მე შენ გხედავ.
- შეიძლება დავჯდე? მკითხე მშვიდი ტემბრით და პასუხის მოლოდინში დაჟინებით მომაჩერდი. თავი წიგნიდან ამოვყავი, სათვალე ინსტიქტურად მოვიხსენი და პირველად შემოგხედე, წამის მეასედში უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს უკვე გიცნობდი, წლბათ წინა ცხოვრებაში და ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრება უნდა შეგეცვალა. - შეიძლება. გიპასუხე დაბნეულმა და სათვალე ინტიქტურად გავიკეთე. - ცხელი შოკოლადი 40 გრადუსში, საინტერესოა. გაიცინე და ჩემს ნახევრად ცარიელ ჭიქას დააცქერდი, მერე დაჟინებით შემომხედე თვალებში და ისევ უცნაური შეგრძნება დამეუფლა. - ალბათ რთული მისახვედრი არ იქნება, როგორ მიყვარს ცხელი შოკოლადი. გიპასუხე და უხერხულად აგარიდე მზერა. - დანიელი მითხარი და ხელი გამომიწოდე, ჩემი ხელის მოლოდინში. - ლიტა. ჩვენი ხელები წამით ერთმანეთს შეეხო და უხილავი ძაფები გაება. იმ წამს შენმა ენერგეტიკამ ჩემი სული და სხეული მოიცვა. ეს იყო ჩვენი პირველი შემთხვევითი, გაუცნობიერებელი დეითი, რომელმაც სამუდამუდ დაგვაკავშირა ერთმანეთთან. *** მეორე დეითიც შემთხვევითი იყო, ისევე როგორც ჩვენი ყოველი შეხვედრა. შიშველ სხეულზე, ჩემი ერთადერთი ნარინჯისფერი მაისური მეცვა, რომელიც შიშველ საჯდომს ბოლომდე ვერ მიფარავდა. ნარინჯისფერი ჩემი საძულველი ფერი იყო, რომელსაც მაშინ ვიცვამდი როცა ჩემი მენტალური მდგომარეობა წესრიგში არ იყო. ღია აივნის კართან ვიწექი, მთვარის შუქი მქრთალად მეფინებოდა სხეულზე, ბაკლის მუსიკის ფონზე იუნგს ვკითხულობდი. ირეალური სამყაროდან ზარის ხმამ გამომაფხიზლა, კარი გამოვაღე და როცა მომღიმარი დაგინახე, ღვინის ბოთლით და ქოთნის ყვავილით ხელში, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ჩემი დაბნეულობა ჩემს მიმიკებს დაეტყო და მითხარი: - ისეთი სახე გაქვს, მგონი უნდა წავიდე. მერე ისევ გაიცინე და რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. - არა, გამარჯობა. უბრალოდ არ გელოდი. მაპატიე, შემოდი. - თუ დაკავებული ხარ, წავალ. - არა უბრალოდდ, შემოდი. კარი დავხურე და სასტუმრო ოთახში წაგიყვანე, სენპოლიები მომიტანე. დაბნეული მიყურებდი და იღიმოდი. - ნარინჯისფერჯ ჩემი საყვარელი ფერია. შენი მაისური.. დამთხვევაა თუ შემთხვევითობაა? მე ნარინჯისფერს ვერ ვიტანდი, შენ გიყვარდა. მე სასმელს ვერ ვიტანდი, შენ ღვინო გიყვარდა. ვერც ყავას ვერ ვიტანდი, შენ ყავა გიყვარდა. ჩვენი განსხვავებულობა, ერთობას ქმნიდა, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი. - მე კიდევ არ მიყვარს. გიპასუხე და კარადა გამოვაღე, ჭიქების ასაღებად. მაშინ საერთოდ არ მახსოვდა მაისურის ქვეშ შიშველი რომ ვიყავი. - არ ვიცი რამდენად კარგი სვლაა, მაისურის ქვეშ შიშვლად ყოფნა. - შეიძლება გაცივდე. დაამატე და გაგეცინა. - ღმერთო. სულ ასე დავდივარ. თუმცა მგონი გამოცვლას აზრი აღარ აქვს. - გიპასუხე, ისე თითქოს თავდაჯერებული ვიყავი, ამ დროს ჩემს გონებაში ქაოსი იყო, რომელშიც შენს გამო სიმშვიდეს ვეძებდი. შენი ენერგეტიკა მწვავდა და ჩემში სექსუალურ ენერგიას აღვიძებდა. ჭიქები ჩამოვიღე და ღვინის გახსა დავიწყე, შენი მოსიარულე ლანდი შევამჩნიე გვერდიდან, მერე ჩემს უკან ვიგრძენი შენი სხეული, რომელიც უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, ვგრძნობდი შენს ცხელ სუნთქვას თმებზე, კისერში, მერე შენი ხელები ვიგრძენი წელზე, შენი ნაზი კოცნა კისერში. ვნება მორეულმა, ინსტიქტურად თვალები დავხუჭე და პროცესს მივენდე, შენ მოგენდე. შენსკენ შემომაბრუნე, ვნებიანად დამიკოცნე სახე, ტუჩები, შენი ხელები ჩემი მაისურის ქვეშ დასრიალებდნენ, ყოველი შეხების ადგილას ცხელ კვალს ტოვებდნენ. ჩემი ხელები შენს თმებში ავხლართე და ვნებიანად დავეწაფე შენს ტუჩებს. დრო გაჩერდა, მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით. მე და შენ. არც ისე ნაცნობები და არც ისე უცნობები. მერე მაგიდაზე შემომსვი, ჩემი ფეხები შემოგხვიე, ჩემი მაისური მოისროლე მარჯვნივ, შენი მოვისროლე მარცხნივ. ყელიდან მკერდამდე დატოვებული კოცნები ცხელ კვალს ტოვებდა და ინსტიქტურად სიამოვნების ხმებს უშვებდნენ ჩემი ბაგეები. წამით გაგაჩერე, მაგიდიდან ჩამოვხტი და გაკოცე, შენ გაოცებულ სახეზე გამეღიმა, შარვალი გაგიხსენი და შევბრუნდი. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან , თითქმის ერთნი. შენი თითები ჩემში მოძრაობდა და უფრო ვუმატებდი კვნესას. მერე საბოლოოდ გავხდით ერთნი, შენ იყავი ჩემში, ცალ ხელს ჩემს ტანზე დაასრიალებდი, ცალით კი ჩემს თმას ეჭიდებოდი. ჯერ ნელა მოძრაობდი, მერე უფრო სწრაფად, ჩემი ხმა კი ბიძგებთან ერთად უფრო ჩქარი და ხმამაღალი ხდებოდა. ჩვენ შევერთდით და შეიკრა დიდი ენერგეტიკული წრედი, რომელმაც ორივე მოგვიცვა და აგვავსო. ნაზი კოცნით დაუყევი ჩემს ხერხემალს. შემოვბრუნდი, აღგზნებული და არეული თვალებით პირდაპირ თვალებში მოგაშტერდი, მინდოდა დიდხანს მეყურებინა და სამუდამოდ დამემახსოვრებინა ეს მომენტი. ისე ვნებიანად და ნაზად მკოცნიდი, სხვა განზომილებაში მისროდი, ყველა შეგრძნება რეალური იყო. სიზმარი არ ყოფილა. იმდენად ცხადიც რომ ახლაც მახსოვს თითოეული შეგრძნება. მაშინ პირველად გვქონდა სექსი და იმ ღამეს პირველად გვეძინა ერთად. ცხოვრებაში პირველად ვიყავი თავაშვებული, ლაღი, თამამი, სიყვარულით სავსე, აგზნებული და ვნებიანი. მხოლოდ შენთან ერთად ვიყავი ასეთი, შენ მაქციე ასეთად და დამავიწყე ჩემი გეგმები, სურვილები, სულიერებისკენ სწრფვა, სისწორისკენ სწრაფვა, ყველაფერი რისკენაც მივილტვოდი და რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სამყაროში 24 აპრილი იდგა, ჩემს ოთახში ვიყავით, ჩვენს შექმნილ უსასრულო, უდროო სამყაროში. საწოლზე ვიწექი შიშველი და აპრილის მინავლებული მზის სხივები დამთამაშებდნენ სხეულზე. შენ ჩემსკენ იყავი მობრუნებული, ზემოდან დამყურებდი და შენ თითებს ნაზად დაატარებდი ჩემს შიშველ სხეულზე. შენი თმის ხვეულებშიც აღწევდა მზის სხივები და სასიამოვნოდ ბზინავდნენ, შენი უძირო შავი თვალები უყურებდნენ ჩემს თვალებს, ხან კი ურცხვად ჩემს სხეულს. - მე შენ გხედავ - ხმადაბლა თქვი და შენი თითები ჩემს მკერდს აატარე. მაშინ არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს სიტყვები, რომანტიულ, შეშლილ პოეტად შეგრაცხე და დავივიწყე. ხშირად მეუბნებოდი "მე შენ გხედავო", განსაკუთრებით სექსის შემდეგ, ან სექსის დროს, ყოველთვის ხმადაბლა და ვნებამორეული, მე კი ყოველ ჯერზე ვივიწყებდი ამ სიტყვებს და ვფიქრობდი სადღაც მოისმინე და აგეკვიატა. შენ კი თურმე ყოველ ჯერზე, ამ სიტყვების წარმოთქმისას სიყვარულს მიხსნიდი. ბევრად მეტი სითბო და სიყვარულია ჩაქსოვილი ამ სიტყვებში, ვიდრე უბრალოდ "მე შენ მიყვარხარ-ში". ვიღაცის დანახვა ხომ ნიშნავს, ხედავდე მის სულს და გიყვარდეს ყველანაირად, ყველა ასპექტში, ყველა მდგომარეობაში. მე ვერასდროს დავუშვებდი, რომ ასე ლამაზად შეგეძლო სიყვარული აგეხსნა ჩემთვის. შენი წერილიდან გავიგე ის რაც არასდროს გითქვამს პირდაპირ, მომწერე რომ "მე შენ გხედავ" აფხაზურად ნიშნავს " მე შენ მიყვარხარ" და კიდევ მოაყოლე მე შენ სულ გხედავ, გხედავდი და ყოველთვის დაგინახავო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.