შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბავშვობის სიყვარული (12)


12-07-2023, 19:41
ავტორი gabi du
ნანახია 1 542

- არ მჯერა, რომ ეს სიგიჟე Ჩემს თავს ხდება. - ხმამაღლა ვუთხარი Ჩემს თავს და თეთრი, წელზე მოჭერილი, დაბლა ერთიანად დაᲨვებული კაბა ტანზე მოვირგე. Ძალიან მომიხდა ზომიერად ამოჭრილი დეკოლტე. თითქოს სპეციალურად Ჩემთვის იყო Შეკერილი. ის იყო, თმა დავიᲨალე, რომ ვარცხნილობა გამეკეთებინა, კარი ისე ახმაურდა ლამის, Ჩამოიღეს სანამ გავაღებდი. ყველა ერთად Შემოლაგდა Ჩემი გოგონები. ყველა... ნიაკოს გარდა. გული მეტკინა. ის უნდა ყოფილიყო Ჩემი მეჯვარე. არ მინდოდა დაჯერება, რომ Ჩემი საყვარელი მეგობარი, Ჩემს ზურგს უკან რამეს ხლართავდა. არადა ვიცოდი, არცერთ სიტყვას ჰაერᲨი არ ისროდა ლევანი. - სალომე, მეგონა ბიჭები მეხუმრებოდნენ. Შენ კი მართლაც საქორწილო კაბაᲨი დამხვდი. - შოკში იყო ნუცა. - ამ Შუაღამით ქორწილი მხოლოდ ადამაშვილისნაირ არანორმალურს თუ მოუვიდოდა აზრად. - იცინოდა მარიშკა. - ტყუილად იცინი. არანაკლებ არანორმალურია ჯანოც. ვინ იცის სად და როდის მოგიწევს საკუთარი ქორწილი. - არ დაინდო თეკლამ. თან პუფზე დამსვა და Ჩემი ვარცხნილობის გაკეთება საკუთარ თავზე აიღო. - ბიჭები აქ არიან? - ვიკითხე იმ იმედით, რომ ბიჭებშიც არ ჰყავდა ლევანს ვინმე გამოტოვებული. - სამივე მუᲨკეტერი კართანაა ატუზული და ,,ჯეირანს" თამაᲨობენ თუ, ვინ მიგიყვანს საკურთხეველთან. - იცინოდა ნუცა. ანუ გამოდის, რომ მხოლოდ ნია იყო თამაᲨგარედ და ლაᲨა და კატო. თუმცა ეს ორი ქალაქᲨი არ იმყოფებოდა და ალბათ ამიტომაც დარᲩნენ მოვლენებს მიღმა. - სალო, ნიასთან რა ხდება? ლევანმა ყველას კატეგორიულად აგვიკრᲫალა მასთან ქორწილზე საუბარი. ისიც კი თქვა, არ უნდა გაიგოს, რომ მე და სალომე დაქორწინებულები ვართო. აქამდე ერთმანეთთან არაფერს ვმალავდით და ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ. - თქვა ნუცამ. - გოგოებო, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჯანომ მეც ამიკრᲫალა მასთან Ძველებური კონტაქტი. თქმით არაფერს ამბობენ მაგრამ ფაქტია რაღაც სერიოზული ხდება. - მხრები აიწურა მარიშკამ. - ჯანო და ლევანი დიდი ხანი არაა მას იცნობენ და ვერ მივუთითებთ ვინმეს ენდონ არ ენდონ. მაგრამ, ბაღაშვილმა რახან თქვა, საჭიროა ყველამ ენას კბილი დავაჭიროთ. გოგა ყველას საკუთარი თავივით გვიცნობს. - თქვა თეკლამ და Ჩემს კოსას ბოლო შტრიხი დაამატა. რატომღაც თავში გამიელვა, რომ თეკლამ ყველა Ჩვენთაგანზე მეტი იცოდა. თუმცა კითხვას აზრი არ ჰქონდა. თავდაღმაც, რომ დაგეკიდა სხვის საიდუმლოს არ გათქვამდა. - რაც არ უნდა იყოს, მაინც უხერხულად ვგრᲫნობ თავს. - ვთქვი ცრემლმორეულმა. - ნია ისევე მიყვარს როგორც თქვენ. მიზეზი, რომც ვიცოდე მაინც, ვერ შევᲫლებდი ასე ერთიანად მომეგლიჯა გულიდან. ახლა ხომ ამ გაურკვევლობაში საერთოდ აღარ ვიცი რა ვიფიქრო. - არ იტირო და მაკიაჟი არ გაიფუჭო, თორემ ალქაჯს დაემსგავსები და გადაიფიქრებს შენი ლევანი ცოლის შერთვას. - დამცინა მარიშკამ და პუფიდან წამომაგდო. - გოგოებო გამოხვალთ თუ ვუპოვოთ სხვა გოგო ამ ყმაწვილს? - კარი, ზუსტად იმ მომენტში გავაღეთ ბრახუნი, რომ უნდა აეტეხა ბაღაშვილს. - ამას შეხედე. - თვალი შემავლო და წარბი მოწონების ნიშნად მაღლა აწკიპა გოგამ.- რას იტყვი ბაღაშვილო გავატანოთ ეს ანგელოზივით გოგო იმ შეშლილს თუ, გვიღირს ერთ გალახვად და დავიტოვოთ? - იცინოდა ლექსო. - არიქა, მაგის მუშტი ჩემს მტერს მოხვდა. თან, იქითა კვირას ცოლს ვირთავ. არ მინდა საკურთხეველთან ეტლით მიმაგორონ. - ხელები გაასავსავა ნიკამ და ნუცას გვერდით ამოუდგა. - არ მჯერა, რომ სახლᲨი მარტო Ჩვენ ვართ. სიძე სადაა? - გაუკვირდა თეკლას. - ძლივს მოვიშორეთ აქედან. ეკლესიაში გველოდება. - ჩაიფრუტუნა გოგამ. - არა ისე, ხოა ღირსი გოგო არ მივუყვანოთ და დავტოვოთ ხახამშრალი? - ბაღაᲨვილის ბოროტ ხუმრობაზე ყველა ერთად ახარხარდა. მეც ვიღიმოდი. მიუხედავად ამდენი გაურკვევლობისა მაინც ერთიანად მოვეცვი ბედნიერებას და სასიამვნო ბურუსიდან თავის დაღწევა არ მინდოდა. ქორწილი ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. არც საქორწილო კაბა ყოფილა ისეთი, როგორიც ოცნებაში მცმია. მაგრამ Ჩემს გვერდით მდგარი მამაკაცი იყო ჩემი ახდენილი, ყველაზე სანუკვარი ოცნება, რომელიც სიყვარულით სავსე მზერით შემომყურებდა და ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.
- გაბარებ ძმაო. ახლა შენ ხარ მისი ყველაფერი. გაბარებ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ცხოვრებიდან ავორთქლდებით და ისე მოექცევი როგორც მოგინდება. იცოდე, სალომე რომ უბედური ვნახო მაგრად მახატია შენი ქურდობა. - ასეთი სერიოზული არასოდეს მინახავს გოგა ბაღაᲨვილი. ჩემი ხელი ხელში ჩაუდო ლევან ადამაშვილს და ჩვენს შვიდ კაციან მაყრიონს შეუერთდა. რომელსაც მეჯვარეები, თეკლა და დიმა გამოეყვნენ და გვერდში ამოგვიდგნენ. ჯვარი დავიწერეთ. დიდხანს ანათებდა თბილისის ცას, მაღლა აშვებული ფეიერვერკი, რომელიც დიმას იმდენი შეეკვეთა, რომ დასასრული არ უჩანდა.
- ძვირფასო საზოგადოებავ! ვინც არ მიცნობთ, მინდა პატივი დაგდოთ და გაგეცნოთ. დიმა მეტრეველი გახლავარ. - თავი თეატრალურად დაუკრა Შეკრებილებს. - მეც ვიწვი თქვენი გაცნობის სურვილით, მაგრამ თუ საათს დავუჯერებთ ჯობია ხვალამდე გადავდოთ და ამ Ძლივსნაშველებებს საშუალება მივცეთ ერთმანეთი შეირგონ. ხვალ კი, მთლად დილაადრიან ნუ შევაწუხებთ და შუადღის მერე შევიკრიბოთ. ვინაა მომხრე და ვინ წინააღმდეგი ხელი ასწიოს. - დასჭექა მეტრეველმა თან ახალშეუღლებულებს თვალს არ გვაცილებდა თან სიცილით იჭაჭებოდა. დანებების ნიშნად ყველამ ხელები ასწია, თავიანთ მანქანებში გადანაწილდნენ და ეკლესიის ეზოში მარტო დაგვტოვეს. - ცოლო, მზად ხარ ჩემთან ერთად გაიარო ყველა მწარე და ტკბილი დღე? - მითხრა და ხელი გამომიწოდა ჩემმა ახდენილმა ოცნებამ. ხელი უსიტყვოდ ჩავკიდე და მასთან ერთად მანქანაᲨი ჩავჯექი. სახლამდე მᲨვიდად ვიმგზავრეთ არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. მხოლოდ ერთმანეთისთვის მჭიდროდ ჩაკიდებულ ხელს არ ვუშვებდით და დროდადრო თითებით ვეფერებოდით.
- ამ წუთას არაფერი მინდა იმაზე მეტად, ვიდრე შენში ერთიანად დაკარგვა. ყველაფრის დავიწყება და სამყაროს გაქრობა ამ სახლს იქით. - მითხრა, როცა უკვე ჩვენი მწვანეში ჩაფლული სახლის ზღურბლს მივადექით. - მაგრამ... მაგრამ მომიწევს ვისაუბრო. რაღაცაში გაგარკვიო. რათქმაუნდა ყველაფერს არ და ვერ მოვყვები. მაგრამ მინდა ის რაც უნდა იცოდე სწორედ ახლა გითხრა, როცა ჯერ კიდევ გაქვს უკან დასახევი. როცა მხოლოდ სურვილი მკლავს შენი და ბოლომდე არ ვიცი რა რა არის შენით ტკბობის ბედნიერება.
- ლევან... - ვიცოდი რაღაც სასწაულს მეტყოდა. მხოლოდ სასწაული თუ მაიძულებდა მისგან წასვლას და არ მინდოდა. არ მინდოდა არაფრის მოსმენა, არცერთი სიტყვის გაგონება არ მინდოდა რაც მასთან ასე ახლოს მყოფს უმისობას მაიძულებდა.
- არ გამაჩერო გთხოვ. ისედაც მიჭირს ამ სიტუაციაში სწორი სიტყვები ვიპოვნო. - ოთახში შემიყვანა, პუფზე დამსვა, თვითონ კი, ჩემს წინ პირდაპირ იატაკზე ჩამოჯდა და სახეში მომაჩერდა. - არ დავიწყებ იმ სამყაროს წესებზე საუბარს, რომელსაც ვეკუთვნი. რომელსაც გააზრებულად თუ გაუაზრებლად თავი მივუძღვენი და გარკვეულ პასუხისმგებლობას მანიჭებს სხვა ადამიანების უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე. სწორედ ეს პასუხისმგებლობა მაიძულებს არა დღეს და ხვალ მაგრამ ძალიან ახლო პერიოდში აქედან წავიდე. საქმე იმდენად სერიოზულია არც კი ვიცი, დაბრუნებას შევძლებ თუ არა. იქიდან, სადაც მივდივარ ან კუბოში აღმოვჩნდები, ან ციხეში. მართალი გითხრა ამ ორიდან არცერთი მაშინებს. მხოლოდ შენ ვერ გელევი. არ ვიცი ასე გიჟურად როდის დაგიჩემე მაგრამ... მაგრამ ფაქტია, რომ მაცოცხლებ. მაიძულებ ვიბრძოლო ხვალინდელი და მომდევნო დღეც გათენდეს, რომ შენთან ერთად გავიღვიძო. ჩვენზე მხოლოდ იმ ადამიანებმა იციან ვინც უკვე იცი. სანამ დავბრუნდები... თუკი დავბრუნდები არც არავინ მინდა გაიგოს. მათ შორის არც მართასთვის და ანდროსთვის ვაპირებ რამის თქმას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს გაახარებთ. საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ სალომე. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ ცივი გონებით ვიმოქმედო თუ მეცოდინება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უსაფრთხოდ ხარ და მელოდები. - მისმა სიტყვებმა გული გამიგლიჯა. მეტი ვეღარ მივითმინე, პუფიდან წამოვხტი და გულში ჩავეკარი. ისე გამეტებით ვიხუტებდი ვის შეეძლო მისი მკერდიდან ავეგლიჯე. თვითონაც მჭიდროდ მომხვია ხელები და დიდხანს ვყავდი ასე, სანამ ჩათვალა, რომ დავმშვიდდი. შემდეგ ფრთხილად მომიშორა, თვალებში ჩამხედა, ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და მკითხა.
- რჩები? - ვერ აღვწერ იმ მზერას რა მზერითაც იმ მომენტში მიყურებდა. როგორ შეეძლო ფიქრითაც კი გულში გაევლო, რომ მისგან წასვლას შევძლებდი.
- ვრჩები ლევან! - ვუთხარი დარწმუნებით და მეც ხელისგულში მოვიქციე მისი ლოყები. ისე სულსწრაფად დამეწაფა ტუჩებზე წამის მეასედში, რომ ამოსუნთქვა ვერ მოვასწარი. ერთიანად დამშალა და ამაფეთქა განცდილმა გრძნობამ. ცაში ამაფრინა და ფეიერვერკად მაქცია. ამ წუთად ღირდა ცხოვრება, თუნდაც უკანასკნელი ყოფილიყო რასაც ვიგრძნობდი.
- ჩემო სიცოცხლევ. - ესღა მითხრა და ხელში ამაფრიალა.
მართლაც, სულ სხვა იყო მის გვერდით გათენებული დილა. თვალის გახელისას შემოფეთებული ჩემკენ მომზირალი ლურჯები. როგორ ამავსო ბედნიერებით ჩემი დანახვით მის თვალებში გამკრთალმა სხივმა და ჩემთვის მოხვეულმა ხელმა.
- რა უღმერთოდ მიყვარხარ ადამაშვილო. - აღმომხდა ბედნიერებით აღვსილს და ტკიპასავით ავეკარი სანუკვარ სხეულს.
- ალბათ სხვანაირ დილას იმსახურებდი, ლოგინში მორთმეული საუზმით, ვარდებით და ასე შემდეგ მაგრამ ასეთი იდეალურიც არ ვარ სალომე. მხოლიდ შენი სიყვარულით სავსე გულში ჩაკვრა შემიძლია შემოგთავაზო. - ყურთან მიჩურჩულა და იქვე მაკოცა.
- ლოგინში მორთმეული საუზმე, რომ არაჰიგიენურია ეგ დანარჩენმა სამყარომ ვერ ისწავლა ჯერ? - გამეცინა. ჩემზე მეტად კი მას.
- მართლაც რა პონტია, ეს საწოლში ჭამა-სმა?
- მოყვარულებს უნდა ვკითხოთ. - ღიმილს ვერ ვიკავებდი. სიგიჟემდე მსიამოვნებდა უხერხულობის გარეშე დაწყებული პირველი დილა. თუმცა მის წინაშე შიშველი ვერ ვიტანტალებდი ამიტომაც საბანში გახვეული ლოგინიდან წამოვფრინდი და სააბაზანოს შევაფარე თავი.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი დოსიე მქონდა წლების განმავლობაში ადამაშვილზე შედგენილი, არ ვიცოდი მისი საყვარელი კერძები გამონაკლისის გარდა და არც ის თუ რას მიირთმევდა დილას. იმის გათვალისწინებით კი, რომ მე თავად ჩაი და კარაქიანი პურით არასოდეს შემოვიფარგლებოდი და ,,კაცური'' საჭმელი მიყვარდა არც, ახლა ვაპირებდი პრანჭვას. ის მოვამზადე რაც სწრაფად მომზადდებოდა და სააბაზანოდან გამოსულს სუფრა გაშლილი დავახვედრე.
- არ მჯერა, რომ დილას ბლინებით არ ვიწყებ. - ხელები ზეცისკენ აღმართა.
- არ მითხრა, რომ თუ, დილას ბლინების გარეშე დაიწყებ უხასიათობა გჩემდება, თორემ გაგეყრები იცოდე. - ისეთი სერიოზული სახით ვუთხარი, მგონი დაიჯერა კიდეც, რომ მხოლოდ ბლინები გამაქცევდა მისგან და ახარხარდა.
- ყველაფერში რომ გამორჩეული ხარ. იმიტომ ხარ ჩემი. - მოვიდა და ჩამეხუტა. - რომ იცოდე როგორ გამახარე ამ გულწრფელი ჟესტით. ნეტა მეტი დრო მქონდეს, რომ დიდხანს დავტკბე შენით. - გული ჩამეთუთქა მაგრამ არაფრის შემჩნევას ვაპირებდი. სევდა და დარდი მერეც მეყოფოდა, რომ წავიდოდა. ახლა? ახლა მხოლოდ სიყვარული უნდა შემერგო, ის რომ ასხივებდა.
- ლევან, ნიაზე მინდა გკითხო. - საღამომდე, რომ არავინ მოგვიკითხა. დიდი ხნის წრიალის შემდეგ გავბედე და ვკითხე როგორც იქნა.
- ვერ მოისვენებ ხომ? - მკითხა ნაწყენმა მაგრამ მაინც თბილი ხმით. - სალომე დამიჯერე მხოლოდ ერთ ნიას მეტის დაშავება შეუძლია ჩვენთვის და შენთვის ვიდრე ჩემს ყველა მტერს ერთად. აქამდე მხოლოდ ვვარაუდობდი. ახლა დარწმუნებით ვიცი. გთხოვ თავი შორს დაიჭირე მისგან მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ვერ მიხვდეს ასე ჩემს გამო იქცევი. რაღაც ისეთი უნდა მოვიფიქრო, რომ ეგონოს შენით ვითამაშე და არ მადარდებ. მოვაგვარებთ ოღონდ გეხვეწები მეტს ნურაფერს მკითხავ. უბრალოდ მენდე.
... და მეც ვენდე.
ერთად მთელი ოცდაშვიდი დღე გავატარეთ. ოცდაშვიდი ზღაპრული, სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე ოცდაოთხი საათი. არ ვიცი, მან ზუსტად იცოდა თუ არა თარიღი როდის მიდიოდა, მაგრამ მე, ამ სამყაროს მოწყვეწილმა, ნამდვილად არ ვიცოდი. არც მინდოდა მცოდნოდა. ვფიქრობდი, თუ ამ დღეზე ნაკლებს ან საერთოდ არ ვიფიქრებდი არ დადგებოდა. მეგონა ცხოვრებაში ერთხელმაინც მომცემდა ღმერთი შანსს ბედნიერი ვყოფილიყავი. მეგონა თუ ყოველ ღამით გულში გამეტებით თუ ჩავიკრავდი გულიდან ვერავინ მომგლეჯდა.
იმ დღეს, როცა როხროხით შემოხსნა კარი ბაღაშვილმა და წუთში, მეგობრებისგან, თითქმის მთელი თვით მივიწყებული ხმაურით გაივსო მთელი სივრცე, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელეფონით კონტაქტს სჯერდებოდნენ იმ მიზეზით, რომ ხელის შეშლა არ უნდოდათ. უნდა, მცოდნოდა, რომ ის დღე ბოლო იქნებოდა მე, რომ ვისუნთქებდი.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

იმდენიხანია არ დაგიწერიათ რომ დამავიწყდა ისტორია

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საერთოდ აღარ მახსოვს

 


№3 სტუმარი Nino

Axla wavikitxe tavidan bolomde da dzaaan momewona omedia agar miatoveb weras da daasruleb dzalian kargia da sxvebic tu mogbazaven da dausrulebel istoriebs daasruleben kargi iqneba❤❤❤❤

 


№4  offline წევრი gabi du

სტუმარი ნინო
იმდენიხანია არ დაგიწერიათ რომ დამავიწყდა ისტორია

პანდემიამ ყველაფერს თავისი ხელი დაატყო. მიხარია, რომ მოგეწონათ.

Nino
Axla wavikitxe tavidan bolomde da dzaaan momewona omedia agar miatoveb weras da daasruleb dzalian kargia da sxvebic tu mogbazaven da dausrulebel istoriebs daasruleben kargi iqneba❤❤❤❤

მადლობა, რომ არ დაიზარეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ.

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

ნიაკოზე როგორ მეწყინა. არ ველოდი.. მადლობა დაბრუნებისათვის

 


№6  offline წევრი Niako261995

ვაიმე არ მეგონა თუ გააგრძელებდით შემთხვევით ვნახე ძალიან გამეხარსა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent