შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი მტერი (სრულად)


18-07-2023, 15:32
ავტორი Alice76
ნანახია 52 573

მოგესალმებით, უზომოდ მიხარია, რომ მაქვს პატივი და სრული ისტორია შემოგთავაზოთ, საკმაოდ ვრცელი და ჩემი აზრით, საინტერესო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ისტორია არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი მკითხველისთვის და შეიცავს 18+ სცენებს, ამიტომ, თუ კი 18 წლის ასაკამდე არ მიგიღწევიათ, ანდა არ ემხრობით ამგვარ შინაარსს, გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია კითხვის დაწყებამდე.

ისტორია წამოღებულია ჩემი ბლოგიდან, შესაბამისად, მიუხედავად რედაქტირებისა, შესაძლოა იყოს დარჩენილი რაიმე კომენტარი, რადგანაც თავებად იდებოდა მთელი წლის განამვლობაში, ამიტომაც მკაცრად არ განმსაჯოთ :)

დაველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს

_______



1

აუღელვებელი, ავტომატური მოძრაობით მოვიხსენი სათვალე და ჯიბიდან საწმენდი ნაჭერი ამოვიღე.
სანამ მინას ვაპრიალებდი, მდიდრულად და კომფორტულად მოწყობილ ფოიეს მოვავლე თვალი.

ცისფერი ხავერდის სავარძლები, პაწუა ჟურნალის მაგიდები, უზარმაზარი ნახატები კედლებზე და მიმზიდველი მიმღები გოგონა მაგიდასთან.
ყველაფერი ისევე იყო, როგორც წინა თვეებში – გასაუბრებებზე მისულს, თითქმის ყოველთვის ასეთი გარემო მხვდებოდა, მე ხომ ერთიმეორეზე უკეთეს კომპანიებში დავძვრებოდი, კარგი შედეგის მოლოდინში.
საკუთარი თავის იმედი მქონდა, არც ვნერვიულობდი და სასოწარკვეთაც არ მიპყრობდა.
წინა სამსახურიდან წამოსულმა, სასამართლო დავა მოვიგე და გვარიანი კომპენსაცია მივიღე. ისეთი, რომელიც რამდენიმე წელიც რომ არ მემუშავა, უზრუნველად მაცხოვრებდა, თუმცა საქმე თავის გატანაში არაა – კარიერაში წყვეტა, ოცდახუთი წლის ასაკში, არც ისე სასარგებლოა.
სამსახური მჭირდებოდა, თანაც იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე მქონდა.

წითლად შეღებილი ფრჩხილები შევათვალიერე, ჩემს მოპირდაპირედ ჩამოკიდებულ სარკეში მიმზიდველმა, საქმიანად ჩაცმულმა გოგონამ გამომხედა.
გავუღიმე.
ის ისაა, ვისზეც მთელი ეს წლები ვმუშაობდი.
მას დავახარჯე მთელი რესურსი, მთელი ძალა და ნიჭი, რათა გამხდარიყო ასეთი – სიმპათიური, ჭკვიანი, მოხერხებული და რაც მთავარია, თავდაჯერებული.
საკუთარი თავის რწმენას სკოლის მერხებიდან მოყოლებული, წვეთ-წვეთ ვაგროვებდი.
ღარიბი ოჯახი მქონდა, ყოველთვის ერთი და იგივე, ძველი ტანსაცმლით დავდიოდი სკოლაში, ვაკლდებოდი ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ფულს მოითხოვდა, ვიტანდი თანაკლასელების დამცირებას და არც თუ არაპირდაპირ გადაკვრებს ჩემს ღარიბ მშობლებზე.
სწორედ მაშინ, ამ დამცინავი თვალების წინ დავიფიცე, რომ ყველა მათგანზე მაღლა ავიდოდი, რომ მექნებოდა ცხოვრება, რომელზეც თითოეული მათგანი იოცნებებდა.
ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ ყველაფერი თავდაჯერებას მოჰყვება, მაგრამ თავდაჯერებას სჭირდება ყველაფერი.
ჩემი მიზანი არ ყოფილა სიმდიდრე, ჩემი მთავარი ამოცანა იყო საკუთარი თავის სიძულვილის შეწყვეტა, სარკეში ჩახედვა ისე, რომ იქ დანახული ადამიანისთვის გამეღიმა, მისით მეამაყა, მყვარებოდა.
სწორედ ასეთ ადამიანს ვუყურებდი “ფიუჩერ ენერჯის” მთავარი ოფისის სარკეში, საკუთარ ენერგიას კი ძარღვებში ცხადად აღვიქვამდი.
ჩემი კანის შიგნით, მრავალ ნიღაბს შორის ჩამალულმა, ყავისფერთმიანმა და ჭორფლიანმა გოგონამ, რომელსაც თანაკლასელები გამუდმებით აბულინგებდნენ, ბოლოს და ბოლოს, გაიღიმა.
სანამ იმაზე დაფიქრებას მოვასწრებდი, რომ ჩემი რაღაც ნაწილი სამუდამოდ იმ გოგონად დარჩებოდა, საკუთარი გვარი მომესმა.
ჩაის ფინჯანი, რომელიც მანამდე შემომთავაზეს, მაგიდაზე დავდგი, წამოვდექი, ხაკისფერი პიჯაკი და ჩემი საყვარელი, მუქი მწვანე შარვალი შევისწორე და იმ გოგონას, რომელიც მიმღების ფუნქციებს ასრულებდა, დერეფანში მივყევი.
“ფიუჩერ ენერჯის” ოფისი გამორჩეული არ ყოფილა, უკეთესებშიც ვყოფილვარ, თუმცა იქაურობა რაღაცით მაინც მიზიდავდა, პირველ რიგში კი კედლებზე ნახატების სიმრავლით.
გონებაში გასაუბრებამდე წაკითხული მასალები გადავათვალიერე – რამდენიმე დირექტივა, რომელიც განახლებად ენერგიებს ეხება და კომპანიის საქმიანობას ეხმიანებოდა, ხელშეკრულებები, რომლებიც “ფიუჩერ ენერჯის” ჰქონდა გაფორმებული და მათი სამომავლო პროექტები.
ამჯერად, ისინი დირექტორის მოადგილეს ეძებდნენ და სანდო წყაროდან ვიცოდი, რომ ნამდვილად სჭირდებოდათ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
ჩემი მოძიებული ინფორმაციით, კომპანიის დირექტორი იყო ვინმე გიორგი ტიტიანი, გამოცდილი ეკონომისტი და მნიშვნელოვანი პერსონა ქვეყნის ბიზნესსფეროში, სიმართლე რომ ითქვას, სწორედ ეს კაცი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იმ გასაუბრებაზე მივედი – მასთან ერთად ბევრ საჭირო კონტაქტს შევიძენდი.
ფიქრები მოვიშორე, გოგონას ხელოვნურ ღიმილს ტუჩის მცირე მოძრაობით ვუპასუხე და მის მიერ შეღებულ კარში შევსხლტი.
პატარა, კომფორტულად მოწყობილ ოთახში ყავის და ძვირფასი სუნამოს სურნელი იყო არეული, თვალის ერთი გადავლებით ოთხი გამსაუბრებელი დავთვალე – მეცოტავა, თუმცა ასე უკეთესი იყო, რაც უფრო ცოტა ხალხი იქნებოდა, უფრო აზრიან და არაფორმალურ კითხვებს ველოდი.
ჩემგან პირველმა, ქერა კულულებიანმა, ხანშიშესულმა ქალბატონმა ჩემი გვარი ამოიკითხა და ცისფერი, მოციმციმე თვალებით სათვალის ზემოდან გადმომხედა.
თავაზიანი მისალმების შემდეგ მათ მოპირდაპირედ დავჯექი და დანარჩენებსაც მოვავლე თვალი, სანამ, მათივე თხოვნით საკუთარ თავსა და გამოცდილებაზე მოკლედ ვყვებოდი.
ქერა ქალბატონის შემდეგ ოცდაათ წლამდე, შავგვრემანი, სანდომიანი სახის ქალი იჯდა, ოდნავ გაბრაზებული სახით და წამდაუწუმ მობილურის ეკრანს დაჰყურებდა, მის შემდეგ შუა ხნის მამაკაცი, რომელიც დავითად გამეცნო, შევერცხლილი თმითა და უზადო, ნაცრისფერი კოსტუმით, მამაკაცის შემდეგ ერთი ადგილი ცარიელი იყო, სულ ბოლოს კი პუტკუნა, ყავისფერთმიანი, მწვანეთვალება ქალბატონი იჯდა, რომელიც გამამხნევებლად მიღიმოდა.
-გვითხარით, ქალბატონო ირემაძე, რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთან მოსვლა?- მკითხა შევერცხლილთმიანმა, დავითმა.
უხმოდ, ღრმად ჩავისუნთქე და მათ კომპანიაზე ჩემთვის ცნობილი ინფორმაციის გადმოლაგება დავიწყე, რასაც ჩემს გამოცდილებას და ინტერესებს ვუთავსებდი.
გამსაუბრებლები შიგადაშიგ მოწონების ნიშნად თავს მიქნევდნენ, რაც კარგის ნიშანი იყო, მეც სულ უფრო და უფრო ლაღად, თავისუფლად ვგრძნობდი თავს.
საუბარი თითქმის დასრულებული მქონდა, როდესაც კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ვიღაც შემოვარდა.
ვინაიდან კარი ჩემს ზურგს უკან იყო, გამსაუბრებლების მზერას, რომელიც შემოსულისკენ იყო მიმართული, თვალი არ გავაყოლე და საუბარი ისე განვაგრძე, თითქოს არაფერი გამეგოს.
შავგვრემანი ქალი, ის, რომელიც წამდაუწუმ საათს უყურებდა, წელში გასწორდა და თვალები მოწკურა.
-გაბრიელ- გამოსცრა და რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა გააწყვეტინეს.
-მადლობა, რომ დამელოდეთ, ძვირფასო კოლეგებო- გაისმა მსოფლიოში ჩემთვის ყველაზე საძულველი ხმა და ადგილზე გავიყინე.
ჩემი გონება სრულიად უფუნქციო, აქამდე ჯერ არნახულ რეჟიმში გადავიდა. ნაცნობი ხმის გაგონებამ ჩემს ტვინში მოგონებები ერთიანად ააფეთქა და ამან სრული კოლაფსი გამოიწვია. სანამ გაშეშებული, შებრუნებას მოვახერხებდი, ახალმოსულმა მაგიდას შემოუარა, თავისუფალ სკამში მსუბუქად ჩაეშვა და შუბლზე ჩამოყრილი ქერა, თითქმის თეთრი თმები ხელის ნაცნობი მოძრაობით გადაიყარა უკან.
ყურებში უცნაური გუგუნი მესმოდა, ვგრძნობდი, როგორ გავწითლდი და საკუთარი სუნთქვაც გარკვევით მესმოდა.
არა, ასე არ გამოვა, მარიშა!
ხელზე ოდნავ შესამჩნევად ვიბწკინე და ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ დამსწრეთა მთელი ყურადღება დაგვიანებულისკენ იყო მიმართული და ჩემკენ არავის გამოუხედავს, მეც დრო მომეცა, ჩემი ძველი კლასელის, ბულერის და მოსისხლე მტრის შემოსვლა საკუთარ გასაუბრებაზე, თანაც კომისიის წევრის როლში, ღირსეულად გადამეტანა და არეული ნაკვთები დამელაგებინა.
მედიტაციის პრაქტიკა საკმაოდ მქონდა, რომ ასეთ სიტუაციებს გავმკლავებოდი.
მთავარი იყო, მოწოლილი მოგონებები უკან, მეხსიერების სიღრმეში ჩამეფლო და აწმყოზე ვკონცენტრირებულიყავი.
-მაშ ასე, სად შევჩერდით?- ჩაახველა ქერა კულულებიანმა ქალმა და უკმაყოფილო მზერა სტყორცნა იქითკენ, საიდანაც ცოცხალი თავით არ ვაპირებდი გახედვას.

სულ მცირე, იოტისოდენა იმედი კიდევ მქონდა შემორჩენილი, რომ ვერ მიცნობდა და როგორმე შეურცხვენლად გავაღწევდი იმ ოთახიდან.
მე ხომ სკოლის შემდეგ ძალიან გამოვიცვალე.
თვალწინ თოთხმეტი წლის გოგონა უნებურად დამიდგა, წელამდე ხშირი, ყავისფერი თმით, რომელსაც მუდმივად ორ ნაწნავად იკეთებდა, რამდენიმე ზომით დიდი, ბიძაშვილების გამოცვლილ ტანსაცმელში, მოზრდილი, ოვალური სათვალით და ჭორფლებით დაფარული სახით.
მძიმე, წიგნებით გატენილ ჩანთას რომ ისწორებს მხარზე, ღრმად ისუნთაქვს და სასწავლო ნაწილს ახალ კლასში მომჩვარული, აკანკალებული ფეხებით მიჰყვება.
“ეს სკოლა უკეთესია, გაცილებით კარგად ასწავლიან” უთხრა დედამ მაშინ, “ჩვენგან ცოტა შორია, მაგრამ ლიპარტელიანების ბავშვები დადიან და შენც გატარებენ”.
“მაგრამ რომ არ მოვეწონო იქ ბავშვებს?” – ჰკითხა შეშინებულმა გოგონამ მაშინ დედას.
“მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს” – უპასუხა დედამ მკაცრად “საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეს, ვინ რას ფიქრობს შენზე. უნდა ისწავლო”.

მაშინ არ ვიცოდი, რატომ მიიღო დედამ ასეთი, ერთი შეხედვით, გიჟური გადაწყვეტილება – ფასიან სკოლაში გადამიყვანა იმ დროს, როდესაც საჭმლის ფულიც კი არ გვქონდა.
მერე, წლების შემდეგ გავიგე, რომ ჩემმა ძველმა დამრიგებელმა მოინდომა ასე – სკოლაც მან ურჩია დედას და უთხრა, რომ ზედმეტად ჭკვიანი ვიყავი გარეუბნის საჯარო სკოლისთვის.
სწორედ დამრიგებელმა, ბატონმა გია ტოსკმა დააფინანსა ჩემი პირველი წელი იმ სკოლაში. ვერასდროს გავიგებ, რატომ.
იქნებ დედას რომ ეთქვა, ჭკვიანი ხარ და იმიტომ გადადიხარ სხვაგანო, მეტი გამბედაობა მომეცემოდა ახალ კლასში შებიჯებისას და საკუთარ თავიც არ მექცია მდიდარი ბავშვების გასართობ ობიექტად.
მაგრამ ასე არ იყო და დედას არ ვადანაშაულებ. მას სურდა, რომ გზა ყველანაირი დაყვავების და ტყუილების გარეშე გამეკვალა, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო იყო.
როდესაც სასწავლო ნაწილმა კარი შეაღო და გასუსულ კლასში შემიძღვა, პირველი სწორედ ის დავინახე – გაბრიელი.
დაფასთან იდგა, ცალი ხელი მასწავლებლის მაგიდაზე დაეყრდნო და მგონი, გაკვეთილს ჰყვებოდა, თუმცა ამას ისე აკეთებდა, თითქოს მასწავლებელს რაღაცას უხსნიდა.
მაღალი იყო, ჩვენი ასაკისთვის ზედმეტად აწოწილიც კი, ფერმკრთალი კანი და ქერა თმა ჰქონდა და ძალიან ლამაზი სახე ექნებოდა, რომ არა მუდმივად ბოროტი ღიმილი, რომელსაც სულ თან დაატარებდა, ნაცრისფერი თვალების ირონიულ ელვარებასთან ერთად.
როდესაც კლასში შევედი, სასწავლო ნაწილმა ბავშვებთან არ წარმადგინა – უბრალოდ იმიტომ, რომ გაბრიელის დიდებული მონოლოგი არ გაგვეწყვიტა, ეს უკანასკნელი კი ისე იქცეოდა, თითქოს არც არავინ შესულიყო ოთახში.
ეს იყო ჩემი პირველი დამცირება მისგან, სხვა მილიონი ასეთი შემთხვევის დასაწყისი…
საკუთარი გვარი გავიგე და თვალები ავახამხამე.
ქერაკულულებიანი წარბებაწკეპილი მიყურებდა, აშკარად, რაღაც მკითხა.
-დიახ?- ვეცადე, ძალიან გამოშტერებული სახე არ მქონოდა და ისე მივაჩერდი, თითქოს ორი წამის წინ ფიქრებში არ დავფრინავდი.
-გკითხეთ, სარგებლის გაზიარების მექანიზმებზე რა გაქვთ სათქმელი- მითხრა მკაცრად, თუმცა მის მზერაში სიბრაზე არ დამინახავს, ამიტომაც თავი გავიმხნევე და ქვეყნის კანონმდებლობის განხივლა დავიწყე კითხვის ირგვლივ.
ეს ჩემი სფერო იყო, წლებით ნაწრთობი ცოდნა. ვერაფერს ვერ მკითხავდნენ ისეთს, რაც არ მეცოდინებოდა. ფაქტობრივად, ბიზნეს სექტორში ყველა აქტუალური საკითხი და შესაბამისი კანონმდებლობა მათზე უკეთესადაც კი ვიცოდი. ერთადერთი პრობლემა ჯერ კიდევ ჩუმად მჯდომი გაბრიელ ბარათაშვილი იყო. უბრალოდ უნდა დამევიწყებინა, ვინც იყო და რაც მაკავშირებდა მასთან.
უბრალოდ უცნობი გამსაუბრებელი…
რამდენიმე წუთიანი მონოლოგის შემდეგ, ქერას წარბები კიდევ უფრო მაღლა გაიქცა.
-ქალბატონო ირემაძე, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ცოდნა მართლაც შთამბეჭდავია- მითხრა ბოლოს- ვფიქრობ, რომ შემდგომი პროფესიული კითხვები აზრს მოკლებულია.
სუსტად გავიღიმე და ვეცადე, თვითკმაყოფილება არ დამტყობოდა.
-და რატომ არის ასეთი ბრწყინვალე გონება უმუშევარი?- გაისმა საძულველი ხმა და თავს ძალა დავატანე, რომ მისკენ მიბრუნებულს, სახეში არ შემეხედა.
მზერა მის მხარს უკან, ფანჯარას გავუსწორე და გაღიმება არც მიფიქრია.
-თუ კი ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, შეგიძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ორიათას ოცდაერთი წლის ხუთი დეკემბრის გადაწყვეტილება ნახოთ. ნომერს დაგიწერთ.
ოთახში სახიფათო სიჩუმე ჩამოწვა, მე კი განვაგრძობდი ფანჯარაში ცქერას.
თვალის კუთხით დავინახე, როგორ გადაწია თავი გვერდით და მისი მზერით კანი ამეწვა.
-არაფერი პირადული, ქალბატონო ირემაძე, უბრალოდ – შეჩერდა, ჩემს გვარს კი ისეთი ინტონაციით გაუსვა ხაზი, რომ იმ წამსვე მივხვდი, მიცნო და თავი ვეღარ შევიკავე- შევხედე.
ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე.
კიდევ უფრო სიმპათიური გაზრდილიყო. მოზარდის ნაკვთებს, რომლებიც ასე კარგად მახსოვდა, მისი სახე დაეტოვებინა, ბიჭობის აღარაფერი მიუგავდა, დაკაცებულიყო. ისევ ისეთი თხელი ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ უფრო მკაცრი, დახვეწილი და დინჯი.
მხოლოდ ნაცრისფერ თვალებს ეტყობოდა ძველებური, უცვლელი ირონია.
სწორედ ეს მეზიზღებოდა მასში ყველაზე მეტად – იდეალური, ლამის არისტოკრატიული სილამაზე.
-უბრალოდ- განაგრძო, როცა დარწმუნდა, რომ მეც ვიცანი და ტუჩის კუთხე ოდნავ აეპრიხა, სულ რამდენიმე წუთი ვიყავით ერთ ოთახში და უკვე დამცინოდა- უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომელი გუნდში დესტრუქციული არ იქნება და კონფლიქტურ სიტუაციებს არ გამოიწვევს.
თავი ოდნავ დავუკარი, რადგან არ ვაპირებდი მასთან იმის მტკიცებას, როგორი მეგობრული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თანამშრომელი ვიყავი.
რაც მართალია, მართალია, გუნდში მუშაობას ვერ ვიტანდი, მაგრამ არაფერი იყო ისეთი, რაც წინა სამსახურში კარგად არ გამომდიოდა, პირიქით.
მკაცრად გადავწყვიტე, რომ მისი და ჩემი ნაცნობობა არ მეხსენებინა, ვინაიდან თავად არ შეიწუხა თავი იმის თქმით, რომ მისი თანაკლასელი ვიყავი.
-რა თქმა უნდა, მესმის- ვთქვი დიპლომატიური ტონით- თუმცა გარწმუნებთ, რომ წინა სამსახური იმ მიზეზით არ დამიტოვებია, რომ რაიმე შეცდომა დავუშვი.
-აბა, რა იყო მიზეზი?- ახლა ფუმფულა, მომღიმარი ქალბატონი ჩაერთო.
მზერა მასზე გადავიტანე და მივხვდი, რომ ჭორების მოყვარული გახლდათ.
ტუჩები გავატოკე, რომ მეპასუხა, მაგრამ გაბრიელის დაჟინებულმა მზერამ ისევ დამაბრკოლა.
ასე ხდებოდა სკოლაში მუდმივად. სანამ რამეს ვიტყოდი, მას ვუყურებდი. მაქცევდა თუ არა ყურადღებას და თუ მიყურებდა, ყოველთვის ვჩუმდებოდი. არასდროს მინდოდა მისთვის დამატებითი მიზეზის მიცემა ჩემს დასაცინად.
ვაი და ისეთი რამე მეთქვა, რასაც ისე გადაამღერებდა, რომ მთელი სკოლის დასაცინს გამხდიდა?
მაგრამ ეს წარსულში იყო.
-ჩემი ყოფილი უფროსი, განყოფილების უფროსს ვგულისხმობ- ვთქვი მაქსიმალურად უემოციო ხმით- მავიწროვებდა. მას… ასე ვთქვათ, სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა ქალთა როლზე სამსახურში.
ბარათაშვილს შევხედე და მისგან ირონიულ შენიშვნას დაველოდე, თუმცა მის თვალებში რაღაც გაკრთა, რაღაც, რაც სულაც არ ჰგავდა ნაცნობ ირონიას. უფრო… ბრაზი?
ალბათ ბრაზობდა, რადგანაც ასეთი დელიკატური თემა წამოვჭერი. ხოდა ძალიანაც კარგი, თავად იყო ინიციატორი.
-ო, ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა- აქოთქოთდა ფუმფულა ქალბატონი და მეც თვალი მოვარიდე ბარათაშვილის ყბის ძვალს, რომელიც მაგრად მოკუმული პირის გასწვრივ, სიბრაზის ნიშნად მოძრაობდა და ფუმფულას მივუბრუნდი.
-ნამდვილად, არაპროფესიული სამუშაო გარემო სრული კოშმარია. და ამას პირველ რიგში ზოგადად, ქალთა უფლებების გამო არ მოვითმენდი. საკუთარი თავის დაცვა კარგად მეხერხება, თუმცა თუ კი ეს ფაქტი გამოხმაურების გარეშე დარჩებოდა- შევერცხლილთმიან კაცს და შემდეგ, შავგვრემან ქალს მივუბრუნდი- ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი იქნებოდა.
-ნამდვილად, ნამდვილად – ქერაკულულებიანმა ხელის მოკლე ჩაქნევით გვანიშნა, რომ თემა უნდა დახურულიყო- ქალბატონო მარიშა, მე მეტი კითხვები აღარ მაქვს, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, გასაუბრების შედეგებს კი რაღა თქმა უნდა, ელექტრონული ფოსტით მიიღებთ.
თუ სხვებსაც აღარ აქვთ შეკითხვები…- ისეთი მზერით გადახედა დანარჩენებს, რომ აშკარა იყო, არ უნდა ჰქონოდათ- მაშინ, ამ ეტაპზე, დაგემშვიდობებით.
წარმატებებს გისურვებთ.
მადლობა გადავუხადე, ერთი წამით ბარათაშვილს გადავხედე, რომელიც აღარ მიყურებდა და ფურცლებში იქექებოდა, შემდეგ კი ოთახი სწრაფად დავტოვე.
როგორც კი კარი გამოვიხურე, თავს უფლება მივეცი, ემოციები მიეღო.
ღრმად ამოვისუნთქე და ჩუმად შევიგინე. სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი დერეფანს, საკუთარი ნაბიჯების ხმა ექოდ ჩამესმოდა ყურებში…
არ ჩავფლავებულვარ… არა…ყველა კითხვას იდეალურად ვუპასუხე…

აბა რატომ იყო, თავს ასე საშინლად და უვარგისად რომ ვგრძნობდი?
ტირილი მინდოდა, გაქცევა და ხმამაღლა ქვითინი, მაგრამ ჯერ იმ დაწყევლილი შენობიდან უნდა გავსულიყავი.
ლიფტთან მივიჭერი და ნერვიულად დავუწყე ღილაკს წვალება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ამ მოქმედებით ვერ ავაჩქარებდი.
ლიფტის მოსვლამდე ნერვიულად ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით, საკუთარი თავი იმის შიშში გამოვიჭირე, რომ ბარათაშვილი გამოჩნდებოდა.
ლიფტის კარი გაიღო და მეც რამდენიმე წუთში უკვე სუფთა, შემოდგომის ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი.
ნელ-ნელა დავმშვიდდი, თუმცა საკუთარ თავზე ბრაზმა არ გამიარა. როგორ დავუშვი, რომ თავი ასე დამეკარგა? რაც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო სიძულვილი ჩვენ შორის ადრე, უკვე აღარაფერს ნიშნავდა.
ღარიბი გოგონა და ლამაზი ბიჭი აღარ არსებობდნენ, ახლა ორივე საქმიანი ადამიანები ვიყავით, ჩვენ-ჩვენი გზით.
ქარმა მსუბუქად დაუბერა და შეყვითლებული ფოთლები შრიალით დაეშვა ასფალტზე.
თვალწინ კიდევ ერთი მოგონება ამომიტივტივდა.

***
სკოლა ახალი დაწყებული იყო, იმ წელს, განათლების რეფორმის გამო, სკოლის კარი სექტემბრის ბოლოსთვის გაიხსნა მოსწავლეებისათვის.
ყავისფერთმიანი გოგონა ფიქრებში გართული მიიწევდა სკოლისაკენ.
ავტობუსის გაჩერება შენობიდან საკმაოდ მოშორებით იყო, ამიტომაც ყოველთვის ადრე მიდიოდა, მანამ, სანამ მოსწავლეთა ნაკადით გაივსებოდა ქუჩები.
მარტოდ მარტო მიიწევდა წინ, ახალი ფლეერი და ყურსასმენები ჰქონდა, რომელიც მთელი წლის ხვეწნის შემდეგ, სკოლის დაწყების აღსანიშნავად უყიდეს მშობლებმა.
ისეთი არაფერი, იაფფასიანი ნაწარმი, მაგრამ მისთვის მთელ ქონებას უდრიდა.
დღე და ღამ ყურსასმენებიანს, მშობლები უკვე საყვედურობდნენ და სმენის პრობლემებს უწინასწარმეტყველებდნენ ახლო მომავალში.
მარიშასთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მუსიკა მის სამყაროს აფერადებდა.
იმდენად იყო გართული ოცნებებში, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ მიუახლოვდა სკოლის შენობას და ქვეითთა გადასასვლელზე შეჩერებაც დაავიწყდა. ადრიანი დილა იყო, მანქანებიც არ ჩანდა, არაფერი იყო საფიქრალი.
მოულოდნელად ვიღაცის ხელები იგრძნო მკლავსა და მუცელზე, ძლიერად ჩაეჭიდნენ და უკან გაათრიეს.
წამოიკივლა, ყურსასმენებს ხელი გაკრა და გაწყვიტა. მის წინ, ერთი ნაბიჯის დაშორებით, მანქანამ ხმაურით ჩაიქროლა.
-ამის დედაც, ირემაძე, თვალები სად გაქვს?- ნაცნობმა ხმამ ისევე იმოქმედა, როგორც ყოველთვის- სუნთქვა შეეკრა, ისედაც აჩქარებულმა გულმა კიდევ უფრო სწრაფად დაიწყო ძგერა, უკან მიბრუნდა და მის წინ ასვეტილი ბარათაშვილი შეათვალიერა, რომელიც გააფთრებული დაჰყურებდა, გამოკვეთილი ყბის ძვალი უთამაშებდა, ნაცრისფერი თვალებიდან კი თითქოს ცეცხლს აფრქვევდა.
ყველაზე მეტად ეს თვალები სძულდა, რომლებიც მისი სახიდან დაბლა, ხელებისკენ მიმართა და ოდნავ მოწკურა.
-ქუჩაში მაგეებით არ უნდა დადიოდე- სუნთქვას ამოაყოლა და მზერა ისევ გაუსწორა – ან მინიმუმ თვალები მაინც გაახილე.
გოგონას გული უფრო აუჩქარდა. ნუთუ ბარათაშვილის მსგავსი უფლისწული ისეთ არარაობაზე ფიქრობდა, როგორიც ის იყო? კლასის საფრთხობელა, სკოლის ჯამბაზი, ირემაძე-ირმისტვინა?
მზერა ბიჭის თვალებიდან გაწყვეტილ ყურსასმენებზე გადაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ ერჩივნა, მიწა გასკდომოდა, ცრემლებმა მაინც დაუფარა მზერა.
-ე, ე, შე რა, ტირი?- ბიჭმა ნიკაპზე გრძელი, თლილი თითები მოჰკიდა და სახე აუწია, მისი მზერა კი გოგონას ათრთოლებულ ტუჩებზე დაეცა- რა გატირებს?
მარიშამ სწრაფად შეიმშრალა თვალები სახელოთი, ბიჭს სახე აარიდა და უთქმელად გაიქცა სკოლისკენ.
ჩაფიქრებული ბარათაშვილი უკან ნელი სვლით მიჰყვა, დაინახა, როგორ შევარდა გოგონა სკოლის კარებში, თუმცა პირველ გაკვეთილზე აღარ გამოჩენილა.
როდესაც პირველი ზარის შემდეგ მარიშა ირემაძე კლასში თვალებაწითლებული შევიდა, ყველა იმაზე საუბრობდა, როგორ ატირა იგი ბარათაშვილმა, ეს უკანასკნელი კი ირონიული ღიმილით ათვალიერებდა გოგონას ტირილსგან გაბუშტულ, გაბუსხულ სახეს.
მეორე დილას მარიშას მერხზე ახალი ყურსასმენები დახვდა.

***
ელექტრონულ ფოსტას დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდი.
მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ იმ სასწაულის შემთხვევაშიც კი, თუ “ფიუჩერ ენერჯიდან” დადებითი პასუხი მომივიდოდა, უარი მეთქვა.
სამსახურს ადრე თუ გვიან ვიშოვიდი, აი, ბარათაშვილთან ერთად მუშაობა კი არანაირად არ შედიოდა ჩემს გეგმებში.
მისი დასწრება მაფორიაქებდა, ძველ, საშინელ დროს მახსენებდა, როდესაც ერთმანეთში არეული სიძულვილი და სიმპათია, იმედი და იმედგაცრუება საშინლად მაწამებდა.
სიმართლე ის იყო, რომ მიუხედავად მისი საზიზღარი ქცევისა, ერთადერთი ბიჭი იყო, რომელიც ოდესმე მომწონებია. მომწონდა იმიტომ, რომ ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი იყო.
კლასში ბიჭების უმრავლესობა სწავლისთვის თავს არ იკლავდა, ვინც ნიჭიერი იყო, ისიც თავს იკავებდა ფრიადოსნობისგან, რადგანაც ზოგადად ბიჭები ხუთოსნობას გოგოებთან აიგივებდნენ და შესაბამისად, ქალაჩუნობასთან.
ბარათაშვილი სხვა შემთხვევა იყო. მას ყოველთვის მაღალი ნიშნები ჰქონდა, უამრავ ჯილდოს ფლობდა, წყალბურთის ვარსკვლავიც იყო, პიანინოსა და გიტარაზე უკრავდა და მოკლედ, ვარსკვლავბიჭუნა გახლდათ, სკოლის პრინცი, თანაც ამ ყველაფერს ისე ახერხებდა, რომ ვერავინ უწოდებდა “ხუთოსანს” ან “შკოლნიკს”.
ის კი არ სწავლობდა, უბრალოდ ყველაფერი იცოდა და ყველაფერი გამოსდიოდა.
ერთადერთი მოსწავლე მის ასაკში, რომელსაც მასზე მაღალი ნიშნები ჰქონდა, მე ვიყავი.
და მეც მასზე თითქმის შეყვარებული.
რაღაც კუთხით, მეც მას ვეკუთვნოდი, ისევე, როგორც მთელი სკოლა, ეს კი ზიზღს მგვრიდა, მისი და საკუთარი თავის მიმართ.
მთელი ის პერიოდი, რაც მასთან ერთად სწავლა მიწევდა, ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო და კიდევ უფრო საშინელება ის იყო, რომ ყოველ დილით ერთი სული მქონდა, ამ ჯოჯოხეთში წავსულიყავი, მის სანახავად.
ამას საკუთარ თავთან არ ვაღიარებდი, მაგრამ როგორც კი ბავშვებს შორის ქერა თავს მოვკრავდი თვალს, ჩემი სულის რაღაც მახინჯი ნაწილი უაზრო კმაყოფილებას განიცდიდა.

სწორედ ეს ყველაფერი დამეჯახა ახალ ტალღად გასაუბრების იმ მყუდრო და ლამაზ ოთახში. ემოციები, რომლებიც კარგა ხნის მკვდარი მეგონა, ჯერ კიდევ არსებობდა ჩემს შიგნით და მისი ერთი დანახვა საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყველაფერი ასმაგი სიმძლავრით დამბრუნებოდა.
ვლოცულობდი, რომ უარყოფითი პასუხი მოსულიყო და არ მომცემოდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მენახა, რადგან ვიცოდი, რომ ამ შემთხვევას აუცილებლად გამოვიყენებდი, მიუხედავად უამრავი საპირისპირო აღთქმისა.
მოლოდინში “ფიუჩერ ენერჯის” ვებ გვერდი კიდევ ერთხელ გადავქექე და ამჯერად, როცა ვიცოდი, რასაც ვეძებდი, დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის მარტივად ვიპოვე “ბარათაშვილი, გაბრიელ.”
დირექტრორთა საბჭოში ოცდა ექვსი წლის ასაკში?
ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ გადამსვა სიძულვილისა და აღფრთოვანების ძველებურ, ერთიან რელსებზე.
რა თქმა უნდა, ბარათაშვილი ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ გავლენიანი ოჯახიც ჰყავდა. სწორედ ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო მისი “დირექტორობის” უშუალო მიზეზი.
მის გარდა კომპანიას კიდევ სამი დირექტორი ჰყავდა ერთ-ერთი მათგანი ის დირექტორი, რომლის მოადგილედაც ვფიქრობდი, რომ გავდიოდი კონკურსს, თუმცა, გადავავლე რა თვალი ვაკანსიას, დავრწმუნდი, რომ სულაც არ იყო დაკონკრეტებული, რომელი დირექტორი ეძებდა მოადგილეს.
თავის მხრივ, ყველა მათგანი შეიძლება ყოფილიყო და რამდენადაც ჩემს გასაუბრებას მხოლოდ ერთი დირექტორი ესწრებოდა და ისიც ბარათაშვილი…

ამოოხვრით დავხურე ლეპტოპი და მიმოვიხედე.
ბოლო რამდენიმე დღე ტრანსში მყოფივით გავატარე.
მანიაკივით ვეძებდი ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ბარათაშვილთან შეიძლება ყოფილიყო კავშირში.
დრო იყო, თავი ხელში ამეყვანა და მედიტაცია აღმედგინა, რომელიც ჩემი რუტინის განუყოფელი ნაწილი იყო ბოლო რამდენიმე დღემდე.
გადავწყვიტე, რომ გასაუბრებები ამ ეტაპზე საკმარისი იყო და ერთი კვირა უნდა დამესვენა.
იქნებ მშობლებიც მენახა და საჩუქრები ჩამეტანა.
ბოლოს და ბოლოს, ამდენი შრომის შემდეგ, ახალი სამსახურის დაწყებამდე, ნამდვილად ვიმსახურებდი დასვენებას და გართობას.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი, მიკა, რომელიც უნივერსიტეტში, პირველივე კურსზე გავიცანი, იმხანად საზღვარგარეთ იყო ერთთვიან სასწავლო ტურში და უიმისოდ აზრზე არ ვიყავი, როგორ მოვახერდებდი “გართობას”.
იქნებ დალევა მეცადა? მაგრამ მარტოს?
მშობლებთან მეორე დღესვე წავედი და კვირის ბოლომდე ელექტრონული ფოსტა არ შემიმოწმებია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ჩემი სულიერი ჯანმრთელობა და მარტივად მოვახერხე დედაჩემის კითხვების გაძლება თემაზე “არავინ გამოჩენილა?”.
კვირას საღამოს, დედაქალაქში დაბრუნებულმა კი საკმაოდ უსიამოვნო ზარი მივიღე.
ღვინის ბოკალით ხელში, ჩემს საყვარელ ყველის ჩხირებს შევექცეოდი და წიგნს ვკითხულობდი, როდესაც ჩემი ტელეფონი უცხო ნომერმა გაანათა.
არხეინად ვუპასუხე, რადგანაც საქმიან ზარებს კვირა საღამოს არასდროს ველოდი.
მთელი ის უდარდელი განწყობა კი წამში ჩამომერეცხა, როგორც კი ყურმილიდან ნაცნობი, დაბალი და ირონიული ხმა გავიგონე.

***
-ირემაძე- ხმა ზედმეტად ნაცნობი იყო, რომ ეჭვი შეპარვოდა მოსაუბრის ვინაობაში, თუმცა მარიშამ მაინც გაოგნებით დახედა ტელეფონის ყურმილს, თითქოს მის მიღმა იმ სახეს დაინახავდა, რომელსაც ელოდა. აბა, როგორ დაიჯერებდა, რომ ბარათაშვილი მას პირადად, სახლის ტელეფონზე დაურეკავდა, ყურმილს კი მამამისი გადმოსცემდა მოღუშული სახით და სიტყვებით “ვიღაც ბიჭი გირეკავს”.
აკანკალებული ხელით დააბრუნა ყურმილი ყურთან და პირი დააღო, თუმცა ხმა არ ამოსვლია.
-ირემაძე?- გაიმეორა ოდნავ მოუთმენელი ტონით – არ გესმის?
-მესმის- დაიჩურჩულა ძლივს გასაგონად, თუმცა ბარათაშვილმა, როგორც ჩანს, გაიგო, რადგან რაღაც ჩაიბურტყუნა ტელეფონის გაუმართავობაზე.
-მისმინე, გახსოვს, ისტორიამ პრეზენტაცია რომ დაგვავალა წინ კვირას?- მობეზრებული ხმა ჰქონდა.
-კი, მახსოვს. ზეგ უნდა ჩავაბაროთ.
-მერე?-მომთხოვნად გაწელა კითხვა.
-მერე?-დაბნეულად გაიმეორა კითხვა.
-არ უნდა გავაკეთოთ? თუ ოროსნობას აწვები?

მარიშამ ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა. პრეზენტაცია საქართველოს მნიშვნელოვან პიროვნებებზე ისტორიის მასწავლებელმა წყვილებში გაანაწილა. რადგანაც არ სურდა, რომ ზარმაც მოსწავლეებს სხვების ხარჯზე მიეღოთ ნიშნები, მარიშა ბარათაშვილთან დააწყვილა. მაშინ გოგონას გული აუჩქარდა, წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა ბიჭთან ერთად ბიბლიოთეკაში ან სულაც, სახლში მუშაობა პრეზენტაციაზე და… და?
ბარათაშვილს მთელი კვირის განმავლობაში არაფერი უთქვამს პრეზენტაციაზე, ამიტომაც ჩათვალა, რომ ბიჭს არ სურდა ერთად მუშაობა.
შაბათ-კვირას თავად მოამზადა მასალები ერთ-ერთი დიადი მეფის – დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიაზე და პრეზენტაციის პლაკატი, სქელ საქაღალდესთან ერთად უკვე იდო მის პატარა საწერ მაგიდაზე.
-მეგონა რომ… მეგონა, რომ არ გინდოდა ჩემთან ერთად გაკეთება- დაიჩურჩულა ხმაჩამწყდარმა.
-მართალია, არ მინდა, მარა ხო უნდა გავაკეთოთ?- ძველებური ირონია დაუბრუნდა ბიჭის ხმას.
გოგონას გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა.
-შეგიძლია არ შეწუხდე. უკვე გავაკეთე. ხვალ მოგცემ მასალებს- მიახალა და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, ყურმილი ზრიალით დაახეთქა.

***
-ირემაძე-ჩემი გვარის გაგონებაზე მოწოლილი მოგონებები უკუვაგდე და ხმა ჩავიწმინდე.
-დიახ?
-შეგიძლია მითხრა, რატომ არ პასუხობ წერილებს? ჩემმა თანაშემწემ ოთხი მეილი გამოგიგზავნა.
არც გამარჯობა, არც მოკითხვა, არც იმის ახსნა, ვინ იყო.
-გმადლობ, კარგად ვარ, ბარათაშვილო- თავი ვერ შევიკავე და გაცხარებით ვუპასუხე- წერილები არ მინახავს, რადგანაც ვისვენებდი.
დუმილი.
-ნახე.

სულ ეს იყო. პირდაღებული ვუყურებდი ჩემი მობილურის ეკრანს, რადგანაც გამითიშა.
აკანკალებული ხელებით გავხსენი ფოსტა, მართლაც ოთხი მეილი იყო “ფიუჩერ ენერჯის” სახელით. რა, ვერ დამირეკეს, თუ ასეთი სასწრაფო იყო?
პირველი მეილი მატყობინებდა, რომ გასაუბრების ეტაპი წარმატებით გადავლახე და “ფიუჩერ ენერჯი” მოხარული იყო ეცნობებინა, რომ დავინიშნე დირექტორის მოადგილედ კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით.
მეორე წერილში, რომელსაც უკვე დაბინდული მზერით ვკითხულობდი, მითითებული იყო ინფორმაცია სამუშაო საათებსა და თანამშრომელთა კოდექსზე;
მესამე წერილით ხელშეკრულება იყო გამოგზავნილი, რომელსაც ჩემი თანხმობის შემთხვევაში მოვაწერდი ხელს,
მეოთხე კი მატყობინებდა, რომ ახალ სამსახურში ორშაბათს მელოდებობდნენ.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!

გველნაკბენივით წამოვხტი და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, ღვინის ჭიქიანი ხელით გავშეშდი.

მობილურს დავხედე. მისი ნომერი მქონდა. შემეძლო დამერეკა და მეთქვა, რომ უკეთესი შემოთავაზება მქონდა, რომ ვიფიქრე და ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ბულერებთან საქმეს არ დავიჭერდი, რომ მეზიზღებოდა ისიც და ყველაფერი, რაც მასთან კავშირში იყო…
მერე ღვინის ჭიქა გამოვცალე და საძინებელში გავემართე, რათა პირველი სამუშაო დღისთვის შესაფერისი სამოსი შემერჩია.

2

***
ერთ დღეს ბარათაშვილი სკოლაში გახეთქილი ტუჩით და შელურჯებული ღაწვით მივიდა.
მარიშა მთელი პირველი გაკვეთილი ადგილს ვერ პოულობდა.
რა მოხდა?
რა დაემართა?
ვინ გაუბედა დიადი ბარათაშვილების მემკვიდრეს ხელის აწევა?
მეორე მხარე როგორ დღეში იყო?
გაუჩერებლად წრიალებდა სკამზე, რომ მის უკან მჯდარი ბიჭისთვის როგორმე თვალი მოეკრა, ეს უკანასკნელი კი უდარდელი სახით, სკამზე არხეინად გადაწოლილი იყურებოდა წიგნში და როდესაც ბოლოს და ბოლოს, კითხვისნიშნიანი მზერა შეაგება გოგონას, მარიშამ მისკენ გახედვა ვეღარ გაბედა.
საკმარისი იყო, იმ ირონიით სავსე, ნაცრისფერი თვალების გასწორება, რომ მთელს სხეულში ათასობით ნემსის წვერი ერთად ეგრძნო.
ვერ იტანდა, ამის ბრალი იყო.
“გოგოს გამო” – იჩურჩულა ვიღაცამ შესვენებაზე და მარიშას ბიჭი კიდევ უფრო მეტად შესულდა, თუ კი ეს შესალებელო იყო.
განა შეიძლებოდა, ასეთი ლამაზი ნაკვთები ამ უაზრო მიზეზით დაეზიანებინათ?
მარიშას მოუნდა, ეპოვნა ის იდიოტი, ვინც ეს გააკეთა და საკუთარი შიშველი ხელებით მოეხრჩო.
ისეთი გრძნობდა ჰქონდა, რომ თუ კი ეცოდინებოდა, ვინ იყო ამის ჩამდენი, დაუფიქრებლად ჩაიდენდა მკვლელობას.
-რაო, ირემაძე, ჩემთან რამე საქმე გაქვს?- ფიზკულტურის გაკვეთილზე გვერდით ამოუდგა ბიჭი, ისე, რომ ვერც კი გაიგო.
ჩვეულებრივ, მარიშა ფიზკულტურის გაკვეთილზე წიგნს კითხულობდა და არც არავინ საყვედურობდა, რადგან უბრალოდ ვერავინ ამჩნევდა, მასწავლებლის ჩათვლით.
გაკვირვებულმა შეათვალიერა ბიჭის ალაგ-ალაგ იისფერი სახე და წარბები შეჭმუხნა და ფეხზე წამოდგა, ბარათაშვილი ისე ახლოს იდგა, რომ კედლისკენ დაიხია, დისტანცია გაზარდა.

-არანაირი.
ბიჭმა დამცინავად ჩაიცინა და გოგონას უკან კედელს მიეყრდნო ხელით.
მარიშას ბევრჯერ დაუნახავს ასეთ პოზაში სხვა გოგონების წინ. ბევრჯერაც უოცნებია, რომ თავად ყოფილიყო მათ ადგილას, ახლა კი, როცა ბიჭის სახე ასე ახლოს იყო, შუბლზე დაუდევრად ჩამოყრილი ქერა, ოდნავ დატალღული თმით, სწორედ რომ საწინააღმდეგოს ნატრობდა. სურდა, ბარათაშვილი რაც შეიძლება შორს ყოფილიყო, რომ თავი არ გაეცა. მის სიახლოვეს უბრალოდ სუნთქვაც კი უჭირდა.
-აბა, მთელი დღე თვალს რატომ არ მაშორებ?
გოგონას გულმა უცნაური ნახტომი გააკეთა და დაიფიცებდა, ისე ფეთქავს, ბარათაშვილსაც ესმისო.
ბიჭი აშკარად ხალისობდა, ინტერესით უყურებდა მარიშას, თითქმის კეთილმოსურნედაც კი, მაგრამ გოგონამ იცოდა, რომ ეს მახე იყო. თუ წამოეგებოდა, მთელი სკოლის დასაცინი გახდებოდა, კიდევ ერთხელ.
-დღეს განსაკუთრებით ლამაზი მეჩვენები- აშკარა ირონიით უპასუხა და ტუჩები ღიმილის ნიშნად მოგრიხა- იისფერი აშკარად გიხდება.
იცოდა, რომ დიდი ვერაფერი პასუხი იყო და ბარათაშვილს ალბათ უკვე მიღებული ჰქონდა მეტად ენამახვილური კომენტარები საკუთარ დაჟეჟილობებზე, მაგრამ დუმილი უარესი იყო.
ბიჭს თვალებში რაღაც გაუკრთა და გაიცინა.
მარიშამ დააიგნორა მუცელში აგორებული უცნაური ტალღა და ფიქრი, თუ როგორ უხდებოდა ბარათაშვილს სიცილი.
-ანუ მაგაშია საქმე? ბრუტალური ბიჭები მოგწონს, ირემაძე?
გოგონამ ჩაიფრუტუნა და იგრძნო, როგორ აუვარვარდა ლოყები.
-მოდი დავიცადოთ, სანამ რომელიმე გოგოს გამო ვიღაც იდიოტს ნეკნებს ჩაალეწინებ და მერე უფრო კარგად გავარკვევ ჩემს სიმპათებს ნაცემი ბიჭებისადმი.
სხაპასხუპით მიაყარა, გაცხარებულმა. ამ სიტყვებში მთელი დილის ემოციები ჩადო, რომლებიც თავადაც არ ესმოდა. რატომ ბრაზობდა? ბარათაშვილი მისი ჯოჯოხეთი იყო და პირიქით, კმაყოფილიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის აზრი, რომ ვიღაცამ მას ტკივილი მიაყენა, უაზროდ აცხარებდა, პირველ რიგში კი თავად მასზე ბრაზობდა.
ბიჭმა პირი დააღო, თუმცა ისევ დამუწა – საოცრება იყო, თუმცა ბარათაშვილი სიტყვებს ვერ პოულობდა. არანაირი ირონიული შენიშვნა ან დაცინვა.
-შენ რა იცი, რომ გოგოს გამო იყო? ვინ გითხრა?
-ოჰ, კარგი, რა, გაბრიელ, მთელი სკოლა შენზე ლაპარაკობს- დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ და მხოლოდ შემდეგ გაიაზრა, რომ სახელით მიმართა, მთელი მათი ნაცნობობის განმავლობაში, პირველად.
ბიჭს ბრაზის ნიშნად, მისთვის ჩვეულად, ყბის ძვალი დაეჭიმა, კედლიდან ხელი აიღო და მარიშას მოშორდა. ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს, უკან მიბრუნდა და დარბაზი დატოვა.

ბარათაშვილი სკოლაში მთელი კვირა არ გამოჩენილა.

***
ძალიან ვეცადე, რომ ორშაბათს დილით მეტისმეტად გადაპრანჭული არ ვყოფილიყავი. არ დამტყობოდა მონდომება, აღელვება ან უარესი, სურვილი, ვინმეს მოვწონებოდი.
საგულდაგულოდ გამზადებული, ჩემი საყვარელი შავი კაბა და პიჯაკი უკან, კარადაში შევაბრუნე და ჩვეულებრივი, შავი შარვალი და მწვანე ბლუზი ჩავიცვი, შავ პიჯაკთან ერთად.
მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელებიც დავაბრუნე ადგილზე და კომფორტული, დაბალძირიანი შუზი მოვირგე. ისღა მაკლდა, ბარათაშვილს ეფიქრა, ჩემ გამო გამოიპრანჭაო.
სადა მაკიაჟი გავიკეთე და ცხრის ნახევარზე უკვე ოფისის ნაცნობ მიმღებ გოგონასთან ვიდექი.
მას მარი ერქვა, თითქმის ჩემსავით და ძალიან მეგობრული ჩანდა.
-ბატონმა გაბრიელმა მითხრა, რომ თქვენი კაბინეტი გაჩვენოთ და რაღაცები აგიხსნათ- მითხრა, როდესაც ერთმანეთში გასაცნობად რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, მეც თავი დავუქნიე, თანხმობის ნიშნად და უკან მივყევი.
ცოტა არ იყოს, ვინანე ჩემი დილანდელი გადაწყვეტილება – მარის, ისევე, როგორც დანარჩენ ქალბატონებს ოფისში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და საჭიროზე მოკლე კაბა ეცვა, გალა საღამოს შესაფერისი მაკიაჟი ჰქონდა და თმები თითქოს პოდიუმზე გამოსასვლელად დაეყენებინა.
ჩემი, დაბადებიდანვე ხშირი და უხეში თმა, სალონში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ რბილ და ბრწყინავ სამკაულად იქცა, რომელიც წელამდე მწვდებოდა, თუმცა მარის ვარცხნილობას მაინც ვერ შეედრებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს ეს გოგონა ყოველ დილით ხუთ საათზე იღვიძებდა, რომ სალონში წასულიყო და ყოველივე “ეს” მოესწრო, სხვა მხრივ, შანსი არ იყო, თავად მოეხერხებინა ასე გამოწყობა.
ჩემი კაბინეტი პატარა, მყუდრო და თბილ ფერებში გაწყობილი ოთახი იყო, ხის ფერი ავეჯითა და მწვანე ფარდებით.
კედელზე ორი ნახატი ეკიდა – რემბრანდტის “ღამის გუშაგი” და ბოტიჩელის “პრიმავერა”, ორივე ჩემი საყვარელი მხატვარი.
იქაურობა თითქოს ზუსტად ჩემთვის შეექმნათ.
მაგიდაზე ნაირ-ნაირი საქაღალდეები, ბლოკნოტები და ათასი საკანცელარიო ნივთი დამხვდა, კომპიუტერთან და ლეპტოპთან ერთად.

მარიმ დამაცადა, სანამ იქაურობას კარგად მოვავლებდი თვალს და შემდეგ ოფისის დასათვალიერებლად წამიყვანა.
პირადი კაბინეტების ფრთის შემდეგ მცირე დარბაზი იყო, სადაც ათიოდე ადამიანი ერთად მუშაობდა მერხებთან, სწორედ ისინი ექვემდებარებოდნენ ბარათაშვილს, სხვა ორ დეპარტამენტთან ერთად, რამდენიმე მათგანს მარიმ ჩემი თავი ისე გააცნო, როგორც ახალი უფროსი.
მათ მოგვიანებით შეხვედრაზე შევუთანხმდი და მარისთან ერთად “ტური” განვაგრძე, მოვინახულე სასადილო დარბაზი, შიდა ეზო და საკონფერენციო სართული, საბოლოოდ კი, ლანჩის დროს, საშუალება მომეცა, საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი ჩემს შესანიშნავ კაბინეტში.
ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ბარათაშვილის ფაქტორი.
მარისგან გავიგე, რომ იგი მთელი კვირით მოლაპარაკებებზე იქნებოდა საზღვარგარეთ და ამან მცირე შვება მომგვარა, თუმცა მაინც ვერ ვიშორებდი უცნაური შფოთვის განცდას.
ნაშუადღევს, ჩემს ახალ თანამშრომლებთან ერთად მცირე გაცნობითი შეხვედრა მოვაწყე და გავიცანი ლიტა საბაძე, ჩემი თანაშემწე, გიორგი ლუაშვილი, უფროსი იურისტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, რომელიც ჩემი თანაუნივერსიტეტელი აღმოჩნდა, მათე კოხტაშვილი, მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და ანა ფაჩულია, გაბრიელის მეორე მოადგილე.
ანამ სწრაფად გამაცნო იმ საქმიანობის ძირითადი დეტალები, ის, რომ ბარათაშვილის ძირითადი ინიციატივა ეხებოდა ახალი ელექტროსადგურის აშენებას, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი იქნებოდა სიმძლავრით და რომელიც მთავარი მოთამაშე გახდებოდა ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე.
ამის მოსმენისას წარბები ზემოთ გამექცა.
ბარათაშვილის ამბიციურობის ამბავი ვიცოდი, თუმცა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ქვეყანაში უკვე პოლიტიკური თემა იყო – მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა ჰესების მშენებლობას და ყველა სერიოზული პროექტი საწყის ეტაპზევე ჩერდებოდა, როგორც კი მოსახლეობის მხრიდან ქვებთან ერთად, ტყვიების სროლა იწყებოდა.
და ამ პირობებში ბარათაშვილს გიგანტური ჰესის მშენებლობის იმედი ჰქონდა?
საქმეში ჩემს როლზე დავფიქრი.
ანას სუფთა იურიდიული საკითხები ებარა, როგორიცაა ხელშეკრულების მომზადება და მთავრობისთვის შემდგომი წარდგენა, ყველანაირ ფორმალურ საქმიანობას დანარჩენები ფარავდნენ, ჩემი ადგილი ალბათ უფრო მოლაპარაკებების მაგიდაზე იყო და კომუნიკაციის სტრატეგიაზე მომუშავეც ჯერ არავინ მენახა.
ეს ყველაფერი მოვინიშნე, რომ შემდგომში კარგად განმეხილა და წამით იმაზე გამეფიქრა, რომ კომპანიაში მხოლოდ და მხოლოდ ბარათაშვილის დამსახურებით ამიყვანეს, რადგან, მიუხედავად ჩემი შთამბეჭდავი რეზიუმისა, სამი დიპლომისა და საჯარო სამსახურში სამწლიანი გამოცდილებისა, ეს სფერო ჩემთვის არ იყო ნაცნობი.
ესე იგი, ვიღაცამ, ვინც გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი იყო, ამ ფაქტორზე თვალების დახუჭვა არჩია.
ვინ, თუ არა მან?
მუცელში უცნაურმა გრძნობამ დამიარა, ნუთუ ჩემი ნახვა უნდოდა?
გამორიცხულია, ალბათ უბრალოდ გამიმართლა.

კვირის განმავლობაში საქმეს ალღო მარტივად ავუღე, ორთვიანი უმუშევრობის შემდეგ, საქმიან რუტინაში დაბრუნებაც არ გამიჭირდა, თუმცა გრძნობა, რომ ჩემი უდარდელობა მალე შეიცვლებოდა, ბარათაშვილის დაბრუნებასთან ერთად, მაინც არ მტოვებდა.
ჩემი ერთი ნაწილი იმედოვნებდა, რომ ბარათაშვილი ხშირად იქნებოდა იძულებული, საქმიან ვიზიტებზე ევლო ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, ერთმანეთთან კონტაქტი ხშირად არ მოგვიწევდა, მეორე ნაწილი კი… როგორ გითხრათ, უკვე იცით, როგორი მაზოხისტი იყო ეს ნაწილი.
იგი ბარათაშვილისკენ ისე მიიწევდა, როგორც პეპელა სინათლისკენ.
პარასკევ საღამოს, როდესაც თითქმის ყველა საქმე მოვილიე, წასასვლელად ადრე მოვემზადე – რამდენიმე თანამშრომელმა სამსახურის დაწყების აღსანიშნავად ბარში მიმიწვია, მეც, სიხარულით დავთანხმდი.
ნამდვილად მსიამოვნებდა, რომ ახალ კოლექტივს მარტივად შევეგუე და არც მათგან მიგრძვნია უარყოფითი დამოკიდებულება.
ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ყოველთვის, მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრე.
უკვე პალტოს ვიცვამდი, როდესაც კარზე დააკაკუნეს და ისე, რომ მიპატიჟებას არ დალოდებია, მომღიმარი სახით შემოიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი.
შავგვრემანს და წვერ-ულვაშიანს, სიმპატიურ სახეზე დავაკვირდი და როდესაც წარბებაწკეპილმა, ხელები ისე გაშალა, თითქოს ჩასახუტებლად მიწვევდა, კითხვის ნიშნიან გამომეტყველებას ხმაც მივაყოლე.
-დიახ?
შავგვრემანს ღიმილი იმედგაცრუებით შეეცვალა და ხელები ჩამოყარა.
-აი, ვიცოდი რო ვერ მიცნობდი- ხმა ამოიღო და სუნთქვა შემეკრა.
თვალწინ გამხდარი, აწოწილი, მომღიმარი ბიჭი წარმომიდგა, რომელიც გაბრიელ ბარათაშვილის განუყრელი მეგობრად ითვლებოდა პირველი კლასიდან. პრინცის მარჯვენა.
ის მეორე იყო ჩემს სიაში.
სიას დაახლოებით ასე ერქვა : “არასასურველი და დამპალი ადამიანების ჩამონათვალი, რომლებსაც ოდესმე მოვკლავ” და ჩემ მენტალურ საქაღალდეში ყოველთვის პირველ ფურცლად იდო.
-ღუდუშაური- წარბები შევკარი და საკუთარი თავი გავკიცხე.
რა თქმა უნდა, ეს ორი ერთად იმუშავებდა. ეს ხომ ასეთი მარტივი იყო!
ნიკო ღუდუშაური და გაბრიელ ბარათაშვილი ყოველთვის ყველაფერს ერთად აკეთებდნენ.
ერთად სწავლობდნენ,
ერთად ჩხუბობდნენ,
მეთერთმეტე კლასში ქალებშიც კი ერთად იყვნენ და ეს ამბავი ყველამ იცოდა,
ერთად ჭამდნენ და ღმერთმა იცის, ალბათ ერთადაც ეძინათ, უბრალოდ არ ახმაურებდნენ.
ნიკო სკოლის შემდეგ საოცრად შეცვლილიყო.
ყოველთვის გამხდარი და უფერული, ახლა მხარბეჭიანი, დაკუნთული და გარუჯული იყო. სკოლაში ის წვერით არ მახსოვს, რადგან უბრალოდ არ ჰქონდა ამოსული, მაშინ კი, ჩემი კაბინეტის კარში მდგარს, იდეალური, მოვლილი წვერი ამშვენებდა.
-ირემაძე, მართლა ვერ მიცანი, შე ქალო?- გაიცინა, ჩვენ შორის მანძილი წამში დაფარა და სანამ თავის გადარჩენას მოვახერხებდი, ღონიერი მკლავები მომხვია, ამიტაცა და ჩემთან ერთად დატრიალდა.
გაოგნებულმა ოდნავ წამოვიკივლე.

***
-ირემაძე, ვინმეს უყვარხარ?- ჰკითხა ბალახზე არხეინად წამოწოლილმა ღუდუშაურმა თანაკლასელს და იქაურობა სიცილმა გააყრუა.
მარიშამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მას მიმართავდნენ, რადგანაც წიგნში “მეტრო 2033” ძალიან საინტერესო თავს კითხულობდა, სიცილის ხმაზე თავი ასწია და როცა ყველას მზერა საკუთარ თავზე მიშტერებული დაინახა, ლოყები შეეფარკლა.
-რამე მითხარით?- იკითხა დაბნეულმა.
-გკითხე, ვინმეს თუ უყვარხარ-მეთქი- ზანტად გაუმეორა ნიკომ და ბალახის წვერი პირში სიგარეტივით გაირჭო.
“შატალოზე” იყვნენ.
მარიშა მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ წინა შემთხვევაში, კლასში მარტოდ მარტ დარჩენილს, მთელი სკოლა დასცინოდა.
სკოლისგან საკმაოდ მოშორებით იყვნენ და ზუსტად არ იცოდა, იქიდან როგორ დაბრუნდებოდა სახლში, რადგანაც, როგორც წესი, ავტობუსით ან მეზობლის მანქანით დადიოდა სკოლაში, იმ ადგილის კი არაფერი გაეგებოდა.
გოგონამ იგრძნო, როგორ წაეკიდა ცეცხლი სახეზე და სირცხვილისგან ლამის წიგნი აიფარა სახეზე, როცა დაინახა, რომ ბარათაშვილმა, რომელსაც თავი სხვა გოგონას კალთაში ედო, ინტერესით მიაბრუნა მისკენ თავი.
-რა თქმა უნდა, ვუყვარვარ- ამოღერღა ბოლოს- დედაჩემს, მამაჩემს, ბებოს…
გამაყრუებელმა სიცილმა სიტყვა გააწყვეტინა.
-და ბიჭს?- ჰკითხა ნინიამ. გოგონამ, რომლის კალთაშიც ბარათაშვილის ლამაზი თავი იყო მოთავსებული. მარიშამ გულისრევა იგრძნო.
-არ… არ ვიცი. რაში გაინტერესებთ?
მარიშამ ვერასდროს გაიგო, რაში აინტერესებდათ თანაკლასელებს ის, უყვარდა თუ არა ვინმეს ირემაძე.
ან რატომ იყო, რომ გოგონებს იმის მიხედვით აფასებდნენ “ლამაზად” ან “უშნოდ”, თუ რამდენი ბიჭი აუხსნიდათ სიყვარულს;
ან ის, რომ ვინმე შეიძლება იმიტომ ჩაგეთვალა მაგარ ტიპად, რომ ვიღაცას უყვარდა და ყვავილებს ჩუქნიდა;
მარიშამ ერთადერთი რამ იცოდა სიყვარულზე და ისიც ნამდვილად არ იყო კარგი – სიყვარული ნიშნავდა ტანჯვას.
სულაც არ უნდოდა, რომ ვინმე მის გამო დატანჯულიყო.
ის ფაქტი, რომ მახინჯად თვლიდნენ, რადგან არავის მოსწონდა, მარტივი გადასატანი იყო, რადგანაც თავად სხვაგვარი საზომები ჰქონდა.
სირთულეს ბარათაშვილის სიცილი წარმოადგენდა მაშინ, როდესაც ვიღაცამ წამოიბურტყუნა “ეს ვის უნდა შეუყვარდესო”.

***
ღუდუშაურმა ერთი კიდევ ღონივრად დამატრიალა, შემდეგ ჩემი კივილი ყურად იღო და უფასო ატრაქციონიდან დამიშვა, სამაგიეროდ ისე ძლიერად ჩამიხუტა, ნეკნებმა საეჭვოდ დაიტკაცუნეს.
-ახლა არ მითხრა, არ მომენატრეო- როგორც იქნა, გამათავისუფლა, ოდნავ უკან დამწია და მხრებზე თავისი ტორები დამადო- ირემაძე, როცა გავიგე, ჩვენთან იწყებდი მუშაობას, მაგრა გამიხარდა!
დაბმული ენა ძლივს ავამოძრავე და უცნაური, გაკვირვებული ხმა ამოვუშვი.
-მომენატრე? ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი ყოველი დღისთვის, როდესაც შენი დანახვა არ მიწევდა- ვუთხარი შუბლშეკრულმა, თუმცა მისმა სიცილმა მეც კი გამაღიმა.
-ყოველთვის გულახდილი და ალალი მარიშა- გადაიხარხარა და ლოყაზე მიჩქმიტა- მე მაგრად მომენატრე, გოგო. ძაან მაკლდა შენებური პირდაპირი კომენტარები.
-ჩემებური? – გავიკვირვე გულწრფელად.
-აბა? ყველას ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდი, ალბათ მაგიტომ ვერ გიტანდნენ- ჩაიხითხითა – გახსოვს, ვარდოსანიძე რომ წუწუნებდა, ეს ჯინსი დამიპატარავდაო და შენ რომ უთხარი, შენს ადგილზე ბუფეტის გზას დავივიწყებდიო? ან კიდე, გაბრიელი რო ამბობდა, წყალბურთში წავაგეთო და შენ რო ატაკე, კიდევ მოწიე სიგარეტი გოგოების მოსაწონად და ნახე, ხესავით თუ არ იტივტივო აუზშიო?
ძაან მევასებოდი რა…
პირი დავაღე. ღუდუშაურმა მთელი ჩემი ბავშვობა და მოზარდობა ერთ წამში ამოატრიალა და ეს ისე გააკეთა, რომ აზრზეც არ იყო. ვევასებოდი? ეს ნორმალური თუა…
-კარგი რა, სულ მაბრაზებდი და დამცინოდი, ეგ რანაირი მოწონებაა- მისი ხელი მოვიშორე და შევუბღვირე.
-შე პატარა შტერო ირემო- ჩაიცინა და ცხვირზე საჩვენებელი თითი გამკრა- ზუსტად ეგაა მოწონება.
პირი დავაღე და ისევ დავმუწე.
-ანუ მთელი სკოლის ბიჭები ჩემზე დნებოდნენ და მე არ მცოდნია- ირონიულად გავუღიმე და საკუთარი სავარძლისაკენ წავედი- დაბრძანდით, ბატონო ნიკო, დაიღლებოდით ჩემი წინ და უკან ტრიალით. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ შენ თუ ასე გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ღუდუშაურს თვალები აენთო და ჩემკენ წამოვიდა. სავარძელზე დაჯდომა ვერ მოვასწარი, ჩემი ხელი აიღო და მეამბორა.
-გამიხარდა, თანაც ძალიან. სიამოვნებით დავრჩებოდი, თუმცა ბატონი დირექტორი მიხმობს და ხომ იცი, როგორი უჟმური იყო ყოველთვის…
ბარათაშვილზე ამბობდა. ხელზე მისი ტუჩები ვიგრძენი. ცხელი და რბილი. სწრაფად გავთავისუფლდი.
-საღამოს ბარში ვიკრიბებით, აღსანიშნავად…- ვთქვი და მაშინვე ენაზე ვიკბინე. რას ვაკეთებდი? ღუდუშაურის დაპატიჟება რა ჯანდაბამ მაფიქრებინა?
თუმცა შეცდომა უკვე დაშვებული იყო.
-მართლა? სად? რომელზე?- თვალები ინტერესით აენთო და მისმა მზერამ რატომღაც ჩემი ტანისკენ გადაინაცვლა. მათვალიერებდა.
-არ ვიცი… გიორგიმ მითხრა, მოგწერ ზუსტადო…- უკვე იმას ვფიქრობდი, თავი როგორ დამეძვრინა. იქნებ მეთქვა, რომ სურდო მქონდა, მაგრამ დრო არ მეყოფოდა…სურდოს ორ საათში როგორ ავიკიდებდი?
-გიორგი ვინ? ლუაშვილი?- მკითხა მკვირცხლად.
თავი უხმოდ დავუქნიე.
-კაი, მისმინე, გიუშასთან მე გავარკვევ და გამოგივლი სახლში კაი? სად ცხოვრობ?
-საჭირო არაა- ხელები გავასავსავე და კიდევ უფრო დამარწმუნებელი ტონით განვაგრძე, რადგან აშკარად არ აპირებდა დანებებას – არა, არ მინდა. სხვა საქმეებიც მაქვს და მირჩევნია, მარტო მოვიდე, რომ არ გალოდინო… არაა საჭირო, მართლა…
ბოლოს და ბოლოს, დავარწმუნე.
ნიკომ რამდენჯერმე კიდევ გაიბრძოლა, შემდეგ საათს დახედა, ვაგვიანებო წამოიყვირა და სწრაფად გაუჩინარდა.

ამოვიოხრე და ძალაგამოცლილი ჩავეშვი სავარძელში.
ორი ყოფილი თანაკლასელი უკვე მეტისმეტი იყო.

2.

ბარ “ღამის ფრინველში” ზუსტად ცხრა საათზე მივედი.
ეს ჩემი მნიშვნელოვანი ჩვევა იყო – არასდროს მივდიოდი სადმე არასრულ საათზე.
უბრალოდ შეუძლებელი იყო, სადმე დამეგვიანა და თუ ეს რაიმე ჩემგან დამოუკიდებელი, მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის გამო მოხდებოდა, მაშინ მთელი საათით დავაგვიანებდი და მაინც მეორე სრულ საათზე მივიდოდი.
ეს უცნაური წიკი სკოლიდან მოყოლებული მქონდა და უკვე აღარც მახსოვდა – რატომ.
უბრალო, გრძელი, შავი კაბა და მაქმანებიანი, მკლავებზე გამჭვირვალე ქსოვილით გაწყობილი და მაღალ, ფუშფუშასაყელოიანი პერანგი მეცვა, ასევე შავი, სადად, მაგრამ როგორღაც ბოროტულად ვიყავი გამოწყობილი და ცოტათი მისის ადამსსაც წავაგავდი, ჩემი წითელი პომადის და დასწორებული თმების გამო.
ბარში ხალხმრავლობა იყო, თუმცა ცოცხალი მუსიკა მხოლოდ თერთმეტი საათიდან იწყებოდა, ამიტომაც ყურისწამღები ხმაური ჯერ არ იდგა.
მუცელი ამიწრიალდა და გამახსენდა, რომ მთელი დღე მხოლოდ “ლატე” და ერთი ნაჭერი “ჩიზქეიქი” ჩამსვლოდა კუჭში, ძალიან მშიოდა.
თვალებით ნაცნობი სახეები დავძებნე, თუმცა უსათვალოდ დიდი ვერაფერი მახვილთვალა ვიყავი.
ის იყო, მობილური უნდა ამომეღო და რომელიმე თანამშრომლისთვის დამერეკა, რომ ვიღაცამ ხელკავი გამომდო.
-ესეც ჩვენი “ვენსდეი” დაბრუნებულა- ჩამჩურჩულა ნაცნობმა ხმამ.

***
მარიშა წარბშეჭმუხნული კითხულობდა ფიზიკის ამოცანას, რომელიც, როგორც მასწავლებელმა ამცნო, საკონტროლოზე “არასაკმარისად” ამოხსნა.
აღშფოთებული და ლამის გულმოკლული ეძებდა შეცდომას (მასწავლებელმა არ უთხრა და სთხოვა, თავად ეფიქრა დამატებით) და ვერაფერი რომ ვერ იპოვა, მოღუშული და ჩაფიქრებული მზერა კედელს გაუსწორა.
მოპირდაპირე მხრიდან ფხუკუნი მოესმა და შესვენებაზე კლასში დარჩენილი ბარათაშვილი და ღუდუშაური დალანდა.
როგორც წესი, ძმაკაცები შესვენებებზე სიგარეტის მოსაწევად და გოგონებთან საკოცნაოდ უჩინარდებოდნენ, აბა ახლა რაღა უნდოდათ ცარიელ კლასში?
ღუდუშაურის ხელებში იმხანად ახალი ნათარგმნი “გრეის ორმოცდაათი ელფერი” დაინახა და თვალები აატრიალა.
-გაფიცებ, ადამსების ოჯახში რო გოგოა, იმას არ გავს?- მეგობარს მხარი გაკრა ღუდუშაურმა და მარიშასკენ წავიდა.
ახლოს მისულმა ნაწნავზე მოქაჩა და გადაიხარხარა- თმებიც ზუსტად ისე აქვს.
-ვენსდეი ადამსი – ბარათაშვილმა გოგონა ისე შეათვალიერა, თითქოს პირველად ხედავსო- მართლა გავს, ოღონდ ძალიანაც არა. ვენსდეი აქამდე მთელ კლასს ამოგვხოცავდა-ჩაიცინა.
-დამიჯერე, ყოველ დილით მაგ ოცნებით ვიღვიძებ- დაისისინა მარიშამ და ღუდუშაურს თავისი გრძელი ნაწნავი გამოსტაცა – შენს ადგილას კი რაიმე უფრო სერიოზულს წავიკითხავდი, ვიდრე იაფფასიანი ეროტიკაა.
მეთერთმეტე კლასში იყვნენ და წესით არავისთვის არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო, როგორ ჩნდებოდნენ ბავშვები, მაგრამ ბიჭები რატომღაც ძალიან გაწითლდნენ.
-შენ რა იცი, რას ვკითხულობთ და რას არა?- ჩაეძია ბარათაშვილი და მარიშამ თვალი მოკრა, როგორ გაუჩინარდა წიგნი მის ჩანთაში.
ღიმილი ვერ შეიკავა.
-ბრმა კი არ ვარ, თან დიდ შესვენებაზე კლასში დარჩით…
-მაგის გამო არ დავრჩენილვართ- წამოიძახა ღუდუშაურმა და მარიშას ძალიან გაუკვირდა, რომ ბიჭები, იმის მაგივრად, რომ უხეშად მოეშორებინათ, მასთან თავს იმართლებდნენ.
მხრები აიჩეჩა და ისევ ფიზიკის ამოცანას მიუბრუნდა.
როცა თავი ისევ აიღო, ის და ბარათაშვილი კლასში მარტონი იყვნენ, ბიჭი კი თვალებით ბურღავდა.
როგორც ჩანდა, დაცინვა არც ისე მარტიცად შერჩებოდა, როგორც ეგონა.
-ცხრანახევარი ქულა, არა?- ხმა ამოიღო ბარათაშვილმა და მარიშა ლამის შეხტა- ფიზიკაში- თავის მარტივი მოძრაობით ანიშნა ბიჭმა, როდესაც გოგონამკითხვისნიშნიანი სახე შეაგება.
-ა… ჰო. ვერ გამიგია, რა ამერია…
ბარათაშვილმა სწრაფად აუარა რამდენიმე მერხს გვერდი, მარიშას უკან ამოუდგა, რომ ფურცლისთვის თვალი შეევლო და ისე ახლოს დაიხარა, რომ მისი თბილი სუნთქვა გოგონას კისერზე დაეცა.
მარიშას გააჟრჟოლა, მუცელი აუწრიალდა და კანი დაუბუჟდა.
წარმოიდგინა, რა დაემართებოდა, ბარათაშვილი რომ შეხებოდა…
-შეცდომა არაა, სწორი ამოხსნაა, უბალოდ ფანჯიკიძემ ახსენა, რომ ამოხსნის ეს პრინციპი თითქმის უსარგებლოა და ზედმეტად დიდი დრო მიაქვს- უთხრა და მარიშას იმ წამსვე გაახსენდა მასწავლებლის მითითება ამ თემაზე საკონტროლოს წინა დღეს.
-ჯანდაბა… როგორ დამავიწყდა- ტუჩი მოიკვნიტა და შუბლი შეკრა- ყოჩაღ შენ!
ბარათაშვილმა ღრმად ჩაისუნთქა და მზერა მარიშას ტუჩებზე გადაიტანა.
მარიშას გაახსენდა, რომ “გრეის ორმოცდაათ ელფერში” საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა ტუჩის მოკვნეტის ჟესტს და სასწრაფოდ გაათავისუფლა ქვედა ტუჩი კბილებიდან.
-მადლობა- ამოიბუტბუტა ბოლოს, როდესაც ბარათაშვილმა არაფერი უპასუხა, მისი მზერა კი კვლავინდებურად მარიშას ტუჩებზე იყო მიწებებული.
-შენთვის ვინმეს უკოცნია?- ისე მოულოდნელად ჰკითხა ბიჭმა, რომ მარიშამ ხმაურით ამოისუნთქა და გაკვირვების შეძახილი ამოაყოლა.
ბარათაშვილს სახეზე ეტყობოდა, რომ თვითონაც გაოგნებული იყო, იმის გამო, რაც იკითხა.
-ა… არა- სასწრაფოდ ამოთქვა მარიშამ, თითქოს ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა- რა…
-დაივიწყე- მიახალა ბარათაშვილმა და ისე, რომ გოგონას სიტყვის ამოღება არ აცადა, კლასიდან უკანმოუხედავად გავარდა.

***
ღუდუშაურს ცხელი, ღონიერი ხელები ჰქონდა და საეჭვოდ მტკიცედ მხვევდა ამ ხელს წელზე.
თავს უხერხულად ვგრძნობდი, მით უმეტეს, როდესაც ჩემმა კლასელმა ხალხის ბრბო გამატარა და მყუდრო კუპეში, ჩვენს თანამშრომლებთან მიმიყვანა.
-ესეც მის ადამსი- ჩაიხითხითა ნიკომ და ბოლოს და ბოლოს, წელიდან ხელი მომაცილა- დაბრძანდით, ქალბატონო, მე გაბრიელთან ერთად სასმელებს მოვიტან.
ფეხ ქვეშ მიწა შეირყა.
ელდანაკრავმა, ნიკოს ხელი ისე ვუშვი, რომ ხმის ამოღება ვერ შევძელი.
გაბრიელი აქ იყო? რატომ? ვინ დაპატიჟა? მე რატომ არ ვიცოდი? რომ მცოდნოდა, ჩემ ლამაზ, წითელ კაბას და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცვამდი…
ჯანდაბა!
საკუთარი თავი შევაჩერე.
არა, სულაც არ ვაპირებდი გაპრანჭვას.
გაბრიელ ბარათაშვილი ჩემი ევერესტი იყო, მე კი მთამსვლელი არ ვიყავი.
მას ვერასდროს მივწვდებოდი.
ისე არა, როგორც მე მინდოდა.
ეს ყოველთვის ვიცოდი და იმას, რომ შევიცვალე, დავიხვეწე, გავიზარდე, არ უნდა შევეცდინე.
მე შევიცვალე, ის – არა.
მცირე კუპეში, რომელიც ნახევრად იყო გამოყოფილი ბარის დანარჩენი ნაწილისგან, დაბალი განათება იყო, საყვარელი ფორმისა და სხვადასხვა ფორმის სანთლები მაგიდებზე მყუდრო და რომანტიკულ გარემოს ქმნიდა, სულ ექვსნი ვიყავით, ჯერ-ჯერობით, თუმცა სამმა მალევე დაგვტოვა საცეკვაოდ და რადგანაც დანარჩენებს არც ისე კარგად ვიცნობდი, ცხვირი ტელეფონში ჩავრგე და გასუსული დაველოდე ნიკოს მოსვლას.
-აბა, აბა, ირემაძე- მომესმა მისი ხმა და უნებურად გამეღიმა – ტელეფონი გამორთე და შენ პაწუკა ჩანთაში ჩააბრუნე, მაგის გამოყენების უფლება ამაღამ არ გაქვს!
შევბრუნდი, რომ პასუხი გამეცა და ნიკოს წინ მომავალი გაბრიელი შემრჩა ხელთ.
ღმერთო, რა ლამაზი იყო.
სუფთად გაპარსული სახით, ოდნავ უფრო მოზრდილი თმით, ღიმილით აპრეხილი ტუჩებით და ნაცრისფრად მოციმციმე თვალებით.
სიტყვა ევერესტმა თვალწინ მორბენალი სტრიქონივით გამირბინა.
ტელეფონი ჩანთაში ჩავაბრუნე და უკმაყოფილოდ დავიმანჭე.
-მე კიდევ იმედი მქონდა, “ქენდი ქრეშის” რამდენიმე ტურს გავივლიდი ამაღამ- ჩავიბუტბუტე, სანამ ორივე მათგანი სასმელებს გვირიგებდა.
ბარათაშვილმა ჩემს წინ ლუდის ჭიქა დადგა, გვერდით მომიჯდა და სწრაფად გამომხედა.
-ასეთი მარტივი მიზნები აქვს მომავალ პრემიერს?- მკითხა ღიმილით.

***
იმ დღეს სკოლაში დიდი არეულობა იყო. მარიშამ იცოდა, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი აპირებდა მოსვლას, თუმცა ზუსტად ვინ – ჯერ არ გაეგო.
ვიზიტის მიზეზი, ნაწილობრივ თავად იყო – ქვეყნის მათემატიკის ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი, ოღონდ ნახევრად, იმიტომ, რომ პირველი ადგილი ბარათაშვილს გაუყო.
ორი უბრწყინვალესი აბიტურიენტი ერთ სკოლაში და როგორც აღმოჩნდა, სხვა მრავალი ნიუანსი აღმოჩნდა საკმარისი, რომ პრემიერ მინისტრს მათთან მისვლა და განათლების რეფორმაზე საუბარი გადაეწყვიტა.
მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ საზოგადოება საჯარო სკოლებს აკრიტიკებდა და პრემიერს თავად სურდა, კერძო სკოლების ავ-კარგიანობა ენახა.
“რა ჰქონდათ ამისთანა კარგი?”
რაღაც ასეთი ერქვა ამ ვიზიტს.
იმ დღეს მარიშა და გაბრიელი ერთ პატარა ოთახში შეყარეს, კარი მიუხურეს და სასწავლო ნაწილთან ერთად მარტო დატოვეს, რაც გოგონას აზრით სისხლის სამართლის დანაშაული იყო – სასწავლო ნაწილი ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ჰგავდა და სახეზე ეტყობოდა, რომ სულ ერთი ბეწო ეკლდა აფექტის მდგომარეობაში შესვლამდე.
-თქვენ… მომისმინეთ… – ქოშინით დაიწყო ქალბატონმა ლიამ და თითები მოკაკვა- წესიერად მოიქცევით, ხომ? ნახევარ საათში დაგიძახებთ, ალბათ ტელევიზიებს ინტერვიუს აღება ენდომებათ და ერთად გამოდით, ასე უფრო კარგი იქნება… თუ პრემიერი რამეს გკითხავთ, არ აბლუყუნდეთ, გასაგებია? და… და…
-ლია დეიდა, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერს მივხედავთ. მე და მარიშა უკვე შევხდვით პრემიერს დაჯილდოვებაზე და გამოცდილები ვართ- არხეინი ხმით უპასუხა ბარათაშვილმა და გოგონას გადახედა დასტურისთვის.
-დ… დიახ… მართალს ამბობს, ქალბატონო ლ.. ლია- ამოღერღა მარიშამ და აღელვებული გული როგორღაც დაიმორჩილა. ბარათაშვილმა მისი სახელი წარმოთქვა. მისი ტუჩებიდან ის ისეთი ლამაზი და ჟღერადი ეჩვენებოდა.
-კარგი? კარგი… კარგი!- ჩაილაპარაკა სასწავლო ნაწილმა და ბავშვებს უნდობლად მოავლო თვალი- თქვენ აქ იყავით, არსად წახვიდეთ. როცა თქვენი გამოსვლის დრო მოვა, წაგიყვანთ… იცოდეთ, თავი არ მაძებნინოთ!
ორივემ უხმოდ დაუკრა თავი.
ქალი გავიდა და მარიშა ბარათაშვილთან მარტო დარჩა.
იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც საწყობის მაგვარ ოთახში იმყოფებოდნენ, სივრცე დიდი არ იყო.
ბიჭი ერთ-ერთ ყუთზე ჩამოჯდა და გიგონას მიაშტერდა.
-რატომ აკეთებ ამას?- ჰკითხა ცოტა ხანში.
-რას? – მარიშა დაბნეული მიაჩერდა თვალებში.
ბიჭი ყოველთვის მეტად სერიოზული და სევდიანი ეჩვენებოდა, როდესაც მარტო იყო, დანარჩენებისგან მოშორებით.

-რატომ სწავლობ ასე გაგიჟებით?
მარიშამ რაღაც წაიბურტყუნა იმის შესახებ, ამას ვინ მეკითხებაო.
-ხო, მარა, არის შენში რაღაც სხვა, რაც თითქოს გამოძრავებს. აი მე იმიტომ ვსწავლობ, რო გამომდის და თან ჩემები ძაან ჭედავენ ეგეთებზე, და შენ?
-ჩემებსაც უნდათ, რომ კარგად ვისწავლო…
-და სხვა?
გოგონამ ამოიოხრა.
-რომ გითხრა, დამცინებ.
-არ დაგცინებ.
იყო მის ხმაში ისეთი რაღაც, რამაც აიძულა გოგონა, ხმა ამოეღო.
-ოდესმე საქართველოს პირველი ქალი პრემიერი გავხდები და ყველაფერს შევცვლი. პირველ რიგში კი სკოლებს.
ბართაშვილმა წარბები აწკიპა და სახეზე გაკვირვება დაეტყო.
ცოტა ხანს არც ერთი არ იღებდა ხმას, ბოლოს სიჩუმე ისევ ბიჭმა დაარღვია.
-ძალიან მორცხვი ხომ არ ხარ პრემიერობისთვის?
მარიშაც გაეცინა.
-ეგ შენთან, თორემ…- და მაშინვე ენაზე იკბინა. სახეზე ალმური მოედო და ერთიანად გააცია. ეს რა ჩაიდინა?
ბიჭს ტუჩის კუთხე აეპრიხა.
-ანუ მარტო ჩემთან ხარ მორცხვი? ეგ რატო?
-არასწორად ვთქვი, მინდოდა მეთქვა, რომ… რომ შენ ძირითადად… ისა…
მარიშას ენა დაება და ბოლოს წაიბურტყუნა, სხვა რამე ვიგულისხმეო.
ბარათაშვილი ყუთიდან, რომელსაც ეყრდნობოდა, წამოიწია და სახეავარვარებულ გოგონას მიუახლოვდა.
-ანუ, ვენსდეის მოვწონვარ?
-სხვათა შორის, ეგ პერსონაჟი ძალიან მიყვარს და თუ გგონია, მაბრაზებ, ძალიან ცდები- გოგონამ მოწონების ნაწილს წაუყრუა და ეცადა, ბარათაშვილისთვის თვალი აერიდებინა.
-ეგ პერსონაჟი მეც მომწონს- იქედნური ღიმილით უპასუხა ბიჭმა, საჩვენებელო თითო ნიკაპზე მოკიდა და თავი ააწევინა. ისე ახლოს იყო, გოგონა მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა. ფეხები მოემჩვარა.
-ირემაძე- ბიჭს დაბალი, დაბოხებული ხმა ჰქონდა, თვალის გუგები ისე გაფართოებოდა, მისი ნაცრისფერი თვალებიდან მხოლოდ მცირე წრე დარჩენილიყო – უნდა გაკოცო და ტირილი არ დაიწყო, კარგი?
გოგონას მთელ სხეულში ელექტრულმა მუხტმა დაუარა და ლამის ჩაიკეცა.
ბარათაშვილი… ის, მას… არა! შეუძლებელი იყო…
თვალები აახამხამა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია, როდესაც ბიჭი მისკენ დაიხარა.
ბახ!
კარი გაიღო და სასწავლო ნაწილი შტორმივით შეიჭრა ოთახში.
-აბა, აბა, წავედით, სწრაფად- ქალს არც კი შეუმჩნევია ის სწრაფი მოძრაობა, რომლითაც ბარათაშვილი ირემაძეს მოშორდა და მაქსიმალურ დისტანციაზე გაიწია.
მარიშა აქოშინებული ცდილობდა სუნთქვის აღდგენას, თითქოს მარათონი გაირბინაო, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. ვერ დაეჯერებინა, რომ ბარათაშვილმა კინაღამ აკოცა.
ალბათ ეხუმრებოდა და იმიტომ, რომ მარიშამ ეს დაიჯერა, ახლა ყველას ეცოდინებოდა ის, რომ ბარათაშვილი მოსწონდა.
უხმოდ მიჰყვა სასწავლო ნაწილს უკან და ისე, რომ ბიჭისთვის არ მიუხედავს, მისი ჩურჩული, რომლითაც პატიებას სთხოვდა, დააიგნორა.
ბარათაშვილს არავისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა მთელი ერთი თვე ისე იქცეოდა, თითქოს მარიშა საერთოდ არ არსებობდა.

***
ახსოვდა.
ის ოთახი, ის საუბარი და ის “თითქმის” კოცნა.
იმ დღეს კინაღამ მოვკვდი.
ისეთი სიმპტომები მქონდა, გული ისე ცუდად გამხდომოდა, მართლა მეგონა, რომ ვკვდებოდი.
მთელი თვე, დღე და ღამ გონებაში იმ სცენას ვატრიალებდი და ვცდილობდი, ამომეცნო, რა ამოძრავებდა ბარათაშვილს.
თუ მეღადავებოდა, მაშინ რატომ არ უთხრა არავის?
თუ მოვწონდი, თუ ჩემი კოცნა მართლა უნდოდა, ხომ შეეძლო, ჩემი არსებობა მაინც შეემჩნია?
ვერაფრით მესმოდა მისი საქციელის არსი და ბოლოს იმაზე შევჯერდი, რომ უბრალოდ ჩაკეტილ სივრცეში გოგოსთან ერთად უსაქმოდ ვერ ჩერდებოდა და მე აღმოვჩნდი იმ შუადღით ბარათაშვილის ჰორმონების მსხვერპლი.
მაგრამ იმას მაინც ვერაფერს ვუხერხებდი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მისი კოცნა ისე მინდოდა, სულსაც კი გავყიდიდი.
იმასაც კი განვიხილავდი, რომ სადმე მარტო გამომეჭირა და ძალით მეკოცნა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრული სიგიჟე იყო და რამდენიმე კვირაში ცოტა უკეთ გავხდი, თუმცა მისი კოცნის სურვილი არასდროს გამნელებია.
ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, გვერდით მეჯდა და იმ დაწყევლილ დღეს მახსენებდა.
-პრემიერებიც თამაშობენ ქენდი ქრეშს – მის ტუჩებს თვალები მოვაშორე და მზერა გავუსწორე.
-ანუ იგივე მიზანი გაქვს?- მკითხა და ჩემკენ მთელი ტანით შემობრუნდა.
თავი უხმოდ დავუქნიე.
ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ჩემი მიზნის შესახებ გავუმხილე.
ვისკის ჭიქა ასწია, ოდნავ ჩემკენ მომართა, სადღეგრძელოს ნიშნად და ერთი მოყუდებით დალია.
თვალები უბრწყინავდა, ლოყები ოდნავ აუწითლდა, ყველა დამალული გრძნობა ერთად მომაწვა.
ცივი ლუდი მოვიშველიე და ავარვარებული გული გავიგრილე.
ღუდუშაური რაღაცას ჰყვებოდა სკოლაზე და დანარჩენები ინტერესით უსმენდნენ. ისტორია ჩემთვის უცნობი იყო და ეხებოდა იმას, თუ როგორ ცდილობდნენ ვიღაც გოგოსთვის ცეცხლის გულის დანთებას და როგორ გამოუდგათ ამ გოგონას ძაღლი და მამა უკან, როდესაც ბენზინის დასხმა დააპირეს ეზოში.
-ბარათაშვილს მაგარი ძვირფასი სუნამო ქონდა ნაყიდი ამ გოგოსთვის რა…- აგრძელებდა ნიკო- თან სხვანაირად აი ვერ მიცემდა, არ გამოართმევდა , ხოდა ეს სუნამო მე მომაბარა, გულის შუაში ჩადეო და ეს ძაღლი რომ გამოგვეკიდა, ის სუნამო სად მოვისროლე, დღემდე არ მახსოვს…
დანარჩემების სიცილმა ნიკოს სიტყვა გააწყვეტინა, მე კი მომღიმარ ბარათაშვილს მივუბრუნდი.
-შენ და გოგოს ვერ უბედავდი რამეს? მთელი სკოლა შენთვის დნებოდა…
-სულ, სულ მთელი?- ისეთი ღიმილით შემომიბრუნა კითხვა, გავწითლდი.
-ხო. სულ მთელი- ვუპასუხე, სანამ საკუთარ თავს გავაჩუმებდი და ლუდი მოვიყუდე.
თვალები აენთო და ჩემკენ გადმოიხარა.
-როგორ მოგწონს ახალი სამსახური?- ყურთან მიჩურჩულა და ჩემდა სასირცხვილოდ, მუცლის ქვედა ნაწილში უცნაური ტალღა ვიგრძენი, მისი ხმაც კი აღმაგზნებდა.
ეს რაში გავყავი თავი?
ცოტა გვერდით გავიჩოჩე, რომ მისი სიმხურვალე არ მომწვდენოდა და თვალებში შევაჩერდი.
-ჯერ… ჯერ-ჯერობით, მომწონს. უფროსი კარგად ვერ გავიცანი, მაგრამ…
-გაიცნობ, ძალიან კარგად და ახლოს. ვწუხვარ, რომ ამ დროს დაემთხვა ჩემი მოგზაურობა, ალბათ ფიქრობდი, რომ დაგივიწყე.
თვალები დაბნეულად ავახამხამე.
-სიმართლე გითხრა, მეგონა, რომ საერთოდ ვერ მიცანი… თავიდან…
-გასაუბრებაზე ჩვენი ნაცნობობა არ გავაჟღერე, რადგან არ მინდოდა გეფიქრა, რომ რაიმე სახის დახმარებას გიწევდი. შემდეგაც დიდად არ გაწუხებდი, რადგან გადაწყვეტილება შენზე იყო და შეწუხება არ მინდოდა…-მხრები აიჩეჩა- რა თქმა უნდა, გიცანი, მაშინვე, როგორც კი შემოვედი.
-ხო… მეც… მაშინვე- ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე.
-მიხარია, რომ ჩვენთან ხარ. შენნაირი ბრწყინვალე გონების ადამიანი ნამდვილად გვჭირდებოდა.
ბრწყინვალე გონება? ბოლოს, როდესაც მარტოებმა ვისაუბრეთ, გამოუსწორებელი იდიოტი მიწოდა!
-მე… მადლობა, მაგრამ… ცოტა ამეტებ – ამოვიბუტბუტე.
ბარათაშვილს აღარაფერი უთქვამს, ჩემს დაცლილ ჭიქას მოჰკრა თვალი და მეგობარს მიუბრუნდა, რათა სასმელი კიდევ შეეკვეთათ.
იგი კვლავ ბარის მაგიდის მხარეს გაუჩინარდა და მეც ცოტა სულის მოთქმოს საშუალება მომეცა.
ის ისეთი…
ისეთი თბილი, ლამაზი და სექსუალური იყო, როგორც არასდროს.
და ჩემთან ისეთი ჩვეულებრივი იყო…
არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი.
მესაუბრებოდა, მიღიმოდა, მიხსნიდა, კომპლიმენტიც კი მითხრა.
საკუთარ, ჩიტივით მოფრთხიალე გულს ვერაფერს ვუხერხებდი.
ვერაფერს ვუხერხებდი უაზრო იმედსაც, რომელიც გულში თავისით, დაუკითხავად ჩამესახა და ბარათაშვილის მხარდამჭერი ჩირლიდერების გუნდი გაამწესა ჩემს გონებაში.
გუნდში ულამაზესი ასულები მოკლე, წითელ, ბრჭყვიალა ტოპებსა და კაბებში გამოწყობილიყვნენ და ერთხმად ყვიროდნენ “გაბრიელის გუნდი!”.

ამოვიოხრე.

ნეტავ მიკა აქ მყოლოდა. ცივ წყალს მაინც შემასხამდა სახეში, თუმცა, მეეჭვება, ასეთ დღეში ჩავარდნილს თუ დამინახავდა, თავად დასჭირდებოდა მოსულიერება.
ბიჭები არასდროს იყო ჩემი ინტერესის საგანი. პაემნებზეც კი არ დავდიოდი და იშვიათად, რომ რომელიმე წერილზე პასუხი გამეცა.
არ დავდიოდი გარიგების საღამოებზე, სადაც მიკას მამიდა თბილისის რჩეულ, თავისუფალ მამრებს პატიჟებდა.
მიკა კარგა ხანს მიმტკიცებდა, არატრადიციული ორიენტაციის ხარ და უბრალოდ საკუთარ თავს არ უტყდებიო, მედლის მეორე მხარეს კი იყო ბარათაშვილი, რომელზეც არავისთვის არასდროს არაფერი მითქვამს.
გონებით დღეები გადავთვალე, მიკა ნოემბრის ბოლოს ჩამოდიოდა, მაშინ კი თვრამეტი რიცხვი იყო. როგორმე უნდა გამეძლო და მერე აუცილებლად ყველაფერს მოვუყვებოდი.
-რაზე ფიქრობ?- ისე მომჯდომოდა გვერდით, ვერც გავიგე. ეს ჩემი უყურადღებობის ბრალი არ ყოფილა, ბარათაშვილი ყოველთვის როგორღაც ძალიან მსუბუქად და უხმაუროდ მოძრაობდა. ამას მის სპორტულ საქმიანობას და აღნაგობას ვუკავშირებდი, თუმცა იყო კიდევ რაღაც სხვა, მისი პირადი გრაცია.
ამოვიოხრე და სუნთქვას უცნაური ბგერები ამოვაყოლე, თითქოს კვნესისო.
აბა, რა უნდა მექნა, როდესაც იმ, ბარის განათების გავლენით ვერცხლისფერმიღებული თვალებით ასე მიყურებდა?
-ემ… შენი ინიციატივა ახალი ჰესის შესახებ…- თავი მარტივად დავიძვრინე, რადგანაც ეს კითხვა კარგა ხანია მიტრიალებდა თავში – დარწმუნებული ვარ, ამაზე ბევრი გიფიქრია. რა არის შენი გეგმა?
თვალები მხიარულად აუციმციმდა.
-გეგმა ნამდვილად მაქვს… და შენ მისი ნაწილი ხარ.
თვალები გამიფართოვდა.
-მე?
-კი, შენ. აბა, რა გგონია, რატომ აგიყვანეთ “ფიუჩერ ენერჯიში” შენი სილამაზისთვის? არა, ვერ ვიტყვი, რომ მაგან მნიშვნელოვანი როლი არ ითამაშა, მაგრამ…
აღშფოთებულს მუჯლუგუნი უნდა გამეკრა და კომპლიმენტი შემეფერებინა. ეს ისაა, რასაც სხვა ნებისმიერ მამაკაცთან ვიზამდი, მაგრამ ბარათაშვილის წინ… სახეზე ცეცხლი წამეკიდა და პირი დავაღე.
-…მთავარი მაინც შენი პერსონაა- თავისი ძვირფასი ღიმილით დამაჯილდოვა.
-ჩემი პერსონა?- ენა ამოვიდგი.
-კი. მაგრამ ამაზე სასაუბროდ არ ვართ შესაფერის გარემოში. ღუდუშაურმა საქმეზე საუბარში თუ გამოგვიჭირა, დაგვაჯარიმებს, ასე რომ, ყველფერს ორშაბათს აგიხსნი.

ორშაბათსო?
მანამდე ხომ ცნობისმოყვარეობა მომკლავდა!
ეტყობა, ჩემ სახეზე ფიქრები სწორად ამოიკითხა, რადგან ჩაიცინა და მითხრა, რომ ეცდებოდა, მანამდეც მოეხერხებინა.
-როგორ აღმოჩნდი “ფიუჩერ ენერჯიში”?
ბარათაშვილმა მხრები აიჩეჩა და ვისკი მოსვა.
-ინგლისიდან რომ დავბრუნდი, შემოთავაზება მივიღე. დამფუძნებელი მამაჩემის მეგობარია, ამიტომაც უარის თქმას ვაპირებდი, ჩემი კომპანიის დაარსება მინდოდა, მაგრამ ფინანსები არ მყოფნიდა, ამიტომაც ჯერ-ჯერობით დავთანხმდი და აი, აქ ვარ.
-რიჩ ქიდი- ჩავიფრუტუნე და ბარათაშვილმა მკაცრად გადმომხედა.
-ყოველთვის დამცინოდი მდიდარი მშობლების გამო- წარბები შეკრა.
-იმიტომ, რომ შენ ღარიბი მშობლების გამო დამცინოდი- წავუსისინე.
-აბა, აბა – წამოიყვირა ჩვენს მოპირდაპირედ მჯდარმა ღუდუშაურმა, რომელიც, როგორც ჩანდა, ჩვენს საუბარს უსმენდა – ესენი ერთად დიდ ხანს ვერ ჩერდებიან ისე, რომ ერთმანეთი არ დაჭამონ. კარგით, ხალხო, სკოლაში აღარ ვართ.

ლუდი მოვსვი და ახლა ღუდუშაურს შევუბღვირე. მისთვის მარტივი სათქმელი იყო!
მერე მისი ნათქვამი გამახსენდა იმის თაობაზე, რომ სიმართლის შეულამაზებლად თქმა ვიცოდი.
-უბრალოდ ვიხუმრე- ღუდუშაურს ვუყურებდი, თუმცა ბარათაშვილს მივმართავდი- წყენინება არ მინდოდა. მდიდარი ბავშვი რომ ხარ, მაგაში დასაცინი რა უნდა იყოს.
-მაგალითად ის, რომ ფიქრობ, ჩემით ვერაფერს მივაღწევდი- ისე ჩუმად თქვა ბარათაშვილმა, რომ მხოლოდ მე გავიგე. დანარჩენები უკვე სხვა თემაზე საუბრობდნენ.
გაკვირვებულმა შევხედე, ნაწყენი თვალები ჰქონდა- ყოველთვის ასე ფიქრობდი.
-არა, არ ვფიქრობდი- ვუპასუხე სწრაფად- უბრალოდ მინდოდა, შენ ასე გგონებოდა.
-რატომ?- ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა, თვალი თვალში გამიყარა – რატომ იყავი ყოველთვის ასეთი უხეში?
-და შენ?- ნიშნის მოგებით ვუპასუხე.
აღარაფერი უთქვამს. ან რა უნდა ეთქვა? შეიძლება სულაც არ იყო ცუდი ადამიანი. არც ჩემი დაცინვა სურდა, უბრალოდ, ინსტიქტურად, სხვების აყოლით, ისე მამცირებდა სკოლაში, თავადაც ვერ იაზრებდა ამას.
მისთვის ზედმეტად უმნიშვნელო ვიყავი, ალბათ არც ახსოვდა ის ასობით ბოროტი ხუმრობა, რომლებსაც ჩემი მისამართით ისვროდა შესვენებებზე.
-კარგი… სისულელეა… მაშინ ბავშვები ვიყავით- ვთქვი სასწრაფოდ და ლუდი მოვიყუდე – ეგ უკვე აღარაფერს ნიშნავს.
ბარათაშვილი ცოტა ხანს მდუმარედ იჯდა ჩემს გვერდით, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ გვიან ვახშამზე აგვიანდებოდა და ისე დაგვტოვა, ჩემთვის სიტყვაც აღარ უთქვამს.

***
მათი კლასი ძირითადად შეძლებული ოჯახის შვილებისგან შედგებოდა. ქეიფები და სხვა კლასგარეშე აქტივობები ყოველთვის ზედმეტად ძვირადღირებული იყო იმისთვის, რომ მარიშას მშობლებისთვის დასწრების ნებართვა ეთხოვა.
არასდროს არც კი უხსენებია, რომ კლასელები რაიმეს გეგმავდნენ ან სადმე წასვლას აპირებდნენ. პასუხი ისედაც იცოდა და არ სურდა, დედა და მამა დაემწუხრებინა იმ ფაქტით, რომ ვერ შეძლებდნენ მის გაშვებას.
მეორე საკითხი ის იყო, რომ არც არავინ ეპატიჟებოდა.
გამონაკლისი ბარათაშვილის მეთვრამეტე დაბადების დღე იყო.
პირველი დეკემბერი.
მარიშამ მისი დაბადების დღე იცოდა. ყოველთვის ახსოვდა და ეგონა, ვერც ვერასდროს დაივიწყებდა.
ეს მისი დღე იყო და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა, უნებურად იძენდა მარიშასთვის დიდ მნიშვნელობას.

როდესაც ბარათაშვილმა მთელ კლასს გამოუცხადა (სადაც მარიშაც, თავისთავად, იგულისხმებოდა), ჩემს სახლში გეპატიჟებით პირველ დეკემბერსო, გოგონას მოეჩვენა, რომ ბიჭმა წამით მასზე შეაჩერა მზერა.
მაშინ კლასის გოგონები აჟრიამულდნენ, ბიჭებმა კი მაშინვე დაიწყეს სასმლის დამატებითი წყაროთი მიწოდების დაგეგმვა.
-რა ჩავიცვათ? ბევრი ხალხი იქნება?
-დედაჩემი გეგმავს ამ ყველაფერს, ამიტო, ხო – ჩაიცინა გაბრიელმა – ალბათ ასე ორას კაცამდე იქნება.
-ორასი კაცი სახლში ბიჭო? – იკითხა ვაჩე ნიკოლაძემ, რომელიც ახალი გადასული იყო მათ კლასში, თუმცა, მარიშასგან განსხვავებით, ყველასთან მარტივად იპოვა საერთო ენა.
მარიშა ვაჩეს ვერ იტანდა, რადგან ის იყო მისი პირადი კრახის განსხეულება.
ის იმას ნიშნავდა, რომ კლასში ახლების მიმართ უარყოფითად არ იყვნენ განწყობილნი, მხოლოდ მარიშას მიმართ, მხოლოდ მის წინააღმდეგ.
-შენ ამის “სახლი”- არ გინახავს- უპასუხა ნინიამ, რომელზეც იმ დროისთვის ჭორები დადიოდა, რომ ბარათაშვილს ხვდებოდა. ნინია სამოდელო სააგენტოში ექვსი წლიდან დადიოდა და იმ დროისთვის ბევრ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობდა. გოგონა საერთაშორისო მოდელობაზე ოცნებობდა და მარიშას აზრით, არც თუ უსაფუძვლოდ, ის მართლაც ძალიან ლამაზი იყო – მაღალი, თხელი, ლერწამივით ტანი ჰქონდა და ფაფუკი, ოქროსფერი თმები.
მწვანე თვალები კიდევ უფრო გამოარჩევდა მის გარეგნობას და საბოლოოდ, ირემაძეს ბარათაშვილზე ყველანაირ ოცნებასაც კი საფუძველშივე აქვესკნელებდა.

ნინიამ სიტყვა “სახლი” ისეთი ინტონაციით გამოთქვა, ადვილად მიხვდებოდით, რომ გაცილებით უფრო გრანდიოზულს გულისხმობდა.
-შიგნით რომ შეხვალ, გზამკვლევი უნდა წაიყოლო, თორემ დაიკარგები- განაგრძო გოგონამ ისეთი ხმით, რომ აშკარად ბევრჯერ იყო ნამყოფი ამ “სახლში”.
მარიშას გული შურით და სასოწარკვეთით მოეკუმშა. წიგნში თავჩარგული, არ იმჩნევდა, რომ მათ საუბარს უსმენდა, თუმცა გაფაფიცებული, ყოველ სიტყვას ეჭიდებოდა.
ნინიას მერხის გარშემო შეკრებილებმა გადაიხარხარეს.
-არც მასეთი დიდი არაა- კეფა მოიფხანა ბარათაშვილმა – მარა ორას კაცს კი დაიტევს…
-მამული გაქვს ? – იკითხა ისევ ვაჩემ და დანარჩენებმა ისევ გაიცინეს.
-დაახლოებით.
-მოკლედ, ეგ დეტალები გვჭირდება გაბუს- საქმიანად განაგრძო ნინიამ და მარიშამ, გაბრიელის სახელის ასეთი შემოკლებული ვერსის გაგონებაზე, თავი ვერ შეიკავა და დაიჯღანა – რამე დრესკოდი თუ ექნება დედაშენს, გაგვაგებინე. საღამოს კაბები გვინდა, გოგოებო და შესაფერისი ვარცხნილობა… ერთ სტილისტს ვიცნობ…
მარიშა აღარ უსმენდა.
ფიქრებით გადაეშვა იმ სამყაროში, სადაც გაბრიელის გვერდით, მერხზე მიყრდნობილი, თავად იდგა და არა ნინია.
ბარათაშვილის ხელი მის მხრებზე იყო გადახვეული და არა სხვისაზე,
და თავად არჩევდა ულამაზეს ვერცხლისფერ კაბას, სადა, აწეული ვარცხნილობის შეხამებით.
პირველი დეკემბრის საღამოს გაბრიელი სახლში მიაკითხავდა, შემდეგ, როგორც ფილმებშია, მისაღებ ოთახში მომლოდინე მამასა და გაბრიელს მარიშა შეუერთდებოდათ და ორივეს, მამასაც და ბიჭსაც, სუნთქვა შეეკვრებოდათ მისი დანახვისას.
ბარათაშვილი პირს დააღებდა, მაგრამ ვერაფერს იტყოდა და მხოლოდ გაოგნებული გაუღიმებდა, გამომეტყველებით – “ასეთი მშვენიერება ცხოვრებაში არ მინახავს”.
მერე მამა მკაცრად გააფრთხილებდა გაბრიელს, რომ მისი გოგოსთვის მიეხედა და ზედმეტი არაფერი გაებედა და შემდეგ, გაბრიელი მას საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე წაიყვანდა.
ხელკავით შეიყვანდა დიდ, წვეულების დარბაზში და ყველა თვალი მათზე იქნებოდა მიპყრობილი, ხალხი აჩურჩულდებოდა – “ეს მშვენიერი ქალწული ვინაა?…”

-ე-ე, ირემა! – ცხვირ წინ ვიღაცის ხელი აუფრიალდა და მარიშამ ხმადაბლა შეჰყვირა – დაგეძინა გოგო?
-მგონი ეს მთვარეულია…
-თვალგახელილს ძინავს?
-უეჭველი დავით აღმაშენებელი ესიზმრება… გახსოვთ როგორ ჰყვებოდა, ტო? მაგრა ევასება…
-ამის ქრაში მარტო ეგ თუ იქნება…
კლასი ნაცნობ ტონებში ახარხარდა, მაგრამ მარიშა მათ ასეთ საქციელზე უკვე აღარც წითლდებოდა.
-საინტერესო თეორიაა, ურუშაძე- უპასუხა ღიმილით თანაკლასელს- მაგრამ უპირატესობას ცოცხლებს ვანიჭებ.
-ხოო? და ცოცხლები თუ განიჭებენ უპირატესობას?- არ მოეშვა ურუშაძე.
ბავშვები უფრო ხმამაღლა ახარხარდნენ.
-ჩემი პირადი ცხოვრების განხილვის მეტი საქმე არ გაქვთ? კარგი, ურუშაძე, თუ ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის, პაემანზე რომ წავალ, პირველს შენ გეტყვი.
-აი, მაგ დღეს მომასწრო, ირემაძე და მერე მართლა ვიწამებ სასწაულების – ურუშაძემ საჩვენებელი თითით თვალზე სიცილსგან მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
-იმაზე დიდი სასწაული მაინც არ იქნება, ვიდრე შენი თავია – წაუსისინა მარიშამ- პირდაპირ სამეცნიერო სასწაული – ამხელაა და შიგნით მხოლოდ პორნოსაიტების მისამართებს თუ აღმოაჩენენ.
კლასი გამაყრუებელმა ხარხარმა შეძრა.
ურუშაძეს სიტყვების მარაგი გაუქრა და გაოგნებული მიაჩერდა მარიშას.
ესეც გამარჯვება.
-ხალხო, მგონი თემას ავცდით- ნინია ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, რომლებსაც მარიშას პასუხზე არ გაუცინიათ- ირემაძე, მთელი კლასია დაპატიჟებული, ანუ შენც. გოგოები კაბის ფერებზე ვთანხმდებით, რომ ერთნაირები არ გვეცვას. შენ რა ფერს აპირებ?
ბიჭებმა რაღაც ჩაიბურტყუნეს და თავ-თავიანთი მერხებისკენ გასწიეს, გოგონები კი ირემაძეს ისე უყურებდნენ, თითქოს პირველად დაინახესო.
-მე… არ… არ ვიცი, გამომიშვებენ, თუ არა – ამოილაპარაკა ბოლოს.
კაბა? სად უნდა ეშოვა კაბა? ეგ იმაზე უფრო დიდი სასწაული იქნებოდა, ვიდრე ურუშაძის ხსენებული პაემანი.
-და თუ გამოგიშვეს?- საქმიანად იკითხა ნინიამ- რა ფერს ჩაიცვამ? მე წითელს ვიცვამ, ლურჯს ანა და მწვანეს – თაკო. ოქროსფერი ლილეს უნდოდა, კრემისფერი მარიამს, თეთრი ილონას უყვარს და შავი არც იფიქრო, სოფია ჩაიცვამს, ვიცი…
-ვერცხლისფერს… ალბათ… თუ… თუ გამომიშვეს, ვერცხლისფერ კაბას ჩავიცვამ-თქვა ხმადაბლა მარიშამ, თვალის კუთხით კი დაინახა, როგორ გამოიხედა მათკენ ბარათაშვილმა.
ალბათ, არ სურდა, მარიშა რომ წასულიყო, უბრალოდ, რადგან ყველა დაპატიჟა, მას გვერდს ვერ აუვლიდა.
იცოდა, რომ ვერ შეძლებდა წასვლას.
მშობლები რომ დათანხმებულიყვნენ, მაშინაც კი, სად უნდა ეშოვა ვერცხლისფერი კაბა?
და თუ კაბას რაღაც სასწაულით იშოვიდა, როგორ წავიდოდა?

-ირემაძე- ზარის რეკვასთან ერთად გაისმა ურუშაძის ხმა – იცი, გადავწყვიტე, სასწაულმოქმედის სახელი დავიმკვიდრო!
გოგონამ ბიჭს წიგნის ზემოდან გადახედა და მობეზრებით აატრიალა თვალები.
-ახლა რაღა გინდა, დაჩი?
ბიჭის თვალებში ეშმაკურად გაკრთა რაღაც.
-პაემანზე გეპატიჟები. ბარათაშვილის დაბ დღეზე ჩემთან ერთად წამოხვალ?
ეს რა, რამე მახე იყო?
მთელი კლასი გაისუსა, მარიშამ თვალი ბარათაშვილისკენ გააპარა. ბიჭი ურუშაძეს უყურებდა და ყბის ძვალი ოდნავ დაჭიმვოდა. სახე ინერტული, თუმცა დაძაბული ჰქონდა.
-შენ ხო დამპირდი, პაემანს არ გამოგაპარებო და- განაგრძო ზანტად ურუშაძემ – ასე უფრო მოსახერხებელი იქნება.
-არ გირჩევნია, ისეთ ვინმესთან ერთად წახვიდე, ვისაც ოდნავ მეტად იტან? – გულწრფელად იკითხა მარიშამ.
-ა-ა, არა მგონია, ექსტრიმი მიზიდავს- ღიმილმა დამანჭა დაჩის სახე.
-რადგანაც ასეა საქმე, კარგი, წამოვალ. – მხრები აიჩეჩა მარიშამ – ოღონდ, თუ მეხუმრები, იცოდე, შენს ძვლებს პირდაპირ ბარათაშვილების მამულის შესასვლელში დავფლავ და საფლავზე ვიცეკვებ, გასაგებია?
დაჩიმ შიშის ნიშნად ხელები აწია და თავი დაუქნია.
ასე დაპატიჟეს მარიშა პირველად პაემანზე.

***
ორშაბათამდე მთელი უქმეები ფიქრში გავატარე.
ავწონ-დავწონე ბარათაშვილის თითოეული სიტყვა და განვიხილე ყველა შესაძლო ვარიანტი, რაც ჩემს როლს უკავშირდებოდა მის გეგმებში.
ჩემი ყველაზე რეალისტური ვარაუდი იყო, რომ მას სჭირდებოდა საჯარო სექტორში გამოცდილების მქონე ადამიანი, შესაბამისი კავშირებით.
მანამდე სამინისტროში მომუშავე და იქიდან სკანდალურად წამოსული, თუმცა ეს მოცემულობა ოპოზიციური პარტიის ინტერესს უფრო წაადგებოდა, ვიდრე რაიმე ინვესტიციას.
საქმეზე ორიენტირება მიჭირდა, გამუდმებით თვალ წინ მედგა წარსულის მომენტები და მისი ნაცრისფერი თვალები.
და გრძნობა, რომ ვაწყენინე, არ მასვენებდა.
ჩვენ ორ შორის მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ვერ ივიწყებდა წარსულს და ბავშვურ ქიშპობას.
საკუთარ თავზე ვბრაზობდი და ხელები მექავებოდა. მასთან საუბარი მინდოდა, მაგრამ ძალიან სულელურად გამოვიდოდა საკუთარი უფროსისთვის კვირა საღამოს დარეკვა და მობოდიშება ერთი გადაკრული სიტყვის გამო, ამ ყველაფერს ხომ მე ვაზვიადებდი ზედმეტი ფიქრებით.
ბოლოს იმ დონემდე დავედი, რომ მობილური მაგიდაზე დავდე, წინ დავუჯექი ჩაის ფინჯნით ხელში და მზერით ვცდილობდი ბარათაშვილის ზარის გამოწვევას.
თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი გაოგნება, როდესაც მოწყობილობა აზუზუნდა და ეკრანზე ნაცნობი ციფრები გამოისახა.
სასწრაფოდ დავტაცე ხელი და ვუპასუხე.
-ირემაძე- თავისებური, ნაცნობი ინტონაციით გამოთქვა ჩემი გვარი.
-დიახ? – ამოვიხავლე და ხმა ჩავიწმინდე- გისმენ.
-ხვალ არ ვიქნები, ამიტომაც დათქმული ლანჩი უნდა გადავდოთ…- გამომიცხადა ოფიციალურად, ლამის გაბრაზებული ხმით.
-ე-ე… არა უშავს- ზედმეტად წვრილი ხმა მქონდა – ზეგ იყოს…
-ზეგ არაბი ინვესტორები ჩამოდიან და არ მეცლება, ღუდუშაური გაგარკვევს იმ დეტალებზე, რაზეც გესაუბრე.

ჰმ! იმედგაცრუება რომ არ შემემჩნია, ვარჩიე, უბრალოდ “უჰუ” წამომეძახებინა. ყელში ბურთი მომაწვა.
იქნებ სულაც არ ვაზვიადებდი და მართლა გაბრაზებული იყო.
-კარგი, სულ ეს იყო, რაც მინდოდა…
-გაბრიელ- წამოვიძახე სწრაფად და თვალები დავხუჭე – მისმინე, არ მეგონა, თუ ჩემი ხუმრობა გეწყინებოდა, მართლა სულელურად გამომივიდა, ვწუხვარ…
-საჭირო არაა- ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ძალიან დაღლილი იყო.
-როგორ არა, საჭიროა. ჩვენ ზრდასრული ხალხი ვართ, მით უმეტეს, სამსახური გვაკავშირებს, ჩემი მხრიდან არასწორი იყო… მოკლედ, მაპატიე.
დუმილი.
-ბოდიშს შენ არ უნდა იხდიდე, მარიშა- მითხრა ბოლოს დაბალი, დაბოხებული ხმით-მაგრამ ძალიან დამავალებ, თუ იმ დროს აღარ ახსენებ… ის არ იყო კარგი დრო.
-აღარ ვახსენებ- ისე სწრაფად დავეთანხმე, რომ მისი თხოვნის მიზეზზე დაფიქრება ვერ მოვასწარი- აბა, კიდევ არ გცალია ხვალ?
ამოიოხრა და შედარებით რბილად მომიგო:
-მართლა არ მცალია, ვწუხვარ.

3
***
-დედა- მარიშა მთელი შაბათი დილა ელოდა შესაფერის დროს, რომ დედასთან საუბარი დაეწყო – რაღაც მინდა გთხოვო.
თათია მეორე სამსახურში წასასწვლელად ემზადებოდა, რომელშიც შაბათ-კვირას დადიოდა, თუმცა ქალიშვილის თხოვნის გაგონებისას ყურადღებით მიბრუნდა უკან.
მარიშა არც ისე ხშირად ითხოვდა რამეს.

-რაო დე, გისმენ აბა?- მიუახლოვდა და შვილს თმაზე მიეფერა.
-ჩემი კლასელის დაბ დღეა… ხოდა…
-მართლა? რომლის?
-ბარათაშვილის- სცადა ისე ეთქვა, რომ არ გაწითლებულიყო- გაბრიელის.
დედა ცოტა ხანს ჩაფიქრდა და მერე თავი აიქნია.
-ა-ა, ის ლამაზი ბიჭი რომაა? მერე დე? დაგპატიჟა?
-მთელი კლასი დაპატიჟა და მეც, ხო.
-უნდა წახვიდე. აუცილებლად- მარიშასდა გასაკვირად, დედა ენთუზიაზმით წამოენთო- ეგენი მდიდრები არიან, ამიტომაც კარგი კაბა და ფეხსაცმელი გინდა… კარგა შორს ცხოვრობენ აქედან, ვინმე მოგაკითხავს?..
-მოიცა, მიშვებ?- გაოგნებისგან პირი დააღო მარიშამ.
-და რატო არ უნდა გაგიშვა? ისედაც სულ სახლში ხარ…როდისაა დაბადების დღე?- მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და კალენდარი გახსნა.
-პირველ დეკემბერს-მარიშას ხელები აუკანკალდა.
დარწმუნებული იყო, რომ დედა უარს ეტყოდა და უცებ ბარათაშვილის დაბადების დღე, მასთან სახლში მისვლა, კაბის ყიდვა, ყველაფერი იმდენად რეალური გახდა…
-სამსახურიდან ადრე წამოვალ, რომ მომზადებაში მოგეხმარო, მაკიაჟის შენით გაკეთება არც კი იფიქრო… მანამდე კი…რა ფერი კაბა გინდა? ვერცხლისფერი ძალიან მაგარი იქნება!
-დე…
-რაო დე?
-მიყვარხარ.
დედამ თბილად გაუღიმა და გულში ჩაიკრა.

კაბის ყიდვა ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, თუმცა მათი მეზობელი მკერავი გაცილებით იაფად დათანხმდა ვერცხლისფერი კაბის შეკერვას.
ოცდაათი ნოემბრის საღამოს კი დედამ ახალშეკერილი კაბა მარიშას გადააბარა, მაღალქუსლიან, ბრჭყვიალა ფეხსაცმელთან ერთად.
-ამ კაბაში პრინცესას ჰგავხარ, ცუდია, რომ კაბები არ გიყვარს დე, ძალიან გიხდება – უთხრა დედამ, როდესაც მარიშამ კაბა მოიზომა და საცდელად თმები აუწია.
სარკიდან მართლაც სასიამოვნო გარეგნობის, ლოყებაწითლებული გოგონა უყურებდა მარიშას.

პირველი დეკემბერი პარასკევი იყო, ამიტომაც მარიშა დილით სკოლაში წავიდა და მთელი დილა მოუხდა იმ უსიამოვნო შეგრძნების გაძლება, რაც მის მუცელში მოლოდინის გამო ჩაბუდებულიყო.
ნინიას ეზრუნა იმაზე, რომ კლასი საზეიმოდ მოერთოთ ბარათაშვილის მისვლამდე და სანამ დანარჩენები ბუშტებს ბერავდნენ, გაუთავებლად ლაპარაკობდა “განსაკუთრებულ საჩუქარზე”, რომელიც ბიჭისთვის ჰქონდა მომზადებული.
-მეგონა, ეგ საჩუქარი დიდი ხნის წინ გააჩუქა- ჩაიქირქილა ურუშაძემ, რომელიც მარიშას გვერდით მოკალათებულიყო და ბუშტს ბერავდა.
მარიშამ გაფართოებული თვალებით გადახედა ბიჭს და როდესაც მან მუქი, ხუჭუჭა თმა სახიდან გადაიყარა, დაინახა, რა ეშმაკური მზერით უყურებდა გოგონას.
-ურუშაძე, შენ რა, ჩემი ახალი ძმაკაცი ხარ და არ ვიცი?- თავისი მერხის გვერდით ადგილზე ანიშნა მარიშამ, რომელიც ბიჭს დაეკავებინა და რომელიც მანამდე ყოველთვის ცარიელი იყო.
-შეგიძლია ღვთის საჩუქრად ჩათვალო- თავი დაუქნია ბიჭმა- აბა, რას იტყვი პატარაიას საჩუქარზე, მე ფსონს ჩამოვალ, რომ გამოყენებულია- დაამატა ჩუმად.
-არ ვიცი, რა უფრო უარესია, ის, რომ თავს ღმერთის საჩუქრად მიიჩნევ თუ ის, რომ ეგ შენი უხამსი, გადაკრული საუბარი მესმის.- თვალები აატრიალა მარიშამ- დაანებე თავი.
-ყველა, ყველა და შენ თუ პატარაიას დაიცავდი, ეგ კი არ მეგონა- ჩაიცინა დაჩიმ.
-ვითომ რატომ?- გაუკვირდა გოგონას.
-იმიტომ, რომ ერთი ბიჭი მოგწონთ.
მარიშამ გაკვირვებით წამოიძახა უცნაური ბგერა და ბიჭს გაბერილი ბუშტი ჩაარტყა თავში.
-ეგ ერთი და იგივე ბიჭი დავით აღმაშენებელი თუა, მართალი ხარ- სცადა, ხუმრობაში გაეტარებინა- და მე ყველას დავიცავ, ვისაც დასცინიან. არავინაა მაგის ღირსი…
ურუშაძემ გოგონას სერიოზული მზერით შეხედა და ბოლოს, თემა შეცვალა.
-გიშვებენ ბოლოს?
მარიშამ თავი დაუქნია და ღიმილი ვერ შეიკავა.
-როგორ უნდა მოვიდე ბარათაშვილის სახლამდე, ხომ არ იცი?
-გადაირიე, გოგო? მე მოგაკითხავ.
მარიშა უეცრად გაწითლდა.
-ა-არა, საჭირო არაა, ავტობუსით წამოვალ, ან…
-შანსი არაა, მისამართი მითხარი და ხუთზე მოვალ- თავი გამოიდო ურუშაძემ და მარიშამ მადლობის გადახდა დააპირა, თუმცა ზუსტად მაშინ, ბარათაშვილიც გამოჩნდა კლასში და იქაურობა ჟრიამულმა გააყრუა.

***
ორშაბათს ლანჩის დრო ღუდუშაურთან ერთად გავლიე. ნიკომ ოფისთან ახლოს მდებარე, პატარა კაფეში დამპატიჟა და თან ყველა ჩემ კითხვას მოსალოდნელზე დამაკმაყოფილებლად უპასუხა.
ბარათაშვილის მიზანი იყო თურქმენელი ინვესტორების ჩამოყვანა და გიგანტური ჰესის მშენებლობის დაგეგმვა, რაც, თავის თავად, გიჟური იდეა იყო – ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს კოლოსალურ თანხებთან ასოცირდებოდა და სახელმწიფოს მხარდაჭერა ამგვარი პროექტის სრულად კერძო ხელში მოხვედრაზე ნაკლებ სავარაუდო იყო და მეორე- საქართველოში უცხოელ ინვესტორებზე დიდი ტერიტორიის დათმობას, თანაც საფრთხისშემცველი და ბუნებისთვის საზიანო პროექტისთვის, მოსახლეობა დიდი პროტესტით შეხვდებოდა.
მეორე მხრივ, ბარათაშვილს უკვე დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, მთავრობა მზად აღმოჩნდა დათმობებისთვის, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასთან უკვე წელიწადზე მეტი დროის განმვავლობაში, აქტიურად ტარდებოდა შეხვედრები.
ბარათაშვილის მიზანი იყო, რომ უცხოელი ინვესტორები მაქსიმალურად დარჩენილიყვნენ ჩრდილში და მოსახლეობასთან კონტაქტი მხოლოდ ქართველ, სანდრო პირებს ჰქონოდათ.
ერთ-ერთი ასეთი სანდო პირი მე უნდა გავმხდარიყავი და ჩემი პერსონით ხელი შემეწყო იმ უსაფრთხოების განცდისა და ნდობის შექმნისთვის, რაც ხალხს სჭირდებოდა პროექტზე დასათანხმებლად.
თავისთავად, ეს იდეა ცუდი არ იყო, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მომეხერხებინა ეს ყველაფერი.
ამის შემდეგ მთელი ორი დღე დავხარჯე კომუნიკაციის სტრატეგიებისა და ნდობის ამაღლების თემებზე წიგნებისა თუ სტატიების თემაზე და მესამე დღეს უკვე მზად მქონდა სტრატეგია, რომელიც ადგილობრივებთან მიმართებით ძალიან ეფექტურად მეჩვენებოდა.
ამ სტრატეგიის დეტალებს ვუკირკიტებდი ხუთშაბათის საღამოს, როდესაც ჩემი კაბინეტის კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა და კარში ქერა თმას მოვკარი თვალი.
გაბრიელს თბილი, სამგზავრო პალტო ეცვა და მხარზე ზურგჩანთა მოეგდო. სახეზე წვერი წამოზრდოდა, თვალები დაღლილი ჰქონდა, თუმცა მათში ელვარება არ ჩამქრალიყო.
-ნიკომ მითხრა, რომ სტრატეგიაზე მუშაობდი- გამარჯობის მაგივრად მომიგო და მე თავი უხმოდ დავუქნიე.
-კარგია, ეს უნდა მეთხოვა შენთვის ზუსტად, თუმცა მოგვიანებით, მინდოდა, მეტი დრო გქონოდა გასარკვევად.
თავი დამიქნია და წინ წამოვიდა.
-ახლა გავდივარ, მაგრამ ხვალ დილით გავიაროთ…
-როცა გეცლება… არაფერი საჩქარო- ამოვილაპარაკე და სკამზე გავსწორდი.
ბარათაშვილი ცოტა ხანს დადუმდა, მე კი ვცდილობდი, ენაზე კბილი დამეჭირდა და მთელი იმ კითხვების ნიაღვარი არ გადმომეფრქვია, რომლებიც მასთან მქონდა.
-ახლა დავბრუნდი სვანეთიდან. ავტორიტეტებს შევხვდი. მათი სიტყვა ხალხისთვის ბევრს ნიშნავს, ფაქტობრივად, მათ თუ დავითანხმებთ, პროექტი გავა, მაგრამ…
-მაგრამ?
-ჯერ ვერაფერი. მოსმენაზე ძლივს დავითანხმე, იმავე მიზეზით დამცინიან, რაზეც შენ- სუსტად გამიღიმა- ალბათ ამიტომ გავბრაზდი ასე შენს უწყინარ კომენტარზე ჩემი სიმდიდრის შესახებ.
თავი უხმოდ დავუქნიე. არ ენდობოდნენ, რადგან მან არაფერი იცოდა ხალხის გაჭირვებაზე, იმაზე, რისი გადატანა უწევდათ მათ ყოველდღიურად, რომ დიდი ბრძოლა იყო საჭირო გადასარჩენად. და შურდათ. მისი უდარდელი ცხოვრების, სტატუსის, იმის, რომ თავად არ გამოეცადა ცხოვრების მწარე ხელი.
ეს ყველაფერი – სიმდიდრე და კეთილშობილური წარმომავლობა ბარათაშვილს სახეზე ეწერა.
მაგრამ მე როგორ დავეხმარებოდი? ავტორიტეტები სვანეთში ქალს კიდევ უფრო ნაკლებად მოუსმენდნენ.
-ვისთან ცდილობდი მოლაპარაკებას?
-ავალიანი, კვიციანი, ათარიანი…
-ათარიანი?- ყურები ვცქვიტე და სახელი? ბათუ ხომ არა?
ბარათაშვილს გაკვირვება დაეტყო.
-იცნობ?
თავი ნელა დავუქნიე.
-სანამ ბაბუ ცოცხალი იყო, ჩვენთან მოდიოდა ხოლმე, რაღაცები მოჰქონდა, საჭმელი, შეშა…
-შეგიძლია?… – ბარათაშვილმა თხოვნა არ დაასრულა.
-გავარკვევ, როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ.
ოდნავ გამიღიმა და თავი დამიკრა.
-მადლობა, მარიშა.
-მადლობა მერე იყოს, თუ დავიყოლიებთ.- აღელვებამ მუცელში სპაზმად დამიარა. იყო რაღაც საოცრად ამაღელვებელი იმაში, თუ როგორ გამოთქვამდა ჩემს სახელს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი ინტერპრეტაციით, მაგრამ მაინც…
სიჩუმე ჩამოწვა და უარესად გავწითლდი. ღმერთო, რატომ ვიყავი ასე უხერხულად მის გვერდით?
-კარგი, მაშინ ხვალამდე. – თქვა ბარათაშვილმა ბოლოს, თუმცა სახეზე ეტყობოდა, რომ კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა.
-თუ რამით კიდევ შემიძლია დახმარება, არ მოგერიდოს…-მივაყარე სწრაფად- ბევრი თავისუფალი დრო მრჩება და ფაქტობრივად არაფერს…
-არა, არა, დაისვენე. მორჩი საქმეებს? – გამაწყვეტინა და როდესაც თავი დავუქნიე, განაგრძო- გარეთ ცივა, მანქანა ისევ არ გყავს?
საიდან იცოდა, რომ არ მყავდა?
-ე-ე, არა. მართვის მოწმობა არ მაქვს- გავიკრიჭე დამნაშავის სახით- მაგისთვის ჯერ ვერ მოვიცალე.
-წამოდი მაშინ, გაგიყვან. უარს არ მივიღებ- დაამატა წარბის აწევით.

ვაპირებდი მეთქვა, რომ ტაქსით გავიდოდი, მაგრამ უკვე მიბრუნებულიყო და ოთახიდან გადიოდა, ამიტომაც აკანკალებულმა წამოვკრიფე ჩემი ნივთები, პალტო მოვიცვი და გულამოვარდნილი დავედევნე უკან.

ლიფტში რამდენიმეწუთიანი უხერხული დუმილის შემდეგ, ავტოსადგომზე აღმოვჩნდით. ბარათაშვილმა მანქანის წინა კარი გამიღო და მეც მოუხერხებელი მოძრაობით ჩავეტენე სავარძელში. მცირე ლოცვაც კი წარმოვთქვი უფლის სახელზე, სანამ თავად მანქანას შემოუვლიდა და საჭეს მიუჯდებოდა.
-ემ… – ამ ჩემს ენას რაღა სჭირდა, რატომ მებმებოდა? მასთან მარტოს, ასეთ ვიწრო სივრცეში, ისეთი მარტივი რამეების კეთებაც კი მიჭირდა, როგორიც უბრალოდ მისამართის წარმოთქმა იყო- ცოტა შორს ვცხოვრობ აქედან…
-ვიცი, სადაც ცხოვრობ, ირემაძე- ბარათაშვილმა ძრავი ჩართო და ღიმილით გადმომხედა – “სივიში” გეწერა მისამართი.
-ა, ჰო, რა თქმა უნდა- უაზროდ ხმამაღლა გავიცინე და საკუთარ თავს გულში შევუკურთხე.

ზუსტად მისამართებს უყურებენ რეზიუმეებში პირველს, აბა რა!
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ მოვწიო?- სიგარეტი პირში გაირჭო და თან მანქანა დაძრა.
-ეგ ჩვევა ვერ მოიშორე, არა? ვიქნები და თანაც ძალიან- ავიფოფრე- კაცი სპორტსმენი ხარ და სიგარეტი ვერ მოგიშორებია?
-მოეშვი, ირემაძე, ხშირად არ ვეწევი. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
-დღეს თუ ახალი წელი იყო, არ ვიცოდი- გულზე ხელები დავიკრიფე.
ჩაიცინა და ჩემმა გულმა გასაოცარი სალტო გააკეთა.
-დღეს ახალ წელზე უფრო მნიშვნელოვანი დღეა, მშვენიერი ქალბატონი მემგზავრება და საღამოს მილამაზებს, ახლა, შეიძლება თუ არა?
საერთოდ არ შევიმჩნიე, რომ მის კომპლიმენტზე ტვინი მთლიანად გამილღვა.
-მშვენიერი შებოლილი ქალბატონი იქნება მერე- ჩავიფრუტუნე -კარგი, რადგან ასე ძალიან გინდა…
სანთებელა გაატკაცუნა, სიგარეტი მოქაჩა და პარალელურად, მთავარ გზაზე გაიყვანა მანქანა.
-შენ არ გინდა?- ანთებული სიგარეტი გამომიწოდა და ისე გადმომხედა, თითქოს სულ სხვა რამეს მთავაზობდა.
-არ ვეწევი- ვუპასუხე შემცბარმა.
ამ სიგარეტს მისი ტუჩები ეხებოდა-მიჩურჩულა ვიღაცამ გონებაში.
-მიდი, ყოველთვის მაინტერესებდა, სიგარეტი როგორ მოგიხდებოდა.
თვალები დავქაჩე და გაოგნებისგან წარბები კეფაზე გამექცა.
ეს რაღა საოცრება თქვა?
-რატომ უნდა გაინტერესებდეს, უხდება თუ არა ვინმეს სიგარეტი?- გულწრფელი გაოგნებით ვკითხე.
-იმიტომ, რომ ლამაზ ტუჩებს უხდება და შენ ლამახი ტუჩები გაქვს- მიპასუხა ხმადაბლა.
არა, ამას ჩემი გული ვეღარ გაუძლებდა.
ენა უბრალოდ კი არ დამება, ხმაც წამერთვა.
პირი დავაღე, რომ რამე მეპასუხა, მაგრამ უმწეოდ დავხურე.
-ჯანდაბა, ირემაძე, როდის უნდა ისწავლო კომპლიმენტის მიღება? ყველა კაცთან ასე წითლდები? – ძველი, სკოლისდროინდელი ბარათაშვილისთვის დამახასიათებელი დამცინავი კილოთი მომიგო.
ამან ენა ამიხსნა.
-არა, ყველასთან არა, მარტო უცხვირპირო იდიოტებთან- ვუპასუხე და ხელები უფრო მჭიდროდ შემოვირტყი მკერდზე.
-ესეიგი იდიოტი ვარ იმიტომ, რომ ლამაზი გიწოდე?- ხმა დაიწვრილა გაკვირვების ნიშნად.
-არა, მაგიტომ არა.
-აბა, რატომ?
-იმიტომ, რომ ვერ მიხვდი, ყველასთან კი არა, საერთოდ არავისთან არ ვწითლდები ასე – წამომცდა და ენაზე ვიკბინე. სიტყვები “შენ გარდა” გაჭირვებით შევაკავე ენის წვერზე.
ბარათაშვილმა ინსტიქტურად მუხრუჭს დაადგა ფეხი და მანქანის უკნიდან გამაყრუებელი სიგნალი გაისმა.
-ჯანდაბა… ამის… – აბუტბუტდა და ფანჯრიდან ხელი ბოდიშის ნიშნად გადაყო- ეგეთი რამეები საჭესთან მჯდომს არ უნდა მითხრა.
-ბოდიში… ეს… ამის თქმა კი არ მინდოდა… ანუ…
-კარგი, მოეშვი, ირემაძე – დაიღრინა და რაღაც ჩაიბუტბუტა ქალებზე.
-შენ თუ კარგი მძღოლი ხარ, რაც არ უნდა გითხრან, მაინც უნდა განაგრძო მშვიდად მართვა- ცხვირი ავიბზუე- და საერთოდ, შენ დაიწყე ეს უცნაური საუბარი, მე რა შუაში ვარ?
ბარათაშვილმა ამოიხვნეშა, სიგარეტი საფერფლეში ჩატენა და მე კი დემონსტრაციულად გავფანტე კვამლი ხელით.
-ეგ მართალია- ჩაილაპარაკა ფიქრიანად- დამავიწყდა, როგორი პირდაპირიც ხარ.

ჯერ ღუდუშაური, ახლა ეს. ნუთუ პირდაპირობა ასეთი უცნაურობა იყო?

-ნებისმიერი სხვა ქალი კომპლიმენტზე კეკლუცს იწყებს, შენ რატომ ბრაზდები?- გულწრფელი, ლამის სამეცნიერო ინტერესით გამომხედა.
-არ ვბრაზდები- წამოვიძახე აღშფოთებით და მის აწკეპილ წარბებზე დავამატე- უბრალოდ… კომპლიმენტები ძირითადად ქვეტექსტს შეიცავს. მაგალითად, რა ლამაზი ფეხები გაქვს ნიშნავს – ხომ არ გაშლიდი მაგ ფეხებს? ან რაღაც მასეთს…
პარათაშვილმა წამოიყვირა და გამომხედა.
-საიდან მოიტანე, გოგო? – ახარხარდა – ლამაზი ფეხები ნიშნავს ლამაზ ფეხებს და მორჩა- თავი გაიქნია- ადამიანს და მათ შორის კაცებსაც, სილამაზის აღქმა გაგვაჩნია. ყველა ისეთი ნაბ… ნაძირალა არაა, რომ ქალის დანახვისას ეგრევე ბილწი ფიქრები გაუჩნდეს.
შენ რა, არ დაგინახავს ვინმე ლამაზი გოგო და არ გაგიფიქრებია, რა კარგიაო? და ეგ აუცილებლად ხო არ ნიშნავს იმას, რომ მასთან სექსი გინდა?
ყურებამდე გავწითლდი, ის კი მონოლოგს ენთუზიაზმით აგრძელებდა.
-ხო და კი, ვფიქრობ, რომ ლამაზი ხარ, მერე რა? რამე დავაშავე?
მომიბრუნდა და ნიშნის მოგებით მომაჩერდა.
-არა… არაფერი- ამოვიხავლე ბოლოს- უბრალოდ თემამ მოიტანა, თორემ შენზე კი არ მიფიქრია…
-ა-ა, დაიცა, ნეტა რა იფიქრე, როცა გითხარი, ლამაზი ტუჩები გაქვს- მეთქი? ირემაძე, ნამდვილი გაფუჭებული გოგო ხარ.
ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
-არაფერი არ მიფიქრია, უბრალოდ არ მიყვარს, როდესაც ქვეტექსტზე მიწევს ფიქრი, სულ ესაა.
-ჩემთან ქვეტექსტზე არ მოგიწევს ფიქრი. თუ შენი კოცნა მომინდება, გაკოცებ და საუბრით მოთაფვლა ამისთვის სულ არ დამჭირდება. მოვედით – ბარათაშვილმა მანქანა მოწყვეტით შეაჩერდა და გაბრაზებული მომაჩერდა.

როგორც ამერიკელები იტყოდნენ, what the fuck?
-იცი რას გეტყვი, ბარათაშვილო?- მთელი გამბედაობა მოვიკრიფე, ღვედი შევიხსენი და მთელი ტანით მივუბრუნდი – ფაქტზე გამოჭერილი კაცივით ჩხუბობ.

გაკვირვებულმა, თვალებანთებულმა შემომხედა, ერთ წამს პირი დააღო, შესაპასუხებლად, შემდეგ კი მთელი გულით ახარხარდა.
-მე წავედი- თვალები ავატრიალე- გმადლობ მოცილებისთვის, ძალიან საინტერესო პოლემიკა გვქონდა!
ბარათაშვილმა ხმა ჩაიწმინდა, დასერიოზულდა და ცერად გამომხედა.
-ხვალმდე, ირემაძე.

მთელი ღამე ჩვენს საუბარს გაფუჭებული ფირივით ვამეორებდი გონებაში.

***
ურუშაძემ მის კარზე ექვსის ნახევარზე დააკაკუნა.
მარიშა უკვე მზად იყო და ფანჯარასთან დაყუდებული უცდიდა კლასელს, როდესაც კარის ხმა და ურუშაძის მისალმება მოესმა, სასწრაფოდ გავარდა მისაღებში, ფეხსაცმლების კაკუნით და დაჩის მიეჭრა.
-დააგვიანე! ხომ თქვი, ხუთზე ვიქნებიო? – მიაყარა ბიჭს და დოინჯი შემოირტყა წელზე – საოცარი პუნქტუალურობაა!
დაჩიმ პირი დააღო, გაოგნებულმა შეათვალიერა გოგონა და მერე მის უკან, დედას, თათიას გახედა.
-ქალბატონო, მიდასტურებთ, რომ ნამდვილად ირემაძეების სახლში ვარ? ამ გოგოს ნამდვილად ვერ ვცნობ!
მარიშას დედა გაიკრიჭა და უპასუხა, რომ მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე თავად იზრუნა.
-ირემაძე, გოგო, ეს რა გიქნია- დაჩიმ ყელზე დამაგრებული პეპელა შეისწორა და წელში მოიხარა – კლასის ყველაზე ლამაზი გოგო მე შემხვედრია და არ ვიცოდი!
მარიშა დაიჯღანა.
-გეყოს ახლა, ურუშაძე. წამოდი, გვაგვიანდება!-ბიჭს ხელო დაავლო და გასაოცარი ღონით გაათრია გასასვლელისკენ.
-დე, კომპლიმენტის მიღება უნდა ისწავლო- დააწია დედამ ჩურჩულით, როცა კარში გადიოდა- დღეს ბევრ ასეთს გეტყვიან.
მარიშამ დედას წაუყრუა.
ურუშაძე ეხუმრებოდა, მასხარაობდა.
მარიშას ალბათ იმიტომ შესთავაზა ერთად წასვლა, რომ ალბათ ყველა სხვა გოგო დაკავებული იყო.
ურუშაძე მამის მანქანით ბრძანდებოდა. დიდი, ვერცხლისფერი ჯიპი თითქმის მარიშას კაბის ფერი იყო.
მთელი გზა უხმოდ მგზავრობდნენ, რადგანაც, როგორც ჩანდა, ავტომანქანის მართვისას ურუშაძეს ენამახვილობა უქრებოდა.
როდესაც მთავარი გზიდან გადაუხვიეს და დიდ ჭიშკართან შეჩერდნენ, მარიშას გაოგნებული შეძახილი ამოხდა – ბარათაშვილების სახლზე მართლაც მამული უფრო ითქმოდა.
უზარმაზარი, სამ სართულიანი შენობა, დიდი ეზოთი და მცირე შადრევნით, მარიშას რომელიღაც ჰოლივუდურ ფილმს აგონებდა.
მართლაც ძალიან მდიდრები უნდა ყოფილიყვნენ.
ურუშაძემ მანქანა ჭიშკარში გაატარა, გააჩერა და მარიშას ღიმილით გადახედა.
-აბა, მადმუაზელ, მზად ხართ?
მარიშამ თავი გაიქნია.
-რა გრანდიოზული რამე ჩანს- ამოიბუტბუტა შეშინებულმა.
-გრანდიოზულო მერე ნახე, ჩვენ რომ მივალთ- გაიჯგიმა ურუშაძე- აბა, აბა, ნუ გეშინია, კავალერი რისთვის გყავს? შენ თავს არავის მოვატაცებინებ- ბიჭი მანქანიდან მკვირცხლად ჩახტა, გოგონას კარი გაუღო და მკლავი შესთავაზა.
-ეს ყველაფერი ფილმს უფრო ჰგავს- წაიბუტბუტა მარიშამ, როდესაც ხალხით სავსე დარბაზში შეაბიჯეს და მის ყურებს კლასიკური მუსიკა მისწვდა- გაფიცებ, არ დამცინო, კარგი? პირველად ვარ ასეთ წვეულებაზე.
ურუშაძემ ხელზე ხელო ოდნავ მოუჭირა.
-ასეთ პერო ფართიზე მეც პირველად ვარ, ტაკ შტო… არ ინერვიულო. – უთხრა სერიოზულად.
გოგონამ მადლიერებით ახედა.
თითქოს სხვანაირები იყვნენ. აქ, ამ ზღაპრულ სამყაროში მარიშა პრინცესას ჰგავდა, დაჩი კი რაინდს.
შავ სმოკინგსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი, ასაკით უფროსი ჩანდა, ხვეული თმები (როგორც იქნა!) დაევარცხნა და ისე გადაეწია, რომ მისი დახვეწილი პროფილი კარგად ჩანდა.
თითქოს ოინბაზი ბიჭი და უხეში, მუდამ თავდაცვაში მყოფი გოგონა სადღაც კარს მიღმა დარჩნენ, დარბაზში კი ზრდასრულმა ქალ-ვაჟმა შეაბიჯა.

კლასელები მალევე იპოვეს. არავის არ უხუმრია მარიშას მისამართით.
შამპანურის ჭიქებით ხელში, ბავშვები თითქოს ერთ დღეში გაზრდილიყვნენ.
საუბრობდნენ ყველაფერზე, სკოლის გარდა, შემდეგ კი, სანამ მათთვის განკუთვნილ, მრგვალ მაგიდასთან გადაინაცვლებდნენ, მარიშამ ბარათაშვილს მოკრა თვალი.
გვერდით ნინია ედგა, რა თქმა უნდა.
სხვა ბიჭებივით, სმოკინგში გამოწყობილი, თავაზიანი ღიმილით ესაუბრებოდა არც მეტი, არც ნაკლები, მაშინდელ თავდაცვის მინისტრს.
ნინია მის გვერდით ბრწყინავდა, მთელ დიდებას ღირსეულად იღებდა, თუმცა ვინაიდან გოგონა ყოველთვის კარგად იცვამდა და მაკიაჟსაც მუდმივად ატარებდა, მისი ტრანსფორმაცია ისეთი თვალში საცემი არ იყო, როგორც დანარჩენი გოგონების.
-… შენ რას ჩუქნი?- ჰკითხა მარიშას დაჩიმ, როგორც ჩანს, სანამ გოგონა იუბილარის თვალთვალით იყო გართული, დანარჩენები საჩუქრებზე საუბრობდნენ.
-ემ… წიგნს. ოღონდ აქ ვერ წამოვიღე და ორშაბათს მივცემ- თქვა დარცხვენით – პატარა ჩანთა მქონდა და…
-ხო, მეც ორშაბათს უნდა მივცე ჩემი- ჩაილაპარაკა ბიჭმა და მარიშამ შვებით ამოისუნთქა- რა წიგნია?
-ნისლქმნილი. წაკითხული გაქვს?- მარიშას თვალები აენთო- ქართულად ჯერ არ გამოცემულა, მაგრამ უკვე მალე იქნება… თავის ჟანრში უმაგრესია…
-არ მაქვს წაკითხული- ინტერესით განაგრძო დაჩიმ საუბარი- რა ჟანრია?
-ფენტეზი- მარიშას ლოყები აუვარდისფრდა- ვიცი, ბავშვური გეგონება, მაგრამ…
-რატო ტო, მეც მაგრა მევასება ეგ ჟანრი. ადრე “მეტროს” კითხულობდი, არა? მაგის თამაში მაქვს, ძაან თეს… ძაან თემაა- ჩაახველა ურუშაძემ.
-თუ თამაშებზე მიდგა საქმე, “ვიჩერი” ყველაზე მეტად მომწონს, წიგნიც და თამაშიც!
-დაიცა ე, შენ რა, თამაშობ?
-ეგრე ვერ ვიტყოდი, კომპიუტერი არ მაქვს… უფრო სწორად მაქვს, მაგრამ თამაშისთვის არ გამოდგება- დაიმორცხვა გოგონამ და თვალი გააყოლა, როგორ აართვა ბიჭმა ოფიციანტს ორი შამპანურის ჭიქა- მაგრამ ჩემს ბიძაშვილთან ვთამაშობ ხოლმე, როცა მივდივარ…
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე ხოლმე და ვითამაშოთ, ბოლო ნაწილი მაქვს- ღიმილით უთხრა დაჩიმ და შამპანური გაუწოდა – თუ რა თქმა უნდა, სკოლის უჭკვიანესი გოგო სათამაშოდ მოიცლის… აი, იუბილარიც – ბოლო სიტყვები ხმამაღლა წამოიძახა და მარიშას ზურგს უკან ვიღაცას გაუღიმა.
ბარათაშვილს თავისი წითელკაბიანი დედოფალი მინისტრთან დაეტოვებინა და კლასელებთან შესახვედრად, ჩვეული შეუმჩნეველი ნაბიჯებით მისულიყო.
მარიშასთან ისე ახლოს იდგა, რომ როდესაც გოგონა უკან მიბრუნდა, მკერდზე შეეჯახა ბიჭს.
-უი… უკაცრავად… მგონი ფეხი დაგადგი- დარცხვენილმა გაიცინა და ბიჭს ახედა – გილოცავ დაბადების დღეს.

მარიშამ ის გააკეთა, რასაც ხალხი ჩვეულებრიც მილოცვისას აკეთებდა – ბიჭისკენ გადაიხარა, ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.
სულაც არ ჰქონია ჩაფიქრებული, რომ ტუჩებს შეახებდა, უბრალოდ ლოყის მიდებას და ჰაერის კოცნას აპირებდა, მაგრამ ბარათაშვილის სიახლოვეს ყოველთვის… როგორღაც, უცნაურად იქცეოდა.
მის კანზე საკუთარი ტუჩების შეგრძნებამ დააბორიალა, მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და სასწრაფოდ დაიხია უკან.
-მაპატიე… მგონი ტუჩსაცხი წაგისვი… დამავიწყდა… – ამოილუღლუღა და სახეგახევებულ, კრიჭაშეკრულ ბარათაშვილს შიშით შეაჩერდა – არ გეწყინოს, კარგი? – და რადგანაც ბიჭი ხმას ისევ არ იღებდა, სწრაფი მოძრაობით მოაშორა ვარდისფერი კვალი ბიჭის ლოყიდან ხელით.
მისდა საბედნიეროდ, დანარჩენი კლასელებიც შეუერთდნენ მილოცვებით და გოგონებმა ბარათაშვული ისე ჩაკოცნეს, რომ მარიშას ელდა ოდნავ გაუნელდა.
ალბათ მაინც არ ესიამვონა ბარათაშვილს მისი დანახვა.
ალბათ არ უნდოდა, რომ ასეთი ღარიბი ოჯახის შვილი ამ ბრწყინვალე საზოგადოებაში გამოჩენილიყო?
გაბრიელმა ყველას მადლობა გადაუხადა და დაჩის მიუბრუნდა.
-ორი სიტყვით, კაი?- უთხრა სერიოზული სახით და დაჩი წარბებაწეული გაჰყვა დარბაზის ბოლოს, გასასვლელისკენ გეზაღებულ იუბილარს.
მარიშას ბევრი არ უფიქრია ბიჭებზე. ან რა იყო საფიქრალი?
თუ ბარათაშვილი დაჩის უსაყვედურებდა, რატომ მიიყვანა მარიშა წვეულებაზე, ესეც არაფერს ნიშნავდა. ის უკვე იქ იყო და კლასელებთან ერთად მხიარულობდა, თუ კი ბარათაშვილი ვერ იტანდა, ამაზე სადარდებლად მთელი ცხოვრება ექნებოდა, ოღონდ არა ის საღამო.
შამპანურის მეორე ჭიქას ცლიდა მარიშა, როდესაც დაჩი უკან დაბრუნდა და გოგონას გვერდით არეული სახით ჩამოჯდა.
-რა მოხდა, მშვიდობაა? ხოარ გეჩხუბა, რომ მომიყვანე?- უჩურჩულა გოგონამ ურუშაძეს და თვალებში შეაჩერდა.
ბიჭმა გაოგნებულმა შეახვედრა მზერა.
-რომ მოგიყვანე? მაგაზე რატო უნდა მეჩხუბოს?
მარიშამ მხრები აიჩეჩა.
-რავი, ეგ ხო ვერ მიტანს… ალბათ არ გაუხარდა ჩემი დანახვა…
-ვერ ხარ შენ? საერთოდ საიდან ფიქრობთ გოგოები ეგეთ შტერობებს? – გაცხარდა დაჩი- ვერ გიტანს კი არა…
უცბად დადუმდა და გოგოს უმეტყველო მზერით მიაჩერდა.
-დაივიწყე… პროსტა იცოდე, რომ… ნაგლი რომ არ იყო, დანარჩენები უფრო დაგიმეგობრდებოდნენ, კლასში არავის სძულხარ და მით უმეტეს, დაბ დღეზე მისვლისთვის არავინ გეჩხუბება. გასაგებია?
მარიშამ თავი მორცხვად დაუქნია.
-რა კომპლექსა ტიპი ხარ რა- თავი გაიქნია ურუშაძემ და ჩანგალი გაბრაზებით ჩაარჭო ქათმის ბარკალს.

მარიშა ბედნიერი იყო. ცხოვრებაში პირველად, წვეულებაზე დაპატიჟეს, ირგვლივ სასიამოვნო მუსიკა ისმოდა, კლასელებს მხიარულად ესაუბრებოდა, არანაირი ძალდატანება ან შიში, რომ არასწორად გაუგებდნენ ან დასცინებდნენ.
რაღაც დროის შემდეგ, ბარათაშვილი მათ მაგიდას შეუერთდა, ნინიასთან ერთად და ისიც ლაღად ჩაერთო საუბარში.
სულაც არ ეტყობოდა, რომ რაიმეზე ბრაზობდა, თუმცა მარიშას საერთოდ არ უყურებდა.
გოგონას ეს მოსწონდა კიდეც. მიზეზი ჰქონდა, მოსაუბრისთვის ეცქირა და თან ლეგალურად. უყურებდა და ტკბებოდა მისი შუბლზე ჩამოშლილი, ქერა კულულებით, თხელი ცხვირით და გამოყვანილი ყბის ძვლებით, ყელის გამოკვეთილი ადგილით და ტუჩებით…
შამპანური თავისას აკეთებდა.
მარიშას თვალები აუბრჭყვიალდა.
რა იქნებოდა, ერთხელ მაინც შეეხედა ბიჭს.
ბარათაშვილი მას ვერ ამჩნევდა.
ცალი ხელი დაუდევრად ედო ნინიას მხარზე და საუბრისას ოდნავ უსვამდა თითებს გოგონას შიშველ მხრებზე.
ნინიას ადგილზე მარიშა რომ ყოფილიყო, ბიჭის თითები ასე მას რომ შეხებოდა, ალბათ ადგილზე მოკვდებოდა.
ამის წარმოდგენაზე მუცელი უცნაურად დაეჭიმა და ფეხებს შორის დაბუჭება იგრძნო.
ბარათაშვილმა თვალი თვალში გაუყარა და ეს ისეთი მკვეთრი და მოულოდნელი ქმედება იყო, გოგონამ ამოიოხრა.
თითქოს მთელი ეს დრო უყურებდა, უბრალოდ ისე, რომ მარიშას ვერ შეემჩნია.
ბიჭმა მზერა ცოტა ხანს გაუსწორა, შემდეგ ნინიას მხრიდან ხელი ჩამოიღო და მოსაუბრეებს მოუბოდიშა.
მაგიდას შემოუარა და მარიშას მხართან დაიხარა.
-ირემაძე, აქ განათლების მინისტრია, არ გინდა, შანსი გამოიყენო და ახალი საპილოტე მოდელის შესახებ შენი მოსაზრებები გაუზიარო?- ჰკითხა ოფიციალურად.
გოგონამ დაბნეულად ააფახუნა წამწამები, თუმცა სანამ უარს იტყოდა, ბარათაშვილმა ხელი ჩაჰკიდა და წამოაყენა.
-მალე დავბრუნდებით, ბავშვებო, არ მოიწყინოთ – გადასძახა ბიჭმა დანარჩენებს და გოგონა თან გაიყოლა.
-გაბრიელ- ამოიჩირჩულა მარიშამ და ბიჭის იდეალურ პროფილს ახედა – ორი ჭიქა შამპანური მაქვს დალეული, მინისტრთან ენა დამებმება!
-არ ვაპირებ მინისტრთან შენ წარდგენას, ვიცი, რომ მთვრალი ხარ – კბილებში გამოსცრა ბიჭმა და გოგონა მცირე თაღის გავლით დერეფანში გაატარა, შემდეგ მოწყვეტით შედგა და მარიშა კედელზე ააკრო, მის თავთან დახრილი, კედელს ხელით დაეყრდნო და გოგონამ მისი სუნთქვა სახეზე იგრძნო.
ინატრა, რომ ფხიზელი ყოფილიყო, რომ ეს ყველაფერი, გაბრიელის სიახლოვე, ცხადად შეეგრძნო და სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაშიხ თუმცა კედლები სულ უფრო და უფრო მეტად ირწეოდა მარიშას გარშემო.
-ამდენი რატომ დალიე, თუ სასმელს ვერ იტან?- ჰკითხა ბარათაშვილმა, თუმცა ისეთი მკაცრი ხმა არ ჰქონია, როგორც მანამდე.
მისი სახე ზედმეტად ახოლოს იყო მარიშასთან, გოგონა ხედავდა მის გაფართოებულ გუგებს და ოფლით დანამულ შუბლს.
ორად გაპობილ ტუჩებს.
-გაბრიელ, რას…
-დაჩის ზედმეტი არაფერი გააბედინო – ხმადაბლა, თითქმის მის ტუჩებთან იჩურჩულა ბიჭმა და მარიშამ სასოწარკვეთით ამოიოხრა. მის ასეთ სიახლოვეს ვერ გაუძლებდა.
პასუხი არ გაუცია.
აცახცახებული, ბიჭის მთელი სხეულით დაფარული, მხოლოდ იმას ლოცულობდა, გული არ წამივიდესო.
-გაბრიელ…მგონი ცუდად ვარ- ამოილუღლუღა და ბიჭს შუბლით მიეყრდნო- უნდა დავწვე.
ბიჭმა ამოიოხრა და გოგონა მიიხუტა.
-წამოდი, წაგიყვან – დაიჩურჩულა მის თმაში ცხვირჩარგულმა.

***
დილით სამსახურში ძალიან ადრე წავედი.
რვის ნახევარზე უკვე კაბინეტში ვიყავი და ჩემი სტრატეგიის დეტალებს ვუკირკიტებდი.
საქმეზე ორიენტირება ყოველთვის მშველოდა.
გამოუძინებელი და გაწამებული ვიყავი. საერთოდ არ მეძინა და ეგ იყო მიზეზი ასე ადრე მისვლისა ოფისში.
ვიჯექი და ვფიქრობდი იმ დროზე, როდესაც ცხოვრებაში პირველად დამთვრალი, ბარათაშვილის საძინებელში გავითიშე, მეორე დღეს კი დედამისმა გამაღვიძა, ფორთოხლის წვენით ხელში.
იმ ღამიდან ბევრი არაფერი მახსოვდა, მხოლოდ ის, რომ ბარათაშვილმა უგონოდ მთვრალი გამომარიდა მაგიდას.
ყოველთვის მაინტერესებდა, მოხდა თუ არა იმ საღამოს ისეთი რამ, რაც უნდა მხსომებოდა, თუმცა ვერაფერს ვახერხებდი.
სხვა მხრივ, ჩემი კლასელები უჩვეულოდ მეგობრულები გახდნენ და მეც აღარ მიწევდა მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა. რაიმე სამარცხვინო რომ ჩამედინა, ხომ დამცინებდნენ?
ამიტომ ჩავთვალე, რომ არაფერი მომხდარა.
ბარათაშვილი ამ თემაზე ხმას არ იღებდა და საერთოდ არ ცნობდა იმ ფაქტს, რომ ღამე მის საძინებელში გავატარე.
მის საწოლში.
მის ბალიშზე.
უდიდესი ირონია იყო, რომ ეს საოცნებო სიტუაცია გამოვცადე და საერთოდ არაფერი მახსოვდა.
ეს ყველაფერი, ჩემი ბედის ამოუხსნელი ირონიის გრძნობა და ჩახლართული გრძნობები მშვენივრად დავფარე პროექტზე მუშაობით, თუმცა ამან კიდევ უფრო სავალალო შედეგი გამოიღო – როგორც კი გონებამ მტანჯველი ფიქრები შეწყვიტა, ძილი მომერია.
თავი პირდაპირ გადაშლილ ფურცლებზე დავდე, თვალები დასვენების მიზნით დავხუჭე და ჩამეძინა.
მსუბუქმა შეხებამ გამაღვიძა და ფეთიანივით წამოვხტი.
ბარათაშვილი ჩემკენ დახრილიყო და ინტერესით მიყურებდა.
-როგორც ვხვდები, ეს ის დოკუმენტია, რომელზეც უნდა “ვიმუშავოთ”- მრავალმიშვნელოვნად დახედა ჩემ ბალიშად ტრანსფორმირებულ გადაშლილ საქაღალდეს- იმედია, არ დადორბლე.
-ღმერთო ჩემო! არა!- წამოვიძახე სირცხვილისგან აწითლებულმა – უბრალოდ თვალები დავასვენე.
-თვალებს ყოველთვის ხვრინვით ასვენებ თუ ეს გამორჩეული შემთხვევა იყო?- ჩაიცინა და ფურცლებს ხელი დასტაცა- აბა ვნახოთ, აქ აშკარად იკითხება, რომ რთული ღამე გქონდა…
ფურცლებიდან თვალები ჩემზე გადმოიტანა და უფრო ფართოდ გამიღიმა.
-ვხვრინავდი? ვაიმე… მართლა?- ამოვიკვნესე და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი- წუხელ დაძინება გამიჭირდა…
-რატომ, რამე გაწუხებს?- სწრაფად დასერიოზულდა- თუ გინდა, “დეი ოფი” აიღე, პრობლემა არაა…

შენ მაწუხებ, გაბრიელ, შენ.

-არა, უკვე გამოვიძინე- ჩავიფრუტუნე- მადლობა, მართლა კარგად ვარ, უბრალოდ ხანდახან ასე ხდება, ვერ იძინებ და მორჩა.
ბარათაშვილმა ისეთი სახით შემომხედა, რომ არ დამიჯერა.
-სახლში წადი და გამოიძინე.
-არა! სტრატეგია უნდა განიხილო და შემდეგ ბათუ ათარიანის კონტაქტებზე გავიდეთ… როდის გეგმავ შემდეგ ვიზიტს სვანეთში?
-ჯერ არ ვიცი- თავი გაიქნია – ამჯერად თურქმენეთში მიწევს წასვლა… და სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა… შეგიძლია, შენც წამოხვიდე?
ამას არ მოველოდი. ვეცადე, აღელვება არ დამტყობოდა და საქმიანი სახით ვკითხე, თუ რაში სჭირდებოდა ჩემი თანხლება.
-არაფორმალურ ვახშამს ვგეგმავ ერთ-ერთ ბიზნესმენთან, რომელიც ასევე პრეზიდენტის ახლო ნათესავია. საკმაოდ ახირებული კაცია და ვფიქრობ, რომ მარტოს გამიჭირდება… გარეშე თვალი და პირი მჭირდება, რუსულის კარგად მცოდნე, გამოცდილი კომუნიკაციაში…
-ღუდუშაური რატომ არ მიგყავს? რუსული მშვენივრად იცის და თან მაგაზე კომუნიკაბელური ადამიანი იშვიათია…
-წავიყვანდი, ნიკო ლამაზი ქალი რომ იყოს – მრავალმნიშვნელოვნად აწკიპა წარბები- ატაევის სისუსტე ევროპელი ქალებია.
პირი დავაღე.
ის რა…
-შენი იმედი მაქვს, რომ მის მოხიბვლას შეძლებ- რადგანაც შოკირებული ვდუმდი, საუბარი განაგრძო – როგორც ფიზიკურად, ასევე გონებით. თურქმენეთში სახელმწიფო რელიგია ისლამია, იქ წარმატებული და თავდაჯერებული, ევროპელი ქალი ლამის ისეთივე გასაკვირია, როგორც ჩვენთან ქალი პრემიერის არჩევა – გამიღიმა და მივხვდი, რატომაც მთხოვდა ამას მე – შენი პერსონა შეიძლება გადამწყვეტი არ იყოს ატაევთან მოლაპარაკებებისას, მაგრამ, ჯერ ერთი, მარტო არ ვიქნები არაფორმალურ ვახშამზე, სადაც მათ თანმხლები ქალბატონები ეყოლებათ და მეორეც – ვახშამს თუ სასიამოვნო განწყობით დავიწყებთ…
ხომ ხვდები, უზომოდ მომხიბლავი ვარ, მაგრამ აშკარად არ ვჯდები ატაევის გემოვნებაში- თვალისმომჭრელად გამიცინა – აბა, რას იტყვი? ხმა ამოიღე, თორე უკვე ვნერვიულობ…
-ემ…- ყელი ჩავიწმინდე – შემოთავაზება ნამდვილად უჩვეულოა – ამოვიბუტბუტე – მაგრამ თუ კი ეს ისაა, რაც გჭირდება, მაშინ… რა თქმა უნდა, დაგეხმარები.
ბარათაშვილს თვალებში სითბო ჩაუდგა.
-მადლობა, მარიშა.

***

მზის სხივებმა აიძულეს, თვალები გაეხილა და თავი წამოეწია.
ბევრი არაფერი ახსოვდა, მხოლოდ სიზმარი წვეულებაზე და ლამაზ, ვერცხლისფერ კაბაზე.
ქერათმიან უფლისწულზე და მის სასახლეზე.
ფანჯარას ზურგი აქცია, საწოლზე გადაბრუნდა და ძილის გაგრძელება დააპირა, თუმცა რაღაც ისე არ იყო… საწოლი… დიდი, კომფორტული და აშკარად- სხვისი.
ელდანაცემი წამოხტა და მიმოიხედა.
ოქროსფერში გაფორმებულ, ნათელ, დიდი ოთახში მარტო იყო.
ხმადაბლა წამოიყვირა და წინა ღამის მოგონებები ერთიანად დაეტაკა.
ბარათაშვილი.
მის სახლში იყო!
ჯერ კიდევ!
სასწრაფოდ წამოხტა, ფეხებში გრძელი, ვერცხლისფერი კაბა გაეხლართა და იატაკზე მოადგინა ზღართანი.
მისი კივილის პასუხად, კარზე კაკუნი გაისმა.
მალევე გამოჩნდა ქერათმიანი თავი, რომელმაც მოკრძალებულად შემოიჭყიტა ოთახში, ოღონდ ეს ბარათაშვილი არ იყო.
ქალს გრძელი, ულამაზესი, ბუნებრივი ქერა თმა ჰქონდა და ნაცნობი, ნაცრისფერი თვალები.
იგი სხვა არავინ იქნებოდა, თუ არა ბარათაშვილის დედა.
-საყვარელო, კარგად ხარ? შეიძლება შემოვიდე?- იკითხა თბილი ხმით და მარიშას ყველა კუნთი გაუხევდა.
-ემ… ე… რა თქმა უნდა, დიახ, ისა… სად ვარ?
ქალმა კარი ზურგს უკან მიიხურა და მარიშას მიეჭრა, რომ წამოდგომაში დახმარებოდა.
-გაბრიელმა მითხრა, რომ შეუძლოდ გახდი, მის ოთახში ხარ… ნუ ღელავ, თავად კლასელებთან ერთად ისე გაერთო, საკუთარი ოთახი არც დასჭირვებია- დაამატა მარიშას გამომეტყველების დანახვისას- მთელი ღამე ცეკვავდნენ, რა სამწუხაროა, რომ დააკლდი, გაბრიელს ძალიან ეწყინა.
გოგონამ წარბები გაკვირვებით ასწია, თუმცა ცნობისმოყვარეობას სირცხვილმა სძლია.
-მაპატიეთ, მე… შამპანური აქამდე არ გამისინჯავს და არ ვიცოდი, თუ ვერ ვიტანდი… ღმერთო, დედა ალბათ მომკლავს…
-მაგაზე არ იდარდო, გაბრიელმა მთხოვა და წუხელ შენს მშობლებს დავურეკე. ვუთხარი, რომ ბავშვები გვიანობამდე რჩებოდნენ და ვთხოვე, შენც დაეტოვებინე. დედაშენი ძალიან სასიამოვნო ქალია.
მარიშამ პირი დააღო.
-თქვენ… ეს… ძალიან დიდი მადლობა- ამოილუღლუღა და კიდევ აპირებდა სამადლობელი სიტყვების დამატებას, როდესაც კარი ამჯერად დაუკაკუნებლად შემოხსნეს და ოთახში მაღალი, მოკლედ შეჭრილი, ოქროსფერთმიანი გოგონა შემოიჭრა. იგი მარიშაზე უფროსი ჩანდა, თუმცა არც ძალიან – სავარაუდოდ, ოც წლამდე იქნებოდა.
-გაიღვიძა? ა? როგორ ხარ, გოგონი?- მაღალი და ტანადი, ორიოდე ნაბიჯში მიეჭრა მარიშას და ხელი დაუჭირა – გაბრიელმა თქვა, ისე დათვრა, ფეხს ძლივს ადგამდაო, ხელში აყვანილი ამოგიყვანა აქ- გადაიკისკისა.
-ანაბელ- მკაცრად გააწყვეტინა ქალმა გოგონას და სირცხვილისგან აჭარხლებულმა მარიშამ გაიფიქრა, ალბათ ეს გაბრიელის და არისო – სტუმარს ნუ აწუხებ…
-კარგი რა, ვაწუხებ კი არა, დასახმარებლად მოვედი… წამოდი, მარიშკა, ჩემს ოთახში წაგიყვან და რამე ნორმალურს ჩაგაცმევ… ისე, შხაპი არ გაწყენდა… მოკლედ, დედაჩემო, მე მივხედავ.
მარიშამ ხელები გაასავსავა.
-არა, არა, საჭირო არაა. წავალ მე… სახლში ალბათ მელოდებიან…
-შუადღემდე არ გელოდებიან, დედამ უთხრა, რომ საუზმეზე რჩები- უაპელაციო ხმით მოუჭრა ანაბელმა- წამოდი, წამოდი.
მარიშამ საშველად გაბრიელის დედას გახედა, თუმცა ქალმა შვილს თავი დაუქნია და უთხრა, რომ სასაუზმოდ ნახევარ საათში ელოდებოდა გოგონებს.
ანაბელმა გოგონას ხელი ჩაჰკიდა, იძულებით გაათრია კარიდან და რამდენიმე კარის გამოტოვებით, თეთრი, ნახატებით აჭრელებული კარი შეაღო.
ანაბელის ოთახი ისეთივე დიდი და ნათელი იყო, როგორც გაბრიელის, თუმცა იქ ნაკლები წესრიგი სუფევდა.
იქრგვლივ ყველგან ტანსაცმელი და კოსმეტიკა იყო მიმოფანტული და სუნამოს მძრაფრი სუნი იდგა.
-საშხაპე აქეთაა – ამოსუნთქვა არ აცადა, ისე ჩაახუტა მარიშას ფუმფულა ხალათი და პირსახოცი გოგონამ და მეორე კარში უკრა თავი – ათ წუთში გამოდი!

დაბორიალებული ირემაძე ვარაუდით შევიდა აბაზანაში, გაჭირვებით მოძებნა ცხელი წყლის ჩამრთველი და სანამ გაუხეშებულ თმას იქაფებდა, საკუთარ თავს ფიქრი აიძულა.

ის ბარათაშვილის სახლში იყო.
ბარათაშვილის დედამ იატაკზე გაშხლართულს შეუსწრო,
მისი და აშკარად მიანიშნებდა, რომ დასაბანი იყო და არა მხოლოდ ეს, ახლა ანაბელის ოთახში მყოფი, მისი შხაპის ქვეშ იდგა, მისი შამპუნით იბანდა და სავარაუდოდ, მის ტანსაცმელს ჩაიცვამდა.

როგორმე იმ სახლიდან ცოცხალს უნდა გაეღწია და ამ ყველაფერზე მერე იდარდებდა.

სწრაფად გადაივლო წყალი, ფუმფულა ხალათი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე და მოკრძალებული სახით შეუერთდა ანაბელს ოთახში.
გოგონას მთელ საწოლზე ტანსაცმელი გაეშალა და ჩაფიქრებულს, საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიედო.
-რა ზომას იცვამ? მაღალი ხარ, მგონი თითქმის ერთი ტანი გვაქვს, უბრალოდ შენ უფრო გამხდარი ხარ, რა ბედნიერი ხარ!
მარიშამ ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა.
-არ ვიცი ზომა, ალბათ… ესი?
-იქს ესი, უეჭველი- ანაბელმა მისი წელი მზერით გაზომა და ღია ფერის ჯინსს დასტაცა ხელი.
-ეს ცოტა პატარა მაქვს, შენ მოგერგება დაა, აი ეს ზედა- მუქი შინდისფერი, გულამოღებული კოფთა ჯინსის შარვალთან ერთად მარიშას მიაჩეჩა – ფერი მოგიხდება… უბრალოდ, ლიფზე ვერაფრით დაგეხმარები, შენზე მინიმუმ ორი ზომით დიდი მკერდი მაქვს, შენ კაბას კი ჩაკერებული ლიფი აქვს. არა უშავს, ულიფოდ ჩაიცვი, პატარა მკერდი გაქვს და ვულგალურად მაინც არ გამოჩნდება… შენი პალტო ქვევითაა.
მარიშამ იფიქრა, ხმა საერთოდ დავკარგეო. ანაბელი ისეთი აქტიური იყო, დარწმუნებული არც იყო, თავად საუბარი საერთოდ სჭირდებოდა თუ არა.
-მადლობა – ამოილუღლუღა ბოლოს.
-ჩაიცვი და თმას მივხედოთ- ხელი ჩაიქნია გოგონამ.
მარიშა აბაზანაში დაბრუნდა. ჯინსი და კოფთა მართლაც იდეალურად მოერგო. ძალიან მოეწონა, ახალი ტანსაცმელი იშვიათად შეეძინა, მით უმეტეს, ასეთი მოდური.
როდესაც ანაბელის წინ, ტუალეტის მაგიდასთან დაჯდა, გოგონამ კომპლიმენტებით აავსო.
-ძალიან კარგი ტანი გაქვს, რა გამხდარი ხარ! სულს გავყიდდი ასეთი წვრილი წელისთვის…
-ხუმრობ?- გაოგნებულმა მარიშამ თავი ვერ შეიკავა- სარკეში ოდესმე ჩაგიხედავს? მზეთუნახავს გავხარ!
მისმა გულწრფელმა ტონმა ანაბელი გაამხიარულა.
-იცი, იმაზე გაცილებით საყვარელი ხარ, ვიდრე გაბრიელი აღგწერდა.
-გაბრიელი მე მახსენებდა?- თავი ვერ შეიკავა მარიშამ, მუცელში კი სიხარულის პეპლები აუფარფატდა.
-გახსენებდა? მაგას ხსენება არ ჰქვია, გაუთავებლად შენზე ლაპარაკობს…
-დარწმუნებული ხარ, რომ ნინიაში არ გეშლები?- ჩაიფრუტუნა მარიშამ.
-იმ მოდელში? არა… შენ ხომ სკოლაში ყველაზე ჭკვიანი გოგო ხარ? მარიშა ირემაძე, არა?
თავი მდუმარედ დაუქნია. გაკვირვებისგან საუბარს ვერ ახერხებდა. ნუთუ გაბრიელი ოჯახში მასზე ასე საუბრობდა.
-სკოლაში რომ გადახვედი, ის დღე მაგრად მახსოვს- განაგრძობდა ანაბელი- გაბრი სახლში გააფთრებული დაბრუნდა. მანამდე კლასში საუკეთესო იყო და უნდა გენახა, როგორ ბრაზობდა ! “ის ირემაძე, ნამდვილი მანიაკია! მასწავლებელს კითხვა დასრულებული არ აქვს, უკვე ხელს იწევს!” “მასწავლებელმა ის შეაქო საუკეთესო და სრული პასუხისთვის”, “ჩემი ნიშანი მიისაკუთრა” და ასეთები… მაგრად შურდა!- ანაბელმა გოგონას თმა კულულებად დაუხვია და მაკიაჟზე გადავიდა.
მარიშამ ტუჩი მოიკვნიტა.
-ანუ მაგიტომ ვერ მიტანს?
-ვერ გიტანს?- წამოიყვირა ანაბელმა – ნუ… რავი, შეიძლება თავიდან მართლა ვერ გიტანდა, მაგრამ ახლა უფრო გაქებს ხოლმე.
მარიშამ ყურებს არ დაუჯერა.
-მაქებს?
-ამბობს, რომ პირველი ქალი პრემიერი გახდები, რადგან რაც არ უნდა დაისახო მიზნად, აუცილებლად მიაღწევ. ოღონდ, არ უთხრა, რომ გითხარი, თორემ მომკლავს…
-არა, არ ვეტყვი…
-აჰა, ესეც ასე, ახლა კი წავიდეთ, ვისაუზმოთ.

მარიშას თავის დაძვრენა უნდოდა. აპირებდა, სწრაფად მოებოდიშებინა ბარათაშვილების დიასახლისისთვის და როგორმე სახლის გზა ეპოვა, თუმცა გეგმა მარტივი შესასრულებელი არ აღმოჩნდა.
ანაბელმა იგი პირდაპირ სასადილო ოთახში ჩაიყვანა, სადაც ქალბატონი ბარათაშვილი უკვე მაგიდასთან მჯდარი ელოდებოდათ.
მარიშამ ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო, უნდა ეთქვა, სასწრაფოდ უნდა წავიდეო, რომ სასადილოში, მეორე კარიდან სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი და თმააჩეჩილი ბარათაშვილი შემოვიდა.
ბიჭი კარში გაშეშდა და გოგონას კოფთაზე მზერა გაეყინა.
მარიშას გაახსენდა, რომ ლიფი არ ეცვა და წამში კოფთისფერი დაედო სახეზე.
-დასხედით, ბავშვებო, საუზმე ცივდება- თქვა ქალმა და ისეთი შეუვალი მზერით მიანიშნა მაგიდაზე, რომ მარიშამ წინააღმდეგობა ვეღარ გაბედა.
მაგიდას უხმოდ მიუსხდნენ და გოგონამ, ბოლოს და ბოლოს, გაბრიელის დედის სახელიც დაადგინა – ლიზა.
მუცელი ისე უწრიალებდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ეჭამა შოკოლადიანი ბლინები, რომლებიც ანაბელმა მის თეფშზე დაუკითხავად დაახვავა.
გაჭირვებით მოსვა ფორთოხლის წვენი და თვალი გაბრიელისკენ გააპარა.
“გაბრიელმა თქვა, ისე დათვრა, ფეხს ძლივს ადგამდაო, ხელში აყვანილი ამოგიყვანა აქ”
სირცხვილის ალმური მთელ სხეულში მოედო.
ბარათაშვილმა მისი მზერა დაიჭირა და ნეიტრალური გამომეტყველება შეაგება.
არა, აქ, მის სახლში, მის სიახლოვეს. უბრალოდ ვეღარ გაჩერდებოდა.

გოგონამ სწრაფად გადასანსლა ბლინი, ლიზას რამდენიმე კითხვას უპასუხა მომავალ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით და სასწრაფოდ წამოხტა მაგიდიდან.
-დიდი ბოდიში, მაგრამ დედა ძალიან გაბრაზდება, თუ კიდევ შევყოვნდები, ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში, ასე რომ შეგაწუხეთ. ეს… ჩემი მხრიდან… ძალიან… დაუფიქრებელი იყო. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა… ემ… ანაბელ, ტანსაცმელს…
-დაიტოვე!- სწრაფად უპასუხა გოგონამ- მე მაინც არ მერგება, ასე რომ…
-ძვირფასო, იქნებ ცოტა ხანს კიდევ დარჩე?- დაიწყო ლიზამ და ვაჟს მრავალმნიშვნელოვანი მზერით გადახედა, თითქოს მის მხარდაჭერას ელოდებაო.
-დედა, მგონი ირემაძემ გასაგებად თქვა, რომ სახლში ელოდებიან – მთელი დილის განმავლობაში, პირველად ამოიღო ხმა ბარათაშვილმა. ბიჭს ჩვეულებრივზე უფრო დაბოხებული ხმა ჰქონდა, ალბათ, გვიან გაღვიძების გამო – დაანებე თავი.
-ოხ, გაბრიელ, რა მანერებია- თავი გაიქნია ლიზამ- წამოდი, საყვარელო, შენი კაბა და პალტო აქეთაა. ჩვენი მძღოლი წაგიყვანს.
-დიდი მადლობა – გაიმეორა მარიშამ ისე, რომ ბიჭს კი არა, საკუთარ დაუსრულებელ საუზმეს დასქცეროდა – კარგად.
-გამოგვიარე ხოლმე, რა! – დააწია ანაბელმა არხეინად.
-ნახვამდის- თითქმის მოკუმულ ტუჩებში გამოსცრა ბარათაშვილმა.

მარიშამ აკანკალებული ფეხებით ძლივს გააღწია სასადილო ოთახიდან.

***
ჩვენი ვიზიტი მომდევნო კვირის ბოლოს ჩაინიშნა.
მთელი დარჩენილი დრო ღუდუშაური მოახლოებული შეხვედრისთვის მამზადებდა – გამიმხილა ყველა დეტალი, რაც კი შეიძლებოდა დამჭირვებოდა თურქმენელ მილიარდელთან მოლაპარაკებებისას.
ღუდუშაური კომუნიკაციების ექსპერტი იყო და მისგან ბევრი სასარგებლო ხრიკი ვისწავლე, თუმცა როდესაც მირჩია, რომ შეხვედრაზე ისეთი კაბა და ლიფი ჩამეცვა, რომელიც ჩემს არც თუ ისე დიდ მკერდს უკეთესი რაკუსით წარმოაჩენდა, თავში რვეული გავუქანე.
-ცუდად არ გაიგო- რვეული მოხერხებულად აიცილა და გამეკრიჭა – იდეალური ფორმები გაქვს, უბრალოდ საერთოდ არ აჩენ. აბა რა არის ეგ ფართხუნა პერანგი, მასე ბებიაჩემიც კი არ იცვამს.
-ამას კონსერვატული სტილი ეწოდება, კრეტინო- წავუსისინე – და საერთოდ, დილით რომ ვიღვიძებ, სულაც არ ვფიქრობ იმაზე, როგორ დავაპროვოცირო ქალებს დახამებული კაცების ფანტაზიები!
-ო-ოო! ირემაძე, გეფიცები, მართლა მიკვირს, რანაირად გადაგეკიდა ის შენი ყოფილი უფროსი. სათვალეს ხანდახან რომ არ იხსნიდე, თქვენობით მოგმართავდი!
-იმას სულ არ სჭირდებოდა მიზეზი- ჩავიბურტყუნე.
-რაზე საუბრობთ?- როგორც ყოველთვის, ბარათაშვილი უხმაუროდ მოსულიყო კართან. მთელი ორი დღე სამსახურში არ გამოჩენილა, ამიტომაც, მის დანახვაზე გული მტკივნეულად ამიძგერდა.
-რაზე და ირემაძის მკერდზე, არ ფიქრობ, რომ ცოტა მეტად უნდა გამოიყენოს?-უტიფრად მიუბრუნდა მეგობარს ღუდუშაური და სრული სერიოზულობით ჰკითხა.

ბარათაშვილის ნეიტრალური სახე არ შეცვლილა, თუმცა ლოყები ოდნავ აუვარდისფრდა, აი მე კი, დარწმუნებული ვარ, ალეწილი სახე მქონდა.
-მოკეტე- გამოვცერი კბილებს შორის.
-ასეთი ლამაზი ქალი ცოდვა არაა?- განაგრძობდა ნიკო და სულ უფრო მხიარულობდა- სანამ ახალგაზრდა ხარ, უნდა გამოაჩინო…
-ღუდუშაური, აქედან მოშორდი და თვალში არ გამეჩხირო- ბარათაშვილს ყბის ძვალი დაეჭიმა და ისეთი ხმით უთხრა მეგობარს ეს სიტყვები, სხეულზე თმის ყოველი ღერი ფეხზე დამიდგა. გაბრაზდა?
მეც გავბრაზდი, მაგრამ მას პირდაპირ გააფთრებული ხმა ჰქოდნა.
ღუდუშაურს მხიარული გამომეტყველება გაუქრა, რაღაც წაილაპარაკა და სწრაფად გაშპა ოთახიდან.
-დაველაპარაკები, რომ ასე აღარ შეგაწუხოს- მომიბრუნდა ბარათაშვილი, სიბრაზისგან თვალები უელავდა – ბოდიში, იდიოტია.
-ღუდუშაურია, რა- ხელი ჩავიქნიე- მისგან ასეთები არ მწყინს…-სავარძლიდან წამოვდექი, მაგიდას შემოვუარე და მივეყრდენი.
-უნდა გეწყინოს. ასეთი რამე არავის არ გააბედინო, გასაგებია?
ჩემკენ წამოვიდა და ისიც მაგიდას მიეყრდნო. გვერდულად მიყურებდა,მეც შესაძლებლობა მომეცა, მისი იდეალური პროფილით დავმტკბარიყავი.

-საკუთარი თავის ფასი ხომ იცი?-დამრიგებლური ტონი ჰქონდა.
-რა თქმა უნდა… უბრალოდ…
-არავის. არ. აპატიო. ასე. საუბარი.- დამიმარცვლა დაძაბული ხმით.
-არ ვაპატიებ- ვიჩურჩულე რატომღაც ძალიან აღელვებულმა.
მისი ხმა, ტემბრი, გამომეტყველება, თვალები, შუბლზე ჩამოშლილი თმა, რომელიც მთელი ბავშვობა მინდოდა, ჩემი ხელებით გადამეყარა მისი სახიდან…
-ჩემზე ნუ იდარდებ, თავის დაცვა მეხერხება- ვთქვი ჩუმად.
ბარათაშვილი წელში გაიმართა და ოდნავ დამშვიდებულმა შემომხედა.
-რა ჰქვია?-მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
-ვის?- დავიბენი.
-შენს ყოფილ უფროსს. სასამართლო გადაწყვეტილებაში და ყველა ნიუსში მისი სახელი დაფარულია, ფაქტრობრივად, გამქრალია-შუბლი შეკრა და დამკვირვებლური მზერით შემათვალიერა.
-კი, იზრუნა, რომ მისი სახელი არ გამჟღავნებულიყო და ქვეყნიდან წავიდა- ჩავიფრუტუნე- გეგა აფრიაშვილი. ამაზე არ იფიქრო, საკადრისი მიიღო.
-და როგორ… როგორ გამოიხატებოდა მისი…-ბარათაშვილი სწორი სიტყვების შერჩევას ცდილობდა.
-შევიწროვება?- მივეხმარე სიტყვით და მხრები ავიჩეჩე- მხოლოდ მე კი არა, ყველა გოგოს ასე ექცეოდა. არასაჭირო შეხება უხერხულ ადგილებზე, ღამე დარეკვა და ეს-ემ-ესები ისეთ თემებზე, რაც საქმეს არ ეხებოდა, იძულება, სამუშაო საათების მიღმა დარჩენილიყვნენ სამსახურში, ვითომ მისახმარებლად, როცა საქმე არაფერი იყო, ჩემ შემთხვევაში დამიმარტოხელა და კოცნა სცადა- ხელი ჩავიქნიე.
-რა?- ბარათაშვილმა წამოიყვირა და ჩემკენ მთელი ტანით შემობრუნდა. მაგიდას ხელით დაეყრდნო, ძალიან ახლოს იყო – რა თქვი?
-ვთქვი, სცადა-მეთქი- გავუმეორე დაბეჯითებით- ფეხებს შორის წიხლი რომ ამოვარტყი, მერე დაკარგა მაგის სურვილი-ჩავიცინე და ოდნავ უკან დავიხიე. მისი საკუთარ სურნელში არეული სუნამოს სუნი მცემდა და ეს ადვილი ასატანი სულაც არ იყო.
-მერე? მარტო იყავი, ხომ არ…-სახე წაეშალა, ისე ანერვიულდა, თავი უხერხულად ვიგრძენი.
-სცადა, მაგრამ კარგად დავრბივარ- დავამშვიდე სასწრაფოდ- გამოვიქეცი და პოლიციაში დავრეკე. ჩანაწერიც მქონდა ჩვენი საუბრის, ასე რომ, საქმე მარტივად მოვიგე… ახლა კი ქვეყნიდან წასულია, ასე რომ, სანერვიულო არაფერი მაქვს…
-და რომ დაბრუნდეს?
კისერზე სიცივემ დამიარა.
-ალბათ არ დაბრუნდება.
-ალბათ?
-თუ დაბრუნდება, აბა ერთი სცადოს და მომიახლოვდეს- ამაყად ავწიე თავი.
ბარათაშვილს აღარაფერი უთქვამს. მდუმარედ მიყურებდა.
-ანუ, ვინმემ შენი კოცნა თუ სცადა, ფეხებს შორის წიხლს უნდა ელოდოს?- მკითხა დიდი ხნის დუმილის შემდეგ და გულზე მომეშვა, როცა ოდნავ ჩაიღიმა.
-ყველა არა, რა თქმა უნდა. – მხრები ავიჩეჩე და გავწითლდი.
-ანუ გამონაკლისები არსებობს? მხოლოდ უფროსები? – თვალები უცნაურად აუციმციმდა.
ჰაერი წყვეტილად ჩავისუნთქე და თავი გავაქნიე.
-მინიმუმ სიმპათიური უფროსი უნდა იყოს – დავიჩურჩულე და მის მზერას საკუთარი გავუსწორე.
ფიქრი მიჭირდა. თუ დავფიქრდებოდი, იქიდან თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი.
ბარათაშვილი გადმოიხარა, ჩემი ხელი საკუთარში მოიქცია და ნელა, ძალიან ნელა, ტუჩებთან მიიტანა.
-კარგი გოგო ხარ.
როდესაც მისი ტუჩები თითებზე შემეხო, ღრმად ამოვისუნთქე და მუცელში აუტანელმა სიმხურვალემ დამიარა. გული ისე მიცემდა, მისი ხმა ყურებში დაფდაფებივით ჩამესმოდა.
-გაბრიელ…
ბარათაშვილს თვალები წამოენთო და მე გონებაში იმ აზრმა გამიელვა, რომ მასაც იგივე გრძნობა ეუფლებოდა, როგორიც მე, როდესაც ჩემს სახელს წარმოთქვამდა.
-არ მიყვარს, როცა მასე მეძახი- მითხრა ჩურჩულით, თუმცა თვალებზე ბრაზი არ ეტყობოდა.
-რატომ?- სუნთქვას ამოვაყოლე კითხვა.
-იმიტომ, რომ…- ამოიოხრა და პასუხი დააყოვნა – მარიშა… მე…

ფეხის წვერებზე ავიწიე და ჩემი ტუჩები მის ლოყას შევახე.
ეს ჩემი ოცნება იყო. თითქმის მუდმივი ღამისპირული.
ტუჩები ცოტა ხანს მის გლუვ კანზე გავაჩერე, შემდეგ კი სახე უკან გავწიე.
სირცხვილი არ მიგრძვნია. უბრალოდ არ შემეძლო მისი ასეთ სიახლოვეს ატანა.
რადგანაც ასე მოხდა, რომ მოჯადოების ზონაში აღმოვჩნდი, ჩემი ბრალი არ იყო ის, რომ თავს ვერ ვიკავებდი.
ბარათაშვილს მზერა გაეყინა, წამით გაშეშდა და მკაცრად, თითქმის გაკიცხვით ჩამომხედა.
-ბოდიში… მე…- ამოვილუღლუღე, თუმცა ახსნა-განმარტება არ დამცალდა – გაბრიელმა ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე- კისერზე და მიმიზიდა.
მისი ტუჩები ჩემსას შეეხო და უნებურად ამოვიკვნესე.
ტუჩები გამიპო და მისი ენა ვიგრძენი. თითქოს ჰაერში ამიტაცეს.
წყალწაღებულივით, ორივე ხელით ჩავეჭიდე საყელოზე და ჩემკენ მოვიზიდე, ჩვენ შორის ყველანაირი სივრცის გაქრობა მქონდა გადაწყვეტილი.
მისი ხელი ჩემს წელზე დასრიალებდა, ბოლოს კი პერანგის ქვეშ აღმოჩნდა და შიშველი კანით შევიგრძენი.
ოთახში ჩვენი გახშირებული სუნთქვა ისმოდა, თუმცა ვერაფერს აღვიქვამდი გარდა მისი ტუჩებისა, მისი ენისა და მისი ხელებისა ჩემს სხეულზე.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ სიზმარს ვხედავდი, ამიტომაც უფრო გავთამამდი და თითები მის თმაში შევაცურე.
-მაპატიე… -ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და ოდნავ უკან დაიხია.
არა, არა! დაბრუნდი! ახლავე დაბრუნდი!
ისე, რომ თვალები არ გამიხელია, საყელოზე მოვეჭიდე და უკან მოვიზიდე.
ამ ქმედებამ უფრო გაახელა, მსუბუქი მოძრაობით მაგიდაზე დამსვა, წამში ჩემი ფეხები მის თეძოებს შემოერტყა.
მადლობა ღმერთს, შარვალი მეცვა!
მისმა ხელებმა წელიდან ჩემს თეძოებზე გადაინაცვლა, მტკივნეულად მომიჭირა და ხმადაბალი ოხვრა მომესმა.
-მარიშა, უნდა გავჩერდეთ, თორემ…- ჩემს ტუჩებს მოსწყდა და აციმციმებული თვალებით დამაჩერდა.
ჩემი გონების რაღაც, ალბათ მეტად რაციონალური ნაწილი, ოდნავ აზრზე მოვიდა.
-რა…რა თქმა უნდა… მაპატიე, მე… არ ვიცი, რა დამემართა- სწრაფად მოვშორდი, მაგიდიდან ჩამოვხტი და შეცბუნებული მივაჩერდი. აუტანელი დუმილი ჩამოწვა. თვალს მარიდებდა, ფანჯრისკენ გაიხედა მისი ყბის ძვალი ისე გამოიკვეთა, როგორც ადრე ვხედავდი, სკოლაში თვალთვალისას.


-ჯანდაბა- ამოიოხრა, სახე ხელებში ჩარგო და თმები გადაიწია- ჯობია, წახვიდე… წადი, კარგი?
თავი უხმოდ დავუქნიე.

ასეთი საშინელი კოცნა ვიცოდი, რომ მაგდებნენ?
ვეცადე, ცრემლები შემეკავებინა, მანამდე მაინც, სანამ კარს გავიხურავდი.
4
***
ორშაბათს, როდესაც მარიშამ დაბადების დღის წვეულების შემდეგ ბარათაშვილი პირველად დაინახა, გული სევდით მოეწურა.
ახლა მათ რაღაც აკავშირებდათ, მაგრამ ეს “რაღაც” იმდენად უხერხული და ჩახლართული იყო, რომ ჯობდა საერთოდ არც ყოფილიყო.
გოგონა გაწამებული ფიქრობდა, რა შეიძლება ეთქვა მთვრალს ბარათაშვილისთვის.
ხომ არ უთხრა, რომ მოსწონდა?

ან კოცნა ხომ არ სცადა, ან… ღმერთო ჩემო,
იქნებ სიყვარული აუხსნა?
“ნისლქმნილის” ინგლისურენოვანი ვერსია, სამივე ნაწილი, ჩანთაში ედო.
მუყაოს ქაღალდში გადახვეულებს, პატარა წარწერა გაუკეთა:
“ყველაზე საინტერესო სუპერ-ძალებისა და პოსტაპოკალიფსური ისტორიის ნარევი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. იმედი მაქვს, მოგეწონება.
მ.ი.”
ახლა კი ვერაფრით გაებედა მასთან გამოლაპარაკება საჩუქრის გადასაცემად, ბარათაშვილი კი საერთოდ არ აპირებდა რაიმეთი დახმარებას – ტრადიციულად, გოგონას თითქოს ვერც კი ამჩნევდა.
ბოლოს, დიდ შესვენებაზე, სანამ ბიჭი კლასს დატოვებდა, მხნეობა მოიკრიფა და ბიჭს წიგნებით ხელში აესვეტა.
-ეს შენ- უთხრა ისე, რომ იატაკისთვის და ბარათაშვილის შავ-თეთრი “ვანსებისთვის” მზერა არ მოუშორებია.
-ეს რა არის?- გაბრიელს მოღუშულ ხმაზე გაკვირვება არ დასტყობია.
-საჩუქარია, დაბადების დღისთვის… გთხოვ, გამომართვი, მე უკვე მაქვს ეს სერია და თან… ჩანთით კარგა ხანს ვატარე, მძიმეა.
-საჩუქარი?- ახლაღა შეეპარა გაბრიელს გაკვირვება და გოგონას მისკენ თვალი გაექცა.
-ხო… აბა? იმედია უკვე წაკითხული არ გაქვს, მაგრამ არა მგონია…
გაბრიელმა წიგნები ჩამოართვა, ბარათი წარბშეკრულმა წაიკითხა და შემდეგ მუყაოს ქაღალდი გახია.
-არ მაქვს წაკითხული- თქვა მშრალად, როდესაც წიგნის სათაურს დახედა.
-ხო? არა? ანუ… კარგია, რომ არ გაქვს, თორემ ვერ იქნებოდა კაი საქმე… აბა… ნუ, იმედია მოგეწონება და კიდევ ერთხელ გილოცავ…ისა…-მარიშამ გაწამებული სახით მიმოიხედა.
-კარგი-გაბრიელმა წიგნები მერხზე დააწყო და მარიშას მიუბრუნდა, თითქოს ეკითხებოდა, კიდევ რა გინდაო.
-კარგი- საკუთარი ხელები ინტერესით შეათვალიერა და უხერხულად გაიწია გვერდით, რომ ბარათაშვილი გაეტარებინა.
მეორე დღეს მარიშამ გაიგო, რომ გაბრიელს ვირუსი შეხვდა, ამიტომ მთელი კვირა ისე გავიდა, რომ საშუალება არ ჰქონია, ეკითხა, წაიკითხა თუ არა წიგნები.
შაბათ საღამოს, როდესაც ბიძაშვილებთან სტუმრად წავიდა, საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე შეიჭტიტა და კინაღამ წამოიყვირა.
გაბრიელი მთელი კვირის განმავლობაში სწერდა. (“სპოილერი” წიგნ “ნისლქმნილიდან”)
“ირემაძე, ვიცი, რომ არ გაქვს ინტერნეტი, მარა როცა ნახავ, ხო ნახავ?
მოკლედ წავიკითხე ამ შენი ნისლქმნილის პირველი ნაწილი, რადგანაც სახლში ვარ გამოკეტილი. ახლა მეორეს ვკითხულობ.
ალბათ იმის გამო, რომ მაღალი სიცხე მაქვს, პირველი ნაწილი მომეწონა.
სუპერ-ძალა რვა სხვადასხვა მეტალით საინტერესოა, როგორ გგონია, ყველაზე მეტად რომელი მეტალი მომეწონა? ალბათ თუთიას ფიქრობ, რომელიც სხვების გრძნობების დასათრგუნად გამოიყენება, მაგრამ – არა.
კელსიერი მაგარი ტიპია და ძაან გამიტყდა, რომ მოკვდა, მარა მაინც თესლად მოკვდა.”

“ალბათ წიგნი იმიტომ მოგეწონა, რომ მთავარი პერსონაჟი მაგრა გგავს. გარეგნულად არა, შენნაირი უხეში და პირდაპირია, მარა თან კეთილი. არ გეგონოს, რო გაქებ – ვინი არ მომწონს, ძაან ნაგლი გოგოა, მისიაც საფთხეში ჩააგდო იმ თავისი ბიჭის გამო და თან თავში აქვს ავარდნილი თავისი შესაძლებლობები. სამყაროს ეგ თუ გადაარჩენს, არ მომეწონება. “

“ვინის საყურე მაფიქრებს. დედამისმა რომ დაუტოვა. ცალი საყურე რა უბედურებაა? და ყველას რომ ეშინია ნისლის, მგონია რო პირიქით, კაი ტიპია. კელსიერიც ხომ ამბობდა, გვიცავსო? ხოდა მგონია, რომ ნისლი ეხმარებათ და ვერ ხვდებიან…”

“ჯანდაბას, მოკლეს ეს იმპერატორია თუ ვინცაა, მარა ეგ კაცი პახოდუ კაი საქმეს აკეთებდა. დაერხევათ, უეჭველი”.

“ხო ვთქვი, საყურეზე? უეჭველი ეგეც რაღაც მახეა, იმიტომ, რომ ვინის იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე დანარჩენ ნისლქმნილებს და გამოდის, რომ რაღაც ეხმარება. ნგრევის ნაჩალიჩარი იქნება, რო გოგო აკონტროლოს, აი, ნახე თუ არა”.

ბიჭის წერილები წაიკითხა და გული ბედნიერებით გაევსო.
მოსწონდა!
თან ისე მოსწონდა, რომ თავის აზრებს უზიარებდა!
არ ჩანდა, დაასრულა თუ არა ბარათაშვილმა წიგნი, რადგანაც ბოლო წერილიდან მხოლოდ ბარათაშვილის ეჭვები იკითხებოდა, მარიშამ სწრაფად აკრიფა პასუხი და გააგზავნა, შემდეგღა შეამჩნია, რომ ბიჭი “ონლაინ” იყო.
“მართლა თუთიას ვიფიქრებდი, გამოიცანი, მაგრამ თუ ეგ არაა, მაშინ შენი ფავორიტი მეტალი ფოლადი მგონია. მაგარია, როცა დაფრინავ და თან ჩხუბშიც გამოგადგებოდა”.
ჩატში სამი წერტილი გაჩნდა და მარიშას სუნთქვა შეეკრა.
ბარათაშვილს ემესიჯებოდა!
რას არ მისცემდა, მობილური ტელეფონი რომ ჰქონოდა!
“გამოიცანი” უპასუხა ბიჭმა და გოგონა გაიბადრა.
“შენი?” მოვიდა კიდევ ერთი მესიჯი.
მარიშამ ჩაიღიმა.
“ჩემი თუთია!”
ბარათაშვილმა სიცილის სმაილი გაუგზავნა და მარიშამ რვეულით სახე დაინიავა.
“საყურეზე ადრევე მიხვდი… ყოჩაღ! გამომძიებლად გამოდგებოდი… მე სენტიმენტალური საჩუქარი მეგონა.”- მისწერა გოგონამ.
“გოგოები გრძნობებს უყურებთ და იმიტომ.” უპასუხა გაბრიელმა.
“ბიჭები რაღას უყურებთ?”- ინტერესმა სძლია მარიშას.
“ძუძუებს. და რადგან ვინის ძუძუებზე არაფერი ეწერა, სხვა გზა არ მქონდა და ფაქტებს შევხედე”.
მარიშამ გადაიხარხარა.
“უზრდელო!”
ბარათაშვილს პასუხი აღარ დაუბრუნებია და მალე ჩატში მისი მწვანე ღილაკიც გაქრა.

***
საშინელება იყო.
მისი კოცნის გახსენება.
ცხელი, რბილი ტუჩების, გავარვარებული ხელების შეგრძნების, მისი სუნთქვის, გემოს გახსენება.
მთელი საღამო უბრალოდ აგონიაში ვიყავი.
ჩემი სხეული უხმოდ კიოდა და ბარათაშვილთან დაბრუნებას ითხოვდა, გონება კი უბრალოდ ისტერიკაში იყო.
რა შეიძლება ადამიანს ამაზე უარესი გაუკეთო- აკოცო თავდავიწყებით, შემდეგ კი გააგდო?
რატომ მაკოცა, თუ არ უნდოდა? ბრაზი და მონატრება მახრჩობდა,
მაგრამ როცა ვიხსენებდი, რომ კოცნის ინიციატორი, ფაქტობრივად, თავად ვიყავი, ბრაზს სასოწარკვეთა ცვლიდა.
ანუ, გამოვიდა, რომ შევაცდინე, კოცნა გამოვტყუე და უფრო მეტიც მინდოდა.
ის კი გაჩერდა, რადგან არ უნდოდა მეტი.
მე ხომ მისი თანამშრომელი ვიყავი… ქვეშევრდომი!
თუ ჩემთან შორს შეტოპავდა, შემდეგ თანამშრომლობა გაგვიჭირდებოდა.
ჩემთან სექსუალური ურთიერთობა ამად არ უღირდა.
მტანჯველი ფიქრები წამითაც არ მტოვებდა და ისე გადამავიწყდა დანარჩენი სამყარო, რომ კარზე ზარი კარგა ხნის შემდეგ გავიგე.
კარის ზღურბლზე გაბრაზებული სახით იდგა ჩემი მეგობარი – მიკა.
პირი დავაღე.
-ჩამოხვედი? – ამოვთქვი და მანაც გინებების კორიანტელი ისროლა ჩემი მისამართით, გული რომ იჯერა, ტორნადოსავით შემოიჭრა ბინაში და გვიანი ნოემბრის სუსხი შემოიყოლა.
მიკა, შეიძლება ითქვას, ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო.
ჩემზე ოდნავ მაღალს, გრძელი, წითლად შეღებილი თმები და მწვანე თვალები ამშვენებდა და ჩვენ ორიდან ყოველთვის ის იყო, ვინც გამვლელების ყურადღებას იქცევდა.
მე უფრო შეუმჩნეველი ვიყავი, რაც მომწონდა კიდეც, მიკას კი პირიქით – ყურადღება აცოცხლებდა.
ვერ წარმომედგინა, როგორ იტანდა ამდენ თვალს, თუნდაც მხოლოდ მაღაზიაში ჩასული.
აღარაფერს ვამბობ თაყვანისმცემელთა არმიაზე, რომლებიც ყოველ დღე საჩუქრებით და ყვავილებით ავსებდნენ ჩემი მეგობრის სადარბაზოს.
ფაქტობრივად მასთან დამეგობრება ქვეცნობიერი სტრატეგიული სვლა იყო საკუთარი პერსონიდან ყურადღების გადასატანად.
-რა აღარ ვიფიქრე! ტელეფონი გამორთული, არსად ხაზზე არაა, მესენჯერი აგიფეთქე! დედაშენს მარტო იმიტომ არ დავურეკე, რომ არ მინდოდა, ენერვიულა! რა დაგემართა? ახალი სამსახური ვის არ ჰქონია?
ამოვიოხრე.
პარასკევის გვიანი საღამო იყო, დალევაზე ფიქრი შეიძლებოდა.
მიკა მისაღებში, სავარძელში დავტოვე, მაცივრიდან ღვინის ბოთლი გასმოვიღე და ჭიქების წკარუნით დავბრუნდი მეგობართან.
-ვიღაც გამოჩნდა, არა? ამ სახეს ვცნობ! შენზე არასდროს მინახავს “მომწონს და დამადო” გამომეტყველება, მაგრამ სხვებზე – ხშირად- დასერიოზულდა მიკა და ღვინის ჭიქა ჩამომართვა- რატომ არ მითხარი არაფერი?
დამნაშავე ვიყავი. უბრალოდ აქამდე არ ვიცოდი, როგორ ან რა მეთქვა ბარათაშვილზე – მასთან ყოველთვის მხოლოდ ოცნებები მაკავშირებდა. და შიშები.
-გრძელი ისტორიაა- ამოვთქვი ბოლოს და ღვინის მოზრდილი ყლუპი მოვსვი – ჩემი ახალი უფროსი ჩემი ყოფილი მტერია, რომელიც მიყვარდა.
მოყოლა სულ თავიდან დავიწყე.

***
ბანკეტი მეორე წვეულება იყო ბარათაშვილის დაბადების დღის შემდეგ, რომელსაც მარიშა უნდა დასწრებოდა.
საქართველოში გამოსაშვები საღამო ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა, მარიშას კლასელები კი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას.
ამ მოვლენის დაგეგმვა თვეებით ადრე დაიწყო და მარიშა მაშინვე დაპატიჟა დაჩიმ.
-კარგი წყვილი ვართ, აღიარე- უთხრა მაშინ ბიჭმა – ერთმანეთს ვუხდებით და ეფექტს ვახდენთ ერთად.
მარიშას ყველაზე მეტად გაბრიელთან ერთად უნდოდა წასვლა ბანკეტზე, მაგრამ ეს აუხდენელი ოცნება იყო. ჯერ ერთი, ბიჭს უკვე ჰყავდა მეწყვილე – ნინია, მეორეც – რომც არ ყოლოდა, ნაკლებსავარაუდო იყო, მარიშა აერჩია.
სავარაუდოდ, უკანასკნელ ადგილს იკავებდა ბარათაშვილის “ვინ დავპატიჟო წვეულებაზე” სიაში.
ერთი იყო წიგნზე საუბარი ჭკვიან გოგოსთან და მეორე- წვეულებაზე დაპატიჟება.
მარიშა ამას ვერადროს ეღირსებოდა, ამიტომაც დიდად აღარ უფიქრია და ურუშაძეს დათანხმდა.
კაბა ამჯერადაც მეზობელს შეაკერინეს.
რატომღაც გოგონებმა არ მოისურვეს დანარჩენებისთვის გაემხილათ, რა ფერ კაბებს არჩევდნენ, ამიტომაც მარიშას სრული თავისუფლება ერგო.
გადაწყვიტა, ამჯერად მწვანე აირჩია და დააიგნორა ის ფაქტი, რომ ეს ბარათაშვილის საყვარელი ფერი იყო.
მწვანე მის თვალებს უხდებოდა, ამიტომაც აირჩია.
სხვა მხრივ, ბანკეტის მზადებისთვის დიდად არ ეცალა – დღე და ღამ წიგნებში იჯდა, გამოცდებისთვის ემზადებოდა, მომავალს გეგმავდა.
ეს მისი ცხოვრების დასაწყისი უნდა ყოფილიყო, ნამდვილი ცხოვრების.
იმ წლის ოცდათერთმეტი ოქტომბრიდან ოფიციალურად მუშაობის უფლებაც ექნებოდა და არ აპირებდა უქმად ჯდომას.
მისი გონება ბანკეტისთვის გამოპრანჭვაზე არ ცდებოდა.
ეს დღე სკოლასთან განშორებას ნიშნავდა, რაც ძალიან ახარებდა, მაგრამ ასევე ნიშნავდა ბარათაშვილთან განშორებასაც.
მას არა თუ ყოველ დღე ვერ ნახავდა,
საერთოდ ვეღარ ნახავდა.
ბიჭი საზღვარგარეთ გეგმავდა სწავლის გაგრძელებას. ეს წერტილი იყო.
ამაზე ფიქრი არ სურდა.
თუ კარგად გაერთობოდნენ, თუ ბანკეტი სასიამოვნო საღამო გამოდგებოდა – ეს კიდევ უფრო გაართულებდა განშორებას.
ცალმხრივ გამოთხოვებას.
იმ დროისთვის მარიშას მამის ბიზნესი, რომელიც წლების განმავლობაში სულს ღაფავდა, მოულოდნელად კარგად წავიდა.
გოგონას აღარ უწევდა იმაზე დარდი, თუ როგორ მოახერხებდა ბანკეტისთვის მზადებას და მარიშას სკოლის დამთავრების აღსანიშნავად მობილურიც კი აჩუქეს.
მაგრამ ბარათაშვილს მისთვის აღარ მიუწერია, ამიტომაც, ამას დიდად აზრი არც ჰქონდა.
მობილურს გასართობად არ იყენებდა, ბოლოს კი, ფეისბუქის პროფილიც გააუქმა – მობეზრდა მისი წერილის აუტანელი და უაზრო მოლოდინი.
ბანკეტის დღეს ურუშაძემ იმავე მანქანით მიაკითხა და გოგონა კომპლიმენტებით გულუხვად დააჯილოვა.
მართლაც გაზრდილიყვნენ. ბოლო წელმა ყველა გამოცვალა. ურუშაძე აღარ ხუმრობდა და მარიშამ ეს იცოდა.
ბიჭის თვალები მის გამოყვანილ, მწვანე, გრძელჭრილიან კაბაზე კრიტიკული და დამცინავი აღარ ეჩვენებოდა.
უკვე კარგა ხანია იცოდა, რომ დაჩის მოსწონდა.
ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა – ურუშაძე პირველი ბიჭი იყო, რომელმაც მის მიმართ დაუფარავი სიმპათია გამოხატა და ეს ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ის მაინც არ იყო ბარათაშვილი.
ბანკეტს ესწრებოდა მშობლების ნაწილი, მასწავლებლები და რამდენიმე მარიშას კლასელის დედმამიშვილიც.
დარბაზში ხალხმრავლობა და ხმამაღალი მუსიკა სუფევდა.
ფოტოების გადაღებისას ურუშაძემ ხელი მარიშას წელზე მოხვია და აღარც გაუშვია.
ბარათაშვილი და ნინია სულ ბოლოს მივიდნენ დარბაზში.
გოგონას გრძელი, ოქროსფერი, უბრეტელო კაბა ეცვა, რომელიც მისი სხეულის ფორმებს იდეალურად გამოკვეთდა.
ბარათაშვილი კი… ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი, უბრალოდ უზადოდ გამოიყურებოდა.
მარიშამ მისი მზერა დაჭირა, თუმცა ბიჭი მას კი არა, ურუშაძეს ჭამდა თვალებით.
გოგონამ იცოდა, რომ ამ ორს ბოლო დროს ქიშპი ჰქონდათ, თუმცა არ იცოდა, რატომ.
-დალევ?- მრავალმნიშვნელოვანი მზერით შესთავაზა ღვინო დაჩიმ, როდესაც მაგიდას მიუსხდნენ და დამრიგებლის სადღეგრძელო მოისმინეს.
-მხოლოდ ერთ ჭიქას- გაუღიმა მარიშამ და ეცადა, წინა შემთხვევა არ გაეხსენებინა- თუ შემატყე, რომ ვთვრები…
-შეგაჩერებ- გაიცინა ურუშაძემ- დამიჯერე, მინდა, დიდ ხანს გაძლო და ცეკვის დაწყებამდე მაინც არ გაითიშო!
მარიშამ ღრმად ამოიოხრა და თვალები აატრიალა.
-ცეკვა არ მიყვარს.
-ხო და მე შეგაყვარებ- დარწმუნებით მიუგო ბიჭმა- ძალიან კარგად ვცეკვავ, რომ იცოდე.
მარიშა მალევე დარწმუნდა, რომ დაჩი სიმართლეს ამბობდა.
როდესაც ურუშაძემ საცეკვაოდ გაათრია, გეგმავდა, რომ მალევე, უჩუმრად დაუბრუნდებოდა მაგიდას და საცეკვაო მოედნისკენ აღარც გაიხედავდა, მაგრამ ბიჭი ისე მსუბუქად, გრაციოზულად და თავისუფლად მოძრაობდა ვალსის ნოტებზე, რომ გოგონაც აიყოლია.
მისი ხელები მარიშას წელზე იყო მიწებებული, გოგონას მკლავები კი ბიჭის კისერზე შემოხვეული.
ძალდაუტანებლად და თავისუფლად ცეკვავდნენ და მარიშა თავს გამოუტყდა, რომ მოსწონდა მასთან ცეკვა.
ერთ მუსიკას მეორე მიჰყვა და ნახევარ საათში, დაღლილი და ფეხებდაბუჟებული გოგონა იძულებით დაბრუნდა მაგიდასთან, რომ ცოტა სული მოეთქვა.
ურუშაძე ბიჭებთან ერთად გაშპა და დაპირდა, მალე მოვალო, ამიტომაც, ცოტა ხნით თავისუფალმა, ირგვლივ მიმოიხედა.
მის მოპირდაპირედ, ნინია მარტო იჯდა და ღვინოს წრუპავდა.
-კარგად ერთობი ირემაძე, არა? – გამოსძახა მაღალი მუსიკის ფონზე, როდესაც გოგონას მზერა დაიჭირა – შენი ბიჭი ცეკვავს მაინც.
მარიშამ პასუხი შეაყოვნა.
-შენ არ ცეკვავ?- ჰკითხა ბოლოს.
-არა, გაბრიელს ვეჩხუბე.- ნინიამ ტუჩები მოკუმა – ზედმეტად შესაფერისი დრო ამოარჩია დასაშორებლად.
მარიშას ლიმონათი გადასცდა და ხველა აუტყდა.
ნინიასგან არ მოელოდა გულახდილი საუბრის ასე სწრაფად დაწყებას.
მით უმეტეს, ასეთ თემაზე.
-რ.. რატომ?- ამოიხავლა ბოლოს, როდესაც სული მოითქვა.
-ნუუ- გაწელა ნინიამ- ის ინგლისში მიდის, მე- ამერიკაში. ისედაც ვიცოდი, რომ მოგვიწევდა, მარა… მთლად ბანკეტზე არ ველოდებოდი…
-ვწუხვარ- გასძახა მარიშამ, რადგან ხმამაღალი მუსიკა ისევ ჩაირთო, ნინიამ კი ხელი ჩაიქნია, თითქოს ამბობდა, არ ღირსო, შემდეგ მარიშას უკან გაიხედა, თვალებში ბრაზი გაუკრთა, სასწრაფოდ წამოხტა და იქაურობას გაეცალა.
გოგონამ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო, რომ მის გვერდით, ურუშაძის ადგილას გაბრიელი ჩამოჯდა.
-ვიღაცას საღამო გავუფუჭე- ღიმილით გადახედა გოგონას, მის ღვინის ჭიქას დაწვდა და მოიყუდა.
-ეგ… ჩემი იყო- ამოღერღა გოგონამ.
-ვიცი- ჩაილაპარაკა ბარათაშვილმა, ჭიქა ისევ შეავსო და გოგონას გაუწოდა – აჰა. გამიგია, სასმელს მაგრად იტანსო.
მარიშამ ბიჭის სახე შეათვალიერა და დასკვნა გამოიტანა.
-ბარათაშვილო, გახეული მთვრალი ხარ.
ცოტა ღვინო თავადაც მოსვა და ეცადა იმაზე არ ეფიქრა, რომ ზედ გაბრიელის ტუჩების კვალი იყო.
ბოლოს და ბოლოს, შეყვარებულს ორი წუთის წინ დაშორდაო, შეუძახა თავს.
ინგლისში მიდისო!
-მართალია, მაგრამ მერე რა? – თვალისმომჭრელად გაუღიმა ბიჭმა და ხელზე ხელო ჩაჭიდა- წამო, ვიცეკვოთ.
გოგონას ტანში ელექტრულმა მუხტმა დაუარა.
-მე… ისა…
-რა იყო, მარტო ურუშაძეს ეცეკვები? – ნიშნის მოგებით ჰკითხა გაბრიელმა და თითები ხელზე ოდნავ მოუჭირა- ახლა არ მითხრა, რომ შეყვარებულები ხართ.
მარიშას თვალები გაუფართოვდა.
-არაფერი მასეთი.
-მაშინ წამოდი და მეცეკვე- დაიჟინა გაბრიელმა, ხელზე დაქაჩა და წამოაყენა.
გოგონამ იგრძნო, როგორ მოხვია წელზე ხელი გაბრიელმა და თავისკენ მიიზიდა.
რამდენიმე წამში კი უკვე საცეკვაო მოედანზე იდგნენ, ბიჭის თავი მის სახესთან დახრილიყო, ორივე ხელი წელზე მოეხვია და მაგრად იჭერდა.
არაჩვეულებრივი მოცეკვავე იყო. ეს განსხვავდებოდა ურუშაძეთან ცეკვისგან.
გაბრიელი თითქოს ღრუბლებზე დაატარებდა, მისი თითოეული შეხება მსუბუქი და ძალდაუტანელი, თუმცა საოცრად ამაღელვებელი იყო.
ბიჭი ისე ფლობდა ცეკვისას, მარიშას საერთოდ არ უწევდა იმაზე ფიქრი, ფეხები ან ხელები სად წაეღო, საკუთარი სხეული თითქოს აღარც ეკუთვნოდა, მას ბარათაშვილი მართავდა.
-მითხარი- გაბრიელმა თავი დახარა და ყურში უჩურჩულა – ურუშაძე უკეთესია?
-დაანებე თავი დაჩის- ამოიჩურჩულა მის მკერდზე თავმიყრდნობილმა მარიშამ- ახლა შენ გეცეკვები.
გაბრიელმა ხელები მისი ზურგიდან ოდნავ ქვევით ჩაასრიალა და გოგონა უფრო მიიზიდა.
შემდეგ ცალი ხელი ზურგზე აატარა და თმებში შეუცურა.
-ძალიან ცუდი ბიჭი ვიქნები, ახლა გარეთ რომ გაგიყვანო? რაღაც უნდა გითხრა.
მარიშამ აზროვნების უნარი დაკარგა. თავი ოდნავ გააქნია.
-არა… თუ კი გინდა…
გაბრიელმა შეაბრუნა, ოდნავ ზურგზე უბიძგა და გასასვლელისკენ წაიყვანა.
მის არეულ გონებას სუფთა ჰაერის ჩასუნთქვამ ოდნავ უშველა.
სანამ ბიჭი მდუმარედ მიდიოდა რესტორნის შესასვლელისგან მოშორებით, ეცადა, სიტუაციაზე დაფიქრებულიყო.
რა უნდოდა ბარათაშვილს მისგან?
მთვრალი იყო, შეყვარებულს დაშორდა, უცხო ქვეყანაში მიდიოდა, წინ გამოცდები ელოდა…
ფაქტი იყო, დაისტრესებოდა.
და რა, მარიშა სტრესთან გამკლავების საშუალება უნდა ყოფილიყო? ფეხებში სისუსტე იგრძნო.
ბარათაშვილი ეზოს სუსტად განათებულ ადგილას, სკამთან შეჩერდა და ჩამოჯდა.
გოგონა ოდნავ მოშორებით მოთავსდა და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო კლასელს.
ბიჭმა თვალები მოისრისა და ჩაიბურდღუნა.
-მართლა მაგარი მთვრალი ვარ… კაია სუფთა ჰაერი.
მარიშას არაფერი უპასუხია. გარეთ თბილოდა, მაგრამ მას მაინც აკანკალებდა.
-ინგლისში როდის მიდიხარ?- ჰკითხა ბოლოს.
-აგვისტოს ბოლოს. მამაჩემმა დაიჟინა… მე აქ მინდოდა დარჩენა.
-ცუდია… მაგრამ თან კარგია. სხვა მხრიდან შეხედე, ბევრი ოცნებობს ინგლისში სწავლის გაგრძელებაზე.
-მაგრამ არა მგონია, ბევრი ოცნებობდეს, რომ მამამ დაუგეგმოს სწავლაც, პროფესიაც, თავისუფალი დროც და დედამო**ნული ცხოვრება!- კბილებში გამოცრა ბიჭმა.
-გაბრიელ…
-დაივიწყე… პროსტა… შენი ნახვა მინდოდა. უნდა გითხრა, რომ… უნდა იცოდე…
-რა უნდა ვიცოდე?- ჰკითხა მარიშამ, რადგანაც ბიჭი დადუმდა.
გაბრიელმა მათ შორის არსებული სივრცე დაფარა, გვერდზე მიეკრა და მის ხელზე საკუთარი, თბილი თითები დაადო.
მარიშა დენდარტმულივით შეხტა და უნებურად გამოსწია ხელი. ბარათაშვილის შეხება უბრალოდ აუტანელი იყო, ვერ უძლებდა. თუ შეეხებოდა, ალბათ თავს ვერ შეიკავებდა და ჩაეხუტებოდა. ისე ძლიერ, რომ აღარასდროს მოშორდებოდა.
გაბრიელის თვალებში სიბრაზე გაკრთა.
-რა უნდა ვიცოდე?- ამოთქვა ჩუმად.
-რომ მე… ვფიქრობ, რომ ის წიგნი სისულელეა – გაიღიმა და თავი გვერდით გადახარა.
გოგონამ თვალები აახამხამა.
-რა წიგნი?
-ნისლქმნილი. საბავშვო აბდაუბდა! ან სამი წიგნი რამ დაწერინა, მხოლოდ იმიტომ ის საჭურისი ღმერთად ექცია, ეგ იმ გოგოს თვითკმაყოფილ პერსონაჟზე უარესია!- გაცხარებით ალაპარაკდა.
მარიშას გული მოეწურა, მაგრამ რატომღაც სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს?- ჰკითხა გაბრიელმა, აღარ იღიმოდა.
-მეგონა- სიცილისგან ასლოკინებულმა ძლივს ამოთქვა- მეგონა ახლა მაინც, როდესაც ერთმანეთს უკანასკნელად ვხედავთ, ადამიანურად დამელაპარაკებოდი… ღმერთო ჩემო… აქ რომ მოგყვებოდი, იმაზე ვფიქრობდი, ჩემი კოცნა რომ გეცადა, რას ვიზამდი- სიცილისგან მოწოლილი, თუ სასოწარკვეთის ცრემლები- ზუსტად ვერ იტყოდა, რომლის- საჩვენებელი თითებით ამოიშრო და ახარხარდა- გაბრიელ… არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ამ სიტყვის ყველაზე საშინელი გაგებით!..
-შენ კი უკანასკნელი იდიოტი ხარ, ირემაძე- ჩაილაპარაკა ბარათაშვილმა, წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.

***
მიკა ისე მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა.
-შე კრეტინო- ამოილუღლუღა- შენი კოცნა უნდოდა.
-როდის კაცო?- თხრობისას ისე გავერთე, ლამის დამავიწყდა, რომ საკუთარ თავზე ვყვებოდი.
-მაშინ, ბანკეტზე.
-კი, აბა! პროსტა ცუდ ხასიათზე იყო და გასართობი ნახა…
-ერთი წამი, ერთი წამი- მიკამ ხელი ასწია და ჩამაჩუმა- ეგ შენი კომლპექსები გვერდით გადადე და დააკვირდი, რას ყვები – მუდმივად აკომენტარებდა შენ საქციელს, დაგცინოდა და ყველანაირად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არ მოსწონდი, ეს თავიდან, ხო?
თავი უხმოდ დავუქნიე.
-მერე მანქანას უვარდებოდი, გადაგარჩინა და თან გაბრაზდა, რომ წინ არ იყურებოდი, ყურსასმენები გაჩუქა…
-არ ვიცი, ის იყო თუ სხვა…
-არა, მამაზეციერმა ჩამოგიყარა პირდაპირ სამოთხიდან! ეგ იყო, აბა ვინ? მარტო მაგან იცოდა, რომ გაგიწყდა. მერე… იმ ბიჭს ეჩხუბა, რომელსაც მოსწონდი, კი არ ეჩხუბა, იმენა ვერ იტანდნენ ერთმანეთს! ეგეც ფაქტი! და… და… დაბადების დღის თემა ხო საერთოდ! საკუთარ ოთახში წაგიყვანა, დედამისს სთხოვა, რო მშობლებთან დაეზღვიე, ბანკეტზე გოგოს დაშორდა, რო შენთან ეცეკვა და უეჭველი სიყვარულის ახსნას აპირებდა, პროსტა გადაიფიქრა, იმიტო, რო შტერი ხარ და ვერაფერს მიხვდი. ალბათ იფიქრა, რომ რადგანაც ვერ ხვდებოდი, არ გინდოდა ან რამე მასეთი…
მიკა საუბარს აგრძელებდა, მე კი ვეღარ ვუსმენდი.
საკუთარ ბავშვობას სულ სხვა მხრიდან შევხედე.
მიჭირდა, თავისთვის იმის ფიქრის უფლება მიმეცა, რომ ბარათაშვილს ოდესმე მოვწონდი, იმიტომ, რომ ამას მართლა გამოვყავდი…
-უკანასკნელი იდიოტი, მართლა იდიოტი ხარ! ამდენი წლის მერე რაღაც სასწაულით ერთმანეთს შეხვდით და გაკოცა! შენ კიდევ იმას ფიქრობ, ძალით ვაკოცე და არ მოეწონაო… წარმოიდგინე, გოგო ამდენი ხანი გიყვარდეს და ბოლოს აკოცო… ალბათ არ იყო მისთვის მარტივი, მით უმეტეს, თუ ფიქრობს, რომ ვერ იტანდი.
ტანში სიცივემ დამიარა.
-რას ფიქრობს?- ჩავეძიე ხმააკანკალებული.
-რასაც მიყვები, შენ უფრო ცუდად ექცეოდი. ცივად. ეგრეა, როცა არ გინდა, რომ გაიფაქტო, ძაან ინდომებ საპირისპიროს დამტკიცებას – გამოცდილი ადამიანის ტონით თქვა მიკამ.
-ისე, ისიც მაგარი შტერი ყოფილა, ორი აზრი არაა, პროსტა, ერთმანეთს კი შეეფერებით-ჩაიფრუტუნა ბოლოს.
მთელი საუკუნე ვფიქრობდი.
-მგონი მართალი ხარ- ვთქვი ბოლოს.
-მე ყოველთვის მართალი ვარ. ახლა ტელეფონი ჩართე და დაურეკე. ჩქარა.
აღარ დამიყოვნებია. დავემორჩილე და როგორც კი ეკრანი განათდა, მაშინვე მისი ნომერი ავკრიფე.
ზარის გასვლისთანავე აიღო.
-ირემაძე- ოფიციალური ტონი ჰქონდა და ამან ოდნავ მიწაზე დამაბრუნა.
-გაბრიელ- ამოვიკნავლე- ბოდიში, გვიან გირეკავ, ხომ არ გაგაღვიძე?
-არა- ამოიოხრა – მეც გირეკავდი, მაგრამ ვერ დაგიკავშირდი…
მირეკავდა?
-ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი. ბოდიშს გიხდი- განაგრძო მკაცრად – მით უმეტეს, წინა სამსახური იგივე მიზეზით დატოვე… მოკლედ, მინდა გითხრა, რომ ეს შეცდომა იყო და აღარასდროს განმეორდება.

აღარასდროს?

-ირემაძე?- გაიმეორა, რადგანაც ხმას ვერ ვიღებდი- ხვალ ფრენა გვაქვს და წინ მნიშვნელოვანი შეხვედრაა. თავს ერთმანეთს ვერ ავარიდებთ, თუნდაც ძალიან გვინდოდეს ეგ, ამიტომაც უნდა დავივიწყოთ რაც მოხდა და საქმეზე ვორიენტირდეთ, კარგი?
-კარგი- ვუპასუხე ავტომატურად – რა თქმა უნდა, მეც იგივეს თქმა მინდოდა.
-მშვენიერი- დასძინა სწრაფად- ხვალ ხუთ საათზე აეროპორტში შეგხვდები.
გამითიშა.
-რაო, რა თქვა?- სუნთქვაშეკრულმა მკითხა მიკამ.
სანამ პასუხის დაბრუნებას მოვასწრებდი, ქვითინი წამსკდა.

***
ჩემოდანი უხალისოდ ჩავალაგე.
წინ ოთხდღიანი წამება მელოდა.
უკვე აღარც მიხაროდა, რომ ბარათაშვილთან ერთად დიდი დროის გატარება მომიწევდა, თანაც – მარტოს.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ბიზნეს კლასით ვმგზავრობდით, რაც გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ მისგან შორს აღმოვჩენილიყავი, თვითმფრინავში მაინც.
როგორ უნდა ვმჯდარიყავი მის გვერდით ისე, რომ არ გამხსენებოდა მისი ხელები ჩემი პერანგის ქვეშ, მისი ტუჩები…
და ის, რომ აღარასდროს აპირებდა ამის გამეორებას.
აეროპორტში მარტო მივედი და რეგისტრაცია ისე გავიარე, ბარათაშვილისგან არაფერი მსმენია.
თვითმფრინავში ასულმა, საკუთარი ბილეთი შევათვალიერე, ნომერი დავძებნე და პირველივე, რასაც თვალი მოვკარი, ბარათაშვილის ქერა თავი იყო.
სერიოზული სახით იცქირებოდა ტელეფონში და რაღაცას წერდა.
არაოფიციალურად ეცვა. ასეთი ტანსაცმლით ბოლოს სკოლაში ვნახე – კედები, ჯინსის შარვალი და მწვანე სვიტერი. მისი საყვარელი ფერი, რომელიც სასტიკად უხდებოდა.
ყურსასმენები ეკეთა და ჩემი მისალმება ვერ გაიგო, ამიტომაც უხერხულად მოვთავსდი მის გვერდით და ხელი დავუქნიე.
სწრაფი მოძრაობით მოიხსნა ყურსასმენები და თავაზიანად მომესალმა.
-გამარჯობა- დავუბრუნე მისალმება და გავწითლდი- როგორ ხარ?
-კარგად, თავად?- მობილურს მიუბრუნდა- ბოდიში, მეილის წერა უნდა დავასრულო, სანამ ავფრინდებით.
-კი, კი, რა თქმა უნდა.
ჩემი ტელეფონი აზუზუნდა.
დედაჩემი რეკავდა, როგორც ყოველთვის, დროულად.
-ხო დე…
-რაო დედი აბა, მიხვედი აეროპორტში?- დედაჩემი წლებთან ერთად, მეტად ქოთქოთა გამხდარიყო.
-კი, უკვე თვითმფრინავში ვარ.
-აფრინდით კაცო?
-არა. ჯერ არა, მაგრამ მალე ავფრინდები…- ვუპასუხე და თვალი ბარათაშვილისკენ გავაპარე, ის კი თითებს სწრაფად ათამაშებდა ეკრანზე.
-დედი, ხო ნორმალურ ხალხთან ერთად მიდიხარ? უპატრონო არავის ეგონო იქ, საშიში ქვეყანაა მაინც…
-არაფერია საშიში და კი, სხვებიც არიან, ნუ ღელავ- ვუთხარი რაც შეიძლება ხმადაბლა.
-მანდ გაჭმევენ რამეს? შენი ამბავი რომ ვიცი, დილიდან მშიერი იქნები… თბილები წაიღე?
-დედაა- გავწელე მობეზრებულმა- ვჭამე, დავლიე, ჩავიცვი და დავიხურე, სანამ გამოვიდოდი, უთო ოთხჯერ გამოვრთე და სურათიც გადავუღე გამორთულ სადენს, გაზი გადავკეტე, წყალი არ დამრჩენია მოშვებული…
-კაი, კაი, ნუ ბრაზდები, ხო იცი…
-ვიცი და ნუ ნერვიულობ- გავაწყვეტინე- როცა ჩავალ, მაშინვე დაგირეკავ.
-კარგი, გაკოცე.
-მეც.
მობილური თვითმფრინავის რეჟიმზე გადავიყვანე და ჩანთიდან წიგნი გაბრაზებული სახით ამოვაძვრინე.
-არ უნდა ბრაზობდე. შენზე ზრუნავს- ბარათაშვილს წერა დაესრულებინა და მე მიყურებდა.
-სათქმელად მარტივია- ჩავიბუტბუტე.
-უთოს მართლა გადადაუღე ფოტო?- ჩაიცინა.
ღმერთო, რა საყვარელი სიცილი ჰქონდა.
-მართლა- მეც გამეცინა.
საუბარი აღარ გაგვიგრძელებია. მე წიგნის კითხვა დავიწყე, მან- მუსიკის მოსმენა და მეორე თავზე ვიყავი, როდესაც ჩაეძინა.
მე ვერასდროს ვიძინებდი თვითმფრინავში.
ამიტომაც შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, მძინარე ბარათაშვილის ცქერით დავმტკბარიყავი.
მთელი ცხოვრება შემეძლო, მეყურა, როცა სახეზე მკაცრი ან ირონიული ნიღაბი არ ჰქონდა აკრული და ასეთი… მშვენიერი იყო.
ქერა, წამოზრდილი თმა შუბლზე ჩამოშლოდა, ტუჩები ოდნავ გაეპო და მშვიდად სუნთქავდა.
ვერც კი გავიგე, ისე ჩამეძინა.
პილოტის ხმამ გამომაღვიძა, რომელიც აცხადებდა, რომ თვითმფრინავი მალე დაჯდებოდა აშხაბადში.
ჩემს მხარზე სიმძიმე ვიგრძენი და თვალები გავახილე.
გაბრიელს მკლავი გადმოეხვია და მასზე მიხუტებულს მეძინა. სწრაფად წამოვიწიე და მასაც გაეღვიძა.
მარჯვენა ლოყა დაწითლებოდა და ძილისგან შეშუპებული თვალებით, გაოგნებული მიყურებდა.
-ჩვენ… ეე… ჩამეძინა და… ბოდიში, მგონი შეგაწუხე- ამოვილუღლუღე და ვეცადე, ჩემი აწითლებული სახე წიგნში ჩამემალა.
-არა… რა შეწუხებაა- სწრაფად გამოერკვა და სახე ღიმილმა გაუნათა- როცა ბალიში დაგჭირდეს, არ მოგერიდოს. ისე უცნაურ ობიექტებს კი იყენებ, მაგალითად საქაღალდეს, უფროსს…
უნებურად გამეღიმა.
-მგონი არც შენ გეძინა ცუდად- ჩემზე მოხვეული მისი მკლავის სითბო ჯერ კიდევ შემომრჩენოდა. ბარათაშვილს ღიმილი სწრაფად ჩამოერეცხა სახიდან.
ალბათ ეგ არ უნდა მეთქვა.
-მშვენივრად მეძინა-მომიჭრა და ეკრანს შეხედა – ათ წუთში დავსხსებით. ტაქსი ალბათ უკვე გველოდება, სასტუმრომდე ოცი წუთი დაგვჭირდება…
თავი დავუქნიე და ისევ გამეღიმა.
ძალიან ცდილობდა, რომ ჩემთვის თავი აერიდებინა. უფრო სწორად იმ ფაქტისთვის, რომ ჩემ მიმართ სიმპათიები ჰქონდა.
ნამდვილად ჰქონდა, ვიცოდი!
მიკასთან საუბარმა თითქოს თვალები ამიხილა.
უკვე სხვა თვალით ვუყურებდი მასაც და საკუთარ თავსაც. ვხედავდი ნიშნებს, რომლებიც მეუბნებოდა, რომ ვუნდოდი. ისევე, როგორც მე ის.
რატომღაც ერთად მგზავრობამ და მისმა მშვიდმა, მძინარე სახემ ჩემ გონებაში ჩამოფარებული ფარდა გადახსნა და რეალობა დამანახა.
არ ვაპირებდი იმაზე დაფიქრებას, ეს რეალობა ნამდვილი იყო, თუ ჩემი გამოგონილი.
თუ ფიქრობდა, რომ ვერ ვიტანდი და ამიტომ იჭერდა ჩემგან თავს შორს, მაშინ საპირისპიროში უნდა დამერწმუნებინა.
სიმართლეში უნდა დამერწმუნებინა.
იმაში, რომ მთელი ამდენი ხანი, მის წასვლამდე და ამის შემდეგაც, მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი და როდესაც მაკოცა, მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ღრმად ჩავისუნთქე.
-ვახშამი…
-ხვალ, საღამოს. თუ წარმატებით გავართვით თავი, წინ კიდევ ორი შეხვედრა გველის. – თქვა, ჩემკენ გადმოიხარა და ერთ გიჟურ წამს მეგონა, რომ კოცნას აპირებდა. ამის მაგივრად, ჩემი უსაფრთხოების ღვედი ამოაძვრინა და შემიკრა.
თვითმფრინავის არასაკმარისი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
ზედმეტად ცხელოდა.
-ანუ, ხვალ საღამომდე თავისუფლები ვართ? შეგვიძლია, ქალაქი დავათვალიეროთ, ან…
-შეიძლება. ვნახოთ. – ისეთი ხმით მითხრა, იდეა აშკარად არ მოეწონა.
ტაქსით აბსოლუტურად მდუმარე მგზავრობის შემდეგ, სასტუმრომდე მივაღწიეთ.
ბარათაშვილმა ორი ნომრის საფასური გადაიხადა და ამჟავებული სახით მამცნო, რომ ერთ სართულზე გვქონდა ოთახები.
ლიფტით ვიმგზავრეთ და ფოიეში დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
უკვე ძალიან გვიანი იყო, თუმცა საერთოდ არ მეძინებოდა, ან რა დამაძინებდა? სულ რამდენიმე ოთახის იქით ბარათაშვილი მეგულებოდა…
საქმეზე ვერ ვფიქრობდი. საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა, რომ მასთან მინდოდა.
თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი.
ეს რა, თურქმენული ჰაერის დამსახურება იყო?
იქნებ აქ რაიმე განსაკუთრებული აირები იპარებოდა ატმოსფეროში, რომლებიც მიუჩვეველ ადამიანებს მსუბუქ და შეიძლება ითქვას, ატაცებულ ხასიათზე აყენებდა.
თეორია ნამდვილად ღირსშესანიშნავი იყო, თუმცა ეჭვი მქონდა, დიდი ბრალი მიუძღვოდა ჩემს უკვე შემაწუხებელ ჰორმონებს და გაბრიელის სურნელს ჩემს თმებზე.
მე ხომ მას ვეხუტებოდი…
და მან არ მომიშორა.
ძირითადად იმიტომ, რომ ეძინა, მაგრამ მაინც, იყო რაღაც იმედისმომცემი ამაში.
მიკას დავურეკე.
იქ უფრო ადრე იყო და ჯერ არ ეძინებოდა.
დაწვრილებით გამომკითხა თვითმფრინავის ამბავი და იმ ფაქტზე, რომ მასე მიხუტებულს მეძინა, წამოიკივლა.
-ერთ სართულზე ხართ? ღადაობ? და მე რატო მელაპარაკები, ნომერი თუ იცი, ახლავე წადი. ის სექსუალური საცვლები ხო ჩადე, მე რომ გითხარი?
მიკამ მართლაც მაიძულა, რამდენიმე ხელი, სრულიად ახალი, საშინლად უსირცხვილო თეთრეული წამომეღო, რომლებსაც ყოველ ახალ წელს მჩუქნიდა და ასეთი უკვე ექვსი წყვილი მქონდა.
სამი მათგანი მიკამ ძალით ჩამატენინა ჩემოდანში.
-მიკ, კარგი რა, ამ შუა ღამისას ხოარ მივადგები, დამიპყარი-მეთქი, აზზე მოდი, რას ამბობ!
-სირცხვილი მაგას, თვითონ რო არ მოგადგა დასაპყრობად… მაგრამ არა უშავს, ხანდახან ქალიც უნდა გააქტიურდეს. ბიჭები ყოველთვის უცნაურ მომენტში მორცხვობენ… რამე მოიმიზეზე, ვითომ წყალი გაგიფუჭდა ან…
-სასტუმროს მიმღებში დარეკავს, რომელი ხელოსანი ეგ ნახე?-თვალები ავატრიალე.
-უხ, მაცადე, ვფიქრობ… შეიძლება…
უთხარი, რომ ტარაკანი დაინახე! შენ ხომ ტარაკნების ფობია გაქვს… ხოდა, ერთი ტარაკნის გამო სასტუმროს ხოარ აწევს…-თავისი იდეით აღფრთოვანებულმა მიკამ ხელი ხელს შემოკრა- ეგარი! მიდი, ჰე, დაურეკე! გაგითიშავ და…
-არ ვაპირებ, რომ ოთახში კაცი შემოვიტყუო და შევაცდინო, გასაგებია?
-თუ გონებას დაძაბავ, მართლა დაინახავ ტარაკანს – უსირცხვილოდ მომიგო მიკამ- მიდი, დარეკე, ვინც არ დარეკოს, იმას არ ეღირსოს კაცის ალერსი შვიდი წელი!
აღფშფოთებული გამომეტყველება მივიღე, თუმცა მიკამ ვეღარ დაინახა – გამითიშა.

მართალია, მიკამ გვარიანად დამწყევლა და გაბრიელის ნახვაც სიგიჟემდე მინდოდა, თუმცა ამას მაინც ვერ ვიზამდი.
მისი მოტყუება ზედმეტად უსინდისო საქციელად მეჩვენებოდა, მით უმეტეს, არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა.
იქნებ სულაც არ ეპასუხა ჩემი ზარისთვის?
არა, ამას ვერ გადავიტანდი.
ჯერ ისევ მჭირდებოდა ჩემი ძველი, გიჟური ფიქრებისგან გათავისუფლება.
რომ მე საკმარისი ვიყავი,
რომ გაბრიელისთვის შეუფერებელი არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, არა იმიტომ, რომ სხვადასხვა წრეში გავიზარდეთ,
რომ შეიძლებოდა, ვინმეს ვყვარებოდი და ეს ვინმე მსოფლიოში ყველაზე საოცარი მამაკაცი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ მისი ბრწყინვალე გონებისა და გარეგნობის ღირსი ნამდვილად ვიყავი…
არა, მეტისმეტი მომივიდა.
საკუთარ უაზრო ფიქრებზე დავიმანჭე. მიკა მართალი იყო, ჯობდა, საეთოდ არ მეფიქრა. ჯობდა თავი ისე მომეჩვენებინა, რომ მისი სიახლოვე ჩემს ყველა წარსულ გრძნობას არ აასმაგებდა და მე ამ ყველაფერში ისე არ ვიკარგებოდი, როგორც მორევში.
ცხელი აბაზანა მივიღე და ჩემი საკმაოდ მდიდრული ნომერი დავათვალიერე.
ღუდუშაურისგან მოსულ რამდენიმე შეტყობინებას ვუპასუხე – კაბა, რომელიც ვახშამზე უნდა ჩამეცვა, სწორედ მან შემარჩევინა და მას შემდეგ წარა-მარა მწერდა რჩევებს, თუ როგორი ვარცხნილობა ჯობდა, როგორი სამკაული, რა მოსწონდათ კაცებს ყველაზე მეტად და ასე შემდეგ.
“ყელი გამოაჩინე”- მომწერა ბოლოს ჩემ დაჯღანულ სმაილზე პასუხად “
“შენ რა იცი, რომ ატაევს ეგ მოსწონს?”- ვკითხე იქედნურად.
“ატაევი არც მიგულისხმია”- მომწერა სმაილის გარეშე და მე სახეზე ცეცხლი წამეკიდა.
იცოდა.
ჩემი და გაბრიელის ორმხრივ “სიმპათიებზე” და სავარაუდოდ, კოცნაზეც.
და ახლა იმას მასწავლიდა, რა სისუსტეები ჰქონდა გაბრიელს?
ვერაფერს იტყვი, ძმაკაციც ასეთი უნდა!
“რატომ მეხმარები?”- წარბისაწევის სმაილთან ერთად გავუგზაცნე შეტყობიმება ნიკოს.
“იმიტომ, რომ რაღაც უნდა გთხოვო”- როცა სმს მივიღე, სულაც არ გამკვირვებია პასუხი.
“რაში?”- ვკითხე დაინტრიგებულმა.
ღუდუშაურმა ცოტა ხანს არაფერი მიპასუხა, შემდეგ კი ჩემი “ინსტაგრამიდან” ერთ-ერთი ფოტო გამომიგზავნა, სადაც მე და მიკა ზოოპარკში, ჟირაფის აქეთ-იქიდან ვდგავართ, სასაცილო გამომეტყველებებით სახეზე.
“რომ ჩამოხვალ, ეს გოგო გამაცანი”- ეშმაკისსახა სმაილთან ერთად მომწერა ნიკომ და მე თვალები ავატრიალე.
რა თქმა უნდა, მიკა ხომ კაცებს ყველა მხრიდან იზიდავდა! მაგრამ… მეორე მხრივ… რომ დავფიქრდი, ნიკო იდეალურად ჯდებოდა მიკას გემოვნებაში, რატომაც არა?
“კარგი”- მივწერე სწრაფად.
“ჯერ თმა გაიშალე და როცა შენთან ახლოს იქნება, აიწიე და ყელი გამოაჩინე. მაგას ისევ შენ უნდა წაკრა ხელი, თორე თვითონ ძაან ზადნავს”- მომწერა ღუდუშაურმა.
სახე ხელით დავინიავე და შევეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა უჩვეულო გულახდილობის და სიახლოვის ეს მომენტი.
“რატომ? რისი ეშინია?”-ვკითხე და თავში რატომღაც მაია ასათიანის ხმამ გამიელვა.
“არ ვიცი”- გააფთრებულმა ამოვიღმუვლე.
როგორ არა, იცი, ღუდუშაურო და გირჩევნია, მითხრა.
“შემიძლია, მიკა გაგაცნო, მაგრამ ასევე შემიძლია, გაგაცნო და დავამატო, რომ უკანასკნელი ნაძირალა ხარ, რომელიც სკოლაში მაწამებდა. ვნახოთ, როგორ მოეწონები”- მივწერე და ავად დავისისინე.
ღუდუშაურმა აწეული ხელების ემოჯი გამომიგზავნა და ბოლოს- ტექსტიც:
“ვიცი, მაგრამ მაგის თქმის მორალური უფლება არ მაქვს. დაელოდე და თვითონ გეტყვის, თუ საჭიროდ ჩათვლის. მოდი პატივი ვცეთ მის გრძნობებს”- ღუდუშაური რომ გრძნობების პატივისცემაზე დაგიწყებს ლაპარაკს! ჰმ!
მოკლე თანხმობის წერილი მივწერე, მან კი განაგრძო ჩემი დარიგება – რა სუნამო უნდა ამერჩია, რა ფერის ტუჩსაცხი წამესვა, როგორ მესუნთქა და ასე შემდეგ.
მე კი, საგონებელში ჩავარდნილი, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რა იყო გაბრიელის საიდუმლო. რატომ ერიდებოდა ჩემთან ყოფნას…
ღმერთო, ცოლი ხომ არ ჰყავდა?! მაგრამ არა, საიდან… ღუდუშაურს მაინც ხომ ეცოდინებოდა… ან იქნებ შვილი? ეგ უფრო სავარაუდო იყო, იქნებ ვინმე ბრიტანელ ლამაზმანთან შვილი ჰყავდა და ერიდებოდა ახალი სერიოზულ ურთიერთობების დაწყებას, რადგანაც…
ჩემი გადაღლილი ტვინი უკვე ზუზუნებდა, როდესაც გვიან ღამით ჩამეძინა და თითქმის შუადღეს გავიღვიძე.
უფრო სწორად, გამაღვიძა გაბრიელის ზარმა, რომელმაც მამცნო, რომ აუცილებელი საქმე ჰქონდა ვახშმამდე და მე სასტუმროში მტოვებდა, რათა სათანადოდ მოვმზადებულიყავი.
ისეთი ცივი და ოფიციალური ხმა ჰქონდა, რომ მუცელში მრისხანებამ ცხელ ტალღებად დამიარა.
ასე, არა?
როგორც კი გამითიშა, საწოლიდან წამოვხტი, ღუდუშაურის ნომერი ავკრიფე და პარალელურად,
ხალათითვე სპაცენტრისკენ გავემართე.
ღუდუშაურმა მალევე მიპასუხა.
-ახლა, რეალური რჩევები მჭირდება. გაბრიელი წყობიდან უნდა გამოვიყვანო- კბილებში გამოვცერი და ღუდუშაურის ხარხარზე ბოროტად გამეღიმა.
***
ბარათაშვილს საქმე საერთოდ არ ჰქონია.
მეტიც, ზედმეტად უსაქმოდ იყო.
მის შემცვლელად დატოვებული ღუდუშაური კომპანიაში თავს ყველაფერს იდეალურად ართმევდა.
ის კი, უცხო ქვეყანაში, მარტოდ მარტო იმყოფებოდა მსოფლიოში ყველაზე მაცდურ არსებასთან ერთად.
სიგარეტს მოუკიდა და თავის “საქმეს” გაჰხედა.
ქალაქში სასეირნოდ გამოვიდა. ბოლოს, ხიდზე აღმოჩნდა და მრგვალგუმვათოვანი შენობებით დატვირთულ ხედს უყურებდა, თუმცა მხოლოდ ორ, მწვანე რგოლს ხედავდა. მის თვალებს.
მწვანე მისი საყვარელი ფერი იყო.
და ის, ისევე, როგორც ყველაფერი მისთვის საყვარელი, მარიშას ეკუთვნოდა.
საკუთარი თავი ეუცხოებოდა და ეხამუშებოდა.
ეგონა, რომ ეს ყველაფერი- შფოთვა, ბიჭური აღელვება, აღტკინება და იმედები წარსულში დატოვა, თავად კი დინჯ და გონიერ მამაკაცად ჩამოყალიბდა.
ყველა ეს წარმოდგენა თავზე ემხობოდა, რამდენჯერაც გოგონას ტუჩებს იხსენებდა.
მის გვერდით ისეთი დაუდაევარი და ქარწაღებული იყო, ეგონა, ირემაძე ამას ცხადად ამჩნევდა და ალბათ, დაქალებთან დასცინოდა კიდეც…
არა, მარიშა ხომ არ იყო ასეთი…
ყველაზე მეტად დაცინვას ვერ იტანდა და სკოლაში, საკუთარი უჩვეულო გრძნობისგან სასოწარკვეთილი გაბრიელიც სწორედ ასე ებრძოდა გოგონასადმი ლტოლვას – ხუმრობით.
მაგრამ ახლა უკვე დიდები იყვნენ და მარიშას ნაწნავზე ვეღარ მოქაჩავდა. არა მაგ მიზნით.
ჩაეღიმა, როდესაც გოგონას თმების მოქაჩვის პერსპექტივას სხვა მხრიდან შეხედა. მერე უეცრად ისევ მოიღუშა.
საკუთარი თავის ეშინოდა.
არ უნდა დაეშვა, რომ თავი დაეკარგა, თორემ ვერაფრით გამოიცნობდა, როგორი იქნებოდა ირემაძის რეაქცია მისი ვნების გამოვლინების შემდეგ – იქნებ შეშინებოდა ან თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო?
ამდენი ფიქრი ამ თემაზე არ შეეძლო. არა მაშინ, როდესაც ატაევთან მოლაპარაკებები წინ ელოდა.
გონებაში კაცთან ბოლო საუბარი ამოუტივტივდა.
“აბა, აბა, გავრიილ. მოდი, ასე შევთანხმდეთ- უთხრა კაცმა, ხშირი, შავი, ქონით მოსვრილი ულვაში მოიწმინდა, მუხლებზე დასკუპებულ, შავგრემან, მომღიმარ ქალს წელზე ხელები მოხვია და ბიჭს მისი მკერდის გვერდიდან გახეხა – აქ ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი მოიყვანე, მუხლზე დაისვი და მანახე, როგორი კაცი ხარ. მერე ვილაპარაკოთ მიწის შესყიდვის პირობების შეცვლაზე”.
ატაევთან მარიშას წამოყვანა უდიდესი შეცდომა და გენიალური იდეა ერთდროულად იყო და ეს იდეა სულაც არ ეკუთვნოდა გაბრიელს.
როდესაც ატაევთან საუბრის დეტალები უამბო, ღუდუშაურმა მოიაზრა, რომ ამ შემთხვევისთვის ირემაძე იდეალური ვარიანტი იყო.
გაბრიელი დიდ ხანს არ თანხმდებოდა მეგობარს. მანამ, სანამ სხვა ვარიანტები არ შემოეძარცვა.
მარიშას ნამდვილად საოცარი გარეგნობა ჰქონდა, რასაც გოგონა ვერც კი ამჩნევდა, მაგრამ მისი მაღალი ღაწვები, ნუშისებრი ფორმის, მწვანე თვალები, ხშირი წარბები, სავსე ტუჩები და მთის ხალხისთვის დამახასიათებელი ცხვირი, რომელიც გოგონას დედისგან ჰქონდა გამოყოლილი… ეს ყველაფერი მას გამორჩეულად ლამაზ და სახასიათო იერს აძლევდა და მისი ტანი…
თუმცა გარეგნობის მიღმა, მარიშას ეცოდინებოდა, რა თემებიც უნდა განხილულიყო შეხვედრაზე და სწორედ ამის იმედი ჰქონდა გაბრიელს.
აქამდე ატაევი ყველა შეხვედრას გასაოცარი მოხერხებულობიდ აქცევდა უხამს ნადიმად, სადაც თავად ურცხვად ეწაფებოდა მუხლზე წამოსკუპებული ქალბატონის ძუძუებს და გაბრიელი გახევებული იჯდა მათ მოპირდაპირედ. საქმე არასდროს წასულა იმაზე შორს, ვიდრე რამდენიმე სიტყვის გაცვლაა, სანამ ატაევს მამაკაცური ღირსებიდ დაკმაყოფილების სურვილი შეუტევდა და გაბრიელს, თავის ინვესტიციებთან ერთად, უბოდიშოდ ემშვიდობებოდა.
ახლა, ჭკვიანი ქალის ვახშამზე მიყვანით გაბრიელი თამაშის წესებს შეცვლიდა – ატაევის ყურადღება მარიშაზე შეჩერდებოდა და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა.
თუმცა არა გაბრიელს, არამედ, თავად მარიშას.
მას უნდა დაეწყო საქმეზე საუბარი და გაბრიელი მხოლოდ აჰყვებოდა. ასე უნდა შეეტყუებინათ ბიზნესმენი სქმიან მოლაპარაკებებზე, სხვა გზას ბარათაშვილი უბრალოდ ვერ ხედავდა.
მას სჭირდებოდა ატაევი და არა პირიქით. სწორედ ეს იყო პრობლემა.
როგორმე უნდა შეეკავებინა საკუთარი თავი, როგორმე უნდა არიდებოდა ირემაძეს, რომ მთელი ეს გეგმები წყალში არ ჩაყრილიყო… თუ რამეს გააფუჭებდა, თუ გოგონას როგორღაც აწყენინებდა, ეს ყველაფერი აღარ გამოვიდოდა. მას კი სურდა, გამოსულიყო. პირველ რიგში, თავად ირემაძის გამო.
თავი გაიქნია, სიგარეტის ნამწვი ნაგვის ურნას მიაჭყლიტა და საათს დახედა.
ამოიოხრა და უკან, სასტუმროს გზას გაუყვა, ფეხათრევით.

***
სარკეში საკუთარი თავი კმაყოფილმა შევათვალიერე. კაბას ულამაზესი დეკოლტე ჰქონდა, ისეთი ჭრილით, რომელიც ყელს და ლავიწს გამოკვეთდა.
ციმციმა, ერთადერთი ბრილიანტით დამშვენებული ყელსაბამი კიდევ უფრო ამშვენებდა კაბის ლამაზ ჭრილს და საერთო ჯამში, ჩემს არც თუ ისე უშნო ყელს ყველაზე მეტ ყურადღებას აპყრობდა.
ღუდუშაურმა ეს კაბა უმიზეზოდ არ შემარჩევინა.
და არც მე ჩავიცვი უმიზნოდ.
გადაწყვეტილი მქონდა, რომ მოლაპარაკებები ისე წამემართა, რომ ატაევს სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა გაბრიელის პირობების დათანხმებისა.
ვიცოდი, რომ სანამ ბარათაშვილი თავისას არ გაიტანდა, საკუთარ თავს გვერდით გახედვის უფლებას არ მისცემდა.
არა ახლა, არა ჩემთან.
მაშ, საქმისთვის უნდა მიმეხედა და რაღაცები საკუთარ თავზე ამეღო.
თბილი მოსასხამი ხელზე გადავიკიდე და ფეხსაცმლის კაკუნით გავემართე ლიფტისკენ, ლიფტიდან კი სასტუმროს ბარში, სადაც ბარათაშვილმა მითხრა, რომ დამელოდებოდა.
რამდენიმე მამაკაცის ყურადღებიანი მზერა დავაიგნორე და მისკენ გავემართე.
ნახევარი გზა მქონდა გავლილი, როცა შემამჩნია და გამომხედა.
ჩაფიქრებული და გადაღლილი სახე ჰქონდა. როგორღაც, მისი დახვეწილი ნაკვთები დაძაბულობისგან გადაღლილიყო, ჩემს დანახვაზე რამდენიმე წამით სახე არ შეცვლია, შემდეგ კი მიცნო.
კარგი ახლა, ასეც არ მომინდომებია…
ნუ…რაც მართალია, მართალია.
მოვინდომე, თანაც ძალიან, რომ ჩემს დანახვაზე დორბლები წამოსვლოდა და ფეხქვეშ გამგებოდა…
ჩემთვის ყვავილები შემოეფრქვია და მთელი სამყაროს ჩუქების დაპირებები ეყვირა…
ჩემი სახელი ეყვირა…
მივხვდი, რომ ნერწყვი გადაყლაპა.
ძალიანაც კარგი.
ხუმრობა იქით იყოს და, ჩემმა დანახვამ აშკარად გააკვირვა, რადგანაც წამოდგა, დაღლილი თვალები აენთო და ხელები გაშალა.
-ირემაძე, ვერ გიცანი- გამიღიმა და მიმოიხედა- მთელი სასტუმრო შენ გიყურებს, მოიცვი ეს- განაგრძო ოდნავ დასერიოზულებული ტონით.
მხრები ავიჩეჩე და პალტო მოვიცვი. გაბრიელი მომეშველა და სანამ მხარზე პალტოს მომატარებდა, ხელი სრულიად შემთხვევით , მკლავზე ამატარა.
ჟრუანტელმა მომენტალურად დამიარა.
-რაღაც უნდა იცოდე- მითხრა ბარათაშვილმა, როცა სასტუმროს ფოიე გამატარა და რამდენიმე გამყინავი წუთის შემდეგ მანქანაში აღმოვჩნდით.
მანქანას თურქმენი მძღოლი მართავდა და გაბრიელს მისთვის სიტყვაც არ უთქვამს, სავარაუდოდ, წინდაწინ იცოდა დანიშნულების ადგილი.
-გისმენ- ჩახლეჩილი ხმით მივუგე. ჩაბნელებულ სალონში მასთან ძალიან ახლოს ვიყავი. გარემო იმდენად ინტიმური იყო, რომ თუ არა საქმიანი საუბარი, მის ხელს აუცილებლად დავადებდი საკუთარს…
გაბრიელი საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა.
-ატაევს ვუთხარი, რომ ვახშამზე საცოლესთან ერთად მივალ- თქვა ბოლოს ხმამაღლა და მე ცოტა ხანი დამჭირდა იმის გადასახარშად, რაც მითხრა.
თვალები დაბნეულად ავაფახუნე.
-და… ანუ… მე?- ამოვთქვი გამოშტერებულმა.
-ხო, შენ. აბა სხვა ვინ? მართლა კი არ მყავს საცოლე- ჩაიფრუტუნა და ჩემკენ შემობრუნდა. რატომღაც ძალიან ნერვიულობდა, ხელი ჯიბისკენ წაიღო და იქიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა.
ო, ღმერთო ჩემო.
ჩემს გონებაში “გაბრიელის გუნდის” ჩირლიდერები ყურისწამღებად აკივლდნენ და ცეკვა საერთოდ გადაავიწყდათ.
ჩემი ქვედა ყბა სადღაც გაიქცა. ალბათ გულს გაჰყვა, სადღაც ფეხებში რომ ჩავარდნილიყო.
-აქამდე ვერ გითხარი, იმიტომ, რომ მეშინოდა, უარს მეტყოდი და გაიქცეოდი – თმა შუბლიდან სწრაფად გადაიყარა – ახლა კი… შოკისგან დუმხარ და ახსნის საშუალებაც მაქვს, მშვენიერია- გაიცინა და განაგრძო- ატაევი ძალიან საშიში კაცია, აქ ისე ვერ წამოგიყვანდი, თანაც იმ განზრახვით, რომ ეგ კაცი მოგეხიბლა, რაიმე დაზღვევა თუ არ მექნებოდა… ვუთხარი, რომ საცოლე ხარ და ამით ავიცილე ის, რომ შენი გაზიარება მთხოვოს…
-გაზიარება?- როგორც იქნა, ხმა ამოვიდგი- ეგ რას ნიშნავს?
-აქ… აქაურ ბიზნესმენებს და მდიდარ ტიპებს ასეთი წესი… მათი შეხვედრები ძირითადად ქალების თანდასწრებით მიმდინარეობს და საქმიანი საუბრის შემდეგ, თუ სასურველ თემაზე შეთანხმდებიან, ერთ მხარეს უფლება აქვს, მეორე მხარის თანმხლები მოითხოვოს- გაბრიელს დაძაბულ ხმაზე ეტყობოდა, რომ სიტყვებს საკუთარი თავისგან იძულებით ქაჩავდა- ვიცი სიგიჟეა და ალბათ მეც გიჟი გგონივარ, ამ ყველაფერში რომ გაგრიე, მაგრამ დამიჯერე, შენ საფრთხე არ გემუქრება. არანაირად.
დადუმდა და შემომხედა.
რაიმეს თქმა მინდოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. რა უნდა მეთქვა? ასეთი რამე ყურმოკვრითაც კი არასდროს გამეგო. გაზიარება? ქალების? სადღაც დოკუმენტურ ფილმში კი მინახავს, როგორ ჰყავთ სექსუალური მონები რომელიღაც გადაკარგული ქვეყნის დიქტატორებს, რომლებიც საჭმელს ქალების სხეულიდან ჭამენ და გოგონები ნებაყოფლობით იბამენ ყელზე ჯაჭვებს… თუმცა ეს? ახლა? ბარათაშვილთან ერთად?
ჩემი გონების ყველა კუნჭულმა წივილი დაიწყო და მგონი, ძალიან გამოთაყვანებული სახე მქონდა, რადგანაც გაბრიელი კიდევ უფრო შეწუხდა და მობოდიშების ახალი ტალღა დაიწყო.
-თუ არ გინდა, შეგიძლია ახლავე უკან გავბრუნდეთ, უბრალოდ მინდოდა… მინდოდა მეთქვა და ამეხსნა, რომ… იქ შეიძლება არ დაგხვდეს ისეთი გარემო, როგორსაც მე ვისურვებდი და… ბოდიში, აქამდე რომ არ გითხარი, არ ვიცოდი, როგორ მეთქვა… ან ეს ბეჭედი როგორ მომეცა…
ამ სიტყვებზე ყუთი, რომელიც სულ გადამავიწყდა, ხელში დაატრიალა და თავი მოხსნა.
ულამაზესმა შავმა ბრილიანტმა შემომანათა, რომელიც პლატინის ბუდეში იჯდა.
თავიდან ყველა აღშფოთება და სალანძღავი სიტყვა ამომიფრინდა, რომელიც გაბრიელისთვის მქონდა მომზადებული და ტვინში მხოლოდ ერთადერთი გამოსახულება დამრჩა – გაბრიელი, რომელიც იმედიანი გამომეტყველებით მიწვდიდა ბეჭედს.
-აბა, თანახმა ხარ, გახდე ჩემი საცოლე? – გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ეს იყო საშინლად მტკივნეული და ამავდროულად, ავადმყოფურად სასიამოვნო წარმოდგენა.
ხომ გითხარით, რომ მაზოხისტი ვარ?
მგონი, ადრე ვახსენე.
მინდოდა, თავი დამექნია, შემდეგ კი, როგორც სხვა წყვილების ვიდეოებშია, მეკოცნა და ჩავხუტებოდი, მაგრამ…
-გაბრიელ…- ამოვიჩურჩულე სუნთქვაშეკრულმა- მე…
-გთხოვ, უარი არ მითხრა. ახლა არა. ძალიან მჭირდება შენი მხარდაჭერა და იმის ცოდნა, რომ მიუხედავად ამ შეშლილი შემოთავაზებისა, არ გძულვარ…
-მძულხარ?- წამოვიყვირე – საიდან მოიტანე… უბრალოდ… მართლა ჯობდა, ადრე გეთქვა, უკეთესად მოვემზადებოდი.
გაბრიელმა ბეჭდიანი ხელი დაუშვა და ამოიოხრა.
-მართალია… უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ მიიღებდი ბეჭდის ამბავს… ჩვენ ხომ… სანამ გაკოცებდი, ვფიქრობდი, რომ მალევე გეტყოდი, მაგრამ მერე… არ მინდოდა, შენთვის გული მეტკინა ან რაიმე…
-არაფერია, მართლა -სასწრაფოდ გავაპროტესტე- მთავარია ამიხსნა რა და როგორ, ბეჭდის დანახვაზე იდიოტივით იმედები არ მომეცემა, თუ მაგას გულისხმობ.
-ეგ არ მიგულისხმია- თვალებში ბრაზის ნაპერწკალი გაუკრთა.
-ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ ეს საქმის ნაწილია და არ უნდა გეშინოდეს, რომ გრძნობებს უმიზეზოდ ავყვები- ხელიდან ბეჭედი გამოვტაცე და არათითზე წამოვიცვი- საერთოდაც, ბარათაშვილო, ნუ გგონია, რომ შენ დანახვაზე ყველას გათხოვება და ხუთი ბავშვი უნდა შენგან…
-მართლა? მეგონა ზუსტად ეგ გინდოდა, ყოველ შემთხვევაში, როცა მაკოცე…
-მე კი არა, შენ მაკოცე!
რაღაც ჩაიფრუტუნა და გაავებულმა შევხედე.
-კიდევ ერთი სიტყვა, ბარათაშვილო და ენას ამოგგლეჯ, ვნახოთ, როგორ ილაპარაკებ ატაევთან!
არ ვიცი, რამდენად საშიში ხმა მქონდა, მაგრამ გაბრიელი დადუმდა და სანამ მანქანამ სვლა არ შეანელა, საშუალება მომეცა, სიტუაციაზე დავფიქრებულიყავი.
გაბრიელ ბარათაშვილმა ფიქტიურად მთხოვა ხელი და ახლა ვიღაც სულით ავადმყოფ კაცთან მივყავდი მოსალაპარაკებლად.
საიდან მოიფიქრა ეს ყველაფერი?
რაღა მაინცდამაინც ჰესები?
არ შეეძლო, ბიზნესი რაიმე მარტივში დაებანდებინა? მაგალითად, სამშენებლო კომპანიებში?
მალულად გადავხედე, მე მიყურებდა. თავისი მომნუსხველი, მწველი, ლამაზი მზერით.
მის გამო ყველაფერს ვიზამდი.
ამის თქმა არ შემეძლო, მაგრამ საჭირო არც იყო – ჩემი ქმედებები ზუსტად ამაზე მეტყველებდა.
ბეჭედს დავხედე, ჩემს არათითს იდეალურად ერგებოდა.
და თვალისმომჭრელად ბრწყინავდა.
-შავი ბრილიანტი იმიტომ, რომ შენსავით უნიკალური და მშვენიერია- მითხრა გაბრიელმა, სანამ კარს გააღებდა და მანქანიდან გადადიოდა, თვალით ბეჭედზე მანიშნა.
თვალები ავატრიალე და დაველოდე, როდის შემოუვლიდა მანქანას, რომ კარი გაეღო.
გარეთ ყინავდა. თბილი სალონიდან გაყინულ ქუჩაში გადანაცვლებამ ამაკანკალა, პლაში მჭიდროდ მივიკარი მკერდზე და ხმადაბლა წამოვიკივლე, როდესაც ქარმა დაუბერა.
გაბრიელმა წელზე ხელი მომხვია და დელიკატურად მიბიძგა გაბრდღვიალებული რესტორნის ეზოსკენ.
იქაურობა გადაპრანჭული და ხალხმრავალი იყო.
უცხო ენაზე ყაყანი და სიგარეტის სუნი უსიამოვნოდ მომხვდა ყურში, როდესაც წითელი აგურით ნაშენებ რეატორანში შევდგით ფეხი და ცხვირწინ ულვაშიანი ახალგაზრდა აგვესვეტა.
მან რუსულად მოგვმართა და მოსასხამები ჩამოგვართვა. სანამ ულვაშა უკან დაბრუნდებოდა, იქაურობა მოვათვალიერე.
დარბაზში სიგარეტისა და მძიმე სუნამოს სუნი ერთმანეთში ირეოდა და რუსულენოვან მუსიკასთან ერთად, გულისრევას მანდომებდა.
-ასეთი საშინელი ადგილი ჯერ არ მინახავს- ცხვირი ავიბზუე, როდესაც ბარათაშვილმა ისევ მომხვი წელზე ხელი და თავისკენ მიმიზიდა
-აქ არ გავჩერდებით. კუპეში ავდივართ- მიჩურჩულა ყურთან – მაგრამ ვერ დაგპირდები, რომ იქ უფრო მოგეწონება.
თითები უფრო მომიჭირა წელზე და მე სირცხვილნარევი სიამოვნება ვიგრძენი.
გაბრიელ, შენ ასე მომეხვიე და ნებისმიერი ადგილი სამოთხედ მომეჩვენება.
ამ ფიქრებზე გამეღიმა და მან ინტერესით შემათვალიერა.
-რა გაცინებს?- მიჩურჩულა ყურთან.
-ჩვენი მომავალი სპეკტაკლი წარმოვიდგინე- თავი მოხერხებულად დავიძვრინე და სახეზე საჩვენებელი თითი ჩამოვუსვი- ძალიან საინტერესო იქნება.
-მართალია- ისიც ამყვა და კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა. ისე, რომ ჩვენი ტუჩები სულ რამდენიმე სანტიმეტრში აღმოჩნდა ერთმანეთისგან- გახსოვდეს, რომ ჩემზე უგონოდ შეყვარებული უნდა იყო…
-ისევე, როგორც შენ.
-მე მაგის შეხსენება არ მჭირდება- ისეთი ინტონაციით მითხრა, რომ იფიქრებდი, სულ სხვა რამეს გულისხმობსო.
იქნებ…
-აქეთ მობრძანდით- მომესმა ულვაშას ხმა და გაბრიელმა კიბისკენ წამიყვანა.
ერთი სართულით ქვემოთ ჩავედით და ჩაბნელებული ჰოლი გავიარეთ.
უცნაურია, მაგრამ ზედა სართულის აყალ-მაყალი საერთოდ არ აღწევდა ქვემოთ.
იქაურობა სანთლებით იყო განათებული და აშკარად ძველებურ ყაიდაზე მოეწყოთ…
უფრო სწორად, არც არასდროს გაეახლებინათ.
მივხვდი, რომ შენობის ეს ნაწილი წინა საუკუნის იყო და ისე დაეტოვებინათ, რომ რემონტის მიუხედავად, ძველი სტილი შენარჩუნებულიყო.
კედლებზე ვერსად დაინახავდით დენცქვიტებს ან ელექტრონათურებს, სურათებიდან არც ერთი იყო თანამედროვე, არ ჩანდა ცეცხლმაქრობები ან ევაკუაციის გეგმა…
თითქოს დროში უკან დავბრუნდით.
ჰოლის ბოლოში ასევე სანთლის შუქით განათებული, მოზრდილი, ოვალური ოთახი დავლანდე, რომელის უზარმაზარი კარიც შეეღოთ და ალბათ, სწორედ ჩვენთვის.
ოთახთან მიახლოებასთან ერთად, რუსული საუბარი, ქალების კისკისი და სიგარის სურნელი უფრო მკვეთრი ხდებოდა.
გაბრიელი ხელს მჭიდროდ მხვევდა წელზე და როდესაც ოთახში ფეხი შევდგით და ყველას თავი ჩვენკენ მობრუნდა, ვიგრძენი, როგორ დაეძაბა მარცხენა ბარათაშვილს.
ოთახში სამი მამაკაცი და ოთხი ქალი დავთვალე.
ერთ-ერთი მათგანი, სქელი ულვაშითა და შავი თმებით, მკერდგაღეღილი და უკვე მთვრალი, ყვირილით წამოიჭრა ჩვენ დანახვაზე და ჭიქა ასწია.
-აი, ჩემი ქართველი მეგობარიც მოსულა!- წამოიძახა რუსულად და გვერდით მჯდარ ქალს გადახედა.
ქალი ანთებული თვალებით მიაჩერდა გაბრიელს და მის მზერაში ნაცნობობა ჩანდა.
იგი ხორცსავსე და შავგვრემანი იყო, მძიმე მაკიაჟი და ძალიან თამამი კაბა ვულგარულ გარეგნობას აძლევდა, თუმცა ეჭვი გამიჩნდა, რომ ის სწორედ რომ ჯდებოდა ატაევის გემოვნებაში.
ატაევს მეორე მზარეს ოქროსფერთმიანი, წითელტუჩება და თეთრკაბიანი გოგონა ეჯდა. ორივეს, მარჯვენასაც და მარცხენასაც, იმდენად თამამი დეკოლტე ამშვენებდათ, რომ ჩემი კაბის ჭრილს მოკრძალებულასაც კი უწოდებდით.
შავგვრემანს კაბა ისე ეტმასნებოდა კანზე, იფიქრებდი, სადაცაა, გასკდებაო.
ქალებს შემდგომ ორი კაცი იჯდა, ერთი ახალგაზრდა და უულვაში, მეორე კი საეჭვოდ ჩამოგავდა მასპინძელს, ალბათ, ძმა იყო.
ჩემი ფიქრები მალევე დაადასტურა ატაევმა,
-მობრძანდი, გავრიილ, დღეს ჩემი ძმა და ძმისშვილი შემოგვიერთდნენ. იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გაქვს…
ჩვენთვის ორო ადგილი იყო თავისუფალი, იმ ქალებს შორის, რომლებიც, სავარაუდოდ, სტუმარ მამაკაცებს ახლდნენ.
ბარათაშვილს ეტყობოდა, რომ ამგვარ ხალხმრავლობას არ ელოდა, რადგან მისი თვალები ცივად განათდა.
ამ მზერას ვცნობდი და ვიცოდი, რომ გაბრიელი, რომელიც იმას ვერ იღებდა, რასაც სურდა, შეიძლებოდა, ძალიან სასტიკი ყოფილიყო.
-ჯელტმენებო-ცივად, მაგრამ თავაზიანად დაუკრა თავი და მაგიდასთან ახლოს მიმიყვანა- მოხარული ვარ შეხვედრით და მაქვს პატივი, გაგაცნოთ ჩემი საცოლე, მარიშა. მარიშა, ბატონი ატაევები – მოკლედ წარმადგინა, სკამი გამოსწია და მანიშნა, რომ დაჯდომის დრო იყო.
ვეცადე, გრაციოზულად დავმჯდარიყავი და არ შემემჩნია აღელვება, რომელიც დამეუფლა სიტყვებზე “ჩემი საცოლე”…
ახლა ამის დრო არ იყო…საერთოდ არ იყო…
ატაევის ძმისშვილმა, ახალგაზრდა მამაკაცმა, ინტერესიანი მზერა მომაპყრო და გამიღიმა. მის გვერდით მჯდარი შავგრემანი კი აწრიალდა და შემომიბღვირა.
ატაევი და ბარათაშვილი ერთმანეთში ზოგად მოსაკითხ წინადადებებს ცვლიდნენ.
ბიჭი თვალს არ მაცილებდა, თითქოს რაიმე ეგზოტიკური ცხოველი ვიყავი და ცოტა ხანში ფერად ფრთებს გავშლიდი ან ეშვებს გამოვაჩენდი.
მისმა მზერამ უხერხულობა მაგრძნობინა, ამიტომაც ბიჭისკენ აღარ გამიხედავს და მთელი ყურადღება ბარათაშვილს მივაპყრე, რომელსაც მოხერხებულად შეეცვალა თემა და საკუთარი პროექტის წარმატებულ ცვლილებაზე ყვებოდა, რაც ტყუილი იყო, თანაც წმინდა წყლის.
-ადგილობრივი ავტორიტეტები ჩვენს სასარგებლოდ არიან განწყობილნი. დაიღალნენ მთავრობასთან ბრძოლით, მაგრამ მთლად სახელმწიფოსთან დამეგობრებაც არ გამოუვათ…ეს მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება… ასე რომ, ჩემი სახით მშვენიერი ვარიანტი შევთავაზე და იმუშავა კიდეც… მხოლოდ მიწის შესყიდვის პრობლემა აფიქრებთ და ვფიქრობ, ამის მოგვარებაც მარტიცად შეიძლება- გაბრიელი დინჯად და დამაჯერებლად საუბრობდა, თუმცა ატაევმა ვისკის ჭიქა გადაკრა და თვალებზე დაეტყო, რომ ბარათაშვილს აღარ უსმენდა. ამის მაგივრად, მე შემომხედა და მზერა ჩაუმუქდა.
-მარიშა, მარიშა- ჭიქა ისევ შეივსო და ჩემი მიმართულებით აღმართა – იცით, ბოლოს გავრიილი აქ როცა იყო, რა ვუთხარი?
თავაზიანად გავუღიმე და თავი გავიქნიე.
-ვუთხარი, არ დამენახო, თუ თან ყველაზე ლამაზ ქართველ ქალს არ მოიყვან- მეთქი. – გადაიხარხარა და მე თვალი მოღუშული ბარათაშვილისკენ გავაპარე.
რის თქმას ცდილობდა ეს უტაქტო კაცი? იმის, რომ გაბრიელმა დავალება ვერ შეასრულა? საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო არ ვიყავი, მაგრამ ქვეყანაში ყველაზე ტურფის ტიტულზე არასდროს დამიდია თავი.
-ის კი ადგა და მსოფლიოში ულამაზესი ქალი მოიყვანა- განაგრძო სიცილისგან აჭარხლებულმა ატაევმა და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა- აი ასეთია გავრიილი! ყველაფერს ხუთი პლუსზე აკეთებს! ყველაფერს! ეუბნები ეს მინდა? ამას გიკეთებს და დამატებით მილიონ რამეს! ოქროს ბიჭია, ოქროსი! მაგასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა… მითხარი, საყვარელო, საიდან გაიცანი ჩვენი ბიჭი? ასე უცბად საცოლეს თუ იპოვიდა, ნამდვილად არ მეგონა!
გაკვირვებულმა შევხედე. მას რა, ნაღდად უნდოდა ჩემი და გაბრიელის სიყვარულის არარსებული ისტორიის მოსმენა?
ბარათაშვილს გავხედე და მივხვდი, რაშიც იყო საქმე.
ის აქ რამდენიმე კვირის წინ იყო. სავარაუდოდ, სხვა ქალთან ერთად.
ატაევი ეჭვობდა, რომ სულაც არ ვიყავი მისი საცოლე.
რაც, სიმართლე რომ ითქვას, მის სასარგებლოდ მეტყველებდა, ესე იგი, არ იყო მარტივად გასასულელებელი კაცი.
-სიმართლე გითხრათ- გავუღიმე და გაბრიელის ხელს საკუთარი დავადე- ჩვენ ახლახანს არ გაგვიცნია ერთმანეთი. გაბრიელს ბავშვობიდან ვიცნობ, კლასელები ვიყავით – ამ სიტყვებზე ჩემი თითები მისას გადავაჭდე და ატაევის გოჭივით ღრმად ჩასმულ, წვრილ თვალებს მზერა ავარიდე. მის მაგივრად გაბრიელს შევხედე. მისი სახე გაყინული იყო, თითქოს პოკერს თამაშობდა და ყველანაირ ემოციას მალავდა, იმის შიშით, რომ მისი მომდევნო სვლა არ გამოეცნოთ.
-მასზე ბავშვობიდან ვარ შეყვარებული და… განშორება მოგვიწია, რადგანაც იგი სასწავლებლად სხვა ქვეყანაში წავიდა… თუმცა როდესაც დაბრუნდა… მე… მე არასდროს არ მდომებია არავინ სხვა. მხოლოდ გაბრიელი. მას ველოდებოდი.
ქალებმა თანაგრძნობის ნიშნად ამოიოხრეს და რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვა მესროლეს. გაბრიელი მე არ მიყურებდა, მაგრამ მისი თვალები აელვარდა და ვიცოდი, რომ ეს სწორედ ჩემი სიტყვების გამო იყო. ჩემო გულწრფელი სიტყვების.
ატაევს ვერ მოვატყუებდი, მაგრამ მე საერთოდ არ ვიტყუებოდი.
კაცს გავხედე და მისი ეშმაკური ღიმილი კარგად მენიშნა.
-ფრთხილად გავრიილ- თითი დაუქნია ბარათაშვილს და თვალი ჩაუკრა- ამ ქალს მართლა უყვარხარ, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შეყვარებული ქალის მეშინია. კაცმა რომ თქვას, მხოლოდ მაგის მეშინია და იმპოტენციის – გაიკრიჭა.
-აჰ, საშიში არაფერია- ბოროტად გავუღიმე – უბრალოდ ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ მე უნდა ვუყვარდე, თორემ ნაწილ-ნაწილ ავკუწავ და მის თავს საკუთარი აკვარიუმის თევზებს შევაჭმევ.
ატაევმა გაფართოებული თვალებით შემომხედა, განცვიფრებულ მაგიდის წევრებს მოავლო თვალი და ბოლოს გულიანად ახარხარდა.
თავად გაბრიელის სახეზეც გაკრთა ღიმილი, რომელიც მალევე დამალა, თუმცა აციმციმებული თვალები მომანათა, ჩემი ხელი აიღო და მეამბორა.
-შენს გარდა ვერასდროს ვერავის შევიყვარებ, ჩემო მშვენიერო- მითხრა ჩურჩულით და მე სუნთქვა დამავიწყდა.
-ვიცი- ვიჩურჩულე მეც.
-რა მშვენიერი წყვილია- ამოთქვა ატაევის ხორცსავსე შავგვრემანმა და ღიმილით ამოიოხრა- გთხოვთ, აუცილებლად დაგვპატიჟეთ ქორწილში!
-აუცილებლად!- მხარი აუბა ქერამაც- და ბავშვების წვეულებებზეც! აჰ, როგორ მაინტერესებს მათი მომავალი ბავშვები!
-არ გამოგაპარებთ- პირობა მივეცი და ჩამეღიმა.
გაბრიელს ჩემთვის ხელი არ გაუშვია, როდესაც საუბარი კვლავ საქმისკენ დააბრუნა. დრო და დრო ცერს ნაზად მისვამდა ხელის მტევანზე და ხანდახან ტუჩებთანაც მიჰქონდა, რათა მსუბუქად ეკოცნა.
მიუხედავად იმისა, რომ იქაური გარემო არანაირად არ იყო მიმზიდველი, ჰაერი მძიმე და სიგარის სუნით გაჟღენთილიყო, ქალების გამაღიზიანებელი კისკისი და ატაევის ხორცოხი ნერვებს ამიშლიდა და იქიდან გამოქცევასაც შევეცდებოდი, მაგრამ გაბრიელთან ასეთი სიახლოვისას, ამგვარი ნაზი მოპყრობით გაბრუებულს, თავი სამოთხეში მეგონა.
მზად ვიყავი, მთელი ცხოვრება იქ გამეტარებინა, მასთან, ნებისმიერ ადგილას, ოღონდ მასთან.
-თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამ თემაზე? გავრიილმა ახსენა, რომ მასთან დაიწყეთ მუშაობა, ესე იგი, ერკვევით სექტორში- მკითხა ატაევის ძმისშვილმა და მეც კვლავ გამახსენდა მისი დაჟინებული მზერა, რომელიც თითქმის წამითაც არ მომშორებია.
-მართალია- ვუპასუხე ღრუბლებიდან სწრაფად დაშვებულმა- ენერგეტიკა აქტუალობას სულ უფრო იძენს საქართველოში. მოგეხსენებათ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და მდიდარი ჰიდრო და ქარის ენერგია. გაბრიელთან სწორედ ამიტომ დავიწყე მუშაობა – მისი იდეები მომწონს.
-ისიც მოგვეხსენება, მოსახლეობა როგორ კბილებით იცავს ხსენებულ პოტენციალს- კბილებში გამოცრა ატაევმა, რომელსაც თავისი შავგვრემანი მუხლებზე შემოესვა და საკმაოდ თამამად ეფერებოდა- და ყველასთვის ცნობილია იმ ჩაფლავებულ პროექტთა სია, რომლებიც საქართველოში ინვესტორებმა მიიღეს.
ცალი თვალოთ გაბრიელს გავხედე, რომელმაც შეუმჩნევლად დამიქნია თავი. სიტყვა ჩემზე იყო.
შევეცახე, ძალიან მონდომებული და საქმიანი ტონი არ მქონოდა.
-გეთანხმებით, ეს ნამდვილად საქართველოს საწინააღმდეგოდ მეტყველებს და პირიქით, გამიკვირდება, თქვენნაირი ჭკვიანი და გამოცდილი მამაკაცი ამაზე რომ არ ფიქრობდეს, თუმცა ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მალე ევროპულ ენერგეტიკულ ბირჟას შევუერთდებით.
ატაევის მზერაში პირველად გაკრთა ინტერესი.
-ბირჟა, რომელსაც საუკუნეზე მეტია, ხსნით და ვერ გაგიხსნიათ? მაგაზეც მსმენია…
-ბირჟის გახსნა გაიწელა, რაც ნამდვილად არაა გასაკვირი იმ სირთულეების ფონზე, რაც მის გახსნას მოჰყვება…მაგრამ ის უკვე მოქმედებს სიმულაციურ რეჟიმში და კონკრეტული თარიღიც დათქმულია. ნახევარ წელში ევროპულ ბირჟაზე ვივაჭრებთ და იმ პირობებში, როდესაც ევროპა ომშია გახვეული და მთავარი ენერგომიმწოდებელი ემბარგოს ქვეშაა- წარბები მრავალმნიშვნელოვნად ავწიე- საქართველოში ბირჟის გახსნას ევროპული ფასები მოჰყვება, ანუ გაორმაგებული ფასები. და ამის სანაცვლოდ ვერავინ ვერაფერს იზამს. საპროტესტო ტალღა და აქციები უკვე ჩავლილ რეფორმას და მიღებულ კანონებს უკან ვერ მოაბრუნებს – გაორმაგებული ფასების სანაცვლოდ მოსახლეობას ერთი გზა დარჩება -დათანხმდეს ახალი სადგურების მშენებლობას.
სახელმწიფომ რეფორმით ყველაფერი გააკეთა, ჯერი ინვესტორებზეა, რომლებიც აუცილებლად მოვლენ საქართველოში. საკითხავია, როდის. თუ კი გაბრიელის ჩაფიქრებული პროექტი გამოვა, ეს იქნება სიმძლავრით მეორე სადგური საქართველოში. ქვეყანას თავისი კლიმატის გეგმა აქვს, რომლიც ადგენს, რომ ამ ზომის ჰესზე ნებართვა ძალიან იშვიათად გაიცემა და კაცმა არ იცის, რამდენად მიეცემა შანსი სიმძლავრით მესამე ჰესს, როდესაც ერთი უკვე არსებობს, მეორე იგეგმება და სავარაუდოდ, განხორციელდება. რამდენად დაუშვებს მთავრობა მომგებიანი, მაგრამ გიგანტური ჰესების ხშირ მშენებლობას?
გავჩუმდი, რადგან მეტი საუბარი უკვე ძლიერ მონდომებას ნიშნავდა, რაც ნამდვილად არ გამოჩნდებოდა კარგად.
გაბრიელმა ხელზე ოდნავ მომიჭირა ხელი და თავად განაგრძო.
-საქართველო პატარა ქვეყანაა. მცირე სადგურები თქვენნაირ ინვესტორებს არ დააინტერესებს, მაგრამ ახლა ყველაზე ხელსაყრელი გარემოა. თუ ამ პროქეტის მხარდაჭერას დაიწყებთ, ათწლეულში ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე გექნებათ წვდომა.
გული სიხარულით შემიფრთხიალდა, როდესაც ატაევმა ოდნავ, მაგრამ მაინც დაიქნია თავი და ნიკაპი მოიფხანა.
-ძია, მე შემიძლია პროექტის დეტალებზე დამატებით დავიბარო ქართველები ჩვენს ოფისში- თქვა ატაევის ძმისშვილმა- ჩემთვის საინტერესოა.
ამ სიტყვებზე ისე შემომხედა, თითქოს “ქართველებში” მხოლოდ მე მგულისხმობდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მასთან პაემანსაც კი დავთანხმდებოდი. გაბრიელს შევხედე, რომელიც ბიჭს საერთოდ არ უყურებდა. სახეზე ოდნავი დაძაბულობა დაეტყო, თუმცა არაფერი უთქვამს.
-კარგი, კარგი, ჯანდაბას. – წამოიყვირა ატაევმა – წადი ტეიჯენ საქართველოში. ნახე სიტუაცია, განიხილე ყველაფერი და დაბრუნდი პროექტის დეტალებით. ახლა გვეყოს საქმეზე, სასმელი დაამატეთ- გასძახა ვიღაცას გარეთ და ბარათაშვილის სახე პირველად გაანათა ღიმილმა.
ჩემმა აჩქარებულმა გულმა ოდნავ ამოისუნთქა, როდესაც ყურადღება ჩემი პერსონიდან ნელ-ნელა გაიფანტა და სრულიად უწყინარ თემებზე ჩამოვარდა საუბარი.
ატაევმა თავისი შავგრემანი მუხლებიდან გადაასკუპა და მეორე, ქერა დაასკუპა.
უხერხულად ავწრიალდი, როდესაც დანარჩენი მამაკაცების თანმხლებმა ქალებმაც იგივე პოზიციები დაიკავეს- თავიანთი კაცების მუხლებზე.
გაბრიელს ანერვიულებულმა გადავხედე, როდედაც ჩემს ხელმარცხნივ, ატაევის ძმისშვილმა ვნებიანი კოცნა გააჩაღა თავის გოგოსთან.
ბარათაშვული იქიდან მაშინვე წამიყვანდა, როგორც კი მისიას დასრულებულად ჩათვლიდა და რადგანაც ჯერ არ ჩქარობდა, ესე იგი, ჯერ კიდევ რაღაც იყო დარჩენილი, მაგრამ რა?
რატომღაც ღუდუშაური გამახსენდა და მისი დარიგებები.
უეცრად გონებაში სასოწარმკვეთმა აზრმა გამიელვა.
იქნებ ატაევი მოელოდა, რომ გაბრიელი ჩემ მიმართ მეტად… თავისუფალი უნდა ყოფილიყო?
საქართველოში საცოლეების სახალხოდ ლოშნა არც ისეთი მიღებული საქციელი იყო, მით უმეტეს, საქმიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ეჭვი მქონდა, რომ ეს მით უმეტეს თურქმენეთში არ იყო მიღებული, მაგრამ მაინც, ისეთი განცდა მრჩებოდა, რომ ეს მდიდარი, გარყვნილი კაცი აქ თავისიანებს სწორედ ამისთვის ეპატიჟებოდა. ცოტაოდენი თავაშვებისთვის.
და მე რა უნდა მექნა?
ქალებს თვალი მოვავლე.
საერთოდ არ გრძნობდნენ დაძაბულობას ან უხერხულობას. იქნებ, უბრალოდ სექს მუშაკები იყვნენ?
უფრო ყურადღებით დავაკვირდი და ატაევის შავგვრემნის არათითზე ბეჭედი შევნიშნე. საქორწილო ბეჭედი…
ნუთუ?..
გაბრიელისკენ გადავიხარე და ყურთან მსუბუქად ვაკოცე, სანამ უკან გაწევას მოასწრებდა, მხარზე თითები ჩავჭიდე და ჩემკენ მოვიზიდე.
-ეს ქალი ატაევის ცოლია?- ვკითხე ჩურჩულით.
ბარათაშვილმა ისეთი სახით გადმომხედა, თითქოს მეკითხებოდა, ამას რა მნიშვნელობა აქვსო.
-მიპასუხე!- თვალებით ვანიშნე და თავი დამიქნია.
-და მეორე?- ახლა ატაევის ძმისკენ ვანიშნე.
-ის… როგორც ვიცი, საცოლეა- ჩაიბუტბუტა თითქმის უხმოდ.
-მაშინ შენც უნდა მომეფერო- მისკენ მაქსიმალურად მივჩოჩდი და ხელი ბარძაყზე დავადე- მიდი.
ბარათაშვილმა შეშლილი თვალებით შემომხედა.
არაფერს არ აპირებდა და თუ ატაევი იეჭვებდა, რომ ვატყუებდით, შესაძლოა ეს გაბრიელის ბოლო ვიზიტი ყოფილიტო თურქმენეთში.
და როგორი სახელი დარჩებოდა ბიზნეს სფეროში? მატყუარის!
არ დავფიქრებულვარ, ისე წამოვდექი საკუთარი სკამიდან და სანამ ბარათაშვილი რაიმეს მოახერხებდა, მის მუხლებზე საოცარი მოხეხებით გადავჯექი და ხელები ყელზე მოვხვიე. ჩემი თმები სახეზე ჩამოეყარა და მადლობა ღმერთს, მის გაოგნებულ სახეს მხოლოდ მე მოვკარი თვალი.
-ითამაშე- მისკენ დავიხარე, ყელზე ვაკოცე და ვუჩურჩულე.
გაბრიელმა წელზე ხელები მომხვიდა და გახევებული, უმეტყველო სახით ოდნავ უკან გამწია.
-ოჰ! ოჰ! ოჰ!- წამოიყვირა ატაევმა- ბოლოს და ბოლოს, ესენიც მოლღვნენ… გავრიილ, უკვე ვფიქრობდი, რომ რაღაცას მატყუებს -მეთქი და ნახე, როგორ დაუსკუპებია … – რაღაც ჩაიბუტბუტა და ხარხარი ატეხა.
ბარათაშვილს მრავალმნიშვნელოვანი მზერით გადავხედე და გავიღიმე.
-ის ყოველთვის ერიდება ჩემს გამოჩენას საზოგადოებაში. ძალიან მესაკუთრეა- მივუგე ატაევს და “ჩემს” ბიჭს თმაზე მივეფერე.
-ქართველი კაცები ძალიან მესაკუთრეები ხართ- თითი დაიქნია კაცმა – მაგრამ პატივს ვცემ თქვენს სურვილს. მთავარია ისე არ გამოგივიდეთ, რომ არც თვითონ შესვათ და სხვაც ხახამშრალი დატოვოთ.
გაბრიელი ჩემს ქვემოთ ისე დაიძაბა, მივხვდი, რომ ატაევი ქალების გაზიარებასე საუბრობდა.
ბარათაშვილმა ხელები მჭირდროდ მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და ცხვირი ჩემ თმაში ჩარგო.
-დამიჯერეთ, ბატონო, ხსენებულ სასმისს უაღრესი სიამოვნებით მივირთმევ სრულად და მხოლოდ თავად.
ატაევმა გადაიხარხარა, მას დანარჩენებიც აყვნენ, მე კი ვეცადე, სირცხვილისგან გაწითლებული სახე როგორმე დამემალა.
ყველაზე მეტად იმან გამაწითლა, რომ მინდოდა, ბარათაშვილის სიტყვები მართალი ყოფილიყო.
სიტუაცია იმაზე სწრაფად წავიდა შორს, ვიდრე წარმომედგინა.
ატაევმა თავისი ქერა ქალის მკერდი კოცნით თითქმის გააშიშვლა, ახალგაზრდა კაცი და მისი გოგო კი უფრო შორს წასულიყვნენ და ახლა ეს უკანასკნელი უკვე მხედარივით გადამჯდარიყო ბიჭის მუხლებზე და ზედ ისე ირწეოდა, აშკარად რაღაცას იწყებდნენ.
დამცხა.
მხრებზე ჩამოწოლილი თმა დაუფიქრებლად გადავიწიე ერთ მხარეს და ბარათაშვილს მივაჩერდი, რომელსაც თვალები უცნაურად ანთებოდა, მისი ხელი ჩემ ზურგზე კი პირდაპირ მწვავდა.
მისკენ დავიხარე და ვუჩურჩულე:
-ხომ არ წავიდეთ? მგონი აქ… რაღაცას აპირებენ…
გაბრიელმა პასუხი არ გამცა, თუმცა უფრო მიმიზიდა, თმაზე ოდნავ დამქაჩა და თავი ისე ამაწევინა, რომ ყელი უკეთესად გამომჩენოდა.
მისი ცხელი ტუჩები კისერზე ვიგრძენი და მუცელში სიმხურვალის ტალღამ ერთიანად დამიარა.
სულ გადამავიწყდა ატაევიც, პროექტებიც, ენერგეტიკაც, ჰაერიც და საერთოდ, სირცხვილი.
ოდნავ ამოვიკვნესე და თმაში ჩავაფრინდი.
ბარათაშვილმა კაბის ჭრილში ხელი შემიცურა და ბარძაყზე თითები მტკივნეულად მომიჭირა.
გონებას ვკარგავდი.
მისი ტუჩები მინდოდა.
დავიხარე, რომ მეკოცნა, თუმცა ბარათაშვილი გველნაკბენივით გაიწია უკან და სწრაფად წამოდგა.
იმდენაე სწრაფად წამომაყენა, წამოვიყვირე და თავი ძლივს შევიმაგრე, სანამ ხელს კვლავ ჩამკიდებდა.
-ბატონებო, ქალბატონებო, ბოდიშს გიხდით- დაბალი, ჩახლეჩილი ხმითა და ეშმაკური ღიმილით გახედა გაბრიელმა ატაევს – ხსენებული სასმისი შეივსო და მე და ჩემო მშვენიერი საცოლე სწრაფად უნდა დავეწაფოთ. მომავალ შეხვედრამდე, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.
ატაევის ავხორცი ხარხარის თანხლებით, სუნთქვაშეკრულებმა გავიარეთ ჩაბნელებული დერეფანი, კიბეები და ბოლოს- ჰოლი.
როდესაც უკვე ნაცნობმა ულვაშამ მოსასხამები დაგვიბრუნა და ცივ ქუჩაში აღმოვჩნდით, ბარათაშვილის სახიდან სწრაფად ჩამოირეცხა ღიმილი.
-ბოდიში. სხვანაირად წამოსვლა გაგვიჭირდებოდა. გარყვნილი ა- ჩაიდუდუნა. აქ აღარასდროს აღარ წამოგიყვან.
მის ხმაში შიში და სასოწარკვეთა იგრძნობოდა.
-არც უნდა წამომეყვანე… – განარგძო, მანქანას, რომელიც იქვე გველოდებოდა, ხელი დაუქნია და მალე ისევ თბილ სალონში აღმოვჩნდი.
-მაგრამ- დაბნეულმა და კარგა გვარიანად გაბრუებულმა, გაოგნებული თვალები შევანათე- ჩვენ ხომ გამოგვივიდა… ისინი… დაგვთანხმდნენ! გაბრიელ, უნდა გიხაროდეს!
-მიხაროდეს?- ისე მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ, რომ შევკრთი- რა მიხაროდეს? საკუთარი პროექტისთვის რომ გამოგიყენე და ამდენი კაცის დასანახად გეხებოდი? იძულებული გაგხადე, ეს საზიზღარი თამაში დაგედგა…
-იძულებული არ ვყოფილვარ. ასე იყო საჭირო და ეს ჩემი ნებით გავაკეთე- გავაწყვეტინე- ყველაფერი კარგადაა გაბრიელ, თავს ცუდად არ ვგრძნობ.
-სამაგიეროდ, მე ვგრძნობ.- უკმეხად მომიგო და ფანჯრისკენ გაიხედა.
ამოვიოხრე.
აშკარად ვიღაც ჰყავდა.
ეს იყო მიზეზი.
თავს დამნაშავედ გრძნობდა, სხვა ქალს რომ ეხებოდა, სხვა ქალს რომ კოცნიდა…
მე “სხვა ქალი” ვიყავი.
-შენ…- ძლივს ამოვღერღე, რადგან ცრემლები მაწვებოდა- იმის გამო განიცდი, რომ მოგიწია… ისა… შემხებოდი?
-მარიშა. ამას. შეხება. არ . ჰქვია. – კრიჭაშეკრულმ გამოთქვა.
-ეს მხოლოდ საქმისთვის იყო საჭირო- ვთქვი გაავებულმა.
-სწორედაც რომ. საქმისთვის- ამოიოხრა და მომიბრუნდა- ასე შორს საქმისთვის არ უნდა წახვიდე.
-შენ… შეყვარებული გყავს და მაგიტომ განიცდი?- გავბედე და ვკითხე- თუ ასეა, მაშინ ყველაფერი ჩემი ბრალია და შენ არაფერ შუაში ხარ…
-ირემაძე, მოკეტე- ხმას აუწია და თმებში ხელები შეიცურა -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. უკვე გასაგებად აგიხსენი. ამ გარყვნილი თამაშის დასადგმელად ასე შორს არ უნდა წავსულიყავით.
-მე კი არ გეთანხმები. აი, მე არავინ მყავს და თავს არავის წინაშე არ ვგრძნობ დამნაშავედ. შენ კი განიცდი. აბა, თუ მაგის გამო არაა, რატომ განიცდი?
გაბრიელი ისე მომაჩერდა, თითქოს რაღაც უპატიებელი იდიოტობა მეთქვას.
-ამაზე საუბარი აღარ ღირს- მომიგო ბოლოს და როცა დაინახა, რომ შეპასუხებას ვაპირებდი, ხელი ასწია- გთხოვ, აღარ მინდა საუბარი.

დარჩენილი გზა მდუმარედ გავლიეთ. მე, საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, ერთიმეორეზე უარეს დასკვნებამდე მივდიოდი, სანამ მანქანამ სასტუმროს შესასვლელთან არ შეანელა სვლა.
გაბრიელი ჯერ კიდევ მიმვალი ავტომობილიდან დაუმშვიდობებლად გადახტა და უკანმოუხედავად შევარდა კარში.

***

არა, ასე უბრალოდ და აუხსნელად ვეღარ გამოძვრებოდა!

მანქანაში ათამდე დავითვალე, ღრმად ჩავისუნთქე და საკუთარ თავს ორი პირობა მივეცი. პირველი – სანამ არ დავმშვიდდებოდი, არაფერს მოვიმოქმედებდი და მეორე – რადაც არ უნდა დამჯდომოდა, გაბრიელს ავალაპარაკებდი.

ნომერში ავედი, აბაზანა მივიღე, კომფორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და მინი ბარიდან ღვინო ავიღე.

მშვიდად ვწრუპავდი წითელ ღვინოს და თან ვარიანტებზე ვფიქრობდი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მიკას ტარაკნის ხრიკი საუკეთესო გამოსავალი იყო.

რამდენჯერმე რეპეტიცია გავიარე, ხმა დავიყენე, ნერვიულობით ისედაც ვნერვიულობდი, ამიტომაც, საერთოდ არ გამჭირვებია აღელვებული ხმის განსახიერება, თავს შევუძახე და სანამ გადავიფიქრებდი, გაბრიელის ნომერი ავკრიფე.

მესამე ზარზე აიღო. აქოშინებულმა და ხმააკანკალებულნა მისი პასუხისთანავე სასოწარკვეთილი ყვირილი დავიწყე.
-გაბრიელ, მიშველე, ჩემ აბაზანაში ტარაკანია… მიმღებში ვერაფერი გავაგებინე…- უცბად გიჟივით მომინდა სიცილი და თავის შეკავება ისე გამიჭირდა, რომ თვალებზე ცრემლი მომაწვა.

-რა? – აშკარად არ მოელოდა ჩემგან ასეთ ზარს. ნეტავ, რას ელოდა?

-ტარაკანი!- გავიმეორე კივილით – ტარაკნების ფობია მაქვს, გაბრიელ, ახლა მოვკვდები! უზარმაზარია და შავი და სლიკინა…
-ახლავე მოვალ, რვაასათში ხარ ხო?- მიპასუხა საქმიანი ტონით. მადლობა ღმერთს!
-ხო- ამოვიკნავლე.
-მოვდივარ.
გული საგულეში აღარ მქონდა.
სიცილი ამიტყდა და როდესაც გაბრიელი ჩემს ნომერში შემოიჭრა, ერთიანად აჭარხლებული და თვალცრემლიანი დავხვდი.
ნეტავ სცოდნოდა, რომ მთელი ეს სცენა მის სანახავად დავდგი!
მას უბრალო მაისური და სპორტული შარვალი ეცვა. სიჩქარეში ფეხსაცმელიც კი დავიწყებოდა – სასტუმროს ფოსტლებში გაეყო ფეხები.
-ბოდიში, ტარაკნების შიში მაქვს და მთელი ღამე ვერ დავიძინებდი…
გაბრიელმა თავი დამიქნია, ცალი ფოსტლი გაიძრო და აბაზანაში ისეთი გამომეტყველებით შევიდა, როგორიც ჯეიმს ბონდს ჰქონდა მისიაზე.

-სად ზის? – გამომძახა იქიდან. ვეცადე, ხმა ისე ამომეღო, რომ არ ავკაკანებულიყავი.

– აბაზანის კედელზე… ქვევით – ამოვიკნავლე.

-საად? ვერ ვპოულობ… იქნებ შეეშინდა და გაიქცა… იმხელას კიოდი…

-არა, მანდ იყო!- ჩემსას მივაწექი. ეს ყველაფერი ძალიან მამხიარულებდა.

– იქნებ უკეთესად აღმიწერო, ვერ ვპოულობ ასე…


თავი ვერ შევიკავე და მთელი ხმით ავხარხარდი, როცა აბაზანიდან გაოგნებულმა გამომხედა, უკვე საწოლზე ვგორავდი და სიცილით ვიგუდებოდი.
-რა გჭირს? – სულ გამოშტერდა და ჩემკენ წამოვიდა – იქ ტარაკანი არაა.
-შენი ნახვა მინდოდა- ამოვთქვი და სიცილისგან ჩახლეჩილი ხმა ჩავიწმინდე- სხვანაირად არ მოხვიდოდი.
გაოგნებული სახე ჯერ დაბნეულში გადაეზარდა, შემდეგ აღშფოთებულში და ბოლოს – ღიმილში.
-ირემაძე! ოთახში შემომიტყუე?
მისმა ამ კითხვამ, იმის მაგივრად, რომ სირცხვილისგან მიწა გამსკდომოდა, უფრო გამამხიარულა.
-შენთან გულახდილი საუბარი მსურდა… თანაც ახლავე…
-და რატომ?- გულზე ხელი დაიკრიფა და კედელს მიეყრდნო.
-რატომ?-დავსერიოზულდი- არ ფიქრობ, რომ რაღაცები გასარკვევი გვაქვს?

თავი ოდნავ დამიქნია.

-ატაევთან ვიზიტი…ეს… მე… მინდოდა მეთქვა, რომ ეს ჩემთვისაც არ იყო მარტივი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს საქციელმა დამამცირა. არა. გაბრიელ, მითხარი, შვილი გყავს? – მივაყარე სწრაფად.

გაოგნებისგან წამოიყვირა.

-საიდამ მოიტანე, გოგო? – გაფითრდა და ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. ცალ ხელში ჯერ კიდევ ეჭირა თეთრი ჩუსტი.

-უბრალოდ სხვა ახსნა არ მაქვს, რატომ არ… რატომ არ გინდა, რომ ჩვენ…

გაბრიელმა თავი გაიქნია და გაეღიმა.

-რა არ მინდა, მარიშა?

დამპალი! საერთოდ არ მეხმარებოდა და მე სულ მალე, ასეთი ტემპებით, სიყვარულს ავუხსნიდი!

მიკასთან საუბარი გამახსენდა და ჩვენი ბოლო შეხვედრა ბანკეტზე.

-მაშინ, ბანკეტზე, ჩვენი შეხვედრა, გახსოვს? – შორიდან მოვლა გადავწყვიტე. თავი დამიქნია და ისე გაიღიმა, ლამის გული წამივიდა. კედელზე მიყრდნობილი, გულხელდაკრეფილი, ტუჩაპრეხილი, დაკაბიწებული სახელოებითა და ოდნავ სველი, ქერა თმებით…
-მაშინ წიგნზე სასაუბროდ არ გაგიყვანივარ გარეთ, არა? – გონება მოვიკრიფე, რათა საუბარი გამეგრძელებინა.
-ეგ უკვე წარსულია და გახსენებას აზრი არ აქვს…
-აქვს. ჩემთვის აქვს!- საწოლიდან წამოვდექი და მივუახლოვდი- მაინტერესებს ყველაფერი, რასაც მაშინ ფიქრობდი, იმიტომ, რომ… მე შენ… სკოლაში… -სიტყვების დასრულება მიჭირდა, რა უნდა მეთქვა? მართლა სიყვარულს ხომ არ ავუხსნიდი? არა და, ზუსტად მაქეთკენ მივდიოდი- სკოლაში ძალიან მომწონდი.
ბარათაშვილმა წარბები აწკიპა.
-მოგწონდი? მეღადავები?- ჩაიფრუტუნა.
-არა, არ გეღადავები- მისი რეაქციით იმედგაცრუებულმა, მტკიცება დავუწყე- ძალიან მომწონდი.
-თუ ეგრე იყო, მაშინ ძალიან უცნაური მეთოდები გქონია სიმპათიების გამოსახატად- მითხრა ცივად- ყოველთვის თავს მარიდებდი.
-მე? – აღშფოთებულმა წამოვიყვირე- როგორც კი რაიმე სიახლოვის მსგავსი ჩნდებოდა ჩვენ შორის, თვეობით აღარ მელაპარაკებოდი. გამარჯობასაც კი არ მეუბნებოდი! მეგონა, რომ გძულდი… იმის გამო, რომ…
-რის გამო? ბევრი ფული რომ არ გქონდა? კარგი რა, ირემაძე. ყოველთვის ისეთი სულელი იყავი, დაკომპლექსებული იმით, რომ მშობლებში არ გაგიმართლა… საწ....ბი, ალბათ მთელი ცხოვრება გაუმწარე წუწუნით!
გააფთრებისა და შოკისგან წამოვიკივლე.
-საკუთარი ფანტაზიები გქონდა გარესამყაროზე და გეგონა, ყველას სძულდი. ერთ საიდუმლოს გაგიმხელ- თუ ფიქრობ, რომ ყველა ვერ გიტანს, მართლა ეგრე მოხდება. ის, რომ სკოლაში დაგცინოდნენ, მარტო შენი ბრალია!
-ჩემი ბრალია?- სულ გადამავიწყდა, რა გეგმები მქონდა, როდესაც დავურეკე და მოსვლა ვთხოვე, ხელები ამექავა, ისე მომინდა მისი გასილაქება.
-ხო, შენი! – თვალები ბრაზით უელავდა – საშუალებას არ მაძლევდი, რომ ახლოს მოვსულიყავი და რა უნდა მეფიქრა?
-ეგ სულაც არ იყო მასე- ვუყვირე გამწარებულმა- უბრალოდ თავდაცვითი მექანიზმი იყო!
-არ ვიცი, შენ თავში რა ხდებოდა, ირემაძე, მაგრამ ზუსტად მასე ჩანდა- ხმას დაუწია და წელში გასწორდა – ახლა კი, თუ სხვა ტარაკნები არ არიან, შენი ნებართვით, მეძინება…
-აი! და კიდევ მე გავრბოდი ხო?- წამოვიყვირე, რადგან მის ასე წასვლას ვერ ავიტანდი. არა ამჯერად.
საუბრის შუა გზაზე მიტოვებას, გაურკვევლობას, მოლოდინს…აღარ დავუშვებდი- შენ იყავი ის, რომელიც ყოველთვის მიდიოდა, საუბარს ასრულებდა, გარბოდა!
კარისკენ მიბრუნებული ბარათაშვილი მკვეთრად შემობრუნდა და წამში ჩემ წინ გაჩნდა.
გააფთრებისგან ლოყები ასწითლებოდა და არათანაბრად სუნთქავდა.
-გაინტერესებს, რა უნდა მეთქვა ბანკეტზე? კარგი, მარიშა, გეტყვი, ოღონდ იცოდე, რომ მერე უკან დასახევი გზა აღარ გვექნება!
-უკან დასახევი რისგან?- ამოვიჩურჩულე.
გაბრიელმა თმები სახიდან გადაიწია და ღრმად ჩაისუნთქა.
მერე, თითქოს გადაწყვეტილება მიიღოო, მხრები დაუშვა, ჩემკენ დაიხარა და თვალებში მომაჩერდა. მერე საჩვენებელი თითით ნიკაპი ამიწია და ტუჩები ტუჩებზე მომაწება. სწრაფად, ისე, რომ უკანდასახევ გზაზე არც ერთს არ გვეფიქრა.
მსუბუქად, უმწიკვლოდ, ისე, როგორც ალბათ მაშინ მაკოცებდა, მის შეხებაზე ხელი რომ არ გამეწია.
მერე უკან დაიხია და თავისი ნაცრისფერი თვალებით შემათვალიერა.
-აი, ამის თქმას ვაპირებდი- მითხრა ჩურჩულით, შემდეგ ხელები მომხვია, ახლოს მიმიზიდა, ისევ დაიხარა, ამჯერად ჩემს კისერში ჩარგო თავი და პულსის ფეთქვის ადგილას, ყელზე ფრთხილად მაკოცა.
ამოვიოხრე, სხეული მომენტალურად დამიბუჟდა. ფიქრი შევწყვიტე.
კისერს კოცნით ამოუყვა, შემდეგ იმ ადგილს დაუბრუნდა, სადაც პირველად შემეხო ყელზე, ტუჩები გახსნა და კანზე ენა გადამატარა. ნელა, დინჯად დამაგემოვნა.
-ამისაც – ამოთქვა ჩემს კისერში, მსუბუქად მიბიძგა და კედელზე მიმაყრდნო – თან მეშინოდა, რომ თავს წამაცლიდი- ჩემს ტუჩებთან ჩაიღიმა და კვლავ დამეწაფა.
ხელები მოვხვიე და ის მცირე სივრცეც დავფარე, რაც ჩვენ შორის იყო დარჩენილი.
ცეცხლი მეკიდა, რომლის მწველი შეგრძნების შენელება მხოლოდ მას თუ შეეძლო.
წარმოდგენა არ მქონდა, რომ შეიძლებოდა რაიმე ასე, სულით ხორცამდე მონდომებოდა ადამიანს. მე ის მინდოდა, სრულად და მთლიანად, ფრჩხილებით ჩავაფრინდი კანში და მხოლოდ შემდეგ გავიაზრე, რომ შიშველ, დაკუნთულ ზურგზე ვეფერებოდი, მას კი ხელები ჩემი პერანგის ქვეშ შეეცურებინა და ლიფს მიხსნიდა.
სულ უფრო და უფრო მომთხოვნად მკოცნიდა, მისი ენა ჩემსას ეფერებოდა და ხელები უკვე შიშველ მკერდს ეალერსებოდა.
შეუკავებელი კვნესა მომწყდა, როდესაც თითები კერტებზე გადამატარა და ოდნავ მომიჭირა.
ასე არასდროს არავინ შემხებია…
არადროს არავინ ასე ახლოს არ მომიშვია…
რადგანაც მას ველოდებოდი.
ენით აუწერელი იყო ჩვენი სხეულების სიახლოვით მიღებული სიამოვნება.
მინდოდა, ყველა ბარიერი მომეხსნა, მიმეღო ბარათაშვილის სხეულის თითოეული სანტიმეტრი, მთვრალი ვიყავი, მისი არომატით მთვრალი.
ჩემი სახელი ამოიბუტბუტა და თვალები გავახილე.
-ამას ვგეგმავდი მთელი მეთორმეტე კლასი- ხელები წელზე ჩამატარა და თითები საჯდომზე მომიჭირა. მის მკლავებში ისე მოქნილად ვიცვლიდი ფორმას, ისე ვყვებოდი მის თითოეულ მოქმედებას, თითქოს მე თიხა ვყოფილიყავი და ის – მძერწავი.
მილიონჯერ მაინც წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ბარათაშვილის კოცნა და მისი ალერსი, მაგრამ ასეთი – გაზრდილი, დაკაცებული, მტკიცე და მიზანსწრაფული, დახელოვნებული ენითა და თითებით… ამას ვერასდროს, ვერც ერთ ფანტაზიაში ვერ წარმოვიდგენდი.
-ირემაძე, ვერ წარმოიდგენ, რამდენი და როგორ მაქვს ნაფიქრი, რას გიზამდი, როცა ბოლოს და ბოლოს…- ჩურჩულით ამოთქვა ჩემს ყელზე, მაგრამ აღარ დაასრულა, შიშველ მკერდს კოცნით გაუყვა და ენა კერტებზე გადამატარა, შემდეგ კი ნელა მოწოვა.
ჩემს თავში “გაბრიელის გუნდის” ჩირლიდერები გამაყრუებელი კივილით აცეკვდნენ, მე კი საკუთარ ხმას ვერ ვცნობდი.
-მაშინ სრულიად გამოუცდელი იყავი, მაგრამ ასე უკეთესიც კია- უკვე დაბლა დახრილიყო და მუცელს მიკოცნიდა.
ჩემი გულწასული გონება წამში ზეზე წამოხტა, როდესაც ამ სიტყვების პარალელურად, გაბრიელმა ჯინსის ღილი შემიხსნა და შარვალი დაბლა დაქაჩა.
მე ის მინდოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ ავიტანდი უიმისობას ჩემს სხეულზე და სხეულში, მაგრამ…
მინიმუმ უნდა სცოდნოდა,რომ იქ პირველი მოგზაური იქნებოდა… არა?
სანამ გაჭირვებით ვცდილობდი ფიქრს, გაბრიელმა ხელში ამიტაცა, თეძოზე დამისვა და მისი ერექცია ვიგრძენი.
რა თქმა უნდა!
ახლა სექსი გვექნებოდა! მე კი… ამაზე არც კი მიფიქრია! არც კი განმიხილავს ეს შესაძლებლობა! ბარათაშვილი ყოველთვის ისეთი მიუწვდომელი ჩანდა, მაშინაც კი, როცა ოთახში ვიტყუებდი, მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ დაველაპარაკებოდი ან, მაქსიმუმ, ვაკოცებდი, მაგრამ როდესაც გავიაზრე, რა მოხერხებით გამათავისუფლა გაბრიელმა ტანსაცმლისგან, საცვლის ამარა საწოლზე დამაწვინა და ზემოდან მტაცებელივით დამაჩერდა, აღგზნებასთან ერთად, შიში ვიგრძენი.
შიში იმისა, რომ გაბრიელმა არ იცოდა.
გამოცდილი ქალი ვეგონე და შესაბამისი გეგმები ჰქონდა…
ბარათაშვილმა თავს ზემოთ მაისური გადაიძრო და ფიქრის უნარი ისევ დავკარგე.
დაიხარა, ცალი ხელით მკერდზე მომეალერსა, მეორე ხელი კი მუცელზე ჩაასრიალა და სანამ რაიმეს აღქმას მოვასწრებდი, ტრუსში ჩამიცურა.
როდესაც თითებით ჩემი სისველე იგრძნო, ჩაეღიმა და ისე ვნებიანად მაკოცა, რომ სირცხვილის უნარი სრულიად დავკარგე და ფეხები ფართოდ გავშალე.
ფრთხილად და მოზომილად დაიწყო წრიულად თითების სრიალი ფეხებშორის და მის ქვემოთ უნებურად დავიკლაკნე, მუცელში ცხელი ტალღა წარმოიქმნა, რომელიც ნელ-ნელა მთელ სხეულს ითრევდა.
გაბრიელის ენა ისეთივე მოძრაობას აკეთებდა ჩემს მკერდზე, რასაც მისი თითები- ფეხებშორის და მე უბრალოდ სხვა გზა არ მქონია, გარდა იმისა, რომ დავყოლოდი და ვნებისთვის გზა მიმეცა.
-მარიშა…- ამოიჩურჩულა ჩემ ტუჩებთან დაბრუნებულმა – მზად ხარ?
თავი უხმოდ დავუქნიე, მისი სახე ხელებში მოვიქციე.
-უნდა იცოდე, რომ… მე… არასდროს… აქამდე, მოკლედ…
თვალებში გაკვირვება გაუკრთა და მისმა ხელებმა ჯადოსნური მოძრაობის კეთება შეწყვიტეს.
-გთხოვ, არ გაჩერდე- ამოვიჩურჩულე- ეს არაფერია, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, სანამ… ვიფიქრე, უნდა გცოდნოდა…
-ქალიშვილი ხარ? ხუმრობ?- ზემოდან შეშლილი სახით დამაჩერდა, თუმცა უფრო შორს არ წასულა და თითები ისევ აამუშავა.
ამოვიკვნესე, როდესაც ძლიერად მომაჭირა თითი ყველაზე მგრძნობიარე ადგილას.
-არა… არ… ვხუმრობ- ნაწყვეტ ნაწყვეტ ამოვთქვი, რადგან ხელი მოულოდნელად ააჩქარა, მზერა დამებინდა.
-ქალბატონო ირემაძე, ყოველთვის სიურპრიზებით ხართ აღსავსე- ჩაიცინა და ხელი ამოსწია – კარგი, გეგმა ცოტათი იცვლება…- მკვლევარივით შეათვალიერა ჩემი ტრუსი, ორივე ხელი ჩასჭიდა და გახია – მენდობი?- ამომხედა და პასუხად მხოლოდ ამოვიგმინე.
-მითხარი, მენდობი თუ არა?- არ მომეშვა და კვლავ ზემოდან გადამევლო.
-რა თქმა უნდა, გაბრიელ- ამოვიჩურჩულე, მისი სახე ახლოს მოვწიე და ვაკოცე.
თვალებში ცეცხლი გაუკრთა, მოწყურებულივით დამწვდა ტუჩებზე და თითებით ჯადოსნური მოძრაობები განაგრძო.
ეს გაბრიელ ბარათაშვილის თითები იყო და ის მ ე მკოცნიდა, მ ე მეფერებოდა და ჩ ე მ ი კოცნის პასუხად გმინავდა.

ამის გაფიქრების პარალელურად გაბრიელის ხელზე ჩემმა სხეულმა თავისით დაიწყო მოძრაობა, ააჩქარა მისი თითები და ვიგრძენი, როგორ გავრცელდა სიამოვნების ტალღა მუცლის ქვედა ნაწილიდან მთელს ნერვულ სისტემაში. ფეხები სპაზმურად ამიკანკალდა, მის მხრებს ფრჩხილებით ვეჭიდებოდი და მის სახელს ვიმეორებდი. სირცხვილი გონების სულ, სულ ბოლო კუნჭულში გაოგნებისგან გულწასული ეგდო.
-აი ასე, ირემაძე, ასე- ბუტბუტებდა გაბრიელი ჩემს ყურთან.
ჩემთან ერთად, მისი თითებიც ნელ-ნელა დაშოშმინდა და ბოლოს მისი ხელი ისევ ზემოთ, მკერდისკენ ამოსრიალდა.
ჩემს კოცნას არ წყვეტდა, თუმცა გაცილებით ნაზად და ნელა მეფერებოდა, შემდეგ გვერდით გადაგორდა, მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა.

ისევ ისე, გაუცნობიერებლად ჩამეძინა.
5
დილით მარტომ გავიღვიძე. სიზმრად შემორჩენილი მისი სახე გამქრალიყო, დარჩენილიყო მხოლოდ სურნელი მეორე ბალიშსა და ჩემ თმებზე.
წავიდა? რატომ?
წყენამ და სიბრაზემ ერთიანად დამიარა, როგორც კი, გამოფხიზლებულმა, გავიაზრე, სად ვიყავი და რა მოხდა ჩვენ შორის წინა ღამით.

მაგრამ ყველაზე მძაფრი გრძნობა მაინც სირცხვილი იყო. მისი ხელების შეხება ოდნავ მტკივნეულად შემომრჩენოდა და ამის გაფიქრებაზე, იმის გახსენებაზე, თუ რას მიშვრებოდა წინა ღამით… სიამოვნება და სირცხვილი სხეულში ელექტრონულ მუხტად ერთიანად მომედო.
სახე ხელებში ჩავრგე.
დაუფიქრებლად ავიღე ტელეფონი და “მესენჯერით” მიკას დავურეკე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემმა მეგობარმა ნახევრად მძინარე სახე და გინება შემომაგება, გამახსენდა, რომ თბილისში მხოლოდ დილის ექვსი საათი იქნებოდა.
-ვაი, ბოდიში, მერე დაგირეკავ… – ამოვიკნავლე და გათიშვას ვაპირებდი, მაგრამ მიკამ გამაწყვეტინა.
-მოიცა, მოიცა, რაღაც საეჭვოდ ნასიამოვნები სახე გაქვს… რამე მოხდა?
ტუჩი მოვიკვნიტე და წამებული სახე მივიღე.
-ტარაკნის ხრიკი გამოვიყენე- შევაპარე ნელ-ნელა-მოვიდა და …
-და?- ჩამეძია მიკა.
-და… მაკოცა და …
-ერთად იწექით თუ არა, ირემაძე?-მოთმინება დაეკარგა კაშიას და დამიცაცხანა.
-არა, მთლად არა… ისა… იმის თქმა მინდა, რომ…
-ღმერთო ჩემო, ამოშაქრე!- მიკა სულ გამოფხიზლდა და საწოლზე ჩამოჯდა- დეტალები მინდა ირემაძე, თორემ ფეხით ჩამოვალ მაგ თურქმენისტანია თუ რაცაა…
-მაკოცა და მეფერებოდა და მე…
-როგორ გეფერებოდა?- ბრაზიანი გამომძიებლის ხმით მკითხა.
-ვაიმე მიკა, ყველაფერს ხომ ვერ ვიტყვი? სირცხვილია!
-სირცხვილი ისაა, მეგობარს რომ უმალავ ამას!- შეურაცხყოფილი სახე მიიღო და წარბები აწკიპა.
-ხელით- ამოვთქვი სახეზე აფარებულ თითებს შორის- და მე მას… ანუ მხოლოდ მან მასიამოვნა… მე მგონი უბრალოდ ლოდივით ვეგდე და მგონი ზუსტად ამიტომ, დილით არ დამხვდა… ალბათ არ მოეწონა, არ ვიცი…
მიკას ჩაფიქრებული სახე ჰქონდა და ცოტა ხანს ინფორმაციას ხარშავდა.
-მგონი თქვენ მართლა სკოლაში ჩარჩით- დაასკვნა ბოლოს- ამხელა ხალხი ხართ, რაღა დროს ხელები და თითებია?- ამოიოხრა.
-არ ვიცი… მეც მეგონა, რომ … ხო ხვდები, მარა მეტი არაფერი უქნია და მერე დამეძინა…
მიკამ გადაიხარხარა და მე, ნაწყენმა, ტუჩები გამოვბუშტე.
-სასაცილოდ მაქვს საქმე?
-არ შემიძლიხარ…მაგ ტიპს მაგრად უყვარხარ, დამიჯერე- ამოთქვა მიკამ- სექსი რომ არ გქონია აქამდე, იმის გამოა, რომ თავი შეიკავა, დროს გაძლევს. თუ შენ არ უთხარი, თვითონ მაინც მიხვდებოდა, რომ ჯერ ისევ ქალიშვილი ხარ…
-მე ვუთხარი- ამოვთქვი სასოწრკვეთით.
-ხოდა მაშინ გასაგებია. ნუ, ვერაფერს ვიტყვი, სასიძო მომწონს… პატივისცემით გეპყრობა, გაფასებს, აშკარაა, ძვირად დაუჯდებოდა თავშეკავება.- ფიქრიანად განაგრძო მიკამ- ამიტომ, ნუ გიკვირს, დილით მანდ რო არ დაგხვდა… ალბათ თვითდაკმაყოფილება მოუწევდა…
ყბა ჩამომვარდა და თვალები გადმომცვივდა.
-რა? რა?- წამოვიყვირე- ანუ მეც უნდა მექნა რამე?
მიკამ მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა.
-კარგი ერთი, შენი ჭირიმე, შენ რა უნდა გექნა, მაგას სწავლა უნდა, რომ იცოდე… დაანებე თავი, დრო მიეცი და თვითონ იზამს ყველაფერს, დიდი ბიჭია.
-რას გულისხმობ? რა ყველაფერს?- თავი უკანასკნელი იდიოტი მეგონა, რადგან საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რაზე საუბრობდა მიკა.
-გასწავლის, რა სიამოვნებს და – როგორ. ჯერ ახლა იწყებთ, ასე რომ… სიმართლე გითხრა, პროსტა ასე სექსი უაზრობაცაა, მით უმეტეს, პირველი საშინელებაა… ჯერ ერთმანეთთან კომფორტულად უნდა იყოთ, ნაკლებ დაძაბულად, რომ ძაან არ დაპანიკდე და არ გეტკინოს… ხო ხვდები?
რაღაცას მართლა მივხვდი და თავი დავუქნიე.
-ახლა რა ვქნა?
-შენებურად ბევრი ფიქრი არ დაიწყო, საერთოდ არაფერი იფიქრო, გეხვეწები. ჭკვიანი ბიჭი ჩანს და მიგახვედრებს თვითონ… დაელოდე.
-მე არაფერი ვცადო? ანუ… არ ვიაქტიურო?
როგორც ჩანს, ჩემმა კითხვამ მიკა დააფიქრა.
-ზოგიერთს აქტიური ქალები მოსწონს,ზოგს – არა. ნებისმიერ შემთხვევაში, შენ უნდა მიხვდე სიტუაციით.
ამან უფრო გაზარდა ჩემი პანიკა.
-და რომ ვერ მივხვდე?
-მაშინ კითხე- ოდნავ გაღიზიანდა – როგორ გასიამოვნო-თქო, ჰკითხე, ოღონდ მაგიდასთან ან საქმიანი შეხვედრისას კი არ ატაკო, უკვე პროცესში… საქმე მაქეთკენ თუ წავა, მიმიხვდი? ძაან არ დაიძაბო, როგორც წესი, ეგეთი რამეები თავისთავად ხდება, უბრალოდ შენ ბევრი არ უნდა იფიქრო. გამორთე ეგ შენი ტვინი და ვსო!
ოჰ, თითქოს მარტივი ყოფილიყო ტვინის გამორთვა!
-კარგი… კარგი- ამოვისუნთქე და თავი დავუკარი- ეგრე ვიზამ.
-კარგი ახლა, მე ძილს გავაგრძელებ და აბა შენ იცი, არაფერი მიქარო, გაიგე? ვგულისხმობ, სიძეს არ აწყენინო!
-შეწყვიტე მისთვის სიძის დაძახება – ამოვიგმინე.
-სიძე!- მომაძახა და გამითიშა.
ხმამაღლა ამოვიოხრე.
როგორც კი ზარი გაიღიშა, ეკრანზე რამდენიმე შეტყობინება ამოხტა, ყველა- ბარათაშვილისგან.
“გაიღვიძე? ტკბილად გეძინა და აღარ გაგაღვიძე”.
“ბოდიში, რომ არ დაგხვდი დილით, უნდა მევარჯიშა”.
“სასაუზმოდ გავდივარ და თუ გინდა, ჩამოდი შენც”
“გელოდები, არ მოდიხარ?”
წამოვიკივლე და საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი.
სარკეს მივეჭერი და უფრო ხმამაღლა შევკივლე.
იქიდან თმაგაბურძგნული და თვალებჩაშავებული პანდა მიყურებდა.
ჯანდაბა, არასდროს არ უნდა დაიძინო მაკიაჟით!
გაბრიელს მივწერე, რომ მალე შევუერთდებოდი და საშხაპეში გიჟივით შევვარდი.
უსწრაფესად გადავივლე წყალი, თმები დავიბანე და ლამის სირბილით გავიშრე თმები.
მაკიაჟის დრო არ იყო, ამიტომაც სახეზე მხოლოდ დაფერილი კრემი გადავისვი, ნახევრად სველი თმები კოსად ავიწიე და ჯინსი და ლურჯი სვიტერი გადავიცვი.
როდესაც სასტუმროს რესტორანში აქოშინებული შევვარდი, გაბრიელი უკვე დესერტს მიირთმევდა.
ჩემს დანახვაზე გაიღიმა და მე ყველა ფიქრი თავიდან გამიფრინდა.
რა ლამაზი იყო.
ტუჩები ოდნავ შესიებოდა და გავწითლი, როცა გამახსენდა, რის გამო ჰქონდა ასე.
ჩემ გამო.
მე ვკოცნიდი და ალბათ ვკბენდი კიდეც…
მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
-არ დაჯდები? შენთვის ომლეტი და ბეკონი ავიღე, არ ვიცი, გიყვარს თუ არა…- დაბოხებული და ძალიან საყვარელი ხმა ჰქონდა.
თავი გავიქნიე და ვეცადე, გონზე მოვსულიყავი. მის მზერას თვალი ავარიდე და მოპირდაპირედ დამჯდარმა, ხელებზე დავხედე.
არა, ოღონდ თითები არა!
ელდანაცემმა, უკან, თვალებზე დავაბრუნე მზერა და ისე ჩაიღიმა, აშკარად შეამჩნია ჩემი რეაქცია მის თითებზე.
-კი… მიყვარს კვერცხები… მინდოდა მეთქვა, ომლეტი- ამოვთქვი რატომღაც აქოშინებულმა- ბოდიში, დამაგვიანდა, ჩამეძინა და…
-არსად გვეჩქარება- მომიგო უდარდელი ტონით- კარგად გეძინა?
ისე მეკითხებოდა, თითქოს თავად საერთოდ არ შემოედგა ფეხი ჩემს ოთახში, არა თუ საწოლში.
-მშვენივრად.- უმწიკვლო მზერა შევაგებე.
ჩაეღიმა და კრემიანი ფუნთუშა ჩაკბიჩა.
ნერწყვი გაჭირვებით გადავაგორე ყელში და ჩემს ომლეტს უნდა მივბრუნებოდი, როდესაც ბარათაშვილმა კრემმიცხებული საჩვენებელი და შუა თითები ტუჩებში მოიქცია და გემრიელად გალოკა.
ღმერთო ჩემო…
ფუნთუშების სექსუალურად ჭამა აღარ გამიგია!
ცუდად გავხდი.
სახე გაუცნობიერებლად დავინიავე ხელსახოცით და გაბრიელი ახარხარდა.
-რა გაცინებს?- წარბები შევკარი.
-არაფერი, უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ. ოღონდ არ გაბრაზდე.- თვალები ოდნავ მოჭუტა და ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქაზე მანიშნა- ესეც შენთვის მოვიტანე.
-მადლობა…- წვენმა გამშრალი ყელი ჩამიწმინდა- და რატომ უნდა გავბრაზდე?
-შენი კომპლიმენტების თეორია დაგავიწყდა? მე არ დამვიწყებია. – მხრები აიჩეჩა.
-მგონი შენი ზრახვები ისედაც აშკარა გახდა- დაუფიქრებლად ვთქვი და მის გაფართოებულ თვალებზე დავამატე- ის, რომ მოგწონვარ, ასე რომ, ქვეტექსტის ძებნა აღარ მომიწევს, სწორედ მაგას ვერ ვიტან.
-და შენი ზრახვები მარიშა?- ისე სწრაფად დასერიოზულდა, რომ აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი.
-ჩემი რა?..
-შენ რა ზრახვები გაქვს ჩემ მიმართ?
ირგვლივ მიმოვიხედე. სასტუმროს რესტორანი საკმაოდ ხალხმრავალი იყო, ჩვენთან ახლოს მაგიდას მარტო ეჯდა ერთი ხანშიშესული, ნახევრად მელოტი კაცი.
-მგონი დიდად შესაფერისი ადგილი არაა მაგის განსახილველად- ჩავიბუტბუტე და ცხვირი ჭიქაში ჩავრგე.
-თურქმენისტანში ვართ, დარწმუნებული ვარ, აქ ქართული არავინ იცის, ასე რომ მიდი, ყურადღებით გისმენ- ხელები შეკრა და საზურგეს მიეყრდნო.
გამოჭერილი თაგვივით მიმოვიხედე.
-რისი მოსმენა გინდა? “ზრახვები” ცოტა შეუფერებელი სიტყვაა, უფრო “იმედებს” ვიტყოდი. იმედი მაქვს, რომ… ჩვენ… რომ გამოგვივა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მეგობრობაა.- ამოვილუღლუღე ისე, რომ თვალი ჩემი თეფშისთვის არ მომიშორებია.
-სულ ეგაა?- ცოტათი იმედგაცრუებული ჩანდა.
გავბედე და შევხედე. თვალებში ისევ კითხვისნიშანი ედგა, მეტს ელოდა.
რა უნდა მეთქვა, მთელი გააზრებული ცხოვრება შენზე უგონოდ შეყვარებული ვარ- მეთქი?
-იმედი მაქვს, რომ… კარგი, რადგან მე მიწევს ამაზე საუბარი… გეტყვი, რომ ძალიან… ისა… მე ძალიან მესიამოვნა შენთან ყოფნა და ვისურვებდი, რომ კიდევ მქონოდა შანსი ამის გამოცდის და კიდევ უფრო დაახლოების… გაბრიელ- მოულოდნელად მჭევრმეტყველებამ შემომიტია და დაუჯერებლად გავთამამდი- არ მინდა, ისე გამოჩნდეს, რომ სიტუაციას ვაბუქებ ან ვაჭარბებ რეაქციას, მაგრამ უკვე გითხარი, რომ ადრეც… მე… ძალიან მი… მომწონდი. მაშინ ამას სიყვარულსაც კი ვეძახდი და ეს ძალიან მტანჯავდა. არ მინდა, რომ ისევ დავიტანჯო, კარგი? თუ შენ… თუ შენ არ გინდა ჩემთან, მაშინ უნდა მითხრა, იმიტომ, რომ მაშინ, შენი წასვლა ძლივს გადავიტანე. ალბათ გაგეცინება კიდეც, მაგრამ ქუჩებში დიდ ხანს გეძებდი. ახალ წელს, დეკემბრის დასაწყისშიც, აღდგომაზე… იქნებ დღესასწაულებზე დაბრუნდა-მეთქი. შეშლილივით გათვალიერებდი იქ, სადაც არ იყავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა, ყოფილიყავი. შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი იყავი, ვიდრე გგონია და … ახლაც ხარ- ღრმად ჩავისუნთქე და მის თვალებს დავაკვირდი.
არაფრის გამომხატველი სახე ჰქონდა. სრულიად გაყინული.
-თუ აქამდე ხმას არ ვიღებდი, ეს იმიტომ, რომ მეშინოდა, უკანმოუხედავად გაიქცეოდი- ისტერიულად გამეცინა- მაგრამ წუხელ… ისე მკოცნიდი და ისეთი საოცარი იყო ეს ყველაფერი, რომ იმედი გამიჩნდა. იმის იმედი, რომ შენც… შენც გაქვს იგივეს სურვილი.
-წარმოდგენა არ გაქვს, მე რისი სურვილი მაქვს – მითხრა ხმადაბლა და თვალი ამარიდა.
გაბრაზდა?
სულ დავიბენი.
რატომ ბრაზობდა?
-რამე ისე ვერ ვთქვი?- ხმა ამიკანკალდა.
-მაშინ არ წავიდოდი. შენ რომ გეთხოვა დარჩენა. არ წავიდოდი- მითხრა და ჯიქურ მომაჩერდა.
გული გამიჩერდა.
-მაგას როგორ გეტყოდი- ვთქვი ჩურჩულით.
-მითხარი მიყვარდიო. ხო ასეა? მაგის თქმას რაღა უნდოდა? გაბრიელ, მიყვარხარ, დარჩი.- ცივი და გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
ჩემზე ბრაზობდა იმიტომ, რომ დავაგვიანე ამ ყველაფრის თქმა. შიში შემომეპარა. იმის შიში, რომ ზედმეტად დავაგვიანე.
-მეშინოდა. რომ დამცინებდი- ამოვთქვი ხმააკანკალებულმა- და ამას ვერ გადავიტანდი.
როგორც იქნა, მის თვალებში სიცივე გატყდა და ყინულის ნაცრისფერ სფეროებში გაკვირვება გაკრთა.
-დაგცინებდი? ირემაძე… -ჩაიცინა და ხელი მაგიდაზე დადო. ახლოს ჩემს გაშეშებულ მარჯვენასთან- არ დაგცინებდი.
-ეგ იმ კომპლექსიან, ჩვიდმეტი წლის მარიშას უთხარი- ამოვიოხრე.
გაბრიელმა სწრაფად დაფარა ჩემი ხელო თავისი თითებით და ჩემკენ გადმოიხარა.
-სულ ვბრაზობდი. შენზე. რომ ვერ ხვდებოდი, როგორ მინდოდი. ახლოს რომ არ მიშვებდი. ახლა კი… ახლა მინდა, რომ ნომერში აგიყვანო და საწოლიდან ადგომის საშუალება არ მოგცე. მინდა, რომ ჩემი იყო. სრულად.
სუნთქვა შემეკრა.
ფეხებს შორის და მუცლის ქვედა ნაწილში უკვე ნაცნობი დაჭიმულობა ვიგრძენი.
მისი შეხება… ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, მწვავდა.
-მერე… წამიყვანე.- ამოვიჩურჩულე და თავადაც გამიკვირდა, რომ ეს ვთქვი.
-შენ ჯერ…
-მეც მინდა, რომ შეგეხო, რომ გასიამოვნო- წამოვიძახე ზედმეტად ხმამაღლა, როცა შევატყე, რომ უარის თქმას აპირებდა- ფაიფურის არ ვარ.
გონებაში მიკას ხმამ გამიელვა, რომ ეს სუფრასთან არ უნდა მეთქვა და პანიკამ მომიცვა, თუმცა ბარათაშვილს არ ეტყობოდა, რომ რაიმე ადარდებდა. თვალები უგიზგიზებდა და ხარბად მათვალიერებდა. მისი თვალის გუგები იმდენად ფართო იყო, რომ ფერად გარსს თითქმის ვეღარ ვამჩნევდი.
-მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც გინდა და არ იფიქრო, რომ რამე მეწყინება ან…
-ირემაძე, რაც მინდა, ყველაფერი რომ გავაკეთოთ, ან თავქუდმოგლეჯილი გაიქცევი, ან საერთოდ არ გექნება სირბილის თავი- ისეთი ხმით მითხრა, ისევ მომინდა, რაიმეთი დამენიავა სახე.
რა მექნა, ხვეწნას ხომ არ დავუწყებდი, ზუსტად მასე ქენი -მეთქი, არა და, სწორედ ეგ მინდოდა.
გაბრიელმა ჩემი ხელი აიღო და ნელა, მხურვალედ მაკოცა.
ხმაურით ამოვისუნთქე.
-არ იჩქარო, მარიშა.- იჩურჩულა ჩემს თითებთან.
კაცმა, რომელიც ჩვენ გვერდით უდარდელად შეექცეოდა საუზმეს, პირი ხელსახოცით საგულდაგულოდ მოიწმინდა, წამოდგა, ნამცეცები ჩამოიფერთხა და ჩვენკენ შემობრუნდა.
-ერთ რამეს გეტყვით, ბიძია. – თქვა ქართულად და მე ხმამაღლა წამოვიკივლე- სადაც არ უნდა წახვიდეთ, ერთი ქართველი ყველგან დაგხვდებათ.

ეს თქვა და თავაზიანად დაგვემშვიდობა.
გაბრიელმა კაცს თვალი გააყოლა, გაკვირვებული მზერა გამისწორა და ცოტა ხანში ხმამაღლა ახარხარდა.
მე კი სირცხვილისგან აწითლებული, თითქმის მაგიდის ქვეშ შევძვერი.

***
გაბრიელი აშკარად თვითგვემას ეწეოდა, რადგანაც იმის მაგივრად, რომ, როგორც თავად ამბობდა, ის სურვილი აესრულებინა, რაც ძალიან აწუხებდა, გასამზადებლად ნომერში გამგზავნა და ქალაქის დასათვალიერებლად წასვლა შემომთავაზა.
ძალიან მეუხერხულა იმის თქმა, რომ სასტუმროში დარჩენა და მისი სხეულის დათვალიერება მერჩივნა, ამიტომაც უხალისოდ დავთანხმდი. ბოლოს და ბოლოს, რას იფიქრებდა, ეს რომ მეთქვა?

გასამზადებლად ბევრი დრო არ მქონია, თუმცა ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რომ დილანდელი პანდისგან აღარაფერი შემორჩენილიყო.
გაბრიელი სასტუმროს გარეთ, კარის შორიახლოს იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
შავი პლაში ეცვა, საყელო დაუდევრად ედგა კისერზე, ქერა თმები დილის სუსხიან ნიავზე ასწეწვოდა, ტუჩები, ლოყები და ცხვირის წვერი ყინვისგან გასწითლებოდა.
გულში გამაბრუებელმა ტალღამ დამიარა. ეს ბიჭი ყოველ წუთს უფრო მეტად მიყვარდებოდა, მალე თავს დავკარგავდი, თუ უკვე დაკარგული არ მქონდა.
გაბრიელმა შემომხედა და თვალისმომჭრელად გამიღიმა.
უკვე გითხარით, როგორ მიყვარდა მისი ღიმილი?
მთელი დილა ქალაქის დათვალიერებაში დავხარჯეთ.
ცხოვრებაში ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ თურქმენისტანის დედაქალაქი ჩემი საყვარელი ქალაქი გახდებოდა მსოფლიოში, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა.
ბარათაშვილის თბილი თითები ჩემს თითებში გადახლართული, მისი ხელისგული ჩემსაზე მჭიდროდ მოკრული, ცერი, რომელიც გამუდმებით, დაუდევრად მეფერებოდა ხელზე, თვალები, მოღრუბლული ამინდისგან კიდევ უფრო განაცრისფრებული და უჩვეულო ნაპერწკლებით ანთებული, ტუჩები, რომლების კოცნაც ასე ძალიან მინდოდა, პროფილი, რომელიც თითქოს მოქანდაკეს შეექმნა, იდეალური ცხვირითა და გამოყვანილი ყბებით.
უგონოდ ვიყავი შეყვარებული და მხოლოდ ვლოცულობდი, რომ გაბრიელს იმ გრძნობის ერთი წვეთი მაინც ჰქონოდა, რასაც მე განვიცდიდი.
ქალაქში, უამრავი მარმარილოს მონუმენტთან ერთად, ძველი და ახალი სტილის შენობები ერთიანად თვალწარმტაცი იყო.
ის ძალიან განსხვავდებოდა ყველა იმ ევროპული ქალაქებისგან, რომლებშიც ხშირად ვმოგზაურობდი და ნამდვილად იგრძნობოდა ცენტრალური აზიის სული, მაგრამ მე აშხაბადის ლამაზ მონუმენტებს უბრალოდ ვერ ვამჩნევდი, რადგანაც ყველაზე ლამაზი რამ გვერდით დამყვებოდა.
მის მიღმა ვერ ვიყურებოდი.
ნაშუადღევს სასტუმროში დავბრუნდით და გაბრიელმა ნომრამდე მიმაცილა.
-დაისვენე, საღამოს ერთ ადგილას მინდა შენი წაყვანა- ეშმაკური სახე ჰქონდა და მე კვლავ ატაევი დამიდგა თვალწინ.
-ოღონდ არ მითხრა, რომ ისევ…- დავიწყე გაწამებული ხმით.
-გითხარი, რომ ატაევს აღარასდროს ნახავ- სახე სწრაფად დაუსერიოზულდა- მით უმეტეს, ახლა, როცა…- სიტყვა გაუწყდა და დამნაშავესავით შემომაჩერდა.

ახლა, როცა რა, გაბრიელ? შენი დამარქვი? ერთად ვართ? ვიცი, არ უნდა ვიჩქარო. ვიცი.
-მაპატიე, დამავიწყდა ტაქსიში რაც მითხარი, იმის მერე იმდენი რამე მოხდა- ვეცადე, უდარდელი ხმა მქონოდა და მისი ბოლო სიტყვები არ შემეჩნია, რადგანაც აშკარად თავადაც არ იცოდა, რა იყო “ახლა”.
-სად უნდა წამიყვანო?- ისიც აღარ ვუთხარი, რომ არსად არ მინდოდა წასვლა.
-ვახშამი. მხოლოდ მე და შენ- ჩემი ხელი აიღო და ისევ აკოცა.
მგონი ჩემს ხელებს და მას ცალკე ურთიერთობა უყალიბდებოდათ, რადგან მთელი ის დღე სხვა ადგილას არ შემხებია, კოცნაზე ხომ საუბარი ზედმეტია.
ამის დედაც, ღმერთს ეს ტუჩები ტყუილად კი არ მოუცია! მომინდა, დიდი ისარი დამეხატებინა სახეზე, ტუჩებზე მინიშნებით. იქნებ ასე მაინც მოშორებოდა ჩემ თითებს…
მისმა შემდეგმა სიტყვებმა საკუთარი ფიქრები მანანებინა.
-ხშირად გიყურებდი ხელებზე- დაიჩურჩულა და ჩემკენ ოდნავ მოიწია.
მის ხმაში იყო რაღაც ისეთი, მუქარანარევი ვნება, დიდ ხანს შეკავებული და ძლივს დამალული სურვილი, რომელიც მალე ყველაფრის წალეკვით იმუქრებოდა და რომელსაც ჩემი სხეული თავისთავად იგებდა, არ სჭირდებოდა გონების ჩარევა და სიტყვების აღქმა. საოცარი იყო იმის გააზრება, რომ მისი სხეული ჩემსაზე ასე მოქმედებდა.
-ადრე, სკოლაში- ჩემი თითები გააცალკევა, სათითაოდ ჩამოუყვა კოცნით, კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და მეც სხვა გზა არ მქონდა, კარს ზურგით მივეკარი. გული უკვე გიჟური რიტმით მიცემდა და ვგრძნობდი, როგორ უმწეოდ მისხლტებოდა გონებიდან ყველა ფიქრი და მათ ადგილს სურვილი იკავებდა- მიყვარდა, როცა წიგნის კითხვისას ისე ერთობოდი, გარშემო ვერაფერს ამჩნევდი. შემეძლო რამდენიც მსურდა, იმდენ ხანს მეყურა, როგორ ფურცლავდი… თითებით თმებს დაუდევრად ივარცხნიდი, იხვევდი, მერე ისევ იშლიდი…
მეორე ხელი აიღო და ყველა თიყი დამიკოცნა.
-მაშინ კიდევ ვერ ვიაზრებდი, როგორ მინდოდი. ახლა უკეთ ვხვდები… და მადლობელი ვარ იმ შანსის, რომ გაზრდის დრო გვქონდა… იმიტომ, რომ ახლა. ახლა ვიცი, როგორ დაგიკოცნო ეს თითები ისე, რომ მათ ვერასდროს ვეღარ შეხედო ჩემი გახსენების გარეშე. და რაზე ფიქრობ, როცა ჩემ თითებს უყურებ?
მოულოდნელად, დახრილი თვალები ასწია და მზერა გამისწორა.
უნებურად ამოვიოხრე. მის თვალებში ყველა იმ დაპირებას ვხედავდი, რომელთა მოსმენაც ასე ძალიან მინდოდა.
ყველა იმ სამომავლო გეგმას, რომელიც ჩვენმა სხეულებმა უნებართვოდ, დაუკითხავად დაწერეს და სულაც არ საჭიროებდნენ გონების ჩარევას.
თავბრუ დამეხვა და სულ დამავიწყდა, რომ რაღაცაზე ვსაუბრობდით, ის კი აგრძელებდა.
-მიპასუხე, ირემაძე, რაზე ფიქრობ, როცა ხელებზე მიყურებ? იმიტომ, რომ დღეს თვალს არ აშორებ- თვალწინ თითები ამითამაშა და ბოროტმა ღიმილმა გაუნათა სახე.
ვინატრე, უფრო თამამი და ენამახვილი ვყოფილიყავი, მაგრამ მანამდე დავნებდი, ვიდრე რაიმე გონიერი პასუხი მომაფიქრდებოდა.
-ვფიქრობ იმაზე, რასაც წუხელ აკეთებდი- ამოვიჩურჩულე და უნებურად მის სხეულს მივეტმასნე, რომელიც უკვე ისე მეკვროდა, რომ სუნთქვა მიჭირდა. მისი სიმხურვალე პალტოებსა და თბილ სვიტრებს ლახავდა ჩემში ტკბილი ნარკოტიკივით იჭრებოდა.
და რა იქნებოდა, ჩვენ შორის ბარიერი რომ არ ყოფილიყო? მისი შიშველი კანის შეხების გაფიქრებამაც კი კანზე თითოეული უჯრედი გამომიცოცხლა.
გაბრიელი ჩემკენ დაიხარა, იმდენად თბილად მეცვა, ვერც ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელები, თუმცა, ბოლოს მივხვდი, რომ კი არ მეხუტებოდა, ჩემს ჯიბეში ნომრის გასაღებ ბარათს ეძებდა, რომელიც მალე იპოვა და ჩემს უკან კარი გააღო.
გაოგნებულმა შევხედე, როდესაც ხელი მკრა, ნომერში შემაგდო, ბარათი გამომიწოდა და კარი სწრაფად მიიხურა ცხვირწინ.
სანამ მისი სახე გაქრებოდა, წამით გამკრთალ გამომეტყველებას მოვკარი თვალი. მისი თვალები გიზგიზებდა, მუქარითა და ვნებით, რომლებიც ნებისმიერ წინაღობას დაფერფვლით ემუქრებოდა.
მუცელში მოწოლილი სიმხურვალე ფეხებს მისუსტებდა.
ჯანდაბა! როგორ ახერხებდა, რომ გონებას სრულიად მაკარგვინებდა, არა მხოლოდ გონებას… შეგრძნებებს! ყველანაირი გრძნობა მიყუჩდებოდა გარდა მისი შეხებისა.
და ამის გამო მას მილიონჯერ უფრო სენსიტიურად აღვიქვამდი.
მისი თითოეული შეხება, თუნდაც ქსოვილით დაფარული, კივილს მანდომებდა.
-შარში ვარ- ამოვიოხრე, საწოლისაკენ წავბარბაცდი და პალტოს გაუხდელად დავენარცხე ზედ.

***
ნახევარსაათიანი გამოშტერებული მდგომარეობიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა.
ტრანსიდან გაოგნებული გამოვფხიზლდი, თვალები ავახამხამე და მივხვდი, რომ ძალიან მცხელოდა -პალტო ისევ ზედ მეცვა.
ღუდუშაური რეკავდა, მადლობა ღმერთს.
-ნიკო! – ამოვიკნავლე, თუმცა არ დამაცადა.
-ირემაძე, არ ვიცი, რა ჩაიდინე, მაგრამ ახლა უკვე ხელშეკრულების დრაფტს ვამზადებ ატაევისთვის და მინდა გითხრა, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე!- გახარებული კი არა, აღფრთოვანებული ხმა ჰქონდა.
-გოგო შენ ვინ ყოფილხარ, ა? ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი არ ხარ, მაგრამ ამას ნაღდად არ მოველოდი!
-ღუდუშაურო!- წავისისინე- წესიერად ილაპარაკე!
-და ცუდს რას ვამბობ? დილით გაბომ დამირეკა. ეგ კი ცოტა შარზე იყო, არ დაევასა, ატაევმა რომ თვალი შეგავლო, მაგრამ ეგაა კავკასიელი მამრის გენომი და ვერაფერს ვუზამთ… სამაგიეროდ, წარმატება სახეზეა!- ბოლო სიტყვები წამოიყვირა და უნებურად გამეღიმა.
-ხომ არ იცი, საღამოს გაბრიელი სად გეგმავს წასვლას?- შანსი გამოვიყენე, სანამ ღუდუშაური აღფრთოვანებისგან გონდაკარგული იყო.
-გეგმავს? არაფერი ვიცი- მყისვე დასერიოზულდა- მხოლოდ საქმეზე მელაპარაკა და როცა შენზე ვკითხე, მაგინა და გამითიშა. ისა და, ხო კარგად ხართ?
-კი… არა… უფრო სწორად, არ ვიცი, ალბათ კი…
ღუდუშაურმა ამოიოხრა.
-მაქედან ხვალ მოდიხართ, ანუ ერთი საღამო კიდევ გაქვს. ხომ იცი, რაც უნდა ქნა?- კაი დაქალივით ტონი ჰქონდა. გამეცინა.
-არა, საიდან უნდა ვიცოდე?
-ჩემი კაი… – ამოიბუტბუტა უკმაყოფილოდ – უნდა იცოდე, წესით ქალები მაგას ყნოსვით ხვდებით… მარა ეტყობა შენ პოლიპები გაქვს… -ნიკოს ხმით მივხვდი, თან ფიქრობდა- თუ სადმე დაგპატიჟებს, არანაირად არ შეიმჩნიო, რომ მაგის ლამაზ სიფათზე დნები, გაიგე? ისედაც საკმარისად ვნახეთ ეგ სიყვარულით დამწვარი თვალები. აწი ცოტა დასტოინად… ვითომ ცოტა მოგბეზრდა, ეგ მიახვედრებს, რომ მოქმედების დროა…
-ცოტა მომბეზრდა?- წამოვიყვირე- ღუდუშაური! შენი ძმაკაცი მეთამაშება! ნერვებს მიშლის, ისეთ რამეებს მეუბნება, მერე კი მარტოს მტოვებს…
-ხოო?- ჩაიცინა- ოხერია, ვიცი მე მაგის ხრიკები… ძაან მოუნდომებია.
-სასაცილოა ეგ? სულაც არ მომწონს, რომ მეთამაშება…
-არ გეთამაშება, ირემაძე. გეპარება, როგორც ირემს მგელი. მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მაგრამ შენ თუ ჭკვიანი ირემი იქნები…
-ვერ ვიტან ქვეტექსტებს!-წამოვიყვირე.
-ქვეტექსტი კი არა, მინიშნებაა. ჩათვალე შენ ხარ მგელი, როცა გენიალური სტრატეგი ღუდუშაური შენ მხარესაა. ახლა, შეგიძლია, ცოტა ხანს თავი მოაჩვენო, რომ მაგრად მოიწყინე?
ტუჩი მოვიკვნიტე.
ღუდუშაურს იმას ხომ არ ვეტყოდი, თავის მოჩვენება კი არა, ბარათაშვილის სიახლოვეს თავს საერთოდ ვკარგავ-მეთქი?
თავადაც შოკში მაგდებდა იმის გახსენება, თუ როგორ მდგომარეობაში ვიყავი ცოტა ხნის წინ, როცა მისი ტუჩების სიმხურვალეს საკუთარი თითებით ვგრძნობდი.
-არ ვიცი… ალბათ… თუ…
-უნდა შეძლო!- მომიჭრა ნიკომ- ჩათვალე, რომ კიდევ ერთ წარმოდგენაში მონაწილეობ და სავალდებულოა ამ როლის შესრულება. მორჩა. შენგან მეტი არაფერი მოითხოვება, უბრალოდ მო-ი-წყი-ნე!
ამოვიოხრე.
რაც არის, არის – მეთქი, მივაძახე ღუდუშაურს, ტელეფონი გავთიშე და როგორც იქნა, თბილი ტანსაცმელი გავიხადე.
კაბის შერჩევის პროცესში ვიყავი, როცა მიკამ დამირეკა.
-გოგო, ეგ რა გაცვია- ლამის ეკრანში გადმოძვრა და თვალები კრიტიკულად ამატარა. კადრში ნახევრად შიშველი ვიდექი, მაგრამ მიკასი არ მერიდებოდა, მის წინ სრულიად შიშველიც ვმდგარვარ.
-რა?- წამოვიძახე უცოდველად.
-არ მეგონა, ბებიაშენის გარდერობი სრული მასშტაბით თუ გქონდა ათვისებული. ეგ ტრუსია თუ შორტი? სასწრაფოდ გაიხადე…
-მიკა, გეყოს ახლა. იმ რაღაცებს არ ჩავიცვამ, რაც შენ ჩამილაგე… უბრალოდ გამორიცხულია- ვეცადე, მტკიცე ტონი მქონოდა- თანაც არა მგონია, დამჭირდეს- დავასრულე გულდაწყვეტილმა.
-მისმინე- მიკამ მომთმენი მასწავლებლის გამომეტყველება მიიღო და ტუჩები შეკრა- ვაი და დაგჭირდეს? გამორიცხული არაა, მაგაში თუ დაგინახა, უკანმოუხედავად გაიქცეს, რადგან მომაკვდავი ბებია გაახსენდეს. შენი რა მიდის? მასეთ თეთრეულში უფრო თავდაჯერებულად და სექსუალურად იგრძნობ თავს. დამიჯერე. როდის იყო, რომ დამიჯერე და მერე ინანე?
ღრმად ჩავისუნთქე და ჩემოდანს მივუბრუნდი.
კოხტად ჩაკეცილი, სამი ხელი საცვალი ამოვაძვრინე და მიკას გავძახე – რა ფერი? წითელია, თეთრი და შავი…
-თეთრი. ამ ეტაპზე თეთრი- ექსპერტის ხმით მომიგო- მიდი, გამოიცვალე.
აწითლებულმა მივაშურე სააბაზანოს, თან იმაზე ვფიქრობდი, როგორ იდეალურად გაუგებდნენ ერთმანეთს მიკა და ღუდუშაური.
საცვლები მართლაც საოცრად ლამაზი იყო. არა, ლამაზი არა, გამაოგნებელი.
თვალებგაფართოებულმა შევათვალიერე მაქმანის უნაზესი ქსოვილი ჩემს ტანზე, რომელიც არაფერს არ ფარავდა. პირიქით, თითქოს უფრო აჩენდა კიდეც.
არ ვიცოდი, ბარათაშვილს სად მივყავდი, ამიტომაც ნაკლებ გლამურული სამოსი შევარჩიე – კრემისფერი ბლუზი, გამჭირვალე კოლჰოტი და შავი, სწორი, მუხლებამდე სიგრძის ქვედაკაბა.
მიკა მალევე დამემშვიდობა, როდესაც დარწმუნდა, რომ მისი მითითებები შევასრულე, მე კი მაკიაჟს მივუბრუნდი და მზადება თითქმის დასრულებული მქონდა, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა.
პალტოს ხელი დავტაცე და აღელვებულმა გამოვაღე კარი.
ბარათაშვილს იგივე ტანსაცმელი ეცვა და გულში ჩემ თავს მადლობა გადავუხადე, რომ ზედმეტად არ გამოვიპრანჭე.
-მზად ხარ? – გამიღიმა. ოდნავ დაღლილი ჩანდა, თითქოს მთელი ეს დრო იქ, ჩემი კარის წინ იდგა და არც არსად წასულიყო.
თავი ღიმილით დავუქნიე.

ბარათაშვილმა სავახშმოდ გუმბათიან რესტორანში წამიყვანა. იქაური გარემო გაცილებით უფრო მშვიდი და ესთეტიური იყო. პანორამული ხედიდან ღამის ქალაქი იშლებოდა, ყველაფერი მშვენიერი იყო, იმ პატარა კუპის ჩათვლით, რომელშიც მარტონი აღმოვჩნდით.
გაბრიელი უბრალო თემებზე მესაუბრებოდა, ოდნავ დაძაბული ჩანდა და ისეთი განცდა მრჩებოდა, რომ ნერვიულობდა.
ნუთუ ჩემზე?
ჩვენ ხომ ცხოვრებაში პირველი პაემანი გვქონდა!
ფრთხილობდა, არაფერ პირადულს არ ეხებოდა და ხანდახან ჩემ ხელს გაუაზრებლად ეხებოდა.
თურმე ხანდახან გაბრიელ ბარათაშვილიც ნერვიულობს.
და თან რის გამო?
ქალის წინ?
უნებურად გამეღიმა.
მგონი, მე მასზე ისევე ვმოქმედებდი, როგორც ის-ჩემზე.
ამ ფიქრმა გული ამიჩქარა.
-რამე გაგახსენდა?- მის დაკვირვებულ მზერას ჩემი ღიმილი არ გამორჩენია.
-რამე? ბევრი რამ!- თავი მარტივად დავიძვრინე- გახსოვს, რომ მითხარი, “ნისლქმნილი” არ მომეწონაო. მართლა ასე ფიქრობდი?
ბარათაშვილის სახე ნაცნობმა, ეშმაკურმა ღიმილმა გაანათა.
-არა, შენი გაბრაზება მინდოდა. ის წიგნები ძალიან მომეწონა. გახსოვს, რომ მოგწერე? მთელი კვირა ნერვები მეშლებოდა, პასუხს რომ არ მწერდი. ჭკუიდან გადავედი! მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი და კიდევ გწერდი… ალბათ იფიქრე, გაგიჟდაო- უფრო ფართოდ გაიცინა თავისი თეთრი, ლამაზი სიცილით.
როგორ უნდა მომეჩვენებინა თავი მოწყენილად, როცა მისი თითოეული უჯრედი ჩემთვის ასეთი საინტერესო იყო?
-არა, პირიქით… გამიკვირდა და გამიხრდა. ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა- ვთქვი ჩუმად.
გაბრიელს სახე მოეღუშა.
-მაპატიე.
კითხვის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ის, რომ მხოლოდ შენ გაბრალებდი წარსულ შეცდომებს. მე უარესად ვიქცეოდი, არც კი ვიცი, რატომ.
თანაგრძნობით შევხედე. ვის, ვის, და გრძნობებში გამოტყდომის სირთულეებზე მე ნამდვილად მესმოდა.
-პიველ რიგში საკუთარ თავთან გამოტყდომაა რთული. – ვუთარი ღიმილით- და საპატიებელი არც ერთს არ გვაქვს, ალბათ. ერთმანეთს ცხოვრებას ვუმწარებდით, თუმცა ეს არც ერთის ბრალი არ ყოფილა.
-მე მასე არ ვიტყოდი, მარიშა- სევდიანად შემომხედა და ტუჩები აპრიხა – ცხოვრებას არ მიმწარებდი. საკუთარ თავს ვუმწარებდი იმით, რომ აი ამას არ ვაკეთებდი – ჩემი ხელი აიღო და ისევ მაკოცა.
ჩემი გონება ღუდუშაურის ხმით ალაპარაკდა, უფრო სწორად, აყმუვლდა.
ოღონდ ისევ ხელები არა!
ღმერთმა დასწყევლოს, რისთვის ჩავიცვი ის სასწაული საცვლები?
ნაძალადევად გავუღიმე და ხელი გავითავისუფლე.
მიმოვიხედე, ღვინო მოვსვი და მთელი მონდომებით განვასახიერე მთქნარება.
გაბრიელის სახეზე რაღაც გაკრთა.
-მოიწყინე?- იმაზე სწრაფად მიმიხვდა, ვიდრე ვიფიქრებდი.
ეტყობა, ბარათაშვილს რაიმე შიშები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალები მასთან მოიწყენდნენ, ან რამე მსგავსი.
-არა, არა, რას ამბობ- ყოველთვის უნიჭო მატყუარა ვიყავი, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ნამდვილად მინდოდა, ასე ყოფილიყო.
-შეგვიძლია ახლავე წავიდეთ…
-სად, სასტუმროში?- წარბები მრავალმნიშვნელოვნად ავწკიპე.
-შეგვიძლია, რამე ვითამაშოთ- გაბრიელის თვალებში აზარტი გაკრთა და მე გონებაში ჩუმი სადღეგრძელო გავუგზავნე ღუდუშაურს. ეს არამზადა მართლაც საოცრად კარგად იცნობდა მეგობარს.
ამას მართლა, მართლა არ მოველოდი. იმის თქმა მინდა, რომ ასე სწრაფად.
გაბრიელი, რომელიც მთელი საღამო მშვიდ ჯელტმენს თამაშობდა, უეცრად იქცა იმ მგელად, რომელზეც ნიკო მესაუბრებოდა.
ახლა მესმოდა.
მაგრამ მე ირემი არ ვიყავი, მე მეორე მგელი ვიყავი.
-ვითამაშოთ?- გადავიკისკისე – რა, ისევ სკოლაში ვბრუნდებით?
-ყოველთვის მინდოდა შენთან ერთად “სიმართლე თუ მოქმედებას” თამაში, მაგრამ…- ხმაში ბიჭური ოინბაზობა გაერია- არასდროს ესწრებოდი ქეიფებს.
-მახსოვს- მხრები ავიჩეჩე- მაგრამ ძალიან კი მინდოდა.
გაბრიელი სწრაფად წამოდგა, ხელი გამომიწოდა და მეც მაშინვე ჩავკიდე.
-წამოდი, ერთი საღამო სკოლის დროიდან ნამდვილად გვეკუთვნის.

მიხაროდა ძველი გაბრიელის ხილვა.
იმ ბარათაშვილის, რომელიც გაკვეთილების დროს ირონიულ შენიშნვებს მესროდა, შესვენებებზე კი თავისი საფირმო ღიმილით მაცილებდა კლასის კარამდე.
ბიჭის, რომელსაც უზადო პროფილი და მომხიბლავი ხმა ჰქონდა,
რომელიც არ ფიქრობდა სამომავლო პროექტებზე და თავის როლზე საზოგადოებაში,
არ იკლავდა გულში უდარდელობას იმიტომ, რომ იცოდა, ყველას მასავით არ გაუმართლა და რომ იყო სამყარო, სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ,
არ უწევდა ფიქრი იმაზე, რომ დამოუკიდებლობის დამტკიცება აუცილებელი იყო მამის ზეგავლენისგან გასათავისუფლებლად…
იაზრებდა და იწონებდა საკუთარ გავლენას თანატოლებზე და ამით ამაყობდა კიდეც,
იყო ირონიული, თავქარიანი, უზომოდ ჭკვიანი და ცოტა ბოროტიც…
მე ასეთი გაბრიელი მიყვარდა მთელი არსებით.
არა, ასეთი შემიყვარდა, სიყვარულით კი ყველანაირი მიყვარდა.
სასტუმროში მისულები, მიმღებთან შევჩერდით, სადაც გაბრიელმა სასმელი შეუკვეთა და ამის შემდეგ – ჩემი ოთახის კართან.
-აბა, შემომიშვებ?- ტუჩის ცალი მხარე ასწია და მხარზე გადაკიდებული, საჩვენებელი თითით დაჭერილი ქურთუკი შეისწორა.
მხრები ავიჩეჩე.
-თუ გინდა…-ვეცადე, მისი ავარდისფრებული ლოყებისა და აციმციმებული თვალებისთვის არ შემეხედა.
-მინდა- ხმაჩახლეჩილმა დაიჩურჩულა.
-შემოდი- უნებურად ვიჩურჩულე და ცოტა გული დამწყდა იმის გაფიქრებაზე, რომ შესაძლოა, თამაშის დაწყებამდე საერთოდ ვერ მიგვეღწია, არა და იმდენი კითხვა მქონდა…
გაბრიელმა ტუჩები გაილოკა და მანიშნა, კარი გამეღო.
ო-ო, ღმერთო ჩემო!
იქნებ მიკა მართლაც რომ ყოვლისმცოდნე იყო?
გულში მადლობა შევუთვალე, რომ საცვლების თემაზე არ დამითმო და კარი გავაღე.
პალტო გავიხადე, გაბრიელსაც ჩამოვართვი და ორივე საკიდზე ჩამოვკიდე, შემდეგ, უხერხული სიჩუმის დასაფარად, ტუალეტში მოსაწესრიგებლად შესვლა მოვიმიზეზე და სარკესთან ჩუმი საუბარი გავაჩაღე.
-გონს მოდი, გონს!- ანარეკლი არეული თვალებით, აწითლებული ლოყებით, ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა.
-გაბრიელ ბარათაშვილი ჩემ ოთახშია! ბარათაშვილი გარეთაა, ჩემს ოთახში, ჩემს საწოლთან და მელოდება- ჩურჩულით ამოვთქვი და უხმოდ გადავიხარხარე- ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! რა უნდა ვქნა?
მაკიაჟის განახლებას ვაპირებდი, მაგრამ ხელები მიკანკალებდა, ამიტომაც ამ განზრახვაზე ხელი ჩავიქნიე, ტანსაცმელი შევისწორე, თმები დავივარცხნე და ღრმა ჩასუნთქვით, თითქოს ყვინთავსო, ოთახში დავბრუნდი.
ბარათაშვილს ოთახის ცენტრში, ხალიჩაზე მთელი ამბავი მოეწყო:
თეთრი, პატარა ნაჭერი პირდაპირ ძირს დაეფინა, ზედ კი ორი ღვინის ბოკალი, ყველი, თხილი და სხვადახვა სასუსნავი აკურატულად გაეშალა, ღვინის ბოთლებთან ერთად.
ჩემს დანახვაზე ეშმაკურად გაიღიმა და კარტის დასტა დამანახა.
თეთრი პერანგის სახელოები დაეკაპიწებინა, საყელოზე რამდენიმე ღილი შეეხსნა, იმ მზერით მათვალიერებდა, მე რომ გონებას მაკარგვინებდა.
-მოდი, დაჯექი – თავად ფეხმორთხმით იჯდა ხალიჩაზე, ხელი თავისი ადგილის მოპირდაპირედ გაიშვირა და მეც, რადგანაც კაბა მეცვა, უხერხულად ჩავიმუხლე და როგორღაც დავჯექი.
-მარტივი თამაშია, ხომ გახსოვს? – დასტა გაშალა და წინ სამი კარტი დამიდო-სკოლაში ვთამაშობდით ხოლმე.
-მახსოვს, კი- მართლა მახსოვდა. უბრალოდ, მე არასდროს მითამაშია. გაცდენილი გაკვეთილებისა და შესვენებების დროს მუდმივად ბარათაშვილს ვუთვალთვალებდი და ასე შევისწავლე თითქმის ყველანაირი კარტის თამაში.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ისე კარგად.
გაბრიელმა ყველანაირი ძალისხმევის გარეშე მომიგო პირველივე ხელი, რამაც უზომოდ გაახარა.
-აბა, სიმართლე თუ მოქმედება?- თითები ეშმაკურად შეაერთა და ბოროტი მზერით გამომხედა.

“მოქმედება! მოქმედება!”- აყვირდნენ გაბრიელის გუნდის ჩირლიდერები ჩემ გონებაში.
ღვინო მოვსვი და ტუჩები გავილოკე.
-სიმართლე- გავუღიმე საქმიანი სახით.
ბარათაშვილი ჩაფიქრდა, თუმცა ისე სწრაფად მოიფიქრა კითხვა, რომ აშკარად დაგეგმილი ჰქონდა.
-პირველი კოცნა… როდის?
ამოვიოხრე.
-პირველ კურსზე ვიყავი.
შუბლი შეკრა და აშკარად მოიწყინა.
აბა რა, ახლა არ მითხრათ, ისიც ეგონა, რომ კოცნაშიც “ქალიშვილი” ვიყავი.
-ვინ იყო?- ჯიქურ მომაჩერდა.
-ეგ უკვე მეორე კითხვაა- წარბები ავწიე და ხელები გულზე დავიკრიფე.
-კარგი- საქმიანი ტონით მომიგო, კარტი ჩამოარიგა და წამებში გამანადგურა.
-ასე არ შეიძლება!- წამოვიყვირე- შენ კარგად იცი ეს თამაში, მე კი ფაქტობრივად არასდროს მითამაშია!
-სიმართლე თუ მოქმედება?- ყურიც არ შეუბერტყია.
-გაბრიელ!
-კარგი, ახლაც მიპასუხე, იმიტომ, რომ მოგიგე და უსამართლობა იქნება, ახლა რომ გავაუქმოთ…- ოდნავ მოლბა და კარტები აკრიფა- მერე სხვა ხერხი მოვიფიქროთ, რაც შენ გაგიხარდება. კარგი?
-კარგი- თვალები ავატრიალე- მოქმედება.
ვიცოდი, რომ იმ კითხვის გაგრძელებას აპირებდა, რომელზეც პასუხის გაცემას არ ვაპირებდი. გადავწყვიტე, რომ მოქმედებებით გამეგრძელებინა მანამ, სანამ მე მოვიგებდი.
გაბრიელმა ისე გამიღიმა, რომ გადაწყვეტილება მაშინვე ვინანე.
-ეგ კაბა აშკარად გაწუხებს, უხერხულად ზიხარ- ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს მართლა აწუხებდა ჩემი მდგომარეობა- გაიხადე.
თვალები დავაჭყიტე.
-რა უსირცხვილობაა!-წამოვიძახე აღშფოთებულმა.
გაბრიელმა არაფერი მიპასუხა, გამარჯვებული კაცის სახით მანიშნა თითით კაბაზე და ოდნავ გამიღიმა.
ჰმ, ასე, არა?
პრინციპში, ბინძური თამაშების ბარათაშვილთან ერთად თამაშის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, მაინც შემრცხვა.
-ამას არ გირჩევ- გავაფრთხილე საბოლოოდ, რადგანაც მე ვიცოდი, რაც მეცვა კაბის შიგნით – თეთრი, გამჭვირვალე, მაქმანებიანი ტრუსი, თეთრი კოლჰოტის დამჭერები და ბარძაყებამდე გამჭვირვალე კოლჰოტი. საერთო ჯამში გაბრიელს რთული გამოცდა ელოდა და არც მე ვიყავი დამნდობი გამომცდელი.
სირცხვილი და შინაგანი ხმა ერთიანად ჩავახშე, ვიცოდი, როგორც გამოვიყურებოდი. ვიცოდი, რომ ცუდი ნამდვილდ არ იყო.
წამოვდექი, კაბის ელვა შესაკრავი ნელა გავხსენი და ჩემი შავი, თხელი კაბის ქსოვილი ფეხებთან ჩაიკეცა.
ბარათაშვილმა ჩემი შეთვალიერება ფეხებიდან დაიწყო და თვალებთან დაასრულა. მისი მზერის კვალი კანით ვიგრძენი, როგორ ნელა, დაკვირვებით, მსწავლელი თვალებით ათვალიერა ჩემი თითქმის შიშველი ტანი, რომელსაც პერანგი მხოლოდ ნაწილობრივ ფარავდა და თუ ასე თამაშს გავაგრძელებდი, ალბათ ბარათაშვილი პერანგსაც იგივე გზას გაუყენებდა.
ვუყურებდი მის თვალებს ჩემზე და საწინააღმდეგო არაფერი მქონდა.
ნერწყვი გადაყლაპა, ტუჩები მოილოკა და თვალისმომჭრელად გამიღიმა.
თუ ჩემში რაიმე იყო დარჩენილი იმ კომპლექსიანი, თავდაუჯერებელი გოგონასგან, რომელსაც ეგონა, რომ ულამაზო იყო, ის ბარათაშვილის მზერამ გააქრო.
მიუხედავად მისი ანთებული თვალებისა, გაბრიელს სიტყვაც არ უთქვამს, არც განძრეულა, მანიშნა, რომ დავმჯდარიყავი და კითხვისნიშნიანი მზერით მომაჩერდა.
-აბა, რისი თამაში გინდა?- თქვა ბოლოს. ხმა ჩახლეჩვოდა და დადაბლებოდა. მისმა ტონმა გული ამიჩქარა.
-რ… რისი? შეგვიძლია ქალაქობანა…
-კარგი- სწრაფად მომიგო, ისე სწრაფად, თითქოს ნებისმიერ რამეზე დამთანხმდებოდა- დაიწყე.
პირველი რაუნდი, როგორც იქნა, მე მოვიგე, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან საერთოდ არ მეგონა, ჩემი ტვინი ისევ თუ მუშაობდა.
-სიმართლე თუ მოქმედება?- ვკითხე აკანკალებული ხმით.
-მოქმედება- დაუფიქრებლად მიპასუხა.
ოჰო, აქ ვიღაც გულახდილობის ხასიათზე არ იყო!
არაუშავს, ამას მალე მოევლებოდა.
მისი ჭიქა ავიღე, ღვინით პირამდე გავავსე და ღიმილით გავუწოდე.
-დალიე, ბოლომდე.
ბარათაშვილმა გაკვირვებული სახე მიიღო და ჭიქა ჩამომართვა. მისი თითები ჩემსას წამით ჩეეხო და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-ჩემი დათრობა გინდა?- გამიღიმა და ჭიქა გამოცალა- მეგონა, მაისურის გახდას მთხოვდი.
-მირჩევნია, თავად გაგხადო- გაბრიელისგან განსხვავებით, მე უკვე მთვრალი ვიყავი, ოღონდ არა ღვინისგან.
ბარათაშვილს, რომელსაც ჭიქა ჯერ ისევ მოყუდებული ჰქონდა, ხველა აუტყდა და მის ამ რეაქციაზე, დაჭყეტილ თვალებსა და აწითლებულ ლოყებზე, სიცილი ამიტყდა.
-ვხუმრობ, გაბრიელ- ხელი ჩავიქნიე, არა და, ხუმრობა სულაც არ ყოფილა, უცრო განზრახვას ვუწოდებდი- კი, შენი დათრობა მინდა, იმიტომ, რომ მთვრალი უფრო გულახდილი ხარ.
გაკვირვებული მზერა წამში ჩაუმუქდა და შეეცვალა.
-რა გაინტერესებს, მარიშა?
ჩემი სახელი ზუსტად ისე გამოთქვა, მე რომ ჭკუას მაკარგვინებდა. ამოვიოხრე.
-ბევრი რამ…
-მაგალითად?-ჩემკენ გადმოიწია, ჩვენ შორის დაყრილი სასუსნავების თეფშები გაწია და ჩემს წინ, ძალიან ახლოს დაჯდა. ხელები იატაკზე დააყრდნო, წინ გადმოიწია და თვალებში მომაჩერდა.
-მაგალითად, რატომ ფრთხილობ ასე და… რატომ არ გინდა, რომ …
-ხომ გითხარი, არ უნდა ვიჩქაროთ- თავი გაიქნია და უკან გადაიწია- კარგი, სიმართლე სიმართლის წილ და მოქმედება მოქმედების სანაცვლოდ, ასეთი თამაში როგორ მოგწონს?
თამაში საერთოდ აღარ მინდოდა. დავიღალე, ვეღარ ვსუნთქავდი, მის მკლავებში მოქცევა, მისი კანის შეგრძნება და მისი სურნელი მინდოდა. აღარც სიმართლე მაინტერესებდა, მაგრამ…
გაბრიელს სხვა რამ უნდოდა.
არ ვიცი, რატომ, რისთვის, როგორ…
მაგრამ ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ მან უკეთ იცოდა, რა ჯობდა მაშინ, ამიტომ თავი დავუქნიე.
გაბრიელმა ჩემ ფეხს კოჭთან ჩაჰკიდა ხელი და ნელა, ძალიან ნელა გამაშლევინა.
მეორე ფეხზეც იგივე გაიმეორა და მალე თავად ჩემ გაშლილ ფეხებს შორის მოექცა.
-აბა, რასაც შენ იზამ, მეც გავიმეორებ- წელზე ხელები ჩამკიდა და ოდნავ მიმიზიდა – სიმართლეზე სიმართლოთ გიპასუხებ, ქმედებაზე – ქმედებით.
-და რას იზამ, ლიფი რომ გავიხადო?- გამეცინა წარმოდგენაზე – ახლა არ მითხრა, რომ შენც გაცვია…
გაბრიელს არ გასცინებია.
-ლიფს თუ გაიხდი, თამაში დასრულდება და სხვა რამ
დაიწყება – თითები ახლა მკლავებზე ამატარა და მე თვალები უნებურად დავხუჭე.
-რატომ მეთამაშები?- ამოვიჩურჩულე.
გაბრიელმა არაფერი მიპასუხა.
-სიმართლე. სიმართლეს ვიტყვი და შემდეგ მიპასუხებ, კარგი? – თვალები გავახილე, ძალიან ახლოს იყო, ფაქტობრივად, მის მკლავებში მოქცეული, ვერ ვინძრეოდი.
-პირველი კოცნა გაინტერესებს- ვთქვი და თავი დამიქნია.
იქნებ იცოდა კიდეც, მაგრამ საიდან?
-ურუშაძე- ვთქვი და მაშინვე ვინანე, რადგანაც გაბრიელმა ხელი მიშვა და უკან დაიხია.
არა, არა, დაბრუნდი!
-ის სი*ი?- გამოცრა კბილებში და ბრაზით დამაჩერდა.
-სულაც არაა სი*ი, ძალიან კარგად მეპყრობოდა- მხრები ავიჩეჩე. მას გაბრაზების უფლება არ ჰქონდა, მე, მაგალითად მთელი ნახევარი წელი ვიტანდი მის და ნინიას სახალხო ხვევნა-კოცნას.
-სი*ია, თანაც ბაჯაღლო- გაბრიელს სახეზე ზიზღი გამოესახა.
საერთოდ რატომ მკითხა? რა უნდოდა?
-რაში გაინტერესებდა ჩემი პირველი კოცნა? რომელი ბიჭი არ იქნებოდა შენ თვალში ეგ, თუ მე მომეკარებოდა?- ვთქვი, სანამ
დავფიქრდებოდი და ისევ ახლოს მოვიზიდე – კარგი რა, ახლა არ მითხრა, რომ სერიოზულად ბრაზობ.
გაბრიელის მხრები ოდნავ მოეშვა, როდესაც ხელები მოვხვიე. მეცინებოდა, მაგრამ სიცილს ვერ გავბედავდი, ძალიან გაბრაზებული ჩანდა.
არც მიკვირდა, ის და ურუშაძე ნამდვილად მტრობდნენ ერთმანეთს და ეჭვი მქონდა, რომ ეს მტრობა მე, ჩემი “აღიარებით”, გავაასმაგე.
-როგორ გაკოცა? სახლში იყავით? მისაში თუ შენსაში? კიდე რა გაბედა?- ეჭვიანი ქმარივით გამომკითხა ბარათაშვილმა, თვალებში სიბრაზე სულ უფრო და უფრო ენთებოდა.
-ოჰ, ღმერთო ჩემო, არ მჯერა, რომ ჩემი ფეხები შენ წელზეა შემოხვეული და შენ ურუშაძეზე მესაუბრები!- წამოვიყვირე.
გაბრიელმა თავი გაიქნია.
-სექსუალური მინიშნებებით ვერ დამიძვრები. მიპასუხე!
ცალი ხელი ბარძაყზე ამატარა და მგონი, მიხვდა, რომ ეს ჩემი დაყოლიების საუკეთესო გზა იყო, რადგან ოდნავ გაიღიმა კიდეც.
-სახლში არა… კაფეში. უნივერსიტეტის შემდეგ დამპატიჟა, მითხრა, რომ რაც დამინახა, მას შემდეგ მოვწონდი და ასე შემდეგ… მერე ჩემკენ გადმოიხარა და მაკოცა. მეც ვაკოცე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ შეცდომა იყო… ეს იყო და ეს. თავადაც მიხვდა, რომ ჩვენი კოცნა… ეს არ იყო ის, რაც, ნუ… რაც ნამდვილია- ავლუღლუღდი და თვალი გავუსწორე – მეგობრებად დარჩენა შევთავაზე და დამთანხმდა, თუმცა ნელ-ნელა მაინც გავზარდეთ დისტანცია და ბოლოს ერთი წლის წინ მომწერა მოსაკითხად.
ბარათაშვილი გაუგებარი გამომეტყველებით დამცქეროდა ზემოდან, შეკრული წარბებით და მოკუმული პირით.

-ახლა შენი ჯერია! – დავასწარი, სანამ ურუშაძესთან დაკავშირებით ახალი შეკითხვები დაებადებოდა – სიმართლე სიმართლისთვის!
გაბრიელს ოდნავ გაეღიმა, ჩემკენ დაიხარა და მსუბუქად, პეპელასავით შემეხო ტუჩებით ტუჩებზე.
მთელი სხეული ერთიანად დამეჭიმა და გამიბრუვდა. რას ვამბობდი?
ლიმონისა და პიტნის არომატი, რომელსაც უკვე ვცნობდი, მისი ტუჩებიდან ჩემსაში იღვრებოდა და აზროვნებას მიხშობდა.
-დარწმუნებული ხარ, რომ თამაშის გაგრძელება გინდა?- ჩემ ყურთან იჩურჩულა და მის ქვემოთ მაკოცა.
კოცნა ამჯერად უფრო ღრმა და სველი იყო.
არა, არა, კითხვები მქონდა! თან რამდენი კითხვა! მაინტერესებდა, თავს რატომ მარიდებდა, ხან კი, მაგალითად ახლა, მისი ხელები მესაკუთრესავით მეხვეოდა, მზერა კი სამუდამო ტყვეობას მიქადდა.
რა იყო ის, რისიც ეშინოდა?
ვინმე უყვარდა, ვინც გული ატკინა?
-მაინტერესებს, ვინ გატკინა ასე გული- ამოვთქვი, როდესაც ჩემ ყელზე სველი ნაკვალევი დატოვა და ჩემ ტუჩებამდე ამოღწეულმა, ინტერესით შემითვალიერა სახე.
-ასე რთულია მიხვედრა?- იჩურჩულა, მისი ერთი ხელი ჩემ კისერს მაგრად იჭერდა, რათა სახე და მზერა მასთან მქონოდა გასწორებული, მეორე კი მჭიდროდ შემომხვეოდა წელზე-შენ.
“შენ”.
მარტივი სიტყვა, მაგრამ მაინც, ამ სიტუაციაში, ამოუცნობი.
არა იმიტომ, რომ ვერ მივხვდი, რა სასწაულით, ან როდის მოვახერხე გაბრიელ ბარათაშვილის გულის გატეხვა.
არამედ იმიტომ, რომ ეს სიტყვა თითქოს რაღაცის შემაკავებელი ბარიერი ყოფილიყოს, კერძოდ კი, ჩვენი, მისი ვნების.
გაბრიელი მოწყურებული დამეწაფა, მისი ენა ისე თამამად შემოიჭრა ჩემს პირში, რომ ხმამაღალი კვნესა ვერ შევიკავე.
ჩემი ხმა მის ბაგეებში ჩაიკარგა, ჩემი სუნთქვა კი მის ფილტვებში.
ხალიჩაზე აღმოვჩნდი, გაბრიელი ზემოდან დამაწვა და ხელები ნახევრად შიშველ სხეულზე ამატარა.
-მომწონს- ამოთქვა, როდესაც პერანგი შემიხსნა და ჩემი უკვე კარგად აღწერილი თეთრეული გამოჩნდა.
ჩემი პერანგის დარჩენილი ღილები გახია და მე გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ წელს ზემოთ შიშველი იყო, მისი მაისურისთვის კი მე ჩამევლო ხელები.
როდის გავხადე?
გაბრიელი, შიშველი, ჩემს კანზე აკრული, ცხელი და მაგარი, უბრალოდ იმდენად რთულად ასატანი კომბინაცია აღმოჩნდა, მიკვირდა, გონებას სრულად რომ არ ვკარგავდი.
ისე, რომ ჩემთვის ლიფი არ გაუხდია, გაბრიელმა ენა გამჭვირვალე ქსოვილს გადაატარა და კერტები მომიწოვა.
დავიკლაკნე და მისი სახელი ამოვთქვი.
ისე სასოწარკვეთილად მინდოდა, მოვფერებოდი, დამეგემოვნებინა, მიმეღო, მუცელში დაგროვილი უკვე შემაწუხებელი დაძაბულობა მისით ამომევსო, რომ უკვე ვევედრებოდი.
-გაბრიელ, გთხოვ…- ვბუტუტბუტებდი და ვცდილობდი, კიდევ უფრო ახლოს მომეზიდა.
მისი შუბლზე ჩამოშლილი თმები ჩემს ცხვირზე ეცემოდა და ცხადად ვამჩნევდი ოფლით დანამულ შუბლს, რომელზეც ძარღვები დაძაბულობის ნიშნად გამოსახულიყო.
თავზე ხელი გადავავლე და სახეზე მივეფერე.
-რას მთხოვ, მარიშა?- მითხრა დაბოხებული და სურვილისგან ჩახლეჩილი ხმით.
მისი ნაცრისფერი თვალები ჩაშავებულიყო და მათში საკუთარი ანარეკლის დანახვა შემეძლო. სიცხე მისი სხეულიდან ჩემსაში ლავასავით იღვრებოდა.
-არ გაჩერდე- ჩვეული ბორძიკობა პირდაპირობით ისე მარტივად ჩავანაცვლე, არც დავფიქრებულვარ. მისი სურვული საოცარ ძალას მანიჭებდა.
გაბრიელს ჩემ ტუჩებთან ჩაეღიმა და მიჩურჩულა.
-გაჩერებას არ ვაპირებ, მარიშა. არასდროს.

მზერა გავუსწორე. ჩვენ შორის წამით მდუმარე, აბსოლუტური გაგება ჩამოწვა.
სწორედ მაშინ, იმ ერთ წამში მიხვდი, რას ნიშნავს, იყო წყვილში და არა მარტო, ეულად.
შეიძლება ითქვას, რომ გაბრიელი და მე იმ წამს ჩამოვყალიბდით წყვილად, იმ ერთ მომენტში, როცესაც ჩემი თვალები მისას შეხვდა და უბრალოდ, გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად მივიღე მისი ფიქრები.
მივიღე ის, რომ მარტო აღარ ვიყავი.
აღარ იყო მხოლოდ “მე” და ვიყავით “ჩვენ”.
ეს ერთდროულად მტკივნეულიც იყო და სასიამოვნოც.
საშიშიც და საოცარიც.
იმასაც მივხვდი, რა განსხვავება იყო სიყვარულსა და შეყვარებულად ყოფნას შორის.
მე ის თითქმის მთელი გააზრებული ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ შევუშვი გულსა და გონებაში და მიხვდი, რომ თავადაც იგივე გააკეთა.
ამის გვეშინოდა და ამისკენ ვისწრაფოდით, ამას ვერ გავექცეოდით და მაინც, გავურბოდით იმიტომ, რომ ტკივილის შიში ყველაზე პირველყოფილი და ყველაზე ღრმად ჩადებული შიშია ადამიანში. სიყვარული ტკივილს ნიშნავს, ხოლო სიყვარული, რომელიც სულშია ჩაბუდებული, აგონიურ ტკივილს.
მიუხედავად ამისა, მაინც დავნებდით.
გაბრიელმა ხელში ამიტაცა, საწოლისაკენ მიმიყვანა და ხელის მსუბუქი მოძრაობით გადამაწვინა.
თვალს ვერ ვაშორებდი.
ღმერთკაცივით ლამაზი და საოცარი იყო.
ულამაზესი სხეული ჰქონდა მაგრამ ის, რაც ჩემს სულსა და კანს ცეცხლში ახვევდა, მისი მზერა იყო.
შეპყრობილი, ჩემით.
საწოლის კიდეზე ოთხით ამოვიდა და ჩემკენ დაიძრა.
ისე ნელა, მტაცებელივით მომიახლოვდა, მხრებსა და მკლავებზე კუნთები უთამაშებდა. უნებურად დოკუმენტური ფილმის კადრი დამიდგა თვალწინ, სადაც ლომი მსხვერპლს ნელა, გრაციოზულად ეპარება.
ჩემ მუცელთან შეჩერდა, მხურვალე ტუჩები მომაწება და ნელ-ნელა ქვევით ჩაუყვა.
სირცხვილი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ აიბარგა ჩემი გონებიდან, მოულოდნელად მობრუნდა და მეც უხერხულად წამოვიყვირე, როდესაც გაბრიელის თავი ჩემს ფეხებშუა აღმოჩნდა.
-ა-ა!- ხელი ასწია და პირზე მომაფარა – უნდა გაგსინჯო და პროტესტი არ მიიღება.
-გაბრიელ…- ამოვთქვი მის თითებს შორის, მაგრამ იმის თქმა ვეღარ მოვასწარი, რომ “საჭირო არ იყო”, რადგანაც ტრუსი გადაწია და მისი ბაგეები ყველაზე მგრძნობიარე ადგილას აღვიქვი.
უნებურად დავიკლაკნე და მისკენ მივიზიდე.
სირცხვილმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი, თავისი გუდა მხარზე გადაიკიდა და დგვემშვიდობა.
ცოტა ხანში ბარათაშვილის ჯადოსნური თითებიც ჩაერთო წარმოდგენაში და ვიგრძენი, როგორ შეაცურა ისინი ჩემს შიგნით.
სიამოვნებისგან ამოვიკვნესე.
აი, თურმე რატომ იხოცავს ხალხი თავს სექსისთვის.
გაბრიელის თითი ნელა ამოძრავდა ჩემს შიგნით და მთელი სხეული ლამის ავადმყოფურად დამეჭიმა და გამიბრუვდა.
ოსტატურად ხვდებოდა, როდის რა იყო საჭირო, სად ჩქარა, სად – ნელა. სად მაგრად და სად – ნაზად.
გაოგნებული ვიყავი მისი გაწაფულობით, მაგრამ გაოგნების გამოსახატად ნამდვილად არ მეცალა.
თითებით მის თმას ჩავაფრინდი და უფრო ახლოს მოვიზიდე.
გაბრიელმა რამდენიმე გასაოცარი მოძრაობა გააკეთა და სწრაფად ამოიწია ჩემთან, ზევით.
-არ გაჩერდე- ამოვიჩურჩულე მის ტუჩებთან.
თავი გაიქნია და სანამ მაკოცებდა, ნებართვისთვის მომაჩერდა.
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ გაკოცო?- ჩაიღიმა ეშმაკურად.
მოვიზიდე და ვაკოცე.
ჩემი გემო ჰქონდა და ეს კიდევ უფრო აღმაგზნებდა.
გაბრიელმა ფეხები ფართოდ გამაშლევინა, მათ შორის მოხერხებულად მოთავსდა და ვიგრძენი, როგორ შემეხო მისი ცხელი და მაგარი აღგზნება იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ტუჩებით მეხებოდა.
წელზე მაგრად მომხვია ხელები, მიმიზიდა და სწრაფად მიბიძგა.
ტკივილისგან და გაოგნებისგან ამოვიყვირე, თუმცა არ გაჩერებულა.
დამაკავა და საშუალება არ მომცა, უკან დამეხია.
უფრო ღრმად შემოვიდა, თან ჩემ კოცნას არ წყვეტდა, როდესაც მიხვდა, რომ უკან გაწევას აღარ ვაპირებდი, წელიდან ხელი მიშვა და მკერდზე მომეფერა.
-ამაზე ყოველ დედა****ულ წამს ვოცნებობდი მარიშა- დაიჩურჩულა და მოძრაობა ააჩქარა. ტკივილის მიუხედავად, ჩემს მუცელში დაბუდებული სურვილი ისევ აალდა, დაძაბულობამ იმატა და გაბრიელის მოძრაობას თავადაც ავყევი.
ამან ისე გაახელა, რომ თავი დაკარგა.
მივდი, მანამდე როგორ ფრთხილობდა, როცა მთელი ძალით მომაწვა და მთლიანად შემავსო.
ტკივილს ყრუდ ვგრძნობდი, სამაგიეროდ საოცარი, ჯერ არნახული სიამოვნების ტალღა სულ უფრო რეალური და აღქმადი გახდა, რომელიც ნელ-ნელა მეტ ადგილს იკავებდა ჩემი მუცლის ქვედა ნაწილში.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ მიხვდა, რომ ახლოს ვიყავი, რადგანაც თითებით ძველ ადგილს დაუბრუნდა და უკვე მტანჯველი მოძრაობები განაგრძო.
მის გარშემო ტალღებად დავიშალე.
სუნთქვა შემეკვრა, ჯერ ისევ სპაზმურად ვაგებებდი თეძოებს მის მოძრაობას, როდესაც ხელები ჩემს თავთან დააწყო, თავი ჩემს მკერდში ჩაფლო და ამოიგმინა.
მკვეთრი, სწრაფი და ღრმა მოძრაობებით დაასრულა, მის პულსაციას ჩემს შიგნით ვგრძნობდი და ეს იყო ყველაზე საოცარი რამ, რაც კი ოდესმე განმიცდია.
ეს იყო რაღაც ისეთი, რაც ძალიან ჰგავდა სიკვდილს, ოღონდ სასიამოვნო სიკვდილს.
-რა ტკბილი ხარ- ამოიჩურჩულა და მკერდი დამიკოცნა.
ხმის ამოღება არ მინდოდა, არ მსურდა, ეს შესანიშნავი წამი საუბრით გამეფუჭებინა, ამიტომ უბრალოდ ხელები მოვხვიე და ჯერ ისევ ჩემში მყოფს, მჭიდროდ მივეკარი.
თბილი და სველი იყო, მთელი სხეული ოფლით ჰქონდა დანამული, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ის ჩემი იყო.
შემეძლო, მისი მთელი სხეული დამეკოცნა, დამეკბინა და ის ჩემთან დარჩებოდა.
ხომ დარჩებოდა?
დავიძაბე, რაც მაშინვე იგრძნო, ჩემი მკერდიდან თავი ასწია და საოცარი, აციმციმებული, ნაცრისფერი თვალებით დამაკვირდა.
-რა ხდება? ხომ არ გტკივა?- ფრთხილი მოძრაობით გამათავისუფლა, წამოიწია და ზემოდან დამაცქერდა.
მკლავევბსა და მხრებზე კუნთები დაეჭიმა და მე ისევ ვიგრძენი უკვე ნაცნობი შიმშილი.
-არა… არ წახვიდე, კარგი?
გაბრიელმა თვალები აატრიალა და გულზე მომეშვა.
-სად უნდა წავიდე? ჯერ ახლა არ დავიწყეთ?- ნაცნობი ირონიული ღიმილით გაუნათდა სახე, სწრაფად აიწია და ლოგინიდან ადგა.
-ახლავე მოვალ…
თავი დავუქნიე და მისი შიშველო სხეულისკენ გავაპარე თვალი, როდესაც სააბაზანოსკენ წავიდა.
მოსიარულე ქანდაკება…
წყლის ხმა მომესმა, ვიფიქრე, რომ შხაპის მიღება სურდა, მე კი ისე მეძინებოდა, სისუფთავეზე ფიქრის საშუალება არ მომცემია…
სულაც, ძალიან მომწონდა ასე, გაბრიელის სურნელით “გაჭუჭყული” ჩემი სხეული.
ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელები სა წამომაყენა.
-მეძინება… რას აკეთებ?- ამოვიკრუსუნე და თავის გათავისუფლება ვცადე.
-ახლავე აბაზანაში! ომგამოვლილს გავხარ- გამიღიმა და რადგანაც მაინც არ ვემორჩილებოდი, ორიცე ხელით ამიტაცა, ხელში აყვანილმა გამატარა აბაზანამდე მანძილი და უკვე ორთქლადენილ, ცხელი წყლით სავსე ჯაკუზიში ჩამსვა.
წყალი მართლაც სასიამოვნოდ მომედო და ამოვიკრუტუნე.
თავადაც შემომიერთდა, ჩემს უკან ჩაჯდა და მიმიხუტა.
-გაბრიელ- ამოვთქვი სუნთქვაშეკრულმა, როდესაც ღრუბელი ააქაფა და ნელა, ნაზად დაიწყო ჩემი გასუფთავება.
-ჰმ? – ჩემი თმები გადასწია და კისერზე მომეალერსა.
მინდოდა მეთქვა, რომ უბედნიერესი ვიყავი,
რომ ასეთ მომენტზე ვერასდროს, სიზმარშიც კი ვერ ვიოცნებებდი,
რომ მიყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად,
საკუთარ სულზე მეტადაც კი…
რომ მის გარეშე უკვე სუნთქვასაც ვეღარ შევძლებდი და რომ მეშინოდა.
მეშინოდა, რომ დამტოვებდა.
-შენც ძალიან ტკბილი ხარ- ვთქვი ღიმილით და მისკენ მივბრუნდი. ვეცადე, მზერაში მაინც ჩამეტია ის ყველაფერი, რისი თქმის გამბედაობაც ჯერ არ მქონდა.
-დესერტზე ცოტა ხანში ვისაუბროთ- მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა და უკან მიმაბრუნა, რათა ზურგი გაეწმინდა.
აბაზანის შემდეგ თავადვე გამამშრალა, საწოლამდე, ჩემი პროტესტის მიუხედავად, კვლავ ხელში აყვანილი მიმიყვანა და საბანში შიშველი ჩამაწვინა.
მალე თავადაც დაწვა, შიშველ სხეულზე მომეხუტა და რამდენიმე წამში ჩაეძინა.
-მიყვარხარ. ყველაფერზე მეტად – ვიჩურჩულე, როდესაც დავრწმუნდი, რომ ეძინა.
ამ სიტყვებს მონოტონურად ვიმეორებდი, სანამ მის მკლავებში მოკალათებულს, თავადაც არ ჩამეძინა.
6
***
სიზმარი იყო.
მასთან ერთად გაღვიძება, მისი მოფერება. დილის პირველი ღიმილი, ძილისგან ჩაბოხებული ხმა და შეშუპებული, აწითლებული ტუჩები.
მასთან ერთად უკან, თბილისში დაბრუნება და მთელი გზა ხელჩაკიდებული ყოფნა.
ახლა მარტო აღარ ვიყავი.


ახლა მარტო აღარ ვიყავი.
ჩემ გვერდით ყოველთვის იყო ხელი, რომელიც ჩემს მაგივრად იღებდა ჩემოდანს, წელზე ხელს ნაზად მხვევდა, როდესაც ხალხის ტალღის გავლა გვიწევდა, მიმართულებას მაძლევდა, შემეძლო, თვალდახუჭულს მევლო და მაინც, უსაფრთხოდ დამესრულებინა მოგზაურობა.
ამას შეჩვევა სჭირდებოდა.
ისეთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ყველთვის ყველაფერს თავად აკეთებდა.
არასდროს ვაძლევდი კაცებს იმის უფლებას, ჩემთვის რაიმე ეყიდათ ან ვახშმის ფული გადაეხადათ.
არავისთან არ მინდოდა დავალება, არავისზე არ მინდოდა დამოკიდებულება.
ყოველთვის ვიყავით მე და მე.
და უეცრად, ჩემი გონების ერთი ნაწილი გამომეყო და მან ბარათაშვილის ფორმა მიიღო.
ეს იყო საოცრად სასიამოვნო და ამავდროულად, რთული.
მაგრამ მისთვის უარის თქმის სურვილი არ გამჩენია, არც მაშინ, როდესაც მოგზაურობის დასასრულის აღსანიშნავად (რაც ჩემი აზრით, სულელური მიზეზი იყო), აეროპორტის მაღაზიაში შემათრია და რამდენიმე სუნამო მიყიდა.
-ამდენს რა უნდა ვუყო?- ესღა ამოვღერღე, როდესაც ბარათავილმა ყუთები ზურგჩანთაში ჩაიტენა და აეროპორტის გასასვლელისკენ გაემართა. თან ორივეს ჩემოდანს მიათრევდა.
მივეჭერი, საკუთარი ჩემოდანი ჩამოვართვი და კბილებში გამოვცერი:
-საჭირო არაა, თავად წამოვიღებ. რამდენი რაღაც მოგაქვს ისედაც!
-ხელი გაუშვი- თვალები დამიბრიალა და ჩემი კუთვნილი ბარგი უკან წამართვა.
-გაბრიელ!
-რა?- ხმა დაიტკბო, ჩემოდნებს ხელი უშვა და მომიახლოვდა.
გარეთ ვიყავით.
დილის ხუთი საათი იყო და ყინავდა. მისი სუნთქვა ორთქლის პატარა ღრუბლებად ქრებოდა ჰაერში.
-ყველაფერს ასე აკონტროლებ? საშინელი დიქტატორი ხარ!- ამოვთქვი, როდესაც ხელები მომხვია და ცხვირზე მაკოცა.
-დიქტატურა მერე ნახე, როცა მანდ, ქვევით, რაღაცები მოგირჩება- არ გაუღიმია, მკაცრი სახით მომაჩერდა.
გავწითლდი და თვალები დავხარე.
გაბრიელმა დილით გამომიცხადა, რომ სანამ უკეთ არ გავხდებოდი და ტკივილი არ გამივლიდა, ხელსაც არ დამაკრებდა.
ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მე თავად ვცადე მისი შეცდენა, გაღვიძებისთანავე, ის კი უბრალოდ მომეფერა, მაკოცა და სწრაფად წამოხტა, რომ არ გადაეფიქრა.
-არაა საჭირო ხალხში ამის ყვირილი- ქურდულად მიმოვიხედე, ის ქართველი კაცი რესტორნიდან ჯერ არ დამვიწყებოდა.
-რა მორცხვი ხარ- გაეცინა და ლოყაზე ხელი მომითათუნა.
-ეს შენთან…- ჩავიფრუტუნე.
გაბრიელი მოიღუშა და უკან დაიხია.
-ეს ადრეც გითქვამს, რომ
სხვებთან არ ხარ მორცხვი? რატომ?
იმიტომ, რომ მხოლოდ შენზე ვკარგარგავ ჭკუას, იდიოტო.
-სარკეში მაინც ჩაგიხედავს?- ჩავიფრუტუნე -გაბრიელ, თუ აქამდე შენთვის ჯერ არავუს უთქვამს და გიმალავენ, მე გეტყვი – ბერძენ ღმერთკაცს გავხარ, რა გასაკვირია, რომ ქალმა შენთან დაიმორცხვოს?
ბარათაშვილმა გადაიხარხარა და ისევ მიმიზიდა.
-ანუ საქმე მხოლოდ გარეგნობაშია?- ვითომ ნაწყენი ხმით იკითხა.
-რა თქმა უნდა. თვალი ჭამს და თვალი სვამს- გავეკრიჭე – აბა, სადაა ტაქსი?
გაბრიელმა შუბლი შეკრა და ტელეფონს დახედა.
-უკვე აქ უნდა იყოს…
მიმოიხედა და შორი-ახლოს გაჩერებულ, ნაცრისფერ “ჰონდას” ხელი გაუქნია.
-მთელი ეს დრო აქ იდგა?-სახეზე ხელები ავიფარე.
-შენთან ერთად კონცენტრაციას ვკარგავ- ფიქრიანად მოიფხანა ნიკაპი ბარათაშვილმა – ასეთი უყურადღებო არასდროს ვყოფილვარ- ხელი ჩამჭიდა, როცა მანქანა ჩვენს ფეხებთან შედგა და კარი თავაზიანი სახით გამიღო.
-სახლში წადი- მითხრა და რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გადასახარშად, რომ თავად არ მოდიოდა.
-მოიცა, შენ არ მოდიხარ?- გაკვირვებულმა ვკითხე, როდესაც მე მანქანაში ჩავჯექი, თავად კი კარი მოხურა და მომღიმარი სახით მომაჩერდა ღია ფანჯრიდან.
-ოფისში უნდა გავიდე, ხელშეკრულების დრაფტი უნდა გავიაროთ მე და ნიკომ…
-დილის ხუთ საათზე?- ირონიულად ავწკიპე წარბები.
-უკვე ექვსი დაიწყო- საათზე დაიხედა და გამეკრიჭა – წადი, დაიძინე, რომ გაიღვიძებ, დამირეკე და მოვალ.
-მოხვალ?- გავიმეორე ჩუმად- ჩემთან?
-თუ შემომიშვებ- თავისი მომაჯადოებელი ღიმილით მომაჩერდა.
არ არსებობს არც ერთი ადგილი, სადაც ამ ღიმილის პატრონს არ შეუშვებდნენ, მით უმეტეს, ჩემს სახლში!
ფანჯარაში გადავიწიე და სწრაფად ვაკოცე ტუჩებში.
-დაგელოდები.
ბარათაშვილმა როგორღაც ტანჯულად გამიღიმა და მანქანას ხელი დაარტყა იმის ნიშნად, რომ წასვლის დრო იყო.
მისი ეს ღიმილი მესმოდა.
შეყვარებული იყო.
გრძნობა მის სისხლს ნელ-ნელა ედებოდა, საწამლავივით.
როგორც კი თითოეული ჩვენგანის ვენები ბოლომდე აივსებოდა მისით, მორჩებოდა.
დასრულდებოდა ჩვენი ძველი ცხოვრება, წარსული პიროვნებები, შეიძლება, ადამიანებიც.
ვიცვლებოდი, ამას ვგრძნობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ გაბრიელიც იგივეს განიცდიდა.
ხვდებოდა, რომ უკვე აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორ უწინ. ეს კი ყოვეოთვის დამაბნეველია.
მეც მაბნევდა გრძნობა, რომლის სიძლიერეზე წარმოდგენაც კი არ მქონია, თუმცა საკმარისი იყო იმის გაფიქრება, რომ რამდენიმე საათში გაბრიელი ჩემს ბინაში, ჩემს საწოლში იქნებოდა და ყველაფერ სხვას, მათ შორის, წარსულს, მნიშვნელობა ეკარგებოდა.
მხოლოდ იმის წაემორდგენა, რომ ისევ შევეხებოდი, ვაკოცებდი, ჩავეხუტებოდი…
სახლში მისულმა, წყალი გადავივლე და გადაქანცულს, დამეძინა.
როცა გავიღვიძე, უფრო სწორად, გამაღვიძეს, შუადღის პირველი საათი იყო.
ვინ იქნებოდა, თუ არა მიკა.
როდესაც მივემგზავრებოდი, ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგო გასაღები დავუტოვე და სწორედ ამ გასაღების გამოყენებით შემომეჭრა ბინაში.
ბარათაშვილისგან განსხვავებით, მიკას სულ ფეხებზე ეკიდა ჩემი დასვენების საჭიროება.
მიკას სახლში შემოსვლა ისეთი ხმაურიანი იყო, თავისთავად გამეღვიძა, თუმცა როდესაც თავში დივნიდან აღებულო ბალიში მესროლა და მომაძახა, ადექი, მე ყავას გავაკეთებო, სულ გამოვფხიზლდი.
ჩემი და ბარათაშვილის ერთობლივი ღამის ყველა დეტალი აინტერესებდა.
როცა მოვლენები, შეძლებისდაგვარად ავუხსენი, ობიექტებზე გადავიდა.
-როგორი სხეული აქვს? ფოტოებში დაკუნთული ჩანს, მარა… – ორივე ხელი ფინჯანზე შემოეხვია და გაფაციცებული მისმენდა. იმაზე დავფიქრდი, რომ თავად მიკას მსგავს რამეებზე არასდროს არაფერს ვეკითხებოდი. რაც უნდოდა, თავად მიყვებოდა, თუმცა ნამდვილად არასდროს დავინტერესებულვარ, რა პოზას იყენებდა ჩემი მეგობარი თავის რჩეულებთან .
ეს ჩემთვის ზედმეტად უხერხული და პირადული იყო, მხოლოდ ჩემი და გაბრიელის. ამაზე საუბარი სიამოვნებას საერთოდ არ მანიჭებდა, რადგან თითქოს ასე ჩვენ სივრცეში, ჩვენ გრძნობებში გარეშე პირს ვუშვებდი, თუმცა სხვა გზა უბრალოდ არ იყო. მიკას არაფრის გაგონება არ უნდოდა.
-ძალიან… მმ… ლამაზი სხეული აქვს- ამოვთქვი გაწამებულმა – რა სალაპარაკო ეგაა? კარგი რა მი!
-აბა რაზე ვისაუბროთ, ამინდზე?- ხელი აიქნია მიკამ და გრძელი თმა მხარს უკან გადაიყარა- მისმინე, არ ვიცი, რა გითხრა, პირველივე ღამეს ასეთი კმაყოფილი თუ დაგტოვა, ყოჩაღ მაგას და მაგის კაცობას… სად არიან ასეთი ტიპები, ჩემთან რატომ არ მოდიან?- ჩაიფრუტუნა მოჩვენებითი გულდაწყვეტით – სანამ არ გავიცნობ, დასკვნას ვერ დავდებ, მაგრამ ამჟამინდელი ინფორმაციით, კარგია, კარგი. ასოს ზომა?
-მიკა!- წამოვიკივლე განცვიფრებულმა.
-მთავარია ძალიან პატარა და თხელი არ იყოს…
-მიკა! გეყოს! არც პატარაა და არც თხელი, პირიქით!- ბარათაშვილის ადვოკატივით, თავი გამოვიდე. ბოლოს და ბოლოს, მისი ინტერესები ხომ უნდა დამეცვა?
-აბა? დაახლოებით რამხელაა?- კაშიას თვალები ეშმაკურად აუციმციმდა- შეიძლება, ოსტატია, მაგრამ იარაღიც ხელს უნდა უწყობდეს, ჟანგიანი თოფიდან ოლიმპიური ჩემპიონიც ვერ გაისვრის წესიერად…
-ღმერთო ჩემო- სახე ხელებში ჩავრგე, შემდეგ კი წამოვხტი, მაცივართან მივედი და ყველაზე დიდი ბადრიჯანი ამოვარჩიე.
-აი, ამხელაა- ნიშნის მოგებით ავუტრიალე ცხვირწინ- კმაყოფილი ხარ?
მიკამ პირზე ხელი აიფარა და ბადრიჯანი ჩამომართვა.
-მართლა? – ისე მკითხა, აშკარად სერიოზულად გაოცდა.
-მართლა.
კაშია წამოხტა და გადამეხვია.
-გილოცავ, დაო, ახლა მართლა გილოცავ!
-გეყოს ახლა ცანცარი- ღიმილით მოვშორდი და მაგიდაზე ჩემს აზუზუნებულ ტელეფონს დავწვდი.
რა თქმა უნდა, ის იყო.
-დიახ, გაბრიელ- ვუპასუხე და არ შევიმჩნიე, როგორ აიღო და დაატრიალა ზემოხსენებული ბადრიჯანი მიკამ ხელში.
-ხომ არ გაგაღვიძე- მისი ხმა როგორ მომნატრებოდა!
-არა, არა, უკვე მეღვიძა- ვუთხარი წამში გამოშტერებულმა.
-მერე, რატომ არ მომწერე?- ხმაში წყენა გაერია და მე გამახსენდა, რომ მთხოვა, გაღვიძებისას შევხმიანებოდი.
მაპატიე, გაბრიელ, ტორნადო ისე დამატყდა თავს, გამორკვევის დრო არც მქონია!
-ჩემი მეგობარი მოვიდა და… ვეღარ მოვახერხე.
-ვინ მეგობარი? იმედია გოგოა…- ბარათაშვილს ეტყობოდა, რომ კიბეებზე ადიოდა, რადგანაც მსუბუქად ქოშინებდა.
-კი… მიკა ჰქვია, აუცილებლად გაგაცნობ.
გაბრიელი ცოტა ხანს დადუმდა, კარის ხმა გაისმა. ალბათ სახლში მივიდა.
-იქ როგორაა საქმე?- მკითხა დაბალი ხმით.
გამოთაყვანებული სახე მივიღე და მიკას მივაჩერდი, თითქოს ის ამიხსნიდა, რას გულისხმობდა ბარათაშვილი.
-სად?- პირი დავაღე.
-იქ, სადაც ძალიან მიყვარს ყოფნა და ალბათ მალე ბინას დავიდებ- ბარათაშვილს ხმაზე ეტყობოდა, რომ იღიმებოდა, მე კი, მივხვდი რა, რასაც გულისხმობდა, ოდნავ წამოვიკნავლე და მიკასგან მაქსიმალურად შორს წავედი- სადაც თბილა და სისველეა… სიმჭიდროვე და სიმყუდროვე, გესმის?- უკვე იცინოდა.
-გაბრიელ, მარტო არ ვარ! – დავისისინე, თუმცა მეც, უნებლიედ, გამეცინა.
რა ჭირდა ამ ხალხს, გაღვიძებიდან მოყოლებული, სასქესო ორგანოებზე, მათ ზომასა და ჯანმრთელობაზე ვსაუბრობდი!
-ისევ გტკივა თუ არა?- წაუყრუა ბარათაშვილმა.
-არა, არც ისე, ცოტა…
-კარგი, მაშინ შენ და შენი დაქალი გაემზადეთ, ასე ორ-სამ საათში სადმე გავიდეთ და გამაცანი.
-მეგონა შენ მოხვიდოდი- მიკასთვის მისი გაცნობა ნამდვილად ძალიან მინდოდა, მაგრამ უფრო მეტად მისი მოფერება მეჩქარებოდა. ყოველთვის მოასწრებდნენ გაცნობას, მე კი ის უკვე მთელი ცხრა საათი არ მენახა!
-მეც მენატრები – ჩაიცინა გაბრიელმა – მაგრამ მარტოები თუ ვიქნებით, თავს ვერ შევიკავებთ, შენ კი ჯერ ისევ მოსარჩენი ხარ. ასე რომ, ცოტა ხანს მოითმინე, კარგი?
თავი დავუქნიე და როცა მივხვდი, რომ ვერ მხედავდა, კარგი-მეთქი წავიბურტყუნე.
ღმერთმანი, რა უბედურება იყო ამის ასე აშკარად განხილვა? იქნებ საჯარო მოსმენებიც მოგვეწყო თემაზე “მარიშას ვაგინის მდგომარეობა”.
-სად მოვიდეთ?- ოხვრას ამოვაყოლე.
-მძღოლს გამოვგზავნი, გამაგებინე, როცა მზად იქნებით- გაბრიელს ისეთი ალერსიანი ხმა ჰქონდა, ლამის ვედრება დავუწყე, მეც და ჩემი სხეულიც კარგად ვართ, ამოდი, მიკას კი ფანჯრიდან ვისვრი, თუ საჭირო გახდა-მეთქი.
მაგრამ არც მიკას გადაგდება იყო მარტივი და მით უმეტეს, არც ბარათაშვილის გადარწმუნება.
-კარგი- წავიბუტბუტე.
-გკოცნი- დაიჩურჩულა გაბრიელმა.
-მეც- სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და უნებურად გავიბადრე.
ტელეფონი გავთიშე თუ არა, კაშია მეხივით დამატყდა თავს.
-რაო? რა შენც? გოგო, მიყვარხარო, გითხრა? უკვე?
თვალები ავატრიალე.
-კარგი, ეგ ჯანდაბას, მაგრამ ისეთი გამოთაყვანებული სახე გაქვს, ჯობია ცოტა შეანელო. -ფიქრიანად თქვა მიკამ.
არაფერი მიპასუხია.
ასე, არა?
ეკრანი მოვიმარჯვე და ბარათაშვილს ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე.
ვუთხარი, რომ ღუდუშაურიც თან წამოეყვანა.
ეს იდეალური შესაძლებლობა იქნებოდა, თან ნიკოს თხოვნა შემესრულებინა, თან მიკას ყურადღება ჩემი და ჩემი სექსუალური ცხოვრებიდან ცოტა ხნით მაინც გადამეტანა სხვა ობიექტზე.
საღამოს ხუთი საათისთვის მხად ვიყავით.
ამ დროის განმავლობაში რა ძალისხმევა გავწიე, რომ მიკას შეტევებს ჭკუიდან არ გადავეყვანე, არ საჭიროებს სიტყვებს.
დავიღალე.
ზედმეტად დავიღალე მასთან ბრძოლით და ბოლოს უბრალოდ ყველა კითხვაზე გულახდილად ვპასუხობდი.
-იმედია თავს მაინც იცავთ- თქვა ბოლოს, როდესაც მაკიაჟის გაკეთებას მორჩა და თმა კულულებად ჩამოიშალა მხრებზე.
თამამად ეცვა, მოკლე კაბა, რომელიც, ჩემი აზრით, საერთოდ რთულად იწოდებოდა “კაბად”, სასწაულად მიმზიდველ ფორმებს უჩენდა.
მისი სიტყვები ნელ-ნელა, მომწამლავი წყალივით შეცურდა ჩემს ცარიელ გონებაში.
ისე როგორ გამოვშტერდი, რომ ამაზე არ მიფიქრია?
ალბათ ელდა სახეზე დამეტყო, რადგანაც მიკა სარკიდან მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ და წამოიყვირა.
-გოგო! გადაირიე?
სუნთქვა შემეკრა.
-არ… არ ვიცი… იმ დროს მაგაზე არ მიფიქრია…- ამოვილუღლუღე და ვიგრძენი, როგორ დაიბადა ჩემს შიგნით ყოვლისმომცველი პანიკა.
-როდის ელოდები?- კაშიამ ტელეფონი დააძრო და ექსპერტივით ჩააცქერდა ეკრანს.
-მე… ამ… მგონი თხუთმეტში- წამოვიკნავლე.
მიკამ ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
-ერთად ოცდაშვიდში იყავით… პირდაპირ ჩასახვისთვის ხელსაყრელ დღეს- ნიშნის მოგებით ამომხედა, ალბათ კალენდარს, ან რამე მასეთს უყურებდა.
პანიკამ მთლიანად მომიცვა.
-ამაზე როგორ არ იფიქრე? გაგიჟდი?- მიკა მიხვდა, რომ კარგად არ ვიყავი და ოდნავ მოლბა – საერთოდაც, იმას უნდა ეფიქრა! ერთი რეზინა გაუჭირდა ამხელა კაცს? დეგენერატი!
საუბრის ძალა არ მქონდა. უეცრად ყველა საგანმა და მოვლენამ სახე იცვალა.
რა თქმა უნდა, ოდესმე აუცილებლად მინდოდა, დედა გავმხდარიყავი, მაგრამ არა ასე.
ჩემმა გონებამ წამში დაამონტაჟა მთელი სცენარი იმ მოვლენებისა, რომლებიც იქნებოდა, თუ კი ორსული აღმოვჩნდებოდი.
რა რეაქცია ექნებოდა ბარათაშვილს?
ახლა, როდესაც ძლივს გავტეხეთ სქელი ყინული, წლების განმავლობაში ორივეს რომ გვიშლიდა ხელს მოძრაობაში.
მარტოხელა დედა გავხდებოდი, თუ გაბრიელი იძულებული იქნებოდა, ცოლად მოვეყვანე და ამ მოულოდნელი პასუხისმგებლობისგან დამძიმებული, შემიძულებდა.
მიკამ ცხვირწინ თითები დამიტკაცუნა.
-კარგი, კარგი, დამშვიდდი, ფერი არ გადევს- წყლით სავსე ჭიქა მოეტანა და გამომიწოდა, თავადაც შეშფოთებული ჩანდა – ასე შეშინება არ მინდოდა.
თავი ავტომატურად დავუქნიე და წყალი გამოვცალე.
-სავარაუდოდ, არაფერი არ იქნება… უბრალოდ ამის მერე ყურადღებით იყავი, კარგი?
ტელეფონი აზუზუნდა და პასუხის გაცემისგან მიხსნა.
ბარათაშვილი რეკავდა.
როგორც კი ვუპასუხე, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მოხდა.
დავარწმუნე, რომ კარგად ვიყავი. ეგღა მაკლდა, ჩემი პანიკა მისთვისაც გადამედო!
მძღოლმა ექვსი საათისთვის მოგვაკითხა და მე და მიკა ნახევარი საათის განმავლობაში მარტოები ვმგზავრობდით.
-სად მივდივართ, არ უთქვამს?- მოუსვენრად აწრიალდა ჩემი მეგობარი, მას შემდეგ, რაც მის მცდელობებზე, საუბარი კვლავ ჩემს ურთიერთობაზე წამოეწყო, დუმილით ვუპასუხე.
-არა.
მიკამ ერთი გამომხედა და აფეთქდა.
-კარგი რა, ნუ ჩამოგტირის ცხვირ-პირი, თორემ მივაბრუნებინებ ამ ბატონს მანქანას და მეყოლეთ კარგად შენც და ის შენი ჯეელიც. არაფერი არ უნდა მეთქვა!
თვალზე ცრემლები მომაწვა. ამან უფრო გამიზარდა პანიკა. იქნებ ეს ორსულის ზედმეტი ემოციურობა იყო?
ამოვიოხრე.
ნამდვილად ზედმეტი მომდიოდა.
ჯერ-ჯერობით არანაირი შანსი არ იყო, ჩემი ეჭვები გამექარწ....ბინა.
თუ ორსულად ვიყავი, ორი კვირა მქონდა, რომ ნორმალური და უდარდელი ცხოვრებით დავმტკბარიყავი.
ფიქრები ორი კვირით უფროს მარიშას გადავულოცე.
-კარგი მიკ… ბოდიში- სუნთქვას ამოვაყოლე- ნახე, რა ლამაზია აქაურობა- ფანჯარაზე ვანიშნე.
მართლაც, ულამაზეს პეიზაჟს მივუყვებოდით.
ტყის ტევრი, რომელიც გზის გარშემო ასვეტილიყო, გვიანი შემოდგომის წითელ-ყვითელ ფოთლებს წვიმასავით ყრიდა გზაზე.
მანქანა ზომიერი სიჩქარით მიდიოდა და შეგვეძლო, აფრიალებული ფოთლების ულამაზესი ფერთა მონაცვლეობით დავმტკბარიყავით.
მეტ-ნაკლებად გამომივიდა ფიქრების კონტროლი, თუმცა ძალდატანება აღარ დამჭირვებია, როდესაც მანქანა გზიდან გადავიდა და ხუთიოდე წუთში უზარმაზარ, ძველებურ ყაიდაზე ნაგებ, ქვის კედლებიან სახლთან შევჩერდით.
სახლი მარტოდმარტო იყო ჩაფლული შემოდგომის ულამაზეს ტყეში.
იქაურ პეიზაჟს არც ჭიშკარი და არც მეზობელი ნაგებობები აფუჭებდა.
მხოლოდ სახლი, მინდვრები და ტყე.
მანქანიდან გადმოვედით თუ არა, პარმაღზე სილუეტი დავლანდე.
ბარწთაშვილს მწვანე, ნაქსოვი სვიტერი და ჯინსი ეცვა. მის დანახვაზე ყველა დარდი და ნერვიულობა წამის მეასედში გამომიფრინდა თავიდან.
სუნთქვაშეკრული მივეჭერი და გადავეხვიე.
-კარგად ხარ?- ჩემს თმაში ჩაიბუტბუტა.
-კი… უბრალოდ… მომენატრე- გავბედე და ვთქვი.
ვიცოდი, რომ ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე კაცებს ასეთი ფრაზები აფრთხობდათ, თუმცა გაბრიელს შეშფოთება არ დატყობია. გამიღიმა და ლოყაზე ხელი მომადო.
-ვიცი, რომ კიდევ რაღაცაა და როცა მზად იქნები, ვილაპარაკოთ…
გაბრიელის სიტყვა სულისშემძვრელმა კივილმა შეაწყვეტინა.
დაფეთებული შევბრუნდი უკან.
მიკამ ავტომობილი ჩემზე გვიან დატოვა და მეგონა, რომ უკან მომყვებოდა, თუმცა ალბათ მე ზედმეტად სწრაფად გავიჭერი გაბრიელისკენ, ის კი უკან დარჩა და…
და ახლა მიწაჟე გაშოტილს, უზარმაზარი როტვეილერი ეჯდა ზემოდან.
მიკას კივილს მეც ავყევი და მეგობრისკენ გავიქეცი.
-გაბრიელ! რამე ქენი! ეს ვისი ძაღლია?- ავყვირდი და ძაღლს დავუცაცხანე- მოშორდი აქედან! ქშა!
ვიცოდი, რომ მიკას ძაღლების სიკვდილამდე ეშინოდა. დაახლოებით ისე, როგორც მე – ტარაკნის, ოღონდ მას მიზეზიც ჰქონდა – ბავშვობაში ძაღლმა დაკბინა და მარცხენა ფეხზე ახლაც ეტყობოდა გვარიანი შრამი.
-მაგას ქათმებს ეძახიან და არა ძაღლებს- გვერდით ღუდუშაური ამომიდგა და უდარდელად დაიძახა – ტომ! გაუშვი!
ძაღლმა იმ წამსვე ასწია უზარმაზარი ტორები, ერთიც დაყნოსა ჩემი მეგობრის ძვირფასი სუნამოთი გაჟღენთილი ტანისამოსი და უკან, ღუდუშაურისკენ გამოიქცა.
მიკა მაშინვე წამოხტა და ტალახითა და ფოთლებით დასვრილი მანტო ჩამოიფერთხა. მისი მოკლე კაბა თეძოებს ზემოთ ასულიყო და ფაქტობრივად ყველაფერს აჩენდა. ნიკოს გავხედე, რომელმაც, ალბათ ჩემსავით, შეამჩნია ცისკენ თავისუფლებისთვის გაჭრილი კაბა და სრულიად გამოთაყვანებული სახე ჰქონდა.
სიცილი მომაწვა და ყელში გამეჩხირა. ახლა თუ გავიცინებდი, მიკა არასდროს მაპატიებდა.
მეგობარს მივეჭერი და ტანსაცმლის გასწორებაში მივეხმარე.
-ვინ გამოუშვა ეს შეშლილი ცხოველი? – დაიკივლა მიკამ ღუდუშაურის მისამართით, როცა გონზე მოვიდა.
-იგივე კითხვა მაქვს მეც- ღუდუშაურმა ისე შეათვალიერა ჩემი მეგობარი, აშკარად მას გულისხმობდა ცხოველში და გადმომხედა, თითქოს მე მევალებოდა მისი “დაბმა”.
მიკას გაკავება მართლაც საჭირო გახდებოდა, ისეთი გაცეცხლებული იყო.
-იდიოტო! შენმა მონსტრმა კინაღამ დამგლიჯა! – გაავებულმა დაუღრიალა ღუდუშაურს და ხელი, რომელზეც მოვეჭიდე, გაითავისუფლა- არ უნდა იფიქრო, რომ ხალხი მოდის და დააბა?
-ტომს არასდროს დავაბამ. ის ოჯახის წევრია- ღირსებაშელახული კაცის სახე მიიღო ღუდუშაურმა – თანაც არაფერი დაუშავებია, უბრალოდ შეგამოწმა.
-რა?- დაიწივლა მიკამ -უბრალოდ? კინაღამ ძვლებიანად გამომხრა! ჰმ! არ მაინტერესებს, ან ახლავე დააბი, ან აქედან მივდივარ!
ღუდუშაურმა წარბები აწკიპა და ისევ მე მომაჩერდა.
მე, ჩემი მხრივ, გაბრიელს გავხედე, რომელიც უცნაური ინდიფერენტულობით რეაგირებდა მომხდარზე და სანამ თვალები არ დავუბრიალე, არ ჩაერთო საუბარში.
-ნიკო, ძაღლი ცოტა ხანს ფარდულში გაიყვანე, არაფერი მოუვა- დაიყვირა შორიდან- და ქალბატონს ბოდიში მოუხადე მომხდარის გამო.
კიდევ რაღაც ჩაიბუტბუტა, მაგრამ აღარ გამიგია.
როდესაც ღუდუშაური, თავის ძაღლიანად, ფარდულისაკენ წავიდა (უბოდიშოდ), გაბრიელი ჩვენთან მოვიდა და მიკას ხელი გაუწოდა.
-მაპატიეთ, ჩემი მეგობარი ხანდახან არაადეკვატური ხდება, თუ კი საქმე ძაღლებს ეხება. ძალიან უყვარს ტომი.
მიკამ ძლივს გაიღიმა, რასაც გაბრიელის ქარიზმას თუ მივაწერდი და ჩაიფრუტუნა.
-არაფერია. მეც არაადეკვატური ვარ, ოღონდ პირიქით. მეშინია ძაღლების.
პირი დავაღე. აფოფრილი შავი პანტერიდან ჩდმი მეგობარი წამში იქცა ფრთიან ანგელოზად. არა, გაბრიელს აშკარად რაღაც სახის ჯადო ჰქონდა, რომელიც ადამიანებს და ძირითადად, ქალებს, მის მონებად გარდაქმნიდა.
ბარათაშვილმა თავი დიპლომატიურად დაიქნია.
-ახლა გასაგებია. ტომი არ შეგაწუხებს. ალბათ შიში იგრძნო, თორემ უცხოებს არასდროს ერჩის.
მიკამ თვალებით გაიღიმა და მისი უმწიკვლო მზერა სწრაფად ჩაანაცვლა სიძულვილმა, როდესაც ჩვენკენ მომავალი ღუდუშაურის ხმა მოისმა.
-საწყალი არსება გამომწყვდეულია, ეს გინდოდათ?- უკმაყოფილოდ გამოგვძახა და შორი-ახლოს დადგა.
პატარა, გაბუტულ ბიჭს მივამსგავსებდი, რომ არა უზარმაზარი, დაკუნთული მკლავები და ახოვანი მხრები, რომლებიც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც ნიკომ ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
სანამ ვინმე რამეს უპასუხებდა, მანქანის ხმამ მიიქცია ჩვენი ყურადღება.
სულ მალე შავი ავტომობილი გამოჩნდა, რომელიც ძალიან ჰგავდა იმას, რომელმაც ჩვენ მოგვიყვანა, მანქანა გაჩერებული არ იყო, რომ იქიდან ოქროსფერთმიანი გოგონა გადმოხტა.
გაბრიელივით მაღალი და სწორნაკვთიანი, მაშინვე ვიცანი.
თავადაც მიცნო.
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ცხოვრებაში სულ ერთხელ გვენახა, მის ნაჩუქარ ჯინსს ჯერ ისევ ვინახავდი.
ანაბელი სწრაფად მოგვიახლოვდა, ძმას გადაეხვია და შემდეგ მე შემომღიმა.
-მარიშკა! როგორ მიხარია შენი ნახვა!- მეც ისეთივე ძალით გადამეხვია, როგორც ძმას და ორივე ლოყაზე მაკოცა.
მისი აქცენტით და იერით მივხვდი, რომ საქართველოდან დიდი ხნის წასული იყო.
თბილად მოვიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ მისი ფამილარობა გადამეტებულად მეჩვენა, ეს მაინც არ შევიმჩნიე.
სახლში გადავინაცვლეთ, სადაც აგიზგიზებული ბუხარი და გაშლილი სუფრა დაგვხვდა.
ბარათაშვილების დაჩა თითქმის ისეთივე დახვეწილი და მდიდრული იყო, როგორც მათი სასახლე ქალაქში, თუმცა შედარებით მოკრძალებული ზომების.
იქაურობა ძველებური, თუმცა მოვლილი ხის ავეჯითა და რენესანსის ეპოქის მხატვრების შემოქმედებიყ იყო გაფორმებული.
როგორც აღმოჩნდა, სახლში ორი ადამიანი ცხოვრობდა და მეპატრონეების არყოფნისას იქაურობას უვლიდა: მზარეული ქალი და მებაღე კაცი, რომლებიც, როგორც მივხვდი, ცოლ-ქმარი იყვნენ.
ანასთან საუბარმა დიდ ხანს გასტანა.
ჩემი ვარაუდი გამართლდა, ძმის მსგავსად, ისიც ბრიტანეთში სწვლობდა, თუმცა სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში არ დაბრუნებულა და ერთ-ერთ მუზეუმში მუშაობდა.
ყველაზე მთავარი ის იყო, რომ საქმრო ჰყავდა და ზაფხულში ქორწილიც დაგეგმილი ჰქონდათ, ანას საქართველოში ყოფნის მიზეზიც ეს იყო – საქმრო ჩამოეყვანა და ახლობლებს და მშობლიურ ქვეყანას აცნობდა.
იმხანად ანას საქმრო ცხენზე ჯირითისას ნაღრძობ ფეხს მკურნალობდა და ამიტომაც გვეწვია გაბრიელის და მარტო.
ანასთან საუბარში გართულმა, გვიან შევამჩნიე, რომ სუფრაზე რაღაც რიგზე ვერ იყო, კერძოდ კი, გაბრიელს ცხვირი ჭიქაში ჩაეყო და სიცილს მალავდა, ჩემი მეგობარი და მის მოპირდაპირედ მჯდარი ღუდუშაური კი სისხლისმღვრელ ომში ჩაბმულიყვნენ.
-ადამიანის მეგობარი მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს, დანარჩენი მხოლოდ იგივე ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია.
-ჩემი ძაღლი ნებისმიერ ადამიანს აჯობებს მეგობრობაში- თითქმის ყვიროდა ღუდუშაური.
-მართლა? თვითონ გითხრა?- ჩაიცინა ვითომ გამხიარულებულმა მიკამ.
-ზოგიერთი ადამიანის ინტელექტი იმაზე მაღლა დგას, ვიდრე სიტყვებია!- ვალში არ დარჩა ღუდუშაური.
-თუ ასეთი მაღალი ინტელექტი აქვს ამ “ზოგიერთს”, მაშინ წესით იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ ცხოველს ის უყვარს, ვინც ასმევს და აჭმევს. მეგობრობას და გრძნობებს ადამიანები ცხოველებს იმიტომ მიაწერენ, რომ გრძნობები აკლიათ და მათ ცხოველებში ეძებენ! ნუთუ ასეთი აშკარა არაა? არ არსებობს ბოროტი მგელი, არსებობს მშიერი მგელი! არ არსებობს მეგობრული ძაღლი, ის ლოიალურია იმიტომ, რომ აჭმევ და თავშესაფარს აძლევ! მაგრამ ვიცი, მაინც ვერაფერს გაგაგებინებთ ამ მეძაღლეებს… ზედმეტად დამოკიდებულები ხართ საკუთარი ცხოველების არარსებულ გრძნობებზე…
თავისი მონოლოგი მიკამ ღვინის დიდი ყლუპით შეწყვიტა და ღუდუშაურს გამომწვევად მიაჩერდა.
თავის მხრივ, ნიკომაც გამოცალა ჭიქა, ერთ ხანს მიაჩერდა მიკას, შემდეგ კი საკონტროლო გასროლასავით მიახალა.
-უგრძნობი ადამიანი გრძნობებზე არ უნდა საუბრობდეს! უბრალოდ არ უნდა იდავო იმაზე, რაზეც აზრზე არ ხარ!
უნებურად სუნთქვა შევიკავე და მიკას მივაჩერდი, რომელიც, ცოტაც და, ადუღებული ჩაიდანივით, ბოლს გამოუშვებდა.
ჩემდა გასაკვირად, მიკას აღარაფერი უთქვამს, მგონი, გადაწყვიტა, რომ საერთოდ აღარ შეემჩნია ღუდუაშაურის იქ ყოფნა, შესაბამისად, სუფრაზე ნორმალური საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა და მე კი იმის, რომ დავფიქრებულიყავი, რა მეჩუქებინა პირველი დეკემბრისთვის ბარათაშვილისთვის.
მისი დაბადების დღე, მას შემდეგ, რაც სასწავლებლად გაემგზავრა, ყოველთვის მტკივნეულად მახსენებდა თავს.
ვცდილობდი, ბევრი არ მეფიქრა იმ დროზე, როცა მის საძინებელში გავიღვიძე, მისი სურნელით გარშემორტყმულმა. არც მის მზერაზე მეფიქრა, რომელიც მომაგება, როდესაც მისი დის სამოსში გამოწყობილი, საუზმეზე გამოვეცხადე.
იმიტომ, რომ ეს ფიქრები აუტანელ ტკივილს მაყენებდა. ყოველთვის.
ახლა კი აქ იყო, ჩემ გვერდით და მისი დაბადების დღეც ორი დღის შუალედში იყო.
რა უნდა აჩუქო ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს?
ფიქრებიდან ღუდუშაურის საუბარმა გამომიყვანა, რომელიც ანას კითხვებს პასუხობდა.
-პროექტი მშვენივრად მიდის. ინვესტორი იმ პირობებზე მოდის, რომლებიც ჩვენთვის საუკეთესოა. იქით კვირას კი სვანეთში შეხვედრას ვგეგმავთ.
ბარათაშვილს კითხვის ნიშნიანი მზერით გადავხედე.
-ამისთვის ჯერ მზად არ ხართ- წამოვიძახე, როდესაც მისმა მდუმარებამ მიმახვედრა, რომ ღუდუშაური სიმართლეს ამბობდა.
-არ ვართ? – წარბები ასწია ღუდუშაურმა- მე კი ვფიქრობ, რომ ვართ.
-როგორ უნდა მოახერხოთ ავტორიტეტების დარწმუნება მაშინ, როდესაც თქვენ მოსმენასაც არ თანხმდებიან?- თვალები დავქაჩე- ჯერ შესაბამისი კონტაქტები უნდა მოვძებნოთ… მე შემიძლია, დაგეხმაროთ, ოღონდ ცოტა ხანს მოიცადეთ…
-მარიშა- ფრთხილად დაიწყო ბარათაშვილმა – ვალდებული არ ხარ, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. საქმის ამ ნაწილს ჯერ-ჯერობით მე და ნიკო მივხედავთ… ნიკო ფიქრობს და მეც ვეთანხმები, რომ ქალის ჩართვა სარისკოა ამ ეტაპზე…
-ესე იგი, ლამაზი დეკორაცია ამ ეტაპზე არ გჭირდებათ?- ვიკითხე მშვიდი ხმით, თუმცა ბარათაშვილი ისე შეკრთა, თითქოს ვყვიროდი.
-მე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე – მეთქი- გამიმეორა ხმადაბლა.
მიკას გავხედე, რომელიც იმაზე მეტად გაბრაზებული ჩანდა, ვიდრე თავად ვიყავი.
ღრმად ჩავისუნთქე.
-შემდეგი ეტაპი აღარ იქნება, თუ ახლა იჩქარებთ. მესმის, რომ ხელმძღვანელობა თავად ბრძანდებით და შესაბამისად, გადაწყვეტილება თქვენზეა, თუმცა მთელი შრომა წყალში ჩაიყრება, თუ ერთ არასწორ ნაბიჯს გადადგამთ. ხანდახან სწრაფი ქმედება გამოუსწორებელ ზიანს იწვევს.
-ისევე, როგორც უმოქმედობა- მხრები აიჩეჩა ღუდუშაურმა.
-ამისთვისაა საჭირო ტვინი, რომ გადაწყვიტო, როდის ჯობია ქმედება და როდის დაცდა- ჩაერთო მიკა და ღუდუშაურს თვალი გაუყარა- თუმცა მეეჭვება იცოდე, ეგ რა არის.
ღუდუშაურმა ხმამაღალი ჩასუნთქვით შეიცხადა შეურაცხყოფა და ხმელეთზე გადმოგდებული თევზივით პირდაფჩენილი მომაჩერდა. ალბათ საშველად, თუმცა ჩემი საფირმო “გველის” მზერა მოვირგე.
აჰა, ესე იგი, შეყვარებული მარიშათი ისარგებლეს ამ არამზადებმა?
ამ პროექტზე არაერთი ღამე გამეთენებინა, ყველაფერი მივეცი, რაც მოითხოვეს, დავხარჯე დრო, რესურსი, ნერვები და ახლა რა? ბარათაშვილის გოგოდ ვიქეცი, რომელსაც სალონებში უნდა ევლო, ხანდახან სამსახურში ყავის დასალევად შესულიყო და დაღლილი უფროსისთვის განსატვირთი საშუალება მიეცა?
-როგორც ჩანს, სამეგობროში ტვინი ნამდვილად სანთლით საძებარია- მეგობარს მხარი ავუბი და სუფრიდან სწრაფად წამოვდექი- მოგვიტევეთ, უკვე ჩვენი წასვლის დროა. ანა, ჩემო კარგო, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. – ანაბელს თბილად გავუღიმე, მეტყველების უნარდაკარგულ ბარათაშვილს კი მრისხანე მზერა შევაგებე.
-კარგად იყავით!
სანამ გაბრიელი რაიმე პროტესტისმაგვარს მოიფიქრებდა, უკვე კარს ვიხურავდით.
-ყოჩაღ, კარგად მიაფარე- გადმომილაპარაკა აქოშინებულმა მიკამ და ჩემს ძარღვებში ათუხთუხებულ სიბრაზეს მაშინვე შეეპარა სინანული.
ასე რატომ გავბრაზდი?
მართლა მეწყინა ის, რომ უჩემოდ დაგეგმეს სვანეთში ვიზიტი, თუ ეს უბრალოდ მიზეზი იყო?
ჯერ იყო და ორსულობაზე ნერვიულობა, მგზავრობა და არასაკმარისი ძილი, ამას დამატებული მიკასა და ღუდუშაურის ნამდვილად დამღლელი კამათი…
და ბრაზი…
ბრაზი ბარათაშვილზე.
დიდი სიყვარულის მიუხედავად, მაშინ ნამდვილად არ მსურდა მეგობრების გარემოცვაში ყოფნა.
დიახ, მიკა მიყვარდა, ვაფასებდი, მასთან ერთად ყოველთვის გადასარევად ვერთობოდი, მაგრამ ეს დრო, ცხოვრების ეს მცირე მონაკვეთი, რომელშიც მე და გაბრიელმა ჩვენი სიყვარული აღმოვაჩინეთ, მხოლოდ ჩვენთვის მინდოდა.
კომუნიკაციებისა და სამეგობრო წრეში ინტეგრაციის არც სურვილი მქონდა და არც ნერვები…
ნუთუ ასეთი რთული იყო ამის მიხვედრა?

Advertisements

REPORT THIS AD

მიკას რაღაც გადავუბურტყუნე და მიდამო მოვათვალიერე.
მანქანა, რომელმაც მოგვიყვანა, არსად ჩანდა.
რა უნდა გვექნა? ტაქსი გამოგვეძახა? წესიერად ისიც კი არ ვიცოდი, აქ ტაქსი მოვიდოდა თუ არა…
იქნებ ბარათაშვილს უნდა დავლოდებოდი…
არა, ბარათაშვილზე ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი – ის არადროს, არც ერთ ქალს არ გაჰკიდებია უკან.
ამ ფიქრმა პანიკა მოიტანა.
რა ჯანდაბამ გამაბრაზა ასე? კი ბატონო, მიზეზები მქონდა, მაგრამ ბრაზის კონტროლი საჭირო იყო… მე მასთან მინდოდა.
ყოველ მიზეზ გარეშე, მინდოდა. ჯერ ახლა ვიწყებდით და უკვე დასრულებისკენ მიმყავდა საქმე…
არა, ასე უბრალოდ ხომ არ დავამთავრებდი? მე ის მიყვარდა…
-რა ვქნათ?- ისევ წამოიწყო მიკამ და ავბედითი ფიქრებიდან ოდნავ გამომაფხიზლა.

ბოდიში უნდა მომეხადა. უნდა მივბრუნებულიყავი და ჩავხუტებოდი. მეთქვა, ყველაფერი, რაზეც ვდარდობდი და ვნერვიულობდი, მერე კი ჩავხუტებოდი და არსად გამეშვა…
-მარიშა- ჩემს უკან ხმა მოისმა და ჩემში გაოგნების და შვების ტალღები ერთმანეთს შეეჯახა.
ესე იგი, მაინც გამომყვა.
შევბრუნდი და დარცხვენილი შევაჩერდი.
მშვიდი, გაყინული გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა თვალები… მათში თითქოს ქარიშხალი ქროდა.
-ღუდუშაური წასვლას აპირებს – დაიწყო გაბრიელმა და მკაცრი მზერა ჩემიდან მიკაზე გადაიტანა- ვისაც წასვლა სურს, მას გაყვეს.
პირი დავაღე.
ეს იმას ნიშნავდა, რომ მაგდებდა?
პრინციპში, გაგდება კი არა, წასვლაში ხელის შეწყობა გამოდიოდა, მაგრამ ჩემთვის კარიდან კინწისკვრით გაგდებაზე უარესი სახე ჰქონდა…
-თუ წასვლა გსურს, ხელს არ შეგიშლი- ჩემს დაბნეულ მზერაზე პოლიტიკოსის ინტონაციით, მხრებგამართულმა მომმართა- თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის საუბარი უნდა შედგეს.
მომენტალურად დავუქნიე თავი და მიკას მივუბრუნდი “აქედან მოშორდი” მზერით.
-ის ძაღლიც მოყავს?- ამრეზით გადახედა მიკამ მოახლოებულ ღუდუშაურს, რომელმაც, იმის აღსანიშნავად, რომ მიკამ უკვე ყველას ნერვები იმსხვერპლა ძაღლზე წუწუნით, დაუსტვინა.
კაშიას თვალები დავუბრიალე და ოდნავ გვერდით გავწიე.
-არ მაინტერესებს, ძაღლთან ერთად, თუ საერთოდ, ძაღლზე შემჯდარი, აქედან მოუსვი და ღუდუშაური მომაშორე!
-კარგი, კარგი – მიკამ ხელები ასწია და კაცების მისამართით წარბაწეულმა გაიხედა – ისე, რომ იცოდე, სანამ ის იქნებოდა, მე ვიყავი…
-ტექნიკურად, გაბრიელს გაცილებით ადრე ვიცნობდი- მოვუჭერი მოკლედ- მაგრამ ამაზე მერე… ახლა საუბარი გვჭირდება.
კაშიამ თვალები აატრიალა, მაგრამ დამყაბულდა.
-აბა შენ იცი. დღეს სავარაუდოდ პირველად გამოცდი ჩხუბის შემდგომ სექსს- გადმომილაპარაკა, სანამ ღუდუშაური მანქანის მოსატრიალებლად წვალობდა და მე გაოგნებისგან ოდნავ წამოვიყვირე- მინდა გითხრა, რომ საუკეთესო რამეა, ისიამოვნე!
-ჩუმად გოგო, რაებს იძახი- ამოვიჩურჩულე და მიმოვიხედე.
ისედაც უხერხული სიტუაცია იყო. ფაქტობრივად, ძალიან აშკარად და ჩვეულებრივ, მეგობრებს აგარაკიდან ვყრიდით, რომ ჩვენ პირადი სივრცით, საუბრით და სავარაუდოდ, რაც მიკამ აღნიშნა, იმით დავკავებულიყავით, ამაზე ხმამაღლა საუბარი კი ყველაფერს უფრო უარესს ხდიდა.
ფიქრებში ჩაფლულმა თბილი ხელის შეხება ვიგრძენი საკუთარზე და შევკრთი.
ბარათაშვილი თავისი ნაცრისფერი, მშვიდი თვალებით მაკვირდებოდა, არ იღიმებოდა.
-წამოდი, რაღაც უნდა განახო- მითხრა ხმადაბლა, როდესაც დანარჩენები მანქანაში ჩასხდნენ და ხელები დაგვიქნიეს.
-ცუდად გამოვიდა, ვწუხვარ- სახლის უკან მიმავალს, ხელი მაგრად ჩავკიდე.
ესეც ჩემი სიმამაცე და გაბრაზება. ერთ წამში ჩაფერფლა გაბრიელის სიმშვიდემ.
ამას როგორ ახერხებდა? მისი გაწონასწორებულობის ფონზე საკუთარი ფეთქებადობის ძალიან მრცხვენოდა.
-ნუ მებოდიშები… მართალი ხარ- ჩაიბუტბუტა უფრო თავისთვის – უბრალოდ ეცადე, ასეთი რამეები მარტოებმა გავარკვიოთ…- ჩემთვის ხელი არ გაუშვია, ისე გამატარა მცირე ფარდული და სახლის უკან აღმოვჩნდით, საიდანაც ერთმანეთში გადახლართული ბუჩქები და მათ მიღმა, ხშირი ტყე მოჩანდა.
-არ ვიცი, რა დამემართა… უცბად ავფეთქდი…
ბარათაშვილმა ცერად გამომხედა და ჩემდა გასაკვირად, ეშმაკურად გამიღიმა.
-ერთხელ მამაჩემს ვკითხე, როგორ უნდა მივხვდე, რომ გოგოს ვუყვარვარ-მეთქი…
გამეცინა და ამის საპასუხოდ, თავი დაიქნია.
-ხო, მეც ერთი სულელი, ჰორმონებით მართული ბიჭი ვიყავი, რომელსაც ძალიან აინტეტესებდა, უყვარდა თუ არა ერთ გოგოს…
ღიმილი მაშინვე შემეყინა სახეზე, მაგრამ ბარათაშვილს ჩემი რეაქცია არ შეუმჩნევია და განაგრძო:
-მამაჩემმა მიპასუხა, თუ ქალი ბევრს გეჩხუბება და გიყვირის, ესე იგი, უყვარხარო. მერე ისიც დაამატა, თუ ლაპარაკი და ჩხუბი შეწყვიტა, მაშინ უნდა დაფიქრდე, რომ რაღაც ძალიან ცუდი გელოდება წინო. მოკლედ, ასეთი იყო მამაჩემისეული ახსნა და მგონი, რომ ამ სიტყვებში ლოგიკა მხოლოდ ახლა დავინახე.
ბარათაშვილმა, საუბრის პარალელურად, პატარა ბილიკით ტყეში შემიყვანა და ცოტა ხანში, ბილიკიდანაც გადავედით.
-რა ლოგიკა?- ვკითხე გონებაგაფანტულმა, რადგანაც იქაურობის თვალიერებით ზედმეტად გავერთე.
საიდანღაც ნაკადულის ჩხრიალი ისმოდა, ტყის ცხოველების და ფრინველების ხმები უფრო და უფრო აშკარად ირჩეოდა ფოთლების შრიალში, ხეებს ჯერ კიდევ შემორჩენოდა ფოთლები და სიოს თითოეულ დაბერვაზე წარმოუდგენლად თვალწარმტაცი სანახაობა იქმნებოდა.
-ის, რომ თუ გაინტერესებს, თუ გაღელვებს, მაშინ კარგავ სიმშვიდეს და წონასწორობას. მშვიდად ვერ იქნები, როცა… როცა შეყვარებული ხარ. და შენ ხარ – გაოგნებულმა ტყის თვალიერებას თავი ვანებე და გაბრიელს შევაჩერდი.
იღიმებოდა, ისე ლაღად და თავისუფლად, ისე ეშმაკურად, როგორც ადრე. ის მე, მე მას ბავშვობაში ვაბრუნებდით, დაკარგულ წლებს წამში ვავსებდით… ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო და ამავ დროულად, სავსებით ბუნებრივი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყო. ეს დამავიწყდა.
მტერი, რომელიც სინამდვილეში მეგობარი იყო და რომელთანაც გამუდმებულ კატა-თაგვობანას ვთამაშობდი, უტყვი თანხმობით, დაუდებელი ხელშეკრულებით გრძნობების გაუთქმელობაზე…
-მართალი ყოფილა მამაშენი- მხრები ავიჩეჩე. დამალვას რა აზრი ჰქონდა? მე ის მიყვარდა და ის ამას ხვდებოდა… საკითხავი იყო, თავადაც ხომ ასე ვუყვარდი? მე არასდროს მიკითხავს დედასთვის, როგორ უნდა მივმხვდარიყავი ამას, არა და, უნდა მეკითხა.
-გაბრიელ, გაოგნებული ვარ ჩემი ნიჭით, რომ ამის ამდენ ხანს დამალვა მოვახერხე, მაგრამ დანახვის დღიდან მიყვარხარ- ამოვილაპარაკე, შემდეგ, მის დაბნეულ მზერაზე რატომღაც გამეცინა და მომინდა, რომ მასთან ძალიან ახლოს ვყოფილიყავი. შევხებოდი.
მის ლოყაზე ხელის გული დავადე და ოდნავ ამოზრდილ წვერზე თითები ჩამოვუსვი.
ციოდა, სუსხნარევი სიო კანზე ნემსის წვერებივით ანაბეჭდს ტოვებდა, თუმცა ვენებში ანთებული ცეცხლი ორგანიზმში სიცივეს უბრალოდ არ უშვებდა.
გული აჩქარებით მიცემდა და მთელი სხეული ბუხარივით მიგიზგიზებდა.
მის თვალებს მზერას ვერ ვწყვეტდი. მათგან თითქოს ის საციცოცხლო ენერგია მოდიოდა, რომელიც ყველა ადამიანს სრულყოფილად ფუნცქციონირებისთვის სჭირდება და რომელსაც მხოლოდ შეყვარებული ადამიანის თვალები ასხივებს.
-მართლა?- მკითხა ჩაფიქრებულმა- მაშინაც გიყვარდი, როცა ნაწნავზე მოგქაჩე და მაკრატელი მესროლე?
-მაგისთვის მართლა ვწუხვარ- გამეცინა- ხო, მაშინაც.
-პირდაპირ ფერდში გამარტყი, მაგრად მეტკინა…- ახლოს მიმიზიდა და ორივე ხელი ჩემს წელზე შემოაჭდო.
-დანაშაულს აუცილებლად გამოვისყიდი- ჩავიკისკისე – თუმცა ცოტათი დაიმსახურე.
ბარათაშვილმა როგორღაც სევდიანად გამიღიმა.
-აქ მოვდიოდი ხოლმე. ადრე, სკოლის დამთავრებამდე და ინგლისში წასვლამდე.
როცა ძალიან გაბრაზებული ან ცუდ ხასიათზე ვიყავი, აქ მოვდიოდი, ოღონდ არავის ვეუბნებოდი. ვიჯექი მთელი დღე ამ ხეებს შორის და შენზე ვფიქრობდი. შენზე ფიქრი ყოველთვის მეხმარებოდა…
ალბათ ზედმეტად გაოგნებული სახე მივიღე, რადგან დამარწმუნებლად დამიქნია თავი
-არ გჯერა? აი… იქ- ხელი ერთ-ერთი, მხცოვანი, დიდი მუხისკენ გაიშვირა, რომელსაც სქელი, დაგრეხილი ფესვები გარშემო ციხესიმაგრის გალავანივით შემოხვეოდა – იქ ვიჯექი, როცა პირველად წარმოვიდგინე, რომ აქ მარტო არ ვიყავი და შენც გვერდით მყავდი. მელაპარაკებოდი შენ საყვარელ წიგნებზე, მწარე კომენტარს აკეთებდი ჩემს დაუვარცხნელ თავზე, რომელიმე სამეცნიერო თეორიას განიხილავდი ხელოვნურ ინტელექტზე, მატრიცაზე, ან რა ვიცი… ჩვენ იმდენი გვქონდა სალაპარაკო და ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა, წამოვსულიყავი უკან, თბილისში, შენთვის ხელი ჩამეჭიდა და აქ მომეყვანე.
-გაბრიელ…- ამოვთქვი თვალებაწყლიანებულმა- ეს…
-დამასრულებინე, გთხოვ- მითხრა ოდნავ მოუთმენლად და მუხისკენ წამიყვანა.
ერთ-ერთ სქელ ტოტზე ჩამომსვა, თავადაც გვერდით ჩამოჯდა და ხეს მიეყრდნო.
ეტყობოდა, მისი საყვარელი და კარგა ხნის გაცვეთილი ადგილი იყო, რადგან სრულიად კომფორტულად და თავისუფლად მოთავსდა.
-მაშინ, როცა ეგ ყველაფერი წარმოვიდგინე, თან დიდი სიამოვნება ვიგრძენი, თანაც ტკივილი. მაშინ პატარა ვიყავი, ზედმეტად პატარა. საკუთარი თავის იმედი ვერ მექნებოდა იმაში, რომ შენთან წამოვსულიყავი, აქ მომეყვანე და აღარასდროს გამეშვი.

გაბრიელი ჩემკენ გადმოიხარა, ხელი ჩამჭიდა და მარტივი მოძრაობით თავის მუხლებზე გადამსვა.
მთელი სხეული გამიბრუნდა და ყურადღების კონცენტრაცია დამჭირდა, რომ ჩემს წელზე ასრიალებული მისი ძლიერი ხელის შეგრძნების პარალელურად, მომესმინა, თუ რას მეუბნებოდა.
-ისე ძალიან მინდოდი… ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი ამ უნიათო მდგომარეობით, რომ საკუთარ თავს დავპირდი – ოდესმე აუცილებლად მოგიყვანდი აქ და გეტყოდი, როგორ მიყვარხარ. დანარჩენი ბუნდოვანი იყო და მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მთავარი იყო, ეს გამებედა და ეს მომეხერხებინა.
ჩემ თმაში თითები გადახლართა და თავისი თვალწარმტაცი ღიმილით მათვალიერებდა.
ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, თითქოს ერთიანად ამოხეთქაო გაუთქმელი სიტყვების ვულკანმა, მე კი ხმას ვერ ვიღებდი. გაოგნებული და აღტაცებული ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ გაბრიელ ბარათაშვილი ამ სიტყვებს მე მეუბნებოდა.
-წასვლაც ამან შემაძლებინა. ამ დაპირებამ. აქ რომ მოვდიოდი, საერთოდ არ ვფიქრობდი ჩვენს პროექტზე ან საერთო საქმეზე… დღეს დილით, როცა გადავწყვიტე აქ მომეყვანე და ეს მეთქვა, უცებ სხვა ყველაფერი გაუფერულდა. რვა წელი. რვა წლის ოცნება ავიხდინე შენი აქ მოყვანით და ღმერთო ჩემო, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამდენი ხანი ვოცნებობდი შენზე. ამას ახლა,
ამის ხმამაღლა გამოთქმისას მივხვდი. მიყვარხარ, მარიშა. ყოველთვის მიყვარდი.
მივხვდი, რომ ლოყები დამსველებოდა.
ვიცოდი, სრულიად გამოშტერებული და სულელური სახე მექნებოდა, ტირილისას მთელი სახე მიწითლდებოდა და ცხვირი მებუშტებოდა, მაგრამ თავს ვერ შევიკავებდი.
ეს ჩემი ოცნებაც იყო, ოღონდ ისე, რომ არც კი ვიცოდი, რაზე ვოცნებობდი.
გაბრიელ ბარათაშვილმა ჩემ მიუხვედრელ ოცნებას ხორცი შეასხა და ამ სიზმარში მომიყვანა. იმას მეუბნებოდა, რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მინდოდა და თან ამას ისე აკეთებდა, რომ ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი მისი სიტყვების სისწორეში.
დავმუნჯდი.
ან რა უნდა მეთქვა?
განა ჩემი ცრემლები იმას არ ამბობდა, რასაც სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემდი?
ცრემლებიც ხომ ამისთვისაა, მაშინ მოდიან, როცა სიტყვებს ვერ ვპოულობთ…
კისერზე მოვეხვიე და ტუჩები მივაწებე.
ერთ ხანს, ან იქნებ დიდ ხანსაც, ასე ვისხედით, ერთმანეთს გადახვეულები და კოცნით გაბრუებულები, შემდეგ გაბრიელი ფრთხილად წამოდგა და მიწაზე დამიშვა.
სახლში დავბრუნდით.
აღარავინ იყო, მათ შორის ის ხალხიც, ვინც იქაურობას უვლიდა.
გაბრიელმა მისაღებში, ბუხართან დამტოვა და თავად სამზარეულოში გაუჩინარდა.
უკან მალევე მობრუნდა, ხელში შამპანურის ორო ჭიქა და ყინულით სავსე ვედროში ჩაფლობილი ბოთლი ეჭირა.
ქურთუკი გაეხადა და ლოყები, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო, წითლად შეფერვოდა.
ქუდისგან აჩეჩილი თმებიც ისე დაუდევრად ეყარა შუბლზე, მე რომ მიყვარდა.
თავი ვერ შევიკავე, ბუხარს, რომელთანაც გათოშილ ხელებს ვითბობდი, მოვშორდი და მას მივეჭერი.
ჭიქები და ბოთლი ჩამოვართვი, მაგიდაზე მივაწყე და ძლიერად მივეხუტე.
მივხვდი, რომ ჩაიღიმა, შემდეგ თავადაც მომხვია ხელები და ოდნავ ჰაერში ავიწიე.
-გაბრიელ, მეშინია- ამოვილუღლუღე მის მკერდზე.
-რისი?- იჩურჩულა, ოდნავ გაიწია, ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა.
თვალებში ჩავხედე.
მზე სწრაფად ჩადიოდა, იქაურობას კი მხოლოდ ბუხრის სუსტი შუქი ანათებდა, რომელიც მისი სახის სწორ ნაკვთებს კიდევ უფრო გამოკვეთდა.
-არ ვიცი… ალბათ ყველაფრის… პირველ რიგში კი შენი დაკარგვის… არ მინდა იმის მტკიცება დამიწყო, რომ სულ გეყვარები ან რამე მასეთი- ვთქვი სასწრაფოდ, რადგანაც მივხვდი, რომ შეწინააღმდეგებას აპირებდა – უბრალოდ… ზედმეტად ამაღელვებელია და მე… ღმერთო, არც კი ვიცი, როგორ ავხსნა…
-საჭირო არაა, ვხვდები- გამიღიმა
და ტუჩები მომაწება – მეც მასე ვარ და ამის წამალიც ვიცი.
-მართლა?- წარბები სკეპტიკურად ავწიე.
-შფოთვა იმიტომ გაქვს, რომ შეყვარებული ხარ და სიახლოვე გინდა. შეიძლება თქვა, კაცები სულ მაგაზე როგორ ფიქრობთო, მაგრამ…
-არა- ვთქვი გაოცებულმა, როცა გავიაზრე, რასაც მეუბნებოდა- მგონი მართალი ხარ. სული მელევა, ისე მინდა, მოგეფერო.
გაბრიელმა გადაიხარხარა, ხელები წელზე ჩამავლო და ამიტაცა.
ისე გაშმაგებით დამეწაფა, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი.
სრულიად გავითიშე.
ისე, როგორც ჩვეულებრივ, მის შეხებაზე.
სვიტერი თავს ზემოთ გადავაძრე და ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი.
ის ისეთი სრულყოფილი იყო!
კედელზე მიმაყრდნო და უკვე შიშველი მკერდი დამიკოცნა.
თითები ფეხებს შორის ჩამისრიალა და უკვე გონებას ვკარგავდი, როცა…
-გაბრიელ! თავს რატომ არ ვიცავთ?- დავიყვირე და თვალები დავჭყიტე- იცი, რომ შეიძლება ორსულად ვიყო?
ბარათაშვილმა ვნებისგან დაბინდული, ოდნავ გაოგნებული სახით შემომხედა.
-ვინ გითხრა, რომ არ ვიცავთ?- ხელები უკანალზე მომიჭირა და მე სულ დამავიწყდა, რას ვეუბნებოდი.
-წინაზე… მმ… მე არ მახსოვს…
-არც გეხსომება, ზედმეტად გართული იყავი, როგორც ახლა – ჩემს ტუჩებთან იჩურჩულა და ჯინსის ელვა შესაკრავი გამიხსნა. მერე ჩაიმუხლა, შარვალს დაქაჩა და გაშიშვლებული თეძოები ნელა, ნაზად დამიკოცნა.
ფეხები ამიკანკალდა.
-ასწიე- მარჯვენა ფეხი გამითავისუფლა, შემდეგ მარცხენაც და ხელები შიშველ ფეხებზე ნელა ამატარა, სანამ წელში გასწორდებოდა და ისევ ტუჩებზე დამეწაფებოდა.
-წინაზე თავს ვიცავდით- ღიმილით ამოთქვა ჩემს ტუჩებზე- გამოცდილი ქალი არ ხარ, მაგრამ გეცოდინება, პატარა რეზინია, ასოზე წამოაცვამ და…
-ჯანდაბა, გაბრიელ, ვიცი, პრეზერვატივი რაც არის!- წამოვიყვირე შეურაცხყოფილმა.
ოდნავ უკან დაიხია და წარბაწეულმა შემათვალიერა. უფრო სწორად, ჩემი მკერდი შეათვალიერა, მაგრამ… როგორცაა…
-მართლა? მაშინ, რადგანაც ასეთი დაინტერესებული ხარ…- ჩაიღიმა, უკანა ჯიბიდან ჭრაჭუნა ქაღალდი ამოაძვრინა და გამომიწოდა.
-გახსენი.
უკან გადგა, თვალები უციმციმებდა.
-მე… არ…-ხმა დამიწვრილდა და სირცხვილისგან გავწითლდი.
-ნუ გცხვენია- თავი გაიქნია, ქამარი შეიხსნა და შარვალი თავადაც გაიხადა, შემდეგ კი ორივე ხელის საჩვენებელი თითები ქვემოთ დასწია – ახლა შენი საკუთრებაა, როგორც გინდა, ისე მოექეცი.
პირი დავაღე, როდესაც საცვალიც გაიხადა და ჩემს წინ აღმართული საბრძოლო იარაღით სრულიად კმაყოფილი სახით გაიჭიმა.
-მიდი, გახსენი. – მანიშნა პრეზერვატივზე, რომელიც ხელში ჭირიანი ვირთხასავით მეჭირა.
-ბარათაშვილო…-ხმა გავიმაგრე და შედავება დავაპირე, მაგრამ არ დამცალდა.
-ცოტა უნდა გათამამდე. თუ არ გახსოვს, წინა შემთხვევაში ეს როდის წამოვიცვი და სრულიად უმიზეზოდ სწორედ ამიტომ ნერვიულობდი მთელი დღე, სწორედაც რომ შენი მოვალეობაა თავდაცვაზე ზრუნვა, მიდი, გახიე, აი, ნიშანიც აქვს.
ამოვიოხრე და ფოლგა გავხიე.
ჩემდა გასაკვირად, მარტივად მოვახერხე რეზინის ობიექტზე მოთავსება, ან რა იყო რთული? გაბრიელი მართალი იყო, ცოტა თავისუფლება არ მაწყენდა…
აკანკალებული ხელებით დავასრულე საქმე და ბარათაშვილს კითხვის ნიშნიანი სახით შევაჩერდი.
მან კი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ჩამუქებული მზერით შემათვალიერა, ხელში ამიტაცა და საძინებლისაკენ წამიყვანა.
ყველაფერი სხვაგვარი იყო.
მეტად თავისუფალი და გაბედული.
გაბრიელმა საწოლზე არ დამაწვინა, მისი საძინებლის საწერ მაგიდაზე დამიშვა და ისე, რომ ჩემი ფერება არ შეუწყვეტია, ერთ არსებად ვიქეცით.
ფიქრი აღარ შემეძლო, ამიტომაც მისი სხეულის დომინაციას სრულიად დავნებდი, საკუთარი ხმა კი შორიდან, ექოდ ჩამესმოდა.
მხოლოდ იმას ვახერხებდი, რომ საპასუხოდ მეკოცნა და მეთქვა, რომ მეც მიყვარდა.
ჩემი საყვარელი მომენტი მაინც მის მკერდზე მიხუტება იყო, როდესაც ემოციებისგან დაღლილები და გულაჩქარებულნი, ერთად მივაშურებდით საწოლს.
მიყვარდა ის, რომ მასთან საუბარი არ მჭირდებოდა, არ გვჭირდებოდა სიტყვები იმისთვის, რომ ერთმანეთის გრძნობები გაგვეგო და გრძნობები იყო მაშინ ერთადერთი, რასაც ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა.

8
***
ნოემბრის ბოლო დილა გათენდა და მე კვლავ ბარათაშვილის მკლავებში გახვეულმა გავიღვიძე.
თმაზე ნელა მეფერებოდა და ჩაფიქრებული მიყურებდა. მისი გამომეტყველებით მივხვდი, რომ დიდი ხნის წინ გაიღვიძა.
-რა?- ძილისგან დაბოხებული საკუთარი ხმა ვერ ვიცანი- რამე მოხდა? რა სახე გაქვს?
იდაყვებზე წამოვიწიე და მის დაძაბულ სახეს შეშფოთებული შევაჩერდი.
ბარათაშვილმა თავი გაიქნია, თუმცა დაძაბულობას მისი მზერა არ დაუტოვია.
-აშკარად რაღაც მოხდა- თავი გავიქნიე- მითხარი, ნუ მაწვალებ.
-უბრალოდ… – გაბრიელი საწოლზე წამოჯდა და დამნაშავე ბავშვივიყ შემომხედა- არ მინდა, ზედმეტად ვიჩქარო, ხო ხვდები, არ დაგაფრთხო…
-რატომ უნდა დავფრთხე?- წარბები ავწკიპე და რატომღაც ისევ თავდაცვის თემა გამახსენდა. იქნებ… იქნებ წინა ღამით კარგაფ ვერ მოვარგე და…
-მინდარომჩემთანგადმოხვიდე- ისე მომაყარა, ვიფიქრე, რაღაც ვერ გავიგე-მეთქი და კიდევ უფრო დაბნეული მივაჩერდი.
-რა?
-ჩემთან… საცხოვრებლად. გადმოხვალ?- თვალები ძლივს გამისწორა, ლოყები ასწითლებოდა და მე ღიმილი ვერ შევიკავე.
ბავშვივით ნერვიულობდა.
-ვიცი, რომ ძაან ადრეა… უბრალოდ… გიყურებდი და ვიცი, ვერ გავუძლებ, მაინც ერთად ვიქნებით, ამიტომაც ბარემ გადმოდი და მოვაგვაროთ ეგ საქმე…
-საქმე? ამას ახლა ასე ჰქვია?
გაბრიელმა მხრები აიჩეჩა.
-უბრალოდ მინდა, რომ ჩემთან იყო. სულ ესაა. თუ არ გინდა, გავიგებ…
ისეთი გაწამებული იყო,
ისე მელოდებოდა, რომ თავი ვერ შევიკავე და მისი წვალების შანსი ხელიდან არ გავუშვი.
-მმმ, სად ცხოვრობ, რომ არ ვიცი?- საკუთარ ფრჩხილებს დავაკვირდი და ოდნავ მაინც ჩამეღიმა.
ჩემი გონების ჩირლიდერები კი კიოდნენ და აქეთ-იქით ხტუნვაში სინქრონიც დავიწყებოდათ.
გაბრიელ ბარათაშვილმა მასთან ცხოვრება შემომთავაზა!
ეს უკვე სერიოზული იყო.
ვერავითარი შინაგანი კრიტიკოსი ვეღარ მეტყოდა, რომ ამ კაცს ჩემთან არ უნდოდა ან შორეული გეგმები არ ჰქონდა!
-ცუდ ადგილას ნამდვილად არ ვცხოვრობ, მარიანა- ისეთი მზერით შემომხედა, ნამდვილად რომ გაუქრობდა ადამიანს ოხუნჯობის სურვილს.
რა მოხდა, მე ხომ არც დამიწყია ხუმრობა, საფუძველშივე მოხვდა ჩემი მაიმუნობის იდეა…
ან, კაცმა რომ თქვას, რა დროს ეგ იყო?
ბარათაშვილმა ცხოვრებაში პირველად, სრული სახელით მომმართა, ესე იგი, ნამდვილად არ ეხუმრებოდა…
-გადმოვალ გაბრიელ, რა თქმა უნდა- ვუთხარი მორცხვად- მაგრამ, სიმართლე გითხრა, აქ დავრჩებოდი დიდი სიამოვნებით.
-ეს აგარაკი შენია და როცა გინდა, გამოიყენე.- სწრაფად მომიგო, მე კი იმაზე დავფიქრდი, რამდენად ვიყავი მზად მისი მდიდრული ცხოვრებისთვის.
არა, ადამიანი ფუფუნებისთვის როგორ არ უნდა იყო მზად?
მისი შეძლებული ცხოვრება და ძვირადღირებული საჩუქრები ნამდვილად არ შემაწუხებდა, მაგრამ როგორ უნდა მიმეღო ეს ყველაფერი?
უარი მეთქვა და დამოუკიდებლაფ ცხოვრება გამეგრძელებინა თუ…
გაბრიელთან თვალთმაქცობა არ შემეძლო.
არ შემეძლო და არ მინდოდა.
მასთან ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის როლის თამაში არ მჭირდებოდა, რადგან მისთვის ზუსტად ასეთი ვიყავი.
რამდენი საჩუქარიც არ უნდს მოეცა, ბარათაშვილის სწორად აღზრდილობაში და კაცობაში დარწმუნებული ვიყავი.
ვიცოდი, რომ ეს მის მიმართ ვალდებულებებს არ გამიჩენდა და არც არადროს მომეთხოვებოდა საპასუხო ქმედება.
მე გაბრიელს მთელ სამყაროს დაუფიქრებლად მივცემდი და სანაცვლოდ არაფრის მიღებას არ ვიფიქრებდი. ეს ჩემი სიყვარული იყო და ვიცოდი, რომ ბარათაშვილი ზუსტად იგივე გრძნობას იზიარებდა.
ჩვენი სიყვარული იდენტური იყო.
ორი ადამიანის ერთი გრძნობა და არა ორი ადამიანის ორი გრძნობა.
ეს მამშვიდებდა,
ზედმეტ კითხვებს აქრობდა.
გაბრიელთან გადასვლით იმ მშობლიურ სახლში დავბრუნდებოდი, რომლის არსებობაზეც წარმოდგენა არ მქონდა.
-სვანეთში ხომ წამოხვალ?- გაბრიელმა, როცა შემატყო, რომ არ ვყოყმანობდი, ახალი თემა ჩამოაგდო.
-რა თქმა უნდა! ამას ვერ გამოვტოვებ! მაგრამ… მანამდე ძალიან მნიშნვნელოვანი საქმე მაქვს.
-რა საქმე?-შუბლი შეკრა ბარათაშვილმა.
ჰმ, მის გარეშე საქმეებიც აღარ უნდა მქონოდა?
კაცმა რომ თქვას, არც მქონდა.
-შენი დაბადების დღისთვის რას გეგმავ?
ნაოჭი გაბრიელის წარბებს შორის უფრო გაღრმავდა და ბარათაშვილმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს საერთოდ არ ესმოდა, რაზე ვესაუბრებოდი.
-დაბადების დღეებს არ აღვნიშნავ.
ჰმ!
წარბები ავწიე.
-დარწმუნებული ხარ? მახსოვს, ერთხელ ჩემმა კლასელმა ბიჭმა დამპატიჟა თავის გრანდიოზულ დაბადების დღეზე და…
-მართლა? მართლა “გახსოვს”? – როგორც იქნა გაეღიმა.
მივხვდი, რომ ჩემსამარცხვინო სიმთვრალეზე მიმანიშნებდა და ცხვირი ავიბზუე.
-ძალიან კარგადაც მახსოვს!
-ის თუ გახსოვს, რომ გაკოცე?- ისე იღიმებოდა, თითქმის გამომრჩა მისი სიტყვების მნიშვნელობა.
რაო!?
-მ… მაკოცე?- პირი დავაღე – როდის?
-ჩემს დაბადების დღეზე.- ტუჩები მოკუმა, ალბათ მეტად რომ არ გასცინებოდა.
-გაბრიელ!- საწოლზე წამოვიწიე და ეჭვნარევი მზერით შევხედე- იტყუები!
ბარათაშვილმა მხრები აიჩეჩა და ხელზე მომქაჩა.
-არა, არ ვიტყუები.
-როდის?- გული ამიჩქარდა, თითქოს ამ ფაქტს მთელი ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო. თავადაც არ ვიცი, რატომ, თუმცა ძალიან ავღელდი.
-იმ დროს უკვე ვიცოდი, რომ წასვლა მომიწევდა-გაბრიელის სახიდან ეშმაკური ღიმილი გაქრა და მისი ადგილი სევდიანმა ღიმილმა დაიკავა. გული ამომიჯდა.
ახლა არ იტირო, მარიშა, ახლა არა!
-როცა ჩემ ოთახში აგიყვანე, საწოლზე დაგაწვინე და ვიფიქრე, ამის შანსი მეორედ აღარ მექნება- მეთქი. ვიცი, პრო*ული საქციელია, გეძინა და გონზე არ იყავი, მაგრამ… ვერ მოვითმინე… მაპატიე.
ხმას ვერ ვიღებდი, ამიტომაც უბრალოდ, პირდაღებული ვუყურებდი.
გაბრიელი ჩემკენ დაიხარა, ნიკაპი ხელით ამაწევინა და სანამ მაკოცებდა, დაიჩურჩულა.
-ახლა იმდენს გაკოცებ, რამდენიც მომესურვება.
აღმოჩნდა, რომ ბარათაშვილის განზრახვები იმ დილით მხოლოდ კოცნას არ მოიცავდა.
როცა იმ დღის გახსენებას ვცდილობ, ერთადერთი, რაც მეხსიერებაში მიტივტივდება მისი სურნელი და გემოა.
მან მოახერხა, სრულიად გადაებრუნებინა ჩემი მუდამ ფიქრებით დატვირთული ცნობიერი და პირდაპირ ღრუბლებში ამიყვანა.
ვისურვებდი, რომ ამ
ზეციურ სამყაროში სამუდამოდ დავრჩენილიყავით, მაგრამ საქმეები გვქონდა.
ბევრი საქმე.
გაბრიელთან ერთად ცხოვრება მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა.
წარმოდგენა არ მქონდა, რამდენ ხანს ვიქნებოდით ერთად, დღეები თუ მთელი ცხოვრება, თუმცა მასთან ყოფნის თითოეულ წამს ყველა შესაძლო საშუალებით გამოვიყენებდი და მეხსიერებაში სამუდამოდ ჩავიბეჭდავდი.
და აი ასე, ამ ფიქრებში, დამებადა საჩუქრის იდეა.

9

რთული აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა უკანასკნელი შეხვედრისასაც კი უკმეხი ფრაზა მიახალა, რომ გამომშვიდობება უხერხული და უსიამოვნო აღმოჩნდა, რომ იცოდა, ალბათ ვეღარასდროს ნახავდა, მაინც რთული აღმოჩნდა ირემაძესთვის იმის გაცნობიერება, რომ ბარათაშვილი წავიდა. სულ.

სკოლაში წარჩინების მედლის გადაცემისთვის დაიბარეს და აგვისტოს მიწურულს, ერთადერთი მოსწავლე იყო სკოლაში.
დირექტორის კაბინეტში მოლოდინე, თვალს ვერ წყვეტდა მაგიდაზე მდებარე ორ საგანს.
ყუთს, რომელშიც მისი სიგელი და მედალი იქნებოდა და მეორე ყუთს, რომელშიც ბარათაშვილის კუთვნილი იგივე ნივთები ეწყო.
სკოლის ორი ოქროს ბავშვი უკვე აღარ იყო ბავშვი.
ერთ-ერთი მათგანი კი ისე შორს წასულიყო, რომ სკოლას სიგელის ფოსტით გაგზავნაც კი ძვირი უჯდებოდა, ამიტომ მარტივი გამოსავალი მოიფიქრეს - ორივეს მარიშას გადასცემდნენ.
დირექტორი ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა.
გარუჯული და მხიარული, ზღვიდან ახლად დაბრუნებული ჩანდა.
მარიშამ ცხვირი შეჭმუხნა.
მას არ დაუსვენია.
მთელი ზაფხული სწავლობდა და გამოცდებს აბარებდა, დანარჩენი მცირე დრო კი საკუთარი ოთახის ჭერს უყურებდა ლოგინზე გაშოტილი და ბარათაშვილზე ფიქრობდა.
რა იქნებოდა, ხელი რომ არ გაეწია. იქნებ ისეთი სულელი იყო, რომ ცხოვრების უდიდესი შესაძლებლობა გაუშვა?

ენატრებოდა.

ბიჭი სოციალურ ქსელში არ აქტიურობდა, თუმცა ხანდახან მაინც ნიშნავდნენ ფოტოებზე.
თითოეული ასეთი ფოტო ისეთ ტკივილს აყენებდა, რომ ბოლოს გადაწყვიტა, საერთოდ არ შესულიყო ვირტუალურ სივრცეში.
შეეძლო, რა თქმა უნდა, შეეძლო, მიეწერა, მაგრამ ვერაფრით გამოეცნო, რა უფრო უარესი იყო - ბარათაშვილის პასუხი თუ უპასუხობა.
ამიტომაც არ წერდა.
ან რა აზრი ჰქონდა?
იცოდა, რომ კარგად იყო.
ან ცუდად რატომ უნდა ყოფილიყო?

მარიშაც კარგად იყო, უბრალოდ ფიქრი უნდა შეეწყვიტა.

-მარიშა! მისმენ? ბარათაშვილებიდან არავინ მოვიდა მედლის წასაღებად, ამიტომაც ან სკოლაში უნდა დავიტოვოთ, ან შენ წაიღე და როცა შეხვდები, მიეცი, კარგი?
დირექტორის ამ უსაფუძვლო ვარაუდზე ისე შეხტა, თითქოს სილა გაეწნათ.
-ბარათაშვილი როგორ უნდა ვნახო? ის ბრიტანეთშია და ალბათ აღარც ჩამოვა…- ზედმეტად უკმეხად გამოუვიდა და როგორმე რომ შეერბილებინა ნათქვამი, დაამატა - სიამოვნებით წავიღებდი და გადავცემდი, მაგრამ არა მგონია, ოდესმე კიდევ ვნახო, ამიტომაც, ჯობია სკოლას დარჩეს… ხომ გვაქვს წარჩინებულთა თარო…
დირექტორმა მხრები აიჩეჩა.
-კი ბატონო, უბრალოდ ვივარაუდე, რადგანაც თქვენ ორს ხშირად გხედავდით ერთად, ვიფიქრე, რომ…
-რა იფიქრეთ?- სწრაფად ჰკითხა, ლამის აღშფოთებულმა.
-რომ… მეგობრობდით- დირექტორმა წარბები მრავალმნიშვნელოვნად აწია- და ასეც უნდა ყოფილიყო, მარიშა. თქვენ სკოლის ოქროს ორეული ხართ, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ ასახელებთ ჩვენ სკოლას და ყოველთვის გვექნება თქვენით სიამაყის მიზეზი.
დირექტორმა სამუშაო მაგიდის უჯრა გამოაღო და იქიდან ხის ჩარჩო ამოაძვრინა.
ფოტოსურათი მარიშას გაუწოდა, რომელმაც აკანკალებული ხელით ჩამოართვა საჩუქარი.
ბარათაშვილის ხსენება არ უყვარდა, საშინლად არ უყვარდა,
მით უმეტეს საკუთარ სახელთან ერთად, მით უმეტეს მაშინ, როცა გაქცევა, დამალვა და ტირილი არ შეეძლო.
ფოტოზე ის და ბარათაშვილი იყვნენ გამოსახულნი, სკოლის მთავარი შესასვლელის წინ.
მარიშას შავი, მაქმანებიანი კაბა და მის შიგნით თეთრი პერანგი ეცვა, მუქი ნაწნავები აკურატულად ელაგა მკერდზე.
გვერდით ბარათაშვილი ედგა, მომღიმარი, ქერა, ლაღი და ლამაზი.
ერთმანეთის აბსოლუტური კონტრასტი.
ეს მომენტი კარგად ახსოვდა გოგონას.
დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც პრემიერიც მივიდა და ამ დღეს ბარათაშვილმა მარიშას თითქმის აკოცა…
კარგად ახსოვდა ისიც, როგორ ჩაილაპარაკა ფოტოს გადაღების მომენტში გაბრიელმა, რომ მარიშა ძალიან ჰგავდა ვენსდეის.
ისევ და ისევ…ამას უმეორებდა.
გოგონამ იცოდა, რომ ადამსების ოჯახის უფროსი ბავშვი ბიჭის საყვარელი პერსონაჟი იყო.
-დაიტოვეთ- მომღიმარ ბარათაშვილს ძლივს მოწყვიტა თვალი ირემაძემ და დირექტორს ფოტოსურათი მკვეთრი მოძრაობითდ დაუბრუნა- მე არ მჭირდება.

***

ბარათაშვილის საჩუქრის მოძებნა რთული იყო.
ამისთვის საჭირო იყო ჩვენ სკოლაში დაბრუნება, დირექტორის დარწმუნება, რომ არქივში შევეშვი, მერე დამტვერილ ყუთებში ქექვა და სავარაუდოდ, იმედგაცრუებული უკან წამოსვლა , მაგრამ ის ფოტო უნდა მეპოვა და მისთვის მიმეცა.
ასე თითქოს რაღაცას დავაბრუნებდი წარსულიდან.
რაღაცას, რაზეც ორივე ვდარდობდით და რასაც სახელსაც ვერ ვარქმევდი.
წარსულის პაწაწინა ნამცეცი, რომელიც არ მომხდარა, მაგრამ უნდა მომხდარიყო.
მან ისე მაკოცა, რომ არ ვიცოდი.
ისე ვუყვარდი, წარმოდგენაც არ მქონდა,
ისე მიფრთხილდებოდა, ვერც ვხვდებოდი.
ჩვენი ურთიერთობა მანამდეც არსებობდა და საშინლად მინდოდა, ამის დადასტურება მენახა,
იქნებ ჩვენი მზერა ფოტოზე, ანდა გამომეტყველება, პოზა, სიტუაცია, რაღაც მაინც გადმოსცემდა ჩვენ მაშინდელ გრძნობებს?
და ის ფაქტი, რომ მაშინ ჩვენი ფოტო არ წამოვიღე, სულს მიღრღნიდა.
წამოღება ვერ შევძელი, არ მინდოდა, რამეს მისი თავი გაეხსენებინა.
ვიცოდი, რომ ეს ფოტო ჩემი ისეთივე განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, როგორიც გულში ჩაბუდებული გრძნობა იყო.
მეტი აღარ მინდოდა.
მაგრამ ეს სისუსტე იყო, უნდა გამომესწორებინა!

ცოტა დრო მქონდა, თბილისში ჩამოსულმა, მაშინვე რაღაც მოვიმიზეზე და ჩვენ სკოლას მივაშურე.
ბარათაშვილმა მარტივად დამითმო, რადგანაც, როგორც ჩანდა, მაინც ჰქონდა დაბადების დღისთვის მოსამზადებელი საქმეები.

ჩვენი სკოლის ჭიშკარი ჟანგისფერი მახსოვდა, ახლა მწვანედ შეეღებათ და პატარების ნახატებით გაეფორმებინათ.
შთამბეჭდავი იყო, მაგრამ
ამ კარს არაფერი ჰქონდა საერთო იმ ეპოქასთან, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ, ან იმ სკოლასთან, სადაც აღვიზარდეთ.
გადაქერცლილი საღებავები გაცილებით მეტი სიმბოლის მატარებელი იყო ჩემთვის, ვიდრე საყვარელი ბავშვების საყვარელი ნახატები, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიხაროდა, რომ შეღებეს. მე სხვა რამეზე მწყდებოდა გული. იმაზე, რომ დრო გადის და აღარასდროს ბრუნდება, ბავშვები კი დროს ვერ აღიქვამენ.
ეს მართლა ასეა, დამტკიცებულია, რომ ბავშვები რაღაც ასაკამდე მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობენ, მათთვის არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი, ანუ არც შფოთვა შეაწუხებთ და არც დეპრესია. ეს კარგია, ცუდი ისაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვკარგავთ ბავშვობას და გადავდივართ ძალიან მოსაწყენ დიდობაში.

ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სკოლა მომენატრებოდა, მაგრამ იქ ვიდექი, მწვანედ შეღებილი ჭიშკრის წინ და ვგრძნობდი, რომ ძალიანაც მომნატრებოდა.

მერე საკუთარ თავს შევუძახე, რომ იქ უმნიშვნელოვანესი მისიით ვიყავი და წინ წავედი.

მეორე სმენის ბავშვების გაკვეთილები ტარდებოდა და იქაურობა ჟრიამულით იყო სავსე.
დირექტორამდე მისვლაც არ დამჭირდა.
ფოიეშივე დავლანდე დიდი სტენდი, რომელზეც ჩემი და ბარათაშვილის ფოტო წინა თაროზე დაედოთ.
ვუყურებდი ჩემსა და მის სახეს და ვგრძნობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.
აქ მოსვლა და ფოტოს მოძებნა,
მასთან შეხვედრა და შეყვარება, მასთან ყოფნა, თითოეული შეხვედრა და კოცნა.
ფოტოში ბარათაშვილს ვუყურებდი და არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ვიცოდი, რაოდენ ძლიერ ვიყავი მაშინ მასზე შეყვარებული ან შეიძლება იმიტომ, რომ მართლა ჩანდა - ყველაფერი სახეზე მეტყობოდა.
ამ გამხდარ, ყავისფერთმიან გოგონას სახეზე წრფელი თაყვანისცემა ეწერა, რომელსაც მომღიმარ, ძალიან ქერა, თითქმის თეთრთმიან ბიჭს უძღვნიდა.

ტირილი მომინდა.

***
-იტირე?
ბარათაშვილი ცერად მიყურებდა და თან პარალელურად გზას აკონტროლებდა.
თავი გავაქნიე და ჩემი ვერცხლისფერი კაბა ნერვიულად მოვჭმუჭნე.
-აშკარად გეტყობა თვალებზე, რომ იტირე- მკაცრად განაგრძო და ხელზე ხელი მომკიდა.
მისი მშობლების სახლისკენ მივდიოდით. როგორც აღმოჩნდა, ბარათაშვილის დედას მაინც დაეგეგმა წვეულება შვილისთვის. ვიწრო წრეში. გაბრიელმა მთხოვა, რომ საუკეთესო კაბა ჩამეცვა, რადგან, ვციტირებ: “კარგად იცოდა, რას გულისხმობდა დედამისი ვიწრო წრეში”.
რადგან მისი კითხვა დავაიგნორე, გაბრიელმა უკმაყოფილო ტონით განაგრძო:
-თუ ისევ ორსულობაზე ნერვიულობ, ხომ გითხარი, არაფერია საფიქრალი…
-არა, არა- წამოვიყვირე დარცხვენილმა- უბრალოდ ცოტა სენტიმენტი მომეძალა, როცა მმმ… საჩუქარს გირჩევდი.
ბარათაშვილმა უნდობლად გადმომხედა.
-საჩუქრის არჩევისას იტირე? რა არის ამისთანა? უსახლკარო კატა?
თვალები გამიფართოვდა, ასეთი რამე საერთოდ როგორ მოიფიქრა?
-არაა ცუდი იდეა, მაგრამ არა- გამეცინა - მაგას ახალ წელს გაჩუქებ.
-კატები არ მიყვარს!
-როგორც მახსოვს, ერთხელ ფისო დამიძახე…
-ეგ სულ სხვა ვითარებაში- ხელი ჩემ მტევანს მოაშორა და ბარძაყზე გადაიტანა. უნებურად ამოვიოხრე, როცა თითები ოდნავ მომიჭირა და ატლასის გარედან მისი სიმხურვალე ვიგრძენი - აბა, არ მეტყვი, რას მჩუქნი?
-ვერ გამომტეხავ - თავი გავიქნიე და ტელეფონს დავხედე- ჯერ ექვსი საათია, შენი დაბადების დღე ჯერ არ დამდგარა.
-ანუ შუა ღამისთვის ინახავ? საინტერესოა!
თვალები ავბედითად ჩაუშავდა და მე თავი ვალდებულად ვიგრძენი, ცოტა მეტი განმარტება მიმეცა, რადგანაც აშკარად არასწორი მოლოდინები ჰქონდა.
ღმერთო ჩემო, იქნებ ეგონა, რომ ტყავის ტრუსით და მათრახით დავადგებოდი საწოლში?
უხერხულად ჩავახველე და მისი ხელი საკუთარი ფეხიდან მოვიშორე.
-ნუ ოცნებობ, სენტიმენტალური და სიმბოლური საჩუქარია, არანაირი ის…
-რა ის?- ტუჩის კუთხე აუთამაშდა და გადმომხედა.
-გზას უყურე- ჩავიფრუტუნე და სამაგალითოდ, მეც წინ გავიხედე, შორს მისი მომხიბლავი პროფილისგან.
უნებურად სუნთქვა შემეკრა.
ბარათაშვილების მამულთან ახლოს ვიყავით და უკვე შეიმჩნეოდა, რომ დიასახლისს მართლაც უცნაური წარმოდგენა ჰქონდა “ვიწრო წრეზე” ან “მცირე ნადიმზე”.
სახლისკენ მიმავალი ნაძვნარი ციმციმა ნათურებით იყო გაფორმებული, ზღაპრული სტილის ფარნებით მორთული ქუჩიდან კი გაბრდღვიალებულ ეზოში გადავედით, სადაც საშობაო დეკორაციებთან ერთად, რომლებიც პირველი დეკემბრიდან ჩნდებოდა თბილისის სახლებსა და ქუჩებში, ფანტანის ადგილას უზარმაზარი, აკაშკაშებული G აღემართათ, როგორც გაბრიელის ინიციალი.
ხმადაბლა დავუსტვინე, ბარათაშვილმა კი ამოიოხრა.
სახლის შემოგარენი მანქანებით იყო სავსე, გარეთვე ისეთი ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა, თითქოს კაცის დაბადების დღეს კი არა, ქვეყნის დამოუკიდებლობას აღვნიშნავდით.
გაბრიელს მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე, მან კი თავი გაიქნია.
-დედა…- ამოთქვა ისე, თითქოს ამით ყველაფერს ხსნიდა, შემდეგ კი ჩაისუნთქა, ნაძალადევად გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა.
სანამ ჩემს კარს გააღებდა, როგორც ნამდვილ ჯელტმენს შეეფერებოდა, ჩემმა გონებამ შესაშური სისწრაფით მოახერხა ყველა სულელური თუ ირაციონალური შიშის დაბადება და პანიკის შეტევის მომზადება.
აქ, ამდენ ხალხში, გაბრიელთან ერთად უნდა შევსულიყავი?
იცოდა მაინც დედამისმა, რომ გაბრიელს სახლში “გოგო მიჰყავდა?”
იქნებ ქალბატონ ბარათაშვილს ამ წვეულებაზე მთელი ქვეყნის სასურველი სარძლოები ჰყავდა მოწვეული და ახლა მე შევრჩებოდი ხელთ?
მე ხომ მაკიაჟზეც კი არ დამიხარჯავს ხუთ წუთზე მეტი და კაბაც მხოლოდ ზერელედ დავაუთოვე, რადგან არ მინდოდა, ზედმეტად მონდომებული გამოვჩენილიყავი?
და თუ ახლა, ამდენ ხალხში ერთად შევიდოდით, როგორ წარმადგენდა გაბრიელი? როგორც მეგობარს, როგორც კოლეგას, თუ როგორც…
ჩემი გონების ყველაზე დამპალმა ნაწილმა მაშინვე შემომაშველა რუსული სლენგი - “ნაშა”.
პირი გამიშრა.
კარი გაიღო და ბარათაშვილმა ხელი გამომიწოდა.
-რა სახე გაქვს? ხომ არ ღელავ?- წინ წამოიწია, თავი მანქანაში შემოყო და შუბლზე მაკოცა - არ იდარდო, გვერდიდან არ მოგშორდები.
პირი დავაღე, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი სხეული, სტრესის ფონზე გადაყირავებული გონებისგან დამოუკიდებლად, აუცილებლად რამე სისულელეს იტყოდა, ამიტომაც, ხელზე ხელი მოვკიდე და მანქანიდან ხმაამოუღებლად გადავედი.
-ასეთ წვეულებებს ნამდვილად არ ვარ მიჩვეული- ამოვთქვი, როდესაც სახლის შესასვლელამდე მივაღწიეთ და რამდენიმე ფოტოკამერამ ერთდროულად დამაბრმავა.
-სიმართლე გითხრა, მეც გადავეჩვიე- ჩაიცინა ბარათაშვილმა, წელზე მსუბუქად მიბიძგა და კარში შემიძღვა - ლონდონში ნამდვილად დასვენებული ვყავდი ლიზას…
-ანუ ამ გრანდიოზულ ნადიმს ახსნა ნამდვილად აქვს, არა?- ჩავიფხუკუნე- ბარათაშვილების დაბრუნება და არა უბრალოდ ერთი ნეპო ბავშვის დაბადების დღე?
-მაგ მწარე ენას მე ვიცი, რასაც ვუზამ- ჩემს ყურთან ზუსტად მაშინ წაისისინა გაბრიელმა, როდესაც წინ ოქროსფერ, საოცრად ლამაზ,
მხრებზე გადაწეულ კაბაში გამოწყობილი ლიზა ბარათაშვილი აგვესვეტა.
ქალი თითქმის არ შეცვლილიყო. ძველებურად მბზინავი, აბრეშუმივით თმა ნახევრად აეწია და ულამაზეს კულულებად ეყარა მხრებზე. სახეზე რამდენიმე ნაოჭი რომ არა, დავიფიცებდი, რომ ეს ქალი ვამპირი იყო და არასდროს დაბერდებოდა.
-გაბრიელ! როგორც იქნა!- დამტუქსავი მზერით შეათვალიერა შვილი, თუმცა მაინც თბილად გადაეხვია და მე მომიბრუნდა.
ის იყო, პირი დავაღე, რათა მეთქვა, ვინ ოხერი ვიყავი და რატომ ვიდექი მისი უფლისწულის გვერდით, რომ ფართოდ გამიღიმა და ხელები გაშალა.
-მარიშა, ძვირფასო, როგორ მიხარია შენი ნახვა!
მეორე წამს მისი გამხდარი მკლავები შემომეხვია და მიმიზიდა.
ძვირფასი სუნამოს სურნელმა და ლიზას ფამილარულმა საქციელმა
ერთად დამახვია თავბრუ, სულელივით გავიკრიჭე.
-მეც ძალიან მიხარია, ქალბატონო ლიზა - მივუგე აწითლებულმა.
-ჩემო გოგო, როგორ დამშვენებულხარ! და არანაირი ქალბატონო, მხოლოდ ლიზა!- თითი დამიქნია.
-გმადლობ, ლიზა- გავიბადრე და ჩემი გონება ჩავახშე, რომელმაც ხითხითით მომაწოდა მისთვის “დედიკოს” წოდების იდეა.
-მობრძანდით, გაბი, აქ იმდენი ვინმეა, ვისაც შენი ნახვა უნდა…
-დედა - დაიმანჭა გაბრიელი - ჭამა მაინც მეღირსება ოდესმე?
-… მაგალითად, ამერიკის ელჩი და მისი მეუღლე!- წარბები აწია და ბოლო კომენტარს წაუყრუა ლიზამ- მარიშა, გთხოვ, ყურადღება მიაქციე, რომ სტუმრებს არ გაექცეს, მე დახვედრა უნდა გავაგრძელო…
ამ სიტყვებით ფოიეში შეგვტენა და თავად სტუმრებს მიუბრუნდა.
-როგორი… ენერგიული ქალი ყოფილა - წავილაპარაკე უნებურად - და ვახსოვდი! უთხარი, რომ ერთად მოვიდოდით?
-რა თქმა უნდა… იცის, რომ ერთად ვმუშაობთ- წაიბურტყუნა გაბრიელმა და პარალელურად ვიღაც კაცს ხელი ჩამოართვა, მილოცვაზე სამადლობლის ნიშნად.

ენის წვერზე სხვა კითხვა მომადგა. ის თუ იცოდა ბარათაშვილების დიასახლისმა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მის არარსებულ შვილიშვილზე ნერვიულობით ვკვდებოდი?
-და იცის, რომ ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, კი - გამოუთქმელ კითხვაზე ჩურჩულით მიპასუხა- სიყვარულსა მალვა უნდა, მაგრამ დედები გამონაკლისია, იმიტომ, რომ, თუ არ ეტყვი, დაუფიქრებლად აგკუწავენ სამზარეულოს დანით- გაიღიმა ეშმაკურად - ქალბატონო ელი - ინგლისურად შესძახა და ვიღაც მაღალ, წითურ ქალს თბილად გადაეხვია- ეს ჩემი მეგობარი გოგონაა, მარიშა, მარიშა, ქალბატონი ელი, ამერიკის ელჩი საქართველოში.
რა თქმა უნდა!
ბარათაშვილი ელჩებს ისე ეხვევა, თითქოს სოფლიდან ჩამოსული, დიდი ხნის უნახავი მამიდა იყოს!
ლამის თვალები ავატრიალე, თუმცა თავაზიანად გაღიმება და საპასუხო მოწიწებითი წინადადების დაბრუნება მაინც ყოჩაღად მოვახერხე.
ელჩი და მისი მეუღლე ცოტა ხანს შეჩერდნენ, რაღაცას საუბრობდნენ, მე კი იმაზე ვფიქრობდი, რომ გაბრიელმა ინგლისურად “გერლფრენდი”, ანუ შეყვარებული მიწოდა.
ამის დედაც!
იქნებ სადღაც, როდესღაც მოვკვდი და სამოთხეში აღმოვჩნდი, სადაც ყველა ჩემი ოცნება ხდებოდა?
შეხვედრები გაუთავებლად გაგრძელდა.
რაღაცის მინისტრი, ვიღაცის მოადგილე, რომელიღაც კომისარი და ყველაფერი უკვე უშამპანუროდ ბრუნავდა ჩემ გარშემო.
ბოლოს და ბოლოს, ლიზას ხმა გავიგეთ მიკროფონში და მივხვდი, რომ უსასრულო საუბარი როგორღაც ჩერდებოდა.
ლიზა ოდნავ შემაღლებულ სცენაზე ასულიყო, სადაც ალბათ ცოცხალი მუსიკისთვის მოეწყოთ ინსტრუმენტები და გაბრწყინებული სახით იყურებოდა შვილისაკენ.
ქალმა შამპანურის ჭიქა გააწკარუნა და დარბაზში საუბარი შეწყდა.
-მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო! ძალიან ბედნიერი ვარ თითოეული თქვენგანის მობრძანებით, დიდი მადლობა, რომ არ დაიზარეთ და გვესტუმრეთ! დღევანდელ წვეულებას ორმაგი დატვირთვა აქვს - ჩემი შვილი, გაბრიელი, იუბილარია და ამასთან, როგორც იქნა, სამშობლოში დავბრუნდით საცხოვრებლად. დიდი იმედებით, დიდი გეგმებით და ოცნებებით! ჩემი ძვირფასი მეუღლე - შამპანურის ჭიქა ასწია და და მეც ქალის მზერას თვალი გავაყოლე, თუმცა ხალხში ვერაფერი დავინახე - დანიელი, ორიოდ სიტყვას გეტყვით, შემდეგ კი აღარ შევაყოვნებთ ნადიმობის სასიამოვნო პროცესს!
ამ სიტყვებით, ლიზა გვერდით გაიწია.
მე კი იმაზე ვფიქრობდი, რომ მთელი ეს დრო, სკოლიდან მოყოლებული, დღემდე, ბარათაშვილების ოჯახის უფროსი არასდროს მენახა.
რა წამსაც სცენაზე სილუეტს მოვკარი თვალი, მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან ვცდებოდი, როცა მიმაჩნდა, რომ გაბრიელი დედას ჰგავდა.
კიბეზე მაღალი, სპორტული აღნაგობის, თმაშევერცხლილი, თითქმის თეთრივით ქერათმიანი კაცი დახვეწილი, მსუბუქი ნაბიჯებით ავიდა. იგივე მიხვრა-მოხვრა, სხეულის ჭერა, მოძრაობა და მანერა…
ჯანდაბა, გაბრიელის ეს თვისებები რეგულარული ვარჯიშის შედეგი მეგონა!
პირი ჩამომვარდა და მუცელი უცნაურად ამიწრიალდა, იქ, შორს, გაბრიელის ოცდაათი წლით გაზრდილ ვერსიას ვუყურებდი.
ერთი რამე ნამდვილად აშკარა იყო - დანიელ ბარათაშვილი იმ კაცებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ძველ ღვინოდ იწოდებოდნენ - ასაკი ძალიან უხდებოდა.
ჯანდაბა, მე რა, ჩემი შეყვარებულის მამას ვასხამდი ხოტბას?
ეს ძალიან უცნაურად ჩანდა, თუმცა შეუძლებელი იყო, ამ კაცისთვის შემეხედა და მისი გარეგნობით მონუსხული არ დავრჩენილიყავი.
გაბრიელმა ხელი ჩამკიდა და სცენასთან უფრო ახლოს მიმიყვანა, პარალელურად დარბაზი დანიელ ბარათაშვილის დაბალმა, მკაცრი ტონალობის ხმამ მოიცვა.
-მოგესალმებით და მოხარული ვარ… ახალი წელი და შობა მოდის, ჩემ მშვენიერ ცოლს კი ძალიან უყვარს ორგანიზება, ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ნადიმის კი არა, წვეულებათა სერიის გახსნა მხვდა წილად- ცალყბად გაიღიმა და დარბაზშიც სიცილი გაისმა - ჩემს შვილს, გაბრიელს, ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ, რომ ეპოვოს ყველაფერი, რისკენაც ისწრაფვის…
ამ სიტყვებზე ბატონმა ბარათაშვილმა ჩვენკენ… არა, ჩემკენ გამოიხედა. თვალი თვალში გამიყარა და შამპანურის ჭიქა ოდნავ ასწია.
ხელზე გაბრიელის ხელის მოჭერა ვიგრძენი და უეცრად, სრულიად ცხადად და უეჭველად მივხვდი, რომ ბარათაშვილების ალფას მე, მარიშა ირემაძე, გულზე სრულებით არ ვეხატებოდი.

***
-ხომ იცი, რომ რთული კაცია… ბევრჯერ მითქვამს- გაბრიელი ჩემ გვერდით იდგა და ღამის ყინვაში მისი სუნთქვა სიგარეტის კვამლთან ერთად იკარგებოდა.
ამოვიკვნესე.
-კარგი რა, გაბრიელ, არც კი მომესალმა, მამაშენს მაგრად არ მოვწონვარ…
გარეთ ვიდექით, სადღაც, სადაც საჯინიბოს ან საწყობის შესასვლელი კარი იყო და კაცის შვილი არ ჭაჭანებდა- იდეალური ადგილი შეყვარებულის წასათრევად და მამამისზე საჭორაოდ!
გაბრიელი იქ მას შემდეგ გავიტაცე, რაც სუფრასთან ორსაათიანი ყურყუტის შემდეგ, მამამისი ჩემს
წარმატებით არ შემჩნევას განაგრძობდა.
ეს იყო იდეალური იგნორი! შესაშური არტისტიზმით შესრულებული!
სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ლიზა მეუღლეს ჩვენკენ გამოუძღვა, თუმცა დანიელ ბარათაშვილს არც ჩემს მისალმებაზე გაუცია პასუხი და ზოგადად, თავი ისე ეჭირა, თითქოს საერთოდ არც ვარსებობდი.
ყველაზე დიდი საოცრება ის იყო, რომ გაბრიელს ეს სულაც არ უკვირდა და არც ახსნა-განმარტებას მაძლევდა მამამისის საქციელზე.
-უნდა ამიხსნა, რატომ იქცევა ასე… გაბრიელ, გაიგე, რომ თუ არ ამიხსნი, ყველაზე ცუდ რამეებს ვიფიქრებ, მაგალითად იმას, რომ მახინჯი ან მდაბიო ვგონივარ… ან… ან… ვინმე საცოლე შეგირჩია და გეგმებს ვუშლი…
გაბრიელს, რომელიც დასამშვიდებლად ჩემთან ახლოს მოსულიყო, ხელიდან სიგარეტი გამოვტაცე და ნერვიულად მოვქაჩე. ხველება რომ ამიტყდა, ბარათაშვილმა, ბოლოს და ბოლოს, ხმის ამოღება ინება.
-კარგი… გთხოვ, ჯერ დამშვიდდი…- ზედმეტად სრულყოფილად გადავარცხნილ, ქერა თავზე ხელი გადაისვა და ფარდულის ხის კედელს მიეყრდნო - არც ვიცოდი, თუ მოვიდოდა, თორემ უფრო მოგამზადებდი მისი… ხასიათისთვის… მარიშა… მამაჩემი, მთელი თავისი პერსონით, ერთი ძლიერი და საშინლად აუტანელი კაცია. მგონი ერთადერთი, ვისაც უყვარს, დედაჩემია და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ან რა ხერხებით უძლებს მის ხასიათს უკვე ოცდაათი წელია… მამაჩემის სიმპათიის მოპოვება ძალიან რთულია, ალბათ, შეუძლებელიც… მე- ვერ შევძელი, ვერც ანაბელმა… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ის ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მისი აზრი უბრალოდ აღარ მაინტერესებს. მადლობა ღმერთს, მოვახერხე და მივაღწიე იმას, რომ მისი სურვილები ჩემზე ზეგავლენას ვეღარ ახდენენ. ფინანსურად და ფსიქოლოგიურად მისგან სრულიად დამოუკიდებელი ვარ და არ მანაღვლებს… არ მანაღვლებს, თუ მსოფლიოში ულამაზესი და უჭკვიანესი ქალი მას არ მოსწონს… ამას უბრალოდ მნიშვნელობა არ აქვს… შეიძლება სხვა უნდა რომ მიყვარდეს, ვინ იცის? შეიძლება სულაც არ უნდა, რომ ვინმე მყავდეს… მისი გეგმები ჩემთან მიმართებაში ყოველთვის ავადმყოფურად მკაცრი იყო… რომ არა დედა, ალბათ სამხედროებში მიკრავდა თავს და გონებას ისე დამიჩლუნგებდა, რომ მისთვის სიტყვის შებრუნებაც ვერასდროს მომეხერხებინა…
ბარათაშვილს ეტყობოდა, რომ კიდევ უამრავი რამის თქმა სურდა, თუმცა მოულოდნელად დადუმდა და უცნაური მზერით მომაჩერდა.
-ეს შენთვის არაფერს არ უნდა ნიშნავდეს. არაფერს. გთხოვ.

მისი ყოველთვის ნაცრისფერი თვალები როგორღაც დამთბარიყო, ლურჯი ფერი შეჰპარვოდა და ციმციმა, ლამაზი ათინათები, რომ არა ბარათაშვილი თავისი პერსონით, ვიფიქრებდი, თვალები აუწყლიანდა-მეთქი.
ჯანდაბას, ასე როცა მიყურებდა, აზროვნება როგორ უნდა მომეხერხებინა?
ბოლოს და ბოლოს, ამგვარი გარჩევები მიკასთან შეხვედრისთვის გადავდე და თავი იმით გავიმართლე, რომ მე და გაბრიელს ისეთი სერიოზული ურთიერთობა ჯერ არ გვქონდა, რომ მშობლების დალოცვაზე გვეფიქრა…
ხომ?
არა, ნამდვილად ადრეული ეტაპი იყო! ამ დროს გაბრიელს ყვავილებითა და შოკოლადებით უნდა გავევსე, ჩემს სახლში მალულად ევლო და დროის დიდი ნაწილი საწოლში უნდა გაგვეტარებინა, სადაც ფიქრის უნარს საერთოდ გამიქრობდა…
ამის წარმოდგენაზე სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და რაღაც ეშმაკის მანქანებით, გაბრიელს მზერა მაშინვე შეეცვალა.
-დამპირდი, რომ ამაზე ბევრს არ იფიქრებ.
წელზე ხელი მომხვია, თვალები ვედრებითა და ვნებით ჰქონდა სავსე.
სულელი უნდა ვყოფილიყავი, რომ ამ კაცის გრძნობებში დავეჭვებულიყავი, თუმცა ის გრძნობა, რომ რაღაცას მალავდა, არ მტოვებდა.
გაბრიელის დიდი, თბილი ხელები წელიდან თეძოებამდე ჩასრიალდა და კაბის თხელი მატერია ოდნავ მოქაჩა.
ამ მცირე შეხებაზეც კი, უნებურად, ამოვიოხრე და მისკენ მივიზიდე.
მეორე წამს გაბრიელი მოწყურებულივით, შეშლილი ტემპით მკოცნიდა და ფარდულის შიგნით მიბიძგებდა.
ინტერიერის დასათვალიერებლად დიდი დრო არ მქონია, სიბნელეში მხოლოდ სხვა გრძნობებს თუ დავეყრდნობოდი, მხედველობის გამოკლებით და თითოეული ეს სხვა გრძნობა ბარათაშვილით იყო სავსე.
-ღმერთო, როგორ მინდიხარ…- ჩემს ყურთან დაიჩურჩულა და ყელზე დიდ ხანს, მტკივნეულად მაკოცა.
ხმამაღალი კვნესა ისევ მისმა ტუჩებმა ჩაახშო.
-ამ ქვეყნად ვერაფერი მაიძულებს შენგან შორს ყოფნას… ვეღარასდროს - კოცნა მხოლოდ ამ სიტყვებისთვის შეწყვიტა და კვლავ განაგრძო.
საბედნიეროდ, ჩემგან არანაირ პასუხს არ დალოდებია, მსუბუქად ამწია და სადღაც დამსვა, შემდეგ ხელები თეძოებზე ამაყოლა და მტკივნეულად მომიჭირა.
-გაბრიელ!- ამოვთქვი სიამოვნებისა და ტკივილის ზღვარზე მყოფმა.
მაშინვე მომშორდა და მობოდიშება ჩაიბუტბუტა, შემდეგ დაიხარა და ბარძაყზე მსუბუქად მაკოცა.

-ამ წვეულებაზე აღარაფერი გვესაქმება… წავიდეთ შენთან?
თავი უხმოდ დავუქნიე.

***
გაბრიელი ჩვენს ფოტოს ისე დაჰყურებდა, ვერაფრით გამერჩია, აღფრთოვანებული იყო თუ პირიქით, შეძრწუნებული.
იქნებ ამ ფოტოზე საკუთარი თავი არ მოსწონდა? მე კი ძალიანაც მესიმპათიურებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვერაფრით ვიქნებოდი, როდესაც საქმე გაბრიელ ბარათაშვილს ეხებოდა.
-არ ვიცოდი... ამის შესახებ.
-მაშინ უკვე წასული იყავი და მე მომცეს... - ვიფიქრე, რომ იმ დეტალის უთქმელად დატოვება სჯობდა, რომ სკოლიდან თითქმის ძარცვით წამოვიღე ეს ფოტო.
-მე...
-არ მოგწონს? ვიცი, რომ სენტიმენტალური საჩუქარია და არაფერი ძვირფასი, მაგრამ...
-მარიშა, ის არ მომწონს, რომ ამხელა კაცს ასეთ დღეში მაგდებ - ნერვიულად გაიცინა და შუბლზე ხელი გადაისვა - მე... უბრალოდ გამახსენდა ის დრო... წარმოდგენა არ მქონდა, რომ ერთად ფოტო გვქონდა. ნეტავ გამოეგზავნათ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მის სიტყვებზე ცრემლები მომადგა. სიტყვებით ვერც ერთი ვერ გადმოვცემდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რისი თქმა სურდა გაბრიელს, მეც ასე ვიყავი - სიყვარულის, სევდის, მონატრებისა და სიამოვნების უცნაურ ქარბორბალაში გახვეული.
ხელი ჩავკიდე და საძინებლისკენ წავიყვანე
-დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? დილით ცოტა ზედმეტი მოგვივიდა…
-ჯანდაბა, გაბრიელ, კი!
-თუ გეტკინება…
-მოკეტე და მაკოცე! ფაიფურის კი არ ვარ!

ბარათაშვილს, რომელიც საწოლზე დამხობილს და თითქმის სრულიად შიშველს, ფრთხილად დამყურებდა, თვალები ავისმომასწავებელად ჩაუმუქდა.
-რაც გინდა ის გააკეთე - ვთქვი მისი მზერით ოდნავ დარცხვენილმა - გთხოვ.

მისი შეხება იყო ტკბილი და რბილი, ფრთხილი, მზრუნველი.
-ესაა, რაც გინდა?- ეჭვნარევი მზერით მოვწყვიტე ჩემს ტუჩებს და თვალებში ჩავხედე.
-არ მინდა, რომ გატკინო…
გაბრიელს სიტყვა გაუწყდა, რადგანაც ხელი ვკარი, გადავაბრუნე და ზემოდან მოვექეცი.
მისი ხელები ავტომატურად აღმოჩნდა ჩემს უკანალზე და ჩემი სახე მის კისერში ჩაეფლო.
თავბრუდამხვევმა სურნელმა
ისიც კი დამავიწყდა, რომ პლანეტა დედამიწაზე ვიმყოფებოდი.
მისი აღგზნება სულ ახლოს ვიგრძენი და მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
მისით იმდენად სავსე ვიყავი, რომ მეგონა, ჩემი სხეული ამდენს ვერ გაუძლებდა და მიღალატებდა, მაგრამ სურვილი ყველა სისუსტეს აქრობდა.
ჩემივე ხელით შევაერთე ჩვენი სხეულები და უცნაურმა ექსტაზმა მომიცვა, როცა ვიგრძენი, როგორ ვმოქმედებდი მასზე.
გაბრიელის ხმა, ჩემი სახელი მისი ტუჩებიდან, ჩურჩული და მტკივნეული მოფერება, თითქოს ერთმანეთის კანში გვინდოდა შეღწევა…
ნელა მოძრაობა დავიწყე და შევეცადე, ტემპი მეპოვა.
წამით მის ტუჩებს მოვწყდი, რათა გამეგო, სწორად ვიქცეოდი თუ არა.
-ასე კარგია?- ვიკითხე სუნთქვა არეულმა.
-ჯანდაბა… პატარავ… კი…
გაოგნებული დავაჩერდი და მცირე ხნით მოძრაობაც კი შევწყვიტე…
გაბრიელი ამ დროსაც კი როგორღაც კონტროლის ქვეშ იყო, მოზომილი და თავდაჭერილი, ახლა კი, ჩემი, ჩემი! ქმედებით, ჭკუას ვაკარგვინებდი და ეს ძალიან, ძალიან მომწონდა.

გათამამებულმა, ოდნავ ტემპს მოვუმატე, წელში გავსწორდი და ზემოდან დავაჩერდი.
ბარათაშვილმა თეძოებზე ხელები ჩამჭიდა და ჩემს მოძრაობებს თავისი ააყოლა.
ვერც კი გავიაზრე, რომ ძალიან უსინდისო ხმებს გამოვცემდი, მასთან ერთად, ჩემი სხეული კი მეტს და მეტს მთხოვდა, უფრო სწრაფად და უფრო ძლიერად…
-მიდი პატარავ, ასე…- კბილებში გამოსცრა და მისი ასეთი თავისუფალი, თავდავიწყებული სიტყვები ჩემთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.
აკანკალებული მის მკერდში ჩავეფალი და გონება დაბინდულმა, მხოლოდ სანახევროდ გავიაზრე, რომ ჩვენი ხმები ერთმანეთში ირეოდა, სიამოვნების უფსკრულში დაკარგულები, უკან გამოსვლას არც კი ვცდილობდით.
მინდოდა, იქ სამუდამოდ დავრჩენილიყავი გაბრიელთან ერთად, იქ, სადაც ერთი გრძნობა და ერთი არსება ვიყავით.
-სრულყოფილება ხარ- მისი ჩურჩული ძილში წასულს ბუნდოვნად ჩამესმა.

10
***
შეშინებული ვიყავი.
შფოთვა მშიერი მგელივით დამყვებოდა კუდში და მე თავს ვერაფერს ვუხერხებდი.
ერთ დღესაც, ხვალ, ერთი თვის ან წლის შემდეგ, გაბრიელი მიხვდებოდა, რომ სინამდვილეში სულაც არ ვიყავი ის, ვისზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
გულწრფელი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ რამდენი ხანი იყო დარჩენილი მანამ, სანამ მისი გრძნობები გაცივდებოდა?
უცნაური წინათგრძნობა მოსვენებას არ მაძლვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ეს რაღაც აუცილებლად იჩენდა თავს, მე კი უძლური ვიქნებოდი მის შესაჩერებლად. ვცდილობდი, როგორმე შემეჩერებინა ის გრძნობა, ელვის სისწრაფით რომ იდგამდა ჩემს სულსა და სხეულში ფესვებს, შევჩერებულიყავი და მეფიქრა, მეფიქრა, მეფიქრა...
მე ხომ არაფერი განსაკუთრებული არ მქონდა.
ის კი სრულყოფილება იყო, რომელიც, რაღაც ხერხებით, კიდევ უფრო ახერხებდა გაუმჯობესებას.
მე კი ყოველ დილით, თვალის გახელისთანავე, ძრწოლვით ვიაზრებდი, რომ ჩემი სიყვარული მისდამი ყოვლად მიუღებელ ქმედებას ახორციელებდა - იზრდებოდა, იცვლებოდა, მყარდებოდა, ყოვლისმომცველი ხდებოდა.
ეს ჩემგან დამოუკიდებლად და ჩემი სურვილის გარეშე ხდებოდა.
მეშინოდა, რომ წავიდოდა და ამას წაიღებდა, შემდეგ კი აღარაფერი დამრჩებოდა.
სამსახურისკენ მიმავალ გზაზე უიმედო ფიქრები მაცილებდნენ. განა შეყვარებულობა პირიქით არ უნდა იყოს? გახარებული, სულელური ღიმილით დამშვენებული და პეპლებით მუცელში.
ო, პეპლები ნამდვილად იყო, თუმცა ძრწოლვის.
ამ ფიქრებში ძლივს შევამჩნიე თეთრი თავი, რომელიც სულაც არ იყო შეუმჩნეველი და რომელიც, მზერით მბურღავდა.
ტაქსიდან გადმოსულს, რამდენიმე ნაბიჯში დანიელ ბარათაშვილი მელოდა.
ესეც ჩემი საშინელი წინათგრძნობა.
ნუთუ მისმა უდიდებულესობამ ინება და სამყაროში ჩემი არსებობა შემჩნევის ღირსად ჩათვალა?
უსიამოვნო გამომეტყველების სახიდან წაშლა სულაც არ მიფიქრია, როდესაც ტროტუარზე გაშეშებულს, ჩემი შეყვარებულის მამა მომიახლოვდა და თავი ოდნავ დამიკრა.
-ე-ემ, გამარჯობა? - ვიკითხე იმ იმედით, რომ კაცი კვლავ გადაწყვეტდა დუმილის გაგრძელებას და საუბრის ღირსად არ ჩამთვლიდა.
- ქალბატონო ირემაძე, გაქვთ ორიოდე წუთი, რათა ყავაზე მიგიწვიოთ? - ისეთი ტონით მკითხა უფროსმა ბარათაშვილმა, თითქოს მატლებით სავსე ყუთს ესაუბრებოდა.
ასე მეგონა, ჩემი ყბა ჩამოვარდა და ტროტუარზე დაეცა.
-დარწმუნებული ხართ? - თავი ვერ შევიკავე და ირონიულად ვკითხე.
-მგონი გაუგებრად არაფერი მითქვამს - შეუძლებელი მეგონა, მაგრამ ბატონი ბარათაშვილის სახე კიდევ უფრო მოიღუშა.
-იმიტომ გეკითხებით, რომ ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ჩემთან ერთად ყავის დალევას გილიოტინაზე ასვლა გირჩევნიათ - რატომღაც ამ კაცთან ტაქტის გამოჩენა არა თუ საჭიროდ, არამედ მლიქვნელობად მიმაჩნდა და არანაირი სურვილი არ მქონდა, ჩემი არარსებული სიმპათია გამომეხატა.
ბოლოს და ბოლოს, ამას ნამდვილად არ იმსახურებდა.
კაცმა როგორღაც დაინტერესებულმა შემათვალიერა, შემდეგ კი ისე გაიღიმა, როგორც მტერმა, რომელსაც ზურგს უკან ალესილი მახვილი ჰქონდა გამზადებული.
-თავაზიანობის განსახიერება ბრძანდებით, ქალბატონო ირემაძე. ნამდვილად, უკეთესი საქმეებიც მაქვს ამ დილით, თუმცა ვინაიდან მივხვდი, რომ ჩემი შვილის დაინტერესება თქვენით... ვიტყოდი, რომ იმაზე მეტია, ვიდრე ვისურვებდი, დავასკვენი, რომ ჯობია, ჩვენს შორის საუბარი შედგეს.
აჰა.
მაშ, გაბრიელი მამამისს ესაუბრა?
ჩემი გონების ქალური ნაწილი აკივლდა.
ნუთუ მამა-შვილს შორის ასეთი საუბარი შედგა „მამა, ეს ქალი ცხოვრებაზე მეტად მიყვარს და გთხოვ, მის მიმართ პატივისცემა გამოიჩინო“
შემდეგ უფროსი ბარათაშვილი იტყოდა: „მაგ გოგოს იმაზე მეტი კეთილშობილება არ გააჩნია, ვიდრე ბაყაყს გუბურაში, ნუთუ მეტი სტანდარტი არ გაგაჩნია, შვილო?“
ამ დროს ბარათაშვილს სახე სიბრაზით მოექუფრებოდა და მუშტებს შეკრავდა: „სიტყვებს დაუკვირდი. თუ გინდა, რომ ჩემს მომავალ ოჯახთან და შენს მომავალ შვილიშვილებთან კავშირი გქონდეს, მისი პატივისცემაც მოგიწევს...“
-ქალბატონო ირემაძე? - მობეზრებულმა ხმამ ფიქრებიდან რეალობაში დამაბრუნა. უფროსი ბარათაშვილი ისე მიყურებდა, თითქოს ცოტაც და განზრახვაზე ხელს აიღებდა.
-კი ბატონო - მხრები ავიჩეჩე - ცოტა დრო მაქვს სამუშაო საათების დაწყებამდე.
-ღმერთმა არ ქნას და დააგვიანოთ, მკაცრი უფროსი გაგიბრაზდებათ - ირონიულად გამოსცრა ბარათაშვილმა და მისი სახე კიდევ უფრო მეტად მივამსგავსე ყვითელი პითონის სახეს.
თვალები მოვწკურე.
-ახლავე გეტყვით, თუ ჩემს შეურაცხყოფას აპირებთ, დრო არ დაკარგოთ და ახლავე მიბრძანდით თქვენს გზაზე. შეგახსენებთ, მე არ მითხოვია თქვენთან საუბარი - მივაყარე და წასვლა დავაპირე.
დანიელმა მხრები გადაატრიალა, თითქოს საბრძოლოდ ემზადებოდა.
-შეურაცხყოფა არც მიფიქრია - ნაძალადევად გაიღიმა და იქვე მომლოდინე მანქანისკენ ხელი გაიშვირა - გთხოვთ.
თვალი დაბურულმინებიანი მანქანისკენ გავაპარე. უეცრად შიში მომეძალა. იქნებ ეს არისტოკრატი გაიძვერა ჩემს მოშორებას ფიქრობდა? ან შეშინებას?
მასზე ისეთი ამებები მესმოდა, რომ ნამდვილად არ გამიკვირდებოდა.
-აქვე, ქუჩის კუთხეში შესანიშნავი კაფეა - ცხვირი ავწიე და ხსენებული კაფისაკენ ისე წავედი, რომ კაცს არც დავლოდებივარ - არ მესმის, რატომ უნდა დავკარგოთ დრო მანქანით მგზავრობაზე?!
ბარათაშვილი მდუმარედ მომყვა უკან.

***
სულ მალე, პატარა, ორადგილიან მაგიდასთან უფროს ბარათაშვილთან ერთად ვიჯექი და ოხშვარადენილ კაპუჩინოს ისე ვაკვირდებოდი, როგორც მსოფლიო დონის შედევრს, რადგანაც ზემოთ ახედვა და კაცის თვალებთან შეხვედრა არ მინდოდა.
ჰქონდა დანიელს რაღაც ისეთი, რაც უზომოდ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. ალბათ კრიტიკული მზერა?
-თქვენთან შემოთავაზება მაქვს - დაიწყო ბარათაშვილმა და მეც ჭიქას თვალი მოვწყვიტე.
კაცი სივრცეში იყურებოდა, თითქოს მისთვისაც რთული იყო ჩემთვის მზერის შეგებება, რაც შვებას მგვრიდა.
-შემოთავაზება? - ეჭვით გავიმეორე.
-დიახ. კომპლექსური სახის. ჩემს შვილს ვესაუბრე და ვერ ვხვდები, ასე რამ გადარია, თუმცა აშკარად გეგმავს... მომავალს, თქვენთან ერთად. ის ჩემი ერთადერთი ვაჟია, ბარათაშვილების გვარის გამგრძელებელი. უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემი შვილიშვილები კეთილშობილი ქალბატონის მიერ აღიზრდებიან.
-კეთილშობილობის ტესტის გაკეთება გინდათ? - თვალები დავჭყიტე.
-გენეტიკური კველვის. უნდა გამოვიკვლიო ყველაფერი, თქვენი წინაპრებისა და მათი დაავადებების შესახებ. რა გენებს ატარებთ, როგორი ჯანმრთელობა გაქვთ და ასე შემდეგ...
ამ კაცმა მოახერხა და ჩემი ყბა ერთ დილაში ორჯერ ჩამოაგდო კუთვნილი ადგილიდან. აშკარად არ იყო ნორმალური.
-ჯერ იმაზე საუბარი, რომ მე და გაბრიელს...ემ... შვილები გვეყოლება ან რაიმე ასეთი, ზედმეტად ნაადრევი მგონია, მით უმეტეს, გენეტიკური კვლევები. არ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად...ეემ... ამლაშებთ? - ვეცადე, მეგობრული ტონი მქონოდა.
-როცა საქმე ჩემი შვილის ოჯახს და შვილებს ეხება, წინდახედულობა ზედმეტი არასდროსაა - შეუვალი სახით მამცნო და მასთან ყველანაირი მეგობრული სახის საუბრის იმედი გამიქრო ბარათაშვილმა.
-და შეთანხმება რაში მდგომარეობს? მე ტესტს გავიკეთებ და თქვენ?..
„შეწყვეტთ *ლესავით მოქცევას?“ იყო დაბოლოება, რომელიც აღარ გავახმოვანე.
-მე თქვენი შეუღლების წინააღმდეგი აღარ ვიქნები. - გამომიცხადა დანიელმა.
ვაუ.
გამეცინა.
-და იქნებ არც არავინ ითხოვს თქვენს წყალობას?
მისი ღია ფერის წარბები იგივე ფერ თმაში გაუჩინარდა.
-უკაცრავად?
-თქვენ წინააღმდეგი იქნებით თუ არა, არაფერს ნიშნავს გაბრიელისთვის, მით უმეტეს, ჩემთვის - თავი ამაყად ავწიე, მან კი ხრინწიანად ჩაიცინა.
-პატარა გოგო, ვშიშობ, რომ არაფერი იცი...
-გაბრიელს თქვენი ფული არ სჭირდება!
-ნუთუ? რა თქმა უნდა ამას იტყვის, რადგან ჩემი არასაჭირო ფულით უკვე აიწყო კომპანია, მაგრამ ახლა ძალიან უჭირს, არა? მოლაპარაკებებს ვერ უმკლავდება, ისეთ ჩლუნგ ხალხსაც კი ვერ არწმუნებს, როგორებიც ადგილობრივი ავტორიტეტები არიან. ჩემი ერთი სიტყვა და მასთან სიტყვასაც აღარავინ გაცვლის, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. ჯერ არა. მიზეზი ისაა, რომ მისი იმედი მაქვს. მჯერა, რომ ჩემს გვარს ისევე ძლიერად წაიყვანს, როგორც მე მიმყავს. მაგრამ თუ კი ცხოვრების მთავარ გადაწყვეტილებას არასწორად მიიღებს და თავხედ, უზრდელ, გაუნათლებელ და ავადმყოფ რძალს მომიყვანს, მისგან აღარაფერს დავტოვებ. გასაგებია?
გველური სახე გაავებულმა, მტაცებლის სახემ ჩაანაცვლა. იგი მშვიდად, ხმააუმაღლებლად საუბრობდა, თუმცა მისი მზერა... ადამიანს ნაკუწებად აქცევდა.
შეიძლება ქვეცნობიერად ზუსტად ამის მეშინოდა და არა იმის, რომ გაბრიელი გადამიყვარებდა. გული მომეწურა.
რატომ არ მითხრა?
რატომ დამიმალა, რომ სინამდვილეში ძალიანაც მნიშვნელოვანი იყო მამამისის კეთილი ნება?
დაწყევლილი მამაკაცური სიამაყე.
ამოვიოხრე.
-გარდა კვლევისა, მსურს, რომ კვირაში ხუთი დღე ეტიკეტის გაკვეთილები გაიაროთ. აღნიშნული გავლილი აქვს ჩემს ქალიშვილსაც და ნებისმიერ მაღალი დონის ქალბატონს. - მშვიდად განაგრძო ბარათაშვილმა - თუ კვლევები და გაკვეთილები აჩვენებს, რომ დამაკმაყოფილებელი ხართ, თქვენ და ჩემს შვილს გზიდან ჩამოგშორდებით.
მხოლოდ მისი მონოლოგის დასასრულს გავიაზრე, რომ პირი ღია მქონდა.
-გოგონი, შესაძლოა იფიქრე, რომ ლამაზი და მდიდარი ბიჭი გამოიჭირე და ცხოვრება აიწყე, თუმცა დიდ გვარს დიდი პასუხისმგებლობაც მოჰყვება. კარგად დაფიქრდი, რაში ყოფ თავს. რა წამსაც ბარათაშვილი გახდები, ეჭვი არ უნდა შეგეპაროს, რომ შენგან გაცილებით მეტი რამ იქნება მოსალოდნელი.
ვცდილობდი, გადაყლაპული ენა მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ.
-მოსაფიქრებლად ორ დღეს გაძლევ - საფულიდან ფული და ბარათი ამოაძვრინა, ორივე მაგიდაზე დაახეთქა და სიტყვის უთქმელად დატოვა კაფე.
***
მთელი ორი დღე გაბრიელს თვალებში ვერ ვუყურებდი.
საბენდიეროდ, სვანეთში გასამგზავრებლად დეტალებს აგვარებდა და ჩემთვის არ ეცალა, თუმცა საღამოობით, როდესაც ჩემთან მოდიოდა, მასთან ნორმალურად საუბარს ვერ ვახერხებდი.
რა იქნებოდა, თუ კი ჩემი ტესტები მიუღებელი აღმოჩნდებოდა ან იმ სატანას რაღაც სხვა არ მოეწონებოდა?
თავის შვილს საარსებო წყაროს გადაუკეტავდა, მე კი ორი არჩევანი დამრჩებოდა - ხელი შემეწყო გაბრიელის განადგურებაში, ან უარი მეთქვა მასზე და ამ გზით, შემენარჩუნებინა მისთვის მომავალი.
ისე აღმოვჩნდი უკანალში, რომ ვერც კი გავიაზრე.
ვის მივმართავდი, თუ არა მიკას?
-მაგ კაცს შ*გ ქონია, დაო, სხვა ახსნა არ არის... - ბობოქრობდა სამუშაო საათების შემდგომ ჩემს ბინაში გამოცხადებული ქარიშხალი, მას შემდეგ, რაც ჩემი და უფროსი ბარათაშვილის საუბარი გავანდე - არა რა, ვიცოდი, რო რაღაც რიგზე ვერ იყო - ჩემს წინ ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და კოლოფი გამომიწოდა.
ტირილისგან დასიებული ცხვირი მოვიწმინდე და კოლოფი ჩამოვართვი. როგორც კი ხმამაღლა გავამხილე ჩემი დილემის ამბავი, შეკავებული ცრემლები ერთიანად წამსკდა. მიკას მხარზე ალბათ ორი საათი მაინც ვტიროდი.
-მაღალი, მდიდარი, სიმპათიური, ჯელტმენი, უყვარხარ, ამდენი ხანი უყვარდი, პატივისცემით გეპყრობა და საწოლში კარგია... რა თქმა უნდა, რაღაც იქნებოდა! - აგრძელებდა მიკა - ფსიქოპატი მამა!
-ხო- ესღა ამოვთქვი.
-მერე, თვითონ იმან რაო?
-ვინ?
-შენმა კაცმა!
-არაფერი მითქვამს.
მიკამ ამოიოხრა.
-ხო, მართალია, კარგად უნდა დაფიქრდე. იქნებ სულ არ ღირდეს თქმა, მაგრამ მერე იმ გველმა შენ წინააღმდეგ არ გამოიყენოს ეგ, ხო ხვდები... რომ დაუმალავ, თვითონ ეტყვის და...
-გაბრიელი ჩემს მიმართ ნდობას დაკარგავს- დავაბოლოვე სრუტუნით.
-ხო, ყველა ვარიანტში უნდა უთხრა, მაგრამ დაფიქრდი, რას და როგორ ეტყვი. თანახმა ხარ მამამისის შემოთავაზებაზე? პირველ რიგში თვითონ არ უნდა დაემალა, რომ მამამისი ამაზე წამსვლელი იყო...
ეს ყველაზე რთული ნაწილი იყო. ნუთუ გაბრიელი ფიქრობდა, რომ მამამისი თავს დამანებებდა? და რას იზამდა, როცა მისი ქონების დასაცავად მე მომიწევდა მსხვერპლზე წასვლა? გაუხარდებოდა თუ პირიქით?
-დაუჯერებელია, რამდენი ეჭვი და პრობლემა შემოიტანა ამ კაცმა ჩვენს ურთიერთობაში - ამოვიოხრე.
-გაბრიელს დაელაპარაკე - გადაწყვეტილება მიიღო მიკამ - უნდა იცოდეს.
-და მამამისს რომ ეჩხუბოს და ყველაფერი დაკარგოს? - თავი გავიქნიე - ყველა პრობლემას გაბრიელს ვერ გადავაწყვეტინებ.
-და როდის აქეთაა მამამისის სიგიჟე შენი პრობლემა? - აიფოფრა მიკა.
-მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ მიყვარს.
ეს სიმართლე იყო. მიყვარდა და ეს სიყვარული სიამოვნების გარდა ბევრ სხვა რამესაც ნიშნავდა.
მისთვის ეს დილემა რომ მიმენდო, ვიცოდი, როგორც მოაგვარებდა, მამამისმაც იცოდა, ამიტომ მომმართა მე - დანიელს საკუთარი პრინციპების დათმობა არ სურდა, ამავდროულად კი, არც შვილის დაკარგვა უნდოდა. ბოლოს და ბოლოს, ისიც ადამიანი იყო.
ეს, ბევრ უსიამოვნებასთან ერთად, ერთ სარგებელს მაძლევდა - დანიელ ბარათაშვილს ვჭირდებოდი. შესაბამისად, შემეძლო, მევაჭრა.

***
იგივე მაგიდასთან მიმჯდარი, ფეხი ფეხზე გადადებული ველოდებოდი უფროს ბარათაშვილს.
ამ თამაშში ახალი მოთამაშე ვიყავი, ის კი კარგად გაწრთობილი გლადიატორი, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი.
მთელი ცხოვრება ბრძოლით მქონდა მოპოვებული და თუ სიყვარულისთვისაც უნდა მებრძოლა, მზად ვიყავი.
დანიელი დათქმულ დროს გამოცხადდა და ოდნავი თავის დაკვრით მომესალმა.
-იმედი მაქვს, პასუხი მზად გაქვთ - თქვა და ჩემს მიერ შეძენილი შავი, უშაქრო ყავა მოსვა. დავრწმუნდი, რომ ზედმეტად მაგარი გაეკეთებინათ, თუმცა კაცმა გაკვირვებით შემომხედა- დაკვირვებული ყოფილხართ, ზუსტად ასეთი ყავა მიყვარს.
იმედი მაქვს, მაგ ყავით დაიხრჩობით და ცხოვრებას დამაცდით!
-თქვენი წინადადება განვიხილე- ხმამაღლა მხოლოდ ეს გავაჟღერე- და ჩემი პირობები მაქვს.
ბარათაშვილმა გაიღიმა.
-რა თქმა უნდა.
-კლინიკას, რომელშიც ეგრეთ წოდებული ტესტები უნდა გავიარო, თავად შევარჩევ და პასუხებში ყველანაირი გამჭირვალობა, ექიმთა მიუკერძოებლობა აშკარა უნდა იყოს, ასევე ვიტოვებ პასუხების ორჯერ გადამოწმების უფლებას.
დანიელმა წარბები შეკრა.
-კლინიკას მე შევარჩევ, ექიმების კომპეტენციაზე საფიქრალი არაა, ასევე, პასუხების ერთხელ გადამოწმება.
-ორჯერ გადამოწმება, კლინიკას კი ერთად შევარჩევთ.
-კარგი.
ღრმად ამოვისუნთქე.
მიუხედავად საბრძოლო განწყობისა, არ მეგონა, რომ მის დათანხმებას შევძლებდი.
-კიდევ რაიმე? - მობილური მოიმარჯვა და წერა დაიწყო.
-დიახ. ეტიკეტის გაკვეთილებისთვის ამდენი დრო არ მაქვს, მოგახსენებთ, რომ სრულიად პატიოსნად ვმუშაობ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფროსი ჩემი შეყვარებულია. არც სამსახურში დაგვიანებას და არც მის გაცდენას ვაპირებ იმ მიზნით, რომ თქვენი ახლად წამოყენებული მოთხოვნები დავაკმაყოფილო. კეთილი უნდა ინებოთ და მიიღოთ ის დრო, რომლის დათმობაც შემიძლია.
-და რამდენი დროის დათმობა შეგიძლიათ, უზომოდ დაკავებულო ქალბატონო?
მის სიტყვებში ირონიაზე ჩაფრუტუნებით ვუპასუხე.
-აქამდე სწორედ მძიმე შრომით და მონდომებით მოვედი. შესაძლოა ჩემს შრომისმოყვარეობას დასცინოთ და გერჩივნოთ, წინ მდიდარ ოჯახში დაბადებული, „კეთილშობილი“ გოგონა გეჯდეთ, რომელიც რაღაც განსაკუთრებული ელეგანტურობით იწმენდს ტუჩებს ყოველ სამ წამში ერთხელ, მაგრამ მე საკუთარი მიღწეული მეამაყება. ვამაყობ იმით, რომ თავად შევძელი ჩემი კეთილდღეობის შექმნა, თქვენი შვილის კომპანიამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარე და არც თავად გაბრიელს მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემი შრომა შეამსუბუქოს. ეს ერთადერთია, რაც მაქვს. ერთადერთი რამ, რაც მეამაყება საკუთარ თავში, ასე რომ, თუ შეიძლება, ნუ თვალთმაქცობთ, თითქოს წინ ვინმეს პროტეჟე გეჯდეთ, რომლის დროც არ ფასობს. ჩემი დრო იმაზე ძვირფასია, ვიდრე თქვენ ოდესმე წარმოიდგენთ!
დანიელ ბარათაშვილმა სერიოზული სახით დამიქნია თავი და საბედნიეროდ, ირონიული შენიშვნისგან თავი შეიკავა.
ნუთუ ეს პატარა გამარჯვება იყო, თუ რაიმეს ამზადებდა?
-მაშ, რამდენი დროის გამოყოფა შეგიძლიათ?
-კვირაში ორი დღე.
უფროსმა ბარათაშვილმა თავი გაიქნია.
-ძალიანაც ცოტაა, მაგ ტემპებით ქალბატონივით მოქცევას ორმოცი წლის ასაკში ისწავლით!
შეურაცხყოფილმა პირი დავაღე.
-ახლა რასავით ვიქცევი, იქნებ გამანათლოთ? გორილასავით?
-ეგ მე არ მითქვამს, თავად თქვით...
-დაუჯერებელია!
-შეხედეთ თქვენს ჯდომას, ან როგორ ხვრეპთ ყავას, თითქოს ბორში იყოს!- ხელები ისე აიქნია ბარათაშვილმა, თითქოს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო - ერთადერთი, რასაც თითქმის გავამართლებდი, თქვენი ჩაცმულობაა, თუმცა იაფფასიანი ფეხსაცმელები გაგცემთ... კარგი რა, ჩემი შვილი იმდენ ფულს მაინც უხდის თანამშრომლებს, რომ ორიგინალ სამოსს გასწვდეთ და არა...მართლაც, სად შოულობთ ასეთ უხარისხო მატერიას?
-თუ ძალიან გაინტერესებთ, ლილოში! - მივახალე გამწარებულმა - და თუ უფრო ძალიან გაინტერესებთ, ტანსაცმელში კოსმოსური რაოდენობის თანხის გადაყრას არ ვაპირებ, როდესაც ქვეყანაში ბავშვები შიმშილით კვდებიან!
-და თქვენ მშიერ ბავშვებს აპურებთ? - ჩაიცინა დანიელმა.
-დიახ!
-მაინც როგორ?
-ამხელა შესაძლებლობების მქონე ადამიანი ერთხელაც რომ დაინტერესებულიყავით, როგორ შეიძლება გაჭირვებულების დახმარება, ამ კითხვას არ დამისვამდით. თუ ოდესმე ნამდვილი ქველმოქმედებით დაინტერესდებით და არა წვეულებების გასამართი მიზეზებით, შემიძლია საკონტაქტო მოგცეთ, ვინც გაჭირვებულ ოჯახებთან დაკავშირებაში დაგეხმარებათ.
-ეს სრულიად...
-ან, შეგიძლიათ გამომყვეთ, ხელფასის მეორე დღეს ოთხ ოჯახში მივდივარ. დახმარებაზე უარს არ გეტყვიან.
-ჩვენი საუბარი ყოვლად უმისამართოდ მიდის...
-მე კი ვფიქრობ, რომ ზუსტადაც სწორი მისამართია - ვიცოდი, რომ სახეზე ავწითლდი და მძიმედ ვსუნთქავდი, მაგრამ არ ვჩერდებოდი - რადგანაც როგორც ჩანს დამნაშავე ვარ იმაში, რომ დიზაინერების სამოსი არ მაინტერესებს მაშინ, როდესაც ჩემს გარშემო ამდენ პრობლემას ვხედავ!
გავჩუმდი და ასევე დადუმებულ ბარათაშვილს მივაჩერდი.
ცოტა ხანს დუმილის შეთანხმება ჩამოვარდა და ორივე ჩვენ-ჩვენ გაციებულ ყავას მივუბრუნდით.
-ორი დღე, მაშინ - ხმადაბლა ამოილაპარაკა ბოლოს ბარათაშვილმა - თუ დამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებ, გაბრიელის „მოლაპარაკებები“ სულ უფრო წარმატებული გახდება.
თავი ჩუმად დავუქნიე და ვეცადე, სუნთქვა აღმედგინა.
***


სიცივე სვანეთის მშვენიერების შეფასებაში ხელს გვარიანად მიშლიდა. თოვლი მძიმედ დადებულიყო მთელს მხარეში და რაიმეს დანახვას, მით უმეტეს, ხედის შეფასებას, ძალიან ართულებდა.
გაბრიელი და ნიკო ქალაქის თავთან მოსალაპარაკებლად იყვნენ წასულები, მე კი ჩაიზე სტუმრად მის ცოლთან გამამწესეს, რათა შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია მიმეღო ადგილობრივებზე.
სამწუხაროდ, ქალმა არაფერი არ იცოდა, გარდა იმისა, რომ ერთხელ მისი ქმარი ჰესებთან გამართულ „ბრძოლაში“ დაიჭრა.
უკვე ვფიქრობდი, რომ გაბრიელი მართალი იყო, როდესაც ჩემი იქ წაყვანა არ სურდა. საშინელი უიმედობის გრძნობა მეუფლებოდა, ამ გადათეთრებულ, გადაკარგულ ადგილას.
სამაგიეროდ, მდინარის ქუხილი მჭიდროდ ჩარაზული ფანჯრების მიღმაც კი ისმოდა. გაბრიელის გეგმებისთვის ეს შესანიშნავი ადგილი იყო. იდეალური.
გაბრიელის გახსენებამ ჩემი გული კიდევ უფრო მოწურა.
ორი დღის განმავლობაში ჩემთან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ჰქონდა გაცვლილი, სვანეთში ჩამოსულმა ასევე აღმოვაჩინე, რომ გაბრიელს თავისთვის ცალკე ნომერი დაეჯავშნა სასტუმროში და ყველაზე უარესი ის იყო, რომ არამზადა ნიკო მეგობარს გვერდიდან არ შორდებოდა, თითქოს ეს ორი შეთანხმებული იყო, რომ ჩემი პიროვნება ბარათაშვილისგან რაც შეიძლება შორს ჰყოლოდათ.
ჩაი მოვსვი და სიტკბოზე დავიმანჭე. უზარმაზარი ღუმელის მიღმა ორი წყვილი თვალი უკვე დიდი ხანია, მიყურებდა. პატარა გოგო და ბიჭი.
-რამდენი წლის არიან? - თვალით ბავშვებზე ვანიშნე დიასახლისს, იქნებ საკუთარ შვილებზე მაინც იცოდა რამე?
-ორის და ოთხის - ქალმა გაიღიმა და ბავშვებს დაუძახა - მოდით, ჭამეთ ნამცხვარი.
რამდენიმე სიტყვა სვანურადაც მიაძახა და ბავშვები მორცხვად აიტუზნენ დედის გვერდით.
-ძალიან საყვარელი და ჭკვიანი ბავშვები არიან - სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე და ესღა ვთქვი.
-შენ მამასთან უნდა ნახო! გასუსულები სხედან, ძალიან ეშინიათ მისი...
-დარწმუნებული ვარ - ვეცადე, ირონია დამემალა, თუმცა არ გამომივიდა. მათი მამა ქალაქის მართვაში დიდი ვერაფერი შვილი იყო, სამაგიეროდ, კაცის კვლა შესანიშნავად გამოსდიოდა.
გონებით გაბრიელს და ნიკოს გადავწვდი და სიცილი მომინდა, როცა მათი მცდელობა წარმოვიდგინე ქალაქის თავის მოხიბვლისა.
სკამზე ავწრიალდი. აქედან სასწრაფოდ მინდოდა წასვლა. არა მხოლოდ ამ სახლიდან, სადაც უიმედობა მარწუხებივით მეხვეოდა გარშემო, არამედ საერთოდ, მხარიდან.
იქ წასვლამდე ეტიკეტის ერთ გაკვეთილს დავესწარი.
ეჭვი მქონდა, რომ ქალბატონი, რომელიც გაკვეთილებს ატარებდა, ასორმოცდაათი წლის მაინც იქნებოდა და სიცოცხლეს მხოლოდ იმით ინარჩუნებდა, რომ სხვებს სწოვდა სასიცოცხლო ენერგიას.
დაჭმუჭნული და დანაოჭებული კანი და გამხდარი სხეული ჰქონდა, თუმცა რაღაც ეშმაკის მანქანებით, ოცი წლის გოგოსავით მსუბუქად მოძრაობდა და გრაციასაც ინარჩუნებდა.
პირველი გაკვეთილი გამოსაცდელი იყო, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა მზად ვიყავი. „გუგლი“ წინასწარ გადავქექე ეტიკეტის ყველა წესებზე და მცირე ვარჯიშიც ჩავატარე, იმიტომ იყო, რომ ბებერმა ყვავმა მხოლოდ ოციოდე შეურაცხყოფა მომაყენა ერთსაათიან გაკვეთილში და არა გაცილებით, გაცილებით მეტი.
„თქვენი ჯდომის მანერა მიუღებელია, თითქოს არ იცით, სად წაიღოთ ეგ ფეხები“... „ასეთი მოუხეშავი ბრუნი ცხოვრებაში არ მინახავს“... „დარწმუნებული ხართ, რომ აფრიკის რომელიმე ტომში არ გაიზარდეთ? იმიტომ, რომ შთაბეჭდილება მრჩება, დანა-ჩანგალს პირველად ხედავთ“... „რა თქმა უნდა, გარეგნული სილამაზე და თანდაყოლილი არისტოკრატიზმი აუცილებელია ქალბატონის წარმოსადეგ მიხვრა-მოხვრაში, თუმცა რამეს მოვიფიქრებ, დანიელი ჩემი ძვირფასი, ძვირფასი მეგობარია“...
ეშმაკსაც წაუღიხართ შენ და დანიელი! - ვფიქრობდი გამწარებული, თუმცა ქალის ყველა შენიშვნას თავის დაკვრით ვპასუხობდი.
ამას გაბრიელისთვის ვაკეთებდი.
მხოლოდ მისთვის, ის კი ამოუხსნელი მიზეზით მებუტებოდა.
უეცრად ძალიან მომინდა გაქცევა.
დიასახლისი რაღაცას ჰყვებოდა მეორე ბავშვის გაჩენის საღამოზე, მე კი უკვე სუნთქვა მეკვრებოდა. ჩახუთულ ოთახში გავარვარებული ღუმელი სიცხის ტალღებს გამოსცემდა. წელზე ცივი ოფლის წვეთები ვიგრძენი.
-იცით... მაპატიეთ - ფეხზე წამოვიჭერი - ახლა გამახსენდა, რომ ნომერში უთო დამრჩა ჩართული ... - საიდან მომაგონდა ასეთი სულელური ტყუილი, წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა იმოქმედა.
-მაგრამ... გარეთ ყინავს... და იცი, სად უნდა წახვიდე? - ეჭვნარევი მზერით მკითხა ქალმა.
იქამდე მანქანით მიმიყვანეს, თუმცა გზა მახსოვდა. მგონი.
-კი, რა თქმა უნდა, ვიცი... მაპატიეთ, კიდევ შევხვდებით - იმედი მაქვს, არასდროს - კარგად!
აქოშინებული გამოვვარდი გადათეთრებულ სივრცეში. ირგვლივ ყველაფერი ერთნაირი იყო და წამით ისიც კი ვიფიქრე, უკან ხომ არ შევბრუნდე-მეთქი, თუმცა სუფთა ჰაერის რამდენიმე ყლუპი და აზრი წამებში გაუჩინარდა.
არა, გმადლობთ. ჩემი მისია აქ დასრულდა, ან არც არასდროს დაწყებულა.
გონებაში მომწამვლელმა ფიქრმა გამიელვა, რომ ამ ქალთან მხოლოდ იმიტომ მომიყვანეს, რომ მგონებოდა, საქმეში მეც ვიყავი, ამ დროს კი კაცები, ნამდვილი საქმის გამკეთებლები, ყველაფერს მოაგვარებდნენ.
გაბრიელზე სიბრაზემ ახალი ტალღით შემომიტია. თოვლში სწრაფად მივიკვლევდი გზას და სულაც არ მაინტერესებდა, სად მივდიოდი.
თუ არ სურდათ ჩემთან ყოფნა, ჩემთან საუბარი და საერთოდ, დანახვა, ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ!
გაბრიელსაც და იმ მოღალატესაც!
დაახლოებით ნახევარი საათი ვიბოდიალე უაზროდ და შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ დავიკარგე.
ქალაქის მჭიდროდ დასახლებული ნაწილი შორს იყო, მიმდებარედ კი რამდენიმე ქვით ნაშენ სახლსა და კოშკს ვხედავდი, თუმცა კაცის შვილს ვერ ვხედავდი, რომ გზა მეკითხა.
ჩუმად შევუკურთხე და მიმოვიხედე.
ციდან ხშირი თოვლი ცვიოდა და თვალებში მედებოდა, უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილი, მივხვდი, რომ ძალიან მციოდა.
ისევ გაბრაზებული ვიყავი და ცოცხალი თავით არ ვაპირებდი გაბრიელთან დარეკვას, რომც შემძლებოდა, თუმცა მობილურის კავშირი იმ ადგილას მაინც არ იყო.
-კარგი... მარიშა, აბა დამშვიდდი - ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე - ნერვების ბრალია, ახლა ცოტა აზრზე მოხვალ და გზასაც გაიგნებ. ბოლო-ბოლო, ვინმეს დავუკაკუნებ და ვკითხავ გზას, ან შეფარებას ვთხოვ... რამე იქნება... ღმერთო, როგორ ცივა! - ბოლო სიტყვები დავიყვირე და ფეხები თოვლში დავაბაკუნე.
-საოცარია, არა? - ზურგს უკან ხმა მომესმა და ელდანაცემი შევხტი და შევბრუნდი- ზამთარი, სვანეთი და სიცივე, ვის გაუგია?
ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში თოვლივით თეთრ ცხენზე ამხედრებული კაცი დავინახე. თავიდან ფეხებამდე შეფუთნულს, მხოლოდ თვალები და შუბლის ქვედა ნაწილი უჩანდა.
-შემთხვევით ბალისკენ მიმავალი თვითმფრინავიდან ხომ არ ჩამოვარდით, ქალბატონო? - სახიდან შარფი ჩამოიწია და ირონიული ღიმილი შემომაგება.
შავი წვერი და სანდომიანი სახის ნაკვთები ჰქონდა, თუმცა თეთრ ცხენზე თოვლში ამხედრებული, როგორღაც, სასაცილოდ მეჩვენა.
ჩავიფხუკუნე და დაკვირვებით შევათვალიერე.
-უცნაური სარკაზმით გამოირჩევით მაშინ, როდესაც ჰაერში გამოკიდებულ მოჩვენებას გავხართ!- ვალში არ დავრჩი.
-ეგ როგორ?
-როგორ და ირგვლივ ყველაფერი თეთრია და თეთრ ცხენზე ზიხართ, ოპტიკური ილუზია, ან რამე მასეთი, ისე ჩანს, რომ ფეხებგაშლილი დაფრინავთ!
კაცმა ორიოდ წამს ყურადღებით შემათვალიერა, შემდეგ კი გულიანად გადაიხარხარა.
-მართალია, ალბათ ეგრე გამოჩნდება... მაგრამ ნილიას თოვლში სეირნობა უყვარს და უარი ვერ ვუთხარი.
-ნილია?
კაცმა ცხენზე მანიშნა.
-ააჰ!
-მე კი რატი ვარ- ცხენიდან დაეშვა და მომიახლოვდა.
-მარიშა- ხელი გავუწოდე და ფრთხილად ჩამოვართვი.
-მარიშა!
-დიახ?
-შეიძლება, რაღაც გკითხო?
-დიახ.
-რას აკეთებ ამ უდღეურ ამინდში, ყინვაში და თოვლში აქ, მიტოვებულ კოშკებს შორის?
-მიტოვებული? - ამოვთქვი ხმამაღლა - მე კი იმედი მქონდა, შემიფარებდნენ!
-ესე იგი, დაიკარგე?
-არა, არა! უბრალოდ... შესვენება გადავწყვიტე!
-დაიკარგე.
-შეიძლება.
-ნებას მომცემ, რომ სახლამდე წაგიყვანო? - ხელი გამომიწოდა და ფრთხილი ღიმილით მომაჩერდა.
ღრმად ამოვისუნთქე და გავუღიმე.
-თუ სერიული მკვლელი ან რამე მასეთი არა.
-არა, არა, როგორ გეკადრებათ, საშუალო სტატისტიკურ სვანზე შეშლილი ნამდვილად არ გახლავართ. მხოლოდ ზომიერი ფსიქიკური აშლილობით.
-სვანები მშვენიერი ხალხია!
-მეც მაგას ვამბობ!
უნებურად ხმამაღლა გამეცინა.
მის ხელს საკუთარი შევაგებე.
-ცხენზე აქამდე მჯდარხართ? - მკითხა რატიმ მას შემდეგ, რაც მისი თეთრი ქალბატონის ზურგზე ასვლაში დამეხმარა და თავადაც უკან მოთავსდა.
უკვე ხელ-ფეხი მეყინებოდა, ამიტომაც იმას ყურადღებას არ ვაქცევდი, რომ გადაკარგულში, უცხო კაცთან ერთად, ცხენზე ამხედრებული მივემართებოდი ღმერთმა იცოდა, სად.
უბრალოდ სითბო და სიმარტოვე მინდოდა, თუ გზად ვინმე მომიტაცებდა და სადმე ბნელ სარდაფში გამომამწყვდევდა, იმის იმედი მაინც მქონდა, რომ სარდაფში უფრო თბილოდა, ვიდრე გარეთ.
-დიახ, მაგრამ არა ასეთ ამინდში - კანკალით ამოვთქვი.
-სად გაჩერდით?
სასტუმროს სახელი ვუთხარი და რატიმ, მიუხედავად ჩემი შავ-ბნელი ფიქრებისა, სრულიად უმწიკვლოდ მიმაბრძანა ჩემი სასტუმროს კართან.
შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ნიკოსა და ბარათაშვილის ავტომობილები ვერ დავინახე. ესე იგი, ჯერ შეხვედრაზე იყვნენ და ვერ გაიგებდნენ ჩემი დაკარგვისა და მერე პოვნის ამბავს.
რატი ცხენიდან ჩამოსვლაში დამეხმარა და ჩემი საკუთარში მოიქცია. საბედნიეროდ, კიდურები ისე გამყინვოდა, რომ ვერაფერს ვგრძნობდი, შესაბამისად, ვერც მისი მოკრძალებული ამბორი ვიგრძენი ჩემი ხელის გულზე.
-ნილიასი ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები, დღეს თოვლში გასეირნება რომ დამაძალა - გამიღიმა, მის მომხიბლავ ღიმილს მეც ვუპასუხე და ცხენს გავხედე.
-ვერ წარმოიდგენ, მე როგორი მადლიერი ვარ! სიკვდილს გადამარჩინა!
-მგონი ცოტა ამეტებ, თუმცა მზად ვარ, შენი გადამრჩენელის სტატუსი მეც გავიზიარო.
ვეღარაფერი მოვიფიქრე და უხერხულად გავიღიმე. რატი აშკარად მეფლირტავებოდა, მე კი არანაირად, არავითარ შემთხვევაში არ ვიყავი ამის მომხრე. იმას თუ არ ჩავთვლიდით, რომ უკვე მოყინვის საფრთხე ემუქრებოდა ჩემს თითებს, საკუთარ შეყვარებულთან უსახელო, ცივ ომში ვიყავი ჩართული, თანაც სადღაც გადაკარგულში.
სახლში მინდოდა, სითბოში და მომღიმარი, მოლაპარაკე გაბრიელის მკლავებში.
-რატი, უღრმესი მადლობა, მართლა გადამარჩინე - ესღა ამოვღერღე, სანამ მანქანის ხმა მომესმა და მხოლოდ შემდეგ გავიაზრე, რომ ჩემი ხელი ჯერ ისევ რატის ეჭირა.
რა თქმა უნდა, ხმა ბარათაშვილის მანქანას ეკუთვნოდა, რომელიც მოწყვეტით შედგა და იქიდან დაუჯერებელი სისწრაფით გადმოხტა, არა, გადმოფრინდა ბარათაშვილი.
ფეხებში სისუსტე ვიგრძენი.
როგორღაც, ბარათაშვილი ახერხებდა და ჩვენკენ მომავალი ისეთ სიბრაზეს ასხივებდა, რომ ამას ფიზიკურად ვგრძნობდი.
იმასაც ვგრძნობდი, რომ ენა ჩამივარდა, შესაბამისად, ვეღარ ვახერხებდი რატისთვის მეთქვა, რომ ჩვენკენ ჩემი ბრაზიანი შეყვარებული მოდიოდა და როგორმე სწრაფად ეშველა თავისთვის.
რა თქმა უნდა, ცუდი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მაინც, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
ალბათ უნდა დავლოდებოდი იმ წყეულ, გასაგუდ სახლში.
ბარათაშვილი წინ ამესვეტა, მე კი მისალმების ნიშნად რაღაც წამოვიწკმუტუნე.
-გამარჯობა - ერთი თვალი შემავლო, თითქოს დარწმუნდა, რომ არაფერი მიჭირდა და რატის მიუბრუნდა.
-გაგიმარჯოს - რატი გაიჯგიმა და მამაცურად გაუსწორა თვალი გაბრიელს.
ბოლოს და ბოლოს, სვანია-მეთქი, გავიფიქრე.
-შეგიძლია ამიხსნა, რატომ გეჭირა ჩემი საცოლის ხელი და ვინ ოხერი ხარ?
-გაბრიელ!- აღშფოთებულმა წამოვიძახე.
-სახლში შედი, არ გაცივდე!-კბილებში გამოსცრა ბარათაშვილმა.
-საერთოდ არ მცივა! - დაუფიქრებლად მოვიტყუე - და რატი საერთოდ არ იმსახურებს ასე საუბარს, მან მე გადამარჩინა.
-რატი? - რომ არა დაძაბული სიტუაცია, ალბათ სიცილით მოვკვდებოდი, ისეთი ეჭვიანი სახითა და მანერით გაიმეორა ბარათაშვილმა, თითქოს კოლუმბიური სერიალის მთავარი გმირი ყოფილიყო.
-გახლავართ - ეტყობა, ეს მხოლოდ მე მიმაჩნდა სასაცილოდ, რადგანაც რატი უფრო მოიღუშა და ბარათაშვილს უფრო გაეჯგიმა.
-მგონი რაღაც გკითხე.
-მგონი პასუხიც მიიღე.
-მარიშა სახლში შედი!
-არავითარ შემთხვევაში! გაბრიელ, შეწყვიტე, ეს ბატონი უბრალოდ თავაზიანობას იჩენდა - მხარზე ჩავაფრინდი და ორ წამში მასსა და რატის შორის ჩავდექი - იმ კაცის სახლში ვეღარ გავჩერდი, ცუდად გავხდი და ვიფიქრე, რომ მარტივად მოვიდოდი აქ, მაგრამ გზა ამებნა და ბატონმა რატიმ აქამდე მომიყვანა. სულ ესაა. ერთმანეთის სახელების მეტი არაფერი ვიცით და ალბათ, ამიტომ იფიქრა, რომ ჩემი ხელის აღება უპატიებელი ცოდვა არ იქნებოდა!
-და შენ? შენ არ იცოდი, საქმრო რომ გყავს?
თვალები ავაფახუნე.
-ეგ ნაღდად არ ვიცოდი, მაგრამ ჯობია, ამაზე მარტოებმა ვისაუბროთ - თვალები დავუბრიალე.
-რატი, დიდი მადლობა დახმარებისთვის - ჩემს „გადამრჩენელს“ მივუბრუნდი და თვალებით მოვუბოდიშე - დარწმუნებული ვარ, როცა გაბრიელი კარგად გაიგებს, რა საფრთხისგან მიხსენი, თავადაც მადლიერი იქნება.
რატიმ მხოლოდ თავი დამიქნია, ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს, როგორც ჩანს, მამაკაცურ ჭიდილში თვალის კონტაქტის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო.
-შიგნით შევიდეთ, გაბრიელ - კიდევ ერთხელ, ხმადაბლა ვუჩურჩულე ბარათაშვილს.
გაბრიელმა გამოსამშვიდობებლად კიდევ ერთხელ დაუბრიალა თვალები რატის, ხელი ჩამჭიდა და სწრაფად შებრუნდა.
უხმოდ გავიარეთ სასტუმროს შესასვლელი, მისაღები და ლიფტი.
გაბრიელს ჩემთვის ხელი არ გაუშვია, თუმცა ეს რომანტიკული ხელის ჩაკიდება ნამდვილად არ ყოფილა, თითქოს სადამსჯელო ღონისძიებისკენ მიმაქანებდა.
თავისი ოთახისკენ წამიყვანა და როგორც კი კარი მიხურა, ამ ქვეყნად საუკეთესოდ შესრულებული იმედგაცრუების მზერა შემომაგება.
-როგორ ჩაიარა შეხვედრამ? - ვიკითხე რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ.
-ახლა ეგ სულ არ მაინტერესებს - ხმადაბლა ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ვიფიქრე, რომ გაბრაზებაში მამამისს ჰგავდა - ხმას ადაბლებდა, ამაღლების მაგივრად, სამაგიეროდ კი სახეზე მკვლელ სიფათს იკრავდა.
ჩემმა ქვეცნობიერმა მიკარნახა, რომ არასწორ რამეებზე ვიყავი კონცენტრირებული.
-უცნაურია, მე კი მეგონა, რომ მაგის გარდა აღარაფერი გაინტერესებდა! - ფრჩხილებზე დავიხედე და გადავწყვიტე, საერთოდ არ შემემჩნია, რომ მის სიბრაზეზე ტირილი მინდოდა.
უხმოდ, ნელა მომიახლოვდა და მის სახეზე უნებურად უკან დავიხიე.
სერიოზულად გაბრაზებული ჩანდა, მაგრამ ამის გარდა, სევდიანიც. თითქოს ჩემგან ამას არ მოელოდა, თითქოს დავაღალატე.
არა, თავს დამნაშავედ არ ვიგრძნობდი.
ზურგით კარს მივეყუდე და რადგანაც წასასვლელი აღარსად მქონდა, მალე გაბრიელი რამდენიმე სანტიმეტრში ამესვეტა.
-მართლა მასე ფიქრობ? რომ რამე მირჩევნია შენს თავს? - მკითხა ჩურჩულით.
-დარწმუნებული ვარ.
-ცდები.
-აბა, რატომ არ მცემდი მთელი ეს დრო ხმას? - მივხვდი, რომ ცრემლებმა მაინც იპოვეს გზა - მე არასდროს მითხოვია, რომ ყველაფერზე წინ დამაყენე-მეთქი, ამიტომ ტყუილად ნუ ამბობ ამას...
-ტყუილად არაფერს ვამბობ - კბილებში გამოსცრა - და მშვენივრად იცი, რაც მოხდა. იცი, რატომ ვერ გესაუბრები!
-მამაშენმა გითხრა?
გაბრიელი დადუმდა, ისევ ისეთი სიბრაზისა და სევდის ნარევით მომაჩერდა.
-ესე იგი, მაინც არის რაღაც, რაც ჩემამდე დგას შენს წინ...
-სისულელეა, მამაჩემისთვის არც უნდა მოგესმინა, მით უმეტეს, ჩემთვის არ უნდა დაგემალა, ვერ ხვდები, რომ ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებს? - ახლა კი აუწია ხმას ბარათაშვილმა, არც მე დავრჩი ვალში.
-და რას მირჩევ, ფეხებზე დავიკიდო შენი მომავალი და მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე ვიფიქრო?
-ეგ შენ არ გეხება! ყველაფერს მოვაგვარებ, შენი ჩარევა საჭირო არაა!
სიმწრით გამეცინა.
-თუ ჩემთან რაიმე სახის მომავალს გეგმავ, გაბრიელ, ერთი რამ იცოდე: მეც ისევე დაგჭირდები, როგორც მე-შენ. ურთიერთობა წვეულებებზე სიარული, ერთად გართობა და კარგი სექსი არაა. ურთიერთობა თანადგომაა. ერთად ყოფნა. ერთად კეთება. მოვა დრო, როდესაც შენს მხარზე ტირილი მომინდება და მოვა დრო, როდესაც შენც მოგინდება! და ეს სიამაყე უნდა გაუშვა! სწორედ სიამაყეს აყენებ ჩვენ შორის. გინდა, რომ დამიცვა? დამიცავი, მაგრამ ნება მომეცი, მეც იგივე გავაკეთო, იმიტომ, რომ სიყვარული ზრუნვაა და თუ იმის უფლებას არ მომცემ, რომ შენთვის საუკეთესო გავაკეთო, მაშინ არ ვიცი, სხვანაირად როგორ აგიხსნა. არ ვიცი... - ცრემლებმა საუბარი შემაწყვეტინა, გაბრიელს აღარ ვუყურებდი, გვერდიდან გავუსხლტი და ოთახში ხელსახოცის ძებნა დავიწყე.
რადგან ბარათაშვილი ხმას არ იღებდა, სურვილი მომაწვა, რომ ყველაფერი მეთქვა, ყველაფერი.
-მთელი გააზრებული ცხოვრება მიყვარხარ, გაბრიელ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე შემიყვარებდი, ბოლოს კი აი ასე, უეცრად, მოხვედი და ოცნება ამიხდინე. წარმოდგენა მაინც გაქვს, როგორ მეშინია? ყოველ დღე, ყოველ წამს, რომ გავიღვიძებ და ეს სიზმარი გაქრება. ამას არ უნდა გეუბნებოდე, ვიცი, არ უნდა ვამბობდე, ჯანდაბა, მაგრამ... უნდა იცოდე. უნდა იცოდე, რომ ასე აღარ მომექცე. ყველაზე დიდი სისასტიკე ჩემ მიმართ ესაა, შენი იგნორი, არ ყოფნა. შეგიძლია მიყვირო, არ ვიცი, რამე გატეხო, მაგრამ ასე არა.
ვერ გავიაზრე, როგორ აღმოვჩნდი მის მკლავებში. რაღაცას ჩურჩულებდა, მაგრამ სიტყვები არ მესმოდა. მხოლოდ მის სიახლოვეს და სურნელს აღვიქვამდი. სადღაც, გონების საღად მოაზროვნე ნაწილს ჩემი საქციელის ძალიან სრცხვენოდა. ასეთი იოლი ისტერიკისა და ცრემლების.
-ისუნთქე, პატარავ, გთხოვ... - რაღაც დროის შემდეგ, მისი სიტყვების გარჩევა შევძელი.
მის სუნთქვას ავყევი და ის საშინელი ტკივილი, რომელიც მკერდში დაბუდებულიყო, ნელ-ნელა გაილია.
გაბრიელმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ყურადღებით დამაკვირდა. შევძელი და თვალი გავუსწორე.
-მაპატიე.
-მაპატიე.
ერთროულად წარმოთქმული ეს სიტყვა თითქოს საჭირო ნაპერწკალი იყო, მეორე წამს გაბრიელის ტუჩები ჩემსაზე იყო და სხვა ყველაფერი სამყაროში უმნიშვნელო გახდა.
-უკანასკნელი იდიოტიც რომ ვიყო, შენზე უარს ვერასდროს ვიტყვი, მარიშა - ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა ბარათაშვილმა - შეიძლება იმის გეშინოდეს, რომ შენ ცხოვრებას ერთ სულელ კაცს უკავშირებ, მაგრამ არა იმის, რომ... მხოლოდ სიკვდილი მაიძულებს შენს დატოვებას.
გაბრიელმა საუბარი შეწყვიტა.
ის, როგორც მისი შეხება და კოცნა ჩემზე მოქმედებდა, არანორმალური იყო.
არაფერი ნორმალური არ იყო იმაში, როგორც მეფერებოდა წამში გაშიშვლებულ მკერდზე, მუცელსა და წელზე. მისი მოფერება საკუთარ თავს მაყვარებდა. მისი თითები მაჩვენებდა, როგორი კანი მქონდა, მისთვის რბილი და ტკბილი. სამყაროს მისი თვალებით ვუყურებდი, საკუთრ თავს მისი ხელებით ვგრძნობდი.
ეს არ იყო ნორმალური. არასდროს მანამდე, და განსაკუთრებით მაშინ.
მხოლოდ ამ წამების შემდეგ, ნამდვილად დავიჯერე, რომ ერთმანეთს ვერასდროს დავთმობდით, რადგან ეს სიყვარული კი არა, მაგია იყო.
ჯადოქრობა, რომელსაც მხოლოდ ერთად ვახერხებდით და მსგავს საოცრებას ცალ-ცალკე ვერასდროს მივაღწევდით.
ერთად ზე-ადამიანები ვხდებოდით, ხოლო ცალ-ცალკე ჩვეულებრივი მოკვდავნი, თავიანთი პრობლემებითა და სისუსტეებით.
ეს სიგიჟე იყო, მაგრამ როგორღაც, რეალობა.
***
გაბრიელი ნელა ხაზავდა წრეებს თითებით ჩემს შიშველ წელზე. ჯერ კიდევ ექსტაზით გაბრუებული, კარგად ვერ აღვიქვამდი, რას ამბობდა.
-არ მინდა, რომ ჩემ გამო რაღაც უაზრო გაკვეთილებზე დაკარგო დრო და უამრავი ტესტი იკეთო. - გამიმეორა, როდესაც თავი ამაწევინა და ჩემი ყურადღება კოცნით მიიპყრო.
სვანეთიდან სამი კვირის დაბრუნებულები ვიყავით.
გადავიარეთ უფროს-უმცროსი ბარათაშვილების დიდი შეხლა-შემოხლა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, პროექტზე დამატებითი მოკვლევები და მოლაპარაკებები.
გაბრიელსა და ნიკოს პროექტის ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და ახლა, როდესაც ბოლოს და ბოლოს, ადგილობრივთა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, პროექტი მთავრობისთვის უნდა წარედგინათ.
ახლა გაბრიელს ყველაზე ნაკლებად ჩემზე ნერვიულობა სჭირდებოდა, თუმცა მამამისს მაინც არ ელაპარაკებოდა. ეს გულს ჭიასავით მიჭამდა.
უფროსი ბარათაშვილი დიდად მეც არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ არ მსურდა, გაბრიელის ოჯახთან უთანხმოების მიზეზი მე ვყოფილიყავი.
-ეტიკეტის გაკვეთილები მართლა სასარგებლოა და საინტერესო- ეს ტყუილი ნამდვილად არ იყო - ის ბებერი თხა ტაქტსაც ისევე რომ იცნობდეს, როგორც ეტიკეტს, ჩემს ბედს ძაღლი არ დაყეფდა, მაგრამ საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს.
გაბრიელმა ათასჯერ მთხოვა, რომ მამამისის მოთხოვნებისთვის ყურადღება არ მიმექცია, თუმცა არ ვაპირებდი დანებებას მაშინ, როდესაც მისი პროექტი ასე წარმატებით მიიწევდა წინ.
-თანაც ეს მხოლოდ შენი მომავალი არაა-მის ცხვირს საკუთარი გავუსვი და მოწყვეტით ვაკოცე - ყველანაირად მიყვარხარ, მაგრამ მირჩევნია, სამომავლოდ, როდესაც დაგეგმილ სამ შვილს შექმნი, მდიდრები ვიყოთ.
-ჩემს ოჯახს არანაირად არ მოვაკლებ არაფერს. - განაცხადა ბარათაშვილმა.
-ვიცი, მაგრამ ასე ნერვებს და დროს დაზოგავ. ნუ ღელავ, მართლა კარგად ვარ, ანალიზებიც მხოლოდ ერთი ნემსის ჩხვლეტა იყო, ნემსის კი შენ გეშინია და არა მე.
-ნემსის არ მეშინია.
-დაგავიწყდა, კბილის ექიმთან რომ გამოგყევი?
-მსგავსი არაფერი მახსენდება!
-ხელს ისე მიჭერდი, ცერა თითი სამუდამოდ გამეღუნა!
-მამაჩემს კიდევ ერთხელ უნდა დაველაპარაკო.
-საჭირო არაა.
-ცოლად გამომყვები?
თვალები დავახამხამე.
-რა?
-ცოლად გამომყევი.
-გაბრიელ...
წამოვჯექი და მომღიმარს ზემოდან დავაჩერდი.
-სერიოზულად ამბობ?
წამოდგა და იქვე მიგდებულ შარვალს დასწვდა, რომელიც მანამდე, როგორც მახსოვდა, მე გავხადე.
ჯიბეში ხელი ჩაყო და როდესაც მის ხელში პატარა ყუთი გაჩნდა, უნებურად წამოვიკივლე.
-ეს რა...
-ორი კვირაა თან დამაქვს, სვანეთშივე გადავწყვიტე, რომ ბეჭედი უნდა მეყიდა და შენთვის მეთხოვა... როგორცაა - საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ყუთი გახსნა. შევნიშნე, რომ ხელები ოდნავ უკანკალებდა და ამან დამარწმუნა, რომ არ მეხუმრებოდა. აი მაშინ კი მეც ავნერვიულდი.
მთელი სხეულით აცახცახებული, მისკენ მივიწიე.
-გაბრიელ...
-მინდა იცოდე, რომ უშენოდ არ მინდა ყოფნა. არც ერთი წუთი. ამაში დასარწმუნებლად ძალიან ბევრი დრო მქონდა და ეს მაშინ, როდესაც არ ვიცოდი, რა ტკბილი ხარ. ახლა , როცა შენი გემო ვიცი... ვწუხვარ, მაგრამ ვერასდროს ვერსად გამექცევი - ნერვიულად გაიკრიჭა - თუ ახლა კი-ს იტყვი.
საკუთარი გულისცემა ყურში დაფდაფებად მესმოდა, სადღაც შორს, იგივე ტემპში, მის გულისცემასაც ვგრძნობდი.
ბეჭედს დავხედე და გული სულ გამიჩერდა.
ზუსტად ისეთი იყო, მთელი ცხოვრება რომ ვატარებდი და არ მომბეზრდებოდა.
მთელი ცხოვრება, მასთან ერთად.
-არ მეხუმრები?- ვკითხე უკვე ცრემლმორეულმა.
-ჯანდაბა, მარიშა, რომელი იდიოტი ხუმრობს ასეთ რამეზე? - გაბრიელმა თმები შუბლიდან გადაიყარა და ისე მომაჩერდა, თითქოს უარის მთქმელი ვიყავი.
გამეცინა და თავი დავუქნიე.
-ხო? თანახმა ხარ? - თავადაც გაეცინა.
-რა თქმა უნდა! გამიკეთე ეგ ბეჭედი - ხელი გავიქნიე და მარჯვენა გავუწოდე - რომ არ მომერგოს, თავს ჩამოვიხრჩობ.
გაბრიელმა ჩემი ხელი აიღო და ფრთხილად მომარგო ბეჭედი. იდეალური ზომა იყო.
-არ მჯერა, რომ დამთანხმდი - გაიკრიჭა და ხელზე მაკოცა. მძიმედ სუნთქავდა, მე კი ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ასე ნერვიულობდა. ჩემზე მეტადაც კი.
-გაბრიელ, დიდი ხნის წინ დაგთანხმდი - გავუღიმე და მის ტუჩებს დავუბრუნდი.
***


ის, რომ მალე დაოჯახებული ქალი ვიქნებოდი, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როდესაც გაბრიელთან ერთად ჩემი მშობლების სახლს ვესტუმრე.
უკვე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც დედამ და მამამ ბინის გაყიდვა და ქალაქგარეთ გადასვლა გადაწყვიტეს.
მათთან ჩასვლას თითქმის ყოველთვე ვახერხებდი მანამ, სანამ კონკრეტული ბარათაშვილი ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.

გაბრიელი ქორწილს ჩქარობდა, თუმცა მე არ მსურდა, რომ ჩემი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით მშობლები შემეშინებინა, ამიტომაც ჩემი საქმრო გაზაფხულზე ქორწილზე დავითანხმე, ხოლო მანამდე ორი მოსამზადებელი ვიზიტი მოვაწყვე მშობლებთან.

დედა და მამა გაოცებულები დარჩნენ, როდესაც მეორე ერთობლივი სტუმრობის შემდეგ მე და გაბრიელმა გამოვაცხადეთ, რომ დაქორწინებას ვფიქრობდით, რასაც მოჰყვა დედას ხანგრძლივი მონოლოგი ქორწინების მნიშვნელობაზე მანამ, სანამ მამაჩემმა გაბრიელი “ანკესების დასათვალიერებლად” ცალკე გაიყვანა.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დასრულდა.
ოთხი მშობლიდან სამის თანხმობა გვქონდა, მეორე კი ჩემი გენეტიკური კვლევების გადამოწმებულ პასუხებს ელოდებოდა გერმანიიდან.

დანიელ ბარათაშვილი დაუჯერებლად ჯიუტი იყო.
მგონი, მართლა სჯეროდა, რომ რადგანაც “არისტოკრატული” წარმომავლობა არ მქონდა, რაიმე სახის დეფექტი აუცილებლად მექნებოდა. სწორედ მის ჯიბრზე, მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიებიდან ორჯერ უპასუხეს, რომ ხარივით ჯანმრთელი სარძლო ჰყავდა და არანაირი გენეტიკური დაავადების მატარებელი არ გახლდით.
ამ კაცის მადლიერი უნდა ვყოფილიყავი ნახევარი ქონება ჩემს გამოკვლევებში რომ დახარჯა, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ გაღიზიანებას და აპათიას ვგრძნობდი.

სწორედ ამ უკანასკნელზე ვფიქრობდი, როდესაც ტელეფონში ჩემი გამოკვლევების პასუხებს ჩავყურებდი და “ჩემი და დანიელის” კაფეში ყავას მარტო ვწრუპავდი.

სამსახურში მისვლამდე ამ კაფეში ყავის დალევა უკვე ჩვეულებად მქონდა ქცეული, რადგანაც გაბრიელი ყოველთვის ჩემზე ადრე გამოდიოდა სამსახურში, მე კი სახლში (ძირითადად მის სახლში ვრჩებოდი) მარტო ყოფნა არ მიყვარდა, თანაც აქ საკმაოდ გემრიელ ყავას ამზადებდნენ.

სასმელი დავასრულე და სამსახურის გზას გავუდექი, როდესაც უცნაური რაღაც შევნიშნე - უკან მანქანა მომყვებოდა.
თავიდან ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა, თანაც სამსახურიდან არც ისე შორს ვიყავი და პანიკის მიზეზი არ მქონდა, თუმცა ეს მანქანა მაშინაც შევამჩნიე, როდესაც სახლიდან გამოვედი.

ნუთუ დანიელი არ ნებდებოდა და ჩემზე კომპრომატების ძიებას განაგრძობდა?
აბა, სხვა ვინ იზამდა მსგავს რამეს?

უეცრად მრისხანების ტალღამ წამომიარა. დანიელის ნომერი ავკრიფე და ფეხს ავუჩქარე.
მანქანამაც აუჩქარა.
დანიელმა მალე აიღო.
-ირემაძე?
-ბატონო ბარათაშვილო, შეგიძლიათ, მითხრათ, რატომ დამყვება თქვენი გამოგზავნილი მანქანა კუდში?- მივაყარე გაცხარებულმა მივაყარე- ეს უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება, რის გარკვევას ცდილობთ? რომ შეთავსებით ღამის კლუბში შეუფერებელ “თანამდებობაზე” ვმუშაობ?
-ირემაძე, რას ბრძან…
-ყველაფერი მოვითმინე, გაბრიელის ხათრით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია!
-ირემაძე…
-ახლავე, დაუყოვნებლივ მომაშორეთ ეს…
-მარიშა! მე არავინ გამომიგზავნია! - დანიელის ხმაში უცნაურმა, ჯერ გაუგონარმა ნოტებმა ძარღვებში სისხლი გამიყინა- სად ხარ? მანქანა როგორია?
-სამსახურთან… ამ… შავი… მგონი გაჩერდა.
-ნომერი?
ნომერი ამოვიკითხე და შევკივლე.
-დანიელ! ვიღაც ნიღბიანი გადმოვიდა!
-გაიქეცი! სწრაფად! - იყვირა ბარათაშვილმა, მეც უკანმოუხედავად მოვკურცხლე, თუმცა ორი ნაბიჯი არ მქონდა გადაგმული, რომ წინ მეორე ნიღბიანი ამესვეტა და მეორე წამს, გონება დამიბნელდა.

***
-პირდაპირ ცხვირწინ აგვაცალეს! ოფისიდან ას მეტრში!- ნიკომ შეიკურთხა და სიგარეტს მოქაჩა, შემდეგ კი მის გვერდით მჯდარ, თვალებდასიებულ მიკას გადახედა, რომელიც სლუკუნით დაჰყურებდა მეგობრისთვის მიწერილ უამრავ უპასუხო წერილს.

მიკამ ერთი დაისრუტუნა და ღუდუშაურს ვედრებით მიაჩერდა.
-გთხოვ, თუ რამეს გაიგებ, მაშინვე დამირეკე.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. გაბრიელი და დანიელი ერთად - ჩაიფრუტუნა და გოგონას ხელი ხელში აიღო- კარგად იქნება იხვის ჭუკი, აი ნახე. იმას კი, ვინც ეს გაბედა, ჯოჯოხეთი სანატრელი ექნება.
-გაბრიელი?
ღუდუშაურმა მხრები აიჩეჩა.
-ხმას ვერ ვცემ. გუშინ კინაღამ
მომახრჩო, როცა მარიშა ვახსენე.
-ვერ გაარკვიეს, ვინ გაიტაცა?
ღუდუშაურმა მიმოიხედა. ცარიელ ოფისში ისხდნენ, მარიშაზე ახალი ამბის მოლოდინში, უკვე მერამდენე ღამეს ათენებდა ბარათაშვილთან და უკვე დამეგობრებულ მიკასთან ერთად.
იმის გათვალისწინებით, რომ გაბრიელი საცოლის არყოფნამ ჭკუიდან შეშალა, ნიკოს მოსაუბრედ მხომოდ მიკა რჩებოდა. მარიშა უკვე მესამე ღამე იყო, რაც არ ჩანდა.
მიუხედავად იმისა, რომ გოგოზე პირველი შთაბეჭდილება საშინელზე უარესი დარჩა, მალე მიხვდა, რატომ უყვარდა მარიშას ეს გოგო ასე ძალიან.
მას ჰქონდა რაღაც გამორჩეული ნაპერწკალი, რომელიც ყველაზე უიმედო შემთვევებშიც კი არ ქრებოდა, ბრძოლისა და იმედის ქონის მიზეზს გაძლევდა.

მიკას სასიცოცხლო ენერგია ისეთ პესიმისტზე, როგორიც მარიშა იყო, იდეალურად იმოქმედებდა. ამას თავად ღუდუშაურიც გრძნობდა.
ამ ორმა მარიშას გაუჩინარების შემდეგ უსიტყვო ალიანსი გააფორმა და საერთოდ დაივიწყა პირველი წარუმატებელი შეხვედრა, მრავალ სხვა თითქმის იგივენაირ შეხვედრასთან ერთად, რადგანაც მარიშა დაუოკებლად ცდილობდა მათ დამეგობრებას და შეხვედრებზე ამ ორს ხშირად ეპატიჟებოდა.

-არ მეტყვი, რა გაარკვიეთ?- ვედრებით მიაჩერდა მიკა- გთხოვ, უკვე მერამდენე ღამეა და არაფერს არ მეუბნები!
ნიკომ გოგონას მზერას ვერ გაუძლო და თავი დახარა.
-მარიშამ დანიელს დაურეკა გატაცებამდე წამებით ადრე და მანქანის ნომრის წაკითხვა შეძლო…
-დანიელს? ბარათაშვილის მამას?- პირი დააღო მიკამ.
-ხო… ნუ, როგორც მივხვდი, საერთოდ დანიელის მიგზავნილი ეგონა ის ხალხი და იმიტომ დაურეკა, მაგრამ მთავარია, რომ დანიელმა წამებში გაარკვია, ვინ იყვნენ.
სამწუხაროდ, ტრანსფერი მალე მოხდა და იმ დროს, როცა დანიელის ხალხმა ისინი იპოვეს, მარიშა უკვე გადაცემული იყო.
მიკას თვალებში პანიკა გაუკრთა.
-რას ნიშნავს გადაცემული?
-ანუ მიყვანილი იმასთან, ვინც მისი გატაცება შეუკვეთა.
-და ვის რა ჯანდაბად უნდოდა მარიშას მოტაცება? რომელი საუკუნეა?
ღუდუშაურმა სევდიანად ჩაიღიმა.
-არა, მიკ, რომანტიკული მიზნებით ნამდვილად არ გაუტაცებიათ, ბარათაშვილებს ბევრი მტერი ჰყავთ, დანიელი აქამდე არკვევდა, ვინ იყო ამის გამკეთებელი.
-მერე, გაარკვია?
-მგონი კი.
-ვინ?
-ჩვენი პროექტის მოწინააღმდეგეები. უმრავლესობა ადგილობრივების დავითანხმეთ, მაგრამ მაინც დარჩა ზოგი პირველყოფილი, არაფრის გაგონება რომ არ სურთ. წარმოდგენა არ აქვთ, რაში გაყვეს თავი. დანიელის ხალხი თავს წააცლით, მთავარია არ იმდენი ჭკუა მაინც ეყოთ და მარიშას თითი არ დაადონ...
-და რას ელოდებიან?- წამოიყვირა მიკამ-რას ელოდებით?
ღუდუშაურმა ქურდულად მიმოიხედა და გოგონასთან უფრო ახლოს მიიწია.
-იარაღს. დაახლოებით ერთ საათში უნდა მოვიდეს.
მიკას თვალები გაუფართოვდა და პირზე ხელი აიფარა.
-შენც მიდიხარ?
-აბა აქ დავრჩები?- ჩაიფრუტუნა ღუდუშაურმა.
-მეც წამიყვანეთ!
-ახლა ეგეთები არ გინდა, საჭორაოდ კი არ მივდივართ!- ისე მტკიცედ გაასავსავა ხელები ნიკომ, რომ მიკა მიხვდა, ზეწოლას აზრი არ ექნებოდა.
-იცოდე, ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდი! და მაშინვე გამაგებინე ყველაფერი!
-მერე დამთანხმდები პაემანზე?- ღიმილით შეხედა ღუდუშაურმა.
-ასეთ დროს მაგას როგორ მეკითხები?- აღშფოთდა მიკა- ჩემი მეგობარი საღ-სალამათი დააბრუნე და მერე მელაპარაკე!
-და მე რომ მომკლან?
-ნიკო, მაგაზე ხუმრობა არ შეიძლება!
მოულოდნელად მიკამ კაცი მიიზიდა და თვალებში მიაჩერდა.
-იცოდე, სიკვდილი კი არა, თითის გაჭრა არ გაბედო, თორემ ჯოჯოხეთამდე ჩამოვალ და პასუხს გაგებინებ!
ღუდუშაურმა ჩვეული, ირონიული ღიმილი შეაგება.
-რადგანაც ქალბატონი მთხოვს…
-არ ვხუმრობ, ნიკო! - მიკას ხმა შეურბილდა - გთხოვ, დამპირდი, რომ ფრთხილად იქნები, და ბარათაშვილს მიხედე.
ნიკოს მზერა გოგონას ტუჩებისკენ გაექცა. უნებურად, სრულიად შემთხვევით.

შემდეგ მზერა ისევ გაუსწორდა და კვლავ სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა, რომ მიკა კოცნიდა.
ნიკო მიჩვეული იყო პირველ კოცნას თანმდევი ტუჩსაცხის წებოვნებასა და ალკოჰოლის მცირე არომატს, მაგრამ ცრემლებისგან დასველებული პირველი მლაშე კოცნა აქამდე ჯერ არ ეგემა.
გაოგნებულმა თვალები გაახილა და გოგონას ტირილისგან გაბუშტული სახე შეათვალიერა.
-მაპატიე… მე… ძალიან ვნერვიულობ…- ამოთქვა გოგონამ და კაცს აწყლიანებული თვალებით ახედა-გთხოვ, ფრთხილად იყავი. თავი ესპანურ სერიალში მგონია. რაღაცნაირი გონებრივი კრიზისი მაქვს…

მხოლოდ შემდეგ მიხვდა გოგონა, რომ ღუდუშაურს, ცხოვრებაში პირველად, საუბრის უნარი წართმეოდა.
-ბოდიში- გაიმეორა გოგონა და უკან დახევა გადაწყვიტა, თუმცა ნიკოს მკლავები მჭიდროდ იჭერდნენ.
კაცმა მათ შორის მცირე ხნით გაჩენილი მანძილი სწრაფად დაფარა და გოგონას ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა.


***
წარმოდგენა არ მქონდა, იმ ოთახში რამდენი ხანი ვიყავი გამოკეტილი.
საშინელი თავის ტკივილით როცა გავიღვიძე, ჩემს გარშემო სრული სიბნელე იყო, ამიტომ ვივარაუდე, რომ ღამე იყო.
რამდენიმე საათში, ან უფრო გვიან, შუქი აანთეს და ხელებაკანკალებულმა, მოხუცმა ქალმა, რომლის ნაკვთებიც სინათლით დაბრმავებულმა კარგად ვერ გავარჩიე, საჭმელი შემომიტანა.
მახსოვს, რომ ვტიროდი, ვკიოდი და დახმარებას ვითხოვდი.
კიდევ რაღაც დროის შემდეგ, შუქი ჩაქრა.
როდესაც მეორედ აინთო, ქალი შემოვიდა, ხელუხლებელი საჭმელი აიღო და უკან გავიდა.
მალევე ქალის ნაცნობი ნაბიჯების ნაცვლად, მძიმე, მამაკაცის ნაბიჯების ხმა მომესმა.
კუთხეში მიყუჟული, სწრაფად წამოვხტი და მანამდე იატაკიდან აგლეჯილი ხის ჯოხი მოვიმარჯვე.
კაცს ნიღაბი ეკეთა, ცალ მხარზე კი იარაღი ჰქონდა გადაკიდებული.
ვგრძნობდი, რომ შიში სხეულის პარალიზებას ახდენდა, ხელები კი ციებიანივით მიკანკალებდა.
ყველაფერი სიცხის დროს ნანაც კოშმარს ჰგავდა.
გაბრიელ… გაბრიელ,
სად ხარ?
ამ კაცს რაც მოუნდებოდა, იმას იზამდა და გაბრიელი აქ არ იყო, რომ ჩემთვის ეშველა.
რა უნდოდათ? ჩემგან რა უნდოდათ?
-საჭმელი ჭამე, თორემ გონებას დაკარგავ, უკვე სამი დღეა არ გიჭამია- მკურნალი ექიმივით გამომიცხადა ყაჩაღმა.
აი, თურმე რატომ მიჭირდა აზროვნება.
შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
-რა გინდათ ჩემგან?- ვკითხე და მივხვდი, რომ დღეების განმავლობაში ხმა არავისთვის გამიცია.
-შენგან არაფერი- დაიგრგვინა კაცმა - შენი შეყვარებული კი ზედმეტად შემოიჭრა ჩვენს საქმეში. პროექტს სანამ არ გაიწვევს, აქ დარჩები.
საკუთარი ჩახლეჩილი სიცილი შორიდან მომესმა.
-ადამიანი ჰესის გამო გაიტაცეთ? შეშლილო ავადმყოფებო? ილოცეთ, რომ ჩემმა საქმრომ არ მოგაგნოთ.
-იმ სიტუაციაში ნამდვილად არ ხარ, რომ მუქარას ისროდე. საჭმელი ჭამე, თორე ძალით ჩაგასხამ პირში.
-თითს დამაკარებ და ვინც არ უნდა იყო, დარწმუნებული იყავი, რომ გაბრიელი სათითაოდ ყველა კიდურს მოგაჭრის.
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვიყავი ასეთი დარწმუნებული, გაბრიელს ნამდვილად არ ვიცნობდი, როგორც სისხლისმსმელ მონსტრს, თუმცა მთელი არსებით მჯეროდა, რომ გაბრიელი ჩემ გამო შურს იძიებდა, საკითხავი ის იყო, ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა იმ დროისთვის.
-შენს ადგილას საკუთარ კიდურებზე უფრო ვიდარდებდი- კაცმა ჩემკენ სვლა დაიწყო, მე კი ენაზე ვიკბინე - რაღაც არსად ჩანს შენი მაგარი შეყვარებული.
ყელი ისე მქონდა გამშრალი, სიტყვა ვერ მოვაბრუნე. შიშმა ასმაგად შემომიტია და კუთხეში მოვიკუნტე.
-ცდები, ზუსტად აქ ვარ, შენს უკან და ზუსტად იმას გავაკეთებ, რაც ჩემმა ცოლმა გითხრა- გაბრიელის ხმა ჰალუცინაციასავით ჩამესმა.
ვიცოდი, რომ მეჩვენებოდა.
ვიცოდი, რომ შიშის, შიმშილისა და ნერვიულობის გამო დაბინდული გონება მღალატობდა, თუმცა მაინც ავწიე თავი.
ნიღბიანი მოულოდნელად ჩაიკეცა ჩემ წინ, მხოლოდ შემდეგ შევამჩნიე შუბლთან შავ მატერიაში გაჩენილი ნახვრეტი.
მის უკან კი, ისეთი სახით, როგორიც მასზე არასდროს მინახავს, იდგა გაბრიელი.

ჩემი გონება სრულ შოკში იყო, სხეულმა კი თავისით იპოვა გზა საყვარელი სხეულისაკენ.
არ მახსოვს, მის მკერდზე მიკრული, რას ვამბობდი ან ვყვიროდი, სულაც ვტიროდი, მაგრამ გაბრიელს დრო არ დაუკარგავს.
-აქედან გაგიყვან, პატარავ, ცოტაც გაუძელი- მისი ხელები ყველგან მწვდებოდა, თითქოს მამოწმებდა.
-გიჟები არიან! ადამიანს იტაცებენ პროექტის გამო!- გაბრიელის სიახლოვემ თითქოს რეალობაში დამაბრუნა და აზროვნება გამიმარტივა.
-მკვდრები შეცდომებს ვეღარ დაუშვებენ- კბილებში გამოსცრა გაბრიელმა, ხელი ჩამკიდა და ოთახიდან გამიყვანა.
-ჩემს უკან იყავი და მომეფარე. არსად წახვიდე უჩემოდ.
გაბრიელის იარაღს მაყუჩი ჰქონდა, ამიტომაც თითმის ასატანი იყო გასროლის ხმები, სამაგიეროდ, სხვების იარაღები სრულიად ჯოჯოხეთურ ხმას გამოსცემდა.
ერთადერთი, რაც მაიძულებდა, სიარული გამეგრძელებინა, ბარათაშვილის ხელი იყო.
მისი თბილი, ნაცნობი, უხეში ხელი.
ქვით ნაშენ სახლში ვიყავით, მეორე სართულზე, გაბრიელის რამდენიმე გასროლის შემდეგ ვიღაცამ დაიყვირა, რომ კიბე სუფთა იყო და ჩემმა საქმრომაც ელვის სისწრაფით გამაქროლა კიბისაკენ.
კიბის ბოლოში კიდევ ერთი ქერა თავი გველოდა, ნიღბიანთან ერთად, რომელსაც ღუდუშაურის ხმა ჰქონდა.
დაუჯერებელი იყო.
ნუთუ დანიელი, ნიკო და გაბრიელი საიდუმლო სპეცნაზის წევრები იყვნენ? ეს აზრი უაზროდ სასაცილო იყო.
-ორი ავიყვანეთ, დანარჩენი…- ღუდუშაურმა ნიღაბი აიწია და გამომხედა- საშინლად გამოიყურები, ჭუკო.
-როგორ მიხვით, რომ აქ ვიყავი?- მისი ირონია ვერც კი გავიაზრე.
-მოდი ასე ვთქვათ, არც ისეთი პროფესიონალები არიან, როგორიც თავი ჰგონიათ-მიპასუხა დანიელმა და მგონი პირველად, გამიღიმა.
-აქედან სწრაფად უნდა წავიდეთ- აჩქარდა ნიკო - მანქანაში ექიმი გველოდება.
გაბრიელისთვის ხელი არ გამიშვია, თითქოს ჩემი სიცოცხლე ამ ხელზე იყო დაკიდული.
არც მაშინ, როდესაც ექიმმა იძულებით დამალევინა რაღაც ვიტამინებისა და მინერალების ნარევი;
არც თოვლიან გზაზე სვანეთიდან უკან.
არც მაშინ, როდესაც სიხარულითა და შიშით აკივლებული მიკა გადამეხვია და ჭუჭყიანი სახე დამიკოცნა;
არც მაშინ, როდესაც სახლში წამიყვანა და საკუთარი ხელებით დამბანა.
არც ღამით და არც მომდევნო დღეს, ანდა მაშინ, როდესაც ფსიქოლოგთან გამომყვა, ღამეული კოშმარების დასაძლევად,

არც მომდევნო თვეს და ჩვენი ქორწილის დღეს.
არც გაბრიელს გაუშვია ხელი იმ და მომდევნო წელს,
ჩვენი პირველი შვილის დაბადებისას,
მისი პირველი კბილის ამოსვლისას,
ჩემს ხელს იჭერდა მეორე და მესამე ბავშვების დაბადებისას, დედაჩემის ავადმყოფობისას, მამამისის დაკრძალვისას…

ერთმანეთის ხელი არასდროს გაგვიშვია.

***
მარიშა ბარათაშვილს

2060 წლის 20 აპრილი

“ძვირფასო მარიშა,

ყოველთვის გიყვარდა ძველებური სტილის კომუნიკაცია, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სწორედ ასე მეთქვა ის, რაც ამდენი ხანია მინდა, რომ გითხრა და არასდროს მაცდი.
წამდაუწუმ მაჩუმებ და მაიძულებ, დავივიწყო ის ფაქტი, რომ მოკვდავი ვარ.
ამას აკეთებს ჩვენი ქალიშვილიც და ხანდახან მართლა უკვდავი მგონია თავი, ძირითადად მაშინ, როდესაც თქვენ გიყურებთ, მაგრამ მაინც ვხვდები, რომ თქვენ, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოთ, თქვენი სიყვარულით და მონდომებით, დიდ ხანს ვეღარ შემაკავებთ.
როგორღაც ვგრძნობ, რომ დრო მოვიდა.
უცნაურია, ამას წინად ვფიქრობდი - გახსოვს, რამდენი გაწვალა მამაჩემმა გენეტიკურ გამოკვლევებზე? და აღმოჩნდა, რომ არც მეტი, არც ნაკლები, მისმა გენებმა მისახსოვრეს სიმსივნე.
ამაზე ბევრი ვიცინე, მაგრამ შენ არ გითხარი - როცა საქმე ჩემს ძვირფას სიმსივნეს ეხება, არაადეკვატური ხდები.
არა და, ძვირფასო, საჭირო არაა ამდენი ნერვიულობა.
ერთად თითქმის ორმოცი წელი გავატარეთ.
მთელი ცხოვრება.
როდესაც სიკვდილზე პირველად სერიოზულად დავფიქრდი, იქ, ექიმი გაგას კაბინეტში, პირველი ის გავიაზრე, რომ ვამაყობდი.
ჩემი ცხოვრებით ვამაყობდი.
განა იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით ათი საუკეთესო პროექტი გვეკუთვნის და პრეზიდენტის ორდენი გვაქვს ქვეყნის მიმართ დამსახურებული ღვაწლისთვის, განა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ცოლი ქვეყანაში პირველი ქალი პრემიერი იყო, არამედ იმიტომ, რომ შენი შენარჩუნება მოვახერხე.
მთელი ეს დრო, მე სულელმა, მოვახერხე და ასეთი ქალი შევინარჩუნე.
დღემდე, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მიკვირს, ეს როგორ გამომივიდა, მაგრამ ვამაყობ, რომ მე ამირჩიე.
და კმაყოფილი ვარ - ჩემი, ჩვენი ცხოვრებით.
არ ვიცი, სხვა რა უნდა გამეკეთებინა, ასეთი კმაყოფილება რომ მეგრძნო.
და მადლიერი ვარ, უზომოდ მადლიერი, შენი და ჩვენი შვილების, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე მასწავლიდნენ უკეთეს ადამიანად ყოფნას.
რაც უფრო ახლოვდება ჩემი დრო, უფრო ხშირად მახსენდება ჩვენი ახალგაზრდობა, სკოლა, ჩვენი რაღაც ნაწილი სამუდამოდ იქ იქნება, დროში გაყინული, ყოფილი მტრები. კატა და თაგვი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ომობდნენ, რომ მათი მეგობრობა, ერთმანეთის უზომო სიყვარული ვერავის დაენახა, მათ შორის, ერთი-მეორესაც.
ერთადერთი, რაც შენში არ მომწონს და ვბრაზდები, არის ის, რომ სენტიმენტალური გამხადე. ადრე მითხარი, მოვა დრო და ჩემს მხარზე იტირებო. ჯანდაბა, რამდენჯერ ყოფილა ზუსტად მასე? ახლაც ზუსტად მასეა, ამ წერილის წერას დავასრულებ, მოვალ და შენთან თინეიჯერი გოგოსავით ვიტირებ, იმიტომ, რომ მეშინია. უშენობის და უთქვენობის. იმიტომ, რომ მენატრება ჩვენი ბავშვობა და ყველა ის ოცნება, რომელიც ავიხდინეთ.
ვიცი, რომ მომენატრები. არ ვიცი, სად მივდივარ. იმედი მაქვს, სადმე, სადაც შენს დალოდებას შევძლებ, მაგრამ არაფრადაც რომ ვიქცე, მაინც მომენატრები.
გთხოვ, ბევრი არ ინერვიულო. თუ უფლებას მომცემენ იქ, ზემოთ, დაგელოდები.
ამ წერილს ჩემი წასვლის შემდეგ მიიღებ, ამიტომ გიბარებ, ნიტას და გაბოს ბევრი აკოცე, მოეფერე ჩემს მაგივრად. იმედი მაქვს, ჩვენი დანარჩენი ორი შვილიც მალე გაჩუქებს შვილიშვილებს და ჩემზე სადარდებელად დრო აღარ გექნება. და ღმერთო, იმედს ვიტოვებ, რომ რომელიმე მაინც იქნება ბაბუასავით ქერა!
გაუფრთხილდი ჩვენს ოჯახს,

მიყვარხარ,

შენი გ.ბ.“



ალასა, მართლა შენ ხარ? hushed მეგონა გვერდი არასწორად ჩაიტვირთა და რამდენჯერმე შემოვედი და გავედი grinning
ისტორია დიდია და სრული კომენტატით ხვალ დავბრუნდები.
მიხარია შენი დაბრუნება❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ალასა, მართლა შენ ხარ? hushed მეგონა გვერდი არასწორად ჩაიტვირთა და რამდენჯერმე შემოვედი და გავედი grinning
ისტორია დიდია და სრული კომენტატით ხვალ დავბრუნდები.
მიხარია შენი დაბრუნება❤️


ნამდვილად მე გახლავართ :D რას ვიზამთ, დიდი და გამართული ისტორიების წერას დრო უნდა ;D მიხარია შენი დანახვა, გელოდები ❤️

 


№3 სტუმარი ნია

უმაგრესი ისტორიაა. ყოჩაღ. ძალიან ვისიამოვნეთ

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნია
უმაგრესი ისტორიაა. ყოჩაღ. ძალიან ვისიამოვნეთ

დიდი მადლობა ❤️ მიხარია, რომ მოგეწონათ❤️

 


№5 სტუმარი ნეს

სალამი, მოგყვებოდი ამ ისტორიის თავებად დასების დროს და მერე დიდხანს ვამოწნებდი ხოლმე, ახალი თავი ხომ არ დადოთქო ???? რა გითხრა მიყვარს ეს ისტორია და ყველაფერი შენი დაწერილი. გენეკიტურ კვლევებზე და "დახვეწილობის" კურსებზე ძალიან ბევრი ვიცინე.. მანამდე ბევრგან ვიტირე ამათი სკოლის ამბებზე და რა თქმა უნდა გაბრიელის ბოლო წერილზეც. "მაგრამ არაფრადაც რომ ვიქცე, მაინც მომენატრები". ფაქტიურად ეს წერილია მთელი ისტორიის მოკლე შინაარსიც და რეზიუმეც.

გამიხარდა შენი გამოჩენა, მესამე თვალზე თუ გააგრძელებ მუშაობას, საერთოდ ჰიპერ დუპერ გოგო იქნები ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

მადლობა ამ ემოციისთვის...

უცნაურები ვართ ადამიანები...დაკარგული რვა წელი მებევრა და ერთად ყოფნის 40 -მეცოტავა...სიყვარულის ახსნასავით რთული იქნებოდა მისთვის გამოსამშვიდობებელი წერილის წერა...ამ დროს მართლა იჯერებ რომ სადმე ლოდინი შეგვიძლია და ისევ შევხვდებით...მე კი იმის მჯერა რომ რისიც გვჯერა,ის ხდება!

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთა

აი, დაბრუნებაც ასეთი უნდა. ალისა შეუდარებელი ხარ. ასეთი სიყვარულის ისტორია, ასე ლამაზად გადმოცემული - მთელი სიამოვნება და ემოციების ზღვაა. მადლობა შენ ამისთვის

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნეს
სალამი, მოგყვებოდი ამ ისტორიის თავებად დასების დროს და მერე დიდხანს ვამოწნებდი ხოლმე, ახალი თავი ხომ არ დადოთქო ???? რა გითხრა მიყვარს ეს ისტორია და ყველაფერი შენი დაწერილი. გენეკიტურ კვლევებზე და "დახვეწილობის" კურსებზე ძალიან ბევრი ვიცინე.. მანამდე ბევრგან ვიტირე ამათი სკოლის ამბებზე და რა თქმა უნდა გაბრიელის ბოლო წერილზეც. "მაგრამ არაფრადაც რომ ვიქცე, მაინც მომენატრები". ფაქტიურად ეს წერილია მთელი ისტორიის მოკლე შინაარსიც და რეზიუმეც.

გამიხარდა შენი გამოჩენა, მესამე თვალზე თუ გააგრძელებ მუშაობას, საერთოდ ჰიპერ დუპერ გოგო იქნები ❤️


დიდი მადლობა, რომ ამდენი ხანი დამელოდე❤️ მესამე თვალზეც მეთქვას იგივე :D

სტუმარი ქეთა
აი, დაბრუნებაც ასეთი უნდა. ალისა შეუდარებელი ხარ. ასეთი სიყვარულის ისტორია, ასე ლამაზად გადმოცემული - მთელი სიამოვნება და ემოციების ზღვაა. მადლობა შენ ამისთვის


დიდი მადლობა, მიხარია, რომ ასე მოგეწონა ❤️

სტუმარი სტუმარი ელისო
მადლობა ამ ემოციისთვის...

უცნაურები ვართ ადამიანები...დაკარგული რვა წელი მებევრა და ერთად ყოფნის 40 -მეცოტავა...სიყვარულის ახსნასავით რთული იქნებოდა მისთვის გამოსამშვიდობებელი წერილის წერა...ამ დროს მართლა იჯერებ რომ სადმე ლოდინი შეგვიძლია და ისევ შევხვდებით...მე კი იმის მჯერა რომ რისიც გვჯერა,ის ხდება!


გეთანხმებით ❤️ დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ღირდა ლოდინად ძალიან კარგი ისტორიააა ❤️❤️❤️❤️❤️მადლობა შენ რომ სრული ვერსიით დაგვიბრუნდა და ზოგიერთებივით არ დაგვტოვე გაღომებული ????????????????

 


№10  offline წევრი შარზენ

რა კარგი ისტორიაა...ამ დილით ვინმე თუ მატირებდა რას წარმოვიდგენდი...მაგრამ

 


№11 სტუმარი ნაწკა

უსაყვარლესი ისტორიაა .????????

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ხათუნა
ღირდა ლოდინად ძალიან კარგი ისტორიააა ❤️❤️❤️❤️❤️მადლობა შენ რომ სრული ვერსიით დაგვიბრუნდა და ზოგიერთებივით არ დაგვტოვე გაღომებული ????????????????



დიდი მალდობა ❤️

შარზენ
რა კარგი ისტორიაა...ამ დილით ვინმე თუ მატირებდა რას წარმოვიდგენდი...მაგრამ


რედაქტირების დროს იგივე მემართებოდა :დ ❤️დიდი მადლობა, რომ წაიკითხე❤️

ნაწკა
უსაყვარლესი ისტორიაა .????????


დიდი მადლობა❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Maybilline

დასაძინებლად ვემზადებოდი, ბოლოჯერ ჩამოვსქროლე facebook-ი უცებ ამ საიტის ჯგუფიდან რომ შემხვდა პოსტი. ჩვეულებრივ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე, მაგრამ უცებ შენი სახელი რომ წავიკითხე ერთ წამში გამახსენდა რამდენი კარგი რამ წამიკითხავს, როგორ ველოდებოდი ხოლმე თითოეულ ისტორიას და ახალ თავს. 5 წლის წინანდელი მეც გამახსენდა და უქრინჯესად დავიქრინჯე :D მართალია, ძალიან აღტკინებული ვიყავი ხოლმე და ყველანაირ სისულელეს ვკითხულობდი ამ საიტზე, მაგრამ, ალისა, ამდენი წლის შემდეგაც უდიდესი, უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს ნოველებს. თან ძალიან მეცინებოდა თან ცოტა გული მეწვოდა მარიშას საცოდაობაზე. და, საერთოდაც, გაბრიელისთანა კაცები ისევ არსებობენ?!?!?! ყველა იდეალური კაცი გეი არ არის?! :D ერთი სიტყვით ძალიან გავერთე და ვისიამოვნე.
წიგნს თუ გამოსცემ ერთი ფანი ჩემი სახით უკვე გყავს.

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი Maybilline
დასაძინებლად ვემზადებოდი, ბოლოჯერ ჩამოვსქროლე facebook-ი უცებ ამ საიტის ჯგუფიდან რომ შემხვდა პოსტი. ჩვეულებრივ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე, მაგრამ უცებ შენი სახელი რომ წავიკითხე ერთ წამში გამახსენდა რამდენი კარგი რამ წამიკითხავს, როგორ ველოდებოდი ხოლმე თითოეულ ისტორიას და ახალ თავს. 5 წლის წინანდელი მეც გამახსენდა და უქრინჯესად დავიქრინჯე :D მართალია, ძალიან აღტკინებული ვიყავი ხოლმე და ყველანაირ სისულელეს ვკითხულობდი ამ საიტზე, მაგრამ, ალისა, ამდენი წლის შემდეგაც უდიდესი, უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს ნოველებს. თან ძალიან მეცინებოდა თან ცოტა გული მეწვოდა მარიშას საცოდაობაზე. და, საერთოდაც, გაბრიელისთანა კაცები ისევ არსებობენ?!?!?! ყველა იდეალური კაცი გეი არ არის?! :D ერთი სიტყვით ძალიან გავერთე და ვისიამოვნე.
წიგნს თუ გამოსცემ ერთი ფანი ჩემი სახით უკვე გყავს.



მეიბილიინ ❤️
როგორ მომენატრე!!!❤️
უზომოდ გამახარე შენი კომენტარით:’)
და უცებ შენი არ იყოს, მეც გამახსენდა ხუთი წლის წინანდელი ჩემი თავი და ქრინჯი აქეთ იკითხე :დდდ
რას ვიზამთ, ესეც გაზრდის ნაწილია :დ ძაან კი მენატრება ის დრო ❤️

 


№15  offline წევრი რუსკიმარუსია

ძალიან თბილი და ტკბილი ისტორია იყო❤️
პატარა მარიშა საყვარელი, სასაცილო და ცოტა მიუხვედრელი იყო. პატარა გაბრიელი კიდევ ნამდვილი მწვალებელი და მაინც ძალიან საყვარელი იყო❤️
სულელი ბიჭი. იმდენად ქონდა ბავშვობის ჩვევა თუ რაცაა მარიშას რომ არ ეაქტიურა კიდევ "შორით ბნედა, შორით კვდომა" გვექნებოდა :D ნუ, აქ ნიკოს წვლილიც არ უნდა დავივიწყოთ :D ჩემი მოსახელესი არ იყოს მეც გართულება მაქვს თითებზე და მათი ეს ხელით შეხება ცალკე მკლავდა :D
აი, 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ ბარათაშვილი თავს ვერ შეიკავებდა და მთვრალ მარიშას აკოცებდა :D საერთოდაც ყველა შესაძლო შემთხვევისას სუნთქვა მეკვროდა და ველოდებოდი როდის გაბედავდა გაბრიელი. საბოლოოდ მარიშას ყველაფერი პირველი ბარათაშვილს ეკუთვნის, ოღონდ მარიშას კოცნა არ ახსოვს :)
ორმოცი წელი ცოტა მეცოტავა ამ ბედნიერებისთვის და ვერთქმული სიტყვებით დაკარგული რვა წელი მებევრა. ისეთი ისტორია იყო მინდოდა ამათი ცოტათი სულელირი, სახალისო და დიდი გრძნობით სავსე ისტორია კიდევ გაგრძელებულიყო. მარიშას დაბნეული და უხერხული სახის წარმოდგენა ერთი სიამოვნება იყო :D დაბნეულობით არც ბარათაშვილი ჩამოუვარდებოდა :)
გაბრიელოსთვის ალბათ რთული იქნებოდა გამოსამშვიდობებელი წერილის დაწერა, იმაზე რთული ვიდრე სიყვარულის ახსნა. და მეც მჯერა რომ ასეთი სიყვარულის შემდეგ იქ სადღაც აუცილებლად იქნება რაღაც და ამ ორის სიყვარული ისევ გაგრძელდება❤️ და იმისიც მჯერა რომ აუცილებლად გაჩნდება ბაბუასავით ქერა ბიჭუნა და ამ ორის შეხვედრამდე დარჩენილ დროს მარიშა მისი ქერა თმების და ბაბუის მსგავსი მანერების ცქერით დატკბება და შეხვედრის მოლოდინი არ გაუჭირდება❤️

ალისა, მიხარია რომ გამოჩნდი და კიდევ დაველოდები შენს სიახლეებს❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

ძალიან მაგარი ისტორიაა, ცოტაც წავუტირე ბოლოს

 


№17  offline წევრი Anna nia

ვიტირე ❤️მე მჯერა იქაური ცხოვრების და ლოდინის,რომ დიდი ხნის შემდეგ იქ დაგხვდებიან ჩვენი ადამიანები.საოცარი იყო,მართლა❤️თავიდან სახალისო ამათი კინკლაობა,ბოლოში კი სევდიანი.

გაბრიელი,ყველაზე განსხვავებული და თავისებური,არააა ჩემთვის გასაკვირი რვა წელი დამალო შენი საკუთარი გრძნობები,მეც გამომიცდია და ზუსტად ეგრე ვიკლავდი ჩემს გრძნობებს.ამათ გაუმართლათ და მიხარია.
ვისიამოვნე ნამდვილად,კარგი მოთხრობა იყო,წარმატებებს გისურვებ.❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

როგორ გამიხარდიი... დაროგორი შესანიშნავი საინტერესო შენეული ისტორია მოგვიტანე.. საოცარი თავგადასავალი იყო მრავალფეროვანი ემოციით სავსე. თითქოს ერთი ლამაზი სიყვარულის ისტორია მაგრამ იმდენ რამეს მოიცავს , პარალელების გავლებით ,სკოლის ეტაპიდან დაწყებული დანიელ ბარათაშვილით დამთავრებული იმდენი ფერის იყო ისტორია და გაბრიელის და მარიშას ლამაზი და ძლიერი სიყვარული , მისთვის ბრძოლა ვერ და არგამოხატული გრძნობები და შემდგომ ამ გრძნობების ფეიერვერკი ,ეს იმხელა დოზით იყო გაგვაღიმე ,გაგვაფერადე ,შეგვაშფოთე კიდევაც ,თუმცა გაბრიელის სიამაყემ მისმა განვლილმა გზაზე შეშფოთება გააქარწყლაა.. მადლობა ამ მრავალფეროვანი ემოციებისთვის მაგარო გოგოო..

 


№19 სტუმარი სტუმარი თეო

ვაიმე ეს რა იყო? დიდიხანია მსგავსი გამართული და დახვეწილი არაფერი წამიკითხავს❤️ დასასრული სევდიანი იყო????მომნატრებია შენი ისტორიები

 


№20 სტუმარი სტუმარი სოფო

მადლობა ამ ემოციებისთვის,სასწაულად კარგად წერთ ????????????

არადა გაბრწყინებული სმაილები დავწერე.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა

 


№21 სტუმარი ნათია46

რამდენი წელია შენს ისტორიებს ვკითხულობ. ყოველთვის ვხალისობდი. ზოგი ჰარი პოტერისეული იყო. ფენტეზით და იუმორით გაჯერებული. ეს კი სულ სხვაა მოლოდინს გადააჭარბა❤️ რამოდენიმეჯერ პროფილზე გადავედი მართლა შენი თუ იყო ვინც ნაძვისხის ქურდი ან შეთქმულება დაწერა ან თუნდაც ღამეული სტუმრები. და არა არ შევმცდარვარ. სხვა დონეა. და ძალიან კარგია. ყოჩაღ. ღირს ამის წიგნად ხილვა

 


№22 სტუმარი ციცინო დეიდა

თავიდან ვკითხულობდი თავებად რომ იდებოდა და ძალიან მომწონდა.. და რა მომწონდა მომეწონა იმასაც ვიტყვი მოკლედ. ძალიან ლამაზადაა გადმოცემული სიყვარული. ბავშვურიც და მერე ,.ზრდასრულებისაც. მარიშას ოცნება და მიზანი, რომ ოდესმე პრემიერი გახდება...და რომ მიაღწია თავის მიზანს. მეუღლის მხარდაჭერით და გვერდითდგომით.ბრძოლა იმისთვის რომ ადამიანების ყოფა ცოტათი გააუმჯობესონ,( როცა დანიელს გაჭირვებულების დახმარებაზე მოუწოდებს) და მკითხველში სულ ცოტა იმედის გაღვივება, რომ ოდესმე შეიცვლება ის საშინელი სოციალური მდგომარეობა, რომელსაც უამრავი ქართველი გაექცა და უამრავი შიმშილით უმკლავდება... კითხულობ კარგად დაწერილ სიყვარულის ისტორიას და იმედი არ გტოვებს.. იმედი იმისა რომ ახალგაზრდები ცხოვრებას შეცვლიან საქართველოში.ეს უნდა იყოს თითოეული მწერლის მიზანი, რომ რაღაცა ისწავლონ მისი ნაშრომისგან, იმედი მაინც ჩაუსახონ მკითხველებს. ძალიან კმაყოფილი ვარ. +18 ფონზე ჩუმად, მაგრამ ხმამაღლა ნათქვამი იმედი!!!!

 


№23  offline წევრი Maia G.

როგორ გამახარეე❤️ თავებად რომ დებდი,მაშინ ვკითხულობდი და ძალიან,ძალიან მომწონდა.არაჩვეულებრივია,დაველოდები შენმდეგ ისტორიას❤️❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი თეო

უმაგრესი იყოო,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ,ერთ ერთი ფავორიტი გახდა ჩემთვის ❤️❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან მომეწონა,
წარმატებები ????

 


№26 სტუმარი ანიუტა

არაჩვეულებრივი ისტორიაა. შესანიშნავად წერთ, წერის განსხვავებული სტილი გაქვთ. დიდი მადლობა იმ ემოციებისთვის, რაც კითხვის პროცესში მივიღე.

 


№27  offline ახალბედა მწერალი Alice76

მეგობრებო, ყველას ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, ბევრი კომენტარის დაწერისას მაგდებს უკან, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ყველა კომენტარს ვკითხულობ და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ადამიანს მოსწონს. ერთი უარყოფითი კომენტარიც კი არ მიმიღია, უღრმესი მადლობა ყველას, რომ არ იზარებთ და აფიქსირებთ თქვენს აზრს❤️❤️❤️

 


№28 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგად წერ და ასევე იუმორიც რომ ლამაზად გამოგდის, ნამდვილად ნიჭია, წარმატებები, იმედი მრავალჯერ გვასიამუვნებ მკითხველს . უფრო და უფრო გაზრდას და კარგ მკითხველს გისურვებ ❤️❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი სალომე

Just wow
სხვა ისტორიები ბლოგისიც გადმოიტანე

 


№30  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ნინი
ძალიან კარგად წერ და ასევე იუმორიც რომ ლამაზად გამოგდის, ნამდვილად ნიჭია, წარმატებები, იმედი მრავალჯერ გვასიამუვნებ მკითხველს . უფრო და უფრო გაზრდას და კარგ მკითხველს გისურვებ ❤️❤️


დიდი მადლობა ❤️

სტუმარი სალომე
Just wow
სხვა ისტორიები ბლოგისიც გადმოიტანე

❤️

დაგპირდებოდი, მაგრამ არ ვიცი რამდენად მალე მოვახერხებ, ამიტომ თუ გაინტერესებს, “ალისა უანდერი” დაგუგლე ქართულად და ამოგიგდებს ჩემს ბლოგს❤️

მადლობა, რომ დაინტერესდი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent