თერაპია (I)
საღამოს სეირნობით დაღლილებმა საყვარელ კაფეს მიაშურეს ისე, თითქოს ყავა მათი ცხოვრების ერთადერთი ხსნა იყო, თითქოს ის გადაჭრიდა ყველა პრობლემას რაც მათ თავში ტრიალებდა, თითქოს ყავა დაუბრუნებდათ უკვე დიდი ხნის წინ დაკარგული ცხოვრების აზრს.. ან ეს კაფე თუ იყო მართლა მათი საყვარელი ? მიუხედავად იმისა რომ თავად ასე თვლიდნენ, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ , მე გეტყვით რომ ეს ნახატებისგან სუნთქვაშეკრული პატარა კაფე, სულაც არ იყო მათი საყვარელი და პირიქით, ზიზღისგან ხანდახან სახესაც კი ვერ ასწორებდნენ როცა სავარძელში ეშვებოდნენ და ზეპირად ნასწავლ მენიუს მაინც გადახედავდნენ ხოლმე. მენიუს გადახედვა, ისევე როგორც ამ კაფეში სიარული ჩვევად ჰქონდათ, ჩახვეული ჩვევების გადაგდება კი ნამდვილად არ იყო მათი ძლიერი მხარე. უკვე სამი წელია ამ კაფეში დადიან, ამიტომაც ფიქრობს გარშემო ყველა და თავად ისინიც კი რომ ეს მათი საყვარელი კაფეა, რეალურად კი სიახლეებსა და მრავალფეროვნებას გაურბიან თუმცა გამიზნულად არა, ავტომატურად აკეთებენ ამას. რუტინული, ერთფეროვანი ცხოვრებით ერთდროულად შეწუხებულები და დაღლილებიც არიან, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ამის გაძლება ბევრად უფრო მარტივად წარმოუდგენიათ, ვიდრე ამასთან გამკლავება. -უკვე აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მართლა აღარ მინდა ამ სამყაროს ნაწილი ვიყო.-ისევ განაგრძო რამდენიმე წუთის წინ შეწყვეტილი დიალოგი ანნამ და მეგობარს შუაღამისფერი თვალები შეანათა. -ხომ იცი, ნებისმიერ წამს, შენ უბრალოდ მომწერე და მე ყოველთვის მზად ვარ დასასრულისთვის. -ნეტა სადამდე გავძლებთ..-ღიმილი სიცილში გადაუვიდა და აკანკალებული ფეხების ხელით გაჩერებას შეეცადა . კაფის დაკეტვამდე ისხდნენ გაცვეთილ ხის მაგიდასთან. მათი სიჩუმის ფონზე სხვა ადამიანების საუბარი კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდა, ყურები უფეთქდებოდათ სხვების გულრწფელი სიცილით და თავად მხოლოდ ირონიისთვის თუ ჩაიღიმებდნენ და ისიც სიმწრით. ახალს არაფერს ამბობდნენ, საერთოდ არც ამბობდნენ არაფერს, რამდენიმე წუთში ერთხელ რომელიმე ამოიკვნესებდა, დაიცლებოდა წუწუნით, შემდეგ კი ისევ სივრცეში აშტერებდნენ დაღლილ თვალებს. * -ანნა, შენ ხარ? -სხვა ვინ შემოვიდოდა სახლში დედა? - წარბი აზიდა ანნან და საკუთარი სიუხეშის გაკონტროლებას მაქსიმალურად შეეცადა. -ირმას ველაპარაკე, ფსიქოლოგი მირჩია, სულ ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში, ძალიან განათლებული და თავის საქმის პროფესიონალია, უკვე რიგები უდგას მაგრამ ნათლიაშენმა ანნასთვის აუცილებლად გამოვანახინებ ადგილსო, დამპირდა..-ხმაში ვედრება ჰქონდა შეპარული 35 წლის მოხდენილ მანდილოსანს. უკვე აღარ იცოდა რით ეშველა საკუთარი შვილისთვის , არ იცოდა როგორ დაეხსნა ამ დეპრესიისგან. ფსიქოლოგზე ანნასთან აქამდეც ულაპარაკია და პასუხი ყოველთვის არა იყო, ამიტომ ახლა უკვე ევედრებოდა რომ მისთვის დაეჯერებინა, თითქოს ეს ერთადერთი ხსნა იყო. -ფსიქოლოგთან არ წავალ დედა.-მოყუდებული წყლის ბოთლი მაცივარში დააბრუნა და თავისი ოთახისკენ დაიძრა. -ანნა, ეს ხუმრობა აღარ არის! -ტონს აუწია და თავადაც წამოდგა .-ფსიქოლოგთან მისვლა გჭირდება! მე .. მე მეტს ვერაფერს შევძლებ, მე სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია. ვერ ვიცხოვრებ შიშში რომ ერთხელ ჩემს შვილს თოკზე ჩამოკიდებულს ვიპოვი.-თვალები აუცრემლიანდა იმის მიუხედავად რომ მაქსიმალურად ცდილობდა სიმყარის და სიმკაცრის შენარჩუნებას. -ესეიგი ეს ყოფილა პრობლემა.-მწარედ ჩაიცინა ანნამ.-ნუ გეშინია მაკა, ამას თოკზე ჩამოკიდებით არ გავაკეთებ და არც ისე, შენ რომ მოგიწიოს ნახვა. -ჭკუიდან გადაგყავარ! რას ვამბობ და რას იგებ. შენს ტვინში რაღაც ხდება, რაღაც რიგზე ვერ გაქვს, მკურნალობა გჭირდება! ადამიანების არ გესმის, მხოლოდ იმ სიტყვებს არჩევ წინადადებებიდან რაც გაწყობს და მერე ამით პრობლემებს უქმნი ისევ საკუთარ თავს. მე იმის თქმა მინდა რომ მიყვარხარ და შენზე ვნერვიულობ შენ კი რაღაცნაირად იმას ახერხებ ესეც ჩემს ეგოისტობაში გაატარო. საკუთარ თავს ასე რატომ ექცევი?-თვითონაც მიხვდა დიალოგი რომ მონოლოგში გადაეზარდა , თუმცა დანებებას არ აპირებდა, ამის შეკავება უკვე აღარ შეეძლო, ოთახამდე სდია ანნას და იქაც გააგრძელა.-ჯერ მხოლოდ 18 წლის ხარ, ჯერ ძალიან პატარა ხარ იმისთვის რომ ასე დაიმძიმო თავი უბედურებებით , რომლებსაც თავად იგონებ.. ყველაფერს რასაც ეხები აბნელებ, სადაც ჩნდები იქ ყველგან სიშავეს აჩენ ანნა.. გუშინაც , აი გუშინ ხომ უბრალოდ ერთი ლამაზი დღის გატარება შეგვეძლო, შეგვეძლო ეს დღე დაუვიწყარი გაგვეხადა ჩვენთვის და შენ რა გააკეთე? მოხვედი ყველას განწყობა გაუფუჭე და ისევ ოთახში გამოიკეტე. -ბოდიში მაკა, შენი საქმროსთვის და მისი ოჯახისთვის განწყობის გაფუჭება არ მინდოდა , სხვა დროს წინასწარ გამაფრთხილე თუ სახლში იქნებიან და არ მოვალ. ახლა კი დამტოვე, მეძინება.-თავი ბალიშში ჩარგო და დედას ხელით კარებისკენ ანიშნა. -აი სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, ხმას მარტო მაშინ იღებ როცა ვინმეს დადანაშაულება გინდა. საკმარისია ანნა! საკმარისია! -კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ ამ საუბარს თუ წახვალ ბოლოსდაბოლოს? -ხვალვე დავურეკავ ირმას და ფსიქოლოგთან ვიზიტს დავჯავშნი. არც კი გაიფიქრო რომ არ ივლი, არც კი გაიფიქრო რომ ისევ ძველებურად გამოძვრები შენი ისტერიკებით.-საჩვენებელი თითი თვალებთან ახლოს მიუტანა , თითქმის ბნელ ოთახშიც კი მარტივად დაინახავდით მის სახეზე გამოხატულ სიბრაზეს.-თმებითაც რომ მომიწიოს შენი მიყვანა, მიგიყვან და მკურნალობას დაიწყებ, რამდენჯერაც შეწინააღმდეგებას გადაწყვეტ, გაიხსენე რომ მე ეს გადავწყვიტე და გინდა შენ თუ არა, მაინც მოხდება! დილას უკვე დაღლილმა გაიღვიძა ანნამ, როგორც ყოველთვის. 10 საათზე მეტი ეძინა, თუმცა თვალი გაახილა თუ არა პირველი სხეულის სიმძიმე იგრძნო. ფანჯრიდან შემოსული სინათლის გასაქრობად მაშინვე ფეხზე წამოხტა და შავი ფარდებით ჩამოაბნელა ოთახი. დღის სინათლე ეზიზღებოდა, განსაკუთრებით მაშინ თუ მზის სხივებიც ისე აჭერდნენ ფანჯრებს, თითქოს მინების შემოლეწვა ჰქონდათ გადაწყვეტილი. გუშინდელი კამათი დედასთან სერიოზულად არ მიუღია, ასეთები ხომ მრავლად ჰქონიათ, ამიტომ ჩათვალა რომ ესეც ერთჯერადი შეკამათება იყო. ლოგინს დაუბრუნდა, ელის მოწერილ შეტყობინებებს უპასუხა და თვალები ისევ მაგრად დახუჭა. -ადექი! 3 საათია! -ყვირილით შეუვაედა მაკა ოთახში, ამას ანნა მიჩვეული არ იყო, რადგან დედა ყოველთვის აცდიდა ძილს. -რა ხდება დედა?-თავი წამოყო ლოგინიდან და გაწეწილი , თვალებში ჩამოფხატული თმები სარჭით დაიმაგრა. -ის ხდება რასაც გუშინ დაგპირდი, ფსიქოლოგთან მიდიხარ , დღესვე! ირმაც გზაშია 10 წუთში აქ იქნება , ერთად წავალთ უკვე ესაუბრა და ვიზიტზე გველოდება. დღეს ზოგადად ვისაუბრებთ , დროებს შევათანხმებთ და გავიცნობთ, დანარჩენს თვითონ გვეტყვის.-თვითკმაყოფილმა გაიღიმა და ანნას სკამზე მიყრილი ტანსაცმლის დაკეცვას მოჰყვა. -გააფრინე მაკა? მგონი გარკვევით გითხარი რომ არანაირ ფსიქოლოგთან სიარულს არ ვაპირებ! გიჟი არ ვარ! -არადა მგონია ტვინი მაინც გიმუშავებს და დებილი არ ხარ მეთქი, ამაშიც ვცდებოდი როგორც ჩანს. შენ მართლა ფიქრობ რომ ფსიქოლოგთან მხოლოდ გიჟები დადიან? -რანაირად მელაპარაკები?-გულიც კი აუჩუყდა ანნას, დედის ასეთ უხეშობას ვერ ეგუებოდა. -რანაირადაც შენ მელაპარაკები ანნა მთელი ცხოვრებაა! მაინც უარყოფითს ხედავ ჩემში სულ რომ თავზე გეფოფინები და ტკბილი სიტყვებით გამკობ, ამიტომ გადავწყვიტე თავი აღარ შევიწუხო. ახლა კი ადექი, გადაივლე და ლამაზად ჩაიცვი. -მაკა.. -ჩუმად! ერთი სიტყვაც აღარ გავიგო! არ მინდა თმებში ჩაგწვდე და ისე მიგათრიო აბაზანამდე, გირჩევნია ადგე. ისე ჟღერდა მისი სიტყვები, თითქოს მართლა იყო გამკეთებელი, ანნა დაიზაფრა, თითქოს შეეშინდა კიდეც ამიტომ აღარ გაუგრძელებია კამათი იფიქრა ჯანდაბას გასაცნობ ვიზიტზე გავყვები და მერე მოვიფიქრებ რაიმესო. წამოდგა, ცივ შხაპს ტანი შეუშვირა, საპონი აქაიქ გაისვა და მალევე დაუბრუნდა ოთახს , დარწმუნებული არ იყო რა იგულისხმა მაკამ როცა უთხრა ლამაზად ჩაეცვა, მაგრამ იმაში ეჭვი არ ეპარებოდა რომ ის ანნას არცერთ ტანსაცმელს არ აღიქვამდა ლამაზად, ამიტომ აღარ დაუწყია ქექვა, ძებნა და ტვინის ჭ....ტა, პირდაპირ გადაიცვა შავი დიდი მაისური, ამოიცვა ამ ფერისვე შარვალი, კეტები და მისაღებში გავიდა სადაც მაკასთან ერთად უკვე ირმაც ელოდებოდა ყავით ხელში. შევიდა თუ არა, ლაპარაკი შეწყვიტეს, ანნა მიხვდა მას რომ განიხილავდნენ და ჩაეცინა. -ჩემო ულამაზესო, როგორ მიხარია რომ მაკას დათანხმდი და როგორც იქნა თერაპიებს დაიწყებ.-ღიმილით მოეხვია ნათლია ნათლულს. -არ დავთანხმებივარ.-შეუღრინა ანნამ და მხრების ხვანცალით მოაშორა მისი სხეული თავისას. -ხო, არ დამთახმებია, მაგრამ თანხმობა არც მჭირდება, ამიერიდან ისე იქნება როგორც მე ვიტყვი. -ღმერთო, არ შემიძლია თქვენი გაძლება.-თვალები აატრიალა ანნამ და ტელევიზორთან გადაინაცვლა. -აღარ დაჯდე გავდივართ უკვე, სჯობს ადრე მივიდეთ ვიდრე დავაგვიანოთ, ისედაც იმდენი ვეხვეწე ანნა რომ მიეღო და თანაც დღესვე.. ბავშვებთან საერთოდ აღარ ვმუშაობო გამომიცხადა, ძლივს დავითანხმე.. -შენ რომ არ მყავდე ირმა.-თვალები აუცრემლიანდა და უკნიდან მოეხვია წლების მეგობარს. მოსაცდელში რკინის სკამზე იჯდა ანნა, ფეხებს ვერ აჩერებდა, ხან ერთს ააკანკალებდა გაუჩერებლად, ხან მეორეს, ფრჩხილებს ისე იკვნეტდა თითქოს წლების უჭმელი ყოფილიყოს, სიჩუმეში მხოლოდ მისგან გამოწვეული რკინის სკამის ჭრაჭუნის ხმა ისმოდა, თუმცა თავად მას არცერთი წამითაც კი არ გაუგია ეს ხმა, ფიქრებით სულ სხვაგან იყო, სამყაროს გამოთიშვოდა. “რას მეტყვის?” “რას მკითხავს?” “რომ მითხრას შენს თავზე მომიყევიო რა უნდა ვუთხრა?” “იქნებ იმ ფსიქოლოგს გავს ელა ვისთანაც დადიოდა.. უხეში, უჟმური წითელთმიანი მონსტრი..” “ნეტა მაკა ყველაფერს მოუყვება?” “ნეტა მარტო გამიცნობს თუ ამათთან ერთად?” “ხომ არ ჯობს მაკას და ირმას მოვატყუო ელა ცუდად გახდა მეთქი და აქედან გავიქცე?” “ან იქნებ ძირს დავვარდე ვითომ გული წამივიდა და თვითონ წამიყვანენ..” “საერთოდ აქ რას ვაკეთებ?” “მაკას როგორ დავთანხმდი ამ სისულელეზე?” -შენი რიგია ანნა! -ფიქრებიდან ძლივს გამოარკვია დედამ , გარშემო სურათს რომ გადახედა მიხვდა უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც ეძახდნენ, თუმცა ეს ფაქტი არც კი შეიმჩნია ისე წამოდგა ფეხზე. ოთახში სამივე ერთად შევიდნენ და სავარძლებში განაწილდნენ, ანნას მუშტი ჰქონდა შეკრული და ისე ძლიერად უჭერდა, კიდევ კარგი შესვლამდე ფრჩხილები ბოლომდე დაიჭამა თორემ ალბათ სისხლებსაც კი გამოიდენდა. -გამარჯობა.-ტყავის სავარძელში მჯდომი შავგვრემანი მამაკაცი ფეხის მარტივი მოძრაობით შემობრუნდა სტუმრებისკენ , მის მოტრიალებაშიც კი იგრძნობოდა მისი სიდინჯე. სახეზე დაღლილობა უთამაშებდა, ეტყობოდა რომ საათობით გაუჩერებლად მუშაობდა , თუმცა მაინც თბილი ღიმილით შეავლო თვალი ქალბატონებს . სიყვარულით მოიკითხა ირმა თავისი ოჯახით , თავი წარუდგინა ანნას და მაკას ისე თითქოს სახლში ესტუმრნენ ჩაიზე,შემდეგ კი საქმეზე უფრო მკაცრი იერით გადავიდა. -თქვენის ნებართვით, პაციენტთან მარტო დავრჩები. -საქაღალდეები წინ გადმოილაგა და წარბით კარებისკენ მიანიშნა ირმას. -კი კი , რა თქმა უნდა, გარეთ დაგელოდებით.-ფეხზე ფაციფუცით წამოდგა ირმა, მაკას მუჯლუგუნი კრა და თვალებით უბრძანა გავიდეთო. ქალბატონებმა გარეთ გადაინაცვლეს იმიხ მიუხედავად რომ მაკას ეს ფაქტი სულაც არ მოეწონა, დარწმუნებული არ იყო ანნაში, იმასაც კი ეჭვობდა რომ საწყალ კაცს საშინელებებს ეტყვის და გაიქცევაო.. თუმცა ირმას ვერ შეეწინააღმდეგა და მოთმინებით იცდიდა დერეფანში. -კიდევ ერთხელ გამარჯობა, ანნა.-სახელის გასახსენებლად ქაღალდებში ჩაიჭყიტა მამაკაცმა, ალბათ გაიღიმებდა კიდეც, თუმცა მისი პაციენტი ფანჯრიდან პეიზაჟის ყურებით იყო გართული და ამას მაინც ვერ დაინახავდა , ამიტომ ზედმეტი ენერგია აღარ დაუხარჯავს.. -რა თქმა უნდა, შეგიძლია მანდ დარჩე და ასე გავისაუბროთ, თუმცა თუ შენთვის დისკომფორტს არ წარმოადგენს იქნებ ერთმანეთს ცოტა უფრო მივუახლოვდეთ რომ უკეთ გავიგოთ ერთმანეთის ხმა, შემიძლია მე გადმოვჯდე შენკენ, ან იქნებ შენ მოგეწონოს ამ სავარძელში ჯდომის იდეა.-ხელით მისი მაგიდის წინ მდგარ სავარძელზე მიანიშნა. -ასე კარგია.-თავისთვის ჩაილაპარაკა ანნამ და მხოლოდ ახლა გაატრიალა სახე მამაკაცისკენ. თვალი მხოლოდ ერთხელ შეავლო , მაშინვე შეხტა და ისევ საპირისპირო მხარეს გაიხედა. ტანზე ბუსუსებმა დააყარა და კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა მუშტს, გული აუჩქარდა თუმცა ვერაფრით მიხვდა რატომ.. ეს იმ შფოთვას არ გავდა რაც ძირითადად აქვს ხოლმე, რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელებს გრძნობდა თუმცა ახლა ამის დრო არ იყო ამიტომ ყურადღების გადატანას შეეცადა. -კარგი, თუ შენ ასე მოგწონს ჩემთვისაც ეს საუკეთესო ვარიანტია ამიტომ ვიყოთ როგორც ვართ.-არც ახლა უყურებდა ანნა , თუმცა მაინც ჩაიღიმა იმის იმედით რომ მის კეთილგანწყობას შეხედვის გარეშეც იგრძნობდა პაციენტი. -ანნა, აქ შენი ნებით მოხვედი? -რა თქმა უნდა , არა!-გულრწფელად წამოიყვირა ანნამ. -თუმცა ხვდები რომ სწორად ადგილას ხარ, ასეა არა? -ასე მაკა ფიქრობს.. მაკას გონია რომ ფსიქოლოგი მიშველის . რეალურად საშველი არაფერი მაქვს, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ისე როგორც ყველა. -და მაკა რატომ ფიქრობს რომ დახმარება გჭირდება? -ვერ მიტანს. ვერ იტანს რომ ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე, ვერ იტანს რომ სულ მასსავით არ ვიღიმი და არ ვუღიმი ყველას. ჩემში საკუთარ თავს ვერ ხედავს და ამაზე ღიზიანდება, მე რომ სიმართლეს ვეუბნები ამაზეც. სხვა არავინ ეტყვის რომ ეგოისტია და რეალურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.. -რადგან შენ აქ ხარ, ეს უკვე ნიშნავს რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. -კალამი მაგიდას დაუბრუნა, სავარძელს თავითაც მიეყრდნო და მაღლა კედელს დაუწყო ყურება. ზოგადად პაციენტებს ყოველთვის თვალებში უყურებს ხოლმე, თითქოს თვალებში ყურებით ახერხებს რომ საკუთარი ტყავი მოიძროს და მათ ტყავში გადაინაცვლოს, თუმცა ანნამ რადგან ასე ისურვა სეანსის ჩატარება, წინააღდმეგობას ვერ გაუწევს .. რომ დაფიქრდა მოსწონს კიდეც პაციენტისგან შორს ჯდომა, არ უწევს მიმიკების კონტროლი, ამოსუნთქვების დათვლა და ასე ისიც უფრო კომფორრულადაა, უფრო მოშვებულია. -არ მეთანხმები?-სივრცეში გაშტერებულ ანნას კიდევ ერთხელ შეახსენა კითხვა. -უკვე გითხარით, აქ იმიტომ მომიყვანა რომ არ უნდა პრობლემებს ვუქმნიდე, ჩემზე ფიქრი არაფერ შუაშია. -რა უნდა გააკეთოს მაკამ შენთვის იმაში დასარწმუნებლად რომ ის შენზე ფიქრობს? გახსენდება რაიმე ასეთი? -მამას ვეღარ დააბრუნებს, სხვა რაც არ უნდა გააკეთოს ყველაფერი უაზრობაა. -შენი სიტყვებიდან ჩანს რომ მაკა ცდილობს რაიმეთი გასიამოვნოს , თუმცა მის არცერთ მცდელობას არ იღებ , რადგან მას მამის დაბრუნება არ შეუძლია. სწორად გავიგე ხომ? -რა თქმა უნდა.. მწარედ ჩაიცინა ანნამ. თქვენ ირმას ნათესავი ხართ , თქვენი თავი ირმამ ურჩია მაკას.. რა სულელი ვარ , გუშინვე უნდა მივმხვდარიყავი..-სიცილს არ წყვეტდა ანნა. -შეგიძლია შემომხედო და მეც გამიზიარო რა აღმოაჩინე? ახლა უკვე მეორედ შეხედა ანნამ შავგვრემან მამაკაცს , თითქოს აქამდე მხოლოდ იმას ელოდებოდა კიდევ როდის თხოვდა შემომხედეო.. გული ისევ აუჩქარდა , თუმცა ახლა უფრო მარტივად შეეცადა გამკლავებას. მის დიდ , მუქ მწვანე თვალებს სულ რამდენიმე წამით შეხედა , შემდეგ თვალები ტუჩებთან ჩამოიტანა , მამაკაცი ცალყბად იღიმოდა , კარგად რომ დაკვირვებოდი იმასაც აღმოაჩენდი რომ ეს სულაც არ იყო გულრწფელი ღიმილი , თუმცა ამის მიუხედავად მაინც თავისთან გითრევდა , მისი გამომეტყველება გარწმუნებდა იმაში რომ ის ყველაზე სანდო ადამიანი იყო ამქვეყნად და გაგიმართლა რომ მის გვერდით აღმოჩნდი.. ანნას მზერას არც მამაკაცის განიერი მხრები გამოპარვია , ტუჩებიც კი გაილოკა როცა კისრიდან მხრებამდე ჩაათვალიერა , კანის ფერი გარუჯვისგან გაშავებოდა , ნავარჯიშები სხეული შავი მაისურის შიგნიდანაც კი კიოდა.. ‘’მორჩა , შეწყვიტე ! აღარ შეხედო !’’ -თავის თავს უბრძანებდა ანნა , თუმცა აღარ შეეძლო სხვაგან გაეხედა.. ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოერკვა როცა კითხვა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მკაცრი ტონით გაუმეორეს. -ანნა, შეგიძლია შენი ეჭვები გამიზიარო? -ირმამ და მაკამ წინასწარ დაგარიგეს რომ საუბარი მაკაზე დაგეწყო , იმისთვის დაგიქირავეს რომ მაკაზე კარგი რაღაცები მითხრა და მერე მე ის შევიყვარო .. გონიათ შენ დაგიჯერებ და შენ დამარწმუნებ რომ მაკას ფეხებზე არ ვკიდივარ, ეს ყველაფერი თქვენი მოფიქრებული თამაშია იმისთვის რომ მე და მაკას კარგი ურთიერთობა გვქონდეს.. - ანნას კიდევ ერთხელ გულიანად გაეცინა რომ წარმოიდგინა ამ სამმა როგორ დაგეგმა ყველაფერი. -სიმართლე რომ გითხრათ იმათგან არ მიკვირს , მთელი ცხოვრებაა ასეთ რაღაცებს აკეთებენ ,აი თქვენ კი გამაკვირვეთ.. თქვენს კომპეტენციას რომ წირავთ თქვენი ნათესავისთვის , ცოტათი უხერხულიცააა.-მოგებულმა გაუღიმა ანნამ , საკუთარი თავი ნამდვილ დეტექტივად წარმოედგინა იმწუთებში. -მე უფრო მაგარი იდეა მაქვს , -ამჯერად მამაკაცსაც ჩაეცინა.-მე დაქირავებული მსახიობი ვარ , ფსიქოლოგის როლს ვთამაშობ რადგან დაგარწმუნო რომ დედაშენი შეიყვარო , მაკამ და ირმამ ძალიან ბევრი გადამიხადეს , ეს შენობაც მათ იქირავეს , ლამაზია არა? ერთად მოვაწყვეთ რომ ფსიქოლოგის კაბინეტს დამსგავსებოდა . ეს სერთიფიკატებიც-ხელი კედლისკენ გაიშვირა.-ჩვენ ამოვბეჭდეთ , სხვა ადამიანისაა მაგრამ გავაყალბეთ და ჩემი სახელი და გვარი მივაწერეთ, ალექსანდრე ახვლედიანი..-საკუთარი სახელის და გვარის გაგონებაზე ჩაეღიმა , აშკარა იყო როგორც უყვარდა თავი.-მგონი ჩემი სახელი უფრო უხდება არა? ეს წარმოდგენა რომ დამთავრდება ამ სერთიფიკატებს მაინც შევინახავ , სამახსოვროდ დავიტოვებ , მომწონს როგორც ჟღერს .. ხო , არ დამავიწყდეს , ის ხალხი გარეთ , ჩემი პაციენტების როლს რომ თამაშობენ რეალურად ჩემი კოლეგები არიან , მსახიობები. ისე კარგად ვითამაშეთ ყველამ ჩვენი როლი არა? რას იტყვი?-საბოლოოდ ხმითაც კი გაიცინა და წარბებ ათამაშებულმა შეხედა ანნას , რომელიც გაღიზიანებისგან და სიბრაზისგან სადაცაა გასკდებოდა. -თქვენ თუ მართლა ფსიქოლოგი ხართ , მართლა არ მესმის რიგები როგორ გიდგათ თუ ხალხს ასე ელაპარაკებით.. -რამე ცუდად ვთქვი? მე ასე არ ვფიქრობ , აგყევი , შენი იდეა განვავრცე , მგონი კარგადაც გამომივიდა.-ისევ ჩაიცინა. -თქვენ მე დამცინით!-თითქმის კივილით წამოხტა ანნა .-არამგონია ეს ფსიქოლოგის საქმე იყოს! -და შენ რა გგონია ანნა? რა არის ფსიქოლოგის საქმე? -ირონიით საუბარი და პაციენტის დაცინვა არა , ყოველ შემთხვევაში. გამწარებული იყო , თავს დამცირებულადაც კი გრძნობდა , თუმცა მაინც არ შეეძლო არ ეფიქრა რამხელა სიამოვნებას მიიღებდა უეცრად რომ მის ბაგეებს შეხებოდა, გონებაში რამდენჯერმე წარმოიდგინა როგორ წევს შიშველი მამაკაცის ხის მასიურ მაგიდაზე, ის კი ზემოდან როგორ ესიყვარულება თითებით.. უჭირდა , თუმცა ამ ფიქრებს ებრძვოდა და მასთან არაფერს იმჩნევდა. თან იმასაც უშვებდა გონებაში, იქნებ იმდენად კარგად ესმოდეს ადამიანების სულარ შევიმჩნიო მაგრამ მაინც მიხვდეს რაზეც ვფიქრობო… -ჩვენი სეანსის დასაწყისში შენ ზედაც არ მიყურებდი, ჩემთან ახლოს დაჯდომაც კი არ გინდოდა, ახლა თავზე მადგახარ და მხოლოდ კი არ მესაუბრები, მიყვირი კიდეც.-კმაყოფილმა ჩაიღიმა ალექსანდრემ.-ვფიქრობ ჩემი საქმე იდეალურად შევასრულე და რადგან დროც ამოგვეწურა და სხვა პაციენტის მიღებამდე სულ რამდენიმე წუთი მაქვს დარჩენილი, მოდი შევთანხმდეთ ხვალ რომელზე მესტუმრები. -თქვენ ალბათ მართლა გიჟი ხართ თუ ფიქრობთ რომ ხვალ კიდევ აქ მოვალ. -6 საათი მისაღებია? შენი ასაკიდან გამომდინარე ამ დროს ყველა საქმე დამთავრებული უნდა გქონდეს, ამიტომ იყოს ექვსი. მამაკაცი ფეხზე წამოდგა , სანამ კარებამდე მივიდოდა , ანნამ მოასწრო და სიმაღლეში მიეტოლა, მასზე საკმაოდ მაღალი იყო, წელში გამართული, უკანალზე დააკვირდა,როგორ იკეთებდა ნაკეცებს კლასიკური შავი შარვალი ყველა ნაბიჯის გადადგმისას, ყბა ოდნავ დააღო, შეუმჩნევლად, თვალები გაუშტერდა და თავს ძლივს იკავებდა რომ უკნიდან არ მიხტომოდა. -ყველაფრის მიუხედავად, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ანნა, ხვალიდან ბევრად საინტერესო ამბები გველის. თვალი ჩაუკრა, კარი გამოაღო და დაელოდა როდის დატოვებდა კაბინეტს.. ანნას აღარაფერი უთქვამს , დამშვიდობების, შეწინააღმდეგების და საერთოდ ყველაფრის გარეშე გამოიკეტა კარები და წამოვიდა, გამოსვლისას შუბლზე სიმხურვალისგან მომდგარი ოფლი მოიწმინდა და ეცადა ფიქრები იქამდე მოეშორებინა თავიდან სანამ დერეფანში ირმასა და მაკას ცნობისმოყვარე სახეებს დალანდავდა.. * -ანუ მაგ ხეპრემ შენზე სექსუალურად იძალადა?-ლოგინიდან წამოდგა და ოთახში ბოლთას ცემას მოჰყვა ელა.-მაგან არ იცის ვისთან დაიჭირა საქმე! სახელი და გვარი მითხარი ახლავე ტიკტოკში ავტვირთავ ყველაფერს და მერე ნახოს, რიგები კი არა ერთი პაციენტიც აღარ ეყოლება. ელა ვერ მშვიდდებოდა, ანნა თავში ხელებს ირტყავდა ნეტავ საერთოდ არაფერი მეთქვაო.. -ელა, კიდევ ერთხელ აგიხსნი, ოღონდ იქამდე იქნებ ტონს დაუწიო და ყველაფერი მაკას არ გააგებინო. -საერთოდ დამავიწყდა სახლში რომ იყო, მიდი გისმენ.-თვალები აატრიალა და ლოგინს დაუბრუნდა. -ეგ მაგიდის სცენა ჩემი ფანტაზია იყო, მაგაზე ვფიქრობდი, წარმოვიდგინე -თქო! მართლა კი არ მომხდარა.. -ჰა?-ყბა დააღო ელამ.-ეს ნახეთ, რა გარყვნილი ყოფილა, აქამდე რატომ არ ამჟღავნებდი თავს.-ახლა უკვე სიცილი აუტყდა ელას. -ელა ძალიან იქცევ ყურადღებას! ამ ოთახიდან სიცილის ხმა წლებია არ გასულა, შენი აზრით რას იფიქრებენ?-წარბი აზიდა , თუმცა თვითონაც გაეცინა. -რა ვქნა? ასეთ რამეს მიყვები და ემოციაც არ გამოვხატო? მიდი რა , მანახე გთხოოვ როგორია. -ინსტაგრამი არ აქვს, არც ტიკტოკი.-მოიღუშა ანნა, თვითონაც უნდოდა ფოტოების დათვალიერება. -მაგ ასაკის ხალხს უფრო facebook, იმედია ცოლი და 3 შვილიც არ ყავს. -ისევ ჩაიცინა ელამ და ტელეფონი მოიმარჯვა. დიდხანს ათვალიერეს , ყველა ფოტო სათითაოდ დეტალურად შეისწავლეს ისე თითქოს პორტრეტი ჰქონდათ დასახატი და არაფერი უნდა გამორჩენოდათ. ანნას ფოტოებიდანაც არ ასვენებდა ის სიმხურვალე, ახსენდებოდა მისი თვალები, ტუჩების მოძრაობა საუბრისას, ახსენდებოდა მისი მხრების სიგანე, მისი მკერდის სიმკვრივე.. რამდენჯერმე სუნთქვაც კი შეეკრა, ენით ტუჩების დასველებით ცდილობდა გონზე მოსვლას რომ ელისთან ბოლომდეც არ შეემჩნია რამდენად იზიდავდა მამაკაცი. -არა, მართლა იდეალური კაცია.-ლეპტოპი დახურა და ღრმად ამოიხვნეშა , აშკარა იყო მასზეც დიდი გავლენა მოახდინა ნანახმა. -შენ ლაივში უნდა ნახო..-ამჯერად ლოყაზე იკბინა ანნამ. -მჯერა, ყველანაირად იდეალურია.. მაგრამ ასაკი? 15 წლით შენზე დიდ კაცზე გაფეტიშება ცოტა სარისკო მგონია. -კარგი რა ელა! ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს მართლა რამე ხდება, 40 წლით დიდიც რომ იყოს, ეს უბრალოდ ჩემი ერთი ფანტაზია იყო, მეტი არაფერი. შენ მართლა ხომარ ფიქრობ რომ ოდესმე მსგავსი რამე შეიძლება მოხდეს? მე უბრალოდ მისი პაციენტი ვარ ის კი ჩემი ფსიქოლოგი.. ეს არის და ეს. როგორც გოგოს , თუ როგორც ქალს არასდროს შემომხედავს.. -ანუ სიარულს აპირებ, ეს რაღაცას ნიშნავს. -ისევ ჩაეცინა ელას. -ხო მაგრამ მხოლოდ მაკას გამო, როგორც კი რაიმეს მოვიფიქრებ თავს დავაღწევ.-ოსტატურად იცრუა ანნამ , თუმცა არა დაგეგმილად, თავადაც სჯეროდა საკუთარი სიტყვების. ____________ გამარჯობაპირველ რიგში მადლობა ყველას ვინც წაიკითხა, თუ თქვენი სურვილი იქნება გავაგრძელებ და დავამატებ ახალ თავებსაც, გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.