შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე (3)


27-06-2023, 20:57
ავტორი ავრორა
ნანახია 1 586

***
თათიას არ სჯეროდა რომ მართლა დაქორწინდებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ თეთრი კაბა და მსგავსი საქორწინო, ტრადიციული დეტალები არ იქნებოდა მაინც ელოდა რომ ცოტნე ბოლო მომენტში გადაიფიქრებდა,სანაცვლოდ კი მხოლოდ მეჯვარეებთან ერთად ხელი მოაწერეს და მორჩა.
მანქანის მინაზე თავი ჰქონდა მიდებული და ცოტნეს საუბარს უსმენდა
-ყველანი ხართ?
-კიი აქ ვართ ,ერთადერთი შენ გელოდებით, თინამ ჩემი დაბადების დღის ტორტი არ გაიჭრება ცოტნეს გარეშეო.
-კაი ამოვალ,თან რაღაც ამბავიც მაქვს და
-მოხდა რამე?
-რო ამოვალ გაიგებთ ,ეხლა გავთიშავ.
თათიამ ცოტნეს შეხედა და გაეცინა
-ანუ მაინცდამაინც თინას დაბადების დღეზე უნდა უთხრა ყველას?მითუმეტეს როცა იცი რა რეაქციაც ექნებათ.
-ანუ შენც წარმოგიდგენია რა რეაქცია ექნებათ ხო,პირდაპირ გეტყვი რაც შენ გგონია იმაზე უარესი იქნება.
- აფთიაქთან გააჩერე.
-რატო ?რამე გტკივა?
-მე არა, მაგრამ თინას და ხათუნას წნევა აუწევთ რძლად რომ შევუვალ, ჯობია ძვირფას დედამთილს წამლები წინასწარ ვუყიდო და ბარემ კაპლიც.
-კაი გეყო ეგ მზრუნველობა, რაღაც ძაან მეყალბება.
-მე თლიანად ყალბი ვარ , მაგას ხო მიხვდი ისედაც სამი წლის უკან.
-ვგიჟდები საერთო ენას რო ვპოულობთ ხოლმე, არა ისე მაინც სად წავიდეთ საქორწინო მოგზაურობაში?
-ცინიზმის და სარკაზმის მამა ხარ.
-მაგ ორს ერთმანეთისგან დღემდე ვერ არჩევ ხო...
-მე მეგონა ნოეს და ნიკოს მაინც ეტყოდი ქორწილზე წინასწარ- საუბრის თემა შეცვალა და ის თქვა რაც აინტერესებდა.-მაგრამ ძნელი მისახვედრი არაა რო არც მაგ ორს აღარ ვევასები საერთოდ,რომც გეთქვა არ მოვიდოდნენ ქორწილში.
-მე რომ მეთქვა ნოე და ნიკოლოზი მოვიდოდა-მკაცრად დაუბრუნა პასუხი რადგან ზუსტად იცოდა სიმართლე იყო.
- ყველას ვატყუებთ რომ მაპატიე და ისევ გვიყვარს ერთმანეთი.
-ნახევარი საქართველოს ოჯახები მასე ცხოვრობენ არაა. და ისე შენ პატიება არც გითხოვია.-საჭეს ხელები კიდევ უფრო მოუჭირა და გოგონას გახედა.
-უი ხო რა თქმა უნდა სექსუალური მხარეც გვექნება მოგვარებული ,ამიტომ
-ეხლა არ თქვა ღალატს არ ავიტანო,
-ბატონო?ანუ ვერ გავიგე შენ ცალკე ჩემთან გინდა სე*** და ცალკე მერე ვიღაც შტერ იაფასიან გოგოებთან ირბინო და მთელი თბილისი მაგაზე ჭორაობდეს?
-ისედაც მთელი თბილისი იჭორავებს
-ცოტნე რა დაგემართა ვერ ვიგებ, საერთოდ სხვა ტიპი ხარ...
-და კიდე ერთი,თინა და ხათუნა ამაზე არაფერს არ იტყვიან ჯერ ჯერობით მაგრამ ჩვენ მაინც ვიტყვით რო არანაირი შვილიშვილი
არ იქნება .
-რატო?შენ ხო ოცნებობდი სამ ,ოთხს შვილზე ჩემთან ერთად ხო თან გოგოები ჩემნაირი ლამაზები უნდა ყოფილიყვნენ როგორც ამბობდი, სქესს მნიშვნელობა არ ქონდა ....
-ეგ ადრე იყო ,მგონი შვილი იმ კაცისგან რომელიც სამი წლის წინ ქორწილამდე მიატოვე არც შენ არ გინდა .
***
ამილახვრების სახლში ნამდვილი სერიალის სცენა იდგა , აშკარა იყო რომ არცერთი წევრი არ აპირებდა თათიას როგორც რძლად,ცოტნეს მეუღლის ან სხვა სტატუსით მიღებას.
-არ არსებობს,მოვკვდები და ჩემს ერთადერთ შვილს ამის უფლებას არ მოგცემ, შენ შეიძლება ეხლა გონება აგერია რა თქმა უნდა მოახერხებდა ტვინის არევა მაგრამ
-ისე ნუ მელაპარაკები როგორც მეოთხე კლასელს ,
-ცოტნე მე არ დავუშვებ ამ გათახსირებული, სინდის და ნამუს გარეცხილ, უმსგავსო ქალისთვის შენი ცოლის წოდებას, გამორიცხულია, სანამ მე ცოცხალი ვარ ამის შანსი არაა ,არც კი უნდა გაგეფიქრებინა ეგ .
-ქორწილზე ფიქრიც არ იქნება -ჩაერია საუბარში დათო ,რომელიც აქამდე მშვიდად იჯდა თუმცა თუ მისი სახის ნაკვთებიდან ვისმჯელებთ მშვიდად ჯდომას ვერ დავარქმევდით.
-ხელი მოვაწერეთ უკვე ,ეს დეტალები არ გვჭირდება-უპასუხა ცოტნემ
-არა ბიჭო,შენ მთლად გამოტვინდი და შეიშალე?რას აკეთებ?ან ბედნიერება არ გინდა ?ცოლი თუ გინდოდა შვილო მარტო თინა იმდენ გოგოებს გარიგებდა ,რას ჩაიციკლე ამ მართლა
-მემგონი პირველი ემოცია აქამდე უნდა გაგსვლოდათ , არ მსურს რომ ამ ფრაზებით საუბარი მოვისმინო თათიაზე,იმედია შეძლებთ
-და თუ ვერ შევძლებთ რას იზამ?არაა თქვი ერთი რას გააკეთებ ცოტნე? გასაგებად ითქვა ჩემი და დათოს შეხედულება და მგონი მიხვდი რომ ამ ოჯახში არაა თათიას ადგილი ,თუ ოდესმე იყო ის წარსულს ჩაბარდა.
-ცოტნე მოდი ცალკე ვისაუბროთ ხო-სიტუაცის განმუხტვა სცადა ნიკოლოზმა
-ცალკე რა უნდა გავარკვიოთ არ ვიცი ,-თქვა როცა ბიჭებს აშკარად უნდობლობა შეატყო.- მაგრამ თათიაც შემოვა, სარისკოა მისი დატოვება ამ "კბილებამდე შეიარაღებულ" ხალხთან.
ოთახში შევიდნენ, აშკარა იყო რომ საუბარი საიდან ან რა შეკითხვით დაეწყოთ ვერც ნოე და ვერც ნიკოლოზი ვერ ფიქრობდა .
-მოდი პირველი რაც გავიფიქრე იმას დავსვამ -თქვა ნოემ - ცოტნე შენ სულ გამო****ი?აბა შენ საქციელს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.ცოტნე რომელიც ჩემი ბიძაშვილია და ამდენი წელია ვიცნობ ცოლად მოიყვანდა კი არა რავი ძმაო ....სიტყვებს ვერ ვპოულობ.
-დაიცა ... -ნიკოლოზი პირველად მიტრიალდა ამ ხნის განმავლობაში თათიასთან რომელიც კართან იდგა თუმცა სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა,როგორც ჩანს კარგად იყო მომზადებული და იცოდა რა მდგომარეობაა შეიქმნებოდა ოჯახში ახალი ამბავის გაგების შემდეგ.
-ორსულად ხარ?
-საიდან მოიტანე?-კითხვა შებრუნა თათიამ .
-აბა სხვა მიზეზი რის გამოც ცოტნეს შეიძლება ცოლად მოიყვანე შანსი არაა ,ისევ ბავშვი თუ გიშველიდა.
არა ცოტა კი მეცოდება ეს ჩემი ძმისშვილი ისეთი დედა ეყოლება ,თან უკვე საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
-არანაირი ბავშვი არ არსებობს -თქვა მკაცრად ცოტნემ-და თქვენ ორისგან მაინც მოველი რო რაციონალურად შეხვდეთ ჩემ გადაწყვეტილებას , ჭორიკანა მეზობლებივით ნუ თხზავთ რაღაც თეორიებს და საერთოდ არ მომწონს თათიასთან ასეთი ტონით საუბარი უკვე მეორედ აღვნიშნავ.
-არა რა ქენი გოგო მოწამლე თუ რა ჯადო გაუკეთე,კიდე ჩვენ ვჭორაობთ ?პროსტა გული შეგვტკივა შენზე თუ როგორცა ეგ გამოთქმა ,სიყვარული და ყველაფერი გამიგია მარა ესეთი?!
-თან ეხლა თინა და დათო ესეთ დღეში იმიტომაც არიან რო ხო იცი შენგან არ მოელოდნენ ამას.შენც ხო იცი ,ნუ შენ რა საერთოდ ყველამ იცის გარშემო რო შენ მაინც სხვა ხარ ... თან ანუ რავი ძმაო თათია??
-კაი. ცოტნე ჩვენ შეიძლება არ გეთანხმებით ,ნაღდად არ მესმის ამ გადაწყვეტილების მიღებისას რაზე ფიქრობდი. მაგრამ მე და ნოე მაინც შენთან ვართ .
-რავიცი, თუ რამე ჩვენ შენთან ვართ მარა ....კაი აღარაფერი.
არა თინა აშკარად ვერ მშვიდდებოდა მისაღებ ოთახში,მას ხათუნაც უმატებდა ,წყალს ცალკე აწვდიდა ,სიტყვით კი პირიქით ცეცხლზე ნავთს უსხამდა.
-ცოტნე -დაიწყო მკაცრად დათომ როცა ოთახიდან გამოსულები დაინახა-კი ხედავ დედაშენი როგორც არი, მეც იმედგაცრუებული ვარ ამ სისულელით რაც შენ გააკეთე.
არ ვიცი რა გქონდა შენ გეგმაში მაგრამ აშკარად არ გამოგივა, მოეშვი
მე ვერ დავიჯერებ რომ ეს სიმართლეა და ამ ყველაფრის მმშემდეგ შენ კიდევ მაგ გოგოს ზედ უყურებ,
-სახელით მიმართე.
-არ დაიღალე უკვე მერამდენედ იცავ ჩვენთან ? სახელითო და კიბატონო იყოს სახელით ხოდა თათია -მიუბრუნდა გოგოს-შენ რაც გააკეთე და როგროც გააკეთე და რო დაშორდი ქორწილამდე 1 თვით ადრე ,ისე რო მიზეზი არც გქონია და უბრალოდ ,,მე მზად არ ვარ და შენზე დაქორწინება არ მინდა ,ეს ჩემი ცხოვრების ყველზე დიდი შეცდომა იყო ,არ მიყვარხარ " ხო შენი ფრაზებია და კიდე უამრავი ხოდა როგორც მაშინ არ გაგჭირვებია ეხლაც წადი ამ სახლიდან .ნუ გააკეთებინებ არჩევანს ოჯახსა და შენს შორის.
- მამა ისედაც მივდივართ-თათიას ხელი ჩაკიდა და გასასვლელისკენ წავიდნენ .-ნუ კანკალებ-მკაცრად და მომთხოვნი ტონით გადაუჩურჩულა .
-თათია , ნუ გაგიხარდება, საბოლოოდ შენც იცი რომ ცოტნე ოჯახსა თუ შენს შორის არჩევანში ,უსათუოდ ოჯახს აირჩევს.
-ხელები გაყინული გაქვს. -უთხრა როცა სახლიდან ეზოში გამოვიდნენ.
-უი მართლა,რას ამბობ, და არ უნდა მქონდეს? ვნერვიულობდიი -გაბზარული ხმით თქვა.
ცოტნეს არაფერი უთქვამს,მხოლოდ ხელი გაუშვა .
-წავიდეთ...
***
სანამ დაშორდებოდნენ ერთმანეთს ცოტნე და თათია ასეთი ჩვევა ჰქონდათ ,თვეში ერთხელ მაინც ბავშვთა სახლში მიდიოდნენ და თან სხვადასხვა სახის ტკბილეული, სათამაშოები ზოგჯერ ტანსაცმელიც მიჰქონდათ.რამდენიმე ბავშვი მათ მისვლას მოუთმენლად ელოდა კიდეც, რადგან სითბო რომელიც ასე აკლდათ სწორედ ამ ორი პიროვნებისგან ინაზღაურებდნენ.
თავდაპირველად ბავშვთა სახლის დირექტორი სკეპტიკურად უყურებდა ასეთ ქმედებას თუმცა შემდეგ რაღაცნაირად დაითანხმეს რომ ბავშვებისთვის საჩუქრების მიცემით და თამაშით არაფერი დაშავდებოდა.
ოთხშაბათს თათიამ ბავშვებისთვის ისევ როგორც ადრე საჩუქრები და ტკბილეული იყიდა , ყველაზე მეტად მათი ბედნიერი სახეების ნახვა უხაროდა ... იცოდა მათი სიხარულისთვის ეს მცირედი იყო,თუმცა სიხარული მცირედიც მნიშვნელოვანია.
დარჩენილი ტკბილეული და საჩუქრები მომუშავებს მისცა, რათა ბავშვებისთვის გაენაწილებინათ.
თავად ეზოში,ხის ქვეშ მჯდარ პატარა ნაცნობ ბიჭთან წავიდა,რომელსაც ახალი სათამაშო მანქანა უკვე გაეხსნა
-გაბრიელი ხო?შენი სახელი მახსოვს ,შენ თუ გახსოვარ გაბრიელ? მე და კიდე ერთი ბიჭი მოვდიოდით ხოლმე ერთად მაშინ 7 წლის იყავი თუ არ ვცდები.
-მახსოვს.
-შეიძლება დავჯდე?
-შენ თათია გქვია ,იმ ბიჭს ცოტნე, მე ეხლა 9 წლის ვარ.-თათიამ ჩათვალა რომ ეს თანხმობა იყო ამიტომ გვერდით მიუჯდა
.-ერთხელ ნაყინის საჭმელად წამიყვანეთ.
- მახსოვს ,შემდეგში ვეცდები როგორმე ისევ დავითანხო დირექტორი და წავიდეთ.გინდა?
ბავშვმა თავი დაუქნია.
-შენ რატომ აღარ მოდიოდი?
-ამის მერე მოვალ ხოლმე , ცოტნე მოდიოდა ხოლმე?
-კიი... ადრეც და ეხლაც ...
-ანუ კიდე მოდის ხოლმე ?
-კი მოდის ხოლმე, თან ხშირად .იცი ჩემს დაბადების დღეზე დიდი ტორტი იყიდა და ესე თქვა ყველა ბავშვს ვაჭამოთო, მე ვუთხარი რო ჩემი დაბადების დღე 24 ივნისს არის და ტორტი არასდროს მქონია თქო,ბავშვებმა თქვეს აიძულე ეყიდაო მაგრამ ესე ხომ არაა, არაა?
-არაა , რა თქმა უნდა არა ,ცოტნეს უნდოდა და მაგიტომ გიყიდა. იცი ძალიან საყვარელი ხარ.
-ის იცი ადრე შენ რომ არ მოდიოდი
ცოტნე მოდიოდა ხოლმე ,მე შენზე ვიკითხებოდი და რაღაცეებს მიყვებოდა ხოლმე ,მაგრამ მარტო მე მიყვებოდა სხვებს კი არა .
არ იცოდა რატომ მაგრამ თათიას გულისცემა აუჩქარდა ,
-მეტყვი რას გიყვებოდა ხოლმე ?
-არა ,ცოტნე მარტო მე მიყვებოდა ანუ მარტო ჩვენი საიდუმლოა. მაგრამ მემგონი შენ უფრო უყვარდი ვიდრე ის.იმას სხვანაირად ექცეოდა
-ვინ ის?-ეს ადგილი მხოლოდ მათი იყო,ცოტნესი და თათიასი ,უბრალოდ არ სურდა რომ ცოტნეს სხვა ვინმე ამოეყვანა,
-ვიღაც გოგო იყო არ ვიცი,ჩემთვის არ გაუცვნია.
-ლამაზი იყო?
-ისე რა. გინდა საიდუმლო გითხრა?
მე შენ უფრო მომწონხარ,მითუმეტეს თუ ამიერიდან ხშირად ამოხვალ.
-ხშირად ამოვალ.ცოტნე რას ეუბნებოდა იმ გოგოს ?
-ერთხელ ყავდა მხოლოდ.მართლა ძალიან გინდა რომ გითხრა ცოტნე რას მიყვებოდა შენზე?
-კიი ,თუ ეს თქვენ ორის ურთიერთობას არ გააფუჭებს.
-ცოტნეს არ უთქვია არ უთხრა თათიასო,თან მემგონი ესენი შენთვისაც აქვს ნათქვამი , ესე მგონია.შენ რო აღარ მოდიოდი ხოლმე მე ვკითხე თან სულ მოწყენილი იყო ,ჯერ თავიდან მეუბნებოდა თათია დეპრესიაშია,მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ და გამოვაო,ისევ ამოვა აქ , და გნახავთ ხოლმე ,უბრალოდ რთული პერიოდი აქვსო,ესეიგი ვერ გააკეთა ყველაფერი?
-გაბრიელ ...
-მერე შემდეგ ცოტახანი არ ამოსულა რომ მოვიდა კიდე ვკითხე და მითხრა თათია არვიცი ამოვა ხოლმე თუ არაო, ერთად აღარ ამოვალთო.არც თეთრი კაბა არ ეცმევაო , მე ვკითხე გინდა თეთრ კაბაში ნახო თქო და ცოტნემ შენ არ იცი როგორ მინდაო.
მერე ხშირად მიყვებოდა ხოლმე შენზე რაღაცეებს თუ ვინმე შეგიყვარდება საერთოდ ყველა დეტალს ყურადღებას მიაქცევო ,ვერ გავიგე რა იგულისხმა და ასე ამიხსნა რომ,, მე მაგალითად ვიცი რომელ ფილმს უყურებს თათია როცა ტირილი უნდა ,რომელ კაბას იცვამს იმ შეხვედრისას რომლისთვისაც დიდხანს მოემზადა ,ვიცი მენიუში რომ იყურება რომელ კერძს აირჩევს, ვიცი რომელ წიგნებზე იტირა თუმცა არასდროს არ აღიარებს ,ვხვდები როდის იღიმის ნამდვილად და როდის იტყუება,ვიცი როდის უკანკალებს ხელები , სიცივისას სახეზე წითლდება ყოველთვის , ვიცი რას დაარქმევს მომავალ შვილებს, ვიცი რომ ცაში ვარსკვლავებს ითვლის მაგრამ არასდროს არ აღიარებს."



№1 სტუმარი ანათეა

წარმატებებს გისურვებთ ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ასე გააგრძელეთ

 


№3 სტუმარი სტუმარი Daria

Ukve dzalian miyvars es ori❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან ჩამითრია. დადეთ ახალი თავი

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო განვითრება აქვს, ხშირად დადეთ ახალი თავი...

 


№6  offline წევრი ავრორა

ძალიან მახარებს თითოეულის კომენტარი და მადლობა თქვენ ამისთვის...
სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს ამ ისტორიის პერსონაჟებზე

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა ძალიან თათიას გმირი. უფრო თუ გახსნი და უფრო გააადამიანურებ მის გმირს კარგი იქნება. მეტი დაწერეთ ცოტნეზეც. უფრო გახსნილად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent