, არა?
მაიკომ დას თმაზე ხელი გადაუსვა, ზუსტად ისე , როგორც დედა ეფერებოდა ხოლმე თავად მას ბავშვობაში და გაუღიმა.

_ რა თქმა უნდა, სულელო, აბა უჩემოდ როგორ შეიძლება._ მერე წამოდგა და გოგონებს დაემშვიდობა_ კარგით მოცლილებო! წავედი ახლა მე და ჭკვიანად იყავით იცოდეთ!

_ ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!_ წამოიძახეს თეამ და ნუცამ და გაიჭიმულებმა სერიოზული სახეებით მისცეს სამხედრო სალამი.

_ არა, თქვენი დაჭკვიანება არ იქნება, ტყუილა მაქ ამის იმედი!_ თავი გადააქნია მაიკომ და სახლისკენ წავიდა. გოგოები სიცილით დასხდნენ, მაგრამ ციას სევდიანმა სახემ ორივე დააბნია. ცია მიმავალ დას ისეთი თვალებით უყურებდა, ისეთი სითბოთი და სევდით სავსე მზერით მიაცილებდა , გოგოებმა სიცილის ხალისი დაკარგეს.

_ რა იყო ცია?_ პირველმა ნუცამ გაბედა კითხვა.
_ მეცოდება იცი?_ ამოილაპარაკა გოგონამ.
_ ვინ მაიკო? შენი შესაცოდი რა აქვს ნუ გადამრიე, ქალი ვარსკვლავებს ეთამაშება!_ შეუწყრა თეა.
_ არა, ეს მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ხედავს! მაგრამ როცა ჰგონია ვერავინ ამჩნევს... იცით როგორი დაღლილია? სულ ბავშვობიდან ასე იყო,მე რომ თქვენთან დავრბოდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ბავშვობაში უნდა მექნა, მაიკო სწავლობდა. თითქოს წინასწარ ემაზადებოდა ამ დღეებისთვის! როცა სკოლაში მორიგი ოინის გამო გვსჯიდნენ და მშობლებს იძახებდნენ, ჩემს ნაცვლად ვალდებულებას საკუთარ თავზე მაიკო იღებდა. რომ მამას არ გაეგო და ...
რომ მე მამისთვის იმედი არ გამეცრუებინა! თქვენ არ გესმით! იმდენ ბიჭს უყვარდა, მაგრამ მაიკოს სიყვარულისთვისაც კი არასდროს ეცალა! ვერ ამჩნევთ? თმაც კი მუდამ ერთ სტილზე აქვს? იცით რატომ?_ ჰკითხა გოგონებს გაბზარული ხმით.
_ იმიტომ რომ ასე მოსწონს?_ მხრები აიჩეჩა ნუცამ.
_ არა! მიტომ რომ მარტივია! იმიტომ რომ ცოტა დრო უნდა! იმიტომ რომ შეიკრავს რეზინით და სულ ესაა მისი ვარცხნილობა! არადა როგორ უყვარდა გრძელი თმები! არ გახსოვთ მაინც, როგორ მშურდა ბავშვობაში მისი ყორნისფერი სრიალა თმების?
_ ცია ,თუ მასეა ,რატომ არასდროს უთქვამს რამე? ან ჩვენ რატომ არ ვეხმარებით?_ ხმა ამოიღო დაფიქრებულმა თეამ. არასდროს შეეხედა მაიკოსთვის ამგვარად. ყოველთვის ცივ და ამაყ ადამიანად მიიჩნევდა. ქედმაღლადაც კი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან იცნობდა, არასდროს უფიქრია, თუ მისი გარეგნობა და ხასიათი მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი იყო და მეტი არაფერი.
_ მართალი ხარ იცი? შენ მათემათიკოსი ხარ, თან როგორი!! ბუღალტერია და რამე! ყველაფერი გეხერხება! მე არც თუ ურიგო ვარ მენეჯმენტში და ხალხთან ურთიერთობის სფეროში! ცია დიზაინშია მაგარი! და ამ ყველაფერს არ ვიყენებთ! დავბოდიალობთ ზემოთ_ ქვემოთ! არა! ასე არ შეიძლება! გამოფენის შემდეგ თემური ბიძიას და მაიკოს ერათად დაველაპარაკოთ . შევთავაზოთ ჩვენი დახმარება და თუ მიიღებენ, მხარში ამოვუდგეთ! მე არ დამვიწყებია მამის სიკვდილის შემდეგ, თემური ძიამ ... ყველაფერი რაც გააკეთა ჩვენთვის! ვიცი, უანგაროდ გააკეთა! მას თან დამეხმარამეთქი რომ ვთქვა, ეწყინება! შვილად მიმიჩნევს! მაგრამ მე ხომ მახსოვს, რომ ვალში ვარ მასთან, არა? თქვენი არ ვიცი და მე მაიკოს გვერდით ვარ ამ წამიდან!_ ცოტა დაბნეულად და არეულად, იქნებ ემოციურადაც საუბრობდა ნუცა, მაგრამ გოგოებმა გაიგეს მისი ნათქვამი. თეაც ასე თვლიდა თავს. იყო პერიოდი, როცა თემურის ოჯახმა მასზეც აიღო მზრუნველობა და უბრალო გოგონას განათლება დაუფინანსა. თეას იმედი არ გაუცრუებია თემურისთვის. მართლაც ზენიჭიერი მათემათიკოსი იყო. მაგრამ რომ არა თემურის ფინანსები უნივერსიტეტამდე ალბათ ვერც მიაღწევდა თეა. დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფერი მაინც უფულობამდე მიდის. საიდან ჰყავდა ციას ასეთი უბრალო მეგობრები? ეს ლილის დამსახურება იყო. როცა შვილები ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მიიყვანა და არა ძვირადღირებულ კერძო აკადემიაში.
იცოდა, თავადაც უბრალო ლილიმ, ნამდვილ მეგობრებს ფულის ჭუჭყით ამოვსებულ სულებში რომ ვერ იპოვნიდნენ მისი შვილები! და სწორედ ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. არასდროს ანებივრებდა შვილებს, არასდროს აძლევდა იმაზე ზედმეტს , ვიდრე საჭიროდ თვლიდა. და სწორედ ამიტომ იყო , რომ ასეთი ნათელი სული და კეთილი გული შერჩათ მის გოგონებს.

_ ნოეე, ნოეეე!_ კარიდანვე ეძახდა მეუღლეს ინგა.
ბოლოს გადაღლილს კაბინეტში მიაგნო.
_ ნოე, ძვირფასო!_ ქალი კატასავით ჩამოუჯდა ქმარს მუხლებზე. ყელზე ხელი მოხვია და ცალი ხელით ჩაწითლებული თვალებიდან სათვალე მოხსნა.
_ ახლა მისმინე, რა უნდა გითხრა!_ ნოემ იცოდა, როცა ინგა ასე იწყებდა ლაპარაკს , ესეიგი მორიგ გეგმას ხლართავდა.
კაცმა რომ თქვას, ცუდი მიზანი არასდროს ჰქონდა , მაგრამ ზოგჯერ თავადვე ებმებოდა საკუთარ ხლართებში. კაცს გაეცინა. ჯერ ისევ მშვენიერ ცოლს წელზე ხელი მოხვია და ინტერესით ამოხედა.
_ აბა გისმენ ქალბატონო!
_ გამოფენის შემდეგ, ბავშვებს ჩვენს აგარაკზე ავიტყუებ და იქ დავტოვებ!_ ცოტა ხანს კი უყურა ნოემ ცოლს სერიოზულად , მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა.

_ რა გაცინებს?_ გაიბუსხა ქალი.
_ არა, აშკარად ფანტაზია შემოგელია! ადრე უფრო ხარისხიან დრამებს დგამდი!_ სიცილს ვერ წყვეტდა კაცი.
_ არა! ეს დრამა არაა ძვირფასო! ეს მელოდრამაა!_ თვალები გულუბრყვილოდ აახამხამა ქალმა და თვითონაც გაეცინა.
_ არ მივცემ ბაჩის უფლებას ოცნების სარძლო წამართვას!_ დაიქადნა და საჩვენებელი თითი მაღლა მუქარით აღმართა.
_ რაო, რა წაგართვას?_ კიდევ უფრო უმატა სიცილს კაცმა.
_ იცი რას გეტყვი, ჩემო ლამაზო? მაგ დრამებს და მელოდრამებს თავი დაანებე და ცოტა ეროტიკასაც მიხედე!_ მოეხვია ნოე ცოლს.
კაბინეტიდან კიდევ ცოტა ხანს ისმოდა ქალის მხიარული სიცილი.

უზარმაზარი , ნათელი და სრულიად თეთრი კედლები გამოფენილ ნამუშევრებს აეჭრელებინათ. გამოფენაში მონაწილეობას ათი ახალგაზრდა და ჯერაც უცნობი, ნიჭიერი მხატვარი იღებდა. ყოველი მათგანი ყურადღებით იყო შერჩეული. ყოველ მათგანს საკუთარი სივრცე ჰქონდა დათმობილი. დარბაზი სტუმრებით ივსებოდა, დამთვალიერებლები ნელა მიმოდიოდნენ ნახატების წინ. რამდენიმე ნამუშევარმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ მყიდველი იქვე გამოუჩნდა.
მოულოდნელად გოგონებთან მდგომ ციას გალერიის მენეჯერი მიუახლოვდა.

_ საღამო მშვიდობისა ქალბატონო ცია! მინდა გითხრათ, რომ თქვენს ერთ ნახატს მყიდველი ჰყავს
_ რომელს? მხოლოდ ერთს ვერ შეველევი!_ გაეღიმა გოგოს.
_ " მეოცნებეს" ითხოვს მყიდველი. ამბობს ნებისმიერ თანხას გადავიხდიო!
_ "მეოცნებე" ? _ ციამ თავი გააქნია უარის ნიშნად._მაპატიეთ, მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი , რომ მხოლოდ ამ ნახატს არ გავყიდდი! თქვენ ხომ ისედაც იცოდით ამის შესახებ?_ ანერვიულდა ცია.
რატომღაც ეგონა, მისი უარი პრობლემებს გამოიწვევდა. არც შემცდარა!
მენეჯერმა თავი დაუკრა და გაეცლა.
ცოტა ხანში მჭახე ფერის წითელ კაბაში გამოკვალთული ახალგაზრდა ქალი მიუახლოვდათ . ქედმაღლური და ამაყი მზერით.

_ ცია ბურდული შენ ხარ!_ უხეშად ჰკითხა. არც კი უფიქრია, რომ უტაქტოდ მიმართავდა.
_ გისმენთ!_ მკვეთრად მობრუბდა ცია ამ უხეში ქალისკენ.
_ ის ნახატი შენ დახატე, ხო?
_ რომელი ნახატი?_ კი მიხვდა, მაგრამ მაინც შეეკითხა გოგონა.
_ ბაჩანას სურათი!_ ტუჩის აბზუებით ჰკითხა ქალმა.
_ მეოცნებეს გულისხმობთ?_ შეუსწორა ციამ. უკვე ნერვები ეშლებოდა. კი ნამდვილად ბაჩანა ჰყავდა დახატული, მაგრამ დახატვის შემდეგ ნახატს საკუთარი სახელი ჰქონდა და მისი მენატურესთან გაიგივება სულ არ სიამოვნებდა მხატვარს.

_ ოჰ, მეოცნებე?!_ ჩაეცინა ქალს ირონიულად.
_ რამდენად მომყიდი?
_ არ იყიდება!_ ხმაში სიცივე შეეპარა ციას.
_ ყველაფერი იყიდება ძვირფასო! მათ შორის ბაჩანაც!_ ისეთი საძაგელი ხმით უთხრა ქალმა, ციას გააჟრჟოლა. ის _ის იყო აპირებდა უხეშად ეპასუხა ამ ძალად მყიდველისთვის, რომ მის ნაცვლად სხვამ გასცა პასუხი. უხეში და დამცინავი ნოტები მოესმა ციას ნაცნობ ხმაში.

_ ყველაზე შენი საკუთარი თავის მიხდვით ნუ მსჯელობ სოფია!_ ხმის გაგონებისას თითქოს სიმივით დაეჭიმა ქალს სახის ნაკვთები.
_ ბაჩანა?_ შეეცადა გაბნეული მიმიკის თავმოყრას .
_ მაგ სურათს ვერ იყიდი, იმიტომ რომ არც სურათი, არც მხატვარი და არც გამოსახული პიროვნება არ იყიდებიან! ახლა სანამ ინგამ შეგნიშნა დატოვე აქაურობა, ჩემთვის სულ ერთია შენი არსებობა, მაგრამ ვეჭვობ ინგამ ასე მარტივად გაგიშვას. _ არაფრად აგდებდა ბაჩანა მის წაშლილ სახეს. თითქოს სიამოვნებდა კიდევაც.
თუმცა რომ არა მისი ციასადმი გამოხატული აგრესია, ალბათ ზედაც არ შეხედავდა და ერთი სიტყვის ღირსადაც არ ჩათვლიდა.
აშკარად გაცოფებულმა ქალმა ჯერ ბაჩანა გაბურღა მზერით, შემდეგ ცია შეათვალიერა და დაიქადნა.

_ ჩვენ ისევ შევხვდებით!_ თუმცა ციას ემუქრებოდა თუ ბაჩანას ვერავინ მიხვდა.
_ ეს ვინ ჯანდაბა იყო?_ გაოცებული თვალები მიანათა გოგონამ კაცს.
_ ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი! არ ღირს!_ გაუღიმა ბაჩანამ.
_ შენ აქ საიდან გაჩნდი?_ ციამ იფიქრა იმდენადაა ხატვით დაინტერესებული, ალბათ გამოფენას ამიტომ ესწრებაო.
სანამ ბაქარი პასუხს გასცემდა მათ მაიკო მოუახლოვდათ.

_ გამარჯობა ბაჩანა!_ მიესალმა ბავშვობის მეგობარს.
ციას არა, მაგრამ მას ნამდვილად კარგად ახსოვდა ბაჩანაც და მისი და დედამისის მეგობრობაც. ახსოვდა, როგორ უყვარდა ლილის ინგას ოჯახი და ის ძველი პატივისცემა აქამდეც მოჰყვებოდა. მაიკო არ დაუბნევია ბაჩანას გაოცებულ სახეს . ეჭვი არ ეპარებოდა , რომ მას არ ეხსომებოდა ბურდულების ოჯახი.
ბაჩანა მაიკოზე რამდენიმე წლით დიდი იყო, მაგრამ დედამისის მეგობრები დიდად არ აინტერესებდა. ყოველთვის ცდილობდა მათთვის თავი აერიდებინა. თითქოს პატარა ჭყიპინა გოგონებს თავსაც კი არ უყადრებდა. გაეღიმა მაიკოს ცია და ბაჩანა ერთად მდგარი რომ დაინახა. გაახსენდა, როგორ დასდევდა ხოლმე კუდში მისი აბეზარი და, ლამის თინეიჯერ ბიჭს და დაუღლელად როგორ სთავაზობდა უკვე სანახევროდ შეჭმულ ნაყინს, ისიც ახსოვდა, როგორი აბზუებული სახით დასცქეროდა ბაჩანა ნახევრად დამღვალ ნაყინს და მის ამ ქედმაღლურ სახეზე, თავად როგორ ეკიდებოდა ბრაზის ცეცხლი. რადგან იცოდა, პატარა ცია მხოლოდ მათ უთმობდა თავის ნაყინს, ვინც მოსწონდა და უყვარდა .
მერე კი, დედის სიკვდილის შემდეგ, როგორღაც შეწყდა მათ ოჯახებს შორის ურთიერთობა. დღემდე არსად შეხვედროდა ბაჩანას პირისპირ. თუმცა საკუთარი სამსახურიდან და ბიზნესიდან გამომდინარე, თვალს ყოველთვის ადევნებდა პოტენციურ პარტნიორებს და მათ უშუალო მემკვიდრეებს. ვინიცობაა მათთან ურთიერთობა დასჭირვებოდა.

_ უკაცრავად, _ ვერ აღირა ბაჩანამ რომ მისი ვინაობა იცოდა,მაგრამ ის კი გაუკვირდა, მაიკო ძველი მეგობარივით რომ მიესალმა.

_ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?_ ჰკითხა გაოცებით კაცმა.
_ შენ წარმოიდგინე და ძალიან კარგად!_ გაეღიმა მაიკოს. გოგოები გაოცებით მიაშტერდნენ. ვერ მიხვდნენ თუ რას გულისხმობდა.
_ უფრო მეტიც, მაგ ლამაზი კულილებითაც კი მყავხარ ნათრევი!_ აი ახლა კი მართლა გაკვირვებით მიაჩერდა ოთხი წყვილი თვალი.
_ რაოო?_ ახლოს მოდგნენ თეა და ნუცა.
მაიკო დუმდა და ეშმაკურად უყურებდა მათ.

_ თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს და უფრო მეტიც მისი დახატვა როდის მოასწარი?_ ახლა უმცროს დას მიუბრუნდა მკაცრად მაიკო. მათი გაკვირვება კი უბრალოდ დააიგნორა.

_ ჩვენ.. მე.. _ დაიბნა გოგო. _ ის ჩემი მოსწავლეა, ხატვას ვასწავლი!
სიმართლის თქმა არჩია ბოლოს.

_ ხატვას არა?_ ისევ ჩაეცინა მაიკოს და ბაჩანა ინტერესით შეათვალიერა. არა! აშკარად არ მოსჩვენებია. ბაჩის მისი ფერადი და გადარეული დაიკო მოსწონდა.

_ ესეიგი ხატვას!_ ხელები გულზე გადაიჯვარედინა მაიკომ.

_სრული სიმართლეა ძვირფასო და გთხოვ ახლაც არ გამილახო შვილი!_ სიცილით მიუახლოვდათ ინგა._ ბოლოს და ბოლოს დიდი ბიჭია უკვე!

_ ქალბატონო ინგა!_ ხელები დაუშვა მაიკომ და გულიანად მიესალმა ქალს_ როგორ ბრძანდებით?
_ მოდი, გადაგეხვიო შვილო!_ გულში ჩაიკრა ინგამ ახალგაზრდა ქალი._ როგორ შეცვლილხარ, გალამაზებულხარ. ის ახტაჯანა გოგო აღარ ხარ, ბიჭებს რომ სცემდა უმცროსი დის გულისთვის. ციამ და ბაჩანამ ერთმანეთს გადახედეს ეჭვით.

_ არ დამჭირდეს თორემ , ახლა ბევრად მეტი რესურსები მაქვს!_ გაეცინა მაიკოს და ბაჩანას თვალი ჩაუკრა.
_ ამიხსნის ვინმე, რა ხდება აქ?_ იკითხა დაბნეულმა ციამ.
_ საღამო მშვიდობისა , ინგა დეიდა! თქვენ აქ არ გელოდით!_ თან ქალს მიესალმა.
_ ინგა დეიდაო?_ დედამისს მიაჩერდა ბაჩანა კოპებშეკრული.
_ ჩემო კარგო, ჩვენ, მე და გოგონების დედა ლილი განუყრელი დაქალები ვიყავით, და დიახ მაიკო მართალია, თქვენ ერთმანეთს პატარაობიდან იცნობთ. მაიკომ კი ერთხელ მართლა გაგლახა, რადგან მისი დის ნაჭამი ნაყინის ჭამაზე კატეგორიული უარი განაცხადე.

_ ამის გამო ცია იმხელას ღნაოდა, ვიფიქრე მის გასაჩუმრბლად თუ ბაჩის ნაყინის ჭამას ვაიძულებდი , არაფერი დაშავდებოდა!_ საიდუმლოს ბოლომდე ახადა ფარდა მაიკომაც.

_ ანუ! ის პატარა მჩხავანა ბავშვი შენ იყავი, შეყვარებული ლეკვივით რომ დამდევდა სულ კუდში? _ უცნაური სიყვარულით და ახალი თბილი ემოციით დააცქერდა ბაჩანა ციას.
_ შეყვარებული ლეკვივით არავის არ დავდევდი!_ სახე აარიდა დარცხვენილმა ციამ კაცს .
_ ოჰო! ამათი ისტორია მგონი მაღლა ზეცაშია დაწერილი!_ გადაულაპარაკა ნუცამ თეას.
_ ჩვენი შეხვედრა ასე მარტივად ვერ ჩაივლის!_ შანსი არ გაუშვა ინგამ_ წამოდით ბავშვებო, ამ საღამოს ჩვენს აგარაკზე შევიკრიბოთ! დაკარგული დრო ავინაზღაუროთ.
ხელკავი გამოსდო აქეთ მაიკოს, იქით ციას და ორივე გაიყოლა, თან დანარჩენებს გამოსძახა.

_ ჰა, აბა დროზე მომყევით!
გოგოები უკან აედევნენ ბაჩანა კი ცოტა ხანს იდგა და წინ მიმავლებს ღიმილით მისჩერებოდა. აშკარად ხვდებოდა, ამ უცნაური დამთხვევების უკან დედამისი რომ იდგა.
მაგრამ ცხოვრებაში პირველად იყო თანახმა, მისი თამაშით ეთამაშა.
თანახმა კი არა, შეიძლება დახმარებაც კი ეთხოვა სიამაყე რომ არ ჰქონოდა გენეტიკაში ასე ჭარბად .

_ რაო, ძმაო?_ გახედა კუთხეში მგდარ ლუკას._ ჯერ კიდევ გაქვს დრო, რომ გადაიფიქრო! ქალღმერთი კი არა მგონი დემონი შეგრჩა ხელთ!
გაუღიმა მეგობარს და წასულებს გაჰყვა .
ლუკაც იდგა ცოტა ხანს გაგონილს აანალიზებდა, მერე კი ადგილიდან მოსწყდა და მეგობარს გამოუდგა.
ხომ ნათქვამია: სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო!
6
ლამაზი სახლი ჰქონდათ ქალაქგარეთ ბაჩანას მშობლებს.
ინგა და ნოე ხშირად ამოსვლას ვერ ახერხებდნენ მოუცლელობის გამო. მაგრამ ბაჩანა და ლუკა კვირაში ორჯერ მაინც ამოდიოდნენ, ისვენებდნენ ხმაურიანი თბილისისგან.
მითუმეტეს მას შემდგ , რაც ინგამ ბაჩანა გააბრაზა, მის პირად ცხოვრებაში უხეში, მაგრამ ინგას აზრით სრულიად სამართლიანი ჩარევით. და ბაჩანამ სოფის ნამდვილი სახე დაინახა, შეზარა ქალის სიხარბემ. მერე საკუთარი თავი მოიძულა ასეთი ქალი რამ მომაწონაო? უკვირდა, როგორ ვერ შეძლო მასში ანგარებიანი სულის ამოცნობა.
თუმცა სოფიაში არ იყო საქმე, მას ადრე თუ გვიან თავადაც დაშორდებოდა ბაჩანა, მაგრამ დედისგან ასეთ პირდაპირ მოქმედებას არ ელოდა შვილი. მაგრამ ახლა რომ უყურებდა აგარაკზე შეკრებილ სტუმრებს და მათ შორის ჩამჯდარ ამ შეკრების პირდაპირ ინიციატორ დედას, ბაჩანა ფიქრობდა, რომ საქმე ინტერესების არ დამთხვევაში იყო მხოლოდ. თორემ ახლანდელი ჩარევა ძალიანაც ახარებდა კაცს. რომ არა ინგა, რანაირად მოახერხებდა ციასთან მთელი საღამოს გატარებას. ამასთან ერთად მაიკოზე თვალგაშტერებული გაუბედავი მეგობარის სიხარულსაც იზიარებდა. დაფიქრდა. იქნებ ინგა ლუკასაც დახმარებოდა თავისი გამჭრიახი გუნებით.
ლუკა ბაჩანაზე არანაკლებად უყვარდათ მშობლებს. მეორე შვილად მიიჩნევდნენ. ამიტომ ინგა არც მისთვის დაიშურებდა თავის ქალურ გამჭრიახობას. ბევრი არ უფიქრია. დედას დაუძახა.
ინგა შეეჭვებული წამოდგა. იფიქრა ახლაც ხომ არ ეწყინა ჩემი ინიციატივაო.

_ გისმენ ბაჩი, დედიკო!_ მაინც სიყვარულით მიეფერა ვაჟს.

_ მინდა გითხრა , რომ ეს ახალი სტრატეგია ძალიანაც მომწონს! მადლობაც კი მაქვს შენთან სათქმელი!_ გაუღიმა შვილმა და ციასკენ გააპარა თვალი. დედის თვალს არაფერი გამოპარვია. სიხარულით გაიღიმა.

_ რას მეუბნები, ანუ შენ ის მართლა მოგწონს? _ შვებით ამოისუნთქა ქალმა. _ მეგონა ახლაც ცოფებს გაყრიდი! მგონი ოპერაცია " ოცნების სარძლო" წარმატებით დაგვირგვინდება!

_რაო, რა ოპერაციაო?_ კინაღამ გადაიხარხარა ბაჩანამ_ ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ჩვენი სურვილები ემთხვევა, თუმცა თავად ცია რას ფიქრობს, ეს კი არ ვიცი! ანდაც მამამისი და უფრო მისი დესპოტი და რას იტყვიან ამაზე? _ დაფიქრებით უთხრა შვილმა.

_ ციასთან თავად მოაგვარებ ყველაფერს, ეჭვი არ მეპარება, აი თემური და მაიკო მე მომანდე!_ ჩაეცინა ქალს._ ყველაფერში გქონდეს ჩემი იმედი! ისე რა მინდა გკითხო, ლუკა ასე რატომ უყურებს მაიკოს? არ მითხრა , რომ ისიც შეყვარებულია?
ინგამ თვალები ეჭვით მოწკურა. მის თვალს არ გამოჰპარვია ლუკას ვერ დაფარული ემოციები.

_ არც ლუკას აწყენდა შენი ოინები!_ შეაგულიანა ინგას მაჭანკლობის საოცარი უნარი ბაჩანამ. დედამ ეჭვით გამოხედა და რომ მიხვდა, ბაჩანა არათუ არ ხუმრობდა, პირიქით ერთგვარ დახამარებასაც კი სთხოვდა, ბედნიერს გაეღიმა. შვილს თვალი ჩაუკრა და ისევ ცეცხლის პირას ჩამომსხდარ ბავშვებთან დაბრუნდა.

_ რაღაც მოგვიწყენია არა?_ ჩამოუჯდა მაიკოს გვერდით._ გვიმღერებ დეიდას ლამაზო?
ჰკითხა და წელზე ხელი მოხვია.
_ მახსოვს ლილის უყვარდა შენი სმღერა._ დედა გაახსენა გოგონას.
_ დიდი ხანია არ მიმღერია!_ სევდიანი ხმა ჰქონდა მაიკოს.
_ დიდი ხანი?_ გაეცინათ გოგონებს_ მგონი ბავშვობის შემდეგ აღარ გიმღერია!
_ ხოდა ახლა იმღერე, თუ გიყვარდე შვილო!_ შეეხვეწა ინგა და ბაჩანას გიტარის მოტანა სთხოვა. მერე ლუკა ააყენა ფეხზე მაიკოს გვერდით მიუსვა და გიტარა მიაჩეჩა.
_მაიკოს ხმას მხოლოდ შენი დაკვრა თუ შეეფერება!_ ისე დაუქაჩა თვალები დამორცხვებულ კაცს, რომ ლუკამ უარის თქმა ვერც გაბედა.
_ მაგნოლია გვიმღერე! გახსოვს ლილის საყვარელი სიმღერა იყო!_ სთხოვა მაიკოს და ჰამაკში ჩაჯდა.

ცეცხლი გიზგიზებდა, მთვარე და უამრავი ვარსკვლავი ცაში ირეკლავდნენ ცეცხლის ნაპერწკლებს. საღამოს სიო ხეებს აშრიალებდა და კოცონის გარშემო ჰამაკებსა თუ სარწეველა სკამებში გაყუჩებულ მეგობრებს თვალები მიენაბათ. მაიკო მღეროდა, მშვიდად და წყნარად, გიტარაც მაიკოს ხმას მიჰყვებოდა. უყურებდა ლუკა ქალს და მის ჭაობისფერ თვალებში აცეკვებულ ალებს თვალს ვერ აცილებდა მონუსხული. უცებ მაიკომ თვალებში შეხედა და ამ შეხედვით თითქოს გულში მინავლული კოცონი აუბრიალა. ვნება მოემატა გიტარას, წამით გაჩუმდა ქალი. თითქოს მუსიკის გაძლიერებულმა რიტმმა დააბნია. მოულოდნელად თავად დაიწყო სიმღერა ლუკამ. მაგრამ არა ისე მშვიდად, როგორც მაიკომ. თითქოს საცეკვაოდ გამოიწვია ქალი. უცნაური ხმა ჰქონდა ლუკას , ოდნავ ხრინწიანი, უხეში, მაგრამ ამასთანავე ალერსიანი და თბილი. დაბალი ხმით აჰყვა მაიკო, არ ცდილობდა გასჯიბრებოდა. თითქოს ტანგოს ცეკვავდნენ და კაცის გამოწვევას მორჩილად მიჰყვებოდა ქალი. კი, ნამდვილად უცნაურ ცეკვას ჰგავდა მათი დუეტი.
სუნთქვა შეეკრათ მსმენელებს. ყველა მიხვდა, იმ წამს მომღერლები მათ საერთოდ ვეღარ ამჩნევდნენ. ასეც იყო. რეალურად მკაცრი, თამამი და ცივი მაიკო სიმღერისას დაემორჩილებინა ლუკას. სანამ გიტარაზე უკრავდა, ლუკა იყო ამ ორში მბრძანებელი. უკანასკნელი აკორდიც გაისმა და შეწყდა სიმღერა. თვალი აარიდა კაცმა ქალის ინტერესით ანთებულ თვალებს და გიტარის სიმებში ახლართულ საკუთარ თითებს დააცქერდა. უყურებდა მაიკო გაოცებული, თითქოს ახლაღა აღმოაჩინა ეს კაცი. თითქოს ახლაღა შეამჩნია. უცებ ფეხზე წამოდგა უცნაურად აღელვებული.

_ მე უნდა წავიდე, ხვალ უამრავი საქმე მაქვს. თქვენც დიდხანს ნუღარ დარჩებით იცოდეთ!_თითი მუქარით დაუქნია გოგოებს. ინგას დაემშვიდობა და ისე, რომ ლუკასთვის აღარც კი შეუხედავს იქაურობა დატოვა.
გიტარა გადადო და ამოიოხრა ლუკამ.

_ ეს რა ვნახეთ ახლა?_ გვერდში იდაყვი წაკრა ნუცამ თეას._ არ მომეჩვენა არა?_ გამოხედა თეამაც.

ინგა იჯდა და იღიმოდა. სიყვარულის ახალი ისტორიის ამ უცნაურმა დასაწყისმა თავისი თავი გაახსენა. თავისი და ნოეს ახალგაზრდობა. ის სიყვარული, რომელიც ახლაც ძლიერად გიზგიზებდა ქალის გულში და ალი წლების შემდეგაც კი არ უნელდებოდა.

გვიანობამდე იყვნენ ცეცხლთან, საუბრობდნენ, მხიარულობდნენ. ბოლოს ისევ ინგა წამოდგა ფეხზე.

_ ლუკა შვილო შენთან საქმე მაქვს და იქნებ შენ ჩამიყვანო სახლამდე? _ ლუკას უარი არ უთქვამს . მაშინვე წამოდგა.

_ ბაჩანა, თეას და ნუცას მე წავიყვან, ჩემთან უფრო ახლოს ცხოვრობენ და ციას შენ გაბარებ! _ პასუხს არც კი დალოდებია , გოგონებს ხელკავი გაუყარა და გაიყოლა. გაოცებული ცია კი შვილს შეატოვა. მანქანაში ჩაჯდომის წინ კი ეშმაკური ღიმილით გამოხედა სახლს. მხიარულად ჩაეცინა და წინა სკამზე ლუკას გვერდით მოთავსდა.

ბაჩანამ ცეცხლი გულმოდგინედ ჩააქრო.

_ რას შვები, მეცადინეობ ხატვაში?_ სიცილით შეხედა გოგონამ . წამითაც კი არ უფიქრია, რომ ბაჩანა რამეს დახატავდა და მიცემულ დავალებას შეასრულებდა. ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა, რაში სჭირდებოდა მას ეს ხატვის გაკვეთილები.

_ გინდა გაჩვენო?_ თვალი ჩაუკრა კაცმა . გაოცდა ცია. ნუთუ მართლა სურდა ბაჩანას ხატვის სწავლა?! ინტერესში ჩავარდნილმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

_ წამოდი!_ ხელი გამოუწოდა ბაჩანამ, რათა ადგომაში დახმარებოდა. მაგრამ ხელის გაშვება არც უფიქრია. ასე ხელჩაკიდებული წაიყოლა სახლისკენ.
ოთახის კართან რომ მიიყვანა, გააჩერა და მხიარულად უთხრა.

_ შენ თუ დაგიჯერებ, უკვე მილიონერი ვარ!_ ცია ვერც ახლა მიხვდა, თუ რას გულისხმობდა ბაჩანა.

_ მილიონერი?_ ჰკითხა გაოცებულმა.

_ მოდი და თავად დარწმუნდი!_ უკვე ხმამაღლა იცინოდა ბაჩანა. კარი გააღო და ცია ოთახში შეატარა.
მოლბერტზე მოზრდილი ტილო იდო. ნახატის დანახვისას
ჯერ, ხმადაბლა ჩაეცინა ციას. მერე მთელი ხმით დაიწყო სიცილი. წელში ოდნავ მოხრილს ხელი მუცელზე მიედო და მთელი გულით იცინოდა.

_ დამცინი არა?_ იცინოდა ბაჩანაც.

_ ეს დახატე?_ თავს ვერ იკავებდა ციაც.

_ იდეალურია მოსწავლევ!_ციას სიცილისას ორივე ლოყაზე პატარა სასაცილო ჩაღრმავებები მოუჩანდა. ბაჩანა უყურებდა და ხვდებოდა რამდენად აბედნიერებდა მისი სიცილი, მით უფრო მაშინ, როცა სიცილის და ბედნიერების მიზეზი თავად იყო.

_ ვერაფერს ვიტყვი იდელური კვადრატია!_ ტაში შემოკრა ციამ.

_ ანუ რა გამოდის, მე და შენ ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ? რა უცნაურია სულ არ მახსოვხარ!_ მოულოდნელად წარსულს გადასწვდა ციას ფიქრები.

_ აი მე კი მახსოვხარ, უფრო სწორედ ვერასდროს წარმოვიდგენდი ის აბეზარი ვარდისფერი გოჭი შენ თუ იქნებოდი!_ გაეღიმა ბაქარს.

_ ვარდისფერი გოჭი?_ დაინტერესდა ცია და მოლბერტის წინ დივანზე ჩამოჯდა.

_ ხოო პატარა, სასაცილო ვარდისფერლოყება და სულ ნაყინით მოთხუპნული! ასეთი მახსოვხარ! გოჭისა რა გითხრა, მაგრამ ფერები არც ახლა გაკლია._ ღიმილით შეათვალიერა ფერად სამოსსა და მძივებში გამოწყობილი გოგო.
ცოტა ხანს უხმოდ იჯდა ცია. მერე ბაჩანას მიუბრუნდა,

_შეიძლება ეს ნახატი მაჩუქო?_ გაოცდა ბაჩანა, ვერ მიხვდა რათ უნდოდა ციას ეს სულელური ნახატი , თუმცა არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დაუქნია. ცია ადგა და ნახატი მოლბერტიდან აიღო.

_ ახლავე მიგაქვს?_ ახლა მართლა გაუკვირდა ბაჩანას. არადა იფიქრა, შემდეგში მისი ნახვის საბაბად გამოადგებოდა და ახლა იმედი გაუცრუვდა ჩანაფიქრმა რომ ვერ გაუმართლა.

_ უცნაური იდეა მომაწოდა შენმა კვადრატმა. ახლა მეც დავამატებ ჩემს ნაწილს და ჩვენი საერთო სურათი იქნება შემდეგ გამოფენაზე._ ისე გაიცინა ციამ ბაჩანა ვერ მიხვდა ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა გოგო. თუმცა სიტყვა "ჩვენი" ყურში სასიამოვნოდ მოხვდა.

_ უკვე დაბრუნების დროა, შენ არ იცი მაიკო რა ავი დედინაცვალია! ბავშვობოდან ასეა, რაც არ უნდა დაღლილი იყოს ყოველთვის მელოდება, როცა ვიგვიანებ._ წასასვლელდ წამოდგა ცია.
სადგომზე შევიდნენ და ბაჩანას მანქანაში ჩასხდნენ. თუმცა წინ ერთი მოულოდნელობა ელოდათ, როგორც აღმოჩნდა მანქანაში საწვავი აღარ იყო. ჯერ გაუკვირდა ბაჩანას, შემდეგ გაეცინა.

_ ოხ, ინგა!_ ჩაილაპარაკა , როცა დედის ხელწერა იცნო.
_ როგორც ჩანს, ან აქ უნდა დავრჩეთ, ან სხვა ტრანსპორტით ვისარგებლოთ!_გამოხედა მომლოდინე გოგოს.
_ დარჩენა გამორიცხულია, ხომ გითხარი მაიკო მომკლავს და რა სხვა ტრანსპორტს გულისხმობ?_ბაჩანას ჩაეცინა. აშკარად ამას გეგმავდა გადარეული დედამისი თავიდანვე.
_ მოტოციკლეტის ხომ არ გეშინია?_ რატომღაც დარწმუნებული იყო, ცია დაფრთხებიდა , მაგრამ სასტიკად შეცდა.
_ რაოო? არ მითხრა რომ მოტოც გყავს!_ თვალები აენთო გოგონას._ მიდი მაჩვენე!
_ ვაუუ! რა მაგარია, მამაჩემი და მაიკო მიშლიან, რომ ვიყიდო! არადა როგორ მინდა! იცი ყველაფერთან ვმეგობრობ, რასაც ბორბლები აქვს!_ გაახსენდა ბაჩანას, კაფეში როგორ მივიდა გორგოლაჭებით და გაეცინა. არა, მაინც რას ელოდებოდა ამ არანორმალური გოგოსგან? სიჩქარისგან შეშინებული მიეხუტებოდა და მაგრად მოხვევდა ხელებს აცახცახებული? არა, ცია ასეთი არ იყო.
_ შენ ეს გორგოლაჭები ხომ არ გგონია ?_ ჰკითხა დაეჭვებულმა.
_ გორგოლაჭები?_ დაეჭვდა გოგო. საიდან უნდა ცოდნოდა ბაჩანას მის უცნაურ ბავშვურ გატაცებაზე.
_მე წავიყვან რაა!_ შეეხვეწა კნუტის თვალებით. თან ხელში ბაჩანას ნახატი ეკავა.
_ გთხოვ რაა! გთხოოვ!_ რაღას იზამდა ბაჩანა. კარგიო თავი დაუქნია.

_ მაგ ნახატს რაღას უპირებ?_ ჰკითხა ღიმილით.
_ ცოტაოდენი კრეატიულობა და ეგაა!_ თოკი მოანახინა ბაჩანას და საკუთარი სურათი ზურგჩანთასავით მოჰკიდა ზურგზე. მერე თავად მოტოციკლის საჭეს მიუჯდა თან თავზე ჩაფხუტი დაიმხო. რაღას იზამდა ბაჩანა, მანაც დაიფარა სათადარიგო ჩაფხუტი და სანამ უკან მიუჯდებოდა, ციასგან მალულად, პირჯვარი გადაიწერა. ქარივით მიქროდა, ცია და ტკბებოდა სისწრაფით. ბაჩანას მის წვრილ წელზე ჰქონდა მკლავები მოხვეული და სისწრაფეს საერთოდ ვერ გრძნობდა. უბრალოდ სასურველი ადამიანის სიახლოვით იყო ბედნიერი.

ქალაქში მალე შევიდნენ და ფერად და ხმაურიან ქუჩებს დაუყვნენ ციას სახლისკენ. სახლის წინ ბედნიერი სახით გადმოვიდა მოტოციკლიდან ცია. ჩაფხუტი მოიძრო, ფართო ღიმილით და ავარსკვლავებული თვალებით ახედა ბაჩანას.

_ მადლობა, რომ შენი თავი მანდე!_ ამაზე უცნაური მადლობა თავის დღეში არ მოესმინა ბაჩანას. ისიც კი აღარ ახსოვდა, ზურგზე უზარმაზარი შავი კვადრატი რომ ჰქოონდა მოკიდებული.
ფრთხილად დაეხმარა გოგონა და ბეჭებზე შეკრული თოკები შეუხსნა.
უცებ ციას თვალები მის თვალებს შეხვდა, იმდენად ახლოს, რომ ყველა ფარული გრძნობის წაკითხვა შეიძლებოდა მათში.
შეკრთა ცია. დაუფარავი და აშკარა სიყვარული იკითხებოდა კაცის თვალებში. და კიდევ სურვილი, თუმცა ვერ დაიჯერა გოგომ დანახული . იფიქრა, რომ მოეჩვენა. იფიქრა, რომ ამაღელვებელი მგზავრობის ბრალი იყო. ნახატი გულში ჩაიკრა და სახლისკენ გაიქცა. კარებიდან გამოხედა და ბაჩანა ისევ ისე იდგა, როგორც დატოვა .
ამან უფრო დააბნია ცია. კარების დახრვაც ვერ მოიფიქრა, ისე გამოვიდოდა თითქოს ცხვირწინ უკეტავდა კარს.

_ ცია!_ უცნაური ხმით დაუძახა ბაჩანამ. გოგომ თვალი გაუსწორა და იგრძნო, როგორ მოუმატა გულმა ფეთქვას.

_ ღამე მშვიდობისა!_ დაემშვიდობა ბაჩანა ჩაფხუტი დაიფარა, და მოტოციკლი გააქროლა.
გული დასწყდა ციას, მაგრამ რაზე? თითქოს სხვა რამის მოსმენა სურდა! ნუთუ ასე იყო?

სახლის კარი ჩუმად შეაღო და თითისწვერებზე შეიპარა.
კიბეები უჩუმრად აიარა და ის იყო ოთახის კართან ამოისუნთქა, რომ დის ხმა მოესმა.

_ ცია, შეიძლება დღეს ერთად დავიძინოთ?
გაოცდა გოგონა . მაიკო გულჩვილი არ იყო. არც მშიშარა. მისგან საყვედურს უფრო ელოდებოდა, ვიდრე იმას, რაც გაიგონა. მაგრამ დიდხანს არ უყოყმანია. "ახლავეო!"_ გასძახა და სურათი ოთახში შეიტანა. აბაზანაში შეირბინა, სწარაფად მოიწესრიგა თავი. სასაცილო ფერადი საღამურები მოირგო და დის საძინებელში გაიქცა.
საბანი ასწია და საწოლში შეუძვრა.
მაიკო ჩუმად იწვა, თვალდახუჭული თუმცა არ ეძინა .

_ რა იყო მაი?_ ხელი მოხვია დას და ზურგზე მიეხუტა_ მოხდა რამე?
მაიკომ თავი უარის ნიშნად გააქნია.

_ ცი ის ბიჭი ვინ იყო?_ მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ, მოულოდნელად დისკენ გადმობრუნდა მაია.
ნახევრად ძილ_ბურანში მყოფი ცია წამში გამოფხიზლდა.
მელას ის ესიზმრებოდა , რაც ელანდებოდაო! ისე იყო მის საქმე. იფიქრა ბაჩანასთან ერთად რომ მოვედი, დამინახაო.

_ ის ... სურათი მომატანინა.._ აბლუყუნდა გაუგებრად .

_ რა სურათი ცი? ლუკაზე გეკითხები!_ ვერ მიხვდა მაია.

_ აა..ლუკა? ხოო.. იმ კაფეს უფროსია , აი ხომ გახსოვს "ტერასა"._ შვებით ამოისუნთაქა გოგომ.

_ ხო, მაგრამ ბაჩანას საიდან იცნობს?_ ისევ მორიგი რაციონალური კითხვა დაუსვა მაიკომ დას.

_ბაჩანას? _ დაფიქრდა, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა. აშკარად ახლო მეგობრები ჩანდნენ ბიჭები. მაგრამ რატომ აქამდე არ იფიქრა ამაზე? აი საიდან იცოდა მის გორგოლაჭებისადმი სიყვარულზე. რა უცნაური დამთხვევა იყო. ან იყო კი დამთხვევა? ციამ არ იცოდა. ამიტომ დაპირდა მაიკოს, რომ ბაჩანას ჰკითხავდა. მომავალ გაკვეთილზე.

_ ის რა მართლა ხატვას სწავლობს?_ გაოცდა მაიკო._ ვინ ბაჩანა ხატავს?

გაეცინა და წარმოიდგინა ბაჩანა ფუნჯებით ხელში.

_ რა გაცინებს, რა არ შეიძლება ხატვა უნდოდეს? პირველი ნახატიც კი დახატა უკვე და თანაც შესანიშნავი!_ ბაჩანას კვადრატი რომ გაახსენდა თავადაც გაეღიმა. შემდეგში რას დახატავდა ნეტა? წრეს თუ სამკუთხედს? დისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. თვალები დახუჭა და ბაჩანაზე ფიქრებში ჩაეძინა.
სახელიც კი რა ლამაზი ჰქვია:

_ ბაჩანა!_ ჩაიჩურჩულა სიფხიზლის ბოლო წამს.

_ რაოო? ბაჩანაო?_ გაოცებით გადმოხედა უფროსმა დამ და ზედ დააჩერდა უმცროსს.

_ ეგღა გაკლდა სიზმარშიც კი მას ხედავდე!_ ჯერ გაბრაზდა, მერე უცნაური თანაგრძნობა გაუჩნდა. საბანი მიაფარა და თავი ბალიშზე დადო.

_ შენ ძილს მაინც ახერხებ და მე კი ისე ამრია, თვალი ვერ მომიხუჭია! ვინ ხარ ლუკა? საიდან მოხვედი?_ ჩურჩულებდა აწრიალებული ქალი. თვალებს ძალით ხუჭავდა, მაგრამ არეულ ფიქრებში ძილისმაგვარი არაფერი იხლართებოდა .
7
_ ბაჩანა დედა , დღეს შენ და ლუკა ოფისში მოდით!_ ისეთი ინტრიგნული ხმა ჰქონდა ინგას , ბაჩანა მაშინვე მიხვდა, დედის გონება კვლავ მათი სიყვარულის ამბებს უტრიალებდა.

_ რა მოიფიქრე დედა?_ ჰკითხა ინტერესით.
_ მეე? _ ისე გაიოცა ქალმა, გაეცინა კიდეც ბაჩანას.
_ კარგი , მოვალთ !_ დაეთანხმა და ლუკას გაუარა "ტერასაში".
_ ინგამ გაიგო?_ ბაჩანასგან განსხვავებით ლუკას გაუხარდა კიდეც.
კარგად იცნობდა მეგობრის დედას. იცოდა თუ ის ჩაერეოდა მისი შანსები ერთიორად გაიზრდებოდა. თორემ მაიკო ისეთი ქალი არ იყო, ყვავილებით საჩუქრებით და მსგავსი ბანალური ხერხებით მიექცია მისი ყურადღება. ამ ქალს მხოლოდ მისსავე ტერიტორიაზე თუ "დაამარცხებდა."

_ გამარჯობა ბიჭებო!_ მიესალმა ნოე კაბინეტში შემოსულებს._ აბა, აღარ დადგა თქვენი დაბრუნების დრო?
_ მამა მერე " ტერასა?" _ ჰკითხა ბაჩანამ მამას, ბარი აშკარად კარგად მუშაობდა და ენანებოდა მისი დატოვება.
_ თქვენ ორივემ დაამტკიცეთ რომ ნულიდან და დახმარების გარეშეც შეგიძლიათ საქმის წამოწყება და გამართვა. ახლა კი დროა, კვლავ მთავარ საქმეს მიხედოთ! "ტერასას" შალვა და ბიჭები მიაქცევენ ყურადღებას. მე კი ჩემი ბიჭები ჩემთან მჭირდება. თანაც ინგას სურს ბურდულებთან დაკავშირებული ყველა გარიგება ლუკას მიანდოს. თუ თანახმა იქნები დღეიდან ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი შენ ხარ და მაია ბურდულთანაც უშუალოდ შენ მიხედავ ყველა საქმეს._ მიუხედავად იმისა, რომ ნოე საქმიანად საუბარს ცდილობდა , მაინც შეამჩნია ბაჩანამ , რომ მამა დედამისის პირდაპირი თანამზრახველი იყო. შესაძლოა არა ნებაყოფლობით , მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. გაეღიმა, ინგა სრული დატვირთვით მუშაობდა. ახლა მაიკო ლუკას თავს ვეღარ აარიდებდა, დანარჩენი უკვე თავად მის მეგობარზე იყო დამოკიდებული.
ლუკა კაბინეტიდან გავიდა და მამა _ შვილი მარტო დატოვა.

_ მამა, იქნებ გულახდილად გვესაუბრა?_ ნოე დივანზე გადმოჯდა და შვილს გვერდით მომიჯექიო ანიშნა.

_ არაფერს გაძალებ, ხომ იცი დედაშენისგან განსხვავებით, მე შენს ყოველ გადაწყვეტილებას ვენდობი, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნებ ინგა მართალია?_მშვიდი ხმა ჰქონდა ნოეს._ ზედმეტი კი მოუვიდა, მაგრამ არ შემცდარა!

_ ვიცი მამა და ვეთანხმები კიდეც! თუმცა ასე უხეშად არ უნდა ჩარეულიყო! რაც შეეხება ბიზნესს, ბევრი ვიფიქრე და დავბრუნდები! სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან შენი შვილი ვიქნები! ამიტომ ვეცდები ჩემი საქმით დავამტკიცო, რომ შენი შვილობის გარდა თავადაც წარმოვადგენ რაღაცას._ ბაჩანა მართალი იყო. სადაც არ უნდა გაქცეულიყო, როგორც კი საკუთარ სახელს და გვარს ახსენებდა, მაშინვე მამის ჩრდილში ექცეოდა. მაგრამ ეს არ უნდა გამხდარიყო გაქცევის მიზეზი. ამას კიდევ მეტი სტიმული უნდა მიეცა, რომ მამის ჩრდილიდან საკუთარი ძალების ამარა გამოსულიყო. ახლა უკვე ბაჩანა მზად იყო .

დაახლოებით ერთი კვირა საქმეში ჩაფლულებმა გაატარეს. ბოლოს კი ის გადამწყვეტი დღეც დადგა, როცა ლუკამ მაიკოს კარზე მიაკაკუნა.

_ ქალბატონო მაია, თქვენთან სტუმარია!_ კაბინეტის კარი შემოაღო მდივანმა.

_ შემოვიდეს!_ ანიშნა მაიამ და ყურადღებით გახედა კარს.
როცა სოლიდურად გამოწყობილმა ლუკამ შემოაბიჯა კაბინეტში წამიერად შეკრთა მაია. მაგრამ თავს მალევე მოერია და სტუმარს გაუღიმა.

_ გამარჯობა ლუკა!_ მიესალმა ფორმალობის გარეშე და ხელი გაუწოდა. ლუკამ მისი ხელი ორივე ხელის გულში მოიქცია და ტუჩები თითებზე ოდნავ შეახო.
ამ შეხებამ ჟრუანტელად დაუარა მაიკოს. იმ კოცონის შემდეგ თავს ვერაფერი მოუხერხა. სულ ეფიქრებოდა ამ კაცზე. იხსენებდა მის სიმღერას, გიტარის სიმებში ახლართულ მის თითებს და პატარა გოგონასავით ოცნებობდა. ოცნებებს კი გულში ღრმად იმწყვდევდა, საკუთარ დასაც კი არ უმხელდა არაფერს. თუმცა ეს ლუკა იმ თმაგაჩეჩილ გიტარისტს საერთოდ არ ჰგავდა. ახლა საქმიანი და სერიოზული კაცი იდგა მის წინ. ახლა ერთ სიმაღლეზე იყვნენ და ეს ყველაფერი უცნაურად აბნევდა ქალს.
ახლა ვეღარ ადგებოდა და უთქმელად ვეღარ დატოვებდა, როგორც იმ საღამოს. მთელი გრძნობის და ემოციის კონტროლი სჭირდებოდა, რომ ლოყები არ შეფაკვლოდა.

_ დაჯექი ლუკა!_ მიუთითა სკამზე. და თავად მის პირდაპირ ჩამოჯდა.

_ დალევ რამეს?_ ჰკითხა აღელვებულმა. რაც მოვიდა ლუკას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. იჯდა და უყურებდა, და ეს სიჩუმე უფრო დამაბნეველი იყო.

_ ყავა?_ ისევ ჰკითხა უხერხული დუმილის გასაფანტად ქალმა.
ლუკამ უარის ნიშნად თავი გააქნია.

_ მაიკო ვივახშმოთ დღეს?_ მაიკომ თვალი გაუსწორა. ისევ ის ცეცხლის ალი ელავდა კაცის თვალებში , რაც იმ ღამეს, როცა მღეროდა.

_ ჩვენ?_ პირველად არ იცოდა მაიკომ რა პასუხი გაეცა დასმულ კითხვაზე.

_ დიახ ჩვენ, ვივახშმოთ თან საქმეზე მშვიდად ვისაუბროთ!_ დააკონკრეტა ლუკამ.
" საქმეზეო?" რატომღაც აღშფოთდა მაიკო.
" საქმეზე არა?!" გაკაპასდა მის გულში ვიღაც უცნობი ქალი.

_ რატომაც არა!_ დაიბრუნა ჩვეული ცივი და ირონიული განწყობა და დაინახა, როგორ გაეპარა ლუკას ტუჩის კუთხეში ღიმილი.

_კარგი დღეს ჩვენს
" ტერასაში" დაგელოდები საღამოს!_ უცებ წამოდგა ფეხზე ლუკა , თავი დაუკრა და კაბინეტიდან გავიდა.

_ თავხედი!_ რატომ ბრაზობდა , მაიკომ თავადაც არ იცოდა.
თუმცა სამსახურიდან თავის ცხოვრებაში პირველად გავიდა ერთი საათით ადრე , რათა საღამოსთვის მომზადებულიყო. ხვდებოდა ის ვახშამი მასში რაღაც გარდატეხას მოახდენდა.

_ აბა, დღეს ვხატავთ თუ არა?_ ბაჩანას ხმა რომ გაიგონა გაუხარდა კიდეც.

_ კი, რატომაც არა! სად შევხვდეთ?_ ახსოვდა ციას ახლა ადგილს ბაჩანა რომ ირჩევდა.

_ რაღაც მინდა გაჩვენო , მაგრამ ამისთვის ჩემთან უნდა მოხვიდე!_ შემპარავი ხმა ჰქონდა ბაჩანას.

_ შენთან? სად შენთან?_ ჰკითხა გაკვირვებულმა ციამ.

_ ჩემი მშობლების სახლში. გპირდები მოგეწონება, რასაც განახებ. არ ინანებ!_ დაფიქრდა ცია. არაფერიც არ დაშავდებოდა თუ ინგასაც
ნახავდა. მოსწონდა ეს მხიარული ქალი. ის ხომ მის დედას იცნობდა. მასთან მოგონებები აკავშირებდა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ინგას მის თვალში.

_ კარგი, მოვალ!_ მობილურში გაუღიმა წარმოსახვით ბაჩანას და გათიშა.

_ მამა, გოგებმა გნახეს?_ შეირბინა თემურთან და საწოლზე ჩამოუჯდა.

_ კიი და დავთანხმდი ორივეს! ისედაც დიდი ხანია ბავშვებივით ხან რას ედებით , ხან რას. დრო მოვიდა თქვენი თავი საქმეში გამოსცადოთ. ახალი ღვინის ეტიკეტზე ხომ შენ იმუშავებ? წინამ გაამართლა, "ლილისფერი" ერთ_ერთი ულამაზესი ტარა გამოგივიდა. მხოლოდ ტარამ გაყიდვა ათი პროცენტით გაზარდა. ნიჭიერი ხარ შვილო და გთხოვ ხანდახან ხელიც წაგვაშველე._ ამას რომ ამბობდა თემური ლილიზე ფიქრობდა. მაინც რა საოცრად ჰგავდა ცია დედას. სიყვარულით გაეღიმა კაცს. უკვე ბევრად უკეთ გრძნობდა თავს. ერთი სული ჰქონდა სამუშაოს დაბრუნებოდა, მაგრამ შვილები ნებას არ აძლევდნენ. რა თქმა უნდა, ხვდებოდა თემური, რომ მასზე ზრუნავდნენ. რომ მის გამო ეშინოდათ და ავადმყოფობის მიუხედავად ბედნიერი იყო.

_ გამარჯობა ცია, _ სახლის წინ დახვდა ბაჩანა.

_ გამარჯობა, _მიესალმა ციაც და ტაქსიდან გადმოვიდა.

_ წამოდი, _ კარი გამოაღო ბაჩანამ_ დღეს ისეთ რამეს გაჩვენებ , ვფიქრობ გაგაოცებ!
ვერ მიხვდა ცია, რა შეიძლებოდა ეჩვენებინა ბაჩანას ასეთი საოცარი. ამიტომ უსიტყვოდ აედევნა უკან.
კიბეები აიარეს და ნათელ მისაღებში შევიდნენ. როგორც ჩანს ძალიან დახვეწილი გემოვნება ჰქონდა ინგას, ბოლო_ ბოლოს რამდენიმე გალერიის წარმატებული მფლობელი იყო. და ესთეთიკის გრძნობა კარგად ჰქონდა განვითარებული. თეთრი ნათელი ოთახი მოათვალიერა ციამ და თვალი ერთ_ერთ კედელზე გაუშეშდა. არც მეტი, არც ნაკლები დეგა დაინახა.
მოჯადოებულივით მიუახლოვდა, ჯერ ახლოდან დაათვალიერა. ლამის ცხვირი მიადო ზედ, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. ცისფერი კაბა ეცვა ბალერინას, ორივე ხელი მაღლა აღემართა, ოდნავ წელში გადახრილს. ცალი ფეხი წინ წაედგა, ცერით გაჭიმული. მეორე ფეხს მტკიცედ ეყრდნობოდა. ცისფერი კაბის თეთრი ფურჩალები ჰაეროვნად ელოდა აშრიალებას. ეს იყო წამში გაშეშებული მოძრაობა, თითქოს სწორედ ახლა ჰაეროვნად აიქნევს ფეხს და აცეკვდება. თითქოს სცენის მიღმა დარბაზიდან ოვაციაც ისმის. ახლოს მივიდა ცია და თითები ნახატს გადაუსვა ფაქიზად. საოცარი გრძნობა იყო. თავად დეგა ეხებოდა ფუნჯით ამ ტილოს. წარმოსახვითი ფუნჯი გააყოლა პასტელის საღებავის კვალს.

_ ოდესმე მეც შევქმნი რამეს, ასე დიდებულს, ასე მშვენიერს!_ ამოსუნთქვას ამოაყოლა ოცნება და ფიქრი.

_ შენ იცი, რომ დეგა ყველაზე უბედური კაცი იყო ალბათ დედამიწაზე!_ უკან მოუხედავად დაჯდა დივანზე და ნახატისთვის თვალი არ მოუცილებია.

_ რატომ?_ გაოცდა ბაჩანა.

_ იმიტომ რომ იძულებული გახდა საკუთარ ოცნებაზე უარი ეთქვა!_ ისევ არ უყურებდა ბაჩანას ცია._ ის დაბრმავდა გესმის? მხედველობა დაკარგულმა კი ძერწვა დაიწყო! წარმოგიდგენია უსინათლო მხატვარი?
მთელი ცხოვრება ფერებით, სინათლით და მოძრაობით იყო გატაცებული, საათობით აკვირდებოდა ბალერინებს სცენაზე, იჭერდა შუქ_ ჩრდილების თამაშს და ბოლოს თავად ფერების ჯადოქარი წყვდიადმა სრულიად ჩაყლაპა! მაგრამ ვერ აჯობა. რასაც ძერწავდა იმას "ბრმის ხელობა " უწოდა.
პატარა ზომის თიხის და ცვილის ქანდაკებების მთელი სერია შექმნა. წარმოგიდგენია, როგორი სამყარო ჰქონდა? _ მოულოდნელად ატირდა ცია. ბაჩანა ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ერთი შეხედვით უბრალო ნახატი, ამდენად ამაღელვებელი და ემოციური იქნებოდა გოგონასთვის.

_ რომ მცოდნოდა იტირებდი, ამას არც განახებდი!_ უთხრა და მხრებზე ხელი მოხვია.

_ მადლობა ბაჩანა, ამ დღეს არასდროს დავივიწყებ!_ უთხრა გოგონამ და ცრემლიანი თვალებით ამოხედა. უყურებდნენ ერთმანეთს და მათ შორის ზღვარი ნელ_ ნელა იშლებოდა. ბაჩანა ციასკენ დაიხარა, გოგონას სახე არ აურიდებია. მიხვდა კაცი სწორედ ის წამი იდგა , როცა მათი პირველი კოცნა უნდა დაბადებულიყო და ციას ტუჩებში აკოცა. ოთახის კარი ინგამ შემოაღო, ყავის ფინჯნებიანი ლანგრით ხელში, დანახულ სცენაზე ბედნიერად გაეღიმა.

_ ყავა მოიცდის!_ ჩაილაპარაკა და კარი უჩუმრად გაიხურა.

და დარჩნენ ოთახში ოთხნი: ცია , ბაჩანა, დეგა და ცისფერი ბალერინა.
8

მაიკომ ლამაზი და სულ ოდნავ გამომწვევი, შინდისფერი კაბა საკიდზე დააბრუნა და ჩვეული კლასიკური სტილის პიჯაკი და შავი შარვალი გამოიღო.
ძალიან სურდა ლამაზი ყოფილიყო, მაგრამ როცა ამ სურვილის მიზეზს ხვდებოდა. საკუთარ სურვილს თავადვე უგულვებელჰყოფდა.

_ ეგღა მაკლია, მიხვდეს, რომ მისთვის თავის მოწონება მინდა!_ჩაილაპარაკა თავისთვის და პიჯაკი შემოიცვა. რაც არ უნდა ჩაეცვა მაიკოს , მაინც ლამაზი და დახვეწილი ქალი იყო. ვერანაირი მკაცრი სამოსი ვერაფერს დააკლებდა მის სილამაზეს. საკუთარი თავი სარკეში კმაყოფილმა შეათვალიერა.

_ მხოლოდ საქმიანი ვახშამი არა?!_ ისევ გაახსენდა ლუკას სიტყვები და წარბები უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.

_ საქმიანი ვახშამი!_ აღიზიანებდა და აბრაზებდა ლუკასგან ვახშმის ამგვარი ფორმულირება. მის ქალურ თავმოყვარეობას ეთამაშებოდა ლუკა. სარკეს მიუახლოვდა , საკუთარ ანარეკლს ლამაზ მწვანე თვალებში ჩახედა და დამცინავად გაეღიმა.

_ მე შენ გაჩვენებ საქმიან ვახშამს!_ დაექადნა წარმოსახვით მოწინააღმდეგეს, ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა, იმ შინდისფერ კაბასაც გვერდი აუარა, და კარადის სიღრმიდან, კაცმა არ იცის რისთვის ნაყიდი, შავი ტანზემომდგარი, ზურგამოღებული, სასწაული კაბა გამოიღო. დანახვისთანავე მოეწონა ეს კაბა. იყიდა და კარადის სიღრმეში გადაუმალა საკუთარ თავს. მაიკოს ხომ არასდროს ჰქონდა დრო საკუთარი თავისთვის. მხოლოდ ხანდახან გამოიღებდა და მოესიყვარულებოდა , მერე კი ისევ კარადაში აბრუნებდა. და აი, გამოდის სწორედ ამ საღამოსთვის შეუძენია ეს საოცარი ქმნილება! ჩაიცვა, და საკუთარ ანარეკლს აციმციმებული თვალებით მიაჩერდა.
მართლაც და როგორ ცვლის სწორად შერჩეული სამოსი ადამიანს. ახლა სარკიდან სულ სხვა, ახალი მაიკო უმზერდა. თავდაჯერებული, თამამი და გამომწვევი ქალი. სწორედ ის , ვისაც ასე საგულდაგულოდ ამწყვდევდა საკუთარი სხეულის სიღრმეში მაიკო. ქალი , რომელიც სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის იყო შექმნილი და არა ოფისის დახუთული და მჭიდრო სივრცისთვის.
პატარა ჩანთა აიღო და გასვლისას კიდევ ერთხელ შეხედა საკუთარ თავს შემფასებლურად. მხოლოდ წამით გაუელვა, იქნებ არ იყოს ასეთი მონდომება საჭიროო, მაგრამ ხელის აქნევით გაიფანტა აბეზარი ფიქრი და კიბეებზე ამაყად წელში გამართული დაეშვა. სწორედ იმ წამს შემოაღო შემოსასვლელი კარი ციამ. ღიღინით ამოიარა კიბეები, მაიკო მოემზადა დაკითხვისთვის , მაგრამ მისდა გასაოცრად ციას ის არც კი შეუმჩნევია. უცნაურად აციმციმებული, მეოცნებე თვალებით აუარა გვერდი ღიღინით და თითქოს უხილავ პარტნიორს ეცეკვებოდა ვალსს , ნელი ტრიალით გაემართა საკუთარი ოთახისკენ.

_ ამას რაღა სჭირს?_ გაოცდა მაიკო. თუმცა ახლა ციაზე საფიქრელად არ ეცალა, დის გამოკითხვა საღამოსთვის გადადო და სწრაფად დატოვა სახლი.

"ტერასაში" რომ მივიდა, უკვე ბინდდებოდა. კარი შეაღო და შეაბიჯა. უცნაურად ბნელოდა კაფეში და არც სტუმრები ჩანდნენ. არადა ამ დროს, წესით, ხომ სავსე უნდა ყოფილიყო იქაურობა. მკრთალ განათებას თვალი შეაჩვია და უხმოდ სამზარეულოს მხრიდან გამომავალ სინათლეს მიჰყვა. ღია კარშიც ჩუმად შეიხედა, ლუკა მისგან ზურგშექცევით ქურასთან ფუსფუსებდა. მკლავებაკაპიწებული, შავი წინსაფრით, რაღაც საოცრად მადისაღმძვრელ სურნელს ატრიალებდა. თან ხმადაბლა ღიღინებდა ზუსტად იმ სიმღერას, იქ ცეცხლისპირას ერთად რომ მღეროდნენ. უთვალთვალებდა მაიკო კაცს და მასზე ფიქრობდა, ხვდებოდა, რომ მისით აღფრთოვანებული იყო. რა იქნებოდა, რომ ლუკასაც გასჩენოდა მის მიმართ ამგვარი გრძნობა? და ეს საღამო საქმიანი ვახშამი კი არა მართლაც მათი პირველი პაემანი ყოფილიყო." ეჰ!" ამოიოხრა უნებურად და სწორედ ამ წამს მობრუნდა ლუკაც. ცალ ხელში მაიკოს
" ლილის ფერით" , მეორეში ხის კოვზით. ახლა მისი გაოცების ჯერი დადგა. სწორედ ისეთი გრძნობა დაეუფლა, როგორც იმ დღეს, პირველად რომ ჩახედა ამ ულამაზეს ქალს თვალებში. თითქოს მის გარშემო დრო გაჩერდა .

_ საღამო მშვიდობისა!_ გაუღიმა მაიკომ. თან უსიტყვოდ გაშეშებული ლუკას დანახვისას, საკუთარი თავი შეათვალიერა.
" მგონი მართლაც ზედმეტი მომივიდაო!" გაიფიქრა და უხერულობის გადასაფარად კიდევ გაუღიმა.

_ უკვე მოხვედი?_ გონს მოეგო ლუკა.

_ძალიან დავაგვიანე?_ ჰკითხა მაიკომ.

_ არა , _ საკუთარ ემოციებზე კონტროლი დაიბრუნა კაცმა და კვლავ ქურაზე დადგმულ კერძს მიუბრუნდა.

_ ძალიან ლამაზი ხარ მაიკო!_ ისე უთხრა კომპლიმენტი მისკენ აღარ შებრუნებულა.
" ლამაზი კი არა, საოცარი!" გაიფიქრა გულში. არ სურდა, ქალს შეემჩნია მისი აღელვება.

_ ერთი წამიც და ყველაფერი მზადაა!_ მხარს მიღმა გამოხედა ქალს.

_ მოგეხმარები!

_ თუ არ შეწუხდები!_
მაიამ ლამაზად გაწყობილი თეფშები მთავარ ოთახში გაიტანა. ოთახი მოათვალიერა და მაშინვე მიხვდა, რომელი მაგიდა შეერჩია ლუკას მათი ვახშმისთვის. სწორედ ის, რომელთანაც ერთმანეთი პირველად ნახეს. იყო ამაში რაღაც რომანტიული და სასიამოვნო. მალე ლუკაც გამოვიდა ხელში მთავარი კერძით. და მაიკოს პირდაპირ დაჯდა.
ცოტახანს იფიქრა , შემდეგ კი თითქოს გადაწყვეტილება მიიღო და სინათლის ნაცვლად მაგიდის შუაგულში დადგმული სანთლები აანთო.

არა , ეს საღამო სულაც არ ჰგავდა საქმიან შეხვედრას.
სიხარულის ღიმილის შესაკავებლად ტუჩი მოიკვნიტა მაიამ.
ალბათ მართალია, რომ ყველაფერი პირველად არის რთული, მერე კი იოლდება. პირველი წინადადებები უცნაურად ნაძალადევი და შერჩეული იყო. რამდენიმე ჭიქა "ლილისფერმა" კი მათ შორის არსებული ბარიერი სულ მთლად დაარღვია.
ისხდნენ პირისპირ და სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ ერთმანეთს ინტერესით სწავლობდნენ.
სიამოვნებდათ ერთად ყოფნა, თითქოს მხოლოდ ახლა მისცეს საკუთარ თავებს უფლება ერთმანეთის წინაშე ბოლომდე გახსნილიყვნენ. ყველაზე ლამაზი და ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიაში, სწორედ მისი დასაწყისია. როცა წყვილი ერთმანეთს ეცნობა, განიცდის და ღელავს. როცა გამოცანები გაცილებით ბევრია პასუხებზე და საპოვნელი პასუხები გაცილებით მნიშვნელოვანი თავად ამ ამოცანებზე.

_ ხოო ნუცა, მოდით მალე მოდით, რომ იცოდეთ რა უნდა მოგიყვეთ!_ ისე საიდუმლოდ ჩურჩულებდა ცია ტელეფონზე , თითქოს ვინმე უსმენდა.
მას მართალა არ უფიქრია თუ ბაჩანასთან ურთიერთობა ასეთ სახეს მიიღებდა. საკუთარ თავსაც კი ვერ უტყდებოდა აქამდე, რომ ბაჩანა აღელვებდა. რომ ხატვის გაკვეთილები მხოლოდ საბაბი იყო, თორემ, როგორც პატიოსან მასწავლებელს აქამდეც უნდა ელაპარაკა მასთან გულწრფელად. რადგან ბაჩანას ხატვის მცირე ნიჭიც კი არ ჰქონდა. ბევრი_ ბევრი მალევიჩის მსგავსი შავი კვადრატები ეხატა და ისინიც კი ვერ იყო გეომეტრიულად მთლად გამართული. სწორედ ისე არ ჰქონდა ბაჩანას ხატვის ნიჭი , როგორც ციას მათემათიკის. ბაჩანა პრაქტიკული, ცივად მოაზროვნე და მკაცრი ადამიანი იყო, ხოლო ცია მხიარული, შემოქმედი, მეოცნებე და ფერადი. თუმცა ამ ორ ადამიანს ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი საერთო, ეს დამოუკიდებლობის სურვილი და თავისუფლების სიყვარული იყო. სხვა მხრივ კი ერთმანეთს ავსებდნენ. სხეულის სწორედ იმ სიცარიელეს უმთელებდნენ ერთმანეთს, ყოველი ადამიანი რომ დაატარებს გულით.

ინგა კი მათი ურთიერთობის განვითარებას მთელი ინტერესით და მოუთმენლობით აკვირდებოდა. თემურთან და ნოესთანაც ყველაფერზე ესაუბრა უკვე და წინასწარ ჰქონდა გული დამშვიდებული.

იქით ლუკას და მაიკოს უთვალთვალებდა ეს ბობოქარი ქალი, ერთი სიტყვით სრულ ბედნიერებას განიცდიდა. თითქოს დაკარგულ მეგობართან დაშვებული შეცდომა გამოისყიდა.

_ ლილი, ნეტავ შენც ჩვენთან იყო! _ მერამდენედ ნატრობდა ქალი.

ნოე აჩერებდა და აკავებდა სულსწრაფს, თორემ უკვე ქორწილის დაგეგმვასა და კაბის შეკვეთაზეც კი ფიქრობდა. ერთი სიტყვით ოპერაცია
" ოცნების სარძლო" სრული წარმატებით ხორციელდებოდა.

ხშირად ატარებდნენ ახალგაზრდები დროს ერთად. ხან აგარაკზე ადიოდნენ და სამეგობრო წრეში ისვენებდნენ. ხან მარტო იპარებოდნენ და მხოლოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ.
ნელ_ ნელა ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზი და ფერადი ხდებოდა.

თემურიც საბოლოოდ და სრულიად გამოჯანმრთელდა. სამსახურსაც დაუბრუნდა. ინგას რჩევით მაიკოს მეტი თავისუფალი დრო მისცა. ლუკა თავადაც მოსწონდა. ერთი შეხედვით მხიარული და უდარდელი კაცი, უცებ იცვლებოდა, როცა საქმე სამსახურს ეხებოდა. საქმის დროს ტყუპებივით ჰგავდნენ მაიკო და ლუკა ერთმანეთს. სამუშაოში ჩაფლულებს აღარც სმა ახსოვდათ, აღარც ჭამა. მალე საფრანგეთში მოუხდათ საერთო კონტრაქტის გასაფორმებლად გაფრენა და , რა თქმა უნდა, ერთად გაემგზავრნენ, არც ნოეს და არც თემურს ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ ეს წყვილი ერთად სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევდა.

_ მიყვარხარო გითხრა?_ ჰკითხა ნუცამ ციას და თვალები მიმიტად აუჟუჟუნა.

_ და როგორ ფიქრობ,მაგას დაგიმალავდით?_ მართლა გაუკვირდა ციას.

_ იქნებ , შენგან ელის პირველ ნაბიჯს?_ თეა გოგოებს შორის ყველაზე თამამი და გაბედული იყო. არ ესმოდა, რატომ არ შეიძლებოდა გოგოს პირველს გადაედგა ნაბიჯი. ურთიერთობაში აქტიურობის მომხრე იყო და სქესთა შორის განსხვავებაზე ბევრად უფრო თანამედროვე შეხედულება ჰქონდა.

_ სულ გააფრინე გოგოო? თითებზე რომ დავითვალო, ჩვენ მგონი მხოლოდ ათჯერ შევხვდით ერთმანეთს!_ მხრები აიწურა ციამ.

_ და გინდაც სულ რომ ვიწვოდე სიყვარულით, პირველი მე ვერ გადავდგამ ნაბიჯს! არ შემიძლია!

_ და რაა აქ შეუძლებელი? ის ხომ შეგიძლია ხატვის საბაბით რომ შეხვდე?_ ირონია გაერია ხმაში თეას._ რატომ არ ეუბნები, რომ ხატვის არანაირი ნიჭი და პერსპექტივა არ გააჩნია? იმიტომ რომ მისი ნახვა შენც გიხარია!

გასუსულ დაქალს დამცინავად შეაჩერდა და მისგან პასუხს რომ ვერ ეღირსა, ისევ თავად გააგრძელა.

_ იმიტომ რომ ჩვენი ცია მშიშარა და გაუბედავია!

_ კაი რა გოგო! არც მე შემიძლია გრძნობებში პირველი გამოვუტყდე ვინმეს!_ ციას მხარე დაიჭირა ნუცამ.

_ ვინმეს არა და საყვარელ ადამიანს კი!_ თავისას არ იშლიდა თეა.

_ სხვა სხვის ომში რომ ბრძენია, ხომ გაგიგია?_ მოეხვია ნუცა ციას. _ არ უგდო ყური ამ შერეკილს! აი ნახავ , შეხვდება ვინმეს და ასე აღარ იჭიკჭიკებს მერე!

თეამ ენა გამოუყო ორივეს.

_ აი მაგასაც ვნახავთ!მაიკო არ დაბრუნებულა? _ ახლა მაიკოს ამბით დაინტერესდა თეა.

_ მგონი აღარც აპირებენ დაბრუნებას!_ გაეცინა ნუცას. _ მაიკო და ყინულის დედოფალი ეძახე და რა ბიჭის გული მოიპარა ხედავთ? ასე იციან ჩუმჩუმელებმა !

_ ხოო, არადა თავიდან ისე უბღვერდა , რას წარმოვიდგენდით, თურმე ერთი ნახვით სიყვარული არ გაუჩაღებიათ!_ გაეცინა ციას._ მამასაც მოსწონს ლუკა. ამბობს რაღაცით ერთმანეთს ჰგვანანო.

მოულოდნელად მობილურზე მესიჯი მოუვიდა, დახედა და გაეღიმა. გოგოები მაშინვე მიხვდნენ, ბაჩანა რომ იქნებოდა. მაგრამ გახსნა თუ არა სახეზე ფერი დაეკარგა. თვალები ცრემლით აევსო.

_ რა მოგივიდა? მოხდა რამე?_ გვერდით მიუჯდა თეა.

_ არაფერი!_ უნდოდა ხმა მტკიცე ჰქონოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
თეამ მობილური გამოსტაცა და გამოგზავნილ ფოტოს დახედა. ბაჩანას და ვიღაც ლამაზი გოგოს სურათი იყო. ერთმანეთს მთელი გატაცებით კოცნიდნენ.

_ ეს რა ჯანდაბაა?_ აღშფოთება ვერ დამალა თეამ.

_ ეს ქალი მეცნობა! შეხედე!_ ახლა ნუცას მიაწოდა მობილური.

_ ეს ხომ ისაა, ნახატის ყიდვა რომ უნდოდა?_ მაშინვე იცნო ნუცამ .

_ და რას ნიშნავს ახლა ეს სურათი?_ აცრემლებულ ციას გახედა თეამ.

_ რა გატირებს? ვერ ხვდები , რომ იმ საძაგელი ქალის ოინია?

_ და ეგ ცვლის იმას, რაც ამ სურათზეა?_ ბრაზი შეეპარა ციას._გუშინ მე დღეს ეს, ხვალ ვინ ჰყავს რიგში?

_ რა სულელურად ლაპარაკობ? _ მართლა გაოცდა თეა_ნუთუ ასე ძალიან აშტერებს სიყვარული ადამიანს?

_ დაურეკე ბაჩანას!_ კატეგორიული ხმა ჰქონდა თეას.

_ და რა ვუთხრა? _ ახლა ციას უკვე თვალები კი არ ჰქონდა ცრემლიანი მართლა ტიროდა.

_ ნუ გადამრიე გოგო!_ ბრაზობდა თეა.

_ ნუ უყვირიხარ რა, ისედაც ხომ ხედავ, რა დღეშია!_ გაუაზრებლად მაინც დაქალის მხარეს იჭერდა ნუცა. ხვდებოდა, რომ თეა მართალი იყო და ყველაფრის გარკვევა ყველაზე სწორი იქნებოდა, მაგრამ თავადაც ბრაზობდა ბაჩანაზე. როგორ მისცა უფლება იმ ქალს , რომ საკუთარი ტელეფონიდან ციასთან მსგავსი ფოტო გამოაგზავნინა. არა, საერთოდაც რა ფოტო იყო?

_ სახლში მივდივარ!_ გაბრაზებული წამოხტა ფეხზე ცია. მეგობრებს აღარ მოუსმინა და სახლისკენ წავიდა.

_ უნდა ჩავერიოთ?_ იკითხა თეამ.

_ იქნება ჯერ თავად ცადოს, თუ ისევ საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტება, მერე ჩავერიოთ. რას იტყვი?_ მოუბრუნდა ნუცა.

_ არაა ბაჩანა მასეთი კაცი, აქ რაღაც სხვა ამბავია! _ თავი ეჭვით გადააქნია თეამ.

ციამ სწრაფად აიარა კიბეები და ოთახში შევიდა.
ცოტახანს იჯდა და ტიროდა. როგორც ალბათ გოგოების უმეტესობა. მერე დაფიქრდა. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. იქნებ სულაც ძველი ფოტო იყო? არა, ამ შემთხვევაშიც არასასიამოვნო იყო, მაგრამ წარსულის გამო ხომ არ იჩხუბებდა?!
მაგრამ რანაირად ჩაიგდო ბაჩანას ტელეფონი სოფიამ ხელში, თუ სწორად ახსოვდა, ასე ერქვა იმ ქალს.
ბაჩანას ნომერი აკრიფა, მაგრამ წყენამ უფლება არ მისცა, რომ მასთან დაერეკა. ან რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ, რა უნდა ეთქვა? მხოლოდ ერთი კოცნა და რამდენიმე შეხვედრა? სულ ეს იყო? იქნებ ყველაფერს თავად აძლევდა არარსებულ მნიშვნელობებს?
ბევრი ფიქრის შემდეგ, თავი დაიჯერა , რომ ყველაფერი თავად გამოიგონა და საკუთარი თავი იმ სიყვარულში დააჯერა, რაც მხოლოდ მისი სურვილი იყო და მეტი არაფერი.

ფეხზე გორგოლაჭები მოირგო, ყურსასმენები გაიკეთა და სახლიდან ისე გავიდა, რომ მობილური არ წაუღია.
სწორედ იმ წამს , როცა ცია სახლის პირდაპირ დაღმართზე გორგოლაჭებით დაეშვა, მის მობილურზე ბაჩანას ზარი შემოვიდა. დიდხანს რეკა ტელეფონმა და ბოლოს რეკვა შეწყვიტა.

9

არც იმ საღამოს და არც მომდევნო დღეების განმავლობაში, ციამ ბაჩანა არც ნახა და არც ზარებზე უპასუხა.
კიდევ რამდენ ხანს მოიქცეოდა ცია ასე ბავშვურად, კაცმა არ იცის, მაგრამ მისი მეგობრები გულხელდაკრეფიად ჯდომას არ აპირებდნენ. უფრო სწორედ თეა არ აპირებდა, თორემ ნუცას შეეძლო დაქალთან ერთად კიდევ დიდხანს ექვითინა დუეტში.

_ სად ხარ ბაჩანა? თითქმის მოვედი!_ ხვდებოდა თეა, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მაინც ბრაზობდა. მისი აზრით, თუ ადამიანს შენამდე იმაზე ახლოს არ მოუშვებ ვიდრე საჭიროა, ის შენს ცხოვრებაზე გავლენას ვერაფრით მოახდენს. მაგრამ კაცებს ხშირად სჩვევიათ ბავშვური თავდაჯერება, რომ ნებისმიერ სიტუაციას აკონტროლებენ და რომ მართვის სადავეებს ხელიდან ვერავინ გააგდებინებთ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ზოგიერთი ალქაჯი ეშმაკზე ერთი წამით ადრეა დაბადებული.

_ კარგი, გხედავ!_ უთხრა და ხელი დაუქნია.

_ თეა როგორ ხარ?_ მიესალმა ბაჩანა და სკამი გამოუწია. ვერ ვიტყოდი, რომ მეგობრები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს საკმაოდ კარგად უგებდნენ. თეა საკუთარ თავს არ ნიღბავდა , გულახდილი და პირდაპირი გოგონა იყო. საკმაოდ ძლიერი ხასიათით და თავისუფალი შეხედულებებით. ადვილი იყო მასთან ურთიერთობა.

_ ხვდები არა რატომაც მოვედი?_ გაეღიმა ბაჩანას ვერდაფარული დაძაბულობის დანახვისას.

_ რა სჭირს ციას?_ ბაჩანაც პირდაპირი იყო. ციას ხასიათი ყველაფერს ამარტივებდა.

_ ოოო, არ დამიჯერებ, მაგრამ სოფია სჭირს!_ თითები მაგიდაზე ააკაკუნა თეამ.

_ სოფია? რა შუაშია სოფია?_ ისე გაიოცა, რომ თეა მიხვდა, ბაჩანა მართლაც არაფრის აზრზე არ იყო. ადგა და ტელეფონში ის ავადსახსენებელი ფოტო აჩვენა.

_ ახლა ხვდები?_ ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩაიდო.

_ საიდან გაქვს ეს სურათი? აღარც მახსოვს როდის გადავიღეთ._ ახლა მართლა აღარ დამალა გაკვირვება კაცმა. სწორედ ის იყო, რაც თეამ იფიქრა.

_ გაგიკვირდება და თავად გამოუგზავნე ამ ერთი კვირის უკან ციაკოს!_ მხიარულად გაეცინა თეას. უკვე აშკარად სახალისო იყო ეს ყველაფერი. ციას ადგილზე რომ ყოფილიყო, სულ არ იდარდებდა ამ შემთხვევაზე, უფრო მეტიც, იმ ქაჯს ჭკუასაც სიამოვნებით ასწავლიდა, მაგრამ ცია მას არ ჰგავდა, სამწუხაროდ!

_ რა ვქენი? ოხ, სოფია!_ ხელი დაარტყა მაგიდას გაბრაზებულმა ბაჩანამ._ მაინც არ იშლი შენსას არა?

_ ბაჩანა, ცია შინაგანად ცოტათი ბავშვია! არ მისცე უფლება მაგ ქალს ურთიერთობა აგირიოთ. ციას ცოტა სწყინს და ცოტა უხარია. მაგრამ ამჯერად წყენა არაფერ შუაშია, ის უბრალოდ შენში არაა დარწმუნებული! მიმიხვდი?_ კიდევ დიდხანს ისაუბრეს,და მიხვდნენ, რომ ერთმანეთს იმაზე უკეთ გაუგეს, ვიდრე ეგონათ. ბოლოს გულიანად დაემშვიდობნენ და დაიშალნენ.
გზად მომავალმა ბაჩანამ სათამაშოების მაღაზია მოჰკრა თვალი და თეას ნათქვამი გაახსენდა, ცია გულში ბავშვიაო, გაეღიმა გაჩეღდა და მაღაზიაში შევიდა. უზარმაზარი დათუნია იყიდა, ყველაზე დიდი, რაც კი მაღაზიაში ჰქონდათ. და მოტოვიკლეტზე უკან მოისვა, სათამაშოს ხელები კისერზე მოიხვია და წინიდან შეკრა. შემდეგ კი ასე სასცილოდ პირდაპირ ციას სახლისკენ გასწია.
ციას რომ ურეკა და იმან არ უპასუხა, პირდაპირ ეზოში შევიდა და მის ფანჯარასთან გაჩერდა.

_ ციააა! ციაააა!_ რამდენჯერმე დაუძახა. ციას ნაცვლად მის ძახილზე კაბინეტიდან თემურმა გამოიხედა, ცოტა ხანს უყურა ბაჩანას და გაეცინა. გაახსენდა, თავადაც რამდენ სისულელეს აკეთებდა ლილის გულის მოსაგებად. კაბინეტიდან გამოვიდა და გაჯიუტებულ შვილს ვითომ მკაცრად დაუძახა.

_ ციაკო, მამა მოდი აქ!_ ცია ოთახიდან დამნაშავის სახით გამოვიდა დარწმუნებული იმაში, რომ მამა გაბრაზებული იყო.
_ ხო მამა!
_ ვინ ღრიალებს ეზოში?_ ისევ მკაცრი ხმით იკითხა თემურმა, ვითომ არ იცოდა და ვერ იცნო.
_ ბაჩანაა მამა, ცერცვაძე._ თვალები მოარიდა ციამ მამას.

_ ჩადი და უთხარი, ნუ გაჰყვირის, რა უცნაური ახალგაზრდები წამოვიდნენ, საოცარია პირდაპირ!

ციას გულზე მოხვდა ბაჩანას მიმართ საყვედური, არ ესიამოვნა მამისგან მასზე აუგის გაფიქრებაც კი.

_ სულაც არა მამა! ბაჩანა ძალიან კარგი ბიჭია!_ დაიცვა გულისსწორი.

_ ააა, ამიტომ არ პასუხობ, რომ გეძახის?_ ჰკითხა ირინიულად მამამისმა, სწორედ იმ წამს გაისმა ბაჩანას ძახილიც. ციამ მამას საყვედურით შეხედა და პირდაპირ კიბეებისკენ გაიქცა, სწრაფად ჩაირბინა და ეზოში გამოვარდა.

_ რას აკეთებ თუ იცი?_ გაბრაზებული მიუახლოვდა ბაჩანას და გაკვირვებული შედგა. გააოცა უზარმაზარმა ვარდისფერმა დათვმა. წარმოიდგინა, რა სანახავი იქნებოდა ქუჩაში ასე მომავალი მოტოციკლიანი ბაჩანა და სიცილი აუტყდა.

_ მგონი შეგვირიგდა არა?_ სათამაშოს გახედა ბაჩანამ. ციას სიცილმა გამბედაობა შემატა. რატომ ხდებოდა ციას გვერდით ასეთი გაუბედავი და ბავშვური ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა. თითქოს მასვე ემსგავსებოდა. მოსწონდა ციას გულწრფელი და ნათელი ბუნება. ცია არავის ჰგავდა.

_ წამოდი გავისეირნოთ!_ უთხრა და დათვი კარებთან დასვა.

_ შენ კი აქ დაგველოდე!_ მოქაჩა ვარდისფერ ყურში.
ციამ წამით იყოყმანა, შემდეგ კი გაბედულად გადადგა მისკენ ნაბიჯი. ჩაფხუტი საკუთარი ხელით დაახურა ბაჩანამ. შემდეგ კი ბედნიერი სიცილით დატოვეს ეზოში გამოჭიმული უზარმაზარი ვარდისფერი დათვი.

დიდხანს დასეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში უგზო_ უკვლოდ. მოტოციკლი საშუალებას აძლევდათ ერთად ყოფილიყვნენ, ჩახუტებულები და თან პრობლემებზე არ ესაუბრათ.
ზოგჯერ საუბარი განწყობას აფუჭებს , თუმცა ყოველთვის აუცილებელია პრობლემებისას და საუბრისთვის თავის არიდება ხშირად ყველაფერს ურევს. ეს კარგად იცოდა ბაჩანამაც და ბოლოს მტკვრის სანაპიროზე მეტეხთან ახლოს შეაჩერა მოტოციკლი. ცოტა ხანს მდინარს და ღამის ქალაქს უსმენდნენ. შემდეგ კი მოულოდნელად ბაჩანა მოუბრუნდა და მტკიცედ უთხრა.

_ ცია მიყვარხარ!_ ცია დაიბნა, ასე მალე არ ელოდა , არა მალე კი არა, ნაუცბადევად. ეს ის იყო, რისი მოსმენაც მას ყველაზე მეტად სურდა , მაგრამ ფაქტის წინ მდგომი დაიბნა და აირია.

_ ცია!_ხელი ჩაჰკიდა ბაჩანამ._ მინდა მენდობოდე, ჩემი გჯეროდეს! და ყოველთვის, როცა რამე მოხდება, მე მითხრა! მითხარი, მენდობი ცია?

თვალებში შეხედა გოგონამ. განა ყოველთვის ბევრი დრო არის საჭირო გრძნობებში გასარკვევად? განა ყოველთვის საჭიროა ათასი ჩხუბი და შერიგება? განა ასეთი რთულია ცხოვრებისგან იმ პატარ _პატარა ბედნიერებების თამამად მიღება, რაც გვსურს და გვინდა? ნუთუ ჩხუბი და კამათი უფრო მნიშვნელოვანია? რატომღაც ჩხუბს არასდროს აყოვნებს ადამიანი, აი ბედნიერებას კი დიდხანს ალოდინებს. ციამ სწრაფად გაიაზრა ეს ყველაფერი, ძალიან სწრაფად. კი არ გაიაზრა, მგონი სულ იცოდა. ამიტომ ბედნიერმა გაიღიმა.

_ მიყვარხარ ბაჩანა!_ უთხრა და ახლა კაცის გაოცების ჯერი დადგა.
მართალი იყო თეა, ციაში ისევ ცხოვრობდა ბავშვი, რომელსაც მცირე სწყინდა და მცირეც ახარებდა. გულში დიდხანს ვერ იჩერებდა ბრაზს და არც სამაგიეროს გადახდა იდო მის სუფთა გონებაში. ხელი წელზე მოხვია ბაჩანამ და ჰაერში დაატრიალა, უკვე მისი ცია.

_ გპირდები, შენ არასდროს იტირებ ჩემ გამო!_ დაპირება იყო თუ ფიცი?! ან იმას, რასაც გულით გრძნობ განა ფიცი სჭირდება? როცა ყველაფერი ისე აირევა, რომ ფიცის გახსენება გახდება საჭირო, დამიჯერეთ, დასაწყისში დადებული ფიცი ვეღარაფრის გადარჩენას ვეღარ შესძლებს.
10

_ ნოემ მითხრა, დღეს ბავშვები ბრუნდებიანო! არ მოვუწყოთ ღირსეული დახვედრა?_ ჩვეულად ქოთქოთებდა ინგა. ინგას ლუკა შვილად მიაჩნდა. არაფრით არჩევდა ბაჩანასგან. ლუკას სიკეთე ისევე უხაროდა, როგორც საკუთარი შვილისა. ამასთან ერთად მაიკოს და ლუკას ამბავი კიდევ უფრო კეთილად განაწყობდა ბიჭის მიმართ. მისი ლილის გოგონა იყო მაიკო. მისი ლილის ნაწილი და ვაი მას, ვინც ლილის შვილს აწყენინებდა. ლუკამ არც კი იცოდა, ინგა ავი სასიდედროს როლსაც მშვენივრად რომ ირგებდა.

_ ქალბატონო ინგა, აღფრთოვანებული ვარ თქვენი იდეით!_ თეა ყოველთვის მომხრე იყო მეგობრების შეკრების, მხიარულების და გართობის.

_ ისევ იქ ავიდეთ, საიდანაც მათი ამბავი დაიწყო! იქნება რაღაც საინტერესოს გამოვკრათ ხელი!_ ხელები მოიფშვნიტა თეამ.

_ ოხ, შენ ხომ სულ მასე საქეიფოდ ხარ მომართული!_ გაეცინა ნუცას.

_ ნუცა, არც შენ გაწყენდა ცოტა მხიარულრბა! ციაც შენ გგავს, შენსავით გაუბედავია, ხომ დაინახე იმ ალქაჯმა კინაღამ ყველაფერი გაუფუჭა!_ ბურტყუნით ჩაილაპარაკა თეამ, მაგრამ ინგას ყურს რას გამოაპარებდა?!

_ თეა ვინ ალქაჯმა? რა მოხდა?_ გვერდით მიუჯდა გოგონას._ აბა, სწრაფად სანამ მოსულა!
თან თვალით, სამზარეულოში მოტრიალე ციასა და ბაჩანას გახედა, ნაყინს რომ ანაწილებდნენ სანაყინეებში.
თეასაც მეტი რა უნდოდა, სწრაფად ჩაუკაკლა მომხდარი. თან გააბუქა და გაბერა ამბავი. ნუცამ რამდენჯერმე კი გადააქნია თავი საყვედურით, თვალებიც დაუბრიალა ერთი_ორჯერ, მაგრამ ვერაფრით გააჩუმა დაქოქილი დაქალი.

_ როო?_ რასაც ქვია აიჯაგრა ინგა_ ისევ დაიწყო თავისებური ინტრიგები არა? მე მომანდეთ სოფია, ვიცი რაც დაამშვიდებს! თვალები ისე აუელვარდა, როგორც სანადიროდ დაგეშილ სეტერს. რამდენადაც კარგი მეგობარი იყო ინგა, იმდენად საშინლად შეეძლო ადამიანზე გადაკიდება, თუ ის საწყალი მოახერხებდა და მას როგორმე თავს მოაბეზრებდა.
ცოტა ხანს იჯდა დაფიქრებული და მუხის მაგიდაზე გრძელ მოვლილ ფრჩხილებს აკაკუნებდა.
შენდეგ წამოდგა და გასვლისას გოგონებს გამოხედა.

_ მოკლედ, დღეს საღამოს პირდაპირ იქ ადით და სახლი მოამზადეთ, მე კი ჯერ ამ პატარა პრობლემას მოვაგვარებ და მოგვიანებით ამოვალ! როგორ მიხარია, რომ ასეთი კარგები მყავხართ! _ მოხდენილად გაუღიმა სტუმრებს და ოთახიდან ქუსლების კაკუნით გავიდა.

_ ესეც ასეეე!_ სავარძელში გადაწვა კმაყოფილი სახით თეა_ ვიღაცას საშინლად არ გაუღიმა ბედმაა!
ნუცამ თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია.

_ ინგამდე ბევრი აღარ გიკლია ქალბატონო თეა! შემთხვევით რამე საიდუმლო ნათესაური კავშირიც რომ არ გაქვთ თქვენ ორს , ჰაა?

_ მიზანი ამართლებს საშუალებასო, არ გაგიგია?_ გაეცინა თეას_ თანაც ოპერაცია "სასურველი სარძლო" მე კი არ მომიგონია!

_ ნანატრი სარძლო , ნანატრი!_ახლა ნუცასაც გაეცინა.

_ რა გიხარიათ?_ იკითხა სამზარეულოდან სანაყინეებით ხელში გამოსულმა ციამ და მეგობრებს ინტერესით დააკვირდა. მის გულუბრყვილო კითხვაზე სულ გადაბჟირდბენ გოგოები.

_ რამე დალიეს თუ რა ეტაკათ?_ ახლა ბაჩანას გამოხედა ციამ და გოგოებს გაოცებული მიუჯდა.

მთელ სახლს და ეზოს მოედო მეგობრების მხიარული ხმები. წუთი წუთზე ელოდებოდნენ მაიკოს და ლუკას.
აჟიტირებულები და ბედნიერები. ისინი ხომ უბრალო პარტნიორებად წავიდნენ და უკან წყვილი ბრუნდებოდა. ჭიშკარი გაიღო და ლუკამ მანქანა შემოაყენა. გადმოვიდა და მანქანას მოუარა, კარი გაუღო მაიკოს და გადმოსვლაში მიეშველა
ამ ჟესტზე მხიარულად აყაყანდნენ. მაგრამ ლუკამ ვითომ ვერ გაიგონა მათი შეძახილები.

_ ჩვენ სად შეგვიძლია?!_ იცინოდნენ მეგობრები. მაგრამ ლუკა ამ სიტყვებს დაცინვად არ იღებდა, იცოდა, მათი ამბავი უხაროდათ. ისიც იცოდა, გვერდით, როგორი ქალი ედგა. იცოდა, რომ მაიკო არა მხოლოდ ამ მცირედ პატივისცემას, არამედ მთელი სამყაროს ყველა სიკეთეს იმსახურებდა. და ამით ამაყობდა კიდეც ლუკა. ხელი პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო და მაგრად მოუჭირა ბარხატის პატარა წითელ კოლოფს. ამ საღამოს მეგობრების თვალწინ აპირებდა, მათი საოცარი თავგადასავლის დაწყებას. ოდნავ სულ ოდნავ ნერვიულობდა, მაგრამ მაიკო ამ ნერვიულობადაც ღირდა.

ინგამ ცოტა დააგვიანა და ისეთი სახით დაბრუნდა თეასა და ნუცასთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ის საძაგელი სოფია მათ გულუბრყვილო მეგობარს აღარასოდეს შეაწუხებდა.
მაგრამ მოულოდნელად მანქანიდან ნოე და თემურიც გადმოვიდნენ.

_ ბავშვებო მიგვიღებთ მოხუცებს?_ სიცილით შესძახა თემურმა.
გოგოებმა მაშინვე გამოარბენინეს გასაშლელი სავარძლები და ცეცხლთან ჩაამატეს.

_ მამა? რა კარგია აქ რომ ხარ! როგორ დაითანხმე?_ ღიმილით ჰკითხა ციამ ინგას.

_ მე ჩემი საიდუმლო ხერხები მაქვს!_ გაეცინა ქალს.

_ ამ ზანტის დათანხმება უფრო გამიჭირდა, სანამ არ დავემუქრე ადგილიდან ვერ დავძარი. სამუშაო და სამუშაო!_ ბრაზით გახედა ქმარს.

_ აქ ვარ ჩემო კარგო! ნუღარ მიბღვერ!_ გაეცინა ნოეს.
საღამო მართლაც მხიარულად და სიცილში გაატარეს. ხან გიტარას უკრავდნენ და მღეროდნენ, ხანაც ისტორიებს იხსენებდნენ საერთო წარსულიდან. აბედნიერებდათ ერთმანეთი.

ასეა ადამიანი მოწყობილი. რაც არ უნდა წარმატებული იყოს კარიერაში, პირად ცხოვრებასა თუ მატერიალურ კეთილდღეობაში, მაინც სჭირდება მეგობრები. წრე სადაც თავს უფლებას მისცემს ამოისუნთქოს, იწუწუნოს, იტიროს , იცინოს, დაისვენოს. სჭირდება ადამიანები, რომლებიც მოუსმენენ, მის ტკივილს და სიხარულს გაიზიარებენ. ეს ყველაფერი თითქოს მუხტია და გადაღლილ ადამიანს კვლავ ახალი ენერგიით ავსებს.

_ ამ საღამოს, ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვკითხო მაიკოს!_ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა ლუკა. ყველა გაჩუმდა და საინტერესო და ასე თუ ისე მოსალოდნელი ამბის მოლოდინში ლუკას მიაჩერდა.

_ ვიცი, დიდი დრო არ გასულა, მაგრამ არც მე ვარ ბავშვი, რომ ეჭვი მეპარებოდეს ჩემს გადაწყვეტილებაში. მე ბევრი ვიფიქრე და ერთი წამის დაკარგვაც კი არ მინდა.
ჯიბიდან წითელი პაწაწუნა ყუთი ამოიღო და მაიკოს წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა. ყუთი გახსნა და მაიკოს აბრჭყვიალებული ბეჭედი გაუწოდა.

_ ჩემო მშვენიერო ქალბატონო, გამომყვები ცოლად?_ რაც არ უნდა ეგონოს ქალს რომ მზადაა, იმ მომენტში მაინც სრულიად მოუმზადებელი და არეულია. როცა მისი "ჰოც" და "არაც" ისეთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს არაფერი. როცა ერთ პატარა სიტყვაზეა დამოკიდებული მომდევნო ცხოვრება. მაგრამ მაიკო არ იყო ის ქალი გადაწყვეტილების მიღება გასჭირვებიდა. ბედნიერმა გაიღიმა და სრული სიმშვიდით, ისე რომ ლუკასთვის თვალიც კი არ მოუცილებია, დასთანხმდა. სხვების მსგავსად არც ხტუნვით გამოუხატავს სიხარული, არც პირზე ორივე ხელის მიფარებით გაოცება, არც უტირია და არც მამისთვის ან დისთვის შეუხედავს თანხმობის მოლოდინში. მაიკო რაციონალური და მტკიცე ბუნების ქალი იყო. გააზრებული და ფარულად რომანტიკოსი.
საკუთარი ცხოვრების და მომავლის განმსაზღვრელ გადაწყვეტილებას გააზრებულად და მშვიდად ამიტომ იღებდა. სულ ოდნავადაც რომ შეჰპარვიდა ლუკაში ეაჭვი, სულ მისხალითაც კი რომ არ ყოფილიყო საკუთარ თავში დარწმუნებული, არც უარის თქმა გაუჭირდებოდა.
სამაგიეროდ მეგობრები აჟრიამულდნენ. ულოცავდნენ და ჭიქებს სასმელით ავსებდნენ. მაიკო და ლუკა კი ისევ ერთმანეთს შესცქეროდნენ თვალებში და მხოლოდ თვალებით საუბრობდნენ. მათ ერთმანეთის უსიტყვოდაც მშვენივრად ესმოდათ.

ქორწილის ორგანიზებას ინგა ვის დაუთმობდა?! ქალი თავფეხიანად გადაეშვა საქორწილო ორომტრიალში.

_ მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს შვილო!_ წინასწარ უთანხმდებოდა მაიკოს. _ ისე ჰქენი, თაიგული ციამ დაიჭიროს!

კარგად ამჩნევდა ინგა, არც მისი ერთადერთი ვაჟის ქორწილამდე იყო შორი.
იდეალური იყო ყველაფერი, პატარძლიდან დაწყებული ყვავილებში ჩაფლული სუფრით დამთავრებული. ვერავინ ახსნა რა ჯადოქრობით მოაბა ინგამ ამხელა წვეულებას თავი სულ რაღაც ერთ თვეში.

_ქალი კი არა ჯადოქარია!_ იცინოდა ნუცა.

_ სარძლო კი ჰყავს ბოთე!_ ბუზღუნებდა თეა._ პირდაპირ ხელებში ესროლა თაიგული და ამას მაინც გაუვარდა.

_ რა გინდა, ბაჩანამ საკუთარი ხელით მიართვა! აი რა არის რომანტიკა მეგობარო!_ ოცნებით აიხედა ცაში ნუცამ.

_ რიტმი არ დაკარგო ნუცი! ვატყობ არც ესენი გვალოდინებენ!_ თვალით აივანზე მდგარი წყვილისკენ ანიშნა თეამ.
აივნის მოაჯირს მიყრდნობილი ცია საცეკვაო მოედანს ათვალიერებდა. თუმცა სულ სხვა რამეს ხედავდა გონებაში ახალ ნახატს უტრიალებდა. თითქოს ფიქრებში იხატებოდა ნახატის კონტურები.

_ რაზე ფიქრობ?_ ჰკითხა ბაჩანამ და მოეხვია.

_ შენს საჩუქარზე!_ გაეცინა ციას.

_ რომ უნდა გაჩუქო, თუ რომ უნდა მაჩუქო?_ გაეცინა კაცს.

_ შენ რომ მაჩუქე და მე რომ დაგიბრუნებ!_ შეკითხვაზე უცნაური პასუხი იყო.

_ ცია!_ მოაბრუნა და თვალებში ჩახედა_ გამომყვები ცოლად?

_ რატომ ხარ სულ ასეთი მოულოდნელი?_ ჰკითხა გოგომ და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო. ბაჩანამ ხელზე ხელი მოჰკიდა და ნაზად აკოცა ხელისგულზე.

_ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ! რაც მინდა და რაზეც ოცნებობ! რას ველოდოთ?_ თვალებიც კი უღიმოდა ბაჩანას.

_ ისევ იგივეს გკითხავ: ჩვენ მხოლოდ ათჯერ შევხვდით! დარწმუნებული ხარ?

_ შენ ხომ მშიშარა გოგო არ ხარ?_ ეშმაკურად გაუღიმა კაცმა.

_ მაქეზებ არა?_ გაეღიმა ციასაც.

_ კიი, და აბა რას მიპასუხებ?

_რა თქმა უნდა, როცა შენს საჩუქარს დავასრულებ!_ ხელჩაკიდებულები ჩავიდნენ ეზოში და მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ.......
............
_ გჯერათ, რომ ეს ფერია ჩემი დისშვილია?_ უყურებდა სურათებს შორის მორბენალ მოუსვენარ სამიოდე წლის ულამაზეს გოგონას ცია.

_ შენ რით ვერ დაგადგა საშველი?_ ხელკავი გამოსდო ნუცამ.

_ რა გახდა ასეთი დაუსრულებელი შენი საჩუქარი?_ ახლა თეა ამოუდგა გვერდით.

_ სწორედ დღეს ვაპირებ მისთვის პასუხის გაცემას!_ თვალები მოსალოდნელი სიხარულით აევსო ციას.
ბაჩანა და ინგა ერთად მოვიდნენ. ინგამ დარბაზი მოათვალიერა. ყველაფერი მოეწონა, ან კი სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, ბოლო_ ბოლო მომავალლი რძლის პირველი პერსონალური გამოფენა იყო.

უამრავი სტუმარი შეკრებილიყო ახალგაზრდა პერსპექტიული მხატვრის ნამუშევრების შესაფასებლად.

_ ბაჩანა, შენთვის საჩუქარი მაქვს!_ ხალხში იყურებოდა ცია. ბაჩანა მიხვდა სწორედ იმ საჩუქარს ეხებოდა საქმე, რომელსაც იმ საღამოს ლუკას ქორწილში დაჰპირდა ცია.

_ როგორც იქნა!_ გაეღიმა ბედნიერს.

_ წამოდი!_ ციამ ხელი მოჰკიდა და ერთ პატარა ოთახში გაიყვანა. მოლბერტზე დადებულ მოზრდილ ნახატს თეთრი ტილო ჰქონდა გადაფარებული.

_ ესაა?_ ჰკითხა კაცმა და ნახატისკენ გაემართა. ციამ თავი დაუქნია.

_ ავხადო?_ ხელი ტილოს მოჰკიდა ბაჩანამ.

_ ახადე, მაგრამ ჯერ მკითხე!_ გაეცინა ციას. ბაჩანა წამით დაფიქრდა, მაგრამ საჭირო კითხვას უცებ მიაგნო.

_ ცია გამომყვები ცოლად?_ ჰკითხა და ნახატს ტილო გადააძრო. მაშინვე იცნო საკუთარი ხელით დახატული შავი კვადრატი, მაგრამ მთავარი იმ კვადრატში თეთრი საღებავით ჩაწერილი სამი ასო იყო:
" დიახ!"

_ ჩვენ იქნებ მხოლოდ ათჯერ შევხვდით, როცა ეს მკითხე, მაგრამ სინამდვილეში, შენი ერთხელ ნახვაც სრულიად საკმარისი იყო, რომ შემყვარებოდი! _უთხრა ბაჩანამ ცია გულში ჩაიკრა.

ხშირად მიფიქრია, თუ რას გულისხმობდა მალევიჩი, როცა ამ კვადრატს ხატავდა. მაგრამ მხოლოდ ამ ამბის წერისას მივხვდი, მთავარი ის კი არ არის, მალევიჩი რას გულისხმობდა, მთავარი ისაა, თუ რა გინდა დაინახო შენ, ამ უცნაურ შავ სიცარიელეში! და შემდეგ რისი დანახვაც გსურს, წარმოიდგინო და რეალობად აქციო....

დასასრული

ვე რა



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ეს ისეთი ლამაზი და სასიამოვნო წასაკითხი საოცარი ისტორია იყო.. დადებითი მუხტით სავსე,საინტერესო და შთამბეჭდავი, ლამაზი წყვილების ლამაზი თავგადასავალი..კითხვისას ღიმილს რომ ვერ მოიშორებ და პერსონაჟების ემოციები გახალისებს. ძალიან კარგი იყო და ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ♥️♥️♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი ნანამია

მოკლედ ,,ხალისის " გოგო ხარ რა... გეუბნები მანედნიერე

კომენტარი,,გამომექცა"... ვერ დავასრულე...ისე ბედნიერმა დავიწყე წერა... ალბათ ძალიან ლამაზი ხარ... ასეთი ლამაზი და მხიარული ისტორიებიც იმიტომ მოგდის ლამაზ თავში...არ ვიცი რა ყველაფერი საყვარლობა მინდა დაგიწერო...ეს დღეები და ღამეებიც ცუდად ვარ ...შენ კი გამაფერადე...

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნანამია
მოკლედ ,,ხალისის " გოგო ხარ რა... გეუბნები მანედნიერე

კომენტარი,,გამომექცა"... ვერ დავასრულე...ისე ბედნიერმა დავიწყე წერა... ალბათ ძალიან ლამაზი ხარ... ასეთი ლამაზი და მხიარული ისტორიებიც იმიტომ მოგდის ლამაზ თავში...არ ვიცი რა ყველაფერი საყვარლობა მინდა დაგიწერო...ეს დღეები და ღამეებიც ცუდად ვარ ...შენ კი გამაფერადე...

მადლობა დიდი, ეს ისე უბრალო ისტორიაა, არანაირი გრძნობებზე თამაშით, და მიხარია რომ მოგეწონათ))))

Daldoni Daldoni
ეს ისეთი ლამაზი და სასიამოვნო წასაკითხი საოცარი ისტორია იყო.. დადებითი მუხტით სავსე,საინტერესო და შთამბეჭდავი, ლამაზი წყვილების ლამაზი თავგადასავალი..კითხვისას ღიმილს რომ ვერ მოიშორებ და პერსონაჟების ემოციები გახალისებს. ძალიან კარგი იყო და ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ♥️♥️♥️♥️♥️

ხო ეს ისტორია სტოკჰოლმის პირველი ნაწლის მერე გავაგრძელე განსამუხრად და თავის გასანიავებლად , ცოტა ჰაეროვანი და მშვიდი მინდოდა რამე. მიხარია რომ მოგეწონათ, ამის მიზანი უბრალოდ სიმშვიდის მოტანა იყო))))

 


№4 სტუმარი Თამარელა

Ფერადი და სასიამოვნო ამბავი იყო,ყველაფერ პრობლემას ,რომ დაგავიწყებს

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Თამარელა
Ფერადი და სასიამოვნო ამბავი იყო,ყველაფერ პრობლემას ,რომ დაგავიწყებს

მიხარია რომ მოგწონთ))))

 


№6 სტუმარი ეთული

საოცრენა შენი ისტორიები ისევ და ისევ მინდა და ერთი სული მაქვს შემდეგი ისტორიები ვიხილო

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეთული
საოცრენა შენი ისტორიები ისევ და ისევ მინდა და ერთი სული მაქვს შემდეგი ისტორიები ვიხილო

მადლობა, როგორც კი დავასრულებ ახალს ავტვირთავ

 


№8 სტუმარი ნი-კე

ძალიან მხიარული და ლამაზი ისტორიაა♥️წარმატებები

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნი-კე
ძალიან მხიარული და ლამაზი ისტორიაა♥️წარმატებები

მადლობააა,))))

 


№10 სტუმარი ანიუტა

ძალიან სასიამოვნო ისტორიაა საინტერესო პერსონაჟებით და დადებითი ემოციებით. წარმატებებს გისურვებთ.????????????????

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ანიუტა
ძალიან სასიამოვნო ისტორიაა საინტერესო პერსონაჟებით და დადებითი ემოციებით. წარმატებებს გისურვებთ.????????????????

მადლობა უღრმესი ))))

 


№12 სტუმარი სტუმარი ელენე

დიდი სიამოვნებით და ღიმილით წავიკითხე ეს ისტორია.ნამდვილად ტვინის გასანიავებელი იყო. მადლობა❤️
საინტერესოდ და ლამაზად წერ. გრძნობებს და ემოციებს სწორად გადმოსცემ და იგივე ემოციას ღებულობს მკითხველიც(ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვგრძნობ). წარმატებები....

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ელენე
დიდი სიამოვნებით და ღიმილით წავიკითხე ეს ისტორია.ნამდვილად ტვინის გასანიავებელი იყო. მადლობა❤️
საინტერესოდ და ლამაზად წერ. გრძნობებს და ემოციებს სწორად გადმოსცემ და იგივე ემოციას ღებულობს მკითხველიც(ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვგრძნობ). წარმატებები....

მადლობა დიდიი, მიხარია რომ ემოციას მიზიარებთ.))))

 


№14 სტუმარი ეკა 5

ასე რაააა❤️❤️❤️❤️ასე ტკბილად და საყვარლად

 


№15 სტუმარი სტუმარი თათო

რა საინტერესო და ლამაზი ისტორიები გაქვთ, რაც წავიკითხე ყველა მომეწონა. მადლობა ავტორს რომ გვთავაზობს ასეთ საოცარ ნაწარმოებებს.. წარმატებები!

 


№16  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი თათო
რა საინტერესო და ლამაზი ისტორიები გაქვთ, რაც წავიკითხე ყველა მომეწონა. მადლობა ავტორს რომ გვთავაზობს ასეთ საოცარ ნაწარმოებებს.. წარმატებები!

მადლობა თქვენ, რომ ემოციას მიზიარებთ )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent