თერაპია(III)
-რას ნიშნავს ჩავიცვა?-საბნიდან გამოძვრა ანნა და გაოგნებული სახით მიაშტერდა მამაკაცს რომელიც უკვე კარში გადიოდა. -ნაყინის ჭამა ხომ გინდოდა? ხოდა ჩაიცვი , მივდივართ. -ნაყინის ჭამა გუშინწინ მინდოდა , მგონი დღეები აგერია , დღეს ის დღეა ცუდად რომ ვარ , ნაყინი გუშინ წინ იყო.-ირონიით ჩაიცინა ანნამ და თავი ისევ ბალიშში ჩარგო. -ეს თერაპიის ნაწილია ანნა, ჩაიცვი და გარეთ დაგელოდები , არ მალოდინო. -მაგრამ… -ორივემ ვიცით რომ ცუდად არ ხარ.-არც კი დააცადა წინადადების დამთავრება , თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა. -ნახვამდის ქალბატონო მაკა , ანნას გარეთ დაველოდები. -ანნას დაელოდები?-თვალები გადმოსცვივდა მაკას. -რადგან არც ისეთი ცუდი ამინდია , დღე რომ არ ჩაგვივარდეს ვიფიქრე გარეთ მოგვეწყო სეანსი, მართალია ცოტა შეუძლოთაა თუმცა სიცხემ აშკარად დაუწია და მგონია თავს გაართმევს , თუ უფრო ცუდად გახდა, რა თქმა უნდა, სახლში მოვიყვან. -ძალიან მოღრუბლულია, მაგრამ თქვენ უკეთ იცით , შევძახებ თუ მალე არ გაემზადება.-თბილად გაიღიმა მაკამ და მამაკაცი კარებამდე მიაცილა. ‘’რას აკეთებ’’ - თავის თავს ეკითხებოდა ცოტახნით განმარტოებული ალექსანდრე.. მინიმუმ ოთხ ადამიანს სეანსი გადაუდო და პაციენტს სახლში მიაკითხა იმისთვის რომ ნაყინის საჭმელად წაიყვანოს.. ასეთი რამ ცხადია არასდროს გაუკეთებია და მეტიც , სხვებისგანაც კი არ სმენია ასეთი ისტორია.. ტყუილის თქმაც კი მოუწია, აბა ანნას ხომ არ ჩაუშვებდა დედასთან. საკუთარ თავს ადანაშაულებდა გაუაზრებელი ქმედებებისთვის რომელიც არ შეეფერებოდა თუმცა პირველად თავის ცხოვრებაში ის ფიქრობდა გულით და არა გონებით , ეს კი ჩხვლეტასავით სიამოვნებას მაინც ანიჭებდა. ანნა სახლიდან მუხლების კანკალით გამოვიდა, ყოველთვის ასე ემართება როცა წინასწარ არ იცის სად უნდა წავიდეს ან რა უნდა გააკეთოს. მართალია ალექსანდრემ ნაყინის ჭამა ახსენა მაგრამ მას ხომ არ უთქვამს სად უნდა ეჭამათ ნაყინი , ან რითი უნდა წასულიყვნენ , ან როდემდე გაჩერდებოდნენ გარეთ.. ან რატომ იყო ნაყინის საჭმელად წასვლა თერაპიის ნაწილი? თავი სადაცაა კითხვებით აუფეთქდებოდა თუმცა ცხადია არაფერი შეუმჩნევია ისე მიუახლოვდა ალექსანდრეს. -აბა, რას ვაპირებთ? -ჩაჯექი.-ხელი მანქანის მარცხენა მხარეს გაიშვირა , თვითონ კი მარჯვენა მხარეს ისე მოთავსდა , არც კი შეუმჩნევია რომ ანნა ადგილიდან არ დაძრულა, ისევ იქ , ისევ აკანკალებული იდგა და თითებს ერთმანეთში კვანძავდა. ალექსანდრემ შუშას ჩაუწია ,თავი დახარა და კიდევ ერთხელ გასძახა. -ჩაჯექი! ანნა ისევ არ განძრეულა, მამაკაცს მოთმინების ფიალა აევსო , მანქანიდან გიჟივით გადმოვიდა და ანნას მიუახლოვდა. -რას აკეთებ ანნა? -მანქანაში ჩაჯდომას არ ვაპირებ. -აუცილებელი არ არის ყველაფერში შემეწინააღმდეგო.-ღრმად ამოისუნთქა სიბრაზის შესაკავებლად.-უბრალოდ ჩაჯექი , ნაყინის საჭმელად მივალთ და გადმოხვალ , სამუდამოდ აქ დარჩენას არ გთხოვ , სულ ალბათ ათი წუთი დაგვჭირდება, მიდი.-ბოლოს მაინც გაიღიმა იქნებ ასე მაინც დავიყოლიოო, სინამდვილეში კი ოდნავადაც არ ეღიმებოდა ისე უშლიდა ნერვებს ბავშვი , რომლის პაციენტად მიღებაც კი არ უნდოდა თავის დროზე. -ფეხით წავიდეთ, მანქანაში ჩაჯდომა არ მინდა. -ანნა ბევრ დროს ვკარგავთ..-კიდევ უფრო დაეძაბა ძარღვები მამაკაცს. -ან ფეხით წავიდეთ ან სახლში შევბრუნდები. -არა მართლა გავგიჟდები!-თითქოს თავისთვის მაგრამ მაინც ხმამაღლა ამოილაპარაკა ალექსანდრემ.-კარგი ,წავიდეთ ფეხით. რიტმულად დგავდნენ ნაბიჯებს , არც ერთი მიდიოდა წინ და არც მეორე უკან ,თანაბრად სინქრონში დააბიჯებდნენ . ანნას ახლაც გამარჯვებულის იერი დასთამაშებდა სახეზე , თუმცა ახლა სხვა შემთხვევა იყო , მანქანაში ჩაჯდომა მართლა არ შეეძლო, მაკას და ირმას გარდა სხვას არავის უჯდებოდა. მას შემდეგ რაც მამა ავარიაში მოყვა და თანაც სწორედ უცხო მძღოლის გამო , ვეღარავის ენდობოდა .. ფეხით სიარულს მიჩვეული იყო და შეიძლება სამი საათიც კი ისე ევლო გაუჩერებლად რომ ოდნავ დაღლილობაც არ ეგრძნო. ალექსანდრე მისი მამაკაცურობის მიუხედავად , მაინც სამყაროზე გაბუტულ ბავშვს გავდა . ქუჩაში ფეხით სიარულს საერთოდ არ იყო მიჩვეული, იმის მიუხედავად რომ პაციენტებს ხშირად ურჩევდა ამას , მისი ერთადერთი აქტივობა სპორტული დარბაზი იყო , ასე წოწიალს კი ერიდებოდა კიდეც, კომფორტი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამიტომ სულაც არ ხიბლავდა ხან მზე რომ აცხუნებდა თავზე , ხან კი ჩრდილს რომ ამოეფარებოდა. არც მანქანების ხმაზე გიჟდებოდა , არც სახეებზე რომლებსაც გადააწყდებოდა ხოლმე სრულიად შემთხვევით, ამიტომ ახლა როცა სხვა გზა არ ჰქონდა და ქუჩაში ფეხით წოწიალი უწევდა , სახეს ვერც კი ასწორებდა უსიამოვნებისგან. გაბრაზებული იყო , ყველაფერი აღიზიანებდა და ნერვებს უშლიდა იმ მომენტში. -მადლობა მაკასთან რომ არ ჩამიშვი.-სიჩუმე ანნამ დაარღვია. -სხვა დროს ისეთ ტყუილებს ნუ იტყვი სხვასაც რომ მოუწიოს ჩათრევა.-კბილებში გამოსცრა ალექსანდრეს. ანნას გაეცინა, უფრო მეტად ალბათ მამაკაცის სახეზე, ისეთი სასაცილო იყო კაბინეტში რომ სულ კისერს იღერებდა თავმომწონედ, ახლა კი კოპებშეკრული დააბიჯებდა ზიზღით ქუჩებში. -რა გაცინებს?-კიდევ უფრო გაღიზიანდა ალექსანდრე. -შენზე მეცინება. -ჩემზე? -ხო , გეტყობა კაბინეტებს ხშირად რომ არ ცდები ხოლმე.-ისევ გაიცინა ანნამ. -კი საბედნიეროდ ძალიან დაკავებული ვარ ჩემი საქმით და ხშირად არ მიწევს ქუჩაში ბოდიალი , არც ახლა მომიწევდა რომ არა...-წინადადება აღარ დაუმთავრებია, რამდენიმე წამიანი შესვენების შემდეგ, ისევ აუჩქარა ნაბიჯებს. სანაყინემდე ხმა აღარ ამოუღიათ , მათი რიგი რომ მოვიდა ანნამ მხოლოდ იქ გამოარკვია რომ ალექსანდრე ნაყინის ჭამას არ აპირებდა, ისეთი სცენები მოაწყო რას ქვია ამისთვის წამოვედით და შენ არ ჭამო, ალექსანდრეს სტაფთან შექმნილი უხერხულობა რომ თავიდან აერიდებინა თავისთვისაც შეუკვეთა ნაყინი. ანნა კმაყოფილი გამოვიდა , უფრო სწორედ მკლავით გამოათრია მამაკაცმა რომელიც ჯერ კიდევ იღრინებოდა. -სხვა დროს ასე აღარ შემარცხვინო!-პირდაუკარებელი ნაყინი პირდაპირ სანაგვე ყუთში მოათავსა და სწრაფად გაეცალა სანაყინეს. -ეს ნამდვილად არ გავს თერაპიას, წამოსვლისას მითხარი რომ თერაპიის ნაწილი იყო ჩვენი გარეთ ერთად გამოსვლა, მაგრამ კაბინეტში რომ ვისხდეთ ვერც კი გაბედავდი ჩემთვის ხმის აწევას.-თითქოს გულიც კი აუჩუყდა ანნას. -ხმას არ ვუწევ.-მხოლოდ ახლა დაუბრუნდა რეალობას ალექსანდრე. ხმა მოულბა , ნაბიჯები შეაჩერა, ანნასკენ მობრუნდა და დაელოდა რომ ისევ სინქრონში გაეგრძელებინათ სიარული.-უბრალოდ ამის შემდეგ გაითვალისწინე რომ როცა რაღაცაზე ვამბობ რომ არ მინდა, ისტერიკები აღარ უნდა მოაწყო პატარა ბავშვივით. -მე ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ, შეიძლება ამის ბრალია.-ხმით ჩაიცინა ანნამ. -მჯერა რომ უფრო დიდივით მოქცევაც შეგიძლია.-თვალებით მიეფერა და მასთან ერთ ტემპში სიარული განაგრძო. ანნამ ნაყინის ჭამა სკვერში მინდაო აიტეხა, სიარულში არ მომწონს ზედ მეწუწებაო, ნაყინით მოთხვრილი მაისური რომ დალანდა თვალებით ალექსანდრემ , მარტივად დათანხმდა. განსაკუთრებით ვერ იტანდა დასვრილ ტანსაცმელს, მას შემდეგ რაც პირველად შეამჩნია ანნას ზედაზე ჩამოწუწული ნაყინი, სხვაგან ვეღარ იყურებოდა, რაც არ უნდა ეთქვათ, თვალები მაინც სულ იქით გაურბოდა, თუმცა არ უნდოდა ანნას თავი უხერხულად ეგრძნო, ამიტომ მაქსიმალურად არ იმჩნევდა, როგორც შეეძლო. გულის სიღრმეში ესაყვარლებოდა კიდეც ნაყინით მოთხვრილ-მოთხუპნული ანნა. -ერთი კოვზი მაინც გასინჯე, იცი რა გემრიელია?-ჭიქა სახესთან ახლოს მიუტანა და კოვზი პირდაპირ ტუჩებთან მიუშვირა. თვითონაც ვერ ხვდებოდა ამდენს როგორ ბედავდა, აშკარა იყო რომ ალექსანდრესთან თავს საერთოდ ვერ აკონტროლებდა, მასთან სიახლოვე იმდენად სიამოვნებდა რომ თანახმა იყო სხვა არც არაფერზე ეფიქრა და საერთოდ სხვა ანნა გამხდარიყო. -ნაყინს ვერ შევჭამ ანნა, შაქარს არ ვიღებ, მეგონა ეს თემა უკვე გავიარეთ, ისევ რატომ აგრძელებ.-თვალები აატრიალა ალექსანდრემ და სახესთან გამოწვდილი ხელი გააწევინა. -უბრალოდ მინდოდა შენც გაგესინჯა, ბოდიში.-სახე მოეღუშა ანნას, თვალები აუცრემლიანდა, ტუჩები დაბრიცა , ნაყინი სკამზე დადო და თავადაც შეწყვიტა ჭამა. “ნუ მიყურებ ამ სახით..”-გონებაში რანდენჯერმე გაიმეორა მამაკაცმა, ბოლოს ვეღარ გაუძლო, დიდი თითები პატარა ნაყინის კოვზს მოხვია და ჭამა დაიწყო. ანნას მოღუშულ სახეს ნელნელა ისევ დაუბრუნდა ის კმაყოფილი გამარჯვების იერი. -მოგეწონა?-ტაშის შემოკვრასავით ამოილაპარაკა უკვე ღიმილით. -ყველაზე გემრიელი ნაყინია რაც კი ზრდასრულ ასაკში მიჭამია.-თქვა თუარა კოვზი თავის ადგილას დააბრუნა.-არ გინდა მომიყვე რა განხსვავება იყო გუშინწინ შენს სანაყინეში ვიზიტსა და დღევანდელს შორის? -მგონი განსხვავება ზედმეტად აშკარაა იმისთვის რომ ეს კითხვა დამისვა. მაშინ მარტო ვიყავი, დღეს შენთან ერთად. -ზუსტად ამას გეკითხები. რას გრძნობდი როცა მარტო იყავი და რა იგრძენი დღეს? -ძალიან ბევრი ხალხი იყო, ერთმანეთში ირეოდნენ, ყველა ერთად რაღაცას ლაპარაკობდა მე კი ყურადღების გადატანა ვერაფერზე მოვახერხე რადგან სულ მარტო ვიყავი, დღეს თითქოს არც კი შემიმჩნევია მათი ხმები და მათი არსებობა, ყურადღება სხვაგან მქონდა მიმართული. -უკვე მესამედ გხვდები და დაკვირვების მიუხედავად ჯერ არ შემიმჩნევია რომ რაიმეს უსმენ. -ხო რაც ჩემი ყურსასმენი გამიტყდა მას შემდეგ თითქმის აღარ ვუსმენ მუსიკას. -ყურადღების გადატანაში ძალიან დაგეხმარებოდა,ვეღარც კი გაიგებ როგორ ირევა ერთმანეთში უამრავი ადამიანის ხმა, მხოლოდ ერთ მელოდიაზე იქნები კონცენტრირებული და სწორედ ეგ მელოდია გაგიქრობს შფოთვასაც. -უბრალოდ შეგეძლო მოსულიყავი და სხვა არაფერი დამჭირდებოდა..-მაინც აღმოხდა ანნას ბაგეებს ეს სიტყვები რომლებსაც ამდენ ხანს იკავებდა.-როგორც დღეს.-მეტად მისაღები რომ გამოჩენილიყო მალევე მიაწეპა კიდევ ორი სიტყვა. -ამაზე მეც მინდოდა საუბარი. უნდა გაითავისო რომ მესიჯობა და სადმე მიკითხვა და სახლში წაყვანა ჩემს კომპეტენციაში არ შედის. წარმოიდგინე ყველა პაციენტს ასე რომ ვაკითხო ნებისმიერ სტრესზე, როგორ უნდა ვიმუშაო? ანნას პასუხი არ გაუცია თუმცა თავისთვის კი გაიფიქრა “აუცილებელი არაა ყველას მიაკითხო..” -კვირაში სამი დღე იმიტომ ვხვდებით რომ ამ დღეების განმავლობაში რაც დაგიგროვდება ყველაფერზე ვისაუბროთ, ის რომ ჩემთან თერაპიაზე დადიხარ ყველა ცუდ მომენტში შენთან გამოქცევას არ გულისხმობს. სახე ისევ მოეღუშა ანნას, ზუსტად ეს უნდოდა რომ ყველა ცუდ მომენტში მისკენ გაქცეულიყო მამაკაცი, დიდი მკლავები შემოეხვია, გულში ჩაეკრა და ასე გამკლავებოდა სტრესს.. -დღევანდელი დღე გამონაკლისია-საუბარი ისევ ალექსანდრემ განაგრძო რადგან ანნა დასჯილი ბავშვივით მოღუშული იჯდა და ამ თემის განხილვა სულაც არ სიამოვნებდა იმის მიუხედავად რომ თავად დაიწყო.-ჩათვალე რომ დღეს უბრალოდ შენი შემორიგება მინდოდა რომ ჩემთან თერაპიებზე სიარული გაგეგრძელებინა, სხვა დროს ეს არ უნდა დამჭირდეს რაც იმას ნიშნავს რომ აღარ უნდა გაბრაზდე თუ სანაყინეში შენს წასაყვანად არ მოვალ ჩემს დასვენების დღეს. ხო და კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, აღარ მომატყუო. თუ ჩემთან მოსვლა არ გენდომება რეალური მიზეზი მითხარი და რაიმე არ გამოიგონო, ტყუილს ვერ ვიტან და განსაკუთრებით ჩემი პაციენტებისგან, მინდა რომ მენდობოდე და სიმართლის გარდა არაფერს მეუბნებოდე.-სათქმელი ბოლომდე ამოწურა, თვალებში ჩახედა და ისევ ის მოღუშული სახე რომ დაინახა გულში თითქოს რაღაც ჩხვლეტასავით იგრძნო, გაუაზრებლად მარჯვენა ხელი მისი სახისკენ წაიღო, უნდოდა თვალებზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადაეწია და გაბუტულ სახეზე თითებით მიფერებოდა, მალევე გაიაზრა რომ არასწორად მოქმედებდა , მუშტი მძიმედ შეკრა, სახე შეუმჩნევლად გააქნია გონზე მოსასვლელად და ისევ ისე სანდოობით გაიღიმა როგორც კარგ ფსიქოლოგს შეეფერება. -თუ შენც არ გაქვს რაიმე სათქმელი, შეგვიძლია უკვე დავიძრათ მე მანქანისკენ , შენ სახლისკენ.-სახეზე აღარ შეუხედავს , შეეშინდა რომ მის თვალებში ისევ რაიმეს ამოიკითხავდა და თავის შეკავებას ვეღარ შეძლებდა. რეალურად როცა ანნასთან მოდიოდა ბევრად ხანგრძლივი შეხვედრა წარმოედგინა, ყველა სხვა სეანსიც ამიტომ გადადო, თუმცა ახლა როცა ხელი ანნას სახისკენ გაექცა, გადაწყვიტა რომ ყველაზე სწორი იქნებოდა თუ მაქსიმალურად მალე გაეცლებოდა, საკუთარ თავს ვერ პატიობდა ამ ქმედებას, თუმცა იმ გრძნობას არც კი იმჩნევდა რამაც ეს ქმედება გამოიწვია. -არა, მე არაფერი მაქვს სათქმელი, წავიდეთ.-ფეხზე წამოდგა ანნა რომელსაც საერთოდ არ შეუმჩნევია მამაკაცის წამიერი სისუსტე. ალბათ რომც დაენახა მისი სახისკენ წაღებული ხელი, მაინც არ დაიჯერებდა რადგან დარწმუნებული იყო რომ ალექსანდრე როგორც პაციენტს მხოლოდ ასე თუ შეხედავდა, ამაში თავად მამაკაციც დარწმუნებული იყო , სწორედ ამიტომ ვერ ხსნიდა საკუთარ საქციელებს და სწორედ ამიტომ აგიჟებდა ეს ფაქტი. -წვიმა დაიწყო!-ტაში შემოკრა ანნამ და ახლა კიდევ უფრო დაემსგავსა ბავშვს როცა წვიმის წვეთებს სიხარულით უშვერდა ხელისგულებს და ცაში მოწყურებული იყურებოდა. -ახლა მაინც აღიარე რომ ჯობდა მანქანით წამოვსულიყავით.-ხელებით შეეცადა წვიმის წვეთების მოგერიებას მამაკაცი. -ახლა კიდევ უფრო მიხარია რომ მანქანით არ წამოვსულვართ.-სიცილი აუტყდა ანნას და წვიმაში თამაში განაგრძო. ალექსანდრე ხის ქვეშ აიტუზა,დასველების იდეა მასაც ანნასავით არ ხიბლავდა ამიტომ ოდნავ შორიდან აკვირდებოდა როგორ ირხეოდა ანნას სხეული თითოეული ცივი წვეთის შეხებისას. მისი სიარული ცეკვას ჰგავდა იმ მომენტში და მამაკაცი ვერც კი ხვდებოდა რატომ იტაცებდა ასე ძალიან ეს სანახაობა. ჯერ ხუთი წუთი თუ გავიდოდა წვიმის დაწყებიდან და ანნა უკვე თავიდან ფეხებამდე გალუმპული იყო. სველი ტანსაცმელი ისე ეკვროდა სხეულზე თითქოს მასზე სამუდამოდ მიწეპება ჰქონდათ გადაწყვეტილი. იმ წამს პირველად შეამჩნია ალექსანდრემ ანნას წვრილი ,გამოყვანილი წელი და სურვილს რომ წელზე ხელები შემოეხვია, ძლივს უმკლავდებოდა.. ისევ მუშტი შეკრა ვნებასთან გასამკლავებლად. -წავიდეთ.-მკაცრად და მაქსიმალურად ხმამაღლა ამოილაპარაკა , თან ანნასკენ დაიძრა, ცოტაც და გადაასწრებდა კიდეც. საკუთარ თავზე ბრაზმორეულს აღარ იცოდა რა ექნა, თუმცა რადგან ჯერ კიდევ ჰქონდა ძალა რომ ყველაფერი შეეჩერებინა, გადაწყვიტა მაქსიმალურად ემოქმედა იმის ნაცვლად რომ ხის ქვეშ მდგარიყო და მის წინ გამართულ სანახაობას დაკვირვებოდა. -კარგი რა, ცოტახანიც.-ტუჩები დაბრიცა ანნამ. -ამის დრო არ მაქვს , შენ შეგიძლია დარჩე.-გვერდი აუარა და კიდევ უფრო უმატა ტემპს. ანნას მარტო დარჩენის იდეა დიდად არ მოეწონა, თან წვიმაში სირბილს ალექსანდრეს გვერდზე სიარული ერჩივნა, იქნებ ხელიც კი ჩაეკიდა მისთვის.. რამდენჯერ ჰქონდა წარმოდგენილი სწორედ ეს სცენა , არა კონკრეტულად ალექსანდრესთან, თუმცა ყველა სხვა ადამიანზე მეტად ალბათ სწორედ ალექსანდრე ჰგავდა იმ მამაკაცს რომელსაც მის გვერდით წარმოიდგენდა ხოლმე… ძლივს დაეწია და გვერდზე ამოუდგა. წვიმის წვეთები ორივეს უსველებდათ სახეებს და ვეღარ გაარჩევდით რომელი იყო მოღუშული და რომელი ბედნიერი, რომელს უნდოდა წასვლა და რომელს დარჩენა. უკვე სახლთან იყვნენ ანნამ რომ ძლივს ამოილუღლუღა. -მაკა მომკლავს ასეთი სველი რომ მივალ სახლში. -მაშინ არ უნდა დასველებულიყავი.-ისევ მკაცრად და უგულოდ უპასუხა ალექსანდრემ. -ხომ არ მიწუწავია და ძალით ხომ არ დავსველდი, მე რა შუაში ვარ.-ისევ გაიბუტა ანნა. -მანქანით რომ ვყოფილიყავით არ დასველდებოდი. ანნას ხმა აღარ გაუცია, სახლის კართან მიირბინა და დაელოდა რომ დაენახა როგორ ჯდებოდა მამაკაცი მანქანაში რომელიც კარიდან სულ რაღაც ორ ნაბიჯში იყო გაჩერებული. -ზეგ 6ზე?-სანამ მანქანის კარს გააღებდა თმიდან სისველის მოშორებას შეეცადა და მუქი მწვანე თვალები ანნას შეანათა. -თანახმა ვარ. -იმედი მაქვს მსგავსი დღეები აღარ განმეორდება და დაგვიანების და ტყუილების გარეშე განვაგრძობთ ურთიერთობას. საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვები, იმდენად დამაჯერებლად რომ ანნას გული საშუალოზე მეტად ატკინა. თავად ალექსანდრესაც კი არ ესიამოვნა და წინადადების დამთავრებისთანავე დაიჭყანა , თუმცა შეუმჩნევლად.. “იმედი მაქვს მსგავსი დღეები აღარ განმეორდება” თუ “იმედი მაქვს რომ ერთმანეთს ყველა წვიმის დროს შევხვდებით” ?საკუთარ თავს ჩაეკითხა თუმცა პასუხი ისეთი ცხადი იყო, ამაზე აღარ უფიქრია. ერთმანეთს არ დამშვიდობებიან, ალექსანდრემ უბრალოდ წავიდა, ანნა კი იქამდე იდგა გარეთ , სანამ ბოლომდე არ გაქრა მისი თვალსაწიერიდან მანქანა რომელშიც არ ჩაჯდომამ უბედნიერესი წუთები აჩუქა. * -როგორ მოხდა ასე ადრე რომ გადაწყვიტე ჩემთან შეხვედრა?-კაბის ღილების გახსნა განაგრძო ქერა ქალბატონმა. წინასწარ რომ სცოდნოდა შეხვედრის შესახებ, ამ კაბას ნამდვილად არ ჩაიცმევდა იმდენად უშლიდა ნერვებს ეს პატარა ღილების სათითაოდ განცალკევება. თუმცა ისიც იცოდა რომ თავად თუარ იზავდა ამას, მამაკაცი ერთიანად აუგლეჯდა ყველა ღილს, ამიტომ ჩქარობდა განსაკუთრებით, თუმცა არც ფიქრები ასვენებდნენ.. -ნინა..-მის კისერს დროებით მოშორდა რომ საუბარი მოეხერხებინა.-ადრე რომ არ გნახულობ პრობლემაა, ადრე რომ გნახულობ ამასაც აპრობლემებ? -უბრალოდ კითხვა დავსვი, პრობლემა რა შუაშია სანდრო. -ახლა მომინდი და ახლა შევხვდით! კმაყოფილი ხარ?-მაინც ვერ მოითმინა იქამდე სანამ ქალბატონი ღილებს განაცალკევებდა და სრულად გაშიშვლებოდა, ამიტომ თავად შემოაბრდღვნა ძვირიანი კაბა ერთი ხელის მოსმით. პატარა ღილების ძირს სათითაოდ ვარდნამ წვიმის წვეთების ხმა გაახსენა , წვიმის წვეთების ხმამ კი ანას სხეულის რხევა.. უფრო მეტად გაგიჟდა და დიდი ხნის მწყურვალივით დაეტაკა მის წინ გაშიშვლებულ სხეულს. ნინაც თავის მხრივ ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, თუმცა მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა , ამას ,მთავარია დროს ალექსანდრესთან ერთად ატარებდა. ამჯერად უკვე მარტო იწვა ოთახში ალექსანდრე. ფანჯრები ღია ჰქონდა და ხარბად ისუნთქავდა გარედან შემოსულ ჰაერს, თუმცა მაინც არ ჰყოფნიდა , მაინც უჰაერობისგან იხრჩობოდა. ივლისისთვის შეუფერებლად გრილოდა და თეთრი ფარდები ირხეოდნენ გაუჩერებლად. “ზეგამდე უნდა დაგავიწყდეს!” “ზეგამდე უნდა დაგავიწყდეს!” “ზეგამდე უნდა დაგავიწყდეს!”…. უმეორებდა თავის თავს გაუჩერებლად , თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა რა ან როგორ უნდა დაევიწყებინა ერთ დღეში. ასეთ რაღაცას პირველად გრძნობდა სხვა ადამიანის მიმართ. უბრალოდ არ იზიდავდა ანნა, მხოლოდ ლტოლვას არ გრძნობდა მის მიმართ, რაღაც საერთოდ სხვა სჭირდა..შეეძლო საათობით ეყურებინა მისი ატმისფერი ლოყებისთვის, შეეძლო სამუდამოდ დამონებოდა მის შუაღამისფერ თვალებს ოღონდ ერთხელაც აღარ ენახა ისინი სევდიანი.. მამაკაცში ახლა იმდენი ემოცია ებრძვოდა ერთმანეთს რომ გრძნობდა სადაცაა აფეთქდებოდა ამიტომ თავს უშველა , ფეხზე წამოდგა და ცივ შხაპს შეეყუდა, იცოდა ეფექტი რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა, თუმცა ცოტახანს მაინც დაიხსნიდა თავს ტკივილისგან. “ირმას ნათლულია.. ჯანდაბა! მხოლოდ 18 წლისაა! და მეტიც , ჩემი პაციენტია! არა , ეს ვერ დამემართება..” -შხაპიც კი ვერ უფანტავდა ფიქრებს რომლებიც არ ეშვებოდნენ, შუბლზე მაგრად შემოიჭირა ხელები თავი რომ გახეთქვისგან გადაერჩინა და ასე იდგა საათზე დიდხანს. დაძინებამდე მკაცრად გადაწყვიტა რომ სიკვდილის ფასადაც რომ დაჯდომოდა მაინც გაუმკლავდებოდა ამ გრძნობას, ამდენი ხომ იმისთვის არ ისწავლა და იშრომა რომ მხოლოდ სხვებს გამოადგეს, ახლა საკუთარი თავისთვისაც მოუწევდა თერაპიების ჩატარება იქამდე სანამ საბოლოოდ არ მოეგებოდა გონს. * -არა ირმა რას ამბობ რა შედარებაა, მესამე დღეა დღეს და ბავშვი სახლში რომ მოვიდა სულ სხვა იყო. ისე ანათებდა ისე ბრწყინავდა და ისეთი სიცოცხლით სავსე იყო, იმაზეც კი ვერ ვეჩხუბე 38 სიცხით წვიმაში რომ უბოდიალია. -აი ხო გეუბნებოდი, თავის საქმის პროფესიონალია-მეთქი, მალე სულ განკურნავს ჩვენს გოგოს. ანნას მსუბუქი ნაბიჯების ხმა რომ გაიგო დაფრთხა და მალევე გაუთიშა ტელეფონი მეგობარს მაკამ, არ უნდოდა ზედმეტად გაეღიზიანებინა ძლივს გაღიმებული ქალიშვილი. -კარტოფილს შეგიწვავ. -არ მშია, გარეთ ვჭამე.-წყალში ყინულების ჩაყრას მოჰყვა ანნა. -ბატონი ალექანდრეთი კმაყოფილი უნდა იყო, ასეა არა?-ფრთხილად შეაპარა კითხვა, მაინც ეშინოდა ისევ ისეთი უხეში და ავი არ გამხდარიყო. -კარგი რა მაკა, რა ბატონი.. -სად იყავით ახლა?-ყურები დაცქვიტა მაკამ და სკამზე ინტერესით ჩამოჯდა. -გარეთ გავისეირნეთ, მერე წვიმაში მოვყევით. ისე ირმამ რა მოგიყვა ალექსანდრეზე?-თავადაც მაგიდასთან მიუცუცქდა დედას, უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა მამაკაცზე , ინფორმაციის გამოძალვა კი კარგად ეხერხებოდა, განსაკუთრებით მაკასგან. -რა მომიყვა და ის მომიყვა რომ პატარა ასაკიდან სწავლობდა და შრომობდა იმისთვის რომ იქამდე მოსულიყო სადაც ახლაა,ასევე ის რომ ერთადერთია თავის სფეროში ამ ასაკის რომელსაც ამხელა მიღწევები აქვს, მომიყვა როგორ თავდაუზოგავად მუშაობდა რომ მხოლოდ ფსიქოლოგი არ ყოფილიყო და ბევრად მეტი ესწავლა, მომიყვა მის ლექციებზე, ტრენინგებზე , მოგზაურობებზე და ასე შემდეგ. შენ რა გაინტერესებს კონკრეტულად?-თავისივე საუბრით შეწუხდა მაკა. -ვინმე ყავს?-ვითომც არაფერი ისე იკითხა ანნამ. -შენ ხოარ გააფრინე გოგო, ეგ რა შენი ან რა ჩემი საქმეა.-წარბი აზიდა მაკამ და ტონსაც აუწიაძ ანნას თავისივე კითხვაზე თვითონვე გაეცინა. -კარგი რა იყო, ისე გკითხე ხო იცი ყველაფერი მაინტერესებს. -ირმას არაფერი უთქვამს მაგრამ მე თუ მკითხავ არავინ ეყოლება, ეგეთ კაცთან როგორ უნდა გაჩერდე, დღე ღამეში ჯამში 9 საათი თუ ექნება თავისუფალი და აქედან 7 საათი სძინავს.-შვილთან საუბარი ჭორაობაში გადაეზარდა მაკას, თანაც როგორ უყვარდა, ანნა კი აქამდე ჯერ არასდროს ჩამომჯდარა მასთან საჭორაოდ. -შენ რა იცი იქნებ უფრო ცოტახანს სძინავს ან იქნებ 9 საათზე მეტი თავისუფალი დრო აქვს. -კარგად ვიცნობ ეგეთ კაცებს, კარიერის მეტი რომ არაფერი აინტერესებთ. მაშინ რატომ არ ყავს ცოლი? 33 წლის კაცს ცოლი არ ეყოლება შენი აზრით მაგას ვინმე რომ უჩერდებოდეს? -რაღა დროს ცოლობა და ქმრობაა მაკა, კარგი რა. -ხო რა ვიცი, ისიც ეგრე ფიქრობს ალბათ. -ყველა ნორმალური ადამიანი ეგრე იფიქრებს მაკა. აბა ის იყო კარგი აკვანში რომ გამაჩინე? შენ თვითონ სკოლა არ გქონდა დამთავრებული. -ეგ საერთოდ სხვა იყო. მამაშენმა თავი დამაკარგვინა , ისე შემიყვარდა სულ არ ვფიქრობდი ადრე იყო თუ გვიანი, ოღონდ მაგასთან ვყოფილიყავი და რაში მედარდებოდა ან ჩემი კარიერა ან საერთოდ რამე. -ეგ არ გამართლებს.-დედას დიდი ხნის შემდეგ პირველად გაუღიმა გულრწფელად, ყინულით სავსე ჭიქა ხელში მოიმარჯვა და ოთახისკენ დაიძრა. ღამის სამ საათამდე მაინც ვერ დაიძინა ანნამ, ხან რა დააჭყეტინებდა ძლივს დახუჭულ თვალებს და ხან რა.. რამდენჯერმე ფეხზეც ადგა, ოთახშიც გაისეირნა, ტანსაცმელებიც კი დაკეცა და დაალაგა მაგრამ მაინც არ ესტუმრნენ ძილის ანგელოზები. ბოლოს ოთხად მოკაკვულს ყველანაირი ემოციებისგან გამოფიტულს და დაღლილს ძლივს ჩაეძინა. ამჯერად აღარ მოუწია მოეგონებინა და ფანტაზიით წარმოედგინა როგორ სეირნობდა წვიმაში მისთვის სასურველ კაცთან ერთად, ახლა უკვე რეალურად ჰყავდა ეს კაცი და წვიმაშიც რეალურად ისეირნა მასთან ერთად , ამის გახსენებაზე კი ისევ იგრძნო მუცელში სასიამოვნო ჩხვლეტები და პირველად ჩაეძინა ასეთ ბედნიერს. * ალექსანდრე ჩვეულებრივ დილას 7 საათზე იღვიძებს , ახლა კი ჯერ შვიდიც არ იყო ის კი უკვე გამზადებული იჯდა საკუთარ მისაღებში და ყავას შეექცეოდა, გარეგნულად თითქოს მშვიდი ჩანდა მაგრამ მისი გული და გონება ისევ ხელჩართულ ბრძოლაში იყვნენ ერთმანეთთან. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა რომ გულისთვის მოესმინა , ბოლოს და ბილოს ეს უბრალოდ საჩუქარი იქნებოდა მხოლოდ იმიტომ რომ პაციენტს თავი უკეთ ეგრძნო და უფრო მალე მისულიყვნენ სასურველ შედეგამდე, ეს არის და ეს, არაფერი სხვა ახსნა არ ექნებოდა ამ ჟესტს. ეს რომ გაიაზრა კიდევ უფრო თამამად წამოდგა ფეხზე, უცებ ჩაირბინა მანქანამდე და დილის სიმშვიდით ნასიამოვნებმა ფანჯრებს ბოლომდე ჩაუწია. ბევრი ბოდიალის შემდეგ ძლივს იპოვა ღია მაღაზია სადაც ყიდვას შეძლებდა. შეეძლო საღამოსთვის გადაეწია, ამდენი სიარულიც არ მოუწევდა მაგრამ გადადება აღარ უნდოდა რადგან იცოდა რომ ყოველთვის გულს არ მოუსმენდა და შეიძლებოდა სულაც გადაეფიქრა ანნასთვის საჩუქრის ჩუქება. მანქანა მის კართან რომ მიაყენა , გონება ყველაზე მეტად მაშინ ახმაურდა , ყველა ძალა მოიკრიბა ერთიანად და როგორღაც შეეცადა მის გაჩუმებას, გამარჯვებულმა ტელეფონი მოიმარჯვა და ანნასთან დარეკა. ძილში ღრმად მყოფს ჯერ სულ არ აღვიძებდა ტელეფონის წკრიალი, ბოლოს ნება იბოძა, ბალიშის ქვეშიდან ტელეფონი გამოაძრო, თვალი ზანტად გაახილა და ეკრანს დახედა, გაოცებისგან ყბაც კი ჩამოუვარდა როცა მოულოდნელად ალექსანდრეს ზარს გადააწყდა. ოდნავ უფრო მეტად გამოფხიზლებული რომ ყოფილიყო, აუცილებლად გაუთიშავდა მაგრამ დაბნეულმა და თან ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ამდენი ვეღარ იფიქრა და პირდაპირ უპასუხა. -მაპატიე, ალბათ გაგაღვიძე.-ომახიანად დაიწყო ალექსანდრემ -ხო მეძინა, მაგრამ არაუშავს. -ვიფიქრე ხვალ შენს ვიზიტამდე გადამედო მაგრამ ასე დროის გაწელვა გამომივიდოდა.. კარგი იქნება თუ ზეგ უკვე ამას განვიხილავთ ამიტომ..-საუბარი სიტყვების რახარუხში გადაუვიდა ალექსანდრეს და თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ ახერხებდა ანნა რომ ის დაევიწყებინა მისთვის რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. -წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ.-თვალები მოიჭყლიტა ანნამ. თანახმა იყო ყოველ დილით ყველაზე ადრე გაეღვიძა თუ ალექსანდრეს სექსუალური, მისტიური და მიმზიდველი ხმა იქნებოდა პირველი , რასაც გაიგებდა.. თუნდაც ვერც შემდეგ გაემართა ვერცერთი წინადადება და მუდმივად არეოდა სიტყვები ერთმანეთში ისე როგორც ახლა, მაინც თანახმა იყო რომ მხოლოდ მისთვის ესმინა სამუდამოდ. -მოკლედ რაღაცას მინდა დავაკვირდე ხვალამდე და ერთი ნივთი მოგიტანე, შენს სახლთან ვარ, შეგიძლია გამოხვიდე? დაგიტოვებ და წავალ.. _______ ჰაი<3 ისევ მადლობა ყველას თუ ვინმე კითხულობთ, გამიხარდება ასევე აზრებსაც თუ გამიზიარებთ რომ ვიცოდე რამდენად ღირს გაგრძელება^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.