ოცნებად დარჩენილი სიყვარული (სრულად)
ჩემი პირველი ისტორია, პირველ პირში დაწერილი ამბავი რომელიც განსხვავდება ყველა სხვა ისტორიისგან და არ არის ჩვეულებრივი ბედნიერი დასასრულით. გთხოვთ ძალიან არ განსაჯოთ<3 ----- სკოლაში ვიყავი როცა მისი სახელი პირველად გავიგე, თვალით არასდროს მენახა, მხოლოდ მის შესახებ ვიგებდი სიახლეებს და ეს უხილავი ადამიანი ისე მაინტერესებდა როგორც არასდროს არავინ. პირველად რომ დავინახე არვიცი რა ვიგრძენი მაგრამ მას შემდეგ თვალით ყველგან მას ვეძებდი. არადა გარეგნობით ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტდა, მუქი შავი თვალები, თხელი ტუჩები და სწორი ცხვირი ჰქონდა. ის ჩემზე 3 წლით დიდი იყო, მე კი მხოლოდ 13 წლის. დანიელი სკოლაში ხშირად არ დადიოდა, ხანდახან თვეები გადიოდა ისე რომ საერთოდ ვერ ვხედავდი, მახსოვს ქუჩაში ყველა მანქანას ვაკვირდებოდი იმის იმედით რომ ერთ-ერთი მისი იქნებოდა და თვალს მაინც მოვკრავდი და როცა ასე ხდებოდა გული მიჩქარდებოდა, თვალს შეძლებისდაგვარად ვაყოლებდი, არმინდოდა ვინმეს შეემჩნია. ყველაზე მეტად ის მტკენდა გულს, რომ არცერთხელ გამოუხედავს ჩემკენ...ან მე მეგონა ასე...ასეთ ყოფაში გავიდა 2 წელი. ---- ზაფხულის ცხელი დღე იყო ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, ანამარიამ, რომ მომწერა ის რამაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა და თავდაყირა დააყენა... -დანიელ მაისურაძემ მომწერა, იცნობ? -კი ჩემს სკოლაში სწავლობს, რაუნდა? -ქორწილში გავიცანი და ახლა მომწერა, როგორი ბიჭია? -მე პირადად არვიცნობ მაგრამ როგორც ვიცი ბევრ გოგოსთან აქვს მიმოწერა და არც ისეთი კარგი სახელი აქვს. მისთვის არაფერი მომიტყუებია, მართლაც არ ჰქონდა კარგი სახელი გოგებთან მიმართებაში,თუმცა მე მაინც მაინტერესებდა, ბევრჯერ ღამე იმ ოცნებაში ჩამძინებია, რომ მას დავუახლოვდებოდი და თუნდაც მეგობრები ვიქნებოდით, წარმოვიდგენდი როგორ მელაპარაკებოდა და მექცეოდა, ხან მეტირებოდა ხან მეცინებოდა. თვითშეფასება საკმაოდ დაბალი მქონდა და მეგონა არასდროს შემომხედავდა ისე, როგორც სხვა გოგონებს მიუხედავად იმისა, რომ ქერა თმა, მომწვანო-მოთაფლისფერო თვალები, კურნოსა პატარა ცხვირი და საშუალო ზომის, ლამაზი ფორმის ტუჩები მქონდა. ბევრი აღფრთოვანებული იყო ჩემი გარეგნობით და ბევრ ბიჭსაც მოვწონდი მე მაინც არ ვთვლიდი თავს ლამაზად. 1თვის შემდეგ-- -ნატალია, გღვიძავს? -კი, ანამარი -რაღაც ისეთი უნდა მოგიყვე რასაც არ დაიჯერებ -რა ხდება? მომიყევი მალე -ხომ იცი დანიელმა რომ მომწერა... იმის შემდეგ ყოველდღე მწერდა ღამის 3-4 საათამდე ვლაპარაკობდით, ისეთი კარგია, ძალიან ბედნიერი ვარ. -ოჰო, მშვენიერია -მოიცა ეს ყველაფერი არაა, რამდენიმე დღის წინ ღამით ვნახე და თავისი გრძნობების შესახებ მითხრა და მაკოცა, ვერ წარმოიდგენ რა დამემართა, ყურებამდე ვარ შეყვარებული. მთხოვა არავისთვის მეთქვა მაგრამ ვერ მოვითმინე და შენ მაინც გითხარი -ღმერთო არ მჯერაა მაგარია ძაან მარა იმედია გულს არ გატკენს ახლა ალბათ ფიქრობთ რა სულელია ეს გოგო, რატომ არ უთხრა თავიდანვე რომ თავად მოსწონდაო? არვიცი ასე რატომ მოვიქეცი, 2 წელი მომწონდა და უკვე იმედი მქონდა გადაწურული, მეგონა არაფერს აზრი არ ჰქონდა თან ანამარია ჩემზე ლამაზი იყო და მე თავს ყოველთვის მის ჩრდილქვეშ ვგრძნობდი. მათი ურთიერთობა კარგად აეწყო უკვე ოფიციალურად შეყვარებულები არიან და მეც რა თქმა უნდა ჩემი საუკეთესო მეგობრის ბედნიერება გულით მიხარია, უკვე დავივიწყე ის ფაქტი რომ დანიელი მომწონდა. ხშირად გავდიოდით იმ ზაფხულს მე და ანამარი დანის სანახავად, განსაკუთრებით ღამით, გათენებამდე ერთად ვიყავით ვიჯექი მათ გვერძე და ვუყურებდი როგორ ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს. ერთ ასეთ გასვლაზე ანამარიას ხელს ატოლებდა თავის ხელს და უცებ მე მომიბრუნდა -აბა მანახე შენი ხელი ფრთხილად მივადე ჩემი ხელი და დავატოლე უცებ ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და გაოცებულმა თქვა -რა პატარა ხელები გაქვს გოგო ანაც ღიმილით დაეთანხმა 2წუთი ასე ეჭირა ჩემი ხელი და მერე გამიშვა, ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ ბნელოდა და ჩემი სახე ვერც ერთმა დაინახა, ვერ აღგიწერთ რა ვიგრძენი, გული ამიჩქარდა, ერთ მომენტში ვიფიქრე რომ სიამოვნებდა ჩემი ხელის შეხება და ვგრძნობდი რომ მასაც ჰქონდა ჩემს მიმართ ინტერესი მაგრამ მალევე მოვიშორე მსგავსი ფიქრები. --- -ნატ ბოდიში რომ ვერ გეხმარები დანის ველაპარაკები -არაუსავს ხოიცი როგორ მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი ტელეფონიდან მისი ხმა ისმის -რას აკეთებს? -პიცას მიცხობს? -ხო? არუნდა ჩემთანაც მოვიდეს და გამომიცხოს? *ანა უხერხულად იცინის* -მართლა ვამბობ... ისე არ გინდა ცოტა მოიმატო? -არა -ძაან გამხდარი ხარ ერთი 5 კილოს მომატება არ გაწყენდა ნახე ნატას რა კარგი ტანი აქვს მის მსგავსად რომ იყო ძაან მოგიხდებოდა -მე მომწონს ჩემი ტანი და არმინდა მომატება ამის შემდეგ მათი ლაარაკი არ გამიგია აშკარად გაუთიშა და ვკითხე -რახდება?კიდევ რამე გითხრა? -კი -რა -მაგას ვერ გეტყვი, ღმერთო ეგ როგორ უნდა გითხრა -მალე მითხარი ხოიცი არ მოგასვენებ და მაინც გათქმევინებ -მითხრა რომ შენთან სექ*ზე უარს არ იტყოდა... -რა? სულ გამოშტერდა ეგ ბიჭი? შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, ეგ როგორ უნდა აპატიო -ეგრევე მითხრა რო ხუმრობდა და გაიცინა მაგრამ მაინც არ მომეწონა ეგეთი რაღაც რომ თქვა -არც მე საერთოდ რანაირად მოუვიდა თავში აზრად იდიოტი როგორ ნერვებს მიშლის. ------- -ნატ, ისევ ვიჩხუბეთ... -მერამდენედ ანა? ვერ ხვდები რო უკვე ძაან გაუტია? ან რაზე იჩხუბეთ -არ მენდობა მგონია რო სხვა ბიჭებთანაც იგივენაირი ურთიერთობა მექნება და არუნდა რო ვინმეს ვწერდე, მეგობრებსაც კი -მე დაველაპარაკები და გავიგებ რაუნდა ამას ისედაც შეჩვეული ვიყავი მათი ყოველი კამათისას ორივეს მხარეს ვისმენდი და ორივეს შესაბამისად ვაწყნარებდი და ვუხსნიდი ორივეს გადმოსახედს ნამდვილი ფსიქოლოგივით. -დანიელ რახება შეგიძლია ამიხსნა? ამჯერად რატომ დაშორდი -შენი საუკეთესო მეგობარი ისეთი არ არის შენ რომ გგონია... იცი რამდენ რამეს გიმალავს? ვიცი და ვიგებ მე მინდა თუ არმინდა... რასაც გეუბნება სიმართლე არ არის ვერ გეუბნება შენ იმიტორო სცხევნია... ნეტა ისიც შენნაირი იყოს, შენ სულ სხვანაირი ხარ, ჩამოყალიბებული. გავშრი. ბიჭი რომელიც წლების განმავლობაში მომწონდა და რომელიც ახლა ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული იყო ასეთ რამეს მეუბნებოდა. ამის შემდეგ კიდევ ძალიან ბევრჯერ იჩხუბეს მეც ირონიულად მიდმივად საქმის კურსში ვიყავი, ხანდანახ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მეც მათ ურთიერთობაში ვიყავი იმდენად ყველა დეტალს მიყვებოდა ანამარია, ბოლოს უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი ამ ყველაფრით, უკვე ბრაზი მიპყრობდა დილით გაღვიძებულს ანას ჩატში უამრავი სქრინი რომ მხვრებოდა მათი კამათის ტექსტებით, ვეუბნებოოდი რომ აღარ მინდოდა მათ პირადში ჩარევა მაგრამ მაინც ყოველთვის იგვე ხდებოდა. ასეთ ყოფაში გავიდა კიდევ 2 წელი... ---- -ახლა საბოლოოდ დავშორდით -ო კაი რა უკვე აღარ მჯერა მე მაგის , მერამდენედ იძახი ეგეთ რამეს? -სერიოზულად გეუბნები,ძაან ცუდად ვგრძნობ თავს -კარგი დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება არ გჭირდება მსგავსი ურთიერთობა, ვერ ხედავ რა ტოქსიკურები ხართ ერთმანეთისთვის? გაგინადგურდა უკვე მთელი ნერვული სისტემა. საკმარისია. -მართალი ხარ. დამთავრდა. თქვენ გგონიათ მე რომ ჩემს დაქალს ჭკუას ვარიგებდი მე უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი? ფიქრების კორიანტელში ვიყავი გახვეული,არეული, გაჭედილი და ვერ ვიგებდი ვერაფერს. ხან ვფიქრობდი და მიხაროდა რომ მე არ გავხდი დანიელის შეყვარებული რადგან ძალიან ტოქსიკური იყო და დატანჯა ანამარია, მაგრამ ჩემი მეორე მე ეგოისტურად ჩამძახოდა შენ რომ ყოფილიყავი მის ადგილას შეიძლება ძალიან კარგი ურთიერთობა გქონოდათ და სწორედ შენ იყავი ის ადამიანი ვინც კარგად გაუგებდა დანის და შეეწყობოდა. ორი წელი იყო რაც დანიელს ახლოდან ვიცნობდი ანას დახმარებით...უკვე კარგად ვიცოდი მისი აზრები და როგორი ადამიანიც იყო. ბედის ირონიაა ისიც, რომ ადამიანი რომელთან დაახლოებაზეც ვოცნებობდი ყოველ ღამით ასეთ სიტუაციაში გავიცანი. არეული და დაკარგული ვარ. ---- აღდგომა იყო, ორი მაისი, ის დაწყევლილი დღე... მეგობრებთან ერთად ვიყავი პარკში საღამოხანს, მაშინ ანამარი თავის სახლში იყო, დამავიწყდა მეთქვა რომ ჩვენ სხვადასვა ქალაქში ვცხოვრობით, ის ქუთაისში, მე კი ქობულეთში. უცებ დავინახე ჩვენკენ მომავალი დანიელი, მომესალმა და მთხოვა რომ ორი წუთით სალაპარაკო ჰქონდა. იქვე სკამზე დავსხედით და არც გამკვირვებია ანამარიაზე რომ დამისვა რამდენიმე კითხვა. -კიდევ რამე გაინტერესებს თუ შემიძლია წავიდე? -არის რაღაც მაგრამ ჯობია არ გითხრა -მითხარი რა ხდება -არა მიდი წადი -კარგი როგორც გინდა. წავედი სახლში და 15 წუთში მომდის შეტყობინება -შეგიძლია ცოტახნით გამოხვიდე? -აკი აღარაფერი მაქვს საკითხავიო? -უნდა გითხრა რაღაც მიდი გამოდი -კარგი ხო ისევ იქ მიდი და მოვალ მეც. --- -რახდება აბა? ჯერ დუმდა მერე ზოგადსაკაცობრიო თემებზე მელაპარაკებოდა აშკარად თავს არიდებდა იმის თქმას რისთვისაც შეხვედრა მთხოვა -სერიოზულად? გლობალურ დათბობაზე სალაპარაკოდ მომიყვანე აქ? მითხარი მალე რამის თქმა თუ გინდა თუ არადა წავედი მე. -კარგი ხო გეტყვი ახლოს მომიჯდა... თავს უხერხულად ვგრძნობდი და ჩემში უცნაურ შეგრძნებებს იწვევდა მისი ეს სიახლოვე. -მოკლედ სანამ ანამარიას გავიცნობდი იქამდე მომწონდი. მანქანიდან გაკვირდებოდი ხოლმე ქუჩაში მიმავალიც კი სულ ლამაზი იყავი... ძალიან მაინტერესებდი. -მაგრამ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი აირჩიე და მისი შეყვარებული გახდი... ვიჯექი გახევებული და ვერ ვიჯერებდი რასაც მეუბნებოდა... ამდენი წელი... ამდენი წელი მომწონდა და მეგონა რომ არც კი მიყურებდა, ჩემი არსებობის შესახებაც კი არ იცოდა და რა გამოვიდა მასაც იგივენაირად მოვწონდი და ვაინტერესებდი როგორც მე. უარესად ავირიე, მწუხარების გრძნობა გამიჩნდა, რა იქნებოდა ანამარია რომ არ გაეცნო, ნუთუ შეიძლებოდა ჩვენ რამე გამოგვსვლოდა? ნითუ შესაძლებელი იყო რომ მე ვყოფილიყავი მისი შეყვარებული და არა ჩემი საუკეთესო მეგობარი? თუმცა ამ ყველაფერს უკვე აზრი აღარ ჰქონდა... მან ამანარია აირჩია. -წავალ მე... -არა გთხოვ არ წახვიდე, წამოდი რა სადმე სხვაგან წავიდეთ კიდევ მინდა რაღაც გითხრა რასაც აქ ვერ გეტყვი თანიდან შევეწინააღმდეგე მაგრამ ბოლოს დავთანხმდი,არვიცი რატომ მაგრამ გრძNობებს და მასთან ახლოს ყოფნის სურვილს ვერ ვაღწევდი თავს. ისეთ ადგილას წავედით იქვე ახლოს სადაც არავინ არიყო, მისგან მოშორებით დავჯექი -რაიყო კიარ შეგჭამ სად დაჯექი გვერდით მომიჯდა, მე ისევ გავიწიე -კარგი ახლა -რაგინდა? -შენთან ახლოს ყოფნა -ანამარია... სიტყვა არ დამასრულებინა -მერამდენედ მიმეორებ მის სახელს, საერთოდ აღარ მიხსენო, ყველაფერი დამთავრდა არარ შევრიგდებით -არმჯერა, სულ მაგას იძახით. ცოტახანს თვალმოუშორებლად მიყურებდა და გამეცინა -რატომ მიყურებ ეგრე? -იცი რა ლამაზი ხარ?ძალიან ლამაზი -მითხარი მალე კიდევ რისი თქმა გინდოდა თუარადა წავედი მე წამოვდექი თუარა ხელი ჩამკიდა და გამაჩერა ჩამეხუტა... ვერ აღვწერ იმ მომენტში რა ვიგრძენი, ჩემი საყვარელი ადამიანი მეხუტებოდა, ის მოხდა რაზეც მთელი ამდენი წელი ვოცნებობდი, ასეთი სითბო არავისგან მიგრძვნია, მთელს ტანში სიამოვნების შეგრძნებებმა დამიარა, დრო გაჩერდა. თუმცა... სინანულის და სინდისის ქენჯნის გრძნობამ ყველაფერი გადაჯაბნა, ის ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული იყო და ვიცოდი რომ ანამარიას კვლავ ჰქონდა მის მიმართ გრძნობები. ასე არ უნდა მომხდარიყო. მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი და სახლისკენ წავედი ისევ წინ გადამიდგა და არმიშვებდა უკვე ვბრაზდებოდი -გამიშვი ვუყვიროდი -არა, ერთიც ჩამეხუტე და წადი -არა გამანებე თავი, სახლში უნდა წავიდე მაინც არ მიშვებდა ის ჩემზე ბევრად ძლიერი და სწრაფი იყო ვერაფრით დავაღწიე თავი უკვე ტირილის პირას ვიყავი -რაგინდა ჩემგან?რატომ არ მიშვებ? -მაკოცე და გაგიშვებ თვალები დავხუჭე, ძალა მოვიკრიბე და ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე -ახლა შემიძლია წავიდე? -ეგ კოცნა არ მიგულისხმია სულელო -აბა რა იგულისხმე? -მაკოცე -უკვე გაკოცე -გამარტყი -რა? ვერ ხარ?რატო უნდა გაგარტყა -გამარტყი მეთქი, წინასწარ იმის გამო რასაც გავაკეთებ ოდნავ გავარტი სახეში ხელი. უცებ მომიახლოვდა ჩამეხუტა და ტუჩები ტუჩებზე მომადო. ეს იყო ყველზე სასიამოვნო და ამავდროულად მტკივნეული კოცნა. -აჰა ხომ მაკოცე ახლა წავედი მაინც არ გამიშვა... კიდევ მაკოცა ამჯერად უფრო მომთხოვნად და ხანგრძლივად, მეც ვეღარ გავუძელი სიამოვნების გრძნოვას და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. იმ წამს დრო გაჩერდა, არასოდეს დამავიწყდება ის შეგრძნება ის შეხება, წარმოუდგენლად დიდ სითბოს ვგრძნობდი მისგან. არვიცი ეს მე მეჩვენებოდა თუ მართლა ასე იყო მაგრამ დამეფიცება არცერთი ადამიანისგან მე ასეთი სითბო არ მიგრძვნია. როგორც იქნა მომცა წასვლის საშუალება. ამის შემდეგ რამდენჯერმე ინსტაგრამ სთორიზე დამირეფლია და მწერდა თუ რა ტკბილი და ლამაზი ვიყავი. ეგოისტურად მსიამოვნებდა და მიხაროდა. რამდენჯერმე შევხვდით მიუხედავად იმისა რომ ჩემი დაქალის წინაშე თავს საოცრად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ისე მეხუტებოდა და მკოცნიდა, ყველაფერი მავიწყდებოდა მასთან ყოფნისას. ყველა ის გრძნობა რაც მის მიმართ მქონდა გამიახლდა და გამიათმაგდა. უკვე აღარ ვფიქრობდი რომ მომწონდა. მე დანიელ მაისურაძე სიგიჟემდე მიყვარდა. ----- -მიდი გამოცუნცულდი ნატ -კარგი მოვდივარ ჩვენს საყვარელ ადგილას მივედით -აუ ორი წუთით გადმოდი მანქანიდან რა -რახდება -ჩამეხუტე დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები მერე ოდნავ გამწია და ნაზად მაკოცა, მჭირდოდ მხვევდა ხელებს, ეგოისტურად ბედნიერი ვიყავი, ისეთ სითბოს ვგრძნობდი თავი სიზმარში მეგონა აუხდენელი ოცნებასავით იყო. -იცი რა ლამაზი ხარ? -ნწ. ვიცინოდი თვალებგაბრწყინებული. -ძალიან ლამაზი და კარგი ხარ. მკოცნიდა სულ, არ მშორდებოდა, რომ ვეუბნებოდი უნდა წავიდე მეთქი ვერ მშორდებოდა 5 წუთიც იყავი და წადიო არ ვეთმობოდი. -კარგი საკმარისია წამიყვანე ახლა ერთიც მაკოცა და უცებ მიკბინა მე ბავშვივით გავებუტე რატომ მიკბინე მეტკინა და ვეღარადროს მაკოცებ მეთქი. უცებ მანქანა მთელი ძალით დაამუხრუჭა ყველაფერი წამებში მოხდა მანქანა გაჩრებული არ იყო ღვედი მოისნა გადმომწვდა და ვნებამორეული დამეტანა ტუჩებზე, ისე მკოცნიდა საერთოდ დამავიწყდა შუაგზაზე რომ უცებ დაამუხრუჭა მანქანა და ასე ვიდექით.უცებ მომშოდა დაუბრუნდა თავის ადგილს და გზა გააგრძელა -აკი ვეღარ მაკოცებო? იღიმოდა საყვარლად, ხომ გაკოცებ კიდევ? -კარგი ხო -კარგი გოგო ხარ იმ წამს ალბათ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, სულელივით სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი ვიხსენებდი წამისწინ მომხდარს და მეგონა რომელიღაც ფილმის კადრს ვიხსენებდი იმიტომ რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში თუ მენახა. ვფიქრობდი რომ ჩემნაირი გიჟი და სპონტანური იყო.ის ჩემნაირი და ჩემი იყო. მაგრამ როდის იყო ბედნიერება დიდხანს გრძელდებოდა? გამოიცანით რა მოხდა? ერთ მშვენიერ საღამოს ანამარიამ მახარა რომ შერიგდნენ. გული ნაფლეთებად მექცა, გულში ჩემს თავს არაამქვეყნიურად დავცინოდი, ნერვული სიცილი ამივარდა ვერ ვწყნარდებოდი. რა სულელი ხარ ნატალია, ნამდვილი სულელი. როგორ იფიქრე რომ დანიელს შეიძლებოდა შეყვარებოდი. ვერაფრით ვხვდებოდი რატომ მომექცა ასე, რატომ გამომიყენა. ამის შემდეგ ნამდვილი ტანჯვა დაიწყო, ყოველ ჯერზე როცა ანამარია მას ახსენებდა გული ცხრა დარტყმას ტოვებდა და შემდეგ წარმოუდგენლად სწრაფად იწყებდა ფეთქვას თან მაქსიმალურად ვცდილობდი გარეგნულად არაფერი შემემჩნია. რამდენიმე თვე ასე გავიდა. ალბათ უკვე ვეღარ ითმენ მკითხველო და გაინტერესებს ასე დამთავრდა ყველაფერი თუ არა. მინდა გითხრათ რომ ეს ჯერ დასაწყისია. ---- საბოლოოდ დაშორდნენ დანიელი და ანამარია. თურმე მათი ერთად ყოფნის 2 წელიწადიდან 1წელი სხვა გოგოსთანაც ჰქონდა ურთიერთობა სულ ნახულობდა სწერდქა რომ ენატრებოდა, ამან საბოლოოდ გაანადგურა ანამარია, შფოთვითი აშლილობები დაეწყო, დამამშვიდებლის გარეშე ვეღარ იძინებდა. თუმცა ამით დარტყმა მხოლოდ ანამარიას არ მიუღია... მეც დამამსხვრია ნაწილებად იმის გაგებამ რომ მე მესამე ან ვინ იცის მეხუთე ხარისხოვანი გასართობი ვიყავი მისთვის და რეალურად არანაირი გრძნობა არ გააჩნდა ჩემის მიმართ. საშინლად ვიყავი გაბრაზებული ვფიქრობდი რომ მეზიზღებოდა და გულის ამრევი ადამიანი იყო. მაგრამ გულს ხომ ადამიანი ვერაფერს მოუხერხებს. მიანც მეფიქრებოდა მასზე და მაინც გულის სიღრმეში ვერ ვივიწყებდი. ღმერთო როგორ მეზიზღებოდა ამის გამო ჩემი თავი... ისევ გამოჩნდა დანიელი ჩემს ცხოვრებაში დამირეკა რომ საუბარი უნდოდა უარს ვეუბნებოდი მაგრამ საბოლოოდ ინტერესმა მიმიყვანა დანიელთან, მაინტერესებდა ისეთი რა საქმე ჰქონდა რომ არ მანებებდა თავს და განუწყვეტლივ მირეკავდა. ისევ იგივე... მეუბნებოდა რომ მოვწონდი და ჩემთან ურთიერთობა უნდოდა ოღონდ ყოველგვარი სახელის გარეშე, თავისუფალი ურთიერთობა საიდანაც ორივე იმას მივიღებდით რაც გვსურდა და არ უნდა შემყვარებოდა. ბევრი არ მიფიქრია, არ შემეძლო უარის თქმა მასთან სიახლოვე მინდოდა და მჭირდებოდა. ვფიქრობდი რომ არაფერი დაშავდებოდა ასეთი ურთიერთობით, და არც ზედმეტად გადავეშვებოდი მის სიყვარულში. გავთიშე გრძნობები და მართლაც გავარძელეთ ისეთი ურთიერთობა, ჩემი თავის მიკვირდა როგორ ვახერხებდი ამას, ხან კვირები და თვეები ისე გადიოდა რომ არც მწერდა მაგრამ მე არ ვნერვიულობდი,არ განვიცდიდი და არ მადარდებდა. უკვე სრულწლოვანი ვიყავი უფრო მეტად ჩამოყალიბებული ვიყავი და სხვანაირად ვაზროვნებდი, შეყვარებულობა და „ზედმეტი თავის ტკივილი“ არც მე მინდოდა, რაღაც მომენტში მომწონდა კიდეც ასეთი ურთიერთობა და კამყოფილი ვიყავი. რაც მთავარია ჩვენს შესახებ არავინ იცოდა. ქუჩაში ისე ვხვდებოდით და ვესალმებოდით ერთმანეთს ვითომ ჩვენს შორის არაფერი ხდებოდა. გაოცებული ვიყავი ჩემი შესაძლებლობებით გრძნობებს იდეალურად ვმალავდი. ერთადერთი რაც მუდამ მაწუხებდა სინდისის ქენჯნა იყო ანას მიმართ. ალბათ ბევრი გამკიცხავთ როგორ შევძელი ჩემი მეგობრისთვის ასეთი რამის გაკეთბა. ის ჩემი მთელი ცხოვება და ბავშვობაა, სიგიჟემდე მიყვარს მაგრამ ვერც დანიელისგან თავის შორს დაჭერას ვახერხებდი. ძალიან სუსტი ადამიანი ვარ, ვიცი. ასე გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა თვეების განმავლობაში, როცა გავახსენდებოდი მნახულობდა და ერთად ვატარებდით დროს, მასთან ყოფნისას გონებას ვთიშავდი და არაფერზე და არავიზე ვფიქრობდი გარშემო. ერთ ღამეს მისმა ზარმა გამაღვიძა -გამოხვალ? -კი უკვე მის მანქანაში ვისხედით რომ მკითხა -ჩემთან წავიდეთ? -შენთან რაგვინდა -რავი ისე გარეთ ყოფნას ჯობია -არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა სად წავალთ ვხვდებოდი, გულის სიღრმეში ვიცოდი რისთვისაც მივდიოდით მასთან მაგრამ ყველანაირი სენტიმენტებიდა ემოციები გავთიშე და გავყევი. მეხუტებოდა მკოცნიდა, ნელ-ნელა ტანსაცმელი გამხადა, რა თქმა უნდა ძალიან მრცხვენოდა და ვაჩერებდი მაგრამ მან გაიმარჯვა და საბოლოოდ დავნებდი. ძალიან ფრთხილად და ნაზად მეპყრობოდა, მეკითხებოდა მტკიოდა თუ არა, ტუჩებს მიკოცნიდა, მთელს ჩემს სხეულზე თითებს დაატარებდა და თბილ სიტყვებს მეჩურჩულებოდა, მთლიანად მასში დავიკარგე, სიამოვნების ხმები სცდებოდა მხოლოდ ჩემს ბაგეებს. ბოლოს დაღლილებს ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძნა და ასე ჩემი პირველი სექსუალური კავშირი მქონდა ადამიანთან რომელიც წლების მანძილზე მიყვარდა. ერთი წამითაც არ მინანია, თუ ვინმესთან უნდა დამეკარგა ქალიშვილობა ეს სწორედ დანიელი იყო, ვენდობოდი ისე როგორც არავის და მჯეროდა რომ ამის შესახებ ვერასდროს ვერავინ გაიგებდა. მართალია მთელი ცხოვრება ვფიქრობდი რომ სექ*ი ჩემს ქმართან, იმ ადამიანთან მექნებოდა რომელსაც სიგიჟემდე ვეყვარებოდი. ეს ასე არ მოხდა, მას მე არ ვუყვარდი, მხოლოდ ჩემი სხეული მოსწონდა და ვიზიდავდი. მან აისრულა თავისი საწადელი, ის რაც წლების წინ ანამარიასთვის „ხუმრობით“ ჰქონდა ნათქვამი რომ ჩემთან სექ*ი უნდოდა. ასე გრძელდებოდა ყველა ჩვენი შეხვედრა -მოგწონს პატარავ? მეკითხებოდა ვნებამორეული. -რა კარგი ხარ ვერ წარმოიდგენ.. არ მყოფნი. ვგიჟდებოდი მისი პირიდან წარმოთქმულ სიტყვაზე „პატარავ“ თავს მაკარგვინებდა და ცოტა ხნით მაინც ვფიქრობდი რომ მისთვის სასურველი ვიყავი და ამ სიტყვებს სიყვარულის გრძნობით მეუბნებოდა. თუმცა რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მაწუხებდა სინდისის ქენჯნა ასე უსიყვარულოდ გაძლება აღარ შემეძლო ყოველი მისი ნახვის შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ აღარ ვუპასხებდი მის ზარებს და საბოლოოდ გავწვეტდი ურთიერთობას, მაგრამ უკვე ღრმად ვიყავი ჭაობში ჩაფლული და არ მყოფნიდა ძალა, მაინც ყოველთვის გავდიოდი მის სანახავად, რამდენჯერმე ვილაპარაკეთ კიდეც ამაზე. -გიფიქრია ოდესმე რომ შეიძლება შეყვარებულები ვიყოთ? -ეს დაუშვებელია არ გამოვა -ვიცი, შეყვარებულობას ვერ დავმალავთ და ამას ანამარიას ვერ გავუკეტებ, ვერ ვეტყვი რომ მისი პირველი სიყვარული მიყვარს და მასთან ერთად ვარ. დავკარგავ და ამას ვერ გადავიტან. მაგრამ ამავდროულად ასე მასთან ურთიერთობაც აღარ შემეძლო სული მეხუთებოდა. ერთ დღეს ჩვეული შეხვედრის შემდეგ ჩემს მუხლებზე ედო თავი და მე როგორც ყოველთვის თმაზე ნაზად ვეფეებოდი როცა მოულოდნელად მკითხა -გიყვარს ვინმე? -არა...შენ? -კი -ვინ? -ანამარია გაგიკვირდებათ და არაფერი მიგრძვნია, მხოლოდ კითხვები მიჩნდებოდა რატომ და როგორ. უკვე 2 წელი იყო გასული მათი დაშორებიდან ანამარიას სხვა შეყვაერბული ყავდა და როგორც იქნა ბედნიერი იყო სანისთან. არც დანიელს სურდა მასთან ურთიერთობა და შერიგება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გულიდან მაინც ვერ იგდებდა. -თუ გიყვარს ასე რატომ მოექეცი?რატომ უღალატე? რატომ გქონდა ნათიასთან ურთიერთობა -ღირსი იყო, ისეთი რაღაცები დააშავა ჩემი საქციელი მისასთან ზღვაში წვეთია -ხოდა მითხარი რა დააშავა -მაგას მე ვერ გეტყვი -ხოდა რაც მე ანასგან ვიცი იმ გადმოსახედიდან შენ ძალიან ცუდად მოექეცი და შენ ხარ მოღალატე, იცი რა ცუდად იყო? -რა სჭირდა მომიყევი -დამამშვიდებლებს სვამდა თვეები და პანიკური შეტევები ემართებოდა ვეღარ სუნთქავდა, ღამე ვერ იძინებდა და ეს ყველაფერი შენი საქციელის გამო. -მან ეს დაიმსახურა. თავისი ბრალია, წესიერად რომ მოქცეულიყო მე სხვისკენ არც გავიხედავდი, ნათია არ მაინტერესებს, იმისთვის ვიყავი მასთან რომ სამაგერო გადამეხადა -ჩემთვის შენი საქციელი მაინც გაუმართლებელია, კარგი ათარ გვინდა რა ამაზე საუბარი დავიღალე... ამის შემდეგ რაც აღიარა რომ ისევ უყვარდა ხშირად მეკითხებოდა მასზე და სანიზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ და უყვარდა თუ არა ანამარიას ის. საბოლოო აღმოჩნდა შემთხვევა როდესაც 3 დღით საავადმყოფოში აღმოვჩნდი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი,ის კი მიანც ანამარიაზე მეკითხებოდა, ძალიან ბევრი ვიტირე და ეს იყო საბოლოო წვეთი. -საკმარისია, ნახვამდის. და ისე რომ მის პასუხსაც აღარ დავლოდებივარ დავბლოკე. თუმცა ის ფაქტი, რომ საბოლოოდ გადავაბიჯე ჩემს თავს და როგორც იქნა გავწყვიტე კონტაქტი ადამიანთან რომელსაც მხოლოდ ჩემი სხეული უყვარდა შვებას მიანც ვერ ვგრძნობდი. ისევ 13 წლის ნატალიას დავემსგავსე ყველგან რომ დანიელს ეძებდა ქუჩაში და თვალებს აცეცებდა იმის იმედით რომ სადმე დაინახავდა. ზაფხული იყო, ყოველ საღამოს მარტო გავდიოდი სასეირნოდ და ყველგან ვეძებდი, ხშირად ვხედავდი მანქანით სეირნოდა ხან ძმაკაცებთამ ერთად, ხან მარტო, ვუყურებდი სადამდეც შემეძლო თვალმოუშორებლად და ვოცნებობდი ერთხელ მიანც გამოეხედა ჩემკენ, დამენახა რომ მიყურებდა, მეგრძნო რომ ვადარდებდი მაგრამ არა. ახლა უფრო მეტად ვიტანჯებოდი ვიდრე აქამდე. თავიდან იმედი მქონდა რომ უბრალოდ არ იცოდა რომ დავბლოკე და ერთ დღესაც რამენაირად დამიკავშირდებოდა და მთხოვდა ისევ შეხვედრას, მაგრამ ამ ყველაფრით მხოლოდ თავს ვიტყუებდი და მეტი არაფერი, შემდეგ გაჩნდა ფიქრები რომ მე უნდა მიმეწერა, ყოველი მისი დანახვისას ორი ნატალია ებრძოდა ერთმანეთს, ერთს სიგიჯემდე უნდოდა მიეწერა და გაეგრძელებინა თუნდაც ისევ ისეთი ურთიერთობა ოღონდ მასთან ახლოს ყოფილიყო, გაერკვია სცადა თუარა მისთვის მიწერა და ეს მე ვერ გავიგე იმის გამო რომ დაბლოკილი მყავდა თუ არა, მეორე კი არწმუნებდა თავი შეეკავებინა და თავისი თავმოყვარეობა მეტჯერ აღარ გაეთელა ფეხქვეშ. ასე გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, მე ისევ მასზე ვფიქრობდი, არ მაინტერესებდა არც ერთი ბიჭი, ყველას თავიდან ვიშორებდი და ასე მარტო ვიყავი, ის მუდამ ჩემს გონებაში იყო, მოსვენება მქონდა დაკარგული, ღამით ვეღარ ვიძინებდი მასზე ფიქრში. საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ის მხოლოდ ოცნება იყო, მიუწვდომელი სიყვარული, გრძნობა რომელიც 13 წლის ნატალიას გაუჩნდა არ განელებულა, გაიზარდა, აზვირთდა, თუმცა მისი გრძნობა სამუდამოდ ცალმხრივად დარჩა და ახლა მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს, იმ ტკბილი წუთებით როცა მის მკლავებში მოკალათებული დედამიწაზე არაფერი ადარდებდა და ბედნიერებას გრძნობდა. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.