შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულისცემა 8 თავი


29-07-2023, 00:33
ავტორი aniomanadze
ნანახია 8 728

საღამოს შვიდი საათისთვის ყველაფერი მზად გვქონდა, ფერადი ნათურებიც კი დავაყენეთ მეტი ორიგინალობისთვის, მენიუში ბურგერები,ფრი, შაურმებიც კი ავიღეთ, პიცა უცვლელია ყოველთვის, წვენები და სასუსნაოები გვქონდა, მართალია მხოლოდ ექვსნი ვიქნებოდით მაგრამ მაინც გავისარჯეთ, თუ წვეულება იყო ბარემ ბოლომდე ყოფილიყო,
- შენიაზრით სანდრო მოვა ? ინტერესით მეკითხება ნანუკა
- მე საიდან უნდა ვიცოდე? მიმოწერა კიარმაქვს მასთან
- ნუ თუ გიო მოვა ისიც მოვა ლოგიკურად ესე ჟღერს, ამბობს ნინია ჩაფიქრებული,
- მაგრამ მან კიარიცის აქ რადახვდება, კისკისით იძახის ნანუკა,
- გოგო რაიმე ლამაზი ჩაიცვი რა, ორი მამაკაცი მოდის შენზე გადარეული , მეუბნება ნინია და სიცილისგან მოკეცილი იცინის
- თქვენ ჩემი დაცინვის მეტი სხვა საქმე არგაქვთ? მართლა მიშლით უკვე ნერვებს,
- კაი რა მარიკუსა’ სიცილით მიძახის ნანუკა, იცის რომ ესეთ მიმართვას ვერვიტან მაგრამ მაინც არიშლის მისას,
- მაგას კიდევერთხელ დამიძახებ და მოგკლავ! ვეუბნები გაბრაზებული ხმით,
ზემოთ ავდივარ თან ვფიქრობ რაუნდა ჩავიცვა, რადგან სიცხეა თან გართობას ვაპირებთ და უცხო არავინ იქნება ვფიქრობ თეთრი კაბა ჩავიცვა, ჩემი იდეით ნასიამოვნები ვაღებ გარდერობს და კაბას ვიღებ, ტანზე ვირგებ და სარკის წინ ვათვალიერებ ჩემს სხეულს, საკმაოდ მოკლე თეთრი კაბა ჩემს სხეულს ძალინ უხდება, წვრილი სალტები, დეკოლტე საკმაოდ ღრმად ამოჭრილი, ზურგი კი სრუალიად მოშიშვლებული,, თმას ზემოთ ვიკრავ, რამოდენიმე აქსესუარს ვიკეთებ, მსუბუქ მაკიაჟს და უკვე მზადვარ, ჩემი თავით კმაყოფილი ჩავდივარ ქვემოთ’
- თქვენ რა უკვე დაიწყეთ სმა ? ჰოიცით რომ ეგ სასმელი ორივეს თავს დაგაკარგვინებთ? ვეკითხები ღიმილით და მეც ვივსებ ჭიქას
- აბა ჰოარვუყურებთ? უნდა დავლიოთ და გავერთოთ’ ჭიქას წევს ნინია და ერთიმოსმით ცლის მჟავე სითხეს
გოგონები უკვე კარგა შემთვრალი ვიყავით გიო და სანდრო რომ მოვიდნენ, გული წამსვე ამიჩქარდა სანდროს დანახვისას,.ნაცრისფერი ნაჭრის შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, ისეთი სექსუალური იყო…
ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ კარზე ზარი არგაისმა , გოგონებმა ეშმაკურად ამიციმციმეს თვალები და კარის გასაღებად გავემართე,.
მისაღებში დათოსთან ერთად დავბრუნდი, ზრდილობიანად მიესალმა დათო გოგონებს ხოლო როცა მივხვდი რომ ბიჭებს არიცნობდა გადავწყვიტე წარმედგინა დავითისთვის,
- დათო ეს გიო ნანუკას შეყვარებული, ვუთხარი ღიმილით
- შეყვარებული კიარა საქმრო, შემისწორა გიომ და დათოს გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად,
- ეს კი სანდროა ვთქვი და მაშინვე დავიბენი, სანდრო ძარღვებ დაბერილი მიყურებდა თუმცა არშევიმჩნია და როგორც მეგობარი ისე გავაცანი დათოს,
სანდროს სახის შემყურეს უფრო ვერთობოდი და ვმხიარულობდი, მეცინებოდა მის თვალების ბრიალზე რომელიც ჩემსკენ იყო მომართული,მე კი სრულიად ვაიგნორებდი მის მტრულ გამოხედვას, დათოსთან ერთად მოვკალათდი დივანზე და სმა ერთად გავაგრძელეთ, ლაპარაკში დრო საკმაოდ მალე გავიდა ჩვენ კი უკვე კარგად შემთვრალებმა გადავწყვითეთ გვეცეკვა ნინიას ჩართულ ნელ ტემბრიან მუსიკაზე,თავს უხერხულად ვგრძნობ როდესაც საკმაოდ ახლოს მიდგას დათო, ხელებს წელზე მხვევს და ჩემს თმებში რგავს თავს, ცხვირით ჩემს კისერს ესედება რაც ძალიან არმომწონს,
ვგრძნობ დაჟინებულ მწველ მზერას, დათო კი აუღელვებლად იწყებს ჩემს თეძოებზე ხელებით თამაშს, შემრცხვა ალმური მომედო მთელსახეზე და რამოდენიმეჯერ ვცადე დათოს მოშორება მაგრამ ამაოდ, ხოლო როდესაც კიდევერთხელ დავაპირე მისი ხელებიდან დახსნა რომელიც ესე ურცხვად თამაშებდა ჩემს თეძოებზე წამშივე გაჩნდა სანდრო ჩასისხლიანებული თვალებით, ძარღვებ დაბერილი უყურებდა დათოს, წამშივე მიხსნა მისი მკლავებიდან, მე კი ზურგს უკან ამოვუდექი თითქოსდა ესე ვიცავდი დათოსგან თავს,
- როდესაც შენთან ცეკვა არსიამოვნებს უნდა გაიშვა გაიგე ?
- და შენ ვინ ჩემი ფე*ები ხარ ? ირონიით კითხა დათომ, შემხედე სიმწრისგან როგორ შეკრა მუჭები სანდრომ,
გიოს შეემჩნია დაძაბულობა და წამშივე ჩვენთან გაჩნდა, ბიჭებს შუაში დაუდგა და სიტუაციის განეიტრალება სცადა
- ბიჭებო მოდი დავიშალოთ, ეხლა ყველა მთვრალები ვართ, და თუ გასარკვევია რაიმე ფხიზელზე გავარკვიოთ! იმედიანად ამბობს გიო და მე მიყურებს, მის სიტყვებზე კი იმედი მეცემა რომ არაფელი ცუდი არმოხდება
- თუ ჩემი ძმახარ რა! გამეცალე აქედან! უცეშად იპასუხა დათომ და მისიხელი მოიშორა და სანდროს მიუბრუნდა
- მისმინე! როდესაც გოგოს ვეცეკვები ახარ გაბედო ჩარევა გაიგე ?!
- დაახვიე აქედან სანამ ხელში შემომაკვდები და ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! გაიგე ბიჭო? ზიზღნარევი ხმით უთხრა სანდრომ, დათომ კი იდიოტივით გაიცინა და ეხლა მე მომიბრუნდა
- არწამომყვები მარიამ? იქნებ გაგვესეირნა, მეუბნება დებილის გამომეტყველებით და სანდროს თვალს არაშორებს, მგონი ეს ბიჭი მართლა ავადმყოფია, გავიფიქრე ჩემთვის ის იყო პასუხი უნდა გამეცა რო სანდრომ დამასწრო
- არსად წამოვა! ამიტომ დროზე მოშორდი აქედან ! უყვირა სანდრომ და უფრო გადამეფარა
- და შემახსენე შენ ვინჩემი ფე*ები ხარ? უთხრა დათომ და წამშივე სახეში უთვაზა სანდრომ, ურტყამდა მთელიძალით გიო კი ამაოდ ცდილობდა სახედასიახლიანებული დათო გამოეგლიჯა ხელიდან სანდროსთვის, ვუყურებში სანდროს როგორ გადაიქცა ნამდვილ დემონად, როგორ არაადამიანურად ურტყამდა დათოს, ბოლოს კი შემეშინდა’ შემეშინდა რომ მოკლავდა ამიტომ წამში მივბარდი სანდროს
- სანდრო გთხოვ! მოკლავ სანდრო, ვყვიროდი და თან ცრემლებს ვიმშრალებდი, ვგრძნობდი ნელნელა როგორ გამომეცალა ძალა ფეხებიდან, როგორ დამიბნწლდა თვალს და წამშივე იატაკზე აღმოვჩნდი, ვხედავდი სანდროს და გიოს ნანერვიულებულ სახეებს, მინდოდა მეთქვა რომ კარგად ვიყავი მაგრამ ვერაფელს ვამბობდი, რამოდენიმე წამში კი გავითიშე..



№1 სტუმარი სტუმარიი

აი ძალიან დააგვიანეთ ლოდინიც არ ღირდა და ასე პატარა თავიი…

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატომ აღარ დებთ გულისცემის შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent