შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბავშვობის სიყვარული. (13)


13-07-2023, 13:38
ავტორი gabi du
ნანახია 1 473

ლევანმა, ორი დღით ადრე საქორწინო რგოლი, ადამაშვილის ინიციალებით, არათითზე რომ მეკეთა მომხსნა. ძეწკვზე შეაბა და ყელზე დამკიდა. მეუცხოვა. სანამ ვკითხავდი, თვითონვე დამასწრო.
- გულთან უფრო ახლოს გყავდე ცოლო. - მაკოცა და საკუთარი რგოლიც ყელზე შეიბა. შემდეგ ისე ჩამეხუტა, რომ დიდხანს აღარ გამხსენებია დანარჩენი სამყარო.
- ლევან, რამდენიმე დღეში შვებულება მეწურება. მომიწევს სამსახურში დავბრუნდე. მამიდას მონახულებაც დასავლეთში თუ უკვე ჩამოსული არ დამხვდა, იმ დროისთვის როცა ჰგონია, რომ მივლინებიდან ვბრუნდები. ნიას თემაც ბუნდოვანია. როდემდე დავემალებით? არ მინდა გეგონოს ვწუწუნებ. უბრალოდ მინდა ვიცოდე, რას ვაპირებთ.
- მოვლენები თვითონ გვიკარნახებს შემდეგ ნაბიჯებს. ერთადერთი შეთანხმება, რასაც არცერთი დავარღვევთ ჩვენი ურთიერთობის საიდუმლოდ დატოვებაა. მე ვენდობი იმ ადამიანებს, ვინც ეს საიდუმლო იციან და მჯერა ჩვენი უსაფრთხოებისთვის ყველა ჩუმად იქნება. მთავარია სანამ დრო არ მოვა, ჩვენ არ გაგვყიდოს გრძნობებმა. და ყველაზე მთავარი ჩემი გული, ჩემი სიყვარული, ჩემი ღირსება და ერთადერთი ქალი ვისაც ჩემი ცოლი ქვია და ერქმევა ხარ შენ. მე არ ვიცი რა რადიკალური ზომების მიღება მომიწევს. ამ გადასახედიდან დიდი არჩევანიც არ მაქვს... მაგრამ არასოდეს დაივიწყო, რომ მე პირობას ყოველთვის ვასრულებ, ნებისმიერ ფასად და არასოდეს დაიჯერო ის, რასაც მე მარტოდ დარჩენილს არ გეტყვი. თუნდაც საკუთარი თვალით დაინახო.
- ლევან, მაშინებ... - თემა თვითონ წამოვჭერი მაგრამ უკვე გაგრძელება აღარ მინდოდა. ავტომაწურად ვბლოკავდი ყველა ფიქრს, რომელსაც ჩვენს გარდაუვალ დაშორებამდე მივყავდი. თუმცა ფაქტია, თავის გასულელებამ მოსალოდნელი შედეგი ვერ შეცვალა...
პირველი დღე მისი წასვლიდან იყო კოშმარი. არავის დანახვა მინდოდა და არც გარეშე ხმებს ვაძლევდი ჩემამდე მოღწევის საშუალებას. ტყუილად მორიგეობდნენ ჩემი სახლის კართან ჩემები. არც რომელიმეს სახე გამირჩევია და არც სიტყვები მესმოდა თუ რამეს ამბობდნენ... იქნებ, არც ამბობდნენ და უბრალოდ მდუმარე ყარაული ჰქონდათ დანიშნული ჩემს ცოცხალ ლეშთან.
პირველი ღამე, მარტო დარჩენიდან დღეზე უმწარესი გამოდგა. ვერ ვისუნთქე... ვერ ვიკმარე ის ჟანგბადი სამყაროს, რომ ყოფნიდა. მე კი არა. როგორ დამეძინა იმ საწოლში, ის რომ მეხვეოდა... არ მახსოვს როდემდე ვიბორგე, სანამდე ვთვალე საათის წიკწიკი, სანამდე ვწყევლე ჩემი დაბადება და დედაჩემი, ჩემი გაჩენისთვის.
- დილამშვიდობისა ჩემო სიცოცხლევ! უნდა გაუძლო, რომ მეც მქონდეს გაძლების ძალა. - მის ხმაზე ალაპარაკებულმა მაღვიძარამ სამყაროს მომწყვიტა. ეს როდის ჩაწერა და დამიყენა? როდის იფიქრა? რათქმაუნდა იცოდა, რომ შევიშლებოდი და ჩემთან ყოფნის თავისებური მეთოდი გამონახა. იმ წამიდან დავიწყე ფიქრი არა იმაზე, რომ ერთი დღე
გავიდა მისი წასვლიდან, არამედ, ერთი დღე გამოაკლდა იმ დღეთა რიცხვს, მასთან რომ მაშორებდა. ცივმა გონებამ მიკარნახა, რომ კაცი, ვისაც ასე ვუყვარდი უყურადღებოდ არ დამტოვებდა. აუცილებლად იქნებოდა ვინც მიაწვდიდა ჩემზე სიახლეებს. ვერ დავუშვებდი ჩემზე დარდს დაესუსტებინა და ხელი შეეშალა სწორად მოქმედებაში. მას ხომ სიცოცხლით გარისკვა უწევდა, მართალია არ ვიცოდი რისთვის? რა უღირდა ამხელა მსხვერპლად მაგრამ მან მთხოვა, რომ ვენდო... მეც ხომ მივენდე! ახლა დროა პირობის ჩემი მხარე შევუსრულო.
სახლის კარები გავაღე და გაბრწყინებული სახით გავედი თეკლამ და მარიშკამ ერთმანეთს გადახედეს. ვერცერთმა გაბედა რამე ეთქვა. თუმცა კარგად ვიცოდი რას ფიქრობდა ჩემი ორი მეგობარი, რომელმაც ღამე დაკეტილ კარს მიღმა გაატარა და კარგად ესმოდათ ჩემი ღამეული ღრიალი. არცერთს არ ვეგონე სააქაოს და ალბათ, გონებაში იძიებდნენ ფსიქიატრს ვინც ჩემი არეული გონების მოკრებაში დამეხმარებოდა.
- შემოდით, რას ელოდებით? - გავძახე გოგონებს. - ის მესამე მუშკეტერიც გააღვიძეთ მანქანაში რომ გყავთ შეჩურთული. - გამეცინა გოგას ოთხად გაკეცილი სხეულის წარმოდგენისას. მაგრამ მანქანიდან ლექსო, რომ გადმოვიდა და გოგა არ იყო. უკვე ვიცოდი, რომ ბაღაშვილიც კავშირში იყო რაღაც დოზით ლევანის გაუჩინარებასთან. არაფერი შევიმჩნიე. მხოლოდ ვიკითხე:
- სხვები სად არიან?
۔ სალომე კარგად ხარ? ۔ ვერ მოითმინა მარიშკამ.
۔ კარგად ვარ. არ გავგიჟებულვარ. ადამაშვილს მაშინ ველოდი, როცა არაფერი მაკავშირებდა. არაფერი მაიმედებდა და ახლა რა გამაგიჟებს როცა ვიცი ასე ვუყვარვარ? როცა ვიცი, რომ ჩემთვის დაბრუნდება? მართალია ტკივილამდე მომენატრება და ეს მონატრება გაუსაძლისი იქნება. მაგრამ... მაგრამ მარტო ხომ არ ვარ არა? თქვენ ხომ აქ მყავხართ. ჩემი ნაწილები, რომლებმაც ისევე უპირობოდ მიიღეთ ადამაშვილი, ზედმეტი კითხვების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიყვარს. თქვენ, რომლებმაც ღამე გაათიეთ ჩაკეტილ კართან, ცივ ამინდში. არც მარტოობა მაგრძნობინეთ და არც მყუდროება დამირღვიეთ. როგორ არ დავაფასო ეს ყველაფერი? - უკვე ცხარე ცრემლებით ვტიროდი გამეტებით ვეხვეოდი მეგობრებს. გვიან ვკიდე თვალი კარში გახევებულ ბაღაშვილს, რომელიც თავადაც აწყლიანებული თვალით მიყურებდა, შემდეგ მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
- მართალია ლევანი. შენ არავინ გგავს სალომე! - ამდენი წელია გიცნობ და მაინც მიწევს მის აღმოჩენას ვცე თაყვანი. - ისეთი სახით თქვა ყველას გაგვეცინა.
- სალო, ხვალ უნდა დაბრუნდე შენს ბინაში. მე წაგიყვან. ნიამაც ისე იცის, რომ ხვალ საღამოს დაბრუნდები. ჩვენ, დილას დავბრუნდეთ სიურპრიზის პონტში. მაგრად არ მევასება ეს ფარსი პონტები ამის დედა ვატირე. - თქვა გოგამ.
- იქნებ ვცდებით და ჩვენ ვაშავებთ მასთან? - როგორ მინდოდა მართალი აღმოვჩენილიყავი.
- ნეტავ სალო, ნეტავ. - ეს ლექსო იყო და ბოლო იმედიც დამისამარდა. - კარგი. გოგოები დარჩებიან. თქვენ ნელ-ნელა ჩალაგდით. მე და გოგა გავალთ და საღამოსკენ გამოგივლით. მაპატიე სალომე, მაგრამ ვერც ამაღამ დაგტოვებთ მარტოს. - თავზე მაკოცა, თვალი ჩამიკრა და გავიდნენ.
- ცოლის კალთას ნუ მიმაკერებ სალომე, მე უნდა შეგახსენო, რომ ჭამო? - ისევ ჩემი მობილური იყო. ამჟამად, შუადღის 2 საათზე ჭამას მახსენებდა. ლევანის ხმაზე წამიერად შეკრთნენ გოგონები. მერე ყველაფერს მიხვდნენ და უფლება არ მომცეს მეტირა. უცებ დატრიალდნენ, სუფრა გაშალეს და... მართლაც იმდენი მივირთვი, პირველად ამტკივდა მუცელი საკვების ზედოზირებისგან.
სახლში, სამსახურში დაბრუნება რთული გამოდგა ჩემთვის. უფრო რთული ნიასთან შეხვედრა იყო. მენატრებოდა და მართლა გულით ჩავიკარი გულში. თითქოს არც მისი გულწრფელობა ყოფილა მოჩვენებითი. მაშინ რა ხდებოდა? რატომ იყო საშიში ვერ ვიგებდი.
- აბა, როგორ დაისვენე? - ჩამომიჯდა და ჩემი უიქენდის დეტალების მოყოლა მთხოვა. - ოღონდ არ მითხრა, რომ ერთ ოთახში ეგდე მუდოსავით.
- ნია ხომ იცი, რომ დასვენება მხოლოდ ფასადი იყო და იქ სამუშაოდ წავედი. - როგორ არ მიყვარდა ტყუილი, ახლა სწორედ სპექტაკლს ვდგამდი ექსპრომტად.
- მე კი ვიცი ასე იზამდი. მაგრამ სამსახურს მიღმა ცხოვრებას როდის აღმოაჩენ? ან რა ბედი ეწია ადამაშვილთან შენს ერთდღიან რომანს? არც ტელეფონზე მითხარი რამე, მაგრამ ვიცი შენი ასე მოულოდნელი გამგზავრებაც მისი დამსახურებაა. - ზიზღით დაბრიცა ტუჩები.
- კიდევ ერთხელ რომ ახსენო ადამაშვილი არ ვიცი რას დაგმართებ. - იმხელაზე ვიკივლე ყველა გაყუჩდა. - გიკრძალავთ. გიკრძალავთ მისი სახელის ხსენებასაც კი. არ გაბედოთ ვინმემ რამე დეტალი გამახსენოთ, რაც მის თავს გამახსენებს საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. გეფიცები, საშინელებას ჩავიდენ. - ეს არ იყო თამაში. მართლა ისტერიკა დამმართა ნიას მიერ ლევანის ხსენებამ. თითქოს ჭკუიდან შევიშალე და ის არსება, თვალებატრიალებული, რომ ჰკიოდა ბოლო ხმაზე, მე არ ვიყავი.
- ასეთი რა დაგმართა? - ხმაჩამწყდარმა ენა ძლივს მოიბრუნა პირში. ღმერთო, ასე როგორ შეეძლო თამაში. მზად ვიყავი მისთვის სახე დამეკაწრა ცრუ თანაგრძნობისთვის. ისევ გოგამ მიშველა. გაგიჟებულს ნია ხელიდან ამაცალა და სახლიდან გაიყვანა.
- როგორ ბედავს... როგორ ბედავს... - ნიკაპ აცახცახებული ერთიდაიგივეს ვჩურჩულებდი, მაგრამ მოკარებას ვეღარავინ ბედავდავდა. როდის-როდის ავითრიე დამძიმებული სხეული, საძინებელში გავედი, ლოგინში შევწექი და დავიძინე. გვიან ღამით, ბურანში ჩამესმა ჩემი ძვირფასი ხმა.
- ღამე მშვიდობისა საყვარელო.



№1 სტუმარი Nino

Dzalian kargi iyo madloba da gtxov cota gaadide ra ❤❤❤

 


№2 სტუმარი ეთო

გამიხარდა თქვენი დაბრუნება, საინტერესო და სასიამოვნოა ამ ისტორიის გაგრძელება. წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი მაიკო

Ძალიან საინტერესოა და გᲗხოვ ნუ დაიკარგებიი

Ძალიან აზრიანი ნამუᲨევარია!!! ვერ მოვწყდი და Თუ მალე გააგრᲫელებ Ძალიან გამახარებ.... წარმატებები და ველი Შემდეგ Თავს სულ მოუᲗქმელად????????????????

 


№4  offline წევრი Maia G.

ადრე ვკითხულობდი და ახლა რომ ვნახე გაგრძელება ძალიან გამეხარდა.მართლაც საინტერესოა რა გააკეთა ნიამ,ან როგორ გაგრძელდება სალომეს და ლევანის ცხოვრება? ველიდები შემდეგ თავს❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მგონი თავიდან წაკითხული მაქვს თუ არ ვცდები მომწონს ეს ნაწარმოები იმედია კარგი დასასრული ექნება ძალიან საინტერესო წასაკითხია ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა,რატომ შეწყვიტე და აგრძელებ 2 წლიანი ინტერვალით.
დაამთავრე ბოლომდე.იყავი პასუხისმგებელი.

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

ვაიმეე მეგონა აღარც გავაგრძელებდი..ველოდებო ახალ თავს. ძალიან ბევრჯერ წავიკითხე ხა სულ მაინტერესებდა რატომ არ აგრძელებდით...

ვაიმე რას შვება ეს ნიაკო..ვინაა ასეთი. ინტრიგა არა. მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent