როცა მიპოვე (სრულად)
ღამის სამი საათი იყო აღმაშენებლის ხეივანზე მძლივს მივდიოდი მთელი სხეული მიკანკალებდა ყველა ნაბიჯი საოცრად მტკიოდა მძლივს მივაგორებდი ჩემს ჩემოდანს მაისი იყო საშინლად წვიმდა, ისე საშინლად რომ უცხო ვერ შენიშნავდა ვერც ჩემს დასიებულ თვალებს, ვერც ჩემს ცრემლებს და ვერც მოთქმით ტირილს. გაშლილი თმა მთელ სახეზე მქონდა ჩამოფხატებული ერთიანად დავსველებულვარ ხანაც წვიმისგან და ხანაც გამვლელი მანქანების შეშხეფებული წყლით მივდიოდი და არ ვიცოდი სად ამ შუაღამეს ვერც ვერავის მივადგებოდი. ან ვის უნდა მივდგომოდი ვინ დამრჩა იმ გამოჯახუნებულ კარს მიღმა მთელი ჩემი ბავშვობის მოგონებები დავტოვე, დავტოვე ბოლო წამამდე ჩემი არსებობა, მაშინ ასე ვფიქრობდი, მაგრამ მოგონებები დღემდე თან მსდევს. განა შესაძლებელია ყველაფრის წაშლა?! ყველა წამის, წუთის და ამდენი წლის მაგრამ ჩემს გულში,გენერალური დასუფთავების შემდეგ, ერთი პატარა საკუჭნაო მოვნახე და მთელი ეს მოგონებები შიგნით გამოვკეტე, სიბნელეში, უჰაერობაში გასაღები კი საოცრად დაცარიელებული გულის სხვა ბნელ კუნჭულში თვალდახუჭულმა მოვისროლე, მაშინ არც ის ვიცოდი, რომ თურმე გასაღების პაწაწინა ღრიჭოდან შეეძლოთ ჩემ მოგნებებს ჩუმად, უნებართვოდ გამოპარვა და მოულოდნელად ანცი ჟრიამულის გამართვა ღია სივრცედ დარჩენილ ჩემ დაბზარულ გულში. მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი, მხოლოდ გამოსავალს ვეძებდი ამ ტკივილისგან გასაქცევად, მჯეროდა რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა 1 თვეში, 1 თვეში თუ არა 1 წელში საბუდამოდ ამოვქოლავდი იმ ჩაკეტილ კარს, ხოლო შიგნით გამომწყვდეული მოგონებები, სიბნელეში ნელნელა დაილექებოდნენ, დამნებდებოდნენ და მოკვდებოდნენ. **** -გაგიყვანო გოგონი?- წვიმის და მანქანების ხმაურში მძლივს გაიგონა გვერდიდან მოძახებული ხმა, თავი არც შეუბრუნებია, ერთი ამოიგმინა და გზა გაჭირვებით გააგრძელა ორიოდე წამში მანქანის საბურავების ხმაც გაისმა და გვერდიდან დაინახა, როგორ გაცდა შავი ფერის მანქანა და იგრძნო თავიდან ფეხებამდე როგორ შეესხა გუბის წყალი. იმაზე მეტად იყო დაცემული ვიდრე ოდესმე, იმ მომენტში ალბათ ვერც ვერაფერს გრძნობდა მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში _- რა უნდა ვქნა? მძლივს გადახურულ ავტობუსის გაჩერებას მიადგა და ცოტა ხნით თავი შეაფარა. სკამზე ჩამოჯდა, ჩემოდანი გვერდით დაიდო და უიმედოდ თავი ხელებში ჩარგო. ფიქრობდა სად გაეთენებინა ღამე,იქნებ ამ წვიმას მაინც გადაეღო. ფიქრებიდან ძლიერმა ნათებამ და ქუხილმა გამოარკვია. მხოლოდ მაშინღა შენიშნა მის წინ გაჩერებული შავი მანქანა. იფიქრა რომ ისევ ვინმე გარეწარი იყო, ვითომ დახმარების შეთავაზებით. აწეული მინებით და ჩაუმქვრალი ძრავით ერთ ადგილას იდგა მანქანა. ისევ გაიელვა და ამ ნათებისას თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა,სადღაც იმ მინების სიღრმიდან. უცებვე აარიდა მზერა და ცუდის მოლოდინში გასაქცევად მზად მყოფი ჩემოდნის სახელურს ჩაებღაუჭა. - ნუ გეშინია, დამშვიდდი- უცებ თავის ხმაც ვერ იცნო, იმდენად ჰქონდა შეცვლილი. თავის დამშვიდების მაგივრად უფრო შეშინდა. რამოდენიმე წუთში დაინახა როგორ გაჩერდა იმ შავი მანქანის უკან მეორე მანქანა, საიდანაც უცებვე გადმოვიდა სილუეტი, რომელიც აშკარად მისი მიმართულებით მორბოდა. უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები ჩემოდნის სახელურს და ის იყო უნდა წამომდგარიყო რომ მისი სახელი გაიგო -ნენე - ხმის პატრონი აშკარად მისკენ მომავალი სილუეტი იყო, რომლის სახესაც ვერ არჩევდა. წამში გაჩერების გადახურულ სივრცეში მოექცა მამაკაცის სხეული და ახლა უკვე ამოიცნო მასში მისი კურსელი - ვაჩე, რომელთანაც არც თუ ისე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნენეს - ვაჩე- თითქოს ამ სახელს ამოაყლა მთელი შიში - რა ჯანდაბას აკეთებ ამ დროს აქ ნენე - მოსაცმელზე ხელები ჩამოისვა და ახლაღა შეხედა გოგონას სახეზე. ალბათ ბევრი რამ იყო იმ წამს ნენეს სახეზე გამოსახული. ერთ ხანს ვაჩე ადგილზე გახევდა მისი შემყურე, უხმოდ, თუმცა ძალიან ღრმად ამოისუნთქა და ნენეს მუხლებთან ჩაიმუხლა. შენიშნა როგორ უნებართვოდ დახტოდნენ მუხლები, ჩემოდანზე ჩაბღაუჭებული თითები. -ნენე, ადექი- ხელზე ჩაებღაუჭა ვაჩე-მოდი წამოდი, წავიდეთ აქედან -ვაჩე მარტო ვარ- იმდენად გაუჭირდა ამ სიტყვების თქმა, თითქოს მათმა წარმოთქმამ მთელი სასუნთქი სისტემა დაუკაწრა, დაუჩეხა - ნენ, ყველაფერი კარგად იქნება, წამომყევი კარგი?- ფეხზე ფრთხილად წამოდგა ვაჩე და ნენეს ხელს დაექაჩა- მოდი გთხოვ არ იცის, არ იცის რა ძალა დაატანა იმ წამს მუხლებს რომ წამომდგარიყო. ერთ წამს შეიკავა თავი , თუმცა მალევე იგრძნო როგორ ეშვებოდა ძირს და დაეცემოდა კიდეც, რომ არა ვაჩე. ახსოვს რომ არ დაცემულა თუმცა მეტი არაფერი, გონება დაკარგა. უგონოდ მყოფი სხეული,ზედ მიიხუტა ვაჩემ. უკან ისევ იდგა ის შავი მანქანა, კვლავ ჩაუმქრალი ძრავით. თითქოს, სწორედ ამ მომენტს ელოდაო, ვაჩეს უკან გახედვა და მანქანიდან მამაკაცის გადმოსვლა ერთი იყო. ვაჩეს მკლავებიდან აართვა უგონოდ მყოფი ნენეს სხეული და კვლავ შავი მანქანისკე წავიდა, სწრაფი ნაბიჯებით ეს უცხო სხეული გაბრიელ გურჩიანს ეკუთნოდა, რომელის არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდა ნენემ. მანქანის კარი გამოაღო გაბრიელმა და ნენე წინა სავარძელზე დასვა, კარი საჩქაროდ დახურა და საჭის მხრიდან მოარა მანქანს. უკან მიბრუნებულმა გაბრიელმა დაინახა ნენეს ჩანთებით როგორ მიდიოდა ვაჩე მანქანისკე- აღარ დალოდებია, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მომენტალურად დაძრა ადგილიდან. ყელის ტკივილმა გამომაღვიძა.მძლივს გავახილე დასიებული თვლალები და თავი სრულ სიბნელეში ამოვყავი. როცა თვალი სიბნელეს შეეჩვია, კუთხეში მძლივს შესამჩნევად, იატაკზე ხაზად გაყოლილი კარიდან შემომავალი სინათლე დავინახე. -ღმერთო, სად ვარ ჩემზე საგულდაგულოდ დაფარებულ პლედს მოვკიდე ხელი და გადავიხადე.თითქოს ყველაფერი დამსხვრეული მქონდა, თითების გამოძრავებისასაც კი საოცარ ტკივილს ვგრძნობდი. ვიღაცის გრძელი მაისური მეცვა-ჩემი ნამდვილად არ ყოფილა. -უნდა გავიგო სად ვარ ახლაღა გამახსენდა ფრაგმენტები სანამ გონებას დავკარგავდი- ვაჩე ვაჩე იყო იქ,მას უნდოდა ჩემი წაყვანა. წამოვჯექი, ფეხები ცივ იატაკს შევახე და თითქოს მომენტალურად გამოვფხიზლდი. ფეხზე წამოვდექი იმ წამს თვალში რაღაც უჩვეულო მომხვდა, ფარდის მიღმა სიბნელეში, პატარა წითელი წერტილი იყო. ვიღაც მიყურებდა. მალევე მოვეგე გონს და კარისკე წავედი. მისაღებში სინათლე ანთია ოთახი ცარიელია სიცივე ვიგრძენი და სწორედ ამ დროს შევნიშე ღიად დარჩენილი აივნის კარი ჯერ ისევ წვიმდა უცებ კარში ჩემთვის უცხო ადამიანი გამოჩნდა. ალაგ-ალაგ ჭაღარა შეპარული შავი თმა დაბალზე ქონდა გადაპარსული შავი, თხელი, მოკლე სახელოებიანი მაისურითა და შავი ჯინსით. ნამდვილად არ ვიცნობ დაჟინებულმა მზერამ სახე რომ ამიწვა მხოლოდ მაშინ შევხედე თვალებში, უკუნით თვალებში, რომელთა ზემოთაც მკაცრად შეეყარათ წარბები.წვერშიც ალაგ-ალაგ თითქოს ჭაღარებს ვხედავდი. უეცრად წამოვიდა ჩემკე და წინ, იმდენად ახლოს ამესვეტა, რომ მისმა სუნთქვამ გამათბო -გაბრიელი- საოცრად დამჯდარი,სასიამოვნო ხმა გაისმა მთელს ოთახში - მე - სიტყვა გამიწყდა, თითქოს ჩემი სახელიც კი დამავიწყა მისმა წარმოთქმულმა „გაბრიალმა“ -ვიცი შენი სახელი-თავი ოდნავ გვერდით გადახარა, მაინც არ წყვეტდა დაჟინებით ყურებას-ვერც მე უცებ საოცრად გაიზარდა სივრჩე ჩვენს შორის და დავინახე როგორ ჩაეშვა იქვე დივანში. ხმას ვერ ვიღებ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი არ ვიცი სად ვარ, ვინაა გაბრიელი ვაჩე ხო ვაჩე, ის ხომ იქ იყო თვალებით ნაცნობი სხეული ძებნა დავიწყე მიმიხვდა -წასულია ვაჩე- ახლაღა შევხედე -სად ვარ? -ჩემთან -ვაჩე? -მოვა -მე- ახლა გამახსენდა ჩემი ყელის ტკივილი, ნერწყვი მძლივს გადავყლაპე და წინადადების გაგრძელება ვცადე- მე უნდა წავიდე გავიგე როგორ ღრმად ამოისუნთქა, ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები აათამაშა -და სად აპირებ ნენე წასვალს? სად, სად, სად ვიგრძენი როგორ გამყიდა ჩემს ლოყაზე ჩამოგორებულმა ცრემლმა თითქოს გაბრიელს ღრიალით დაეთანხმა რომ არსად არ მქონდა წასასველი, საერთოდ არსად ცრემლების დასამალად ავარიდე მზერა გაბრიელს, თუმცა როგორც ჩანს უკვე გვიანი იყო- დაინახა - დილით მოვა ვაჩე. ახლა შეგიძლია დაიძინო - შეძლება მოვწიო?- თითქოს გააოცა ჩემმა კითხვამ, თუმცა გააოცებდა კიდეც,2 წლის ბავშვივით ნებართვას ვითხოვდი მხოლოდ მსუბუქად დამიქნია თავი. აივანზე გავედი იქვე დადებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და სანთებელა ავიღე. სიგარეტის ასანთებად მიტანილი ხელები სულ მთლად მიკანკალებდა, თუმცა აღარ მციოდა რამოდენიმეჯერ ვცადე სანთებელის ანთება, თუმცა თითებს ძალას ვერ ვატანდი -ჯანდაბა კიდევ ერთხელ გადავუსვი თითი და როგორც იქნება სიგარეტს მოვუკიდე რა უნდა გავაკეთო სად უნდა წავიდე ეს ღამე როგორ გავათიო, სრულიად უცხო ადამიანთან ან საერთოდ რატომ მომიყვანეს აქ გათენდება და რამეს მოვიფიქრებ, რამე უნდა გავაკეთო დასარჩენი ადგილიც უნდა მოვნახო უეცრად ისევ დაიქუცა და თითქოს აზრზე მოვედი მისაღებიდან სინათლე აღარ გამოდიოდა ბოლო ნაპასიც დავარტყი და სიგარეტი ჩავაქრე იმასაც კი ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი. იქვე მოჩანდა გზა, თუმცა ალაგ-ალაგ თუ ჩაივლიდნენ მანქანები-ალბათ ძალიან გვიანია. ფრთხილად შევედი მისაღებში სადაც გაბრიელს დავუწყე ძებნა, თუმცა აშკარა იყო რომ ოთახში არავინ იყო ჩემ გარდა იქნებ საძინებელშია, დაიძინეო კი მითხრა მაგრამ აქ თუ არაა, იქნებ თვითონ შევიდა საძინებელში კართან ვდგავარ და ვერ გადამიწყვეტია შევიდე თუ არა ის იყო სახელურს მოვკიდე ხელი და ჩამოვწიე რომ კარი გაიღი და ისევ ნაცნობი სხეული ამესვეტა წინ -ბოდიში- ამოვილუღლუღე და გაწევა ვცადე - შედი საძინებელში შენ, მე აქ დავიძინებ მაშინვე ამიარა გვერდი და დავინახე როგორ მოკალათდა დივანზე საძინებლის კარი ფრთხილად დავკეტე და საწოლისკე წავედი. სრულიად უცხო ადამიანს სახლში მიშვებს, თავის საძინებელს მითმობს პლედი გადავიხურე და ახლაღა შევნიშნე ტუმბოზე დადებული ჩემი ტელეფონი არცერთი გამოტოვებული ზარი - არც კი მომიკითხეს მხოლოდ ერთი შეტყობინება იყო უცხო ნომრიდან „ ნენ, ვაჩე ვარ, დილით მოვალ და ვისაუბროთ, არ იდარდო არაფერზე“ წელს მეორე კურსს ვხურავ. ვაჩე პირველ კურსზე გავიცანი, ერთობლივ პროექტზე, რამოდენიმე ლექციაზე ვემთხვეოდით ერთმანეთს. მხოლოდ ამ მცირე პერიოდში გავიცანით ერთმანეთი და გვქონდა ზოგადი კონტაქტი. ამის შემდეგ არც უნივერსიტეტში მხვდებოდა ხშირად და თუ შემხვდებოდა მხოლოდ ოდნავი ღიმილით ვესალმებოდით ერთმანეს. უნივერსიტეტის ეზოსთან რამდენჯერმე შემინიშნავს კიდეც რამოდენიმე ბიჭთან ერთად, თუმცა მათ შორის არასდროს მინახავს გაბრიელი. იმ წვიმაში, ასე გვიან საიდან გაჩნდა ვაჩე იქ ან საიდან გაიგო რომ იქ ვიყავი ანდაც საერთოდ, მხოლოდ უნივერსიტეტელისთვის რატომ შეიწუხა თავი და საერთოდ ჩემს გამო კიდევ გაბრიელი ფაქტი იყო რომ ჩემმა მეგობრებმა,რომლებისგანაც იმ საღამოს წამოვედი არც კი მომიკითხეს, მითუმეტეს რომ იცოდნენ, არსად მქონდა წასასვლელი და ამ წამს ფაქტობრივად, ორი ჩემთვის უცხო ადამიანი მედგა გვერდით. არც კი მომიკითხეს ნუთუ ეს ამდენი წელი ამდენი მოგონება-არაფერი იყო ნუთუ ასე ერთი ხელის მოსმით შეიძლება ადამიანი ამოშალო ცხოვრებიდან. მახსენდება ჩვენი კამათის ფრაგმენტები. მათი ნათქვამი სიტყვები ბრალდებები თურმე წლების განმავლობაში ნაგროვები ღვარძლი ჯერ ისევ ვერ ვიაზრებ რატომ დავიწყეთ კამათი, მაგრამ მახსოვს სიტყვები რომელიც ბოლო წვეთი იყო და მე წამოვედი. თურმე მე აღარ ვიყავი გამოსადეგი რომ თურმე არ მოსწონდათ ჩემი კომუნიკაბელურობა რომ თურმე ეჭვიანობდნენ რომ თურმე მე არავინ შემიყვარებდა, სულ მარტო ვიქნებოდი და ფეხებზე ეკიდათ რას ვიზავდი ხო და წამოვედი ამ ღამეს ცა კი არა, ცხოვრება ჩამომენგრა თავზე. ამ ქვეყნად არავინ მყავდა,გარდა ერთადერთი მამიდისა , რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და თუ დღეს რამე მაქვს მისი საშუალებით. მამა არასდროს მყოლია. არასდროს ვუნდოდი და არასდროს ვუნახივარ. დედამ გამაჩინა, მაშინ 17 წლის ყოფილა, 3 თვის ვიყავი, როდესაც ჩემს სანახავად კვლავ მოსულ მამიდას მიაჩეჩა ჩემი თავი ხელში და უთხრა რომ წავეყვანე,რომ მარტო ვერ გამზრდიდა, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და მთელი ცხოვრება წინ ქონდა. მამიდა მაშინ 22 წლის იყო. მხოლოდ მას ვუნდოდი ამ ქვეყნად ჩემ გამო ოჯახთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა და მისი ერთადერთი ძმაც კი მოიძულა. ასე ამბობდა თავად, თორემ ბევრჯერ შევსწრებივარ ჩუმად როგორ ეფერებოდა მის ფოტოებს. დედას ამბავი აღარ გამიგია, გარდა იმისა რომ საზღვარგარეთ წავიდა როცა 15 წლის ვიყავი. ამ წლების მანძილზე მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი ისიც შემთხვევით, ქუჩაში- ჩემ თავი ვიცანი შუა ასაკში.მეტი არაფერი მამა სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, მახსოვს პირველად 13 წლის ვიყავი სახლში მიმავალი რომ გამაჩერეს და კამფეტები მომცეს- მეტრეველის გოგოაო. რამდენჯერაც მამაჩემზე რაიმეს მოვკარი ყური იმდენჯერ ციხეში იყო, რატომ ან რამდენი ხნით არც არასდროს დავინტერესებულვარ. არც დედა მყოლია და არც მამა არასდროს მხოლოდ მამიდა,რომელმაც არაფერი მომაკლო, ყველაზე მეტად კი სიყვარული. აბიტურიენტი რომ გავხდი, გადაწყვიტა რომ მისი შემოსავალი არ გვეყოფოდა ყველაფრისთვის და რომ ჩემთვის კარგი მომავლის დაგეგმარებისთვის საჭირო იყო საზღვარგარეთ წასულიყო. სწორედ მამიდუსთან განშორება იყო ჩემი პირველი უდიდესი ტკივილი. სწორედ მაშინ გადავედი ჩემი ბავშვობის მეგობრებთან ერთად საცხოვრებლად და სწორედ მაშინ მეგონა რომ ყველაზე ბედნიერი თანაცხოვრება გვექნებოდა- ამ საღამომდე. -გაგიჟდება მამიდუ რომ გაიგოს სად ვარ და როგორ ვარ გაგიჯდება , ნერვიულობისგან გული გაუსკდება. საღამოს აუცილებლად დაველაპარაკები. სხვა თუ არაფერი ავდგები, რაც კი დამრჩენია დავტოვებ და წავალ მასთან. არ მახსოვს როდის ჩამეძინა. გარედან შემოსულმა საუბარმა გამომაღვიძა. მზე უკვე კარგად იყო ამოსული და ამინდიც ისეთი იყო, თითქოს გუშინ ცა არ ჩამოქცეულიყო. წამოვდექი, ახლა უკვე განათებულ ოთახში მიმოვიხედე. საოცრად მინიმალისტურად იყო მოწყობილი საძინებელი,რომელშიც მხოლოდ ხის ავეჯი და შავი ფერი ჭარბობდა. მაშინვე გაბრიელის მკაცრი მზერა დამიდგა თვალწინ-სწორედ მისი შესაფერისი იყო ყველა ნივთი ამ ოთახში. არსად ჩანდა არც ჩემი ჩემოდანი და არც ზურგჩანთა. სავარაუდოდ გაბრიელის მაისური მუხლებს ოდნავ ზემოთ მქონდა- ფაქტობრივად კაბასავით. ტელეფონს დავხედე და საათი 10:15-ს აჩვენებდა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი კარს, საიდანაც აშკარად ორ ხმაში შემოდიოდა საუბრის ხმა ალბათ ვაჩე მოვიდა კარი გამოვაღე და მისაღებში გავედი. არ შევმცდარვარ მისაღებში დივანზე მჯდომი ვაჩე დამხვდა, რომელიც აივნისკენ იყურებოდა და საუბრობდა- ჩემი ოთახში შესვლა ვერც კი შეემჩნია. ინსტიქტურად აივნისკენ გავიხედა სადაც კარის ჩარჩოს მხრით გაბრიელი მიყრდნობოდა და ახლა უკვე მე მიყურებდა. მზის სინათლეზე ახლა უკვე აშკარად ეტყობოდა თმაში შერეული ჭაღარები. არადა ნამდვილად არ გავს დიდად ჩემზე უფროსს. გაბრიელის მზერაზე უკვე ვაჩეც ჩემკენ შემობრუნდა -ნენე- წამოდგა მაშინვე ფეხზე ამაზე უხერხულად აქამდე არასდროს მეგრძნო თავი -დილამშვიდობის - ამოვილუღლუღე და გაღიმებას შევეცადე -როგორ ხარ?-უცებ მოვიდა და გადამკოცნა ვაჩემ -არ ვიცი-გულწრფელი პასუხი გავეცი ვაჩეს და მზერა გაბრიელისკე გავაპარე, რომელმაც ის ის იყო სიგარეტის ღერი აივნიდან მოისროლა და ოთახში შემოაბიჯა გვერდი უცხოსავით ამიარა -გაბრიელს გაიცნობდი, წამო მოვწიოთ თან -აივნისკე დაიძრა ვაჩე და მეც უკან მივყევი სიგარეტზე მომიკიდა და ზურგით მოაჯირს მიეყრდნო -ვაჩე აქ რას ვაკეთებ? ანუ წუხელ იქ როგორ გაჩნდი საიდან- კვამლს ამოვაყოლე ჩემი პასუხგაუცემელი კითხვები -რა მნიშვნელობა აქვს ნენე,საიდან გავჩნდი?! აქ რას აკეთებ და ჩემთან ვერ წაგიყვანე, გაბო კიდე ჩემი უახლოესი ადამიანია, ხო და აქ ხარ რა-იმდენად ჩვეულებრივად გამცა პასუხი თითქოს ყოველ დღე ჩემსავით ვიღაცას არჩენს -ვაჩე, გაბრიელი- სიტყვა ყავის ფინჯანმა გამაწყვეტინა, რომელიც ხელში სწორედ ნახსენებმა გაბრიელმა მომაჩეჩა- მადლობა -ნაცნობმა ადამიანებმა კარგი გაგიკეთეს?- ჩემ არ დამთავრებულ წინადადებას მაშინვე მოაყოლა გაბრიელმა ირონიით სავსე ფრაზა ერთხანს მზერა შემეყინა მასზე. თან ბრაზი მაწვებოდა და თანაც მწარე სიმართლე ჩემს სახეზე და მაშინვე ჩავაქრე სიგარეტი და სახლში შევედი სანამ იქვე ტირილს დავიწყებდი. -დედას შ***ცი -ისევ იგივე ხმა საძინებლის კარს ხელი მივარტყი და იქვე კედლის ძირში ჩავიკეცე არ იტირო, განა სიმართლეს არ გეუბნება?! არ გაბედო.არ იტირო არ ვიცი როდის შემოვიდა ვაჩე საძინებელში, მხოლოდ მაშინ გავიაზრე მისი იქ ყოფნა როცა გვერდით მძიმედ დაეშვა მისი სხეული. - ცოტა უხეშია - სიმართლეს ამბობს - ვიცი დაახლოებით რაც მოხდა, ისიც ვიცი რომ ამაზე საუბარი არ გინდა და არც ვილაპარაკებთ.ვიცი რომ ერთმანეთისთვის ახლობელი ადამიანები არ ვართ, თუმცა შენ გვერდით ვარ მინდა იცოდე და არ შემეძლო წუხელ იქ, ისეთ მდგომარეობაში დამეტოვებინე. გაბრიელმა დამირეკა, რომ გიპოვა. სანდროსთან ქონია რაღაც საქმე და სანდროს უთქვამს რაც მოხდა რა.მაგრად განიცდის სანდროც რო იცოდე და ვაფშე არ ამართლებს გოგოებს. ვიცი რომ ახლა არსად გაქვს წასასვლელი და ისიც ვიცი რომ არავინ გყავს აქ , პროსტა არაფერზე იდარდო რა, ძაან გთხოვ-ცრემლებს უკვე ვეღარ ვიკავებდი- იმდენი მაინც ხო იცი რო მანიაკი არ ვარ არა?!-იმ წამს გვერდიდან პირველად დავინახე ვაჩეს ღიმილი- ხო და არც გაბო არაა მანიაკი, ატვეჩაი ვარ რა. დამშვიდდი, დაწყნარდი და არაფერზე იდარდო რა. მაგ გოგოებს შორიდან ვიცნობ და კი იცი სანდროსაც რა ურთიერთობა ქონდა მიასთან, მარა მაგასთანაც ვამბობ, მაგარი შე****ეული გოგოები არიან და ვაფშე არგიხდებოდნენ რა. ეს სანდროც დებილია, პროსტა ბოლომდე არა მაინც რა, იმდენი კი მოახერხა, რო გვითხრა რაც ხდებოდა ხო და იტოკში გაუშვი ნახ**ზე ორივე და არ იდარდო რა, ხარაშო?! - პროსტა ვერ ვიაზრებ რა მოხდა, აი ვაფშე-უკვე ვსლუკუნებდი- შენ კიდე გიცნობ, თუმცა არც შენი შეწუხება მინდა და მითუმეტეს არც გაბრიელის რა, არანაირად არ ხართ ვალდებულები - ნენე, დაასტოპე ახლა რა, რო არ მდომოდა კი იცი არ ვიზავდი. მიდი მოიხოდე ახლა და გავიდეტ სადმე რამე ვჭამოთ-ფეხზე წამოდგა ვაჩე და წამოსაყენებლად ხელი გამომიწოდა ეს იყო იმ მომენტი ერთადერთი ჩემთვის გამოწვდილი ხელი, რომელსაც არ ვიცი, რისთვის ან როგორ ვიმსახურებდი, მაგრამ მას თუ არ ჩავეჭიდებოდი სხვა არავინ მყავდა - შენ ნივთებს შემოგიტან მოიცა და მოწესრიგდი ორ წუთში ჩემი ნივთები გაჩნდა ოთახში და მეც უცებ მოვწესრიგდი.სააბაზანოში შევედი და ახლაღა ჩავიხედე სარკეში. თმა საშინლად გაბუებული მქონდა. თვალები დასიებული ცივი წყლით სახე შევიბანე და საძინებელში დავბრუნდი. ტელეფონზე კვლავ არცერთი შეტყობინება და არცერთი გამოტოვებული ზარი რატომ ველოდები რაიმეს, თავადაც არ ვიცი. მისაღებში გასული ორივე ფეხზე დამხვდა -ნენე გავიდეთ სადმე დავსხდეთ დავჭამოთ ხარაშო ?- -აჰამ- ღიმილით დავეთანხმე ვაჩეს, მიუხედავად იმისა რომ არც ჭამის და საერთოდ არც არაფრის სურვილი არ მქონდა. ბინიდან ერთად გავედი და ლიფტით ქვემოთ ჩავედით. ნაცნობი შავი მანქანა დამხვდა პარკინგზე, დაბურული მინებით. ჩემდა გასაკვირად გაბრიელმა უკანა კარი გამიღო და თავით ჩაჯდომისკე მიმანიშნა მაშინვე დავყევი მის ნებას და სავარძელზე მოვთავსდი. მგზავრობის პერიოდში ხმა არცერთ ამოგვიღია. გზაში შევნიშნე, რომ ლისის დასახლებაში ვიყავით და საბურთალოზე ჩამოვედით. მანქანამ მოძრაობა რომ შეწყვიტა მერეღა მოვეგე გონს. მაგიდასთან მხოლოდ მე და ვაჩე დავსხედით. ვერ შევნიშნე გაბრიელი საერთოდ თუ შემოვიდა -აბა ნენე ისევ ბევრი ფრი?- აქეთ-იქეთ გაბრიელის ძებნას ვაჩეს ღიმილიანმა სახემ მომწყვიტა პასუხის გაცემამდე ჩემს გვერდით სკამი გამოიწია - უკვე შევუკვეთე - ე... კაი რა გაბრიელ, გეკითხა მაინც რა უნდოდა-წარბები შეჭმუხნა ვაჩემ, თითქოს ზრდილობა დაუწუნა ძმაკაცს - ფრიც იქნება ბევრი ნუთუ მუდამ ასეთი უხეში და უემოციოა. მზერა მის თითებზე შემეყინა, რომელთაც მაგიდაზე ათამაშებდა ძალიან ლამაზი თითები ჰქონდა გაბრიელის შეკვეთა მალევე მოიტანეს და უთქმელად მივირთვით. არც მშიოდა, თუმცა ორივესგან ისეთ მზერას ვგრძნობდი, ვიცოდი ისე ვერ გამოვიდოდი იქედან თუ რამეს არ შევჭამდი. უკვე გამოვდიოდით, როდესაც ვაჩეს ტელეფონი ახმაურდა -ხო მამა... კარგი კარგი-ღრმად ამოისუნთქა - გამოვალ ახლავე ოფისში ყურმილი დაკიდა და ჩვენ მოგვიბრუნდა -მოკლედ დავიგაზე რა და საღამოს თუ შევძელი ამოვალ, ვანოს თემაა რა- ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მე მომიბრუნდა- ნენ, მისმინე თუ რამეა დამირეკე, დაგირეკავ მეც. თუ რამე დაგჭირდეს უთხარ გაბრიელსაც რა, არაფერი მოგერიდოს ცვეტში -მადლობა ვაჩე-უცებ მოიწია ლოყაზე მაკოცა და ჩაოს მოძახების შემდეგ ყაზბეგს დაუყვა ის იყო უკანა კარს ვაღებდი დასაჯდომად გაბრიელმა რომ მხარზე ხელი ჩამავლო -წინ დაჯექი მეტი არაფერი უთქვამს არც მას და არც მე. მის ნებას დავყევი და წინ დავჯექი. უკვე ლისზე ავდიოდით -უკეთ გრძნობ თავს?- არც გამოუხედავს ჩემკე ისე მკითხა - კი, მადლობა. უბრალოდ მიჭირს რაღაცების გააზრება მეტი არაფერი უთქვამს. უკვე ნაცნობ ეზოში მანქანა დააპარკინგა და სახლში ავედით. ცოტახანში ძალა მოვიკრიბე და მამიდას დავურეკე. ძალიან მსუბუქად ავუხსენი სიტუაცია, არც ის დამიმალავს რომ გაბრიელთან ვრჩებოდი.ნინაკო მენდობოდა და მეც ასევე, იცოდა რომ არაფერს ცუდს არ გავაკეთებდი, მთავარი ყოველთვის იყო რომ მასთან გულწრფელი ვყოფილიყავი. უკვე საუბარს ვასრულებდი,როდესაც უეცრად კადრში გაბრიელი გამოჩნდა. ინსტიქტურად გავთიშე და ნინაკოს მივწერე დაგირეკავ ორ წუთში თქო. -ბოდიში, იმედია პრობლემა არ შეგექმნება -არა, პირიქით. მე ვარ შენს ოთახში კარადიდან პირსახოცი გამოიღო და საწოლზე დადო. -შხაპის მიღება თუ მოგინდება -მადლობა, გაბრიელ ოთახიდან ისე გავიდა აღარფერი უთქვამს. მალევე შხაპი მივიღე. საღამომდე საძინებელში ვიყავი. ვაჩემ მომწერა რომ დღეს ვერ შეძლებდა გამოსვლას.ცოტახანში კი ჩემს კარზე კაკუნის ხმა გაისმა ოთახში გაბრიელი შემოვიდა -გავდივარ მე და გვიან დავბრუნდები, რამე ხომ არ გჭირდება? -არა, მადლობა -კარგი. კარს გარედან ჩავკეტავ რომ მოსვლისას არ გაგაღვიძო, კარგი? -კარგი ღიად დატოვებული ოთახის კარიდან, გავიგე მისი მძიმე ნაბიჯების ხმა, შემდეგ კარის გაღებისა და ჩაკეტვის. გვიან კვლავ ნინაკოს ვესაუბრე, შევთანხმდით რომ ნელნელა დავიწყებდი ბინის მოძებნას და ვიქირავდებდი.ფაქტია სულ გაბრიელთან ვერ დავრჩებოდი. არ მახსოვს როდის ჩამეძინა ძილბურანში კისერზე ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, რომელიც კანს საშინლად მიწვავდა იმდენად დამძიმებული მქონდა ქუთუთოები ვერ გამოვფიხზლი. *** ერთი კვირა რუტინულად გავიდა. ვაჩე ძირითადად მირეკავდა, როგორც თავად მითხრა, მამამისს ეხმარებოდა კომპანიის საკითხებში და დიდ ბოდიშებს მიხდიდა რომ ვერ მანხულობდა. გაბრიელი, ფაქტობრივად არ მეკონტაქტებოდა. დილით ყავას მახვედრებდა, მე კი საუზმეს ვუმზადებდი. საღამოს ის გვიან ბრუნდებოდა მე კი მხოლოდ მისი მოსვლის შემდეგ ვიძინებდი. იმ საღამოს პროდუქტების საყიდლად წავედით მე და გაბრიელი. პარკინგზე ნაცნობი მანქანა შევნიშნე, თუმცა ვერაფრით გავიხსენე საიდან მეცნობოდა. -ყავა გვჭირდება- თქვა გაბრიელმა და სწორედ მისი მოძებნა დავიწყეთ. დანარჩენი პროდუქტები უკვე შეგროვებული გვქონდა. ერთ-ერთი სექციიდან ნაცნობი სიცილის ხმა შემომესმა. თავი გვერდით მივაბრუნე და ხელში მია, სანდრო და ქეთა შემრჩნენ. ძალიან უდარდელად მთელი ხმით კისკისებდნენ და პრუდქტებს კალათში ყრიდნენ. სანდროს მზერას წავაწყდი, რომელიც ჩემი დანახვისას, წამში დასერიოზულდა მალე უკვე გოგონებმაც შემომხედეს. არც კი შეუწყვიტავთ ღიმილი. ვიგრძენი როგორ ამომიდგა ზურგს უკან გაბრიელი. სანდროც ამ დროს წამოვიდა ჩვენკე და ორივე გადაგვკოცნა -როგორ ხართ? ჯერ კიდევ ვერ ვაშორებდი თვალს უკვე გაოცებულ გოგონებს -ვფიქრობ პრობლემები გექნება სანდრო-მხოლოდ ახლაღა შევხედე მას. არაფერი უთქვამს. ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხელები და უეცრად მხარზე გაბრიელის შეხებაც თითქოს გონზე მომიყვანა. სწრაფად ჩააგდო ყავა კალათში და -წავედითო მთელი გზა მძლივს ვიკავებდი ცრემლებს ვერ ვიჯერებდი რომ ასე უცბად გავქრი მათი ცხოვრებიდან, რომ შეეძლოთ ასე კარგად ყოფილიყვნენ. არ მახსოვს სახლში როგორ მივედით. -გინდა დავრჩე დღეს სახლში?- უკვე გვიანი იყო როცა ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამომიყვანა -მეც მინდა დღეს ცოტა მოვწყდე რეალობას-მინდოდა რომ ცოტახნით მომეშორებინა ეს ფიქრები -ჩაიცვი და გავიდეთ სადღაც ბარში მივედით,სადაც აშკარად ვიაიპ ზონაში გველოდებოდნენ. გაბრიელს აშკარად ბევრი ცნოდბა იქ. რამოდენიმე ადამიანი ღიმილით შეხვდა გაბრიელს.მშრალად გავიცანი დანარჩენები პირველი რამოდენიმე ჭიქა თავისი ხელით მომაწოდა. მალევე ვიგრძენი როგორ ამიხურდა ღაწვები. ბოლო ჭიქაც დავლიე და ირგვლივ მიმოვიხედე. გაბრიელი ვერსად შევნიშნე. ხმამაღალი მუსიკა და უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში. მეც მათ შევერიე და სხეული მუსიკას ავაყოლე. ძალიან მეტყობოდა სასმელი რამოდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მოიქცია ჩემი თითები ვიღაღამ საკუთარ ხელში. გაბრიელი იყო. საცეკვაო სივრციდან პირდაპი გარეთ გამიყვანა და მანქანაში ჩამსვა. სახლში მივდიოდით მანქანის მინები დაწეული ჰქონდა და თმას გარედან შემოსული გრილი ჰაერის ნაკადი მიწეწვდა არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი. ალბათ ხვდებოდა როგორ განვიცდიდი. მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა. სახლის კარი როგორც კი გააღო, შესვლისკე ხელით მიბიძგა ნაბიჯს ვეღარ ვდგავდი -დამელოდე დავკეტავ კარს-ხელს არ მიშვებდა-ცუდად ხომ არ გრძნობ თავს?-სახიდან თმა გადამიწია და საძინებლისკე წავედით საძინებელში შემიყვანა ვიგრძენი როგორ ჩამიხსნა კაბის ელვა -ნენე, ნენე- ჩამესმა მისი ჩუმი ხმა მის წინ თეთრეულის ამარა ვიდექი სიბნელეში არადროს ვყოფილვარ ასე ახლოს ბიჭთან არასდროს არავინ მყოლია მახსოვს დარჩენილი სამოსიც როგორ მომაშორა სხეულიდან. მახსოვს მისი ცხელი სხეულის შეხება მისი ცხელი ტუჩები მძიმე სუნთქვა ნენე-ს ჩურჩული *** ვერასდროს წარმოვდგენდი რომ ჩემი პირველი კოცნა, პირველი ურთიერთობა ასე იქნებოდა. გულოს სიღრმეში ყოველთვის ველოდებოდი ჩემს ადამიანს, მრავალფეროვან ბევრ თვეს და მრავალჯერ ნათქვამსა და ნაგრძნობ „მიყვარხარ“-ს დილას მძიმედ გამეღვიძა ზურგზე უცხო სხეულის მჭიდრო შეხებას ვგრძნობდი ჩემს წელზე უცხო ხელს არ ვიცი ვნანობ თუ არა, თუმცა თითქოს მრცხვენია,არ ვიცი საკუთარი თავის თუ გაბრიელის. მეშინოდა თვალის გახელის და მეშინოდა მისი გაღვიძების მისი პირველი სიტყვის. ჯერ კიდევ არ მქონდა თვალების გახელა დაბედილი, როცა ვიგრძენი როგორ ჩამომშორდა მისი სხეული წამოჯდა ვიგრძენი როგორ მძიმედ დაეყრდნო საწოლის კიდეებს ასე იყო რამოდენიმე ხანს შემდეგ ადგა აშკარა იყო საძინებლიდან გავიდა მე ჯერ კიდევ ვერ ვინძრეოდი. რამოდენიმე ხანს რომ აღარ გამოჩნდა, საწოლიდან ადგომა გადავწყვიტე. იქვე დადებული პირსახოცი ავიღე და სააბაზონში შევედი საშინელ წვას ვგრძნობდი მთელი კანის. წყლის ჭავლის ქვეშ თვალებდახუჭული ვიდექი და ვცდილობდი ჩემი მთრთოლვარე სხეული მომედუნებინა. მხარზე შეხება ვიგრძენი ის იყო კისერთან მისი კოცნა ვიგრძენი უკვე მრცხვენოდა თვალების გახელის საკუთარი ხელით, ნაზი მოძრაობებით დაიწყო ჩემი დაბანა. მე ისევ არ ვახელდი თვალებს. გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილას და ვერ ვხსნიდი მისი შეხებებისგან გამოწვეულ სიმხურვალეს. ფრთხილად მიმაბრუნა მისკე და სველი თმა სახიდან ხელით გადამიწია ტუჩთან ძალიან ახლოს ნაზად მაკოცა თვალები გავახილე ოდნავ მიღიმოდა მხოლოდ მისი ტუჩებისა და ცხვირის წვერის დანახვა შემეძლო სხეულზე მიმიკრა და ერთხანს ასევე ვიდექით წყლის ჭავლის ქვეშ. წყალი დაკეტა პირსახოცი სხეულზე შემომახვია და სააბაზანოდან გამომიყვანა დაჰიპნოზებულივით დავყვებოდი მის ნებას. საწოლზე ჩამომსვა და ჩემი თმის გამშრალება დაიწყო ხმას ვერ ვიღებდი პერიოდულად მხრებს მიკოცნიდა -გაბრიელ-ვერ ვიცანი ჩემი ხმა -ყველაფერი კარგადაა ნენე - ამოიჩურჩულა მძლივს გასაგონად. საწოლზე მიწვა და მეც თან მიმიყილა. მესმოდა როგორ ცემდა მისი გული მის სუნს ვგრძნობდი, თითქოს უკვე კარგად ნაცნობს. ხელებს ნაზად დაატარებდა ჩემს ზურგზე -ნანობ?-რამოდენიმეხნიანი სიჩუმის შემდეგ ყველაზე მძიმე კითხვა გააჟღერა ვერაფერი ვუთხარი არა იმიტომ რომ ვნანობდი, ან არ ვნანობდი. ჯერ კიდევ ვერ ვიზარებდი მომხდარს ბოლო კვირები იმდენად უცხო და მძიმე იყო ჩემთვის იმდენი ცვლილება იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, აფსოლიტურად ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა ჯერ ჩემი ზურგიდან ხელი აიღო, შემდეგ წამოიწია საწოლიდან ადგა, ჩაიცვა და დამტოვა არ ვიცი ეს დატოვება ჩემს სიჩუმეზე მძიმე იყო თუ არა, მაგრამ მე ფილტვებზე საოცრად დამაწვა მისით ცარიელი ჰაერი. ფიქრებიდან გამოვერკვიე და ავდექი პირველ ღამეს მისი ჩაცმული ზედა გადავიცვი კვლავ სხეულზე და საძინებლიდან გავედი თუმცა გაბრიელი არსად იყო. მთელი დღე არ გამოჩენილა არც დაურეკავს ღამის 3 საათი იყო უკვე ნერვიულობას რომ ვეღარ მოვერიე და ვაჩეს მივწერე „ ვაჩე, გღვიძავს?“ „კი ნენე, მშვიდობაა?“ მალევე მომივიდა პასუხი „ვაჩე, გაბრიელი არ მოსულა და ხომ არ შეგხმიანებია?“-პასუხის მოლოდინში მუხლების კანკალი დამეწყო. ნეტავ თუ იცოდა ვაჩემ რაიმე. ან რა უნდა მეთქვა, შენს ძმაკაცს, რომელთანაც დამტოვე საწოლში ჩავუგორდი თქო? პასუხმა შესამჩნევად დაიგვიანა ტელეფონი ახმაურდა. გაბრიელი იყო შემეშინდა პასუხის -გისმენ- თავად მძლივს გავიგე ჩემი ხმა - კარი ჩაკეტე და არ დამელოდო- ჩემს პასუხს არც დალოდებია ისე დამიკდა ყურმილი არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო, რა უნდა მეფიქრა. ფაქტია რომ ჩემმა სიჩუმემ მასში რაღაც გამოიწვია, ბრაზი, წყენა -არ ვიცი იმ ღამეს გავათენე გაბრიელი არ გამოჩენილა არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეს არ დაურეკავს და ვერც მე გავბედე დარეკვა მესამე ღამე იყო მისი არ ყოფნის მის ლოდინში დივანზე ჩამძინებია კარზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა შეშინებული მივუახლოვდი კარს -ნენე- მთელს ტანში გამაჟრჟოლა მისმა ხმამ საჩქაროდ გავაღე კარი და ჩემს წინ ასვეტილი სხეულს გაუცნობიერებლად შემოვხვიე ხელები მან არა სახლში შემოვიდა და კარი ძლიერად მიაჯახუნა არაფერი უთქვამს აშკარდ ეტყობოდა რომ არ იყო ფხიზელი საძინებელში შევიდა უკან მივყვებოდი მეც ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში შეწვა არ ვიცოდი რა უნდა მექნა ვერ გავბედე შესვლა და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. ვერ დავიძინე უკვე რიჟრაჟი იყო საძინებლიდან რომ გამოვიდა მე ფეხებზე ხელები მქონდა შემოხვეული და მზერა სწორედ საძინებლის კარზე მიყინული. თითქოს არ მელოდა ასეთ მდგომარეობაში სამზარეულოსკე წავიდა თითქმის მთელი ბოთლი წყალი დალია და ჩემკე შემობრუნდა თვალს ვერ ვაშორებდი მხოლოდ ხელი გამომიწოდა, არაფერი უთქვამს საძინებლისკე წამიყვანა თითქოს ფიქრებით ვკონტაქტობდით დავწექი ისიც ჩემს გვერდით დაწვა როგორც იმ დილას ზურგიდან მომეხუტა და სახე ჩემს კისერი ჩარგო მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა სხეულზე გული გამალებით მიცემდა არ ვიცოდი რა იყო ეს სურვილი ვნება სიამოვნება მაგრამ იმ წამს არაფერი მახსოვდა ხელებს წელზე ძლიერად მხვევდა, თითქოს სადმე გაქცევას ვლამობდი, მას კი არ უნდადა ჩემი გაშვება მერე მოდუნდა ნელნელა შემიშვა ხელები და სუნთქვა დაურეგულირდა ჩაეძინა *** თვალი რომ გავახილე ისევ მარტო ვიყავი საწოლში ნუთუ დამესიზმრა ისევ არ მოვიდა საძინებელში თვალებით ვეძებდი და უკვე ვგრძნობდი, როგორ დამებინდა თვალები როცა უცბად, მინაზე კაკუნის ხმა შემომესმა აივნიდან მიყურებდა წელს ზემოთ შიშველი იდგა აივანზე ეწეოდა და მიყურებდა მე გამიღიმა ეს პირველი ღიმილი იყო გაბრიელ გურჩიანის, რომელიც მე მეკუთნოდა უცებ წამოვდექი საწოლიდან და აივანზე მასთან გავედი მის წინ ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა თავი ოდნავ დახარა სიგარეტიანი ხელი ცხვირზე დაისვა და ქვემიდან ღიმილით ამომხედა მაშინ მივხვდი რომ ჩემს გულში რაღაც უცხო გრძნობდა იყო, რომელიც გურჩიანს ეკუთნოდა წელზე ხელი შემომხვია და მკერდზე მიმიხუტა სახე ჩემს თავზე ჩამოდო და ინტერვალით მკოცნიდა ამ მომენტში ყველაზე პატარა და ნაზი არსება ვიყავი. ამ მომენტში გურჩიანს რომ ეთქვა ფრენა შეგიძლიაო, მართლაც ავფრინდებოდი -ნანობ?-ისევ გამიმეორა სამი დღის წინ დასმული კითხვა უდნავ გადავიწიე უკან მინდოდა მისი სახე დამენახა თვალებში მიყურებდა აღარ იღიმოდა წარბებიც შეეკრა თუმცა თვალებში აშკარად ჭინკები დაუხტოდნენ -არა-ალბათ წლების მანძილზე ჩემი ყველაზე თამამად ნათქვამი სიტყვა სწორედ ესაა არ ვიცი რა იქნება ხვალ სად ვიქნებით ან ვინ ვიქნებით ერთმანეთისთვის მე და გურჩიანი, მაგრამ არ ვნანობდი რომ ჩემი ყველაფერი პირველი მას მივუძღვენი არ მინდოდა „მერე“-ზე ფიქრი,უბრალოდ მინდოდა, რომ ცხოვრებაში პირველად, სწორედ მაშინ როცა არაფერი მქონდა ყველაზე ძვირფასი მყოლოდა და ვყოფილიყავი იმ წამით ბედნიერი. ერთხანს ასე მიყურებდა, თითქოს ჩემი სიტყვების გულწრფელობაში რწმუნდებოდა შემდეგ კი პირველად მაკოცა დღისით ძალიან მშიშარა რომ არ ვიყო, ძალიან გამოუცდელი ამ წამსვე ვიყვირებდი რომ მიყვარს, რომ ვაღმერთებ, იქნებ ჩემი თვალები ყვიროდნენ კიდეც, ვინ იცის გურჩიანის გარდა, რომელიც დიდხანს რაღაცას ეძებდა ჩემს თვალებში, იქნებს სწორედ ამასაც. ** ვსაუბრობდით მაშინ როცა ერთმანეთის სხეულებს ვშორდებოდით,მცირე ხნით არც თუ ისე ხშირად... ჩემდა გასაოცრად დიდი ხანია გურჩიანი მიცნობს- მე არასდროს მანამდე იცოდა რა მომწონდა,რა მინდოდა, რაზე ვოცნებობდი მაგრამ საკუთარ თავზე ბევრს არაფერს მიყვებოდა. ყოველთვის კოცნით მაჩუმებდა ყურადღებას მატანინებდა გულის სიღრმეში თითქოს რაღაც მეკაწრებოდა არ მეშინოდა თუმცა, გული მწყდებოდა, ვფიქრობდი რომ არ იყო ჩემთან გულწრფელი. თუმცა მისი ყველა შეხება, გაღიმება იმდენად ბევრ ემოციას იწვევდა ჩემში რომ ყველაფერს ფარავდა რამოდენიმე დღე სახლიდან არ გავსულვართ მხოლოდ ნინაკოს ვუტოვებდი შეტყობინებებს. ** იმ საღამოს ვაჩე იყო ამოსული აივანზე ვეწეოდით გაბრიელმა უკნიდან ლავიწზე რომ მაკოცა, ვაჩე წინ მედგა გავშეშდი ვაჩესთვის არაფერი მქონდა ნათქვამი. თითქოს ცოტა შემეშინდა მისი რეაქციის, თუმცა წარბიც არ შეუხრია. ოდნავ გაიღიმა და მეტი არაფერი. თითქოს ისედაც ყველაფერი იცოდაო. იმ საღამოს გავიდნენ „საქმე გვაქვსო“-ვაჩეს ხმამაღალი საუბრის შემდეგ ტელეფონზე მხოლოდ ეს მითხრეს და გავიდნენ. გადავწყვიტე მათ მოსვლამდე რამე მომემზადებინა. აღარ ვფიქრობდი მომხდარზე, როგორც საკუთარ თავს შევპირდი ზედმეტი კითხვების გარეშე იმ დღით ტკბობას განვაგრძობდი. კარზე კაკუნი რომ გავიგე გული დამწყდა მომზადება მათ მოსვლამდე რომ ვერ მოვასწარი. კაკუნი არ ჩერდებოდა გაბრიელის მოუსვენრობაზე მეცინებოდა ისე წავედი კარის გასაღებად. გავაღე და ღიმილი სახეზე შემეყინა კარში მია იდგა ჩემს მაგივრად უკვე ის იღიმოდა ფართედ გავშეშდი სახლში უნებართვოდ შემოვიდა აზრზე რომ მოვედი მისაღებში დივანზე იყო მოკალათებული. -კარგად მოეწყე?- ვიცოდი მისი ეს ტონი. ხელში დიდი კოზირი ეჭირა და საცა იყო გამოაჩენდა, ამოაფრქვევდა და განცხრომას მიეცემოდა- სანდრომ რომ მითხრა გაბრიელ გურჩიანთან არისო, ცოტა შოკი მქონდა. ეჭვი შემეპარა ჩემს მიხვედრილობაში, ნუთუ ვინმეს მოეწონა თქო,მაგრამ მალევე მივხვდი რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო -მია, რა გინდა? -რამინდა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან უკვე, ბოლო სიკეთე უნდა გაგიკეთო და გამოგაფხიზლო -ვერ მივხვდი -ხო, არ მიკვირს შენგან. რა უნდა გკითხო იცი?! გადაუშალე უკვე ფეხები? თუ... - მია გაეთრიე -აჰამ, ესე იგი კი. ნუ შენთვის უარესი - მია, ნუ გამამეორებინებ. უკვე მთელი სხეული მიკანკალებდა. ვიცოდი, ვიცოდი რომ ძალიან მატკენდა - არ დაეჭვდი, ასე ესეთ ბიჭს შენ როგორ მოეწონე?! თუ მართლა უმანკო კონკია გგონია შენი თავი?აი ეგ გაბრიელი მამაშენის გოშიაა. მამაშენთან ერთად იჯდა ციხეში და ახლა მისივე დავალებით გაქცევს ყურადღებას-გავიყინე ოღონდ ეს არა, ოღონდ არ იყოს სიმართლე მისი ნათქვამი და ყველაფერი დანარჩენი სიცრუ. ასე არ მომექცე გაბრიელ ასე არ მატკინო -როგორ გაქცევს ყურადღებას ეს უკვე ცალკე საკითხი, მაგრამ ნენუჩი, სანამ თავის ბ**ად გაქცია აზრზე მოდი რა- შენ ეგრე ვერ გაგიმართლებდა ვერაფერი ვუთხარი. კარის გაჯახუნების ხმა გავიგე და ჩავიკეცე ოღონდ ეს არ იყოს სიმართლე ასე ვერ მომექცეოდა გულის არეში საშინელ წვას ვგრძნობდი იქვე დაგდებული ჩემი ტელეფონი კიოდა ვაჩე რეკავდა შემდეგ უკვე გაბრიელი დაახლოებით ნახევარ საათში კარის შემოგლეჯვის ხმა გავიგე უკან რომ მივიხედე გაბრიელი და ვაჩე იდგნენ სახე წაშლილები გაბრიელი მაშინვე ჩემკე წამოვიდა -არ მომეკარო- მის წინ ხელი აღვმართე- არ მომეკარო- კიდევ ერთხელ გავიმეორე და ფეხზე წამოვდექი -ნენე- საოცრად ტკივილიანი იყო გაბრიელის ხმა -გაჩუმდი, ისე გაჩუმდი, როგორც ყოველთვის ჩუმდებოდი ყველა ჩემს კითხვაზე- თავჩახრილი იდგა შემოსასვლელში ვაჩე- შენ ? შენ ვაჩე? იცოდი, ყველაფერი იცოდი, შენ ხომ მნახე იმ ღამეს როგორ ვიყავი, შენ ხომ მითხარი ჩემ გვერდით იქნებოდი, ხომ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... ვაჩე ხომ დამპირდი ხმა არ ამოუღია არცერთს -რა დაგიშავეთ, ვერ ვხვდები რა დაგიშავეთ-გაეთრიე, არ დამენახოთ, ორივე წადით ვყვიროდი ბოლო ხმაზე გაბრიელს ძვრა არ ჰქონდა მხოლოდ ერთ წამს შევხედე თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა ვაჩემ ძალით გაათრია სახლიდან. -თავი ხელში უნდა აიყვანო ნენე, დამშვიდდი-ვუმეორებდი ჩემ თავს და ნივთებს ჩემოდანში ვყრიდი ნინაკოს დავურეკე -მამიდუ, როგორ ხარ- მისი ღიმილიანი სახე გამოჩნდა ეკრანდე- ნენე რა გჭირს -ნინაკო ბილეთებს ვიღებ და მოვდივარ შენთან -ნენე ამიხსენი რა მოხდა, ნუ გამიხეთქავ გულს-წამში გავუქრე ღიმილი სახიდან ჩემს ერთადერთ ადამიანს -ნინაკო- ტირილს ვეღარ ვიკავებდი-ნინაკო გთხოვ ჩამოვალ და მოგიყვები - რამე თუ დაგიშავა ჩემი ხელით მოვკლავ -ნინაკო აეროპორტში მივდივარ და რომ გამოვფრინდები მოგწერ. -კარგი, მამიდა გელოდები. *** არ მახსოვს როგორ წამოვედი სახლიდან როგორ ჩავჯექი თვითმფრინავში მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე ნინაკოს ჩახუტება რომ ვიგრძენი. სახლში მისულებმა ცოტახნით დავიძინე გაბრიელი დამესიზმრა ჩემზე გაბრაზებული იყო და მეუბნებოდა რომ არ მაპატიებდა ტირილით გამომეღვიძა. ნინაკო თავთან მეჯდა და თმაზე მეფერებოდა - სულ გაბრიელის სახელს იმეორებდი - ძალიან მიყვარს, ძალიან მიყვარს ნინაკო. არ მესმის ეს ყველაფერი ტყუილი როგორ უნდა ყოფილიყო, ასე როგორ გამიმეტა - ნენე ამიხსენი რა ხდება, ნუ გადამდგავ ჭკუდაინ - მია იყო მოსული,მამაშენის კაციაო გაბრიელი, ყურადღების მისაქცევად მოგიგზავნაო, ათასი სისულელე მითხრა ნიაკო. ყურებს ვერ ვუჯერებდი - ნენე გაბრიელს არ მოუსმინე? - რა უნდა მომესმინა ნინაკო, რომ მოვიდნენ სახლში მიხვდნენ რომ ვიცოდი, ხმა არ ამოუღიათ.ნინაკო ასე როგორ გამწირა? როგორ ვერ ხვდებოდა რომ შემიყვარდა, როგორ ვერ დაინახა - ნენე, იქნებ ყველაფერი ასე იყო,მაგრამ მერე მასაც... - არ თქვა ნინაკო, ჩემთავს გაფიცებ არ დაასრულო,მხოლოდ ის რომ მამაჩემის დავალებით იყო ჩემთან დანარჩენ ყველა მერეს ფარავს, ნინაკო. მომატყუა ნინაკო. რამოდენიმე დღე საწოლიდან არ ვდგებოდი, ვხვდებოდი როგორ ნერვიულობდა ნინაკო, თუმცა ვერაფერს ვცვლიდი. თურმე სწორედ ახლა ვყოფილვარ ბოლომდე განადგურებული.მხოლოდ გაბრიელზე მეფიქრებოდა და ჩემს მემამიტომაზე. გაბრიელს არ დაურეკავს მხოლოდ ვაჩეს ზარები იყო, რომელსაც არ ვპასუხობდი. 2 კვირა იყო ჩემი ჩამოსვლიდან გასული,მესენჯერში სანდროს ზარი რომ შემოვიდა. მე და სანდროს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. როცა გავიგე რომ გაბრიელს და ვაჩეს სწორედ მანდ უთხრა მომხდარზე, თითქოს მისი მადლიერიც ვიყავი. გამიხარდა რომ ჩემზე იფიქრა, თუმცა იმ ყველაფერს რაც მიამ მომახალა, ვერავინ ეტყოდა თუ არა სანდრო. ვერ ვხსნიდი რაში დასჭირდა ეს. ფიქრებიდან ახლა უკვე შეტყობინების ხმამ გამომიყვანა „სანდრო ვარ, გთხოვ ორი წუთით მიპასუხე, გევედრები“ არ ვიცი რატომ მომდევნო ზარს ვუპასუხე -ნენე, მაპატიე..- ვერწარმომედგინა რომ ამხელა ბიჭს ხმა უკანკალებდა- მაპატიე გთხოვ, არც ბიჭებს და არც შენ, ასე არ უნდა მოგქცეოდით. მიამ გამაჭედინა და ჩხუბისას მე ს**-მა ვითომ დაგიცავი, ის წამოვაყრანტალე რაც არ უნდა მეთქვა. ბიჭები რას როგორ გეტყოდნენ, ეგ ჩემი საქმე არ იყო,ჩემგან და მითუმეტეს მიასგან ეგ ყველაფერი შენ არ უნდა გაგეგო.არ ვიცი, რა გითხრა. არც ვიცოდი შენთან რომ მოვიდა მია, გაბრიელს და ვაჩეს ველაპარაკებოდი შენგან წამოსულმა რომ დამირეკა- გაჩუმდა, მესმოდა როგორ მძიმედ სუნთქვადა- გაჭედა, დედაჩემის სიცოცხლეს გეფიცები ჭკუიდან გადავიდა გაბრიელი, ყველა დღე დაგეძებს, ყველგან შენ გეძებს, გიჟს გავს-უკვე მე ვეღარ ვსუნქავდი- უბრალოდ უთხარი რომ ცოცხალი ხარ გევედრები, არ იცოცხლებს ეგ თავს ნენე, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები მეტს ვეღარ მოვისმენდი მეტად ვეღარ შევიკავებდი თავს გავუთიშე ვეღარ ამოვისუნთქე ვიგუდებოდი ნინაკოს კივილი მახსოვს, მეტი არაფერი ** გონს რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი ღამე იყო ჩემს საწოლზე ნინაკოს ჰქონდა თავი დადებული და ჩასძინებია -მამიდუ -ნენე, ღმერთო- მაშინვე გამოფხიზლდა მამიდა -რახდება? -ვერ სუნთავდი, ჩემო ერთადერთო, ლამის გამეგუდე, ლამის მოვკვდი ნენე - კარგად ვარ ნინაკო, მაპატიე რომ შეგაშინე გთხოვ- ხელებზე ვეფერებოდი ჩემს ნატანჯ ნინაკოს,არა და როგორ ვპირდებოდი ყოველთვის რომ სულ ბედნიერი იქნებოდა -ნენე- ხმა აუკანკალდა ნინაკოს და მზერა ამარიდა - ნინაკო რა ხდება? -ნენე, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ გევედრები მშვიდად იყავი გთხოვ და იცოდე რომ მე შენ გვერდით ვარ,მაგრამ ისეთი რამის გაკეთების უფლებას არ მოგცემ რასაც ინანებ -ნინაკო, რა ხდება მითხარი არ ვიცი რას ველოდები,ფიქრებით მხოლოდ გაბრიელს დავტრიალებდი და ყურებში სანდროს სიტყვები ჩამესმოდა „თავს არ იცოცხლებს ეგ, ნენე“ -ნენე 3 კვირის ფეხმძიმე ხარ ყურებში საშინელი წუილი მესმოდა ფეხმძიმე მე შვილი დედა გაბრიელი მარტო არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა რამდენ ხანს ვიყავი გახევებული არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა აზრზე მოსულმა მაშინვე მუცლისკე წავიღე ხელები იქ ჩემი შვილია ჩემშია მე არც დედა მყოლია და არც მამა არ მოვიშორებ რა თქმა უნდა არ მოვიშორებ ამას ვერ ჩავიდენ მე ვინც ვიცი რა არის უდედაობა,უმამობა ვერ მოვიშორებ მე არცერთი მშობელი არ მყავდა ჩემს შვილს ერთი მაინც ეყოლება -ნენე, მამიდა ხომ გააჩენ მა, მე მოგეხმარები ხომ იცი ყველაფერში რეალობაში მამიდას სიტყვებმა დამაბრუნება თამამად მოვეფერე ჩემს მუცელს. ხელები ისე შემოვხვიე თითქოს ვინმე მიპირებდა იქედან ჩემი შვილის წართმევას -გავაჩენ მამიდა, განა შემიძლია რომ არ გავაჩინო? ჩემი საყვარელი მამაკაცისგან როგორ არ უნდა გავაჩინო შვილი. მერე რა თუ მასთან აღარ ვარ.თავად ვიცი, ვერასდროს გავექცევი მის სიყვარულს ნინაკო.ვერ ვიქნები ისეთი სასტიკი რომ დღევანდელი მდგომარეობის გამო მის შვილზე უარი ვთქვა -ნენე, არ ეტყვი გაბრიელს? ზარივით გაიჟღერა მისმა კითხვამ პალატაში -რომ მითხრას რომ არ უნდა ჩემგან შვილი ნინაკო?რომ მითხრას მოიშორეო? ხომ იცი რომ დამანგრევს მისი სიტყვები, ვეღარ გადავიტან ნინაკო. იმ ღამეს არ მძინებია, მთელი ღამე ჩემს პატარას ვეფერებოდი, რომელიც ჩემი წარმოდგენით ჯერ მხოლოდ ლობიოს მარცვლის ხელა იყო, თუმცა უკვე მეფირქრებოდა როდის ავიყვანდი ხელში. რამდენი მიზანი მქონდა, რამდენი ოცნება. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ყველაფერი ამომიტრიალდა ცხოვრებავში. ალბათ ძალიან გამიჭირება არ ვფიქრობ რომ დედობა მარტივია, მითუმეს იყო მხოლოდ დედა არ მინდა, არ მიყვარს და არ ვიტყვი ჩემს თავზე „მარტოხელას“ ჩემს შვილს მხოლოდ დედა ვეყოლები ალბათ მერე, როცა ძიერად ვიქნები ვეტყვი გაბრიელს, ვეტყვი და ერთხელ მაინც ვანახებ ჩვენს შვილს, რომ იცოდეს რომ სადღაც, ვიღაც მისი სისხლია და ჩემი სხეულის ნაწილი. თუნდაც არ მიიღოს, თუნდაც არ უყვარდეს ვეტყვი. ჩვენ გერმანიაში ვიყავით სუსხიანი დრო იმდენად სწრაფად გადიოდა, თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებდი. ჩემი შვილი ძალიან სწრაფად იზრდებოდა. მე სწავლას იქ ვაგრძელებდი დავდიოდი ენის კურსებზე მეგობრები არ შემიძენია, ისევ მარტო ნინაკო და ახლა უკვე შვილი მყავდა. მერვე თვეში ვიყავი უკვე ზაფხული თუმცა ჰამბურგში ჯერ ისევ სუსხიანი სიცივე იყო. ენის კურსებიდან გამოვდიოდი კაბა და გრძელი მოსაცმელი მეცვა ჩემს გვერდით ჩემი ბერძენი კლასელი იყო, გაკვეთილის მიმოხილვა გვქონდა. მის ნახევრად ბერძნულ და ნახევრად გერმანულ წინადადებებზე მეცინებოდა. გადასასვლელთან ვიდექით და ქვეითების გადასვლის დროს ველოდებოდით. ბავშვობიდან მეშინია გზებზე გადასვლის. ახლა მგონი უფრო გამიმძაფრდა ეს შიში ჩემი უზარმაზარი ჟაკეტი მუცელზე მოვიხვიე და ჩანთა ავიფარე, თითქოს ვაი და რაღაც, ჟაკეტით და აბჯრად აყუდებული ჩანთით, ჩემს ვეებერთელა მუცელს დავიცავ მწვანე აინთოო- წამოიძახა პანოსმა და ნაბიჯი გადავდგი. ის იყო პანოსს თვალი ავარიდა და წინ გავიხედე გზის მეორე მხარეს ის დავინახე უზარმაზარი ვიტრინის წინ იდგა და მიყურებდა ის იყო ბევრჯერ მომჩვენებია ბევრჯერ მისკენ გავქცეულვარ და როცა ვუახლოვდებოდი ყოველჯერზე ქრებოდა მაგრამ ახლა ის იყო ნამდვილად იყო მივდიოდი წინ და თვალს ვერ ვაშორებდი შეცვლილი იყო თითქოს ჭაღარებიც უფრო შერევია თვალებიც ჩაქრობია ისევ შავები ეცვა ხელები მოსაცმელის ჯიბეებში ელაგა წელში მოხრილიყო ეს სხვა გაბრიელი იყო ის გაბრიელი,რომელიც არასდროს მენახა უკვე რამდენიმე ნაბიჯი მქონდა დარჩენილი ჩვენს შორის მზერა ჩვემს გვერდით მომავალ პანოსზე რომ გადაიტანა არ იფიქრო არ გაბედო გაბრიელ არ დაიჯერო რომ დაგივიწყე რამდენიმე ნაბიჯიც გაჩერდი გთხოვ არ გაქრე უეცრად ვიღაცამ მხარი გამკრა და გეფიცებით გეიფცებით სულ ერთი წამით მოვწყვიტე თვალი და ის აღარ იყო ნუთუ ისევ მომეჩენა მაგრამ არა ჩემს ფიქრებში ასეთი არასდროს ყოფილა გაბრიელი, ვერ მომეჩვენებოდა რამოდენიმე ხანს ვიდექი სწორედ იქ სადაც ის იდგა წამების უკან.გარშემო ვეძებდი,მაგრამ არსად იყო მართლაც გაქრა. იმ ღამით, ვერაფრით მოვისვენე ბავშვიც მთელი ღამე მირტყავდა -გრძნობ დედი ხო? ყველაფერს გრძნობ დე ვერ მოვისვენე ამდენი ხნის შემდეგ ვაჩეს ნომერი მოვძებნე და დავრეკე პირველივე ზარზე მიპასუხა -ნენე-სადღაც შორიდან, მომესმა ვაჩეს ხმა,ვერ გეტყვით რა ემოცია იგრძნობოდა მასში, ბედნიერების, შვების, გაოცების არ ვიცი... -ნენე, გესმის?-უკვე საოცრად ტკივილიანი იყო ვაჩეს ხმა -აქ არის? - არ ვიცი ნენე, არ ვიცი სად არის-მივხვდი რომ დიდი ტკივილი მიაყენა ამ კითხვამ ვაჩეს- დიდხანს გეძებდა, ნენე, მართლა უყვარხარ, ნენე მე ვიყო ბ***შვილი ნენე, პირველივე წამიდან უყვარდი, სულ დარდობდა,რომ გაიგებდი რას იზავდი-დამეფიცება ვაჩე ტიროდა- ნენე, ჭაობშია ძაან, ხან სად ვპოულობ ხან სად. გვაპატიე გთხოვ რა ნენე, ხო ვიცი რო შენც გიყვარს ნენე, ვერ გაქაჩავს ეგ უშენოდ მე ჩემს შვილს ვეფერებოდი, რომელიც მოუსვენრად მინგრევდა შიგნიდან სხულს ნეტა რისი თქმა გინდა დე, ნეტა რას მიმანიშნებ -ნენე, ჩამოდი რა...დაგიჩოქებ ოღონდ შენ ჩამოდი, ჩამაკვდება ხელებში.ორი თვეა არსად არ ჩანს,გაქრა ტიპი ნენე. ყველა დღე ველოდები ზარს რო სადმე მკვდარს მივაკითხო ნენე, გევედრები ყურმილის ორივე მხრიდან მხოლოდ ტირილი ისმოდა რა ჩავიდინე სოწრად მოვიქეცი?! მე მთელი ეს თვეები ჩემი შვილი მყავდა მისი მონატრებისგან თავის საშველად ის კი მარტოა... აღარაფერი მითვაქმს ისე გავუთიშე ვაჩეს. მხოლოდ იმიტომ ვიყავი კარგად რომ ჩემს შვილს არაფერი დაშავებოდა, მხოლოდ ეს მაცოცხლებდა მხოლოდ შენით ვსუნთქავ დე, მხოლოდ შენთვის ვარ დე... 11 დღე იყო დარჩენილი, როგორც ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა მშობიარობამდე ბოლომდე არ მინდოდა გამეგო ვინ იყავი დედი ჩემთვის არც ქონდა მნიშვნელობა მთავარია რომ ჯანმრთელი იყო ყოველთვის ვამბობდი რომ პირველი შვილი აუცილებლად ბიჭი მინდოდა მყოლოდა და შემდეგ გოგო, რომ ჩემს კიკინებიან გოგონას უფროსი ძმა ჰყოლოდა და ერთმანეთი სამყაროს კიდეებამდე ჰყოფნოდათ და ყვარებოდათ. ახლა მეშინია მეშინია რომ თუ ბიჭი იქნება გაბრიელის ასლი იქნება, მეშინია რომ ჩემს სიყვარულს მის მიმართ ყოველი შეხედვისას ტკივილი არ მოჰყოლოდა, შენი მამიკოს მონატრებით დედი მაგრამ განა გავექცეოდი ამ განცდას? ალბათ უაზრო აკვიატებაა. ** -ნინაკო, შეეშვი მე დავრეცხვა ჭურჭელს-ვახშმის შემდეგ ნიჟარასთან მდგარ ნინაკოს თეძო მივკარი და ონკანი მოვუშვი -ჩემო ღიპუცა, მამიდას ბურთო, მიდი წამოწექი შენ, არ გადაიღალო თავი რა-მუცელზე მეფერებოდა ნინაკო -ენრეგიაზე ვარ ნინაკო, მაცადე, ხვალ რომ გავიღვიძებ მაღაზიებში უნდა გავიარო,სამშობიაროდ რაღაცები მაქვს საყიდელი -ხომ გითხარი ბოლო დღემდე არ მივიყვანოთ თქო,ჯიუტი თხა რომ ხარ. ბე, იმედია დედაშენს არ დაემსგავსები ამ სიჯიუტით- მუცელზე წრიუად მისვავდა ხელებს ნინაკო და თან ჩემს შვილს რჩევა დარიგებებს აძლევდა. ნინაკოს საყვარელი ჭიქა გამივარდა და დამემსხვა -ნინაკო საშინელი ტკივილი ვიგრძენი -ნენე, ნენე შემომხედე- სახეზე ცივ ხელებს მადებდა და ჩემს გამაგრებას ცდილობდა ** ყველაზე ტკივილიანი და ყველაზე ტკვილი წუთები სწორედ ეს იყო. პირველად გულზე რომ დამაწვინეს შენი თავი დე პირველად რომ გავიგე შენი ხმა პირველად რომ შენი ვარდისფერი ხელები სახეზე უნებდლიედ მომისვი -მადლობა დე-პატარა ხელზე გაკოცე და გონება დავკარგე. ** რომ გამომეღვიძა პალატაში ვიყავი -მამიდა, გილოცავ ჩემო სიცოცხლევ-შუბლზე მკოცნიდა ნინკაო- იცი როგორ სუქანაა მამი, სულ სულ ნაკეცები აქვს და ისეთი სერიოზული სახით იყურება, თითქოს და დიდი კაცი ვალო -ბიჭია? ვიცოდი, გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ბიჭი იქნებოდა. ისიც ვიცი რომ მამის ასლი იქნებოდა ყოველ წამს მისი სახით თვალწინ გაბრიელი მეყოლებოდა უცებ მომესმა ჩემი შვილის ტირილი, ექთანმა პალატაში სწორედ ამ დროს შემოიყვანა დიდი ცომის გუნდა მკლავებში რომ ჩამიწვინეს, მაშინ ვიგრძენი სიცოცხლე ჯერ კიდევ იმ წამიდან თვალწინ გაბრიელი დამიდგა, პირველად წარბშეკრულმა რომ შემომხედა, ზუსტად ისე მიყურებდა ჩემი პატარა გაბრიელი -რას დაარქმევ მამდ -დანიელი, დანიელ გურჩიანია - ბე,ბებოს დანიელ -ნინაკო, რა ლამაზია ხო? -ძალიან ლამაზია, ნენე -ნინაკო, როგორ გავს იცი გაბრიელს, ყველა ნაკვთი მისი აქვს, ყველა ნაკვთი -ნენე, რას აპირებ -არ ვიცი ნინაკო,არ ვიცი -დამშვიდდი მამიდ, მოისვენე, მოძლიერდი და მოვიფიქროთ ** დანიელი უკვე შვიდი თვისაა ყოველ დღე სულ უფრო ესმგავსება გაბრიელს სუნიც კი მისი აქვს იმდენჯერ ჩავხუტებივარ და დამიძახია მისთვის გაბრიელი ისე მომაჩერდებოდა ხოლმე ხანდახან თვალებში, როგორც მამამისი მაშტერდებოდა, სუნთქვაც კი რომ მავიწყდებოდა ხოლმე აღარსად მომლანდებიხარ მაგრამ ყოველთვის გეძებ ** მზიანი ამინდი იყო დანიელი სკვერში მყავდა გაყვანილი ისეთი პუტკუნა იყო, არავინ იჯერებდა რომ მხოლოდ მე-8 თვეში იყო -ნენე- გავიგონე ჩემი სახელი და ინსტიქტურად უკან მივიხედე ჩემს წინ სანდრო იდგა წაშლილი სახით და არეული ფიქრებით ჩემამდე რომ მოვიდა თვალები უკვე ცრემლიანი ჰქონდა დანიელი ხელში მეკავა სანდრო ჯერ მე მიყურებდა და შემდეგ დანიელს -არ გინახივარ მხოლოდ ეს ვუთხარი და იქედან წამოვედი უკან რომ მივიხედა, სანამ ქუჩაზე შევუხვევდი, სანდრო ისევ იქ იდგა სადაც დავტვე თავზე ხელები ჰქონდა შემოწყობილი და ადგილზე იყო ჩაკეცილი. ორ დღეში მესენჯერში მიასგან შემომივიდა ზარი კამერით მირეკავდა რამდენჯერმე არ ვუპასუხე რომ აღარ გაჩერდა გული უკვე ცუდს მიგრძნობდა ყურმილი ავიღე კამერიდან მია მიყურებდა ძალიან ჩაწითლებული თვალებითა და აშკარად ნამტირალევი -ნენე კამერა არ ჩამირთავს -ნენე დამენახე გთხოვ - რამე დაგრჩა სათქმელი ? - სანდრო ჩამოვიდა გამთენიისას ნენე, მითხრა რომ გნახათ. არ მივცემდი უფლებას რომ ჩემს შვილზე რაიმე ისე ეთქვა კამერა ჩავრთე და აივანზე გავედი - ნენე, მართალია რაც სანდრომ მითხრა? - რაში გაინტერესებს მია? ისედაც ხო იცოდი რომ მამაჩემის გოშიას ფეხები ავუწიე, რა დაგრჩა სათქმელი, ახლა რითი უნდა მოიოხო გული, ახლა რაღა უნდა დამინგრიო? არ გეყო მია? არ გეყო რომ ჩემი შვილი უმამოდაა? არ გეყო რომ ერთადერთი ბედნიერება დამაკარგინე? არ გაბედო მია, არ გაბედო და ჩემს შვილს არ შეეხო, ჩემ შვილზე სიტყვა არ დაძრა მია. იქონიე ნამუსი და დაეტიე შენს ცხოვრებაში. - ნენე, სულელურად მოვიქეცი, იცი როგორ ვნანობ? - ნანობ?! შენ მია? არა და მე მგონია რომ ძალიანაც ბედნიერი ხარ ჩემი გაუბედურებით, შენი ბრალია, მხოლოდ შენი ბრალია რომ ჩემი შვილი 8 თვისაა და მამამ მისი არსებობაც კი არ იცის, შენი ბრალია რომ არ ვიცი,როდის ჩამოვირეცხავ ნამუსს, როდის მოვიკრებ ძალას რომ გაბრიელს შევხვდე და პატიება ვთხოვო რაც შენ გამო, გამოქცევის შემდეგ გამოვატარე, ყველაფერი შენი ბრალია მია. გეცადა, ვყოფილიყავი სულელური, მგონებოდა, მოვეტყუებინე რა გინდოდა მია, ასეთი რა დაგიშავე დღემდე ვერ ვხვდები ამდენიხნის მაძლიზე პირველად გამოვტყდი თუ რის გამო ვერ მივდოდი გაბრიელამდე, პირველად ვაღიარე, პირველად ამოვთქვი. ჩემს ყვირილზე დანიელს გაეღვიძა და ღამის სიჩუმეში მისი მჭექარე ტირილი შემოიჭრა -უნდა წავიდე, ძალიან გთხოვ, აღარ დამირეკო მაშინვე გავთიშე კამერე და ატირებული დანიელი მკერდზე მივიხუტე -ჩუ დე ჩუ... დედა კარგადაა, დედა შენთანაა ** მეგონა დროთა განმავლობაში დანიელი მომცემდა ძალას რომ შენთან მოვსულიყავი მაგრამ შევცდი, რაც უფრო იზრდებოდა დანიელი, მით უფრო მეტად მიჭირდა, ვუყურებდი მას და ყოველ მის ნაცხოვრებ დღეზე ისე რომ შენ არც კი იცოდი შვილის არსებობის შესახებ უფრო მტკიოდა. 21 ივლისია დღეს ჩვენი შვილი 1 წლის გახდა გაბრიელ უკვე ორი კბილიც აქვს სასაცილოდ ამოსული სულ იცინის, მაგრამ წარბები მაინც სულ შეკრული აქვს არაფერში მე არ მგავს, ყველაფრით შენი ასლია მხოლოდ მისით ვიტან შენ გარეშე გადატანილ უკვე თითქმის 2 წელს. მიყვარხარ ** ნინაკოს ზარს ველოდებოდი, საკონდიტროში იყო და ტორტი უნდა ამერჩია ჩემი ბიჭისთვის დანიელს ჯერ კიდევ არ ეძინა შუადღის ძილით საწოლზე მიგდებული ტელეფონის მომლოდინე ხმაც გაისმა იმ დროს უკვე დანიელმა კარგად იცოდა კისერზე ხელის შემოხვევა და წელსაც კარგად იმაგრებდა ტელეფონის ხმაზე ისე სასაცილოდ გაიჯგიმა ერთ სიცოცხლედ ღირდა მისი ყურება -ჰოუ -კრანს თითი გავუსვი და კამერაში გავიპრანჭეთ დედა-შვილი ეკრანზე ვაჩე რომ დავინახე, მიწა ლამის გამისკდა არასდროს დამავიწყდება მისი სახე - ვაჩე ტიროდა, ამხელა ბიჭი მიყურებდა და ტიროდა, ხმით ტიროდა. გულში ტკივილი ვიგრძენი რაღაც ისე არ იყო რაღაც ხდებოდა - ნენე, ჩამოდით მხოლოდ ეს მითხრა მერე გაჩუმდა და ცოტახანში გამითიშა არ მახსოვს როგორ ჩავალაგე დანიელის რამოდენიმე ნივთი როგორ ავიღე ბილეთები როგორ წავედი აეროპორტში და როგორ ჩამოვფრინდი საქართველოში ვიცოდი რომ რაღაც ცუდი მოხდა, ვაჩე ისე არ დამირეკავდა მეშინოდა რომ დაურეკეს, დაურეკეს და უთხრეს ის რისიც ასე ძალიან ეშინოდა. მთელი ფრენის განმავლობაში დანიელს არ ეძინა დაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაეძინე მხოლოდ ჩემს გვერდით ვიღაცას ტელეფონი ქონდა ჩართული,ძალიან სუსტად მაგრამ მაინც გავიგე გაბრიელ გურჩიანი ავარია არაფხიზელ მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატი კრიტიკული მდგომარეობა არ დამტოვო დავბრუნდი არ დამტოვო შენთან ვარ ახლა არ დამტოვო ახლა არ წახვიდე შენთან მოვდივარ გაბრიელ... ____ უამარვ ხალხში უიმედოდ ვეძებდი ვინმე ნაცნობს. არ ვიცი ვისი ან რისი მოლოდინი მქონდა. დანიელი გულზე მყავდა აკრული და უიმედოდ მივემართებოდი გასასვლელისკე,როდესაც უამრავ ხალხში ნაცნობი მზერა ამოვიცანი. ვაჩე იდგა გასასვლელში იმდენად დაპატარავებული, დადარდიანებული,ერთხანს დავფიქრდი ნამდვილად ის იყო თუ არა. ვაჩე იყო არ ვიცი იქ საიდან გაჩნდა. რა იცოდა რომ ჩავიდოდი. ფაქტი ერთია. იქ ჩემს გამო იყო. ყველაზე მტკივნეული იყო ჩვენს შორის დარჩენილი ნაბიჯების გადადგმა,ვინაიდან ვაჩე იმ ყველაფრის ნაწილი იყო რაც მე 2 წლის წინ საქართველოში დავტოვე და რაღაც მხრივ მის მიმართაც მქონდა დანაშაული,ისევე როგორც გაბრიელთან. ორი ნაბიჯი იყო ჩვენს შორის მანძილი. ცრემლმორეული ჯერ მე მიყურებდა შემდეგ კი ჩემს მკლავებში გატრუნულ დანიელს. შევამჩნიე როგორ უნდოდა ჩამხუტებოდა,ჩემკენ დაძრული მკლავები მალევე შეაჩერა და სახე გააბრუნა. არ ვიცი ეს ჩემდამი ბრაზის გამო იყო ალბათ.იმ წამს მხოლოდ ამას მივაწერე მისი „ვერ გაბედილი“ ჩახუტება. -სახლში წაგიყვანთ ნენე-ხელიდან ჩემოდანი ამართვა და გასასვლელისკე მიმანიშნა. უხმოდ ვისხედით მანქანაშაში. ვაჩე საჭეს მართავდა მე და დანიელი უკანა სავარძელზე ვიყავით მოკალათებული. ჩვენს სიჩუმეს მხოლოდ დანიელის ლუღლული ფანტავდა. ვხედავდი სარკეში პერიოდულად როგორ გამოხედავდა ხოლმე დანიკუს და მერე თვალებს ხელით ძლიერად იფშვნეტდა. დანგრეული იყო იმ წამს ვაჩე. განადგურებული. მხოლოდ მაშინ გავიაზრე სად ვიყავით, ბინის კართან რომ ვიდექი. ვაჩემ გასაღები გადაატრიალა და ზუსტად იმ სახლში შევედი, იმ სივრცეში,რომელიც 2 წლის წინ განადგურებულმა დავტოვე. ყველაზე მეტად სახლში შებიჯება გამიჭირდა. ყველაფერი ისევ ისე იყო. თითქოს ჩემს შემდეგ სახლში არავის უცხოვრიაო. მე ცრემლებს ვეღარ ვმალავდი. იმ მცირე დროში რამდენი ჩვენ დაგვიტია გაბრიელ ამ კედლება, რამდენი ბედნიერი წუთი, დღე... პირველად რომ აქ გავიღვიძე მაშინ ვფიქრობდი,რომ სახლში ყველა დეტალი შენ გგავდა, ახლა კი ვფიქრობ, ყველა წვრილმანი ჩვენ გვგავს. ვაჩე იქვე დივანზე ჩაეშვა დანიელი უკვე აღარ ისვენებდა ხელში და ძილნაკლული უკვე ჯუჯღუნებდა. -ვაჩე,დავაძინებ უცებ და ვისაუბროთ კარგი?-უხმოდ დამიქნია თავი და მეც საძინებლის კარი შევაღე. გაბრიელის სურნელი მთელს ტანში ერთბაშად დამიარა მისმა მონატრებამ ყველა მისი ნაკოცნი ადგილი ამეწვა სხეულზე. როგორ მომნატრებიხარ. როგორ მაკლიდი. დანისთან ერთად საწოლზე მივწექი.პატარა სხეულზე ავიკარა და სასაცილოდ დაყრილ კუკულებზე ფერება დავუწყე. მახსოვს როგორ გიყვარდა,როცა თმაზე გეფერებოდი. როგორ მინდოდა იმ წამს შენც ჩვენს გვერდით წოლილიყავი. არ ვიცი,დანიმ რაიმე იგრძნო, არ ვიცი მხოლოდ მგზავრობით იყო დაღლილი თუ შენმა სუნმა ისიც გააბრუა,მაშინვე მილულა თვალები. ფრთხილად დავაფარე და საწოლიდან წამოვდექი. ვიცოდი რომ ვაჩესთან არც ისე მარტივი საუბარი მელოდა. საძინებლის კარი ფრთხილად გამოვიხურე და მისაღებში გავედი. ვაჩეს გვერდით დივანზე ჩამოვჯექი. ის კადრები დამიდგა თვალწინ ბოლოს რომ გნახე, გახევებული. შენი ჩაწითლებული თვალები მახსოვს. როგორ არ მიდიოდი სახლიდან. როგორ არ მტოვებდი. -რესპუბლიკურში წევს-ვაჩეს ჩახლეჩილი ხმა გაისმა სიჩუმეში მეტკინა -წუხელ გაუკეთეს მე-4 ოპერაცია ხერხემალზე, იმედებს ვერ გავძლევენ რომ...-ბოლომდე გაუტყდა ხმა ვაჩეს,ვხვდებოდი როგორ უჭირდა სათქმელის ამოშვება-რომ ისევ გაივლის...რომ საერთოდ გონს მოვა,მხოლოდ იმას ამბობენ რომ უნდა დაველოდოთ,რომ ყველაფერი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული. სახეზე ხელებს ვიფარებდი რომ ხმა არ ამომეშვა, რომ არ მეღრიალა ტკივილით. ყურებში გაბმული წუილი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი. რა ჩავიდინე. -ჩემი ბრალია- მძლივს ამოვთქვი-ყველაფერი ჩემი ბრალია ვაჩე -ჩუ...- ჩემკე მობრუნდა და ხელები შემომხვია- არაა შენი ბრალი ნენე, არაფერია შენი ბრალი.- თავზე ხელს მისვავდა ვგრძნობდი ჩემს ცრემლებთან ერთად მისი ცრემლებიც როგორ მეცემოდნენ მხრებზე-ასე არ უნდა მომხდარიყო, არცერთი არ იმსახურებდით იმ ყველაფერს, რისი გადატანაც მოგიწიათ. -მისი ნახვა მინდა ვაჩე -წავიდეთ, დამშვიდდი და წავიდეთ კაი? ** აივანზე ვიყავით და ვეწეოდით არ მინდოდა დანიელის იქ წაყვანა ვაჩეს დედას ველოდებოდით რომ მოსულიყო და დანიელთან დარჩენილიყო. მძინარე დანიელს ვუყურებდი აივნიდან,ისე როგორც გაბრიელმა იცოდა ხოლმე ჩემი ყურება -ძალიან გავს გაბრიელს -ხო, ხანდახან ისე მიყურებს ხოლმე, მგონია რომ ისაა -არ იცის გაბრიელმა,მაშინ გერმანიაში ის იყო.დიდიხანი იცოდა რომ იქ იყავი, მაგრამ არ ჩამოდიოდა, ვერ მოდიოდა შენამდე.ხომ ანახებ დანიელს? ნენე ხომ აღარ წახვალთ?-მომიბრუნდა ვაჩე -არ ვიცი ვაჩე, არ ვიცი რას ვაპირებ, მხოლოდ ის ვიცი რომ ახლა აქ უნდა ვიყო, ისიც არ მახსოვს როგორ მოვედი აქამდე,მხოლოდ ის ვიცი რომ რომ არ ვნახო და არ გავიგო რომ კარგადაა მოვკვდები.მაგრამ მეშინია, მეშინია რომ ისეთი აღარ დამხვდება,რომ არ მაპატიებს ამ ორ წელს,რომ არ ვუნდოდე ვაჩე? -სისულელეა ნენე, გაბრიელი გაღმერთებს,დანიელზე რომ გაიგებს გაგიჟდება ნენე. თავი რომც გაიგიჟო არსად გაგიშვებთ. არც მე აღარ მოგცემ წასვლის უფლებას. მალე მოვიდა ვაჩეს დედაც. პირველად ვტოვებდი ჩემს ბიჭს. კვლავ ეძინა და ჩვენც აღარ დავყოვნდით. მანქანაში კვლავ ჩუმად ვისხედით. საავადმყოფოს რომ მივუახლოვდით მთელი სხეული მიკანკალებდა. არ მახსოვს როგორ შევედით. კიბეზე ასვლისას ვაჩეს ხელები ვიგრძენი,რომელიც სიარულში მეხმარებოდა. მოსაცდელში უამრავი ხალხი იყო. ბევრი უცნობი და რამდენიმე ნაცნობიც. სანდრო მაისურაძე კედლის ძირში იყო ჩაკეცილი,მის გვერდით კი მია იჯდა... ყველაზე მეტად ქეთა გამიკვირდა,სკამზე ჩაწითლებული თვალებით იჯდა და ფეხებს ნერვიულად ათამაშებდა. ახლა არ მქონდა არცერთზე ფიქრის თავი. არ დამავიწყდება მათი სახეები ჩემი დანახვისას. გონს ძლიერი ხელების მოჭერამ მომიყვანა, სანდრო იყო. ძლიერად მეხვეოდა და ბოდიშებს მიხდიდა ჩურჩულით. სიტუაცია იმ წამს პალატიდან გამოსულმა ექიმმა კიდევ უფრო დაზაფრა -ერთ მნახველს შეუძლია შესვლა მომენტალურად შევხედე ვაჩეს, თითქოს ნებართვას ვთხოვდი. იმ წამს წამოდგა სკამიდან ქეთაც,რომელიც აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა ჩემი სახელი წარმოთქვა და ქეთას სიტყვის წარმოთქმის უფლება არ მისცა -ნენე შევა მასთან. არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ მისი მადლობელ ვიყავი. ვგრძნობდი უამრავ დაჟინებულ მზერას. პალატამდე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ ვბედავდი მარტო. ვაჩეს ფაქტობრივად ხელით დავყავდი. და მე მოვედი შენთან. არ ვიცი რა დამავიწყებს ამ სურათს ჩემი საყვარელი მამაკაცი საწოლზე იწვა უამრავი მილებით. უამრავი ჩალურჯებებით. პალატაში მოწყობილობების საშინელი წრიპინი ისმოდა. როგორ მიყვარდა გაბ, შენი მძინარე ყურება, მაგრამ არა ახლა და არა ასე. მძლივს გავბედე შენი შეხება. ისეთი ცივი იყო გაბ, შენი თითები სული გამეყინა. როგორ მინდა ახლა თვალები გაახილო, მხოლოდ ერთხელ შემომხედო და მერე თუნდაც მოვკვდე. ოღონდ ისევ ისე შემომხედო, ისევ ის სიყვარული დავინახო გაბ შენს თვალებში. ფრთხილად გახებ სახეზე აკანკალებულ ხელებს. მგონია რომ რამეს გატკენ თუ შეგეხები. როგორ მაკლდი გაბრიელ. როგორ მენატრებოდი. -გაბრიელ,აქ ვარ გიჩურჩულე ყურთან -აქ ვარ, შენთანვარ შუბლზე კოცნებს გიტოვებ -დამიბრუნდი, გაბრიელ -ნენე- ვაჩეს ხმა მომესმა კარიდან. არ ვიცი რამდენი დრო იყო გასული რაც გაბრიელის მკერდზე მედო თავი და მის სუნთქვას ვითვლიდი - დედაჩემმა დარეკა, დანიელი ტირის და ვერ აჩერებს ბოლო კოცნა დაგიტოვე და დაგტოვე. მოსაცდელში გამოსულს უკლებლივ ყველა იქ დამხვდა, ქეთას გარდა. ის კაცი, ისევ იქ იყო. თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა მასთან ჩავიმუხლე მაშინვე ამომხედა საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა -მადლობა აშკარად გააოცა ჩემმა ნათქვამმა. ერთხანს მე მიყურა, შემდეგ კი მზერა ჩემს უკან მდგომ ვაჩეზე გადაიტანა. -ნენე- მხარზე ხელი დამადო ვაჩემ და წამომაყენა-წავიდეთ ნენ, სახლში უკვე კიბეებზე ვაპრებდით ჩასვლას, სანდროს ხმა რომ მოგვწვდა -შეიძლება წამოვიდეთ ჩვენც? მის ზურგს უკან მდგომი მია დამფრთხალი თვალებით მიყურებდა. -მხოლოდ ცოტახნით ნენე, გთხოვ არაფერი მითქვამს, მხოლოდ თავი დავუქნია. მთელი გზა უკან მოგვყვებოდნენ მანქანით. სახლში ერთად ავედით. მთელ სახლში დანიელის ტირილი ისმოდა. -აი მოვიდა დედიკო, ბე- ჩემკენ შემოაბრუნა ქალბატონმა ქეთიმ დანიელი და როგორც კი დამინახა უფრო უმატა ტირილს და მთელი ძალით ჩემკე იხრებოდა. -დე, რატო ტირი დედიკო- მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი და ჩემი შვილი ხელში ავიყვანე. ტირილს კვლავ არ წყვეტდა, თავისი პატარა ხელებით სახეზე მეფერებოდა, თითქოს რწმუნდებოდა რომ მე ვიყავი, მერე თავი კისერში ჩამირგო და ჩუმად დაიწყო ჩემს უკან გახევებული ვაჩეს, სანდროს და მიას თვალიერება. -ქალბატონო ქეთი, ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ ძალიან გაგაწვალათ . პირველად დავტოვე -რას ამბობ ნენე, გაბრიელის პატარაობა. ალი-კვალი მამამისია ტირილითაც კი- ჩასუქებულ ხელზე აკოცა დანიელს და დაგვემშვიდობა. სახლში კვლავ მხოლოდ დანიელის ლუღლული ისმოდა არავინ აპირებდა საუბრის დაწყებას. ჩანთიდან დანის საჭმელი ამოვიღე და მომზადება დავიწყე -მოგეხმარო?-უკნიდან მიას ხმა მომესმა არ ვიცოდი რა მეთქვა, საერთოდ იმასაც ვერ ვხვდებოდი აქ რატომ იყო. არაფერი მქონდა მისთვის სათქმელი და არც მისი მოსმენა მინდოდა. დანიელმა რომ გაუცინა, თითქოს რაღაც ჩამწყდა გამახსენდა წლების წინ ჩემი, ქეთას და მიას შეთანხმება ერთმანეთის მეჯვარეობასა და ნათლიაობაზე-მია ჩემი მეჯვარე და დანის ნათლია უნდა ყოფილიყო. მისკენ შევბრუნდი, თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ალბათ ვერასდროს ვაპატიებდი, იმ ღამეს, რომლის გამოც მე გაბრიელი ვიპოვე და ვერც იმ დღეს, როცა დამაკარგინა. -შეგიძლია აიყვანო? აშკარა იყო არ მოელოდა. აქამდე ვფიქრობდი რომ ჩემს შვილთან მიკარების საშუალებასაც არ მივცემდი, მაგრამ იმ მომენტში,არ ვიცი რა ძალამ მაიძულა ეს მეთქვა. ჩემდა გასაკვირად დანიელიც მისკე გადაიხარა და ხელები გაუწოდა-თანახმა იყო მის ხელებში მოკალათებაზე. სანამ საჭმელს ვუმზადებდი, ვხედავდი როგორ უკოცნიდა მია თითებს, დანი კი თმას აწიწკნიდა, მოსწონდა მოკლე თმა გოგონებზე. -დე, დანიკუ, ვჭამოთ ფია?-ჩემს ჩასუქებულ შვილს თვალები გაუბრწყინდა და მიას მკლავებიდან გადმოხტომას ლამობდა. ჭამის პრობლემა არასდროს გვქონია, მუდამ გემრიელი ჭამა იცის. მალევე შეჭამა მისი ფაფა და უკვე ძილიც ერეოდა. -დავაძინებ და გამოვალ- ოთახში მყოფთ დანიმ უეცრად ხელი დაუქნია და მამის საწოლში, მუცელმაძღარს, კვლავ უპრობლემოდ ჩაეძინა. -უნდა იცოდეს-მიას აკანკალებულმა ხმამ, ხელი კარის სახელურზე შემიტოვა. ისევ რაღაც აქვს სათქმელი და ისევ ძალიან მატკენს. - რა უნდა ვიცოდე მია?- კარი გამოვიხურე და მისაღებში შეკრებილთ მოვავლე მზერა. საუბრის დაწყებას არავინ ჩქარობდა. იმ წამს ქეთა გამახსენდა საავადმყოფოში. მისი შეყინული სიტყვები და მერე გაქრობა. - ქეთა არ ამოვა?- სწორედ ის კითხვა დავსვი რამაც წამში ყველაფერს ახადა ფარდა. ოთახში მყოფების სახის ალეწვამ და ისევ სიჩუმემ -ნენე მისმინე- მძიმედ დაიწყო ვაჩემ - რამდენი ხანი? -რომ არ დავმჯდარიყავი ალბათ დავეცემოდი- რამდენი ხანი უშალა შენმა დაქალმა ჩემი შვილის მამას ფეხები მია? რა იყო მე მომიყვანე ორი წლის წინ გონს და ქეთა არა?-მია მზერას არ მისწორებდა-ერთადერთი ადამიანი, რომელიც შემიყვარდა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მყავდა და რომელთანაც ყოფნაც კი არ შემარგეთ, მაინცდამაინც ის მოეწონა შენ ძვირფას ქეთას?რაიმე ისეთიც ხომ არაა რაც უნდა ვიცოდე მაგალითად ოჯახი, ბეჭედი ან საერთოდ ბავშვი? საერთოდ აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ ვაჩე? -ნენე,არაა ყველაფერი მასე -რა არაა ყველაფერი მასე? ამიხსენით მაშინ რა ჯანდაბა ხდება აქ, რატომ ვიგებ რომ ჩემი დაქალი, ბოდიში, ყოფილი დაქალი, ჩემი შვილის მამასთანაა?იქნებ სანამ ჩამოსვლას მთხოვდი მანამდე გეთქვა ვაჩე ეს ყველაფერი და ასე მასკარადში არ მოგეყვანე. -ნენე, გაბრიელისთვის არასდროს არაფერს ნიშნავდა ქეთა-საუბარი მიამ დაიწყო- ბევრჯერ ვუთხარი ქეთას და თავადაც იცოდე რომ გაბრიელს შენ უყვარდი, იცოდა რომ მის თვალში არასდროს არაფერს წარმოადგენდა.ყველაფერი მშვენივრად იცის. პირველად გაბრიელი ბარში იპოვა მთვრალი და სახლში წამოიყვანა. დილით სახლიდან გამოაგდო გაბრიელმა, მაგრამ არ დაიშალა.შეუყვარდა. -მერე გაბრიელი სულ მთვრალი იყო ნენე, ხან სად ვპოულობდით და ხან სად, საღ გონებაზე აღარც იყო, არც დღე და არც ღამე ვერ ვხარშავდი იმ ყველაფერს რასაც ვისმენდი ყველაზე მეტად ის მკლავდა რომ გაბრიელი სხვას ეხებოდა და თანაც ოდესღაც ჩემს უახლოეს ადამიანს. რომ ჩემ გარდა სხვაც უნდოდა რომ ვიღაც ცდილობდა ჩემს დავიწყებას მისთვის -ფიქრი მჭირდება-აივანზე მოსაწვედა გავედი. გავიგე როგორ დატოვეს სახლი. არ ვიცოდი რა უნდა მექნა რა იყო სწორი და რა არასწორი. უნდა ვყოფილიყავი თუ არა ისევ აქ, გაგებულის შემდეგ გვიან დანიელს მივუწექი და მძინარეს დავუწყე ფერება. კარი ლამის რომ ჩამოიღეს. წამიერად მეგონა რომ გაბრიელი იყო მეგონა რომ იმ კარს იქით ის დგა და მიუხედავად ყველაფრისა მზად ვიყავი მთელი ძალით მომეხვის ხელები. ბრახუნი არ წყდებოდა. საღამურებითვე გავედი კარის გასაღებად და ზღურბლზე ქეთა შემრჩა ხელში. სახლში დაუკითხავად შემოვიდა და მისაღებში ნერვიულად სიარული დაიწყო -ნენე წადი, უკან წადი ნენე - ერთბაშად თითქოს მოთხოვნაც იგრძნობოდა მის ხმაში და ვედრებაც. -ყველაფერი შენ გამო დამართა თავს, შენ გამო წევს ახლა იმ საწოლზე- ნელნელა ხმას უწევდა ქეთა რა უნდა მეთქვა,არ ვიცოდი ვუყურებდი და მეცოდებოდა, ვიცოდი რა იყო გაბრიელის სიყვარული და მეცოდებოდა. -ნენე,უბრალოდ წადი რა.აქ რა დაგრჩენია წადი-უკვე ყვიროდა. საძინებლიდან დანიელის ტირილი შემომესმა და მაშინვე მისკე წავედი. -დე, ჩუ... აქ ვარ-გულზე მივიხუტე ჩემი შვილი. კარის ზღურბლზე ქეთა იდგა და აშკარა იყო რომ არაფერი იცოდა დანიელის არსებობაზე. საწოლისკე არეული ნაბიჯებით წამოვიდა და ის იყო დანიელს უნდა შეხებოდა რომ ხელი გავაწევინე. -არ გაბედო რომ ჩემს შვილს შეეხო- ვეცადე კივილით წარმოთქმული სიტყვები მეჩურჩულა რომ დანიელი არ შემეშინებინა -არ ვიცოდი -არც უნდა გცოდნოდა. -გაბრიელმა იცის? -ის რაც მე და ჩემს შვილს გვეხება დიდიხანია შენი საქმე აღარაა ქეთა და ახლა მითუმეტეს. აღარაფერი უთქვამს ისე დატოვა სახლი მთელი ღამე ვერ დავიძინე დანიელს ვეფერებოდი და ვცდილობდი რამენაირად აზრზე მოვსულიყავი. ვერ ვხვდებოდი რა ხდება ჩემს თავს. ** 2 კვირა გავიდა რაც საქართველოში ვართ გაბრიელის მდგომარეობა უცვლელია ექიმებიც მხოლოდ გვაიმედებენ და მეტი არაფერი. გაბრიელთან წასვლისას დანიელს ბიჭები ან მია იტოვებდნენ.არაფერი შეცვლილა ჩვენს ურთიერთობაშიც. არც კი ვსაუბრობდით, თუმცა ამ სამს იმ სიტუაციაში ვანდობდი დანიელს. ქეთა საავადმყოფოში აღარ მინდახავს. არ ვიცი, ჩემი იქ ყოფნის დროს არ მოდიოდა თუ საერთოდ აღარ მისულა. ის უცხო კაცი ყველა მისვლაზე იქ მხვდება. ძალიან მიჭირს გაბოს ასე ყურება. მიუხედავად ყველაფრისა,ყოველ დღე მასთან ვარ. ველოდები რომ გაიღვიძებს, თვალს გაახელს, თუმცა არასდროს მიფიქრია მერე რას ვიზავ, როცა გონს მოვა. რა უნდა ვუთხრა ან თავად რას მეტყვი. თუმცა ვიცი რომ იქ უნდა ვიყო, იქამდე მაინც სანამ არ დავრწმუნდები რომ კარგადაა. ** გამთენიისას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა ვაჩე რეკავდა გული შემეკუმშა ვიცოდი რომ რაღაც მოხდა -ვაჩე -გონს მოვიდა ნენე მაშინ ვიგრძენი სიცოცხლე -ნენე აქ ხარ? -კი ვაჩე აქ ვარ -გამოგიარო? -დანი ვაჩე? -დედაჩემიც აქაა ნენ,მანქანაში დავტოვოთ 10 წუთში ვაჩე ჩემთან იყო. მძინარე დანიელი ხელიდან ამართვა და სახლიდან გავედით. გული ისე გამალებით მიცემდა მეგონა გამისკდებოდა -ნენე,დანის ხო არ ამოიყვანდი?- შეპარვით მკითხა ვაჩემ, რომლის ხმაშიც უკვე აშკარა ბედნიერება იგრძნობოდა -ახლა არა ვაჩე მეტი არაფერი უკითხავს ** მოსაცდელში ისევ უამრავი ხალხი ირეოდა დილის 4-ის ნახევარი იყო. მასთან არავის უშვებდნენ ვაჩემ თავი გაიგიჟა „ნენე უნდა შევიდეს, თორე გადაგწვავთ ყველასო“ შემიშვეს. საწოლზე ოდნავ წამომჯდარი იყავი. მზერა ფანჯარზე გქონდა მიპყრობილი ნაბიჯების ხმაზე გამოიხედე უკვე შენს საწოლთან ვიყავი. აშკარად არ მელოდი მე თვალი გამისწორე და გეფიცები შენი მძიმე ამოსუნთქვა ჩემს ფილტვებში ვიგრძენი. ჩამქრალი თვალები გქონდა. ადგილზე გავხევდი იმ თვალებში მე არ ვჩანდი გაბ.არც ჩემი სიყვარული რომ იცოდე იმ მომენტში როგორ მეზიზღებოდა ჩემი თავი, შეგეცოდებოდი გაბ. შენს საწოლთან ვიდექი და ვერ ვინძრეოდი თითებზე შენი შეხება ვიგრძენი. ხელზე დამქაჩე და მკერდზე მიმიხუტე. ერთიანად მოვკვდი და გავცოცხლდი შენი სურნერლის შენი შეგრძნება მთელი არსებით მიყვარხარ გურჩიანო, ჩემი გააზრებული და გაუზრებელი არსებით მიყვარხარ. ორივე ვტიროდით. ხელებს მთელი ძალით გხვევდი რომ არსად გამეშვი. ნამდვილი იყავი ჩემი მოლამდებებისგან განსხვავებით. შენს სუნთქვას ვითვლიდი. კარზე კაკუნმა დაგვაბრუნა რეალობაში. პალატის დატოვება მთხოვეს. არ მინდოდა წასვლა. იმ წამს არაფერი მახსოვდა გარდა შენი თვალებისა. ნიკაპზე თითებით შემეხე თავი ზემოთ ამაწევინე და ამდენი ხნის ნანატრი და მონატრებული კოცნა დამიტოვე ტუჩებზე. -წადი და აქ აღარ მოხვიდე თვალებში მიყურებდი და შენში ვერცერთ ემოციას ვერ ვკითხულობდი. გაბმულად ჩამესმოდა შენი სიტყვები ყურში. ხელი ცივად შემიშვი და მზერა ისევ ფანჯარაზე გადაიტანე. და მე წამოვედი. მეხვეწებოდა ვაჩე რამე მეთქვა, თუმცა სიტყვას ვერ ვამბობდი. სახლში დაბრუნებულმა ნივთები სწრაფად შევაგროვე და ბინა დავტოვე. ვაჩე გიჟს გავდა არ იცოდა რას ვაკეთებდი საერთოდ რა ხდებოდა. -ნენე, ნუ გამომ*****ვე, ამიხსენი რა ხდება. ვაჩეს დედამ დანი მაქანიდან გადაიყავანა და სახლში ავიდნენ.დანის თავი დამაფიცა, რომ გაიგო სასტუმროში მივდიოდი და თავისთან წამიყვანა. -ნენე,გამეცი პასუხი-უკვე ღრიალებდა ვაჩე -წადიო ვაჩე-არ ვიცი საიდან ამოვუშვი ეს ხმა-წადი და აღარ მოხვიდეო გესმის?! წადიო სახე წაეშალა ვაჩეს. -დედას შე**ცი -იღრიალა ვაჩემ-მერე რას აპირებ, მართლა იკიდებ და მიდიხარ? ვერ ხვდები დავიჯერო რატო გეუბნება რომ წახვიდე? ნენე მართლა ვერხვდები? ხმას ვერ ვიღებდი. -ჯერ კიდე არ ვიცით ფეხზე თუ გაივლის,ნენე და დამიჯერე, გაბრიელი უკანასკნელია ვინც მაგ ყველფრისთვის შენ გაგიმეტებს.50-50ზეა მაგის ფეხზე დადგომის შანსი გესმის? ხვდები საერთოდ ეგ რას ნიშნავს,ნუ გამომა***ვებ ნენე რა ** რამოდენიმე დღეში ბინა მოვძებნე და მე და დანიელი იქ გადავედით. გადავწყვიტე რომ დავრჩენილიყავი ყველაფრის მიუხედავად არაფრის იმედი მქონდა თუმცა მინდოდა რომ ახლოს ვყოფილიყავი შენთან. ყველაფერში ვაჩე და სანდრო დამეხმარნენ. მია ხშირად მოდიოდა. არაფერს მეკითხებოდა. არ ვსაუბრობდით,უბრალოდ სანდროს მოყვებოდა ხოლმე და დანის ნახულობდა. ვგრძნობდი რომ მართლა უყვარდა დანი. ვაჩესგან ვიცოდი რომ საავადმყოფოდან 2 დღეში გამოაწერინა თავი. რეაბილიტაციას გადიოდა- არ ვიცი ვაჩემ რა ელაპარაკა,ალბათ უფრო უყვირა, მაგრამ დაითანხმა. ** უკვე მეორე თვე იყო ჩვენს ახალ ბინაში ვცხოვრობდით მე და დანი. ვაჩეს დაბადების დღე იყო. დამირეკა „გთხოვ გამოდით, დედაჩემმა დანი მომენატრაო, არავინ იქნება, შენ თავს გეფიცები.არ გამოდის გაბრიელი სახლიდან“ უკვე ბინდდებოდა დანის ჩავაცვი და ვაჩესთან წავედით. ღია კარში ვაჩე რომ დაინახა ხელებიდან გადაფრინდა ფაქტობრივად ჩემი ბიჭი -ბიძას კაცი დანი და ვაჩე ერთად-ერთი ჭკუის იყვნენ. მიხაროდა რომ დანის ჩემს გარდა ვაჩე მაინც ყავდა. -შემო ნენე, შემო მთელი ოჯახი მე და ჩემს ბიჭს დიდი სიყვარულით შეგვხვდა. მაგიდასთან ვისხედით, ყავას ვსვავდით და ნამცხვარს მივირთმევდით იატაკზე ერთად ისხდნენ ვაჩე და დანი. ჩემი ბიჭი სიარულს უკვე ბედავდა. ის იყო ტაკუცუნა დაძრა. ვაჩეს უყურებდა და თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. ვაჩეც მიუხვდა ხელები გაშალა- მოდი ბიძი ვუყურებდი როგორ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მიყოლებით დანიმ და როგორ დაეცა უცებ მზერა კარში მდგომ ნაცნობ სილუეტზე მიმეყინა. ყავარჯნებზე იდგა და იატაკზე მსხდომთ უყურებდა. დავინახე როგორ დაეჭიმა ძარღვები ყავარჯნებსაც ვეღარ იმაგრებდა. მის უკან ნაცნობ სახეს რომ მოვკარი თვალი იმ წამს ყველაზე მეტად ჩამწყდა. ხმას არავინ იღებდა არავინ ინძრეოდა -მა...-ჩემმა შვილმა იმ წამს წარმოთქვა პირველი სიტყვა და გაბრიელის ერთადერთი ფოტოთი ნასწავლი „მა“ იცნო და ბოტოტა თითს კარში გახევებული სხეულისკე იშვერდა. ალბათ ვერც თვალებს და ვერც ყურებს ვერ უჯერებდა იმ წამს გურჩიანი. ისევ ისე ჰქონდა თვალები ჩაწითლებული როგორც ჩემი წასვლისას. მზერა ჩემზე გადმოიტანა - მა კიდევ ერთხელ გაიმეორე დანიმ და სწორედ ამ დროს მოვეგე გონს. არ ვიცი იმ წამს რა მეგონა შეშლილივით წამოვვარდი სკამიდან და დანის დავავლე ხელი გულზე მთელი ძალით მივიკარი თითქოს მის დამალვას ჩემს სხეულში ვცდილობდი. - არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდი- დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ვაჩემ - დიდი ხანია იცი?- მზერა ჩვენთვის არც მოუშორებია ისე კითხა ძლივს დაჭერილი ხმით. - ჩამოსვლა რომ ვთხოვე, მაშინ გავიგე.-თავი ჩახარა ვაჩემ - რა ჰქვია- თვალი თვალში გამიყარა - დანიელი-მძლივს ამოვთქვი - გვარი? თითქოს არაპირდაპირ მეკითხებოდა ვაღირებდი თუ არა ჩემი შვილის მამად, თითქოს ფიქრობდა რას ვაპირებდი. -გურჩიანი. ირონიულად ჩაიცინა. ერთხელღა შეავლო თვალი ჩვენს შვილს და შებრუნდა „წავედით ქეთა“ ჩამწყდა ისე ძლიერად ჩამწყდა გულში არც კი შეეხო ჩვენს შვილს არც კი მიეკარა მა დაუძახა და არაფერი თქვა ჩემთვისაც კი არ დაუძახია დანი დე მან კი არაფერი ქნა წავიდა და თანაც სხვასთან ერთად. ** სახლში ვაჩემ წაგვიყვანა მომხდარით ისევე შოკირებული იყო როგორც მე მთელი გზა გაუჩერებლად იძახდა დანი „მა“-ს და ყველაჯერზე გული მეკუმშებოდა. იმ საღამოს გაბრიელი გაფრინდა და აქ დაგვტოვა მე და დანი. ** უკვე ზამთარი იყო პირველ ახალ წელს ვხვდებოდით მე და დანი საქართველოში ჩემმა ბიჭმა კიდევ რამოდენიმე სიტყვა ისწავლა და უკვე მეც მეძახდა „დე“-ს უკვე კარგადაც დადიოდა. ვაჩე სულ ჩვენთან იყო. ახლა ის იკლავდა გაბრიელის მონატრებას დანიელით. ვაჩესაც არ ეკონტაქტებოდა. მხოლოდ ის ვიცოდი,რომ მისი წასვლიდან 2 კვირაში ქეთამაც დატოვა ქვეყანა და დიდი ალბათობით გაბრიელთან ჩავიდა. ** ვაჩეს უნდა გამოევლო, ახალ წელს მათთან ვხვდებოდით კარზე ზარის ხმა რომ გავიგე დანი პირველი გარბოდა კარისკე. კარს იქით ჩემი ნინაკო იდგა ვაჩესთან ერთად -მამი-თითქოს ყველაფერი ერთიანად მომეშვა ნინაკოს ჩახუტებით. 3...2...1... გილოცავთ ! ჩემი ბიჭი გამალებით უკრავდა ტაშს და ცაში სიფერადეებს უყურებდა ნეტავ აქ იყო ნეტავ ჩენთან იყო. ** იანვარი სრულდებოდა თბილისში რომ მოთოვა ეზოში ვიყავით ჩასულები და ჩემ დანისათან ერთად თოვლის ფიფქებს დავსდევდი დაგინახე ქუჩის მხარეს იდექი და შორიდან გვიყურებდი. გთხოვ ოღონდ ახლა მოდი და ყველაფერს დავიწყებ საერთოდ ყველაფერს დავივიწყებ ოღონდ მოდი და ნახე როგორ უხარია თოვლი ჩვენს შვილს. ჩემი ტელეფონი რეკავდა ვაჩე იყო -ნენე, ჩამოვიდა გიყურებდი როგორ წახვედი,უკან აღარ მოგიხედავს. ისევ დაგვტოვე. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდი ვფიქრობ ერთმანეთის ტკენით ორივე ბარი-ბარში ვიყავით მაგრამ რატომ, რატომ აღარ დაბრუნდი ისე როგორც მე როგორ შეგიძლია იცოდე და არ მოგინდეს დანის თუნდაც ერთხელ ახლოდან ნახვა რას აკეთებ გაბრიელ რაზე ფიქრობ ** 21 ივლისი იყო ჩემი დანი ორი წლის გახდა. ყველანი ჩვენთან იყვნენ ჩემ ბიჭს თეთრი კაცური პერანგი და ხაკისფერი ბრიჯი ეხვა ადიდასი კედებზე ვაჩემ გამოაწყო კაცურად ფოტოებისთვის სასაცილოდ იკრიჭებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოახერხებდა ტორტში სახით ჩაფლობას. იმ დღეს,ჩვენი შვილის დაბადების დღეს არ ყოფნას ვერ გაპატიებდი. ვაჩეს ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვიწერე და დანის ვიდეო გამოგიგზავნე, სანთლებს რომ აქრობდა და გაკრეჭილი ტაშს უკრავდა. იმ წამს მინდოდა რომ გტკენოდა უჩვენობა,მინდოდა რომ მიმხვდარიყავი რამხელა ბედნიერებას ტოვებდი. მაგრამ თურმე სად ყოფილხარ ჩემო ნენე ჩემო მეამიტო ნენე. სამეული გარეთ რომ გაიკრიფა მივხვდი რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. წაშლილი ქონდათ სახეები და მიას ტელეფონს დაჩერებოდნენ. სანამ გონს მოვიდნენ ტელეფონი ავაცალე და გავიყინე რამდენჯერ უნდა გადამთელო, გაბრიელ რამდენჯერ უნდა მატკინო ფოტოზე ქეთა იყო. მკვეთრად წამოზრდილი მუცლით. იქ მეტი კითხვა არ ყოფილა. ყველამ ყველაფერი ვიცოდით. ზღურბლზე მომდგარ ცრემლებს გზა არ მივეცი ღიმილი ავიკარი სახეზე და შიგნით ჩემს შვილთან, ჩემს ერთადერთ სიყვარულთან შევბრუნდი. ვერ ვიჯერებდი, რომ სხვისგან ეყოლებოდა შვილი მისთვის იქნებოდა მამა და ჩემი დანიელისთვის არა. ამას თუ იზავ გაბრიელ, ამას თუ მართლა იზავ, გულიდან ამოგიგლეჯ გპირდები. მთლიანად ამოვიგლეჯ შენს არსებას ასე არ მომექცე... ** ნინაკოს ველაპარაკებოდი მიამ რომ ატეხა რეკვა არა და არ გაჩერდა ბოლოს მომწერა „საავადმყოფოში ვართ, ქეთას მუცელი მოეშალაო“ დანის სიცოცხლეს გეფიცებით ისე მეტკინა,ისე უსაშველოდე. გვიანი იყო, დანის ვერც ვერსად დავტოვებდი ტაქსი საჩქაროდ გავაჩერე და საავადმყოფოში წავედით. ყველა იქ იყო ჩვენს იქ ნახვას ნამდვილად არავინ მოელოდა. ისე ვკანკალებდი მეშინოდა დანი არ დამვარდნოდა და ძირს დავსვი. ფეხზე შემომეხვია ხალხმრავლობით შეშინებული სახეს მალავდა. ისიც იქ იყო. დარდიანი ჩაშავებული ყველაფრის მიუხედავად ამ ყველაფრისთვის არ მემეტებოდა. წელში მოხრილი იყო და თვალები სულ მთლად ჩაცვენოდა. თმა კიდევ უფრო გაჭაღარავებოდა. 1 თვის წინ 30ის გახდი შენ, მე კი 24ის ცრემლებს ვერ ვიკავებდი ქეთას ბავშვის ნათლია მე უნდა ვყიფილიყავი ჩვენი ძველი პირობებით. უეცრად ყვირილმა მომიყვანა გონს. პალატიდან ქეთას და გამოვიდა, რომელმაც ჩემი დანახვისთანავე ყვირილი დაიწყო -აქ რას აკეთებ? აქ რა ნამუსით მოხვედი?შენი ბრალია ჩემი დის უბედურება,გაეთრიე აქედან ნენე !- ყვიროდა და ჩემკე მოიწევდა ჩემ ფეხზე შემოხვეული გაბრიელი ხმით ტიროდა და ხელებს ძლიერად მიჭერდა. ვაჩემ დანი ხელში აიყვანა და ქვედა სართულზე ჩაგვიყვანა. რამოდენიმე წუთში მია მოვიდა ქეთა გეძახისო -არ მინდა მია, გთხოვ, საკმარისი მოვისმინე -თავს იგიჟებს ნენე, გთხოვ არ ვიცი რა ძალით მაგრამ წავყევი. პალატაში შესვლამდე გაბრიელის მზერა დავიჭირე, საერთოდ არანაირი ემოცია არ იყო მასში. ქეთა საწოლზე იყო მოკუნტული ხელები მუცელზე მოჭერილი ჩემი შესვლისას რაღაცეებს ჩურჩულებდა. მის საწოლთან მივედი. ჩემი დანახვისას თითქოს დამშვიდდა. აკანკალებული ხელები ჩემსას ჩასჭიდა და პატიება მთხოვა -ქეთა დამშვიდდი არასდროს მინახავს ქეთა ასეთი. ჩვენს შორის ყოველთვის ყველაზე ძლიერი იყო.ყოველთვის ყველაფრის ინიციატორი. სულ სადღაც დაგვატარებდა სულ იცინოდა, ქეთა სულ მხიარული იყო მაგრამ ის გოგო, რომელიც ახლა ჩემს წინ იწვა, საერთოდ სხვა იყო. -მაპატიე ნენე, გთხოვ მაპატიე-სახიდან თმა გადავუწიე და ცრემლები მოვწმინდე-ჩემი სიბოროტის გამო წავიდა, შენ და შენ შვილს როგორც მოგექეცით იმიტომ წავიდა ნენე, დამტოვა ნენ...შენმა ნათლულმა დამტოვა ნენ... -იცი ნენ... გოგონა უნდა მყოლოდა. განა არ ვიცი ნენ, რო მე მის გარდა არავის ვეყვარებოდი,მაგრამ ის ხომ მეყოლებოდა ნენ... გუშინ ტანსაცმელი ვუყიდე, ფაჩუჩები, ბოდეები.მე, ვერ მოვუფრთხილდი ნენ. ნენ აღარ მყავს ჩემი გოგონა, ვერც კი ვნახე. არ მანახეს ნენ...ჩემ მაგივრად ის დაისაჯა, ჩემი სიბოროტის გამო. ნენ, ნენ მაპატიე გთხოვ. გევედრები მაპატიე... მთელი ძალით მეკვროდა ქეთა. მისი ყველა სუნთქვა კისერში მეფრქვეოდა. - გაპატიე ქეთა, დამშვიდდი. გაპატიე-შუბლზე ვკოცნი და ძლიერად ვუჭერ ხელებს ღიად დარჩენილ კარში გაბრიელი იდგა და გვიყურებდა. არ იძვროდა თვალს არ ახამხამებდა. ქეთას ჩემზე ჩახუტებულს ჩაეძინა. ფრთხილად წამოვდექი და პალატიდან გავედი. ჩემი შვილის ჩახუტება მჭირდებოდა. კიბეები ჩავიარე და გავშეშდი გაბრიელი სკამზე იჯდა მკერდზე ჩემი შვილი ყავდა აკრული, რომელსაც ცალი ხელი მამისთვის კისერზე შემოეხვია, ლოყა მხარზე ჩამოედო და მშვიდად ეძინა მამის მკლავებში. ორივეს ეძინათ იქვე ჩავიკეცე ხელები პირზე მთელი ძალით ავიფარე რომ როგორმე ჩემი ხმა შიგნით ჩამეკლა არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე თვალს ვერ ვაშორებდი ამ სურათს. კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგე ვიღაცამ ჩაიარა. ხმაურზე გაბრიელსაც გამოეღვიძა და იქ მჯდომი რომ დამინახა თითქოს ერთი წამით, მის თვალებში სიყვარულმა,სითბომ გაიარა. ფეხზე წამოდგა მეც ავდექი. მძინარე დანი გულზე მომახუტა და ალბათ უნებდლიედ შემეხო მთელ სხეულში დენმა დამიარა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი შენი შეხება. აღარფერი უთქვამს. ზემოთ ავიდა, მე კი დამტოვა ასე გახევებული. სახლში გამთენიისას მივედით. მთელი ხელი დაბუჟებული მქონდა. კაცმაცუნა საწოლში ჩავაწვინე და წყლის გადასავლებად შევედი. გახსოვს ნეტავ? ჩვენ პირველი დილა შენი ხელით რომ დამბანე და სხეულზე კოცნებს მიტოვებდი. ნეტავ რა იგრძენი როცა დღეს ხელში აიყვანე ჩვენი შვილი. ** 2 კვირაში ქეთა დედამისთან წავიდა იტალიაში, როგორც მიამ თქვა დაბრუნებას აღარ აპირებდა გაბრიელი ისევ აქ იყო. თუმცა იმ ღამის შემდეგ აღარ მინახავს. ** იმ ღამეს ვაჩესთან ვიყავით სახლში წამოსვლისას დანიმ თავი გაიგიჟა და ვაჩეს ისე უჭერდა კისერზე ხელებს, ზემოთ აღნიშნული ვეღარ სუნთქავდა. თან მეცინებდა და თან გულში სითბო მეღვრებოდა იმის შემხედვარეს თუ როგორ უყვარდა ჩემს შვილს ვაჩე -დე, წავიდეთ სახლში -ალა-კიდევ უფრო მიეკრა ვაჩეს,რომლის სახეც ბედნიერებისგან იყო აღსავსე -ნენ, დარჩეს რა- იმ წამს 4 წლის ბავშს გავდა ვაჩე,მშობლებს მეგობრის სახლში დარჩენას რომ ეხვეწება. არასდროს გვიძინია მე და დანის ცალცალკე -დე დარჩები ვაჩესთან? -ჰო- მხოლოდ მაშინ გამომხედა და თავი დამიქნია ერთი ცალი კულული შუბლზე სასაცილოდ ქონდა ჩამოვარდნილი -დე, აქ დაიძინებ, წავიდე მე სახლში? -ბიძი, დავიძინოთ მე და შენ ერთად? -ჰო-ისევ შემოეხვია თავისი ბიძის კისერს ქეთი და ვანო კვდებოდნენ ჩემი ბიჭის საქციელებზე სიცილით. ძალიან მხიარულად გამომისტუმრეს და კარი მომიხურეს ვაჟბატონებმა, ჰაეროვნი კოცნის ფონზე. უკვე ტაქსიში ვჯდებოდი ვაჩეს შეტყობინება რომ მომივიდა „ თუ იტირებს ან რამე, დაგირეკავ და გამოვიყვან, არ იდარდო ნენ. დაისვენე „ ეს პერიოდი ვაჩე რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რას ვიზავდი. აფსოლიტურად ყველაფერში მქონდა მისი იმედი და მხარდაჭერა. სხვა თუ არაფერი, ვხედავდი როგორ ძლიერად უყვარდა ჩემი შვილი. ** ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვიყავი სახლში მარტო. როგორც კი საწოლში დავწექი, მაშინვე ვიგრძენი ჩემი ბიჭის მონატრება. ტელეფონი თავთან დავიდე და დაძინებას შევეცადე. გვიან კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა ტელეფონს დავხედე და არ მქონდა გამოტოვებული ზარი მაინც არ მოისვენა დედას ბიჭმა და გააგიჟა ალბათ ვაჩე აბა რა ეგონათ, ასეთი მარტივი იყო დედიკოს გარეშე დაძინება?! კარი გავაღე და სახტად დავრჩი კედელს ცალი მხრით იყო მიყრდნობილი გაბრიელ გურჩიანი და არეული თვალებით მიყურებდა. ნასვამი იყო იმ წამს ჩემს კართან მის გარდა ყველას ველოდი. მოვიტყუები რომ ვთქვა არ გამიხარდა მეთქი რაც უნდა გაეკეთებინა იმდენად მიყვარდა რომ ყოველთვის მივიღებდი ვიცი, ვიცი რომ ბევრი არ დამეთანხებოდა ჩემს ამ საქციელზე,მაგრამ როცა გიყვარს, როცა მთელი არსებით გიყვარს და ყველა ტკივილზე მეტად ,თუნდაც ერთი ბედნიერი წამი უფრო გიღირს. ისევ ისე ქვემოდან მიყურებდი და მე ისევ ვდნებოდი -არაა დანი სახლში-მძლივს შევძელი მზერა მომეწყვიტა მისთვის. -ვიცი-მზერა ჩემს საღამურებზე გადაიტანა მოცმული ხალათი უცებ შევიკარი და ქამრის სალტეებს ხელიც ვეღარ გავუშვი -შეიძლება შემოვიდე, ნენე? შეიძლებოდა?! არ ვიცი მე გავიწიე და სახლში შემოვატარე არეული ნაბიჯებით მიდიოდა მისაღებში გაჩერდა და ჩემკე შემობრუნდა -ჩვენ სახლს გავს ხო? მართლაც გავდა ჩვენს სახლს,ალბათ ზუსტად ამიტომ შევაჩერე ამ სახლზე არჩევანი და ნახვისთანავე ვიქირავე. -დაახლოებით აქ ვიდექი მაშინაც გახსოვს? შენ აი იქ- ხელს დივნის წინ იშვერს-დაახლოებით იქ იყავი იატაკზე დამხობილი-როცა გამაგდე და მერე შენ...-იმდენად ტკივილიანად ამოისუნთქა მეც კი ვიგრძენი. -ნენე... ნენე...-ჩურჩულებლა ჩემს სახელს და ნელი ნაბიჯით მიახლოვდებოდა. ფრთხილად შემიხსნა ხალათი და სხეულიდან სულ მთლად მომაშორა. ოდნავ დაიწია და ხარბად მიყურებდა. შებრუნდა. უკითხავად შევიდა საძინებელში მეც თან მივყევი ისევ ისე, როგორც პირველად დაჰიპნოზებულივით. თეთრი თხელი პერანგი ეცვა,რომლის ღილებიც სანამ შევედი ნახევრად შეეხსნა. მის წინ მდგომს ალკოჰოლით გაჟღენთილი ცხელი სუნთქვა შემომაფრქვია და მხარზე ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი. შემდეგ მეორე მხარზე ბევრჯერ ნანატრი შეხებებისგან განაბულს თვალები მილულული მქონდა. რამდენჯერ მინატრიხარ. ვერ გავიაზრე ისე დაეცა პენუარი ჩემს ფეხებთან და წამში ვიგრძენი მისი ხელები ჩემს სხეულზე. მისი ტუჩები მისი სუნთქვა. ჩემს მკერდზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა ხელები ძველებურად გადაპარსულ დაბალ თმაზე გადავუსვი და ფერება დავუწყე, როგორც მას უყვარდა ხოლმე. იმ წამს ვგრძნობდი როგორ გაცოცხლდა ჩემი სხეულისა და სული თითოეული წერტილი. ამდენი ხნის შემდეგ მხოლოდ ბედნიერებას ვგრძნობდი. დილით მარტოს გამეღვიძა. ნუთუ სიზმარი იყო. ნუთუ აქ არ ყოფილხარ. წამოვდექი და სხეულზე საბანი ავიფარე ზურგი ამეწვა და სწორედ მაშინ დავინახე საძინებლიდან გამავალი, აივნის ღიად დატოვებული კარიდან მოაჯირს იყავი მიყრდნობილი და ეწეოდი მზერას არ მაშორებდი. მიყვარხარ. ძალიან,ძალიან მიყვარს გურჩიანო. გონს ტელეფონის ზარმა მომიყვანა ვაჩე იყო -ალო- ჩემი ჩახლეჩილი ხმის თავად შემეშინდა -ნენ, გაგაღვიძე? -არა ვაჩე მეღვიძა უკვე -დანის უნდა ლაპარაკი-ჯერ შხრიალი ისმის და შემდეგ ჩემი ბიჭის „დე“ -ჰო დე, გაიღვიძე? -დე -რაო დანი, მოვიდე? -ჰო -კარგი დედიკო, აი მოვალ მალე კაი? -კაი -ნენ -ჰო, ვაჩე -გამოვიყვან მე თუ გინდა -კარგი ვაჩე, დამირეკე რომ მოხვალთ ისევ ისე იდგა და მიყურებდა მერე სიგარეტი ჩააქრო და პირდაპირ ჩემკე წამოვიდა. თმაში ხელი შემიცურა და ჩემი სახე თავისთან ახლოს მიწია. რამდენიმე წამს თითქოს ჩემს სახეს სწავლობდა მერე უეცრად მაკოცა. ვერ მივხვდი როდის ჩამომშორდა აზრზე რომ მოვედი პერანგის ღილებს იკრავდა. -არ დარჩები? მძლივს ამოვუშვი სიტყვები და მისი პასუხის მოლოდინში გავხევდი არაფერი უთქვამს ისე გავიდა საძინებლიდან. უცებ გადავიცვი და მეც გავედი. -გაბრიელ- უკვე კართან მყოფს წინ ავესვეტე- გთხოვ მხოლოდ მიყურებდა არაფერს ამბობდა შუბლზე მაკოცა და გვერდით გამწია. კარი რომ გამოაღო იქ უკვე ვაჩე და დანი იდგნენ -მა...- უცებ ფეხზე შემოეხვია დანი და დავინახე როგორ დაეძიმა მთელი სხეული გურჩიანს. ხელები უკანკალებდა. თითქოს გონს მოვიდაო დაიხარა და მზერა დანის გაუსწორა -მა...-ისევ იცინოდა ჩემი ბიჭი ჩამოყრილი თმა შუბლიდან გადაუწია და იქვე კოცნა დაუტოვა. მერე ადგა და ლიფტისკე წავიდა დანიმ თავისი პარა ხელი ჩამკიდა და ჩემთან ერთად აცილებდა „მა“-ს მობრუნდი გურჩიანო. გთხოვ მობრუნდი. ის იყო ლოფტში უნდა შესულიყო რომ მობრუნდა -საღამოს მოვალ ჩემს პასუხს აღარც დალოდებია ისე წავიდა. -ნენ, შევიდეთ სახლში. ვაჩეს კოცნა ვიგრძენი თავზე -წაო დე- სახლისკე მიბიძგებდა დანიც. ** დანი თავისი ახალი სათამაშოებით თამაშობა,რომლებიც „ვაე“-ს შეაწერა და ჩვენ საერთოდ არ ვაინტერესებდით -ვაჩე ვერ ვხვდები ვერაფერს აივანზე ვეწეოდით და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა მოხდა ცოტახნის წინ. -არეულია ძაან ნენ, ცოტა დრო მიეცი რა.კარგად იცი რა ამბები ხდებოდა. ახლაღა დაიწყო ჩემთანაც კონტაქტი. ვაფშე მარტო იყო ნენ, არც მპასუხობდა მე რომ ვურეკავდი.ვაფშე რო არ გარეკა,იმენა მიკვირს რა - შენ უთხარი წუხელ რომ მარტო ვიყავი? -ჰო, ნენ... მიბრაზდები?- - არა ვაჩე, არ გიბრაზდები -დამირეკა რას შვრებიო და ვუთხარი რო დანიელი იყო ჩემთან და გაუცნობიერებლად ვახარე რო ჩემთან რჩებოდა. მეტი არაფერი ყოფილა ნენ, დანიელი სიცოცხლეს გეფიცები. იმ საღამოს ისე გვიან მოვიდა, რომ დანიელს უეჭვოდ სძინებოდა. არაფერი უთქვამს. საწოლის მეორე მხრიდან მიუწვა და დიდხანს უყურებდა მძინარეს. მე მათ ყურებაში ჩამეძინა. დილით სამზარეულოდან შემოსულმა ხმაურმა გამაღვიძე საწოლში დანი რომ ვერ დავინახე გული გამისკდა მაშინვე წამოვხტი და ოთახიდან გავედი. -ჩუმად მა, დედიკოს გავაღვიძებთ -ჩუ...- პირთან საჩვენებელი თითის მიდებით აჯავრებდა დანი მამას,რომელიც პურზე ჯემს უსვამდა და პატარა ლუკმებად აჭმევდა სამზარეულოს დახლზე ჩემომჯდარ დანის. ორივე ტანს ზემოთ შიშველი იყო. დანი თან ჭამდა და თან სასაცილოდ იბარტულებდა ღიპუცაზე ხელებს. ამ წამს თუნდაც მოვმკვდარიყავი... -დე... მალევე შემამჩნია ჩემმა ბიჭმა და გაბრიელმაც მაშინვე კარისკე გამოიხედა -დაიღიძა მა...-ჩემკენ ანიშნებდა გაბრიელს დანიკუ -მგონი ჩვენ გავაღვიძეთ მა... ჩაილაპარაკა გაბრიელმა და კიდევ ერთი „ვერტალიოტი“ შეაჭამა ჩვენს შვილს მათკენ წავედი -დედიკო, რას აკეთებ, ჩემო მოცომილო ბიჭო? -ა...-ხელით ჯემიან პურზე მიმანიშნებდა უცებ სახე დავუკოცნე და ყავისთვის წყლის ასავსებად მივბრუნდი. ონკანთან ვიდექი კისერში ცხელი სუნთქვა რომ ვიგრძენი მერე შენი ცხელი კოცნა -მიყვარხარ ჩამჩურჩულე ყურში. ^^^^^^ დავბრუნდი, უდიდესი სტიმულითა, იმის გაცნობიერებით,თუ როგორ გახსოვდათ ჩემი ისტორიები, ჩემი პერსონაჟები. არ ვიცი, იმდენიხანია ასე არ გამხარებია.იმხელა მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის ამას. ძალიან ბევრი წლის შემდეგ დავბრუნდი. თქვენი ელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.