მეტა-ინკარნაცია (თავი 1)
მეტა-ინკარნაცია ქუჩაში რამდენიმე მანქანა დადიოდა. წვიმდა, მაგრამ არა ძლიერად. ხილვადობა ნორმალური იყო, წვიმის წვეთები ჯერ სხვა მანქანის სინათლეზე ირეკლებოდა და შემდეგ, საქარე მინას ეცემოდა. რაღაცნაირი სანახაობა იყო, თითქოს ყველაფერი ბრჭყვიალებდა. უბრალოდ დადიოდა ქუჩაში, უმისამართოდ. თითქოს არავინ ელოდა და ამ დროს, მაინც ყველაფერი მის მოლოდინში იყო. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მარტოსულობის განცდა ყველგან თან დასდევდა. ნებისმიერ ადამიანთან ყოფნის დროს, ხალხის ბრბოში, მეგობრებში თუ ხალხმრავლობაში, ის დანაკლისი, ფაზლის ერთი ნაწილი მაინც რჩებოდა. სრულყოფილად თავს მხოლოდ ღამით გრძნობდა, როდესაც საკუთარ თავთან და ფიქრებეთან სრულიად მარტო რჩებოდა, ღამის თბილისს მანქანით დაათვალიერებდა და ფიქრებს გასაქანს მისცემდა. ეს ერთადერთი დრო იყო, როდესაც თავს ცოცხლად გრძნობდა და სევდის შენიღბვა არ სჭირდებოდა. ბედნიერების და სილაღის ფასადი კარგა ხნის ჩამოხსნილი ჰქონდა, უბრალოდ დადიოდა, ცივი ჰაერი და წვიმის ალაგ-ალაგ წვეთები ფანჯრიდან შემოდიოდა და სახეზე ეცემოდა. არ სციოდა, სიგრილე თავს ცოცხლად აგრძნობინებდა. საყვარელი მუსიკის ფონზე შეეძლო უსასრულოდ ეფიქრა. კონკრეტულად არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო მის ცხოვრებაში, უცხო თვალისთვის მისი ცხოვრება სანატრელი იყო მაგრამ გულის სიღრმეში ვერ ივსებდა იმ დანაკლისს, უნდოდა ის ჰქონოდა, რასაც სახელი არ ერქვა. ვერასოდეს იგებდა რა აწუხებდა, რატომ იყო მუდამ უბედური. შეეძლო უდარდელი, მხიარული ადამიანი ყოფილიყო, თუმცა მარტო დარჩენილი გრძნობდა იმ სიცარიელეს, რასაც 27 წლის მანძილზე ვერ ხსნიდა. ყველაფერთან ერთად უძილობაც დასჩემდა, მთელი ღამე ივლიდა ქალაქში და ბოლოს, სადღაც მზეც ამოანათებდა. ყოველდღე იგივე რუტინა, ერთნაირი შეგრძნება, ქმედება, გაურკვევლობა. წვიმამ უფრო მეტად უმატა, ქუჩაში აღარავინ იყო დარჩენილი, თითქოს თბილისი წარღვნის მოლოდინში დადუმებულიყო. სახლში წასვლა გადაწყვიტა, აღმაშენებლიდან გალაკტიონის ხიდისკენ ჩაუყვა, შუქნიშანი თავისთვის ეულად ციმციმებდა, თითქოს უხაროდა მანქანის გამოჩენა. ხიდამდე რამდენიმე მეტრი აშორებდა, შუქნიშანს ელოდებოდა. ფიქრებში გართულის ყყრადღება თეთრმა ნაჭერმა მიიქცია, თვალები დაიწვრილა, თითქოს რაღაც შრიალებდა, თუმცა ვერ იგებდა თუ რას ხედავდა წვიმის ფონზე. მანქანა ნელა დაძრა, ხიდს უახლოვდებოდა და სურათიც უფრო მკვეთრი ხდებოდა. “რა ჯანდაბაა” - გაიფიქრა გულში. “ ნუთუ გავგიჟდი და მოჩვენებები დამეწყო” - წამიერად გაატრიალა თავი გარშემო და დარწმუნდა, რომ არავინ იყო. “ ჯანდაბა, გოგოა” - წარმოთქვა ხმამაღლა და სიჩქარეს უმატა. ახალგაზრდა ქალის სილუეტით ხვდებოდა, რომ ხიდის მოაჯირზე იდგა, გრძელი თმა ჰაერში უფრიალებდა და მომენტში წვიმისგან სახეზე ედებოდა. თეთრი აბრეშუმის კაბის ნაწილი ტანზე ეკვროდა, ნაწილი კი თმასთან ერთად ქარს მიჰყვებოდა. “რა დედისტ&?ნაა, ნუთუ თავს იკლავს” - განწირული ასკდებოდა მის თავს ფიქრები, მანქანა სწრაფად გადააყენა და გადმოვიდა, ქალი ხმაურზეც კი არ განძრეულა, ცაში აღეპყრო სახე და თვალდახუჭული, ბედის ანაბარად მისჩერებოდა. “ რას აკეთებ “ - ინსტინქტურად დაუყვირა, ქალი შეკრთა, ლამის ჩავარდა თუმცა არ ჩამოუხედავს. მიხვდა, რომ შეაშინა, ვერ ხვდებოდა, თუ რა უნდა ეთქვა იმ მომენტში, იქნებ ეცადა და ხელით დაეჭირა, მაგრამ ვაიდა ჩავარდნილიყო? “გთხოვ, ერთი წუთით, არ ვიცი რა პრობლემა გაქვს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის, გთხოვ, გულით, ჩამოდი, დაგეხმარები “ - სიტყვებს შორის ენა ებმოდა და პაუზების ხარჯზე ცდილობდა სწორი აზრის გადმოცემას, ემპათიურობა ვენებში გამჯდარიყო, თუმცა მოულოდნელობისგან სათქმელს ვერ უყრიდა თავს. გარშემო მიმოიხედა, იქნებ სადმე ვინმე ყოფილიყო. “ გეხვეწები, მოვალ ახლოს და ჩამოგიყვან, დამელაპარაკე, ეგ არ უნდა გააკეთო - ისევ ვერ უყრიდა თავს სიტყვებს. “ რისი გეშინია? - გაისმა ახალგაზრდა ქალის ხმა - იმის, რომ გარდაუვალი სიკვდილის პროცესს დავაჩქარებ თუ საკუთარი ნამუსის, რომ ვერ შემაჩერებ? “ ორივე, შენს თავს ახლა რაღაც ხდება, მესმის, მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, თუ გინდა შენთან ერთად დავდგები მაგრამ გამოსავალი არ არის, მოდი, უბრალოდ ჩამოდი, იქნებ შემიძლია დახმარება - სასოწარკვეთილი ხაოდა და გულით უნდოდა გაეჩერებინა “ არა, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა იყოს. ჩემი მისია ამოიწურა, სახლში უნდა დავბრუნდე - მშვიდი ხმით საუბრობდა ქალი, მოაჯირს ხელები მოაშორა და წვიმის წვეთებს თითებით შეეხო “გიჟია, არაა ნორმალური, გადახტება “ - განგაშივით ტრიალებდა ფიქრები მის თავში, რაღაც უნდა ეღონა. მისკენ დაიწია, უნდოდა მოულოდნელად ჩამოეყვანა, ქალის ხმამ გააჩერა “იცოდე, ცხოვრება ის არ არის, რაც შენ გგონია, ვერ დაივიწყებ და ვერ გააქრობ იმას, რაც მუდამ შენთანაა ვერც ამ და ვერც სხვა ცხოვრებაში “ - ჩაილაპარაკა უჩვეულოდ ცივი მაგრამ მშვიდი ხმით და მოაჯირს ხელები გაუშვა. მისმა გონებამ მოასწრო გააზრება და სანამ ქალი გადახტებოდა, ინერციით მისკენ წავიდა და სანახევროდ ჰაერში დაიჭირა. თეთრი კაბის ნაწილი გაიხა, დაჭერისგან უხეშად დაარტყა თავი მოაჯირს, მაგრამ მთავარი იყო რომ გადახტომის უფლება არ მისცა, ქალის გონება და სხეული უკვე შეგუებული იყო სიკვდილს. გონებადაკარგული ადამიანის ამოყვანა მაინც გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულივით სიფრიფანა იყო, სასწრაფოდ ამოათრია და მიწაზე დაეცნენ, ცალი ხელით მობილურს ეძებდა, რომ დახმარება გამოეძახა. ქალის სახეს აკვირდებოდა და სისხლის ფონზე მაინც გაარჩია მისი საოცარი ნაკვთები. “რატომ, რატომ გინდოდა შენ “ - გულის ტკივილით ლაპარაკობდა და ცდილობდა ყველაფერი გაეხსენებინა, რაც კი ადამიანის გადარჩენაზე იცოდა. უაზრო მოძრაობებს აკეთებდა ხელით, სასოწარკვეთას სრულად ჰქონდა მისი გონება მოცული, დახმარება მალე მოვიდოდა, მანამდე კი უღონოდ ანჯღრევდა მის სხეულს. უცბად, თვალები ისე გაახილა, თითქოს კომიდან გამოვიდა. თვალები ისევ ზეცაში ჰქონდა და გუგები კაკლისხელაზე გაფართოებული. “ნუთუ ისევ აქ მოვხვდი? “ - შოკირებულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს შეხედა - შენ - თითქოს გაიხსენა, სახე მოერყა, თვალები ჩაუსისხლიანდა და ცრემლებით აევსო - შენთან ვარ, უნდა გამიხსენო, არ უნდა დაგავიწყდე, ისევ დავბრუნდი, ისევ გიპოვე ხომ ხედავ, ნუთუ ვერ მცნობ - შეშლილივით ბოდავდა, ხმა უკრთოდა, სხეული უცახცახებდა. გაშტერებული უყურებდა გონზემოსულ გოგონას, გასაგები იყო, რომ რაღაც ტრავმა ჰქონდა და შოკისგან ბოდავდა, საიდანღაც სასწრაფოს შუქები ეცემოდა, გამაყრუებელი სისწრაფით მოდიოდა მათკენ. “ - გთხოვ, უნდა გამიხსენო, დავბრუნდი რომ მეპოვე, გეძებდი, სულ, ყველგან, ვიცოდი რომ ბოლოს მაინც შეგხვდებოდი - ისტერიულად იმეორებდა და ტიროდა ახალგაზრდა ქალი. იმდენად სწრაფად ხდებოდა, ვერ ხვდებოდა თუ რა უნდა ეთქვა, ფაქტი ერთი იყო, მის წინ რამდენიმე წუთის წინ სიკვდილს გადარჩენილი, ერთი საბრალო გიჟი იყო. ექიმები და პატრული თავზე შემოეხვივნენ, სასწრაფოდ დაატოვებინეს ადგილი, კითხვებს უსვამდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდა რას ეკითხებოდნენ, მხოლოდ ქალის სიტყვები “ უნდა გამიხსენო “ ესმოდა ყურში. _______________________________ მგონი დავბრუნდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.