ზოგი ჭირი მარგებელია ( სრულად )
- რა გჭირს ცხვირპირი ჩამოგტირის მოხდა რამე? -ია გვერდით მომიჯდა და საკმაოდ სქელი საქაღალდე დამიდო წინ, -ლადომ გამომატანა შენთან. - ზუსტად ამ საქაღალდეშია ჩემი უგუნებობის და იმის მიზეზი რომ ახლა მინდა ლადოს კაბინეტში შევიდე, იმ თვითკმაყოფილ სახეში ერთი გემრიელად ვუთავაზო, მერე ყელში წავუჭირო და ვნახო როდის და როგორ ამოხდება სული. სასტიკი ტირადა იამ შემაწყვეტინა, გაჩუმდიო ჩამჩურჩულა, ხელები ჩამომაწევინა რომლებითაც ჰაერში ლადოს დახრჩობის ინსცენირებას ვაკეთებდი და თან შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ. - გაგიჟდი? ვინმე ენას მიუტანს და მართლა გაგიშვებს სამსახურიდან, ისედაც იმაზეა გამეცადინებული რაღაც მიზეზი გამოგიძებნოს. - ყველაფერი იმ ძუკნა ლიკოს ბრალია, იცი რა გააკეთა? დარწმუნებული ვარ ლადოს მაგან აურია ტვინი და დაარწმუნა რომ ჩემთვის შვებულება არ მოეცა. - რას ამბობ? შვებულებას არ გაძლევს? ლიკო რა შუაშია? - გუშინ მთხოვა ჩემს მაგივრად წადი იმ გადასაკარგავში შეხვედრაზე და ის უცხოელებიც შენ ატარე აქეთ-იქითო, რათქმაუნდა უარი ვუთხარი, ძლივს მეღირსა ორი წლის შემდეგ ორ კვირიანი დასვენება, ისეთი სახით შემომხედა მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ქონდა ჩაფიქრებული, დღეს დილით კი ლადომ დამიძახა და ლიკოს პარიზის მოდის კვირეულზე ვუშვებ და მის მაგივრად შენ უნდა წახვიდე იმ მოუსავლეთშიო. - გგონია რომ ლიკომ უთხრა რამე? -ისე გაიკვირვა თითქოს ყველას არ ცოდნოდა რომ ლიკო ჩვენი ცოლიანი და ორშვილიანი უფროსის ბატონი ლადოს საყვარელი იყო. - უთხრა კი არა ნახე თუ მეორე დღესვე არ გაეკიდოს უკან, რაღაცას მოიმიზეზებს და წავა, ჩემი შვებულების ხარჯზე მშვენიერ დასვენებას მოიწყობენ მე კი უნდა ვიხეტიალო სადღაც ტყე-ღრეში, მაინც ორმაგს ვმუშაობ, ყველაფერს ვაკეთებ მევალება თუ არ მევალება, ოცდაოთხი წლის გოგოს პატარა ბავშვივით დამარბენინებს აქეთ-იქით და მაინც ვერ ხედავს ჩემს გაკეთებულ საქმეს, ახლა კიდევ ეს უცხოელები... -გამწარებულმა დავხუჭე თვალები და სახეზე ავიფარე ხელები. - კარგი რა ნუ აზვიადებ, ჩვენც არ ვმუშაობთ ნაკლებს, ლადო კიდევ მთლად დაუნახავიც არ არის, -მშვიდობის მტრედი ია ახლაც არ თმობდა პოზიციებს და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, -საბუთებს არ გადახედავ? იქნებ და სულაც არ მიდიხარ როგორც შენ ამბობ მოუსავლეთში, არ გაინტერესებს სად გგზავნის? აღრენილმა გადავშალე საქაღალდე და პირველი თვალში რაც მომხვდა დანიშნულების ადგილის სახელი იყო, გონება დავძაბე, ვერ ვხვდებოდი რას მახსენებდა ეს ადგილი, გამალებული ვფიქრობდი ია კი ტელეფონში იყო ჩამძვრალი მთელი არსებით და სოციალურ მედიას უკირკიტებდა. - იცოდი რომ ფარნა არდოტელი საქართველოში ყოფილა? -აღფრთოვანებულმა გამომიცხადა. - ეგ ვინ ჯანდაბაა? -ჯერ კიდევ ჩემს ფიქრებში გართულმა ვკითხე. - ფარნა როგორ არ იცი გოგო, არ გახსოვს ლადოს მასზე ნადირობა რომ აქვს გამოცხადებული? ეგ ბიჭი ნამდვილი სასწაულია, ლადომ მაგის დათანხმება რომ მოახერხოს და ერთხელ მაინც გადაიღოს ჩვენი კოლექციები და მოდელები საოცრად გაგვიმართლებს. - ფარნა, ფარნა, ფარნა, -რამდენჯერმე გამეორე ჩუმად და მერე თითქოს ერთბაშად გამინათდა გონება, ყველაფერი გამახსენდა. - დარწმუნებული ხარ რომ საქართველოშია? -დაეჭვებულმა ვკითხე. - დარწმუნებული მე კი არა არავინ არ არის, მაგრამ ეჭვობენ რომ აქაა, აეროპორტიდან გამომავალი შეუმჩნევიათ დაახლოებით ერთი თვის წინ, ფოტოებიც გადაუღიათ მისთვის და მერე გაქრა, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერავინ გაიგო, ალბათ ჯერ კიდევ დეპრესიაშია და ხალხს თავს არიდებს... - დეპრესიაში რატომ არის? - რა გჭირს ამ პლანეტაზე არ ცხოვრობ? -ისე შეიცხადა თითქოს სავალდებულო იყო რომ ფარნა არდოტელის დეპრესიის მიზეზებზე მქონოდა ინფორმაცია, ვერ ვიტანდი ამ ტიპს, კაცმა რომ თქვას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, არ ვიცნობდი და მისი ორად ორი ფოტო თუ მქონდა ნანახი მაგრამ ყველა ამბობდა რომ საშინლად უხეში, თავხედი და უგულო ადამიანი იყო, ვაფასებდი მისი პროფესიონალიზმის გამო მაგრამ არ მიყვარდა მისნაირი ზეცამდე ცხირაბზეკილი ადამიანები რომლებსაც გონიათ რომ ფულით და გავლენით ყველაფრის მიღებას მოახერხებენ რასაც ისურვებენ. - არ ვიცი რა ხდება და თუ მომიყვები დამავალებ, -უკმაყოფილოდ შევუღრინე და მოსმენისთვის მოვემზადე, იამაც თითები გაატკაცუნა და მხრები შეათამაშა, ვიცოდი ასე თუ აკეთებდა აშკარად რაღაც საინტერესო ჭორი ჰქონდა მოსაყოლი. - ხომ იცი ბოლოს ლონდონში რომ ცხოვრობდა საცოლესთან ერთად, ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ფოტოგრაფი იყო, პრინციპში ახლაც ასეა უბრალოდ იმის მერე რაც საცოლემ ქორწილის დღეს მიატოვა უგზო უკვლოდ დაიკარგა და მის შესახებ არაფერი იციან, ჯერ იყო და ერთი თვე ლამის მთელი ინგლისი ეძებდა, ერთი თვის მერე საქართველოში შეამჩნიეს და აქაც გაუსხლტათ ხელიდან... - ანუ უკვე ორი თვეა არ ჩანს? -ჩაფიქრებულმა გადავუსვი ხელი საქაღალდეს, ახლა გასაგებია რატომაც შეწყვიტა ლადომ მისი ძებნა, მახსოვს ერთხელ საკონფერენციო დარბაზში მის შესახებ ლექცია რომ ჩაგვიტარა, აი საიდან მეცნობოდა ეს ადგილი, მაშინ ლადო აღფრთოვანებული გვიხსნიდა თუ ერთი მაღალმთიანი რეგიონის არაფრით გამორჩეულ სოფელში დაბადებული ბიჭი როგორ გახდა ასეთი წარმატებული, თუ მოინდომებთ არაფერია შეუძლებელიო ამბობდა, მოკლედ ფარნას ფან ჯგუფი ჰქონდა ჩამოყალიბებული, ახლა კი ზუსტად იქ მაგზავნიდა სადაც მისი პოვნა შემეძლო, უბრალოდ გზიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრით უნდა გადამეხვია. - მგონი ვიცი სადაც არის ბატონი არდოტელი, -ხმამაღლა წამომცდა და მაშინვე გავჩუმდი როცა გავიაზრე რომ ბევრ ლაპარაკს შესაძლოა ჩემი გეგმები ჩაეშალა. - მართლა იცი? საიდან? როგორ? -ერთბაშად მომაყარა იამ. - რა მნიშვნელობა აქვს საიდან ვიცი, ახლა იცი რას გავაკეთებ? მართალია სამი დღის შემდეგ უნდა წავსულიყავი იქ მაგრამ ცოტა ადრე გავალ, ხვალ დილითვე შევუდგები საქმეს, ორ კურდღელს ერთად დავიჭერ, ფარნას ვიპოვი ჩვენთან მუშაობაზე დავითანხმებ და უცხოელებთანაც ჩავატარებ შეხვედრას. - ორი კურდღლის მადევარზე არაფერი გაგიგია ეტყობა, -ცოტა არ იყოს ირონიულად გამოუვიდა იას მაგრამ სულაც არ მწყენია. - მერე იძახე ორი კურდღელი აქ რომ მოგაყენებ შენს ფარნავაზსს. - ფარნავაზი კი არა ფარნა, -იწყინა ქალბატონმა. - ჰო როგორ არა, ერთი მაგას ჰქვია ფარნა, მეორე მე თათუ და მესამე შენ ია, -მხიარულად ჩავიფხუკუნე. - ჩემს სახელს რაღას ერჩი, -გაწიწმატდა და გაცოფდა იაკო, მეც თავი ისე დავიჭირე ვითომ საერთოდ არ ვიცოდი პირადობაში დიდი ბებიის სახელი ლამზირა რომ ეწერა. - ტყუილად არ ეცადო თათუ, მე კი მინდა ჩვენთან რომ დაიწყოს მუშაობა მაგრამ არაფერი გამოგივა, ვერ იპოვი და რომ იპოვო კინწისკვრით გამოგაგდებს, შეიძლება ხელში შემოაკვდე კიდეც თუ მყუდროებას დაურღვევ, -გაბრაზებულმა სცადა ჩემი დაფრთხობა. - შენნაირი ქალების მართლა არაფერი არ მესმის, -სინანულით გადავაქნიე თავი, როცა ფარნაზე საუბრის გამო მის გასხივოსნებული სახე გამახსენდა -შენი პირით ამბობ რომ უხეში და საძაგელი ადამიანია არადა მასზე აბოდებ, ამას როგორ ახერხებ? - იცი რა სექსუალური და საყვარელია? -ხმა დააწვრილა, თვალები მოჭუტა და ლამის შუა ოფისში ატეხა კვნესა და ოხვრა. - აბა შენ იცი, ჩვენთან რომ დაიწყებს მუშაობას იმედია მაშინაც ასე არ გააგრძელებ. - არ გამოგივა თათუ და ტყუილად ნუ იწვალებ. - აი ნახავ თუ არ გამომივა, აქ ფარნასთან ერთად რომ დავბრუნდები მერე ნახავ თუ არ დამაწინაურებს ლადო, ხელფასსაც მომიმატებს... - უკვე ექვსი ხდებოდა, საქაღალდეს ხელი დავავლე და ჩემი ახალი იდეით აღფრთოვანებული ლამის სირბილით წავედი კარისკენ. - ოცნებას კაცი არ მოუკლავს, -ფეხდაფეხ მომყვა იას სიტყვები. - იმ ღამით ვერ დავიძინე, მთელი ღამე გეგმებს ვაწყობდი თუ რა უნდა მეთქვა როცა შევხვდებოდი, როგორ უნდა მომეხერხებინა საერთო ენის გამონახვა ასეთ საშინელ და უხეშ ადამიანთან, ცუდად რომ მომქცეოდა? მართლა კინწისკვრით რომ გამოვეგდე? ან... ან... ინტერნეტი გადავქექე რომ მასზე ინფორმაცია მომეპოვებინა, აღმოჩნდა რომ ცნობილ ფოტოგრაფს სულაც არ ჰყვარებია ფოტო ობიექტივის წინ პოზირება, რამდენიმე ფოტო შემხვდა, მასზე და მის ოჯახზეც ბევრი არაფერი ეწერა, ოცდაცხრა წლის მაღალი შავთმიანი მამაკაცი იყო, შესაშური გარეგნობა და უცნაური შარმი ჰქონდა, ლონდონში ქართველ საცოლესთან დინა ბაქრაძესთან ერთად ცხოვრობდა სამი წლის განმავლობაში მანამდე სანამ ქორწილი არ დაგეგმეს და ამ გოგომ ქორწილის დღეს ეკლესიაში არ მიატოვა, მას მერე გაქრა ჩვენი ფარნა, რას აღარ წერდნენ, რას აღარ იგონებდნენ თუმცა არავინ არ იცოდა რა მოხდა სინამდვილეში... - წასვლის დროა, ადექი თათუ და გაეტიე სახლიდან, -საკუთარ თავს ხმამაღლა შემოვუძახე, ჩანთები უკვე ჩატანილი და საბარგულში ჩაწყობილი მქონდა, შევამოწმე ხომ არფერი მრჩებოდა ჩართული, მერე სპორტულებში გამოწყობილ, თმააჩეჩილ და თვალებდასიებულ ჩემს გამოსახულებას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი სარკეში და უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე, ასე თუ დამინახავდა ფარნა კი არა ვინც არ უნდა ყოფილიყო შეშინებული მომიკეტავდა კარს, გრძელი ყავისფერი თმა დავივარცხნე და ორ ნაწნავად დავიწენი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და სირბილით დავეშვი კიბეზე, გულამოვარდნილი მივუჭექი საჭეს და ჩემი მოცუცქნული ჯაბახანა რახრახით გავიყვანე ეზოდან, უჩვეულოდ ვიყავი აჟიტირებული, ვიცოდი რომ ეს პატარა მივლინება ყველაფერს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში, მგონი ლიკომ კარგი საქმე გამიკეთა ლადოსთან რომ იწუწუნა, სწორედ ამაზე შეიძლება ითქვას ზოგი ჭირი მარგებელიაო... გზაში მხოლოდ ერთხელ შევისვენე თხუთმეტიოდე წუთით, რამდენიმე საათით გადაბმულად საჭესთან ჯდომის გამო ყველა კუნთი და სახსარი მტკიოდა, მოსალოდნელ უსიამოვნო შეხვედრაზე ფიქრით კი ჩემი ტვინი ლამის გადამწვარიყო, დაახლოებით საათნახევრის სავალი გზა მქონდა დარჩენილი დანიშნულების ადგილამდე ჩემმა ჯაბახანამ საეჭვოდ რომ დაიწყო ხრიალი, ღმერთს მადლობა შევწირე როცა გზაზე პატარა გამურული სახელოსნო შევნიშნე, ის იყო სახელოსნოს მივუახლოვდი რომ ძრავმა საბოლოოდ ამოიხვნეშა და გაყუჩდა, გამწარებული გადმოვედი და მთელი ძალით მივცხე საბურავს ფეხი. - ჩახვედი? -იასგან მოწერილი შეტყობინება გავხსენი და მერე მოღუშულმა შევხედე ჩემს ვარდისფერ პატარას რომელსაც თავს ორი მოხუცი ხელოსანი დასტრიალებდა. - ჯერ შუა გზაში ვარ, მანდ რა ხდება? არის რამე ახალი? -ზრდილობის გამო დავუბრუნე პასუხი თორემ ახლა მასთან ჭორაობის თავი ნამდვილად არ მქონდა. - რაღაც უნდა გითხრა ოღონდ არ გაბრაზდე. - ასეთი რა უნდა მითხრა? - როგორც ყოველთვის ახლაც მართალი აღმოჩნდი, დღეს დილით ლადომ მე მთხოვა პარიზისთვის ბილეთების ყიდვა, ერთი მისთვის და ერთიც ლიკოსთვის. - სერიოზულად? -გაოცებულმა ერთი სიტყვის მიწერა ძლივს მოვახერხე. - ჰო უკვე აღარც მალავენ, ნატალიამ მითხრა დღეს დილით რომ ცოლთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონია, მგონი ცოლს გაუგია რომ ღალატობს და განქორწინება უნდა, ლადო კი ცოცხალი თავით არ შორდება. - და რატომ არ შორდება? - ქონების გამო, არ უნდა რომ ცოლს ქონებიდან და კომპანიიდან წილი მიცეს, თურმე ამიტომაც მალავდა ლიკოსთან ურთიერთობას, ახლა რა დაეტაკა არ ვიცი, მარა მგონი მანდაც ლიკოს ხელი ურევია, წეღან კაბინეტში უნდა შევსულიყავი და შემთხვევით შევესწარი მათ საუბარს, როდის მოაგვარებო ლიკო ეუბნებოდა, ხომ იცი რომ მეტს ვეღარ დავმალავთო, ნეტავ ორსულად ხომ არ არის? ჰა, შენ რას იტყვი თათუ, ვითომ იქნება ორსულად? პასუხი აღარ დამიბრუნებია, ლიკოს ორსულობა კი არა ჩემი თავი გამჭირვებოდა, თუმცა პირდაპირ თუ არაპირდაპირ მაინც შემეხებოდა მათი ამბავი, ლადო რომ ცოლს გაშორდეს და ლიკო მოიყვანოს ცოლად იმ სამსახურში ნამდვილად აღარ ეღირება გაჩერება, ლიკო ალბათ მონებივით მოგვექცევა ყველას, ივლის აქეთ-იქით ტყავის მათრახით... ტყავის მათრახიანი ლიკო რომ წარმოვიდგინე იმხელა ხმაზე გადავიკისკისე ჩემს ნორმალურობაში დაეჭვებული ხელოსნები რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად მიყურებდნენ და ერთმანეთს რაღაცას ანიშნებდნენ, ეჭვი მაქვს რომ კარგს არაფერს. - მალე იქნება მზად? -სულთამხუთავივით დავადექი თავზე მუშაობაში გართულებს, ერთ-ერთმა გამურულ სახიანმა და ჭრელთვალებიანმა ისეთი სახით შემომხედა და ისე გადააქნია თავი მივხვდი ცუდად იყო საქმე. - ნაწილი არ გვაქვს, მაგრამ არ ინერვიულო, ჩემი ბიჭია ახლა წასული რაღაც ნაწილებზე და ვეტყვი ამისთვისაც გამოაყოლოს, ნუ გეშინია რამდენიმე საათში მზად იქნება. საათს დავხედე, ნეტავ ამ რამდენიმე საათში რამდენი საათი იგულისხმა, ალბათ დაღამებამდე აქ მომიწევდა ყოფნა, სხვა რა გზა მქონდა, იქვე ჩრდილში ჩამოვჯექი, უზარმაზარ ხის ტანს მივეყრდენი ზურგით და თვალები დავხუჭე, თურმე ტყუილად არ მინერვიულია, შეკეთებას რომ მორჩნენ უკვე კარგად იყო ჩამობნელებული, თანხა გადავიხადე და ის იყო უნდა წამოვსულიყავი რომ შემაჩერეს. - საით მიდიხარ? -მკითხა ერთ-ერთმა აშკარად ძალზე ცნობისმოყვარე მოხუცმა, მისამართი ვაჩვენე, დაეჭვებულმა გადააქნია თავი. - სადაც მიდიხარ ძალიან ლამაზი ადგილია, უზარმაზარი დასასვენებელი კომპლექსი აქვთ მოწყობილი და ზამთარ-ზაფხულ ტურისტებითაა სავსე მაგრამ გზაა საკმაოდ ცუდი, ვერაფრით მოახერხეს გაკეთება, ამ შუაღამისას გაგიჭირდება იქამდე მისვლა, ამ დასახლებას გაცდები თუ არა გარემოც ისეთი უკაცურია რამე რომ მოხდეს დასარჩენ ადგილსაც კი ვერ იპოვი, ჯობია ტუ ღამეს აქვე გაათევ სადმე და დილით წახვალ. გული გამითბო აშკარად გულწრფელმა ზრუნვამ და წუხილმა, კაცმა რომ თქვას მართალი იყო მაგრამ მერჩივნა თუ გზას გავაგრძელებდი, ამაღამ პირდაპირ სასტუმროში მივიდოდი და ბატონი ფარნავაზის მოძებნას შემდეგ დღეებშიც მოვახერხებდი, მოხუცს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადე და გზას დავადექი, როგორც კი დასახლებას გავცდი და აღმართს შევუყევი გზა საგრძნობლად დავიწროვდა და ალაგ-ალაგ ორმოებმაც იმატა, ირგვლივ გაუვალი ტყეები იყო, მთვარე მისტიურ შუქს ჰფენდა გარემოს... - ჯანდაბა, ჯანდაბა, ამის დედაც, ესღა მაკლდა, -მთელი ხმით ვიყვირე როცა დაახლოებით ერთი საათის სიარულის შემდეგ ისევ ჩაქრა ძრავი და ვერაფრით ავამუშავე, სიმწრისგან გამეცინა როცა მოხუცი ხელოსნის შეგონება გამახსენდა, აშკარად არ ჰქონდა თავისი ნამუშევრის იმედი და იმიტომ მაფრთხილებდა, გამწარებულ გულზე ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მივიღე რისი მიღებაც კი ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს შეეძლო, ზურგჩანთა სადაც ყველაზე საჭირო ნივთები მეწყო ზურგზე მოვიგდე და გზას დავადექი. - სულ ცოტა გაქვს გასავლელი, სულ ცოტა, ისეთი არაფერია მალე მიხვალ, თანაც როგორი რომანტიული გარემოა, სიჩუმე, სიბნელე, მთვარის შუქი, -ხმამაღლა ლაპარაკით ვამხნევებდი საკუთარ თავს და დროდადრო შეშინებული ვაკვირდებოდი ჩაბნელებულ ტყეებს, გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებდა, არა ხმა, არა შუქი, მივდიოდი და გზა არ თავდებოდა, მივდიოდი და ნელ-ნელა მიპყრობდა შიში რომ აუცილებლად მოხდებოდა რაღაც ცუდი, ვიღაც მანიაკს გადავეყრებოდი ან საიდანღაც გამოვარდნილი მშიერი მგელი შემჭამდა, ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე უკან დავბრუნებულიყავი და ღამე ავტომობილში გამეთია მაგრამ უკვე იმდენი მქონდა გამოვლილი მიბრუნებაზეც ვყოყმანობდი, ამ ყველაფერს თან უეცარი ჭექა-ქუხილი და წვიმის მსხვილი წვეთებიც რომ დაერთო საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს უიღბლობაში. - აშკარად დაწყევლილი ვარ, -ჩავიბურტყუნე და სახე უკვე კოკისპირულად მომდინარ წვიმას შევუშვირე, ოქტომბრის დასაწყისი იყო და უკვე საკმაოდ ციოდა, წვიმაღა მაკლდა, ჩემი იმუნიტეტის ამბავი რომ ვიცოდი რამდენიმე დღიანი სიცხე და საწოლში კოტრიალი გარანტირებული მქონდა... ისე წვიმდა გზასაც კი ვეღარ ვარჩევდი ნორმალურად, თავიდან ფეხებამდე სველი და ტალახში ამოგანგლული მივაბიჯებდი უგზო-უკვლოდ, წესით უკვე ახლოს უნდა ვყოფილიყავი დასასვენებელ კომპლექსთან ეს ტყე კი არ და არ თავდებოდა, დაღლილი შევჩერდი, ნაბიჯის გადადგმის თავიც კი აღარ მქონდა, ციებიანივით მაკანკალებდა, რას არ მივცემდი ახლა მშრალი ტანსაცმლისთვის, თბილი პლედისთვის და ჭიქა ცხელი ჩაისთვის... ფარების შუქმა რომ გაანათა უკაცრიელი გზა თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა, მერე იმედი მომეცა მაგრამ ძველისძველი დაჟანგული ავტომობილი ჩემს გვერდით რომ შეჩერდა რატომღაც შემეშინდა, მაინცდამაინც ახლა გამახსენდა ყველა საშინელებათა ფილმი სადაც მანიაკი უკაცრიელ გზაზე იჭერს გოგონებს მერე კლავს, ან აუპატიურებს და კლავს, ან ჯერ აუპატიურებს მერე აწამებს და ბოლოს მაინც კლავს, მძღოლმა მინა რომ ჩაწია და ახალგაზრდა მამაკაცი რომ დავინახე მოღუშული სახით, მოზრდილი წვერით და კეფაზე შეკრული აბურდული თმით შეშინებულმა დავიხიე უკან, ისე მიყურებდა აშკარად ძალიან საცოდავი დასანახი ვიყავი. - დახმარება ხომ არ გჭირდება? -ბოხი, უხეშ და ცივ გამოხედვასთან შეუსაბამოდ თბილი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა. - მე... მე... -ენა დამება და ძლივს მოვუყარე თავი რამდენიმე სიტყვას, -აქვე ახლოს დასასვენებელ კომპლექსში მივდივარ, მანქანა გამიფუჭდა და... - მგონი გზას აცდი, დიდი ხანია გამოცდენილი ხარ იმ გადასახვევს იმ კომპლექსისკენ რომ მიდიოდა, დაჯექი მიგიყვან, -მშვიდად მითხრა და თავით მანიშნა ჩაჯექიო, მე კი რატომღაც მაინცდამაინც ახლა წამომიარა უცნაურმა სიჯიუტემ. - მადლობა, დახმარება არ მჭირდება, თვითონაც მივაღწევ როგორმე, უბრალოდ გზა მიმასწავლე, -ისე თამამად გამოვუცხადე თითქოს ის საწყალი გოგო ფეხზე რომ ძლივს იდგა მე არ ვიყავი, ყურადღებით შემათვალიერა და მერე ჩაეღიმა ან იქნებ არც გაუღიმია და მე მომეჩვენა რაღაც. - ქვემოთ დაუყევი გზას და მარცხნივ პირველივე გადასახვევში გადაუხვიე, მერე სულ პირდაპირ იარე და დაახლოებით ერთ საათში იქ ხარ, -მითხრა, მინა აწია და ავტომობილი დაძრა. - იდიოტი, ასე უბრალოდ როგორ დამტოვა, უტაქტო, უზრდელი, ერთხელ კიდევ ეკითხა, იქნებ და მივყვებოდი, -გემრიელად მივალანძღე, შევტრიალდი და გზას დავადექი, რამდენიმე ნაბიჯი თუ მექნებოდა გავლილი საზარელი ყმუილი რომ მომესმა, შეშინებული გავშეშდი ერთ ადგილზე, ზუსტად ჩემს წინ ორიოდე ნაბიჯის მოშორებით ტყიდან უზარმაზარი, შავი, გრძელბეწვიანი არსება გამოვიდა და ჩემსკენ გამოემართა, თვალები უელავდა და ისე ახლოდან მესმოდა მისი ქშენა... ნაბიჯის გადადგმა ვცადე მაგრამ დაღლილობისგან და შოკისგან დაბუჟებული და მისავათებული ფეხები რომ არ დამემორჩილა მთელი ხმით ვიკივლე, მერე ვიგრძენი როგორ დამეხვა თავბრუ და ამემღვრა მზერა, შევბარბაცდი, გადავქანდი და მთელი ძალით დავენარცხე ტალახიან გზაზე, ნახევრად გათიშული ზედ ჩემს სახესთან ვგრძნობდი ცხელ სუნთქვას და ლოყაზე რაღაც თბილის სველის და ხაოიანის შეხებას, მერე ძრავის ხმა მომესმა, სხეულზე შეხება ვიგრძენი, მიწას მოვწყდი და ჰაერში ბუმბულივით მსუბუქად ავფრინდი, თვალის გახელა ვცადე, ერთადერთი რაც ჩემი დაბინდული მზერით შევამჩნიე შეშფოთებით, ზრუნვით თუ წუხილით სავსე შავი თვალები იყო, უღონოდ გავიბრძოლე რომ სხეულზე მარწუხებივით შემოხვეული მისი მკლავებიდან თავი დამეხსნა. - მშვიდად იყავი, ჩემი არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩამესმა და საბოლოოდ გამოვეთიშე ამ სამყაროს... თერთმეტი წლის ვიყავი მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დამეღუპნენ და ჩემს გარშემო მათი ძალისხმევით შექმნილი ვარდისფერი, უდარდელი სამყარო წარმოუდგენელი სისწრაფით ჩამომემხო თავზე, მათი დაკრძალვის შემდეგ ზუსტად ექვსი თვე ბიძაჩემთან ( დედის ძმასთან ) და მის ცოლთან ერთად ვიცხოვრე, შვილი ჰყავდათ თექვსმეტი წლის ბაჩანა რომელიც ძალიან მიყვარდა და საკუთარი ძმისგან არ გამომერჩეოდა თვითონაც ყოველთვის უფროსი ძმასავით ზრუნავდა ჩემზე თუმცა მათთან გადავედი თუ არა საცხოვრებლად ჩემს მიმართ რადიკალურად შეიცვალა, ახლაც არ ვიცი რა მოხდა, ალბათ ჩემზე იეჭვიანა და იფიქრა რომ მის ოჯახში და მისი მშობლების გულებში მის კუთვნილ ადგილს წავართმევდი, გამუდმებით მამცირებდა, შეურაცხყოფას მაყენებდა და გულს მტკენდა, არც ბიძა და ბიცოლა გამოირჩეოდნენ სითბოთი, მათ გვერდით თავს უცხოდ და ზედმეტად ვგრძნობდი, ხშირად გამიტარებია მთელი ღამე ტირილში, ხშირად მომნატრებია ადამიანური სითბო და ჩახუტება... ზუსტად ექვსი თვის თავზე გავიგე რომ ბიძაჩემმა მთელი ჩემი ქონება რაც მშობლებისგან დამრჩა გაყიდა და საფრანგეთში აპირებდნენ გადასვლას საცხოვრებლად, არასდროს დამავიწყდება ბაჩანას მომღიმარი სახე და რატომღაც აწყლიანებული თვალები როდესაც ბიძაჩემმა ეს ამბავი მოურიდებლად და პირდაპირ მომახალა, მერე თავისი ხელით მიმიყვანა ბავშვთა სახლში სადაც გავიზარდე, სადაც თვრამეტი წელი შემისრულდა და სადაც საბოლოოდ დავკარგავდი ადამიანთა ნდობას რომ არა ჩემი აღმზრდელი მარტოხელა შუახნის ქალბატონი ნატალია, ნატალიას ყოველთვის განსაკუთრებულად ვუყვარდი, სრულწლოვანი გავხდი თუ არა თავისთან წამიყვანა საცხოვრებლად, შვილივით მექცეოდა, იმ შვილივით რომელიც არასოდეს ჰყოლია, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ის ბინა სადაც ამ დრომდე ვცხოვრობ ჩემს სახელზე გადმოაფორმა, მისი წყალობით დავამთავრე უნივერსიტეტი, მისი წყალობით იყო რომ ახლა სამსახური, საარსებო წყარო და თავზე ჭერი მქონდა, ერთი წლის წინ დავკარგე ნატალია, ასე უბრალოდ ერთ დღეს დაიძინა და აღარ გაიღვიძა, მენატრებოდა ხანდახან ისე ძალიან მენატრებოდა როგორც ალბათ მხოლოდ დედა შეიძლება მოგენატროს ადამიანს და ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი... - დედა, დედა, სად ხარ? მენატრები, -ძლივსგასაგონად დამცდა სიცხისგან გამშრალი და დამსკდარი ბაგეებიდან, რაღაც გრილი ვიგრძენი შუბლზე და ძმრის და კიდევ რაღაცის უსიამოვნო სუნმა ამიწვა ნესტოები, მერე ლოყაზე შემეხო ვიღაც ფრთხილად ჩამომისვა თითები, რაღაცას მეუბნებოდა ვცდილობდი სიტყვები გამერჩია თუმცა ვერაფრით ვიგებდი რას ბუტბუტებდა არადა ისე ძალიან მომწონდა მისი ხმა... სიზმარსა და ცხადს შორის ვგრძნობდი მის ნაზ შეხებას სახესა და შუბლზე მაგრამ გამოფხიზლებას ვერ ვახერხებდი, პირიქით, უფრო და უფრო ვიძირებოდი არარეალურ სამყაროში, ერთმანეთში ირეოდა ზმანებები, საშინლად მცხელოდა, ვიწვოდი, უკვე ღრმად მეძინა და უცნაურ სიზმარს ვხედავდი, თეთრ ნახევრად გამჭვირვალე სამოსში გამოწყობილი ჯოხოხეთის შუაგულში მდებარე ძველისძველი ამფითეატრის არენაზე მოგროვილ ფიჩხის გორაზე აღმართულ ბოძზე ვიყავი მიბმული, იარუსები წითელკანიანი, ბრჭყალებიანი და რქიანი არსებებით იყო სავსე, მოსალოდნელი სისხლიანი და სასტიკი სანახაობის მოლოდინში გახარებულები ხტოდნენ და ჭყიოდნენ, ერთ-ერთ იარუსზე ნაცნობი სახეებიც შევნიშნე, ტყავის ტანსაცმელში გამოწყობილი ლიკო და ლადო გვერდიგვერდ ისხდნენ, ჩემზე თითით ანიშნებდნენ ერთმანეთს და გულიანად იცინოდნენ, განძრევას ვერ ვახერხებდი, ვერც ხმის ამოღებას საცოდავად პირდაფჩენილი ვუყურებდი როგორ გაიღო არენაზე შემოსასვლელი შავი, რკინით შეჭედილი კარი და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი შემოვიდა... ბრბო ყურისწამღები ღრიალით შეეგება ჩემსკენ მომავალ, მაღალ, შავებში გამოწყობილ წითლად თვალებანთებულ არსებას რომელსაც შთამბეჭდავად დიდი რქები და უზარმაზარი კუდი ჰქონდა კისერზე კი ქენონის ფოტოაპარატი ეკიდა, ფიჩხის გროვას მოუახლოვდა, ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა, სახეზე ჩამოყრილი თმა გრძელი თითებით გადაიწია, ქვემოდან ამომხედა და ისე საყვარლად გამიღიმა... - ღმერთო რა ლამაზია, -დაუფიქრებლად წამომცდა. - ღმერთო? -შემზარავად გადაიხარხარა, თითები გაატკაცუნა და ვიღაცას რაღაც ანიშნა, წითელსახიანმა ეშმაკმა წამსვე მოურბენინა ანთებული ჩირაღდანი, ფიჩხს საკუთარი ხელით მოუკიდა და როგორც კი კარგად აბრიალდა კმაყოფილი სახით დაიწყო ფოტოების გადაღება, რამდენიმე წამში მოაღწია ცეცხლმა ჩემამდე და სხეულზე შემომეხვია, ვეღარ გავუძელი... - ვერ გიტან ფარნავაზ, მეზიზღები, ყველაფერი შენი ბრალია, შენს გამო ხდება, -მთელი ხმით ვიყვირე... - თვალი რომ გავახილე ოთახი მოვათვალიერე და აღმოვაჩინე რომ ჯოჯოხეთში არ ვიმყოფებოდი და ღარიბულად მოწყობილ მაგრამ სუფთა და ნათელ საძინებელში მეძინა უზარმაზარ ფუმფულა საწოლზე მომენტალურად დავმშვიდდი, ფართო ფანჯრიდან დღის სინათლე შემოდიოდა, თბილი საბანი მეფარა მცხელოდა თუმცა განძრევას ვერ ვახერხებდი, ბუნდოვნად მახსოვდა ჩემი ღამეული თავგადასავალი, თავი საშინლად მქონდა დამძიმებული და საერთოდ ვერ ვახერხებდი იმაზე ფიქრს თუ რატომ და როგორ მოვხვდი აქ, სახსრები და კუნთები მტკიოდა, თვალები ცრემლებით ამევსო როცა წამოდგომა ვცადე და ვერ მოვახერხე არადა საშინლად მინდოდა საპირფარეშოში გასვლა, ყელიც ისე მქონდა გამშრალი ალბათ სულსაც კი მივცემდი ერთი ყლუპი წყლისთვის... უკვე ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები კარი რომ გაიღო და ოთახში თბილ გრძელმკლავიან მაისურსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი მაღალი ახლგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, დაბალი წვერი და კეფაზე შეკრული შავი თმა ჰქონდა, დავინახე თუ არა მაშინვე ვიცანი, შეამჩნია თუ არა რომ მეღვიძა ჩემსკენ წამოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა და დიდი შავი თვალებით დამხედა ზემოდან. - რატომ ტირი? -თბილი ხმით მითხრა და გრძელი, გრილი თითებით ფრთხილად მომწმინდა ცრემლები მერე კი დაიხარა და საფეთქელზე მომაკრო მხურვალე ბაგეები. - კარგია, სიცხე აღარ გაქვს, -გაიღიმა, უნაკლო თეთრი კბილები გამოაჩინა და საბანი გამისწორა, -არ მეტყვი რატომ ტირი? არ მითხრა რომ ჩემი გეშინია? -მხიარული ნოტები გაერია ხმაში. არ ვიცი რატომ მაგრამ მისი ერთი წამითაც კი არ შემშინებია, საოცარ სითბოს ასხივებდა და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მთელი ცხოვრებაა რაც ვიცნობდი. - ადგომა მინდოდა მაგრამ ვერ მოვახერხე, ყველაფერი მტკივა, -ჩახლეჩილი ხმით გაჭირვებით ამოვთქვი და ტუჩები სატირლად დამებრიცა, გაეღიმა, ადგა კარადასთან მივიდა გამოაღო დაკეცილი ტანსაცმელი და ფუმფულა თეთრი პირსახოცი გამოიღო, მერე ისევ საწოლს მოუახლოვდა, დაიხარა, საბანი გადამხადა და ფრთხილად ამიყვანა ხელში, გაოცებისგან თვალები დავაჭყიტე და ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, ისე მსუბუქად მივყავდი თითქოს ბუმბულის წონა მქონოდა, ვდუმდი მის მკლავებში განაბული და მისი არაამქვეყნიურად სასიამოვნო სურნელით გაბრუებული, დერეფანში გამიყვანა და ერთ-ერთი კარის წინ ფრთხილად დამსვა ძირს, შევბარბაცდი და წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა ჩარჩოს მივეყრდენი. - აქ აბაზანაა, ახლა თბილი შხაპი ძალიან მოგიხდება, შეძლებ რომ შენით გადაივლო თუ დაგეხმარო? -სრულიად სერიოზულად მკითხა და ანთებული შავი თვალები შემომანათა, -მთლად დავიბენი, თავს ვაიძულე რომ მთელი ძალა მომეკრიბა, ტანსაცმელი და პირსახოცი გამოვართვი და კარი შევაღე. - მე თვითონ, -ორად ორი სიტყვა ვუთხარი ავადმყოფობისგან თუ მღელვარებისგან ხმაწასულმა. - კარგი, თუ ასეა მიდი შედი და მოწესრიგდი, თუ რამე დაგჭირდეს იცოდე რომ მე აქვე ვარ სამზარეულოში და შენთვის საუზმეს ვამზადებ, -თვალი ჩამიკრა, შებრუნდა და დერეფანს გაუყვა, ფართო მხრები ჰქონდა, უხმაუროდ, მსუბუქად ადგავდა ნაბიჯებს... - უცხო სახლის უცხო აბაზანაში შიშველი ვიდექი სარკის წინ და საკუთარ გამოსახულებას შევყურებდი რომელსაც ადამიანის არაფერი ეცხო, თმა აბურდული მქონდა, უპეები ჩაშავებული, ლოყები გაფითრებული, ტუჩები დახეთქილი, წარბშეკრულმა დავხედე იქვე იატაკზე მიყრილ ტანსაცმელს რომელიც ცოტა ხნის წინ მეცვა, მამაკაცის მაისური და შარვალი, ესე იგი სახლში რომ მომიყვანა თვითონ გამომიცვალა? არ მიმატოვა, დაბრუნდა და აქ მომიყვანა, გამეღიმა, ჩემდა გასაკვირად რატომღაც არანაირ უხერხულობას არ ვგრძნობდი, თბილი წყალი მოვუშვი და გაჭირვებით გადავივლე, ჩემი მასპინძლის დატოვებული ტანსაცმელი ჩავიცვი და სველ თმაზე პირსახოც შემოხვეული, გამოცოცხლებული გავედი აბაზანიდან, იქვე კართან დაწყობილი თბილი ჩუსტები რომ დავინახე ბაგეები ბედნიერმა ღიმილმა გამიპო და გულში სითბო ჩამეღვარა, სამზარეულოს მარტივად მივაგენი, კარი ღია იყო, შევედი... ჩემგან ზურგით იდგა, ტაფაზე რაღაცას ურევდა და მხიარულად ღიღინებდა, თვალს ვერ ვაშორებდი მისი ხელების მოძრაობას... - დაჯექი საუზმე მალე მზად იქნება, -ისე მითხრა რომ ჩემსკენ არ შემობრუნებულა, ვიგრძენი სირცხვილისგან როგორ გამიწითლდა ლოყები, ესე იგი მიხვდა რომ ვუყურებდი, იქვე მდგარ მაგიდას მივუჯექი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებს დავეყრდენი ნიკაპით, რამდენიმე წუთში ჩემს წინ იჯდა და საჭმელს მთავაზობდა გაღიმებული. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა, შენ რომ არა წუხელ არც კი ვიცი რა მომივიდოდა, ვეცდები დიდხანს არ შეგაწუხო, -დამორცხვებულმა და აღელვებულმა გადავუხადე მადლობა, მხრები აიჩეჩა და თეფშს დასწვდა. - მადლობა საჭირო არ არის, ჩემს ადგილზე მყოფი სხვა ყველაც იგივეს გააკეთებდა, ამაზე აღარ იფიქრო, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება იმდენ ხანს დარჩი, არ მაწუხებ, ახლა კი ეს ომლეტი უნდა გასინჯო ჩემი სპეციალური რეცეპტით არის მომზადებული. - მე თათუ ვარ, -სრულიად არაადეკვატური პასუხი გავეცი, არ დაბნეულა, თეფში მაგიდაზე დადო და ხელი გამომიწოდა, -ბაჩანა მქვია, -ხავერდოვანი ხმით და ღიმილით მიპასუხა... - მოდი ასე მოვიქცეთ თათუ, ახლა ვჭამოთ მერე კი თუ გინდა უფრო კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, ჩაიც უნდა დალიო, ბევრი სითხე გჭირდება რომ მალე გამოკეთდე, -ქაფქაფა სითხე დამისხა ყვითელზოლებიან უზარმაზარ ფინჯანში და ახლოს მომიჩოჩა, მშვიდად შევუდექით საუზმობას, მართალია საერთოდ არ მშიოდა მაგრამ ყველაფერი საოცრად გემრიელი იყო, ჩემი მასპინძელიც ისე უშუალოდ და შინაურულად მექცეოდა, სხვა არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა რომ გემრიელად მესაუზმა. - შეიძლება რაღაც გკითხო? -მითხრა როცა საუზმეს მოვრჩით და მისაღებში გავედით, უხმოდ დავუქნიე თავი, რბილ სავარძელში ჩამსვა, მუხლებზე პლედი გადამაფარა და თვითონ ჩემს წინ მოთავსდა დივანზე, ერთხანს ისეთი მზერით მიყურებდა თითქოს ყოყმანობდა ეკითხა თუ არა, მერე ვეღარ მოითმინა. - წუხელ მთელი ღამე ბოდავდი, ერთ სახელს ახსენებდი, ძალიან მაინტერესებს და შეგიძლია მითხრა ვინ არის ფარნავაზი? - ყველაფერი გასაგებია, ანუ ფარნა არდოტელს პირადად არ იცნობ, -თავი გავაქნიე უარის ნიშნად, ვუყურებდი ცნობისმოყვარეობით სავსე შავ თვალებში და ჯერ კიდევ გაბრუებული და საკმაოდ სუსტად მყოფი ვერაფრით ვხვდებოდი იმ ფოტოგრაფით მისი დაინტერესების მიზეზს. - ახლა ყველაზე მეტად იცი რა მაინტერესებს? როგორ მოახერხე იმ ადამიანის ასე შეძულება რომელიც თვალითაც კი არ გინახავს. - ვინ გითხრა რომ მძულს? -ვკითხე და მანაც ცალი წარბი ლამის ჭერამდე აზიდა. - უხეშია, უზრდელი, თავხედი, ცივი და ფულის და პოპულარობის გამო გაბღენძილი იდიოტიო წეღან შენ არ ამბობდი? თუ მომესმა? სამსახური რომ არა ვერავინ ვერ მაიძულებდა მისნაირ არსებასთან შეხვედრასო. - შეიძლება ცოტა ზედმეტი მომივიდა მისი აღწერისას, -უკან დახევა გადავწყვიტე როცა მივხვდი რომ მართლაც ძალიან გავაზვიადე იმ ადამიანის შემკობა რომლის შესახებაც მხოლოდ ჭორები მქონდა მოსმენილი. - ცოტა არა, ძალიან ზედმეტი მოგივიდა, -ისევ აგრძელებდა ჩემს ნერვებზე თამაშს, ამ ყველაფერმა დამაეჭვა, იქნებ იცნობდა კიდეც. - შენ რა გაწუხებს ვერ ვხვდები, -ცოტა არ იყოს უხეშად შევუღრინე, გაეცინა. - ფუმფულა ფისუნიამ კლანჭები გამოაჩინა? -ისე საყვარლად მითხრა ლამის დავდნი, ვიღას ახსოვდა კლანჭები და გაბრაზება, რატომღაც თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ მისთვის ამეხსნა რაც ხდებოდა. - პირადად არ ვიცნობ და არანაირი სურვილი არ მქონდა მისი გაცნობის რომ არა... -სიტყვა ტელეფონის ხმამ შემაწყვეტინა, შეტყობინება გავხსენი, წავიკითხე თუ არა გამწარებულმა ვიკივლე, ფეხზე წამოვხტი და ტელეფონი მთელი ძალიათ შევანარცხე კედელს. - მოვკლავ, როგორც კი თბილისში ჩავალ ჩემი ხელით მოვკლავ იმ არანორმალურს, -ვიყვირე სიბრაზისგან ხმაჩახლეჩილმა მერე კი ისეთი ხველა ამიტყდა რომ არა ბაჩანა ალბათ გავიგუდებოდი, მაშინვე წამოხტა, მაიძულა დივანზე დავმჯდარიყავი წყალი მომიტანა თავისი ხელით დამალევინა, მერე გვერდით მომიჯდა და ჩემი სიბრაზისგან ათრთოლებული ხელები ხელებში მოიქცია, თავისთავად წამომივიდა ცრემლები... - არ ვიცი რა მოხდა მაგრამ უნდა დამშვიდდე, ისედაც სუსტად ხარ, შენთვის ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება. - როგორ უნდა დავმშვიდდე, ამხელა გზა ტყუილუბრალოდ გამოვიარე, შენ ხომ მაინც იცი რა გადავიტანე გზაში ახლა კი ვიგებ რომ იმ უცხოელებმა რომლებსაც უნდა შევხვედროდი ის შეხვედრა გააუქმეს და ერთი თვის შემდეგ გადაიტანეს, ქალბატონ ლიკოს კი დაავიწყდა რომ ჩემთვის ეთქვა, თვითონ რა უჭირს ალბათ უკვე პარიზის გზას ადგას ლადოსთან ერთად, მორჩა, ყველაფერი ყელში ამომივიდა, აღარ ვაპირებ მათი ხუშტურების გამო აქეთ-იქით სირბილს, საერთოდ აღარ დავბრუნდები იმ სამსახურში, არც იმ ფარნავაზის მოძებნას ვაპირებ, დადგეს ლადო და თვითონ იმტვრიოს თავი იმაზე თუ როგორ დაითანხმებს, ჯანდაბაშიც წასულა. - ვინ წასულა ჯანდაბაში, ფარნავაზი? -ამდენი რამის მერე მხოლოდ ეს მკითხა. - არა, იმას რას ვერჩი, ლადოზე ვთქვი, -საცოდავად ამოვისლუკუნე, ჩემსკენ გადმოიხარა და ისე მოულოდნელად მომაკრო საფეთქელზე მხურვალე ბაგეები თავის გაწევა ვერ მოვასწარი, პირდაღებული შევყურებდი მომღიმარს, ფრთხილად მომწმინდა ცრემლები. - მგონი ისევ სიცხეს გაძლევს, რა სუსტი და სათუთი მყავხარ, -თბილი ხმით მითხრა, წამოდგა და ერთი მსუბუქი მოძრაობით ამიტაცა ხელში, გაოგნებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, იმაზე რომ ხელში აყვანილი და გულზე მიხუტებული მივყავდი თუ იმაზე რომ ‘’მყავხარო’’ მითხრა, მოდუნებას ვერაფრით ვახერხებდი, საძინებელში რომ შემიყვანა და საწოლზე რომ დამსვა მაშინღა შევძელი თავისუფლად ამოსუნთქვა. - ასეთი დაძაბული ნუ ხარ, შენს შეჭმას არ ვაპირებ, -ღიმილით მითხრა, საბანი გადაწია, პატარა ბავშვივით დამაწვინა და საგულდაგულოდ ჩამფუთნა, მერე კი თერმომეტრი მომაწოდა, სიცხე გაიზომე წამლებს მოვიტანო დამიბარა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ნაზად, ძალიან ნაზად მაკოცა ორივე ლოყაზე ისე თითქოს ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს და ისე გავიდა ოთახიდან არ დალოდებია როდის გამოვიდოდი შოკიდან, თუმცა რომ გამოვსულიყავი კიდეც ნეტავ რას გავაკეთებდი, ვიყვირებდი? ვიჩხუბებდი? პანიკაში ჩავვარდებოდი იმის გამო საწოლამდე ხელში აყვანილი რატომ მიმიყვანე და ლოყაზე რატომ მაკოცეთქო? არა მგონია ამ ყველაფრის გამო მასზე გაბრაზება შემძლებოდა, გადამარჩინა, სახლში მომიყვანა და პატარა ბავშვივით მივლის სიცხიანს ისე რომ სამაგიეროდ არაფერს ითხოვს, მას მერე რაც ნატალიამ დამტოვა საერთოდ დამავიწყდა თუ რა საოცარი გრძნობა ყოფილა როცა მარტო არ ხარ და ვიღაც ზრუნავს შენზე, შენი ტკივილი ტკივა და შენს ცუდად ყოფნას განიცდის, ერთი წამითაც კი არ უგრძნობინებია ჩემთვის რომ მისთვის უბრალოდ გზაში შემთხვევით ნაპოვნი ტვირთი ვარ, თანაც როგორი სიმპათიურია, როგორი ლამაზი თვალები აქვს, ძლიერი მკლავები, საოცარი სურნელი, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი მასთან ერთად აქ ამ უბრალო, ღარიბულ სახლში სამუდამოდ... - რა სისულელეებზე ფიქრობ თათუ, ტყუილად ნუ იოცნებებ, არა მგონია მისნაირმა კაცმა შენნაირ უფერულ გოგოს სხვა თვალით შეხედოს, უბრალოდ კეთილია და ცდილობს რომ დაგეხმაროს, -სირცხვილისგან სახეაწითლებულმა ხმამაღლა ვუთხარი საკუთარ თავს და თერმომეტრს დავხედე, ოცდაცხრამეტი და შვიდი ხაზი, ჯანდაბა, ვიცოდი რომ კიდევ უფრო ამიწევდა, რამდენიმე წუთში ისე ცუდად გავხდი თვალის გახელასაც კი ვეღარ ვახერხებდი, ძილბურანში ვიყავი წასული როცა სახეზე რაღაც სველის და ხაოიანის შეხება ვიგრძენი, ეს შეგრძნება მეცნო და მეუცნაურა, გაჭირვებით გავახილე თვალები, თავზე უზარმაზარი შავბეწვიანი მონსტრი მედგა, დიდი ბანჯგვლიანი თათები საწოლზე ჰქონდა დაწყობილი და კბილებდაკრეჭილი, თვალებანთებული და დორბლმორეული დამყურებდა ზედ... - ბაჩანაააააა -არც კი მეგონა ასეთი ხმით კივილი თუ შემეძლო, დაფეთებული შემოვარდა ოთახში, თმა აბურდული ჰქონდა, ყვავილებიანი წინსაფარი ეკეთა და ისეთი დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით აშკარად ვერ ხვდებოდა რატომ ვკიოდი და რატომ მქონდა შეშლილის გამომეტყველება, ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო და ისე უხდებოდა ის წინსაფარი, რომ არა ეს გაურკვეველი წარმოშობის კბილებდაკრეჭილი არსება ალბათ ჩავეხუტებოდი და გიჟივით დავუკოცნიდი იმ გაოცებულ სახეს. - გული გამიხეთქე, რა ხდება? -სუნთქვააჩქარებულმა მკითხა. - როგორ თუ რა ხდება? ამას ვერ ხედავ? -ჩურჩულით ვანიშნე მონსტრისკენ და საწოლის თავს უფრო საგულდაგულოდ ავეკარი, -ეს რა არის? მგელია? აქ როგორ შემოიპარა? მომაშორე რა გეხვეწები, -მინდოდა თავი ძლიერად მომეჩვენებინა მაგრამ ხმაში გაპარულ ტირილის ნოტებს ვერაფერი მოვუხერხე, ბაჩანა ერთხანს გაოგნებული სახით და გაფართოებული თვალებით მიყურებდა და მერე გულიანად ახარხარდა, ახლა ჩემი გაოცების დრო დადგა, ეს ვაი მგელიც ისე საეჭვოდ წყნარად იდგა... - უს მოდი ჩემთან ნუ აშინებ თათუს, -დაუძახა და ისიც პატარა უწყინარი ლეკვივით წაცუნცულდა მისკენ, დაჯექიო უბრძანა და მერე მე მომიბრუნდა. - კარგი რა თათუ, რა უგავს უსს მგელს, უბრალოდ ძაღლია, აივანზე წევს ხოლმე მაგრამ ეტყობა წეღან კარი დამრჩა ღია და შენს სანახავად შემოვიდა. - ჩემს სანახავად? - ჰო, ალბათ აინტერესებდა ჩვენი სტუმარი თავს როგორ გრძნობდა. - მიღრენდა, -ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე რომ როგორმე ტირილი შემეკავებინა. - არ გიღრენდა, უსი ასე იღიმის ხოლმე, აბა გაუღიმე უს, -უზარმაზარ თავზე მოუთათუნა ხელი, მანაც პირდაპირ შემომხედა და უზარმაზარი წვეტიანი კბილები დაკრიჭა, ღიმილს აშკარად არ ჰგავდა მაგრამ იმას მაინც მივხვდი რომ მისი არ უნდა მშინებოდა. - ღამით, გზაშიც ის იყო არა? -დარცხვენილმა ჩავილუღლუღე, -არადა მაშინაც მგელი მეგონა. - უსი იყო, თავისუფლად დარბის ხოლმე ამ არე-მარეში. - ბოდიში. - ძაღლი არასდროს გყოლია? -თბილად მკითხა და მგელ-ძაღლას ანიშნა გარეთ გადიო, თავი გავაქნიე უარის ნიშნად. - დედას ცხოველების ბეწვზე ალერგია ჰქონდა, მშობლების დაღუპვის შემდეგ კი ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი ასე რომ... დავინახე როგორ შეცვალა მის სახეზე ღიმილი სევდამ და უხერხულობამ, საწოლს მოუახლოვდა და ჩამოჯდა, ვხედავდი როგორ უჭირდა საუბრის დაწყება, არც იყო გასაკვირი, მან ხომ არაფერი იცოდა ჩემს შესახებ ახლა კი ერთბაშად მივახალე რომ ობოლი და ბავშვთა სახლში გაზრდილი ვიყავი თუმცა საერთოდ არ მინდოდა რომ შევცოდებოდი, არასდროს არავისთვის დამიმალავს ეს ყველაფერი რომ ახლა მისთვის დამემალა. - თბილისში რომ ჩავალ აუცილებლად წავალ თავშესაფარში და ერთ პაწაწუნა ლეკვს წავიყვან სახლში, ოღონდ ისეთს უსის ხელა რომ არ გაიზარდოს, -უდარდელი ღიმილით ვუთხარი, მიმიხვდა, აღარაფერი უთქვამს... იმ ღამით ჩემს გვერდით იწვა, სიცხე უკვე აღარ მქონდა და თავს კარგად ვგრძნობდი, მარტო ვერ დაგტოვებ ღამით შეიძლება ცუდად გახდეო მოიმიზეზა, მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო, მის მკლავზე თავმიდებულს ჩამთვლიმა. - შეიძლება რომ ცოტა ხნით აქ შენთან ერთად დავრჩე? -ვკითხე სანამ საბოლოოდ წამიღებდა ძილის საცეცები თავის საუფლოში. - სამუდამოდ დარჩი, -არ ვიცი მართლა ასე მიპასუხა თუ ის მომესმა რისი გაგებაც ასე ძალიან მინდოდა, თმაში მისი თითების ნაზ მოძრაობას ვგრძნობდი და იმ ღამით ისე მშვიდად და ტკბილად მეძინა როგორც არასდროს არ მძინებია... - ნეტავ სად დადის? დარწმუნებული ვარ შენ გეცოდინება უს? -იდაყვებს დავეყრდენი და ჩემს გვერდით ხალიჩაზე გაშოტილ უსს დავხედე რომელიც თვალებმინაბული ქშინავდა, -არ გესმის რომ გელაპარაკები? -უფრო ხმამაღლა ვკითხე, ცალი თვალით ამომხედა იმის პასუხად რომ ესმოდა, მერე გადატრიალდა და ზურგი შემაქცია. - ელაპარაკე ახლა ამას, -ისეთი გაბრაზებული წამოვდექი ფეხზე თითქოს პასუხის გაცემა შეეძლო და ჩემს ჯიბრზე არ ლაპარაკობდა, უკვე ორი კვირა იყო ბაჩანასთან ერთად ვცხობვრობდი ამ მიყრუებულ სოფელში, მე და უსი ისე დავმეგობრდით ბაჩანა სადმე რომ მიდიოდა აღარ მიყვებოდა და ჩემთან რჩებოდა, შეეძლო საათობით მჯდარიყო ჩემს გვერდით და ჩემი წუწუნისთვის ესმინა, თავს დამადებდა ხოლმე მუხლებზე და თვალებით მთხოვდა თავზე მომეფერეო, მეც ვეფერებოდი და ამ ფერება ფერებაში ვაძინებდი, ბაჩანა გაკვირვებული იყო ჩვენი მეგობრობით და მგონი ცოტა ეჭვიანობდა კიდეც. საოცარი ადამიანი იყო, იმ ღამის შემდეგ როცა პირველად ეძინა ჩემს გვერდით და ვთხოვე მასთან დარჩენის ნება მოეცა, ჩვენს შორის წასვლაზე ან დარჩენაზე აღარაფერი თქმულა, ყველაფერი თავისთავად ხდებოდა და ვითარდებოდა, მხოლოდ ერთხელ მივწერე იას ბაჩანას ტელეფონიდან ლადოს გადაეცი რომ სამსახურში აღარ ვაპირებ დაბრუნებასთქო და მას მერე საბოლოოდ გავწყვიტე კავშირი იმ სამყაროსთან, სამაგიეროდ ჩემს გარშემო შექმნილ ახალ სამყაროში გადავეშვი თავფეხიანად, ბაჩანაც ყველანაირად ცდილობდა მის გვერდით და მის სახლში თავი კარგად მეგრძნო და მართლაც, უკვე ორიოდე დღეში ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს წლებია რაც ერთმანეთს ვიცნობდით, როგორც კი გამოვკეთდი მას მერე ახლო-მახლო ადგილების შესწავლით ვირთობდით თავს, სოფელი თითქმის ცარიელი იყო, ყველაზე ახლო მოსახლე რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა, თუმცა ეს ნაკლებად მაწუხებდა, მასაც ვატყობდი რომ მაინცდამაინც არ ადარდებდა ხალხისგან მოშორებით ცხოვრება, დღისით შემოგარენს მათვალიერებინებდა, საღამოობით ათას რამეს ვიფიქრებდით გასართობად, კომპიუტერი არ გვქონდა, არც ტელევიზორი, სამაგიეროდ მისაღებში გვქონდა უზარმაზარი ბუხარი რომელში ანთებული ცეცხლის პირასაც ფუმფულა ხალიჩაზე მოკალათებულები ვატარებდით ოქტომბრის ცივ საღამოებს, მერე კი ერთმანეთზე ჩახუტებულებს ტკბილად გვეძინა, რამდენჯერ ჩამძინებია ცეცხლის პირას მის მუხლებზე მიწოლილს, რამდენჯერ შევუყვანივარ ხელში ატატებული საძინებელში, რამდენჯერ უკოცნია ძილისწინ შუბლზე... სახიფათოდ ვეჩვეოდი თუმცა ჯიუტად არ ვფიქრობდი იმაზე რომ ერთ დღესაც აუცილებლად მომიწევდა აქედან წასვლა და მის გარეშე ცხოვრება, ისეთი თბილი იყო, ისეთი ყურადღებიანი, ისეთი საყვარელი, ჩემს თავს ხშირად ვიჭერდი ხოლმე მასზე უაზროდ მიშტერებულს და არცთუ ისე სპეტაკ ფიქრებში გართულს, ნეტავ თუ ამჩნევდა? შეუძლებელია მისი ყოველი დანახვისას ჩემი აფორაჯებული ლოყები და მასთან ჩახუტების გამო აჩქარებული გულისცემა არ შეემჩნია, თუმცა არასდროს აკეთებდა რამე ისეთს რაც თავს უხერხულად მაგრძნობინებდა ან მისგან თავის შორს დაჭერას მაიძულებდა, უშუალო იყო და ძალიან კარგი მოსაუბრე, უამრავ რამეზე ვსაუბრობდით თუმცა არასდროს მასზე, რამდენჯერაც ვცადე რამე გამეგო მის შესახებ, იმდენჯერ მოახერხა რომ საკმაოდ ოსტატურად გადაეტანა თემა, მეც შევეშვი, ვგრძნობდი რომ რაღაც აწუხებდა, რაღაც ძალიან დიდი სადარდებელი ჰქონდა თუმცა თუ თვითონ არ უნდოდა რომ ჩემთვის გაენდო... - - უს წამოდი შენი პატრონი მოვძებნოთ, -ჩავძახე და ისეთი სახით ამომხედა თითქოს მეუბნებოდა ერთი შენც რა მაგრად მოგცლიაო, თუმცა ხათრი ვერ გამიტეხა, წამოიზლაზნა და გვერდით ამომიდგა, ფეხზე ბოტები ამოვიცვი და მკლავები ბაჩანას ზედაში გავუყარე რომელსაც უზარმაზარი კაპიუშონი ჰქონდა, წამით თვალები მიმენაბა როცა მისი სურნელი ვიგრძენი. - გარეთ მზე იყო, სასიამოვნოდ თბილოდა, ღიმილით მოვავლე თვალი ტყეებით დაფარულ გორაკებს, აქაურობა მართლაც რომ ულამაზესი იყო. - წინ გამიძღვები? -უსს ვანიშნე და მანაც თითქოს გაიგო რაც ვუთხარი, ძუნძულით გაეშურა, ცოტა ნელათქო რომ ვერ შევასმინე სირბილით მივყევი უკან, კარგა მანძილი რომ გავიარეთ, გზა რომ გადაჭრა და ტყეში რომ შევიდა მაშინ კი შევფიქრიანდი და შევჩერდი, იგრძნო, ტყის პირას შედგა, მომხედა და ჩვეული ღიმილით გამიღიმა თითქოს მამხნევებდა ნუ გეშინია გამომყევიო, მეც სხვა რა გზა მქონდა მივყევი... კარგა ხანს მაბოდიალა უღრან ტყეში, დაღლილი ძლივს მივათრევდი ფეხებს არადა ამ ტყეს არც თავი უჩანდა და არც ბოლო, უსიც აღარსად ჩანდა. - ჩემი ბრალია, მეტი ტვინი რომ არ გექნება ადამიანს, ძაღლს ველაპარაკები და უკან მივდევ, მეტის ღირსი ვარ, -უშურვებლად ვამკობდი საკუთარ თავს ნაირ-ნაირი სიტყვებით, საბოლოოდ რომ გადამეწურა იმედი სწორედ მაშინ მომესმა ყეფა, მივყევი და ტყიდანაც გავედი, გავედი თუ არა ჩემს თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა, ყოველ მხრივ ხეებით შემოსაზღვრული ტაფობის შუაგულში ცისფრად მოლივლივე ტბა ჩანდა, ტბაში კი... ფერდობი ჩავიარე და ნაპირთან შევდექი, გარკვევით ვხედავდი წყლის ზედაპირზე გულაღმა მწოლ ბაჩანას, იქვე აკურატულად დაწყობილ მის ტანსაცმელს ღიმილით დავხედე და ფეხზე გავიძვრე, ზედა გავიხადე და ის იყო შარვლის ღილებიც შევიხსენი რომ... - არ გაბედო, -მის ხმასთან ერთად მომესმა წყლის დგაფუნი, ძლიერად უსვამდა მკლავებს, რამდენიმე წამში მოცურა ნაპირთან, მონუსხული შევყურებდი როგორ ამოდიოდა ტბიდან ანტიკური ღმერთკაცივით, სრულიად შიშველი, მინდოდა თვალი ამერიდებინა მაგრამ ვერ ვახერხებდი, ბაგეებ გახსნილი, პირ გამშრალი სუნთქვა აჩქარებული შევყურებდი და წამითაც არ ვახამხამებდი თვალს, მეშინოდა რომ თუკი წამის მეასედით მაინც მოშორდებოდა ჩემს თვალსაწიერს შესაძლოა გამქრალიყო. არ ჩაუცვამს ისე მომიახლოვდა, ახლოს მოვიდა, სულ ახლოს, იმდენად ახლოს რომ ბაგეებზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, ერთხანს ანთებული თვალებით დამყურებდა ზემოდან, მერე უცნაურად ჩაეღიმა და დაიხარა... ღმერთო დიდებულო, არ მეგონა თუ კოცნას ერთდროულად ამდენი გრძნობის გამოწვევა შეეძლო ადამიანში, მოვკვდი და აღარ დავრჩი, მის ძლიერ მკლავებში დავიფერფლე და ხელახლა აღვდექი ფენიქსივით, დიდხანს მკოცნიდა, სითბოს და სიამოვნებას მიზიარებდა და მთელი ძალით მიკრავდა სხეულზე რომ ჯერ არგანცდილი ნეტარებისგან მთლად მოღვენთილი და მოდუნებული ხელიდან არ გამოვცლოდი... - - როგორ არ შეგეშინდა ტყეში მარტო შემოსვლის, - ცდილობდა გაბრაზებული სახე მიეღო თუმცა არაფერი გამოსდიოდა, მისაღებში ვისხედით, ჩემს მომზადებულ საჭმელს შევექცეოდით და ვცდილობდით ყველაფერზე გაგვემახვილებინა ყურადღება იმის გარდა რაც ტყეში მოხდა, მას ალბათ არ უნდოდა რომ იმ კოცნის გამო თავი უხერხულად მეგრძნო, მე კი ჯერ კიდევ არ მჯეროდა ამ ყველაფრის რეალურობის. - რომ დაკარგულიყავი მერე რა უნდა მექნა, ან რამე რომ მოგსვლოდა, ცურვაც რომ დააპირე, ვითომ არ იცოდე რა ადვილად ცივდები... - მარტო არ ვყოფილვარ, უსთან ერთად ვიყავი და არ გავცივდებოდი, დღეს თბილა, -მხიარულად გავეკრიჭე და ჩემს გვერდით მჯდარ უსს უჩუმრად მივაჩეჩე კბილებში კატლეტი. - ასე გააწუწკებ, -მაინც ვერ შეიკავა ღიმილი. - სულაც არა, უნდა და ქნას ქნას, ცოდო არ არის? - უბრალოდ თავს გაცოდებს... -მოღუშულმა დახედა აწკრიალებულ ტელეფონს, არ უპასუხა, გათიშა და იქვე მიაგდო, ერთმანეთზე გადაჭდობილ ხელებზე ჩამოდო ლოყა. - ლამაზი სახელი გქვია, -თავისთავად დამცდა და ტუჩზე ვიკბინე თუმცა უკვე გვიან იყო. - ჰოო? -ჭამას თავი ანება და მზერა გამისწორა. - არ მითქვამს რომ შენი სახელი ვიღაცას მახსენებს? -არ ვიცი რატომ გადავწყვიტე რომ მასთან ჩემს ბიძაშვილზე მესაუბრა. - არ გითქვამს, -ხმაც და სახეც ერთდროულად დაუსერიოზულდა, გამეღიმა, მივხვდი რაც იფიქრა და მესიამოვნა იმის გააზრება რომ შეიძლებოდა ჩემზე ეეჭვიანა. - შენი სეხნია ბიძაშვილი მყავს, უფრო სწორად მყავდა, -დავამატე და ნაძალადევად გავიღიმე. - რას ნიშნავს გყავდა? - ბაჩანა დაბადებიდან მახსოვს, ყოველთვის უფროსი ძმასავით მიყვარდა, დედმამიშვილი არ მყავს და მასზე ვიყავი მიკედლებული, ჩემი იდეალი იყო, კარგი ურთიერთობა გვქონდა... ჩემი მშობლების დაღუპვის შემდეგ ცოტა ხნით ბიძაჩემთან ვცხოვრობდი, მანამ სანამ ყველაფერს გაყიდდა, მე თავშესაფარში მიმიყვანდა და თვითონ თავის ოჯახთან ერთად საფრანგეთში წავიდოდა... - ბიძაშენმა ასე უბრალოდ დაგტოვა თავშესაფარში? -აშკარად უჭირდა ამის დაჯერება. - ჰო, ასე უბრალოდ ადგა და დამტოვა, -უდარდელად ავიჩეჩე მხრები, -ბიძაჩემის საქციელზე მეტად ბაჩანამ მატკინა გული, მთელი ის პერიოდი რაც მათთან ერთად ვცხოვრობდი საშინლად მექცეოდა, მამცირებდა და გულს მტკენდა, წასვლისას არც კი დამემშვიდობა, უხაროდა რომ მათთან ერთად არ მივდიოდი... უხმოდ მისმენდა, მოღუშული იჯდა მომუშტული ხელებით, დაჭიმული სხეულით და ისმენდა ისტორიას ცივი ღამეების და მარტოობით სავსე დღეების შესახებ, ტკივილის, სევდის, უიმედობის, იმედგაცრუების, ღალატის შესახებ... - შეგიძლია მითხრა რა გვარია შენი ბიძაშვილი? -ხრინწგარეული ხმით მკითხა, გაკვირვებულმა შევხედე, ვერ მივხვდი რაში აინტერესებდა ბაჩანას გვარი. - დოლიძე, ბაჩანა დოლიძე. მძიმედ წამოდგა, ხელებით დაეყრდნო მაგიდას, სადღაც ჩემს მიღმა უყურებდა სივრცეს და ფიქრობდა, მერე თვალი გამისწორა და სევდიანად გამიღიმა... - ასე რატომ მიყურებ? -დაეჭვებულმა ვკითხე რატომღაც ვიფიქრე რომ შესაძლოა... რაღაც ძალიან მწარემ და მტკივნეულმა უსიამოვნოდ დამიარა სხეულში და გამწარებული წამოვხტი ფეხზე, რამდენიმე წამში რამდენიმე შესაძლო სცენარი წარმოვიდგინე და... - კარგი რა ბაჩანა, იმედია ახლა ისე არ მოხდება როგორც თურქულ და ინდურ სერიალებში ხდება ხოლმე, იმედია არ მეტყვი რომ ჩემი ბიძაშვილი ხარ, ასე რომ ყოფილიყო გიცნობდი, თუმცა იმდენი წელი გავიდა მას შემდეგ, დავიჯერო ასე ძალიან შეიცვალე? მართლა ის ხარ? როგორ მოახერხე და იმ მახინჯი იხვის ჭუკიდან ასეთ ღმერთ კაცად გადაიქეცი, -ვიდექი და სასოწარკვეთილი შევყურებდი, მისი კოცნის გახსენებისას ჯერ კიდევ არანორმალურად მიძგერდა გული და დაშანთულივით მიხურდა ბაგეები არადა... ალბათ ძალიან საცოდავი სახე მქონდა ან სასაცილო, ან უცნაური, ისე მიყურებდა თითქოს ვერ გადაეწყვიტა გაეცინა თუ არა, მერე წელში გასწორდა მაგიდას მოუარა ორ ნაბიჯში გაჩნდა ჩემს წინ, მთელი ძალით შემომხვია მკლავები, მკერდზე ამიკრა და ისე მგზნებარედ მაკოცა ჩემი ბიძაშვილი ბაჩანა კი არა რამდენიმე წამით ისიც კი დამავიწყა რომ თათუ კი არა სინამდვილეში თამილა მერქვა. - ღმერთკაცი არა? რა სულელი მყავხარ, -მის მკლავებში განაბულს და გაბრუებულს ჩამჩურჩულა ყურში მერე კი ისე უცბად მომშორდა ძლივს შევიმაგრე თავი რომ იატაკზე არ გავშხლართულიყავი. - შენი ბიძაშვილი არ ვარ, შეგიძლია თავი დამნაშავედ არ იგრძნო იმის გამო რომ ჩემზე გიჟდები, -ისეთი თვითკმაყოფილი სახით მითხრა წესით უნდა გავბრაზებულიყავი მაგრამ უბრალოდ შვებით ამოსუნთქვას დავჯერდი. - სულაც არ ვგიჟდები შენზე, -ჩავიბურტყუნე და ამდენი სხვადასხვა ემოციისგან რონემიხდილი ძლივს მივლასლასდი დივანთან რომ დავმჯდარიყავი. - თუ გინდა ნუ აღიარებ, მე ხომ ვიცი რომ ასეა, -სიცილით მომხვია წელზე ხელი, ჰაერში ამიტაცა, დაჯდა და კალთაში ჩამისვა, მისი ასეთი სითამამე არ გამიპროტესტებია, კომფორტულად მოვეწყვე და მხარზე დავადე თავი, ვიგრძენი როგორ ესიამოვნა ჩემი ასეთი საქციელი, სახე მის ყელში ჩავრგე და პირველად მივეცი ჩემ თავს უფლება სრულიად მივნდობოდი გრძნობებს, არავისზე და არაფერზე არ ვფიქრობდი, არაფერს ვგრძნობდი გარდა სიმსუბუქისა და უზომო კმაყოფილებისა, ფრთხილად მეფერებოდა ზურგზე, ჩემს თმაში დააცურებდა თითებს. - მეშინია, -მთელი ამ იდეალური სიტუაციის მიუხედავად, ხმამაღლა გავაჟღერე სადღაც ცნობიერების ბნელ კუთხეში მიმალული შიში, შეკრთა, ოდნავ მომშორდა და ზემოდან დამხედა გაოცებულმა. - რისი გეშინია? - ამ ყველაფრის რაც ახლა ხდება, ეს... ეს ყველაფერი ისეთი იდეალურია, ისეთი ზღაპრულია ჩემთვის... შენ, ეს სიტუაცია... იქნებ ვჩქარობ როცა ვცდილობ რაღაცებს თავისი სახელი დავარქვა მაგრამ აქ სამუდამოდ ხომ ვერ დავრჩებით, არადა ისე შეგეჩვიე, მეშინია გესმის? მეშინია რომ როცა აქედან წავალ ყველაფერი დასრულდება. - შემომხედე, თვალი გამისწორე, -ხრინწგარეული, ვნებამორეული ხმით ჩამჩურჩულა, შევხედე, ღმერთო, რამდენს იტევდა მისი მზერა... - არასდროს დავსრულდებით, გპირდები, -ისეთმა დარწმუნებულმა მითხრა წამითაც არ მიფიქრია მასში ეჭვის შეტანა, დაიხარა და ფრთხილად შემეხო ბაგეებზე, საპასუხო კოცნა რომ იგრძნო გაშმაგდა, თითქოს მასში არსებულ აქამდე ძლივს შეკავებულ გრძნობებს ერთბაშად მისცა თავისუფლება, ჩემთან ერთად წამოდგა და ხელში აყვანილი სირბილით წამიყვანა საძინებლისკენ... - დილით მის მკერდზე თავმიდებულს გამეღვიძა, მთელ სხეულში სასიამოვნოდ მტეხდა და ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი, ღიმილს ვერაფრით ვიკავებდი. - დილამშვიდობის, -მისი ძილისგან დაბოხებული და ღიმილნარევი ხმა რომ მომესმა მაშინღა გავიაზრე რომ სრულიად შიშველი ვიყავი და სახეაჭარხლებულმა შევეცადე მოვშორებოდი, წამის მეასედში მომექცა ზემოდან და თვალებ აციმციმებულმა დამხედა. - არ მითხრა რომ წუხანდელი ცეცხლოვანი ღამის შემდეგ ჩემი გრცხვენია. - ასე ნუ მელაპარაკები, -საცოდავად ამოვილუღლუღე და თვალები დავხუჭე. - როგორ ასე? -ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და მეც თავის შეკავება ვეღარ შევძელი, ჯანდაბას სიმორცხვე, ორივე მკლავი კისერზე შემოვხვიე და მთელი გრძნობით ვაკოცე. - ასეთი უფრო მომწონხარ, ცეცხლოვანი, მოურიდებელი, მგზნებარე, -კოცნასა და კოცნას შორის მეჩურჩულებოდა და უფრო და უფრო მხვევდა ვნების ალში. მის მომზადებულ საუზმეს შევექცეოდით და წამითაც ვერ ვაშორებდით მზერას ერთმანეთს, ოდნავადაც არ ვნანობდი იმას რაც ჩვენს შორის მოხდა, პირიქით ასე მეგონა ერომ ერთადერთი სწორი და მართებული საქციელი რაც ჩემს ცხოვრებაში ჩამიდენია მასთან სიახლოვე იყო, მისი მჯეროდა, მჯეროდა რომ როცა მითხრა არ დავსრულდებოდით არ ტყუოდა და არასდროს მიმატოვებდა, საუზმე რომ დავასრულეთ ერთად ავალაგეთ მაგიდა, ის ის იყო ჭურჭელი ნიჟარაში ჩავაწყვე რომ ზურგიდან ამეკრო მუცელზე მომხვია ხელები და სახე ჩემს თმებში ჩარგო რომელიც მხრებზე უწესრიგოდ მქონდა ჩამოყრილი. - ღვთაებრივი სურნელი გაქვს თათუ, -მის ხმაში იმდენი სითბო, იმხელა ვნება და სურვილი ისმოდა მთლიანად ამავსო და უკვე აღარც მახსოვდა რომ ჩემს ცხოვრებაში იყო დრო როცა თავს მარტო ვგრძნობდი, მის მკლავებში შევტრიალდი, ქვემოდან ავხედე ჩამსკენ დახრილს და სუნთქვისშემკვრელი ღიმილით მომღიმარს, მინდოდა უამრავი რამ მეთქვა მისთვის, მინდოდა მეთქვა რომ ამ მოკლე ხანში მოახერხა ჩემი სუნთქვა გამხდარიყო და თუ ჩემგან წავიდოდა და მისი არყოფნისგან გამოწვეული მარტოობისთვის გამიმეტებდა... ტელეფონის ხმამ შემაწყვეტინა არდაწყებული საუბარი, შუბლი უსიამოვნოდ შეჭმუხნა, ჩემს წელზე მოხვეული მკლავები მოადუნა და მოღუშულმა დახედა იქვე მაგიდაზე მიგდებულს. - მაპატიე, უნდა ვუპასუხო, ახლავე მოვალ, -ჩაილაპარაკა და რატომღაც თვალი ამარიდა, ტელეფონს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა, ცუდად მენიშნა მისი ასეთი საქციელი, სამზარეულოს ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს როგორ სცემდა ბოლთას ეზოში, აშკარად გაცოფებული იყო, ნერვიულობდა, მისაღებში ვიჯექი როცა შემოვიდა, მომიახლოვდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა, გათოშილი თითებით მომეხვია და თავი მუხლებზე დამადო. - მაპატიე თათუ, -ავისმომასწავებლად გაისმა მისი ხმა რომელსაც დილანდელი სითბოს ნასახიც კი აღარ შერჩენოდა, თავი ასწია, თვალებში დაღლილობა ჩასდგომოდა და სახეზე ჩამოწოლილი შავი ღრუბელი ყველაფრის წამლეკავ ღვარცოფს მიქადდა, ისეთს გზად რომ არაფერს ტოვებს ცოცხალს და ხელშეუხებელს... - რა მოხდა? -ჩემი სადღაც გაპარული ხმა თვითონვე მეუცნაურა, მის თმაზე შესახებად აწეული ხელი უღონოდ დამივარდა სავარძლის სახელურზე, ალბათ ძალიან შესამჩნევი იყო ჩემი შიში და შფოთვა მისთვის, წამებში გამოერკვა და თავს აიძულა რომ გაეღიმა. - შეგაშინე? ისეთი არაფერია, რაღაც უმნიშვნელო პრობლემა შეიქმნა და აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ თბილისში რომ მოგვარება შევძლო. - დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ ეს არის და ამის გამო ხარ ასეთი ანერვიულებული? - სხვა რა უნდა იყოს, უბრალოდ მინდოდა ცოტახანს კიდევ დავრჩენილიყავით აქ, -ფრთხილად გადამიწია თმები სახიდან და ლოყაზე ნაზად მომეფერა, -თბილისში ერთად წავიდეთ და როგორც კი პრობლემას მოვაგვარებ ისევ შევძლებთ უკან დაბრუნებას, რას იტყვი? უხმოდ დავუქნიე თავი, არ მჯეროდა რასაც ამბობდა მაგრამ უნდა დამეჯერებინა, წყალწაღებულის მიერ ხავსის მოჭიდებას ჰგავდა ჩემი უსიტყვო თანხმობა და ნაძალადევი ღიმილი... - თბილისამდე მისი მანქანით ჩამოვედით, შენსას მერე ჩამოვაყვანინებო მითხრა და მეც დიდად აღარ გამომიდვია თავი, უკანა სავარძელზე უსს ეძინა მე კი ბაჩანას გვერდით ვიჯექი და თვალისდაუხამხამებლად გავყურებდი გზას. - კარგად ხარ თათუ, -თბილისში შემოსვლისას მკითხა მაშინ როცა უკვე ძალიან გამიგრძელდა დუმილი, არ შემიხედავს ისე დავუქნიე თავი, მძიმე ამოსუნთქვის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, ნელა შევბრუნდი, მოღუშული იჯდა, დაძაბული, საჭეს მთელი ძალით უჭერდა ხელებს, წამით გამისწორა თვალი და მის მზერაში იმხელა სევდა ჩანდა... სახლთან მიმიყვანა, თავისი ხელით გადმოიღო ჩემი ჩანთები, აგატანინებო მითხრა, საჭირო არ არისთქო ვიუარე, მის წინ ვიდექი, შევყურებდი სალი კლდესავით შეუვალს და ჩემთვის ასე უჩვეულოდ ცივს, შევყურებდი და თავს ისე ვგრძნობდი როგორც უზარმაზარი ოკეანის შუაგულში დასაღუპად განწირული გემის ეკიპაჟის უკანასკნელი ცოცხალი წევრი არსაიდან რომ არ ელის შველას... - რამდენიმე დღე მჭირდება რომ პრობლემები მოვაგვარო, -სადღაც შორიდან ჩამესმა მისი სითბოგამოცლილი და გაუცხოებული ხმა, მომიახლოვდა, მკლავები მომხვია და გულში ძვლების ატკივებამდე ძლიერად ჩამიხუტა, -იცოდე რაც არ უნდა გაიგო ჩემს შესახებ არ დაგავიწყდეს რას დაგპირდი, ჩემი გჯეროდეს რომ შენთან დაბრუნება შევძლო, -უკანასკნელი სიტყვები დამიტოვა და უკანმოუხედავად წავიდა... რამდენიმე დღე? ორი კვირა ისე გავიდა არ გამოჩენილა, მისი წასვლიდან ზუსტად თოთხმეტი დღე, ორი საათი და ოცდაჩვიდმეტი წუთი იყო გასული, საშინლად მენატრებოდა, რომ გითხრათ იქ იმ მთაში მასთან ერთად გატარებულ დროს ვნანობდითქო მოგატყუებთ, ერთი წამითაც კი არ მინანია არაფერი, არცერთი სიტყვა, არცერთი ჩახუტება, კოცნა და მოფერება, არაფერს ვნანობდი მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით მეტად მენატრებოდა და ამ მონატრებასთან გამკლავებას ვერ ვახერხებდი, ვიდექი აივანზე და ჩემს პატარა ჯაბახანას გადავყურებდი რომელიც წასვლიდან ხუთი დღის შემდეგ მოიყვანა და სადგომზე დააყენა, სულ რამდენიმე წუთით ავცდით ერთმანეთს, დავინახე როგორ შემოვიდა ეზოში ჩემი ავტომობილი, რამდენიმე წამს გაშეშებული გადავყურებდი ეზოს მერე წამოვხტი და მისი მაისურის ამარა რომელსაც უკვე ხუთი დღეა არ ვიხდიდი, ფეხშიშველი გავვარდი ბინიდან, კიბეები რომ ჩავირბინე და ეზოში გავედი უკვე წასული დამხვდა, იქნებ თვითონ არც მოსულა, იქნებ ვინმე სხვას გამოატანა, თავიდან მოიშორა რომ ჩემთან საბოლოოდ გაეწყვიტა კონტაქტი... მაშინ უკვე ვგრძნობდი რომ აღარ მოვიდოდა, მის შესახებ სახელის მეტი არაფერი ვიცოდი მას კი ჩემი ტელეფონის ნომერიც არ ჰქონდა, შეიძლება ჰქონდა კიდეც მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში სულ ტყუილად დავყურებდი ახალი ტელეფონის ეკრანს... იმ დღის შემდეგ საბოლოოდ ვირწმუნე რომ ყველაფერი რაც მოხდა უბრალოდ სიზმარი იყო, იმაზეც კი დავიწყე ფიქრი რომ ჩემნაირი უფერული და უმნიშვნელო არსება მარტოობისთვის იყო განწირული და სულაც არ ვიმსახურებდი ბაჩანასნაირ მამაკაცს. მისი წასვლიდან ორი კვირის თავზე ცხოვრებისთვის ბრძოლის ყველანაირი სურვილი გამიქრა და ცოცხალთა შორის უმიზნოდ მოხეტიალე მოჩვენებას დავემსგავსე, სახლიდან გარეთ არ გავსულვარ, საჭმელს თითქმის არ ვჭამდი, მის მაისურში გახვეული ვიწექი საწოლში და ძალიან მინდა გითხრათ რომ ღამღამობით მაინც მეძინა მაგრამ ვერ ვახერხებდი, თვალს მოვხუჭავდი თუ არა მის სახეს ვხედავდი, მის თვალებს, ტუჩებს... მისი თბილი და ვნებიანი ხმა ჩამესმოდა ყურში, მისი სიტყვები რომ არასდროს დავსრულდებოდით... სასოწარკვეთილი ვცდილობდი საკუთარი დასმული კითხვებისთვის თვითონვე გამეცა პასუხი. - ასე რატომ მომექცა? - რა მიზანი ჰქონდა? - - ახლა რაღა ხდება? -მთელი ხმით ვიყვირე როცა კარზე გამაყრუებელ ბრახუნს ზარის ხმაც მოყვა, ალბათ რომელიმე არამკითხე და უაზროდ ცნობისმოყვარე მეზობელი იყო არადა არავისთან საუბრის თავი არ მქონდა, დაიწყებდნენ გამოკითხვას როგორ ვიყავი, სამსახურში რატომ არ დავდიოდი, ერთი კარგადაც შემათვალიერებდნენ რათა ენახათ ორსულად ხომ არ ვიყავი და ამიტომ ხომ არ ვიმალებოდი სახლში გამოკეტილი. თვალები დავხუჭე და ძილის შეტრიალება ვცადე, არ გამომივიდა, კიდევ ერთხელ რომ მომესმა კაკუნის ხმა გამწარებული წამოვხტი და შემოსასვლელში გავვარდი, სანამ კარს გავაღებდი სარკეში საკუთარ თავს მოვკარი თვალი, შევკრთი, ცოტათი შემეშინდა კიდეც, საშინლად გამოვიყურებოდი, უზარმაზარი ფართხუნა მაისურის ამარა, ფეხშიშველი, თმააბურდული, უპეებ ჩაშავებული და საშინლად გამხდარი... ერთხანს მოღუშული შევყურებდი საკუთარ თავს, მერე ხელი ჩავიქნიე და კარი გამოვაღე, ჩვეულებისამებრ ფეხებიდან დავიწყე დაუპატიჟებელი სტუმრის შეთვალიერება, სახემდე რომ ავაღწიე შევცბი, უკან თავგადახრილი შევყურებდი ჩემზე ბევრად მაღალ, სიმპათიურ, უცნობ და მაინც თითქოს ნაცნობი იერის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს რომელიც თვალებგაფართოებული გაშეშებული დამყურებდა ზემოდან და ხმას არ იღებდა. - ვინ ხარ? -ისევ მე ვითავე დუმილის დარღვევა, როგორც იქნა თვალები დაახამხამა და დაჭიმული სხეული მოადუნა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. - ბაჩანა ვარ თათუ, შენი ბიძაშვილი, -ჩავარდნილი ხმით მითხრა, რამდენიმე წამის შემდეგ გავიაზრე მისი სიტყვები, ჩემი პირველი რეაქცია სიცილი იყო, ხმამაღალი უკონტროლო სიცილი, კარის ჩარჩოზე ცალი ხელით მთელი ძალით ჩაჭიდებული, მეორე ხელით ამ უაზრო სიცილისგან მოგვრილ ცრემლებს ვიწმენდდი, გაოგნებული მიყურებდა ბაჩანა, თვალებში გაურკვევლობის, სიბრალულის თუ კიდევ რაღაც სითბოს მაგვარი ემოციების ნარევი ედგა, არაფერს ამბობდა, ელოდა როდის დავიცლებოდი ემოციებისგან. - ესე იგი ჩემი ბიძაშვილი ხარ, არა? -სიცილისგან დაოსებული ხმით ვკითხე, უხმოდ დამიქნია თავი და ჩემკენ გამოიწია, ალბათ ჩასახუტებლად, არ ვიცი... ინსტიქტურად დავიხიე უკან და ზედ ცხვირთან მივუკეტე კარი, საკეტი გადავატრიალე და შევბრუნდი, ორი ნაბიჯი გადავდგი თუ არა თვალები ამიჭრელდა და სამყარომ ჩემს გარშემო წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყო ბრუნვა, იქვე მდგარ კარადას მოვეჭიდე რომ თავი შემემაგრებინა, კარადაზე მდგარი უზარმაზარი ვაზა გადმოცურდა და ზრიალით დაასკდა იატაკს, მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს... წამლების უსიამოვნო სუნმა მომიყვანა გონს, გაჭირვებით გავახილე თვალი, საავადმყოფოს პალატაში ვიყავი, წვეთოვანი მედგა და ჩემს ახლად გამოცხადებულ ბიძაშვილს ბაჩანას ჩემს საწოლზე თავჩამოდებულს ეძინა, ფარდაგადაწეული ფანჯრიდან უკუნეთი ღამე იმზირებოდა, უსიამოვნოდ შევჭმუხნე სახე, ვეცადე გონება დამეძაბა და გამეხსენებინა როგორ მოვხვდი აქ თუმცა ვერაფერი გავიხსენე, წამოვიწიე თუმცა მაშინვე დამეხვა თავბრუ და ბალიშებზე მივესვენე, მარჯვენა ხელი მთლიანად შეხვეული მქონდა, ლოყა და მხარიც საშინლად მტკიოდა. - გაიღვიძე? -ჩემს მოძრაობას ეს არამკითხეც გამოეფხიზლებინა და ახლა შეშფოთებული მიცქერდა დიდი მწვანე თვალებით. - აქ რატომ ვარ? -ვეცადე კითხვა მკაცრად გამომსვლოდა თუმცა საცოდავი ქუჩის კატასავით დავიკნავლე. - თავს როგორ გრძნობ? -კითხვაზე კითხვით მიპასუხა. - მშვენივრად, -შევუღრინე და წამოდგომა ვცადე, უფლება არ მომცა. - უნდა იწვე, მოიცადე გადასხმა დამთავრდეს და ადგები მერე. - ხელზე რა მჭირს? თბილი ღიმილით დამხედა ზემოდან, გვერდზე გადაცურებული ბალიში გამისწორა და პლედი ლამის ნიკაპამდე ამომიწია. - კარი რომ მომიხურე მსხვრევის და დაცემის ხმა მოსმესმა და იძულებული გავხდი კარი შემომემტვრია, ვაზის ნამსხვრევებზე დაცემული გიპოვე, ხელი გქონდა გაჭრილი და... - შენ რა ჩემი კარი შემოამტვრიე? -ვატყობდი როგორ ნელ-ნელა მიპყრობდა სიბრაზე. - ჩემი სიტყვებიდან მხოლოდ ეს გაიგე? -ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს რამის გამო თავი დამნაშავედ უნდა მეგრძნო, -სიკვდილს რომ გადაგარჩინე ეგ არაფერია? - ცოტა ხომ არ აზვიადებ? რომელ სიკვდილზე ლაპარაკობ? შენ რომ არ მოსულიყავი საერთოდ არ გამოვიდოდი კარის გასაღებად, არ დავეცემოდი და გადასარჩენიც არ გავხდებოდი, ახლა რა გინდა? რას ითხოვ? გინდა რომ მადლობა გადაგიხადო? მადლობა ბატონო, ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით, გაეთრიე აქედან, არ მიდა გხედავდე. მთელი ხმით ვყვიროდი, უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავდი, ის კი უბრალოდ იდგა გაუნძრევლად, მომუშტული ხელებით, დაჭიმული ყბებით და ცრემლით სავსე თვალებით. პალატაში ექიმების ყოფნა მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ გამაკავეს და ძალით რომ გამიკეთეს დამამშვიდებელი, მაშინვე მოვითენთე და მოვდუნდი. - არ მინდა აქ, ვერ ვიტან საავადმყოფოებს, სახლში მინდა წასვლა, -უკვე ძილბურანში წასული ვბუტბუტებდი. - უცხო სახლში, უცხო საძინებელში მოვედი გონს, რომ გავიღვიძე და არაფერი რომ არ მეცნო თვითონვე გამიკვირდა ჩემი ურეაქციობა, მშვიდად მოვათვალიერე ოთახი, არაფერი განსაკუთრებული, მინიმალური ავეჯი, უზარმაზარი საწოლი... - როგორც იქნა ჩემმა მძინარა დეიდაშვილმაც გაიღვიძა, -დაუკაკუნებლად შემოვიდა ოთახში ბაჩანა, გულღიად მიღიმოდა, ხელში საჭმლით სავსე ლანგარი ეკავა. - მიდი უცბად წყალი გადაივლე და მერე ერთად ვისაუზმოდ, -კარადიდან ფუმფულა თეთრი პირსახოცი გამოიღო და მესროლა, მერე მამაკაცის მაისური და შარვალიც დამილაგა საწოლზე. - ეს შენი სახლია? -სრულიად მშვიდად ვკითხე, ვატყობდი უკვირდა ჩემი ასეთი რეაქცია, არ იცოდა ჩემგან რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა. - ჩემი სახლია და მარტო ვცხოვრობ, -მაშინვე დაამატა როგორც კი ჩემი მოღუშული სახე დაინახა, მიხვდა რომ ამ ყველაფერს დამატებული მისი მშობლები მართლა ზედმეტი იქნებოდა ჩემთვის. - რას დამათრევ აქეთ-იქით უპატრონო კნუტივით? ვინ გთხოვა რომ აქ მოგეყვანე? - სუსტად ხარ, მარტო ვერ დაგტოვებდი. - მთელი ცხოვრებაა მარტო ვარ და როგორც ხედავ აქამდე ცოცხალმა მოვაღწიე, -ხელები გავშალე და ირონიული ღიმილით შევხედე სევდით სავსე თვალებში, -ახლა მოგინდა გმირობა? არ მეტყვი რას უნდა მივაწერო ეს ყველაფერი? რით დავიმსახურე თქვენი უდიდებულესობის ყურადღება? სუნთქვაშეკრული მისმენდა, სახეზე ელვის სისწრაფით ეცვლებოდა ემოციები, ისე სწრაფად რომ წაკითხვას ვერ ვახერხებდი, ბოლოს ისევ მოახერხა და ღიმილი აიკრა სახეზე. - ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ჯერ ცოტა დაისვენე და დამშვიდდი რომ ჩემი მოსმენა შეძლო, გინდა ჯაკუზი აგივსო წყლით? მიდი რა ადექი, არ მაწყენინო. - ფეხებზე გეწყინება თუ არა, -ისევ ისე მშვიდად მივუგე და მისი შეცვლილი სახით გახალისებულმა ღიმილი ძლივს შევიკავე, შენი არაფერი მჭირდება, არც ჯაკუზი და არც საჭმელი, ცოტას კიდევ გამოვიძინებ და მერე სახლში წავალ, -გადავბრუნდი, თვალები დავხუჭე და სახე ფუმფულა ბალიშში ჩავრგე. - ვერსადაც ვერ წახვალ, -მომესმა და მერე ერთბაშად მომშორდა საბანი, მხოლოდ მაისური და ქვედა საცვალი მეცვა. - რას აკეთებ არანორმალურო, -მთელი ხმით ვიკივლე, უცბად ამიტაცა ხელში და იქვე ნახევრად გამოღებული კარისკენ წამიყვანა, ლამის ძალით შემტენა აბაზანაში, შხაპის ქვეშ დამაყენა და თბილი წყალი მოუშვა, ყურადღებას არ აქცევდა ჩემს კივილს და სალანძღავ სიტყვებს, შამპუნი თავისი ხელით დამასხა თავზე და თმა გამიქაფა. - უნდა იბანაო, მერე უნდა ჭამო და ადამიანს დაემსგავსო, ბოლო დროს სარკეში თუ ჩაგიხედავს, საჭმელი ბოლოს როდის ჭამე? ლაპარაკს არ წყვეტდა და თან ჩემს თმაში დაატარებდა თითებს, ვერ მივხვდი როდის მოვდუნდი და როდის შევწყვიტე წინააღმდეგობის გაწევა, მთლად მოთენთილმა მხარზე მივადე შუბლი. - დავიღალე, -თავისთავად დამცდა. - დრო მოვიდა რომ დაისვენო, შეგიძლია დამეყრდნო და ჩემი იმედი გქონდეს, -თავი გადამაწევინა, თვალებში ჩამხედა მზერა ამღვრეულმა და შუბლზე მაკოცა. - ძალიან მომენატრე თათუ... - ჩემი არ გჯერა? -გულდაწყვეტილმა მკითხა, ჩაი დამიმატა, გახუხული პური გადმომიღო თეფშზე და ჩემს მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი. - მჯერა ბაჩანა, მჯერა, -პირგამოტენილმა ვუპასუხე და ისევ საჭმელს მივუბრუნდი, სამზარეულოში ვისხედით მას შემდეგ რაც საკუთარი ხელით დამბანა, შემდეგ საგულდაგულოდ ჩამფუთნა თბილად და საჭმელი მომიმზადა, მომიყვა ყველაფერი იმ დღიდან როცა საფრანგეთში წავიდნენ დღევანდელ დღემდე... - ვიცი რომ ძალიან დამაგვიანდა მაგრამ იქნებ სცადო და ჩემიც გაიგო, -სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა, ვერ ვხვდებოდი რატომ იყო მისთვის ასე მნიშვნელოვანი რომ მისი მერწმუნა და მეპატიებინა, ალბათ დანაშაულის გრძნობის გამო ან სინდისის ქენჯნის, საოცარი რამეა სინდისი, თუ სულ მცირე მისხალი მაინც აქვს ადამიანს შერჩენილი არაფრით მოასვენებს დანაშაულის გრძნობა... ცოტა ხნის წინ სანამ საჭმელს მიმზადებდა ყველაფერი მომიყვა, თვრამეტი წლის ყოფილა როცა მშობლების სახლიდან წასულა, მათ დახმარებაზე უარი უთქვამს და ახლა თუ რამე გააჩნდა ყველაფერი საკუთარი შრომით ჰქონდა მოპოვებული, ორი წლის წინ დაბრუნებულა საქართველოში ჩემს მოსაძებნად, ბევრი ვერაფერი გაურკვევია, ნატალიას მისამართი მიუციათ მაგრამ მას შემდეგ რაც ბავშვთა სახლიდან წამოვედი მე და ნატალიამ ორჯერ შევიცვალეთ მისამართი, სოციალური ქსელები არ მქონდა, მეგობრები არ მყავდა, არავისთან ვკონტაქტობდი... - თუ ორი წლის განმავლობაში მეძებდი და ვერ მიპოვნე ახლა საიდან გამომეცხადე? -ის ვკითხე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. - სრულიად შემთხვევით მოგაგენი, -უხერხულად აიჩეჩა მხრები, მივხვდი ამ საკითხზე სხვას აღარაფერს მეტყოდა და შემდეგ შეკითხვაზე გადავედი. - მართლა მნიშვნელოვანი ვარ შენთვის? თვალები აუწყლიანდა, უგერგილოდ სცადა გაღიმება, აცახცახებულ თითებს რომ ვერაფერი მოუხერხა ერთმანეთზე გადააჭდო და მაგიდას დაეყრდნო. - ერთი დღეც არ ყოფილა რომ შენზე არ მეფიქრა, ვიცი რომ ბრაზობ, ვიცი გაინტერესებს აქამდე რატომ არ მოგძებნე, შენ არც კი იცი იქ ცხოვრებისას რა გადავიტანე, უბრალოდ ვცდილობდი მყარად დავმდგარიყავი ფეხზე რომ შემდეგ შენთვის და ჩემთვის ახალი ცხოვრების მოწყობა შემძლებოდა, მიყვარხარ თათუ, ისე მიყვარხარ როგორც ერთადეერთი პატარა დაიკო შეიძლება უყვარდეს ადამიანს, გეფიცები, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს... კრიჭაშეკრული ვუსმენდი და ჩემს თავზე ვბრაზობდი იმის გამო რომ ვხვდებოდი ნელ-ნელა მაინც ახერხებდა ჩემს გულში და გონებაში შემოძვრომას, მთლად ქვისგან უნდა ვყოფილიყავი გამოთლილი რომ მის სახეს, ხმას, ცრემლიან თვალებს, აცახცახებულ თითებს არ ავეღელვებინე. - თუ სიმართლეს ამბობ, მაშინ, იმ დღეს როცა საქართველოდან მიდიოდით როგორ შეძელი ასე მომქცეოდი, ყველაფერი ისე კარგად მახსოვს, შენი ირონიული გამოხედვა, ღიმილი... დამშვიდობებაც კი არ იკადრე... - ძალიან მიყვარდი და იმ მომენტში როცა ასე მოგექეცი საკუთარი თავი მეზიზღებოდა მაგრამ მაშინ ვფიქრობდი რომ თუ შემიძულებდი, თუ მეც შევეცდებოდი შენს შეძულებას ორივე უფრო მშვიდად ვიცხოვრებდით, თექვსმეტი წლის ვიყავი თათუ, ერთი ჩვეულებრივი თექვსმეტი წლის ბავშვი რომელსაც სიკვდილივით ეშინოდა მამის რომელიც დრო და დრო მხოლოდ იმიტომ სცემდა რომ ამით ერთობოდა, -მაგრად დახუჭა თვალები და მთელი ძალით იკბინა ტუჩზე, ალბათ ახლა თვალწინ საშინელი მოგონებები ედგა. - გცემდა? როგორ თუ გცემდა? -გაოგნებული ვიყავი და დაჯერება მჭირდა. - მამაჩემი ერთი ჩვეულებრივი სადისტია თათუ, ამიტომაც წავედი სახლიდან როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, ახლა შენც გიპოვე ერთად ვართ და შეგვიძლია ერთად დავიწყოთ ახალი ცხოვრება, გთხოვ... ჩაფიქრებული ვუსმენდი, ალბათ შემეძლო ერთი შანსი რომ მიმეცა, ამით ხომ არაფერს ვკარგავდი, იქნებ მართლა მოეხერხებინა რომ ჩემი ოჯახი გამხდარიყო. - მხოლოდ ერთი შანსი, -სერიოზული სახით გამოვუცხადე, წამიერად გაებადრა სახე წამოხტა, ჩემთან მოიჭრა, ამაყენა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, ვიგრძენი როგორ ამოისუნთქა შვებით, თბილი იყო, ძალიან თბილი და უცნაური სურნელი ჰქონდა, მონატრებული, მშობლიური... - რაღაც უნდა გაჩვენო, ერთი სული მაქვს როდის ნახავ, -გახარებულმა გამომიცხადა როცა ორივე ცოტა დავწყნარდით. - რა უნდა მაჩვენო? -ოთახს მოვავლე თვალი. - აქ არა, წამოდი გარეთ გავისეირნოთ, -მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი. - - აქ რატომ მომიყვანე? -მოღუშული შევყურებდი მწვანეში ჩაფლულ ორსართულიან სახლს. - გამოვისყიდე რომ შენთვის დამებრუნებინა, -პატარა ბავშვივით თვალებ გაბრწყინებული შემომყურებდა, აღტაცებული, გახარებული, ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის ჩამოვეკიდებოდი ყელზე და როდის გადავუხდიდი მადლობას. - ტყუილად გარჯილხარ, ეს სახლი არაფერში მჭირდება, -ცივად მივუგდე ორიოდე სიტყვა და ზურგი შევაქციე, გაჭირვებით ვიკავებდი ცრემლებს, ის სახლი რომელში აღარაფერი იქნებოდა დარჩენილი რაც ჩემს ბავშვობას და ჩემს მშობლებს გამახსენებდა არაფერში მჭირდებოდა, ჩემთვის ის ახლა უბრალო ოთხი კედელი და სახურავი იყო, სხვა არაფერი. - თათუ მაცადე აგიხსნა, -მსუბუქად შემეხო მხარზე და ისევ სახლისკენ შემატრიალა, -ის ოჯახი ვინც მაშინ მამაჩემისგან ეს სახლი იყიდა საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქ აპირებდნენ გადმოსვლას საცხოვრებლად მერე ეტყობა გეგმები შეეცვალათ და გადაიფიქრეს, სახლი მათგან გამოვისყიდე, არაფერს შეხებიან, მეც მხოლოდ გარე ფასადს, ღობეს და ეზოს შევავლე ხელი, სახლში ყველაფერი ისე დაგხვდება როგორც გახსოვს, წამოდი დაგათვალიერებინებ, -ხელი ჩამჭიდა და ჭიშკრისკენ წამიყვანა, წავყევი... გამშრალი, პირგამეხებული ვათვალიერებდი ჩემს წარსულს, ყველა კუთხიდან უკვე თითქმის დავიწყებული და გაფერმკრთალებული მოგონებები მიმზერდა, სათითაოდ ვაღებდი ჩარაზულ კარებს და ჩემს თვალწინ ცოცხლდებოდნენ ფერადი, მხიარული, ბედნიერი სურათები, გული ამოვარდნას მქონდა, უკვე ვეღარ ვიტევდი ამდენ ემოციას, ჩემს საძინებელში ვიდექი და მტვრით დაფარულ ნივთებს შევყურებდი, კომოდზე მდგარი ვერცხლისფერ ჩარჩოში ჩასმული სურათი ავიღე და ხელისგულით გადავწმინდე მტვერი, ჩემი მეათე დაბადების დღე, ჩემი მშობლები... - მე შენთან ვარ თათუ, იტირე, იტირე, ის ემოციები რომლებიც შიგნიდან ნელ-ნელა გჭამს გარეთ გამოუშვი, მე შენს გვერდით ვარ, -ზურგს უკან საყრდენივით მედგა და თბილი ხმით ჩამჩურჩულებდა, მარტო აღარ ვიყავი, ისევ შემეძლო ვიღაცის იმედი მქონოდა ვინც დაცემულს წამომაყენებდა, ახლა თუნდაც რამდენიმე წუთით მჭირდებოდა რომ სუსტი ვყოფილიყავი. დიდხანს ვტიროდი ხმამაღლა, მტვრიან იატაკზე მოკუნტული და მის ძლიერ მკლავებში გახვეული, ვტიროდი ჩემს მშობლებს, ჩემს ბავშვობას და გაცრუებულ იმედს... იმ დღის შემდეგ ბაჩანა ჩემი სასიამოვნო ყოველდღიურობა გახდა, დიდხანს მეხვეწებოდა რომ მასთან გადავსულიყავი საცხოვრებლად მაგრამ მე ნატალიას ბინაში დარჩენა ვარჩიე მანამ სანამ ჩემს სახლს მოაწესრიგებდნენ და საცხოვრებლად ვარგისი გახდებოდა, თითქმის ყოველდღე ჩემთან იყო, ხანდახან ღამეც რჩებოდა, თავზე დამფოფინებდა და დრო და დრო ნერვებსაც კი მიშლიდა გადაჭარბებული ყურადღებით. - ესე იგი ყველაფერი მაპატიე? -ლუდით სავსე ჭიქა მომიჭახუნა და ისეთი თვალებით შემომხედა აშკარად სადღაც გულის სიღრმეში ისევ გრძნობდა თავს დამნაშავედ, ორი კვირა იყო მას შემდეგ გასული რაც გამოჩნდა და ჯერ კიდევ ვეცნობოდით და ვეგუებოდით ერთმანეთს. - საპატიებელი არაფერი გქონდა, -გულღიად გავუღიმე და წვერწამოზრდილ ლოყაზე მოვეფერე, გაეღიმა. - საოცარი გოგო ხარ, გაუმართლა იმ არანორმალურს, -ბოლო სამი სიტყვა თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა მაგრამ ჩემს მახვილ ყურთასმენას არ გამოპარვია. - ვის გულისხმობ? - არავის, -მგონი ზედმეტი დავლიე, -მაშინვე იუარა და სხვა თემაზე განაგძო საუბარი, -შენ ის მითხარი სამსახურზე რას ფიქრობ? - არ ვიცი, ძველ სამსახურში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, მართალია ლადომ რამდენჯერმე დამირეკა მაგრამ ჯანდაბაშიც წასულა, რამე სხვას მოვძებნი. - თუ გინდა შემიძლია რომ სამსახურის მოძებნაში დაგეხმარო. - ნუ შეწუხდები, თვითონაც მოვახერხებ. - და ბაჩანა? - რა ბაჩანა? ხომ გითხარი რომ აღარ გეხსენებინა, -გაბრაზებულმა შევხედე, დაკვირვებით შემომცქეროდა, უცნაური სევდით ჰქონდა სავსე თვალები, ამ ორ კვირაში იმდენი მოახერხა რომ ჩემი მესაიდუმლე გახდა და რამდენიმე დღის წინ როცა ცოტა ზედმეტი მომივიდა დალევა, ყველაფერი მოვუყევი ბაჩანას შესახებ, ყველაფერი თავიდან ბოლომდე, ერთი პატარა დეტალიც კი არ გამომიტოვებია. - ფიქრობ თუ ასე გულში ჩაიხვევ ყველაფერს დარდს უკეთ გაუმკლავდები? - ახლა ფსიქოლოგის როლიც უნდა მოირგო? -ირონიულად გამეღიმა და ჩემს თავზე გავბრაზდი, რამ დამალევინა იმდენი რომ მასზე მოვუყევი. - არამგონია ფსიქოლოგობა გამომივიდეს, უბრალოდ მაინტერესებს... - რა გაინტერესებს? რა, -ყვირილით შევაწყვეტინე სიტყვა, მისი სახელის გაგონებაც კი აღარ მინდა. - არ გინდა მაგრამ მოგიწევს, -უნიჭოდ სცადა ხუმრობა. - გეყოფა გთხოვ, აღარ მინდა მასზე საუბარი, მიმატოვა და წავიდა მეც სხვა არაფერი დამრჩენია გარდა იმისა რომ დავივიწყო. - მოახერხებ დავიწყებას? - არამგონია, -მოღუშულმა დავხარე თავი და ისე ცხადად ჩამესმა მისი სიტყვები, ‘’არ დავსრულდებით’’... - გიფიქრია იმაზე რომ ასე უმიზეზოდ არ გაქრებოდა? იქნებ ჰქონდა მიზეზი რომ ასე მოქცეულიყო, ნუთუ სულ ცოტათი მაინც არ გჯერა მისი, იქნებ არ იმსახურებს იმას რომ მასზე ასე იფიქრო... - შეწყვიტე, -მთელი ხმით ვიყვირე და წამოვხტი, არაფერი არ მაინტერესებს, რა მიზეზი უნდა ჰქონოდა იმითანა რომ მთელი თვეა ერთი შეტყობინებაც კი ვერ მომწერა, იცოდე თუ კიდევ ერთხელ ახსენებ მას... თუ კიდევ ახსენებ... - კარგი, კარგი, გნებდები, -ღიმილით ასწია ხელები დანებების ნიშნად, გაცოფებული გავედი სამზარეულოში, სამზარეულოს მაგიდაზე მიგდებული ბაჩანას ტელეფონის ეკრანი რომ განათდა უნებურად მომჭრა თვალი შეტყობინების ავტორის სახელმა და ისეთი რამ გავაკეთე რისი გაკეთებაც გულში არასდროს გამივლია, სხვისი ტელეფონის გაჩხრეკა გადავწყვიტე, შეტყობინებები ფარნასგან იყო, ამ ერთი თვის განმავლობაში მოსული ასობით შეტყობინება და ყველა ჩემს შესახებ, ეკითხებოდა როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი, თავს როგორ ვგრძნობდი და ბაჩანაც ყველა შეტყობინებაზე უბრუნებდა პასუხს, მთლად ავირიე, ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან, ან ბაჩანა რას მალავდა და ვიღაც ფარნას რატომ აბარებდა ანგარიშს ჩემს შესახებ... კარზე კაკუნი რომ მომესმა, ახლად წაკითხული შეტყობინებებისგან გონებაარეულს საერთოდ არ მომსვლია აზრად რომ მეკითხა ვინ იყო, ფართოდ გამოვაღე... - შეენ? -მხოლოდ ეს ერთი სიტყვა აღმომხდა როცა ნაცნობი და მონატრებული შავი თვალები დავინახე და მერე ირგვლივ წყვდიადი გამეფდა... - - - არ უნდა მოსულიყავი, გითხარი რომ ახლა ამის დრო არ იყო. - მეტს ვეღარ მოვიცდიდი, მის გარეშე ვერ ვსუნთქავ ბაჩანა, რატომ არ გესმის? - ცოტაც უნდა მოგეცადა. - კიდევ რამდენ ხანს? შენთვის ადვილი სათქმელია, არ შემიძლია ასე შორიდან ვუყურო და არ მივუახლოვდე, არ ჩავეხუტო, მისი სურნელი ვერ ვიგრძნო, მისი სითბო... ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ჩემთვის, ასე მგონია ერთი თვე კი არა ერთი საუკუნე გავატარე მის გარეშე, უკვე სამი დღეა საქართველოში ვარ და მშიშარა გარეული ნადირივით ვუვლი გარს, მთხოვე მოიცადე დაველაპარაკებიო არადა არაფერს აკეთებ... - ეგოისტურად მხოლოდ შენს თავზე ნუ ფიქრობ, ხომ ხედავ რა დაემართა როცა ასე უცბად და მოულოდნელად დაგინახა. - კარგი რა ბაჩანა, რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, რამდენი ხანია ვმეგობრობთ, მშვენივრად იცი რომ ეგოისტი არ ვარ მითუმეტეს როცა საქმე მას შეეხება, მესმის რომ მასზე ღელავ, გიყვარს, იცავ, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგო, უნდა გესმოდეს, მე რომ არა მას ვერასოდეს იპოვიდი ახლა კი მასთან მიახლოებას მიშლი? მართლა გგონია რომ რამეს დავუშავებ? - ფაქტი სახეზეა ფარნა, დაგინახა თუ არა გული წაუვიდა, იცი რა ცუდად იყო? ახლახანს დაიწყო ნორმალურად ჭამა და როგორც იქნა ისევ გაიღიმა, ღამე აღარ ტირის, მშვიდად სძინავს კოშმარების გარეშე, იცი რა დღეში ვიყავი როცა მასთან ვრჩებოდი ხოლმე და მესმოდა ღამღამობით შენზე რომ ბოდავდა, ტიროდა და ისე გეძახდა, ახლა ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი. - კარგად იქნება, მთავარია უფლება მომცეს რომ ყველაფერი ავუხსნა და აღარასოდეს მივატოვებ, ვერ მივატოვებ, სიგიჟემდე მიყვარს. - დღეს ვაპირებდი რომ მისთვის ყველაფერი ამეხსნა, ნელ-ნელა შევაპარებდი, წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ იყო უშენოდ, არ იმჩნევს მაგრამ საშინლად გულნატკენი და გაბრაზებულია. - ვიცი... - იცოდე ფარნა, თათუმ შენს გამო ჩემთან ურთიერთობაზე რომ თქვას უარი... ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა ნაცნობი ხმები და ვცდილობდი გამეაზრებინა რა ხდებოდა, ვცდილობდი მათი სიტყვებიდან აზრი გამომეტანა და ერთმანეთთან დამეკავშირებინა, ესე იგი ის ბაჩანა ბაჩანა არ არის და ფარნაა ანუ მე იმ ტყეში, იმ მიყრუებულ სოფელში, ფარნა არდოტელთან ერთად გამიტარებია ორი კვირა, ნამდვილად ბედის ირონიაა, თავიდანვე მატყუებდა, მაგრამ ბაჩანა? აშკარაა რომ ფარნას იცნობს, ერთმანეთს იცნობენ და თანაც ძალიან კარგად, ორივე მატყუებდა, რამდენჯერ უნდა გამიცრუვდეს იმედი, რამდენჯერ... - როგორ გამხდარა, -ისევ მომესმა და მერე სახეზე ნაცნობი თითების შეხება ვიგრძენი, ნაზად მეხებოდა, ფრთხილად, თითქოს ეშინოდა რომ თუ ზედმეტი მოუვიდოდა დავიშლებოდი და გავქრებოდი, ვეღარ გავუძელი და ღაწვებზე თავისთავად ჩამომეღვარა ცრემლები. - ვიცი რომ არ გძინავს თათუ თვალები გაახილე, -ჩამჩურჩულა და მეც დაპროგრამებულივით დავაჭყიტე თვალები, მისაღებში დივანზე ვიწექი, ბაჩანა იქვე სავარძელზე იჯდა და მოღუშული შემომცქეროდა ფარნა კი ჩემს თავთან იყო ჩაჩოქილი და ზემოდან დამყურებდა სევდით, მონატრებით და ტკივილით სავსე შავი თვალებით, ძალიან გამიჭირდა რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, გაჭირვებით წამოვჯექი, მანაც უკან დაიხია და იქვე მაგიდაზე ჩამოჯდა, ერთხანს სამივე გასუსულები ვიჯექით და ვერცერთი ვბედავდით საუბრის წამოწყებას. - აბა, რომელი ბაჩანა დაიწყებთ? აჰ, უკაცრავად, შენ ხომ ბაჩანა არ ხარ ასე არ არის? კარგად გაერთე როცა მატყუებდი? ალბათ ძალიან სახალისო იყო, საინტერესოა ახლა რაღა გინდა, რისთვის მოხვედი, -ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი, ხმა მიცახცახებდა და ხელებს მაგრად ვუჭერდი კალთაში ჩადებულ ფუმფულა ბალიშს, ფარნას მივმართავდი თუმცა თვალს ვარიდებდი, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ასე მონატრებული ამდენად ახლოს მყოლოდა და ვერ შევხებოდი. - თათუ გთხოვ უფლება მიეცი აგიხსნას, მერწმუნე აქვს მიზეზი რის გამოც წასვლა მოუწია, -ბაჩანამ გამოიდო თავის მის დასაცავად და წამოიწია რომ წამომდგარიყო თუმცა ისე გადავხედე ადგილზე გაშეშდა. - შენ საერთოდ ხმას როგორ იღებ, გენდე, ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვი შენ კი ერთი უბრალო მატყუარა აღმოჩნდი, გგონია ამ ყველაფრის შემდეგ შენს სიტყვებს ჩემთვის რამე ფასი აქვს? გგონია დავიჯერებ რომ გიყვარვარ და ჩემი ბედი გაღელვებს? გასუსული იჯდა და მისმენდა, თვალსაც კი არ ახამხამებდა, აშკარა იყო რომ ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო თუმცა ამაზე მეტად ჩემთვის გულის ტკენას ვერცერთი ვეღარ მოახერხებდა, არ შემეძლო მისთვის მეპატიებინა რომ ერთი სიტყვაც კი არ მითხრა ფარნას შესახებ მიუხედავად იმისა რომ ხედავდა როგორ ვიტანჯებოდი. - თათუ უნდა მომისმინო, აქედან მანამ არ წავალ სანამ ყველაფერს არ აგიხსნი, -ფარნას ხმა ამჯერად მტკიცედ ჟღერდა თვალებში მიყურებდა და ყველანაირად ცდილობდა ჩემთან კონტაქტი არ დაეკარგა, ცდილობდა ჩემზე ზეგავლენა მოეხდინა რაც მშვენივრად გამოსდიოდა, გაშეშებული, პირგამშრალი შევცქეროდი, რომ ადგა და მივხვდი ჩემს გვერდით აპირებდა დაჯდომას დაფეთებული წამოვხტი და გავერიდე. - არ მომეკარო, არ შემეხო, არ გაბედო, -ვიყვირე ერთიანად ათრთოლებულმა, შედგა, სახეზე ისეთი ტანჯვა და ტკივილი გამოესახა წამში ვინანე ჩემი სიტყვები თუმცა ახლა რომ შემხებოდა მოვკვდებოდი, ვერ გავუძლებდი, ჩემი გული ფეთქვას შეწყვეტდა, არადა სიგიჟემდე მინდოდა მისი სხეულის სითბო და სურნელი მეგრძნო... ფიქრებში გართული ვერ მივხვდი როგორ მომიახლოვდა, იმასაც ვერ მივხვდი ბაჩანამ როდის დაგვტოვა მარტო და წავიდა, ახლა ფარნა ჩემს წინ იდგა იმდენად ახლოს რომ სახეზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, ვეღარ გავუძელი, თვალები თავისთავად დამეხუჭა და მუხლი მომეკვეთა, ჩემთან ერთად დაეშვა იატაკზე, ჩემი სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად მაგრად ჩამიკრა გულში და საკუთარ სითბოში გამხვია, ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, მასზე ვბრაზობდი, ძალიან ვბრაზობდი მაგრამ უნდა მეღიარებინა რომ მხოლოდ მის მკლავებში ვგრძნობდი სიმშვიდეს. - შემპირდი რომ მომისმენ, გთხოვ, მომისმინე და ვიცი რომ მაპატიებ, ვიცი რომ შეძლებ ყველაფერი გაიგო, ვიცი რომ მაპატიებ ‘’უჩვენოდ’’ გატარებულ დროს, -მითხრა მხოლოდ მაშინ როცა საბოლოოდ დავმშვიდდი და მოვდუნდი, ბევრი ფიქრის თავი აღარ მქონდა, აღარც ჩხუბი მსურდა, რას ვკარგავდი იმით რომ გამეგო რატომ წავიდა და მიმატოვა, მზად არ ვიყავი რომ მისთვის შანსი მიმეცა მაგრამ მოსმენას წინ არაფერი ედგა, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, წამომაყენა, დივანთან მიმიყვანა და დამსვა. - წყალს მოგიტან, რამეს გაგიმზადებ რომ ცოტა მაინც შეჭამო და მერე ვისაუბროთ, -თბილი ხმით მითხრა, დაიხარა, ფრთხილად შემეხო ტუჩებზე, მერე კი სამზარეულოსკენ წავიდა, ამოვიხვნეშე და ღონეგამოცლილი მივეყრდენი საზურგეს, სანამ ფარნა დაბრუნდებოდა ინსტიქტურად დავწვდი გულის გამაწვრილებლად აზუზუნებულ ტელეფონს და უცხო ნომრიდან შემომავალ ზარს ვუპასუხე... - ვიცი რომ ჩემი ქმარი ახლა შენთან არის, ალბათ უნდოდა რომ პირადად შეეტყობინებინა ჩვენს შესახებ, -პირდაპირ დაიწყო როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა. - მგონი ნომერი შეგეშალათ, -გაოცებულმა დავუბრუნე პასუხი. - არ შემშლია, თათუ ხარ არა? - დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით? - დინა ბაქრაძე ვარ, ფარნა არდოტელის მეუღლე, იმ ფარნა არდოტელის ახლა შენს ბინაში რომ არის და ათასგვარი სისულელით გიჭედავს ტვინს, მენანები იმისთვის რისი მოსმენაც მოგიწევს მაგრამ უნდა იცოდე რომ მისთვის მხოლოდ დროებითი გასართობი იყავი და ხარ, ასეთია ფარნა და ამას შეგუებული ვარ, ხშირად იკარგება ხოლმე ჩემგან გულნატკენი გულის გადასაყოლებლად და საბოლოოდ ისევ მე მიბრუნდება, მგონი შოკში ხარ, -ჩაიცინა როცა მიხვდა რომ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, -ვიცი რომ ჩემს შესახებ გაქვს ინფორმაცია და იცი რომ ფარნას საცოლე ვიყავი, ისიც ვიცი რომ არ გჯერა ახლა რასაც გეუბნები, არ გჯერა რომ მისი ცოლი ვარ ამიტომ ვიდეოს გიგზავნი, აუცილებლად უყურე და დატკბი ჩვენი ბედნიერებით. ბოლო სიტყვა განსაკუთრებით მკვეთრად გამოთქვა და ტელეფონი გათიშა, იმწამსვე მივიღე შეტყობინება, ვიდეო ინგლისში იყო გადაღებული, ჯვრისწერა თეთრი კაბით, ცეკვა რესტორანში, ბედნიერი სახეები, ყველაფერი ვიწრო წრეში მხოლოდ რამდენიმე მეგობრის თანდასწრებით... - - რა გჭირს? კარგად ხარ? -მთლად გაფითრებულს და გაოგნებულს დამადგა თავზე ფარნა, ირონიული ღიმილით ავხედე ქვემოდან და ტელეფონი გავუწოდე. - შენმა მეუღლემ შეტყობინება გამომიგზავნა, ვისაუბრეთ კიდეც, უნდოდა თქვენი გაბედნიერების შესახებ პირადად ეცნობებინა, ვიდეოც არის შეგიძლია ნახო, კარგად გამოიყურებით, უხდებით ერთმანეთს, შეიძლება ითქვას რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები, -პირდაპირ მივახალე და რატომღაც ძალიან მესიამოვნა მისი შეშლილი სახის დანახვა, თვითონაც მიკვირდა ჩემი სიმშვიდის, ფეხზე წამოდგომაც ისე მოვახერხე არ წავბარბაცებულვარ, კარისკენ წავედი გამოვაღე და ვანიშნე რომ გასულიყო, დაპროგრამებულივით მომდევდა უკან, ზღურბლთან შედგა, ხელში ჩემი ტელეფონი ჰქონდა ჩაბღუჯული, თვალები უელავდა და ღრმად სუნთქავდა. - ყველაფერი არასწორად გაიგე თათუ, ის რაც ნახე, ეს ვიდეო... - კიდევ გინდა რომ რამე ამიხსნა? -ხმამაღლა გამეცინა და ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე, -ამის შემდეგ რის ახსნას აპირებ? რამდენიმე წუთის წინ შენს ქორწილში გადაღებულ ვიდეოს ვუყურე, ამიტომ მიმატოვე? დაგიბრუნდა და ამიტომ წახვედი? საინტერესოა მე რა როლი ვითამაშე შენს ცხოვრებაში, ალბათ უბრალოდ გაერთე ჩემთან როცა იმ მიყრუებულ სოფელში იმალებოდი და მას გლოვობდი, ამ ყველაფრის შემდეგ გყოფნის თავხედობა მოხვიდე და პატიება მთხოვო, პატიება მთხოვო მას შემდეგ რაც მარტოობისთვის გამიმეტე, მითხარი რა გინდა ჩემგან და რა ჯანდაბას თამაშობ... - გეყოფა, გაჩუმდი და მათქმევინე ბოლოს და ბოლოს, -ბოლო ხმაზე იღრიალა და გამწარებულმა დასცხო კარს ხელი, -არ გაბედო იმის თქმა რომ გასართობად და გულის გადასაყოლებლად გიყენებდი, მიყვარხარ თათუ, ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში. - შენ კი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ხარ, -მივახალე და ცხვირწინ მივუკეტე კარი... იმ ღამით დაძინება ვერ მოვახერხე, შუაღამისას მოვიდა ბაჩანა, კარზე ბრახუნი რომ ატეხა მაგ დროს მისაღებში ვიჯექი ჩემს თავზე და იმაზე ნერვებმოშლილი ფარნას რომ არ მოვუსმინე, ვიჯექი და საცოდავად ვღნაოდი, ჩემი სისუსტე მაცოფებდა, როდის გავხდი ასეთი, როდის გავხდი ასეთი უსუსური და გრძნობებზე დამოკიდებული, ტირილისგან დაოსებული მივედი კართან, იქვე მდგარ ფეხსაცმელების კარადასთან ჩავჯექი და ზურგით მივეყრდენი. - შემომიშვი თათუ უნდა ვილაპარაკოთ, შენს თავს გეფიცები ყველაფერს აგიხსნი, -ისე ყვიროდა დარწმუნებული ვიყავი უკვე ყველა მეზობელს ეღვიძა და ბედნიერები უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ სპექტაკლს. - შემომიშვი რა თათუ უნდა ჩაგეხუტო, -მეხვეწებოდა და დროდადრო კარზე აბრახუნებდა, ხმაზე ეტყობოდა რომ მთვრალი იყო, არადა იშვიათად სვამდა, კარი არ გამიღია, ვიჯექი და ვუსმენდი მის გაუგებარ ლუღლუღს და ხელების ბრახუნს, მერე იქვე ჩამეძინა... საკუთარ საძინებელში, საწოლში საგულდაგულოდ ჩაფუთნულს გამეღვიძა, საათს შევხედე თერთმეტი ხდებოდა, ცხადად მახსოვდა რომ დერეფანში ჩამეძინა, შეშინებული წამოვხტი და მერეღა გამახსენდა რომ ბაჩანას ჩემი ბინის გასაღები ჰქონდა, გახარებული გავედი მისაღებში, რატომღაც მეგონა რომ იქ დამხვდებოდა, უკვე აღარ ვბრაზობდი მასზე, ის კი არადა მზად ვიყავი ფარნასთვისაც მომესმინა და მერე გამომეტანა საბოლოო დასკვნა, გული დამწყდა როცა აღმოვაჩინე რომ ბაჩანა წასულიყო, სამაგიეროდ სამზარეულოში საუზმე დამხვდა გამზადებული. - არ მანერვიულო, ყველაფერი ბოლომდე შეჭამე, -ლამაზად გამოყვანილი ასოებით მინაწერი წავიკითხე იქვე ჭიქის ქვეშ ამოდებულ ფურცელზე, მისმა ზრუნვამ გული გამითბო და გამაღიმა, თუმცა არანაირი სურვილი არ მქონდა რამე მეჭამა, მაგიდას მივუჯექი და უგულოდ წავატეხე ლუკმა გახუხული პურის ნაჭერს, ფარნას თვალები არ ამომდიოდა გონებიდან, მისი მზერა სევდით და ტკივილნარევი საყვედურით სავსე, ისე მომინდა მისი ჩახუტება ლამის გავგიჟდი, თუმცა იყო ერთი რამ რისი დავიწყებაც არ შემეძლო მას ცოლი ყავდა, იმის გამო მიმატოვა რომ დაქორწინებულიყო... - თათუ კარი გამიღე, -გულისგამაწვრილებელი წიკვინი რომ მომესმა გაოცებული წამოვხტი და კარისკენ წავედი, არ ვიცოდი ლიკოს ხმა მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი რომ ასეთი წივილ-კივილისთვის და კონცერტებისთვის მეზობლები აქედან გამასახლებდნენ, კარი გამოვაღე, არ შევმცდარვარ, ჩემს წინ ლიკო იდგა და მიღიმოდა, დამინახა თუ არა მეცა და გადამეხვია. - სად დაიკარგე თათუ, იცი როგორ მომენატრე? - რა გაკივლებს გაგიჟდი? ხომ შეგეძლო ზარი დაგერეკა. - დავრეკე მაგრამ ეტყობა ვერ გაიგე, არ შემიპატიჟებ? ტკიპასავით მოკრული ძლივს მოვიშორე თავიდან და ისე შევბრუნდი ბინაში კარი არ დამიკეტავს, მანაც ამით ისარგებლა უკან მომყვა და კომფორტულად მოკალათდა დივანზე. - მიდი ყავა მომიდუღე და ცოტა ვიჭორაოთ, -ხელის მბრძანებლური აწევით დამასაქმა და ტელეფონში ჩარგო თავი, მის წინ ჩამოვჯექი. - რა გინდა? რისთვის მოხვედი? - შენი ნახვა მინდოდა, ჩვენ ხომ ვმეგობრობდით, -ისე საყვარლად შემომცინა ცოტაც და დავიჯერებდი რომ როდისღაც მართლა მეგობრები ვიყავით. - არ გინდა ლიკო, ამოღერღე ბოლოს და ბოლოს, -ამოვიოხრე და მოუთმენლად ავათამაშე თითები სავარძლის სახელურზე, ერთ წამს ჩემს თითებზე გაუშტერდა მზერა და მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, წამში გაუქრა სახიდან გულითადი ღიმილი. - სამსახურში უნდა დაბრუნდე თათუ. - კარგი ერთი, მართლა? -გულიანად გამეცინა, სულაც არ გამკვირვებია, თავიდანვე მივხვდი რომ ლიკო ტყუილად არ შეიწუხებდა თავს ჩემთან მოსვლით. - არ ვხუმრობ, სასაცილო რა არის ვერ ვხვდები, ლადოს უნდა რომ დაბრუნდე და მუშაობა გააგრძელო, შენთან ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს. - არა, -პირდაპირ მოვუჭერი. - რატომ? -ისე გაიოცა თითქოს ჩემთვის ლადოს იქით სხვა გზა არ არსებულიყო. - იმის მერე როგორც მომექეცით გგონია ისევ იქ დავბრუნდები? - უმადური ნუ იქნები, ერთ არაფრით გამორჩეულ თანამშრომელს იმხელა ხელფასს გიხდიდა... - თუ მიხდიდა ვმუშაობდი კიდეც, მინიმუმ სამი თანამშრომლის გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებდი, ლადო მონასავით მექცეოდა, შენს გასაკეთებელ საქმეებსაც მე მტენიდა რომ შენ თავი კომფორტულად გეგრძნო... - არ გაინტერესებს რატომ უნდა რომ დაბრუნდე? -ინტრიგნული ღიმილით შემაწყვეტინა მონოლოგი. - არ მაინტერესებს, -უდარდელად ავიჩეჩე მხრები არადა სინამდვილეში ინტერესი მკლავდა, ვხედავდი როგორ ელეოდა ლიკოს მოთმინება უკვე ხვდებოდა რომ ასე ადვილად ვერ დამიყოლიებდა, საოცრად მსიამოვნებდა მისი გაცოფებული სახის ყურება, ვიცოდი რათაც უღირდა ჩემთან მოსვლა და თავის დამცირება, ალბათ ძალიან სთხოვა ლადომ. - დამშორდება... - რაა? -ამას კი არ ველოდი. - მითხრა შენი ბრალია თათუ რომ ასეთი ნაწყენია ჩვენზე და თუ ვერ დაითანხმებ დაგშორდებიო. დაეჭვებულმა შევხედე, მივხვდი რომ თამაშობდა და უბრალოდ თავს მაცოდებდა, ლადო ამ ალქაჯს როგორ შეელეოდა, გამეღიმა. - პარიზში დასვენება როგორ მოგეწონა ლიკუნა მაშინ როცა მე შენი შეცდომის გამო სადღაც უღრან ტყეში დავბოდიალობდი. - ესე იგი თანახმა არ ხარ? -კიდევ ერთხელ მკითხა კბილების კრაჭუნით და სწორედ მაშინ მომივიდა თავში ერთი სახალისო იდეა. - შეიძლება რომ ვიფიქრო მაგ საკითხზე, -ჩაფიქრებული სახე მივიღე და ფეხი ფეხზე გადავიდე, -ოღონდ ერთი პრობლემაა. - რა პრობლემა? -შევატყვე რომ მაშინვე გახალისდა ალბათ იფიქრა რომ უმარტივეს რამეს მაგალითად ხელფასის გაზრდას მოვითხოვდი. - ადექი, ცალ ფეხზე იხტუნავე და იყეფე, -გამოვუცხადე სერიოზული სახით. - რაა? -გაოგნებულმა ლამის ენა გადაყლაპა, -გაგიჟდი? - სულაც არ გავგიჟებულვარ, ის ფილმი ხომ გახსოვს ედი მერფი რომ პრინცის როლს თამაშობს ჰოდა მინდა რომ ზუსტად იმ პრინცის საცოლესავით იხტუნო და იყეფო. - ჯანდაბაშიც წასულხარ, -მთელი ხმით იკივლა, წამოხტა, ჩანთას ხელი დაავლო და სირბილით გავარდა, კარი ისე გაიჯახუნა კინაღამ ჩამოაგდო, ჯერ ისევ ვიცინოდი როცა უკან მობრუნდა ოთახში შემოვიდა და ჩემს წინ დადაგა თავდახრილი. - მართლა დაბრუნდები თუ ვიხტუნავებ და ვიყეფებ? სიცილისგან ერთიანად აწითლებულმა დავუქნიე თავი, და ტელეფონის კამერა ჩავრთე, ფეხზე გაიხადა, გაწეწილი თმა კეფაზე შეიკრა და ღრმად ჩაისუნთქა, -რა ჩემდა ჭირად გამოუშვეს ციხიდან ფარნა არდოტელი სამუდამოდ უნდა დაეტოვებინათ იქ, -დაბოღმილმა ჩაილაპარაკა. - რას ამბობ? -ხელში ვწვდი და უკვე ერთ ადგილზე ცალ ფეხზე მოხტუნავე და ჩიხუახუასავით მოწკავწკავე შევაჩერე, -შეგიძლია გაიმეორო რა თქვი? - იმას ვამბობდი რომ აქ ფარნას გამო ვარ. - ეგ როგორ? - ხომ იცი ლადო როგორ არის ამ ბიჭზე ჩაციკლული, გაიგო რომ დაბრუნდა და თანამშრომლობა შესთავაზა მან კი შენ მოგითხოვა, თათუ თუ იმუშავებს ჩემთან ერთად დაგთანხმდებითო, გამაგებინე საიდან იცნობ. - მართლა გითხრათ რომ ჩემთან ერთად მუშაობა უნდა? -თავისთავად მეღიმებოდა, ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი და გული ისე მიცემდა ლამისაა საგულედან ამომხტარიყო. - ჰო ვერ ვხვდები რაში სჭირდები, მოიცა, არ გითქვამს საიდან იცნობ... - მეც მაქვს კითხვები მასთან დაკავშირებით, წეღან თქვი რომ ციხეში იჯდა, როდის? რატომ? - ყავა მომიდუღე და მოგიყვები, -წამში დაბრუნდა ამაყი, ქედმაღალი ლიკო, -ჩამოჯდა და წარბ აწეულმა შემომიბღვირა, იცოდე თუ გინდა ფარნა არდოტელზე რამე მოგიყვე შემპირდი რომ არავის ეტყვი ცოტა ხნის წინ რაც მოხდა. - გპირდები, -ხელი გავუწოდე შეთანხმების ნიშნად, ცოტა ხანში უკვე ძველი მეგობრებივით მივირთმევდით ყავას და ვსაუბრობდით. - ხომ იცი ლადო როგორ არის ამ ბიჭზე შეყვარებული, ლამისაა კაცი მიამაგროს რომ უთვალთვალოს, მისი წყალობით მეც ყველაფერი ვიცი ფარნას შესახებ, ის ამბავი გეცოდინება საცოლემ ეკლესიაში რომ მიატოვა და სხვას გაეკიდა, თურმე ეს სხვა ფარნას ბიძაშვილი ყოფილა, მაშინ რომ დაიკარგა და მთელი ინგლისი რომ ეძებდა აქ საქართველოში ყოფილა თურმე. - მართლა? -ისე გავიკვირვე თითქოს მე არ გამიტარებია მასთან ერთად ორი კვირა. - ჰო მართლა, მერე ინგლისში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ის ბიძაშვილი ვის გამოც საცოლემ მიატოვა წლების განმავლობაში უძღვებოდა ფარნას საქმეებს, ფარნა ენდობოდა მან კი რაღაც არასწორ საბუთებზე მოაწერინა ხელი, მთელი ქონება წაართვა და თან მის გამო შეიძლებოდა რამდენიმე წელი გაეტარებინა ციხეში, იძულებული გახდა წასულიყო... - ესე იგი ამიტომ წავიდა? -მღელვარებისგან პირგამშრალმა ძლივს გადავყლაპე ნერწყვი, თურმე რა დღეში ყოფილა მე კი... - იქ ჩასულს დიდი არეულობა დახვედრია, ცოტა ხნით მაინც მოუწია ციხეში ჯდომამ სანამ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებდა, მისი ბიძაშვილი რომ დაიჭირეს იმ ძუკნამ ისევ ფარნას ხელში ჩაგდება გადაწყვიტა თურმე, ყალბი ქორწინების გათამაშებაც კი მოუხდა რომ მთელი ქონება უკან დაებრუნებინა, ახლა მისი ბიძაშვილი და მოღალატე საცოლეც ციხეში არიან. - თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი? - ლადოს რას გამოაპარებ, -შემომცინა, ჩემსკენ გადმოიხარა და მხარზე დამადო ხელი, -აბა რას იზამ დაბრუნდები სამსახურში? - დავბრუნდები ორიოდე კვირაში, ოღონდ ერთ რამეს უნდა შემპირდე, ახლა წახვალ და ლადოს და ფარნას დაარწმუნებ რომ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და სახლიდან გაგაგდე. - აბა დავბრუნდებიო? -საცოდავად დაბრიცა ტუჩები. - დავბრუნდები კიდეც, ოღონდ ახლა რაც გითხარი ის გააკეთე. - რომ არ გავაკეთო? - არ დაგავიწყდეს რომ წეღან ვიდეოს ვიღებდი, იცოდე ლადო და ფარნა რამეს თუ იეჭვებენ... - კარგი, კარგი, -ხელები აწია დანებების ნიშნად. - ლიკოს სტუმრობიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ეზოში ვიდექი და ჩემს მოცუცქნულ ჯაბახანაში ვალაგებდი ბარგს. - დარწმუნებული ხარ იმაში რასაც აკეთებ? -ბაჩანა ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა ვეღარ მოვითმინე და მთელი ძალით ჩავეხუტე. - მიყვარხარ შე საძაგელო. - მეც მიყვარხარ თათუ და მინდა რომ ბედნიერი იყო, ვიცი რომ ფარნა შეძლებს გაგაბედნიეროს მაგრამ ეგოისტურად არ მემეტები არავისთვის. - დღეს ელაპარაკე? როგორ არის? - ცუდადაა, ძალიან ცუდად, არ მომწონს რომ ვატყუებ, ძალიან დიდი ხანია მასთან ვმეგობრობ და ახლა იძულებული ვარ შენს გამო მოვატყუო. - მე რომ მატყუებდი მის გამო კარგი იყო? - მხოლოდ შენთვის ვიქცეოდით ასე თათუ, თავიდან როცა ფარნამ მითხრა რომ მგონი შენ იყავი ის ვისაც ვეძებდი კინაღამ შევიშალე სიხარულისგან, მან მომცა შენი მისამართი მაგრამ მთხოვა რომ მის შესახებ შენთვის არაფერი მეთქვა, ინგლისში რომ ჩავიდა არ იყო იმაში დარწმუნებული რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, შეიძლებოდა რამდენიმე წელი გაეტარებინა ციხეში, არ უნდოდა თუ ასე მოხდებოდა მის ლოდინში გაგეტარებინა ცხოვრების საუკეთესო წლები, ყოველ დღე მირეკავდა, მწერდა და შენს ამბავს კითხულობდა. - ყველაფერი ჩემს გარეშე გადაწყვიტა, ისე რომ არაფერი უკითხავს. - ამიტომაც ექცევი ასე? იცი რა ცუდად იყო როცა ლადოსთან დაბრუნებაზე უარი განაცხადე, არასდროს მაპატიებსო მითხრა, იმედი აღარ მაქვს რომ შევძლებ დავიბრუნოო, იმ დღესვე წავიდა სოფელში... - ღირსია, იჯდეს იქ განდეგილივით და იფიქროს იმაზე თუ რა ცუდად ვიყავი მის გარეშე. - ვიღაცამ რომ გისმინოს იფიქრებს რომ მართლა ასეთი ბოროტი ხარ, -გულიანად გაეცინა ბაჩანას და მანქანის კარი გამიღო. - ჩემს თავს ვერ ვპატიობ ბაჩანა რომ იმ საზიზღარი ინტრიგანი ქალის დავიჯერე, ფარნამ ხომ მთხოვა ჩემი გჯეროდესო, ალბათ როგორი ნაწყენი და გაბრაზებულია, -მოღუშულმა ჩავხარე თავი. - ნუ ნერვიულობ ლამაზო, შენზე გიჟდება, შენი ერთი გაღიმებაც კი საკმარისია რომ ყველა და ყველაფერი დაავიწყო და გააბედნიერო, ახლა წადი თორემ გზაში დაგაღამდება და ხომ იცი რა ცუდი გზებია იქეთ. - მთავარი გზიდან რომ გადავუხვიე უკვე სიბნელე იყო ჩამოწოლილი ირგვლივ, რომ დაიქუხა და გაიელვა ღიმილი ვერ შევიკავე, თვალწინ ფარნასთან პირველი შეხვედრა წარმომიდგა, ძრავმა საცოდავად რომ დაიხრიალა და გაჩერდა სიცილი ამიტყდა, თითქოს ყველაფერი თავიდან მეორდებოდა, გადმოვედი და ფეხით გავუყევი გზას, არც თუ ისე ბევრი მქონდა გასავლელი, რამდენიმე წუთის შემდეგ საზარელი ყმუილი მომესმა, შევდექი, დავინახე როგორ გამოეყო ჩაბნელებულ ტყეს უზარმაზარი, წითლად მოელვარე თვალებიანი არსება და ჩემკენ წამოვიდა, შეშინებულმა დავიხიე უკან, რაც უფრო მეტად მიახლოვდებოდა მით უფრო კარგად ვახერხებდი მის გარჩევას, მგელი იყო, უზარმაზარი და აშკარად დამშეული, შეშინებულმა ვიყვირე, მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თითქოს არსაიდან გამოჩენილი უსი ჩემსა და მგელს შორის ჩადგა, შორიდან ძრავის ხმა მომესმა და ფარების სინათლეც გამოჩნდა, ამდენი ხნის დაძაბულობამ და სტრესმა თავისი გაიტანა, თავის შემაგრება ვეღარ მოვახერხე და გულაღმა დავეცი, ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი ვგრძნობდი შეხებას, ნაცნობ სურნელს და მონატრებული საყვარელი ხმა ჩამესმოდა, გაურკვევლად მეჩურჩულებოდა ათას რამეს, თვალის გახელას მთხოვდა, მეუბნებოდა მომენატრე და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო, სახეს მიკოცნიდა... გონს იმ ძველისძველ სახლში მის საძინებელში მოვედი, თავი მის მკერდზე მედო, მისი მაისური მეცვა, ირგვლივ ყველაფერი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, ერთხანს განაბული ვუსმენდი მის გულისცემას და ვხვდებოდი რომ არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება ვიდრე საყვარელი ადამიანის გულისცემის მოსმენაა, მერე ადგომა დავაპირე, წამოვიწიე თუ არა იგრძნო რომ გავიღვიძე მაგრამ წამოდგომის საშუალება არ მომცა, ისევ მკერდზე მიმიკრა და ნაზად მაკოცა თავზე. - დაიძინე, ჯერ ადრეა, -ხრინწგარეული ხმით მითხრა. - უსი? -პირველი ჩემი მამაცი ცუგა მოვიკითხე. - კარგადაა ნუ გეშინია, ძლიერია, მგლები ვერაფერს უშავებენ. - შენ? -შენ როგორ ხარ? - უკვე კარგად, -ღიმილი გაერია ხმაში, წამოიწია, ზემოდან მომექცა, ჩემკენ დაიხარა და დიდი ხნის ნანატრი კოცნა მაჩუქა... - დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.