შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თერაპია(V)


14-07-2023, 11:36
ავტორი autamnlover
ნანახია 1 567

ანნამ რომ გაიღვიძა უკვე შუადღის 12 საათი იყო, დიდხნიანი გამოძინების შემდეგ გონზე მოსვლა იმაზე მეტად გაუჭირდა ვიდრე ოდესმე.
თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა რომ სადმე ალექსანდრეს სხეულს გადაწყდომოდა თუმცა უამრავი თვალიერების მიუხედავად ვერსად იპოვა სასურველი მამაკაცი, ბოლოს იფიქრა რომ უბრალოდ ადრე წავიდა რადგან იცოდა რომ მუშაობას დილის 9 საათიდან იწყებდა ხოლმე როგორც წესი. ტელეფონი მოიმარჯვა მისთვის მადლობის სათქმელად და თავიდან არც კი შეუმჩნევია ბოლო რამდენიმე მიმოწერა გამქრალი რომ იყო..
“დილამშვიდობისა .ჩემი ღამე გადაარჩინე და თავისთავად მეც, მადლობა ყველაფრისთვის.”
შეტყობინება გაგზავნა, აივანზე მოკალათდა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
ყველა მომენტს სათითაოდ იხსენებდა გონებაში. როგორ მიიკრა მკერდზე ალექსანდრემ ანერვიულებული, როგორ ნაზად ეფერებოდა სანამ ანნას ჩაეძინებოდა.. იმაზე მეტად ბედნიერი იყო, ვიდრე ოდესმე უნატრია , საკუთარ ოცნებებშიც კი არ გაბედავდა ამხელა სიამოვნების წარმოდგენას, ოცნებებშიც კი არ იფიქრებდა რომ ოდესმე თავს ასე იგრძნობდა.
“ვერ ვხვდები რას გულისხმობ ანნა, დღეს არ ვმუშაობ, თუ რაიმე აუცილებელი იქნება მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეხმიანე.”
ანნას ტანში გაცრა შეტყობინების წაკითხვისას, ცოტაც და წყლით სავსე ჭიქა ხელიდან გაუვარდებოდა.
ძველი შეტყობინებები ასქროლა , თუმცა ის რომ არ დახვდა რასაც ელოდა კიდევ უფრო მეტად აუჩქარდა გული, ისეთი შიში დაეუფლა სახე მთლიანად გაუთეთრდა , ლოყებიც აღარ უნათებდნენ ატმისფრად..
“ვერ მომეჩვენებოდა, ახლაც მისი სუნი აქვს ჩემს ზედას, ამას როგორ გამოვიგონებდი..”-გონება აუფეთქდა კითხვებითა და ფიქრებით.
ალექსანდრესთვის საერთოდ აღარ უპასუხია. სკამზე მუხლებში თავჩარგული იჯდა, ერთიანად კანკალებდა და მონენტებში სიგიჟისგან ხელებს ფეხებში მაგრად იჭერდა.
“გავგიჟდი! საბოლოოდ გავგიჟდი!”-ახლა უკვე თავში ხელების რტყმას მოჰყვა, აფექტურ მდგომარეობაში საერთოდ ვერც კი ხვდებოდა რას აკეთებდა.
“არც მოსულა, არც ჩამხუტებია, არც ერთად გვძინებია? ეს როგორ მომეჩვენებოდა.”
ტელეფონი ძირს მოისროლა , თავი ისევ მუხლებში ჩარგო და ხმით ატირდა..

*
ალექსანდრე დილის 7 საათიდან ნაკლებად ცნობილ და ხალხმრავალ ბარში იჯდა და სასმელს სასმელზე უკვეთავდა.
არ იცოდა რას უფრო ვერ პატიობდა საკუთარ თავს , იმას რომ გრძნობებს აყვა თუ იმას რომ ანნას გულს ტკენდა. თუმცა დამნაშავე ორივე შემთხვევაში ის იყო და ეს იმდენად აგიჟებდა რომ ვერცერთი ჭიქა სასმელი ვერ ავიწყებდა ტკივილს.
სხვანაირად ვერ იტანდა შეცდომების დაშვებას , მთელი ცხოვრება ისე გაატარა რომ არასდროს არაფერი შეშლია. ყოველთვის მართალი იყო ყველასთან და ეს აძლევდა უდიდეს ძალასს. ახლა კი ყველანაირი ძალა ფეხქვეშ გამოეცალა ისე რომ თითქოს სიარულის გაგრძელებას საერთოდ ვეღარ შეძლებდა… ის დაემართა რაზეც საკუთარ თავს ჯერ კიდევ წლების წინ დაპირდა რომ არასდროს დაემართებოდა..
შეუყვარდა.
შეუყვარდა გოგო ,რომელიც ყველაზე ნაკლებად უნდა შეყვარებოდა.
შეუყვარდა. თანაც როგორ თავდავიწყებით.
თავად ისიც კი არ იცოდა პრაქტიკაში თუ რას ნიშნავს სიყვარული რადგან ეს არასდროს განუცდია.
თუმცა ამას ხომ სცოდნაც არ სჭირდება. ცალსახაა რომ ყველაფერი რაც მას ანნასთან აქვს , სიყვარულზე მიუთითებს.
რა უცნაურია რომ ცხოვრებაში ყველა გოგო ვისთანაც კი ურთიერთობა დაუჭერია სიყვარულს ეხვეწებოდა , მან კი ის ამოირჩია ვისი შეყვარების უფლებაც არ ჰქონდა..
ბარმენს რომ შვიდჯერ არ გაემეორებინა თქვენი ტელეფონი რეკავსო , ალბათ არც უპასუხებდა, თუმცა რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდა ჯიბიდან ამოიღო და ყურზე აიფარა.
-დედიკო ხომ კარგად ხარ? უკვე 30 წუთია გელოდებით , პირველად ხდება სადმე რომ აგვიანებ , ვინერვიულე და ამიტომ დაგირეკე.-ასაკოვანი ქალბატონი მაშინვე თავის მართლებას და ქოთქოთს მოჰყვა , იცოდა ალექსანდრეს რომ არ უყვარდა ტელეფონზე საუბარი და იფიქრა არ გავანაწყენოო.
-რაღაც საქმეები მაქვს , ტაქსს გამოვუშვებ და სახლში წაგიყვანთ , საღამოს მეც შემოგივლით.
-შენი ხმა არ მომწონს სანდრო ! რამე მოხდა? დღეს ხომ უნდა დაგესვენა, რა საქმეები.
-მერე აგიხსნი დედა , სახლში წადით და დაისვენეთ.-ბორძიკით აბავდა სიტყვებს ერთმანეთზე მამაკაცი.
-სანდრო , მთვრალი ხარ?-მაშინვე მიუხვდა დედა სიმართლეს და ისე ჩუმად შეეკითხა თითქოს ყოველ შემთხვევაში ყველა ვარიანტში დამნაშავე სწორედ ის იყო..
ამდენი წელი ისე იცხოვრა ცხოვრებაში ერთი შეცდომაც კი არ დაუშვია, არასდროს ყველა მის საუბარს უსმენდა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო.
-ამდენი დრო არ მაქვს, ტაქსს გამოვუშვებ , ნომერსაც ჩაგიგდებ, საღამოს გნახავთ.
ტელეფონი გაუთიშა ვერაფრის თქმა რომ ვეღარ მოესწრო და ისევ სასმელს მიუბრუნდა.
რამდენიმე ჭიქის შემდეგ ისევ მიიღო შეტყობინება ანნასგან.
‘მგონი გავგიჟდი.’
‘ანნა , ხომ გაგაფრთხილე რომ მხოლოდ რაიმე სერიოზულზე თუ მოხდებოდა მაგ შემთხვევაში მოგეწერა?’
‘გავგიჟდი , ამაზე სერიოზული რა უნდა იყოს?’
‘ახლა როგორც გატყობ სრულ ჭკუაზე ხარ. შეხვედრამდე’
რამდენიმე წუთით ანნას არ უპასუხია, ამ შეტყობინებების შემდეგ კიდევ უფრო გაანალიზა როგორ გრძნობდა ანნა თავს..
‘’ჩემთან თერაპიაზე მოვიდა, უნდა დავხმარებოდი , მე კიდევ რა გავუკეთე.. ჩემ გამო ფიქრობს რომ გიჟია..’’ -საკუთარ ფიქრებს ისევ აჰყვა მამაკაცი და მოსვენება იმაზე მეტად დაკარგა ვიდრე დაკარგული ჰქონდა.

-გისმენთ ბატონო ალექსანდრე..
-დახმარება მჭირდება , ხომ იცი როგორ გენდობი.
-კარგად ხართ?-შუაში საუბარი გააწყვეტინა ახალგაზრდა ქალბატონმა, ამას ალბათ არც გაბედავდა სხვა დროს ალექსანდრეს ასეთი ხმა რომ არ ჰქონოდა.
-კი , ყველაფერი კარგადაა. მოკლედ ანნას დედას უნდა დაურეკო ,რამე მიზეზი მოიფიქრე, ყველაზე დამაჯერებელი და უთხარი რომ ჩემთან ვეღარ ივლის ,სხვა თერაპევტი ურჩიე , ყველაზე კარგი . ისე უნდა აუხსნა და მოაგვარო რომ ჩემთან დარეკვა არ დაჭირდეს . მერე ირმას დაურეკე და მასაც იგივე უთხარი , ისიც უთხარი რომ ახლა ძალიან დაკავებული ვარ და მერე ავუხსნი ირმას ჩემით ყველაფერს.-ცოტა გაურკვევლად საუბრობდა სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი , მის მდივანს რომელიც უკვე ხუთი წელია ყველგან მასთან ერთად მუშაობს , ცხადია არ გაჭირვებია ასოების გამორკვევა და ყველა სიტყვას მაშინვე მიუხვდა.
-კი მაგრამ.. ბატონო ალექსანდრე..-მასაც გადაედო მამაკაცის ნერვიულობა და შფოთვა შეერია ხმაში.
-გენდობი , ვიცი ისე მოაგვარებ რომ ეს ამბავი არც არსად გავრცელდება და თან ის ხალხიც სწორად მიიღებს.
-არ ვიცი , წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა ვუთხრა, მართლა წარმოდგენაც არ მაქვს.
-მოიფიქრებ.-მასაც გაუთიშა , მეტის დალევა აღარ შეეძლო ამიტომ ბანცალ-ბანცალით გამოვიდა ბარიდან.
ჩვეულებრივ სასმელს არც კი სვამს ხოლმე, აქამდე უბრალოდ არ დასჭირვებია , ათასში ერთხელ ვისკს თუ შეექცეოდა ან წითელ ღვინოს ისიც სიამოვნებისთვის , თრობისთვის არასდროს დაულევია.
ახლა კი შუადღის 3 საათზე უკვე ნაბიჯებსაც ვერ დგავდა იმდენად მთვრალი იყო.
‘’ჩემთან აღარ ივლის, ერთმანეთს აღარ შევხვდებით და დავივიწყებ, სულ ეს არის, უბრალოდ დავივიწყებ.’’-გონებაშითითქოს გეგმა დასახა ალექსანდრემ.

-სად ხარ?-გრძნობებთან გასამკლავებლად ისევ ნინას მიაშურა მამაკაცმა.
-სახლში, შენ?
-10 წუთში მანდ ვიქნები.
ფხიზელი არ იყო , თუმცა მაინც მანქანით წასვლა არჩია, საჭეს ძლივს იმორჩილებლდა, რამდენიმე წამით სიკვდილსაც კი აცდა.
კარი გაუღო თუ არა მაშინვე კისერში ეცა ქალს და ფერება დაუწყო.
-გამარჯობა სანდრო, ჯერ გამარჯობა.-მის ამ საქციელზე მხოლოდ გაეცინა ნინას.
განსაკუთრებით აწვებოდა ბრაზი და ამას რომ გამკლავებოდა მხეცივით ექცეოდა მის წინ გაშიშვლებულ სხეულს, ნინას ყოველთვის მოსწონდა ალექსანდრეს დომინანტობა, აფეტიშებდა კიდეც მსგავს საქციელებზე ამიტომ , ამით მხოლოდ სიამოვნებას იღებდა და ბოლო ხმაზე კვნესოდა ტკივილისგან.
მისაღები, აბაზანა, სამზარეულო, საძინებელი ყველა ადგილი მოიარეს ერთმანეთზე გადაფსკვნილებმა,ბოლოს კი როცა სიამოვნებამ პიკს მიაღწია, ძალაგამოცლილები გამოეცალნენ ერთმანეთს და ორივე ძილს დაეყარნენ.
-სასწაული ხარ სანდრო.-ხვნეშით ამოთქვა სამი სიტყვა ნინამ და თავი ისევ დაბლა დააგდო.
ალექსანდრე ვერც კი ხვდებოდა რას გრძნობდა იმ მომენტში , ნინასთან ფიზიკური კავშირი ცხადია რომ წარმოუდგენლად სიამოვნებდა, სწორედ ამიტომ შემორჩნენ ერთმანეთს ამდენ ხანს, თუმცა ამ სიამოვნებას ბევრი ‘’მაგრამ’’ მოსდევდა ამჯერად.
სიამოვნებდა’’მაგრამ’’ ეს იყო რაც რეალურად სურდა?
სიამოვნებდა ‘’მაგრამ’’ ის ღამე? ანნასთან ჩახუტებულს რომ ეძინა?
სიამოვნებდა ‘’მაგრამ’’ ანნას ტანის რხევა წვიმაში?
არ სრულდებოდა მაგრამების სერია მის ტვინში.
-ჯერ ძალიან ადრეა , სადმე წავიდეთ , გთხოვ .-სახეზე კოცნა დაუწყო მამაკაცს.
-ჩემები ჩამოვიდნენ , უნდა გავუარო.
-ყავა მაინც დავლიოთ ერთად სანამ წახვალ.
-დავლიოთ, იქამდე გადავივლებ.-თითქოს გულრწფელად გაიღიმა ალექსანდრემ და სააბაზანოს მიაშურა , რეალურად მისი ღიმილის უდგან რა იდგა თავადაც კი ვერ ხვდებოდა.
ცივი წყალი გადაივლო , რაც შეიძლება მალე უნდა მოსულიყო გონს.
სამზარეულოში გამზადებულ ყავებთან იჯდა ნინა , ხალათი ძირს დათრევდა და სიგარეტის კვამლი სახეს უფარავდა.
ალექსანდრე ზურგიდან რამდენიმე წამით შემოეხვია, მადლობის ნიშნად კისერში თბილად აკოცა და თავის სკამს მიაშურა.
მოსვა თუ არა მაშინვე გულის რევის განცდა დაეუფლა და მოურიდებლად გადმოაფურთხა ყავის პირველი ყლუპი.
-ნინა უკვე სასაცილოა ამდენ წელში იმის ვერ დამახსოვრება რომ ყავას შაქრით არ ვსვამ!-ხმაში სიბრაზე გაერია და ხელსახოცით ყავის მოწმენდას შეუდგა.
-მაპატიე, ისევ დამავიწყდა..-ლოყები აუწითლდა საკუთარ საქციელზე ნინას და ტუჩზე მაგრად იკბინა.
-ეს უკვე დაკიდებაა და არა დავიწყება ნინა.-კიდევ უფრო გაუმკაცრდა ხმა.
-შაქრის გამო დაძაბულობას ნუ შექმნი , ძლივს ასე კარგად ვართ.
ხელი ხელზე მოუსვა და თითქოს არც შეუმჩნევია როგორ ზიზღით გააწევინა მამაკაცმა.
კიდევ რამდენიმე საათი გაჩერდა ნინასთან სანამ სახლში წავიდოდა, მართალია უკვე გაქცევაზე იყო მაგრამ ნინამ ჩემს დას პრობლემები აქვს შენგარდა არავინ მყავს დახმარება რომ ვთხოვოო და დარჩენა სთხოვა. ჯერ თვითონ უყვებოდა დის ამბებს, შემდეგ მის საბერძნეთში მყოფ დასთან თავად ასაუბრა ვიდეო ზარით , შემდეგ ადვოკატებთან დაარეკინა და საბოლოოდ როცა ყველაფრის გარკვევაში დაეხმარა, უფლება მისცა წასულიყო.
კისერზე ხელებით დაეკიდა გაცილებისას.
-ერთი სული მაქვს ყველაფერს ისევ როდის გავიმეორებთ .-ყურში ჩასჩურჩულა და კისერში სველი კოცნა დაუტოვა. ლიფტის კარი ბოლომდე რომ დაიკეტა მხოლოდ მაშინ შებრუნდა სახლში ტუჩების ლოკვით.

მიუხედავად იმისა რომ ოჯახთან მისული ალექსანდრე უკვე ბოლომდე გამოფხიზლებული იყო , მაინც არ მთავრდებოდა კითხვები: ‘’რა გჭირს?’’ ‘’ცუდად ხომ არ ხარ?’’ ‘’რა საქმეზე იყავი?’’ ‘’რა ფერი გადევს?’’ მათთან გამკლავებას უკვე რომ ვეღარ ახერხებდა , 10 წლით უმცროსი და დალანდა თვალებით რომ ანიშნებდა ცარიელ ოთახზე აქეთ გამოდიო, ბევრი აღარ უფიქრია, ერთადერთ შვებას მიჰყვა და წამებში მასთან გაჩნდა.
-როგორ მენატრებოდი წარმოდგენაც კი არ გაქვს.-ძმას მოეხვია და ლოგინზე და ძირს დაჯდა.
-კაი რა! ლამის ყოველდღე მირეკავდი ვიდეო ზარით, რანაირად მოგენატრე.-სიცილით უპასუხა და თავადაც მის გვერდით ჩაიმუხლა.
-ხო მაგრამ იქ ხომ ვერ ვხედავდი შენს სიცილს, სულ დაბვერილი მიყურებდი ეკრანიდან.-თავადაც აყვა სიცილში.-მომიყევი შენთან რა ხდება? სამსახურზე არ მაინტერესებს მაგას ისედაც ვკითხულობ. ვინმე ხომ არ გყავს? შენ და ნინამ უფრო ხომარ დაასერიოზულეთ ურთიერთობა?-წარბები აათამაშა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო უფროს ძმას.
-გერმანიაში სასწავლებლად იმიტომ გაგიშვი რომ მაინც ისე ის ჭორიკანა დაბრუნდე ყველა ვიქენდზე რაც აქამდე იყავი?-სიცილი აუტყდა მამაკაცს , გოგონას დიდი ხელები შემოხვია და მისი წვალება დაიწყო.
-დიახაც ! იქაც მის ჭორიკანას ნომინაციაში გავიმარჯვე.-სიცილს ვერ იკავებდა ნატალია.

-დამალვა თუ გინდათ უფრო ჩუმად იყოთ ხოლმე.-გარედან მიუკაკუნა დედამ და ისევ საქმეებს მიუბრუნდა.
-იქნებ ცოტახანი შენზე გადმოიტანოს ყურადღება, გამაწამა აღარ შემიძლია. ან საერთოდ რას წამომყვნენ იქაც ვერ ვხვდები. იმიტომ მინდოდა წასვლა შენსავით დამოუკიდებელი რომ ვყოფილიყავი და დამოუკიდებელი როგორ გავხდები როცა ყველანი იქ მიზიან?-სიცილი წუწუნით ჩაანაცვლა ნატალიამ და ძმას თავი მხარზე ჩამოადო.
-შენ გამო არ გადმოსულა გერმანიაში , ისედაც წლებია მანდ ცხოვრებას გეგმავდა ხომ იცი.
-მაშინ მე გამიშვი სხვაგან სანდრო, ასე აღარ შემიძლია.-თვალები აუწყლიანდა და მათ დამალვას შეეცადა.
-გაგიშვებ ნატა. აქამდე რატომ არ მითხარი ასე თუ წუხდებოდი? რამდენჯერ გითხარი რომ არანაირი ვალდებულება არ გაქვს სტრესი აიტანო, რადგან შენი ოჯახია იმას არ ნიშნავს რომ მათ გამო უნდა იტანჯებოდე , რამდენჯერ გითხარი მსგავსი სიტუაცია არასდროს მიიღო-თქო?
-ყველაფერზე შენთან დარეკვაც არ შემიძლია ხო იცი.
-ოხ ნატა! -მძიმედ ამოთქვა ალექსანდრემ და საყვრელ თმას დავარცხნილი თმები აუწეწა.

*
-დავბრუნდი ანნა!-სახლის კარი ბედნიერებით გაბრწყინებულმა შეაღო მაკამ და მაშინვე შვილს დაუწყო ძებნა.
ანნა შედარებით გამოსული იყო მდგომარეობიდან , დასერჩა და წაიკითხა რომ თურმე მართლა არსებობს მსგავსი ხილვებიც როცა დარწმუნებული ხარ რომ რეალობაა , ამიტომ თავის თავს გიჟს აღარ ეძახდა , თუმცა გული კი ნამდვილად წყდებოდა იმაზე რომ ის ნეტარი წამები რეალობა არ აღმოჩნდა.
მაკა თვალებ გაბრწყინებული უვებოდა ანნას თავის ერთ დღიან თავგადასავლებს, ანნაც უსმენდა ცხოვრებაში პირველად კრიტიკის გარეშე და მის სიხარულს იზიარებდა კიდეც. თავისი ამბების მოყოლა რომ დაასრულა , მხოლოდ მაშინ გაახსენდა ანნასთვის რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი.
-ალექსანდრეს მდივანმა დამირეკა , სოფომ თუ სოფიამ.
-სოფია.-სახელი გაუსწორა ანნამ , თან აჩქარებული გულის შეკავებას შეეცადა მაკას რომ რაიმე არ ეეჭვა მის ასეთ საქციელზე.
-მოკლედ ძალიან კარგი ფსიქოლოგი მირჩია , 100%ით ვუწევ რეკომენდაციას ალექსანდრეს შემდეგ ნომერ პირველიაო.
-რა?-ყბა დააღო ანნამ.
-ახლა ისე კარგად ხარ , თერაპიებზე სიარულს ვერ შეწყვეტ, ხომ გესმის?-ქალიშვილს ხელი ხელზე შემოხვია.
-შეწყვეტას არც ვაპირებდი მაკა , მაგრამ სხვა ფსიქოლოგი რატომ გირჩია ვის რაში სჭირდება?
-რაღაც პროექტზე იწყებს ალექსანდრე მუშაობასო და პაციენტების განახევრება მოუწია სამწუხაროდო, რენდომაიზერს ვერ მივანდობდით ამ საკითხსო , მე მთხოვა ამერჩია ყველაზე მძიმე პაციენტები დამეტოვა და დანარჩენები ბატონ გიორგისთან გადამემისამართებინაო. რადგან ანნას შეთხვევა ძალიან მსუბუქია სამწუხაროდ ამის თქმა მიწევსო, აფსოლუტურად ვიაზრებთ მის მდგომარეობას გვესმის მისი გრძნობებისაც თუმცა არჩევანის წინაშე რომ დავდქით სხვა გზა არ გვქონდაო..
-მეხუმრები? -ფეხზე ძველებური მრისხანე ყვირილით წამოხტა ანნა.
-მაკა მეხუმრები? ირმას დაურეკე ! რამე გააკეთე! -განწირული ყვიროდა და ხელფეხს ერთმანეთში კვანძავდა.
-დაწყნარდი, მოდი წყალი დალიე.-წამოსაყენებლად მიუახლოვდა და ხელები შემოხვია ადგომაში რომ დახმარებოდა.
-მაკა რამე გააკეთე ! გთხოვ რამე იღონე , მას ვერ დავკარგავ ! -კიდევ უფრო აუწია ტონს ანნამ. მაკა დარწმუნებული იყო რომ უბრალოდ ფსიქოლოგის დაკარგვას განიცდიდა ანნა, სხვა რიმე არც კი უეჭვია იმის მიუხედავად რომ ლამის პირდაპირ ამბობდა სათქმელს ანნა, რადგან აფექტის მდგომარეობაში დედასთან რომ თავი უნდა შეეკავებინა ამასაც ვერ იაზრებდა.

უკვე ერთი კვირა იყო გასული რაც ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ , ანნამ უარი განაცხადა სხვა ფსიქოლოგთან ვიზიტზე და დიდად მაკასაც აღარ დაუძალებია იმდენად ცუდად გრძნობდა ანნა თავს , იფიქრა კიდევ სტრესი როგორ დავუმატო ცოტა რომ გადაუვლის მერე მივიყვანო.

სამზარეულოს კარი გამოხურა ირმამ და მაკას გვერდით მიუჯდა.
-ანნამ არ მინდა გაიგოს.-ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი.-ნანი ჩამოსულა საქართველოში , ბავშვს ვიქენდი დაწყებია უნივერსიტეტში და თვითონაც აქეთ წამოსულა სექტემბრამდე.
-ნანი?-ვერაფრით გაიხსენა მაკამ ვისზე ესაუბრებოდა.
-ჩვენი ანნას ფსიქოლოგის , ალექსანდრეს დედაა.-კიდევ უფრო დაიწვრილა ხმა ირმამ.-თავისთან დამპატიჟა , მე ვუთხარი ჩემი მეგობრის შვილი იყო ვიზიებზე სანდროსთან-მეთქი და ჩამაცივდა წამოიყვანე შენი მეგობარიც და მისი შვილიცო, თავიდან პირდაპირ უარი ვუთხარი , მერე დავფიქრდი.
-ხო იცი ანნას შეკრებები როგორ არ უყვარს , არ წამოვა.-შუაში გააწყვეტინა მაკამ.
-დამაცადე სულსწრაფო! ანნას არც ვეტყვით , ხომ ხედავ როგორ განიდის იქ რომ აღარ დადის მაგ ამბავს , წარმოიდგინე როგორ გაუხარდება ალექსანდრეს ნახვის საშუალება თუ მიეცემა. რამე მოვიგონოთ ,ჩუმად წავიყვანოთ.
-ხო მართალი ხარ , ძალიან განიხდის მაგასთან რომ აღარ დადის და გაუხარდებოდა რომ ენახა.
-ხოდა აბა ჩვენ ვიცით , ისეთი რაღაც უნდა მოვიფიქროთ რომ უარი ვერ გვითხრას!

ირმა და მაკა მკვდარს მოაბრუნებდნენ თავისი ენით და რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა ანნაც რომ დაითანხმეს გაურკვეველ გარეთ გასვლაზე.
-მაინც ვერ გავიგე სად მიდიხართ ან ჩემი წამოსვლა რასაჭიროა.-თვალები აატრიალა ანნამ.
-ისევ დაიწყო! ერთხელ დედას და ნათლიას რამე ისე რომ შეუსრულო თან წუწუნით თავი რომარ მოაბეზრო არ შეგიძლია?-წინიდან იდაყვი მიარტყა ირმამ და მაკას თვალები დაუბრიალა ცოტა ჩქარა ატარე თორემ გაგვექცევაო.
შეხვედრა ალექსანდრეს სახლში იყო დაგეგმილი რადგან ნანიმ ჯერ კიდევ ვერ ამოალაგა ნივთები ყუთებიდან ბოლომდე და არ უნდოდა ასეთ სიტუაციაში მიეღო სტუმრები . ალექსანდრე , რა თქმა უნდა , ჯიჯღინებდა და ბოლომდე არ თმობდა საკუთარ სახლს , ან დამხმარეს დაგიქირავებ რომ ამოგილაგოსო, ან სადმე სხვა სახლს გიქირავებო მაგრამ არცერთზე იყო ნანი თანახმა . სხვა სახლში ცუდი აურა იქნებაო , როგორი დამხმარეც არ უნდა დამიქირაო მაინც ნერვებს მომიშლის რომ დავინახავ ჩემს ნივთებს აქეთ იქით დააპროწიალებსო და საბოლოოდ ყველა გზა რომ მოუჭრა ალექსანდრეც დათანხმდა.
კიბეებზე რომ ადიოდნენ ანნას მაშინვე დაეუფლა რაღაც აუხსნელი განცდა თუმცა ყურადღება არ მიუქცევია და გზა განაგრძო.
სახლში პირველი ნაბიჯის შედგმისთანავე ლამის გონება დაკარგა იმდენად არ ესიამოვნა უამრავი ადამიანის დანახვა რომელიც მის წინ იწლაზნებოდა.
‘’ჯანდაბა, ეს სად მომიყვანეს.’’ -ერთი ამოილაპარაკა და მაშინვე გაქცევა დააპირა.
შემოსასვლელ კარში ვეღარ გავიდოდა მაკა და ირმა იქ გაჩერდნენ მასპინძლებთან გამოსაპარაკებლად , ამიტომ ჩქარი ნაბიჯით გაეცალა მათ და დიდ ხალხით გამოტენილ სახლში ცარიელი ოთახის პოვნას შეუდგა , დრო დასჭირდა მაგრამ მაინც იპოვა ადგილი სადაც განმარტოებას შეძლებდა.
ვერ იტანდა სხვის ნივთებთან შეხებას ,ამიტომ არაფრისთვის უხლია ხელი, არც კი შეუხედავს, პირდაპირ ლოგიჯნის კუთხეში ჩამოჯდა და ფსიქოლოგის ნასწავლი სუნთქვითი ვარჯიშებით შეეცადა სტრესის გამკლავებას.
3-4 წუთი იყო ოთახში შესვლიდან გასული უკვე რომ სიმშვიდე იგრძნო, შფოთვამ გადაუარა,თუმცა გასვლას მაინც ვერ ბედავდა დარწმუნებული იყო რომ იმ ხალხში ისევ იგივე დაემართებოდა.
საკუთარ ფიქრებში იყო გართული როცა უეცრად სააბაზანოს კარი გაიღო და იქიდან წელს ზემოთ სრულიად შიშველი, ჯერ კიდევ სველი ალექსანდრე გამოვიდა, თვალებით ერთმანეთს შეეჯახნენ და იმ წამს ისეთი გაოცებულები იყვნენ ერთმანეთის ასეთ სიტუაციაში დანახვით რომ გაკვირვების გარდა არაფერი არ უგრძვნიათ.
-არადა ვთხოვე ნანის არავინ გამოეშვა ჩემი საძინებლისკენ.-თმების გამშრალებას შეუდგა ალექსანდრე და ანნა რომ კიდევ უფრო არ დაძაბა გადაწყვიტა თვის თავზე აეღო უხერხულობის გაფანტვა იმის მიუხედავად რომ თავადაც ძალიან უჭირდა.
-მე..-მამაკაცის შიშველი სხეულის ყურებით ალმოდებულს ძლივს აღმოხდა ერთი სიტყვა , საუბრის გასაგრძელებლად კი ბევრი ჩახველება და ნერყვის ყლაპვა მოუწია.-მე ირმას და მაკას წამოვყევი , არც ვიცოდი სად მოდიოდნენ , ამდენი ხალხი რომ დავინახე დავიძაბე და აქ შემოვედი, ვწუხვარ.-ძლივს დაასრულა წინადადება.
-აბაზანაში გამოვიცვლი და გავალ , აქ იყავი თუ იქით ისტრესები.
-არა, მე გავალ ..-ფეხზე წამოსადგომად მოემზადა ანნა.
-აქ დარჩი , მე ისედაც მიწევს იმ ხალხთან შეხვედრა, ჩვენ ორიდან ერთი მაინც გადარჩეს.-ხმით გაუცინა და ტანსაცმლის კარადას მიადგა.
-გიორგისთან არ დადიხარ?-ინტერესი არ ასვენებდა მამაკაცს.
-არა.-მარტივად უპასუხა ანნამ.
-რატომ?
-მეშინია მანაც არ მომისროლოს რამდენიმე სეანსის შემდეგ.-ირონიით მწარედ გაუღიმა, უნდოდა ეგრძნობინებინა როგორი გაბრაზებული იყო იმის გამო რომ ყველანაირი ახსნის გარეშე გაქრა მისი ცხოვრებიდან. ალექსანდრე მიუხვდა ტექტის შინაარს , თუმცა ისედაც იცოდა როგორ ცუდად მოიქცა..
-გიორგი ჩემზე პასუხისმგებლიანია , მიდი არ ინანებ, შუა გზაზე არ მიგატოვებს.
-ესეიგი ადამიანების გრძნობებით არ თამაშობს და იმას არ კიდებს ხელს რისი ტ*აკიც არ აქვს?-ანნას შფოთვა , მორიდება და შიში სადღაც გაქრა და მასში მხოლოდ გაბრაზებული ქალი დატოვა..
-ანნა , ტონს დაუწიე და სიტყვები შეარჩიე.-წარბი გამაფრთხილებლად აუწია მამაკაცმა თუმცა ანნა ახლა ნამდვილად არ აპირებდა დანებებას.
-ახლა შენი პაციენტი არ ვარ და შენც ჩემთვის საერთოდ არავინ ხარ , ასე რომ თუ მომინდება ამაზე მეტადაც ავუწევ ტონს .-ფეხზე წამოდგა და მამაკასც მიუახლოვდა , იმის მიუხედავად რომ მხოლოდ მხრებამდე წვდებოდა მაქსიმალურად გაიმართა სახე სახესთან რომ მიეტანა და თვალებში მკაცრად ჩაეხედა.
-ისევ დაგავიწყდა სამყარო შენ გარეშე რომ არ ბრუნავს.-ირონიით ჩაიცინა ალექსანდრემ.- ვერ დამადანაშაულებ იმაში რომ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე შენი მიღება უბრალოდ აღარ შემეძლო.
-არც ჩემთვის პირადად ახსნა არ შეგეძლო?
-ანნა ამის ვალდებულება არ მაქვს! რას ითხოვ ჩემგან? შენი აზრით ასისტენტი რისთვის მყავს თუ ყველა პაციენტს ყველაფერზე მე უნდა დავურეკო.
-ზუსტად ამას ვამბობ, ფეხებზე გკიდია შენი პაციენტები და მათი გრძნობები!-კიდევ უფრო აუწია ტონს ანნამ.
-რა ბედნიერად ვცხოვრობდი ეს ერთი კვირა! ისევ რატომ გამოჩნდი , რატომ ვერ გიშორებ..-თითქოს თავისთვის მაგრამ მაინც ხმამაღლა ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.
-ესეიგი ძალით გინდოდა ჩემი მოშორება! ვერ გიტან !-ანნამ ძლიერად შეკრული მუშტები რამდენჯერმე მიარტყა მკვრივ მკერდზე , ალექსანდრე ჭკუიდან შეშალა მუშტებით მასთან შეხებამაც კი.
-ასე რატომ მაგიჟებ.-ისევ თავისთვის ამოილაპარაკა და გონება სრულიად დაებინდა. მის ხელში მოიქცია ანნას ორივე მუშტი რომ გაეჩერებინა, შემდეგ კი 1 წლის მშიერ მწყურვალივით დააცხრა ანნას ტუჩებს და იქამდე არ გაუშვია, სანამ კბენისგან დასიებული ტუჩებიდან სისხლის ზღვა არ წამოუვიდა ანნას.
-გააფრინე?-შუაღამისფერი თვალები შეანათა მამაკაცს ანნამ და ხელით სისხლის შეჩერებას შეეცადა. აშკარა იყო ცოტაც და უკვე გონს დაკარგავდა მღელვარებისგან.
-ხო , გავაფრინე! -ტუჩები ყურთან მაქსიმალურად ახლოს მიუტანა და როგორც შეეძლო ისე ხმამაღლა ჩასძახა. კარადიდან რომელშიც ყველა ტანსაცმელი ერთმანეთს გავდა რაც ხელში მოხვდა გამოიღო და ისევ სააბაზანოში დაბრუნდა რომ თავი დაემშვიდებინა და ტანზე ჩაეცვა.

დაახლოებით სამ წუთში კარზე კანუნი ატყდა, ალექსანდრე ჯერ კიდევ ტანზე იცვამდა, ანნა კი გაოგნებული იჯდა ოთახის კუთხეში და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა.
-აქ რა გინდა? -პირდაპირ თმაში ჩააფრინდა მაკა.
-ამდენ ხალხში რომ მომიყვანე რა გეგონა?
-ამდენ ხალხში ალექსანდრეს სანახავად მოგიყვანე მთელი კვირა მაგაზე ტირილში რომ გაატარე, მეგონა მადლობას მეტყოდი მაგრამ შენ ისე გაიქეცი ვერც მოვასწარი რომ მეთქვა.
-დედა სახლში წავიდეთ, გთხოვ!
-ჯერ ახლა მოვედით, წამოდი ნანის გაგაცნობ და მაგიდასთან დავსხდეთ. ალექსანდრეც სადღაც აქვე იქნება ამდენ ხალში ვერ შევამჩნიე.
ანნა დიდხანს თხოვდა სახლში წასვლას დედას, თუმცა მაკას არაფრად ჩაუგდია მისი ლაპარაკი და მაგიდასთან მის გვერდით მოისვა.

-რა ლამაზი და კარგი გოგონაა.-თვალებით მიეფერა ანნას ნანი.
-კი არაჩვეულებრივი ბავშვია.-ქებაში აყვა ირმაც.
ზოგი საუბრობდა, ზოგი გემრიელ კერძებს მიიქცევდა, ზოგი სასმლით ირთობდა თავს, მხოლოდ ანნა იჯდა უმოძრაოთ და მარტო მაშინ ტოკდებოდა როცა აქეთ იქიდან მაკასგან და ირმასგან მუჯლუგუნებს გრძნობდა.
-ორი წუთით დაგტოვებთ.-ფეხზე წამოდგა ნანი და უფროსი ვაჟიშვილის ოთახისკენ დაიძრა.
-რას აკეთებ სანდრო?-არც კი დაუკაკუნებია ისე შეუღო კარი.
ალექსანდრე ხელებში თავჩარგული ლოგინზე იჯდა და თავბედს იწყევლიდა.
-სანდრო-მეთქი!-კიდევ უფრო მიახლოვდა მამაკაცს.
-ნუ გეშინია ნანი, სტუმრებს მივესალმები, ცოტახანი დამტოვე.
-რაღაც ძალიან შეიცვალე , ყველაფერი რიგზეა?-გვერდზე მიუჯდა შვილს.
-ყველაფერი რიგზე იქნება თუ 5 წუთი მარტოს დამტოვებ.
დიდხანს აღარ უწვალებია შვილი, სტუმრებს დაუბრუნდა. ისედაც იცოდა რომ დედას არ დააღალატებდა და ოთახიდან გამოვიდოდა.

-გამარჯობა.-ღიმილით მიესალმა სტუმრებს და ყველანაირად შეეცადა ანნასთვის თვალი აერიდებინა.
არც ანნას გაუხედავს მამაკაცისკენ , მისი ხმის გაგებაც კი საკმარისი იყო , შეხედვას ვეღარ გაბედავდა.
ალექსანდრე მაგიდასთან დაჯდა, კითხვებით როგორც ყოველთვის ახლაც თავი გამოუტენეს.
ხან რას უყვებოდნენ და ეკითხებოდნენ , ხან რას თუმცა ამას უკვე მიჩვეული იყო და მარტივად იგერიებდა ინტერესიან ქალბატონებს.
თვალი შიგადაშიგ მაინც ეპარებოდა ანნასკენ რომელიც თავჩაღუნული დასცქედროდა ცარიელ თეფშს, იმდენ ადამანშიც კი ძლივს იკავებდა თავს რომ მასთან არ მიერბინა და წვრილ წელზე ხელები არ შემოეხვია.
უმცროს დას მამაკაცის დაბნეულობა და თვალების აქეთ-იქით ცეცება არ გამოპარვია , ზუსტად ასეთი რაღაცების გამოსარკვევად იყო დაბადებული და განსაკუთრებით მაშინ შიფრავდა ყველაფერს როცა საქმე იმ ადამიანს ეხებოდა რომელსაც ყველაზე კარგად იცნობდა.
‘თვალებით ჭამ ამ გოგოს, ვინ არის?’
შეტყობინება დაუტოვა და სანამ ელოდებოდა როდის შეამოწმებდა თავად ჩაბჟირდა მაგიდასთან.
‘გამომძიებლობანას მოეშვი ნატა..’
უსიამოვნოდ შეიშმუშნა , თვალები დაუქაჩა უმცროს დას და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა.
-ცოლის მოყვანას როდის გეგმავ სანდრო?-თავხედი ნათესავი მაგიდის ბოლოდან ახმაურდა.-უკვე შვილებიც კი უნდა გყავდეს იმ ასაკში ხარ , რისთვის შრომობ ამდენს თუ ოჯახი არ გეყოლება გვერდით, თუ შენს ცოლს და შვილს არ გაუზიარებ.
-არ მგონია ჩემი პირადი აქ გასარჩევი იყოს.-მწარედ ჩაიღიმა და ერთიანად გადაკრა სავსე ჭიქა ღვინო.
ნანიმ სცადა თემის გადატანა ალექსანდრეს რომ დისკომფროტი არ შექმნოდა , მაგრამ ერთი მეორეს აყვნენ და მათთან მაინც ვერაფერს გახდა.
-ნინა ძალიან კარგი გოგოა, იქნებ დაინიშნოთ კიდეც უკვე.-ენაზე სათმქელი ვერ შეიკავა ასაკოვანმა ქალბატონმა.
ანნამ ყურები დაცქვიტა, პირველად გაიგო ალექსანდრეს სიახლოვეს ეს სახელი, წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო მაგრამ რადგან ნიშნობა ახსენეს ესეიგი სერიოზული ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ.
‘’ისედაც არაფერი მოხდებოდა ჩვენ შორის , ვინც უნდა ის ყავდეს!’’-ეჭვიანობასთან გამკლავებას შეეცადა ანნა. ალექსანდრეს არ გამოპარვია მისი გაბრაზებული სახე , ჩაეღიმა კიდეც როცა შეამჩნია როგორ დაემაჭა სახე ნინას ხსენებისას.
-მადლობა გვერდში დგომისთვის , მაგრამ მე თავად გადავწყვეტ როდის რა გავაკეთო, თქვენ კი თქვენს თავებს მიხედეთ.-32ივე კბილით გაიღიმა და ფეხზე წამოდგა, მაკას და ირმას შუაში მჯდომ სუნთქვაშეკრულ ანნას მიუახლოვდა და ერთი წუთითო , სთხოვა. ანნას არ უნდოდა გაჰყოლოდა, მაგრამ უცნაურად გამოჩნდებოდა უარი რომ ეთქვა ამიტომ წამოდგა და უკან აედევნა.
-მიდი ნივთები აიღე , ცოტახანს გარეთ გავიდეთ და ვისაუბროთ.
-არაფერი მაქვს სასაუბრო.
-მე მაქვს.
-მაშინ აქ მითხარი , გარეთ გასვლა რა საჭიროა.
-აქ ამდენ ხალხში ჯდომა გირჩევნია ჩემთან საუბარს გარეთ? მაშინ შეგიძლია შენს ადგილს დაუბრუნდე.-ბოროტულად გაიღიმა ალექსანდრემ, მანქანის გასაღები მოიძია და გარეთ გასასვლელად მოემზადა.
-დამელოდე , ამათთან დარჩენას სიკვდილი მირჩევნია.

____________
ჰაი იმედია მოგეწონათ^შაბათ-კვირას დადებას ვერ მოვახერხებ, ორშაბათს დაგიბრუნდებით^^



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

რა მოითმენს ორშაბათამდე ???? მაშინ დიდი თავი დადე ორი არ მყოფნის იმდენად კარგია ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

 


№3  offline წევრი autamnlover

გოგონებო♥️♥️ორშაბათს ვეცდები დიდი და მსუყე თავი დავამატო^.^

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთა

ვაუ რა კარგია. ისე სასიამოვნო და გამართული ნაწერია, კითხვა ბედნიერებას მანიჭებს. ძალიან დიდი ვნება და ცეცხლია ამ ორს შორის. ხუთივე თავი ერთდროულად წავიკითხე და რა მოითმენს ორშაბათამდე❤️

 


№5  offline წევრი autamnlover

ქეთაა♥️მადლობა ესეთი სიტყვებისთვის<33333

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

Au gavida orshabati dade axali tavi ra

 


№7 სტუმარი მა

არ დაიდო 6 თავი ?

 


№8 სტუმარი ნანამია

მშვიდობა გაქვს ავტორო??? ინტერესში რომ ჩაგვაგდე,სად არის ისტორიის გაგრძელება...

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

რამდენი ხანია ველოდები 6 თავს სად ავტორო რატომ აღარ დებ? გააგრძელე და დაასრულე ეს ისტორია

 


№10 სტუმარი სტუმარი ნატა

ავტორო სად დაიკარგე რატომ აღარ აგრძელებ ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent