შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პულსი (სრულად)


23-06-2023, 02:19
ავტორი tasusuna
ნანახია 25 044

-ღმერთო,მეტს აღარ დავლევ!-ჩემს გვერდით,მოჩვარული სხეული იატაკზე ოთხით ჩადის და სამზარეულოსკენ მიფორთხავს.
თავი მისკდება.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ვგრძნობ,როგორ მიფეთქავს ტვინი ქალის შიგნით და როგორ იქცევა სითხედ.
წნევა ევერესტს ეპოტინება,ისე მქაჩავს თავი.
ღმერთო,არავარ კარგად.
-მინერალურს დალევ?!-გუშინდელი საღამოს შემდეგ,ხმადავაჟკაცებული ნუნი უკვე ორზე შემოდის საძინებელში ,საწოლზე ჯდება და ყველა ძალას ევედრება,რომ ნაბახუსევი გაუქრეს.
-გთხოვ,არ დამალაპარაკო!-ძლივს ვლუღლუღებ.
ღუნღულა ხალათიდან ქამარს ვაძრობ,თავს მაგრად ვიკრავ და თვალებს ვხუჭავ,ფარდიდან შემოპარული ზამთრის საცოდავი შუქი მკლავს.
-ცეცხლი დალია შენმა პირმა,ნუნუ!-გოდებას მოჰყვა ჩემი სისხლის მსმელი.
ცალი თვალით ისე გავხედე,მალევე ჩუმდება და ასე,ლოგინზე წამომჯდარი ნახევარი საათი ვდევარ.
გული სადაცაას გამისკდეს,ისე ვარ.
სახარბიელოდ არც ჩემი თანამცხოვრები გამოიყურება.
თვალები გადმოცვენასააქ და თმები ბუდეს უგავს.
არწივისას.
-ტასო,არა ვარ კარგად!-უცებ ძილბურანში წასულს ნუნი მეძგერა მთელი ძალით და სანამ თვალის გახელას ვაიძულებდი თავს,საწოლზე გულწასული ჩაემხო.
გამოვფხიზლდი.
ზუსტად სამ წამში!
-ვაიმე ,ნუნუ!-დავესხი თავს,დავასხი მინერალური თავზე,გადაფითრებულ სახეზე ხელები მთელი ძალით ვულაწუნე,მაგრამ,ამაოდ.
გონს ვერ მოვიყვანე.
-დიახ,გოგონაა-სასწრაფოს მთელი ხმით ჩავყვირი და დავრბივარ ოთახიდან-ოთახში.
პანიკისგან სხეული ნაწილებად მეშლება.
ნუნი ისევ უგონოდაა,მაგრამ,სუნთქავს!
გაჭირვებით.
-დაუჩქარეთ!-რაღაცას მეკითხება,მაგრამ,პასუხს ვერ ვუბრუნებ.
-დიახ,მესამე სართული! სწაფად მოდით!-უკვე აგონიაში ვვარდები.
დროგამოშვებით სილას ვაწნი გაგულისებული და რაც კი რამ ჭიქა მქონდა,ყველა დავასხი სახეზე.
წურწულით მოდიოდა საბნიდან წვეთები.
დავტბორე მეორე სართული!
-რა ძინავს ქალბატონო,არაა გონზე!-უკვე შეურაცხადი ვხდები დისპეჩერის ირონიაზე.
ტელეფონს იქვე ვაგდებ და ისე ვიწყებ ტირილს,ვერ ვიაზრებ..
-გამოფხიზლდი და გპირვები აღარასდროს დაგალევინებ..-თავზე დავტირი და უკვე ცრემლები ნამავს ჩვენს საწოლს,წყლის მაგივრად.
გაფითრებულ სახეს ვუსრეს და რაც კი რამ გამეგება,ყველა მეთოდს ვცდი.
არ ინძრევა ისევ.
-ნუნუ,მოგკლავ თუარ გამოფხიზლდები!-უკვე გაბრაზებული დავყვირი თავზე.
კარზე ზარი მაშორებს მის სხეულს.
სირბილით ვაღებ და არც კი ვუყურებ,ისე ვუშვებ სასწრაფოს ექიმებს სახლში.
-სახელი-გვარი!-გაბღენძილი ქალბატონი სკამზე ჯდება და ანკეტის შევსებას იწყებს.
ვიფოფრები.
-მომაკვდავი მე მოვასულიერო?!
-თვითონ მოფხიზლდება,გოგონა,ძინავს!-მეორე ფორმიანი უკმეხად მიბრუნდება და შუშას თავს ატეხავს.-ტიტე ექიმო,რამდენი გაუშვათ?!
-სამი ეყოფა!ინტოქსიკაციაა. პაციენტს რა ქვია?!-უკვე მე მიბრუნდება ზურგით მდგომი და ინტერესით მაკვირდება.
თეთრი ხალათი მისთვისაა შეკერილი,ისე აკვდება.
გაუაზრებლად თმებს უკან ვიწევ და დათვებიან ბამბის,დათბილულ საღამურებს ვისწორებ.
-ნუნუ სხირტლაძე.-ვენაზები,რომ გავიაზრე,აღარ კვდებოდა,ჩამერთო შინაბერას ინსტიქტი.-ბებია ყავდა ოქროს ქალი,ცხონებული!-ექთანმა რომ ჩაიფხუკუნა ჩემი გოგოს სახელზე,ისევ წამოვიფოფრე.
ტიტე ღმერთკაც ექიმი ხელით რაღაც ჯადოქრობებს აკეთებს ხუთი წუთი,
სისტემას დიდი ოსტატობით უდგამს და პულსს უსინჯავს.
-არ ინერვიულოთ,კარგად იქნება!-ისევ ბრუნდება და ამჯერად,უფრო მეტი ინტერესით მათვალიერებს.
მგონია,ჩემით იხიბლება,მაგრამ,უცებ რომ წარბებს იკრავს და ჩემკენ გამორბის,ვხდები,რაღაც ხდება და თან ჩემს თავს.
ორგანიზმი ისეთ სტრესში მყავდა მოქცეული,საკუთარი თავი სულ გადამვიწყებოდა და მხოლოდ ბოლო ორ წამში დამიტრიალდა ყველაფერი..
ტიტე ექიმმა სწორად გამოიცნო.
როგორც კი წინ ამესვეტა,გონება ერთ წამში დამებინდა და გავითიშე..
___
-ტასო,გამოფხიზლდი,თორემ მოგკლავ!-შორიდან ნუნის დაზაფრული ხმა ჩამესმის და გაჭირვებით ვახელ თვალს.
ოთახში ვარ,
სველ საწოლზე ვწევარ და სისტემა მიდგას.
გადასხმის ბალონი სახეშეშლილ ნუნის ხელში უჭირავს და ბოლთას სცემს ლანძღვა-გინების ფონზე.
ოთახში წარბშეხრილი ტიტე ექიმი სკამზე თავგაბეზრებული ზის და კონცერტს თვალს ადევნებს.
ოფოფები წასულიყვნენ.
დალოცა ღმერთმა.
-დაწექით თუ შეიძლება,უკიდურეს ზომებს ნუ მიმაღებინებთ!-ალბათ მეასედ აფრთხილებს უკვე,თორემ თვალებს ასე არ აატრიალებდა ნუნი.
-სხირტლაძე,დაწექი!-მეც ვეხმარები ჩვენს მფარველ ანგელოზს და ჩემი ხმა რომ ესმის,თავზე მახტება.
ვიკლაკნები ათას ფერად.
არაა დალაგებული.
სახე თვითონაც ეჭმუხნება.
როგორც ჩანს პეპელამ ხელი ატკინა,გაცოფებული ისრესს მკლავს.
-მომხსენით ეს დასაწვავი,მომკლა ქალი!-გვერდით ესვენება გადაფითრებული და თავზე წამომდგარ ექიმს ებღვირება.
არ გვიმჩნევს ტიტე.
ხალათი სკამზე გადაეკიდა და მწვანე ფორმაში თავს უფრო მაწონებდა.
საწოლის თავზე სიმეტრიულად დაკიდებულ ნახატებზე გადასხმის ბალონები დაამაგრა,შეამოწმა და საათს დახედა.
-მალე ჩაიცლება,მძიმე მოწამვლაა,თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან და რაც შეიძლება ბევრი სითხე მიიღეთ დღის განმავლობაში,რომ ორგანიზმი აღდგეს.-რატომღაც მე მიყურებს და მარიგებს.
თვალები ზუსტად ისეთი ფერიაქვს,როგორც სამოსი.
ღია ხასხასა მწვანე.
-ეგ არ გამოვა,ექიმო,დღეს ჩვენი მეგობარი მიდის და უნდა გავაცილოთ.-ნუნი ისევ წამოჯდა და თითქმის დაცლილ ბოთლზე მიანიშნა.-ეს ხომ სითხეში გადის?!
-დღესაც თუ დაამატებთ,ხვალ უკვე საავადმყოფოში გადაგიყვანთ და უფრო დიდ სტრესს მიიღებს თქვენი მეგობარი.-ისევ ჩემკენ გადმოაქვს მზერა,თუმცა წამით.
ისევ საათს დახედა და პარალელურად,სხირტლაძე მილისგან განაცალკევა.
ამოისუნთქა.
სახეზე ფერი დაბრუნებოდა და ძალაც შემატებოდა.
კარგად გამოიყურებოდა.
თავს ცუდად აღარც მე ვგრძნობდი.
წეღანდელი გულის წასვლა შფოთვის ბრალი იყო,
გადასხმაც პრევენციისთვის დაგიდგიო,შემდეგ ამიხსნა ექიმმა.
ვიწექი გატრუნული და თავზე ჭირისუფალივით წამომდგარ ნუნის თვალებს გაჭირვებით ვუბრიალებდი.
მისი ბრალი იყო,
ორივე ნახევრად სველები,ჯერკიდევ ნაბახუსევი და,ვიტამინებით დაჟღენთულები რომ ვიყავით.
შევატყვე თვითგვემაც,მაგრამ,არც იმდენად დარდობდა,დღევანდელი სმა რომ დავიწყებოდა.
ზუსტად ამაზე ვეკამათებოდი,
თეთრხალათიანმა მეც რომ განმათავისუფლა და საწოლზე,ზუსტად ჩემს გვერდით ჩამომიჯდა.
გავიტრუნე.
საკუთარი თავი გამოვიჭირე,როგორ ვუფახულებდი თვალებს უცნობს.
შემრცხვა და ვიგრძენი,როგორ გავწითლდი.
სუსტი,მისიკვდილებული მაჯა ყინულივით ცივ ხელებში მოიქცია და პულს დაუყურადა.
საათს თვალს არ აცილებდა და გაფაციცებით ითვლიდა.
როგორ მეთქვა,ნაბახუსევი აღარაფერ შუაშია,შენ მიჩქარებ გულსთქო?!
თვალი ავარიდე და შევეცადე ყურადღება გადამეტანა,რომ გამცლოდა,თორემ,ვეღარ ვსუნთქავდი.
-წნევები ხშირად გაწუხებთ?!-რეზულტატით ალბათ უკმატოფილომ ისედაც შეჭმუხნული წარბები უფრო შეკრა და დამაკვირდა.
წამოვჯექი.
თავბედი დავიწყევლე,რაღა დღეს მეცვა დათუნებიანი პიჟამო..
დავინახე როგორ გაეპარა ღიმილი ტუჩებზე და უცებ დამალა..
არ გადასცდა საზღვრებს.
-არ იჯავროთ ექიმო,ეგ კლიმაქსის ბრალია..-ნუნი ფორმაში დგება და ისეთ უხერხულში მაგდებს,
მთლიანად ვწითლდები და სველი საბანი თვალებამდე ამაქვს..
მინდა გავქრე.
ან ნუნუ მოვკლა.
სულ ტყუილად მოვასულიერე.
ტიტეს ზურგსუკან ასვეტილი კიდევ უფრო სასწაულ რეპლიკებს ისვრის.
მადლობა ღმერთს,ვერ ხედავს ექიმი.
თვალებიდან ყველა ენაზე ვუგზავნი სალანძღავ სიტყვებს,მაგრამ,ცეცხლს ოსტატურად იგერიებს და ოთახიდან გადის.
-კლიმაქსი არაფერ შუაშია!-გულუბრყვილოდ ავხედე გასაცოდავებულმა.
გამიღიმა..
დალოცოს ღმერთმა,
ნუნის არაადეკვატური კომენტარები არც კი შეიმჩნია.
სკამზე გადაკიდებული ხალათი იქვე დადებულ ჩანთაში კოხტად ჩაკეცა,იქიდან ტყავის ქურთუკი ამოაძვრინა,საათს კიდევ ერთხელ დახედა და გამომხედა.
სამედიცინო სერიალიდან გადმოსულ მსახიობს გავდა.
მისი ხასხასა მწვანე თვალების ფონზე,საერთოდ არ ჰგავდა მოკვდავს.
არ მახსოვს,ბოლოს ასე როდის მოვიხიბლე საპირისპირო სქესით.
ბოლოს კიარადა,
საერთოდ,ამდენი წლის მანძილზე,
პირველად იყო,მამაკაცის მიმართ სიმპათიას რომ ვგრძნობდი და,
არ ვიცოდი,რამდენად გამომდიოდა ამის დაფარვა.
-დარწმუნებული ვარ თქვენი ჰორმონები წესრიგშია,თუმცა,გულს მაინც უნდა მიხედოთ!-სულ ერთი წამით ეღიმება,თვალებში ვარსკვლავები უკიაფდება.
ჩემკენ წამოსული სავიზიტო ბარათს მაწვდის და ისევ იმ უცნაური მზერით მაყოლებს თავს.
დავწვავ ამ საღამურებს დღეის მერე.
ღმერთო,შემძულდა დათვები.
-დამიკავშირდით,თუ გადაწყვეტთ კარდიოლოგთან ვიზიტს..-ვგრძნობ,სიტყვებს სულ სხვა სარჩულს რომ აკრავს,თუმცა,აღარ ვუღრმავდეები,გული ისევ რომ არ ამოვარდეს საგულედან.
ნუნი გასვლამდე კიდევ ერთ კომენტარს ასწრებს,მაგრამ,სისწრაფეში ვაჯობე.
ორმეტრიან ექიმს კარებს მთელი ძალით ვუჯახუნებ და ხელებალესილი ვბრუნდები უკან..
-ვაიმე,ღმერთო,ოღონდ ახლა გადამარჩინე!-ბოლო წამებში ასწრებს სხირტლაძე თხოვნა-ვედრებებს.
შემდეგი ოცი წუთი ჩვენი ბინიდან წივილის,კივილის,ტირილის და ხვეწნის ხმა გადიოდა.
წარმოდგენაც არ მქონდა რას ფიქრობდა მეზობელი,
ამწამს,ისე ვიყავი,არც მათ დავაკლებდი ბრაზის ნთხევას.
-გნებდები!-საათის შემდეგ,მოხროტინე ნუნი იატაკს სამჯერ ურტყამს გაშლილ ხელისგულს და ხვნეშის.
-არ გეღირსოს კაცის ალერსი კლიმაქსამდე,ასე!-გამარჯვებული ილუზიურ აუდიტორიას თავს ვუკრავ მადლიერებით და საკუთარ თავს ტაშით ვაჯილდოვებვ.
მხოლოდ გამწარებულზე შემეძლო სხირტლაძის დაგდება.
ძალოსნებს შეშურდებოდათ,ისეთი ძალა ესხა ძარღვებში.
-ვითომ სიმართლეს არ ვღაღადებდე! იქნებ და,რჩებოდა ის კაცი,რას გააქციე?!-სულს ძლივს ითქვამს,პაუზებით აფრქვევს მორის სიბრძნეს.
საპსუხოთ ბალიში ხვდება გარომბებულ თავზე და დაბოლოოდ ჩუმდება.
ვზავდებით დღის განმავლიბაში.
იმის იმედით,რომ ბატონ ტიტეს აღარასდროს შევხვდებოდი,ცოტა ამოვისუნთქე.
თან გულიც მწყდებოდა,
თან ბარათს დავყურებდი და,ამდენი საპირისპირო ფიქრებისგან,ისევ თავბრუ მეხვეოდა.
-დაგვაგვიანდება ტასო,აღარ ჩაიცმევ?!-შავებში გამოწკეპილი ლერწამი სარკეში მეასედ იხედება და საკუთარი თავით კმაყოფილი,თავდაჯერებას აფრქვევს.
-მარტო იმ პირობით წავალთ,თუ აღარ დავლევთ!-მაინც ვაფრთხილებ,მაგრამ,ზუსტად ვიცი,აზრი არ აქვს.
ნოემბრის შეუფერებლად,მაგრამ,კლუბის გათვალისწინებით,ნუნის მოკლეტყავის კაბას ვირგებ,გამჭვირვალე,ბადე მაისურითა და თეთრი მაღალყელიანი,ტყავისივე ჩექმებით.
მაქმანიანი ბრალეტი ულამაზესად ჩანდა.
დილის ფორმის შემდეგ,ამწამინდელი ტასო,საერთოდ სხვაგვარად გამოიყურებოდა და,
მეცინებოდა საკუთარ გარდასახვაზე.
ახლა უნდა დავენახე ტიტეს,
ნაბახუსევი და სახეაცლილი კიარა.
- სადაა ღმერთო სამართალი?!შენ უნდა დადიოდე ასე კენტად?!-დემაგოგიის ქალღმერთი თავს დანანებით აქნევს და გაქანებულ ჩანთას ოსტატურად იცილებს.
-ოდესმე შეუცვლი ამ მანქანას ხუნდებს?! -შუქნიშანთან გაჭირდებით ,ლოცვა-ვედრებით რომ ვჩერდებით,ვუბრუნდები ქალბატონს.
ჩვენი მწირე შემოსავლების გათვალისწინებით,ნუნის ავტომობილის წელი ორიათასიდანაც არ იწყებოდა და,არც ვიზუალურადაც აფრქვევდა სიახალგაზრდავეს.
ხუნდები კიარა,რომ იქოქებოდა საერთოდ და დადიოდა,ეგეც დიდი შეღავათი იყო.
საწვავს რიგრიგობით ვასხამდით,ვისაც რა გვქონდა,ვანაწილებდით და,ისიც,ჩვენი ჯეირანი,არ გვღალატობდა არასდროს,მთავარია დამუხრუჭება არ დაგვჭირვებოდა.
ამიტომ იყო,თვეში ერთხელ ხელფასის ნახევარს ჯარიმებში რომ ვიხდიდით.
ჩვენი რა ბრალი იყო,წითელზე არაკიარა,უბრალოდ ვერ ვჩერდებოდით.
-თუ ამ თვეში მეტი გასვლა არ მოგვიწია,გადავინახავ და შევცვლი.-მუსიკაზე აყოლილი ძლივს მაგონებს და მიცინის.
რაღაც სასწაულით არ გვაგვიანდება.
კლუბში ერთდროულად შევდუვართ მას შემდეგ,რაც დაცვას ძლივს ვარწმუნებთ,რომ
ეს ბავშვური სახე გენეტიკის ბრალი იყო და არა,ასაკის სიმცირის.
-ამიტომ მიყვარს აქ მოსვლა!თავს ისე გაგრძნობინებენ,თითქოს,ისევ 17 წლის ვიყოთ.-აღფრთოვანებული ნუნი ჩვენი სამეგობრო წრისკენ მიდის ტანის მშვენიერი რხევით და საღამოს ვიწყებთ..
ზურის ვაცილებდით.
ერთადერთი სტაბილური შემოსავლების ყრმობის მეგობარი ბუდედან გვიფრინდებოდა და ამას ჩუმად,გულში ძალიან განვიცდიდით.
საზღვარგარეთ ისევ ცოდნის გასაღრმავებლად მიდიოდა და,ქალაქში წამყვან კლინიკას რადიოლოგის ღმერთის გარეშე ტოვებდა.
მივტიროდით,მაგრამ,სიცილ-კისკისით.
სხირტლაძემ,როგორც მოსალოდნელი იყო,ჩვენი დილანდელი ინციდენტი ზუსტად ერთ ჭიქაში მიივიწყა და საღამოს განმავლობაში,აღარ შემოუხედავს,არწივის მზერას რომ არ გადაჩეხვოდა.
მისვლიდან,დაახლოებით საათნახევარში უკვე გამოსასვენებელი იყო,მაგრამ,ისიც ვიცოდი,სანამ თვითონ არ გადაწყვეტდა წამოსვლას,მე არ დამყვებოდა.
-ტას.-ძლივს მაგნებს მზერით ორი საათის შემდეგ ნუნი.ჩემკენ იხრება და ლამის გაუცისკროვნდეს თვალები,იმდენი ვარსკვლავი უბრწყინავს მასში.-არ გაიხედო იცოდე!შენი მკურნალი ექიმი მოვიდა!-დამცხა.
წამში ვბრუნდები ინსტიქტურად და იმწითის შემოსულ ტიტე ექიმს მზერით ვეკვეთები..
მადლობა ღმერთს მუსიკა იმდენად ხმამაღალი იყო,რომ საკუთარ გულისცემას ახშობდა,თორემ,ვიცოდი,გამთქვამდა.
არ ვიცი რატომ,მაგრამ,არც კი გამკვირვებია ჩვენი მაგიდისკენ რომ დაიძრა პირდაპირ.
რა თქმა უნდა,ღმერთს ყველაფერი ასე უნდა მოეწყო.
უკანასკნელი ნახვა კიარა,თვალსაც კიარ მაცილებდა.
მოდიოდა მხრებში გაშლილი,მთასავით მყარი,ძლიერი ნაბიჯებით და მიღიმოდა.
-აი,ეს თუ ბედი არ იყოს! თავი მომჭერი!-არ ჩერდებოდა გვერდით მჯდომი.
ზურიმ დიდი სითბოთი მიიღო ახალმოსული.
წარგვიდგინა და გაგვაცნო ყველას სათითაოდ.
მე ავიწურე ერთიანად ხელი რომ გამომიწოდა და თავი გალანტურად დამიკრა.
-ღმერთო,გასკდეს ახლა მიწა და ჩამიტანოს.-მინდა სხირტლაძეს გადავულაპარაკო,მაგრამ,ისე აორთქლებულიყო,ვერც კი შევამჩნიე.
ქალბატონს ზურისთან გადაენაცვლებინა და ,სხვა გამოსავალი რომ აღარ იყო,
რბილ პუფზე გვერდით მომიჯდა ღმერთკაცი.
არ შევიმჩნიე დიდად,ეს ქალური სიამაყე საიდანღაც მოფრინდა და მხრებზე შემომეხვია.
თუმცა,დიდხანს არ დამცალდა..
-კარგად გამოიყურებით.-რამოდენიმე წუთის შემდეგ ყურთან ახლოს მესმის მისი ხმა..
არ მეხება,
ოდნავადაც კიარ მეკვრის,მაგრამ,კანი ისე მიხურს,ყინულიან წვენის ჭიქას ერთიანად ვცლი.
-დათუნებიანი პიჟამოს შემდეგ,არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ..-სხარტად ვპასუხობ და ვცდილობ დაძაბულობის გაფანტვას.
არც ეს გამომდის.
ისე ჩაეცინა,ელვამ დამიარა..
-თქვენი შარმი არც მასში ჩაკარგულა,მაგრამ ამწამს სრული სამედიცინო კუთხით შეგაფასეთ.-ახურებულ ტანზე ერთიანად მასხამს ცივ წყალს და დენდარტყმულივით ვშეშდები..
მთელი საღამო გაუნძრევლად ვიჯექი და უხერხულობა სად წამეღო,არ ვიცოდი..
დაძაბულობა,რომელიც ხელშესახები იყო უკვე,სულს მიხუთავდა და მოუსვენრად ვცმუკავდი დროდადრო..
ჩემი გვერდით მჯდომი მშვიდად სვამდა და მოხერხებულ კომენტარებს ისროდა დროდადრო.
სხარტი იუმორი და მოსწრებული სიტყვა-პასუხი უფრო მეტ ვარსკვლავს აკიაფებდა მის შარავანდედზე,თუმცა,ალბათ ამას მხოლოდ მე ვამჩნევდი.
-“თურაშაულის ვაშლივით ღაჟღაჟებ ტასო,ისე ნუ იზამ,ხელოვნური სუნთქვა დაგჭირდეს,ტიტესგაან”-ზუსტად ნუნის აქცენტით ვკითხულობ მის შეტყობინებას საათის შემდეგ და ვდუნდები.
მეცინება..
პატარა ჩანთას ხელს ვავლევ და ვდგები..
პუფში კომფორტულად მჯდომი ტიტეს წინ უხერხულად მიწევს გავლა და ღმერთს მადლობას ვწირავ,ინსტაგრამზე ნანახი პოსტის შემდეგ სუნამოს ჩექმის ყელის დასასრულთანაც რომ ვიპკურებდი..
ვიგრძენი,როგორ შეუსინთქა ჰაერი ხარბად და,ცხელი სუნთქვა კაბის ბოლოდან,მოშიშვლებულ
კანზე რომ შემეხო,ერთიანად დამიარა თბილმა და,ყინულივით ცივმა ტაომ..
გავერიდე..
ქალთა ოთახამდე დინჯი,ფრთებგადაშლილი ნაბიჯებით მივედი,
მაგრამ,
მივხურე თუარა კარი,გული ისე ამიჩქარდა,გონზე მოსასვლელად წყალს შევუშვირე ხელისგულები..
მთელი სხეული მიხურდა..
მეგონა ფეხებზე ჯერკიდევ მისი სუნთქვა დამდიოდა..
გაჭირვებით შევისწორე მაკიაჟი..
სარკეში სახეარეული ტასო თვალებაბრწყინებული მიყურებდა და იმ სამ წამს გონებაში მიტრიალებდა..
-ღმერთო,რა იყო ეს,ა?!-საკუთარ დაბნეულობაზე გიჟივით მეცინება და ისე გავდივარ ,ჯერკიდევ სახეზე ღიმილი მაქ აკრული.
წითელი შუქით განათებულ დერეფანში მოულოდნელად წინწამოსულ სხეულში ტიტეს რომ ვარჩევ,ვიყინები..
ველოდი,
ქალურად,აი სასწაული წინათგრძნობით ვიცოდი,იქ რომ დამხვდებოდა,მაგრამ,მაინც ავღელდი..
-ანასტასია!- ხმამაღალ, ელექტრო მუსიკას მისი ბოხი ბარიტონი სასწაულად ერწყმება..
ნაბიჯსაც ვერ ვდგამ.
წინ ასვეტილ სხეულს თვალს ვავლებ და ერთიანად მოვარდნილ ცეცხლში მჭიდროდ ვეხვევი..
გული ისეთი სისწრაფით უცემდა,მის გახშირებულ სუნთქვას სახის კანზე ვგრძნობდი..
-ტიტე ექიმო!-არ ვიცი როდის მერე გადავიქეცი გაბედულ,ეშხით სავსე,ვნებიან ქალად..
საკუთარი ხმა ვერც კი ვიცანი..
მისი ბგერები,თვალები,კანი და მისგან წამოსული ენერგია იმდენად ღრმა,ინტიმური და დამუხტული იყო,ჰაერი მთლიანად გაყინა და,ცეცხლით ერთიანად გაალღო..
ვერ ვსუნთქავდი..
წინ მდგომი სხეული წამებს ითვლიდა,აფეთქებამდე და თვალები ნებართვას ითხოვდა..
ლამის ტაში შემოკრა ჩემში გაღვიძებულმა სასურველმა ქალმა..
მისი სურვილით სავსე,მაგრამ მაინც თავშეკავებული მზერისგან თვითშეფასება ცისკარამდე აფრინდა და კამარა შეკრა..
მთელი განვლილი ცხოვრების განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ამაზე მეტად იმპულსური..
არ ვცდებოდი,
შეუძლებელი იყო ქალურ ინსტიქტს ეღალატა..
სხეულის ყველა უჯრედი ერთიანად ამიჯანყდა და,
ავხედე..
-მაკოცე.-მისი მზერიდან წამოსულ ნებართვას დავთანხმდი.
სულ ერთი წამით გამიღიმა..
არა უხამსად.
არა უხეშად.
მის ღიმილში იყო რაღაც ძალიან სათუთი და ხელშესახები..
ერთიანად დავიწვი,
გრილი ხელისგული წელზე რომ შემომხვია და ერთ წამში მოხერხებული მოქმედებით,ამიზიდა,ერთი ნაბიჯით საყრდენი გამიჩინა მყარ კედელთან და ისეთი წყურვილით დამეწაფა,
გული გამიჩერდა.
კანი სიმხურვალისგან დამეშანთა..
ვნებისგან ათრთოლებული ხელები კისერზე შემოვხვიე და,საკუთარი სითამამით გაოცებული,ინსტიქტებს მივყევი..
-ტასო!-დროდადრო ამოიძახებდა და მთიშავდა რეალობისგან..
უკვე გული რომ ხელებში მეცლებოდა მღელვარებისგან,
ერთიანად მომწყდა და,
სუნთქვაარეული,
ჩემს გვერდით კედელს ისე აეკრო,
თითქოს თავს იმაგრებდა..
ხელისგულები ცივი ზედაპირისთვის მიებჯინა და თვადახუჭული,უღმერთოდ იღიმოდა..
-ისუნთქე..-ჩაეღიმა..
ვერ ავასრულე..
კისერთან მფეთქავი გული ამოვარდნას ლამობდა და,
განძრევის საშუალებასაც არ მაძლევდა..
ჩემს გასწვრივ მიკრული ხელი ჩემკენ გამოაცურა და,
მაჯაზე შემომაჭდო ცივი თითები..
-ამ მაჩვენებლით,სადაცაა გული გაგიჩერდება..-საათს ალმაცერი ღიმილით დახედა და ღრმად ამოისუნთქა..
თვალები ვერ ავარიდე..
მესიამოვნა თავის დამშვიდებას რომ
ცდილობდა და მასზე ზუსტად ისე რომ ვიმოქმედე,როგორც ის,ჩემზე..
-აუცილებლად ჩავნიშნავ ვიზიტს კარდიოლოგთან.-მისი რჩევები გამახსენდა და მოვსულიერდი როგორც იქნა.
-ჩემთვისაც გაანთავისუფლოს გრაფიკი.-საკუთარ გულსაც რომ მოუსმინა,თვალი ჩამიკრა სიცილით.
ვერ ვუჯერებდი რეალობას.
ვუყურებდი მას,
ჩემი პულსის ამრევს და წარმოდგენაც არ მქონდა,
იმპულსური ნაბიჯები რა შედეგს მოიტანდა.
-გავალ თორემ ნუნი ძებნას დამიწყებს.. -გაცლა ვამჯობინე,სანამ ისევ ავყვებოდი მისი ცხელი მზერისგან აშლილ ტალღებს..
-ხუთ წუთში გამოვალ მეც..-უცებ მპასუხობს და მზერას უცნაურად მარიდებს.
დილის დათუნებიანი ტასო ალბათ თმებისგან გამცლიდა,ახლა რომ დავენახე,როგორ ავათვალიერე მისი ტანი და,
ცალყბად ჩამეღიმა,რომ გავიაზრე,რატომ ვერ წამოვიდოდა ამწამს..
მაგიდას ერთიანად გამოცვლილი დავუბრუნდი..
საერთოდ წარმოდგენაც კიარ მქონდა,
ეს წუთები გონებიდან როგორ განმედევნა და აღარ მეფიქრა მის ცხელ ტუჩებზე..
მის ცივ ხელისგულებზე ზურგზე და,
კანზე დაკრულ სუნთქვაზე..
-მკვდრის ფერი გადევს.-არსაიდნ მოსული სხირტლაძე ერთიანად მაფხიზლებს და ჩემს გვერდით,ბუფზე ეხეთქება.
მთლიანად მოშვებულია და თვალები სარკესავით უციალებს,სფწროებში იმდენი მოცეკვავე ეშმაკი ყავს ჩასახლებული,სიცილს ვერ იკავებს..-რაო,ექიმმა,ჩაგიტარა ხელოვნური სუნთქვა წარმატებით?!
-ბოდავ ახლა შენ ნუნუ და წამოდი სახლში წავიდეთ,სანამ გათიშულხარ.-ერთიანად აფორაჯებული და საიდუმლოში მხილებული,ისე წამოვვარდი,თავბრუ დამეხვა.
ზურგიდან იმწამის მოსულმა ტიტემ წელზე მისი ყინულივით თითები საშველად შემომხმია და დამიჭირა.
-ახლა არ მოვკვდე.-ნუნიმ ისე გადაიხარხარა,მთლიანად გამიქრა სხეულში დავლილი ელვა.
იდაყვი გემრიელად ვუთავაზე მხარში და ერთ საათიანი დამშვიდობების შემდეგ,რპგორც იქნა ჩავსვი მანქანაში.
პირჯვრის წერით მივედი სახლამდე.
კიდევ უფრო მეტი გაჭირვებით მესამემდე ავიტანე მისი სხეული და დილანდელივოთ გათიშული დავაწვინე.
აღარ შემშინებია ამჯერად.
მივხვდი,ეძინა.
საბანი მჭიდროდ გადავაფარე და სამზარეულოში გავედი.
შუა ღამე იყო.
ოთხი იწყებოდა და არასდროს
ყოფილა ნოემბრის ღამე ამაზე მეტად
იდუმალი.
-ანასტასია,ხვალ პირველზე თავისუფალი ხარ? -ცოტა ხანში ტელეფონზე შეტყობინება რომ მომდის,გაოცებული დავყურებ.
ზუსტად ვიცოდი,ის რომ იყო და ცამდე გამეღიმა..
მოკლედ ვპასუხობ. ხვალ ვისვენებდი,რატომღაც მეგონა,შეხვედრას დამითქვამდა,მაგრამ,ხუთი წუთი პირი ვერ დავხურე,პასუხი რომ მომივიდა.
რატომღაც ცხოვრებაში ბევრი უცნაური შემთხვევები მქონდა..
ღმერთს ზოგჯერ მეგონა ან ძალიან ვძულდი,ან ძალიან ვუყვარდი.
ნუნი რომ ჩემს ცხოვრებაში იყო,ეს ფაქტიც კი მაეჭვებდა უფლის კეთილგანწყობაში,დროდადრო ისეთ ხათაბალიდან მიწევდა ხოლმე მისი გამოძვრენა.
ტიტეს ფენომენი ხომ საერთოდ ამოუხსნელი გახდა.
ან საერთოდ როგორ დაიწყო და როგორ გაგრძელდა?!
სხირტლაძესთვის წეღანდელი დერეფნის ფრაგმენტიც კი რო მომეყოლა,ალბათ ისე გაეცინებოდა,ისევ მოსასულიერებელი გამიხდებოდა,იმდენად იშვიათი იყო ჩემგან ზღვარს გადასვლა და თან,საპირისპირო სქესთან.
მითუმეტეს როცა საერთოდ არ ვიცნობდი და მთლიანად ინსტიქტებს მივნდობოდი.
წარმოდგენაც არ მქონდა,რას მომიტანდა ეს ყველაფერი..
მაგრამ ამ წამს,როცა ცხოვრებაში ალბათ პირველად შემომთავაზა განგებამ რაღაც საინტერესო,
არაორდინალური და,განსხვავებული,
მზად ვიყავი მიმეღო,რადგან ჰაერივით მჭირდებოდა სიახლე მდორე ყოველდღიურობაში.
-კარდიოლოგთან ჩაგწერე,ნახევარზე გამოგივლი და მიგყვები.დროებით და ჰო,შენი არომატი და ტუჩების გემო გონებიდან არ ამომდის.._მთელი საუკუნე დამჭირდა გასააზრებლად.
მერე მთელი საათი,რომ გულიანი სიცილისგან დაცლილი ენერგია შემევსო და,
დარჩენილი დრო,გათენებამდე,
ყოველ წამს კადრებივით ვიმეორებდი..
ტიტე ექიმს,რომელზეც წარმოდგენაც კიარ მქონდა,მთელი ჩემი ფიქრები მოეცვა და ეს განცდა,უღმერთოდ მომწონდა..
___
-ტასო!-ბარის ზედაპირზე ჩაძინებულს ისეთ ხმებში დამკივის ნუნი,დაზაფრულს გამეღვიძა და შეშლილი სახით ავხედე.ხმა ვერ ამოვიღე უცებ,მეგონა მოკვდა.
-უი გძინავს?!-ისე მშვიდად გააგრძელა მომენტალურად,ერთ წუთში გამოცვლილი ამდენი ემოციისგან თავბრუ დამეხვა.
-სერიოზულად,ნუნუ,ჯანსაღად ხარ?!-შეურაცხადივით ავხედე და წინ დადგმულ ფინჯან ყავას ვერც გავხედე.ჯერ კიდევ გული მეკავა ხელში.
მაჯაზე საჩვენებელი და შუა თითი პულსის გასასინჯად დავიდე და მეთვითონ გადმომცვივდა თვალები,ისეთი სისწრაფით ფეთქავდა ვენა.
-კიდევ ჩემი ფსიქო პორტრეტია თემაში?! შენ გძინავს მაგიდაზე მე კიარა.-არც კი მაქცევს ყურადღებას ,კოფეინს თამბაქოს აყოლებს ნაბახუსევზე და უკვე ველოდები,როდის ჩაიკეცება და გაითიშება.
მაგრამ,ჩემდა გასაკვირად,მშვენივრად იტანს დილის დოპინგს და ოირიქით,ენერგიაზეცაა.
-მართლა,წეღან უცხო ნომერი გირეკავდა.-ყავის პირველი გემრიელი ყლუპი რომ მოვსვი,მაინცდამაინც მაშინ მახლის და რომ მახსენდება,ვინ შეიძლება ყოფილიყო,გულზე მადგება და ძლივს ვიდგამ შემდეგი ხუთი წუთი სულს,ისე მახველებს.
საათს ავხედე,თორმეტი სრულდებოდა.
ჯანდაბა.
ფერდებში იმდენი მირტყა ნუნიმ ამასობაში,მგონი რაღაც ძალიან დიდი წყენა ჰქონდა დაგროვილი ეს წლები და ერთიანად მოიოხა გული.
-ჩამენგრა ნეკნები ნუნუ!-მართლა გამკრა მწარედ წელში ტკივილმა.
ოთხად მოკეცილი ძლივს გავიშალე და ისე გავხედე,ხელები მაღლა ასწია და კუთხეში მიჩოჩდა.
სიცილს გაჭირვებით იკავებდა.
-ექიმთან მივდივარ.კარდიოლოგთან.-რომ დავაყოლე,აქ მართლა ვეღარ გაჩერდა და სანამ მე გამოვფხიზლდი,მოვწესრიგდი და ჩავიცვი,ის ისევ სამზარეულოს იატაკზე იყო ჩაკეცილი და ხარხარებდა.
ასეთიც დავტოვე.
საათი ზუსტად ნახევარს აჩვენებდა და ტელეფონზეც ზარი შემოვიდა.
ვეღარ მოვასწარი პასუხი.
სადარბაზოდან გავედი თუარა,
ნოემბრის სუსხში,ერთი ფარატინა პერანგით ამესვეტა წინ ტიტე.
გავიბადრე.
აი ისე მიღიმოდა,სერიოზული სახის შენარჩუნება მეც ვერ მოვახერხე,იმდენად ძალიან დიდ სხივებს გზავნიდა თვალებიდან.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები.-გამოწვდილ ხელს ინსტიქტურად ჩავეჭიდე და ავტომობილისკენ გამიძღვა.
მძღოლის გვერდით გამიღო კარი და მეც,კომფორტულად მოვთავსდი.
ციოდა,მართლა სასწაული სუსხი იყო გარეთ,
მაგრამ,
ჩაჯდა თუარა და დაძრა,სალონში ისე ჩამოცხა,თხელი პულოვერი ლამის ტანზე შემოვირღვიე.
საიდან ატანდა ამდენი მუხტი,წარმოდგენაც არ მქონდა,
მაგრამ,უკვე გაუსაძლისი იყო სუნთქვა..
გონებას ვერ ვიკრებდი,
წუხანდელი კადრები და მისი ყინულივით ცივი თითები მეგონა ისევ კანზე მეხებოდა..
ფანჯარა რომ ჩამოწია და პერანგის მესამე და მეოთხე ღილიც შეიხსნა,მივხვდი,ისიც არანაკლებ ღელავდა და ისე მესიამოვნა,სახე მინისკენ გავატრიალე,რომ არ შეემჩნია..
მცირე დიალოგმა როგორც იქნა ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა და სავალი გზაც დასრულდა.
მიმღებში რომ არ დავრეგისტრირდი,კი გავხედე ,მაგრამ,მანიშნა,უკან გავყოლოდი და მეც დავნებდი.
ფრთხილი კაკუნის შემდეგ,მეხუთე კაბინეტში შევედით და შუა ხნის ლამაზ,თეთრ ხალათში გამოწყობილ ქალბატონს მივესალმეთ.
სანდომიანმა ექიმმა ანამნეზი შეადგინა,ჩივილები,რომლებიც ბოლო პერიოდში ნამდვილად მქონდა,ყურადღებით მოისმინა და ფართოდ გამიღიმა.
-საშუალოდ 100-110 აქვს პულსი,გარეგანი ნიშნული არ ახასიათებს,მხოლოდ მცირე სიფერმკრთალე და,სტრესის ფონზე გონების დაკარგვა. -ტიტე ექიმი ჩემს ზურგსუკან დამდგარიყო და გამოკითხვა რომ დავასრულეთ,ჩემს აბდაუბდა საუბარს,ერთიანად მოუყარა თავი.
მადლიერებით გავხედე,ტიტეს ჩაეღიმა.
მხრებზე ცივი ხელისგული დამადო და უცნაური მზერა გაუცვალა ქალს.
შევამჩნიე ჩვენი წინ მჯდომის შეფარული ღიმილიც,მაგრამ,აღარ მივაქციე ყურადღება.
ექთანი კარდიოგრამის აპარატს ამზადებდა და თან ჩემს მეგზურს თვალებს შვლის ნუკრივით უფახულებდა.
-ტიტე ექიმო,დაგვტოვეთ ცოტა ხნით,არ იჯავროთ,თქვენს მეგობარს უვნებლად დაგიბრუნებთ.-ჩაეღვენთა ლამის ხელებში,კი ავიფოფრე და გავწიწმატდი,მაგრამ,რომ არ დამმჩნეოდა,ტიტეს გავხედე,რომელიც მხოლოდ მე მიყურებდა..
-ხომ არ გეშინია?!-გამიღიმა,ისეთ დაბალ ხმაზე მკითხა,კანზე ელვამ დამიარა.
თავი კი გავუქნიე,მაგრამ,არც ისე დამაჯერებლად..
შინაგანად მაინც ვღელავდი და ამას ვერ ვაკონტროლებდი.
ყველაფერს ტიტეს მჭიდროდ ჩაკიდებული ხელიც ამატებდა..
რამაც,საბოლოოდ ჩემი გულის აჩქარებაც გამოიწვია და ექიმის აწკეპილი წარბებიც.
როგორც კი დაასრულა პროცედურა,ექთანი კაბინეტიდან გაიხმო და მხოლოდ მე და ის დავრჩით.
-ცოტა უჩვეულოა,ტიტე ნამდვილად სწორი იყო,საგანგაშო არც არაფერია,თუმცა,თქვენი ეს სწრაფი პულსი მაინც ბევრ კითხვას მიჩენს.-თანაგრძნობით გადმომხედა და დედაშვილური,თბილი ღიმილით დამასაჩუქრა.
-უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის,რამდენიმე ანალიზზეც ჩაგწერთ,ტიტეს გავაფრთხილებ და როგორც კი პასუხი იქნება,საბოლოო ვიზიტზეც გელით დღის ბოლოს. -ტელეფონზე შეტყობინებას წერს, ამობეჭდილ დიაგრამას გაჰყურებს და სახე ისევ ეშმაკური ღიმილით ეპობა.
იმწამის შემოსულ ტიტეს მხოლოდ ანალიზების ჩამონათვალს აწვდის და დროებით გვემშვიდობება.
ჩემს ექიმს წეღანდელი თავისუფალი სტილი შეეცვალა.
ტანზე ამჯერად ცისფერი ფორმა ეცვა და ისე უხდებოდა,
სუნთქვა შემეკრა.
საერთოდ სხვა იყო აქ,როგორც მივხვდი,მის სამსახურში.
დერეფანში მოცქრიალე ექთნების გაცისკროვნებული სახეები და ექიმების მხრიდან წამოსული პატივისცემა მის მიმართ უდიდეს ნდობას მიჩენდა..
არ მომცილებია არცერთი წუთით..
მთელი ჩემი ცხოვრება მეშინოდა და გავურბოდი საავამდყოფოს..
მის დერეფნებს ყოველთვის მწარე,მჟავე სიკვდილის გემო ჰქონდათ..
მის გვერდოთ კი,საოცარ სიმტკიცეს ვგრძნობდი და ეს განცდა მომწონდა..
-ერთ საათში იქნება დაჩქარებული პასუხები.-როგორც კი ლაბორანტიდან გამოვდივართ,ლიფტით ნულ სართულზე,ავტოფარეხში ჩავდივართ მას შემდეგ,რაც ლანჩზე უარს ვაცხადებ.
მცირე ნერვიულობა,რაც გულს მიღრღნიდა,მაინც არ მაძლევდა საშუალებას,ბოლომდე მოვდუნებულიყავი.
სალონში ენერგიაგამოცლილი ვჯდები.
მოხრილ ხელს ვშლი და სპირტიან ბამბას ვიშორებ.
ნანემსარი შეფერადებულიყო,შიშზე დამალულ ვენას ძლივს მიაგნო ექთანმა.
აი ტიტეს კი შეეძლო ორ წამში დაედგა სისტემა.
მეცინება იმ დღის გახსენებაზე..
-ერთი წუთით,ლეიკოპლასტი უნდა მქონდეს აქ.-ჩემკენ გადმოიხარა და სათავსო გამოხსნა.
არც კი ვიცი,რამდენი წამი ვიჯექი სავარძელზე აწურული,სუნთქვაშეკრული და გაშეშებული,სანამ ის ნივთებში პლასტერს ეძებდა..
ვგრძნობდი მის სასწაულ სუნამოს არომატს და,
ცხელ სუნთქვას,რომელიც ისევ ფეხებზე მედებოდა და მთლიანად მრევდა.
დაჰყვებოდა მის პიროვნებას რაღაც ჯადოსნური და ეს ჩემზე ისე მოქმედებდა,მთლიანად მავიწყებდა სიფრთხილესა და უცხოს მიმართ დისტანციას.
პირიქით,მთელი ტანი და სხეულში მოძრავი ყველა გრძნობა მისკენ მიილტვოდა და ვიცოდი,ჩემკენ გადმოხრილი ტიტეც ებრძოდა მის თავს..
ამას გახშირებული სუნთქვითა და,კანიდან წამოსული უღმერთო ენერგეტიკით ვგრძნობდი.
-აქ არის!-თითქოს შვებით ამოისუნთქა. უცებ გაიმართა და ხელზე წებოვანი ლენტი დამაკრა.
ცივი თითების შეხებამ დენივით გაიარა თითქოს მთელ სხეულში..
მისი კანის ქვეშ დამიარა ელვამ და რომ შეხედა და იგრძნო,ისე შემრცხვა,
თვალები სად წამეღო არ ვიცოდი.
ჩაეღიმა.
მომაკვდინებლად გაეღიმა და ამიყოლა მეც.
-ტასო!-სავარძელზე გასწორებულმა სუსტად განათებული ავტოფარეხი დეტალურად მოათვალიერა და მხოლოდ შემდეგ შემომხედა..
თვლები კაბადონივით უციმციმებდა..
მწვანე ხასხასა სხვივებში უამრავი მუხტი ირეკლებოდა და მასთან ერთად წამოსული კითხვა..
თანხმობის მომლოდინე სფეროები მთელ სხეულს იკვლევდა და ისე მაფორიაქებდა ტანი ერთიანად ამითრთოლდა და ცხელმა,გავარვარებულმა ვნებამ ერთიანად,წამლეკავად დამიარა..
ღმერთო,
რა ინტიმური იყო ყოველი წამი და რა შეუცნობი ჟინის ძალა..
არსაიდან წამოსული გამბედაობით,
ინსტიქტურად არ ვიცი როგორ,
მაგრამ,
მის მუხლებზე რომ აღმოვჩნდი წამებში,
მერე გავიაზრე,ყინულივით ცივმა ხელებმა რომ ამიზიდა და კომფორტულად დამისვა..
მიმალული,მიჩქმალული შინაგანი ქალღმერთი ჰაერში ტრიალს ასრულებს და გაბადრული სიმღერას იწყებს..
საოცრად ელავდა მისი თვალები ამ წამს,როცა ხელებს წელზე მაწყობდა და ჩემი ტუჩებისკენ მოუთმენლად იწევდა..
უკან დავიხიე..
სახე ისე გამებადრა კეკლუცური ღიმილით,
ტიტეც კი გაოცებული მიყურებდა.
არათუ ჩემი მორცხვი,უცოდინარი და პულს გადამცდარი თავი..
ინსტიქტებს იმ საზღვრამდე მივყავდი,რომელსაც არც არასდროს გადავცდენოდი და,სიმართლე ითქვას,არც კი ყოფილა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში ადამიანი,რომელთანაც იმპულსურ ნაბიჯებს გადავდგამდი და,ეღირებოდა.
-ტიტე!-გამოვაჯავრე,ხმა ისე შემცვლოდა,იმდენი ჟინი გარეოდა ტონებს,კანით კანზე ვიგრძენი,როგორ გაიარა მის სხეულში თითოეულმა ასომ..
ძალიან ნელა დავიხარე მისი სახისკენ და მომლოდინე ტუჩებს ჩემი შევუერთე..
ნელი,თითქოს საუკუნის მომცველი ამბორი ყველა მომაკვდინებელ გრძნობას იტევდა..
სიამოვნების მორევში მივქროდი მასთან ერთად და არცერთი წუთი მიღირდა,შეჩერებად.
მომწონდა როგორ ახანგძლივებდა თვითონაც ყოველ ახალ წამს და როგორ წუწნიდა სისხლმოწოლილ ტუჩებს..
-ღმერთო,საოცარი ხარ!-ისე ჩუმად დასცდა მის ბაგებს,ჰაერში გაიფანტა..
გულამოვარდნილი,სუნთქვა გახშირებული,მის ტუჩებს მოწყვეტილი არეული მზერით დავყურებდი და წარმოდგენაც არ მქონდა სად წამეღო მოჭარბებულად მოვარდნილი ეიფორია.
-გადასკუპდი სანამ დროა.-რომ ვეღარ დავირეგულირეთ პულსი,სიცილშეპარულად ამომხედა.
თვალებში არეკლილი საკუთარი თავი ღიმილით,ციმციმითა და,სიანცით მიყურებდა.
მის კალთაში თავს სანდომიან,სექსუალურ,ვნებიან ქალად აღვიქვამდი.
ეს განცდა პირველი იყო და უზომოდ საინტერესო.
-არასდროს ჩემს ცხოვრებაში თავი ასე არ დამიკარგავს.-საუკუნე გავიდა,სანამ საუბრის ენერგიას მოვიძევდით სხეულში.
უცნობი,მაგრამ,საკუთარივით სანდოტიტე ექიმი ღიმილით მიყურებდა.
არ მალავდა მის თვალებში არეკლილ წმინდა,უსარჩულო აღფრთოვანებას.
ის მარტო არ იყო..
ყველა უჯრედში გაფანტული ენდორფინის ჭარბი ტალღები ზუსტად იგივეს მოწმობდა ჩემგანადაც და ვიცოდი,რომ ხვდებოდა..
არ მიცდია შეფარვა..
თუ ეს ცხოვრება ამ კონკრეტულ წამს არაორდინალურ ქმედებებს მოითხოვდა,ასი პროცენტით მზად ვიყავი,შედეგების გარეშე,მიმეღო.
მალევე,ტოტეს შეტყობინება მოუვიდა და ლაბორატორიაში დავბრუნდით.
კაბინეტიდან გამოსული ფურცლებს წუთით გადახედა,შედეგები გადაამოწმა და ღიმილით ამომხედა.
-როგორც სჩანს,ეს შენი გულის აჩქარებები ნამდვილად ჰორმონების ბრალი ყოფილა!-თვალს მაცდურად მიკრავს და დერეფანს ვტოვებთ.
-ანუ,მართლა მენოპაუზა მეწყება?!-გონება ისე მქონდა გაფანტული,სხეულში ნუნი ჩამისახლდა და ისეთი აფსურდი დავახეთქე ნერვიულობისგან,ტიტე მოსასულიერებელი გამიხდა,სანამ ექიმის კაბინეტში შევედით.
-სერიოზულად რა ტიტე,მოვკვდი ნერვიულობით!-ალბათ მართლა სასოწარკვეთილი გამოვიყურებოდი,უცებ შეწყვიტა სიცილი და სითბოჩაღვრილი თვალებით არულიად განმაიარაღა.
-ყველაფერი წესრიგშია ტასუ,უბრალოდ ჭარბი ენდორფინების მოზღვავებისას,გული გიჩქარდება.მთავარია ორგანიზმი მიეჩვიოს ეიფორიას. ან,უბრალოდ,მოერიდე იმას,რაც გულს გიჩქარებს.-ხმა უსერიოზულდება,მაგრამ,თვალებში მაინც იმდენი ეშმაკი უხტის,სახეს ვერ უყრის თავს.
-ძალიან კარგი,გამოდის ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა.-არც მე ვაკლებ და უცებ ისეთ გამომეტყველებას იღებს,უკვე მე ვეღარ ვსუნთქავ სიცილით.
-მაგისთვის მოგთხოვ!-წინ გაბზეკილი საჩვენებელი თითით მოჩვენებით მემუქრება და ფართე ღიმილს არ მალავს.
უფრო მნუსხავს.
გულს უფრო მიჩქარებს.
-ნელა იყავით ტიტე ექიმო,ისევ თქვენი მოსაბრუნებელი გავხდები!-სანამ აკაკუნებს,ყურში ძალიან ჩუმად ვეუბნები და სახეზე შეყინული ემოციებით ზურგსუკან ვიტოვებ.
გამარჯვებული ღიმილით ექიმს წინ შედეგებს ვუდებ და ვცდილობ განვლილი გონებიდან ამოვიგდო,რომ კონცენტრაცია შევძლო.
როგორც ამოვიკითხე-ნესტანი ექიმი დეტალურად მიხსნის ყველა ნიუანსს.
ტიტეს სიტყვებს ამყარებს. აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში მქონდა,
თუმცა,ეს უცაბედი პულსის აჩქარება და თან ასეთი სიჭარბით,ისევ პასუხგაუცემელი იყო.
მოსაცდელში კედელთან აკრულ ტიტეს უკვე დამშვიდებული ვუბრუნდები.
-თუარ შეწუხდები,იქნებ მიმასწავლო,სად დავფარო ხარჯები?!-სანამ დავიძრებით,ვეკითხები.
ვერ ხვდება უცებ რას ვგულისხმობ,ისე გამომხედა,დავეჭვდი,რამე ხომარ მეშლებათქო.
-ანალიზების და კონსულტაციის თანხა ტიტე!-ვუმარცვლი.
ოცდება.
სახეზე წამებში უამრავი ემოცია ეცვლება და ბოლოს წარბებს კრავს.
-ეგ მეორედ არ გაიმეორო ანასტასია..თავს შეურაცხყოფილად ნუ მაგრძნობინებ,გთხოვ..-ყველანაირად უარყოფს ჩემს აურაცხელ მოთხოვნას,თხოვნას,მკაცრ გაფრთხილებას და ბოლოს,ფარხმალს ვყრი.
აზრი არ ჰქონდა.
მაღალი სხეული ჯიქურ მიიწევდა ავტოფარეხისკენ და მეც,ხელჩაკიდებულს,მიმიყოლებდა.
-ასე არ შეიძლებ!-ხელები გულზე დავიკრიფე და არც კი გამიხედავს მისკენ,ისე დავიძარით.
-ეს მე ჩაგწერე ექიმთან,შესაბამისად,შენ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდები!-უკვე მეოთხედ მიმეორებს,თუმცა,მაინც არ ვცემ ხმას.
სახლში მისვლამდე,თავს ათასჯერ ვაიძულე,მისკენ არ გამეხედა და,არ დავნებებილიყავი..
-ტას..-სადარბაზოსთან შევჩერდით.
მომიბრუნდა.
მთელი ტორსით შემოტრიალდა და რაღაცნაირი,ნაღვლიანი,სევდით სავსე მზერით შემომანათა მისი მწვანე,ხასხასა თვალები..
-დღეს ღამე მორიგე ვარ და ზეგამდე სამწუხაროდ ვერ გნახავ,გთხოვ,ნუ მაფიქრებ,რომ გაგაბრაზე.. ჯავრად გამყვება..-იმდენად გულწრფელი იყო,გული ერთიანად გამილღვა..
ძალიან მკრთალად გავუღიმე..
მოვეშვი თუარა,სალონში კვლავ დაბრუნდა ის ძველი,სულისშემხუთველი ენერგეტიკა..
გაივსო ჰაერი მუხტით.
წამში ამომიტივტივდა გონებაში წეღანდელი,ზუსტად ამ სალონში,ამ სავარძელზე დატრიალებული ცეცხლი და,სუნთქვა შემეკრა..
ღმერთო,მთელ მანქანაში ისმოდა ჩემი გულის ცემა და აჩქარებული პულსი.
-არადა,დედაჩემმა გამაფრთხილა,შენი ბრალია მისი არითმიაო.აბა მითხარი,როგორ ვაიძულო თავს,ისე გაგიშვა,რომ დღის ბოლო კოცნა არ გავიყოლო?!
-დედა,ვინ?!-თვალები ლამის გადმომცვივდა.
წამში ინანა ტიტე ექიმმა ნათქვამი სიტყვები.
სიცილგაპარულსახეზე ხელები ფარად აიკრა და ჭუჭრუტანიდან გამომხედა.
პატარა,თითისტოლა ანც ბავშვს გავდა.
-გთხოვ,არ მომკლა!-ერთი გადახარხარება ალბათ ყველაფრად უღირდა,მაგრამ,ზუსტად ვიცოდი,იმდენი რისხვა მოდიოდა ჩემგან,უკან დაიხია.
-ქალაქში საუკეთესო ექიმია,ტასი,რა ჩემი ბრალია?!სხვას შენს ჯანმრთელობას ვერც ვანდობდი!-თავი კი იმართლა,მაგრამ,მაინც ვდუღდი.
-კიდევ რას მეტყვი აბა?! სამი თვის წინ ფეხი გადავიბრუნე და,წვიმის დროს მტკივა,ვისთან ჩამწერრდით ?!-სად და რას მივედებოდი,ღმერთმა უწყის,ნერვები ელვასავით იკლაკნებოდა თავში და ეს პულსი უკვე მივარდებოდა.
-მამაჩემი ტრავმატოლოგია,ანასტასია,შეიძლება მცირე ბზარი გქონდეს,მაგრამ,საყურადღებოა მაინც,რითი იმკურნალე?!რენტგენი გადაიღე?!ერთიდან ათამდე დაახლოებით რა ბალზე გტკივა ხოლმე?!-იმდენი კითხვა მომაყარა,ვეღარ გავიგე,რომელზე გავბრაზებულიყავი.
დედამისი?!
მამამისი?!
იქნებ დაც ჰყავდა პედიატრი და ტაში,ოჯახი იყო თუ გადაუდებელი დახმარება?!
სულ ავიჭერი.
გაცეცხლებული მანქანიდან გადმოვედი და კარები ძლიერად მივხურე.
ღირსია,
გვარში მანქანის ხელოსანიც ეყოლებოდა,მიხედავდა რამე თუ დაზიანდა.
ასე ერთად და ცალცალკე ისე გამაცხარა,
კანი მეწვოდა.
გადმოვიდა ავტომობილიდან,მაგრამ,ხელის ერთი ჟესტით შევაჩერე და მესამეზე სულამოუთქმელად ავირბინე.
უკვე შებინდებული იყო და ვიცოდი,ნუნი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა..
-მოხვედი?!-შევედი თუარა,მრგვალი,თბილი და ბევრი ნუგეშით სავსე მზერა შემომანათა..
გავლღვი ცოტა..
გავუღიმე.
-ყველაფერი კარგადაა ნუნი,იდეალური ანალიზები მაქვს,მხოლოდ,თურმე,ეს გადაჭარბებული ემოციების ფონი იყო და,რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ვნახო ტიტე ექიმი,თუარ მინდა გულმა შემომიტიოს!ასე მითხრა ვაჟბატონის დედამ! კარგი,არ უთქვამს,მაგრამ,მას ხომ უთხრა?! კარგი,არც მისთვის უთქვამს მსგავსი რამ,მაგრამ,სამაგიეროდ,თურმე,ამასწინ ფეხი რომ გადამიბრუნდა და ნიგოზს ვიდებდი,ტრავმატოლოგთან უნდა მივსულიყავი,თან აგერ ახლოში მყოლია,ტიტეს მამა და,უი,შეიძლება კიდევ ჰყავდეს ვინმე გვარში,ექიმი და რავიცი ნუნუ,რამე ხოარ გტკივა შენც?!ტიტე ექიმი სრულიად უფასოდ შემოგატარებს მთელ საავადმყოფოს და არც კი თეთრს არ გადაგახდევინებს!-ისე მივაყარე ყველაფერი,გული ამიჩქარდა და თავბრუ დამეხვა..სააბაზანოში გავედი და უკან ადევნებულ სახეგაფითრებულ ნუნის ვეღარც შევხედე.
ცხელ ხელისგულებს ცივ წყალი შევუშვირე ცოტა რომ დავმშვიდდე და არ გავფრინდე.
-ტას,კარგად ხარ?!-გულწრფელად ღელავდა,
ნიჟარასთან დახრილს გრილი ხელისგულები ზურგზე ჩამომისვა..
-მას ძალიან კარგი დედა,ალბათ კიდევ უფრო კარგი მამა და,ოჯახი ჰყავს ნუნი.. იცი,როგორ უსიტყვოდ,მხოლოდ ერთი შეხედვით ესმოდათ დედა-შვილს ერთმანეთის?! -გულმა რომ ვეღარ დაიტია,მიკიბულ-მოკიბულს და,ხავსივით მოჭიდებულ ტყუილ მიზეზებს,გულში რომ ეგოისტურად ჩავიხვიე,მწარედ,ნუნისთან ამოვიღე..
ვერ შევხედე საკუთარ თავს სარკეში..
არ მიყვარდა,როცა ვტყდებოდი და,
იმ ჩემ,დამსხვრეულ და,მიტოვებული ბავშვის რეალობას ვუბრუნდებოდი..
შემობრუნებულმა სხირტლაძეს გაშლილ ხელებში ჩავიკარგე და სულ ცოტა ხნით,თავს უფლება მივეცი ეგოიზმი გამომედევნა..
ის იდეალური იყო..
ტიტეს ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა და,
მიუხედავად იმისა,რომ არც არასდროს დამუფლებია შურის განცდა,
ამ ერთ წამს,გული მტკიოდა ხოლმე..
პატარა ასაკში დატოვებული ბავშვისთვის,ხანდახან,ალბათ,საუკუნეში ერთხელ,ოჯახის მოსაკლისება საჭირო იყო..
მხოლოდ ის მაღელვებდა,ამ ჩემს აღელვებას ისიც რომ შეესწრო,და თან ისე,რომ
წარმოდგენაც არ ჰქონდა,გული რაზე მეტკინა..
-ხანდახან უნდა მისცე სხვასაც საშუალება,შენზე იზრუნონ,ტას..შენ არ ხარ ცუდი,შენ არ ხარ არასასურველი..
შენ გიყვარს ყველა,ყველას ეძვირფასები შენც..
მხოლოდ უნდა მიეჩვიო,რომ შეიძლება ხანდახან ვიღაც გამოჩნდეს,ვისაც შენზე ზრუნვა მოუნდება და,უნდა ადროვო..
კარგი?!
ვერ ვუპასუხე..
სახლში მარტო დარჩენილი მთელი ღამე ისე გადავათენე,
გონება ერთი წუთითაც ვერ გავთიშე..
საკუთარ თავს,ტიტესთან ერთად,ვადანაშაულებდი და თან ვიცოდი,სწორიც ვიყავი!
მახსენდებოდა მასთან ერთად გატარებული სიგიჟის ყოველი წუთიც და წარმოდგენაც არ მქონდა,
რა გზას ვადექით..
ფანჯრებში ნოემბრის სუსხისგან დაორთქლილ მინებს ვუყურებდი,
ჩემ თვალწინ რომ გაიცრიცა ღამე და მას,
ისევ უცხო ნომრიდან მოსული რამოდენიმე შეტყობინება მოჰყვა,ერთდროულად..
პირველ წაკითხვაზე გაოცებული დავყურებდი სიტყვებს.
მერეზე გამეღიმა.
მესამედ რომ სიტყვასიტყვით გადავიკითხე,ათი წუთი სულმოუთქმელად ვიცინოდი.
ენერგია მთლიანად რომ გამომეცალა და ჩავჯექი,მეოთხე წრეზე თვალებამღვრეული ვიზეპირებდი ყველა ბგერას….
ის მეცნობოდა..
“კიდევ რას მეტყვი”-ზე წერტილმძიმით მპასუხობდა და,მგონი,იმ საფეხურზე დავდექით,რომელსაც ასე ერთიანად გადავახტით და,თან,ასე სასიამოვნოდ.
სახელი-ტიტე
გვარი-ნოზაძე
ასაკი-31
პროფესია-ღმერთმა უწყის,ყველაფერს ვედები,მაგრამ,ახალი სიცოცხლის საკუთარ ხელებში დაბადება,მაინც სხვა განზომილება მგონია,ამიტომ გინეკოლოგია ბოლო წერტილი.
ოჯახური მდგომარეობა-დაუოჯახებელი,მაგრამ,გავიცნობ გოგოს,მაღალს,ტანწერწეტას,თაფლისფერ თვალას,ჰორიზონტამდე სე*სუალურსა და ვნებიანს,ყველაზე გულჩვილსა და ისეთ ბრაზიანს,რომ მთელი დღე მოსვენება დამაკარგვინოს და საკუთარი თავი ძალიან გამაკიცხინოს,რომ გავანაწყენე.
ჰობი-პულსის გასინჯვა ერთადერთისთვის.
ბნელი მხარე-გრაფიკი,თავდაჯერებულობა.
ნათელი მხარე-ხვდები ხომ?!ბნელ მხარეს ახედე!
მიზარი-რომ შემოვირიგო ის,ვისაც ვაწყენინე და,ხვალ,სამსახურის შემდეგ,შეხვერდაზე შევითანხმო.
მიზეზი-ხანდახან ვაჭარბებ ხოლმე,ტასი,აქ ბევრ რამეს ვხედავ..სულ ვცდილობ,ყურადღება არ გამეფანტოს და რამე არ გამომრჩეს.. მეუბნებიან,ზედმეტად ზრუნავ გარშემომყოფებზეო და,არადა,თუ ეს ბუნებრივად არ მექნა გონებაში,რა მინდა ამ პროფესიაში?! მაპატიე დღევანდელი,ალბათ დაგაშინე,ალბათ გადავაზედმეტე ..
დავიწყოთ?!
მწერდა.
გული მომეწურა..
ისე ავღელდი,ვიგრძენი,პულსი გალაქტიკას სცდებოდა.
დიდხანს დავყურებდი შეტყობინებას..
უამრავჯერ წავიკითხე და ათასჯერ გამეღიმა..
-მზად ხარ არაორდინალურ,ცოტა ბიპოლარულს,ცოტა დეპრესიულ,ცოტა შიზოფრენიკ პაციენტს გაუმკლავდე ტიტე ექიმო?! -ღიმილით მივწერე დიდი ხნის შემდეგ პასუხი..
მერე რა,თუ ყველა ბნელ მხარეს მალავს ხოლმე ადამიანი და ეტაპობრივად ავლენს ურთიერთობაში?!
ჩვენ იმდენად თავდაყირა დავიწყეთ,
ჩვეულებრივი არც არაფერი ყოფილა..
მითუფრო,მინდოდა,ზუსტად ისეთი მივეღე,როგორიც ვიყავი..
-მზად ვარ!-ზუსტად ერთ წუთში მომივიდა პასუხი..
____
-ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა!-ზუსტად ერთი წამის შედგმული მქონდა სახლში ფეხი,ნუნი ახალგაღვიძებული რომ გამოფრატუნდა სამზარეულოდან და,წინ ამესვეტა.
სხირტლაძეს ზუსტად ისეთი გრაფიკი ჰქონდა,როგორიც თვითონ იყო:
არაოდრინალური,დაუდგენელი და ცვალებადი.
თუმცა,ძალიან კარგი უფროსი და შესაბამისი ანაზღაურებაც ჰქონდა,ამიტომ,ვიტანდით მის ხან ღამის,ხან კი დილის ცვლებს.
გისმენთქო,ვანიშნე და თან ვიცი,ნახევრად სველი დუტი საკიდზე ჩამოვკიდე.
თავსხმა წვიმა იყო გარეთ.
ძლივს მივაღწიე სამსახურიდან სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამდე.
საშინლად გავიყინე,დავსველდი და ახლაც,ერთიანად მაკანკალებდა.
სიცხეს მიწევდა,ვგრძნობდი.
-ვასიკომ სომელიეს პოზიციას თუ შეითავსებ ხელფასს ხუთი ასეულით მოგიმატებო! წარმოგიდგენია?! სამსახურში როგორც იქნა შემეძლება დალევა და იმ საქმის გაკეთება,რისთვისაც მომავლინა ამ სამყაროში შემოქმედმა! -ისეთი აღფრთოვანებულია,მისი განწყობა მეც მედება.
-მაგ პროფესიას და გამოწვეულ შედეგებს ჩვენს ენაზე ლოთობა ჰქვია ნუნი,თან სტაჟიანი და ძალიან არ მინდა,ხუთასი ლარის გამო,ათ წელიწადში შენთვის ღვიძლის დონორი ვეძებო! -ჩაის მზადების პარალელურად,კბენას ვახერხებ და ბარზე მოცელილი ვჯდები.
-არ ინერვიულო! ასე თუ მივყევით,მაგ დროისთვის ტიტე ექიმი უკვე ჩვენი სიძენიქნება და კილოს ლარში გვაყიდინებს შავ ბაზარზე ! -არ ნებდება,ცეცხლზე ნავთს მასხამს და ბოლო დარჩენილ ენერგიასაც მაცლის უწყვეტი სიცილით.
რომ გავისინჯე,38ს ორი ხაზი აკლდა.
ნუნიმ ოფიციალურად ამიყვანა და გადამკოჭა ლოგინზე.
არ გამანძრია სანამ სამი ლიტრი სითხე არ მადინა..
ვერ აღვნიშნეთ მისი დაწინაურება ჩვენ რომ შეგვეფერებოდა ისე..
წვიმაში ყოფნამ მისი გაიტანა და ისე მომტეხა,ღამის 12 საათზე უკვე ტემპერატურა 39ს გადაცდა და ნუნიმაც თავზე ძმრიანი ნაჭერი წარმატებით გაიკრა.
-ვაიმე,რა ვქნა ახლა მე?!-მგლოვიარე დედაბერივით შალწაკრული საწოლზე მეჯდა და ისე მოთქვამდა,გული უფრო მიწუხდებოდა.
პულსი აჩქარებული კი არა,ისე მქონდა დავარდნილი,ნუნიმ საერთოდ ვერც კი იპოვა.
ხელზე კანი გადამაძრო,მაგრამ,გულის ცემას მაინც ვერ მიაგნო.
-კვდები გოგო?!-ისე დამტირა,მაინც გამომიყვანა წყობილებიდან.
-ჩაწიე ნუნუ ცოტა თითები,იდაყვთან რომ ეძებ პულსს,მაჯასთან ნახე!მაჯასთან! მარჯვენა განაპირა კუთხესთან! -ძლივს ამოვიყვირე.
მაინც ვერ მოისმინა.
კედლებზე გამიყვანა.
-ღმერთო,წამიყვანე!-უიმედოთ ავხედე ჭერს და უცებ რომ შემუქდა ჩვენი ფითქინა ჭაღი,გული მართლა შემიღონდა.
-ნუნი!-სამზარეულოში წინდაუკან მოწრიალეს გავძახე.
ისე მიმასუსტა სიცხემ,თერმომეტრს ვერ მივწვდი..
ვიცოდი ჩემი ორგანიზმის,სიცხეს ვერანაირად ვერ დავიგდებდი სანამ თვითონ სხეული არ გადაწყვეტდა გამოჯანმრთელებას.
ცხელი ცაცხვის ჩაი სულ ტყუილად დამიყენა,ვერ წამოვიწიე რომ მომესვა.
-ტვინი გაგილღვება ტასუ,სასწრაფოს ხომარ გამოვუძახო?!-რიცხვებს რომ
დახედა და სახე შეეშალა,მივხვდი,არიყო საქმე სულ მთლად კარგად და ის დამწევებიც ტყუილად ვყლაპე.
-არა რა ნუნი,ხომ იცი,დამიწევს და ხვალ უკვე კარგად ვიქნები.. არ ღირს,თან წინაზე ისეთი სპექტაკლები დავუდგით ბრიგადას,მგონი შავ სიაში ჩაგვსვეს..-გაჭირვებით ამოვილაპარაკე..
ტიტე ზუსტად ერთი დღის უნახავი მყავდა..
იმ შეტყობინების შემდეგ რამოდენიმეჯერ დამირეკა,როგორც კი საშუალება მოეცა და,ვიცოდი,გვიან ღამით ძალიან იტვირთებოდა.
რატომღაც არ მინდოდა მოსულიყო და ისევ დათუნებიან საღამურებში ვენახე..
ცუდად ვიყავი,მაგრამ,არც ისე,ეს ჩემი ქალური სიშმაგე დამეკარგა..
არ დავნებდი.
ღამის სამამდე მყარად ვიცავდი ჩემს აზრს,მაგრამ,
ბოლოს,სხირტლაძემ მაინც აიღო ტელეფონი და დარეკა.
-გოგონა,26 წლის.. მაღალი ტემპერატურა და ბოდვა!-ნიშნისმოგებით გადმომხედა აწკიპული წარბით და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო.
დისპეჩერი დაღლილი ხმით მისამართს იწერდა და სტანდარტულ კითხვებს სვამდა.
-რას აბოდებს ეგ თქვენი საქმე არარის გენაცვალე! გამოუშვით ბრიგადა! ან არადა,სანამ დანიშნავთ,დამაკავშირეთ თუ შეიძლება! -ისე ესაუბრებოდა,არც კი უფიქრია ოპერატორს შეწინააღმდეგება,გაბმული ზარის შემდეგ,მძღოლის ხმა გაისმა და,იგივე ტონის შემდეგ,მანაც უპრებლომოდ გადასცა ექიმს ტელეფონი.
-გისმენთ!-გაკვირვებული შუახნის ქალბატონის ინტონაციით თუ ვიმსჯელებდით,პირველად ხდებოდა მის პრაქტიკაში ასეთი რამ!
თვალები ლამის წინ დავუწყვე ნუნის,მაგრამ,აზრი არ ჰქონდა,ზურგშექცევით დადგა და მაინც განაგრძო.
-აღარ ხართ საჭირო,მოკვდა პაციენტი!-როგორც კი დარწმუნდა ის იყო მთავარი ექიმი და არა ექთანი,ტელეფონი გათიშა და ხელთავიდან დარეკა..
რეაქციის თავიც აღარ მქონდა.
უბრალოდ ვიწექი და მის სპექტაკლს ვუყურებდი.
რეჟისორიც,სცენარიატიც,მსახიობიც და დამლაგებელიც თავად იყო!
ანშლაგით არ ჩაუცლია მის დადგმას.
მაქსიმუმ ძლივს გაქანებული ბალიში მოხვდა ყვავილების მაგივრად თავში,ამჯერად სხვა ოპერატორა რომ ჩაანიშნინა მისამართი და ექიმთან დაკავშირება მოსთხოვა.
საბედნიეროდ,ქალაქის სულ სხვა მხრიდან როგორც იქნა ის ხმა გაისმა,სხირტლაძეს ასე რომ უნდოდა..
-გისმენთ!-დინჯი,მშვიდი და ყინულივით ცივი ხმის ბარიტონი უცებ გაიფანტა ოთახში და იმდენი ენერგია ჩამისხა ხელებში,ნუნის რომ მივწვდენოდი და ტელეფონის გამორთმევა მეცადა.
გამექცა.
ქალბატონს ისე აუციალდა თვალები,დათვლაც კი შემეძლო,რამდენი ვარსკვლავი უკიაფობდა მასში.
-მაღალი პულსი!-ანგარიშმიუცემლად გაისროლა ორად ორი სიტყვა და საპასუხოდაც ის მიიღო,რასაც ელოდა.
მიხვდებოდა , აბა რა,განა ვინ ურეკავდა ამ ქალაქში კიდევ,ამ კოდური სიტყვით.
-ნუნუ?!-იცნო კიდეც!
-ნუნუ ბებიაჩემს ერქვა,ნუნი ვარ მე! ნუ სარგებლობ იმით,რომ დაქალი ცუდად მყავს და სათანადო პასუხს ვერ გცემ ტიტე ექიმო!-გაბრაზებასაც ასწრებს მზაკვრული გეგმების ქალღმერთი და გამარჯვებულის ცეკვას იწყებს.
ხელებს უფორმოდ იქნევს და ათასნაირად მაჯავრებს.
ღმერთო,როგორ მინდა ადგომა შემეძლოს და ადგილზე მოვკლა!
მაგრამ,ზედმეტი განძრევის თავიც არ მქონდა.
არათუ გაბრაზების.
კი ჰქონდა ნუნის კიდევ ერთი თამაშის იმედი,
მაგრამ,არ დასცალდა.
როგორც კი გაიგო,რომ თავს კარგად არ ვგრძნობდი,ნუნის გაუთიშა და ზუსტად ერთ წამში პირადი ნომრით დამირეკა..
გავიგონე მანქანის კარების მიკეტვის ხმა და ღრმა ამოსუნთქვაც.
-ანასტასია,რა სიმპტომებიგაქვს?!-პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე..-არ მინდოდა ძალიან სუსტად გამომსვლოდა,მაგრამ,გავიგონე თუარა მისი ხმა,ისე მომერია დაუცველობის განცდა,ხმა ათას ნაწილად დამეშალა..
გული მთლიანად გამელია და წეღანდელი ჩემი სიჯიუტეც სადღაც გაქრა..
აქ მინდოდა რომ ყოფილიყო..
ჩემთან.
ჩემს გვერდით და მოევლო.
გული ამომიჯდა სანამ მიპასუხა..
როდის და რატომ ავტირთი ღმერთმა უწყის..
უბრალოდ,დაღლილი ვიყავი და თავი ვეღარ მოვთოკე.
-ათ წუთში სმენას გადავაბარებ და მოვალ ტასი,ნუ გეშინია! მე მოგხედავ! შენ ოღონდ არ შეგეშინდეს კარგი?! ეგ არაფერია,უბრალოდ სხეული ებრძვის ვირუსს.. სტანდარტულ პროცედურას ჩავატარებთ და ზუსტად ერთ საათში კარგად იქნები,კარგი?!-ხმა ყოველ სიტყვაზე უფრო თბილი,უფრო მზრუნველი და სანდობი გაუხდა..
გამეღიმა..
იმდენად მომეცა იმედი,პულსიც კი აღმიდგა..
ამ სამყაროში, სადღაც,ვიღაც იყო ჩემი ნუნის გარდა ,ვისაც ისე ვადარდებდი,სახელის გარდა არც არაფერი იცოდა და ეს განცდას მიჩენდა,რომ მართლა ვღირდი რაღაცად..
-წამო ცოტა ხნით საყინულეში დაგაყოვნებ თორემ, ისე ჩამოეღვენთე ტიტეს,ასაწყობი ხარ!-ვინ დამაცადა სულის მოთქმა,აღტაცებული სხირტლაძე გვერდით მომიწვა და ისეთი სახე მიიღო,თითქოს ესესაა ოსკარი გადასცეს.-არა,თქვი,არ მეკუთვნის მაყურებლის სიმპათია მაინც?! ჰიტ ლეჯერის არ იყოს,ჩემს ნიჭსაც მერე დააფასებთ,რომ აღარ ვიქნები..
საბედნიეროდ,შენი შვილები მომიხსენებენ როგორც ერთადერთ დეიდას,რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა დედის და მამის ურთიერთობაში.-თავისი ქმედებებით კმაყოფილი ნუნი დასვენების საშუალებას მაძლევს სანამ ტიტე მოვა.
ჯერკიდევ შუა ღამე იყო და ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა.
მოვიტანჯე.
აღარ შემეძლო..
სიცხე არც კი იძროდა.
სტაბილურად მაცლიდა სხეულიდან ყველანაირ მხნეობას.
-მე გავაღებ! -ზარზე ისე წამოხტა ფეხზე,ვითომ ვინმე ეცილებოდა.
შევსწორდი მაინც.
დათუნებიანი საღამურები ადგილზე იყო,
გულიც.
უკანმოუხედავარ გარბოდა,
თავაწყვეყილი.
ოთახშიც კიარ იყო შემოსული,
გავიგონე თუარა მისი ხმა,პულსი ყოველგვარ ნორმას გასცდა.
ღმერთო!
რატომ მოქმედებდა ასე ?!
-ტას..-წამებში გაჩნდა ჩემთან.
გული მომეწურა.
სულ ერთი დაძახებაც კი კმაროდა ადამიანისთვის,ცის ხელა იმედი ჩასახვოდა გულში..
დაქანცული მომეჩვენა,
სახე თითქოს გაფერმკრთალებოდა და,
თვალების ქვეშ დაღლილი ბალიშები გაწოლოდა..
მწვანე ხასხასა თვალები არ კაშკაშებდა,
ანათებდა,მაგრამ,სხივი აკლდა..
ყინულივით ცივი ხელი შუბლზე წამით დამადო და თავი გააქნია.
ტყავის ზურგჩანთიდან,ოთახში რომ შემოსვლისთანავე სკამზე დადო,რამოდენიმე პრეპარატი,ნემსი და ამპულა ამოიღო.
თვალები ავად დავაკვესე.
იმ დღესაც გამიმართლა,გათიშულს რომ დამიდგა გადასხმა.
ახლა გამორიცხული იყო.
საკმარისად ვიყავი გონს,ნემსის ისევ კატასტროფულად რომ შემშინებოდა და,
საკმაოდ ცუდადაც,რაციონალურად რომ განმესაზღვრა,რა ჯობდა ჩემთვის..
ავიწურე,დავპატარავდი და,
გავქრი საწოლზე.
-არ შემიძლია ტიტე.. მოვკვდები და ვერ გავიკეთებ ნემსს..-ხელთათმანები რომ გაიკეთა და სამედიცინო სპირტი მოიმარჯვა ბამბასთან ერთად,მაშინ მიმტყუნა ნერვმა..
კარებში გახიდული ნუნი უკვე მწვანე იყო სახეზე,ისე უნდოდა გადახარხარება..
ალბათ ღმერთს როგორ ევედრებოდა,ეს კადრები სამუდამოდ დარჩენოდა გონებაში..
ისე გაიძურწა და მისი ოთახის კარგი ისე მიიხურა,მარტო ჩვენ კიარა,მთელ ბინას გააგებინა,მარტო რომ დაგვტოვა..
-პრეპარატი ვერ უმკლავდება ვირუსს,ანასტასია,თუ რამოდენიმე საათიანი ტანჯვის ატანა გინდა,დავნებდები.
თუ მადროვებ,ერთ საათში უკვე ფეხზე დაგაყენებ.-მზრუნველიდან ექიმ ტიტემდე ნაბიჯი ერთ წამში ისე გადადგა,ოთახში ჰაერიც კი გაიყინა.
არადა მცხელოდა,
თან მციოდა და მისი ამ ციცქნა ოთახში ყოფნაც ბონუსად მკლავდა..
-მეშინია ტიტე!-გავიბრძოლე..
განა არ ვიცოდი?! უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ ეს თუ მიშველიდა,მაგრამ,მერჩივნა ნუნის პირდაპირ ძვალზე დაესო ნემსი,როგორც ხშირად იქცეოდა,ვიდრე ტიტეს თვალწინ ასე წარვმდგარიყავი..
არა როგორც მოშიშვლებული სე*სუალური ქალი,
არამედ სიცხიანი,ავადმყოფი და ენერგია გაცლილი ტასო…
ღმერთო,ამის შემდეგ როგორ უნდა აღვექვი საერთოდ ქალად..
ისე ავწითლდი და ისე ამახურა სახეზე,
ზუსტად მივხვდი,ტიტემ ყველა ფიქრი სიტყვასიტყვით დაიჭირა..
გაეღიმა..
-გპირდები,თვალებს დავხუჭავ.. -კი ეცადა სერიოზული ტონი შეენარჩუნებინა,მაგრამ,
თვალებში მაინც ჩაუხტა ათობით ეშმაკი.
გაჭირვებით გადმოვტრიალდი გვერდით…
სხვა გზა არ მქონდა,ისე სუსტად ვიყავი,სხირტლაძის პანიკებს ვეღარ დავიმატებდი.
ჩემი დათუნებიანი პიჟამო დანანებით გამოვამზიურე .
თვალები ძლიერად დავხუჭე და ბალიშს ჩავებღაუჭე.
ვერ გეტყვით,რა უფრო მკლავდა,
სიცხე თუ ის,ტიტე რომ ნემსს მიკეთებდა,
მაგრამ,
ამწამს ისე მცხვენოდა,ნემსის შიშიც კი მიმეჩქმალა.
-ტას..-ზურგზე ვიგრძენი მისი ცხელი სუნთქვა..
ღმერთო..
რა დროს პულსის აჩქარებაა..
ყველა უჯრედში გაიარა მისმა ერთმა სიტყვამ..
ყოველ წამს მწარე ჩხვლეტას ველოდი,
მაგრამ,
ამის მაგივრად,წელზე,
უფრო კი,
თეძოს სიღრმეში მისი ცივი ტუჩები რომ ვიგრძენი…
ღმერთო,
ლამის მოვკვდი..
გავიყინე და ერთიანად გავლღვი მოვარდნილი ცეცხლისგან..
ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სხეულის ყველა კუნთი და,
როგორ ამაწვა სისხლი..
ვნებისგან ზუსტად ერთ ამბორში ჩავიფერფლე და ფენიქსივით აღვდექი..
-მოვრჩი!-სულ სხვაგვარი ჰქონდა ხმა..
არ ვიცი,სამყაროში რა იყო
იმაზე მეტად სასიამოვნო,ვიდრე იცოდე,საპირისპირო სქესს ისევე აღელვებდე,როგორც ის,შენ!
ემოციების ჭიდილში,
ვნების ცეცხლის ჩაქრობასა და ჩემ წინ მომლოდინედ მჯდომის ცქერაში არ ვიცი როდის ჩამეძინა..
დროდადრო ვგრძნობდი,ყინულივით ვიცი ხელების მზრუნველ შეხებას და,ვთბებოდი..
ვგრძნობდი როგორ მივლიდა ძლიერი მკლავები და როგორ მაფარებდა საბანს..
ჩემი პატარა,ბავშვობა ჩამონგრეული კიკინებიანი გოგონა მშვიდ ძილს მიცემოდა..
როვორც იქნა,მასზე ზრუნავდნენ და,
ღელავდნენ..
ეს სამყაროს ფასი იყო..
სამყაროსი და,
თვითონ,
ტიტესი..
-ტასი..-ძილბურანში ჩამესმის მისი ხმა..
ძილს ვერ მოვერიე,ისე ვიყავი მისუსტებული,თავი ვერ წავართვი..
მხოლოდ ამოვილაპარაკე პასუხად.
-სულ სველი ხარ,ორი წუთით შეიფხიზლე,გამოიცვალე და დაიძინე ისევ..-თბილი ხმა ბგერებით მეფერებოდა და უფრო მადუნებდა.
-ნუნი?!
-ერთი საათის წინ წავიდა.. -ცივი ხელები ცხელ შუბლზე მსუბუქად შემეხო და ოდნავ მომაფხიზლა..
თვალი რომ გავახილე დღის შუქი კი იყო შემოწოლილი,მაგრამ,ისევ კოკისპირულად წვიმდა..
ადგომის თავი არ მქონდა,ხელი გავიწვდინე და დაველოდე,როდის მომცემდა რამეს..
არ ვიცი,რატომ ვიფიქრე უჯრაში მომიძებნიდა საღამურს..
ხელში რომ მსუბუქი,უთხელესი ნაჭრის გრილი შავი მაისური მომცა,ორივე თვალი მაშინ გავახილე..
ტიტე ოთახიდან გასულიყო..
ვერ გავუძელი ცდუნებას..
ძილნურანშიც კი მის სასიამოვნო სურნელს ვისრუტავდი მაისურიდან და არც კი შემენანა,ისე გადავიცვი..
სასაცილოდ გამოვიყურებოდი,მაგრამ,ისე სახლურად,ისე თბილად და დაცულად ვგრძნობდი თავს,ვერ დავთმე..
-ღმერთო!-არ დამცალდა სიმშვიდე,უცებ დაზაფრულმა
ისე წამოვიყვირე,ტიტე გაფითრებული შემოვარდა ოთახში.-სამსახური!-უცებ ადგომისგან თავბრუ დამეხვა და ისევ ლოგინს დავუბრუნდი..
-ნუნის დავარეკინე,ბიულეტინი გამოგიწერე ,ნუ ნერვიულობ!დაწექი,დაისვენე და დაიძინე! -ჩემმა ექიმმა წამალივით იმოქმედა.
მომენტალურად დამამშვიდა და ისევ ძილი მომრია..
თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი,მაგრამ,სიცხე ჯერკიდევ მქონდა.
ტიტეს სახე კიდევ უფრო ჩამუქებოდა..
მთელი ერთი დღის მორიგეობის შწმდეგ,უკვე მერამდენე საათი იყო ღამეს მითევდა და,თავი ისე დამნაშავედ ვიგრძენი,ხელი გავუწვდინე.
მიხვდა რას ვითხოვდი..
არ შემწინააღმდეგებია..
ხომ არც არაფერი იყო ამწამს ინტიმური,მაგრამ,როგორც კი მისი სიახლოვე ვიგრძენი,სხეულმა ათასი მუხტი გამოასხივა..
ქსელივით აგვხლართა და,ერთად გამოგვფინა დაძაბულ ჰაერში.
-არ ვიცი,როდის უფრო ხარ სე*სუალური-ტყავის კაბაში,ჩემს მაისურში თუ დათუნებიან საღამურში..ცოტა ხანში,ტიტეს გულზე მიყრდნობილი მშვიდად ,უშფოთველად რომ ვიძინებდი,მისი ხმა მომესმა..
ძალიან ჩქარა,დაუთვლელად უძგერდა გული..
ზუსტად ისე,როგორც მე..
გამეცინა..
კანით მივხვდი,როგორ ჩაეღიმა მასაც..
-შენ ჯერ პინგვინის ხალათში არ გინახივარ ტიტე,სულ დაგავიწყებს ქალის სახელს,ისეთ ფორმაში გამოვდივარ აბანოდან..-ღმერთო,ნეტავ ოდესმე თუ ვისწავლი ადეკვატურ პასუხებს..
ხმით გაეცინა..
ძლიერი ხელები მჭიდროდ შემომხვია და მასში გამხვია..
ღმერთო,საოცადი განცდა იყო..
გავიტრუნე..
ამწამს მე ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას..
მე ვუყურებდი როგორ ეძინა და მე ვდარაჯობდი მის სიზმრებს..
როდის გადაწყვიტა შემოქმედმა,მისი დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა და ეს ადამიანი ასე უცებ,დაუგეგმავად,სრულიად უცხოდ მოევლინა ჩემთვის?!
არ ვიცი,თუნდაც კლდის ქიმამდე მივეყვნე ყველაფერს,ტიტესთვის ჰქონდა აზრი..
ასე მჯეროდა და ასე ვგრძნობდი..
მერე რა თუ თავდაყიდადავიწყეთ პაზლის აწყობა..
-“გამოვიძახო სახანძრო?!ცოცხლები ხართ?!” -ცოტა ხანში,სანამ მეც დამეძინებოდა,ნუნის შეტყობინება მომივიდა.
ვიცოდი რაღაც მწარეს რომ მეტყოდა.
წინასწარ შევემზადე..
-“ისეთ ცეცხლს აყენებთ ოთახში,ვიფიქრე წყალსს შეგაშველებდით..”
-“არა,მართლა,გეძინა და მაინც ისე ხურდი,სახლიდან გამოვიქეცი!”
-“ნუნუ,ძინავს ტიტეს,შემეშვი!”
რომაღარ გაჩერდა,ვუპასუხე.
შეაგვიანდა..
ათი წუთის მერე მომწერა.
-“ყოჩაღ,ახალ პოზიციაზე პირველივე დღეს ძვირადღირებული ბოთლი გამატეხინე,იმდენი ვიცინე..
მართლა,შენი ექიმი რომ გაიღვიძებს,კითხე აბა,კარგი ხელოსანი რომარ იცის ვინმე,ვასიკომ ავანსი დამირიცხა და შევცვლიდი ხუნდებს”
____
-“გავაღო გასაღებით კარები,დავაკაკუნო,დავაბრახუნო თუ გაიპარეთ ძილში და შემოვანგრიო საერთოდ?”-საათის გაღვიძებული ვიყავი,თავს უკეთ ვგრძნობდი,სამზარეულოს ბარის სკამზე გათიშული ვიჯექი და თავს ვაიძულებდი,ოთახში ტიტესთვის რომარ მედარაჯა,ნუნის შეტყობინება რომ მივიღე.
უპასუხოდ გავუღე,უხმაუროდ.
ტუჩებზე თითი მივადე,ყვირილით რომ არ შემოსულიყო და ვანიშნე,ოთახში ტიტეს რომ
ეძინა.
-დედა,რა ეღირსა ჩვენს სახლს ხვდები?!-სამზარეულოში შევიპარეთ და წყალი დავუდგი ყავისთვის.
დაღლილი იყო,თან ისე მოთიშული,მეტი კომენტარის თავი არც კი ჰქონდა.
-როგორ მოგასულიერა,ჩამაწერინოს ერთი რეცეპტი შენმა ექიმმა.-სულ ტყუილად ვიფიქრე რომ დანებდა,უბრალოდ ყავა სჭირდებოდა ენერგიის აღსანდეგან.კი დავუბრიალე თვალები,მაგრამ,შეპასუხება ვეღარ მოვასწარი,თავზე იმწამის გაღვიძებული ტიტე დაგვადგა და დავდუმდით.
მომიახლოვდა..
შუბლზე გრილი ხელის გული დამადო და კმაყოფილმა გამიღიმა.
-თავს როგორ გრძნობ? სუსტად ხომ არ ხარ?
-უკეთ,რა შედარებაა.. ტემპერატურამ დამიწია,სისუსტე მაქვს,თუმცა აუტანელი არაფერია..-გადამდები ღიმილი სახეზე მეც მედება და ვიბადრები..
სულ სხვაგვარი იყო ამწამს..
ჩვენს პატარა,მოცუცქნულ სამზარეულოში მთასავით გამართულიყო.
თმები სასაცილოდ არეოდა და სახეც თითქოს დამშვიდებოდა.
თვალებში ისევ კაშკაშებდა მისი ვარსკვლავები..
მისთვის ყავის გამზადება მინდოდა,მაგრამ,არ დამანება. თავად მოიმზადა და ბარის მაგიდაზე ჩემს გვერდით დაჯდა..
მაქსიმალირად ვცდილობდი ნუნის ალმაცერ მზერას გავქცეოდი,თუმცა,სახეზე იკითხებოდა ყველა ფიქრი,რასაც გაივლებდა და ყველა უთქმელი სიტყვა.
-ტიი.-ცოტა ხანში,ჩვენს სტუმარს გაუბრუნდა თვალების ფახულით და ლამის დამახჩო,მისი სახელის შემოკლებული ვარიაციით.
ძლივს ამოვისუნთქე,ცხელი ყავა გულზე დამადგა.
-კარგ ხელოსანს ხომ ვერ მირჩევ? მანქანაზე სამუხრუჭე სისტემის შეცვლა მინდა,სანამ ცოცხლები ვართ.
-მყავს ადამიანი,რომელიც ძველ მოდელებს აკეთებს და წესით ხუნდებიც უნდა ჰქონდეს .დაყენებასაც არ დაგვზარდება.დავრეკავ და გაგირკვევ უკეთესად.-აივნისკენ მიდის და წარბშეხრილ სხირტლაძესთან მარტო მტოვებს.
-გაიგე რა აკადრა?! არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ,ჩემი გული რომ მოიგოს!-მაინც იპოვნა თივის ზვინში ნემსი.
მეცინება მისბგულუბრყვილობაზე.
-დროა სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ ნუნი.წელს აუცილებლად შევცვალოთ,ცოტცოტას მოვიკლებთ და,ზაფხულისთვის იქნებ ისეთ მანქანასაც შევწვდეთ,უსაფრთხოების ბალიშები ყოველ მუხრუჭზე რომ არ ეხსნება.-ტიტეზე თუნდაც მოჩვენებით რომ ბრაზდება გულზე ძალიან მხვდება.
სამზარეულოში დაბრუნებული ნუნის რამდენიმე კითხვას უსვამს და პარალელურად,ტელეფონით საუბრობს.
რა ვქნა,ამწამსაც რომ ძალიან მომწონდა..
-საქმიანი მზერით,მოქუფრული წარბებით,დაწყობილი ტუჩებით..
-კარგი,დუდა,ნახევარ საათში გამოგიყვან,მოსულა?!-საუბრის დასასრულს თიშავს და სხირტლაძეს უბრუნდება.
-აქვეა სახელოსნო,წავიყვან და გვიანობამდე მოგიყვან.-შარვლის ჯიბიდან მისი მანქანის გასაღებს იღებს და ბარზე დებს.-თუ დაგჭირდეს მანამდე,ჩემი წაიყვანე.კარებისკენ ბრუნდება,კმაყოფილი ნუნი თავს თანხმობით უკრავს და მგონი,ურიგდება..
უკან მივყვები..
მის ტყავის ქურთუკს ვაწვდი და ვუყურებ,როგორ იწესრიგებს თავს ჩვენს სარკეში..
კარგად გამოიყურებითქო,მინდა ვუთხრა,მაგრამ,ვერ გავბედე..
მონუსხულივით ვუყურებდი და ღიმილს ვერ ვიკავებდი..
წარმოუდგენელი სითბო,რომელიც მისი დანახვისას მეღვრებოდა სხეულში,ძალიან სასიამოვნო და მიმზიდველი იყო..
მიახლოვდება..
ისევ მის მაისურში,მის არომატში ვიყავი გახვეული..
ცივი ხელის თითები ახურებულ ღაწვებზე თბილად ჩამომატარა და უღმერთო ნუგეშით შემომხედა..
არ ვიცი,სად იტევდა ამდენ განცდას,
ამდენ მუხტს,
ამდენ ვნებასა და ,
უჰორიზონტო ზრუნვას..
ვიგრძენი,პულსი როგორ წამებში გამიორმაგდა და, ყოველგვარ საზღვარს გასცდა,ჩემკენ რომ დაიხარა და სულ
ერთი წამით მეამბორა მის მომლოდინე ბაგებზე..
სასწაული იყო..
ამაზე თბილი,ბევრი განცდის დამტევი არცერთი ჩვენი კოცნა არ იყო..
-შეეცადე გარეთ არ გახვიდე ტასი დღეს,მოერიდე.. თურამე დაგჭირდეს,დამირეკე.. ახლა ცოტა დასუსტებული გაქვს ორგანიზმი და,თუ ნაკლებად შეგცივდება,უკეთესია.-გასვლამდე კიდევ ერთხელ მემშვიდობება დროებით და მტოვებს.
არ ვიცი რატომ ვიდექი რამდენიმე წუთი ასე ღია კარებში..
რატომღაც გონება ისევ მის ამბორზე იყო კონცენტრირებული და ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო.
-აიკიდებ შენ ამ ორპირში ფილტვების ანთებას და მერე რაღა წამოგაყენებს ლოგინიდან,თუ ასე მოგიწვა ხოლმე გვერდით.-ოცნებებში წასულს ,რა თქმა უნდა,ნუნი ცივ წყალს მასხამს და კარებს ხმაურით კეტავს.
როდის მოასწრო ჩაცმა?!
მთლიანად გამოეცვალა და ისე იყო შეფუთული,ძლივს ჩანდა.
-ჰე ახლა,ბევრი დრო არ გვაქვს,მოიცვი და წავიდეთ ჩვენც სახელოსნოში. -საერთოდ არაადეკვატურობას მიცხადებს.
-დამცინი ნუნუ?! წასვლა თუ გინდოდა,გაყოლოდი თავიდანვე!-კი შევედავე,მაგრამ,უკვე გრძელი დუტის კურტკა მეცვა და ქაშმირის კაშნეც ყელზე მჭიდროდ შემოვიხვიე.
-მერე ვინ გაისეირნებდა ტიტეს მანქანით?!-წარბები სასაცილოდ ამითამაშა და ფეხზე ჩაცმაც არ მაცალა,გავარდა გარეთ.
სანამ სახლს ჩამოვუარე,ყველაფერი გავთიშე და ჩავედი,ნუნის უკვე ერთი წრე დაერტყა ჩვენი ქუჩისთვის და გაცისკროვნებული დამხვდა.
-ამ ბიჭს რომ დაშორდე,საკუთარი ხელებით მოგკლავ იცოდე!-აღტკინებულმა მუსიკას ბოლომდე აუწია და ძრავის ღმუილით გავარდა გზაზე.
-არა,რანაირად უნდა მიაგნო სახელოსნოს რა საინტერესოა.
-დამცინი ტასუნა?! შენი აზრით ქალაქში რამდენი დურმიშხანი იქნება?! -სიცილით დაგმომხედა სხირტლაძემ.
-რა დურმიშხანი,ნუნი ,დუდა ქვია ადამიანს.
-ხო აი მაგასაც ისე ერქმევა დუდა,როგორც მე მქვია ნუნი.-კი გამეცინა,მაგრამ,დაახლოებით 40 წუთში რომ ზუსტად ამ დუდას მივადექით,ხელები დანებების ნიშნად ავწიე და დედუქციის ღმერთი კიდევ ერთხელ ვაღიარე გამჭრიახობაში.
შეიფერა,უნდა ითქვას.
მანქანა პარკინგზე მიაყენა და ხმაურზე გამოსულ ყბაჩამოვარდნილ ტიტეს გასაღები ხელებში გამარჯვებულის ღიმილით ჩაუდო.
-გეფიცები,არაადეკვატურია. მე არაფერ შუაში ვარ.-თავი დავიძვრინე.
ჩემკენ წამოსულ ტიტეს დამორცხვებულმა ავხედე და დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით მთელი სახით გავუცინე.
-არავის უჯერებ არა?!-სულ ერთი წამით კი შემომხედა შეკრული წარბებით,მაგრამ,სახე ვეღარ გააკონტროლა..
თვალებიდან უზღვავი სითბო წამოუვიდა და,ხელებმაც მარტივად იპოვნეს გაყინული თითები..
-გამარჯობა,მე ანასტასია მქვია და ჩემი სახელი ჯიუტს ნიშნავს -ნუნი უჯვე შიგნით შესულიყო,ამიტომ, თამამად ავხედე თვალებში ჩამდგარი აურაცხელი ცეცხლით..
-ჰოო?!-წარბები ალმაცერად აზიდა და ჩემკენ დაიხარა..-შემდეგში შევეცდები ისეთ მდგომარეობაში დაგტოვო,სიცხიანმა ყინვაში ააღარ იარო! -ცივ თითებს გავარვარებულ ტუჩებზე მატარებს და მთლიანად მშლის.
ღმერთო,რას მიშვება..
-ჰოო?!-არც მე ვრჩები ვალში.. ტუჩებზე ყინულივით მოწებებულ თითზე ცხელ ენის წვერს სულ ერთი წამით ვახებ და ნეტარებით ვკვდები,ჩემ თვალწინ რომ მთელ სხეულში ვნება უვლის..
სახე უნათდება..
ტუჩებისკენ ელვისებურად იხრება და მის ლოდინში გაცხარებულ გულს ნიაღვარივით ასხამს მოვარდნილ აღმაფრენას..
ღმერთო,რა მომთხოვნი,შმაგი და ჟინით სავსე იყო მისი ტუჩები..
კანზე ცეცხლი მეკიდა..
მის თმებში ჩაფრენილს მხოლოდ ის მინდოდა,არასდროს დაესრულებინა და უსასრულოდ გაგრძელებულიყო წუთები.
-თავს მაკარგვინებ,ტასი..-გულის დამშვიდებას ცდილობდა შუბლზე მოყრდნობილი რამოდენიმე წუთი,რომ გავჩერდით..
-მგონი,დედასთან ვიზიტი არ გაწყენდა.-ჩუმად მიპარულმა მაჯაზე პულსი გავუსინჯე და გამეცინა,იმდენად შეურაცხადივით ამომხედა.
ეს დაძაბულობა რომარ გამემუხტა,მოვკვდებოდი.
ვეღარ ვუძლებდი გულის ცემას და აჩქარებულ პულსს.
-კო*სიზი დაგვხატავდა ახლა..-ვეღარ გავჩერდი.
სიცილისგან ოთხად მოვიკეცე და საბოლოოდ დავარწმუნე ტიტე,რამდენად არაორდინალურ ადამიანთან უწევდა შეგუება.
-მკვდარზე ვენოკია ,ამწამს დიაზე*ამიც არ დაგვაგდებდა,გეფიცები.-ისე ბუნებრივად ამყვა,მესიამოვნა..
მასაც სჭირდებოდა დამშვიდება და ფიქრების გაფანტვა.
-დასაგდები ვისაც აქვს,იმან იჯავროს, მე კი ვარ მშვენივრად.-კი ვეცადე ხმაზე არ დამტყობოდა,მაგრამ,მაინც გამეპარა ნოტებში არშიყობის ბგერები..
წამებში დაუმუქდა თვალები,
აუციალდა სფეროებში ათასი გრძნობა,მაგრამ,მოთოკა თავი..
ვერც კი დაითვლიდი იმდენი ეშმაკი დაუხტოდა მწვანე,ხასხასა მინდვრებში.
გამიღიმა,
სასწაულად უხდებოდა ზუსტად ეს სახე..
მოფლირტავე,მოალერსე და ამავდროულად,ძალიან ბევრი რიდისა და ნაზი გრძნობების გამომხატველი..
-შედი იმათთან,თორემ,დარწმუნებული ვარ,მოკლული თუარა,სიცოცხლის სურვილწართმეული მაინც ეყოლება უკვე ნუნის დუდა.-სახეზე ძალიან რბილად,ძალიან ნაზად,თითქმის ჰაეროვნად,მხოლოდ სამი წამით მეფერება..
რადიკალურად სხვას ყვებოდა მისი ყველა გამოხედვა ახლა..
ცეცხლი მთლიანად ჩამქრალიყო და მისი ადგილი თბილ განცდებს დაეკავებინა..
არ ვიცი რატომ,მაგრამ,ამწამს ისე მომინდა მის გულში გავხვეულიყავი,ვეღარ მოვითმინე..
ზურგზე ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და მის გულს დავუდარაჯდი..
ჩამშვიდებულიყო..
თითქმის რიტმულადაც კი ცემდა..
პულსი მის ფარგლებში მოექცია..
-ტასი..-გულშიჩაკრულს თავი კისერში ჩაერგო და ყურთან ძალიან ხმადაბლა ამოილაპარაკა..
გავირინდე..
სუნთქვაც კი შევწყვიტე..
-ყველა წმინდას გეფიცები,პირველად ვგრძნობ,რომ ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ.. ეს საოცარი განცდაა..წარმოუდგენელი..
გულს მიშლიდა..
მის სულში მახედებდა..
ერთი საფეხურით წინ წავიწიეთ..
ეს მხოლოდ ვნება არ იყო.
ჩვენ სადღაც სულიერ დასალიერში ვერთდებოდით და,იმ პაწაწინა იმედს ვქმნიდით,რომ გვჭირდებოდა..
ტიტე პატარა სხივი იყო..
ბნელი შინაგანის ფერადი გამოსხივება..
წამების შემდეგ ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ მაიძულა გავცლოდი..
ნუნი იყო..
არაადეკვატური სხირტლაძე.
-“დავბერდი ტასო,გაჩნდა უკვე ბავშვი”
მივარდნილი ,უკაცრიელი ადგილის შთაბეჭდილება კი დატოვა ავტოფარეხმა,მაგრამ,შიგნით შესულმა სულ სხვაგვარად აღვიქვი სიტუაცია.
კეთილმოწყობილი,სუფთა და ახალთახალი ხელსაწყოებით სავსე შემობაში ათამდე ძვირადღირებული ვინტაჟური მანქანა იდგა და,მათ გვერდით,ნუნის ბერიკაცი ასანთის კოლოფივით გამოიყურებოდა..
ჰიდრავლიკურ ამწეზე შეყენებული ჩვენი მოხუცებული საბურავების გარეშე საერთოდ საცოდავად სჩანდა და გულსაკლავად ღრჭიალებდა.
სხირტლაძე დაახლოებით ტიტეს ასაკის ბიჭს გვერდით კეკლუცურად ამოდგომოდა და მის ყოველ მოქმედებას გაფაციცებით აკვირდებოდა.
როგორც მივხვდი,დუდამ კეთილგანწყობით ჩამომართვა ხელი და გულთბილად მომიკითხა.
-ტიტეს გადაეცი,წვერი დაიდაბლოს თორემ სახის კანს მოგისპობს და არამგონია,იმდენი დედმამიშვილი ჰყავდეს,დერმატოლოგამდეც ჩასულიყვნენ გვარში.-საქმეში გართული ბიჭები რომ დავტოვეთ და მოშორებით სკამებზე ჩამოვჯექით,ნუნიმ შეკავებული სიცილით გადმომხედა.
კი გავუცვალე გაბრაზებული მზერა,მაგრამ,აზრი არ ჰქონდა,
სახეზე ფერი გადასდიოდა და ფხუკუნისგან უკვე იხჩობოდა.
-კაქტუსია თუ სახეხი ღრუბელი?! სანამ თელიასთან რიგი მოგვიწევს,მანამდე არ შემოაკვდე გევედრები!-ხარხარიდან ჭიხვინზე გადავიდა სხირტლაძე და მერე ისე ახროტინდა,მხრებში გემრიელად ვუთავაზე.
ამოვიღე ჯავრი.
მესამე მორტყმაზე უკვე გადაფითრდა და ხელები აწია.
-დადუმდი ნუნუ,თორემ საფლავს გაგითხრი აქვე!
-ტიტემ იცის მაგაზე წამსვლელი რომ ხარ თუ ჯერკიდევ უცოდველი კრავი გონიხარ?!-არ ასვენებდა გამჩენი.
-მივალთ ჩვენ სახლში! -მუქარით წამოვუჭიმე საჩვენებელი თითი,მაგრამ,მაინც აგრძელებდა რამოდენიმე წუთი ხითხითს.
დაახლოებით,ორ საათში უკვე ნუნის მანქანა ბევრი კაკუნისა და ჭრახუნის შემდეგ მიწაზე იდგა და ახალ მუხრუჭებთან ერთად უკანა სტოპიც ჰქონდა.
თვალცრემლიანი გამოვაყენეთ გზაზე მანქანა.
არ გვჯეროდა.
გასავარჯიშებლად რამოდენიმეჯერ მკვეთრად დაამუხრუჭა ნუნიმ.
მადლობა ღმერთს,უსაფრთხოების ბალიშები აღარ გვქონდა სალონში,ერთი წლის წინ ყვითელზე გაგვეხსნა და ზუსტად მაშინ მკურნალობდა ნიშადურისგან დამწვარ სახეს სხირტლაძე თელიასთან.
-საუკუნის საქმე გაკეთდა დღეს რომიცოდე ტიტე!-მანქანაზე მიყრდნობილები დუდას და ნუნის ველოდებოდით.
ჩვენგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით საუბრობდნენ და თვალს არც ნუნის ნაზი სახე და დუდას ინტერესიანი მზერა გამორჩენია..
ჩამეღიმა..
ტიტე ექიმმა ტემპერატურა ისევ მომისინჯა და ამჯერად,ტუჩები მომაკრო გრილ შუბლზე.
-კარგი გოგო ხარ!-პატარა ბავშვივით მომეალერსა,რომ დარწმუნდა,კარგად ვიყავი და უფრო მიმიკრო.
გამათბო.
მიწურული ნოემბრის მსუსხარე ღამეს მისი მკლავები მზეზე მეტად მათბობდა და მწვავდა..
-ტიტე..-ცოტა ხანში ავხედე.. სანთელივით ჩამოღვენთილი ნუნის მაცქერალს გამახსენდა და ინტერესით ვკითხე.-დუდას მართლა დურმიშხანი ქვია?!
გადაფითრდა,
მომენტალურად გაწითლდა და ათასი ფერი დაედო სახეზე..
უნდოდა მთელი ხმით გაეცინა ,მაგრამ,ხველებას ვერ მორჩა.
მოსაუბრე წყვილმაც კი გამოგვხედა და ჩვენკენ დაიძრნენ.
პასუხი ვერ მივიღე.
ისე დავიშალეთ,
სახლმადე ისე მოვედით,ეს ინტერესი ვერ ჩავიკალი.
ჩვენი ზარმაცა ავტოსადგომზე მყავად გავაჩერეთ და უკან იმწამის შემოსულ ტიტეს მივუახლოვდი.
ნუნიმ მარტო დაგვტოვა.
მას შემდეგ,რაც თეთრი არ გადაახდევინა დუდამ,პირობა ჩამოგვართვა ყველას,რომ ერთ თავისუფალ კვირას შევიკრიბებოდით ბარში და ტიტესთან ერთად,დუდას ვალსაც გავანულებდით.
-ხვალ მე წაგიყვან სამსახურში ტასი,თუ ისევ შეგცივდება და შეგაბრუნებს,მერე პულმონოლოგთან მოგვიწევს ვიზიტის ჩანიშვნა და აქედანვე გაფრთხილებ,ჩემი უფროსი და არის ამ სფეროში პირველი!
ხომ ვთქვი?!
არა,ზუსტად ეს არ ვთქვი?!
კი წამოვენთე და გავიკვანძე ჰაერში,მაგრამ,უკვე აზრი არ ჰქონდა,თუნდაც ბიძია-ბიცოლები ჰყოლოდა საავადმყოფოს უფროსები,არ მადარდებდა.
სხვა თუარადაფერი,იმის გარანტია მაინც მექნებოდა,სიცოცხლეს ჯანმრთელად დავამთავრებდი ასი წლის შემდეგ.
დავემშვიდობე..
პულსი აღარ ავიჩქარე,
წვერწამოზრდილ ღაწვებზე ნაზად ვაკოცე და წამოვედი.
უკვე შუა ღამე იყო.
დაღლილი,გამოფიტული და ყველა გრძნობა გამოტარებული ვიყავი.
ნუნის ჩემს საწოლში ჩაცმულს ჩასძინებოდა.
ცხელი შხაპის შემდეგ პინგვინის ხალათით საძინებელში რომ გამოვედი,ისევ ტიტეს მაისური გადავიცვი..
საოცარი სუნი ჰქონდა..
მისი და ამ ქვეყნად არავისი სხვისი..
ყველაზე სანდობი და სასურველის..
უკვე ძილი მეპარებოდა,
ისევ უცხო ნომრიდან რომ
მომივიდა შეტყობინება..
ოდესმე ჩავწერ მის სახელს?!
გამეცინა.
შეტყობინება რომ მომივიდა ასე მეგონა შევწუხდებოდი და ისევ სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდებოდა.
“ნუნის არ უთხრა,ტასი,დუდამ მთხოვა,ჯერ გამიცნოს და მერე მეთვითონ ვეტყვიო..
დაბადების მოწმობაში მართლა დურმიშხანი უწერია..
კარგი ბაბუა ყავდა,საწყალი,აცხონოს ღმერთმა”
___
მეზიზღებოდა სამსახური.
ამას რომ გავიფიქრებდი ყოველ დილით,მერე ოთხნიშნა ხელფასი მახსენდებოდა და ვდუმდებოდი,რადგან ზუსტად ეს გვაძლებინებდა მე და ნუნის და ზემდეტი არეულობის დროს აღარ გვაძლევდა.
წლების წინ,როცა სახელმწიფოს ხარჯზე უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე,რატომღაც ილუზია მქონდა,რომ ცხოვრება ახალ,ნათელ საფეხურებს მთავაზობდა და მეც,ტახტრევანზე,ჩემი დიპლომითა და საკმაო ღრმა ცოდნით ავიდოდი.
თუმცა,ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა,ხელფასის მინიმუმიდან საარსებოდ საჭირო თანხამდე ავსულიყავი.
ის,რასაც ვაკეთებდი,გაცილებით მეტ ნულს მოითხოვდა ანაზღაურებაზე,მაგრამ,ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპებზე უკან დახევა გვიწევს ხოლმე და,მეც,ჯერკიდევ ვერ გავცდენოდი ამას.
უსამართლობის განცდის გამო ვჭოჭმანობდი ყოველ შვიდ საათზე,სხვა შემთხვევაში კი,ის საქმე მიყვარდა,რასაც ვაკეთებდი.
ზიზღიც ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი გამომდიოდა,უბრალოდ მინდოდა,დავეფასებინე უფროსებს და იმაზე ცოტა მეტი მქონოდა,რაც წყალს,გაზს,დენსა და ინტერნეტს სჭირდებოდა..
-გაიღვიძე სომელიე,გაგვიანდება!-ისე გემრიელად ეძინა სხირტლაძეს,ვეღარ მოვითმინე და საკუთარ ცუდ განწყობას რომ გავქცეოდი,ნუნის გვარიანად ვუთავაზე.
დაზაფრული წამოვარდა,
ოთახიდან გავარდა.
მერე გამოვარდა სახეშეშლილი და ჩემს გარდერობს ეცა.
-არც კი გაბედო!-შავ პიჯაკს რომ დაავლო ხელი,მეც წამოვენთე.
-დღემ მე ჩავიცმევ და ხვალ შენ რა!-ნახევრად ძილში მყოფი გაჭირვებით უყრიდა ფეხს შარვალში.
კი მინდოდა გაცინება,მაგრამ ბოლომდე შევიჭერი როლში.
-წეღან ვასიკომ დარეკა,ნახევარ საათში თუარ გამოცხადდა,დაემშვიდობოს სამსახურსო.-ცეცხლზე ნავთი დავასხი.
გაფითრდა.
საღამური გადაიძრო და ისევ ჩემს მაისურში ჩაძვრა.
-დამიტოვე რამე ნუნუ! მეც ვარ ჩასაცმელი!-ისევ შევუტიე,მაგრამ,ისევ უშედეგოდ.
-რომელი საათია?!რატომ დამაგვიანდა?!რამ დამაძინა?!შენ მოდი უკვე?!-ერთდროულად ორასი კითხვა მომაყარა და თავბრუდახვეული ისევ ლოგინზე ჩამოჯდა.
აქ გამომიჭირა.
ტუჩზე მწარედ ვიკბინე და ლამის გული შემიწუხდა,საათს რომ დახედა და შერყეული სახით გამომხედა.
-ღმერთო,როგორ არ მინდა ციხე დამაშენონ შენი მოკვლისთვის ანასტასია! -უფრო მეტს ველოდი,მაგრამ,აშკარად უკვე ენერგია ჰქონდა გამოცლილი და თავი შეიკავა.
ასე ჩაცმული,ჩემივე ტანსაცმელებით შეწვა ლოგინში და ბალიში მიზანში გამომიქანა.
-ხმა არ გამცე!გაგებუტე!-საწყლად ამოისრუტუნა და გემრიელად მოთავსდა.
-შავებს ნუ ჩამაცმევ ამ დილიდან ნუნუ გევედრები-ენა პატარა,ანცი ბავშვივით გამოვუყავი და მსუბუქი მაკიაჟის კეთება დავასრულე.
-შენ თუ სამაგიერო არ გადაგიხადო,ქალი არ მერქვას!-კი დააყოლა ჩაძინებამდე,მაგრამ,არ მიმინიჭებია მუქარებისთვის დიდი მნიშვნელობა.
შუადღის ცვლა ჰქონდა დღეს ქალბატონს,კი გავაღვიძე,ვარბენინე,მაგრამ,სამაგიეროდ შავი პიჯაკი ჩემი იყო.
გავემზადე,
ზუსტად ნახევარზე ტიტეს შეტყობინება მომივიდა და როგორც იქნა კონტაქტებშიც დავამატე.
“პულსი” ღიმილით შევინახე ნომერი და კისრისტეხით დავეშვი მესამედან.
ვჩქარობდი.
ეს ჩემი უგზოუკლო აღტაცება სადღაც,გულის სიღრმეში მაფორიაქებდა,მაგრამ,აღარ შემეძლო ცხოვრებაში ყველა ნაბიჯის გათვლით გადადგმა.
უბრალო,სპონტანური,ინსტიქტური ქმედებები ისე მომეწონა,ისე მიმიზიდა,თავი ცოცხალ,სასურველ ადამიანად მაგრძნობინა.
სადარბაზოს შესასვლელთან გაეჩერებინა მანქანა.
ისევ თხლად ეცვა და მანქანაზე მიყრდნობილი მელოდა..
რომ დამინახა,ხელები ფართოდ გაშალა და მანძილი ჩემთან ერთად შეამცირა.
-რა ლამაზი ხარ,ტასი!-უკვე მის გულზე აკრულს ჩამესმა ჩუმი სიტყვები..
გავიბადრე..
ერთი პატარა ბანალური სიტყვებიც კი კმაროდა,სულში ვარდი რომ გაშლილიყო და სიხარული გეგრძნო,ადამიანს..
-მათხოვე ეგ სათვალე,აშკარად სხვა ფერებში ხედავ სამყაროს.-თავს ვაიძულე,ენაზე კბილი დამეჭირა,მაგრამ,მაინც წამომცდა.
გაეცინა.
-სერიოზულად?! მარჯვენაში პლიუსი მაქ და მარცხენაში მინუსი.
-დამცინი?!ეგ საავადმყოფოში იციან?!-გადმომცვივდა ლამის თვალები,ისე გავხედე საჭეზე მჯდომს.
-შენ იცინე და ამ თვალებმა ანატომიის გამოცდა ჩამაბარებინეს ქალბატონ სესილისთან.-აშკარად დამცინოდა,ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს და იმდენჯერ ჩაახველა,რომარ გაცინებოდა,ვეღარ დავითვალე.
წყალი გავუწოდე .
-არ დაიხჩო თუ ღმერთი გწამს,ჩვენ ორს შორის მხოლოდ შენ გაქვს ლიცენზია.
-რომ დამჭირდეს,ხელოვნურ სუნთქვასაც ვერ ჩამიტარებ?!-ჯანდაბა! თვალები ისე უელავდა,მზერა ვერ მოვწყვიტე.
გამორჩეულად უხდებოდა ეს თვალები.
ეშმაკური და მოთამაშე.
გამიზნულად აღარ ავყევი.
გონებაში მხოლოდ ბინძური აზრები მომდიოდა და ამას ვეღარ გავთქვამდი..
მიმიხვდა ტიტე.
საერთოდ,უკვე მეგონა,აზრების წაკითხვა შეეძლო,იმდენად ერთნაირად გვეცვლებოდა ხასიათი და,
იმდენად ვემთხვეოდით თითო ემოციაშიც კი.
დამცხა..
სიჩუმეში ისეთი ენერგია ჩამოწვა სალონში,უკვე წუთების თვლა დავიწყე,როდის მივაღწევდით სამსახურამდე..
ვიგრძენი,როგორ ამიჩქარდა გული..
შევეცადე შეუმჩნევლად პულსი გამესინჯა,თუმცა,ტიტეს თვალს არ გამოპარვია შეცბუნება და შეფაკლული ღაწვები..
გაეღიმა..
შევხედე როგორ ჩაუდგა სითბო თვალებში და სულ ერთი წამით გამომხედა..
-შენ მარტო არ ხარ ტასი..-სიტყვებით მომეალერსა..
ვერ მივუხვდი..
ხელი,რომელიც ჯერ კიდევ მაჯაზე მედო,მის გულზე დამადებინა და,
გავირინდე..
სწრაფად,
გული უღმერთოდ სწრაფად უცემდა და ეს ისე მესიამოვნა,
ისე გამიხარდა ეს რომ დამანახა,
ვერაფერი ვუთხარი..
თითებზე წამიერად,სწრაფად მაკოცა და მის ხელებში მოიქცია ჩემი შემცივნებული მტევანი.
-ამ პერიოდს მიოკარდიუმის ინფარქტის გარეშე თუ გადავიტანთ,წლის ბოლოს ავღნიშნოთ.-მისი მოციმციმე თვალები შემომანათა და გამიცინა.
-მანამდე ხელოვნურ სუნთქვაზე ვივარჯიშებ.-მეც გადმომედო მისი განწყობა.
დილის მცირე ჩავარდნის მიუხედავად ,
სამსახურის კართან რომ მივედით,უკვე სასწაულ ენერგიაზე ვიყავი და აღარც მომავალი ცხრა საათის კომპიუტერთან გატარების პერსპექტივამ დამთრგუნა.
-ტასი.-გადასვლას ვაპირებდი,რომ შემაჩერა.
მომლოდინე თვალები აბრწყინებოდა.
მწვანე კოინდარს მზე მოდებოდა და ხასხასებდა.
-ერთი მაკოცე და წადი..-აურაცხელი ვარსკვლავი ერთიანად გამონათდა და აკაშკაშდა.
მთელი დღის სამყოფი სითბო ჩამეღვარა სხეულში..
გრილ ტუჩებს წამით შევეხე,მაგრამ,არ მეყო..
მის ცივ ტუჩებს ვანამ ვერ მოვწყდი,სანამ გული ჰაერში არ აფრინდა და არ მანიშნა,შემეწყვიტა.
-გაწაფულხარ ხომ იცი?!-სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი,თავშეკავებული სიცილით რომ გადმომხედა.
კი შევკარი წარბები,მაგრამ,დიდხანს არ გასტანა ყალბმა სიბრაზემ.
-ოკულისტი ეძებე ტიტე გვარში,მალე დაგჭირდება ვატყობ!
-ბიძაჩემია.
ღმერთო,რა დავაშავე?!
მართლა ცეცხლები გადმომცვივდა თვალებიდან.
დამცინოდა განგება?!
შევიშალე ლამის.
-მეხუმრები ხომ?!-მაინც ვცადე ბედი.
-შენ თავს გეფიცები! -ისე მტკიცედ,გაბედულად და მთელი გულით მიპასუხა,სულ დამავიწყდა ყველაფერი.
სანამ კიდევ რამეს გამოვტყუებდი,გამოვიქეცი.
სამსახურში კისრისტეხით შევვარდი და მთელი პირველი ნაწილი ასე ჩავატარე.
გაბრაზებულმა.
გაცეცხლებულმა.
კოცნისგან დარჩენილი აღფრთოვანებით სავსემ და
ერთიანად არეულმა.
შუადღის ერთ საათიან შესვენებაზე რომ მომწერა და საღამოს ოფიციალურ შეხვედრაზე მიმიპატიჟა,ისე ავნერვიულდი,გრილი ყავა თეთრ პერანგზე და შარვალზე გემრიელად გადავისხი და წყევლა-კრულვით,ტანზე საქაღალდე აფარებულმა დავითვალე უკანასკნელი წუთები.
ღმერთს მადლობა,მოვასწარი ნუნის გაფრთხილება,ჩემთვის კაბა გაეუთოვებინა წასვლამდე.
ტიტე აღარ გამოვიყვანე,
თუ პაემანი იყო,მაშინ ზუსტად ისე უნდა ყოფილიყო,როგორც ფილმებში.
ვერ ავხსნი,რა სისწრაფით მივედი სახლში და როგორ შევედი ეგრევე აბაზანაში.
გული სადღაც გარბოდა და მეც თან მიმიყოლებდა.
აეც კი ვიცოდი,რა მანერვიულებდა ასე კატასტროფულად და რატომ ვერ ვიწყნარებდი თავს.
ისე ვკანკალებდი,ისე ვცახცახებდი,თითქოს გილიოტინაზე გავყავდი ვინმეს.
საკუთარ თავს ვერ ვცნობდი.
ჩვენ რომ ყველაფერი თავდაყირა დავიწყეთ, ამას ორგანიზმი ისე იყო მიჩვეული,ასე ერთიან შემოტრიალწბას არ ველოდი..
მთელი სულით მინდოდა,განსაკუთრებულად მომეხიბლა დღეს,მიუხედავად იმისა,რომ დათუნებიან საღამურშიც კი ვყავდი ნანახი..
მალევე გადავივლე.
ყავიანი ტანსაცმელი მანქანაში ნაჩქარევად შევყარე და საძინებელში ჩემი პინგვინის ხალათით გამოვედი..
ათი გრძელი წუთი დამჭირდა რეალობის აღსაქმელად.
პირდაღებული,გაცხარებული,გაბრაზებული ვცდილობდი სუნთქვა აღმედგინა რომ გონებას ფიქრი დაეწყო.
არც ერთი,
არც კი რამ არ ეწყო გარდერობში.
ნუნუს პირწმინდათ გამოესუფთავებინა ყველა უჯრა და ერთადერთი ტიტეს მაისური გაადაეფინა საწოლზე თავმომწონედ.
ძლივს ავკრიბე ნომერი.
წამებს ვითვლიდი სანამ აიღებდა.
ყველა ოთახი,ყველა კუთხე მოვიარე პარალელურად..
ამაოდ,მისი ტანსაცმელიც კი სადღაც წაეღო.
არ იყო ნორმალური.
არა!
ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას,მაგრამ,ისედაც დასტრესილს,ეს ბოლო წერტილი იყო..
კედელთან უენერგიოდ ჩავიკეცე და დაგროვილი სიბრაზისგან ისე ამეტირა,ვერ გავჩერდი..
რამოდენიმე წუთიანი სისუსტის შემდეგ იმაზეც მომეშალა ნერვები,აქ სატირალი რომ არაფერი იყო..
ნუნის ათასჯერ ჰქონდა მსგავსი გაკეთებული და არც მე ვაკლებდი ოინებს..
უბრალოდ დღეს..
ამ ერთადერთ დღეს მინდოდა განსაკუთრებული ვყოფილიყავი..
ჩემთვის..
ტიტესთვის და,
ჩვენი პირველი პაემნისთვის..
რა გაეწყობოდა..
გავშრი..
ნამიანი თმები არეულად შევიკარი და გარეცხილ-გაუთოვებული ტიტეს მაისური გადავიცვი.
საჯდომსაც ძლივს მიფარავდა,ვინატრე ისევ მცმოდა ჩემი დათუნებიანი შარვალი.
მიწერას აზრი აღარ ჰქონდა,
საათს რომ დავხედე,წუთიწუთზე უნდა მოსულიყო და ბედსშეგუებული უბრალოდ დაველოდე როდის დარეკავდა ზარს.
არც ერთი წუთით არ გადაუცილებია..
რკინის მასიური კარის სამზერიდან ვუყურებდი ელეგანტურად გამოწყობილ ტიტეს,ვარდების თაიგულით და გული გასკდომას მქონდა..
გაუცნობიერებლად ამევსო თვალები ცრემლით,ისევ..
-გთხოვ,მანიაკი არ გეგონო.-სანამ გავაღებდი საწყლად გავძახე და წარვუდექი..
სამი,ხუთი ან ალბათ ათი წუთი მაინც ვიდექით კარებში გახიდული და ერთმანეთის რეაქციას ველოდით..
მის თვალებში იმდენი ემოცია იკითხებოდა და ყველა ისეთი სანდო,თბილი და მზრუნველი..
გაეღიმა..
რიდით აწითლებულ ღაწვებზე ხელის ზურგი ჩამომატარა და დარჩენილ კვალზე რბილად მაკოცა..
ვარდების ნაზი თაიგული გალანტურად გადმომცა და სახლში შემოვიდა,თანხმობის შემდეგ.
შვებისგან ამოვისუნთქე..
გულიდან ძალიან დიდი,შეუმჩნეველი ლოდი მომეხსნა და ვერც შევამჩნიე,ისე გავყევი უკან ფართო ღიმილით.
-ღვინო გაქვს?-სამზარეულოს ბართან მჯდომმა ირგვლივ მოიხედა და სადგამიდან ორი ბოკალი ჩამოხსნა.
ჩვენს სახლში როგორ შეიძლებოდა ალკოჰოლი არ ყოფილიყო?!
უჯრიდან ერთი ბოთლი შირაზი გამოვიღე და სახსნელს დავუწყე ძებნა.
ვხედავდი როგორ დაატარებდა თვალებს ჩემს სხეულზე ტიტე და ეს ისე მომწონდა,განზრახ ვწელავდი დროს.
ამწამს,როცა მის მწველ მზერას ვგრძნობდი,გულში მადლობასაც კი ვუძღვნიდი ნუნის,ტანსაცმელი რომ ჯანდაბაში მოისროლა.
თავად გახსნა.
ღვინო ჯერ დააგემოვნა და შემდეგ ჩამოასხა.
ვერც მივხვდი,როდის ჩამოცხა ასე ოთახში,რომ ერთ მაისურშიდაც კი სუნთქვა მიჭირდა.
პულსი ყოველგვარ შკალას გასცდა.
ოთახში ჰაერი არ მყოფნიდა,ამაოდ გამოვაღე ფანჯარა,აზრი არ ქონდა,როცა ტიტე იყო ოთახში და თვალებიდან ცეცხლს ღვრიდა.
ვერ ამოვიღეთ ხმა..
ერთი ჭიქა ისე ჩავცალეთ,მხოლოდ თვალებით ვაფასებდით ერთმანეთს და ყოველ ნაკვთს ვსწავლობდით..
-ანასტასია!-ხმაში იმდენი ხავერდი გარეოდა,მთელ სხეულში წამლეკავმა ვნებამ დამიარა..
ღმერთო,რამდენ მუხტს გზავნიდა კანიდან..
ყველა მათგანი შევისისხლხორცე და გავუღიმე..
ვიგრძენი,როგორ შეეცვალა სახე,ღიმილი რომ ვნებიანი,ცეცხლოვანი,მომთხოვნი იყო და არა ნაზი..
შევხედე როგორ შეიხსნა თეთრი პერანგის პირველი სამი ღილი და ღრმად ამოისუნთქა..
თავს ძლივს იკავებდა..
საკუთარი ძალისგან აღფრთოვანებულმა წეღანდელ მობუზულ ტასოზე გულიანად გამეცინა..
ვერც კი წარმოვიდგენდი ასე თუ შეტრიალდებოდა ყველაფერი და განწყობას რამე გამომიკეთებდა.
თუმცა,არაოდრინალური ურთიერთობის მთავარი პლუსი ალბათ ეს იყო,
დაუგეგმავი,
დაუდგენელი და წინასწარ გაუთვლელი ნაბიჯები.
-ტიტე..-მეორე ჭიქის ბოლოს გამოვეპასუხე..
აღარ შემივსო,მიუხედავად იმისა,ბოკალი წინ გავუწიე..
თავი გადააქნია მხოლოდ და წამოდგა..
ღრმად სუნთქავდა..
შეხსნილი პერანგიდან კარგად სჩანდა,რა სისწრაფით ავსებდა ფილტვებს ჰაერით რომ ეს მუხტი გაენელებინა.
ბარის მაღალ სკამზე შემოვტრიალდი და გავუსწორდი.
ჩემს პირისპირ იდგა.
ხუთამდე ნაბიჯში და ისე მიყურებდა,ვეღარ ვუძლებდი..
ეს თვალები სასწაულს ყვებოდა..
მისი მუდამ ნებართვის თხოვნით სავსე მზერა ისე აღმა*ზნებდა.
უღმერთოდ მსიამოვნებდა,რომ ჯერ ელოდა პასუხს და შემდეგ დროს მაძლევდა,რომ სადავეები ხელში ამეღო..
-მაკოცე!-მოსვლიდან ალბათ მესამე სიტყვა ზუსტად ის იყო,რაც მთელ სულს სურდა..
ზუსტად ერთ წამში დაფარა მანძილი და სანამ ვნებისგან ავფეთქდებოდით,
ორი წამით მზერა გამისწორა.
სუფთა.
წყაროს წყალივით წმინდა და უცოდველი.
ტიტეს უნდოდა დავერწმუნებინე მისი ნაბიჯების უსარჩულო მიზეზებში..
არც კი მჭირდებოდა ზედმეტი ძალისხმევა გამომეცნო რამდენად წმინდა იყო ის,რაც ჩვენში ხდებოდა და გიზგიზებდა.
რაც გვწვავდა და დაწყობილ სტანდარტებს გვინგრევდა.
უკვე ვეღარ ვითმენდი,
მისი თითები კისერზე რომ შემომეხვივნენ და თავი ამაწევინეს..
დამაცხრა..
მთელი ვნებით,
ყველა განცდებით და არსაიდან დაბადებული გრძნობებით ისე მკოცნიდა,თითქოს განშორება ვერ გაებედა..
სუნთქვა რომ გამომეცალა ხელებიდან,მხოლოდ წამით მოვცილდი და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა,
ხელში ავეტაცებინე და წელზე მჭიდროდ შემომეხვია ფეხები.
ღმერთო,
მისი ცივი,
ძლიერი,
ცეცხლით და ყინულით სავსე თითები ,ძლიერად რომ შემოეჭდო მოშიშვლებული,საცსე დუნდულებისთვის..
-ტიტე..-წუთში ერთხელ ამოვიძახებდი და მის აფეთქებულ თვალებს რომ ვაწყდებოდი,სიგიჟის ზღვარზე მისულს,ყველა ჩემი არასრულფასოვნების შეგრძნებები მეფანტებოდა..
-გავჩერდე?-კოცნებს შორის მესამედ რომ შემეკითხა,მხოლოდ შემდეგ გავიაზრე,რას მეუბნებოდა..
-უნდა გავჩერდეთ ტასი..-უკვე მე მარწმუნებდა,მის თავთან ერთად და ნელნელა რბილ,ტკბილ კოცნებს მიტოვებდა ბაგებზე..
როდის აღმოვჩნდით დინაზე,მის კალთაში?!
არც კი მახსოვდა.
საბოლოოდ რომ დავუბრუნდი ამქვეყნიურ რეალობას,
ალბათ ოცი წუთი მაინც იყო გასული,მის კალთაში,მის გულზე მიყრდნობილი რომ ვიყავი და ველოდით,როდის დაგვიმშვიდდებოდა პულსი.
მკლავებში მჭიდროდ გავეხვიე ტიტეს და პატარა ბავშვივით,გაშლილ თმებზე მეფერებოდა..
ასე მშვიდად,ამდენი ენერგიისგან დაცლილი და თან მთელი გრძნობებით სავსე ბოლოს როდის ვიყავი,არც მახსოვდა.
-ტასი.-ცოტა ხანში მომიბრუნდა.
ხმა დამშვიდებოდა,
მისი მტკიცე ბგერები დაბრუნებოდა..
ავხედე,მთელ სამყაროს ირეკლავდა თვალებში..
-სამი რამ მითხარი შენს შესახებ.
გამეღიმა.
სულ რამოდენიმე წუთი დამჭირდა ფიქრისთვის..
პაემანი ხომ ზუსტად ამისთვის იყო..
ერთმანეთი რომ უკეთ შეგვეცნო.
-1)ჩემი პულსის ამბები კარგად მოგეხსენება,როცა შენთან ვარ,თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ და ეს ფაქტი ძალიან მომწონს.
2)თხილზე ალერგიული ვარ და ერთხელ ამის გამო საავადმყოფოშიც მოვხვდი,ნუნიმ რომ გადაწყვიტა,შეემოწმებინა,ნამდვილად ჩავვარდებოდი თუარა ანაფილაქსიურ შოკში და,
მესამე..-მთელი გული ამოვიღე ბოლო წინადადებაზე…სუნთქვა შემეკრა და სანამ ვიტყოდი,ათჯერ მაინც გავიფიქრე,რომ არ მეთქვა..
-სამი წლის ვიყავი დედამ რომ მიმატოვა და ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი..
ველოდი მის თვალებში ერთი წამით მაინც სიბრალულს,
მაგრამ,
არა..
ზუსტად ამ გადამწყვეტ წამს ვიგრძენი,ტიტე რომ ჩემი ადამიანი იყო და არა უბრალოდ ვნების ზიარი..
მიმიკრო.
გულში მთელი ძალით გამომახვია და მანამ ვუსმენდი მისი გულის რიტმულ ცემას, სანამ საბოლოოდ არ ჩამოღამდა..
გვიანი იყო უკვე რომ წავიდა..
საწოლზე რომ ჩამოვჯექი და ოთახს თვალი მოვავლე,მხოლოდ მერე შევამჩნიე მცირედ გადაწეული ფარდების მიღმა,აივანზე უზარმაზარი ცელოფნებით სავსე ტანსაცმელი.
გამეცინა.
მთელი გულით და ყველა გრძნობით.
რაღა აზრი ჰქონდა რამეს?!
სათითაოდ შემოვაწყვე ყველა და შუა ლაგებაში დამადგა თავზე სამსახურიდან მოსული ნუნი.
იატაკზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით და დაიწყო მაისურების კეცვა.
ერთი კი გამომხედა რატომ ვიყავი ასე მშვიდად,მაგრამ,რაღამც არ ვეომებოდი,აღარ გამომედევნა.
-დღეს ჩემთან სამსახურში დუდა იყო მოსული..-ცოტა ხნის შემდეგ,მის ოთახში რომ გადავინაცვლეთ,რაღაცნაირი,მორიდებული ღიმილით მითხრა ნუნიმ.
კი მინდოდა რამეთი წამეკბინა,მაგრამ მისი სახელი რომ გამახსენდა,თავი ვეღარ შევიკავე და ისე ავხარხარდი,ნუნი ჯერ შერყეული მიყურებდა,მერე მგონი თვითონაც მიხვდა და ათი წუთი ერთმანეთს ვასხამდით წყალს,სული რომ მოგვეთქვა.
-რომ მითხრა დურმიშხანი მქვიაო,ხმა ვერ ამოვიღე ტასო,გავშტერდი ჩვეულებრივად და იმბეცილის შთაბეჭდილება დავტოვე მგონი ადამიანზე.
-არ იჯავრო,კარგად რომ გაგიცნობს დიდი სხვაობა არ იქნება.-იატაკზე ჩამჯდარს ხელი გადავხვიე და ბეჭზე დავეყრდენი.
ხომ მწამლავდა,მაგრამ,ამ სამყაროში არ არსებობდა არცერთი ადამიანი,მასზე ძვირფასი.
-მგონი გავებით ტასუ.-დასვკვა დადო დღის ბოლოს სხირტლაძემ.
-შენ მაგას ახლა მიხვდი?!
____
ვერასდროს წარმოვიდგენდით ჩემი დღის განწყობაზე ოდესმე საპირისპირო სქესი თუ იმოქმედებდა.
ძალიან მცირე ურთიერთობები,რომელიც ტიტემდე მქონდა,იმდენად უმნიშვნელო იყო,ან პირველივე კვირას ვასრულებდი,ან,ჩანასახშივე პაუზდებოდა.
ემოციური კავშირი იმდენად პირველ საფეხურზე იდგა ჩემთვის,ვერასდროს ვერავინ ვერ მითანაბრდებოდა და განვიცდიდი ხოლმე..
არარის მარტივი უსმენდე სხვის აღფრთოვანებას და შენ სათქმელი არაფერი გქონდეს..
არა იმიტომ,რომ თავს ვერ გრძნობ სასურველად,
უბრალოდ,ხანდახან,ასეთ დროს თვლი,რომ შეიძლება არ გქონდეს ის,რაც სხვას აქვს მხოლოდ იმიტომ,რომ შენთვის ზედაპირული ურთიერთობის გარდა,მთავარი ემოციური ბალანსია,რაც ძალიან რთული მოსაპოვებელია,თუ არ ხარ იმ ადამიანთან,რომელიც შენთვისაა გაჩენილი..
ამწამს,სამსახურში,როცა ტიტე ზუსტად ერთ ნახევარი სრული დღე არ მყავდა ნანახი,ისე მაკლდა,სახე ვერ გავხსენი დილის მერე..
არაფერ შუაში იყო ვნება,
არაფერ კავშირში იყო ფიზიკური სიახლოვე..
სულის კომფორტი,რაც მის პიროვნებას ბუნებრივად ახლდა,ყველა ვიზუალურ დადებითს ფარავდა და მთავარ პრიორიტეტად ჩნდებოდა..
ამას მთავარი ძალაც ემატებოდა..
ცოდნა,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ცალმხრივი არ იყო..
ეს კი მიტოვებული ადამიანისთვის,და არამხოლოდ,ძალიან დიდი თავისიფლების და სრულფასოვნების განცდა იყო..
-“ვერ წარმოვიდგენდი,ისეთი მონატრება თუ შეგეძლო,სამსახურზე კონცეტრაცია გამჭირვებოდა და ყოველი თავისუფალი წამი მეძებნა,რომ შეგხმიანებოდი..
არასდროს მქონია ამაზე მეტად დამღლელი ცვლა..
ემოციურად გავნადგურდი.
არ ვიცი,როგორ უნდა შევივსო ეს დანაკლისი”-საღამო ხანი იყო,პარასკევი დღის,მთელი დღის ლოდინის შემდეგ,მისი შეტყობინება რომ
მივიღე და გაუაზრებლად ისეთი ბედნიერების განცდა დამეუფლა,თვალები ამიწყლიანდა..
ათჯერ მაინც გადავიკითხე ერთიდა იგივე სიტყვები,სანამ საბოლოოდ არ გავიზეპირე და ყოველი ბგერა არ დავიჩემე.
ღმერთო,რამდენს იტევდა ერთი შეტყობინება..
არც კი ვიცოდი რა მეპასუხა გარდა იმისა,რაც წყალივით მჭირდებოდა-
-“ნეტავ აქ იყო..”
თვალდახუჭული წამებს ვითვლიდი ვიბრაციამდე.
წუთები ერთმანეთს მისდევდა და მე ისევ გაღიმებული,გულამდე ბედნიერს თვალწინ მისი სიტყვები მედგა..
-ტასო!-ღმერთო,რატომ ჰქონდა ამ გოგოს ასეთი ტემბრი.
ისე შემოსულა სახლში,ვერც კი გავიგე.
ფეხაკრებით შემოსული თავზე წამომდგომოდა და ისეთი შერყეული სახით მიყურებდა,სარკეში შევათვალიერე თავი,ხომ კარგად ვიყავი.
-სერიოზულად ნუნი,სამკურნალო ხარ!
-კიდევ მე?!შენ წევხარ გაღიმებული ლოგონზე,გულზეხელდაკრეფილი.მეგონა მოკვდი!
-რა ყოველდღე მდებ ამ კუბოში ნუნუ!დამაცადე ადამიანო სიცოცხლე. გეფიცები,ისე გამთვალავ ერთ დღეს,სანამ ზალაში არ გამომჭიმავ!-გაბრაზებული პირდაპირ სამზარეულოში გავრბივარ და უკან ადევნებულ ნუნის წარბს არ ვუხსნი.
უცებ ჩამიქრო ეს მოციმცილე ვარსკვლავები თავსზემოთ.
ღმერთო,რანაირია ეს გოგო,მართლა უნდა გავასინჯო ფსიქიატრს.
თუმცა,მეტის გაგრძელების დრო აღარ მქონდა.
ფინჯანში წყალს ვასხამდი ყავისთვის,ტიტემ რომ მომწერა და ერთიანად გავიბადრე.
-აი ფსიქოზი თუ გინდა!-ოთახში წინ და უკან სირბილი რომ დავიწყე თავის ოდნავ მაინც მოსაწესრიგებლად,ნუნიმ თვალებგაფართოვებულმა გამომხედა.
ის აქ იყო..
როგორც იქნა აქ იყო და თან ყველაზე მოულოდნელად.
რაც ხელში მომყვა მოვიცვი და სირბილით დავეშვი საფეხურებზე.
სადარბაზოდან გასვლამდე სულის მოსათქმელად ღრმად ამოვისუნთქე და მის შესაგებებლად გავედი.
ღმერთო,როგორ უხდებოდა ეს ფორმა..
დაღლილ-დაქანცულს თავი ჩაექინდრა და მხრები ჩამოყროდა..
ფიქრებში იყო წასული,ვერ შეამჩნია როგორ მივუახლოვდი..
-ტიტე..-რომ დავუძახე,ჩემი თვალით დავინახე როგორ გაუნათდა სახე და ღაწვებზე ფერი დაედო..
ისე გამიღიმა,კანზე ელვამ დამიარა..
არც არაფერი გვითქვამს,
ათი წუთი ან იქნებ,მთელი ათი დეკადა ისე ვიყავი მის ფრთებქვეშ შეხიზნული,სუნთქვაც კი დამავიწყდა და მხოლოდ ჩემი გულის გაუსაძლისი ფეთქვა მესმოდა..
-ღმერთო,ამ განცდისთვის ყველაფერს დავთმობ.-რომ განვერიდე მის გულს,შემომხედა..
თვალებიდანაც კი იმდენი დაღლა იღვრებოდა,გული მომეწურა..
ჩემი სახე ხელებში მოექცია და თითქოს ყოველ ნაკვთს სწავლობდა,არც მაშორებდა თვალს.
-ვგრძნობდი,ვერ გავძლებდი უნახავად ტასი..-ღმერთო,რა თბილი იყო..
კანზე მოსრიალე მისი თითები უდიდეს კვალს ტოვებდა და პირველი დეკემბრის სუსხიან ღამეს უსაზღვროდ მათბობდა..
მინდოდა მეთქვა,რომ მარტო არ იყო..
როგორც თვითონ იცოდა ხოლმე,მაგრამ სიტყვასაც ვერ ვამბობდი..
ჯერ ხომ საერთოდ დღეებიც კიარ იყო ჯამში,როცა მას ვხედავდი და უკვე რომ მის თვალებს ვერ ვწყდებოდი,გულს მიჩქარებდა.
როგორ დამეჯერებინა უცხოსთვის,
გარეშე ადამიანისთვის,საკუთარივით რომ ვნერვიულობდი და მედარდებოდა მისი ენერგიაგამოცლილი სხეული და მზერაში ჩამდგარი ძალიან დიდი ნისლი.
კანი მეწვოდა ისე მინდოდა მის წამოზრდილ წვერს შევხებოდი და სახიდან ეს უძალობა გამექრო..
ისე შემოვატარე სუსხისგან გაყინული თითები მის სახეს,ყოველ ახალ წამს მეჩვენებოდა რომ საკუთარ მხნეობას ვუნაწილებდი..
მიყვარდა მისი ეს ღიმილი..
მშვიდი,უარაფრო და უბრალო..
ძალიან ბევრი გრძნობის მომცველი და გამლღობი..
-იცი როგორ მენატრებოდი?! -არ ვიცი რატომ დამემსხვა ხმა ათას ნაწილად..
ძლივს შევაკოწიწე თავი,რომ არ დავშლილიყავი..
როგორ,ღმერთო..
როგორ მომანატრე ერთ დღეში ისე,რომ გასაშვებად არ მეთმობოდა?!
არც კი ერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა,იმდენად არ ვიყავით არცერთ ჩარჩოში მოქცეული ..
აღარ დაველოდე მის თვალებში თანხმობის ლოდინს..
როგორც კი გული ვიჯერე მისი ალერსით,
ტუჩებს გავანდე ჩემი უჩვეულო მონატრება..
ციოდა.
კანში ატანდა და მაინც,ისე დამცხა,
ისეთ ცეცხლში გამახვია ერთმა ძალიან მსუბუქმა ამბორმა,
გული ამომიჯდა და პულსი ჰორიზონტს გასცდა.
პატარა საოცრება იყო..
ერთ ამბორში ჩაქსოვილი ბევრი განცდა და ჯერ ვერ თქმული სიტყვები..
ვგრძნობდი მის ცივ ხელებს წელზე რომ შემომხვეოდა და თითქოს ჩემი შეზრდა სურდა,არ ვეთმობოდი და არ მიშვებდა..
-დაისვენე ტიტე.. ჩვენ წინ ძალიან ბევრი დღე გვაქ,ძალიან ბევრი მონატრება და ნახვით გამოწვეული სიხარული.. -ვუბიძგე თითქოს რომ გავეშვი..
თვალებში ჩაღვრილი უარყოფით გულს კი მიხარებდა,
მაგრამ,
მაინც დავთმე..
ვუყურებდი როგორ წავიდა და თითქოს გულიც გაიყოლა..
სანამ თვალს არ მოეფარა ავტომობილის შუქი,იქამდე ვიდექი და ღიმილს ვატანდი გზამკვლევად..
მთელი სითბოთი გამთბარი ავედი სახლში..
შემოსასვლელში ქურთუკს ვკიდებდი,უცებ ნუნი რომ მოვიდა და მთელი თასი ყინვიანი წყალი შემომასხა.
გავხევდი.
მაისურიდან წურწურით ჩამოდიოდა წყალი და იატაკი სულ დასველდა.
-სანამ თმით აგაწმენდინე ,გაიქეცი ნუნუ!
-ცეცხლი გეკიდა ტასო,გადაგარჩინე!-ძლივს ავკინძე ერთი წინადადება ისე ისროდა სირბილში.
არ იყო ადამიანი.
სრული არ სიტყვის მნიშვნელობით.
სანამ გული ხელში არ დამაჭერინა,მანამ მარბენინა ოთახებში.
ვერ დავიჭირე.
სიცილისგან დაოთხილი იატაკზე გაწვა და ისე ხარხარებდა,სულს ძლივს ითქვამდა.
-აი შენ თუ სასწრაფო გამოგიძახო,მიყურე!-მუქარით ძლივს ავდექი და სააბაზანომდე მივბობღდი.
ენერგია საერთოდ აღარ მქონდა.
როგორ გადავივლე და ლოგინამდე მივედი,არ ვიცი.
რომ გავიხედე ოთახში შესვლამდე,ნუნი ისევ იატაკზე იწვა და სუნთქვას იღდგენდა.
-მანდვე დაგაბეტონებდი რომ
არ მიყვარდე!-გავძახე გაგულისებულმა.
-ჩემი სამყოფი ცემენტი ჯერ არ მოზელილა ტასუ,მაგრამ,არც შენი სამყოფი წყალი არაა დედამიწაზე,არ იჯავრო.-სანამ ისევ რამეს ვეტყოდე,სწრაფად დგება და ოთახში შერბის.
კარებს გასაღებით კეტავს,მაგრამ,სულ ტყუილად.
ისეთი დაღლილი,გამოფიტული და გამომშრალი ვიყავი,
დავწექი თუარა ერთიანად გავითიშე და დამეძინა..
-ტას..-ღამის სამი საათი იყო,ნუნი ფრთხილად რომ მაღვიძებს..
გარეთ კოკისპირული წვიმა დაწყებულიყო.
გულზე დიდი ფუმფულა გული აეხუტებინა და საწყლად დამყურებდა..
როგორც ყოველთვის..
ყოველი ჭექა-ქუხილის დროს.
-შემოგიწვები რა,მეშინია მარტო…
ხომ სისხლს აშრობდა,მაგრამ,
მომეხუტა თუარადა,მისი დანაკლისი ერთიანად შემივსო..
-ტას.-ორი წუთიც არ იყო გასული,ისევ რომ შემაღვიძა..
მიხვდა რომ ვუსმენდი და ლოგინზე წამოჯდა..
სარკმლიდან შემოსული ელვის შუქის ფონზე,მისი გაწეწილი თავი სასწაული შესახედი იყო..
-შენ და ტიტე რომ ერთად იქნებით,მე ხომ არ დამივიწყებ?-მთელი სერიოზულობით მეკითხებოდა..
ეჭვით კი გავხედე,მაგრამ,თვალები დანისლული ჰქონდა და გულწრფელობით სავსე..
-ტიტე და თუნდაც დუდა გარეშე დანამატები არიან ნუნი.
იტალიაში იყო კოზა ნოსტრა,
იაპონიაში იაკუძა,
ჩვენ მაფიაში მათზე მეტი სიმყარეა და ვერ დაგვარღვევენ..
ვერც ტიტე,ვერც დუდა,ვერც ვინმე დედამიწაზე.-მას რომ
სჭირდებოდა და ქვაზე მეტი მტკიცე რომ იყო,ის ვუთხარი..
გაეღიმა.
ჩამეხუტა..
-ტიტემ იცის ჯიბიდან რომ ისვრი?!-მაინც აურია.
-დადუმდი თორემ ხვალ ბარში არ წაგიყვან!-დავტუქსე პატარა ბავშვივით.ხვალ ვალის დაბრუნების დღე იყო,გეგმის მიხედვით,თუ ყველაფერი ისევ მათ არ არიეს.
-ერთბაშად არ მეწყინოს რა! მაგ ფულით წინა საქარე მინას გამოვცვლი მაინც-ისე ამბობს,ვითომ უკვე არ ჰქონოდა გამოწყობილი ტანსაცმელი ხვალისთვის.
-ეს დურმიშხანს უთხარი და ციმციმ ჩაგისვამს ახალს!-არც მე დავრჩი ვალში.
-კარგი ვსო,”რასხოდ” ტასო!ვიძინებ-შესაფერისი პასუხი რომ ვეღარ მოიფიქრა,როგორც იქნა გადაბრუნდა და დამაძინა.
___
-ტასოო!-ნუნის განწირულმა ყვირილმა რომ გამაღვიძა თორმეტ საათზე,შაბათ დილას,საბოლოოდ მივხვდი,რომ წინა ცხოვრებაში შემოქმედთან ძალიან დიდი შევცოდე და საკუთარი ჯოჯოხეთი მომიწყო კომპესაციისთვის..
სიბრაზისგან ლამის ცრემლებმა დამახჩო სანამ ავდექი და გამოვფხიზლდი.
-ყველაზე წმინდას გეფიცები ნუნუ,აი ღმერთმაც ქნას,გკლავდნენ და მაგიტო მაღვიძებდე! -ყველაზე ცუდ შურისძიებაზე მეფიქრებოდა გზაში.
ძლივს გავფრატუნდი.
ნახევრად მეძინა.
ძალიან კარგ სიზმარს ვნახულობდი და ასეთ გამოღვიძებაზე ნამდვილად არ ვოცნებობდი.
მითუფრო,ნუნუს მხრიდან.
გაზქურასთან იდგა,თამბაქოთი ხელში და ჯეზვეში თურქულ ყავას ხარშავდა.
-ყავას ვიკეთებ და დალევ?-ისე უცოდველად გამომხედა,სინთქვა შემეკრა რისხვისგან.
რა დავაშავე?
ისე გადმომცვივდა ცრემლები,მეგონა სისხლი მომდიოდა თვალებიდან.
არც ვუპასუხე.
ისე გამოვბრუნდი და დავწექი,
ბალიშზეც არ მქონდა თავი დადებული,ისევ რომ დამეძინა.
დაბარეებულივით ზუსტად იქ დავბრუნდი,საიდანაც ნუნიმ გამომიყვანა..
ისევ იქ,
წმინდა ცის ქვეშ,
ოქროსფერ ქვიშაზე ვიწექით და ამსამყაროში ყველაზე ტკბილ ტუჩებს უსასრულოდ ვკოცნიდი..
იმდენად რეალური იყო სიზმარი,მის სასწაულ არომატსაც ვგრძნობდი..
მხოლოდ მისთვის დამახასიათებელს და არავის,სხვისი.
გრილი,ვანილისა და ციტრუსის დაუვიწყარი არომატი..
-ტასი..-შორიდან მეძახდა მისი ხმა.
ახლოს მყავდა,აქვე,ჩემს თვალწინ,მაგრამ,ხმა კილომეტრებით შორს ისმოდა..
ვერ გამოვეპასუხე..
მისი ტუჩები ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა..
სიზმარშიდაც კი ვგრძნობდი,სხეული როგორ მეწვოდა ვნებისგან და როგორ მინდოდა მისი მთლიანად შეგრძნება..
თითქოს ჩემს ფიქრებს ხვდებოდა,
წამებში გამათავისუფლა ერთადერთი თხელი ნაჭრისგან და გული ამომივარდა,ჩემკენ რომ დაიხარა..
მის ხელებს ცხადივით ვგრძმობდი..
მის ცივ,ძლიერ თითებს სხეულის ყოველი ნაწილი მძაფრად აღიქვამდა და ხელებში ადნებოდა..
მეუფლებოდა..
მთელი ჟინით,
ვნებით,
გრძნობების ყვირილით და წარმოუდგენელი სიცხადით.
-ტიტე!-წუთში ერთხელ,სიამოვნების მორევში ჩაძირული ამოვიძახებდი ხოლმე და ისიც,ცეცხლმორეული,ჩემში მთელი შეგრძნებით შემოდიოდა და ქვეყნიერებას მწყვეტდა.
სასწაული იყო..
მეგონა საუკუნოდ ვნებივრობდი მის მკლავებში,მაგრამ,ლანდი ისევ მეძახდა..
-ტასი..-თბილი ხმა ჯოჯოხეთურად მწველი სიზმრიდან უმოწყალოდ მწყვეტდა.
ღმერთო,როგორ მენანებოდა ამ წამების დათმობა და თვალის გახელა..
მაგრამ,ჯიუტად არ მანებებდა თავს რეალობა..
გაჭირვებით ავზიდე ქუთუთოები..
ძლივს შევაჩვიე თვალი შუქს ირგვლივ რომ მიმომეხედა..
გული,განვლილი ემოციებისგან,ჯერ კიდევ უსწრაფესად მიცემდა და თავი უმოწყალოდ მტკიოდა,დაუსრულებელი განცდისგან.
მთელი საუკუნე დამჭირდა,გამეაზრებინა,რომ ძახილი რეალური იყო და ნამდვილად ტიტე იდგა ამწამს მიხურულ კართან..
თავბრუ დამეხვა,ისეთი სისწრაფით წამოვჯექი საწოლზე და თვალები ათასჯერ დავახამხამე,იმედით,რომ გაქრებოდა მისი ლანდი.
არა.
ტიტე ექიმი ეშმაკური მზერით ჯიუტად იდგა და ისეთი თვალებით მიყურებდა,
მისხალით არ განსხვავდებოდა სიზმრების ტიტესგან..
დავმუნჯდი.
ხმა ვერ ამოვიღე.
ვუყურებდი თვალებგაფართოებული და ღმერთს ვევედრებოდი,ნუნის მტკიცებები,სიზმარში ლაპარაკობო,ტყუილი ყოფილიყო..
-გამარჯობა ტასი..-ხმაში გაპარული აღფრთოვანება ვერც კი დამალა.
ავწითლდი.
სირცხვილისგან ერთიანად ავხურდი და ისე ჩავიმალე საბანში,სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა..
ვიგრძენი როფორ ჩამოჯდა კიდესთან..
სახეზე აფარებული საბანი ჩამომაშორა და მისი თბილი,განცდებით სავსე მზერა მომანათა..
ხომ სუფთა იყო მისი ყველა გამოხედვა,მაგრამ,მაინც უციალებდა ცისკრის ვარსკვლავებივით ანცი სხივები.
-არ დამემალო ტასი რა ,ჩემ თავს გაფიცებ..-უკვე ხელები რომ წავიღე აფორაჯებული სახისკენ,სიტყვებით შემაჩერა..
მიღიმოდა.
მთელი გულით,მთელი სახით მიცინოდა და ვხედავდი,როგორ იკავებდა თავს,რამე არ დასცდენოდა.
-გირეკავდი დილიდან რამოდენიმეჯერ,მერე რომ აღარ გამაგონე,ნუნის დავუკავშირდი და,მომიპატიჟა თქვენთან.-თითქოს მისი ყოფნის გამართლებას ცდილობდა.
ტემბრს აკონტროლებდა,მაგრამ თვალებს ვეღარ.
ლამის ყველა ციური სხეული მასში მოქცეულიყო.
-კარგი რა ტიტე,ვიცი,რომ ძილში ვლაპარაკობ.-ვეღარ გავუძელი,წამოვდექი,ჩემი დათუნებიანი საღამურით წინ ავესვეტე და საცოდავად დავხედე..-დაახლოებით,რამდენი ხანი მისმენდი?!
-დიდად არაფერი გითქვამს ტასი,მაგრამ,პულსით თუ ვიმსჯელებთ,ლაპარაკის საშუალება არც უნდა მომეცა წესით..-უჩუმრად მაჯაზე ხელებიც შემოეწყო და ჩემი გულის სწრაფი ცემის ზიარიც გახდა,ამასობაში.
-და რა იცი რომ შენ იყავი სიზმარში?!-დანებების მაგიერ შეტევაზე გადავედი და უცებ გამოვფხიზლდი.
თვალები გაუფართოვდა,
უცნაურად შემომხედა და მერე ისე უცებ ჩაუქრა ციმციმა ვარსკვლავები,გული მომეწურა..
ვინანე მაგრამ უკან აღარ დავიხიე..
ოთახიდან გავაბრძანე და ნაჩქარევად ჩავიცვი.
ოთხი საათი იყო.
ნუნი სახლში არ იყო და მაცივარზე გაკრული წერილიც მატყობინებდა,რომ ბარში შემხვდებოდა,საღამოს ათზე.
ხასიათწაშლილ ტიტეს,სანამ სააბაზანოში ვწესიგდებოდი,გაზქურა დავუტოვე და ყავის გამზადება ვთხოვე.
ჯერკიდევ მეტყობოდა სახეზე აღელვება და განცდილი ემოციები..
მიჭირდა დაჯერება,რამდენად შორს შეეძლო სიზმრებს წასულიყო და,
ჩვენი გულის ყველაზე ბინძური კარი გაეღო..
ათი წუთი მაინც დავყავი ნიჟარასთან დაყრდნობილმა..
სანამ პულსი არ ჩამიდგა,ვერ გავედი მასთან..
წარმოუდგენლად მცხვენოდა და ის ჩემი წეღანდელი ვითომ სიმტკიცეც მოჩვენებითი იყო..
რომ დავბრუნდი,ბარის სკამზე დამხვრა ჩამომჯდარი,მშვიდად სვამდა ყავას.
მზერა ისევ დამუქებოდა და მალავდა,მაგრამ,ჩაწყვეტილი გულის სუსტი ცემა მაინც მესმოდა..
ვერ გავუძელი..
მივუახლოვდი..
ზუსტად პირისპირ ვიყავით,
თანაბრად..
მისი ყველაზე თბილი სახე ხელებში მოვიქციე და მონატრებულ ტუჩებს ძალიან ნელა,ძალიან რბილად დავეწაფე..
ვიგრძენი როგორ დაუარა სხეულში ელვამ..
როგორ გააკანკლა სიამოვნებისგან და როგორ გააღრმავა ამბორი..
მისი ტუჩები სიცოცხლის ელექვით მოქმედებდა.
მთელ სხეულს მიფეთქებდა და წარმოუდგენელ ქაოსში მხვევდა..
ცივი ხელისგულები წელზე შემოეხვია და სიზმარს გავდა,ისე ცდილობდა მასში შევეზარდე..
კომკრეტული პასუხი აღარ დამჭირდა,
თუ სრულებით არა,ნაწილობრივ მაინც ავიხდინე სიზმარი და ამას თვითონაც მიხვდა.
-მეტყვი რას ვიძახდი სიზმარში?!-მის ტუჩებს სუნთქვაგალეული რომ მოვწყდი,თვალებში ჩავხედე..
ჩემი ტიტე..
რამდენ სითბოს იტევდა მისი ხასხასა თვალები..
გული გამილღვა..
-შენ მეტყვი კონკრეტულად რას ვაკეთებდით?!
-ბამბას ვპენტავდით ტიტე,კარგი რააა!-რომარ გამცინებოდა,შევტრიალდი.
მაჯით დამიჭირა და ზურგით გულზე მიმიკრო..
მიმიხუტა..
ხელები მუცელზე დამაწყო და კისერში მთელი დარჩენილი ვნებით მაკოცა..
ღმერთო,რას მიშვებოდა მისი ერთი შეხებაც კი..
ხელებში ჩავადნი..
-ახლა აქ ნუნი რომ იყოს,წყალს შემოგვასხამდა,იწვითო.-რა თქმა უნდა,ყველაზე ინტიმურ წამს უნდა შემომწოლოდა უადგილო იუმორი..
გაეცინა.
მეც თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა..
გავიბადრე..
მთელი დღე ეს განწყობა ისე გამყვა,
სახლში დაბრუნებულ ნუნისაც კი გაცისკროვნებული დავხვდი.
ტიტე დიდხანს ვერ გაჩერდა.
მხოლოდ ერთი საათი დაჰყო და შემდეგ გავუშვი,იმ პირობით,რომ ბარში ჩვენ მივიდოდით,ისინი კი იქ დაგვხვდებოდნენ.
-ოჰ,დაეტყო ამას ენდორფინები!-არ დაუშურებია შეფასებები.
არ მივაქციე ყურადღება,
ისევ გარდერობთან გადავინაცვლე და საწოლზე ჩამომჯდარი ნატურმორტივით შევყურებდი.
-რას ელოდები,გამოხტება რამე და ჩაგეცმება?!-არ დამასვენა,თვითონაც მომიჯდა გვერდით.
ათჯერ მანც გამოვიცვალეთ და მაინც ვერ შევჯერდით.
ბოლოს,რომ ჩამოღამდა და წასვლის დრო მოახლოვდა,
მოვკიდე ნუნის ტყავის შარვალს ხელი და სანამ კივილს ატეხავდა,მანამ ჩავიცვი.
საოცრად მიყენებდა ტანს..
ჩექმებზე რომ დავდექი,
სრული სრულყოფილება შეიქმნა.
შავი აბრეშუმის პერანგის შიგნით ბრალეტიც გავიძვრე და საკუთარი თავით კმაყოფილმა,მსუბუქი მაკიაჟიც დავიმატე.
-ერთი ცეცხლის შემოკიდება გინდა და ჟანა დ’არკი ხარ რეინკარნირებული!-“კომპლიმენტები” არ დამაკლო სხირტლაძემ,უხვად მესროლა.
თეთრ,მოკლე,მოტკეცილ კაბაში საოცრად გამოიყურებოდა.
თმები მაღლა აეწია და თვალები ამორძალივით დაეხატა.
-სწამს უკვე ერთი ღმერთის დუდას ნუნუ,ნუ შეუწყევ რწმენას! -ხურდაში დავუბრუნე ჟანა დ’არკობისთვის.
მანქანა დავტოვეთ,რატომღაც დღეს სრული გათიშვა გვქონდა დაგეგმილი.
რადგან უკვე ტიტეც დაბევებული გვყავდა მშველელად,მეც და მითუმეტეს ნუნის რა გააჩერებდა?!
ტაქსის მოხუცმა,ულვაშა მძღოლმა ერთი კი გვითხრა,ბაბუა დეკემბერია გარეთო,მაგრამ,ჩვენ რომ ვიწვოდით მაგას ხომ ვერ ვეტყოდით?!
თითქოს წინა კვირაში არ ვიყავი გაწოლილი 40 სიცხით.
დუდა და ტიტე ბარის შესასვლელთან დაგხვდნენ.
არ გამომპარვია მისი განათებული თვალები,როგორც კი შემომხედა.
მისი ცივი,ძლიერი მტევანი წელზე შემომეხვია და გალანტურად შემატარა.
-ულამაზესი ხარ..-წუთში ერთხელ შემომხედავდა ხოლმე და მიღიმოდა.
რამოდენიმე კოქტეილს დავჯერდი.
ნუნის კოსმოპოლიტენზე ალერგია ეწყებოდა,ჯინტონიკს კი ისე ცლიდა,თითქოს წყალი ყოფილიყოს.
მთელი საღამო კმაყოფილი ვუყურებდი როგორი აღფრთოვანებული იყო დუდა ნუნის თითო ქმედებაზეც კი.
სხირტლაძე სრული აღჭურვილობით წარდგენილიყო მის წინაშე,
მთელ მის სილამაზესა და თავისუფალი ნების ნაბიჯებს აფრქვევდა და თავბრუს ახვევდა.
-ყინულები ხომ არ შეგიკვეთოთ?!-მისვლიდან ორ საათში უკვე აღარც ჯდებოდა,მთელი საღამო საწყალ ბიჭს აგიჟებდა და ისე იწვევდა,ერთი გადახარხარება ალალი იყო.
კითხვით გამომხედა,კი მიხვდა რას ვგულისხმობდი,მაგრამ არ შეიმჩნია.
რიგით მესამე ცეცხლმოკიდებულ შტროხი დაჰკრა და ხალხს შეერია.
წამებში მიჰყვა დუდაც,მსიამოვნებდა,ბრბოში მარტო რომ არ ტოვებდა და ხარბ მზერებს არიდებდა..
თითქოს ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო.
ნუნი ყველას ყურადღებას იქცევდა,
ყველას მასთან სურდა ცეკვა,
მაგრამ ის მხოლოდ ერთისთვის ჰყვებოდა ტემბრს..
ის,ვინც წინ ედგა ფარად და უკან კლდედ..
ჩამეღიმა,
ტიტეს არ გამოპარვია ჩემი არცერთი მიმიკა..
მთელი საღამო აღფრთოვანებულ მზერას მატარებდა და ეს ისე მსიამოვნებდა,თითქოს სამყაროს ცენტრი ვყოფილიყავი.
-კარგი ბიჭია დუდა. გულღია,ყურადღებიანი,საკუთარისთვის და სხვისთვის თავდადებული და ბევრი კარგი თვისების მატარებელი. ნუნის გააბედნიერებს,გულს არ ატკენს და არ დატოვებს..ამას დარწმუნებუთ გეუბნები ტასი..სანერვიულო არაფერია..-იცოდა ეს სიტყვები რომ მჭირდებოდა და სწორ დროს მითხრა..
მის გვერდით რომ სხვაგვარი ადამიანი არ იქნებოდა,ამაშიც ვიყავი დარწმუნებული,თუმცა,ტიტეს სიტყვებმა საბოლოოდ დამარწმუნა,რომ მისი ნდობა შეიძლებოდა..
თითქმის არ დაულევია დღეს,
მაგრამ,ამას ხელი არ შეუშლია საბოლოოდ გადავეყვანე ჭკუიდან და ერთიანად ავერიე..
ვცეკვავდით.
რიტმულ მუსიკაზე ტანს მთელი ვნებით ვარხევდი და ვგრძნობდი,მზერით,როგორ ვმოქმედებდი მასზე..
არ მშორდებოდა..
მთელი ტანით მეკროდა და ყველა ნერვს მიგიჟებდა..
-ტიტე,გთხოვ..-რომ ვეღარ ვუძლებდი სხეულში დავლილ ცეცხლს,ოდნავ მოვშორდებოდი,მაგრამ,დიდხანს ვერ ვძლებდი უმისოდ..
თავად მივეკრობოდი და ორგანიზმს ვცდიდი,რამდენად შემეძლო გამეძლო ვნებისთვის,რომელიც თავს მაკარგვინებდა.
უჯვე გვიანი ღამე იყო,ძალიან ბევრი მოგონებების დაგროვების შწმდეგ ნუნი მხარწ რომ გადავიკიდე და სახლში წავედით.
ტიტემ ცალცალკე დაგვარიგა სახლებში.
ცალკე სანახაობა იყო დუდას ზრუნვა ნუნიზე და მისი განერვიულებული მზერა.
სულ ასეათქო,დავამშვოდე და ოთახში მივაწვინე.
რაღაცებს გაჭირვებით ლუღლუღებდა და საბოლოოდ ჩაეძინა,როგორც იქნა..
სამზარეულოში მაგარ ყავას ვსვამდით მე და ტიტე და ყველა თემას ვეხებოდით..
მსიამოვნებდა მასთან უგზოუკლო საუბარი და მისი ისე შეცნობა,თითქოს,ათასწლეულები ვიცნობდი..
სულ სხვაგვარი იყო,ყოველ ახალ თემაზე.
მისი სახე გამუდმებით იცვლებოდა და თვალები დროდადრო სასწაულად უელავდა..
უყვარდა ოჯახი,მისი საქმე და ხალხი,რომლის გარემოცვაშიც იყო..
იყო უზომოდ დიდი სიყვარულის მატარებელი ყველას მიმართ და ეს თვისება მასში ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებდა..
ტოტე დიდი ცის ერთი პატარა ვარსკვლავი იყო,ჩემყვის აღმოცენებული და ვიცოდი,ამას თვითონაც რომ ხვდებოდა და ბუნებრივად იღებდა..
ვუსმენდი მას,მაგტამ,თავად ვერაფერს ვყვებოდი..
გული ხანდახან ძალიან მომიჭერდა ხოლმე და მიჭირდა ამოსუნთქვა..
მეც მინდოდა მქონოდა უაზროდ ბევრი მოსაყოლი ოჯახზე და იმ იდიალზე,რომელსაც თითქმის ყველა ეთაყვანებოდა და მე,მხოლოდ გაცრეცილი გამოსახულებაღა მქონდა დარჩენილი,რომელსაც ხავსივით ვებღაუჭებოდი და ვნატრობდი,თითო ნაკვთი მაინც აღმედგინა დამატებით..
იქნებ ქუჩაშიც კი მხვდებოდა და ვერ ვცნობდი..
ისე შემომაწვა უღმერთოდ დიდი მელანქონია,ვეღარ დავმალე..
ვცდილობდი მზერა ჰორიზონტს არ გასცდენოდა,
მაგრამ,ტიტესთვის რთული მისახვედრი არ იყო მტკივნეული გრძნობების დიდი ქარიშხალი..
-შენი მესმის ტასი..-ოთხი სრულდებოდა,რომ გამომხედა.. მთელი დედამიწა კიაფობდა მის თვალებში..
-დანაკლისის გრძნობას ვერ ამოივსებ.. ეგ წარმოუდგენელია და იმაზე რთულია,ვიდრე ნებისმიერი ჭრილობის გამრთელება და ადამიანის ცოცხლად დაბრუნება..
შენ დიდი წარსული დაკარგე,მაგრამ,კიდევ უფრო მეტი შეიძინე,მეობა რომ არ დაკარგე..
მე არ მინახავს ადამიანი,ყველაფერ გადატანილი,ისე ბუნებრივად იცინოდეს და ხარობდეს დღევანდელი დღით,როგორც შენ,ტასი..
სამყაროს ცენტრი ხარ,ყველა შენს ირგვლივ ვტრიალებთ და დამიჯერე,ეს იმაზე მეტია ვიდრე წარსული,რომელსაც ვერ ივიწყებ და საშუალებას აძლევ,შენზე იმოქმედოს..
შენ ნუნი გყავს-ყველაზე დიდი ძალა ამ ქვეყნად და თუ ნებას მომცემ,მეც შემოვალ შენ ციცქნა სამყაროში..
მაგრამ,ერთი იცოდე..-ხმა ძალიან ჩუმი,ძალიან იდუმალი,ყველა განცდის დამტევი გაუხდა …ცრემლმორეული ვისმენდი მის სიტყვებს და არ ვიცოდი,პასუხად რა დამებრუნებინა,თუარა უდიდესი მადლიერება,რომ თითო სიტყვას მთელი გულით ამბობდა..
ვერ ვეტყოდი უკვე აქ,ჩემს პატარა გულში რომ იყო..
წინ მთელი ცხოვრება გვქონდა და,ჯერ ძალიან ადრე იყო გრძნობები გამომეფინა..-არასდროს წავალ,სანამ შენ არ მეტყვი,რომ აღარ გჭირდები..
მთელი სიძლიერე დამჭირდა,ცრემლები რომ დამებრუნებინა ჯებირებში..
მივუახლოვდი..
მთელი გრძნობით მივეხუტე..
მთელი გული გადამიშალა და მეც,ჩემი შევაგებე..
მიყვარდა,როგორ ღრმად უშვებდა ფილტვებში ჩემს არომატს და სახეზე სიამოვნება ეხატებოდა..
-რომ იცოდე დღეს მთელი დღე სამი ტასო მელაპარაკებოდა.-რომ ვიჯერე გული მისი სითბოთი,გამომხედა.
ღმერთო ტიტე და მისი აკაშკაშებული,ალმაცერად მომზირალი თვალები სულ სხვა განზომილება იყო..
ერთ წამს ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,მაგრამ,მზერას რომ თვალი გავაყოლე,ისე გამეცინა,გვერდით ოთახში ნუნის ზმუილიც კი გავიგონე.
ჩემი აბრეშუმის თხელი პერანგიდან მკერდი მიმზიდვად იყურებოდა..
-მამოპლასტიკის ღმერთიც ხომ არ გყავთ გვარში?! სიმართლე გითხრა,არ ვიტყოდი უარს ერთი ზომით გაზრდაზე-მაისური მაცრურად გამოვიწიე და ჩემს სიმდიდრეს შემფასებლური მზერა მოვატარე.
საკუთარი თვალით შევდეხე,როგორ შეეკრა სუნთქვა და,გული აუჩქარდა..
არც არაფერი დაუნახავს,თუმცა,მაინც აუჯანყდა მთელი ორგანიზმი.
ჩაეცინა..
-შენი მკერდის შეხების,შეფასების,ხელში მოქცევის და გემოს გასინჯვის უფლებას ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვაძლევ ჩემს თავს ანასტასია.-წარბები მაღლა აზიდა და მასზე მეტად ამაფორიაქა..
წარმოვიდგინე როგორ აკეთებდა ყველაფერს და პულსი ამიჩქარდა..
რას მიშვებოდა,ღმერთო,თავს მაკარგვინებდა..
მიდიოდა და ასე დაუკმაყოფილებელს მტოვებდა..
კოცნაც კიარ დამიტოვა სამახსოვრო..
სამზარეულოში გაშეშებული მანამ ვიდექი,სანამ გონებიდან საბოლოოდ არ განვიდევნე ბოლო სიტყვები და გული საგულეს არ ჩამიდგა..
საზიზღარი.
უტაქტო,ვნებიანი,ჩემი გულის მეპატრონე ტიტე ექიმი..
თუმცა,ის მარტო არ იყო..
როგორც კი დავწექი,
შეტყობინება გავხსენი და მასაც საბოლოოდ დავუკარგე ძილის ხალისი.
“სანაპიროზე ვიყავით,საღამო ხანი იყო და ცარიელ პლაჟზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით..
ერთადერთი თხელი ტილოს გრძელი პერანგი მეცვა და ერთიხელისმოსმით გადამაძვრე..
ჩემი მკერდი ხელებში მოიქციე და იქამდე წუწ*იდი,სანამ გული არ იჯერე..
მთელ სხეულზე ,ცხელ,ჟინიან კოცნას მიტოვებდი და ყოველ მისხალზე შენს ვნებას მიტოვებდი კვალად..
სამყაროს კარამდე ისმოდა შენი გმინვა და ჩემი კვნესა..
კალთაში რიტმულად ვირწეოდი და ვუყურებდი,როგორ გიმუქდებოდა თვალები,სანამ საბოლოოდ არ გასკდა მასში მზის სხივი და არ განათდა..
ბოლოს ჩემს შიშველ გულზე გედო თავი და მშვიდად გეძინა,მას შემდეგ,რაც მთელი სამყარო მაჩუქე,შენთან რომ ვიყავი და შენი..”
ათჯერ მაინც გადავიკითხე და გავაგზავნე..
სიზმარი კიდევ ერთხელ დამიდგა თვალწინ და ის უჰორიზონტო სიამოვნებაგანმიახლდა,დილას რომ განვიცდიდი..
ზუსტად ვიცოდი,წაკითხვისას თვალებს რომ დახუჭავდა და ყველა დეტალს ზედმიწევნით წარმოიდგენდა..
არც შევმცდარვარ..
ხუთი წუთიც არიყო გასული,
რომ დამირეკა და წუთები მხოლოდ მის გახშირებულ სუნთქვას ვუსმენდი..
მოვუგე,
ოფიციალურად გავიმარჯვე წეღანდელის შემდეგ..
თუმცა მისმა სიტყვებმა ისევ დამაკარგვინა თავი..
-ჩემს სახელს იძახდი.. ვნებამორეული,ჩამწყდარი ხმით..
ვიდექი და მოცნებობდი არასდროს შეგეწყვიტა ეს,რადგან,ყველაზე სანდომი,ძვირფასი და გასაგიჟებელი იყო..
ტუჩები დაწითლებული გქონდა და მთელ სამყაროდ დამიჯდა,რომ არ გამეღვიძებინე და სათითაოდ არ გამომეწოვა მათგან ის სიტყვები,რასაც გაიძახოდი და მრევდი..
საოცარი ხარ ანასტასია!
შენ ვერც კი წარმოიდგენ რას ნიშნავ ჩემთვის…
___
“დილა მშვიდობისა” -ამ სიტყვების აღარ მჯერა მას შემდეგ,რაც ჩემს ცხოვრებაში ნუნი შემოვიდა.
როგორც კი გათენდა,იმწამიდანვე ოჯახში სრული ტრაური დაიწყო.
ისედაც ტიტესთან საუბარში გადათენებული გაჭირვებით ვახელდი თვალს ნუნი რომ წამომადგა დაფეთებული და ერთიანად გამომაფხიზლა..
მერამდენედ?!
თანაცხოვრების განმავლობაში ალბათ მეასედ მესმოდა უკვე ეს სიტყვები.
-ტასო,არავარ კარგად!-ლოგინზე ფერწასული ჩამომიჯდა და სახით ჩაემხო საბანში.
აღარ შემეძლო.
ამჯერად პანიკის ნასახიც ვერ გამოვავლინე.
ავდექი,კომფორტულად დავაწვინე,საბანი შევუკეცე და ტიტეს დავურეკე.
სრული სიგიჟე იცით რა იყო?!
არც კი მივსალმებივარ,ორ წამში რომ მიხვდა დილით რატომ ვურეკავდი და ეგრევე გაჩნდა ჩვენთან.
არც კი გამკვირვებია,დუდასთან ერთად.
რატომ ვერასდროს ვსაზღვრავდი,რომ ეს დათუნებიანი ბამბის საღამური გამეხადა?!
სახეს ვერც კი მოუყარა თავი,ისევ ასე რომ წარვუდექი და სახლში შემოვუშვი.
დეჟავუ იმდენად დიდი დოზით მქონდა,წინასწარ მოვამზადე ოთახი გადასხმისთვის და მშვიდად დავუწყე ტიტეს თვალთვალი.
დუდა შეწუხებული ეჯდა გვერდით ნუნის.
მას არც ისე მშვიდად ეძინა და მთელი ძალისხმევა დაგვჭირდა,რომ შეგვეღვიძებინა.
ნაბახუსევი კიარ იყო,ჯერ კიდევ მთვრალი ატრიალებდა თვალებს.
დუდას რომ შეხედა,ერთი კი გადმომხედა ველურის მზერით,მაგრამ,ხმის ამოღების თავი აღარ ჰქონდა,დალოცა ღმერთმა.
-შენ როგორ გრძნობ თავს ტასი?- როგორც კი ნუნის სისტემა დაუდგა,შემფასებლურად შემათვალიერა..
მისი უკვე ჩვევაში გადასული ქცევებით-მაჯაზე თითები შემომაჭდო და პულსი ყურადღების დაითვალა.
ღმერთო,ამ დროს რა მიმზიდველი იყო ვერც ავხსნიდი..
მონუსხული ვუყურებდი და ვგრძნობდი,გული როგორ იწყებდა ჯებირებიდან ამოსკდომას.
-მშვიდად ტას..-ალმაცერად ამომხედა და თვალი კმაყოფილმა ჩამიკრა.
გატუტუცებული ტიტე ექიმი.
წარბები მოჩვენებითი სიბრაზით შევუკარი და წყვილი მარტო დავტოვეთ.
ჩემს მომცრო სამზარეულოში სამუზეომო ექსპონატივით იდგა და ჩაფიქრებულ მზერას მატარებდა.
ორი ძლიერი ყავა გავამზადე.
ტიტეს უშაქრო უყვარდა..
ორი კოვზი ყავით..
წარმოდგენაც არ მინდოდა დღეში რამდენ კოფეინს იღებდა..
მისი ეს პულსის გადაცდენებიც ამის ბრალი იყო.
ვინმე მაინც ყოლოდა გვარში,რომ გაეფრთხილებინა უკუჩვენებებზე?!
მეცინება.
მამჩნევს და კითხვით სავსე მზერით მიქნევს თავს.
-ჩემი აზრით კოფეინს უნდა შეეშვა თუარ გინდა დედასთან მეორე ვიზიტი,ამჯერად შენ იქნები პაციენტი და მე ხელის დამჭერი.
-სერიოზულად?! მერე და კარდიოგრამას რომ გადამიღებენ და იქ იქნები,პულსს ვინ გაგისინჯავს ,ასეთ სხეულს რომ დაინახავ?!-თხელ მაისურს გაცისკროვნებული თვალებით იწევს და თვლაც ამერია,რამდენ კუბიკს “მიმარიაჟებს”.
ისეთი ხმაურით გადავყლაპე პირზე მომდგარი უხამსი სიტყვები,ლამის დავიხჩვი.
-ახლა გასაგებია,რატომ გადი იმ დღეს. თურმე საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო ფიქრობდი,ვიდრე ჩემზე.-ლამის ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით,ვალში დარჩენა არ მიყვარდა,თან აშკარად ასეთ შეტევაზე.
გაეცინა.
-მაგ დროს თუ იმაზე იფიქრებ,ამის ქვეშ რა იმალება,შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტით სასწრაფოდ გადაგიყვანონ საოპერაციოში!-ნიშნის მოგებით ჩემს საღამურებზე ვუთითებ და ვხედავ,როგორ ეცვლება სახეზე ყველა მიმიკა..
ჯანდაბა,მიზანში მოვარტყი!
თვალები ცეცხლით აენთო და ღრმად ამოისუნთქა,მოვარდნილი ენდორფინები რომ გამოედევნა.
-შენ ხომ არ იცი,როგორ გადარჩი,მარტო რომ არ ვართ!-თვალებში იმდენი მოცეკვავე ეშმაკი დავუთვალე,ვნებასთან და ჟინთან ერთად,კი ვიფიქრე უკან დავიხევთქო,მაგრამ,დიდად არც ეს მჩვეოდა.
-დარწმუნებული ხარ? ეგ ჯერკიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,ვინ გადარჩა და ვინ არ!-ხმაში იმდენი სურვილი გავურიე,საკუთარი თვალით შევხედე,როგორ დაუარა სხეულში ელვამ და მთელი ორგანიზმი შეაღვიძა..
მივუახლოვდი..
როგორც მას ჩვეოდა,ქურდულად მოვავლე გარემოს თვალი და მთელი აბობოქრებული ვნებით ვაკოცე მონატრებულ ტუჩებს..
ღმერთო,სასწაული იყო..
სხეულში დავლილი ემოციებისგან პულსი აღარც მესინჯებოდა..
მთლიანად მას ვყავდი მოცული..
მის ვნებასა და უშრეტ ცეცხლს..
მიყვარდა განცდა,არცერთ ემოციაში მარტო რომ არ ვიყავი და მასთან ერთად ვვარდებოდი უდიდეს მორევში..
ტიტეს ცივი თითები უფო მეტ ეიფორიას აღვიძებდა სხეულში,კანზე რომ დაატარებდა და ცდილობდა,მთლიანად მისი ვყოფილიყავი..
-სერიოზულად ტასი,რაღაცას დამმართებ და ჩემს ცოდვას აიკიდებ ამ ლამაზ მხრებზე..-ერთმანეთის გულს ვუსმენდით,ცეცხლის ჩასაქრობად,რომ შემომხედა.
მიღიმოდა.
მთელი გულით და მთელი გრძნობებით..
შევცბი..
მის თვალებში ამდენი განცდა პირველად ტრიალებდა..
უფრო მივეხუტე..
კანიდან მინდოდა გამომეშვა ყველა ის შეგრძნება,რასაც მიტოვებდა და,უწყვეტად მაძლევდა..
სიგიჟის ყველა ზღვარი იშლებოდა მასთან ყოფნის დროს..
-არაუშავს,მარტო არ ხარ ტიტე! ყველაფერი ორმხრივია და რთულია ამის გაძლება..-გულწრფელად ავხედე მის მწვანე ხასხასა თვალებს და გავირინდე..
რამდენ რამეს იტევდა მისი ეს კაშკაშა სფეროებო,ღმერთო..
საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი..
ეს არასდროს ყოფილა წუთიერი აღელვება და აღმაფრენა.
ის,რაც ჩვენში ხდებოდა,იმაზე მეტი იყო,ვიდრე დროებითი გატაცება და სხეულის ვნების ასრულება..
ამას მისი თითო მოძრაობა,შეხება,გამოხედვა მოწმობდა..
ნუნის შეტყობინებამ მომწყვიტა მის თბილ სხეულს..
წარბებშეხრილი დავხედე,მაგრამ,როგორც ყოველთვის,ნუნი ისევ ფორმაში იყო..
-“მომხსნის ვინმე ამ მილებს თუ ავიგლიჯო?! ამისთვის როგორ გამიმეტე?! ვერ ჩამაცვი რამე წესიერი?! რაც შემოვიდა მის მერე პეპლებიან საღამურზე მიყურებს.. ცოტაც და მეგობრებად დავრჩებით.”
სანამ სამზარეულოში სულს ვითქვამდი,ტიტემ ფერზემოსულ ნუნის ორ საათიანი ლექცია ჩაუტარა,უკვე დრო რომ იყო,საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედა და მსგავსი დალევისგან თავი შეეკავებინა.
ჩამეღიმა,უმეტესად დუდას რომ უყურებდა და გარკვეულ დანიშნულებებს აძლევდა.
ორმეტრიანი ბიჭი კედელთან ატუზულიყო და ყველაფერს დინჯად ისმენდა.
სხირტლაძე კი გაბრაზებული გაწოლილიყო და ყველას თვალს გვარიდებდა.
განსაკუთრებით მე.
-შენ რაღაც ძალიან მარტივად მოგბეზრდა ჩემი მოვლა! -ტიტეს წარბაწეულმა გახედა და საწოლზე წამოჯდა.
ცალკე სპექტაკლი იყო ჩემი დათუნებიანი და მისი პეპლებიანი საღამურები.
მისხალითაც არ ვგავდით ზრდასრულ,ჩამოყალიბებულ ადამიანებს.
ჩემს წინ ისევ პატარა,18 წლის ნუნი იდგა და არ იცოდა,როგორ გამოეთქვა უკმაყოფილება, მისი დიეტის გამო.
-თუ არ გამითვალისწინებ,ათ წელიწადში დონორის ძებნა მოგვიწევს!-სრული სერიოზულობით პასუხობს მის ამპლუაში გახვეული ტიტე და ვერ ხვდება,რატომ გადაგვდის სახეზე ყველა ფერი მე და ნუნის.
ცუდად ვხვდები,ვიცი რის თქმას აპირებს და მივრბივარ,ტუჩებზე რომ ავაფარო ხელი,მაგრამ,ვერ ვასწრებ.
-მაგ დროს უკვე ჩვენი სიძე იქნები და კილოს ლარში გვაყიდინებ ტიი შავ ბაზარზე! -ხარხარში ძლივს ავაწყვეთ წინადადება თითოდ ნასროლი სიტყვებიდან.
ტიტეს ეცინება.
თბილად მიყურებს და თვალს მიკრავს.
-გადაზიდვებში დუდაა ძლიერი,აუქციონზე ისეთ ღვიძლს მოხსნის,საქართველოში მხოლოდ შენ გექნება ეგეთი.-სხარტად პასუხობს და ერთიანად გვედება ყველას განწყობა..
მალევე დგება ნუნი ფეხზე.
როგორც იქნა ჩვენც გამოვდივართ ბაღის ასაკიდან და შესაბამისად ვიცმევთ.
სხირტლაძეს პიონერის სიტყვა ჩამოვართვით,რომ ახალწლამდე წვეთს არ მიიღებდა.
თუმცა,აზრი არ ჰქონდა.
რაც მის გულს არ სურდა,ის არც იქნებოდა.
ამწამს,მხოლოდ დუდას თვალების ჟუჟუნით იყო დაკავებული და ესეც იმედს მაძლევდა,რომ მე თუ ვერ,დუდას მაინც გაითვალისწინებდა.
მალევე დავიშალეთ.
დღის განმავლობაში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი ხოლმე პერიოდულად..
ეს ტიტემაც მარტივად შეამჩნია,თუმცა,რატომღაც ყურადღება არ გავამახვილებინე და გულდამშვიდებული გავუშვი.
დღევანდელი დღე დასვენების იყო.
თავად ქალბატონმა გამოაცხადა.
მთელი შუადღე ისეთ უსაქმურობაში გავატარეთ,
ხელფასიდან ხელფასამდე სულის ღაფვაში მყოფ ტასოს და ნუნის რომ შეეხედათ,გაბრაზდებოდნენ,მაგრამ,ამ ბოლო პერიოდში იმდენი დაგვეზოგა,ერთი დღის ასე გატარების ღირსი ვიყავით.
ბოლო პერიოდში თითქმის ვერც ვემთხვეოდით გრაფიკით და გვიჭირდა ერთად დროის გატარება.
მარტოებს.
როგორც ადრე..
ფილმებით,აუარება არაჯანსაღი ტკბილეულითა და ცრემლების ღვრით.
-ნუნი,თერმომეტრი მომიტანე რა..-საღამო ახალი შემოსული იყო,სისუსტე უფრო რომ მომერია და მუცლის ტკივილმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა,რომ არ ვიყავი კარგად.
მე თვითონაც მოვიტანდი,მაგრამ,მარჯვენა ფეხმა ისე მიმტყუნა,სხირტლაძეც კი სასწრაფოდ წამოხტა.
თავზე დამტრიალებდა.
ტემპერატურამ 38,5 რომ აჩვენა,შუბლი ოფიციალურად გაიკრა და სახე შეერყა.
-ვაიმე ტასო!-ლოყაზე ხელი მგლოვიარესავით შემოირტყა და მოცელილი ჩამოცურდა საწოლზე.
-ვაიმე ნუნუ ფეხზე არ ამაყენო თორემ დაგაკლავ.-კი შევუღრინე,მაგრამ,სულ ტყუილად.
მგონი ზუსტად ის დრო იყო,წერილი რომ მიმქონდა და ვგრძნობდი,ნელნელა როგორ მეცლებოდა საერთოდ ძალა..
ამას გულის რევის შეგრძნებაც ემატებოდა და ტკივილი,რომელიც არცერთმა გამაყუჩებელმა არ გააყუჩა.
-ორსულად ხარ?!-მორიგი შედევრი გამოაცხო.
ოფიციალურად გამარეკინა.
-წმინდანის მიგავს რამეე ნუნუ?! ჰაერში კიარ დაფრინავს ისენი!-გაჭირვებით ამოვიძახე.
შემეშინდა..
ნუნის რომ საერთოდ ააღარ ედო ფერი,ამან უფრო დამასუსტა..
ერთდროულად დავრეკეთ ტიტესთან და სასწრაფოში.
მგონი მხოლოდ ის ჩქარობდა..
ათი წუთიც არიყო გასული,სახეარეული ტიტე რომ შემოვიდა და საწოლზე ჩამომიჯდა..
ზუსტად ორი წუთი გამომკითხა სიმპტომები და სახე უფრო დაუმუქდა.
-აპენდიციტი.. 26 წლის.. მაღალი ტემპერატურა,გულის რევა... არა,მე ვერ შემოვალ!-კითხვა-პასუხის რეჟიმზე სწრაფად გადავიდა და წინდაუკან სიარულს მორჩა.
წკიპზე იკავებდა თავს.
ვხედავდი..
ნერვიულობისგან სახეს თავს ვერ უყრიდა და წამდაუწუმ რეკავდა ოპერატორთან.
-ჩემი ბრალია..-თავზე ხელები შემოეჭდო და ისე ძლიერად იჭერდა,გული მომიკვდა.
ოთხად მოკეცილი ლოგინზე ვიწექი და მაინც იმაზე ვდარდობდი,ის რომ თავს უგზოუკვლოდ იდანაშაულებდა.
-ჯერ კიდევ როდის ჰქონდა ტემპერატურა და მაღალი პულსი..-ისე იშლებოდა ჩემს თვალწინ,საკუთარი ტკივილიც კი დამავიწყდა.
ხელი მისკენ სუსტად გავიწოდე და დამინახა თუარა,გონს მოვიდა..
გაფითრებული იყო..
მეგონა გული საერთოდ აღარ უცემდა..
-ნუ გეშინია,პატარავ..-გული გამიჩერდა..
აკანკალებულ ხელებზე სათითაოდ დამიკოცნა ყველა თითი და დაცვარულ შუბლზე მიკრული თმის ყველა ღერი გადამიწია..
-მე შენთან ვარ.. -ყველაფერი იყო იმ წამს ეს სიტყვები..
იმედიც..
ძალაც და მხნეობაც..
ამ დროს,როცა თუნდაც თავიც კი მტკიოდა,
ვგრძნობდი,რამდენად მარტო ვიყავი,ნუნი რომ არ ყოფილიყო..
როცა გიჭირს,გტკივა და დახმარება გჭირდება,მაშინ ეძებ პირველად დედას გამოწვდილ ხელს..
ყოველთვის გული მიკვდებოდა,ის აქ რომ არ იყო და ჩემი ხელი არ ეჭირა..
ამ წამს,როცა ნუნისგან და ტიტესგან სამყაროს სამყოფ თანაგრძნობას ვიღებდი,
თითქმის აღარ ვდარდობდი,რომ ცუდად ვიყავი..
უკონტროლო ტკივილი თითქოს ყუჩდებოდა და იმ განცდას მიტოვებდა,რაც მთელი ცზოვრება მაკლდა..
ზრუნვა..
ტკივილის ორად გაყოფა და
შემსუბუქება..
ნუნი და ტიტე ორივე ხელზე ჩამჭიდებოდნენ და აღარაფრის მეშინოდა..
კლდესავით ძლიერი ვიყავი.
მათი გვერდით ყოფნით რა დამაუძლურებდა..
ამაყვი ვიყავი..
ამაყი და ტკივილისგან საერთოდ გამქრალი.
თუმცა ძლიერი.
მალევე მოვიდა დამხმარე ჯგუფი..
ტიტეს ფეხდაფეხ ის ოფოფები რომ შემოყვნენ,ასე კარგად რომ მახსოვდა,მთელი გულით მინდოდა გაცინება,მაგრამ,ვეღარ შევძელი..
მანქანაში სწრაფად შემაგორეს და ათასი პროცედურა ერთად ჩამიტარეს..
ტიტე მეჯდა თვალწინ..
ხელს წუთითად არ მიშვებდა და განკარგულებებს გასცემდა..
თვითონ არ და თან ვერ ერეოდა,თუმცა ვგრძნობდი მის დომინანტურ ტემბრს და მიხაროდა,აქ რომ იყო..
უსწაფესად გადამიყვანეს პალატაში..
კარებთან მისვლიდან ათ წუთში რომ ჩემთვის კარგად ნაცნობ ქალბატონთან ერთად მამაკაციც გაჩნდა,მივხვდი,ტიტეს მამა რომ იყო..
საოცრად ჩამოჰგავდა მას..
ოჯახი ჩემგან მოშორებით დეტალებს განიხილავდნენ და თვალს არ მაცილებდნენ..
ვნერვიულობდი,
გული გამირბოდა,
მეშინოდა,მაგრამ,
ის აქ იყო და ეს ბევრს ნიშნავდა..
-არა,მამა,მე ვერ შევალ.. -მისმა მტკიცე ხმამ საბოლოოდ დამარწმუნა,რომ საკითხი ჩემს დაუგეგმავ და გადაუდებელ ოპერაციაზე დამდგარიყო და აი ამ წამს კი,საბოლოოდ დავიშალე..
-ტიტე..-უღონო ხელი,ათასი მილი რომ ეკრა,მისკენ გავიწვდინე და დავუძახე..
თვალის დახამხამებაში გაჩნდა ჩემთან..
კუთხეში ჩაკეცილ ნუნის მხოლოდ ერთი წამით გახედა და დამიმარტოხელა..
სუნთქვა ამრეოდა..
გული ყელში მიცემდა..
მტკიოდა და ძალა მელეოდა..
არასდროს მინახავს ერთ ადამიანში ამდენი ტკივილი,იმედგაცრუება,სისუსტე და შიში..
სამედიცინო ხალათი,რომელიც მედდებმა წამებში ჩამაცვეს,ნებართვის შემდეგ ამიწია და ძალდატანებით გამიღიმა.
მუცელზე,მარჯვენა მხარეს თითი დამადო და ტკივილი გამიყუჩა..
-აი აქ ორი პატარა წერტილი გექნება ტასი.. უმარტივესი ოპერაციაა.. ოცჯერ მაინც მაქვს მე თვითონაც გაკეთებული.. უბრალოდ,ახლა იქ ვერ შევალ ტასი.. იქ,რომ დაგინახო,თავს დავკარგავ.. მაპატიე კარგი?! მე აქ დაგხვდები.. თვალს როგორც კი გაახელ,აქ ვიქნები და არასდროს მოგშორდები..-მებოდიშებოდა და წამში ერთხელ ისე მკოცნიდა საოპერაციო არეალზე,გულს მითბობდა..
ჩემს თვალწინ იშლებოდა ათას ნაწილად და ისევ ძლიერდებოდა..
ჩემთვის მხნეობას იმატებდა და მტკიცედ მიღიმოდა..
-სერიოზულად ტასი,სახლში რამე მაინც გაქვს,რასაც დათუნები არ ახატია?!-რომ მიხვდა,ძალა შემმატა,ის მისი ვარსკვლავებით სავსე მზერა დაუბრუნდა და საცვალზე წარბაწეულმა დამხედა..
ჯანდაბა,რა გავაკეთო რომ დათუნები ძალიან მიყვარდა?!
მაინც მოახერხა და ეს შიშიც გამიდევნა..
ტიტეს მშობლების ღიმილიანი მზერა და მისი დედის ჩაჭიდებული ხელი არასდროს დამავიწყდებოდა..
ის სითბო,რაც მთელი ცხოვრება მაკლდა,ერთიანად გადმომისხა ნესტანმა და მაგარი გულით შევედი საოპერაციოდ..
გარეთ მელოდნენ..
იქ,მოსაცდელში ნუნი,დუდა,ტიტეს მშობლები და თავად ისიც,მიცდიდნენ და ეს წარმოუდგენელ განცდებს მიჩენდა..
მეგონა ვეღარ ვნახავდი მას ოპერაციამდე,თუმცა,
შევცდი..
ლითონის ფირფიტებით სავსე საოპერაციოში,ბეტადინის სუნით სავსე ოთახში მზის სხივივით შემოანათა ტიტემ..
მისი თვალები შევიცანი..
ბრწყინვალე და ბევრი გრძნობით სავსე..
საოპერაციო ხალათსა და სტერილურ ფორმაში გამოწყობილს,სრულიად შენიღბულს,მხოლოდ მწვანე,ხასხასა თვალები უჩანდა..
აპარატმა გამფაქტა.
როგორც კი შევიცანი,პულსის მაჩვენებელმა ყურისწამღები წრიპინი დაიწყო..
ოდნავ დაიხარა..
ანესთეზიოლოგი ნიღაბს მადებს და ათიდან უკუთვლას ვიწყებ..
მას ვუყურებდი..
ჩემს ტიტეს..
ჩემი გრძნობების მსაჯულს და აღარაფრის აღარ მეშინოდა..
-მიყვარხარ ტასი..-სანამ გავითიშებოდი,ბუნდოვნად მომესმა და დავინახე,როგორ გავიდა საოპერაციოდან..
____
-გაგიჟდება,რომ დაინახავს!-ნუნის ხმა შორიდან მესმის..
პალატაში ვარ,სუნით ვგრძნობ..
ორივე ხელზე მჭიდროდ მეხვევიან და იმასაც ვგრძნობ,როგორ იხრება ტიტე წუთში ერთხელ და თითებზე მკოცნის..
არაფერი მტკივა,თუმცა,მძიმედ ვარ..
თითქოს მთელ სხეულზე მძიმედ გადამიარეს და ყელიც მეწვოდა..
ხმა მოვსინჯე,ლაპარაკი შემეძლო.
ხმაზე ორივე რომ წამოცვივდა ფეხზე,ვერ დავინახე მაგრამ ნუნიმ ისე დამქაჩა ხელზე,ლამის მომაძრო.
-წაიღე ბარემ ნუნუ სახლში!-გამოფხიზლებულიც არ ვიყავი სრულად,შეტევის ძალა უკვე რომ მქონდა.
-თვალები გაახილე თორემ დაგაკლავ ბუზივით! -სახესთან დამყვირის და მთლიანად მაფხიზლებს.
ღმერთო,ეს გოგო და მისი ხმის ტემბრი დამაბერტყა ბედად მეამინემ?!
ძლივს ავზიდე ლოდებად ქცეული ქუთუთოები..
პალატაში ოჯახი ვიყავით..
მე,ნუნი და ჩვენი სამი ახალი წევრი..
დუდა,ტიტე და კარებთან აყუდებული უზარმაზარი დათუნა.
გამეცინა.
ზუსტად კარის სიმაღლე იყო.
უფუმფულესი და უღუნღულესი..
მანამ არ შემომხედა ტიტემ,სანამ სიცოცხლის მაჩვენებლები არ გადაამოწმა და მოტორული ფუნქციებით კმაყოფილმა,ექთანს რამოდენიმე შენიშვნა არ ჩააწერინა.
-ტიტე!-მის პროფესიას რომ აღარ შეეშვა,დავუძახე გაბრაზებულმა.
თბილად მიყურებდა..
ყველა გრძნობით სავსე თვალებით..
მისი ბოლო დატოვებული სიტყვების საპასუხო მზერით..
-მეც!-მხოლოდ ეს ვუთხარი..
მთელი გრძნობით და სულ რამოდენიმე კვირაში დაბადებული შეგრძნებებით..
ყველაზე მტკიცედ და გაბედულად..
ისე,როგორც არასდდროს,საკუთარ სიტყვებში ყველაზე მეტად ვიყავი დარწმუნებული და არ ვაპირებდი გამეჭიანურებინა ეს მხოლოდ იმიტომ,რომ რაღაც საზღვრებით,ჯერ ეტაპები უნდა გაგვევლო,თვეების,წლების რომ ერთმანეთი დაგვეჩემებინა..
ჩვენ არცერთ ჩარჩოს არ ვერგებოდით.
ჩვენ ჰორიზონტს ვცდებოდით..
ჩვენ ,სულ ციცქნა დროში ლხინშიც გამოვცადეთ ერთმანეთი და მოულოდნელ ჭირშიც..
ის ყველგან ასეთი იყო:
ძლიერი,იმედიანი და გრძნობებით სავსე.
-რა მეც,ტასო?!-მუდამ ყურადღებიან ნუნის არ გამოპარვია არაფერი.
წარბაწეული წამომადგა თავზე და მოსვენება არ მომცა..
-ტიტემ მიყვარხარო..-ჩუმად ვუთხარი,თითქოს პენტაგონის საიდუმლოებას ვუმხელდი.
გაფითრდა..
მიტკლის ფერი დაედო.
-ვაიმე,დურმიშხან!-ერთი ამოიძახა და გულწასული ჩაცურდა საწოლთან.
-ღმერთო,რა ჭირს ამ გოგოს ვინმე მეტყვის?!-რაც კი ძალა მქონდა ამოვიყვირე..
ტიტეს უკვე ჩემს გვერდით,ცარიელ საწოლზე მიეწვინა სხირტლაძე და სინჯავდა.
-ემოციური ფონია,ტასი.მოფხიზლდება ხუთ წუთში.
მაინც ვერ მოვისვენე სანამ თვალი არ გაახილა.
დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ,გამთენიისხანს მაინც გავუშვი სახლში,დუდასთან ერთად.
ენერგია გამოცლილი მქონდა.
გამაყუჩებელსაც ძალა გასვლოდა და თითქოს სუსტი ტკივილიც მივლიდა დროდადრო..
მარტივად შემატყო ტიტემ,
სულ ორი წუთით გავიდა და გამაყუჩებელით დაბრუნებულმა,ხელზე დამაგრებულ პეპელაზე ნემსი მოარგო და სითხე შეუშვა.
-სანამ დაიძინებ,რაღაცის შემოწმება მინდა..-ჩემკენ დახრილმა გამიცინა.
ღმერთო,ტიტე და მისი ეშმაკები ამ თვალებში სულ სხვა განზომილება იყო.
იქამდე ამიჩქარდა პულსი,სანამ ჩანაფიქრს აასრულებდა..
სულ ერთი წამით მეამბორა და აპარატი ლამის კედლებზე გავიდა.
-ძალიან კარგი. აპენდიქსი არაფერ შუაში ყოფილა,მართლა ჩემს გამო გიჩქარდება თურმე პულსი..-გახარებულმა ტაში შემოკრა და გვერდით მომიწვა.
მიმიხუტა..
მის ფრთებში გამახვია..
მთელ მის სითბოს მაკრავდა კანზე და იმ გრძნობით მავსებდა,ასეთი ახალი და თან,ასეთი სანდომი რომ იყო..
-და რა გიხარია,მთელი ცხოვრება ცალი თვალით საყურებელი ვარ ფაქტობრივად!-ბურუსში წასულმა,ამოვილაპარაკე..
წამალი მოქმედებდა.
ტკივილი მიყუჩდებოდა..
გული მიმშვიდდებოდა.
ის აქ იყო.
ჩემი ტიტე ექიმი..
ჩემი პულსის დარაჯი..
-მიყვარხარ ტასი! თუ საჭირო იქნება,მთელი ცხოვრება არ ავიღებ შენი მაჯიდან ხელს,ოღონდ გვერდით იყო.. ოღონდ ჩემთან იყო და კარგად..კარგი?!
ღმერთო,რა სასიამოვნო ყოფილა სხეულში გამეფებული ბედნიერება და სითბო..
როცა იცი,უყვარხარ და თან,ყველა ბედნიერი წუთი წინაა..
-კარგი..
___
აი,ძალიან დიდი ბედნიერების განცდა დამეუფლა დასრულებისას.
ალბათ,ამისთვის ღირს ამ სტილში წერა და ემოციების დიდი სიჭარბით მიღება და არა გაცემა,როგორც სხვა,ჩემს ჟანრში წერისას,როცა მთლიანად გამოფიტული ვრჩები..
ეს აქ დასრულდა..
პატარა,მსუბუქი და საზაფხულო,მიუხედავად იმისა,რომ შუა ნოემბერში მიმდინარეობდა ყველაფერი :დდ
თქვენი ეს შეფასებები,გულიანი და თბილი,არასდროს მავიწყდება და იცოდეთ,უდიდეს ძალასა და კოტივაციას მაძლევს..
რა თქმა უნდა შეიძლებოდა მწტის მოყოლა,მაგრამ,ეგ სხვა დროს იყოს..
იქნებ და ისევ შემომიქრიალოს რამემ ტვინში :დდ
მიყვარხართ!
მადლობის თქმით არასდროს დავიღლები!
გელით,
ხომ იცით როგორ ველოდები შეფასებებს.
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი penguin

2დღეა ველოდები????ყოველ წამს ვამოწმებდი ხომ არ დაიდო თქო,საღამოს შევამოწმე და აღებული დამხვდა,ლამის ვიტირე????მერე თქვენი კომენტარი შემხვდა სრულად დავდებ მალეო და ისევ ,,გამოვიდარე"????????ჩემთვის საუკეთესო ისტორიების თავში დგას ეს ისტორია იმდენად კარგია.
მადლობაა ამ და კიდევ სხვა ისტორიებისთვის❣️????

 


№2  offline წევრი likuu_s

აუ, აი ძალიან, ძალიან კარგი იყო!

შენ უნდა თქვა რა შეუძლებელი შევძელიო :დ შენებურებიდან ასეთებზე გადასვლა მართლა არ არის მარტივი და ამისთვის კიდევ ერთხელ ყოჩაღ!❤️❤️

ტიტე და ტასი მიყვარს! აი იმდენად თბილები და ტკბილები არიან და ეს ისე იგრძნობა, მე მიჩქარდება აგერ გულიცემა ამას რო ვკითხულობ :დ აი, ყველაზე მეტად ეს შეგრძნება მიყვარს რაა :დდ

ისე კარგად გამოგდის, არ ვიტყოდი უარს კიდევ შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე :დდ

რაც არ უნდა დაწერო, ყველაფერი შესანიშნავი გამოგდის, ეს იცოდე ❤️

ველი შენს შემდეგ კომფორტის ზონიდან გამოსვლას.

ან არგამოსვლასაც, ვნახოთ. აქ უკვე მე მხოლოდ ჩემ ხასიათებზე თუ ვიქნები დამოკიდებული, არ მიწყინო :დ

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
2დღეა ველოდები????ყოველ წამს ვამოწმებდი ხომ არ დაიდო თქო,საღამოს შევამოწმე და აღებული დამხვდა,ლამის ვიტირე????მერე თქვენი კომენტარი შემხვდა სრულად დავდებ მალეო და ისევ ,,გამოვიდარე"????????ჩემთვის საუკეთესო ისტორიების თავში დგას ეს ისტორია იმდენად კარგია.
მადლობაა ამ და კიდევ სხვა ისტორიებისთვის❣️????

ლილი,მგონი სწორად მოგმართავ ♥️♥️♥️❤️❤️❤️
მე შენმა სიტყვებმა გამომადარა ♥️♥️♥️
უღრმესი მადლობა! ❤️❤️ მიხარია,თუ სიაში ადგილი დავიკავეთ! ❤️❤️❤️❤️

likuu_s
აუ, აი ძალიან, ძალიან კარგი იყო!

შენ უნდა თქვა რა შეუძლებელი შევძელიო :დ შენებურებიდან ასეთებზე გადასვლა მართლა არ არის მარტივი და ამისთვის კიდევ ერთხელ ყოჩაღ!❤️❤️

ტიტე და ტასი მიყვარს! აი იმდენად თბილები და ტკბილები არიან და ეს ისე იგრძნობა, მე მიჩქარდება აგერ გულიცემა ამას რო ვკითხულობ :დ აი, ყველაზე მეტად ეს შეგრძნება მიყვარს რაა :დდ

ისე კარგად გამოგდის, არ ვიტყოდი უარს კიდევ შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე :დდ

რაც არ უნდა დაწერო, ყველაფერი შესანიშნავი გამოგდის, ეს იცოდე ❤️

ველი შენს შემდეგ კომფორტის ზონიდან გამოსვლას.

ან არგამოსვლასაც, ვნახოთ. აქ უკვე მე მხოლოდ ჩემ ხასიათებზე თუ ვიქნები დამოკიდებული, არ მიწყინო :დ

წარმატებები!❤️❤️❤️

ლიკუ :დდ შემდეგი უკვე მე ვარტობ კომფორტი იქნება :დდ
ამდენი მოჭარბებული ემოცია თუარ დავცალე,კადავალ აწი კომედიების წერაზწ და დავკარგავ ჩემს თავს ;დდდ
შენ რომ დაწყებიდან დასასრულამდე გვერდით იყავი,ვიცი,რომ იცი,ძალიან ვაფასებ ❤️❤️♥️♥️♥️
ამისთვის და ყველა შენი ძვირფასი შეფასებებისთვის მადლიბა და მომავალ შეხვედრამდე!

 


№4  offline წევრი EllaTriss

აპენდიქსი დავსერჩე :დდ
მოკლედ, ტიტესნაირი ექიმი მინდა თქო, მე ჯერ კიდევ როდის ვამბობდი მაგას. :დ
ეს ისე, ტიპური გადახვევა.
მოკლედ დასასრული რომ ჰეფი იქნებოდა კი ვიცოდი, ასე რომ არაფერზე მინერვიულია :დ
ძალიან კარგები არიან, მართლა.
თუნდაც ცოტა ხნით, თუნდაც სხვაგან, თუნდაც არარეალურის რეალურში რომ არსებობენ მაინც კარგია.
ყოველთვის მჯერა, რომ ცუდსაც მოჰყვება კარგი, ასე რომ ტასო იმსახურებდა ყველაფერს.
და ... მხოლოდ ის არა, საერთოდაც.
ნუნი და დუდა მაინც დამაკლდა.
მაგრამ, იმასაც მივხვდი რატომაც :დ
ჯასთ...
მაინც, მთავარია მე ხომ ვიცი რა და როგორ ბოლოს.
ყველა წარმოვიდგინე და ნუნი ძაალიან საყვარელია :დ
❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

EllaTriss
აპენდიქსი დავსერჩე :დდ
მოკლედ, ტიტესნაირი ექიმი მინდა თქო, მე ჯერ კიდევ როდის ვამბობდი მაგას. :დ
ეს ისე, ტიპური გადახვევა.
მოკლედ დასასრული რომ ჰეფი იქნებოდა კი ვიცოდი, ასე რომ არაფერზე მინერვიულია :დ
ძალიან კარგები არიან, მართლა.
თუნდაც ცოტა ხნით, თუნდაც სხვაგან, თუნდაც არარეალურის რეალურში რომ არსებობენ მაინც კარგია.
ყოველთვის მჯერა, რომ ცუდსაც მოჰყვება კარგი, ასე რომ ტასო იმსახურებდა ყველაფერს.
და ... მხოლოდ ის არა, საერთოდაც.
ნუნი და დუდა მაინც დამაკლდა.
მაგრამ, იმასაც მივხვდი რატომაც :დ
ჯასთ...
მაინც, მთავარია მე ხომ ვიცი რა და როგორ ბოლოს.
ყველა წარმოვიდგინე და ნუნი ძაალიან საყვარელია :დ
❤️

აი ნუნი მართლა უსაყვარლესია ❤️❤️♥️♥️დაჟე,ცოტა ეგოისტურიც თუ ვიქნები, ტასოზე მეტიც :დდდ ტასი უფრო სხვა ტიპაჟია,უფრო ღრმა.. ნუნის ზედაპირუნი
დამოკიდებულობები ძალიან მომწონს ♥️❤️♥️ საქმე ისაა ტრის,რომ მე თვითონ არ მიყვარს ისტორიაში ორი წამყვანი წყვილი.. თორემ მათზე რომ ცოტა ვისაუბრე,დაუმსახურებლად კი ვიცი ❤️❤️❤️
მიხარია რომ
ბოლომდე ჩემთან იყავი ტრის ❤️♥️❤️ ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ! სასწაულად მაგარო გოგო ♥️♥️♥️

 


№6 სტუმარი ნი-კე

აი საერთოდ არ მინდოდა დასრულებულიყო❤️გრძნობების მხატვარი თუ რა დაგარქვა არ ვიცი,ასე უკიდეგანოდ მხოლოდ შენ შეგიძლია მისი გადმოცემა,წაკითხვის დროს განცდის შეგრძნება რომ დაეუფლება ადამიანს და მოუნდება მასაც ისე უყვარდეს...საოცარი გოგო ხარ საოცარი ისტორიებით...,გელოდები მალე ისევ...

 


№7 სტუმარი ჰეი

ვიწყებ❤️❤️❤️????????????

❤️აი, საოცრებააააა!❤️ველოდები ახალ მსგავს ისტორიას❤️

 


№8 სტუმარი One

Male unda dagvibrunde tas❤️
Dzalian, dzalian kargi gamovida, rogorc velodi))
Mzegogokhar❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
აი საერთოდ არ მინდოდა დასრულებულიყო❤️გრძნობების მხატვარი თუ რა დაგარქვა არ ვიცი,ასე უკიდეგანოდ მხოლოდ შენ შეგიძლია მისი გადმოცემა,წაკითხვის დროს განცდის შეგრძნება რომ დაეუფლება ადამიანს და მოუნდება მასაც ისე უყვარდეს...საოცარი გოგო ხარ საოცარი ისტორიებით...,გელოდები მალე ისევ...

❤️❤️❤️♥️♥️♥️♥️ აუ როგოტ მიხარია ამას რომ მეუბნებით ხოლმე… ასეთი და ამაზე მეტიც,ზღაპრული სიყვარული ყველას უნდა გვქონდეს ♥️♥️❤️❤️❤️ მადლობა ნი-კე,ბოლომდე რომ მომყვებოდი ♥️♥️♥️♥️

ჰეი
ვიწყებ❤️❤️❤️????????????

❤️აი, საოცრებააააა!❤️ველოდები ახალ მსგავს ისტორიას❤️

მიხარია რომ მოგწონს ♥️♥️♥️♥️ იქნება,ყველაფერი იქნება ❤️❤️❤️

One
Male unda dagvibrunde tas❤️
Dzalian, dzalian kargi gamovida, rogorc velodi))
Mzegogokhar❤️

აუცილებლად დავბრუნდები ❤️❤️♥️♥️ და ვიცი, ისევ ჩემთან იქნები შენი თბილი შეფასებებით ❤️❤️❤️❤️❤️მადლობა!

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკა

პირველ რიგში მადლობა რომ ესეთი კარგი ხარ და ასეთ კარგ ისტორიებს ქმნი ჩვენთვის მეორე რიგში უდიდესი მადლობა რომ არსებობ და მიხალიხებ ემიგრანტულ ერთფეროვანი დღეებს აი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤️❤️❤️❤️❤️❤️მოუთმენლად მოველი მომდევნო შედევრს❤️❤️❤️❤️❤️????????????????????????

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მაკა
პირველ რიგში მადლობა რომ ესეთი კარგი ხარ და ასეთ კარგ ისტორიებს ქმნი ჩვენთვის მეორე რიგში უდიდესი მადლობა რომ არსებობ და მიხალიხებ ემიგრანტულ ერთფეროვანი დღეებს აი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤️❤️❤️❤️❤️❤️მოუთმენლად მოველი მომდევნო შედევრს❤️❤️❤️❤️❤️????????????????????????

ძალიან მათბობს თქვენი ეს შეფასწბები ❤️❤️❤️♥️♥️♥️ ძალიან მალე დაბრუნდით თქვენს ოჯახში! მე კი მანამდე,მიხარია,თუ ამ მძიმე დღეებს გიფერადებთ ❤️❤️❤️♥️♥️ უღრმესი მადლობა რომ შეაფასეთ ❤️????

 


№12 სტუმარი ეთული

საოცარი და ძალიან კარგი იყო კიდევ მინდოდა რომ გავრძელებულიყო აღარ მინდოდა რომ დასრულებულიყო.წარმატები და კიდევ უფრო მეტი ისტორიები დავეწეროს

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ეთული
საოცარი და ძალიან კარგი იყო კიდევ მინდოდა რომ გავრძელებულიყო აღარ მინდოდა რომ დასრულებულიყო.წარმატები და კიდევ უფრო მეტი ისტორიები დავეწეროს

დიდი მადლობა ეთული ❤️❤️♥️♥️♥️ ვწერ იქამდე,სანამ მკითხველო მეყოლება და ერთი მაინც იქნება,ვისაც დღეს გავუხალისებ ❤️❤️❤️ დიდი მადლობა

 


№14 სტუმარი ნესტან

არ მინდოდა ჯერ დაგემთავრებინათ ისე მაგრა მომეწონა ძალიან ვისიამოვნე როგორ მომეწონა წყვილი სულ გადარეულები არიან სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ ვიმციარულე ასეთი მხიარულ ადამიანებთან ღირს ცხოვრება ველი ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნესტან
არ მინდოდა ჯერ დაგემთავრებინათ ისე მაგრა მომეწონა ძალიან ვისიამოვნე როგორ მომეწონა წყვილი სულ გადარეულები არიან სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ ვიმციარულე ასეთი მხიარულ ადამიანებთან ღირს ცხოვრება ველი ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️

ნესტან ❤️❤️❤️ მადლობა თქვენ! ასეთ ადამიანებთან ნამდვილად არასდროს მოიწყენ ♥️♥️♥️

 


№16 სტუმარი ეთო

მხოლოდ ორ სიტყვას დავწერ: უ ღ რ მ ე ს ი მ ა დ ლ ო ბ ა ❤️❤️❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ეთო
მხოლოდ ორ სიტყვას დავწერ: უ ღ რ მ ე ს ი მ ა დ ლ ო ბ ა ❤️❤️❤️

მადლობა თქვენ! ❤️❤️❤️♥️♥️♥️♥️

 


№18  offline წევრი ლილილი

მართლა გულწრფელად საოცრება იყო. მადლობა. დიდი ხანია ასე არაფერს დავლოდებივარ. ჩავდნი

 


№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ლილილი
მართლა გულწრფელად საოცრება იყო. მადლობა. დიდი ხანია ასე არაფერს დავლოდებივარ. ჩავდნი

როგორ მიხარია ვერ გეტყვით ❤️❤️❤️❤️ დიდი მადლობა!

 


№20 სტუმარი სტუმარი მანანა

რა სასიამოვნო და სახალისო პატარა ისტორიაა ♥️♥️ მიყვარს ასეთი გულწრფელი სიყვარული ზედმეტი ტრაგიზმისა და განსაცდელების გარეშე. რა კარგები არიან ტიტე და ტასო, ნუნი და დუდა. ისე ტასოში შენ წარმოგიდგინე, მგონია შენც ასეთი გულწრფელი და კეთილი ხარ სიყვარულში :))) და საერთოდ ცხოვრებაში. მოკლედ ღირდა ლოდინად, სანამ სრულად არ დაიდო არ წავიკითხე და ერთიანად ვისიამოვნე. ძალიან კარგი ხარ ????????

 


№21 სტუმარი Ana-maria

ძალიან გემრიელი ისტორია იყო. არ მინდოდა გაგრძელებულიყო. კიდევ მინდოდა ეს სიყვარულით,სითბოთი და იუმორით სავსე ისტორია წამეკითხა. მადლობა ანასტასია ამდენი დადებითი ემოციისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მანანა
რა სასიამოვნო და სახალისო პატარა ისტორიაა ♥️♥️ მიყვარს ასეთი გულწრფელი სიყვარული ზედმეტი ტრაგიზმისა და განსაცდელების გარეშე. რა კარგები არიან ტიტე და ტასო, ნუნი და დუდა. ისე ტასოში შენ წარმოგიდგინე, მგონია შენც ასეთი გულწრფელი და კეთილი ხარ სიყვარულში :))) და საერთოდ ცხოვრებაში. მოკლედ ღირდა ლოდინად, სანამ სრულად არ დაიდო არ წავიკითხე და ერთიანად ვისიამოვნე. ძალიან კარგი ხარ ????????

როგორ გამახარეთ და გამაღიმეთ მანანა ❤️❤️ ♥️♥️♥️♥️♥️ სიკეთის კეთება მართლაც მიყვარს,დიდი სამეგობრო წრე მყავს და,მათთვის მინდა ყველაფერი,რაც კი მაქვს და არ.. მიხარია,თუ ასე შორიდან ასეთი გგონივართ! მადლობა.. ♥️♥️♥️♥️

Ana-maria
ძალიან გემრიელი ისტორია იყო. არ მინდოდა გაგრძელებულიყო. კიდევ მინდოდა ეს სიყვარულით,სითბოთი და იუმორით სავსე ისტორია წამეკითხა. მადლობა ანასტასია ამდენი დადებითი ემოციისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ანამარია,მადლობა,რომ სულ,ყველა მწერალს ასე გვანებივრებთ თქვენი შეფასებებით ♥️♥️♥️♥️♥️

 


№23 სტუმარი ჰეი

შეგიძლიათ მსგავსი ისტორიები მირჩიოთ “ვნებიანი” და კომედიური
მადლობა წინასწარ❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუუუ რა სისაყვარლე იყო,სისათუთე და სულის,გულის ამფეთქებელი❤️მადლობა ყოველთვის რომ სასიამოვნოდ გვაოცებ❤️მიყვარს შენი ყველა შექმნილი სიყვარულები❤️

 


№25  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ქეთი
აუუუ რა სისაყვარლე იყო,სისათუთე და სულის,გულის ამფეთქებელი❤️მადლობა ყოველთვის რომ სასიამოვნოდ გვაოცებ❤️მიყვარს შენი ყველა შექმნილი სიყვარულები❤️

მე თქვენ მიყვარხართ ადეთი სიტყვებისთვის და შეფასებისთვის ♥️♥️♥️❤️❤️❤️ მადლობა უღრმესი ♥️♥️

 


№26  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორი ტკბილი და ამაღელვებელი ისტორია იყო <3
მადლობა,ტასო!

 


№27  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მე♥უცნაურე
როგორი ტკბილი და ამაღელვებელი ისტორია იყო <3
მადლობა,ტასო!

თამარ ♥️♥️♥️♥️ მადლობა შენ! გამახარე ♥️♥️♥️

 


№28 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი კარგი იყო თბილი ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხი

 


№29  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თამო
როგორი კარგი იყო თბილი ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხი

დიდი მადლობა ❤️❤️❤️♥️♥️♥️

 


№30  offline წევრი Mari2015

ოოოო, კიდევ მინდოდა????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent