შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე(2)


26-06-2023, 12:39
ავტორი ავრორა
ნანახია 1 520

***
-აი ამას ქვია ყველაფერი თავზე მაყრიაო ,რომ ამბობენ ,დღეს უკვე 3 ჭიქა ყავა დავლიე ,ისეთი ამბებია პროკურატურაში.-სხაპასხუპით ელაპარაკობოდა თათია ტელეფონზე მეგობრებს ,თან გულდასმით კითხულობდა საბუთებს.
-ვერაფერი ვერ გავიგე მარა ოკ, ხო იცი ეს გამოძიებები ,მერე გმირობები და მსგავსი რაღაცეები ჩემი არაა ,ეგ კი არა სკოლაში სამოქალაქოს მასწი კონსტიტუციას რო წინ მიდებდა ცუდად ვხდებოდი ხოლმე. -უთხრა თაკომ
-კი გეტყობოდა ადამიანის უფლებებიო და იმის მაგივრად რომ მეორე თავზე გადაგეშალა იდექი და მთელი სამი საათი მეოთხე თავში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას არჩევდი.
-არა ისე არა ვარ საპრეზიდენტო ქალი თუ რა,მერე ავცდი გზას თორე.
-ვაიმე კაი გოგო გზის აცდენა მერე გენახა თუ ის ვიღაცა კაი ბიჭი მართლა შენ შეყვარებულად გაიჩითებოდა,ძაან კი ცდილობდა.
-ხოო შენ აი მასე მიუდექი და ამ დროს მემგონი ერთადერთი მაგ ბიჭს ქონდა ნამდვილი გრძნობები არადა რა დავადე ტიპს,ცოტა წინაც ხო უნდა გამეხედა....კაი მოვრჩეთ ხო მაგ ტიპზე ლაპარაკს სახელი აღარც მახსოვს და ისე როგორი სიტუაციაა?იგივე?რაღაც ახალი კადრები გვყავსო ,
-ხო ეხლა მთლად ძველი სიტუაცია არაა ,გენერალური პროკურორი კი ისევ რევაზია მარა შეუცვლია მოადგილეები ,თან ახალი თანამშრომლებიც
-როგორები არიან?
-რავი ზოგი კარგი ანუ საქმის პროფესიონალი ,ზოგი ძაან ისეთი ჩანს მეთქი ეს აქ საიდან
-უიმეე ,ერთი უნდა ამოვიდე ვნახო ,შენი აზრით საქმის პროფესიონალიზმი მადარდებს?
-ხო ნუ რავიცი თვალ-წარბზე და ბაგე-წამწამზე არ დავკვირვებივარ თაკო.
-ყოჩაღ ,კარგად გიქნია,ერთი თვე იქნება უკვე მუშაობა გააგრძელე -თაკო ჩვეულებრივად წუწუნს აგრძელებდა ,როცა ესემესი მოუვიდა და გახსნა,კვლავ უცნობი ნომერი:
,,როგორც ფილმებშია კარიერისტი ქალი ღვინოსთან ერთად ცდილობს საქმის გამოძიებას,გახსნას. ყავის ნაცვლად ჯობს ღვინო სცადო შემდეგში, თუმცა ფრთხილად იყავი შეიძლება ამის დრო აღარც გქონდეს."
,,სხვათაშორის ეგ ჯინსის შარვალი გუშინდელ ტოპს უფრო უხდებოდა ".
-რა ჯანდაბაა -დაბალ ხმაზე წაილუღლუღა ,როცა მუქარის შემცველი( უკვე მერამდენე არ ახსოვდა) ტექსტი მიიღო.
-ვინ მოგწერა ,რამე მოხდა?
-არა ,არაფერი ისეთი.საქმეზეა.
-აუ შენ უკვე რაღაცას იტყუები,სახეზე გაწერია რაღაც რო მოხდა ,მითხარი ეხლა ,ამ ბოლო დროს ძაან უცნაურად იქცევი რაც ესემესი მოგდის.იტალიაში მოხდა რამე?
-არაა ,პირიქით.
-პირიქით?ანუ დაიცა საქართველოში ერთი თვე იქნება რაც ხარ და რა მოასწარი?
-მემგონი საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავი.
-ეხლა მეტყვი თუ არა რა ხდება,ნუ შემშალე.
-მგონია რო ვიღაც მითვალთვლებს.
-ეხლა?და მიზეზი?
-საერთოდ რაც ჩამოვედი,ისეთ რაღაცეებს მწერს რო ანუ თუ ვერ მხედავს შანსი არაა იცოდეს.შეიძლება სამი წლის წინანდელ რომელიმე ჩემი გახსნილ საქმის გამო ,აშკარად ძალით მწერს ესეთ ტექსტებს ,საქმე ჩემ ლუქში,ან თმის სტილზე არაა უნდა მიმანიშნოს რომ ახლოსაა.ხვდები? ეს კიდე შეიძლება სისულელედ ჩაითვალოს მაგრამ გუშინ სხეულის სუსტ წერტილებზე საუბრობდა სადაც ყველაზე ადვილად შეიძლება ადამიანის მოკვლა.
- საერთოდ ერთი თვე რას უყურებდი,რამე უნდა გავაკეთოთ არაა, გინდა შენთან მოვიდე?
-კაი ნუ სულელობ,აქ რას გააკეთებ.
რევაზის ვუთხარი მარა რავი დაფარული ნომერია,თან შენი საქმებიდან ვინ შეიძლება იყოს არ ვიცით,იქნება დამნაშავე კი არა იმის ოჯახის წევრია ან საერთოდ შენ კარიერასთან კავშირი არ აქვს და პირადიაო.ნუ ერთი სიტყვით ყველანაირად მიმანიშნა რომ ეხლა ამის დრო არ იყო პროკურატურაში.
-აა და ის არ მიგანიშნა რო მაგარი შ** მაქვსო.ანუ ტიპს რაც მოუნდება ის შეუძლია რო გააკეთოს ?იქნება მოუნდეს რო ესემესებს თავი დაანებოს და ქმედებაზე გადავიდეს.
ისევ ესემესის ხმა :
,,მომწონს რომ იცდი, კიდევ ცოტახანი და ყველაფერს გავარკვევთ და დავასრულებთ.მე წლები ვითმენდი...ვეცდები ყველზე დიდი ტკივილი მოგაყენო"
-აუუ ეხლა გავაფრენ...
-ვინმე სხვას რო უთხრა არ გიფიქრია?ხო რას მიყურებ მაგ სახით აი მაგალითად ცოტნეს?
-სერიოზულად?და ცოტნეს რა ვუთხრა ?იდიოტობა იქნება
-იდიოტობა ის იქნება თუ დაელოდები როდის ჩაგმარხავს ვინმე ნიჩბით.
-მოკვლის გეგმა ჯერ არ მოუწერია ,იქნებ სხვა რამით აპირებს.
-მოკეტე და ცოტა დაფიქრდი.
-ანუ თიკო ერთი წუთი წარმოიდგინე რო მე მივდივარ ცოტნესთან და ვაფშე რას ვეუბნები , თან ცოტნე ზედ არ მიყურებს ,მისთვის სულერთია.
-ზედ რო არ გიყურებს ეგ სხვაა მაგრამ ნებისმიერი ადამიანი რო მოვიდეს ჩემთან ან შენთან და რო მითხრას რო ემუქრებიან,უთვალთვალებენ და მსგავსი როგორც გინდა გეზიზღებოდეს რამეს იზამ ხო თან პროკურორია,ფაქტიურად ვალდებულიცა.
-მეც პროკურატურაში ვმუშაობ.
-კიი მაგრამ ეს საქმე შენ გეხება და ემოციური იქნება როგორც არ გინდა ეცადო.შენ სცადე რაა ,ხო ხვდები რო საქმე სერიოზულია.დამპირდი
-ვერაფერს ვერ დაგპირდები.
***
-აუუ ეს ქალი რას ჩალიჩობს, აი ამ პროკურატურაში მთელ საკაცეთს ეფლირტავება რაა ,ცოლიანი, უცოლო,შეყვარებულიანი,საქმრო პროსტა ვინმე შეაბას რაა.-გადაულაპარაკა გვანცამ თათიას და მართას თან საკმაოდ ასაკიანი ღაჟღაჟა წითელ პომადიანი ქალისკენ ანიშნათ ,რომელიც შიოს და კიდევ სხვა სამ ბიჭს რაღაცას ელაპარაკობოდა მაგრამ აშკარად ცდილობდა ყოველ სამ წუთში ერთხელ ხელზე ან სადმე შეხებოდათ.
-რამდენი წლისაა?-იკითხა მართამ.
-ძაანაც მალავს ასაკს მარა ვერ ატყობ აქ მთელი პროკურატურა მაგას შვილად ერგება.აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ ვიღაცას თუ არ ააგდებს და დაკერავს. რა ცოტაა ისეთი დედის ტოლა ქალები რო ევასებათ?
მიუხედავად იმისა რო აქამდე ჩუმად
ისმენდა საუბარს და ცოტათი გაზვიადებულიც კი ეჩვენა თათიამ მაინც თქვა
-არ მგონია,რო რამე აქამდეც მოახერხებდა რო ვინმე დაეკერა.
-აუუ შენ არ იცი და რამოდენიმე ბიჭი დაკერა კიდეც ნუ ზოგი ერთი ღამისთვის ,ერთი ორი უფრო რამდენიმე დღისით და ესე რაა. ანუ დროებით მხოლოდ მთლად ესე ბოლომდე ვერ ახერხებს.ჩემი აზრით ვინმემ ჭკუა უნდა ასწავლოს.უი და სახელად რა ქვია ,ზაირაა.
-ჩემი რუსულის მასწავლებელს ერქვა სკოლაში ,მაგარი ძუკ** ქალი იყო.-თქვა თათიამ.
რეალურად მსგავსი საუბრები ყოველთვის გადამეტებული ეჩვენებოდა ,ახლაც მხოლოდ ინტერესის გამო ისმენდა .სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გაემართა ავტოსადგომისკენ და საკმაოდ საინტერესო ვითარების მომსწრეც გახდა ,ცოტნე საკუთარ მანქანასთან იდგა ,ხელში სიგარეტი ეჭირა და წინ ასვეტებულ ზაირას უსმენდა ,რომელიც აშკარად ყავაზე ეპატიჟებოდა სახლში,ნუ საუბრიდან ასე ჩანდა.ამ სცენის დანახვისას რატომღაც სიცილი მოუნდა .
-ცოტნიკო მგონი ესე 9-10 ისკენ ორივეს გვეცლება,ხოდა თუ ჩემთან ამოხვალ ,კარგს იზამ -ეს იყო ბოლო ფრაზა რომელიც გაიგო შემდეგ ჩვეულებრივ ცოტა ქედმაღლურად მათკენ გაემართა ,მიუახლოვდა ,ისე რომ განზრახ თავისი ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხზე დააჭირა.თან საკმაოდ უხეშად.
-რას აკეთებ გოგონაა,წინ არ იყურები-დაიწყო ყვირილი ზაირამ და აშკარად ძალით დაეცა ცოტნეს წინ იატაკზე, რადგან თათიას ერთი მოქმედება ამას ვერ გამოიწვევდა.
-უი ბოდიშით ვერ დაგინახეთ.-თქვა მოჩვენებით თვალთმაქცობით.
-კარგად ხარ ?-ჰკითხა ცოტნემ, ზაირამ ხელი გაუწოდა ასაყენებლად თუმცა თათია რის თათია იყო მისთვის რომ არ დაესწრო და თავად რომ არ აეყენებინა ფეხზე.
-მართლა კარგად ხარ,თუ გინდა ექიმი?-კვლავ გაიმეორა შეკითხვა ცოტნემ.
-და იქნებ ასეთი მძიმე ჭრილობის დროს გადაადგილება არ შეიძლება, მგონი სჯობს 112 ში დავრეკოთ არაა-იკითხა ცინიზმით თათიამ.
-ცინიზმის და ქედმაღლობის გარეშე თუ შეგიძლია რომ დაეხმარო ადამიანს-ჰკითხა ცოტნემ თათიას ,რაზეც გოგონამ უბრალოდ თვალები აატრიალა
-კარგად ვარ ცოტნიკო,მემგონი სახლამდე თუ მიმაცილებ კარგს იზამ
-უი რას ამბობთ მე დაგეჯახეთ ,ამიტომ ჩემი ვალია მე ვიზრუნო, ცოტნეს ნუ შევაწუხებთ.
-არა გოგონა ,შენ ამის შემდეგ წინ იყურე და ნორმალურად იარე ,ცოტნე ისედაც ჩემთან აპირებს საღამოთი ამოსვლას და ბარემ გამიყვანს.
-უი რატო?საღამოთი რამე ფართია?ვგიჟდები წვეულებებზე.
-ზედმეტი სტუმრისთვის არ მგონია ადგილი ქონდეს ზაირას-უთხრა დამცინავი ღიმილით ცოტნემ.
-მე ვიტყოდი დეიდა ზაირას ,მგონი არ გეწყინებათ ესე რომ მოგმართოთ ხომ მაინც ასაკიდან გამომდინარე?-გესლიანად შეხედა ქალს და შემდეგ, მცირე ინტერვალის შემდეგ დაუმატა -უი დეიდა ზაირა ერთი კითხვა რომ დაგისვათ,შეგიძლიათ თქვენი კოსმეტოლოგის ნომერი მომცეთ.
-ჩემი კოსმეტოლოგი ყველა კლიენტს არ იღებს-უთხრა ქედმაღლურად . -ჩემდეგ რაღაც სავიზიტო ბარათი მოძებნა და გაუწოდა ,თათიამ გამოართვა
-დიახ , მე არც მჭირდება და არ ვაპირებ მისვლას ,უბრალოდ აი თქვენსავით ასაკში რომ შევალ ,მეცოდინება რომელ კოსმეტოლოგს არ უნდა გავეკარო მთელს ქალაქში.
გაოგნებული დატოვა ქალი და კოსმეტიკის ცენტრის მისამართი ხელშივე მოკუჭა.***
10-ს აკლდა ოცი წუთი, მანქანაში იჯდა და საათს უყურებდა ,შემდეგ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა,მანქანიდან გადავიდა ბაღში შევიდა , არა უფრო შევარდა აცრემლებული კარებთან მისულმა კიდევ რამდენჯერმე
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
და კარებზე დააკაკუნა ,ნუ უფრო დააბრახუნა ,დაახლოებით ხუთ წუთში ცოტნემ კარები გააღო ,აშკარად დაღლილი სახე ქონდა, მგონი უფრო ნამძინარევი.
-კარს ზარიც აქვს მარცხენა მხარეს.
არანაირი ემოცია მისი დანახვისას
-კარგი .-თქვა რადგან არ იცოდა სხვა რა ეპასუხა.-რეალურად საიდან ან როგორ დავიწყო არ ვიცი,შეგიძლია .-დაიწყო თხრობა როცა სამზარეულოში შევიდნენ.
ნუ თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას ,მაგრამ მემგონი უკვე სერიოზული სახე მიიღო.
-ერთი წუთი, ჩემთან რამის სათხოვნელად მოხვედი?-კითხა ბიჭმა და სიცილი აუტყდა.თათია გაკვირვებული უყურებდა.
-ვიცი რო უცნაურია ,მაგრამ წეღანაც ავხსენი.
-ანუ ჩემგან რაღაც გინდა ხო?
-მემუქრებიან,უფრო დეტალურად რო გითხრა ვიღაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მითვალთვალებს,საერთო ყველაფერი იცის ,ახლა ის რომ ვარ იცის,სახლში რო მივალ რომელ ჩაის დავლევ და რომელ ჭიქაში დავასხამ ისიც კი ეცოდინება ,
-და რატომ გგონია რომ მაგ ფაქტმა უნდა დამაინტერესოს?
-რა?-მართლა გაკვირვებულმა შეხედა.
-რატომ გგონია რომ იმ ფაქტმა ვიღაც გითვალთვალებს და მოკვლას გეგმავს უნდა დამაინტერესოს.ერთი სიტყვით არ ვიცი რატო გეგონა აქ რო მოდიოდი ეგ,თუმცა მოდი მაინც გეტყვი საერთოდ არ მადარდებს. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
-რას არ აქვს მნიშვნელობა ვიცოცხლებ თუ არა იმას?- წლების შემდეგ პირველად ჩახედა თვალებში თათიამ და მიხვდა რომ ვერაფერს ხედავდა,რეალურად ბიჭის ცისფერ თვალებში ვერაფერსაც ვერ კითხულობდა.დუმილი კი თანხმობად მიიღო.
-რას გააკეთებ შენი სიცოცხლისთვის ?
-ვერ გავიგე -დაბნეულად უპასუხა გოგომ,აშკარად არ ელოდა რომ მისი სიცოცხლე საერთოდ არაფერს არ წარმოდგენდა.
-რისი გაკეთება შეგიძლია იმისთვის რისთვისაც აქ მოხვედი.
-მარტო ჩემი არა ,რამოდენიმე საათის წინ ჩემი მშობლების სიცოცხლეთი დამემუქრნენ,რეალირად დედაჩემი სადაა მეც არ ვიცი ,უკვე ამდენკ წელია და შენ მე გარიგებას მთავაზობ?რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ?
ბიჭი ბარისკენ მიბრუნდა, თავისთვის რაღაც ვისკი ჩამოისხა
-რამეს დალევ?
-ნამძინარევი კი არა მთვრალი ხარ არაა?-უფრო თავისთვის დასვა ეს შეკითხვა
-სად ვიყავით, გარიგებაზე ხო მაგალითად ერთი ღამე ერთად და მერე მე ყველაფერს გავაკეთებ მაგ ტიპის მოსაშორებლად.
-სერიოზულად?ანუ მთავაზობ რო ჩემი თავი შემოგთავაზო იმისთვის რო წახალისებულმა მერე ჩემი პრობლემა მოაგვარო-ამ ყველაფრის მოსმენა მართლა უკვირდა.
-არა თუ გინდა ჯერ მოვაგვაროთ და მერე ჯილდოს პონტში, რა გჭირს ,როგორც მახსოვს ადრე გიჟდებოდი საერთოდ ყველა იმ ღამეზე რაც კი ერთად გაგვიტერებია -კიდევ აპირებდა ვისკის დასმას ვიღაცას რო მისთვის სახეზე არ გაერტყა ხელი.ცოტნემ შეხედა
-რადგან ასეა და ვერ ვთანხმდებით ხელით კარისკენ ანიშნა....
სახლი დატოვა ,რეალურად არ იცოდა რას ელოდა როცა მოდიოდა მაგრამ ამას არაა. უნდოდა ეტირა,ეყვირა,რამე ექნა .რაც შეეხება ცოტნეს სავარძელში ჩაჯდა ვისკის ბოთლი სადღაც შემოანარცხა , თვალები დახუჭა
"რას არ აქვს მნიშვნელობა ვიცოცხლებ თუ არა იმას?"
"რას არ აქვს მნიშვნელობა ვიცოცხლებ თუ არა იმას?"
"რას არ აქვს მნიშვნელობა ვიცოცხლებ თუ არა იმას?"
-მინდა რო ვიყვირო არ აქვს ,ჩემთვის საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, სამი წლის წინ ჩემთვის გაქრა , დასრულდა ,არანაირი მნიშვნელობა...
ტელეფონი აიღო და სამი წლოს შემდეგ პირველად დაურეკა,არ იცოდა საერთოდ მისი ნომერი რატომღა ჰქონდა.
-გისმენ ცოტნე-მოესმა ხმა.
-სხვა შეთანხმება მაქვს .-დაელოდა შეკითხებოდა თუმცა ბოლოს ისევ თავად უპასუხა-არ გაინტერესებს
-გისმენ ცოტნე
-დაგეხმარები ოღონდ ცოლად გამომყვები.
-ვერ გავიგე, ქალს რომელმაც ქორწილამდე ერთი თვით ადრე მიგატოვა ცოლად მოიყვან? რა თქმა უნდა არ დაგთანხმდები,ვიცი რო ამჯერად ქორწილის დღისით მიმატოვებ და სამაგიეროს გადამიხდი.-ნერვიულად გაიცინა.
-ანუ თანახმა ხარ და ერთადერთი ეჭვი ეგ გაქვს.-გაეცინა.-საერთოდ თეთრი კაბა და მსგავსი დეტალები არ იქნება ,გარიგება ,რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ.
-რას აპირებ მართლა ვერ ვხვდები?თუ ყველას ცოლ-ქმარი ვეგონებით და ისედაც ვიქნებით ანუ ყველანაირად.
-ნუ დაიღლები მაგაზე ფიქრით , ისე ერთ ღამეზე არა თუმცა მრავალ ღამეზე თანახმა ხარ არა ?
-ერთი წუთი,ჩვეულებრივად დაოჯახებული წყვილი ვიქნებით,მაგრამ ერთი მინუსით შენ არ გეყვარები არაა ... ო.. რა თქმა უნდა ,სამაგიეროს გადამიხდი იმით რო მაგრძნობინებ როგორია ცხოვრობდა მასთან ვინც გეზიზღება.
-კი ან არა მოკლედ.
-ესეთი წინადადება სისულელეა.
-შენთვის მე არაფერს არ ვნიშნავ,არანაირი გრძნობა ,ამიტომ კი ან არა.



№1 სტუმარი ნია

ძალიან საინტერესო ისტორიაა
გასგრძელეთ. ველით ახალ თავს

 


№2 სტუმარი თმთ

საინტერესოა ძალიან , დავინტრიგდი. დიდი ინტერესით ველოდები ახალ თავს.ვატყობ აქ საინტერესო ამბები დატრიალდება

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელეთ. საინტერესოა. დავინტრიგდით

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

საინტერესოა.ასე გააგრძელეთ. კარგი ისტორიაა

აღარ აგრძელეებთ. საინტერესო ისტორიაა. იმედია თქვენც არ შეწყვეტთ და ბოლომდე მიიყვანთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent