შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ (თავი 2)


9-08-2023, 10:30
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 647

#2
***
შემდეგი რამდენიმე დღე უნივერსიტეტში ტატო აღარ მინახავს. სწორი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ არ ვიცი ეს რატომ მოხდა, იმიტომ რომ ვიცი. ზოგადად დამალვა არ მიყვარს და არც მინდა, რომ ჩემს საქციელს ასე დავარქვა, მაგრამ მაინც ასე გამოდის. დაახლოებით ვხვდები რას რა მოჰყვება და უფრო სწორი ისაა, რომ ამას უფრო გავურბივარ. მე სხვანაირი მეგობრობის მჯერა. ჩემთვის ეს ძალიან წმინდაა. მართალია თამარა მეუბნება, რომ ზოგჯერ ძალიან ბევრს ვითხოვ, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ. მეც მინდა, რომ ცოტა მართლა მოვეშვა, მაგრამ მცდელობის მიუხედავად არ გამომდის. არ ვიცი ეს ხასიათს უნდა დავაბრალო თუ არა, მაგრამ იმის მჯერა, რომ სხვის გამო არ მინდა ვიცვლებოდე. თუ ასეთს არ მიმიღებენ ჯობია საერთოდ არ მიმიღონ, ჩემთვის ასე უფრო სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მეორე მხარეს სხვანაირადაა საჭირო. ბევრი მეგობრები რომ მყოლოდა ცხოვრება უფრო გამიმარტივდებოდა? ამასაც ხომ ამბობენ, ჩემი მოგონილი არაა. არ ვიცი. შეიძლება მართალია, შეიძლება არა. მხოლოდ მეგობრობა ხომ არაა, იმის იქითაც შეიძლება ცხოვრებაში ადამიანი დაგჭირდეს, მერე რას იზამ? ხო, ესეც მაქვს მოსმენილი და სხვათა შორის, ყველაზე ხშირად მამაჩემისგან. არ ვიცი ამაში როგორ ვერ დავემგვანე, თუმცა რაც არ უნდა იყოს მიხარია რომ ეს ასე არ მოხდა. თვითონ მთელი ცხოვრება ვიღაცის გამოყენებაზეა გადასული და ამას ეძახის მეგობრობას. ცუდია. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში არასდროს გამიმართლებია მისი ამგვარი აზროვნება ამ საკითხზე და ზუსტად ვიცი, რომ არც არასდროს გავამართლებ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სწორედ ამის წყალობით ცხოვრობს სადაც ცხოვრობს და როგორც ცხოვრობს. დედას გარდაცვალების შემდეგ მალევე წავიდა საქართველოდან ვითომ სამუშაოდ. ასე უნდოდა დამხმარებოდა. არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ასეთი შთაბეჭდილების დატოვება უნდოდა და დატოვა კიდეც. მას შემდეგ აღარც ჩამოსულა და არც ვფიქრობ, რომ ჩამოვა. მეორე ოჯახი იმდენად უყვარს, მე საერთოდ ვინ ვარ. მამიდა რომ არ ყოფილიყო ალბათ სრულიად მარტო ვიქნებოდი იმ საშინელ პერიოდში. მისი დაჟინებული თხოვნა და ბოლოს დაძალება რომ არა, ალბათ სწავლასაც აღარ გავაგრძელებდი არასდროს. თითქოს ყველამ ერთ დროს მიმატოვა. ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა. ბოლოს მამამ თავი იმით იმართლა, სახლი ხომ მივეცი და მეტი რაღა უნდაო. სახლი არ მინდოდა, სიყვარული მინდოდა, მხოლოდ მისი სიყვარული.

***
როგორღაც ბოლო სემინარსაც ვამთავრებ. ხუთშაბათი არ მიყვარს, ზედმეტად გადატვირთულია. აუდიტორიიდან გამოვდივარ და პირდაპირ გასასვლელისკენ ვაპირებ წასვლას, რომ წინ ძალიან ნაცნობი პიროვნება მხვდება. ვჩერდები. ზუსტად ვიცი, რომ ვიცნობ, მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან. ჩემი დაბნეული მზერის საპასუხოდ მიღიმის, მაგრამ ყალბია და ამის შემჩნევა არ მიჭირს.
- როგორ ხარ, ანა? - იმდენად სწრაფად მეხვევა, ძლივს ვფიქრობ ხელის მოხვევას.
- კარგად. - არა, მაინც ვერ ვიხსენებ.
- ვერ მიცანი?
აშკარად უკვე სახეზეც მეტყობოდა.
-გიცანი, მაგრამ მაინც გამახსენე საიდან.
ისევ ეღიმება, თან თმას ისწორებს. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ გოგონებს ვერ ვიტან. მისი ყოველი სიტყვა ისეთივე გადაპრანჭულია, როგორიც თვითონ. აშკარად მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს არ სჯერდება.
-კახას უმცროსი შვილი ვარ. ჩვენთან ჩამოდიოდით ხოლმე სოფელში ზაფხულობით, ადრე, ადრე. -ისევ მიღიმის.
- აა. - ხო, ახლა გასაგებია. - თიკო?
- თეკლა. - მაშინვე მისწორებს.
- ხო, ხო, თეკლა. სახელების დამახსოვრება მიჭირს.
- არა უშავს, მერე რა მოხდა.
ბოლოს რომ ვნახე ძალიან პატარა იყო, მართლა. შეცვლილია, თუმცა ძალიან არა. სხვაგვარად ალბათ იმასაც ვეღარ გავიხსენებდი რომ ვიცნობ. ბოლოს მათთან სოფელში დედას დაჟინებული თხოვნით ვიყავით, რომელსაც არასდროს უნდოდა შორეული ნათესავები დაგვეკარგა. მას შემდეგი იმდენი წელი გავიდა. თანაც თეკლა იმდენად თავისუფალი ბავშვი იყო სახლში არასდროს ჩერდებოდა. ნორმალურად არც კი ვკონტაქტობით. უნდა ვაღიარო, რომ ცოტა მიკვირს ასეთი თბილი მოკითხვა მისი მხრიდან.
-რამდენი წელი გავიდა, ვერც კი ვიჯერებ. ძალიან კარგ ფორმაში ხარ.
- შენც. - საჭიროებისდა გამო მეც ვუღიმი. - არ ვიცოდი თუ აქ სწავლობდი.
- არა, გოგო, მობილობით გადმოვედი.
მისი ,,გოგო“ იმდენად ცუდად მხვდება ყურში, ვერ აღვწერ. გეგონება ძალიან ახლო მეგობრები ვიყოთ.
-მეგობარმა მირჩია და რა ვიცი. სხვათა შორის, ბავშვები საუბრობდნენ და მაგ დროს გავიგე შენზე, მერე ცხრილშიც ვნახე და მეთქი, რა ხდება, ანუ, ძალიან გამეხარდა მართლა, აქამდე რომ მცოდნოდა აქ ასწავლიდი რამე შენს საგანსაც ავიღებდი თავისუფალ კრედიტში.
თავისით მეღიმება. ბოლო უკვე ნამდვილად ზედმეტი იყო.
-შენ რაშვები, რა ხდება შენკენ? -ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს.
- ისეთი არაფერი.
თავს მიქნევს.
-მოგწონს აქ? ხო კარგი ლექტორები არიან? მე არ ვიცნობ ჯერ ყველას და მაგიტომ შენი გადმოსახედიდან მაინტერესებს.
- ყველა ძალიან კარგია, მთავარია ისწავლო. -ღრმად ვსუნთაქვ. -უნდა წავიდე თეკლა, საქმე მაქვს, უკაცრავად, მერე გნახავ, კარგი?
- კარგი, საყვარელო. ისედაც ბევრჯერ შევხვდებით.- თვალს მიკრავს.
ღმერთო ჩემო.
გვერდს ვუვლი.
მის მზერას მაინც ვგრძნობ. იმასაც ვგრძნობ, რომ მისი გამოჩენა ტყუილად არ მომხდარა.

***
თეკლაზე თამარას ვუყვები. რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ აქვს, პირიქით, მის გამოჩენას ჩემგან განსხვავებით ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად იღებს და არც ჩემს უცნაურ წინათგრძნობაში მეთანხმება. უფრო ტატოზე იღებს აქცენტს და აქედან გამომდინარეობს მისი კითხვებიც, რომელსაც პასუხს ვერ ვცემ, იმის გამო რომ არ მინახავს და არც მას შემდეგ მისაუბრია.
-შენ ნორმალური არ ხარ. - ვერ ვგებულობ რატომ მლანძღავს, მაგრამ მაინც ვაყენებ ხმამაღალზე და ტელეფონს გვერდით ვდებ.
- არ მინახავს და ძალით ხომ არ მოვძებნიდი?
- თუ ემალები? - ისეთი ტონით მეკითხება მისი სახეც მიდგება თვალწინ.
- არა.
- მივხვდი, რომ მომატყუე.
ღრმად ვსუნთქავ.
-უბრალოდ არ მინდა მასთან შეხვედრა, დამალვა არაა. თანაც მგონი არცაა უნივერსიტეტში ეს დღეები.
- რას მელაპარაკები, ფოტოები ედო. სოციალურ ქსელებში რომ შედიოდე უფრო ხშირად და ბლოკიც აგეხსნა...
- ვერ ეღირსება. - გაუაზრებლად ვპასუხობ.
სიცილი უტყდება.
-რა გაცინებს? არა, მართლა...
- რომ აღირსო?
- თამარაა! ნუ შუამავლობ თუ შეიძლება და საერთოდაც, რატომ მელაპარაკები სულ მასზე? ძალიან დავიღალე.
- მინდა რომ შეგარიგოთ და ასე უცხოებივით არ იყოთ უნივერსიტეტში.
- მე არ მინდა. კარგი, წავედი, ამაზე თუ უნდა მელაპარაკო სულ, მირჩევნია დავიძინო.
- კარგი რაა.
- კარგად. - იქამდე ვუთიშავ სანამ კიდევ მეტყვის რამეს.
არა, ზოგჯერ მართლა ძალიან მიშლის ნერვებს.

***

ისეთი კოშმარი მესიზმრება დილას განადგურებული ვიღვიძებ. გარეთ საშინელი წვიმაა და გრუხუნებს. უნდა ვაღიარო, რომ ახლა არსად წასვლა არ მინდა, მით უმეტეს უნივერსიტეტში. იქ რომ ვარ... არ ვიცი, რაღაცნაირად ვარ დაძაბული. არ მიყვარს სიტუაციებს რომ უნდა მოვერგო, მინდა რომ მე მე ვიყო, მაგრამ იმასაც ვიაზრებ, რომ ასე ვერ მოვიქცევი. არ ვამბობ, რომ ჩემი საქმე არ მიყვარს, პირიქით, ეს არაა პრობლემა, უფრო ის, სხვა ლექტორებთან რომ მიწევს კომუნიკაციაში შესვლა და მათ შორის ნახევარზე მეტი თამაშობს. ზოგჯერ იმდენად ძალიან მინდა, რომ პირდაპირ ვუთხრა რასაც ვფიქრობ ყელში მაწვება. ხო, იფიქრეთ რომ გიჟი ვარ, მაგრამ რა ვქნა. ამის გამო ვცდილობ ავერიდო ხოლმე, მაგრამ სულ ხომ ვერავის აერიდები. აერიდები და გამოჩნდები კიდეც განსხვავებული. რეალურად ეს ჩემი შინაგანი მესთვის პრობლემა არაა, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ბევრ რამეს ვიაზრებ უკეთ და ყოველ შემთხვევაში ვცდილობ მაინც რომ სწორად მოვიქცე. მაგრამ მგონი მაინც არ ვიქცევი სწორად, არ ვიცი. თამარას სიტყვები მახსენდება და წამიერად ნერვები მეშლება საკუთარ თავზე. ფიქრებს თუ შევყევი უარესიც მოხდება. მიუხედავად ჩემი შინაგანი პროტესტისა მაინც ვდგები რომ უნივერსიტეტში წავიდე. რაღაც სასწაულით წვიმა ჩერდება, თუმცა გარეთ გასვლისთანავე ვრწმუნდები, რომ ეს დროებითია. იმდენადაა ჩამუქებული ღრუბლები, დარწმუნებული ვარ სულ მალე იმაზე უარესი დაიწყება ვიდრე გამთენიისას იყო. სასაცილოა, მართლა, თან მაინცდამაინც დღეს, როცა მანქანა არ მყავს. მართალია იმ კაცმა მითხრა, რომ საღამოსთვის ყველაფერს მოაგვარებს, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ სწორად მეპარება მის პუნქტუალურობაში ეჭვი. ამ მანქანამ ძალიან დამღალა, მართლა. დარწმუნებული ვარ სანამ კრედიტს დავფარავ იქამდე მოეღება ბოლო.
*
სხვა გზა არ მრჩება, უნივერსიტეტამდე მეტროთი მივდივარ. საინტერესოა, ბოლოს როდის ვიყავი მეტროში აღარც კი მახსოვს. სიმართლე რომ ვთქვა არ მიყვარს აქ ჩამოსვლა, თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. არ მინდა იმის თქმა რომ მეშინია, მაგრამ... კარგი. საერთოდ ყოველთვის ვცდილობ იმაზე არ ვიფიქრო, რომ მეშინია რა სიტუაციაც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ვიცი, შიშის უფლება არ მაქვს. პატარა არ ვარ, აღარ ვარ, გავიზარდე, რომ შემეშინდეს პირველ რიგში არ შემეფერება, მეორეც არც არავინ მყავს ვისაც ასეთ დროს ამოვეფარები. თამარა მყავს, მაგრამ ის ჩემზე მეტად მშიშარაა საერთოდ ყველა საკითხში და არც კი იცის, რომ მე ზოგჯერ მასზე მეტად მეშინია. ალბათ ეს ერთადერთია, რასაც საკუთარ თავსაც კი არ ვუმჟღავნებ და საპირისპიროს ვაჯერებ. ალბათ სწორედ ამის წყალობით მოვედი აქამდე. ზოგჯერ საკუთარ თავში ნაპოვნი ძალა მეც მაოცებს, მაგრამ ნეტავ ყოველთვის შემეძლოს ამ ძალის პოვნა.
ესკალატორთან მივდივარ. სიმართლე რომ ვთქვა ასეთ დროს ხალხს არ ვუყურებ, მაგრამ რატომღაც ახლა გამირბის მზერა და... პირდაპირ ვეჩეხები ერთი ადამიანის მზერას, რომელიც რატომღაც კიბეზე საპირისპიროდ დგას და მიყურებს. ვიბნევი. ჯერ მგონია რომ არაფერია და მზერას ვაშორებ, ყურადღების გადატანასაც ვცდილობ, თუმცა ვგრძნობ, რომ ის ნამდვილად არ აკეთებს იგივეს და როცა კვლავ გადამაქვს მზერა მასზე, საბოლოოდ ვრწმუნდები რომ არ ვცდები. შუახნის კაცია, შესახედაობით რომ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ზუსტად ისეთი. დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიცნობ, მართლა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ მიყურებს. ბოლოს მზერა ეცვლება და შინაგანად საშინელება მემართება. თავში ისეთი აზრები მომდის სუნთქვა მეკვრება, ყელში მაწვება. ვიცი, რომ ჩვეულებრივი სიტუაციაა, მაგრამ მე ისეთი პანიკა მეწყება შინაგანად, მალევე რომ არ დასრულებულიყო ეს კიბეეები და დღის სინათლე არ დამენახა, ბევრს ვეღარ გავძლებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე წინაა ჩერდება და რამდენიმე ადამიანთან ერთად მეც წინ მიშვებს, ბოლოს კი თვითონ გამოდის. ცივი ჰაერის შეხება ოდნავ მაფხიზლებს, მაგრამ მაინც ვერ ვწყნარდები. ჩემი შინაგანი ფორიაქი პიკს აღწევს და უკვე ნერვები მეშლება საკუთარ თავზე. არ შეიძლება რომ მე ამას ვერ ვაკონტროლებდე, არ შეიძლება მე ეს მემართებოდეს. აქ ისეთი ხომ არაფერია. არ მინდა, ღმერთო ახლა არანაირი პანიკური შეტევის დრო არაა. იმდენად სწრაფად მივდივარ, უკვე ვხვდები რომ ამის გამოც მიჭირს სუნთქვა. ნელ-ნელა წვიმასაც იწყებს. წარმოდგენა არ მაქვს ვინმე მომყვება თუ არა, არ შემიძლია უკან გახედვა. ღმერთს მადლობა რომ უნივერსიტეტი აქვეა, თორემ არ ვიცი, მართლა აღარ ვიცი. სრულიად წაშლილი მივდივარ. პირდაპირ პარკინგისკენ ვიღებ გეზს, რომ ხალხს ავერიდო, ცოტა ხნით მაინც სანამ დავწყნარდები. წვიმის წვეთებს სპეციალურად ვუშვერ სახეს და თან ვცდილობ, რომ ღრმად ვისუნთქო. ღმერთო ეს რა იყო... ჩანთაში ჩემს წამალს ვეძებ და თითქმის ყველაფერს ვპოულობ მის გარდა. ბოლოს როგორც იქნა ისიც ჩნდება, ჩანთიდან ვიღებ, თუმცა წამალზე ფიქრში მყუდროება მერღვევა.
-უმანქანოდ პარკინგზე?
- ღმერთო! -თავის აწევა, ტატოს დანახვა, ჩემი ინსტიქტურად ნათქვამი ,,ღმერთო“ და წამლის ხელიდან გავარდნა ერთია.
ისევ წამში მეკვრება სუნთქვა შიშისგან და თითქმის დაწყნარებული გულისცემა თავიდან ირევა. აღებას მასწრებს, თუმცა სანამ წამლის სახელის წაკითხვას მოასწრებს იქამდე ვტაცებ ხელიდან.
-ასეთი რა იყო? -ეღიმება.
- რა შენი საქმეა, ტატო? ანდა ასე ჩუმად რატომ მომეპარე? გული გამისკდა! - იმდენი ემოცია მაქვს უკვე ვეღარ ვიტევ. დაუჯერებელია ყოველთვის მის წინ რატომ ვერ ვიკავებ თავს რომ დავიცალო.
წამალს ჩანთაში ვაბრუნებ და სანამ მართლა მასზე არ გადმოვიღე ყველაფერი შესვლას ვაპირებ, თუმცა მხოლოდ მიტრიალებას ვასწრებ.
-თოფურია...
- რა, რა თოფურია?! -ინსტიქტურად ვუწევ ხმას. - რა გინდა?!
- კარგად ხარ? -სახე ეცვლება. აშკარად მატყობს უკვე ყველაფერს.
- ცუდად რატომ უნდა ვიყო?! ამის მიზეზი მაქვს?! - სუნთქვას ვაყოლებ.
- მოხდა რამე?- უფრო იბნევა.
კიდევ ერთხელ ვცდილობ რომ ამოვისუნთქო. რას ვაკეთებ... რატომ ვეჩხუბები... ნელ-ნელა ვიწყებ გააზრებას და მხოლოდ წამიერად ვუსწორებ თვალს. ისევ ისე მიყურებს, დაბნეული მზერით. წარმოდგენა არ მაქვს რა ვქნა.
-ბოდიში, სემინარი მაქვს... - ზურგს ვაქცევ .
ღმერთო, რას ვაკეთებ.

***
შოკური მდგომარეობიდან გამოვდივარ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სემინარის ჩატარება ასე არასდროს გამჭირვებია. თავიდან ცივი ოფლი მასხამდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ნელ-ნელა შევძელი გონების გადართვა და კონცენტრაცია. სტუდენტების მოსმენა დამეხმარა კიდეც რომ რეალობაში დავბრუნებულიყავი, წამლებმაც იმოქმედა და... კარგი.
ეს კარგი, მაგრამ... როგორც კი აუდიტორიიდან გამოვდივარ გონება ტატოს მახსენებს. მიდი და აუხსენი, პანიკური შეტევა მეწყებოდა და ამიტომ მოვიქეცი ბავშვივითო, მიდი და აუხსენი რა სჭირდა ჩემს ორგანიზმს შიგნიდან, როგორ მიჭირდა სუნთქვა, როგორც უცებ მომიცვა და მთელს ორგანიზმს მოედო ის უსაფუძვლო შიში, რომელიც მე თვითონ შევქმენი უნებურად, თავისთავად. ჩვეულებრივ ხომ ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ ისეთი საშინელი ტრამვა მაქვს წარსულიდან ყველა ოდნავ მიახლოებული სიტუაციაც მას მახსენებს, ამას დამატებული ჩემი შინაგანი პანიკიორობა და... ღმერთო... შუბლზე ვისვამ ხელებს. რა საშინელებაა როცა საკუთარი თავის დამორჩილება არ შემიძლია. ფანჯრის რაფასთან მივდივარ, თუმცა მალევე ვტირალდები და ისევ დერეფანს ვუყურებ, აუდიტორიები, სტუდენტები. მე ხომ პატარა არ ვარ, არა? როგორ შემეძლო რომ ასე ბავშვურად მოვქცეულიყავი. ალბათ რა იფიქრა ჩემზე. თვალებს ვხუჭავ. ძალიან მრცხვენია, ძალიან. უნდა მივიდე და ბოდიში მოვუხადო, ასე ყველაზე სწორია. წარმოდგენა არ მაქვს თავი როგორ უნდა ვიმართლო, მაგრამ... თუ არაფერს ავუხსნი არც ეს იქნება სწორი. სანამ გადავიფიქრებდე იქამდე ვიღებ გეზს საპროფესოროსკენ. არ ვიცი იქაა თუ არა, მაგრამ იმას მაინც გავიგებ სადაა. საოცარია. რამდენიმე დღის წინ ვცდილობდი არ მენახა და ახლა პირიქით ვცდილობ. კიბეებზე ჩემი კიდევ ერთი ლექტორი მხვდება.
-ანა, როგორ ხარ?
- თქვენ როგორ ხართ ბატონო თემურ? - ინსტიქტურად ვუბრუნებ კითხვას.
- გმადლობ, გმადლობ. -ღიმილით მიკრავს თავს. - ეს დაუსრულებელი კონფერენციები. დღეს საჯარო ლექციაზე იქნები, არა?
- საჯარო ლექციაზე? - ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ მგონი ზედმეტი გაკვირვება მომივიდა.
- ბატონი გია რაზმაძე კითხულობს, წესით ადამინისტრაციისგან ყველა საქმის კურსშია.
-დიახ, დიახ. -გაუაზრებლად ვუქნევ თავს. ჩვეულებრივ ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ, მაგრამ ეს რომ ვუთხრა ნამდვილად არ შეიძლება. - უბრალოდ წამიერად გავითიშე.
ეცინება. კიდევ აპირებს რაღაცის თქმას, თუმცა კიბეებზე მომავალი ტატოს დანახვისას სიტყვას ცვლის და მას უბრუნდება.
-ტატო, მთელი დღეა გეძებ, ასე ეგი.
- რა ხდება? - მის გვერდით ჩერდება. წამიერად გადმოაქვს მზერა ჩემზე, თუმცა ეს წამიც კი ყველაფერს თავიდან მახსენებს.
- კონფერენციას ეხება, გცალია?
- ახლა სემინარი მაქვს, ბატონო თემურ, თუმცა 1 საათში თავისუფალი ვიქნები.
- ძალიან კარგი, გნახავ მაშინ. - მხარზე ადებს ხელს და მეორეთი ამღერებულ ტელეფონს იღებს ჯიბიდან.
დაუჯერებელია, რომ ისევ ეს ზარი აქვს.
-აჰა, მიძახებენ მგონი, წავედი ბავშვებო, აბა დროებით. -ხელითაც გვემშვიდობება და კიბეებზე ადის.
მარტო ვრჩებით. მასთან საუბარი კი მინდოდა მაგრამ ასე გაქცევით არა, მაგრამ სხვანაირად გამოდის რომ დღეს ვერც დაველაპარაკები.
ისევ წამიერად მიყურებს და მერე ასე, უსიტყვოდ მივლის გვერდს.
-ტატო...
ჩერდება. თითქოს ზუსტად იცოდა, რომ დავუძახებდი. ყველაფერი მერევა გონებაში და რომ ბრუნდება და ისევ მისწორებს თვალს ხომ საერთოდ.
-კიდევ უნდა მეჩხუბო? -მაინც ეღიმება.
ღმერთო...
-არა. -თავსაც ვუქნევ. - ბოდიში, ვიცი რომ უტაქტოდ და არაადეკვატურად მოვიქეცი გარეთ.
ისევ ეღიმება.
-ჩემი საქციელის მრცხვენია, მაგრამ ამის აღიარების - არა. -ისევ ვაგრძელებ. ხო, ეს რასაც ნიშნავდა რომ ხვდება ამას მისი შეცვლილი მზერაც მიდასტურებს.
წამიერი სიჩუმე. ფიქრობს.ზუსტად წამიერად მაშორებს მზერას, თუმცა მხოლოდ წამიერად.
მერე უბრალოდ თავს მიქნევს,
-მგონი ისედაც საკმარისად დავისაჯე, არა?
- არ ვიცი შენ რას ეძახი დასჯას. -მხრებს ვიჩეჩავ.
ისევ თავს მიქნევს. იმდენად სწრაფად ეცვლება ემოციები ვერ ვხვდები რას ფიქრობს.
-ხო, მართალია.
-ანუ?
- სემინარი მაქვს, თოფურია... -საათზე იყურება. -გეტყოდი ცოტა ხანში დავილაპარაკოთ მეთქი, მაგრამ ალბათ არ გინდა.
ღრმად ვსუნთქავ.
-იცი რომ არ დაგთანხმდები, მაინც არ გცალია და შეთავაზება მაინც დაგრჩება, არა?
კვლავ ეღიმება, ოღონდ ახლა მართლა ყველაზე გულწრფელად.
-რა იცი რომ არ მცალია?-კიდევ ერთ კიბეზე ჩადის.
- ბატონი თემური, მერე საჯარო ლექცია...
- რა საჯარო ლექცია?
მის დაბნეულ გამომეტყველებაზე ინსტიქტურად მეღიმება.
-საჯარო ლექციაზე არ იცი?
დაუჯერებელია რომ არ იცის.
-ბატონი გია რაზმაძე კითხულობს, ადმინისტრაციისგან ყველა საქმის კურსშია. -სიტყვა-სიტყვით ვუმეორებ ბატონი თემურის სიტყვებს.
-გაინტერესებს?
- არა, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ შეგიძლია დატკბე.
ისევ ეღიმება.
-აუცილებლად, თოფურია...
თითქოს ორაზროვანი იყო რამე. დარჩენილ კიბეებზე სწრაფად ჩადის და პირდაპირ აუდიტორიისკენ იღებს გეზს.
-საინტერესოა როგორ უნდა დატკბე.

***
საჯარო ლექციები დიდად არასდროს მიყვარდა, რა თქმა უნდა თემასაც გააჩნია მაგრამ მაინც, არ ვიცი. მაინც ავდივარ საპროფეოსოროში. ბოლოს და ბოლოს ყოველთვის ისე ვერ წავალ. ტიპური სიტუაციაა. კართან ჩვენი ფაკულტეტის დეკანი მხვდება და ძალიან უაზრო თემაზე მიწყებს საუბარს, ბოლო დღეს დაგეგმილ საჯაო ლექციასაც ახსენებს და ბონუსად იმასაც მეუბნება, არც გეკითხები, დარწმუნებული ვარ ესწრებიო. როგორღაც რომ მიდის ამ კაცის შესახებ ინფორმაციას ვეძებ ინტერნეტში და ცოტა აზრზე რომ მოვდივარ ვინცაა და რაც უნდა ამ ლექციით, ტელეფონსაც ვთიშავ და პირდაპირ წასასვლელად ვემზადები. რა თქმა უნდა მოსმენა კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მინდა. ღიმილით ვემშვიდობები ყველას და დერეფანში გამოვდივარ. სრული სიჩუმეა, ისეთი, შესაშური. თითქმის კიბეებს ვუახლოვდები, თუმცა ჩასვლამდე ვჩერდები. გარეთ ისეთი ამინდია არც კი ვიცი ახლა გასვლა რამდენად ღირს. ჯერ მარტო ფანჯრიდან რომ ვხედავ როგორ ატრიალებს ქარი ყველაფერს მაშინ მცრის ტანში. ამას დამატებული ის, რომ უმანქანოდ ვარ, თანაც ამ ქარში ქოლგა რანაირად გინდა გაშალო. ვჩერდები. გეგონება სადმე ძალიან მეჩქარებოდეს, გადაიღებს და გავალ. იქამდე ისევ ტელეფონს ვიღებ ჩანთიდან და თამარასთან ვრეკავ. დილასაც ვურეკავდი მაგრამ რატომღაც არ მიპასუხა, მერე მეც უნივერსიტეტში გამოვრბოდი და ასე. ზარი გადის, თუმცა არ იღებს. ბოლოს ისევ მგონია, რომ არც ახლა აიღებს, თუმცა ჩემდა საბედნიეროდ ვცდები.
-ხო, ან.
-თამარა... ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ?-ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა დავეჭვდი.
- არა, ან. ცოტა ხნის წინ ვნახე შენი დანარეკი, ბავშვს ჰქონდა ტელეფონი და მერე ვიფიქრე უნივერსიტეტში იქნებადა არ შევაწუხებ მეთქი.
- ხო, აქ ვარ. -დანაშაულის აღიარებასავით გამომდის.-ისეთი საშინელი ამინდია ვერ გამოვდიარ შენობიდან.
- ვაიმე, არ თქვა, დილიდან ცა ჩამოიქცა თუ რა ხდება ვერ გავიგე. წამოიყვანე მანქანა?
- არა ჯერ და მაგიტომაც ვერ გამოვდივარ, დავსველდები.
- მეტრომდე მიირბენ, რა მოხდა, მარა ცოტა ხანი რომ გაჩერდე და იქნებ გადაიღოს, მაგაშიც არაფერი არ მოხდა. -ეცინება.
ღრმად ვსუნთქავ.
-საშინელება დამემართა დილას.
-რატო? რა მოხდა? -წამსვე ეცვლება ტონი და შეკითხვების წვიმაც არ აყოვნებს.
- მეტროთი ხომ მოვდიოდი
- მერე?
- მერე ის, რომ მომეჩვენა რომ ერთი კაცი მომყვებოდა, უფრო სწორად არ ვიცი მომეჩვენა თუ არა. ესკალატორზე რომ ვიდექით, რაღაცნაირად მიყურებდა, მერე... - ღრმად ვსუნთქავ.
- ანა...
- ვიცი, ვიცი, მაგრამ ის გამახსენდა, მაშინ, ხომ იცი... -ამის გაჟღერებაც კი რა შასინელებაა-რაღაც მომენტში ძალიან დავიძაბე და მოკლედ. იდიოტი ვარ, ვიცი, არაფერი ისეთი არ იყო რომ ამხელა პანიკა ამეწია შიგნიდან, მაგრამ ასეთ დროს თავს ვერ ვაკონტროლებ, სულ ის მახსენდება და ყველა ის მგონია...
- ანა, მომისმინე, ასე არ შეიძლება, თავი ხელში აიყვანე, გთხოვ. ხომ იცი, ყველაფერმა ჩაიარა და ისეთი არასდროს, აღარაფერი აღარ მოხდება. გაიღიმე, კარგი? როგორ ხარ ახლა?
- კარგად, მაგრამ ეგ ყველაფერი არაა.
- რა? კიდევ მოხდა რამე?
- კი. ასეთი განერვიულებული რომ ვიყავი, უნივერსიტეტში, პარკინგზე ტატოს შევხვდი და ძალიან უაზროდ ვეჩხუბე.
- რა? - მისი სახე მიდგება თვალწინ ამის მოსმენისას.
- ხო, ტონსაც ავუწიე, მოკლედ ძალიან არაადეკვატურად მოვიქეცი, მერე ბოდიში კი მოვუხადე, მაგრამ ვერ გავიგე მაპატია თუ არა.
- რას ნიშნავს ვერ გაიგე, რანაირად ისაუბრეთ აბა? ღმერთო, ანა, რატომ ექცევი ეგრე, ასეთიც არაფერი დაუშავებია რომ ყოველი საუბრისას ეჩხუბო.
- ვიცი, სპეციალურად არ გამიკეთებია მეთქი.
ახლა თვითონ სუნთქავს ღრმად.
-მაგრამ მერე სპეციალურად ვუთხარი, რომ მე აღიარების არ მრცხვენია.
- ოხ, რა დეგენერატი ხარ.
მეცინება.
-ისიც არის.
- კარგი ერთი.
საათზე ვიყურები. გარეთ ისევ გადაუღებლად წვიმს.
-კარგი, მგონი ვერ გამოვაღწევ აქედან და საჯარო ლექციაზე მაინც შევალ.
- ვაუ, რა ლექციაა? -ჩემგან განსხვავებით თამარა გიჟდება ასეთ რაღაცებზე.
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ყველა ამაზე ლაპარაკობს დღეს.
- მისმინე, ტატოც იქნება?
- ალბათ, ვუთხარი შეგიძლია დატკბე მეთქი და აუცილებლადო.
ისე ხმამაღლა იცინის ოდნავ ვიშორებ ტელეფონს ყურიდან.
-აუ, მიყვარხართ რაა. იცის რომ შენ არ გიყვარს და ჯინაზე გითხრა.
ვფიქრდები. მე რატომ ვერ ვიფიქრე ეს?
-მართლა? -ზედმეტად დაბნეულად გამომდის.
- დარწმუნებული ვარ.
- ხოდა მაგის ჯინაზე დავესწრები ბოლომდე. - ნერვები მეშლება, თუმცა რაზე ბოლომდე ვერც ვხვდები.
მგონი ძალიან ბავშვურად ვიქცევი ისევ, საინტერესოა როდისღა უნდა მეღირსოს გაზრდა.
-კარგი, წავედი თამარა.
- საღამოს დამირეკე და მომიყევი.
ისე მითიშავს ბოლომდე ვერც ვხვდები რა უნდა მოვუყვე.
ღმერთო.
***
ლექციაზე შევდივარ. რა თქმა უნდა ყველაზე ნაკლებად ინტერესის გამო, ყველაზე მეტად კი სამაგიეროს გადახდის. აუდიტორია ნახევრად სავსეა. მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს ყველას და მერე ერთ-ერთ რიგში ვჯდები. არც კი ვიცი საერთოდ რამდენადაა სწორი ჩემი რეალურად აქ მოსვლის მიზეზი. ბავშვივით ვიქცევი, მართლა. საერთოდ მეორედ აქ მოსვლის დღიდან მოყოლებული, როცა ტატო ისევ ვნახე ჩემში იმ გულნატკენმა ბავშვმა გაიღვიძა. ბოროტი არ ვარ, მართლა არ ვარ და არც ისე მინდა მისთვის სამაგიეროს გადახდა რომ რაიმეთი დავაზარალო, მაგრამ რატომღაც ძალიან ხშირად მინდა რომ შევახსენო. არ ვიცი, დამადანაშაულეთ, მაგრამ ასე თითქოს გულს ვიოხებ. თამარა ხშირად ამბობს რომ საყვარელი ადამიანებისგან გვწყინს ყველაზე მეტად და ხო, მართალია, მაგრამ ამ ლოგიკით ისევ ზუსტად იგივენაირად რომ მწყინს გამოდის რომ კიდევ დამრჩა რაიმე მეგობრული სიყვარული მის მიმართ? მართლა არ ვიცი ასე ფიქრი რამდენად სწორია, თუმცა გონება გაფიქრებისთანავე უარყოფს. იმდენი წელი გავიდა, ალბათ გრძნობაც ვერ დარჩებოდა იგივე, ყველაფერი ხომ ცივდება. შეიძლება წყენა დარჩა, მაგრამ წყენა ისედაც ცივია. ფიქრების გაფანტვის მიზნით იმ წამს შემოსულ სტუდენტებზე გადამაქვს მზერა. ახლა საკუთარი თავი მახსენდება მათ ასაკში. როგორი სხვანაირი ვიყავი, ხო სხვანაირი, მაგრამ წამსვე ვრწმუნდები რომ სხვანაირი მხოლოდ გარეგნულად ვიყავი, შინაგანად კი ზუსტად ისევ ისეთი ვარ, როგორიც მაშინ, წლების წინ. ასე თუ არაა აქ რას ვაკეთებ, რატომ ავყევი ამ ბავშვურ ფიქრებს. წამოდგომას ვაპირებ, თუმცა ზუსტად მაშინ შემოდის ბატონი გია და ვჩერდები. კარგია, რომ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მოვძებნე, თორემ ხომ ვერ ვიცნობდი. ჩემი ფიქრის პერიოდში აუდიტორიაც თითქმის გავსილა. ინსტიქტურად საათზე ვიყურები. აღარაფერი აკლია დაწყებას და იწყებს კიდეც. ახლა რომ ავდგე ხომ ყველა მე შემომხედავს, მაგრამ მერე რა მოხდა, შემომხედონ, ანდა არა. უკვე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. ყველანაირად ვცდილობ სახეზე მაინც არ შემეტყოს, თუმცა არ ვიცი რამდენად გამომდის. ტატო არაა. იქნებ არც აპირებს მოსვლას და უბრალოდ მიპასუხა. ხო, ხომ შეიძლება რომ უბრალოდ პასუხი იყო. გონება ისევ მასზე ფიქრს იწყებს, ვცდილობ გავფანტო, თუმცა ისე მოულოდნელად მიჯდება გვერდით, კიდევ კარგი რომ მხოლოდ შიგნიდან შევხტი.
-რამე მნიშვნელოვანი გამოვტოვე?
- არა. - ისე ვპასუხობ გეგონება ძალიან ვუსმენდი. არ ვუყურებ, თუმცა ზუსტად ვიცი რა მზერაც აქვს ახლა. აღარაფერს მეუბნება და მეც ,,მოსმენას“ ვაგრძელებ. არა, სულელი ხომ ვარ? ახლა მით უმეტეს, როგორ გინდა ადგე, არადა დარწმუნებული ვარ რომ საათები ასე გაჩერებას ვერ შევძლებ. ფიქრიც მეზარება. ისე მაქვს საკუთარ თავზე ნერვები მოშლილი ამას უფრო ვეღარ ვუძლებ მგონი. ინსტიქტურად ვისვამ თმაზე ხელს. ამასობაში ახალი სლაიდიც ჩნდება ბატონი გიას უკან. საუბრისას კლიტენმესტრესაც იხსენებს, რომელიც განსაკუთრებულად მხვდება ყურში. არ ვიცი რატომ, თუმცა რატომღაც მგონია, რომ მისი სიზმრის გახსენება პირდაპირ ჩემთანაა კავშირში. ზომაზე მეტად ახლოს მხვდება და წამიერად ვფიქრდები. ტატოც ამჩნევს ამას.
- გჯერა დაბრუნების? -ისე უცებ მეკითხება, წამიერად ვერც კი ვიაზრებ.
- აგამემნონის?
უბრალოდ თავს მიქნევს. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გიას საერთოდ არ წაუყვანია აქეთ საუბარი, მიხვდა.
-კი, მაგრამ ისეთი აღარ ყოფილა, როგორიც მაშინ.
- თავისთავად, ორესტეა და არა აგამემნონი.
მეღიმება.
-ამას არ ვგულისხმობდი.
- ვიცი, თოფურია... -მასაც ეღიმება.
- არ გეტყობოდა.
ჩერდება. თითქოს ვიცოდი, რომ მაშინვე აღარც გააგრძელებდა. ისევ ბატონი გიას მოსმენას ვაპირებ, თუმცა ჩემდა გასაკვირად ამჯერად აგრძელებს.
-იმედია ყველაფერი კლიტენმესტრეს სიზმარივით არ გაგრძელდება.
- არადა, ალბათ ასეა სამართლიანი.
ისევ ეღიმება.
-რა არის სამართლიანი, აგამემნონის შურისძიება?
ვჩერდები. უნდა მეფიქრა, რომ ამას მეტყოდა.
-ყოველ შემთხვევაში მიკენს აგამემნონის დაბრუნება სჭირდებოდა.
- ამას არ ვგულისხმობდი.
- ვიცი.
კვლავ ეღიმება. გაიმარჯვა.
ყველა აზრი მერევა ერთმანეთში, ახლა კიდევ უფრო მიჭირს კონცენტრაცია.
-თუ შენი წეღანდელი თანხმობა ძალაშია, წავიდეთ? - იმდენად მოულოდნელად მეკითხება, ინსტიქტურად ვუსწორებ მზერას. წამის მეასედში ამოწმებს გონება სადმე რამეზე თუ დავთანხმდი, თუმცა არა, არ ვცდები და ვერც ვაკავშირებ საიდან შეიძლებოდა მოეტანა.
- რამეზე დაგთანხმდი?
- ყოველ შემთხვევაში ასე გამოვიდა, მხოლოდ ჩემი მოუცლელობა აქციე უარის მიზეზად, რომლის მოგვარებაც შემიძლია.
ინსტიქტურად მეღიმება. ასეთი არაფერი მინახავს, მის წინ რომ ხარ ყველა სიტყვა უნდა აკონტროლო.
-და რა, ამჯერად მაინც გცალია ჩემთვის? რა საინტერესოა... -ირონიულ ღიმილში გადამდის. საერთოდ არ ეცვლება ემოცია. კარგია როცა მიზანში ზუსტად არტყამ.
- აი ამიტომაც მინდა, რომ ვილაპარაკოთ.
ნერვები მეშლება. ამდენი ხალხი რომ არ იყოს ამ აუდიტორიაში და ასე ჩურჩული არ გვიწევდეს...
მეც არ ვიცი რა მინდა, ან რაზე უნდა ველაპარაკო. სიმართლე რომ ვთქვა გახსენება აღარ მინდა, არც ის მინდა, რომ თავი ვერ შევიკავო და ისევ ბავშვურად მოვიქცე. მაგრამ უარი? არ ვიცი. ღმერთო, მე ხომ ვამბობ, რომ მასზე გაბრაზებული აღარ ვარ? თამარას ასე არ ვუთხარი? საქციელით რატომ არ გამომდის ეს? ვერ ვხვდები მომენტებში რა მემართება და საპირისპირო რაღატომ მიტრიალებს კიდევ თავში. ჩემს თავს მე ვეღარ ვუგებ იმხელა გაურკვევლობა მაქვს მასთან დაკავშირებით. სულ იმას ვცდილობ, რომ ბავშვური ქცევა არ გამომივიდეს სადმე და მაინცდამაინც სულ ასე გამომდის.
-კარგი. - უფრო იმიტომ ვთანხმდები, რომ ეს ქცევა მაინც არ იყოს ბავშვური.
წამიერი გაკვირვება ესახება სახეზე, თუმცა ბოლოს მაინც მიქნევს თავს. ახლა ნამდვილად არაფერი იკითხება მის თვალებში. ნელა დგება ფეხზე და პირდაპირ კარისკენ იღებს გეზს.
ალბათ რა ცუდია რომ დავრჩი და კიდევ შედგა ჩვენი საუბარი, ბატონი გიას მოსმენის შესაძლებლობა წავართვი.

________________________________
ძალიან ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი...
არასდროს მქონია იმდენი ცვალებადი გრძნობა წერისას როგორც ახლა.
თუ მესაუბრებით გამიხარდება.
თქვენი
ელა.



№1  offline წევრი likuu_s

ანას ტრამვამ მეტროდან მატკინა, თანაც ძალიან. საბედნიეროდ, გამოცდილი არ მაქვს, თუმცა ვხვდები, რამდენად საშინელია.

მესმის, რომ ანას მეგობრობა ზეცამდე ჰყავს აყვანილი, თუმცა მაინც ვერ ვხვდები, ტატოს უარზე ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა და ის გაბრაზება აქამდე რატომ მოჰყვება. ნუ, ვერ ვხვდები რა, ამოცნობა არ არის რთული, ალბათ მაშინ გრძნობდა რაღაც დაფარულს და ვერ აპატია ეს საქციელი. არ ვიცი, ვნახოთ, შემდეგ თავებში რა იქნება.

თეკლას გამოჩენა მეც სხვანაირად მენიშნა :დ თან, დარწმუნებული ვარ, ტყუილად არ ახსენებდი მისი გამოჩენის გარკვეულ მიზეზს. ძალიან მაინტერესებს მისი როლი ამ ისტორიაში.

თამარას და ანას მეგობრობა მიყვარს. ასეთები მაჯერებენ იმას, რომ ნამდვილი მეგობრობა სამუდამოა და ვერაფერი დაანგრევს.

ერთი კითხვა მაქვს, მგონი მოთხრობაში არ გიხსენებია და რამდენი წელი გავიდა ანასა და ტატოს ამბიდან? არ მინდა, მრავალი წელი დაიკარგოს :(

რაღაც უნდა აღვნიშნო, იმედია, არ მიწყენ. ცოტა სიხალისე აკლია :დ არ ვიცი, ასე გქონდა თუ არა ჩაფიქრებული. ამაზეც მიპასუხე. იქნებ ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის და სულაც არ არის ზედმეტი საჭირო. არ ვიცი, ამას ზუსტად ალბათ მაინც შენც და მეც მერე, შემდეგ თავებში, გავიგებთ.

გელი!

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Lizi

ვაიმეე ახლა კივილს დავიწყებ. რამდენი ხანია შენს გამიჩენას ველოდი და გამოანათე კიდეც. ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს ორივე ნაწილი❤️ წავიკითხო წავიკითხო და განვიხილოთ მერე❤️❤️ წინასწარ ვიცი რო ბომბა იქნება. წარმატებები ❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი One

Sainteresoa, rohorc yoveltvis , ai ise natlad shli gancdebsa da emociebs, raevi))
Veli movlenebis ganvitarebas, kargi khar❤️

 


№4  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ანას ტრამვამ მეტროდან მატკინა, თანაც ძალიან. საბედნიეროდ, გამოცდილი არ მაქვს, თუმცა ვხვდები, რამდენად საშინელია.

მესმის, რომ ანას მეგობრობა ზეცამდე ჰყავს აყვანილი, თუმცა მაინც ვერ ვხვდები, ტატოს უარზე ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა და ის გაბრაზება აქამდე რატომ მოჰყვება. ნუ, ვერ ვხვდები რა, ამოცნობა არ არის რთული, ალბათ მაშინ გრძნობდა რაღაც დაფარულს და ვერ აპატია ეს საქციელი. არ ვიცი, ვნახოთ, შემდეგ თავებში რა იქნება.

თეკლას გამოჩენა მეც სხვანაირად მენიშნა :დ თან, დარწმუნებული ვარ, ტყუილად არ ახსენებდი მისი გამოჩენის გარკვეულ მიზეზს. ძალიან მაინტერესებს მისი როლი ამ ისტორიაში.

თამარას და ანას მეგობრობა მიყვარს. ასეთები მაჯერებენ იმას, რომ ნამდვილი მეგობრობა სამუდამოა და ვერაფერი დაანგრევს.

ერთი კითხვა მაქვს, მგონი მოთხრობაში არ გიხსენებია და რამდენი წელი გავიდა ანასა და ტატოს ამბიდან? არ მინდა, მრავალი წელი დაიკარგოს :(

რაღაც უნდა აღვნიშნო, იმედია, არ მიწყენ. ცოტა სიხალისე აკლია :დ არ ვიცი, ასე გქონდა თუ არა ჩაფიქრებული. ამაზეც მიპასუხე. იქნებ ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის და სულაც არ არის ზედმეტი საჭირო. არ ვიცი, ამას ზუსტად ალბათ მაინც შენც და მეც მერე, შემდეგ თავებში, გავიგებთ.

გელი!

წარმატებები!❤️❤️❤️

ლიკუნა, ვეცდები თანმიმდევრულად მოგყვე❤️
მსგავსი ტრამვა მეტროდან თუ გამოცდილი არ გაქვს, მიხარია.
ანასთვის მეგობრობა რომ ძალიან ძვირფასია კი ჩანს. შენი სიტყვებით ვიტყვი, მართლაც ზეცამდე ჰყავს აყვანილი. ეს ისედაც და ასედაც ზოგადად, თუმცა ამ შემთხვევაში როგორ გითხრა, არის რაღაცები რაც ალბათ საკუთარ თავთანაც გასარკვევი აქვს, მართალია. სხვა შემთხვევაში ასე ძალიან ალბათ მართლა ,,ვერ" ეწყინებოდა.

თეკლაზე ვთანხმდებით. ბევრი რამ არის, რასაც ექნება თავისი ეტაპობრივი განვითარება.

თამარა ძალიან მიყვარს. მათი მეგობრობაც თავისთავად. ყველაფერი არსებობს, უბრალოდ შესაფერისი ადამიანია საჭირო❤️

რამდენი წელი გავიდა არ მიხსენებია, მართალია. იქნებ სჯობდეს თვითონ ისტორიამ გითხრას. მრავალი წელი არ დაკარგულა.

სიხალისეზე... რომ გითხრა ზუსტად ვიცოდი რა და როგორ უნდა ყოფილიყო, ან როგორ იქნება, ტყუილი გამომივა :დ მოვლენებს მივყვებით. ჩემი აზრით განვითარებას მოჰყვება სიხალისეც და ცეცხლიც :დ❤️

მადლობა რომ სულ ჩემთან ხარ! ❤️ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
სულ განსაკუთრებულად მიხაროდა და ახლაც მიხარია ხოლმე შენი კომენტარები.
❤️

Lizi
ვაიმეე ახლა კივილს დავიწყებ. რამდენი ხანია შენს გამიჩენას ველოდი და გამოანათე კიდეც. ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს ორივე ნაწილი❤️ წავიკითხო წავიკითხო და განვიხილოთ მერე❤️❤️ წინასწარ ვიცი რო ბომბა იქნება. წარმატებები ❤️❤️❤️❤️

ლიზი, გამიხარდი❤️
აქაურობა და თქვენ ყველა უსაზღვროდ და უკიდეგანოდ მენატრებოდით❤️
გელი, მაინტერესებს შენი აზრი❤️

One
Sainteresoa, rohorc yoveltvis , ai ise natlad shli gancdebsa da emociebs, raevi))
Veli movlenebis ganvitarebas, kargi khar❤️

მიხარია❤️ მადლობა რომ სულ ხარ და მათბობ ხოლმე შენი კომენტარებით❤️
მოვლენების განვითარება აუცილებლად იქნება❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

ტატოს დანაშაულს ასე მძაფრადეც ვერ აღვიქვამ ალბათ მეგობარზე მეტი იყო მისთვის და ჯერ ვერ გაერკვია და ამიტომ ეწინა ასე ძალიან მისი საქციელი.ამ კაცმა მეტროდან მეც შემაშინა ისე იყო გეგონება მეც იქ ვიყავი რომ მიდიოდა სწრაფად.უნდა მეთქვა კიდეც რომ პანიკა აქვს .ეთქი და გეწერა კიდეც რომ მსგავსი შეტევა უნდა ქონოდა ეტყობა ახასიათებს ანას.საინტერესოა რა მოხდება გელიი

 


№6  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თამო
ტატოს დანაშაულს ასე მძაფრადეც ვერ აღვიქვამ ალბათ მეგობარზე მეტი იყო მისთვის და ჯერ ვერ გაერკვია და ამიტომ ეწინა ასე ძალიან მისი საქციელი.ამ კაცმა მეტროდან მეც შემაშინა ისე იყო გეგონება მეც იქ ვიყავი რომ მიდიოდა სწრაფად.უნდა მეთქვა კიდეც რომ პანიკა აქვს .ეთქი და გეწერა კიდეც რომ მსგავსი შეტევა უნდა ქონოდა ეტყობა ახასიათებს ანას.საინტერესოა რა მოხდება გელიი

თამო, ტატოს ,,დანაშაული" მძაფრად აღსაქმელი ნამდვილად არაა, ჩვენთვის, ყველასთვის ისეთიც ნამდვილად არაფერია, თუმცა ანასთვის არის. შესაძლო მიზეზებიდანაც ყველაზე ადეკვატურია ეგ, გეთანხმები. ვნახოთ რა და როგორ.
პანიკურ შეტევაზე ხო, ალბათ ვისაც გამოუცდია ყველაზე უკეთ მიხვდება ეს რაც არის, ანასთვისაც ნამდვილად არაა უცხო.
პ.ს მადლობა! ❤️ მიხარია რომ აქ ხარ და მომყვები❤️❤️

 


№7 სტუმარი Lizi

ცოტა დაძაბულია მდგომარეობა. ცოტა არეული. ცოტა გაურკვეველი პერსონაჟების მხრივ. ძალიან საინტერესოა რა ჩაიდინა ტატომ ასეთი ან ანა რატომ ვეღარ პატიობს.
ანას ტრამვა ძალიან გულზე მოსახვედრი ამბავია და ვფიქრობ მაგ საკითხაც განავრცობ.❤️
ძალიან მაინტერესებს ეს თეკო რატომ შემოეჩხირა და ვფიქრობ გარკვეულ როლს ითამაშებს მომავალში მაგრამ არამგონია დადებითი ადამიანი იყოს დდ. ველოდები შემდეგს❤️❤️ როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ და უამრავ შეკითხვას გვიტოვებს რაც უფრო გვიმძაფრებს კითხვის სურვილს. წარმატებები და ულევი სიყვარული შენ ჩვენგან❤️❤️

 


№8  offline წევრი EllaTriss

Lizi
ცოტა დაძაბულია მდგომარეობა. ცოტა არეული. ცოტა გაურკვეველი პერსონაჟების მხრივ. ძალიან საინტერესოა რა ჩაიდინა ტატომ ასეთი ან ანა რატომ ვეღარ პატიობს.
ანას ტრამვა ძალიან გულზე მოსახვედრი ამბავია და ვფიქრობ მაგ საკითხაც განავრცობ.❤️
ძალიან მაინტერესებს ეს თეკო რატომ შემოეჩხირა და ვფიქრობ გარკვეულ როლს ითამაშებს მომავალში მაგრამ არამგონია დადებითი ადამიანი იყოს დდ. ველოდები შემდეგს❤️❤️ როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ და უამრავ შეკითხვას გვიტოვებს რაც უფრო გვიმძაფრებს კითხვის სურვილს. წარმატებები და ულევი სიყვარული შენ ჩვენგან❤️❤️

გაურკვეველი ნამდვილადაა, არ შემიძლია მანდ არ დაგეთანხმო. არეული ალბათ უფრო ანას გრძნობები და აქედან გამომდინარეც შემდეგ ის რაღაც- რაღაცები.
ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი.
ანა რატომ ვეღარ პატიობს გარკვეულწილად გაჟღერდა კიდეც, ვნახოთ, ვნახოთ.
თეკოზე გამეღიმა. ანას არასწორად დამახსოვრებულ რეალურ სახელთან კომბინაცია ძალიან მომეწონა. გარკვეული როლი ნამდვილად ექნება.
ფორმაში რამდენად ვარ არ ვიცი, მართლა...
მაგრამ მადლობა ამ სიტყვებისთვის❤️
ჩემგანაც ულევი სიყვარულუ

 


№9 სტუმარი Tatia Tatii

მე მფონია რომ ანას გრძნობები ბოლომდე არ ვიცით ტატოზე.
გელი, სულ უფრო მაინტერესებს❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი EllaTriss

Tatia Tatii
მე მფონია რომ ანას გრძნობები ბოლომდე არ ვიცით ტატოზე.
გელი, სულ უფრო მაინტერესებს❤️❤️❤️

წინასწარ თქმა მიჭირს, ვნახოთ, ვნახოთ❤️
თათი, მადლობა!

 


№11 სტუმარი Ana-maria

რატომღაც ვიფიქრე,ტატოს ანა ხომ არ უყვარდათქო,მაგრამ მაშინ უარი რატომ უთხრა?
ანა ემოციურად ძალიან დატვირთულია,ვატყობ მხოლოდ თამარაა მისი საყრდენი. ის მამაკაცი მეტროდან არ მომეწონა. არც თეკლა. სავარაუდოდ კიდევ შეგვახსენებენ თავს. განსაკუთრებით თეკლა. წარმატებები

 


№12  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
რატომღაც ვიფიქრე,ტატოს ანა ხომ არ უყვარდათქო,მაგრამ მაშინ უარი რატომ უთხრა?
ანა ემოციურად ძალიან დატვირთულია,ვატყობ მხოლოდ თამარაა მისი საყრდენი. ის მამაკაცი მეტროდან არ მომეწონა. არც თეკლა. სავარაუდოდ კიდევ შეგვახსენებენ თავს. განსაკუთრებით თეკლა. წარმატებები

რაღაცებში გეთანხმებით, თუმცა ვფიქრობ ჯობია შემდგომ დაზუსტდეს. უარსაც ჰქონდა თავისი მიზეზები, რა თქმა უნდა. ანა რომ ემოციურია და თანაც ძალიან ეს კი ჩანს, გეთანხმებით.
თეკლაზე ვნახოთ. ყოფნით ნამდვილად იქნება.
პ.ს მადლობა რომ მომყვებით და კითხულობთ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent