ტრფობის ალში გახვეულნი
თავი 6 -უკვე მოიფიქრეთ რა უნდა დახატოთ სებასტიან?-ჰკითხა ლედი ელიზაბეტმა და სახელოსნოში შევიდა. -დიახ,ლედი.გთხოვთ აი აქ დაბრძანდეთ,-მოლბერტისგან მოშორებით მდგარ უზურგო სკამზე მიუთითა.სებასტიანი ტილოსთან დადგა და აქიდან გახედა ლედი,რომელიც მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა.სებასტიანმა აუხსნა თუ რის დახატვას აპირებდა,ელიზაბეტი ერთხანს გაოცებითა თუ აღფრთოვანებით შესცქეროდ,შემდეგ მდუმარედ დაუქნია თავი და მიჰყვა მხატვრის მითითებებს."საოცარია ნამდვილად.როგორ შეძლო გამოეცნო ის რაც ახლა ჩემს გულში ხდება?იქნებ ასე იმიტომ მოხდა,რომ მის სულშიც იგივე ბრძოლა მიმდინარეობს?!''ისევ სებასტიანისკენ გააპარა თვალი.იგი მთელი გულმოდგინებით ხატავდა.მთელი არსებით ხელოვნების სტიქიაში ჩძირულიყო.ლოყები ოდნავ ასწითლებოდა,რამდენიმე კულული შუბლსა და ლოყაზე ჩამოშლოდა,თუმცა ეს ხელს სულაც არუშლიდა მუშაობაში.საოცრად ნაზად და ფაქიზად ამოძრავებდა ხელებს.ოდნავ,ძლივს შესამჩნევა იღიმოდა.ეს ხატვისგან მოგვრილი ღიმილი იყო?ან იქნებ იმიტომ ეღიმებოდა,რომ მის წინ ის ადამიანი იჯდა ვინც მისი გონება თავდაყირა დააყენა?ფუნჯი დადო,ხელები გაიწმინდა,უკან დაიხია და ნახატს დააკვირდა.სახე ღიმილმა კიდევ უფრო მეტად გაუნათა. -შეიძლება ვნახო?-ჰკითხა ელიზაბეტმა. -რა თქმა უნდა,-ელიზაბეტი სკამიდან წამოდგა და სებასტიანის წინ დადგა.სწორედ იმ მანძილზე იმ საღამოს რომ იდგნენ,როცა ელიზაბეტმა "შემთხვევით" შამპანიური გადაასხა.სებასტიანმა იგრძნო მუშკ-ამბრის დამათრობელი სურნელი.მის ოქროსფერ თმებს ფანჯრებიდან შემოჭრილი მზის სხივები უფრო მეტ ბრწყინვალებას სძენდა.თითქოს მის წინ ქალი კიარა ქალღმერთი იდგა. ელიზაბეტის გული გამალებით ცემდა,ცდილობდა მღელვარება დაეფარა,თუმცა ხვდებოდა,რომ სებასტიანიც კარგ დღეში ვერ იყო.თვალები დახუჭა და ღრრმად ჩაისუნთქა.ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა.შემოტრიალდა და...ახლა მათ ბაგეებს ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრიღა აშორებდა.ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ.მათი ბაგეების ნაცვლად მათი თვალები მეტყველებდნენ.ელიზაბტეი სებასტიანს ვნებიანი,გამომწვევი თვალებით შესცქეროდა,ხოლო ვაჟის თვალებში სიყვარულისა და ტკივილის ალი ანთებულიყო.ელიზაბეტის თვალე სებასტიანი გონს მოეგო და სწრაფად უკან გადადგა ნაბიჯი.ელიზაბეტიც მაშინვე გამოერკვა.ჩაახველა და კვლავ ნახატისკენ შებრუნდა. -კარგი ნამუშევარია.ისევ ხვალ მოვიდე? -როცა კი თქვენს უდიდებულესობას ეცლება და მოესურვება. -მაშ,ხვალ იმავე დროს მოვალ,-უხმოდ დაუკრა თავი მხატვარმა და ახალგაზრდა ლედი ეტლისკენ გააცილა.კვლავ სახელოსნოში შევიდა და ღრმად ჩაისუნთქა.იმ ადგილს შეხედა სადღაც რამდენიმე წუთის წინ მომხიბვლელი ლედი იჯდა და უცებ თვალი რაღაცას მოჰკრა.სკამთან მივიდა და...ის ხელსახოცი იდო,რომლითაც იმ საღამოს მისი დასვრილი პიჯაკის გაწმენდას ცდილობდა.ხელსახოცი აიღო და ამოქარგულ ვარდს თითებით შეეხო,მერე კი ნესტოებთან მიიტანა და ღრმად შეისუნთქა ვარდის მოტკბო სურნელი."იქნებ შემთხვევით დარჩა?ასეც რომ იყოს არ დავუბრუნებ.გინდ დილეგში მიკრან თავი არ დავთმობ.ეს არის ერთადერთი ნუგეში რაც მე მისგან მაქვს..." მისი ფიქრები კარზე კაკუნმა გაწყვიტა.სახელოსნოში ოსტატი ლორენცო შემოვიდა. -როგორც ვხედავ ლედი უკვე წასულა. -დიახ,ახლახანს დატოვა სახელოსნო.ევა დაბრუნდა? -კი დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდი სებასტიან,იგი ფრიად კმაყოფილია თავისი სამსახურით და ბატონითაც.წამოდი ვისადილოთ,-უხმოდ გავიდნენ სახელოსნოდან და სებასტიენის ბინისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ. -იცით,ოსტატო მაინტერესებს თვქენი სახლი და სახელოსნო ვინ გადაწვა და რატომ.მომიტევეთ აქამდე რომ ვერ გკითხეთ,სესაფერისი დრო ვერ შევარჩიე. -საბოდიშო არაფერია ჩემო ბიჭო.რაც შეეხება შენს კითხვას,ახლავე მოგიყვები ყოველივეს.მოკლედ ფლორენციაში ჩვენს ქალაქში ჩემი ევა შეუყვარდა ერთი სენიორის ვაჟს.საქმე იმაშია,რომ ეს ჭაბუკი ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო,19 წელში ჯერ არ გადამდგარიყო და მოგეხსენება ასეთ ასაკში ბიჭები რა თავქარიენბი არიან.ისიც ასეთი იყო,სულ ქალებში ტრიალებდა,სვამდა,ილხენდა.ერთხელაც ქუჩაში მიმავალი ევასთვის მოუკრავს თვალი და მის მერე გოგოს საშველი აღარ მისცა,ჩემთანაც აგზავნიდა თავის თავხედ მეგობრებს და ევას ხელს მთხოვდა,მაგრამ მე უარით ვისტუმრებდი,ვინაიდან ევა მის მიმართ სიყვარული რა მოსატანია,მოწონებიტაც კიარ მოსწონდა(შესახედაობით კი წუნს ვერ დაუდებდი).მარცხს და უარს შეუჩვეველი ჭაბუკი ჭკუიდან შეიშალა,მამამისს უამბო ყველაფერი,ისიც საკმაოდ თავხედი და ყოყოჩი ვინმე გახლდათ და აი მათ ჩამაგდეს ამ დღეში.ისე ახლა რომ ვიხსენებ იმ დღეებს მახსოვს ის ბიჭი დამემუქრა ან შენი ქალიშვილი მომათხოვე ანარადა ყველაფერს დაკარგავო,ამანაც რომ არ გაჭრა,მერე მართლა შეასრულა სიტყვა და ქონება წამართვა.მაგრამ მისნაირი თავსგასული,ყოყოჩა მდიდრებისთვის ყველაფერს მხოლოდ ფული და სიმდიდრე წარმოადგენს,ჩემი ქონება და ჩემი განძი კი ჩემი ქალიშვილია და მას ვერავინ წამართმევს,თუ თავისი სურვილით არ წავიდა. -თქვენნაირი მამა დღეს საკმაოდ იშვიათად თუ მოიძებნება.სხვა თქვენს ადგილას ფულისა და მაღალ საზოგადოებაში მოხვედრის მიზნით თავის შვილს უმალ გაწირავდა,ისე რომ სინდისიც კიარ შეაწუხებდა. -მშობლები შვილების კარგი ცხოვრებისთვისა და ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებენ. -ჰო,თუ შვილი მდიდარ და წარჩინებულს კაცს არ მიათხოვე ისე ბედნიერი ვერ იქნება.ქორწინების საკითხში მშობელთა უმრავლესობა შვილების აზრებს უგულებელყოფენ და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს,რაც ძალიან მალე წყვილის ურთიერთობაზე აისახება.სიძულვილი,შიში,ნერვიულობა.ამას ეძახიან ისინი ბედნიერებას.როცა მამები და დედები ქალიშვილს მდიდარ კაცს მიათხოვებენ,ისინი არიან ბედნიერები და არა მათი ქალიშვილი(თუ ამ უკანასკნელს საქმრო არ უყვარს და ისიც იმავე გრძნობით არ პასუხობს),-საუბარი შეწყვიტა რადგან უკვე ბინის კართან იყვნენ.სებასტიანმა კარი შეაღო და საჭმლის სასიამოვნო სუნი ღრმად შეისუნთქა. -დაილოცოს ევა შენი ხელები,-უთხრა სებასტიანმა ევას და გოგონას ლოყეფი წითლად შეეფაკლა.გემრიელად მიირთვითო ამოილუღლუღა და მათთან ერთად სეუდგა სადილობას. -აბა,როგორ მოგეწონა ლორდი ვიქტორი?-ჰკითხა სებასტიანმა. -კარგი ახალგაზრდაა.კარგად მექცეოდა.მითხრა შენ მხოლოდ ჩემი კაბინეტის დალაგება გევალება ამიტომ მხოლოდ დილით 7 საათზე მოხვალ,დაალაგებ და სახლში წახვალო,ხოლო შემდეგ საღამოს 8 საათზე მოხვალ და რომ მორჩები დალაგებას სახლში წახვალო. -ღმერთმანი ძალიან გაგვიმართლა შვილო,ევა.ასეთ სამსახურს და ასეთ კეთილ ბატონს სიზმარშიც კი ვერ ეღირსები,-უცებ საუბარი კარზე კაკუმა გააწყვეტინა.სებასტიანი წამოდგა და კარისკენ გაემართა.ვიქტორის მსახური ტომი იყო. -გისმენ ტომ. -სერ,ჩემი ბატონი,ლორდი ვიქტორი სასწრაფოდ თავისთან გიხმობთ. -ახლა ვსადილობ და ძალიან საჩქაროა? -ჰო,ასე თქვა სიკვდილ სიცოცხლის საკითხი არისო. -კარგი,მოვდივარ.მაპატიეთ ოსტატო,თქვენც ევა,მაგრამ ხომ ხედავთ სასწრაფოდ უნდა წავიდე. -მიდი შვილო შენს საქმეს მიხედე. სებასტიანი და ტომი ერთად გაუყვნენ გზას.სწრაფად გაიარეს ხალხით სავსე ქუჩები და როგორც იქნა მივიდნენ ნაცნობ ნაგებობასთან.სწრაფად გაიარეს ბაღი,ლამის სირბილით და კიბეზე ელვის სისრაფით ავარდა სებასტიანი.კაბინეტის კარი შეაღო და ნახა ვიქტორი რომელიც ბოლთას სცემდა და რომელსაც ნახევარი ბოთლი წითელი ღვინო უკვე გამოეცალა. -სებასტიან როგორც იქნა. -რა მოხდა კი მაგრამ ასეთი ჭამაც რომ არ დამაცალე? -ჯანდაბა გეყოს წუწუნი,მე გაჭმევ რამდენსაც გინდა.. -კარგი არარის საჭირო,[ირაპირ საქმეზე გადადი,-გააწყვეტინა უკვე გაღიზიანებულმა სებასტიანმა. -ჰო,ჰო.მოკლედ,მოგეხსენება ლორმა ბუკინგემმა საუზმეზე რომ მიმიწვია და მეც ვეახლე დილით.საუზმემ ჩვეულებრივ,ნორმალურად ჩაიარა.მაგრამ რომ იცოდე მეგობარო როგორ ვღელავდი,როგორ ვთრთოდი მე ჩემი ქალბატონის წინაშე.თვალს ვერ ვწყვეტდი,მინდოდა მისთვის მეცქირა,მხოლოდ მისთვის.მანაც რამდენიმე ვნებიანი სეხედვა მაჩუქა,მაგრამ ეს რა მოსატანია იმასთან სედარებით,რომ მე მასთან ერთად ფორტეპიანოზე დავუკარი?!ო,სებასტიან ნეტავ იცოდე რა ბედნიერი ვიყავი მაშინ,მუშკ-ამბრის სურნელით მთვრალი ვიყავი,მისი სილამაზით მონუსხულმა არც კი ვიცი როგორ მოვახერხე საერთოდ დაკვრა...კარგი,ახლა მთავარზე გადავალ.საუზმისა და ამ მცირეოდენი განტვირთვის სემდეგ,ლრომა კაბინეტში გამიყვანა და..და..მან...ელიზაბეტის ხელი..შემომთავაზა სებასტიან,-ამის გაგონებაზე სებასტიანი სეკრტა,გაფითრდა,გულთან საშინელი ტკივილი იგრძნო,თითქოს გულს ათასობით წვრილი ნემსი შეურჭვესო.ცრემლები ახრჩობდა.უნდოდა ეყვირა,უნდოდა ეტირა,უნდოდა..უნდოდა მოეკლა..ჰო,ჰო ახლა მზად იყო ვიქტორისთვის ტყვია შიგ გულში დაეხალა ან სულაც ხალჯლით განეგმირა.მაგრამ ეს მხოლოდ სურვილი იყო...მას არაფერი გაუკეთებია.მხოლოდ იდგა.გასესებული,ფართოდ გახელილი თვალებით სესცქეროდა,რომელიც სავსე იყო სასოწარკვეთით,ტკივილით,ტანჯვით და...სიყვარულით...არა,არა..ამას ვერ გაუზლებს.უმალ მოკვდება და ამას ვერ გადაიტანს..,-მე რაღა თქმაუნდა დავთანხმდი,იმასიც გამოვუტყდი რომ ელიზაბეტი მიყვარს..დაქორწინებას ჯერჯერობით არვაპირებთ,რამოდენიმე თვე დავიცდით,უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს და მერე დავიწერთ ჯვარს.ხომ მაგარი ამბავია სებასტიან?! -ჰო..ჰო..ნამდვილად,-ამოილუღლუღა როგორღაც,-მე..უნდა წავიდე..მელოდებიან.. -კარგი,კარგი როგორც გინდა,უბრალოდ ძალიან მინდოდა ვინმესთვის მეთქვა ეს სიახლე. -ჰო..მართლაც რომ შესანისნავი..სიახლეა..-თქვა და სწრაფად გავიდა ოთახიდა,სახლიდან."ოღონდ მოვმკვდარიყავი და ეს არ გამეგო.მიწა გამსკდარიყო და მეც თან ჩავეტანე ოღონდაც ეს არ მოესმინა ჩემ ყურებს.მე რა ვქნა?რით უნდა ვიცოცხლო?საერთოდ როგორ გავიფიქრე რომ მას მე შეიძლებოდა..ოჰ,სებასტიან რა სულელი და უგუნური ხარ.შენზე პატარა ბიჭბუჭებს დასცინოდი და ახლა შენც მათი ბედი გაიზიარე.ახლა შენ გახდი დასაცინი.ოჰ ჩემო სულელო თავო.სად წავიდე?!სად,სად,სად?!ვინმემ მიშველეთ,გადამარჩინეთ!ვკვდები,ვიძირები,საკუთარი მეგობარი მითხრის სამარეს.ეშმაკსაც წაუღია შენი თავი ვიქტორ დეკსჰეიმერ.ვერ ეღირსები,ვფიცავ რომ ელიზაბეტს ვერ ეღირსები!"ბოლო სიტყვა ხმამაღლა წარმოთქვა და გონება დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.