შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე(1)


25-06-2023, 11:46
ავტორი ავრორა
ნანახია 1 952

აგვისტოს ერთი ჩვეულებრივი , რიგითი ცხელი დღე იყო ყველასთვის , თუმცა არა ყველასთვის არა ამილახვრების დიდ ოჯახში ნერვიული ჩახველების და ემოციური საუბრის ხმა ისმოდა.
უცნაური რო ამ ყოველივეს გამოწვევა 20 აგვისტოს რომი-თბილისის თვითმფრინავიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა მგზავრმა თუმცა ამილახვრებისთვის კარგად ნაცნობმა, მწვანე თვალების და ქერა თმის მქონე ,მუდამ წითელი ტუჩსაცხის მატარებელმა 23 წლის თათიამ შეძლო. გასაკვირი არცაა,აბა როგორ შეიძლება დავიწყებოდათ "საბედისწერო ქალი "რომელმაც თავის საქმრო და ამილახვრების გამორჩეული წევრი ცოტნე ქორწილამდე ერთი თვით ადრე მიატოვა?მისი დავიწყება 3 წელში უფრო ირონიული იქნებოდა.
ამილახვრებისთვის რომ გეკითხათ რატომ იყო ცოტნე ყველაზე გამორჩეული და არა მისი ბიძაშვილი ნიკოლოზი ან ნოე ვერ გეტყოდნენ, მაგრამ ყველა აღიარებდა , ალბათ მანამდე სანამ სამი წლის წინ მთლიანად შეიცვლებოდა.
-კარგი მოდი ვაღიაროთ რომ ეს არც ქვეყნის დასასრულია და არც რაიმე ახლის დასაწყისი. -ყველაზე მშვიდად საუბრობდა ნიკოლოზი-ცოტნესთვის თათიას საქართველოს საზღვრებში ყოფნა,იტალიაში და აფხაზეთში საერთოდ არაფერს არ ცვლის და ვერ ვიგებ ეს sos სიტუაცია რატო ატყდა ჩენს ჩატში ,თერთმეტის ნახევარზე.
-ან საერთოდ რატომ არ ზის ჩვენთან ერთად ცოტნე და ისე განვიხილავთ მის მომავალს-ჩაერია ნოე,და არც არავის გაყკვირვებია რადგან ეს სამეულის წესი იყო ,ერთი იწყებდა დანარჩენი ორი კი ამთავრებდა მის სათქმელს.
-მე უფრო სხვა კითხვას დაგისვამდით ბიჭებო ,სად არის ცოტნე?-იკითხა თინამ შვილის ადგილსამყოფელის შესახებ.
-აუუ კლუბში იქნება ,სვავს და დილამდე ვინმე გოგოს ააგდებს.-სავარძელში მჯდარმა ისეთი ტონით თქვა ნიკოლოზმა რომ იქ მყოფი ყველა მიხვდა ,თვითონაც რომ არა ეს შეკრება იგივეს გააკეთებდა ცოტნესთან ერთად.
-ვის დაემსგავსა ეს ბავშვი?მეტი ზრდილობა ნიკო.-წაიბუტბუტა ხათუნამ
-კარგი დე მაშინ ესე ვიტყვით დილამდე კლუბში იპოვის ვინმეს რო ერთი ღამე გაატაროს,არც მეტი არც ნაკლები.უმჯობესია?
-არა ნოე. თინა რამდენი კოვზი შაქარი ჩაგიყარო ჩაიში ?
-ვაა მწვანე ჩაის სვამ ბიცო?
-შეხედეთ ერთი ,ჩემ ცოლს მწვანე ჩაი უშველის,მეშინია აეროპორტში არ გავარდეს და ხვალ საინფორმაციოში არ გამოგვაცხადონ.
-აი ყოჩაღ დათო ,ვგიჟდები ესე მშვიდად როგორ ხარ. მაგრამ რა გასაკვირია, შენ სამი წლის უკანაც მშვიდად იყავი ცოტნე რო დაჭრილ მხეცს გავდა.
-არწივი ვნახე დაჭრილი,ყვავ-ყორნებს ეომებოდა -წაილუღლუღა ნოემ თუმცა დროზე მოკეტა რადგან მასაც ახსოვდა ცოტნეს მდგომარეობა.
-რა ვქნა ჩემო თინათინ ,ჯერ ისეთ თანამდებობაზე არ ვარ რომ ხალხს ქვეყანაში შემოსვლა ავუკრძალო.
და მეორეც ვერ ვხედავ ამხელა ალიაქოთის მიზეზს, აზვიადებ.
-ზუსტად, მოდი ყველამ ხელის აწევით დავეთანხმოთ ამ ამბავს აზვიადებს თუ არა თინა -თქვა ნიკოლოზმა და ხელი ასწია,მალე მიჰყვა მას დათოს,გოჩას ,ნოეს და ხათუნას ხელი,ბოლო მათგანმა საბოდიშო მზერით დაუმატა
-მემგონი ცოტა მართლაც აზვიადებ თინა.ცოტნეს სიამაყის და ხასიათის ამბავი ყველამ ვიცით ,ასე რომ ...
საბოლოდ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა რომ ნოეს და ნიკოს შეეძლოთ სადმე ბარში ან კლუბში ცოტნესთან დაბრუნებულიყვნენ და მათი გაუჩინარების ამბავი რამით შეენიღბათ თუმცა დიდად ალბათ ცოტნეს ამას ყურადღებას არ მიაქცევდა. ხათუნა და გოჩა თავის სახლში დაბრუნდნენ და საბოლოოდ თინას დამშვიდება ისევ დათომ აიღო თავის ხელში .
იმ საღამოს შეიძლება ითქვას რომ ამილახვრების ოჯახში შეკრებილ საოჯახო კრებაზე რამდენიმე ნამდვილი ფაქტი მართლაც წამოითქვა.
პირველი ცოტნეს სიამაყის და ხასიათის ამბავი ყველამ იცოდა,როცა სვამდა წერტილს ის ამბავი მართლაც დასრულებული იყო და ცოტნე არცერთ შემთხვევაში არ წერდა მძიმეს ამბის ბოლოს ,მისთვის რაღაც ცხოვრების ეპიზოდი დასრულებული იყო ,გაკვეთილი კი ნასწავლი.
და მეორე უკვე დიდი ხანი იყო რაც ცოტნე ხშირად თბილისის ცნობილ კლუბებს თუ ბარებს მართლაც ტოვებდა სხვადასხვა ტიპაჟის და გარეგნობის გოგონებთან ერთად ,თუმცა დილით ყველაფერი სრულდებოდა , პროკურორად იქცეოდა და მათი სახელი არც ახსოვდა.
***
თეთრი ყვავილებიანი სარაფნით და წითელი ტუჩსაცხით შესრიალდა კაფეში და მაგიდასთან მივიდა
-ბოდიშით ,დამაგვიანდა -უთხრა და ორივე მეგობარი თიკო და ელენა გადაკოცნა.
-კაი როდის იყო შენ და პუნქტუალობა.
-ერთი ალუბლის ჩიზქეიქი ,მადლობა.-სათვალეები მოიხსნა.-აუ იმდენი რამე მოხდა უჩემოდ თქვენს ცხოვრებაში რო საიდან უნდა დაიწყოთ მოყოლა.სად გყავს ნუცა?
-ვაიმე ,დამღალეს გეფიცები ,თოკოს ყავს ფეხბურთის მატჩზე წაყვანილი.
-გაგვიგიჟა ნათლული. ,რამდენჯერაც მოვიკითხე ხან ფეხბურთიო,ხან კალათბურთიო, -შესჩივლა თიკომ
-აუუ მგონი საერთოდ არც ვახსოვარ ნუცას რა.
-ვაიმე აბა რა გეგონა შენ რო წახვედი მარტო სამი სიტყვა იცოდა და ეხლა უკვე თავის პირველი კლასის შეყვარებულის ამბებს გვიყვება.
-ძაან ბედნიერი ვარ თქვენს გამოო-უთხრა ღიმილით ელეს და ხელი მოჰკიდა.-მაგრამ სანამ თოკომ სპორტის გაქანებულ ქომაგად გადააქცია ,მაგისთვის ვარ აქ რომ ცოტა გოგოშკური რაღაცეები დავამატოთ.
-ხო ნუ კაი მაგას მივხედავთ.მარა მე რა ვქნა ესე რო დავდივარ მარტოსული და ეული ,აუუ რავი მე ბოლოს მართლა თორნიკეს მამა მხვდება.
-ვაიმე კაი გოგო,უხერხულია.
-აა ანუ დედამთილი გირჩევნია ჩემ თავს?ოკ გასაგებია ...
-გამოჩნდება სხვა ვინმე...
-ვაიმე 15 წლიდან ველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს მაგრამ ერთი ის გამოჩნდა და მეორე ჩემი დიდი ბაბუა მეორე მსოფლიო ომში რო წასულა. ბოლოს მართლა
მარა რას აპირებ მუშაობაზე?
-რევაზს სანამ ჩამოვიდოდი დაველაპარაკე, თანახმაა რო გავაგრძელო მუშაობა და ამ დღეებში მივალ პროკურატურაში,
-დღეს დიეტა დავიწყო თუ არა ვერ ვიგებ-ბუზღუნებდა თიკო როცა ტელეფონზე ესემესი მოუვიდა თათიას, უცნობი ნომერი იყო
,, როგორც გავიგე ჩემს ქვეყანაში ხარ.ფრთხილად იყავი.წამზომი ჩაირთო"
-რამე მოხდა?-ჰკითხა ელემ.როცა თათიას სახეს შეხედა.
-არა, არაფერი.
***
11:27
-კიდეკაი ბინის კოდი გვაქ თორე მემგონი ძილში გაიპარებოდა ეს.-თქვა ნიკოლოზმა ტელეფონში და კიბეებს აუყვა მეორე სართულისკენ, და საძინებლის ოთახის კარი შეაღო-კაი ნოე სძინავს და იქნება როგორმე გამოვაფხიზლო დაგირეკავ მერე....
-გავიღვიძე უკვე შენ დუდღუნზე-სახეზე დაფარებული ბალიში მოიცილა და ბიძაშვილს ესროლა.
-რა ხმა გაქვს , ნაბახუსევზე ხარ?არაა რა ცოტნე მგონი დროა ბინის კოდი შეცვალო.
-შენც მიხვდი არაა პირად სივრცეს რო მირღვევთ.
-პირად სივრცეს კი არა მე არ მინდა თინამ ეს იატაკზე მიმოფანტული ვიღაც ქალის საცვლები იხილოს და მერე ცალკე კრებები გაიმართოს.ბიცოლაჩემის გულს ვუფრთხილდები.
-მოკეტე რაა. -საწოლიდან წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა .
-მოვწესრიგდები და მერე პროკურატურაში საქმეები მაქვს.რამე ხო არ გინდოდა?
-არა შევამოწმე სუნთქავდი თუ არა.
-უსაქმური ხარ რაა -უთხრა ღიმილით.სერიოზულად რამე მოხდა?ხო იცი შეგიძლია მითხრა,რამეში ხო არ გაეხვიე.
-არაფერი,დღეს ერთადერთი გახვეული და ისიც გადასაფარებელში შენ დაგინახე.
-ანუ თინამ გამოგზავნა ,ოკ.
-და ჰქონდა საქმე გამოსაგზავნად?
-მოდი არ გვინდა ამ გამოცანებით საუბარი არაა.
-შენ საერთოდ საუბარი არ გინდა
-ზუსტად დილით სულ ცუდ ხასიათზე ვარ ხო იცი.
-კი ეს რამდენიმე წელია შენ სულ ესეთ ხასიათზე ხარ.
ნიკომ ჩაახველა-გუშინ კრება გვქონდა ოჯახში.
ცოტნემ ტანსაცმლის არჩევას თავი ანება და გახედა -კაი ,გააგრძელე,მერე.
-მოდი მოკლედ ვიტყვი ,თინა დავამშვიდეთ მაგრამ მე მაინტერესებს გვქონდა თუ არა საქმე შესაკრებად?
ბიჭმა კარადის კარი შედარებით უხეშად მიკეტა.
-სკოლაში ვარ , ბიოლოგიაში 8 ქულა მივიღე და ეხლა ოჯახი ფიქრობთ მჭირდება თუ არა ბიოლოგიაში მომზადება თუ რა ჯანდაბაა.
-არა მესმის.
-თინა მაგარი ნერვიულობდა ,თან ხო იცი ეს შენი ახალ-ახალი გოგოებით გამოჩენა ჟურნალებში ცეცხლზე ნავთს უსხამს.
-ცოლი ხო არ მოვიყვანო?-ჰკითხა ცინიზმით.
-თინას მარტო ეგ თუ დაამშვიდებს.
ცოტნე ყოველ დილით ანუუ კლუბის შემდეგ რატო იბან? არა მეც ვიბან მარა ხო ხვდები რა რასაც გეკითხები.
-ვერ ვიტან ტანზე ვიღაც ქალების სურნელი რო ამდის და მათი სახელი არც ვიცი.სანამ გამოვალ ყავა ხო იცი სადაც არი ,და ჩემთვისაც გააკეთე.
***
კაბინეტში იჯდა
-როგორც გითხარი თათია,შენ ნამდვილად პროფესიონალი ხარ შენს საქმიანობაში ,ეს ყველას გვახსოვს.ამიტომ შეგიძლია კვლავ განაგრძო მუშაობა. რამდენიმე ახალი თანამშრომელი გვყავს თუმცა გაიცნობ და თავსაც გააცნობ.
-მადლობა,რევაზ.
კიდევ რამოდენიმე რაღაც თქვა წარსულ საქმეებზე და შემდეგ კაბინეტი დატოვა.
-ნერვიულობ?მე მაგალითად პირველ დღეს ძალიან ვნერვიულობდი.-ჰკითხა ვიღაც ახალმა გოგომ რომლის სახელიც არ ახსოვდა ,მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე წუთის წინ უთხრა.
-არ ვნერვიულობ თან ჩემი პირველი დღე არ არის-მოკლედ მოუჭრა.
-აიი შიო და ცოტნე ,გაგაცნობ ხოო.-მათკენ წავიდა -ესეიგი ბიჭებო გაიცანით თათია,ჩვენი თანამშრომელი,ეს შიო აი ეს კი ცოტნე .
უნდოდა ეთქვა რომ ცოტნეს ისედაც იცნობდა თუმცა ცოტნეს სახეზე არ ეტყობოდა რაიმე სახის ნაცნობობა.
ამიტომ ჩვეულებრივად წარდგენის ცერემონიალი გაიარეს. "სისულელეა გაექცე წარსულს" გაიფიქრა თათიამ.
საპირფარეშოში შევიდა .უბრალოდ იტყოდნენ რომ ერთმანეთს იცნობდნენ მაგრამ ცოტნემ ეს არ გააკეთა ახალი გოგოს და შიოს თვალწინ. მაგრამ ამ გოგომ და საერთოდ ყველამ იცოდა ,როგორ შეიძლება არ ცოდნოდათ ,ყველა ჟურნალი ამას წერდა ,წყალი მოუშვა და სარკეში ჩაიხედა
-როგორც ყოველთვის ელეგანტური ხარ თათ .-უთხრა კომპლიმენტი საკუთარ თავს.
-შენზე ბევრ რამეს ამბობენ.-მოესმა ცოტახანში უკნიდან ხმა და ისევ ის ახალი გოგო დაინახა.
-ხოო?და მაინც რას ამბობენ?იმას რო მე ვიღაც შტერი,კა**ა ქალი ვარ ,რომელმაც ქორწილამდე ერთი თვით დაშორდა საქმროს? რომ ჩემი საქორწინო კაბა ჩემ გარდა ვერავინ ვერ ნახა და რა იდიოტური საქციელია არაა.ხო როგორ შეიძლება მიატოვონ ისეთი კაცი როგორიც ჩემი საქმრო იყო ,მასეთ კაცებს ხო არ ტოვებენ.-უთხრა მშვიდი ტონით ,-და ორმაგი სტანდარტებია არაა ,მე ყველას იმით ვახსოვარ რომ ასე მოვიქევი აი ჩემი ყოფილი საქმრო კი მაინც თავისი გახსნილი საქმეების სიუხვით და სასამართლოში ნათქვამი ფრაზებით ახსოვს ყველას.
-ვერ ვეტყოდი,ცოტნეც ახსოვთ იმ ფაქტით რომ საცოლემ ერთი თვით ადრე მიატოვა.-გულწრფელი პასუხი დაუბრუნა გოგონამ თუმცა თათია მას აღარ უსმენდა ,სარკეში კიდევ ერთხელ შეხედა თავის თავს ,გადაწყვიტა ტუჩსაცხი დაემატებინა და შემდეგ დაბრუნდებოდა სამუშაო სივრცეს.



№1 სტუმარი Елка

Далиан саинтересоа имедиа ковелдге гагвахаребт ахали тавит.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი ისტორიაა. ველით ახალ თავს. იმედია არ გვალოდინებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent