შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ (თავი 4)


16-08-2023, 10:19
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 171

#4

სახლში მისულს თეკლა კიბეებზე მხვდება თავისი ჩემოდნებით. ვერ ვიტყვი რომ დიდად შწუხებულს ჰგავს რამით, ტელეფონშია თავჩარგული და ვიღაცას გამალებით წერს. თუმცა მე მაინც ჩემი მხრივ ვწუხვარ რომ რაღაც-რაღაცებისდა გამო საკმაოდ დამაგვიანდა. ამ ყველაფერს მასთან მანქანის ამბებს ვაბრალებ და ვაღიარებ, ძალიანაც მიხარია ზედმეტად რომ აღარ მეძიება. აშკარად ამაზე მნიშვნელოვანი საქმე აქვს ტელეფონში. ემოციურად იმდენად დაღლილი ვარ ხმის ამოღების თავიც კი საერთოდ აღარ მაქვს, თუმცა მაინც მოკლედ ვუხსნი სახლში ყველაფერს და ოთახსაც ვაჩვენებ. წარმოდგენა არ მაქვს რად უნდა ამდენი ჩემოდანი ან როგორ უნდა დაატიოს საერთოდ, თუმცა ეს ჩემი პრობლემა საერთოდ არაა. თამარას გამოტოვებულ ზარებს ვნახულობ ტელეფონში, მაგრამ გადარეკვისგან თავს ვიკავებ. ვიცი, ჩემს ხმაზე ეგრევე მიხვდება რომ რაღაც მოხდა, მე კი აღარ მინდა ზედმეტად ვანერვიულო წარსულის გამო. წარსული წარსულია, მართალია ჩემი შფოთვები დავიწყების საშუალებას არაფრით მაძლევს, მაგრამ ამის გამო თამარასაც ვერ დავტანჯავ. მხოლოდ შეტყობინებას ვწერ და თეკლაზე ვუყვები. როგორც არ უნდა იყოს ეს ერთადერთი დადებითია იმ ყველაფრიდან რაც მთელი დღის განმავლობაში მოხდა. მის გამოგზავნილ გაოცებულ ,,ემოჯებზე“ უბრალოდ მეღიმება, ბოლოს იმასაც აყოლებს მარტო რომ აღარ იქნები მიხარიაო, რაზეც ვეთანხმები, თუმცა რეალურად დარწმუნებული საერთოდ არ ვარ რომ ეს მიხარია. მარტო ყოფნას იმდენად მივეჩვიე ჩემთვის ეს პრობლემას საერთოდ აღარც წარმოადგენდა, ან შეიძლება მერჩივნა კიდეც, ვინ იცის. წარმოდგენაც არ მინდა თეკლამ რომ ისეთ მდგომარეობაში მნახოს როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავი რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, მაშინვე გიჟად ჩამთვლის. ალბათ მართალიც იქნება, ზოგჯერ მაინც, საკუთარი მდგომარეობის მე თვითონ მეშინია და ხშირად ვფიქრდები, ამ დაუმორჩილებელმა ფიქრებმა ერთ დღეს მართლა რომ გამაგიჟოს რა მოხდება.
ალბათ ამაზე ფიქრსაც საკმაოდ დიდხანს გავაგრძელებდი თეკლას რომ არ დავებრუნებინე აწმყოში. დაკაკუნების შემდეგ შემოდის ოთახში, უფრო სწორად უფრო თავს ყოფს და მეკითხება საჭმლის გამოძახებაზე რა აზრის ვარ. რეალურად ჭამა კი არა არაფერი არ მინდა ბალიშზე თავის დადების და ძილის გარდა. ოდნავ შელამაზებულად, ღიმილით ვეუბნები ამას და თან იმასაც ვუმატებ, რომ თავად როგორც სურს ისე მოიქცეს. წამსვე მთანხმდება და უკანვე გადის.
ღმერთო.., თანაცხოვრებაში ეს გოგო სხვანაირია თუ მეჩვენება? ან იქნებ პირველ დღეს თავს მაჩვენებს? არა... არ ვიცი, ამაზე დაკვირვებისა და ფიქრის თავი არ მაქვს. როგორც არ უნდა იყოს ძალიანაც მიხარია შემაწუხებელი მანერებისა და ზედმეტად გადაპრანჭული სიტყვების გარეშე მისი ხილვა.
ტელეფონს გვერდით ვდებ და ვწვები. დანარჩენი ყველაფერი ხვალ...

***
ჯერ კიდევ ძილში ვგრძნობ მკლავზე შეხებას. ოდნავ ვფხიზლდები, თუმცა მაინც ვერ ვატან თავს ძალას რომ თვალები გავახილო. მგონია რომ სიზმარია, უფრო მეტიც თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვგრძნობ შეხებას და უკვე ბგერებიც აღწევენ ჩემამდე.
-ანაა, ანა!
ღმერთო, თეკლა... გონება ნელ-ნელა იწყებს მუშობას და მახსენებს, რომ წარსულს ჩაბარდა ის მცირე დრო მარტო რომ ვცხოვრობდი. იძულებით ვახელ თვალებს და სანამ კიდევ შემანჯღრევს ხელით ვაჩერებ. ოთახში აშკარად ზედმეტი სიკაშკაშეა. უკვე მოწესრიგებული, კლასიკურად გამოწყობილი მადგას თავზე და არც მაკიაჟი აკლია. საათისკენ ვაპარებ თვალს, ზუსტად 8 საათია. არ არსებობს...
-რა ხდება, თეკლა? -საწოლზე წამოჯდომის პარალელურად ვცდილობ აბურდული თმაც გავისწორო.
-არ მოდიხარ? რა დროს ძილია, მაღვიძარა მაინც არ გეყენა?
- რატომ? -მართლა ვერ ვხვდები რა უნდა ამ უთენია.
- არ ვიცი, იმისთვის, რომ უნივერსიტეტში არ დაგაგვიანდეს. -კმაყოფილი იჩეჩავს მხრებს.
- 3 ზე მაქვს დღეს.
- აა. -თავსაც მიქნევს. -კარგი, მე გავდივარ და...
-გასაღები ხომ მოგეცი
- არა, გასაღები მაქვს, უბრალოდ თან ვიფიქრე ნაგავი რომ გადამეყარა. თან მაინც ჩემი ბრალი იყო, გუშინ რომ რაღაცები გამოვიძახე.
უბრალოდ თავს ვუქნევ. ვერ ვხვდები ამისთვის რატომ გამაღვიძა, ან საერთოდ ნაგვის გადაყრას მე რატომ მითანხმებს.
-ხოდა, ეს ვიპოვე მეორე ნაგვის ყუთში კიდევ. - არსაიდან აჩენს ჩემს ნიშნობის ბეჭედს.
ნიკა რომ გავაგდე თავის ნივთებიანად ჯერ კიდევ მაშინ ჩავაგდე გამწარებულზე, მახსოვს. მაშინვე რომ გამხსენებოდა მაგასაც თვითონ გავატანდი. მართლა არ ვიცი ზუსტად ნაგავში მოსროლას რამდენად ვაპირებდი, ამიტომაც ჩავაგდე მეორე ნაგვის ყუთში, სადაც მხოლოდ ფურცლებს ვყრი, ზოგადად.
-იქნებ... ამის გადაგდება არ გინდოდა-ოდნავ იღიმის, თან ირონიასაც ურთავს. -და მერე რომ მე არ დამბრალებოდა ამიტომ გეკითხები.
ნერვები მეშლება. ნაგვის თვალიერება რამდენად ნორმალურია ვერ ვხვდები.
-საერთოდ ნაგავში ხელს არ ყოფენ ხოლმე, თეკლა.
ეცინება.
-ვიცი, საყვარელო, მაგრამ იქ ხომ მხოლოდ ფურცლები იყო. თანაც მგონი მადლობელი უნდა იყო, რომ შემთხვევით ძვირფასი ბეჭედი არ გადავაგდე. -მიწვდის.
ღრმად ვსუნთქავ, ღმერთო ნერვები მაწვება.
ვცდილობ მშვიდად გამოვართვა, თუმცა არ ვიცი რამდენად ვარ სახეზე მშვიდად.
-თუ გადაგდება გინდა შენ გადააგდე, რა ვიცი. მაგრამ ისე რომ გაყიდო არ ჯობია?
- მოდი მაგას მე გადავწყვეტ. -ნაძალადევად ვუღიმი.
თვითონაც იგივეს იმეორებს.
-კარგი, საყვარელო, წავედი მე. უნივერსიტეტში გნახავ, ან სახლში.
აღარაფერს ვეუბნები, მხოლოდ წამიერად ვაყოლებ კარისკენ მიმავალს თვალს და როგორც კი გადის ისევ ბალიშს ვუბრუნდები.
ღმერთო...
***
ეს ბეჭდი პრობლემად მექცა. კარგი იყო საერთოდ რომ აღარ მახსოვდა. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვუყო. თვითონვე ნიკასთვის მიმეცა მაშინვე და მომეშორებინა ხომ ჯობდა, დარწმუნებული ვარ უარს არ მეტყოდა, თუმცა რომ დამავიწყდა არც მაგაზე აქვს დიდი პრობლემა, ეს ერთი ბეჭედი რაღად უნდა, თავის ფულიან ბებიას ბევრად მეტი აქვს.
უნივერსიტეტამდე ისე მივდივარ ამაზე ფიქრს ვერაფრით ვიგდებ თავიდან. ბოლოს თამარას ვურეკავ და ყველაფერს ვუყვები იმის იმედით, რომ რაიმეს მირჩევს, თუმცა ამის ნაცვლად სიცილი უტყდება.
-არ მჯერა, გეფიცები, ნაგავიც უნდა აკონტროლო ამის მერე.
-ეგ კიდევ საერთოდ ცალკე თემაა. -ღრმად ვსუნთქავ. -რა ვქნა? მართლა რომ გადავაგდო...
- კარგი რა, რა უნდა გადააგდო, თეკლას თქმის არ იყოს მაგას ჯობია გაყიდო.
- მაგის ფული რა ჯანდაბად მინდა, თამარა? ჯობია დავუბრუნო.
- ხო ეგეც მართალია, ბოლოს და ბოლოს მისი ნაყიდია.
- არ ვიცი ნაყიდი რამდენადაა, მაგრამ... როგორც არის.
- მისმინე, ეგ ძვირფასია, ხო?
-ხო, მაშინ რაღაც ზღაპარი შემითხზა რომ ბებიამისისაა, თუმცა...
ეცინება.
-როგორცაა, ფოსტით გაუგზავნე ან რა ვიცი, ნახე სადმე და მიეცი.
-კარგი, ვიზამ რამეს. წავედი, შევედი უკვე პარკინგზე.
ტელეფონს ვუთიშავ, მერე მანქანას ვაჩერებ.
ბეჭედს ვიღებ ჯიბიდან და კიდევ ერთხელ ვუყურებ. როგორ იცვლება დრო და საერთოდ ყველაფერი. ახლაც თვალწინ მიდგას ის ნიკა, რომელიც ამ ბეჭედს მიკეთებდა და სიყვარულს მეფიცებოდა. სიყვარული...ერთი სიყვარული არსებობს და მეორე პლუტონზე სიცოცხლე.
ბეჭედს ჩანთაში ვაგდებ და მანქანიდან გადავდივარ.
ცოტა ხანში დავურეკავ.

***
უნივერსიტეტში თეკლას ვერ ვხვდები. არ ვიცი ჯერ კიდევ აქაა თუ არა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა დიდად არც მაინტერესებს. დილას ძალიან მომიშლა ნერვები. ხო შეიძლება რაღაც მხრივ კარგი გააკეთა რომ ბეჭედი ნაგავს არ გააყოლა, ბოლოს და ბოლოს ჯობია პატრონთან იყოს, მაგრამ ნაგავში ქექვა კარგია? სადაც ნაგავში იქექება კიდევ რამდენ რამეს აკეთებს ალბათ. ხომ შეიძლება ჩემი გადაყრილი ფურცლებიც გაშალა და წაიკითხა. არ ვიცი, ამაზე ფიქრი არ მინდა, თორემ გავგიჟდები.
ხანდახან ვფიქრობ, უნივერსიტეტი რომ არა რა მეშველებოდა. ყურადღების გადატანაში ძალიან მეხმარება. საერთოდ ყოველთვის ამიტომ ვკითხულობდი ძალიან ბევრს და ახლაც, როდესაც სტუდენტებთან ვსაუბრობ სხვა თემაზე, იმ პერიოდში თითქოს მეც სხვაგან ვარ.
საგანი უმრავლესობას მოსწონს. ზოგადად სემინარზე საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები და არც დღევანდელია გამონაკლისი. 1 საათი ისე გადის არანაირი თეკლა, ბეჭედი და ნიკა გონებაში არაა, თუმცა როგორც კი სემინარი მთავრდება და სტუდენტები აუდიტორიიდან გასვლას იწყებენ ჩემს გონებაში ნელ-ნელა ბრუნდება აწმყოც. ტელეფონზე ნიკას ნომერს ვკრეფ. მართალია კონტაქტებიდან წაშლილი მაქვს, თუმცა საუბედუროდ გონებიდან ვერ წავშალე ჯერ. ან იქნებ კარგიცაა რაღაც მხრივ, აბა როგორ უნდა დავკავშირებოდი ახლა? არადა ეს ბეჭედი უნდა მოვიშორო ერთხელ და სამუდამოდ აუცილებლად. პარალელურად ფეხზე ვდგები და საქაღალდეს ჩანთაში ვდებ. ბოლოს კი კარისკენ ვიღებ გეზს. ამასობაში როგორც იქნა მპასუხობს.
-ბატონო. -ტელეფონში ისეთი მუსიკის ხმა შემოდის, წამით ვიშორებ ყურიდან.
- ნიკა, მე ვარ, საქმე მაქვს 2 წუთით.
- ოოო, ძვირფასო მეუღლე, რაო მოგენატრე? მოიცადე, მოიცადე, ეს რა ნომრით მირეკავ, ახალი დაითრიე რამე?
მისი ხმა ისე მაღიზიანებს დარწმუნებული ვარ სახეზეც შესანიშნავად მეტყობა.
-შენი ბეჭედი მინდა რომ გადმოგცე. -სპეციალურად ვაიგნორებ.- ფოსტით გამოგიგზავნი, უბრალოდ მითხარი სად.
- ჩემი ახალი მისამართის გაგებას ცდილობ? ვაა, რა საინტერესო ხერხია, ყოჩაღ ანა, ტვინი მუშაობს. -არც ირონიას აკლებს და არც სიცილს. -რად მინდა ბეჭედი, აქეთ გაჩუქებ სხვებს, პირდაპირ გეთქვა, მომენატრე, მოდი შვხვდეთო და...
- როგორ არ გრცხვენია, გული მერევ.ა შენზე, დაიხრჩე ერთხელაც მაგ სასმელში!
- კარგი რაა, შენ გგონია მთვრალი რომ ვარ მაგიტო გელაპარაკები ეგრე? მართლა მომენატრე, რაღაცა ფურცელი რას ცვლის, შენი სურვილი იყოს და შენთან ყოფნაზე უარი როდის მითქვამს...
- ნიკა, მომისმინე, შენი ლაყბობის თავი არ მაქვს. ეს ბეჭედი ჩემთან ვეღარ დარჩება, არ ვიცი რაც გინდა ის უქენი თუ გინდა შენს ახალ ბებია ცოლს გაუკეთე, გაყიდე, გადააგდე, მაგრამ მე მომაშორე.
- კარგი რა, ანა, კიდევ ბეჭედზე მელაპარაკები?
- მე შენსას ვერ გადავაგდებ, შარი არ მინდა, გამოგიგზავნი მეთქი, ან არ ვიცი...
-კარგი, ხო, მოვალ და წავიღებ, თან გნახავ... -ბოლოს მაინც ეცინება. ჩემი ბრალია, მისგან კიდევ სერიოზულ დამოკიდებულებას რანაირად ველოდები.
დათანხმებას ვაპირებ, თუმცა წამსვე მახსენებს გონება თეკლას.
-არა, დაიცადე, სახლში არ მიხვიდე.
არანაირად არ მინდა ერთმანეთს შეხვდნონ. ჩემამდე რომ მივიდეს და შებმა დაუწყოს, რაც ნიკასგან გამორიცხული არაფრითაა და თუ თეკლასაც გავითვალისწინებთ.
მაგრამ ჩემთან ერთად რომც ნახონ ერთმანეთი მაინც არ მინდა. საერთოდ ეს გოგო ისედაც ზედმეტად ჩაერია უკვე ჩემს პირადში.
-რატო, ვინმე გყავს?
აი თურმე რა უნდა მეთქვა მისი სერიოზული ხმა რომ გამეგო.
-ეგ რა შუაშია. - ძლივს ვიკავებ უკვე ნერვებს. - სახლში არ ვარ უბრალოდ. მისამართს მოგწერ.
იქამდე ვუთიშავ სანამ კიდევ ჩააკვეხებდა რამეს.
ღმერთო, როგორ მეშლება ნერვები. რატომ ვერაფრით ვერ მოვიშორე ეს ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან.
ფანჯარას ვშორდები. უნივერსიტეტი უკვე თითქმის ცარიელია.
პირდაპირ ამ მისამართს ვუგდებ და ტელეფონს ვთიშავ. მოვიდეს, ჯანდაბას გარეთ დავხვდები და სხვაგან წასვლაც აღარ მომიწევს. ნელა ჩავდივარ კიბეებზე და ზუსტად ამ წამს მახსენებს გონება ტატოს. უცნაურა, რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს, რაღაცნაირი. ნეტავ დღეს რატომ ვერ ვნახე ვერსად. გული დამწყდა? კართან ვჩერდები. არა, გული არ დამწყდა, რა სისულელეა. მაგრამ... მადლობაც ვერ გადავუხადე გუშინდელისთვის ნორმალურად. კარგი, არა უშავს, ოდესმე სადმე ვნახავ და ვეტყვი. კარს ვაღებ და გარეთ გავდივარ. ზუსტად ამ წამს ვეჩეხები კიბეებზე ამომავალ ბატონ თემურსაც. მაშინვე სახე ებადრება.
-ანა, როგორ ხარ?
-კარგად ბატონო თემურ, თქვენ? -უფრო აუცილებლობის გამო ვუღიმი.
- არა მიშავს, მადლობა. -ჩერდება. სხვა გზა არ მაქვს, მეც ვჩერდები. - გუშინდელისთვის უკაცრავად, სასწრაფო შეხვედრა რომ არ ყოფილიყო აუცილებლად დავრჩებოდი და თქვენთან ერთად გავივლიდი ყველაფერს. მადლობა, რომ გუშინვე გადახედეთ, ყველაფერი შევიტანე უკვე, ამოვბეჭდე კიდეც.
ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკება. გონებას ვძაბავ, თუმცა ზუსტად ვიცი რომ მისი დავალებით არაფრისთვის გადამიხედავს.
-ვერ გავიგე, ბატონო თემურ, რას... -დარწმუნებული ვარ სახეზეც მეტყობა ეს დაბნეულობა.
- საგამოცდო საკითხებს ვგულისხმობ, ანა. ტატოს მივეცი გუშინ, ერთად ხომ გადახედეთ უკვე, მითხრა რომ პრობლემა არ გქონდა, ასე არაა? -თვითონაც იბნევა.
გაუაზრებლად ვუქნევ თავს.
-დიახ...-გონებაში ქაოსი იწყება.
-კარგი, დაგტოვებ შენი ნებართვით მაშინ. ლექციაზე უნდა ავიდე, დროებით.
მისი ბოლო სიტყვები ნორმალურად არც კი მესმის. ისევ გაუაზრებლად ვუქნევ თავს და შუბლზე ვისვამ ხელს.
საგამოცდო საკითხები. არ მითხრა... არაფერი არ მითხრა ისე გადაწყვიტა ჩემს მაგივრად. გონება განგაშს მიცხადებს და თითქოს განგებ, თავისით, მხოლოდ ამაზე იღებს აქცენტს. ბრაზი მერევა. რა მნიშვნელობა აქვს მე როგორ ვიყავი, ჩემი აზრი არაფრად ჩააგდო, ეს რაში წერია საერთოდ. ისევ შიგნით შევდივარ, თუმცა კართანვე ვჩერდები. არა, მოიცადე, მახურებს, იმდენად ძლიერად მერევა ბრაზი თავს ვერ ვაკონტროლებ. მაგრამ არა, ვერა, არანაირად არ შევარჩენ ამას. პირდაპირ დაცვასთან მივდივარ და ტატოზე ვეკითხები, თუმცა იმის ნაცვლად რომ ამაზე მიპასუხოს მე მეკითხება კარგად ვარ თუ არა. აშკარად, სახეზეც მეტყობა უკვე ბრაზი. მხოლოდ თავს ვუქნევ და ისევ ვუმეორებ შეკითხვას. ამჯერად მპასუხობს და ხელითაც მაჩვენებს ნულ სართულს. ამ წამს იმაზეც მეშლება ნერვები ამას რომ აკეთებს, თითქოს არ ვიცოდე ნული სართული სადაა. ისე სწრაფად ჩავდივარ კიბეებზე როგორც არასდროს. დერეფანში სამარისებული სიჩუმეა. რა თქმა უნდა, დაღამდა უკვე, აქ ვიღა იქნება საერთოდ. საინტერესოა რომელ აუდიტორიაშია. ნუთუ ყველა სათითაოდ უნდა შევაღო? ბრაზი ზუსტად ისევე მახრჩობს, ემოციებს ვერ ვიკავებ როგორიც არ უნდა იყოს ის. დერეფნის ბოლოს დამლაგებელს ვკრავ თვალს და მაშინვე ვუძახი. ჩერდება და თბილად მიღიმის, თუმცა მე რამდენად გამომდის ამ შინაგანი ქაოსის ფონზე საპასუხო ღიმილი არ ვიცი. მაშინვე მეუბნება აუდიტორიას და თან იმასაც აყოლებს ახლახან დამთავრდა სემინარი და შეიძლება თვითონაც წავიდაო. ხო, მხოლოდ ესღა თუ გადაარჩენს ახლა. სწრაფად ვუხვევ მარჯვნივ და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მცხელა. დერეფანში მხოლოდ ჩემი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა ისმის. აუდიტორიის კარი ნახევრად ღიაა და როგორც კი იქამდე ვაღწევ დემონსტრაციულად ვაღებ ბოლომდე.
მაგიდასთან მხვდება. რამდენიმე საქაღალდე აქვს გაშლილი და კითხულობს. მისი დანახვა და ბატონი თემურის სიტყვების ამოტივტივება ერთია. წამსვე შევდივარ შიგნით და კარსაც ვაჯახუნებ ბონუსად. მაშინვე სწევს თავს, ჯერ მე მისწორებს მზერას, მერე კარს და კარზევე ტოვებს.
-შენ ნორმალური ხარ?! -ვიცი, რომ ამ აკადემიურ გარემოში არაშესაფერი ლექსიკაა, მაგრამ თავს ვერაფრით ვიკავებ.
- რა ხდება, თოფურია? -ნელა დგება ფეხზე.
მაშინვე ვიხსნი ჩანთას და მაგიდაზე ვდებ, მერე კი სწრაფად ვამცირებ ჩვენს შორის მანძილს.
-ბატონი თემური შემხვდა გასასვლელში და აბა გამოიცანი რა მითხრა?!- ირონიულად ვუღიმი. ოდნავ ფიქრდება, თუმცა მალევე ხვდება და ოდნავ მიქნევს თავს.
- ხო, ვაპირებდი ამაზე, მაგრამ ვერ გნახე დილიდან.
- ვერ მნახე?! და როცა მნახე მაშინ რატომ არ მითხარი? თუ კაია ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება, ბატონო ტატო?!
ეღიმება.
-რა გაცინებს?! სასაცილოა?! მიდი მითხარი რა უფლება გქონდა ერთი, ძალიან მაინტერესებს.-ხელებს ვიკრეფ.
- მისმინე, თოფურია, გუშინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყავი. ბატონ თემურს ეჩქარებოდა ამ საკითხებზე პასუხი, ხომ იცი როგორია. გადავხედე და ისეთი არაფერი არაა, პროგრამას მიყვება. არც წინ ხართ და არც უკან, პრობლემა არ არის ასლები მაქვს და მოგცემ. აღარ დაგღალე გუშინ ამით
- ჩემს მდგომარეობაზე ზრუნვა როდიდან შედის შენს მოვალეობებში?
- ეს ადამიანური ფაქტორია.
- ხო? -მეცინება. - და კოლეგის პატივისცემა სად წაიღე? თუ ანა ისევ პატარა გოგოა რომელსაც არაფერს ეკითხებიან.
- პატარა არ ხარ, მაგრამ ბავშვური ქცევები მაინც გაქვს, გეთანხმები. -ბრუნდება და ისევ მაგიდისკენ იღებს გეზს.
- უკაცრავად? და იქნებ საპრეტენზიო იყო რამე, მაშინ?
- მომისმინე, ამ საკითხებს მაინც ბატონი თემური ადგენს და არა ჩვენ. მთლიანად ბატონ თემურზეა ტესტი როგორი იქნება და რა სახის კითხვები. პროგრამას მეც და შენც იდენტურად მივყვებით, ვიცი. განსხვავება არაფერი იქნება შენს სტუდენტებთან, შესაბამისად საპრეტენზიოც არაფერია. ყველა თანაბარ პირობებში იქნება, სხვანაირად არც დავუშვებდი.
- და რა იცი რომ ერთნაირად მივყვებით?
- ვიცი შენი სტუდენტებისგან.
- ანუ ჩემს სტუდენტებს შეუთანხმე და მე - არა, კარგი.
ღრმად სუნთქავს.
-გუშინ იმ მდგომარეობაში რომ გნახე...
ღმერთო, დაიწყო. ახლა მე ვაქცევ ზურგს.
-დაივიწყე გუშინ რა მდგომარეობაშიც მნახე.
-კარგი, მაპატიე, ვიცი რომ არასწორი იყო და შენთვის უნდა მეთქვა საკითხებზე. დილიდან გეძებდი მაგიტომ, არ მინდოდა რომ ასე გაგეგო, მართლა. მაგრამ არც ის მინდოდა რომ გუშინ ისედაც ცუდად მყოფისთვის კიდევ ამაზე ფიქრი დამემატებინა შენთვის, მით უმეტეს შემეძლო რომ რაღაც მცირედი გამეკეთებინა და შენს მაგივრადაც მომეგვარებინა. მიზანი ეს იყო და არა ის, რომ პატარა გოგო ხარ და არავინ გეკითხება. - თვითონ მიდგება წინ და ოდნავ მიღიმის.
ახლა მე ვსუნთქავ ღრმად. მერე ვფიქრდები. როგორ იქნა გონება სხვა რამეზეც გადადის, მასაც განიხილავს. ღმერთო, რა გავაკეთე? ასეთი ,,კონცერტი“ საჭირო იყო ახლა? როგორ მოვიშორო ეს ჩემი შინაგანი ბავშვი უკვე აღარ ვიცი. ჩემში ემოციების ზღვა ისევ ისეა, თუმცა მისი მოსმენის შემდეგ თითქოს ეს ბრაზი მე მიტრიალდება ახლა. სხვა ვარიანტს რატომ არ განვიხილავდი ვითომ, ყოველთვის პირდაპირ იმაზე რატომ ვიღებ აქცენტს რომ არავის ვაინტერესებ...
-კარგი. - ჩანთას ვავლებ ხელს და კარისკენ მივდივარ. მეტი აღარ შემიძლია, ჰაერი მინდა, ფიქრი მინდა.
არ მაჩერებს. აღარც არაფერს მეუბნება. ცოტა კი მიკვირს ასე უბრალოდ რომ მატარებს, თუმცა... კარგი. კართან მივდივარ, სახელურს ვკიდებ ხელს, მაგრამ...არ იღება. თავიდან მგონია რომ უბრალოდ გაიჭედა, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ რომ შედეგი ისევ იგივეა ფრთხილად ვაპარებ თვალს ტატოსკენ. მაგიდასაა მიყრდნობილი და კმაყოფილი მზერით მიყურებს.
-რა ხდება? -პარალელურად კიდევ ვსინჯავ სახელურს.
- რა ვიცი, ძალა არ გაქვს?
-ძალიან სასაცილოა. -თავსაც ვუქნევ და ისევ ვეწვალები. - სერიოზულად, რა სჭირს?
- რომ აჯახუნებდი რა გეგონა. -ნელი ნაბიჯებით უბრუნდება თავის მაგიდას.
ვფიქრდები. კი, მოვაჯახუნე, ზომაზე მეტადაც, მაგრამ როდის იყო ამის გამო კარი იკეტებოდა?
-ჩემი ბრალია? -საკუთარ თავსაც ვუსვამ კითხვას.
- კი, არ უნდა მოგეხურა, შიგნიდან იკეტება.
- რაა?! -ინსტიქტურად მეწევა ტონისთვის. -შენ რა გინდა მითხრა რომ აქ ჩავიკეტეთ?
უდარდელად იჩეჩავს მხრებს.
ღმერთო ჩემო. სასწრაფოდ ვეძებ ჩანთაში ტელეფონს, თუმცა ამოღებამდე მაწევს სიტყვას.
-არ იჭერს აქ.
- რაო? - მის სიტყვებს ტელეფონიც მიდასტურებს მალევე. შოკი მაქვს, ღმერთო.
წინ და უკან ვიწყებ სიარულს თუმცა სიგნალი მაინც არსად არაა.
-ეს რა აუდიტორიაა საერთოდ, რა უბედურებაა. კარი არაფრად ვარგა, ტელეფონს არ იჭერს. ფანჯარაც... -მხოლოდ ახლა ვავლებ თვალს. -ციხეშიც კი ამაზე დიდი ფანჯარა აქვთ ალბათ.
ნერვებმოშლილი ვჯდები ერთ-ერთ სკამზე. ჩემგან განსხვავებით მას საერთოდ არ აქვს რეაქცია. ისევ იმ საქაღალდეს იღებს რომელსაც ჩემს მოსვლამდე კითხულობდა.
-რა ვქნათ? ტატო!
იმ წამსვე მისწორებს მზერას.
-მოვა ვინმე და გაგვიღებს.
-და იქამდე? აქ ასე ვიჯდეთ?
ეღიმება. მერე ცარიელ სკამებს ავლებს თვალს, თუმცა ბოლოს ისევ მე მიბრუნდება.
-თუ გინდა შეგიძლია რამე ჩამაბარო.
მხოლოდ ახლა ვიაზრებ რაც გაიფიქრა. რა თქმა უნდა, ისევ სტუდენტივით ვუზივარ წინ, აბა რა. სწრაფად ვდგები ფეხზე და ტელეფონს ჩანთაზე ვაბრუნებ.
ჩემს ქცევაზე ისევ ეღიმება. აშკარაა თვითონ საერთოდ არ განიცდის აქ რომ ვართ ჩაკეტილები, მაგრამ მე? ღმერთო, ნიკა რომ მოვა და ვერ დამიკავშირდება აქ შემოვა, იბოდიალებს და სისულელეებს ეტყვის ყველას. თან მთვრალი იყო... არა, რა მეშველება? ჩემი ბრალია, მარტო ჩემი ბრალია, უნივერსიტეტის მისამართი როგორ მივეცი? ორი ნაბიჯი რომ გადამედგა და სხვაგან შევხვედროდი რა მოხდებოდა? ღმერთო, რა მეშვლება. პანიკა მეწყება შინაგანად, ჰაერი აღარ მყოფნის. მალევე ამჩნევს ტატოც.
-კარგი, დაწყნარდი, შენს მოკვლას არ ვაპირებ.
- ძალიან დამამშვიდე.
- ცოტა ხანიც ვერ ძლებ ერთ სივრცეში ჩემთან ერთად? -ნელა დგება ფეხზე და პარალელურად იმ საქაღალდესაც ხურავს.
- ეგ არაფერ შუაშია, ტატო, უბრალოდ...
- უბრალოდ?
ღრმად ვსუნთქავ. რა გინდა რომ უპასუხო. წამიერი სიჩუმე. ბოლოს ისევ თვითონ აგრძელებს.
-რა მოხდა გუშინ?
- ხომ გითხარი ეს დაივიწყე მეთქი. - მზერას ვაშორებ. ისევ ეს თემა. საერთოდ ძალიან მრცხვენია ამ მდგომარეობაში რომ მოუწია ჩემი ნახვა. მის მკლავებში ვიტირე, ღმერთო რა იდიოტი ვარ. ამის გახსენებაზე ინსტიქტურად ვიფარებ სახეზე ხელს.
- ვერ დავივიწყე. -დანაშაულის აღიარებასავით გამოსდის. - თვით შენი ატირება შეძლო, ასე იგი მცირედი არაა. -წინ მიდგება. ხელს ვწევ და ისევ მის მზერას ვეჩეხები. ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებს როგორითაც გუშინ, იმ წამს. ჩემი ემოციების ახალი ტალღაც არ აყოვნებს. გული მიჩქარდება, თუმცა მართლა ვერ ვხვდები ახლა რატომ.
- ეს შენ არ გეხება.
კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და ჩვენს შორის არსებული მანძილიც საოცრად იკლებს.
ისე მიყურებს თითქოს მკითხულობს, თუმცა ახლა მზერის მოშორება არ მინდა, ვიცი, რომ ეს კიდევ უფრო სუსტს გამომაჩენს. ისედაც საკმარისად გამოვჩნდი უკვე.
-ტყუილად, თვალებში არაფერი არ არის. -იმდენად კატეგორიულად გამომდის თავადაც მიკვირს. ეღიმება. უბრალოდ ეღიმება.
- გინდა გითხრა რა არის შენს თვალებში?
ვიძაბები. გონება ისევ განგაშს მიცხადებს. ვგრძნობ, როგორ სწრაფად მეცვლება ემოციები და უკვე როგორ ძალიან მიჭირს მართვა.
-არაფერი არ არის და მორჩა, შენი მოსმენა არ მინდა. -ვტრიალდები, თუმცა მაშინვე მკიდებს მაჯაში ხელს.
- ანა...
ისევ ,,ანა“. ნერვები მეშლება ასე ზუსტად რომ იცის როდის უნდა მომმართოს სახელით და როდის არა.
ვბრუნდები. მისი წამიერი შეხებაც ჩემს ხელზე რაღაც სხვანაირად მოქმედებს და თითქოს ის შინაგანი ქაოსიც ოდნავ წყნარდება. მართლა ვერ ვხვდები ამას როგორ აკეთებს. კიდევ მიახლოვდება ერთი ნაბიჯით, თუმცა ამჯერად მე ვიწევ ინსტიქტურად უკან და ხელსაც ვაშვებინებ.
-აქედან უნდა გავიდეთ, ჩანთაში თმის სარჭი მაქვს. -საკმაოდ უადგილოდ ვაკვეხებ და ჩანთასთან მივდივარ.
-ბევრ ფილმს უყურებ, ამ კარს სარჭით ვერ გააღებ, სხვა პრობლემა აქვს.
- მართლა? რა პრობლემაა ასეთი, ან თუ არის რატომ არავინ აგვარებს? -ჩანთაში ვყოფ ხელს და პარალელურად ვუსწორებ მზერას.
- არ ვიცი, იქნებ იმიტომ რომ საჭირო პირებს არ ეუბნებიან.
ხელში სახლის გასაღები მხვდება, ან მანქანის, არ ვიცი, ამას მხოლოდ ვგრძნობ, ფიქრით გონება სულ სხვა რამეზე იღებს აქცენტს. რა თქმა უნდა, პირდაპირ არ გამოუვიდა და ახლა ირიბად. რაღაც ირონიულის მსგავსად მეღიმება.
-არადა, კარიც კი არ იტყოდა უარს.
- ჩემი და კარის შედარება თუ დასრულებულია, მაინც ვცდი სარჭით.
როგორც იქნა ვპოულობ, თანაც ორივეს. მაინც მაწვება ნერვები და გასაღებებთან ერთად ვიღებ ჩანთიდან, ბონუსად ყურსასმენში გადახლართულს. გამოხსნას ვაპირებ, თვალში ეს დაწყევლილი ბეჭედიც რომ მხვდება. ბრაზი თუ რაცაა წამში რაღაც სხვაში გადადის, პანიკა. ხელები მეყინება და ვერც კი ვიაზრებ როგორ მივარდება გასაღებთან ერთად ხელიდან. იმ წამსვე ვიხრები ასაღებად, მაგრამ ბეჭედთან მაინც ვაგვიანებ, წამში გორდება და პირდაპირ მის ფეხებთან ჩერდება მაინცდამაინც. თვალებს ვხუჭავ. ზუსტად ეს მინდოდა ახლა. ხელები ისევ მიკანკალებს. გასაღებს ვიღებ და მაგრად ვუჭერ ხელს. მხოლოდ წამიერად აკვირდება ჩემს რეაქციას და ბეჭედს იღებს. ფეხზე ვდგები. აზრი აღარ აქვს, კარგი. ღმერთო, ამდენად იდიოტი როგორ ვარ, ხელში ვერ დავიჭირე ნორმალურად, როცა შეიძლებოდა ვერც კი დაენახა ახლა ჩემი წყალობით აკვირდება. ზედმეტი პანიკა და ნერვიულობა მომიღებს ერთ დღეს ბოლოს, მართლა. ბეჭდიდან ჩემზე გადმოაქვს მზერა. ეს მზერა... ღმერთო. თითქოს ყველაფერი უქრება თვალებიდან და ცარიელდება. კითხვის ნიშანს ვერ ვხედავ, ვერც დაბნეულობას. სამაგიეროდ მე ვნერვიულობ შიგნიდან იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე და ვერ ვხვდები რატომ. ნახა და ნახა, მერე რა? რამოდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება და ბეჭედს მიწვიდის. ასე უთქმელად, ყველაფრის გარეშე, უბრალოდ მიწვდის და მორჩა. სწრაფად ვართმევ, უფრო იმიტომ რომ არ დაინახოს რომ ხელი მიკანკალებს. ბოლოს მზერას ვაშორებ და ყველაფერთან ერთად ვაბრუნებ ჩანთაში. დერეფნიდან ხმაური ისმის და იმ დამლაგებლის ხმას ვცნობ ცოტა ხნის წინ რომ ვესაუბრე. ვაპირებ დავუძახო, თუმცა იქამდე თვითონ აღებს კარს, ასე უბრალოდ, უპრობლემოდ. ჩვენს დანახვაზე სახე ეცვლება და კარგად შესამჩნევი გაკვირვებაც ესახება.
-უი, შვილო, ჩაკეტილები იყავით?
უბრალოდ თავს უქნევს ტატო.
-მოვლენ ხვალ უკვე ხელოსნები, ამ აუდიტორიამ ხომ დატანჯა ყველა მოკლედ. ხან ჩვეულებრივადაა, ხან იკეტება, არ უნდა მოგეხურათ კარი.
- დიახ, უბრალოდ მე არ ვიცოდი და ინსტიქტურად მოვხურე, მადლობა. -ოდნავ ვუღიმი ჩვენს მხსნელს და სწრაფად გავდივარ აუდიტორიიდან. გონებაში სრული ქაოსი მაქვს. ჩემს ზედმეტ მეტიჩრობას მოჰყვა ყველაფერი. უმაგრესი იდეა დამებადა თავში, ბრავო!
ვცდილობ სწრაფად ვიარო, თუმცა ვგრძნობ რომ მომყვება და მართლაც.
-ანა, ერთი წუთი...
- ორი იყოს, ოღონდ მერე, ტატო, მეჩქარება.
ამ ყველაფერს დამატებული ნიკა მახსენდება და როგორც კი ტელეფონს იჭერს გამოტოვებულ ზარებსაც ვნახულობ. თუმცა დარეკვას ვინ მაცდის, კიბეებზე მაინც მეწევა.
-რატომ გარბიხარ?
-არ გავრბივარ, უბრალოდ მივდივარ.
- არა, გარბიხარ.
- კარგი, ხო, გავრბივარ, იმიტომ რომ საქმე მაქვს.
პირველ სართულზეც ამოვდივართ როგორც იქნა.
-თუ კითხვას გაურბიხარ?
- როდის გავურბოდი შენს კითხვებს?
- მაგას არ ვგულისხმობ.
ვჩერდები. ისიც. ისევ პირდაპირ ვეჩეხები მის მზერას.
-საერთოდ... -წარმოდგენა არ მაქვს რის თქმას ვაპირებ, თუმცა ამასობაში სხვა მასწრებს.
ის სხვა, რომელიც არც კი შეგვიმჩნევია.
-ძვირფასო მეუღლე, როგორც იქნა, უკვე ძებნას ვიწყებდი...

________________________________________
როგორც იქნა მოვედი <3
თქვენი აზრი მაინტერესებს საერთოდ ყველაფერზე.
როგორ გაგრძელებას ელით?
გამიხარდება თუ გამიზიარებთ
თქვენი
ელა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

უმაგრესია. ველი გაგრძელებას

 


№2  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნანა
უმაგრესია. ველი გაგრძელებას

ნანა, მადლობა!❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

ანა გაურბის ტატოს,მაგრამ პრობლემებს ვერა. თეკლა არ მომწონს,მგონი კარგი როლი არ ექნება ანას არეულ ცხოვრებაში. საინტერესო ადგილზე გაჩერდა ეს თავი. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№4 სტუმარი One

Oops))
Ai zustad vici rom tatoc araris gulgrili)))
Ar meyo mee)) swrafad wamekitkhaa()
Dzalian sainteresoa , kho da kide es tekla maghizianebs))
Veli shemdegs, kargi khar❤️

 


№5  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
ანა გაურბის ტატოს,მაგრამ პრობლემებს ვერა. თეკლა არ მომწონს,მგონი კარგი როლი არ ექნება ანას არეულ ცხოვრებაში. საინტერესო ადგილზე გაჩერდა ეს თავი. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

გეთანხმებით. მსგავსი ფიზიკური გაქცევა ბევრად უფრო მარტივია არა მარტო ამ შემთხვევაში ზოგადადაც.
თეკლაზე რა ვთქვა, ფაქტობრივად ის რომ არა არც ასე დატრიალდებოდა ყველაფერი, უკვე კი ჩანს რაღაც-რაღაცები მასზე.
საინტერესო, კი, რაღა დაგიმალოთ და მეც მაინტერესებს რა იქნება და როგორ❤️
მადლობა რომ აქ ხართ და ასე ერთგულად მომყვებით!❤️❤️❤️

One
Oops))
Ai zustad vici rom tatoc araris gulgrili)))
Ar meyo mee)) swrafad wamekitkhaa()
Dzalian sainteresoa , kho da kide es tekla maghizianebs))
Veli shemdegs, kargi khar❤️

რაღაც მხრივ ველოდი თეკლაზე ასეთ რეაქციებს, მესმის. მისი დამსახურებაა ფაქტობრივად ყველაფერი.
ტატოზე, ხო, შეიძლება კი ცდილობს არც ასეთი შესამჩნევი იყოს, თუმცა... მაინც.
რა და როგორ იქნება მეც თქვენთან ერთად ძალიან მაინტერესებს, ვნახოთ<3
მიხარია რომ აქ ხარ❤️ მადლობა და ბევრი გული ჩემგან❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

ტატო კი იეჭვიანებს თან ისეთ დროს გაჩერდა მეუღლევო და აი ნიკას რომ ეს ბიჭი ეგენოს ახალი ანას ცხოვრებაში კი კაი იქნებოდა თუმც ამეეჭვება აქ უფრო ტატოს ეჭვიანობა იქნება ალბათ მერე.ახალი თავი მიბდა უკვე ისეთ ადგილას გაჩერდა

 


№7  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თამო
ტატო კი იეჭვიანებს თან ისეთ დროს გაჩერდა მეუღლევო და აი ნიკას რომ ეს ბიჭი ეგენოს ახალი ანას ცხოვრებაში კი კაი იქნებოდა თუმც ამეეჭვება აქ უფრო ტატოს ეჭვიანობა იქნება ალბათ მერე.ახალი თავი მიბდა უკვე ისეთ ადგილას გაჩერდა

მართლა ისეთ მომენტში გაჩერდა აქ ბევრი მოსაზრება შეიძლება, კი, გეთანხმები.
ტატოს გრძნობების ნელ-ნელა გამოჩენა კი დაწყებულია ისედაც, ფაქტობრივად და ეს მომენტი რას მოიტანს და როგორ შეცვლის ყველაფერს და ნუ მის შემდგომ ნაბიჯებსაც, ვნახოთ.
ნიკას რა და როგორ ეგონება მაგას ერთად ვნახავთ, ვეცდები მალე )
პ.ს მიხარია რომ აქ ხარ და მომყვები, თამო❤️❤️❤️ მადლობა! ბევრი გული შენ❤️❤️

 


№8  offline წევრი likuu_s

ვაიმე! აი ბოლოს რო ამაკანკალა, უნდა გენახა! ოხ როგორ მომეშალა ნერვები! :დდ

ძააალიან კრგი თავი იყო!

თეკლას კიდევ ვერ გავუგე, რაღაც ნაწილში კარგი იყო, რაღაცაში აურია. ამ ჩემ აზრებზე, რა თქმა უნდა, ანას თეკლასთან დაკავშირებული ფიქრებიც მოქმედებს და ავირიე. ვერ ვხვდები, უნდა მომეწონოს თუ არა ეს გოგო, თუმცა არაუშავს, ჯერ ყველაფერი წინაა და თავის რეალურ სახესაც გამოაჩენს.

ნიკა რაღაცნაირი ტიპია, მოღალატე და მდიდარ ბებიაზე გამცვლელი რომ არ იყოს, ვფიქრობ, კარგი ტიპი იქნებოდა :დდდდ მარა მაინც ნერვები მომიშალა :დ

რაც შეეხება ანას, მისი გრძნობები ძალიან ნათელია ჯერ მარტო იქიდან, რომ ტატოს ნებისმიერ საქციელს ასე მძაფრად აღიქვამს და იქნებ გაახილოს თვალები, გაერკვას მალე! კი რთულია, მესმის, თუმცა ბევრად მეტი ადამიანი იქნება ბედნიერი, ასეთ რაღაცეებს რომ იაზრებდნენ და მარტივად არ თმბოდნენ სულელური მიზეზების გამო :დდ ჩემი აზრით, თავის დროზეც უნდა გარკვეულიყვნენ ანა და ტატო. გული მწყდება, მაგრამ რას ვიზამთ.

ხო და გაქცევა ახსენეს მაღლა კომენტარებში. ანა რომ რეალური იყოს, მაგრად ვცემდი. არ იქცევა სწორად, ყველაფერს პირისპირ უნდა შევხდეს, ასე ბევრად უკეთესი იქნება. ესეც მესმის, რთულია, თუმცა ასე უნდა იყოს. და, ვფიქრობ, ამას მალე ვეღირსებით :დ

აი ტატოც ძაან მაგარი ტიპია, ბეჭედი რომ აიღო გეფიცები, იგივე ვიგრძენი, რაც მან. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ანა გაშორებულია ნიკას, ძალიან შემეშინდა, აი ძალიან.

ეს ბოლოს რა იყო ვითომ? :დდდ სად გაწყვიტე? თუმცა ასე ითხოვდა. იმედია მალე გაირკვევა, თორემ ტატო მეცოდება, რა დღეში იქნება გაურკვევლობაში :(

მართლა უკარგესი იყო!

გელი!

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ვაიმე! აი ბოლოს რო ამაკანკალა, უნდა გენახა! ოხ როგორ მომეშალა ნერვები! :დდ

ძააალიან კრგი თავი იყო!

თეკლას კიდევ ვერ გავუგე, რაღაც ნაწილში კარგი იყო, რაღაცაში აურია. ამ ჩემ აზრებზე, რა თქმა უნდა, ანას თეკლასთან დაკავშირებული ფიქრებიც მოქმედებს და ავირიე. ვერ ვხვდები, უნდა მომეწონოს თუ არა ეს გოგო, თუმცა არაუშავს, ჯერ ყველაფერი წინაა და თავის რეალურ სახესაც გამოაჩენს.

ნიკა რაღაცნაირი ტიპია, მოღალატე და მდიდარ ბებიაზე გამცვლელი რომ არ იყოს, ვფიქრობ, კარგი ტიპი იქნებოდა :დდდდ მარა მაინც ნერვები მომიშალა :დ

რაც შეეხება ანას, მისი გრძნობები ძალიან ნათელია ჯერ მარტო იქიდან, რომ ტატოს ნებისმიერ საქციელს ასე მძაფრად აღიქვამს და იქნებ გაახილოს თვალები, გაერკვას მალე! კი რთულია, მესმის, თუმცა ბევრად მეტი ადამიანი იქნება ბედნიერი, ასეთ რაღაცეებს რომ იაზრებდნენ და მარტივად არ თმბოდნენ სულელური მიზეზების გამო :დდ ჩემი აზრით, თავის დროზეც უნდა გარკვეულიყვნენ ანა და ტატო. გული მწყდება, მაგრამ რას ვიზამთ.

ხო და გაქცევა ახსენეს მაღლა კომენტარებში. ანა რომ რეალური იყოს, მაგრად ვცემდი. არ იქცევა სწორად, ყველაფერს პირისპირ უნდა შევხდეს, ასე ბევრად უკეთესი იქნება. ესეც მესმის, რთულია, თუმცა ასე უნდა იყოს. და, ვფიქრობ, ამას მალე ვეღირსებით :დ

აი ტატოც ძაან მაგარი ტიპია, ბეჭედი რომ აიღო გეფიცები, იგივე ვიგრძენი, რაც მან. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ანა გაშორებულია ნიკას, ძალიან შემეშინდა, აი ძალიან.

ეს ბოლოს რა იყო ვითომ? :დდდ სად გაწყვიტე? თუმცა ასე ითხოვდა. იმედია მალე გაირკვევა, თორემ ტატო მეცოდება, რა დღეში იქნება გაურკვევლობაში :(

მართლა უკარგესი იყო!

გელი!

წარმატებები!❤️❤️❤️

თეკლას გაგება მაინც რთულია, მომწონს არ მომწონს შორის რამდენად ვარ გაჭედილი ესეც რთული სათქმელია, თუმცა რაღაც მხრივ მართალია, იმდენად ცვალებადია თავადაც, მერე რაღაც ინსტიქტურად მოდის ცვალებადი აზრებიც მასთან მიმართებით.

ნიკას ,,კაი ტიპობაზე" რანაირად დაგეთანხმო? :დ
არ ვიცი, მართლა. თუმცა ის რაღაც არის, რაც გამოარჩევს, ასე იყო თავიდანვე, სხვანაირად ვერც ალბათ.

ანას გრძნობები თქვენთვის, ჩვენთვის თუ როგორც უფრო სწორია, ნათელია, კი. - თუმცა მისთვის ნამდვილად არა, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ არ დაფიქრდება საკუთარ თავთან. მერე უკვე თავისთავად მოვა ყველაფერი. ყოველთვის სულელური მიზეზები რამდენადაა, ამის თქმა რთულია, თუმცა როცა მართლა არის კი, ამის გამო არ უნდა იკარგებოდეს დრო.
ცემაზე გამეცინა :დ
საერთოდ გაქცევას ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს და ნათელი მაგალითიც სახეზეა.
რთულსა და მარტივზე რომ დავიწყო საუბარი ძალიან გაგრძელდება, ამიტომ იყოს ასე.
რთულსაც ეშველება.

ტატოს შიშებზე დამაფიქრე, ვნახოთ, ვნახოთ :
იმ წამს ანასაც კი გაუჭირდა მისი ფიქრების გამოცნობა.
გაწყვეტაზე პასუხი მაქვს, გაგრძელება იქნება :დ
პ.ს მადლობა!❤️
მეც სულ გელი ხოლმე და კიდეც აღვნიშნავ ყოველთვის ამას.
ძალიან ბევრი გული შენ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ნეტავ რა იყო ეს აბა როგორ შეიძლებოდა ამ ინტრიგულ მომენტში დამთავრება ნიკას ჩავაქვესკნებ????????????????ეხლა მოუნდა გამოთრევა მომეშალა ნერვები ძლივს ესენი ნორმურად ლაპარაკობდნენ????????????თეკლას პერსონას არ ვაქცევ ყურადღებას არ მომწონს ეგეთი გოგოშკები ძალით რომბეტენებიან ადამიანს...ანა მეცოდება რა ქაოში ცხოვრობს მომწონს ეს ნაწარმოები ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️????????????

 


№11  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
ნეტავ რა იყო ეს აბა როგორ შეიძლებოდა ამ ინტრიგულ მომენტში დამთავრება ნიკას ჩავაქვესკნებ????????????????ეხლა მოუნდა გამოთრევა მომეშალა ნერვები ძლივს ესენი ნორმურად ლაპარაკობდნენ????????????თეკლას პერსონას არ ვაქცევ ყურადღებას არ მომწონს ეგეთი გოგოშკები ძალით რომბეტენებიან ადამიანს...ანა მეცოდება რა ქაოში ცხოვრობს მომწონს ეს ნაწარმოები ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️????????????

ინტრიგნულ მომენტში კი დამთავრდა, გეთანხმებით, ვეცდები მალევე იყოს გაგრძელებაც.
ნიკას გამოჩენასაც თავისი დატვირთვა აქვს, ვნახოთ. ზედმეტად საინტერესო საუბრის შეწყვეტის მიზეზიც კი გახდა ყველაფერთან ერთად.
ანა მართლა ქაოსში ცხოვრობს, როგორი ზუსტი აქცენტი იყო.
მადლობა აზრის გაზიარებისთვის❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent