შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ეგრეთ წოდებული ცხოვრება (ისტორია III სრულად)


8-08-2023, 10:48
ავტორი Edna
ნანახია 5 323

საშინლად დაღლილი მივაბიჯებ თბილისის ქუჩებში..ამდენი ხნის შემდეგ..ვერაფერს ვგრძნობ, განსხვავებას ვერ ვხედავ ლონდონის ქუჩებსა და თბილისს შორის, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ჩემი სიტყვები თქვენთვის..
ვითომ დაღლილობის ბრალია..? შესაძლოა..
ალბათ ფიქრობთ, უბრალოდ გამოუძინებელიაო, ბევრი იმუშავაო, რაც ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება, თუმცა უკვე კვირებია ასე ვარ.. კარგი გამოძინებაც აღარ მშველის.. ეს საკითხი დროებით, რომ გვერდით გადავდოთ, ვგონებ ის გაინტერესებთ თბილისში რას ვაკეთებ..სხვათაშორის რამოდენიმე მიზეზი მაქვს.. ჩემი მეგობარი მომენატრა, რომელიც ჩემთან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს და ჩემი და, რომელმაც მითხრა, რომ დრო იყო მომენახულებინა, იმასთან დართვით, რომ მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გამანდოს და თუ პატარა სიყვარული მაინც გამაჩნია მის მიმართ უნდა ჩამოვსულიყავი.. თაია ამას ტყუილად არ მეტყოდა, ამიტომაც რადგან მიზეზი მომეცა სამუშაოს გავქცეოდი და თან მეგობარი მენახა დავთანხმდი..
მითუმეტეს ზაფხული მალე დაიწყება და ისე გამოდის თითქოს საკუთარ თავს არდადეგებს ვუწყობ.
კიდევ რა უნდა იცოდეთ ჩემთან მიმართებით..? არ მესმის, თუ გამიმართლებს ადამიანებთან ჟესტური ენით მაქვს კომუნიკაცია, თუ არადა და პირის მოძრაობით ჩემთვის მაინც გასაგებია რას ამბობთ.. ჩვეულებრივ ვსაუბრობ, ეს კომპლექსი, როგორღაც მოვიშრე და ხშირად ხალხს უკვირს, როდესაც იგებენ, რომ რეალურად მათი არ მესმის.. სმენის დაკარგვისთვის კარგი დრო არასდროსაა, თუმცა თინეიჯერობის ასაკში, როდესაც შენთვის მნიშვნელოვანია ოთახში მუსიკა ბოლო ხმაზე იყოს აწეული და ისე უსმენდე, ამ დროს ტოპ 5-ში მაინც შევიყვანდი.. დანარჩენს კი ოდნავ მოგვიანებით გაგანდობთ..
-ქეთა..როგორც იქნა ჩამოაღწიე..-წამიერად გადამეხვია თაია..შემდეგ ჩემი ძვირფასი სიძე..
-მოგესალმებით მეგობრებო..
-წამოდი, აქეთ დავსხდეთ..
-როგორც ინებებთ..მასპინძლები თქვენ ხართ..
-კარგი ერთი..
-როგორი კომფორტული დივანია, რომელმა აარჩია..
-ერთად ავარჩიეთ..
-ცოლქმრული ამბები და რამე..? ზედმეტად საყვარლები ხართ, არამგონია აქ დიდხნს გავჩერდე..
-არა მაინც არ მესმის რა აუცილებელი იყო სასტუმროში დარჩენა..აქ ვერ დარჩებოდი..?
-ძვირფასო სიძევ.. ფრთხილად იყავი თავი არ მოგაბეზრო.. დამიჯერე ჩემი გადაწყვეტილება აჯობებს..
-როგორც გირჩევნია..გადაიფიქრებ და ეს სახლი არსად გაიქცევა..
-სამაგიეროდ თქვენ გაიქცევით მე თუ აქ დავრჩი..
-ვინ მოთვლის რამდენი წელი გავატარეთ ერთ სახლში..ცოტახანი გაგიძლებდი..
-ვაი მაგ გაძლებას ჩემო დაო..
-კარგი კარგი, შენკენ რა ხდება ახალი..?
-ყველანაირ საქმიანობას შევეშვი.. ალბათ დროებით..ვინ იცის..
-გარკვეული დროის შემდეგ დასვენება ყველას გვჭირდება..
-მართალია..მოკლედ შევხედავ სიტუაციას..თაიაა..
-გისმენ..
-მართლა რამე გაქვს სათქმელი თუ ჩამომიტყუე..?-ჩემთვის ამოუცნობი მზერით გადახედა ანდრიას..
-იმდენად დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, რა თქმა უნდა, მინდოდა ჩამოსულიყავი..თუმცა მართლა გვაქვს შენთვის სათქმელი..
-გილოცავ..შენ მოახერხე და ახლა ჩემი მთლიანი ყურადღება შენკენაა მომართული..
-ძალიანაც კარგი..დამელოდე..-მალევე საშუალო ზომის ლამაზად შეფუთული ყუთი გამომიწოდა..
-ეს რა არის..?
-იქნებ თავად გახსნა..
-კარგად იცი საჩუქრები დიდად არ მიყვარს..
-წესით უნდა გაგიხარდე..
-წესით..
-კარგი ახლა მაცადეთ გახსნა..-ძალიან პატარა ზომის მაისური ამოვიღე და ახლოს მივიტანე, იმისთვის რომ დავრწმუნებულიყავი, რაც წავიკითხე არ მომჩვენებია..-”მე მიყვარს დეიდა”..ეს ეს იმას ნიშნავს, რასაც ვფიქრობ..?
-ზუსტად იმას რასაც ფიქრობ..ორსულად ვარ და მალე დეიდა გახდები..-რამდენიმე წამი ვერ შევძელი გამოძრავება, შემდეგ ხან მაისურს ვუყურებდი..ხან თაიას, რომელიც აშკარად ჩემს რეაქციას ელოდებოდა..ბოლოს მოვისაზრე, დრო იყო წამოვმდგარიყავი და ის გამეკეთებინა რაც დიდად არ მიყვარს./ გამონაკლისის გარდა..თაიას ჩავეხუტე..თან იმდენად ძლიერად, შორიდან თუ დაგვინახავდით შეგეშინდებოდათ, რამე არ დამართნოდა ქალბატონს..შემდეგ კი ოდნავ გვერით გავიწიე..
-ამის გამო ნამდვილად ღირდა ჩამოსვლა..არც კი ვიცი რა მატირებს..არადა ემოციური საერთოდ არ ვარ..
-მიხარია თუ გაგიხარდა.. ასეთ ემოციასაც არ ველოდი..
-დატკბი..კიდევ დიდიხანი ვერ იხილავ..
-ვტკებები შენი ყურებით..თუ დამაცდი..
-ეგ კარგი და მომიყევი..ბავშის სქესი თუ იცი..შენი ორსულობა როგორ მიდის..რავიცი ყველაფერი მაინტერესებს..
-რაც დაზუსტებით ვიცი ისაა, რომ ორსულად ვარ..საშინელი ტოქსიკოზი მაქვს.. ყავის დალევა საგრძნობლად შევამცირე..ამ არსებას არ მოსწონს..ჰო და საკმაოდ გვიან გავიგე..
-თუ მჯეროდეს..მე დეიდა გავხდები..თქვენმა სამეგობრომ იცის..?
-იციან..ვერცერთი იჯერებს..
-არ გშია..? ან რამე არ გინდა..?
-მთლად ასეთი მორიდებულიც არ ვარ, ჩემზე ნუ იდარდებთ.. დებორა როგორაა, ქორწილის მერე არ მინახავს..
-ახლახანს დაბრუნდნენ..ანდრია სახელი შემახსენე..
-rabbit beach..
-ფოტოებიდან გამოდინარე კარგი ადგილი ჩანს..
-ახალი წიგნი, რომ დაწერა იცოდი..?
-მართლა..? ძალიან კარგი..
-სხვებზე არაფერი გაინტერესებს..?
-სხვებზე..? ახლოს არ ვარ..რა ჰქვია თქვენ დიზაინერ მეგობარს..?
-ეკატერინე..
-ჰო ზუსტად..ახლოს არ ვარ მასთან და რატომ უნდა მეკითხა..კარგი ადამიანი ჩანს, მაგრამ მაინც..
-ჩვენ უფრო იოანე გვყავდა მხედველობაში..
-მაგ ადამიანის სახელის ხსენება აუცილებელი იყო..?
-მაინც ვერ ვხვდები რა პრობლემა გაქვს იოანესთან..
-ესენი ვითომ რომ ერთმანეთს გავაცანით და აღმოჩნდა , რომ ერთმანეთს უკვე იცნობდნენ ჰო გახსოვს..?
-მერე..
-მაქედან მოყოლებული არ ვიცით, საიდან გაიცნეს ერთურთი, რა მოხდა მათ შორის და კონკრეტულად შენი და რატომ ვერ იტანს იოანეს..
-უკაცრავდ..მეც აქ ვარ..
-ვიცით..
-რადგან არაფერს ამბობენ ჩაძიებას აზრი არ აქვს..
-მართალია..
-აუცილებლობას არ წარმოადგენს ყველაფერი იცოდეთ..იქნებ მოვეშვათ ამ თემას..?
-ჩვენ კი მოვეშებით, მაგრამ არამგონია იოანე მოეშვას, როცა გაიგებს, შენი ჩამოსვლის ამბავს ..
-მართალია..დიდი დრო არ დაგრჩენია..
-დამრჩა..თქვენს შეკრებებზე დიდად სიარულს არ ვაპირებ..
-ჩემი და შენი მომავალი დისშვილის ნახვა ხშირად გინდა..? მოგიწევს..
-ზედმეტად შეკრული სამეგობრო ხართ..
-მასეც უნდა იყოს..
-კარგი..რაც არ უნდა იყოს..იოანეს არ უთხრათ აქ რომ ვარ..სადამდეც დაიმალება დაიმალოს.. მაგის თავი არ მაქვს..
-მაინც ვერ ვხვდები, რატომ მოსწონხარ იოს..
-არ მოვწონვარ..რეალურად არა..მისთვის უბრალოდ გართობაა ჩემი გაბრაზება..მეტი არაფერი-თაიამ და ანდრიამ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ…- რაო..? ვერ გავიგე..
-დიდი დრო არ დაგჭირდება გასარკვევად დაო..
. . .
ნენე უნდა გაგაცნოთ, ჩემი ერთადერთი ახლო მეგობარი..რომელიც დასავით მყავს უკვე ვინ მოთვლის მერამდენე წელია.. სხვათაშორის სმენა ახალი დაკარგული მქონდა, როცა გავიცანი, ყველას გასაკვირად, მალევე დავუმეგობრდით ერთმანეთს..იმ პერიოდში როდესაც ყველას ჩამოშრებას ვცდილობდი და ხშირად გამომდიოდა კიდეც..ჩემდა უნებურად ნენე შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში..მას შემდეგ ერთად მოვდივართ..
-ისე გამახარე, ვერ წარმოიდგენ..დიდი ხნით აპირებ დარჩენას..?
-სანამ მზად არ ვიქნები წასასვლელად..ეს კი არ ვიცი როდის მოხდება..
-მე მაწყობს..
-რომც წავიდე ჩამოსვლა ძალიან მალე მაინც მომიწევს..
-რატომ..?
-თაია ღვინიანიძე ორსულადაა..მის გვერდით თუ არ ვიყავი როგორი და გამოვალ..
-ქეთააა ხუმრობ..?
-არანაირად..
-უმაგრესი ამბავია..დეიდა ხდები და რამეე..
-ვინ წარმოიდგენდა..
-მოხარული ვარ, უფრო ხშირად ჩამოსასვლელი მიზეზი გამოგიჩნდა..
-აი ეგ უკვე არ ვიცი რამდენადაა კარგი ამბავი..
-სულელობ.. დარწმუნებული ვარ კარგია..
-ვიმედოვნოთ..
-აბა რას დალევ, წყალი ადუღდა..
-კაკაო გაქვს..?
-საბედნიეროდ მაქვს..
-შენ თუ დაისხი შენი ყავა, შეგიძლია დაჯდე..თავად მოვიმზადებ..
-როგორც გინდა..მობრძანდი..ყველაფერი შენს ხელთაა..
-ძალიანაც კარგი..
-ისე იცი ახლა რა ბედნიერი ხარ..?
-რატომ..?
-ჩემი მეზობლები რემონტს აკეთებენ და საშინელი ხმაურია..ნერვები აღარ მაქვს..სმენის უქონლობასაც აქვს დადებითი მხარეები, რომ იცოდე..-რამდენიმე წამი ერთმანეთს შევყურებდით, შემდეგ კი ერთნაირად აგვიტყდა სიცილი..დიახ მეგობრებო..უცნაურად პოზიტიური მეგობარი მყავს..
. . .
ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ყველა სასტუმრო სადაც ოდესმე ვყოფილვარ, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.. ალბათ ესაა მიზეზი, დიდი დრო რომ არ მჭირდება შესაჩვევად..
არ ვანიჭებ მნიშვნელობას, ერთ ნივთსაც კი, რომელსაც ამ ნომერში ვხედავ..ვიცი ადრე თუ გვიან წასვლა მომიწევს..ასე რომ ნივთები უბრალოდ ნივთებად რჩებიან..
ვერ ვიტან რარაცაზე დამოკიდებულებას, კარგით შეიძლება ვიღაცაზეც..
როდესაც დავბრუნდი ნომერი უკვე დალაგებული დამხვდა..
ლეპტოპი ამოვიღე და ფილმი ჩავრთე, რა თქმა უნდა, სუბტიტრებით.. ყურადღებას დროებით მაინც გადავიტან..
არადა საშინლად ძლიერი წვიმის ხმაური, მუსიკის დართვით, ნამდვილად შეძლებდა ჩემს დამშიდებას..არაუშავს..დიდი ხნის წინათ ვისწავლე, დავჯერდე და მადლიერი ვიყო იმისთვის რაც მაქვს..
შეუძლებელია ყველაფერი გვქონდეს რაც გვინდა, მაგრამ შესაძლებელია მადლიერები ვიყოთ იმით რაც გვაქვს..
ტელეფონის ვიბრაციამ გამაღვიძა.. გასაღვიძებლად ზარი არ დამიყენებია, რაც იმას მოიაზრებს რომ ვიღაცამ დამირეკა.. სანამ მე აზრზე მოვედი და თვალები წესიერად გავახილე გათიშეს.. ტელეფონს როცა დავხედე, თაია აღმოჩნდა..მისი ზარი იმას ნიშნავდა, რომ გამოგზავნილ მესიჯებზე არ ვუპასუხე და ცდილობს ხმა მომაწვდინოს..როგორც ხედავთ გამოუვიდა..
როგორც თაია იუწყება ოცდახუთ წუთში, ჩემთან გაჩნდება და გამზადება უნდა მოვასწრო.. გამზადება ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საკითხავია რისთვის..
სასტუმროდან გამოსულმა მალევე შევნიშნე მძღოლის ადგილას წამოსკუპებული ჩემი და რომელსაც ჟესტებით ვუთხარი აქ რას აკეთებდა..ისე თითქოს სულ რაღაც ორ წუთში, მის მანქანაში არ ჩავჯდებოდი.. არაფერი არ უთქვია..ჩემს მისვლას დაელოდა..
-ახლა მაინც მეტყვი რა ხდება..?
-გოგონების შეკრებაზე მიმყავხარ.. ვინაიდან გიცნობ და ვიცი დაგეზარებოდა გამოგიარე..
-ახლა შენი ცემა საშინლად მომინდა..სამწუხაროდ ბავშვის გამო შეუძლებელია..
-არ იღელვო, შენს მაგივრად მაწვალებს..
-თუ გინდა მე ვატარებ..
-კარგად ვარ მადლობა..თუ რამეა შეგატყობინებ..
-კიბატონო..მეტყვი სად მივდივართ..?
-თავსატეხში..
-ასე ჰქვია..? თავსატეხი..
-სწორად გაგიგია..-საცობის არარსებობის შემთხვევაშ მალე მივიდოდით, საუბედუროდ დაგვაგვიანდა..სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და კაფის კარებიც შევაღეთ..
-ჩვენც აქ ვართ..
-მიხარია შენი ნახვა..-მითხრა ეკატერინემ..
-მეც ასევე..
-მე არ უნდა მნახო..?
-დებორა თუ დამაცდი აუცილებლად..აბა აქ დავჯდე..? სკამს მოვიტან..მოიცადე..მორჩა მოვკალათდი..
-როგორ ხარ..? იმედნი დრო გავიდა რაც არ მინახავხარ..
-დიდი დრო არ გასულა..
-ეგ ნახვა იყო..? თვალი მოგკარი..
-ვერ ვიტან ქორწილებს.. თქვენს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო არც წავიდოდი..
-გვიხარია ორივეს ქორწილში, შენი ხილვის შესაძლებლობა რომ გვქონდა..
-ისე არ მეგონა დებორას ქორწილში ამდენად ცოტანი თუ ვიქნებოდით..მომეწონა..
-რატომ არ მოგეწონებოდა..ხალხმრავლობას ვერ იტან..
-ამაზე ლაპარაკი აღარ გვინდა..
-ახლახანს გაიღვიძე..?
-მეტყობა არაა.. ჩემმა უძვირფასესმა დამ წამომიყვანა.. ჩემი ბრალი არაა..
-გოგონებო მოგესალმებით..
-სალამი..გრეტა გაიცანი ჩემი და ქეთა..
-სასიამოვნოა..
-ჩემთვისაც..
-აბა რას ინებებთ..?
-ჩვეულებისამებრ.. ყავა ოღონდ კაპუჩინო..ჩაი..ამ ორს კიდევ შეგიძლაი ჰკითხო..
-წვენი..
-კაკაო..
-გასაგებია..ვეცდები მალე მოგიტანოთ..
-მიმტანს იცნობთ..?
-აქაურობის მფლობელიცაა..ვიცნობთ..
-კარგი ვინმე ჩანს..
-არის კიდევაც..
-ამ ადგილის ხშირი სტუმრები ხართ..?
-შეძლებისდაგვარად..
-მოსაწყენი არ არის.? პირადად მე არ შემიძლია ადგილი ამოვიჩემო..ახალი ადგილის აღმოჩენას არაფერი ჯობია..
-ნაწილობრივ გეთანხმები და მაინც ჩემთვის თავსატეხი ამოჩემებაზე მეტია.. მარტივად თუ ვიტყვით, სახლისთვის დამახასიათებელი კომფორტის ატმოსფერო გადაჰკრავს..-ჩემთვის საინტერესო აზრი გააჟღერა დებორამ და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გადაავლო თვალი აქაურობას..
-თქვენი შეკვეთა მზადაა..
-მადლობა გრეტა..
-რაიმე დაგჭირდეთ აქ ვარ..-ღიმილით სხვა მომხმარებლისკენ გადაინაცვლა..ჩვენ კი საუბარი განვაგრძეთ..
-ქეთა..მადლობა მინდა გადაგიხადო..
-რას გულისხმობ..?
-როდესაც გაგიცანი, შენდა უნებურად მიბიძგე ჟესტური ენის შესწავლისკენ..
-მართლა..?
-ახლაც კი სწავლის პროცესში ვარ..ძირითადად თაია მეხმარება ნასწავლის გამოყენებაში..
-არ ველოდი ამას თუ მოვისმენდი..
-ჟესტური ენის ცოდნა საშუალებას მაძლევს მეტ ადამიანთან ვიურთიერთო..მათთვის მოსახერხებელი გზით..
-სმენის ქონის შემთხვევაში არამგონია ოდესმე სწავლაც კი მომეწადინებინა..
-მოზარდი იყავი..შენ რა იცი რას გააკეთებდი ყველაფერი სხვანაირად თუ იქნებოდა..
-რა გითხრა..ასე ვფიქრობ..-როდესაც არჩევანი გაქვს, სურვილი.. შესაძლებელია სწავლა სასიამოვნოც კი იყოს.. ამის საწინააღმდეგოდ, როდესაც სხვა გზა არ გაქვს და გადაწყვეტილებებს შენს მაგივრად იღებენ.. სწავლა მარტივად შეიძლება მტანჯველ პროცესად გადაიქცეს..
-აღარც კი გამხსნებია, ნენე როგორაა..დარწმუნებლი ვარ უკვე მოინახულე..
-მოვინახულე თუ არა..? თითქოს საავადმყოფოში მყოფ პაციენტზე საუბრობ..-გამეცინა..
-ქეთაა..
-რა საკვირველია ვნახე..ჩემი საუკეთესო მეგობარია ბოლობოლო.. რა უჭირს..კარგადაა..
-მეც არ მინახავს..საუკუნეზე მეტი გავიდოდა..
-ნენე და ქეთას გაპარვა გახსოვს..?
-რა დამავიწყებს..რაც ჩვენ ამათ ვდიეთ..
-რაზე ლაპარაკობთ..?
-ჩვენ წავედით სასეირნოდ და როგორც შედარებით უფროსებს, პატარები გამოგვაყოლეს..სხვა გზა არ გვქონდა ისე არ გვიშვებდნენ.. ჰოდა ამათაც მეტი რა უნდოდათ.. დამოუკიდებლობის ჰაერი წესიერად არ ჩაესუნთქათ გაქცევა მოიწადინეს..
-ორი კილო მაინც დავიკელი ამ სირბილში..
-საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა..
-მშობლებმა რაო..
-ძალიან ცუდად მოვიქეცით..არ გვითქვამს..
-რატომ..?
-იმ პერიოდში ჩავთვალე, როგორც უფროს დას, შემეძლო სიტუაციას მარტოც გავმკლავებოდი.. ოთახს მილაგებდა და ჭურჭელს ჩემს მაგივრად რეცხავდა ერთი კვირის განმავლობაში..ამ საიდუმლოს შენახვისთვის..
-კარგი სასჯელი მოგიფიქრებია.. ქეთა გაქცევა ვისი იდეა იყო..?
-ჩემი, რა თქმა უნდა .. დღემდე არ ვიცი როგორ მოვახერხე ნენეს დაყოლიება..
-მოსაგონებლად მაინც დაგრჩათ..
-მიყვარს, როდესაც ადამიანები ბევრ სისულელეს აკეთებენ მოსაგონებლად..-ვთქვი მე და უკვე ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავდე..კიდევ ერთი საათი დავყავით თავსატეხში..იცით რაზე ვსაუბრობდით ამ დროის განმავლობაში..? ცოტახნით სიჩუმე, ჩამოვარდება და გიკვირს კონკრეტულ თემამდე როგორ მიხვედით..დავკონკრეტდე..? ლაპარაკმა მოიტანას სახელით ცნობილი, დიალოგების გაცვლა-გამოცვლა მოხდა ჩვენს შორის..
შეზარხოშებულ კაცებს, მხოლოდ ის სადარდებელი აქვთ, რომელი რესტორანია შემდეგი გაჩერება.. ჩვენი თავი მათთან გავაიგივე.. ვინაიდან თავსატეხის შემდეგ, იმაზე დაიწყეს დავა ვისთან ჯობდა წასვლა..არჩევანი დებორაზე შეჩერდა.. ოღონდ ხმის მიცემაში მე არ მიმიღია მონაწილეობა..
ამ ჯერად საჭესთან მე დავჯექი, თაიას შეეტყო ტარების თავი დიდად არ ჰქონდა.. კარნახის მეშვეობით დანიშნულების ადგილას მალევე მივედით..
კარები გაიღო და სახეზე გაკვირვების ტალღამ გადამიარა, ულამაზესი ბაღის დანახვაზე.. კი გამეფიქრა..ამდენი ყვავილი აქ როგორ დაეტია მეთქი..
სახლში შესულები, ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებთ, თითქოს მთელი დღე მუშაობისგან დაქანცულებს, დასვენების მეტი არაფერი გვდომებია..
-დებორა, მინდა გითხრა ამ სახლმა და ეზომ, იმაზე მეტად გამაოცა ვიდრე ვიფიქრებდი..
-ჯერ სად ხარ ქეთა, ჯერ კიდევ პროცესში ვართ..
-რემონტი საშინელებაა..
-ნაწილობრივ..
-მხოლოდ ნაწილობრივ..?
-მე და დემნა ერთად ვაკეთებთ..უკვე წვრილმანებს.. ვინ დამიჯერებს ამას ვამბობდე..რაღაცნაირად სახალისოც კია..
-სახალისო რატომა?
-სასიამოვნოა უყურებდე, რაღაცას რაც ერთად გაგიკეთებიათ..თავისი მუღამი აქვს..ეს კარგი..რამე ხომ არ გინდათ.. ტკბილეული.. დასალევი..
-მე მინდა..-ყველას გაგვიკვირდა დაამდენიმე წამი მეგონა მომეჩვენა რაც თაიამ თქვა..
-ტკბილეული გინდა..შენ..?
-რა მოხდა მერე..
-შენ და ტკბილეული როდიდან მეგობრობთ..
-ვცდილობ არ ვჭამო, თუმცა ეს წერტილი ისე მთხოვს უარს ვერ ვეუბნები..
-წერტილს შენს შვილს ეძახი..?
-ანდრია ეძახის და მეც ამეკვიატა..
-თაია შეძლება ჩაგეძიო..?
-მიდი დებორა ჩამეძიე..
-იქნებ მითხრა კონკრეტულად რა უნდა შენს წერტილს..
-შენ რომ იცი ხოლმე..დავინახავ და მიხვდებიო ისე ვარ..
-რა გაეწყობა..ნაყინი გინდა..?
-რისია..?
-მარწვის..
-მომიტანე..ქეთა რას ხითხითებ მანდ შენთვის..გაგვანდე..
-შენმა შვილმა მოახერხა უკვე და ჩემი მოწონება დაიმსახურა..თავად თაიას აიძულა ტკბილეული მიირთვას..
-შენ იცინე და მე იმის მეშინია ორსულობის მერე არ დარჩეს, ტკბილეულისადმი მოწონება..
-ჯერ სად ხარ.. უკვე წარმომიდგენია რეებს გაგაკეთებინებს მართლა წერტილა..
-ქეთა მგონი საკმარისია.. შენს დას ვერ ატყობ სახეზე რა რეაქციები აქვს..?
-ეგ რა შუაშია..სააბაზონოში უნდა გავიქცე..მომავალი ნახევარი საათი თუ არ დავბრუნდი მერმე შემომაკითხეთ..
-თუ გინდა გამოგყვები..
-საჭირო არაა..
-აბა ძვირფასებო..სანამ თაია დაბრუნდება ნაყინი თქვენც ხომ არ გინდათ..
-სანამ გვარიანად არ შემაწუხებს სიცხე მანამდე ნაყინს არ ვჭამ..
-სულ გადამავიწყდა..
-ეკატერინე..
-მომაწოდე..ჩემი რა მიდის..
-დებ..ისე დედაშენი როგორაა..?
-რა უჭირს კარგად..საქართველოს ეგუება..
-აქეთაა..?
-აბაა..
-სად ცხოვრობს..?
-ჩემს ძველ სამყოფელში..
-დაბრუნებას არ აპირებს..?
-მუდმივად აღარ..რამოდენიმე თვე შეიძლება წავიდეს ხოლმე..ზუსტად არ ვიცი რას მოიფიქრებს..
-რა კარგია.. ხშირად ნახავ..
-მეც ისე მიხარია..
-ხომ არ დავხედოთ როგორაა..-თქვა ეკატერინემ..
-მიდი აბა..
-არა რაა..ხომ შეიძლებოდა მშვიდი ორსულობა ჰქონოდა..ამ ტოქსიკოზის გარეშე..
-ახლა რომ ვფიქრობ, ჩემს დას შეუძლებელია, მშვიდი ლაღი ორსულობა ჰქონდეს..
-რატომ ვითომ..?
-ჩემი დაა.. მე ხომ ვიცი..მალე ისეთებს ჩაიდენს დაინახავ..საწყალი ანდრია..
-გოგო ასე წვალობს და ვაჟბატონმა კაპრიზებიც არ აუსრულოს..?
-ჯერ ახლახანს გავიგეთ რომ ორსულადაა..თქვენ ფიქრებით უკვე დაფრინავთ..
-ბუნებრივია..-მაინც არ მჯერა, ჩემს დაზე როგორც ორსულზე, ვსაუბრობ.. არ მეგონა ამ ამბავს ასე ემოციურად შევხვდებოდი.. სხვებისთვის დიდად მომავალი დედის პროტოტიპი არასდროს ყოფილა, თუმცა როგორც უმცროსმა დამ, ნათლად შემიძლია ამის წარმოდგენა.. ხომ იცით უფროსი დების ამბავი..იმ ბავშვის მიხედვა უწევთ, რომელიც არ გაუჩენიათ..
მას შემდეგ რაც დავრწმუნდი ჩემი და კარგად იყო, დიდიხნით აღარ გავჩერებულვარ.. ვგრძნობდი როგორც იცლებოდა ბატარეა, რომელსაც ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ვიყენებ..
მალევე მოსაღამოვდა კიდევაც..ამის გამო კმაყოფილი დავბრუნდი ნომერში..ვერ ვიტან გარეთ ყოფნას როცა სიბნელეა..
ღამე მიყვარს, ადამიანების გარეშე.. საშინლად ცარიელი და იმდენად მარტოსული..შეგეცოდება..
განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია..მოვწესრიგდი და აივანზე მას შემდეგ გავედი, რაც დავრწმუნდი ადამიანების უმეტესობას ეძინა..
ჩამოჯდომის სურვილი არ გამჩენია, დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ..
ასეთ მომენტებში მახსენდება რატომ მიყვარს გალაქტიონი.. მისი შემოქმედების კითხვისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ესმოდა.. არა როგორც უბრალო მკითხველის, არამედ მეგობრის..
რა უცნაურია.. იმ ადამიანებთან შეიძლება ვერ ვიპოვოთ საერთო, რომლებსაც შეიძლება ყველაზე ახლო ადამიანებად ვთვლიდეთ და ამ დროს იმ ადამიანთან გვქონდეს საერთო, რომელსაც არც ვიცნობდით და ვერც გავიცნობთ..
ეს პერიოდიც უცნაურია.. ამ პერიოდზე გალაქტიონის “ადრიანი გაზაფხული” მაგონდება..ყოველთვის..
დღე კი მინდა მისი გახსენებით დავასრულო..როგორიყო..?
როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს,
რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა.
სულს დიდი ხნიდან აშალაშინებს
სხვა მარტოობა.
გაზაფხულია მაინც ასეთი,
კეთილი, როგორც კარგი ხარება,
ახალგაზრდობით მოკისკასეთი
ახარხარება.
მალე გადნება ყინული ლოდის,
მტკვარი ღრიალებს ტივების ტევით.
ამოდის მთვარე... ჰეი, ვინ მოდის?
ხელები ზევით!
. . .
-ნენე.. დავიჯერო შენსკენ ახალი არაფერია..?
-მასეთი სახით თუ შემომხედავ გგონია ყველაფერს გეტყვი..?
-ასეც ვიცოდი..რაღაც ხდება..
-მე არ..
-უარყოფას აზრი არ აქვს..
-ისეთი არაფერია, სათქმელად არ ღირს..
-მაშინდელივით არ მოგივიდეს, ისეთი არაფერიაო მალევე ხელი, რომ გთხოვა..
-ქეთაა როდინდელს იხსენებ.. საერთოდ რატომ ვიყავი მაგ ადამიანთან და ხელი რატომ მთხოვა დღემდე გაურკვეველია..
-უარი რატომ უთხარი, რას ერჩოდი..?
-მაგას სერიოზულად მეკითხები..? მე საინტერესო ადამიანთან ერთად მინდა ვიყო..მხოლოდ იმის გამო, ვითომდა ჩემი შესაფერისიაო.. მთელი ცხოვრება თავი გამეწამებინა..?
-ურთიერთობების არაფერი გამეგება.. მე რა გითხრა..
-როგორ არა..შენ მეუბნებოდი..უფრო შესაფერისი სიტყვა იქნება..გამაფრთხილე..
-შორიდან ყველაფერი მარტივი ჩანს.. საკუთარი რომ ვერ გაუგია და ამოუხსნია ადამიანს, იმიტომ ვყოფთ სხვის საქმეში ცხვირს..
-ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა..ზუსტ დროს მომეცი რჩევა.. მჭირდებოდა..
-უცნაურია.. მეგონა იმდენად იყავი დარწმუნებული..იმ მომენტში არაფრად ჩააგდებდი ჩემს სიტყვებს..
-რაც ჩვენ იმ დღეს გამოვიარეთ.. გახსოვს რა მითხარი გაქცევის დროს..? ტარება ერთ კვირაზე მეტია დავამუღამე და არ იდარდოვო..
-ცუდად ვატარე..? დანიშნულების ადგილამდე ხომ მივაღწიეთ..
-მაგ მიღწევას რა ვუთხარი, თუ მიღწევა ჰქვია.. ავარიას მინიმუმ 4-ჯერ კი გადავურჩით..
-კარგი წარსულს მნიშვნელობა არ აქვს..მთავარია მაგ უცნობსაც ისე არ დათანხმდე, ქორწილიდან ჩემი წამოსაყვანი, გახდე..
-არ იდარდო.. გამოცდილება მაქვს.. წამოსვლას მარტოც მოვახერხებ..
-საინტერესოა სადამდე გაძლებ, სანამ არ გამიმხელ ვინაობას..
-მაგას დრო გვიჩვენებს..
-მისმინე, კი მიხარია სასტუმროში მონახულება და ამბები, თუმცა გასვლას არ ვგეგმავთ..?
-ვგეგმავთ..შენი აზრით ამხელა ჩანთა რისთვის ვათრიე აქამდე..შენ წესიერი კაბა ვიცი არ გექნებოდა..მე წამოვიღე..
-სად მივდივართ..?
-სად არ..
-შენი სიურპრიზები მაშინებს..-უნდა გეშინოდეს კიდევაც ღიმილით გამიღიმა და ის უზარმაზარი ჩანთა გახსნა, რომელიც ახლახანს ახსენა..
-ორი ვარიანტი გაქვს..
-არცერთი არ მომწონს..
-არც კი ნახავ, იქნებ გერგება..?
-ზუსტად ვიცი არ მიხდება..
-ამიტომაც მაქვს მესამე ვარიანტი, სხვათაშორის საჩუქრად..
-ჭუჭყიანი ვარდისფერი..?
-შენი საყვარელი ფერი..
-კაბა ჩემი საყვარელი ფერის გამო ჩავიცვა..?
-კაბის ჩაცმა გიყვარს..
-კაბას და ხასიათს გააჩნია..
-დავიღალე, პასუხი მითხარი, ჩაიცმევ თუ არა..
-ჩავიცმევ..მხოლოდ იმის გამო, რომ ფერი მომწონს და უბრალოა..
-რაც არ უნდა იყოს მიზეზი, კაბა შენია, გამოიცვალე მანამდე შენი დაწუნებული კაბებიდან, რომელიმეს ჩავიცვამ..
-თუ იცოდი დავიწუნებდი, რაღატომ შემომთავაზე..?
-იმ კაბების ფონზე, რომლებიც არ მოგწონს, კარგი უფრო შესამჩნევად კარგი გახდა, იმისათვის, რომ აგერჩია..-იმდენად მალე გავემზადეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.. ჩემი ვითომდა წინააღმდეგობის მიუხედავად ნენემ ვარდისფერი თვალის ჩრდილი მაინც წამატხაპნა, ამას დამატებით გლოსი.. სულ არაფერს სჯობსო თავისთვის ჩაილაპარაკა და ნომერი დავტოვეთ..
-ტაქსებს ვერ ვიტან-ხელებით გადავულაპარაკე..
-ამ წამს შეგიძლია გიხაროდეს, ვინაიდან არ გესმის..
-რატომ..?
-მძღოლი ისეთი საშინელი გემოვნების პატრონია, ხელახლა დაკარგავდი სმენას..-გამეცინა..თუმცა შიგნით და ძალიან ღრმა კუთხის კუნჭულში მაინც გაიფიქრა ჩემმა რაღაც ნაწილმა, ნეტავ მესმოდეს და იმაზე საშინელი სიმღერების მოსმენასაც აიტანდა კაცი, მანამდე სიკვდილის ტოლფასიც რომ ყოფილიყოო..
-ყველაფერს თავისი დადებითი აქვს..-არ მწყენია მითუმეტეს ნენესგან..ამდენი წელი გავიდა და რატომ ვსევდიანდები გაუგებარია.. ნუთუ არასდროს დადგება დღე, როდესაც შევეჩვევი.. ვსაჭიროებ თავს შემოვუძახო..ქეთა შენ სმენა დაკარგე, რომელიც არ დაბრუნდება..
-როგორც იქნა მოვედით..-თანხა ნენემ გადაიხადა, რადგან ქართულ ვალუტას ჯერ არ დავბრუნებივარ და ვერ გავხდებოდი, გადახდილი თანხის მეწილე..
გადმოსვლისას მაინც ვიკითხე..
-სად ვართ..?
-ჩემი მეგობრის მეგობართან..
-რა გვინდა შენი მეგობრის მეგობართან..?
-გაცილების წვეულებას აწყობს..
-მერე ჩვენ რა გვინდა..მითუმეტეს მე..მეგობრის მეგობრის მეგობარს..
-რადგან აქ ხარ, როგორც დღევანდელობაში ამბობენ არ ტეხავს..
-როგორც იტყვი.. რამეა და..
-მალე წამოვალთ არ იდარდო..-თავი დავუქნიე და სახლის შესასვლელი კიდევ ერთხელ შევათვალიერე..-რას ელოდები არ მოდიხარ..?
-ჩავფიქრდი უბრალოდ..მიდი წამიძეხი..-რამედნიმე წამი არ იქნებოდა გასული, თვალები რამდენიმეჯერ დავახამხამე ხომ არ მეჩვენებათქო.. ფილმებში თუ მინახავს ასეთი სახლი..თუ სასახლე..რომელსაც ძველებური ელფერი სასიამოვნოდ გადაჰკრავს..შესასვლელში ბაღზე და აუზზე თუ არაფერს ვიტყვით, მე უფრო ოდნავ მოშორებით ხეხილის ბაღმა მომხიბლა..ვინმემ ამიხსნას სად ვარ..
-მეგობარს თურმე წესიერად არაფერი უთქვამს..აქაურობა იმაზე მშვენიერია ვიდრე ახსენა..
-დაივიწყე წეღან რაც გითხარი, აქედან წასვლა არ მინდა..
-მაგას ვნახავთ.. თავადაც კარგად იცი ადამიანებთან ყოფნა მალე გღლის..-პასუხი არ დამიბრუნებია.. გარშემო კიდევ ერთხელ მიმოვიხედე..გარეთ გრძელ მაგიდასთან შეკრებილიყვნენ.. ნაწილი კი მთლიანაიდ ეზოშია მიმოფანტული..როგორც ჩანს ყველა კარგ დროს ატარებს..
-ნენე..მიხარია მოსვლა მოახერხე..-სანამ გრძელ მაგიდას მივუახლოვდებოდით ისე გაჩნდა ჩვენს წინ ახალგაზრდა ყმაწვილი ვერ გავიგე..კარგით კარგით..შეიძლება ვაბუქებ როდესაც ყმაწვილს ვუწოდებ..
-მეგობრის დამსახურებაა..-მე გადმომხედა..
-გასაგებია..თქვენ უნდა გიმადლოდეთ, როგორც იქნა ნენეს ნახვის შესაძლებლობა მომეცა..
-მე ქეთა ვარ..
-მადლობა ქეთა..
-არაფრის..
-ბუდუ..-ნენეს გავხედე, ოდნავ გაკვირვებულმა..ჯერ სიტყვას არ მეუბნებოდა და პირდაპირ გამაცნო ის უცნობი, ვის გამოც ჩემი ჩამოსვლის დღიდან ღიმილად იღვრება..?
-რა გაეწყობა..წავიდეთ..-თავი დავუქნიეთ და ახლა უკვე დაუბრკოლებლად გრძელ მაგიდას საგრძნობლად მივუახლოვდით..როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა ნენეს მივწერე..
-ამიხნი..?
-ოდნავ მოგვიანებით..
-კარგი..-ტელეფონი გვერდით გადავდე და ხალხისკენ მივმართე ყურადღება..
-მეგობრებო..ეს ნენეა, მის გვერდით კი მისი მეგობარი ქეთა..
-სასიამოვნოა..-მისალმებს შემდეგ ცარიელი ადგილები დავიკავეთ..ბუდუ ნენეს წინ აღმოჩნდა..”შემთხვევით”..
-სამწუხაროა ასეთმა ამბავმა შეგვკრიბა..
-ისეთი სამწუხაროც არაა, როგორც აჟღერებ..
-შესაძლებელია ვაბუქებდე კიდეც..
-თავადაც ხომ იცით არაა, დღევანდელი დღის გმირმა რა თქვა..
-არანაირი სევდიანი გამოსვლები და დიალოგები..კარგი დრო გავატაროთო..
-ზუსტად..
-სანამ გასულია ვსარგებლობ..-ყველას გაეცინა..ამასობაში ათი წუთიც გავიდა და ბუდუს მისამართით ვიკითხე..
-სააბაზანო საითაა..
-შეხვალ..მეორე სართულზე ახვალ და..
-მადლობა..-ბუდუს მითითებებს მივყევი და მაღლა ავედი..შესული არ ვიყავი ნენესაგან მომივიდა მესიჯი..
-მშვიდობაა..
-რატომ არ უნდა იყოს.. შეგიძლია ლაღად ამოყო თავი ტელეფონიდან და შენი ბიჭისკენ მიმართო ყურადღება..
-კარგი რაა..აგიხსნი..
-მაცადე მოვწესრიგდე, თორემ კიდევ დიდი ხანი ვერ გამოვაღწევ აქედან..-თავი გავაქნიე და საკუთარი თავი შევათვალიერე..გლოსი ხელმეორედ გადავისვი..ჯერ საერთოდ არ ვიყენებ და თუ ხელში ჩამივარდა არაჯნსაღი რაოდენობით ვიწყებ გამოყენებას..საბედნიეროდ ცუდად არ გამოიყურება..
აბაზანაში დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, უკვე კიბეებისკენ ვაპირებდი წასვლას ვერანდაზე გასვლის სურვილმა დამიყოლია..გეზი შევიცვალე და შემოვბრუნდი..ლამაზი ხედები ჩემი სტიქიაა..მითუმეტეს ასეთი ბაღით..
ჯერ კიდევ არ მოსაღამოვებულა.. მანამდე კი შემიძლია აქაურობით დავტკბე.. დრო ძალიან ცოტა დამრჩა.. გადავინაცვლე, გრძელ მაგიდასთან მყოფნი კარგად დამენახა..გამეღიმა ბუდზე, რომელიც ნენეს რაღაცას უხსნიდა..
შემდეგ კი ჩემმა მზერამ ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა..ერთი ნაბიჯით მექანიკურად დავიხიე უკან..იოანე აქ რას აკეთებს..თითქოს ჩემი მზერა იგრძნოო..ჩემკენ გამოიხედა..ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს მოჩვენება ვიყავი და არა ცოცხალი ადამიანი..ეს განცდა კი მხოლოდ იონეს უცნაურმა მზერამ გამოიწვია..
ვერანდას მოვშორდი.. ახლა რა გავაკეთო..მალე აქედან ვერ წავალ..ნენეს გამო ამას ვერ ვიზამ.. უნდა დავმშიდდე.. სადამდეც შევძლებ ვიქნები..ასეთი რთული არ უნდა იყოს..
კიბეებზე ძლივს ჩასულმა, ჩემი ადგილისკენ გავემართე..რომელიც იოანეს ადგილიდან არც ძალიან შორს იყო და არც ძალიან ახლოს..
-ახლა ვაპირებდით კითხვას რატომ დაგაგვიანდა..
-ვერანდაზე გასვლის ცდუნებას ვერ გავუძელი..
-გასაგებია..-მაინც გამექცა მზერა მისკენ..ბუდუს სთხოვდა წყალი დაესხა, მან კი ჰკითხა ხომ კარგად იყო..თავი არც ისე სარწმუნოდ დაუქნია და გამჭირვალე ჭიქა გამჭირვალე სითხით, ხელში აიღო..მზერა მოვაშორე..
ნენემ მიმანიშნა ვიღაცისთვის პასუხი გამეცა..
-შეგიძლიათ გამიმეორეოთ..?
-დიდი ხანია..-ნენეს გავხედე..უცნობი მამაკაცის წვერის სიგრძის გამო გამიჭირდა გამეგო რა მკითხა..
-უკაცრავად..მე..არ მესმის..
-ეს რას ნიშნავს..არც ისე მოშრებითაა..გაგება გაგჭრვებოდა..
-სმენა არ მაქვს..თქვენი მხოლოდ პირის მოძრაობით შემიძლია გავიგო..მისი წვერის გამო კი გაგება რთულია..-წამით თითქოს ყველა დაიძაბა..
-ქეთა..მან გკითხა დიდი ხანია თუ არა რაც მე და შენ ვმეგობრობთ..
-მე და ნენე ბავშობიდან ერთად მოვდივართ..დაშორება რომც გვინდოდეს ისეთი საიდუმლოები ვიცით..არ გამოვა..-სიტუაცია განიმუხტა და ჩემს ნათქვამზე ყველას გაეცინა..ისევ ნენემ მითხრა იმ ბიჭის ნათქვამი..არ მეგნა ჩემი წვერის გამო ვინმეს თარჯიმანი თუ დასჭირდებოდაო..
-რას ვიზამთ ხდება ხოლმე..
-..იოანეს დავუბრუნდეთ..მაინც ვერ გავიგე როდის ბრუნდები..
-მაგას ვნახავთ..როგორც საჭიროება მოითხოვს..-ახლა გავიაზრე..მე იოანეს გაცილების წვეულბაზე ვარ..იოანე მიდის..? მოიცა ეს ხომ კარგი ამბავია..სახე რატომ ჩამომტირის..
-სახლი კი დროებით ჩემს განკარგულებაშა-ღიმილით თქვა ბუდუმ..
-საკუთარი დეიდაშვილი როგორ გავაგდო სახლიდან თორემ..
-მორჩება რემონტი და თვალით ვეღარ მნახავ..
-კიი გეგონოს..ვერ გაძლებ..ორ დღეში მესტუმრები..-გარშემო ყველას გაეღიმა..
-გახსოვს რას ამბობდნენ დედაჩვენები..? ძმებივით გიყვარდეთ ერთმანეთიო..ჰოდა ახლა ჩემი ატანა მოგიწევს..
-არადა მეგობრებო ეს როგორი ასატანია იცით..? სულ მუშაობს და თვალით ან ვნახულობ ან არა..
-აბუქებ..მასე იმიტომაა, რომ შენც მუშაობ და ვერ ვემთხვევით..
-ზუსტად ამიტომაც შეგიძლია დარჩე იმდენი ხნით რამდენიც მოგესურვება..-ნენეს გავხედე..გაბადრული მისჩერებია ბუდუს..მანაც გამოხედა, გაუღიმა და მზერა ისევ სხვისკენ გადაიტანა..ამ წამს გავიაზრე..ჩემი საუკეთესო მეგობარი შეყვარებულია..მთავარია გავიგო რისი მომასწავებელია..კარგის თუ ცუდის..
ამასობაში ნელნელა ხალხი დაიშალა..დავრჩით ხუთნი..კიდევ ერთი გოგოს დამატებით..რომელიც მალევე წავიდა, მომაკითხეს..გტოვებთო..იოანეს ბედნიერი მგზავრობა უსურვა და საბოლოოდ დატოვა აქაურობა..
-ვერანდაზე ჩანთა დამრჩა..ახლავე მოვალ..-კიბეებზე ავირბინე და ჩემი ჩანთის თვალიერება დავიწყე..მალევე გამოჩნდა იოანე, რომელმაც ჩანთის მოძებნა დამასწრო და გამომიწოდა..
-თავადაც შემეძლო..
-ვიცი..
-მაშინ აქ რას აკეთებ..
-მათი მარტო დატოვება მინდოდა..დამატებით 5 წუთით..-მათკენ გავიხედე..-შეგიძლია ჩემს გვერდით 5 წუთი გაჩერდე..?
-ვეცდები..ამდენად სერიოზულადაა ყველაფერი..?-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე..
-არაფერი იცი..?
-ახლახანს ჩამოვედი..მხოლოდ იმის გაგება მოვასწარი..ნენეს ცხოვრებაში ვიღაცაა..
-გასაგებია..-თვალის დახამხამებაში..ერთმზერაში გასული დარჩენილი ოთხი წუთი როდესაც გავიდა, ქვემოთ ჩავედით..
-ნენე..ჩვენი წასვლის დროა..-თავი დამიქნია, შემდეგ წამოდგა..
-გაგიყვანთ..-ბუდუ..
-მისმინე..კარგი ადამიანი ჩანხარ..დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში ნენეს სახლში მიცილების მეტს არაფერს გააკეთებ, თუმცა დღეს არა..დღეს ანდრია წაგვიყვანს ჩემი სიძე და შენი დეიდაშვილის უახლოესი მეგობარი..დარწმუნებული ვარ იცნობ.. -მანამდე ახსენეს ნათესაური კავშირის შესახებ..უხმოდ დამშვიდოების შემდეგ მანქანაში ჩავჯექით..მალე კი ნენეს საცხოვრებელს მივადექით..
-არ დარჩები..
-დღეს არა..თუმცა უახლოეს მომავალში გნახავ..
-ნახვამდის..-თავი დავუქნიე..მანქანის დაძვრიდან კი მალევე ფანჯარას ჩავუწიე..
-მარჯვნივ არ გადაუხვიო..
-რატომ..?
-დღეს თქვენთან ვრჩები..
. . .
-ქეთა დიდი ხანია გღვიძავს..?
-ორი საათია..
-შენთვის გვიანია..
-გვიან დავიძინე..რამეს დალევ..?
-ჯერ წყალი, ყველაფერი დანარჩენი მერე..-ოთახში ანდრია შემოვიდა გამჭირვალე ჭიქით ხელში, რომელშიც გამჭირვალე სითხე ასხია..წამიერად იოანე გამახსენდა..გუშდინდელმა კადრმა გამიელვა გონებაში..თუმცაღა მაშინვე უკუვაგდე ფიქრები..
-მოგესალმები სიძევ..
-ცოლის დავ..-თავი დამიქნია..-აბა მოყვები ბოლობოლო გუშინ რა მოხდა..?
-არაფერი მომხდარა..
-არ იფიქრბო, ბრმა სიძე მყავსო..გუშინ..
-მართლა არაფერი მომხდარა..ნენემ მითხრა მეგობრის მეგობარს აცილებენო, საიდან უნდა მცოდნოდა ეს მეგობარი იოანე თუ იყო..
-ნენეს მეგობარი ვინაა..?
-ბუდუ..
-მეგობარი..?
-რა თქმა უნდა, მეგობარზე მეტი..წესიერად არ გვილაპარაკია ამ თემაზე და მეტს ნუღარ მკითხავთ..იოანე სად მიდის..?
-გაცილების წვეულებაზე იყავი და არ იცი სად მიდის..?
-არ უხსენებიათ..
-საქმიანი მივილინებაა..
-როდის..
-რატომ გაინტერესებს..?
-მასე ნუ მიყურებთ..მხოლოდ ის მაინტერესებს რამდენი ხანი შემიძლია თავისუფლად ყოფნა..
-რა საჭიროა იცოდეს..
-რა საჭიროა..
-იცი რაა..არ მაინტერესებს..საერთოდ არც დაბრუნებულიყოს..
-იოანეს გამო ნერვებს რატომ იშლი..?
-ახლა თქვენ მიშლით ნერვებს, თქვენი ძვირფასი იოანეს მეშვეობით..
-კარგი კარგი..საკმარისია..
-დღეს რას აპირებ..?
-საღამოს ნენეს გავუვლი..ყველაფერის როდესაც გავარკვევ დავმშვიდდები..
-რატომ ნერვიულობ..?
-არ მინდა ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომელიც დასავით მყავს გული ეტკინოს..ისევ..
-ქეთა..იმის გაგება თუ რა მოხდება მომავალში შეუძლებელია..-ანდრია..
-შენი აზრი ნენესთვის მნიშვნელოვანია..კარგად დაფიქრდი რის თქმას დააპირებ..-თაია..
-რა შემიძლია გავაკეთო..
-მის გვერდით იყავი..რაც არ უნდა მოხდეს..თუნდაც გული ეტკინოს..
-შესაძლოა ნენემ აირჩიოს, ბუდუს ნდობა.. არის შანსი ისე ძლიერად ეტკინოს გული ვეღარც კი სუნთქავდეს..ამას ვერ გავიგებთ..თუმცა როგორც საუკეთესო მეგობარი..მის გვერდით ყოფნა უნდა შეგეძლოს..
. . .
სადაცაა ნენეს სახლის კარს შევაღებ..რაც წამოვედი თაიასა და ანდრიასგან სულ ამ თემაზე ვფიქრობდი.. ალბათ გგონიათ ჭიანჭველისგან სპილო შევქმენი..რაც ნაწილობრივ მართალიცაა..მხოლოდ ნაწილობრივ..მაგრამ ნანახი მყავს გულნატკენი როგორია და არ მინდა იგივე განმეორდეს..სულ ესაა..
როდესაც კარი გავაღე თაის სიტყვები გამახსენდა..დაფიქრდი რის თქმას დააპირებო..
იმაზე დიდი გავლენა გვაქვს ადამიანებს ერთმანეთზე ვიდრე საჭიროა..ვერ გაიგებ ვინ რას მიიტანს გულთან..რა ეწყინება.. ასეთი წვრილმანების გამოა კარგ ადამიანად ყოფნა რთული..
-როგორც იქნა მიკადრე..
-წყალი დაადგი..რამეს დავლევ..
-კაკაო არ მაქვს..
-ვიცი..ეგ ჩემი ბრალია..რასაც დამისხავ დავლევ..
-ზედმეტად უპრეტენზიო ხარ..მშვიდობაა..
-ვიმედოვნოთ..
-ჩემი და ბუდუს გამო ხარ ასე..?
-გაურკვევლობის გამო უფრო..-დაველოდეთ როდის გაცხელდებოდა წყალი და მისაღებში გასულები იატაკზე დავსხედით..
-ქეთა..მე..
-თუ გიმარტივდება მოკლე გეგმა გამაცანი..როორც ადრე..
-შევხვდი..მომეწონა..ერთად არ ვართ.. ვითომ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს..ცოტა ჩახლართული..შესაძლოა მასაც მოვწონდე..არ ვიცი..რატომ იღიმი..უცნაურია..
-ნენე..შეყვარებული ხარ..?
-რა..? ახლახანს გითხარი მომწონსთქო..
-მოწონება და შეყვარება განსხვავდება..თუმცა უარესიც შეიძლება..
-უარესი რას ნიშნავს..?
-ორივე ერთად..მოგწონს და ამავდროულად შეყვარებული ხარ.. ახლა კი ნენე შენი დიაგნოზი მითხარი..არაფერს ამბობ..ეს კი უარესის მომასწავლებელია..
-შენ ასეთი რამეების დიდად არ..
-მნიშვნელობა არ აქვს..საქმე შენ გეხება..დიაგნოზი ნენე..
-ორივე ერთად..
-გასაგებია..-ჭიქა რომელიც ხელში უჭირავს გამოვართვი და გვერდით გადავდე..შიგნით ცხელი წყლის გარდა მაინც არაფერია..
ყოველი შემთხვევისთვის თუ გაინტერესებთ რატომ..ასეთი ჩვეულება გვაქვს..ზამთრის ერთ დღეს ჩაის დალევა გადავწყვიტეთ..აღმოჩნდა სახლში არაფერი მოგვეპოვებოდა, წყალი კი უკვე გაცხელებული იყო..ამიტომაც ფერად ჭიქებში დავასხით და ლაპარაკთან ერთად ისე დავლიეთ, თითქოს ამაზე გემრიელი რამ არ დაგვეგემოვნებინოს..
-დაუჯერებელია..არა..მე..ზედმეტად მოკლე დროა შეყვარებისთვის..
-როგორ გაიცანი..
-მიუხედავად იმისა ციოდა..მაინც გადავწყვიტე ნაყინი მეყიდა..ასე ძალიან ზაფხულშიც არ მდომებია..უახლოეს მარკეტში შევედი..ყურსასმენები მეკეთა და იმდენად ხმამაღლა ვუსმენდი ალბათ მარკეტში გაჟღერებული სიმღერაც გადავფარე..მაცივარი გავხსენი, ისეთი ნაყინი ამოვიღე, თავიდანვე ხვდები ფასი არც ისე სახარბიელოა..რამოდენიმე წამი მივაშტერდი და გონებაში ფასის გამოცნობას ვეცადე..ყურსასმენები მოვიხსენი თუ არა ოდნავ მოშრებით მდგომისგან ხმა გავიგონე..”ფასი გაინტერესებს?”, თავი დავუქნიე.. ხმა არ ამომიღია..ისეთი ფასი მითხრა მეორე ნაყინიც ავიღე, ვიფიქრე მოგებაში ვართქო..გადახდისას კი აღმოჩნდა ნათქვამზე ორმაგი ღირდა..გადავიხადე და მარკეტი გაბრაზებულმა დავტოვე..უცნობზე მომეშალა ნერვები..არადა იმ მომენტში ისეთი სანდომიანი ღიმილით მითხრა მიდი და არ დამეჯერა.. შემდეგ საერთო მეგობართან შევხვდი..აქედან დაიწყო ყველაფერი..
-შენს გვერდით ვარ..
-რა..
-რაც არ უნდა მოხდეს..როგორც არ უნდა წარიმართოს სიტუაცია..შენს საყვარელ ნაყინს მაინც გიყიდი..
-მადლობა..ჩემთვის ბევრს ნიშნავს..
-წყალი გაგიცივდება..-ჭიქას გახედა თუ არა გაეცინა..
-იცი რაა დაივიწყე ადუღებული წყალი..წამოდი..გარეთ გასვლის დროა..
-მაინც რა გვაქვს მხედველობაში..
-ისეთი არაფერი..
-ბოლოს მასე თქვი და თითქმის შეყვარებული გამაცანი..
-ბუდუზე საუბარი აღარ მინდა..
-სიმართლე თუ გინდა არსად გასვლის თავი აღარ მაქვს..ენერგია რაც მქონდა აქ მოსვლაში და ლაპარაკში გავლიე..
-რას მთავაზობ../?
-აქ დავრჩები და არაფერი ვაკეთოთ..
-მაწყობს..
. . .
რამოდენიმე დღემ ისე ჩაიარა ვერ გავიგე..უმიზნოდ მყოფი აქეთ-იქით დავხეტიალობ..ადრე ვიცოდი რაც უნდა მეკეთებინა ჩემი საქმე მქონდა..არ მჯერა წარსულ დროში ვიხსენიებ..ახლა კი შეიძლება უარის თქმა მომიწიოს..
საყვარელ საქმესთან დამშვიდობება..ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თუ ეცდები არ იფიქრო სპილოზე, მასზე ფიქრის მეტს ვერაფერს გააკეთებ..
რაც არ უნდა იყოს, ამ დილით ჩემთვის არასახასიეთო ენერგიით გავიღვიძე..გემრიელად ვისაუზმე ჭიქა რძესთან ერთად, რომელიც მიყვარს ბავშობიდან.. გარკვეული პერიოდი მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ რძე მიყვარდა.. ბავშური ფიქრების გამო მეგონა დასაცინი ვიყავი..
მოკლედ საუზმობის შემდეგ გავემზადე და სასტუმრო დავტოვე.. მხოლოდ ოდნავ მოგვიანებით გავიაზრე, აქამე არ გადამიწყვეტია სად ვაპირებდი წასვლას..კითხვა კი გამიჩნდა საკუთარ თავთთან..აბა ასე გულმოდგინებით რისთვის ვემზადებოდითქო..თავი გავაქნიე ADHD-ს გადამკიდემ..ყველაფერს ამას ვაბრალებ..თუ არ იცით..ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.. თანთადან გაგარკვევთ მე როგორ მეხება..
საბოლოოდ კი გადავწყვიტე ისევ დასთან წავსულიყავი..გზაში მაღაზიაიშ შევირბინე და ტაქსი გავაჩერე..როგორღაც..ვუთხარი სად მივდიოდი და ყურსასმენები მოვირგე მხოლოდ იმიტომ, რომ მძღოლს ჩემთან დიალოგი არ გაემართა..
ადგილზე მისვლისას კი მაქსი შემომეგება..დღე უფრო მეტად გახალისდა..მისი მოფერებით გულის ჯერების შემდეგ აღმოვაჩინე ჩემი და ეზოში იმყოფებოდა..წამოვდექი და მივუახლოვდი..
-როგორ ხარ..?
-ვცდილობ თავს მოვერიო და კარგად ვიყო..-მუცელზე ხელი მიიდო..
-ტოქსიკოზი..?
-მეგონა ჰორმონები ასე მალე არ გამაფრენინებდნენ..
-არ იდარდო მანამდეც არ აკლებდი.. ახლა უბრალოდ თავი გამოააშკარავე..-გაეცინა..-..ასეთი გაფრენილიც გვეყვარები..
-მაგას ვნახავთ..
-წამოდი შევიდეთ..მგონი დაჯდომა არ გაწყენდა..ან წამოწოლა..
-შევიდეთ..გშია..?
-არა..
-ანდრიაა..ქეთა მოვიდა..
-გვიკადრე ცოლის დავ..?
-როგორც ხედავ..შენ სამსახურში არ უნდა იყო..?
-მნიშვნელოვანი არაფერი ხდება..თაიასთსან ყოფნა ვარჩიე..
-შეგეძლო წასულიყავი..კარგად ვარ..
-მაინცადამინც მოსასულიერებელი უნდა იყო, სახლში დარჩენა, რომ მოვინდომო..?
-არ მინდა მოგაცდინო..
-არ მაცდენ..წამლები დალიე..?-თაია ანდრიას გვერდით მიუჯდა.
-დავლიე..თუმცა არამგონია დიდხანს დარჩეს ჩემს ორგანიზმში..
-მალე გაივლის..
-მაგას ვერ გავიგებთ..
-იმედი ვიქონიოთ..ექიმთან ხვალ მივდივართ..ვნახოთ რას გვეტყვის..-რაღაცის თქმა დავაპირე როდესაც ოთახიდან ეკატერინე გამოვიდა..
-ფანჯრები ყველგან გავაღე..განიავების შემდეგ სუნი აღარ შეგაწუხებს..
-მადლობა..
-არაფრის..ქეთაც მოსულა..-სალამის ნიშნად ხელი ერთხელ გავაქნიე..
-რაო რა გითხრა..-ანდრიამ კითხვა ეკატერინეს მიმართულებით გააჟღერა..
-დაკავშირებას ვერ ვახერხებ..ალბათ არ სცალია..-ყურების დაცქვეტა რომ შემძლებოდა ამას გავაკეთებდი, მაგრამ ჩემი ყურები თვალებადაა გადაქცეული..
-გუშინ მაინც ელაპარაკე..?-თაია..
-გუშინ დილის საათებში..
-კარგი საღამოს კიდევ ვცადოთ..არამგონია რამე სერიოზული იყოს..
-თაია ჩაის ხომ არ დალევ..?
-მე..მე..უნდა წავიდე..-სასწრაფოდ წამოდგა და დიდი ალბათობით სააბაზანოში გავარდა..ანდრიაც მას მიჰყვა..
-როგორც ჩანს პასუხი უარყოფითია..შენ ხომ არ გინდა რამე..
-არა მადლობა.. მაცივარს მაინც შევამოწმებ..-ეკატერინესთან ერთად სამზარეულოსკენ გავემართე..- წვენი მომინდა..
-მეგონა რამე ცხელი მინდოდა..ხასიათზე აღარ ვარ..იქნებ ნახო ცივი ჩაი ხომ არ გდია სადმე..
-აქ არ გდია..სამაგიეროდ გამახსენდა..მე მოვიტანე..მიიცადე..ანანასის გაწყობს..?
-ჩემი საყვარელია..მიყვარს ასეთი დამთხვევები..მაღაზიაში გასვლაც კი დავაპირე..შენ გადმარჩინე..
-მოხარული ვარ..-პარკი მაგიდაზე დავდე და მაცივრიდან ვაშილის წვენი გადმოვიღე..საკმაოდ დიდ ჭიქაში დავისხი და დავაგემოვნე..-არა ვიცი ანდრიას ვაშლი უყვარს, თუმცა მგონი მაცივარში ზედმეტად ფიგურირებს.. გახეხილი ვაშლი..წვენი..
-ვაშლი იმ იშვიათთაგნია, რომელზეც არ მაღებინებს..წერტილს მამის გემოვნება აქვს..-თაია შემოვიდა აქვე ჩამოჯდა..თმები მაღლა აიწია.. შედარებით გაფითრებულია..
-შეიძლება არ გახსოვს, მაგრამ როდესაც პატარები ვიყავით ცუდად გახდი..დედამ ვაშლი დიდი რაოდენობით გაგიხეხა..მთლიანად შეჭამე..ამის შემდეგ კი მიუხედავად იმისა, ცუდად აღარ იყავი გარკვეული პერიოდი გახეხილ ვაშლს ჭამდი, რადგან ძალიან მოგწონდა..ამრიგად წერტილი მშობლებს ჰგავს და არა მხოლოდ მამას..-თაიას მკრთალად გაეღიმა..
-თაია..-ანდრია შემოვიდა..-ექიმს ველაპარაკე..ადგილი გათავისუფლა და ვიზიტზე შეგვიძლია დღეს წავიდეთ..
-ახლა..?
-დრო გვაქვს..თუ შეგიძლია..
-გავემზადები..ახლავე..-თვალისდახამხამებაში დატოვეს სახლი..დაბნეულმა კი ვერ გავიგე სახლიდან უნდა წავსულიყავი თუ არა..
-დაველოდოთ..?-ეკატერინე..
-არამგონია..მე წავედი, შენ თუ გინდა..
-არა წავიდეთ..გასაღები..
-მაქვს..
-მაშინ წავედით.-სახლიდან გასვლისას ეკატერინემ ნახევრად სავსე ანანასის ცივი ჩაი თან გამოაყოლა..
-აბა რას ვაპირებთ..?
-მრავლობითში რატომ..? სასტუმროში დაბრუნებას ვაპირებ..დილის დადებითმა ენერგიამ გადამიარა..
-სასტუმროში არ დაბრუნდები..
-რატომაცა არა..
-ჩემთან ერთად მოდიხარ..
-სად..?
-სად და..-ტელეფონს დახედა..ვხედავ როგორ უპასუხა შემომავალ ზარს და მალევე მოსაუბრეს გაუღიმა..-იო..რატომ არ მპასუხობდი..
-ეკატერინე მე წავალ..
-მოიცადე..გავიგებ როგორაა ჩემი მეგობარი და ერთად წავიდეთ..-გაჩერება მიწევს..მოიცადეთ მან თქვა იო..იოანეს ელაპარაკება..-ამდენი მუშაობაც არ შეიძლება..კარგი სხვა დროს ვილაპარაკოთ..
-სულ ეს იყო../?
-შენ მელოდები და საუკუნე, ხომ არ გალოდინებ..-სახლი დავკეტეთ და ქუჩას დავუყევით..მოდი არ გვინდა ეს ტაქსიოდა ლურჯას გავყევით..როდესაც სხვას მივყვები ჩემი ტვინი ფუნქციონირებას წყვეტს და არ შეუძლია იმის გააზრება, რომელ ქუჩას რა ადგილამდე მიჰყავს..ამრიგად 30 წუთის გასვლის შემდეგ ეკატერინემ მანიშნა ჩასვლის დროაო..ჩამოვედით და ცოტახანი ფეხით ვიარეთ..
-ეკატერინე.. ეს რა არის..?
-ვერ ხედავ..? აქ შეგვიძლია უჩვეულოდ ლამაზად მოხატული ჭურჭელი შევიძინოთ..ბევრი სხვა რამეც, მაგალითად წიგნები..თუმცა მე ჭურჭელი მინდა..
-შენ რა აქ ჭურჭლის საყიდლად წამომიყვანე..?..
-ვიცი ვიცი..მაპატიე თაია ორსულადაა.. დებორას არ სცალია რაღაცაზე მუშაობს და ვიფიქრე..მასე ნუ მიყურებ ბარემ აქ ვართ..
-არც კი ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს..ჩვენ მეგობრები არ ვართ შენ კიდევ..
-ზედმეტი მომივიდა..?
-ახლა შენ ნუ მიყურებ მასე..კარგი შეგვიძლია ცოტახანი გავჩერდეთ..მაგრამ ძალიან ძალიან ცოტახნით..
-მადლობაა..
-ჩახუტებების გარეშე..
-გავითვალისწინებ, თუმცა თუ დამავიწყდა გამაჩერე..
-არ მომერიდება..-..აქეთ-იქით გახედვაც ვერ მოვასწარი წესიერად ეკატერინემ მაღაზიაში შემიყვანა.. ამდენი ჭურჭელი, ოღონდ მოხატული..არ მახსენდება სადმე მენახოს.. მგონი ეკატერინეს უკვე დაავიწყდა ცოტახნით გავჩერდეთთქო როცა ვუთხარი..
-იცი ეს მაღაზია რატომ მიყვარს..? ჩვეულებრივისგან განსხვავებით ყველაფერს შეიძლება გადააწყდე..ისე ქეთა ეველინ ბრეკლოუს შესახებ რამე გსმენია..?
-არამგონია..
-ეველინ ბრეკლოუ გერმანელი მხატვარია, რომელიც ფაიფურის ჭურჭელს ოქროთი და პაწაწინა ჭიანჭველებით რთავს. თან წარმოიდგინე ჭურჭელზე ხელით ხატავს პატარა ჭიანჭველებს, რომლებიც თითქოს წარმოსახვითი ლუკმის გარშემო იკრიბებიან..
-მაგრამ ეს..
-ვიცი ერთი შეხედვით, არც თუ ისე სასიამოვნო შესახედავია, თუმცა ამავე დროს, ორიგინალურია..რეალური.. წამით ისიც კი გადამავიწყდა რატომ გითხარი.. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ აქ მსგავს ჭურჭელს გადავაწყდი..რა თქმა უნდა, ზემოთ ხსენებული არტისტის არ იყო თუმცა..კარგი მიმბაძველია ნამდვილად..აუცილებლად უნდა შევიძინო ნამდვილი..
-საინტერესოა საიდან მიიღო შთაგონება..რამდენი ხანია მაგას აკეთებს..?
-როგორც ვიცი..10 წელზე მეტია..
-თან წარმოიდგინე ამდენი ხნის განმავლობაში თითოეული ჭურჭლის მოხატვისას პატარა ისტორიას იგონებს..-არ ვიცი ისეთი რა ვთქვი ეკატერინეს ასეთი გაღიმება დავიმსახურე..-რატომ იღიმი?
-ზუსტად მიხვდი..სწორედ ესაა მიზეზი რატომ მომწონს ეველინის შემოქმედება..
-პატარა ისტორიები..?-თავი დამიქნია..
-იცი რაა სულ ცოტახნით კიდევ მინდა დათვალიერება..შენ თუ გინდა შორიახლოს მოათვალიერე და მეც მოვალ..-თავი დავუქნიე და მაღაზია დავტოვე.. გარშემო საკმაოდ ბევრი ხალხი ირევა..ახლოს არ მივდივარ, შორიდან მაინც ვხედავ რას და როგორ ყიდიან.. ამ სიარულსა და ფიქრში ჩემგან ძალზედ ახლოს წიგნებმაა მიიქცია ყურადღება…აშკარად ძველმა წიგნებმა.. ალბათ მეჩვენება..და მაინც თითქოს მათმა სიძველის სასიამოვნო სუნმა ჩემამდე მოაღწია.. ისე წავედი მათკენ როგორც სამზარეულოში გემრიელი კერძის სუნი გიბიძგებს მისკენ სვლას..
-დაგეხმაროთ..?
-ვათვალიერებ..
-თუ დაგჭირდით აქ ვარ..-თავი დავუქნიე და წიგნების თვალიერება განვაგრძე..ზოგიერთი გადავშალე..რომელიღაცის აღება დავაპირე, ზუსტად ამ დროს უცნობი ქალბატონი დამეჯახა..
-მაპატიე შვილო..არ მინდოდა..
-არაფერია..-თითქოს დედამიწაზე არსებული ყველა პრობლემა მხარზე ტომარით მქონოდეს შემოდებული..ძლივს წამოვდექი...მტვერი დავიფერთხე.. აზრზე მოსვლა არ დამცალდა..უცნობი უკვე წასულიყო..შემოვტრიალდი და სანამ ნაბიჯს გადავდგამდი წიგნი შევნიშნე..დავიხარე და ავიღე..როგორც ჩანს ამ დაჯახებაში თაროდან გადმოვარდნილია..ისევ უკან დავაბრუნე..წასვლა დავაპირე თუმცა რაღაცის ბიძგით დადებული წიგნი ხელში ავიღე..პირველივე გვერდი გადავშალე..გაკრული ხელით ნაწერის წაკითხვა არასდროს მიჭირდა..ამიტომაც კითხვა დავიწყე..
“წერა არ მეხერხება, ახლა კი სხვა გზა აღარ მაქვს..იმაზე ფიქრიც არაფრის მომცემია, რომ დავმშვიდდე, რადგან შენ არ მაძლევ ამის საშუალებას..
ვიცი ისე ჩანდა თითქოს შენს მიმართ არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ასე არაა..სიამაყემ მძლია და გაქვავებულმა სიტყვის თქმაც კი ვერ გავბედე..
შენი ხელახლა ხილვის იმედი მაქვს..თუმცა არ ვიცი შენ რამდენად გაქვს ამის სურვილი..გთხოვ განშორებასთან ნუ შემახვედრებ.. თუ არსებობს იმის პატარა შანსი..ჩემთვის პატიებას შეძლებ.. შევხვდეთ ჩვენს ადგილას.. 22-ში და თუ ჩემი ნახვაც არ გინდა..იცოდე მეყვარები..მუდამ და ყოველთვის.
შენი ბაჩანა ”
1993წ.
-ქეთა..ქეთა..-მხარზე შეხება ვიგრძენი და მივტრიალდი..-იცი რამდენი გეძებეე..შორს წამოსულხარ..
-მე..მე.
-ამ წიგნის ყიდვას აპირებ..?
-უკაცრავად..ეს წიგნი რა ღირს..
-26 ლარი შვილო..-ბარათი არ მაქვს მაგრამ ამ რაოდენობის ლარი ჩანთაში კი უნდა მეგდოს..
-ინებეთ..-თავი დავუკარი გამყიდველს და ეკატერინეს ვანიშნე წასვლის დრო იყო..
-ქეთა კარგად ხარ..?
-რატომ არ უნდა ვიყო..
-თითქოს გათიშული ხარ..
-კარგად ვარ..შეგიძლია თაიას დაურეკო..?
-უკვე დავურეკე..
-მერე..
-საშიში არაფერია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს..დიდი ხნით არა..ბევრი წამალი და როგორც ხდება ხოლმე..
-სახლში არიან..?
-კი..
-გინდა მათთან წავიდეთ..?
-რა თქმა უნდა, ჩემი თვალით უნდა ვნახო..
-რა გაეწყობა..
-მოიცადე ამდენი რა გიჭირავს..?
-ჭურჭელი..-წამიერად ერთი-ორი ნაბიჯით გამასწრო..შემდეგ გაჩერდა..მოტრიალდა გაიღიმა და მითხრა..-მაგრამ მოხატული..
-მართლა გყვარებია..
-არ თქვა..ვგიჟდები..არ მოდიხარ..?
-მოვდივარ მოვდივარ..
. . .
-გამაგიჟებლად მაგარი აბსურდია..
-რაზე ამბობ..
-ჩემს ცხოვრებაზე..
-საიდან მოიტანე..
-ახლა რა მომიყევი თაია, კიდევ მეკითხები საიდან მოვიტანე..?
-მაშინ არც დამიმალია, როცა შეგეხმიანე და გთხოვე..
-იმედია არ გითქვამს მე..
-მაგაზე არ იდარდო..სამარე ვარ..
-ახლა რამ გაგახსენა..
-ხომ არ მოიწყინეთ..?
-არა ანდრია საიდან მოიტანე..დივანზე ვარ გაშოტილი მაშინ როდესაც ყველა თავისუფლად მოძაობს..რა მომაწყენს..
-ხომ იცი აუცილებელია..
-ვიცი..კრეკერებს მომაწვდი..?
-როგორც ინებებთ..ინებე..-თაიამ თავი დაუკრა..
-ქეთა მიხარია დღესაც, რომ გადაწყვიტე დარჩენა, თორემ ამ შეკრებას გამოაკლდებოდი..-ანდრია..
-კოლა არ გინდათ..თაიას გარდა..არავის..?-დებორა..
-მე მინდა..კლასიკაა..?
-რასაკვირველია..
-მადლობა..დემნა სად გაქრა..?
-მალე მოვა..ისე გოგონებო მიხარია ჩვენი სერიალი როგორც იქნა დავასრულეთ..ძალიან გაგვეწელა..
-თქვენი სერიალი..?
-აბაა..თაიას ჩამოსვლიდან მალევე ერთი სერიალი დავიწყეთ და ახლაღა მოვრჩით..
-აი მესმის სულისკვეთება..ახლა მორჩენაც კი მაკვირვებს..
-მთავარი მონდომებაა..-ჩემი ყურადღება შემოსულ დემნაზე გადაერთო..თქმა დავაპირე სად გაქრითქო თან რომ იოანე შემოყვა..
-იო დაბრუნდი..?
-მოგენატრეთ..?
-თავისთავად..-დებორა ნახა..მერე ეკატერინე..ანდრია და ყურადღება თაიასკენ გადმოიტანა..
-აბა როგორ ხარ..გავიგე წოლითი რეჟიმი გტანჯავს..
-იოო..ნუ იტყვი.. იმედია ყველაფერთან ერთად გამახალისებ..
-ეჭვი არ შეგეპაროს..-თითქოს ახლა შენიშნა, ჩემი მათთან ერთად ყოფნა..გამომხედა თავი დამიკრა და იქვე შორიახლოს ჩამოჯდა..ეს რა იყო..
-მოყევი ახლა როგორი იყო..
-ერთდროულად ვიღლებოდი და ვისვენებდი..
-ძლივს კი ჩამოაღწიე..-როდესაც ყველა მე მომაშტერდა მივხვდი ჩემი ფიქრები ხმამაღლა გავაჟღერე..-ვგულისხმობ იმას ყველა როგორ გელოდებოდა..
-რა თქმა უნდა..-წამიერად გაიღიმა ჩემი მიმართულებით და დიალოგი განაგრძო..საკუთარ თავზე ვბრაზდები დღეს თაიასთან დარჩენის მოწადინებსათვის..ადრე ყველაფერს ვაკეთებდი უფროს დასთან და დებორასთან დროის გასატარებლად..მინდოდა ყველგან გავყოლოდი..მეც გავმხდარიყავი მათი ისტორიების მსმენელი..თავიდან მისთვის შემაწუხებელი კუდი ვიყავი..დედა ყველაგნ რომ აყოლებდა.. შემდეგ კი თავად განვაცხადე უარი გასეირნებაზე..
ნენესთან ძირითადად კი მარტო ყოფნა მერჩივნა..დღემდე ვსაყვედურობ საკუთარ თავს მეც მინდოდა თავი მათ თანატოლად მეგრძო, ახლა ვფიქრობ ის ასაკი ბოლომდე უნდა შეიგრძნო და მისი თავისებურეები უნდა გამოსცადო..სანატრელი ასაკი აუცილებლად მოვა..სევდანარევი სიხარულით..
რატომღაც თავს ზედმეტად არ ვგრძნობ..სახლში არ მიმეჩქარება..
სამაგიეროდ ვგრძნობ როგორ გადავიქცევი მალე ქანდაკებად..ნელნელა დაიწყო და მალე მთლიანად მომიცავს ეს განცდა..განცდა იმისა მოძრაობა არ შემიძლია და მხოლოდ ერთი ადამიანის ყურებაღა დამრჩენია..
ყველაფერი ჰარმონიულად ხდება..მათი საუბარი ხუმრობა..ვერ წარმომედგინა თაია სამეგობროს ნაწილი.. ახლა კი თითქოს ერთი დიდი ოჯახია..რომელთანაც გულთბილი მოწვევის გამო არ გავრბივარ..
წამიერად გონს მოსვლის შემდგომ გავაცნობიერე ყველა იცინოდა..ვერ მივხვდი რაზე..თუმცა გავიღიმე..
-დებ..ბარემ ახლოს ხარ სამზარელოსთან და კიტრს ვერ გამოაყოლებ..?
-გაგიფქრცვნა..?-თუ არ შეწუხდების მსგავსი ღიმილით დაუქნია თავი..დებორამ კი სამზარეულოს მიაშურა..
-თაია ასეთი შანსი გაქვს და უფრო რთული დაგვავალე რამე..-იოანე..
-წინ დიდი დროა ძმობილო არ იდარდო..ნეტავ ეს კიტრი შემერგოს და..
-ხვალიდან ვიწყებთ გადასხმებს და შეგერგება..-ანდრია
-მოიცადე გადასხმებიც დაგინიშნეს..?-ჩემს კითხვაზე თავის დაქნევით გამცა პასუხი..-აკი რთულად არააო საქმე..
-საშიში არაფერია თავს თუ მოუფრთხილდება..
-ესეც შენი კიტრი..
-მადლობაა..-პირველად ვნახე კიტრი ასე გემრიელად ვინმეს ეჭამოს..
-წერტილა სიჯანსაღისკენ ისწრაფვის..
-ნაყინიც ჯანსაღია ალბათ..-ეკატერინე
-წერტილას უნდა და არა მე..
-ახლა შეგიძლია ყველაფერი მაგ სიტყვებით გაამართლო..-იოანე..
-სარგებელს ვიყენებ..ისე როგორ..-ამ დროს წამოვდექი იქვე უჯრიდან წამალი გადმოვიღე და თაიას მივუტანე..
-რამე ხომ არ გავიწყდება..
-შენც არ დაიმახსოვრო რა როდის მაქვს დასალევი თორემ გავაფრენ..ანდრიაც მყოფნის..ეს წამალი კი გადასხმის მერე უნდა დავლიო..ჯერ ძალიან ადრეა..
-მარტო მე კი არა ყველა დავიმახსოვრებთ ვინც აქ ვართ და შენ მერე ნახე გაფრენ გამოფრენა..ვიცი მაგრამ აქვე თუ არ დავდე დაგავიწყდება და როცა დრო იქნება შეიძლება მე მაშინ დამავიწყდეს..
-გშველის მაინც..?
-ჯერ ახლა დავიწყე და მგონი ნელნელა იწყებს მოქმედებას..
გადასხმები..წამლები..წერტილა უკვე რადიკალურად ცვლის ჩვეულ რუტინას..
-ჯერ სად ხარ..
-მიყვარს როგორ გჩვევია ჩემი გამხნევება ქეთუშ..
-კიდევ კარგი არ მესმის მაინც, როგორ ამახინჯებ ჩემს მშვენიერ სახელს..
-რომელიც მე დაგარქვი..
-მოიცა ქეთას სახელი შენ შეურჩიე..?
-დიახ დიახ..ასეა..სხვა სახელი ჰქონდათ მოფიქრებული და გადავაფიქრებინე..-როდესაც მისი ადგილისკენ გავიხედე ცარიელი დამხვდა..ირონიაა ვერ გავიგე როდის წავიდა..მიყვარს საკუთარი თავის დაცინვა..ალბათ კიდევ დიდი ხანი შეყოვნდებოდა ჩემი მზერა სიცარიელისკენ, თაიას მხარზე ხელის შეხებით არ მიენიშნა, რაღაცის თქმა სურს..
-რა მოხდა..?
-სამზარეულოდან მარილს და წყალს ვერ წამომიღებ..?
-ამდენად გწყურია..?
-კიტრზე მარილი მინდა მოვაყარო და ვიცი მომწყურდება..-გამეცინა და წამოვდექი..ცხოვრებაში პირველად ვუსრულებ დას დავასლებებს, რომლების შესრულებისას დიდად პრეტენზიას არ გამოვხატავ..
სამზარეულოში შევედი, სადაც გასაკვირი არ იქნება იოანე დამხვდა..მაცივრიდან წყალი გადმოეღო..მარტივი საქმე გაუცნობიერებლად უფრო გამიმარტივა..დიდი ჭიქა გადმოვიღე და წყალი დავასხი..იქვე მდგომის შემჩნევას დიდად არ ვაპირებდი..მანამ სანამ წყალი არ დამეღვარა..
-შეგიძლია გახვიდე მე მივხედავ..
-რა ვალდებული ხარ..
-აუცილებელი არააა ვალდებული იყო, რაღაცის გასაკეთებლად..
-და მაინც..
-წყალი შენთვის არ გინდა, რადგან ასე თუ იქნებოდა აქვე დალევდი..ვინაიდან სხვისთვის წყალი და მარილი მიგაქვს..შენი უპრეტენზიოდ გამოსვლა იმას მოასწავებს, რომ თაიასთვის გინდა..იქნებ ორსული აღარ ალოდინო და საშუალება მომცე მე მივხედო..-აღარც დავეთანხმე აღარც უარი ვუთხარი..უბრალოდ გამოვედი და თაიას მისი მოთხოვნისამებრ იქვე დავუდე ჭიქაც და მარილიც..
გვიან დავიშალეთ, თუმცაღა მე და აწ უკვე უხსენებელს ერთურთისთვის სიტყვა აღარ დაგვცდენია..უფრო მას არ დასცდა რადგან მე დიდად არც მანამდე ვიყავი მასთან ბაასში გართული..
დივანზე ჩაძინებული თაია ქმარმა ხელში აყვანილი წაიყვანა..როდესაც შენიშნა თაიას ჩაეძინა, ისეთი თბილი მზერით შეხედა.. აყვანა როდესაც დააპირა დაეტყო შიში, როგორ არ უნდოდა მისი გაღვიძება.. ამ მომენტში ვიგრძენი, ჯერ კიდევ როგორ არ ვცნობ მათ სიყვარულს..
ვფიქრობ ადამიანი, რომელიც შენს ძილს და ზოგადად შენს კომფორტს ასე უფრთხილდება, სხვანაირი სიყვარულით უყვარხარ..
გაცნობიერების წამიდან, ოთახში მარტო მყოფმა ჩემს დროებით “ნომერს” მივაშურე.. ჩემდა გასაკვირად მალევე ჩამეძინა..
. . .
-დიდხანს აპირებ სასტუმროში დარჩენას..?
-რა გითხრა დაო..კი ვიცოდი აქ გარკვეული პერიოდი მომიწევდა ყოფნა, მაგრამ რა ვიცოდი ასეთ ამბავს თუ დამახვედრებდი..
-მერე გადმოდი ჩემთან..
-მურმანის ეკლობას რატომ მთხოვს შენი ცოლი სიძევ..
-საერთოდაც რატომ ფიქრობ მასე..
-თქვენ რომც მოინდომოთ მასე გამოვა.. ისე რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა შენ..
-მორჩა აღარ გაძალებ..არ გინდა და ნუ გინდა..-ანდრია სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა და მალევე გავიდა..მე კი თაიას მივუჯექი გვერდით, რომელიც გაბუსხული ზის..
-რას მიბრაზდები..არ გირჩევნია შენს ქმართან ყოფნა../? ხშირად გესტუმრები…
-შეიძლება ახლა აქ ხარ და მსტუმრობ, თუმცა აბა დაფიქრდი.. კაცმა არ იცის როდის წახვალ.. ჩემი მთელი ორსულობა არამგონია შენ აქ გამჩერებელი იყო.. მინდოდა სანამ შესაძლებლობა გვაქვს გამოგვეყენებინა..
-ზუსტადაც კაცმა არ იცის როდის წავალ..იქნებ გაიწელოს ჩემი აქ ყოფნა..მთლად შენთან ხომ არ გადმოვალ..?
-შეხედავდი სიტუაციას..ჩემს გვერდით ყოველი წუთის გატარებას კი არ გთხოვ..აქ იქნები.. გული სხვანაირად მომეცემა..
-წერტილამ შენი ემოციურობა მთლიანად გამოააშკარავა..
-ბუნებრივია..მაგ ფაქტის მიღებას ვცდილობ.. ანდრიაც მარწმუნებს, ყველაფერი რიგზეა და საჭიროა ცოტა დავმშიდდე..
-თაი..შემიძლია ცოტახნით დავრჩე..თუმცა ასევე შესაძლებელია მალევე გადავიდე..მინდა ამ რთულმა პერიოდმა მაინც გადიაროს..
-მართლა ამბობ..?-თავი დავუქნიე, ის კი ჩამეხუტა..ადრე გამიკვირდებოდა ჩახუტებაზე დიდად არცერთი ვგიჟდებით..სამაგიეროდ ახლა მეც მომიწევს ახალ რეალობასთან და ცოტა არ იყოს შეცვლილ დასთან შეჩვევა..
-ანდრია ასეთი რომანტიკოს აქამდე არ ჩანდა..
-რომანტიკოსი დიდათ არც ყოფილა..თავისებური რომანტიკა შემოიპარა ურთიერთობაში..
-ალბათ შეიცვალა წერტილას არსებობის გაგების შემდეგ..
-დიდი ხანი არაა რაც გავაანალიზე როგორ მიყურებს..ახლა კი თითქოს გაუმძაფრდა სიყვარულიც და მზერის შინაარსიც..
-სწორი ადამიანი აარჩიე..
-ერთმანეთი ავირჩიეთ სწორად..
-ძალიანაც კარგ..-მობილურის ვიბრაცია ვიგრძენი..დავხედე და როგორც აღმოჩნდა ნენესგან მესიჯი მომივიდა..”აქამდე რატომ არ მეხმიანები..თუ შენი სიჩუმე იოანეს დავაბრალო..?:დ”, მალევე დავუბრუნე პასუხი..”იოანე რა შუაშია”, “შევატყე დიდად არ გეხატება გულზე..ნუ ღელავ, ჩემთან ვერ ნახავ”, “თაიასთან ვარ და ჩემი სიჩუმე შეგიძლია ამას მიაწერო..იმ უხსნებლის ნახვა მომიწია უკვე არ იდარდო..”, “არ არსებობს..მერე მომიყევი”, “მოსაყოლი არაფერია..ასე თუ ისე ერთ წრეში ყოფნა გვიწევს და თუ გადავეყარე, ხანდახან ატანა მომიწვეს..შენს გამოც ავიტან გაჭირვებაში”, “უახლოეს პერიოდში დამიკავშირდი”, “კარგი”...
-მშვიდობაა..?
-ბოდიში, ნენე იყო და შევყევი..
-ეგ არაფერი.. რამე ხდება..?
-როგორც ჩანს გაიგო იოანე დიდად, არ მომწონს..
-აქამდე არ იცოდა..?
-არაფერი მითქვამს..
-ნენესთვის არაფერი გითქვამს..? მეგონა მხოლოდ ჩვენ გვიმალავდი..
-მაგაზე ლაპარაკი არ მინდა.. ახლა კი საკითხავია როგორ მოვიქცე..კი ვუთხარი შენს გამო გაჭირვებაში ავიტანთქო, შეესაბამება ჩემი სიტყვები სიმართლეს..?
-საჭირო არაა ოკეანის ფსკერამდე ჩაყვე ფიქრებს რა და როგორ იქნება.. დრო გვიჩვენებს..
-არ შეიძლებოდა ბუდუს დეიდაშვილი იოანეს მაგივრად სხვა ყოფილიყო..?
-როგორც ჩანს არა..ვერაფერს გააწყობ..კეთილგინიერება უნდა გამოიჩინო..
-იოანესთან მიმართებით..?-გადამეტებულად შევიცხადე..
-ნენეს საფიქრალი არ დაუმატო..სხვას ისეთს არაფერს ვამბობ..
-ვეცდები..მე ის არ მესმის ყველაფერი რატომ ხდება რაც ჩემს ინტერესებში არ შედის..?
-მაგ რაღაცებზე ხარ კონცენტრირებული..თავადაც იცი ფიქრს რამდენად დიდი ძალა აქვს..
-რა გავაკეთო..
-რაც ადრე გითხარი..შეცვალე დამოკიდებულება..
-სათქმელად მარტივია..
-არავინ ამბობს მარტივიაო..სამაგიეროდ დაგეხმარება..-კიდევ დიდხანს გაგრძელდა ჩვენი ბაასი.. ერთდროულად ყველაფერს და არაფერს შევეხეთ.. თაიას ყავა მოუნდა მე კი ყურადრება გადავატანინე..სამწუხაროდ ვაშლის წვენით შემოვიფარგლეთ.. ვინაიდან საქმეები დიდად არ მქონდა, მთლიანი დღის განმავლობში ერთმანეთს ვართობდით..
. . .
-დარჩა კიდევ რაიმე გადასახდელი..?
-არა სულ ეს არის..-თავი დავუქნიე და სასტუმრო დავტოვე..კიდევ კარგი დიდი ბარგი არ მამძიმებს, თორემ ჯერ რაც მაქვს იმის თრევა მეზარება და სხვა შემთხვევაში რა იქნებოდა..
ზედმეტი ტვირთი მალევე მოვიშრე და სახლიდან ხელმეორედ წამოვედი.. გზად მარილიანი ჩხირები ვიყიდე, გარეთ ჭამა დიდად არ მძალუძს, ახლა კი გამონაკლისს ვუშვებ..
შეფუთვას ვხსნი და ვაგემოვნებ მონატრებულ ჩხირებს..ზუსტად ისეთი გემო აქვს როგორიც წარმომედგინა, ბავშობის ელფერგადკრული..
შეუფერებელ დროს, რომ მოგინდება ადამიანს ჟანსაღი ცხოვრების დაწყება მასე გამომივიდა..რატომ ავიჩემე ფეხით სიარული წარმოდგენა არ მაქვს..
ამ ვითომდა დაღლილზე სახლში დაბრუნება არც მიფიქრია.. გორგოლაჭებით უნდა შემოიაროს მთელი თბილისი ჩემმა ჩემოდანმა..
ამ დროს მომინდა ექსპერიმენტების ჩატარება და ჩვეული გზის მაგივრად სხვა მხრიდან წასვლა ვამჯობინე..ტელეფონის ამოღება დავაპირე, მოდი არ მინდა ზედმეტი თავისტკივილებითქო.. მოპირდაპირე მხარეს დაკიდული ნახატები შევნიშნე..ვინაიდან წესიერად ვერაფერს ვხედავ ახლოს მყოფ ზებრაზე გადავედი და დაუფიქრებლად შევაჭერი ჩემი იმ ადგილისთვის შეუფერებელი ჩაცმულობით და ჩემოდნით..
-შეგიძლიათ აქ დატოვოთ..-ჩემოდანზე მიმანიშნა, ახალგაზრდა გოგონამ..თავი დავუქნიე და მოწოდებული ფლაერი, რომელიც მეტყოდა სად რა იყო და წინ რა მელოდა ჯიბეში ჩავაცურე..
ერთი ნახატიდან მეორსთან დავაპირე გადაადგილება, ვიღაცამ გამაჩერა და ჩემი დაკუჭული ფლაერი გამომიწოდა.. მოულოდნელობისგან გაკვირვებულმა, ოდნავ მოგვიანებით მოვისაზრე ასე ხელებზე მიშტერება კარგი საქციელი არაა და სწრაფად ავიხედე უცნობისთვის შესახედად..
-დაგივარდა..-უფრო მეტად დამეტყო გაკვირვება როდესაც გავაიზრე ჩემს წინ იოანე დგას..არც ძალიან სპორტულად და არც ძალიან კლასიკური სტილით..
თმები ოდნავ არეული..უფრო მეტად, მოგინდება ადამიანს არევა..
-შეგიძლია დაიტოვო..არ მჭირდება..
-რატომ გამოართვი..
-ვალდებული არ ვარ კითხვაზე პასუხი დაგიბრუნო..
-რატომ არ გჭირდება..?-ჩემი ნათქვამი დააიგნორა და დაელოდა რას ვეტყოდი..
-თავად მინდა აღმოჩენები გავაკეთო..სულელური ფლაერი გამოუსადეგარია..
-გაშლილი თმები საშინლად გიხდება..-დავიბენი..მინდოდა რამე მეთქვა..ხმა ვერ ამოვიღე..რატომ..? მეჩვენება თითქოს მისი თვალები მიღიმიან..
მზერა ნახატზე გადავიტანე..იქნებ თუ არ შევიმჩნევ მის არსებობას გაქრეს.. აქამდე უბრალოდ იყო, ახლა ჩემს გვერდითაა, რაც არ მაწუხებს და ეს ხდება ჩემი ნამდვილი წუხილის მიზეზი..
ერთ ნახატთან შევჩერდი.. დაკვირვების შემდეგ იმ წამიდან ნაბიჯის გადადგმა, რომ დავაპირე ნაუცბათევად იოანესკენ შევტრიალდი..
-ხელოვნებაში ერკვევი..?
-შესაძლოა.. -თანხმობად მივიღე..
-მხოლოდ ერუდიცია თუ გრძნობების დამატებით..?
-შენთვის არსებითი მნიშნელობა არ აქვს..
-იქნებ აქვს..
-მეთამაშები..
-შესაძლოა..
-თითქმის არაფერი მოგეწონა..
-ზუსტად ამიტომ ვაპირებ წასვლას..-ტელეფონს დავხედე-მალე..
-როგორც ჩანს თანამედროვე მხატვრობას არ წყალობ..
-მთლად მასეც არაა.. შენზე რას იტყვი..
-ყველა დროს თავისი მუღამი აქვს…
-თანამედროვე მხატვრებიდან განსაკუთრებულად ვინ მოგწონს..
-ფენიქსი..
-რა..?-გაკვირვებულმა შევხედე..
-ასე ჰქვია.. არ გაგიგია დავიჯერო..?
-ნახატები ნანახი მექნება..ახლა კი ვერ ვიხსენებ..
-და შენზე რას მეტყვი..თანამედროვე მხატვრებიდან ვის წყალობ..?
-ბევრს..ახლა ცისია კილაზე მახსენდება..
-კონკრეტული ნამუშევარი..
-”ერთი დღე”..-რაღაცის დამატება დავაპირე, იოანეს მზერა, შეეცვალა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო..
-ტაქსი..? ასეთი სასწრაფოა..? კარგი კარგი მოვდივარ..წინასწარ რას გამომიძახე იქნებ მანქანით ვარ..გასაგებია..-ხასიათის ცვლილება დაეტყო.. მოიღრუბლა.. გარეთ როდესაც გავა ვერავინ შენიშნავს განსხვავებას მასსა და იმ ღრუბლებს შორის..რის გამოც თავსხმა წვიმაა..-უნდა წავიდე..
-ვიცი..
-შენ ხომ წასვლას აპირებდი..
-გადავიფიქრე.. ცოტახანს კიდევ ვაპირებ აქ ყოფნას..
-რა გაეწყობა მაშინ შეხვედრამდე..-ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა გასასვლელისკენ..სანამ ზღურბლს გადააბიჯებდა იქვე მდგომ გოგონას რაღაც გადაულაპარაკა..მზერა მოვაცილე..მისკენ როდესაც გავიხედე შენობა დატოვებული ჰქონდა..
დამატებით ნახევარს საათზე მეტი არ გავჩერებულვარ..გასვლისას ჩემი ჩემოდანი ადგილზე აღარ დამხვდა..
-უკაცრავად..ჩემი ჩემოდანი სადაა..?
-თქვენს გვერდით მყოფმა წაიღო..
-რას ნიშნავს წაიღო..
-და ეს დაგიტოვათ..-გამჭირვალე ქოლგა მომაწოდა..გამოვართვი და უხსენებლის ნაკვალევს გაყოლილმა შენობა დავტოვე..
ვერ ვხვდები რატომ გააკეთა რაც გააკეთა..რა უფლებით.. სანამ სახლის კარი არ შევაღე იქამდე შიგადაშიგ ვბრაზდებოდი..
-როგორც იქნა მოხვედი..რაო რა ხდებოდა..
-რა უნდა მომხდარიყო.. სასტუმრო დავტოვე..
-ბარგი სადაა..?
-მე..
-ბოდიში ზარია და ვერ გააღებ..?
-ახლავე..-კარები გავაღე..შუახნის უცნობი მამაკაცი მომესალმა..-რა გნებავთ..?
-ქეთა ღვინიანიძეს ვეძებ..
-მე ვარ..
-ეს თქვენ უნდა გეკუთნოდეთ..-ჩემოდანი გამოაჩინა..ჩემი ჩემოდანი..ალბათ დამეტყო დაბნეულობა და დაამატა..-ეს წერილიც თქვენთვისაა..-ქაღალდის ნაგლეჯზე მიმანიშნა და მომაწოდა..
წავიდა.. წერილს დავხედე.. ორჯერ ან სამჯერ გადაკეცილს.. გავხსენი..”თავხედობა იყო ჩემი მხრიდან შენი ჩემოდნის უკითხავად წამოღება, თუმცა ვიფიქრე ზედმეტი ტვირთი არ გჭირდებოდა.. იქნებ როგორმე მომიტევო..”
არ ვიცი რა დრო დამჭრდა კარის დასაკეტად და თაიასთან დასაბრუნებლად, მაგრამ როდესაც მითხრა ამდენი ხანი სად იყავიო, მივხვდი არც ისე ცოტა..
-ქეთა კარგად ხარ..?
-იმედია..
-და ეს ქოლგა საიდან..?..-ახლახანს ვუპასუხე..რა არ მახსოვს..სულელური მიზეზის გამო გონება გათიშვის რეჟიმზე რატომ გადაგის ვერ ვხვდები და ცოტა არ იყოს ნერვებზე მოქმედებს..
ბარგის ამოლაგებაზე არ მიწვალია.. თუ საკუთარ სახლში არ ვარ მოვკვდები და ტანსაცმელს ხელს არ ვახლებ..
მიუხედავად იმისა გვიანი არაა დასაძინებლად წავედი.. თაიას კითხვებიც ავირიდე, ის კითხვები ბოლოს რომ ვიხლაფორთე პასუხებზე..თავი მოვაჩვენე ვითომ ამომწურავი პასუხები გამეცა..
ასევე ავირიდე საკუთარი თავის შინაგანი გამოძახილები, რომლებიც მაინც ხმამაღალია და ჩემი სმენის უქონლობას არ აღიარებს..
როგორღაც ამ ღამეზეც მოვახერხე გამარჯვება და ჩამეძინა..
. . .
გამოფხიზლება გაჭიანურდა..აშკარად ზედმეტი მომივიდა ძილი.. როგორღაც ოთახიდან მოვახერხე გაღწევა.. უენერგიობის პიკზე ვარ.. ამ გალასლასებაში თაია დავინახე, რომელიც ნენეს ელაპარაკება..
-აქ რა ხდება..
-მძინარე მზეთუნახავმაც იკადრა გამოსვლა..ჯერ რამდენიმე დღის წინ მოსული საკმაოდ ადრე წახვედი დასაძინებლად, ბავშობაში როცა გევალებდა მაშინ არ აკეთებდი და ახლა..
-მადლობა კომპლიმენტისთვის..ნენე აქ რა ქარმა გადმოგაგდო..
-შენ არ მოდიხარ და მე მოვედი..თან თაიას ნახვაც მინდოდა..-თავი დავუქნიე და სამზარეულოსკენ დავიძარი..მაცივრიდან ცივი ჩაი გადმოვიღე..შემდეგ საწრუპიც მოვნახე როგორღაც და მათ დავუბრუნდი..
-გამოფხიზლება გიჭირს არა..?
-ნეტა გაგეღვიძებინეთ..
-დარჩენილი დღე შენი წუწუნი მესმინა..? დაგეცადათ ა ცემით გავიღვიძებდი..რა დროს ეგაა..არა მადლობა..
-რა ხდება ახალი..
-ისეთი არაფერი, რა უნდა ხდებოდეს..
-ქეთ..იცი ახლა ნენეს რას ვეუბნებოდი..?
-ნენეს ეუბნებოდი მე ხომ არა..საიდან უნდა ვიცოდე..
-დამაცადე საუბარი..მოკლედ..ვიკრიბებით დღეს..მეც უკეთ ვგრძნობ თავს..ნენეს ვეპატიჟები და უარს ამბობს..შენ უნდა დაიყოლიო..
-ჯერ მე დამიყოლიე და ნენესთან ჩაგიწყობ საქმეებს..
-პიკნიკზე რა აზრის ხარ..?
-არ..
-ბუნება და ამბები ხომ გიყვარს..წამოდი რაა ქალაქგარეთ გავიტასაოთ..
-გავიტასაოთ რა სიტყვაა..
-წამოხვალ თუ არა..
-შენთვის წოწიალი არ შეიძლება..
-მერე არ ვიწოწიალებ..მანქანამდე კიდვ მივაღწევ როგორმე..
-წავიდეთ მაშინ..შთაგონებას მაინც მივიღებ ცოტას..
-მართლა წამოხვალ..?
-სანამ გადავიფიქრე თავი არ შემაწყინო..-გაუხარდა, ჩემი კომეტარი არ შეუმჩნევია, მე კი ჩაის დალევა განვაგრძე, თითქოს ელექ ყოფილიყოს..
ნენე ჩემს გარეშე დაიყოლია..სხვებთან კი უკვე მოაგვარა საქმე..
დავიწყე მეც მოწესრიგება და სხვებმა მოსვლა.. მზადება მიმდინარეობდა..უკაცრავად მზადების ბოლო შტრიხები..შუადღისას გაღვიძებული მე კი ტყემალზე ვიჯექი და ბალს მივირთმევდი..
არც იოანეს შევუმჩნევივარ და არც მე.. რაც იმ მომენტისასთვის დამაკმაყოფიებელი გახლდათ.. გულში ვემადლიერე, რომ არ მოქცეულდა თითქოს ვალდებული ვიყავი რამე გამეკეთებინა, როგორც სხვებს სჩვევიათ საჩუქრის ან რაიმე ჟესტის შემდეგ..აქაოდა შენ აიძულეო..
უტყვი შეთანხმება, მე არ ვიჩხუბებდი, ის იმ დღეს არ გამახსენებდა..სადამდე გასტანდა ეგ ჯერ კიდევ საკითხავია..
-საჭმელები ვის გავატანოთ..?
-მე..
-კარგი..მაშინ გავიდეთ სანამ დაგვიანდა..
-გადავამოწმოთ, არაფერი დაგვრჩეს..
-მომბრუნებელი არ ვარ..-წვრილმანების მოგვარებაში ისეთი ქარი ამოვარდა..ამას დამატებით წვიმა.. ცოტახნის განმავლობაში თითქოს არავინ აღიარებდა, იმ ფაქტს..შესაძლო პიკნიკი ჩაშლის პირას აღმოჩნდა..
-ამინდი ვინმემ გადაამოწმა..?-იკითხა დემნამ..
-კი და მსგავსი არაფერი იყო..
-რაღა ამ დღესთან დაკავშრებით შეცდნენ..-ეკატერინე..
-მოიცადეთ..იქნებ გამოიამინდოს..
-რომელ გამოდარებაზე ლაპარაკობ..კაცი ტავს გარეთ ვერ გაჰყფს..
-მასეც არაა..
-მასეთი პირი არ უჩანს..?
-ანდრი ფანჯრები ყველგან გადაკეტე..?
-კი არ იდარდო..-ასე გამზადებულები ვზივართ და ვილოდებით რა მოხდება..მგონი ამინდი ნელნელა უარესდება..თითქმის ერთი საათის თავზე, არაფერი შეცვლილა..სამაგიეროდ ამ დროის განმავლობაში დენი ჩაქრა..ჯერ კი არ გვესაჭიროება, თუმცა არამგონია დიდხანს გასტანოს, მოცემულობამ..
-კარგი დროა ვიღაცამ ხმამაღლა თქვას..ჩვენი პიკნიკი ჩაიშალა..არც ამინდი აპირებს უკეთებობისკენ შეცვლას..
-მეც საიდან მომელანდა..თქვენს საქმეებს მოგწყვიტეთ..-თაია..
-შენ არ იცოდი რა მოხდებოდა..მაგაზე დარდი ახლა არაფრის მომცემია..
-შენ თუ დაიწყებ ნერვიულობას, ჩვენ უარეს დღეში ჩაგვაგდებ..
-საჭმელები მაინც ამოვალაგოთ ჩანთებიდან..
-იდეა მაქვს..-თქვა დებორამ და საჭმელები უბრალოდ კი არ ამოალაგეს მან და ეკატერინემ..სუფრა გაშალეს..
-რატომ უნდა გავიფუჭოთ ხასიათი არ მესმის..რაც მოხდა მოხდა..გემრიელად მივირთვათ.. ბოლობოლო ერთმანეთი მაინც გვყავს..
-დებორა მართალია..ვერაფერს შევცვლით..
-თაია..სანთლები სად მოვნახო..? მგონი მალე დაგვჭირდება..
-სამზარეულოშია..ქევდა უჯრაში ნახე აბა..-თავი დავუქნიე და სანთლების ძებნა დავიწყე..ხელთ რაც მომხვდა ყველაფერი თან გავაყოლე..
-სახლის განათებას გეგმავ თუ სასახლის..რა ამბავია..-უხსენებელი..
-შენ არავინ გეკითხება..-თავი გავაქნიე..ვერ ვხვდები მისი ყოველი სიტყვა ასე რატომ მაბრაზებს..რა თქვა ასეთი.. ან ამდენი სანთელი მართლა რად მინდა..
-დასხედით რაა თუ სხდებით.. მომშივდა-ეკატერინე..
-ჩვენც არ მიგვაყოლო მაგ საჭმელს და ხმას არ ვიღებთ..-პატარა სუფრას უცებ შემოვუსხედით..
-მოიცადე..ამ ჩანთაში ამდენი..-ბოთლი ახლოს მიიტანა უკეთ დასანახად დებიმ..-ამდენი ცივი ჩაი ვინ ჩააწყო..?
-მე მიყვარს და იქ ყოფნისას დანაკლისის შიშის გამო, თავი დავიზღვიე..ბარემ ხელთ გაქვს და ერთი მომაწოდე..
-ინებე ჩემო კარგო..
-მადლობ..
-შეგერგოს..არა დაინახეთ რამდენია..
-გაგესბის დონეზე გავიგეთ..ყურადღებას რაღას ამახვილებ..
-ჩემი აღშფოთება არ გამოვხატო..?
-როცა დაგვაინტერესებს მერე..
-დეპეშა გამომიგზავნე..არ დაგავიწყდეს..-ნელნელა ყველა გახალისდა..უფრო სწორედ ერთმანეთი გავახალისეთ..ამ პროცესში ნაკლებად ვმონაწილეობდი..არ ვიმჩნევ..მოკლედ ისტორიებით და ხუმრობებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა..ამინდს თუ არ ჩავთვლით..
-არა, დაიჯერეთ ხალხო..-ნენე ისტორიის მოყოლის მუღამში შევიდა..ჩემთვის კი ეს ცუდის მომასწავლებელია..ვინაიდან ჩემზე ყვება..-თავიდან ისეთი გახარებული იყო, იმ ჯამბაზმა დამხმარეთ რომ აირჩია.. დანგრეულ სკოლის სცენაზე აიყვანა და თვალები აუხვია.. სახე გაბადრული ელოდებოდა როდის მიიღებდა მითითებებს..
-ნუ წელავ..თუ ყვები მოყევი..როგორმე ავიტან ამ სირცხვილს..
-დავალებად მიიღო, კონკრეტულ ხმას როდესაც გაიგონებდა ამხტარიყო რათა ძალიან გრძელი თოკით სხვების დახმარებით ეხტუნავა..ასეც მოიქცა თუმცა ვერ მიხვდა შოუს დასასრულს ჩამოსვლისას ყველა რატომ იცინოდა..
-კიი ზუსტად ის მოხდა რასაც ფიქრობთ..უბრალოდ ვხტუნაობდი და იმ სულელურ თოკს არავინ გაკარებია..სცენიდან ჩამოსვლის მერე მითხრა ნენემ..-რამდენიმე წამი ნული რეაქცისს შემდეგ, ყველას სიცილი აუტყდა..ის რამდენიმე წამი ეტყობა ჩემს წარმოდგენაშ იყვნენ, როგორ ვხტუნაობდი თვალახვეული ბავშვებით სავსე დარბაზში..
-მოიცა და იმ თოკის ხმა თუ არ იყო აბა რის გამო ხტუნაობდი..
-ტაშს უკრავდნენ თუ ხმის იმიტაციას აკეთებდნენ..-სიცილის ახალი ტალღა წამოვიდა..
-ნენეე.. საიდან გაგახსენდაა..
-იცინეთ და იცით როგორ შემრცხვაა..ისეთი გაბრაზებული ვიყავი, მეგონა ქვეყანა დაინგრა..რა გამიკეთესთქო გავიძახოდი..-ღიმილი მეც შემეპარა..
ამ დროს უხსენებლისკენ გამეპარა მზერა..სანთლის შუქის ფონზე, სფეროები უფრო მეტად ანათებენ..არც კი ვიცი შუქურა რატომ გამახსენდა..თითქოს მსგავსი სინათლე გამოსჭვივის.. მეჩვენება..საერთოდ რეებზე ვფიქრობ..გამოფხიზლდი ქეთა..მაგრამ ღიმილი..ღიმილსაც სანთლის შუქს ხომ არ გადააბრალებ..
თვალი ვერ მოვწყვიტე ამ სურათს..ამ მომენტისათვის ჩემკენ გადმოიტანა ყურადღება..ვიგრძენი როგორ ამიჩქროლდა გული..წესით ხომ სასწრაფოდ სხვაგან უნდა გამეხედა და არც შემემჩნია..ვერ შევძელი..ჩემი გამოაშკარავება მოახერხეს და ნეტავ რა აზრი აქვს..
მანიშნა რა ხდებაო..არაფერი მეთქი თავი გავაქნიე და ვინაიდან ჩემს გულს ამდენის ატანაც აღარ შეეძლო, ყურადღება გადავიტანე ..სჯობს გამოვფხიზლდე მანამ სანამ გვიანი არ იქნება..
-ანდრია..პიკული არ გვაქვს..?
-მოგიტან..-წამოდგა..თაიამ წამსვე გააჩერა..
-მიწისთხილის კარაქიც გამოაყოლე..
-ერთდროულად პიკულიც გინდა და კარაქიც..?
-რა მოხდა მერე..?
-არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო..ყველა მასე არ ჭამს პიკულს..?-ორი წუთის შემდეგ დაბარებული, მაგიდაზე, მის წინ დადო..
-მაინტერესებს გვაღადავებს თუ ჭამას მართლა აპირებს..
-ისე რატომ ლაპარაკობთ თითქოს აქ არ ვიყო..-პიკული აიღო..მიწისთხილი გადაუსვა და ისე დაიწყო ჭამა, გეგონებოდა ამაზე გემრიელი რამ არ არსებობს..-ვგიჟდები..უგემრიელესია..
-არ მეგონა ცხოვრებაში კიდევ რამე თუ გამაკვირვებდა..აჰაა..-რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთში მზერებს ვცვლიდით და ბოლოს ყველამ მოვინდომეთ გასინჯვა..ზოგმა სახე დამანჭა..ზოგს რეაქცია არ ჰქონია..
-მე პირადად მიწისთხილი არც ისე მინდა არც ესე..პიკული სხვა თემაა..-ვთქვი მე..
-რაც გინდათ ის თქვით..მე ძალიან კმაყოფილი ვარ..-მხიარული ტალღაზე მყოფებმა, დრო როგორ გავიდა ვერ გავიგეთ..ამინდი შედარებით დაწყნარდა..დამატებით დროის გასვლის შემდეგ კი შუქიც მოვიდა..
-რა უბედურებაა დავბრმავდი..
-მართლაც..
-შუქის მოსვლა კი მოასწავებს ცუდი ამინდის ჩადგომას..
-საერთოდ რომელი საათია..ზედმეტადაც კი დაგვიანდა..
-ჩვენი წასვლის დროა..
-ჯერ ავალაგოთ ასე ხომ არ დავტოვებთ..-ამდენი ადამიანი შვესიეთ და უცებ ავალაგეთ..
-ახლა კი მართლა უნდა წავიდეთ..-გაცილების მომენტში ყველა გასვლას აპირებდა, რაღაც რომ გამახსენდა..
-იოანე..მოიცადე..-ჩემს ოთახში შევირბინე, ქოლგის გამოსატანად..როცა გამოვედი მათ სახეებზე მხოლოდ კითხვის ნიშნები დავინახე..
-შენი იყოს არ მჭირდება..-არაფრის თქმა არ დამაცადა..ისე გაუჩინარდა..მეც აღარ გავეკიდე..ანდრია გარეთ გავიდა..მათ გასაცილებლად..მე კი დამტენის ძებნას შევუდექი..
თაიამ ბალიში მესროლა, ჩემი ყურადღების მისაქცევად..
-რა გინდა..
-ამიტომ არ თქვი არაფერი მაშინ როცა გკითხე საიდან გაქვსთქო..?
-მნიშვნელოვანი არ არის..
-დარწმუნებული ხარ..?-ანდრია დაბრუნდა..
-ასე მოხდა..შემთხვევით შევხვდით..თავსხმა წვიმა იყო და ქოლგა დამიტოვა..
-მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, თავის დროზე დასმულ შეკითხვაზე პასუხს დამიბრუნებდი..
-ჭიანჭველისგან სპილოს ნუ შევქმნით..
-როგორც გინდა დაო.. ჩემი აზრია..-ოთახში შესულმა მოსაცმელი ავიღე და გარეთ გავედი.. ვიცი არ დამეძინება და ტყუილად უნდა გავფლანგო დრო..
გრილი ჰაერი მესიამოვნა..გამომაფხიზლებელია..
იმ დღეს თავიდან ვერ ვიგდებ..იოანეს კადრებად ვხედავ..ღიმილი მზერა..ჯერ გალერიის დღე ვერ გავაუფერულე..დღევანდელი დაემატა..რა მინდდა, ან რა მიშტერება მომეპრიანა..მოაცილე ეს ოხერი თვალი ხომ შეიძლება..
მეც კი ჩემი თავის წინააღმდეგ ვმოქმედებ, სხვას რა მოვთხოვო.. არც არაფერი..მოლოდინები მხოლოდ იმედგაცრუებას მოასწავებს..მეტს არაფერს..გამონაკლისების შემთხვევაში.. მე კი ზუსტად ვიცი გამონაკლისი არ გახლავართ..
. . .
-შეგიძლია თუ არა..?
-ვერ გავიგე რას მთხოვ თაია..
-ატელიეში წადი ეკატერინესთან..რაღაცას გამოგატანს..
-ამას წინათ არ იყო აქ..?
-მაშინ ვერ მომიტანდა..წახვალ თუ არა..
-წავალ წავალ..კაკრას მზად ვარ..
-მოიცადე..ჯერ იკითხე სად მიდიხარ..ადგილმდებარეობა ჩაგიგდე..
-ჩანთას ავიღებ და წავედი..აბა შენ იცი თუ რამეა დამირეკე..-თავი დამიქნია.. სახლი დავტოვე და ეკატერინესკენ დავიძარი..
ვითომ არც ისე შორი ჩანდა თუმცა თბილისში საცობების გადამკიდე სავარაუდო დრო უნდა გააორმაგო.. კიდევ კარგი ტრანსპორტის შეცვლა ბევრჯერ არ მომიწია და მეტროს რამოდენიმე გაჩერებას დავჯერდი.. კი მომიშალეს ნერვები..რადგან დანიშნულებამდე 10 წუთიღა დამრჩენია ვინ ჩივის..ეს გზაც გავიარე და შესვლისას ეკატერინეს დავუძახე..ჰორიზონტზე არავინ ჩანს..
-ეკატერინეეე..
-რა გაყვირებს..-მოულოდნელობისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, წინ უხსენებელი, რომ გამომეცხადა..
-აქ რას აკეთებ..? გული გამისკდა..
-გული გაქვს საერთოდ..?-თავიდან სერიოზული გამოეტყველება ჰქონდა, რომელიც მალევე შეიცვალა, იმ მომენტიდან ჩემი დაცინვის შესაძლებლობა, რომ ჩაუვარდა ხელთ..
-რაც არ უნდა იყოს მის ადგილზე..-ხელი გულის ადგილზე მივიტანე..-ზედმეტად აჩქარებულია..-ძლივს შევიკავე თავი, ვიღაცის ნათქვამი სულელური ფრაზის წარმოთქმის შემდეგ.. სახის გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებთ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა..-ეკატერინე სადაა..?
-მალე მოვა ახლახანს გავიდა..
-ნეტა მომესწრო..-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე..
-ფეხზე დგომას აპირებ თუ ჩამოჯდები..-ვინაიდან ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როდის დაბრუნდება დივანზე ჩამოჯდომა ვარჩიე..ის კი ოდნავ მოშორებით ჩემს წინ დაჯდა..ხელზე დაიხედა და აშკარად გვაინ გაიაზრა საათი არ უკეთია, შემდეგ კი ჩემს უკან კედელს შეხედა..
-ვიღაცას საათის გაკეთება დაავიწყდა..
-ცდები, იმდენად დაზიანდა გაკეთებას აზრი არ აქვს..
-ახალი გეყიდა..
-გამორიცხულია..ის მომწონდა..’
-ჩვევაა..ამოჩემება..მალე გაივლის..
-ნეტავ იცოდე როგორ ცდები ქეთათო..
-ქეთა მქვია..
-გასაგებია..ქეთათო..-თვალები ავატრიალე და თავი გადავაქნიე..ამ დროს გამოჩნდა ეკატერინეც..
-ქეთა..? მოგესალმები..აქ საიდან..
-სალამი..თაიას თხოვნით ვარ..რაღაცას გამოგატანსო..
-გასაგებია..გეჩქარება..?
-არც ისე..
-მნიშვნელოვანი საქმე მაქვს..5 წუთი დამელოდები..?
-რა პრობლემაა..
-იო..ის კაცი ხომ არ იყო მოსული..
-არა..
-შესვენება დამთავრდება და მოვლენ სხვებიც..მანამდე მინდოდა მოგვარებულიყო..რა გაეწყობა..გავარკვევ..-ხელთ რაც ეკავა იქვე დააწყო, ტელეფონი ამოიღო..ოდნავ მოშრებით გავიდა და მალევე დაბრუნდა..-მალე მოვა..რაც მთავარია პრობლემა არ იქნება ხო..?
-არ იდარდო ყველაფერი გადავამოწმე..ფინანსები წესრიგშია, ტყუილად ერჩოდი შენს ყოფილ თანამშრომელს საქმეს ვერ აკეთებსო..
-არაპუნქტუალური იყო..კარგი მადლობა , ახლა კი დავიწყებ ახლის ძებნას..
-არ მაქვს პრობლემა ფინანსები გადავიბარო..
-არავითარ შემთხვევაში..ახლა გამოუვალი სიტუაცია მქონდა.. მიუხედავად იმისა, პროფესიონალი ხარ, ახლობელთან ვერ ვიმუშავებ..
-როგორც გაგიხარდება..რეკომენდაციებიც არ გინდა..?
-არა..მივხედავ..ქეთა..ბოდიში ახლავე მოგიტან..მეორე სართულზე მაქვს დატოვბეული..
-ფინანსები..? ბუღალტერი ხარ../?
-სიურპრიზი..-ეკატერინეს საშუალო ზომის ყუთი უჭირავს, რომელიც პარკში კიბეებზე ჩამოსვლისას ჩადო..
-ინებე..
-მადლობა..მე წავალ..-თავი დამიქნია და გამიღიმა..ამ მომენტში საშუალო ასაკის მამაკაცი შემოვიდა..
-გამარჯობა..დაგვანებისთვის მომიტევეთ..
-მოგესალმებით..აქ დაბრძანდით ახლავე მოვალ..-ეკატერინემ მიმითითა მას გავყოლოდი..-გააგნებ შენით..?
-პრობლემა არაა..მაგაზე არ იღელვო..-ატელიე დავტოვე და ჩემს გზას დავუყევი..ისევ მეტრო და ისევ ფეხით სიარული..ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი..ნენეს გავახსენდი..ვიდეო ზარით მირეკავდა ამიტომაც ვუპასუხე..
-რასა იქმ../?
-გარეთ ვიყავი და სახლში ვბრუნდები.. შენ..? რატომ მირეკავ..?
-მოდი მეც გამოვალ..გავიაროთ არ გინდა..?
-გავიაროთ..ჯერ სახლში უნდა..
-არა რაა..მერე იქიდან ვერც გამოგიყვან..ჩემკენ დაიძარი და მეც გამოვალ სახლიდან..
-კარგი..-გავუთიშე და შემოვტრიალდი..გზას ფეხით დავუყევი..შემდეგ ავტობუსი..ბარათს აღება ვაღირსე..
როგორც იქნა მივაღწიე ნენემდე..
-შენს latina vibe-ზე ვგიჟდები..ეს საყურები გიხდება..
-მადლობაა..აბა სად წავიდეთ..?
-მე მეკითხები..? კარგი ადგილები შენ უნდა იცოდე..ისეთი გაიხსენე ნორმალური გარემოცვა ტრიალებდეს..
-ცუდ ადგილას როდის წამიყვანიხარ..-სადღაც ოცი წუთის შემდეგ ადგილზე ვიყავით..მელოდია დაბალ ხმაზე ისმის..-რას იტყვი..?
-არაუშავრს..
-ცოტა დავლიოთ ცოტა ვჭამოთ და მშვენიერ ადგლად გადაიქცევა..საერთოდ დღეს ჭამე რამე..?
-სხვათაშორის კი..აი შენ კი დარწმუნებული ვარ მთელი დღე არაფერი გიჭამია..ამიტომაც ცოტა ჭამა არ გამოგვივა..
-ვერ მოვიცალე..
-მალე მოიტანენ..?
-დიდად კლიენტები არ ყავთ..დიდი ალბათობით..მანამდე მომიყევი რა ხდება..
-არაფერი..ძირითადად სახლი..
-გარეთ გასვლა არ გჩვევია, თუმცა ასეთი რეჟიმი შენთვისაც უჩვეულოა..
-იცი რატომაც..
-რადგან რაღაცას აღარ აკეთებ არ ნიშნავს, ახლის კეთება არ შეგიძლია..
-რა გავაკეთო..
-რამე ახალი სცადე..
-მოვიფიქრებ..იმის გაფიქრებაც მზარაავს.. საყავრელი საქმის ჩანაცვლებას ვაპირებ..
-სამუდამო არ არის დარწმუნებული ვარ..ყველას გვაქვს მსგავსი პერიოდი.. ნორმალურია რასაც განიცდი..მაგრამ მგონი უკეთესი იქნება სხვაგავარად გაუმკლავდე..
-ვნახოთ..რაღაც იქნება..
-აუცილებლად..
-შენკენ რა ხდება..ბუდუსთან როგორ მიდის../
-ნელნელა..
-დიდხანს ერთი ადგილის ტკეპნაა კარგი არაა, თუმცა რადგან თავს კარგად გრძნობ თავით გადაშვებასაც ნუ იჩქარებ..
-მართალი ხარ..ზედმეტად ბევს ვფიქრობ..
-თქვენი შეკვეთა..
-მადლობა..-მიმტანმა თავი დაგვიქნია და წავიდა..
-პიცაზე ვფიქრობდი მთელი დღე..გემრიელად გამოიყურება..-ლაპარაკიც გავაგრძელეთ და პიცის ჭამაც, რომელიც იმაზე გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდი..
-ნენე..მგონი ჩვენი წასვლის დროა რამდენი ხანია აქ ვართ..გაგვაგდებენ..
-გაგვაგდებენ კი არა გვერდით, ის ბიჭი როგორ გიყურებს შეამჩიე..?
-ვიზე ლაპარაკობ..
-გვერდით გაიხედე აბა..ცოტა შეუმჩნევლად..
-საშინელი ფერის ზედა..იმაზე მეუბნები..?-თავი დამიქნია..
-საჩემო ტიპი არაა..წავიდეთ..?
-წავიდეთ..მანდ რას იქეიქები წეღან არ გადავიხადეთ..?
-სულ დამავიწყდა..მაშინ რაღას ვუცდით..-იქაურობა დავტოვეთ და გადავწყვიტეთ გარკვეული მანიძილის ფეხით გავლა სჯობია..
-ქეთა..ფეხით გავლა კი არა..მგონი სირბილი მოგვიწევს..
-რატომ ვითომ..?
-წეღან ხომ გითხარი ის ბიჭი გიყურებსთქო..ეგ და მაგის ძმაკაცი ჩვენს უკან მოდიან..
-არ მაქვს..უბრალოდ მაგათი თავი არ მაქვს..მოდი მარკეტში შევიდეთ..-სვლას ავუჩქარეთ და როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა მარკეტში შევედით..
-ამოვისუნთქე..
-ჯერ სიხარული ადრეა..ვერ ხედავ გარეთ დგანან..?
-მობეზრდებათ და წავლენ..
-უკაცრავად..რამდენ ხანში იკეტებით..?
-ცხრამდე ვმუშაობთ..ზოგადად ასე არ ხდება ხოლმე, გამონაკლისია..
-კარგით მადლობა..
-ხედავ..? დიდი დრო არ გვაქვს..
-ნენე..დამშვიდდი ცოტა.. აღელვებით ვერაფერს შევცვლით..ეს კარგი და ყუთი სად წაიღე..
-რომელი ყუთი..
-პარკში იდო..
-არ ვიცი მე არ მივკარებივარ..
-ვაიმე..არ მჯერა..
-იქ დაგვრჩა..?-თავი დავუქნიე..
-თაია მომკლავს..
-თაია რა შუაშა..
-არ გითხარი..? თაიასია..იმის დაბარებით ვიყავი წასული..სახლში როგორ მივიდე..
-ახლა შენ დამშვიდდი ვიპოვით..ამ ორ უბადრუკს თუ გავექეცით..
-რატომ არ შეიძლებოდა დღის ნორმალურად დამთავრება..-ნენემ ტელეფონი ამოიღო და ისე უპასუხა არც დაუხედია..როცა სახე გაებადრა მივხვდი ბუდუ იქნებოდა..
-ქეთასთან ერთად ვარ..მარკეტში..არაფერს..რა გვინდა..?ორი წუთით..ქეთა რა ვუთხრა..
-რაზე..
-თუ არაფერს ყიდულობთ რა გინდათო.
-მე რას მეკითხები..მგონი აღარ ჩანან..წამო თან გავიდეთ და ელაპარაკე..
-კარგი..
-ჩვენ..ჩვენ კი არა შენ სად ხარ..თაია უკან გაიხედე..-გამოსვლისას არ ჩანდნენ..რას გამოვდიოდი რა მინდოდა..
-საით წავიდეთ..
-არ ვიცი..შენ ხომ ყუთი დაგრჩა..იქ მივბრუნდეთ..არა ბუდუ შენ გელაპარაკები, ქეთამ მკითხა რაღაც და..ქეთ..აუჩქარე გევძახიან..
-რას ამბობენ..
-ერთი წუთით გოგონებოო..გავაფრენ..
-ხომ ვამბობდი ამათი თავი არ მაქვსთქო..
-რამეს ვიზამთ..რა..-ახლა გაახსენდა ტელეფონით სხვა ადამიანს ელაპარაკება..-ამ წამს ქუჩაში ვარ..სადაც პიცა ვჭამეთ იქ ვბრუნდებით აქვეა..
-მიდი მიდი სწრაფად შედი..-ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო..გაუკვირდათ ჩვენი დანახვა..ახლახანს გავისტუმრეს და ვერ ხვდებიან რას ვაკეთებთ..
შემოვიდნენ..ჩვენ კი ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ რა ხდება..ვითომ არ გვეშინია და პანიკაში არ ჩავცვენილვართ..
-რით შემიძლია დაგეხმაროთ..?
-ჩვენ..ჩვენ აქ..ამმ. პარკი დაგვრჩა..საშუალო ზომის ყუთი დევს..
-შემიძლია გადავამოწმო..თუმცა თქვენი ყუთი არ არის..
-რას ნიშნავს არ არის..
-თქვენს მაგიდას მე მოვემსახურე..არაფერი შემინიშნავს..-მღელვარების ტალღამ გადამიარა..რაზე ვიდარდო აღარ ვიცი..ორ მანიაკზე თუ დაკარგულ ნივთზე, რომელიც ჩემი არცაა..
-კარგით მადლობა..შეიძლება ცოტახნით აქ გავჩერდეთ..
-დიახ, რა თქმა უნდა..
-მოგესალმებით..გეძახდით და მგონი ვერ გაიგეთ..
-რა გნებავთ..?
-გაცნობა..რა უნდა გვინოდოდეს..
-ჩვენ არ ვართ დაინტერესებული..ნუ შეწუხდებით მაღალფარდოვანი სიტყვებით..
-კარგით რაა..თავის დაფასების დროა..?
-თქვენი წასვლის დრო ნამდვილად არის..
-გოგონებო..-ნენესკენ დააპირა ხელის წაღება, მოულოდენლად რომ გაჩერდა..წამში გაჩნდა ნენეს გვერდით..ამოვისუნთქე..
-მაპატიე დამაგვიანდა..რამე პრობლემაა მეგობრებო..?
-ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით..
-ხელის შეშლა მომიწევს..მგონი ისედაც არ აპირებდით გაჩერებას..აღარ შეგაყოვნებთ..
-ჩვენ..
-ისეთი ამბებია..მანქანა ძლივს დავაყენე-იოანე შემოვიდა და თითქოს უდარდელად ჩვენკენ წამოვიდა..
-ჩვენ წავალთ..-ვითომ ღიმილით გავაცილეთ..ბოლოს საერთოდ შენობაც დატოვეს..
-კარგად ხარ..?-ჰკითხა ბუდუმ, თან ნენესკენ შემოტრიალდა..მან კი თავი დაუქნია..-შემეშნდა..
-შენ როგორ ხარ..-მკითხა იოანემ..
-ვიცოცხლებ..
-წავედით..?
-შენი ყუთი..
-აღარ შემიძლია..როგორ დავკარგე..თან გადამრევენ აქ არ არისო..
-დღეს ეკატერინეს ატელიედან რომ წაიღე იმაზეა საუბარი..?
-კი..თაიას რა ვუთხრა ნეტა..ხანდახან როგორი უყურადღებო ვარ..
-არის შანსი სხვაგან დაგეკარგა..?
-არა..ზუსტად ვიცი აქ მოსვლისას თან მქონდა..
-მაშინ მადროვე..მალე დავბრუნდები..-შიგნით შევიდა და ოც წუთზე მეტი არ გამოსულა..შესვლას ვაპირებდი, როდესაც გამომეცხადა..
-რაო..რა ხდება არ მეტყვი..?
-აერიათ..თითქმის იმავე შეფუთვაში..
-შენ საიდან იცი..
-კამერის ჩანაწერები ვნახე..
-რანაირად..
-ნაცნობი იყო..მოკლედ სანამ თქვენ გასულები იყავით და მაგიდაზე შენი ყუთის მეტი არაფერი იდო სხვები დასხდნენ..მალევე გაიაზრეს დაკავებული ადგილიას ისხდნენ და სხვაგან გადასვლილსას აერიათ ყუთები..უფროსწორად, თავიანთ ყუთთან ერთად შენიც გააყოლეს.
-ესე მოკლე დროში..?
-ხდება ხოლმე..
-ყუთი სად არის..?
-წავიდეთ..მოვაგვარე..-მანქანში ჩავსხედით..იოანე საჭესთან მე მის გვერდით…უკან კი გვრიტები..
-სადმე პარკთან ახლოს ჩამოგვსვი..გავივლით ცოტას..-ბუდუ..
-როგორც გენებოს..-მალევე შეაჩერა მანქანა და სვლა განვაგრძეთ..
-ახლა ამიხსნი..?
-ქეთათო…მოთმინება გმართებს..
-შესაფერისად მესაუბრე..ქეთა მქვია..ახლა ყუთისთვის მივდივართ..?
-სწორად გამოიცანი..
-თაიას ყუთი რომ არა..შენთან ერთად აქ არ ვიჯდებოდი..
-ასეთი მნიშვნელოვანი რა დევს იმ ყუთში, ჩემს გვერდით ყოფნას გაიძულებდეს..?
-წარმოდგენა არ მაქვს..
-რას ნიშნავს წარმოდგენა არ გაქვს..
-ჩემს საკუთრებაში არაა და საიდან უნდა ვიცოდე..
-გამოდის არ ჩაგიჭყიტია..
-აზრადაც არ მომსვლია..მალე მივალთ..?
-თითქმის მივედით..-მარჯვნივ გადაუხვია და გააჩერა..ცოტახნით ვიჯექით..შემდეგ მანქანიდან გადავიდა, ნაცნობ სახეებს შეეგება..ყუთი გამოართვა და ღიმილით დაემშვდობა..
-რანაირად მოახერხე დაკავშრება..
-აუცილებელია ყველაფერი იცოდე..?
-მეტყვი თუ არა..
-იმ გოგონებიდან ერთი ვიცანი და მოვახერხე როგორღაც დაკონტაქტება..-აღარაფერი მითქვამს, ერთი სული მქონდა სახლამდე როდის მივიდოდით, რამაც დიდად არ დააყოვნა..გადმოსვლისას თავი დავუქნიე მადლობის ნიშნად და შიგნით შევედი..
-მშვიდობა გაქვს..?
-მგონი..გადავიღალე რაღაცნაირად..
-იმდენს ივლიდი ნენესთან ერთად.. რატომ არ დაიღლებოდი..
-ანდრია საითაა..
-საქმეები აქვს..ჯერ არ მოვა..მომიტანე რაც გთხოვე..?
-ინებე..-ყუთი წინ დავუდე..
-მადლობა..გაერთეთ ბოლოს..?
-შეიძლება ასეც ითქვს..
-დაჯექი მაინც..რაღატომ დგახარ ფეხზე..
-აზრზე მოსვლა მჭირდება..ხალხთან ურთიერთობის ბატარეა დამიჯდა..
-დაგიჯდაა.. როდისაა საერთოდ დატენილი…
-არვიცი არვიცი.../-მის გვერდით ჩამოვჯექი..-შენ რას აკეთებდი..
-ლეპტოპში ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი..
-შენს გადაღებულს..?
-კი..როგორც კი მოვღონიერდები გადაღებები უნდა განვაახლო..
-მანახე აბა..-ლეპტოპი გადმომაწოდა..
-თუ გინდა აქედან გადაყევი//-თავიდან გოგონები გამოჩნდნენ..აშკარაა ზაფხულის ფოტოებია..შემდეგ კი უმეტესად ყველა ჩანდა, არ იცოდნენ თაია ჩასაფრებული თუ უღებდა იმ მომენტში..
ვეცადე მისთვის ყურადღება არ მიმექცია..სანამ პერსონალური ფოტო არ შემომხვდა..თმები ჩვეულზე მეტად არეული, სერიოზული სახით, რაღაცას შესცქეროდა, თან კლასიკურად გამოწყობილიყო..უკანა ფონით თუ ვიმსჯელებთ წვეულებაა..სხვა ფოტოებზე დავიწყე გადასვლა..როდესაც გავაცნობიერე, ყველა ფოტოში მის მოძებნას ვცდილობდი საკუთარ თავზე გავბრაზდი და თაიაის ლეპტოპი გადავაწოდე..
-რაც მართალია მართალია..კარგი ფოტოგრაფი ხარ..მერე იცოდე წერტილას არ დააბრალო და არ შეწყვიტო..
-არა რას ამბობ..არასდროს..ერთერთი საარსებო წყაროა..
-ანდრიას უნდა ელოდო თუ რატომ არ იძინებ..
-ვითომ არაო..გულის სიღრმეში კი გაუცნობიერებლად ველი..მიდი შენ დაიძინე..ცოტახანს კიდევ ვიქნები და ავალ მეც..
-კარგი თუ რამეა გამაღვიძე..-თანხმობის შემდეგ მოვწესრიგდი და დასაძინებლად განვეწყე..თუმცაღა ბალიშზე თავის დადება და ახლახანს ნანახი ფოტოების ამოტივტივება ერთი იყო..განსაკუთრებით უხსენებლის ის ერთი ფოტო..
ვეცადე ვეცადე და ვერ დავიძინე..ის ფოტო რომ არა..სხვა უამარავ კადრს შეეძლო ადგილის დაკავება..მოკლედ გავუჩალიჩე თავს..
ფიქრებით გაწამაწიაში ყოფნის შემდგომ..ჩამეძინა..
. . .
მაღაზიიდან ბედნიერი გამოვდივარ..ვინაიდან მარილიანი ჩხირები შევიძინე..ბავშობის ფერი გადაჰკრავს და მომენატრა.. მე იმ ჩხირებზე ვამბობ ოცი თეთრი, რომ ღირდა..პატარები..
გარეთ ჭამა არ მიყვარს და მაინც გამონაკლისად მიჩნეულმა, გემრიელად გავაგრძე ჭამა..
ეს ბედნიერებაც არ გერგება ადამიანს დიდხანს..აზრზე მოსულმა გავიაზრე მიწას ჩახუტება არ მომნატრებია..მითუმეტეს საყვარელი ჩხირები თუ დაბლა იყრება..დანარჩენ ნივთებთან ერთდ, რომლებიც ჩანთაში გეყარა..
მოცადე რატომ წავეთხლაპე..? აა ჰო ვიღაც დამეჯახა..
-მაპატიეთ არ მინდოდა..
-არაუშვას..
-მეჩქარება, თორემ მოგეხმარებოდით..-უცნობმა დაყრილ ნივთებზე მიმანიშნა და გაუჩინარდა თითქოს არც ყოფილა..
-ეს მინდოდა ახლა მე..? მიდი და იყიდე ახალი ჩხრები..
-მართლა ჩხირებზე ნერვიულობ..?-როდესაც გავიაზრე ჩემს წინ არსაიდან გაჩენილი უხსენებელი მელაპარაკება თვალები ვჭყიტე..
-შენი საქმე როდიდანაა..მე რაზე ვინერვიულებ და რაზე არა..-არაფერი უთქვამს, ხელი გამომიწოდა..
-გგონია შენი დახმარება მესაჭიროება..?-წამოვდექი და მტვერი დავიფერთხე..მუხლები ისე ამტკივდა დაყრილი ნივთები ბოლოსღა გამახსენდა..
-არ გჭირდება..
-და მაინც ჩემს ნივთებს ჩანთაში ალაგებ..-იმ წიგნამდეც მივიდა, ამას წინათ ეკატერინესთან ერთად როცა ვიყიდე..სულ ჩანთაში მაქვს და აქეთ-იქეთ რატომ დავატარებ ვერ გამიგია
-რა არის..?-წამიერად შემოაბრუნდა წიგნი ჩემი მიმართულებით..წარწერას მოვკარი თვალი..ჩანთაში აღარ ჩაუდია..წარწერის კითხვას შეუდგა და თან წამოდგა..ჩანთა გამომიწოდა..
-იქნებ ჩემი წიგნიც დაგებრუნებინა..
-წარმოგიდგენია მაინც..რამდენად დიდი ისტორია შეიძლება იმალებოდეს ამ წარწერის უკან..?
-თარიღსაც შეხედე..მაგას ვერ გავიგებთ..-წიგნი დახურა და გამომიწოდა, ჩანთაში დავაბრუნე..
-წასვლის დროა..-უგულისხმო ტონალობით წარმოთქვა..თავის დაკვრით დავუდასტურე მისივე ნათქვამი..
ისე გავჩერდი თითქოს რაღაცის თქმა დავაპირე..სინამდვილეში არაფერია..მკრთალად გამიღიმა, ეტყობა მიხვდა რომელიღაც მოარულმა, რომ წამომიარა..დამემშვიდობა და წავიდა..
ვითომ შევცდი გარეთ გამოსვლისას..? არადა ქალაქს მინდა შევეგუო.. რამდენჯერაც არ უნდა ჩამოვიდე, ყოველთვის ვიღაცას დავდევ კუდში..
მთლად გამოკეტვაც არ მინდა საკუთარი თავის, ამიტომაც სავალი თავს თავად უნდა გავუკაფო..
გზა განვაგრძე..ვითომ ცოტახნისწინ მიწაზე არ ვგდებულიყავი..
ნეტავ აქეთ რას აკეთებს..? მოიცადე, რატომ შევიცხადე..ვითომც ვიცოდე სად მოძრაობს..რომელ გზას ამჯობინებს..
ისევ სულელურმა ფიქრებმა გამიტაცა..ჩემი საქმე არაა.. ქეთაა.. ჯობია შენს გზას გაუყვე..სხვის გზაზე ფიქრს აზრი არაქვს..მითუმეტეს თუ ეს სხვა იოანეა..
ბოლოს გარეთ წოწიალისგან მობეზრებულმა სახლში წასვლა გადავწყვიტე..სანამ სახლში შევიდოდი მაშინ მომაგონდა, შემეძლო დამერეკა თაიასთვის და მეკითხრა რამე ხომ არ უნდოდა..
შემოსასვლელში რადგან არ დამხვდა, თავის ოთახში იქნება..შესაძლოა სძინავს და არც ავალ მაღლა..
სასწრაფოდ მესაჭიროება საშინაო ტანისამოსი..ოთახში შესვლისთანავე გადმოვიღე გადაჭრილი ჯინსები და უზარმაზარი ზედა..გამოვიცვალე და ეზოში გავედი..უცნაური ამინდებია.. დღის განმავლობაში მცხელა საღამოს ვიყინები..ოღონდ უცნაურში იმას ვგულისხმობ საცაა ზამთრის ტანსაცმელისკენ დამიცდეს ხელი..
რეალურად ვიცი ყინვები მომენატრება ამინდის პროგნოზს თუ გავითვალისწინებ..
30 წუთიც არ იქნება გასული, თავში პატარა ბალიში მომხვდა და ზემოთ ავიხედე..
-როდის მოხვედი..?
-ახლახანს..გეძინა..?
-კი..ვიხუთები..ვერ ვისვენებ..
-ჩამოდი მერე..
-მაცადე და ჩამოვალ..-ისევ სიმშვიდესთან უნდა დავბრუნებულიყავი..შემოსასვლელიდან ხმა გავიგონე..როგორც აღმოჩნდა ჩემთვის ამანათია..
-თქვენ ხართ ხომ..?
-მონაცემები ხომ გიკარნახეთ..მე ვარ ქეთა ღვინიანიძე..გამოდის ეს ყუთი ჩემია..?
-დიახ..-საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის ყუთს შეავლო თვალი და მერმე ისევ მე შემომხედა..-მე დაგტოვებთ..კარგ დღეს გისურვებთ..
-ასევე..-ამასობაში თაიაც ჩამოვიდა..
-გახსენი..ვკვდები ინტერესით..-იმ წამს ხელთ ვერაფერი ვნახე და ძლივს გავხსენი მისტიური ყუთი..
-ეს რა..ჩხირებია..?თან რამდენი..-გაუკვირდა თაიას..მთელი ყუთი იმ ჩხირებითაა გავსებული მე რომ მიყვარს..
-გინდა..?-ამოვიღე და შევთავაზე..
-ახლა ცივი წყლის მეტი არაფერი არ მინდა..მე შევალ..ოღონდ დაო..უცნაური მოტრფიალე გყავს..-ყუთიდან ერთი შეკვრა ამოვიღე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი..მართლა არანორმალურია.. ამდენი ჩხირის გამოგზავნა რამ მოაფიქრა..წესით არც უნდა ვიღებდე საჩუქარს..მაგრამ რა ვუყო..ჩხირები დავუბრუნო..? ზედმეტად მეგემრიელება.. რამეს მოვიფიქრებ..
წამსვე ნათურამ გაანათა..მოიცადე წერილი არ მოაყოლა დავიჯერო..? წამოვფრინდი და ყუთის ამოქექვას შევუდეგი..მართალი გახლდით..
“ბავშვობა არის ის, რაც დროში დავკარგეთ, მაგრამ შევინარჩუნეთ საკუთარ თავში. - ელჩინ საფარლი”
ჩემს ადგილს დავუბრუნდი, წერილთან ერთად..
არ ვიცი იმ მომენტში რა დაინახა..თუმცა მიხვდა..ჩემი ამოცნობა შეძლო.. მასზე უფრო მეტად გავბრაზდი თუ საკუთარ თავზე ვერ გეტყვით.. ბრაზი რა შუაშია..? წამიერად ჩემი სახე გამოვამჟღავნე..მან დამინახა..
შეიძლება სასაცილო ჟღერდეს.. ჩხირებთან დაკავშრებულ ინციდენტს, ამხელა მნიშვნელობას ვანიჭებდე.. რა ვქნა ასეთი ვარ..
ისეთ წვრილმანს ვეჭიდები და ვეკირკიტები, ცხოვრებაში ადამიანს აზრად არ მოუვა..
წამოვდექი..ყუთი შიგნით შევიტანე და თაიასთან ავედი..უზარმაზარი ჭიქით სვამს ყინულებიან წყლას, რომელიც ისედაც მაცივარში საათები იდგა..
-ასე მალე რატომ ამოტანტალდი..?
-ვერ ვისვენებ..
-სიცხის ბრალია თუ შენი ახალი მოტრფიალის..
-კარგი რაა.. ან ეს მოტრფიალე საიდან მოიტანე.. თავს როგორ გრძნობ..?
-დღეს მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ მომიხდა გაქცევა სააბაზანოსკენ..
-შენთვის მიღწევაა..
-ეს პერიოდიც გადავა.. ხვალ ექიმთან წასვლა მეზარება სასტიკად..
-სად შენ და სად სიზარმაცე..
-წერტილას ბრალია..
-გინდა რამე მოგიტანო..?
-არა..წყლით გაჭყიპვას განა კი სჯობს რამე..?
-მე დაბლა ვიქნები..თუ რამეა მომწერე ან ბალიში მესროლე..-თავი დამიქნია და ღიმილით გამისტუმრა ოთახიდან..
ჩემ და სამწუხაროდ არ აბუქებს..უთავმოყვარეოდ დაცხა.. ამიტომაც სამზარეულოსკენ გავეშურე, წ....ბის ასავსებად.. ოდესმე სათანადოთ გაცივდებიან და მდგომარეობას შეგვიმსუბუქებენ..
ამაზე გამახსენდა..მიყვარს მომენტები, წინასწარ გაკეთებული საქმის, კმაყოფილების დაგემოვნება როცა შეგიძლია.. საკუთარ თავს გადააბიჯებ, თუნდაც რაიმე წვრილმანთან მიმართებით..არ ხარ ხასიათზე არ გინდა.. გესიკვდილება მაგრამ მაინც გააკეთებ.. შემდეგ როდესაც ეს საქმე წესით უნდა გაგეკეთებინა, ამ დროს თავისუფალი ხარ.. პატარა სიამაყეც შეიძლება შეგერიოს შენი თავის მიმართ..
ვითომ ხომ არაფერია.. ამ წყლის ბოთლების შელაგება სხვას მოუწევდა და დრო უარესად გაიწელებოდა..ამით შეიძლება, სულ მცირედით საკუთარი თავი ან დანარჩენები გავახარო..
დიდი დრო არ გასულა..თავი რით არ დავასაქმე და მაინც ვერ მოვისვენე..ამისდა გამო გამოვეწყვე, გარეთ გასვლა ახლა უკვე შესაძლებელია და ჩხირებით სავსე ყუთიც თან გავიყოლე..მამძიმებს..
ბევრი ვიარე თუ ცოტა ჩემი მიმართულებით მომავალი ოთხი ბავშვი შემომხვდა.. მორიდებით გავაჩერე მანიაკი არ ვეგონოთქო.. ვკითხე თუ სურდათ ჩხირები..თანხის გადახდის გარეშე.. დაეჭვებით და მცირე ყოყმანის შემდეგ მაინც აიღეს..
-რათ გინდა შვილო მაგ ჩხირების დარიგება..
-მე მათ ასაკში უფასო სასუსნავი გამიხარდებოდა, ისეთი ადამიანისგან ვინ ბურგონით ჩემს მოტაცებას არ აპირებს..თანაც უფასოდ..
სე ვიარე ქუჩა-ქუჩა სანამ ყუთი არ დაიცალა და ზოგიერთი ბავშის სახეზე ღიმილი არ დავინახე..
ყუთი არ გადამიგდია.. სახლის გზას დავადექი..კიდევ კარგი ძალიან შორს წამოსვლა არ მომიწა..სამაგიეროდ თითქმის ერთი საათი კი დავაკონწიალებდი საკუთარ თავს..
როდესაც დავბრუნდი ანდრია დამხვდა ეზოში ცოლთან ერთად..
-სად იყავი გოგო..ახლა ვაპირებდი დარეკვას..
-ყუთი ხომ გახსოვს..?
-გადაყარე..?
-შენ წარმოიდგინე არა.. შემხვედრ ბავშებს დავურიგე.. მგონი ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იყო..
-რაზე ლაპარაკობთ არ გინდათ გამარკვიოთ..?
-ჩემთვის უცნობმა..-ნიშინის მოგები გამომხედა..-ჩხირებით სავსე ყუთი გამოუგზავნა..ამას უყვარს.. ქალბატონი ადგა და ბავშვებს დაურიგა..
-გადაყრას ნამდვილად ჯობდა..ყოჩაღ ცოლის დავ.. შენგან გულმოწყალე საქციელი იყო.. სულ რომ თავზე არ გადააყარე, მადლობა უნდა თქვას..
-მასე მიცნობ სიძევ..?-ორივეს გაგვეცინა..
-დიდი ხანია მოხვედი..?
-ოც წუთზე მეტი არ უნდა იყოს..
-ხელს აღარ შეგიშლით..უნდა წამოვწვე..დღეს ისედაც ბევრი ვიბოდიალე..
. . .
რამდენადაც არ უნდა შეუშალო საკუთარ თავს ფიქრში, რითაც არ უნდა გადაატანინო ყურადღება..სიმძიმე რომელიც გებრძვის არსად გაქრება.. გგონია..გინდა დაიჯერო, ერთ დღესაც თავისით მოუნდება და წავა..
სინამდვილეში თავადაც მოგეხსენება უშედეგო ფიქრების კორიანტელია..არაფრის მაქნისი..და მაინც სიმძიმე სიმძიმედ რჩება..
რაც ჩამოვედი აქეთ გადმოვერთე თითქოს დამავიწყდა კიდეც გამოქცეული, ვარ..
სინამდვილეში არავინ მომდევს და მაინც გავრბივარ..რეფლექსია ჩვეულებრივი და მეტი არაფერი..
ვერც დილთ ვაიძულე საკუთარ თავს ადგომა და ვერც შუადღისით..ისეთი განცდა მაქვს, რაც კი რამ ცუდი არსებობს, მაინცდამაინც მე უნდა შემეჩეხოს..ახლა ვწევარ სხვა თუ არაფერი ჩემს წაქცევას ვერ შეძლებენ მეთქი..ვესარჩლები..ვის? საკუთარ თავს..
მანამდე თაიამ მომწერა, მომიკითხა..რადგან არ შევსულვარ მასთან გამიგო..მიხვდა ლაპარაკის თავიც არ მექნებოდა..
რა შეიცვალა საღამოს..? საბანმა რომელზეც ბავშობიდან ვფიქრობთ, სიბნელეში მონსტებისგან დაგვიცავენ, ჩემი ფიქრებისგან ვერ დამიცვა და ადგომა მაიძულა..თმები მაღლა ავიწიე და ოთხაიდან გავედი.. ყველა აქ არის..ოთახამდე ხმამ როგორ ვერ შემოაღწია მიკვირს..
-ქეთუუ..მოდი ახლა შენზდე ვყვებოდი..?
-ჩემზე რას ყვებოდი..არ გადამრიო ახლა..
-ჩხირებით სავსე ყუთი ბავშვებს, რომ დაურიგე იმას ყვება..-ანდრია..
-არადა მეგონა მთლიანად გააქრობდა..-იონესკენ სულ ორი წამით გავაპარე მზერა, თაიას ისე უსმენს თითქოს პირველად გაეგოს ამბის შესახებ და თავად მონაწილე არ გახლდეთ.
-არ გიყვარს ჩხირები..?-ეკატერინე..
-მიყვარს..თანაც ძალიან..-თითქოს ვაგრძნობინებ, ძალიანაც მიყვარს..თუმცა მაინდცდამაინც შენგან არ მჭირდება და არ ავიღებ მეთქი.. არ შეიმჩნია..რატომ გაუგებარია..უფრო გამხიარულდა..
-ჩვენი ქეთა გასაგებია..შენზე მოგვიყევი..ექიმთან არ უნდა წასულიყავი დღეს..?-დებორა..
-მაქამდეც მივდიოდი..-ახლა რომ არ ეთქვათ ვერც გავიხსენებდი..ამომივარდა თავიდან..
-მეგობრებო..წოლითი რეჟიმი აღარ მაქვს თუმაღა თავს მაინც მოუფრთხილდიო..
-რა მაგარია..
-და კიდევ-ანდრია..
-კიდევ რა..?
-გამოჩნდა რაც აქამდე არ ჩანდა..
-მაშინებ და ამოღერღე..
-ეფარებოდა ერთი მეორეს და გვითხრეს ტყუპებს ელოდებითო..
-არ არსებობს..ხუმრობ..?
-არა..დილიდან ეიფორიაში ვარ..ვერ ვიჯერებ..
-წერტილა, ორ წერტილად გადაიქცა..?-გაკვირვებულმა ვიკითხე..
-მასე გამოდის..ახლა ერთის მაგივრად ორი დისშილი უნდა აიტანო..
-ხმას აღარ ამოვიღებთ სულ რომ მთელი სახლი გადაჭამო.. -გაგვეცინა..
-ძალიანაც კარგი..რა ჯობია..
-ბედნიერები იყავით ბავშვებო..
-მადლობაა..ჯერ უნდა გავათვიცნობიერო ჩემს თავს რა ამბები დატრიალდა..
-სიხარული.. დაღლიობა და კიდევ სიხარული..
-ერთად მოვერევით-ანდრია..
-დიახაც ერთად..ორ ბავშვს მარტო რა გამაზდევინებს..-სიცილით გადაულაპარაკა..
-ქეთუ..-მომიტრიალდა დებორა..
-რა მოხდა..
-ხვალ გცალია..?
-კი..
-შეგიძლია გამომყვე..? წერასთან დაკავშრებით პატარა კვლევის ჩატარება მჭირდება..მარტო წასვლა არ მინდა რაღაცნაირად..
-პრობლემა არაა..
-მაშინ ხვალინდელი დღე გათენდეს..შევხედოთ რა როგორ წავა და მოგწერ..-თავი დავუქნიე..
-საზოგადოებავ..იცოდეთ ზაფხული ისე არ გავატაროთ, სადმე არ წავიდეთ..
-ეგ მოსაფიქრებელია, მანამდე კი დრო გვაქვს..
-თანდათან უნდა დაიწყოთ ფიქრი..დრო ისე მალე გავა..
-დაიწყოთ რას ნიშნავს ქეთა, შენ არ მოდიხარ..?
-მაგ დროისთვის ვიქნები აქეთ..? რავიცი აბა..
-შენი დაც მასე იძახდა თავის დროზე და ბოლოს დარჩა და დარჩა..
-ჩემს ძვირფას დაიკოს ჰქონდა მიზეზი..-სიძისკენ გავიშირე ხელი..-მე რა შემაკავებს..
-მარტო შენი სიძე არ ყოფილა მიზეზი..აქ მყოფთთაგან ყველას რაღაც დოზითაც შეგიძლია დააბრალო.. მომავალში წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება.. სანამ დრო მაქვს, ვიყენებ და სამეგობროს დაშლა გადავიფიქრე..
-ჯერ ეს ერთი, შენი წასვლა არ ნიშნავდა იმას, სამეგობროს ავტომატურად ტოვებდი, შორს იქნებოდი მხოლოდ და მაინც.. ყველასთვის ეს გზა უკეთესია, განსაკუთრებით გვერდით, რომ გიზის იმ ვაჟბატონის სიმშვიდისთვის..-ეკატერინე..
-ქეთუ..შენზე რას გვეტყვი..?
-ჩემზე..? მეგობრებს გულისხმობ..?
-კი აბა..
-ნენე მყავს..მასზე ახლო ადამიანი არ მეგულება..
-სამეგობრო სია ამით მორჩა..?
-მე თუ მკითხავ, აუცილებელი არაა ბევრი მეგობარი გყავდეს..ცუდად არ გამიგოთ იმას არ ვამობობ ცუდიათქო.. არ შევუწუხებივარ მოთხოვნილებას, უმეგობროდ რა მეშველება და მსგავსი აზრები..
-ვფიქრობ მსგავსი შეხედულება შეგვიძლია იმას დავაბრალოთ, დიდ სამეგობრო წრეში არ ყოფილხარ, სადაც ნამდვილად გაფასებენ და უყვარხარ..
-შესაძლოა..
-რა პროფესიის ბრძანდები..?-დემნა
-ცოლმა არ მოგახსენა..?
-აქამდე ეს კითხვა არ გამჩენია..
-ხელოვნებათ მცოდნე გახლავარ..
-დანამდვილებით..?
-კი..ამჟამად საკუთარი თავი განვათავისუფლე..
-რაც მახსოვს იმდენი სამუშაო გამოიცვალე..-დებორა..
-არ თქვა..
-ბოლოს სად იყავი..?
-სამხატვრო გალერეაში..
-სულ წამოხვედი თუ შვებულებაში ხარ..
-სულ წამოვედი..დაბრუნებისას სხვა რამეს ვნახავ..
-წინასწარ რატომ გვამზადებ..აბა დაგვაცადე..
-მე მაპატიეთ..
-კარგი კარგი..რა მოგართვათ..
-ცივი წყალი მოიპოვება მაცივარში..?
-თანაც საკამოდ..
-მგონი ყველას გვინდა..
-დამხმარე ხელი დამჭირდება..დემნა რას მიკეებ..წამობრძანდი ძმას დაეხმარე..
-როგორ გიყვარს კულტურული გამოლანძღვა ძმაო..
-სენდვიჩი მაინც თუ არ ვჭამე გადავვარდები..წავალ იმათ გავყვები..
-დღეს არაფერი გიჭამია..?
-არა..-წამოვდექი და ბიჭებთან გავედი..-აბა ჩემო სიძეებო..ხელი არ შემიშალოთ პატარა სენდვიჩი უნდა გავიკეთო..
-მეც შენი სიძე ვარ..?-ცოტა გაიკვირვა ჩემი ნათქვამი დემნამ..
-დებორა დასავით მყავს..ჩემი სიძე ხარ მაშ რა ხარ..ანდრიაა ძეხვი მოგვეპოვება..?
-იყო დარჩენილი, მაინც გადაამოწმე..-მაცივრიდან ძეხვი გადმოვიღე სხვა საჭირო ინგრედიენტებთან ერთად..ჯერ მე გავედი შემდეგ ბიჭებიც ჩემს გზას დაადგნენ..
-ინებეთ..
-მხოლოდ გამჭირვალე ჭიქები..? გაიხალისეთ ცოტა ცხოვრება..გეყიდათ მოხატული..კარგი შესახედაობის..-ეკატერინე..
-ჩემს სახლში არ მოგინდება შენ სტუმრობა..
-რატომ..?
-მე პირიქით ამისდაგვარი..გამჭირვალე ჭიქები მომწონს..
-არცერთი მოხატული..ფერადი..?
-არცერთი..
-შენ დამპატიჟე და ჩემი ჭურჭლით წამოვალ..-ყველას გაეცინა..
-მაშინ გეპატიჟები..ოღონდ თავადაც არ ვიცი სახლში როდის წავალ..
-შევთანხმდებით არ იდარდო..
. . .
არც იყო მგონი გათენებული, დებორამ დამაწიოკა..წამომახტუნა სასწრაფოდ გაემზადეო და სახლიდან გამიყვანა..კარგი გამათრია..
-შენ ტარება როდიდან იცი..?
-ქმარმა მომაწადინებინა..
-რაო როცა დავლევ, სხვისი წასაყვანი არ გავხდეო..?
-არ სვამს..პატარა მოწადინება დაინახა და რაღაც სასწაულად აქცია..-გამეღიმა..დებორასაც უპოვია მისთვის შესაფერისი..არა ზოგადად ვთვლი, ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს გვერდით, შენი მოტივატორი გახდეს, კლდიდან შენთან ერთად გადმოხტომის არ შეეშინდეს, გიბიძგოს უკეთესი იყო..
ნაპერწკლიდან ჩაუქრელი ცეცხლის გაღვივებაში რომ დაგეხმარება ისეთი..
-კარგი ვინმე ჩანს..
-უკეთ გაიცნობ და დარწმუნდები..-თბილი ღიმილი შემომაგება..
-ახალზე მუშაობ რამეზე..?
-მე ყოველთვის ვმუშაობ რაღაც ახალზე, ერთხელ თუ დაიწყე ადამიანმა წერა, მერე გაჩერება რთულია..თითქმის შეუძლებელი..საბოლოოდ ჩვენც მოვედით..-როგორც გამომათრია სახლიდან ისე შემათრია შენობაში..ახალ გამოღვიძებულზე, რატომ მივლასასებ ძალიანაც უკვირს..ამ დროს ვითომ ამას არ უჭირდა დილით ადრე ადგომა და ამბები..
შესვლისას დავრწმუნდი რეალობას შევცქერი და არ მელანდება..
-აქ რა ამბებია..მე ასეთი არ მახსოვს..
-ახალი გაკეთებულია..დიზაინი საერთოდ შეცვალეს..
-მომწონს ხომ იცი..
-დიზაინს თავი დავანებოთ..წიგნებია მთავარი..
-დებორაც მოსულა..როგორ ხარ შვილო..
-კარგად მადლობა..თქვენ..?
-რა მიჭირს..
-ვიცი დახმარება არ გჭირდება..ჩემზე უკეთ ერკვევი სად რაა..მიდი აღარ მოგაცდენ..
-რას ამბობთ..გნახავთ კიდევ..
-იცნობ../? ანდაც რატომ მიკვირს..
-იმდენი დრო მაქვს აქ გატარებული..რას არ მიცნობს
-იცი კონკრეტულად რას ეძებ../?
-დაახლოებით..წამოდი წამოდი..-რა არ დაათვალიერა, ბოლოს ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, როცა მიადგა კი გამიკვირდა..მეც ასე ხომ არ ვიქნებითქო ვიფიქრე და წიგნების თვალიერებას შევუდექი..რადგან სიძველისკენ გადავიხარეთ ქართველი მხატვრების ბიოგრაფიების წიგნი ვიხელთე..რამოდენიმე გვერდის გადაშლის შემდეგ თვალში მერაბ აბრამიშილი მომხდვა..მასზე მსმენია..
( შენიშვნა: მხატვართან დაკავშრებული ფაქტები სიმართლეეს შეესაბამება, თუმცა ის რომ, მასთან ერთად გამოგონილი პერსონაჟები მეგობრობდნენ, მათი ისტორიები რეალობას აცდენილია)
კითხვა დავიწყე..”ქართველი მხატვარი, რომლის შემოქმედებაც მძაფრად გამოკვეთილი ინდივიდუალური სტილითა და ნარატივით ხასიათდება. 1974 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის 47-ე საშუალო სკოლა.” მისი დართული ფოტოს დათვალიერების შემდეგ განვაგრძე..”1972–1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით. სადიპლომო ნამუშევარი „ამირანის ეპოსი“.”
ტექსტს კი მოყვა ფოტო.. მერაბ აბრამიშვილი კიდევ ოთხ ადამიანთან ერთად..ბოლოში სახელებია მითითებული..”ანჟელიკა, კიტა, რატი და ბაჩანა”..ბოლო სახელი სხვანაირად მომხვდა თვალში, მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია..კითხვა განვაგრძე..
-მოვნახე ის რაც მინდოდა..წავიდეთ..?
-კი კი..ამ წიგნს გავიტან..
-როგორც გენებოს..-სამი წიგნი ნაჭრის ჩანთაში ჩაიდო.. მე კი ხელში დავიჭირე..შემდეგ მანქანაში ჩავსხედით..
-კიდევ ხომ არ გაქვს საქმე..ბარემ გამოსულები ვართ..
-ხომ გახსოვს, პიკნიკის ამბავი ამინდმა ჩაშალა..დღეს ხომ არ მოვიწადინოთ..?
-სხვებს ეცლებათ? მე კი აქა ვარ, დღეცა და ღამეცა..-მადაგასკარის ანიმაცია მომაგონდა..
-მოიცლიან..მე მოვაგვარებ..
-გამოვა რამე..?
-თუ მოვიწადინებთ გამოვა..-დებორა სახლში არ დაბრუნებულა, ჩემთან ანუ თაიასთან წავედით..ორ საათიანი რეკვების და მსჯელობსი შემდგომ, დებორას წყალობით პიკნიკის გეგმები განახლდა..ამჯერადაც დაიწყო მზადება..იმდენად უცაბედათ და სწრაფად მოვაგავარეთ ყველაფერი თავადაც გაოცებულები დავრჩით..
ავიბარგეთ და ბუნებისკენ მიმავალ გზას დავადექით..ამჯერად ბუდუ დავიმატეთ.. როგორღაც გადავნაწილდით, კიდევ კარგი უხსენებელთან არ მომიწია ყოფნა..სხვა არაფერს ვჩიოდი რაც არ უნდა საწუწუნო ყოფილიყო..
-საათები კი არ გვიმგზავრია, როგორი მისვენებულები ხართ..
-მაინც დავიღალეთ..
-გადმოდით თავის დროზე..მანქანა წესიერად უნდა გავაჩერო..-ანდრიამ ყველა
ჩამოგვყარა..ჩვენ კი დანარჩენებისკენ წავედით..
-როგორ იმგაზვრეთ..?
-რაც არ უნდა კარგად ვიმგზავრო, ძალიან ვიღლები..
-მაგას ვერ გავექცევით..
-კარგით რაა ღირდა..რა ჰაერია..
-არის რაა..
-წუწუნს ჯობია რაც გაქვს შეირგო..
-შევირგებ თუ დამაცდი..
-მგონი ოდნავ მოშორებით თუ გავშლით უკეთესი იქნება..-გაშლა-გამოშლის და დაფაცურების შემდეგ..ეს აქ დადე არა ეს აქ უნდა იყოს, სერიები როცა დავასრულეთ და ვაღირსეთ ბოლოსკენ გასვლა..ძლივს მივედით ყველა დასასხდომათ..
-არ მითხრათ ასე არ ჯობიაო..ჰაა რას იტყვით..
-წავა რაა.. ოღონდ ახლა შეცვლის და გაფორმებების გარეშე..ვკვდები შიმშლისგან.-ეკატერინე
-შენ ოღონდ ჭამო და არაფერი გაინტერესებს..
-ჩემს თავზე თუ არ ვიფიქრე ვინ იფიქრებს..ყველა თავის ბუდეშია შეყუჟული-ირგვლივ მყოფ წყვილებს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა..
-მე არ ვარ ბუდეში შეყუჟული..-გავაპროტესტე ვითომ სიმკაცრით..
-სადარდებელი არაფერია, სამაგიეროდ მაგ გზას ადგახარ..-რამდენიმე წამი დამჭირდა გამენალიზებინა რა იგულისხმა..არც ავწითლებულვარ და არც გამიტარებია..
-ეკატერინეე..მომწონხარ..ვეცადოთ დღის ბოლომდე ასე დარჩეს..
-მომიტევე..შევცდი..-იმედია არ ფიქრობთ ამ ყველაფერს სერიოზული სახე აქვსო..წამიერად თეატრში მეგონა თავი ისე ვიასპარეზეთ..ამ დრამატული განწყობით და მიმიკებით..
-მე თუ მართლა შევიჭერი როლში მტრისას..აქ დავპაუზდეთ..
-თან შენ ხომ იმდენად სერიოზული საქმე გაქვს, როგორიც ეს ჭამაა..
-ზუსტად..-ჰაერზე ყოფნა ისეთი ცუდიც არ ყოფილა, როგორიც გონებაში წარმოვისახე..
არ უკვირდები და არ ფიქრობ, იმ ადგილას ყოფნა რამდენად გამძიმებს სადაც ხარ, სანამ არ გაეცლები..არ ამოისუნთქავ..
-კოლას გარდა სხვა არაფერია..?-ვიკითხე
-მისი გარე ბიძაშვილი გვახლავს.. ფანტა..
-გავიცინო..? თუ ჯერ ადრეა..
-რამოდენიმე საათი დაელოდე..
-იქნებ ვინემემ მარილი მომაწოდოს..-სიტუაცია დადებისთისკენ წავიდა..ლაპარაკს + ხუმრობები არ აკლდა და ვერთობოდით..ახლა წარმოვიდგინე როგორ შეიძლებოდა აქ..ორი წერტილას ერბინა..მაშინ კი დანამვილებით შემიძლია გითხრათ მათ გვერდით ვიქნებოდი სათამაშო შემართებით..
-ქეთა..ნენე გეძახის..-ხელი გამკრა ეკატერინემ და ნენესკენ მიმანიშნა..
-შენს ჩანთაში რაც ჩავდე მომაწოდე რაა..
-კარგი რაა..იცი რამდენი რამ მიწყვია..? ყველაფრის ამოლაგება მომიწევს..შენი სპრეი ვერ მოიცდის..?
-ვერა ქეთა..არ დაიზარო..გთხოვ..-ამოვიხვნეშე და ოდნავ მოშორებით დადებული ჩანთისკენ გავემართე..ვითომ არაფერი, მაინც მაგრად მეზარება მეთქი გავიფიქრე და ქვას წამოვდე ფეხი..ამას წინათ დაჯახება მიმიქარავს..ჩემი მიწაზე დაგდება ამდენად მარტივიც არ მეგონა.. რას ვიზამთ, ყველაფერი რაც ჩანთაში მქონდა ახლა უკვე მიმოფანტულია..
-იოანე..მანდ რას დგახარ თუ არ ეხმარები..?
-დახმარება არ უნდა..იმას ვამოწმებ ცოცხალია თუ არა..
-ცოცხალი ვარ..შეგიძლია გამეცალო..-ზლაზვნით ვდგები მტვერს ვიფერთხ..წინანდელთან შედარებით ახლა შარვალს დალაქავება არ ასცდება..
-არ ვიცოდი ასეთი მოუხერხებელი თუ იყავი..მოიცადე ახალი წიგნი გაქვს..?-დანარჩენ უამრავ ნივთს ყურადღება აღარ მიაქცია..დაინტერესებით დაიწყო გადაშლა..ვინაიდან სანიშნი იმ მომენტისთვის არ მომეპოვებოდა, ტუში ჩავდე..-სერიოზულად..? თმისამაგრი ან რომელიმე კრემი რატომ არ ჩადე..
-შენი საქმე არ არის..დამიბრუნე..
-ჯერ რაც დაგეყარა ის აკრიფე და მოვიფიქრებ../-წინაზე დამეხმარა..ახლა რა შეიცვალა საინტერესოა..
-შენ არ გეკუთვნის..
-არც შენ..ბიბლიოთეკისაა..-სიჩქარეს მოვუმატე და ყველაფერი უცებ ჩავყარე..წიგნის გამორთმევა დავაპირე, რაღაცამ შინაგანად გამაჩერა.. ისეთი გაურკვევლობა ეტყობოდა სახეზე..დავინტერესდი რამ მიიქცია მისი ყურადღება..
-რას უყურებ..იოანე..-სახელის ხსენებაზე წამიერად ამომხედა..
-ნაცნობი სახეა..
-მერაბ აბრამიშილი ცნობილი მხატვარია..ამიტომაც..
-არა..ეს ფოტო..-წიგნი ჩემი მიმართულებით მოატრიალა..-მოიცადე რა ჰქვია..? კიტა..ისეთი ნაცნობი სახე აქვს..
-რას გულისხმობ../?
-ისეთი განცდა მაქვს..აქამდეც შევხვედრილვარ..
-გამორიცხულია..ახლა კი წიგნი დამიბრუნე..
-ინებე..-ადგილებს დავუბრუნდით..ნენეს თავისი სპრეი მივაწოდე და პიკნიკი გაგრძელდა..რაღაც მომენტში უხსენებელს როცა გავხედე, დავინახე როგორ თქვა “გამორიცხული არაფერია” მხოლოდ ჩემი მიმართულებით..რადგან სხვებს ყურადღება არ მიუქცევიათ..
-ბურთი არ წამოგიღიათ..? ვითამაშთ რამე..
-მანქანაშია, გადმოღება ვერ მოვახერხე..წახვალ../?
-წავალ აბა რას ვიზამ..
-კარტის წამოღება არ დაავიწყდეს..
-კიდევ არის რამე..? კარგად დაფქირდი..

-ჯერ-ჯერობით მეტი არაფერი..
-ქეთას არც ისე კარგი მოგონებები აქვ, როცა საქმე მსგავს სიტუაციაზეა ლაპარაკი..
-საიდან მოიტანე..
-დაიკარგე..მთელი კლასი გეძებდა..მე წავყევი და რამდენად ვნერვიულობდი ვერ აღვწერ..
-რატომ გამახსენე რა გინდოდა..
-გიპოვეს..? გადარჩი ? იმედია არა..
-არა..მას მერე დაკარგულად გამომაცხადეს..შენდა სამწუხაროდ დღეს აქ ვარ იოანე..
-ახლა არ გეშინია..?
-ის პატარა გოგო დიდი ხანია აღარ ვარ..რისი უნდა მეშინოდეს..?
-ყველაფერმა ხომ ჩაიარა..? შიშები არ გქონდა..?
-თავს ვიმხნევებდი უარესი შეიძლება მომხდარიყო ფრაზით..
-გშველიდა..?
-ოდნავ..
-მეც მოვედი..დამაგვიანდა ვიცი..ინებეთ, კარტი..ბურთი..
-ვის რომელი უნდა..?- მთლიანობაში მცირე ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა..მთლიანმა დღემ..
მოიცადე..ერთი წუთით..
რა აუცილებელია თითოეული დეტალი სრულყოფილი იყოს..იცით რა..? დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა..ხანდახან შეიძლება ჩემნაირად წამოსდოთ ფეხი რომელიმე ქვას, თუმცაღა ეგ არაფერი.. წამოდგომა მოახერხეთ..? რაღას ჩივით.. გამოდის თქვენს დღესაც კარგად ჩაუვლია..
. . .
-დაკონკრეტებით არაფერს ამბობ ქეთა.. მე რა გავიგო..-დილიდან მცდელობა მაქვს ლონდონიდან შემოსულ ზარს გავუმკლავდე..
-მეტი დაკონკრეტება რათ გინდა..სამსახურში დაბრუნებას არ ვაპირებ..
-რამოდენიმე თვე არ არის რაც დაიწყე მუშაობა..? უკვე მოგბეზრდა..?
-ბოლო წვეთი იყო..მანდ აღარ დავბრუნდები..
-ახალი გიშვო..? შენს თავში არ ვზივარ, ვერ გავიგებ თავად თუ არ იტყვი..?
-ამდენი წელია ერთად ვმუშაობთ..მგონი დროა ამ კუთხით დაგასვენო..
-მოიცადე სამსახური საერთოდ აღარ გინდა..?
-მგონი დროა დამატებებს შევეშვა..
-დარწმუნებული ხარ..?თავის დროზე თავად მითხარი..მთხოვე..
-ვიცი..მახსოვს.. ცვლილებების დრო აღარა..?
-დამატებები აღარ გჭირდება, მთავარზე რას იტყვი..?
-მაგაზე ფიქრი არ შემიძლია..გამოუვალ სიტუაციაში კიდევ არვარ..დანაზოგი მაქვს და ეგეც რომ არ იყოს, ხომ იცი..
-ეკონემიკური თვალსაზრისით არც მაქვს საუბარი და შენ ეს იცი..
კარგი რა გაეწყობა..დაისვენე..მოიფიქრე რა როგორ გინდა..ოღონდ გამაგებინე..
-კარგი..გავთიშავ..-ზარი გაწყდა..ფიქრები ნამდვილად წამიღებდა სადმე დასალიერში..უხსენებელი რომ არ შემოსულიყო..
-ხელის შეშლა არ მინდა..ანდრიასთან მაქვს საქმე..
-თავის კაბინეტშია..-თავი დამიქნია და ანდრიასკენ გაემართა..ამასობაში თაიამაც გაიღვიძა..
-მშვიდობა გაქვს..?
-რატომ არ უნდა მქონდეს..
-დილიდან გადღაბნილად მესმის ინგლისური..ძილბურაში სიტყვებს ვერ ვარჩევდი..
-ახლობელს ველაპარაკებოდი..სამსახურის თემაზე..შენ როგორ ხარ..?
-კარგად..წყალი უნდა დავლიო და ნელნელა ფორმაში ჩადგომაზე უნდა ვიფიქრო..სეირნობა და მსგავსი აქტივობები..
-მშვენიერი აზრია..გინდა წყალი დაგისხა..?
-ცივი..იმედია მოგვეპოვება..
-შენ ინატრე და იქნება..-ჭიქა ავარჩევინე და წყალი დავასხი..-ინებე..
-მადლობა..გაიხარე..ანდრია კაბინეტშია..?
-კი, დილიდან არც გამოსულა..
-ვნახო ერთი როგორაა..?
-იოანეა შესული..
-იოანეს რა უნდა..? ტყუილად არ მოვიდოდა, რამე გადაუდებელი იქნება.
-საქმე მაქვსო..მე საიდან უნდა ვიცოდე..
-რა გითხრა..სამაგიეროდ ვიცი..შიმშილი მალე ბოლოს მომიღებს..
-ორი წერტილა გყავს..აქამდე როგორ გაძელი ეგ მიკვირს..
-შუაღამეს გამოვიპარე და ვჭამე..მაინც მშია..რამე გემრიელი..
-სანამ მოიფიქრებ რა გსურს წაიხემსე..-ამ დროს გამოვიდნენ კაბინეტიდან იოანე და ანდრია..
-გეჩქარებათ..?-თაია
-რატომ კითხულობ..?
-ნარჩვი მინდა..სადაცაა გავაფრენ..
-ნარჩვი რამ გაგახსენა..
-მინდა..
-ნარჩვი რა არის ვერ მეტყვით..?
-სვანური ყველია..
-გასაგებია..თაიასგან გასაკვირი ნამდვილად არაა..
-თაია გინდა დედაჩემთან წავიდეთ..?
-სვანეთში წავიდეთ..არ გცალია..?
-შენთვის მგზავრობა შეიძლება..?
-შეიძლება თან ფრთხილად ვივლით..მიდი რაა თუ არ გცალია ორი დღით მაინც წავიდეთ..
-მოდი იცი როგორ მოვიქცეთ..? დღეს მე ყველაფერ აუცილებლს მოვაგვარებ.. როგორც კი მოვახერხებ, წავიდეთ ცოტახნით..
-როგორ გამახარეე-ანდრიასთან მივიდა და ჩაეხუტა..-ყველაფერს ჩავალაგებ..
-იქ ხომ გაქვს ტანსაცმელი..
-ახლა უკვე სხვა რაღაცებიც მჭირდება..
-როგორც გინდა..
-უკვე აპირებთ გასვლას..?
-ჯერ ჭამას ვაპირებდით..
-საჭმელი არაფერია..
-მაგაზე ვიზრუნე და გამოვიძახე..ცოტახანში მოვლენ..ქეთაა შენც ხომ გშია..
-თანაც როგორ, არაფერი მიჭამია დღეს..
-დები რომ ხართ მაინც გეტყობათ..როგორც შემიძლია სულ ვაძალებ დილით ჭამას..მაინც ვერ მივაჩვიე..მე თუ არ ვარ, არ ჭამს..
-ჰო და მაგიტომაც უნდა იყო..ჩემთან ახლოს-თაია..
-ისეთი მომენტი როგორ ვერ დაგიდგა ანდრიას ვერ იტანდე..გამიგია ორსულებს ემართებოდათ..
-ჰქონდა ეგ პერიოდი..ძალიან ძალიან ადრე..-გამოძახებულიც მალე მოიტანეს..ორ ლუკმაში მივხვდი მეტის მჭამელი არ ვიყავი..განა ცუდია..ლუკმა არ გადამდის..თაიასთვის გაწურულ წვენს ვეძალები..
-ტყუილად მეგონა მშიათქო..მე მოგვიანებით შევჭამ..
-მოიცადე სად მიდიხარ..რაღაც მაინტერესებს..წამოხვალ სვანეთში..?
-დაო..მე შენნაირად არ ვგიჟდები იქაურობაზე..არ მესვანეთება..აქ ვიქნები..
-როგორც გინდა..-ამ დროს ამოიღო უხსენებელმა მობილური და გააგონა..
-გისმენთ..-თვალები აატრიალა..-გამოვდივარ..ანდრი მე უნდა გავიქცე..როცა მოახერხებ წამოდი..
-ხო მშვიდობა..?
-შეხვედრა გადმოიტანეს.. ისინი არ იცი რა ტიპები არიან..?
-მოლაპარაკებები შენია და რა ვუყოთ..მიდი მიდი მალე გამოვალ მეც..-სასწრაფოდ წასულს ყველაფერი დარჩა რაც შეიძლებოდა დარჩენოდა..
-ბუღალტერი არ არის..? რომელ მოლაპარაკებებზეა საუბარი..
-შენ იოანეს კარგად არ იცნობ..მოკლედ მე მოვწესრიგდები და უნდა გავიდე..ჩემგან რამე ხომარ გჭირდება..?
-არა..მალე წადი, რომ მალე მოხვიდე..-ანდრია წამოდგა და თავისი ოთახისკენ გაემართა..-შენ რაღა დაგემართა..?
-ვერ მივხვდი..
-ვითომ გშიოდა..ორ ლუკმაზე მეტი რანაირად ვერ შეჭამე..
-იმდენად არ მშიოდა როგორც მეგონა..-მეც წამოვდექი..მისალაგებელი დიდად არც არაფერი იყო, თუმცა რაც იყო მივალაგე და ოთახში შევედი..ჩანთიდან რაღაც ამოვიღე, ამას კი წიგნები და სხვა ნივთებიც ამოვაყოლე..
რადგან საქმეები არაფერი მქონდა იმ წიგნის კითხვა დავიწყე, რომელზედაც წარწერა აქვს დართული..
. . .
ორი დღით აპირებდნენ სვანეთში წასვლას და აგერ უკვე ერთი კვირაა აქეთ არც გამოუხედავთ.. დარჩენას არ ვნანობ, სიგრილით სახლშიც ვახერხებ ყოფნას.. დილიდან მეორე სართულს და მის მშვენიერ აივანს ვერ ვცილდები..
კაკაოს მერე პატარა სენდვიჩი შევჭამე და ჩაციებული წვენი გადმოვიღე მაცივრიდან..
უხსენებელმა როდესაც შემოაღო ჭიშკარი წამიერად დავიზაფრე, ვცდილობ არ შევიმჩნიო..ვითომ სმენასთან ერთად მხედველობაც დაკარგული მაქვს..ჰაჰჰ თვალის დახუჭა არაფერს შველის.. ცუდი ხუმრობა გამოვიდა, ნერვიულობაზე უარესები მემართება..
აზრი აღარ ჰქონდა, წამოვდექი და გადმოვხედე..
-ჯულიეტას ვახლავარ..
-ვის..?
-მასსავით დამყურებ..რა გაგიკვირდა..
-იქნებ მითხრა აქ რას აკეთებ..?
-ანდრიას არ დაურეკავს..?
-არა..როგორც ჩანს თავად უნდა მითხრა.. გელოდები..
-ლურჯი ფაილს მოვძებნი..სასწრაფოა..
-დვალო..მანდ შეჩერდი..თავად მოვძებნი..
-არ შეწუხდებით..მადამ..?
-შენი თავი მართლა რომეო ხომ არ გგონია..ახლავე დავბრუნდები//-შიგნით შევედი და ფაილის ძებნა დავიწყე..ბოლოს ანდრიას კაბინეტში შევედი და ნანატრი ფაილით დავტოვე ოთახი..ხომ არ ფიქრობთ გარეთ გავედი და ისე გავუტანე..არამც და არამც..მასთან პირისპირ შეხვედრა არ მძალუძს..რაღაც კალათის მსგავსი მოვძებნე, შემდეგ თოკი და აივანს მივაშურე..
-იპოვე..? ანდრიას დავურეკო..?
-ვიპოვე ვიპოვე..
-მაშინ ისევ მანდ რატომ ხარ..-კალათას თოკი გამოვაბი, შიგნით ფაილი ჩავდე და ნელნელა ჩავაცურე ქვემოთკენ..ჯერ გაუკვირდა, როდესაც გაიაზრა რა გავაკეთე გაეცინა..თან გულიანად..-გასაგიჟებელია..კიდევ მეტყვი თავი რომეო ხომ არ გგონიაო..? ახლა მასსავით ნამდვილად ვგრძნობ თავს..
- ზედმეტი ავიცილე..ჯერ აქედან როცა ვხედავ შენს სახეს როგორი ასატანია და ახლოდან..? არა, მადლობა.
-რადგან შორს ხარ, ასეთი მშვენიერი ამიტომაც ჩანხარ..?
-ახლოდანაც გყავარ ნანახი და სახე წამით არ დაგმანჭვია..
-იქნებ შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა..
-შენ მე გული როგორ უნდა მატკინო..ხომ თქვი არ გაქვსო..
-მის ადგილზე არის რაღაც, რისი აჩქარება უფრო მეტად შემიძლია ვიდრე ახლა, შორიდან რომ მიცქერ, ოღონდ თუ ჩამოხვალ..თუმცა მოიცა..კალათის მეშვეობით იხსენი თავი..
-შენგან თავის დასახსნელად არ მაქვს საქმე..
-დარწმუნებული ხარ..?
-შენი წასვლის დროა..
-მშვიდობით ჩემო ჯულიეტა..-იმდენად უცაბედად გაქრა, გაბრაზება ვეღარ მოვასწარი..დავჯექი და ვცდილობ გულის ადგილზე რაც მაქვს ის დავამშვიდო..ამ დროს დამირეკეს, ტელეფონი ფრენის რეჟიმზე დავაყენე..ლაპარაკის თავი არ მაქვს..
ბოლოს მაინც ქვემოთ ჩავედი და ტელევიზორი ჩავრთე..ადრე ეს იყო ჩემი გართობა, პულტით ხელში არხიდან არხზე გადასვლა..ახლა ამასაც მუღამი დაეკარგა..დივანს მივეყრდენი..რამე საინტერესო მაინც გადიოდეს ფიქრები მიტევდნენ, თუმცა არც გამომირთავს ტელევიზორი და არც სხვა არხზე გადავსულვარ..
შედარებით დავმშვიდდი..იდიოტი, რა აუცილებელია ასეთ წვრილმანებზე თავად ირბინოს..ასისტენტი არ ჰყავს..? რას ამრია, უაზროდ..
ღრმად ჩავისუნთქე..ეჰ იოანე, ისე არ გამაკეთებინო, ჩემთან შეხვედრა სანანებელი გაგიხდეს..
ამ დროს მირეკავს ვიდეოზარით ანდრია..
-ქეთა..ჩემი გესმიის..?
-დიახ..
-იოანე უნდა..
-დაგაგვიანდა სიძევ..იყო უკვე და გავატანე შენი ფაილი..
-მადლობა..აქამდე ვერ მოვახერხე დაკავშირება..
-არაუშავრს..ცოლი როგორ გყავს..
-უკეთესად..წამოსვლა აღარ გვინდა..რამოდენიმე დღე დავრჩებით დამატებით..
-კიბატონო..ვეცდები სახლი კარგ მდგომარეობაში ჩაგაბაროთ..
-ოღონდ ვერ დაგვპირდები არაა..?-თავი დავუქნიე..
-არის კიდევ სიურპრიზები, რომლებზეც უნდა ვიცოდე..?
-ვეცდები შეგატყობინო..კარგი მე წავედი..თუ დაგჭირდი დარეკე..
-აბა ჰეე..-ზარი გაწყდა..მე კი სახლში შევედი და სათანადო ფორმაში გამოვეწყვე..ამას წინათ მთელი დღე მოვუნდი აუზის მოწესრიგებას და ახლა გამომადგა..წყალიც სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს..
ჩასვლამდე მარტივი კოქტეილის მომზადება არ დამზარებია და შეზლონგიც გავაწყე..რატომღაც ყველაფერი სახლური მიყვარს..მაქსიმალური კომფორტი თუ მაქვს, იშვიათად მინდება გარეთ გასვლა..რა ვქნა თუკი ზღვას აუზი მირჩევნია, იქ იმდენი ხალხია..თავისებური ქაოსი თან ახლავს..თან სისუფთავე ცალკე საკითხია..რამდენჯერაც ვყოფილვარ ახალ-ახალი ვირუსებით ვბრუნდებოდი სახლში..
მეც მიკვირს ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდის არსებობა სახლში იშვიათად თუ მნახავდნენ..ახალი ხედის აღმოჩენაში ვიყავი ყოველთვის..თითქოს ის შემართება დაკარგული მაქვს..
ბოლოს თმები მაღლა ავიწიე, კოქტეილით სავსე ჭიქა წინ დავიდე და აუზში ჩავედი..რაც არ უნდა დარდიანი იყო, ასეთ ცხელ ზაფხულს თბილი აუზი მალამოდ გევლინება..
არც წიგნი გადამიშლია და არც რაიმე ჩამირთავს საყურებლად..მუსიკას მოვუსმენდი სიამოვნებით..ამოვიხვნეშე და ფიქრები უკუვაგდე..რადგან რაღაცის საშუალება არ გაქვს, ამ რაღაცაე არ უნდა იყო კონცენტრირებული, სულ ამას ვუმეორებ ჩემს თავს, მაგრამ ხანდახან ისეთ გუნებაზე ხარ შინაგანად, გამამხნევებელი სიტყვები ქვიშაზე დაწერილს გავს..წყალი მალე შლის და დიდხანს არ რჩება..
ამის გამოც ცუდად ვგრძნობ თავს..როგორ არ შეგიძლია საკუთარი თავის ხელში აყავანთქო.. იქნებ იმასაც არაუშავს ზოგჯერ თუ იმდენად დარდიანი ხარ, ვერაფერს გამოყავხარ მდგომარეობიდან..იქნებ ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს ყოფნა ჭაობში, სრულიად ნორმალურია..ამ ფართხალით ხომ უარესი შეიძლება დამართო საკუთარ თავს..
ცარიელი კოქტეილის ჭიქა იქვე დავდე და ტელეფონი ავიღე ხელში..ჯერ ეკატერინეს მივწერე..”როგორც იცი შენი დაქალის სახლი ჩავიგდე ხელთ, აუზი სუფთა და თბილი წყლითაა სავსე.. რაც გავიგე მართალია და გემრიელი კოქტელის გაკეთება შეგიძლია შემომაკლდა და უფრო დიდი მოდომებით გიწვევ....სურვილისამებრ..”
ნენესაც მივწერე მსგავსი შინაარსის ტექსტი და არც დავლოდებივარ რას მიპასუხებდნენ, ტელეფონი ისევ მივაგდე და ჩავყვინთე..
ამ ქლორზე აუზს თან რომ ახლავს, რატომ ვგიჟდები ვერ ვხვდები.. რამდენი ხანი გავიდა არ ვიცი, თითქმის სინქრონში ჩემს მესიჯებზე პასუხები, შემოვიდნენ..
-ვინმემ აუზი ახსენა..?
-კოქტეილები..?
-მობრძანდით..
-გაბრაზებას ვაპირებდი შენს მოკლე პასუხებზე, თუმცა ამ მოწვევის შემდეგ გპატიობ..-ნენე
-უღრმესი მადლობა ასეთი მიმტევებლური ხასიათისათვის..გამოცვლას არ აპირებთ..?
-შიგნიდან მაცვია..აბა შენი აზრით ამხელა ზედა რად მინდა.
-გასაგებია..ლოგიკურია..
-მე შევალ, უგემრიელეს სასმელს დავამზადებ..აგერ ინგრედიენტებიც მოვიმარაგე..
-გეტყოდი ოქრო ხართქო, მაგრამ ჯერ უნდა დავაგემოვნო..
-ოქოროზე ძვირფასი გავხდები მალე, დამელოდე..-თავი დავუქნიე..
-მე რას ველოდები..ჩამოვდივარ..ამ აუზებზე სიარულს ვერ ვიტან, ხალხით სავსეა და მე ხომ იცი როგორი კომპლექსიანი ვარ მომენტებში..შენი მესიჯი მისწრება იყო ჩემთვის..
-მოხარული ვარ..აბა რა ხდება ახალი..
-ყველაფერი ძალიან კარგადაა..უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ყველაფერი ძალიან კარგად არის ბუდუსთან..ცხოვრება კი მიდის..
-შეყვარებული ადამიანისთვის დრო სხვანაირად გადის და რამე..?-გამეცინა..ნენეც გავაცინე..
-შენ წარმოიდგინე..ზედმეტად ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს მგონი…
-ზედმეტად ჯანსაღი არსებობს..?
-ამდენი ტოქსიკურის მერე, ბუდუ ჩემთვის ზედმეტად ჯანსაღია, მგონი ახლა მე ვარ ტოქოსიკური..-სიცილი ერთდროულად წაგვსკვდა..
-მეცხრე ცაზე ყოფნა კარგია, მაგრამ საშიში..
-შენ რა გგონია უთანხმოება არ მოგვდის..? მითუმეტეს ოფიციალურად ურთიერთობაში არ ვართ.. გაცნობის პროცესია..უნდა გავიგოთ რამდენად გვიღირს ურთიერთობა..რას ვამბობდი..? მოკლედ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ, მოგვარებას ვახერხებთ როგორღაც..
-ვის უნდა გემრიელობები..? გავსინჯე და წესით უნდა მოგეწონოთ..-წინ დაგვილაგა მოზრდილი ჭიქები, საწრუპითურთ და ჩვენთან ახლოს ჩამოჯდა..
-უცხო გემო აქვს..მოიცადე..მომწონს..-ნენე
-შენში არ შემცდარან..კარგი ხელი გაქვს..
-მადლობა..აუ საწრუპი დამრჩა ორი წუთით ახლავე მოვალ-წამოდგა და შიგნით შეირბინა, გამოსვლისასც იგივე ტემპი აქვს.. რაღაც შენიშნა და გაჩერდა..შემდეგ ნელა მოგვიახლოვდა..
-რა სახე გაქვს..
-ეს იოანეს პიჯაკია თუ მეჩვენება..-დღეს ეცვა..რანაირად დარჩა..
-დღეს აქ ბრძანდებოდა და დარჩა..შეგიძლია წაუღო..-პიჯაკი იქვე დადო და აუზში ჩამოვიდა..
-არა, ამას წინათ ეცვა და გამიკვირდა..
-ფაილი დასჭირდა, რომელიც ანდრიას განკარგულებაში იყო..
-ეგ კარგი და დებორას არ სცალია..?
-მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს..თორემ შევეხმიანებოდი..
-ეგ კიდევ ისეთია, ხანდახან წერის პროცესი იმდენად იტაცებს სამყაროს სწყდება..პირდაპირი მნიშნელობითაც..
-წერის პროცესი რაშუაშია, შეხვედრა აქვსო..
-გამომცემლობასთან ექნება შეხვედრა..ამაზე გამახსენდა..
-კარგით არავის გარჩევა-გამორჩევა აღარ გვინდა..დავისვენოთ..
-D ვიტამინის ნაკლებობას თქვენც გრძნობთ არაა..?
-D არ ვიცი, კოქტეილის ნაკლებობა კი მაქვს..ერთი ჭიქაც უნდა დავლიო..ალკოჰოლის დოზაზე რას მეტყვი..-ნენემ ეკატერინეს ინტერესიანი მზერით გადახედა..
-მცირე დოზით..მასე ნუ მიყურებთ, მართლა მცირე დოზით..
-რაც არ უნდა იყოს უგემრიელესია..დაგიმატოთ..?
-მანამდე დალეული მაქვს და არაფერს დავამატებ..
-არადა ბავშობაში მაინც სხვანაირი იყო ზღვაზე..უფრო ლაღი..ბედნიერი..
-ბავშობაში ზღვაზე არ ვყოფილვარ ნენე..დაახლოებით უნივერსიტეტის პერიოდში მოვინახულე პირველად..
-არაუშავს, მთავარია ნახე..მანამდე ალბათ როგორ თხოვდი მშობლებს წასვლას არა..?
-თვალით არ მინახავს არცერთი..როგორ მეთხოვა..
-..მაპატიე მე..
-კარგი ახლა ამდენად დამწუხრება საჭირო არაა.. დიდი ხნის ამბავია..
-ზღვაზე წასვლის ამბავს არ მოგვიყვები..?
-ისეთი არაფერი..ქუჩაში მივდიოდი და გავლისას, სუვენირები მომხვდა თვალში..ზუსტად არ მახსოვს რა იყო, მაგრამ ზღვა მომაგონდა და მაშინვე გამახსენდა ცხოვრებაში, თვალით არ მქონდა ნანახი..ავდექი, შეგროვებული..გადადებული ფული ავიღე და ავტობუსით ჩავედი..არც იმაზე ვფიქრობდი სად დავრჩებოდი რის გაკეთებას ვაპირებდი..თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორი იქნებოდა რეალურად ზღვა..თან მაშინ..დიდად ინტერნეტზეც არ მიმიწვდებოდა ხელი და ფოტოებით არ ვიყავი განებივრებული..მოკლედ ხან კითხვით ხან ესე ხან ისე..ზღვამდეც მივაღწიე..ჯერ ხომ ძალიან ლამაზი იყო და ისეთი ამაყი ვიყავი საკუთარი თავით, სურვილის ასრულებისთვის..
-სად დარჩი..?
-ამ სერიობაში ძველი ნაცნობი შემხვდა..მომიკითხა და როგორც კი გაიგო დასარჩენი არ მქონდა თავისთან წამიყვანა..რაც მე ამ გოგომ პატივი მცა მთელი ცხოვრება არ დავივიწყებ..ათი დღე დამიტოვა თავისთან..არაფერი გამომართვა და აქეთ-იქით დამატარებდა..
-რა კაი ვინმე ყოფილა..
-საბოლოოდ კარგად ჩაუვლია..
-კი..დასვენება შემერგო..სამაგიეროდ მაგის მერე დაიწყო სწავლა და სწავლა..
-მოიცადე შენ ხომ პარიზში სწავლობდი..რანაირად..
-ერთი წელი აქ ვისწავლე..სრულიად სხვა განხრით..მერე აწ უკვე ჩემმა მეგობრებმა შემაგულიანეს, სცადე იქნებ დაფინანსებით მოხვდეო..ცალკე ფულის შეგროვება დავიწყე ელემენტარულისთვის..ის პერიოდი როგორ დავდიოდი ის მიკვირს იმდენგან ვმუშაობდი..მოკლედ როგორღაც მოვახერხე ოცნების ასრულება..
ქეთა..შენზე რას იტყვი..ხელოვნებათ მცოდნეობა შენი ოცნება იყო..?
-ზოგადად ხელოვნება იყო ჩემი ოცნება..ფაქტობრივად ამით მოვახერხე სუნთქვა იმ პერიოდისათვის..
-შეხება რომ გაქვს საყვარელ საქმესთან, მაინც სხვა არაა..
-გეთანხმები..იმდენად მინდა ყველაფერს მოვედო ვერსად გავჩერდი დიდხანს..ახლაც ჰაერში გამოვეკიდე საკუთარი ნებით..
-რეალურად მეც მასე ვარ..-ეკატერინე..
-რატომ..?
-შენი და მეუბნებოდა იმ გასაღების მოძებნას შეძლებ და შენთვის სასურველ კარს გააღებსო..თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერია..
-იქნებ არასწორ გასაღები კი არ გაქვს, არასწორ კართან დგახარ..
-არასწორ კართან..
-ჩემი აზრით ხანდახან პირიქითაც ხდება..სწორი გასაღები გაქვს, თუმცა იმის გაღებას ცდილობ რასაც ეს გასაღები არ ერგება..
-შეიძლება..ამაზე არ მიფიქრია..
-ამ ცხოვრებას რას გაუგებ..ასეთი მარტივი არ არის პოვნა..ზოგჯერ მთელი ცხოვრება გვჭირდება სასურველის მისაღებად-ნენე
-ზოგჯერ კი ქუჩაში დაგდებულს ვპოულობთ..
-ეგეც სევდიანია..მაგ დროს ხომ ვიღაცამ დაკარგა..
-იქნებ გადააგდეს..
-ძვირფას რაღაცებს ასე უბრალოდ გადააგდებენ..?
-ადამიანები ერთმანეთს ვექცევით უშნოდ და დიდი ამბავი ნივთებს თუ მოექცევა ვინმე..უდიერად..
-ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით და მერე გვიკვირს რატომ ვკარგავთ..- გოგონებთან დღემ, სევდანარევი სიტკობებით ჩაიარა.. საბოლოოდ ღიმილით გავაცილე ორივე, წასასვლელები იყვნენ და არ დარჩენილან..
სამაგიეროდ დაღლილობის მიუხედავად მეორე დღე დავიწყე კარგად..ნაკლები დარდით..ამინდიც ამყვა..
გავემზადე გარეთ გასასვლელად..სახლიდან რამოდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული წვიმა დაიწყო..თან რაღაცნაირად დაუბერა ქარმა..შესასვლელში დადებული გამჭირვალე ქოლგა ავიღე და გასვლა დავაპირე, მაგარი ვარ და მოსაცმელი რაში მჭირდებამ, აღარ გაამართლა..შესვლა და მოძებნა ისე დამეზარა..აქაოდა სიზარმაცეს უნდა ვაჯობოო, იქვე გადაკიდებული პიჯაკი მომხვდა თვალში..ჩემს ჩაცმულობას დავხედე..ვითომ კლასიკური შარვალი და ჩვეულებრივი ზედა..
მოკლედ ხელი წამიცდა..დავავლე, მოვიცვი და სუნთქვა როცა შემეკრა დავიბენი..რამოდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად მოტკბო სურნელმა, მოახერხა ჩემი რეცეპტორების გაღიზიანება..გადასამოწმელბლად პიჯაკი მივიტანე ახლოს და უფრო მკვეთრად ვიგრძენი თუ არა..სწრაფად გავუშვი ხელი..თითქოს ეს პიჯაკი და ეს სურნელიც სადღაც თავისით გაქრებოდა..
სვლა განვაგრძე ცოტა არ იყოს და დაბორიალებულმა..პარკამდე როგორ მივაღწიე ვერ გეტყვით, თუმცა ჰაერზე ჩამოჯდომამ..თუ შეიძლება ჰაერი ვუწოდოთ გამონაბოლქვს..მიშველა..ნაწილობრივ..
მერეღა დავფიქრდი და ვერ გავიხსენე საერთოდ რა მინდოდა გარეთ..
მეზედმეტა ჩემთვის არასახასიათო დაბნეულობა..საკუთარი თავის ლანძღვასაც არ აქვს მომენტისთვის აზრი..სულელურადაც მომეჩვენა..
უცებ გამახსენდა ჩემთვის რაღაცების ყიდვა მინდოდა თან დედამ დამავალა პროდუქტების გაგზავნა..ვითომ სუფთა ჰაერზე ჯდომის იდეამ დიდად აღარ მომხიბლა და საქმეს შევუდექი..რაც მომწერა არ მომწერა ყველაფერი ვიყიდე..თან ჩემში ნამდვილმა მოვაჭრემ გაიღვიძა და ვცდილობდი ყველაფერზე ფასი დაეკლოთ დასაკლები იყო თუ არა..მუღამში შევედი..მერე საკუთარ თავს ვუთხარი რა მოხდა შეარგო ხალხს ორი კაპიკი, იქნებ როგორ სჭირდებათ მეთქი..
დავიქანცე თან, შიგადშიგ წვიმამ გადამრია..ან იწვიმოს გაუჩერებლად ან არა..ჩამოუყალიბებელი..
ყველაფერი გავაგზავნე..მე რამე მინდოდა საერთოდ..? ყველაფერი გადამავიწყდა..სასუსნავებს კი გავაყოლებ..რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, ჩემს გონებას არ სურს ინფორმაციის შენახვა და რა გავაკეთო..
ბოლო გაჩერება მარკეტი გახლდათ, მესიჯი, რომ მომივიდა..თან ვისგან..? ბუდუსგან..ყურსასმენები თან მაქვს ამიტომაც ვიდეოზარით გადავურეკე..ავნერვიულდი..აბა ეს რატომ დამირეკავდა..
-ქეთას ვახლავარ..
-მოგესალმები..რა ხდება..? მშვიდობაა..?
-დახმარება უნდა გთხოვო..
-შემიძლია..? ვეცდები..
-ნენეს ვუყიდე რაღაც რაც ვიცი გაახარებს, თუმცა ასევე ვუყიდე მისი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის პოსტერი..მინდა იფიქროს ვითომ მხოლოდ ამ პოსტერს ვჩუქნი და მთავარი მერე გამოვაჩინო..
-მაინც ვერ გავიგე მე რა შუაში ვარ..
-მოულოდნელად წასასვლელი გავხდი და ვერ ვახერხებ ამ პოსტერის წამოღებას მეგობრისგან..მას გამოვაწერინე..
-გინდა ამ მეგობართან მივიდე და ეს პოსტერი წამოგიღო..?
-შეგიძლია..?
-ნენესთვის მოვახერხებ..შენ ის მითხარი სად მივიდე..
-ლოკაცია ჩაგიგდო..? ახალი ხარ ქალაქში..
-ჩამიგდე მიდი..-ნახევარი საათი დამჭირდა ბუდუს მეგობრამდე მისვლა..ისე საჩქაროდ გამოვართვი გამარჯობის თქმა ძლივს მოასწრო..ისევ დაქალის მიჯნურს გადავურეკე..-აბა..სად ხარ..
-ერთ საათში ვიქნები სახლში..თუ გინდა შენთან წაიღე და მოგაკითხავ..
-როდის უნდა აჩუქო..?
-დღეს მინდოდა..თუ გამოვა..რამე არ იეჭვოსთქოო, მე მარტივად ამოსაცნობი ვარ და მაგიტომ მინდოდა შენც ყოფილიყავი..გადაატანინებდი ყურადღებას..
-რაღა გინდა..შენ ნენეს დაურეკე..მე რაღაცები დამრჩა საყიდელი და მეც ამოვალ//
-არ გაწვალდებიკ..?ფიზიკურად ვერ მოვდივარ თორე..
-საჭირო არაა..ყაბულსა ვარ..ამოვალ მოკლედ, შენ ნენესთან მოაგვარე..
-კარგ მადლობა ქეთა..-დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ, გონებაში დალაგებული სია დავალაგე და ყველაფერი მოვიმარაგე..დიდად შორს აღარც ვიყავი სახლში შევიარე სულ 5 წუთით და ორი გვრიტისკენ გავემართე..ტაქსით..
-ქეთაა..აქ რას აკეთებ..?
-შენმა მიჯნურმა მომიწვია, შეგიძლია ჰკითხო..
-გამოვა და ვკითხავ..-მალევე სახლიდან ბუდუ გამოვიდა..მომესალმა, შემდეგ კი თვალები ისე გაუფართოვდა, კი ვიფიქრე რამე ხომ არ მაცხიათქო და როცა მივხვდი სუფთად ვიყავი, ინტერესიდან გამომდინარე ვეღარც ვკითხე რა არ მოეწონა..
მერე ისეთი ამბები წავიდა..როგორც იცით პოსტერი აჩუქა, რომელიც სახლში როგორ შევაპარე არც ვიცი, შემდეგ..ბილეთები მისი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე..ისე გაუხარდა, მეცხრე ცაზე კი არა უფრო მაღლა ავიდა..
-რასთან დაკავშრებით აჩუქე..?
-უმიზეზოდ..შანსი ჩამივარდა ხელში, რომელიც არ გავუშვი..
-სამაგიეროდ ქეთ..იცი როდის მე ვახსენე ჩემი საყავრელი ბენდიათქო..?
-მომილოცავს..გამიხარდა..რატომღაც შესაძლო ბილეთებზე არ დავფიქრებულვარ…
-არ იცოდი..?
-მხოლოდ პოსტერი..
-ამას გავაკრავ..
-მეც მაგარი ვარ.ამათ უნდა უყურო 24/7-ზე..?-გაეცინა ბუდუს..
-გეჩუქებინა შენი პოსტერი და შეიძლებოდა გამეკრა..
-დღესითვსი ესეც საკამრისია..იმაც მოვახერხებ იმდენად ხშირად გნახო, ამ პოსტერზე გამოსახული ყმაწვილები დავჩრდილო..
-საქმე საქმეზე როცა მიდგას შენ მირჩევნიხარ..
- როგორც ბუდუმ ახსენა ყმაწვილებიო, ჯერ პირადად ნახე და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ..
-მეგონა ჩემს მხარეზე იყავი..-ბუდუ..
-მე ჩემი დაქალის მხარეს ვარ და სანამ შენ მისთვის მნიშნელოვანი იქნები, ოღონდ დარდის მინიმალური დართვით, მანამდე ვარ შენს მხარეზეც..
-ვერაფერს იტყვი..
-მეგობრებო მე უნდა წავიდე..აქ ნუ ჩაკვდებით ახალგაზრდები..გაიარ-გამოიარეთ..
-კარგი რაა სად მიდიხარ..
-წავედიი..
-მოიცა ჩვენც ვაპირებდით გავლას..გაგიყვანთ..-სახლში ისეთი უენერგიოდ მყოფი მივედი ერთი სული მქონდა როდის დავიძინებდი..ჯიბიდან ტელეფონის ამოღებისას ფურცელიც ამოყვა თან, რომელიც დაბლა დავარდა..ვინაიდან ჩემი არ იყო უფრო დიდი ინტერესით ავიღე..
სულ თავში ნომერი აწერია..გაყოლებაზე “ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებ”..შემდეგ ნომრის ქვემოთ სხვადასხვა ვარიანტები, ალბათ იმ დაუსახელებელი ბოლო ორი ციფრის სხვადახვა ვარიაციები..იმდენი იყო გადახაზული..თვალი როგორც გადავავლე სულ ქვემოთ შევნიშნე..ორი ციფრი, რომელიც გადაუხაზავი დარჩენილიყო..
თავის ადგილას დავაბრუნე..არ მჯერა..მე ხომ ვიხუმრე..მას რა მართლა ჰქონდა მცდელობები ჩემი ნომერი გაეგო..? რამდენგან დარეკა..
ოღონდ მაინც არ მესმის..იმდენი ხანი გავიდა, წესით ყველა შესაძლო ვარიანტი ნაცადი უნდა ჰქონდეს..ვიტყოდი დანებდათქო, მაგრამ ფაქტია ფურცელი ჯიბეში უდევს..სხვა შემთხვევაში ხომ გადააგდებდა..
ფურცელი ამოვიღე..ეს პიჯაკი ისევ იქ გადავკიდე სადაც ეკატერინემ თავის დროზე..სახლში შევედი, დავკონკრეტდები და მერმე ჩემს ოთახში..ასეთი დაღლილი საუკუნეა არ ვყოფილვარ..დილის სილაღე სადღაც გაიფანტა..ჩაძინებამდე ფურცელზე და პიჯაკზე ფიქრის განდევნა ძალიან გამიჭირდა..დღეს არ მინახია და მაინც მოახერხა, თავისებურად შემოჭრილიყო..ჩემს ყოველდღიურობაში..რაც უფრო შემზარავია ჩემს გონებაში..
მასზე ფიქრს მაიძულებს.. ბოლოს სასიამოვნოდ შეწუხებულს მიმელულა თვალები..
. . .
-მოიცადე რა გააკეთე..? მომესმა../?
-აქ გასაოცარი რა არის..პიჯაკი დარჩა და ფოსტით გავუგზავნე..
-რა საჭირო იყო..
-მოსვლის მიზეზი აღარ ექნება..
-არ იცოდე მაინც შენებთან რამდენად ახლოსაა..მოსვლის მიზეზი არ გამოელევა..
-ჩემთან დაკავშრებით არ უნდა ჰქონდეს მოსასვლელი მიზეზი..უფრო დაკონკრეტებით გეტყვი, მე არ უნდა მივცე მიზეზი..
-მაინც არ მესმის იოანეს რას ერჩი..არც უპატივცემულობა გამოუჩენია, ზედმეტიც არაფერი უთქვამს..ვცდები..?
-როდესაც ადამიანთან დაკავშირებით გეგმები არ გაქვს, აღარ უნდა გაწელო..იმედები..საფიქრალი არ უნდა გაუჩინო..
-შენ რა გგონია ყველაფერი ამდენად მარტივადააა..როდესაც ადამიანის მიმართ შენი გრძნობა ძლიერია, არც იმედები გჭირდება და არც მიზეზი..ამ ყველაფერს საკუთარ თავს თავად აძლევ..
-არასწორია..ხომ გაგიგია..ფიქრებით ადამიანს ვარდები არ უნდა მოაყარო..ეს ადამიანი აღარ გამოჩნდება..შენ კი ადამიანს რეალურად ვეღარ ხედავ..მხოლოდ ვარდები ჩანსო..
-სად მოისმინე..
-ვიღაცამ თქვა არ მახსოვს..რა მნიშვნელობა აქვს..ხომ მიხვდი რაც ვიგულისხმე..
-სამაგიეროდ შენ ვერ გამიგე..ადამიანთან დაკავშრებული წვრილმანები ისედაც შეიძლება განსაკუთრებული გახდეს, გაზვიადება არც დაგჭირდება..
-მასზე ლაპარაკი აღარ მინდა..
-იმ შენს დებორას წიგნში რა ეწერა არ გახსოვს..? მოლეკულურ დონზე გყავს ადამიანი დაყვანილი..იცნობ და მისი მთლიანი შემადგენლობა გიყვარდებაო..მათ შორის უარყოფითი..
-კარგი აღარ გვინდა..
-ცხვირი ტყუილად აიბზუე.. შენი უარი..საუბარი უბრალო სიტყვებია, ვერ ვხედავ მნიშვნლობა ჰქონოდეს..
-კარგი რა ნენე..სისიულელეა..
-როგორც გინდა..მე გითიშავ, მაგვიანდება..-ზარიც გაწყდა.. სამზარეულოში გავედი და ფიქრი დავიწყე რა გამეკეთებინა..მოსაღამოვდა..მე კი ახლაღა გამახსენდა ჭამის აუცილებლობა.. ზაფხულისთვის დამახასიათებლი და ყველაზე მარტივი სალათი გამახსენდა..მაცივრიან კიტრი და პომიდორი გადმოვიღე..უცებ დავჭერი..უფრო სწორედ დავანაკუწე..ასე მიყვარს..მარილი ზეთი და მორჩა მზადაა.. კიდევ ერთხელ როცა დავხედე მივხვდი რამდენიმე კაცის სამყოფის ჭამას ვაპირებდი..არ შევიმჩნიე..
ოთახში სადაც უკუნითი სიბნელე ისადგურებს შენ თუ სინათლიით არ წააშველე ხელი, დღის რომელი მონაკვეთიც არ უნდა იყოს, ღამეა..მოკლედ მიმიწია შუქი ამენთო..გარემო მოვაწყე ფილმის გემრიელად ყურება შემძლებოდა და ძველი ქართული ფილმი ჩავრთე.. რაც კი გამოსულა ყველა ზეპირად ვიცი და არ მბეზრდება ყურება..წრეზე დავდივარ დიდი ხანია..საჭმელი გვერდით გადავდე და შუქი ჩავაქრე..
. . .
-ქეთაა შენ მე გადამარჩნე..ამ ღამეს სად რა მეშოვა..
-კარგი რაა ეკატერინე აზვიადებ..ისეთი არაფერია..კიდევ გჭირდება ჩემი დახმარება..?
-მეორე სართულზე თუ ახვალ და მაგიდაზე დადებულ ნაჭერს ჩამომიტან გამახარებ..მრ4ჩქარება ახლა უნდა გადავრეკო..
-მაგაზე როგორ დაგზარდები..-მეორე სართულზე ავედი, რაც მთხოვა იმას ხელი დავავლე და კიბეებზე ჩასვლისას ეკატერინესთვის რაღაცის თქმა დავაპირე ჩემკენ, შემოტრიალდა და გული წაუვიდა..ჯერ გავშრი..ვერ მივხვდი რა მოხდა..შემდეგ რაც შემეძლო მალე მივირბინე და მისი შეფხიზლება ვცადე..
-ეკატერინე გამოფხიზლდი..ეკატერინე..
-რა მოხდა..-უხსენებელი როდის გამოჩნდა ვერ გავიაზრე..
-არ ვიცი რაღაცის ჩამოტანა მთხოვა და როცა ჩამოვდიოდი გული წაუვიდა..დრო არ ითმენს სასწრაფო გამოიძახე..-ამასობაში დივანზე მივაწვინეთ და სასწრაფოს დაველოდეთ..
-დღეს როგორ გრძნობდა თავს..?
-გადაღლილი იყო..ახლახანს მოვედი, მეც არაფერი ვიცი..-ნეტავ ადრე მოვსულიყავითქო ვფიქრობ, მაგრამ ან მაშინ რითი შემეძლო დახმარება ან ახლა რისი გაკეთება შემიძლია..
-გასაგებია..შედარებით გამოფხიზლდა თუმცა გონზე მოსვლას ვერ ახერხებს..აჯობებს გადავიყვანოთ..
-საქმე სერიოზულადაა..? უბრალოდ გული წაუვიდა..
-გამოკვლევები საჭიროა.. უბრალოდ გულის წასვლას არ გავს..
-თქვენ როგორც იტყვით..
-ქეთა..ერთი წუთით..შენ შეგიძლია გაყვე..? არ მინდა მარტო დარჩეს..თან მანქანის წამოღება მინდა, იქნებ დაგვჭირდეს..
-პრობლემა არაა..-საკაცე გადმოიღეს..დააწვინეს და მანქანისკენ წავედით..
-თქვენ წამოხვალთ..?
-დიახ..
-კარგით ამოსვლა იჩქარეთ..-მოსვენება დავკარგე..ყველაფრის მიუხედავად მალე მივედით..ისეთი განცდა მქონდა თითქოს საათები ვგმაზავრობდი და ვიხუთებოდი..თავად მისთვისაც მითქვამს მეგობრები არ ვართთქო და თუ ასეა რა მანერვიულებ..ვითომ ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე..? ვერ გეტყვით..
-ქეთა..-სანამ შენობაში შეიყვანდნენ, ეკატერინემ მოგუდული ხმით დამიძახა..შემდეგ ისევ დაკარგა გონება..ამაზე მთლად გადავირიე..გამოკვლევები დაიწყო და შემოსავლელში ჩამოვჯექი..ამ დროს მოვიდ უხსენებელიც..
-ძლივს გამოვაღწიე..მითხარი რა ხდება..
-გამოკვლელევბი უტარდება..
-ვერ ვხვდები რა დაემართა..-იქვე ჩამოჯდა..მეც გვერდით მივუჯექი..
-ახლობლებს არ უნდა გააგებინო..კი ვიცი მშობლები არ ყავს..
-იცი..? როდის გითხრა..?
-საუბრის დროს ახსენა და ახლობლები..
-არ ყავს..
-საერთოდ არავინ..?
-ქეთა მისმინე..მას ოჯახი არ ყავს..არც მშობლები, არც ნათესავები..მხოლოდ ახლო მეგობრები..ჩვენ ვართ მისი ოჯახი..
-კარგი, გასაგებია..-ექიმის გამოსვლისას ორივე ერთნაირად წამოვვარდით..
-ექიმო გვითხარით რა ხდება..
-თქვენს მეგობარს დასვენება სჭირდება..ახლა გადასხმები დავუდგით..დაკვირვებაა საჭირო..
-გონზეა..?
-არა..დღეს დავტოვებთ..
-რამე სერიოზულია..?
-სერიოზული იქნება თუ ყურადღებას არ მივაქცევთ..სავარაუდოდ ორგანიზმი გადაიტვირთა..ამას დართული შეიძლება სხვა პრობლემებსაც გადავაწყდეთ..არაფრის მომცემ მსჯელობას დაკვირვება აჯობებს..მე დაგტოვებთ, საიხლეებს შეგატყობინებთ..
-მასთან ვერ შევალთ..?
-არ შეიძლება..ქეთა არ არის საჭირო, შეგიძლია წახვიდე..
-რას ამბობ..ვერ წავალ..
-დარწმუნებული ხარ..?-თავი დავუქნიე..
-იოანე..ასე ნერვიულობაც არ შეიძლება..თავადაც იცი კარგად იქნება..დაისვენებს და მორჩა..
-ხომ ხვდები ასე მარტივადაც არაა საქმე..შეიძლება სხვა პრობლემებიც ჰქონდესო..
-შეიძლებაო..ყველაფერს ეშველება..მითუმეტეს კი მაშინ საწყის ეტაპზე მოუვლი და არ მიაყურადებ..
-მართლა ოჯახის წევრივითაა..დისგან ვერაფერით განვავსხვავებ..
-ეცადე თავი ხელში აიყვანო..-წამოდგა..-სად მიდიხარ..?
-მალე მოვალ..-სკამს მივეყრდენი..იმას ვეუბნები თავი ხელში აიყვანეთქო და თავად მე ვერ ვმშვიდდები.. იმ დღეს ერთად ვიყავით..მშვენივრად იყო..რომელ ორგანიზმის გადატვირთვაზეა საუბარი..თუნდაც დღეს..
ადამიანი როდესაც ცუდადაა უნდა ეტყობოდეს არაა..? შემზარავია როდესაც იგებ, რაღაცისთვის თავის დროზე, რომ მიგეხედა სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი..
არსაიდან აღმოჩნდები რთულ მდგომარებოაში და შემდეგ ნატრობ, ნეტავ თავის დროზე მეგრძნო თავი ცუდად, იმდენად გადამოწმება გამხდარიყოო საჭირო..საუბედუროდ დროს უკან ვერ დავაბრუნებთ..ხანდახან დაგვიანება საბოლო განაჩენია..
ამრიგად..ხანდახან ტკივილი სასარგებლოც კია..შეტყობინება იმისა, რომ ცუდად ხარ და საკუთარ თავს უნდა მიხედო..
ეკატერინეს რაც შეეხება, ცუდზე გაფიქრებაც არ მინდა..სამწუხაროდ ჩემს გონებაში არსებული ფიქრების კონტროლი დიდად არ გამომდის..
იმდენად გავერთე ფიქრებში ვერც კი გავაიაზრე ნაცნობი სახე, როგორ გამოჩნდა..დაახლოებით წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, წინ ბუდუს მეგობარი მიდგას.. ნენეს საჩუქარი, რომელსაც გამოვართვი..
-ქეთა ხო..?-თავი დავუქნიე..
-გახლავარ..
-მშვიდობაა..აქ საიდან..
-სასწრაფოს მანქანით..მეგობარს გამოვყევი..
-გასაგებია..აქ ნაცნობები მყავს თუ დაგჭირდა..
-მადლობ შემოთავაზებისთვის..საჭიროა არაა..
-მარტო ხარ..?
-არა..ბუდუს დეიდაშვილს იცნობ..?
-დეიდაშვილს..? იოანე დვალი..?
-სწორედაც, მასთან ერთად ვარ..
-არ ვიცოდი თქვენ ორი თუ..-ახსენეო და წამში გაჩნდა ჩვენთან..ორი ჭიქით ხელში, ერთი მე მომაწოდა..
-დამაგვიანდა..?
-არა.. რატომ იყურები უცნაურად, დავიჯერო ბუდუს მეგობარს არ იცნობ..?
-ნაცნობი სახეა..ნამდვილად..
-შევხვედრილვართ რამდენჯერმე..კარგი მე აღარ მოგაცდნეთ..მეგობარს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ..-თავი დავუქნიე..გზა ისე გააგრძელა თითქოს ეჩქარებოდა..არადა აქამდე ჩამოდგა სალაპარაკოდ..
-არაფერს მკითხავ..?
-რა უნდა გკითხო ქეთა..ჩემი დეიდაშილის მეგობარს სადაინ იცნობთქო..? რომელი უფლებებით და ახლობლობით..-სახეზე გაღიზიანება დაეტყო..
-რა გაეწყობა..-ყავას გემო გავუსინჯე..აქაურობის კვალობაზე ნორმალურია..-ამისთვის მადლობა..
-მაქსი ესე დატოვე..?
-ანდრიას დას ყავს წაყვანილი..-ყავის დალევაში..დერეფანში აქეთ-იქით სიარულში.. 3 საათი როგორღაც გავიდა..ბოლოს ისევ ერთმანეთს შემოვრჩით გვერდი-გვერდ..
საზურგეს მიყრდნობილია და ჭერს შეჰყურებს..ვერაფერს ვამბობ..მინდა რაღაც გამამხნევებელი ვთქვა და არ გამომდის..სიტყვებს თავს ვერ ვუყრი..თუმცა რა გასაკვირია ისეთი ადამიანისგან, რომელიც ყოველთვის უარესი სცენარის წარმოდგენისკენაა მიდრეკილი..ისეთი ადამიანისგა, რომელსაც დადებითის მგონი არც არაფერი შერჩენია..
ახლა მე წამოვდექი..წამიერად კი გადმომხედა..არაფერი თქვა..ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა..ორი ჩაით სავსე ჭიქით დავბრუნდი..მე არ მინდოდა, მაგრამ ჩემთვის მაინც მოვიტანე..ხომ არ იფიქრებს მხოლოდ მისთვის წავედი..როდესაც ჭიქა გავუწოდე გაუკვირდა..
-ჩაი..?
-ყავას მოგიტანდი, თუმცაღა ვფიქრობ ამდენიც არ შეძლება..ჩაი კი დამამშვიდებლის ეფექტით საუკეთესო ვარიანტია..
-ფიქრობ დამშიდდება მჭირდება..?
-შენ ასე არ ფიქრობ..?-გამომართვა..დააგემოვნა და გაკვირვებულმა გამომხედა..
-შაქარი აქვს..? საიდან იცოდი..
-ზედმეტად დადებით ადამიანს უშაქრო ვერ ეყვარება..-თან აქამდეც თუ გინახავს ორ კოვზ შაქარს როგორ იყრის..
-პირველად მესმის ადამიანმა დადებითი უარყოფით კონტექსტში მოიხსენიოს..
-ზედმეტი არაფერი ვარგა..
-იქნებ ცდები..-მხრები ავიჩეჩე..-რაც არ უნდა იყოს მადლობა..
-არაფერია..- ღამე არასდროს გაწელილა..როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ განსაკუთრებით ამ მომენტში გრძნობ ადამიანი რამდენად უსუსური შეიძლება იყო..არაფრის გაკეთება შეგიძლია..მხოლოდ ლოდინი..არადა მეგონა მოთმინების უნარი საკმაოდ მაღალ დონზე მქონდა განვითარებული..
-მაინც არ მესმის ეკატერინეს გამო, ამდენი ხანი აქ რატომ ჩერდები..
-რატომ არ უნდა გავჩერდე..
-შენთვის ახლო ადამიანი არაა..
-ჩემთვის საყვარელ ადამიანებს უყვართ სამაგიეროდ..ისინი აქ არ არიან..მე კი შემიძლია აქ ყოფნა და უარი რატომ უნდა ვთქვა..თანაც ცუდი ადამიანი არ ჩანს..
-შენგან ამდენად დიდი კომპლიმეტი რით დაიმსახურა..”ცუდი ადამიანი არ ჩანს”..
-თავის მობეზრების დიდოსტატი ხარ..
-შესაძლებელია..თანაც შენთვის განსაკუთრებულად ვცდილობ..-ჩემი ჩაი იქვე დავდე, ვითომ მალვით..ან რას ვუმალავ გაუგებარია..
მსგავსი მოკლე დიალოგებით, უმეტესად კი სიჩუმეში დრო ისე გავიდა..როდის ჩამეძინა ვერ გეტყვით..
ძილბურანში სადღაც შორიდან ვიგრძენი უჩვეულო სურნელი..თვალის ძლივს და ნელნელა გახელისას, თან ვაცნობიერებდი..ნაცნობ სურნელს პიტნა, რომ დაჰკრავდა..როგორც იქნა გავაცნობიერე მოსაცმელი მეფარა, რომელიც მე არ მეკუთვნოდა და შორიახლოს ვიღაც პიტნის ჩაის გემრიელად მიირთმევდა..
გონზე სრულად მოსვლის შემდეგ, იოანესკენ მივმართე ყურადღება..ძილში მყოფს, სახე ჭერისკენ აქვს მიპყრობილი..მშვიდად სუნთქავს..მე კი იმას ვერ ვიგებ, ჩემი დაკვირვების ობიექტად რატომ გადავაქციე..
არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს..მალევე იმდენად მომაწვა დაღლილობა, ისევ მიმელულა თვალები..თან იქნებ სიზმარივით ნანახ ყმაწვილს, ნამდვილი სიზმრების სამყაროში გავქცეოდი..
ხელახლა გონს ექიმის გამო მოვედი..წამიერმა პანიკამ მომიცვა..ყველაფერის გაფიქრება მოვასწარი რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო..
-რა ხდება..მშვიდობა.?
-დიახ, შეგიძლიათ დამშვიდდეთ..თქვენი მეგობარი გამოფხიზლდა..თუ სურვილი გაქვთ, ნახვა შესაძლებელია..ოღონდ ეცადეთ არ გადაღალოთ..
-ვეცდებით აუცილებლად, მადლობა..-დაუფიქრებლად მოვიცვი ზემოთ ნახსენები მოსაცმელი..იოანეს მზერა დავაიგნორე..
როგორც იქნა შევძელით ეკატერინესთან მისვლა..აშკარად ეტყობოდა გადაღლილი იყო..მაინც გაგვიღიმა, როცა დაგვინახა..საწოლს მივუახლოვდით და ჩამოვსხედით..
-მითხრეს გული წაგივიდაო..
-..დაღლილობის ბრალიაო..
-ამის დრო იყო..?-ყველაფერთან ერთად უკმაყოფილებაც დაეტყო..
-თავს უნდა მიხედო..ასე არ შეიძლება..ისიც დასაშვები იყო უარესი დაგმართნოდა..
-რაც მთავარია არ დამემართა..მოიცადე..რომელი საათია..
-დილის შვიდი საათია..
-რა..? და თქვენ..მთელი ამ დროის განმავლობაში..იმედია არ..
-იმედი უნდა გაგიცრუოთ..აქ ვიყავით..
-კარგით რაა..ჩემგამო ასე არ უნდა გეწვალათ..
-რას ამბობ..შენ იყავი კარგად..-ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი..ამოვიღე და წამოვდექი..
-ეკატერინე..მე გავალ..მალე დავბრუდები..-თავი დამიქნია..მე კი შენობის გარეთ ისეთი სიწრაფით გავვარდი, ცოტახანი სუნთქვის დარეგულირებას მოვუნდი..
-თაია გისმენ..
-როგორ ხარ..მოიცადე რა სახე გაქვს..გეძინა საერთოდ..?
-კარგად ვარ..მოხდა რამე..?
-შენი გაღვიძება არ მინდოდა..არც მეგონა თუ მიპასუხებდი..
-მაინც ვერ ვიგებ რა გინდა დაო..
-დღეს ჩამოსვლის შანსი არაა..უახლოეს პერიოდში ჩვენ..
-ისედაც ვიცოდი მასე იქნებოდა..კიდევ გინდა რამე..?
-ჩემს მოშორებაზე ხარ რაა.. გაპატიებ დილაა მაინც..ვთიშავ..ცოტა მერე შემეხმიანე.
-კარგი..-ახლა უკვე მშვიდი ნაბიჯებით დავიძარი ეკატერინესკენ..
-ყველაფერი რიგზეა..?
-თაია იყო..
-რამე ხომ არ გითქვამს..
-არ იდარდო..როცა სიტუაცია დალაგდება მერე ვუთხრათ..
-კარგია..ორსულს ვერ ავანერვიულებთ..
-უკეთ ხარ../?
-შედარებით..ხომ არ იცით როდის გამწერენ..
-ექიმი მალე მოვა..
-შემოვლაზე არ იყო ახლახანს..?
-ეკატერინემ რომ გაიღვიძა ეგ გაგვაგებინა..მაინც უწევს მოკლედ..-ექიმმაც არ დააყოვნა..
-იმედია კარგი პასუხები გაქვთ..
-ანალიზები გვიჩვენებს ჰემოგლობინი ძალიან დაბალია..თუ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, გასაკვირი არცაა დაღლილობამ ამ შედეგებამდე თუ მიგიყვანათ..
-დღეს გამწერთ..?
-რა გეჩქარებათ..მუშაობა ცოტახნით აგეკრძალებათ..
-სახლში მირჩევნია..
-სანამ გული წაგივიდოდათ..დაღლილობას, კუნტების სისუსტეს, ხშირი ან აუხსნელი სიხლჩაქცევები ხომ არ შეგინშნავთ..ანდაც ძლიერი თავის ტკივილი..
-მეგონა გადატვირთული გრაფიკის ბარლი იყო..
-თქვენთვის საჭიროა დასვენება და რკინით მდიდარი საკვების მიღება.. რადგან ახლახანს გამოფხიზლდით ნუ ვიჩქარებთ..ყველაფერს მოვაწესრიგებ და დაახლოებით შუადღის მერე გაგწერთ..
-მადლობა..-ექიმი გავიდა..
-ეკატერინე იცი რა ვიფიქრე..? ჩემთან ხომ არ დარჩები..
-შენთან? მალე თაია და ანდრიაც ჩამივლენ..რა მინდა..
-ჯერ არ ჩამოდიან.. რომც ჩამოვიდნენ რა მოხდა..სახლი დიდია..შენ კი ახლა ყურადღება გჭირდება..
- როგორ შეგაწუხბ..ასეთი ყურადღება საჭირო არაა..მივხედავ თავს..
-არ შევწუხდები..ერთი კვირა მაინც გაჩერდი..მერე შენც მოძლიერდებოდი..
-ვალდებული არ ხარ ეს ყველაფერი ჩემ გამო გააკეთო..
-ყველაფერის იმიტომ ხომ არ ვაკეთებთ, რომ ვალდბულები ვართ..მე მინდა ასე..-იოანეს ჩაეღიმა, მისი სიტყვების ჩემს სასარგებლოდ მოშველებისას..
-არ ვიცი..დარწმუნებული ხარ..?
-სრულიად..-როგორღაც დილამაც გადაიარა და გაწერის დრო მოვიდა..დეტალებს თუ არ ვახსენებთ..იოანეს მანქანით “ჩემი” სახლისკენ მივემართებით..მისასვლელად დიდი დრო არ დაგვჭირვებია..
-მოდი შენ ცოტახნით დივანი გამოიყენე დასასვენებლად და მე მანამდე ოთახს მოვაწყობ..-წყალი უცებ ჩამოვასხი და გვერდით დავუდე..-ყოველი შემთხვევისთვის..
-მე რა შემიძლია გავაკეთო..
-სიას დაგიწერ და პროდუქტები მოიტანე..რკინით მდიდარი საკვები უნდა მიირთვას, ხომ გახსოვს..
-მართალი ხარ..-რვეული მოვნახე, გვერდი მოვახიე და პროდუქტები ჩამოვწერე..გამომართვა და გავიდა..მეც გავყევი..-კიდევ არის რამე..?
-შენ წარმოიდგინე..-მოსაცმელი გავიხადე და გავუწოდე..-შენ უფრო გჭირდება..
-ჩემზე ზრუნავ თუ რა ხდება..
-რაც ჩემი არ არის ჩემთან ვერ დარჩება..არაფერი დაგავიწყდეს იცოდე..
-სია ტყუილად ხომ არ მიმაქვს..
-ჰოო რავიცი..-მხრები ავიჩეჩე და ეკატერინესთან დავბრუნდი..-კიდევ კარგი წამლები იქვე ვიყიდეთ..
-დღევანდელმა გადასხმამ საბოლოოდ მომიყვანა აზრზე..
-ტემპი არ უნდა დააგდო..
-მგონი მართლა არ იყო საჭირო ჩემი აქ გადმოსვლა..
-ხომ გითხარი..მაინც უნდა დაისვენო, აქ არ გირჩევნიაა..? გადაბმული დაქალები არ ვართ, თუმცა გართობა შეგვიძლია..ერთად..
-წამლებთან და ჯანსაღ საჭმელთან ერთად არაა..
-დალევა საჭირო არაა გართობისთვის…და მაინც..როგორც კი მოღონიერდები კოქტეილები გამოწერილივით უნდა გააკეთო..-გაეცინა..
-მაგაზე არ იდარდო..
-ვითომ უმაგრეს დროს ვატარებთ..
-ვითომ ძალიან მაგარი მეგობრები ვართ და ამბები არაა..
-არ გაგიგია..? გააყალბე მანამ სანამ რეალური გახდება..
-ჩადაქალებას ხომ არ მიპირებ..
-ჩემს მზაკვრულ გეგმებს როგორ მიხვდი..ახლა რა მეშველება..-ორივეს გაგვეცინა..-ახლა სერიოზულად..მე ოთახს მოვაწყობ..თეთრეულია მხოლოდ გამოსაცვლელი და ახლავე დავბრუნდები..
-მადლობა..
-ეგ არაფერი..-სანამ მე ოთახი მოვაწესრიგე ეკატერინეს ძმადნაფიციც მობრძანდა.. შემიყოლა გადალაგ-გადმოლაგებამ და დამაგვიანდა..
-ყველაფერი სამზარეულოშია..-თავი დავუქნიე..
-ეკატერინე, თუ გინდა წამოდი, ოთახი მზადაა..წამოწექი დაისვენე..-ოთახამდე მივაცილე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი..
-ახლა რამის კეთების თავი გაქვს..?
-საქმის წინ წაგდება მინდოდა..
-ახლა შენც ეკატერინეს გზას თუ არ გაუყევი, არც შენი საქმე იქნება სახარბიელოდ..ამასთანავე, ჯერ ჭამას მაინც ვერ მოახერხებს..დაისვენე..
-შენ..
-მე..რა..?
-დასვენებას არ აპირებ..?
-ამიტომაც უნდა წავიდე..როგორც კი შევძლებ მოვალ..იცოდე..თუ რამეა მირეკავ..ნახვამდის..
-ნახვამდის..-შესაძლებელია იოანე მართალი იყოს..ცოტახანი უნდა წამოვწვე..საჭმელს მოგვიანებით გავაკეთებ..ჩემს ოთახში შევედი და ბალიშზე თავის დადებისთანავე გავითიშე..ამ დროს მივხვდი ენერგიის ბოლო გაბრძოლება იყო, აქამდე ჩემი ფეხზე დგომა..
. . .
-ქეთაა..დღეისთვის საკმარისია..
-მმმ რაღაც არამგონია..
-მერამდენე ჭიქაა..? ახლა უკვე სტაფილო..?
-დამუღამება უნდა..გემრიელია..
-არ ვიცოდი ასეთი წვენების მოყვარული როდიდან ხარ..
-ნატურალური..ვითომ ნატურალური კი არაა..თანაც მარტო ანდრია აძალებდა თაიას ასეთი რაღაცების დალევას..? შენი აზრით რატომ უხაროდა ანდრიას ჩემი აქ ყოფნა..
-ესეთი არ ჩანდი..როცა გაგიცანი მეგონა შენთან დაახლოებას ვერასდროს მოვახერხებდი..არადა ვფიქრობ მეგობრული ადამიანი ვარ..
-საბედნიეროდ ბევრ ადამიანს ვაფრთხობ..
-მერე ეგ კარგია..?
-არასაჭირო ადამიანები თავისით მშორდებიან..შენზე რას მეტყვი..
-რას გულისხმობ..
-წარმატებული ქალი ხარ ვიცი..პირადში რა ხდება..
-სერიოზული არაფერი..დიდხანას ვერავინ ძლებს..
-ელოდები როდის დანებდებიან..?
-არასწორ ადამინზე დასაკარგი დრო არ მაქვს..
-სწორი მიდგომაა..ახლა ეს ჭიქა დაცალე და შეგეშვები..დღეს..
-ოთხი დღეა ამ წვენებით მჭყიპავ..
-წვენები იქით გადავდოთ და დღეს ისეთი თევზი უნდა გავაკეთოო..
-მზადება გეხერხება..
-აქა-იქ რაღაცების გაკეთება შემიძლია..დიდი არაფერი..წამოდი ეზოში გავიდეთ..
-წამოდი..-თან გავედით და თან ტელეფონს უპასუხა..-გისმენ..არა იო მადლობა..შენი..ამმ..ქეთა არაფერს მაკლებს..თუ რამეა გავიგე..კარგი კარგი ვთიშავ..
-საწრუპი არ გინდა..?
-არაა იყოს..-მალე მოსაღამოვდებოდა, ამიტომაც შესვლა გადავწყვიტეთ.. ვლაპარაკობდით და საჭმლის მომზადებაც დავიწყე..რასაც დიდი დრო არ დასჭირვებია, მე ხომ უმეტეს წილად სიმარტივეს ვესწრაფი..
-თუ არ მოგეწონება არაუშავს..ჭამა მაინც მოგიწევს..შენთვის კარგია..-გაეცინა..მე არა რადგან არ ვხუმრობ..
-მოიცა..დაძალება არ მოგიწევს..გამიმართლა..
-მობილური ოთახში დამრჩა..ახლავე მოვალ..- მიგდება არ შეიძლება..ყოველ ჯერზე ვამბობ არ გავაკეთებთქო და აჰაა.. სადღაც გადაკარგულში მყოფი მოილური ხელში ავიღე და ოთახი დავტოვე..-ეკატერინე..ასეთი სახე რატომ გაქვს..?
-გარედან..გარედან ხმა შემოდის..
-ხმა..? ახლავე შევამოწმებ..
-არ გინდა..რა იცი რა ხდება..
-ისეთი რა უნდა იყოს..-გარეთ გასვლა დავაპირე თუ არა კარის სახელური ჩამოიწია..მეც ხომ არ დავეჯაჯგურებოდი და დაველოდე როდის გაიღება..ეკატერინემ კი სავარაუდოდ ყოველი წელი გამოიტირა რაც უცხოვროა..ისეთი ფერწასული სახე აქვს..
-ქეთა..-დაღლილმა თუმცა ბედნიერმა თაიამ, როცა შემოაბიჯა მაშინღა დაუმშვიდდა სახე ჩემს პაციენტს.. -აბა როგორ ხარ..ეკატერინე..? აქ არ გელოდი..
-ცოლის დას ვახლავარ..
-შემობრძანდით როგორმე..
-ბარგს შემოტანა ხომ უნდა..აჰა..ესეც ასე..-როგორღაც დალაგდენენ..თაიამ მოსაცმელი გვერდით გადადო და ახლაღა შევამჩნიეთ..
-მუცელი დაგეტყო..
-ჰოო ცოტა..
-რა ცოტა გოგო..მანამდეც სულ მეფიქრებოდა..აქამდე რატომ არ ეტყობათქო და აჰა..
-ორი წერტილია..დაელოდეთ უზარმაზარი გახდება-ანდრია..
-შენი ჭირიმე..მაგაზე მადარდე კიდე..ქეთაა..
-რა მოხდა..
-გადასხმა რამ გაგამზადებინა..ვინმე ცუდადაა..
-არც ისე..
-რას ნიშნავს არც ისე..
-სანერვიულო აღარაფერია..მოკლედ ეკატერინესთვისაა..
-იქნებ წესიერად მითხრათ რა სანერვიულო ამარიდეთ თავის დროზე..
-ამას წინათ გული წამივიდა, ვერ გამომაფხიზლეს და სასწრაფოდ გახდა ჩემი გადაყვანა საჭირო..აღმოჩნდა ორგანიზმს დასვენება სჭირდება..თან საკმაოდ დაბალი ჰემოგლობინიც აღმომაჩნდა..ქეთამ შემომთავაზა აქ დარჩენა..
-გავგიჟდებიი..ამას ახლა უნდა ვიგებდეე..
-იქ ასულს და თან ორსულს..როგორ განერვიულებდით..სამაგიეროდ ყველაფერმა ჩაიარა.. მთავარია შენმა დაქალმა თავს მიხედოს..
-გამოკვლევებზე როდის მიდიხარ..-ანდრია
-ერთ კვირაში..
-გაქცევაზეა და თუ სურვილი გაქვთ დაარწმუნეთ დარჩეს..
-ეგ არც განიხილება..მომინდომა მარტო ყოფნა..თან ასეთ დროს..
-კარგი რაა თაია..
-არანაირი წინააღმდეგობა.. უფრო მშვიდად ვიქნები..მოიცადე-დრამატიკული შეცხადება-არ გინდა ჩემი და ორი წერტილად კარგად ყოფნა და სიმშვიდე..?
-როგორ არ მინდა..ისეთი არაფერია..ჭიანჭველას სპილოდ ნუ გადავაქცევთ..
-მე თუ მკითხავ შენ ცდილობ სპილოს ჭიანჭველად გადაქცევას..
-არ გშიათ..?-ეკატერინე
-არის რამე..?
-შენმა დამ მოამზადა თევზი.. სხვა ვარიანტებიც გვაქვს..
-მე ამ შანსს ხელიდან არ გავუშებ..-ანდრია..
-თან მოყევით რა ხდებოდა..
-კარგი ჰაერი..კარგი საჭმელი..
-აქაურობის სიგრილე და ჰაერი მაკმაყოფილებს..-მე
-არ ხარ ნორმალური და მიტო..
-ნორმალურობას არ ვცდილობ და არც პრეტენზია მაქვს..-თუ საქმეს აკეთებ ბოლომდე უნდა მიიყვანოო ჰოდა მეც ბარემ თეფშებიც დავულაგე..-ეკატერინეს შეახსენეთ გადასხმა..მე ცოტახანი უნდა გავიდე..
-არის უფროსო..-გარეთ გავედი რაღაცის შემოტანა მინდოდა, იმდენად მესიამოვნა ცივი ჰაერი, დარჩენის დრო გავახანგრძლივე..შეზლონგზე ჩამოვჯექი..
სადღაც ოცი წუთის შემდეგ თაია გამოვიდა..
-ყველაფერი რიგზეა..?
-ცივმა ჰაერმა გამომიტყუა..
-ჩაფიქრებული მეჩვენები..დარწუმენბული ხარ..?
-არაფერია..
-ახალი რა ხდება..
-სიახლე უკვე მოგახსენე..
-ეკატერინე როცა ცუდად გახდო მარტო იყავი..?
-იოანეც იქ იყო..
-მერე..
-რაღა მერე..
-როდის გადაიყვანეთ..
-შუაღამე იყო..იქ დავრჩით სანამ სიტუაცია შედარებით არ დარეგულირდა..
-გაათენეთ..?-თავი დავუქნიე..
-დაიღლებოდით..
-როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ ძილი რა მოსატანია..
-ეგეც მართალია..
-მოდი შევიდეთ..არ შეგცივდეს..
-შევიდეთ..
-ახლა ვიწყებ გააზრებას..ნამდვილად ორსულად ხარ..
-შენ წარმოიდგინე მეც მასე ვარ..არამგონია ბოლომდე გავაცნობიერო ჩემს თავს რა ამბები ტრიალებს..
-ანდრია როგორ ეგუება..გარეგნულად არაფერი ეტყობა..ადრეც გკითხე მაგრამ..შენი მოზრდილი მუცლის მერე..
-ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავს..მგონია ზუსტად იმ წამს გაიგო, რომ მამა ხდება..ისედაც დაგვიანებით გავიგეთ ეს ამბავი..ექიმი გაკვირვებული იყო აქამდე სიმპტომები რანაირად არ გქონდაო..რას წარმოვიდგენდი..ნიშNები რაც ყოფილა ლოგიკური ახსნა მოეძებნებოდა..
-აბა როდისღა დაეჭვდი..
-ღებინებია ისეთი სიხშრით მქონდა..ანდრიამ გამაქანა ექიმთან..სანამ არ გვითხრეს ერთი გაფიქრებით არ გვიფიქრია..
-მაგაზე გამახსენდა..მაგ კუთხით როგორ ხარ..
-თითქმის გადამიარა.. კონკრეტულმა რამე არ შემაწუხა..ესე ჰაერზე აღარ მემართება, მოკლედ ჩვეულებრივ..
-აქამდე სად იყავით..-ანდრია
-ჩემს დას ველაპარაკებოდი..რამდენიხანი გყავდა გატაცებული..
-თავად გამიტაცა..იცოდე მაინც..ფაქტებს ნუ ვამახინჯებთ..
-საკუთარ კუთხეში წაგიყვანე..მადლობის მაგიერიაა..-ვითომ გაბრაზებული მიუტრიალდა ქმარს..
-მაგიტომ გაგიჟდნენ შენზე..
-ნელიკო არ ნახე..?
-ნახა რომელია..ქვეყანა მოიარეს იმდენი ილაპარაკეს..
-მონატრებული ვყავდი..სხვას რას ელოდი..
-ჩამოსვლას არ აპირებს..?
-კიი იმდენი ხანია უნდა.. ხომ არ დავტოვებო აქაურობას..რამე უნდა მოვუხერხოო..
-ეჰჰ ნელიკო კაი ვინმეა..სულ მიკვირდა ესეთი გამგები როგორ იყო..შენს ორსულობაზე არ გადაირიაა..
-თანაც როგორ..გემრიელად დამარიგა..
-ახლა ამას ელოდე რაა..-როცა ეკატერინემ დაინახა რამდენი დარჩა გადასასხმელად..წუწუნის გარეშე ვეღარ გაძლო..
-მე წავედი..მგონი აღარ ვარ საჭირო..
-ქეთ..ასე ადრე აპირებ დაძინებას..?
-ბალიშზე თავის დადების მომენტში კი არ დამეძინება..წამოვწვები და ცოტას დავისვენებ..უაზროდ დავიღალე..არაფერში..
-ჩვენც მასე..მგზავრობა ენერგიას მაცლის..ახლა მითუმეტეს..
-ადიოს ამიგოს..ძვირფასებო..
. . .
რამოდენიმე დღემაც ისე ჩაიარა ვერ გავიგე..თითქოს ორი წუთი დამჭირდა გასაჩერებლად და გასააზრებლად, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი..
ეკატერინემ ბოლოს თავისი გაიტანა და დავაბინავეთ..ოღონდ იმ პირობით კვებას მიხედავდა..დანიშულ წამლებთან ერთად..
აშკარად მოღონიერებული იყო და შედარებით მშვიდად შევხვდი მის წასვლას..
ერთ დღესაც, როდესაც გარეთ საშინელმა ამინდმა თავი მოგვაბეზრა..მე და თაიამ დღის გასახალისებლად გემრიელობის გაკეთება გადავწყვიტეთ..ერთად გაკეთებაში მოიაზრება ის, რომ..თაია აკეთებს საჭმელს, მე გვერდით ვუდგევარ და თავს ვაჩვენებ ვითომ ვეხმარები..
ვინაიდან ჩაქაფული გვინდოდა..თუმცა დაგვეზარა მარტივით ჩანაცვლება მოგვიხდა..მალევეე გაამზადა და გემრიელადაც მივირთვით..
ამასობაში მე სანამ წიგნს ვკითხულობდი, თაია ზედმეტად ინტერესიანი და ფოკუსირებული ლეპტოპს მიაჩერდა..მაინც მძლია ინეტერსმა და წიგნი დივანზე დავდე..
-ასეთს რას აკეთებ..
-იოანემ გადმომიგზავნა..ძველი ფოტოა, თუ მაოხერხებ, დაზიანებული ნაწილები აღადგინეო და შენებურად გააკეთეო..
-აბა მაჩვენე რა ფოტოა.. იცი მაინც ვინები არიან..?
-აი კუთხეში მყოფი წყვილი, იოანეს მშობლები არიან..დანარჩენებს დიდად ვერ ვცნობ..-იოანეს მშობლებს მოყვა კიდევ ერთი ყმაწვილი, რომელიც ისე გავდა იოანეს მამას, აშკარად ძმა იქნებოდა..შემდეგ კიდევ ერთი ყმაწვილი და ბოლოს ყველასთან შედარებით ახალგზარდა..რომელსაც წვერი ამშვენებდა..
-საქმეს მიხედე..აღარ მოგაცდენ..
-როგორც იტყვი..
-დალევ რამეს..?
-ღვინო მინდა..ჩვენებური..თუმცა ექიმმა ისეთი მცირე დოზით მითხრა დაშვება..მკვდარზე ვენოკივითაა და საერთოდ უარი განვაცხადე..მიდი ვაშლის წვენი გვაქვს..?
-შენმა ქმარმა იზრუნა მაგაზე..ახლავე მოგიტან..-უცებ ჩამოვუსხი და მივაწოდე..
-დაოო გაიხარე..თან როგორი მჟავეა..იდეალური..-წიგნი ავიღე და ჩემი ოთახისკენ დავიძარი..ამ დროს თითქოს ნათურამ ზედმეტადაც კი გამინათა გონება..გავჩერდი, შემოვტრიალდი და თაიასკენ წავედი..- მაშინებ..უცნაური მზერა გაქვს..
-მალე დაასრულებ..?
-ფაქტობრივად დასრულებულია..
-შეგიძლია ის ვერსია მანახო სადაც გაფერადებული არ გაქვს და უბრალოდ შავ-თეთრია..?
-მოიცა..ახლავე..ინებე..-წამსვე წიგნი ვიმარჯვე და ნაცნობ გვერდზე გადავშალე..ჯერ ეკრანს ვუყურებდი..შემდეგ ფოტოს..შემდეგ ისევ ეკრანს და ასე მანამდე სანამ თაიამ არ გამაჩერა..-მშვიდობა გაქვს..? რა ხდება..?
-არაფერი..შეგიძლია ეს ფოტო გადმომიგზავნო..?
-მეილზე გაწყობს..?
-კი..-ოთახისკენ გავქანდი..გამოვიცვვალე და აწ უკვე ჩემს გამჭირვალე ქოლგას დავავლე ხელი..
-არ მითხრა წასვლას ვაპირებო..
-არ გეტყვი..
-ქეთაა..გადაირიეე..ამ ამინდში სად მიდიხარ..
-სასწრაფო საქმე გამომიჩნდა..
-ჩემი მანქანით მაინც წადი..
-სულ დამავიწყდა..მადლობა..-ქოლგა არც გამიშლია ისე გავექანე მანქანისკენ..დავქოქე და გზასაც გავუდექი..როგორ მივაგენი საკუთარი სიძის სამუშაო ადგილს არ მკითხოთ..ან დამერეკა მაინც მაგრამ არა..ამოჩემებულ აზრს ვინ გადამაგდებინებს..
მანქანის გაჩერება და იქიდან ჩემი გადმოფრენა ერთი გახლდათ..ჩქარი ნაბიჯებით მივფარფატდი შენობაში..
ახლობლობით შევაშვებინე თავი და ლიფტში შევედი..როგორც მახსოვს ბოლო სართულზეა ანდრია..მე როცა მინდა დრო სწრაფად გავიდეს ზუსტად მაშინ იწელება..ამ ფსიქოლოგიურ მომენტს ვერ გავექცევით..ძლივს გაჩერდა..მეც ნაბიჯებს უფრო ავუჩქარე..სასურველი კაბინეტიც მოვძებნე და შევაღე..სანამ ასისტენტი თმაში მწვდა, იმედია ბატონი იოანე გადამარჩენს..
-უკაცრავად..ვერ გავაჩერე..
-არაფერია..ჩემთანაა..
-კარგით დაგტოვებთ..-მოწიწებით გავიდა და კარის გაჯახუნების ხმაც კი მომეჩვენა..ანდაც უბრალოდ გამახსენდა როგორი ხმა შეიძლება ჰქონდეს ძლიერად მიჯახუნებულ კარს..ვიცი ვბოდავ..გავაგრძელოთ..
-გამარჯობა..
-გამარჯობა..
-ასე შემოსვლა არ მინდოდა..თუმცა არ ვანობ დროის დაზოგვას..
-უცნაური ბოდიშის მოხდი ფორმები გაქვს..-პასუხი არ დავუბრუნე..ამიტომაც განაგრძნო..-აქ რამ მოგიყვანა.. ანდრიასთან ხარ..? ბოლოშია..
-შენთან ვარ..უფრო სწორედ..შენთან მაქვს საქმე..
-მაშინ საქმეზე მალე გადადი..დრო არ დავკარგოთ..
-ვიცი სიგიჟეა..მაგრამ უნდა მომისმინო..
-დავინტრიგდი..-სახეზე რადიკალურად განსხვავებული შეინიშნება..არ ვიმჩნევ, საუბარს კი ვაგრძელებ თითქოს მართლა დაინტერესებული იყოს..
-გახსოვს ის წიგნი..წარწერით..?
-მერე..
-ის წიგნიც ხომ გახსოვს..მხატვრის ფოტო მეგობრებთან ერთად..
-განაგრძე..
-შენ ერთ-ერთი მათგანი გეცნო..-წიგნი გადავშალე და მივუთითე..-ყურადღება არ მიმიქცევია..დღევანდლამდე..
-დღეს რა მოხდა..რა შეიცვალა-თაის მიერ გადმოგზავნილი ფოტო ვაჩვენე..
-გაკეთების პროცესში იყო და დავინტერესდი..თვალი შევავლე..
-რისი თქმა გინდა..
-იოანე ვერ ხვდებიი..? სულ ბოლოს..მოზრდილი წვერით..ახალგაზრდა ბიჭი ზის და აი ეს შენ რომ გეცნო..ერთი და იგივე ადამიანია..რა ჰქვია..კიტა..-ორივე ფოტოს ინტერესით დააკვირდა..
-შესაძლოა..მაინც ვერ გამიგია..იქნებ ამიხსნა..ამ ყველაფრის აზრი..მერე რაა..
-ეს წარწერა წიგნზე..ბაჩანას ეკუთვნის..რომელიც ვფიქრობ..სწორედ ამ ფოტოზე კიტასთან ერთადაა გამოსახული..
-იქნებ დამთხვევაა..?
-წლები ემთხვევა.. ვგრძნობ არ ვცდები..კიდევ შემიძლია ინფორმაციის მოძიება..
-რა მიზნით..?
-თავად არ თქვი, ამ ყველაფრის იქით რამდენად დიდი ისტორია შეიძლება იმალებოდესო..? არ გინდა გაიგო რა მოხდა..? მივიდა თუ არა შეტყობინება ადრესატამდე..ამ სამეგობროს ისტორია როგორ განვითარდა..?
-თავად თქვი სისულელაო..აზრი რამ შეგაცვლევინა..
-შენ..შენმა ნათქვამმა..
-ქეთათო დახმარებას მთხოვს..? საკვირველია..
-დახმარებას არ გთხოვ.. თანამშრომლობას..შენთან ერთად დიდი ალბათობით, ფიცხლავ შევძლებ ყველაფრის გაგებას, თორემ სხვა შემთხვევაში არ მოვიდოდი..
-თანამშრომბლობაში ნამდვილად თანამშრომლობას გულისხმობ..?
-საქმის ერთად კეთება, საქმეში თანამონაწილეობა..სხვა რას უნდა ვგულისხმობდე..
-..შუა გზაში მიტოვებულ საქმეს ვერ ვიტან..ან დავიწყებთ და ბოლოდე მივიყვანთ..ან ახლავე უარით გამისტუმრე..
-პირობების წაყენებას მორჩი..?
-დავფიქრდები დამატებაზე არ იდარდო..ისე სიტყვა ფიცხლავ..საიდან მოიტანე..?
-ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე..რამე მნიშვნელობა აქვს..?
-მცირედი ინეტერესის დაკმაყოფილება..
-ახლა ჩემი მთავარი ინტერესის წყაროს მივხედოთ..
-სად გეჩქარება.. ფიქრობ სხვები შეთანხმებამდე ამდენად მალე მიდიან..?
-სხვები არ ვართ..რატომ უნდა გაიწელოს, როდესაც მარტივად მოგვარება შესაძლებელია..
-იმიტომ რომ შეთანხმდეთ პირობებზე..ახლა გადადებული, მომავალში მარტივად გახდება კამათის მიზეზი..
-ჩვენ არ ვსაჭიროებთ..გასაყოფი არაფერი გვაქვს..
-დარწმუნებული ხარ..?
-ვარ..კამათი ბუნებრივია, მითუმეტეს მაშინ როცა შენზე და ჩემზეა საუბარი..
-დაბრკოლებების იმედია სწრაფი იდენტიფიცირების შემდგომ, პრობლემების მოგვარებას როცა ეხება საქმე..კოოპერაციის სახით..მისაღებია..?
-პირველად თანამშრომლობა მე შემოგთავზე..შენი აზრით ამაში რა იგულისხმება..თავისთავად გუნდური მუშაობა..
-შეიძლება სიტყვას ერთი განმარტება ჰქონდეს, მაგრამ ყველასთვის განსხვავებული მნიშვნელობა..
-ახლა გასაგებია ანდრია რასაც გულისხმობდა..
-რაზე ამბობ..
-დაივიწყე..ბარემ აქ ვარ..დასამატებელი რამე დარჩა..? შეგიძლია დაამატო..
-იქნებ ფიქრი მჭირდება..
-გზადაგზა დაამატე ეგ შენი შეთანხმების წესები..ვინ გგონივარ საინტერესოა, ამდენი პუნქტი თავისი ქვე პუნქტებით რა საჭიროა..
-შენ წარმოიდგინე და სწორედაც იმის და გამო..ვინც მგონიხარ, ვინც ხარ..იმაზე მეტიცაა საჭირო ვიდრე ვათანხმებთ..-თვალები გადავატრიალე..ნელნელა მეპარება სინანული აქ მოსვლის გამო.. რა მინდოდა..მეც ისეთი რეაქცია მქონდა იმ ფოტოს დანახვისას თითქოს განძთან მისასვლელი რუკა დამენახოს..
-არასწორი წარმოდგენა გაქვს ჩემს იდენტობასთან დაკავშირებით..
-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია..მოკლედ..შევთანხმდით..?-ხელი გამომიწოდა..
-შევთანხმდით..- ხელი მეც გავუწოდე..ჩამორთმევა 3 წამზე დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო..თითქოს შეხებისგან წამოსულმა სითბომ გაჩერება მაიძულა..ნეტავ რეფლექსურად უფრო მალე გამეშვა ხელი..არაა ეს მეტად უცნაური იქნებოდა..ნათლად დაინახავდა ჩემს შიშს..
გაცნობიერებისთანავე ჯერ გაერთიანებულ ხელებს..წამიერად კი ერთმანეთს გადავხედეთ და სწრაფად დავცილდით ერთმანეთს..
დაშორების სიცივემ იმაზე მეტად იმოქმედა ვიდრე მეგონა..გატყუებთ..საერთოადაც არ მეგონა რაიმე სახით იმოქედებდა..
-15 წუთში შეხვედრა მეწყება..ზუსტად არ ვიცი როდის დავასრულებ..უახლოეს მომავალში ვეცადოთ შევხვდეთ..
-რა გაეწყობა..მე წავალ..-კარი გამოვაღე..გასასველადაც მზად ვიყავი..მისი დახურვით თავიც გავაკვირვე..-ოღონდ იოანე..არ მალოდინო..
-მაგაზე არ იდარდო..ქეთათო..-იოანეს კაბინეტი იმავე სიჩქარით დავტოვე, როგორც შემოვედი.. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს საკუთარ თავს, თავად გავუთხარე საფლავი..
-ცოლის დავ..აქ საიდან..?
-არ შეიძლება..?
-გამიკვირდა..თორემ რატომ არ შეიძლება..შემოხვალ ჩემთან..?
-გცალია..? ძვირფასი ცოლის დისთვის კი უნდა იცლიდე.-გაეცინა..
-წამოდი წამოდი..რამეს დალევ..?
-ცხელს..რაც გინდა..-სანამ შევიდოდით ასისტენტს გადაულაპარაკა..
-ორი ჩაი..-მანაც თავი დაუქნია..დიახ ახლავეო უპასუხა და ნელი ნაბიჟებით გაბრუნდა..
-აქაურობა კიდევ შეცვალე..?-თვალის მოვლებისას ვკითხე
-მცირედით..მოგწონს..?
-არაუშავს..
-აფოქრიაქებული მეჩვენები..რამე ხდება..?-ჩემი კომენტარი დააიგნორა, შემდეგ კი აქეთ შემომიბრუნდა..
-რა უნდა ხდებოდეს..
-რადგან არ ვიცი..იმიტომ ვკითხულობ..
-ისეთი არაფერი..
-ისეთ არაფერს, იოანე ხომ არ ჰქვია..
-რა..? საიდან მოიტანე..
-ფაქტია ჩემთან არ მოსულხარ..იოანეს კაბინეტთან მეტად ახლოს კი იყავი..
-საქმე მქონდა..რაც იფიქრე..სულ ტყუილად..
-რა თქმა უნდა..
-უკაცრავად..
-შემოდი..
-აი ინებეთ..
-მადლობა..რას ვამბობდი..მოკლედ..რადგანაც ბარემ აქ ხარ..ცოტახანს ხომ არ დარჩები..?
-მე რაში გჭირდები თორემ რაზე გაწყენინებ..რა გემრიელი ჩაია..
-დებორას რეკომენდაციით..
-გცალია..?
-მცალია..მითხარი თუ შემიძლია დახმარება..
-შენმა ახლობელმა ალბათ მოგახსენა უკვე შეხვედრა, გვაქვს..ვერ ვასწრებ და შეგიძლია ეს გადასცე? ფერების პალატაა..უთხარი შენიშვნები მითითებულია..შემოხაზულიაო ფერები და ბარემ დაამატეო ..ჩემი ასისტენტიც მჭირდება თორემ..
-რა პრობლემაა..ვის მივუტანო..
-მეორე სართულზე..დაგხვდება რაა..
-კარგი მომეცი..
-აქედან რითი აპირებ წასვლას..?
-შენი ცოლის მანქანით..
-გასაგებია..აბა გნახავ მოგვიანებით..მადლობა..-დავემშიდობე თუ არა დავეშვი მეორე სართულზე..ბოდიალის შემდეგ დანიშნულების ადგილზე მივედი და ანდრიას დანაბარები გადავეცი..
მომაქვს იქნებ გამომეყენებინა..არ შეიძლებოდა..? უაზროდ მივაგდე ქოლგა// რას დავათრევ აქეტ-იქით..
მართალია სახლში წასვლა მქონდა გეგმაში..გადავიფიქრე..სეირინობა თუნდაც მანქანით შველის..გარკვეული დოზით..
ფანჯრები ჩამოვუწიე, წვიმის გამო გრილი ჰაერი მაინც არის სხვა თუ არაფერი.. ვისურვებდი გზებში მეტად გარკვეული ვიყო.. გავრისკავდი.. შედარებით დიდი ხნითად გამოვიდოდა სეირნობა..
ვერ გეტყვთ რამდენი ხანი ვიარე მანქანით უაზროდ..უფრო მაშინ გავიაზრე მანძილი საწვავმა დამატება, რომ მოითხოვა..
შემდეგ წამიერად კი დავაპირე ნენეს გავუარო მეთქი..გადავიფიქრე, მივხვდი განწყობა არ მაქვს..არავისთან კომუნიკაციის.. დღეს ვისთანაც მოვინდომე ლაპარაკი შეხვედრაზე ბრძანდება.. ან მაგასთან რა მინდოდა ვერ მეტყვით..? რომელი ლოგიკით უნდა მოუნდეს ერთ ადამიანს მეორესთან ლაპარაკი ანდაც თანამშრომლობა როცა ვერ იტანს და მისგან შორს ყოფნას ცდილობს..ვიმეორებ რომელი ლოგიკით..
არა როდის იყო ლოგიკის სტარდარტებში ჯდებოდეს ჩემი ფიქრები.. მაშინ საკუთარ თავს რაღატომ ვუბრაზდები..
იქნებ იმიტომ რომ ზუსტად ჩემ მიერვე დადგენილ წესებს ვარღვევ და იმის იმედიც არ მაქვს ჩემსა და იოანეს შორის დადებულ სიტყვიერ შეთანხმებას დავიცვავ..?
. . .
-თაია რა ამბებში ხარ..?
-ბავშვები მოდიან, ვიფიქრე რაიმე მსუბუქს დავახვედრებთქო..-წამში დავლილი ღელვა არ შევიმჩნიე..ვითომ არაფერიო, ისე ავუარე გვერდი ჩემს დას და წინ წავედი..
ჯერ ეკატერინე მოვიდა..შემდეგ ცოლ-ქმარი..უხსენებელი კი არ გამოჩნდა..
-თქვენ იყავით კარგად და ვინ ჩივის..
-ბებიაჩემივით რატომ ლაპარაკობ..
-გამომდის არაა..? ვერთობი..
-აბა მეგობრებო..დასხედით..თაია არ დაიღალე../?
-თითქმის მოვრჩი..იქნებ ქმარი დამეხმაროს..
-მოვდივარ..-ისეთი არაფერი მომხდარა..დავსხედით წასახემსებელათ.. შიგადაშიგ სხვადასხვა თემაზე დავიწყეთ საუბარი..უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით უმეტეს წილად ისინი საუბრობენ.
-ჩვეულებრივზე მეტად არ ლაპარაკობ..
-რა..? ჩავფიქრდი.. მე მითხარით რამე../?
-ქოლგა დაგრჩა მანქანაში და გარეთ დავტოვე..იცოდე..
-ავიღებ მერე..
-მანქანით ხომ იყავი იმ დღეს..?
-მერე რა მოხდა..
-ქოლგა რათ გინდოდა..
-მექანიკურად გავაყოლე ისეთი ამინდი იყო..
-არც ბეტმენი ჩქარობს მასე და არც სუპერმენი,..რა დროს..? როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ეხება როგორც შენ იმ დღეს..
-საქმეს პროკრასტინაცია არ უყვარს..
-ზოგჯერ ზუსტადაც ეგ სწრაფად გაკეთების სურვილი გხევს უკან..
-რანაირად..
-აი ფხოჭა-გლეჯით..დაუკვირვებულად გაკეთებული..დეტალებს არ უკვირდები და ბოლოსღა აღმოაჩენ, ამ დეტალებზე გადახტომა არ ღირდა..
-უკან ბრუნდები სისწრაფეში გამოტოვებული საქმის დასამთავრებლად..რის გამოც წინ ვეღარ მიდიხარ..
-ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი..
-როდესაც გულიანად აკეთებ საქმეს, ეტყობა კიდეც..
-ქეთას ეგ არ ეშლება, მისი პროფესიიდან გამომდინარე მითუმეტეს..
-ზოგჯერ კუს ნაბიჯები ჯობია კურდღლის სირბილს..ყველას მოგვეხსენება..
-როგორც არის..იცოდით დღეს რა მოხდა..?
-კარგი თუ ცუდი..
-ვისთვის როგორ.. -მთელი დარჩენილი საღამო ისე გაგრძელდა უხსენებელი უხსენებლად დარჩა და ერთხელ არ დასცდენია არავის სიტყვა.. თავს შემოვუძახე..პირიქით კარგია თუ არ მოვიდა და ამაზე საერთოდ რატომ ვფიქრობთქო..მაქსიმალურად ვეცადე საუბარში ჩავრთულიყავი და ყურადღება გადამეტანა..
მალე შევიკრიბოთ იცოდეთ..ეს ერთი და სხვა მრავალი ფრაზებს შემდეგ კი ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე..ერთი თუ მოიწადინებს წასვლას მალევე ყველა მიყვება..ამრიგად დავიშალეთ..არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან..
. . .
-მადლობა გრეტა.. ჯერ მოვიფიქრებ და დაგიძახებ..
-კარგი რა პრობლემაა..აქვე ვიქნები..-მარტო გადავწყვიტე გამოსვლა და ასე თუ ისე ნაცნობ ადგილს..თავსატეხს მოვადექი// დიდად არაფერი მდომებია, გარემოს შეცვლა და სახლიდან გამოსვლა ნამდვილად მჭირდება..
წიგნები თან გამოვაყოლე..კითხვა მანამდე მქონდა დაწყებული, ახლა კი დავამთავრე კიდეც..ისეთი ვერაფერი ვნახე, დამატებითი ინფორმაცია მოეცა..დამატებით უკვე მხატვრის ბიოგრაფიას მივადექი, იქნებ აქ მაინც იყოს რაიმე საინტერესო..უნდა დავრწმუნდე ეს ყველაფერი ჩემი ახირება არაა..რაღაც მეტი მჭირდება.. ფაქტი..ხელჩასაჭიდი..
ფიქრებში გართულს მესიჯი მომივიდა ეკატერინესგან.. “საით ხარ..?”..”თავსატეხში, მოხდა რამე..”..”შენის ნებართვით შემიძლია შენი ადგილსამყოფელი გავამჟღავნო..?”..”მწვანე ნათურა ანთებულია”..
-გრეტა..შეიძლება..?
-აბა მოიფიქრე..?
-კაკაო..
-ვეცდები მალე იყოს..
-არ გაჩქარებ..დრო მაქვს..თანაც როგორც ჩანს ერთს ველოდები..
-მისთვის შეუკვეთავ..?
-არა იყოს..-შევუკვეთავდი..რომ ვიცოდე რა უყვარს..რატომ მეშლება ნერვები..პირიქით კარგიც კია მსგავსი არასაჭირო ინფორმაციებით თუ არ დავიტვირთები..
გრეტას კაკაო ჩემთვის ორადორი წუთი მოტანილი თუ ექნებოდა..უხსენებელმა კარი, რომ შემოაღო..გრეტას გულთბილად მიესალმა..გარემო მოათვალიერა და როცა დამინახა ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა..
-მოგესალმები..
-დააგვიანე..
-დროზე არ შევთანხმებულვართ..
-ვითომ..?
-მაშინ მომიტევე..გრეტა ორი წუთით შეიძლება..?
-აბა რა მოგართვა..
-გამოძინება ვერ მოვახერხე..მოდი ყავა იყოს..-თავი დაუქნია და სხვა მაგიდისკენ წავიდა..-გაიგე რამე ახალი..?
-თავადაც ხედავ..კვლევის პროცესში ვარ..
-მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ ისაა..ფოტოზე გამოსახული ბაჩანა და წიგნზე წარწერის ავტორი..ერთი და იგივე ადამიანია თუ…დამთხვევაა..
-სიმართლე თუ გინდა ეჭვები მეც მაქვს..დარწმუნებული მხოლოდ იმაში ვარ კიტა უბრალოდ კი არ გეცნო ბავშობაში გეყოლება ნანახი..
-მინდა წიგნი მათხოვო..წარწერით..
-რატომ..?
-პერსონალური კვლევისთვის..მეც გადავხედავ..
-აი შენი ყავა..
-მადლობა გრეტა..
-მოუფრთხილდი..-წიგნი მისკენ გავაცურე..
-დარწმუნებით შემიძლია ვთქვა..შენს წიგნს არაფერი მოუვა..
-კარგია თავად მაინც გჯერა..
-გგონია რამეს გავაფუჭებ? მაშინ რატომ აპირებ წიგნი ჩემს ხელთ ჩააგდო..?
-თანამშრომლობა გინდოდა..ჰოდა აი ესეც შენი თანამშრომლობა..-წინ წამოიწია..მაგიდას დაეყრდნო და ღიმილით მითხრა..
-ძალიანც კარგი..ოღონდ ქეთა, კაკაო თითქმის არ დაგილევია..გაგიცივდება..
-შენ ყავას თუ მიხედავ უკეთესი იქნება..უკაცრავად ეს ჩაქირქილება რაღა იყო..
-ჩემს თითოეულ მიმიკაზე კომენტარი აუცილებელია არაა..-სახე არ შეცვლია ისე მითხრა..
-ჩემთან მიმართებით..? დიახაც აუცილებლობას მოითხოვს..
-დავიჯერო სხვა არაფერი არ გინდა..?
-მალე უნდა წავიდე..კაკაო საკმარისია..
-შენ თუ ასეთი ტემპით განაგრძე..შემიძლია შენს წასვლაზე არ ვინერვიულო..
-ჩემი ყოფნა-არყოფნა..შენ არ გეხება და არც სანერვიულო გაქვს..-სიცილი მეორია..წამიერად თავიც გადაქინდრა..
-რა გაცინებს..
-ყოფნა-არყოფნა..საკითხავი აი ეს არის..-ეცადა მიმიკებით დრამატული სახე მიეცა ნათქვამისთვის..
-როგორ შეგიძლია ყველაფერში მონახო სალაზღანდარაო..
-ამას პოზიტიურობას უწოდებენ..ჩემი ტვინი ასე მუშაობს..
-ვამბობ ზედმეტად პოზიტიური ხართქო და კიდე გიკვირს..
-ტყუილად ცდილობ ჩემი ხასაითის დაკნინებას..მე ძალიანაც მომწონს..სხვებსაც სხვათაშორის..
-ჰოდა იმათთან აფრქვიე ვისაც მოსწონს და ეცინება..დარწმუნებული ვარ დიდი არმია გეყოლება..
-საიდუმლოს გაგიმხელ..-სულ ოდნავ გადმოიხარა..-ვისი გაცინებაც მინდა..ზედმეტად უჟმურია..
-უჟმური არაა../
-დამასრულებინე..-ჩემი შეცხადება არაფრად ჩააგდო და განაგრძო..-შეუსრულებელ მისიად გადამიქცია..მოკლედ..სათანადო მიზანს ჯერ ვერ მივაღწიე..
-მიზნად ჩემი გაცინება..? სერიოზულად..? -სახე უფრო მეტად დავმანჭე..
-თანაც ყოველდღე..
-ყოველდღე კი არ მაცინებ..ნერვებს მიშლი..და იცი რაა..? მიზნების არჩევა არ გცოდნია..
-ვითომ რატომ..
-ისეთი მიზანი უნდა დაისახო, რისი მიღწევაც შესაძლებელია..
-უუ კარგი იყო..-ნათქვამი მომიწონა..-არ ვუარყოფ..მისიას შეუსრულებელი ტყუილად არ ეწოდება..მაგრამ..თუ ფილმი ნანახი გაქვს, მიხვდები.. შეგიძლია სათანადო გზების გამონახვა და დასახულ მიზანს მაინც მიაღწევ..
-ამბიციურობას ვაფასებ..თუმცაღა ჩვენ შეუსრულებელი მისიის გმირები არ ვართ და არც შენ ხარ ტომ კრუზი..მოკლედ მე წავედი..სიახლის შემთხვევაში როგორღაც მოახერხებ დამეკონტაქტო..-საპასუხო დამშვიდობებას აღარ დავლოდებივარ..გრეტას დავემშიდობე და თავსატეხი დავტოვე..
შევცდი ამ სიცხეში კაკაოს დალევა როცა მოვინდომე..უახლოეს მარკეტში შევირბინე და მაცივრიდან გაზიანი სასმელი გადმოვიღე..
-სულ ეს არის..?
-დიახ..-ისე გამოვედი და გზას ისე ვაგრძელებ ვითომ სადმე მეჩქარებოდეს..
თითქოს საკუთარ თავს დავედევნე და გავაჩერე, სირბილი აუცლებელი არაა..ადამიანურად ნელა ნაბიჯების გადადგმაც შესაძლებელიათქო..
სავარაუდოდ იმ არასახარბიელო ფიქრების ავტორისგან ვცდილობ გაქცევას, რომელიც თავსატეხში დავტოვე..
“სამშვიდობოს” როგორც კი გამოვაღწიე, წამიერმა სინანულმა შემომიტია..ეს გამოვარდნა რაღა იყო..არადა სწორად მივიჩნიე თავის დროზე..ჯერ ხომ ამიყოლია ვითომ პაექრობაში..მალე იმდენს სისულელეს ვიტყოდი უარესად მექნებოდა სანანებელი..
ჩემო ქეთა..გამოძიობანას თამაშის წამოწყებაზე რა კომენტარს გააკეთებ..თან მასთან ერთად ვისგანაც გაქცევას ცდილობ..
არ მაინტერესებს..საჭირო დროს ყოველთვის შევძლებ გაქცევას..ხომ ასეა..? მითხარით ასეაო..დამარწმუნეთ..
უმეტესად კლასიკურ ფორმაშია და მაინც კეტებით და ჰალსტუხის გარეშე..ფორმალურობასაც კი თავისებურად ირგებს..
მოიცა..ისევ მასზე გადავიტანე ფიქრები..? კარგი რაა, მასზე ფიქრებისგან თუ ვერ ვახერხებ გაქცევას, თავად მას როგორ გავექცე..
სასაცილოდ მაქვს საქმე../? ან თქვენ რას დამცინით ან მე რას დავცინი საკუთარ თავს..საინტერესოა..
ერთუ წუთით..არა მართლა ერთი წუთით გაჩერდით..თქვენი ყურადღება მთლიანად მესაჭიროება.. რატომ..? მგონი გზა ამერია..
თქვენ ჩემს დახმარებას მანდედან ვერ შეძლებთ..რა გავაკეთო..? ტელეფონიც დამიჯდა..
არაა..მერამდენედ ვუმეორებ თავს, იმდენად არ გაერთო ფიქრებში, გარემოს მოწყდეთქო..მითუმეტეს მაშინ როდესაც თავის გართმევა მიჭირს, გზებს თუ ეხება საქმე..
არა ზოგი ხომ არის ისეთი, ნებისმიერი ქვეყნის წერტილში ჩააგდე, ათ წუთში გზას გამოაგნებს..მე კიდევ იქ ვიკარგები სადაც გავიზარდე..
მოიცადეთ, მოვიფიქრე რა გავაკეთო.. ტაქსს გავაჩერებ და მისამართი ქე ვიცი..
ჩემზე ითქვა ფილმიდან ფრაზა..
”რა საინტერესოა პირდაპირ, როგორ მაიფიქრებენ ხოლმე ეგეთ რამესა ჰა؟!”
. . .
ვერ ვიძინებ..ისევ გარეთ გავიპარე..შეზლონგზე წამოვწექი და თვალები მაღლა ვარსკვლავებისკენ მივმართე..
ცოტა არ იყოს..შემცივდა..სამაგიეროდ სული ნაკლებად მეხუთება და სუნთქვის უკეთესი შესაძლებლობა მეძლევა..
მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ როდესაც თელავში ვცხოვრობდით..ერთი სული მქონდა ზაფხული მოსულიყო და სოფელში წავსულიყავი..ღამეც მესხვანაირებოდა და ის თავისებური ხმაური მაშინ, რომ ვერ ვიტანდი ახლა მენატრება..
ბებოს ვეწუწუნებოდი ვერ ვიძინებთქო..ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, თამაშს როდის დავიწყებდი..
დღევანდელობისგან ის განსხვავებაა..თუკი სურვილი მაქვს გათენდეს..მხოლოდ იმიტომ, ჩუმ ხმაურს ვეღარ ვუძლებ..ხმაურს რომელიც ჩემს გონებაშია..ეს ხმაური იმდენად ხმამაღალია..ხანდახან ამ ქვეყნად მეტი არაფერი მესმის..ჩემმადე ვერაფერი აღწევს..
მეორეს მხრივ დღის სიჩუმეც არ არის ნაკლები ასატანი..ღამე მგონია როგორც კი გათენდება კარგად გავხდები..დღისით კი ერთი სული მაქვს დაღამდეს..თითქოსადა დასვენების შესაძლებლობა მექნება..
ორად ვიხლიჩები..საკუთარ თავს დავცინი..ქარჩხაძის იგის დამსგავსებულხარ მეთქი..იქნებ მხოლოდ იმ მომენტს უნდა დაველოდო როდის ავალ მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში გადავეშვები..იგისგან განსხვავებით მე რას დავტოვებ, საკითხავია..
არადა დიდი სისულელეა ვიცი..ჩემი ბოდვა ამ ღამეს დავაბრალოთ..
ოღონდ ლოდინს და არაფრის კეთებას მართლა ვაპირებ..? მხოლოდ იმიტომ რომ ყოველდღიურობაც გართულდა, უმეტეს წილად დილით ადრე ადგომა.. ელემენტარული საქმის გაკეთებაც მაშინ როდესაც სხვისთვის უმარტივესია..?
ქარაფამდე მისვლა ჯერ ადრეა..უბრძოლველად დანებება არ შემიძლია..ამის საპირწონედ ძალა მაკლია..ჩემს თავთან გასამკლავებელი ძალა..
როგორ მოვიქცე..ანდაც საჭირო რესურსები საიდან მოვიძიო.. იქნებ რამე ისეთი იცით რაც მე არ ვიცი..იქნებ ყველას აქვს ცხოვრების ინსტრუქცია ჩემ გარდა..
რანაირად ახერხებთ მოკლე დროში იმის გარკვევას როგორ იცხოვროთ, პირველ რიგში საკუთარი თავის მოსაწონად..
თქვენთვის მარტივია..? მაშ მე რაღა მჭირს..
. . .
-ქეთა..შენ რა ცივდები..?
-რა..?
-ამ ზაფხულს რამ გაგაცივა..
-შენი აზრით ჩაის რისთვის გავიკეთე, ამ სიცხეში მითუმეტეს..
-გამაგიჟებ რაა..
-ჩვენ გავდივართ..გამოდის მაქსის გასერინებას ვერ მოახერხებ//?
-ვცივცდები..უკვე გაციებული კი არ ვარ.. თქვენ წადით..მივხედავ..
-კარგი აბა შენ იცი..-ჩაის დალევა დავასრულე თუ არა მაქსი გავამზადე სათანადოთ და ჩვენც გავედით გარეთ..
მხოლოდ მაქსის გამო მინდა ახლა არ გაწვიმდეს, ისე პირიქით მოხარულიც კი ვარ..ყველა იმას გაიძახის როგორ მობეზრდათ წვიმები..მე არ მყოფნის..
ვითომ ამდენი წვიმების ფონზე უნდა გრილოდეს.. ამ მომენტისათვის კი ძალიან ცხელა..შეიძლება მე მეჩვენება..ვერ გეტყვით..
დილიდან როდესაც გავაცნობიერე გარეთ ჩამძინებია..თავის ტკივილს და უხასაითობას ვერ ვიშორებ..ეს გასეირნება მგონი მე უფრო მჭირდებოდა ვიდრე მაქსის..
არასდროს მყავრებია სიარული, სამაგიეროდ შველის.. მართალია მე ორმაგი ყურადღება მჭირდება სადმე არ გადავიჩეხო..ამას არაუშავს.. რეალურად არც ჩემს მოუხერხებლობას ეშველება რამე და არც ჩემს სმენას..
ერთი ქალი გაჩერდა მოსაფერებლად..თავზე ხელი გადაუსვა და მკითხა თუ იკბინებაო..მე ვუპასუხე..რა ვიცი ქალბატონო ძაღლია, შეიძლება წამოუაროს და გიკბინოთთქო..დაფეთებული წამოდგა და დაუმშვიდობებლად განაგრძო გზა..მაქსის შევხედე და მე ვის უნდა ვუკბინო სახით კი მიყურებდა მაგრამ..რეალურად რაც არ უნდა მეგობრული იყოს, დაზღვეული ხომ არავინაა..
ძველი მეზობელიც მპირდებოდა არ იკბინებაო და კი ყავდა 10 დღე დაკვირვების ქვეშ..
მოგონებები ლონდონში ამდენად არ მახსენებდნენ თავს..თითქოს იქ ყოფნის დროს ერთ ოთახში გამოვკეტე..აქ კი თავს ვერაფერს ვუხერხებ..
ბოლოს იმდენი ვიარეთ მაქსიც საკმაოდ გადაიღალა და სახლის გზას დავადექით..ჩემნაირი აღმოჩნდა..ხან რის გამო გადავიდოდა გზიდან ხანს რის გამო..ხშირად ეფანტებოდა ყურადღება..
ეზოშიც შევაბიჯე.. კიდევ კარგი სათვალე მიკეთია და მისი დანახვისას დაჭყეტილი თვალები თავად მან ვერ დაინახა..კი დავიბენი თუმცა არ შევიმჩნიე..გონებას მხოლოდ იმას ვუმეორებდი მაქსის წყალს და საჭემლს უნდა მიხედოთქო.. ასეც მოვიქეცი და იქვე მყოფ იოანეს მივუბრუნდი..სათვალე მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე..
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო..
-როგორღაც მოახერხებ დაკავშირებასო და აქ ვარ..
-საქმესთან დაკავშრებით..?
-სხვა რა მიზეზით გეახლებოდი..
-არანაირით..-მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი და ვანიშნე ლაპარაკი დაეწყო..
-ახლა მოხვედი..დარწმუნებული ხარ დასვენება არ გინდა..?
-რაც მალე მოვიშორებთ, მით უკეთესი..-არადა დაზუსტებით იმის თქმაც არ მძალუძს, აზროვნების უნარი შემრჩენია თუ არა..გადავიღალე..
-ასეთი დამიკოდებულება უნდა გქონდეს..შემართება მისასალმებელია..-თვალები ავატრიალე და მობეზრებული სახით დაველოდე როდის დაიწყებდა საჭირო თემაზე ლაპარაკს..წიგნი ამოიღო და მაგიდაზე დადო..
-რამე გაარკვიე..?
-შენ უკან დატოვებული წარწერაზე არაფერი გითქვამს..
-დამატებითი ინფორმაცია არ ეწერა და საჭიროდ აღარ ჩავთვალე..
-ქეთათო უნდა გაგახარო..შენ შეცდი..
-რას ნიშნავს შევცდი..
-მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს წარწერა.. “არ ამირჩიო თუ ამას გული არ გეუბნება. ნორმალურია მომავალი გაფიქრებდეს. ჟანგბადზე მეტად ხარ საჭირო, ისიც არ ვიცი ამას უნდა გეუბნებოდე თუ არა. ერთგულების პირობა მაინც გექნება ჩემგან, რაც არ უნდა მიპასუხო.
მთვარე ლამაზია, არა?..ამაშიც მართალი იყავი..”
-რისი თქმა გინდა..
-დააკვირდი..ყოველი წინადადების დასაწყისს..
-ასო-ბგერები გამოკვეთილია..გამუქებული..
-ზუსტად..ის თუ იცოდი ეს ერთ-ერთი გზაა ფარული მესიჯის გასაგზავნად..
-სასიყვარულო წერილის დროს ფარული მესიჯი რაღა საჭიროა..
-იქნებ ამდენ ლაპარაკს ეს ასო- ბგერები გააერთიანო..
-მაცადე..ა..ნ..ჟ..ე-გაოცებულა ავხედე..-ანჟე..ეს ხომ..-ის წიგნი გამოვიტანე სადაც მხატვრის ბიოგრაფია და ის ფოტო იყო დართული მეგობრეთან ერთად..
-მიხვდი არაა..
-ანჟე..ანჯელიკას შემოკლებული ვერსიაა..ანჟელიკა კი ამ ფოტოზეა..ბაჩანასთან ერთად..მართალი ვიყავი..
-დიახ..პასუხი მივიღეთ..ფოტოზე გამოსახული ბაჩანა და წარწერის ავტორი ერთი ადამიანია..
-სამაგიეროდ სხვა მრავალი კითხვა რჩება პასუხ გაუცემელი..
-ყველაფერს გავიგებთ..ოღონდ ქეთა..სხვა დროს მირჩევნია თავად აღმოჩენას შენ მითხრა..
-ვნახოთ.. გირეკავს..-ტელფონზე მივანიშნე..მან კი ამოატრიალა და გვერდით გადადო..
-არაფერს შემომთავზებ..?
-კლასიკურ შეკითხვას ელოდები..? “ჩაი თუ ყავა”.. სახლში შემოაღწიე.. რამე გსურს ? სამზარეულომდეც შეძლებ მისვლას..
-მიყვარს ასეთი გულთბილი დახვედრები..თავად ხომ არ დალევ რამეს..
-ჩაი..-შესაძლო გაციებასთან საბრძოლველად..მგონი დროა წამალიც მივაყოლო..მარტო ჩაი რას მიშველის//
-როგორც ინებებთ..მილედი..
-რომელი გათხოვილი ქალი მე მნახე..მითუმეტეს დიდგვაროვანი..
-ეგ ჯერ კიდევ დროის საკითხია..
-ტყულად ბოდიალობ..გააკეთე ეგ ჩაი თუ აკეთებ..-გამაღიზიანებლად საყვარელმა და პოზიტიურმა იოანემ დამტოვა..
ვინატე სადმე თმის რეზინა მომხვდეს თვალშითქო და რადგანესე ერთი შეხედვით ვერ დავინახე, ვინებე წამოდგომა..ყველაფრის გადაქექვის შემდგომ გახარებულმა თმები მაღლა ავიწიე და ადგილს დავუბრუნდი..
-ინებეთ..თქვენი ჩაი..
-ამდენად მალე..? გამაკვირვე..
-ჩაის მომზადებას უსასრულობა არ სჭირდება..თან დიდი რაოდენობით წყალი არც გამიცხელებია..-მდუღარეს რა დამალევინებდა..ამიტომაც ოდნავ მოგვიანებით მკითხა-აბა როგორია..?
-ასატანია..
-ქეთაა.. ასეთი კარგი შეფასება..? რით დავიმსახურე..-ამ მომენტისათვის შემოვიდნენ ანდრია და თაია..შორიდანვე მოგვესლამნენ ცოტა არ იყოს უემოციოდ..
-მშვიდობა..?
-კი..ისეთი დაღლილი ვარ ლაპარაკი არ შემიძლია..
-იო..მერე ვილაპარაკოთ რაა თუ არ გეჩქარება..
-პრობლემა არაა..-აღარც დაუყოვნებიათ სახლში შესვლა..ეტყობოდათ კიდეც დაღლა..რა მოხდა ოდნავ მოგვიანებით გავიგებ..
-თუ ანდრიასთანაც არ გაქვს საქმე და ჩემთანაც დაამთავრე..რას ელოდები..
-ამდენად თბილად დამშვიდობებაც არაა საჭირო..-ტელეფონი მობეზრებულმა აიღო..-გასაგებია..დრო რამდენი მაქვს..? კარგი გამოვალ.. ოც წუთში მანდ ვიქნები..
-როგორც ჩანს გეჩქარება..
-შენდა საბედნიეროდ..-მაგიდაზე დადებული ნივთები აიღო და წამოდგა..-აბა შენ იცი ქეთათო..დატკბი უჩემობით..-წავიდა..იქაურობა მივალაგე და შიგნით შევედი..თაია სამზარეულოში დამხვდა ცივი წყლით ხელში..
-დაცხა გარეთ..ვიგუდები..ან რამ გაგაჩერათ ამდენი ხანი ეზოში..-თაია
-ძალიან ცხელა..უკვე სადმე წასვლაზე ჩავფიქრდი..
-სადმე წასვლზე კი არა სვანეთში ხომ არ დავრჩენილიყავითქო..სულ იქ რანაირად ვიქნები..აქეთ ექიმები მეგობრები..
-თაი რა მინდოდა..მგონი ვცივდები და..
-გაციების ჩაი გინდა..?
-ეგ მოგვიანებით ..ჩაი ახლახანს დავლიე..
-არაუშავს დალიე..თავი გტკივა..?
-ცოტა..
-მოგიტან ახლავე..აქვე მაქვს..მიდი შენ მანამდე წყალი დაადგი..-თაია გავიდა..მეც მისი მითითებისამებრს მოვიქეცი..თან კუჭმაც შემახსენა თავი და მაცივრის გამოღება მომიწია..
-მოდი ჯერ ჩაი დალიე..მერე წამალი..თუ არაფერი გიჭამია მანამდე ჭამე..მე წავედი მაღლა ავალ დავისვენებ.. რამე გაგიჭირდება..? გზა იცი.. შემოდი..
-კარგი მადლობაა..-უცებ გავიკეთე სალათი..ჩქარა შევჭამე..წამალი დასალევი რომ არ მქონდეს არც შევჭამდი.. მას შემდეგ რაც ჩაიც დავლიე და წამალიც ჩემი ოთახისკენ წავედი..დაძინება მეც არ მაწყენდა.. დასვენება..
არა რა ვაკეთე ისეთი..არც არაფერი, უბრალოდ ამ სიცხეში ორმაგად იღლები ადამიანი..ხალისიც გეკარგება..
ორ საათზე მეტი აღარ წამოვწვები, დღისით ვფხიზლობ მერე კი მე და გალაქტიონს გვიწევს ერთად გათენება.. მისივე სიტყვების ფონზე..
“აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?”
იმედია არ ფიქრობთ, დათქმულ დროს ადგა, აღარ გადაუცილებიაო..არ დაუზარებიაო./
-რა..რა მოხდა..
-იცი მაინც ამდენი ხანი გძინავს..? უკვე ვფიქრობდი რამე დაგემართა..
-მაგის გამო გამაღვიძე..?
-ამ ღამეს ვერ დაიძინებდი..ადექი ახლა როგორმე..ცივ წყალს გადაგასხამ..შენს ორსულ დას კი ვერაფერს ეტყვი..
-თაია მოდი გადი და ამ ღამეს დავიძინებ თუ არა ჩემი პრობლემაა..
-საჭიროა გამოხვიდე..სხვებიც აქ არიან..მოწესრიგდი და გამოდი..მიდი რაა..ქეთაა.. ნერვები არ მომიშალო..
-კარგიი..შენ ხომ ადამიანს არ მოასვენებ..-მოწესრიგებით კი მოვწესრიგდი მაგრამ გამოფხიზლებით ვერა..
-დაჯექი სადმე..რაღაც უნდა განვიხოლოთ..-პირველივე შესაძლებლობებზე, ამათ კომფორტულ დივანზე მივესვენე..
-მოკლედ ყოველწლიური ღონისძიება მალე ჩატარდება..უნდა მოვემზადოთ..-ანდრია..
-რაზე ლაპარაკობ..
-არ ვიცი იცი თუ არა..მე და შენმა დამ მაშინ გავიცანით ერთმანეთი..
-ჰმმ ვიცი..მერე..
-რაღა მერე..წელს შენც მოდიხარ..
-სიძე..მე რა შუაში ვარ..აუცილებელია..?
-თუ არ გინდა სხვების დახმარება..განსაკუთრებით ბავშვების..მაშ კარგი..
-როგორ იცი ხოლმე..მე რანაირად დავეხმარები..
-ხელოვნების წარმომადგენლებც გვეყოლებიან..მართალია მოლაპარაკებები იოანემ უნდა აწარმოოს..თუმცა ვფიქრობთ უკეთესი იქნება გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავდეს ვინც საკმაოდ კარგად ერკვევა..
-ესეც ერკვევა..
-იმდენად კარგად არა როგორც შენ..ბოლობოლო ამ სფეროში მოღვაწეობ და თავისებური ჩვეული სფეციპიკა შენთვის ცნობილია..
-მოვითხოვ საბუთებს, გადარიცხვებთან დაკავშირებით..კონკრეტულად ვის გამო ვწირავ თავს ვიცოდე და იმ ადამიანებზე ინფორმაცია ვისთანაც მოლაპარაკებები გაიმართება..
-ქეთა ხომ იცი..თავის მობეზრების გარეშე..სამუშაო გარემოში არ უნდა იგრძნონ თავი..
-ანკესი და სატყუარა..გასაგებია..რა მოსატანია და მეძინება..
-რამდენი საათი გეძინა..
-ჰოდა მაგიტომაც უფრო დაღლილი ვარ..ზედმეტი მომივიდა..
-ეს ფენომენი ვერ ამოვხსენი..რანაირად იღლები ადამიანი მეტად, როდესაც “ზედმეტი” მოგდის ძილი..
-მარტივად ვთქვათ..? ბიოლოგიური საათის ამბავია..
-სავსე ჭიქაში წყლის დამატებასავითაა..მხოლოდ ის არ არის ჭიქაში წყლის ოდენობა არ იცვლებაო..იღვრება კიდეც..უარესია..
-რა მნიშნელობა აქვს..-ვგონებ, ჯერ კიდევ თვალები მელულება.. რაღაც მოტკბო სურნელსაც უნდა მივაწერო..ახლა ცივი წყალი თუ მიშველის, მაგრამ ვერ ვდგები..თუ უბრალოდ არ მინდა..
-რა კარგად დამეთხვა..მძინარე ქეთა ადვილი დასათანხმებელი ყოფილა..გავითვალისწინოთ მეგობრებო..
-მძინარე მზეთუნახავისგან არაფრით განსხვავდება..
-მთავარია გამოფხიზლებულზე არ იყოს უარზე..
-ვუშველოთ როგორმე..
-მეც აქ ვარ..
-ვიცით..შეიძლება თვალები გახელილი გაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ნახევრად გძინავს..
-იოანე..საქმე აღარ იცდის..ქეთა არ გინდა შენი პრინცი ტყვეობიდან გაათავისუფლო..? სულ ცოტახნით და მერე დაგიბრუნებ..
-ვერ მივხვდი ვიღაც პრინცთან მე რა შუაში ვარ..
-იოანეს მხარზე თავი გაქვს დადებული..თან ისე მიხუტებულხარ..რა გიყო საჭირო კაცია..
-რაა..-თვალები უფრო მეტად დავაჭყიტე და სწრაფად ავიხედე..იოანეს გვერიდთ დაჯდომა მახსოვს..თუმცა თავი როდის დავადე..ან რატომ ვერ გავიაზრე..ეს რა დამემართა..-საჭირო კაცი სულაც არაა..
-დარწმუნებული ხარ..? ბალიშად კარგად მიყენებდი მთელი ეს დრო..
-ხუთი წუთი ვერ აგიტანიაა..-წამოვდექი..არაფერი შევიმჩნიე სააბაზანოსკენ დავიძარი..ცივი წყალი შევისხი..იქიდან გამოსვლისას ვიგრძენი შიმშლი..ამიტომაც გავემართე პირდაპირ სამზარეულოსკენ..
შეგნებულად არ ვაპირებ ფიქრს და მოთქმას..რაც მოხდა მოხდა..
ახლა ვინმე თუ გამაჩერებს და მეტყვის რას აკეთებო ვერ ვუპასუხებ..მექანიკურად ვმოძრაობ..ამდენი ხანი რატომ მოვუნდი რაღაცის გაკეთებას ვერ გეტყვით..სამზარეულოში ჯდომა დამეზარა და მათთან გავედი..
-სათვალიანმა დამირეკა..
-ახლაც ფოტოგრაფობას ხომ არ გთხოვდა..
-არა..საქმეზე გადავიკვეთეთ ისევ..
-სათვალიანი ვინაა..?-ახლა გაიაზრეს ჩემი ოთახში შესვლა..
-არ გახსოვს..? სხვა ფოტოგრაფში ავერიე და ბოლოს მაინც მე დამიქირავა მეთქი..? ხომ მოგიყევი..
-პირველად ჩამოვლისას..
-ზუსტად..
-რით ვერ დაიმახსოვრე სახელი..-ეკატერინე
-ჩემთვის სათვალიანია..ცუდი ტონია, მაგრამ პირადად მას რეაქცია არ აქვს..თვიოთონაც რაღაც სახელი აქვს შერქმეული..
-ქეთა..რატომ ჭამ..?-შეიცხადა დებიმ
-მშია..რატომ უნდა ვჭამდე..
-საჭმელი გამოძახებული გვაქვს..
-მე საიდან უნდა მცოდნოდა..არაუშავს ამასაც შევჭამ და იმასაც..მოიც, რა გაქვთ შეკვეთილი..?
-ხინკალი..
-მერე გამოძახებას სადმე წავსულიყავით..რამდენი ხანია არ მიჭამია..
-ქეთა ნახე რაა..გასვლა არ გვძალუძს..საიდანაც გამოვიძახეთ კიდე კარგს აკეთებენ..
-როგორც იტყვით..
-მალე მოიტანენ..?-შემოსვლისას მოაყოლა ანდრიამ..
-თქვენ გამო იმდენი შევუკვეთეთ, ვერ გეტყვით..
-მგონი ქეთა მართალი იყო, სადმე წასვლა სჯობდა..
-შეიძლება მართალი ვარ..ოღოონდ არამგონია იმაზე ლაპარაკი რის შეცვლასაც არ ვაპირებთ, რამის მომცემი იყოს..
-ეგეც მართალია..
-მოიც..ქეთ საით..?
-ნაბიჯი გადამადგმევინეთ შეკითხვების გარეშე..
-აქ მასე არ გამოვა..შეკრებას როცა ტოვებ მიზეზი უნდა დასახელდეს..
-არსებობს გამონაკლისები..
-ქეთაა..
-მაცადე ორი წუთი და მოვალ..რა სახე გაქვს..
-იჩქარე..
-თითქოს მე მომქონდეს შეკვეთა..რად გეჩქარება გამაგებინა..-მომიწია სამზარეულოში დაბრუნება და ცივი წყლის დალევა..როგორც ჩანს არ მეყო..
ნეტა რას მაღვიძებდა ჩემი და რომ მაღვიძებდა..საშინელ ხასიათზე ვარ და არაფრის კეთების სურვილი არ გამაჩნია..
ბოთლი მთლიანად ავიღე და გარეთ გავიტანე..ვიცი თაიასთვის მიბრუნება მომიწევდა, თავად თუ არ მომაფიქრდებოდა წყლის გატანა..
-გაიხარეე..რა მინდა მეთქი ვფიქრობდი და აჰა..
-ხინკალს 5 წუთში მოიტანენ..გავაწყოთ თეფშები..
-პილპილი მოგვეპოვება..?
-ვიმედოვნოთ დიახ..
. . .
-ტრადიციაზე უარს იტყვი..? კარგი რაა..
-რანაირი ტრადიციაა..აუცილებლობას ვერ ვხედავ ყველას შენ შეუკერკო კაბები..
-ცუდად როცა ვიყავი შენ მივლიდი..ნება მომეცი მადლობის ნიშნად წვეულებისთვის მე გამოგაწყო..
-რაღაცას იმისთვის არ ვაკეთებ, მერე ვინმე დავავალდებულო..
-ეგ არც მიგულისხმია..მე გამიხარდება..
-დამატებით შრომა მოგიწევს..
-საყვარელი საქმის კეთება, ტვირთს გიმსუბუქებს..შევთანხმდით..?
-..კარგი..რაც არის არის..ოღონდ იცოდე..შენი იდეაა და არა ჩემი..
-ჩემს შემოქმედებას შეხედე..მე ძალიან კარგი იდეები მაქვს..
-მაგას ვნახავთ..
-იმ ხელოვან ხალხზე გაარკვიე რამე..?
-მოვიძიე რაც მაინტერესებდა..ნორმალურები არიან..განსაკუთრებული არაფერი..
-ახლა არ გცალია..? ჩემთან ატელიეში გავიდეთ.. მანქანით ვარ..-რადგან კაბაზე ზრუნვა აღარ მომიწევს წაყოლაზე უარი აღარ მითქვამს.. ნაცნობ ადგილას მალევე მივედით..-აბა არ მეტყვი როგორი კაბა გინდა..?
-რაც შეიძლება სადა..
-იცი როგორ მოვიქცეთ..? ახალი კი უნდა შეგიკერო, მაგრამ რამოდენიმე დიზაინი მაინც მოსინჯე..თავად უფრო ჩამოყალიბდები რა გინდა და მეც დავინახავ რა აჯობებს..
-რას მთავაზობ..?
. . .
-არავინ არაფერი იცის..
-საიდან ეცოდინებოდათ..
-საჭირო არცაა.. მთავარია გამოყენება მოვახერხე..
-დაუკავშირდი?
-მაგაზე არ დაგზარდებოდი.. თავადაც იცი..
-შენი წყალობით საქმე უკეთესობისკენ მიდის..
-დღე ნაყოფიერად დამთავრდეს და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ..
-ცოლის დას დამიხედეთ რაა..
-შესანიშნავად გამოიყურება.. აბა წავიდეთ?
-წავიდეთ.. - წყვილმა დამტოვა.. წვეულება ახლახანს დაიწყო და უკვე იმდენი ხალხია.. წინასწარ ვიღლები.. ადგილი მაინც შევიცვალე..
-ახლა დაიწყო და უკვე გაქცევაზე ფიქრობ..?
-ამდენად კარგად თავს რატომ ვგრძნობ მეთქი კითხვა გამიჩნდა და თურმე შენ არ მახლდი თან..
-კარგად ყოფნის არაფერი გეტყობოდა..
-შენ რომ მოხვედი ავშენდი? საიდან მოიტანე, რა მეტყობოდა და რა არა..
-ძალიან ცდილობ ყინულის დედოფლობას, მაგრამ რაღაცების დამალვას ვერ ახერხებ..
-რის დამალვას უნდა ვცდილობდე..
-იმის რომ ჩემი დანახვა გაგიხარდა.. -ფართო ღიმილმა სახე გაუნათა..
-სისულელეა..-მზერა მოვაშორე-ყოველთვის ასეთ სისულელეებს ამბობ?
-ყოველთვის არა.. უმეტესწილად მაშინ როდესაც შენთან ერთად ვარ..
-მე დამაბრალე ახლა..
-ბრალდება საფუძვლიანია..
-ჰოდა შენზე ამდენად ცუდად თუ ვმქომედებ..ჩემგან თავი შორს უნდა დაიჭირო..
-იოცნებე..
-შეხედე..ისინი არ არიან ვისთანაც მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ..?-სხვა თემაზე გადატანის დროული შესაძლებლობა გამოვიყენე, მან კი თავი დამიქნია..
-ოღონდ ქეთა, დაიმახსოვრე..საქმე ჯერ არ უნდა ახსენო..დროის სწორად შერჩევა უმნიშნელოვანესია..
-გასაგებია..ეგ ხომ მითხარი უკვე..რა განერვიულებს ვერ ვხვდები..
-მნიშვნელოვანზე ნერვიულობა ბუნებრივია..
-ბუნებრივი კია მაგრამ არაფერს გარგებს..-რამოდენიმე ადამიანს მივუახლოვდით..
-მოგესალმებით მეგობრებო..
-იოანეს ვახლავარ..
-როგორ დროს ატარებთ..?
-ახლახანს მოვედით..ჯერჯერობით კარგს..
-დაწყება მნიშნელოვანია, თუმცა არა იმდენად როგორი იქნება გაგრძელება..-ვთქვი მე..
-მართალი ბრძანდებით..ამიტომაც გისურვებთ თქვენ და ჩვენს თავებსაც კარგ საღამოს..
-ჩემი საღამოს სიკარგეში დარწმუნებული ვარ..
-რატომ..?
-ყველაფერი რისი კონტროლიც შემიძლია ვაკონტროლებ..
-და რაც არ არის..
-იმაზე აღარ ვნერვიულობ..მთავარია ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო..განაღა ხელოვნებაშიც ასე არ არის..?
-ასეა..იოანე ამ ქალბატონს აქამდე სად მალავდი..აქამდე უნდა გაგეცნო..
-ყველაფერს თავისი დრო აქვს..
-იოანეს შესახებ კი ვიცით და თქვენზე რას გეტყვით..ხელოვნებასთან ახლოს ხართ..?
-დიახ..ხელოვნებათ მცოდნე გახლავართ..
-ახლა სად მუშაობთ..?
-შესვენება მაქვს აღებული..აქამდე იმდენი რაღაც ვცადე სადაც ხელოვნება იყო ნახსენები ვერ გეტყვით..
-ქეთას მრავალფეროვნება უყვარს..-იოანე..
-სასიამოვნოა..
-გვჭრდება თქვენნაირი მოწაიდენებული ახალგაზრდები დღეისობით..
-სწორედ ამაზე მაქვს საუბარი..საქმე იმაშია რამდენად მისცემენ გასაქანს..-იოანე გავითვალისწინე თორემ კინაღამ დამიცდა ფეხი, მომინდა მეტად მწვავედ გამომეხატა აზრი..
-ვისზე საუბრობთ..
-ვისაც შეუძლია დახმარება და არაფერს აკეთებს..წარმოიდგინეთ, რამდენი წარმოსადეგი ხელოვანი შეიძლება გვყავდეს, თუკი მოცემულობა მისცემს საშუალებას..-ჩემი საუაბრი იოანემ გააგრძელა..
-გეთანხმებით..მეტი ჩართულობაა საჭირო..
-იოანე..მგონი ჩვენი წასვლის დროა..ნუ მოვაცდენთ ამ ხალხს..
-პირიქით..თქვენთან საუბარი სასიამოვნოა..
-ვინაიდან ორგანიზატორებიც გახლავართ..მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს..
-თქვენი მესმის..აღარ შეგაყოვნებთ..-ერთი ნაბიჯით უკან მყოფ იოანესკენ გაღიმებული ზედმეტად სწრაფად შევტრიალდი..
-წავიდეთ..?-ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს უკან ოთხი კაცი გაქრა.. დანარჩენებსაც სიბლანტე გადაეკრათ რამოდენიმე წამით..
უცნაურად კმაყოფილი შემომყურებს, თან..
-წავიდეთ..-ელოდებოდა ჩემგან თანხმობას.. პასუხის მიღების შემდეგ ტუჩის კუთხე ჩატეხა...აი ამ წამს..-აა კიდო შემაქანა..
-რა..?
-ფრაზა ფილმიდან რომელიც ჩემს სიტუაციას ერგება..დაივიწყე..
-ეს კაცი არ დამანახოთ გავგიჟდები..ამ ფრაზას დაამატებ, თმებს დაგიწნიდი და ერთიერთში გამოვიდოდა..
-ვიღაცას ფილმი ნანახი აქვს..
-თანაც არაერთხელ..მერამდენ წრეზე წავედი არ მკითხო..
-მიკვირს..
-გასაკვირი რა არის.. “ცისფერი მთები” ნანახი, რომ მაქვს..?
-ცოტა არ იყოს დიახ..
-კარგი რაა ქეთათო..ვის არ აქვს ნანახი შენ ეგ უნდა იკითხო..
-რა მნიშვნელობა აქვს რამდენს აქვს ნანახი.. არასწორად გაიგეს ფილმი..
-არასწორში რას გულისხმობ..? რა ჰგონი ხალხს და სინამდვილეში რა მიზნით გადაიღო ელდარ შენგელაიამ..//?
-შესაძლებელია..
-ეს კარგი..ახლა ოდნავ მოშორებით წავიდეთ..ისეთი სატყუარა გადააგდე ლოდინის მეტი რა დაგვრჩენია..
-ანგარიში შენ გადაამოწმე..თანხის დარიცხვას ლოდინი არ უნდა დასჭირდეს..
-ყველაფერი წესრიგშია..თუ რამეა შემატყობინებენ..
-ჩემი მხრიდან არის რამე საჭირო..?
-შენზე მომაგრებულებთან უნდა გაარკვიო, საბუთების ამბები..
-პრობლემა არაა..ახლავე დავეკონტაქტები..
-მოიცადე სად მიდიხარ..
-თავადაც იცი სალაპარაკოდ ჯერ არ მოვლენ..მანამდე ცოტას გავივლი..თან მოცემულ დავალებას უნდა მივხედო..-არაფერი უთქვამს..სამაგიეროდ მე შევძელი უთქმელად გამეგო მისი..მოიცადე..ეს კარგის ნიშანი არაა..როდიდან მესმის სხვისი მარტივად..
ხასხასა წითელი..წვრილი ძაფის გაბმულობა ვიგრძენი წამიერად..კიდევ კარგი ახლოს აღარ მყავს, უფრო მეტად ჩემთვის არასახარბიელოად ახალართულ ძაფებზე ნერვიულობაღა მაკლია..
გარეთ გამოვედი..დაკისრებულის შესასრულებლად დიდი დრო არ დამჭირვებია, შესვლამდე კი გრილი ჰაერი არ მაწყენდა..მალევე ჩემზე უფროსი ქალბატონი დამეწვია..
-უკაცრავად ხელის შეშლა არ მიფიქირა..
-რას ამბობთ..მორძანდით..ცოტახნით ჰაერზე გამოვედი..სულ ესაა..
-მეც ასევე..ვითომ არაფერი და ხალხმრავლობა მღლის..
-თქვენი მესმის.. გარკვეული მიზეზის გამო, თავად ვარჩიეთ წამოსვლა და ჩვენეულ კომფორტზე უარის თქმა..
-ეგეც მართალია..თუ შეკითხვის წინააღმდეგი არ ხართ..თქვენ რამ გაიძულათ აქ მოსვლა..
-თავის ქებაში თუ არ ჩამომართმევთ..სხვების დახმარების სურვილმა..პატარა ადამიანების..
-გასაგებია..დახმარების ფონდზე საუბრობთ..?
-დიახ..თქვენზე რას მეტყვით..
-ზუსტად ამ ფონდში ვმუშაობ..მიხარია გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს როცა ვაწყდები..და არა მათ, რომლებიც თავის გამჩენაზე არიან..ოღონდ სხვებს დაანახონ მათი გაკეთებული სიკეთე..თუ ამას სიკეთე ჰქვია..
-არაუშავს..მათმა ფულმა საქმეე გააკეთოს და ვინ ჩივის..
-თქვენი განწყობა მომწონს..შესაშურია..
-რაღაცებს სხვა თვალით თუ არ შევხედეთ..ცხოვრება წუხილში გავა..არაფრის მომცემ ნერვიულობაში..
-ამ ბოლო დროს ასეთი განწყობა ჰაერივით მჭირდება..
-შეიძლება სათქმელად მარტივია..მეც კი ვებრძვი ჩემს თავს ამ კუთხით..
-გამოცდილება თუ გალაპარაკებთ, თქვენი აზრი მეტად ფასობს..
- ჩემი გამოცდილება სხვისას ემთხვევა..? ამ შემთხვევაშ შესაძლოა..
-ქალბატონო..გვჭირდებით..-არსაიდან გამოჩენილმა ყმაწვილმა ჩვენს დიალოგს შეწყვეტა აიძულა..
-მოვდივარ..აბა ჩემო კარგო წავედი..ვითომ კეთილისმოსურნეებს საჭირო თანხები უნდა გამოვძალო..
-რობინ ჰუდის როლი მოირგეთ…?-გამეცინა..
-ნაწილობრივ..მათი ცუდი მოტივი ჩემი კარგი მოტივისთვის უნდა გამოვიყენო..
-წარმატებები..ერთი საქმე გვაერთიანებს ბოლოსდაბოლოს..
-გამოსადეგი რჩევა იყო მადლობა..
-როგორც ჩემი მეგობარი ამბობს..როდესაც ცხოვრება ლიმონს გაძლევს…ლიმნათის გაკეთების ნაცვლად, პირდაპირ ჭამაც შეიძლებაო..ზოგჯერ შეიძლება მოკლე თუმცა ამავდროულად რთული გზის არჩევა უკეთესი იყოს..
-სწორი განწყობის დართვით არაა..
-ზუსტად..-წავიდა..ჰაერზე ცოტახანი კიდევ დავყავი და შიგნით დავბრუნდი..იგრძნობოდა ხალხის მატება..ამ თვალების ცეცებაში საჭირო ადამიანი ვიპოვე და მივუახლოვდი კიდეც..
-ამდენი ხანი სად ხარ..?
-მოხდა რამე..?
-მალე მოხდება..
-გამოდის ჩემი წასვლით არაფერი დაშავებულა..
-დაშავდა..უბრალოდ შენი თვალისთვისაა შეუმჩნეველი..
-რაზე ამბობ..
-ქეთა წავიდეთ რაა..ადგილი შევიცვალოთ..
-აქეთ-იქით უნდა მატარო..?
-სწორად მიხვდი..ასეა საჭირო..-სანამ კარგი პასუხი მოვიფიქრე “ხელოვანი” ხალხი შემოგვხვდა.. საეჭვოდ გაბადრული სახეებით..
-იოანე..ვერ წარმოიდგენ რა მოხდა..
-აშკარად კარგი სიხლე გვაქვს..
-ახლახანს ისეთი ზარი მივიღეთ..
-არ ვიცი რამდენად გაქვს ინფორმაცია..არსებობს ფონდი..ცნობილი მხატვრები და ხელოვანები არიან გაწევრიაენუბულნი..ძირითადად მათთვის ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ხელოვნების კუთხით განვითარდეს..ისწავლოს..
-ახალგაზრდებს აფინანსებენ..?
-დიახ..ახლახანს კი ამ ფონდის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა მათთან ერთად დაგვეფინანსებინეთ..აქცენტი კი ბავშვებზე გააკეთეს..რა თქმა უნდა, დავთანხმდით.. მათთან ერთად თანამრომლობაზე ვი იტყვის უარს.
-მოხარული ვარ..
-განსაკუთრებით რამოდენიმე მხატვარმა იაქტიურა,..
-მაგალითად..
-ტომასი, ზოი და ფენიქსი..თანხები არ დაიშურეს..
-ფენიქსი..?
-დიახ..დღის ბოლომდე ანგარიშს როცა ნახავთ უკმაყოფილო არ დარჩებით..
-ახლა კი უნდა წავიდეთ..
-შეხვედრამდე..-ღიმილით გავაცილე..-რამ გაგაშეშა..
-მიკვირს..ამ ფონდმა საიდან გაიგო ჩვენი საღამოს შესახებ..
-რა მნიშვნელობა აქვს..მთავარია გვეხმარებიან..
-ამ საქმეს მერე ჩავუღრმავდები..
-ჩვენი თანამშრომლობაც აქ დასრულდა..მიახარია არ გაწელილა..
-არაფერიც არ დასრულებულა..
-ამათთან არ გინდოდა საქმის მოგვარება..? სხვა რა დარჩა ..
-საღამოს დასასრულს ჩემ გარეშე არსად წახვიდე..
-კიდევ გაქვს მოთხოვნები თუ შემიძლია წავიდე..
-ჯერ-ჯერობთ სულ ესაა..ჩემო თავის ტკივილო..
-ახლა რა დამიძახე..?
-თავის ტკივილი..შეგიძლია წახვიდე..
-იცოდე მალე შეგახმება ეგ ღიმილი ..საღამოს გაფუჭება არ მინდა თორემ, მიიღებდი სათანადო პასუხს..
-ყველაფერი როცა დასრულდება მაშინ მივიღებ პასუხს, რომლითაც ასე მემუქრები.. სერიოზულად ხომ არ ფიქრობ შევშინდი..
-შანსი არაა ვერ ამიყოლიებ..
-მაგას ვნახავთ..-ჩამოყრილი თმა გადამიწია და ღიმილით დამემშვიდობა..რატომ ვაძლევ უფლებას ნერვები ამდენად მომეშალოს არაფრის გულისთვის..
თავი ხელში ავიყვანე და ვეცადე ურთულესი რაღაც გამეკეთებინა..ხალხში გარევა..გარკვეული პერიოდი გამომივიდა..წამი როცა ვეღარ ვძლებდი და გარეთ გასვლას ვაპირებდი..ნაცნობი გადამეღობა..ბუდუს მეგობარი..პატარა დახმარება ასე ცუდად თუ შემომიბრუნდებოდა რას ვიფიქრებდი..
-ქეთა მოგესალმები..
-გამარჯობა..
-როგორ ხარ..დიდი ხანია არ შევხვედრილვართ..
-კარგად მადლობა..
-აქ არ გელოდი..გამიხარდა შენი დანახვა..-მე არ გამხარებია..რაღა შენ გადაგეყარე..
-ხო..უნდა გავიდე..
-რა გეჩქარება..ვილაპარაკოთ ცოტა..
-სალაპარაკო არ გვაქვს..
-მე ასე არ ვფქირობ..
-აქ მთავარი ისააა მე რას ვფიქრობ..
-უნდა მეცეკვო..ისე არ გაგიშვებ..
-რა უფლებებით სარგებლობ..შენ..შენ რომ სადმე არ გამიშვა ან გამიშვა..-თავი ვეღარ გავაკონტროლო სიუხეშისგან..-არ მცალია..გამატარე რაა..
-გაბრაზება საჭირო არაა..-შებრუნება დავაპირე, ხელი მომკიდა და ფაქტობრივად საცეკვაო მოედანზე გამათრია..ზიზღის განცდა ვერ მოვიშორე..ზღვარს გადაცდა თანაც ძალიან..გეგმას ვსახავ უკვე როგორ დავეხსნა..ბოლოს ისღა გავიფიქრე ერთ ცეკვას ავიტან როგომე და მოვიშორებთქო..დრო გაიწელა თანაც უსაშველოდ..იმის დავიწყებას ვაპირებდი სად ვიყავი და ბოლო ხმაზე ყვირილს..ჩემს წინ ბუდუს მეგობრის მაგივრად იოანე გაჩნდა..ამ ფიქრებში როდის მოასწრო მისგან დავეხსენი და მასთან ერთად გამეგრძელებინა ცეკვა ვერ გეტყვით..
თავს მოდუნების საშუალება მივეცი..ზიზღის განცდა სასიამოვნო არომატომა ჩაანაცვლა, წამიერად შეძლო და მთლიანად მომიცვა..მინდოდა მეთქვა ხელი გაეშვა..მესაყვედურა..მეუხეშა..
პირიდან სიტყვა არ დამცდენია..ნერვებს მიშლის ის ფაქტი, ასე უბრალო სიახლოვით ახერხებს ჩემს გაჩუმებას..
-კარგად ხარ..?
-ვიქნები..
-ამის მერე..ვერ გაბედავს მოგეკაროს..-სითბო მრისხანებამ ჩაანაცვლა..
-ხელების ფართხა ფურთხი უნდა დაუწყო..? ასეთ შეუგნებელს..?
-არ მიცნობ და იმიტომ ლაპარაკობ..მე მასე არ ვაგვარებ საქმეებს..ანდრიამ რა გითხრა არ გახსოვს..?
-ოჰ როგორ დამავიწყდა..მოლაპარაკებები გეხერხება და რამე..მასეთ შეუგნებელთან არაფერი ჭრის..უარის თქმა თავის დაფასება ჰგონია..
-როდესაც ვამბობ ახლოს არ მოვათქო ესე იგი არ მოვა..ჩათვალე მოგვარებულია..
-მასზე ლაპარაკი აღარ მინდა..
-ძალიან კარგი..მე მაწყობს..-დამატრიალა..ამას დართული მძაფრი არომატი და ცოტა შევბარბაცდი..-თუ საშუალებას მომცემ არ დაეცემი..
-მაგას როგორ აპირებ..
-ნდობის საშუალებით..
-გგონია ამდენად მარტივია, ჩემი ნდობის მოპოვება..?/
-არ აღიარებ, თორემ შინაგანად მოგეპოვება, ჩემდდამი ნდობა..
-ვთქვათ გენდე..მაინც თუ წავიქეცი, მერე რას აპირებ საინტერესოა..
-არ წაიქცევი..დაგიჭერ..
-ყველაფერი ხდება..დავუშვათ ვერ მოასწარი..
-მსოფლიოში ყველაზე მოუხერხებელ მოცევავედაც რომ დაგასახელონ, ჩემთან ერთად ყოფნის დროს შენი წაქცევის ალბათობა ნულამდე დადის..
კიდევ გაქვს შეკითხვები..?-გამეღიმა..დრო კი ისე მალე გავიდა ვერ გავიგე..ყველა როდესაც გაჩერდა მივხვდი ცეკვა დასრულდა..-ჰაერზე გავიდეთ..?-თავი დავუქნიე..ცალკე ჩემს თავს გავუბრაზდი..რატომ..? მასთან ყოფნის დროის გახანგრძლივების სიხარულის გამო..
ხელის გაუშვებლად გავიარეთ გზა..არანაირი სურვილი არ მქონია ის სითობო აღარ მიმეღო რაც იმ წამს მოდიოდა მისგან..მისი საშინლად თბილი ხელისგან..
ჰაერზე ყოფნა მესიამოვნა, ვცდილობ ამ მომენტისთვის მაინც გავაქრო უარყოფითი განცდები და ფიქრები..
იოანე ჩემს პირისპირ დადგა..დამამშვიდებელი სიტყვების მოლოდინის რეჟიმზე გადასულს იმედები გამიცრუვდა.. ხმა არ ამოუღია.. შეიძლება გარეგნულად არ მეტყობოდა მაგრამ მაინც მიხვდა დამშვიდება რამდენად მესაჭიროება..
მეორე ხელიც ჩამკიდა..
მთელი ეს დრო ვერ ვუყურებდი და ბოლოს მაინც გავბედე თვალებში შემეხედა..შეუძლებელია მზერაში ჩაატიოს ადამიანმა ყველაფერი რასაც მე ამ სწამს ვხედავ..
ცხოვრებაში ამდენი წლის მერე პირველად ვიგრძენი ჩახუტების ძლიერი სურვილი..როგორ გადმოვცე რად დამიჯდა, მისთვის ხელები არ გამეშვა და არ მოვხვეოდი.. ეს უნდა მეკმარა..ჩაკიდეული ხელები, მასთან პირისპირ ყოფნა და სიჩუმე, ლაპარაკზე ბევრის მთქმელი იმ წამს..
. . .
-ქეთა..შენ რა თვალებში ნაცარს მაყრი..?
-თაია რეებს ბოდიალობ..
-ერთმანეთის პირისპირ იდექით, ჩაკიდებული ხელებით, მზერას არ აშორებდით და გინდა მითხრა არაფერს ნიშნავდა..?
-სწორად გაგიგია და რაღას მახსნევინებ..
-გადამრევ.. არ გინდა აღიარება, რამდენად მოგწონს იოანე..? იყოს მასე..
-არ მომწონს არანაირად..
-საკუთარი თვალით არ დამენახოს გუშინდელი სცენა, კიდე შეიძლებოდა შენი დაჯერება..
-გადამლაშება გიყვარს..ამ მომენტისთვის კი სულ ტყუილად..
-თურმე ვამლაშებ..
-ადამიანურად დამიდგა გვერდით..არომანტიზებ შენ კიდე..
-დასადგომი რა გჭირდა..
-მოხდა რაღაც რაც სალაპარაკოდაც არ ღირს და იმ მომენტში განვიცადე..
-არ გინდა წესიერად მომიყვე რა მოხდა..?
-ბუდუს მეგობარია ერთი..გადამეკიდასავით..ძალით წამათრია საცეკვაოდ..გახსენებაც არ მინდა..
-მერე..დაამთავრე..
-რაღა მერე..იოანე მოვიდა და გამომარიდა..ბოლოს რაც დაინახე ეგ იყო და ეგ..
-დეგენერატი რეები გაუბედია..
-დამშვიდდი..ჩავლილზე ნერვიულობა არ ღირს..მითუმეტეს შენს მდგომარეობაში..
-თავს როგორ გრძნობ..? შემიძლია დაგეხმარო..?
-არაფერია კარგად ვარ..
-მხოლოდ ჩემი ორსულობის გამო რამე არ დამიმალო..მირჩევია ვიცოდე სიმართლე..
-კარგად ვარ..ჩაიარა..
-მე მაინც მგონია..იოანესთან დაკავშირებით სიტუაცია რომანტიკულ ხასიათს ატარებდა..აღარ შემეწინააღმდეგო იქ ვიყავი..
-იქ იყავი და არა ჩემს თავში..-თაიამ თავი გააქნია და ხელი ჩაიქნია..მიხვდა ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა..
ამასობაშi მოსაღამოვდა..მთელი დღე ცივი წყლის მეტი არაფერი მიმიღია და სხვა რამის სურვილი არც გამჩენია..
ნენეს ველაპრაკე არ მომეწონა..რაღაც რიგზე არაა და ამ დღებში მოსანახულებელი მყავს ქალბატონი..მანამდეც ვნახავდი, თუმცა როგორც ამბობს საქმეები მაქვსო და დაკავებულია..ის რამოდენიმე წუთიც ძლივს გამონახა..
ახლა კი ახალი ზარის დრო დადგა..
-როგორ მახერხე ფონდიდან სხვა მხატვრების დაყოლიება..
-როგორღაც..ამდენი სამსახური ტყულად არ გამომიცვლია და დამეხმარა..
-კავშირებს არ უჩვი..ეგ კი მართალია..
-როგორ დაითანხმე არ მეტყვი..?
-პერსპექტივა დავანახე..
-შენც მაგრამ უფრო ფენიქსმა დაარწმუნა დანარჩენები..
-ეგეც ხომ უნდა გამომადგეს რამეში..
-ნუ მაცინებ..ჩემს უფროსზე აგდებულად არ ილაპარაკო კარგად მიხდის..
-მასე ჩემი უფროსიცაა..
-თანაშემწეობიდან თავის დახსნას არ აპირებ..?
-მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ..არც ფენიქსის თავი მაქვს და არც არავის..
-აქამდეც ვაგვარებდი და ახლაც განვაგრძობ საქმეების მოგვარებას..უბრალოდ სადამდე გაწელავ შვებულებას არ ვიცი..
-ხალისი არ მაქვს..რასაც აკეთებ ხომ უნდა გიყვარდეს..?
-შენ გიყვარს შენი საქმე..
-დილით ადგომას არ მაიძულებს..ენთუზიაზმი დავკარგე..დაბრუნებას აზრი არ აქვს..
-საქართველოში აპირებ დარჩენას..?
-ჩემს დას მისივე ნებით შევეკედლე..ჯერ არ ვიცი რას ვიზამ მაგრამ აქ თუ დავრჩი კი მომიწევს ბინაზე ფიქრი..
-შენ რა დარჩენას მართლა მოიაზრებ..?
-ზაფხული აქ ვარ, მერე ვნახოთ..
-სწორად აირჩიე..სინანული უვარგისი რამეა..არ შეგეყაროს..მეჩქარება..დაგირეკავ მერმე..-თავი დავუქნიე..ზარიც გაწყდა..
რაღაცების მოგვარება მილიონი წლით მინდა გადაიწიოს..არც ფიქრი მინდა და არც არაფერი..
ამასობაში ვითომ სამუშაოზე ხელღაბეულმა ფონდის საქმეების მოგავრება დავიწყე..როდესაც მიზანს მივაღწიე როგორც არაფერი შევეში..დახმარების სურვილის არქონის შემთხვევაში არც გავეკარებოდი.. ამ საქმიანობაში კი გავიდა რამოდენიმე დღე..
სული შეგეხუთება ადამიანს სიცხისგან..
ივნისის მიწურულია..წვიმები არ წყდება და მაინც ცხელა..იოანე გაკვრით ვნახე, მისი არსებობა არც შემიმჩნევია..ვცდილობ ვაგრძნობინო ჩემთვის არაფერს ნიშნავდა წვეულებაზე მომხდარითქო..მალევე გავაიზრე ჩემი საქციელი ბავშური გამოდგა და ცივილურ გამარჯობაზე გადავედი..არანაირი ზედმეტი..
რატომ ვეძებ ამ სიცხეში, შემთხვევით გადამწყდარ წამიერ სითბოს, ახსნას ვერ ვუძებნი..
დაწყებული საქმე კი გვაქვს ერთად, მაგრამა რათ გინდა ახალი არაფერი ისმის..საკუთარ თავს ვაგულიანებ, წამოწყებას ხომ არ უნდა გადაყვეთქო, ვცდილობ არ ვიფიქრო წამდაუწუმ..
-წესიერად ვერ ამიხსნი რა მოხდა..?
-უაზროდ ვიკამათეთ მე და ბუდუმ..
-მნიშვნელოვანი თუ არაფერია, აქამდე რით ვერ შერიგდით..
-ახალი პროექტის გამო სამსახურაში ვათენებ და ვაღამებ..ამასობაში კი გაიწელა..შეყვარებულებიც კი არ ვართ, რა უნდა მოვთხოვო..
-შენ არ იდარდო..მოგვარდება..
-არ ვიცი..ფიქრის უნარი წართმეული მაქვს..უნდა წავიდე, გნახავ..
-შემეხმიანე..-ტელეფონი გვერდით გადავდე..მაცივრიდან ცივი წვენი დავისხი და ეზოს მივაშურე..
სანამ არ მოსაღამოვდა სახლში აღარც შევსულვარ, შემდეგ კი სამეგობრო ნელნელა შემოიკრიბა..თაია კი ამბობს კარგად ვარო, მაგრამ ვინ უჯერებს, დიდად გადაადგილება რომ არ მოუწიოს შეკრების ადგილად ეს სახლი გადაიქცა..პრეტენზიების შემთხვევაში ყველა ეუბნება სამეგობროს პირველი ბავშვია ზრუნვასთან დაკავშრებით პრეტენზიები არ იყოსო..
-ანდრია..ვაშლატამა მინდა..გვაქვს..?
-არამგონია..
-მინდა..თან ძალიან..აი ძალიან..
-წავალ და მოგიტან..ასეთი დაღონებული სახე ნუ გაქვს..
-მეც წამოვალ..
-იყავი..მალე მოვალ..
-არა მეც წამოვალ..
-მეგობრებო არ მოიწყინოთ..მალე დავბრუნდებით..
-მიბრძანდით..
-სიძე..ცივი ჩაი გამომიყოლე..-ანდრიამ გასვლისას თავი დამიქნია..
-სამზარეულოში მივიდვარ..გინდათ რამე..? -დებორა
-ყავა არ დავლიოთ..?-ეკატერინე..
-მე ლუდი მინდა..
-ქეთა..რამ წამოგიარა..
-ამ წამს მომინდა..მაცივარშია..წამოიღე ბარემ..
-უნდა ვინმეს ლუდი..?
-დავლიოთ მაშინ ლუდი..-ეკატერინე..
-შენ მანქანით არ უნდა წახვიდე..?-მივუბრუნდი დებორას..
-ქმარი წამიყვანს..
-რა გენაღვლება..-გაეცინა..-მიდი და თუ საჭიროა მოგეხმარებით..მე რაა იმდენი მოხალისეა გარშემო..
-დემნა ორი წუთით რაღაც მაინტერესებს..-გვერდით მყოფი ეკატერინე დემნასთან გადაჯდა..-ატელიესთან დაკავშრებით..როდესაც წილი..
-ქეთა..
-იოანე.. გინდა რამე..?
-იქნებ წესიერად შენ მაინც მითხრა რა ხდება..
-რაზე ამბობ..
-ჩემს დეიდაშვილზე და შენს დაქალზე..
-რა გაინტერსებს..
-გაკვრით ახსენა..დეტალები არ მაინტერესებს..მშვიდობა..?
-იქნება თუ მოინდომებენ..დეტალები არც მე ვიცი..
-მათ დახმარებაზე ვფიქრობდი..
-ზრდასრულები არიან..რამდენად ღირს ჩარევა..
-უბრალოდ დაფიქრდი..დრო გაიწელება..მაგრამ არა მაშინ თუ ჩვენ..
-რის გაკეთებას მთავაზობ..
-არაფერს..შევახვედროთ..
-გასაგებია..გინდა დაქალი გამოვიტყუო..?
-ზუსტად..
-კარგად მოფიქრებულ სცენარს თუ გამიზიარებ დავფიქრები..
-ძალიან კარგი..ხვალ თავსატეხში უნდა მობრძანდე..
-ვნახოთ..-ყურადღება ისევ დემნასა და ეკატერინესკენ გადავიტანე..
-მოდი შევხვდეთ ამ დღეებში და წესიერად განვიხილოთ რა და როგორ..
-მადლობაა..
-მეც მოვედი..-დებორა გამოვიდა ლუდის ბოთლებით ხელში..-ჭიქებსაც გამოვიტან..
-არ გინდა მე გავალ-ეკატერინე..
-აი ეკატერინე გადის თორემ მე ვაპირებდი შემოთავაზებას-დებორას გაეცინა და ქმრის გვერდით ჩამოჯდა..
მალევე ანდრია და თაიაც დაბრუნდნენ..ვეღარ ითმენდა უკვე სამზარეულოში გაქანდა ვაშლატმების გასარეცხად..ანდრიას გაუხარდა ლუდის დანახვა..საპასუხოდ დაგვლოცა..მოკლედ საღამომ ნორმალურად ჩაიარა..ცოტა ყველამ დალია თაიას გარდა..პრინციპში დემნას დალევას დალევა არ ჰქვია..ცოლის ჭიქიდან დააგემოვნა ლუდი..
. . .
-რასაც ვაკეთებთ ზედმეტად ბავშური მგონია..
-შესაძლოა..არ გამოვრიცხავ..
-რამდენ ხანში მოვლენ..?
-არ ვიცი..ისე კი გაუკვირდა ნენეს ჩემი ზარი..
-პროფესიული რჩევა, გასაკვირი არაა..მთავარია არ დააგვიანოს..
-სხვადასხვა მაგიდებზე ჯდომა და ლაპარაკი ნორმალურია..?
-ასეა საჭირო..თავი უნდა მოვაჩვენოთ თითქოს ორივემ შეხვედრა დაახლოებით ერთ დროს დავუთქვით.. ნენე უფრო ადრე მოვა..საუბარი მოკითხვით გაწელე..
-ვეცდები..
-ახლა მიტრიალდი..ვითომ ერთმანეთს ვერ ვხედავთ..-იოანე კი არ მიტრიალდი დამატებით კიდევ მოშრებით გადაჯდა..ნენემაც დათქმული დროს არ დააყოვნა მოსვლა..მე ვერ დამინახა მაშასადამე არც მომსალმებია..დასხდნენ და საუბარი დაიწყეს..ოცი წუთის შემდეგ ბუდუც მოვიდა..ერთმანეთს აცდნენ და არ დაუნახავთ..
-სად გეჩქარება..ჯერ მითხრი რას დალევ..
-ყავა..-ამ დროს იოანე წამოდგა და გრეტასკენ გაემართა..ნენეს კი უცნობი მიუახლოვდა..ასე ხმამაღლაც არ საუბრობდნენ მაგრამ მე ხომ პირის მოძრაობით შემიძლია გავიგო ვინ რას ამბობს..
-თქვენი გაცნობა შეიძლება..?
-არა..სხვას ველოდები და იქნებ წახვიდეთ..
-შეყვარებულის..არ გავდა..
-რა მნიშვნელობა აქვს მე ხომ უარი გითხარით..-მათი დიალოგი ბუდუს ყურამდეც მიწვდა..უკან მიიხედა..
-თუ შეყვარებული არ გყავთ, უარს რატომ მეუბნებით..ნომერს ვითხოვ მხოლოდ..-გააზრებაც ვერ მოვასწრი როგორ წამოენთო ბუდუ და მათ გვერდით გაჩნდა..
-გამარჯობა..
-გამარჯობა..
-ჯერ ეს ერთი..ჩემო კარგო..შეყვარებული ჰყავს..მეორე როდესაც უარს გეუბნებიან იმდენი შეგნება უნდა გაგაჩნდეს მიღება შეგეძლოს..
-უკაცრავად არ ვიცოდი..
-ახლა იცი შეგიძლია წახვიდე..-სკამი გამოწია და ნენეს გვერდით მიუჯდა..ის ბიჭი გაუჩინარდა..თავსატეხი როდის დატოვა ვერ დავინახე..
ვინაიდან მოვლენების მთლად ასეთ განვითარებასაც არ ვფიქრობდით, დავიბენით რა გაგვეკეთებინა..სად წავსულიყავით..
წამოვდექი და გრეტას მივუახლოვდი..
-შეგიძლია წვენი მომაწოდო..?
-ახლავე..აი ინებე..
-მადლობა..-ყურადღება ისევ წყვილზე გადავიტანე..
-აქ რას აკეთებ..?
-იოანეს ჰქონდა საქმე..შენ..?
-ქეთა..
-გასაგებია..
-კარგად ხარ..?
-ცუდად რატომ უნდა ვიყო..ამ ვითომ შეყვარებულის ყოლამ განა პირველად გადამარჩინა..
-ვითომ, რატომ..?
-რეალობაში შეყვარებული არ მყავს და იმიტომ..
-გყავს..
-მართლა და იქნებ გამაცნო..?
-სასიამოვნოა მე ბუდუ ვარ..-ხელი გაუწოდა, რაზეც ნენემ ნერვიულად ჩაიცინა..
-ხუმრობის დრო არაა..
-ვინ გითხრა, რომ ვხუმრობ..?
-გაბრაზებულზე ნუ მოინდომე ჩემი შეყვარებულობა..
-მხოლოდ გაბრაზებულზე..? გგონია აქამდე არ მდომებია..? დავიღალე სტატუსის გარეშე ურთიერთობით.. შენ არა..?
-მე..
-ჩემთან სერიოზული თუ არაფერი გაქვს გეგმაში, აჯობებს ახლავე მითხრა რადგან შენს მიმართ..შენს მიმართ..
-საერთო, მომავალს გეგმავ..? საინტერესოა..
-ბუნებრივია, როდესაც ადამიანის მიმართ ისეთივე ძლიერი გრძნობები გაქვს, როგორიც მე შენს მიმართ..
-რა გაეწყობა..რადგან ერთად ვართ, შემიძლია თამამად გაგიბრაზდე..გეჩხუბო..
-შეგიძლია გამიბრაზდ..რა თქვი..?
-ერთად ვართთქო..სამწუხაროდ გადაფიქრების შანსიც აღარ გაქვს..-როგორ გავიძურწეთ თავსატეხიდან ვერ აღგიწერთ..კიდევ კარგი წვენის ყიდვა მოვასწარი..
-მაინც მიხვდნენ ჩვენი მოწყობილი რომაა..
-ასეც ვიცოდი..მთავარია ყველაფერი დასრულდა ისე როგორც გვინდოდა..
-უკეთესადაც კი..
-აბა ქეთათო..საით..?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს..-ჩემი ტაქსი როგორც შევნიშნე მისკენ გავემართე და ჩაჯდომისას ხელი დავუქნიე..
-გამოძახება როდის მოასწარი..
-აბა შენ იცი..-მძღოლმა უცნობი გზებით მატარა, თანც სასწაულად..გოგონების ინსტინქტი მაშინვე გააქტიურდა..ბუნებრივი ფიქრები, რომლებიც ვისურვებდი არ გვქონდეს..ამ გზით რატომ მიდის..რას აპირებს.. ჩემი პანიკა დიდხანს არ გაგრძელებულა, ნაცნობი ადგილების დანახვისას დავმშვიდდი..თაიასთან სახლში არ დავბრუნებულვარ..ამჯერად ძველ სახლს ვეწვიე..რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ გვეკუთვნის და ბოლო სართულს კარის გაღების იმედით ვერ ავუყვები, სადაც ძველი ნივთები და გარემო დამხვდება..სამაგიეროდ ეზოში შემიძლია გაჩერება..
ბავშებისთვის გაკეთებული საქანელებისკენ წავედი..სადღაც იქვე სკამებიც დავლანდე..
მართალია ამ სკამებზე ყოლველთვის მშობლები ისხდენენ და მე ვერ მნახავდით, მაგრამ რაღაცები იცვლება..
საღამოვდება..ამიტომაც მალე ეზო ახმაურდება და სამი ბავშის მაგივრად დასწრებაზე იქნება ვინ რითი გაერთობა..
ვგიჟდებოდი ეზოზე..ბავშებთან ყოფნაზე..თამაშზე..სკოლიდან მოსული არ ვიყავი ეზოში გავრბოდი..ყველას ვემეგობრებოდი..მიუხედავად ბავშური დრამებისა, რომლებსაც მაშინ ძალიან განვიცდიდი, ხანდახან კი მეგონა სამყაროს დასასრულს მოასწავებდა..აქაურობა ტკბილი მოგონებებითაა სავსე..
აი ამ წამს იმდენი მოგონებაა ერთდროულად არეული ერთმანეთში..უცნაურია საკუთარ თავს შორიდან უყურებდე..
რეალურად ჩემი პატარ ვერსია გაქრა, აქ ამ ეზოში თამაშს ვეღარასდროს შეძლებს..მისი სადარდებელი ვერ იქნება ახალი თამაშის მოფიქრება..წრეში ბურთის თამაშის დროს, მანქანის ქვეშ გაჭედილ ბურთზე დარდი..
ჩემს მაგივრად სხვები თამაშობენ..ვერც კი ხვდებიან ზუსტად ამ დროს რომ გაიხსენებენ სენტიმენტებით..ამ დროში, რომელშც მე მათ ვუყურებ დაბრუნებას ინატრებენ თუნდაც ცოტახნით..
ბავშობა მენატრება თუ ჩემი თავის ის ვერსია, რომელსაც ესმოდა და მშობლებისთვის სანერვიულო იბიექტი არ იყო..რომელიც თავს ტვირთად არ გრძნობდა, ოჯახის არცერთი წევრისთვის..
იქნებ სწორედ ამ დროში ვიყავი ჩემი თავის უკანასკნელი ბედნიერი ვერსია..
. . .
-იოანე..გინდა მითხრა, ფოტოზე ბაჩანასთან ერთად კიტა რომ დგას..იპოვე..?
-მთლად ასეც არაა..დაზუსტებით ცნობილი არაფერია..
-მისამართი ხომ გაქვს..
-რომელიც გადამოწმებას საჭიროებს..
-რაღაც გვაქვს..ხელჩასაჭიდი..მთავარი ესაა..
-როდის წავიდეთ..?
-ახლავე..დრო რატომ უნდა დავკარგოთ..ჯერ თორმეტი ახლა დაიწყო..
-წავიდეთ..ასე წამოხვალ..?
-ასე როგორ..
-ჩუსტებით..-დაბლა დავიხედე..
-მალე მოვალ..დამელოდე..
-სად უნდა გავიქცე საინტერესოა..
-მორჩა მზად ვარ..
-რას ელოდები..-მანქანისკენ მიმითითა..
-არა..შენი მანქანით არ წავალთ..
-აბა..რას აპირებ ჩემო თავის ტკივილო..
-ავტობუსით..
-სანამ გაჩერებამდე მიხვალ 10 წუთი მაინც გინდა..
-ვიცი..წავედით..?
-სხვა გზა მაქვს..?
-არა//-ხელები გავშალე თითქოს რაღაცის წარდგენას ვაპირებდე და გავუღიმე..
-რა გაეწყობა..-მანქანის კარი მიაჯახუნა და ჩემკენ წამოვიდა..
უხმოდ ვიარეთ ათი წუთი და უხმოდ ველოდეთ ავტობუსის მოსვლას..თვალები გამიფართოვდა როდესაც გავიაზრე ადამიანების რაოდენობა..მეთქი იქნებ ბევრი ჩამოვიდესთქო და ამდენ ხალხ აქეთ დავემატეთ..ცოტაღა მაკლდა ბოდიშს მოხდამდე, არ მინდოდა თქვენი შეწუხებათქო..
თავიდან არაფერი..მალევე კი ისეთი ჯაყჯაყი დაიწყო..ამას დამატებით ზემოთ აღნიშნული ხალხის სიმრავლე და მყარად დგომა გამიჭირდა..სამწუხაროდ სხვებსაც..ორჯერ გადავრჩი ვიღაცის დაჯახებას..მესამედ ვეღარ..
ნელნელა და შეუმჩნევლად ოდნავ მოშორებით მდგარმა იოანემ ჩემკენ გადმოინაცვლა..ჩემს უკან დადგა და ხელები ისე დააწყო პატარა სივრცეში მომაქცია..ამის წყალობით ვინმეს დაჯახების თავიდან ასაცილებლად მშვენიერი პრევენცია გამოდგა..
-ჩვენი გაჩერებაა..-თავი დავუქნიე და გავყევი.. ჩვენდა საბედნიეროდ ასატანი სიცხეა..მთლად გულიც არ შეგიწუხდება.. რადგან იოანეს ჰქონდა მისამართი მე მხოლოდ მიყოლა მევალება..
დანიშულების ადგილას როგორღაც მივაღწიეთ..ერთხელ კი აგვერია შესახვევი.. ეგ არაფერი, მთავარია უფცრო მეტი დრო აღარ დაგვიკარგავს..
-მე არ დავაკაკუნებ..-ჩემი განცხადების შემდგომ იოანე კარს მიუახლოვდა და ძლიერად დააკაკუნა..
-არაფერია..
-კიდევ სცადე..-ისევ არაფერი..ახლა უკვე მე დავაპირე დაკაკუნება, საშუალო ასაკის ქალბატონი როცა ჩამოვიდა ზედა სართულიდან..
-ტყუილად ნუ იწვალებთ..ამ სახლში არავინ ცხოვრობს..დაკეტილია..
-იცით მანამდე ვინ ცხოვრობდა..?
-ახალგაზრდა კაცი..ისე დატოვა აქაურობა ვერაფერი გავიგეთ..
-ისიც არ გეცოდინებათ სად წავიდა..
-არა შვილო..მე ვერ დაგეხმარებით..-სვლა განაგრძო, კიბეები მალევე ჩაიარა..
-რაღას ვდეგვართ..წავედით..-ჩვენც მალევე ჩავიარეთ კიბეები და გარეთ გამოვედით.
-ტყუილად მოვედით..
-ნაცნობია..უფრო დაზუსტებით ვერ კითხავ მამაშენს..?
-მამაჩემს ვერ ვკითხავ..
-გაგვიმარტივდება..კითხე რაა..
-რამოდენიმე წლის წინ შეიძლებოდა..ახლა აღარ გამოვა..
-რა..?
-ცოცხალი აღარ არის ქეთა..-ნაბიჯი ვეღარ გადავდგი..ამან ისიც გააჩერა..
-მაპატიე..
-არაფერია..საიდან უნდა გცოდნოდა..
-არ მინდოდა..
-არაფერია მართლა..იმაში კი მართალი ხარ, ზარი ყველაფერს გაამარტივებს..
-რას გულისხმობ..
-მამაჩემის მეგობარს მოვინახულებ..
-მარტივად ვერ კითხავ..?
-მხოლოდ იმიტომ დავურეკო რომ რაღაც მჭირდება..? არ გამოვა..მასთან მივალ ადამიანურად მოვიკითხავ და მერე შეიძლება ვიკითხო კიდეც რაც მაინტერესებს..თან სულ მეუბნებოდა ნახვა როგორ უნდოდა..
-როგორც გინდა..ახალს თუ გაიგებ შემეხმიანე..
-თავისთავად..-ახლა გავიაზრე ჩემ გამო უკან დაბრუნება უწევს მანქანის წასაყვანად..მგონი მართლა იოანეს თავის ტკივილი ვარ..
. . .
-მოიცადე ქეთა..შენ რა მართლა მიდიხარ..?
-გეგონა ვხუმრობდი..?
-წესიერად ვერ ამიხსნი სად მიდიხარ..?
-საქმეზე..
-სერიოზულია რამე..?
-ერთი კვირა უნდა წავიდე და ისევ ჩამოვალ..ხომ იცი აუცილებელი რომ არ იყოს არ წავიდოდი..
-თუ წახვალ აღარც ჩამოხვალ..
-არა დაო..პირობას გაძლევ ჩამოვალ..
-ანდრიას არ დაელოდები../ ან სხვებს არ დაემშვიდობები..?
-მაგის დრო არ მაქვს..საერთოდ ეს ბარგიც მამძიმებს..ტელეფონი და დამტენი საკმარისია..
-რა ხდება ესეთი..
-წამოვედი და აიკლეს იქაურობა..თითქოს შეუცვლელი კადრი ვიყო..
-შეუცვლელი კადრი ნამდვილად ხარ..
-არ მინდა..
-თავად აირჩიე თავის დროზე..-თაიას დავემშიდობე და სახლი დავტოვე..უკვე გამოძახებულ ტაქსში ჩავჯექი და აეროპორტისკენ გავეშურე..
როგორც აღმოჩნდა ჩემნაირად თავი დაადო და სადმე წახვიდე მთლად კარგი გამოსავალი არ არის, რადგან მოუგვარებელი საქმეები მაინც დაგეწევიან..
ჩამოსვლისას გავიაზრე რას გავექეცი..თითქოს არც დამისვენიაო..პაუზამ ვერ მიშველა..ეს კვირა გამოდგა მთელი ძალისხმევით მუშაობის კვირა რადგან საბოლოოდ დავისვენო..გარკვეულ ეტაპზე მაინც..
ერთდროულად ზედმეტად ბევრის გაკეთება მოვინდომე და აი შედეგიც..თითქოს თუ სულ დაკავებული ვიქნებოდი ფიქრის და დეპრესიის დრო არ მექნებოდა..შევცდი..უარესი გავუკეთე თავს..ბოლოს მუშაობის ძალა კი არა დილით ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი მივხვდი საბლოოდ გადავიწვი და თაიას ზარმა მიბიძგა საქართველოში წამოსვლა..
გარეთ წესიერად არც გამიხედია..ფრენამდე რამდენიმე საათით ადრეღა მოვახერხე კაფეში ჩამოჯდომა..
-არ მეგონა კიდევ თუ გნახავდი..
-რაც საჭირო იყო გავაკეთე..ფენიქსისთვის ჩემი შემცვლელი უნდა მოძებნო..
-გიყურებ და ვხვდები სწორი გადაწყვეტილება მიიღე როცა წახვედი..
-მოძებნი..?
-მაშ რას ვიზამ..მაგაზე არ იდარდო..
-ზოგადადაც ამას ხშრად არ ვამბობ მაგრამ მინდა იცოდე.. შენ გენდობი..ყველაფერს იდეალურად აკეთებ..საქმის პროფესიონალი ხარ..
-არ ამაწითლო..იმას ვაკეთებ რაც მევალება..
-ორივემ ვიცით იმაზე მეტს აკეთებ ვიდრე გევალება..ამას ვაფასებ..
-დაგირეკავ დრო და დრო..
-რასაკვირველია..
-იმედია ისე წავა ყველაფერი როგორც შენ გინდა ქეთა..
-გეტყოდი იმედიათქო, თუმცა თავადაც აღარ ვიცი რა მინდა..
-ზოგჯერ მთავარია შემდეგი ნაბიჯი იცოდე, მალევე ნისლიც გაიფანტება და გამოჩნდება..
-ზუსტად მაგ ნისლის გაფანტვის მეშინია, არ მინდა არასასიამოვნო სცენარი რეალობად გადაიქცეს..
-ამ არასასურველ სცენარს ამდენად თუ უღრმავდები..ამ გათხრაში იპოვნი საპოვნელს..არ გეგონოს თითქოსადა შენს ფიქრებს ძალა არ ჰქონდეთ..
-მახსოვს ყველაფერი ფიქრიდან იწყება..
-გარშემო მიმოიხედე..რამე თუ გაკეთებულა..გინდ დიდებული გინდ კოშმარულად საშინელი.. თავიდან ფიქრად შემდეგ იდეად ჩამოყალიბდა..
-ადამიანებს რომელბსაც ზედმეტი ფიქრის პრობლემა არ აწუხებთ..ვერ გაიგებენ რამდენად რთულია მათი კონტროლი..
-მონდომება თქვი თორემ შეგიძლია თავს მდგომარეობა შეუმსუბუქო..
-ვიცი ვიცი.. ძალების მოკრება მჭირდება არამარტო ფიქრებთან..ცხოვრებასთან გასამკლავებლად..
. . .
-იოანე..შენი ნათქვამი სწორად გავიგე..?
-სწორად გაიგე სწორად..კიტას შევხვდი..
-წესიერად მომიყევი..რამე გითხრა..?
-ამაზე ლაპარაკი არ მსურსო..ფაქტობრივად გამომაგდო..
-ბუნებრივია..კიდევ უნდა ვცადოთ..
-სასტიკ უარზეა..არ ვიცი, გამოვა რამე..?
-ჰოდა უნდა დავარწმუნოდ..
-როგორ..
-მაგის ოსტატი შენ ხარ..
-მართალია..”ბავშობიდან აქა ვზივარ..” მაგრამ ახლა საქმე სხვანაირადაა..
-მენდე..დარწმუნებული ვარ, საჭირო გზას გამოვნახავთ..
-"ნიკოლოზ, მე თქვენი მეცნიერული მეთოდების ძალიან მეეჭვება..."
. . .
-სიძე..თაია საითა..?
-დებორასთან ერთადაა გასული..გინდოდა რამე..?
-არაფერი..მეც მალე უნდა გავიდე..
-საით..
-საქმე მაქვს..
-გაგიყვანო../?
-შენი ძმაკაცი მომაკითხავს საჭირო არა..?
-აკი საქმე მაქვსო..
-მართლა საქმე მაქვს..
-არ ვიცოდი იოანე პირადი მძღოლის როლს თუ ითავსებდა..
-ერთობლივი საქმეა..არავის მძღოლობა არ მჭირდება..
-არ ესმის..შენ და იოანემ ერთობლივი როგორ გამონახეთ..
-”ასე მოიტანა ცხოვრებამ”..
-ხიდი, რომელზე გასვლაც ახლა ცდილობ არც ისე მყარია..ფრთხილად იყავი..
-ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ..
-ჩემთან ეგეთები ხომ იცი..არ გჭირდება..
-სხვას არაფერს მეტყვი..?
-მე რა უნდა გითხრა..ელემენტარული გაფრთხილებებისთვის საკმაოდ დიდი ხარ..მაინც კი არ გაკლია მრჩევლები..
-ეგეც მართალია..
-ორი ადამიანის პირადში ჩარევას არ ვაპირებ..ის მცირედი რაც შემეძლო მეთქვა გითხარი..ის კი ვიცი თუ ორ ადამიანს ერთად ყოფნა უნდა იქნებიან..
-დაწერილია და რამე..?
-არა..გულწრფელი და ძლიერი სურვილი, მცირე წინაღობებს არ მისცემს დიდი ხნით არსებობის უფლებას..
-ყველაფერი მასე მარტივადაც არაა..
-ზუსტად ამაშია საიდუმლო..ადამიანს თუ შენთან ყოფნა უნდა იქნება, გამართლებების გარეშე..
-რა ვქნა ვერ გეთანხმები..
-საჭირო არცაა..
-წავედი..-სახლი დავტოვე..უკვე უნდა დამეწუწუნა აქამდე სადაათქო და ზუსტად მაშინ გამოჩნდა მისი მანქანა..
-მშვიდობაა..?
-რატომ არ უნდა იყოს..?
-ჩვეულებრივზე მეტად უჟმური მეჩვენები..
-“ეს კაცი მოგზავნილი ხომ არ არის?”..-ჩემთვის უფრო ჩავილაპარაკე..როგორც ჩანს მაინც გაიგო და გაიღიმა..
-“ეჰ, თამუნია, თამუნია…”-..40 წუთზე მეტი დაგვჭირდა ადგილზე მისასვლელად..
-რომელი სახლია..?
-ჯერ მანქანიდან ხომ არ გადმოხვიდოდი..აი ეს სახლია..
-გასაგებია..-ახლოს მივუახლოვდი თუ არა კარებს ზარი დავრეკე..მოუთმენლობის გამო წამსვე დავაკაკუნე კიდევაც..არ ვიცი ვის ველოდებოდი მაგრამ მოხუცი ნამდვილად არ გამოსულა..40 წლამდე კარგი აღნაგობის მამაკაცი გამომეცხადა..
-ისევ შენ..?-იოანეს გახედა..-ამჯერად ქალბატონთან ერთად..-მე გადმომხედა..
-თქვენთან საქმე გვაქვს..
-უარი განვაცხადე..
-ვიცი..
-მაშინ აქ რატომ ხართ..
-უნდა გადაგარწმუნოთ..
-მაგას როგორ აპირებთ..
-იქნებ მითხრათ უარს რატომ ამბობთ..
-რაში მჭირდება იმ წარსულის შესახებ იცოდეთ რომლის ნაწილიც მე ვარ..
-იქნებ იმიტომ რომ ისტრორია გააცოცხლოთ..
-რამის დაწერას აპირებთ არაა..
-მაგას არ ვგულისხმობ..წერის ნიჭი ნამდვილად არ მაქვს..
-თქენ რატომ გინდათ ასე ისტორიის მოსმენა..დავიჯერო მიზანი არ გაქვთ..?
-ცუდი განზრახვა ნამდვილად არ გვაქვს..გვინდა ვიცოდეთ რა მოხდა..სულ ესაა..
-ჩემი დარწმუნება მარტივი საქმე არაა..ეს მხოლოდ მე არ მეხება..
-დამერწმუნეთ ვიცი, მარტივი არაა უცნობი ადამიანების სიტყვებს ენდო..მითუმეტესდ დღევანდელობაში-იოანე..
-არ ვიცი იოანემ გიამბოთ თუ არა საიდან დავიწყეთ ამ სიტორიის გამოკვლევა..მე მაინც მინდა ჩემი ვერსია გითხრათ.. ქუჩაში წიგნებს ყიდდა მოხუცი.. არაფრის ყიდვას არ ვაპირებდი მაგრამ-ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და წარწერაზე გადავშალე..-შემთხვევით ამას გადავაწყდი..
-ბაჩანას წერილი..
-დიახ..ვიპოვეთ ეს ფოტო-მერე წიგნი გადავუშლაე სადაც მეგობრების ფოტოა..-შემდეგ ეს..
-აქ ხომ მე ვარ..ეს ფოტო..
-ფარული მესიჯიდან გამომდინარე მივხვდით ანჟელიკას წერდა, რომელიც ამ ფოტოშიცაა..შეიძლება ჩვენი საქმე არაა..მაგრამ გულწრფელად გვანიტერესებს რა მოხდა..
-თუ თქვენ არ გსურთ თქვენს პირად სივრცეს პატივს ვცემთ..მაგრამ სანამ კიდევ ერთ უარს იტყვით დაფიქრდით იქნებ რამე შეიცვალოს და გადაიფიქროთ..-იოანე მომიტრიალდა და მანიშნა წავსულიყავით..კიტას თავის დაქნევით დავემშიდობეთ და გამობრუნება დავაპირეთ..
-მე..-დაეტყო ცუდად ყოფნა..ფერი წაუვიდა და სუნთქვა გაუძნელდა..იოანე რომ არა დაეცემოდა..
-რას მიყურებ..შიგნით შეიყვანე..-დივანზე მიაწვინა..
-ნეტა სახლში არავინაა..
-მაგის დრო არ არის, წამლების ყუთი უნდა მოვძებნოთ..რას აკეთებ..?
-ზურგზე უნდა დაწვეს და ფეხები მაღლა ჰქონდეს..
-რატომ..
-ტვინში სისხლის ნაკადს გაზრდის..დაახლოებით 15 წუთი უნდა იწვეს.. მიდი მანამდე წამლების ყუთი მოძებნე..-სანამ სხვისი სახლი გადავატრიალეთ..სანამ სიტუაცია დალაგდა ცოტა ჩვენც დავმშვიდდით და ბატონი კიტაც გონს მოვიდა..
-რა მოხდა..
-გული წაგივიდათ..სწრაფად ნუ წამოდგებით არ შეიძლება..
-ამის დრო იყო../?-ნელა წამოიწია..
-ვინმე არ გყავთ..თუ მარტო ხართ..
-ჩემი ცოლი..აქ არ არის..
-ჭიქა წყალს მოგიტანთ..-ამ გადაქექვაში სამზარეულოც რომ შემოვიარე არ ვიმჩნევ..-აი ინებეთ..
-თავს როგორ გრძნობთ..
-უკეთ..
-თქვენი შეწუხება არ გვიფიქრია..ბოდიშს გიხდით..
-ამიტომაც აჯობებს წავიდეთ..თქვენ კი დაისვენთ..
-მოიცადეთ..ისტორიის მოსმენა აღარ გინდათ..?
-რა თქმა უნდა გვინდა, მაგრამ არამგონია ახლა ამის დრო იყოს..უნდა დაისვენოთ..
-მე წავალ..წამალს დავლევ და მოვალ..დამელოდეთ..-წამოდგა და ოთახი დატოვა..
-რატომ გაგვაჩერა..
-დაველოდოთ და გავიგებთ..-კიტა გამოვიდა..მესხვანაირა..თითქოს სახე დაუმშვიდდა..და თითქოს იმ წამებში წყვეტდა როგორ მოქცეულიყო..
-არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცევი-ჩამოჯდა..-ისიც არ ვიცი რა გაინტერესებთ ან საიდან დავიწყო..-გადაშლილ წიგნს დახედა რომელზეც სამეგობროს ფოტოა გამოსახული..-ვერ გავიაზრეთ ისე აღმოვჩნდით ერთად..სრულიად განსხვავებული ოჯახებიდან, თავადაც განსხვავებულები..ერთ დღესაც მივხვდით როგორი ახლო და კარგი მეგობრობა გვაკავშირებდა..
ანჟელიკამაც და ბაჩანამაც საერთო ადამიანებით..ჩვენი დანარჩენების მეშვეობით გაიცნეს..ბაჩანა არაფრის დიდებით არ იმჩნევდა თუმცა სიგიჟემდე შეუყვარდა ანჟე..მისდა სამწუხაროდ ანჟელიკა მას ვერ იტანდა..ამოჩემებული ყავდა..ერთმანეთში კინკლაობდნენ, ჩვენც ხუმრობით ვეტყოდით ერთ-ორ სიტყვას..
ამასობაში მივხვდით ანჟელიკაც არ იყო გულგრილი..დრო გადიოდა..ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ სამეგობროში ერთ დღესაც განაცხადეს ერტად ვართო..დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ.. შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა ..მანამ სანამ სერიოზულად არ დაუშალეს მშობლებმა ერთად ყოფნა..
-როგორ მოიქცნენ..-ვერ მოვითმინე, არ ჩავრეულიყავი..
-ბაჩანა მელაპარაკა, როგორ არ შეეძლო მისი დაკარგვა, რადგან გამოხატვა არ შემიძლია იმას არ ნიშავს რომ არ განვიცდიო..ამიტომაც დაქორწინება და ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტეს..მხოლოდ მშობლებზე არაა, აქ არავინ მოგვასვენებს და წესიერად ცხვრებას არავინ დაგვაცდისო..
როგორც შემეძლო ვეხმარებოდი, ყველაფერი მოვაგვარეთ.. პირველ რიგში ფარულად იქორწინეს..შემდეგ კი წასვლის დროც დადგა..
საუბედუროდ..საუბედუროდ..როდესაც ანჟელიკა დათქმულ ადგილას მივაცილე..ბაჩანა არ მოვიდა..თითქოს მიწამ ჩაყლაპაო..გაქრა..
-დღეს..
-დღემდე არ ვიცი რა დაემართა..როგორ არ ვეცადე გარკვევა..საქმეც იმაშია, მისი საბუთები მე მქონდა..იმ დღის მერე არავის უნახავს..
-მიატოვა..?
-არ ვიცი რა მოხდა..არ მინდა დაჯერება..არ მინდა ანჟელიკას სახე მახსენდებოდეს როდესაც საბოლოოდ მითხრა სახლში წამეყვანა, რადგან იქ მარტო ვერ წავიდოდა სადაც ბაჩანასთან ერთად ჰქონდა გეგმები..ოცნებები..
-ახლა სად არის..
-წლები საზღვარგარეთ ცხოვრობდა..შიგადაშიგ ვეხმიანებოდი..დიდი ხანია არ მოგვიკითხავს ერთმანეთი..
ვიცი ისტორია გინდოდათ კარგი დასასრულით მაგარმ ეს ისაა რისი მოცემაც შემიძლია..ესაა რეალობა.. გულდასაწყვეტია, მაგრამ ხდება ხოლმე, დრომ მოიტანა ასე და ჩვენი სამეგობროც დაიშალა..ზოგი სიკვდილმა, ზოგი გარემოებამ და შემოვეცალეთ ერთმანეთს..ხანდახან ვფიქრობ რა იქნებოდა მცოდნოდა, ჩვენი ყველას შეკრება ერთად რომ ბოლო იყო..ბოლოჯერ რომ ვცვლიდით აზრებს, ისტორიებს..სიცილს..
რაც არ უნდა გებანალუროთ, ნამდვილი და ახლო ადამიანები დააფასეთ..გარდა იმისა რომ დრო სწრაფად გადის, ამასთანავე არ იცი თან რას მოიტანს..ნაპირზე რას გამორიყავს..
. . .
-ქეთა..ხომ კარგად ხარ..
-კარგად ვარ კარგად..
-აბა გათიშული რას დაბორიალობ..
-აჭარბებ..
-გუშინ შენ და იოანე არ იყავით გასულები..?
-მერე..
-რამე მოხდა..?
-რადგან შენმა ქმარმა გითხრა იოანესთან ერთად გავიდაო..ის არ დააყოლა საქმეზეაო..?
-რაც იქიდან დაბრუნდი მასე ხარ და დავინტერესდი..მოგვარდა მაინც ეგ თქვენი საქმე..?
-ძალიან გთხოვ არაფერი აღარ მკითხო..თავი არ მაქვს..
-როგორც გინდა..
-მე გარეთ ვიქნები..-თავი დამიქნია..-თაია..
-რა იყო..
-სადმე ხომ არ წავიდე..?
-საით..
-გეკითხები..
-მთა ზღვა თუ ქვეყნის იქით..
-საქართველოთი შემოვიფარგლოთ..
-სადმე წასვლა რატომ გინდა..?
-რაღაცნაირად ვარ..ვერ ვისვენებ..
-გგონია მანძილი რამეს შეცვლის..?
-რას გულისხმობ..
-იგის სინდრომი შეგეყარა..სხვა კუთხით..
-ბოდიალობ რაა..მეც გკითხე რჩევა..-არადა ამ სინდრომთან დაკავშირებით საკუთარ თავს დავცინი..
-მოიცადე რას გარბიხარ..თუ არ გეჩქარება მერე ერთად წავიდეთ..
-ერთად..?
-სამეგობრო..შანსი არაა სადმე წასვლა არ დაიგეგმოს..
-კარგი..
-კარგი არ მოდიხარ თუ..
-დიდი ალბათობით წამოვალ..
-მმ საეჭვოა..ზედმეტად მალე დამთანხმდი..მშვიდობაა..
-ყველგან პრობლემას ტყუილად ეძებ დაო..მოუფრთხილდი წერტილებს..-მთელი დღე აუზში გავატარე..კი გამომხედეს რამდენჯერმე ხო მშვიდობა გაქვსო მაგრამ წყალი საშუალებას იძლევა დაისვენო, მითუმეტეს თუ სასიამოვნო წყალია..
რამოდენიმე დღემეც უცებ გაიარა..ნენე ვნახე, თაიას გავყევი საყიდლებზე ბავშვისთვის უნდოდა რაღაცები..ცალკე ჩემთვისაც გავედი, არამარტო საიყიდლებზე გარემოს შესაცვლელად..ნაცნობს არ გადავყრილვარ, რამაც ჩემი გონება გაახარა ხოლო ჩემი გული მაინცდამაიც არა..
ამასობაში ივლისიც დადგა..
-რაღა დარჩა ზაფხულის დასრულებამდე..
-ორი თვე..
-იოანე..რა გინდა..?
-საუბარი რა უნდა მინდოდეს..არ ფიქრობ გაგრძელების დროა..?
-რისი გაგრძელების..
-ჩვენი კვლევის..
-მეტი გამოკვლევა რაღად გინდა..რაც საჭირო იყო გავიგეთ..
-დარწმუნებული ხარ..? გაქვს კი ისეთი შეგრძნება რომ ყველაფერი დამთავრდა..?
-საკმარისად არ ყვარებია..მეტის გაგება არ მჭრდება..მასთან არ დარჩენილა, მიატოვა..მიატოვაა..
-შენ რა იცი..
-არ მივიდა..
-იქნებ ვერ..
-რას გულისხმობ..?
-ჩვენ მხოლოდ ერთი ვერსია მოვისმინეთ..რეალურად არ ვიცით რა მოხდა..მიუხედავად იმისა რაღაცაში ვართ დარწმუნებული რომ ეს ასეა..სანამ იმ ადამიანს არ კითხავ ვისაც ეხება.. ვერ გავიგებთ..
-ვის რაღა უნდა კითხო..დარჩა რამე საკითხავი..?
-მე..-ახლოს მოიწია..-ბაჩანას მოძებნას ვაპირებ..
-იოანე სულ გზადაირიე..? ვინ უნდა მოძებნო ხვდები მაინც..?
-სრულებით..
-რომც მოძებნო რას ეტყვი, წლების წინ საყვარელ ქალს რომელიც ასე გელოდა რატომ არ შეუსრულე დანაპირებიო../? სხვის პირადში ამ დონეზე ვერ ჩაერევი..
-ვერ გაიგე კიტამ რა თქვა..? ადამიანი გამქრალია..დედამაც კი არ იცის სადაა მისი შვილი..
-რომელი დეტექტივი შენ ხარ, ის გაიგო რაც სხვებმა ვერ გაიგეს..
-დაკარგული ადამიანების ძებნის გამოცდილება მაქვს ქეთა..რომც არ გამომივიდეს უნდა ვცადო..
-"თანამდებობისათვის შეუფერებელი" ..-გაეცინა..-რას აპირებ..?-სულ ოდნავ კიდევ მოიწია..ამოთქვი ქეთა, ზედმეტად ახლოს ხარ იოანე..ზედმეტად.. გაფიქრებით მარტივი წარმოსადგენია თქმა..
-თმის რეზინა არ გაქვს..?
-რა შუაშია ახლა ეგ../?
-ამ სიცხეში გაშლილი თმა არ გაწუხებს..?-ჯიბიდა ორი რეზინა ამოვიღე..
-თუ საიმისოდ შემაწუხა ავიწევ..ახლა კი მითხარი რას აპირებ..აშკარად გეგმა გაქვს..-რეზინა გამომართვა, წამიერად შემათვალიერა და თმების მაღლა აწევა დაიწყო..-რას აკეთებ..?
-ეს ხომ ცხადია, არ შემიძლია კონცეცნტრირება..დიალოგის მანძილზე საქმეზე ვიფიქრო თუ შენზე..უფროსწორედ რომც არ წუხდებოდე ისეთი განცდა მაქვს რომ ასეა..არაფერი მოგივა ცოტხანით გქონდეს..-გავჩერდი და დაველოდო როდის მორჩებოდა, ოღონდ მზერა არ მომიცილებია..თავიდან ~~ არც გამოუხედია ჩემკენ, სამაგიეროდ დასასრულს თან მიყურებდა და თან საქმეშ იყო გართული.. ბოლო შტრიხებიც და..მოიცადეთ.. დაასრულა..
არცერთმა შევიმჩნიეთ, ჩემი შეკრული თმები, მზერა სამ წამს ისედაც დიდი ხანია გასცდა..ამ მომენტში სუნთქვის საშუალებაც ვერ მივეცი თავს..აქამდე..ვერ ვიხსენებ ელემენტარული სუნთქვის უნარი დამეკარგოს..
მეორე რეზინა გამომართვა..
-ეს რაღაში გჭირდება, თმები შეკრულია..
-როგორც ვიცი რეზინებს მალე კარგავ..მე კი კარგად შეგინახავ..-ხმის ამოღება დავაპირე თან მალევე რომ მოაყოლა..-წეღან ჩემი გეგმა გაინტერესებდა არაა.? მომხდარზე მეტი უნდა გავიგოთ, თავადაც იცი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოებებს..
-კარგი..
-ვაის გავეყარე ვუის შევეყარე..-უფრო თავისთვსი ჩაიალაპრაკა მარა მე რას გამომაპარებს..
-რაზე ამბობ..
-გაშლილი თმა ისე გიხდებოდა მეთქი აწეულზე ნაკლებად გამეფანტებოდა ყურადღება..ეს კი უარესია..აწეული თმა ზედმეტად გიხდება..-მის ბუზღუნზე და გულწრფელ აღიარებაზე გამეცინა, იოანეს რეაქციებიდან გამომდინარე ხმამაღლა..
-ზედმეტად საყვარელი ხარ..რა გამოდის წეღან მომატყუე და იმაზე საერთოდ არ ფიქრობდი ამ მზეში გაშლილი თმით რომ ვიდექი..?
-არ მომიტყუებიხარ..ორივეზე ვფიქრობდი..-უცაბედად გაჩერდა..მომიტრიალდა..
-რა მოხდა..?
-არაფერი..გზა გავაგრძელოთ..
-მანქანით რატომ არ ხარ..? მიკვირს სახლამდე ფეხით მობრძანდები..
-მანქანით უკვე მოვბრძანდი..აქვე მინდოდა მარკეტში გამოსვლა..
-სხვებიც აქ არიან..?
-მხოლოდ ეკატერინე..-სახლში შესულებს გარეთ დაგვხვდნენ..
-როგორ დამთხვევიხართ ერთმანეთს..
-ხდება ხოლმე..
-დღეს გასვლამდე მითხარი რაღაც უნდა გითხრაო..შემახსენე მერეო და გახსენებ..
-მასე გითხარი..? მე რა შეგახსენო, თავად არ მახსოვს..თუ გამახსენდება გეტყვი გეთაყვა…
-სახლში რაღას შედიხარ..დარჩი..
-მაცადე საშინაო ტანსაცმელი ჩავიცვა..
-შენი საშინაო ტანსაცმელი პიჟამოებია..წესით ორეულები რომლებიც დღემდე ვერ დაამთხვიე ერთმანეთს..
-რა ვქნა დაო..? ერთა დავკარგავ მეორეს ვიცვამ, პირველს ვიპოვი მეორე გასარეცხია და სულ ასეთი რაღაცები ხდება..ჩემი რა ბრალია..
-მიდი ამდენ ლაპარაკს, აქამდე გამოიცვლიდი..-სახლში შევედი გამოვიცვალე აწეული თმის ხელმეორედ აწევა დავაპირე, წამსვე გამახსენდა წეღანდელი..
გარეთ სულ გაშლილი მაქვს და სახლში შესვლისასღა ვიცი ხოლმე თმის აწევა..ჩვევას ვერ გაექცევი..
ეზოში გასვლამდე სამზარეულოში შევიარე და საყინულეში ჩემივე შედებული სასმელი გადმოვიღე..
-ქეთაა..აბა მოყევი როგორ ხარ..? -ეკატერინე..
-რა მაქვს მოსაყოლი, ამდენი ხნის მუშაობის შემდეგ ვისვენებ და მეუცნაურება..
-სანამ და კიდევ ერთხელ გამექცა, სადმე წასვლა არ დავგეგმოთ..?
-შენ შეძლებ..?
-კარგად ვარ, დანიშნულებებს კი ყოველდღიურად ვიღებ..
-ნელნელა მოვიფიქროთ რამე..-მსჯელობა წავიდა სად შეიძლებოდა წასვლა, ყველას განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა, ბოლოს იმით დაშოშმინდნენ დებორა და დემნა როცა მოვლენ მაშინ მოვიფიქროთო..
შიგადაშიგ ვგრძნობდი მზერას, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში დავაიგნორე..გგონიათ არ მინდოდა გამეხედა..? დავიწვებოდი, თავს გავამჟღავნებდი.. მაწყობს../? ცხადია არა.. ნეტა გავარად ცხადაძე რომ ვიყო უფრო მომიხდებოდა..? არა ახლა ეს აზრ რა შუაში იყო..
-თაია.. მე წავალ დავწვები..
-რა დროს ძილია..მოიცადე კარგად ხარ..?
-რაღაც ვერ ვარ კარგად, წამოვწვები..
-წამალი ხომ არ გინდა რამე..
-არაფერი არ მინდა, დავიძინებ და გადამივლის..
-როგორც გინდა დაო, თუ რამეა დაიძახე..-თავი დავუქნიე, სხვებსაც დავემშვიდობე და ჩემი ოთახისკენ გავემართე..მეც ისე ვთქვი გავემართეთქო, თითქოს ენერგიის ნატამალი შემრჩენია..
იმის იმედით ხვალინდელი დღე ყველაფერს შეცვლიდა მალეევე ჩამეძინა..
სამწუხაროდ კი მართალი აღმოვჩნდი..დღემ ყველაფერი შეცვალა უარესობისკენ..დილიდან მოუსვენრობამ შემიპყრო, მთელი დღე ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა მაგრამ არ გამოვიდა..
გავიდა დღეები, თვითგვემაში..არანაირი შეკრება, მე თვალით არავინ მინახავს..კი დავაპირე ერთხელ მეკითხა თაიასთვის შენი მეგობრები სადარიანთქო, მაგრამ თავი შევიკავე..
მაღაზიებში სულ სხვა რამის საყიდლად წასულს სხვა რაღაცები შემომეყიდა..
ბოლოს გულმა ვერ მომითმინა და ნენეს დავურეკე..
-რა სახე გაქვს ქეთ..მშვიდობაა../?
-არ ვიცი…
-რას ნიშნავს არ იცი..წესიერად მითხარი რა ხდება..
-ადგილი მჭირდება..
-ამ დილა ადრიან, რა ადგილზე ლაპარაკობ..
-სიწყნარე სიმშვიდე..ხედი..სად წავიდე../?
-ჩემთან დაგტოვებდი მაგრამ ბიძაშვილები მყავს ჩამოსული და არაფერი გამოვა..
-ადგილს ვერ მიმასწავლი..? სადმე..
-..ერთი იდეა მაქვს, ოღონდ არ ვიცი რამდენად მოგეწონება..მოკლედ იოანე ეს დღეები ქალაქიდან გასულია, ახლა ბუდუც არაა სახლში..იქ რომ ახვიდე..
-იქ სად..იოანეს სახლი გამოვიყენო განმარტოებისთვის../?
-რა მოხდა მერე..ხვალამდე არ ჩამოდის..დავურეკო ბუდუს თუ არა..
-კარგი დაურეკე მაგრამ მომთხოვნი არ იყო..
-ამას ვინ მეუბნება..არ იღელვო..დაგირეკავ..-გათიშა, ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ გადმომირეკა…-მოკლედ, სახლის გასაღები გამოართვი და აბრძანდი..
-სად შევხვდე..
-სად უნდა შეხვდე, მოვა მოგაკითხავს და..
-რაა..? მე მივიდოდი, სულ გადაირიე..?
-დიდი ამბავი შეყვარებულის ერთადერთი და განუმეორებელ დაქალი ატაროს..გაემზადე შენ მანამდე..-ხელი დამიქნია და გათიშა..არა რანაირად ვმეგობრობთ ამდენი წელი გამაგებინა..
გარკვეული დროის შემდეგ ბუდუც გამოჩნდა ჰორიზონტზე..
-როგორი დატვირთული ყოფილხარ..ჯერ სახლში ხომ არ მიგიყვანო..
-არა..ყველაფერი მჭირდება.. დღეს დაკავებული ხომ არ ხარ..
-არა რატომ..
-ვიცი უნდა გაწვალო მაგრამ..როცა მიმიყვან თაიას უთხარი, ქეთას მანქანა სჭურდებაო და როცა შეძლებ ამომიყვანე..
-საერთდ მე ჩამოგიყვანდი ისევე.
-არა მართლა მჭირდება..წასასვლელი ვარ..
-კარგი რა პრობლემაა..შენ მაგაზე არ იდარდო..-დანიშნულების ადგილზე მალევე მიმიყვანა..არც ჩემი საქციელია ნორმალური აქ რომ ვარ და არც დანარჩენების რომ დამთანხმდნენ..
გარემოს მოვავლე თვალი და სახლში შევედი..
მგონია შემოპარული ვარ და მაქსიმალურად ჩუმად უნდა ვიყო..
მეორე სართულზე ავედი, პატარა ვერანდაზე გავედი, იქ სადაც პირველად მოსვლისას.. გარემო ჩემსას მოვარგე და ახლახანს ნაყიდი მასალები გადმოვალაგე..
იმდენი ხანია ფუნჯი ხელში არ ამიღია, არ ვიცი რატომ მაქვს ისეთი განცდა, რომ ხატვას ისევ შევძლებ..
გიკვირთ..? შეიძლება არც.. ვხატავ, თანაც ბავშობიდან..სწორედ ამან გადამარჩინა მაშინ როდესაც სმენა დავკარგე.. ჩემი ტკივილის რაღაც ნაწილი ყოველთვის მიჰქონდა თან, ალბათ პატარა იმედი მაინც მაქვს ახლაც იგივე მოხდება..
თვალდახუჭულმა ჩემსა და ტილოს შორის უხილავი ბარიერი გადავლახე..თვალები ნელნელა გავახილე..თითქოს ჩემი გონება მთლიანად გაურკვეველ იდეას მოეცვა..
შიში იმისა, ხატვას ვეღარასდროს შევძლებდი სადღაც დასალიერში მოვისროლე..
როდესაც მეგონა ემოციურად ძლიერი ვიყავი და ჩემზე მოქმედებია საშუალებას არაფერს ვაძლევდი, მწარედ ვცდებოდი..დიდი ხნის ნაგროვები ემოცია, რომელიც არც ვიცოდი თუ ამ დოზით და ასეთი ძლიერი იქნებოდა..
ძალიან ნელა მისგან დაცლას ვახერხებ..
ფიქრები რომლებიც მჭამდა და მეგონა მალე მათგან დავლპებოდი სადღაც გაქრა..
ჩემს ნახატში თავადვე ჩავიღვენთე..
რამოდენიმე საათი გავიდა მე კი ვერ გავიგე..
-ქეთა..აქ რას აკეთებ..-ჩემმა გონებამ დაგვიანებით გაიაზრა ცოტახნის წინ შემოსული იოანეს სიტყვები..უფრო გვიან კი ის გაიაზრა ჩემს წინ იოანეა და არ მელანდება..
-თავად რას აკეთებ აქ..?-დასრულებულ ნახატს, რომელსაც შეფასების გამოღა მივჩერებოდი..თეთრი ნაჭერი გადავაფარე..
-საკუთარ სახლში ვარ..ეს თუ დანაშაულია არ ვიცოდი..
-მეგონა ხვალამდე არ დაბრუნდებოდი..
-ბოდიშიც ხომ არ მოვიხადო საქმეს ადრიანად მორჩენისათვის..
-არ იდარდო..მალე წავალ..
-შენ იმაზე უნდა მიპასუხო აქ რას აკეთებ..
-ვერ ხედავ..?-გარშემო მიმოფანტულ სახატავ ნივთებზე მივუთითე//..-ადგილი მჭირდებოდა..ნენეს ვუთხარი..მერე ბუდუმ..
-კარგი გასაგებია..-შიგნით შებრუნდა, არც ჩემს ხატვაზე აღუნიშნავს რამე..არაფრით აღარ დაინტერესებულა…და მე რა უნდა გავაკეთო..წავიდე..?
გგონიათ აქაურობა მივალაგე..? არაფერიც..ზუსტად ისე დავტოვე ვერანდა როგორცაა.. ქვემოთ ჩავედი, სადაც იოანე დამხვდა..სამზარეულოს კარადაში რაღაცას ეძებს..
-დალევ რამეს..?-არ გამოუხედია..მკითხა..
-რასაც დაასხავ დავლევ..
-დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ..
-შენგან განსხვავებით..
-ჰოო ჩვენ ხომ ასე ვართ..ვერასდროს ვერ ვემთხვევით..-წყალი დაადგა და ჭიქები გადმოიღო..
-რამე მოხდა თუ გადაღლილობის ბრალია..
-არ მითხრა, რომ გაინტერსებს..
-რადგან ვიკითხე მაინტერესებს..
-ვითომ..?-მიტრიალდა ცხელი წყალი ჭიქებში ჩაასხა და მომიბრუნდა..მე აღარაფერი მითქვამს იქვე დავჯექი..-რას აკეთებ..
-ჩაის დალევას ვაპირებ..
-ადუღებულია..ამ წამს დავასხი..როგორმე მოითიმნე ორი წუთი ..-ხელები ავწიე დანებების ნიშნად..
ახლაღა შევამჩნიე, როგორ საშინლად წვიმს გარეთ..თქვენთვის არ ვიცი და ჩემთის კარგი ამინდია..იმაზე გაფიქრებისას როგორი სურნელი იტრიალებს გარეთ როდესაც წვიმა გადაიღებს..გამეღიმა..
-შაქარს არ შემომთავაზებ..?
-ვიცი არ გიყვარს..
-მიყვარს..
-ახლა მართლა ჩაგიყრი რამოდენიმე კოვზს და შემდეგ დავტკებები ყურებით, როგორ “გემრიელად” გააგრძელებ დალევას..
-არ უნდა მაკვირდებოდე..
-შენ რა გგონია ჩასაფრებული ვარ..? თავისით ხდება..
-არაფერიც არ ხდება თავისით..არ უნდა იცოდე ჩემზე ასეთი წვრილმანები და მორჩა..
-ვითომ რატომ..
-წვრილმანებისგან შედგება ადამიანი..
-გულზე გასკდები რომ იცოდე რამდენი წვრილმანი მაქვს შეგროვებული..-აღარ მიპასუხია..უშაქრო ჩაის დალევა გავაგრძელე..ჩვენში დარჩეს არ მესმის შაქართან ერთად როგორ სვამენ..გემოს აფუჭებს..
წამოვდექი და მაცივარს მივაშურე..სალათის ფურცლები და პომიდორი გადმოვიღე..დაჭრილი პურიც..
-სულ ესაა..
-ჩემთვის საკმარისია..-ჩემს ადგილას დავუბრუნდი.. ტყუილი სუპი ხომ გაგიგიათ..მე ტყუილი სენდვიჩი გავიკეთე..
-როდიდან ხატავ..?
-რა მნიშვნელობა აქვს..
-სადღაც აქვს..
-რას გულისხმობ..?
-შენთვის ხატვის პროცესს რა დატვრირთვა აქვს.. თუ დიდი..თუ გეხმარება, მაშინ რაც მალე იწყებ უკეთესია..
-შენ რა იცი..
-შეიძლება არ ვხატავ, მაგრამ მეც მაქვს რაღაც მსგავსი..
-კარგი..
-მაცოდინა რას ხატავ..
-შენი ფენიქსიგან სრულიად განსხვავებულია..არ მოგეწონება..
-რას გადაეკიდე ამ ფენქსს..
-არ მომწონს..ამ სახლის დიზაინს უხდებოდეს მაინც, ისე გყავს გამოჭიმული..
-ძალიანაც უხდება..წამოდი..
-სად..-ნახატთან მიმიყვანა..-ახლა რა მოხდ..
-წამით შეგიძლია ჩემი თვალებით შეხედო..?-ნახატის მაგივრად ერთმანეთს რატომ მივჩერებივართ../?
-არ..არ შემიძლია..
-არ უყურებ..
-არ მინდა..
-ქეთა..
-ჩემგან რას ელი..ახლა შენს გვერდით ყოფნა რამეს შეცვლის..?
-ჯიუტად რატომ არ მაცილებ მზერას..? -მცირედი გაკვირვება დამეტყოოდა ალბათ სახეზე, მოულოდნელი შეკითხვის დასმისას..
-მინდა..არ ამის თქმას არ ვაპირებდი..გელაპარაკები და კედელს ხომ არ დავუწყებ ყურებას..
-მიზეზები არ გელევა..
-ჩემს სენდვიჩს უნდა დავუბრუნდე..
-დაუბრუნდი..
-მაცადე..
-ნაბიჯის გადაუდგმელად სამზარეულომდე ვერ მიხვალ..-სხვაგან გავიხედე მაგრამ ფეხი არ მომიცვლია..
-დაივიწყე..აღარ მშია..უნდა წავიდე..
-მე წინაღობას არ წარმოვადგენ ქეთა..თავად არ გინდა წასვლა..
-სისულელეა..ძალიანაც მინდა..გასაღები აქ უნდა იდოს..-მიმოვიხედე და მანქანს გასაღები შევნიშნე..ბუდუს დატოვებული..ხელში ავიღე და გასასვლელისკენ გავემართე..
-მადლობა სტუმართმოყვარეობისათვის..მეტად აღარ შეგაწუხებ..
-ჩემი თავის ტკივილი ხარ..ეგაა შენი მოვალეობა..
-ვიღაც ხასიათზე მოვიდა..
-სამაგიეროდ შენ გაგიფუჭდა ხასიათი..
-მართალი იყავი..ვერასდროს ვემთხვევით..
-ნახვამდის ქეთა..
-ნახვამდის..
. . .
-მოვიფიქროთ ახლა სად წავალთ..
-სადმე სადაც გრილა..
-ზღვა არავის უნდა..?
-ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს..
-გარემო გამოვიცვალოთ..შედარებით სუფთა ჰერზე..სიმშვიდეს შევნატრი..
-იდეა მომწონს..დაკონკრეტდით ახლა როგორმე..
-ეკატერინე..შენ რა გინდა..? -დემნა..
-მე.?..მთავარია თქვენთან ერთად ვიყო, მნიშვნელობა არ აქვს..
-მოდი იქ წავიდეთ, ამდენჯერ რომ ვახსენეთ და ვერ დავადგით საშველი..
-სანაპიროსთან ახლოს დიდი ლამაზი სახლი რომ დგას..?
-კი ყველასგან მოშორებითაა და არავინ შეგვაწუხებს..
-წავიდეთ..
-მე მოვაგვარებ ყველაფერს..გავარკვევ სიტუაციას..-იოანე
-ახლავე..?
-რას ველოდოთ..გარეთ გავალ და დაგიბრუნდებით..-როგორც აღმოჩნდა ახლახანს დაცარიელდა სახლი, დალაგებას საჭირობს და ორ დღეში შეგვიძლია წასვლა.. ვინაიდან დიდი დრო არაა პრეტენზია არავის გამოუთქვამს, თან დროც ხომაა საჭირო საქმეების სხვა დროისთვის გადასატანად..ჩასაბარგებლად..
ჩაბარგების პრობლემა მე არ მაქვს..პირდაპირი მნიშვნელობით ორი ხელი ტანსაცმელი მიმაქვს და არა ორი ხელი ჩემოდანი.. სამაგიეროდ სხვების ჩემოდანში კონკრეტულად კი დის ჩემოდანში დავიწყებ ქექვას..მოგებაში ვარ.. კი მითხრა ტაიამ მაინც ჩემი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა და რაც მოგაქვს ეგეც რაღათ გინდაო..არ შევიმჩნიე, მისი განაწყენება არ მაწყობს..
ორი დღე გაიწელა..როდესაც რაღაცას ელოდები, ბუნებრივია დროის მსგავსი აღქმა.. მეტად მტანჯველიც ხდება, არც ეს უკვირს ვინმეს..მოკლედ როღორღაც გასული ორი დღის შემდეგ ხანგრძლივ გზას დავადექით..
ცოტა ძილი ცოტა სიცილი..მათთვის მუსიკა და დანიშნულების ადგილას მივედით.. მეგონა ტყუილად აქებდნენ აქაურობას და საბედნიეროდ შევცდი.. სანაპიროსთან ძალზედ ახლოს მდგომი თეთრად შეღებილი სახლი, წინასწარ ქმნის კარგ განწყობას, მომავალი დღეებისთვის.
ვინაიდან სახლი დალაგებული დაგვხვდა 10 წუთი ოთახების განაწილებას მოვუნდით.. წყვილები ერთად და მარტო მყოფებს ცალკე საძინებლები შეგვხვდა..თავად კი თქვეს უმეტესი დრო ერთად უნდა გავატაროთ და საძინებელი ოთახი მართლა საძინებელი ოთახი იქნება, ერთმანეთთან დამაშორებელი კი არაო..
სახლში შევედით თუ არა თავსმხა წვიმა დაიწყო..მიუხედავად იმისა შუადღეს მოვედით, მზე თვალით არ გვინახავს..ცა გადაღრუბლულია..
-დარწმუნებულები ვართ, რომ ზაფხულია..? ისე ამიტანა სიცივემ..არ მეგონა ეს საცოდავი ჟაკეტი თუ საჭირო გახდებოდა..-დებორა
-გინდოდათ სიგრილე..ჰოდა მიიღეთ..-იოანე..
-ჩაი გინდათ ვინეს..?
-მე მინდა..-ეკატერინე..
-წყალი ჩემთვისაც გააცხელე..ჩემ თავს მე მივხედავ..
-როგორც მიბრძანებ ქეთ..კარგი, როგორც ჩანს სულ ესაა..-თვალს არ მოფარებია, აქ ყველაფერი გაერთიანებულია და კედელი არ გვყოფს..ოდნავ მოშორებით გადაინაცვლეს..
1-2 დღე სიტუაციაში გარკვევაში და შეჩვევაში გავიდა.. სახლიდან ალბათ მთლიანობაში ორი საათით ან გავედით ან არა..გადაუღებლად წვიმს.. ცუდ გუნებაზე არავინ დამდგარა.. უცებ მოვერგეთ სიტუაციას, მსგავსი რამ თავადაც იცით გადაგვხდენია..
დილის წვიმის შემდეგ სიგრილე გარანტირებული გვქონდა ამიტომაც ცურვის გარდა იმის მოფიქრება დავიწყეთ, როგორ შეიძლებოდა უბრალოდ დროის გაყვანა კი არა..დროის საკმაოდ კარგად გატარება..
უცნაურია..მე და იოანეს ერთი სივრცეში დიდი ხნით მოვხვდით..რატომღაც კი ისეთი განცდა მაქვს ერთმანეთს უფრო მეტად ჩამოვშორდით..წამზე მეტად არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის..წესით ეს უნდა მიხაროდეს არა..? წესით კი..
ადრიანად როგორც კი გარეთ გავედი, წვიმა დაიწყო..მართალია ვაბუქებ..გერილი(მალე გადამღები) გამოდგება თქო ვიფიქრე და უკან არც დამიხევია სვლა განვაგრძე..
ახლა ისეთი ამინდია, ნორმალურ ადამიანს სახლში დარჩენა და ჩაის დალევა მოგინდება..მე კი ამ დროს მიხარია..
იცით თავს როგორ ვგრძნობ..? თუ უყურებდით ბავშობაში “Powerpuff Girls”..ერთ-ერთ სერიაში გამოჩნდება ძალიან უბედური ბოროტმოქმედი, რომელიც მუდმივად ტირის. უკიდურესად სევდიანი ვინმეა, ამ დროს ყველა ქალაქში თავს მასზე ბედნიერად გრძნობს, ამრიგად, მან აიძულა ყველა მის მსგავსად ატირებულიყო, რაღაც მოწყობილობის საშუალებით, რომელიც სხვების ბედნიერებას უბედურებად აქცევდა და ლუ გუბრიუსის(ბოროტმოქმედი მეცნიერის) მწუხარებას საპირისპიროდ.
მიმიხვდით თუ ჩავხლართე..მოკლედ მგონი მაშინ ვგრძნობ თავს ბედნიერად როდესაც ყველა მოწყენილია, მაგალითად ახლა დანარჩენებისთვის არც თუ ისე სახარბიელო ამინდისას..აი მაშინ კი როდესაც მზიანი თბილი ამინდია, მე ვარ მოწყენილი და დანარჩენები პირიქით.. შეიძლება ცოტას ვაბუქებდე, მაგრამ აი ამ წამს ასეთი განცდა მაქვს..უფრო მოკლედ რომ გითხრათ თავს ლუ გუბრიუსივით ვგრძნობ, ბოროტმოქმედი მეცნიერივით..
მე ვაზროვნებ უცნაურად..? ასე რომელი ნორმალური ადამიანი ფიქრობს.. დედაჩემი რომ მისმენდეს მეტყოდა ნეტა შენი სადარდებელი მომცა..მე კი ჩემს ბერკეტს გამოვიყენებდი და ვეტყოდი სმენა არ მაქვს, ამ სადარდებელს ესეც ხომ არ დავამატო და სულ წაიღეთქო..როგორც ყოველთვის..
რადგან ყველაფერი ისე არ გამოგაქვს, როგორც ბაზრობაზე, დახლზე სხვადასხვა პროდუქტი, ჰგონიათ ამ ქვეყნად არაფერი გადარდებს და ჩიტივით თავისუფალი ხარ..იმ ჩიტივით ბუდეში მისატან საჭმელს რომ დაეძებს ბარტყებისთვის.. არ იცოდით..? ის ჩიტიც არ არის თავისუფალი, მას თავისი გასჭირვებია და ხალხი ამ დროს მის თავისუფლებას შენატრის..იქნებ ამ წამს მართლა ჩიტად რომ გადაქცეულიყავით ისევ ადამიანად ყოფნა გენატრათ..
აზრს თუ მე დამეკითხებით..ადამიანს თუ ჩიტს..თავთავიანი სადარდებელი აქვთ.. ჩვენ კი ისე ვართ მოწყობილებები ძლიერ განვიცდით, გვგონია მაინცდამაინც ჩვენ დაგვემართა იმნაირი უბედურება ამდენი საუკუნის განმავლობაში ქვეყნად არავის რომ გამოუცდია..
შემდეგ მოდის ეტაპი, სხვის უბედურებას შევნატრით .. არ მოგესმათ.. ჩვენ შევნატრით სხვის უბედურებას რადგან სხვისი გვემარტივება.. ამ დროს კი ამ შენატრული უბედურების მფლოებლს ქვეყანა თავზე ექცევა..
საბოლოოდ კი, იმის ძახილს როგორ შეხვდა ვისმეს ადვილი გადასატანი.. მეტი თანაგრძნობა გვმართებს ვინაიდან უნდა გვახსოვდეს, ვიღაც ჩვენს გასაჭირს ნატრობს.. ამ უცნობს ვარდისფერი სათვალე უკეთია, როდესაც ჩენს პრობლემას უცქერს, ამის საპირწონედ ჩვენც ვარდისფერი სათვალე გვიკეთია სხვისი პრობლემის ყურებისას.. შემედავედთ და მითხარით სათვალის მოხსნის დრო არ მოსულაო..
ამასობაში ზედმეტად შევყევი სეირნობას..სახლი საერთოდ აღარც მოჩანს..უკან მიბრუნება დავაპირე ნაცნობი სახის შენიშვნამდე.. არც ვაციე არც ვაცხელე ისე მივუახლოვდი..
-არ მითხრა ამ სიცივეში..თან წვიმაში წყალში ვიყავი შესულიო..-არ გეტყვი..
-იოანე..
-რამ გაგაწიწმატა ქეთათო..
-გაციების მერე რას აპირებ..
-არ გავცივდები..
-რა იცი..
-ამაზე უარეს ამინდში ვყოფილვარ საცურაოდ..
-როგორ დამამშვიდე..რა გაღიმებს ადამიანო..მართლა არ ხარ შენ ნორმალური..წავედი რაა..-გაბრაზებულმა გეზი სახლისკენ ავიღე..რამოდენიმე წუთის დაგვიანების შემდეგ ისიც წამოვიდა, უკან მხოლოდ ერთხელ გავიხედე..დაწევა არც უცდია..სანამ სახლამდე არ მივედით..
ამრიგად უთქმელად დავიშალეთ..
-ქეთ გარეთ იყავი გასული..?
-რა მოხდა..
-თმები გაიშრე..გაწუწულ ქათამს გავხარ დაო..-გავბრაზდი..? არა, გამეცინა..
-ხანდახან გამოგდის ჰო იცი..-ამასობაში ჩემს კუჭს მოშივდა..მე არა.. საჭმლის გაკარება არ შემიძლია ისე ვარ..ჰოდა გამოიცანით რას გავაკეთებ..სწორია დავიძინებ..თმები მაღლა ავიწიე..გაშრობის თავი არ მაქვს და ჩემს ოთახში შევედი.. თაიამ არ დამაძინა, რაღაცაში უნდოდა მიხმარება..როგორც კი გავთავისუფლდი დაძინების გეგმა განვაახლე და გამოვაცხადე არავის შევეწუხებინე..
გამოფხიზლებისთვის ყოველთვის დიდი დრო მჭირდება, ამ წამს კი განსაკუთრებით..უკუნითი სიბნელე რომ დამხვდა ოთახში, რომელშიც ფარდები გადაწეულია..გაჭირვებით წამოვდექი..ტელეფონს ვერ ვპოულობ..ნათურის ანთება ვცადე მაგრამ უშედეგოდ..როგორც ჩანს დენი წავიდა..ოთახიდან გავედი და ისევ სიბნელე..თავი სიზმარში მგონია.. ისე ამიჩქარდა გული მგონია მალე ამომივარდება..ნაბიჯს ვეღარ ვდგამ..ერთხელ მოვახერხე ხმის ამოღება..ბავშვებოთქო..
ჯერ კიდევ გამოფხიზლებას ვცდილობ და ასეთ მომენტში საკუთარი თავის დამშვიდებას, რომელიც არ გამომდის..
სადაცაა ტირილი უნდა დავიწყო..ხელები ნაცნობ სითბოს გრძნობენ..როდესაც ვიაზრებ ჩემს წინ იოანე დგას, ყველაფერი მავიწყდება..ჩვენს შორის არსებულ სივრცეს მალევე ვფარავ და ვეხუტები..ცოტა ხნის შემდეგ როდესაც ხვდება სუნთქვა დამირეგულირდა, თავადვე მიშორებს და მიბიძგებს მას გავყვე..
სიბნელიდან კი გავდივართ გარეთ, სადაც მოშორებით დანარჩენებს ვხედავ..ცეცხლი დაუნთიათ და გარშემო შემომსხდარან..
-მე..
-ახნსა საჭირო არაა..შეგეშინდა, მე კი იმ მომენტში შენთან აღმოვჩნდი..
-დარწმუნებული ხარ რომ აღმოჩნდი.?
-სრულიად..
-იოანე..
-..მიდი მათთან წადი, მეც მოვალ..-მართლაც, ბავშვებს ვუახლოვდები და თავისუფალ ადგილს ვიკავებ..
-მშვიდობა გაქვს../? ახლა უკვე შენი გაღვიძება დავაპირეთ..
-კარგად ვარ..
-შემოწმებაც..
-მერე..რატომ არ წამოხვედით ჩემს შესამოწმებლად..
-იოანემ დაგვასწრო..შუქი როგორც კი ჩაქრა შენთან წამოვიდა, როდესაც გაიღვიძებს არ შეეშინდესო..
-არ შეგხვედრია..?
-კი..
-დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ..?
-ახლახანს გავიღვიძე..ალბათ მაგის ბრალია.. აბა მითხარით ჩემამდე რაზე ლაპარაკობდით..
-თამაშს დაწყებას ვაპირებთ..კარგ დროს გაიღვიძე..
-ახლა სიმართლე და მოქმედება არ ახსენოთ თორემ თბილისამდე ფეხით ჩავალ..
-არა მაგაზე არ ვამბობთ..გითამაშა მე არასდროს..?
-ჩვენ რომელი წესებით ვთამაშობთ..
-ვინც პირველი აღმოჩნდება და თითი აღარ დარჩება ჩასაწევი ის აგებს..ყველა რომ ვიყოთ ჩართულები თითოეულის ნელნელა გავარდნა გამოვრიცხეთ..
-გასაგებია..
-იოანეც მოვიდა..
-მაშინ დავიწყოთ..
-მე ვიწყებ..-თაია..
-მე არასდროს მიჭამია მთლიანი პიცა მარტოს..-ეკატერინეს გახედა, მან კი უკმაყოფილოდ ჩაწია თითი..
-ჩემი წაგება გინდა..? ჩემი ჯერია.. მე არასდროს მიკითხავს ვიღაცისთვის ჩემზე დაქორწინებულიყო..-ძმებმა თითი ჩაწიეს
-არასოდეს მიმიცია ვინმესთვის ყალბი მობილურის ნომერი..
-ქეთა და ეკატერინე ერთი ნაბიჯით უკან..
-მე არასდროს დამიტოვებია ვიღაცის სახლში რაღაც განზრახ, რადგან მქონოდა საბაბი, რომ ისევ მენახა..-თითი ნელა ჩავწიე..
-მე არასდროს მინანია ჩემი კარიერული არჩევანი..-ეკატერინემ ჩამოწია თითი..
-მე არასდროს დავუკავებივარ აეროპორტის დაცვას..-თითი ჩავწიე…
-თაია გაუგებრობა იყო..
-ვიცი დაო..რას იზამ ასეთია თამაში..- თამაში გავაგრძელეთ ..რაღაცნაირად მუღამში შევედით.. პირველ ჯერზე კი წავაგე მაგრამ მეორე ხელი დავიწყეთ და ვინ ჩიოდა..
ერთმანეთს ბევრ რამეზე გულიანადაც დავცინეთ და დღის დარჩენილი ნაწილი კარგად გავატარეთ.. მთლიანობაში დარჩენილი დღეებიც..ისე უცებ ჩაიარა ვერ გავიგეთ..
ამინდის მიუხედავად გავერთეთ, პირადად მე იმაზე კარგად გავატარე დრო ვიდრე ვიფიქრებდი..
. . .
-იოანე..არის, სიახლე გვაქვს..
-გისმენ..
-კიტას ვთხოვე ანჟელიკას დაკავშირებოდა და ეკითხა უნდოდა თუ არა ჩვენთან შეხვედრა..
-მერე..-სახეზე შეეტყო უსიამოვნება მის გარეშე რომ ვესტუმრე კიტას მაგრამ ეცადა არ შეემჩნია..
-დაგვთანხმდა..
-ხუმრობის გარეშე..
-ხუმრობის გარეშე..დღეს უნდა შევხვდეთ..თვითონ დაგვითქვა ადგილი და ორ საათში იქ უნდა ვიყოთ..
-ასე მალე..
-როგორც კი კიტამ ანჟელიკას პასუხი მომწერა გითხარი..შეხვედრა კი დღესაა..
-კარგი, მისამართი მითხარი..
-და ორი საათი ველოდოთ..?
-ეგარი და გავდივართთქო სახლიდან..?
-მშვიდობა გაქვთ..?-ეკატერინე..
-რაღაც ეგეთი..-დროის გაყვანა როგორღაც მოვახერხეთ..ბოლოს მოსაწესრიგებლად სახლში შევდი და წავედით..თაია და ანდრია სახლში არ იმყოფებოდნენ, ამრიგად ჩვენ სამი გავუდექით გზას..ეკატერინე ატელიესთან დავტოვეთ და დანიშნულების ადგილისკენ წავედით..მისვლისას გარემო ვერ ამოვიცანი..
-ქეთა არ შევიდეთ..?-უკმაყოფილო სახით თავი დავუქნიე და შიგნით შევყევი..
-როგორ მივხვდეთ რომელია..-გარშემო მიმოიხედა..
-მგონი მე ვიცი..წამოდი..
-იცანი..?-ოთახის ბოლო მაგიდას მვუახლოვდით.
-როგორც ჩანს მომაგენით..
-თქვენ..ჩვენ..
-კი მე ის ვარ საღამოზე რომ გაიცანი..მიხარია ისევ რომ შევხვდით..
-თქვენ ხართ ანჟელიკა..?-თავი დამიქნია..
-დასხედით..
-ჩვენ ხომ ერთმანეთს ვიცნობთ..არც კი მიფიქრია-იოანე..
-სამსახურში ლიკას მეძახიან..ამიტომ ვერ მიხვდი ვერაფერს..აბა ჩემთან რამ მოგიყვანათ..? კიტამ კი დაახლოებით მითხრა..
-კიტას მხრიდან ისტორია მოვისმინეთ..თუ პრობლემა არ იქნება და თქვენს პირად სივრცეში უხეში შეჭრა..მოგვიყვებით..?
-ამდენი წელი გავიდა და მაინც მოახერხეთ ჩემი აღელვება..როგორც ჩანს დრო ყველაფერს არ კურნავს..
-ჩვენ..
-არა პრობლემა არაა..უბრალოდ მეუცნაურება..ამდენი წელი გავიდა, არავის უკითხავს.. შეგიძლიათ ფოტო მაჩვენოთ..წიგნიდან..?
-აქ მაქვს..-ჩანთიდან ამოვიღე, საჭირო გვერდზე გადავშალე და წინ დავუდე..ახლოს მიიტანა, ფოტოს თითები გადაატარა..
-კარგი დრო იყო..
-გახსოვთ გადაღების მომენტი..?
-თ-ს გარეშე ძალიან გთხოვ..მახსოვს, რა დამავიწყებს, გუშინდელი დღესავით.. არავის გვქონდა გადაღების თავი, მაგრამ წამოჭრილ იდეას, რამე ხომ უნდა დაგვრჩესო, ყველა ავყევით..საბოლოოდ კი ახდა სიტყვები, რაღაც მართლა დაგვრჩა..
-ხშირად იგონებთ წარსულს..?
-არ მინდა წარსულში ვცხოვრობდე..ჯერ კიდევ ვაპირებ ცხოვრებას და მერე ყველაფრის ერთნაირად გახსენებას..
-შეხვედრიდან მალევე გაიაზრეთ…რომ ..
-ბაჩანას მიმართ გრძნობები მქონდა..? ცოცხალი თავით არ ვაღიარებდი, არც საკუთარ თავთან..შემდეგ იმდენად გაიზარდა, რას დავმალავდით.. ბავშვებო შეგიძლიათ წიგნი მაჩვენოთ, წარწერით..?
-შემთხვევით გადავაწყდი..
-დაჯახებისას..
-დიახ საიდან იცით..
-ახლა გამახსენდა, მეგობრისთვიის ვეძებდი რაღაცას და მეჩქარებოდა, ვიღაცას დავეჯახე და ბოდიშის მერე გზა განვაგრძე..
-მოიცადეთ, როდესაც წიგნი დავარდა, თქვენ შეგეჯახეთ..
-არ მჯერა ამას რომ ვამბობ მაგრამ ასეა..ახლა კი, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პირველად ვკითხულობ..
-აქამდეც წაგიკითხავთ..?
-რა თქმა უნდა, თან ამ წიგნის მეშვეობით ბაჩანამ პირველად მითხრა რომ ვუყვარდი..
-მსგავსი არაფერი ეწერა..
-სათანადო ყურადღება არ მიგიქცევია..”მთვარე ლამაზია, არა?..ამაშიც მართალი იყავი”..მაინც ვერ ხვდებით..? ნათქვამია, რომ ძველად იაპონელი მამაკაცები ზედმეტად მორცხვობდნენ თავიაანთი მეწყვილეებისთვის "მიყვარხარ" ეთქვათ, სამაგიეროდ ისინი ამბობდნენ..
- "მთვარე ლამაზია, არა"
-ისე ვიყავით ერთად ეს სიტყვები არ უთქვამს..შემდეგ გაურკვევლობის და სტრესის გამო ვიჩხუბეთ..ძალიან..ეს წიგნი პატარა ბავშვს გამოატანა.. რა თქმა უნდა, დათქმულ ადგილას მივედი და შევრიგდით..დღემდე მომყვება დარდათ, ნეტავ დაშორების ის დღეებიც არ დამეკარგათქო..
-არაფერს ეჭვობდით..? ანა ახლა რას ფიქრობთ მის წასვლაზე..
-რთულია ზუსტ პასუხი არ გქონდეს, მხოლოდ მე რომ გამქცეოდა კიდევ შეიძლება გამეგო, მაგრამ მთელ სამყაროს როგორ გაექცა..მას..თავიდან გავმწარდი..ბრაზი არ ქრებოდა მაგრამ ახლა..მხოლოდ კარგი თუ მაგონდება..საკუთარ თავს დაღუპავ ბრაზით ცხოვრებას თუ გადაწყვეტ..და თუ გადაწყვეტ, ასეთ ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია..
-არაფერი მოგსვლიათ მისგან..საერთოდ არაფერი..?
-არა..ისეთი დღეები მაქვს გადატანილი, ვერც წარმოიდგენთ..ერთი ტიპი იყო, მოვწონდი..ბაჩანას გაუჩინარების შემდეგ მითხრა ტყუილად ელოდები არ დაბრუნდებაო..ახლაც მახსოვს მისი დარწმუნებული სახე, თითქოს რაღაც იცოდა..უბრალოდ დარწმუნებული ვარ ბაჩანა არაფერს გაუმხელდა ჩემგან წასვლა რომც გადაეწყვიტა..სხვა არაფერი ყოფილა..
-შეგიძლია ამ ადამიანის სახელი..მოიცადე..აი აქ დამიწეროთ..? მადლობა..-კიდევ ვილაპარაკეთ ცოტა ხანს..დაგვემშიდობა და წავიდა..
-დღემდე უყვარს..
-შენ რა იცი..
-ქეთა..არ გინახავს ეტყობა ადამიანი როგორ იცვლება საყვარელ ადამიანზე როცა იწყებს საუბარს..
-ტანჯვაა..დღემდე უყვარს..? ტანჯვააა, წამებაა..
-ყველაფერი შავ-თეთრი როდია.. სამაგიეროდ სინანული ვერ დავინახე, მათი სიყვარული რაღაც უფრო მეტი იყო..
-სამაგიეროდ ვინ იცის ახლა როგორ იტანჯება..
-ასეთი ძლიერ სიყვარულს თუ გამოცდი..ვფიქრობ ღირს..
-მე არ ვარ დარწმუნებული..
. . .
-მომზადებას მოვასწრებთ..?
-ჩვენ კი არ უნდა მოვრთოთ..ანდრიამ დაიქირავა სამაგისოდ..
-გამოდის მალე გავიგებთ ორივე წერტილას სქესს..
-ვეღარ ვითმენ..-რამოდენიმე დღე გონება მაინც თაიაზე მქონდა გადატანილი, რა როგორ ჩაივლიდა, ყველაფრის მოწყობა და ამბები..
ჩვენ კი არაფერი მოგვიწყვია მაგრამ დაგეგმვა საკუთარ თავზე ავიღეთ..საქმე არ დაილევაო და აქეთ-იქით კი დავრბოდით..
-ჩემო თაია და ანდრია.. პირველი ბავშვის სქეს გაიგებთ..არც მეტი არც ნაკლები იქსიკი და ნოლიკით..-მხიარულ დაძაბულობაში ბოლო სვლის ჯერიც დადგა..
-აბა მოემზადეთ..არ მჯერა..გოგოაა..-ჟივილ ხივილის ტალღამ ძლივს გადაიარა..მეგონა არცერთ სქესს არ ვგულშემატკივრობდი და გოგო რომ დავინახე ჭკუიდან კი გადავედი..
-მეორეს ჯერი დადგა..აღარ გაწვალებთ და ეს დიდი ბუშტი უნდა გახეთქოთ..
-1..2..3..გოგოააა..
-ორივე გოგოაა..
-”ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე”..-ჩემს ნათქვამზე ყველას გაეცინა..მხიარულ ნოტაზე გაგრძელდა აღნიშვნა..ორივე ისეთი გახარებულია, ეს სიხარული გვიორმაგდება..
-ოფიციალურად ვიწყებთ სახელის არჩევის მარათონს..
-იდეებს მოგაწვდით..
-დედის გული მაინც სხვა..ვერ გამოვიცანიი..
-შენ თქვი ერთი გოგო ერთი ბიჭი..
-რა მნიშვნელობა აქვს..
-არანაირი ჩემო აუტანელო ქალბატონო..შენ იყავი კარგად..
-პირველად მესმის ადამიანს აუტანელს ეძახდნენ და ასე უხაროდეს..
-აგერ ვერ გეძახის იოანე თავის ტკივილს..?
-ზურგს უკანაც ესე მომიხსენიებს ხოლმე არაა..? შემობრძანდეს ერთი ამდენი ხანი ტელეფონზე რომ ლაპარაკობს..
-სამაგიეროდ ისეთი გაბადრული სახე აქვს ვინ ჩივის..
-სისულელეა..
-ნუ გაიკვირვე, ვითომ არ იცოდე იოანე შენზე რას ფიქრობს..
-კარგი რა ნენე..რამე რომც იყოს შენი აზრით სერიოზულად მიყურებს../? არა..დღეს იხალისებს..სულ ესაა..
-ქეთათო..შენ წარმოიდგინე შენნაირი უჟმური ადამიანის მიმართაც კი შეიძლება ადამიანს სერიოზული გრძნობები ჰქონდეს..-იოანეს გამოჩენამ სხვები კი არა მე მაიძულა გაჩუმება..
-ცუდად ხუმრობ..
-ნეტავ ვხუმრობდე..-კიი როგორ არა..ჩემთვის უფრო ვთქვი, დავტოვე ოთახი და სამზარეულოში გავედი.. მაცივრიდან ცივი წყალი გადმოვიღე ჭიქაში დავასხი და დავლიე..
უბრალოდ სიტყვებია…არაფერს ნიშნავს…არაფერს ნიშნავს..
ვითომც არაფერი მომხდარაო, ისე დავბრუნდი კუთვნილ ადგილას და ვცდილობ წამოწყებულ თემას ავყვე..
. . .
-არ გესმის ქეთა..შენი აზრით მთელი ეს დრო რას ვაკეთებდი..ამ ადამიანზე ყველაფერი გავიგე..მისი ოჯახის შესახებაც..რა გააკეთა არ ვიცი მაგრამ კარგი არაფერი..
-კარგი არაფერი მარტივი სათქმელია..წასვლა აიძულა..? დაემუქრა..? ამდენი წლის წინ მომხდარს როგორ გავიგებთ..
-ერთად უნდა მოვიფიქროთ..ხომ გახსოვს სანამ დავიწყებდით რა გითხარი..დაწყებულს შუა გზაშ არ ვტოვებ..
-რას მთავაზობ..? შენთან ერთად ვარ..შენთან ერთად მაგრამ რის გაკეთებას მთხოვ..
-უნდა გავიგოთ ამ კაცმა რა იცის..
-შეიძლება მქონდეს რაღაც გეგმის მსგავსი..შეიძლება..
-რას ელოდები მერე..მითხარი..
. . .
-წესიერად გამაგებინეთ ვინ ხართ..
-ხელოვნებათ მცდონე ვარ..ვერ წარმოიდგენთ სად აღარ მიმუშავია..ამას წინათ კი გადავაწყდი აი ამ სურათს სადაც ცნობილი მხატვარია თავის მეგობრებთან ერთად..
-მე რა შუაში ვარ ხომ ვერ მეტყვით..
-პატარა გამოძიების შემდეგ გავარკვიეთ რომ მათთან კავშირი გქონდათ..
-სისულელეებისთვის დრო არ მაქვს..
-დამიჯერეთ სულ მალე იმდენი დრო გამოგიჩნდებათ მაგას აღარ იტყვით..
-ეგ როგორ უნდა გავიგო..
-როგორც გინდათ..
-მემუქრებით..?
-მხოლოდ იმას ვლაპარაკობთ რაც ვიცით..
-და რა იცით..
-არ დაადასტურებთ მათთან კავშირს..?
-ვიცნობდი..მერე რა..
-გაცნობა და მეგობრობა დანაშაული არაა..გოგო მოგეწონოს და აწუხებდე კი..დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობთ..
-უკაცრავად..
-ანჟელიკა მოგწონდათ..
-კარგი რაა სწორი იქნება თუ ვიტყვით უყვარდა..თუ გიყვართ..
-ეს მასკარადი როდის დასრულდება..-წამოენთო..ბრაზი შეეპარა რაზეც ჩამეღიმა..
-როგორია ადამიანზე გიჟდებოდე ის კი ზედაც არ გიყურებდეს..თან ვის გამო..არც საიმისო ოჯახი..არაფერი გააჩნდეს და მაინც მას ამჯობინებდეს თქვენს თავს..
-სიულელე..
-თქვენი ლაპარაკი საჭიროა აარაა ჩვენ გეტყვით რაც საჭიროა..
-ქონებაც გქონდათ..წარმოსადეგი ოჯახიც..მეტი იმ დროში რა უნდა სდომოდა ქალს არაა..
-რას აღარ აკეთებდით..მოჩვენებათ გადაიქეცით..თითქოს დადიოდით და ანჟელიკა ვერ გამჩნევდათ..იქნებ გაგვიმხილოთ როგორი განცდაა..
-ჟურნალისტები ხართ არაა..
-ყველაფერი მთლად ასეც არ იყო ქეთა..ახალი გეგმა მოიფიქრა..
-მართლაა.. გაუმართლა..?
-წინასწარ გეტყვი რომ არა..ბაჩანას მოშორება განიზრახა..იქნებ ახლა მაინც მეშველოსო..
-საკუთარ თავს უარესი გაუკეთა არაა..
-მერე გამოჩნდა ანჟელიკას ბაჩანა როგორ უყვარდა..არ იცოდა რა დაემართა და არც კი გაბრაზებულა..უფრო სწორედ დიდ ხანს ვერ შეძლო გაბრაზებული დარჩენილიყო..
-არ შესძულებია..ტიროდა ელოდებოდა..ვეუბნებოდი არ დაბრუნდებათქო..ვერ შევაგნებინე..
-თქვენი ნგეშ კი არა ბაჩანასთან ყოფნა უნდოდა..
-ვერ იქნებოდა ვერც მაშინ და ვერც ახლა..
-ერთ დღესაც რომ დაბრუნდეს მერე რას აპირებთ..
-არ დაბრუნდება..
-რა იცით..
-სამუდამოდ დავადუმე..როცა ვამბობ არ დაბრუნდებათქო..ესე იგი არ დაბრუნდება..რა მკვდარი მივა ანჟელიკასთან..?
-ან თქვენთან ან არავისთან არაა.
-ზუსტადაც..შეეძლო ცხოვრება აეწყო, ჩემან ერთად..არ ისურვა ხოდა იყოს ბაჩანას გარეშე, რომელიც მე წავართვი..
-სწორი იქნება თუ ვიტყვით მოკალით..
-დიახაც მოვკალი.. ვეღარ შეხედავს იმ წყეული თვალებით..
-თქვენი ოჯახის პატრონს დამალვა არ გაგიჭირდებოდათ..
-არ გამჭირვებია..-კიდევ უნდა ეთქვა რაღაც მაგრამ გაშეშდა..თითქოს იმ მომენტში გაიაზრა რაც თქვა..ხმა ვეღარ ამოიღო..სავარძელში ჩაესვენა..
-ჟურნალისტი რომ ვიყო, ყველაზე გულახდილი რესპოდენტის ტიტულს მოგანიჭებდით..
-ახლა რას აპირებთ..ტყუილად ეცდებით, არაფერი გამოვა..
-მაგასაც ვნახავთ..
-და სჯობს გვიან ვიდრე არასდროს..
-წეღან რას ამბობდით დრო არ მაქვსო..? მაგზე ჩვენ ვიზრუნებთ..დარჩენილი ცხოვრების დაკავებული საათები გაგინთავისუფლეთ..
-ვიმსახურებთ მადლობას მაგრამ შეხედე რა სახე აქვს..აშკარად არ აპირებს..
-თქვენს ლაპარაკს ვის მოისმენს..ვინ დაგიჯერებთ..
-ფარულ კამერას და მოსასმენს დავიჯერო არ დაუჯერებენ..?-ვიცით საქმე გაიწელება..სანამ საქმე აღიძვრება..სანამ დალაგდება ყველაფერი მაგრამ მთავარი დაწყებაა..
მტკიცებულებების ფონზე სხვა გზა არ დავუტოვეთ..დემნა დაგვეხმარა დანარჩენ იურიდულ საკითხებში..კი გაგვაფრთხილა მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც არაა მარტივიო მაგრამ რაღაცნაირად მზად ვიყავით ორივე..
ყველაზე მეტად მაშინ ავნერვიულდით ანჟელიკასთან საუბრის დრო რომ მოვიდა..თქმის მომენტში ის ქალი ჩამონგრა რომელიც წვეულებაზე ვნახე..ძლიერი და წელში გამართული..ცხარე ცრემლით ატირდა..სასწრაფოს გამოძახება მოგვიხდა..სულ იმას გაიძახოდა ნეტავ მივეტოვებინე და სადაც უნდა იქ წასულიყოო, ოღონდ ახლა ცოცხალი იყოსო..
სანამ დამამშვიდებელი არ გაუკეთეს ვერ გავაჩერეთ..
-როგორ იქნება..?
-დრო სჭირდება, მალე ყველაფერი ნორმაში იქნება.. ახლობლების ნებართვის გარეშე ანალიზებს ვერ გავაკეთებთ და..
-პრობლემა არაა გააკეთეთ რაც საჭიროა..-ექიმმა თავი დაგვიქნია და წასვლა დააპირა იოანემ გააჩერა..-ჩვენ წავალთ, მაგრამ ყველაფერო უნდა გამაგებინოთ..
-რა თქმა უნდა, ქალბატონზე არ იღელვოთ..-ჩვენ კი ნელნელა გასასვლელისკენ დავიძარით..ხმის ამოუღებლად მიმიყვანა სახლამდე, რადან ყველა შეკრებილი იყო ამიტომ გადმოვიდა თორემ ხომ ვიცი თავი არ ჰქონდა არაფრის..
-რა სახეები ჩამოგტირით..
-ლაპარაკის თავი არ მაქვს..
-საქმე არ გახსენით..? კიდევ რას აგვარებდით..
-მოკლულის ცოლს შევატყობინეთ, მის ქმარს რა დაემართა..
-რა..? ცოლი ჰყავდა..?
-ახლა ჩანს ყველაფერი თორემ კიდევ არ ვიცით წარსულში რა ამბები ტრიალებდა გარშემო..
-ამას ეძახდით არა საქეზე მივდივართო..რას ვიფიქრებდი თქვენც თუ გამოძიებაში ჩაერთვებოდით..
-რა გეუცნაურება..ჯერ იყოდა თაიამ და ანდრიამ, ბიზნესმენი გამოიჭირეს ბავშვების სიცოცხლესაც რომ უქმნიდა საფრთხეს ყველაფერთან ერთად.. შემდეგ დებორა და დემნა, მანიაკი დააკავებინეს ამას დამატებით ის წყვილი ბონი და კლაიდი, ვითომ ხელოვნებაში გაგებული ხალხი..
სერიოზულად ვფიქრობ რომ ამ სამეგობროს გადამდები სენია..აბა სად მე და სად კრიმინალი..
-არადა გაქვს ვიდი..შენს სერიოზულობას უხდება გამოძიობანა..
-ჩემს ფსიქიკას არა..
-კი გაქვს თავი გამოდებული, შენი ძლიერი პიროვნებით..
-თუ საჭიროა გახდა მეტის ატანაც შემიძლია, მარტივად რომ ვთქვა არ მინდა.. ახლაც ანჟელიკას ვუთხარით ბაჩანამ კი არ მიგატოვა შენთან მოსასვლელი გზა გადაუკეტეს და მოკლესო..თან რის გამო პათოლოგი კაცის რომელსაც მანიაკალურად უყვარს ეს ქალი, თუ ამას სიყვარული ჰქვია.. საოცნებო ცხოვრება და მომავალი წაართვა იმ არაკაცმა..
არ მინდა ასეთი ამბების მოსმენა და მორჩა.. -სამაზრეულოში შესულმა საყინულედან ბოთლი გადმოვიღე და პირდაპირ დავლიე.. ამ ბოთლითვე ოთახში შევედი, ფარდები ჩამოვაფარე და დასაძინებლად წავედი..
კი გამომეღვიძა რამოდენიმე საათის შემდეგ მაგრამ ოთახიდან მაინც არ გავსულვარ..ადგომის ძალა დიდად არ მქონდა..
მეორე დღესღა ძლივს წამოვდექი..დღე როგორ გავიყვანე ვერ გეტყვით..საღამოსღა გავიგე ამ დილით იოანე მივლინებაში წასულა.. წამიერმა ბრაზმა კი დამიარა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი მე ვინ ვარ ამაზე ვბრაზდებოდე..არც არავინ..სათქმელად კი მარტივია, მისაღებადაა რთული ქვეცნობიერის დონეზე..
რადგან ვიცოდი იოანე არ იყო მოგვიანებით ანჟელიკა მოვინახულე..თავს უკეთ გრძნობს მაგრამ პროფილაკტიკის მიზნით ტოვებენ.. ორგანიზმში ცვლილებებია, ამ ნერვიულობამ გამოაშკარავა..დააჩქარა და კონტროლი აუცილებელიაო..ისე ენდობა იოანე ამ ექიმს ეჭვი აღარ შემიტანია..
ანდრიას კინაღამ არ მივეცი შენიშვნა, რას დაატარებ იოანეს წამდაუწუმ მივლინებებშთქო, კარგი ეჭვიანი შეყვარებულივით..ამ ბოლო დროს იმდენჯერ გამოვიჭირე ჩემი თავი, მსგავსი სულელური ფიქრების დროს..
დრო გადის და დამშვიდების მაგივრად უფრო ვბრაზდები..რომ მკითხოთ რაზე ვერ გიპასუხებთ..
ახლაც მივხვდი ვსაჭიროებდი გარეთ გასვლას და ნენესთან ერთად გავატარე მთელი დღე..მოიცადე მთელი დღე და დამატებით დავრჩი..მეორე დღის საღამო იწყებოდა სახლში რომ მივედი..
მთელი დღე საშინელ ხასიათზე გახლდით..სახლში დიდი ზომის ვარდისფერი ზედა, ლურჯ პიჟამოს ნახევართან მაცვია.. თბილ ჩუსტებზე არაფერს ვამბობ ამ სიცხეში, თან რომ არ მაწუხებს, არ გიკვირთ..? არა ვარდისფერ ფერთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ეს დიდი ზომა მეუცხოვება.. ჩემი სტილი არაა, სხვა კუთხით თუ შევხედავთ, თავისებურად კომფორტულია.. მაქსს ეზოშივე შევეგებე და სახლში შევედი..როგორც ჩანს რამდენადაც შეუძლიათ სახლს აგრილებენ, ბოლომდეა აწეული.. მისაღებში გადავინაცვ;ე თუ არა ყველა დამხვდა ჩამწკრივებული..
-მოაგენი სახლის გზას..?
-კი დედა მოვაგენი..
-ნუ იცი ხოლმე..
-დაგეწყო არაა..ეს დედის ინსტიქტები ასე ადრიანად გააქტიურდა..? თუმცა მეც მაგარი ვარ, დიდი დის სინდრომია ჩვეულებრივი..
-ხმას არ ამოვიღებ გეთაყვა..აღარც მომაკითხინო თავი..
-არ გაბრაზდეე..მითხარი წერტილები როგორ არიან..-თაიას მუცელთან დავიხარე და თან სხვებს მივესალმე.. ჩამობრძანებულს თავი წესიერად არც დავუქნიე..
გაბრაზებული ვარ ჰაერში და მორჩა..
გარეთ არ მცხელოდა ამ გაშლილ თმაში თუ რა იყო არ ვიცი, ახლა ავტყდი თმის შეკვრაზე..ვითომ შეუმჩნევლად ყველას ყურადღება ჩემკენ რომ აღარ იყო მომართული, ის რეზინა დაუკითხავად ავიღე, იოანეს რომ ჰქონდა გაკეთებული და თმები ავიწიე..იქ აღარ დავრჩენილვარ ჯერ სამზარეულოში შემდეგ პირდაპირ გარეთ გავედი..ეზოში ყოფნა მირჩევნია..
-დილით ხომ ვერ ვჭამე..შუადღისით ისე ცხელოდა მადა სად იყო და ახლა უნდა მივასკდეე..რა უბედურებაა..
-იმ აზრამდე მისულხარ, დღის განმავლობაში ჭამა აუცილებელია..ეს უკვე მიღწევაა..
-რა გინდა იოანე..? მაცადე რაა..
-რაც წასული ვიყავი დასვენება ვერ მოასწარი../? ახლა უნდა გამიძლო..
-კაი ერთი..
-გაბრაზებული ხარ..
-ასეთი სახე მაქვს..
-შენი ყოველდღიური უჟმური სახე ვიცი..ახლა გაბრაზებული ხარ..
-დავიღალე..შენი ნერვები დიდად არ მაქვს..
-ჩემთვის უკეთესი..ნერვები ადვილად მოგეშლება..
-არა რატომ ვიფიქრე ჩემს ნერვულ სისტემაზე იზრუნებდი..რა შუაში ხარ..
-შენს ნერვულ სისტემაზე თუ დავიწყებ ფიქრს შენ ცხოვრებიდან გაქრობა მომიწევს და გვაწობს ახლა ჩვენ ეგ ამბავი..?
-შენ არ გაწყობს..? აბა მე მკითხე..
-დემნამ მითხრა..სასმართლოში ამბები წინ მიიწევსო..-უცებ გადაიტანა საუბარი..ვითომ ვერ მივხვდი..
-ძალაინაც კარგი..თავს ვეღარ დაიძვრენს და ეგ მახარებს..
-ანჟელიკა როგორაა..?
-ექიმს ძალიან კარგად იცნობ…თავად ჰკითხე..
-ორივეს რომ გკითხოთ არ შეიძლება..?
-არა..ექიმი უკეთესად გადმოსცემს სათქმელს..
-ექიმის გადმოსახედიდად კი..მე შენი გადმოსახედიდან მაინტერესებს..როგორ გამოიყურება..
-ნორმალურად..
-კარგი..მე შევალ..
-წიგნი ბიბლითეკაში დავაბრუნე..
-როდის..
-როგორც კი შევძელი..
-გაგიჭირდა..
-თან მიკვირს რატომ..
-შენთვის მნიშვნელოვანი იყოს და იმიტომ..
-შესაძლოა..
-დროებით ქეთა, მაგრამ იცოდე უნდა აღვნიშნოთ..
-რა უნდა აღვნიშნოთ..
-რას ნიშნავს რა..შენ რა გგონია მარტივია..? საქმე გავხსენით, მართალია კიდევ გვარდება, მაგრამ ჩვენგამოა საქმე აღძრული..
-გინდა რომ აღვნიშნოთ..?
-შენ არა..?
-აქამდე არ მიფიქრია, თუმცა რატომაც არა..
-შევთანხმდით..
-არ იჩქარო..
-რატომ..
-ახალ შეთანხმებას, არ ჯობია ძველს გადავხედოთ..თუ არის კიდევ ძალაში..
-ვერ მივხვდი..
-ჩვენი პირველი შეხვედრისას..
-ქეთა მეთამაშები..თან ძალიან ცუდად..
-კარგი თუ არ გინდა შენთან ერთად პაემანზე აღარ წამოვალ..
-ვინ თქვა რომ არ მინდა..-სწრაფ რეაქციაზე გამეცინა..-მაგრამ სად..
-ეგ უკვე შენ უნდა მოიფიქრო..
-შევთანხმდით..-მოიცადე..ახლა რა გავაკეთე..რომელი ნორმალური პატიჟებს იმ ადამიანს რომლისგანაც შორს ყოფნას ცდილობს..
კარგი რაც არის არის..ერთმა პაემანმა რა ისეთი გადატრიალება უნდა მოახდინოს.. მოიცადეთ..იქნებ ჩვნი პაემანი პეპლის ეფექტის მსგავსია..
არა ეს საიდანღა მოვიტანე..ზედმეტად ბევრს ვფიქრობ..
-ქეთა არ შემოხვალ..?-ეკატერინე..
-მოხდა რამე..?
-რაღა გარეთ ზიხარ, ჩვენთან წამო..
-შემოვალ მალე..მანამდე შენ დამეწვიე..-ჩემს გვერდით ჩამოჯდა..
-მგონი ახლაღა მოგონდი არაა..რა ხდება შენ გარშემო..-თავი დავუქნიე..
-რას ვიფიქრებდი, ყველაფერი აქამდე თუ მიმიყვანდა და თან ასე იმოქმედებდა..
-ნამდვილად არაა მარტივი ..თან გაივლის..
-იმედია..შენ მითხარი როგორ ხარ..ატელიეში რა ხდება..
-მე რა მიჭრს..ძველებურად..
-ძველებური კარგ კონტექსტში არ უნდა გეგულისხმა..?
-ყოველ წამს აღტაცებული ვერ იქნები, ჩემს თავს კი ამას ვთხოვ..
-თავს ბედნიერება როგორ უნდა აიძულო..
-ვერ წარმოიდგნ ქეთ..თითქმის ჩემი მთელი გააზრებული ცხოვრება ასე ვარ..
-ჩვენ გვგონია გადაბმულად ვიმუშავებთ..მიზნებს მივაღწევთ..ცოტას დავისვენებთ ან ეგეც არ და ყველაფერი კარგად იქნება..სინამდვილეში მუდმივად მუშაობის რეჟიმზე ვართ გადასულები, ორგანიზმი ვერ ახდეს დაწევას..დასვენება უნდა..
-აქ მაგიტომ ჩამოხვედი არაა..? გადაიწვი..
-ნაწილობრივ კი..
-მერე გიშველა..?
-სხვათაშორს კი, არ ვიცი დასთან რომ ვარ ახლო თუ რისი ბრალია მაგრამ..უკეთ ვარ..ხანდახან გაჩერება დამარცხებას არ ნიშნავს, უბრალოდ ტაიმაუტი უნდა აიღო..
-დროებით შევაჩერო არა..?
-ზუსტად..
-რაღაც მინდა გკითხო..
-მკითხე, რა პრობლემაა..?
-იოანეს ასეთი რა უთხარი, ღიმილად იღვრება და სადღაც დაფრინავს..-გამეცინა-მართალი ვიყავი, შენი ბარალია..
-სხვა ვისი ბრალი უნდა იყოს..
-არ მეტყვი..?
-თუ წინააღმდეგი არ იქნები ოდნავ მოგვიანებით..
-როგორც გინდა..
-შესვლის დროა..
. . .
-იოანე სად ვართ..?
-აიღე დაგჭირდება..-კალმით დახატული ბილეთები მომაწოდა, რაზეც გამეცინა..
-ამით სად შეგვიშვებენ საინტერესოა..
-ამით კი არა ამის გარეშე არ შეგვიშვებენ..-შენობაში შესვლამაც ვერ გასცა ჩემს კითხვას პასუხი..ფილმებთან დაკავშირებით რაც კი არსებობს ყველაფერი იყიდება..დისკები პლაკატები.
-აქ რა გვინდა..
-ნუ ხარ მოუთმენელი..-ოთახის ბოლოში წამიყვანა, მარჯვნივ შეუხვია, იქაც გაგრძელდა, სხვადასხვა ჟანრის სექციები..ბოლოს შავ კარსაც მივადექით, იქვე მდგარი პატარა დახლი რომელთანაც 15 წლამდე გადაცმული გოგონა დამხვდა კი გამიკვირდა..
-თქვენი ბილეთები თუ შეიძლება..-სიცილი ძლივს შევიკავე და ცოტახნის წინ იოანეს მოცემული ბილეთები მივაწოდე..გადაამოწმა და უკან დამიბრუნა..როგორც იქნა კარგი გააღო და შიგნით შევედით..ოღონდ ვერაფერი დავინახე..უკვე უნდა მეთქვა შუქის არარსებობის შესახებ რაღაც, მოულოდნელად რომ განათდა ოთახი..
ოთახი რაა კედელი..
-ეს რა..
-ფილმის სანახავად მოგიყვანე..-იქვე მდგარი დივნისკენ მიმითითა, მეც მთელი დღის ნამუშევარივით ჩავესვენე..
წინ ჟურნალის ბაგიდაზე, გამზადებული ბატიბუტი ახლაღა შევამჩნიე..
-როგორი მომზადებული ხარ..ახლა მთავარა კარგი ფილმი გქონდეს არჩეული..
-ჩემს არჩევანში დარწმუნებული ვარ..
-ვნახოთ ვნახოთ..
-მოიცადე..დაიწყო..
-ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი..
-ახლა რას იტყვი..
-თავადაც იცი არჩევანს ფიზიკურად ვერ დაგიწუნებ..-ფილმი დაიწყო, უკვე მოვემზადე სანახავად, უცებ გაირბინეს კიდეც ნაცნობმა მომენტებმა გონებაში..-მოიცადე სუბტიტრებით რატომაა, მე არ მახსოვს ასე ყოფილიყოს..
-ვიცი პირის მოძრაობით ყველაფერს იგებ, ფილმი ზეპირადაც კი იცი მაგრამ რატომრაც მგონია, უფრო კომფორტული იქნებოდა..-გამეღიმა მის ფიქრებზე..თავიდან საკუთარ თავს ვტანჯავდი და სუბტიტრებზე უარი განვაცხადე, თავს ვაიძულებდი ყველაფერი ისედაც გამეგო.. მსგავსი ფიქრები ისე გამიჯდა, არ მიფიქრია იოანეს თუ მოუვიდოდა აზრად..
შემდეგ კი დაიწყო და დაიწყო.. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო გულიანად მეცინება..ძალიან მიყვარს..ახლა კი თითქოს სულ სხვანაირი შემართებით ვუყურებ..
პირველად მოხდა რომ მთელი ფილმის განმავლობაში ადამიანთან ვლაპარაკობდი და არ გავღიზიანებულვარ..სასაცილო მომენტებს არ გავუშვებდით პერსონაჟებთან ერთად რომ არ გვეთქვა..
-უკვე დამთავრდა..?
-დრო მალე გავიდა..-შუქი აანთო..-უცებ მოვაწესრიგებ რაც საჭიროა და გავიდეთ..
-მე რა გავაკეთო..
-არაფერი..აბა წავედით..?
-წავედით..-ეს ოთახი და ბოლოს შენობა დავტოვეთ..გარეთ გამოსვლისას აღმოვაჩინეთ რომ წვიმდა..
-ყველაფერთან ერთად აწვიმდა..
-ასეთ ამინდში ბედნიერი მარტო შენ თუ იქნები..
-მერე ეგ ცუდია..?
-ძალიანაც კარგია..
-წვიმაზე უკეთ დღეს ვერაფერი დაასრულებდა..
-დღე ჯერ არ დასრულებულა..
-ვერ მივხვდი რას გუ..-ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა..-იოანე რას აკეთებ..?
-საცეკვაოდ გაგიწვიე..
-მერე პასუხს არ უნდა დაელოდო..?-ღიმილის ფონზე თავი გააქნია..-მართლა გინდა თავსხმა წვიმაში ცეკვა..?
-შენთან ერთად მინდა..-სულ ოდნავ წინ წავიწიე..
-კარგი ერთი ცეკვა არაფერს მიზამს..შენ თუ პრობლემა არ გაქვს მუსიკის გარეშე..
-კარგი რაა რა დროს მუსიკაა..-დამატრიალა, თმები წესიერად არ მქონდა შეკრული და გაიშალა..
-მართალი ხარ..ცეკვის დროს მუსიკა რა შუაშია..-გამეცინა..-კარგად ხარ..?
-რატომ მეკითხები..
-შენს გულზე მიდევს ხელი..საშინლად გაქვს აჩქარებული..
-ამ წვიმაში შენი აჩქარებული გულის ხმა ჩემამდეც აღწევს..შენ თუ ხარ კარგად, მე რომ მეკითხები..
-მშვენივრად ვარ და აზვიადებ..ისეთი წვიმაა სულ რომ გული ამოვარდნას მქონდეს ვერ გაიგებ..
-შენი თავის მართლება იმაზე პასუხს არ გვცემს, ესე ერთდროულად რა დაგვემართა..
-ჯერ არაფერი, ამ წვიმაში კიდევ დიდხანს თუ გავჩერდებით, რამე ნამდვილად დაგვემართება..
-მალე შეწყდება..მოცემული დრო გამოვიყენოთ..
-არ ვიცოდი ამინდის პროგნოზის გამომცხადებლადაც თუ დაიწყე მუშაობა..
-საიდუმლოა და არავის ვეუბნები..
-ხედავ როგორ მარტივად გამოგიჭირე..?
-როგორმე უნდა შევთანხმდეთ და ჩემი საიდუმლო არ გაამჟღავნო..
-დავფიქრდები..ოღონდ ახლა, მგონი ჩვენი წასვლის დროა..
-სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო..-მანქანისკენ გავემართეთ რომელიც აქვე აყენია..
-გალუმპულები ვართ..შენს მანქანას კარგ დღეში არ ვაგდებთ..
-მნიშვნელოვანი არ არის სადარდებლად რომ ღირდეს..-სანამ სახლამდე მივედით ნელნელა გადაიღო კიდეც..
-როგორც ჩანს შენმა პროგნოზმა გაამართლა..-მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო..-მადლობა..
-იმედი ვიქონიოთ გაციება თავიდან ავირიდეთ..
-არამგონია..
-დამნაშავე ვარ..
-მნიშვნელოვანი არ არის სადარდებლად რომ ღირდესო თუ როგორ თქვი წეღან..?
-სიცხე 39 რომ გექნება მერე არ იქნება სადარდებელი..?
-თავს მივხედავ..ახლა ჩემზე ნერვიულობაში უნდა გაატარო დღის დარჩენილი ნაწილი..?
-მხოლოდ დღის დარჩენილ ნაწილს რა უშავს..
-მერე ვიკითხო არა..?
-რას ვიზამთ..
-შეგიძლია მომწერო..
-ჩიტს გამოვატანო წერილი..?-გამეცინა..ჯიბიდან თეთრი ფარატინა ფურცელი ამოვაცალე..
-რას აკეთებ..?
-გაგიმართლა ნომერი არ შემიცვლია..-გახსოვთ წარწერა ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებ..? დაივიწყეთ..-ბოლო ორი ციფრიც ამოცნობილია..
-სერიოზულად..ხუმრობის გარეშე..-დავკეცე და ჯიბეში..თავის ადგილას დავაბრუნე..
-ოღონდ რაღაც მაინტერესებს..
-გისმენ..
-თითქმის ყველა ვარიანტი ნაცადი გქონდა..დარჩენილი ვარიანტები რატომ არ გამოიყენე..
-..იმედგაცრუების შემეშინდა..
-გეგონა არასწორი ნომერი მოგეცი..?
-არა..შემეშინდა რა მოხდებოდა როდესაც სწორ ნომერს მივაგნებდი..
-შენდა საბედნიერდ მაგაზე ნერვიულობა აღარ მოგიწევს..
-სამაგიეროდ შენთან მოსვლას რომ ვიმიზეზებდი მხოლოდ იმის გამო რომ შენთან დაკავშირება არ შემეძლო, წყალში გადაიყარა..
-თუ გინდა ფურცელი დამიბრუნე..
-როგორ გეკადრებათ..ჩემს საკუთრებაშია..ხუმრობა გვერდით გადავდოთ და..
-გვერდით რატომ უნდა გადავდოთ..
-კარგი ხუმრობა იყო..მოკლედ ხუმრობის გარეშე არ გეგონოს ნომრის ქონის გამო ნაკლებად შევხვდებით..
-მიზეზი აღარ გექნება..
-რამეს მოვიფიქრებ..ან თუნდაც ის, რომ შენი ნახვა მინდა..ამაზე კარგი მიზეზი რად გინდა..
-ახლა ასაჯაროვებ რომ ჩემი ხილვის სურვილი გკლავს არა..?
-არც დამიმალია..
-მე მიმალავდი..
-შენ არ გინდოდა დანახვა თორემ აშკარაზე აშკარაა..
-სწორედ მაგიტომ გადავიმალები..
-კოშკში გამოკეტავ თავს..?
-ჩემს დას სვანური კოშკის მოძებნა არ გაუჭირდება..ნაცნობები ყავს..
-მე ჩემი ნაცნობები მყავს და მაინც მოგაგნებ..
-ვნახოთ..მაგრამ ახლა ჩემი წასვლის დროა..
-სადამდეც შემეძლო გავწელე..მაინც არაა საკმარისი..
-ეგ კარგია..იოანე..
-რა იყო..
-მადლობა დღევანდელი დღისთვის..კარგი დრო გავატარე..
-მიხარია..
-წლებია არ მიცეკვია..მითუმეტეს წვიმაში.. იმ საღამოს თუ არ ჩავთვლით..
-მიჩვევა მოგიწევს..
-გაციებებთან დამეგობრებაც..
-შედი..ცხელი ჩაი დალიე..
-მოგწერო როგორ ვიქნები არაა..
-ჩემი ნომერი არ გაქვს..?
-მაქვს არ იდარდო..
-საიდან..
-შენი აზრით გაგება გამიჭირდებოდა..?
-რა გაკადრე..
-ახლა უკვე გემშვიდობები..
-არსდროს დამემშიდობო..
-აბა რა გავაკეთო..
-მითხარი სიტყვა დროებით..
-დროებით იოანე..
-დროებით ქეთათო..
. . .
-ანჟელიკა..ვერ ვხვდები აქ რატომ დაგტოვეს ამდენი ხნით..
-ვიცოდი რაღაც პრობლემები მქონდა მაგრამ ასე თუ გაიწელებოდა რას ვიფიქრებდი..
-მთავარია დღეს გწერენ..რაღას ვჩივით..
-მართალი ხარ, ოღონდ დღეს რომ არ მწერდნენ გავიქცეოდი..
-აბა თავს როგორ გრძნობთ..?-ექიმიც შემოვიდა..
-იმედიანად..
-ძალიან კარგი..
-ექიმო ყველაფერი რიგზეა..?
-სადარდებელი არ გაქვთ//ოღონდ იოანე დედათქვენს უნდა მოუფრთხილდეთ..
-დედაჩემი არ არის ექიმო..ისედაც გავაკეთებ რაც შემიძლია..
-ხუმრობების გარეშე იოანე..ხომ გიცნობ მხიარული კაცი ხარ..
-მართლა არ არის..დასამალი რა მაქვს..
-ანალიზები სხვა რამეს ამბობს თორემ დაგიჯერებდი..
-უკაცრავად..რას გულისხმობთ..-ანჟელიკა
-გახსოვს ამას წინათ საკუთარ ანალიზებზე იყავი..შემდეგ ანჟელიკა შემოიყვანეს..რადგან შენი ახლობელი იყო ანალიზები ერთ ფაილში მქონდა მარტივად სანახავად..გადამოწმების შემდეგ, იმდენად იშვიათი ჯგუფის მატარებლები ხართ ვიფიქრე..-საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე..საბუთები მოვაწესრიგეთ და შენობა დავტოვეთ..
-არა წარმოგიდგენიათ..? საიდან მოიტანა..
-ხდება ხოლმე..
-ასე რამ დაგასევდიანა..
-ჩემი შვილი გამახსენდა..
-შვილი გყავს..?
-გაჩენის შემდეგ 5 წუთით მანახეს..დღის ბოლოს კი მითხრეს ვერ გადარჩაო..
-რას ამბობ..
-მეგონა ეს ამბავი წარსულში დავტოვე..ახლა კი თითქოს ძველი განცდები დამიბრუნდა..
-წარმოდგენაც არ მინდა რა გადაიტანე..
-დღემდე ვფიქრობ ბავშვი რომ გადარჩენილოყო, ბაჩანას ერთადერთი დანატოვარი რომ დამრჩენოდა.. რა მოხდებოდა..
-მოიცადე..სანამ წასვლას დააპირებდით ორსულად იყავი..?
-კი, ბავშვი იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც წასვლა გადავწყვიტეთ..
-და გეგონა არ მოვიდა..
-მეც არ ვიცი რა მეგონა..ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში..ისე იოანე დედაშენს გაეცინება დღევანდელ შემთხვევაზე არაა..
-ცოცხალი არ არის..
-ვწუხვარ..
-არ გაეცინებოდა..მკითხავდა ვიპოვე თუ არა ჩემი ბიოლოგიური მშობლები..ასეთი გაკვირვებული სახე რატომ გაქვს..
-შენ რა..
-ნაშვილები ვარ დიდი ამბავი..რა სახე გაქვს, კარგად ხარ..?
-აქვე ჩამოვჯდეთ რა..
-ასე რატომ მიყურებ..?
-დაჯერება არ მინდა საკუთარი ფიქრების..
-ვერ მივხვდი..
-რამდენი წლის ხარ..
-27..რა სახე გაქვს..მგონი შიგნით უნდა შევბრუნდეთ..
-ქეთა, შეგვიძლია..არც კი ვიცი ამის კითხვის უფლება ამაქვს თუ არა.. დაივიწყე სისულელეა..
-გამარკვიეთ რა რა ხდება..
-უნდა გაიგოს მისი შვილი ხარ თუ არა იოანე..
-რა..? საიდან../? ერთი წუთი, ამას სერიოზულად განვიხილავთ..?
-ამის თხოვნის უფლება არ მაქვს, მთელი პერიოდი რაც გიცნობ თავს ვიმშვიდებ რომ მეჩვენება, სიარული, საუბარი..ყველაფერი თავს იმით ვიმშვიდებდი რომ ვიღაცის შვილი ხარ.. ვბოდავ არა..? ვბოდავ..ჩემი შვილი მკვდარია..
-ანჟე..ხომ იცი რა პერიოდი იყო დარწმუნებული ვერ იქნები რომ ნამდვილად დაიღუპა და არ გაყიდეს..
-მაპატიეთ ვბოდავ..შეუძლებელია იოანე ჩემი..მოდი წავიდეთ..
-თუ ფიქრებს გაგიფანტავს და დამშვიდდებi..გავიკეთოთ ეგ ტესტი..
-ამას ვერ გთხოვ..
-ტესტია..დამშვიდდები..-ამ დღემ ჩაიარა, სახლში მივიყვანეთ..მეორე დღესვე გაიკეთეს ტესტი..რა თქმა უნდა ჯერ პასუხი არ იქნებოდა ამიტომაც წამოვედით..როცა სახლში დამტოვა იმ დღის მერე იოანე არ მინახია, არ ამჩნევს მაგრამ განცდის..ამბობს მარტო ანჟელიკას სიმშვიდისთვის ვაკეთებო, მაგარამ მე ხომ ვიცი საკუთარი თავისთვისაც აკეთებს..
-ანჟელიკამ თავად მოვალო..
-მერე სადაა ამდენი ხანი..
-ასეც ნუ ინერვიულებ..
-მეტყობა არაა..
-გეტყობა..ცოტა დამშვიდიდ..თავი ხელში აიყავნე..უბრალო ტესტია..თავად არ თქვი..?
-იცი დედაჩემი რას მეუბნებოდა ხოლმე..? დედის ინსტიქტს ყოველთვის უნდა ენდოო..წარმოგიდგენია მთელი ეს პერიოდი თავის ქმარს მამსგავსებდა..
-ხანდახან იმდენად განიცდიან, შეიძლება ეჩვენებათ მსგავსი რაღაცეები..ნუგეშის ძიებისათვის ვერც დაადანაშაულებ..
-მეც აქ ვარ..-ანჟელიკას გამოჩენიდან 10 წუთში თეთრხალათიანი ჩვენკენ გამოემართა..
-იოანე დვალი თქვენ ხართ..?
-დიახ..
-აი თქვენი პასუხი..-მე გამოვართვი..
-მადლობა..
-ქეთა..წაიკითხე და გვითხარი მე არ შემიძლია..-სასწრაფოდ გადავშალე..
-ქეთა..
-100%..დასტურდება ნათესაური კავშირი..იოანე ანჟელიკას შვილი ხარ..-ფურცელი გამომართვა და თავად ნახა..შემდეგ ანჟელიკამ გამოართვა..
-არა არა შეუძლებელია..უნდა წავიდე..
-იქნებ..
-გთხოვ გაყევი..ახლა ამის დრო არაა..-სასწრაფოდ დავეწიე..
-სად მიდიხარ..?
-არ ვიცი..-მანქანაზე მე დავჯექი..დიდად წინააღმდეგობა არც გაუწევია..-სახლში ვერ გავჩერდები..
-როგორც გინდა..-თავადაც არ ვიცოდი სად შეიძლებოდა წასვლა..ამიტომაც როგორც კი ქალაქს გავცდით და დიდად ხალხიც აღარ ირეოდა გავაჩერე..არ გადმოვსულვართ..ვგრძნობ რამდენად ცუდადაა, თავს უმწეოდ ვგრძნობ..აღარ ვიცი როგორ მოვიქცე..
-ახლა რა უნდა გავაკეთო..ჩემს გულს ორივე მშობელი მკვდარი ჰყავს..ახლა კი ვიგებ..ახლა..არა არ მჯერა..
-ყველაფრის მოგვარებას ახლა არ ეცადო..ამ წამს არაფრის გამოსწორება არ შეგიძლია..თავს უფლება მიეცი რასაც გრძნობ ბოლომდე იგრძნო..გაურკვევლობა ბრაზი..
-ვერ ვსუნთქავ..არ შემიძლია..მგონია რომ ახლა..მე..-ახლა ჩემი ჯერია ის სითბო გავუნაწილო რაც მან თავის დროზე..ამიტომაც მარჯვნივ შემოვტრიალი, მისკენ სულ ოდნავ გადავიხარე..
-გთხოვ შემომხედე..ეცადე ფიქრებს არ მოუსმინო, უბრალოდ მშვიდად ისუნთქე..-თვალები მაგრად დახუჭა..-ყველაფერი კარგად იქნება..ყველაფერი კარგად იქნება..ყველაფერი კარგად იქნება- ბოლოსკენ უკვე ვჩურჩულებდი..
ამ სიტყვებს იოანეს ვეუბნებოდი თუ საკუთარ თავს ვერ გეტყვით..თვალებში ჩამდგარი მარილიანი წყალი ჯებირებს არ იყო გადმოცდენილი ისე მოვიწმინდე და საზურგეს მივეყრდენი..
. . .
იმ დღეს სახლში როგორ მივედი არ მახსოვს..ერთდროულად სავსე და ცარიელი..თურმე ეს დღე არაფერი ყოფილა დანარჩენებთან შედარებით..
არეული დღეებიც დაიწყო..ორი კვირა იოანე საერთოდ არ მინახია..ვიცი ახლა მარტო ყოფნა უნდა და არც ვჩივი.. მხოლოდ ისღა მოვიფიქრე ანჟელიკა მენახა..
გამიკვირდა როდესაც მითხრა, იმ დღის შემდეგ ჩემთან იყო და ვილაპარაკეთო..მას შემდეგ არ დამკავშირებიაო.. სულ რომ ჩემთან ურთიერთობა არ მოინდომოს, მისი არსებობით ვარ ბედნიერიო..
დიდხანს არ გავჩერებულვარ..წამოვედი..კიდევ გავიდა ერთი კვირა..
მე ავრიე ყველაფერი..? ჩემი ჩამოსვლიდან დაიწყო დიდი არეულობა.. არც იმ წიგნებს ვიპოვნიდი და გარკვეულიც არ იქნებოდა.. იქნებ ხანდახან სჯობს რაღაცები გაურკვეველ უცნობ ფაქტად დარჩეს..
ვიცი ვბოდავ..აღარ ვიცი რა ვიფიქრო..
მაგრამ რა იცი უკეთესი ყოფილიყო არ ჩამოვსულიყავი..ისევ ისე შეუცვლელად იქნებოდა გარშემო ყველაფერი..
არ მინდოდა ადამიანებისთვის მივიწყებული ჭრილობები გამეხსენებინა..მაგრამ ასეთი ვარ..არეულობის, ტანჯვის მეტი რა მომაქვს..
-თაია..ვეღარ დავრჩები..წერიტილების გამოჩენამდე კიდე ჩამოვალ..
-აქ ხომ კარგად ხარ..რა საჭიროა წახვიდე..
-ჩემს კარგად ყოფნაზე არაა საქმე..ყველაფერი მივატოვე, დაბრუნების დროა..
-ცოტახანი რომ წავიდე და ისევ ჩამოხვიდე..მასე არ შეიძლება..?
-ორ კვირაში მივდივარ..
-იქნებ გადაიფიქრო..
-არ ვიცი..ახლა ნენეს სანახავად მივდივარ..მერე ვილაპარაკოთ..-თმები გავიშალე და გარეთ გამოვედი..ქუჩას ფეხით დავუყევი..ტრანსპორტი არ მძალუძს ამ წამს..ნახევარ გზაზე ძალიან რომ დავიღალე დავნებდი და ტაქსი გავაჩერე..რომელმაც იჩანჩალა და მიაღწია დანიშნულების ადგილს..
საცაა სადარბაზოში შევიდოდი, წინ იოანე გადამეღობა.. მოულოდნელობისგან გული მართლა საგულედან ამომივარდა..
-ნორმალური ხარ../? ადამიანურად გამაჩერე ხომ შეიძლება..
-მოიცადე სად გეჩქარება..
-ვითომ არ იცოდე..მეგობართან..
-ერთად ავიდეთ..
-დავიჯერო ნენესთან საქმე შენც გაქვს..?
-ახლობელი გავხდები უახლოეს მომავალში..არ აწყობს ჩემი განაწყენება..
-მეც ახლობელი გავხდები ბუდუსთვის და არც მას აწყობს..გამატარე..
-თუ ჩემი ამოსვლა არ გინდა კარგი.. მანამდე ვილაპარაკოთ..
-მე და შენ სალაპარაკო გვაქვს../?
-რა არა..?
-მე პირადად სათქმელი არ მაქვს..
-ჩემზე გაბრაზებული ხარ..?
-სისულელეა..არანაირი მიზეზი არ მაქვს გაბრაზებისთვის..
-არ ვიქნებოდი მაგაში დარწმუნებული..
-საიდან გაიგე აქ რომ ვარ..
-ციხე შიგნიდან ტყდებაო..ვინ მეტყოდა..
-მნიშვნელობა არ აქვს..მეჩქარება..
-როგომე მოიცალე ჩემთვის..
-მოვიცალო არაა..
-მაგის გამო ხარ გაბრაზებული..?
-არვართქო..კარგი მიდი მითხარი რაც დაგრჩა..
-ეზოში..? -ცოტა გავიარეთ და იქვე პატარა პარკში სკამზე ჩამოვსხედით..
-დაიწყე რისი თქმა გინდა..
-ყველანაირი სცენარი მქონდა წარმოდგენილი, როგორ შეიძლებოდა ბიოლოგიურ მშობელბს შევხვედროდი ოდესღაც..ყველანაირი მაგრამ ასეთი არა.. ფიქრადაც არ მომსვლია ბოლო წამამდე, შესაძლებელი იყო ანჟელიკა ჩემი ბიოლოგიური დედა აღმოჩენილიყო..
თავზარი დამეცა..იქ იყავი და დიდი ახნა საჭირო არაა..შემდეგი დღეები, ამდენი ხნით საკუთარ თავთან მარტო დიდი ხანია არ დავრჩენილვარ..თითქოს გააზრებული მქონდა და თან ვხვდებოდი ასე არ იყო..როგორც თქვი დრო მჭირდებოდა და ალბათ მომავალშიც დამჭირდება..
სულ ოდნავ..ორი ნაბიჯით მაინც ვარ წინ და დამაგვანდა კიდეც შენამდე მოსასვლელად..
-არ ვიცი რა უნდა გითხრა..ჩემგან რას ელი..
-მოლოდინით არაფერს..რას უნდა ველოდებოდე..მინდოდა გცოდნოდა..
-სადამდეც შემიძლია გაგება ვიგებ.. მართლა არ ვარ ნაწყენი, მესმის მარტო ყოფნა გჭირდებოდა.. უბრალოდ მივიდვარ..
-რას ნიშნავს მიდიხარ..
-ლონდონში ვბრუნდები..
-რამდენი ხნით..
-დაბრუნება ნიშნავს დაბრუნებას..იქნებ ცოტახნით ორი წერტილის დაბადებისას ჩამოვიდე..
-ცოტახნით..?
-მე აქ არ ვცხოვრობ..ეს ახლა გაიგე..? ზაფხული სრულდება..
-წესიერად არაფერი დაგვიწყია..
-ზუსტადაც..სანამ წესიერად დავიწყებთ მანამდე სჯობს დასრულდეს..
-მართლა გინდა წასვლა..?
-ასეა საჭირო..
-მე არ გეკითხები, საჭიროა თუ არა..მე გეუბნები, შენ გინდა თუ არა..
-ასეთი მარტივი არ არის..
-ნეტავ იცოდე როგორი მარტივია..შენ ხომ ახლა არ მუშაობ..
-იოანე მომიზეზებას აზრი არ აქვს..ორ კვირაში გავფრინდები..
-ჩემი ამბები რომ არ მომხდარიყო რამე სხვანაირად იქნებოდა..?
-არამგონია..შეიძლება ოდნა გადაწეულიყო, მაგრამ წასვლით მაინც წავიდოდი..კიდევ გაქვს სათქმელი..?-ნენეს სახლის გზას დავადექი, უცებ ავირბინე კიბეები და დაუკაკუნებლად შევედი სახლში..
-სად იყავი აქამდე..
-რა მნიშივნელობა აქვს, მთავარია ახლა აქ ვარ..
-რამეს დალევ..?
-ცივი ყავა მომინდა..
-მიდი და გააკეთე..მეც მალე მოვალ..-აღარ დამიწუწუნია, სამზარეულოში გავედი, სანამ გავამზდე მოვიდა კიდეც..
-მოდი აქვე დავლიოთ რაა..
-როგორც გინდა..მაშინ ფანჯარას გამოვაღებ.აჰა..
-როგორ ხარ აბა..
-დღეს ვისვენებ..ამას თუ დასვენება ჰქვია..სხვა სამასხურის მოძებნის დროა აშკარად..
-ასეთი ცუდია../?
-მიცნობ..საქმე არ მეზარება, მაგრამ ზღვარი არსებობს..
-აუცილებელი არაა წლები ერთ ადგილზე მუშაობდე..უნდა იცოდე როდის სჯობს გაჩერება..ეს დანებებაა არაა..
-მათ შორის წვრილი ძაფია..ნუ გასაგებია..რაცაა ეგაა..მანამდე ახალს ვიშოვი, განცხადებას დავწერ..
-ის უნდა გააკეთო რაც საკუთარი თავისთვის სწორად მიგაჩნია..
-შენკენ რა ხდება..
-ორ კვირაში მივდივარ..
-რაა..ამას ახლა მეუბნები..? რატომ..?
-ვფიქრობ დროა..ამდენი ხნითაც თუ გავჩერდბოდი არ მეგონა..
-მგონი არასწორი დრო შეარჩიე წასასვლელად..
-კარგი რაა ნენე..ასე ჯობია..
-ვისთვის ადამიანო..
-ყველასთვის..
-სრული სურათის დანახვა გიჭირს..საკუთრ თავში ყოველთვის ცუდს ეძებ და ხავსივით ეჭიდები, თავი ცუდ ადამიანად რომ ჩათვალო..იქნებ ოდესმე გაიგო რომ ცუდი ადამიანი არ ხარ ქეთა..აქ ყველა მოკვდავები ვართ მათ შორის შენც..ყველას გვეშლება რაღაც..მაგრამ მხოლოდ კარგი ადამიანები ცდილობენ გაუმჯობესდნენ და იბრძვიან, მათთვის არც თუ ისე კარგ ადამიანებს არ დაემსგავსონ..
-ნენე..არ შემიძლია.
-არ შეგიძლია თუ არ გინდა..
. . .
-ძალიან გაგვეწელა..უფრო მალე რატომ არ შევიკრიბეთ..
-ხდება ხოლმე..ყველას თავისი ცხოვრება აქვს..ბავშვები აღარ ვართ და მარტივი არაა..
-ხანდახან ზედმეტად მაკლდება ხოლმე შეკრებები..
-ახლა აქ ვართ და ამით ვისიამოვნოთ..
-სანამ ქეთა წავა..
-ჩემს წასვლაზე ლაპარკი აღარ გავიგონო..ცოცხალი ადამიანი გამომიტირეთ უკვე..
-რაღაც კარგი კიგააკეთე ქეთ..ჩვენი შეკრების მიზეზი გახდი..
-თქვენ ჩემს გარეშეც მშვენივრად შეიკრიბებოდით..
-ხომ დააჩქარე..ესეც ამბავია..
-ცივი ჩაი არ გინდა..?
-არა..
-კარგად ხარ..ამაზე უარს როგორ ამბობ..
-მშვენივრად..გაზაფხულიდან მოყოლებული ვსვამ..დიდი ამბავი უარი ვთქვა..
-გვითხარი რა გნებავს..
-ეკატერინე ცივ ყავას გამიკეთებს..მივდივარ და უარს როგორ მეტყვის არა მეგობრებო..?
-ნახეთ რაა როგორ მთაფლავს..ერთი თქვი და უცებ იქნება..უნდა კიდე ვინმეს..? ჩემთვისაც თუ გავიკეთებ ოთხი ჭიქა..მალე მოვალ..
-რას აპირებ ლონდონში..?
-როგორ იტყვიან ხოლმე../? მივდგები მოვდგები..
-სამაგიეროდ მალე ჩამოხვალ არაა..
-"ზეგ, ზეგ გეტყვი როდის"...
-სერიოზულად მიპასუხე ახლა//
-ვნახოთ..თაიას გამო დიდი ალბათობით მალე..
-ორსულად რომ არ ვიყო, აღარც ჩამოვიდოდა..
-დეიდა ვხვდები..შენ ამ ამბავს ასე უბრალოდ ნუ უყურებ..
-დარწმუნებული ვარ ბავშვებს გამიგიჟებ..
-შენ საკმარისად გააგიჟებ..მე აღარ დავჭირდები..-სხვებსაც გაეცინათ..
-ნახეთ რაა.. არა რა მითხრა გაიგონეთ..?
-"რატომ ბრაზობ, სოსო?"-ამაზე მხოლოდ იოანეს ჩაეცინა..
-ცივი ყავაც მზადაა..
-გაიხარეე.. კარგი ხელი გაქვს..
-მადლობაა..მირთვით..დანარჩენებს რატომ არ გინდთ..?
-კოლას გეახლებით..
-ზაფხულში, ასეთი შეკრებების დროს ცივ ყავას, სხვა მუღამი აქვს..კოლას კიდევ სეზონი არ აქვს..
-ვითომ არაფერი და ზაფხულიც მალე გავა..
-არ გამახსენო..ახლა უნდა ვიჯდე დაველოდო როდის დადგება..
-დებ, თავადაც იცი თორემ კიდევ გაგიმეორებდი…
-სიცოცხლე სხვა სეზონებშიც რომ ჩქეფს..? ვცდილობ გავიხალისო, მაგრამ დიდად არ გამოდის..
-ორ დადვანი მოევლნება მალე ქვეყანას და მერე ნახე ცხოვრების გახალისება, სეზონების მიუხედავად..
-წერტილა, ახსნეთ რაა მეუხეშება..
-ამიტომაც უნდა შევარჩიოთ სახელებიი..
-სერიოზულად, გონებაში ორივეს წერტილა ჰქვია..
-ანდრია, დაგვღუპე..მეც წერტილას ვეძახი ორივეს და ნამდვილ სახელებზე ვეღარ ვფიქრობ..
-თაია..მოიფიქრებთ, სადარდბელი არაფერია..
-რამოდენიმე თვე ისე გავიდა როგორც არაფერი..დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ..
-მსტრესავ ქეთაა.
-მართალი ვარ..
-ვიცი..
-მშობიარობის გეშინია..?
-ჩემს დას არაფრის ეშინია.. ტანკისტი იყო ომამდე, იცით თუ არა ეს თქვენ!- ფილმიდან ჩემი ერთერთი საყვარელი ციტატა სულ ოდნავ გადავაკეთე..
-საიდან არგებთ ამ ფრაზებს სიტუაციებს..
-გამჯდარი მაქვს უკვე იმდენად დიდი სიხშირით ვუყურებ..ავტომატურად მოდის..
-გჭირდება თუ არ გჭირდება მნიშვნელობა არ აქვს არაა..
-"შა­ბი­ამ­ნის ახა­ლი პარ­ტია მო­ი­ტა­ნეს, არ გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც მო­აქვთ"..ქართული ფილმებიდან გაგონილ ფრაზებზე სხვაიანრად არ გამოდის..-იოანე..
-ქეთა..ყავა ასე მალე რამ დაგალევინა..გინდა კიდევ გაგიკეთო..?
-არა საკმარისი იყო..ჭიქას გავიტან და მოვალ..-სახლში შევედი და სამზრეულოსკენ გავემრთე..-ძალიანაც კარგი..ცივი წყალი ხომ არ დავ..იოანე სულ ჩემი გულის გახეთქვაზე რატომ ხარ..?
-რა გაშინებს შენ კიდე..ვერ მიეჩვიე..?
-რას მივეჩვიო მოულოდნელ გამოჩენებს..? რა გინდა..?
-გაფრთხილება დამავიწყდა..
-რასთან დაკავშირებით..
-ანჟელიკაზე არაფერი მითქვამს და არ ახსენო..
-მე რა უნდა ვთქა..ის კი მაინტერესებს როდის აპირებ თქმას..
-შესაფერისი დრო არაა..
-არასდროს დადგება..
-ახლა ხომ არ ვეტყვი..
-შეგიძლია..საკუთარ თავს უსაფუძვლოდ აბრკოლებ..
-მარტივი არაა..
-მარტივი რომ ყოფილიყო ნერვიულობას არ დაიწყებდი..-მაცივრიდან ბოთლით წყალი გადმოვიღე და გამჭირვალე ჭიქაში დავასხი..-გამომართვი, შენ უფრო გჭირდება..-გარეთ გავედი..იოანეც მალე გამოვიდა..ლაპარაკი კიდევ გაგრძელდა, მანამ სანამ იოანემ არ ითხოვა სიტყვა..
-არ ვიცი საიდან დავიწყო..რაღაც მინდა იცოდეთ..გახსოვთ მე და ქეთას გამოძიების ამბავი..?
-წიგნზე წარწერით და ფოტოთი, წყვილის ამბავი რომ გამოიძიეთ და კაცი მოკლული რომ აღმოჩნდა..?
-მაგაზე მაქვს ლაპარაკი..მოკლედ არც ვაციებ არც ვაცხელებ..ამ ისტორიის მთავარი გმირი..ანჟელიკა..ის..ჩემი ბიოლოგიური მშობელი აღმოჩნდა..
-რაა..
-მოიცადე მოიცადე..სწორად გავიგე..?
-და დაზუსტებით იცი..?
-ვიცი კი.. დავაჩქარებინე და ნაკლებად მომიწია ლოდინი პასუხის გაგებისთვის..
-დაუჯერებელია..ადამიანებზე, რომლებზეც ამდენი ხნის განმავლობაში იკვლევდით..
-დოკუმენტები არ მქონდეს ხელთ..ვერც მე დავიჯერებდი..
-მოიც..მანამდე იცნობდი მგონი..
-ვიცნობდი..ეჭვი სულ მქონდა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდიო..
-საიდან..
-ბაჩანას მამსგავსებდა თურმე..
-წარმოუდგენელია..
-და შენ როგორ ხარ..?
-უკეთ..ასე თუ ისე გააზრების პროცესი არ სრულდება..
-იმიტომ გაქრი არაა ის დღეები..
-მარტო ყოფნა მინდოდა..
-გასაგებიც კია..ძალიან რთულია..
-სულ ეს იყო..თუ რამის თქმა გინდათ ახლავე მკითხეთ..უახლოესი პერიოდი ამ თემზე აღარ ვისაუბრებთ..-თანდათანობით ყველა ისევ მხიარულ ტალღას დაუბრუნდა..ეტყობოდათ მიღებული ინფორმაციის კვალი, მაგრამ დიდად აღარ იმჩნევდნენ..
. . .
დღეებმა შეუმჩნევლად გაიარა..მოვასწარით კიდევ რამდენჯერმე შეკრება..კონკრეტული დღე არ მითქვამს და ვერც გამაცილებდნენ..ყველას ცალცალკე დავემშვიდობე..მინიმალური ბარგით აეროპორტისკენ გავემრთე..ფრენის დრო ჯერ არაა, მაგრამ ხომ იცით ეროპორტში ადრე მისვლაა საჭირო..რა იცი რა ხდება..
ჯერ კიდევ ვერ ვიზარებ ჩემს წასვლას..ან იქნებ არც მინდა გააზრება..
ოდნავ მოშორებით წყვილი შევნიშნე..
-არაფერი იქნება კარგად..-უთხრა გოგომ ბიჭს..
-ასე ნუ ამბობ..ყველაფერს მოვაგვარებ და ჩამოვალ..
-მანამდე თუ არ დამემართა რამე..
-რა უნდა დაგემართოს გადაირიე../?
-მონატრებისგან ადამიანებს რა ემართებათ არ იცი..?-ბიჭს გაეღიმა..
-ვიცოდი გიყვარდი მაგრამ ამდენადაც არ მეგონა..-პატარა ჩანთა მხარში გაარტყა..
-იცი რაა წაბრძანდი.. რადგან ვერ გამოვხატავ გგონია ნაკლებად მიყვარხარ..?
-კარგი არ გაბრაზდე..გპირდები ჩამოვალ..-სხვა მხარეს გავიხედე და არ დამინახია როგორ გაგრძელდა მათი დიალოგი..
რეგისტრაცია ნახევარ საათში დაიწყება..მანამდე რა გავაკეთო..მოსვენება დავკარგე..ის წყვილი მიტრიალებდა გონებაში..ვერ გეტყვით გათვიცნობიერებულად თუ გაუთვიცნობირებლად..ტელეფონი ამოვიღე და ნაცნობ ნომერთან მესიჯის აკრეფვა დავიწყე..
“იოანე..თუ სურვილი გაქვს, ჩემ მიერ დახატული ნახატი ნახე..”
“ნახატი?”
“კარგად იცი..ის რომელიც შენს სახლში დავტოვე..”
მესიჯი ნახა მაგრამ პასუხი არ გაუცია..ის გავაკეთე რაც წლებია არ გამიკეთებია..იმაზე დიდი რამ ვიდრე იფიქრებდით..
დროის გაყვანა მოვახერხე..10 წუთი დარჩა რეგისტრაციამდე..ჩემი ბარგი ბარხანა ავიღე და წასვლა დავაპირე..მოულოდნელმა გამოჩენამ ისევ რომ გული გამიხეთქა..
-გადაირიე..? აქ რა გინდა..ან საიდან გაიგე..
-ჯერ ეს ერთი დაუმშვიდობებლად აპირებდი წასვლას..ამაზე ოდნავ მოგვიანებით გაგიბრაზდები..
-ახლა რაზე აპირებ გაბრაზებას..
-მთელი ამ დროის განმავლობაში, გეუბნებოდი როგორ მიყვარდა მხატვარი ფენიქსი..შენ კი ამბობდი რამდენად არ მოგწონდა..
-მე..
-დამამთავრებინე..ახლა კი ვიგებ რომ ფენიქსი თავად ხარ..
-ხელწერა არ დამიტოვებია..
-გგონია შენს ხელს ვერ შევამჩნევდი..? წამსვე გავიაზრე ყველაფერი..
-აქამდე რატომ არ ნახე..?
-რომ გდომოდა ნახვა მაჩვენებდი..
-შენს სახლში დავტოვე..
-დავიჯერო გინდოდა მენახა..?
-არ მინდოდა..
-აბა გამომცადე..?
-შესაძლოა..
-გარისკე..
-ასე არ ვფიქრობ..
-ახლა შემიძლია შენი ვინაობა გავამჟღავნო..ამას თუ ხვდები..
-ამას არ გააკეთებ..
-რატომ..
-რადგან იცი ეს მე დამაზარალებს..
-გამოდის მენდობი..
-გამოდის..
-შენი ნახატი რომელიც სახლში მიკიდია..თაიამ..
-მან მთხოვა მეგობრისთის დამეხატა..ასე არასდროს მოქცეულა და ჩავთვალე განსაკუთრებული შემთხვევა იყო..
-არ იცოდი ვისთვის..?
-არ უთქვამს..არც მიკითხავს..
-მაშინ საიდან მიხვდი, რა უნდა დაგეხატა..იღიმი..მითხარი..
-თავში აგივარდება..
-კარგი რაა მითხარი..
-ჩვენს შეხვედრაზე ვფიქრობდი…
-მოიცადე..თაიამ გთხოვა მეგობრისთვის რამე დაგეხატა..არ იცოდი რომ მე ვიყავი და ჩემზე ფიქრში დახატული ნახატი მაჩუქე..?
-რეალურად თაიას ვაჩუქე და არა შენ.. თხოვნით არასდროს ვხატავ..იოანე უნდა წავიდე..
-მოიცადე..ერთ შეკითხვაზეც გამეცი პასუხი..
-იჩქარე..
-ნახატი რომელიც ახლახანს ვნახე..
-პირდაპირ მითხარი რა გაინტერესებს..
-ხვდები და ბარებ გეთქვა..
-თუ არ მეკითხები რატომ უნდა ვთქვა..
-ჩვენი ხელები..ჩვენი ჩაკიდული ხელები დახატე..?-სხვაგან გავიხედე და თავი დავუქნიე..რამდენიმე წამის შემდეგ ისევ შევხედე..
-მაგრამ თქვი რომ შენს საქმეს თავი დაანებე..და..
-ზედმეტ შეკითხვებს ხომ არ სვამ..მეჩქარება..
-დროს მაქსიმალურად ვიყენებ..
-თუ არ წავალ კიდევ ბევრ ინფორმაციას გამომძალავ..
-მაწყობს..
-შენი ჩემი დაგვიანებაც გაწყობს მაგრამ არ გამოდის..
-წადი აღარ გაკავებ..-სანამ რიგი გავიარე სანამ აწონეს და როცა აზრზე მოვედი ესკალატორზე ვიყავი..ამ დროს მომივიდა იოანესგან მესიჯი..
"მა­ტა­რე­ბე­ლი კარ­გად რომ გა­ჩერ­დე­ბა, მერე ჩა­მო­დი"... ისე გამეცინა სხვების ყურადღების მიპყრობაც მოვახერხე..მისკენ გავიხედე..გამიღიმა და ხელი დამიქნია..
. . .
-როგორ მოხდა საქართველოში ამდენი ხანი დაყავი..
-თაია..ნენე..
-როგორ არის თაია..ყოველდღე ვურეკავ მაგრამ პირადად ნახვა მაინც სულ სვაა..
-მერე დეე..რატომ არ ნახულობ..
-ბილეთები ავიღე და ცოტახნით ვაპირებ ჩასვლას..
-როგორ მოხდა..
-რამდენი ხანია აღარ მინახავს..ჩამოდიოდნენ ხოლმე მაგრამ არ მინდა ორსული ვატარო..
-როდის მიდიხარ..?
-შენი ჩამოსვლის შესახებ რომ არ გამეგო უფრო ადრეც წავიდოდი..სამ დღეში მივდივარ..
-გაუხარდება..დე რადგან ყველა მოგინახულეთ და გემრიელადაც მივირთვი ჩემს სახლში უნდა წავიდე..
-დასასუფთავებელი არაა..
-შენ მაგაზე არ იდარდო..ახლა იქ მირჩევნია ყოფნა..წასვლის დღეს გაგაცილებ..-სახლში მალევე მივედი და შესვლისას ვიგრძენი თურმე მომნატრებია..არაფერზე აღარ მიფიქრია დასაძინებლად წავედი..ან აქამდე როგორ არ გავითიშე მიკვირს..
. . .
-ჩემს უფროსს რა ვუთხრა..ახლა სამუშაო პერიოდია..
-კარგი ხუმრობის გარეშე..მე დაგიბარე და პრობლემა არ შეგექმნება..-გაგვეცინა..
-ასეთ მიმოსვლაში კარგა ხანია არ ყოფილხარ..
-თითქმის ერთი კვირაა აქეთ ვარ და აქაურობა მეუცხოვება..თითქოს წლები არ გამეტარებინოს..
-მეხსიერება მღალატობს თუ..შენი ნებით არ დაბრუნდი..?-თავი დავუქნიე..-მერე..თითქოს თავს აიძულებ აქ ყოფნას..
-უკან ვერ დავბრუნდები, უარესია..
-მარტო მაგის სათქმელად არ დამიბარებდი..
-მინდა შვებულებაში გახვიდე../?
-ამას წესით მე უნდა გთხოვდე..რაც არ მომითხოვია..
-ვიცი მაგრამ უსამართლობაა მე ამდენი ხანი წავედი და ყველაფერი შენ შეგატოვე..
-იმას ვაკეთებ რაც ჩემი მოვალეობაა..
-გააკეთებ კიდეც მომავალში თუ სურვილი გექნება..
-არ ვიცი..
-მე ვიცი..შენ წადი თან პრემიით რამდენი რაღაცის ყიდვა მოგიწევს..
-არაა..
-ამ ზაფხულს შენ რომ დახმარება გამიწიე..ნამდვილად იმსახურებ..თანხა დღეს დაგერიცხება..აბა შენ იცი..აირის..
. . .
არ მეგონა ოდესმე საკუთარ სახლთან და ყველაფერ ნაცნობთან ახლიდან თუ დამჭირდებოდა შეჩვევა..
თავიდან არ ვიმჩნევდი თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ემოციები ზედმეტად მეძალებოდა..თავს გავსებულ ჭიქასავით ვგრძნობდი, რომელსაც წყალს დამატებით გაუჩერებლად ასხამდნენ..თითქოს ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა..
ადგილს მივაკითხე..იმ ადგილს რომელსაც ხატვისთვის ვიყენებ..
საათები ვხატავდი გაუჩერებლად..მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მტკიოდა..და ხატვის პროცესმა უფრო მეტად ამრია მაგრამ ამასთან ერთად ნელნელა ვიცლებოდი..რაც ძალიან მჭირდებოდა იმ მომენტისთვის..
ამასობაში ერთი თვეც მიილია..მთლად ბედნიერი ხატვაში ვინ გაგატარებინებს..რადგან ჩემი იდეა იყო, იმ წვეულებაზე საქართველოშიც ჰქონდა ფონდს თანამშრომლობა..ჩემი მეტად ჩართულობა მოითხოვსეს..მითუმეტეს როდესაც გაიგეს ლონდონში გახლდით..
-ხატვა მხოლოდ ტალანტი არაა.. პრაქტიკა და დაუღალავი მუშაობაა..თუ მხოლოდ ნიჭის მიხედვით გადავწყვეტთ, ვინ იქნება ხელოვანი და ვინ არა..უსამართლობა იქნება..
-რას გვთავაზობ..
-მხოლოდ ერთი ნახატით ნუ განვსაზღვრავთ ბავშვის მომავალს..დიდი დაკვირვებაა საჭირო..შემდეგ გადავწყვეტთ ვინ დავაფინანსოთ სამომავლოდ..
-ამ საკითხს უნდა ჩავუღრმავდეთ.. ოღონდ მოგვიანებით..
-გაითვალისწინეთ აქ მხოლოდ თავშესაფარში მყოფ ბავშვებზე გვაქვს საუბარი..უმეტესობას ასეთი შანსი არ ვიცით კიდევ მიეცემათ თუ არა..
-გასაგებია..გავითვალისწინებთ..
. . .
-რას უნდა ვაკეთებდე ვხატავ..
-ხელს გიშლი დაო..? არაუშავს ამ ერთხელლ..შენ ის მითხარი როგორ ხარ..
-ნორმალურად..როგორც ყოველთვის..
-კამერა გაწიე..წესიერად ვერ გხედავ..
- კარგია..?
- შორსაც არა..კარგი რაა..გაჩერდი..აი ზუსტად მასე..
-რატომ მირეკავ..?
-აქეთ უნდა მკითხულობდე მაგრამ რას ვიზამთ..
-გადმოვერთე აქეთ..
-სხვა თუ არაფერი ხატავ მაინც..
-მანდ რა ამბებია..
-მშვიდობაა..დედას თუ არ ჩავთვლით..ვერ შეეჩვია აქაურობას..
-როდის აპირებს წამოსვლას..
-სანამ პატარები არ დაიბადებიანო..თუ გაქაჩა საკითხავია..
-შანსი არაა..ვერ გაძლებს..
-თელავშიც აპირებს წასვლას..ბებოსთან ერთად..
-მერე ალბათ სოფელშიც გადავა..ბარემ იქვეა..
-გაიყვანს დროს..ხომ იცი მგზავრობას ვერ იტანს..კარგი უნდა წავიდე ბავშვები მოვიდნენ..დამირეკე შენს სამყაროს რომ მოსწყდები..
. . .
ჩემი გაჭირვალე ქოლგა ასე არასდროს მინატრია..ამ ამინდს კი მოუხდებოდა..
აქ რომ მქონდეს ხშირად მომიწევდა გამოყენება..
ნელნელა ვიწყებ იმის აღქმას ზაფხული აღარაა და მოსაცმელი მესაჭიროება.. ამას წინათ ამინდი ვნახე და გარეთ ისე გამოვედი..თურმე თბილისის ამინდი მინახავს და მიკვირდა ჩემი ჩაცმულობა ამინდთან შესაბამისობაში რატომ არ იყო..
შემხვედრ მარკეტში დიდის ამბით შესულმა ცივი ჩაი ვიყიდე და გზა განვაგრძე..სად მივდივარ..? არსად..დღეს არც ვხატავ, არც საქმეში ვარ ჩართული..უცნაურ და ჩემთვისაც კი უჟმურ ხასიათზე მყოფმა გადავწყვიტე, შესაძლებელი იყო სეირნობას რამით ეშველა.. აღმოჩნდა, ამ კონკრეტული მოცემულობისთვის სახლში ცუდ ხასიათზე ყოფნას გარეთ ცუდ ხასიათზე ყოფნა ჯობია..
ახლაც დამავიწყდა რამის წამოყოლება და ცოტა არ იყოს შემცივდა.. ამას დართული მოულოდნელად გაწვიმდა..თან თავსხმა წვიმა გამოდგა..წამიერად ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ყველაფერს თან გაიყოლებდა..
მოვახერხე რესტორნის შესასვლელთან თავის შეფარება.. სწორედ ამ დროს შემოვიდა ზარი ანდრიასგან..
-მშვიდობაა..რატომ მირეკავ..?
-ლაპარაკი შეგიძლია..?
-მალე გადაიღებს..გესმის ჩემი ხმა..?
-კი..მოკლედ ქეთა..ექიმთან ვიყავით..ხვალ ისევ უნდა დავბრუნდეთ გამოკვლევებზე..
-რა მოხდა..?
-ზუსტად არ ვიცი..მხოლოდ ის გვითხრეს თქვენი ნივთები წამოიღეთ ყოველი შემთხვევისთვისო..
-მშობიარობისთვის ცოტა ადრე ხომ არაა..ერთ თვეზე ნაკლები არ დარჩა..?
-წესით ორ კვირაში..მოკლედ შეიძლება ამშობიარონ შეიძლება არა..თუ გადაწყვეტ წამოდი.. გაითვალისწინე დაზუსტებით არაფერი ვიცით..
-თაია როგორაა..
-ცოტა ნერვიულობს..ბილეთები დაჯავშნლი გქონდა..?
-ჯერ არა..
-მოიფიქრე..-ანდრიას გავუთიშე და დაველოდე როდის გადაიღებდა..მაშინვე სახლისკენ წავედი..კიდევ კარგი ძალიან შორსაც არ ვიყავი..
სასწრაფოდ დავჯავშნე ბილეთი..მართალია ცოტა არ იყოს ძვირი გადავიხადე, თუმცა ვინ ჩივის..მთავარია თაიას ჩავუსწრო.. ფრენა დღეს ღამეა, მანამდე ბარგიც მოვაწესრიგე და საკუთარი თავიც..
დანარჩენი..როგორ მივედი აერპორტში..რეგისტრაცია ფრენა..არაფერი არ მახსოვს ამ ნერვიულობის ფონზე..ჩემი ადგილის დაკავებისასაც წამალი არ დამელია ამდენი საათი.. მოვკვდებოდი..
ანდრიასთვის აღარაფერი მითქვამს..ალბათ ჩათვალა ვერ მოვახერხე..მაგრამ ჩემი თავი სად აქვს..ტაქსითაც მშვენირად მივალ სახლამდე..დილის ათ საათზე აეროპორტი დავტოვე და გზას გავუდექი..
ბოლოს დაქანცულიღა გადმოვედი ტაქსიდან და ეზოშიც შევაბიჯე..მაქსის ჩემკენ გამოქცევამ კი გამომაფხიზლა..მოვეფერე და სახლში შევაბიჯე..
-დაოო..აქ რას აკეთებ..?-დიდი მუცლით ჩემკენ გამოგორდა თაია..
-პერსონალურად შენთან ჩამოვედი..-თან შიგნით შევედით..
-და ჩვენ რას გვერჩი..-ღიმილით მითხრა ეკატერინემ..
-არც არაფერს..როგორ ხარ..?
-რამიშავს..
-რომელი საათია..? თორმეტი ხდება..? ამდენი ხანი ვიყავი საცობში..?
-საგიჟეთია..
-რატომ არ დარეკე მოგაკითხავდით..-დემნა..
-ვერ მოვედი ტაქსით..? არ მეგონა ამ დილით აქ თუ დამხვდებოდით..
-რაღა დილა..
-ჩემს გასამხნევებლად არიან..არადა ექიმთან 4-ზე ვარ დაბარებული..
-მერე ამ ოთხ საათში ისეთი გამხნევებული შეხვალ..
-არ ჰქონდათ რაც დამაბარეთ და..-ჩემი დანახვისას სიტყვა გაწყდა მაგრამ აღარ შეიმჩნია მეტად..-და სხვა წამოვიღე..
-აბა მანახე..-პარკი ეკატერინეს მიაწოდა..მანაც თან გახსნა თან სამზარეულოში გავიდა..ამასობაში გაკვრით მივესალმეთ ერთმანეთს..
-არ იკითხავ ახალ ამბებს..დავიჯერო არ გაინტერესებს..?
-"მოდი იცი რა ვქნათ? ალაგ-ალაგ წამიკითხე ძირითადი მომენტები"..ანდაც საერთოდ არის სიახლეები..?
-იოანეს შეყვარებული რომ ყავს გაიგე..?
-რაა..-თვალები დავაჭყიტე გაკვირვებისგან და წინ წამოვიწიე..რას ლაპარაკობს ხომ არ მომესმათქო..დებორა ახარხარდა ჩემს რეაქციაზე..
-არა..შენი სახე უნდა გენახა..
-რა იყო ახლა ეგ..
-შენდა საბედნიეროდ ხუმრობა..
-დაღლილი ვარ..არაფრის თავი არ მაქვს თორემ გიპასუხებდი..თაია დედა საითაა../?
-ანდრია გაიყოლა და აგერ უკვე ერთ საათზე მეტი წასულები არიან..რაღაც საქმე მაქვსო..
-როგორც თავად ამბობს..საქმეს რა დალევს..-ამასობაში დედა და ანდრიაც მოვიდნენ..ორივეს გაუკვირდა ჩემი დანახვა..ანდრიამ მკითხა ასე მალე თუ მოახერხებდი ჩამოსვლას არ მეგონაო..
ამასობაში ოთხი საათიც მოახლოვდა..ჯერ შედეგებს დაველოდოთ ყველანი ხომ არ წავალთო და დედაჩემმა სალხში დაეტიეთ ბავშებო..თუ რამეა უცებ გამოიქცევითო..
ორი საათი გავიდა როგორც არაფერი..დარეკვას ვაპირებდით თავად რომ მოვიდნენ..
-რა ხდება არ იტყვით..?
-ყველაფერი რიგზეა..დანიშნულებები შეგვიცვალა..
-აბა წინაზე რა მოელანდა..
-ანალიზები არ მომეწონაო..დაგვიმატა რაღაცები და ვნახოთო..განსაკუთრებულად მიქციოს ყურადრება დასვენებას..არ გადაიტვირთოსო..
-კიდევ კარგი..
-გული კი გამისკდა და..
-ქეთაა..ტყუილად ჩამოგიყვანე..
-რატომ ტყუილად..ჩემთან იქნება, იცოდე წასვლაზე არც იფიქრო..
-არ ვფიქრობ..ჯერ-ჯერობით..
-გამოდის ბავშვების დაბადებამდე აქეთ იქნები..
-ორი კვირაზე ცოტა მეტი უნდა ამიტანოთ..
-მეტიც დარჩი და ერთი სულიერის გამო აგიტანთ..-დემნა..
-”დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ”..
-სჯობს დუმილის უფლება გამოიყენოთ თორემ..”შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ.”-იოანე
-დღეს რაღაც შერეკილებიდან იშველიებთ ორივე ფრაზებს..
-შერეკილებს აბა შერეკილები თუ არ დაგიპირისპირეთ ისე როგორ..?-იოანეს ნათქვამზე ჩავიხითხითე..ხელი ავწიე..პატარა გამარჯვების ნიშNად. მანაც შემომაგება..
-high five..?
-high five..
-საზოგადოებავ..გემრიელობების გაკეთება დავიწყე..ვინ გამეგზავნება..?
-გასული არ ვიყავი..? გეთქვა..
-ახლა გამახსენდა და რა გავაკეთო..
-დებორა მოდი ჩვენ წავიდეთ..რაღაც პატარა საქმე მაქვს თან..-დემნა..
-ჩემ გარეშე ვერ წახვალ..?
-შენთან ერთად მინდა წასვლა და ინებე აბრძანება..
-მოსაცმელს ავიღებ და მოვდივარ..რას მიყურებ გადი და გამოვალ..
-გელოდები..-არ გასულა დებორას დაელოდა და ერთად გავიდნენ..
-რას ამზადებ..?
-მოიცადე, დებორას ვწერ რაც მჭირდება.. რა მკითხე..?
-რას ამზადებთქო..
-გემრიელობას..მოგეწონება..
-გადაირევი პირდაპრ იმდენად ზუსტად გაეცი შეკითხვას პასუხი..-ამ დღემ მშვიდად ჩაიარა..ეკატერნემ მართლაც ქოქოსის შიგთავსით დამზადებული გემრიელობები მოგვიტანა ..წესით ტკბილი არ მიყვარს მაგრამ გამონაკლისი გამონაკლისია..
დაღლილობის მიუხედავად სანამ ყველა არ დაიშლა არც მე წავსულვარ სადმე..
როგორ ჩაიარა მომდევნო ორმა კვირამ..? ნუ თითქმის ორმა კვირამ.. იმაზე კარგად ვიდრე ვიფიქრებდი..გარდა იმისა რომ ყურადღება თაიაზე გვქონდა ყველას გადართული..იმის ფიქრში ის გახალისებულიყო, ჩვენც არანაკლებ დროს ვატარებდით..
უთქმელად ყველა იმას ვაკეთებდით რაც გამოგვდიოდა..მრავალფეროვნებისთვის.. ეკატერინე ტკბილეულს კოქტეილთან ერთად..
დებორამ მოამზადა ისეთი პასტა გადავირიეთ..დემნამ იხუმრა ნეტა სახლშიც ასე გემრიელად ამზადებდეო..აშკარად ახალი რეცეპტი აქვს დამუღამებული..
მე და იოანე არც იქით ვართ და არც აქეთ..სადღაც უფრო გზის გასაყარზე..საუბრები..კინკლაობა..ცოტა ცოტა ყველაფერი.. ჩვენი ბოლო შეხვედრისას რაც ვილაპარაკეთ არაფერი გვისხენებია, არადა თითქოს ველოდი მისგან ..
ერხელაც ახალ გაღვიძებულზე მესიჯი დამხვდა..
“თქვენ მოკვლას გიპირებენ, მილიციას უნდა მიმართოთ!”-სანამ არ გამოვფხიზლდი და არ მივხვდი იოანესგან იყო მოსული..კი გადამიქანდა მანამდე გული..
მალევე დავუბრუნე პასუხი..
“არა, ამაზე მილიცია როგორ შევაწუხო.”
“არ მეგონა ამ დროს თუ გეღვიძებოდა”
“ჩემი გრაფიკი შენთვის უცნობია და იმიტომ”
“დილის ადამიანს არ გავხარ”
“ხანდახან ვარ..და შენ”
“მე პირიქით..ოღონდ გამონაკლისები არსებობს”
“იმედია ყოველდღე ჩემს გაღვიძებას არ გეგმავ”
“ვგეგმავ..ჯერ-ჯერობით მესიჯებს დავჯერდები”
“-არ გააგრძელო ცუდი გეგმაა”
“-ვისთვის როგორ”
დღის ბოლოს აღმოვაჩინე რომ..დროის გარკვეული შუალედების მიუხედავად მთელი დღე იოანეს ვწერდი..თან რაზე..ათასგვარ სისულელეს და ღრმა აზრებს ერთმანეთში გვარაიანდ ვურევდით..
. . .
ოფიციალურად შემიძლია გამოვაცხადო..დეიდა გავხდი..დეიდააა..
აქამდე არ მეგონა ეს სტატუსი თუ ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის მაგრამ როგორც გაირკვა, აღმოჩნდა..
-გაიცანით..ლაილა და ნანი დადვანები..
-მართლა წერტილები არიან..
-თვალს ვერ მოწყვეტ..
-თაია როგორაა..
-ნორმალურად..მალე უკეთ მეყოლება..-ვიცოდით თაიას დიდი აღნიშვნის თავი არ ექნებოდა..ამიტომაც მხოლოდ ჩვენ შევიკრიბეთ..ვეცადეთ მის გემოვნებას მაქსიმალურად მოვრგებოდით, გამოწერის დღეს..
თბილი დღე გამოვიდა..
ისეთი მოლოდინი მქონდა თითქოს ყოველწამს უნდა ეტირათ..არადა ასე არ მოხდა..იშვიათად თუ შეწუხდებოდნენ წამოიტირებდნენ..ამასაც ტირილი არ ჰქვია.. ყველა საეჭვოდ ვუყურებთ ამ წერტილების სიმშვიდეს და ვნახოთ უახლოეს მომავალში თუ აურევენ..
დედა კიდევ დარჩა ცოტახანს და წავიდა..ამიტომაც უფრო მეტად ანდრიას დედა ჩაერთო..
მოკლედ ამ შეჩვევის და გააზრების პერიოდში მიდიოდა მატარებელი..
ამ ვითომდა სიამ-ტკბილობაში..უკვე რომ ახლოვდებოდა ჩემი წასვლის დრო მე და იოანემ სერიოზულად ვიკამათეთ..არა მოიცადეთ..დრო ამერია..ახლაც ვკამათობთ..
-ისევ აპირებ წასვლას არაა..
-ადამიანო..რით ვერ გაიგე..მე აქ არ ვცხოვრობ..
-შენი სახლი ლონდონშია..?
-დიახაც არის..
-როგორ მატყუებ.. ქეთა როდესაც ვიცი აქ ყოფნა გინდა, რატომ მიდიხარ..?
-ბავშვებთან გამომშვიდობება მიჭრს, მაგრამ ასე ვერასდოს ვერ წავალ..
-აქ ჩვენზე მაქვს ლაპარაკი..
-ჩვენ არსებობს და არ ვიცი..?
-შენ წარმოიდგინე არსებობს..იმ წამიდან როდესაც ერთმანეთი გავიცანით..
-ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ..რა გაცინებს..
-ამას სერიოზულად ამბობ..? შენთვის არაფერს წარმოვადგენ..?
-..მე..არა..
-ყოყმანობ..
-არა..
-გინდა უარყო..? არ გამოგდის..
-მივდივარ..
-ცდები..გარბიხარ..
-არა..არა და არა..
-ასეა ქეთა..როგორც კი ვფიქრობ დაგიახლოვდი..როგორც კი ვფიქრობ ჩემკენ ერთი ნაბიჯით წინ წამოხვედი..იმ წამსვე ორი ნაბიჯით უკან იხევ..
-ჭადრაკის მოთამაშეთ გადამაქციე ახლა..
-სიმართლეა..ადამიანთან დაახლოვება გაშინებს..
-სისულელეა..
-რატომ გარბიხარ როდესაც შენთან მოსვლას ვცდილობ..
-არ მინდა..
-ხვდები თავდაცვის რეჟიმში გადახვედი..? თავადაც მშვენივრად ხვდები როგორ იტყუები..
-იოანე..
-მიდი მითხარი-წვიმა დაიწყო..-გელოდები მითხარი, რომ შენთვის არაფერს წარმოვადგენ..არაფერს გრძნობ..რომ მეჩვენება რადგან ყველაფერი ცალმხრივია, შენთვის სიცარიელეა არც სითბო არც აღტაცება სიმშვიდე..მითხარი-მომიახლოვდა..-მითხრი ჩემი სახლოვისას გული ამოვარდნას არ გაქვს და აღარ ვეცდები შენს შეჩერებას ქეთა..უნდა მითხრა..
-მე..
-თვალებში უნდა მიყურო და ისე უნდა მითხრა..
-რისი მოსმენა გინდა..? გინდა გათავისუფლდე..?
-რადგან გაგიშვებ არ ნიშნავს რომ ჩემი გრძნოები შენს მიმართ ძალას დაკარგავს..აი ამ წამსაც საშინლად გინდა გაიქცე..რატომ არ შეგიძლია მითხრა რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ..რატომ..?
-იმიტომ რომ მომიწევს მოვიტყუო..შენ კი მარტივად ხვდები როცა ვიტყუები..მე უბრალოდ სწორად მოქცევას ვცდილობ კარგი..? ყველანაირად ვეცადე გაგქცეოდი..დაგშორებოდი..ამ დროს კი შენ მაინც შენკენ მექაჩებოდი..არ იცი რამდენად მიჭირს ჩემი გულის გამოძახილს არ მოვუსმინო და გაჩუმება ვთხოვო..ამის მოსმენა გინდოდა..? რა გავაკეთო..არ მინდოდა ვინმე ამდენად ძლიერად შემყვარებოდა..მძაფრად..უკიდურესად, საშინლად, უზომოდ, ჭარბად, განსაკუთრებით..-ბოლო სიტყვის დასრულება და ჩემი ამოსუნთქვა ერთი იყო..ვერც გავიზრე მთელი ამ დროის განმავლობაში, თურმე სუნთქვას ვერ ვახერხებდი..
-ქეთა..ქეთათო..-კიდევ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი..
-არ მომიახლოვდე..არ შეიძლება..
-რატომ?
-ეს უბრალო გართობა არ იქნება იოანე..თუ ერთმანეთისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ..მე..არც კი ვიცი გამოვივა..? განსხვავებულები ვართ..ღირს დაწყება../? არ მინდა რამე გავაფუჭო..
-ქეთა თუ არ ცადე ვერ გაიგებ..თანაც ადამიანი არ მეგულება დედამიწაზე ვისაც შენზე მეტად ესმის ჩემი..
-შენი კი არა საერთოს არავისი მესმის..-გახუმრება ვცადე…დიახ ამ მომენტიში..
-არსებობს კავშირი..რომელსაც ეგ შენი სმენა საერთოდ არ სჭირდება..-ხელი წამიერად ჩამჭიდა და გულთან მიიტანა..გრძნობ..? მთავარია შენი გულის ნათქვამი ჩემმა გაიგოს და პირიქით..
-იოანე..
-მიყვარხარ ქეთათო..
. . .
დრო გავიდა..აღარც ბილეთები გამხსენებია და აღარც ლონდონი.. მოგვიანებით ყველამ გაიგო ჩვენი ერთად ყოფნის შესახებ..ვითომ არ ვაპირებდით თქმას მაგრამ როდესაც შეკრებილები ვიყავით მე დავაპირე გასვლა..იოანე დივანზე იჯდა, მასთან მივედი, გამოხედვა ვერ მოასწრო ჩავეხუტე და თმები ავუჩეჩე..
-წავედი..
-საით..? გაგიყვანო..?
-ნენე მელოდება გარეთ.. მალე მოვალ..საჭირო არაა..-თავი დამიქნია, მოვშორდი და ნაბიჯი არ გადამიდგამს მაშინე წამოვიდა კითხვა..
-ეს რა იყო..
-შეყვარებულს დავემშვიდობე..რა უნდა ყოფილიყო..
-რა თქვა მომესმა..?
-მე წავედი აბა თქვენ იცით..-მათი სახეების წარმოდგენა თქვენთვის მომინდია..
. . .
-ქორწილია ქეიფია გრიალიი..
-გრიალი გრიალი..
-ამ სიმღერად იქნებ მიმახვედროთ ვისი ქორწილისთვის ვემზადები ასე..
-ქეთაა..კარგად მომისმინე..ჩვენი თანამშრომელია, აი შემოსასვლელში ზის ხოლმე..არ გახსოვს..?
-აა ის ახალგაზრდა გოგო, ასაკოვანი ქალის სახელით..?
-ზუსტად..
-მაგრად აბუქებთ..ასაკოვანი ქალის სახელი რას მიქვია..
-სახელები რომლებიც დღევანდელი თაობის 10% არქმევს თავის შვილს ისიც იმიტომ რომ დედის მამის..დედამთლის ან მამათილის სახელია..
-გაბუქება მგონია..
-ლაპარაკს მოვრჩეთ..გვეჩქარება..-ნენე
-შენ საიდანღა იცნობ..?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს გვეჩქარება..
-იოანე სადაა..
-გარეთაა..
-არსად დაგეკარგოს..
-თვითონ თუ არ გადაიკარგა..-გასვლისას გავიაზრე ჩანთა სახლში მრჩებოდა..გავიქეცი ავიღე გამოვედი.. ეზოსაც გავცდი..
-სად ხარ ამდენი ხან..ი..
-ჩანთა დამრჩა..
-არა..
-რა არა..
-ზოგადად..ყოველ დღე..საშინლად ლამაზი ხარ მაგრამ ახლა..მომაკვდინებლად..-მის ნათქვამზე გამეცინა..
-საიდან რა მოიფიქრე..
-სერიოზულად ვფიქრობ ჩემი შეყვარებული მედუზაა..მგონი ჯობია სათვალე გაიკეთო, სხვებიც რომ არ გააქვავო..
-კარგი რაა..მაცადე მანქანაში ჩაჯდომა..გვაგვიანდება..
-მოიცადე..-ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა უცებ ფოტო გადამიღო და დამტოვა გაღიმებული//-ახლა შეგვიძლია წავიდეთ..
-ქეთ..ჭუჭყიანი ვარდისფერი განსაკუთრებულად გიხდება..
-ესეც მე ვარ..? დიზაინერს მაინც დაუჯერე..-ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დაგვჭირდა იუსტიციის სახლამდე მისასვლელად..
-ხალხმაც დაიწყო შეგროვება..
-მთავარი გმირები სად არიან ვინმე იტყვის..?
-მოვლენ..ეფექტურად შემოსვლა კი გამოუვათ..-1 საათი ისე გავიდა როგორც არაფერი..ამდენი ხალხი ვტრიალებთ ყველას კითხვა აწუხებს..სად არიან მთავარი გმირები..
-გავარკვიოთ რა ხდება..
-სიძე აქაა მაგრამ გოგო არ ჩანსო..-ცოტახანში თაიას ტელეფონზე რაღაცის დანახვაზე სახე შეეცვალა..
- რა ხდება არ იტყვი..?
-მომწერა..
-ვინ..
-ვისაც ყველა ველოდებით..
-რაო..
-მანქანში ვსხდებით და ჩემს მითითბებს მივყვებით..-შორს არ წავსულვართ..იქვე შორიალოს სადაც შეკრებილი საზოგადოება აღარ მოჩანდა დიდად..
-თაია მოხვედი..-გაოცებისგან თვალები დავჭყიტე..თეთრ კაბაში მყოფი გოგო როცა გამოგვეცხადა..
-მოვედი მოვედი..ახლა წესიერად ამიხსენი რა ხდება და აი იქ რატომ არ ვართ ახლა..
-არ შემიძლია..ვფიქრობდი ეს გრძნობა გადამივლიდა და ჩვეულებრივი ნერვიულობა მეგონა..იქ ყოფნას სიკვდილი მირჩევნია..
-არ გიყვარს..
-არ ვიცი..მხოლოდ ის ვიცი იქამდე მისასვლელად ძალა არ მყოფნის..
-გინდა ვინმესთან მივიდე..? შენთან მოვიდეს..არ ვიცი..
-მრცხვენია..ყველა ჩემს გამოა აქ..უბრალოდ რომელიმემ განაცხადეთ რომ არ მივალ.. ჩემს თავს მე მივხედავ..
-დარწმუნებული ხარ..?
-წასასვლელი მაქვს..ამის გაკეთებას შეძლებ..? - წეღან ვამბობდი გაღიმებული დავრჩითქო..ახლა ყველანი ასეთი “ღიმილიანი” სახეებით შევცქეროდით..
დაპირებისამებრ თაიამ განუცხადა საზოგადოებას..ვისაც ელოდებით აღარ მოვაო..შეიცხადეს..გალანძღეს თუ არ უნდოდა რას მოგვიყვანაო და ნელნელა დაიშალნენ..
ჩვენც რას ვიზამდით..სახლისკენ წასვლა დავაპირეთ..
-საკმარისი მანქანებია..მე და შენ წავიდეთ..
-ჩვენთან ერთად ვინც იყვნენ, იმათ რას უპირებ..?
-სხვა მანქანებში განაწილდნენ..-მის გვერდით ადგილი დავიკავე და გზას გავუყევით..
-წარმოგიდგენია..? ბოლო წამამდე ვერ მიხვდა, რა უნდოდა..
-გასაკვირი არაფერია..ხდება ხოლმე..
-კოშმარია..
-გეშინია იგივე არ დაგემართოს..?
-არ დამემართება..
-რატომ.. არც იმას ეგონა მაგრამ ხომ ნახე..
-ნიშნები მის თვალწინ იყო და ვერ ხედავდა..თვალი დახუჭა..მე დარწმუნებული თუ არ ვიქნები..არაფერიც არ მოხდება..
-გამოდის თუ დამთანხმდი საბოლოო გადაწყვეტილებაა..დავიჯერო არ გადაიფიქრებ..?
-გინდა რომ გადავიფიქრო..?
-როგორც შენ.. ისე მე ვარ ჩემს გადაწყვეტილებებში დარწმუნებული..თუ გეკითხები, ჩემი პოზიცია მყარია..-აღარაფერი გვითქვამს..მანქანიდან გადმოვედით..სახეზე ყველას დღლილობა არა და იმედგაცრუება კი ეტყობათ..
-არადა ყველანი კარგად გამოვიყურებით..ერთი ქორწილი დაგვხატავდა..
-არაუშავს კიდევ იქნება..
-ეგეც თუ არ ჩაიშალა..-სახლში აღარ შევსულვართ..ეზოში დავსხედით..
-იცით რატომ არაუშავს..? მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან გაატარო რომელთან ყოფნაც არ გინდა.. ამას ისევ ჯობია ასეთ მომენტში გამოიქცე..
-ვინუგეშოთ თავები..
-დღეს მაინც ვისვენებთ..დედაჩემს ყავს ბავშები..-ანდრია..
-მარტო უვლის..?
-ჩემი დაც იქაა..გიჟდება ორივეზე და მეხვეწებოდა დაგვიტოვეო..
-იმედია დღის ბოლოს იმავე აზრზე დარჩება..
-შენები წყნარები არიან და აზრს არ შეიცვლის არ იდარდო..
-პრინციპულად არ ვაპირებ ტანსაცმლის გამოცვლას..არ ვაღიარებ დღევანდელი დღის ჩაშლას..
-არ გინდათ..? თქვენ დაქორწინდით..-ეკატერინე..
-არა მართლა წარმოიდგინეთ..უახლოეს მომავალში..საქორწილო პერსპექტივა ამათ აქვთ..თუ გადაიხადეს..
-რას აპირებთ../?
-ხუმრობის გარეშე მეკითხები..? ახლა გინდა პასუხი გაგცე..?
-ცუდ ხასიათზე ვარ..მომიტევე..
-არა სერიოზულად ქეთა..-იოანე მომიტრიალდა..-წარმოიდგინე დღეს ვაწერთ ხელს..
-მერე..
-რაღა მერე.. ეს ფაქტი არ გზარავს..? თუნდაც წარმოდგენით..
-არა..რატომ უნდა მზარავდეს..
-დიდი დრო არ გასულა რაც შეყვარებულები ხართ..წესით კი უნდა გზარავდეს..გაშინებდეს..
-ადამიანები შეყვარებულები რისთვის არიან..? რომ დაოჯახდნენ..უმეტეს წილად მაინც ეს მიზანი არ აქვთ..?
-ხშირადაც შორდებიან და შეყვარებულებთან არ ამთავრებენ..
-მე არასერიოზული ურთიერთობებისთვის დრო არ მაქვს.. მე თუ ადამიანთან მომავალს არ ან ვერ ვხედავ, მასთან რა გამაჩერებს თუნდაც მხოლოდ შეყვარებულის სტატუსი იყოს..
-წლები ერთად არიან და შორდებიან..ვერ გაიგებ..
-მართალია.."სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი"..რას გაიგებ..
-და თუ ქალი შეგიყვარდა ნამეტნავად..?
-იმასაც უნდა უყვარდე..
-ნამეტნავად..?
-ვაი რომ ნამეტნავად..
-მაშინ რას ელოდები..ცოლად გამომყევი..
-იოანე ახლა ხუმრობის თავი არ მაქვს..
-ვინ გითხრა ვხუმრობო..
-აი ახლა..ამ წამს ცოლობას მთხოვ..?
-რატომაც არა..გადაფიქრების შემთხვევაში მაქსიმუმ აი აქ მყოფებთან მოგიწიოს იმის თქმა..რამე მიშველეთ და სადმე გამაქციეთო..-თავი გავაქნიე და წამოვდექი..სიცილით..
-თქვენმა ძვირფასმა მეგობარმა ხელი მთხოვა..რას მირჩევთ..?-სიცილით გადავხედე გარშემომყოფებს..
-კარგი ვინმეა..გაყევი..-სიცილითვე მიპასუხა თაიამ..
-რადგან არ გჯერა..-წამოდგა და ჩაიმუხლა..პიჯაკის ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და გახსნა..
-იოანე ბეჭედი რად გინდა..
-ძალდატანების გარეშე ქეთა..რასაც გული გკარნახობს ის მიპასუხე..
-არ მჯერა..აქ და ახლა..?-ყუთი გვერდით გადადო და უფრო მეტად გავოცდი იოანე ჟესტურ ენაზე რომ ამეტყველდა..
-ქეთა..ცოლად გამომყვები..?-ყუთი ისევ აიღო ხელში და ჩემს პასუხს დაელოდა..მივუახლოვდი და მეც ჩავიმუხლე..
-თუ ხუმრობ ახლავე უნდა მითხრა..მერე გვიანი იქნება..
-შეკითხვაზე პასუხს არ დამიბრუნებ..?
-დარწმნებული ხარ რომ პასუხის მოსმენა გინდა..?
-ქეთა..
-თანახმა ვარ..მხოლოდ იმიტომ რომ მოახერხე ჩემთვის თავი ნამეტნავად შეგეყვარებინა..-ცრემლმორეულმა სიცილით ვუპასუხე..ბეჭედი გამიკეთა და წამოვდექით.. ვერავინ ხმას ვერ იღებს.. ასე მგონია ქანდაკებებს ვუყურებ და არა ნამდვილ ადამიანებს..
-საზოგადოებავ..მომეჩვენა თუ მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი და იგივე რამეს ვუყურებდით..
-ახლა თუ შეთანხმებულები ხართ და გვამასხარავებთ..
-მოლოცვებს ველოდი..
-მოიცადე..დრო სჭირდებათ..
-თქვენ რა..სერიოზულად..?
-არ არსებობს..გავგიჟდები-თითოეულის გაკვირების ტალღის შემდეგ..წამიერი სიჩუმე და მართლაც დაიწყეს მოლოცვები..თან არ მჯერას მაინც აყოლებდნენ..არა ვის ვერჩი, თავად არ მჯერა..
-ნაუცბათევად საიდან მოიფიქრე..ან ეს ბეჭედი..
-ბეჭედი მეორე დღესვე ვიყიდე..არ ვიცოდი როდის გახდებოდა საჭირო..
-როგორი ადამიანი ვარ სხვისი ქორწილის ჩაშლა მახარებს..ის ქალაბტონი რომ არა ახლა აქ არ ვიქნებოდით..
-მეგობრებო..დრო არ გვაქვს..იცით რამდენი რამე უნდა მოვასწროთ..?
-დღეს აწერთ ხელს..? დაგეცადათ..
-აუცილებელია..
-რა გავაკეთოთ..
-გამზადებულები ვართ..ერთადერთი ქეთას კაბაა მოსაგვარებელი..დანარჩენი დამოკიდებულია თქვენ რა გინდათ..
-დიდი ქორწილი ისედაც არ მინდოდა..ეს იდეალურია..
-კარგი მობილიზება გვჭირდება..
-რამოდენიმე თეთრი კაბა მომეპოვება, რომელიც გადაკეთებას ექვემდებარება..თუ არადა სადმე გავიქცევით საყიდლად არაა პრობლემა..
-კარგი..თქვენ ატელიეში წადით..უმოკლეს დროში ყველაფრის მოგვარება უნდა შევძლოთ..-საქმეები დაინაწილეს და დავიშალეთ..მე ეკატერინე და ნენე ცალკე წავედით..ვითომ და იჩქარეთო, ეკატერინემ იმდენად სწრაფად ატარა..
-ესეი იგი..სულ ესაა რაც მაქვს..უცებ გაისინჯე თუ არადა სხვაგან მივდივართ..-რომელიც ხელში მომხვდა ის ავიღე..
-რას იტყვით..ვერა..?
-არანაირად არაა შენი ეს მაქმანები.. ზედმეტია..შემდეგი..-იმდენად არ მომეწონა მეორე მათთან აღარც გავსულვარ..გავისინჯე მესამე, სარკეში ზედმეტადაც კი მომეწონა, წელში გამოყვანილი, ლამაზად დაშვებლი..ოთკუთხედი გულით..
-რას ფიქრობთ..? მითხარით რამე..
-ესაა საქორწინო კაბები არ მაქვსო..? აბა ეს რაა არის..
-თავად მქონდა მცდელობა თორემ გაყიდვაში არაა..
-საბოლოო პასუხი..
-გიხდება რაღაც სასწაულად..მიდი კიდევ ერთი გაისინჯე..-უცებ გადავიცვი რიგით მეოთხე..
-მმ არის რაა..
-არა კარგია უბრალოდ წინა კაბის გამო თვალები დაგვებინდა..
-მგონი ის ჯობდა..-მოკლედ ისევ გავისინჯე მესამე კაბა..გადაწყდა მას ჩავიცმევდი..სულ ოდნავ დეტალები გადავაკეთებინე და იდეალურამდეც მივიდა..პირადად ჩემთვის..
ვითომ არაფერი და ორი საათი კი გავიდა..მანქანაში ჩავჯექით და დავიძარით..
-საით..?
-ჯერ იუსტიციაში..-ცოტა ხნის წინ ყველა იმედგაცრუებული იყო..ახლა კი რადიკალურად შეეცვალათ განწყობა.. გადამღები როდესაც დავინახე გამიკვირდა, რანაირად მოახერხეს დაჯავშნა..როგორც ჩანს გადაღება უკვე დაწყებულია რადგან იოანე იქვე დგას და მანქანიდან ჩემს გადმოსვლას ელოდება..
როცა გადმოვედი მისი მზერიდან გამომდინარე მივხვდი სწორი არჩევანი გავაკეთე..
-ხომ გითხარი სათვალე გაიკეთე, ვინმეს შეიწირავთქო..?
-როგორია..-დავტრიალდი..
-ამაზე უკეთესი ვერ იქნებოდა//
-თან ნახე..-კაბა ოდნავ ავწიე და თეთრი კედები გამოვაჩინე..გაეცინა..
-იდეალურია..ქეთა ვიცი ზოგადად მე არ უნდა ვარჩევდე თაიგულს მაგრამ..-უკნიდან წითელი წიწაკების თაიული რომ გამოაჩინა პირი დავაღე..
-არ არსებობს..მოიცადე გულის ჯიბეში პატარა წიწაკები ამიტომ გიდევს..?
-რას ფიქრობ.?
-ძალიან მომწონს..ამაზე სურნელოვან და ლამაზ თაიგულს მე ვერ ავარჩევდი.-შენობაში შესვლისას ოდნავ ავღელდი..ეს მართლა ხდება ფიქრები გაჩდნენ მაგრამ ჩემს დაფრთხობას ვერ ახერხებენ..ზუსტად ამიტომაც..ჩვენ ხელი მოვაწერეთ..თავადაც არ მჯერა ამ სიტყვებს რომ ვამბობ..მოლოცვების შემდეგ ფოტების გადასაღებად წავედით..ორი ლოკაცია ავარჩიეთ..ორ სამ ფოტოს მოვკარი თვალი და სასწაულები გამოდის.. ჩემ დასთან ერთად კიდევ ერთი ბიჭი იღებს..დარწმუნებული ვარ რაღაც გამოვა..
-მოდი იცი რა ვქნათ..? ქეთასთან ფოტოები ბიჭებმა გადაიღეთ და იოანესთან გოგონებმა..
-კარდგი იდეაა… დავდექით..
-ძალიან მაგარი გამოდის..
-საერთო ფოტოები არ გვინდაა..-უამრავი ფოტოს თუ ვიდეოს გადაღების შემდეგ..რომლის დროსაც ცალკე კარგი დრო გავატარეთ..წავედით დარჩენილი საღამოს გასატარებლად.. განათებებია რაღაც სასწაული..
-”ჩემი კანტორის ხალხი მოდის და აბა თქვენ იცით, ერთი კაი რამე დაუკარით”
-ამდენი კარგა ხანია არ მიცეკვია..
-ჩემი ინეტრვიუს დროც მოვიდა..-თაიას ვანიშნე მოსულიყო..
-გისმენ..
-რას ფიქრობ დღევანდელ დღესთან დაკავშრებით..
-არ მეგონა დღევანდელი დღე ამდენად მნიშვნელოვანი თუ გამოდგებოდა..დედა მოგკლავს..
-არ გამახსენო..წარმოიდგინე ამ ჩანაწერს წლების მერე ვუყურებთ..რას გვეტყვი..-წარმოსახვითი მიკროფონი მივაწოდე.
-ერთმანეთს ავსებთ, ამავდროულად საერთოც მოგეპოვებათ..სწორედ ამიტომ მგონია ერთმანეთს გაუძლებთ..-ეკატერინე გამოვიხმე ინტერვიუსთვის..
-როგორ დროს ატარებ..
-ძალიან კარგს..ეშველა იმ უბედურს..მეტი რა მინდა..
-რას გვისურვებ..რაიმე კონკრეტული..
-გისურვებთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო ვერსია გაგევლოთ..ერთად რადგან ასე გადაწყვიტეთ..-სხვების ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სასაცილო ფოტოების გადაღება დავიწყეთ..
გათენებამდე არ დავშლილვართ..ყველაფერი კი იმით დაიწყო და დამთავრდა რომ ფიცი რომელიც მეგობრების წინაშე არ გვითქვამს, მაშინ წარმოვთქვით როდესაც მარტონი დავრჩით..
-ახლა სახლისკენ../?რა უცნაურია ამის თქმა..
-რამოდენიმე საათით..შემდეგ ფრენა გვაქვს..
-ფრენა..? სად მივდივართ..
-მოგეწონება..
. . .
შუა მოგზაურობის დროს შემოვიდა დედაჩემმის ზარი..ისედაც რამოდენიმე დღის გაგებული ჰქონდა ჩემი ამბავი და მიკვირს თავად რომ დამირეკა..
-რამე მოხდა დე..?
-ახლ გავხდი დე არაა..
-კარგი რაა ხომ აგიხსენი სიტუაცია..
-კარგი სხვა რამის გამო გირეკავ..მოკლედ გახსოვს შენი ექიმი..?
-რომელი ჯონი..?
-დამიკავშირდა..შენი ისტორია რამოდენიმე თვის წინ სხვა ექიმთან გადაუგზავნია, ახალ პროექტზე მუშაობდა და იმიტომ..
-მერე..
-ამ პროექტმა გაამართლა..ხომ იცი შენ სმენის აპარატის გამოყენებაც არ შეგიძლია და..
-მთავარზე გადადი დედა..
-არის შანი რომ ოპერაცია გაგიკეთდეს და სმენის აპარატის გამოყენება შეძლო..
-იმდენი რამ ვცადე..ახალი იმედები..მეტის დანგრევას ვერ გადავიტან..
-გამოგიგზავნი რაღაცებს..გადახედე, ასეთი შემოთავაზება აქამდე არ გვქონია შვილო..კარგად დაფიქრდი..დრო არ ითმენს..-გათიშა
-მომესმა..რა მაგარი ამბავია ..
-არ არის..
-რას ნიშნავს არ არის..
-იცი მაინც რამდენჯერ ვცადე..? არაფერი..
-რა იცი იქნებ გამოდის..
-მეტს ვერ გავუძლებ..ამდენი იმედგაცრუება..არ შემიძლია..
-ახლა სხვანაირადააა ყველაფერი..
-რაზე ამბობ..
-შენთან ერთად ვარ..მთელი ამ დროის განმავლობაში შენთან ვიქნები..
-არ ვიცი..
-მოდი გადავხედოთ მაინც რას გვთავაზობს ეს ექიმი..დაველაპარაკოთ..-იმ დღესვე მოავახერხეთ ექიმთან დაკავშირება..საათზე მეტი ვლაპარაკობდით.. მაინც წინააღმდეგი ვიყავი მაგრამ იოანემ დამითანხმა ვიზიტზე წავსულიყავით..გერმანიაში…
-მოდი დავიცადოთ..რაც აქ უნდა ვყოფილიყავით ვიყოთ და მერე წავიდეთ..
-არა..გული არ მომითმენს..მოგზაურობას მერეც მოვახერხებთ.. სანამ ყველაფერში არ გავერკვევით, მოსვენება არ მექნება..
-შეიძლება არც გამოვიდეს..
-შეიძლება გამოვიდეს..ამდენი წელი გაატარე სმენის გარეშე..დრო რატომ უნდა დავკარგოთ..-ქორწილიდან..მოგზაურობიდან..ისე მალე აღმოვჩნდი ექიმის კაბინეტშi გააზრება ვერ მოვასწარი..უფრო დეტალურად აგვიხსნა, პროცედურა..რისკები..ბოლოს კი დაამატა ორ დღეში მოიფიქრეთო..
-არა რას ამბობ..არავის არაფერს ვეტყვით..ეგონოთ მგზაურობაში არიანო..
-შენ თუ თავს კარგად იგრძნობ, იყოს მასე..
-იქნებ ოპერაციამ უარესი მიყოს..ჩვენ შვილებს იმის გარდა რომ ჩემნაირი დედა უნდა ჰყავდეთ..კიდევ დავუმატო რამე..?
-შენნაირი რას ნიშნავს..
-მე..
-საკუთარ თავზე ასე არ უნდა ილაპარაკო..
-სიმართლეა..
-ჩემს ცოლზე ცუდის თქმის უფლება ჩემს ცოლსაც არ აქვს..
-კარგიი..
-მოიცადე ამაზე არ გვილაპარაკია..
-რაზე..?
-ჩვენს მომავალზე ამ კუთხით..შვილებზე..
-შვილები არ გინდა..?
-სიმართლე გინდა..?-თავი დავუქნიე..
-არ მინდა..მხოლოდ მე და შენ უკეთესი არაა..?
-..მე..
-საერთოდ არ მესმის მათი ვისაც შვილები უნდა..მითუმეტეს ბევრი..
-იოანე..
-შენი სახე უნდა გენახა..რა თქმა უნდა მინდა..ბავშვები მიყვარს..
-გული გამიხეთქე..
-არ მეგონა შვილები თუ გინდოდა..
-მინდა..მოგვიანებით..საერთოდ სხვა თემაზე წავიყვანეთ..რას ვამბობდი..?
-რა..
-იოანე მისმენ..?
-კი მაპატიე..
-შემომხედე..თვალები გიბრწყინავს..
-ჩვენს შვილებზე ჩავფიქრდი..მინდოდა მაგრამ..რეალური არასდროს ყოფილა..
-ყველაფერი იქნება..თავის დროზე..
-და ოპერაციაზე რას ფიქრობ..? არ მინდა რამე დაგაძალო..როგორც გადაწყვეტ კარგი..? მე შენს გვერდით ყოფნს გარდა არაფერი შემიძლია..
-მეტი არც არაფერი მინდა..
-გააკეთე რაც გაგაბედნიერებს..-ექიმთან ვიზიტისთვის პასუხი მოფიქრებული მაქვს..ოპერაციას ვიკეთებ..თუ არის შანსი ხომ კარგი თუ არადა ისევე გავაგრძელებ ცხოვრებას როგორც აქამდე..
-სანდო ხელში ხართ..სანერვიულო არაფერია..-არავისთვის არაფერი გვითქვამს ოპერაცია მალევე დაიგეგმა..ყველანაირი ანალიზი გამიკეთეს რაც შეძლებოდა.. დარწმუნებაა საჭირო ყველაფერი წესრიგშია..
-დროა..-ამდენად მოკლე დროში ფაქტია თავს ხელში საჭირო დოზით ვერ ავიყვანდი..მაგრამ მაქსიმალური გავაკეთე რაც შემეძლო..
ერთ რამეში კი დავრწმუნდი..იმედი საშიში რამეა..
. . .
-როგორ არის..?
-კარგადაა..ჯერ არ გამოფხიზლებულა..
-ნახვა არ შეიძლება..?
-მაპატიეთ არა..ოპერაცია იპერაციაა..დრო სჭირდება..
-მითხარით როგორც კი..
-აუცილებლად..
. . .
-დამაგრებულია..ახლა დარეგულირებაში შენ უნდა დამეხმარო..როდესაც ჩავრთავ..-კომპიუტერთან მივიდა..-მითხარი რამე გესმის..?
-არაფერი..საერთოდ არაფერი..
-..ახლა..
-ისევ არაფერია..
-მოიცადე..
-ჩემი..ჩემი თავის მესმის..
-ძალიან კარგი..-მოულოდნელად რაღაცას რომ ჩართავ და ზედმეტად ხმამაღლა გაისმება..ზუსტად ეს დამემართა..-ჩემი გესმის..? მითხარი სად მუშაობ..
-მხატვარი ვარ..იოანე, დაინახე..? გავიგონე-ექიმმა რაღაც ქაღალდი აიფარა..
-ახლაც გესმის ჩემი..?-ცრემლმორეულმა თავი დავუქნიე..-გირჩევნია ავუწიო თუ დავუწიო..შენთვის ნორმალურია..?
-აუწიეთ..
-კარგია..?
-დიახ..
-ქეთათო..-თითქოს გონებაში ზარის ხმა გაისმა..იოანესკენ მივტრიალდი..-ჩემი გესმის..
-იოანე..-თვალები მაგრად დავხუჭე..მომიახლოვდა და ჩამეხუტა..
-ყველაფერი რიგზეა..ყველაფერი კარგად იქნება..-მისი ხმის მელოდიამ ძარღვებში დამიარა..იმაზე დაბალი ტემბრი აქვს ვიდრე მეგონა..
. . .
-ჩვენსავით გაგეწელათ..გვეგონა აღარ ჩამოხვიდოდით..ამას რა დაემართა..-თაიას ხმის გაგონებამ ბავშობა გამახსენა..ოდნავ განსხვავებული მაგრამ მაინც ნაცნობი..
-მეგობრებო..რაღაც გვინდა გითხრათ..
-კარგი თუ ცუდი..
-გაიგებთ..მოკლედ იქ ყოფნისას ქეთას დედამ დაურეკა და უთხრა იყო შანსი სმენა დაებრუნებინა..ექიმს ველაპარაკეთ და როგორც კი მოვახერხეთ გერმანიაში წავედით..კონსულტაციისთვის..ქეთამ მოიფიქრა და ოპერაცია გაიკეთა..რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა სმენის აპარატის გამოყენება..
-ოპერაცია გაიკეთე და არ გვითხარი..? გადაირიე..?
-აღიქვი იოანემ რა თქვა..?
-სმენის აპარატის გამოყენება შესაძლ..ქეთა..ყურზე..შენ ახლა..შენ ახლა ჩვენი გესმის..?-თავი დავუქნიე..
-არ არსებობს..არ ხუმრობ..?-თავი გავაქნიე..ვერ ვლაპარაკობ რადგან ხმას თუ ამოვიღებ ტირილს დავიწყებ და ვეღარ გავჩერდები..ამ დროს თაია გადმოჯდა ჩემთან და რაც შეეძლო ძლიერად ჩამეხუტა..
-ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ შენ გამო..ჩემი გემის..? ხომ გესმის..
-მესმის..
-ყველაფრისთვის რაც გადაიტანე..თითოეული დღისთვის..გათენებული ღამეებისთვის..შენ ამას იმსახურებ დაო..
-სასწაულია..ასეთ კარგ ამბავს ნამდვილად არ ველოდი..
-გილოცავთ..უმაგრესი ამბავია..
-რომელიც აღნიშვნას იმსახურებს..
-ნამდვილად..
-წამოდით სადმე წავიდეთ..
-ბავშვებით სად წამოვიდე..?
-შენ მაგაზე არ იდარდო..მოვგვარდებით..
. . .
ჩამოსვლიდან დროც გავიდა და ამასობაში მივეჩვიე სმენის დაბრუნებას, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს..
ყველაფერს მოვუსმინე ამ ქვეყნად რაც კი გამოსულა, თავი ისევ 13 წლის თინეიჯერად ვიგრძენი..იმდენად მომნატრებია სიტყვებით აღწერა შეუძლებელია..
ჩვეული სასიამოვნო რიტმით ვტკებები..
-ქეთა..შენი აზრი მაინტერესებს..
-გისმენ..
-საბუღალტრო კომპანიის დაარსება მინდა..
-საბუღალტრო კომპანია..?
-რას ფიქრობ..
-თუ ნამდვილად გინდა, რატომაც არა..
-დიდი ხანია რაც მინდა მაგრამ თავი ვერ მოვაბი..ახლა კი თითქოს გამოჩნდა სიტუაცია..
-ძალიანაც კარგი თუ არაფერი გაკავებს..
-რამდენ ხანში გავდივართ..?
-რაც მალე მით უკეთესი..
-კარგი..ახლავე ჩამოვალ..-მოსაცმელი აიღო და გარეთ გამოვედით..-რაღაც გაგვეწელა, დიდი ხანია არ შევკრებილვართ..
-თქვენთვისაა დიდი დრო თორემ..
-შეიძლება..-მანქანა დაიძრა და გავემრთეთ თაისთან და ანდრიასთან…გზაში მაღაზიაში მაინც გავჩერდით და ჩვენდა გასაკვირად მალე მივედით დანიშნულების ადგილამდე..
-როგორ ხარ..?
-ბავშვები სად არიან..
-არა ნახე რაა..განა მომიკითხავს, ეგრევე ბავშვები სად არიანო..
-ჰოო აბა გგონია აქ შენს სანახავად ვარ..?
-გაფუჭებული კიტრის მწნილო..აღარ დამელაპარაკო..-როგორც კი თავისუფალი მოვიხელთე ბავშვი ხელში ავიყვანე..
-ნახეთ რა საყვარელია..როგორ არჩევთ..?
-არ იკითხო..რაღაცნაირად ვახერხებთ..
-თქვენთვის საჩუქარი მაქვს..
-რას ელოდები მერე..
-ბავშვი მიჭირავს მერე მოგიტანთ..
-მომიყვანე ახლა..საჩუქარი მოიტანე და მოგიყვან ისევ..-მანქანიდან გადმოვიტანე და სახლში შევიტანე..
-ეს რა არის../?
-ანდრიასთან ერთად უნდა გახსნა..
-ანდრიაა..საით ხარ..
-მოხდა რამე..
-მოდი ახლოს..ქეთას ჩვენთვის საჩუქარი აქვს..
-მიდი გახსენით რაა..
-არ არსებობს..
-დაგვანახე ახლა ჩვენც..
-ბავშვებთან ერთად დაგვხატე..?-ანდრია..
-მოგწონთ..? წლების მერმე ახლიდან დაგხატავთ..
-ძალიან მომწონს დაო..მადლობა..
-რა მადლობა..სამახსოვროდ დაგრჩება..
-კარგ ადგილს შევურჩევთ..
-ახლა მომიყვანე ბავშვი..
-აიყვანე ვინ გიშლის..
-მადლობა ცოლის დავ..
-გჯერა..? შენი საყვარელი მხატვარი შენი ცოლია..
-ხელის თხოვნის დღესვე მოიყვანა ცოლად..
-დრო რისთვის დამეკარგა თორემ..
-იქნებ ამასობაში გადაეფიქრებინა კიდეც არაა..
-შენ პირს მარილი..
-ცუდად მაჩვევთ ამ ფრაზას..ვინმეს ვეტყვი და შევრცხვები..
-უფრო ხშირად გამოვიყენებ არ იდარდო..
-ცივი ჩაი გაქვთ..?
. . .
როდესაც გგონია აი ახლა..აი ამ წამს დადგა მომენტი როდესაც ყველაფერი დალაგდა..უარესი უკან ჩამოიტოვე და მეტი რაღა უნდა მოხდეს..ზუსტად მაშინ გამოჩნდება ახალი თავსატეხი..
ერთი შეხედვით ჩვეული რიტმით ვაგრძელებდით ცხოვრებას..მაგრამ თანდათანობით იოანე კომპანიის საქმეებში გადაეშვა..ვამბობდი დამთავრდება..ახალი დაწყებულია და ბუნებრივია დროის უქონლობათქო.. დროის გასვლასთან არაფერი შეცვლილა თუ არ გაუარესდა..
ვერაფერს ვამბობდი ხომ არ ვიტყოდი იცი რაა შენი საყვარელი საქმე აღარ გააგრძელო ჩემთვის საკმარისი დრო არ გრჩებათქო..? ამიტომაც ძალაუნებრად გადავერთე სხვა საქმეებზე..
-დარწმუნებლი ხარ..? შეძლებ..?
-როდესაც გეუბნები ესე იგი შემიძლია..
-ბავშვებს სძინავთ თაია..თან ორივე გიჟდება ჩემზე..
-ყველაფერი გითხარი რისი ცოდნაც გჭირდება..თუ რამეა დამირეკე ტელეფონი ჩართული მექნება..
-შეგიძლია წახვიდე..
-კარგი ზედმეტად ვნერვიულობ..თუ მაინც გაგიჭირდა ორივეს დატოვება..დარეკე..
-თაია უკვე გვაწუხებ..მალე წახვალ მალე მოხვალ..-როგორც იქნა წყვილი გავაცილე და ბავშვებთან ახლოს დავჯექი.. რამდენჯერ გვინატრია მათ ადგილზე ყოფნა, სინამდვილეში კი მათ უდარდელობას შევნატრით.. გვინდა წუხილის გარეშე ცხოვრება მაგრამ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია წუხილი..რა გინდა რომ ქნა..
ახლახანს აჭამა ორივე და დააძინა ამიტომაც არ ვნერვიულობ..ჩემთან ორივე ჩერდება, როგორმე მოვახერხებ..ძიძის აყვანა უნდათ მაგრამ ეშინათ, ბოლოს იქამდე მივედით კამერები დავაყენოთ და კარგი ძიძა მოვძებნოთო..ვნახოთ რას იზავენ..
ბოლოს ორი საათიც გავიდა და მეტიც..თაიამ მომწერა გვაგვიანდება და პრობლემა ხომ არაა ბავშვები როგორ არიანო..მეთქი ბრძანდებოდე სადაც ხარ, არაფერი უჭირთთქო..ლაილა ფხიზლდებოდა და შევაბრუნებინე ძილი..სულ ეგ იყო..მესიჯის გაგზავნიდან ორ საათში მოვიდნენ..
-ისევ სძინავთ..?
-კი..ორივეს..
-ქეთა..გადამარჩინე..
-ბოდიში გალოდინეთ..
-რა ბოდიში გოგო..ჩემს წერტილებზე ვგიჟდები..
-გეჩქარება..? რამე დავლიოთ..?
-გაქვს თავი..?
-მაქვს მაქვს..ახლა ყავა ისე მჭირდება როგორც წყალი..
-მოგიდუღებთ ახლავე..10 წუთი მჭირდება მოსაწესრიგებლად..
-მადლობაა..-ანდრიამ ოთახი დატოვა და თაია მომიტრიალდა..
-მომიყევი, როგორ ხარ..?
-როგორ უნდა ვიყო ნორმალურად..
-საქმეები როგორ მიდის..გამოფენას არ გეგმავ..?
-ვმუშაობ მაგ საკითხზე..როგორიც მინდა რომ გამოვიდეს მარტივი არაა..
-ეგეც არის..ოღონდ იცოდე აჩქარებთ შეიძლება საქმე უფრო გააფუჭო, როდესაც მშვიდად აუღელვებლად აკეთებ პირიქით ხდება..
-ეგ ცდუნება ხშირად მაქვს..ხატვის პროცესი ისეთი რამეა..გაფრთხილებაა საჭირო..
-შენი საქმის შენ იცი, მე იმას ვამბობ გამოფენა კი კარგია მაგრამ შენი საუკეთესო ვერსიის გასატანად სასურველზე მეტი დროა საჭირო..
-მართალია..
-როგორ გაწამაწიაში ხარ, მაგ დროს არ გახსოვს..ნახატების იქით ვერაფერს ამჩნევ..მაგ დროს სპეციალურად არც გეკონტაქტები ხოლმე..
-ინებეთ თქვენი ყავა..
-მადლობა სიძე..
-რაზე ლაპარაკობთ../?
-ქეთას მომავალ გამოფენაზე..
-არა ამდენი ხანი როგორ მიმალავდით, შენი მხატვრობის ამბავს..
-მეც შემთხვევით გავიგე თორემ არ მეტყოდა..
-ახლა ყველამ იცის და რა..
-რაღა ყველამ..ჩვენმა სამეგობრომ მხოლოდ..
-მოიცადე მშობლებმა არ იციან../?
-არა..ზოგადად არავის მინდოდა სცოდნოდა..
-არ მესმის როგორ არ ეუბნები..
-ოდესმე გაიგებენ..
-ქორწილის ამბავზე გაბრაზებულია..შეიძლება მომავალში ვუთხრა კიდევაც..
-როგორც გაგიხარდეს..
-გამოფენაზე გამახსენდა..ნეტავ სად ჯობია გაკეთება..ლონდონში ან სადმე სხვაგან ხომ არა..
-აქ ხომ არ გაგიკეთებია..ბარემ აქ ხარ და..
-ვიცი, თუმცა აქ მიცნობენ..?
-გაგიცნობენ..
-სადაც გააკეთებ იქ მოგიწევს ცოტახნით გადაცხოვრება..-იქნებ სჯობდეს კიდეც..
-ვიცი ვიცი..რამეს მოვიფიქრებ..შენს საქმიანობაზე რა ხდება..
-ვუბრუნდები ნელნელა..ერთი ეს ძიძის ამბავი მომაგვარებინა და რაღა მიჭირს..
-არ ინერვიულო..სააგენტოს უკვე დავუკავშირდი..მალე მოვაგავრებთ..
-ყავა ძალიან კარგი იყო..უნდა წავიდე..
-დარჩი თუ გინდა..
-არა სახლში მირჩევნია..აბა თქვენ იცით..თუ რამე გამაგებინეთ..
-აუცილებლად..-სახლიდან გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი და ჩემს გზას დავადექი..
გზად გავაჩერე, მარკეტში შევირბინე და სახლშიც მივედი..იოანე შემოსასვლელში დამხვდა, ირგვლივ მთლიანად საბუთებია მიმოფანტული..
-მოხვედი..? როგორ ჩაიარა..
-კარგად..
-დასაძინებლად მიდიხარ..?
-კი..
-მე ჯერ კიდევ საქმეები მაქვს..ამოვალ..-არაფერი მიპასუხია, ჩვენს ჩაკიდულ ხელებს ისე ჩავუარე როგორც არაფერი და საძინებელში შევედი..მოვწესრგდი თუ არა დავწექი..ვიცი კარგა ხანი არ დამეძინება, თუმცა სხვა რა გზაა..
. . .
თვეზე მეტი გავიდა..მდგომარეობა არ იცლება..ან მე რას ველოდები ვერ გეტყვით..როდის იყო მდგომარეობა თავისით გამოსწორებულიყო, ადამიანმა თუ თავად არ აიღე სადავეები ხელში..
დილიდან გასული მოსაღამოვებულზე დავბრუნდი..გამიკვირდა როდესაც იოანე სახლში დამხვდა..პირადპირ სამზარეულოსკენ გავემართე და ცივი წყალი დავისხი..ასვლა დავაპირე როცა გამაჩერა..
-დაძინებას აპირებ..?
-დაღლილი ვარ..უნდა წამოვწვე..
-შეგიძლია ცოტახანს ჩამოჯდე..?-მისკენ წავედი და თან ვკითხე..
-მოხდა რამე..?
-ჩვენი ქორწილის ფოტოები მოვიდა..
-ვიდეო..?
-ვიდეო ჯერ არა..
-სულ ეს იყო..?
-არ გაინტერესებს../?
-დაღლილი ვართქო იოანე..
-იმედნად დაღლილი ჩემთან ერთად ფოტოებს არ ნახავ..?
-გცალია დავიჯერო..?
-მცალია..
-რამდენი ხნით..?
-დღეს არსად მივდივარ..
-კარგი ვნახოთ..
-ჩემი ლეპტოპი გათიშულია..შენთან რომ გავხსნათ..?
-ახლავე მოვიტან..-იქვე მედო, ბარემ ჩავრთე და წინ დავდგი..
-ორივეს მეილზე გამოგიგზავნეთო..
-გასაგებია..ბარემ ჩამოვტვირთავ ყველას..ესეც ასე..დავიწყოთ..?
-დავიწყოთ..
-წითელი წიწაკის თაიგულზე რამდენი ვიცინე..არა საიდან მოგაფიქრდა..?
-რამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ გაგებული მქონდა რაღაც დოზით შაქარს შეიცავს და გარეგნობას არ უნდა შეხედო მხოლოდო..
-და მე გაგახსენდი..? რას ნიშნავს..არა მოიცადე რას გულისხმობ..
-გარეგნულად მხოლოდ ცივი ჩანხარ მაგრამ სინამდვილეში თბილი და მზრუნველი, უბრალოდ შენებურად გამოხატავ..-პასუხი არ დამიბრუნებია შემდეგ ფოტოებზე გადავედი..არცერთ ფოტოზე ისე არ გადავსულვართ რაღაც არ გვეთქვა..თავიდან ვითომ არაფერი და მერე თანდათანობი ხშირდებოდა სასცილო ფოტოები არამარტო ჩვენი, არამედ დანარჩენებისაც.. დასასრულს უკვე ბოლო ხმაზე ვიცინოდით, თან ზუსტი მომენტები გვახსენდებოდა და ვეღარც ვჩერდებოდით..
-ვიდეოს როცა ვნახავ ალბათ რამე დამემართება..ახლაც მუცელი მტკივა სიცილისგან..
-სამწუხაროდ ჯერ არ იქნებაო..არა მაინც საიდან მოგივიდა აზრად ხელის თხოვნა იმ მომენტში..
-შინაგანად მთლიანად ვიგრძენი იმ მომენტისათვის უნდა გამეკეთებინა..შემდეგი ფოტო..-ერთით გადავიდა..კიდევ ერთით და ახლა გამახსენდა..
-საჭირო აღარ არის..
-ბარემ ბოლომდე გვენახა..ორი საათია რაც ვათვალიერებთ..
-მეტი აღარ არის..
-რას მიმალავ..-სიცილით გადავიდა შემდეგზე..კიდევ ერთხელ და..-არ არსებობს..ეს ფოტო საიდან გაქვს..
-რა მნიშნელობა აქვს..
-ჩემი ფოტოა თან როდინდელი..-იმ ფოტოზეა საუბარი მაშინ თაია რომ მათვალიერებინებდა ფოტოებს და ამის ერთი ფოტო მომეწონა განსაკუთრებულად..
-მერე რა..ქმრის ფოტო მაქვს, უცხო კაცის ხომ არა..მომეცი ლეპტოპი..
-რაზე ბრაზდები..-ლეპტოპი გვერდით გაწია..
-ფოტოების თვალიერება მორჩა..ლეპტოპი დამიბრუნე..-ლეპტოპისკენ გავიწიე, კიდევ უფრო გაწია გვერდით..უფრო მეტად უნდა გავწეულიყავი როცა აღმოვაჩინე რამდენად ახლოს ვიყავი მის სახესთან..
-ლეპტოპი აღარ გინდა..?
-მე..-მთელი სისწრაფით მოვშორდი..-დაიტოვე..მე ვიძინებ..
-ტკიბილი ძილი..
-მშვიდი უფრო მინდა..
. . .
ორი დღე განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა..წესიერად არც გვილაპარაკია, ხატვას მივუბრუნდი და ვერანდიდან აღარც გამომიხედია..
მალე მოსაღამოვდებოდა და გათვლილი მაქვს რა უნდა მოვასწრო..ისედაც დაღლილს მოსაღამოვება შემიძლია მოვიმიზეზო შესვენებისთვის..
უყურადღებოდ არ დამრჩენია მისი სახლში შემოსვლის ხმა..კიბეებზე ამოსვლის..ბოლოს კი ჩემკენ წამოსვლის..
არაფერი უთქვამს სანამ საკმარისად ახლო არ მოვიდა..
-ქეთათო..დაიღალე..?
-ცოტა..-კიდევ უფრო ახლოს მოვიდა..ჩემი მიცემული თმისგამაგრი აიღო და თმები მაღლა ამიწია..
-რჩები..?
-მალე..
-დაბლა ვიქნები..დაგელოდები..-დიდიხანი არც გავჩერებულვარ..მივალაგე და შიგნით შევედი..მოვწესრიგდი თუ არა დაბლა ჩავედი..
-არ გშია..?
-თანაც ძალიან..
-სახლში არაფერია..
-ამიტომაც გამოვიძახე პიცა..მალე მოვა..
-მიკვირს გარეთ არ გიჭამია..
-აქ მინდოდა..შენთან..
-მაშინ დაველოდოთ პიცას..
-რაღაც გუნებაზე არ მეჩვენები..
-”გამოკრეფილ ვენახ დავემსგავსე”..გუნებაზე როგორ ვიქნები..-გაეცინა..
-მოდი ჩემთან..-ხელითაც მანიშნა..-გვერდით მომიჯექი..
-მოხდა რამე..?
-ცოლის სიახლოვის სურვილისთვის რამე უნდა მოხდეს..?
-არ ვიცი..
-სამაგიეროდ მე ვიცი..
-შენ რა იცი..
-რატომ არ მელაპარაკები იმაზე რაც გაწუხებს..?
-რა უნდა გითხრა..
-ვიცი..ჩემი წამოწყებული საქმის გამო ავირიეთ..დრო საერთოდ არ მრჩებოდა..იმ ქაოსში მეც ვერ ვიგებდი რა და როგორ გამეკეთებინა..მითუმეტეს მეგონა ყველაფერი გათვლილი მქონდა..შენ კი ჩუმად ხარ მთელი ეს პერიოდი..
-რა მეთქვა იოანე..ახლახანს დაიწყე საქმე ბუნებრივია ქაოსში ყოფილიყავი..
-არ აქვს მნიშნელობა ქვეყანა რომ თავზე მექცეოდეს უნდა მითხრა რას ფიქრობ და რას გრძნობ..ჩემთვის შენ ხარ პრიორიტეტი..ვიცი ვიცი ბოლო პერიოდი ასე არ ჩანდა და გთხოვ მაპატიე..
-არაფერია..
-ქეთა.. ყველაფერს თავისი დრო უნდა ჰქონდეს, მე კი რელსებიდან ამოვარდნილს ვგავდი..
-ყოველთვის სწორად სიარულს ვერ შეძლებ..ვერც მე შევძლებ..
-ვიცი მაგრამ..
-რაღა მაგრამ..ჩემი ბრალიცაა, ამ პატარა წინაღობაზე არ დავფიქრებულვარ და როგორც კი შემომხვდა ჭიანჭველა სპილოდ ვაქციე.. განაწყენებულზე აქეთ მე დავიწყე შენთვის თავის არიდება როდესაც პირიქით უნდა მოვქცეულიყავი..-მივიწიე და მივეხუტე..-მაპატიე..
-კარგი დანაღვლიანება იმაზე რისი გამოსწორებაც შეგვიძლია არაფრის მომცემია..-ზარის ხმაც გაისმა..-ახლავე მოვალ..
-როგორი შეუკვეთე..?
-ნახავ..ესეც ასე ინებე..
-ვერ წარმოიდგენ როგორ მშიოდა..
-აქამდე რას აკეთებდი..
-ვხატავდი..ჭამა ვის გაახსენდა..აი დავინახე და..
-ფილმს არ ვუყუროთ..?
-ჩართე რამე..
-არაჩვეულებრივ გამოფენაზე რას იტყვი..
-ჩართე ჩართე..შევიხსენოთ სწორი დროის ძებნაში როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება გალიო..
. . .
-სწორედაც რომ დრო იყო გოგონების საღამო მოგვეწყო..
-ძიძაც ვიშოვეთ და ისეთი გახარებული ვარ ხასაითს ვერაფერი გამიფუჭებს..
-ძალიანაც კარგი..მე მალე ისტორიას დავასრულებ..
-და გამოაქვეყენებ უახლოეს პერიოდში..?
-არა რას ამბობ..ახლა რედაქტირების უსასრულო პერიოდი დაიწყება..მაგრამ მაინც მიხარია პირველი ვარიანტის დასრულება..
-ყველა კარგი ამბებით ხართ არაა..?
-თქვენ ორს რაღა გჭირთ..
-მე ასეთი სახე მაქვს..ეკატერინეზე რა მოგახსენო..
-არაფერიც არ მჭირს..დრო არ არის გრეტას დავუძახოთ..?
-გრეტა..ერთი წუთით..
-რას ინებებთ გოგონებო..
-მე კაკაო..თაიას ყავა, დებორას ჩაი..ეკატერინეს ფორთოხლის წვენი..
-ახლავე მოგიტანთ..
-ლილეს ამბები გაიგეთ../?
-არა რა ხდება..
-სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ..
-რას ამბობ..მაგარი ამბავია..
-და სად..
-რამოდენიმე ვარიანტი აქვს და ჯერ არ მოუფიქრებია..
-ძალიანც კარგი..მისთვის უკეთესი..
-სამაგიეროდ თავს მოგვანატრებს..
-რას იზამ ასე ხდება..
-აი ინებეთ..
-მადლობა გრეტა..
-თუ რამეა აქვე ვარ..
-ჰოდა რას ვამბობდი../? მისი მომავლისთვის ასე აჯობებს
-ჯერ არ მიდის და გულს ვიმშვიდებ..სანამ დრო მოვა..
-სანერვიულო არაფერია ლილე ჭკვიანი გოგოა..
-კარგი და შენზე რას იტყვი..
-ჩემზე რა უნდა ვთქვა..
-შენზეა ნათქვამი დაჰკარა ფეხი და გათხოვდაო..
-ამ სიტყვას ვერ ვიტან..გათხოვდა..
-რითი ჩავანაცვლო აბა..
-დავოჯახდი.. უფრო სწორად მიმაჩნია..
-კარგი და როგორია დაოჯახება..შენ ხომ სიტყვა უნდა ამოგაცალოს ადამიანმა..
-თავისებურად იდილიური..
-ნამცხვარი ან რამე არავის უნდა..?
-მე არა..ნელნელა ფორმაში უნდა ჩავდგე..
-ახლა რას ერჩი თაია..
-სანამ ბუნებრივ კვებაზე არიან მარტივი არ იქნება დაკლება და არ მინდა წონა გამექცეს..
-არ იშიმშლო თავი უფრო მეტად არ დაიზიანო..
-არა ნაკლები ტკბილი და შეძლებისდაგვარად სწორი კვება..
-მასე ჯობია..მაგრამ გახსოვდეს, პატარა ადამიანები მოავლინე ქვეყანას..ამის გამო თავი ცუდად არ უნდა იგრძნო..
-მადლობა..ვცდილობ..
-გამოფენაზე რას აპირებ..
-სასურველ შედეგამდე მიკლია ჯერ..
-ეგეც იქნება..თავის დროზე..
-გამოდის დღეისთვის სადარდებელი აღარ დაგვრჩა..
. . .

მწვანილს ვჭრიდი კარების გაღების ხმა რომ შემომესმა..შემდეგ იოანეს ხმა გავიგე და დავშვიდდი.. რაღაცას ღიღინებს..ხმა კი ნელნელა მკაფიო ხდება..
-რას ამზადებ..?
-მეც არ ვიცი..იმედია რამე გემრიელს..
-მოიცდის ცოტახანს..
-რატომ უნდა მოიცად..-ხელი ჩამკიდა და მივხვდი რაც დააპირა..
-ამ წამს შემოხვედი და ცეკვა მოგინდა..?
-რატომაც არა..-დამატრიალა..
-რას ღიღინებ იქნებ მეც გამაგონო..
-”მივესალმე ვკითხე, რად ხარ ასე მწყრალი..მომაჩერდა ვით ტყვე, შვლის ნუკრივით მფრთხალი..”-ახლოს მოიწია -”შენ სხვას ხატავ ანგელოზო, თვითონ დასახატი ხარ, ამ ქუჩაზე მაქ ფუნჯებით მარტო რატომ დადიხარ..”-გამეცინა..ოდნავ გადავახვიე და ავყევი..
-”ვეუფლები ხატვას და ამ ხიდზე გამსვლელს ფუნჯით ფერებს ვატან”-გაეღიმა..სიმღერა ჩართო და ცეკვა გავაგრძელეთ..
”მე უმისოდ ის კი უჩემობიდ ვერ ძლებს”
-კარგ ხასიათზე ხარ..
-რატომ არ უნდა ვიყო..
-მიზეზი მაინტერსებს..
-შენკენ მოვიჩქაროდი და გამიხარდა სახლში რომ დამხვდი..
-ეს სიმღერა საიდან გაგახსენდა..
-შენზე ფიქრისას ხშირად ვუსმენდი..
-მაგრამ მაშინ რა იცოდი ჩემი მხატვრობის შესახებ..
-ჩემი საყვარელი მხატვრის ნახატებში გხედავდი..
-შემდეგ სიმართლე გაიგე და მეტი რა გინდოდა არაა..
-მართალია.. მეტი რა მინდოდა..-მივხვდი..
ერთმანეთისკენ ერთ გადადგმულ ნაბიჯზე ძვირფასი ხანდახან არაფერია..
ამას წინათ გავიგონე “ებრძოლეთ პრობლემას და არა ერთმანეთს”..ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი..
არ უნდა ელოდეთ ერთმანეთისგან იდეალურობას, უშეცდომობას რადგან უახლოეს მომავალში იმედი გაგიცრუვდებათ..
პირველივე წინააღმდეგობაზე თუ აპირებდით დანებებას, საერთოდ რატომ დაიწყეთ..
მარტივი არაა, ხანდახან უკიდურესად რთულიცაა..მაგრამ გადაულახავი არაფერია თუ მოინდომებ..
-შენთვის საჩუქარი მაქვს..
-ქეთაა..ჩემთვის რა საჩუქარი უნდა გქონდეს..
-წამოდი და ნახავ..მიდი მანდვე ჩამოჯექი.
-სად მიდიხარ..
-ახლავე მოვალ..აი..ინებე..
-რა არის..-ყუთი გაატოკა..-სანტერესოა..
-არ გინდა მალე გახსნა..?
-დამაცადე..-გახსნა დაიწყო..-ის არის რაც მე მგონია..?
-საათი რომელიც გაგიფუჭდა..გავაკეთებინე..
-რანაირად..
-ახლობელი მყავს და დიდი ხნის შემდეგ მოახერხა გაკეთება..
-არადა როგორ ვნერვიულობდი..ვიფიიქრე დავკარგე..
-მოგწონს..?
-თანაც როგორ..ვერ წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავს..მადლობა..
-საჭმელს დავუბრუნდები..
-ვის ადარდებს საჭმელი..რა დროს ეგაა..
-აბა მშივრები დავრჩეთ..?
-სადმე წავიდეთ..მიდი გაემზადე..
-ახლა..?
-ახლა..ოღონდ იჩქარე..
-და სად მივდივართ..
-ეგ შენი საფიქრალი აღარ არის..შენ უბრალოდ ის ჩაიცვი რაც მოსახერხებელი იქნება შენთვის..რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობ..
-მაშინ დამელოდე..
-შენს იქით გზა მაინც არ მაქვს და სად წავალ რო..?
. . .
-ერთად ყოფნას რა ჯობია..
-არც არაფერი..
-ვერ წარმიდგენთ როგორ მიხარია..ყველა ერთად ვართ..
-თან სუფრას თუ გადავხედავთ..
-ეკატერინეს მხოლოდ საჭმელი აინტერესებს..
-მთელი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი..
-მომიტევეთ მომიტევეთ..
-ქეთა თქვენთან პირველად ვართ..
-რაის მაიმუნობ მთელი დღეა დაო..
-მხოლოდ იოანესთან კი მაგრამ ესე ოჯახში პირველად ვართ..სიმართლეს ღაღადებს თაია..
-აუბა ცოლს მხარი..
-სხვათაშორის ჩვენი მიზეზით მოხვდა ქეთა აქ..პირველად..-ნენე
-ეგ არ ვიცოდი..-დებორა
-იოანეს გაცილების საღამოზე წამოვათრიე..
-მიზეზები მქონდა გამოლეული და იოანემ გადამარჩინა..-ბუდუ..
-ჩემი წასვლა თუ უშველიდა თქვენ ურთიერთობას რას ამბობ..
-სამაგიეროდ ვინ მოგიყვანეთ..-ბუდუმ ჩემზე მიანიშნა..
-არ თქვა..
-როგორც ჩანს უძლებთ ერთმანეთს..
-ჩემი თავის ტკივილია..
-ქრონიკული..-შევუსწორე, რაზეც ყველას გაეცინა..
-მართალია..სულ უნდა მაწუხებდებს, სხვანაირად არ გამოვა..
-დღემდე ვერ გავიგე თქვენი შეხვედრის ამბავი..სულ პირველად..
-მოიცადე სულ პირველად რას ნიშნავს..
-ჯერ ხომ ერთად თაიას და ანდრიას ქორწილში ვნახეთ..
-მერე..
-რაღა მერე..მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს..
-მე რატომ არ ვიცოდი..
-ეგ აღარაა მთავარი..მთავარია გავიგოთ როგორ შეხვდნენ..
-მაგის მოყოლას არ ვაპირებ..
-ასე ინტერესში უნდა დაგვტოვო..?
-მასე გამოდის..
-უსამართლობას აქვს ადგილი..
-ისეთი არაფერი იყო..ლონდონის ერთ-ერთ ბარში შევხვდით..მიუხედავად იმისა რომ მოვიხიბლე მასთან გამოლაპარაკებას არ ვაპირებდი, შემდეგ ხელსახოცი დაუვარდა..დაველოდე როდის აიღებდა , მაგრამ არ აიღო..ბოლოს მივაწოდე..ზედ არ შემომხედა მადლობა ისე გადამიხადა..გავატარე მანამ სანამ ტელეფნზე არ დარეკეს და ქართულად არ დაიწყო ლაპარაკი, როგორც კი გათიშა გამოველაპარაკე..
-ნომერი მოგცა და..
-ასე მარტივადაც არ იყო..თითქმის მთლიანად მომცა..
-ეგ რას ნიშნავს..?
-ბოლო ორი ციფრის გარდა..თუ ასე ძალიან გინდა მოახერხებ დარეკვასო..
-ეგ ფურცელი სადაა..
-შენახული მაქვს..
-გვაჩვენე რაა..-სახლში შევირბინე და გამოვიტანე..
-ინებეთ..
-არ არსებობს..ამდენი კომბინაცია ცადე..?
-ბოლოს კი გამოგიცვნია..
-არაა..თავად დამიწერა..
-მიცადე ეგ როდის..
-ჩემი ჩამოსვლის პერიოდიდან არც თუ ისე შორს..
-პირველი პაემნის შემდეგ..
-კაიი…
-მერე სასტუმრომდე მივაცილე და ამ ფურცლით ხელში დავბრუნდი ჩემსაში..
-დაგტოვა გაღიმებული..
-დამტოვა..
-ოღონდ მეგობებო, ის ხელსახოცი ძალით დავაგდე..
-რა თქვი..?
-ვერ მიხვდი..?
-წარმდგენა არ მქონდა..დღემდე..-იოანე..
-არადა მთელი ამ დროის განმავლობაში მეგონა იოანეს ვერ იტანდი..
-რაღაც პერიოდი სერიოზულად ვფიქრობდი რომ მასეც იყო..შემდეგ მივხვდი საკუთარ თავს ვატყუებდი..
-რამდენი გიწვალია იო..
-არ თქვა..ჩვენზე ლაპარაკს მოვრჩეთ..
-შემიფასეთ..-ჩემს გაკეთებულ კერძე მივანიშნე..
-მოიცადე..ეს რა შენი გაკეთებულია..?
-გახლავთ..
-როდიდან ამზადებ კარგად..
-და როდის ვიყავი ცუდი მზარეული..
-თვალში არ მომხვედრილხარ..
-ეგ გასაკვირი არაა..
-ბავშობიდან კარგად ვამზადებ..ისეთი ტალახის ტოლმები მაქვს გაკეთებული..
-გვჯერა..
-ხშირად უნდა აკეთო რაღაცები..დასაკარგი ნიჭი სად გვაქვს..?
-დასაკარგი ნიჭი არ მაქვს თუ შენც გინდა დაგემოვნება..
-მეც მინდა, რა თქმა უნდა..-თაია..
-შენ ჩუმად..რამდენი ხანია ჩაქაფული ან რამე გემრიელობა არ მოგიმზადებია..
-ორი ბავშვი ხომ არ გავაჩინე შემთხვევით..სად მქონდა მაგის თავი..
-სამართლიანი შენიშვნაა..
-ამიერიდან მეტი შეკრება..მეტი გემრიელობა..
-შეკრება გემრიელობის გარეშე..?
-რაღათ გვინდა შეკრება..
-ნახე რაა..
-ქორწილის ვიდეოს როდის ვნახავთ..?
-რამოდენიმე წლის შემდეგ..
-ახლა..?
-მერე აქვს მუღამი..დრო გავიდეს..
-ღვინოსავით რაც დრო გადის უკეთესი ხდება თუ რა ამბავია..
-როგორ გეტყობა კახელობა თაია..რა შედარება იყო..
-რომელი კუთხიდანაც ვარ ის დამეტყობა სხვა ხომ არა..
-საინტერესოა თქვენი შვილები რომელ კუთხეს მიემხრობიან..
-რატომ უნდა მიემხრონ რომელიმეს..გენში ორივე აქვთ..
-მაგას ვნახავთ..
-წამოიზარდონ ბავშვები და ჩემი ცოლი ალაბთ სვანეთში გადამასახლებს..
-მე ვარ სვანეთიდან თუ შენ ანდრია..გიხაროდეს..
-უახლოეს მომავალში ხომ არ წავიდეთ ყველა..?
-ვნახოთ..რა იცი რა ხდება..
-დაბალ ხმაზე სიმღერა ჩართეთ რაა..
-ჩართე კი არ გიშლით..
-ნელიკოსაც ვნახავდით..დიდი ხანია არ მინახავს..
-გახსენა წინაზე..
-დროის გამონახვა რატომ მიჭირს ასე ძალიან არ ვიცი..თქვენ თუ არა, მე კი ვარ ჩასასვლელი..
-ლილეს დაქალი რას აპირებს ნეტა..
-ნელიკოს შვილიშვილი..?/ მგონი მანაც საზღვარგარეთ მოიფიქრა..ოღონდ სად არ ვიცი..
-მაგათი დაშორება ჩემთვის წარმოუდგენელია..
-მე და შენ მასე არ ვიყავით წლები..?
-მაინც ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას..
-რთულია რაც არ უნდა იყოს..
-მეგობრების გარეშე რთულია ყოფნა..
-დაშლაზე ნუ ვლაპარაკებთ..არ შემიძლია..
-სამომავლოდ რა იცი რა ხდება..
-ჭრილობაზე მარილს რატომ მაყრი..
-ამის მიუხედავად იმას ვამბობ რომ დროებითი დაშორებები დაშლა არ არის..
-მთავარია სამუდამოდ არ დავკარგოთ ერთმანეთი..
-თუ მოვინდომებთ არ დავკარგავთ..
-ცხოვრებაა ისეთი..ჩქარი გადატვირთული..ერთმანეთისთვის დრო თუ არ გამოვნახეთ, თითქოს ერთად არც გაგვიტარებიაო ამდენი წელი ისე იქნება..
-დინებას არ უნდა მიყვე..შემობრუნებაც კი რთულია საწინააღმდეგო მიმართულებით თუ მოინდომე წასვლა..
-მასევდიანებთ..მაგრამ მართალია..
-ამიტომაც გვაქვს დაგეგმილი დასვენების ერთად გატარება..წელიწადში ერთხელ მაინც..
-ამ ერთხელ შეკრებისთვის თუ გახდა დროის გამონახვა რთული..მაშინ იქნება ჩვენი საქმე ცუდადდ..
-შეიძლება მასეც მოხდეს მაგრამ შევახსენებთ ერთმანეთს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრობა..
-მეხამუშება მეგობრებს რომ გიწოდებთ..ოჯახივით მყავხართ თითოეული..
-მთლად უკეთესი..
-მოიცადეთ რაღაცის გამოტანა დამავიწყდა..
-ახლა უნდა იძახდხე..? აღარაფერი ჩადის..
-ისეთი რამეა ადგილს გამონახავ..
-დავინტრიგდი..მიდი კაი როგორმე შევჭამ..
-ახლავეე..
-იჩქარე..
. . .
-შენთვის საჩუქარი მაქვს..
-საჩუაქრი..? რატომ../?
-რას ქვია რატომ..არ შეიძლება ცოლს საჩუქარი ვაჩუქო..?
-შეიძლება, მიზეზი ვიკითხე..
-მიზეზი არ მჭირდება..მომინდა და გჩუქნი..
-კარგი მაშინ მაჩვენე..
-თვალები დახუჭე..
-სერიოზულად..?
-სერიოზულად..მიდი დახუჭე თვალები თუ საჩუქარი გინდა..
-კარგი..
-მაგრად დახუჭე..
-იოანე..
-ქეთა..
-კარგი..მალე ოღონდ..
-მითმინე..1.2..3..გაახილე..
-ეს რა არის..?
-გახსენი..
-დიდია..შენ შეფუთე..?
-ჩემი ხელებით..სხვას ვერ ვანდობდი..
-მენანება გახსნა..
-დამიჯერე, შიგნით რაც დევს უფრო მოგეწონება..
-რა გაეწყობა..-შეფუთვა გავანადგუე და..-არ მჯერა..ეს..ეს ის არის რაც მგონია..?
-ისაა..
-ნამდვილია..?
-ნამდვილია..
-ცისია კილაძის ნახატი..რანაირად..-ნახატი გვერდით გადავდე და იოანეს მთელი ძალით ჩავეხუტე..-მადლობა..
-მიხარია თუ გაგიხარდა..
-როდის მე გითხარი ჩემი საყვარელი მხატვარიათქო..მგონი შენ მართლა აპირებ პირობის შესრულეას..
-რომელი პირობის..
-ჩემი გაცინების პირობის..
-მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში..დიახ..
-კიდევ არ მჯერა..არ ველოდი..
-კიდევ არ იცი, ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია ბედნიერი იყო..
-თანხმობის მომენტში ვიცოდი არჩევანში არ შევცდებოდი მაგრამ ყოველდღე მიმტკიცებ სწორი არჩევანი გავაკეთე..
-შენს გვერდით ჩემი თავი მომწონს..ხვდები ეს რამდენს ნიშნავს..?
-ერთმანეთის საუკეთესო ვერსიები თუ არ ვიქნებით ერთად..ერთად რა გვინდა..
-ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ვერსია თუ არ გავიარეთ..?
-გახსოვს ფილმი..არაჩვეულებრივი გამოფენა..?
-რა დამავიწყებს..
-სწორი დრო ჩვენ უნდა შევქმნათ..
-და ისეთი შეგრძნება არ უნდა გვქონდეს თითქოს ჩვენს მაგივრად სხვა ცხოვრობს..
-ამაში ერთმანეთს დავეხმარებით..
-ჩემი ქეთათო..ზედმეტად შორს ხომ არ ზიხარ..?
-სულ მაგაზე როგორ გაქვს პრეტენზია..
-ყოველთვის მექნება..ჩემთან ახლოს უნდა იყო..
. . .
“მირჩევნია, მყავდე
და არ შემეძლოს შენი ატანა,
ვიდრე უშენობის აუტანლობა მტანჯავდეს.

ამ ქალაქში,
ცათამბრჯენების სახურავებიდან კი არა,
შენი თვალებიდან იწყება ცა.”
ლაშა მარგიანი



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგი იყო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent