... შენ მაიძულე მეცხოვრა...(მეათე თავი)
შაბათ-კვირა სახლის ამბებს შევყევი. კვირას საღამოს დრო საკუთარი თავისთვის გამოვყავი. სახე გავიწმინდე, ქსოვილის ნიღაბი დავიდე და აბაზანა ცხელი წყლით ავავსე, ზღვის მარილი ჩავყარე და ვანელის,ნაზი არომატით გავაჯერე წყალი. სანთლები ავანთე დ მუსიკა ჩავრთე. აი ესაა ნეტარება, ესაა ბედნიერება, ესაა რელაქსი, ესაა ცხოვრებით ტკბობა. ეს მიყვარს ჩემი ცხოვრების, სიცოცხლით ტკბობის ნეტარი წუთები... მშვიდი საღამო გამოვიდა, საოცრად მომადუნა წყალმა დაა ღამითაც ტკბილად დავიძინე. ორშაბათი შემართებით დავიწყე, კვირა რთული იყო, მაგრამ ვახერხებდი საღამოობით თემოსთან მიმოწერას, მუდამ მახვედრებდა მესიჯს, მუდამ მკითხულობდა და ყველა ჯერზე მპირდებოდ ხვალ კიდევ მომწერდა. მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ვმეგობრობდით და მომწონდა ეს მეგობრობა. კარგ ად ვუგებდი და მიგებდა. ცხოვრებისეულ ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს და ვიცინოდით ერთმანეთის კურიოზებზე. ისე მომწონდა ეს მიმოწერა საღამო. რომ მოდიოდა ველოდებოდი კიდეც . ვიცოდი რომ მომწერდა და მივწერდი. შევეჩვიე.... ერთ საღამოსაც მკითხა - ასეთ კარგ გოგოს არ გყავს შეყვარებული? - არა არ მყავს. - არც მეე .და ბევრი სიცილის სმაილი მომწერა. - არც შენ კარგი იყოო. შენ არ ამბობდი, რომ ოჯახური მდგომარეობა გაურკვეველი გქონდა?! მეც სიცილები გვიგზავნე. - ხოოო გაურკვეველია. 5 წლის ქორწინების მერე დავშორდი ცოლს . - უი. ცუდია. შვილი გყავს თუ შვილები.? - 2 შვილი გოგო და ბიჭი . - იქნებ შერიგდეთ? - არა. ოფიციალურად გავაწერეთ ხელი დაა განქორწინების მოწმობის ფოტო ჩამიგდო. - ძალიან რთულია ოჯახის დანგრევა. მე არასოდეს ვყოფილვარ მზად ამ პასუხისმგებლობისთვის. - არაუშავს, ჯერ დროა .აიღებ ამ პასუხისმგებლობასაც. - არა . არ ვაპირებ დაოჯახებას. - რატო, თუ საიდუმლო არაა? - არა ,საიდუმლო არაა. შვილი არ მეყოლება და არ მინდა ოჯახი, თუ შვილი არ მეყოლება. - რას ქვია არ გეყოლება?! შვილი ყველას უჩნდება, ყველა პრობლემა გვარდება 21-ე საუკუნეში. - ხო. ალბათ ასეა მარა, მეე ბევრი ფული მჭირდება. - რამე დაავადება გაქვს? - უკვე აღარ. მიომ მქონდა დაა ამომაცალეს საშვილოსნო. შვილი. მხოლოდ სუროგაციის გზით მეყოლება. ამის კი არც დრო მაქვს და არც ნერვები. - ტყუილად გაქვს ხელი ჩაქნეული. ცხოვრებაში არ იცი რა მოხდება. არასოდეს თქვა არასოდეს. - არა. არ ვამბობ, მაგრამ არც არავინაა მსგავსი გეგმები, რომ დავაწყო. არ მიყვარს ზოგადად ამ თემაზე საუბარი. არავისთან ვსაუბრობ . - ბოდიში თუ ზედმეტი კითხვები დავსვი. - არა ზედმეტი არაა. უბრალოდ, მე ვარ ძალიან ემოციურად ამ თემის მიმართ განწყობილი. ძალიან რთულად გადავიტანე ეს თემა, გადავიტანე კი არა, უფრო სწორია დავხურე კარი და არასოდეს არ ვფიქრობ , რა იქნებოდა ასე რომ არ მომხდარიყო. სად ვიქნებოდი და ვინ ვიქნებოდი. - არ იდარდო .ცუდა ყოველთვის მოჰყვება კარგი. შენთვისაც ასე მოხდება. - იმედია. ახლა კარგის დროა, ახლა კარგი ამბების ჯერია. - კარგი ადამიანი ხარ. სასიამოვნო მოსაუბრე და გულწრფელი. ასეთ ადამიანებს კი აუცილებლად ექნებათ კარგი ცხოვრება. კიდევ დიდხანს ცდილობდა მაგალითებით დავერწმუნებინე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ მე ვიცოდი, თან ძალიან კარგად, რომ დავხურე ეს წიგნი. უბრალოდ მშვიდი ცხოვრება მინდოდა და მეტი არაფერი .კმაყოფილი ვიყავი იმით, რაც მქონდა, ვინც მყავდა და როგორც ვიყავი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.