შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თერაპია(II)


11-07-2023, 02:40
ავტორი autamnlover
ნანახია 1 066

-გამარჯობა ანნა, სხვა დროს ეცადე აღარ დაიგვიანო.-ჯერ საათს დახედა , შემდეგ კი ხელით სავარძლისკენ მიუთითა.
-მხოლოდ ოთხი წუთი დამაგვიანდა , თანაც მოსვლას საერთოდ არ ვაპირებდი, მადლობა უნდა მითხრა.
-ანნა , მე არ ვარ შენი პაციენტი რომ მადლობებს გიხდიდე ჩემთან შეხვედრისთვის. წუთებს რაც შეეხება, ეს ოთხი წუთი მომიწევს სხვა პაციენტს მოვაკლო და შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენი ადამიანის ცხოვრების შეცვლაა შესაძლებელი ზუსტად ოთხ წუთში.
-კარგი , გავითვალისწინებ და აღარ დავაგვიანებ.-მალევე დანებდა ანნა.
-იმედი მაქვს გუშინდელი საუბრიდან მინიმუმ ის დასკვნა მაინც გამოიტანე რომ აქ მხოლოდ შენს დასახმარებლად ვარ და სხვა არაფრისთვის. ეს არც თამაშია, არც დადგმულია და არც არაფერი სხვა, აქ მხოლოდ იმიტომ ვართ მეც და შენც რომ უკეთ გახდომაში დაგეხმარო.
-გუშინ უბრალოდ იმდენად ცდილობდი მაკას დაცვას რომ ეს იდეა მომივიდა..-განაწყენებით ამოილუღლუღა ანნამ.
-ეს პრობლემა არ არის, მთავარია ახლა იცოდე რომ სწორ ადგილას ხარ.-ისევ ისე გაიღიმა ალექსანდრემ, ყველაზე უნდობი ადამიანიც კი რომ ენდობოდა.
უჯრა გახსნა და მაგიდაზე კალათა ამოიღო.
-შეგიძლია რომელიც გინდა ამოირჩიო და მუშტის ნაცვლად მას მოუჭირო, ასე თავსაც ნაკლებად დაიზიანებ და სტრესსაც მეტად გაუმკლავდები.
ანნამ ხელი ატმისფერი მრგვალი სათამაშოსკენ წაიღო , თუმცა მამაკაცმა დაასწრო მისი ხელში აღება , ფეხზე წამოდგა , მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა, ხელი ხელზე ნაზად შეახო, მუშტი გააშვებინა, ხელში რბილი სათამაშო ჩაუდო და ისევ მუჭი შეუკრა, მერე ისევ გაუღიმა, ახლა ქვემოდან ამოანათა მუქი მწვანე თვალები თუმცა დიდხანს არ გაჩერებულა, მალევე დაუბრუნდა თავის ადგილს. ცოტაც და ანნას გული გაუსკდებოდა. ალბათ მამაკაცს რომ სცოდნოდა რამხელა და რა გავლენას ახდენდა ანნაზე ,საერთოდ არც კი იფიქრებდა მასთან მიახლოებას.
ის გონებაში ერთი წამითაც კი არ დაუშვებდა რომ ანნა მის მიმართ რაიმე სახის ლტოლვას გრძნობდა, რაც შეეხება მას მისთვის ანნა რიგითი პაციენტი იყო , რიგითი ზედმეტად ახალგაზრდა პაციენტი..
-პირველ რიგში მინდა აქ თავი უსაფრთხოდ იგრძნო , მინდა რომ აქედან გაქცევა კი არ გინდოდეს , პირიქით , როცა ცუდად იგრძნობ თავს პირველი ეს ადგილი გაგახსენდეს ტკივილისგან თავის დასაღწევად.
-ეს ასეთი მარტივი არ არის..
-ვიცი , მესმის შენი ფიქრების და მჯერა რომ ამ ფიქრებს ერთად შევცვლით.-ისევ ის ღიმილი.. - ახლა კი მითხარი ანნა -სახელზე მკვეთრი აქცენტი გააკეთა , მოეწონა როგორც ჟღერდა და წამით წინადადება არ გაუგრძელებია , მიუხედავად იმისა რომ მილიონობით ანას შეხვედრია წლების განმავლობაში ახლა რაღაც სხვანაირად ჟღერდა ეს სახელი.
-მითხარი რაიმემ გაღიზიანება თუ გამოიწვია შენში როცა ეს ოთახი დატოვე? მაგალითად იმ საკიდმა კართან , ან ფარდის ფერმა, ნებისმიერი რამ შეიძლება ეს ყოფილიყო.
-სინამდვილეში თვითონ ოთახში არაფერი მაწუხებს, მხოლოდ გარედან შემოსული სინათლე , თვალი ფანჯარას გააყოლა.
-მეგონა მოგწონდა , გუშინ იმდენხას იყურებოდი.-თქვა თუ არა მაშინვე წამოდგა ფარდების გადასაწევად.
დაბლა გოგონები მამასთან ერთად თამაშობდნენ სასრიალოზე , ამას ვუყურებდი..
-ახლა როცა ფარდებიც გადავწიეთ და სულ ოდნავ მაინც მოვარგეთ შენს გემოვნებას აქაურობა, იქნებ საუბარი მამით დაგვეწყო რადგან უკვე რამდენჯერმე ახსენე და ჯერ მე მასზე არაფერი ვიცი.
-მამა გარდაიცვალა , სამი წლის წინ.
-მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა?
-ის ყველაფერი იყო ჩემთვის.. მას ვუყვარდი , ჩემზე ზრუნავდა , სულ ჩემთან ყოფნა უნდოდა.. თავს ვერ ვპატიობ რომ ის აქ აღარ არის და მე სიცოცხლეს მაინც ვაგრძელებ.
-როგორც ჩანს, დედასაც ამას ვერ პატიობ.
ანნა დაფიქრდა , თუმცა პასუხი არ გაუცია.
-იმაზე თუ გიფიქრია მამა აქ რომ იყოს და შენს მდგომარეობას უყურებდეს რას იფიქრებდა?
-ყოველშემთხვევაში არამგონია მოწონებოდა რომ დედამ მოახერხა სამ წელში სხვაზე დანიშნულიყო და მათი გრძნობები ფეხით გათელა..
-რადგან გრძნობები ახსენე , ეს ნიშნავს რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ , ასეა არა?
-კი , თანაც როგორ.. მამას უყვარდა..
-თუკი ასეა, მაშინ ის ახლა ყველაზე ბედნიერი იქნება როცა ხედავს რომ ადამიანი რომელიც უყვარდა ცხოვრებას აგრძელებს.
-საიდან უნდა იცოდე რას გრძნობს ის..-თვალები აატრიალა ანნამ.
-თუ ასეა ვერც შენ გეცოდინება ანნა, თავს იმის გამო ვერ დაიდანაშაულებ რომ მამა ცოცხალი აღარ არის. პირიქით რომ შეხედო , წარმოიდგინე რომ შენ წახვედი ამ ქვეყნიდან მამაშენი კი დარჩა , რა უფრო გაგიხარდებოდა რომ გენახა ის ბედნიერი თუ გენახა როგორ ანადგურებს ის საკუთარ თავს.
-რა თქმა უნდა , ნებისმიერ შემთხვევაში მენდომებოდა მამა ბედნიერი მენახა.
-და რატომ ფიქრობ რომ იგივეს არ აირჩევდა ისიც?
-ძალიან მიჭირს ..მიჭირს რომ არ ვიფიქრო , არ გამახსენდეს. ბევრჯერ მიფიქრია ცხოვრების გაგრძელებაზე , მე და ელა წავსულვართ ახალ ადგილას , დაგვილევია , გვიცეკვია , მაგრამ მხოლოდ ათი ან თხუთმეტი წუთი , მერე ტვინში რაღაც მისახლდება და ვეღარ ვჩერდები.
-შენი ქვეცნობიერი უკვე ავტომატურად ასეა მოწყობილი , უფლებას არ გაძლევს ბედნიერი იყო რადგან სწორედ ამას მიაჩვიე. მაშინ როცა ჯერ კიდევ შეგეძლო ბედნიერება, როცა გინდოდა , გული მიგიწევდა , როგორც ჩანს მაშინ საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევდი , ეუბნებოდი რომ არა, ამას არ იმსახურებ ახლა კი შენი თავი სამაგიეროს გიხდის , ახლა ის არ გაძლევს ბედნიერების საშუალებას.
-ხო , ზუსტად ასე იყო.
-ნელნელა ყველაფერს მიეჩვევი და ისევ ისწავლი როგორ იყო ბედნიერი, მთავარია არ დანებდე , იმ 15 წუთ ბედნიერებაზე არ უთხრა შენს თავს უარი რომ მალე ლიმიტი აღარ ჰქონდეს შენს სიხარულს.
-არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო..
-პირველ რიგში , შენთავს უნდა გამოუტყდე რომ შენ არაფერ შუაში ხარ, რომ შენ არაფერს აშავებ იმით რომ ცხოვრებას აგრძელებ, ეს ბევრჯერ გაიმეორე რომ ტვინში კარგად ჩაგებეჭდოს, დანარჩენი ეტაპობრივად გავიაროთ..

სეანსი საათი გაგრძელდა , ალექსანდრესთვის ეს ერთი ჩვეულებრივი ერთი საათი იყო , მისთვის არაფერი ყოფილა განსაკუთრებული , ანნა კი მთლიანად იყო მონუსხული მამაკაცით და ახლა უკვე არა მხოლოდ ვიზუალურად .. უყვარდა თითოეული სიტყვა რასაც მისი ბაგეები აჟღერებდნენ , გიჟდებოდა მის ჯენტმელურ საუბარზე , მოსწონდა როგორ არჩევდა სიტყვებს რომ ანასთვის მისაღები ყოფილიყო, მოსწონდა ოთახში გამეფებული სიბნელე და არა იმიტომ რომ სიბნელე მოსწონდა.. იმიტომ რომ ალექსანდრემ ჩააბნელა მისთვის.. მოკლედ არ არსებობდა რაიმე რაც არ აგიჟებდა და არ იზიდავდა. თითქოს იწამა რომ მართლა ჰქონდა ბედნიერების შანსი და კიდევ უფრო იწამა ის რომ ამ ბედნიერების მოპოვებაში სწორედ ალექსანდრე დაეხმარებოდა. ის ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა რაც სხვებისგან არასდროს მოუსმენია..
-მიხარია რომ გუშინდელის შემდეგ ამხელა წინსვლა გვაქვს და ასე გაიხსენი ჩემთან ,ეს ნიშნავს რომ მიზანს უფრო მალე მივაღწევთ ვიდრე ვვარაუდობდი.
‘’და ეს ნიშნავს რომ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით’’-თავისთვის გაიფიქრა ანნამ.


*
-გისმენ ირმა.
-ხომ არ გაცდენ?
-არა სახლში ვარ , მშვიდობაა?
-ანნაზე მინდოდა მეკითხა..
-ძალიან კარგად იცი რომ ჩემს პაციენტებს რაც ეხება ყველაფერი კონფედენციალურია და ისიც იცი რომ ამის მოყოლას არ დავიწყებ.
-ხო , ხო ეგ ვიცი .. უბრალოდ მაინტერესებდა რამდენად მძიმედაა და მედიკამენტები თუ სჭირდება.
-ირმა ხომ იცი როგორ ხალხთან ვმუშაობ? და შენ 18 წლის ბავშვზე მეკითხები რამდენად მძიმედაა? უბრალოდ შეშინებულია , მარტოა და თბილი სიტყვების თქმა სჭირდება , რა მედიკამენტები..
-შენ არ იცი მეც და დედამისიც რამდენ თბილ სიტყვას ვეუბნებით მაგ ბავშვს , წარმოდგენაც არ გაქვს.
-თქვენგან ისე იღებს როგორც ვალდებულებას . თუ დაასრულე უნდა წავიდე მელოდებიან.
-კიკი , მადლობა , შენი იმედი მაქვს.
ტელეფონი ბალიშის ქვეშ შეაცურა , მეორე მხარეს გადატრიალდა და ლოგინზე წამოწოლილ შიშველ გოგონას ზურგიდან დაუწყო ფერება.
-სულ სამსახურში ხარ , სახლში მაინც დამაცადონ და ნუ გირეკავენ.- კოპები შეკრა ქერა ლამაზმანმა.
-ვიცოდი რეკვით რომ ამიკლებდა თორემ ხომ იცი ასეთ მომენტში არავის მივცემდი უფლებას ჩვენი სიმყუდროვე დაერღვია.-თვალებში ჩახედა და თმებზე მიეფერა.
-სულ ასე ამბობ ვინც არ უნდა დარეკოს , უბრალოდ აღიარე რომ არ შეგიძლია სხვანაირად , მე ორივე შემთხვევაში მწყინს და შეგიძლია აღარ მოიტყუო.
-რატომ არ შეგიძლია უბრალოდ ერთმანეთით ვისიამოვნოთ? ჩვენი შეხვედრების მიზანიც ხომ სწორედ ეს არის.
-იქნებ იმიტომ რომ დავიღალე მხოლოდ მოგდებული ორი საათით , იქნებ იმიტომ რომ შენთან დარჩენა და შენთან ერთად გაღვიძება მინდა? ან რამდენჯერ დავგეგმე ჩვენი ერთად დასასვენებლად წასვლა, ყველაფერი მზად მქონდა და ხან ტრენინგებზე მოგიწია წასვლა, ხან პაციენტი ვერ დატოვე.
-ისედაც ძალიან დაღლილი ვარ.-საუბარი გააწყვეტინა , ამოიოხრა და ლოგინზე წამოჯდა.
-ყოველთვის დაღლილი ხარ როცა ლაპარაკს ვიწყებ.
-ნინა ათასჯერ ვილაპარაკეთ ამაზე! მე არაფერს დაგპირებივარ იმის გარდა რაც ახლა გვაქვს, ჩემს ცხოვრებაში შეყვარებულობანას ადგილი არ არის, ამიტომ არასდროს დაგპირდებოდი. თუ შენთვის ის რასაც მე გთავაზობ საკმარისი არ არის, არცერთი წამით აქ ყოფნას არ გაიძულებ.
-როცა გადავწყვეტ რომ შენგან წავიდე მირეკავ , მეუბნები რომ აქ გამოვიდე, მე კი თავს ვერ ვიკავებ.-თვალები აუცრემლიანდა და შიშველ სხეულზე საბანი მიიფარა.
-არ იტირო, ჯერ კიდევ შეგვიძლია ეს საღამო გადავარჩინოთ.-თბილად გაიღიმა , გოგონას ზემოდან გადააწვა და სველი ტუჩებით შეეხო კისერში.

*
უკვე წლებია ანნას თავისით დილას ადრე არ გაუღვიძია, თუმცა მუცელში სასიამოვნო ტკივილმა შეაფხიზლა და მაშინვე წამოყო თავი.
გაიზმორა, გაიღიმა კიდეც და თავი უკან ბალიშზე დააბრუნა.
ფარდების გადაწევა და ოთახის ჩაბნელება უნდოდა, მაგრამ როგორც ალექსანდრემ ურჩია კომფორტის ზონიდან უნდა გამოსულიყო , ამიტომ სურვილებს შეებრძოლა და სინათლეს თვალი გაუსწორა.
“დღევანდელი შეხვედრის დრო არ შეგვითანხმებია!”-უცებ დაარტყა ტვინში და კიდევ უფრო აუჩქარდა გულისცემა.
ცოტა გაბრაზდა კიდეც , როგორ დაავიწყდა ეს ხომ მისი სამსახურიაო და ტელეფონი მოიმარჯვა, იცოდა რომ ასეთ დროს უნდა დაერეკა, მაგრამ ტელეფონზე ლაპარაკი დიდად არ ხიბლავდა ამიტომ ტექსტი აკრიფა მასთან გასაგზავნად.
-“გამარჯობა.არ გითქვამს დღეს რომელზე მოვდივარ.”
ახსნა არ დაუწყია ვინ იყო,ალექსანდრეს ნომერს რომ იწერდა შეამჩნია რომ მას უკვე ეწერა ანნას ნომერი ამიტომ ეს საჭირო არ იყო.
-“დილამშვიდობისა ანნა, ერთმანეთს კვირაში სამი დღე ვხვდებით. ზეგ ისევ 6 საათზე მოდი.”
ცივმა ოფლმა დაასხა ანნას, კვირაში მხოლოდ სამი დღე? არადა უკვე ერთი სული ჰქონდა როდის შეხვდებოდა.. გაბრაზდა, განაწყენდა და ხელებმა ტექსტი ავტომატურად აკრიფეს.
-“დღეს რომ რამე დამემართოს?”
ალექსანდრეს , რა თქმა უნდა, მესიჯობის დრო არ ჰქონდა, საერთოდ ეს მისი პირველი შემთხვევა იყო როცა პაციენტს შეტყობინებაზე უპასუხა, ამიტომ აღარ მიუწერია, პირდაპირ დაურეკა, ანნას ისევ არ ხიბლავდა საუბრის იდეა ამიტომ გაუთიშა.
-“მოწერას ვერ შეძლებ?”
-“ანნა, არაფერი დაგემართება, თუ თავს ცუდად იგრძნობ , დამირეკე ნებისმიერ დროს.”
-“თავს ახლაც ცუდად ვგრძნობ.”
-“მიპასუხე.”
არ დანებდა ალექსანდრე და კიდევ ერთხელ სცადა მასთან დაკავშირება, ანნამ ისევ გაუთიშა. მამაკაცს კისრის ძარღვები დაეჭიმა და სახე უსიამოვნოდ დაემანჭა.
“ოხ ეს ბავშვი..”-გულში გაიფიქრა , მიხვდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა, მესიჯითაც კი თუ მას პაციენტი ეუბნებოდა რომ თავს ცუდად გრძნობდა, ასე უბრალოდ ვერ დააიგნორებდა.
-“შეგიძლია მითხრა თავს ცუდად რა გაგრძნობინებს?”
-“შენ მითხარი რომ გარეთ უნდა გავიდე და ოთახში არ უნდა ჩავიკეტო. დღეს ელის ოჯახის დღე აქვს, ქალაქგარეთ გადიან და მთელს დღეს მათთან ერთად გაატარებს, სხვა მეგობრები არ მყავს , მე კიდე ნაყინის ჭამა და გარეთ გასვლა მინდოდა.”
-“ანნა, მე არ მითქვამს რომ გარეთ აუცილებლად ვინმესთან ერთად უნდა გახვიდე.”
-“ხო მაგრამ.. მაინც იქნებ დღეს მოვიდე თერაპიაზე? ფეხით გამოვისეირნებდი”
-“დღეს არ ვმუშაობ ანნა.”
-“მაშინ იქნებ ასე მომწერო და მე წავალ ნაყინის საჭმელად , მარტოც აღარ ვიქნები.”
-“ანნა..”
-“ეს თანხმობაა?”
-“არა.”
-“მაშინ არ უნდა გეთქვა რომ გარეთ უნდა გავიდე!”
-“უნდა წავიდე, თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდა დამირეკე.”
ტელეფონი ჯიბეს დაუბრუნა და გზა განაგრძო საყვარელი მაღაზიისკენ.
ანნაზე ბრაზდებოდა, თუმცა მაინც მასზე ეფიქრებოდა. ვერ ხვდებოდა როგორ წარმოედგინა რომ დასვენების დღეს მასთან მიმოწერაში გაატარებდა, ბავშვად კი აღიქვამდა თუმცა ისიც იცოდა რომ 18 წლის ასაკში ადამიანები ამდენს იაზრებენ.
ბევრი სიარულის შემდეგ გულმა არ მოუთმინა და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო, შეტყობინება არ დახვედრია, იმედები გაუცრუვდა თუმცა ამაზე ბევრი აღარ უფიქრია.


გარეთ გასვლა მართლა უნდოდა ანნას, ნაყინის ჭამაც.. კაფეში სადაც ის და ელი დადიან, ნაყინი არ იყიდება, სხვაგან წასვლას და თან მარტო ვერ ბედავდა.. ჩაიცვა კიდეც , გაემზადა , თითქოს მარტივად ეჩვენებოდა, თუმცა როგორც კი კარის ზღურბლს უახლოვდებოდა მაშინვე მთელი სხეული კანკალს იწყებდა და აღარ შეეძლო ნაბიჯების გადადგმა.
ბევრი მცდელობის შემდეგ მოსაღამოვდა, სანამ დაბნელდებოდა იქამდე უნდოდა გარეთ გასვლა რომ დღის შუქსაც გამკლავებოდა.
გადაწყვიტა მაკასთვის შეეთავაზებინა, სულ მარტო გასვლას ნამდვილად ერჩივნა, ტელეფონი მოიმარჯვა და დედასთან დარეკა.
-მშვიდობაა ანნა?
-კი , სად ხარ?
-ეხლა შემოვედით საჭმელად რესტორანში მე და ზურა.
-მალე მოხვალ?
-აქაც ახლა მოვედი ანნა, მალე ვერ მოვალ. რა ხდება?
-არა არაფერი, ისე დაგირეკე.
-კარგი , ჭკვიანად იყავი.
ტელეფონი გათიშა, ახლა უკვე გაბრაზებული იყო ანნა და გადაწყვიტა რომ აუცილებლად გავიდოდა გარეთ, სულ რომ მომკვდარიყო მაინც!
წამოხტა , ჩანთა გადაიკიდა და გარეთ გიჟივით გავარდა.
სანაყინემდე ისე მივიდა არაფერი უგრძვნია, სიმწრისგან უდიდეს ნაბიჯებს დგავდა და მხოლოდ იმას ფიქრობდა მამა რომ აქ ყოფილიყო ხომ აუცილებლად წამომყვებოდა და მარტო წასვლაც არ მომიწევდაო.
ზაფხულია, სანაყინესთან ჩვეული რიგი დგას , ხალხი ერთმანეთში ირევა, ყველა სათითაოდ ლაპარაკობს, რაღაცას ითხოვს, რაღაცას არკვევს. ანნას ყურები დაეგუბა მათი ხმების მოსმენით, ცდილობდა გაერკვია საიდან უნდა შეეკვეთა, სად უნდა დამდგარიყო მაგრამ ეს ამდენი ხალხი საკუთარ თავს აკარგვინებდა, ცალი ფეხი გასაქცევად ჰქონდა გამზადებული , თან იცოდა რომ თუ ახლა არ გააკეთებდა ამას, სხვა დროს არც კი ცდიდა ამიტომ მთელი არსებით ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია თავისი სურვილებისთვის და ადგილზე დარჩენილიყო , სწორედ ამ ფიქრებში იყო როცა რამდენიმე ადამიანის მხარზე შეხებით იმდენად აღელდა რომ ფეხები მოეკვეთა, უკვე გაქცევაც აღარ შეეძლო. კედელს აეყუდა, ჩაიკეცა, ხელები და ფეხები ერთიანად აუკანკალდა. ეშინოდა თუმცა გონების დაკარგვის არა, ეშინოდა რომ ხალხი შეამჩნევდა მის მგდომარეობას და ერთიანად შეესეოდნენ ათასი კითხვით. კიდევ უფრო მიეკრო კედელს , თითქოს კედელთან გაერთიანებას შეძლებდა და ვეღარავინ დაინახავდა..
-“სანაყინეში ვარ, ძირს ვზივარ და მთლიანად ვკანკალებ. შეკვეთა ვერ შევძელი და ვეღარც გასვლას ვახერხებ, ფეხები თითქოს წამერთვა.”
შეტყობინება დაუტოვა ერთადერთ იმედს..
-“ტელეფონზე მიპასუხე ანნა!”
სამჯერ გაუჩერებლად დაურეკა ალექსანდრემ, თუმცა ანნას იმის გაძლებაც კი არ შეეძლო რაც ხდებოდა და დამატებით ტელეფონის ზარს ვეღარ აიტანდა, ამიტომ ყველა ჯერზე უთიშავდა.
-“შეგიძლია მომაკითხო?”
-“არ შემიძლია ანნა.
-“მაგრამ მე ცუდად ვარ, ზუსტად ახლა მჭირდება თერაპია.”
-“ზეგ შევხვდებით.”
ანნას თვალზე ცრემლი მოადგა, ახლა მართლა სჭირდებოდა თავისი ფსიქოლოგი რომ ესწავლებინა როგორ გამკლავებოდა ამ სტრესს, ამჯერად არ გაბრაზებულა, უბრალოდ ეწყინა მამაკაცის ეს დამოკიდებულება. თავადაც იცოდა რომ ალექსანდრეს კომპეტენციაში პაციენტთან მიკითხვა თანაც თავის დასვენების დღეს სულაც არ შედიოდა, თუმცა იგივეს რომ გრძნობდეს ანნას მიმართ რასაც ანნა გრძნობს, აუცილებლად მიაკითხავდა და მეტიც , მარტო საერთოდ არც კი გაუშვებდა ამაში დარწმუნებული იყო და უფრო მეტად სწორედ ამაზე წყდებოდა გული.

სახლში ბანცალ-ბანცალით მივიდა ანნა. თვითონაც ვერ ხვდებოდა როგორ შეძლო ფეხზე ადგომა.
სხეულის ყველა ნაწილი სტკიოდა , პირდაპირ ლოგინს მიაშურა და მეორე დღის 4 საათამდე არც გაუღვიძია.
4ზე ელამ იმდენი აჯანჯღარა ლოგინში, სანამ არ გააღვიძა.
არაფერი მოუყოლია წინა დღეზე ელასთვის, ამიტომ მთელი დღე უბრალოდ ერთად გაატარეს განხილვების გარეშე, თითქმის არ უსაუბრიათ. ხან რაღაცას უყურებდნენ, ხან უბრალოდ სივრცეში აშტერებდნენ თვალებს. რამდენჯერმე შეექცნენ ყავას და ტკბილეულს. ანნა სხვანაირად მოწყენილი იყო, თუმცა ელის ეს არ შეუმჩნევია შესაბამისად არც კითხვები გასჩენია..

*
ალექსანდრე გაუჩერებლად რეკავდა ანნას ტელეფონზე, თუმცა ანნა არ პასუხობდა, რადგან დარწმუნებული იყო რომ მასთან მისვლას აღარ აპირებდა, როცა დახმარება სჭირდებიდა ანნას, მან ვერ მოიცალა , ახლა კი ის სამაგიეროს გადახდის დრო იყო.
-“ანნა მიპასუხე! თერაპიაზე გაგვიანდება!”
შეტყობინებაც კი პირველმა გაგზავნა მამაკაცმა იმის მიუხედავად რომ ამას ვერ იტანდა.
-“მოსვლას არ ვაპირებ, შეგიძლია ეს დრო შენთვის გამოიყენო, თანხას გადავიხდით.”
-“რა გაეწყობა, დედაშენს ვურეკავ.”
ეს უკვე მოგვარებული ჰქონდა ანნას, მაკას დილიდან ათასი სცენა დაუდგა და საბოლოოდ დააჯერა კიდეც რომ გაციებისგან სუნთქვაც კი არ შეეძლო.
მაკამ კი გააფრთხილა დაურეკე ალექსანდრეს მოუბოდიშე და შეხვედრა გადააწევინეო, მაგრამ ანნამ ხომ ეს ყველაფერი მის გასამწარებლად მოიფიქრა, ამიტომ არც კი უფიქრია მამაკაცის გაფრთხილებაზე.
-გამარჯობა ქალბატონო მაკა, მე ალექსანდრე ვარ, ანნას ფსიქოლოგი.
-კი კი, მიწერია თქვენი ნომერი.-ჭურჭლის რეცხვას შეეშვა და სველი ხელი პირსახოცზე შეიმშრალა.
-ანნას ველოდებოდი , თუმცა არ მოსულა.
-რა შტერი გოგოა როგორ დაავიწყდა გაეფრთხილებინეთ.. მაღალი სიცხე აქვს, ცუდად არის და დღეს ვერ შეძლებს მოსვლას, ძალიან ვწუხვარ დრო რომ დაგაკარგვინეთ.
-სიცხე აქვს?
-კი მაღალი სიცხე აქვს.
-დარწმუნებული ხართ?
-კი თავად გავუსინჯე , რამე ხდება?
-არა არაფერი, კარგი დროებით.
ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო ალექსანდრემ, გაღიზიანებისგან სახეს ვერ ასწორებდა, დარწმუნებული იყო რომ არანაირი სიცხე არ არსებობდა და ანნა თავს მშვენივრად გრძნობდა.
“ანუ არასამუშაო დროს სანაყინეში რომ არ მივაკითხე, ამის გამო მიხდის სამაგიეროს.. არა აშკარად შეშლილია ეს ბავშვი!”-გონებაში სულ ანნაზე ფიქრები უტრიალებდნენ..
მაკასთან ზარის შემდეგ ერთი პაციენტი კიდევ მიიღო, თუმცა ისე ჰქონდა გონება ბრაზით დაბინდული რომ წესიერად სიტყვებსაც კი ვერ აბავდა ერთმანეთზე..
“ესეიგი სიცხე გაქვს, დამაცადე შე პატარა აფერისტო!”
ფეხზე წამოდგა და მიმღებში თავის მდივანს დაუწყო ძებნა, იპოვა თუ არა მივარდა , ხელები მხრებზე მოხვია და ასე გააჩერა.
-მშვიდობაა ბატონო ალექსანდრე?
-დღეს პაციენტებს ვეღარ მივიღებ, გადაიტანე ვიზიტები ხვალისთვის ან ზეგისთვის, როგორც დალაგდება.
-რა? თქვენ ხომ ამის წინააღმდეგი ხართ?-ყბა დააღო ახალგაზრდა ქალბატონმა.
-გააკეთე რასაც გეუბნები.-მხრებზე ხელი სამჯერ დაარტყა , თვალებით გაუღიმა და გაეცალა.
მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სად უნდა წასულიყო, ირმასთან გადარეკა , დეტალები გაარკვია და ახლა უკვე სიჩქარეს ზედმეტადაც კი უმატა.

ლოგინში ნებივრობდა ანნა გამარჯვებულის გამომეტყველებით როცა ირმამ კარი შეაღო და ხელით ვიღაცას ანიშნა შემოდიო, რამდენიმე წამით ელი ეგონა, შემდეგ კი მის წინ აღმართული კვლავ შავებში გამოწყობილი მამაკაცი დალანდა თვალებით.
გონება დაებინდა , იცოდა ცუდად მყოფის როლს მარტივად ითამაშებდა, ეს პრობლემა არ იყო, თუმცა რამდენად გაუძლებდა მის ოთახში მყოფ ალექსანდრეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.. არც თუ ისე პატარა ოთახი მალევე გაიჟღინთა მამაკაცის სუნამოს სურნელით, ანნა ჭარბად ისუნთქავდა ჰაერს და ყველა შესუნთქვაზე გრძნობდა როგორ ეწვოდა ნესტოები სიამოვნებისგან.
-მარტო რომ დაგვტოვოთ.-სანდომიანი ღიმილით შეუტრიალდა ალექსანდრე მაკას , რომელმაც უთქმელად დატოვა ოთახი.
-ესეიგი გაციებული ხარ. -მაგიდის ქვეშიდან სკამი გამოაცურა და ისე მიადგა ლოგინთან, ანნას სახესთან მაქსიმალურად ახლოს რომ ყოფილიყო, ანნას სუნთქვა შეეკრა, აშკარად სულ ტყუილად იყო დარწმუნებული იმაში რომ ავადმყოფის როლს კარგად ითამაშებდა, ხმის ამოღება უნდოდა მაგრამ ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა..
-ჩაიცვი, გარეთ დაგელოდები.-ფეხზე წამოდგა ალექსანდრე , ოთახი თვალებით სწრაფად თუმცა საფუძვლიანად მიათვალიერა და კარებისკენ დაიძრა, მაქსიმალურად სერიოზული რომ არ ყოფილიყო ,შესაძლოა გაცინებოდა კიდეც სურათებით აჭრელებულ კედლებზე.

______
იმედი მაქვს კითხულობთ და მოგწონთ<33 გამიხარდება თუ გამიზიარებთ თქვენს აზრებსაც



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე დადე ახალი თავი ????????

 


№2  offline წევრი autamnlover

გზაშია ახალი თავი, თანაც როგორიი^^ხვალ დავდებ<3

 


№3 სტუმარი სტუმარი ლუსი

სრულად დადე რაა,ვერ ვითმენ

 


№4  offline წევრი autamnlover

ეტაპობრივად თან ვწერ და სრულად ამიტომ ვერ ვდებ:(მაგრამ ყოველდღე დავამატებ ახალ თავებს<33

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან კარგია..უცხო. სასწაულად კარგად იკითხება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent