შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად იყავი მაშინ როცა?! (გაგრძელება იქნება)


11-07-2023, 00:49
ნანახია 784

სად იყავი მაშინ?!
სად იყავი მაშინ, როცა ცხოვრება მკლავდა და მკლავდა?! სად იყავი მაშინ, როცა გეძებდი და გეძებდი?! უსაზღვროდ ჩემი ძებნის არეალი თითქმის და ჰორიზონტს გაცდა. სად იყავი მაშინ, როცა ზღვების იქეთ ვიხედებოდი, რომ დამენახე?! სად იყავი მაშინ, როცა წიგნს ვფურცლავდი და ყველა პერსონაჟში შენ მეჩვენებოდი?! სად იყავი მაშინ, როცა მიჭირდა და მაინც ფეხზე ვიდექი?! სად იყავი მაშინ, როცა მეტროში ბარათის გატარების დროს შენზე ვფიქრობიდ?! სად იყავი მაშინ, როცა ვერ ვამჩნევდი, როგორ მასწრებდა ავტობუსი, რომელიც დიდი ალბათობით შენს აახლთან ჩაივლიდა?! სად იყავი მაშინ, როცა წვიმას ფანჯრებიდან ვუყურებდი?! სად იყავი მაშინ, როცა ღრუბლიან ცას გავყურებდი და ვფიქრობდი, რომ დამენახე. სად იყავი მაშინ, როცა ტელეფონის ხმას ველოდი შენს ზარს ველოდი?! სად იყავი მაშინ, როცა ჩემთვის ჩუმად მიყვარდებოდი?! სად იყავი მაშინ, როცა ჩემი სიყვარული საზღვრებს გაცდა?! სად იყავი მაშინ, როცა დროის გასვლას ველოდი, რომ შენთვის მეთქვა?! ზუატად იმ დღეს, როცა მეთქვა უნდა შენ დასრულდი ჩემში ყველაფრით გაქრი და ახლა არ ვიცი, რატომ მაგრამ თავს ძალიან ბედნიერად და ამავე დროს საშინლად უბედურად ვგრძნობ გაღიმებაც კი არ მინდა ვიცი, რომ გაღიმების დროს შესაძლოა ცრემლებმა თავი ვეღარ შეიკავონ და ლოყებს, რომელიც ასე გიყვარდა მარილიანი წყალი დაასველებს. და მაინც სად იყავი მაშინ, როცა გულის კარებს ვკეტავდი და გასაღებს შენ გაძლევდი?! სად იყავი მაშინ, როცა ტკივილს ტკივილს ვაკლავდი და ყოველ ღამეს ვაგორებდი?! რთულია არა 17 წლის გოგო, რომ ამას წერს რთული კიარა სამწუხაროა უფრო მეტად სამწუხარო კი ისაა, რომ შენი მიზეზით ვერ ვაძლიერებ მენტალურ მდგომარეობას მაინც რთულია არა, რომ შემეძლოს შევიყვარო ადამიანი ვისაც ვუყვარვარ ამას გავაკეთებდი მაგრამ არ შემიძლია ჯერ მას შემდეგ კი საკუთარ თავს ვერ გავუკეთებ ამას მეძინოს იმ კაცის გვერდით, რომელსაც ვუყვარვარ და ვფიქრობდე მასზე ვინც მე მიყვარს წარმოვიდგინო, როგორ მეხება და მეხუტება მაშინ, როცა ჩემს გვერდით ჩემთვის უცხო მაგრამ მისთვის უკვე მისი ცოლი წევს და მას უფლებას მივცემ შემეხოს? არასოდეს ჩემი სხეულიც და სულიც ისეთივე უმწიკლო იქნება, როგორც სიყვარული მე კი შენს თავს ვუთმობ სხვებს ვტოვებ მოედანს, რომელსაც წრეს ვურტყავდი იმ იმედით, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი დასრულდებოდა. კარებს ვაღებ და გავდივარ ჩემი გოლი უკვე გატანილია ანგარიში ფრეა ჩვენთვის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent