შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაპოვნი და დაკარგული I


12-08-2023, 02:24
ავტორი ჰელენ_ბი
ნანახია 1 334

ღამის სამი საათი იყო
აღმაშენებლის ხეივანზე მძლივს მივდიოდი
მთელი სხეული მიკანკალებდა
ყველა ნაბიჯი საოცრად მტკიოდა
მძლივს მივაგორებდი ჩემს ჩემოდანს
მაისი იყო
საშინლად წვიმდა, ისე საშინლად რომ უცხო ვერ შენიშნავდა ვერც ჩემს დასიებულ თვალებს, ვერც ჩემს ცრემლებს და ვერც მოთქმით ტირილს.
გაშლილი თმა მთელ სახეზე მქონდა ჩამოფხატებული
ერთიანად დავსველებულვარ ხანაც წვიმისგან და ხანაც გამვლელი მანქანების შეშხეფებული წყლით
მივდიოდი და არ ვიცოდი სად
ამ შუაღამეს ვერც ვერავის მივადგებოდი.
ან ვის უნდა მივდგომოდი
ვინ დამრჩა
იმ გამოჯახუნებულ კარს მიღმა მთელი ჩემი ბავშვობის მოგონებები დავტოვე, დავტოვე ბოლო წამამდე ჩემი არსებობა, მაშინ ასე ვფიქრობდი, მაგრამ მოგონებები დღემდე თან მსდევს. განა შესაძლებელია ყველაფრის წაშლა?! ყველა წამის, წუთის და ამდენი წლის
მაგრამ ჩემს გულში,გენერალური დასუფთავების შემდეგ, ერთი პატარა საკუჭნაო მოვნახე და მთელი ეს მოგონებები შიგნით გამოვკეტე, სიბნელეში, უჰაერობაში
გასაღები კი საოცრად დაცარიელებული გულის სხვა ბნელ კუნჭულში თვალდახუჭულმა მოვისროლე, მაშინ არც ის ვიცოდი, რომ თურმე გასაღების პაწაწინა ღრიჭოდან შეეძლოთ ჩემ მოგნებებს ჩუმად, უნებართვოდ გამოპარვა და მოულოდნელად ანცი ჟრიამულის გამართვა ღია სივრცედ დარჩენილ ჩემ დაბზარულ გულში.
მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი, მხოლოდ გამოსავალს ვეძებდი ამ ტკივილისგან გასაქცევად, მჯეროდა რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა 1 თვეში, 1 თვეში თუ არა 1 წელში საბუდამოდ ამოვქოლავდი იმ ჩაკეტილ კარს, ხოლო შიგნით გამომწყვდეული მოგონებები, სიბნელეში ნელნელა დაილექებოდნენ, დამნებდებოდნენ და მოკვდებოდნენ.

****

-გაგიყვანო გოგონი?- წვიმის და მანქანების ხმაურში მძლივს გაიგონა გვერდიდან მოძახებული ხმა, თავი არც შეუბრუნებია, ერთი ამოიგმინა და გზა გაჭირვებით გააგრძელა
ორიოდე წამში მანქანის საბურავების ხმაც გაისმა და გვერდიდან დაინახა, როგორ გაცდა შავი ფერის მანქანა და იგრძნო თავიდან ფეხებამდე როგორ შეესხა გუბის წყალი.
იმაზე მეტად იყო დაცემული ვიდრე ოდესმე, იმ მომენტში ალბათ ვერც ვერაფერს გრძნობდა
მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში _- რა უნდა ვქნა?

მძლივს გადახურულ ავტობუსის გაჩერებას მიადგა და ცოტა ხნით თავი შეაფარა.
სკამზე ჩამოჯდა, ჩემოდანი გვერდით დაიდო და უიმედოდ თავი ხელებში ჩარგო.
ფიქრობდა სად გაეთენებინა ღამე,იქნებ ამ წვიმას მაინც გადაეღო.
ფიქრებიდან ძლიერმა ნათებამ და ქუხილმა გამოარკვია.
მხოლოდ მაშინღა შენიშნა მის წინ გაჩერებული შავი მანქანა.
იფიქრა რომ ისევ ვინმე გარეწარი იყო, ვითომ დახმარების შეთავაზებით.
აწეული მინებით და ჩაუმქვრალი ძრავით ერთ ადგილას იდგა მანქანა.
ისევ გაიელვა და ამ ნათებისას თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა,სადღაც იმ მინების სიღრმიდან.
უცებვე აარიდა მზერა და ცუდის მოლოდინში გასაქცევად მზად მყოფი ჩემოდნის სახელურს ჩაებღაუჭა.
- ნუ გეშინია, დამშვიდდი- უცებ თავის ხმაც ვერ იცნო, იმდენად ჰქონდა შეცვლილი. თავის დამშვიდების მაგივრად უფრო შეშინდა.
რამოდენიმე წუთში დაინახა როგორ გაჩერდა იმ შავი მანქანის უკან მეორე მანქანა, საიდანაც უცებვე გადმოვიდა სილუეტი, რომელიც აშკარად მისი მიმართულებით მორბოდა.
უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები ჩემოდნის სახელურს და ის იყო უნდა წამომდგარიყო რომ მისი სახელი გაიგო

-ნენე - ხმის პატრონი აშკარად მისკენ მომავალი სილუეტი იყო, რომლის სახესაც ვერ არჩევდა.
წამში გაჩერების გადახურულ სივრცეში მოექცა მამაკაცის სხეული და ახლა უკვე ამოიცნო მასში მისი კურსელი - ვაჩე, რომელთანაც არც თუ ისე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნენეს
- ვაჩე- თითქოს ამ სახელს ამოაყლა მთელი შიში
- რა ჯანდაბას აკეთებ ამ დროს აქ ნენე - მოსაცმელზე ხელები ჩამოისვა და ახლაღა შეხედა გოგონას სახეზე.
ალბათ ბევრი რამ იყო იმ წამს ნენეს სახეზე გამოსახული. ერთ ხანს ვაჩე ადგილზე გახევდა მისი შემყურე, უხმოდ, თუმცა ძალიან ღრმად ამოისუნთქა და ნენეს მუხლებთან ჩაიმუხლა. შენიშნა როგორ უნებართვოდ დახტოდნენ მუხლები, ჩემოდანზე ჩაბღაუჭებული თითები.
-ნენე, ადექი- ხელზე ჩაებღაუჭა ვაჩე-მოდი წამოდი, წავიდეთ აქედან
-ვაჩე მარტო ვარ- იმდენად გაუჭირდა ამ სიტყვების თქმა, თითქოს მათმა წარმოთქმამ მთელი სასუნთქი სისტემა დაუკაწრა, დაუჩეხა
- ნენ, ყველაფერი კარგად იქნება, წამომყევი კარგი?- ფეხზე ფრთხილად წამოდგა ვაჩე და ნენეს ხელს დაექაჩა- მოდი გთხოვ

არ იცის, არ იცის რა ძალა დაატანა იმ წამს მუხლებს რომ წამომდგარიყო. ერთ წამს შეიკავა თავი , თუმცა მალევე იგრძნო როგორ ეშვებოდა ძირს და დაეცემოდა კიდეც, რომ არა ვაჩე.
ახსოვს რომ არ დაცემულა თუმცა მეტი არაფერი, გონება დაკარგა.

უგონოდ მყოფი სხეული,ზედ მიიხუტა ვაჩემ.
უკან ისევ იდგა ის შავი მანქანა, კვლავ ჩაუმქრალი ძრავით.
თითქოს, სწორედ ამ მომენტს ელოდაო, ვაჩეს უკან გახედვა და მანქანიდან მამაკაცის გადმოსვლა ერთი იყო.
ვაჩეს მკლავებიდან აართვა უგონოდ მყოფი ნენეს სხეული და კვლავ შავი მანქანისკე წავიდა, სწრაფი ნაბიჯებით
ეს უცხო სხეული გაბრიელ გურჩიანს ეკუთნოდა, რომელის არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდა ნენემ.
მანქანის კარი გამოაღო გაბრიელმა და ნენე წინა სავარძელზე დასვა, კარი საჩქაროდ დახურა და საჭის მხრიდან მოარა მანქანს. უკან მიბრუნებულმა გაბრიელმა დაინახა ნენეს ჩანთებით როგორ მიდიოდა ვაჩე მანქანისკე- აღარ დალოდებია, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მომენტალურად დაძრა ადგილიდან.

ყელის ტკივილმა გამომაღვიძა.მძლივს გავახილე დასიებული თვლალები და თავი სრულ სიბნელეში ამოვყავი.
როცა თვალი სიბნელეს შეეჩვია, კუთხეში მძლივს შესამჩნევად, იატაკზე ხაზად გაყოლილი კარიდან შემომავალი სინათლე დავინახე.
-ღმერთო, სად ვარ
ჩემზე საგულდაგულოდ დაფარებულ პლედს მოვკიდე ხელი და გადავიხადე.თითქოს ყველაფერი დამსხვრეული მქონდა, თითების გამოძრავებისასაც კი საოცარ ტკივილს ვგრძნობდი.
ვიღაცის გრძელი მაისური მეცვა-ჩემი ნამდვილად არ ყოფილა.
-უნდა გავიგო სად ვარ
ახლაღა გამახსენდა ფრაგმენტები სანამ გონებას დავკარგავდი- ვაჩე
ვაჩე იყო იქ,მას უნდოდა ჩემი წაყვანა.
წამოვჯექი, ფეხები ცივ იატაკს შევახე და თითქოს მომენტალურად გამოვფხიზლდი.
ფეხზე წამოვდექი
იმ წამს თვალში რაღაც უჩვეულო მომხვდა, ფარდის მიღმა სიბნელეში, პატარა წითელი წერტილი იყო. ვიღაც მიყურებდა.
მალევე მოვეგე გონს და კარისკე წავედი.
მისაღებში სინათლე ანთია
ოთახი ცარიელია
სიცივე ვიგრძენი და სწორედ ამ დროს შევნიშე ღიად დარჩენილი აივნის კარი
ჯერ ისევ წვიმდა
უცებ კარში ჩემთვის უცხო ადამიანი გამოჩნდა.
ალაგ-ალაგ ჭაღარა შეპარული შავი თმა დაბალზე ქონდა გადაპარსული
შავი, თხელი, მოკლე სახელოებიანი მაისურითა და შავი ჯინსით.
ნამდვილად არ ვიცნობ
დაჟინებულმა მზერამ სახე რომ ამიწვა მხოლოდ მაშინ შევხედე თვალებში, უკუნით თვალებში, რომელთა ზემოთაც მკაცრად შეეყარათ წარბები.წვერშიც ალაგ-ალაგ თითქოს ჭაღარებს ვხედავდი.
უეცრად წამოვიდა ჩემკე და წინ, იმდენად ახლოს ამესვეტა, რომ მისმა სუნთქვამ გამათბო
-გაბრიელი- საოცრად დამჯდარი,სასიამოვნო ხმა გაისმა მთელს ოთახში
- მე - სიტყვა გამიწყდა, თითქოს ჩემი სახელიც კი დამავიწყა მისმა წარმოთქმულმა „გაბრიალმა“
-ვიცი შენი სახელი-თავი ოდნავ გვერდით გადახარა, მაინც არ წყვეტდა დაჟინებით ყურებას-ვერც მე
უცებ საოცრად გაიზარდა სივრჩე ჩვენს შორის და დავინახე როგორ ჩაეშვა იქვე დივანში.
ხმას ვერ ვიღებ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი
არ ვიცი სად ვარ, ვინაა გაბრიელი
ვაჩე
ხო ვაჩე, ის ხომ იქ იყო
თვალებით ნაცნობი სხეული ძებნა დავიწყე
მიმიხვდა
-წასულია ვაჩე- ახლაღა შევხედე
-სად ვარ?
-ჩემთან
-ვაჩე?
-მოვა
-მე- ახლა გამახსენდა ჩემი ყელის ტკივილი, ნერწყვი მძლივს გადავყლაპე და წინადადების გაგრძელება ვცადე- მე უნდა წავიდე
გავიგე როგორ ღრმად ამოისუნთქა, ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები აათამაშა
-და სად აპირებ ნენე წასვალს?
სად, სად, სად
ვიგრძენი როგორ გამყიდა ჩემს ლოყაზე ჩამოგორებულმა ცრემლმა
თითქოს გაბრიელს ღრიალით დაეთანხმა რომ არსად არ მქონდა წასასველი, საერთოდ არსად
ცრემლების დასამალად ავარიდე მზერა გაბრიელს, თუმცა როგორც ჩანს უკვე გვიანი იყო- დაინახა

- დილით მოვა ვაჩე. ახლა შეგიძლია დაიძინო
- შეძლება მოვწიო?- თითქოს გააოცა ჩემმა კითხვამ, თუმცა გააოცებდა კიდეც,2 წლის ბავშვივით ნებართვას ვითხოვდი
მხოლოდ მსუბუქად დამიქნია თავი.
აივანზე გავედი
იქვე დადებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და სანთებელა ავიღე.
სიგარეტის ასანთებად მიტანილი ხელები სულ მთლად მიკანკალებდა, თუმცა აღარ მციოდა
რამოდენიმეჯერ ვცადე სანთებელის ანთება, თუმცა თითებს ძალას ვერ ვატანდი
-ჯანდაბა
კიდევ ერთხელ გადავუსვი თითი და როგორც იქნება სიგარეტს მოვუკიდე
რა უნდა გავაკეთო
სად უნდა წავიდე
ეს ღამე როგორ გავათიო, სრულიად უცხო ადამიანთან
ან საერთოდ რატომ მომიყვანეს აქ
გათენდება და რამეს მოვიფიქრებ, რამე უნდა გავაკეთო
დასარჩენი ადგილიც უნდა მოვნახო
უეცრად ისევ დაიქუცა და თითქოს აზრზე მოვედი
მისაღებიდან სინათლე აღარ გამოდიოდა
ბოლო ნაპასიც დავარტყი და სიგარეტი ჩავაქრე
იმასაც კი ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი. იქვე მოჩანდა გზა, თუმცა ალაგ-ალაგ თუ ჩაივლიდნენ მანქანები-ალბათ ძალიან გვიანია.
ფრთხილად შევედი მისაღებში
სადაც გაბრიელს დავუწყე ძებნა, თუმცა აშკარა იყო რომ ოთახში არავინ იყო ჩემ გარდა
იქნებ საძინებელშია, დაიძინეო კი მითხრა მაგრამ აქ თუ არაა, იქნებ თვითონ შევიდა საძინებელში
კართან ვდგავარ და ვერ გადამიწყვეტია შევიდე თუ არა
ის იყო სახელურს მოვკიდე ხელი და ჩამოვწიე რომ კარი გაიღი და ისევ ნაცნობი სხეული ამესვეტა წინ
-ბოდიში- ამოვილუღლუღე და გაწევა ვცადე
- შედი საძინებელში შენ, მე აქ დავიძინებ
მაშინვე ამიარა გვერდი და დავინახე როგორ მოკალათდა დივანზე
საძინებლის კარი ფრთხილად დავკეტე და საწოლისკე წავედი.
სრულიად უცხო ადამიანს სახლში მიშვებს, თავის საძინებელს მითმობს
პლედი გადავიხურე და ახლაღა შევნიშნე ტუმბოზე დადებული ჩემი ტელეფონი
არცერთი გამოტოვებული ზარი - არც კი მომიკითხეს
მხოლოდ ერთი შეტყობინება იყო უცხო ნომრიდან
„ ნენ, ვაჩე ვარ, დილით მოვალ და ვისაუბროთ, არ იდარდო არაფერზე“
წელს მეორე კურსს ვხურავ. ვაჩე პირველ კურსზე გავიცანი, ერთობლივ პროექტზე, რამოდენიმე ლექციაზე ვემთხვეოდით ერთმანეთს. მხოლოდ ამ მცირე პერიოდში გავიცანით ერთმანეთი და გვქონდა ზოგადი კონტაქტი. ამის შემდეგ არც უნივერსიტეტში მხვდებოდა ხშირად და თუ შემხვდებოდა მხოლოდ ოდნავი ღიმილით ვესალმებოდით ერთმანეს. უნივერსიტეტის ეზოსთან რამდენჯერმე შემინიშნავს კიდეც რამოდენიმე ბიჭთან ერთად, თუმცა მათ შორის არასდროს მინახავს გაბრიელი.
იმ წვიმაში, ასე გვიან საიდან გაჩნდა ვაჩე იქ
ან საიდან გაიგო რომ იქ ვიყავი
ანდაც საერთოდ, მხოლოდ უნივერსიტეტელისთვის რატომ შეიწუხა თავი
და საერთოდ ჩემს გამო კიდევ გაბრიელი

ფაქტი იყო რომ ჩემმა მეგობრებმა,რომლებისგანაც იმ საღამოს წამოვედი არც კი მომიკითხეს, მითუმეტეს რომ იცოდნენ, არსად მქონდა წასასვლელი და ამ წამს ფაქტობრივად, ორი ჩემთვის უცხო ადამიანი მედგა გვერდით.
არც კი მომიკითხეს
ნუთუ ეს ამდენი წელი
ამდენი მოგონება-არაფერი იყო
ნუთუ ასე ერთი ხელის მოსმით შეიძლება ადამიანი ამოშალო ცხოვრებიდან.
მახსენდება ჩვენი კამათის ფრაგმენტები. მათი ნათქვამი სიტყვები
ბრალდებები
თურმე წლების განმავლობაში ნაგროვები ღვარძლი
ჯერ ისევ ვერ ვიაზრებ რატომ დავიწყეთ კამათი, მაგრამ მახსოვს სიტყვები რომელიც ბოლო წვეთი იყო და მე წამოვედი.
თურმე მე აღარ ვიყავი გამოსადეგი
რომ თურმე არ მოსწონდათ ჩემი კომუნიკაბელურობა
რომ თურმე ეჭვიანობდნენ
რომ თურმე მე არავინ შემიყვარებდა, სულ მარტო ვიქნებოდი
და ფეხებზე ეკიდათ რას ვიზავდი
ხო და წამოვედი
ამ ღამეს ცა კი არა, ცხოვრება ჩამომენგრა თავზე.
ამ ქვეყნად არავინ მყავდა,გარდა ერთადერთი მამიდისა , რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და თუ დღეს რამე მაქვს მისი საშუალებით.
მამა არასდროს მყოლია. არასდროს ვუნდოდი და არასდროს ვუნახივარ.
დედამ გამაჩინა, მაშინ 17 წლის ყოფილა, 3 თვის ვიყავი, როდესაც ჩემს სანახავად კვლავ მოსულ მამიდას მიაჩეჩა ჩემი თავი ხელში და უთხრა რომ წავეყვანე,რომ მარტო ვერ გამზრდიდა, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და მთელი ცხოვრება წინ ქონდა.
მამიდა მაშინ 22 წლის იყო.
მხოლოდ მას ვუნდოდი ამ ქვეყნად
ჩემ გამო ოჯახთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა და მისი ერთადერთი ძმაც კი მოიძულა. ასე ამბობდა თავად, თორემ ბევრჯერ შევსწრებივარ ჩუმად როგორ ეფერებოდა მის ფოტოებს.
დედას ამბავი აღარ გამიგია, გარდა იმისა რომ საზღვარგარეთ წავიდა როცა 15 წლის ვიყავი. ამ წლების მანძილზე მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი ისიც შემთხვევით, ქუჩაში- ჩემ თავი ვიცანი შუა ასაკში.მეტი არაფერი

მამა სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, მახსოვს პირველად 13 წლის ვიყავი სახლში მიმავალი რომ გამაჩერეს და კამფეტები მომცეს- მეტრეველის გოგოაო. რამდენჯერაც მამაჩემზე რაიმეს მოვკარი ყური იმდენჯერ ციხეში იყო, რატომ ან რამდენი ხნით არც არასდროს დავინტერესებულვარ.
არც დედა მყოლია და არც მამა არასდროს მხოლოდ მამიდა,რომელმაც არაფერი მომაკლო, ყველაზე მეტად კი სიყვარული.
აბიტურიენტი რომ გავხდი, გადაწყვიტა რომ მისი შემოსავალი არ გვეყოფოდა ყველაფრისთვის და რომ ჩემთვის კარგი მომავლის დაგეგმარებისთვის საჭირო იყო საზღვარგარეთ წასულიყო.
სწორედ მამიდუსთან განშორება იყო ჩემი პირველი უდიდესი ტკივილი.
სწორედ მაშინ გადავედი ჩემი ბავშვობის მეგობრებთან ერთად საცხოვრებლად და სწორედ მაშინ მეგონა რომ ყველაზე ბედნიერი თანაცხოვრება გვექნებოდა- ამ საღამომდე.
-გაგიჟდება მამიდუ
რომ გაიგოს სად ვარ და როგორ ვარ გაგიჯდება , ნერვიულობისგან გული გაუსკდება.
საღამოს აუცილებლად დაველაპარაკები. სხვა თუ არაფერი ავდგები, რაც კი დამრჩენია დავტოვებ და წავალ მასთან.
არ მახსოვს როდის ჩამეძინა.
გარედან შემოსულმა საუბარმა გამომაღვიძა.
მზე უკვე კარგად იყო ამოსული და ამინდიც ისეთი იყო, თითქოს გუშინ ცა არ ჩამოქცეულიყო.

წამოვდექი, ახლა უკვე განათებულ ოთახში მიმოვიხედე.
საოცრად მინიმალისტურად იყო მოწყობილი საძინებელი,რომელშიც მხოლოდ ხის ავეჯი და შავი ფერი ჭარბობდა.
მაშინვე გაბრიელის მკაცრი მზერა დამიდგა თვალწინ-სწორედ მისი შესაფერისი იყო ყველა ნივთი ამ ოთახში.
არსად ჩანდა არც ჩემი ჩემოდანი და არც ზურგჩანთა.
სავარაუდოდ გაბრიელის მაისური მუხლებს ოდნავ ზემოთ მქონდა- ფაქტობრივად კაბასავით.
ტელეფონს დავხედე და საათი 10:15-ს აჩვენებდა.
ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი კარს, საიდანაც აშკარად ორ ხმაში შემოდიოდა საუბრის ხმა
ალბათ ვაჩე მოვიდა
კარი გამოვაღე და მისაღებში გავედი.
არ შევმცდარვარ
მისაღებში დივანზე მჯდომი ვაჩე დამხვდა, რომელიც აივნისკენ იყურებოდა და საუბრობდა- ჩემი ოთახში შესვლა ვერც კი შეემჩნია.
ინსტიქტურად აივნისკენ გავიხედა სადაც კარის ჩარჩოს მხრით გაბრიელი მიყრდნობოდა და ახლა უკვე მე მიყურებდა.
მზის სინათლეზე ახლა უკვე აშკარად ეტყობოდა თმაში შერეული ჭაღარები. არადა ნამდვილად არ გავს დიდად ჩემზე უფროსს.

გაბრიელის მზერაზე უკვე ვაჩეც ჩემკენ შემობრუნდა
-ნენე- წამოდგა მაშინვე ფეხზე
ამაზე უხერხულად აქამდე არასდროს მეგრძნო თავი
-დილამშვიდობის - ამოვილუღლუღე და გაღიმებას შევეცადე
-როგორ ხარ?-უცებ მოვიდა და გადამკოცნა ვაჩემ
-არ ვიცი-გულწრფელი პასუხი გავეცი ვაჩეს და მზერა გაბრიელისკე გავაპარე, რომელმაც ის ის იყო სიგარეტის ღერი აივნიდან მოისროლა და ოთახში შემოაბიჯა
გვერდი უცხოსავით ამიარა
-გაბრიელს გაიცნობდი, წამო მოვწიოთ თან -აივნისკე დაიძრა ვაჩე და მეც უკან მივყევი
სიგარეტზე მომიკიდა და ზურგით მოაჯირს მიეყრდნო
-ვაჩე აქ რას ვაკეთებ? ანუ წუხელ იქ როგორ გაჩნდი საიდან- კვამლს ამოვაყოლე ჩემი პასუხგაუცემელი კითხვები
-რა მნიშვნელობა აქვს ნენე,საიდან გავჩნდი?! აქ რას აკეთებ და ჩემთან ვერ წაგიყვანე, გაბო კიდე ჩემი უახლოესი ადამიანია, ხო და აქ ხარ რა-იმდენად ჩვეულებრივად გამცა პასუხი თითქოს ყოველ დღე ჩემსავით ვიღაცას არჩენს
-ვაჩე, გაბრიელი- სიტყვა ყავის ფინჯანმა გამაწყვეტინა, რომელიც ხელში სწორედ ნახსენებმა გაბრიელმა მომაჩეჩა- მადლობა
-ნაცნობმა ადამიანებმა კარგი გაგიკეთეს?- ჩემ არ დამთავრებულ წინადადებას მაშინვე მოაყოლა გაბრიელმა ირონიით სავსე ფრაზა
ერთხანს მზერა შემეყინა მასზე. თან ბრაზი მაწვებოდა და თანაც მწარე სიმართლე ჩემს სახეზე და მაშინვე ჩავაქრე სიგარეტი და სახლში შევედი სანამ იქვე ტირილს დავიწყებდი.
-დედას შ***ცი -ისევ იგივე ხმა
საძინებლის კარს ხელი მივარტყი და იქვე კედლის ძირში ჩავიკეცე
არ იტირო, განა სიმართლეს არ გეუბნება?! არ გაბედო.არ იტირო
არ ვიცი როდის შემოვიდა ვაჩე საძინებელში, მხოლოდ მაშინ გავიაზრე მისი იქ ყოფნა როცა გვერდით მძიმედ დაეშვა მისი სხეული.
- ცოტა უხეშია
- სიმართლეს ამბობს
- ვიცი დაახლოებით რაც მოხდა, ისიც ვიცი რომ ამაზე საუბარი არ გინდა და არც ვილაპარაკებთ.ვიცი რომ ერთმანეთისთვის ახლობელი ადამიანები არ ვართ, თუმცა შენ გვერდით ვარ მინდა იცოდე და არ შემეძლო წუხელ იქ, ისეთ მდგომარეობაში დამეტოვებინე. გაბრიელმა დამირეკა, რომ გიპოვა. სანდროსთან ქონია რაღაც საქმე და სანდროს უთქვამს რაც მოხდა რა.მაგრად განიცდის სანდროც რო იცოდე და ვაფშე არ ამართლებს გოგოებს. ვიცი რომ ახლა არსად გაქვს წასასვლელი და ისიც ვიცი რომ არავინ გყავს აქ , პროსტა არაფერზე იდარდო რა, ძაან გთხოვ-ცრემლებს უკვე ვეღარ ვიკავებდი- იმდენი მაინც ხო იცი რო მანიაკი არ ვარ არა?!-იმ წამს გვერდიდან პირველად დავინახე ვაჩეს ღიმილი- ხო და არც გაბო არაა მანიაკი, ატვეჩაი ვარ რა. დამშვიდდი, დაწყნარდი და არაფერზე იდარდო რა. მაგ გოგოებს შორიდან ვიცნობ და კი იცი სანდროსაც რა ურთიერთობა ქონდა მიასთან, მარა მაგასთანაც ვამბობ, მაგარი შე****ეული გოგოები არიან და ვაფშე არგიხდებოდნენ რა. ეს სანდროც დებილია, პროსტა ბოლომდე არა მაინც რა, იმდენი კი მოახერხა, რო გვითხრა რაც ხდებოდა ხო და იტოკში გაუშვი ნახ**ზე ორივე და არ იდარდო რა, ხარაშო?!
- პროსტა ვერ ვიაზრებ რა მოხდა, აი ვაფშე-უკვე ვსლუკუნებდი- შენ კიდე გიცნობ, თუმცა არც შენი შეწუხება მინდა და მითუმეტეს არც გაბრიელის რა, არანაირად არ ხართ ვალდებულები
- ნენე, დაასტოპე ახლა რა, რო არ მდომოდა კი იცი არ ვიზავდი. მიდი მოიხოდე ახლა და გავიდეტ სადმე რამე ვჭამოთ-ფეხზე წამოდგა ვაჩე და წამოსაყენებლად ხელი გამომიწოდა
ეს იყო იმ მომენტი ერთადერთი ჩემთვის გამოწვდილი ხელი, რომელსაც არ ვიცი, რისთვის ან როგორ ვიმსახურებდი, მაგრამ მას თუ არ ჩავეჭიდებოდი სხვა არავინ მყავდა
- შენ ნივთებს შემოგიტან მოიცა და მოწესრიგდი
ორ წუთში ჩემი ნივთები გაჩნდა ოთახში და მეც უცებ მოვწესრიგდი.სააბაზანოში შევედი და ახლაღა ჩავიხედე სარკეში.
თმა საშინლად გაბუებული მქონდა. თვალები დასიებული
ცივი წყლით სახე შევიბანე და საძინებელში დავბრუნდი.
ტელეფონზე კვლავ არცერთი შეტყობინება და არცერთი გამოტოვებული ზარი
რატომ ველოდები რაიმეს, თავადაც არ ვიცი.
მისაღებში გასული ორივე ფეხზე დამხვდა
-ნენე გავიდეთ სადმე დავსხდეთ დავჭამოთ ხარაშო ?-
-აჰამ- ღიმილით დავეთანხმე ვაჩეს, მიუხედავად იმისა რომ არც ჭამის და საერთოდ არც არაფრის სურვილი არ მქონდა.
ბინიდან ერთად გავედი და ლიფტით ქვემოთ ჩავედით.
ნაცნობი შავი მანქანა დამხვდა პარკინგზე, დაბურული მინებით.
ჩემდა გასაკვირად გაბრიელმა უკანა კარი გამიღო და თავით ჩაჯდომისკე მიმანიშნა
მაშინვე დავყევი მის ნებას და სავარძელზე მოვთავსდი.
მგზავრობის პერიოდში ხმა არცერთ ამოგვიღია.
გზაში შევნიშნე, რომ ლისის დასახლებაში ვიყავით და საბურთალოზე ჩამოვედით.
მანქანამ მოძრაობა რომ შეწყვიტა მერეღა მოვეგე გონს.
მაგიდასთან მხოლოდ მე და ვაჩე დავსხედით.
ვერ შევნიშნე გაბრიელი საერთოდ თუ შემოვიდა
-აბა ნენე ისევ ბევრი ფრი?- აქეთ-იქეთ გაბრიელის ძებნას ვაჩეს ღიმილიანმა სახემ მომწყვიტა
პასუხის გაცემამდე ჩემს გვერდით სკამი გამოიწია
- უკვე შევუკვეთე
- ე... კაი რა გაბრიელ, გეკითხა მაინც რა უნდოდა-წარბები შეჭმუხნა ვაჩემ, თითქოს ზრდილობა დაუწუნა ძმაკაცს
- ფრიც იქნება ბევრი
ნუთუ მუდამ ასეთი უხეში და უემოციოა. მზერა მის თითებზე შემეყინა, რომელთაც მაგიდაზე ათამაშებდა
ძალიან ლამაზი თითები ჰქონდა
გაბრიელის შეკვეთა მალევე მოიტანეს და უთქმელად მივირთვით.
არც მშიოდა, თუმცა ორივესგან ისეთ მზერას ვგრძნობდი, ვიცოდი ისე ვერ გამოვიდოდი იქედან თუ რამეს არ შევჭამდი.
უკვე გამოვდიოდით, როდესაც ვაჩეს ტელეფონი ახმაურდა
-ხო მამა... კარგი კარგი-ღრმად ამოისუნთქა - გამოვალ ახლავე ოფისში
ყურმილი დაკიდა და ჩვენ მოგვიბრუნდა
-მოკლედ დავიგაზე რა და საღამოს თუ შევძელი ამოვალ, ვანოს თემაა რა- ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მე მომიბრუნდა- ნენ, მისმინე თუ რამეა დამირეკე, დაგირეკავ მეც. თუ რამე დაგჭირდეს უთხარ გაბრიელსაც რა, არაფერი მოგერიდოს ცვეტში
-მადლობა ვაჩე-უცებ მოიწია ლოყაზე მაკოცა და ჩაოს მოძახების შემდეგ ყაზბეგს დაუყვა
ის იყო უკანა კარს ვაღებდი დასაჯდომად გაბრიელმა რომ მხარზე ხელი ჩამავლო
-წინ დაჯექი
მეტი არაფერი უთქვამს არც მას და არც მე.
მის ნებას დავყევი და წინ დავჯექი.
უკვე ლისზე ავდიოდით
-უკეთ გრძნობ თავს?- არც გამოუხედავს ჩემკე ისე მკითხა
- კი, მადლობა. უბრალოდ მიჭირს რაღაცების გააზრება
მეტი არაფერი უთქვამს.
უკვე ნაცნობ ეზოში მანქანა დააპარკინგა და სახლში ავედით.
ცოტახანში ძალა მოვიკრიბე და მამიდას დავურეკე. ძალიან მსუბუქად ავუხსენი სიტუაცია, არც ის დამიმალავს რომ გაბრიელთან ვრჩებოდი.ნინაკო მენდობოდა და მეც ასევე, იცოდა რომ არაფერს ცუდს არ გავაკეთებდი, მთავარი ყოველთვის იყო რომ მასთან გულწრფელი ვყოფილიყავი. უკვე საუბარს ვასრულებდი,როდესაც უეცრად კადრში გაბრიელი გამოჩნდა.
ინსტიქტურად გავთიშე და ნინაკოს მივწერე დაგირეკავ ორ წუთში თქო.
-ბოდიში, იმედია პრობლემა არ შეგექმნება
-არა, პირიქით. მე ვარ შენს ოთახში
კარადიდან პირსახოცი გამოიღო და საწოლზე დადო.
-შხაპის მიღება თუ მოგინდება
-მადლობა, გაბრიელ
ოთახიდან ისე გავიდა აღარფერი უთქვამს. მალევე შხაპი მივიღე.
საღამომდე საძინებელში ვიყავი. ვაჩემ მომწერა რომ დღეს ვერ შეძლებდა გამოსვლას.ცოტახანში კი ჩემს კარზე კაკუნის ხმა გაისმა
ოთახში გაბრიელი შემოვიდა
-გავდივარ მე და გვიან დავბრუნდები, რამე ხომ არ გჭირდება?
-არა, მადლობა
-კარგი. კარს გარედან ჩავკეტავ რომ მოსვლისას არ გაგაღვიძო, კარგი?
-კარგი
ღიად დატოვებული ოთახის კარიდან, გავიგე მისი მძიმე ნაბიჯების ხმა, შემდეგ კარის გაღებისა და ჩაკეტვის.
გვიან კვლავ ნინაკოს ვესაუბრე, შევთანხმდით რომ ნელნელა დავიწყებდი ბინის მოძებნას და ვიქირავდებდი.ფაქტია სულ გაბრიელთან ვერ დავრჩებოდი. არ მახსოვს როდის ჩამეძინა
ძილბურანში კისერზე ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, რომელიც კანს საშინლად მიწვავდა
იმდენად დამძიმებული მქონდა ქუთუთოები ვერ გამოვფიხზლი.


***
ერთი კვირა რუტინულად გავიდა.
ვაჩე ძირითადად მირეკავდა, როგორც თავად მითხრა, მამამისს ეხმარებოდა კომპანიის საკითხებში და დიდ ბოდიშებს მიხდიდა რომ ვერ მანხულობდა.
გაბრიელი, ფაქტობრივად არ მეკონტაქტებოდა. დილით ყავას მახვედრებდა, მე კი საუზმეს ვუმზადებდი.
საღამოს ის გვიან ბრუნდებოდა მე კი მხოლოდ მისი მოსვლის შემდეგ ვიძინებდი.

იმ საღამოს პროდუქტების საყიდლად წავედით მე და გაბრიელი.
პარკინგზე ნაცნობი მანქანა შევნიშნე, თუმცა ვერაფრით გავიხსენე საიდან მეცნობოდა.
-ყავა გვჭირდება- თქვა გაბრიელმა და სწორედ მისი მოძებნა დავიწყეთ.
დანარჩენი პროდუქტები უკვე შეგროვებული გვქონდა.
ერთ-ერთი სექციიდან ნაცნობი სიცილის ხმა შემომესმა.
თავი გვერდით მივაბრუნე და ხელში მია, სანდრო და ქეთა შემრჩნენ.
ძალიან უდარდელად მთელი ხმით კისკისებდნენ და პრუდქტებს კალათში ყრიდნენ.
სანდროს მზერას წავაწყდი, რომელიც ჩემი დანახვისას, წამში დასერიოზულდა მალე უკვე გოგონებმაც შემომხედეს.
არც კი შეუწყვიტავთ ღიმილი.
ვიგრძენი როგორ ამომიდგა ზურგს უკან გაბრიელი.
სანდროც ამ დროს წამოვიდა ჩვენკე და ორივე გადაგვკოცნა
-როგორ ხართ?
ჯერ კიდევ ვერ ვაშორებდი თვალს უკვე გაოცებულ გოგონებს
-ვფიქრობ პრობლემები გექნება სანდრო-მხოლოდ ახლაღა შევხედე მას.
არაფერი უთქვამს.
ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხელები და უეცრად მხარზე გაბრიელის შეხებაც
თითქოს გონზე მომიყვანა.
სწრაფად ჩააგდო ყავა კალათში და -წავედითო
მთელი გზა მძლივს ვიკავებდი ცრემლებს
ვერ ვიჯერებდი რომ ასე უცბად გავქრი მათი ცხოვრებიდან, რომ შეეძლოთ ასე კარგად ყოფილიყვნენ.

არ მახსოვს სახლში როგორ მივედით.
-გინდა დავრჩე დღეს სახლში?- უკვე გვიანი იყო როცა ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამომიყვანა
-მეც მინდა დღეს ცოტა მოვწყდე რეალობას-მინდოდა რომ ცოტახნით მომეშორებინა ეს ფიქრები
-ჩაიცვი და გავიდეთ

სადღაც ბარში მივედით,სადაც აშკარად ვიაიპ ზონაში გველოდებოდნენ.
გაბრიელს აშკარად ბევრი ცნოდბა იქ.
რამოდენიმე ადამიანი ღიმილით შეხვდა გაბრიელს.მშრალად გავიცანი დანარჩენები
პირველი რამოდენიმე ჭიქა თავისი ხელით მომაწოდა.
მალევე ვიგრძენი როგორ ამიხურდა ღაწვები.
ბოლო ჭიქაც დავლიე და ირგვლივ მიმოვიხედე. გაბრიელი ვერსად შევნიშნე.
ხმამაღალი მუსიკა და უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში.
მეც მათ შევერიე და სხეული მუსიკას ავაყოლე.
ძალიან მეტყობოდა სასმელი
რამოდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მოიქცია ჩემი თითები ვიღაღამ საკუთარ ხელში.
გაბრიელი იყო. საცეკვაო სივრციდან პირდაპი გარეთ გამიყვანა და მანქანაში ჩამსვა.
სახლში მივდიოდით
მანქანის მინები დაწეული ჰქონდა და თმას გარედან შემოსული გრილი ჰაერის ნაკადი მიწეწვდა
არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი.
ალბათ ხვდებოდა როგორ განვიცდიდი.
მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა.
სახლის კარი როგორც კი გააღო, შესვლისკე ხელით მიბიძგა
ნაბიჯს ვეღარ ვდგავდი
-დამელოდე დავკეტავ კარს-ხელს არ მიშვებდა-ცუდად ხომ არ გრძნობ თავს?-სახიდან თმა გადამიწია და საძინებლისკე წავედით
საძინებელში შემიყვანა
ვიგრძენი როგორ ჩამიხსნა კაბის ელვა
-ნენე, ნენე- ჩამესმა მისი ჩუმი ხმა
მის წინ თეთრეულის ამარა ვიდექი სიბნელეში
არადროს ვყოფილვარ ასე ახლოს ბიჭთან
არასდროს არავინ მყოლია
მახსოვს დარჩენილი სამოსიც როგორ მომაშორა სხეულიდან.
მახსოვს მისი ცხელი სხეულის შეხება
მისი ცხელი ტუჩები
მძიმე სუნთქვა
ნენე-ს ჩურჩული

***
ვერასდროს წარმოვდგენდი რომ ჩემი პირველი კოცნა, პირველი ურთიერთობა ასე იქნებოდა.
გულოს სიღრმეში ყოველთვის ველოდებოდი ჩემს ადამიანს, მრავალფეროვან ბევრ თვეს და მრავალჯერ ნათქვამსა და ნაგრძნობ „მიყვარხარ“-ს

დილას მძიმედ გამეღვიძა
ზურგზე უცხო სხეულის მჭიდრო შეხებას ვგრძნობდი
ჩემს წელზე უცხო ხელს

არ ვიცი ვნანობ თუ არა, თუმცა თითქოს მრცხვენია,არ ვიცი საკუთარი თავის თუ გაბრიელის.
მეშინოდა თვალის გახელის და მეშინოდა მისი გაღვიძების
მისი პირველი სიტყვის.
ჯერ კიდევ არ მქონდა თვალების გახელა დაბედილი, როცა ვიგრძენი როგორ ჩამომშორდა მისი სხეული
წამოჯდა
ვიგრძენი როგორ მძიმედ დაეყრდნო საწოლის კიდეებს
ასე იყო რამოდენიმე ხანს
შემდეგ ადგა
აშკარა იყო საძინებლიდან გავიდა
მე ჯერ კიდევ ვერ ვინძრეოდი.
რამოდენიმე ხანს რომ აღარ გამოჩნდა, საწოლიდან ადგომა გადავწყვიტე.
იქვე დადებული პირსახოცი ავიღე და სააბაზონში შევედი
საშინელ წვას ვგრძნობდი მთელი კანის.
წყლის ჭავლის ქვეშ თვალებდახუჭული ვიდექი და ვცდილობდი ჩემი მთრთოლვარე სხეული მომედუნებინა.
მხარზე შეხება ვიგრძენი
ის იყო
კისერთან მისი კოცნა ვიგრძენი
უკვე მრცხვენოდა თვალების გახელის
საკუთარი ხელით, ნაზი მოძრაობებით დაიწყო ჩემი დაბანა.
მე ისევ არ ვახელდი თვალებს. გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილას და ვერ ვხსნიდი მისი შეხებებისგან გამოწვეულ სიმხურვალეს.
ფრთხილად მიმაბრუნა მისკე და სველი თმა სახიდან ხელით გადამიწია
ტუჩთან ძალიან ახლოს ნაზად მაკოცა
თვალები გავახილე
ოდნავ მიღიმოდა
მხოლოდ მისი ტუჩებისა და ცხვირის წვერის დანახვა შემეძლო
სხეულზე მიმიკრა და ერთხანს ასევე ვიდექით წყლის ჭავლის ქვეშ.
წყალი დაკეტა
პირსახოცი სხეულზე შემომახვია და სააბაზანოდან გამომიყვანა
დაჰიპნოზებულივით დავყვებოდი მის ნებას.
საწოლზე ჩამომსვა და ჩემი თმის გამშრალება დაიწყო
ხმას ვერ ვიღებდი
პერიოდულად მხრებს მიკოცნიდა
-გაბრიელ-ვერ ვიცანი ჩემი ხმა
-ყველაფერი კარგადაა ნენე - ამოიჩურჩულა მძლივს გასაგონად. საწოლზე მიწვა და მეც თან მიმიყილა.
მესმოდა როგორ ცემდა მისი გული
მის სუნს ვგრძნობდი, თითქოს უკვე კარგად ნაცნობს.
ხელებს ნაზად დაატარებდა ჩემს ზურგზე
-ნანობ?-რამოდენიმეხნიანი სიჩუმის შემდეგ ყველაზე მძიმე კითხვა გააჟღერა
ვერაფერი ვუთხარი
არა იმიტომ რომ ვნანობდი, ან არ ვნანობდი.
ჯერ კიდევ ვერ ვიზარებდი მომხდარს
ბოლო კვირები იმდენად უცხო და მძიმე იყო ჩემთვის
იმდენი ცვლილება იყო ჩემს ცხოვრებაში
ყველაფერი, აფსოლიტურად ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა
ჯერ ჩემი ზურგიდან ხელი აიღო, შემდეგ წამოიწია
საწოლიდან ადგა, ჩაიცვა და დამტოვა
არ ვიცი ეს დატოვება ჩემს სიჩუმეზე მძიმე იყო თუ არა, მაგრამ მე ფილტვებზე საოცრად დამაწვა მისით ცარიელი ჰაერი.
ფიქრებიდან გამოვერკვიე და ავდექი
პირველ ღამეს მისი ჩაცმული ზედა გადავიცვი კვლავ სხეულზე და საძინებლიდან გავედი
თუმცა გაბრიელი არსად იყო.

მთელი დღე არ გამოჩენილა
არც დაურეკავს
ღამის 3 საათი იყო უკვე ნერვიულობას რომ ვეღარ მოვერიე და ვაჩეს მივწერე
„ ვაჩე, გღვიძავს?“
„კი ნენე, მშვიდობაა?“ მალევე მომივიდა პასუხი
„ვაჩე, გაბრიელი არ მოსულა და ხომ არ შეგხმიანებია?“-პასუხის მოლოდინში მუხლების კანკალი დამეწყო. ნეტავ თუ იცოდა ვაჩემ რაიმე. ან რა უნდა მეთქვა, შენს ძმაკაცს, რომელთანაც დამტოვე საწოლში ჩავუგორდი თქო?
პასუხმა შესამჩნევად დაიგვიანა
ტელეფონი ახმაურდა. გაბრიელი იყო
შემეშინდა პასუხის
-გისმენ- თავად მძლივს გავიგე ჩემი ხმა
- კარი ჩაკეტე და არ დამელოდო- ჩემს პასუხს არც დალოდებია ისე დამიკდა ყურმილი

არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო, რა უნდა მეფიქრა.
ფაქტია რომ ჩემმა სიჩუმემ მასში რაღაც გამოიწვია, ბრაზი, წყენა -არ ვიცი

იმ ღამეს გავათენე
გაბრიელი არ გამოჩენილა
არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეს
არ დაურეკავს და ვერც მე გავბედე დარეკვა
მესამე ღამე იყო მისი არ ყოფნის
მის ლოდინში დივანზე ჩამძინებია
კარზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა
შეშინებული მივუახლოვდი კარს
-ნენე- მთელს ტანში გამაჟრჟოლა მისმა ხმამ
საჩქაროდ გავაღე კარი და ჩემს წინ ასვეტილი სხეულს გაუცნობიერებლად შემოვხვიე ხელები
მან არა
სახლში შემოვიდა და კარი ძლიერად მიაჯახუნა
არაფერი უთქვამს
აშკარდ ეტყობოდა რომ არ იყო ფხიზელი
საძინებელში შევიდა
უკან მივყვებოდი მეც
ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში შეწვა
არ ვიცოდი რა უნდა მექნა
ვერ გავბედე შესვლა და იქვე დივანზე ჩამოვჯექი.
ვერ დავიძინე
უკვე რიჟრაჟი იყო საძინებლიდან რომ გამოვიდა
მე ფეხებზე ხელები მქონდა შემოხვეული და მზერა სწორედ საძინებლის კარზე მიყინული.
თითქოს არ მელოდა ასეთ მდგომარეობაში
სამზარეულოსკე წავიდა
თითქმის მთელი ბოთლი წყალი დალია და ჩემკე შემობრუნდა
თვალს ვერ ვაშორებდი
მხოლოდ ხელი გამომიწოდა, არაფერი უთქვამს
საძინებლისკე წამიყვანა
თითქოს ფიქრებით ვკონტაქტობდით
დავწექი
ისიც ჩემს გვერდით დაწვა
როგორც იმ დილას
ზურგიდან მომეხუტა და სახე ჩემს კისერი ჩარგო
მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა სხეულზე
გული გამალებით მიცემდა
არ ვიცოდი რა იყო ეს
სურვილი
ვნება
სიამოვნება
მაგრამ იმ წამს არაფერი მახსოვდა
ხელებს წელზე ძლიერად მხვევდა, თითქოს სადმე გაქცევას ვლამობდი, მას კი არ უნდადა ჩემი გაშვება
მერე მოდუნდა
ნელნელა შემიშვა ხელები და სუნთქვა დაურეგულირდა
ჩაეძინა
***
თვალი რომ გავახილე ისევ მარტო ვიყავი საწოლში
ნუთუ დამესიზმრა
ისევ არ მოვიდა
საძინებელში თვალებით ვეძებდი და უკვე ვგრძნობდი, როგორ დამებინდა თვალები როცა უცბად, მინაზე კაკუნის ხმა შემომესმა
აივნიდან მიყურებდა
წელს ზემოთ შიშველი
იდგა აივანზე
ეწეოდა და მიყურებდა მე
გამიღიმა
ეს პირველი ღიმილი იყო გაბრიელ გურჩიანის, რომელიც მე მეკუთნოდა
უცებ წამოვდექი საწოლიდან და აივანზე მასთან გავედი
მის წინ ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა
თავი ოდნავ დახარა
სიგარეტიანი ხელი ცხვირზე დაისვა და ქვემიდან ღიმილით ამომხედა
მაშინ მივხვდი რომ ჩემს გულში რაღაც უცხო გრძნობდა იყო, რომელიც გურჩიანს ეკუთნოდა
წელზე ხელი შემომხვია და მკერდზე მიმიხუტა
სახე ჩემს თავზე ჩამოდო და ინტერვალით მკოცნიდა
ამ მომენტში ყველაზე პატარა და ნაზი არსება ვიყავი. ამ მომენტში გურჩიანს რომ ეთქვა ფრენა შეგიძლიაო, მართლაც ავფრინდებოდი

-ნანობ?-ისევ გამიმეორა სამი დღის წინ დასმული კითხვა
უდნავ გადავიწიე უკან
მინდოდა მისი სახე დამენახა
თვალებში მიყურებდა
აღარ იღიმოდა
წარბებიც შეეკრა
თუმცა თვალებში აშკარად ჭინკები დაუხტოდნენ
-არა-ალბათ წლების მანძილზე ჩემი ყველაზე თამამად ნათქვამი სიტყვა სწორედ ესაა
არ ვიცი რა იქნება ხვალ
სად ვიქნებით ან ვინ ვიქნებით ერთმანეთისთვის მე და გურჩიანი, მაგრამ არ ვნანობდი რომ ჩემი ყველაფერი პირველი მას მივუძღვენი
არ მინდოდა „მერე“-ზე ფიქრი,უბრალოდ მინდოდა, რომ ცხოვრებაში პირველად, სწორედ მაშინ როცა არაფერი მქონდა ყველაზე ძვირფასი მყოლოდა და ვყოფილიყავი იმ წამით ბედნიერი.
ერთხანს ასე მიყურებდა, თითქოს ჩემი სიტყვების გულწრფელობაში რწმუნდებოდა
შემდეგ კი პირველად მაკოცა დღისით

ძალიან მშიშარა რომ არ ვიყო, ძალიან გამოუცდელი ამ წამსვე ვიყვირებდი რომ მიყვარს, რომ ვაღმერთებ, იქნებ ჩემი თვალები ყვიროდნენ კიდეც, ვინ იცის გურჩიანის გარდა, რომელიც დიდხანს რაღაცას ეძებდა ჩემს თვალებში, იქნებს სწორედ ამასაც.

**

ვსაუბრობდით მაშინ როცა ერთმანეთის სხეულებს ვშორდებოდით,მცირე ხნით
არც თუ ისე ხშირად...

ჩემდა გასაოცრად დიდი ხანია გურჩიანი მიცნობს- მე არასდროს მანამდე
იცოდა რა მომწონდა,რა მინდოდა, რაზე ვოცნებობდი
მაგრამ საკუთარ თავზე ბევრს არაფერს მიყვებოდა. ყოველთვის კოცნით მაჩუმებდა
ყურადღებას მატანინებდა
გულის სიღრმეში თითქოს რაღაც მეკაწრებოდა
არ მეშინოდა თუმცა, გული მწყდებოდა, ვფიქრობდი რომ არ იყო ჩემთან გულწრფელი.
თუმცა მისი ყველა შეხება, გაღიმება იმდენად ბევრ ემოციას იწვევდა ჩემში რომ ყველაფერს ფარავდა
რამოდენიმე დღე სახლიდან არ გავსულვართ
მხოლოდ ნინაკოს ვუტოვებდი შეტყობინებებს.

**
იმ საღამოს ვაჩე იყო ამოსული
აივანზე ვეწეოდით
გაბრიელმა უკნიდან ლავიწზე რომ მაკოცა, ვაჩე წინ მედგა
გავშეშდი
ვაჩესთვის არაფერი მქონდა ნათქვამი.
თითქოს ცოტა შემეშინდა მისი რეაქციის, თუმცა წარბიც არ შეუხრია. ოდნავ გაიღიმა და მეტი არაფერი.
თითქოს ისედაც ყველაფერი იცოდაო.
იმ საღამოს გავიდნენ „საქმე გვაქვსო“-ვაჩეს ხმამაღალი საუბრის შემდეგ ტელეფონზე მხოლოდ ეს მითხრეს და გავიდნენ.

გადავწყვიტე მათ მოსვლამდე რამე მომემზადებინა.
აღარ ვფიქრობდი მომხდარზე, როგორც საკუთარ თავს შევპირდი ზედმეტი კითხვების გარეშე იმ დღით ტკბობას განვაგრძობდი.
კარზე კაკუნი რომ გავიგე გული დამწყდა მომზადება მათ მოსვლამდე რომ ვერ მოვასწარი.
კაკუნი არ ჩერდებოდა
გაბრიელის მოუსვენრობაზე მეცინებოდა ისე წავედი კარის გასაღებად.
გავაღე და ღიმილი სახეზე შემეყინა
კარში მია იდგა
ჩემს მაგივრად უკვე ის იღიმოდა ფართედ
გავშეშდი
სახლში უნებართვოდ შემოვიდა
აზრზე რომ მოვედი მისაღებში დივანზე იყო მოკალათებული.
-კარგად მოეწყე?- ვიცოდი მისი ეს ტონი. ხელში დიდი კოზირი ეჭირა და საცა იყო გამოაჩენდა, ამოაფრქვევდა და განცხრომას მიეცემოდა- სანდრომ რომ მითხრა გაბრიელ გურჩიანთან არისო, ცოტა შოკი მქონდა. ეჭვი შემეპარა ჩემს მიხვედრილობაში, ნუთუ ვინმეს მოეწონა თქო,მაგრამ მალევე მივხვდი რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო

-მია, რა გინდა?
-რამინდა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან უკვე, ბოლო სიკეთე უნდა გაგიკეთო და გამოგაფხიზლო
-ვერ მივხვდი
-ხო, არ მიკვირს შენგან. რა უნდა გკითხო იცი?! გადაუშალე უკვე ფეხები? თუ...
- მია გაეთრიე
-აჰამ, ესე იგი კი. ნუ შენთვის უარესი
- მია, ნუ გამამეორებინებ.
უკვე მთელი სხეული მიკანკალებდა.
ვიცოდი, ვიცოდი რომ ძალიან მატკენდა
- არ დაეჭვდი, ასე ესეთ ბიჭს შენ როგორ მოეწონე?! თუ მართლა უმანკო კონკია გგონია შენი თავი?აი ეგ გაბრიელი მამაშენის გოშიაა. მამაშენთან ერთად იჯდა ციხეში და ახლა მისივე დავალებით გაქცევს ყურადღებას-გავიყინე
ოღონდ ეს არა, ოღონდ არ იყოს სიმართლე მისი ნათქვამი და ყველაფერი დანარჩენი სიცრუ.
ასე არ მომექცე გაბრიელ
ასე არ მატკინო
-როგორ გაქცევს ყურადღებას ეს უკვე ცალკე საკითხი, მაგრამ ნენუჩი, სანამ თავის ბ**ად გაქცია აზრზე მოდი რა- შენ ეგრე ვერ გაგიმართლებდა

ვერაფერი ვუთხარი. კარის გაჯახუნების ხმა გავიგე და ჩავიკეცე
ოღონდ ეს არ იყოს სიმართლე
ასე ვერ მომექცეოდა
გულის არეში საშინელ წვას ვგრძნობდი
იქვე დაგდებული ჩემი ტელეფონი კიოდა
ვაჩე რეკავდა
შემდეგ უკვე გაბრიელი
დაახლოებით ნახევარ საათში კარის შემოგლეჯვის ხმა გავიგე
უკან რომ მივიხედე გაბრიელი და ვაჩე იდგნენ სახე წაშლილები
გაბრიელი მაშინვე ჩემკე წამოვიდა
-არ მომეკარო- მის წინ ხელი აღვმართე- არ მომეკარო- კიდევ ერთხელ გავიმეორე და ფეხზე წამოვდექი
-ნენე- საოცრად ტკივილიანი იყო გაბრიელის ხმა
-გაჩუმდი, ისე გაჩუმდი, როგორც ყოველთვის ჩუმდებოდი ყველა ჩემს კითხვაზე- თავჩახრილი იდგა შემოსასვლელში ვაჩე- შენ ? შენ ვაჩე? იცოდი, ყველაფერი იცოდი, შენ ხომ მნახე იმ ღამეს როგორ ვიყავი, შენ ხომ მითხარი ჩემ გვერდით იქნებოდი, ხომ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... ვაჩე ხომ დამპირდი
ხმა არ ამოუღია არცერთს
-რა დაგიშავეთ, ვერ ვხვდები რა დაგიშავეთ-გაეთრიე, არ დამენახოთ, ორივე წადით
ვყვიროდი ბოლო ხმაზე
გაბრიელს ძვრა არ ჰქონდა
მხოლოდ ერთ წამს შევხედე
თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა
ვაჩემ ძალით გაათრია სახლიდან.

-თავი ხელში უნდა აიყვანო ნენე, დამშვიდდი-ვუმეორებდი ჩემ თავს და ნივთებს ჩემოდანში ვყრიდი
ნინაკოს დავურეკე
-მამიდუ, როგორ ხარ- მისი ღიმილიანი სახე გამოჩნდა ეკრანდე- ნენე რა გჭირს
-ნინაკო ბილეთებს ვიღებ და მოვდივარ შენთან
-ნენე ამიხსენი რა მოხდა, ნუ გამიხეთქავ გულს-წამში გავუქრე ღიმილი სახიდან ჩემს ერთადერთ ადამიანს
-ნინაკო- ტირილს ვეღარ ვიკავებდი-ნინაკო გთხოვ ჩამოვალ და მოგიყვები
- რამე თუ დაგიშავა ჩემი ხელით მოვკლავ
-ნინაკო აეროპორტში მივდივარ და რომ გამოვფრინდები მოგწერ.
-კარგი, მამიდა გელოდები.

***
არ მახსოვს როგორ წამოვედი სახლიდან
როგორ ჩავჯექი თვითმფრინავში
მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე ნინაკოს ჩახუტება რომ ვიგრძენი.

სახლში მისულებმა
ცოტახნით დავიძინე
გაბრიელი დამესიზმრა
ჩემზე გაბრაზებული იყო და მეუბნებოდა რომ არ მაპატიებდა
ტირილით გამომეღვიძა.
ნინაკო თავთან მეჯდა და თმაზე მეფერებოდა
- სულ გაბრიელის სახელს იმეორებდი
- ძალიან მიყვარს, ძალიან მიყვარს ნინაკო. არ მესმის ეს ყველაფერი ტყუილი როგორ უნდა ყოფილიყო, ასე როგორ გამიმეტა
- ნენე ამიხსენი რა ხდება, ნუ გადამდგავ ჭკუდაინ
- მია იყო მოსული,მამაშენის კაციაო გაბრიელი, ყურადღების მისაქცევად მოგიგზავნაო, ათასი სისულელე მითხრა ნიაკო. ყურებს ვერ ვუჯერებდი
- ნენე გაბრიელს არ მოუსმინე?
- რა უნდა მომესმინა ნინაკო, რომ მოვიდნენ სახლში მიხვდნენ რომ ვიცოდი, ხმა არ ამოუღიათ.ნინაკო ასე როგორ გამწირა? როგორ ვერ ხვდებოდა რომ შემიყვარდა, როგორ ვერ დაინახა
- ნენე, იქნებ ყველაფერი ასე იყო,მაგრამ მერე მასაც...
- არ თქვა ნინაკო, ჩემთავს გაფიცებ არ დაასრულო,მხოლოდ ის რომ მამაჩემის დავალებით იყო ჩემთან დანარჩენ ყველა მერეს ფარავს, ნინაკო. მომატყუა ნინაკო.

რამოდენიმე დღე საწოლიდან არ ვდგებოდი, ვხვდებოდი როგორ ნერვიულობდა ნინაკო, თუმცა ვერაფერს ვცვლიდი. თურმე სწორედ ახლა ვყოფილვარ ბოლომდე განადგურებული.მხოლოდ გაბრიელზე მეფიქრებოდა და ჩემს მემამიტომაზე.

გაბრიელს არ დაურეკავს
მხოლოდ ვაჩეს ზარები იყო, რომელსაც არ ვპასუხობდი.
2 კვირა იყო ჩემი ჩამოსვლიდან გასული,მესენჯერში სანდროს ზარი რომ შემოვიდა.

მე და სანდროს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. როცა გავიგე რომ გაბრიელს და ვაჩეს სწორედ მანდ უთხრა მომხდარზე, თითქოს მისი მადლიერიც ვიყავი. გამიხარდა რომ ჩემზე იფიქრა, თუმცა იმ ყველაფერს რაც მიამ მომახალა, ვერავინ ეტყოდა თუ არა სანდრო. ვერ ვხსნიდი რაში დასჭირდა ეს.
ფიქრებიდან ახლა უკვე შეტყობინების ხმამ გამომიყვანა
„სანდრო ვარ, გთხოვ ორი წუთით მიპასუხე, გევედრები“

არ ვიცი რატომ
მომდევნო ზარს ვუპასუხე
-ნენე, მაპატიე..- ვერწარმომედგინა რომ ამხელა ბიჭს ხმა უკანკალებდა- მაპატიე გთხოვ, არც ბიჭებს და არც შენ, ასე არ უნდა მოგქცეოდით. მიამ გამაჭედინა და ჩხუბისას მე ს**-მა ვითომ დაგიცავი, ის წამოვაყრანტალე რაც არ უნდა მეთქვა. ბიჭები რას როგორ გეტყოდნენ, ეგ ჩემი საქმე არ იყო,ჩემგან და მითუმეტეს მიასგან ეგ ყველაფერი შენ არ უნდა გაგეგო.არ ვიცი, რა გითხრა. არც ვიცოდი შენთან რომ მოვიდა მია, გაბრიელს და ვაჩეს ველაპარაკებოდი შენგან წამოსულმა რომ დამირეკა- გაჩუმდა, მესმოდა როგორ მძიმედ სუნთქვადა- გაჭედა, დედაჩემის სიცოცხლეს გეფიცები ჭკუიდან გადავიდა გაბრიელი, ყველა დღე დაგეძებს, ყველგან შენ გეძებს, გიჟს გავს-უკვე მე ვეღარ ვსუნქავდი- უბრალოდ უთხარი რომ ცოცხალი ხარ გევედრები, არ იცოცხლებს ეგ თავს ნენე, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები
მეტს ვეღარ მოვისმენდი
მეტად ვეღარ შევიკავებდი თავს
გავუთიშე
ვეღარ ამოვისუნთქე
ვიგუდებოდი
ნინაკოს კივილი მახსოვს, მეტი არაფერი
**
გონს რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი
ღამე იყო
ჩემს საწოლზე ნინაკოს ჰქონდა თავი დადებული და ჩასძინებია
-მამიდუ
-ნენე, ღმერთო- მაშინვე გამოფხიზლდა მამიდა
-რახდება?
-ვერ სუნთავდი, ჩემო ერთადერთო, ლამის გამეგუდე, ლამის მოვკვდი ნენე
- კარგად ვარ ნინაკო, მაპატიე რომ შეგაშინე გთხოვ- ხელებზე ვეფერებოდი ჩემს ნატანჯ ნინაკოს,არა და როგორ ვპირდებოდი ყოველთვის რომ სულ ბედნიერი იქნებოდა
-ნენე- ხმა აუკანკალდა ნინაკოს და მზერა ამარიდა
- ნინაკო რა ხდება?
-ნენე, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ გევედრები მშვიდად იყავი გთხოვ და იცოდე რომ მე შენ გვერდით ვარ,მაგრამ ისეთი რამის გაკეთების უფლებას არ მოგცემ რასაც ინანებ
-ნინაკო, რა ხდება მითხარი
არ ვიცი რას ველოდები,ფიქრებით მხოლოდ გაბრიელს დავტრიალებდი და ყურებში სანდროს სიტყვები ჩამესმოდა „თავს არ იცოცხლებს ეგ, ნენე“
-ნენე 3 კვირის ფეხმძიმე ხარ
ყურებში საშინელი წუილი მესმოდა
ფეხმძიმე
მე
შვილი
დედა
გაბრიელი
მარტო

არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა
რამდენ ხანს ვიყავი გახევებული არ ვიცი
რა უნდა გამეკეთებინა
აზრზე მოსულმა მაშინვე მუცლისკე წავიღე ხელები
იქ ჩემი შვილია
ჩემშია


მე არც დედა მყოლია და არც მამა
არ მოვიშორებ
რა თქმა უნდა არ მოვიშორებ
ამას ვერ ჩავიდენ
მე ვინც ვიცი რა არის უდედაობა,უმამობა
ვერ მოვიშორებ

მე არცერთი მშობელი არ მყავდა
ჩემს შვილს ერთი მაინც ეყოლება

-ნენე, მამიდა ხომ გააჩენ მა, მე მოგეხმარები ხომ იცი ყველაფერში
რეალობაში მამიდას სიტყვებმა დამაბრუნება
თამამად მოვეფერე ჩემს მუცელს. ხელები ისე შემოვხვიე თითქოს ვინმე მიპირებდა იქედან ჩემი შვილის წართმევას
-გავაჩენ მამიდა, განა შემიძლია რომ არ გავაჩინო? ჩემი საყვარელი მამაკაცისგან როგორ არ უნდა გავაჩინო შვილი. მერე რა თუ მასთან აღარ ვარ.თავად ვიცი, ვერასდროს გავექცევი მის სიყვარულს ნინაკო.ვერ ვიქნები ისეთი სასტიკი რომ დღევანდელი მდგომარეობის გამო მის შვილზე უარი ვთქვა

-ნენე, არ ეტყვი გაბრიელს?
ზარივით გაიჟღერა მისმა კითხვამ პალატაში
-რომ მითხრას რომ არ უნდა ჩემგან შვილი ნინაკო?რომ მითხრას მოიშორეო? ხომ იცი რომ დამანგრევს მისი სიტყვები, ვეღარ გადავიტან ნინაკო.

იმ ღამეს არ მძინებია, მთელი ღამე ჩემს პატარას ვეფერებოდი, რომელიც ჩემი წარმოდგენით ჯერ მხოლოდ ლობიოს მარცვლის ხელა იყო, თუმცა უკვე მეფირქრებოდა როდის ავიყვანდი ხელში.

რამდენი მიზანი მქონდა, რამდენი ოცნება. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ყველაფერი ამომიტრიალდა ცხოვრებავში.
ალბათ ძალიან გამიჭირება
არ ვფიქრობ რომ დედობა მარტივია, მითუმეს იყო მხოლოდ დედა
არ მინდა, არ მიყვარს და არ ვიტყვი ჩემს თავზე „მარტოხელას“
ჩემს შვილს მხოლოდ დედა ვეყოლები
ალბათ მერე, როცა ძიერად ვიქნები ვეტყვი გაბრიელს, ვეტყვი და ერთხელ მაინც ვანახებ ჩვენს შვილს, რომ იცოდეს რომ სადღაც, ვიღაც მისი სისხლია და ჩემი სხეულის ნაწილი.
თუნდაც არ მიიღოს, თუნდაც არ უყვარდეს
ვეტყვი.

ჩვენ გერმანიაში ვიყავით
სუსხიანი დრო იმდენად სწრაფად გადიოდა, თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებდი.
ჩემი შვილი ძალიან სწრაფად იზრდებოდა.
მე სწავლას იქ ვაგრძელებდი
დავდიოდი ენის კურსებზე
მეგობრები არ შემიძენია, ისევ მარტო ნინაკო და ახლა უკვე შვილი მყავდა.

მერვე თვეში ვიყავი უკვე
ზაფხული
თუმცა ჰამბურგში ჯერ ისევ სუსხიანი სიცივე იყო.
ენის კურსებიდან გამოვდიოდი
კაბა და გრძელი მოსაცმელი მეცვა
ჩემს გვერდით ჩემი ბერძენი კლასელი იყო, გაკვეთილის მიმოხილვა გვქონდა.
მის ნახევრად ბერძნულ და ნახევრად გერმანულ წინადადებებზე მეცინებოდა.
გადასასვლელთან ვიდექით და ქვეითების გადასვლის დროს ველოდებოდით.

ბავშვობიდან მეშინია გზებზე გადასვლის.
ახლა მგონი უფრო გამიმძაფრდა ეს შიში
ჩემი უზარმაზარი ჟაკეტი მუცელზე მოვიხვიე და ჩანთა ავიფარე, თითქოს ვაი და რაღაც, ჟაკეტით და აბჯრად აყუდებული ჩანთით, ჩემს ვეებერთელა მუცელს დავიცავ

მწვანე აინთოო- წამოიძახა პანოსმა და ნაბიჯი გადავდგი.
ის იყო პანოსს თვალი ავარიდა და წინ გავიხედე
გზის მეორე მხარეს
ის დავინახე
უზარმაზარი ვიტრინის წინ იდგა და მიყურებდა
ის იყო
ბევრჯერ მომჩვენებია
ბევრჯერ მისკენ გავქცეულვარ და როცა ვუახლოვდებოდი ყოველჯერზე ქრებოდა
მაგრამ ახლა ის იყო
ნამდვილად იყო
მივდიოდი წინ და თვალს ვერ ვაშორებდი
შეცვლილი იყო
თითქოს ჭაღარებიც უფრო შერევია
თვალებიც ჩაქრობია
ისევ შავები ეცვა
ხელები მოსაცმელის ჯიბეებში ელაგა
წელში მოხრილიყო

ეს სხვა გაბრიელი იყო
ის გაბრიელი,რომელიც არასდროს მენახა
უკვე რამდენიმე ნაბიჯი მქონდა დარჩენილი ჩვენს შორის მზერა ჩვემს გვერდით მომავალ პანოსზე რომ გადაიტანა
არ იფიქრო
არ გაბედო გაბრიელ
არ დაიჯერო რომ დაგივიწყე
რამდენიმე ნაბიჯიც
გაჩერდი გთხოვ
არ გაქრე

უეცრად ვიღაცამ მხარი გამკრა და გეფიცებით
გეიფცებით სულ ერთი წამით მოვწყვიტე თვალი
და ის აღარ იყო

ნუთუ ისევ მომეჩენა
მაგრამ არა
ჩემს ფიქრებში ასეთი არასდროს ყოფილა გაბრიელი, ვერ მომეჩვენებოდა


რამოდენიმე ხანს ვიდექი სწორედ იქ სადაც ის იდგა წამების უკან.გარშემო ვეძებდი,მაგრამ არსად იყო
მართლაც გაქრა.


იმ ღამით, ვერაფრით მოვისვენე
ბავშვიც მთელი ღამე მირტყავდა
-გრძნობ დედი ხო? ყველაფერს გრძნობ დე
ვერ მოვისვენე
ამდენი ხნის შემდეგ ვაჩეს ნომერი მოვძებნე და დავრეკე
პირველივე ზარზე მიპასუხა
-ნენე-სადღაც შორიდან, მომესმა ვაჩეს ხმა,ვერ გეტყვით რა ემოცია იგრძნობოდა მასში, ბედნიერების, შვების, გაოცების
არ ვიცი...
-ნენე, გესმის?-უკვე საოცრად ტკივილიანი იყო ვაჩეს ხმა
-აქ არის?
- არ ვიცი ნენე, არ ვიცი სად არის-მივხვდი რომ დიდი ტკივილი მიაყენა ამ კითხვამ ვაჩეს- დიდხანს გეძებდა, ნენე, მართლა უყვარხარ, ნენე მე ვიყო ბ***შვილი ნენე, პირველივე წამიდან უყვარდი, სულ დარდობდა,რომ გაიგებდი რას იზავდი-დამეფიცება ვაჩე ტიროდა- ნენე, ჭაობშია ძაან, ხან სად ვპოულობ ხან სად. გვაპატიე გთხოვ რა ნენე, ხო ვიცი რო შენც გიყვარს ნენე, ვერ გაქაჩავს ეგ უშენოდ
მე ჩემს შვილს ვეფერებოდი, რომელიც მოუსვენრად მინგრევდა შიგნიდან სხულს
ნეტა რისი თქმა გინდა დე, ნეტა რას მიმანიშნებ
-ნენე, ჩამოდი რა...დაგიჩოქებ ოღონდ შენ ჩამოდი, ჩამაკვდება ხელებში.ორი თვეა არსად არ ჩანს,გაქრა ტიპი ნენე. ყველა დღე ველოდები ზარს რო სადმე მკვდარს მივაკითხო ნენე, გევედრები
ყურმილის ორივე მხრიდან მხოლოდ ტირილი ისმოდა
რა ჩავიდინე
სოწრად მოვიქეცი?!
მე მთელი ეს თვეები ჩემი შვილი მყავდა მისი მონატრებისგან თავის საშველად
ის კი მარტოა...

აღარაფერი მითვაქმს ისე გავუთიშე ვაჩეს.

მხოლოდ იმიტომ ვიყავი კარგად რომ ჩემს შვილს არაფერი დაშავებოდა, მხოლოდ ეს მაცოცხლებდა
მხოლოდ შენით ვსუნთქავ დე, მხოლოდ შენთვის ვარ დე...

11 დღე იყო დარჩენილი, როგორც ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა მშობიარობამდე
ბოლომდე არ მინდოდა გამეგო ვინ იყავი დედი
ჩემთვის არც ქონდა მნიშვნელობა
მთავარია რომ ჯანმრთელი იყო
ყოველთვის ვამბობდი რომ პირველი შვილი აუცილებლად ბიჭი მინდოდა მყოლოდა და შემდეგ გოგო, რომ ჩემს კიკინებიან გოგონას უფროსი ძმა ჰყოლოდა და ერთმანეთი სამყაროს კიდეებამდე ჰყოფნოდათ და ყვარებოდათ.

ახლა მეშინია
მეშინია რომ თუ ბიჭი იქნება გაბრიელის ასლი იქნება, მეშინია რომ ჩემს სიყვარულს მის მიმართ ყოველი შეხედვისას ტკივილი არ მოჰყოლოდა, შენი მამიკოს მონატრებით დედი
მაგრამ განა გავექცეოდი ამ განცდას?
ალბათ უაზრო აკვიატებაა.


**
-ნინაკო, შეეშვი მე დავრეცხვა ჭურჭელს-ვახშმის შემდეგ ნიჟარასთან მდგარ ნინაკოს თეძო მივკარი და ონკანი მოვუშვი
-ჩემო ღიპუცა, მამიდას ბურთო, მიდი წამოწექი შენ, არ გადაიღალო თავი რა-მუცელზე მეფერებოდა ნინაკო
-ენრეგიაზე ვარ ნინაკო, მაცადე, ხვალ რომ გავიღვიძებ მაღაზიებში უნდა გავიარო,სამშობიაროდ რაღაცები მაქვს საყიდელი
-ხომ გითხარი ბოლო დღემდე არ მივიყვანოთ თქო,ჯიუტი თხა რომ ხარ. ბე, იმედია დედაშენს არ დაემსგავსები ამ სიჯიუტით- მუცელზე წრიუად მისვავდა ხელებს ნინაკო და თან ჩემს შვილს რჩევა დარიგებებს აძლევდა.

ნინაკოს საყვარელი ჭიქა გამივარდა და დამემსხვა
-ნინაკო
საშინელი ტკივილი ვიგრძენი
-ნენე, ნენე შემომხედე- სახეზე ცივ ხელებს მადებდა და ჩემს გამაგრებას ცდილობდა

**
ყველაზე ტკივილიანი და ყველაზე ტკვილი წუთები სწორედ ეს იყო.
პირველად გულზე რომ დამაწვინეს შენი თავი დე
პირველად რომ გავიგე შენი ხმა
პირველად რომ შენი ვარდისფერი ხელები სახეზე უნებდლიედ მომისვი

-მადლობა დე-პატარა ხელზე გაკოცე და გონება დავკარგე.

**

რომ გამომეღვიძა პალატაში ვიყავი
-მამიდა, გილოცავ ჩემო სიცოცხლევ-შუბლზე მკოცნიდა ნინკაო- იცი როგორ სუქანაა მამი, სულ სულ ნაკეცები აქვს და ისეთი სერიოზული სახით იყურება, თითქოს და დიდი კაცი ვალო

-ბიჭია?
ვიცოდი, გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ბიჭი იქნებოდა. ისიც ვიცი რომ მამის ასლი იქნებოდა
ყოველ წამს მისი სახით თვალწინ გაბრიელი მეყოლებოდა

უცებ მომესმა ჩემი შვილის ტირილი, ექთანმა პალატაში სწორედ ამ დროს შემოიყვანა დიდი ცომის გუნდა

მკლავებში რომ ჩამიწვინეს, მაშინ ვიგრძენი სიცოცხლე
ჯერ კიდევ იმ წამიდან თვალწინ გაბრიელი დამიდგა, პირველად წარბშეკრულმა რომ შემომხედა, ზუსტად ისე მიყურებდა ჩემი პატარა გაბრიელი

-რას დაარქმევ მამდ
-დანიელი, დანიელ გურჩიანია
- ბე,ბებოს დანიელ
-ნინაკო, რა ლამაზია ხო?
-ძალიან ლამაზია, ნენე
-ნინაკო, როგორ გავს იცი გაბრიელს, ყველა ნაკვთი მისი აქვს, ყველა ნაკვთი
-ნენე, რას აპირებ
-არ ვიცი ნინაკო,არ ვიცი
-დამშვიდდი მამიდ, მოისვენე, მოძლიერდი და მოვიფიქროთ


**
დანიელი უკვე შვიდი თვისაა
ყოველ დღე სულ უფრო ესმგავსება გაბრიელს
სუნიც კი მისი აქვს
იმდენჯერ ჩავხუტებივარ და დამიძახია მისთვის გაბრიელი
ისე მომაჩერდებოდა ხოლმე ხანდახან თვალებში, როგორც მამამისი მაშტერდებოდა, სუნთქვაც კი რომ მავიწყდებოდა ხოლმე
აღარსად მომლანდებიხარ
მაგრამ ყოველთვის გეძებ

**
მზიანი ამინდი იყო
დანიელი სკვერში მყავდა გაყვანილი
ისეთი პუტკუნა იყო, არავინ იჯერებდა რომ მხოლოდ მე-8 თვეში იყო
-ნენე- გავიგონე ჩემი სახელი და ინსტიქტურად უკან მივიხედე
ჩემს წინ სანდრო იდგა
წაშლილი სახით და არეული ფიქრებით
ჩემამდე რომ მოვიდა თვალები უკვე ცრემლიანი ჰქონდა
დანიელი ხელში მეკავა
სანდრო ჯერ მე მიყურებდა და შემდეგ დანიელს
-არ გინახივარ
მხოლოდ ეს ვუთხარი და იქედან წამოვედი
უკან რომ მივიხედა, სანამ ქუჩაზე შევუხვევდი, სანდრო ისევ იქ იდგა სადაც დავტვე
თავზე ხელები ჰქონდა შემოწყობილი და ადგილზე იყო ჩაკეცილი.
ორ დღეში მესენჯერში მიასგან შემომივიდა ზარი
კამერით მირეკავდა
რამდენჯერმე არ ვუპასუხე
რომ აღარ გაჩერდა
გული უკვე ცუდს მიგრძნობდა
ყურმილი ავიღე

კამერიდან მია მიყურებდა
ძალიან ჩაწითლებული თვალებითა და აშკარად ნამტირალევი
-ნენე
კამერა არ ჩამირთავს
-ნენე დამენახე გთხოვ
- რამე დაგრჩა სათქმელი ?
- სანდრო ჩამოვიდა გამთენიისას ნენე, მითხრა რომ გნახათ.
არ მივცემდი უფლებას რომ ჩემს შვილზე რაიმე ისე ეთქვა
კამერა ჩავრთე და აივანზე გავედი
- ნენე, მართალია რაც სანდრომ მითხრა?
- რაში გაინტერესებს მია? ისედაც ხო იცოდი რომ მამაჩემის გოშიას ფეხები ავუწიე, რა დაგრჩა სათქმელი, ახლა რითი უნდა მოიოხო გული, ახლა რაღა უნდა დამინგრიო? არ გეყო მია? არ გეყო რომ ჩემი შვილი უმამოდაა? არ გეყო რომ ერთადერთი ბედნიერება დამაკარგინე? არ გაბედო მია, არ გაბედო და ჩემს შვილს არ შეეხო, ჩემ შვილზე სიტყვა არ დაძრა მია. იქონიე ნამუსი და დაეტიე შენს ცხოვრებაში.
- ნენე, სულელურად მოვიქეცი, იცი როგორ ვნანობ?
- ნანობ?! შენ მია? არა და მე მგონია რომ ძალიანაც ბედნიერი ხარ ჩემი გაუბედურებით, შენი ბრალია, მხოლოდ შენი ბრალია რომ ჩემი შვილი 8 თვისაა და მამამ მისი არსებობაც კი არ იცის, შენი ბრალია რომ არ ვიცი,როდის ჩამოვირეცხავ ნამუსს, როდის მოვიკრებ ძალას რომ გაბრიელს შევხვდე და პატიება ვთხოვო რაც შენ გამო, გამოქცევის შემდეგ გამოვატარე, ყველაფერი შენი ბრალია მია. გეცადა, ვყოფილიყავი სულელური, მგონებოდა, მოვეტყუებინე რა გინდოდა მია, ასეთი რა დაგიშავე დღემდე ვერ ვხვდები
ამდენიხნის მაძლიზე პირველად გამოვტყდი თუ რის გამო ვერ მივდოდი გაბრიელამდე, პირველად ვაღიარე, პირველად ამოვთქვი.
ჩემს ყვირილზე დანიელს გაეღვიძა და ღამის სიჩუმეში მისი მჭექარე ტირილი შემოიჭრა
-უნდა წავიდე, ძალიან გთხოვ, აღარ დამირეკო
მაშინვე გავთიშე კამერე და ატირებული დანიელი მკერდზე მივიხუტე
-ჩუ დე ჩუ... დედა კარგადაა, დედა შენთანაა


**
მეგონა დროთა განმავლობაში დანიელი მომცემდა ძალას რომ შენთან მოვსულიყავი
მაგრამ შევცდი, რაც უფრო იზრდებოდა დანიელი, მით უფრო მეტად მიჭირდა, ვუყურებდი მას და ყოველ მის ნაცხოვრებ დღეზე ისე რომ შენ არც კი იცოდი შვილის არსებობის შესახებ უფრო მტკიოდა.

21 ივლისია
დღეს ჩვენი შვილი 1 წლის გახდა გაბრიელ
უკვე ორი კბილიც აქვს სასაცილოდ ამოსული
სულ იცინის, მაგრამ წარბები მაინც სულ შეკრული აქვს
არაფერში მე არ მგავს, ყველაფრით შენი ასლია
მხოლოდ მისით ვიტან შენ გარეშე გადატანილ უკვე თითქმის 2 წელს.
მიყვარხარ

**
ნინაკოს ზარს ველოდებოდი, საკონდიტროში იყო და ტორტი უნდა ამერჩია ჩემი ბიჭისთვის
დანიელს ჯერ კიდევ არ ეძინა შუადღის ძილით
საწოლზე მიგდებული ტელეფონის მომლოდინე ხმაც გაისმა
იმ დროს უკვე დანიელმა კარგად იცოდა კისერზე ხელის შემოხვევა და წელსაც კარგად იმაგრებდა
ტელეფონის ხმაზე ისე სასაცილოდ გაიჯგიმა
ერთ სიცოცხლედ ღირდა მისი ყურება
-ჰოუ -კრანს თითი გავუსვი და კამერაში გავიპრანჭეთ დედა-შვილი
ეკრანზე ვაჩე რომ დავინახე, მიწა ლამის გამისკდა
არასდროს დამავიწყდება მისი სახე
- ვაჩე
ტიროდა, ამხელა ბიჭი მიყურებდა და ტიროდა, ხმით ტიროდა.
გულში ტკივილი ვიგრძენი
რაღაც ისე არ იყო
რაღაც ხდებოდა
- ნენე, ჩამოდით
მხოლოდ ეს მითხრა მერე გაჩუმდა და ცოტახანში გამითიშა

არ მახსოვს როგორ ჩავალაგე დანიელის რამოდენიმე ნივთი
როგორ ავიღე ბილეთები
როგორ წავედი აეროპორტში
და როგორ ჩამოვფრინდი საქართველოში
ვიცოდი რომ რაღაც ცუდი მოხდა, ვაჩე ისე არ დამირეკავდა
მეშინოდა რომ დაურეკეს, დაურეკეს და უთხრეს ის რისიც ასე ძალიან ეშინოდა.
მთელი ფრენის განმავლობაში დანიელს არ ეძინა
დაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაეძინე მხოლოდ
ჩემს გვერდით ვიღაცას ტელეფონი ქონდა ჩართული,ძალიან სუსტად მაგრამ მაინც გავიგე
გაბრიელ გურჩიანი
ავარია
არაფხიზელ მდგომარეობაში
ხელოვნური სუნთქვის აპარატი
კრიტიკული მდგომარეობა

არ დამტოვო
დავბრუნდი
არ დამტოვო
შენთან ვარ
ახლა არ დამტოვო
ახლა არ წახვიდე
შენთან მოვდივარ
გაბრიელ...


*******
ორი დღის წინ ჩემი ძველი ისტორიის სათაური მომწერეს, შენი ისტორიააო...
ჩემი იყო, ისტორია რომელსაც ჯგუფში კითხულობდნენ
რამოდენიმე ადამიანი წლების წინ, ჩემი დაწერილი ისტორიის სათაოურს უწერდნენ პოტსი ავტორის.
იმ ღამით ახლიდან წავიკითხე ჩემი ისტორია, ჩემი ბავშვური ნაწერები
მოგონებები ამეშალა, როგორ გამალებით ველოდი ჩემი ისტორიების შეფასებებს, რამდენჯერ ვკითხულობდი თითოეულ კომენტარს და სწორედ მაშინ გავიაზრე როგორ მომენატრა ეს ყველაფერი
ხო და დღეს აქ ვარ
დაახლა 24 წლის მე, ისევ ისე გულის ფანცქალი ველოდები ჩემს მკითხველს როგორც მაშინ 16 წლის.
თქვენ ელი



№1 სტუმარი ანათეა

ყოჩაღ ???? გაგრძელება აქვს??

 


№2 სტუმარი სტუმარი ლუსი

აუუ მაგარია.. მალე დადე რაა

 


№3  offline წევრი ჰელენ_ბი

ანათეა
ყოჩაღ ???? გაგრძელება აქვს??

სტუმარი ლუსი
აუუ მაგარია.. მალე დადე რაა

ძველი ექაუნთი აღვადგინე,
ნიქ ნეიმით “ელი”
შეგიძლიათ უკვე ნახოთ დასრულებულის ისტორია????

 


№4 სტუმარი სტუმარი ლუსი

ჰელენ_ბი
ანათეა
ყოჩაღ ???? გაგრძელება აქვს??

სტუმარი ლუსი
აუუ მაგარია.. მალე დადე რაა

ძველი ექაუნთი აღვადგინე,
ნიქ ნეიმით “ელი”
შეგიძლიათ უკვე ნახოთ დასრულებულის ისტორია????

რო დამილინკოთ?ექაუნთს ვერ ვპოულობ.დამილინკე რაა

ვნახე.მადლობაა

 


№5 სტუმარი სტუმარი Nato

გაგრძელება დადეთ რა გთხოვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent