შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვასავით ლურჯი თვალები (ნაწილი 2)


19-08-2023, 00:14
ავტორი someone lost
ნანახია 1 022

ესეც მოერე, შედარებით მსუბუქი ნაწილი, შემდეგ თავებში უფრო მეტად ემოციურ და დაძაბულ სიტუაციებს შეხვდებით. იმედია მოგეწონებათ <3 <3
---
-დარჩი...
მომესმა ზურგს უკან, ოდნავ ხმის კანკალით წარმოთქმული ერთადერთი სიტყვა, რომელიც იმ წამს მთელს სამყაროს მერჩივნა. დენდარტყმულივით შემოვბრუნდი, თებე უკვე ფეხზე წამომდგარიყო, პატარა ბიჭივით აცანცარებული მივეჭერი და მთელი ძალით ჩავეხუტე, ჰაერში დავაბზრიალე და ლოყაზე მხურვალედ ვაკოცე. საყვარლად აკისკისდა
-კარგი, კარგი დაწყნარდი, არ მეგონა ასე ძაან თუ გაგიხარდებოდა
-მეღადავები ხო?
-ნწუ -იდგა და ისე ბავშურად მანათებდა ულამაზეს თვალებს თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მივვარდნოდი და მისთვის ბაგეები არ დამეკოცნა, ისე მიზიდავდა თავის კონტროლი მიჭირდა და თან საოცრად ბავშვური და უცოდველი რომ იყო? ამაზე საერთოდ გონება მეთიშებოდა.
-მაშინ დავიძინოთ, მგზავრობის შემდეგ გამოძინება გჭირდება, ცოდო ხარ
-კარგი- დამეთანხმა და ოთახისკენ გასწია
-კიდევ კარგი დიდი საწოლი მაქვს თორებ ამხელა ბედოვლათს სად დაგტევდი- ისევ ხმით გაიცინა, ტანსაცმლითვე შეწვა საწოლში, ერთხანს შევყურებდი და შემდეგ საწოლის მეორე მხარე დავიკავე, ბალიშზე მიფენილ მის გრძელ კულულებს ფრთხილად გადავატარე ხელი, არმინდოდა რაიმე ზედმეტი მოძრაობა გამეკეთებინა ან ზედმეტად შევხებოდი, მის ნდობას ვერ დავკარგავდი.
-ტკბილ ძილს გისურვებ
-შენც... უკვე ნახევრად მორფეოსის სამყაროში გადაშვებულმა მიპასუხა.
ჩემს თავზე გამეცინა, რაგჭირს დემნა... ასეთი ბავშვური კარგახანია არ ვყოფილვარ. საერთოდაც, გოგოს სახლში და მის საწოლში ტანსაცმლით და დისტანციის დაცვით პირველად ვიწექი. კიდევ ჩამეცინა და ფიქრებში გადავეშვი, რადგან ძილი არ მეკარებოდა.
სანაპიროზე ვსეირნობდი მარტო, ბიჭები უკვე მეორე დღე იყო გადაბმულად სვამდნენ მეკი მომბეზრდა ეს უაზრო გართობა და ლოთობა. შორიდანვე შევამჩნიე როგორ იჯდა პატარა გოგონა მობუზული და ზღვას გასცქეროდა თვალმოუშორებლად. მისი ხვეული თმები მიწას სწვდებოდა, საოცარი პროფილი ჰქონდა პატარა კურნოსა ცხვირი, დაბუშტული ტუჩები და თეთრი, ფითქინა კანი. ასეთი ფერის კანი ალბათ არასდროს მინახავს, მით უმეტეს ზღვის სანაპიროზე, სადაც ყველა გოგო მაქსიმალურად გაშავებას ცდილობს, რომ შემდეგ დაქალებს „შეედაროს“ ვის უფრო მაგარი რუჯი აქვს, იმ წამიდანვე ვიცოდი რომ ის სხვებს არ ჰგავდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო კარგად ვხედავდი რომ რაღაც აწუხებდა, ძალიან სევდიანი იყო და თან ფიქრებში ისე ღრმად წასული ვერც კი შეამჩნია როგორ მივუახლოვდი, ერთხანს ორიოდე ნაბიჯის მოშორებით ვიდექი და ვფიქრობდი მივსულიყავი თუ არა, არმინდოდა მისვლით მისთვის მყუდროება დამერღვია, იქნებ საერთოდ არ სურდა ვინმესთან ლაპარაკი, საბოლოოდ ჩემმა შინაგანმა ხმამ გაიმარჯვა, რომელიც მიმტკიცებდა რომ ისე ვერ წავიდოდით თუ არ გავიცნობდით. ჩემმა ხმამ უცებ დაუბრუნა რეალობას და ოდნავ შეშინებულმა, გაოცებულმა ამომხედა, იმ წამს სამყარომ ჩემს გარშემო მოძრაობა შეწყვიტა, მეგონა მე მქონდა უცნაურად ლამაზი თვალები. თურმე ვცდებოდი, სწორედ ახლა შევყურებდი სამყაროში ყველაზე გამორჩეულ ჭრელ თვალებს, მწვანე და თაფლისფერი ერთმანეთში რომ არეულიყო და თან თვალის ხალები ამშვენებდა ალაგ-ალაგ... ლაპარაკში ადვილად ამყვა, ჩემდა გასაკვირად თავისი სევდის მიზეზის გაზიარებაც მოინდომა. ყურადღებით ვუსმენდი, ისეთი დიდი გულის ტკენა იგრძნობოდა მის ხმაში მივხვდი ეს მხოლოდ ერთი ციდა ნაწილი იყო მისი ცხოვრებისა, რომელმაც დაღი დაასვა. აუცილებლად უნდა გამეგო მასზე მეტი და ყველა ტკივილი გამექრო. როდესაც გიჟივით წამოხტა და წყალში შევარდა თავს სიცილისგან ვერ ვიკავებდი თუმცა როგორც კი გავიგე ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო და მე მას ამის ასრულებაში დავეხმარე ისეთი საოცარი ენერგია და ბედნიერება ვიგრძენი მივხვდი, რომ ამ წამიდან ჩემი ცხოვრების მიზანია- გავაბედნიერო თებეა!
თებეა ნოზაძე,მეღიმება, ბედის ირონიაა ალბათ ჩემი საყვარელი სახელი რომ ჰქვია, 5წლის ვიყავი რომ ავიჩემე სახელი თებეა მომწონს და ჩემს შვილს უნდა დავარქვა მეთქი, ან საერთოდ 5 წლის ბავშვს რა შვილი ამიტყდა, ისევ გამეცინა ამ მოგონების გახსენებისას. ვიწექი თებეს გვერდით და ვიცოდი რომ პატარა დემნა სწორედ მას ელოდა. 21წელი ლოდინი ნამდვილად ღირდა...
---
თვალები რომ გავახილე პირველი დემნას სახე დავინახე, ამაზე საოცარ დღის დასაწყისს ალბათ ყველაზე კარგ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი. ტუჩები დაბურცული ჰქონდა თმა აჩეჩილი და სახე ბავშვივით ხელის გულზე ედო, ოდნავ მკრთალი ღიმილი ჰქონდა სახეზე შერჩენილი, მეგონა ისევ სიზმარში ვიყავი და ხელზე ვიჩქმიტე, -აუჩ... სახე დამემანჭა, რადგან დავრწმუნდი სიზმარი არ იყო ჩუმად წამოვდექი და ფრთხილი ნაბიჯებით სამზარეულოსკენ გავემართე. ახლაღა გამახსენდა წუხელ პასტის მომზადებას რომ ვაპირებდი და გული დამწყდა რომ ვერ მოვახერხე
-კარგი არაუშავს, ახლა უცებ მოიფიქრე რა საუზმეს მოამზადებ, რა შეიძლება უყვარდეს
-ჰმმმ...აზრზე არვარ, რა უყვარს არაფერი არვიცი, ჯერ ფაქტობრივად საერთოდ არ ვიცნობ
-მართალია, მაგრამ ისეთი შეგრძნება გაქვს რომ მთელი შენი ცხოვრების ნაწილია
-ჩემი მეორე მეს ამ სიტყვებმა დამაფიქრა და ასე დავეთანხმე, უკვე ფიქრებში გადაშვებას ვაპირებდი უცებ რომ წამოიყვირა
-ყიყლიყო! არაჟანთან ერთად, რამდენიხანია არ მოგიმზადებია არადა როგორ გიყვარს
-აუუუუ რა ჭკვიანი ხარ თებეეეე!- ტაში შემოვკარი გახარებულმა და უჩუმრად ჩავიცვი მაღაზიაში ჩასასვლელად, გუშინ საერთოდ არ მომაფიქრდა საუზმისთვის რამე მეყიდა და სახლში არაფერი იყო. უცებ შევიძინე არაჟანი, კვერცხი, პური და ჩემი საყვარელი ჩეროს ბროწეულის ნატურალური წვენი. სიამოვნებისგან ენა ტუჩს გადავატარე, იდეალური საუზმე იყო. შესვლისას ოთახში შევიხედე, ისევ ისე ეძინა, ჩამეღიმა, და ამაღლებული განწყობით დავიწყე ყიყლიყოს მზადება. უცებ გონებაში ჩემი საყვარელი სიმღერა, სერგი გვარჯალაძის „artificial love” ამომიტივტივდა და ღიღინი დავიწყე
-„time will show how deep was my love,
how deep was my love,
how deep was my love my baby...”
ნაბიჯების ხმა რომ მომესმა შევბრუნდი, ისე სასაცილოდ მოაბიჯებდა თალებდახუჭული და გაღიმებული, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს საჭმლის სუნს მოჰყვებაო, გამეღიმა
-მაპატიე თუ გაგაღვიძე, ჩემდაუნებურად დავიწყე სიმღერა
-არ გაპატიებ თუ მალე არ მაჭმევ-ღიმილით მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა
-დილამშვიდობის- ვუთხარი დამტკბარი ხმით
-დილამშვიდობის, რას ამზადებ? ისეთი სუნი იდგა თვალდახუჭული გამოვყევი
-ყიყლიყოს, უცებ მხოლოდ ეს მომაფიქრდა, იმედია გიყვარს
-ღმერთო რამდენიხანია არ მიჭამია ყიყლიყო, ბავშვობაში ჩემი საყვარელი საუზმე იყო სულ მიმზადებდა დედა და არაჟანთან ერთად ვჭამდი, როგორ მახსოვს
-და აი ჩვენი პირველი დამთხვევაც, ვგიჟდები ყიყლიყოზე და არაჟანზე- ცხვირწინ ავუთამაშე არაჟნის ქილა ბედნიერმა
ყველაფერი გავამზადე და უხმოდ მივირთვით, ორივე ნეტარებაში ვიყავით, აშკარად მართლა ძალიან მოგვნატრებია. ყლუპი ბროწეულის წვენიც მოვსვი თუარა საბოლოოდ მივხუჭე სიამოვნებისგან თვალები და სკამის საზურგეს მივეყრდენი. ცალი თვალი გავახილე რომ მენახა რას აკეთებდა, ის კი იჯდა ხელებგადაჯვარედინებული და ღიმილით მაკვირდებოდა
-რა?
-არაფერი, საყვარელი ხარ
-მადლობა
ცოტახანს დუმდა და მერე ფრთხილად, ისე თითქოს კითხვის ეშინოდა მკითხა
-ისე... უკვე რამდენჯერმე ვახსენე ოჯახი და შენ მათზე საერთოდ არ საუბრობ, რატომ?
-შენ თუ ფიქრობ რომ გარდაიცვალნენ არა, შეგიძლია დაწყნარდე
-გასაგებია, მაშინ რატომ არ საუბრობ?
-სიმართლე გითხრა არვიცი, მაგრამ რადგან გაინტერესებს გეტყვი. მშობლები და 1 და მყავს, სანაპიროზე ლაპარაკისას ხომ ვახსენე. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახი მყავს დედას და მამას დღემდე სიგიჟმდე უყვართ ერთმანეთი და მეც მიყვარს მათი სიყვარულის ისტორია, ბავშვობაში დედას სულ ვთხოვდი ხოლმე რომ მოეყოლა. ჩემი და ჩემზე 6 წლით დიდია უკვე გათხოვილი და უსაყვარლესი შვილი ყავს, ბარბარა, სამწუხაროდ ახლა ამერიკაში ცხოვრობენ და 5 წელია არ მინახავს. ამიტომ არც მიხსენებია. დავუბრუნდეთ ისევ მშობლებს, ისინი საგურამოში ცხოვრობენ და ამიტომ ვერ ვახერხებ მათ ხშირად ნახვას, მიუხედავად იმისა რომ ახლოსაა, იქ დავიბადე და გავიზარდე, უნივერსიტეტშიც იქიდან დავდიოდი. მამა ძალიან მკაცრი იყო, რამდენადაც მიყვარს, იმდენად ვერ ვიტან მის ხასიათს, ყველაფერს მიშლიდა, არადა არანაირი მიზეზი არ ჰქონდა...ყოველთვის ისე ვიქცეოდი როგორც მას მოესურვებოდა. საბოლოოდ იქამდე მივედით რომ უნივერსიტეტის პერიოდში ბევრი ახალი მეგობარი არ შემიძენია,არსად მიშვებდა, ამის გამოა ახლა სულ მარტოდ-მარტო რომ ვარ დარჩენილი, მხოლოდ 6თვეა რაც დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ამაზეც ძლივს დავითანხმე...
-ყველაფერი გასაგებია, ესეიგი ბატონი ტარიელი კლდესავით უდრეკი კაცია. შეყვარებულზე რას ფიქრობს... თუმცა სადაც მეგობრებთან წასვლას გიშლიდა ალბათ შეყვარებული არც უნდა გეხსენებინა
-კი ნამდვილად, ყოველთვის იმას მიმეორებდა, რომ ანას გათხოვების შემდეგ ერთადერთი შვილი მე დავრჩი, თან რომ ხედავდა კარგად ვსწავლობდი, ფიქრობდა არაჩვეულებრივი მომავალი მექნებოდა და მისი „მარჩენალი“ მე უნდა ვყოფილიყავი სიბერეში, არ უნდა რომ საერთოდ გავთხოვდე, მაგრამ მაგასაც ვნახავთ, სადაც მარტო ცხოვრებაზე დავითანხმე და მაინც მათგან შორს ვარ გათხოვებას რა დიდი მნიშვნელობააქ არმესმის.
-რთული კაცია ნამდვილად, მაგრამ არცაა გასაკვირი ისეთ დროს დაიბადა ასეთი აზროვნება რომ აქვს ჩამოყალიბებული
-ხოო, ეგრეა.- უცებ გამეცინა
-რა გაცინებს?
-წარმოვიდგინე ახლა აქ რომ გხედავდეს და იცოდეს ერთხელ ნანახი კაცი სახლში შემოვუშვი და ჩემს გვერდით ეძინა რა რეაქცია ექნებოდა
-გაგიჟებოდა ალბათ
ისიც ამყვა სიცილში უცებ ტელეფონმა რომ დაურეკა
-გისმენთ.....კარგი გამოვდივარ....ნახევარ საათში მანდ ვარ
-მშვიდობაა? ისევ პრობლემა ხოარაა?
-კი მშვიდობაა უბრალოდ სასწრაფოდ უნდა წავიდე სამსახურში, რაღაც პატარა საქმეებია რაც აუცილებლად უნდა მოვაგვარო ისევ რამე რომ არ აირიოს
-ვაიმე სამსახური, კიდევ კაი ახსენე სულ დამავიწყდა, ჯანდაბა დღეს რა რიცხვია?
-18 აგვისტოა
-უჰჰ.. გულზე მომეშვა, ხვალ გავდივარ სამსახურში და უცებ მეგონა დღეს უნდა წავსულიყავი
გულზე მოქნდა ხელი მიდებული და ისე ვცდილობდი უცებ ანერვიულებული გულის დამშვიდებას
-მიდი მიდი წადი შენ არ დაგაგვიანდეს-გავუღიმე და გავაცილე
-მაპატიე ასე უცებ წასვლა რომ მიწევს, მოგვიანებით შეგეხმიანები
-იცი ჩემი ნომერი?
-რა თქმა უნდა პატარა ქალბატონო-გამიღიმა და კიბეზე დაეშვა. შემოვედი სახლში და როგორც ყოველთვის ერთხანს გაშტერებული და გაღიმებული ვიყურებოდი უსასრულობაში.
-რა გჭირს თებეა დაეშვი მიწაზე, დაფრინდავ
-მართალი ხარ, უბრალოდ საოცარ ზემოქმედებას ახდენს ჩემზე
-მაგას კი ვხედდავ- დამცინა მეორე მემ.
გონს რომ მოვეგე სახლის ძირფესვიანად დალაგება დავიწყე, ზღვიდან ჩამოტანილი ტანსაცმელიც გასარეცხად შევყარე და შემდეგ დავახარისხე, ყველაფერს რომ მოვრჩი კმაყოფილმა მოვათვალიერე სახლი და დასასვენებლად მოვემზადე, უცებ ფილმის ყურება მომინდა მაგრამ მე ფილმს ასე როგორ ვუყურებდი. სასწრაფოდ ჩავირბინე მაღაზიაში დიდი ყუთით ნაყინი, ტვიქსი და სნიკერსი ვიყიდე. აჟიტირებული გამოვედი მაღაზიიდან და თან ვფიქრობდი რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის... ჩემთვის ყველა დროის საყვარელი ფილმი „a walk to remember“ ჩავრთე და მოვკალათდი, თუმცა ყურება არც მქონდა დაწყებული კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, გაბრაზებული წამოვდექი
-არ მაცადეს რა ესიეგი ფილმის ყურება, უფფფ
გავაღე და ისევ უზარმაზარი თეთრი ვარდების თაიგული დავინახე, სასწრაფოდ გამოვართვი კურიერს და სახლში შევიტანე
-მიიღე ვარდები?-შეტყობინებამაც არ დააყოვნა
-კი, მადლობა, მაგრამ ახლა ყოველდღე უნდა მიგზავნო?-სიცილის სმაილებიც მივაყოლე
-მე პრობლემას ვერ ვხედავ
-დემნაააა,საყვავილეები აღარ მაქვს, დამიჭკნება
-სწორედ მაგიტომ გამოგიგზავნი ყოველდღე რომ ახალ-ახალი გქონდეს და დამჭკნარ ვარდებზე აღარ იდარდო
-კარგი რაა... არ შეიძლება ასე
-სუსი.
-კარგით ბატონო სვანო ოღონდ თქვენ არ გაბრაზდეთ
-აი ასე მომწონს
-ისე ახლა დავფიქრდი სვანი რომ ხარ, სვანეთში სახლი გაქვს?
-დიახ სვანი ვარ და სახლიც მაქვს, ოღონდ ტრადიციული სვანივით გაჭედვა არ მახასიათებს
-ღმერთო რამაგარია, ჩემი ოცნებააა სვანეთში წასვლა
-მართლა?
-კი, ბავშვობიდან ვოცნებობ ამაზე, 19 წლის რომ ვიყავი ვაპირებდით წასვლას მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ვეღარ წავედი, ამას შოვის ტრაგედიაც დაემატა და ამის შემდეგ ისევ ოცნებად დარჩა
-ხოდა მე წაგიყვან
-მეხუმრები თუ მართლა?- ავწრიალდი ერთ ადგილზე, ნუთ მართლა დემნასთან ერთად წავიდოდი სვანეთში
-არ ვხუმრობ თებეა, ერთი ოცნების ასრულებაში ხომ უკვე დაგეხმარე, ასე იქნება სხვებზეც
-მადლობა...
-ამჯერად რისთვის მიხდი მადლობას ბარბი
-ვინაა ბარბი?
-შენ სულელო, ნამდვილი ბარბი ხარ
-ააა, მე მეგონა სახელი აგერია
-ოჰჰჰ,მერეეე ვიეჭვიანეთო?
-ვერ ეღირსები,სვანო!
-მაგასაც ვნახავთ, პატარავ!
ბოლო შეტყობინებაზე აღარ მიპასუხია, ტელეფონი გულში ჩავიკარი გაღიმებულმა და ფილმის ყურება გავაგრძელე, როგორც ყოველთვის ბოლო მომენტზე ცრემლები ვღვარე და პირდაპირ დასაძინებლად გავეშურე, ხვალ დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი. დრო მოვიდა სამსახურს დავუბრუნდე.
---
ერთი კვირა სრულ ჰარმონიაში გავიდა, ყოველი ჩემი დილა ვარდების მიღებით და დემნას შეტყობინებით იწყებოდა
-დილამშვიდობის პატარა ქალბატონო
-დილამშვიდობის ბატონო დემნა
შემდეგ სამსახურში ვატარებდი მთელ დღეს, ბოლოს კი სახლში დაბრუნებული ვარდების სურნელს როგორც კი ვიგრძნობდი ყველანაირი დაღლილობა მეხსნებოდა და ბედნიერებით ვივსებოდი. ყოველ ღამით ცოტახანს ვსაუბრობდით დაძინების წინ
-უკვე 1 კვირაა არ მინახიხარ და ასე მგონია საუკუნე გავიდა
-ვიცი ქალბატონო, მეც ძალიან მომენატრე, მაგრამ კომპანიაში ბევრი საქმე მაქვს
-ვიცი მესმის, არ არის პრობლემა
-იცი რა ვქნათ? ხვალ ხომ შაბათია, ყველას ეცლება და სადმე ბარში წავიდეთ, ჩემს გიჟ ბიჭებს გაგაცნობ,ზღვაზევე გაიცნობდი რომ არ წამოსულიყავი თბილისში
-აუ რა კარგი აზრია, არ მაწყენდა ახალი ადამიანების გაცნობა... ხომ იცი არავინ მყავს და მით უმეტეს შენს მეგობრებს თუ გავიცნობ ძალიან ბედნიერი ვიქნები
-კარგი ახლა არ მოიწყინო და ისევ ფიქრებში არ გადაეშვა...დამიჯერე 1 კვირაში ინანებ მათ გაცნობას, აღარ მოგასვენებენ.
-აჰაჰაჰ, არაუშავს, ისე მარტო ბიჭები არიან?
-ვაჩე, დემეტრე და ილია, 3 „ტრუსიკის“ ძმაკაცი მყავს მაგრამ არ იდარდო ვაჩეს შეყვარებული ყავს ლანა და ვეტყვი წამოიყვანოს ისიც, ეჭვი მაქვს კარგად გაუგებთ ერთმანეთს
-ძალიან კარგი, ისე ელენე ხომ 18წლისაა რატომ არ მოგყავს?
-ჯერ მიანც პატარაა ბარებისთვის და არმინდა ასეთ სიტუაციაში გაიცნო, ანუკას და ელენეს ცალკე გაგაცნობ
-ერთი სული მაქვს, ისე...ჯერ ძალიან ადრე ხომ არაა? ჯერ ჩვენც არ ვიცნობთ წესიერად ერთმანეთს
-ხოდა ჩვენც გავიცნობთ და შენ მათაც დაუახლოვდები, არაფერია ამაში ცუდი ბარბი,არსად გვეჩქარება, უბრალოდ არ მომწონს სულ მარტო რომ ხარ.
-კარგი, მართალი ხარ
-მიდი ახლა დაიძინე ხვალ არ გაგიჭირდეს ადგომა
-ტკბილი ძილი დემნა
-ტკბილი ძილი პატარა ქალბატონო
გაღიმებულმა გადავდე ტელეფონი,ღიმილი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, აღარ მაწუხებდა ცუდი ფიქრები და სევდა როგორც აქამდე, თავს მშვიდად ვგრძნობდი, დემნა ჩემზე საოცრად დადებითად მოქმედებდა.ამ ფიქრებში ჩამეძინა.
იმ ღამით ისევ ზღვასავით ლურჯმა თვალებმა დაამშვენა ჩემი სიზმრები...
(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტეტესოდ ვითარდება მოვლენები. ველით გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent