შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსკერი 4


12-08-2023, 10:55
ავტორი mainc
ნანახია 843

4 თავი
"ფსკერის" ერთ-ერთი ბატონი ლუკა, რომელიც კლუბისკენ მიემართებოდა, თავისი დაცვითურთ , ჯერ კიდევ მაღაზიაში მომხდარ შემთხვევაზე ფიქრობდა. უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვათ ნეაზე, გოგოზე , რომელმაც გადადგა გაბედული ნაბიჯი და ბატონის კლანჭებისგან იხსნა საკუთარი და. შეძლო, ჩაეხედა მის თვალებში და ჯიქურ ეცქირა , პასუხის მოლოდინში. სწორედ მისმა გამბედაობამ იხსნა, მეა სასჯელისგან . თუმცა , დღეიდან ბატონი ლუკას საფიქრალი ნეა იყო. გოგო , რომლის თვალებიც სიცარიელით და გამყინავი სიცივით ელვარებდა. მზად იყო , საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდო და დის უყურადღებობის გამო თავად მიეღო სასჯელი. ამან, მოხიბლა ბატონი და ვინ იცის კლუბისკენ მიმავალ გზაზე რა გეგმები დასახა , ასე ირონიულად და გამარჯვებული ადამიანის ღიმილით , რომ შეაბიჯა კლუბში.
შესულს, ყველა მას მიეგება. მლიქვნელებს, ვინ მოთვლის , რამდენჯერ უნატრიათ და წარმოუდგენიათ საკუთარი თავი , ბატონის ადგილას.
თითოეულმა მათგანმა იცოდა, როცა ბატონი ლუკა, კლუბს ესტუმრებოდა ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. ყველა იქ მყოფი დაბნეულნი, ხან რას აწყდებოდნენ ხან რას . შიში , რომელიც მათ ქვეცნობიერში ჩაბუდებულიყო , არ აძლევდა უფლებას თავისუფლად ეგრძნოთ თავი. ბატონი ლუკა, კლუბს მაშინ სტუმრობდა , როცა ამ უკანასკნელს რაიმე არეულობის შესახებ აცნობებდნენ , ამჯერად კი ის ქალისთვის იყო მოსული , რომელთანაც შეძლებდა საკუთარი ემოციების გადმონთხევას. ასეთი კი მხოლოდ ნატალი იყო. მას კლუბში ყველა ლუკას ქალად მოიხსენიებდა და არავის არ შეეძლო შეხებოდა. ის ერთადერთი იყო , ვინც ლუკას სიუხეშესა და სიძლიერეს უძლებდა და სწორედ ამიტომ გახდა მისი რჩეული.
როგორც კი თვალი მოჰკრა , ტახტზე მჯდომ ლუკას ,თავი საზურგეზე , რომ გადაედო და სივრცეს მიშტერებოდა, წამში მასთან გაჩნდა და მის კალთაში მოკალათდა . ხელებით მისი სახე მონახა, და თითები ნელი, სულისშემხუთველი მოძრაობით ჩააყოლა. სახიდან , მალევე მისი უბისკენ , წაიღო ხელი. ამავდროულად საჯდომს , მუსიკის ტემპს აყოლებდა , ლუკა კი ურეაქციოდ ,ისევ, ჭერს შეჰყურებდა და მხოლოდ მაშინ მოეგო გონს , როცა მის ყურს ვნებიანი , ხმა მისწვდა,
-შეგვიძლია , ოთახში ავიდეთ. თითქოს ახლა გამოერკვაო , ნატას სხეული მალევე მოიშორა და წასასვლელად მზადყოფმა მხოლოდ ესღა უთხრა:
-დღეს არა ,ნატა!
დატოვა გაოგნებული, ქალი და სახლში წავიდა. თავადაც არ იცის , რამ გადაადგმევინა მსგავსი ნაბიჯი , ამ ათქმევინა უარი სიამოვნებაზე.
სახლში მისულს , არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია დახვდა. დავითს , საკუთარ ოთახში, ქაოსი მოეწყო. ყველაფერს ამტვრევდა , რაც ხელში მოხვდებოდა და საკუთარ თავზე გაბრაზებული ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა. როგორც კი ლუკა დაინახა, დამშვიდება სცადა , უღონოდ დაეშვა იატაკზე და ბიძას ახედა.
ეს უკანასკნელიც , გვერდით მიუჯდა თავი კედელს მიაყრდნო და მოემზადა რომ დავითისთვის მოესმინა.
რამდენიმე წუთის შემდეგ , მან საუბარი წამოიწყო.
-გოგოს, ვაკოცე. თქვა და ლუკას ახედა. მან გაიღიმა იცოდა , უფრო მეტიც რომ ჰქონდა განაკეთები და მიხვდა აქ რაღაც სხვა ამბავი იყო.
-გიყვარს ის გოგო?! ჰკითხა და პასუხს არც დალოდებია ისე განაგრძო. -მოდი , მე გამოვიცნობ .პატარა , გამოუცდელი გოგოა. დიდი ხანია გიყვარს . არ ვიცი რა გააკეთა ისეთი, რომ მოთმინება დაკარგე და შენი ვნება გამოამჟღავნე. მაგრამ ცხადია მოთმინება არ გეყო. ახლა კი საკუთარ თავს უბრაზდები , გგონია , რომ იჩქარე და შეაშინე შენი სიუხეშით. ალბათ, ასეც არის , მაგრამ ის რასაც შენ სჩადიხარ გამოსავალი არ არის.
-მითხრა , რომ ვერ მიტანს.
-აბა , რას გეტყოდა . ან რა უნდა ეთქვა შენი აზრით?!
-მართალია. დავითი , მიხვდა , რომ ასე უმოქმედოდ ვერ იქნებოდა და ისევ ლუკას , მიმართა კითხვით.
-რა ვქნა?!
-არაფერი.
-როგორ თუ არაფერი.
-ახლა დრო სჭირდება. უნდა გააცნობიეროს , რაც მის თავს მოხდა და შემდეგ შეგიძლია მასთან ნელ-ნელა დაახლოვდე.
-ტიროდა.
-ბავშვია, დავით ! ისევე როგორც შენ, სხვას რას მოელოდი მისგან. კოცნაში აგყვებოდა და გასიამოვნებდა?!
-არა , უბრალო...
-არავითარი უბრალოდ. ადექი და მისწერე.
-რა?!
-მისწერე-მეთქი!
-რა მივწერო?!
-ეს თავად უნდა იცოდე.
-მაგრამ....
-ძილინებისა, დავით!
-ბიძია, მე... ჯანდაბა…
მეა, სამი დღე იყო გასული ამ ფაქტიდან, სკოლაში რომ აღარ გამოჩენილა . დაბნეული , საწოლზე იწვა და ფიქრობდა , როცა მის წინ ნეა გაჩნდა და საწოლზე მოკალათდა.
-სკოლაში , რატომ არ დადიხარ?!
-არ მინდა!
-რამე მოხდა?!
-არაფერი.
-კარგი, თუ არაფერი შეგილძლია სკოლაში წახვიდე!
-გთხოვ, ეს კვირა ვიქნები . ძალიან გთხოვ.ნეა, ერთი წუთით ჩაფიქრებული შეჰყურებდა მერე კი ეს თქვა და წავიდა.
-არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ აუცილებლად მოგიწევს მოყოლა.თუ არადა სკოლაში წახვალ . ახლა კი დაგტოვებ.
-მიყვარხარ, ნეა. გაოცებული იყო, დის მსგავსი ცვლილებით, მიხვდა აქ რაღაც ისე ვერ იყო და გადაწყვიტა დაეცადა ,სანამ თავად არ მოისურვებდა მოყოლას.
დავითიც , ვერა და ვერ ისვენებდა. თავად იყო მიზეზი, რომ მეა სკოლაში არ დადიოდა და ეს უნდა გამოესწორებინა.
"გამარჯობა"
როგორც იქნა , გადაწყვიტა მიეწერა მისთვის . პასუხს დიდი ხანი ელოდებოდა. საკუთარ თავზე გაეცინა , მსგავსად არასდროს უნერვიულია , გოგოებზე , რომლებთანაც მხოლოდ კოცნით არ შემოიფარგლებოდა. მეა, კი სულ სხვა იყო. მისმა თვალებმა თითქოს საკუთარ სულს , წინ სარკე დაუდო და დაანახა , რამდენად არაადამიანური იყო იგი.
"სკოლაში , უნდა მოხვიდე"
განაგრძო მან მიწერა. მართალია მეა , მონაწერს ხედავდა, თუმცა პასუხზე არც შეუწუხებია თავი.
"კარგი, მართალია კოცნას უკან ვერ წავიღებ და ვერც შენი გონებიდან , ამოვშლი, თუმცა აღარ გაკოცებ. ნუ , რა თქმა უნდა,შენი სურვილის გარეშე. "
მეა, კითხულობდა და ეღიმებოდა , დავითის მცდელობებზე.
"კარგი, ჯანდაბას… მოიცა...
მეა , დიდი ხანი ელოდებოდა , აინტერესებდა ახლა რას მოიფიქრებდა
"ქალბატონო მეა, ბოდიშს გიხდით , თქვენდა საუბედუროდ , თავი ვერ შევიკავე და ჩავიდინე ეს ოდენ დიდი ცოდვა. ხოლო ჩემდა საბედნიეროდ: მე თქვენ გაკოცეთ! თუმცა , ამის გამეორებას კიდევ, ვაპირებ ,ამჯერად თანახმა ვარ, მოვიხადო ბოდიში. თუ რაღა თქმა უნდა თქვენს მშვენიერებას , სკოლაში ვიხილავ" კითხულობდა თან ეცინებოდა , თან ბრაზობდა, საბოლოოდ გადაწყვიტა მიეწერა.
" თქვენი ეს მცდელობა, ფრიად კეთილშობილურია . ისეთი თავხედი და არამზადისთვის, როგორიც თქვენ ბრძანდებით . მიღებულია თქვენი ბოდიში. თუმცა ,არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სულ არ იყო გონების დაღლა საჭირო ასეთ სიტყვების მოსაფიქრებლად. ხვალ ისედაც მოსვლას ვაპირებდი. "
"თავხედი და არამზადა?! კარგით , იყოს ისე როგორც თქვენ ბრძანებთ, ვინაიდან ასე ფიქრობთ და ჩემზე შეხედულებები არ შეგეცვლებათ, ვიქნები არამზადა და არც სითავხედე გამიჭირდება. თქვენ მაინც ვერ მიტანთ."
"ვერ შეგედავებით , ვერ გიტანთ"
მიმოწერა , ამით დასრულდა. ჯერ კიდევ ტელეფონში იყურებოდა გაღიმებული, როცა ნეა შემოვიდა. მალევე გონს მოეგო და ტელეფონი შეინახა. ნეას, ეს არ გამორჩენია, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. მიხვდა, თუ არ მოითმენდა მეა არაფერს არ გაუმხელდა.
-ადექი , სამსახურში წაგიყვან.
-მოიცა, რა?! ნეა სიცხე გაქვს, შენ არიყო მანდ მისვლა , რომ ამიკრძალე.
-გადავიფიქრებ... სათქმელი არ დააცადა , საწოლიდან წამოხტა და მალე მოემზადა.
-ვისაუზმოთ ჯერ.
-არ მში...კარგი ვისაუზმოთ. მაგ თვალებს რანაირად მიბრიალებ ვაა...
-დილამშვიდობისაა. მიესალმა , ოჯახის უფროსი მათ.
-დილამშვიდობისა მაა. ნეას, უთხარით, რომ არ მშია , ნახე თვითონ შია და მე მჭამს.. ებუზღუნებოდა მშობლებს. ნეამ ამაზე თთვალები აატრიალა. უხმოდ ისაუზმეს ისე როგორც ოჯახს შეეფერებოდა. და შემდეგ ყველა თავის საქმეზე გაემართა. ნეა, თამაზის დახმარებით, უფროსწორედ მისი სანაცნობო წრის დახმარებით ერთ- ერთ რესტორანში მუშაობდა. მყუდრო ადგილი იყო . ხშირად , უფროსები სტუმრობდნენ და მიირთმევდნენ კერძებს. ეს რესტორანი დახურული წვეულებებისთვის უფრო იყო. დღესაც ერთ- ერთი მსგავსი წვეულება იმართებოდა . ნეამ, გადაწყვიტა მეა წამოეყვანა და ახლოს ყოლოდა. რადგან სწორედ დახურული წვეულებები და უფროსების აქ თავშეყრა იყო გამანადგურებელი გოგონებისთის. სანამ აქ ერთობიდნენ იქით მათი ხალხი გოგონებს იტაცებდა. ბატონები, ამ წვეულებას არასდროს სტუმრობდნენ . დღეს კი ბატონი ლუკა , სწორედ ამ რესტორნის შესასვლელთან იდგა. არ გასჭირვებია დაედგინა თუ ვინ იყო ქალი , რომლის სითამამე და უშიშრობა ასე მოეწონა და მისი პოვნა გადაწყვიტა. იპოვა კიდეც და ახლა სწორედ, მის სანახავად მოადგა რესტორანს....
ნეა, იქვე ემსახურებოდა ხალხს , როცა დაუძახეს და სთხოვეს გარეთ გასულიყო და ენახა რა სიტუაცია იყო.
კარი გააღო და დაინახა ის, ვის დანახვასაც არ მოელოდა.
ბატონი ლუკა… მზერა არ მოუცილებია ლუკას მისთვის. წინ გამოემართა , ირონიული ღიმილი მიაგება და გვერდით ისე ჩაუარა , რომ მკლავზე შეხებოდა. ნეა, მანამ იდგა კართან სანამ მეას ხმამ არ გამოაფხიზლა . ამოისუნთქა და წინ წავიდა. ბართან მისვლისთანავე მეასკენ შეტრიალდა და მკაცრად გააფრთხილა.
-გვერდიდან არ მომშორდე!
-რა ხდება?!
-მეა, უბრალოდ არ მომშორდე! შეუღრინა და შეკვეთები ბართან მომუშავეს მისცა.
-გავიგე, ვერ ვხვდები რატომ ბრაზობ..
-ლუკა აქ არის.
-ვინ არის ლუ... მოიცა რააააა . გაოგნებულმა დაიყვირა , რომ არა ნეას ხელები ალბათ ყველას გაიგებდა მის ხმას.
-გაჩუმდი გოგო!
-აბა, ბატონები არ დადიანო?!
-ასეც იყო , სწორედ ეგ მაშინებს. აქ რაღაცამ მოიყვანა.
-ჯანდაბაა.... დაგვერხა?!
დაერხათ?!



№1 სტუმარი სტუმარი Lusi

კარგია,მაგრამ ძალიან პატარა თავები გაზარდე

 


№2  offline წევრი mainc

სტუმარი Lusi
კარგია,მაგრამ ძალიან პატარა თავები გაზარდე

მადლობა❤️ვეცდები გავზარდო????❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Ellia

ძალიან მომეწონა ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად❣️

 


№4  offline წევრი mainc

სტუმარი Ellia
ძალიან მომეწონა ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად❣️

მადლობა❤️ თქვენი კომენტარები ჩემთვის სტიმულის მომცემია. წერის პროცესში ვარ და ვეცდები მალე დავდო❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი MARIE

ძალიან მომეწონა❤️ ველი შემდეგ თავს და წარმატებები ავტორს:)

 


№6  offline წევრი mainc

სტუმარი MARIE
ძალიან მომეწონა❤️ ველი შემდეგ თავს და წარმატებები ავტორს:)

მადლობა❤️შემდეგი თავი დღეს დაიდება აუცილებლად❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent