შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრფობის ალში გახვეულნი (3 თავი)


21-07-2023, 20:34
ავტორი goldmundi
ნანახია 583

თავი 3
-აბა შენ იცი სებასტიან,ნებისმიერ ლამაზმანს მოხვიე ხელი და საცეკვაოდ გაიწვიე.აფრები გაშალე ძმაო და იგემე ამქვეყნიური ცხოვრების სიაამე.სებასტიანმა არაფერი უპასუხა,მხოლოდ ოდნავ გაიღიმა.ეტლი გაჩერდა და ნიღბებით შემოსილნი შეერივნენ ბრბოს.ჯერ ბაღში შევიდნენ,სადაც მათსავით შემოსილ ადამიანებს მოეყარათ თავი.მიუხედავად ნიღბებისა,ყველა ერთმანეთს ესაუბრებოდა,ყველა ერთმანეთს იცნობდა.მალევე საყვირმაც ჩაჰბერა და ბრბო სასახლისკენ დაიძრა.გაიარეს დერეფანი,უამრავი ნახატით,ლარნაკებითა თუ ქანდაკებებით მორთული.აიარეს ვრცელი,ხვეული კიბე და თავი ამოყვეს უზარმაზარ,ფართო ოთახში.კარის მოპირდაპირე მხარეს ორკესტრი იდგა,კითხეებში კი ორ-ორი მაგიდა იდგა სავსე ათასგვარი ნუგბარით,ტკბილეულით და რაც მამაკაცთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია-შამპანიური.სებასტიანი გაოცებული ათვალიერებდა ყველაფერს.მაგიდებს,საჭმელს,მოჩუქურთმებულ ჭერს და უზარმაზარ ჭაღს რომელიც იქაურობას უფრო მეტ ხიბლს სძენდა.და აი გასიმა მუსიკის ტკბილი ჰანგები.ხალხი აცეკვდა.ყველა დაწყვილდა.ვიქტორიც გაიპარა."ჰო რათქმაუნდა,ის აბა ჩემსავით კიარ დაეყუდებოდა.ის ხომ ასეთ რამეებს შეჩვეულია,მე კი აქ პირველად ვარ და პირდაღებული შევცქერი ამ სიმდიდრეს.იქნებ ვინმე გავიწვიო საცეკვაოდ?"თუმცა ადგილიდან არ დაძრულა.მუსიკა დასრულდა და ვიქტორი მალევე დგაჩნდა მასთან.საოცრად აღფრთოვანებული იყო.ცეკვისგან სწრაფად სუნთქავდა.ხელში შამპანიურის ჭიქა შეაჩეჩ სებასტიანს,თვითონ კი სულმოუთქმელად გადაჰკრა.
-სებასტიან იცი ვის ვეცეკვე?
-ვის?-ჰკითხა უინტერესოდა და შამპანიური მოსვა.
-ლედი ელიზაბეტს.ლორდი ბუკინგემის ასულს.-სებასტიანს სუნთქვა შეეკვრა,თითქოს ფერი დაკკარგა კიდევაც,მაგრამ თავი ხელში აიყვანა და მშვიდი,უემოციო ხმით ჰკითხა:
-რომელია?
-აი ის,ღია ოქროსფერი ყვავილებით მოქარგული აბრეშუმის კაბა რომ აცვია და ნიღაბი ხელით რომ უჭირავს,-მიუთითა მათგან 10იოდე მეტრით მოშორებით მდგარი ახალგაზრდა ქალბატონისკენ რომელიც მარაოს ნელა არხევდა -ოჰ,სებასტიან,რა საოცარი იყო.ის თითქოს ბუმბული იყო,ისე ჰაეროვნად არხევდა ტანს,თითქოს წონა არც კი ჰქონდა...-სებასტიანი უკვე აღარ უსმენდა.მდუმარედ შესცქეროდა ახალგაზრდა,მომხიბვლელ ლედის.თითქოს მანაც ეს მწველი მზერა იგრძნო და წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა,მაგრამ ვაჟმა მას მსწაფლ აარიდა მზერა.კვლავ დაიწყო ორკესტრმა დაკვრა,ისევ ჩაებნებ ახალგაზრდები მუსიკის დამატყვევებელ ფერხულში.სებასტიანმა კი შეამჩნია რომ ლედი არ გასულა საცეკვაოდ,ყველას უარით ისტუმრებდა და მხოლოდ შამპანიურს წრუპავდა მალიმალ.იქ სადაც ელიზაბეტი იდგა ახლოსვე იდგა მაგიდა,სებასტიანი იქითკენ დაიძრა,სრულიად გაუთვიცნობიერებლად,თთქოს ფეხებს თავისით მიჰყავდათ მაგიდისკენ.ცარიელი ჭიქა დადო და სავსე აიღო.მაგიდასთნ დადგა და აქიდან უცქქერდა ლედი ელიზაბეტის მოშიშვლებულ ზურგს.ოჰ როგორ სურდა რომ მასთან ეცეკვა.მაგრამ...მაგრამ.არა,ის მასთან როგორ იცეკვებდა,ეს ხომ აბსურდია.არა,სანსი არ აქვს.უცებ სრულიად მოულოდნელად ლედი შემობრუნდა და აი მათი მზერა კვლავ შეხვდა ერთმანეთს.ლედი მაგიდისკენ დაიძრა,შამპანიურით სავსე ჭიქა აიღო და კვლავ შეაგება ელვარე თვალები ვაჟის მომნუსხველ მზერას.თუმცა მხოლოდ ორიოდე წამს გაგრძელდა.მერე ისევ შეტრიალდა,მაგრამ ამჯერად მაგიდასთან ახლოს დადგა."ჯანდაბა მე თუ სულ ასე იდიოტივით ვიდექი და არაფერი ვქენი შამპანიურის სმის გარდა მასთან ცეკვას ვერ ვერასდროს ვეღირსები.მამაკაცმა იქით უნდა შესთავაზოს ხელი,გარდა ამისა რაიცის მან ჩემი წარმომავლობისა და ვინაობის შესახებ?არაფერი.ასე,რომ..ერთი,ორი.." სამზე დაიძრა და ლედის ზურგს უკან დადგა.და სწორედ იმწამს ელიზაბეტი მკვეთრად შემოტრიალდა და სებასტიან დაეჯახა,შამპანიური კი სებასტიანს ზედ პიჯაკზე გადაეღვარა.
-ოჰ,ღმერთო ჩემო,მაპატიეთ მესიე,რა მოუხერხებელი ვარ,-თეთრი ხელსახოცი ამოიღო,რომელზეც ვარდი იყო ამოქარგული და სებასტიანის პიჯაკს დაუწყო წმენდა თან სულ ბოდიშებს უხდიდა.
-არაუშავს ქალბატონო,ეს ხომ უბრალოდ პიჯაკია,ნუ ღელავთ,არ არის საწირო ამდენი ბოდიში.
-მითხარით რით შემიძლია გამოვისყიდო ჩემი დანაშაული?!..ოჰ,როგორ დაგსვარეთ.
-როგორ?იქნებ ერთი ცეკვა მაჩუქოთ?!-უთხრა ოდნავ ღიმილით.ქალმაც არ დააყოვნა და ვნებიანად გაუღიმა,ხელი მდუმარედ გაუწვდინა და მოცეკვავეთა ბრბოს შეერივნენ.აი დასცხო ორკესტრმაც.ააგუგუნეს საკრავები.ოჰ რა მშვენიერება იყო.რარიგ მოხდენილად ცეკვავდა ეს ორი ახალგაზრდა.როგორ ამსვენებდნენ ერთურთს.აღფრთოვანებითა და ვნებით შესცქეროდნენ ერთმანეთს.ვაჟის ძლიერი ხელები,ლედის წვრილ,მოხდენილ წელს შემოსჭდომოდნენ,ხოლო თითები,ქალბატონის თოვლივით თეთრ,გრძელ,თლილ თითებს ჩასჭიდებოდნენ.არსურდათ,არუნოდათ მუსიკა დასრულებბულიყო,ორივეს სურდა სამუდამოდ ასე ეცეკვად.ქალს სურდა ვაჟის ლამაზი სახისთის ეცქირა,ხოლო ვაჟს სურდა ქალის ელვარე,ზურმუხტისფერი თვალებისთვის ეცქირა.თუმცა მოხდა ის რაც ორივემ კარგად უწყოდა,შეწყდა ჰანგები,რომელმაც ეს ორი უმშვენიერესი არსება ერთმანეთშ დააკავშირა.ქალი გაშორდა ვაჟს და ხალხის ბრბოში ჩაიკარგა.სებასტიანიც გავიდა.არ შეეძლო აქ დარჩენა.ჰაერი ჩახუთულიყო,სუნთქვა ჭირდა,სასწრაფოდ უნდა გავიდეს აქედა.როგორც იქნა გაარღვია ხალხის ჯგუფი და დიდ დერეფანში მოხდა,იქვე მდგარ კარისკაცს ჰკითხა აივანი საით არისო და ისიც იქითკენ გაემართა.უნდოდა გრილ ჰაერზე მოსულიერრებულიყო.შამპანიურმა,მძიმე ჰაერმა,ცეკვამ,ქალის საამო სურნელმა,მისმა თვალებმა,ვნებამ და ამ ყოველივემ გონება დაუბინდა.აზროვნება უჭირდა.აივანზე გავიდა თუარა ღრმად ჩაისუნთქა გაზაფხულის თბილი ჰაერი.ნიღაბი მოიშორა სახიდან,თვალები გაახილა და...ოჰ ღმერთო,ნუთუ ისიც აქ არის?ნუთუ მანაც აქ გადაწყვიტა ჰპოვოს სიმშვიდე?სებასტიანი მდუმარედ მივიდა მოაჯირთან.ელიზაბეტმა გახედა.სებასტიანმა კი თვალი აარიდა.უცებ სახეზე რბილი ხელის შეხება იგრძნო,ამ ხელმა კი აიძულა თავი მისკენ შეეტტრიალებინა.მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს.რაც უფრო დიდხანს უყურებდა ქალის თვალებს მით უფრო ხვდებოდა,რომ იღუპებოდა.ჯერ კიდევ გუშინ მისთის ეს ყველაფერი არ არსებობდა..აი ბედის ირონია...უცებ სისხლი მოაწვა,ღრმად ჩაისუნთქა და დაეწაფა ლამაზმანის ვნებიან ბაგეებს.ელიზაბეტმაც კოცნითვე უპასუხა სებასტიანისდა გასაკვირად.მერე კი ახალგაზრდა ლედი მოულოდნელად გაეცალა მონუსხულ,ჯერ კიდევ გაოცებულ ჭაბუკს.სებასტიანი იდგა.მოაჯირს ხელის გულებით დაეყრდნო და გზა მისცა მოწოლილ ცრემლებს.

***
-აბა,როგორ მოგეწონათ დღევანდელი მასკარადი ქალბატონო?-ჰკიტხა ელიზაბეტს აგნესმა და თან თმას უვარცხნიდა.
-ოჰ,აგნეს...მართლაც გასაოცარი იყო.ის ახალგაზრდა.აუცილებლად უნდა გავიგო ვინ არის.
-ჰო,მეც მოვკარი მას თვალი.მართლაც რომ ძალიან მომნუსხველი ახალგაზრდაა...
-ო,აგნეს რა ვნებიანი და ტკბილია მისი ბაგეები.რა თბილი და ნაზია მისი თითები.რა საოცრად ბრჭყინავდნენ მისი ოქროსფერი კულულები.ოჰ,როგორ მსუსრს ამ კულულებს მოვეფერო...ძვირფასო აგნეს,აუცილებლად უნდა გაიგო ვინ არის ის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent