შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე(4)


29-06-2023, 03:47
ავტორი ავრორა
ნანახია 1 433

***
-არ მეგონა ჩემთან სიარულს თუ გააგრძელებდი.
-ასე მოხდა ...-უპასუხა თათიამ და მის წინ სავარძელში მჯდომს შეხედა.
-გინდა იტალიის შესახებ მომიყვე?
-მგონი მეგობრები არ ვართ ...
-კარგი, რა თქმა უნდა მართალი ხარ უბრალოდ მე განსხვავებული მიდგომა მაქვს პაციენტებთან, კარგი რატომ აგრძელებ ჩემთან შეხვედრებს,
-მარტივია პასუხი არა ?იმიტო რო მჭირდება...
-კარგი თათია მოდი დავიწყოთ თავიდან და შევხედოთ შენს მდგომარეობას. ესეიგი დაავადებას რომელიც შენ გაქვს ფსიქოლოგიაში
Borderline Personality Disorder ეწოდება ,რაც გავლენას ახდენს ემოციების მართვაზე ,ძალიან სწრაფად გეცვლება ემოციები და ხშირად შეიძლება ადამიანის მიმართ რომელიც გიყვარს სიძულვილი იგრძნო, არასტაბილური ურთიერთობები,იმპულსური ქცევები,ფიქრი თვითდაზიანებაზე ,გაუგებარი თვითშეფასება...
-ერთი სიტყვით ყველაფერი ერთდროულად საბა.
-გეთანხმები რომ საკმაოდ რთული მდგომარეობაა,თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამის მართვა მოვახერხოთ. გინდა ცოტნეზე ვისაუბროთ?რას უშვება ცოტნე შენს მდგომარეობას, რას გრძნობ,?
-ცოტნესთან დაშორება რა თქმა უნდა სწორი იყო,როგორ უნდა აეტანა
-კიდევ ერთ-ერთი სიმპტომი ამ დაავადების :მიტოვების შიში,იმდენად გეშინოდა რომ მიგატოვებდა თავად არჩიე პირველი წასვლა.
-მეშინოდა?კი არ მეშინოდა ,დარწმუნებული ვიყავი რომ ასე იქნებოდა. ჩემზე კარგად იცი რომ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია რეალობასთან კავშირის დაკარგვა სტრესის დროს,საეჭვო აზრები,ფეთქებადი რისხვა ,უკიდურესი ემოციური რყევები.ცოტნე ამას ვერ გაუძლებდა,
-ცოტნე არაფერ შუაში არაა ,იქნებ საერთოდ გეგონა რომ თქვენი სიყვარული ვერ გაუძლებდა?რთულია და გამომწვევი BPd მქონე პიროვნებასთან ერთად ცხოვრება თუმცა არა შეუძლებელი,
- ვერ ვაიძულებდი,ამის უფლება არ მქონდა , დრო ტყუილად უნდა გამეწელა ,რეალურად ჩვენი ქორწინება განქორწინებით დასრულდებოდა რამდენიმე თვეში....-შეამჩნია რომ ყელში ბურთი უჭერდა -შეიძლება ხუთი წუთი აივანზე გავიდე?-შეკითხვა დასვა,თუმცა პასუხს არ დალოდებია ისე ადგა და აივნის მიმართულებით მიბრუნდა ,თვალის კუთხით დაინახა რომ საბამ რაღაც ჩაინიშნა ფურცელზე.აივანზე მდგომმა თბილის გახედა, მზე უკვე ჩასულიყო და ბინდდებოდა ,ცრემლებს ეწინააღმდეგებოდა , ტელეფონი ამოიღო და დაახლოებით 20 წუთის წინ მოსული ესემესი გახსნა ,ცოტნესგან იყო:
,, დღეს რომელზე მოვალ არ ვიცი."
პასუხი არ დაუბრუნებია ისე შებრუნდა.
-ცოტა დრო დაგვრჩა ,-უთხრა როცა თათიამ კუთვნილი ადგილი დაიკავა.-სამსახური შეიცვალე?
-არ შემიცვლია,მხოლოდ წამოვედი
პროკურატურიდან, ჯერ -ჯერობით უმუშევარი ვარ, და კი ვიცი რომ ესეც ერთ-ერთი სიმპტომია,ჩემი ცხოვრება ხომ ისედაც ამ დაავადების მიხედვით არის აწყობილი.
-იქნებ არ არის?იქნებ შენ აკეთებ შენდა უნებურად ისე რომ ამ დაავადების გარშემო ტრიალებ?მე არ გეუბნები რომ გაქრება ,იცი რამდენ პიროვნებას აქვს ეს დაავადება და არც კი იციან რომ მათი მდგომარეობა და თვისებები რეალურად დაავადების ნაწილია.
-ამას როგორც მეგობარი ისე მეუბნები.
-მაგრამ როგორ ცხოვრობდი მანამ სანამ დაგიდგინდებოდა.ხანდახან საერთოდ დაიწყებდი ცოტნესთან ურთიერთობას თუ უკვე დიაგნოზი დასმული იქნებოდა? როგროც პაციენტს გირჩევ რომ გაუმხილო,ბოლოს და ბოლოს უკვე ქმარია და კი სწრაფად ვრცელდება ასეთი ამბები, ამიტომაც ვიცი.
-რეალურად ახლა ისეთ ვითარებაში არ ვართ რომ ამ თემაზე ვესაუბრო.
-წყვილების თერაპიასაც გირჩევდით,მაგრამ ჯერ ცოტნეს ამის შესახებ უნდა უთხრა.
-ჩვენი შეხვედრებები თანდათან უფრო და უფრო იძენს არაპროფესიონალ რჩევებს ვიდრე პაციენტის და ექიმის საუბრებს.
-ქმარი იეჭვიანებს? კარგი 5 წუთში სხვა პაციენტი მყავს ,როგორც მომწერე იტალიაშიც გყავდა ფსიქოლოგი,შესაბამისად საკონტაქტო დამიტოვე და დავუკავშირდები თუმცა უმჯობესი იქნება შენც მიწერო და უთხრა რომ შენი ახალი ფსიქოლოგი ვარ და ჩანაწერები გადმომცეს.
-დავუკავშირდები.მადლობა ,მგონი შემიძლია წავიდე.
***
სახლში შესულმა ფრთხილად დახურა კარები რადგან არ სურდა დამკვიდრებული მყუდროება რამეს დაერღვია.დაღლილობის გამო ახლა მხოლოდ დასვენება ,ძილი და კიდევ თათიას სურნელი სჭირდებოდა , თუმცა სამზარეულოში შესულმა აღმოაჩინა რომ თათია არა საძინებელ ოთახში არამედ პლედში გახვეული იჯდა დივანზე , კარბონარას ჭამდა და თან ტელევიზორს უყურებდა ,თუმცა ისეთ დაბალ ხმაზე რომ აშკარად მხოლოდ ილუსტრაციებს ადევნებდა თვალს და ხმა საერთოდ არ ესმოდა.
-რა სასიამოვნოა როცა სახლში ცოლი გელოდება.-თქვა ირონიით ცოტნემ-სიბნელეში რატო ზიხარ?
-ვერ ვიტყოდი რომ სამსახურიდან ქმრის დაბრუნების ლოდინიც სასიამოვნოა ქმარუკავ .
მეგონა დაიძინებდი-უთხრა და თან გოგონასკენ დაიძრა
-გეგონა თუ გინდოდა დამეძინა რო მერე ესე მშვიდად შემოპარულიყავი
-ესემესი მოგწერე
-აუ და დღეს გვიან მოვალთი რა უნდა გამეგო ერთი ძაან მაინტერესებს
-ის რო გვიან მოვალ არა?წესით ჩემი მიზანი ეგ იყო -თან სწრაფად გადაიტანა თემა-აუ ეხლა არ მითხრა რო ეს სპაგეტი შენ გააკეთე
-სპაგეტი არა რა ,კარბონარა ,
-იტალიურია?
-ჩემი ლუქებივით , და ისე კარბონარას სამშობლო რო ნეაპოლია როგორ არ უნდა იცოდე.
-აუ წარმომიდგენია ეხლა შენი სათვალეები რო გეკეთოს მოიხსნიდი და როგორ წარბაწევით შემომხედავდი.
-თუ არც გინდა რაა...შეიძლება მაინც მოიწამლო ,შენი სუსტი კუჭის ამბავი რო ვიცი.
-აი მზრუნველობაც ამას ქვია...-გაიცინა ბიჭმა და ხუთ წუთში სამზარეულოში შევიდა იქიდან კი მხოლოდ ჩანგლით დაბრუნდა.
-შენ სადმე მეორე თეფშს ხედავ ცოტნე?-ჰკითხა და თვითონაც ყოველშემთხვევისთვის მიათვალიერე გარშემო, იქნებ სადმე მართლაც იდო.-თუ ვერ იპოვე გეტყვი სადაც არის.
-არა ,მხოლოდ ერთს ვხედავ თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ცოლი გამიყოფს თავის თეფშიდან.
-პირდაპირ თქვი რომ გეშინია შენი თეფში არ მოვწამლო.
ცოტნე უკვე სანახევროდ უსმენდა რადგან თათიას მომზადებული კარბონას დაგემოვნება დაიწყო.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

უმაგრესია. ძალიან დავინგრიგდით. ასე გასგრძელეთ

თავების მოვულობა გაზარდე. პატარაა ძალიან და არ გვყოფნის

 


№2  offline წევრი ავრორა

სტუმარი ნანა
უმაგრესია. ძალიან დავინგრიგდით. ასე გასგრძელეთ

თავების მოვულობა გაზარდე. პატარაა ძალიან და არ გვყოფნის

მადლობა <3

 


№3 სტუმარი ნია

კარგად და საინტერეზოდ წერთ. დაგვაინტეტესა ამ ისტორიამ. უბრალოდ გირჩევდით რომ თავები გაზარდოთ

 


№4  offline წევრი ავრორა

ნია
კარგად და საინტერეზოდ წერთ. დაგვაინტეტესა ამ ისტორიამ. უბრალოდ გირჩევდით რომ თავები გაზარდოთ

მადლობა, ვეცდები გავითვალისწინო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent