შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯეიმსონების მოჩვენება ( I )


3-07-2023, 16:12
ავტორი SammR
ნანახია 589

1984 წელი 7 ივლისი

ოთახის კუთხეში მდგარი დივნიდან, ალფრედი ცდილობდა მის წინ მაგიდაზე დაყრილი თეთრი ფხვნილი, ცხვირის ნესტოთი შეესუნთქა , თავი გადაეგდო და მარტივად მოშორებოდა იქაურობას. არა ფიზიკურად არამედ გონებრივად , მაშინ როცა მის გადასწვრივ ბინაში , მომაკვდავი მოხუცი ცდილობდა გონება მოეკრიბა და სიკვდილის წინ ყველა ნათესავი კარგად გაეტარებინა თვალში , რათა ისინი სამუდამოდ დარჩენილიყვნენ მის მეხსიერებაში . დივნის გვერდით მდგარ კომოდზე აკვარიუმში მოყავისფრო თევზი რომ ტივტივებდა , ზედაპირზე ადვილი შესამჩნევი არ იყო რადგან წყალიც ზუსტად ისეთივე ფერის გახლდათ , რა ფერისაც ალფრედის მფლობელობაში არსებული თევზი , რომელიც ქუჩის ბოლოს მაღაზიაში 5 დოლარად შეიძინა . შემაძრწუნებელი , შავი , სიმსუქნისგან დასნეულებული ფრედერიკო მეპატრონის მარცხენა ფეხთან დაგდებულ ხალიჩაზე იყო წამოწოლილი და მძიმედ განაგრძობდა ხვნეაშას . კარის მოპირდაპირედ სიძველისგან გაცრეცილი , ფერების სიმრავლის მიუხედავად გაერთფერებული უსიცოცხლო ნახატის მიღმა მთელი რიგი სიცოცხლე იმალებოდა , მორიგ პატრონს მოუთმენლად ელოდა , რადგან შესძლებოდა თავისი შარმითა და სილამაზით ახალი მესაკუთრე მოეხიბლა , გაეკვირვებინა , აღეფრთოვანებინა და მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც ზუსტად ასახავდა ახლანდელ მფლობელს .

1984 წელი 6 ივლისი

- მერიდიტ თქვენთან თხოვნა მაქვს .
- დიახ ქალბატონო .
- მინდა წერილი ალფრედს წაუღო , არ მინდა ვინმემ იცოდეს ამის შესახებ . სხვას ვერავის ვთხოვ ამის გაკეთებას .

შორიახლოს მდგომი ფრედერიკო დაბნეული მერიდიტის სახეზე ჩაფიქრებული ამ ბოლო დროს ყველაფერს სხვანაირად აღიქვავდა , დეტალებს უფრო მეტად აკვირდებოდა. ყველაფერს იმდენად უღრმავდებოდა ზოგჯერ ფიქრობდა კიდეც, რომ ხმები ესმოდა , ან ვიღაც უკან დაყვებოდა , საწოლში მწოლიარეს გვერდით მდგარი სავარძლიდან აკვირდებოდა . ფიქრობდა გიჟდებოდა მაგრამ ყველაფერი ისეთი რეალური იყო უჭირდა განსხვავების პოვნა რა იყო სიგიჟე და რა არა , უჭირდა რეალობის აღქმა სადღაც გამოგონილში გადასახლებული უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ პოულობდა . მერიდიტის სახე ან რაიმე მისი ფიქრის საბაბი არ გახლდათ მნიშვნელოვანი . მნიშვნელოვანი ფლორას თავიდან ამოგდება იყო რასაც უკვე იმაზე გაცილებით იშვიათად ახერხებდა ვიდრე აქამდე . დღეები გადიოდა ყველაფერი იცვლებოდა ,ფრედერიკოს მდგომარეობა უარესდებოდა , ცოცხლად გამოიყურებოდა მაგრამ ის რეალურად მკვდარი იყო .

- თითქმის 1 წელია ვცდილობ მის ოთახში შესვლას , ყოველ დილით , ოთხშაბათ საღამოს და შაბთ ნაშუადღევს მოვდივარ კართან სახელურს ხელს ვკიდებ და მე უბრალოდ , არ ვიცი როგორ შეიძლება ასე მარტივად არ შემეძლოს კარის გაღება მაშინ როცა ეს სიმარტივე ჩემში ყოველგვარ ძალებს აღემატება . ხანდახან ისიც მგონია რომ შიგნიდან მელაპარაკება , მეძახის და ამ დროსაც კი არ შემიძლია იმის გაკეთება რაც მაინც მომიწევს . მეშინია იმის რაც შიგნით დამხვდება . იმ სიცარიელის მეშინია რიმელიც საბოლოო იმედს ჩაანაცვლებს .

- მინდა მესმოდეს თქვენი , მინდა შემეძლოს დარდი შეგიმსუბუქოთ , მაგრამ მე მხოლოდ ის შემიძლია რომ გითხრათ გაგიმართლათ მისი დედა რომ იყავით . მე კი გამიმართლა რომ მისგვერდით მომიწია ყოფნა , ყველაფერს დავთმობდი მისი ღიმილის კიდევ ერთხელ სანახავად .

- თქვენ მას ყოველთვის მხარს უჭერდით , ნებისმიერ შემთხვევა რომელიც მახსენდება, თქვენ ყოველთვის ეუბნებოდით რომ ყველაფერს შეძლებდა და თქვენ ამაში არასოდეს შემცდარხართ.

1983 წელი 7 აგვისტო

- მიჭირს მისი მიტოვება , 22 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ეს წამები მიტკივა . მოცემულობაში დაკარგული გაცრეცილი სიტყვებით ვცდილობ იმის გამოხატვას რასაც ვგრძნობ , თუმცა ის ვერასოდედ იქნება ნათქვამი და სიტყვიერად გადმოცემული . თავიდან ბოლომდე ამის მტკიცებაში გალეული სიცოცხლითაც შეუძლებელი . დაუჯერებელია ფაქტობრივად შეუძლებელი , მაგრამ ეს მაინც ხდება .

მათ სახეებზე ზუსტად ამ წამს ზუსტად ამდროს შეგეძლო , ყველფერი მკვდარში შენც გარდაცვალება . შუაღამის დადგომამდე ცოცხლად მოსიარულე მკვდრების ბოლო ნაპერწკლები ქრებოდნენ , ქრებოდნენ იმ ბუნაგში ფანჯრებიდან მეტად დრამატიზირებისთვის შემოზლაზნილი ლურჯი მასები რომ სადაცაა ბოლომდე შეავსებდნენ . დიალოგები მარტივი იყო , შეთავაზებული წყალი , მხარზე დადებული ხელის დროს ორი მაქსიმუმ სამი არაფრისმთქმელი სიტყვა , მისის იზაბელასთვის დახმარების გაწევისას ბუნდოვანი სიტყვებითა და სასმლის დამატების თხოვნით შემდგარი სანახაობა . მისი საბოლოო საცხოვრებლიდან ამოხეთქილი თეთრი მკვეთრად მძიმე გაურკვეველი მატერისკენ მიპყრობილ 7 მიცვალებულის მზერას მაცხოვრებელი აკვირდებოდა , როგორი რთულად დასაჯერებელი იყო მისგან ასეთი საქციელი , მაგრამ დაღლილი და მწოლიარე მცდელობით შეწუხებული განაგრძობდა ხვნეშას ალფრედის კატის მსგავსად მაგრამ არა იმ მოხუცივით გადასწვრივ ბინაში მომაკვდავ ნათესავებს თვალში რომ ატარებდა . ყველას ფიქრები კარგად მესმოდა 8 მოსიარულე გვამიდან ყველას ფიქრებს განსაკითრებულად ვუსმენდი , არ იყო ფავორიტი , არ იყო რჩეული . ეს არც შეჯიბრი იყო მაგრამ აზარტული ადამიანისთვის ყველაზე კარგი მსგავს სიტუაციებში რაიმე დამატებითი საფიქრალი გონივრული გამოსავალია , რითაც შედარებით შეიმსუბუქებს ყოფნას ადგილას სადაც მაცხოვრებლები ფლორას ატანდნენ რაღაც მნიშვნელოვანს , სხეულის არა მაგრამ სულის ნაწილს .

- შემოდგომა მისი საყვარელი სეზონია , მახსოვს პატარები რომ იყავით ის ყოველთვის გაიძულებდა მთელი ბილიკის გარბენას , გიყურრბდით ენა გადმოვარდნილი დაღლილობისგან წაქცევის პირას მისულები როგორ მირბოდით მერიდიტთან ყვირილს ტეხავდით წყლის პირველი დამლევის ვინაობის გასაგებად ისე ჩხუბობდით , წაქცეულებს მერიდიტს უწევდა გაშველება და გამარჯვებულის ვინაობის გამოცხადება .

ფრედერიკოს ნათქვამში ჩაძირული მსმენელები მომენტს პირდაპირ აკვირდებოდნენ . უსიცოცხლოდ მოფენილ ფითლებზე მორბენალი ფლორა მათ თვალწინ ტკბებოდა სიცოცხლით , ცდილობდა ბოლომდე გამოეყენებინა შანსები და ის ყველაფერი რასაც გრძნობდა ზუსტად იმ მოხუცივით დაემახსოვრებინა სამუდამოდ . სამაგალითოდ აღზრდილი ჯეიმსონების ქალიშვილი , მეუღლის სიყვარულით შეპყრობილი ახალგაზრდა , განათლებული , ცნობისმოყვარე მაგრამ ამავდროულად დახვეწილი მანერების მქონე გოგონა , ხანდახან უცნაური თვისებების გამოვლინებებით , ყოველთვის ცდილობდა ოჯახში სიმშვიდის და იმ გარემოს შენარჩუნებას რომელიც უკვე შეცვლის პროცესში გახლდათ . საათის ისრები შუაღამეს რომ მიუახლოვდნენ ჯეიმსომების შემოსასვლელ კარზე მდორედ სამჯერ დარტყმის ხმა გაისმა , საინტერესოა ვინ უნდა ყოფილიყო ისინი არც არავის ელოდებოდნენ და არც ვინმე აგონდებოდათ ვინც ამ დროს ასეთ ადგილას მოვიდიდა . მერიდიტი კიბის მეორრ საფეხურიდან წამოდგა ქვედაბოლო გაიფერთხა და კარის გზას გაუყვა , გონება გაფანტული და დაბნეული კარს მიახლოებულს შემდეგი მდორე მაგრამ ახლა უკვე ოთხი დარტყმის ხმა გაისმა . მერიდიტმა გონზე მოსვლა მაინც ვერ შეძლო , უფრი მრტიც საბოლოოდ კარის გაღებისასაც კი ვერ შეძლებდა სხეულში დაბრუნებას .

1984 წელი 7 ივლისი

ფრედერიკომ ბევრი ხვნეშის შემდეგ გადაწყვიტა მერიდიტზე ადრე დაერღვია ალფრედის სიმყუდროვე . უცნაური გახლდათ თითქოს ყველაფერი რაც ხდებოდა წინასწარ იცოდა . ალბათ დაავიწყებული საჭმლი გახლდათ მიზეზი ამ ყველაფრის , მაგრამ ნებისმიერი სტუმრის მოსვლის წინ აუცილებლად ხდებოდა ეს . ჭამა სტუმრის მოსვლას ნიშნავდა , წყლის დალევა უბრალოდ ჩვევა . გზად მომავალ მერიდიტს ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში . ნეტავ რა ან როგორ უნდა ეთქვა , თითქმის ერთი წელის გასვლის შემდეგ პირვრლი შეხვედრისას , არ უნდოდა თავი უხერხულად ეგრძნობინებინა , მითუმეტეს ასეთი მოულოდნელი ვიზიტით . არ ჩქარობდა გზაში ყველაფერს უყურებდა იმის იმედით რომ სიტუაცია შეიცვლებოდა და დღეს ის ალფრედს არ ნახავდა . ქუჩის ბოლოს მაღაზიას მოახლოებული ქალბატონის იმედი გადაიწურა , ახლა უკვე აზრი აღარ ქონდა ყველაფერი როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო მას უნდა გაეკეთებინა .

- მერიდიტ . - ალფრედის ხრწნის პირას მყოფი სხეულიდან ამოძახილმა მერიემი მყისვე აატირა .

- ბოდიში , მე უბრალოდ არ შემეძლო .- მკერდს მიბჯენილი მერიდიტი დანაშაულს ნანობდა .

- ვიცი , არც მე შემეძლო . მის საფლავზე მისვლა და ყვავილების მიტანავ კი არ შემიძლია , ყველაფერი რაც იყო უმნიშვნელოა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent