სანამ შემიყვარებ(სრულად)
პირველ რიგში გამარჯობა <3 ამ ისტორიას წლების წინ სხვა საიტზე ვწერდი და თავებად ვდებდი, ბოლოს აღარც დამისრულებია. ახლა მომინდა თქვენთვის აქ გამეზიარებინწ და დამესრულებინა. იმედია ისიამოვნებთ , გამიხარდება თუ მეც გამაგებინებთ მოგეწონებათ თუ არა, ეს სტიმულს მომცემს რომ სხვა ისტორიებიც დავწერო და შემოგთავაზოთ. მადლობა. ჯერ კიდევ შვიდი საათი იყო მზის სხივებმა ფანჯრის მინა რომ შეულეწეს ღრმა ძილში გადავარდნილს. სინათლემ ძილშიც დააფეთა, ზანტად გაამოძრავა ჯერ ხელი, შემდეგ ფეხი და გაცეცხლებულმა დახედა საათს. უხასიათოდ აეწეპა ლოგინს ისე, თითქოს მთელი ღამე ამაგრებდნენ. ერთ საათში მოწესრიგდა, ყავის დალევაც კი მოასწრო. რკინის კარი ორჯერ გადაკეტა და ქუსლების კაკუნით ჩაუყვა კიბეებს. -გამარჯობა მატილდა. -გამარჯობა.-ყველაზე ყალბი მისალმება მიუგდო ყველაზე ყალბ მეზობელს და გზა განაგრძო. “ჯანდაბა, ისევ ადრე მივდივარ".. ხმამაღლა გაიფიქრა გულის ტკივილი, არ იცოდა როგორ ახერხებდა რომ ყველგან ყოველთვის ადრე მისულიყო.. ტელეფონის წკრიალმა ფიქრებიდან გამოარკვია. -მატი, სად ხარ? -სახლიდან გამოვედი, რა ხდება? -მანქანით ხარ? -კი. -აეროპორტში უნდა გაიარო, ძალიან გთხოოოოვ.-დაქალის მუდარის ხმაზე თვალები დაყვლიფა, იცოდა თავის ქორწილში კარგს არაფერს თხოვდა, ნერვიულად აათამაშა ნაზი ხელები. -აეროპორტში?-ხმაშიც ეტყობოდა როგორი მოღუშული იდგა, დასჯილი ბავშვივით. -ლაშას ძმაკაცი ჩამოვიდა მოულოდნელად, ვინმემ ჩვენამდე უნდა მოიყვანოს, აქ ყველა რაღაცაზეა წასული, ერთი შენ დამრჩი. -კატია!! უნამუსო ხარ! ჩემი დაქალის ქორწილი აეროპორტში უნდა გავატარო? ვინმე სხვას ვერ დაავალე? -ნუ გეშინია მატილდა, მეჯვარის გარეშე ქორწილი არ მექნება, მშვიდად წადი არ იდარდო.-სიცილით მიახალა დაქალს რამდენიმე სიტყვა. ქორწილის დღეს ყველაფერი ეპატიებოდა დარწმუნებული იყო, ამიტომ კიდევ უფრო უმატა სიცილს, თითქოს მთელს თავის ნერვიულობას მასში აქსოვდა. -მოკეტე! რომელზე ჩამოდის ან ვინ არის?! ან ტაქსის ფული არ აქვს? -მატი კარგი რა, ჩვენ გამო ჩამოდის და ჩვენი მხრიდან ყურადღება იქნება შენ რომ დახვდე. თვითონ გიცნობს, აღუწერეთ შენი თავი. -აჰა, ესეიგი არც კი მკითხე ისე გადაწყვიტე ჩემი აეროპორტში გამწესება.-ცხვირი აიბზუა და მანქანას მიეყრდნო. -მატიი, დილის რვა საათია, მიხვალ და წამოხვალ, ვიზაჟისტებიც შენი მოსვლის დროს მოვლენ. მატილდამაც იცოდა უკვე დაგეგმილს რომ ვეღარ შეცვლიდა, მაგრამ რა ექნა უაზრო წუწუნი ყველაზე დიდ სიამოვნებას რომ ჰგვრიდა?! შეეძლო საათობით ეწუწუნა თუნდაც იმაზე რომ ყავა გაცივდა.. დაქალს ყველაფერი დეტალურად გამოკითხა და აეროპორტისკენ გაემართა, ახლა გონებაში გააგრძელა საკუთარი ბედის წყევლა, მართალია არც კი იცნობდა, თუმცა უკვე ეზიზღებოდა ადამიანი, ვისთან შეხვედრაც მიუსაჯეს. ყველაზე არაკომფორტულ სკამზე კომფორტს მოწყურებული იჯდა და ვულკანისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მოულოდნელად თვალში მუქ ლურჯ შარვალ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მოხვდა, კატიას აღწერილს ნამდვილად ჰგავდა ამიტომ ნივთები მოკრიფა და მისკენ გაემართა. -გამარჯობა, მე მატილდა ვარ, ლაშას და კატიას მეგობარი.-გაუღიმა როგორც შეეძლო ზრდილობიანად. -გამარჯობა, არ გელოდით.-32 ერთმანეთზე ჩაწიკწიკებული თეთრი კბილი გადმოფინა, მოურიდებლად. -მეგონა გაგაფრთხილეს რომ უნდა დაგხვედროდით.-მიმიკებს თავისუფლება მისცა მატილდამ და ერთიანად მოიღუშა. -აღწერილს არ ჰგავხართ..- ოკიანისფერი თვალებით რამდენჯერმე აათვალიერ-ჩაათვალიერა შეურაცხყოფილი მატილდა. -წავიდეთ, ამდენი დრო არ გვაქვს.-მოკლედ მოუჭრა გაღიზიანებულმა. -თქვენ რა მართლა ფიქრობთ რომ თქვენთან ერთად მოვდივარ?!-ირონიულად გაიღიმა ლურჯ პიჯაკიანმა. -ბატონო?!-სახეზე გაურკვევლობა დაეტყო მატილდას. -ნა ხვა მდის!-ხელი აუწია, წელში გასწორდა და გზა მარტომ გააგრძელა. მატილდამ გაოცებული მზერა გააყოლა მის ათლეტურ ზურგს, რამდენჯერმე ყბის აწევა სცადა და როცა მიზანს მიაღწია დაქალს მაშინვე დაურეკა. -კატია! ქორწილის დღეს დაგასამარებ!-უკიოდა როგორც შეეძლო და ვერც კი ამჩნევდა ხალხის ყურადღებით გაჟღენთილ მზერას. -რა ხდება მატი? რა გაღრიალებს?! -ეს შენი ვიღაც ლურჯ პიჯაკიანი ძალიან თავხედი ვინმეა! ნახვამდის-ო, დამტოვა აქ ასე და წავიდა, წარმოგიდგენია?! ეს სად გამომგზავნე? კატია არ გაცოცხლებ!-ხმის წასვლამდე კიოდა, თავისი წკრიალა ხმის გარდა არაფერი ესმოდა, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა საყვედურები, როცა ვიწრო, მზისგან გაშავებულ მხარზე მძიმე ხელი იგრძნო, უკან შეურაცხადივით შეტრიალდა, მზად იყო მთელი ჯავრი ეყარა იმ ადამიანზე, ვინც მოურიდებლად ეხებოდა შიშველ სხეულზე. -დამშვიდდი, შენი კივილი ტაქსიში გავიგე, თუ ასე გინდა შენ რომ წამიყვანო, მზად ვარ დაგნებდე.-წარბები აათამაშა, კბილები ისევ სარეცხივით გადმოფინა, თვალები კი მატილდას სიბრაზისგან ანთებულ თვალებს გაუსწორა. -ჯანდაბამდე გზა გქონია! უზრდელო! ვიგინდარავ! ხელები ნავარჯიშებ მკერდზე რამდენჯერმე მიარტყა და ახლა თვითონ გაეცალა. ლურჯ პიჯაკიანმა წვერი ორი თითით შეისწორა, საკუთარი თავით ნასიამოვნებმა გაიღიმა და თავის გზას დაადგა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ ანიჭებდა სიამოვნებას გამწარებული მუშტი მკერდზე.. მანქანაში მჯდომი მატილდა საცობში მოწოლილმა ფიქრებმა ისე გააგიჟეს, მზად იყო საერთოდ უარი ეთქვა 14წლით ადრე დაგეგმილ მეჯვარეობაზე და სადღაც გადაკარგულში გაქცეულიყო, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა არსად უშვებდა. თეთრ კარზე, საიდანაც ხმაური იმაზე მეტად გამოდიოდა ვიდრე საჭირო იყო, ზარი ფრთხილად დარეკა და ატუზული დაელოდა მასპინძელს. სიძემ ხელების კანკალით გადაკოცნა, ყველა მოძრაობაში ეტყობოდა როგორი აღელვებული იყო საკუთარი ქორწილით. -მოიცა მარტო ხარ?!-თვალებით დიდი ხნის უნახავ ძმაკაცს დაუწყო ძებნა. -გამარჯობა ლაშა.-უკმაყოფილოდ გაიღიმა და თვალებით ანიშნა დროზე გამეცალეო. გაურკვევლობაში მოყოლილი ლაშა ჯერ კიდევ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს როცა კიბეზე ნაცნობი სილუეტი დალანდა. კარი ფართოდ გააღო და ხელებ გაშლილი შეეგება ძმაკაცს. -გარეთ გაჩერდი? მეგონა შენ და მატილდა ერთად მოხვიდოდით.-დიდი ხნის ხვევნა-კოცნის შემდეგ გადაწყვიტა გაურკვევლობისგან თავი დაეღწია. -აჰ, მატილდა!-სახეზე ღიმილი აუთამაშდა ლურჯ პიჯაკიანს. ოთახიდან ხალხი გამოეყარა და საუბრის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს. ბიჭები დარჩენილი საქმეების მოსაგვარებლად გავიდნენ, დიდ სახლში მხოლოდ გოგოები დარჩნენ ვიზაჟისტებთან ერთად. ვინ რას იკეთებდა, ვინ რას იშორებდა სამი საათი რომ გეყურებინა, მაინც ვერ გაიგებდი. როცა გინდა რომ ყველაზე ლამაზი იყო, შენი თავი ყველაზე მახინჯი სწორედ მაშინ გეჩვენება, ამიტომ დაუსრულებელი იყო წუწუნი და სლუკუნი, რომელმაც მთელი სახლი აიკლო. მხოლოდ თავის თავში დარწმუნებული მატილდა იჯდა ამაყად და სხვებს უკეთებდა შენიშვნებს. ის იყო გოგო, რომელსაც თავიდან ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი საკუთარი თავი, რომელმაც ზუსტად იცოდა რა ჩაეცვა, როგორი მაკიაჟი გაეკეთებინა რომ სწორად წარმოეჩინა საკუთარი თავი და გარეგნობა. ამიტომ აღელვების გარეშე შეარჩია კაბა, სიმშვიდიდ მოცულმა აუხსნა ვიზაჟისტს როგორი მაკიაჟი და თმა სურდა, ხოლო როცა ყველაფერი იდეალურად დასრულდა, საკუთარი თავით აღფრთოვანებული იჯდა და სიგარეტის კვამლს უშვებდა ფილტვებში. რამდენიმე გოგოს შურის თვალს ამჩნევდა, თუმცა მისთვის ეს არაფერი იყო, ღიმილით ცდილობდა მათთან გამკლავებას. გვერდით ნახევრად გამზადებული პატარძალი მიუჯდა, ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა, სახე ყურთან ახლოს მიუტანა და თითქმის ჩურჩულით უთხრა. -მეშინია. -რისი კატია?!-თვალები ლამის ძირს დაუცვივდა. -იქნებ არასწორ ნაბიჯს ვდგამ, იქნებ ლაშა არ არის ის, ვისი ცოლიც უნდა გავხდე.. მატილდამ ღიმილით გადაუსვა თმაზე გრძელი და წვრილი თითები. -კატია, შენ ზუსტად იმას მიყვები, ვისაც უნდა მიყვებოდე, ამიტომ ვარ მე აქ. შენი ემოციები უბრალოდ წინასაქორწინო ციებცხელებაა, საღამოს ღმერთს მადლობას ეტყვი ეს ნაბიჯი რომ გადადგი. თბილად გაუღიმა და გულში ჩაიკრა 14 წლის დაქალი. -აეროპორტში რა მოხდა?-სიგარეტს გაუკიდა კატიამ და გამომეტყველება ერთიანად შეცვალა. -დავტოვე ის ვიგინდარა და წამოვედი. -მოიცა, აბა დამტოვაო?-ჭირვეული დაქალის ისტორიებზე სიცილს ვერ იკავებდა კატია. -ჯერ თვითონ დამტოვა, მერე მოვიდა თუ ასე გინდოდა შენ რომ წაგეყვანე, წამოვალო, მე თვალები დავუბრიალე, ერთი ორი სალანძღავი სიტყვა ვესროლე, ერთი ორი ხელიც მივარტყი და წამოვედი. -აუ ნეტა რომ მოვიდა გავსულიყავი და მენახა, არაუშავს ეკლესიაში ვნახავ.-იქამდე ხარხარებდა კატია სანამ ვიზაჟისტმა არ იხმო. -ყველაზე ლამაზი მეჯვარე ხარ მატი.-გაუღიმა და თავის სკამს დაუბრუნდა. -შენ კი ყველაზე ლამაზი პატარძალი..-თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა მატილდამ. ჯვრისწერის ამბები ისეთი დამღლელი აღმოჩნდა, ხალხის ნახევარი ცალ ფეხს ხელით მიათრევდა. ერთმანეთში ირეოდნენ პატარძლისა და სიძის ნათესავები, მეგობრები, მეჯვარეები.. მატილდას თვალზე რამდენჯერმე მოადგა ობოლი ცრემლი, თუმცა ისე მოიშორა, არავის შეუმჩნევია, მისი სიმშვიდე მაშინ დაირღვა, როცა მანქანისკენ მიმავალს ლურჯ პიჯაკიანი შეეჩეხა, ისევ 32 კბილით გარეთ.. -ცხენივით დარბიხარ, ცოტა მოეშვი. -ფეხებში ნუ მებლანდები! -ხო, მართალი ხარ, თორე მაგ 25 სართულიანებზე ისედაც ძლივს დგახარ.-ხმაურით გაიცინა პიჯაკიანმა. -ხომ არ შეგშურდა?! თუ გინდა გათხოვებ, არ მენანება. -ფეხის ზომაც ცხენივით გაქვს?!-სიცილს კიდევ უფრო მოუმატა. მატილდამ წარბები შეკრა და ერთიანად გაეცალა, კომფლიქტისგან თავი შორს დაიჭირა, თუმცა რა იცოდა, საკუთარი მანქანით თუ მოუწევდა წასვლა და გვერდზე ლურჯ პიჯაკიანსაც თუ მიუსვავდნენ. -დაასიგნალე მაინც, თავი ავტობუსში მგონია. -რამდენიმე საათში ისე შემაწუხე, მზად ვარ მანქანაც კი გიყიდო. -ჯობია საჭე დამითმო თორემ ისე ნელა დადიხარ, მაქსიმუმ ბავშვის ნათლობას მივუსწროთ. -სხვასაც ექნება ერთი თავისუფალი ადგილი შენთვის, შეგიძლია გადაჯდე. -ისე სწრაფად ატარებ, თუ არ გააჩერე გადასვლას ვერ მოვახერხებ.-სიცილით აიკლო მანქანა ლურჯ პიჯაკიანმა. -გადასვლა არც დაგჭირდება, ცოტაც და ფანჯრიდან ჩემი ხელით გაგტენი. -ნერვოპათოლოგს ხშირად სტუმრობ ხოლმე?-გრძელ, სპილენძისფერ თმაზე სწორი თითები ჩამოუსვა და ტუჩის კუთხე თავისდაუნებურად მოიკვნიტა, აშკარა იყო, მატილდას სილამაზე მასზე მოქმედებდა. -ხელი აღარასდროს მომკიდო და მითუმეტეს თმაზე!-თითქმის დაიკივლა მატილდამ. -რამდენიმე კარგ ფსიქოლოგს ვიცნობ ქვეყნის გარეთ, თუ გინდა დავითანხმებ ჩამოსვლაზე, ერთი კაი სეანსი არ გაწყენდა.-ერთი კიდევ გადაიხარხარა და შაბიამისფერი თვალები გზას გაუსწორა. მატილდას პასუხი აღარ გაუცია, იცოდა სულ რამდენიმე წვეთი რომ აკლდა და მართლა ფანჯრიდან გატენიდა თავისი ლურჯი პიჯაკითა და 32 კბილით. ტელეფონის ზარმა სიტუაცია განმუხტა, პიჯაკიანს მესენჯერში ვიღაც დაუღალავად ურეკავდა, ბოლოს გათიშვით რომ დაიღალა, ეკრანს თითი გადაუსვა და ყურმილი ყურთან მიიდო. -ხო მა. -მაა, სად ხარ? როდის მოხვალ? დღეს გახსოვს თეატრში რომ მივდივართ? -ტანია, გუშინ ხომ გელაპარაკე?! დღეს საქმეებზე მომიწია საქართველოში ჩამოსვლა, ამიტომ თეატრის გადადება მოგვიწევს. -მატყუარა ხარ!-ტირილი მორთო ბავშმა. -ტანია, მა, გუშინ ხომ უკვე იტირე ამაზე?!-ბავშვის გულუბრყვილობაზე სიცილი ვერ შეიკავა პიჯაკიანმა. -მა, უნდა წავიდე, საღამოს დაგირეკავ, არ იტირო, კარგი? -არ ვიტირებ თუ თეატრში წამიყვან. -ტანია!-ტონს აუწია.-თეატრში წავალთ მაგრამ არა დღეს, ახლა კი დამშვიდდი, საღამოს დაგირეკავ, ჩემო პრინცესა, გკოცნი. ტელეფონი ჯიბეს დაუბრუნა და მატილდას გახედა, რომელსაც მთელ სახეზე გაოცება ჰქონდა გამოსახული, ყბა ისევ ძირს ეგდო, თუმცა მგონი ამჯერად აწევასაც არ ცდილობდა. -ტანია ჩემი პირველი შვილია. -არ მიკითხავს. -კითხვა არ გჭირდება, სახეზე გაწერია რომ გაურკვევლობაში ხარ.-გაიცინა და გრძელი თითებით ახლა ცხელ ლოყაზე მოეფერა. დანიშნულების ადგილამდე ისე მივიდნენ, ხმა აღარ ამოუღიათ. მატილდა ლამის გააგიჟეს ფიქრებმა, ვერ გაეგო ცოლ შვილიანი კაცი ასეთი არასერიოზულობით რატომ გამოირჩეოდა.. ვერც ის გაეგო რატომ კითხულობდა მის ოკეანისფერ თვალებში სითბოს.. მანქანა გააჩერა, ხელში რამდენიმე საჭირო ნივთი აიღო და გადავიდა, პიჯაკიანი მანქანის კარს აეყუდა, დაელოდა როდის გაივლიდა მატილდა, მის უკანალს კარგად რომ დაკვირვებოდა და თავად მერე გაეგრძელებინა გზა. მატილდა ტანის რხევით აუყვა კიბეებს, გამოყვანილ კაბაში სხეულის ყველა ნაწილი გამოკვეთილად ეტყობოდა, არისტოკრატული სიდინჯით მიაბიჯებდა, უკნიდანაც კი ისეთი სანახავი იყო პიჯაკიანი ლამის თავის დორბლში დაიხრჩო, ძმაკაცის შეძახილებმა კვლავ დაუბრუნეს სამყაროს. -მგონი ვიღაც დორბლებს ვერ იმორჩილებს.-სიცილით გადახვია ხელი მხარზე. -რას გულისხმობ?-წამში შეცვალა გამომეტყველება. -იოოან, ვერაფერს გამომაპარებ ხო იცი, ბებერმა ძვლებმა გაგყიდეს.-სახესთან საჩვენებელი თითი ღიმილით დაუქნია და აწ უკვე ცოლისკენ დაიძრა. -ერთი ჩვეულებრივი გოგოა, დიდი არაფერი.-ისე დამაჯერებლად მოიტყუა, მატილდასაც კი დააჯერებდა რომ არაფერი ჰქონდა განსაკუთრებული. -ლაშა, ფოტოგრაფი გაგვექცევა!-ცოლის როლი მოირგო კატიამ და ქმრისთვის საყვედურები არ დაიშურა, ლაშაც დაემორჩილა ცოლის ბრძანებას გადაეღოთ იმდენი ფოტო ჯერ რომ არავის არასდროს გადაუღია და უკვე ნაძალადევი ღიმილით მოხვია ხელები წელზე საყვარელ ქალს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მერამდენედ დგებოდა ასეთ პოზაში ან კიდევ რამდენჯერ მოუწევდა.. სანამ ყველა სურათის გადაღებით იყო დაკავებული, მატილდამ დრო იხელთა და სიგარეტის ღერთან ერთად განმარტოვდა. -მიყვარს მიხვედრილი გოგოები.-ნაცნობმა ხმამ ისევ დაურღვია მყუდროება, უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და ღია მწვანე თვალები მიანათა, თითქოს თვალებით ემუდარებოდა სამუდამოდ გამეცალეო. -რას გულისხმობ?-ერთმანეთზე ძლივს გადააბა რამდენიმე ასო. -მიყვარს რომ იცი როგორი მახინჯიც ხარ და ფოტოებს არ აფუჭებ. -მომშორდი, ან შენს ცოლს გავაგებინებ მისგან დამოუკიდებლად როგორ ეფლირტავები გრძელფეხება გოგოებს!-თვითონაც ვერ მიხვდა რა წამოროშა ან რატომ, თავისი თავით გაკვირვებული თითქმის დაიბნა. პიჯაკიანმა მათკენ მომავალი ერთ-ერთი გრძელფეხება დაძარღვული ხელებით დაიჭირა, თავისკენ მთელი ძალით მიიზიდა, სხეულის ყველა ნაწილით ჩაეხუტა და მატილდას მიუბრუნდა. -ჩემი ცოლი მტკიცებულების გარეშე არაფერს იჯერებს, შეგიძლია სურათი გადაგვიღო და ფაქტებით მიადგე. ირონიით გაიღიმა და გრძელფეხებას კისერში კოცნა დაუწყო, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გრძელფეხებას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მატილდას გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, თავს ისე დამცირებულად გრძნობდა, თანახმა იყო მთელი ღამე ეყურებინა როგორ აწამებდნენ იოანსა და გრძელფეხებას ერთმანეთის მიყოლებით. ფეხზე წამოდგა და შერჩენილი სიმშვიდით გადაადგა რამდენიმე ნაბიჯი. იოანი გრძელფეხებას მოშორდა, მატილდას ხელი მკლავში წაავლო, სახეზე კარგად დააკვირდა, რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა იმხელა ენერგეტიკა მოდიოდა მატილდას თვალებიდან გაშეშდა, სიტყვებს თავი ვერ მოუყარა, ხელი გაუშვა და კიდევ დიდხანს იდგა გაშეშებული. რესტორანში ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, სიყვარულით გაბრწყინებული წყვილი და ხალხი რომელიც მათ ბედნიერებას იზიარებს.. მატილდა ფოტოგრაფმა გაიტაცა, თითქმის მთელი ის დრო ერთმანეთს არ მოშორებიან. მიკა აღფრთოვანებული იყო მატილდას სილამაზით, მისი ლაპარაკის მანერით, მისი გონების ბრწყინვალებით, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა მის დაკერვას, მატილდას კი ყოველთვის უყვარდა როცა აღმერთებდნენ. იოანი გრძელფეხებას ვერსად გაექცა, სულ თავში ირტყავდა ხელებს, რა მინდოდა რას ავიკიდეო. ტუალეტში ერთ-ერთი განმარტოების დროს მისი სხეული თავისას დიდი ძალისხმევით მოაშორა და გაქცევას შეეცადა. -სად მიდიხარ?!-კაბა მთლიანად გაიძრო გრძელფეხებამ. -აღარ გინდივარ?-ხელები შიშველ სხეულზე გაისვა და მოჭუტული თვალებით გახედა იოანს, რომელიც მზად იყო მთელი თავისი ღირსება დაეთმო, ოღონდ ეს გოგო მოეშორებინა. -ცოტახანი დამელოდე, შემოვალ.-ცალი ტუჩით გაიღიმა და გარეთ შეურაცხადივით გავარდა. იცოდა ერთადერთი გამოსავალი ქორწილიდან გაქცევა რომ იყო, ამიტომ ლაშასთან მივიდა და ხალხისგან ცოტა მოშორებით გაიყვანა. -რა ხდება? -ისეთი მთვრალი იყო ლაშა, ფოკუზს ვერ ასწორებდა, ამიტომ იოანის მაგივრად ხან საქორწინო ტორტს უყურებდა, ხან თეთრ კედლებს. -გასაქცევი ვარ ლაშ, უეჭველი უნდა წავიდე, მაზეგ მივდივარ, ხვალ გნახავ და ზეგაც გაგაცილებ.-მოსათაფლად მთელი თავისი არსებით გაუღიმა. -კარგი რა, დარჩენილიყავი ცოტახანს, წლებია არ მინახიხარ..-სახეზე წყენა დაეტყო ლაშას. -წასვლას აპირებ?-საუბარში კატია ჩაერთო.-იქნებ მატილდას მანქანით წასულიყავი? თან გაიყოლებდი, თორემ ისეთი მთვრალია ვერც თავის თავს ვანდობ და ვერც ტაქსს.-სიცილი წასკდა და ცალი თვალით გახედა დაქალს, რომელიც მთელი ძალით ეჭიდავებოდა კიდევ ერთ ჭიქას. -გავიყვან, სახლთან დავტოვებ და ტაქსით გავალ სასტუმროდე, არ ინერვიულო.-თბილად გაუღიმა ახლადდაქორწინებულებს იოანმა, თუმცა კატიას გეგმით არც ისეთი კმაყოფილი იყო. ფორთხვა-ფორთხვით გაიყვანეს მატილდა შენობიდან, არაფრით ნებდებოდა, ჩემი დაქალის ქორწილიდან ბოლო უნდა წავიდეო, კიოდა როგორც შეეძლო, თუმცა მის წინააღმდეგობას არავინ მიაქცია ყურადღება. მანქანაში ისხდნენ, გვერდიგვერდ, თუმცა ისეთი სიმშვიდე და სიჩუმე იდგა მათ შორის, ხმის ამოღებას ვერცერთი ბედავდა. მატილდა ფანჯრიდან უყურებდა ღამის თბილისს, თუმცა ყველა ფერი ერთმანეთში ირეოდა, ყველაფერს თითქოს ბინდი, ბურუსი ჰქონდა გადაკრული, ერთმანეთში აზელილი გამოსახულებების ყურება მოსწყინდა და თვალი იოანისკენ გააპარა, რომელიც აუღელვებლად მართავდა საჭეს. დააკვირდა მის სახეს, მთელს სხეულში იგრძნო წვა, იგრძნო როგორ აენთნენ ვნების ნაპერწკლები, ნერწყვმოდენილმა იკბინა ქვედა ტუჩზე და მომენტალურად გაიაზრა ის რომ ერთადერთი რაც სურდა მისი შეხება, მასთან სიახლოვე იყო. გონდაკარგულმა თავის გამოსაფხიზლებლად რამდენჯერმე გაიბრძოლა, თუმცა აზრი არ ჰქონდა მის ბორგვას. იოანის სექსუალურობა, მისი მამაკაცურობა, მისი არისტოკრატული მომხიბლაობა, მისი აზრიანი გამომეტყველება, მისი დიდი, ვარდისფერი ტუჩები, მისი მწვანე თვალები, სწორი ცხვირი, წითური წვერი, მისი დაძარღვული, მზისგან შეფერილი კისერი, მისი განიერი მხრები და ნავარჯიშები სხეული ვნების კორიანტელს იწვევდა მასში.. თვალები დახუჭა და წარმოიდგინა როგორ ეხებოდა შიშველ სხეულზე, სიამოვნებისგან ტანში გააჟრჟოლა.. იოანი იმ წამს ალბათ საერთოდ არაფერზე ფიქრობდა, თუმცა ისე ჩაეცინა, თითქოს მატილდას განცდებს მიუხვდა. -რა გაცინებს?-მატილდა მაშინვე შეტევაზე გადავიდა. -პირველად მიზის მთვრალი ქალი გვერდით, თანაც საკუთარ მანქანაში. -მთვრალი არ ვარ.-მატილდას ორგანიზმი მართლაც იბრძოდა გამოფხიზლებისკენ. იოანმა მოძრაობა შეანელა, მატილდასკენ მობრუნდა, გრძელი თითებით მიუახლოვდა სახეზე და ნაზად, ძალიან ნაზად შეეხო. -ნუ მეხები!-დაიკივლა მატილდამ, თუმცა მისი აკანკალებული ხმა თავისთვის, ჩუმად ცალკე იწვევდა იოანს. მისი თვალები, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ შერჩენილი მაგიური სილამაზე, იოანს უხმობდნენ. მისი აბრეშუმივით ნაზი კანი იზიდავდა, უნდოდა კიდევ შეხებოდა, კიდევ, კიდევ და დაუსრულებლად დაეკარგა საკუთარი თავი მის სხეულში.. იოანი მიხვდა რომ უკვე იქ იყო, სადაც მატილდა უნდა დაეტოვებინა, თუმცა მატილდას გარეთ არც კი გაუხედავს, საერთოდ არ ადარდებდა სად იყო, ან სად მიდიოდა. -მგონი მოვედით.-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა იოანმა. მისი სიტყვები ორივეს ისარივით შეესო გულში. -სახლამდე მიგაცილებ.-მანქანა მისთვის განკუთვნილ ადგილას გააჩერა, აღელვებული გადმოვიდა, მატილდას გადმოსვლაში დაეხმარა და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა. თავისდაუნებურად თვალები მისი მოღეღილი მკერდისკენ გაექცა, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, თავი ზევით აატრიალა ვნებებს რომ გამკლავებოდა და სასურველ ქალს ხელმკლავი გამოსდო. -რომელი სადარბაზოა? -პირველი.-წყენით ამოთქვა ერთი სიტყვა და თვალები იოანს შეანათა. იოანმა ახლა ყველაზე მძფრად იგრძნო ქალის თვალებში გამეფებული ვნება. სადარბაზომდე ჩუმად გაუყვნენ გზას, მატილდას კიბეებზე ასვლის თავი არ ჰქონდა ამიტომ ლიფტთან ჩამოდგა, თითი ღილაკს მიაჭირა და კედელთან აეტუზა. თავში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა, “არ წახვიდე, ახლა არა, არ წახვიდე..” მისი აღგზნებული სხეულიც გონებასთან შეხმატკბილებული გაჰკიოდა ამ სიტყვებს. ლიფტში გამეფებულ სიჩუმეს მატილდასა და იოანის აღგზნებული, მხურვალე სუნთქვა ახშობდა. ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა?! მატილდამ სახლის კარი გააღო, იოანიც შეჰყვა. ქალი სასურველი მამაკაცისკენ თითქოს დასამშვიდობებლად მობრუნდა და სახე მის სახესთან ძალიან ახლოს გააჩერა. ერთმანეთის სუნთქვა ახლა მხოლოდ კი არ ესმოდათ, არამედ გრძნობდნენ კიდეც, სახეზე ორივეს ცხელმა ოფლმა დაასხა და ეს ალბათ ბოლო წვეთი იყო, ვნებების ვულკანი ამოიფრქვა ბოლოს და ბოლოს. იოანი მხეცივით დააცხრა მატილდას შესიებულ ტუჩებს, უკანალზე ხელები შემოსდო, თავისკენ კიდევ უფრო მიიზიდა და ხელში აიყვანა, ტუჩიდან ყელს დაუყვა, მატილდა სიამოვნებისგან კვნესოდა, თითოეული იოანის სველი შეხება სიამოვნებასთან ერთად ტკივილსაც იწვევდა მასში, ვნებებისგან გონდაკარგული მამაკაცი აშკარა იყო, თავს კონტროლს ვეღარ უწევდა.. მატილდა მაგიდაზე შემოსვა, ჯერ თვითონ გაიხადა ტანისამოსი, შემდეგ მის კაბას მიადგა, უხეშად შემოაგლიჯა, სადღაც ჯანდაბაში მოისროლა და შიშველ სხეულს, რომელიც ყველანაირ ემოციას აღვიძებდა მასში ზემოდან დააცქერდა. უყურებდა და კმაყოფილებისგან თვალებს ჭუტავდა.. ჯერ თითებით დაუწყო თამაში, შემდეგ კი მთელი თავისი არსებით შეეცადა მასთან სიახლოვეს.. მატილდას კივილი ქვეყნის დასალიერშიც კი აღწევდა, რაც უფრო ყვიროდა მატილდა, მით უფრო უმატებდა ძალებს იოანი. მათი სექსი ნამდვილად მომაჯადოვებელი იყო, რადგან არ ფიქრობდნენ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ პარტნიორს თავი კარგად ეგრძნო. ვნებებდანთხეულები გონს საკმაოდ გვიან მოეგნენ, სიგარეტს ერთდროულად გაუკიდეს და ლოგინზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მოთავსდნენ. იოანმა თვალები ისევ მოჭუტა, თავისებურად გაიღიმა და მატილდას გახედა, მატილდამაც არ დააყოვნა და თვალი თვალში გაუყარა. -უნდა ვაღიარო, ასეთი სექსი ჯერ არავისთან მქონია.-გამოტყდა იოანი და თავის ნათქვამზე თავადვე გაეცინა. -არც მე.-მატილდასაც გაეღიმა. -სასტუმროში უნდა დავბრუნდე, იმედი მაქვს ამ ყველაფრის დალაგებას თავადაც მოახერხებ.-თვალი ჯერ ოთახს, შემდეგ კი მთლიანად სახლს მოავლო, ცდილობდა ცოტათი მაინც გაეხსენებინა ამხელა ამბავი რამ გამოიწვია. -არ მგონია რამის დალაგება მოვახერხო, მგონი პარალიზებული დამტოვე.-ხმაურით გაიცინა მატილდამ და თავისი ნათქვამის გადასამოწმებლად ხელ-ფეხი რამდენჯერმე გაიქნია. -ფეხები გააჩერე, თორემ ნელ-ნელა ისევ მინდები.-ეშმაკურად გაიღიმა და გრძელი თითებით ფეხებზე წაეთამაშა. -გაგაცილო თუ შენით გააგნებ? -შენი სხეულივით რომ შევისწავლი ამ სახლს გაცილება აღარ დამჭირდება, ახლა კი მოგიწევს ადგომა. მატილდა მძიმედ მოშორდა ლოგინს, კარებამდე გააცილა იოანი, დასამშვიდობებლად კიდევ ერთი ცხელი კოცნა დაუტოვა ტუჩთან ახლოს და ლოგინს დაუბრუნდა. დაწვა, ხელ-ფეხი ერთიანად გაშალა, სიამოვნების ზენიტში მყოფს, იმ წამსვე ჩაეძინა. იოანი სასტუმრომდე ტაქსით წავიდა. არ უნდოდა მატილდაზე ფიქრი, ამიტომ ხელში ტელეფონი მოიმარჯვა და პირველ რიგში ცოლს გადაურეკა, რომელმაც ერთი ღამის განმავლობაში ზუსტად 26ჯერ დაურეკა. -გისმენ.-ქალის მკაცრი ხმა მის გაბრაზებაზე მიუთითებდა, აშკარა იყო ეძინა, მაგრამ ხმის დაყენება მაინც მოასწრო. -გაგაღვიძე პატარავ? -როგორ მოხდა ჩემთვის რომ მოიცალე?! -ქორწილში ვიყავი, ხომ იცი, როგორ უნდა მელაპარაკა? -ახლა სად ხარ?-ხმა ოდნავ დაუტკბა დანიელას. -სასტუმროში ვბრუნდები. -როდის მოდიხარ? უკვე მომენატრე მეც და ტანიასაც, უშენოდ ძლივს დავაძინე.-წუწუნს მოჰყვა ქალი.. -ზეგ პატარავ. მეც მომენატრეთ.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა იოანმა. -ქორწილმა როგორ ჩაიარა? -კარგად, კარგი ცოლი ჰყავს ლაშას, გაუმართლა. -ისევე როგორც შენ?-ხმამაღლა გაიცინა. -ხო, ისევე როგორც მე. ახლა მიდი, დაისვენე, მერე შეგეხმიანები. -გკოცნი იოან, მიყვარხარ მხოლოდ შენ. -მეც პატარავ. ტელეფონი ჯიბეს დაუბრუნა, თუმცა ვინ დააცადა, ვიღაც ისევ ცდილობდა მასთან დაკავშირებას. -გისმენთ. -იოან, მაპატიე თუ გაგაღვიძე, მატილდას ვერ ვუკავშირდები და მინდოდა გამეგო რომ კარგად არის.. ხომ დატოვე სახლში.. -აჰ, კატია.. კი, სახლში დავტოვე, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ტელეფონი დაუჯდა. -და შენ სად ხარ? -მეეე? სასტუმროში მივდივარ. -კი მაგრამ ახლა? -ხო., საქმეები მქონდა.-ისევ იცრუა, თუმცა ტყუილებს ისეთი შეჩვეული იყო, რეაქციაც არ ჰქონდა. -აა, ხომ იცი დღეს გელოდებით! აუცილებლად მოდი. -აუცილებლად მოვალ, დროებით. ტელეფონი ახლა საერთოდ გამორთო, აღარ უნდოდა კიდევ ვინმესთან საუბარი, ტაქსიც მივიდა მითითებულ მისამართზე, ფული გადაიხადა და სასტუმროში შეაბიჯა დაღლილი ფეხები. მიმღებში გრძელფეხება, გარუჯულ ქერა გოგონას მოკრა თვალი, რომელიც აქეთ-იქით გზააბნეული დააბიჯებდა. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-მიუახლოვდა და მკერდზე დააცქერდა. ქერათმიანმა პირი დააღო გაოცებისგან, იოანის მომხიბვლელობაზე ენაც კი დაება.. -მე.. მეე.. მეგობარს ველოდები დაა..-დაბნეულობისგან ძლივს ამოილაპარაკა მომხიბვლელმა ქალბატონმა. -აუცილებლად აქ უნდა დაელოდო მეგობარს?-ცალი თვალი მოჭუტა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -არა. -ხოდა ჩემთან ავიდეთ, ვფიქრობ ჩემი ოთახი მოსაცდელს სჯობს. ერთი გაიცინა, გოგონას ზურგზე ხელი მოკიდა და გზას გაუდგა. ოთახში შესვლისთანავე თავის საყვარელ სავარძელში მოთავსდა, კოსტიუმი შემოიძრო, საროჩკის ღილები შეიხსნა და მოკლე კაბაში გამოწყობილ ქერას მიაშტერდა. -გაიხადე!-წარმოთქვა მკაცრად, თვალი თვალში გაუყარა გრძელფეხებას, რომელიც მამაკაცის ბრძანებას მაშინვე დაემკრჩილა. გამოგონილი სექსუალურობით გაიძრო წელში გამოყვანილი შავი კაბა, მას მიაყოლა წითელი თეთრეულიც და დადგა ახალი ბრძანების მოლოდინში. იოანი ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ცოტახანს წინ დაუდგა, აათვალიერ-ჩაათვალიერა შიშველი სხეული, შემდეგ კისერში ხელი უხეშად მოკიდა და მისი ყური თავის ტუჩთან ძალიან ახლოს მიიტანა. -გაეთრიე.-თითქმის უჩურჩულა, თავად კი საწოლისკენ დაიძრა. გრძელფეხება დიდხანს იდგა უძრავად, ეგონა რომ იოანი ისევ დაუძახებდა, თუმცა სულ ტყუილად, იოანს მისთვის აღარ დაუძახია. ძირს დაყრილი ტანსაცმელი აკრიფა, ჩაიცვა და გიჟივით გავარდა, პროტესტის ნიშნად კარიც გაიჯახუნა. იოანი დიდხანს ებრძოდა უძილობას, თავის თავსაც კი ვერ უხსნიდა რატომ გააგდო ანგელოზივით ქალი, ან რატომ არაფერი მოუნდა მასთან, ასე არასდროს ხდებოდა. იოანი დღე ღამეში ათამდე ქალს იცვლიდა, თუმცა თითოეული მათგანი უნდოდა.. ქორწილის დღეს გადაავლო თვალი და გაახსენდა რომ მატილდას გარდა არავისთან მონდომებია სექსი. მატილდას გახსენებაზე, ისევ მისი შიშველი სხეული დაუდგა თვალწინ.. მისი სწორი, გრძელი ფეხები, დიდი, შეკრული მკერდი, მისი გამოყვანილი უკანალი. მასზე ფიქრებში ჩაეძინა კიდეც.. საათი უკვე საღამოს შვიდს უჩვენებდა, მატილდას კი ისევ ეძინა, ტელეფონი რომელიღაცა ოთახის, რომელიღაც სავარძელზე ეგდო, რა თქმა უნდა, გათიშული.. კატიასთან ოთხზე უნდა ყოფილიყო, თუმცა გაცოფებული კატია თავად მივიდა მასთან. კარზე იმდენხანს აბრახუნა, სანამ მასპინძელი გონებაში არ ჩააგდო. შიშველ სხეულზე ადიელა მიიფარა და კარი პირჯვრისწერით გამოაღო. -არც კი გაბედო ხმის ამოღება! სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი?ან საერთოდ როგორ დამტოვე ასეთ დროს?-კატია ტონს სულ უფრო და უფრო მაღლა წევდა. -კატი, კატ.. გთხოვ ცოტა ჩუმად მეჩხუბე კარგი? თავი ძალიან მტკივა.. აწეწილ თმაზე ხელი დაიდო და დაიჭყანა. -ააა თავი ტკივა პრინცესას?და აქ რა ხდება?-პირველად მოავლო თვალი სახლის ქაოსს. -რა ხდება? -მეც მაგას გეკითხები, რა ხდება? რას გავს აქაურობა? ან შენ რას გავხარ? -ისა... მეეე.. -ტყუილის მოფიქრებას შეეცადა, თუმცა გონება ისეთი გათიშული ჰქონდა, არაფერი გამოუვიდა. -მატილდა, თუ გინდა რომ ცოცხალი გადარჩე, ახლავე მითხარი აქ რა მოხდა!-თითის ქნევით მიუახლოვდა და მის გვერდზე ჩამოჯდა. -სექსი მქონდა. -რაა? ვისთან?ახლა არ მითხრა რომ იმ სიმპატიურ იოანთან, არადა როგორ ლანძღავდი, ღმერთოო. არ მჯერააა.-ლაპარაკს არ ამთავრებდა კატია. -იოანი არაფერ შუაშია კატია და თუ შეგიძლია დაწყნარდი. -აბა?-ყბა ძირს დაუვარდა გაურკვევლობისგან. -ის ფოტოგრაფი, შენს ქორწილში რომ იყო. -ნუ იოანივით სიმპატიური არ არის, მაგრამ წავა რა, უყურე შენ, რამდენი შეძლებია, ჩემი უკარება დაქალი რომ დაკერა.-გულიანად გადაიხარხარა. -მთვრალი ვიყავი.- საკუთარ ტყუილზე თავად გაბრაზდა მატილდა. -ლაშა სად არის? -ვაიმე ლაშა, სულ დამავიწყდა. ქვევით მელოდება. შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? -ასე?-ზედ დაიხედა მატილდამ და ორივეს სიცილი აუტყდათ. -დავიბან, მობწესრიგდები და მოვალ. -მიდი, მე მიკას დავურეკავ, დავპატიჟებ.-დაქალს თვალი ჩაუკრა და კარებისკენ დაიძრა. -ვიიის? მიკას? კატიას პასუხი აღარ გაუცია ისე გაიჯახუნა კარი. “დღეს ძაან შარში ვარ.”-თავისთვის ჩაილაპარაკა მატილდამ და ტანსაცმლის მომზადებას შეუდგა.. დიდი დრო არ დასჭირვებია, კარადიდან მოკლე კომბინიზონი გადმოიღო ყვითელი, ნაზი ყვავილებით გაწყობილი. კომბინიზონი, რომელიც ძალიან კარგად კვეთდა მის უკანალსაც, მის ფეხებსაც, მის მკერდსაც და ასე შემდეგ. სააბაზანომდე გზა ძლივს გაიკვლია, ტელეფონი მოიმარჯვა და დამლაგებელთან დარეკა. -გამარჯობა მატი, როგორ ხარ? -კარგად ინა, შენ? -კარგად საყვარელო. აბა რა ხდება რამ შეგაწუხა? -ჩემს სახლში სრული ქაოსია, მეც კი დავალაგებდი, უბრალოდ ნივთებია თავის ადგილას დასაბრუნებელი, მაგრამ ძალიან მეჩქარება და დღეს ვერ მოიცლი?-ტუჩები ისე გადმოატრიალა თითქოს ინა სადმე იქვე იდგა და მის საწყალ სახეს რომ დაინახავდა უარს ვეღარ ეტყოდა. -დღეეს? უკვე გვიანია. -ხო, მაგრამ ძალიან ცოტა საქმეა, გთხოვ.-ახლა ყელზე ჩამოიკიდა თითი. -კარგი, კარგი. გასაღები ისევ იქ დამიტოვე. -მადლობა ინ, ჩემი ოქრო ხარ! ტელეფონი დამტენზე შეაერთა და აბაზანის კარი შეაღო, უსიამოვნოდ დაიჭყანა “ღმერთო ჩემო, აქაც?!?!” ყვირილით წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა და ცხელ წყალში შეეყუდა. მალევე მოემზადა, მაკიაჟი არ გაუკეთებია, ტანისამოსი ისედაც გამომწვევი ეცვა და ზედმეტად გადაპრანჭვა აღარ უნდოდა. თანაც მის გარუჯულ სახეზე ტუჩები კიდევ უფრო წითელი ჩანდა და ასე ბუნებრივად უფრო მოსწონდა. კიბეები ჩაირბინა, როგორც ყოველთვის, თუმცა ამჯერად ფეხებში ტკივილი იგრძნო. მანქანის კარი გამოაღო და გემრიელად მოკალათდა, მასდი გამეფებულმა სუნმა კი მომენტალურად თავბრუ დაახვია. “იოანი..” გაიფიქრა თავისდაუნებურად და მანქანა დაძრა. კარი ელენამ გაუღო, კატიასა და მატილდას ახლო მეგობარმა, მასაც ეტყობოდა სახეზე წინა დღის ლოთობის კვალი, ერთმანეთის დანახვაზე სიცილი აუტყდათ. -როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები მატი. -შენც არაგიშავს.-სიცილით უპასუხა და მისაღები ოთახისკენ დაიძრა, სადაც უამრავი ადამიანი ირეოდა. პირველ რიგში ლაშა შეეგება. -ვაა მატიი, რიტმს არ კარგავ ხო? -ხო იცი მატილდას დევიზი “ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს” რომ არის, სიცილით უპასუხა ცოლმა და დაქალს მოეხვია. მის ყურთან ახლოს მიიწია და ჩურჩულით უთხრა. -მიკას ველაპარაკე, მოვა. -დაურეკე, უთხარი არ მოვიდეს.-სიგარეტის ღერს გაუკიდა მატილდამ. -რატომ ვითომ?-სახეზე გაოცება დაეტყო კატიას. -იმიტომ რომ არ მინდა.-ცხვირი აიბზუა და ფარულად ხალხის შეთვალიერება დაიწყო, თუმცა ვერსად დალანდა ის, ვისაც მისი თვალები ეძებდნენ. საუბრის გაგრძელება არ გამოუვიდათ, კატიას ვიღაცამ დაუძახა და სამზარეულოში გადაინაცვლა. მატილდას ელენა მიუჯდა, მხარზე თავი ჩამოადო და ტუჩები დაბრიცა. -რა გჭირს შენ?-მატილდამ მაშინვე შეატყო მეგობარს სევდიანი გამომეტყველება და ცოტახნით ძებნას შეეშვა. -გიორგი..-ლამის ტირილით აღმოთქვა. -ახლა რაღა მოხდა?-სახე ააწევინა, ცრემლები მოწმინდა და თვალებში ჩახედა. -ისევ ვიჩხუბეთ. -კი მაგრამ რატომ? ხომ ყველაფერი კარგად გქონდათ? -გუშინ ქორწილიდან სახლში რომ მივედით მთვრალი იყო, მიზეზს ეძებდა საჩხუბრად, მერე გინდა თუ არა ვიღაცას ეპრანჭებოდიო ჩხუბი დამიწყო, მეც არ ავყევი, მაგაზე უფრო გაგიჟდა თავსაც კი არ იმართლებო, ნუ მოკლედ ..მიყვირა, მაგინა, ერთი ორი გამარტყა კიდეც. მეც წამოვედი ჩემი ბარგით, სასტუმროში გავჩერდი გუშინ. არ ვიცი როგორ ვაპატიებ ან ვაპატიებ თუ არა საერთოდ.. მატილდამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, თვალები ცრემლით გაევსო და ელენას ხელები მოხვია. ეცოდებოდა, უნდოდა გიორგი მოეკლა, ყელი გამოეჭრა ასეთი არაკაცური საქციელის გამო.. -არ ინერვიულო ელა, დღესვე წამოდი მაგ სასტუმროდან და ჩემთან დარჩი. უფრო კარგად ვილაპარაკებთ, აქ ცოტა უხერხულია.-ხალხით სავსე მისაღებს გადაავლო თვალი, ორივეს გაეცინათ. -მართლა? არ მინდა შეგაწუხო.. -გაგიჟდი?! ისედაც მომბეზრდა მარტო ცხოვრება. ოღონდ კატიას არაფერი უთხრა, თორემ ხომ იცი, ისედაც გადარეულია ამ ქორწილის ამბებზე.. მერე რომ ჩამოვა ერთად მოვუყვეთ. -არა, მეც ეგრე ვიფიქრე, არ ვეტყვი. კარზე ზარის ხმა გაისმა, კარი კატიამ გააღო, სიხარულით გადაკოცნა სტუმარი, საჩუქარი გამოართვა და მისაღებში შემოიპატიჟა. -ცოტახანს აქ დაჯექი, მაგიდასაც სულ მალე გავაწყობთ.-თბილად გაუღიმა და ყველა კუთხე კუნჭული დაუთვალიერა, ხომ უნდა შეეფასებინა დაქალის ბიჭი. მატილდამ თვალები ზევით აატრიალა, ღმერთს შველა თხოვა და ფეხზე წამოდგა. მიკას მოჩვენებითი ღიმილით მიუახლოვდა, ხელმკლავი გამოსდო და ასევე ღიმილით გაიტყუა აივანზე. ელენას ყბა ჩამოუვარდა, ვერაფრით მიხვდა მატილდას ქცევებს. -რა ხდება?-გაოგნებულმა იკითხა მიკამ. -ისე უნდა მოიქცე თითქოს გუშინ ღამით სექსი გვქონდა.-მთელი სერიოზულობით თქვა, მაგრამ ფოტოგრაფის გაშტერებულ სახეს რომ წააწყდა, სიცილი ვეღარ შეიკავა. -რა ხდება მატილდა?-ძლივს ამოიღო ხმა. -ეგ მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია ის გააკეთო რასაც მე გეუბნები. -კი მაგრამ, ვერაფერს ვხვდები.. მატილდა ფოტოგრაფს მიუახლოვდა და მის ტუჩებს ტუჩებითვე შეეხო, სწორედ ამ დროს აივანზე იოანი გამოვიდა, ტელეფონი ყურზე ჰქონდა აწეპებული და სერიოზული სახით საუბრობდა ვიღაცასთან, გვერდზე შემთხვევით გაიხედა, საერთოდ არ იცოდა თუ მის გარდა ვინმე კიდევ იყო იქ, მაშინვე ამოიცნო მისთვის უკვე ნაცნობი სხეული.. ისე გაბრაზდა, თვალები ლამის გადმოსცვივდა, თავადაც არ იცოდა რატომ აძლევდა თავს ამის უფლებას.. ხვდებოდა რომ თუ კიდევ რამდენიმე წამსაც კი გააგრძელებდა მათ ყურებას, თავს საერთოდ დაკრგავდა, ამიტომ სახლში შებრუნდა და ჩუმად გაიპარა. იცოდა ლაშას რომ ვერ გადაურჩებოდა, თუმცა არ შეეძლო მატილდას დანახვა. ლაშა თბილად მოეხვია ცოლს, ყელში რამდენჯერმე აკოცა და მთელი ძალით ჩაიხუტა. -დაიღალე? -არა, ერთი სული მაქვს როდის წავალთ.. -მეც, ჩემო სიცოცხლე. იოანი ხომ არ გინახავს? რამდენიმე წუთის წინ ვნახე, ახლა ვერსად ვპოულობ. -არ მინახავს ლაშ. გამოჩნდება, არ ინერვიულო. -კარგი წამოდი სტუმრები მაგიდასთან მივიპატიჟოთ.-თბილად გაუღიმა ცოლს, რამდენჯერმე აკოცა და მისაღებისკენ დაიძრა. ყველანი მოთავსდნენ მაგიდასთან, რომელსაც მხოლოდ ერთი კაცი აკლდა. მოწყენილმა გახედა მის ადგილს მატილდამ და ეცადა განწყობა რამენაირად შეენიღბა. გვერდზე მიკა ეჯდა, მწარედ ნანობდა კატიასთვის ნათქვამ ტყუილს. ის რომ არ მოეტყუებინა მიკასთან სიახლოვეც აღარ მოუწევდა და საერთოდ ყველაფერს თავს უფრო მარტივად გაართმევდა. ახლა კი იჯდა და ფიქრისგან ტვინი უდუღდებოდა.. ნელ-ნელა ყველა წავიდა, მატილდა, ელენა და ლაშას ერთი ძმაკაცი დარჩნენ მხოლოდ.. -კატ, მე და ელაც წავალთ ბარემ.-თმაზე ხელი ჩამოუსვა და თვალებით გაუღიმა. -აუ კარგი რაა, დარჩენილიყავით ჯეერ.-ცხვირი აიბზუა კატიამ. -დაისვენე კატი, ხვალ გამოგივლით.-საუბარში ელენაც ჩაერთო. ბოლოს სამივე უბრალოდ ერთმანეთს მოეხვივნენ და კარისკენ დაიძრნენ. მანქანაში ისხდნენ, დაღლილები, ემოციურად დატვირთულები.. ელენა გიორგიზე ფიქრობდა, კაცზე, რომელსაც ცოლად გაყვა და რომელიც დაოჯახებამ მონსტრად აქცია.. შეყვარებულობის დროს გიორგი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ჰგავდა, ხოლო როცა დაქორწინდნენ, ყველაფერი საპირისპიროდ დატრიალდა.. გიორგი ხშირად სვავდა, ფხიზელი თითქმის არ ლაპარაკობდა, მთვრალი კი მხოლოდ შარს ეძებდა. ჩხუბის დროს ისეთ აზარტში შედიოდა, შეეძლო მოეკლა კიდეც ქალი, რომელიც ერთ დროს სიყვარულით მოიყვანა ცოლად.. ელენა თავის თავს უბრაზდებოდა, პირველი ჩხუბის მერე კიდევ რომ დაბრუნდა მასთან. საკუთარ თავს სისუსტეში ადანაშაულებდა.. ფიქრებში მტკიცედ გადაწყვიტა რომ გიორგის აღარასდროს შეურიგდებოდა, აღარასდროს ერქმეოდა მისი ცოლი, რადგან ეს სტატუსი გულის ამრევი იყო მისთვის. სახეზე, მაკიაჟით დაფარულ სილურჯეზე მოისვა ხელი, რომელიც ჯერ კიდევ ეწვოდა. ვერც კი ხვდებოდა როგორ დაეშვა აქამდე... * მატილდას ფიქრები მისი ქცევებივით ერთმანეთში იყო არეული.ვერ იტანდა ტყუილს და განსაკუთრებით მაშინ როცა თვითონ ამბობდა, ამიტომ ძალიან იშვიათად აკეთებდა ამას. ახლა კი, სინანულით მთელი სხეული ეწვოდა, გული უფრიალებდა. კატიას გააცილებდა თუ არა, მიკასთან დარეკავდა, სირცხვილით მაგრამ ყველაფერს მოუყვებოდა, ასე გადაწყვიტა ბევრი ფიქრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მიკა მისი მეგობარი არ იყო, მასთან გულრწფელობის ვალდებულება რომ ჰქონოდა, მაგრამ არ უნდოდა ფოტოგრაფს რაიმე ცალმხრივი გრძნობა გასჩენოდა კოცნის შემდეგ, თანაც თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ გამოიყენა.. მატილდას ფიქრები იოანსაც სტუმრობდნენ, ან მას სტუმრობდნენ ყველაზე მეტად. მისი ხელების სიძლიერე, მისი ღრმა, ყოველთვის ორაზროვანი თვალები, რომელშიც შეუძლებელია არ ჩაიძირო.. მისი მკაცრი, ბოხი, ხრინწიანი ხმა, რომელიც იშვიათად ხდება თბილი და შეუვალი, მოსვენებას არ აძლევდნენ.. იმაზეც ფიქრობდა საერთოდ ხომ არ დაბრუნდა საიდანაც ჩამოვიდაო და გული ეკუმშებოდა, არ უნდოდა ისე წასულიყო ერთხელ მაინც რომ არ ენახა.. -ეს სასტუმროა მატი, სადმე გააჩერე.-თავად ძლივს გამოერკვა ნაცნობი ადგილის დანახვაზე ფიქრებიდან და დაქალსაც ხმამაღალი ტონით მოუწოდა გამოფხიზლებისკენ. მატილდას ხმა ისევ არ ამოუღოა, მშვიდად გააჩერა მანქანა და გადმოვიდა. -შენ მისაღებში დამელოდე, მე ბარგს ჩამოვიტან და ჩამოვალ. აქ დაჯექი, დაღლილი ჩანხარ.-ხელით სავარძელზე მიუთითა და თავად გაუჩინარდა. სავარძელში იჯდა მატილდა, რაღაც ჟურნალს ფურცლავდა, თუმცა ერთი გვერდიც არ წაუკითხავს, არც გამოსახულებებს აკვირდებოდა, უბრალოდ ფურცლავდა.. მოულოდნელად ნაცნობი მამაკაცის ხმა შემოესმა და მთლიანად წამოენთო, თავი არ შეუტრიალებია, თითქოს რომ შეტრიალებულიყო ლაპარაკსაც შეწყვეტდა და თან გაქრებოდა კიდეც.. ჟურნალში ჩაეშტერებინა თვალები და მთელი არსებით უსმენდა მამაკაცს, რომლის ხმა ახლა ბევრად უფრო მეტი სითბოთი ჟღერდა, ვიდრე ოდესმე. -მეც მენატრები ჩემო პატარა, ხო იცი მამას ყველაზე მეტად უყვარხარ. -თუ გიყვარვარ რატომ არ ჩამოდიხარ? მე ვტირი სულ.. -მალე ჩამოვალ მა, ოღონდ გთხოვ დაიძინე კარგი? და აღარ იტირო.. შენ რომ დაიძინებ და გაიღვიძებ მამიკოც შენთან იქნება. -მართლა? მაშინ დავიძინებ.-სიხარულით ამოიხვნეშა ბავშმა, სახე გაუბრწყინდა. დედა რომ ეუბნებოდა მამა მალე ჩამოვაო, ვერასდროს იგებდა ეს მალე რამდენი იყო. ახლა კი ზუსტად იცოდა, დაიძინებდა და რომ გაიღვიძებდა მერე.. -მართლა მა..სენიას მიხედე და დედიკო არ გააბრაზო კარგი? -მე უფრო გიყვარვარ თუ სენია?-ცხვირი გაბუშტა ეჭვიანმა ტანიამ. -რა კითხვაა ტანია, მე ჩემი ორივე პრინცესა მიყვარს.-ბავშვის ეჭვიანობაზე მოურიდებლად ჩაეცინა. -დედიკოს მიეცი ტელეფონი კარგი? ტანიას აღარ უპასუხია, ტელეფონი დედას მიურბენინა და თავად პატარა დის ოთახში შევარდა. -მოკლედ ეს ბავშვი უშენოდ სამი დღეც ვერ ძლებს.. რა გაუკეთე ასეთი.-მხიარულად გაიცინა დანიელამ და სველი ხელები გაიმშრალა. -რა ქნას, უყვარს მამა.-იოანსაც გაეცინა. -ოხ, იცინე და მე გამაწამა, ვერაფრით ვაძინებდი, რა არ ვუთხარი, რა არ ვუმღერე, მაინც მამა მამას გაიძახოდა. -შენ როგორ ხარ დანი? -მე კარგად, შენ გელოდებით სამივე, გვაკლიხარ.. -მეც მაკლიხართ ჩემო პატარებო, წავედი დან, რამეს შევჭამ, გოგოებს მიხედე, შენს თავსაც და რამე თუ დაგჭირდა დამირეკე. -მიყვარხარ იოან! -მეც.. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, კმაყოფილმა ჩაიღიმა და კაფეტერიისკენ დაიძრა. ისეთი გაშტერებული და დაბნეული იყო, ალბათ მატილდას ვერც შეამჩნევდა, მაინცდამაინც იმ სავარძლისთვის რომ არ წამოეკრა ფეხი, რომელშიც ის იჯდა.. თავი დაბლა დახარა, ხასიათი მაშინვე წაუხდა. გაბრაზებული იყო მატილდაზე, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ. მატილდა კი შოკიდან გამოსვლას ჯერ კიდევ მთელი თავისი ძალებით ცდილობდა. მხოლოდ იოანის ლაპარაკის მოსმენისას გაახსენდა მისი საუბარი ტანიასთან მანქანაში.. ვერაფრით ხსნიდა როგორ დაუშვა რომ სექსი ცოლ-შვილიან მამაკაცთან ჰქონდა, მამაკაცთან, რომელიც გიჟდება თავის ოჯახზე. იოანზეც ბრაზობდა, მაგრამ საკუთარ თავზე უფრო. ისეთი შერცხვენილი იყო, იცოდა იოანი თავზე რომ ედგა, მაგრამ ზევით არ იხედებოდა. -აქ კლიენტს ელოდები?-ირონიულად ჩაიცინა იოანმა და მის თამამად მოშიშვლებულ სხეულს დააჩერდა. მატილდასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ფეხზე წამოდგა. -კლიენტს? რას გულისხმობ?-კიდევ უფრო დაიბნა. -ააა, შენ რა პროსტიტუციით არ ხარ დაკავებული?-ახლა უფრო ხმამაღლა ჩაიცინა იოანმა. მატილდას თვალები ჩაუწითლდა, სიბრაზისგან მთლიანად გაწითლდა. -როგორ ბედავ ჩემთვის ამის თქმას?-მოურიდებლად უთავაზა სახეში გაშლილი ხელი. იოანს ეტკინა, თუმცა რა თქმა უნდა, არ შეუმჩნევია. მისი ხელი ხელში მაგრად დაიჭირა და მთელი ძალით მისწია თავისკენ. -დაგინახე როგორ კოცნიდი ვიღაცას ლაშას სახლის აივანზე, ვიცნობ შენნაირ გოგოებს, ვიცი რაზეც ხარ წამსვლელი.-სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა იოანი, ისეთი დაჭიმული ჰქონდა მთელი სხეული, ცოტაც და ყველა ძარღვი ერთიანად დაუსკდებოდა. მათკენ მომავალი სილუეტი რომ შეამჩნია, ხელი ზიზღით გაუშვა თვალებაცრემლიანებულ მატილდას და გაუჩინარდა. ელენა გიჟივით მივარდა მეგობარს. -რა ჯანდაბა უნდოდა? მატი რა გჭირს? ცუდად ხარ?-უამრავი კითხვა დააყარა და პასუხს მოუთმენლად ელოდა. -აქედან წავიდეთ, გთხოვ.-ერთი ამოიკნავლა და გასასვლელისკენ დაიძრა. საჭესთან ელენა დაჯდა, მატილდას ამის თავი არ ჰქონდა. სახლამდე ხმა არ ამოუღიათ. საწოლზე იწვნენ, ხელში ცივი სასმელები ეჭირათ და ჭერს უყურებდნენ. -ახლა მაინც მითხარი რა ჯანდაბა ხდება!-თითქმის დაიკივლა ელენამ. მატილდასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ყველაფერი მოუყვა. თანაც იცოდა რომ სხვისთვის გაზიარება ცოტაოდენ შვებას მაინც მოჰგვრიდა.. -რააა? ეგ იდიოტი! ესეიგი თვითონ ცოლ-შვილი ჰყავს, შენთან იწვა და კიდევ შენ გამოგიყვანა ? მაგას ხო არ აკლია? თუ მაგასთან ღალატი მოსულა? -ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ელენა, ათას სალანძღავ სიტყვას ამბობდა, ერთიანად იშორებდა გიორგის და იოანის ბრაზს. -მე ჩემს თავზე ვბრაზდები, ცოლიან კაცთან რა მინდოდა?როგორ შევხედე ელა? მართლა ვერ ვხვდები რამ დამაშტერა ამხელა გოგო, კაცმა რომ მკითხოს ყველაფრის ექსპერტი ვარ, არადა რამხელა შეცდომა დავუშვი.-სახეზე ხელები აიფარა და ცრემლების შეჩერებას შეეცადა. -მატილდა! გეყოფა შენი თავის დადანაშაულება! არც იცოდი ცოლი რომ ჰყავდა, მხოლოდ მისი საუბარი მოისმინე შვილთან, სიმთვრალეში კი გარჩევას ვერ დაიწყებდი. დამნაშავე ის მოღალატეა! სიამოვნებით მოვკლავდი. დიდხანს ლანძღავდნენ კაცების მოდგმას, ბოლოს უკვე თვითონაც კი ეცინებოდათ. გიორგიმ ელენას რამდენჯერმე დაურეკა, ყოველ ჯერზე უთიშავდა და მატილდას მადლობას უხდიდა მასთან დარჩენის საშუალება რომ მისცა, თორემ დარწმუნებული იყო, რომ სასტუმროში თავს ვერ შეიკავებდა და უპასუხებდა.. ბევრ ლაპარაკში ჩაეძინათ კიდეც. ფიქრისგან გადაღლილი ტვინები ძლივს დაასვენეს.. * იოანი ჩაბნელებულ ნომერში იჯდა, მატილდას სურათებს ათვალიერებდა სოციალურ ქსელებში და სასმელს ეტანებოდა. ყველა სურათის გახსნისას მუცელში ჩხვლეტას გრძნობდა, ცოტათი ნანობდა კიდეც ამხელა შეურაცხყოფა რომ მიაყენა, მაგრამ რომ ახსენდებოდა როგორ კოცნიდა ვიღაცას, თავიდან ეწყებოდა ისტერიკა. მატილდა იმაზე ბევრად ლამაზი იყო, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. არა მხოლოდ ლამაზი, სექსუალურიც, ვნებიანიც, მისტიურიც.. სწორედ ამიტომ მოეწონა იოანსაც, თორემ აბა უბრალოდ ლამაზი გოგოები ხომ ისედაც ბევრი ჰყავდა. მატილდა კი უნაკლო იყო, არაფერი აკლდა.. გულდაწყვეტილი უყურებდა მის სურათებს და კადრებად ახსენდებოდა მასთან გატარებული ღამე. “რატო არ ხარ ისეთი, როგორიც გარეგნულად ჩანხარ, რატო..”-გამწარებული ეკითხებოდა ეკრანზე გამოსახულ სურათს და შუშის ბოთლს მაგიდას დაუღალავად ურტყავდა.. მიხვდა რომ ასე ჯდომა აღარ შეეძლო, ამიტომ გარეთ გიჟივით გავარდა.. * მატილდას მაღვიძარის ხმაზე შეშლილივით წამოყო თავი ელენამ, ლამის წიხლებით შეადგა დაქალს გონებში რომ ჩაეგდო. -ადექიი, გაგვიფრინდა კატიაა, ადექიი!-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, თან თავში ბალიშს ურტყავდა. -ელენა, იცოდე ეს შენი ბოლო დღეა ამ სახლში.-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ისე რომ ლოგინიდან არც ამდგარა. ელენა ახლა სიცილს მოჰყვა. -კარგი რა მატი, დაგვაგვიანდება, ადექი. დაქალის წუწუნის მოსმენის თავი არ ჰქონდა, თან იცოდა ელენა რომ ჩაირთვებოდა, ვეღარაფერი გამორთვდა, ამიტომ ფეხზე წამოდგა და ჩუსტებს დაუწყო ძებნა. -რა არის რაა, ამ ინას სახლს რომ დავალაგებინებ, მერე ვერაფერს ვეღარ ვპოულობ, რა უბედურებაა.-წუწუნს მოჰყვა და სახე უსიამოვნოდ მოკუნტა. -შენს სიბრმავეს დამლაგებელს რატო აბრალებ? წინ გაიხედე და ბავშვივით ნუ წუწუნებ სულ. -გირჩევნია ყავა დადგა, სანამ ეშმაკი ჩამისახლდა სულში. ორივემ გულიანად გაიცინეს და საქმეს შეუდგნენ. მატილდას სისწრაფით ელენა ისეთი გაოცებული იყო რომ ყველაფერს კიდევ უფრო ნელა აკეთებდა.. -ახლა ვხვდები ყველგან ყოველთვის ყველაზე ადრე როგორ მოდიხარ. -რა გავაკეთო, ზოზინი ჩემთვის არ არის.-ხმაურით გაიცინა. მატილდამ შავი, კლასიკური შარვლის ჩაცმა გადაწყვიტა, თეთრ ტოპზე და შავ ფეხსაცმელზე, ეს ლუქიც, რა თქმა უნდა, მისთვის იყო შექმნილი. -როგორ ახერხებ რომ სულ ასე კარგად გეცვას?-გამობზეკილ ტ*აკზე უჩქმიტა დაქალს დაბღვერილმა. -კარგი რა, ხანდახან ძაან აჭარბებ ხოლმე.-თვალები აატრიალა მატილდამ და ისევ სარკეს მიუბრუნდა. -რას ვაჭარბებ? მე და შენ ხომ ერთი წონის ვართ, ერთი სიმაღლის და შესაბამისად ერთი ზომის, მაგრამ რაც არ უნდა ჩავიცვა შენი, ყველაფერი რომ საშინლად მაქვს არ იცი? მატილდას გაეცინა, გაახსენდა ერთხელ ელენა სადღაც მიდიოდა, მელი თავისი კარადა ჩააცვა, მაგრამ ვერაფერი მოიხდინა. -ლიფს არ იცმევ?-თვალები გადმოკარკლა ელენამ უფრო ახლოდან რომ შეხედა. -ჯერ ეს ერთი, ამ ტოპზე ლიფის ჩაცმა უაზრობაა, მთელ თავის სილამაზეს კარგავს და მერე მეორე, ჩემს ძუძუებს ლიფი არ სჭირდებათ. -ლიფი ყველა ძუძუს სჭირდება მატი. -ამასაც? მატილდამ თავისი დიდი, შეკრული ძუძუები აათამაშა, ელენას ისე გაეცინა ლამის პირიდან ყავა გაასხა, მის დანახვაზე კი მატილდას გადასცდა სიგარეტის ბოლი. ერთი სიტყვით მხიარულად გამოვიდნენ სახლიდან, არც იოანი უხსენებიათ და არც გიორგი, თუმცა ორივემ იცოდა რომ ეს მხოლოდ თავის მოჩვენება იყო. კატიასთან შესვლა ძლივს მოახერხეს, სახლი ბარგით იყო გატენილი. -ომი დაიწყო და გარბიხართ თუ სამოგზაუროდ მიდიხართ? რა იყოთ რა ამბავი ბარგია?-სიცილით შევიდნენ მისაღებში, სადაც ლაშა, კატია და იოანი ისხდნენ, სხვა არც არავინ აპირებდა მოსვლას, დანარჩენები კატიამ აეროპორტში დაიბარა. მატილდა გახევდა, სახეზე ღიმილი შეახმა , ფეხები ისე უკანკალებდა ძლივს დგავდა, ელენამ მასპინძლებს გაუღიმა, მიესალმა და მატილდას ხელზე ისე მწარედ უჩქმიტა, ლამის ხორცი შერჩა ხელში. სავარძლებში მოთავსდნენ. იოანი სიგარეტს ეწეოდა, თმას ყოველწუთას იწევდა უკან და თუ ვინმე არ ელაპარაკებოდა, სულ მატილდაზე უშტერდებოდა თვალი. ბრაზდებოდა, იხიბლებოდა, იზიდავდა, განიზიდავდა.. ყველაფერი ერთად ემართებოდა ამ გოგოზე, ამიტომ მისი მზერაც სულ განსხვავებული იყო. ხან თბილი, შეუმჩნეველი ღიმილით, ხან ცივი, დაჭიმული ძარღვებითა და ჩაწითლებული თვალებით. -მიკასთან რა ხდება?-სასიამოვნოდ ჩაიღიმა კატიამ და სმენად იქცა. მატილდამ შეუმჩნევლად გახედა იოანს, რომელიც ახლა ლაშას ელაპარაკებოდა. -არაფერი, ბოლოს აქ ვნახე, გუშინ.-ისე დაიბნა ლამის ენა დაება.მის გადასარჩენად საუბარში ელენა ჩაერთო. -კააწ, რას ჩამომიტან?-მხიარულად აათამაშა წარბები. მატილდამ ამოისუნთქა და თვალებით მადლობა გადაუხადა. -აუ არ ვიციი, სულ იმაზე ვფიქრობ ვის რა ჩამოგიტანოთ.-ეს კატიას საყვარელი თემა იყო, ამიტომ ვერც კი შეამჩნია როგორ გაეცალა მატილდა და როგორ გადაინაცვლა აივანზე. სუნთქვა უჭირდა, ამიტომ ჰაერზე განმარტოება გადაწყვიტა. მძიმე ნაბიჯების ხმა რომ გაიგო შეკრთა და უკან გაიხედა, მალევე შეამნია იოანი.. -რატომ გამომყევი?-წყენით ჩაილაპარაკა. -მაინტერესებდა ისევ ვიღაცასთან საკოცნელად გამოხვედი თუ არა. -არ დაიღალე? რაც მნახე იმის შემდეგ სულ რაღაც კომენტარებს მიკეთებ, გასაგებია, ხშირ შემთხვევაში დამცინი, მაგრამ რას ნიღბავ ამით? რას მალავ?-თვალებში ჩახედა და თვითონაც არ სჯეროდა რომ ასე მტკიცედ საუბარი მოახერხა მასთან. -არაფერს ვმალავ.-თვალი აარიდა. -არა? მე კი მგონია რომ მალავ. მატილდა წელში გასწორდა, ტანის რხევით ჩაუარა იოანს და ოთახში შებრუნდა.. იოანი იქამდე იდგა, სანამ არ დაუძახეს მივდივართო. ყველაფერზე ფიქრობდა ერთად.. თავი მარტოდ რომ დაიგულა, დანიელასთან დარეკა. -როგორ ხარ დანი? -კარგად ჩემო სიყვარულო, შენ? -ხუთზე მოვფრინავ.. ბავშვებმა გაიღვიძეს? -ლისენიას ძინავს, გაიღვიძა მაგრამ მეორედ დავაძინე. ტანია ცეკვას დგამს შენთვის.-დანიელამ ხმამაღლა გაიცინა. იოანს გაეღიმა, მხოლოდ ამას შეეძლო მისი გამხიარულება.. მხოლოდ მის ოჯახს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. ალბათ არცერთ მამას ისე არ უყვარს შვილები, როგორც იოანს. ტანია თავიდან ბოლომდე მისი გაზრდილია, ამიტომაცაა ასეთი მიჯაჭვული მამაზე. თბილად დაემშვიდობა ცოლს, ხასიათზე მოსული და სახლში შევიდა. აეროპორტისკენ დაიძრნენ. იოანმა მანქანა სასტუმროდან წამოიყვანა, ამიტომ ყველანი ცალ-ცალკე მიდიოდნენ. იოანი, ლაშა და კატია და მატილდა და ელენა. მატილდა ყველაზე წინ მიდიოდა, ძალიან სწრაფად ატარებდა და რამდენჯერმე კინაღამ ავარიაც კი დაემართა. -გაგიჟდი? ცოტა ნელა ატარე.-პანიკაში ჩავარდა ელენა. -არ შემიძლია.-სიჩქარეს უფრო მოუმატა ელენამ. -გადმოდი, მე დავჯდები. მატილდა მიხვდა რომ თავს ვერ აკონტროლებდა ამიტომ დაქალს დაემორჩილა. -არა რაზე ფიქრობ მითხარი? გინდა? -ზე არასდროს მიფიქრია. -აბა ეს რა სიგიჟე იყო. -არ ვიცი ელა! უბრალოდ ასე ვიქცევი და მორჩა. მატილდას ტელეფონი აწკრიალდა, დედა ურეკავდა, რომელიც უკვე დიდი ხანია არ მოუკითხავს ამიტომ ჩხუბისთვის მოემზადა და ისე აიღო.. -მატილდა! ხანდახან მგონია რომ ჩემი შვილი კი არა, ჩვენი მეზობელი რომ იყო ბადრი, იმისი შვილი ხარ! ან იქნებ იმას უფრო ხშირად ურეკავ ვიდრე დედაშენს?-პირდაპირ წააყარა ნატამ. -დედა,ხომ იცი რომ ვმუშაობ, თან ეს პერიოდი სულ გადატვირთული ვიყავი, კატიას ქორწილის ამბებში..-თავის გამართლებას შეეცადა დატუქსული ბავშვივით. -კატიას ქორწილი კი არა, ფოთოლი რომ ჩამოვარდეს ციდან ეგეც მიზეზია შენთვის! -რა გინდა ნატა, საჩხუბრად დამირეკე? -არა დედიკო, მოსაკითხად, ესეთი ყურადღებიანი რომ ხარ მინდა მეც იგივეთი გიპასუხო. -ნატა ვთიშავ. -მოიცადე შე ქაჯო! იცოდე ზეგ არაფერი დაგეგმო, შენი და ნიშნობის აღსანიშნავ წვეულებას აწყობს, გირჩევნია ვინმე წამოიყვანო, თუ გინდა რომ ჩვენი საყვარელი ნათესავების მზერას გადაურჩე. -რააა? ჩემი და ნიშნობის წვეულებას აწყობს? დედა ბარემ შენც გათხოვდი მამაზე მეორედ. რა ყველას ახლა მოუნდა? -მატილდა შენი წუწუნის მოსმენის დრო არ მაქვს, რაც გითხარი გაითვალისწინე. ტელეფონი გიჟივით მოიგლიჯა, ერთადერთი რაც უნდოდა, კივილი იყო.. -რა მოხდა, რა სახე გაქვს? -ჩემი და ნიშნობის წვეულებას აწყობს, წარმოგიდგენია? ჩემი 18 წლის დაა.. და მე?! მე იმაზე ვდარდობ რომ იმ კაცთან მქონდა სექსი რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს და თანდათანობით ვაცნობიერებ რომ პრობლემა სექსი კი არ არის, პრობლემა ის არის რომ მასზე გაგიჟებული ვარ და ნებისმიერ სიტუაციაში მიზიდავს, დედაჩემი კი მთხოვს წვეულებაზე ვინმესთან ერთად მივიდე. ბედის დაცინვაა არაა?-ისტერიული სიცილი აუტყდა მატილდას და ელენაც აჰყვა, უკვე აეროპორტთან იყვნენ სიცილი რომ შეწყვიტეს და სახეები დაიყენეს. ლოდინით სული ამოეხუთათ. -როგორ ახერხებენ ასე ნელა სიარულს? -არ ვიცი ელა.-მხრები აიჩეჩა მატილდამ. -წავალ რამე ცივს მოვიტან. მატილდა სკამზე იჯდა,ერთი საათი ცდილობდა თმის ურიზენოდ შეკვრას, მაგრამ არ გამოსდიოდა. იოანი მიუახლოვდა, ხელში ბარგი ეჭირა, თავიდან იფიქრა რომ ლაშასი და კატიასი იყო, თუმცა მერე მიხვდა იოანი მარტო იყო და ის ერთი ჩემოდანიც, სწორედ მას ეკუთვნოდა. უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, კარგად იცოდა იოანიც რომ აპირებდა წასვლას, მაგრამ მაინც არ სიამოვნებდა. თუმცა იცოდა მისი ნახვა რომ საერთოდ აღარ მოუწევდა ამით პრობლემებიც თავისით მოგვარდებოდნენ, მაინც უკმაყოფილო იყო. იოანი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა. -რომელზე მიფრინავ?-საუბარი მატილდამ წამოიწყო. -ხუთზე, თითქმის ერთ საათში.-ძალიან ხმადაბალი ტონით უპასუხა, რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული ეტყობოდა.. -უკან აღარ დაბრუნდები?-მოულოდნელად იკითხა მატილდამ. იოანმა თმა გადაიწია, მატილდას თვალებში ჩახედა და ისე, ღიმილნარევი სიცილით უპასუხა. -დავბრუნდები, სანამ შემიყვარებ.. * უკვე სამი კვირა იყო გასული იქიდან რაც იოანი წავიდა, მატილდა ძალიან ცოტას ლაპარაკობდა მასზე, ცდილობდა საერთოდ არც კი ეფიქრა და გამოსდიოდა კიდეც. მანძილი მაინც თავისას შვება. ელენა ოფიციალურად გაეყარა გიორგის და თავდაპირველად სანამ სახლის ყიდვას ან გირაობას მოახერხებდა, გადაწყვიტა კვლავ მატილდასთან ეცხოვრა, თანაც ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ და ორივე თავს ასე ბევრად უკეთ გრძნობდა. კატია და ლაშა მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს ბათუმში გადასულიყვნენ ცოტახნით ლაშას სახლში, ამიტომ გოგოებს მათი ნახვა იშვიათად უწევდათ.. * მთელი დღის მუშოაბით გადაღლილი მატილდა სახლში 10 საათზე დაბრუნდა, ხასიათი როგორც ყოველთვის ახლაც წახდილი ჰქონდა. -მატიი, შენი საყვარელი სპაგეტი მოვამზადეე. ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და კმაყოფილმა ჩაიღიმა ელენამ. -აუ მართლააა?-სახე გაუნათდა.-ისე მშია ლამის გონება დავკარგო. -ხო შენ რაღაც ამ ბოლო დროს ბევრს ჭამ.-თითი დაუქნია დაქალს რომელიც უკვე სასადილო მაგიდასთან იჯდა და საჭმელს ნერწყვის დენით ელოდებოდა. -ხო ვიცი, იმიტომაც ვაგდივარ მერე გულის რევით აბაზანაში მთელი ღამე.-ხმამაღლა გაეცინა მატილდას. -ვაიმეეე, გული მისკდებოდა მეთქი რისი ხმებია თქო, ესეიგი შენ იყავი?-ელენასაც გაეცინა. -ხო, რა გაცინებს? რაც სიგარეტს თავი დავანებე ღორივით ვჭამ ხო იცი. გემრიელად ივახშმეს, სამზარეულო მიალაგეს და ლიგინზე წამოწვნენ. -შენ დასთან არ გილაპარაკია? -არა ისევ გაბრაზებულია ნიშნობის წვეულებაზე რომ არ წავედი. -არც ნატა გელაპარაკება? -არა, ოჯახმა გამრიყა.-გაეცინა მატილდას. -იდიოტი ხარ.-დაქალს ხელი მიკრა და მის ტელეფონში ჩაიცქირა. -აუ მატი. -ჰოუ. -მოდი ხვალ ბათუმში წავიდეთ რა, რა უბედურებაა აგვისტოში თბილისში ყოფნა? მატილდამ თვალები აატრიალა. -ძვირფასო, დაგავიწყდა რომ ორივე ვმუშაობთ? -ხოდა ავიღოთ შვებულება. -რომელიც არ გვეკუთვნის.-ეშმაკურად ჩაიღიმა. -ვაიმე რა უჟმური ხარ? რამე მოვიტყუოთ რააა, აი მე ვეტყვი რომ ქმარს გავშორდი და დეპრესია მაქვს და ორი კვირით დასვენება მჭირდება. -მგონი ეგ ტყუილი არ არის.-ახარხარდა მატილდა. -ესეიგი არ გინდა? კატიასაც გაუხარდებოდა, ძალიან იშვიათად ვნახულობთ და მოწყენილია..-ტუჩები დაბრიცა ელენამ. -ვიცი, მეც სულ მაგაზე ვფიქრობ.. -ხოდა წავიდეთ რააა. * ელენამ საბოლოოდ მაინც დაიყოლია უჟმური მატილდა, გადაწყვიტეს ლაშასთვის და კატიასთვის არ ეთქვათ და სიურპრიზი გაეკეთებინათ.. -ვაიმე ელენა რაა! წავსულიყავით მატარებლით, რას აიტეხე ეს მანქანა? ვიმგზავრებდით კომფორტულად რაა.. -მატილდა შეგიძლია ცოტახანი მაინც არ იწუწუნო? საჭესთან მე ვზივარ, შენ რა გაწუხებს? თანაც ჩავედით უკვე. -მომაწოდე რა ის შოკოლადი. -რამდენი შოკოლადი უნდა ჭამო, რაღას ჩავიტანთ? -თვალები დაუბრიალა დაქალს. -რა იყო გენანება?-წყენით აიბზუა ცხვირი და ფანჯარაში გაიხედა. -ახლა არ მითხრა რომ მართლა გაბრაზდი.-სიცილს მოჰყვა ელენა. -დიახაც, მართლა გავბრაზდი! ორ ლარიან შოკოლდებს მაყვედრი მთელი გზაა, თითქოს მართლა ღორი ვიყო. -გაგიჟდი მატი?-სიცილს ვერ იკავებდა ელენა, მატილდას კი თვალებიდან უკვე ცრემლები სდიოდა. როგორც იქნა მიაღწიეს, მატილდა ისევ გაბუტული იყო, ელენა კი უშედეგოდ ცდილობდა მის შემორიგებას. კარი კატიამ გააღო, ცოტახანი გაურკვევლობისგან პირღია უყურებდა დაქალებს, ხოლო როცა გაიაზრა რაც ხდებოდა, იმხელა კივილი ატეხა ლაშა გიჟივით გამოვარდა, მასაც ანალოგიური რეაქცია ჰქონდა. ლაშა საქმეებზე გავიდა, გოგოები სამზარეულოში ისხდნენ ყავასთან და ტკბილეულთან ერთად. -ესეიგი მოწევას თავი საერთოდ დაანებე? -ხო კატი, მოწევას დაანება მაგრამ ბეგემოტივით იკვებება.-სიცილი ვერ შეიკავა ელენამ. -ჩემი მადის გარდა სხვა სალაპარაკო არ გვაქვს?-ისევ გაიბუტა მატილდა. -აუ ისე ხოო, მოყევი რა კაატ როგორ ხართ შენ და ლაშა? -კარგად ვართ, სულ ჩემთან არის და სულ ცდილობს თავი კარგად მაგრძნობინოს. მატილდამ პირზე ხელი აიფარა და გაჭირვებული ხმით იკითხა. -აბაზანა სად არის? -აქეთ, წამოდი გაგაცილებ.-დაფეთებული წამოხტა კატია და დაქალს სააბაზანომდე გაყვა, გულმა ვერ გაუძლო და შიგნითაც შევიდა. -რა გჭირს მატი? -ამ ბოლო დროს იმდენს ვჭამ სულ გული მერევა. -ექიმთან უნდა მიხვიდე.-მკაცრად ჩაილაპარაკა. -კაი რა, რა ექიმთან. მართლა ვგრძნობ ხოლმე რომ თუ ერთ ლუკმასაც შევჭამ, გული ამერევა მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და მაინც ვჭამ. -ხოდა მადის გასაქრობ წამლებს დაგინიშნავს, აუცილებლად მიდი. მატილდა სამზარეულოში დაბრუნდა, კატია კი ოთახში გავიდა, გადაწყვიტა გოგოებისთვის ახლად შეძენილი ტანისამოსი ეჩვენებინა. ელენას ჩაფიქრებული , შეშინებული და შეშლილი სახე ჰქონდა, მატილდა მაშინვე მიუახლოვდა. -რა ხდება ელა?-თვითონაც შეშინდა. -მატი.-ძლივს ამოილუღლუღა.-ბოლოს ციკლი როდის გქონდა? -არ ვიცი, გადამიცდა და მერე აღარ მიმიქცევია ყურადღება, მგონი კაი ხანია არ მქონია, რა დებილი ვარ სულ გამომვარდა თავიდან. რატო მეკითხები?-თავის სიდებილეზე ჩაეცინა მატილდას. -ორსულობის ტესტი უნდა ვიყიდოთ! რაც შეიძლება სწრაფად! -რააა? ორსულად ხარ ელააა?-სიხარულისგან ყბა ჩამოუვარდა მატილდას და დაქალს მოეხვია. -მე არა ლენჩო, შენ ხარ ორსულად. მატილდამ ჯერ გაიცინა, იფიქრა ხუმრობსო, მერე ელენას სერიოზულ სახეს რომ გადააწყდა, თვითონაც გახევდა, ამ დროს კატიაც შემოვარდა, ახალი ტანისამოსით ხელდამშვენებული და საუბარი აღარ გაუგრძელებიათ. დიდხანს გაგრძელდა მისი მოდის ჩვენება, ელენასა და მატილდას კი რეაქციების გამოხატვაც უჭირდათ ისეთ შოკში იყვნენ, როგორც იქნა ლაშა დაბრუნდა და გოგოებმა მარტო გასვლა მოახერხეს, ელენა მაშინვე აფთიაქისკენ დაიძრა. -საიდან მოიტანე ეგ სისულელე?-აეკიდა მატილდაც. -ციკლი გადაგიცდა, მადა გაძლიერებული გაქვს, გული ხშირად გერევა, ხასიათზე არასდროს არ ხარ, მუცელი და წელიც ხშირად გტკივა.. საიდან მოვიტანე კი არა, აქამდე როგორ ვერ მივხვდით..-ტუჩზე იკბინა და გზა განაგრძო. -შენ წარმოგიდგენია მაინც შენი ბოდვა სიმართლე რომ აღმოჩნდეს რა დამემართება?-ერთ ადგილას გაშეშდა მატილდა. -პირველ რიგში ის მოიფიქრე კატიას სიმართლეს როგორ ეტყვი. -დამცინი? კატიას ვერასდროს ვეტყვი რომ მისი ქმრის ცოლ-შვილიანი ძმაკაცისგან ვარ ორსულად.-გაჩერდა და პირჯვარი რამდენჯერმე გადაიწერა.-და საერთოდ შეგიძლია ცოტა ნელა იარო? გავაჩინე ბავშვი და ეგ არის.-სიცილი აუტყდა, რა თქმა უნდა, ისტერიული. -სისულელეებს მოეშვი მატილდა და ფეხი გამოადგი. * -კარგია, ტესტი უკვე გვაქვს, ახლა მხოლოდ კატიას სააბაზანოში განმარტოება გჭირდება. -და ჩემი შარდი რაში მოვათავსო ტვინიკოსო? -აქვე ვიყიდი რამეს, ჩანთაში ჩაიდე და ეცადე აბაზანაში ჩანთით შეხვიდე. -დიდი იმედი მაქვს ცდები ელა.. ჩემი ცხოვრება მართლა ნამსხვრევებად იქცევა თუ შენი ეჭვები გამართლდა. მატილდა სააბაზანოში იდგა მარტო და ზემოდან დასცქეროდა თავის მუცელს. ხელის მოკიდება უნდოდა, თუმცა ვერ ბედავდა. ეშინოდა დადებითი პასუხის,ძალიან ეშინოდა რადგან ამ შემთხვევაში გამოსავლის მოძებნა ძალიან გაუჭირდებოდა. მარტივი არ არის ორსულად იყო კაცისგან, რომელთანაც მხოლოდ ერთი ღამე გაკავშირებს, ერთი საბედისწერო ღამე. ტესტს ცალი თვალით დახედა, თუმცა ორი ლურჯი ზოლის დანახვა არ გაჭირვებია. სამწუხაროდ ვერ გეტყვით რა რეაქცია ჰქონდა, იმიტომ რომ საერთოდ არ ჰქონია რეაქცია. უბრალოდ ყველაფერი გაჩერდა და ერთ ადგილას გაიყინა. აბაზანიდან იქამდე არ გამოსულა სანამ გოგოებმა კარი არ ჩამოუღეს, ელა მიხვდა რომ პასუხი დადებითი იყო, თუმცა კატიასთან არაფერს იმჩნევდა. მატილდა ზომბივით გადაადგილდებოდა, ლაშამ ათასი კომენტარი გაუკეთა, თუმცა მატილდას არცერთზე უპასუხია. ცოტა გონს რომ მოვიდა კატიას მიუახლოვდა და მთელი ძალით მოხვია ორი აკანკალებული ხელი. -რა ხდება ჩემო გოგო? -შეიძლება ცალკე ვისაუბროთ? -კი, რა თქმა უნდა.-თავზე ხელი გადაუსვა და საძინებელში გაიყვანა. -არც კი ვიცი საიდან დავიწყო, პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ რომ ეს მოხდა, იმაზეც ძალიან ვწუხვარ თუ შენ ამის გამო პრობლემები შეგექმნება და მინდა იცოდე რომ არ მინდოდა..-მატილდამ ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო, ემოციურად ძალიან რთგუნავდა ეს სიტუაცია. -მატი, უბრალოდ მითხარი რა ხდება კარგი? ჩვენ ასეთი საუბრები არ შეგვეფერება, ძალიან გთხოვ, არ მიყვარს როცა ტირი, უბრალოდ თქვი რა ხდება და ჩვენ ერთად მოვაგვარებთ, გპირდები. ცრემლები მოწმინდა და თბილად გაუღიმა, დაბნეული იყო, ვერაფერს ხვდებოდა, თუმცა არ იმჩნევდა რომ მატილდას უარესად არ შეშინებოდა. -მოკლედ.შენი ქორწილიდან სახლში იოანმა წამიყვანა, ყველაფერი ალბათ აქედან დაიწყო, ან იქიდან როცა მე და ის აეროპორტში პირველად შევხვდით ერთმანეთს.. ხო, სახლში წამიყვანა და ბოლომდე მიმაცილა. არ ვიცი რა დამემართა, ვგრძნობდი რომ ვუნდოდი და მეც ძალიან მინდოდა, ვნებებს ვერ გავუმკლავდი.. მასთან სექსი მქონდა, იმ ღამეს, შენ კი გითხარი რომ მიკა იყო, მოგატყუე..-საუბარს ძლივს ახერხებდა, უფრო ბლუყუნებდა ვიდრე საუბრობდა, ყველა სიტყვას შორის აკეთებდა პაუზას და კატიას აკვირდებოდა სახეზე, უნდოდა მისი რეაქციები ამოეცნო. კატია ძალიან ფიცხი, მკაცრი და მომთხოვნი იყო, ყოველთვის ეჩხუბებოდა მატილდას ყველაფერზე, მაგრამ ახლა როცა ხედავდა როგორ განიცდიდა რაღაც მნიშვნელოვანს, არ შეეძლო მასთან ჩხუბი. -არაუშავს, ალბათ იფიქრე რომ ასე უკეთესი იქნებოდა, ვიცი როგორ არ გიყვარს ტყუილები, ამიტომ ამ ერთ ტყუილს გაპატიებ, ამაზე არ ინერვიულო.-ისევ გაიღიმა კატიამ. -სამწუხაროდ ამ ისტორიას ბევრად უფრო ტრაგიკული დასასრული აქვს, ვიდრე ეს ჩემი ტყუილებია.. გადამიცდა.. მადა გამიორმაგდა, გულისრევა ხშირად მაწუხებს.. ამ ყველაფერს ყურადღებას დღემდე არ ვაქცევდი, არფერი დამიკავშირებია ერთმანეთთან, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ კი შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.. დღეს შენთან რომ ვიყავით ელენას გაუელვა ამ აზრმა, ციკლზე რომ მკითხა ყველაფერს უკვე ნათლად მიხვდა.. კატიას თვალები ცრემლებით აევსო, ტიროდა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა რაზე.. ყველაფერს მიხვდა, მატილდამაც იცოდა რომ მიხვდა მაგრამ მაინც აგრძელებდა.. -აფთიაქში გავედით და ტესტი ვიყიდეთ.-უნდოდა ეთქვა ორსულად ვარო, მაგრამ ამ სიტყვის თქმა არ შეეძლო..-ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.. ცოტახანს გაშტერებული, თვალცრემლიანი იჯდა კატია, შემდეგ თავს შემოუძახა და გონს მოეგო. -ჩემო გოგო! შენ შვილი გეყოლება, ბედნიერი უნდა იყო..!-სახიდან ცრემლები მოიწმინდა და მატილდას მუცელს შეეხო.-ეს ყველაზე ბედნიერი დღეა შენს ცხოვრებაში, შენ პატარა სასწულს ატარებ მუცლით. ღმერთო მატი, რამდენი დრო გავიდა.. ჩვენ.. ჩვენ.. თოჯინებით ვთამაშობდით ერთად ახლა კი.. შენ ორსულად ხარ, ნამდვილ ბავშვზე. სასწაულია! სასწაული!-ოთახში ტაშის კვრით დაიწყო სირბილი. -კატია.-მატილდას სევდიანმა ხმამ ერთ ადგილას გააჩერა. -გისმენ ჩემო გოგო, გისმენ. მის წინ ჩამოჯდა და სმენად იქცა. -მე და იოანს იმ ღამის გარდა არაფერი გვაკავშირებს, დაინახა როგორ ვკოცნიდი მიკას აივანზე და ბოზად შემრაცხა.. ხო და კიდევ ერთი, არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ იოანს ცოლ-შვილი ჰყავს. ორი გოგონა და ცოლი, რომელიც უყვარს..-მატილდამ ხმის კანკალით დაამთავრა სათქმელი და კატიას ჩააჩერდა თვალებში. იმ წამს კატიასთვისაც ყველაფერი გაჩერდა. * გოგოებმა გადაწყვიტეს ლაშასთვის არაფერი ეთქვათ, რადგან მატილდა საერთოდ არ აპირებდა იოანისთვის ბავშვზე რაიმეს თქმას. ელენა და კატია ეუბნებოდნენ რომ ვალდებული იყო როგორც მამისთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ მატილდას მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი და აზრს ვეღარაფერი შეაცვლევინებდა. სანამ მუცელი დაეტყობოდა უნდა მოეფიქრებინა ვის დააბრალებდა ბავშვის მამობას. ორი კვირა გავიდა და თბილისში ბრუნდებოდნენ, თუმცა მატილდა სამსახურში გასვლას საერთოდ აღარ აპირებდა, მისი გონება საერთოდ სხვაგან დაქროდა, ვერ იმორჩილებდა, ამიტომ ვერ შეძლებდა საათობით კომპიუტერთან ჯდომას და სტატიების წერას. კატიაც დაუბრუნდა თბილისს, უნდოდა დაქალთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო. * -იოან რა გჭირს? საერთოდ ვეღარ გცნობ უკვე რამდენი ხანია. -არაფერი არ მჭირს ჩემო პატარა. უკნიდან მოეხვია ულამაზეს ქალს და ყელში აკოცა. -კარგი რა, ჩემს თავზე კარგად გიცნობ, ვიცი რომ რაღაც გჭირს..-მკაცრი გამომეტყველება ძალით მიიღო დანიელამ. -მე თვითონაც ვერ ვხვდები.. მგონი ერთი ნახვით შემიყვარდა.-თავისდაუნებურად ჩაიცინა იოანმა და თვალები სივრცეში გაუშტერდა. -რააა? როგორც იქნააა! ჩემი ბიჭი შეყვარებულიააა! არ მჯერააა!-კივილი დაიწყო , გიჟივით ხტუნაობდა, მის ასეთ საქციელზე იოანსაც გაეცინა. -გაჩუმდი, ბავშვები გაიგებენ. -ახლავე თავიდან ბოლომდე მომიყევი ყველაფერი!-თითი დაუქნია და მის წინ ჩამოჯდა ყავით ხელში. -ის გოგოა, ღამე ვის სურათებსაც ვათვალიერებ. -ის გოგო, თბილისიდან? -ხო. -მერე? -სექსი გვქონდა, მეორე დღეს ვნახე როგორ კოცნიდა ვიღაც ბიჭს. -წარმომიდგენია რამდენი საშინელება უთხარი, როგორც გჩვევია და დარწმუნებული ვარ არც კი გაგირკვევია ვინ იყო ის ბიჭი, ხო მართალი ვარ? იოანს გაეცინა, დანიელა მას მართლა ხუთი თითივით იცნობდა. -ხო, მართალი ხარ. -ხოდა ადექი და დაბრუნდი საქართველოში, ნახე ის გოგო და ყველაფერი გამოასწორე. მასზე რომ ლაპარაკობ თვალები გიბრწყინავს, შენდაუნებურად გეღიმება. ეს არავისზე დაგმართნია შენც ხომ იცი? ყოველ ღამე მის სურათებს ათვალიერებ. ერთი სიტყვით მაგ გოგომ გაგაგიჟა, ამიტომ წადი, თავს უშველე.-ხმაურით გადაიკისკისა დანიელამ. -არა, ჩემო პატარა, შენ და ბავშვებს ვერ დაგტოვებთ, თან აქ უამრავი საქმე მაქვს. -იოან საკმარისია! სულ მე, ბავშვები, საქმეები! საკმარისია! ჩემთვის ისიც ბევრია რასაც აკეთებ! ესეც ძალიან ბევრია! ამიტომ ახლა გთხოვ, შენს თავზე იფიქრე. დალურჯებული ხელებით მიეფერა სახეზე, შუბლზე აკოცა და თბილად გაუღიმა. -როგორი “ცოლ-ქმრული” საუბარი გვაქვს.-სიცილი აუტყდა იოანს.. წასვლა გადაწყვიტა, სხვა თუ არაფერი უბრალოდ ცდიდა მაინც და უბრალოდ გაიგებდა მატილდას დამოკიდებულებას. ტანია ვერაფრით შეეგუა მამის გადაწყვეტილებას, ისტერიკა ისტერიკაზე დაიმართა, ამიტომ მისი წაყვანა მოუწია. ტანია ხელში აიყვანა, ჯერ პატარა ლისენიას დაემშვიდობა, შემდეგ კი დანიელას და აეროპორტისკენ გაემართა. * -კატიასთან გავიდეთ ხო? -ხო. შიშველი გამოტანტალდა აბაზანიდან მატილდა. -ვაიმე მატიი! მუცელი უკვე დაგეტყო.-ბედნიერმა ააფახულა თვალები და ტაში შემოკრა. -ნეტა მოჩვენებები არ გქონდეს რა.-ხელი ჩაიქნია და მუცელს ჩუმად მაინც დახედა, ვაითუ მართლა მეტყობაო. ოდნავ ეტყობოდა, თუმცა ამის აფიშირებას არ ახდენდა. გოგოები მოემზადნენ და კატიასთან გავიდნენ, მატილდა როგორც ყოველთვის ახლაც აუტანლად წუწუნებდა მთელი გზა. * -ვის ელაპარაკებოდი ლაშ?-წელზე შემოხვია ხელები ქმარს. -იოანი იყო. -იოანი?-შეკრთა კატია.. -ხო, გუშინ ჩამოსულა და გამოგივლიო. -აქ გამოგივლის?-თვალები ჩამოსცვივდა. -ხო კატია, აბა სად უნდა გამომიაროს.-ცოლის დაბნეულობას ვერ მიხვდა ლაშა. კატიას დაფიცებული ჰქონდა რომ იოანზე ლაშასთვის არაფერი უნდა ეკითხა, ამიტომ ლოცვით გავიდა სამზარეულომდე, მატილდასთვის უნდა დაერეკა და გაეფრთხილებინა , თუმცა კარზე ზარის ხმამ შეაჩერა, გოგოები იყვნენ.. ლაშამ გააღო. -რა ხდება კატია რა სახე გაქვს?-სიცილით შევიდნენ სამზარეულოში. -არაფერი , ისე. ლაშა გოგოებს არ მოცილდა, ამიტომ კატიამ ვერაფრის თქმა მოახერხა მათთვის, ხელ-ფეხს იქნევდა როგორც კი ლაშა გაიხედებოდა, თუმცა ჟესტების ენა მისი ნამდვილად არ იყო, ვერაფერს მიუხვდნენ.. რამდენიმე წუთში კარზე საბედისწერო ზარის ხმაც გაისმა. ლაშა კარის გასაღებად წავიდა, კატიამ კი მთელი ძალებით დაიწყო პირვჯრის წერა, ლამის ხელი ამოიგდო, ელენასა და მატილდას მის ქცევებზე ისე ეცინებოდათ, ვერც კი მოახერხეს კითხვის დასმა. იოანი და ლაშა ერთმანეთს გადაეხვივნენ, შემდეგ ლაშა ულამაზესი ტანიასკენ დაიხარა. ტანია მხოლოდ ოთხი წლის იყო, თუმცა მისი ნახვა სასწაულის ნახვას უდრიდა. პატარა ტანია თავიდანვე გამოირჩეოდა სილამაზით. დიდი ლურჯი თვალები, შავი თმა, პატარა, კურნოსა ცხვირი, დიდი, მარწყვივით წითელი ტუჩები და რაც მთავარია ლოყები, ისეთი ფუმფულა და დიდი რომ თავს ვერ შეიკავებდი რომ არ გეჩქმიტა. -ტანიაა.-ლოყები დაუკოცნა ბავშვს. -მე მამიკოს გამოვყევი, იმიტომ რომ მიყვარს.-კმაყოფილმა ჩაიღიმა ბავშმა თავისი გადაწყვეტილებით. -შემოდით. ტანია რას იტყვი, თანახმა ხარ ჩემი ცოლი გაიცნო?-გაუცინა ბავშვს და სამზარეულოსკენ დაიძრა. -მე პრინცესები მომწონს. -მაშინ კატიაც ნამდვილად მოგეწონება. სამზარეულოში შევიდნენ. მატილდა ზურგით იჯდა, წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ესტუმრა ლაშას, ამიტომ თავი ცნობისმოყვარეობისგან სტუმრისკენ შეატრიალა.. თვალში ეგრევე იოანის თვალები დაეტაკნენ, ისეთი თავბრუსხვევა იგრძნო, ცოტაც და ძირს დაეცემოდა.. მუცელზე ხელი ისე მოიკიდა, თითქოს იოანი ჯერ არ დაბადებული ბავშვის წართმევას უპირებდა. ახლა უფრო მეტად სიმპატიური ეჩვენებოდა, ახლა, როცა შვილთან ერთად იდგა.. პატარა ანგელოზთან ერთად რომელიც ხუთი თითით ებღაუჭებოდა თავის გმირს. როგორ უხდებოდა ბავშვი, როგორ ეტყობოდა რომ მის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. და მაინც, რას შეუძლია ჩაახშოს მიზიდულობის ძალა?! ალბათ არაფერს. მატილდა ისევ ნამსხვრევებად აქციეს იოანის თვალებმა.. იოანი გაშრა, როცა მატილდას თვალებში ჩახედა. მართალია თბილისში სწორედ მის გამო დაბრუნა, თუმცა მასთან ასეთი უცაბედი შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონდა. უყურებდა თვალებში და მასში დიდ ტკივილს ხედავდა. უყურებდა და ამჩნევდა როგორ გაიზარდა ამ სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა სულ სხვა გამოხედვა ჰქონდა. თუმცა მატილდას თვალებში მაინც აენთნენ ვნების ნაპერწკლები, იოანმა ეს იგრძნო, მის გვერდზე რომ პატარა ტანია არ მდგარიყო, მის გარშემო კი ლაშა, კატია და ელენა, აუცილებლად გაექანებოდა მისკენ და დააცხრებოდა ტუჩებში.. ახლა კი უბრალოდ თავის შეკავება უწევდა, ეს კი ძალებს აცლიდა. თანახმა იყო სულ დაეთმო მთელი თავისი ძალა, ოღონდ კიდევ ერთხელ დაუფლებოდა მატილდას სუსტ სხეულს. -გოგოებო გაიცანით, ეს ტანიაა, იოანის პრინცესა.-ლაშამ თბილად გაუღიმა ჯერ ტანიას და შემდეგ მის წინ ჩამწკრივებულ გოგონებს. გოგონებმაც მიუხედავად დაბნეულობისა, თავი ხელში აიყვანეს და ტანიას მიესალმნენ, ბავშმა დაიმორცხვა და მამას ფეხზე შემოეხვია, იოანი დაიხარა, პატარას თავზე ხელი გადაუსვა და ჩაიხუტა. -აპატიეთ, ცოტა მორიდებულია.-გაიღიმა როგორც შეეძლო. ლაშამ ტანიას მოუბოდიშა, ცოტახნით მამის წართმევას რომ უპირებდა, კატიას თვალებით ანიშნა ბავშვს მიხედეო და თავად იოანთან ერთად მისაღებში გავიდა. ტანია გოგოებს მორიდებით მიუახლოვდა. -რა ლამაზი ხარ ტანია.-კალთაში ჩაისვა და თმაზე მიეფერა კატია, ბავშვმა ისევ დაიმორცხვა. -შოკოლადი გინდა?-მის გამხიარულებას მატილდა შეეცადა. -კი. -აი, გამომართვი.-თავისი შოკოლადები უწილადა და გაუღიმა. ტანია ჩამოხტა, მატილდას მივარდა და სახეზე ხელების სმა დაუწყო. -შენც პრინცესა ხარ.-ჩაილაპარაკა თავისთვის და მის კალთაში მოთავსდა. მატილდამ ბავშვთან ბევრი ითამაშა, მისთვის რთული იყო იოანის შვილთან დროის გატარება, მაგრამ ტანია ისეთი საყვარელი იყო, ყველაფერს ავიწყებდა. იოანი მალევე დაუბრუნდა შვილს. -წამოდი მა, უნდა წავიდეთ. -უკვე? მე მოწონს აქ.-ტუჩები დაბრიცა ბავშმა, იცოდა მისი ეს სახე მამას როგორ უყვარდა. -ხო, მაგრამ სახლში რომ ნენე გელოდება? ალბათ როგორ მოენატრე, მიდი დაემშვიდობე გოგოებს და წავიდეთ. -შეიძლება გოგოებიც წავიყვანოთ? ნენეს გაუხარდება.. იოანი ბავშვს მიუახლოვდა და ხელში აიყვანა კამათი რომ აღარ გაეგრძელებინათ. -ულამაზესი და უსაყვარლესი შვილი გყავს.-თავი ვერ შეიკავა კატიამ. -მადლობა.-თბილად გაუღიმა იოანმა. ტანია გოგოებს არ დაემშვიდობა, მამაზე იყო გაბუტული და არ ლაპარაკობდა, იოანმა ყველას საერთო მადლობა მოუხადა და გასასვლელისკენ გაემართა, ლაშაც მას გაყვა. -გვიანობამდე მოვალ კაწ, თუ რამეა დამირეკე.-კარი გაიჯახუნა და იოანთან ერთად გაუჩინარდა. ელენამ, კატიამ და მატილდამ, ოფლდასხმულებმა ერთდოულად ამოიხვნეშეს და ხელები გაშალეს. -ეს რა იყო?-ბოთლიდან პირდაპირ შეისხა ცივი წყალი ელენამ გონზე მოსასვლელად. -ღმერთო, არ მეგონა თუ შევძლებდით არაფერი შეგვემჩნია.-ნანერვიულებულმა აათამაშა ხელები კატიამ. -იმდენი პირჯვარი გადაიწერე, ხვალ რომ სამივე მონაზვნად აღვიკვეცოთ, არ გამიკვირდება. -ვერ ვიტან ასეთ თემებზე ხუმრობს ელა ხომ იცი! ხმას არ ამოიღებ?-ხელით შეანჯღრია კედელს მიშტერებული მატილდა. -ხო, რა იყო?-თვალების ცეცებით შეხედა ორივეს. -რა რა იყო მატი? 5 წუთის წინ შენი შვილის მამას შეხვდი თავის შვილთან ერთად და იქნებ დაგვდო პატივი და ერთი ორი სიტყვით გვიმბოთ თქვენს განცდებზე.-ახლა კატია აკაკანდა. -სახლში მინდა, დაწოლა და დაძინება, მარტო ეს მჭირდება. -ვაიმე რა კარგია ამ ბავშვს ერთის ნაცვლად სამი დედა რომ ჰყავს!-თავში ხელები შემოირტყა კატიამ.-ექიმთან ხარ ჩაწერილი დღეს ეხოზე, ხო უნდა გავიგოთ ჩვენი პატარა როგორ არის? -ხვალისთვის გადავდოთ რა..-ტუჩები დაბრიცა მატილდამ. -რაააა? რა ხვალისთვის? ამ ექიმთან რომ მიგვეყვანე მე და ელენამ თითქმის მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარეთ! მატილდას გაეცინა, გულში ღმერთს მადლობა გადაუხადა ასეთი მზრუნველი დაქალები რომ უბოძა და გოგოებს დათანხმდა ექიმთან ვიზიტზე. მოსაცდელში ისხდნენ, მატილდას თითქმის ეძინა, ელენა და კატია ბედნიერებისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდნენ. -სახე გაასწორე მატი, თორემ ექიმს ეგონება ნაძალადევ აბორტზე ხარ მოსული.-თვალი ჩაუკრა კატიამ და ელენასთან ერთად სიცილს მოჰყვა. -სულ იოანზე ვფიქრობ, რატომ დაბრუნდა? სანამ ვნახავდი ვიფიქრე გრძნობები გამინელდა-მეთქი.. მაგრამ რომ დავინახე ის ფორიაქი თავიდან დამეწყო. ყველაფერი ახლაც მიკანკალებს. როგორ მიყურებდნენ მისი თვალები.. -შეგიძლია იოანის მიმართ გრძნობები გქონდეს, მიუხედავად იმისა რომ მე არ მინდა ცოლიანი მამაკაცი გიყვარდეს. მაგრამ მის გამო ნერვიულობას გიკრძალავ! ჩემს ნათლულს ნუ ანერვიულებ თუ შეიძლება!-სიმკაცრე გამოიჩინა კატიამ, ამიტომ მატილდას საუბარი აღარ გაუგრძელებია. ექიმთან კონსულტაციამ კარგად ჩაიარა, ბავშვიც და დედაც თავს მშვენივრად გრძნობდნენ. მართალია მატილდას არ სურდა ბავშვის სქესის გაგება, მაგრამ გოგოებმა აიტეხეს და დაიყოლიეს კიდეც. მალე პატარა ბიჭი მოევლინებოდა სამყაროს, თუმცა მისი სახელი ჯერ იდეაშიც არ იყო.. მატილდას არასდროს უოცნებია შვილზე, ის თავის თავს მთლიანად კარიერას უძღვნიდა, ამიტომ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა დაერქმია ბავშვისთვის, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება. -სადმე დავსხდეთ რა, არ გშიათ?-მუცელზე ხელი დაისვა მატილდამ. -მე სახლში უნდა წავიდე ლაშას მისვლამდე თორემ ხომ იცით იმდენ კითხვას დამისვამს მომიწევს თქმა სადაც ვიყავი.-გულიანად გაიცინა კატიამ. -კატი, გთხოვ ლაშას არაფერი უთხრა კარგი? ვიცი რომ არ შეგიძლია რამეს უმალავდე, მაგრამ.. გთხოვ. -არაფერს არ ეტყვის, ტვინი სულ გამოგაცალა ჩვენმა ბიჭმა? მაგრამ დროა მოიფიქრო რას ეტყვი ხალხს, თორემ მალე მუცელი კიდევ უფრო დაგეტყობა და ყველაფერი უარესად აირევა. -ვფიქრობ ელენ. გოგოებმა კატია სახლში დატოვეს და თავად რომელიღაც კაფეში დასხდნენ, მატილდამ ყველაფერი შეუკვეთა რაც კი ჰქონდათ. -რას გრძნობ როცა ხედავ?-სკამს მიეყრდნო ელენა და ღრმად ჩაისუნთქა. -მუხლების კანკალს. ვგრძნობ რომ თუ არ შემეხება, თუ არ ჩამეხუტება, თუ ჩემთან არ იქნება დავიმტვრევი. ყველა ორგანო სათითაოდ ჩამომძვრება, დავიშლები.. სიმხურვალეს ვგრძნობ, ვიწვი. მის თვალებში ვიკარგები.. -თვალებში სევდა მოაწვა მატილდას და სიჩუმეს დანებდა. -პირველად როდის იგრძენი?-საუბარი მაინც გააგრძელა ელენამ. -ალბათ პირევლად რომ დავინახე. საერთოდ ასე მგონია, ან პირველივე შეხედვაზე გრძნობ ამ ემოციების ტალღას, ან საერთოდ ვერ გრძნობ. მე რომ შევხედე უკვე ვიცოდი რომ ის ის იყო. აი ხომ გახსოვს დენი? ჩემი პირველი, მასთან არც არასდროს მიგვრძვნია ასეთი ემოციები. არადა რა სასწაულია არა?! თითქმის ოთხი წელი გავატარეთ ერთად და ჩვენი თანაურთიერთობა ისეთი ერთფეროვანი იყო. ვეხუტებოდით ერთმანეთს, თითქოს მხოლოდ იმიტომ რომ ვიცოდით ეს ასე უნდა გვექნა. ჩვენი სექსიც კი მოფსმასავით იყო, უბრალოდ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არაფერი სხვა. დენის პირველად რომ შევხედე რაც ვიგრძენი, ბოლომდე ის დარჩა. -და რა იგრძენი? -არაფერი ელა, აფსოლუტურად არაფერი. უბრალოდ დავინახე და მორჩა. -ხო მაგრამ გეგონა გიყვარდა, გახსოვს როგორ განიცდიდი რომ დაშორდით? -მე უბრალოდ მიჩვეული ვიყავი, ოთხი წელი ყოველდღე სისტემატიურად ხდებოდა რაღაც და როცა გავაანალიზე რომ ეს დამთავრდა, განვიცადე. ეს იგივეა რაიმე შენი ნაწილი რომ მოგაგლიჯონ. მეგონა ვეღარასდროს შევეჩვეოდი ცხოვრების სხვა ტემპს, მაგრამ ახლა ხომ მიყურებ. შეჩვევა ყველაზე ნაკლებად ნიშნავს სიყვარულს.. -და მაინცდამაინც ის შეგიყვარდა, ვინც არ უნდა შეგყვარებოდა..-ხასიათი წაუხდა ელენას. -ესეც არ ვიცი.. ძალიან ვწუხვარ რომ ცოლიან კაცთან მქონდა ურთიერთობა, იმიტომ რომ წარმოდგენაც არ მინდა მე რა დამემართებოდა მისი ცოლის ადგილას. მაგრამ არ ვიცი ელა, მარტო იმ ღამეს განცდილი გრძნობები, მგონი მიღირდა ამ ყველაფრად. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება ჩემს ცხოვრებას ისე ჩაევლო რომ არც მეგრძნო მსგავსი ბედნიერება, ბედნიერება რომელსაც სხვა განიჭებს და თუ ეს მაინცდამაინც იოანთან უნდა მომხდარიყო, მაინც ბედნიერი ვარ რომ მოხდა. -და არა მარტო გრძნობები მატი, მაგ გრძნობებმა შენ შვილი გაჩუქეს! -ამას ყველაზე ნაკლებად ვიაზრებ, ხომ იცი.. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ვიღაც დედას მეძახდეს. -გაიაზრებ ჩემო გოგო.. ამ ყველაფრის მიუხედავად აბორტზე რომ არც კი გიფიქრია, ამით ვამაყობ. -მატილდას ტანში გააჟრჟოლა ამ საშინელი სიტყვის გაგონებაზე. -არა ელა.. ამას რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდი. ჯერ საერთოდ ადამიანის მოკვლაზე როგორ უნდა იფიქრო, როგორ უნდა მოგივიდეს აზრად ვინმეს სიცოცხლის მოსპობა და მერე მითუმეტეს იმის, ვისაც შენს იქით გზა არ აქვს.. ვინც შენში იზრდება, შენში საზრდოობს და ვისაც ერთადერთ იმედად, სწორედ შენ ესახები. მაგრამ იმაზე ფიქრი მაგიჟებს, რომ ბავშვი, რომელსაც მუცლით ვატარებ, არასდროს მომცემს საშუალებას იოანი დავივიწყო. -შენ ძლიერი ხარ მატი, ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ ცხოვრებაში, უკან არასდროს დაგიხევია, ხელი არასდროს ჩაგიქნევია, ამიტომ ვიცი, მჯერა რომ ყველაფერს თავს გაართმევ, მჯერა რომ შენ და შენი, ჩვენი ბიჭი, ყველაზე ბედნიერები იქნებით. მატილდამ და ელენამ ბევრი ისაუბრეს, გულის ოდნავი მოფხანვა სწორედ ასე შეეძლოთ, სახლში გვიან დაბრუნდნენ და დაღლილებს მაშინვე ჩაეძინათ. * -მატი, დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა? ჯერ კიდევ გაქვს დრო, შეგიძლია ნატას ყველაფერი ცოტა უფრო გვიან უთხრა. -არა ელა, უკვე გადავწყვიტე. ვიცი რომ ეს მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ მოუწევს გადატანა. მე კი რაც უფრო მალე ვეტყვი, მით უფრო მალე მოვიშორებ ერთ ლოდს მაინც, რომელიც გულზე მადევს. -და ბავშვის მამაზე რომ გკითხავს?-ნერვიულად ცქმუტავდა ელა. -ვეტყვი რომ ის უცხოეთში მოღვაწეობს და როგორც კი დაბრუნდება, ხელს მოვაწერთ.. -კარგი, როგორც შენ გინდა მაგრამ არ მინდა ზედმეტად დაგსტრესოს ვინმემ, ნატა კიდე ხო იცი როგორია.. მატილდას გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია, ამაყად გაემართა ბავშვობის სახლისკენ და სახლშიც სიამაყით, თავაწეულმა შეაბიჯა. -ასეთი რა მოხდა აქ მოსვლა რომ გადაწყვიტე?-წარბი მაღლა აზიდა 40 წლამდე ქალბატონმა. -ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის თქმას ვაპირებ და თუ შეგიძლია შეეცადე შენი გაბრაზება გვერდზე გადადო. -ანუ მთავაზობ დავივიწყო რომ შენი დის ნიშნობაზე არ მოხვედი? -დედა! ვიცი რომ ლინას ნიშნობაზე არ მოვსულვარ, ამის შეხსენება ყოველ წამს საჭირო არ არის.-თვალები აატრიალა მატილდამ. -შენი დის საქმროს არც კი იცნობ, არც კი გაქვს სურვილი მათთან მიხვიდე, წარმოგიდგენია მაინც იმ ბიჭის ნათესავები ჩვენს ოჯახზე რას ფიქრობენ? გასაგებია რომ სახლიდან წასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტე, მაგრამ ვფიქრობ ცოტაოდენი პატივისცემის ღირსები მაინც ვართ. შენგან ეს არ.. -დედა, ორსულად ვარ!-საუბარი გააწყვეტინა და თვალები რაღაცას გაუშტერა. ნატას სიბრაზისგან ყველაფერი ერთიანად დაეჭიმა და აუცახცახდა. ხმის ამოღება დააპირა, თუმცა ეს ვერ შეძლო, გაქვავებული იჯდა საკუთარი შვილის წინ და ნერწყვსაც კი ვერ ყლაპავდა. -ვიცი ახლა შეიძლება ჩემი მოკვლის სურვილიც კი გაგიჩნდეს.-მისთვის არც შეუხედავს ისე განაგრძო მატილდამ.-და ვერც დაგადანაშაულებ ამაში, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა ეს ამბავი. მე არ გთხოვ ბებია იყო ჩემი შვილისთვის, შეგიძლია მის სანახავად არც კი მოხვიდე.-ყელში ცრემლი გაეჩხირა.-არც ჩემთვისაა მარტივი ეს ყველაფერი, ხანდახან მგონია რომ ვერც კი გავუძლებ, მაგრამ ეს ვიღაც, ვინც აქ მიზის და ხელ ფეხს მირტყავს, ბრძოლას მაიძულებს..-ხელი მუცელზე მოიკიდა და თვალები დედისკენ გააპარა, რომელიც ისევ გაძეგლებული იჯდა..-მე შენგან არაფერს ვითხოვ, არც არასდროს მომითხოვია, უბრალოდ იცოდე რომ შენს გაჩენილ სიცოცხლეში, კიდევ ერთი სიცოცხლე ჩაისახა, უბრალოდ ეს იცოდე, მეტი არაფერი..-თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა, ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა, თითქმის გარეთ იყო დედის ხმა რომ მოესმა.. -მატილდა!.. ჯერ ერთ ადგილას გაშეშდა, შემდეგ კი მისკენ მობრუნდა. -შეიძლება საუკეთესო დედა არ ვიყავი და არც საუკეთესო მაგალითი მომიცია შენთვის დედობის, მაგრამ ჩემს შვილიშვილზე უარს არ ვიტყვი, არა მატი, ამას არ გავაკეთებ. -არ ინერვიულო დედა, ცუდი მაგალითიც, მაგალითია.-ხმაურით ჩაიცინა და სახლი ქუსლების კაკუნით დატოვა.. გოგოებს შეხვდა, ამჯერად გარეთ, არ უნდოდა კატიას სახლში მისვლა რადგან ყოველ წამს შეიძლებოდა იოანი მისულიყო, ამიტომ ვერ გარისკავდა.. კაფეში ისხდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ ნაყინს, მოულოდნელად მატილდას ტელეფონი აწკრიალდა, დახედა, უცხო ნომერი იყო, მაგრამ მაინც თამამად აიღო. -გისმენთ. -შეგიძლია შემხვდე?-ნაცნობი მამაკაცის ხმამ, თავბრუ დაახვია, კოვზს ხელი გაუშვა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -გესმის?-იოანის ხმის ვიბრაცია, მასში მთლიანად აღწევდა.. -რატომ უნდა შევხვდეთ?-მის სიტყვებზე გოგოებმა ცნობისმოყვარე თავები წამოყვეს, მაგრამ მატილდამ თითის მოძრაობით გააჩუმა. -წინასწარ თუ გეტყვი, შეხვედრას რაღა აზრი ექნება.-ხმით ჩაიცინა.-უბრალოდ შევხვდეთ, მოვალ სადაც მეტყვი.-იოანსაც აბნევდა მატილდას საუბარი, თუმცა არ იმჩნევდა, თავს უმკლავდებოდა. -არ ვაპირებ შენთან შეხვედრას.-სიმკაცრე დაიბრუნა ხმაში. -ტყუილად მეურჩები.-ისევ ჩაიცინა.-ვიცი სადაც ცხოვრობ, ნებისმიერ დროს შემიძლია გავიგო სად ხარ ისე, როგორც შენი ნომერი გავიგე. შეხვედრას არ გთხოვ, უბრალოდ უნდა შემხვდე და ეს მოხდება შენი უარის მიუხედავადაც.. ასე რომ გთხოვ, ორი წლის ბავშვივით ნუ დამაწყებინებ შენს დევნას, მითხარი სად მოვიდე. -ნახევარ საათში ჩემს სახლთან რომ სკვერია იქ ვიქნები. -ჩათვალე უკვე იქ ვარ. მატილდამ აკანკალებულმა მოიშორა ტელეფონი. ისე მიაშტერდა გოგოებს, თითქოს მათ ჰქონდათ მისთვის რაიმე სათქმელი. -ვინ იყო? ამოღერღე! -იოანი იყო, ჩემი ნახვა უნდა.-ძლივს ამოილუღლუღა მატილდამ. -რააა? არ უნდა შეხვდე მატილდა! იმედია არ ხვდები ხო? არცერთ ვარიანტში არ უნდა შეხვდე! -დამშვიდდი კატია, უნდა შეხვდეს, იქნებ რისი თქმა უნდა. -როდიდან გახდა მნიშვნელოვანი იოანს რისი თქმა უნდა?-თვალები დაყვლიფა კატიამ.-მგონი დრამები არ გაკლია მატი, და კიდევ ნუ დაიმატებ. -დამშვიდდით, ყველაფერი კარგად არის. მივალ, მოვუსმენ და წამოვალ. კატიამ დიდხანს იჯიჯღინა, მაგრამ მატილდამ მაინც თავისი გაიტანა. ეზოში რომ მივიდა, მაშინვე დაინახა გრძელ სკამზე ჩამომჯდარი იოანი, ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცას, ან ვიღაცას წერდა, ეს ზუსტად ვერ გაარჩია. მისკენ მიდიოდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდნენ. როგორ უნდა შეეკავებინა თავი?! როცა მასთან ახლოს დაჯდებოდა. როგორ გაუძლებდა მისი ხმის ვიბრაციას, მისი ტუჩების მოძრაობას.. როგორ გაუძლებდა რომ არ შეხებოდა, თუნდაც მხოლოდ ხუთი თითით. მიუახლოვდა. იოანმა იგრძნო და ზევით აიხედა. ნერწყვები წყალდიდობასავით მოადგნენ როდესაც სასურველ ქალს შეავლო თვალი. საკუთარ თავს დიდხანს უკითხავდა ლექციებს როგორ უნდა ელაპარაკა მატილდასთან ისე, რომ ემოციებს არ აჰყოლოდა, მაგრამ როცა ის დაინახა, ყველაფერი ერთიანად დაავიწყდა. მატილდა მის გვერდით ჩამოჯდა, თუმცა მოშორებით. გულში ლოცავდა სკამის დამდგმელს, მისი სიგრძიდან გამომდინარე შეეძლო ცოტათი მაინც შორს ყოფილიყო იოანისგან. -როგორ ხარ?-თმა გადაიწია იოანმა და ტუჩები ენით დაისველა. -კარგად.-ცივად უპასუხა მატილდამ.-რა გინდა? რატომ გინდოდა ჩემი ნახვა? -მაპატიე, შეურაცხყოფა რომ მოგაყენე.-მასთან მიიწია და ლოყაზე ფრთხილად შეეხო გრძელი თითებით. ნერწყვი გადაყლაპა.. მის კანთან შეხება შეშლილს ხდიდა.-მაპატიე, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე.. დავინახე ქალი, რომელიც ღამე მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მხოლოდ მე მეხებოდა, მხოლოდ ჩემს სახელს კიოდა, როგორ ეხებოდა, კოცნიდა სხვა მამაკაცს და ამ ფაქტმა ჭკუიდან გადამიყვანა. ვიცი ეს არ მამართლებს, მაგრამ მინდა მოგიბოდიშო. მინდა გავერკვე ყველაფერში რაც ჩვენ დაგვემართა.. მატილდას მთელი სხეული უცახცახებდა, მხოლოდ იმას ნატრულობდა მიწა გამსკდარიყო და თავადაც მას ჩაჰყოლოდა.. როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანი ასე გააგიჟოს მხოლოდ საუბრით? მხოლოდ საუბრით რადგან მატილდა მისთვის შეხედვას ვერც კი ბედავდა.. მას უსმენდა, მაგრამ თვალებით ხან სად იყურებოდა, ხან სად.. ბოლოს ძალები მოიკრიბა, მიხვდა რომ პასუხის დრო იყო.. -ჩვენ? ვის ჩვენ? მე და შენ უბრალოდ სექსი გვქონდა, მეორე დღეს მე სხვას ვაკოცე, შენ ეს დაინახე, საშინელი შეურაცხყოფა მომაყენე, წახვედი და მერე ისევ დაბრუნდი, საკუთარ შვილთან ერთად.. ახლა კი გინდა ჩვენზე ვისაუბროთ? უკაცრავად, მაგრამ საერთოდ არსებობს ეგ ცნება?! -ჩემთვის რომ შემოგეხედა და ეგ ყველაფერი ისე გეთქვა, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.-ხმამაღლა გაიცინა.-მე ვიცი რასაც ვგრძნობ შენ მიმართ და შეუძლებელია ამას ვგრძნობდე, თუ შენც არ გრძნობ.. ეს ყველაზე ორმხრივი გრძნობაა, რაც კი განმიცდია. იმ ღამეს ჩვენ საკუთარი თავები გავუცვალეთ ერთმანეთს. შენ მე გეკუთვნოდი, მე კი შენ. საკუთარი სხეულივით ვგრძნობდი შენსას და ეს განცდა ახლაც ისე მძაფრად მომყვება, მგონია მალე საერთოდ ჭკუიდან შევიშლები..-თავი ააწევინა და თავისკენ შეაბრუნა, თუმცა მატილდამ მოასწრო თვალების დახრა.-არ ვაპირებ გაკოცო, მიუხედავად იმისა რომ შენი კოცნის გამო შემიძლია საკუთარი სიცოცხლეც კი დავთმო იმდენად მკლავს ამის სურვილი . ახლა უბრალოდ მინდა რომ გულრწფელი იყო, ისეთი გულრწფელი როგორიც მე ვარ ამ მომენტში. მე აქ შენ გამო ჩამოვედი, აქ სხვა არაფერი მესაქმება. ამიტომ მითხარი მატილდა..-მის სახელზე ყველაზე დიდი აქცენტი გააკეთა და წამიერად ხმა გაუწყდა.-მითხარი რომ სწორად მოვიქეცი, როცა თვითმფრინავის ბილეთი ავიღე და შეთან წამოვედი, მითხარი რომ ეს ღირდა, იმიტომ რომ შენც ისევე გინდა ჩემთან ყოფნა, როგორც მე მინდა შენთან.. იოანი გაჩუმდა და მატილდას მიაშტერდა, რომელიც ჯიუტად მაინც ახერხებდა სულ სხვაგან ეყურებინა. -მაპატიე, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვი აქ რომ დაბრუნდი. არ ვიცი რა იფიქრე, მაგრამ რაც არ უნდა გეფიქრა, შეცდი. ახლა კი შეგიძლია უკან დაბრუნდე. შერჩენილი ძალებით ფეხზე წამოდგა და მამაკაცს, რომელთან დარჩენაც ყველაზე მეტად სურდა, ზურგი ჩუმად, უხმაუროდ აქცია. * -მატილდა, ძალიან გთხოვ, გააღე კარი და დამელაპარაკე.-უშედეგოდ ცდილობდა ელენა დაქალის ალაპარაკებას. მატილდა მთელი ღამე არ გამოსულა ოთახიდან, არც წყალი მოსდომებია, არც საჭმელი, საერთოდ არაფერი უნდოდა.. იწვა ლოგინზე, ხელებით ეფერებოდა მუცელს და ბოდიშებს უხდიდა საკუთარ შვილს იმისთვის, რომ მამას ართმევდა, რომ არ შეეძლო მისთვის მამის შენარჩუნება.. ან იქნებ შეეძლო?! იქნებ ერთადერთი რაც მას უნდა გაეკეთებინა იოანთან ლაპარაკი იყო.. იქნებ იოანს გადაერჩინა მათი ურთიერთობა, იქნებ მას მართლა ისე უყვარდა მატილდა, როგორც უნდა უყვარდეს მამაკაცს ქალი.. საკუთარ ფიქრებში ჩაეძინა, თუმცა ამასაც არ ჰქონდა მნიშვნელობა.. * -რა ხდება იოან? დამირეკე და უკვე ნახევარი საათია ხმას არ იღებ, იქნებ პატივი დამდო და მითხრა რა ჯანდაბა ხდება შენს თავს!-სიბრაზეს ვეღარ მალავდა დანიელა. -ის წავიდა. -ვინ წავიდა? სად წავიდა? გარკვევით მითხარი. -ყველაფერი დამთავრდა დანი.. ხვალვე ვბრუნდები უკან და საერთოდ ეს სიგიჟე რატომ გამაკეთებინე?! რატომ არ შემახსენე რომ ჩემს ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი არ არის. რატომ არ შემახსენე რომ ეს არ არის ჩემი სფერო.-ხმა უწყდებოდა განადგურებულ მამაკაცს. -რეებს ბოდავ? როდის გადაწყვიტე რომ შენს ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი არ არის? -ყოველთვის ვიცოდი. -გინდა თავი დამნაშავედ მაგრძნობინო? გინდა მაფიქრებინო რომ ცხოვრებას გართმევ?-ემოციებს აჰყვა ქალი და საუბარი ყვირილში გადაუვიდა. -ეგ მეორედ არ თქვა დანიელა! არ გაბედო მაგის მეორედ გამეორება! -აბა რა ვიფიქრო? ჩემ გამო, ბავშვების გამო უკვე წლებია იბრძვი, შენს ცხოვრებაზე უარი თქვი და მე ამის უფლება მოგეცი.ხო! მე მოგეცი ამის უფლება მაშინ, როცა თვეების ბავშვით, ორსული დაგთანხმდი შენთან გადმოსვლაზე.მე მოგეცი ამის უფლება მაშინ, როცა ოფიციალურად გავხდი შენი ცოლი იმიტომ რომ ბავშვებზე მეურვეობა მოგეპოვებინა..მე მოგეცი ამის უფლება მაშინ, როცა საავადმყოფოში ვიწექი და ჩემს შვილს მთლიანად შენ გაზრდევინებდი. საკმარისია იოან! ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავეყაროთ, დროა შენი ცხოვრება დაიწყო. -მეგონა მე ვიყავი აფექტის მდგომარეობაში და ამიტომ დაგირეკე, თურმე შენ ყოფილხარ. ნეტა იცოდე რამდენ სისულელეს ამბობ.. ხვალ ვილაპარაკოთ, როცა გადაგივლის. -აღარ გადამივლის! ბავშვები ოდესმე მაინც გაიგებენ, რომ ეს სამყარო, რომელსაც მათ შენ უქმნი, რეალურად არ არსებობს. ამიტომ თავს დროულად უნდა უშველო. -დანიელა! მე მიყვარს ჩემი შვილები, მე მათ მხოლოდ ამ სიყვარულს ვაძლევ და ჩემი სიყვარული ყველაზე რეალურია.. ისინი ჩემი შვილები არიან და ეს ყოველთვის ასე იქნება, მე ყოველთვის ვიქნები მათი მამა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. შენ კი გირჩევნია ლისენიას ჩემ მაგივრად აკოცო და მასთან ერთად ცოტახანს დაიძინო, თორემ უკვე მეტისმეტი მოგდის. -არ მინდა შენს სიყვარულზე უარი თქვა, ვიცი ეს ერთხელ მოდის, ვიცი იოან! -იქამდე ვამბობ უარს, სანამ შევიყვარებ, შენ დამშვიდდი. ვერ ვიტან როცა ნერვიულობ და თან ჩემი მიზეზით. -იოან, შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ იმათში, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრივარ.. ის რაც შენ ჩემთვის გააკეთე, უბრალოდ სასწაულია. შენ საუკეთესო მამა ხარ საუკეთესოთა შორის, ბავშვები გაღმერთებენ, ტანიას ჩემზე მეტად უყვარხარ და ამის თქმა არც ერიდება.. შენ საუკეთესო ქმარი ხარ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არგვაქვს ცოლ-ქმრული ცხოვრება. არასდროს გავიწყდება ჩემთვის დილით ყავის გამზადება, არასდროს ბრუნდები სახლში ჩემი საყვარელი შოკოლადის გარეშე. რაც არუნდა ჩავიცვა, სულ კომპლიმენტებით მავსებ. შეგიძლია საუზმეც, სადილიც და ვახშმიც შენ მოამზადო სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულმა იმიტომ რომ მე არ გადავიტვირთო..-დანიელა ატირდა. -დანი, დარწმუნებული ხარ რომ ახლა გინდა ამ ყველაფრზე საუბარი? იქნებ ერთმანეთს რომ შევხვდებით მაშინ განვაგრძოთ? -იბრძოლე შენი სიყვარულისთვის ჩემო ბიჭო.. იბრძოლე იმისთვის რომ ოჯახი შექმნა, კიდევ გყავდეს შვილები.. შენ იცი რომ ჩემი დღეები დათვლილია, არ მინდა ჩემი გოგოები დედის გარეშე დარჩნენ.. ჩემო ბიჭო, იპოვე ვინმე, ვინც შენზე იზრუნებს, იმიტომ რომ მხოლოდ შენ ზრუნავ სხვებზე და პირიქითაც გჭირდება. -დან, უნდა წავიდე, ტანია ლაშასთან დავტოვე და უნდა მივაკითხო. მიყვარხარ, კარგი? ყველაფერი კარგად არის, მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ.. იოანმა ერთხელ აიხედა მატილდას სახლისკენ, ისე თითქოს სულ არ იყურებოდა მისკენ და იმ ადგილიდან გაუჩინარდა. * მატილდამ დილით ადრე გაიღვიძა, ოთახიდან გამოვიდა, ყავა დაისხა და სამზარეულოს სკამზე მოთავსდა ყავით და სიგარეტით ხელში. თავს იქამდე გრძნობდა მშვიდად, სანამ ოთახიდან ელენა არ გამოვარდა. -რააა?ყავა და თან სიგარეტი?-გიჟივით მივარდა დაქალს. -ლენ, გთხოვ შემეშვი. -ეს სიგარეტი მომეცი სასწრაფოდ!-ხელიდან სიგარეტი გამოგლიჯა და ყავა გადაუქცია. -გუშინ კატიას ველაპარაკე, იოანი იყო მაგათთან მისული, ტანია ჰყავდა დატოვებული და მიაკითხა, ისიც შენნაირად გაშეშებული იყო, კატიამ მხოლოდ ის გავიგე რომ ხვალ უკან გამგზავრებას აპირებსო. მატი, უბრალოდ მითხარი რა მოხდა. -ბოდიში მომიხადა, ერთად ყოფნა შემომთავაზა, მე კი ვუთხარი რომ უკან დაბრუნებულიყო.. -მოიცა, ცოლზე არ ჰკითხე? -არა. -მატილდა გაგიჟდი? პირველ რიგში ეგ უნდა გაგერკვია! იქნებ საერთოდ არ ჰყავს ცოლი, იქნებ შეგიძლიათ ერთად ყოფნა! საერთოდ რაებს აკეთებ ამ ბოლო დროს? ყველას ატყუებ მატილდა! საერთოდ ყველას! შენი ცხოვრება ერთ დიდ ტყუილად აქციე. ეგ ბიჭი შეიძლება აღარასდროს დაბრუნდეს და ეს შეიძლება თქვენი ერთად ყოფნის ერთადერთი შანსი იყო, რომელსაც შენ ზურგი აქციე.. -არ შემეძლო ელა. არ შემეძლო! მასთან ამ თემაზე ვერ ვისაუბრებდი.-ტირილით აღმოთქვა მატილდამ. -ხოდა აღარ მაინტერესებს! კატიას ახლავე დავურეკავ და ვეტყვი ლაშასგან ყველაფერი გაიგოს იოანზე! დროა ვიღაცამ რეალობაში დაგაბრუნოს. -მაგას არ გააკეთებ ელა! მე არ მინდა ვინმემ და მითუმეტეს ლაშამ გაიგოს ჩემზე და იოანზე! ძალიან გთხოვ, პატივი ეცი ჩემს გადაწყვეტილებას და ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი.-ნერვიულად წამოხტა სკამიდან. -მე გამოსავალს გთავაზობ მატილდა, მაგრამ შენ თუ გლოვა გირჩევნია, შემიძლია ჩემი შავი ტანსაცმელიც გათხოვო. * იოანი უკან დაბრუნდა. ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა მისი ცხოვრება მეტწილად კოშმარად იქცა. ღამე საერთოდ აღარ ეძინა, თვალის დახუჭვასაც კი ვერ ახერხებდა.. თავადაც არ იცოდა ყველაზე მეტად რა აგიჟებდა, ის რომ სიყვარული დაკარგა, ის რომ ცხოვრებაში პირველად ქალმა უარი უთხრა თუ ის რომ მისთვის ყველაზე სასურველი ქალი შეიძლება სხვისი საკუთრება ყოფილიყო.. ყველაფერი მაინც ერთმანეთთან მოდიოდა თანასწორობაში და საბოლოოდ იოანი ჭკუას კარგავდა.. დანიელა ამჩნევდა მის ასეთ მდგომარეობას, ელაპარაკებოდა, ემუქრებოდა თუმცა არაფერი ჭრიდა, საბოლოოდ გადაწყვიტა რამენაირად მატილდას ნომერი მოეპოვებინა და მასთან დაერეკა. -გისმენთ.-ახალგაღვიძებულმა ძლივს მიაგნო ტელეფონს და ნაძალადევად უპასუხა. -გამარჯობათ, თქვენ ალბათ მატილდა ხართ.-დანიელას ძალიან ანერვიულებდა ეს დიალოგი, ამიტომ ხმაც ძალიან უკანკალებდა. -დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?-ლოგინზე წამოჯდა და გაბერილ მუცელზე ხელი დაისვა. -მეე.. მე დანიელა ვარ. თქვენ არ მიცნობთ. -გისმენთ დანიელა, მითხარით რით შემიძლია თქვენი დახმარება. -იცით მეეე, მე იოანის ცოლის ვარ. -იოანის ცოლი?-თავზარი ეცა მატილდას. -ხო, მე მისი ცოლი ვარ თუმცა არა, დიალოგი ამით არ უნდა დამეწყო.. ახლა ყველაფერი უფრო აირევა! ჯანდაბა! -ყველაფერი კარგად არის? -არაა, არა მატილდა.. უკვე დიდიხანია არაფერია კარგად. შენთან შეხვედრის შემდეგ, იოანი განადგურებულია, მე მას ვეღარ ვცნობ, ასეთი არასდროს მინახავს. ადამიანს აღარ ჰგავს. -თქვენი ქმრის პრობლემებს მე ნუ მომახვევთ თავზე ძალიან გთხოვთ. არ ვიცი იოანსა და ჩემზე რა იცით, მაგრამ რაც უნდა იცოდეთ, მე მაინც გეტყვით რომ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. ვწუხვარ თქვენი ქმრის და თქვენ გამო, მაგრამ ამას ჩემთან არაფერი აქვს საერთო. წარმატებებს გისურვებთ ორივეს და ძალიან გთხოვთ, მეორედ ამ ნომერზე აღარ დარეკოთ.-ლაპარაკი გააწყვეტინა, თავისი სათქმელი უთხრა და გაუთიშა. იცოდა რომ უტაქტოდ მოიქცა, მაგრამ ამაზე არ დარდობდა. -ვინ იყო?-ბალიშიდან ძლივს აწია თავი მიკამ. -მნიშვნელოვანი არავინ, დაიძინე.-გაუღიმა და თავადაც დაესვენა ლოგინში. -მთელი ღამე არ გეძინა, წრიალებდი. ექიმთან ხომ არ წავიდეთ? -აუცილებელი არ არის ყველაფერზე ექიმთან სირბილი. უბრალოდ ჩვენი პატარა ღამით უფრო აქტიურია.-ხმით გაიცინა და მიკას ლოყაზე ხელით მიეფერა. -მიყვარს ასე რომ ეძახი, ჩვენი პატარა.-სასიამოვნოდ ჩაიღიმა მიკამ და მატილდას ტუჩებს შეეხო. * -კაწ, შენი აზრით მატილდა სწორად იქცევა? -ტუჩზე იკბინა და ყავა მოსვა. -ჩემი აზრით, ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს!-სიბრაზისგან კბილებში გამოცრა. -აქამდე ყველაფრის გაგებას ვცდილობდი, მაგრამ აი ამ მიკას უკვე ვერაფრით ვხსნი. მგონი ზედმეტად აყვა თამაშს, მეშინია ამან ბავშვი არ დააზარალოს. -უნდა დაველაპარაკოთ..-უიმედოთ აატრიალა თვალები. -რამდენჯერ კატი? სულ მაგას ვეჩიჩინები, ერთი სიტყვის გაგებაც არ უნდა. რაც იოანს ელაპარაკა იმის მერე ყველაფერს უკუღმა აკეთებს. -ვიცი, ჩემი ჩხუბიც კი აღარ ჭრის. ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, სხვა გზა აღარ არის, იოანთან ყველაფრის გარკვევა ჩვენ მოგვიწევს. -ჩვენ?-თვალები გაუფართოვდა. -ხო, ჩვენ. მას ვნახავთ, დაველაპარაკებით. რა თქმა უნდა,მატილდას ორსულობაზე და მის გრძნობებზე არაფერს ვეტყვით, მაგრამ თავად ყველაფერს გამოვკითხავთ. -მეეჭვება იოანი საქართველოში ჩამოვიდეს. -ვიცი, ის არ ჩამოვა, ჩვენ თავად უნდა ჩავიდეთ. -რააა? მასთან წასვლას მთავაზობ? შეგვიძლია facebook-ზე გავესაუბროთ, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში.-გიჟივით აწიკვინდა ელენა, თუმცა მიხვდა რომ კატიამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. -ვაიმე ღმერთო! იქნებ ერთი ნორმალური სრულჭკუაზე მყოფი ადამიანიც გამოგეგზავნა ჩემთვის, რატო გამწირე ასეე..-ბოლო ხმაზე კიოდა ელენა. -ლენ, ახლა გიჟივით მხოლოდ შენ იქცევი და თუ მთელი კაფის ყურადღებას არ მიიქცევ, შეიძლება აქედან მშვიდობითაც გავაღწიოთ.-გაეცინა კატიას. -და ლაშასთვის რის თქმას აპირებ? -ვეტყვი რომ შენ მოგყვები. -და მე რა ჯანდაბა დამრჩენია იქ?-თვალები დაქაჩა ელენამ. -ნათესავი გყავს, რომელსაც არავინ ჰყავს, ცუდად გახდა და შენ გიწევს მასთან ჩასვლა, თან ფრენის გეშინია, ამიტომ მარტო ვერ წახვალ. -აჰაა, ან შენ უკვე დიდი ხანია შემუშავებული გაქვს ეს გეგმა და იქნებ ისიც გამანდო იოანი კარდაკარ უნდა ვეძებოთ თუ მოიფიქრე რამე უფრო ჭკვიანური? -იოანს იქ დავურეკავ, შეხვედრას ვთხოვ. ვეტყვი რომ შენი ავადმყოფი ნათესავის გარდა არავინ გვყავს და ვინმესთან დალაპარაკება გვჭირდება. -ესეიგი ყველაფერი ჩემს კისერზე ტყდება და მატილდას რას ვეტყვით? -ეგ უკვე შენ მოიფიქრე.-წარბები აათამაშა კატიამ და წვენი მოსვა. -არა, არა! მე ვერაფერს მოვიფიქრებ! და საერთოდ, რამდენადაც კარგი იდეაა იოანთან წასვლა, იმდენად საშინელიცაა. წარმოდგენა მაინც გაქვს მატილდა რას გვიზავს? ხორცსაკეპ მანქანაში გაგვატარებს ორივეს ერთად. მიუხედავად იმისა რომ საშინლად იქცევა, მის ცხოვრებაში ასე ხელების ფათურს ვერ დავიწყებთ კაწი, ეს არ იქნება სწორი. -მაშინ ვისხდეთ და ვუყუროთ როგორ ინადგურებს თავს ჩვენი საკუთარი დაქალი! და საერთოდ, იმაზე არ გიფიქრიათ რომ ყველა მამას აქვს უფლება საკუთარ შვილს იცნობდეს? და ყველა შვილს აქვს უფლება იცოდეს ვინ არის მამამისი! მე მართლა გულით მეცოდება იოანი, მას საკუთარ შვილს ართმევენ, ეს იგივეა მატილდასთვის ძალით რომ გაგვეკეთებინა აბორტი, მისი თანხმობის გარეშე. მატილდა მას საკუთარ შვილს ართმევს და ეს ყველაზე არასწორია ლენ.-თვალები აუცრემლიანდა კატიას. -ხოდა მატილდასაც ზუსტად მაგაზე დაველაპარაკოთ, ვაიძულოთ იოანს სიმართლე უთხრას. -რა ხდება? რა სახეები გაქვთ?-კარი გააღო მატილდამ და გოგოები სახლში შემოიპატიჟა. -მარტო ხარ? თუ ისიც აქ არის?-სახლის თვალიერება დაიწყო კატიამ. -არა, წავიდა. რა ხდება? -შენთან ლაპარაკი გვინდა მატი, დავსხდეთ.-სავარძლისკენ წავიდა ელენა, გოგოებიც მას გაყვნენ. -მოკლედ..-საუბარი კატიამ დაიწყო. -არ ვიცი შენთვის რამდენად მისაღებია ის რასაც გეტყვი, მაგრამ თავს ვალდებულად ვგრძნობ გითხრა რასაც ვფიქრობ.. პირველ რიგში შენი მიკასან ურთიერთობა გულის ამრევი ფაქტია, არ ვიცი ამით რის დამალვას ან შენიღბვას ცდილობ, მაგრამ ეს საშინელება, დროულად უნდა დაამთვრო. -კატი, მე მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ, ძალიან გთხოვ ამას შეეგუო.-გააწყვეტინა მატილდამ. -იმას გრძნობ რასაც იოანთან გრძნობდი?-საუბარში ელენა ჩაეჭრა. -ეგ შეიძლება ვეღარასდროს ვერავისთან ვიგრძნო, ამის გამო მარტო უნდა დავრჩე? ის რასაც იოანთან ვგრძნობდი, ახლოსაც ვერ მოვა ჩემი და მიკას გრძნობებთან.. ჯანდაბა! ბოლოს და ბოლოს მე მისგან შვილს ველოდები, როგორ შეიძლება ეს ერთიდაიგივე იყოს. მაგრამ მე და მიკა ერთმანეთს ვუგებთ, მან მიიღო ჩემი ბავშვი, მან მეც მიმიღო.. ის იდგა მთელი ჩემი ორსულობის დროს ჩემ გვერდით, მას ეჭირა ჩემი თავი როცა გულს ვირევდი, ის დარბოდა ჩემთვის არაადეკვატური სურვილების ასასრულებლად მთელი ღამე. ამას ვერ ხედავთ? და სად იყო ამ დროს იოანი? თავის ცოლის და შვილების გვერდით. -არ გაბედო მატილდა! არ გაბედო იოანის დადანაშაულება! მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი რამ შეეშალა, ვერ დაასდებ ბრალს შენთან არ ყოფნაში! ის შენ თავად გააბრუნე უკან და დარწმუნებული ვარ ბავშვის შესახებ რომ გეთქვა, ბოლომდ იბრძოლებდა შენთვის თუ არა, მისთვის მაინც! ასე რომ ძალიან გთხოვ, ყველაფერს მხოლოდ შენი გადმოსახედიდან ნუ უყურებ! ასეთი სულელი მეექვსე კლასსშიც კი არ ყოფილხარ!-ემოციებს აჰყვა კატია, თავს ვეღარ იკავებდა. -და კატია შენ გჭირდება კაცი რომელიც შენი გულისთვის თავის ოჯახს მიატოვებს? -ამას მნიშვნელობა არ აქვს მატი.. შენ მისთვის სიმართლე უნდა გეთქვა და დანარჩენზე ყველაფერზე ის აგებდა პასუხს. -ლენ, თქვენ არცერთს გესმით რა სიტუაციაში ვარ მე ახლა..-თვალები აუცრემლიანდა მატილდას. -ყოველ დღე, ყოველ დღე საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ის გავუშვი.. ყოველ დღე როცა ჩემი პატარა თავს მახსენებს და ჩემს მუცელზე მის ფეხს ან ხელს ვხედავ, იოანის თბილი ხელი.. მისი გრძელი თითების სიმხურვალე მახსენდება. წარმოვიდგენ როგორ ეთამაშება ჩემს მუცელს და თავს ძლივს ვიკავებ, რომ საბოლოოდ არ გავგიჟდე. მახსენდება როგორი იყო ის, როცა პირველად ვნახე, მახსენდება როგორ გამეყინა სხეული როცა მას შევხედე და ამ ფიქრებს რომ ავყვე ალბათ საგიჟეთში ვიქნები დასაწვენი. მიკა კი უბრალოდ კარგი საშუალებაა ფიქრების თავიდან მოსაცილებლად, მან იცის რომ ვიყენებ, თუმცა თანახმაა, უნდა თავი შემაყვაროს. მეც ვიცი რომ არსდროს შემიყვარდება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ურთიერთობა სადაც სიყვარული არ არის, უფრო მარტივია. -შენ ვერ ხვდები რომ იოანის დაკარგვასთან ერთად, შენი თავიც დაკარგე. შენ ის მატილდა არ ხარ, რომელსაც მე ვიცნობდი. შენ ასეთი სუსტი არ ხარ. არ ხარ ის ქალი, რომელიც საკუთარ სიყვარულზე იტყვის უარს შიშის გამო, არ ხარ ის ქალი რომელიც საკუთარ შვილს მამას ისევ შიშის გამო წაართმევს.შენ ყოველთვის გონებით მოქმედებდი, სისუსტე არასდროს გამოძრავებდა.-მატილდას გაეცინა კატიას სიტყვებზე. -და მაშინ სად იყო ჩემი გონება, როდესაც იოანთან სექსს დავთანხმდი.. აქ ამ სახლში..-თვალი გარემოს მოავლო.. გოგოებმა დიდხანს ისაუბრეს, მატილდა დათანხმდა იმ აზრს რომ მიკას თავს დაანებებდა, თუმცა იოანთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია. * -რაზე ფიქრობ?-ღიმილით მიუახლოვდა დანიელა იოანს. -არაფერზე, ისე უბრალოდ.. -არ გშია? -არა დანი.. -დაურეკე. -ვის? -მატილდას. დაურეკე, დაგამშვიდებს მისი ხმა. -ისევ დაიწყე?-სახე ზევით აატრიალა და სიგარეტს გაუკიდა. -გული რაღაცას მიგრძნობს და ხომ იცი რომ ეს გული არასდროს ცდება. დაურეკე და უბრალოდ დაელაპარაკე. -რაზე უნდა ველაპარაკო ადამიანს, რომელსაც ჩემთან ურთიერთობა არ სურს.-ხმამაღლა ჩაიცინა. -იოან! -რაც უფრო ვიაზრებ იმას, რომ მას ჩემთან არ უნდა, მით უფრო მეტად მიჩნდება ლტოლვა მის მიმართ. ასე შორს არის და მაინც მიზიდავს.. სიშორით, სიჩუმით, უარით მიზიდავს.. ასე შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ახერხებს დამიმონოს.. -დაურეკე იოან, დამიჯერე, იპოვი სათქმელს.. მხარზე ხელი დაადო, მაგიდაზე ფურცელი დადო სადაც მატილდას ნომერი ეწერა და ოთახიდან გაუჩინარდა. იოანმა დიდხანს უყურა ფურცელს, რამდენჯერმე დაკუჭა, გადაგდებაც დაუპირა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაუჯერა დანიელას სიტყვებს.. -გისმენთ.-მკაცრად ჩაილაპარაკა მატილდამ. მისი ხმის გაგონებაზე სულში ჟრუანტელმა დაუარა, არ იცოდა რას ეტყოდა, რით გაიმართლებდა თავს უადგილო ზარისთვის. მუხლების კანკალმა ტვინამდე აუარა. -გამარჯობა.-ისევ ის ხმა, ისევ ის ბოხი, ხრინწიანი, კანკალს აყოლილი ხმა, რომელიც მატილდასთვის ყველაზე და ყველაფერზე ნაცნობი იყო.. ტელეფონი ხელში მიეყინა, დრო გაჩერდა და აღარც აპირებდა გაგრძელებას.. -ისევ შენ?-ირონიამ გაიჟღერა მატილდას ხმაში. -ისევ მე.-დასჯილი ბავშვივით ჩაილაპარაკა. -რა გინდა? -მინდოდა მომეკითხე, გამეგო როგორ იყავი. -კარგად ვარ იოან!-ალბათ ყველაზე მეტად მაშინ გიყვარს შენი სახელი, როდესაც მას შენთვის საყვარელი ქალი წარმოთქვამს. იოანი მიხვდა, რომ სიკვდილის ბოლო წამს თუ კი რაიმეს გაგონება მოუნდებოდა, ეს იქნებოდა თავისი სახელი, რომელსაც ყველაზე ვნებიანი ქალი, ყველაზე სასურველი ქალი მისი მისამართით ამბობს.. ხმა გაეყინა. -მხოლოდ ამის გაგება გინდოდა?-საუბარი კვლავ მატილდამ გააგრძელა. -არა, თუმცა არც იმის თქმა შემიძლია რისი მოსმენა მსურდა შენგან. არ ვიცი რას ველოდი, არ ვიცი რას დავპირდი საკუთარ თავს როცა შენს ნომერზე დავრეკე. ნაწილებად ვიშლები შენ გარეშე, ყოველ დღე.. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი შეკეთება შეუძლია.-ჩაიცინა.-ვიცი ეს ცოტა სასაცილოდ ჟღერს, ამხელა კაცი ტელეფონზე გირეკავ და სიყვარულს გიხსნი, თუმცა იმედია შენც ხვდები რომ აქ სულ სხვა ამბავია, თორემ შენ გამო და შენი ხილვის გამო 78საათსაც ვიფრენ. სიმართლე გითხრა წარმოდგენაც არ მაქვს რას ვიზავ თუ კიდევ უარით გამისტუმრებ, თუ მეტყვი რომ ახლაც შევცდი.. ჩემი ყველა შერჩენილ ნაწილს უნდიხარ, ჩემი გონება მთელი დღე მხოლოდ შენს სახელს მკარნახობს. როცა არ ვფიქრობ, მაშინაც შენზე ვფიქრობ მატილდა..-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.-არ ვიცი როგორ შევძელი ერთ ღამეში ისე შემესწავლა შენი სხეული რომ თითოეული დეტალი მახსოვდეს ახლაც. მე შემიძლია მოგიყვე შენს ყველა ხალზე, ყველა შრამზე.. ზეპირად ვიცი შენი ყველა ნაკვთი და უკუნით სიბნელეშიც მივაგნებ შენს ტუჩებს.. მე არ გპირდები მომავალს ჩემთან ერთად, არ გპირდები იმიტომ რომ ჩემთვის ყოველი დაგეგმილი დღე, ილუზიაა, მე აწმყოს გპირდები ჩემთან ერთად, ყველაზე რეალურს. არ მინდა ჩემი საუბარი საქორწილო ფიცს დაემსგავსოს.. მინდა იცოდე, რომ შენი სურვილი ვერც შენმა უარმა ჩამიცხრო, ვერც დრომ და ვერც მანძილმა, პირიქით სულ უფრო და უფრო მინდები..-რამდენიმე წუთით ორივე გაჩუმდა, ასპარეზი სიჩუმეს დაუთმეს რომელიც ბოლოს მატილდამ დაარღვია. -შენ გულრწფელობა მთხოვე, თუმცა მე ყველაზე დიდი ტყუილით გიპასუხე, ამისთვის ბოდიშს არ გიხდი, იმიტომ რომ სწორად მიმაჩნდა რასაც ვაკეთებდი. ღმერთო! შენთან ლაპარაკიც კი მიჭირს.. არ ვიცი ამ გრძნობას რა ქვია რასაც მე შენ მიმართ ვგრძნობ, ვიღაცისთვის შეიძლება ეს სიყვარულია, მაგრამ არა, მე არ მინდა ასე იყოს, არ მინდა, იმიტომ რომ თითქოს ამ სიტყვის იქით აღარაფერია, მე კი ბევრად მეტი მინდა..ხო, ბევრად მეტი მინდა, იმიტომ რომ მუცელში ჩვენი შვილი მიზის, ჩვენი ბიჭი, რომელიც უკვე ემზადება გამოსასვლელად.. -რააა? არაფერი მესმის? ამით რისი თქმა გინდა?-იოანი ფეხზე გიჟივით წამოიჭრა და ტელეფონში ყვირილს მოჰყვა.-ამით რისი ქმა გინდა მატილდა? შენ.. შენ მართლა ორსულად ხარ?-სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს. -ხო იოან, მე ორსულად ვარ და ამ ბავშვის მამა შენ ხარ. -და ამ ყველაფერს აქ მეუბნები? ამ ყველაფერს ტელეფონით მეუბნები მატილდა? მე შეიძლება შენთვის არც კი დამერეკა და რას გააკეთებდი, არასდროს მეტყოდი? საერთოდ რა ადამიანი ხარ?-ტელეფონი გათიშა, საერთოდ გამორთო და საძინებელში გავარდა, ბარგის ჩალაგებას შეუდგა მაშინვე. გადაწყვიტა პირველივე თვითმფრინავს გაყოლოდა. ოღონდ არა მატილდასთვის.. ახლა უკვე საკუთარი შვილისთვის. მატილდამ, ქალმა რომლისთვისაც საკუთარ სიცოცხლეს დათმობდა, იმედი იმაზე მეტად გაუცრუა, ვიდრე ეს წარმოედგინა. იმედგაცრუება კი ღალატის ტოლფასია.. ეს თითქოს დასასრულია არდაწყებულ ურთიერთობაში. * -რა ხდება მატილდა? რაც უნდა იყოს, დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე.შეძახილებით შევიდა კატია მატილდასთან სახლში. -ელენა სად არის? გიორგისთან წავიდა, სხვაგან გადადის ის და თავისი ნივთები უნდა წამოიღოს. შენ რა გჭირს?-წყალი დაუსხა და მიაწოდა. -იოანს ვუთხარი, ბავშვზე ვუთხარი.-გულისცემა ხელს უშლიდა და ძლივს ლაპარაკობდა მატილდა. -რაა? ჩამოვიდა? სად არის?-თვალები გადმოეკარკლა კატიას. -არა, რუსეთშია, არ ვიცი ალბათ ახლა ჩამოვა. ტელეფონი გამითიშა, გაბრაზდა. კატია ალბათ არასდროს მაპატიებს..-გულის ამოგდებამდე ტირილი დაიწყო მატილდამ. -მატი დამშვიდდი, ბავშვზე იფიქრე, შენი ნერვიულობა მას მხოლოდ დააზარალებს. დამშვიდდი კარგი?-უშედეგოდ ცდილობდა მის დამშვიდდბას, მატილდას ცრემლი არ შეშრობია სახეზე.. -ახლა რა გავაკეთო კატ? რა გავაკეთო?-დაქალს მთელი ძალით მოეხვია. იოანი ჩამოვიდა, პირველ რიგში სასტუმროსკენ გაემართა ბარგის დასაბინავებლად , შემდეგ კი მატილდას სახლისკენ დაიძრა. გული აჩქარებული ჰქონდა, თვალები სისხლისფრად ჩაწითლებული. ხელები ერთი მეორეზე მეტად უკანკალებდა. ვერაფერზე ფიქრობდა იმის გარდა რომ მალე შვილი ეყოლებოდა.. მართალია მას ჰყავდა ტანია და ლისენია, მაგრამ ისინი არ იყვნენ მისი ბიოლოგიური შვილები, რა თქმა უნდა, არც არასდროს გაურჩევია და ისე ექცეოდა როგორც საკუთარ შვილებს, მაგრამ როცა იაზრებ რომ ღამემ, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება მოგანიჭა, შვილი გაჩუქა, ეს ნამდვილად გასაგიჟებელი ფაქტია. როცა იაზრებ რომ ბავშვს რომელიც დაიბადება, შენი ნაკვთები, შენი ხასიათი ექნება.. ის შემოგხედავს თვალებში და შენ საკუთარ თავს დაინახავ.. კარი კატიამ გაუღო. -შემოდი? -სად არის?-კარებშივე იკითხა. -სძინავს, ძალიან გთხოვ თუ შეგიძლია არ გააღვიძო. დიდიხანია არ სძინებია. -კარგი.-სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა იოანი. -რამეს დალევ? -არა. კატიაც მის გვერდით დაჯდა. -იოან, ვიცი გაბრაზებული ხარ და მეც ასე ვიქნებოდი შენს ადგილას, მაგრამ გთხოვ, მატილდასთან თავი შეიკავე.. ის ორსულად არის, მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. გუშინ ველაპარაკე ექიმს, მაქსიმალურად სიმშვიდეში იყოს, ნებისმიერ დროს შეიძლება მშობიარობა დაეწყოსო.. -კატია, მე აქ მატილდასთან საჩხუბრად არ ჩამოვსულვარ, მე აქ ჩემი შვილის გამო ჩამოვედი! მინდა ვნახო როგორ მოევლინება ამ სამყაროს და მინდა რომ როგორცკი გარემოს აღქმას დაიწყებს, მაშინვე დამინახოს. მატილდა კი ჩემთვის უბრალოდ წაიშალა, ის აღარ არსებობს. -ასე მარტივად? შენ ხომ გქონდა მის მიმართ გრძნობები, ასე მარტივად გათავისუფლდი მათგან? იოანს ჩაეცინა.-კატია, შენ კიდე ვერ ხვდები მატილდამ რა გააკეთა. -ხო მაგრამ, მას ჰქონდა მიზეზი. -არც ერთი მიზეზი ამართლებს ქალს, რომელიც საკუთარ შვილს მამას უმალავს. ახლა კი ძალიან გთხოვ, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.-მკაცრად წარმოთქვა განსაკუთრებით ბოლო სიტყვები და გაჩუმდა... მატილდა ოთახიდან სხეულის კანკალით გამოვიდა, უკვე იცოდა რომ იოანი ელოდა. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა მისულიყო მასთან, მაგრამ მისთვის თვალებში ჩახედვას ყველაფერი ერჩივნა. გარშემომყოფებთან არასდროს აღიარებდა რომ შეცდა, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ გულის სიღრმეში ეს თავადაც ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ რცხვენოდა, რხვენოდა საკუთარი თავის, საკუთარი სისუსტის.. იოანი სამზარეულოში იჯდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, როგორც ყოველთვის ახლაც მოეჩვენა მატილდას რომ ის კიდევ უფრო სიმპატიური იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბრაზისგან დაჭიმული კისერი, გასკდომამდე მისული ძარღვები, ბევრად უფრო სექსუალურს ხდიდა, მატილდას რამდენიმე წამით ყველაფერი დაავიწყდა, უბრალოდ უყურებდა იოანს და დაუფიქრებლად ყლაპავდა ნერწყვებს. იოანმა იგრძნო დაჟინებული მზერა და მისკენ შეტრიალდა.. წამით სუნთქვა შეეკრა, ასეთი სილამაზე არასდროს უნახავს თავის ცხოვრებაში. როდესაც მატილდას პირველად შეხვდა, მის მიმართ მეტწილად მხოლოდ ვნებას გრძნობდა, ამიტომ ვერ წარმოედგინა ორსული.. ახლა კი როცა უყურებდა ქალს, რომელსაც ყველაზე მეტად ფეხმძიმობა უხდებოდა, სუნთქვას ვეღარ ბედავდა.. ის ისეთი ლამაზი იყო, საუცხოოდ ლამაზი.. ვერც კი პოულობდა სიტყვას, რომელიც აღწერდა მის გარეგნობას. მატილდა დასჯილი ბავშვივით იდგა და ეს მას კიდევ უფრო მეტ სისაყვარლეს სძენდა, ცხოვრებაში პირველად არ იმართლებდა თავს, უბრალოდ იდგა და ელოდა როდის მოთხოვდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. იოანი მიუახლოვდა, მის წინ დადგა და სახეზე კარგად დააკვირდა, თითქოს მის სამუდამოდ დამახსოვრებას აპირებდა. შემდეგ დაიხარა, ორივე ხელით შეეხო მატილდას გაბერილ მუცელს და თვალებში, რომელიც სიმწრით ანათებდა, ახლა სიხარულის ნაპერწკლები აენთნენ.. დაუსრულებლად უსვამდა ხელებს მუცელზე, კოცნიდა, ეფერებოდა, თავს ადებდა.. მატილდას ცრემლები ჩანჩქერივით ცვიოდა. ეს სწორედ ის მომენტი იყო, რომელსაც ის მთელი თავისი ორსულობა ნატრულობდა.. ეს ის იყო, რასაც ყოველ ღამე და ყოველ დილას წარმოიდგენდა. ეს იყო პირველი რაც უნდოდა გაღვიძებისას და ბოლო რაზეც ფიქრობდა დაძინებისას.. მის ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა და მასში არსებული ორი გული, ისე სწრაფად ცემდა იმ მომენტში, ალბათ მთელს მსოფლიოს უნდა გაეგო.. იოანი ფეხზე ნელ-ნელა წამოდგა, მატილდას ცრემლები მხოლოდ მაშინ შეამჩნია. ხელი სახესთან მიუტანა და გრძელი თითებით მოწმინდა ისე ფრთხილად, თითქოს ოდნავ ზედმეტი შეხება დააზარალებდა, მატილდამ ცდუნებას ვერ გაუძლო, ლოყებით მიეფერა იოანის ხელს და თვალები ზანტად დახუჭა. -მინდა გიყვირო, მინდა შენს სახლში ყველაფერი დავლეწო ჩხუბით და შემდეგ წავიდე, მიგატოვო.. მაგრამ ამის გაგეკეთება არ შემიძლია, იმიტომ რომ ზიანს ვერ მოგაყენებ, ვერ გატკენ, მითუმეტეს ახლა და ეს კიდევ უფრო ცუდად მხდის. -ყველაფრის ღირსი ვარ, ვიცი.-ისევ ტირილს აჰყვა მატილდა. -ნუ ტირი..-თბილად ჩაილაპარაკა იოანმა და სავარძლისკენ გაემართა, მატილდაც მას გაჰყვა. -თავს არ ვიმართლებ იოან! ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი, ამის აღიარება არც ისეთი მარტივია ჩემთვის.. მაგრამ მეე.. მე არ შემეძლო ცოლიან კაცთან ურთიერთობა, ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა..-თავი მაღლა აწია და იმწამსვე იოანის გამჭოლ მზერას წააწყდა, ისე დაიბნა ლაპარაკიც ვერ გააგრძელა, თვალების აქეთ-იქით ცეცებას შეუდგა. -ცოლი?!-ისე შეიცხადა იოანმა, თითქოს დანიელა მართლა მისი ცოლი არ იყოს. -ჰო. -რა ცოლი? გაგიჟდი?-ფეხზე ყვირილით წამოვარდა იოანი.-შენ რაა გინდა თქვა რომ ჩემი შვილი იმ ცოლის გამო დამიმალე რომელიც არ მყავს? ჩემთან მოსვლა და ამაზე საუბარი არ გინდოდა? ვერ შეძელი? თუ ვერ გაბედეე?-ხელი სახესთან მოუქნია, სულ უფრო და უფრო უმატებდა ყვირილს.-მართლა არ მესმის რა ადამიანი ხარ, არ მესმის ღამე საერთოდ როგორ გეძინა! -დამშვიდდი, გთხოვ.-ხელი ხელზე შეახო და შეეცადა უკან სავარძელში დაებრუნებინა. -ძალიან მშვიდად ვარ მატილდა, ეს ჩემი სიმშვიდის მაქსიმუმია ამ სიტუაციაში! კარზე ზარის ხმამ წამიერად ორივე შეაშფოთა, თითქოს არც კი ახსოვდათ რომ მათ გარდა სხვებიც არსებობდნენ. კარი იოანმა გააღო, ჩათვალა რომ მატილდა კარამდე მისვლითაც კი დაიღლებოდა.. -ვინ გნებავთ?-ზიზღით დააკვირდა მის წინ წამოჭიმულ ბიჭს და მთელი სახე კიდევ უფრო დაძაბა. -ის უფრო საინტერესოა თქვენ ვინ ბრძანდებით.-დამცინავად ჩაიღიმა მიკამ და სახლში შესვლას შეეცადა, თუმცა იოანმა გზა გადაუკეტა. -მატილდა უნდა ვნახო! თუ შეიძლება ჩამომეცალე.-სახე შეეცვალა მიკას. -არ ვიცი ვინ ხარ, ან მატილდასთან რა ურთიერთობა გაქვს, მაგრამ.. -ვინ არის?-მატილდამ გააწყვეტინა საუბარი. -არავინ.-მკაცრად და გადაჭრით უპასუხა და ისევ მიკას მიუბრუნდა. -ეცადე ‘არავინ’ გახდე-მხრები აიჩეჩ და ხმამაღლა გაიცინა.-მგონი უნდა გამოგივიდეს, იმედია ჩემი დახმარება არ დაგჭირდება.-კიდევ უფრო გაიცინა, გაშტერებულ მიკას ხელი მხარზე მძიმედ დაარტყა და გასასვლელისკენ შეაბრუნა, კარი მაგრად მიიჯახუნა და უკან შებრუნდა. ახლა ორმაგად გაბრაზებული იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, მიკასთან ეს არ შეუმჩნევია. რომ დაენახებინა, რომ ქალი რომლის სახლიდანაც ვიღაცას აგდებს მას არ ეკუთვნის, ასე თავის უპირატესობებს დაკარგავდა. -ვისთან გქონდა ურთიერთობა?-გიჟივით მივარდა მატილდას, ხელები მკლავებში ჩაავლო და მისი სახე საკუთართან ძალიან ახლოს გააჩერა. -რას მეკითხები?-ცოტაც და დორბლები წამოუვიდოდა მატილდას. -ვიღაც ბიჭი იყო, შენთან მოვიდა, აშკარად რაღაც ურთიერთობა გაქვთ!! როგორ გაბედე? კიდევ უფრო მოუმატა ყვირილს. -იოან! ძალიან გთხოვ გაჩუმდი!-მისი ხელებიდან გათავისუფლებას შეეცადა თუმცა არ გამოუვიდა. -ალბათ მიკა იყო, კატიას ქორწილიდან. მასთან ყველაფერი დავამთავრე,შეიძლება დასამშვიდობებლად მოვიდა. -მთელი ორსულობის პერიოდში მის გვერდით იყავი?-ხმა გაუწყდა იოანს, ხელები მოაშორა და სავარძელში დაჯდა, თვალები სივრცეში გაუშტერდა. -ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი.. -გამოგივიდა?-ჩაიცინა იოანმა.-ალბათ გამოგივიდა რადგან ამდენი ხანი მიმალავდი შენს ორსულობას. ალბათ ამ ვიღაც განუვითარებელმა მამაკაცმა დაგავიწყა ჩემი თავიც, შენი მოვალეობებიც, დაგავიწყა შენი შვილიც. არ ვიცი, მე მასში დიდი ვერაფერი დავინახე, მაგრამ შენზე ალბათ ეგეთი ბიჭები ახდენენ გავლენას.-ისევ გაიცინა. -ეგრე არ არის.-უადგილოდ გაიბუტა მატილდა. -რამე სხვა ვერსიაც აქვს ამ ისტორიას?-სიცილს არ წყვეტდა იოანი, მატილდას ეს სულ უფრო და უფრო წყინდა. -გეყოფა.-წყენით ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. -სად მიდიხარ? -მშია. -მატილდა ჩვენ ვსაუბრობთ. -თუ შეიძლება, შოკოლადს ავიღებ და დავბრუნდები.-მატილდამ ეს მთელი სერიოზულობით ითხოვა, იოანმა გულიანად გაიცინა. -ხომ არ გინდა?-ხელით უკვე გახსნილი, მოკბეჩილი შოკოლადი გაუწოდა. -არა. რა ურთიერთობა გქონდათ? -რაში გაინტერესებს? მგონი არ ღირს დეტალების ცოდნა. უკვე გითხარი რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, ისიც გითხარი რატომ ვიყავი საერთოდ მასთან. მგონი ეს საკმარისია შენთვის, დეტალები რაში გჭირდება? -გული მერევა როცა წარმოვიდნენ ჩემგან ორსული როგორ წევხარ სხვა კაცთან! -შეგიძლია არ იყვირო? ჩემზე ეს ცუდად მოქმედებს. იოანის ტელეფონი აწკრიალდა, დახედა თუ არა მაშინვე უპასუხა. -მამაააა.-ტირილით ამოიკნავლა ბავშმა. -დედა ამბობს რომ ჩვენ არ შეგვიძლია სენია სახლში დავტოვოთ და ისე გავიდეთ გარეთ როგორც დიდი გოგოები. -დედა მართალია ტანია, ლისის სახლში მარტო ვერ დატოვებ, თუმცა მასთან ერთად წასვლა შეგიძლია. -ხო მაგრამ მე მინდა რომ დიდი გოგოებივით წავიდეთ, მხოლოხ მე და დედა. -ტანია, შენ ხომ გიყვარს შენი და? -არა. -ტანია! -ხო. -ლისენია ხომ გიყვარს? -ხო..-ბავშვი მიხვდა რომ პასუხი უნდა შეეცვალა. -ხოდა მასთან ერთად წადი, ყველაზე ლამაზი კაბები აურჩიე, გამოპრანჭე როგორც შენ იპრანჭები ხოლმე და მერე შენი საყვარელი ბლინებიც აჭამე, როგორც დიდმა გოგომ, ხო აი ზუსტად ამას აკეთებენ დიდი გოგოები, თავიანთ პატარა დებზე ზრუნავენ. -ბლინები შეიძლება? -კი პატარა, შეიძლება. ახლა მამიკო უნდა წავიდეს კარგი? რომ მოვიცლი დაგირეკავ. -როდის ჩამოხვალ მამა? -როცა საქმეებს მოვაგვარებ. მიყვარხარ ჩემო პრინცესა. გკოცნი. -მეც მამიკოო.-ტელეფონი უკან დააბრუნა, მატილდა გაოცებული უყურებდა, ვერ წარმოედგინა როგორ შეეძლო ყველა სიტუაციაში ეპასუხა შვილისთვის.. -მაპატიე.-მისკენ შეტრიალდა. -ორი შვილი გყავს? -სამი შვილი მყავს მატილდა!-მკაცრად თქვა და მატილდას მუცელს დახედა. -ცალკე ვიგულისხმე. -კი, ორი შვილი მყავს. -ტანია ძალიან საყვარელია, ეგრევე შემაყვარა თავი. -ხო, ორივე საყვარლები არიან. -ყვეალზე მეტად შენს ქორწინებაზე მიჭირს საუბარი.. ადრეც ასე იყო, ამიტომ ვერ დაგელაპარაკე ვერცერთხელ.. ვიცი რომ ცოლი გყავს იოან, ამის უარყოფას ტყუილად ნუ დაიწყებ, გთხოვ.. უბრალოდ არ მესმის როგორ შეგიძლია ჩემთან ასეთი ურთიერთობა გქონდეს და.. თან.. მე გავიგონე, გავიგონე როგორ ელაპარაკებოდი შენს ცოლის.. მან მე დამირეკა, წუხდა შენზე, შენს მდგომარეობაზე.. -მატილდა, შენ უბრალოდ უნდა მოსულიყავი ჩემთან და მე აგიხსნიდი ჩემი და დანიელას ურთიერთობას, რომელზეც არავისთან ვლაპარაკობ. ეს ჩემთვის დახურული თემაა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად, ამაზეც შევძლებდი ლაპარაკს. დანიელა ჩემი ცოლი მხოლოდ ფორმალურად არის, ჩვენ მეგობრები ვართ, ყველაზე ახლო მეგობრები. -რას ნიშნავს ფორმალურად?-დაიბნა მატილდა.-თქვენ ერთ სახლში ცხოვრობთ, შვილები გყავთ.. -მე რომ დანიელა გავიცანი, მას უკვე ჰყავდა ტანია, ლისენიაზე ორსულად იყო. ამას გეუბნები მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენს ურთიერთობაში გაერკვე, არც გაბედო იმის გაფიქრება რომ ისინი ჩემი შვილები არ არიან.-მატილდა გაოცებისგან ხმას საერთოდ ვეღარ იღებდა..-დანიელას პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ და მე არ მინდა ამაზესაუბარი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის კიდევ უფრო რთული თემაა.. ლისენიას დაბადება უბრალოდ სასწაული იყო. დანიელა მეტწილად დროს საავადმყოფოში ატარებდა, მე კი მის ბავშვებს ვზრდიდი, თუმცა ბევრი პრობლემა მექმნებოდა ამიტომ გადავწყვიტეთ ხელი მოგვეწერა. ახლა მე მათი მამა ვარ, ასე იციან ტანიამ და ლისენიამ და საერთოდ ასე იცის ყველამ ჩემ გარშემო და ეს ასეც არის. ისინი ჩემს სახლში ცხოვრობენ, ადრე ამას პრობლემა არასდროს შეუქმნია.. იოანი გაჩერდა და მატილდას დააკვირდა. -ვერ ვიჯერებ.. ეს რატომ გააკეთე? ან სად არის მათი მამა? -ვერ ვკრავდი იმ ქალს ხელს, რომელიც ორსული, პატარა ბავშვით გამოაგდეს საკუთარი ქმრის პანაშვიდიდან. ნათესავებმა ის უბრალოდ ზედმეტ ტვირთად ჩათვალეს, მას კი სასტუმროში გასათევი ერთი დღის თანხაც არ ჰქონდა. მე ოფისიდან გვიან ვბრუნდებოდი სახლში, მაშინ ვიპოვე. ის ისეთი განადგურებული იყო.. ჩემი გადაწყვეტილება არასდროს მინანია, რადგან ამან ორი ანგელოზი მაჩუქა. -ეს რომ მცოდნოდა იოან.. ეს რომ მცოდნოდა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.-სახეზე ხელები აიფარა მატილდამ. -ძალიან ვწუხვარ თუ ასე ფიქრობ! შენ ყველა ვარიანტში უნდა გეთქვა! სენტიმენტები არ გამართლებს მატილდა. -ბავშვის სახელი ვერ მოვიფიქრე.-მატილდას სიტყვები ყველაზე შეუფერებელი იყო იმ მომენტში, მაგრამ თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა. -იმიტომ რომ მარტომ არ უნდა იფიქრო!-მკაცრად წარმოთქვა იოანმა და წელში გასწორდა. -გოგოებს შენ დაარქვი? -ტანიას არა, რა თქმა უნდა, თუმცა ლისენიას მე დავარქვი. დანიელას უნდოდა მე დამერქმია მისთვის სახელი, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, არ შემეძლო. როცა პირველად დავინახე, პირველი რაც თავში მომივიდა ლისენია იყო. ამაზე არ გამიფიქრებია, თავისთავად წამოვიდა, ზუსტად ისეთი იყო, როგორც ეს სახელი ჟღერს. კმაყოფილმა გაიღიმა იოანმა, სახეზე ეწერა როგორ უყვარდა თავისი შვილები, მათზე რომ ლაპარაკობდა სახე სულ სხვანაირად უბრწყინავდა. -მეც ეგრე ვარ, ვერ ვფიქრობ, არ ვიცი რა უნდა ერქვას.-ტუჩები დაბრიცა მატილდამ. -მე ვიცი რაც მინდა ერქვას ჩემს შვილს, რა თქმა უნდა, თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ. -წინააღმდეგი არ ვარ, იმიტომ რომ ბავშვს დღე დღეზე ველოდები და მე სახელი ახლაც არ ვიცი. თუ ვინმეს უნდა ვანდო ეს საკითხი, მირჩევნია შენ იყო. ბოლოს და ბოლოს მამამისი ხარ.-ხელი მუცელზე მოიკიდა და იოანს ისე შეხედა. -ელია დავარქვათ. -ელია?-ცოტახანს გაშეშდა მატილდა. -ხო, ელია. -რამეს ნიშნავს ეს სახელი? -ქართულად ითარგმნება როგორც ‘მზისა’. ჩემთვის კი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს. -კარგი, იყოს ელია. მეც მომწონს ეს სახელი!-ტაში სიხარულით შემოკრა და გაიცინა. -უნდა წავიდე. რამე ხომ არ გჭირდება? -მიდიხარ?-სახე მოეღუშა მატილდას. მთელი არსებით უნდოდა იოანის მკლავებში ეგრძნო შვება. მასთან ერთად წამოწოლილიყო, მის სუნში, მის ძლიერ სხეულში დაკარგულიყო.. მის ტუჩებს შეხებოდა კიდევ ერთხელ და თუნდაც საბოლოოდ, ამიტომ მიმიკა ვერ დაიმორჩილა და თვალებიც კი აუცრემლიანდა. -ხო, წავალ. ვფიქრობ ყველაფერი გავარკვიეთ. -უკან მიდიხარ? რუსეთში?-კიდევ უფრო მოიღუშა მატილდა. -არა, აქ დავრჩები ჯერ-ჯერობით. -როდემდე? -სანამ შემიყვარებ.-ისევ ისე ჩაიცინა, როგორც ჩვევია. ფეხზე წამოდგა, მატილდას მიუახლოვდა, თმა ფრთხილად გადაუწია და მის შუბლს ცხელი ტუჩებით შეეხო ისე ნაზად და ვნებიანად რომ მატილდამ თავისდაუნებურად მკლავზე ხელი მაგრად მოუჭირა და თავისთან დააკავა. -უნდა წავიდე.-კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა იოანმა და კარისკენ დაიძრა, ამჯერად თავად მიაგნო, გაცილება არ დასჭირვებია. კარს სანამ დაკეტავდა კიდევ ერთხელ გახედა სავარძელზე სახტად მჯდარ მატილდას. გაეღიმა, ისევ ის თავბრუდამხვევი ვნება იგრძნო და ალბათ ყველაფერი ახლაც ისე მარტივად რომ ყოფილიყო როგორც პირველად, აუცილებლად დაბრუნებოდა უკან, სიამოვნების ზენიტში.. * -ილაპარაკეთ? -კი, ვილაპარაკეთ ჩემო პატარა. -რაღაც ბედნიერი ხმა გაქვს, ახლავე თქვი რა მოხდა! -შენთვის ახალი ამბავი მაქვს.-ჩაეღიმა იოანს. -რა ამბავი? -მალე პატარა ელია დაიბადება, ჩემი ელია.-პირველად თქვა იოანმა ასეთი დიდი სიხარულით რაღაც, თავისივე სიტყვებმა მოჰგვარეს ჟრუანტელი. -რააა? ელია? შენი ელია?-ტელეფონში ჩაჰკივლა დანიელამ. -ხო დანი, ჩემი ელია.. -იოან!! ეს ხომ სასწაულია! დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი! * მატილდა მარტო იწვა ლოგინზე, გოგოები მათი კლასელის დაბადებისდღეზე წავიდნენ, მატილდას არ ჰქონდა კითხვა-პასუხების თავი, ამიტომ სახლში მშვიდად დარჩენა ამჯობინა. ტელევიზორში უკვე მეათედ უყურებდა რაღაც მურტფილმს რომლის სახელიც კი არ იცოდა და შოკოლადით ცდილობდა დარდის მოკვლას. ტელეფონის ხმამ მყუდროება დაურღვია. -გისმენთ. -როგორ ხარ?-იოანის ხმის გაგონებამ ისეთი სიამოვნება მოგვარა თავისდაუნებურად წამოიჭიმა ლოგინში და ფეხები დაუშვა. -კარგად, შენ როგორ ხარ? -მეც. რამე ხომ არ გჭირდება? არ ვიცი, რაც უნდა იყოს, ყველაფერი შეგიძლია მთხოვო. მატილდას ერთადერთი მისი ნახვა უნდოდა, მის გვერდით ყოფნა, სხვას არაფერს ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, სხვა ყველაფერი სულერთი იყო.. -არაფერი მინდა იოან, კარგად ვარ, მართლა. -მაშინ კარი გამიღე.-ხმით ჩაიცინა იოანმა. -რა? -ხო, გამიღე კარი. მატილდამ ტელეფონი სავარძელზე დააგდო და კარებისკენ გაიქცა. -რატომ არ დააკაკუნე? -როდის უნდა დამეკაკუნებინა? -რა ვიცი, როცა მოხვედი.-მხრები აიჩეჩა მატილდამ. -სინამდვილეში არც წავსულვარ. -ანუ? -აქ ვიყავი, შენს კართან. -რატომ? -არ მომწონს შენგან შორს ყოფნა.-ერთი ამოსუნთქვით უპასუხა იოანმა და მატილდას ლოგინის კუთხეში ჩამოწვა, მიხვდა რომ იქ ისვენებდა ქალბატონი. -გარეთ საერთოდ არ გადიხარ? -არა. -და არ იცი რომ სუფთა ჰაერი ბავშვისთვის აუცილებელია?-წარბი მაღლა აზიდა იოანმა.-მატილდა დაბნეული იხედებოდა აქეთ-იქით, იოანის გვერდით მიწოლა რცხვენოდა, არც მისგან შორს წასვლა უნდოდა ამიტომ ადგილს ვერ პოულობდა. -ვიცი, აქაც სუფთა ჰაერია, კვირაში ორჯერ ალაგებს ინა.-ინაო ისე ახსენა, თითქოს უნდა სცოდნოდა დამლაგებლის სახელი, იოანს გაეცინა. -მოდი, დაწექი.-ხელი ლოგინზე დაარტყა, მატილდას მხარეს. -არ მინდა, მთელი დღეა ვწევარ.-შესამჩნევად იცრუა მატილდამ. -ისე იქცევი თითქოს ერთმანეთთან არაფერი გვქონია, თითქოს თხუთმეტი წლის გოგო ხარ, რომელიც პირველადაა ბიჭთან ერთად მარტო. -ნუ დამცინი. საერთოდ არ ვიქცევი ეგრე! უბრალოდ წოლით დავიღალე.-წელში გაიმართა მეტი დამაჯერებლობისთის. -მაშინ მეც ავდგები. იოანი ფეხზე წამოდგა, ხმაურით მიუახლოვდა მატილდას და მის წინ დადგა, მატილდამ ისევ თავი დახარა. -შემომხედე.-ახლა უფრო მეტი სიმკაცრით გაიჟღერა იოანის ხმამ, მატილდამ ნელა აწია თავი და იოანს თვალებში შეხედა, სულ რამდენიმე წამით. -რატომ ვერ მიყურებ?-სიცილით ჰკითხა იოანმა. -რა გინდა? ჩემს დასამცირებლად მოხვედი?-წყენით უპასუხა და ლოგინისკენ წავიდა. იოანს გაეცინა, მატილდას გაყვა და მის გვერდით მოთავსდა ლოგინზე, მკერდსა და მუცელს შორის ჩაუდო თავი და თვალები დახუჭა. იგრძნო როგორი სისწრაფით ცემდა ორი გული ერთ სხეულში და სიამოვნებისგან ეკლებმა დააყარეს. -პირველად რომ გნახე ისე იქცეოდი, ვერ წარმომედგინე რეალურად ასეთი თუ იყავი.-ჩუმად ჩაილაპარაკა მატილდამ, ისე თითქოს თავის თავს ეუბნებოდა. -როგორი ვიყავი? -თითქოს არაფერი გადარდებდა, გულგრილის როლს ირგებდი.. ის გრძელიფეხებიც შენ გარშემო.. საერთოდ სხვა ჩანდი. -მაგრამ შენ გამშიფრე.-თვალები გაახილა და მატილდა სახეს მიაშტერდა. -მე მხოლოდ იმას მივხვდი რომ რაღაცის წინ იდექი, რაღაცას ეფარებოდი.. -ახლა იცი რაც დგას ჩემს უკან. -ხო, ვიცი. -გეშინია? -რისი? -იმის, რაც ჩემს უკან დგას. -არ ვიცი იოან.. მე ამისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად, ჩემთვის ასეთი რაღაცები ძალიან უცხოა. -არ მინდა რომ გეშინოდეს. -შენთან რომ ვარ, არ მეშინია. -ეს უკვე წინსვლაა.-თბილად გაიღიმა იოანმა. -რას აპირებ? ასე წინ და უკან უნდა იარო შენს შვილებთან? თუ რამე მოიფიქრე. -ჯერ არ მიფიქრია, იმედი მაქვს დანიელა შეძლებს ტანიას ყურადღება გადაიტანოს სანამ რამეს მოვიფიქრებ. -შენ გარეშე ვერ ჩერდება? -ძალიან უჭირს, თუმცა ხანდახან ეგუება ხოლმე, როცა გადაუდებელი საქმე მაქვს. -ასე როგორ შეაყვარე თავი.-გაეღიმა მატილდას. -რთულია არ შეგიყვარდე.-წარბები აათამაშა და ვულგარულად იკბინა ტუჩზე, მის ამ საქციელზე მატილდას კიდევ უფრო გაეცინა. -მიყვარს რომ იცინი, ასე უფრო ლამაზი ხარ. -ყველაზე ლამაზი როდის ვარ? -როცა თავს მარიდებ. როცა ერთს ამბობ და შენი მთელი სახე თუ სხეული მეორეს მეუბნება. როცა მიწვევ, თუმცა შენ თვითონაც ვერ ხვდები ამას. -ორსულობა მიხდება?-ბავშვივით გაიღიმა. -შენზე ლამაზი ორსული ჯერ არ მინახავს. -მაგას იმიტომ მეუბნები რომ აქ სხვა ორსული არ არის.-უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი. -ნუ გიყვარს სულელური დასკვნების გამოტანა.-გაიცინა და ფეხზე წამოდგა. -სად მიდიხარ? -მოვწევ. -კარგი. მატილდამ როგორცკი მარტო დაიგულა თავი, ტელეფონი ამოიღო და გოგოებს ყველაფერი შეტყობინებად გაუგზავნა, თუმცა არ უპასუხიათ, ამიტომ გადაწყვიტა დაერეკა. -რას შვებით კატ? მოგწერე და ნახე რა. -ჩემო სიყვარულო, ეხლა ვერ გელაპრაკები, ცოტახანში დაგირეკავ.-აკანკალებული ხმა ჰქონდა კატიას. -არ გამითიშო! ახლავე მითხარი რა მოხდა! რა ხმა გაქვს?! -გიორგი..-ცრემლები შეიკავა კატიამ და ეს ხმაზეც დაეტყო. -რაა? რა მოხდა კატი?-თითქმის იყვირა მატილდამ. -ელას გავუარე, ერთად უნდა წავსულიყავით, ტელეფონზე არ მპასუხობდა, მასთან მივედი და ნაცემი დამხვდა.. ღმერთო..-ცრემლები წასკდა კატიას.-მარტო იყო, გონება დაკარგული ჰქონდა, საავადმყოფოში ვართ.. -როგორ არ მითხარი? გაგიჟდი? ახლავე წამოვალ! -არ მინდოდა გენერვიულა მატილდა, მეცხრე თვეში ხარ.. ძალიან გთხოვ სახლში დარჩი, ახლა გვიანია და თან აქ საშინლად სტრესული სიტუაციაა, ხვალ მე თვითონ მოგიყვან, გპირდები. -კატია იმის მერე რაც მითხარი სახლში როგორ გავჩერდე?!-ოთახში იოანი დაბრუნდა ამიტომ ტონს დაუწია. -გთხოვ მატი, დამიჯერე.. ახლა უნდა წავიდე, მერე კიდე დაგირეკავ. მატილდა ანერვიულებული წამოდგა ფეხზე, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. -რა მოხდა? -არაფერი. -ცუდად იტყუები, მითხარი რა მოხდა. -ელენა, ელენა თავისმა ყოფილმა ქმარმა სცემა.. -რაა? შენი ელენა? როგორ გაბედა იმ *ლისშვილმა?-ძარღვები ისევ დაეჭიმა იოანს. -ხო ჩემი ელენა.. საავადმყოფოშია. არა, უნდა წავიდე! მის გვერდით უნდა ვიყო, უნდა წავიდე.-ოთახისკენ გაემართა გამოსაცვლელად. იოანმა თვალებით მალევე იპოვა მატილდას გასაღები ხელში აიღო და მასთან მივიდა. -ახლა მე წავალ, კარს გარედან ჩავკეტავ და ხომ იცი, რომ ვერ შემეწინააღმდეგები. შენ დამშვიდდი, მეც მალე დავბრუნდები და გპირდები ჩემი ხელით წაგიყვან ელენასთან. -სად მიდიხარ?-თვალებიდან ცრემლები წასკდა მატილდას.-ასე ვერ დამტოვებ.. -მალე მოვალ, გპირდები. -იოან, მე უნდა წავიდე! -თუ რამე მოხდა, მაშინვე დამირეკე! ოდნავ ტკივილსაც თუ იგრძნობ, დამირეკე, კარგი?-შუბლზე აკოცა და კარისკენ დაიძრა. -ეს არასწორი საქციელია. -ვიცი.-ჩაიცინა იოანმა და მატილდას სახლის კარი ჩაკეტა. * -ჩამოხვედი ჩემო ძმაოო? -ხო ლაშ, გრძელი ამბებია, მერე გეტყვი, ახლა მეჩქარება ძაან. მისმინე, ელენას ყოფილი ქმრის ნომერი მინდა. -მოიცა შენ საიდან გაიგე?! არა იო, არა. მაგ შეურაცხადის ნომერს ვერ მოგცემ, ხვალ მოვგვარდეთ ერთად რა, საავადმყოფოდან ვერ გამოვდივარ დღეს, ხვალ ვიბაზროთ მაგაზე. -იმ სი*ის ნომერი მინდა, გელოდები. -შენ რა გაგიჟდი? გითხარი ხვალ ერთად მოვგვარდეთ-მეთქი, ავადმყოფია ეგ ბიჭი, ვერ ხედავ თავის ცოლს რა უქნა? -ძალიან მეჩქარება და შენ ეტყობა დაგავიწყდა ვინ ვიყავი.-გაეცინა იოანს.-მაგის არ შემეშინდება. -მახსოვს, მაგრამ არ მინდა ისევ ის გახდე. -ნომერი მითხარი ლაშა, არ შეგეშვები, ხო იცი. საბოლოოდ მაინც დაიყოლია, გიორგის ნომერი გაიგო და ახლა მასთან დარეკა, მარტივად დაიყოლია ნახვაზე, მასთან სახლში მივიდა. -პირველად გხედავ, ვინ ხარ ან რა გინდა?-გონორით დაიწყო ლაპარაკი გიორგიმ, იოანი მას მიუახლოვდა და ხელი კისერში ჩაავლო. -ამ დღის მერე, თუ რამე გემახსოვრება, ეს იქნება ჩემი სახე და ჩემი მუშტი შენს ყბაში, ლაჩარო.-სახეში შეაფურთხა და კედელს მიაჯახა. თავად სავარძელში ჩაჯდა, ვისკი დაისხა და სიგარეტს მოუკიდა. -ელენა საავადმყოფოში წევს.-დაბალი ხმით დაიწყო ლაპარაკი. -პირველი რის გამოც ცხოვრებას დაგინგრევ, არის ის რომ ქალს ხელით შეეხე, ხოლო მეორე, რის გამოც გაგანადგურებ ის არის რომ ჩემი გოგო ახლა შენ გამო ნერვიულობს, ჩვენ კი, მამაკაცები არასდროს დავუშვებთ რომ ჩვენ გოგოებს რაიმე ეტკინოთ, თუნდაც ეს ნერვი იყოს.-ვისკი მოსვა და გიორგის ზიზღით შეხედა. -ჩემს სახლში მოდიხარ და თავს მესხმი, იცი რა მოგივა ამის გამო?-აკანკალებულმა ჩაილაპარაკა, იოანმა ბოლო ხმაზე გაიცინა. -ამას მეუბნება *ლე რომელმაც რამდენიმე საათის წინ ყოფილი ცოლი ცემა. -ეგ ჩვენი საქმეა, შენ ვინ ხარ რო ერევი? მე ჩემს ცოლს მინდა ვცემ მინდა არა შენ ვერ ჩაერევი და ვერც ერავინ. -ცოლს არა ყოფილ ცოლს!-ყვირილით უპასუხა, გიჟივით მივარდა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი ყბაში, გიორგის სისხლმა სახლის კუთხე მოსვარა, შემდეგ თავად მივარდა თავდასასხმელად, თუმცა არ გამოუვიდა, იოანმა მაშინვე მოიგერია და ძირს დააგდო. -ასე აპირებ ჩემს ცემას?-სახიდან სისხლი მოიწმინდა. -ხო, ზუსტად ასე.-გაიცინა ტელეფონის ზარმა დიალოგი გააწყვეტინათ. -რამე მოხდა მატილდა? -სად ხარ?-გაბუტულმა ამოიკნავლა. -სასტუმროში, რაღაცებს ვაგვარებ, რა ხდება-მეთქი?-ხელი ააფარა სახეზე გიორგის, რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა. -შეგიძლია მოხვიდე? მარტო ყოფნა არ მინდა და არ ვიცი ვის დავურეკო. -მოვალ, როგორც კი საქმეებს მოვაგვარებ. დაწექი და ღმად ისუნთქე. გათიშა თუ არა თავისივე ტელეფონი გაუქანა სახეში გიორგის. -რისი თქმა გინდოდა? -ეს ამბავი აქ არ დამთავრდება, გიპოვი ვინც უნდა იყო, გიპოვი და პასუხს მოგთხოვ! -არაკაცი ხარ, შენ რა უნდა მომთხოვო. ტელეფონის წკრიალმა ისევ შეუშალათ ხელი. -მატილდა, ხომ გითხარი რომ არ მცალია?-ტონს აუწია. -წ....ბი დავღვარე, რა გავაკეთო?? კარი ჩაკეტილია სასწრაფოშიც ვერ დავრეკავ.-ბოლო ხმაზე კიოდა მატილდა.-იოან, რა ვქნა?-ცრემლებს ვერ იკავებდა. -სასწრაფო გამოიძახე, სანამ მოვლენ მოვალ. გამოიძახე სასწრაფო და მაშინვე დამირეკე!. -არ ინერვიულოთ ქალბატონო, ძალიან გთხოვთ თავი ხელში აიყვანეთ. ეს უბრალოდ ცრუ განგაში იყო, თქვენც ყოველდღე ელოდებით და ამან პანიკაში ჩაგაგდოთ მესმის.. მაგრამ ჯერ უნდა მოიცადოთ, სახლში წადით, წოლით რეჟიმს დაგინიშნავთ. -მგონი თქვენ არ გესმით რასაც ვლაპარაკობ.-დამცინავად ჩაიქნია ხელი მატილდამ. -თავადაც ხომ ხედავთ ქალბატონო მატილდა? თქვენ აქ ხართ და იმ ყველაფერმა გაიარა. -ნახვამდის.-გაბრაზებულმა მიუგდო ერთი სიტყვა, ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ დაიძრა. -რა გითხრა?-კარებშივე შეეგება იოანი. -თავი დამანებე.-გვერდი აუარა და გასასვლელისკენ სწრაფად წავიდა. -რა გითხრა-მეთქი?-ხელი მოკიდა მკლავში და ძალით გააჩერა. -ჯერ ადრეაო, სახლში უნდა წახვიდე და დაწვეო.-გზა განაგრძო მატილდამ. -მე წაგიყვან. -არ მინდა, ბარემ გამოსული ვარ და ელენას შევუვლი. -სახლში წახვალ მატილდა და იმას გააკეთებ რაც ექიმმა გითხრა! შენს კუდში დევნას ნუ დამაწყებინებ!-ტონს აუწია იოანმა. -არავინ გთხოვს კუდში მსდიეო, შეგიძლია უკან წაბრძანდე! -მატილდა.-ისევ ჩაავლო ხელი. -ხელზე რა გჭირს?-გაოცებისგან გააფართოვა თვალები როცა იოანის სისხლით შეღებილ ხელს დახედა, იოანმაც მხოლოდ მაშინ შეამჩნია და გიჟივით გამოსწია ხელი. -არაფერი. -ხელები სისხლიანი გაქვს იოან!-სუსტი ხელით შეეცადა იოანის მძიმე ხელი მაღლა აეწია. -შენ არ გეხება.-დაბნეულმა გააქნია თავი. -აბა ვის ეხება? ახლავე მითხარი სიმართლე!-წარბი მტკიცედ აზიდა მაღლა. -მატილდა, მგონი დაგავიწყდა სად ვართ.-თვალი გარემოს მოავლო, ხელი მოკიდა და ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, თუმცა მატილდას კივილმა გააჩერა. -არ მომეკარო! არ გაბედო შენი ბინძური ხელებით შემეხო. ანერვიულებული წავიდა წინ, იოანმა იცოდა რომ შორს ვერ წავიდოდა, რადგან მისი მანქანის და სახლის გასაღები მას ჰქონდა, ამიტომ ნელი ნაბიჯით გაჰყვა. მატილდა შესასვლელთან იდგა, იოანმა მანქანის კარი გახსნა , შიგნით ჩაჯდა და მატილდასთან გააჩერა. -წამოხვალ თუ აქ იდგები?-ხმით ჩაიცინა. -საერთოდ ეს ჩემი მანქანაა და გირჩევნია გადმოხვიდე! -ჩაჯექი, ნუ იბუტები.-კარი გამოუღო. -არ ჩავჯდები.-ხელები გადააჯვარედინა და ცხვირი აიბზუა. იოანი მანქანიდან გადმოვიდა და მატილდასთან დაიხარა. -აი ელია, ხომ ხედავ, დედაშენი საერთოდ არ ფიქრობს შენზე. ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა, ის კი დგას აქ. მაგრამ არ ინერვიულო, სამაგიეროდ მამაში გაგიმართლა.-მატილდას მუცელზე აკოცა და ფეხზე წამოდგა. ზედის მკლავები აიკაპიწა და მატილდასკენ გაიშვირა ორი ხელი. -რას აპირებ?-მატილდა შეცბა. -ზუსტად იმას, რაც შენ გგონია.-გაიცინა, ხელში აიყვანა და მანქანაში კივილ-წივილით ჩასვა, კარიც დაუკეტა და თავადაც მოთავსდა. -ვერ გიტან!-ფანჯრისკენ გატრიალდა თვალცრემლიანი მატილდა. -არ მეგონა ორსულობა ასე თუ შეგცვლიდა.-მანქანა დაქოქა. -რას გულისხმობ?-მისკენ შეტრიალდა. -ქალი იყავი, დინჯი, ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული, ახლა კიდე ბუტია ბავშვი ხარ, ჯიუტი. -იქნებ ჩემზე არ ვისაუბროთ?-სიმკაცრე დაიბრუნა ხმაში. -აი, ხომ ხედავ, ახლაც გაიბუტე.-გაიცინა.-მგონი რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ ელია, თორემ დედა ორივეს გაგვაგდებს.-მატილდას მუცელს შეხედა და თვალებით გაუღიმა. -თუ შეიძლება ჩემს შვილს დედამისს ნუ შეაზიზღებ! იოანის ტელეფონი აწკრიალდა, მანქანა გააჩერა და ისე უპასუხა. -გისმენთ. -რა გააკეთეე? გიორგის ძმაკაცებმა დამირეკეს, შენზე ინფორმაციას მთხოვენ, იოან, რა *ლეობა ქენი?-ტელეფონში ბოლო ხმაზე ყვიროდა ლაშა. -საჭესთან ვარ და ვერ გესაუბრებით, 20 წუთში სასტუმროში ვიქნები ქალბატონო. -ხო არ გამო*ლევდი იოან? რეებს ბოდავ? -20 წუთში ვიქნები.-ტელეფონი თავის ადგილს დაუბრუნა და გზა განაგრძო. -ვინ იყო? -სასტუმროს ოპერატორი. -და რა უნდოდა? -რაღაც პრობლემა შემექმნა და უკან უნდა დავბრუნდე. მატილდამ ტუჩები დაბრიცა, თავი დახარა და ხელი მუცელზე დაიდო. -აი ელია, ხომ ხედავ, მამაშენს სასტუმროს ქალბატონი ურჩევნია შენს თავს.-იოანი გააჯავრა და თავის ნათქვამზე თავადვე გაეცინა. -ელია, მგონი დედაშენს ჩემ გარეშე ყოფნა აღარ შეუძლია და შენ გაბრალებს.-თვალი ჩაუკრა მატილდას. -იოცნებე.-ისევ გაიბუტა. -იცოდე არ გაბედო ადგომა!-თითი დაუქნია და გასასვლელად მოემზადა. -თორე ლოგინზე დამაბავ? -თორე დავბრუნდები და იმდენს მოგეფერები, ლოგინიდან ოთხი დღე ვერ ადგები.-წარბები აათამაშა. -ავადმყოფი ხარ. -ავადმყოფი ვხდები შენ რომ გიყურებ.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თვალი გაუსწორა. -მართლა გიჟი ხარ თუ შეგიძლია რომ ორსულიც გინდოდე. -ყველანაირი მინდიხარ.-თმა ყურთან გადაიწია და მატილდასკენ დაიძრა. -ასეთიც?-როგორც შეეძლო დაიჭყანა. -ნუ მაიმუნობ.-სახესთან მიუახლოვდა, მატილდამ ვნებიანად გამოწია ტუჩები, ეგონა იოანი სწორედ იქ უპირებდა კოცნას, თუმცა მწარედ შეცდა.. იოანი ისევ შუბლზე შეეხო ტუჩებით და თვალი მის თვალებს გაუშტერა. -იწვი ისე გინდა გაკოცო.-გაეცინა. -საიდან მოიტანე.-მხურვალედ ამოილაპარაკა, იოანთან ასე ახლოს ყოფნას ვერაფრით უძლებდა. -ვიცი, თვალებში გეტყობა.-ტუჩებზე გაეხახუნა სახით, მატილდამ ძლივს შეძლო თავის შეკავება, მუშტი ისე მაგრად შეკრა, ცოტაც და სისხლი წამოუვიდოდა. -არა, საერთოდ აღარ გინდივარ!-დასკვნა მხოლოდ მაშინ გამოიტანა როცა იოანი მოშორდა.-გასაკავირიც არ არის, ორსულობამ დამამახინჯა, ისეთი გამომწვევიც აღარ ვარ, ამ ბეჰემოტის პიჟამოში.-გაბუტულმა დახედა თავის პიჟამოს, ახლა სხვა გრძელფეხები უფრო მიმზიდველები არიან შენთვის, აი მაგალითად ის ქალბატონი, სასტუმროდან, რომელთანაც გარბიხარ. -ხუთი წუთიც კი ვერ ჩერდები ისე, რამე სისულელე რომ არ თქვა.-გააწყვეტინა მონოლოგი. -იმას ვამბობ რაც არის. -ქალი, რომელიც სულ მალე შვილს გამიჩენს, ყველა ქალზე მიმზიდველი იქნება ჩემთვის ყოველთვის!-მკაცრად უპასუხა.-ხო, თან ვიცი როგორ გაგიჟებ და ეგ მაგიჟებს.. -მგონი გაგვიანდება.-საუბარს თავი აარიდა მატილდამ. -ხო, უნდა წავიდე. -ელენასთან ვერ წავალ? -ვერ წახვალ, მე შევუვლი, ვეტყვი რომ არ შეგიძლია მისვლა. -მართლა მიხვალ?-თვალები გაუბრწყინდა მატილდას. -ხო, მივალ. შენ დაიძინე, უკვე გვიანია. თუ რამეა მირეკავ ხო იცი. -ვიცი, ისიც ვიცი რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეგრევე მიპასუხებ.-გაეღიმა. -რა თქმა უნდა. მანქანა ლაშას სახლთან გააჩერა, დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. -რა ჯანდაბა გააკეთე?-ხმაურით ჩაჯდა მანქანაში ლაშა.-ციხეში წასვლა გინდა? -იმ ნაბი*ვარმა ახალგაზრდა გოგო გონების წასვლამდე ცემა და კიდე მე უნდა წავიდე ციხეში?-იოანიც აყვირდა. -ელენას ეშინია და ჩივილს არ აპირებს, იმ *ლის ძმაკაცები კიდე ეგრევე გიჩივლებენ, ან პირდაპირ მოგკლავენ, როგორც კი გიპოვიან. -მაგ *ლის ძმაკაცებმა იციან გიორგიმ რაც გააკეთა? -არ ვიცი შე*ემა, მე საიდან უნდა ვიცოდე. -ხოდა დარეკე, იმასთან ვინც დაგირეკა და ჩემზე ინფორმაცია გთხოვა, უთხარი შემხვდეს. -იოან რუსეთში ძაან რთულია და აქ ჩამოხვედი თუ რა ხდება? -გააკეთე რასაც გეუბნები. -როდესმე გამოსწორდები? -ალბათ არა.-გაეცინა. * -ესეიგი საშიში არაფერია? -არა მატი, საშიში არაფერია, ხვალ გამოწერენ, შუადღეს. -შენ სახლში მიდიხარ? -ხო, ორ წუთში მივალ. შენ როგორ ხარ გაბერილო? -კარგად კატ, დღეს თითქმის მშობიარობა დამეწყო.-ხმამაღლა გაიცინა. -რაააა? ვერ ვხვდები რას ამბოობ? -ხო, ის შეგრძნებები მქონდა რაც უნდა მქონოდა, მაგრამ ექიმმა მოგეჩვენაო, უკვე აღარ შემიძლია, ერთი სული მაქვს გაჩნდეს. -შენ რაა სულ გააფრინე? ექიმთან წახვედი, გეგონა მშობიარობდი და მე არ დამირეკე? ყოჩაღ მატილდა, ყოჩაღ. ან საერთოდ ვინ წაგიყვანა? მარტო აპირებდი მშობიარობას? -იოანმა.-ვნებით წარმოთქვა საყვარელი კაცის სახელი. -ხო, მაშინ არ მიკვირს რომ არ გაგახსენდი.-გაეცინა. -ხო იცი რომ პირველს შენ დაგირეკავდი, უბრალოდ იოანს ჰქონდა ჩემი სახლის გასაღები და მის გარდა ვისთვისაც უნდა დამერეკა აზრი არ ჰქონდა. ამიტომ არ გაბრაზდე. -მოიცა, მოიცაა.. შენ და იოანი?? -რა მე და იოანი? -მოგვარდით? -არ ვიცი, ისე იქცევა აშკარად არ ჰგავს გაბრაზებულს, მაგრამ ისეთია შეიძლება უბრალოდ არ უნდა ახლა გამოხატოს, სანამ ორსულად ვარ.. მოკლედ ვერაფერი გავიგე. -კარგად გექცევა? -კარგად მექცევა, თან მტანჯავს. -ეგ როგორ?-ხმამაღლა გაეცინა. -ჩემთან არის, ჩემზე ზრუნავს. მაგრამ იცის როგორ მაბნევს და ამით სარგებლობს, მეც დებილივით სულ დორბლები მდის.-სიცილში აყვა კატიას. -მატი ჩემთან ხარ?-გაოცებისგან პირი დააღო. -არა კატია, მოლანდებები დაგეწყო? სახლში ვარ, წოლითი რეჟიმით. -შენი მანქანა დგას ჩემს სახლთან. -რააა? შენს სახლთან?-ლოგინიდან წამოხტა მატილდა. -ხო. -ახლა კარგად მომისმინე! იოანს ჰყავს ჩემი მანქანა, გაჩერდი და დააკვირდი გვერდზე ვინ უზის. -ლაშაა, ჩემი ბიჭის ზურგს ყველგან ვიცნობ.-ტუჩზე სასიამოვნოდ იკბინა. -არცერთი ნაბიჯი აღარ გადადგა! ისე ქენი რომ ვერ დაგინახონ. ზუსტად ორ წამში დაგირეკავ. -რა ხდება მატილდა? გააფრინე? -ორ წამში დაგირეკავ, მანდ იდექი გთხოვ. -რამე მოხდა? არაფერი იოან, უბრალოდ მაინტერესებდა სად იყავი. -სასტუმროში ვარ, რამდენჯერ უნდა გითხრა?-მკაცრად უპასუხა. -სასტუმროში? -ხო, სასტუმროში. -და რას აკეთებ? -პრობლემები შემექმნა, ბარათთან დაკავშირებით და ვარკვევ. რა იყო, ჩემი პირადი მცველი ხარ თუ რა საჭიროა ეს ამდენი კითხვები?-ხმით ჩაიცინა. -როდემდე აპირებ ჩემს მოტყუებას?-ცრემლნარევი ხმით ამოილაპარაკა.-ან რაში გჭირდება? საერთოდ რას აკეთებ? -რაზე მელაპარაკები, ვერაფერს ვხვდები. -არ ხარ სასტუმროში და ლოგიკურია არც ყოფილხარ, წარმოდგენა არ მაქვს სად იყავი, ან რატომ იყავი სისხლით დასვრილი, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდე, ტყუილს არ გაპატიებ! -სისულელეებს ნუ ამბობ, რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ. -არა, იოან! აღარ ვილაპარაკებთ. შენს უკან კატია დგას, ალბათ ცოტა მოშორებით, ჩემი მანქანის და სახლის გასაღები მიეცი, მხოლოდ მაშინ დაგირეკავ, როცა მშობიარობა დამეწყება. ეს ფარსი ურთიერთობები საჭირო არ არის, შენი ტყუილების გარეშეც გავართმევ თავს ორსულობას.-ცრემლები ვეღარ შეიკავა და ხმა გაუწყდა. -ესეიგი არც გაარკვევ რა ხდება, ისე მომიშორებ თავიდან?-ხმა დაუსერიოზულდა იოანს. -გასარკვევი არაფერია, შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე ჩემი, თავს ნუ მოვიტყუებთ. -როგორც გინდა მატილდა, ძაღლი არ ვარ სულ რომ გსდიო. -ნახვამდის. -თავს გაუფრთხილდი. მატილდამ ტელეფონი გათიშა, ცრემლიან სახეზე ხელები აიფარა და საკუთარი თავის ნუგეშს მოჰყვა. იოანმა გასაღებებიც და მანქანაც კატიას გადასცა, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო. გიორგის ძმაკაცების სანახავად წავიდა და თან ლაშაც გაიყოლა. ყველაფერი იმაზე მარტივად დამთავრდა, ვიდრე ვინმე მოელოდა, გიორგის ძმაკაცებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მან ასეთი უკადრებელი რამ იკადრა, ასე რომ აქეთ მოუხადეს იოანს ბოდიში. იოანი და ლაშა უხმაუროდ ბრუნდებოდნენ უკან, ხმას არც ერთი იღებდა. -მატილდას ორსულობაზე კი მქონდა ეჭვები, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი შენგან თუ იყო ორსულად.-სიჩუმე დაარღვია ლაშამ. -ხო, მეც ვერ წარმოვიდგენდი.-ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა. -*ლე ხარ რა შე*ემა, თავიდანვე სიმართლე უნდა გეთქვა ამ გიორგიზე, რას ატყუებდი.-ხელი საჭეს დაარტყა. -შენც იცი რომ ასეთ თემაზე არასდროს ვილაპარაკებდი მატილდასთან, ტყუილად ატრაკებ. -შენ და შენი პრინციპები. ბავშვზე რო არ გითხრა ესეიგი აპატიე? -ახლა მაგაზე ჩხუბის დრო არ არის. -დანიელაზე და გოგოებზე რას შვები? -არ ვიცი, ჯერ არაფერი არ ვიცი. -სასტუმროში დაგტოვო? -ხო. -შეგიძლია ჩემთან და კატიასთან დარჩე.-მხარზე ხელი დაარტყა. -კარგად ვარ.-გაეცინა ძმაკაცის მზრუნველობაზე.-დიდი ბიჭი ვარ, როგორმე გადავიტან. -ერთხელ მაინც ილაპარაკე შენ გრძნობებზე, უკან არ დაგხევს, მაინც თეს*ი როჟა იქნები შენ თავს ვფიცავარ.-სიცილში აყვა და თვალი ჩაუკრა. -დაი*ვი.-თითი დაუქნია და გადასასვლელად მოემზადა. -შემეხმიანე, ლოთივით არ დალიო იცოდე მარტომ, როგორც იცი ხოლმე, დარეკე და მოვჯდეთ ერთად. -მაგრად.-ხელი აუწია და სასტუმროსკენ დაიძრა, დანიელასთან აპირებდა დარეკვას, მაგრამ მხოლოდ მესიჯი დაუტოვა, თუ გღვიძავთ დამირეკეთო, არ უნდოდა ძილი დაეფრთხო. წინასწარ იცოდა რომ ნომერში ვერ გაჩერდებოდა, ამიტომ მაშინვე აბაზანაში შევიდა, გადაივლო, სუფთა ტანსაცმელი მოირგო და გარეთ გამოვიდა. იცოდა რამდენიც არ უნდა ებოდიალა, გზა აბნეული ნაბიჯები მაინც მატილდას სახლთან მიიყვანდნენ. ვერ გაუძლებდა მისგან შორს ყოფნას, ვერ აიტანდა რომ ერთ ქალაქში სხვადასხვა სახლებში დაეძინათ.. თანაც ხომ იცით, სიყვარული მეტწილად შიშია. როცა გიყვარს სულ გეშინია რომ მას რაღაც სტკივა, რაღაც აწუხებს და შენ არ ხარ ახლოს.. გეშინია რომ შენი ნუგეშისმცემელი თვალები ვერ მოჰგვრიან შვებას.. ამიტომ გული, რომელიც შენშია სულ იმისკენ ისწრაფვის, ვისაც ეკუთვნის. იოანის გული კი იმ ორ ადამიანს ეკუთვნოდა, ერთ სხეულში რომ მოეყარათ თავი. როდესაც მატილდას უყურებდა, ირგვლივ ყველაფერი იცვლიდა ფერს, ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა.. როცა უყურებდა როგორ პინგვინივით დააბიჯებდა მისი საყვარელი ქალი გაბერილი მუცლით, უნდოდა დრო გაჩერებულიყო და მთელი ცხოვრება უბრალოდ ეყურებინა მისთვის რადგან იოანისთვის არ არსებობდა ამაზე დიდი ბედნიერება. ბევრი აღარ უფიქრია, ტაქსი გააჩერა და ის მისამართი უკარნახა, რომლისკენაც მისი გული მიიწევდა.. ლივტს არ დალოდებია, ფეხით აირბინა რამდენიმე სართული და მატილდას კარზე დააკაკუნა. კარი ნამძინარევმა ქალბატონმა. გაუღო. -შენთვის გასაგები არ არის რაც გითხარი? აქ რატომ მოხვედი?-თვალები მოიფშვნიტა და როგორც შეეძლო მკაცრი გამომეტყველება მიიღო. -იმიტომ რომ მენახე.-გაიღიმა. -მე მეგონა აღარ გინდოდა ძაღლი ყოფილიყავი.-ირონიით უპასუხა მატილდამ. -წადი, ლოგინში დაბრუნდი, დიდხანს ნუ დგახარ. -როგორ გავხარ გოჩა ექიმს.- თვალები აატრიალა ძლივს გამოფხიზლებულმა. -ღამე მშვიდობისა. -ამისთვის მოხვედი?-სახე მოეღრიცა. -არა, იმისთვის მოვედი რომ მთელი ღამე ჩემზე იფიქრო.-სახესთან მიუახლოვდა და სუნთქვა გაუხშირდა. -ამას რატომ აკეთებ?-თავი უკან გასწია მატილდამ. -რას?-ჩაეცინა. -ისე იქცევი, თითქოს ჩემთან გინდა, მაგრამ რეალურად სულ სხვას აკეთებ! ჯანდაბა! უკვე ათასჯერ შეგეძლო ჩემთვის გეკოცნა და მე ამის უფლებას გაძლევდი, შენ კი არაფერს აკეთებ, არ ვიცი ამაზე უფრო ვბრაზდები თუ იმაზე რომ მომატყუე, არ ვიცი რის გამო აღარ მინდა შენი ნახვა.-ლაპარაკი ყვირილში გადაუვიდა. ისე რომ თავადაც ვერ მიხვდა. -დაწყნარდი.-სიცილით მოკიდა სახეზე ხელი, მატილდას ტყვიასავით ხმა გააჩუმა. -შემომიშვებ?-მუდარა შეერია ხმაში. კარს მოშორდა, პასუხი არ გაუცია თუმცა ეს ჟესტი ნამდვილად ნიშნავდა თანხმობას. იოანი შიგნით შევიდა და მატილდას გვერდით სავარძელზე დაჯდა. -იცი რა არ გვიქნია არასდროს?-სიცილით თქვა იოანმა. -რა? -არასდროს ჩავხუტებივართ ერთმანეთს.-თვალი თვალში გაუყარა. -რთულია ცხრა თვის ორსულ ქალს ჩაეხუტო.-გაიცინა და უზარმაზარ მუცელს დახედა. -მოდი ვცადოთ. -ახლა?-ისევ დაიბნა. -ხო, ახლა.-თქვა და ფეხზე წამოდგა. -რა საჭიროა? საერთოდ აქ რატომ მოხვედი? მგონი შევთანხმდით რომ ურთიერთობა უნდა გაგვეწყვიტა, რის მიღწევას ცდილობ?-თავის დაღწევას თავდასხმით შეეცადა მატილდა. -ნუ დაიწყე ოთხმოცი წლის ქალივით..-ხმით გაიცინა იოანმა და ხელებით წინ ჩამოყრილი თმა გაუსწორა. -მეძინება, უნდა წახვიდე. -უკეთესი ვარიანტი მაქვს. -რა ვარიანტი? -აქ ვიჯდები და შენს ძილს ვუყარაულებ. -ვერ შევძლებ დაძინებას, თუ მეცოდინება რომ აქ ზიხარ და მიყურებ. -ფაქტიურად სიყვარულში გამომიტყდი.-ისევ გაიცინა. -ჩემი დაცინვა ჰობად გექცა?-განაწყენდა. -მიყვარს, რომ იბუტები.-ცხვირზე უჩქმიტა. -საერთოდ არ ვიბუტები.-ხელები გადააჯვარედინა და მუცელზე დაიწყო. -ესეიგი არ ჩამეხუტები?-დამატყვევებლად გაუღიმა საყვარელ ქალს. -ასე ნუ აკეთებ.-თვალები აატრიალა. -ხო ხედავ ელია, დედაშენი გიჟდება ჩემზე და არ აღიარებს. -მგონი მაგას აღიარება არ სჭირდება.-თავისთვის ჩაილაპარაკა მატილდამ დაბალი ხმით. -რა თქვი? -ბავშვსაც კი ატყუებ-მეთქი.-იცრუა დამაჯერებლად. -საკმარისია დიალოგი, შენი ძილის დროა.-ხმა გაიმკაცრა. -გოჩა ექიმო, იქნებ მითხრათ რომელ მხარეს ჯობს ძილი, მარცხნივ თუ მარჯვნივ? -ადექი.-ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა. -ჩემითაც მივაგნებ საწოლს.-იოანის გაწვდილი ხელი დააიგნორა და ლოგინისკენ დაიძრა. -დღეს შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ღამე იქნება.-ნიშნის მოგებით ჩაიცინა. -რატომ? -იმიტომ რომ შენთან ერთად დავიძინებ, რადგან არ გინდა რომ გიყურო როგორ გძინავს. -შენი თავი ვინ გგონია?-გაბრაზებული შეტრიალდა მამაკაცისკენ, რომელიც მის მუცელთან დაიხარა. -ელია, იმედია დედაშენი არ აპირებს რომ ეს ღამე თავისი უხეშობით გაგვიფუჭოს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ სამნი პირველად დავიძინებთ ერთად,-გაიღიმა.-ისე, როგორც ნამდვილი ოჯახი.-თვალი ჩაუკრა, პიჟამო აუწია, მუცელზე უნდოდა ეკოცნა.. მატილდას შიშველ, გრძელ ფეხებს შეავლო თვალი, ხელის წაღება უნდოდა, თუმცა თავი შეიკავა. გაბერილ მუცელზე სველი კოცნა დაუტოვა და ფეხზე წამოდგა. -თავისუფალი ხარ, შეგიძლია შენ ადგილას დაწვე.-თითის ლოგინის მარჯვენა კუთხისკენ მიუთითა. -არ ვაპირებ.. -არავის უკითხავს რას აპირებ.-ხრინწიანი ხმით გააწყვეტინა.- და საერთოდ, ლაპარაკის უფლება გეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კარგსა და სასიამოვნოს იტყვი, სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაჩუმდი. -ესეიგი ლაპარაკსაც მიკრძალავ? -ჩემს ღამეს შენი გესლიანი ენით არ გაგაფუჭებინებ. წამებში გადაიძრო მუქი ლურჯი ზედა, მისი დაკუნთული, შოკოლადისფერი სხეულის დანახვაზე მატილდას თვალები შუბლზე აუვიდა, ნერწყვი ოცჯერ გადაყლაპა მიყოლებით და მხოლოდ მაშინ შეძლო ხმის ამოღება. -რას აკეთებ? -ვიხდი.-თვალი ჩაუკრა.-ლოგინში ასე წვებიან. შარვალიც გაიხადა, ეფექტის მოსახდენად ცოტახანს გაშტერებული მატილდას პირდაპირ იდგა. -მე გაგხადო თუ შენით გაიხდი? -პიჟამო მაცვია, არაფრის გახდას არ ვაპირებ. -შენი გრძელი, ბეჰემოტებიანი პიჟამო ისეთი სექსუალურია, აღმაგზნებს..-ტუჩზე სიცილით იკბინა და ლოგინში მოთავსდა. მატილდასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ლოგინის თავისი მხარე შეავსო, კიდეზე მთელი ძალით იყო ჩამოკიდებული, ცდილობდა იოანს არ მიახლოებოდა, ფაქტობრივად ბეწვზე ეკიდა. იოანმა შეხედა, ხმამაღალი სიცილი ატეხა, ხელი მოხვია და თავისკენ ზურგით მიიხუტა, ისე თითქოს მასთან აპირებდა გაერთიანებას, მატილდას ხმა არ ამოიღია, დადნა, დაიფერფლა საყვარელი კაცის მკლავებში.. თვალდახუჭულები იწვნენ, თუმცა ვერც ერთმა დაიძინა, ემოციების ზღვა მოვარდა მათ გულებში და როგორ შეძლედნენ დაძინებას?! ხანდახან ესეც საკმარისია, უბრალოდ ეხუტებოდე იმ სხეულს, რომლის სულიც შენი ბედნიერების დასაბამია, ხანდახან ეს, ყველაფერზე მაღლა დგას.. ასეთი მომენტები კი ნამდვილად იწერება ისტორიაში.. როცა გაბრაზებული ხარ, ნაწყენი ხარ, თუმცა ეს ხელს არ გიშლის გიყვარდეს.. როცა უბრალოდ ეხები მას და ყველა ტკენა თავდახრილი იმალება ჩრდილის ქვეშ. იმიტომ რომ სიყვარული სწორედ ეს არის, დაუსრულებელი კამათი, დაუსრულებელი ბრაზი,თუმცა ყველაზე ნამდვილი სწორედ ის გაწვდილი ხელია, რომელსაც სიბრაზის შემდეგ, სიყვარულისგან იშვერ.. მატილდა წელის ტკივილმა გააღვიძა, ზანტად გაახილა თვალები, უსიამოვნოდ დაიჭყანა გამოფხიზლებამდე, თუმცა როცა მის გვერდით მშვიდად მძინარე იოანს შეავლო თვალი, ყველა ტკივილი დაავიწყდა. ავადმყოფივით აკვირდებოდა სახეზე, თან მომენტებში სხვაგან იხედებოდა, ეშინოდა იოანს არ ეგრძნო მისი მზერა. როგორი სიმპატიური იყო იოანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ლოგინში იწვა და ხელით ხელზე მაგრად ეჭიდებოდა. -მძინარეს მიყურებ, წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გიჟდები ჩემზე.-სიცილით უთხრა ისე რომ თვალიც არ გაუხელია. მისი ხმა ახალგაღვიძებულზე ბევრად უფრო დამატყვევებლად ჟღერდა. მატილდას ცივმა ოფლმა დაასხა, მზერა მის წინ აღმართულ კარადაზე გადაიტანა. -შენ არ გიყურებ.-ლოყები აუწითლდა ტყუილისგან. იოანმა თვალები გაახილა, მთელი თავისი ნაკვთებით გაუღიმა ლოგინზე წამომჯდარ მატილდას, რომელიც ანერვიულებული იჭამდა ფრჩხილებს. -მაკოცე.-თავი ბალიშზე დადო, თვალები ისევ დახუჭა და ტუჩებს თავისუფლება მისცა. -მაგას არასდროს ვიზამ.-ხელით შეუმჩნევლად დაინიავა მატილდამ. -მე რომ გკოცნი წინააღმდეგი არ ხარ და შენ თვითონ როგორ არ მკოცნი?-წუწუნს მოჰყვა იოანი. -ჩაის დალევ? -ყავა მირჩევნია. -კოფეინი არ შეიძლება. -წარბი აზიდა მატილდამ. -ხო, ჩემს პატარას დააზიანებს.-მუცელი გამობერა როგორც შეეძლო, ხელი დაისვა და სიცილს მოჰყვა. -არ მაქვს ყავა, ჩაბრძანდი ქვევით და აპარატის ყავა დალიე თუ ასე გინდა.-უმიზეზოდ გაიბუტა. -კარგი იყოს ჩაი.-გაიღიმა იოანმა. -არ ვიცი, შეიძლება დაგავიწყდა მაგრამ მე წოლითი რეჟიმი მაქვს დანიშნული, ასე რომ სამზარეულო მარჯვნივ.-თითი სამზარეულოსკენ გაიშვირა და ბოროტულად გაიღიმა. -აჰაა, ესეიგი მე მიწევს დილის საუზმის მომზადება? -დიახ, ბატონო იოან, პატივი გერგოთ ჩემს სამზარეულოში იფუსფუსოთ.-ხმამაღლა გაიცინა. იოანი ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი არ ჩაუცვამს ნახევრად შიშველი დაიძრა სამზარეულოსკენ. მატილდამ თვალი გააყოლა მის შიშველ, განიერ მხრებს, მის უკანალს და ნერწყვი მიყოლებით რამდენჯერმე გადაყლაპა, გონს რომ მოეგო მიაძახა. -შემიძლია ხალათი გათხოვო. -ფართუკი მირჩევნია.-სიცილით უპასუხა. იოანი სამზარეულოში გავიდა, საუზმის მომზადება ნამდვილად ეხერხებოდა, ტანიას ყოველთვის ის უმზადებდა დილით სამსახურში წასვლამდე. ჩაი დაასხა, ბლინები სულ რამდენიმე წუთში გააკეთა და ფოდნოსით ხელში მიადგა მატილდას, რომელიც პირღია უყურებდა. -შეგეძლო უბრალოდ ჩაი დაგესხა. -ჩვენ ხო ოჯახი ვართ, ოჯახი კიდე დილით ასე საუზმობს.-თავი დახარა და ლოყაზე რბილად აკოცა. -მეგონა ეგ თამაში გუშინ დაამთავრე. -რა თამაში? -‘ოჯახობანა’-ხმამაღლა გაიცინა. * -ელიიი, ჩემო გოგოო, როგორ მიხარია შენი ნახვა!-წვრილი ხელებით მოეხვია დაქალს და რამდენჯერმე აკოცა. -მეც გაბერილო, მომენატრე.-ტუჩები დაბრიცა და მის გვერდით მოთავსდა ლოგინზე. -თავს როგორ გრძნობ? -კარგად მატი, კარგად ვარ..-ხელი ნაკერზე მიიდო და სევდიანად გაიღიმა. -ძალიან მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე. -კარგი რა, მაგაზე არ ინერვიულო. შენ ის მითხარი როგორ ხარ, ან იოანს რა უნდოდა აქ?-წარბები აათამაშა და ეშმაკურად გაიღიმა.-კატიამ კი მითხრა ბავშვზე, მაგრამ ასე თუ იყავით არ მეგონა. -ხო, რაც ბავშვზე გაიგო ცდილობს სულ ჩემთან იყოს. -და რას აპირებთ? -არ ვიცი ელ, ალბათ ბავშვი რომ დაიბადება მერე მოვიფიქრებთ. ახლა არაფერი ვიცი, მარტო იმაზე ვფიქრობ რომ დაიბადოს ბოლოსდაბოლოს, ამდენხანს ლოდინი აღარ შემიძლია.-შუბლი შეკრა სიბრაზისგან. -ნუ აიძულებ ჩემს ნათლულს თუ შეიძლება, ჯერ დედიკოს და მამიკოს შეარიგებს და მერე დაიბადება.-ხმამაღლა გაიცინა და ხელით გაბერილ მუცელზე მიეფერა. -ნუ ბოდავ რაღაცებს!-დოინჯი შემოირტყა. -რატომ ვბოდავ? აშკარად კარგად ხართ ერთად, თვალები გიბრწყინავს რომ ხედავ.. ახლა ბევრად უფრო ლამაზი ხარ, როცა ის დაბრუნდა. აუცილებლად უნდა იპოვოთ ერთად ყოფნის გზა. დიდხანს იჭორავეს გოგოებმა, ელენა დედასთან დაბრუნდა სახლში, მისი მდგომარეობის გამო ჩამოვიდა და ახლა მასთან ერთად მოუწევდა ცოტახანს მაინც ცხოვრება. მატილდა ლოგინში გემრიელად მოკალათდა და იოანთან დარეკა, რომელიც მთელი დღე არ ჩანდა. რამდენჯერმე სცადა დარეკვა, თუმცა იოანს არცერთხელ უპასუხია. ბოლოს კატიასთან გადარეკა. -კატ რას შვები? -ფილმს ვუყურებთ მე და ლაშა, რა ხდება ხო მშვიდობაა? -კი. უბრალოდ მაინტერესებდა იოანი ხომ არ არის თქვენთან, ან ხომ არ ყოფილა დღეს. -არა მატი, დღეს საერთოდ არ მინახავს, არ გამოჩენილა? -დღეს შუადღისკენ წავიდა და არც კი დაურეკავს..ახლა ვურეკავდი და არ მიპასუხა. -მატი, კაპასი ცოლივით ნუ იქცევი. როცა მოიცლის თვითონ დაგირეკავს. -ხო მაგრამ თუ ლაშასთან არ არის აქ სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს? -მორჩი წუწუნს, გამოჩნდება. -კარგი კატ, თუ ნახავ დამირეკე რა. -კარგი ჩემო გოგო, გკოცნი. კიდევ რამდენჯერმე სცადა იოანის ნომერზე დარეკვა, თუმცა უშედეგოდ.. უპასუხობა ისე აგიჟებდა და ისე აბრაზებდა ცოტაც და ყველა ძარღვი გაუწყდებოდა ერთიანად. ლოგინში იჯდა და ვიდეობის ყურებით ცდილობდა ყურადღების გადატანას, მოულოდნელად იგრძნო რომ მუცელი მთელი ძალით ექაჩებოდა ქვევით, გული აუჩქარდა, სუნთქვა გაუჭირდა.. თავი დაბლა დახარა და სველი ლოგინი რომ დაინახა, ნერვიულობისგან ყველაფერი ერთიანად აუკანკალდა.. ‘ახლა არა პატარავ, ახლა არა, გთხოვ..’-გიჟივით უსმევდა ხელს მუცელს და ცდილობდა მშობიარობა თავისი სიტყვებით შეეჩერებინა, თუმცა ტკივილი რომ გაუსაძლისი გახდა ტელეფონი აიღო და კატიასთან დარეკა. -კატი, დაიწყო..-მშვიდად უთხრა, თუმცა მისი სიმშვიდის უკან თავბრუდამხვევი ნერვიულობა იდგა. -რააა? დაიწყო? მატი მარტო ხარ?-ფეხზე წამოხტა კატია და მაშინვე ჩაცმას მოჰყვა. -მარტო ვარ, ფეხზე ვერ ვდგები, ვერ ვსუნთქავ.. კატ, ძალიან მტკივა.-ცრემლები ვერ შეიკავა მატილდამ. -სასწრაფო გამოიძახე, ახლავე! და გამაგებინე სად წაგიყვანენ. მატი, ისუნთქე, ღრმად ისუნთქე, ყველაფერი კარად იქნება. სასწრაფოს მანქანაში იწვა, სრულიად მარტო, უცხო ექიმებთან ერთად. მხედველობა სანახევროდ ჰქონდა შერჩენილი, თუმცა თვალებს მაინც აქეთ-იქით აცეცებდა, არ უნდოდა გონება დაეკარგა. გაუჩერებლად, შეუსვენებლად ტიროდა და ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ცრემლების ფონზე. -ისუნთქე მატილდა, ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება, უფრო ძლიერად, თუ შეგიძლია, უფრო ძლიერად.-სველ თავზე უსმევდა ხელს და მის დამშვიდებას ცდილობდა გოჩა ექიმი , რომელიც საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა. ვერ იტანდა, როდესაც ქალი მარტო ეწვა სამშობიარო ბლოკში. მას ყველაზე კარგად ესმოდა ქალისთვის ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან ასოცირდებოდა, ამიტომ გული ბრაზით ევსებოდა, როცა ხედავდა რომ მის ბლოკში ქალებს ნუგეშისმცემელი არავინ ჰყავდათ. არადა რამდენი კაცი უნახავს, ასეთ დროს ცოლს რომ შესციცინებს თვალებში და თავისდაუნებურად ეღიმება ხოლმე მათ შემხედვარეს, ამჩნევს რომ ასეთი ქალებისთვის ბევრად უფრო მარტივია ამ სირთულესთან გამკლავება, თითქოს იმ ხელის ხელზე მოჭერით თავიანთი ტკივილის ნახევარს ატანენ სხვას და თავად უფრო უადვილდებათ.. მატილდას რომ უყურებდა აღარ იცოდა რა ექნა, მაქსიმალურად უნდოდა მისთვის ყველანაირი ტკივილი შეემსუბუქებინა და ცოტა დაიბნა კიდეც.. ამდენწლიანი სტაჟის მიუხედავად, მაინც დაიბნა.. თუმცა როდესაც კიდევ ერთი სიცოცხლის ტირილი მოესმა, ყველა ფიქრი გადაავიწყდა.. ხელში სულ ცოტახანს გაიჩერა ახალშობილი, მაგრამ მაინც მოახერხა მისი გულის გათბობა პატარა ანგელოზმა. თავის პრაქტიკაში პირველად ნახა რომ ბუნებრივად დაბადებული ბავშვი, ასე კარგად გამოიყურებოდა. მატილდას გონება თითქმის დაკარგული ჰქონდა, თუმცა როცა ბავშვი დაუწვინეს, ყველაფერი გაჩერდა.. მხოლოდ პატარას გულისცემას გრძობდა თავის გულზე, მხოლოდ ეს ესმოდა, სხვა ყველაფერს გამოეთიშა.. ვერც კი წარმოედგინა თუ შეიძლებოდა ამხელა ტკივილის შემდეგ, რამე ღიმილის მიზეზი გამხდარიყო მისთვის.. ელიამ კი ეს მოეხერხა, დედა სიხარულის ცრემლებით აატირა.. * -გაიღვიძე? თავს როგორ გრძნობ?-ღიმილით მიუახლოვდა გოჩა ექიმი მატილდას. -კარგად.-სუსტი ხმით უპასუხა მატილდამ.-ბავშვი როგორ არის? როდის შევძლებ მის ნახვას? -პატარა ელია თავს შესანიშნავად გრძნობს.-ცოტახანში შემოგიყვანენ. შენი მეგობრები გიცდიან გარეთ, მაგრამ მინდოდა პირველს მე მენახე. -მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ.-მადლიერებით სავსე თვალები მიანათა ექიმს. -მადლობა შენს თავს უთხარი, ძლიერი გოგო ხარ, არ დანებდი, ბოლომდე იბრძოლე.. ელიას გაუმართლა. მატილდას თვალები აუცრემლიანდა, თუმცა პასუხი არ გაუცია. -არ მინდა უზრდელი გეგონო ამხელა კაცი შენს საქმეში რომ ვერევი.. მაგრამ.. შევამჩნიე როგორ განიცდიდი სიმარტოვეს, ისიც შევამჩნიე რომ ვიღაცას გამუდმებით ითხოვდი თვალებით, თუმცა მისი სახელი არ გითქვამს.. იმ მომენტში გაგეცინება და რამდენჯერმე გავიფიქრე, ნეტა ის კაცი ვიყო, ეს გოგო რომ ეძებს-მეთქი.-ხმით გაიცინა.-მაგრამ სამწუხაროდ შენც ხედავ, რომ ვერ მოვახერხე.. მე მხოლოდ ის მინდა გითხრა მატილდა, ჩემო საყვარელო..-თმაზე მიეფერა დამჭკნარი ხელებით.-მხოლოს ის მინდა გითხრა, რომ სიმარტოვე განაჩენი არ არის.. მინდა გითხრა რომ ყველა სიტუაციაში არსებობს გამოსავალი და ეს გამოსავალი შენშია. -მე.. არ ვიცი რა გითხრათ.. თქვენ ბევრი გააკეთეთ ჩემთვის და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამისთვის. -მადლობას ნუ მიხდი.-თბილად გაიღიმა.-მე გავალ, მნახველებს სათითოდ შემოვუშვებ, მერე კიდევ შემოვალ.. ლოყაზე აკოცა და პალატა დატოვა. -ჩემო გოგოოო!-გიჟივით მოეხვია კატია დაქალს.-ელია ვნახე, გავგიჟდი ისეთი ლამაზია..-თვალებიდან ცრემლები წასკდა, ხელით მალევე მოიშორა და მისთვის განკუთვნილ სკამზე მოთავსდა. -კატ..-ხელი ხელზე მოკიდა მატილდამ და თბილად გაუღიმა. -ჩემო პრინცესა, ნუ ხარ ასეთი ნაღვლიანი გთხოვ.-სახე მოეღუშა კატიას. -არ მოსულა?-თვალი სივრცეში გაუშტერდა. -არა მატი, არ მოსულა.-ამღვრეული ხმით უთხრა, ძალიან უნდოდა რომ მისთვის სხვა პასუხის დაბრუნება შესძლებოდა..-ლაშას დავარეკინე, ტელეფონი საერთოდ გამორთული აქვს, სასტუმროშიც მიაკითხა და იქ არ დახვდა, სავარაუდოდ შენგან რომ წავიდა, სასტუმროში გაიარა, ბარგი აიღო და სადღაც წავიდა, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს სად.-ნერწყვი გადაყლაპა და მატილდას სახეზე თითებით მიეფერა. -ნეტავ საერთოდ არ დაბრუნებულიყო.-ცრემლები თვალებში მიეყინა მატილდას. -ასე ნუ ამბობ, გამოჩნდება.. -ურჩევნია არ გამოჩნდეს! ისეთ დროს მიმატოვა კატია, მის არსებობას ჩემთვის უკვე მნივნელობა აღარ აქვს.. სამუდამოდ წავშლი ჩემი ცხოვრებიდან! სამუდამოდ! -ახლა ამაზე ნერვიულობის დრო არ გაქვს მატი, შენ უკვე დედა ხარ, საოცარი ბიჭის დედა და შენი მთელი ენერგია მხოლოდ მისთვის უნდა დახარჯო. -ვიცი კატ, პატარა რომ დამიწვინეს გულზე, ჩემი მთელი ცხოვრება შეიცვალა, სხვანაირად დატრიალდა.. მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ გული ორად გამეყო როცა იოანი ვერ დავინახე მშობიარობის დროს. შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ელოდა ჩემი ყველა ნაწილი მის გამოჩენას.. -დარწმუნებული ვარ რაღაც სერიოზული მოხდა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდა. -არა კატ, ალბათ სწორედ ეს ჰქონდა გეგმაში, ისევ ისე გავეგიჟებინე და იქამდე გამქრალიყო, სანამ ჩემი გრძნობები თავს მოიყრიდნენ და სიყვარულად გადაიქცეოდნენ.. ჩემი გამწარებით, ჩემი გულისტკენით იღებს სიამოვნებას, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება. -რას აპირებ? -გული გამეყინა კატია და შენ ძალიან კარგად იცი, რამხელა ძალა აქვს ქალს, რომელსაც გული ატკინეს.-სახე ძეგლივით გააშეშა მატილდამ.. მატილდა ფარსი ღიმილით იღებდა მნახველებს, არავისთან შეუმჩნევია როგორი დამსხვრეული იყო.. პატარა თითქმის სულ მასთან იყო და ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევდა. პატარა ელია ნამდვილად ამართლებდა სახელს, მზიანი იყო და უფრო მეტიც.. მას ნამდვილად შეეძლო ყველანაირი განსაცდელის ბედნიერებად ქცევა. მატილდა სამ დღეში გამოწერეს სახლში. ამ სამი დღის განმავლობაში კი იოანი არცერთხელ გამოჩენილა. მატილდას ძალიან უჭირდა მის გარეშე გათენებული ყოველი დილა, თუმცა ძალებს მატებდა.. -ვინ წაგიყვანს?-პალატაში შეაკითხა გოჩა ექიმმა. -ჩემი გოგოები წამიყვანენ.-ღიმილით უპასუხა მატილდამ. -დამაკლდებით, ორივე.-გაუღიმა, მიუახლოვდა და წელზე ხელი შეახო. თავისდაუნებურად ჟრუანტელმა დაუარა. -თქვენ ისეთი ახლო ხართ ჩვენთვის, შეგიძლიათ სახლშიც გვესტუმროთ, ძალიან გამახარებთ. -თქვენობით ნუ მელაპარაკები.-თითი დაუქნია და ეცადა აზრზე მოეყვანა საკუთარი თავი, რადგან ჯერ კიდევ მატილდას შიშველ წელზე შეხებაზე ფიქრობდა. -უნდა წავიდე.-თბილად გაუღიმა, ლოყაზე ემთხვია და ბავშვის ეტლს დასწვდა. -მომეცი, მე წამოვიყვან, მძიმე იქნება შენთვის. -იყოს, არ არის მძიმე.-მოკლედ უპასუხა და კარისკენ დაიძრა, ექიმი არ განძრეულა. -დროებით, იმედია მალე გნახავთ.-კარებიდან კიდევ ერთხელ დაემშვიდობა და გზას გაუდგა. გოგოები ყვირილ-წივილით დახვდნენ, ჟრიამულით მივიდნენ სახლამდე. ახალი სიცოცხლე ნამდვილად ახალ ემოციებს იწვევდა ყველაში.. -დაიძინა?-ღიმილით იკითხა ელენამ. -სულ არ ძინავს?-ხმამაღლა გაიცინა მატიმ და თავის ადგილს დაუბრუნდა. -გოგო, ძიძა ხო არ მოგვეძებნა?-ისე იკითხა კატიამ, ტელფონიდან თავი არ ამოუყვია. -არა, რა სისულელეა, მე თვითონ მივხედავ, ასეთ პატარას ვერავის ვანდობ, სამსახურში გასვლის დრო რომ მომივა, მერე ვეძებოთ ძიძა. -აუ ისე, შეხედეთ რაა, ბავშვი სამი დღისაა და ასლია მამამისის.-ელენამ ტელეფონი გოგოებისკენ შეატრიალა და პასუხს დაელოდა. -მართლა ძალიან ჰგავს..-დაეთანხმა კატიაც. -ამ თემაზე ლაპარაკი არ გვინდა, ჩემი გაჭირვებაც მეყოფა.-სიცილით უპასუხა მატილდამ. -მატი, მგონი შენი ტელეფონია.-ხელით ტელეფონისკენ მიუთითა, რომელიც მოურიდებლად ვიბრირებდა. -გისმენთ. -მატილდა დანიელა ვარ.. როგორ ხარ? -კარგად.-მკაცრად უპასუხა, ხაიათი მაშინვე წაუხდა. -იოანთან მინდა ლაპარაკი, შემთხვევით ერთად ხომ არ ხართ? უკვე რამდენიმე დღეა არ მილაპარაკია, ტანიაც გიჟს ჰგავს, ვეღარ ვაჩერებ, სულ ტირის.. -თავის ნომერზე დაურეკე, ერთად არ ვართ. -ვრეკავ, თუმცა გამორთულია, ვიფიქრე ტელეფონს დაემართა რაღაც -თქო, თან ვნერვიულობ, ასე არ გვივიწყებს ხოლმე.-ნერვიულად ჩაიცინა დანიელამ. -ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შენს დახმრებას ვერ შევძლებ.. იოანი ბოლოს ოთხი დღის წინ ვნახე, მას შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა. მასზე საუბარი არ მინდა.. იმედია დაბრუნდება თქვენთან, ახლა უნდა წავიდე, ბევრი საქმე მაქვს. -ღმერთო ჩემო!-კივილით შეიცხადა დანიელამ.-ღმერთო ჩემო..-ხმა გაუწყდა.-ღმერთო...-ისეთი განწირული ხმა ჰქონდა, მატილდას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. -ყველაფერი კარგად გაქვს?-გულრწფელად იკითხა მატილდამ, თუმცა მისი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. -დანიელა!-რამდენჯერმე შეჰკივლა უცნობი ქალის სახელი და ნერვიულობისგან სახეზე ლურჯი ფერი დაედო. თავიდან მხოლოდ მძიმედ სუნთქვის ხმა ესმოდა, შემდეგ მძიმე საგნის დაცემის ხმა გაიგო.. ტელეფონი ყურთან მიეყინა.. -რა მოხდა?-ხელით შეანჯღრია კატიამ. -დანიელას ველაპარაკებოდი, თუმცა ვფიქრობ რაღაც დაემართა.-გონზე ვერ მოდიოდა მატილდა. -საიდან მოიტანე? -ხმას არ მცემდა, მერე დაცემის ხმა გავიგე.-შეშინებულმა ამოთქვა მატილდამ. -კარგი რა, ალბათ რამე ხარვეზი იყო.-მის დამშვიდებას ელენა შეეცადა. -გადავრეკოთ, იქნებ გვიპასუხოს.-მატილდას ტელეფონი აიღო და დანიელასთან დარეკა, თუმცა ხანგრძლივი ‘ტუუუ’-ების გარდა, ვერაფერი მოისმინა. სამივე დაიძაბა. სამზარეულოში სიჩუმე ჩამოწვა. -რა უნდა გავაკეთოთ?-ყბა აკანკალებულმა იკითხა ელენამ. -არ ვიცი, ალბათ ვინმეს უნდა შევატყობინოთ, ვინც იქ არის, მათთან მივიდეს და ნახოს როგორ არიან.. იოანს არ უთქვამს რა სჭირდა ამ გოგოს? -არ უთქვამს, კონკრეტულად რა სჭირდა, მხოლოდ ის მითხრა მძიმედ არისო.. არც ვიცი ვის უნდა ვუთხრათ. -ლაშას დავურეკავ. კატიამ ტელეფონი მოიმარჯვა და ქმართან დარეკა. -ხო კაწ, გისმენ. -ლაშ, იოანს ვინმე ისეთი არ ჰყავს ვისი კოორდინატები შენც იცი? -კაწ, რამდენჯერ გთხოვე მაგ ბიჭის ძებნას თავი გაანებეთ-მეთქი? -ამჯერად სხვა ამბავია. იოანის ცოლს ეხება, მგონი რაღაც დაემართა, ვინმე გვინდა ვინც მასთან შეძლებს სახლში მისვლას. -თქვენ და თქვენი აღმოჩენები.-ხელი ჩაიქნია ლაშამ. -ლააააშ, გთხოვ..-ხმა გაწელა კატიამ.-სახლში ყველაფერს მოგიყვები, გპირდები. -კარგი, ლუკასის ნომერი მაქვს, იოანის მარჯვენა ხელია, დაურეკეთ, ოღონდ ნუ გააგიჟებთ.-გაიცინა. -მიყვარხარ! -მეც პატარავ. ნომერს მესიჯად გამოგიგზავნი, შენ ჭკვიანად. -გისმენთ. -გამარჯობა, ლუკასთან ვრეკავ?-ხმა უკანკალებდა მატილდას, არ იცოდა რა და როგორ ეთქვა, თუმცა გოგოებმა მაინც მას მიაჩეჩეს ტელეფონი. -დიახ, ვინ საუბრობს? -მე მატილდა ვარ, იოანის და დანიელას ახლო მეგობარი.-დამაჯერებლად იცრუა მატილდამ.-თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს.. -მატილდა? პირველად მესმის თქვენი სახელი.. გისმენთ, მთხოვეთ. -იცით მე საქართველოში ვარ.. -ვიცი, მივხვდი ნომერზე.-ხმით გაიცინა ლუკასმა. -ხო.. იქნებ შეძლოთ იოანის სახლში მისვლა? დანიელაზე ვნერვიულობ, მგონი ცუდად არის..-ძლივს დაასრულა წინადადება მატილდამ. -რა სჭირს დანის?-მამაკაცი შეცბა. -არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ რომ მასთან უნდა მიხვიდეთ. -აუცილებლად მივალ. -და ძალიან გთხოვთ, როგორც კი მას ნახავთ, მაშინვე დამირეკეთ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. თანხმობა მოისმინა, ტელეფონი სახიდან მოიშორა და გოგონებს მიაშტერდა.. რამდენიმე საათში მატილდას ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ლუკასი იყო. დანიელა თავისივე სახლის საძინებელში გარდაცვლილი იპოვა. 30 წელს მიტანებული ქალბატონი გაშეშებული, გათეთრებული ეგდო ძირს და მისი დანახვა აუცილებლად კიდევ ერთხელ შეგახსენებდათ, როგორი სასტიკი და დაუნდობელია ცხოვრება. მისი ახალგაზრდა სხეული უსიცოცხლოდ ეკვროდა მეტლახს. სახლის კედლებს ორი პატარა გოგონას კივილი ანგრევდა. ტანია დედასთან იჯდა, ჩამუხლული. ორივე ხელით ანჯღრევდა როგორც შეეძლო და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ‘ადექი დედი’-ო.. სახეზე პატარა თითებს უსმევდა, ცდილობდა კიდევ ერთხელ დაენახა როგორ მოძრაობდა ყველაზე ლამაზი დედის ნაკვთები.. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცოდა რას ნიშნავდა სიკვდილი, მაინც იცოდა რომ რაღაც აუხსნელი საშინელება ხდებოდა მათ სახლში.. დედა აღარ მოძრაობდა, აღარ ლაპარაკობდა, აღარ ეხუტებოდა თავისი ხელებით ტანიას და ეს უკვე ბევრს ამბობდა ტანიასთვის. დედის ცხედარს ძლივს გამოგლიჯეს ბავშვი, არაფრით უშვებდა. ხელებით, თითებით, ყველაფრით ებღაუჭებოდა.. თუმცა მაინც დააშორეს. არც ფეხების ქნევამ უშველა და არც ბოლო ხმაზე კივილმა. * მატილდა ოთხად მოკეცილი იჯდა სკამზე და გაუჩერებლად ტიროდა, მასთან ერთად ელენაც და კატიაც, ვერც ისინი იკავებდნენ ცრემლებს ამ საზარელი ამბის გაგების შემდეგ. ვერცერთი იღებდა ხმას, ან რა უნდა ეთქვათ, ან როგორ უნდა ეთქვათ.. ლაშა ბოლთის ცემით დააბიჯებდა სამზარეულოში, ცდილობდა რამენაირად იოანს დაკავშირებოდა რომ მისთვის ეს ამბავი შეეტყობინებინა , თუმცა უშედეგოდ.. იოანი არსად ჩანდა, ისე გაქრა, ეჭვიც კი შეგეპარებოდა საერთოდ ოდესმე არსებობდა , თუ არა.. - უნდა წავიდე.-გოგოებს მიუბრუნდა ლაშა. -უნდა წახვიდე?-ხმა ძლივს ამოიღო კატიამ. -ხო კაწ, ლუკასს ველაპარაკე, ბავშვებს მამის გარდა მეურვე არ ჰყავთ.. იოანის ნათესავები მათთან არ ცხოვრობენ, წარმოდგენა არ აქვს ბავშვები სად უნდა წაიყვანოს. -და შენ რას გააკეთებ? -არ ვიცი, მაგრამ აქ ვერ გავჩერდები.. ღმერთო.. რა პატარები არიან და რისი გადატანა უწევთ.მათი დედა გარდაიცვალა, მამა კი სადღაც გაქრა.. ვისთან უნდა იპოვონ ნუგეში.-სახეზე მძიმე ხელები აიფარა და კედელს მიეყუდა. ლაშა პირველივე რეისს გაყვა, გოგოები ერთად დარჩნენ. საშინელი ღამე იყო ყველასთვის. თითქოს ყველა გრძნობდა რომ ამ ღამის შემდეგ რაღაც შეიცვლებოდა მათში, რაღაც სხვანაირად ამოძრავდებოდა. პირველად იგრძნეს სიკვდილი ასე შორს და თან ასე ახლოს. საშინელებაა სიცოცხლის გაგრძელება მაშინ, როცა იგებ რომ ვიღაცის დასრულდა, თანაც ასე ტრაგიკულად.. ყველაფერი შიგნიდან გეფხანება და უსამართლობის გრძნობა გულს უკითხავად გიჭამს როცა ასეთ ამბავს იგებ. უსამართლობაა! სხვა რა შეიძლება უწოდო 30 წლის გოგოს სიკვდილს.. პროტესტი გიჩნდება სრულიად სამყაროს მიმართ და გრძნობ, რომ ხვალ მსხვანაირად გათენდება, სხვანაირი მზე ამოვა ცაზე.. შიგნიდან გჭამს და გღრღნის პასუხგაუცემელი კითხვები.. ვერაფრით ხვდები საერთოდ სად დაიწყო ყველაფერი.. საბოლოოდ გამოგაქვს დასკვნა, რომ შენი მთელი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ გზაა და არაფერი სხვა. მიდიხარ გზაზე, გაუჩერებლად, დაუსრულებლად და ყველაფერი ყოველთვის ერთნაირია, ერთნაირად მოსაწყენი ან ერთნაირად საინტერესო. ერთხელაც კი შენი გზა სხვის გზაზე გადაიკვეთება და ყველაფერი იცვლება, თავდაყირა ტრიალდება და ეს ყველა შემთხვევში ასე ხდება.. “....I had all and then most of you Some and now none of you Take me back to the night we met....” ხელში ელია ეჭირა, რამდენიმე ადიელაში ერთად გახვეული და აივანზე იჯდა. ფეხები მოაჯირზე ჰქონდა მიწყობილი, გაუჩერებლად ირწეოდა და თვალებით სულ პირდაპირ იყურებოდა.. საათი დილის 7-ს უჩვენებდა. ქუჩები ცარიელი, გამოყრუებული იყო. უცნაურად ჩუმი და მშვიდი. ფოთლები ცვიოდა აქა-იქ და ქალაქში არაფრის სუნი იდგა. თვალები დაბლა დახარა, ელიას დააკვირდა სახეზე. ‘დღეს სულ სხვა ფერი გაქვს დედი.. ყოველდღე იცვლები. ყოველდღე გეცვლება კანის ფერი, თვალის ფერი.. ნაკვთებიც გეცვლება, თუმცა იერი სულ ერთი გაქვს. გიყურებ და მენანები სიცოცხლისთვის. ისე მენანები ამ დაუნდობელი სამყაროსთვის, ლამის წაგიყვანო და გადაგმალო სადმე შორს.. იქ სადაც მხოლოდ ყვავილები ყვავიან.. მე შენს წილ ცხოვრებას არასდროს წაგართმევ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები დაგიცვა ამ უსამართლობისგან. ყოველთვის ვეცდები ყვავილებით მოგირთო შენი გზა და ხელი შეგაშველო სიარულში.. ვერ ვამბობ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიტყვი როგორ მიყვარხარ, არასდროს მეყოფა სიტყვები..’ დიდი ტუჩებით ნაზად შეეხო პატარას სახეზე და სხეულზე სიხარულის ბუსუსები გაუჩნდა.. * -ლაშა იყო?-გიჟივით მივარდა კატიას. -ხო.. -რა ხდება? -ბავშვებთან არიან. დანიელას და იოანის რამდენიმე მეგობარი და ლაშა. ჯერ ვერაფერს იზამენ გოგოებთან დაკავშირებით, სანამ იოანი არ გამოჩნდება. წარმოდგენა არ მაქვს სად არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ხდება, სხვა შემთხვევაში ასე არ გაქრებოდა.. გიჟდება ტანიაზე და ლისენიაზე, ასე არ მიატოვებდა. -უკვე მეც ეჭვი მეპარება იმაში რომ თავისი სურვილით გაქრა..-წარბები მოჭმუხნა მატილდამ. -პოლიციაში უნდა განვაცხადოთ. -ვითომ იპოვიან? -აეროპორტში რეისებს გადაამოწმებენ, იმას მაინც ხომ გავიგებთ გაფრინდა სადმე, თუ ისევ აქ არის. -ხო, ეგ მართალია. -ლაშამ მითხრა, გიორგი უცემია იოანს, ელის ყოფილი.. იმ ღამეს ელენაზე რომ გაიგო მივარდნია სახლში და უცემია, მერე გიორგის ძმაკაცები ემუქრებოდნენ, ერთადერთი იმის იმედი მქონდა რომ ამ ბიჭებს ეცოდინებოდათ სად არისო, მაგრამ ულაპარაკია და არაფერი ვიცითო,შეატყო რომ არ ატყუებდნენ და შეეშვა. სხვა არაფერი მომდის თავში სად უნდა ვეძებოო. -გიორგი?-თვალები გაუშტერდა მატილდას.-ჩემთვის არაფერი უთქვამს.. -ხო, ოღონდ ახლა მაგაზე ნერვიულობა არ დაიწყო, გავლილი ამბავია. აუცილებლად უნდა განვაცხადოთ პოლიციაში, მე წავალ. -კატ, მასაც რამე რომ მოსვლოდა..-ჩუმად აქვითინდა მატილდა. -არ გაბედო მაგის გაფიქრებაც კი! -სხვა რა შეიძლება მომხდარიყო? აღარ ვიცი რა ვიფიქრო.. -ყველაფერი კარგად იქნება მატი, ყველაფერი მოგვარდება.. კატია პოლიციის შენობიდან გამოვიდა, ყველაფერი თავად უამბო გამომძიებელს, რადგან არ უნდოდა მატილდასთან მისულიყო და მისთვის სტრესი დაემატებინა. გამომძიებელი დაპირდა რომ მაშინვე დაურეკავდა, როგორცკი რაიმე ახალს შეიტყობდა. მატილდა სახლში მარტო იყო ბავშვთან ერთად. ელია ლოგინში ეწვინა, თავად სავარძელზე იჯდა და ნერვიულად ელოდა კატიას სახლში დაბრუნებას. კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, შვებით ამოისუნთქა.. ჩუმი ნაბიჯით მივიდა კარამდე ბავშვს რომ არ გაღვიძებოდა და კარი ფრთხილად გამოაღო. მის წინ სვეტივით აღმართულ იოანს რომ მოავლო თვალი, ლამის გონება დაკარგა. იოანი იდგა და ელოდა როდის ეტყოდნენ რაიმეს, თავად ხმას არ იღებდა. თვალები უცნაურად ჰქონდა ჩაცვენილი ბუდეებში, სიწითლისგან უნათებდნენ მკაფიოდ. მატილდა მხოლოდ უყურებდა, აკვირდებოდა სახეზე და ყველა გრძნობა უჩნდებოდა ერთიანად.. სიბრაზის, სიყვარულის, ლტოლვის.. ცოცხალს რომ ხედავდა, ესეც ჰყოფნიდა ბედნიერებისთვის. -სად იყავი?-კითხვით დაიწყო, თუმცა სათქმელი ბევრი ჰქონდა.. -არ ვიცი სად ვიყავი.-მხრები აიჩეჩა იოანმა. -არ იცი სად იყავი?-გაოცება ვერ დამალა.-ყველაზე რთულ დროს მარტო დამტოვე, ახლა აქ მოდიხარ, უდარდელი სახით და მეუბნები რომ არ იცი სად იყავი?-ტონს აუწია.-წარმოდგენა მაინც რომ გქონდეს რამხელა ტკივილი გამოვიარე, აქ ასე მოსვლას ვეღარ გაბედავდი! -გავიქეცი..-აღსარებასავით აღმოთქვა ერთი სიტყვა და თვალები მატილდას მიანათა. ისე, თითქოს მსაჯული იყო და მას უნდა გადაეწყვიტა, იოანს სიკვდილით დასჯიდნენ თუ მისცემდნენ სიცოცხლის უფლებას.. -გაქცეულები უკან არ ბრუნდებიან იოან, არც შენ უნდა დაბრუნებულიყავი.-თვალებში ტკივილი აუციმციმდა. იოანისგან ყველანაირ ახსნას ელოდა, მაგრამ არა ასეთ აღიარებას, გულში კიდევ ერთი ძაფი გაუწყდა. -პატიებას არ ვითხოვ მატილდა.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და კედელს მიეყრდნო, ფეხზე დგომა უჭირდა..-გავიქეცი, თუმცა არ ვიცი რას გავურბოდი.. წამით უბრალოდ მომინდა რომ ყველაფერი გამქრალიყო, მინდოდა ყველაფერს გამოვთიშვოდი, მაგრამ ეს ყველაფერი ისე გამეწელა, რეალობა დავკარგე.. ვეღარ გავარჩიე რა იყო ნამდვილი და რა ტყუილი.. პატარა, ცარიელ ოთახში ვიჯექი და მხოლოდ შენს სახეს ვხედავდი, შენთან მოვდიოდი, მაგრამ ვერ ვიპოვე ნამდვილი გზა მატილდა.. ვერ ვიპოვე იმიტომ რომ არაფერი იყო ნამდვილი.. -ამ ყველაფრის მოსმენა არ მინდა!-მკაცრი ხმით გააწყვეტინა მატილდამ.-მე ბევრი გაპატიე, თუმცა ამის პატიება არ შემიძლია. იცოდი რომ დღე-დღეზე შეიძლებოდა მემშობიარა და შენ კაიფი არჩიე ჩემთან ყოფნას..-ზიზღითა და ბრაზით ჩაიცინა.-ახლა არც კი გრცხვენია და მაინც ბედავ აქ მოსვლას და ამაზე ჩემთან ლაპარაკს! არც კი ვიცი ვინ ხარ! უკვე აღარ ვიცი ვინ ხარ იოან! რამდენი ადამიანის როლს ირგებ? როგორ შეგიძლია ასეთი იყო? ძალიან გთხოვ, წადი აქედან და აღარასდროს დაბრუნდე!-სახეზე ხელები აიფარა ცრემლების შესაჩერებლად. -ბავშვის ნახვა მინდა მატილდა.. ჩემი შვილი უნდა ვნახო!-მუდარით შეანათა ერთმანეთზე წითელი თვალები. -შენი შვილი არ არსებობს იოან! დაბრუნდი საიდანაც მოხვედი და ტანიასა და ლისენიაზე იზრუნე, მათ ახლა ყველაზე მეტად სჭირდები.. ეცადე ფხიზელი იყო, მათთვის მაინც.. ბედნიერებას გისურვებ იოან, შენს გზაზე, თუმცა არ ვიცი ამას რამდენად იმსახურებ. -ასე ვერ მომიშორებ.-იოანს ხმა გაებზარა, თავადაც გრძნობდა დასასრულს და ნელ-ნელა ყველაფერი ტყდებოდა მასში. -შენ ჩვენს გზას აცდი, სხვაგან გადაუხვიე.. დაბრუნება კი შეუძლებელია, იმიტომ რომ მეც დავტოვე ჩვენი გზა! ახლა ისევ მარტო მივუყვები გრძელ ბილიკებს.. ახლა ჩვენ ცალ-ცალკე გზები გვაქვს იოან.. შენ ერთმანეთთან მისასვლელი ყველა ბილიკი გაანადგურე ერთი ხელის მოსმით, ამიტომ ტყუილად აღარ ეცადო.. -რა მდგომარეობაშიც უნდა ვყოფილიყავი, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი მატი.. შენს ნაზ, რბილ კანზე.. შენს ფანტასტიკურ ნაკვთებზე.. შენი სხეულის შეხებაზე.. გონება გათიშულსაც კი არ მავიწყდებოდა შენი სახე, ვერაფერმა გამიქრო შენი სურვილი..-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა იოანი. -ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს იოან, არ წახვიდოდი, ჩემთან დარჩებოდი. თუმცა უკვე ვხედავ შენი პრიორიტეტები როგორ არის დალაგებული. სამწუხაროა რომ თავი ასე გვიან გამაცანი, თუმცა არც ისე გვიან, სანამ შეგიყვარე.-ხმით ჩაიცინა.-აქედან წადი და აღარასდროს დაბრუნდე, ჩემთან მოახლოებას აღარასდროს შეეცადო, თორემ გეფიცები, ჩემს შვილს გეფიცები, მოგკლავ!-კარს ხელი მოკიდა, დაკეტვამდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა მამაკაცის სახე. შეამჩნია როგორი გატეხილი იყო ის, როგორი სასოწარკვეთილი, თუმცა გადაწყვეტილება არ შეუცვლია. კარი ხმაურით მოაჯახუნა და ზამთრის მომასწავლებელი სიცივე იგრძნო ბეჭებზე.. კედელთან ჩასრიალდა, ხელები შემოიხვია წელზე და გაშეშდა. თვალი იოანთან გატარებულ ყველა დღეს გადაავლო. მოგონებები ფილმის კადრებივით ამოუტივტივდნენ და ერთ ადგილას გაიწურა. დარცხვენილი იდგა იმ მოგონებების წინაშე, რომელიც იოანთან აკავშირებდა. თითქოს ბოდიშს უხდიდა იმ შესანიშნავ დღეებსა და ღამეებს რომელიც მასთან ერთად გაატარა. -მატილდა..-კარს იქიდან მოესმა ყველაზე სასურველი ხმა. პასუხი არ გაუცია. -მატილდა..-პირველად გაჟღერდა იოანის ხმაში ამხელა სევდა, ისეთი დიდი, რომ ეს ერთი სახელი უკვე ვეღარ იტევდა.. პასუხი ისევ არ გაუცია.. -თუ ოდესმე მკითხავენ რა არის ჩემი ცხოვრება, ვუპასუხებ, რომ ჩემი ცხოვრება შენთან შეხებაა..-კარს აქეთ აეყუდა კედელზე იოანი.-ვეტყვი, რომ ერთადერთი რასაც კაცი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, საყვარელ ქალთან შეხებაა.. იმიტომ რომ თუ ამას არ გრძნობ, ნელ-ნელა მთელი სხეული გიჭკნება და კარგავს სიცოცხლისუნარიანობას, ეს ასეა მატილდა..-ხმა გამწყდარი, ძლივს საუბრობდა იოანი და მეორე მხრიდან თავადაც კი გრძნობდა მატილდას ათრთოლებული სხეულის ცახცახს.-კაცს შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს მატი, მაგრამ ყველაფერი საკმარისი არ არის თუ იმასთან არ სძინავს, ვინც მისი ბედნიერების დასაბამია...-ცოტახანს გაჩუმდა, ნერწყვი გადაყლაპა და ისევ განაგრძო.-მე ვერასდროს გეტყვი რატომ წავედი, რატომ დაგტოვე მარტო, რატომ ვარჩიე ნარკოტიკი შენთან ყოფნას, მაგრამ ყოველთვის შევძლებ იმის თქმას, რატომ დავბრუნდი.. ვიცი, წარმოდგენაც არ მჭირდება, ისედაც ვიცი რას იგრძნობდი როცა არ ვიყავი შენ გვერდით.. თვალწინ მიდგება შენი ტკივილისგან შეჭმუხნული სახე, როცა მე მეძებ, მე მეძახი.. ჩემი თავი მეზიზღება მატი, აქ ვდგავარ, სისულელეებს ვლაპარაკობ და მძულს ჩემი არსებობა იმიტომ რომ შენ გატკინე.. იმიტომ რომ ვერ ვნახე როგორ მოევლინა ჩემი ბიჭი ამ ქვეყანას.. ვერ გავიგე მისი პირველი ხმის გაჟღერება.. ვერ დავინახე როგორ დაგიწვინეს გულზე.. ვერ მოგკიდე ხელი ხელზე შენი ტკივილის შესამსუბუქებლად, ვერ მოგეფერე სახეზე და ვერ ჩაგხედე თვალებში რომ გეგრძნო, რამხელა სასწაული ხარ ჩემთვის.. მე შეიძლება ავცდი ჩვენს გზას.. შეიძლება უკან დასაბრუნებელი ბილიკებიც გავანადგურე, მაგრამ იცოდე რომ ყოველთვის ვიპოვით ახალგზას.. ჩვენთვის.. ჩვენი შვილისთვის.. პასუხს დაელოდა, თუმცა მატილდას ხმა არ ამოუღია.. მოკუნტული იჯდა, ზურგით მაგრად ეკვროდა კარებს და ყველა სათქმელ სიტყვას ცრემლებად ღვრიდა. იოანი გაჩუმდა. გულში უმისამართო ჩხვლეტა იგრძნო. ხელებით ისე მიეფერა კარს, თითქოს საყვარელ ქალს ეფერებოდა.. ცოტახანს ყურიც კი მიადო, უნდოდა ისევ გაეგო მატილდას შფოთვასავით სუნთქვა.. თვალებში ნაპერწკლებად აენთნენ ტკივილები და გაუჩინარდა. დამშვიდობების გარეშე.. უპასუხოდ დარჩენილი სიტყვები დატოვა კართან და გაქრა... * სიცივე ანგრევდა ფანჯრის მინებს.. ბნელ ოთახში იჯდა მარტო, ფიქრებში გადავარდნილი. გოგონებს უკვე ეძინათ, თავად კი არავის ელოდა. უკვე გადაეჩვია ლოდინს. როცა იცი რომ არავინ მოვა, გული აღარ გიძლებს ელოდო. მაგრამ მაინც, შენდაუნებურად წარმოიდგენ, როგორ გიბრუნდება ის ვინც უკვე დიდიხანია დაკარგე და ყველაფერს ისე ცხადად ხედავ, ლამის ადგე და კარი გაუღო დაბრუნებულს.. აი ახლაც, იოანი თვალებს ხუჭავს, ახლა მხოლოდ ესაა მისი სულის ნარკოტიკი.. თვალებს ხუჭავს და მატილდას წარმოიდგენს. მის წინ დგას და ქვემოდან ამოჰყურებს ვულკანისებური თვალებით. იოანი ნაზად ეფერება გრძელი თითებით, მატილდა იღიმის, მერე ხელებს მაღლა სწევს და იოანს ეხვევა. თავს მკერდზე ადებს და სუნთქვა უხშირდება როცა იოანის გულისცემის ხმა სწვდებათ მის ყურებს.. იოანი თავს ხრის, თმებზე კოცნის რამდენჯერმე. ორივე ბედნიერია, სახეზე სულ აღარ ეტყობათ ტანჯვის ნაკვალევი... * -ყოველდღე ურეკავს ლაშას იოანი, შენ და ბავშვს გკითხულობთ.. ხანდახან დღეში სამჯერაც დაურეკავს, რამე ხომ არ სჭირდებათ კითხეო. სულ ვცდილობ ამ თემაზე არ გელაპარაკო, მაგრამ მატი, ამ ბიჭის საცოდაობა, შიგნიდან მჭამს და მღრღნის..-სევდიანად ამოიხვნეშა კატიამ და ყავა მოსვა. მატილდას ცოტახანს თვალი გაუშტერდა, შემდეგ თავი გამოიფხიზლა და ცივად, გულგრილად მიუგდო რამდენიმე სიტყვა. -ცოდოა, მაგრამ თავის თავს დააბრალოს. -როდის გახდი ასეთი?-თავი დანანებით გაიქნია კატიამ.-ყველაფერი დაკარგა რაც უყვარდა.. მხოლოდ ორი გოგონა დარჩა, რომლებიც გამუდმებით რაღაცას ითხოვენ მისგან.. წარმოგიდგენია მაინც რას გრძნობს? როგორ ენატრები.. როგორ უნდა მის გვერდით იყოთ შენ და ელია..-თვალები აუცრემლიანდა კატიას. -მე როდის გავხდი ასეთი? თუ შენ როდის გახდი ასეთი გულჩვილი?-წარბი აზიდა მატილდამ.-მგონი ორსულობის ტესტი უნდა ვიყიდოთ..-დარწმუნებით თქვა და ხმით გაიცინა. -რააა?-კატია დაფეთდა. -ხო, ორსულობის ტესტი უნდა ვ ი ყ ი დ ო თ!-დამარცვლით გაუმეორა და უფრო აკაკანდა. -რეებს ბოდავ რა..-ცრემლები მოიწმინდა. -რამდენი ხანია რაც შენ და ლაშა დაქორწინდით? ბავშვი ჩვეულებრივი ამბავია ამ დროს..-სიცილს არ წყვეტდა. -ჩვეულებრივი ამბავი არაა?-სიბრაზისგან სახე დაჭიმა.- და შენზე რას იტყვი?-თავი ვერ შეიკავა და მასაც გაეცინა.. -ლაშამ მითხრა გუშინ, იოანი ჩამოდისო..-უცებ დასერიოზულდა მატილდა. -ვაიმეე, ეგ ბიჭი ხო უბნის ჭორიკანააა რაააა, ვუთხარი არ თქვა მატისთან-მეთქი და ნახეე რაა, მოუთმენელი ვირი.-ქმრის ლანძღვას მოჰყვა კატია განაწყენებული. -შენ რა ჩემთვის დამალვას აპირებდი?-პირი დააღო გაოცებისგან. -არ მინდოდა გცოდნოდა.. -ყოჩაღ კატია რა! ყოჩაღ! უბეში გველი გამიზრდიხარ.-თვალები აატრიალა. -სამაგიეროდ, თუ გინდა ერთ მაგარ ამბავს გაგიმხელ. -რა ამბავს?-ყურები დაცქვიტა მატილდამ. -იოანმა ჩემი ძიძა ვერ მომყავსო, აქ ჰყავს ოჯახი და გადმოსვლას ვერ შეძლებსო და ლაშას სთხოვა, ვინმე ქართველი მომიძებნეო.. -მერე? ეს არის მაგარი ამბავი?-ხელი ჩაიქნია მატილდამ იმედგაცრუებულმა. -არა მოუთმენელო, დამაცადე! მაგარი ამბავი არის ის, რომ ლაშამ განცხადებები ყველგან გამოაქვეყნა, ბევრს ადამიანსაც შეხვდა და საბოლოოდ იცი ვინ აარჩია?-ბოლო ხმაზე გაეცინა კატიას და ლაპარაკის გაგრძელება ცოტახანს ვეღარ შეძლო.. -ვიინ? მალე თქვი!-ხელით შეანჯღრია ინტერესში ჩავარდნილმა. -თეონა..-კაკანით ამოთქვა ძლივს-ძლივობით. -თეონაა? ის თეონა?-თვალები ძირს დაუცვივდა გაოცებისგან. -ხოოო, ის თეონა.-დაქალის რეაქციაზე უფრო აკაკანდა. -მეღადავები ხო? -არა, სერიოზულად.. უკვე შეთანხმდნენ ყველა დეტალზე, messenger-ში ულაპარაკიათ, იოანთან იცხოვრებს.. -კატია, ახლავე თქვი რომ ხუმრობ!-ფეხზე წამოხტა და თითი სახესთან დაუქნია. -ლაშას კითხე თუ ჩემი არ გჯერა. -ღმერთო, რა შევცოდე ასეთი?-ზევით აიხედა და სახეზე ხელები აიფარა. -ისე შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-წარბები აათამაშა კატიამ. -პრინციპში არანაირი.-ცოტათი მოეშვა.-მაგრამ ხომ იცი როგორ ვერ ვიტან იმ საზიზღარ გოგოს? დარწმუნებული ვარ რომ გაიგო რომ მარტოხელა მამას უნდოდა ძიძა, ამიტომ დათანხმდა..-მოწყენილი დაუბრუნდა თავის ადგილს. -მერე რა გინდა? თუ იოანსაც მოეწონა, ახალი ოჯახიც შეიქმნება.. მატილდამ მხოლოდ ბრაზით სავსე მზერა ესროლა.. -მატი, შენ ხომ იცი, უბრალოდ უნდა აპატიო იოანს და ის შენ იქით, აღარ გაიხედავს.. -ვიცი კატი, მაგრამ მისი საქციელი უპატიებელია! -არ არსებობს უპატიებელი შეცდომა! არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პატიება არ შეუძლიათ!-მკაცრად უპასუხა და ფეხზე წამოდგა.-სჯობს ამ თემაზე თუ აღარ ვისაუბრებთ, თორემ სულ კამათით დავამთავრებთ. მატილდა უკვე რამდენიმე თვეა მარტოხელა დედაა.. ბავშვის გაზრდაში კატია ეხმარება, როცა ელენა თბილისს უბრუნდება, არც ის იშურებს დროს ელიასთვის.. თავისიანები დიდ სურვილს გამოთქვამენ, დედა იმასაც კი სთხოვს ჩვენთან გადმოდიო, მაგრამ მატილდა უარობს. არ უნდა მათთან, რადგან იცის რომ გულის სიღრმეში მათთვის მატილდაც და ელიაც მიუღებლები არიან. იცის, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, როცა მისი დედა მის შვილს უყურებს, მასში შვილიშვილის ნაცვლად ხედავს საწყალ ბავშვს, რომელიც შემთხვევითი სექსის შედეგად მოევლინა ქვეყანას. უყურებს და ეცოდება რომ დედამისმა ასეთი უპატიებელი შეცდომა დაუშვა. მატილდას კი არ უნდა ვინმე ასე უყურებდეს ელიას, რადგან თავად თვლის, რომ მის პატარას ყველაზე მეტად გაუმართლა! ის იმ ღამით ჩაისახა, როცა ოთახის კედლები ინგრეოდა მისი მშობლების ბედნიერებით... ბევრი ფიქრის შემდეგ ისიც აღიარა, რომ იოანს იმხელა უფლებები აქვს ბავშვზე, რამხელაც თავად, ამიტომ როცა უნდა მოუნდეს იოანს ელიას ნახვა, უარს აღარ ეტყვის.. იოანი ყოველთვიურად უგზავნის ფულს, უფარავს ყველანაირ ხარჯს და ერთი სიტყვით, ის შორიდან უზრუნველყოფს მატილდასა და ელიას მატერიალურ მხარეს.. ვერ გეტყვით, რომ იოანის დაკარგვა მატილდამ რთულად გადაიტანა, რადგან ეს საერთოდ არ გადაუტანია. ამაზე ლაპარაკს ყოველთვის ყველასთან თავს არიდებს. თითქმის არ ახსენებს იოანს, მხოლოდ მაშინ როცა ამის აუცილებლობაა.. რადგან მისი სახელის გაგონებაც კი ჟრუანტელს ჰგვრის და გონებას უბინდავს. ვერაფრით დაივიწყა, ვერაფრით მოინელა ერთი იოანი.. ელიას მამის თვალები აქვს, მისი გამოხედვა მისი იერი, ნაკვთები.. ზუსტად ისე უყურებს მატილდას, როგორც იოანი უყურებდა. ზუსტად ისეთი გამომცდელი მზერით. ზუსტად ისე, მომაჯადოვებლად იღიმის როგორც მისი მამა და იოანის მსგავსად, ელიაც არც თუ ისე ხშირად იღიმება, თუმცა საოცრად თბილი ბავშვია. ყოველთვის, როცა მატილდა მის მზერას ვერ უძლებს და თვალები ცრემლებით ევსება, ელია ეხუტება. იცის, რომ როცა ადამიანები ტირიან, ყოველთვის უნდა მოეხვიოს მათ. მატილდას კი ეს ნამდვილად შველის. ყოველდღე იხსენებს იოანთან გატარებულ დროს. თვალებიდან არ ამოსდის მისი სახე, როდესაც ის ბოლოს ნახა. სულ თვალწინ უდგას იოანის განადგურებული მზერა, რომელიც მატილდასგან მხოლოდ ერთ სიტყვას ელოდა, მხოლოდ ერთ ისეთ სიტყვას, რომელიც ორივეს აპოვნინებდათ ახალ ბილიკებს ერთმანეთთან დასაბრუნებლად.. ხანდახან თავსაც იდანაშაულებს და თვითგვემისგან დეპრესიასაც კი იმართებს როცა წარმოიდგენს რამხელა ტანჯვისთვის გაიმეტა იოანი, თუმცა ამასთან გამკლავება ისწავლა. * -მამა, შეიძლება კიდევ სულ ცოტაც?-დიდი ცისფერი თვალები შეანათა მამას პატარამ. -შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სანაცვლოდ მამას ძალიან, ძალიან ბევრს ჩაეხუტები.-თვალი ჩაუკრა და ხმით გაუცინა. ტანია ხელებ გაშვერილი გაექანა მამისკენ და კისკისით დაუკოცნა სახე. -ახლა შეგიძლიათ მიირთვათ კიდევ ერთი კექსი პატარა ქალბატონო.-მაგრად უჩქმიტა ლოყაზე და ხელში აყვანილი დააბრუნა მაგიდასთან. -მამა, მართლა სხვაგან უნდა გადავიდეთ?-ცოტათი მოიწყინა ტანიამ. -ხო, ჩემო პატარა, სხვაგან უნდა გადავიდეთ. -მაგრამ.. დედას უყვარდა ეს სახლი...-თვალები დახარა პატარამ. -დედას ეს სახლი მხოლოდ იმიტომ უყვარდა, რომ აქ თქვენ იყავით.. მისთვის ყველა სახლი საყვარელია სადაც თქვენ იცხოვრებთ.-თბილად გაუღიმა და ჭამაში მიეხმარა. -ხომ მაგრამ.. ეს დიდი სახლია და მე აქ ჩემი ოთახი მაქვს.. ლისისაც.. თვალი გააპარა ჭოჭინაში მოთამაშე დისკენ. -იქაც გექნებათ თქვენი ოთახი. მამიკო ბევრს, ძალიან ბევრს იმუშავებს რომ არაფერი მოგაკლდეთ. -თუ შენ იმუშავებ, მაშინ მე მომიწევს ლისენიას დედა ვიყო?-გაურკვევლობისგან თვალების ცეცებას მოჰყვა ტანია. -არა მა, ეს საიდან მოიტანე?-ბავშვის ნათქვამზე გაეცინა იოანს. -მაშინ ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს მასზე, როცა მამა სამსახურშია? შენ რა წესები დაგავიწყდა?-გამომცდელად, წარბაწეულმა შეხედა მამას.-როცა დედა სამსახურშია, ბავშვებზე მამა ზრუნავს, როცა მამაა სამსახურში, მაშინ დედა..-გულნატკენად გაიმეორა დაბეჯითებით ნასწავლი ტექსტი. -ჩემო პატარა.-ბავშვთან ჩაიმუხლა და მისი პატარა, უსუსური სახე ხელებში მოიქცია.-წესების შეცვლა მოგვიწევს, იმიტომ რომ არსებობს სხვა, უკეთესი ვარიანტებიც. -მაგალითად?-ეჭვისთვალით დააკვირდა მამას. -მაგალითად შენ შეგიძლია ბაღში იარო და უამრავი მეგობარი გაიჩინო.. ხოლო როცა მამიკო იმუშავებს, შენთან და ლისენიასთან ძალიან კარგი გოგო დარჩება. პატარამ ცხვირი აიბზუა, აშკარა იყო რომ მამის ახალი გეგმებით კმაყოფილი არ ჩანდა.. -შენ თვითონ არ ამბობდი რომ ყველაფერი ერთად უნდა მოვიფიქროთ? -ხო, ასე ვამბობდი. -მაგრამ მარტომ მოიფიქრე.-განაწყენებულმა გაატრიალა სახე. -ტანია, მამიკოს ხომ ენდობი? ახლა მამიკომ უკეთ იცის რა უნდა გააკეთოს. ამიტომ დაუჯერე, კარგი? -არავის აზრი არ არის მნიშვნელოვანი, როცა შენ საკმარისზე მეტი არგუმენტი გაქვს!-ისევ ჩამოურაკრაკა მამას მისივე ნასწავლი ‘წესი’ და ხელები პატარა მუცელზე დაილაგა. იოანს უხმოდ გაეცინა. -და რა არგუმენტები გაქვს?-გვერდით ჩამოუჯდა. -მე ეს სახლი მომწონს, ბაღში სიარული არ მინდა, არც ახალი გოგონა მჭირდება რომელიც მომივლის და მგზავრობაც არ მიყვარს.-კმაყოფილმა ჩამოთვალა თითებზე.. -მაგრამ მამიკომ ხომ გასწავლა? ხანდახან შეიძლება დათმო შენი არგუმენტები, როცა ამას სხვისთვის გააკეთებ.-მსუქანი კისერი ჩაუკოცნა პატარას. -ამაზე ვიფიქრებ.-ჭამა განაგრძო ტანიამ და მამას მზერა მოაშორა.. * -მალე მივალთ ახალ სახლში?-მგზავრობისგან ზედმეტად გადაღლილმა ტანიამ თავი მამას მიადო და თვალები თავისით მიეხუჭა.. -ძალიან მალე, ოღონდ არ დაიძინო, კარგი?-თავზე აკოცა. -ლისის თუ სძინავს?-თავი აწია და მამის მკლავებში მოკალათებულ მძინარე ლისენიას დახედა. -მამიკო, ის ხომ შენზე პატარაა?-თბილად გაუღიმა ორივეს.. ტანია ძალიან მოიხიბლა ახალი სახლით, ლისენიაც.. სიცილ-კისკისით დარბოდნენ და ყველაფერს ედებოდნენ. იოანიც კმაყოფილი იყო მათი ბედნიერებით. მათთან ერთად თამაშობდა ათასნაირ თამაშს, რომელსაც ტანია თავის პატარა თავში იგონებდა.. ერთი სული ჰქონდა ელიასა და მატილდას სანახავად წასულიყო, მაგრამ ჯერ ძიძას ელოდებოდა, თან უნდოდა გოგოები მასთან ერთად მიჩვეოდნენ სახლს.. გული გამალებით უცემდა. ახლა უკვე თავადაც იმ ქალაქში იყო, სადაც მისი შვილი და ერთადერთი ქალი სუნთქავდნენ.. ნერვიულობისგან ყელში სულ რაღაც ჰქონდა გაჩხერილი. თავადაც არ იცოდა რაზე ღელავდა.. -მამა, რამეზე ნერვიულობ?-თოჯინა სავარძელზე დააწვინა და მამას კალთაში ჩაუხტა ტანია. -რატომ მეკითხები? -უკვე რამდენი ხანია წვერს ხელით ისწორებ, ამას მაშინ აკეთებ, როცა რაღაცაზე ნერვიულობ.. აი მაგალითად, ერთი კვირის წინ ლისენია რომ წაიქცა გახსოვს? -რა თქმა უნდა, მახსოვს.. -სანამ ექიმი მოვიდოდა, ლისისთან იჯექი და ზუსტად ასე შვებოდი.-კისკისა ხმით გაიცინა ტანიამ. -ხო, მამიკო ცოტათი ღელავს.-საბოლოოდ აღიარა იოანმა და მიხვედრილ ბავშვს ცხვირზე უჩქმიტა. უკვე სამი საათი გავიდა რაც იოანი და გოგოები ჩამოვიდნენ, იოანმა დაღლილი ბავშვები დააძინა, თავად სავარძელში ჩაჯდა ძიძის მოლოდინში და სანატრელი ზარის ხმაც გაისმა.. -გამარჯობათ.-თავმომწონედ გაიღიმა ახალგაზრდა გოგონამ. -გამარჯობა.-არც იოანმა დაუგვიანა თავაზიანი ღიმილი. ხელიდან ჩემოდნები გამოართვა და შინ შეიპატიჟა. -გოგონები სად არიან?-თვალებით დაუწყო ძებნა ახლადმოსულმა. -გოგონებს სძინავთ. ცოტახანს დავსხდეთ, ვისაუბროთ. ხელი სავარძლისკენ გაიშვირა და თვითონაც იქით წავიდა. -ესეიგი, თეონა ხომ?-ისევ გაიღიმა. -დიახ.-მორიდებით უპასუხა ახალგაზრდამ.. -თეონა, ძალიან მინდა ჩემი მოლოდინები გაამართლო. ვეცდები ყველანაირად შეგიწყო ხელი იმაში რომ გოგოებს შეუყვარდე, თუმცა ალბათ ხვდები ეს რამხელა პასუხისმგებლობაა.-იოანმა ვისკი დაისხა და წამებში გადაკრა.. აშკარად ძაბავდა ეს საუბარი. -კი, ძალიან კარგად მესმის. დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამომივა, იმედია გოგოებიც მალე შემიყვარებენ. -მთავარია მოინდომო და ხელი არ ჩაიქნიო.. მათი გულის კარი იშვიათად იღება, მითუმეტეს დედის დაკარგვის მერე.-ნერწყვი გადაყლაპა.-თუმცა მგონია რომ შენ მოეწონები.-გაიღიმა და კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც საოცრად გამოიყურებოდა. -ახლა უნდა გავიდე, რაღაც საქმე მაქვს,ტანიამ იცის, რომ გასვლას ვაპირებდი, ამიტომ თუ ჩემ მოსვლამდე გაიღვიძა, აუცილებლად გთხოვს ჩემთან დარეკვას. თაროზე ტელეფონი დევს, ჩემი ნომერია მხოლოდ ჩაწერილი და იქიდან დამირეკე..-გაიღიმა და ფეხზე წამოდგა. თეონამ კარამდე მიაცილა უფროსი და სახლში კმაყოფილი შებრუნდა. ასეთი სიმპატიურიც არ ჩანდა ფოტოებში იოანი. ტუჩზე იკბინა, მთლიანად იყო მონუსხული მამაკაცით. იმ ადგილას დაჯდა, სადაც იოანი იჯდა და მისი სუნის ხარბად შესუნთქვას მოჰყვა.. მატილდას სახლის კართან იდგა, ოფლიან ხელისგულებს შარვალზე იწმენდდა და ღრმად სუნთქავდა თავის დასამშვიდებლად.. ‘ღმეთო, იაონ რა გჭირს?’-საკუთარ თავს შემოუძახა..-‘პატარა ბავშვივით ღელავ..’ დააზარუნა, კარი წითელ კაბაში გამოწყობილმა მატილდამ გაუღო. ერთ-ერთი დიალოგის დროს იოანმა უთხრა რომ ყველაზე მეტად წითელი უხდებოდა, ეს სიტყვები მის ქვეცნობიერში დაილექა და ახლა როცა ისევ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თავისდაუნებურად შეარჩია წითელი კაბა.. იოანი დაიბნა და 15 წლის ბიჭივით გაიღიმა. -გამარჯობა.-ხმა გამწყდარმა უთხრა და ეცადა თვალი მოეშორებინა ქალის მოღეღილი მკერდისკენ.. -შემოდი.-მატილდამაც გაიღიმა, კარი ფართოდ გააღო და მამაკაცი შინ შეიპატიჟა. იოანმა როგორც ყოველთვის, ახლაც წინ გაუშვა მატილდა და მის გამოკვეთილ უკანალს ნერწყვმოდენილი დააკვირდა. მატილდა მისაღებში გაჩერდა. -ცოტახანს აქ დამელოდე, ელიამ ახლა გაიღვიძა, ტანსაცმელს გამოვუცვლი და გამოვიყვან.-ისევ გაიღიმა და ბავშვის ოთახსკენ დაიძრა. იოანი ჯერ დაჯდა, მერე მიხვდა რომ მოსვენება დაკარგული ჰქონდა, ამიტომ ისევ ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. მატილდას ნაბიჯების ხმა რომ გაიგო, შეკრთა, დაბნეული დატრიალდა მისაღებში და მას შეეჩეხა.. მისთვის ყველაზე სასურველი ქალი, ბავშვით ხელში იდგა მის პირდაპირ და კმაყოფილი უღიმოდა მომაჯადოვებელი ღიმილით.. მისი თვალები ვარსკვლავებივით ანათებდნენ.. იოანი კიდევ უფრო მიუახლოვდა ბავშვს და თავი მისკენ დახარა. -გამარჯობა ჩემპიონო. თვალები აუწყლიანდა, გაუწითლდა, ბედნიერებისგან აკანკალდა.. მატილდამაც კი იგრძნო მისი ემოციები და შეუმჩნევლად ატირდა.. იოანმა ელია ხელში აიყვანა და გულზე ძალიან მაგრად მიიკრა. რბილ თავზე რამდენჯერმე აკოცა და ხელით ცრემლები შეიმშრალა. -რა სასწაულია..-თითქმის ჩურჩულით თქვა, თანაც უმისამართოდ. -ძალიან გგავს.-თვალცრელიანმა გაუღიმა მატილდამ. იოანი სავარძელში დაჯდა, ელია დაიჯინა და ჯიუტად დააცქერდა სახეზე. პატარამ მისი ცერა თითები დაიჭირა ხუთი თითით და ხმაურით გაუცინა. -აბაზანაში შევალ, ცოტახანს ხომ დაიტოვებ?-დაბნეულმა ენის ბორძიკით იკითხა მატილდამ. ბავშვთან ყოფნით გართულმა იოანმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია. მატილდა სააბაზანოში შევარდა და სარკესთან აიტუზა. ხელები ნიჟარაზე დააწყო და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა. ‘სიმშვიდე შეინარჩუნე მატილდა, სიმშვიდე..’-თავს შემოუძახა და ღრმად ჩაისუნთქა.-‘სად გაქრა შენი სიამაყე? რა დაემართათ შენს პრინციპებს?’-განაგრძო და თავის თავთან საუბარს..-‘ნუთუ უფლებას მისცემ ერთი ღიმილით ყველაფერი დაგავიწყოს? ღმერთო, ის ისეთი სიმპატიურია..’თვალები დახუჭა და სახეზე ხელები აიფარა.-‘მხოლოდ ერთი შემოხედვით შეუძლია თავი დედოფლად მაგრძნობინოს.. მხოლოდ ერთი ღიმილით შეუძლია გამაშიშვლოს.. ერთი ხმის ამოღებით შეუძლია დამათროს..’ნერწყვი გადაყლაპა და ტუჩები დაისველა. ‘როგორ შეიძლება რომ ადამიანის მიმართ ლტოლვა არასდროს გაგიქრეს? როგორ შეიძლება სულ მისი სხეულის სითბოზე ფიქრობდე? საკმარისია! შენ ძლიერი ქალი ხარ!’-ფეხზე წამოდგა და კაბა გაისწორა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი და მისაღებში დაბრუნდა. დიდი ხნის თამაშის შემდეგ, ელია დაიღალა, გუნებაც შეეცვალა, ამიტომ მატილდამ ის დასაძინებლად წაიყვანა. ბავშვი დააწვინა, მაკიაჟი და ტანისამოსი შეისწორა და თავად ისევ მონატრებულ მამაკაცს დაუბრუნდა. იოანმა იცოდა, რომ წასვლის დრო იყო, თუმცა საყვარელ ქალთან ასე მარტივად განშორება არ შეეძლო, ამიტომ დაძაბული იჯდა სავარძელში და უხერხულებისგან თითებს ათამაშებდა. -ყავას არ დალევ?-თავისდაუნებურად იკითხა მატილდამ და გონებაში მაშინვე საკუთარი თავის კრიტიკას მოჰყვა. -კი, სიამოვნებით.-ღიმილნარევი ხმით უპასუხა და შვებით ამოისუნთქა. ახლა უკვე ჰქონდა დარჩენის მიზეზი... მთავარია მიზეზი ჰქონდა და რა მნიშვნელობა აქვს ეს ყავა იყო თუ სხვა რაიმე.. -ახლავე მოვიტან.-თითქმის სირბილით გავიდა სამზარეულომდე. ჩაიდანს მაშინვე შეუნთო და სკამზე მოთავსდა. ვერაფრით უმკლავდებოდა იმ მიზიდულობას, რაც იოანის მიმართ ჰქონდა.. ყოველ წამს უკითხავდა საკუთარ თავს ლექციებს, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა, რადგან იოანის ერთი მზერა და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა.. ფინჯნები მაგიდაზე დააწყო და თავად სავარძელზე, მამაკაცისგან ოდნავ მოშორებით მოთავსდა. -ბავშვები როგორ არიან?-უხერხული სიჩუმისგან თავის ასარიდებლად იკითხა მატილდამ, თუმცა მარტო ესეც არ იყო, გულრწფელად ღელავდა ტანიასა და ლისენიაზე. -კარგად, მე მგონი კარგად..-დაეჭვებით უპასუხა იოანმა და ნაძალადევად გაიღიმა. -ელიაზე უთხარი? -ლისენია ამას საერთოდ ვერ გაიგებს.. ამიტომ რა თქმა უნდა არც მითქვამს. ტანიამ იცის რომ აქ პატარა ძმა ჰყავს, თუმცა ამის არ სჯერა.-ხმით ჩაიცინა იოანმა. -არაუშავს, ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებენ.. იმხელა სტრესი გამოიარეს, ჟრუანტელი მივლის რომ მახსენდება.. თუმცა მათ შენ ჰყავხარ, მე კი დარწმუნებული ვარ რომ შენ მათ ცხოვრებას გააფერადებ.-მატილდა არ წყვეტდა საუბარს, ათას დაგროვილ სიტყვას არახუნებდა ერთმანეთზე, თუმცა იოანი მას პირველი ორი წინადადების შემდეგ საერთოდ აღარ უსმენდა. ორივე თვალით მიშტერებოდა მატილდას მკერდს და მისი თვალებიდან გადმოსული ცეცხლით წვავდა ქალბატონის სიშიშვლეს.. გონებაში გაუჩერებლად უტრიალებდა მატილდას აბრეშუმივით კანზე შეხება და ხმის ამოღებას საერთოდ ვეღარ ახერხებდა.. მხოლოდ ნერწყვს ყლაპავდა მიყოლებით, დახრჩობამდე.. მატილდა იოანის მზერამ მოულოდნელად დაადუმა, თავადაც იგრძნო, რომ მამაკაცი მის ერთ სიტყვასაც კი ვერ იგებდა და გაჩუმდა, გაიყინა.. იოანის განცდებს, რა თქმა უნდა, მიხვდა, საკმაოდ კარგად იცნობდა მამაკაცს. დაიბნა და თვალების ცეცებას მოჰყვა. კიდევ უფრო მიიზიდა იოანმა, მის თვალებში კითხულობდა ვნების ნაპერწკლებს და ეს აგიჟებდა, ამას ჭკუიდან გადაჰყავდა. სიცხე იგრძნო, ეგონა ოფლში იწურებოდა.. გაშლილი, გრძელი თმა ხელით აიწია მაღლა და მამაკაცის მზერისგან დამწვარი სხეულის გაგრილებას შეუდგა.. იოანი კიდევ უფრო გაამხეცა ამ სანახაობამ. უნდოდა გრძელი თითები ჩაევლო მატილდას თხელი, მაღალი კისრისთვის, თავი მისკენ დაეხრევინებინა და ტუჩებზე ტუჩებით შეხებოდა.. ხელის გულები ისევ გაუოფლიანდა მამაკაცს, შარვალზე შეიწმინდა მოურიდებლად და ისევ წარმოდგენილ სანახაობას მიუბრუნდა ტუჩების ლოკვით.. ამ წუთებში ისინი სრულ აღმაფრენას გრძნობდნენ, მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთთან შეხებას ვერ ბედავდნენ, ერთმანეთისთვის ყურებაც საკმარისი იყო მათთვის.. იოანის ტელეფონი აწკრიალდა, რამდენიმე წამი ყურადღებას არცერთი აქცევდა, ბოლოს ორივე გამოფხიზლდა, იოანმა ხელი ჯიბისგენ წაიღო და არც დაუხედავს ისე უპასუხა ზარს. თვალები კი ისევ მატილდასთან დარჩა.. -გისმენთ.-ამდენხნიანი სიჩუმისა და ვნებისგან ხმა ჩაუწყდა, ამიტომ რამდენჯერმე დაახველა და გამოსწორებას შეეცადა. -იოან, თეონა ვარ..-ღიმილნარევი ხმით დაიწყო გოგონამ საუბარი. -ხო, თეონა, გისმენ.-ასევე კეთილგანწყობით უპასუხა იოანმა. მატილდას სახეზე ალმური მოედო.. ამ სახელის გაგონებაზე ყელში ბურთი გაეჩხირა.. გაახსენდა რომ იოანს სახლში სწორედ თეონა ელოდა.. ისიც გაახსენდა კატიამ რომ უთხრა, თუ ერთმანეთი მოეწონათ, მშვენიერი წყვილიაო.. ეჭვიანობამ ისე აიტანა, მზად იყო იოანისთვის თვალები დაეთხარა გრძელი ფრჩხილებით.. მიმიკებს კონტროლს ვერ უწევდა, თავის დასამშვიდებლად ყავა აიტაცა ხელში და მთლიანად გადაკრა.. -გოგონებმა გაიღვიძეს, ლისენია ისევ მივაძინე, ბოლომდე არც იყო გამოფხიზლებული და მგონი ვერც მიხვდა ვინც ვიყავი.-ხმით ჩაიცინა თეონამ.-ტანია კი ადგა, შევთავაზე შენთან დარეკვა, მაგრამ არ მინდაო, მგონი გაბრაზდა სახლში მხოლოდ მე რომ დავხვდი.. -ესეიგი მაინც გამიბრაზდა.-იოანმაც სიცილით დაიწყო ლაპარაკი. -კი, განაწყენებულია. -20 წუთში მოვალ, თუ რამე შეიცვალა დამირეკე. -კარგი, გელოდებით.-კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი, ერთი სული ჰქონდა იოანი სახლში დაბრუნებულიყო.. -უნდა გავიდე.-მაშინვე წასასვლელად წამოიმართა იოანი. -წადი.-მატილდამ ფეხები სავარძელზე აალაგა, იდაყვებით დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო და ისე უპასუხა, ზედაც არ შეუხედავს მისთვის. -რამე მოხდა?-თავი მის თავთან ახლოს მიიტანა, ეცადა თვალებში შეეხედა. -რა უნდა მომხდარიყო? წადი, გელოდება თეონა.-ხელით კარისკენ მიუთითა და თავი უკან გასწია მისი სუნი ასე მძაფრად რომ არ ეგრძნო. იოანმა საპასუხოდ მხოლოდ გაიცინა. -რა გაცინებს?-ამაზე უფრო აენთო მატილდა. -მეცინება, ისევ რომ ეჭვიანობ, პატარა ბავშვივით. -ვეჭვიანობ?-მატილდამაც ხმამაღალი სიცილი ატეხა.-ალბათ ძალიან გინდა რომ ეგრე იყოს. -იცი მე რა მინდა?-სერიოზული სახით ჰკითხა იოანმა და თვალი მის ტუჩებს მიაშტერა. -რა გინდა?-გაღიზიანებულმა იკითხა მატილდამ.. იოანი მისკენ დაიხარა, მისი თავი ხელში მოიქცია და მოწყურებული დააცხრა მატილდას სველ ბაგეებს.. თავს ვერ აკონტროლებდა, ამდენი ხნის სურვილის შემდეგ, ისევ იგრძნო საყვარელი ტუჩების გემო, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, ხელები წელზე შემოხვია და თავისკენ კიდევ უფრო მიიზიდა.. მატილდას ტკივილნარევი სიამოვნებისგან რამდენჯერმე აღმოხდა ხმამაღალი კვნესა, თავიდან ბოლომდე მიენდო იოანს, თანახმა იყო ის მომხდარიყო, რასაც მამაკაცი ისურვებდა.. მოულოდნელად იოანი გაჩერდა.. ჯერ ტუჩები მოაშორა მატილდას, შემდეგ ხელები, ოდნავ უკანაც დაიხია.. ტუჩიდან ახლად წამოსული სისხლი ხელით შეუმშრალა სასურველ ქალს და წელში გასწორდა. მატილდა გაოცებული უყურებდა იოანს,კიდევ უფრო დაბერილი ტუჩებით.. ვერაფრით ხვდებოდა რატომ გაჩერდა შუა გზაში, თავს დამცირებულადაც კი გრძნობდა. -ასე ერთხელ უკვე დაიწყო..-ხმა ჩახრენწილმა, ძლივს ამოიღო ხმა იოანმა და სახით მატილდასკენ შეტრიალდა.-მაგრამ არ გაამართლა.. სექსი არ გვექნება, იქამდე , სანამ არ მეტყვი რომ გიყვარვარ.-ხმით ჩაიცინა და მატილდას გააფთრებული სახის გამხიარულებას შეეცადა ნიკაპზე რამდენიმე სულელური შეხებით. -ამას არასდროს გეტყვი!-თავის თავში დარწმუნებულმა უპასუხა მატილდამ, თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლებს ყრიდა. -მაშინ არასდროს გვექნება სექსი და ამ ვნების შენში ჩაკვლა მოგიწევს.-ისევ გაიცინა.. -რომელი ვნების? შენ მართლა გგონია რომ შენ მიმართ რაიმე გრძნობა დამრჩა?-ირონიულად უპასუხა მატილდამ. -მაშინ რატომ მაკოცე? -მე გაკოცე? შენ თვითონ მომახტი.-ფეხზე გაცოფებული წამოხტა მატილდა. -და შენ უარი მითხარი?-იოანიც წამოდგა და მატილდასთან ძალიან ახლოს დადგა. -ჯობს წახვიდე, თეონა არ ალოდინო. -მივდივარ.-ტანსაცმელი შეისწორა იოანმა და კარისკენ დაიძრა. -ელიას ხვალ გამოვუვლი.-მატილდასკენ არც შეტრიალებულა , თავისთვის ჩაილაპარაკა. მხოლოდ კარის გამოღებამდე მობრუნდა , კიდევ ერთხელ შეათვალიერა წითელ კაბაში გამოწყობილი მატილდა და კარი გამოაღო. -გოგოებს აკოცე ჩემგან, განსაკუთრებით თეონას.-ჯიჯღინი კიბეებზე დააწია , კარი მიიჯახუნა და სახლში გულანთებული შებრუნდა. ცოტახანს გაშეშებული იჯდა, შემდეგ კი ტელეფონი მოიმარჯვა.... -კატია! -მძინავს, მერე დაგირეკავ.-ძლივს ამოილუღლუღა კატიამ. -რა დროს ძილია შენ ხო არ გაგიჟდი? -მეძინება და მძინავს მატილდა, რა ჯანდაბა გინდა?-საბოლოოდ მაინც გამოფხიზლდა.. -იოანი იყო ჩემთან.-მორიდებულმა თქვა მატილდამ და ლოყები აუწითლდა. -უკვე??? მოიცა მთელი დღე მეძინა?-ლოგინზე წამოჯდა კატია. -თეონასთან წავიდა.. -მაგის სათქმელად გამაღვიძე? -ღმერთო კატია კიდევ უფრო სიმპატიურია! -ამის სათქმელად მირეკავ?-ყურებს არ უჯერებდა გაცოფებული კატია. -გამოფხიზლდი ძროხა!!! ვერ გაიგე რას გეუბნები??? -ხმას აუწია მატილდამ.-კიდევ უფრო სიმპატიური იოანი, ჩემი იოანი, ჩემი ელიას მამა ჩემთან მოვიდა, დორბლები მადინა და მხოლოდ იმიტომ რომ ბოლოს თეონასთან წასულიყო, ახლა გაიგეე??? -მატილდა თეონასთან არა, თავის სახლში წავიდა, თავის შვილებთან! -იმ მახინჯმა დაურეკა! ყველაფერი კარგად იყო სანამ ის არ დარეკავდა. -გთხოვ ამდენ სისულელეს ნუ მასმენინებ, ძილს ვიბრუნებ, რომ გავიღვიძებ დაგირეკავ. კატიამ ტელეფონი გათიშა.. იმედგაცრუებულმა მატილდამ აღარ იცოდა ვისზე ეყარა ჯავრი, ხან ტელეფონს მიადგა, ხან სკამებს, სავარძლებს.. ბოლოს ძლივს დაიბრუნა სიმშვიდე და ელიას მიუწვა.. * -საჭმელს არ შეჭამ?-შინაურულად იკითხა თეონამ და იოანს გვერდით მიუჯდა. -არა, არ მშია, მადლობა.-მზრუნველობა ესიამოვნა მამაკაცს, თბილად გადახედა ახალგაზრდა ქალბატონს და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა. -გამიხარდა გოგონებმა რომ თბილად მიმიღეს.. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, დიდი სტიმულია.-ლაპარაკის წამოწყებას შეეცადა თეონა. -მეც მიხარია.-მოკლედ უპასუხა იოანმა. -მინდოდა გოგოები სადმე წამეყვანა, მაგრამ დღეს დაღლილები არიან.. იქნებ ხვალ გავასეირნო? აქაურობა დავათვალიერებინო. რას იტყვი?-თეთრი კბილები მიანათა უფროსს. -კი შეიძლება, ოღონდ პირველ ეტაპზე მარტო ვერ გაგიშვებთ , სწორად გამიგე.. არ ვენდობი ამ ქალაქს. თეონას თვალები გაუბრწყინდა სიხარულისგან, ყველაზე მეტად სწორედ ამის გაგება უნდოდა.. სულ რამდენიმე წამში წარმოიდგინა როგორ სეირნობდნენ ოთხივე ერთად , სანახაობამ დიდი სიხარული მოჰგვარა. გული გამალებით უცემდა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. -ძალიან კარგი! მიხარია შენც თუ წამოხვალ.-ემოციები ბოლომდე მაინც ვერ დამალა. ** იოანი დილით ტანიას მოუსვენრობამ გააღვიძა. თუმცა დიდხანს არ უძინია, სულ რამდენიმე საათით.. ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ტანიასთან ერთად გავიდა სამზარეულოში, სადაც თეონა გაღიზიანებულ ლისენიას აჭმევდა. -გამარჯობა.-თბილად მიესალმა თეონას, ლისენიას კი მიუახლოვდა და ოქროსფერ თმაზე თბილად აკოცა. -დილამშვიდობის.-დარცხვენილად უპასუხა თეონამ და ხალათის შესწორებას მოჰყვა.-ტანსაცმლის ჩაცმა ვერ მოვასწარი. -ის გეცვას რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.. მე ვაჭმევ, როგორც ჩანს ვერ არის ხასითზე. ხელიდან ჯერ კიდევ თბილი ფაფა გამოართვა და პატარას მიუჯდა. თეონა ტანიასთვის საჭმლის მომზადებას შეუდგა. -მა, დღეს სადმე წავალთ?-ტუჩგადმობრუნებულმა იკითხა ტანიამ. -კი მა, ვისაუზმოთ, მოვწესრიგდეთ და წავიდეთ. -სად წავალთ?-ბედნიერმა გოგონამ ტაში შემოკრა და მამას მკლავზე დაეკიდა. -ჯერ ელიას გავუვლით, შემდეგ სადმე გავისეირნებთ, იქ სადაც შენ მოგინდება.-ლოყაზე კბენით აკოცა და ლისენიას მიუბრუნდა. ელიას გაგონებაზე თეონამ ყურები დაიგრძელა, მან მატილდასა და იოანის ურთიერთობაზე საერთოდ არაფერი იცოდა, ამიტომ ვერც ელია ახსნა გონებაში, კითხვის დასმა უნდოდა, თუმცა ვერ გაბედა, არ უნდოდა უზრდელად ჩაეთვალა იოანს. * -ბავშვი გაამზადე, ნახევარ საათში მოვალ და წავიყვან. -სად წაიყვან? -გოგოები მიმყავს სასეირნოდ, ელიასაც წავიყვან მათთან ერთად. იმედია წინააღმდეგი არ ხარ. -აა.. არა.. წაიყვანე..-ენის ბორძიკით უპასუხა მატილდამ. -კარგი. ტელეფონი კომოდზე მოათავსა, ელიას რამდენჯერმე აკოცა და მისთვის ტანსაცმლის მომზადებას შეუდგა. მალევე შეურჩია პატარას ტანისამოსი. დარწმუნებული იყო რომ იოანი მასაც სთხოვდა წაყოლას, ამიტომ როგორც კი ელიას გამზადება დაასრულა, ახლა თავისი თავის მოწესრიგებას შეუდგა.. როგორც ყოველთვის ახლაც მომხიბლავად გამოეწყო, და კარზე ზარის ხმაც გაისმა.. სტუმრების რაოდენობამ, მოლოდინს გადააჭარბა. ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი მომღიმარი გოგონები, რომლებსაც გვერდს სპორტული აღნაგობის მამაკაცი უმშვენებდათ, ხოლო მამაკაცის გვერდით ახალგაზრდა გოგონა იდგა, თავის თავში დარწმუნებული და კმაყოფილი... -მობრძანდით.-ძალდატანებით თქვა მატილდამ და კარს მოშორდა. პირველი , რა თქმა უნდა, ბავშვები შეცვივდნენ და მათ უფროსებიც მიჰყვნენ. თეონა მატილდასკენ დამცინავი, აფერისტული ღიმილით გაემართა, წელზე ხელები შემოხვია და ისე ჩაეხუტა, თითქოს სამყაროში ერთადერთი იყო, ვინც უყვარდა.. -მატიი.. როგორ მომენატრე!!! ძალიან გამიხარდა შენი და იოანის ამბავი. -რა ამბავი?-წარბაზედილმა იკითხა მატილდამ. -თქვენი შვილის ამბავი.-დაბნეულმა უპასუხა თეონამ. -თეონამ მითხრა რომ კარგად იცნობთ ერთმანეთს, გამიხარდა. რატომ არ მითხარი გუშინ?-საუბარში იოანი ჩაერთო, რომელიც ცდილობდა სამი ბავშვისთვის გაენაწილებინა ყურადღება და ეს ძალიან სასაცილოდ გამოსდიოდა. -საიდან უნდა მცოდნოდა რომ თეონასთან გაქვს რაიმე შეხება? ამ ქალაქში უამრავი თეონაა.-გაღიზიანებისგან კანკალებდა მატილდა. -კარგი, ჩვენ წავალთ, თორემ ესენი სახლში არ გაჩერდებიან. -ყველა მიდიხართ?-თვალებში ცრემლები მოაწვა მატილდას იმედგაცრუებისგან. -ხო , მივდივართ.-მოკლედ უპასუხა იოანმა და ელია ხელში აიყვანა. -შეიძლება ერთი წუთით ცალკე დაგელაპარაკო? -კი, რა თქმა უნდა.-იოანი მატილდას სამზარეულოსკენ გაყვა. თეონა კი ცოფებს ყრიდა , ვერ ეგუებოდა რომ მათ ლაპარაკს გამოტოვებდა.. თუმცა იოანის სიტყვები რომ მასსა და მატილდას შორის არაფერი ხდება , ამშვიდებდა და აგულიანებდა.. მისმა ინტერესმა იოანის მიმართ კიდევ უფრო იმატა.. მატილდას გამწარება მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობა იყო და ძალიან უხაროდა რომ ერთი გასროლით, ორ კურდღელს მოკლავდა.. -გისმენ.-მაგიდას მიეყრდნო იოანი და მატილდას თვალებში ჩააშტერდა. -არ მინდა ეს გოგო შეეხოს ჩემს შვილს!-თითქმის იკივლა მატილდამ! -გააფრინე?-სამზარეულოს კარი მიკეტა იოანმა და ისევ გაცოფებულ მატილდას მიუბრუნდა. -ვეზიზღები! ვერ მიტანს! ყველაფერს ჩემს გასამწარებლად აკეთებს!-სიბრაზეს ვერ მალავდა მატილდა. გაოცებულმა იოანმა ტუჩებზე ხელები ააფარა. -გონებას მოუხმე! და წესიერად ილაპარაკე ადამიანზე , რომელიც გვერდზე ოთახშია!-მკაცრად უპასუხა და სახიდან ხელი მოაშორა, მატილდას ეს კიდევ უფრო ეწყინა.. -ჩემი არ გჯერა? -რისი უნდა მჯეროდეს? რომ თეონას ეზიზღები? მსგავსი არაფერი შემიმჩნევია მატილდა! პირიქით, იმას უფრო ვამჩნევ რომ შენ გეზიზღება! ახლა კი თუ შეიძლება წავალ, არ მინდა ბავშვები ვალოდინო. და მსგავსი სცენები აღარ გამიბედო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და უხეშად მოშორდა.. მატილდამ თვალზე მომდგარი ცრემლები გადაყლაპა, ძალები მოიკრიბა და მისაღებში გავიდა.. ტანიასა და ლისენიას თბილი ჩახუტებით დაემშვიდობა, ელიას ბევრჯერ აკოცა.. თეონასა და იოანისთვის კი ხმა არ გაუცია, ისე გაააცილა.. თავს ძალიან დამცირებულად გრძნობდა, ჩანთასა და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და კატიასთან გაემართა. -შემოდი.-კარი ხალათში გამოწყობილმა კატიამ გაუღო. -მარტო ხარ? -ხო, ლაშა რაღაც საქმეზე გავარდა დილიდან. წაიყვანა იოანმა ელია? -კი..-ხვნეშით უპასუხა მატილდამ. -შენ რატომ არ წახვედი? -ჰაჰ.. მე?-სიცილით უთხრა და კატიას წვენი მოსვა. -ხო შენ.. -ვიღას ვახსოვარ მე?? მე მგონია ბიჭი ჩემზე დარდით გაილია რუსეთში მეთქი, და ეს კიდე ისე მექცევა , თითქოს მე დამეშავებინოს რამე! -წესიერად მოყევი. -დამადგა თავის თეონასთან ერთად! წაიყვანა ბავშვი და წავიდა. ვუთხარი არ მინდა ეს გოგო ჩემს შვილს შეეხოს , ვერ მიტანს, ვეზიზღები -მეთქი, და აქით გეზიზღება , მსგავსი არაფერი შემიმჩნევიაო! ის კუდიანი გამოიყვანა ანგელოზი, და მე ისე მელაპარაკა... -კარგი მატი, დამშვიდდი! ემოციებს ყვები უაზროდ.. ასეც ვიცოდი რომ ეჭვიანობა ბოლოს მოგიღებდა..-ჩაიცინა კატიამ. -ეჭვიანობა?-ახლა მას დააცხრა თავზე..-რა ეჭვიანობა? რა შუაშია ეჭვიანობა? -ხო კარგი.. კარგი..-აკაკანდა კატია.. -შენ რა ქენი ბოლოს და ბოლოს? აღარ აპირებ ტესტის გაკეთებას? -დღეს ღამე მე და ლაშა საზეიმო ვითარებაში გავიკეთებთ ტესტს.-ისევ განაგრძო სიცილი კატიამ. -ჯერ შენ გენახა.. -ლაშას უნდა რომ დაესწროს ამ ცერემონიას. -აი ზუსტად ვიცი რომ ორსულად ხარ! თვალები გაუშტერდა სიხარულისგან მატილდას.. ყველა ტესტზე ჭკვიანი ვარ მე, ხო იცი. გოგოებმა ბევრი იჭორავეს , მატილდამაც გული მოიფხანა ლაპარაკით.. ცოტა დამშვიდდა, ახლა უკვე ცივი გონებით აფასებდა მოვლენებს. -სად ხარ? -კატიასთან. უკვე მოდიხართ? -სახლთან გელოდები. -წინასწარ რატომ არ დამირეკე?-უცებ დაფეთდა მატილდა.-ელია ხომ კარგად არის? -კარგად არის მატილდა. წამოდი , გელოდებით. -უნდა წავიდე, მოუყვანია უკვე.. -აბა შენ იცი!-მხარზე ხელი სიცილით მიარტყა. მატილდა ორ წუთში უკვე კარებთან იდგა. -კატია, ღამის სამი საათიც რომ იყოს, დამირეკე და ტესტის პაახუხი მითხარი. -ვიცი ჩემო გოგო, დაგირეკავ აბა რას ვიზამ.. სადარბაზოსთან მოსეირნე მამა-შვილი მანქანიდანვე შენიშნა მატილდამ. მათკენ სირბილით გაექანა.. ელია დედის დანახვამ ძალიან გაამხიარულა, მაშინვე სიცილს მოჰყვა.. -მოენატრე..-მათ შემხედვარეს თბილად გაეღიმა იოანს. -ხშირად არ უწევს ჩემ გარეშე ყოფნა, მიჩვეული არ არის.. კარგი წავალთ ჩვენ.-ბავშვის ნივთები გამოართვა და კიბესკენ დაიძრა. -დავემშვიდობები.. იოანმა ელია თბილად ჩაიხუტა, რამდენჯერმე აკოცა ფრთხილად და ისევ დედას დაუბრუნა. მატილდასთან დამშვიდობებასაც აპირებდა, უნდოდა მაგრად მოეხვია საყვარელი ქალისთვის ხელები, თუმცა თეონას შემოჭრამ გაშვერილი ხელები ჰაერშივე გაუყინა.. -იოოო..-ბავშვური სიბრაზით მიეხუტა იოანს და ტუჩები დაბრიცა. -გისმენ თეონა. -მალე წავიდეთ რა.. დაიღალნენ გოგოები, ვეღარ ვაჩერებ მანქანაში.. მეც დავიღალე.. -ხო, წავიდეთ... კარგად მატი, ხვალაც მოვალ, ცოტახნით მაინც ვნახავ ელიას. -კარგად იოან! ხვალ თუ გინდა აღარ მოხვიდე, ოთხი ბავშვი შენთვისაც კი ზედმეტია..-ხმამაღლა გაიცინა , თეონა ფეხებიდან თმის ღერამდე აათვალიერ -ჩაათვალიერა და სადარბაზოში შევიდა. თეონას დამშვიდობება და მისი ქუსლების კაკუნის ხმა, ლამის სახლის კარამდე გაყვა.. * იოანი მატილდასა და ელიას ყოველ დღე ნახულობდა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა მათ შორის. იოანს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი რომ იქამდე არ დაამყარებდა მატილდასთან ფიზიკურ კავშირს, სანამ ერთმანეთს სიყვარულში არ გამოუტყდებოდნენ. აღარც თვითონ იყო პატარა , აღარც მატილდა და მეტიც, მათ უკვე შვილი ჰყავდათ, ამიტომ იოანს გული მატილდასთან საერთოდ სხვა ურთიერთობისკენ ექაჩებოდა. თავადაც არ იცოდა როგორ უძლებდა მიზიდულობას რაც მატილდასთან ჰქონდა. ყველა წამს როცა მატილდა თმას ან სხეულის ნებისმიერ ნაწილს ეხებოდა, იოანი გონებას კარგავდა და შუბლზე წვიმებივით უჩნდებოდნენ ვნებისგან წამოსული ოფლის წვეთები. მათ ყველა შეხვედრას თეონაც სულ ესწრებოდა ამიტომ კიდევ უფრო მარტივად უმკლავდებოდნენ გრძნობებს, თუმცა როცა შემთხვევით მათი სხეულები ერთმანეთს ედებოდა, თეონა არცერთს აღარ ახსენდებოდათ და ხშირი სუნთქვებით ეალერსებოდნენ ერთმანეთს.. -კატია, დარწმუნებული ხარ რომ მატილდას არანაირი გეგმა არ აქვს თავისი დაბადებისდღისთვის? -დარწმუნებული ვარ , მე და ელას გვინდოდა სიურპრიზის გაკეთება, მაგრამ ის ვერ ჩამოდის და ცოტა გაგვეწელა დაგეგვმა. -სადღაც მინდა წავიყვანო, ეცადე სახლიდან არ გავიდეს კარგი? და იქნებ ელიას დატოვებაც მოახერხო, თეონას რომ მივუყვანო ხომ იცი ჭკუიდან შეიშლება. -ვიცი , ვიცი.-ხმით ჩაიცინა კატიამ.-დავიტოვებ იო, ხომ იცი როგორ მინდა ყველაფერი დაალაგოთ. * -კაი რა მატი, პიჟამოში რატომ ხარ ცოტა ლამაზად ჩაიცვი შენი დაბადებისდღე მაინც არ იყოს. -დილიდან ტვინს რატომ მიჭამ კატი? ის მეცმევა რაც მინდა ვერ ვხვდები რა პრობლემაა. -ის გეცვას რაც გინდა, მაგრამ არა პიჟამო.-თვალები აატრიალა კაწიამ და მატილდას კარადიდან ტანსაცმლის გადმოყრას შეუდგა. -შენ ნორმალური ხარ? მაგას დალაგება არ უნდა შენი აზრით? -მატი წარმოდგენაც კი არ მაქვს როგორ გახდი 26 წლის ისე, რომ ნამიოკების ამოცნობა ახლაც კი არ შეგიძლია! -რა? -იოანმა სადღაც მინდა წავიყვანოო , ღირსი კი ხარ არ გამეფრთხილებინე და მაგ საღამურით წასულიყავი მაგრამ ამ ორსულობაში გადავწყვიტე ცოტა უფრო გულკეთილი ვიყო.-ლოგინზე წამოწვა კატია და ხმამაღლა სიცილს მოჰყვა. -შენ გითხრა?-სახე გაებადრა მატილდას. -ხო დამირეკა ხომ არაფერს გეგმავსო, სახლიდან არ გაუშვაო და ელია დაიტოვეო. -და რას ვაპირებო? -არ ვიცი მატი, ყველა დეტალის მოყოლა არ მითხოვია, იცოდე არაფერი მითქვამს! სიურპრიზი ჩავუშალე ბიჭს შენი სიდებილის გამო. -არც მეგონა თუ იცოდა დაბადებისდღე რომ მქონდა.-თვალები გაუბრწყინდა მატილდას და დაქალს გვერდზე მიუწვა.-ნეტავ სად წამიყვანს? -მგონი დაბანა ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდება და რას იტყვი სააბაზანოში ხომ არ გადაინაცვლებდი? -რატო სუნიანს არ წავიყვანო გაგაფრთხილა? -ხო, თუ არ დაიბანს აგერ თეონა სულ მოწესრიგებულია და იმას წავიყვანო ასე მითხრა.-სიცილს უმატა კატიამ და მატილდასგან მტკივნეული მუჯლუგუნიც დაიმსახურა. იბანავა , მაკიაჟი გაიკეთა , ულამაზესი კაბაც მოირგო , აქსესუარებიც და ახლა სარკესთან გადაინაცვლა . წინ და უკან ტრიალებდა გაუჩერებლად თავის თავით კმაყოფილი. დაახლოებით საღამოს 7საათზე კარზე ზარის ხმაც გაისმა , მატილდა ელიას აძინებდა ამიტომ კატიას მოუწია გაღება. -შემოდი.-სახლში შეუძღვა და თავიდან ბოლომდე აათვალიერ-ჩაათვალიერა, არც იოანს დაუკლია ცდა, ნამდვილად იმაზე მეტად იდეალურად გამოიყურებოდა ვიდრე ოდესმე. კატიამ იფიქრა თავში არ აუვარდესო და მისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. -სად არის?-თვალები 16 წლის ბიჭივით უბრწყინავდა იოანს და ადგილზე ცქმუტავდა, აშკარა იყო ერთი სული ჰქონდა როდის შეხვდებოდა მატილდას. -ახლა ელიას აძინებს, ვუთხარი სადმე გავიდეთ-მეთქი რომ გამომეპრანჭა და საღამურებში არ დაგხვედროდა.-დამაჯერებლად იცრუა კატიამ. მატილდა ოთახიდან რომ გამოვიდა იოანს მომენტალურად აუჩქარდა გულისცემა. იმის მიუხედავად რომ ყოველდღე ნახულობდა საყვარელ ქალს, ყოველი ახალი შეხედვა მაინც თავბრუს ახვევდა.. -იოან? აქ რას აკეთებ?-თავის გადებილება საკმაოდ კარგად გამოუვიდა მატილდას. -დაბადებისდღეს გილოცავ მატი,ხელში მინდვრის ყვავილების თაიგული გაუწოდა.-დანარჩენს მერე გეტყვი, სადღაც მინდა წაგიყვანო. * მანქანაში ორივეს გული ხელით ეჭირათ ისე ღელავდნენ ერთმანეთთან ცალკე და თან ასე ახლოს ყოფნით. -არ მეტყვი სად მივდივართ? -ქალაქიდან ოდნავ შორს, შენ რომ ყოველთვის მოგწონდა ისეთ სახლში. -და როგორი სახლები მომწონდა ყოველთვის? -ბევრი ფანჯრებით, დიდი ვერანდით, ლამაზი ხედებით. დიდი, მაგრამ მყუდრო. -ხო, ეგ მართალია. მაგრამ შენ ეგ როდის გითხარი არც კი მახსოვს. -სხვა ყველაფერი გახსოვს რაც ჩემთვის გითქვამს?-მატილდას გახედა და ცალყბად ჩაიღიმა იოანმა. მატილდა პატარა ბავშვივით დარბოდა ხან ეზოში, ხან ოთახებში. ეს სახლი მართლა გავდა მისი ოცნების სახლს, უფრო სწორედ იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ოდესმე ოცნებებში წარმოედგინა. -მოგწონს?-კმაყოფილმა გაიღიმა იოანმა. -ნეტავ სხვებიც წამოგყვეყვანა, ამხელა მარტოებმა რა უნდა გავაკეთოთ.-უეცრად მოიწყინა მატილდამ და ამის ნიშნად ქვედა ტუჩი გადმოატრიალა. -მატი.-ხელი ხელზე ჩასჭიდა და მის წინ დაიყენა. -მინდოდა ყველა შენი მეგობარი ახლოც და არც თუ ისე ახლო წამომეყვანა, მინდოდა ყველა აქ ყოფილიყო ახლა, ამ მომენტში, მაგრამ მერე დავფიქრდი და გადავწყვიტე რომ ჯობდა მარტო მე და შენ ვყოფილიყავით.-ხელის გულები გაუოფლიანდა ნერვიულობით, მატილდას ხელი გაუშვა, შარვალზე შეიწმინდა და შემდეგ ისევ მას ჩაეჭიდა. ხმა ჩაუწყდა რა მის დასაბრუნებლად რამდენჯერმე დაახველა.-ჯანდაბა მატილდა! ახლა მე შენ ხელს გთხოვ და მიუხედავად იმისა რომ ამ წლების მანძილზე ამის მეტი არაფერი წარმომედგინა გონებაში, ახლა არც კი ვიცი რაბუნდა გავაკეთო, ან რა უნდა ვთქვა. არ მინდოდა ჩვენ გარდა აქ ვინმე ყოფილიყო, რადგან არ მინდოდა უხერხულობის გამო დამთანხმებოდი და არა იმის გამო რომ შენც ისევე გინდა ეს ყველაფერი როგორც მე. ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო, თუმცა სამჯერ დაუვარდა დაბნეულობისგან, ორივეს სიცილი აუტყდათ, მატილდა თავად დაიხარა, ძირს დავარდნილი ბეჭედი აიღო და თითზე ჩამოიცვა. -აქამდე სად იყავი იოან? ჩემი სხეულის ყველა ნაწილი შენი დანახვის პირველივე წამიდან ამ მომენტს ელის! რატომ არასდროს ვაღიარეთ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი? რატომ დავკარგეთ ამდენი დრო? იოანმა ვეღარ მოითმინა, წელზე ხელები შემოხვია, თავისთან ახლოს მიიზიდა და მხეცივით დააცხრა მატილდას ტუჩებს. ლოგინზე იწვნენ ერთმანეთისგან ნასიამოვნები და ზედმეტად დაღლილები. მატილდა იოანის შიშველ ზურგზე თითებით ხატავდა გაურკვეველ ფიგურებს. -აბა? წლების მერეც ისევ იგივეს ფიქრობ რასაც მაშინ?-წარბები აათამაშა მატილდამ. -მაშინ ვფიქრობდი რომ იმხელა სიამოვნება მომანიჭა შენთან სექსმა რომ მაგის მსგავსს ან მაგასთან მიახლოებულსაც კი ვერასდროს ვეღარაფერს ვიგრძნობდი, ვერც შენთან და ვერც სხვასთან. ახლა კი როცა ისევ შევეხე შენს ათრთოლებულ სხეულს, დავრწმუნდი რომ ის სიამოვნება ახლოსაც ვერ მოვა ამასთან , რაც ახლა ვიგრძენი, ახლა , როცა შეგიყვარე.. მისკენ გადაბრუნდა, სახის ყველა ნაკვთი დაუკოცნა თბილი ტუჩებით და მკერდზე მაგრად მიიბჯინა. -არის რაღაც, რაც ჯერ არ მითქვამს. -რა ხდება?-ყურები დაცქვიტა მატილდამ. -ეს სახლი, შენი დაბადებისდღის და ჩვენი უსასრულოდ ერთად ყოფნის საჩუქარია. -რა? შეიშალე?-ფეხზე წამოხტა მატილდა. -მინდა ამ სახლში ყველა ჩვენზე ოცნება რეალობად ვაქციო რაც კი აქამდე მქონია. -იოან, არც კი ვიცი რა გითხრა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი მართლა ხდება. -ამდენი ტანჯვის მერე ჩვენ ორივემ დავიმსახურეთ ერთმანეთი მატი.. ჩვენ ორივემ დავიმსახურეთ ეს ცხოვრება. მინდა ამ სახლში დავბერდეთ , მინდა მთელი ცხოვრება აქ მეგულებოდე და მინდა ყოველდღე თავიდან გაყვარებდე თავს. ჩვენი ისტორია ახლა აქ იწყება მატი, ჩვენ ეს ბედნიერება დავიმსახურეთ. -ხანდახან მგონია რომ იმდენად კარგი ხარ, საერთოდ არც კი გიმსახურებ. ყველაფრის მიუხედავად არასდროს გითქვამს უარი ჩემზე.. ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის ცდილობდი ჩვენი ურთიერთობა გადაგერჩინა, არასდროს ნებდებოდი, არასდროს გითქვამს უარი. შენ ყველაფერი მომეცი რაც კი შეიძლება რომ ქალს ბედნიერებისთვის სჭირდებოდეს იოან.. -ჯერ სად ხარ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.-თვალი ჩაუკრა, ცალყბად გაუღიმა და ისევ გულში ჩაიკრა ბედნიერებისგან გაბრწყინებული მატილდა რომელიც ახლა კიდევ უფრო ლამაზი იყო ვიდრე ოდესმე. დ ა ს ა ს რ უ ლ ი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.